შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ (თავი 5)


20-08-2023, 11:05
ავტორი EllaTriss
ნანახია 1 980

#5

ორ ცეცხლს შუა ყოფნას ჰგავდა ის წუთები რაც ტატოსა და ნიკას შორის გავატარე უნივერსიტეტში. მაშინვე ზომაზე მეტად განვიცადე ყველაფერი ასე რომ გამოვიდა, თუმცა მეც ვერ ვხვდები რატომ. ეს შინაგანი ღელვა, ფორიაქი თუ რაცაა გამომყვა და ახლაც, მიუხედავად იმისა რომ უკვე სახლში ვარ. მარტო. დიახ, მართლა მარტო, გონება ისევ ზუსტად იქ ტრიალებს და უკვე მილიონჯერ მიმეორებს მომხდარს. ნერვებს მიშლის იმაზე ფიქრი რომ ყველაფერი მე მოვუწყე თავს, მე თვითონ ვუთხარი ნიკას უნივერსიტეტში მოსულიყო და შესაბამისი შედეგიც მივიღე. არ მინდოდა ერთმანეთი ასე რომ გაეცნოთ, უფრო სწორად საერთოდ არ მინდოდა რომ გაეცნოთ, რა საჭირო იყო? თუმცა ნიკამ როგორც კი ტატო დაინახა მაშინვე გაუჩნდა ამის სურვილი და ისე, თითქოს მართლა ძალიან სასიამოვნო იყო შეხვედრა ხელიც კი ჩამოართვა. არა, ეს რომ მახსენდება მეცინება, მართლა. ჩვეულებრივი ტრაგიკომედიაა. ლაპარაკის თავი იმდენად აღარ მაქვს თამარას მხოლოდ წერილობით ვუყვები ამაზე, თუმცა ზუსტად ნახევარ საათში მადგება თავზე და უკვე ვხვდები, რომ არც ლაპარაკი ამცდება.
-ანაა. -როგორც კი კარს ვუღებ მაშინვე ქარბორბალასავით შემორბის და თვითონვე ხურავს ზურგს უკან. -ის სადაა პრინცესა ფიონა?
მთელი დღის განმავლობაში ყველაზე გულწრფელად მეღიმება. თეკლას დაარქვა პრინცესა ფიონა. მიუხედავად იმისა რომ პირადად არც კი იცნობს რამდენიმე ფოტო ნახა, ჩემს აღწერილს დაუკავშირა და ასე გახადა თეკლა ფიონა.
-არ ვიცი, სახლში არაა, რომ მოვედი არც მაშინ იყო. -ნელი ნაბიჯებით მივდივარ მისაღებისკენ.
- ამ ღამე, მუშობს თუ რა შვება, ან კარგი, ეგ რაში მაინტერესებს, ნორმალურად მომიყევი ყველაფერი, ლამის გავგიჟდი რომ წავიკითხე. -ისევ ერთვება ჩვენზე და სანამ დავჯდები იქამდე ეწყობა და მოსასმენად მომზადებასაც ასწრებს.
- ყველაფერი ეგრე იყო როგორც გითხარი, სხვა არაფერი.
სახე ეცვლება.
-ტატოს როგორი რეაქცია ჰქონდა?
- არანაირი. -ისევ მახსენდება ყველაფერი. -საერთოდ არანაირი, ალბათ ჯერ ბეჭედი რომ არ ენახა ჩემი წყალობით მერე უფრო გაუკვირდებოდა, არ ვიცი.
- ღმერთო... -შუბლზე ისვამს ხელს. -როგორ არ უთხარი რომ ყოფილი ქმარია, გავგიჟდები, ალბათ რას ფიქრობს ახლა რომ გათხოვილი ხარ, შვილები გყავს.
ბოლო სიტყვებზე ისე ვუქაჩავ თვალებს მაშინვე ჩერდება.
-რა მეთქვა, თამარა, ეს გალეშილი მთვრალი ჩემი ყოფილი ქმარია და აქ მე მოვიყვანე მისთვის ნიშნობის ბეჭედი რომ დამებრუნებინა თქო? არ მეტყოდა რაში მაინტერესებს, რას მიხსნიო?
- ჰო. -თვალებს ხრის. -მაგრამ არც ისაა სწორი ახლა რომ სხვანაირად ჰგონია, სიმართლე ხომ უნდა იცოდეს, არა?
- კარგი რაა, ალბათ მისთვის ისედაც სულერთია გათხოვილი ვარ თუ ქვრივი.
- ჩშშ, ჯვარი აქაურობას, ღმერთმა დაგიფაროს გოგო, რაებს ამბობ. ღმერთო... -ღრმად სუნთქავს. - ეს ნიკაც მაგარი იდიოტია, ისევ მეუღლეს რა ნამუსით გეძახის
- ნორმალურად რომ მოქცეულიყო ის უფრო გამიკვირდებოა, 24/7-ზე მთვრალია. უნდა გენახა, ძლივს გავათრიე უნივერსიტეტიდან თორემ კიდევ მოკვდებოდა ლაყბობით.
- ღმერთო... მისმინე, უბრალოდ გაეცნო, სხვა არაფერი უთქვამს, ხო?
- არა, მაგრამ ეტყოდა ძალით რომ არ გამეყვანა, ხომ იცი რომ პირის მოღება არ უჭირს
ეცინება.
-ბეჭედი?
- მივათხლიშე სახეში.
- ეგრე უნდა, იდიოტი, ვირი. -უკვე თავისთვის გადადის ლანძღვაზე.
- კარგი, მოვრჩეთ თორემ აღარ შემიძლია ამაზე ფიქრი. გინდა ყავა?
- ნწ, ბავშვი დავაძინე და ისევ დავუტოვე ბექას, უნდა გავიქცე. ეს კბილების რომ ამოსდის აღარ შემიძლია, ეღვიძება და ტირის. მერე ბექა პანიკებში ვარდება და შეიძლება სასწრაფო დამაყენოს თავზე.
მეღიმება. ბექაზე შეშინებული მამა თუ კიდევ არსებობს არ ვიცი. ნანახი რომ არ მქონდეს როგორ ეშინია ბავშვის ყველა უმნიშვნელო ტირილზე ვიფიქრებდი რომ თამარა აზვიადებს.
ფეხზე დგება და ჩანთასაც იღებს, მერე ოდნავ ფიქრდება და ისე იწყებს.
-მისმინე, ყველაფერი კარგად იქნება, მოგვარებადია, არ ინერვიულო.
- არ ვნერვიულობ. -ვერ ვხვდები ამას რატომ მეუბნება.
-გეფიცები, შენი დაბნეულობა ზოგჯერ მაგიჟებს. შიგნიდან ნერვიულობ, ვიცი.
- კარგი რაა...
- მე გავჩუმდები, მაგრამ შენთვის გეუბნები.
ღრმად ვსუნთქავ. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვუპასუხო და თითქოს მხსნელივით, ზუსტად მაშინ ისმის შემოსასვლელში კარის ხმა, რასაც მალე თეკლაც უმატებს.
-მოვედიიი! სახლში ხარ, ან?!
- რანაირი ხმა აქვს ამ გოგოს, სპეციალურად იწვრილებს?
თამარას რეაქციაზე უბრალოდ მეღიმება და თავს ვუქნევ. საერთოდ მართლა იყენებს ხოლმე ამ ხმას.
-წამოდი, გაგაცნობ.
თუმცა სანამ ჩვენ გავიდეთ იქამდე ასწრებს შემოსვლას. რაღაცის თქმასაც აპირებს, თუმცა თამარას დანახვისას მაშინვე ჩერდება. სახეც ეცვლება, მერე კი ამის შესაფერისად ცვლის ტონსაც და სათქმელსაც.
-ვაა, სტუმარი გვყავს?
-სტუმარი, რომელიც უკვე მიდის. -მაშინვე ღიმილით პასუხობს თამარა.
- აამ, თეკლა ეს თამარაა, ჩემი მეგობარი, თვითონ კი გიცნობს შორიდან, მაგრამ მაინც, ჩემი ნათესავი თეკლა. -ფორმალურად თამარასაც ვაცნობ.
-სასიამოვნოა, თამარ, თაკო თუ თამო, როგორ გირჩევნია?
- არ მირჩევნია, მადლობა.
თამარას ბრაზს ამოფარებულ ღიმილზე მაინც მეცინება. მე ხომ ვიცი როგორ ვერ იტანს სხვა შელამაზებული სახელით რომ მიმართავენ. თეკლამ კი გაცნობისთანავე მოახერხა ეს.
-ვაიმე, გაბრაზებული ხარ, საყვარელო? -ისევ თავისებურად იწვრილებს ხმას.
- გაბრაზებული ვარ, საყვარელო, ანამ ყავა არ გამიკეთა.
ღმერთო, მოვკლავ.
-რას ამბობ, მართლა? რატო?
კიდევ აპირებს რაღაცის თქმას თუმცა სწრაფად ვერევი.
-თამარას ასე უყვარს ხოლმე ხუმრობა, თეკლა, ყურადღება არ მიაქციო.
- ხო, მართალია, წავედი, კარგად დარჩით. -სწრაფად ძვვრება ჩვენს შორის და პირდაპირ გასასვლელისკენ მიდის. - არ გამაცილოთ, ვიცი კარი სადაცაა.
- რა უცნაური მეგობარი გყავს. -მაშინვე მიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს თეკლა.
- ხო, ასეთია.
- გაძლება, საყვარელო ბიძაშვილო. -შესაფერის მიმიკასაც ურთავს თან და პირდაპირ თავისი ოთახისკენ მიდის. სულ წამით ვფიქრდები, თუმცა მალევე მაწყვეტინების ტელეფონის სმს-ს ხმა ამ ფიქრსაც. რა თქმა უნდა, თამარაა. შეტყობინებას ვხსნი და იქ არც მეტი არც ნაკლები თითქმის ბოლოს მოსმენილი ფრაზის იდენტური მხვდება.
- ,,გაძლება, ანა.“

***
შემდეგი ერთი კვირა იმდენად ჩვეულებრივად გადის მართლა მიკვირს. არც ზედმეტი შფოთვა, მანქანის გაფუჭება, სადმე ჩაკეტვა. დავიჯერო ყველაფერი შემეშვა? ეს ან მართალია ან უბრალოდ სამზადისია რაღაც დიდისთვის. პირველის არ მჯერა, მეორეზე ფიქრის უბრალოდ მეშინია და არ ვფიქრობ. საერთოდ ყოველთვის ვცდილობ ფიქრებს გავექცე, თუმცა როგორც კი მგონია რომ გამომდის რაღაც პატარა დეტალი და ეგრევე ყველაფერი წყალში მეყრება. ტატო აღარც მინახავს. უფრო სწორად ერთხელ ვნახე საპროფესოროში. შემოვიდა, ერთ-ერთ ლექტორს უთხრა რაღაც და მაშინვე გავიდა. ისეთი შეგრძნება დამრჩა რომ ვერც დამინახა, ან დამინახა და უბრალოდ არაფერი. არ ვიცი, რაღაცნაირი შეგრძნება იყო. თითქოს მინდოდა რომ დავენახე, უბრალოდ შემოეხედა მაინც. საკუთარ თავთან ამის აღიარება არ მინდა მაგრამ რა ვქნა, რეალობა ისაა რომ ვხვდები ეს ცივი დამოკიდებულება მოქმედებს. რეალურად ისევ აქ მოსვლის დღიდან ან ვეჩხუბები, ან ვაგდებ, ნორმალურად ხომ არაფერი ყოფილა, თუმცა... რა ვიცი. თითქოს რაღაც მაკლია აქ მასთან საუბრის გარეშე.
ვერ ვხვდები რატომ არსად არაა და ამავდროულად ყველგანაა. თითქოს განგებ მერიდება.
ზუსტად ისე, მე რომ ვიქცეოდი პირველ კვირას როცა ისევ მოვედი აქ. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე უფრო მგონია რომ არ ვცდები. მიზეზი... არ მინდა ამაზე ვიფიქრო. თამარა მეუბნება რომ მიზეზი ძალიან კარგად ვიცი და მისი აზრები მართლდება, თუმცა აღარ მინდა რომ ასე მარტივად მჯეროდეს რაღაცების, უფრო ამიტომაც გავურბივარ ამაზე ფიქრს. ხომ შეიძლება რომ უბრალოდ ვერ შევხვდით და მეტი არაფერი. ძალიანი დიდი მნიშვნელობა არაფერს უნდა მიანიჭო, მაგრამ... ვჩერდები. ამის შემოწმება ხომ შემიძლია, არა? თავისუფალი საათის დროს ზედმეტი დაფიქრების გარეშე მივდივარ ცხრილთან და ვამოწმებ. ბოლოს კი თვალი ზუსტად საგნის გასწვრივ არსებულ წარწერაზე მიშტერდება. ,,სართული 3, აუდიტორია 309“ სწრაფად გამოვდივარ უკან და მაშინვე ფანჯარასთან მივდივარ. რას ვაკეთებ? რატომ ვაკეთებ? გონება ერთიანად მაყრის კითხვებს და საბოლოოდ ვრწმუნდები რომ ჩემში იმ მეორე მეს ვებრძვი რომელსაც არაფრით უნდა გულსაც მოუსმინოს. მხოლოდ ერთ რაღაცაზე აქვს აქცენტი და აქედან გამომდინარე მებრძვის. ,,შენ რაში გაინტერესებს? ეგრეც რომ ფიქრობდეს, რა? იფიქროს ისე როგორც ფიქრობს, დაივიწყე.“ მართალია. მე რა? რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი შევხვდები თუ არ შევხვდები? თავი მტკივდება. მერე თამარას სიტყვები მახსენდება, რომელიც მუდამ იმას მახსენებს რომ გულსაც მოვუსმინო. არა... არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ რომ ავიდე და შევამოწმო დერეფანში რომ შემხვდება რას გააკეთებს, რა მოხდება?
ღმერთო, 2 წლის ბავშვად როდის ვიქეცი. საათს ვამოწმებ ტელეფონზე. მერე ისევ წამიერად ვფიქრდები და ბოლოს მაინც მივდივარ. რა უნდა ვინანო, უბრალოდ მესამე სართულზე რომ გავისეირნებ? ნელი ნაბიჯებით ავდივარ კიბეებზე და მაქსიმალურად ვცდილობ ჩემს მეორე მეს აღარ ვუსმინო. მხოლოდ ჩემი ფეხსაცმლის ხმა ისმის. დერეფანში ჯერ-ჯერობით არავინაა, თუმცა წესით მალევე უნდა დაიწყოს შესვენებაც. დეკანის კაბინეტთან ვჩერდები. აქედან ძალიან კარგად ვხედავ ბოლო 309-ე აუდიტორიას. წამიერ დაფიქრებასაც ვერ ვასწრებ, რომ პირველი ზუსტად ის იღება და სტუდენტები გამოსვლას იწყებენ.
მათ დანახვას თითქოს გონს მოვყავარ. ღმერთო აქ რას ვაკეთებ. არა! დიდი არა! სწრაფად ვაპირებ უკანვე ჩასვლას და პირდაპირ ლიფტისკენ გავრბივარ. ეს ჩემი ცვალებადობა თუ მომიღებს ერთხელ ბოლოს, მართლა. რამდენჯერმე ვაჭერ გამოძახების ღილაკს და ტატოც ზუსტად მაშინ გამოდის აუდიტორიიდან. ხელში რამდენიმე საქაღალდე უჭირავს, ტელეფონი და კალამი, რომელიც რატომღაც ხელიდან უვარდება, თუმცა აღებას ჩვენი მშვენიერი ფაკულტეტის დეკანი ასწრებს და უწვდის. რაღაცაზე საუბრობენ თუმცა აქედან გარჩევა ძალიან მიჭირს. ბოლოს ემშვიდობებიან და ტატოც ტელეფონს უბრუნდება. ხო ეს ნამდვილად გამოვიცანი რომ სადღაც აპირებდა დარეკვას და მართლაც, ამასობაში ნელ-ნელა მიახლოვდება და მამჩნევს კიდეც, საპასუხოდ ისევ ლიფტის გამოძახების ღილაკს ვაჭერ ხელს. არანაირად არ მინდა იფიქროს რომ მის გამო ამოვედი აქ და მერე კიდევ ვუყურებდი. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ თვითონაც ლიფტთან მოვა, თუმცა ამის საპირისპიროდ კიბეებისკენ იღებს გეზს და უბრალოდ თვალებით მესალმება. იდენტურ სალამს ვუბრუნებ, ოდნავ გაოცებული და იმედი მაქვს რომ სახეზე არაფერი მეტყობა. ამასობაში როგორც იქნა ლიფტიც მოდის.
ხო, ყველაფერი გასაგებია.

***
სხვა რამეზე ყურადღების გადატანის მცდელობის მიუხედავად ტატოზე ფიქრი მაინც სახლამდე მომყვება. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ფიქრი დავიწყე მასზე და ნერვები მეშლება, მაგრამ რა ვქნა, თავიდან მართლა მეგონა რომ უბრალოდ ვერ ვხვდებოდით, თუმცა დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი საპირისპიროში. ეს სიცივე ძველ დროსაც თავისთავად მახსენებს და საერთოდ ყველაფერს მასთან ერთად. ვერ ვიძინებ. ფიქრი ისე მღლის აივანზე სრულიად ძალაგამოცლილი გავდივარ. უამრავი ვარსკვლავია ცაზე, თუმცა ჩემი აზრით მთვარე მაინც ყველაზე ლამაზია. რაღაცნაირია, გამორჩეული. მხოლოდ წამით გადამაქვს ყურადღება, თუმცა გონება მალევე უბრუნდება საწყისს. ვერ აღვწერ როგორი საშინელი ორთაბრძოლაა ახლა ჩემში. ჩემი მეორე მე, რომელიც მეუბნება რომ სულერთია ყველაფერი, არაფერია, საერთოდ არაფერი და ასეც უნდა იყოს, რადგან როცა არაფერი იქნება არც არაფერი გატკენს. ჩვეულებრივად უნდა მივიღო ყველაფერი, ზედმეტი გრძნობების გარეშე. მაგრამ გული, რომელსაც არასდროს ვუსმენ უკვე მაწუხებს. კითხვები მაქვს საკუთარ თვთან, თან ძალიან ბევრი და მიუხედავად იმისა, რომ გონებას სხვა, თავისგან განსხვავებული პასუხის მოსმენა საერთოდ არ უნდა, რატომღაც შეწინააღმდეგების სურვილს ვერაფერს ვუხერხებ. იქნებ თამარა მართალია... იქნებ კიდევ დარჩა წარსულისგან რაღაც. როდესაც ადამიანი ბევრს ნიშნავს, სწორედ იმიტომ გწყინს მისგან მცირედიც ძალიან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ზოგადადაც ასეა. უნებურად წარსულზე გადადის ფიქრი. მაშინ კიდევ სხვანაირი ვიყავი, მაგრამ რომ ვფიქრობ შინაგანად საერთოდ არ შვცვლილვარ. ახლაც იგივენაირად განვიცდი, არ მინდა და მაინც. ვგრძნობ, რომ საკუთარი თავის კონტროლის უნარი მეცლება ხელიდან და ეს ერთხელაც აუცილებლად ცუდად დამთავრდება.

***
დილას ჩვენი ფაკულტეტის დეკანი სოფო მირეკავს და თავის დაბადების დღეზე მეპატიჟება საღამოს. რა თქმა უნდა, პირდაპირ თავდაცვის ინსტიქტი მერთვება. იქ რა უნდა ვაკეთო არ მესმის. დარწმუნებული ვარ ყველა კოლეგის წყალობით იქიც მინი აკადემიური გარემო იქნება, ასეთი კი უნივერსიტეტშიც მეყოფა. ზოგადადაც საერთოდ არ მიყვარს ასეთი რაღაცები, ამიტომაც ყველა შესაძლო ხერხს ვიყენებ, რომ როგორმე უმტკივნეულო უარი გამოვიდეს, თუმცა ისე მთხოვს და თანაც იმდენჯერ ვეღარაფერს ვახერხებ. ეს გოგო ენერგიის ბუმია, სანამ თავისას არ მიაღწევს არ იღლება. ძალაგამოცლილი ვდებ ტელეფონს გვერდზე და მერე სახეზე ვიფარებ ხელებს. ერთადერთი დღე მაქვს უნივერსიტეტისა და კოლეგებისგან თავისუფალი და გამოდის დღეს ესეც არ მერგება. კარგი, უბრალოდ მივალ, მივულოცავ და წამოვალ, ასე ხომ შეიძლება. საკუთარ თავს ვეთანხმები და მერე თამარასაც ვეკითხები აზრს. მაშინვე შეტყობინებების წვიმა მოდის.
,,დარწმუნებული ვარ, წამოსვლა აღარ მოგინდება.“
,,რა უნდა აჩუქო?“
ხო ამაზე მართლა უნდა ვიფიქრო. თუმცა ვინ მაცდის, გაუჩერებლად აგზავნის შეტყობინებებს.
,,რას იცმევ?“
,,ფოტოები ჩამიყარე“
,,ტატოც იქნება?“
ტატო...
ჯანდაბა, ძლივს აღარ მახსოვდა. უკვე ნერვები მეშლება. იქნება და იყოს. მე და ჩემი მეორე მე რაზე შევთანხმდით, ჩვენ მასზე აღარ ვფიქრობთ და ჩვეულებრივ ცხოვრებას ვაგრძელებთ, მორჩა. ხომ მორჩა? გულისთვის რატომ არ მორჩა...

***
დრო იმდენად მალე გადის ჩეულებრივად შოკში ვარ. სოფოს გამოგზავნილ მისამართს ვუყურებ ცოტა ხანს და მერე სარკესთან მივდივარ. არ ვიცი, ალბათ თამარა აქ რომ იყოს ამ კლასიკური ჩაცმულობის გამო მომკლავდა, არც მაკიაჟი, ერთადერთი თმა შევიკარი მგონი ძალიან კარგად. ვფიქრობ მეტი საჭირო არცაა, მე ხომ უბრალოდ უნდა მივულოცო და მოვიდე, მერე იმის ნერვები მაქვს რომ 1 საათი ვიჯდე და მაკიაჟი ვიშორო? რა თქმა უნდა, არა. გასვლამდე მხოლოდ საყურეს ვიკეთებ, უფრო სწორად ვაპირებ რომ გავიკეთო, თუმცა ჩემს ოთახში დაუპატიჟებლად შემოსული თეკლას წყალობით წამიერად ვჩერდები.
-აუ, ანაა. -რაღაცის თხოვნას აპირებს, ან წუწუნს, თუმცა როგორც კი მხედავს მიმიკასაც ცვლის და სათქმელსაც. -ვაა, რას შვები?
- არაფერს, გინდოდა რამე? -სარკიდან ვეკითხები და თან გაკეთებას ვაგრძელებ.
- კი, მეთქი ფილმს ვუყურებთ ერთად, რამეს გამოვიძახებთ, მაგრამ შენ მიდიხარ სადმე?
- კი, თქვენი დეკანის დაბადების დღეა.
- ვაა, მაგარია, ლექტორები და რამე, განათლებული საზოგადოების პონტია? -საწოლზე ჯდება და თან მაკვირდება.
ამასობაში საყურეების გაკეთებასაც ვამთავრებ და ვტრიალდები.
-რაღაც ეგეთი.
- რას იცვამ? მანახე რა.
- მაცვია უკვე, თეკლა. -სრული სერიოზულობით ვეუბნები.
- რაა? კარგი რა, ანა, ასე მიდიხარ?
- მე მომწონს.
- ზედმეტად კლასიკური არ ხარ? პიჯაკი და რამე, გეგონება უნივერსიტეტში მიდიოდე. შავი მაინც არ იყოს ყველაფერი, დაკრძალვა ხომ არააა.
- ასე მირჩევნია.
ღრმად ოხრავს.
-ქუსლიანი ფეხსაცმელი მაინც ჩაგეცვა.
- თეკლა, უკვე ნერვებს მიშლი.
- შენც ნერვებს მიშლი, ვინ მიდის დაბადების დღეზე ბოტასებით. დარწმუნებული ვარ ყველა ბოლო დონეზე იქნება გადაპრანჭული, გინდა რომ ყურადღება მიიქციო? იცი თქვენს როგორ მისალმებას უნდა ვხედავდე? ,,გამარჯობა, მშვენიერო ანა...“ -ხელებითაც აკეთებს. - მე კი ვხედავ, ,,გამარჯობა, ძმაო.“
მეცინება. საიდან იგონებს ასეთ სისულელეებს ვერ ვხვდები. საქმე გამოუჩნდა.
-გთხოვ, ჩემი ხათრით, ქუსლიანი ფეხსაცმელი მაინც ჩაიცვის.
- არ შემიძლია.
- რატომ? არ გაქვს? წამო, იცი რამდენი მაქვს, რამეს აგირჩევ.
- თეკლა! - უკვე ტონს ვუწევ. - მაქვს, მაგრამ არ მინდა, უნდა მივიდე, მივულოცო და მოვიდე, დარჩენას არ ვაპირებ, შესაბამისად საჭირო არაა.
- დარჩენას არ აპირებ? ღმერთო, ადამიანი ვერ აფასებს იმას რაც აქვს.
- რაა?
- კარგი. -ხელებს სწევს. - მაშინ წუთიანი შთაბეჭდილება უნდა მოვახდინოთ.
- მრავლობითში ნუ ამბობ.
- არა, რა მოგივა რომ დამიჯერო? მადლობას მეტყვი მერე. დაჯექი, მაკიაჟი უნდა გაგიკეთო.
- არაა საჭირო.
- ანა, დაჯექი, რა გეზარება, იცი რა მაგარ მაკიაჟს ვაკეთებ?
- ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ შენს თავზე სინჯე, მეჩქარება.
- მალე გავაკეთებ.
- არა მეთქი, თეკლა, მერე ამის მოშორებაზე უნდა ვიწვალო, არ მაქვს ნერვები.
- მე მოგაშორებ, როგორც გავაკეთებ ისე, გპირდები, ოღონდ დაჯექი. დაე ყველამ ნახოს რა ლამაზი ბიძაშვილი მყავს.
მასთან ორთაბრძოლაშიც ვაგებ. იმდენს ლაპარაკობს მეც კი ვერ ვხვდები როგორ მარწმუნებს და საბოლოოდ ისევ სარკესთან მაჯენს. მერე თავისი ოთახიდან თუკი რამე შეიძლება ყველაფერი მოაქვს და ისეთ მაკიაჟს მიკეთებს შოკში ვარდები. არა, უნდა ვაღიარო რომ რაც იცის, იცის. არ ვიცი საიდან და როგორ ისწავლა, მაგრამ მართლა პროფესიონალის ნამუშევარს ჰგავს. ბოლოს თმის გაშლაზეც მითანხმებს და მასაც მისწორებს, საბოლოოდ კი მგონი ქორწილშიც თავისუფლად წავიდოდი ასე. საერთოდ თმის გაშლა დიდად არ მიყვარს, მით უმეტეს ახლა არ ვაპირებდი, თუმცა იმდენს მელაპარაკება იმაზე რომ ამ მაკიაჟს სხვანაირად ვერ მოუხდება ბოლოს მითანხმებს. ვაღიარებ, თეკლა და სხვაზე ზრუნვა ცოტა შეუთავსებელი რაღაც მეგონა აქამდე, მაგრამ მგონი ვცდებოდი. ან იმდენად უყვარს ეს საქმე უბრალოდ ყველა შესაძლო ვარიანტს იყენებს, არ ვიცი. სადაც ამ ყველაფერს ახერხებს ქუსლიან ფეხსაცმელზე დათანხმება რაღაა და მოკლედ რომ ვთქვა მხოლოდ ტანსაცმელი მრჩება ჩემი არჩეული. ამასობაში სოფოც მირეკავს რამდენჯერმე. ამ დიდი სამზადისის წყალობით ცოტა ვაგვიანებ, თუმცა თუ თეკლას დავუჯერებთ ეს საჭიროც კი იყო. ამაზე რეაქცია არ მაქვს. ამ თაობის ბავშვია, ყველა სიტუაციიდან გამოდის, ყველაფერზე პასუხი აქვს და ყველაფერს ახერხებს. ზე კმაყოფილი მიშვებს სახლიდან, თუმცა სამწუხაროდ მე ამის საპირისპიროდ ვარ.

***
რესტორანში მისვლამდე თამარა მირეკავს. ყველა დეტალი აინტერესებს და მეც რა თქმა უნდა ძალიან მეზარება, მაგრამ მაინც ვუყვები და არც თეკლას გმირობა მავიწყდება. ვაღიარებ, ვერასდროს წარმოვიდგენდი თამარას მხრიდან კომპლიმენტს თუ დაიმსახურებდა, თუმცა რომ ვისმენ როგორ აქებს უკვე აღარაფერი მგონია შეუძლებელი. ისე რომ დავიფქრდეთ თეკლა და თამარა ამ ნაწილში მართლა ჰგავნან, უკვე ორივესთან მქონდა მსგავსი გამოცდილება და აქედან გამომდინარე ეჭვიც არ მეპარება ამას რომ ვამობ.
მისვლა მართლა მაგვიანდება, სოფოს საჩუქარზე გასვლამაც დრო წაიღო, თუმცა ღირდა. როგორც კი ვაძლევ და ნახულობს სიტყვის თქმამდე ვხვდები როგორ მოსწონს. ისე ეს სოციალური ქსელები რომ არა, ალბათ ვერც გავიგებდი მსგავსი სამაჯურები რომ მოსწონს, რაღაც კარგი მაინც არის ამაში. რესტორანში თითქმის ყველა კოლეგას ვნახულობ, ვისაც არ ვიცნობდი იმათაც კი ვიცნობ. სოფო საოცრად ლამაზია, უბრალოდ ანათებს, თუმცა რომ ვთქვა რომ მხოლოდ ისაა ლამაზი, ალბათ ტყუილი გამოვა. პირველად ვიგრძენი, რომ შეცდომა არ დამიშვია თეკლას რომ დავუჯერე და მართლა უმაკიაჟოდ არ მოვედი. საინტერესოა აქ რა მეგონა, საერთაშორისო კონფერენცია? კარგი, აღარ აქვს ამას მნიშვნელობა.
თვალებით ტატოს ვეძებ. თავიდან მგონია რომ აქაა და უბრალოდ გასულია, თუმცა ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ამდენ ხანს გასული ვერ იქნება. სოფოსთვის მასზე კითხვა უადგილოდ მეჩვენება და ვჩერდები. ბოლოს ჩემი მეორე მე იმასაც მახსენებს რომ ჩვენ მასზე არ უნდა ვფიქრობდეთ და... ვუჯერებ. ცოტა ხანი და ისედაც წავალ, უბრალოდ ასე წამში ვერ ავდგები და ეგაა. რესტორანში სასიამოვნო მელოდია ირთვება. ყურადღება თითქმის გადამაქვს, თუმცა მოულოდნელად ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა ზუსტად იმ კითხვას უსვამს სოფოს, რომლის დასმაც მე უადგილოდ მომეჩვენა.
-სოფ, ტატო არ მოვა?
სანამ უპასუხებდეს ძალიან უაზროდ მიჩქარდება გული.
- არა. -წამში ეხატება სახეზე მოწყენილობა. - მითხრა რომ მნიშვნელოვანი საქმე აქვს და ვერ ახერხებს.
- მართლა? დასანანია.
უბრალოდ თავის დაქნევით ეთანხმება ჩვენი იუბილარი.
ამის შემდეგ აღარც არაფერი მესმის ნორმალურად. საინტერესოა რა საქმე იყო ასეთი მნიშვნელოვანი, თან ღამით. უფრო მიმძაფრდება წასვლის სურვილი. ლექტორები ზედმეტად მოსაწყენ თემებზე საუბრობენ. ან არ ვიცი, მე მეჩვენება მოსაწყენად. სოფოს ბოდიშს ვუხდი და წასვლაზე ვეუბნები, თუმცა ისევ ძალიან მთხოვს დარჩენას და ბონუსად იმასაც მახსენებს, რომ ჯერ სულ ნახევარი საათია რაც მოვედი. ამასობაში თეკლაც მწერს და ზედმეტად ბევრ კითხვებს მაყრის, რაზეც ვრცელი პასუხების გაცემა სიმართლე რომ ვთქვა მაგრად მეზარება. ზოგადად ამ წამს ამ სიტუაციის გაძლებითაც რომ ვარ დაკავებული ეგეც მეყოფა. სოფოს დაჟინებული თხოვნით მისი სადღეგრძელოსას ბოლომდე ვსვამ. მერე უაზროდ ვაყოლებ მეორე ჭიქასაც და სანამ მესამემდე შევცდე ფეხზე ვდგები და თამარასთან დასარეკად აივანზე გავდივარ. მალევე მპასუხობს, თუმცა ჩემდა გასაოცრად კითხვების წვიმას საერთოდ არ მაყრის, რაც მართლა მიკვირს.
-რას შვები, ცუდ დროს დაგირეკე?
- არაა, ძალიან კარგი დრო გაქვს შერჩეული. -ისეთი ტონით მპასუხობს ეგრევე ვხვდები, რომ რაღაც ისე არაა. - შენ რას შვები, რა ხდება მანდ?
- რა ვიცი, არც არაფერი. წამოსვლა მინდოდა, მაგრამ სოფომ მთხოვა ცოტა ხანს კიდევ დარჩიო და ასე ვარ რა.
- ააა, ხო.
-ტატო არაა... -არც კი ვიცი რატომ მინდოდა რომ ეს მეთქვა. სულ 2 ჭიქა დავლიე და მგონი უკვე დამეწყო.
- ვიცი.
- იცი? -ვფიქრდები. არა, დარწმუნებული ვარ რომ არ მიმიწერია და არ მითქვამს. -რანაირად იცი?
- აქაა, ჩემთან. -დანაშულის აღიარებასავით გამოსდით.
- რაა? -მართლა მიკვირს. -რანაირად...
- რა ვიცი, ანა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მომწერა, მომიკითხა. მერე შევყევით საუბარს, რაღაცები მომიყვა, მეც მოვუყევი და რომ გაიგო გავთხოვდი და თან ბავშვიც მყავს, როდის გამაცნობ მეუღლესო, რაღაც ხუმრობით მომწერა. მერე მეც ხუმრობით ვუთხარი როცა გინდა მეთქი და მერე მომწერა მაგალითად დღეს რომ მინდოდესო? ხოდა, ასე შემომეპატიჟა.
- შოკში ვარ.
- ხო, მეც. მაგრამ რა ვიცი, რა მექნა, იმას ხომ ვერ ვეტყოდი თქვენი ფაკულტეტის დეკანის დაბადების დღეზე წადი მეთქი.
მეცინება.
-კარგი, როგორც უნდა ისე ქნას, შენ მაგაზე რას ნერვიულობ.
წამიერი სიჩუმე.
-დაიცადე, შენ რანაირი ხმა გაქვს, ხომ არ დალიე?
- არაა.- ღრმად ვსუნთქავ- ნუ, 2 ჭიქა მარტო.
- რაო? ღმერთო. მეტის დალევა აღარც იფიქრო, არ გამაგიჟო, ხომ იცი რომ ვერ იტან სასმელს, საჭესთანაც არ დაჯდე.
-გავიგე. - დედობრივი ინსტიქტი აუმუშავდა. - მისმინე, ბექა მოეწონა?
- კი, გაუგეს ერთურთს. ბავშვს ეთამაშება ახლა, ახლა კი არადა რაც მოვიდა. ისე არ მეგონა ტატოს თუ ასე უყვარდა ბავშვები.
მეღიმება.
-თავიდან ვიფიქრე რომ შენზე უნდა ეკითხა რამე, მაგრამ საერთოდ არ უხსენებიხარ.
- თამარა, მომისმინე, საკუთარი ინიციატივით არც კი გაბედო ჩემი ხსენება.
- ვნახოთ.
- ვნახოთ კი არა, არ გაბედო მეთქი.
- ხო, კარგი.
- წავედი.
- აღარც შენ დალიო იცოდე.
მაინც მოასწრო გათიშვამდე ჩაკვეხება. არა, ზოგჯერ მართლა დედასავით იქცევა.

***
მაგიდასთან ზუსტად იმ დროს ვბრუნდები, როცა კიდევ რაღაც მნიშვნელოვან სადღეგრძელოს სვამენ და პირდაპირ ჭიქას მაჩეჩებს ხელში სოფო. არ ვიცი რატომ, მაგრამ შეწინააღმდეგების სურვილი რატომღაც საერთოდ არ მაქვს, მართალია თამარას სიტყვები ისევ ძალიან მკაფიოდ ჩამესმის ყურში თუმცა მაინც ვსვამ და მხოლოდ ამის შემდეგ ვნანობ. თავი მტკივდება. ბოლოს მაინც ვახერხებ სოფოს დარწმუნებას და მის დაბადების დღეს ვტოვებ. გარეთ უკვე ბნელა. საათს ვამოწმებ და მერე ტაქსს ვაჩერებ. ისევ ტატოზე ფიქრი მოდის არსაიდან. ანუ თამარასთან წასვლა იყო მისი მნიშვნელოვანი საქმე? კარგი, ვერ ვხვდები რა მჭირს. მასთან ყოფნის ნაკლებობა მაქვს სულში თუ რა ჯანდაბაა. როგორ შეიძლება რომ საკუთარ თავს დავეხმარო და მასზე ფიქრისგან გავთავისუფლდე. მაინდამაინც ტვინი უნდა გაითიშოს? ვფიქრდები. ტვინი რომ მართლა გაითიშოს ეს ხომ შემიძლია. მაინც ტაქით უნდა წავიდე სახლში, მაგრამ ამას სავარაუდოდ ხომ ვინანებ? და მერე ვინანო, ისედაც ყველაფერს არ ვნანობ? ჯანდაბა, ერთხელ მაინც ხომ შეიძლება საკუთარი სურვილით, სრული თავისუფლებით ისე მოვიქცე როგორც მინდა და დავიკიდ.ო როგორაა სწორი. არა ახლა მაინც ვერ მკიდი.ა, მაგრამ თუ დავლევ დავიკიდე.ბ, საერთოდ ყველაფერს აბსოლუტურად. წამში ვცვლი გეგმებს და მძღოლს ერთ-ერთ ბართან ვაჩერებინებ. ვცდილობ დაუფიქრებლად შევიდე, თუმცა მაინც ვერ ვიშორებ ჩემს მეორე მეს.
,,აქ რა გინდა?“, ,,სახლში უნდა წახვიდე და დაიძინო“, ,,ხომ იცი რომ სასმელს ვერ იტან, რა დალევა“ საერთოდ რამეს ვიტან? ისედაც ყველაფერი ყელში არ მაქვს? ვფიქრდები. ყელში ამჟამად ნერვები მაქვს, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. ასეთი არეული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მართლა. თითქოს ჩვეულებრივად ვცხოვრობ, მაგრამ არა, ეს გარედან ვცხოვრობ ასე, შინაგანად კი სრული ქაოსია. ვბრაზდები, ნერვები მეშლება, გამუდმებული ბრძოლა მაქვს გულსა და გონებას შორის, რაღაცებს ვაკეთებ, მერე ვერ ვხდები რატომ ვაკეთებ. ამასობაში პირველ ჭიქასაც ვსვამ. მერე მეორეს ვაყოლებ და უკვე თავბრუ მეხვევა. მხოლოდ ახლა მახსენდება, რომ ამ 2 ჭიქის გარდა რესტორანშიც დავლიე საკმარისად. თავს მაგიდაზე ვდებ. ადამიანიც კი არ მყავს, რომელთან ერთადაც დავლევ. ასეა. მთავარია აღარ ვიფიქრო, არაფერზე აღარ მინდა რომ ვიფიქრო.

***
გარეთ ძლივს გამოვდივარ, დაცვის თანამშრომელი რომ არა ტაქსში ჩაჯდომასაც ვერ მოვახერხებდი ალბათ. თითქოს მეძინება, მაგრამ არც. რაღაცნაირად ვარ, სხვანაირად. თვალებში მაწვება, ყელში ისევ იმ სიმწარეს ვგრძნობ. როგორ ამბობენ? ბოლო ჭიქა მართლა აღარ უნდა დამელია. ისევ არ ვაცდი მძღოლს სახლამდე მიყვანას და ამჯერად პირდაპირ უნივერსიტეტის წინ ვაჩერებინებ. მეღიმება. უნდა ვაღიარო რომ ძალიან მიხარია აქ რომ გამოიარა. ახლა ნამდვილად მჭირდება სიმშვიდე. ჩემს ხესთან მივალ და ცოტა ხანს დაველაპარაკები... სტუდენტობისას მე და თამარა ამ ხესთან ხშირად მოვდიოდით, ვისხედით და ვლაპარაკობდით, მერე მასაც ველაპარაკებოდით. ძალიან ბევრჯერ მარტოც მილაპარაკია მასთან, როცა თამარა არ იყო. არ ვიცი, დარჩა რამე რაც ამ ხისთვის არ გამიზიარებია? რაღაცნაირად, წარსულის ერთ-ერთი კარგი ნაწილია. მეორედ რომ მოვედი აქ მასთან ლაპარაკი ვეღარც მოვახერხე. ღამე მე აქ სტუდენტობის მერე აღარ მოვსულვარ და დღე რომ დამეწყო ხესთან ლაპარაკი ხომ გიჟად ჩამთვლიდა ყველა. თუმცა, რეალურად მე მჯერა ბუნებასთან სიახლოვის. ასე, სხვანაირად, განსაკუთრებულად. ნაბიჯები მერევა. მერე ფეხიც მიტრიალდება და ძლივს ვახერხებ ფეხზე დარჩენას. თეკლა. სულ თეკლას ბრალია ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი. დაუფიქრებლად ვიხდი, ხელში ვიღებ და ასე ვაგრძელებ გზას. ეზო ცარიელია. წამიერად ვავლებ ბნელში ჩაფლულ შენობას თვალს და მერე გაზონზე გადავდივარ. რამდენი მოგონება მაკავშირებს აქაურობასთან ვინ მოთვლის. ბონუსად ქარიც უბერავს და თითქოს ყველაფერი მოაქვს. კადრებად მეშლება თვალწინ ჩემი სტუდენტობა, თუმცა რატომღაც მხოლოდ წამიერად ხდება ეს. ხესთან მივდივარ და მის ძირას ვჯდები, არა უფრო ვეცემი. თავბრუსხვევა მეორდება და თვალებს ვხუჭავ. არ ვიცი რამდენი წამი გადის, თუ წუთი, თუმცა თვალების გახელა არასოდეს ყოფილა ასეთი რთული. ლაპარაკის კი არა სუნთქვის თავი აღარ მაქვს თითქოს. მახურებს და უკვე საშინელი აზრებიც იღვიძებს. საკმაოდ დიდი ხანია აღარ დამილევია, იქნებ გადავეჩვიე, მაგრამ მიჩვეული როდის ვიყავი ეგეც საინტერესოა. ძალა არ მაქვს, იმის ძალაც კი არ მაქვს რომ ხელი ავწიო. რა საშინელებაა, ღმერთო. თავის ტკივილიც მიორმაგდება. ქარიც თითქოს ჩემს ჯინაზე ძლიერდება და ვეღარც თმას ვიმორჩილებ. შეკვრის თავიც რა თქმა უნდა არ მაქვს, თითქოს რაღაც კოშმარში მოვხვდი. იქნებ სიზმარია, გამეღვიძოს და გადავრჩე. ფეხის ხმა მესმის. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მეჩვენება, თუმცა მაინც ვახელ თვალებს და გაოცებისგან ყბა მივარდება. არა, ნამდვილად მეჩვენება, დავლიე და შევიშალე?
-აქ რას აკეთებ? თან ამ დროს... -საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ არ მეჩვენება. ჩემს წინ მართლა ტატოა. ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება და მერე გვერდით მიჯდება. პასუხს ვერ ვცემ. ვერც ვუყურებ.
- თოფურია...
წამიერი სიჩუმე.
- შენ რა? მოიწყინე თამარასთან? - მეცინება. თვითონაც ეღიმება ჩემს პასუხზე, თუ რეაქციაზე, არ ვიცი. ახლა კიდევ სხვანაირია. ის სიცივე ისე გააქრო თითქოს არც კი შეუქმნია. ვერ ვიტან ასე რომ იქცევა. ჯერ კიდევ გუშინ სიტყვიერი სალამიც კი არ მითხრა, ახლა? ეს რა ჯანდაბაა.
-აუდიტორიის გასაღები გამყვა, დაცვამ დამირეკა და იძულებული გავხდი მოვსულიყავი.
მეცინება. ვიცი, რომ უადგილოა, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ ვერ ვიკავებ თავს. მერე თმას ვისწორებ და ისევ ვარიდებ მზერას. სიჩუმე. აშკარად მაკვირდება და ბოლოს ისევ თვითონ აგრძელებს.
-ნასვამი ხარ?
კიდევ მეცინება, ჯანდაბა.
-აუ, ტატო... -სახეზე ვიფარებ ხელებს.
- ასეთი რა დალიეთ... -კითხვაც არაა.
- თ არა, მე დავლიე მარტო. -შეძლებისდაგვარად ვსერიოზულდები. - სხვათა შორის, სოფოს ძალიან ეწყინა რომ არ მოხვედი , სხვებმაც გიკითხეს და მათაც ეწყინათ.
- და შენ?
- მე რა? -მისკენ ვტრილადები. - მე მეწყინა თუ არა? მე ხომ გნახე, რატომ მეწყინა... მეწყინებოდა უფრო სწორად. თუ როგორცაა სწორი.
დაფიქრებული მიყურებს. განგებ არ ვაშორებ თვალს. თვალებიდან თმაზე გადააქვს მზერა, მერე ყელზე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მეხება.
-რა? რატომ მიყურებ ეგრე?
- როგორ გიყურებ?
- აი ეგრე. - კიდევ ოდნავ ვიწევი მისკენ.
არ მპასუხობს. ნერვები მეშლება.
-ეს რა დამოკიდებულებებია? გუშინ არ ვარსებობდი და დღეს ვარსებობ? გაგახსენდა რომ ანა არსებობს? -ვეღარ ვჩერდები. -თუ დანაშაულია? თუ დანაშაულია ახლაც დანაშაულია, ეგ მზერაც დანაშაულია, არ ფიქრობ ამაზე? -კიდევ უფრო ვუახლოვდები. - არ ფიქრობ რომ არღვევ? რომ გადმოდიხარ იმ ზღვარზე?
კვლავ არაფერს მპასუხობს. სიჩუმეს ჩემი ტელეფონის შეტყობინების ხმა არღვევს. ინსტიქტურად გადამაქვს მზერა მასზე და როგორც კი თამარას ვხედავ მაშინვე ვიღებ ხელში.
,,ყველაფერი იცის, ბოდიში, მაგრამ უნდა მეთქვა. ისიც ვუთხარი რომ ნერვიულობდი ამაზე.“
ვშეშდები. რამდენჯერმე ვკითხულობ, თუმცა არა, არაფერი მეშლება. წამით ვხუჭავ თვალებს. არასდროს ისე არ მდომებია გაქრობა როგორც ამ წამს. რა მოხდებოდა ცოტა ხნით ადრე რომ მოეწერა და ეს ყველაფერი არ მეთქვა. ღმერთო, მოვკლავ, არ ვაცოცხლებ, არასდროს ვაპატიებ ამას. ეს როგორ გამიკეთა.
-დანაშაულია, თოფურია? -კითხვას მიბრუნებს.
ძლივს ვსუნთქავ. მერე შუბლზე ვიდებ ხელს. ვგრძნობ, რომ მიყურებს.
-საერთოდ შენი საქციელი ყოველთვის დანაშაულია.
ეცინება.
-არადა მე მგონია რომ სიტუაციის ადეკვატურად ვიქცევი, სიტუაციებს კი როგორც წესი შენ მიცვლი ხოლმე.
წამსვე ვუსწორებ მზერას.
-ხო, ალბათ მე შეგიცვალე მაშინაც სიტუაცია და ხელმძღვანელობაზეც უარი ამიტომ მითხარი, ხო?
მეღიმება. ეს მტკივნეული წერტილია. ამას რომ ვუხსენებ ეგრევე სერიოზულდება.
აღარაფერს მეუბნება. თუმცა იმის გამოცნობაც კი არ შემიძლია რას ფიქრობს. თავის ტკივილი მიორმაგდება. ფიქრიც კი მიჭირს. თითქოს არსაიდან, ძალიან სწრაფად მოდის ქარი და ისევ სახეზე მეყრება მთელი თმა. დუმილი გვიგრძელდება. ბოლოს ისევ თვითონ არღვევს.
-წამოდი, სახლში წაგიყვან.
- რა? -ისევ ვუსწორებ მზერას. - არ მოვდივარ მე.
- რატო? -საათზე იყურება. - გვიანია უკვე.
- თუ შენთვის გვიანია, ნახვამდის. -ხელსაც ვუქნევ და ისევ ჩემს ხეს ვადებ თავს.
- ტყუილად მემშვიდობები, ამ მდგომარეობაში აქ მარტო ვერ დაგტოვებ.
- რა მდგომარეობაში? -მეღიმება. - შენი აზრით ეს ცუდი მდგომარეობაა?
- საკმაოდ.
-ტატო, ნახვამდის მეთქი.
კვლავ წამიერი სიჩუმე.
-კარგი, თუ ასე გინდა აქ ჯდომა ვიყოთ.
ნერვებს მიშლის. თითქოს ჩემს ჯიბრზე აკეთებს ყოველთვის ყველაფერს.
-იცი რაა, არა, შენთან ერთად ჯდომა აღარ მინდა.
ფეხსაცმელებს ვეძებ და როგორც კი ვპოულობ მაშინვე ვდგები ფეხზე, თუმცა ორი ნაბიჯის გადადგმაც არ გამომდის და ისევ ხეს ვეყრდნობი.
-რას აკეთებ, ფეხზე მაინც ჩაიცვი. -თვითონაც დგება.
- შენ ნუ მასწავლი მე რა გავაკეთო.
- ეს სიჯიუტე გაათმაგებული გაქვს, მართლა.
- ნახვამდის. -ზურგს ვაქცევ. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ისევ მეხვევა თავბრუ. ბოლოს შუბლზე ვიდებ ხელს. მგონი ცეცხლი მიკიდია პირდაპირი მნიშვნელობით. ქარის წყალობით თმასაც ვერ ვიმორჩილებ. თვალებში მიბნელდება და საბოლოოდ წონასწორობასაც ვკარგავ. დაცემამდე მართლა აღარაფერი მიკლია და გარანტირებულიც მექნებოდა ტატო რომ არა. დროულად მაშველებს ხელს და წონასწორობადაკრგული ინსტიქტურად ვეყრდნობი. ზომაზე მეტი სიახლოვეა. ისევ ვეჩეხები მის თვალებს და ისევ იგივეს აკეთებს. ვგრძნობ, როგორ მეხება თვალებით. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ მართლა ვგრძნობ. ძლივს ვახერხებ ამოსუნთქვას.
- როგორ აკეთებ...
- რას?
- მაგას... ეგრე რომ მიყურებ.
ეღიმება.
-მიდი, ჩაიცვი ფეხზე. -სპეციალურად მაიგნორებს.
- ვერ დავდივარ ქუსლებზე...
ისევ ეღიმება.
მხარზე ვადებ თავს.
-აგიყვანო?
- არა, ეგ არ მითქვამს.
თითქოს ჩემი პასუხი ისეთი მნიშვნელოვანი იყო დაჯერებას აპირებდა. წამსვე იხრება და ისე რომ გააზრებასაც არ მაცდის მაინც მიყვანს ხელში.
-რას აკეთებ, დამსვი, მძიმე ვარ, ვიცი რომ მძიმე ვარ.
- არ ხარ, დაწყნარდი.
- ვარ, დამსვი, გთხოვ რა...
- აქ ასე ვერ გამოივლი და არც შეგიძლია.
აღარაფერს ვეუბნები, თავიც აღარ შემრჩა ამის. თან ისიც ზუსტად ვიცი, რომ მაინც არ დამიჯერებს. თავისით მეხუჭება თვალები. მანქანამდე ისე მივყავარ ვერც ამას ვგებულობ. ძალიან ფრთხილად მაბრუნებს კვლავ მიწაზე და კარსაც მიღებს. ვერაფერს ვეუბნები. ვხვდები, რომ მეძინება. სრულიად გათიშული მაქვს გონება. სასაცილოა, მიზანს მივაღწიე, არ ვფიქრობ. მინას ვადებ თავს და ვცდილობ, რომ თვალები არ დამეხუჭოს. ღამის თბილისი იმაზე ლამაზია ვიდრე ოდესმე, ან მეჩვენება, არ ვიცი. მინდა, რომ დავაკვირდე და ეს მომენტი დავიჭირო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მართმევს ძილი თავს.

***
დროის შეგრძნებას ვკარგავ, თუმცა რეალობაში ისევ ტატო მაბრუნებს. ფრთხილად მეხება მკლავზე და თვალის გახელისთანავე სახლს ვცნობ. 2 წუთი მჭირდება გონს მოსასვლელად. შუბლზე ვისვამ ხელს და მერე ღვედს ვიხსნი, რომელიც საერთოდ არ მახსოვს როდის გავიკეთე.
-გახსოვდა? -ძლივს ვახერხებ ხმის ამოღებას. ზუსტად ვიცი, რომ მისამართი არ მითქვამს.
უბრალოდ თავს მიქნევს.
-მარტო ასვლას შეძლებ?
- ბევრი რამ შევძელი მარტო, ეს არაფერია. - ყველაზე გულწრფელად მეღიმება. -მადლობა, ვიცი, რომ ზოგჯერ ისევ ნერვების მომშლელი და უტაქტო ვარ, ასე რომ, მოკლედ მადლობა რომ ამიტანე.
წინადადებაში 2 მადლობა ვთქვი. ვერც კი დავალაგე ნორმალურად.
იქამდე გადავდივარ სანამ რამეს მეტყვის. იმედი მაქვს ახლა მაინც შევძლებ ნორმალურად გავლას. ფეხსაცმლის ჩაცმაზე არც ახლა ვფიქრობ. ვიცი, რომ სისულელეა და ქუსლებით მაინც ვერ გადავადგამ 2 ნაბიჯს.
თვითონაც გადმოდის. თითქოს ვიცოდი რომ ასეც იქნებოდა.
ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება და წინ მიდგება. ინსტიქტურად მეღიმება მის ქცევაზე.
-რა?
- შეიძლება გკითხო? -კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოვდება.
- აბა კითხვა? -გამიკვირდა კიდეც აქამდე რომ არაფერი თქვა. თითქმის ზუსტად ვიცი რაც უნდა მკითხოს, თუმცა პირველად ვცდები ასე მწარედ.
- ეს რატომ დატოვე? -ჩემს ერთადერთ ცისფერ თმის ბოლოს იქცევს თითებშორის.
ქარმა იმდენი ატრიალა თმა ბოლოს წინ გადმოვიდა ალბათ. მეღიმება. ჩემს გულუბრყვილობაზე. მის კითხვაზე, არ ვიცი, თითქოს ყველაფერზე ერთად.
-წარსულს ვერ შეველიე. -დაუფიქრებლად ვპასუხობ. -დანაშაულია?
- არ ვიცი, ანა...
ისევ ,,ანა“ . ისევ ზუსტ დროს. თვალებს ვხრი, თუმცა ისევ წამში ვუსწორებ და ახლა საკუთარი ინიციატივით ვუახლოვდები ერთი ნაბიჯით. აღარანაირი მანძილი აღარ რჩება ჩვენ შორის.
ისევ სიჩუმე. ისევ ცვლის მზერას. ოღონდ ამჯერად იგივეთი ვპასუხობ.
ფრთხილად უშვებს ჩემს ერთადერთ ცისფერს ხელს და ახლა სხვა თმის ბოლოზე მეხება.
ვეღარ ვაზროვნებ. ვეღარც ვიაზრებ. აუტანელ ცეცხლს მიკიდებს ეს მზერა. თვალები მეხუჭება. გათიშული გონების ხარჯზე გული იწყებს გაბატონებას და პირველად, პირველად ვუსმენ და ვუსრულებ. იმდენად სწრაფად ვეხები ტუჩებზე აღარც მას ვაცდი გააზრებას. ფრთხილად ვეხები ყელზე და ზუსტად იგივე ტემპერატურას ვგრძნობ მასშიც.
-ანა, ანა, მოიცადე... გონზე არ ხარ ახლა.
მაჩერებს და თვითონვე იწევა უკან.
გონება ირთვება. თვითონაც ვიწევი და მერე ძალიან სწრაფად გავრბივარ.
ეს რა გავაკეთე.
ეს როგორ გავაკეთე.
როგორ შემეძლო, ღმერთო...
სუნთქვა მიჭირს. უკვე იმდენად ძალიან მეხვევა თავბრუ ვგრძნობ, რომ მეტს ვეღარ გავუძლებ. ძლივს მივდივარ კარამდე. ჩანთაში გასაღებს ვეძებ, თუმცა თეკლა მასწრებს გაღებას და ამჯერად მის გაოცებულ მზერას ვეჩეხები პირისპირ.
-შენ და კერესელიძე ერთად ხართ?
_____________________________________________

რას ფიქრობთ?
მხოლოდ თეკლა არ დარჩა გაოცებული, მგონი:დ
გამიზიარეთ, ვისაუბროთ
თქვენი
ელა



№1  offline წევრი likuu_s

ვაიმე!

ვაიმე!!! :დდდდ

მადლობა თამარა!

მადლობა სასმელო!

საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ თეკლა მომწონს, მგონი… :დდ აშკარად არ არის მაინც და მაინც ცუდი ტიპი. არ ვიცი რატომ, თუმცა ამ ბოლო რეაქციამ მომაბრუნა მისკენ :დდდდ მთავარია ყველას ყველაფერი არ მოსდოს და წარმოდგენები არ ამომიბრუნოს, თორე ვცემ!:დდდდ

თამარა გყვარობ!!! კიდევ კარგი მაგან უთხრა ტატოს, თორემ ანა ამის გამკეთებელი ასი წელი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ანასგან გაეგო ეს ყველაფერი, თუმცა არ აქვს უკვე ამას მნიშვნელობა.

ტატო მიყვარხარ! ადამიანი საოცრება! :დ

კიდევ კარგი, რომ ანა დათვრა და ტატოს აკოცა. კი ინანებს, თუმცა ეს მომენტი, ვფიქრობ, გადამწყვეტი იქნება და აქედან დაიწყება უკვე მთავარი ცვლილებები. ოხ, როგორ ველოდები ამათ განვითარებას, არ იცი.

შემორჩენილი ლურჯი თმის დეტალი ძალიან მომეწონა. მართლაც, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი დეტალია და ბევრი ემოცია დევს.

სხვა მგონი აღარაფერი მაქვს სათმელი იმის გარდა, რომ უკარგესი თავი იყო.


გელი!!!

წარმატებები!❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი EllaTriss

likuu_s
ვაიმე!

ვაიმე!!! :დდდდ

მადლობა თამარა!

მადლობა სასმელო!

საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ თეკლა მომწონს, მგონი… :დდ აშკარად არ არის მაინც და მაინც ცუდი ტიპი. არ ვიცი რატომ, თუმცა ამ ბოლო რეაქციამ მომაბრუნა მისკენ :დდდდ მთავარია ყველას ყველაფერი არ მოსდოს და წარმოდგენები არ ამომიბრუნოს, თორე ვცემ!:დდდდ

თამარა გყვარობ!!! კიდევ კარგი მაგან უთხრა ტატოს, თორემ ანა ამის გამკეთებელი ასი წელი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ანასგან გაეგო ეს ყველაფერი, თუმცა არ აქვს უკვე ამას მნიშვნელობა.

ტატო მიყვარხარ! ადამიანი საოცრება! :დ

კიდევ კარგი, რომ ანა დათვრა და ტატოს აკოცა. კი ინანებს, თუმცა ეს მომენტი, ვფიქრობ, გადამწყვეტი იქნება და აქედან დაიწყება უკვე მთავარი ცვლილებები. ოხ, როგორ ველოდები ამათ განვითარებას, არ იცი.

შემორჩენილი ლურჯი თმის დეტალი ძალიან მომეწონა. მართლაც, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი დეტალია და ბევრი ემოცია დევს.

სხვა მგონი აღარაფერი მაქვს სათმელი იმის გარდა, რომ უკარგესი თავი იყო.


გელი!!!

წარმატებები!❤️❤️❤️

ამ რეაქციას მართლა ველოდი :დ
ცვალებადობაც სიტუაციიდან გამომდინარეობს, რეალურად თეკლა როგორია ეგეც ალბათ თანდათან უფრო ნათელი იქნება, თავისთავად.
რა თქმა უნდა პირველი შესაძლო ვარიანტი ეგ იყო, არც გამკვირვებია რომ ახსენე, თუმცა ვინ რას მოსდებს, ან მოსდებს თუ არა რამეს ეგეც საკითხავია, ვნახოთ :დ იქნებ და რას აკეთებს...

ანა რომ მაგის გამკეთებელი არ იყო და არაფერს ეტყოდა, არც განიხილება მგონი. არც თამარას მხრიდან მგონია მაინცდამაინც ასე სწორი, თუმცა რა ვიცი.
თვითონაც იცის, მგონია. უბრალოდ სჭირდებოდა ყველაფერს ასე .

ბოლო მომენტს რომ წუთის მერე ნანობს მერე რაღა იქნება ხომ წარმოგიდგენია :დ
თუმცა, გადამწყვეტზე გეთანხმები.
და მე როგორ ველოდები განვითარებას ეგ ხომ ვაფშე ცალკე თემაა^_^
ვნახოთ.
ლურჯი იზ ევრისინგ > მართლა.
დეტალებშია ზუსტად ძალიან ბევრი რამ და მოჰყვება ემოციაც.

მადლობა! ❤️❤️
უძალიანესად მიხარიხარ ყოველთვის❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი One

Wow))
Ai tekla ar shemidzlia:DD fionaze dzaan gamecina))
Ukve vfiqtob rom raghaceebi sxvagvarad gadalagdeba)) vnaxot, vnaxot))
Rogorc yoveltvis , kargi khar chemo gogo❤️

 


№4  offline წევრი EllaTriss

One
Wow))
Ai tekla ar shemidzlia:DD fionaze dzaan gamecina))
Ukve vfiqtob rom raghaceebi sxvagvarad gadalagdeba)) vnaxot, vnaxot))
Rogorc yoveltvis , kargi khar chemo gogo❤️

თეკლასა და ფიონას შედარება ტყუილად არც ყოფილა :დ <3
მე მასზე ცუდად ვერ ვფიქრობ, უბრალოდ ყველა სიტუაციას ეგრება.
ეს რომ გარდამტეხი იყო, რა თქმა უნდა აღსანიშნია. ვნახოთ❤️
მადლობა რომ აქ ხარ და გვაფერადებ❤️❤️

 


№5 სტუმარი Ana-maria

ძალიან საინტერესო თავი იყო. მგონი თეკლაზე შევცდი. არაა ფიონა მთლად ცუდი. მაგრამ თამარა სუპერ მეგობარია. ანას და ტატოს შორის ქიმია უკვე შესამჩნევია.
წარმატებები

 


№6  offline წევრი EllaTriss

Ana-maria
ძალიან საინტერესო თავი იყო. მგონი თეკლაზე შევცდი. არაა ფიონა მთლად ცუდი. მაგრამ თამარა სუპერ მეგობარია. ანას და ტატოს შორის ქიმია უკვე შესამჩნევია.
წარმატებები

თეკლაზე გადაჭრით ვერაფერს ვამბობ, თვითონაა რაღაცნაირად ასეთი, სხვადასხვანაირი და აქედან გამომდინარე ჩნდება მასზე ცვალებადი აზრებიც, ვნახოთ.
თამარა რომ სუპერ მეგობარია ორი აზრი არაა, გეთანხმებით❤️
ტატოსა და ანას უფრო მეტ ქიმიას მეც ველი ^_^
მადლობა, რომ აქ ხართ❤️❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი Marie

დარწმუმებით შემიძლია ვთქვა რომ სუპერ თავი იყო მადლობა ავტორს ამისთვის❤️

თეკლაზე თავიდანვე არ ვიყავი ცუდად განწყობილი რატომღაც მგონია რომ უბრალოდ თავისებურია მაგრამ არვიცი რას უნდა მოველოდო მისგან მომავალში ამიტომ იმედებს არ ვამყარებ მასზე.

მინდა ვთქვა რომ თამარაზე თავიდან ცოტა არ იყოს გაბრაზებული ვიყავი მგონია რომ ეს ყველაფერი ტატოს ანასგან უნდა გაეგო თუმცა როგორც შენ თქვია ანა ამას არასოდეს იზამდა და გეთანხმები მართალი ხარ.

ანა პირადად ჩემთვის ძალიან კომფორტული პერსონაჟია მომწონს ეგ გოგო ყველანაირად მაგრამ თავს ზედმეტად იტანჯავს ალბათ მიხვდები რასაც ვგულისხმობ:)❤️

ბოლო მომენტი ის იყო ალბათ რასაც ნაკლებად მოველოდი მაგრამ ყველაზე დიდი სიხარულით შევხვდი დარწმუნებული ვარ უკვე რა ამბები გველოდება შემდეგ თავებში❤️

წარმატებები ავტორს და ველი შემდეგ თავს✰❤️????

 


№8 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი იყო.თეკლას ყოჩაღ ამ თავში.თამარა საოცარი მეგობარია.აი ტატო კი ძალიან მომწონს მაგრამ დიდად ანასგან ვერ ვანსხვავებ გაიგო გათხოვილიაო და თავს არიდებდა ან ეკითხა მისულიყო რამე არა როგორც ანა ორივე ერთნაირები ეხლაც კოცნისას გააჩერა კი სწორი იყო ნასვამი იყო ანა მაგრამ ხომ გააკეთა და ახლა ორმაგად დაისჯის ალბატ თავს და იტყგის ტატისაც არ უნდოდაო მაგის ამბავი რომ. ვიცი.აუ შემდეგი თავი მინდა უკვე.

 


№9  offline წევრი EllaTriss

სტუმარი Marie
დარწმუმებით შემიძლია ვთქვა რომ სუპერ თავი იყო მადლობა ავტორს ამისთვის❤️

თეკლაზე თავიდანვე არ ვიყავი ცუდად განწყობილი რატომღაც მგონია რომ უბრალოდ თავისებურია მაგრამ არვიცი რას უნდა მოველოდო მისგან მომავალში ამიტომ იმედებს არ ვამყარებ მასზე.

მინდა ვთქვა რომ თამარაზე თავიდან ცოტა არ იყოს გაბრაზებული ვიყავი მგონია რომ ეს ყველაფერი ტატოს ანასგან უნდა გაეგო თუმცა როგორც შენ თქვია ანა ამას არასოდეს იზამდა და გეთანხმები მართალი ხარ.

ანა პირადად ჩემთვის ძალიან კომფორტული პერსონაჟია მომწონს ეგ გოგო ყველანაირად მაგრამ თავს ზედმეტად იტანჯავს ალბათ მიხვდები რასაც ვგულისხმობ:)❤️

ბოლო მომენტი ის იყო ალბათ რასაც ნაკლებად მოველოდი მაგრამ ყველაზე დიდი სიხარულით შევხვდი დარწმუნებული ვარ უკვე რა ამბები გველოდება შემდეგ თავებში❤️

წარმატებები ავტორს და ველი შემდეგ თავს✰❤️????

გამარჯობა, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ მიხარია კომენტარებში რომ გამოჩნდი. ❤️
ძალიან სასიამოვნოა^_^

თეკლაზე ცუდად რეალურად არც მე ვარ განწყობილი, უბრალოდ ხო, თავისებურია და აქედან მოდის ყველაფერი შემდგომ ისე, როგორც იშლება.
იმედების დამყარება არ ვიცი რამდენად შეიძლება, ეს ვნახოთ.

თამარაზე თავადაც აღვნიშნე რომ ალბათ მთლად გამართლებული საქციელი არ არის. თუმცა მთავარი მაინც რეალური მოტივია, ის რის გამოც გააკეთა და სხვანაირად ალბათ სხვა შედეგიც იქნებოდა. რაც არ უნდა იყოს, ცუდი მოტივისგან შორს ვართ, ვფიქრობ ანაც შეძლებს ამის დანახვას.

ანას პერსონაჟს რაც შეეხება, მიხარია რომ ამდენად მოდის თქვენამდე.
თავის ზედმეტად დატანჯვა გასაგები მომენტია.
ზოგადად ყველაზე რთული ყველაზე სწორად მოქცევაა.

ბოლო მომენტიდან იწყება თუ იწყება ყველაფერი ^_^ ❤️

მადლობა! ❤️
კიდევ უნდა აღვნიშნო, რომ მიხარია რომ გამოჩნდი და აზრი გამიზიარე❤️❤️❤️❤️

სტუმარი თამო
ძალიან კარგი იყო.თეკლას ყოჩაღ ამ თავში.თამარა საოცარი მეგობარია.აი ტატო კი ძალიან მომწონს მაგრამ დიდად ანასგან ვერ ვანსხვავებ გაიგო გათხოვილიაო და თავს არიდებდა ან ეკითხა მისულიყო რამე არა როგორც ანა ორივე ერთნაირები ეხლაც კოცნისას გააჩერა კი სწორი იყო ნასვამი იყო ანა მაგრამ ხომ გააკეთა და ახლა ორმაგად დაისჯის ალბატ თავს და იტყგის ტატისაც არ უნდოდაო მაგის ამბავი რომ. ვიცი.აუ შემდეგი თავი მინდა უკვე.

ტატოსა და ანას შედარება მომეწონა ^_^
ალბათ რაღაცითაც რომ არ ჰგავდნენ არც არაფერი იქნებოდა. თავშეკავებულობა ზედმეტია თუ არა, ალბათ მაინც ვისი მხრიდან როგორ, არ ვიცი.
ბოლო მომენტს რაც შეეხება ხო, ყველაფერი რეალურად გონზე სჯობს და ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო, ამ ნაწილში მაინც ვეთანხმები ტატოს<3 ვნახოთ )
ანას შემდგომი აზრებიც რამდენად დაემთხვევა თქვენსას ეგეც საინტერესოა❤️❤️❤️
მადლობა რომ აქ ხარ❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი თავი იყო ნადვილად გეთანხმებით მომეწონა..თეკლაზე რეაქცია არ მაქვს გამოვტოვოთ,ანა მთვრალი რომ არ ყოფილიყო ტატოს არ აკოცებდა,რატომ იმიტომ შეაჩერა ანა ინანებდა ამ საქციელს უფრო მეტად დაიტანჯავს თავს ყოველ გახსენებაზე ერთ წუთს აკეთებს მეორე წუთს ნანობს ბევრს ფიქრობს მაგრამ არ აკეთებს თამარა იმიტომ ჩაერია მის ცხოვრებაში ნამდვილი მეგობარია...ანას ცუდი ხასიათი იმიტომ აქვს წარსულის წყებას ვერ ივიწყებს და თავის თავს ვერ აკონტროლებს ყიველღვუს ტატოს დანახვისას წამოაძახებს... რეალურიად როდის მიხვდება ტატო რომ უყვარს როდემდე აუგძალავს თავს საინტერესოა ტატოზე ფიქრს სასწრაფოდ მჭირდება ახალი თავი თორემ ემოციებს ვერ ვაკონტროლებ მადლობა წარმატებები ♥️♥️????

 


№11  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნესტანი
კარგი თავი იყო ნადვილად გეთანხმებით მომეწონა..თეკლაზე რეაქცია არ მაქვს გამოვტოვოთ,ანა მთვრალი რომ არ ყოფილიყო ტატოს არ აკოცებდა,რატომ იმიტომ შეაჩერა ანა ინანებდა ამ საქციელს უფრო მეტად დაიტანჯავს თავს ყოველ გახსენებაზე ერთ წუთს აკეთებს მეორე წუთს ნანობს ბევრს ფიქრობს მაგრამ არ აკეთებს თამარა იმიტომ ჩაერია მის ცხოვრებაში ნამდვილი მეგობარია...ანას ცუდი ხასიათი იმიტომ აქვს წარსულის წყებას ვერ ივიწყებს და თავის თავს ვერ აკონტროლებს ყიველღვუს ტატოს დანახვისას წამოაძახებს... რეალურიად როდის მიხვდება ტატო რომ უყვარს როდემდე აუგძალავს თავს საინტერესოა ტატოზე ფიქრს სასწრაფოდ მჭირდება ახალი თავი თორემ ემოციებს ვერ ვაკონტროლებ მადლობა წარმატებები ♥️♥️????

გეთანხმებით, ამ მდგომარეობაში რომ არ ყოფილიყო ნამდვილად არ გადადგამდა იმ ნაბიჯს, რომელიც გადადგა. რა თქმა უნდა ის მიზეზი რატომაც ტატომ გააჩერა სწორია, ეჭვიც არ მეაპრებოდა რომ აღნიშნავდით ამას.

თამარას რომ კარგი უნდოდა სწორედ იმიტომაც ჩაერია. ზუსტად იცოდა რომ ანას ამის გამკეთებელი თავად არ იყო. ვნახოთ, ამის გაგრძელება მეც თქვენთან ერთად მაინტერესებს . )

ტატოზე ვრცლად არ გიპასუხებთ, ვფიქრობ მას ანასგან განსხვავებით მიხვედრის პრობლემა არ აქვს❤️

პ.ს ვეცდები ახალი თავიც მალე იყოს, მადლობა, მიხარია რომ აქ ხართ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent