შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური მე და რამდენიმე არისტოფანე ( სრულიად)


21-08-2023, 22:11
ავტორი ვე რა
ნანახია 11 599

უცნაური მე და რამდენიმე არისტოფანე

1

რომ ვთქვა სმენასთან პრობლემები მაქვსმეთქი, ტყუილი იქნება, იმიტომ რომ ის, რისი გაგონებაც მინდა ძალიანაც კარგად მესმის. პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის ისე მესმის, როგორც მე თავად მესურვილება.

იმდენი სინდრომი არსებობს დედამიწაზე, მჯერა ამ უცნაურობასაც აუცილებლად ექნება რამე მოჩხლართული სახელი. რაში მდგომარეობს ჩემი უცნაურობა?

აი მაგალითად, დილა თენდება და ჩემი და მეძახის სამზარეულოდან:

_ადე, არ გშია?_ მე ვპასუხობ:

_ კი, მეც შევჭამ ტაფამწვარს!_ ანუ მიმიხვდით? თუ ვერა მაშინ კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ.
მეგობარი მწერს:

_ მაგარი უაზრო საღამოა!
მე ვპასუხობ:

_ მოვდივარ, ლუდი მისწრებაა!

რაც დრო გავიდა, ეს უცნაურობა უფრო გაღრმავდა და როგორც მოსალოდნელი იყო კონტექსტსაც საბოლოოდ ასცდა. ახლა უკვე, უფროსი როცა მესალმება ღიმილით. მე ბედნიერად ვამბობ:

_ ამ თვეში პრემია გარანტირებულია!_ შემდეგ ამით გახარებული და აღტაცებული პრემიამდე მონდომებული ვმუშაობ. ვიღებ სრულიად კუთვნილს და გახარებული ვამტკიცებ:

_ აჰა! აბა რას ვამბობდი?!

ერთი სიტყვით სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობ.
სახლი სამსახური, სამსახური სახლი! და კვირის ბოლოს გართობა კლუბში მეგობრებთან. გართობა პირდაპირი მნიშვნელობით გულისრევამდე. უბრალოდ ალკოჰოლი მწყენს, მაგრამ ჯიუტად ვამბობ, რომ ცეკვისგან დამეხვა თავბრუ, ასე უფრო მერომანტიულება.

მორიგი კვირა რომ დაიწყო, იოანემ ( ანუ ჩემმა უფროსმა და ბავშვობის მეგობარმა) დამირეკა:

_ ხო, იოო!_ მიხარია მისი ზარი.

_ ნაზულია, როგორ ხარ უკუღმართო?_ ხო, ნაზი ჩემი სახელია, ვინ ჯანდაბამ დამარქვა ნაზი? ვინ და მამაჩემმა!
ნაზი გოგო მყავსო, ისემც მაგას რა ვუთხარი?! და რატომ უკუღმართი? იმიტომ, რომ იმიტომ! თავად მიხვდებით თანდათან.

_ ნაზ, გოგონი ამ კვირას სახლს ვქირაობთ, ლოლას სიურპრიზს ვუკეთებთ!

_ კარგი! ანუ იქ ვიკრიბებით ჩუმად?_ მიხარია, მიყვარს სიურპრიზები.
თუნდაც სხვისთვის მოწყობილი.

_ მდებარეობას გიგზავნი და შენებურად არ აურიო!_ იო ლოკაციას მიგდებს. "შენებურადო" ტყუილს კი არ ამბობს, იციან სულ შარში ვარ.

კვირამდე მთელი კვირაა.
გარეთ დეკემბრის ბოლოა, ცივი და არეული. ჰაერში ისეთი სურნელია, თითქოს მოთოვს.
საახალწლო ამბები და ციმ_ციმი. დაჰქრიან კომეტები ქალაქის გაბრდღვიალებულ განათებებში და მიხარია, ლოლას ხომ ზუსტად 31 დეკემბერს აქვს დაბადების დღე.
მაგრამ ეს ქალაქგარეთ სახლის რამ მოაფიქრათ?

ზუსტად წინა დღეს ბებიაჩემთან ავედი,
თავი მოვიგიჟიანე და გენერალური დასუფთავება ავიტეხე, პატივი ვეცი ვითომ. თან არისტოფანე, ანუ ჩემი კატა, ავუყვანე სამი დღით. ჩემი დაც სადღაც უმისამართოდ მიიძურწება ამ ახალ წელს. ჩვენთან არ მოდის და რაღაც მაეჭვებს მისი ბოლოდროინდელი გაძრომა_ გამოძრომები. ( ხანდახან უფროსი დის ინსტიქტი მიაქტიურდება)

კატას კი ბაბუის საპატივცემულოდ დავარქვი ასე. ბებიაჩემი აღფრთოვანდა. ჩემს კატას თავისი გარდაცვლილი ქმრის, ანუ არისტო ბაბუას რეინკარნაციად თვლის მგონი.

მთელი დღე თავბრუმეხვეოდა, არაფერი მიეჭვია, არადა სურდოს ნიშნები კილომეტრზე შემატყო ქალმა.

მოკლედ არც მალინის ჩაიმ, არც ლიმნიან_ თაფლიანმა წყალმა და არც არაფერმა არ მიშველა. ბებიამ ყველა შინაურული რესურსი რომ ამოწურა და სიცხემ სახიფათო ნიშნულს თამამად გადააბიჯა, პირდაპირ ექიმთან გადამამისამართა.
წავლასლასდი ღონემიხდილი. მორიგე ექიმის კაბინეტის წინ მისაღებში მდგარ სასიამოვნო დივანს მივესვენე და წამით თვალი მოვხუჭე.

_ გაიღვიძე ახალგაზრდა ქალბატონო!_ გულიანად შენჯღევამ გამომაღვიძა. მსურს თვალები გავახილო, მაგრამ ნურას უკაცრავად!

_ აუ, იწვის სიცხისგან!_ ჩამესმის სადღაც შორიდან. და შუბლზე სასიამოვნოდ გრილი ხელის შეხებას ვგრძნობ. როგორც კატა სითბოს ისე მივესვენე და მივენაბე ხელის პატრონს.

_ სტაციონარში გავუშვათ არისტო ექიმო!_ჩემი კატის სახელის გაგონებაზე მეღიმება.

_ არისტოფანე!_ ვამბობ და ხელით მის ხელს შუბლზე კომფორტულად ვირგებ, თან შუბლით ხელისგულზე კატასავით ვეგლასუნები. არაფერი იფიქროთ, ასეთი არ ვარ ხოლმე, უბრალოდ სიცხის ბრალია!

_ რაო, რა თქვა? რას აკეთებს?_ მესმის ქალის გაოცებული ხმა.

_ მთავარია გონზე მოვიდა ქეთი, _ იმედიანი ნოტები ჩამესმის უცნობის ხმაში. რომელიც ცდილობს ხელი როგორმე წამართვას.

თვალებს ვახელ და ვიღაც სიმპატიური ახალგაზრდა ექიმი, ნებისმიერი სახელი რომ შეეფერება გარდა ბაბუა და გინდაც კატა არისტოფანესი, დასახმარებლად კვლავ ხელს მიწვდის.

_ გაიღვიძეთ?_ მიღიმის და ციმ_ციმა თაფლისფერი თვალებით მიყურებს. მე ჩემი უცნაური სინდრომის, სიცხის და გაბრუებული თავის გადამკიდე, როგორც მოსალოდნელი იყო მორიგ სისულელეს ვაბრეხვებ.

_ განა მე თქვენთან მეძინა?_ანუ ვგულისხმობ, რომ დივანზე არ მიძინია, მხოლოდ ვთვლემდიმეთქი! ვხედავ თაფლისფერ თვალებში ჯერ გაოცება უელავს, შემდეგ უცნაური ჭინკები დაუხტის.

_ სად მეძინაო?_ახლა ქერათმიან გაოცებულ ექთანზე გადამაქვს არეული მზერა.

_ არისტო ექიმო, იცნობთ?_ აშკარად ძალიან ცნობისმოყვარე ქალია. თან ჭორიკანაც.

_ ჩემი არისტოფანე დღეს ბებოსთან დარჩა!_ ჯიუტად ვიმეორებ აკვიატებულ სახელს და მეღიმება ნეტარი ღიმილით.

მათი დახმარებით პალატაში შევდივარ და ხუთი დღით სტაციონარში მაწვენენ. გადასხმა დამიდგეს და რაღაც აუცილებელი პროცედურები ჩამიტარეს.

_არც კი ვიცი, ზრდასრულმა ადამიანმა როგორ უნდა მოახერო და სიცხე 40,3 როგორ უნდა აგივარდეს? თან ისე, რომ ვერ გაიგო საკუთარი ავადმყოფობა._ წუწუნებს ჭორიკანა ექთანი. მე მხრებს ვიჩეჩავ ნახევრადმძინარი.

_ არისტოფანე მიხვდა, ეტყობა , მაგიტო მეხუტებოდა მთელი ღამე!_ ისევ უაზრო ინფორმაციას ვისვრი, უფრო სწორედ ჩემი პირიდან ჟღერს ასე, თორემ ხომ ცნობილი ფაქტია, რომ კატები გრძნობენ პატრონის ავადმყოფობას და ჩახუტებას ცდილობენ. აი ამის თქმას ვცდილობდი სინამდვილეში და მედდის გაოცებულ, გადმოქაჩულ და შუბლზე ამსხდარ თვალებს რომ ვხედავ, ვხვდები აშკარად ისევ ავცდი კონტექსტს.

ის ღამე თითქმის სულ მეძინა. მხოლოდ ბუნდოვნად ვხედავდი, რომ ხშირად შემოდიოდა და გადიოდა ვიღაც თეთრ ხალათში. მე კი გულში ჩაყოლილ სახელს ვბოდავდი მთელი ღამე. ხან მაცხელებდა და ხან მაციებდა.
როგორც იქნა გათენდა და მხოლოდ მეორე დღეს გავიგე ახალი მორიგე ექიმისგან, რომ მთელი ღამე საავადმყოფოში გამიტარებია.

_ უკაცრავად და ვინ არის ექიმი არისტოფანე?_ ვიკითხე მოულოდნელად. წინა დღის ბოდვებიდან ეს სახელი ისე მტკიცედ გამჯდარიყო ჩემს გონებაში, ლამის საკუთარი სახელიც ჩაენაცვლებინა. ვხვდებოდი მხოლიდ კატაის გამო არ მჭირდა ეს.

_ არისტო? ექიმი არისტო? _ თავალები დაუთბა ასაკოვან ექთანს .

_ ოო, ჩვენი საავადმყოფოს ბრილიანტია! გუშინ ღამ მორიგე იყო, დღეს დილით შეიცვალა. _
საუბარზე შევატყვე , რომ ძალიან უყვარდა, აფასებდა და პატივს სცემდა.
სიცხე გამისინჯა და თავი კმაყოფილმა დამიქნია.

_ გარგოთ არისტო ექიმის მკურნალობამ! ახლა 39,5 გაქვთ. 40_ს აშკარად ჯობია._ გამიღიმა და გავიდა.

ესეც ასე, დღესასწაული კარზე იყო მომდგარი და მე სიცხიანი ვიყავი პალატაში გაშოტილი.
არავისთვის დამირეკავს, არც ბებიაჩემისთვის . ისეც იცოდა, რომ ახალ წელს მეგობრებთან ვხვდებოდი და არც თავად აპირებდა მოწყენას, 50 წლიანი სტაჟის სადაქალო იქკრიბებოდა და როგორც წესი, ჩვეულ სიგიჟეებს არ მოიკლებდნენ ვიცოდი.
რატომ არ ვგავდი მეც ბებიაჩემს? მეათასედ ვეკითხებოდი საკუთარ თავს, რომ მოულოდნელად ისევ იომ დამირეკა.

_ ნაზ გოგო თვალი ჩართე!_ ამოვიოხრე, დამალვა აღარ გამოდიოდა.

_ რა ხდება?_ ისე შეიცხადა სისტემის და ჩემი დასიებული თვალების დანახვისას იოანემ, ხასიათზეც კი მომიყვანა.

_ კარგი ნუ გაგიჟდი!_ დავამშვიდე მე._ უკეთ ვარ და არც ზეიმს არ დავაკლდები. გამოვეწერები და მაშინვე თქვენთან წამოვალ!

მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა, ხუთ დღიანი სტაციონარი, ნიშნავს ხუთ დღიანს და არავითარი ოთხი , სამი და ორიო! პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო! გასცა ბრძანება მორიგემ. თანაც არისტოს გარეშე ვერსად გაგიშვებო!

_ ვაახ, ვინ ყოფილა ეს არისტოფანე!_ თვალები მეწვის სიცხიანს და გაბრაზებულს. ცრემლებით მევსება. რადაც არ უნდა დამჯდეს, აქედან უნდა გავაღწიო!
ვფიქრობ და არეული გონება უცნაურ გეგმებს მთავაზობს, როგორიცაა ფანჯრიდან გადაძრომა დაგრეხილი ზეწრის მეშვეობით. ეტყობა საკუთარი თავი საკმაოდ მიყვარს და ამას, მადლობა ჩემს მფარველ ანგელოზებს, მაშინვე უარვყოფ.
ისევ იო მირეკავს, და მას შემდეგ რაც ვუყვები, რომ არ მიშვებენ გეგმას B_ს მთავაზობს.

_ ნაზო გოგო, გოგას გიგზავნი საავადმყოფოს წინ დაგელოდება ცხრა საათზე. გამოიპარე!

_ კარგი, აივანზე დავწვები!_ ვპასუხობ მე, მაგრამ იოს არ უკვირს ჩემთან 22 წლიანმა ურთიერთობამ ასწავლა ჩემი ენა. ხვდება ვარდენას ქალიშვილს, რომ ვუდარებ თავს "უდიპლომო სასიძოდან." და უბრალოდ იცინის.

_ ნაზ, არ დაგავიწყდეს, დღეს ცხრა საათზე, სხვაში ვერ აგერევა წითელი ტოიოტა. მოვა გოგა და მოგიტაცებს!_ ტელეფონს ხარხარით თიშავს.
მაღვიძარას ვაყენებ ვინიცობაა დამეძინოს სიცხიანს.
და მართლაც მეძინება.

სადღაც შორიდან ვხედავ ბაბუაჩემ არისტოფანეს, ხელი უზარმაზარ ზარზე გამობმული თოკისთვის ჩაუვლია და გამწარებული რეკავს რეკავს და რეკავს, ლამისაა თავი გამისკდეს. ის კი არაფრით ჩერდება.

_ არისტოფანე!_ ვეძახი გაბრაზებული_ შეწყვიტე იცოდე, თორემ მოვალ და შენს საფლავზე ვიცეკვებ!

ზარის რეკვა წყდება და მეც ბედნიერი ვიღიმი. თვალს ვახელ და ვხვდები ჩემი მაღვიძარა რეკავდა.

_ რაო, რას ვიზამო?_ მესმის ნაცნობი ხმა.

_ ისევ სიცხე აქვს ქეთი და თან მაღალი. ისევ დაუდგით გადასხმა, ვეჭვობ დიდხანს მოუწევს დარჩენა._ მაინც როგორი ტკბილი ხმა აქვს. თვალებს ვახელ და ამ საავადმყოფოს ბრილიანტად წოდებულს ვხედავ.

_ სახლში უნდა წავიდე!_ ვამბობ და ადგომას ვცდილობ.

_ ვერ გაგიშვებთ ქალბატონო! მაღალი სიცხე გაქვთ._ მამშვიდებს ბრილიანტი.

_ თქვენ არ გესმით, გოგა მელოდება!_ ისევ ვცდილობ ადგომას.

_ გოგა?_ ვერ ხვდება აშკარად.

_ ლოლას დაბადების დღეა!_ ვცდილობ ავუხსნა, მაგრამ ის უიმედოდ აქანებს თავს.

_ ისევ ბოდავს ალბათ!_ერთი სიტყვით ვხვდები , რომ მათთან კამათს აზრი არ აქვს. ვჩუმდები. არისტო გადის. მედდა კი რჩება და სიცხეს მიზომავს.

_ უკაცრავად იქ მინდა მეფეთა ოთახში!_ ვამბობ ისევ მორიგ უაზრობას, მაგრამ მედდა ხვდება.

_ ახლავე ჩემო კარგო!_ და ფეხზე წამოდგომაში მეხმარება.

_ მეფეებიც კი თავის ფეხით დადიოდნენ!_ ვწუწუნებ მე. თან იმ წამს მოფიქრებული გაქცევის გეგმისთვის , საკუთარ თავს გონებაში ტაშს ვუკრავ.
მედდა უკმაყოფილო სახით ხელს მიშვებს და მე საავადმყოფოს მოღეღილი საღამურების ამარა და თხელი თეთრი ჩუსტებით კიბეებზე ბანცალით ვეშვები. მაკანკალებს. კბილები ერთმანეთზე მიკაწკაწებს. მგონია ერთმანეთზე შემომემსხვრევიან. ლამისაა კანკალმა მომკლას, მაგრამ ჯიუტად მივიწევ კიბეებზე. ჩემდა ბედად დაცვაც არ დგას და კარიდან ეზოში ვიპარები. ეზოს ვათვალიერებ. გარე განათების მკრთალ შუქზე წითელ ტოიოტას ვეძებ.

_აი ისიც!_ მიხარია. და აცახცახებულ_ აკანკალებული მანქანის კარს ვაღებ.

_ ოო, გოგა, გავიყინე. _ ვეუბნები და მანქანის სალონის შედარებითი სითბო მამშვიდებს. იქვე მუქი ფერის პალტო დევს. აუჰ, რა სასიამოვნო ყოფილა სითბო. ვიღებ პალტოს და გულიანად ვიფუთები შიგ. მერე სავარძელში ვიკუნტები ემბრიონივით, ჩათბობის სურვილით უზარმაზარ პალტოში გახვეული.

_ გოგა, გამაღვიძე რომ მივალთ! _ ვეუბნები მას. და თვალებს ვხუჭავ.

_ესეც შენ!_ ვუღიმი ძილ_ბურანში საავადმყოფოს "ბრილიანტს" და ენას ვუყოფ. რა სამოთხის სურნელი აქვს ამ პალტოს?! ვინ დაარქვა იმ უბედურს ჩემი კატის სახელი? ამ ფიქრებში ვთბები და ვდუნდები, მეძინება.


2

მანქანის მონოტონურმა რწევამ შემაღვიძა. თვალები გავახილე და სადღაც გონების შორეულ სიღრმეში გამიკვირდა დილის რიჟრაჟი. მახსოვს ფიქრმაც გამიელვა:
" ნუთუ ასე შორს იქირავეს სახლიმეთქი?"
მერე თოვლის მსხვილ ფანტელებს მოვკარი თვალი და ვიფიქრე , რომ უბრალოდ მესიზმრებოდა. ამიტომ ისევ მშვიდად დავხუჭე დამძიმებული ქუთუთოები.

_ ვინ ჯანდაბა ხარ?_ ამ უცნაურმა და აშკარად არაკეთილგანწყობილმა ხმამ გამომაღვიძა.
ისე ნებიერად გავიზმორე, გეგონება ჩემს ფუმფულა საწოლში მეძინა.
ჯერ ისევ სანახევროდ მძინარემ თავი გვერდულად გადავხარე და სიმპატიური, მაგრამ ბრაზით სახეშეშლილი კაცი გულმოდგინედ შევათვალიერე. გოგა აშკარად არ იყო.

_ასეთი ცხადი ეროტიკა პირველად მესიზმრება!_ გავუღიმე ჩემი აზრით საკუთარ ფანტაზიას. მაგრამ რატომ ჩათვალა ჩემმა ქვეცნობიერმა დანახული ეროტიკად ამაზე აღარ მიფიქრია.

_ მოიცადე!_ ყურადღებით შემითვალიერა სხეული, უფრო სწორედ საღამური. ინსტიქტურად ის მივიფარე, რაშიც ასე საგულდაგულოდ ვიყავი გახვეული.

_ შენ ის არა ხარ, სიცხიანი პაციენტი?_ უფრო საკუთარ თავს ჰკითხა და დაბნეულმა თავი მოიქექა.

_ აქ საიდან გაჩნდი?

_ გოგა!_ ცოტა არ იყოს დამფრთხალმა დავუძახე იმას, ვინც წესით ჩემთან უნდა ყოფილიყო.

_ არა არისტო!_ მგონი იფიქრა, მას ვეძახდი.

_ იოანეე!_ ახლა იოს მოვუხმე საშველად და საბოლოოდ გამოვფხიზლდი.

_ აშკარად ისევ სიცხე გაქვს!_ ხმა ოდნავ დაუთბა და რატომღაც სალონში შემოძვრა. სასწრაფოდ გავჩოჩდი უკან და ზურგით კარს მივეჭყლიტე.

_ იცოდე, კარატე ვიცი!_ მინდოდა მეთქვა ადვილად არ დაგნებდებიმეთქი.

_ ხოო, გეტყობა!_ გაეცინა მას და ხელი გავარვარებულ შუბლზე მომადო.
დაელმებული თვალები მის ხელს ავაყოლე და ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე რომ სასიამოვნოდ გრილი ხელი ჰქონდა. ბუნდოვნად გამახსენდა მისი გაცნობის ინციდენტი.

_ ააა, საავადმყოფოს ბრილიანტი!_ არისტო ექიმი ვიგულისხმე.

_ ჰოო, ესეც გცოდნია?!_ ჩამხედა ამღვრეულ თვალებში. მე მორცხვად ავიჩეჩე მხრები.

_ წამოდი!_ მითხრა და მანქანიდან გადავიდა თან ის საოცარი სურნელი გაიყოლა, პალტოს რომ ასდიოდა.

_ შენი მანქანაა? _ ვკითხე და უკან მივყევი.

_ ჰოო!_ ამ ჰოს მეტი მგონი არაფერი იცის. გაბრაზებულმა შევკარი წარბები.

_ მე გოგასი მეგონა!_ ვუთხარი და ჩემი ჭკუით ყველაფერი გასაგებად ავუხსენი. დაუკვირვებლად გადმოვაბიჯე მანქანიდან და მუხლამდე თოვლში ჩავებერტყე . წამში შემაცია თოვლის სისველემ და სუსხიანმა ჰაერმა.

_ მოდი, მოგეხმარო!_ მითხრა და პასუხს არც დალოდებია ისე ამიყვანა ხელში, საკუთარივე პალტო მომახვია და მანქანის კარი ფეხით დახურა.
იმ ლამზ თაფლისფერ თვალებში რეტდასხმულივით მივჩერებოდი და წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მომდიოდა.
ის ხომ ექიმი იყო და არა ვინმე მანიაკი. თუმცა იმაზე არ მიფიქრია , რომ ექიმი მხოლოდ საავადმყოფოს კედლებს შორის იყო და სახლში კაცმა არ იცის, ვინ ჯანდაბას წარმოადგენდა მისი საოცრად მიმზიდველი პერსონა.

სახლი? ახლაღა გამახსნდა, რომ არც ის ვიცოდი, სად ვიყავი და გარემო სწრაფად მოვათვალიერე.
თოვლში ჩაფლულ ხის კოტეჯს მოწონებით გავუღიმე. მის უკან დათოვლილი მთები მოსჩანდა. საოცარი ხედი იყო.

_ ჩემი ოცნების სახლი!_ წამოვიძახე ისევ გაურკვეველი კონტექსტით და მის მკლავებში უფრო მოხერხებულად მოვიკალათე. თან ისე, რომ სახლისთვის თვალი არ მომიშორებია, კისერზეც მოვხვიე ხელი მხოლოდ და მხოლოდ მეტი უსაფრთხოებისთვის.

_ ჰოო?!_ ისევ ეს ორაზროვანი "ჰოო!"
ისე მოვხედე, თვალებით ვეუბნებოდი: "ჰე, შემიყვანე სახლში, რაღას უცდიმეთქი?!" გაეცინა.

_ იქ რომ არ ვყოფილიყავი ვიფიქრებდი, სტაციონარიდან კი არა ფსიქიატრიულიდან გამოიქეცი!_ ჩაილაპარაკა თავისთვის.
შემომხედა , გულისყურით შემათვალიერა და თვალი მგონი ჩემს ტუჩებს გაუშტერა.

_ ჯანდაბა!_ ჩაილაპარაკა ისევ ხმადაბლა და სახლისკენ წავიდა და რა თქმა უნდა,
თან წამიყვანა.

ვიცი კითხულობთ, რატომ ვიყავი ასე მშვიდად. არა მშვიდად არ ვყოფილვარ, უბრალოდ მიუხედავად ჩემი არეული თავისა, საკმაოდ რაციონალური ადამიანი ვარ. რა უნდა მექნა, სადღაც ჯანდაბაში, მუხლამდე თოვლში და სავადმყოფოს პიჟამოში გამოწყობილს, თუ არა რომ მიმეღო საავადმყოფოს ბრილიანტად მონათლული ზესიმპატიური ექიმის დახმარებისთვის გამოწვდილი ხელი?!

სახლის კარი ცალი ხელით გააღო და შიგ შეაბიჯა. დიდი განსხვავება ვერ ვიგრძენი სახლს შიგნით და სახლს გარეთ არსებულ ტემპერატურას შორის და მისი თბილი სხეულისგან განცალკევება სასიამოვნო აზრად არ მომეჩვენა.

_ ჩამოსვლას არ აპირებთ ქალბატონო?_მკითხა ცოტა არ იყოს გაოცებულმა.

_ მცივა!_ ვუპასუხე მოკლედ.

_ ეტყობა წინა ცხოვრებაში კლეოპატრაზე ნაკლები ვინმე არ ყოფილხარ!_ ვერ მივხვდი დამცინა თუ გამეხუმრა. დივანთან მიმიყვანა და ციმ_ციმ დამსვა.

_ მოიცადე, ცეცხლს ავანთებ და ვილაპარაკოთ! აშკრად უნდა ამიხსნა, აქ რას აკეთებ და საერთოდ ვინ ხარ!_ გარეთ გავიდა სავარაუდოდ შეშის შემოსატანად.

ბუხრის თავზე სურათებს მოვკარი თვალი. ინტერესმა სულ დამავიწყა სიცივე და ავადმყოფობა .
ავდექი და მივუახლოვდი. სხვადასხვა რაკურსით გადაღებული წყვილის ფოტოები იყო. ერთი ორგან მხურვალედ რომ ჰკოცნიდნენ ერამანეთს. ერთში სულაც ეს დიდი ბრილიანტი მუხლზე დაჩოქილი უწვდიდა გოგონას პატარა ბრილიანტს. "ეტყობა ცოლი ჰყავს." გამიელვა თავში და გამიკვირდა, რომ ამის გაფიქრება არ მესიამოვნა კიდეც. რატომღაც ადამიანებს გვირჩევნია საპირისპირო სქესის სიმპატიური არსებები თავისუფლები იყვნენ, თუნდაც ჩვენ მათთან საერთოდაც არაფერი გვაკავშირებდეს. თავისუფლება ხომ პოტენციური შესაძლებლობაა.

სურათი ადგილზე დავაბრუნე და ისევ დივანზე ავძვერი. დივანი საოცრად კომფორტული და განიერი იყო, სავარაუდოდ მრავალმხრივი დატვირთვით იყენებდნენ.

_ მეც სიამოვნებით გამოგიყენებდი!_ ვუთხარი დივანს კუთვნილი კომპლიმენტი. და ხელი ნაზად გადავუსვი.

_ ბატონოო?_ მომესმა ზურგსუკან_ რა მითხარი?
შევხედე, ხელში რამდენიმე მოზრდილი შეშის ნაპობით იდგა ბატონი ბრილიანტი თან თვალები გაოცებისგან დამრგვალებოდა.

_ შენთვის არ მითქვამს, დივანს ვუთხარი!_ შევკარი წარბები. თითქოსდა, როგორ მაკადრემეთქი.

_ ჰოოო!_ "ჰოო და ჯანდაბა შენ!" გავიფიქრე გულში. უყურე რა აზრები აწუხებს?! თან დანანებით გავხედე მისი ცოლის სურათს .
ცეცხლი მალევე აანთო, შემდეგ ცხელი ჩაი მოადუღა და ძველებურ ვერცხლისწყლიან თერმომეტრთან ერთად მომიტანა.
ორივე გამოვართვი. და მაგიდაზე გვერდიგვერდ დავაწყვე.

_ თავად გაისინჯავ სიცხეს თუ დაგეხმარო?_ უცნაურად დამცინავი ხმით მითხრა. თერმომეტრს ხელი დავავლე და იღლიაში გავირჭე.

_ აბა, მომიყევი!_ გვერდით დამიჯდა, არც თუ საკმარისად ზრდილობიან მანძილზე.
ფეხები ავიკეცე და მისი პალტო მივიფარე. მინდოდა მიმხვდარიყო რომ მისი სიახლოვე არ მესიამოვნა. წარბები გაოცებით ასწია.

_ მანქანა შემეშალა, მგონი!_ ვუთხარი მოკლედ და გასაგებად.

_ რატომ გაიპარე? ასე იქცევი ხოლმე? ფულს არ იხდი და იპარები?_ ისევ დამცინავად გამომხედა ამ სნობმა.

_ ფულს?არც მიფიქრია! დღეს მეგობრები წვეულებას აწყობენ და თქვენ კი საავადმყოფოდან არ გამწერეთ, ავდექი და გავიპარე! აუცილებლად უნდა მივიდე იქ! ახალ წელს მეგობრებთან უნდა შევხვდე! _ ვუთხარი დაბღვერილმა. გაეღიმა.

_ ანუ წვეულება? და 40 სიცხით რა წვეულებაზე უნდა მისულიყავი? მომეცი თერმომეტრი!_ მკაცრად მითხრა და ხელი გამომიწოდა. პატარა ბავშვივით მორჩილად დავუბრუნე.

_ არ მომწონს შენი სიცხეები!_ ჩაილაპარაკა და აზრადაც არ მოსვლია ჩემთვისაც ეთქვა, რამდენი გრადუსი მქონდა .

_ დამარეკინე რა!_ ვთხოვე თამამად.

_ შენ არ გაქვს ტელეფონი?_ შემომიბრუნა კითხვა.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

_ არც მე მაქვს! დამრჩა საავადმყოფოში! და სად მიდიოდი თუ საიდუმლო არ არის?

_ არ ვიცი, გოგა უნდა დამლოდებოდა საავადმყოფოს ეზოში. წითელი ტოიოტა ჰყავს.

_ ტოიოტა? _ ჯერ გაეცინა, მერე ახარხარდა. მე კიდე მივჩერებოდი გაოცებული და ვერ ვხვდებოდი რა უხაროდა.

_ საერთოდ იცი რომელია ტოიოტა? მე აუდი მყავს გოგონი! გეტყობა დიდი აურზაური ქალი ხარ!

_ ახლა რა ვქნა?_ ვკითხე დაბნეულმა. რაც მართალია მართალია მანქანებს ვერ ვარჩევ ერანეთისგან. მხოლოდ მერსედესს ვცნობ. ისიც იმიტომ რომ იოს ჰყავს და ხშირად ვხედავ.

_ აი ეგ მეც არ ვიცი, მალე ანა ჩამოვა და შენი აქ ყოფნა სულ არ შედის ჩემს საახალწლო გეგმებში! მაგრამ რა მოგიხერხო? თან ავად ხარ! თან ნახე, როგორ თოვს. მოგიწევს ამაღამ აქ დარჩენა. ოღონდ ჯობია გამოიცვალო, მასე რომ დახვდე ანას ..._ აღარ დაუმთავრებია,
ამოიოხრა, ადგა და საძინებელში გავიდა. დიდი ზომის სპორტული შარვალი და სპანჯბობიანი ჰუდი გამომიტანა, რომელსაც სანტას ქუდი ეხურა. ალბათ თავისი.

_ ექიმი კაცი და სპანჯბობი?_ ახლა მე გავკენწლე.

_ თუ არ გინდა, რას ვიზამთ!_ ქუსლებზე შეტრიალდა და უკან გაბრუნდა.

_ მოიცა!_ დავეწიე გამოვართვი და ოთახში შევიკეტე გამოსაცვლელად.
ოთახი მოვათვალიერე. ნწ,ნწ, აშკარად დიდი რომანტიკოსი და სიღუნღულეა ეს ჩვენი ბრილიანტი! მომზადებული ჰქონდა სურნელოვანი სანთლები, რაღაც_ რაღაცეები. მომინდომა ბიჭმა რომანტიკული ახალი წელი!

_ამ ყველაფერში ეტყობა, ყველაზე დიდი სიურპრიზი მე ვარ!_ გამეცინა ფერადი სანთლების თვალიერებისას.

_ ოჰ, დიდი ვერაფერი სიურპრიზი ხარ!_ შევხტი მისი ხმის გაგონებისას. სწრაფად მივბრუნდი და კარის დირეზე იყო მიყრდნობილი, ხელში წყლით და წამლის აბით. თან ჩემს საჯდომს თვალს არ აცილებდა.

_ რას მომჩერებიხარ?_ შევცბი და გავბრაზდი ერთდროულად.

_ მოგჩერებივარ? სად?_ მხრები აიჩეჩა, წამალი და ჭიქა იქვე მდგარ კარადაზე დადო და დამცინავი ღიმილით გავიდა.

_ იდიოტო!_ მივაძახე ხმადაბლა.

_ რა თქვი?_ გამომხედა მიმავალმა.

_ არაფერი, მადლობამეთქი!_ გავეკრიჭე სულელურად.

_ ჰოოო? _ ჩაეღიმა._ წამალი დალიე!

წამალს რომ ეხებოდა საქმე, ხმა უმკაცრდებოდა.

_ დებილი! თავხედი! ვაიექიმი!_ მივალანძღე ბურტყუნით და დაუხედავად გადავყლაპე თეთრი აბი.
არ გინდა ახლა ამათ ხვანცალს უყურო მთელი ღამე? ვფიქრობდი ჩემთვის, რატომღაც ნერვებმოშლილი. თითქოს ვინმე რამეს დამასწრებდა.
ან რატომ ვბრაზობდი? მადლობის მაგიერი იყო, რომ გარეთ არ გამიძახა იმ ყინვა_ყიამეთში?!

გავედი და ისევ დივანზე დავუბრუნდი ჩემს ადგილს. ჩემს ადგილს? ანუ ამ სახლში რაღაც ადგილს ჩემი დავარქვი? ყოჩაღ მე!

_ გამახსენე რა გქვია?_კატასავით ჩუმად მომიახლოვდა .

_ ნაზი_ ვუპასუხე მე.

_ ჰოოო,ნაზიკო!_ გაეღმა მას.

_ ნაზიკო არა! ნაზი!_ გავუმეორე ბრაზით.

_ დაა ეს სუპერ თანამედროვე სახელი ვინ შეგირჩია?_ რაოო? სახელზე დამცინოდა ეს არანორმალური?! სახელზე? მართლა?!

_ ანუ ჩემს სახელს დასცინის ის, ვისაც არისტოფანე ჰქვია?_ დავუქაჩე თვალები.

_ ვიცოდი მაგას მეტყოდი, რა ბანალურია!_ ჩაეცინა ბატონ არისტოფანეს.

_ ისიც ბანალურია, რომ ჩემი კატის სახელი გქვია?_ მისი გაბრაზება მინდოდა.

_ შენი კატის? და კატამ რა დაგიშავა არისტოფანე რომ დაარქვი?_ ახლა მართლა გაეცინა.

_ ბაბუის საპატივცემულოდ დავარქვი და ძალიანაც მომწონს მისი სახელი!_ ისევ ვერ მივხვდი, რა წამოვროშე. მე მინდოდა მეთქვა ჩემი ბაბუის სახელი მომწონსმეთქი და სულ დამავიწყდა ბაბუასაც არისტოფანე რომ ერქვა და მასაც.

_ ჰოო , ეგ ერთი პლიუსია ჩემს სასარგებლოდ!_ ეშმაკურად ჩაეცინა.

_ შენი სახელი არ მომწონს! _ ვუთხარი სასწრაფოდ.

_ ჰოოო?!

_ რა ჰოო და ჰოოს გაიძახი?_ ამომივიდა ყელში.

_ რა აფექტური ხარ!_ ნერვიც არ შესტოკებია.

_ არ გშია უცნაურო გოგო!_ მკითხა მოულოდნელად. მშიოდა რომელია? მუცელში მშიერი კნუტების მთელი გუნდი მიკნაოდა გამწარებული.

_ მშია!_ შევხედე სიხარულით. უცებ ჩემკენ გადმოიხარა და შუბლზე მომაკრო ტუჩები.
ჯერ გავშრი მოულოდნელობისგან. მერე მგონი ათას ნაწილად დავიშალე. მერე შემრცხვა ამ დაშლის და ლოყებზე ალი წამეკიდა. ხელები ჩემდა უნებურად ავიფარე ლოყებზე.

_ სიცხე აღარ უნდა გქონდეს!_ისე მითხრა, ვითომც აქ არაფერი. მაგრამ რატომღაც მომეჩვენა, რომ ტუჩები იმაზე მეტხანს შეაყოვნა ჩემს შუბლზე, ვიდრე ეს სიცხის გასაზომად იყო საჭირო.

_ რა იყო?_მკითხა ისევ ირონიულად, როცა ჩემს აწითლებულ სახეს მოჰკრა თვალი.

_ არ მითხრა, რომ პირველი კოცნა მოგტაცე!_ თვალი ჩამიკრა და წამოდგა.

თვალი გავაყოლე. კი ნამდვილად არ ვაპირებდი მისთვის მეთქვა, რომ ერთგვარად ეს ჩემი პირველი კოცნა იყო უცხო მამაკაცისგან, თუ იმ კოცნას არ ჩავთვლით იო რომ მკოცნიდა ხოლმე ლოყაზე.
ბუხრის თავზე შემოდებულ სურათებს გავხედე რატომღაც, თითქოს მართლაც რაღაც აკრძალული ჩამედინა რამე.

_ მოდი აქ ნაზიკო!_ გამომძახა სამზარეულოდან.
პატარა მაგიდა გაეწყო, ცოტა არ იყოს და რომანტიული საკვებით. მაგალითად მარწყვი და ტორტის ნაჭერი ნამდვილად ლამაზი და გემრიელი ჩანდა, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო მისწრება ჩემი მშიერი კუჭისთვის. აშკარად შემატყო იმედგაცრუება.

_ პატარა მსუნაგო ქალბატონო დღეს ამით დაკმაყოფილდით და ხვალ გპირდებით საუკეთესო მწვადს შეგიწვავთ!_ სკამი გამომიწია დასაჯდომად.

_ დარწმუნებული ხარ, რომ აღარ დაგჭირდება ?_ ვკითხე და გაშლილ მაგიდაზე ვანიშნე.

_ მგონი სულაც ჩამეშალა გეგმები!_მიპასუხა ღიმილით.

_ ჩემ გამო?_ შევცბი მე.

_ გარეთ გაიხედე!_ ფანჯარას გავხედე. თოვდა , ისე გამეტებით, ისე ხვავრიელად, ისე გადაუღებლად.

_ ალბათ გზები ჩაიკეტა კიდეც!_ დამხედა ეშმაკური ღიმილით.

_ და სად ვართ?_ ძლივს აზრიანი კითხვა დამებადა თავში.

_ყაზბეგში!

_ სადა?_ ვკითხე ხმა ჩაწყვეტილმა._ ყაზბეგში?

_ ჰოო!_ მიპასუხა ღიმილით და თავისი გრილი და სასიამოვნო ხელისგული შუბლზე ღიმილით მომადო. დაიხარა და ჩემს მხართან ჩურჩულით მითხრა.

_ ყაზბეგში ვართ, მარტოები , სამყაროს სრულად მოწყვეტილები და თან რამდენიმე საათში ახალი წელია!



3

ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, ანდაც მეგობრული. ახალი წელი ისეთი დღეა მარტო ყოფნა რომ არ შეეფერება. მაგრამ იმ უცნაურ და უხერხულ სიტუაცის, რომელშიც მე აღმოვჩნდი, არ ვიცი, იქნებ მარტოობაც სჯობდა. უცხო კაცის სახლში, უცხო კაცის სამოსში, მიუხედავად იმისა, რომ მისი საოცარი სურნელით იყო გაჟღენთილი, თავს კომფორტულად ვერ გვრძნობდი. თან მშიოდა უბედურად, რაიმე მსუყე და ხორციანი მშიოდა, ანდაც ხაჭაპური, გოზინაყი, რა ვიცი, რამე გემრიელი მინდოდა, ახალ წელს რომ შეეფერება ისეთი და არა მარწყვი და შოკოლადის ტორტი.
მესამე ნაჭერი რომ გადმოვიღე მისი წარბები შუბლის უმაღლეს ნიშნულებს ასცდნენ.

_ რა იყო? _ გავხედე შუბლშეჭმუხნულმა _ მშია! გუშინაც იოგურტის მეტი არაფერი მაჭამეთ!

არადა რა გემრიელობებს აკეთებდნენ ახლა ალბათ ბიჭები! ამოვიოხრე, იოს და გოგას გახსენებისას.
ისე, ნეტა რას ფიქრობდნენ, სად ვიყავი? ნეტა თუ მეძებდნენ? მგონი მათაც ჩავაშხამე დღესასწაული! ამის გაფიქრებაზე წამიერად მოვიწყინე.
და ლოლა? აუ, რასაც ქვია ჩავამწარე დაბადების დღეც და ახალი წელიც! ჩანგალი უხასიათოდ დავდე თეფშზე.

_ არადა, ერთად მაინც ვიყოთ!_ ჩავილაპარაკე მოწყენილმა.
ისე ამომხედა,
ცოტა არ იყოს გამიკვირდა.

_მხოლოდ იმას ვგულისხმობდი, რომ მეგობრებთან თავის გასამართლებელი მიზეზი მაინც მექნებოდა!_ ვიცოდი ადვილად ვერ გადავურჩებოდი მათ. ისევ ამოვიოხრე და უხერხულობისგან თავის დასაღწევად ისევ ტორტთან გავაგრძელე ბრძოლის მესამე რაუნდი.

მხოლოდ ხანდახან ვაპარებდი თვალს მისი უნაკლო პროფილისკენ. და ვხედავდი, არც თავად გრძნობდა თავს, როგორც ზვიგენი ოკეანეში. თუმცა კარგად ახერხებდა სიმშვიდის იმიტაციას.

_ ძალიან გაბრაზდება აქ რომ დავხვდები?_ ვკითხე მოულოდნელად.

_ ვინ?_ რა ვინ? დავიბენი.

_ ვინ და შენი ცოლი!

_ მე ცოლი არ მყავს!_ ასე დღისით მზისით მატყუებდა ეს საძაგელი მაჩო. დარწმუნდა, რომ ცოლი ვერ ჩამოვიდოდა უგზოობის გამო და გადაწყვიტა, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირდა. "კი როგორ არა, მანამდე არ აგიდგეს არც გვერდები და ....!" გავიფიქრე გულში და ხმაურით გავაჩოჩე სკამი უკან.

_მე დავასრულე!_ ვუთხარი და ჩემი თეფში და ჩანგალი ნიჟარაში ჩავაწყე.

_ თუ აღარ ჭამ, ავალაგებ!_ შევუბღვირე, ვითომ მივანიშნე, არაფერი არ გამოგივამეთქი.
მხოლოდ მხრები აიჩეჩა. ადგა და სამზარეულოდან გავიდა. ყველაფერი ყოჩაღი დიასახლისივით მივალაგე, ეგღა მაკლდა მისთვის რამე სასაყვედურო მიმეცა.

მისაღებში გამოვედი და უზარმაზარ კომპასის სტილში გაკეთებულ საათს შევხედე. თერთმეტი სრულდებოდა.

_ ჯანდაბა ნაზიკო , ჯანდაბა!_ მივალანძღე საკუთარი თავი და ჩემს დასაკუთრებულ ადგილზე ჩავეხთქე.

_ იჯექი ახლა გაბურსუნებული და მიაჩერდი ბატონ ბრილიანტს!_ წავიწუწუნე ხმადაბლა. არისტო ოთახში არ იყო და ვიფიქრე, რომ გარეთ გავიდა.

_ და რა პრობლემაა, არ მოგწონვარ თუ?_ ირონიულად გაეცინა ჩემს უკან. რანაირად ახერხებდა ასე აგენტივით უხმაუროდ სიარულს?
უცებ ეს "თუ" მომხვდა გულში. ჰმ, მომწონდა და მერე თან როგორ!
იდეალური კაცი იყო, გარეგნულად მაინც. ქვემოდან ზემოთ ავაყოლე თვალი. ხარისხიან პორნოებში რომ არიან, გამოკვანწული ზომიერად დაკუნთულ, ჩამოსხმული კაცები სწორედ ისეთი იყო.
ახლა არ მკითხოთ საიდან ვიცი, როგორი კაცები არიან ხარისხიან პორნოში!!!

_ აბა!_ მითხრა და გაშლილი ხელებით ჩემს წინ დატრიალდა_ კარგია?!

ნერწყვი გადავყლაპე და ზურგი ვაქციე.

_ წავა რა, ღვინოსთან ერთად იქნება არა გიშავდეს კიდეც!_ მინდოდა ზომიერად ირონიული ვყოფილიყავი, რომ არც მწვადი დამეწვა და არც შამფური.

_ ეგეც შეიძლება, თუ გიშველის რატომაც არა?_ ზურგიდან ლამის ჩამეხუტა და ღვინო ჩამიდო კალთაში. მის შეხებაზე ისევ დავიძაბე. იმედია იმ უცნაურ იმპულსებს, რასაც მის შეხებაზე განვიცდიდი, მხოლოდ მე ვგრძნობდი. მაგრამ არა! ჩემს რეაქციაზე ჩაეცინა და დივნის საზურგეზე ჩამოჯდა, ფეხები გადმოიქნია და ჩემს გვერდით ჩამოსრიალდა.

_ ახალი წელი უღვინოდ არ გამოვა ნაზო!

_ ნაზო არა, ნაზი! ნაზო ბებიაჩემის ძროხას ჰქვია!_ დავუბრიალე თვალები და ოდნავ მოვშორდი.

_ ისე შენ ნაზის არაფერი გეტყობა, "ბაევოი" ქალი ხარ!_ რა ხარო? საკუთარი სხეული შევათვალიერე.
ვიგრძენი საოცრად მეწყინა მისი სიტყვები. ჯერ ერთი საკმაოდ კარგი თვითშეფასება მაქვს, მეორეც იმ ადამიანისგან, ვინც მოგეწონა, ასეთი სიტყვები აუცილებლად გეწყინება.
მოიცადე! რა ვთქვი?მოგეწონაო?! საკუთარი ფიქრით გაოცებულმა ისევ მას გადავხედე, დავაკვირდი და ერთი ნაკლიც კი რომ ვერ აღმოვუჩინე უარესად მომეშალა ნერვები.

_ საზიზღარო!_ წამცდა უცებ.

_ მეე?_ ისე გაიოცა, თითქოს ყველა ვალდებული იყო ის მოსწონებოდა.

_ არა , სანტა კლაუსი!_ გავუღიმე დამანჭული ღიმილით.

_რა იყო, საჩუქარი არ მოგიტანა?_ პატარა განაწყენებულ ბავშვს რომ ჰკითხავენ , სწორედ ისე მკითხა.

_ ხოო, ეტყობა ვერ მომაგნო!_ არ დავაკელი მეც.

_ ისე ტყუილა უბრაზდები სანტას!_ ისე ეშმაკურად გაიცინა, მაშინვე ამეშალა უაზრო ფიქრები.

_ არადა მშვენიერი საჩუქარი მოგიტანა! უბრალოდ ველოდებოდი 12 გამხდარიყო, მაგრამ არც ახლაა ცუდი დრო!_ რა საჩუქარზე ლაპააკობდა ეს არანორმალური? რა საჩუქარი უნდა ჰქონოდა ჩემთვის? რაღაც ისეთის მოლოდინში, რაც სავარაუდოდ სასიამოვნო ვერ იქნებოდა, შუბლშეკრული ველოდი ოთახში გაუჩინარებულს.

_ ნაზო ღვინო გახსენი რაა!_გამომძახა და ისევ გამაღიზიანა. სასტიკად მძულდა ჩემი სახელის ასეთი ვარიანტი.

_ ნაზი, ნაზიმეთქი, შე საძაგელო!_ წავედი სამზარეულოში ბუზღუნით. კორპსაძრობი ვიპოვნე, ორი ფუჟერიც ავიღე და ისევ ტახტზე დავბრუნდი. დივანზე ფეხებაკეცილი დავჯექი, ღვინო ფეხებში ჩავიდე და სახსნელი ჩავახრახნე. აქამდე ადვილი იყო, მაგრამ შემდეგ უკვე ძალა აღარ მყოფნიდა. თუმცა გამწარებული ვეჯაჯგურებოდი კორპში ჯიუტად გაკვეხებულ სახრახნისს.

_ რა ფაქიზო ყოფილხარ! _ ჩაიხითხითა ზურგსუკან. ნაზო არ მყოფნიდა, ახლა ფაქიზოც გავხდი და სანამ ლამაზო და ნოთიაც გავხდებოდი ჯობდა ამ სახლს გავცლოდი.

_არისტოფანე, ერთხელ კიდევ დამიძახებ ძროხების სახელებს და გეფიცები სამაგიეროს გადაგიხდი!_ ჩაეცინა.

_ სულ ასეთი ჯაჯაღანა ხარ?_ გვერდით მომიჯდა და ბოთლი ლამაზად შეფუთულ ყუთში გამიცვალა.
ინტერესით დავყურებდი საჩუქარს და ვფიქრობდი, ღირდა თუ არა მისი გახსნა?!
არისტომ უცებ ამოაძრო ბოთლს კორპი და მუქი შინდისფერი ღვინო ლამაზად ჩამოასხა.

_ არ გახსნი?_ მკითხა უცნაურად მხიარულმა.

_ მგონია შიგნით ისეთი რამე დევს , რაც ჯობია არ ვნახო! გული მიგრძნობს!_ ისევ ლამაზ გულებით გაფორმებულ ყუთს დავცქეროდი დაეჭვებული.

_ მე მამაცი გოგო მეგონე და რისკიანი!_ თითქოს წამაქეზა.

_ მე რომ არაფერი მაქვს შენთვის?_ რაღაც უცნაური იყო, უცხო ადამიანი საჩუქარს მიკეთებდა ახალ წელს, და მე სანაცვლოდ არაფერი არ მქონდა.

_ იქნებ არ არის აუცილებელი?!_ ყუთი უკან გავუწოდე.

_ არც ეგაა პრობლემა, შეგიძლია უბრალოდ გამოიყენო და ეგ იქნება ჩემი საჩუქარი!_ ეშმაკურად უციმციმებდა თვალები.
ინტერესს რა ვუთხარი? ინტერესმა დაღუპა კაცობრიობა! ფრთხილად შემოვაცალე წითელი ლენტი და თავსახური ავხადე.
ლამაზად დაკეცილ, შავ აბრეშუმის ნაჭერს წვრილ სამხრეებში ხელი მოვკიდე და ყუთიდან ამოვიღე. საოცრად ლამაზი, გამომწვევი და ნახევრად გამჭვირვალე თეთრეული იყო, აი ისეთი, რაც საჭიროა ყველაფერს რომ ლანდავს და თან იდუმალ ეფექტს რომ ქმნის და "გამხადე მისი ტანიდანო!" რომ ყვირის მთელ ხმაზე.
ცოტა ხანს გაოცებული მივჩერებოდი ამ სრულყოფილებას, რაო რა მითხრა? გამოიყენე და ეგ იქნება ჩემი საჩუქარიო?! ვიგრძენი, როგორ წამეკიდა სირცხვილის ალი ლოყებზე. ტუჩები მოვიკვნიტე და ისევ ყუთში ჩავტენე.

_ შენ საერთოდ ნორმალური ხარ?_ არც კი ვიცოდი, რა რეაქცია მქონოდა.
აშკარა იყო ცოლისთვის ნაყიდ რომანტიულ საჩუქარს ვიღაც უცხო ქალს ჩუქნიდა.
რა ადამიანი იყო? რა კაცი? აჰა, კიდევ ერთი კაცი ამართლებდა საკაცეთზე იარლიყად მიკერებულ სტიგმას, რომ საბოლოოდ ყველა კაცი ერთნაირია!

_ ასეთი რა ადამიანი ხარ? შენ მე ვინ გგონივარ, ჰა?

_ რამ გადაგრია?_ მართლა გაუკვირდა, და სავსე ჭიქა ერთი მოყუდებით დასცალა._ უბრალოდ გეხუმრე!

_ ააა, მეხუმრე არა? ნეტავ შენს ცოლს თუ მოეწონება ეს ხუმრობა?_ ვუთხარი და "საჩუქარზე" მივუთითე.

_ არა მყავსმეთქი ცოლი!_ ნერვიც კი არ ასტოკებია.

_ რობოტო! ხისთავიანო რობოტო!_ ვუთხარი დაბოღმილმა და გაბრაზებულს სულ გადამავიწყდა, რომ მე და ალკოჰოლი არ ვმეგობრობთ. კაი გამოცდილი ლოთივით გადავკარი ღვინო.
მესიამოვნა. ტკბილი და არომატული იყო. მაყვლის თუ რომელითაც კენკრის გემო დაჰკრავდა. ერთი კიდევ შევივსე, და კიდევ ერთიც.

_ რკინის, ლამაზო რკინის!_ უცებ ვერც მივხვდი, რას ამბობდა. მე მხოლოდ ლამაზო გავიგონე და გადამეკეტა ღვინისგან ისედაც აპილპილებული ტვინი.

_ რა გითხარი მე შენ? ძროხების სახელებს ნუ მეძახიმეთქი! გითხარი თუ არ გითხარი?_ ვუთხარი და გააფთრებული პანტერასავით მისკენ გავიწიე, თან სახიფათოდ დავუმიზნე საომრად ალესილი სანტაკლაუსიან, ფიფქებ_ ნაძვის ხიანი შილაკები.

_ ახლა გაჩვენებ ,ვინ არის ლამაზო!_ მიხვდა ამან გაჭედაო და ფეხზე წამოხტა. ეტყობა ძალიან უფრთხილდებოდა საკუთარ უნაკლო სახეს.

_ მოდი აქ, შე მხდალო!_ დავკივლე და გამოვენთე.

_ ღმერთო მიშველე! ეს რა სამ ჭიქაში დათვრა?_ შეჰღაღადა ღმერთს და სამზარეულოში ერთი ფეხით შემასწრო.

_ ხოდა ეგრე! იჯექი ახლა მანდ და ცხვირი არ გამოყო მაქიდან!_მივაძახე გამარჯვებულმა და ფეხარეული ისევ დივანს დავუბრუნდი. საიდანაც ის ტკბილი სითხე მადისაღმძვრელად მიქნევდა თითს.
სანამ ძირი არ გამოვუჩინე ბოთლს და ბოლო ყლუპიც არ ამოვსრუტე არც შევეშვი.

საერთოდ ჯობდა, პირველი ჭიქა არ დამელია, თორემ ის ჩემი ალერგია თუ ჯანდაბა, ისე მითიშავდა ნებისყოფას, მტრისას!
რეტდასხმული დივანს მივესვენე და თვალში ბუხრის თავზე შემოდგმული მისი ცოლის სურათი მომხვდა.

_ ოჰ, შენც უნდა თქვა ქმარო მყავსო რაა! სად იპოვნე ეს ატროკებული ულაყი?_ ენაც მერეოდა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. სურათს ცოცხალივით გესაუბრებოდი .

_ ნახე, რა მაჩუქა შენმა ქმარუკამ!_ ყუთიდან საღამური ამოვიღე. _ ისე ერთი ზომა გვერგება იცი?
თვალი ჩავუკარი სურათს ვითომ გამომწვევად და ჰუდი თავიდან გადავიძრე. აბრეშუმის სიგრილე მესიამოვნა სხეულზე. შარვალიც საცვალით ჩავანაცვლე და სურათის გოგოს დივანზე შემდგარი ამაყად გამოვეჯგიმე.

_ ჰა, მიხდება არა? აი მე არ ვიყო კარგი და პატიოსანი და ნახავდი მერე შენ! _ თითი მუქარით დავუქნიე და თან მეგობრულად გავუღიმე.

_ მაგრამ ნუ გეშინია, მე კარგად მესმის ქალური სოლიდარობა! ხვალ ყველაფერი დამთავრდება! ვის რაში სჭირდება შენი არისტოფანე? მე ჩემი საკუთარიც მეყოფა!_ ვგრძნობდი ბოლო ძალები მელეოდა და ის საძაგელი წამი ახლოვდებოდა, რის გამოც მძულდა ალკოჰოლი. ვიდექი და სურათი ჩემს გარშემო ნელა ბრუნავდა, თან ბრუნვას სულ უფრო უმატებდა.

_ გაჩერდი, ერთ ადგილას გაჩერდი!_ თითს ისევ მუქარით ვუღერებდი გაღიმებულ გოგოს .

_ ეს რა გიქნია?_ ჩამესმა
ნაცნობი ხმა, და წელზე მოხვეული მისი ხელებიც ვიგრძენი.

_ ასე როგორ დათვერი?_ უცებ დედამიწას მოვწყდი და ჰაერში დავიწყე ლივლივი. ალბათ ხელში ამიყვანა.

_ ძალიან ლამაზი ხარ!_ მითხრა და გამიღიმა. როგორც იქნა მის თაფლისფერ თვალებზე მოვახერხე ფოკუსირება, დანარჩენი სამყარო კი ისევ გამეტებით ტრიალებდა გარშემო.

_ ჩემო მოულოდნელო საჩუქარო, გილოცავ ახალ წელს!_ მითხრა აციმციმებული თვალებით.

_შენ არ ხარ ჩემი არისტოფანე!_ ვუპასუხე და სწორედ იმ წამს, გაიღვიძა ჩემში ვულკანმა ვეზუვიმ. და მერე აღარაფერი აღარ მახსოვს და საერთოდ ჯობდა, ნურც ნურასოდეს გამახსებდებოდა!



4

თქვენ ალბათ გამოგიცდიათ ნაბახუსევი?!
უმეტესობამ მძიმე ნაბახუსევიც იცის რა არის, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს, თავზე რომ ტანკმა გადაგიარა და მერე არ დაიზარა და უკანაც გადმოგიარა.

თვალები ძლივს გავახილე და სანამ მათ გახელას ვცდილობდი განუწყვეტლივ რეკავდნენ ყურებში განგაშის ზარები.
ცხადად მახსოვდა რა ცირკიც მოვაწყვე წინა საღამოს, არც ვულკანის ამოფრქვევა დამვიწყებია და არც ის, თუ როგორ ვეხუტებოდი შემდეგ იმ საცოდავს და მთელი მონდომებით ვუმტკიცებდი:

_შენსავით ლამაზი თაფლიფერი თვალები მსოფლიოს არც ერთ მამრზე არ მინახავსმეთქი!_ ფუუ! ზიზღით გამაჟრჟოლა საკუთარ თავზე! წარმომიდგენია მე თუ ასე მძაგდა წინა საღამო, მე რა განცდით ვძულდი მას!
არა, საუკეთესო გამოსავალი თავის მოსულელება იყო!
მორჩა და გათავდა, მე არაფერი არ უნდა მხსომებოდა წინა საღამოდან! სიმწრით გამეღიმა და წამოვდექი, სარკეში ჩემს ანარეკლს თვალი მოვკარი და რაღაც მომაკლდა თვალში , რაღაც მნიშვნელოვანი. მაგრამ რა?

წინ გადადგმული ნაბიჯი ისევ უკან გადმოვდგი. სარკის პირდაპირ დავდექი და საკუთარი თავი შევათვალიერე. თმა კი მიგავდა ქარბორბალა კატრინს, სახეც სულ ცოტა მცირე კავკასიონივით მქონდა შეშუპებული. მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამ იყო. სიამაყით შევავლე თვალი საკუთარ მკერდს, რომელიც სულ არ საჭიროებდა ბიუსჰალტერს და ის იყო სიამოვნებით ჩავიღიმე, რომ მივხვდი, რაც მაკლდა. მე ტანზე არაფერი მეცვა! სრულიად დედიშობილა ვიდექი იმ ოხერი სარკის წინ და სულელივით ვიღიმოდი. თავი კი მართლა ტანკგადავლილივით მქონდა აფეთქებული.
ის იყო პირი დავაღე რათა კივილით ჭერი დამემხო იმ დეგენერატისთვის, რომ გავიაზრე, მე არაფერი არ მახსოვდა!
სიმწრით ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე. თითქმის ყველაფერი მახსოვდა იმის გარდა , თუ როდის , რატომ და რა ვითარებაში აღმოვჩნდი ასეთ მდგომარეობაში.

ისევ მისი ჰუდი და შარვალი ჩავიცვი , თავი შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე და ოთახიდან საომრად შემართული გამოვედი. ვაჟბატონი ბრილიანტის ღიღინის ხმა სამზარეულიდან მოდიოდა. ხასიათს აშკარად არ უჩიოდა. ხმას მივყევი.

"Jingle bells, jingle bells
Jingle all the way
Oh, what fun it is to ride
In a one-horse open sleigh, hey!"

მღეროდა და თანდათან ეშხში შედიოდა.

_ ახლა გაგაჯინგლებ მე შენ!_ დავექადნე გულში და სამზარეულოში ქორივით შევიჭერი.

_ ასე არა!_ ვკითხე საახლაწლო ელფივით ფეხებგაჯგიმულმა,
საშიში დოინჯით.

_ რა იყო?_ ისეთი გულუბრყვილო მზერით შემომხედა, ლამის ეჭვიც შემეპარა, რომ სავსებით უდანაშაულო იყო.

_ რა მოხდა გუშინ ჩვენს შორის?_ ვკითხე თვალებ მოწკურულმა.

_ იქამდე, რაც ჩანჩქერო იგალობე, თუ მას მერე!_ გამეკრიჭა ურცხვად.

_მე მასეთი არაფერი მახსოვს!_ ჩავყლაპე სირცხვილის და სიცრუის ნერწყვი.

_ აჰა, არ გახსოვს არა?!_ აშკარად არ დამიჯერა.

_ მაგრამ რაა გასაკვირი? მეც ხომ არ მახსოვს, მეც კარგად დავლიე გუშინ და კი გამიკვირდა დღეს დილით შენს გვერდით რომ გამეღვიძა სრულიად შიშველს!_მშვიდად მოჰფინა ნათელი ჩემს გონებაში გამეფებულ "წყვდიადს".

"ვაიმე დედა!" გავიფიქრე გულში და კითხვით კი ესღა ამოვღერღე.

_სრულიად?

_ სრულიად!_დამთანხმდა სერიოზული სახით.

_ ესეიგი არაფერი გახსოვს?_ ვკითხე ისევ უნდობლად. გამეორება ხომ ცოდნის დედაა, არა?!

_ და შენ, გახსოვს?_ შემომიბრუნა ჩამჭრელი კითხვა. არ ვიცი, იქნებ მოწოდებით ექიმი კი არა ადვოკატი იყო , თანაც განქორწინების მიმართულებით.
თუ მე ვამტკიცებდი, რომ არ მახსოვდა მომხდარი, რატომ არ შეეძლო იგივე ემტკიცებინა მასაც?
აი ასე ყოჩაღად დაიძვრინა თავი ამ არამზადამ და მე ეჭვი დამიტოვა გულში. არა, მაინც რა ჯანდაბა მოხდა ჩვენს შორის?! ახლა როგორ გამერკვია ეს?

_ რამდენად მთვარალი იყავი?_ ბოლო იმედს დავებღაუჭე მე.

_ საკმაოდ!_ თავი დამიქნია მან, ზურგი მაქცია ტაფაზე რაღაცას ამოურია და ის_ის იყო სულში სიმშვიდე შემეპარა, რომ თავისთვის ჩაილაპარაკა.

_ ისე, ჩემს სიმთვრალეს ხელი არასდროა შეუშლია ჩემთვის!

მზად ვიყავი იქ და იქვე მიმეხრჩო. მერე სადმე მიყრუებულში ჩამემარხა და დამევიწყებინა.

ჯანდაბას , ჯანდაბას ეს საძაგელი ბაბუაჩემის სეხნია.

გაბუსხული ჩამოვჯექი და ისე ამოვიოხრე გული თან ამოვატანე. "ყოჩაღ ნაზო! ყოჩაღ! მოხერხება უნდა, ქალს პირველი ღამე გქონდეს თან ასეთ საოცრებასთან და არაფერი გახსოვდეს! ისიც კი არ გახსოვდეს, სინამდვილეში გქონდა თუ არა ეს წყეული პირველი ღამე!" საკუთარ სხეულს მოვუსმინე წამით და არა! დუმდა და არავითარ ნიშანს არ იძლეოდა!

_ რატომ მოიწყინე ნაზო?_ მკითხა არისტომ ეშმაკური ღიმილით.

_ აბა სასიხარულოდ მაქვს საქმე? საერთოდ არ გიცნობ!

_ გამიცანი მერე, დრო თავზე საყრელად გვაქვს!_ ისევ ეს ეშმაკური ღიმილი.

_ თოვამ გადაიღო?_ ვკითხე და ეს კითხვა მაინცდამაინც არ ესიამოვნა.

_ კი გადაიღო!_ ფანჯარასთან მივედი და ეზოში გავიხედე. სხვა დროს ეს თოვლი გამახარებდა და გამახალისებდა. სხვა დროს ალბათ სახლში ძალით თუ შემომიყვანდა კაცი. ახლა კი სულ არ მეხალისებოდა არაფერი.

_ წასვლას მალე შევძლებთ?_ ვკითხე ზურგს უკან.
პასუხი არ გაუცია.
მიაკენ შევბრუნდი და ზუსტად ჩემს უკან იდგა. იმდენად ახლოს, რომ მისი სიახლოვით მაღელვებდა.

_ გეჩქარება წასვლა?_ მკითხა ინტერესით.

_ კი!_ ვუთხარი დაუფიქრებლად. ცოტა ხანს თვალებში მიყურა, მერე გაეღიმა. ხელით თმა გადამიწია სახიდან და შუბლზე მაკოცა.

_ სიცხე აღარ გაქვს, მაგრამ რომ დავბრუნდებით აუცილებლად მოხვალ ჩემთან ანალიზებზე. ახლა კი ვისაუზმოთ და ქალაქში დავბრუნდეთ!_
მიბრუნდა და მაგიდას მიუჯდა. მეც მივუჯექი გვერდით. სასაყვედურო არაფერი მქონდა, არც დლევა დაუძალებია ჩემთვის ვინმეს და არც მის მანქანაში მალულად შეძრომა.

უგემურად ვისაუზმე და წასასვლელად მოვემზადე. მოვემზადე რა, მის მომზადებას დავუწყე თვალთვალი.
ჩემოდანი გამოიტანა ოთახიდან. რაღაც ფერადი სამოსით სავსე. მერე ერთ პატარა ჩანთაში ჩააწყო სურათები და ყველა ის სუვენირი, რაც ბუხრის თავზე ეწყო. წავედითო, თავით კარიაკენ მანიშნა. გასვლისას სახლი ერთხელ კიდევ მოათვალიერა და კარი გასაღებით გულმოდგინედ დაკეტა.

თითქმის უხმოდ ვიმგზავრეთ. ორივე საკუთარ ფიქრებში ვიყავით გართული.

_ ყავა მინდა, შენ არ დალევ რამე ცხელს? _ მკითხა ისევე მოულოდნელად , როგორც სჩვეოდა ხოლმე საუბრის წამოწყება.
მაშინვე მივხვდი, რომ მესიამოვნა კიდევ ცოტა ხნით რომ გამიგრძელდებოდა მის გვერდით ყოფნა და მიუხედავად იმისა, რომ მივხვდი, თავი მაინც ბედნიერმა დავუქნიე.

ერთი საათით მეტი, ერთით ნაკლები. მართალია ვიღაცის კუთვნილ დროს ურცხვად ვიპარავდი და სავარაუდოდ დროზე ბევრად მეტი რამ მოვიპარე იმ ღამით, მაგრამ არაფერი დაშავდებოდა კიდევ ერთი პაწაწუნა საათით. მე ხომ, მიუხედავად ყველაფრისა, მის ნახვას აღარ ვაპირებდი. არც თავად უკითხავს მისამართი ან ტელეფონის ნომერი. მხოლოდ ის პირადი ინფორმაცია შეეძლო მოეძიებინა, რაც იმ ღამეს საავადმყოფოში დავტოვე. და იქაც კი ძველი მისამართი ჩაინიშნეს. ის, რაც პირადობაში მქონდა მითითებული. იმ ქუჩაზე უკვე მესამე წელია აღარ ვცხოვრობდით მე და ჩემი და.

ან რა ფიქრებით ვიტკივებდი თავს, საერთოდ რატომ უნდა მოვეძებნე? ერთღამიანი სულელური ისტორიის გამო? იატორიის, რომელიც იმდენად არაფერი იყო, რომ არცერთს არ გვახსოვდა.
სადღაც გზისპირზე გააჩერა პატარა, უბრალო კაფესთან.
ყავა შევუკვეთეთ და ისევ ჩუმად დავსხედით მაგიდასთან.
ან რაღა უნდა გვესაუბრა ორ სრულიად უცხო და განსხვავებულ ადამიანს, წინა ორი დღე ხომ ისედაც ომში გავატარეთ.

_ რას იტყვი, სად ვიყავი დაკარგულიო?_ ყავას ჩაჰყურებდა, ისე მელაპარაკებოდა.

_ არაფერსაც არ ვიტყვი, სრულწლოვანი ვარ რა ხანია!_ ცხვირი ავიბზუე მე.

_ და რა ხანია?

_ ექვსი წელია! იოს გარდა მაინც არავინ მკითხავს, ყველას ისედაც მასთან ვგონივარ!_ ჩემი თავი უფრო გავამხნევე , ამ სიტყვებით. იოსგან კი მართლაც არ ამცდებოდა სერიოზული ჯაჯღანი. მას შემდეგ, რაც ორი წლის გავხდი და ბაღში შემიყვანეს, მას შემდეგ, რაც იოს გვერდით ერთ მაგიდასგან აღმოვჩნდი და მის გამო ერთი თავგასიებული ბავშვი გავამწარე, ჩემგან თავს დავალებულად გრძნობს და ამ ვალიდან აგერ უკვე 22 წელია თავი ვეღარ დააღწია. იო ის ძმაა, რომელიც არასდროს მყოლია და თან საკმაოდ მკაცრი ძმა.

_ იო ვინღაა, აკი გოგაო!_ ახლა კი იკადრა და თვალებში შემომხედა.

_ ჯობია თუ იოს არ გაიცნობ!_ ვუპასუხე და მზერა ავარიდე.

_ ხო სახელი კი აქვს საშიში!_ ჩაეცინა მას. რატომღაც სულ ავიწყდებოდა ამ კაცს, რომ სახელად არც მეტი არც ნაკლები არისტოფანე ერქვა.

_ ვინ _ვინ და შენ სახელზე არ უნდა ხუმრობდე ბატონო არისტო!_ დავგესლე დაუნდობლად.

_ თუ მორჩი, გზა გავაგრძელოთ ნაზო ლამაზო!_ არც მან დამაკლო.
რატომღაც მეწყინა, მაგრამ რა და რატომ ეს კი ვეღარ გავიგე. ფეხზე წამოვხტი და მანქანისკენ გავეშურე.
ბებიაჩემის სახლიდან ერთ გაჩერებაში ჩამოვედი არისტოს მანქანიდან. ფანჯრიდან თავი შვყავი და გავუღიმე.

_ ახალ წელს გილოცავ არისტოფანე! ახლა რამდენჯერაც ჩემს კატას დავუძახებ, სულ შენ გამახსენდები იცოდე!_ მან ქაღალდის პატარა პარკი გამომიწიდა უსიტყვოდ. ინატიქტურად გამოვართვი და
მერე ზურგი ვაქციე. მისი, ალბათ ხუთი ზომით დიდი ბოტასებით, მოჩაჩული შარვლით და სპანჯ ბობიანი ჰუდით სახლისკენ წავფრატუნდი. ალბათ "საოცარი" დასანახი ვიყავი. მაგრამ მაინც იმედი მქონდა, რომ ცოტა ხნით მაინც მაცილებდა თვალით. უკან მოვიხედე, მაგრამ მისი მანქანა ვეღარ დავინახე .

_ ესეც ასე ქალბატონო ნაზი! დასრულდა შენი საშობაო ზღაპარი!

ბებიაჩემს არც კი უკითხავს, სად ვიყავი და ასე უცნაურად რატომ მეცვა, ალბათ ჩემი ორ დღიანი გაქრობა არც კი გაუგია.

სავარძელში ჩავჯექი მოწყენილი და კალთაში უკვე ნამდვილად ჩემი არისტოფანე ჩამიხტა. ფუმფულა ბეწვზე მოვეფერე.

_ რაო არისტო მოგენატრე?_ ვკითხე ინტერესით.

_ მიაუ!_ წამოიკნავლა კატამ. ალბათ დამთანხმდა.

_ და მას თუ მოვენატრები?_ ვკითხე და ფანჯრიდან მოფარფატე ფანტელებს გავხედე.

და მაინც , რატომ უნდა მოვნატრებიდი მას? ან მე რაში მჭირდებოდა მისი მონატრება? და საერთოდ რომელ მონატრებაზე ვწუწუნებდი? აი ჩაივლის ახალი წელი, გავა გულიდან ეს ჯადოსნური ეიფორია და ყველაფერი ისევ თავის საწყისებს დაუბრუნდება. როგორც ხდება ხოლმე!


5

_ დაოოო, დაიკოოო! _ საათს დავხედე ცალი, მოჭუტული თვალით. ექვსიც არ იყო.

_ რა გინდა ნიცა?_ ხო აი ასე, მე ნაზი, ეს კიდე ნიცაა. ამოვიოხრე და დღე უხალისოდ დავიწყე. რატომ არ დაიბადა ჩემზე პირველი? ხომ იქნებოდა პირიქით? სამაგიეროდ ინიციალები დაგიმთხვიეთო, ისე უხარიათ ჩემს მშობლებს, გეგონება სახელის დანარჩენი სამი ასო საქმეს სულ არ ეხება და რიგში შემთხვევით დგას.

_ ყავა გინდა?_ მეძახის უკვე სამზარეულიდან.
მე კი ვგრძნობ ადამიანური საჭმელი მშია. ბებიაჩემს ჩურჩხელის გარდა ვერაფერი აღმოვუჩინე სახლში. ეჰ, რატომ ხდება ასე? ყველას ფუცფუცა და მზრუნველი ბებო ჰყავს, მე პრანჭია შილაკიანი და უდარდელი.

_ კიი, კვერცხი შემიწვი, _ მცირეოდენი ფიქრის შემდეგ ვამატებ_ სამი!

_ სად ყავა, სად კვერცხი?_ ბურდღუნებს ნიცა და ტაფას გაზზე დგამს. ისე ნიცასთანაც საქმე მაქვს. არისტოს საავადმყოფოში უნდა გავაგზავნო. გადასახადი რაც მაქვს გადავახდევინო და ჩემი ნივთები დავიბრუნო. ჩემი მობილური მწყურია! რამდენიმე დღეა არ მაქვს და დასაბმელ გიჟს ვგავარ. აკი მთავარია რამდენიმე ხანი ხელში არ აიღო და მასზე დამოკიდებულება გადაგივლისო? სულ ტყუილი ყოფილა, არ დაიჯეროთ!

ლოგინიდან გამოვძვერი და სამზარეულოს მივაშურე.

_ ვაა, ეგ რა კაი ტიპია!_ ცერი ამიწია ნიცამ. ტანზე დავიხედე და ახლაღა გავაცნობიერე, რომ ისევ მისი სპანჯ ბობ სანტა მეცვა.

_ ხოო!_ ორაზროვნად დავთანხმდი ჩემს დას._ ნიცაა, რაღაც მინდა გთხოვო!
ხმა დავილბე და ჩემი კატა არისტოსავით მივუცუცქდი.

_ რაო, რა გინდა!_ სხვათაშორის მკითხა ნიცამ. შვეიცარიასავითაა ნეიტრალიტეტს იცავს, სანამ არ გაიგებს რა მსურს.

_ საავადმყოფოში უნდა წახვიდე და ჩემი ნვთები წამოიღო! _ გაოცებულმა გადმომხედა თან შემწვარი კვერცხი გადმომიღო.

_ ამ დილაუთენია კვერცხს რა გაჭმევს, კვერცხი და კვერცხი, მეშინია, მალე კაკანი არ დაიწყო! რა ჯანდაბა მინდა საავადმყოფოში გოგო?

_ ნივთები დამრჩა! ბებომ გამიშვა იმ დღეს, სიცხე მქონდა და!

_ ამ ბოლოს ხშირად გაქვს სიცხე, თვეში ხან სამჯერ! ნეტავ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ მხოლოდ კვერცხის ნაირფეროვნებით იკვებები და ჯანსაღ ცხოვრებას იგნორს უკეთებ?_ აწუწუნდა და ბლენდერის ჭიქაში ისპანახი და რაღაც მწვანილები ჩატენა, აი რას ეძახის ნიცა ჯანსაღ ცხოვრებას, ადღვებილი, უცნაური მწვანე მასა და დილაუთენია ძუნძული.

დააბლენდერა და მოზრდილ ჭიქაში თიფთიფა მწვანე ფაფისებრი "ლამაზად" ჩამოისხა.
თვალი ავარიდე, რათა ზიზღი არ მეგრძნო.
ვერაფრით ვიგებდი ამ ათქვიფინებულ უცნაურობებს რა აჭმევდა. არა, უფრო სწორედ, რა ასმევდა.

_ ნიცა,მე ვერ მივალ შანსი არაა! იქ ერთი ადამიანია, ვისი ნახვაც არ მსურს! მიდი და მერე შენი მოვალე ვიქნები!_ გავუღიმე მაცდურად.

_ იმ მწვანე კაბას მათხოვებ?_ მანაც ზუსტად ასევე გამომხედა. რა უნდოდა ამ ალქაჯს სტომატოლოგიურზე, თეატრალურზე უნდა ჩაებარებინა.

_ კარგი!_ არც თუ კმაყოფილი დავთანხმდი. იდეაში ვთხოულობდი ხოლმე ტანსაცმელს , მაგრამ უკან აღარ მიბრუნებდა.
ეჰ, მშვიდობით მწვანე კაბავ! სულ იმ საძაგელი არისტოს ბრალია! მაგრამ არისტოფანეს ნახვა მაინც არ მსურდა არაფრით.

_ მიავ!_ მომადგა ჩემი პირადი არისტო.

_ რა გინდა ამ დილაუთენია!_ ისე ურცხვად ვკითხე, ვითომ არ ვიცოდი, რა უნდოდა ჩემს მსუნაგს.

_ რაც დედა, ის შვილი!_ ჩაიცინა ნიცამ, ის თხლაპუწა რაღაც გადაყლურწა და ჩვეულად სარბენად გავიდა.

_ ჰიპერდუპერბუპერ ენერგიული მონსტრი!_ ასპიტივით მივუსისინე ზურგს უკან ნიცას.
მხოლოდ გაეცინა. მე ბავშვობიდან , არა დაბადებიდან ზარმაცი ვარ. არც კი მიტირია, რომ დავიბადე. თურმე ტირილიც კი დამეზარა და სანამ არ მიმცხეს მანამდე არ ამოვიღე ხმა.
ნიცა კი ისეთი კივილით დაბადებულა, რამდენიმე საათს სინჯავდნენ შეშინებული ექიმები რამე ხომ არ სჭირსო.
მე კარგი გოგო ვარ, ნიცა მავნეა. დიახაც! რა ვუყოთ თუ ცოტა წავუბოთებ?!

დაახლოებით საათნახევარში დაბრუნდა ჩემი და და შხაპის მისაღებად შებრძანდა. მე კი ისევ ტახტზე ვგორაობდი პულტით ხელში. აჰა, ეს და კიდევ ხვალინდელი დღე და სამსახურში უნდა გავიდე. ეჰ, რა კარგი იყო ბავშვობა, ყველა პრობლემას რომ მშობლები აგვარებდნენ. რამდენიმე წელია ადგნენ და სოფელში გადაბარგდნენ. მიწის ყივილი ჰქონდათ თურმე. ბებო, რა თქმა უნდა, არ გაჰყვათ. ბებო ხომ ნაღდი ქალაქელია.

ბოლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, ფიქრებმა ისევ არისტოსთან მიმიყვანეს და ისევ დამავიწყდა იოსთან დარეკვა, როგორც გუშინ.
კარზე გამაყრუებელი ბრახუნი ატყდა.
გავაღე და იო და ლოლა შემრჩნენ ხელში.

_ რაოო? ბედავ და ცოცხალი ხარ?_ მრისხანედ დაიქუხა იომ.

_ აბა მკვდარი უნდა ვიყო?_ მართლა გამიკვირდა.

_ თუ არ ხარ, თავი მაინც მოაჩვენე ოპოსუმივით თორემ ვერ გადაურჩები. უდარდელად მითხრა ლოლამ და სახლში პირველმა შემოაბიჯა. იო კი ისევ ზღურბლზე იდგა და ლურჯ თვალებს აბრიალებდა.

_ კაი რა იო, დამავიწყდა დარეკვა!_ ვიცოდი თავის მართლება არ მიშველიდა, მაგრამ მაინც ვცადე.

_ ახლა კარგად მომისმინე, დაჯდები და ყველაფერს მომიყვები და ვაი შენი ბრალი, თუ შენი მონაყოლი დამაჯერებელი არ იქნება!_ მივიდა და დივანში ჩაეხეთქა.

_ ყავაც მინდა!_ გასცა ბრძანება.

_ ყავას ჩემთვის არ ვიდუღებ მე და ახლა შენ მომთხოვე!_ წამომცდა ჩემდაუნებურად, მაგრამ იოს სახე რომ მომხვდა თვალში, წამში წამოვხტი ფეხზე.

_ ახლავე ბატონო ჩემო, ახლავე!

დამსვეს და სულ სიტყვა სიტყვით გამომწურეს ჩემი საახალწლო მელოდრამატული თავგადასავალი. ერთი გრამი პირადული არ დამიტოვეს, ჯვარედინი დაკითხვაც კი მომიწყვეს, სამივე გაფაციცებული მისმენდა.

_ ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს!_ დააფიქსირა სათხოვარი იომ.

_ გოგო როდემდე უნდა იყო ბეცი? იქნებ მანიაკი იქნებოდა? სად მიყვებოდი, სად?

_ლამაზია?_ მკითხა ნიცამ.

_ ვინ?

_ ბაბუაშენი არისტოფანე, ვინ? ვინ და ეგ ექიმი.

_ კიი!_ ვთქვი საწყლად.

_და თქვენ გგონიათ სახელის ასეთი დამთხვევა უბრალოდ შემთხვევითობაა?_ ჩააკვეხა ლოლამ.

_გადაწყდა, ერთად მივდივართ!_ მტკიცედ დასცხო ხელი იომ დივანს.

_ სად მივდივართ?_ რაღაც არასასიამოვნოს მოლოდინში გამაჟრჟოლა.

_ საავადმყოფოში!

_ არაა! სულ გააფრინეთ? რა ჯანდაბა მინდა იქ?_ გავაპროტესტე მე.

_ ასეთი სასიძო ჩამივარდა ხელში და ასე იოლად ვერ დამისხლტება._ ღადაობდა თუ რას ფიქრობდა იო, ვერაფრით ამოვიცანი.

_ რა სასიძო ბიჭო, ცოლი ჰყავსმეთქი!_შევახსენე ყველაზე მთავარი.

_ აკი არ მყავსო?_ ისევ გამოაკვეხა ლოლამ.

_ ჰა, ადექით!_ მოუთმენლობა აწამებდა იოს.

_ ისე შენს ნივთებს მე არ გამომატანენ და აღარ გინდა ტელეფონი?_ მკითხა თვალმოჭუტულმა ნიცამ.

_ და შენ აღარ გინდა მწვანე კაბა?_ ენა გამოვუყავი მე. არც მან დამაკლო და დამეჯღანა.
ვიცოდი აღარ დამსვენებდნენ და ტელეფონის, თუ სხვა უფრო ფარული მიზეზის გამო წასვლა გადავწყვიტე. მე რატომ უნდა შემრცხვენოდა, რა იმ ამბავში ცალმხრივად ვიყავი დამნაშავე?

_ ისე როგორ შეიძლება, მასეთი რამის არ დახსომება?_ მოულოდნელად ახარხარდა იო.

_ მეგონა ასეთი ამნეზიები მხოლოდ მელოდრამებში ხდებოდა!_ ოხ ლოლააა!

_ მელოდრამაა აბა რაღაა?!_ ჩაიცინა და დამგესლა ნიცამ. იოს მანქანაში ჩავსხედით და საავადმყოფოსკენ ავიღეთ გეზი. ამ ფაციფუცში სულ დამავიწყდა, რომ ის ოხერი ჰუდი გამეხადა.

მიმღებში ერთად შევლაგდით და ჯარისკაცებივით გავმწკრივდით მიმღების გოგოსთან. გვარი ვუთხარი და ანგარიში მოვითხოვე.

_ ნაზი ხუციშვილი? _ მკითხა გოგონამ და ყურადღებით შემათვალიერა._ ერთი წამით!
ხელში ყურმილი აიღო და ვიღაცას რაღაც ხმადაბლა ელაპარაკა. ვიეჭვე იმ ბედოვლათს აბარებდა ანგარიშს.

_ ახლავე ქალბატონო ნაზი!_ კეთილად გამიღიმა და იქვე დადგმულ, რატომღაც კომფორტულ, დივანზე მიგვითითა. დავალიანება კი დახურული აღმოჩნდა.

წვედით და ახლა იქ გავმწკრივდით სიმაღლის მიხედვით. რამდენიმე წუთში კიბეები ჩამოიარა საავადმყოფოს ასაკიანი ექთნების გულის ბრილიანტმა. ის იყო მოვზადე მეგობრულად მივსალმებოდი, რომ მან სრული სერიოზულობით მომახალა.

_ გამარჯობა, ქალბატონო ნაზი! თუ შეგიძლიათ ცოტა ხნით კაბინეტში გამომყვეთ, სასაუბრო მაქვს თქვენთან!_ მისი ოფიციალური ტონით გაოცებულმა მეგობრებს გადავხედე.
ისინიც თვალებდაჭყეტულები მოგვჩერებოდნენ, ალბათ ჩვენი შეხვედრა ცოტა უფრო სხვანაირი წარმოედგინათ.
მხრები ავიჩეჩე და უკან ავედევნე.

_ რამე ხდება?_ ვკითხე კაბინეტში შესვლისთანავე.
არაფერი არ მიპასუხა, მაგიდას მიუჯდა და ქვემოდან ამომხედა .
მაინც რა სიმპატიური იყო ეს ოხერი, მით უფრო ამ თეთრ ხალათში. მოგინდებოდა ფანტაზიებში მაინც...

_ რაზე ფიქრობთ?_ მისმა კითხვამ ჩემი ფანტაზიები ჩანასახშივე მიასიკვდილა.

_ თქვენი ანალიზების პასუხები არ მომეწონა!_ მითხრა მშვიდად.

_ პასუხები?_ისე დავიბენი მე, რომ სკამზე დაჯდომაც კი ვერ მოვიფიქრე.

_ კი და ვფიქრობ, კიდევ მოგვიწევს ყველაფრის გადამოწმება! _ ცოტა არ იყოს შემეშინდა. ნუთუ ისე ცუდი პასუხები მქონდა, რომ ეს ასე სერიოზულად იქცეოდა?

_ კარგი და რა მჭირს? უნდა ვინერვიულო?_ ტკივილით არაფერი მტკიოდა, არაფერს ვუჩიოდი, მხოლოდ ხშირ ხშირად ვცივდებოდი, სულ ეს იყო და ეს!

_ ხვალ დაგიბარებთ! დღეს კი_ ქაღალდზე რაღაც მიაჯღაბნა და მომაჩეჩა_ ეს ანალიზები ჩააბარეთ! ხვალ დილით უზმოზე მოხვალთ და მე აქ დაგელოდებით!

ისეთი მკაცრი ტონი ჰქონდა. ისეთი სერიოზული. თავი უსიტყვოდ დავუქნიე და გულში აციმციმებულ მცირე რომანტიკას ადგილზევე გავუჭეჭყე თავი.

_რაო, რა ხდებაო?_ მკითხა ნიცამ.

_ აზრზე არა ვარ , ანალიზები უნდა ჩააბაროო. ხვალაც მოხვიდეო. არაფერი მესმის?_ მე მაინც მის უცნაურ სერიოზულობაზე ვფიქრობდი. რა საჭირო იყო ეს სუბორდინაცია? მაშინ მაინც, როცა მარტო ვიყავით. ჩვენ ხომ ერთად... ჩვენ ხომ... ჩვენ ხომ ლამის დავმეგობრდით არა?!

_ დაა, ის ყველაფერი მოგვატყუე არა?_ ეჭვით გამომხედა იომ.

_ არა, რა მოგატყუეთ!_ ვიფეთქე მე.

_ აბა ამ კაცს არაფერი ეტყობა, რომ შენს მიმართ რაიმეს გრძნობდეს!

_ რას უნდა გრძნობდეს არანორმალურო? ცოლი ჰყავს, ცოლი!_ გადამეკეტა უცებ.

_ მაგიდაზე ფოტო ედო?_ ახლა ლოლა გამოხტა.

_ რა ფოტო გოგო?_ თან შევეცადე გახსენებას, მაინც რა ფოტო უნდა დებოდა?

_ ცოლის სურათი გოგო, ედო?_ დამკონკრეტა ლოლამ.

_მე რა ვიცი, სურათისთვის მეცალა?_ ავყვირდი საკუთარ თავზე გაცოფებული.
მაინც რამ გამომაშტერა, კარგად ვერ დავაკვირდი? აი რა არის ადამიანი მოცეცებული რომ იქნები!!! მივალანძღე საკუთარი უყურადღებობა.

სახლშიც მთელი დღე მასთან იმ უცნაურ შეხვედრაზე ვფიქრობდი. არც კი მომკითხა, ერთი სიტყვითაც კი არ ახსენა ჩვენი ახალი წელი. დამპალი ეგა! ისიც კი არ უკითხავს, კვლავ მისი ჰუდი რატომ მეცვა, უკითხავს კი არა, მგონი არც შეუმჩნევია.

იქნებ რამე მოხდა? ნუთუ ჩემს გამო იჩხუბეს? თუ გაუგებდა ცოლი ნამდვილად იჩხუბებდნენ! აბა ჩვენს შემთხვევით ამბავს ვინ დაიჯერებდა? მე, მაგალითად, არ დავიჯერებდი! და იმ ყველაფერ დანარჩენსაც? რა დანარჩენს? ახლა საკუთარმა თავმა შემომტია. არაფერიც არ მომხდარა, თორემ მაგის დავიწყება არ გამიგია მე!
ისედაც დაბნეული და უცნაური კიდევ უფრო ავირიე. თან ნიცას არ მინდოდა რამე შეემჩნია და ეს კიდევ უფრო მძაბავდა.

_ ნაზი, დედამ დარეკა!_ გამომძახა საკუთარი ოთახიდან ჩემმა დამ.

_ სულ ვერაფერი შეამჩნიე?_ ვკითხე ის რაზეც ვფიქრობდი.

_ ვის გოგო?_ აშკარად გაეღიმა ნიცას.
მივხვდი, ზედმეტი წამომცდა.

_ არავის!_ ვუპასუხე გაბუსხულმა.

_ მიეცი დროს დრო!_ ისევ გამიღიმა მან_მაგრამ მგონია არასწორ რამეზე დარდობ.
გაოცებულმა გავხედე.

_ რატომ გიკვირს? ის არ გაინტერესებს ანალიზებში რა ნახა ასეთი, რომ ისევ დაგიბარა?
ახლაღა დავფიქრდი ამაზე. ნუთუ ავად ვიყავი? ავდექი და სარკეში ჩავიხედე.
ფერიც ნორმალური მქონდა. ისეთი, როგორიც ყოველთვის. ნეტა რა მჭირდა? ახლა ამაზე ჩავიციკლე. იქნებ იმიტომაც არ ეღიმებოდა, რომ საქმე საღიმილოდ არ მქონდა? მთელი ღამე ფიქრებში გავათენე. გათენებას ძლივს დაველოდე და გიჟივით გავვარდი კლინიკაში.

_ ქალბატონო, ჯერ ადრეა! ჯერ მისი ცვლა არ მოსულა!_ მითხრა ცოტა არ იყოს თავმობეზრებულმა გოგონამ მიმღებში, უკვე მეასედ რომ ვიკითხე ბატონი არისტოფანე.

წავედი და დივანზე მოვიკუნტე მოწყენილი. მუცელი მიჭყუოდა. ცოტა ხანში კიდევ უფრო შემომიტია შიმშილმა და მსუნაგობამ კიდევაც აჯობა ავადმყოფობის შიშს, ავდექი და სავადმყოფოდან გამოვიპარე. ანალიზები არა, ისა კიდე!

ის იყო კარიდან გამოვიძურწე, რომ მისი უბრილიანტესობაც მობრძანდა, შემოაყენა თავისი სისხლივით წითელი მანქანა და გადმობრძანდა.

დავინახე თუ არა მაშინვე მიკარნახა მშიერმა კუჭმა, დაიმალეო. და იქვე გვერდზე მანქანის უკან ჩავიმალე. ასე ჩამალული ვუვლიდი წრეს და მანქანას სამალავად ვიყენებდი, რომ ვიღაც კაცს მივეჯახე თავით საჯდომზე.

_ რას აკეთებთ ქალბატონო!_ ლამის შეხტა შარვალ_კოსტუმში გამოწანწკლული სიმპო ბაბუ.

_ჩუუ!_ თითი ტუჩებზე მივიდე და თან მალულად ბრილიანტს გავხედე.

_ იმ არანორმალურს ვამალები!_ თითით ვანიშნე არისტოზე.

_ არისტოფანეს? იცნობ?_ ოდნავ დაიხარა კაცი ღიმილით. მე თავი დავუქნიე.

_ და რატომ ემალები?_ რა ინტერესიანი მოხუცია, გავიფიქრე გულში.

_ იმიტომ რომ მაგარი გიჟია!_ თითი საფეთქელთან დავიტრიალე. ისე გიჟს მე უფრო ვგავდი იმ წამს.

_ რა გქვიათ? _ სახელი რაღად უნდოდა?

_ ნაზი._ ვუპასუხე და ისევ არისტოს გავხედე, მაგრამ თავის მანქანასთან აღარ იდგა. ნეტა სად წავიდა? მოვაცეცე თვალები.

_ სალამი ბაბუა!_ მომესმა ზურგს უკან და ისე საცოდავად ჩაცუცქულმა ავხედე თავს წამომდგარ მოძალადე ექიმს.

_ ბაბუა?_ ვკითხე და ახლა მოხუცს ავხედე.

_ რა უქენი ამ ლამაზ გოგონას? რატომ გემალება?
არისტომ ხელი წამავლო მკლავში და ფეხზე ძალით ამაყენა.

_ ეს გოგონა არ არის ბაბუა , ეს გორგონაა!_ უთხრა და საკუთარი მანქანისკენ წამიყვანა.

_ მალე მოვალ!_ მიაძახა იმ სიმპატიურ მოხუცს.
მანქანის კარი გააღო.

_ დაჯექი!_ მითხრა ისევ უემოციოდ.

_ რატომ?_მის მანქანაში აშკარად არაფერი მესაქმებოდა. ეგღა მაკლდა ქალაქში ერთად დავენახეთ მის ცოლს და გაეწიწკნა ჩემთვის ეს ორი ღერი თმა. ხომ იცით, რა პატარაა თბილისი?!

_ ვილაპარაკოთ!_ როგორ ახერხებდა ასე სიმშვიდის შენარჩუნებას?

_ იცი, მეჩქარება!_ ვიცრუე სახელდახელოდ.

_ წამოდი, ვჭამოთ!_ აშკარად იცოდა ჩემი სუსტი წერტილი.
მაგრამ როცა მაინც შემატყო ყოყმანი ბაბუამის გახედა.
მოხუცი იდგა და ინტერესით გვიყურებდა.

_ ბაბუ, უთხარი ამ არანორმალურს, ცოლი მყავს თუ არა!

_ აღარ, სამწუხაროდ!_ ცოტა არ იყოს გაბრაზებით და გულისტკივილით უპასუხა ბაბუამ.

ისე რატომ არ გამაცნო ბაბუამისი? თან ამას ვფიქრობდი იმ მომენტში. ამის გაცნობიერებამ რომ, ოჯახის წევრი არ გამაცნო და უფრო უარესიც, მის ახლოსაც კი არ მომცა გაჩერების უფლება, უარესად გამაღიზიანა.

_ რაში მაინტერესებს შენი ამბები! გინდა გყავდეს, გინდა არა! გამიშვი ხელი!_ შევუყვურე და როგორც კი ხელ გამიშვა ზურგი ვაქციე. გაჩერებისკენ გავემართე გაბრაზებული.

ან რა მაბრაზებდა, ან რა მწყინდა სრულიად უცხო კაცისგან? ან რატომ დამიბარა თუ საავადმყოფოში არ შემიყვანდა? ან ბაბუამისს რაღა უნდოდა იქ? ან მე რა ჯანდაბა მაგიჟებდა ბოლო ბოლოს?!

უცებ მანქანა ზუსტად ფეხებთან გამიჩერა, შიშისგან შევხტი.

_ ექიმი ხარ შენ თუ ქილერი?_ უარესად გავგიჟდი.

_ ჩაჯდები თუ ძალით ჩაგსვა!_ მგონი გაბრაზებული იყო.
მანქანას მოვუარე და ჩავჯექი. დაე, ეთქვა რაც ჰქონდა სათქმელი!
მანქანა დაქოქა და ქალაქის ქუჩებს შეერია.

_ ალბათ უკვე მიხვდი, რომ ანალიზებზე მოგატყუე, არაფერი შენ არ გჭირს, სხვას თუ გაუჩენ იქით რამე ავადმყოფობას! ან ნევროზს!_ გულში ამოვისუნთქე, ანუ ავად არ ვიყავი. მაგრამ აბა რა ჯანდაბა უნდოდა!

_ შენი ნახვა მინდოდა გესმის? უბრალოდ შენთან შეხვედრა მინდოდა, ნებისმიერი მიზეზით! ვერ გიპოვნე, მისამართზე, რაც დატოვე!_ აჰა, ანუ მართალი ვიყავი, პირადობაში მითითებულ მისამართზე იყო მისული. ესეც ჩუმად მესიამოვნა გულში, რატომღაც.

_ მაგრამ გამაგიჟებს შენი ბავშვური ფხუკიანობა! ასე არ შემიძლია! შენი სიგიჟის ტემპს ვერ ვეწევი!_ ისევ ბრაზობდა .

_ არც ეგ მაინტერესებს, არაა ჩემი პრობლემა!_ თავი დავიფასესავით.

_ ჰოო, არა არა? აბა ჩემი ჰუდით რატომ გამომეცხადე გუშინ? ან დღეს რატომ მოვარდი გიჟივით? დამირეკა თეამ მიმღებიდან და ერთი საათით ადრე გამოვიქეცი შენს გამო, მშიერი თან! _ უნებურად გამეღიმა.

_ ხოო?_ ანუ ჩემ გამო? გავიფიქრე გულში.

_ ხოო ნაზო!_ დამპალი.

_ ცოლი რატომ აღარ გყავს?_ის ვკითხე , რაც მაინტერესებდა.

_ მან ისურვა ასე! დათქმული გვქონდა, ყაზბეგში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, მყუდროდ გესაუბრა და არეული ურთიერთობის გამოსწორება გვეცადა, მაგრამ არ ჩამოვიდა, ხომ ნახე!_ ანუ იქ ცოლმა მიატოვა და ნერვებს ჩემთან იმშვიდებდა?

_ მე კატაბალახას ვგავარ?_ ვკითხე ხმა გაბზარულმა.

_ რაო?_ ვერ მიმიხვდა.

_ გააჩერე მანქანა!_ისეთი ხმით ვუთხარი, მაშინვე გააჩერა. კარი გავაღე და გადავედი. თან გული არ მომყვებოდა, მაგრამ არანაირად არ შედიოდა ჩემს გეგმებში ვინმეს დამშვიდება, ვინმეს სათადარიგოდ ყოფნა. აი, რატომ არ გამაცნო ბაბუამისი!

_ ჯანდაბას შენი თავი არისტოფანე!_ ვუთხარი ცრემლებმორეულმა, პირველივე ავტობუსზე ავხტი და გადავწყვიტე აღარასდროს მენახა.



6

_სახელი უნდა გადაგარქვა არისტო!_ ვეუბნები კატას. ვითომ არ ვიცოდე, ამას ოღონდ ხრუხუნები ჰქონდეს და სულ არ ადარდებს არისტო ერქმევა, ფილია, თუ აქვსენტი. სახელზე მაინც არ მოდის, ცალ ყურს ოდნავ მოატრიალებს და ეგაა.

_ რა გეძგერა?_ მკითხა ნიცამ. _ რაღაც ხასიათზე ვერ ხარ!

_ არა არაფერი! სულ არ მადარდებს არაფერი!_ ნუცას ისე ვუბზუებ ცხვირს, თითქოს ისაა რამეში დამნაშავე!

ჩანთის ასაღებად კარადას ვხსნი და ქაღალდის პარკს ვხედავ. აქამდე არ გამხსნებია, რა ჯანდაბა მაჩუქა ნეტავ იმ არანორმალურმა? ვხსნი და ის შავი ფინთი თეთრეული დევს. იმ ავადსახსენებელ დავიწყებულ ღამეს რომ მეცვა. პატარა ქაღალდიც თან ახლავს. გაკრული, მაგრამ ლამაზი ხელით ნაწერი ბარათია.
"შენ რა გგონია, ჩვენ შორის რამე რომ ყოფილიყო ერთი წამი მაინც დამავიწყდებოდა? მინდა, როცა შემდეგში ამას ჩაიცმევ, დაუვიწყარი იყოს!"

_რაოოო???_ ანუ არაფერი არ ყოფილა და თავს დამნაშავედ ტყუილა ვგრძნობდი! ეგ საზიზღარი, ეგ თავხედი! მე კიდე, როგორ მრცხვენოდა მისი!
მოიცა, როცა ამას ჩაიცმევოო? დაუვიწყარიო?!?!

_ უეჭველი შემომაკვდება ეს კაცი!_ პარკს ისევ უჯრის სიღრმეში ვტენი და კარადას მაგრად ვხურავ.

_შემდეგი აღარ იქნება!_ ვამბობ მტკიცე გადაწყვეტილებით.

_ წავედი მე, მაგვიანდება!_ ჩანთა ავიღე და სამსახურში გავიქეცი. კაცმა რომ თქვას, მიყვარს ჩემი სამსახური. მხიარული და აქტიური სამუშაო მაქვს.
აბა თუ გამოიცნობთ სად ვმუშაობ და ვინაა ჩემი ბრაზიანი უფროსი? შანსი არაა გამოიცნოთ! თუ უკვე გითხარით? მე წვეულებების დეკორატირი ვარ, ჩემი უფროსი კი ბატონი იოანე მანჯავიძეა. ჰოო, ანუ ჩემი იო! მაგრამ სამსახურში იო იო არაა, იოანეა! მადლობა რომ მხოლოდ იოანეა და არა ბატონი იოანე! ჯანდაბა მაგას. ისეთი მკაცრი და აუტანელია, ბავშვობიდან რომ არ ვიცნობდე, შემძულდებოდა კიდეც.
ხანდახან ვფიქრობ, რომ პიროვნების გაორება სჭირს. სამსახურში ბოსის ფუნქცია ერთვება, და აფრენს.

_ სად ბოდიალობ ნაზი ამდენ ხანს? შენი სამუშაო დღე ათის ნახევარზე იწყება მგონი? ძალიან გინდა დაპირებული ბონუსი გადავიფიქრო?_ ბღავის მაზოლზე ფეხდადგმულივით.

_ ბლა ბლა ბალა!_ ვაჯავრებ ზურგს უკან ხმამაღლა კი დათაფლული ხმით ვეუბნები_ ბატონო იოანე ეგ ნამდვილად არ მინდა!
შემდეგ ვცდილობ, სანამ ლიასთან მორჩება ღრიალს კაბინეტში შევიპარო.

_ აქ მოდი ნაზი!_ქუსლებზე ვტრიალდები ჯარისკაცივით და უკან მივსდევ.

_ რას მეჯაჯღანები? _ ვსაყვედურობ ჩურჩულით.

_ ის შენი არისტოფანე რა გვარია?_ მეკითხება მოუხედავად.

_ რათ გინდა?_ ტყუილად აშკარად არ უნდა მეკითხებოდეს.

_ დღეს სამუშაო გვაქვს, კოტეჯია დასაგეგმი ყაზბეგში!_ ფეხი ფეხზე გადაიდო უდარდელად.

_ რა ჯანდაბა უნდათ ამ ყინვა_ ყიამეთში ყაზბეგში? არ მინდა იქ! _ ისევ ავიბზუე ცხვირი. არანაირი სურვილი არ მქონდა ისევ იქ ამომეყო თავი. წინა ჯერზეც სრულიად საკმარისი იყო.

_ ოჰ, კაი ერთი, და ბონუსი გნებავს?_ მომიჭუტა თვალები იომ.

_ მნებავს!_ დავუქნიე თავი მორჩილად.

_ ხოდა მორჩი წუწუნს!_ დამიბღვირა და კლიენტის მორიგი უაზრო სურვილების სია გადმომცა.

_ კოტეჯის გაფორმება უნდათ. უნდათ, რომ კონკრეტულად სურვილის მიხედვით მოუმზადონ, ეს შეკვეთა ცოტა განსხვავებულია ხომ ხვდები არა? უფრო სადღესასწაულო ფართივით რაღაცაა!თან მორომანტიკულო!

_ აუუ მასეთი აბდაუბდა რამეები ხატიას ეხერხება. ხომ იცი, არა?_ საშინლად მეზარება ვიღაც ფულის ტომრის უაზრო რომანტიკული ახირებების ასრულება. თანაც ახლა, როცა თავად კრახი განვიცადე რომანტიულ თავგადასავალში და მხოლოდ სათადარიგო ბორბლის როლი მერგო ჩემს მეორე არისტოსთან. უცებ მახსენდება იოს კითხვა.

_ და რა შუაში იყო არისტოფანეს გვარი?_ მოღუშული ვეკითხები.

_უბრალოდ შკვეთა არისტოფანე კახიანისგან შემოვიდა და მაინც რამდენ ადამიანს უნდა ერქვას ეს უცნაური სახელი თბილისში? _ მხრები აიჩეჩა იომ._ თანაც კონკრეტულად შენ მოგითხოვა. ანუ ისაა!

_ მომითხოვა რა ქალი გამოძახებით ვარ?_ სადღაც კეფაში მივარდება სიბრაზე და ლამისაა სკალპი ამეხადოს.

_ ქალო, წინაზე უფასოდ გაეკიდე რა ვიცი, ახლა ფულს გიხდის და წუწუნებ! მიდი, გაემზადე და გადიხარ ცოტა ხანში!_ შეუვალია იო. იოსთან კამათს, როცა ის ბატონი იოანეს როლშია შეჭრილი, აზრი არ აქვს. კაბინეტიდან გამოვდივარ და იოს ვლანძღავ.

_ ფულის მონა! გამყიდველი!
თავს დამცირებულად ვგრძნობ. მაგიდაზე დავილაგე ფურცლები და ინტერესით ვათვალიერებ.
კოტეჯი ესა და ეს. აშკარად ის კოტეჯია!
სახლში ვარდის სურნელი, საძინებელი ახალ დაქორწინებულთათვის! ჭკუაზე არ ვაართ?! აბაზანა წითელი ვარდებით და სანთლებით.

_ოჰ! კაი ერთი? შხაპი არ გეკადრებათ არა?!
დამცირებაცაა და დამცირებაც. უარი რომ ვთქვა, ამით ვაღიარებ, რომ რაღაცად მიღირს მისი სასიყვარულო ამბები. არადა მინდა იფიქროს, რომ სულ ფეხებზე . ისიც და მისი ანაც! უეჭველი ცოლს შეურიგდა ეს არამზადა. მოიცადე მე შენ ისეთ სიურპრიზს დაგახვედრებ, მეტი რომ არ იქნება!
მე შენ გაჩვენებ ქაფით და ვარდებით სავსე აბაზანას!

მაცივარში სასმელი, ტკბილეული და ავოკადო?! ფუუუ! გაქრა თქვენი ტყლარჭი გემოვნება!
ტელეფონზე ვრეკავ და შეკვეთებს ვაძლევ საკონდიტროს და ყვავილების მაღაზიას, კი უკვირთ , მაგრამ კლიენტი კლიენტია, მერე რა თუ ცოტა აკლია!

მანქანას ვქოქავ და ყველაფერს გზადაგზა ვიმარაგებ.

_ისეთ რომანტიკას მოგიწყობ არისტოფანე, ცხოვრებაში რომ არ დაგავიწყდეს, შე ნაძირალა! _ვიქადნები გულში და ყაზბეგის გზას ვადგები.
იო უეჭველი დამითხოვს, მაგასთან მეგობრობით ვერ გადავურჩები ამ ოინს, მაგრამ შურისძიება ისეთი კერძია, ცივად რომ უნდა მიირთვა!

შუადღეც არ იყო, რომ ადგილზე ვიყავი. რა თქმა უნდა, ეჭვიც არ შემპარვია, რომ იგივე კოტეჯი იქნებოდა. ოჰ, გვრიტების სიყვარულის ბუდე!
არა, რატომ მაინც და მაინც მე? რა საჭირო იყო ჩემი ასე დამცირება? ან საიდან გაიგო, იმ საზიზღარმა, სად ვმუშაობდი? ეჰ, ასეა ვისაც საჭირო კავშირები აქვს, ის ყველაფერს იგებს. ხოლო ვისაც მხოლოდ ბაბუას სეხნია კატა ჰყავს, ის მხოლოდ ამ გაჩითული ხალხის მსახური და ნების შემსრულებელია! მაგრამ ჩემ გარდა! მე ამ მსახურთა სიაში არ ვარ! სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი! სახე ბრაზით მქონდა დამანჭული და კაცმა რომ თქვას, რატომ ვბრაზობდი?!
ამოვიოხრე და სახლის დეკორირებას შვუდექი. მაგრამ მოწყენილი ვიყავი. უცებ იდეა მომივიდა. ჩანთიდან წინა წვეულებისთვის ნაყიდი შავი კატის სექსუალური ფორმა ამოვიღე და ტანზე გამოვიცვალე, ეს უფრო უხდებოდა ამ ყველაფერს, ვიდრე ის, რაც მეცვა.

გარეთ ლამაზად თოვდა, ჯერ ისევ ახალი წლის სურნელი ტრიალებდა. თანდათან განწყობა შესამჩნევად გამომიკეთდა. Shaggy _mad mad world მთელი ხმით ავაღრიალე და სულ ცეკვა _ცეკვით და სიმღერით მოვრთე სახლი.

მანქანიდან უზარმაზარი ყვითელი გოგრები გადმოვაგორე და ბოროტი ღიმილით შევაგორე სახლში და კარიდან ბუხრამდე ბილიკივით გავამწკრივე.
რომანტიკა არა? გექნებათ რომან"წ"იკა!
სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა, იმის წარმოდგენისას, რა სახე ექნებოდა მის უბრილიანტესობას ჩემს მოწყობილ სიურპრიზს რომ ნახავდა . ბოლო ერთი საათიღა დამრჩა. სპეციალურად ამ წვეულებისთვის მორთული ტორტიც შვისროლე მაცივარში.
და სულ ბოლო შტრიხიც არ დამვიწყებია, აბაზანის ასაქაფებელში ბლომად არომატიანი ჭურჭლის ჟელე ჩავასხი, ჩამომჭკნარი ყვავილების გვერდით დავდე.

სპეციალური საჩუქარიც, რაც ალბათ არისტოს გულისსწორისთვის უნდა მიეძღვნა , ჩემი მთავარი სიურპრიზით ჩავანაცვლე და სახლის კარი გამოვიხურე. უკვე ბნელოდა. და თოვაც გაძლიერებულიყო. სახლი ისე დავტოვე მუსიკის გამორთვა აზრადაც არ მომსვლია.
არც ჩემი ქალი _კატა გამიხდია ტანიდან. ასე უფრო კარგად ვგრძნობდი შურისძიების ავბედით მწკლარტე გემოს.



7

ქალაქამდე სულ სიმღერით და ტაშ_ ფანდურით ჩამოვედი. ისეთ ხასიათზე ვიყავი, მეტი რომ არ შეიძლება. სახლთან მანქანიდან სულ კლაკვნით გადმოვედი, ვითომ აქაოდა ჩემი კატის ფორმის შესაბამისად სექსუალურად ვცეკვავდი.
ბნელოდა და ეზოში ჭორ_ბიუროთა სათვალთვალო პუქტთანაც უკვე აღარავინ იჯდა და ვერავინ დამინახავდა.

ჩანთის ასაღებად უკან
მანქანაში შევძვერი და რომ მოვიხედე თვით მისი უბრილიანტესობა იდგა ჩემს წინ და მიფახულებდა ულამაზეს თვალებს. გავშრი, ნუთუ ასე მალე დამეწია და აჰა, დამაჯდა სიკვდილის ბუზი?!

მოვიბუზე საწყლად. გაოცებულმა
შემათვალიერა თავიდან ფეხებამდე და წარბები ნელ_ ნელა აულაგდა შუბლზე.

_ არა, ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ დიდი უცნაური ქალი ხარ! _ მითხრა შემდეგ სრულიად მშვიდი ხმით, თითქოს ჩემს უცნაურობას შეგუებულიც კი იყო უკვე.

_ შენ აქ რას აკეთებ?_ ვკითხე გაოცებულმა.

_ აქ? შენი ნახვა მინდოდა!_ მიპასუხა თან ინტერესით ჩემს თვალიერებას არ წყვეტდა.

_ და ახლა იქ არ უნდა იყო?_ავირიე, ვერაფერი გავიგე. რატომ არ ბრაზობდა?

_ სად იქ?_ მართლა გაოცდა.

_ ყაზბეგში, კოტეჯში ცოლთან!_ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.

_ და იქ რა მინდა?_ მხრები მიამიტად აიჩეჩა.

_ ვაიმე დედა!_ ამოვიკვნესე საწყლად. გაუკვირდა, რა მოხდაო, თვალებით მკითხა.

_ არისტო, ბაბუაშენს რა ჰქვია?_ იმედი მქონდა ორი არისტოფანე თუ გარდაცვლილ ბაბუაჩემს არ ჩავთვლიდით, ამ ქალაქისთვის თუ არა ჩემთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა.

_ არისტოფანე ჰქვია, მე მისი ..

_ დაჯექი მანქანაში!_ დავკივლე გაოცებულს, მანქანაში ჩავხტი და საჭეს ვეცი გამწარებული.

_ ღმერთო, ახლა გადამარჩინე და გეფიცები, არასდროს აღარ ჩავიდენ ასეთ სისულელეს!_ ვბურტყუნებდი აკანკალებული ხმით.

_ რა ჯანდაბა ხდება ნაზი?_ ჩემს უცნაურ რეაქციაზე უკვე აღელდა არისტო. ისე საწყლად შევხედე, თუ გულში რამე თანაგრძნობის სიმი ჰქონდა მგონი სულ ერთიანად შევურხიე.

_ რა ჩაიდინე?_ ისევ მკითხა დაძაბულმა.

_ დაურეკე ბაბუაშენს და უთხარი, რომ კოტეჯში არც კი შევიდეს!_ შევეხვეწე საწყლად.

_ მოხდა რამე, იტყვი თუ არა?_ ხმა გაუმკაცრდა არისტოს, თან ტელეფონი ამოიღო და დარეკა. მესმოდა, რომ ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. ტყუილ რეკვას აზრი არ ჰქონდა.

_ მომიყევი!_ მიბრძანა ბრილიანტმა. მეც ამოვიოხრე, გამბედაობა მოვიკრიბე და მოვუყევი ეჭვიანობის თუ შურისძიების ნიადაგზე, ჩემი ჭკუით როგორ გავუნადგურე მის ბაბუას დაგეგმილი სიურპრიზი.
მისმინა, მისმინა და ისტერიული ხარხარი აუტყდა.

_ რა ქენი? რომანტიკულის მაგივრად ჰელოუინის დღესასწაული მომიწყვე? და რატომ პატარა ქალბატონო? რა იყო ამის მიზეზი?
შენ არ იყავი მანქანიდან რომ გადახტი და გაიქეცი?

_ იმიტომ რომ, იმიტომ რომ.._ სათქმელს თავი ვერ მოვაბი.

_ ან ეს რა გაცვია? ვითომ რაო ? აბა თქვი "მიაუ!"_ აშკარად დაცინვის ხასიათზე იყო ბატონი სრულყოფილება.

_ ვაიმე, ბაბუაშენთან მომეჭრა თავი! როგორ შევხედო თვალებში? _ ლამის იყო მთელი ხმით მეტირა.

_ ხოდა ძალიანაც კარგი, მასეც მოგიხდება, მავნე! ნაზი! ნაზი კი არა გადარეული ხარ!_ არისტოს სულ არ ადარდებდა ჩემი სირცხვილისგან აჭარხლებული ლოყები. იჯდა და იცინოდა. თან შიგადაშიგ კატასავით კნაოდა და ამით უარესად მაწითლებდა. თან მობილურში ვიღაცას სწერდა გამალებით.

_ ისე რა რომანტიკული ბაბუა გყოლია?_ გამეღიმა იმ სურვილების სიის გახსენებისას, რაც ასე საგულდაგულოდ დავამახინჯე.

_ ცოტათი მაინც დამსგავსებოდი!_ მაინც გავკენწლე მისი მამკაცური ღირსება.

_ იქნებადა უკეთესი ვარ, მაცდის ვინმე?! _ დამიბრიალა ლამაზი თვალები.

_ ნეტა იცოდე, რა დავუტოვე საჩუქრად ბებიაშენს!_ სიმწრის სიცილი ამიტყდა გახსენებისას.

_ რა?_მართლა დაინტერესდა არისტო.

_ ის საძაგლობა, შენ რომ მაჩუქე!

_ მართლა?_ ახარხარდა უმოწყალოდ.

_ რა იყო, ჩემს ცოლთან რომანტიული ღამისას შენზე გინდოდა მეფიქრა?_ გამომხედა ეშმაკურად. მზერა ავარიდე.

_ ნუ ნერვიულობ! ისედაც, რაც მაგ საღამურში გნახე თავიდან ვერ გიგდებ!_ დააყოლა შემპარავი ხმით.
შეხედვაც კი ვერ გავბედე, ისე ჩავყლაპე ნერწყვი.

როგორც იყო კოტეჯს მივუახლოვდით.
მანქანა გავაჩერე და გიჟივით გადმოვხტი, სახლისკენ გავიქეცი, მაგრამ შესვლა კი ვეღარ გავბედე. არა , ამ ასაკში კაცი ცოლს ასეთ სიურპრიზს რომ მოუწყობს და ჩემნაირი არანორმალური ყველაფერს რომ უკუღმა გააკეთებს, ხომაა მოსაკლავი?! აბა რა არის!!!

_ რა იყო? ხომ არ ნერვიულობ ფისო!_ არისტო აშკარად სიამოვნებას იღებდა ჩემი თვითგვემით.
კარი შეაღო და ეშმაკური ღიმილით შეაბიჯა.

_ მასე ნუ მეძახი, გაიგეე!_ ხმა არ გამცა_ ნუ მეძახი ცხოველების სახელებს!

_ რა ჯანდაბაა!_ იყვირა მოულოდნელად. არა რა მოულოდნელად მე კი ვიცოდი, რომ გაოცდებოდა, მაგრამ სულ გადამავიწყდა მეთქვა, პირველივე მახეზე კართან რომ მქონდა მოწყობილი. შევირბინე, მაგრამ დავაგვიანე და კარის გაღებაზე ჭერიდან მოულოდნელად კივილით ჩამოფრენილ მახინჯ როკაპს უკვე ეხუტებოდა ჩემი ბრილიანტადხმობილი.

_ ეს რომ ქეთის დახტომოდა თავზე ინფარქტი არ ასცდებოდა არანორმალურო, გაგიჟდი გოგო?_ თან გაბრაზებული და თან მხიარული ხმა ჰქონდა ერთდროულად.

_ რა მოგაფიქრა ეს საგიჟეთი? ან ეს გოგრები საიდან მოზიდე?_ სახლს ნელა ათვალიერებდა, მე კი წამში მოვირბინე ყველა ოთახი. სახლში ჩვენ გარდა არავინ იყო

_ სად არიან?_ ვეცი არისტოს, რომელსაც გაწეწილი როკაპი დივანზე დაესვა მზრუნველად.

_ ვინ?_ მკითხა გაოცებულმა.

_ მარსელები, რა ვინ?! ბაბუაშენი და ბებიაშენი!_ უარესად გავვოცდი მე.

_ აქ არ არიან!_მხრები აიჩეჩა და უფრო გამხიარულდა ის.

_ რას ჰქვია, არ არიან?_ ვერ მივხვდი.

_ გინდოდა, რომ ყოფილიყვნენ?!_ უარის ნიშნად თავი გავაქნიე და შვებით ამოვისუნთქე.

_ბოლო მომენტში გადაიფიქრეს წამოსვლა, დიდი თოვლის გამო! არ გაგიმართლა!_ გაეცინა თავხედს.

_ რაოო? აბა რას გამიხეთქე გული? ან რას გამომაქცუენე გიჟივით?_ ისე ძალიან მინდოდა მისი დაქოჩვრა, სურვილისგან გამაკანკალა. ერთი სიტყვით მაინც ვენუგეშებინე, გული რომ მქონდა გახეთქვაზე.

_რომ მეთქვა, აღარ წამოხვიდოდი!_ ადგა, მოვიდა და ჩემ წინ თამამად დადგა.

_ შენთან ყოფნა მინდოდა! თან დამაინტერესა, რა ჩაიდინე!_ გამიღიმა და ხელი წელზე შემომაპარა.

_ გიხდება, თან ძალიან!_ ჩემს კატის ფორმაზე მეუბნებოდა.

_ მაგრამ რას იტყვი, ბებიაჩემის საჩუქარს ხომ არ გაისინჯავდი?_ იდეაც ეშმაკურად შემომაპარა.

_ ჰმ, ეგ ყველასია ჩემ გარდა, ჯერ შენი ცოლის, ახლა ბებიაშენის! მადლობა, მაგრამ არაა საჭირო!_ მისი ხელი მოვიშორე.

_ წავიდეთ, რახან ყველაფერი რიგზეა, აქ აღარაფერი მესაქმება!_ ვუთხარი ცივად. გამახსენდა მხოლოდ სათადარიგო ბორბლად რომ მთვლიდა.

_ ვერ წავალთ ფხუკიანო!_ საძაგელი!

_ რატომ? რა შეგვიშლის ხელს? _ ვკითხე და დოინჯი შემოვირტყი.

_ ის, რომ მე წასვლა არ მსურს და მანქანის გასაღები დაგიმალე, გარეთ კი ძალიან თოვს და ვფიქრობ, არავინ მოვა შენს საშველად! სამაგიერო უნდა გადაგიხადო მავნებლობისთვის!_ მისი საშიში ხმა ეშმაკურ თვალებს სულ არ შეესაბამებოდა.

_ ნეტა მაცივარში რა გაქვს გადამალული!სულწასულად მშია,_ გამომიცხადა ჭირვეული ბავშვივით და სამზარეულოსკენ გაემართა.

_ ეეჰ, _ ამოვიოხრე და უკან ავედევნე. იგივე მეორდებდა, საჭმელი კვლავ არ გვქონა. თანაც ეს ტორტი წინაზე ბევრად მახინჯი იყო.
რა ჯანდაბა მინდოდა, შემესრულებინა მათი შეკვეთა ადამიანურად. ახლა მაცივარში მხოლოდ სისხლიანი თითები, ობობებიანი ტორტი და ტვინგასხმული შოკოლადები ეწყო, სამ ბოთლ ღვინოსთან ერთად.

_ რაც მთავარია, წვეთი ღვინო არ დალიო!_ გავაფრთხილე საკუთარი თავი მკაცრად.

_ ეს რა ჯანდაბებია? ანუ ამას ვახვედრებდი ანას შენ რომ მართალი ყოფილიყავი?_ ერთი მოჭრილი თითი ამოიღო ყუთიდან და ყოყმანით მოკბიჩა.

_ ვაა, გემრიელია, უბრალოდ თვალები უნდა დახუჭო!_ გაიცინა და ჭამა გააგრძელა.

"ფუუუ!" გამაჟრჟოლა ზიზღით, როცა თითიდან ალუბლის ჟელე გადმოიღვარა სისხლის იმიტაციის შესაქმნელად. მე ამ საზიზღრობის მჭამელი არ ვიყავი, არადა მთელი დღის მშიერი გახლდით.

_ მოდი, მოდი! და მიიღე კუთვნილი სასჯელი!_ კიდევ ამოიღო ერთი თითი და მომიახლოვდა.

_ აბა დახუჭე თვალები!_ მითხრა და ის უცნაური, მახინჯი და საზიზღარი ნამცხვარი გამომიწოდა. ისე თვითონ თუ ჭამდა, მე რატომ ვერ შევჭამდი, ჯინაზე მაინც?! თვალები მაგრად დავხუჭე და პირი გავღე. უცებ ხელები მაგრად მომხვია და ისე ძლიერად და ვნებიანად მაკოცა ასე პირგაღებულს კინაღამ გული წამივიდა ცალკე მოულოდნელობისგან, ცალკე სიამოვნებისგან და ცალკე სირცხვილისგან.

_ რა ჯანდაბას აკეთებ, გაგიჟდი?_ ვუყვირე, როგორც კი გონს მოვეგე.

_ არაფერს!_ მიპასუხა მშვიდად და მაცივრიდან ღვინო გამოიღო.

_ რა თამაშს თამაშობ? გგონია ვერ ვხვდები, რომ სპეციალურად მომიყვანე აქ?!_ მისი სიმშვიდე უარესად მახელებდა. არაფერს აკეთებს თურმე! მე ლამისაა გული წამივიდეს აქ და ეს არაფერს აკეთებს!

_ დარწმუნებული ხარ, რომ მე მოგიყვანე? რაღაც არ მახსოვს საჭესთან რომ ვიჯექი!_ ისე ბედნიერად გაიღიმა, თითქოს ჯეკპოტი მოიგო.

_ ხო, მაგრამ ხომ იცოდი , რომ აქ არავინ იყო! რატომ არ მითხარი?

_ ფული გადახდილი იყო, ყველაფერი მოგვარებული, საოცარი ქალი კატაც და უარი რატომ უნდა მეთქვა ამ ყველაფერზე არ მესმის?_ მიამიტად გაიოცა_ წვეულება ერთი კაცისთვის! კაცმა რომ თქვას, ჰელოუინიც მიყვარს!

ორი მაღალფეხიანი ჭიქა გამოიღო და წითელი სითხე ლამაზად ჩამოასხა.

_ კიდევ კარგი ღვინოა და არა ძმარი! ისე არ მეგონა თუ ასეთი ტოქსიკური ქალი იყავი!_ რა ჯანდაბას მეუბნება? ვფიქრობდი ჩემთვის. რა უნდა მეპასუხა? მართალი იყო. ეჭვიანობამ გამაგიჟა და ასეთი სისულელე გავაკეთე. არა, მართლა რომ ჩამოსულიყო ის კაცი და ეს აურზაური დახვედროდა? ის არ მეყო, წინაზე საჯდომზე რომ მივეხატე და ახლა ეს სისულელე!

_ უბრალოდ სამაგიეროს გადახდა მინდიდა! _ ჭიქას ხელი დავავლე და ღვინო შევსვი უხერულობის დასაფარად.

_ ჰოოო? მარტო ეგ?_ სახიფათოდ მომიახლოვდა. მე გავეცალე და გაეცინა.

_ მშიშრა!_ მომაძახა და ბუხართან გავიდა.

_ ვერ გიტან! _ ჩავილაპარაკე ჩუმად და ინსტიქტურად დარჩენილი ღვინოც დავლიე.

რამდენიმე ჭიქის შემდეგ ძალიან კრეატიულადაც კი მეჩვენა მთელი ეს მორთულობა. ავად გაკრეჭილი ყვითელი გოგრების შიგნით ანთებული სანთლები, ბუხრის აქეთ იქიდან, ძალიანაც რომანტიულ სნათლეს ასხივებდნენ.

მქრქალი ოქროსფერი შუქი, წითელი ღვინო და ეს სიმპატიური კაცი თავისი ციმციმა თვალებით, აღარაფერს ვამბობ ქალ_კატაზე, მივხვდი, აშკარად ალკოჰოლმა დაიწყო ჩვეული მოქმედება. ეს იმით მივხვდი, რომ ჭერზე დაკიდულმა ალქაჯმა ჭაღის გარშემო ცოცხზე გადამჯდარმა დაიწყო ფრენა.

_ შემომხედე!_ მისი ხმა იმდენად ახლოს მომესმა, მაშინვე შევეშვი ჯადოქრის თვალთვალს და მას მივაჩერდი.

_ რა ლამაზი ხარ!_ რატომ ვდგები სიმთვრალისას გულახდილობის ხასიათზე , რატომ?!

_ ლამაზი შენ ხარ, უფრო მეტიც მშვენიერი ხარ!_ თითებით ლოყაზე მომეფერა. თვალები დავხუჭე.

_ დამავიწყდა, რომ შენ სასმელს ვერ იტან!_ ისევ ძალიან ახლოს მომესმა მისი ხმა. ხელები კისერზე მოვხვიე და დივნიდან მის კალთაში გადავძვერი.

_ ბრილიანტო შენთან მინდა!_ ვუთხარი და იმ წამს ამაზე მეტად მართლაც არაფერი არ მსურდა. თმა ყურთან გადამიწია.
კატის ყურებიანი გვერდზე მოქცეული აბადოკი გამისწორა და მშვიდად მიპასუხა:

_ იქამდე დავიცდი , სანამ იგივეს ფხიზელი არ მეტყვი!_ მითხრა და ამ რომანტიულ წამს, როცა ასეთი მთვრალიც კი ვიაზრებდი , რომ ჩვენს შორის რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო. ვიგრძენი, როგორ თანდათან იღვიძებდა ჩემში დროებით მიძინებული ვეზუვი.

" ოღონდ ეს არა!"_ გამკრა თავში აზრმა. მისი მუხლებიდან გადმოვხტი და სააბაზანოსკენ ბანცალით გავიქეცი.
სამწუხაროდ ვერ მივუსწარი და მერე უკანასკნელი, რაც გავიგონე საძაგელი კუდიანის ხარხარი იყო, სადღაც ჭერზე რომ დაქროდა ცოცხით და ამ აუტანელ სიცილს მხარს უბამდნენ ჯარისკაცებივით გამწკრივებული გაბერილი, კბილებდაკრეჭილი გოგრებიც. მერე ყველაფერი ტკბილ ბურანში გაუჩინარდა.

აუტანელმა ქავილმა გამომაღვიძა. პალატაში ვიწექი და ვენაში გადასხმა მედგა. ასეთი შეგრძნება მქონდა, რომ ტანი მეგლიჯებოდა. თვალი გავახილე და საწოლში წამოვჯექი.
საკუთარ ხელებს დავხედე, ალაგ_ალაგ უცნაურად დამსიებოდა, სწორედ ისე, როგორც მაშინ თუ ჭურჭელს ხელთათმანის გარეშე გავრეცხავდი და ის საზიზღარი ჟელე ალერგიას მომცემდა. ისევე, როგორც სარეცხის ფხვნილი და ზოგიერთი შამპუნიც, რომელიც ანტი ალერგიული არ იყო.

სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ სამყაროს ალერგიების 50%_მა თავი ჩემს სხეულში მოიყარა. იქნება ეს მტვერი თუ ქიმიური საშუალებები, რძე თუ თხილეული. ჩემდა ბედად ცხოველებზე არ მაქვს ალერგია და ყვავილებზე. როგორღაც შოკოლადიც არ მწყენს, თორემ წარმოუდგენელი წამება იქნებოდა ცხოვრება ჩემი კატა არისტოფანეს, ყვავილებისა და შოკოლადის გარეშე.

_ არისტოო!_ დავიძახე საწყლად._ არისტოოო, ყველაფერი შენი ბრალიააა!




8

კარგა ხანს ველოდე არისტოფანეს. ვფიქრობდი, რომ წუთი_წუთზე მომიკითხავდა, მაგრამ ლამის ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ მივხვდი, რომ მოსვლას არ აპირებდა. როგორც კი სისტემა მომხსნეს და ფეხზე ადგომა შევძელი, მაშინვე გავიპარე პალატიდან და საავადმყოფოს ხალათის ამარა დავეშვი კიბეზე, პირდაპირ მის კაბინეტს მივადექი კარი შევაღე საომრად შემართულმა, მაგრამ იქ არ ბრძანდებოდა.

_სად დამემალები?!_ დავუსვი წარმოსახვით მტერს რიტორიკული კითხვა. კაბინეტიდან გამოვედი და პირველივე შემხვედრ ექთანს ვეცი.

_ სადაა არიტოფანე?

_ბატონო? ვის ეძებთ? ბატონ არისტოფანეს?_ მკითხა გაოცებულმა გოგონამ და თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. არა, განა გიორგი ვიკითხე, ან ნიკოლოზი, რომ მეკითხებოდა, განა ბევრი არიტო ჰყავდა სანაცნობოში?! ალბათ ახალი იყო და არც კი იცოდა, ვინ ჯანდაბა იყო არისტოფანე.

_ საავადმყოფოს ბრილიანტს ვეძებ ქალბატონო! ამ საავადმოყოფოს მთავარ ღირსებას!_ დავუზუსტე. ასე უკეთ მიხვდებოდა, ექთნებში ხომ ამ პოპოლარული მეტსახელით სარგებლობდა.

_ აა მთავარს?_ გაიღიმა გოგონამ_ მეორეზეა საკონფერენციოში.
თითით მაღლა მიმანიშნა. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ აღარ დავაცადე და ქარიშხალივით ავვარდი. რაც მჭირდა სულ მისი ბრალი იყო, და ახლა პასუხს აგებდა ამ ყველაფრისთვის!

საკონფერენციოს მალევე მივაგენი კითხვა კითხვით და ოთახის დაბურულმინიან ფართო კარს მივადექი. ერთი ჩავისუნთქე ჰაერი გამბედაობისთვის, უცებ შევაღე და მთელი შემართებით შევიჭერი.

_ აბა არიტო ბატონო, სად ბრძანდები? მოვედი, რომ ეგ შენი უბრილიანტესობა თავი წაგაწყვიტო!_დავკივლე გამყივანი ხმით. ოთახში ბნელოდა. წინ უზარმაზარ მონიტორზე რაღაც ოპერაციის ვიდეო გადიოდა. თვალები მოვჭუტე და განათებული მონიტორის წინ მოვკარი თვალი მის გაოცებისგან დაჭყეტილ თვალებს.

_ ნაზი? აქ რა გინდა?_ ეკრანს თავი ანება და ჩემკენ წამოვიდა.

_ აქ რა მინდა? ჰოოო, ეგ მაინტერესებს მეც! რატომ სრულდება ჩვენი ყველა შეხვედრა დრამატულად? ამიხსენი ეს რა ჯანდაბას ნიშნავს? გადაწყვიტე თავი საქვეყნოდ მომჭრა?_ ამ სიტყვებზე ხალათი შევიხსენი, გვერდზე მოვიფრიალე და მთელი მომხიბვლელობით წარვსდექი მის წინაშე იმ აბრეშუმის გამჭვირვალე ნაგლეჯებით, თავად რომ ასე მოსწონდა.

_ ამიხსენი, ეს რატომ მაცვია!_ ჯერ შეკრთა, მერე ჩაეცინა. თან სიცილის შეკავებას ცდილობდა.
გვერდი ამიარა და კეფელთან მივიდა, მე რატომღაც ვიფიქრე თავს მარიდებდა და გარბოდა.

_ აქ მოდი! სად გარბიხარ!_ გამოვეკიდე უკან. მან კი ხელით ჩამრთველი გადაატრიალა და ჩაბნელებული ოთახი გააბრდღვიალა.
წამით თვალთ დამიბნელდა და ხელი სახეზე ავიფარე. თვალები რომ გავახილე, უცბად ადგილს მივეყინე. ოთახი სავსე იყო თეთრხალათიანი ასაკიანი ექიმებით, რომლებიც გრძელ მაგიდას მისხდომოდნენ და აშკარად რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე მსჯელობდნენ. ჩემი ხალათი კი პირდაპირ ბაბუამის ბატონ არისტოს ჰქონდა მიფენილი სახეზე არაბი ქალის ჩადრივით.

ისევ დანარჩენ ჰიპოკრატეებს გადავხედე, ისხდნენ და თვალებდაჭყეტილები მომჩერებოდნენ. მე კი ანატომიური შიშველი მანეკენივით გაშეშებული ვიდექი. საკუთარი თავი შევათვალიერე და სირცხვილის ცეცხლი წამეკიდა. ნელა მივიახლოვდი ბაბუა არისტოს და გაოგნებულ კაცს ფრთხილად ავაცალე ხალათი.

_ უკაცრავად!_ საწყლად გავუღიმე. ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გიჟივით გამოვვარდი.
სად გავრბოდი თავადაც არ ვიცოდი, კიბეებზე დავეშვი თან ხალათს ვიკრავდი. გაცოფებული, შერცხვენილი და დამცირებული ვიყავი ერთდროულად. გავრბოდი და იმ ადგილიდან რაც შეიძლება შორს მინდოდა წასვლა. რომ ცხოვრებაში არასდროს არ გადავყრიდი რომელიმე იქ მყოფს.

_ მოიცადე ნაზი, მოიცადე!_ კიბეებზე დამედევნა არისტოფანეც, უმცროსი რა თქმა უნდა!

_ თავიდან მომწყდი, დამპალო!_ დავუყვირე და ასე მეგონა სიტყვებთან ერთად ცეცხლსაც ვყრიდი პირიდან.
პირველ სართულზე დამეწია და ხელები მომხვია.

_ გაჩერდი! გაჩერდიმეთქი!_ ვერაფრით დავაღწიე მის მკლავებს თავი. გული ამოვარდნას მქონდა. სულ ბაგა_ბუგი გაუდიოდა.

_ დამშვიდდი, გესმის!_
სირცხვილისგან თუ სიბრაზისგან პანიკური შეტაევასავით რაღაც დამემართა. ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი და თავადაც არ ვიცოდი, სად გავრბოდი ნახევრად შიშველი.

_ რატომ ხარ ასეთი გადარეული!_ თვალები სითბოთი ჰქონდა სავსე და კიდევ სხვა უცნობი ეშმაკური ნაპერწკლებით. ხელები ძლიერად ჰქონდა მოხვეული და გაქცევის საშუალებას არ მაძლევდა. ნელ_ ნელა დავმშვიდდი.

_ ასეა ძვირფასო, კატამ თხარა თხარაო, დანა გამოთხარაო! ზუსტად შენზეა ნათქვამი. ჯერ
საიდან მოიგონე ქაფის ჟელით შეცვლა და მერე რა ჯანდაბად მოგინდა შიგნით ბანაობა?!_ გავვოცდი, ანუ მე თავად, ჩემივე ნებით, გავები საკუთარი ხელით დაგებულ ხაფანგში?
ნამდვილად ახი იყო ჩემზე! საწუწუნო არაფერი მქონდა. კაცმა რომ თქვას, კიდევ კარგი არისტო იქვე იყო და გამოცდილებაც ჰქონდა, როგორ ემართა ალერგიული შოკი, თორემ ხომ გავჭიმავდი ფეხებს?!
მორიგი მადლობა ეკუთვნოდა ჩემგან. სრულიად დავმშვიდდი და ახლაღა მოვათვალიერე დერეფანი. გაოცებული ექთნები და პაციენტები ერთიანად თვალებდაჭყეტილები შემოგვცქეროდნენ, კარგი დასანახი კი ვიყავი, პირადად მე!

_ ვაიმე, ბაბუაშენი!_ გამახსენდა წამის წინანდელი სიგიჟე, თუ როგორ ნაზად ჰქონდა სახეზე მიფენილი ჩემი ხალათი. არ ვიცი, რა უნდა მექნა აწი, რომ ამ კაცს ჩემზე წარმოდგენა შცვლოდა. უნებურად თვალები მწარე ცრემლებით ამევსო და ტუჩიც პატარა ბავშვივით სატირლად მომებრიცა.
ცოტა ხანს მიყურა არისტომ და ზუსტად ისე მაკოცა შუბლზე, როგორც დედა კოცნის ავადმყოფ, სიცხიან შვილს.

"ეს ნამდვილად არ არის ის კოცნა, მე რომ მწყურიამეთქი!" გავიფიქრე და საკუთარმა ფიქრებმა გამაოცა. აზრი აღარ ჰქონდა თავის მოტყუებას, მე ეს კაცი მაგნიტივით მიზიდავდა. მასზე ვფიქრობდი და მასზე საშინლად ვეჭვიანობდი. მაგრამ თავის მოწონების ნაცვლად, ყველა შეხვედრისას, რაღაც საშინელი ამბების კასკადს ვატეხავდი თავზე და გაოგნებულს ვტოვებდი. თან არა მარტო მას, არამედ ბაბუამისსაც არ ვაკლებდი უფასო საცირკო წარმოდგენებს.

ოხ, მამა რა ჯანდაბად დამარქვი ნაზი?! დაგერქმია შტორმი, ტორნადო, ანდაც ღვარცოფი! საიდან მოიგონე ეს ნაზი?!_ ვფიქრობდი გულში .

არისტომ წელზე ხელი მომხვია და კიბეებზე წამიყოლა. უკან პალატაში დამაბრუნა და მკაცრად გამაფრთხილა ფეხი არსად გამედგა. უსიტყვოდ თავი დავუქნიე და საწოლზე ავძვერი. მან კი ექთანს ორიოდე განკარგულება მისცა და გავიდა. ისევ გადასხმა დამიდგეს.
მალევე მოვითენთე.
ის_ ის იყო თვალი მოვხუჭე, რომ იომ დამირეკა,

_ ხოო იო!_ ვუპასუხე მოწყენილმა.

_ სად ხარ შე არანორმალურო! ცოცხალი ხარ მაინც? გუშინ რა ჯანდაბას მეუბნებოდი? სად ჰელოუინზე იყავი? ან რა ბატონი ლუციფერი და ალქაჯები გყავდა იქ ?_ მომაყარა გაცოფებულმა.

_ ოხ იოო, ისევ სისულელე ჩავიდინე, რომ გამოვალ საავადმყოფოდან ჩემი ხელით დავწერ განთავისუფლების მოთხოვნას და პანღურსაც თავად ამოვცხებ საკუთარ თავს, შენ არ შეგაწუხებ!_ ავწუწუწნდი შესაბრალისად.

_ რა განცხადებას გოგო? სულ გაუბერე? მოიცა საიდან გამოხვალ?_მოკლედ ავუხსენი, რომ ისევ არისტოს საავადმყოფოში ამოვყავი თავი. თუმცა, დროებით, ალერგიის გამომწვევ მიზეებზე დუმილი ვარჩიე.

_ მოვდივარ!_ გამომიცხადა და ტელეფონი გამითიშა.
ცოტა ხანში პალატის გარეთ ჩოჩქოლის ხმა მომესმა. ძილისგან გაბრუებული თავი ძლივს ავწიე, ასე ძალიან რატომ მეძინებამეთქი, კი გავიფიქრე მახსოვს, და გაჭირვებით ავიზლაზნე ფეხზე. იმ ჩოჩქოლში გარკვევით მესმოდა იოს ხმა და პალატაში რა გამაჩერებდა.

_ იოო! იოო!_ ხმადაბლა ვეძახდი და კარისკენ მივიწევდი.

_ ჯანდაბა, რატომ მეძინება, რატომ?_ მიელავდა ეს ფიქრი, მაგრამ პასუხი არ მქონდა.
პალატიდან კი გამოვედი, მაგრამ რისთვის გამოვედი ვერაფრით გავიხსნე.
ინსტიქტურად ლიფტისკენ გავემართე და შიგ შევედი. თვალები თავისით დამეხუჭა და მხოლოდ ლიფტის საბოლოო ბიძგმა მომიყვანა გონს.
კარიც თავისით გაიღო. ვგრძნობდი, რომ უნდა დამეძინა. ამის მეტი არაფერი მსურდა.

ლიფტიდან ძლივს გამოვლასლასდი, სად ვიყავი არ ვიცოდი და ყველაფერს ბინდად ვხედავდი. უბრალოდ სინათლეს მივყვებოდი. ოთახში შევედი და საწოლი დავინახე. სადღაც გონების სიღრმეში მეამა. ვიფიქრე, წამოვწვებოდი და დავიძინებდი. ასეც მოვიქეცი, მახსოვს რაღაც მომენტში ისიც ვიფიქრე: რა უხეში და ცივი ლოგინიამეთქი და იქვე მიგდებულ ზეწარში გემრიელად გავეხვიე თავფეხიანად. სანამ ძილის წყვდიადი საბოლოოდ ჩამითრევდა ბოლო ფიქრი მახსოვს ის იყო, რომ არისტომ ძილის წამლით გამთიშა და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალი იყო.

ტკბილად მეძინა და ძილის სამეფოდან ვიღაცის მჭახე ხმამ გამომაფხიზლა:

_ რა ლამაზია, ნეტა რა დაემართა საწყალს? ეს ის უცნობია, დღეს რომ თავს დაგვატყდა მოულოდნელად?_ ვიფიქრე ერთერთი ექიმი იყო იმ კონსილიუმიდან, სადაც თავი ასე ოსტატურად გამოვიჩინე და გავიტრუნე. მძინარე თუ დავხვდებოდი, თავს დამანებებდა.

_ ჰოო ეგაა, ბედი არ უნდა? რა საბრალო ყოფილა, რა ახალგაზრდაა საცოდავი?!_ ახლა ქალის ხმა გაისმა და გულში ძალიანც არ მესიამოვნა ეს ცივი თანაგრძნობას მოკლებული ხმა.

"აფერისტი!" გავიფიქრე გაბრაზებულმა.
მაგრამ მაინც არ გამოვტყდი , რომ მეღვიძა და სუნთქვა სულ შევიკარი.

_ შენ დაიწყებ! აბა მიდი გაბედულად დაუსვი!_ წაახალისა კაცმა ქალი. რა უნდა დამისვას? გავიფიქრე დაბნეულმა. რომ უცებ მომესმა ქალის ცივი და გამჭოლი პასუხი, რომელსაც თან ერთვოდა უცნაური სიამოვნების ნოტებიც.

_ ორშაბათი, 29 იანვარი, 17:00 წუთი. უცნობი ქალის გაკვეთა._ რაოოო? აქ კი შემიხტა გული და გადამიქანდა. გაკვეთაოოო? წამის მეასედში გავიაზრე, რომ ისევ რაღაც შარში ვიყავი და სწრაფად გამოვქაჩე თვალები, რაც შემეძლო ფართოდ და დიდზე და სწრაფადვე წამოვჯექი.
ერთი კი იკივლეს და თვალი შევასწარი, როგორ გარბოდა თეთრ ხალათიანი კაცი ოთახიდან ხელში სკალპელით. ხოლო ქალი კი გულწასული იატაკზე იყო გაგორებული და მართლა მკვდარივით იყო გალურჯებული.

_ჰოოო,_ გამეღიმა შეწუხებული სახით, _ მიცვალებული ადგაა, მიცვალებულიი!
ჩავილაპარაკე და როგორც უკვე მიხვდით, მორგიდან ფეხაკეეფით გივიპარე. აი თურმე რატომ ციოდა საყინულესავით.

ვფიქრობდი, იქნებ ბედს გაეღიმა და საკუთარ პალატაში დაბრუნება მომესწრო. მაგრამ ხომ გაგიგონიათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო?!




9

არ მახსოვდა რა გზით მოვხვდი მორგში. მაგრამ კინოებიდან ვიცოდი, რომ როგორც წესი, ამ ფრიად უსიამოვნო განყოფილებას ყველაზე ქვედა დონეზე ათავსებენ ხოლმე. ალბათ რომ მიაჩვიონ და შემდეგ აღარ გააპროტესტონ მიცვალებულებმა ქვემოთ ყოფნა. ნწ, არ მივარგა იუმორი, მით უფრო შავი!

თუმცა ასეთი ფორმით საავადმყოფოში სეირნობა, ცოტა არ იყოს, არ იყო ნორმალური საქმე. იქაურობა მოვათვალიერე და რამდენიმე ოთახის კარი შევაღე. ბედად თუმცა, როგორც შემდეგში აღმოჩნდა ჩემდა ჭირად, რაღაც გამოსაცვლელის მსგავს ოთახს წავაწყდი. არც დავფიქრებულვარ, სკამზე დაკეცილი მოლურჯო კაბა გადავიცვი და რომელიღაც თეთრი ხალათი მოვისხი.
კაბა მთლად ჩემი ზომა არ იყო, ოდნავ კი არადა კარგად გრძელი მქონდა, მაგრამ მაგას ვჩიოდი? ახლა მორგის კლიენტს მაინც აღარ ვგავდი. ოთახი დავტოვე.
ერთი, რაც უეჭველად ვიცოდი, ის იყო, რომ ლიფტი უნდა მეპოვნა. და აჰა ისიც! სწრაფად შევვარდი შიგნით და ზედა რომელიღაცა სართულს თითი დავაჭირე.
მაგრამ ყველაფერს ხომ მართლა ბედი უნდა? მოულოდნელად ლიფტში სამი ასაკოვანი, ჭაღარათმიანი კაცი შემოვიდა, სოლიდურ პიჯაკებზე გარედან მოესხათ თეთრი ხალათები.
კუთხეში გავჩოჩდი და რაც შეძლო შეუმჩნეველი გავხდი. მაგრამ ერთერთმა ზრდილობიანად მომხედა და უცებ თეთრი ხალათის ჯიბეზე მიმაგრებულ ბეიჯს არ მოჰკრა თვალი.
გაოცებით შემათვალიერა და დანარჩენებს გადახედა.

_ ქალბატონო ქეთევან? ეს თქვენ ბრძანდებით ?_ დაბნეულმა მიმოვიხედე, მაგრამ რადგან იქ ქალბატონი ჩემს გარდა არავინ იყო, მივხვდი მე მომმართავდა ეგზომ პატივისცემით და რაღაც უხერხულად გავუღიმე. ბეიჯს ზემოდან დავხედე და ახლაღა გავიაზრე, რომ ხალათი პროქტოლოგ_
ენდოსკოპისტ ქეთევან ბუცხრიკიძეს ეკუთვნოდა.

_ მაქვს პატივი მოგესალმოთ და მეგობრები წარგიდგინოთ!_ გაიბადრა კაცი, მაგრამ აშკარად ვამჩნევდი, რომ ოდნავი გაოცებით მიმზერდა.

_ ბატონი დავით ჯანდიერი, ბატონი ლევან ჯოშუა და მე ასლან არევაძე!_ ისეთი რიხით და სიამაყით წარმოსთქვა თავიანთი სახელ_გვარები, სულ ცოტა ძალიან ცნობილი ხალხი უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ მე არცერთს არ ვიცნობდი ოდნავადაც კი და მის ენთუზიაზმს სულ არ ვიზიარებდი.

_ ბატონი არისტოფანესგან ბევრი გვსმენია თქვენზე და თქვენს პროფესიონალიზმზე. _ გამიღიმა და თავი დამკრა ერთ_ერთმა.
მეც უხმოდ დავუკარი თავი და საპასუხოდ გავუღიმე. მსურდა არაფერი ზედმეტი არ წამომეროშა და ამიტომ ვდუმდი. თან გამალებით ვფიქრობდი პროქტოლოგი რა ჯანდაბის ექიმი შეიძლება ყოფილიყო, ვინიცობაა რაიმე ეკითხათ ჩემთვის.
ენდოსკოპია კი დაახლოებით ვიცოდი, ადრე ნიცას დასჭირდა მწვავე კუჭის ტკივილის დროს. აჰააა, გამინათდა გონება! ანუ მაქსიმუმ კუჭის ექიმი ვიყავი!
ამ მიგნებით სახე გაბადრულმა მოულოდნელად წამოვროშე. არადა წამის წინ დუმილს არ ვაპირებდი?! მაგრამ რას გაუგებ ჩემს უცნაურობას?

_ დიდი სიამოვნებით გამოგიკვლევდით , ხომ გაგიგიათ პრობლემის წინასწარი მიგნება პრევენციის საუკეთესო საშუალებაა! დღის ბოლომდე სამივეს ჩემს კაბინეტში გელოდებით!_ ოდნავ ბრძანების კილო გავურიე ხმაში მეტი სიმტკიცისთვის._ იცოდეთ, მეწყინება თუ არ მობრძანდებით!

დავინახე სამივე როგორ შეცბა და ოდნავ ლიფტის კედლებისკენ დაიხიეს.

_ ნუ ნერვიულობთ, მეგობრებო!_ ახლა საავადმყოფოს შექება მოვინდომე, ეს ერთი სიკეთე მაინც მექნა არისტოსთვის._ ჩვენ თანამედროვე ტექნიკით ვართ აღჭურვილი და დამიჯერეთ, სრულიად უმტკივნეულო პროცესი გელით, ხომ იცით საინტერესოც კია ყოველი ახალი გამოცდილება!

ლიფტი გაიღო და თავდაჯერებული ღიმილით გამოვაბიჯე, წამით შევხედე მათ და გამიკვირდა, რატომ მიყურებდნენ ასეთი დამრგვალებული თვალებით. ნუთუ ზონდის გადაყლაპვა ასე აშინებდათ?!
საჩვენებელი თითი მუქარით დავუქნიე მათ და სანამ კარი დაიხურებოდა მივაძახე:

_თამამად ბატონებო, თამამად! კაბინეტში გელოდებით იცოდეთ!_ და კარიც დაუხურა.

_ ნეტა ახლა რა ჩაიდინე?_ მომესმა ზურგს უკან და "შატალოზე" გაპარული ბავშვივით, უცბად შევბრუნდი.
არისტო იდგა, გულზე ხელებგადაჯვარედინებული და თვალებმოჭუტული მათვალიერებდა.

_ აბა ქალბატონო ქეთევან!_ არც მას გამოჰპარვია ჩემი ბეიჯი._ ვის ელოდებით კაბინეტში?

_ ჯანდიერს, ჯოშუას და ვიღაც რევაძეს!_ ჩამოვუთვალე ბეჯითი მოსწავლესავით.

_ აჰაა არევაძე გინდოდა გეთქვა არა?_ თავი დამიქნია არისტომ._ და რისთვის ელოდები?

_ გამოკვლევა უნდა ჩავუტარო, მეგობრულად. რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ!_ ისე შევიჭერი როლში, მესიამოვნა კიდეც.

_ ღმერთო შენ მიშველე!_ ამოიგმინა არისტომ_ ანუ გინდა მითხრა, რომ ჯანდიერს, ჯოშუას და არევაძეს პროქტოლოგთან უფასო ვიზიტი დაუთქვი?!
მე თავი დავუქიცინე ბედნიერად.

_ ვიცინო თუ ვიტირო ვეღარ გამიგია!_ მაჯაში ხელი დამავლო და პალატისკენ გამაქანა.

_ ჯერ იყო და იმ არანორმალურმა აქცია მომიწყო, ნაზი მანახეო!_ ვინ მოუწყო აქცია? ვერც კი მივხვდი. იო სულ აღარ გამხსენებია.

_ ახლა ქვეყნის სამი ყველაზე პატივსაცემი მეცნიერი პროქტოლოგთან გაგზავნე!_ უცებ სწრაფად მოტრიალდა.

_ და მანამდე სად იყავი?_ თვალები ისე გავაცეცე, როგორც თგვმა სათაგურში.
იმას რა მათქმევინებდა, მორგში რაც ჩავიდინე.

_ ან ეს ტანსაცმელი საიდან მოიპარე?_ თვალები დამიბრიალა არისტომ.

_ არა თან ბედი არ უნდა? მაინცდამაინც ქეთევან ბუცხრიკიძე! სხვისი არავის ხალათი არ მოგეწონა?

_ იქ მარტო ეს იდო!_ ვიმართლე თავი საწყლად.

_ არისტო შვილო,_ მოგვიახლოვდა მოულოდნელად საავადმყოფოს მწვანე მაისურსა და შარვალში გამოწყობილი ასაკიანი, მაგრამ მაინც საოცრად მიმზიდველი, მაღალი ქალი.

_ გაიგე მორგში რა მოხდა?

_ მორგში?_ ისე გადმომხედა არისტომ, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე. მაგრამ ჯერ სად ვიყავი?!

_ რა მოხდა ბებია?_ ისევ ქალს დაუბრუნდა არისტო.

_ ნელის გული წასვლია და მიხა კიდე შეშლილივით გამოქცეულა, ამტკიცებენ გასაკვეთად გამზადებული მიცვალებული გაცოცხლდაო! ახლა ეძებენ და ვერ პოულობენ ჯერ!

_ ვის ეძებენ,მიხას?_ დაიბნა არისტო.

_ არა მიცვალებულს, დაუკარგიათ!_ ქალი აშკარად შეცბუნებული და ანერვიულებული ჩანდა.

_ დაუკარგიათ!_ ქორივით ჩამომხედა არისტომ საკუთარი თბილისის ანძის სიმაღლიდან.

ქალმა ინტერესით შემომხედა და ახლაღა შეამჩნია ჩემთვის ჩაკიდებული არისტოს ხელი. ჯერ კაბაზე დამაკვირდა, შემდეგ ბეიჯზე გაუშტერდა თვალი.
არისტოს ავხედე საწყლად. მიშველემეთქი! თვალებით ვთხოვდი.

_ მიცვალებული ადგა არა?! თან გაიპარა!_ ისე მომიჭირა ხელი კინაღამ მაჯა მომამტვრია. უცებ ავად ჩაიცინა და მივხვდი, არაფერი კარგი არ მელოდა წინ.

_ ნაზო, გაიცანი ბებიაჩემი! _ გადმომხედა ნიშნისმოგებით. "ნაზო" აღარ გამიპრიტესტებია._ ექიმი პროქტოლოგი
ქეთევან ბუცხრიკიძე!
აი ახლა კი დამედო მკვდრის ფერი და გაოცებული ქალიდან მზერა ჩემს მკერდზე ამაყად მოციმციმე ბეიჯზე გადავიტანე.

_ სა.. სა... საიამოვნოა!_ დამება ენა და იატაკს დავაჩერდი საცოდავად. ესეიგი ის არ კმაროდა, რა გმირობებიც ბაბუამისს ვაჩვენე და ახლა ბებიას ჯერიც მოვიდა?!

_ ბებია, საღამოსთვის ჯოშუა, არევაძე და რაც მთავარია თავად ჯანდიერიც შენთან უფასო მეგობრულ ვიზიტზე არიან ჩაწერილები და კოლონოსკოპიას ელიან!!! ღმერთო დამეხმარე, რომ დავრჩე ადეკვატურ ადამიანად და საღად მოაზროვნე ექიმად!!! _ დაამატა გაცოფებულმა და სულ პრონწიალით წამათრია პალატამდე.

_აქ იჯექი გესმის! ფეხი არ გამოადგა გარეთ!_ მიბრძანა დესპოტმა. მე კი იმის გარდა, რომ ბებიამისის კაბა ვითხოვე, ვერ მივხვდი ასე რამ გააცეცხლა. ნუ, ხო კაი მორგშიც დავდგი ტრაგი_კომედია, მაგრამ ვფიქრობ, არისტოს იმ სამი ექიმის უფასოდ მომსახურებაზე უფრო ჰქონდა გაჭედილი. ოხ, ეს წუწურაქი ექიმები!

_ სერიოზულად ვფიქრობ!_ შემათვალიერა დაფიქრებით_ ფსიქიატრთან ხომ არ ჩაგწერო ვიზიტზე!
ნაზი კი არა ქაოსი! ხოო, სწორედ ქაოსი გქვია შენ!

ზურგი მაქცია და პალატიდან გავარდა ცეცხლმოკიდებულივით. ცოტა ხანს მოწყენილი ვიჯექი. მერე ტელეფონი ავიღე და იოს დავურეკე. ტანსაცმელი მოვატანინე, გამოვიცვალე. ბებიამისის სამოსი ლამაზად დავკეცე და საწოლზე დავაწყვე. ქაღალდზე დავწერე:
" მაპატიე, იმედია ერთმანეთს აღარასდროს გადავეკვეთებითმეთქი!" გადასახადი გავასწორე და საავადმყოფო ცრემლმორეულმა დავტოვე. გრძნობისმაგვარი თუ რამე იყო არისტოს გულში, ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩანასახშივე ჩავსრისე და ჩავჭეჭყე. უკვე აღარაფრის იმედი აღარ მქონდა, თუ რა თქმა უნდა, არისტოფანე ბრილიანტადხმობილი ფარული მაზოხისტი არ იყო. რომ ჩემთან ურთიერთობით ასე მაინც ენახა სიამოვნება
გარეთ იო მელოდებოდა. ჩავჯექი მანქანაში და გაწუწული ქათამივით მოვიბუზე.

იომ ერთი შემათვალუერა, ამოიოხრა და მითხრა:

_ ჰა, დაიწყე, გისმენ!
მოყოლა რომ დავასრულე და იოს შევხედე. ისე მიყურებდა, როგორც ვიღაც უცხოს. არა, უცხოს კი არა, როგორც ნამდვილ უცხოპლანეტელს.

_ ღადაობ ახლა?_ უარესად მოვიფუზე და მხრები ავიჩეჩე იმის ნიშნად, რომ ასე მოხდა და რა ვქნამეთქი. იომ თავი სინანულით გადააქნია.

_ არადა რა იმედი მქონდა, რომ ექიმია და იქნება უშველოსმეთქი! სამწუხაროდ ვერ შდგა თქვენი happy and!

_ ნაზიიი, ის მაინც თუ იცი, პროქტოლოგი რისი ექიმია?_ მკითხა ცოტა ხნის შემდეგ. მე უარის ნიშნად თავი გადავაქნიე.
იომ ამოიოხრა.

ტელეფონი ავიღე და გუგლში ჩავწერე: პროქტოლოგი.
პასუხი ორჯერ გადავიკითხე. მობილური გავთიშე და ჰუდის ჯიბეში ჩავიდე.

_ ქაოსი, დღეიდან ასე დამიძახეთ!_ ჩავიბურდღუნე საკუთარი თავით ბოლომდე იმედგაცრუებულმა.



10

_ ნიცა სადაა არისტოს ჩანთა?_ მთელი სახლი გადავატრიალე, მაგრამ კატის გადასაყვანი ჩანთა ვერსად მივაგენი.

_ ნიცაააა! დაყრუვდი გოგო?_ საძინებელში შევეჭერი. ნიცას ჩემი მწვანე უზარმაზარი კატისყურებიანი ყურსასმენები მოერგო და ბეჯითად იმეორებდა:

_ კო_ნი_ ჩი_ ვა ვატა_შინო_ ნამა_ ეა ნიცა!_ კონიჩივაზე მივხვდი იაპონური იყო. ნიცა ცდილობდა აქცენტით ესაუბრა, მაგრამ ისე გამოსდიოდა, თითქოს ცხვირზე სარეცხის სამაგრი ჰქონდა მოჭერილი. რა ჯანდაბად სწავლობდა იაპონურს? მხრები ავიჩეჩე.

_ ნიცააა! კონიჩივააა!_ მოვაძრე ყურსასმენი და ყურში ჩავძახე.

_ რა ჯანდაბას აკეთებ?_ ვკითხე გაოცებულმა. არა ნიცას ყოველთვის უამრავი იდეა აწუხებდა, მაგრამ იაპონურის სწავლა საიდან მოიგონა, მართლა არც კი ვიცოდი. გაოცებულმა ამომხედა.

_ ვერ ხედავ, ბალეტს ვცეკვავ?!_ ისე სერიოზულად მიპასუხა, თან ხელები თავს ზემოთ გრაციოზულად მოხარა, რომ სიამოვნებით დაუჯერებდა ადამიანი.

_ სადაა არისტოს ჩანთა?_ გავუმეორე კითხვა.

_ აბა არისტო?_ დაინტერესდა ეშმაკური ღიმილით.

_ ბაბუაშენი არისტო ! კატის ქალო!_ აღმოჩნდა კატის ჩანთა დროებით თავისი დაქალისთვის დაუკითხავად ეთხოვებინა. ავხტი და აღარ ჩამოვვარდი.

_ და ახლა მე რა ვქნა? ვეტერინართან გვაქვს დღეს ვიზიტი! და იქნებ მიბრძანო, როგორ წავიყვანო? _ მამალი ქორივით ვუბრიალებდი თვალებს.

_ ხელში აიყვანე და ისე წაიყვანე!_ მხრები აიჩეჩა უტიფარმა.

_ ვითომ არ იცი არა, რა მაგრად აფრენს არისტო?_ ვუთხარი მისი უდარდელობით უიმედოდ გაცოფებულმა

_ რომელი არისტო?_ ისევ დამცინოდა ეს ჭინკა. ყურსასმენები მოვაგლიჯე თავიდან.

_ მომეცი აქა! ჩემია ეს ყურსასმენები! და კიდევ ერთხელ გაფრთხილებ! ჩემს ნივთებს გაუფრთხილებლად ნუ იღებ!_ ნიცამ ფანქარი აიღო და ლოგინის გვერდზე წვრილი ხაზების უსასრულო რიგს კიდევ ერთი მიუმატა.

_ ეგ რა ჯანდაბა მოინიშნე?_ სულ მაინტერესებდა, რა ხაზებს ხატავდა ეს არანორმალური.

_ ესა შენი მუქარების სიაა!_ ფანქარი რომელიღაც ხაზს მიადო ასეულიდან.

_ აქ დამპირდი , რომ მომკლავ! აქ რომ ფანჯრიდან მისვრი! აქ რომ თმას გადამპარსავ! გავაგრძელო? იცი რას გეტყვი დაიკო? შენ იმ კატას ჰგავხარ ბრჭყალები რომ დააჭრეს და ახლა მხოლოდ კნავილი რომ შეუძლია! _ დამეჯღანა ეს საძაგელი.

_ მოიცა! შენი დროც მოვა! და ნახავ რა საშინელი იქნება ჩემი შურისძიება!_ ყურსასმენი იღლიაში ამოვიჩარე და მოჭუტული თვალებით უკუსვლით დავიხიე კარისკენ, თან ორი თითი ჯერ თვალებთან მივიტანე, შემდეგ მისკენ გავიშვირე, აქაოდა თვალს არ გაშორებ იცოდემეთქი. გასული არ ვიყავი , რომ

_გომენ !_ თუ რაღაც ამის მსგავსი სიტყვის გამეორება დაიწყო ნიცამ.
ნეტა რა ჯანდაბას ნიშნავდა.

დავფიქრდი. რა შეიძლება მექნა ექსტრემალურ სიტუაციაში და გამახსენდა, რომ წვრილი საბელიც მქონდა ბეჭებზე ამოსაცმელი და გადავწყვიტე, რომ ვაქცინირების გაცდენა არ ღირდა. მითუფრო რომ იო მთელი კვირა აღარ მომცემდა დასვენების დღეს.
გაანჩხლებული არისტო შევიპყარი და ძალით გამოვათრიე საწოლის ქვეშიდან. მისი წინააღმდეგობის მიუხედავად საბელი შევაბი და წასასვლელად მოვემზადე. დღეს მაინცდამაინც ვერ ბრძანდებოდა ბატონი უკატესობა ხასიათზე. მანქანაში ჩავასკუპე და მეც ღვედი გადავიჭირე.

რანდენიმე შენობაღა გვაშორებდა ჩვენს ვეტ.კლინიკას რომ ეს ჩემი არანორმალური კატა როგორღაც ფანჯრის ჩამწევის ავტომატურ ღილაკს დაახტა და მარჯვენა ფანჯარა იმხელაზე ჩასწია, რომ ერთი ნახტომით გამძვრალიყო. სწორედ ასეც მოიქცა. ისკუპა ფაჯრიდან და უკანმოუხედავად გაუჩინარდა ერთ_ ერთი ფოე_ფოე რესტორნის კარში.

გაცოფებულმა ძლივს მოვნახე მანქანის გასაჩერებელი ადგილი. მანქანა დავკეტე და კატის კვალს დაგეშილი მეძებარივით გავყევი.

წელში მოხრილმა ჩავუარე რამდენიმე მაგიდას და "ფისო, ფისოს!" სისინით თვალები მოვაცეცე. არასად არ ეგდო ეს დამპალი არსება.

_მოიცა არისტოფანე, გიპოვნი და ნახავ რა დღეში ჩაგაგდო! მაგი აწკეპილი ულვაშები თუ ღერა _ღერა არ დაგაპუტო ნახავ!_ დაბოღმილი ვბურდღუნებდი მაგიდის ქვეშ გახირული.
უცებ თვალი მოვკარი, მოპირდაპირე მაგიდაზე ატოტილ არისტოს, რომელსაც თვალები დაელმებოდა და ცალი თათით კატლეტებს ეპოტინებოდა. ცალი კი სუფრაზე ჰქონდა ჩაბღაუჭებული.

_ აჰაა, ახლა კი გაგბრდღვნი!_ სწრაფად გამოვვარდი საფარიდან და არისტოს საბელს ჩავებღაუჭე ზუსტად იმ მომენტში, როცა მან თეფშიდან კატლეტი ააცქნაპა, მაგიდის ქვეშ შეიმალა და ახლა ორი თათით იხუტებდა გულში და ავად ღნაოდა. აქაოდა ჩემია არ გაჭმევო.

_ ასე არაა, მოიცა ბატონო არისტოფანე, შენ თუ დღეს ეგ ზანზალაკები არ დაკარგო ნახავ! მაინც არაფერში გარგია, აკონწიალებ ტყუილად, რომ მიგაჭრიან ძირში მერე ისწავლი ჭკუას და დაოკდები! _ თან საბელს ვექაჩებოდი და გაავებულ კატას მაგიდის ქვეშიდან გარეთ მოვათრევდი. თან საერთოდ არ გამხსენებია შემეხედა , მაგიდაზე მსხდომთათვის. ჯერ კატასთან მქონდა ომი დასასრულებელი.

უცებ ჩახველების ხმა მომესმა, მუხლებზე წამოვიწიე და სწორედ ისე ამოვყავი თვალები სუფრის ზედაპირზე, როგორც წამის წინ ჩემმა კატამ. მაგიდა მოვათვალიერე და გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა. თუ ოდესმე მიწა უნდა გამსკდარიყო და თან ჩავეტანე, მერჩივნა ეს სწორედ იქ და იმ წამს მომსვლოდა.

ლამაზად გაწყობილ მაგიდას ორივე არისტოფანე, პროქტოლოგი ბებია ქეთევანი და სამი მუშკეტერი: ათოს ჯანდიერი, პორთოს ჯოშუა და არამის არევაძე შემოსხდომოდნენ და გაოცებისგან გაფართოებული თვალებით მომჩერებოდნენ.

_ გამარჯობა!_ მივესალმე მე, სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე და უხერხულად გავიკრიჭე. დავინახე, როგორ უიმედოდ გადაატრიალა თვალები არისტოფანე ჯუნიორმა. ჩემი სალმის პარალელურად არისტო ანუ კატა არისტო ავად ღმუოდა ჩემი იღლიის ქვემოდან.

_ უკაცრავად ქალბატონო და რას გვერჩით?_ მკითხა არისტოფანე უფროსმა და ბეკინა სამანიშვილივით მოდურად დაყენებულ ულვაშებზე ხელი გადაისვა. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.

_ ბატონო?_ ვკითხე გაოცებულმა და ფეხზე ავიზლაზნე, ღმერთმა იცის უკვე რამდენჯერ შერცხვენილი. მაგრამ კარგი იყო თუ ცუდი, მგონია , რომ უკვე იმუნიტეტი მქონდა მათ წინაშე გამომუშავებული და აღარც კი ვწითლდებოდი.

_ რას ერჩით ბატონო ჩვენს "ზანზალაკებს"?_ აქ კი მეცვალა ფერი.

_ მე .. მე თქვენ ზანზალაკებს? _ ავბლუყუნდი საცოდავად. მივხვდი, რომ მუქარის ადრესატად საკუთარი თავი, ანდაც თავისი კუდმოუჭრელი შვილიშვილი ჩათვალა.

_ ისე დაემთხვა, რომ თქვენ, უბრალოდ ჩემი კატის სახელი გქვიათ!_უმცროსი არისტოფანეს ძლივს შეკავებულ ხარხარზე მივხვდი, რომ ჯობდა ეს არ მეთქვა.

_ რა იყო შვილო? _ სიცილისგან ძლივს მოითქვა სული უფროსმა არისტომ._ დაგიშავა კატამ რამე?

_ არა, სულაც პირიქით! _ გავთამამდი მე მისი სიცილის გამო._ ბაბუაჩემის საპატივცემულოდ დავარქვი!

_ რაოო?_ ახლა კი გადაბჟირდა დიდი ბრილიანტი._ აქამდე მეგონა იშვიათი სახელი მქვიამეთქი და თავს ამით ვიმშვიდებდი!

ამასობაში ჩემს გააფთრებულ კატას პირიდან კატლეტის ნარჩენი გამოვაცალე, ფაქიზად ჩამოვდე მაგიდის კუთხეში, ზეზრდილობიანი ბოდიში მოვიხადე და რესტორნიდან გამოვიძურწე.

_ გეფიცებით, ეს გოგო მოგზავნილია!_ მომესმა ბოლო სიტყვები და როგორც კი კარს გავცდი შერცხვენილი, მაშინვე მანქანისკენ გავიქეცი.

_ ნაზი მოიცადე!_ მომესმა ზურგს უკან_ მაგრამ მე გამჩერებელი არ ვიყავი. კატა მანქანაში შევისროლე, სწრაფად ჩავხტი და ადგილიდან მოვწყდი.
უკანა ხედვის სარკეში დავინახე, როგორ იდგა არისტოფანე და გულიანად როგორ იცინოდა. აშკარად კარგად ერთობოდა ჩემს უცნაურობებზე.

სახლში ისე დავბრუნდი ვეტერინარი და აცრა სულ არ გამხსენებია.
ადრენალინის ბოლო წვეთმაც რომ გადამიარა, ისეთი სევდა მომეძალა, რომ თვალები სულ ცხელ_ცხელი კურცხალებით ამევსო. ფანჯარასთან დავჯექი და მთელი ხმით ავღრიალდი. აი ისე, ბავშვობაში ჩემი მოუქნელობის გამო რომ წავიქცეოდი და მუხლებს რომ ვიტყავებდი ხოლმე, მაგრამ ტკივილზე მეტად მეგობრების მხიარული თვალები რომ მეწვოდა და ჩემი გულამოსკვნილი ღრიალი მთელ ეზოს რომ დაუსრულებელი ვადით აყრუებდა.
სწორედ ისეთი გრძნობა მქონდა ახლაც, რაღაც მწყინდა, მაგრამ რა, აზრზე არ ვიყავი.

_რა მოხდა, რა მოგივიდა?_ შეშინებული გამოვარდა ოთახიდან ნიცა.
მიყურა, მიყურა და უცებ მკითხა.

_ ისევ არისტოფანეს შეხვდი არა? და ისევ ყველაფერი გაანადგურე ხო?_ ტირილი უცებ მოვსხიპე.

_ არაა, ეს უკვე დამთხვევა ვერ იქნება, წავალ კარგ მკითხავს მოვძებნი, რომ იმ საცოდავს გამოულოცოს და ჯადო ახსნას! ამ ჯერად რა ჯანდაბა ჩაიდინე?_ ახლაღა დავფიქრდი იმ ფაქტზე, რომ ცოტა ხნის წინ ბაბუამისის მაგიდის ქვეშ დავფორთხავდი და "ზანზალაკების" დაჭრით ვემუქრებოდი, ამ ხნის მეცნიერს, პატივცემულ ექიმს და კაცმა არ იცის რამდენი ტიტულის მფლობელს. თანაც ცოლისა და სამი არანაკლებ ცნობილი ადამიანის თვალწინ. თანაც ამ ყველაფერს ის დამპალიც ესწრებოდა და უიმედოდ აქანცურებდა ლამაზ თავს. არა, როგორც სჩანს ეს ქალაქი ჩვენ ორისთვის ძალიან პატარა იყო, რადგან მარწუხივით მიჭერდა და გასაქანს არ მაძლევდა. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან მას რატომ ვხვდებოდი? ან ამდენი დებილობა მე რატომ მემართებოდა?

_ ბედია დაიკო, ბედი!_ გამიღიმა ნიცამ. ჭიქით პიტნის ჩაი დამიდგა ფანჯრის რაფაზე.

_ მიავ!_მომაკნავლა ჩემმა უვარგისმა მოღალატე კატამ და ისე მომისკუპდა, ვითომ ცოტა ხნის უკან თავი არ მომეჭრა მის გამო.

ზიზღით გავხედე და არც მან დამაკლო თვალებიდან ნატყორცნი სიძულვილით მოწამლული ისრები. ეტყობა ახლაც ახსოვდა იმ კატლეტის გემო, პირიდან რომ გამოვგლიჯე.

_ მძულხარ!_ ვუთხარი დაბოღმილმა.

_ მეეც!_ მომაკნავლა მანაც და კუდი ნერვიულად გაიქნია.

გარეთ კი თოვდა. ალბათ სადღაც შეყვარებულები სეირნობდნენ და ლამაზ მოგონებებს აგროვებდნენ. მე კი იმაზე ვფიქრობდი, რომ ადამიანის ტვინი ამოუხსნელი ფენომენია და რატომღაც კარგი მომენტების ნაცვლად ცუდებს უფრო იმახსოვრებს. თუ ამ თეორიას დავუჯერებდით, ვინუგეშებდი თავს, რომ არისტოფანეს ჩემი დავიწყება უბრალოდ აღარ ეწერა! სწორედაც რომ ეგრეც მოუხდებოდა, იმ თავხედს და გაბღენძილს!


11

_ იო, რაო ლოლამ? სადმე წავიდეთო?_ გული სიხარულით შემიფანცქვალდა. რა ხანია "ავატარზე" მინდოდა წასვლა, მაგრამ რაღაც ვერ მოვაბით თავი._ მერე ის ჩვენი უხიაგი და შარიანი უფროსი გვიშვებსო?

_ ნაზულია, ენასაც ამოგაცლი და დანამატსაც არ გაღირსებ და იტარტალე მერე უფროსის ზურგს უკან!_.ისე იო ამის გამკეთებელი მართლა იყო და ამიტომ სასწრაფოდ გავჩუმდი.

არასდროს გესმით? თუ მეგობარი თქვენთვის ძვირფასია, არასდროს გაიხადოთ თქვენს უფროსად. თქვენივე სიმშვიდისთვის ასე აჯობებს. გამოცდილება მალაპარაკებს. იო, როგორც ბავშვობის მეგობარი სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ იაონე, როგორც უფროსი დასანახავად მძულდა.

_ ნიცაა!_ გავძახე დას._ ბავშვებმა სადმე წავიდეთ ამ საღამოსო და ხომ გცალია?

მთელი საღამო უცნაურად დუმდა. ერთი მწარე კომენტარიც კი არ უსვრია და მის ამ უცნაურ მოწყენილობას ფილმი, ჩემი აზრით, უეჭველად გაახალისებდა. ნიცა დაფიქრებული შემოვიდა.

_ ნაზი დაჯექი, რაღაც მინდა გითხრა!_ ასე სერიოზული საუბარი არ სჩვეოდა ენამწარე ჩემს დას. გაოცებულმა გავხედე.

_ მშვიდობაა გოგო?_ თავი დიმიქნია.

_ ხომ იცი ვალოს შეხედულება შერეული წყვილებისა და ქორწინებების მიმართ?_ მკითხა და თვალებში მომაჩერდა. რა უცნაური კთხვა იყო? ვიცოდი, აბა არ ვიცოდი?! მამაჩემი ეგრეთ წოდებული ძველი ყაიდის კაცი იყო. ყოველ შემთხვევაში საკუთარ
თავს ასე ეძახდა და ამაყობდა კიდეც ამით. არ ესმოდა ახალი ცხოვრების წესრიგის და მით უფრო, ვერ წარმოედგინა თავისი გოგოების გვერდით სხვა ეროვნების მამაკაცი. რასისტი? არა რასისტი არ იყო, უბრალოდ ქართველობას ზეაღმატებულ ეროვნებად მოიაზრებდა და ძალიან ეტკინებოდა გული, თუ ჩვენ არაქართველ კაცს შევიყვარებდით და ნახევრადქართველ შვილიშვილებს ვაჩუქებდით. ამაზე ბავშვობიდან გვეჩიჩინებოდა. და არა მარტო ჩვენ, არამედ ყველას, თავის გარშემო. საკუთარი აზრის ჭეშმარიტებაში დარწმუნებული, არაფრით უშვებდა გამონაკლისებს.

_ ხოდა შარში ვარ დაო!_ უარესად მოიწყინა ნიცამ.

_ რა მოხდა, ამოღერღე ახლა!_ შევკარი კოპები.

_ რა და იაპონელი ბიჭი შემიყვარდა. მგონი სერიოზულად თან! და არ ვიცი, ვალოს როგორ და რანაირად ვუთხრა ეს "სასიხარულო" ამბავი.

_ ოჰოოო!_ გაოცებისგან პირი დამრჩა ღია._ ანუ ამიტომ კონიჩივა არა?

_ სწორედაც! თავად კარგად საუბრობს ქართულად და მეც ვცდილობ, ცოტა მაინც ვისწავლო მისი მშობლიური ენა!_ გამიღიმა და ტელეფონში სურათი მოქექა.

_ აი ესაა, ნახე, კაი კატო!_ რაოო? ვცადე ღიმილის შეკავება. სახელი მაინც ჰქონოდა ისეთი, მისი წარმოთქმისას გიგო ძიას კატოს ნაცვლად გმირი სამურაი გაგხსენებოდა ადამიანს. არა ვალოს ინფარქტი გარანტირებული ჰქონდა.

_ კატო, თან კაი?_ ვთქვი მე ტუჩებმოკუმულმა.

_ არ დაიწყო ახლა! _ თავადაც გაეცინა_ შენ თუ მასეთი რეაქცია გაქვს, მამა რას იზამს, ხომ წარმოგიდგენია?
სურათს დავაკვირდი. ვერაფერს იტყვი, ლამაზი ბიჭი იყო. არა სიმპატიური, სწორედაც რომ ლამაზი.
გამხდარი, ოდნავ ფემინური იერით და მოდური ვარცხნილობით. აი სწორედ ისეთი, გოგონებს რომ ხიბლავთ. თანამედროვე სერიალის გმირს ჰგავდა.

_ სად იპოვნე?_ ვკითხე ნიცას.

_ უნივერსიტეტში გოგო, ქართველოლოგია, მეოთხე კურსელი.

_ ქართველოლოგი თუა, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს! _ სერიოზული სახით დავუქნიე თავი.

_ მართლა ?_ თვალები სიხარულით აევსო ნიცას.

_ ხოო, მამას გულს საქართველოს სიყვარულით თუ მოიგებს, თორემ მგონი ვერ გადაურჩებით ვერც ერთი!_ საწოლზე გადავყირავდი სიცილით. ნიცასაც გაეცინა,

_ მოსაკლავად მაინც არ დავსდევთ ერთმანეთს!_ გამომიყო ენა და ოთახიდან გავიდა.

_ წამოიყვანე ეგ შენი კაი კატოც!_ გავძახე მხიარულად.
ხვალემ იდარდოს ხვალისა! სანამდეც შესაძლებელი იყო მამას ამ ამბავს დავუმალავდით და თუ მაინც გახდებოდა აუცილებელი თქმა, ბოლო წამს ვეტყოდით. ან იქნებ ამასობაში თავადაც დაშორებოდნენ ერთმანეთს და დავიდარაბასაც ავიცილებდით. ყოველ შემთხვევაში სხვა ვერანაირ გამოსავალს მე ვერ ვხედავდი.
კიდევ კარგი წინ უამრავი დრო გვქონდა!

საღამოს კინოში წასვლა გადაწყდა, შემდეგ რამე ბურგერბარს დავლაშქრავდით. ავატარის ბოლო სერია გადიოდა, მე პირადად ძალიანაც მიყვარს მსგავსი ჟანრი. რაღაც სიმართლის მარცვალს ვხედავ ხოლმე შეფარვით ნათქვამს.

პოპკორნის და კოლას საყიდლად რიგში ჩავდექით, რომ მოულოდნელად არისტოს მოვკარი თვალი, ვიღაც ლამაზ, პატარა ტანის გოგოსთან ერთად. უადგილო ეჭვიანობის ტალღამ ცხელ ლავასავით დამიარა. ახალგაცნობილი კაიც გადამავიწყდა და ჩემი დაც, საკუთარი თავიც კი არ მახსოვდა იმ წამს.

_აუ ეს მექალთანე ესა!_ ჩავიბურდღუნე მე.

_ ვისზე ამბობ?_ ამეტუზა ცხვირწინ იო.

_ გადი იქით!_ ვკარი ხელი და არისტოს თვალთვალი გავაგრძელე. იო გაიბუსხა და გამერიდა. აშკარად ისიც ჩვენს სეანსზე იყო მოსული. არა, ბედი არ გინდა ადამიანს?! რატიმ დღეს? რატომ ახლა? რატომ აქ?

უცებ დარბაზი ინტერესით მოათვალიერა.
მე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ კაის კისერში ჩავყავი თავი დასამალად.
გაოცებული ბიჭი გაფართოებული თვალებით დამჩერებოდა.

_ რას აკეთებ ნაზი?_ მკლავზე მომქაჩა ნიცამ.

_ იქ არისტოა!_ მოკაკვული თითით ვანიშნე.

_ აბა სადა? სადა? ვერ ვხედავ!_ თავი კაის მკლავიდან გამოვყავი და ამოვისუნთქე, არისტო აღარ იდგა.

_ რა ხდება? ვინმე აწუხებს შენს დას?_ მზრუნველად იკითხა კაიმ, როცა სიტუაციაში გაერკვა.

_ ვაიმეე, სულაც პირიქით საყვარელო!_ გაეცინა ნიცას.

_ ესაა სისხლს რომ უშრობს იმ საწყალს! _ არ დამინდო ჩემმა დამ.
მერე ხელკავი გამოსდო და დარბაზისკენ წაიყვანა შეყვარებული.

მეც უკან ავედევნე მეგობრებს.
სადღაც მაღალ იარუსზე შგვხვდა ადგილი. მე ვიჯექი, კაი, ნიცა, ლოლა და იო.
დარბაზი მოვათვალიერე სანამ შუქი ჩაქრებოდა, მაგრამ არისტოს მსგავსი ვერავინ დავინახე. ხოდა ძალიან კარგი! იმედია ეს საღამო ექსცესების გარეშე ჩაივლიდა.
თორემ ჩვენი ყველა შეხვედრა რატომღაც სრულიად მოულოდნელი სიურპრიზებით იყო ხოლმე სავსე. და ეს მეც კი ყელში მქონდა უკვე ამოსული.

სინათლე ჩაქრა და ფილმი დაიწყო. ორი წუთის შემდეგ სრულიად მოვწყდი რეალობას და მეც იმ ლურჯ_ მწვანე ადამიანების წარმოსახვით სამყაროში გადავინაცვლე.
რაღაც მომენტში ეკრანს თვალი მოვწყვიტე, რათა სკამის სახელურში ჩამაგრებული პოპკორნის ყუთიდან ბუტიები ამომეღო, რომ თვალი მოვკარი, როგორ ბედნიერმა გაუღიმა ნიცამ კაის და ამ ბედოვლათმა კიდე ბრჭყვიალა ბეჭედი ჩამოაცვა თითზე. გაცოფებული ვალოს სახე წარმომიდგა წამში და "არ გაბედომეთქი!" დავკივლე მომავალ სასიძოს. თან ჩავებღაუჭე ქურთუკში. მოულოდნელობისგან გაოცებული ერთი კი შეხტა კაი და ბეჭედი ჰაერში აუვარდა. სადღაც ჩვენგან მოშორებით, რომელიღაც რიგში გაუჩინარდა.

_ რა ჯანდაბა გეძგერა გოგო, ეს რა გააკეთე!_ ცრემლმორეული სახით გამომხედა ნიცამ და ნიცას მხარს მიღმა კიდევ ლოლამ და იომ.

კაი ხომ საერთოდ სახეწაშლილი იჯდა.

_ გააფრინეთ არა? სულ გადაირიეთ ხომ?_ ვეცი ნიცას._ რა გინდა? მამამ გაიგოს და დაგკლათ ღორებივით? რა ოჯახობანა აგიტყდათ?

იო თვალებს მიბრიალებდა, ლოლა ტუჩებზე თითს იდებდა დუმილის ნიშნად. მე კი მხოლოდ ჩემს დაზე ვბრაზობდი, რა დროს ქორწინება იყო? თან იაპონელთან? ისე არასდროს მიფიქრია მეც თუ ასეთი დამოკიდებულება მქონდა რიგი საგნების მიმართ. მოვახერხე და საკუთარი თავიც კი გავაოცე!

ცოტა ხანს იმედგაცრუებით მიყურა ნიცამ, შემდეგ წამოხტა და ატირებული გაიქცა. კაიმ
_ მე მაპატიეთო!_ ჩაიბურტყუნა და შეყვარებულს გაეკიდა. აი ბეჭედი კი არცერთს გახსენებია.

_ ყოჩაღ! აი ყოჩაღ რა!_ ტაში დამიკრა იომ. _ საკუთარ თავსაც კი გადააჭარბე დღეს!
იოც ადგა და გაბრაზებული გასასვლელუსკენ გაემართა.

_ ასეთი არ მეგონე! _ ყველაზე მწარე ლოლას სიტყვები იყო.
"ასეთი!" როგორი ასეთი?! ცრემლები მომერია. სიმართლე მართლაც მწარეზე მწარე ყოფილა, იცით?
ეს რა ჩავიდინე! ვაითუ გამოუსწორებელი სტრესი მივაყენე საკუთარ დას, რომელიც მუდამ და უსიტყვოდ ჩემს მხარეზე იყო! მართლაც ვინ ვიყავი და რის უფლებას ვაძლევდი ჩემს თავს?!
უკვე გულიანად ვსლუკუნებდი საკუთარ თავზე გაბრაზებული.
იმის ნაცვლად, საკუთარ დას მხარში დავდგომოდი და დამეცვა, მე ყველაფერი გავაფუჭე. უცებ იმდნად აუცილებლად მეჩვენა იმ ოხერი ბეჭდის პოვნა და ნიცასთვის დაბრუნება, რომ ამ სურვილმა შეპყრობილივით წამომაგდო ფეხზე.

მუხლებზე დაჩოქილი გავხოხდი სკამების ქვეშ და "მაპატიეთ და ბოდიშის!" მთელ ხმაზე ჩურჩულით ნახევარი დარბაზი წამოვახტუნე ფეხზე.
თან მობილურის ფანარი მქონდა გაჩახჩახებული, რათა იმ მბრწყინავ ბეჭედს სინათლე აერეკლა და ასე მაინც გაეცა თავისი საიდუმლო ადგილსამყოფელი.

ჩემიდან
მგონი მეხუთე რიგის შუა ნაწილისკენ რომ გავხოხდი, თითქოს სამი სკამის იქით გაიბრჭყვინა სანატრელმა ნივთმა.
მეც დაუფიქრებლად ვდურთე თავი სწორედ იმ სკამის პატრონის ფეხებში , რომლის ქვეშაც ბრჭყვიალებდა ჩემი დის არშემდგარი ნიშნობის ბეჭედი.

_ აჰააა, მაინც გიპოვნე თუ არა!_ შევძახე აღტაცებულმა. ბეჭედი მუჭში მოვიქციე და მუხლებზე დამდგარი წელში ბედნიერი სახით გავიმართე. ბეჭედი თითზე ჩამოვიცვი და გაბურძგნული თმა რეზინით ცხენის კუდად კმაყოფილმა ავიკარი.
მხოლოდ მაშინღა გავიაზრე იმ სიტუაციის მთელი ირონიულობა, რომელშიც იმ წამს აღმოვჩნდი, როცა დარბაზი დამცინავი და საყვედურნარევი ხმით აზუზუნდა და ახლო მდებარე რიგებიდან, ფილმის ნაცვლად რამდენიმე წყვილი თვალი ჩვენ მოგვაჩერდა დაუფარავი ინტერესით. რამდენიმემ სურათის თუ ვიდეოს გადაღებაც კი მოასწრო.
მე კი მუხლებზე ვიდექი უზარმაზარი ცოცხალი ბრილიანტის ფეხებს შორის და თითზე პაწაწუნა ბრილიანტი მეკათა.

_ რა ჯანდაბას აკეთებ?_ ცალწარბაწკეპილი დამაჩერდა არისტოფანე.
პასუხის მოსაფიქრებლად და დროის მოსაგებად ბეჭდიანი თითი ლოყაზე დავიდე. დაფიქრებული სახით ვუპასუხე:

_ შენ რა მე დამსდევ! მანიაკი ხარ ექიმო?_ დიახ გაღმა შეედავე და გამოღმა დაგრჩება!!! არისტოს ცალ მაღლა აზიდულ წარბს მეორეც აჰყვა აშკარად თავისით.

_ აღარც ხალხის რცხვენიათ, აღარც აღარაფერი! გაგონილა ასე სახალხოდ ამის კეთება?_ აკაკანდა მოულოდნელად ვიღაც ასაკოვანი ქალი. რომელსაც საკუთარი ფანტაზიორი და თვალებდაჭყეტილი შვილიშვილისთვის ძალით მიეფარებინა თვალებზე ხელი. ბავშვი კი იკლაკნებოდა და გამოჭყეტვას ცდილობდა.
მიმოვიხედე და მივხვდი ჩემი პოზა არასწორად გაიგეს. შემრცხვა? არა, პირდაპირ სირცხვილის ზენიტში გავედი!

_ ამას ვეძებდი, აი!_ ჩავილუღლუღე და თითზე ჩამოცმული ბეჭედი დავანახე არისტოს. დარცხვენილი ფეხზე ავდექი და ბოდიშის მოხდით გასასვლელისკენ სწრაფად გავემართე.

კარში გავედი თუ არა არისტო დამეწია. ხელი მომკიდა და მისკენ ძალით შემაბრუნა.

_ შენია ეგ ბეჭედი?_ მკითხა განრისხებულმა. ვერ მივხვდი, რა ჯანდაბამ გააბრაზა.ნუ იმის გარდა, რაც იქ, დარბაზში ჩავიდინე!

_ ეს.. იმის,_ წამიერად ამომიფრინდა კაის სახელი თავიდან_ იმის ... კატოსია! აი გვარს კი რა დამავიწყებდა გიგო ძიას გოგოს არ ერქვა?!

_ კატო არა? შენ მე სულელი გგონივარ? გგონია ვერ დაგინახე, ვიღაც ჩინელს რომ ეხუტებოდი?_ უარესად აიჯაგრა ბატონი ექიმი.

_ ჩინელი არაა, იაპონელია!_ დავუკონკრეტე მეტი სიცხადისთვის.

_ ვაა, დიდი შვებაა პირდაპირ! და ხომ არ უნდა მოგილოცოთ კიდეც?_ მართლა აღარ ვიცოდი, ჰქონდა თუ არა აზრი ჩემი საქციელის შემდეგ მოლოცვას.

_ ნეტავ კი მოსალოცად იქნებოდეს საქმე და ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა!_ სრულიად გულწრფელად გავანდე ჩემი დარდი. მან კი ხელი გამიშვა. ზურგი მაქცია და დარბაზში დაბრუნდა. ალბათ ის პატარა ტანის ლამაზი გოგონა უკვე ყველგან დაეძებდა.
მოკლედ ვერაფერს იტყვი, დროს ტყუილად არ ჰკარგავდა ბატონი ბრილიანტი! ნეტა რანაირად აუხსნიდა, თუ რას ვაკეთებდი მის ფეხებს შორის, შუა კინოსეანსისას?!
ამოვიოხრე და კიბეებს ნელა დავუყევი. ნეტავ რა მიკვირდა? გაცნობის წამიდან ქაოსად ვაქციე მისი ცხოვრება.

_გამარჯობა!_ ჩავიბურტყუნე ბრაზით_ გაიცანით ნაზიკო ტარგარიანი, ქარიშხლად შობილი და დრაკონების დედა!
ნეტავ ძალიან რომ მომეთვალიერებინა ჩემი ცხოვრება, ერთი_ორ დრაკონს ვერ ამოვქექავდი კარადაში გადამალული სირცხვილეული ჩონჩხებიდან? ვინ იცის?! ვინ იცის?!

მარადიული ზამთარი კი მგონი ისევ ბრუნდებოდა, სიცივისგან მოვიბუზე და თხელ ქურთუკში გავეხვიე. ბედი არ იყო, თორემ როგორ ხდებოდა, რომ ჩემი ჯონ სნოუ სულ სხვა პრინცესას ეკურკურებიდა ამ წამს იმ წყეულ კინო _თეატრში?!


12

სახლამდე ფეხს ვითრევდი. ვნერვიულობდი, რადგან კარგად ვიაზრებდი, რა უაზრობაც გავაკეთე. რომ ნიცას ძალიან ვაწყენინე და ისიც კი არ ვიცოდი, ბოდიში როგორ მომეხადა.
სახლის ფანჯრებს ავხედე და შუქი არ ენთო.

_ ნეტა ჯერ არ მოსულა?_ გავიფიქრე და კიბეებს ავუყევი. სახლში არავინ დამხვდა. მივედი და მისი ოთახის კარი შვაღე.
თვალში მეცა გამოხსნილი კარადა და არეული უჯრა. რაც არასდროს მინახავს მის ოთახში. ნიცა სასტიკად ვერ იტანდა უწესრიგობას. ამბობდა: უწესრიგობა კარმას მინაგვიანებსო.
გულში უსიამოდ გამკენწლა.
ვაითუ გაიპარა! არა რაღა დროს გაპარვები იყო ამ საუკუნეში, მაგრამ რა ვიცი, იქნება მართლაცდა გაიპარა?!

უარესად გავნერვიულდი. ტელეფონზე დავურეკე და გამორთული ჰქონდა. კაის ნომერი მე არ ვიცოდი. რამდენიმე მეგობარს შევეხმიანე, მათ შორის იოს და ლოლასაც. ან არ იცოდნენ არაფერი, ან არ მეუბნებოდნენ გაბრაზებულები.

_ეს რა გააკეთე!_ ვუყვირე სარკეში საკუთარ თავს.
ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან გიჟივით გამოვვარდი. ნიცა უნდა მეპოვნა. სად გავრბოდი მეც არ ვიცოდი. სად უნდა მეძებნა? ან რომც მეპოვნა, მერე რას ვაპირებდი?! კიბეებზე კისრისტეხით ჩავრბოდი, რომ ვიღაცას ისე მაგრად დავეჯახე, მასთან ერთად კიბის ბაქანზე მოვადინე ზღართანი.

_ დაწყევლილი ვარ თუ რა მჭირს! რატომ მემართება ყველაფერი მე? რატომ?_ წამოვიწიე და ჩემს, არა ჩემს კი არა, უბრალოდ არისტოფანე ბრილიანტს დავაჩერდი გაოცებული. თქვენ გგონიათ, მარტო თქვენ მოგბეზრდათ ჩემი უიღბლო სისულელეები?! ძალიან ცდებით!

ესღა უნდოდა ჩემს აქოჩრილ ნერვიულ სისტემას. ორივე ხელი თვალებზე ავიფარე და მთელი ხმით ავღრიალდი.

_ ნაზი, ნაზი!_ წამოჯდა არისტო და სახიდან ხელები ჩამომაწევინა.

_ რა ხდება რა გატირებს?გეტკინა რამე?_ მკითხა დაბნეულმა და დამათვალიერა ექიმისთვის ნაცნობი ხელის მოძრაობებით. ისიც კი არ მიკითხავს: "აქ რა გინდა მეთქი!" სახემორღვეული მოვთქვამდი.

_ მომიყევი, რა გატირებს?_ მშვიდი ხმა ჰქონდა არისტოს. მშვიდი და სასიამოვნო. ჩემ გვერდით იჯდა და მოთმინებით მელოდებოდა.

_ ის წავიდა, მგონი წავიდა! ახლა რა ვქნა, სად მოვძებნო?_ ძლივს ამოვისლუკუნე.

_ იჩხუბეთ?_ სახეშეჭმუხნულმა მკითხა არისტომ და ლოყაზე მომეფერა.

_ არა, საქმეც მაგაშია, ისე ვაწყენინე, არც კი გვიჩხუბია. ისე წავიდა! ტანსაცმელი ჩაალაგა გესმის? _ ახლა მთალად გაოცდა კაცი.

_ თქვენ რა ერთად ცხოვრობდით? რამდენი ხანია ერთად ცხოვრობთ?_ წამოდგა და წამომაყენა.

_ მას მერე, რაც მშობლები სოფელში გადავიდნენ._ მშობლების გახსენებამ უფრო დამზაფრა_ ვაიმე, რა ვუთხრა მამას? რა პასუხი გავცე?

_ მამამაც იცოდა,რომ ერთად ცხოვრობთ?_ მთლად გამოშტერდა კაცი.

_ იცოდა? ვერ მივხვდი? აბა არ იცოდა? ყველამ იცოდა!_ უკვე ნერვები მეშლებოდა, რატომ მეკითხებიდა ამ უაზრობებს.

_ მერე შენი და?

_ რა ჩემი და? _მივაჩერდი გაოცებული.

_ ისიც თქვენთან ცხოვრობდა?_ უფრო კონკრეტულად მკითხა.

_ ახლა ვიზე ვსაუბრობთ?_ შევხედე წარბებშეკრულმა. მივხვდი სხვადასხვა რამეზე ვლაპარაკობდით._ ჩემი და გაიპარა! გესმის?
მის წინ ბეჭდიანი ხელი გავპარჭყე.

_ ხედავ ამ ბეჭედს? კატომ დანიშნა ნიცა! მე კიდე ყველაფერი ჩავუშალე!_ ჯერ ამოისუნთქა და მერე ისევ თვალები დაქაჩა.

_ კატო? ანუ შენი და?

_ ხო ჩემი და მგონი გათხოვდა და მამა მომკლავს! მე ხომ უფროსი და ვარ!
უნდა წავიდე, უნდა ვიპოვნო!_ გავიწიე ქუჩისკენ.

_ მოიცადე, სად უნდა იპოვნო ამ შუაღამისას? იცი კატო სად ცხოვრობს?_ თავი უარის ნიშნად გავაქნიე.

_ შენ რას აკეთებ აქ?_ ახლაღა მივხვდი, რომ ჩემს სადარბაზოში ვიდექით.

_ შენთან საუბარი მსურდა, მაგრამ მგონი ჯობია სხვა დროისთვის გადავდოთ!_ გამიღიმა მოწყენილმა.

_ სოფელში უნდა წავიდე!_ გადავწყვიტე მოულოდნელად._ მამას უნდა დაველაპარაკო და შევამზადო.

_ წამო სახლში!_ ვუთხარი და უკან ავბრუნდი, უსიტყვოდ გამომყვა.
სახლში შევედი და შევიპატიჟე.
მისაღებში შევიყვანე და მოცდა ვთხოვე.
მე კი ჩანთა ავიღე და რამდენიმე ხელი ტანისამოსი ჩავილაგე. გადასაყვანი გავამზადე და ახლა იმ საძაგელ არისტოს დავუწყე ძებნა.

_ არისტოო!_ გავძახე, მაგრამ ხმა არ გამცა. ალბათ ეგონა ისევ ვეტერინათან მიმყავდა.

_ არისტოფანეე! კის! კის! არისტო მოდი აქ, სანამ დაგაწიწკნე ულვაშები! გამოეთრიე ახლა თორემ დაგაგდებ აქ მშიერ _ მწყურვალს!_ უკვე კივილისპირას ვიყავი, მისაღებში რომ შევიხედე და ფეხზე მდგომ ბრილიანტს რომ შევეჩეხე.

_ მეეჭვება, როდესმე შევეჩვიო კატასთან სეხნიობას! ცოტა უცნაურია ულვაშების დაწიწკნით რომ გემუქრებიან. მოზრდილ წვერზე ჩამოისვა ხელი. გამეცინა.

_ რა ჩემი ბრალია? რომ ვინც კი სადმე არისტოა ყველას მაგნიტივით ვიზიდავ? არისტოფანების მაგნიტი ვარ! ესეც ნიჭია არა?

ჩემი კატა სარეცხ მანქანაში ვიპოვე გათხლეშილი, სურვილმა მომიარა კარი მიმეხურა და გამოხარშვის რეჟიმზე ჩამერთო. გამოვათრიე, ჩანთაში ჩავტენე და ზურგზე მოვიგდე.
არისტოფანემ ერთი კი შემათვალიერა ლიმილით და ხელი ჩაიქნია.

_ მაინც რატომ ხარ ასეთი უცნაური?_ ორაზროვნად მკითხა. ვერ მივხვდი, მაქებდა თუ მაძაგებდა ამ კითხვით. მე მხრები ავიჩეჩე.

_ შეიძლება სოფელში მე წგიყვანო? ისე ხარ ანერვიულებული, რომ მეშინია გზაში რამე არ მოიწიო!_ მართალი იყო, მაგრამ მის სიმართლეზე უფრო მეტად მასთან ერთად მგზავრობის პერსპექტივამ მომხიბლა.

_ გარისკავ , არ გეშინია?_ ვკითხე ღიმილით._ ერთად როცა ვართ, სულ უცნაური ამბები გვემართება!

_ მთავარია შენ არ დალიო და ალბათ ჩავაღწევთ როგორმე!_ გაეღიმა მასაც.

მის მანქანასთან საკმაოდ მხიარული მოგონებები მაკავშირებდა. არისტო (კატა)
უკანა სავარძელზე დავსვი.
მე კი არისტო (კაცს) მივუსკუპდი გვერდით ბედნიერად.

_ ისე იღბლიანი მანქანაა არა?_ ვკითხე გაბადრულმა.

_ ჰოო?_ ისევ ეს ორაზროვანი "ჰოოო!"
შემრცხვა, თვალი ავარიდე და ფანჯრიდან გავიხედე.

_ მე მეგონა შენი ბეჭედი იყო!_თვალით ბეჭედზე მანიშნა მან.

_ ჩემი? ჩემი რატომ გეგონა?_ ნეტავ რატომ ეგონა ჰა?!

_ იმიტომ რომ გამწარებული ეძებდი!_ თითები საჭეზე აათამაშა.

_ ეჰ, ნეტა მართლა ჩემი იყოს და ის სისულელე არ მექნა!_ მორიგი უაზრობა დავაბრეხვე. არადა მხოლოდ ჩადენილს ვნანობდი განა გათხოვება მსურდა.

_ მართლა გინდა?_ გაეცინა მას.

_ რა მინდა, გათხოვება?_ გამიკვირდა მისგან ასეთი კითხვა._ არა, არ მინდა, სულაც არ მინდა! უბრალოდ ამას ვარჩევდი იმ საძაგელ საქციელს, კინოში რაც ჩავიდინე!

_ რა ჩაიდინე ასეთი?_ მართლა აინტერესებდა.

_ რა და იმის გამო რომ კატო იაპონელია მათი ნიშნობა ჩავშალე!_ უცებ არისტომ მანქანა დაამუხრუჭა. მთელი ტანით ჩემკენ მობრუნდა. მხრებში ხელი ჩამავლო და თვალებში სერიოზულად ჩამხედა.

_ კაი კატოზე საუბრობ მთელი ეს დრო?_
თვალებდაჭყეტილი შევაცქერდი.

_ კი მასზე? შენ რა იცნობ?_ არისტომ ამოიოხრა.

_რატომ არ შგიძლია გარკვევით ისაუბრო, რომ თავიდანვე ნათელი იყოს, რას აკეთებ და ამბობ! _ ხელი გამიშვა და სავარძელზე გადაწვა.

_ არადა გოგო მეგონა, როცა თქვი კატოო!_ ჩაეცინა. _ ოხ, ეგ არამზადა. მოიცა ჩამივარდეს ხელში!

_ ვისზე საუბრობ არისტოფანე?_ ვკითხე საკუთარ თავთან საუბრით გართულს.

_ მაგ ოხერ კაი კატოზე! მისი ბაბუა კაიენი, არა სახელებიც რა სასწაული აქვთ! კაი ზღვააო და კაიენი ოკეანეო! ხოდა მისი ბაბუა ბაბუაჩემის სახელოვანი კოლეგაა! საერთო კვლევას აწარმოებდნენ რამდენიმე წლის წინათ აქ და კაიც ბაბუას ჩამოჰყვა. ბაბუამისი მათი გვარის მეთაურია და სურდა კაიც მასავით კლინიკას ჩასდგომოდა სათავეში. მან კი მოატყუა, იქაური პრესტიჟული უნივერსიტეტი მიატოვა, გამოიპარა და ქართველოლოგიაზე შეიტანა საბუთები, აქ საქართველოში.
და ყველაფერი ინსტაგრამზე გაცნობილი ერთი ქართველი გოგოს გულისთვის.
ანუ ის გოგო შენი დაა? _ ხელები თავზე შემოიჭირა
გაოცებულმა.

_ არა, რა დროს ქორწინება და მაიმუნობაა? ან ერთის, ან მეორესი? შეიძლება ამხელა მიზნები ასე ხელისმოსმით გადაყარო წყალში?!_ რაც უფრო ბევრს საუბრობდა არისტოფანე, მით უფრო მწყდებოდა გული. მერჩივნა ძველებურად ჩუმად ყოფილიყო. აქ მამაჩემი მეგონა პრობლემა და თურმე იქით მთელი ელიტურ_ ექიმური სანათესაო ბელადი ბაბუა "ოკეანის" მეთაურობით არაფრით დაუშვებდნენ ამ ქორწინებას.

ვინ ვიყავი მე არისტოს ოჯახისთვის და ახლა წარმოიდგინეთ, ვინ იყო ნიცა კატოების სახელგანთქმული საგვარეულოსთვის?!

მოვიწყინე და მოვიქუფრე. ისევ ფანჯარას გავხედე.
ერთი სული მქონდა არისტოს მოვშორებოდი. მაგრამ სოფლამდე მომიწევდა მისი ატანა.

შემატყო ხასიათი გამიფუჭდა. ერთი ორჯერ მკითხა: რა მოხდაო? მაგრამ მე არაფერი ვუპასუხე.
ხედავთ რა წარმოდგენა ჰქონია საკუთარ თავზე ამ გაფხორილ ექიმუნას?
როგორც სჩანს, კიდევ ცოტა ყოფილა, რაც მე ამას ნერვები ვუშალე.


13

რაღაცნაირად აღმაშფოთა ამ ქედმაღლურმა დამოკიდებულებამ . რაო ჩემი ნიცა დამაბრკოლებელი გარემოება იყო კაის განვითარების გზაზე? ამხელა იმპერიის მემკვიდრე უბრალო გოგოს, თანაც უცხოელს, გამოეკიდა და მემკვიდრეობა მიატოვაო? წამითაც კი შემპარვია ეჭვი, რომ ჩემი და მთელ კატოების მემკვიდრეობად ღირდა. ამ საუკუნეში ასეც ხდებოდა?! გოგოს მამას უცხოელი არ სურდა სიძედ. ბიჭის მთელ ოჯახს უცხოელი და თან დაბალი ფენის რძალი. ჰმ, დაბალი ფენა! არისტოს გავხედე, ნუთუ ისიც ასე ფიქრობდა?

_ ბაბუაჩემს უნდა დავურეკო, _ დაფიქრებით ჩაილაპარაკა მან. ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა. წამით დაფიქრდა და სპიკერის ნაცვლად, როგორც მანქანით მგზავრობის წესი მოითხოვდა, მობილური ყურზე მიიდო.
ანუ ისეთ რამეს ეტყოდა ბაბუამისი, რაც ჯობდა მე არ გამეგონა და ამას უფრთხოდა.

_ ბაბუა კაის მივაგენი, ხო კაიენის შვილიშვილს. სულ შემთხვევით, იცი ვინ ყოფილა ის გოგო? ჩემი ნაზოს და._ ეს "ჩემი" ისე მომხვდა ყურში, როგორც ყუმბარის აფეთქების ხმა. თავადაც მიხვდა, რომ რაღაც სისულელე თქვა და რაღაცნაირად დაბნეულმა შემომხედა, მაგრამ საუბარი არ შეუწყვიტავს.

_ კი, მაგრამ გაპარულან სადღაცა. შენ ეტყვი? ნაზის მამაც წინააღმდეგი ყოფილა. არ ვიცი, აზრზე არა ვარ, რა იქნება. კი შენ გააგებინე. კარგი დაგირეკავ, როცა რამე მაინც მეცოდინება._ სოფლის სახელი უთხრა. ტელეფონი გათიშა და გამომხდა.

_ შენც თვლი, რომ ჩემი და არ შეეფერება კაის?_ ვკითხე და თვალები ისე მოვჭუტე, რომ მიხვდა, ამ კითხვის პასუხზე აშკარად მისი ბედიც იყო დამოკიდებული.

_ მისმინე, კატოების ამბავი რთულადაა გესმის? ეგენი ჩვენსავით უვრალო ხალხი არ არიან!_ მომესმა თუ ჩვენსავით თქვა ამ გაფხორილმა?

_ ანუ ჩვენსავით არა? დიად ექიმთა კახიანების საგვარეულოს გულისხმობ თუ მე და ნიცას?

_ ნაზი გთხოვ!_ ხმა დაუსერიოზულდა არისტოს.

_ რა ნაზი? განა მართალს არ ვამბობ?_ მქონდა კი უფლება მასთან ასე მესაუბრა? მაგრამ მოთმინებამ მიღალატა. თუ არ მიყვარდა ეს კაცი, სიგიჟემდე მაინც მომწონდა და მისი გულცივობა და ქედმაღლობა, რასაც მავანნი რაციონალურობას უწოდებენ, ძალიან მტკენდა გულს.

_ ნაზი მისმინე. შენ ისეთი სხვანაირი ხარ, ისეთი განსხვავებული რომ ხანდახან მიჭირს შენი გაგება , გესმის? ადრეც გითხარი, ქარივით მიჰქრი და მე ვცდილობ დაგეწიო. ცოტა ტემპი უნდა შეანელო, ხვდები?_ თითებს ნერვიულად უჭერდა საჭეს.

_ რა გაგება? რას ვერ იგებ?_ ვატყობდი სიბრაზის კონტროლი მიჭირდა. რას ვერ იგებდა? მოვწონდი თუ არა, ამას?

_ ხოო ძალიან რთული გასაგებია დიდებული ბრილიანტისთვის, მამით დედით, ბებიით და ბაბუით ელიტარული ექიმისთვის, შეეფერება თუ არა მას ნაზი_ქაოსი!_ აი ბატონო, ეს იყო ის დილემა, რის წინაშეც არისტოფანე კახიანი იდგა.
აკი თუ ადამიანი გიყვარს, ისეთი უნდა გიყვარდეს როგორიც არისო?! ასეთი რომ არ ყოფილიყო სხვაგვარად ხომ არც შეგიყვარდებოდა, არა? მაგრამ ჩემგან განსხვავებით, არისტოს ყავდა წრე, რომელიც ჩემნაირ ალქაჯს ვერ და ალბათ უფრო არ იგუებდა. მე ასე ვფიქრობდი.

_ ალბათ ფიქრობ, რომ სულელურად გამოჩნდები არა ჩემთან? ახლა კიდევ უფრო ვაფასებ კაის, იმან იცის, რაცაა უფრო მნიშვნელოვანი! იცის და პრობლემებს არ გაურბის!_ ჩავილაპარაკე და მისთვის აღარ შემიხედავს. წამიერი დუმილის შემდეგ ისე დაამუხრუჭა, ლამის თავით გავანგრიე წინა საქარე მინა.

_ რა ჯანდაბას აკეთებ!_ ვიყვირე გაოცებისგან და იმ ტკივილისგან ღვედმა რომ დამიჭირა.

_ რას ლაპარაკობ გესმის!_ გაცოფებული იყო და ის საამაყო თვითკონტროლი სულ მთლად დაეკარგა_ მე გავრბივარ? მეე?

_ რა გაღრიალებს!_ უარესად გამაცოფა მისმა ხმის ტონმა.

_ შენი სულელი ექთნები ხომ არ გგონივარ , შენს დანახვაზე რომ დნებიან?_ ღვედი შვიხსენი და მანქანის კარი გავაღე.
მისი ატანა აღარ მქონდა.
მანქანიდან გადავედი და გზას ფეხით დავადექი.

_ ნაზი მოდი აქ!_ კარის ჯახუნზე მივხვდი, ისიც გადმოვიდა.

_ მოდი ვილაპარაკოთ! გთხოვ!_ გთხოვო რომ მითხრა, გული ოდნავ მომილბა. გავჩერდი და უკან გავხედე. ფარების შუქზე სინათლეში იდგა. თვალებზე ხელი ავიფარე. მაბრმავებდა ეს სინათლე.
მიხვდა მისვლას არ ვაპირებდი და თავად მომიახლოვდა.

_ სულ გარბიხარ, აი ახლაც გარბიხარ! ფიქრსაც არ მაცლი, თქმასაც არ მაცლი. თავად ფიქრობ და დასკვნებიც თავად გამოგაქვს. არასწორი და ნაჩქარევი. როგორც კი გიახლოვდები, ზურგს მაქცევ და გარბიხარ. რაც გაგიცანი ქაოსში ვცხოვრობ. ჩემი დალაგებული და გააზრებული ცხოვრება სულ თავდაყირა დააყენე. და კიდევ აქეთ ხარ გაბრაზებული?_ თოვლისფიფქებგაბმული თმა ყურს უკან გადამიწია. ჩახუტება სცადა. ხელი ვკარი.

_ ხოდა წადი და თავი დამანებე და დაილაგე ეგ შენი მოსაწყენი ცხოვრება!_ ისევ წასასვლელად გავიწიე. თან ყელში ცრემლების ბურთი გამეჩხირა.

_ სად წავიდე?_ მკითხა მან._ რომ წავიდე პირობას მომცემ, რომ ნებისმიერ მშვიდ წამს თავზე არ დამეცემი მეტეორივით და ყველაფერს არ გაანადგურებ?!_ რა ჯანდაბას მეუბნებოდა? ანუ პირობას მთხოვდა, რომ თუნდაც შემთხვევით, გზად აღარ გადავეყრებოდი. ამდენად ვაბეზრებდი თავს?
თვალებში შევხდე და მოთმინების უკანასკნელი ნამცეცებით შევიკავე თვალზე მომდგარი ცრემლები.

_ გპირდები , რამდენადაც შევძლებ, აღარასდროს შეგხვდე და თუ შემთხვევით სადმე გადაგეყრები, გზის მეორე მხარეს გადავალ. თუ პირიქით მოხდა უბრალოდ მხარი ამიქციე, ვითომ არ მიცნობ! ახლა კმაყოფილი ხარ?!_ ხელი გავაშვებინე და ზურგი ვაქციე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და დამიძახა.

_ და თუ მე ეგ არ მინდა? თუ მინდა, რომ სულ ჩემს გვერდით იყო და ყველაფერს ანგრევდე? _ "მგონი ჰალუცინაციები დამეწყო! "_გავიფიქრე და მკლავზე ვიჩქმიტე. იქნებ სულაც მეძინა?!

_ მიყვარხარ შე არანორმალურო ქალო!_ ისე მშვიდად მითხრა. ისე გაწონასწორებული ხმით, როგორც მხოლოდ თვითონ შეეძლო. და როგორც მე ალბათ ვერასდროს შევძლებდი.
მისკენ მივბრუნდი რათა დავრწმუნებულიყავი, რომ მისი სიტყვები არ მომლანდებია.
თავისი გრძელი ფეხებით სულ ორ ნაბიჯში დაფარა ჩემამდე მანძილი და ზუსტად ჩემს წინ შედგა.

_ გაიგონე რა გითხარი?_ მკითხა, როცა ხმა არ ამოვიღე. უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

_ ესეიგი ვერ გაიგონე?!_ ჩაეცინა და კიდევ უფრო წაშალა ჩვენს შორის მანძილი.
გული ამიჩქარდა, რაღაც სასწაულის მოლოდინში.
დაიხარა ტუჩები ყურთან მომიტანა და სიცილით მითხრა:

_ მანქანაში ჩაჯექი თორემ გავიყინე შე არანორმალურო!_ მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო, რის გაგონებასაც ველოდი, გული უცნაური სიხარულით გამევსო. ღიმილმაც თვითნებურად გამინათა სახე.

_ მეგონა აღარასდროს მეტყოდი!_ ვუთხარი მხიარულად _ ძალიან მცივა!
ხელები კისერზე მოვხვიე და თვითონაც არ დააყოვნა ჩახუტება. ხელები მომხვია და მაღლა ამწია. საკუთარი სახის სიმაღლეზე.

_ მართლა?_ ვკითხე ბედნიერმა.

_ მაკოცე!_ მიპასუხა მან. ამის თხოვნა მინდოდა კიდე? ისედაც სულ მის კოცნაზე ვფიქრობდი, ცხადში თუ სიზმარში. დავეწაფე? ხო აი სწორედ ეს სიტყვა შეეფერება იმ კოცნას, როგორც მას ვაკოცე.
ფეხები წელზე მოვხვიე, როგორც ამას ბანალურ მელოდრამებში აკეთებენ ხოლმე ისე და მის კოცნაში დავიკარგე.

სოფელში ისეთი მხიარული და ბდნიერი ჩავედი, თითქოს მამაჩემთან გარდაუვალი ომი ჩათავებული მქონოდა უკვე. სანამ მივიდოდით რამდნჯერმე დავურეკე ნიცას, მაგრამ ტელეფონი კვლავ მიუწვდომელი იყო.

რას ვიზამდი? ეს იყო ჩემი დამსახურებული საჯელი. მშობლებისთვის თავად მომეყოლა ყველაფერი და პირველი ქარიშხალი საკუთარ თავზე მიმეღო.
სახლში რომ მივედით უკვე თერთმეტი იყო ლამის. მამაჩემი ტლევიზორის წინ ყვინთავდა ჩვეულად, დედა კი რომელიღაც სერიალს უყურებდა უკან გადახვევით.

ისე მივეპარე სახლთან ვერაფერი გაიგეს. ბომბორამ ჩვენმა ფინიამ მიცნო და არც კი დაუყეფია. მხოლოდ ხმადაბლა წკმუტუნებდა სიხარულით.

_რაო ბომბორა რაო?_ მივეფერე ძაღლს.

_ ბომბორა?_ გაოცდა არისტო._ ამ ოჯახში უცნაური და შეუფერებელი სახელების დარქმევის ნიჭი გაქვთ აშკარად. _ ჩაეცინა.

_ არისტოფანესგან მესმის!_ დავეჯღანე მე. კართან მისულს ხელი ჩავავლე და გავაჩერე.

_ მოიცადე, რა ვუთხრა მშობლებს შენზე? ეს ვინაათქო? ნიცას გამო ისედაც გადამივლიან და მოდი არ ვიჩქაროთ, ჰა?_ ვთხოვე მორიდებით.

_ აბა მოვატყუო შენი მშობლები?_ იუარა არისტომ.

_ ჩემბმა რომ იციან სიმართლე, კარგია?_ თვალები ისე დავაჭყიტე, კინაღამ ბუდეებიდან გადმომცვივდა.

_ რას ქვია იციან?_ ავჯუჯღუნდი ჩურჩულით. _შენ ხომ არ გადაირიე?ანუ ისიც იციან ვინ ვარ, აი მორგიც, პროქტოლოგიც და ზანზალაკებიც?

_ მაგის გარეშე როგორ იქნებოდა?_ ერთი გულიანი გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა.

_ვაიმე დედა!_ ამოვიოხრე საწყლად, აშკარად არ ვიყავი მზად, რომ მისი ოჯახსთვის თვალებში ჩამეხედა.

მაგრამ ახლა მთავარი იმ დღეს გადარჩენა იყო.

_ხვალემ იფიქროს ხვალისა! _ ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და კარები ღიმილით გავაღე.

_ დედააა!_ ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა დედას._ აქ საიდან გაჩნდი?

მაგრად ჩამეხუტა და გაოცებით გახედა ჩვენი ჭერისთვის მგონი ზედმეტად მაღალ სტუმარს.

_ დე, გაიცანი არისტოფანე, ესა.. ჩემი... ექიმია!_ ვერაფრით ვაიძულე საკუთარ თავს შეყვარებულის თქმა.
არისტო მოგვიახლოვდა და თამამად მომხვია წელზე ხელი.

_ მშიშარა!_ მხოლოდ ტუჩებისმოძრაობით მითხრა. დედაჩემს კი თვალისმომჭრელად გაუღიმა და ხელი გაუწოდა.

_ გამარჯობა ქალბატონო ლეილა,_ გაოცებით ავხედე, საიდან იცოდა დედაჩემის სახელი?_ როგორც იქნა გაგიცანით, მე თქვენი ქალიშვილის შეყვარებული ვარ!
წელზე მოხვეულ ხელში ფრჩხილები ჩავასვე.

_ შეწყვიტე!_ მითხრა მკაცრად._ მე არავის მოტყუებას არ ვაპირებ! შეწყვიტე, მტკივა!

დედამ ცოტა ხანს გვიყურა და თვალები დამიბრიალა.

_ კლანჭები გაუშვი ბიჭს, აფთარო!_ არისტოს კი თბილად გაუღიმა. აშკარად მოიხიბლა მისით.

_ სულ ასე იცის, სულ იტყუება და მავნებლობს თავის გადასარჩენად, ბავშვობიდან ასეთი თავქარიანია. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი გადაწყვეტილება სწორია?! რა ვიცი შემდეგ არ ინანით!_ ვერაფერს იტყვი, დედამ ამაზე ნაკლებად არ უნდა დაახასიათოს შვილი.

_ დედააა!_ შევუწყერი და არისტოს მკლავს ფრჩხილები გავუშვი.

მამას გავხედე და თვალებდავიწროვებული ქორივით მოგვჩერებოდა. სიმწრის
ნერწყვი ყელში გამეჩხირა .

_ გამარჯობა მამა!_ მივესალმე აფერისტული ღიმილით.

_ ჰოოო, თავს სასიძო დაგვდგომია! დატრიალდი ლეილა!_ ვინც მამაჩემს არ იცნობდა, იმას შეიძლება მისი სიტყვები გულთბილ მიპატიჟებად მიეღო, მაგრამ მე მის ირონიულ ტონს საკმაოდ კარგად ვცნობდი. სულ ასე იცოდა, უკმაყოფილების გამოსახატავად უკუღმა ლაპარაკობდა ხოლმე.

_მამა რას ამბობ, რა სასიძო, არა..._ მაგრამ ვინ დამაცადა. მგონი არისტო უბრალოდ შურს ძიობდა ჩემზე და სადმე ბაღის ბოლოზე საფლავიც ჰქონდა ჩემთვის წინასწარ გათხრილი.

_ დიახ ბატონო ვალოდია, სწორედ მაგისთვის ჩამოვედი აქ და რახან დამასწარით, ბარემ გაგიმხელთ კიდეც, თქვენი შვილის ხელი უნდა გთხოვოთ!_ ახლა კი შემომაკვდებოდა ეს საძაგელი!

_ რას ამბობ არისტოფანე!_ ხმა გავიმკაცრე.

_ იმას, რაცაა!_ ნიშნისმოგებით ჩამხედა თვალებში.

_ ოჰოოო, ესენი აღარ ხუმრობენ!_ ნიცას ბეჭედს დაადგა მამაჩემმა თვალი.

_ აუ ეს კიდე ხელზე მიკეთია?_ შევიცხადე მე. ისეთი არანორმალური სისწრაფით ვითარდებოდა მოვლენები და იმ მიმართულებით, როგორსაც საერთოდაც არ მოველოდი აქეთ როცა მოვდიოდით.

_ რა ლამაზია!_ დედჩემმა ხელზე ხელი მომკიდა და ბეჭედი თვალებთან მიიტანა.

_ ახლა შენს სასიძოსაც მასე გავალამაზებ!_ ავად გაუღიმა მამაჩემმა დედას და აქ კი მიმტყუნა მოთმინებამ.

_ ჩემი არაა, გესმით? ეს ბეჭედი! ნიცასია, ნიცასი!_ ავყვირდი გაბრაზებული.

_ ნიცა რაღა შუაშია?_ ახლა უარესად აიჯაგრა მამა.

_ რა შუაშია კი არა თავშია! მასაც საქმრო ჰყავს!_ ამ "ც"_მ ხომ საერთოდ უაზროდ იცის ხოლმე გამოხტომა.

_ მასაც?! ოჰო რა ყოჩაღი შვილები მყავს, ორივე არ დაწყვილებულა?!_ მაშინვე დაიჭირა მთავარი მესიჯი მამამ.
ბეჭედი უკეთ გამოსაჩენად მაღლა აღვმართე.

_ არა, მე მინდოდა მეთქვა, რომ.._ სიტყვა არ მქონდა დასრულებული, რომ კარი გაიღო და ოთახში შეფუთნული ნიცა შემოვიდა. რომელსაც ხელი მაგრად ჩაეჭიდა კაი კატოსთვის.

_ საღამო მშვიდობისა ოჯახო!_ ჩვეული ცქრიალა და თამამი ხმით მოგვესალმა ყველას და ბედნიერად გვახარა.

_ მომილიცეთ, გავბედნიერდით!

მამაჩემს წარბებიც ასძვრა, სკალპიც და მგონი მთლიანად თავიც მოსწყდა და მიუნჰაუზენის ყუმბარასავით პირდაპირი რეისით გაუფრინდა მთვარეზე.

_ მომეცი აქ ჩემი ბეჭედი!_ მეცა ჯერ ისევ ძახილისნიშანივით აღმართულ არათითზე ნიცა და თავისი ბეჭედი ამაცალა. მხიარულად ჩამოიცვა თითზე და უცოდველი ღიმილით შეჰღიმა თავის "კატუსიას".
საზიზღარი, როგორ მშურდა იმ წამს მისი გამბედაობის!

_ გამარჯობა მოყვრებო! მე გახლავართ არისტოფანე
კახიანი!_ მოულოდნელად ოთახში კახიანების და სავარაუდოდ კატოების საგვარეულოც შემოლაგდა.

_ რა ჯანდაბა ხდება აქ?_ გაისმა უცებ ბებიაჩემის ხმა. რომელიც საიდან გაჩნდა შუა ოთახში თმაში ბიგუწებ გარჭობილი ვეაფრით გავიაზრე.

_ ვინმემ არისტოფანე ახსენა?!_ იკითხა მან და ყველა სათითაოდ მოგვათვალიერა. ხელში ჩემი არისტოფანე კატა ეჭირა თან და თავზე ნაზად ეფერებოდა.

ეს ოთახი მგონი უკვე ყველას გვიჭერდა. არისტოს ავხედე და მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა.

სრულ სიჩუმეში, როცა ყველა ერთმანეთს ვბურღავდით გამჭოლი მზერით. ეზოდან ხმა გაისმა.

_ ვალოოო, ჰაი ვალოოო!_ოთახის კარი ჩვენმა ძველმა მეზობელმა მგელუკა მგელაძემ შემოგვიღო. რომელსაც დიდ მეჩანგლედ იცნობდნენ სოფელში და ისე ბოლი არ ავარდებოდა ბუხრიდან, რომ კაცმა არ იცის საიდან, მაგრამ მგელუკა მაშინვე თავით დაერჭობოდა, მოსალოდნელი მუცლის ამოყორვის მოლოდინში. თავი გვქონდა მისგან მობეზრებული, თორემ ისე ცუდი კაცი არ იყო. სიმღერაც კაი იცოდა. ახლაც გიტარააკიდებული გამოგვეცხადა. რომ ქეიფისას თავის განუყრელი ჰიტით გადაეხადა მადლობა მასპინძლობისთვის.
"დღეს აქანე ვიქეიფოთ , ხვალ კი იქინეო,
ზეგ ვიღაცა დაგვპატიჟებს
მისი ჭირიმეო.." აი სწორედ ამ სიმღერას მღეროდა ყველაზე ტკბილად მგელუკა.

_ აქა მშვიდობაა!_ თქვა დაბნეულმა და უცხო ხალხით სავსე ოთახი მოათვალიერა.

_ ქეიფია რამე?_ თამამად იკითხა და შემოაბიჯა.

_ ჯოჯოხეთს ერთი მაშხალაღა აკლდა!_ ხელები სტუმართმოყვარე კაცივით გაშალა მამამ.

მეტი ვეღარ გავძელი. გიჟივით ავხარხარდი და იქვე კედელთან ჩავიკეცე გადაბჟირებული.

14

_ ეს საბოლოოდ გადადგა ჭკუიდან?_
გამომხედა ბებიაჩემმა_ მიდი, ჩასკუპდი და გაიქეცი გარეთ არისტოფანე!
არისტოს გაეღიმა, მაგრამ ბაბუამისი კი შეკრთა.
კი ალბათ რთულია, შენი სეხნია კატა რომ არსებობს შენს სანაცნობოში.

_ ვინმე ამიხსნის რა წვეულებაა?_ ერთი მგელუკა არ კარგავდა მხიარულ განწყობას დროსტარების მოლოდინში.
თან ოთახის ათვალიერებდა, გაშლილ სუფრას ეძებდა თვალით, რომ საუკეთესო ადგილი დაეკავებინა. ანუ ადგილი მწვადის ან მსგავსი ხორციანი კერძის სიახლოვეს.

_ თუ კაცი ხარ მგელუკა, შენ მაინც დამანებე თავი!_ ამოიოხრა მამაჩემმა და დივანზე ჩამოჯდა საბოლოოდ აჭრილი და არეული.

_ მობრძანდით ბატონებო!_ მოიპატიჟა დედაჩემმა მოულოდნელი სტუმრები.

_ გაუშვი გოგო ხელი!_ დაუცაცხანა უცებ კაიზე ჩაფრენილ ნიცას._ რა იყო, რამ გადაგრით ორივე? ერთად მოინდომეთ მამათქვენის გაგიჟება?! ახლა მე მომიბრუნდა ქორული მზერით.
კაიანი და არისტოფანე მართლა მორიდებით ჩამოჯდნენ მაგიდასთან.
ქეთევანი და სავარაუდოდ კაის ბებია კი დივანზე დასხდნენ.

მხოლოდ ბებიაჩემი და მგელუკა იდგნენ ფეხზე. რადგან ვერცერთი ვერ ხვდებოდა, რა ჯანდაბა ხდებოდა.

_ ბატონო ვალოდია!_ გადახედა არისტოფანემ მამას._ ჩვენთვისაც თქვენსავით მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი!

_ მოულოდნელი?!_ თითქოს ჰკითხა მამამ და იდაყვით მუხლს დაეყრდნო.

_ დიახ, ბატონი კაიენი, ანუ კაის ბაბუა, ლამის ერთი წელია თავის შვილიშვილს და მემკვიდრეს გამწარებული ეძებს.

_ რას ჰქვია ეძებს? _ ახლა მთლად გადაირია მამაჩემი.

_ დიახ, კაიმ ოჯახი თქვენი გოგონას გამო მიატოვა. მემკვიდრეობაზეც უარი განაცხადა და სამშობლოში დაბრუნებაზეც!_ უკეთ გაარკვია არისტოფანემ მამა.

_ ოჰო?!_ შევატყვე, მამას ესიამოვნა მისი სიტყვები. შემფასებლურად გახედა კაის, შემდეგ არისტოს დააკვირდა.

_ და ეს?_ ახლა მასზე მიანიშნა თავით.

_ ჰოო, აქაც ბედის ამბავია! თუმცა არც ამ შემთხვევაში ვიყავით მზად, რადგან სულ ახლახანს დაშორდა ცოლს!_ უფროს არისტოფანეს წამითაც კი არ უფიქრია, რაიმე ოდნავ მაინც დაემალა.
ვერაფერს იტყვი, პატიოსანი კაცი ნამდვილად იყო.

_ თქვენი ქალიშვილი გრიგალივით დაეცა თავს და გასაქანი აღარ მისცა!_ აშკარად ერთობოდა ჩემზე საუბრისას.

_ რაო?_ წამოიწია მამა. გაოცებით გამომხედა.

_ მასეც ვერ ვიტყვით, _ მხრები ავიჩეჩე მე. _ უბრალოდ რაღაცეები ერთამანეთს დაემთხვა.

_ მიავ! მიავ! მიავ!_ ფეხებში გამეგლისნა არისტო კატა. რამდენჯერმე მოვიშორე, მაგრამ ორ ფეხზე დადგა და ჩამომკაწრა წვივზე.

_ არისტოფანე შე საძაგელო, გადი თორემ მოგამტვრევ თათებს!_გავუბრაზდი და მერეღა გამახსენდა,რა უხერხული იყო ჩემი სიტყვები. მამაჩემმა თავი უიმედოდ გადააქნია.

_ ბატონო ვალოდია, ბატონი კაიანი თქვენსავით აღშფოთებულია და ამ ურთიერთობას ნაჩქარევს უწოდებს!_ გადმოუთარგმნა უფროსმა არისტოფანემ მეგობრის სიტყვები მამას.

_ იქნებ სჯობდეს ახალგაზრდებმა ცოტა მოიცადონ? კაი სამშობლოში დაბრუნდეს და დაწყებული სწავლა დაამთავროს. გოგონამაც ჯერ განათლებაზე იზრუნოს. ვიცით, რომ სტომატოლოგობას აპირებს და ჩვენ შეგვიძლია ხელიც შევუწყოთ მას კარიერაში._ არც მაინცდამაინც სასიამოვნოდ ჟღერდა ეს სიტყვები. უფრო იმის იმედი გამოსჭვიოდა, რომ ამ ერთი შხედვით დროებითი განშორებით წყვილის დაშლას მოახერხებდნენ. თანაც თუ კაი ბაბუამისს გაჰყვებოდა, მეეჭვება როდესმე დაბრუნება მოეხერხებინა.

_ არ გამოვა მქიდან არაფერი!_ გაისმა უცებ კაის გამართული ქართულით ნათქვამი მკაცრი სიტყვები.
ჩანთიდან ქორწინების მოწმობა ამოიღო და გაცეცხლებულ ბაბუამისს თვალებზე ააფარა.

_ სამწუხაროდ თქვენ სხვა გზა არ დამიტოვეთ._ ნიცას ხელი ჩაჰკიდა და მამაჩემისკენ შებრუნდა.
_ ბატონო ვალოდია, დიდი ბოდიში, ყველაფერი ტრადიციულად გვსურდა, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში ჩამაყენა საკუთარმა ოჯახმა_ ოჯახი ოდნავ ირონიულად ახსენა.

_ არც ერთი სიტყვა არ დაიჯეროთ მათი ნათქვამი! მე თუ საქართველოს დავტოვებ, აქ დაბრუნების შესაძლებლობას მომისპობენ! მე კი ნიცა მიყვარს, თავს მირჩევნია! პატივი დამდეთ და მიმიღეთ თქვენს შვილად!

პატივისცემის მიშნად მისი წესისამებრ თავი დახარა მამაჩემის წინ. მამა წამოდგა და ოთახში ყველა დაიძაბა. არავის და მათ შორის არც მე, არაფერი კარგის მოლოდინი არ გვქონდა მამაჩემის
შეკრულ წარბებს რომ ვუყურებდით.
კაის წინ დადგა და თვალი თვალში გაუყარა.
კაიზე ერთი შეხედვით ვერავინ იტყოდა, რომ ამდენად გაბედული და მამაცი იყო. მამამ ხელი ასწია და ნერვიულობამ მუხლებში ჟრუანტელად დამიარა, ნიცაც წინ წაიწია, მაგრამ კაიმ ხელით გააჩერა და ისე რომ მამაჩემის თვალების ალებისთვის თვალი არ მოუშორებია აწ უკვე ცოლი შეაჩერა.
კაიენიც დაძაბული წამოდგა, მაგრამ მამა არ შეუჩერებია.
მამამ ხელი ასწია და მძიმედ დაუშვა კაის მარჯვენა მხარზე. კაის თვალიც არ დაუხამხამებია.

_ კაცი შენ ყოფილხარ და ქუდიც შენ გხურებია!_ უთხრა მამამ და გაუღიმა.
კაიმაც გაიღიმა და შვებით ამოისუნთქა.
მამა კაიენისკენ და არისტოფანესკენ მობრუნდა.

_ ბატონო არისტო გადაეცით ამ ბატონს, მე ვიღებ ბავშვების გადაწყვეტილებას, და პასუხისმგებლობასაც ვაცნობიერებ. რაც შეეხება მის მემკვიდრეობას, რომლის შესაფერისადაც , როგორც სჩანს ჩემს მშვენიერ გოგონას არ მიიჩნევს, ჩვენ ის არაფერში გვჭირდება.
და შეუძლია ამაზე არ ინერვიულოს. სხვა მხრივ თუ შეეცდება, რომ ჩემს შვილებს ცხოვრება გაურთულოს, საქმე ჩემთან ექნება! მგონი გასაგებია ყველაფერი? ახლა კი ან პატივისცემით დარჩით და პატივისცემითვე გიმასპინძლებთ, ან არა და კარიც ღიაა და გზაც ფართოა!
არისტოფანემ ნათქვამი ალბათ სიტყვასიტყვით თარგმნა, და კაიენი კმაყოფილი არ დარჩა. წამოხტა, კაის წინ გაჩერდა. რამდენიმე სიტყვა უთხრა იაპონურად და ოთახიდან გავარდა. არისტოფანე უფროსის და მისი ცოლოს გარდა ყველა უკან გაჰყვა.

_ ბატონო ვალოდია, გილოცავთ სულით და გულით, ახლა იმედია მომიტევებთ, რომ უნდა დაგტოვოთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენც მალე მოგვიწევს კვლავ შეხვედრა!_ თავი დაუკრა მამას და ცოლთან ერთად მეგობარს და კოლეგას უკან გაჰყვა.

_ არც მქონია იმედი, რომ მხარს დამიჭერდნენ!_ ჩაილაპარაკა იმედგაცრუებით კაიმ.

_ არ იდარდო საყვარელო!_ ნიცა ჩაეხუტა._ ყველაფერი მოგვარდება. აი ნახავ!

_ ანუ არ ვქეიფობთ?_ ყველამ მგელუკას გავხედეთ.

_ არ ვქეიფობთ? _ გაეცინა მამას_ ასეთი ვაჟკაცი სიძე შევიძინე და ასე გგონია, არ ვიქეიფებ? მაგრამ მგელუკა კიკინე კიკინეს გავიგონებ დღეს შენგან და ცოცხალი ვერ გამასწრებ აქიდან, იცოდე!

მამა მაგიდას მიუჯდა. კაი, არისტო და მგელუკაც მოისვა და ისეთი ქეიფი გააჩაღა, რამდენჯერმე მოვისრისე თვალები, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ არ მესიზმრებოდა ეს ყველაფერი.

არისტომ მეორე დღეს დაგვტოვა, აი ნიცა და კაი კი კარგა ხნით დარჩნენ. განა მარტო მე, მთელ სოფელს უკვირდა მამის გულწრფელი სიხარული და უცნაური კმაყოფილება.

_ შენ არ იყავი ვალო, რომ გაიძახოდი ქართველი მხოლოდ ქართველთანო? ჯიშიო და ჯილაგიო?! _გაკენწლა ერთ დილას სანდრიკამ მამა, როცა ის კაისთან ერთად გამოვიდა ეზოდან.

_ კაიც ქართველია, სულით ქართველი! და შენზე მეტად თუ არა ნაკლებად არ უყვარს ჩემი სამშობლო!_ მხარზე დაჰკრა ხელი მამამ სიძეს. ერთი სიტყვით ნიცას სითამამემ და გამბედაობამ მისი სიყვარული გადაარჩინა. მას რომ ჩემთვის დაეჯერებინა, ან ჩემსავით მშიშარა ყოფილიყო, ალბათ კაის დაკარგავდა.
კიდევ კარგი, რომ ის მე არ მგავდა.
მეც მალევე დავბრუნდი.სამსახური მიხმობდა. იო ღიმილით შემხვდა.

_ აჰა, რომ ხარ პანიკიორი! მოგვარდა თუ არა ყველაფერი?!_ თავი დავუქნიე.

_ რას წარმოვიდგენდი, თუ მამაჩემს ასე მოეწონებოდა კაი?_ ჩავიბურდღუნე დამნაშავესავით.

_ მამაშენს კაი კი არ მოეწონა, თუმცა არც უმაგისობაა. მაგრამ არა! უბრალოდ შვილს დაუჭირა მხარი. თანაც იმ გაბღენძილი იაპონელის ჯინაზეც მოიქცა მგონი ასე! ვის შვილს იწუნებ შენო!_ გადაიხარხარა იომ._ ყოჩაღ ვალოს! კაცური კაცია და არ ეშლება საქციელი! უჰ რა მომენატარა მამაშენთან ქეიფი და ის კიკინე მეზობელი რომ გყავთ, რაო არ დაესწრო ქეიფს?

_ ეგ როგორ დააკლდებოდა სუფრას!_ გამეცინა მე._ უმაგისოდ არც შეგვერგება ლუკმა!

_ ის მითხარი, შენმა ექიმმა თუ მოიგო მამაშენის გული?_ ახლა არისტოს ბედით დაინტერესდა ჩემი ჭორიკანა ძმაკაცი.

_ ოოო, მამა დიდად არ მოიხიბლა მისი პირველი ცოლით!_ სიმწრით გამეცინა მე.

_ სამაგიეროდ შენ გატყობ , მოხიბლულიც ხარ და გადახიბლულიც, არა?
_ იოო, მგონი მიყვარს! მაგრამ ვერაფრით ვიჯერებ, იმ ყველაფრის შემდეგ, თუ მასაც ვუყვარვარ. სულ მგონია, რომ მოწყენილობისას გადავეყარე და ერთობა ჩემი თავქარიანობით. და ერთ წამსაც ადგება და ისევე მოულოდნელად გაქრება, როგორც გაჩნდა!_ მოვიწყინე მე. არადა მართალს ვამბობდი. უფრო სწორედ იმას ვამბობდი, რასაც ვფიქრობდი.

ვერაფრით ვიგებდი, რამ მოხიბლა ჩემში არისტო, და მგონი მე კი არა, თავადაც ვერ ხვდებოდა ამას და თავადაც ჩემსავით უკვირდა.

_ იცი რას გეტყვი? _ შემომწყრა იო_ ძალიან ბევრს ფიქრობ და სამყაროსაც შენი ფიქრების მიხედვით წელავ და გრიხავ.
ყველაფერს რატომ ართულებ? მაგრამ შენ ყოველთვის ასეთი იყავი.

_ კარგი რა.._ კიდევ მინდოდა ცოტა მეწუწუნა, მაგრამ იოანემ თავი გააქნია.

_ ადე, წადი საქმეს მიხედე, ლაქლაქში კი არ გიხდი აქ ხელფასს! _ თვალები გადავაბრუნე, თავად დაიწყო ჭორაობა და ბოლოს ჭორიკანად ისევ მე გამომიყვანა, როგორც ყოველთვის!

დრო გადიოდა და მე და არისტო ერთმანეთს ვხვდებოდით. ნიცამ და კაიმ სახლი იქირავეს და გადავიდნენ.
კაიმ გამომიცხადა:

_ ცალკე ბუდეს ვიწყობთო!_ აი ზუსტად ამ სიტყვებით.
და დავრჩით. მხოლოდ მე და არისტო ( კატა).
ბებიაც კი სოფელში გადაბარგდა, თქვა ამ ზამთარს იქ გავატარებ და გაზაფხულზე დავბრუნდებიო.

მამა ჩემი სიყვარულის ამბებში აღარ ჩარეულა. კაის არსებობამ თითქოს დააფიქრა და ყველაფერი ერთბაშად გადააფასა.

მე კი იმდენად მეშინოდა შეცდომების დაშვების, ყველა სიტყვას და მოქმედებას ასჯერ ვზომავდი და ვწონიდი.

_ რა გჭირს?_ მკითხა ერთხელ მოულოდნელად არისტომ და დაფიქრებულმა გამომხედა. _ ასეთი გრძნობა მაქვს, რომ რაღაცას გაიძულებ. თითქოს ძალით ხარ ჩემს გვერდით. აღარც ძველებურად მხიარული ხარ, აღარც პირდაპირი! ვეღარ გცნობ ნაზი!

_მე, ვცდილობ ნორმალური გოგოსავით მოვიქცე. _ თვალი ავარიდე და მანქანის ფანჯრიდან გავიხედე.

_ ეგ რას ნიშნავს?_ მკითხა და გულში ჩამიკრა.

_ რას და აღარ მინდა სულელური შეცდომების დაშვება!_ სახე ისევ ავარიდე_ მეშინია, რომ ჩემი უცნაურობა დაგღლის. იმისაც მეშინია, რომ კაიანივით ბაბუაშენი და შენი ოჯახი არ მიმიღებს.

სავარძელს მიეყრდნო და დაფიქრდა.

_ არ მეგონა ამდენი კომპლექსები თუ გტანჯავდნენ!_ თქვა ფიქრის შემდეგ._ მე შენში ზუსტად შენი თავისუფლება და უცნაურობა შემიყვარდა.

გამომხედა და გამიღიმა.
_ ანუ ბაბუაჩემზე ნერვიულობ?

_ აბა არ ვინერვიულო? როგორ მაღიაროს კაცმა, ვისი სახელიც ჩემს კატას ჰქვია? მგონი ვერ მიტანს!_ ლამის ტირილი დავიწყე. ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს.

_ ოხ ნაზიიი! კარგი! წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო! ჯერ კი ადრეა მაგრამ არაუშავს, საათით წინ და საათით უკან!_ პასუხს არც კი დალოდებია, მანქანა დაქოქა და გააქროლა.

მანქანა მოზრდილი ჭიშკრის წინ გააჩერა. გადავიდა და წამოდიო დამიძახა. ჯერ მანქანიდან დავზვერე გარემო. ვერ მივხვდი სად ვიყავით. კარი პაროლით გამოაღო და თავით მანიშნა გადმოდიო.
გადავედი და თან საკუთარ თავს გულში პირობა ჩამოვართვი, რომ გააზრებულად გადამედგა ყოველი ნაბიჯი.
არისტო მართალი იყო, მეტისმეტად ვიყავი დასტრესილი, იმ ჯერ არჩადენილი სისულელის შიშით, რომელსაც კაცმა არ იცის ჩავიდენდი თუ არა. მაგრამ ალბათ უფრო ჩავიდენდი!

კარი შეაღო და შემიყვანა.

_ კეთილი იყოს შენი მობრძანება!_ გამიღიმა თავისი საფირმო მშვენიერი ღიმილით.

_ სად?_ უარესად დამაბნია მისმა მიპატიჟებამ.

_ ჩემი მშობლების სახლში!_ თვალი ჩამიკრა მან. ამის თქმა იყო და თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. ადგილზე გავიყინე.

_ არაა!_ ვუთხარი და უკან დავიხიე.

_ კიიი!_ თავი დამიქნია მან და კარი დახურა.

_ შანსი არაა! ამისთვის მზად არ ვარ!_ გავერიდე რამდენიმე ნაბიჯით.

_ მასე თუ გააგრძელებ, არც არასდროს იქნები მზად!_ მითხრა მან და გაჩერდა თვალებმოჭუტული.

_ კარგი! შენი სიჯიუტის ამბავი რომ ვიცი, ძალით ვერ შეგიყვან! როგორც ნახე კარს პაროლი აღებს! აქიდან ვერ წახვალ.
დაჯექი და დამშვიდდი. როცა მზად იქნები, მე იქ ვარ და შემოდი. თითით ლამაზ სახლზე მანიშნა და იქვე დამტოვა.

_ არისტო, არისტოფანე! _დავუძახე, მაგრამ არ მობრუნდა. მე კი მისი მშობლების სახლში შესვლას არაფრით არ ვაპირებდი.
არისტო სახლში შევიდა და კარი ღია დატოვა.
მე კი ეზო მოვათვალიერე.
იქვე მოზრდილ აუზთან სკამები დავინახე და ჩამოვჯექი. ჩემდა გასაოცრად ზამთრის მიუხედავად, რატომღაც აუზი სავსე იყო და თანაც კრიალი გაუდიოდა. შიგნიდან განათებულ წყალს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ არისტო მიხვდებოდა, შესვლას რომ არ ვაპირებდი და გამოვიდოდა, აბა რას იზამდა?

თავიდან არაფერი. სუფთა ჰაერზე ჯდომა კიდეც მესიამოვნა, მაგრამ ცოტა ხანში შემაცია , ხელები გამეყინა.
ბრაზით გავხედე სახლს. და წარმოვიდგინე როგორ თბილოდა შიგნით.
მაგრამ არისტოფანესთან ერთად ვერ გავბედე შესვლა და მარტო შევიდოდი? შანსი არ იყო! მოულოდნელად რაღაცნაირი ხრიალის ხმა მომესმა. თავიდან ვერც მივხვდი რა იყო და ყურადღება არც მიმიქცევია, მაგრამ რომ აღარ გაჩერდა, ხმას თვალი მივადევნე და მეორე სართულის აუზზე გადმომავალ აივანს ავხედე.
აივანზე ძაღლისმაგვარი გაწეწილი ღია ყავისფერი არსება ცქმუტავდა და ხტოდა. აშკარად მე მიღრენდა თუ მიყეფდა. გაფუჭებული სათამაშოსავით ხრიალებდა. გამეცინა, რომ მიხვდა შევამჩნიე უფრო ახრიალდა.
სახე დამემანჭა , ცხოველები სასწაულად მიყვარს, მაგრამ ასეთი უცნაური მანამდე არაფერი მენახა.
ძაღლმა მოულოდნელად აივანი დატოვა.

_ ეს რა ჯანდაბა იყო? _ ჩავილაპარაკე გაოცებულმა
ამდენი ფულის პატრონებს ასეთი ძაღლი ეკადრებოდათ?! ამ ფიქრებში ვიყავი, რომ სახლიდან ისარივით გამოვარდა ის მახინჯი ძაღლუკა და ავი ხრიალით პირდაპირ მე მომაშურა. შემცბარი წამოვხტი ფეხზე. კი არ შემშინებია, მაგრამ სულ არ მსურდა ის პაწაწინა ნემსებივით წვეტიანი კბილები ჩემთვის ფეხში ჩაესო. ამიტომ როცა სახიფათო მანძილზე მომიახლოვდა უბრალოდ გვერდზე გავხტი. ის კი ისარივით გადაეშვა ყინულივით ცივ წყალში.
ჯერ გაოცებულმა გავაჭყიტე თვალები. მერე კი, როცა დავინახე წკავწკავით აფართხალდა და ფსკერისკენ დაეშვა, გული მომეწურა. შემეცოდა და ამოვიოხრე და დაუფიქრებლად გადავხტი წყალში. პირველი გაოცება ის იყო, რომ წყალი ცივი კი არა თბილი, ლამის ცხელიც კი იყო.
ჰმ, ეს პომპეზური ელიტა! ხედავ შენა?! ეჰ, ნეტა ასეთი აუზი მეც მქონდეს! ასეთი აბდაუბდა ფიქრებით ჩავყვინთე. იმ საცოდავ არსებას კიკინად შეკრულ ქოჩორში დავწვდი და ამოვყვინთე. თქვენ გინახავთ ძაღლი, რომელმაც ცურვა არ იცის? მე ასეთი ძაღლი ხელში მეჭირა.
ამოვყვინთე და რას ვხედავ?! კახიანების მთელი საგვარეულო და სამეგობრო, გამოპრანჭულ_ გამოკვანწული აუზის გარშემო არ შეკრებილა? და ისეთი ინტერესით დამჩერებიან, თითქოს იმ გაპუწულ ძაღლს კი არა ვშველიდე, საქვეყნო მაშტაბის სამაშველო ოპერაციას ვატარებდე.
სახე მომეღრიცა. მთლა უფროსმა არისტოფანემ ყურადღებით რომ შემათვალიერა და ჩემს ხელში არსებული არსება ამოიცნო მოულოდნელად შეშფოთებულმა იყვირა.

_ ნაზიკოო, ეს რა მოგსვლიაა!_ ოხ, მამაჩემოოო! ნაზი, ნაზიკო, კარგი რაა! სახელი დაილია ამ სამყაროში?!
ჩემი არისტო დაიხარა და ხელი გამომიწოდა. იმ თბილი წყლიდან ამოსულს გამაკანკალა.

_ ნაზიი, ჩემო საწყალო გოგო!_ ფუმფულა პირასახოცი საიდან მოარბენინა ასე წამში აზრზე არა ვარ, მაგრამ მხოლოდ უფროსი არიტოფანე მიხვდა, რომ ვიყინებოდი და მშრალი ვარდისფერი პირსახოცით გამოემართა ჩემკენ.
მეც თბილი ღიმილი გადამეფინა სახეზე. რა საყვარელი ყოფილა ეს კაცი მეთქი! ესეც კი გავიფიქრე. მაგრამ ღიმილი სახეზე შემაშრა, შემეყინა და ნამსხვრევებად ჩამომეფშვნა, როცა ამ ღორჯო კაცმა, ჩემს ნაცვლად, პირსახოცი იმ გაპუწკულ, მახინჯ ძაღლს მოახვია. გულში ჩაიკრა, მადლობა მითხრა
და ზურგი მაქცია.

_ რა ჯანდაბა მოხდა ახლა?_ ავხედე ჩემს სიმპატიურ ექიმუნას. რომელიც მთელი ძალით ცდილობდა ღიმილის დაფარვას.

_ რა გაცინებს?!_ მე აშკარად არ მეცინებოდა.

_ კეთილი იყოს შენი დაბრუნება ქარიშხალო!_ მითხრა მან._ ბაბაუამ ეგ ჩიხუახუას ლეკვი თავშესაფრიდან იშვილა. წამო თან , გაცივდები, _ სახლისკენ წამიყვანა კბილებაკაწკაწებული.

_ მერე?_ ვკითხე, მივხვდი ყველაზე მთავარი წინ მელოდა.

_ ბაბუა თავშესაფარს აფინანსებს, და ხშირად მიდის ხოლმე იქ. ხოდა ეს ძაღლი ნახა, დაძინებას უპირებდნენ. პატრონს მიუტოვებია ქუჩაში. სიკვდილისპირას იყო, როცა იპოვნეს. მაგრამ გადარჩა და ბაბუამ წამოიყვანა.

_ ჩიხუახუა ქუჩაში მიატოვეს ამ ყინვაში?_ რა უგულო უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს უმწეო ძაღლი, რომელსაც გადარჩენის შანსიც კი არ აქვს, ზამთარში ქუჩაში გააგდო.

_ მერე, მერე?_ ვიგრძენი ამბის კულმინაციას მიუახლოვდა.

_ მერე ახალი ცხოვრება და ახალი სახელი, ხოდა ადგა და ნაზი დაარქვა!_ ტუჩებს თავი ვეღარ მოუყარა არისტოფანემ და ახარხარდა.

_ რაო?_ თვალები კინაღამ გადმომცვივდა, ეს შურისმაძიებელი კაცი, ეს ბოღმა ესა!

_ჩიხუახუას დაარქვა ჩემი სახელი? _ არისტომ ოთახის კარი გააღო და შემატარა.

_ ოჰ, რითაა ჩიხუახუა კატაზე ნაკლები ქალბატონო?_ აშკარად მაბრაზებდა.

_ მაგრამ მე ბაბუაჩემის სახელი დავარქვი კატას და არა მისი!_ არა კი არ მწყინდა, მაგრამ მაინც ვბრაზობდი.

_ ბაბუაშენსაც ყვარებია ოინები!_ ბოლოს მაინც გამეღიმა.

_ ხოოო, ჯერ საად ხარ!_ ისევ ეშმაკურად აუციმციმდა თვალები! მიდი გამოიცვალე და ჩამოდი._ ოთახიდან გავიდა. კარადა გავაღე და მივხვდი საკუთარი გარდიროფიდან მთავაზობდა სამოსის არჩევას. როგორია?! ორმეტრიანი არისტოფანეს შარვალი გამოვიღე და სარკეში ჩემს გვერდით გავშალე. გეფიცებით, შარვალი იყო ჩემი სიგრძე! ამოვიოხრე. სველს და გათოშილს მაინც სჯობდა. თანაც პირველი შემთხვევა ხომ არ იყო, როცა მისი ტანსაცმელი მეცვა! ავდექი და შავი სპორტულები გადავიცვი. და სარკეში ჩავიხედე. აი ხომ მეგონა, რომ მათთან თავის შერცხვენაზე იმუნიტეტი მქონდა, მაგრამ საკუთარ ანარეკლს რომ შევავლე თვალი, მივხვდი მთლად ასეც არ იყო. ამოვიოხრე და ოთახიდან გამოვედი.
კიბეებს დავუყევი. ქვემოდან ხალხის ხმა ისმოდა. ნეტა რას აღნიშნავდნენ ამდენი ხალხი რომ მოეწვიათ, ანდა რატომ მომიყვანა არისტომ მაინცდამაინც ახლა აქ?
ვცადე, რაც შეიძლება უჩინარი ვყოფილიყავი. სტუმრებს უკან დავდექი და მიმოვიხედე. თვალებით არისტოს ვეძებდი.
მაგიდაზე ლამაზ პირამიდად დაეწყოთ შამპანურის ფუჟერები.

_ნწ,ნწ!_ გადავაქნიე თავი. _ ჩაქრა თქვენი პრონცკვა! ჩავიბუტბუტე და ერთი მაღალფეხიანი ოქროსფერი სითხით სავსე ჭიქა ავიღე. მოვსვი და მეგემრიელა.

_ ერთი ჭიქა რას გიზამს ვითომ, ჰა? _ ვკითხე საკუთარ თავს.

_ არც არაფერს, მეეჭვება შეძლო და დღეს კიდევ რამით შეირცხვინო თავი!_ მიპასუხა საკუთარმა თავმა.

_ ხოდა ძალიან კარგი!_ დავიმშვიდე სინდისი და შამპანური მოვსვი.
მერე კიდე ერთი ჭიქა და კიდევ ერთი!
და ბოლო რაც მახსოვს იმ საღამოდან ის იყო, რომ არისტოფანეს სცენიდან ვთხოვე ხელი და გული!

მორჩა, ამის შემდეგ აღარაფერი აღარ მახსოვს! ვიწექი სრულიად სიბნელეში და ერთადერთი იმის იმედი მაქონდა, რომ ეს უცნაური და სრულიად არარომანტიული მოგონება სიზმარი იყო. ვნატრობდი: შუქს რომ ავანთებ, საკუთარ სახლში და საძინებელში ვიწვემეთქი! მაგრამ მიუხედავად სრული სიბნელისა, სივრვის აღქმამ იმედი გამიცრუა. საბანს დავებღაუჭე და სახეზე ავიფარე.

_ არააა! ოღონდ ეს არა!_ ჩავიჩურჩულე საცოდავად.

_ რა გააკეთე? ეს რა ჯანდაბა გააკეთე?!_საკუთარი წარმოსახვითი მე ჩავწიხლე საწოლში.

_ გულიც ამერია ნეტა?_ წამით გავჩერდი და გახსენებას ვცადე, არაფრით გამახსენდა. როგორც წესი სწორედ მაგ მომენტამდე მახსოვს ხოლმე და მერე წკაპ! მეხსიერება ითიშება. და რახან არ მახსენდება, იქნება ამ სირცხვილს მაინც ავცდი, რასაც კახიანების სახლში მოწყობილ სცენაზე ჩანჩქეროს სიმღერა ჰქვია?!

_ ნუ გეშინია, გადარჩი!_ მომესმა სიბნელიდან ნაცნობი ხმა. და უფრო გავეხვიე საბანში.

_ კარგი, ნუღარ იმალები, ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს მაგ საბნიდან გამოძრომა!_ საბანს ქვემოთ დაქაჩა არისტომ.
ძალით გადამხადა და ჩემს გვერდით გაღიმებული დაწვა.

_ არც კი ვიცი, რა ვიფიქრო შენზე!_ წამოდგომას ვცადე და შემაკავა.

_ ეს მართლა გავაკეთე?_ ვკითხე საცოდავად. მან კი ღიმილით დამიქნია თავი.

_ მერე?_ ანუ მაინტერესებს რა რეაქცია ჰქონდათ მისიანებს. მე ხომ საბოლოოდ დავასამარე მათ წინ საკუთარი რეპუტაცია!

_ მერე?_ გამიღიმა თავისი კიწკიწა ღიმილით_ და მან თქვა დიახ!

_ რაო?_ ვიფიქრე, რომ მომესმა.

_ თანახმა ვარ!_ გაიცინა და ხელი ისე გამომიწოდა, რომ აშკარად ბეჭედი მთხოვა. მოვუყრუე.

_ შეგიძლია სახლდან ჩუმად გამაპარო?_ ვკითხე ჩურჩულით და ამ კითხვაზე ლამის გადაბჟირდა სიცილისგან.

_ არ შემიძლია! გადარეულო ეს წვეულება ისედაც შენთვის მოვაწყვე. მე მინდოდა, ყველას თვალწინ შენთვის ცოლობა მეთხოვა! მაგრამ არ მაცადე! არაუშავს, შენებურადაც ძალიან მომეწონა!_ გავშრი, რა უნდა მეთხოვაო?

_ დამცინი არა?_ ვკითხე ნაწყენმა.

_აბა შენს თითებს დახედე!_ მითხრა სწრიოზულად. უზარმაზარი ბრჭყვიალათვლიანი ბეჭედი მეკეთა არათითზე.

_ ღადაობ?_ ეს დაცინვაზე უარესი იყო მგონი.

_ შენ გგონია, დავიჯერებ? არა მართლა ასეთი სულელი გგონივარ?!_ მეწყინა თან ძალიან. რა საჭირო იყო ჩემი ასე გამასხარავება?!

_ შენ თავად ხუმრობდი, როცა ყველას თვალწინ მითხარი, მინდა ჩემი ქმარი იყოო?!_ ახლა უკვე თავადაც ბრაზობდა მგონი.

_ მართლა ეგრე გითხარი?!_ გამოდის საბოლოოდ მომიჭრია თავი.

_ შენ წარმოიდგინე და კი! და არ მოგცემ უფლებას, შენი შიშების და კომპლექსების გამო, შენი სიტყვები უკან წაიღო! დღეიდან ჩემი საცოლე ხარ!_ მითხა სრულიად სერიოზულად. დაიხარა და თამამად მაკოცა ტუჩებში.

_ ჩემი საცოლე!_ ჩაიცინა მხიარულად._ ნეტა ქორწილამდე თუ მივაღწევ მთელი?!

მისიანებს ისე დავემშვიდობე, თავიც კი არ ამიწევია მაღლა. ვგრძნობდი, როგორი ღიმილით მიყურებდა ყველა. და სწორედ ეს მახსენებდა წინაღამინდელ გიჟურ საქციელს.
სამზარეულოს რომ ჩავუარეთ გვერდით მომესმა, როგორ ეუბნებოდა არისტოფანეს ერთი ნათესავი მეორეს,

_ რა კარგი სიმღერა სცოდნია ჩვენს სარძლოსო!_ და ამეკვიატა ეს ფრაზა. ნეტავ მართლა სიმღერას გულისხმობდა, თუ არისტომ ჩემს დასამშვიდებლად მომატყუა და მე ჩვეულად იმ საბოლოო სამარცხვინო წერტილამდე მივედი?!

სახლში წაშლილი დავბრუნდი. ახლა აღარც ნიცა მყავდა, რომ დარდი მისთვის გამხილა.
კაიმ და ნიცამ
არაფრით მიიღეს არც მამაჩემის გულიანი და არც კაიანეს ქედმაღლური დახმარება და მომავალ ცხოვრებას თამამად შეხედეს თვალებში. რამდენადაც ნიცას ვიცნობდი, ის ყველაფერს შესძლებდა, კაიც საკმაოდ თამამი და უშიშარი აღმოჩნდა როგორც ვნახეთ. და დედაჩემისგან განსხვავებით, მე მათზე არ ვნერვიულობდი.
უბრალოდ მერჩივნა ჩემთან ერთად ეცხოვრათ, ასე მათაც ნაკლები ხარჯი ექნებოდათ და მეც მარტო აღარ ვიქნებოდი.
ერთი სიტყვით ყველაფერზე ვფიქრობდი, იმის გარდა, რომ ახლა დანიშნული ვიყავი.

ფანჯარასთან დავჯექი ჭიქა ჩაი მოვიდგი და ჩემს უზარმაზარ ბეჭედს დავაცქერდი.
არა, შეუძლებელი იყო ეს ყველაფერი რეალობა ყოფილიყო. რაღაცნაირად არ მჯეროდა, ეტყობა არისტოფანე მეხუმრა. აბა სხვანაირად როგორ შეიძლებოდა?
ნიცას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. სიხარულით აჭყიპინდა. სულ შტერი და დებილი მეძახა. მერე გამომიცხადა: იოს და ლოლას ვურეკავ და ახლავე შენთან მოვდივართო. უცებ მივხვდი, კაი სიძის ამპლუაში არასდროს ყოფილა ჩემთან. წამოვხტი და რაღაც_ რაღაცეების მომზადბა დავიწყე. ნიცას რა უჭირდა, ბალახბულახებს დავუწყობდი და ეყოფოდა, კაიც არ იყო დიდად მსუნაგი, მაგრამ იო და ლოლა? სულ ცოტა, ერთი ხორციანი კერძი მაინც უნდა მქონოდა. ვიფიქრე და კატლეტის გაკეთება მომინდა რატომღაც. ბეჭედი მოვიხსენი და გვერდზე დავიდე.

ხორცის სუნზე არისტოფანე მომეტუზა და ჯიუტი და შემტევი კნავილით ამიკლო.
ხან ფეხით მოვიგერიე, ხან დავუყვირე , მაგრამ ვერაფერი გავაწყწვე. ამ კატას ხორცის სუნი აგიჟებს მით უფრო, თუ გახსოვთ კატლეტებზე ეკეტება ეს პატარა სულელი ტვინი.

რაღაც მომენტში მივხვდი ბეჭედი აღარ იდო. მაგიდა მოვათვალიერე. მაგიდის ქვეშ შევიხედე, არსად არ იყო. უცნაურად ავღელდი. მაგრამ ჯერ სად იყო?! ჩემი გაგიჟება მაშინ უნდა გენახათ, როცა დივანზე დასკუპულ არისტოს პირიდან გამოჩრილ ბრძყვიალა ბეჭედს მოვკარი თვალი.
რგოლი პირში ედო და ბეჭდის თვალი გამოჩრილი ჰქონდა გარეთ.

_ ფისო, ფისოო,_ გავინაზე ხმა და მისკენ გადავდგი ერთი ნაბიჯი.

_ ჩემო ლამაზო და კარგო ფისოო, მომეცი ჩემი ბეჭედი! მომეცი და კატლეტს გაჭმევ! ვის უნდა კატლეტი?_ არისტომ ავად დაიკნავლა. აშკარად შურს ძიობდა წამის წინანდელი პანჩურის გამო.

_ მოდი ჩემთან!_ რაც შემეძლო ტკბილად და მშვიდად ვეხვეწებოდი. მან კი არწივივით დაიჭყივლა და სწრაფად გადაფრინდა დივნიდან. მეც მივყევი და რომ არ გამქცეოდა კუდში ჩავავლე ხელი.
ორივე გავსრიალდით იატაკზე და კედელს მივეხეთქეთ. ერთი
_ ვაუო!_ და ჩემი ნიშნობის ბეჭედი პირდაპირ ჩემს თვალწინ გადაეყლაპა ამ საძაგელ, მავნე კატას, რომელსაც ჭიის წამალსაც კი ომით და ათ წუთიანი ყელის მასაჟებით ძლივს ვაყლაპებდი ხოლმე.

_ მოგკლაააავ!_ დავკივლე დამფრთხალ კატას, მან კი წამი იხელთა და ხელიდან გამისხლტა.

იატაკზე წამოვჯექი. ზურგით კედელს მივეყრდენი და ღრმად დავიწყე სუნთქვა. ცოტა დავმშვიდდი.
რაღა აზრი ჰქონდა არისტოს დევნას? ახლა მხოლოდ ლოდინიღა დამრჩენოდა და ცალკე იმაზე უნდა მედარდა, რომ ვეტერინართან ვიზიტი არ დაგვჭირვებოდა.
მაგრამ როდის იყო ჩემი ამბები ასე მარტივად გვარდებოდა?! სრულიად ბედსშეგუებული წამოვდექი. ხელები დავიბანე და კატლეტის შეწვას შევუდექი. არისტო ისე იყო დამალული, არც გემრიელ სუნებზე გამოუყვია ცხვირი სამალავიდან.

ამასობაში ბავშვებიც ამოლაგდნენ.
მაგიდა გავშალეთ. ვამჩნევდი გოგოები და მითზე უფრო ჭორიკანა იო, როგორ მაკვირდებოდნენ ხელებზე და როგორ იჩეჩავდნენ მხრებს.

_ ჰო, კაი! მკითხეთ, რაც გინდათ. _ გამეცინა სიმწრით და მათგან გარდაუვალი დაცინვისთვის სულიერად შევემზადე.

ყველაფერი ისე ამომწოვეს, როგორც ვამპირებმა სისხლი.
ჩაბჟირებულები გორავდნენ დივანზე. მარტო კაი ინარჩუნებდა საღ აზრს, რისთვისაც მადლობა მინდოდა მომეხადა მისთვის მანამ სანამ ბეჭედზე არ მკითხა.
ტუჩები მოვიკვნიტე. აი ამ ამბის მთელი კულმინაცია!

_ ხოო, აბა გვაჩვენე სადაა ბეჭედი?_ ტაში შემოჰკრა ლოლამ.

_ ბეჭედი არისტომ გადაყლაპა!_ ყველა გაჩუმდა.

_ რომელმა?_დაძაბული ხმით ჩამეკითხა ნიცა.

_კატამ!_ ვუპასუხე მე სერიოზულად. და აი ამ მომენტში ყველა რომ სიბრალულით მომჩერებოდა, გაისმა კაის აუღელვებელი სიტყვები.

_ ჩემს ბიჭს, თუ ბიჭი მეყოლა, აუცილებლად არისტოფანეს დავარქმევ! თუ გოგო იქნება არისტოფანიას!_ და გადაბჟირდა სიცილით მთელი ოთახი. გეფიცებით კარადის თაროზე შემოდებული ბაბუაჩემი არისტოს ფოტოც კი გულიანად ხარხარებდა.




15



_ რატომ არ გიკეთია ბეჭედი?_ ისე ჩამაცივდა ეს ჩემი ცოდვით სავსე, რომ იძულებული გამხადა მეთქვა ბეჭდის იმჟამინდელი ადგილ_სამყოფელი. ერთი თვე ხან რა მოვიმიზეზე, ხან რა, მაგრამ ბოლოს იდეები შემომელია და ვაღიარე, რომ ბეჭედი მისივე სეხნია კატამ გადამიყლაპა. არა, კი დაგვიბრუნა დილითვე, თან სრულებით უვნებელი, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე ჩემს თავს მისი თითზე გაკეთება.
თქვენ რომ გენახათ საიდან ამოვიღე ჩემი სიყვარულის სიმბოლო, ალბათ უკეთ გამიგებდით, მაგრამ ახლა ამაზე არ დავონკრეტდები.

_ რაო? რა ქნა არისტომ?_ მე თავი დავუქნიე და მხრები ავიჩეჩე.

_ ისე, კაცმა რომ თქვას, სანამ დრო მაქვს, ხომ არ ჯობია უკან მოუხედავად გავიქცე შენგან ალქაჯო?!_ ამას კი ამბობდა, მაგრამ თან მეხვეოდა და გულში მიკრავდა.

_ რა გინდა? როცა ასი წლის შემდეგ მოკვდები, თამამად იტყვი, რომ ჯოჯოხეთი უკვე გამოვლილი გაქვს და პირდაპირ სამოთხეში მოხვდები სიძევ ბატონო!_ ჩაიკისკისა ნიცამ და მორიგი თეთრი კაბა გამოსწია საკიდიდან.

_ ვერ გავიგე ამას რაღა უნდა, ჩემი დის საქორწილო კაბის ასარჩევად?_ არისტოს მკლავებშივე მივუბრუნდი ნიცას.

_ შენგან განსხვავებით შენს საქმროს საოცარი გმოვნება აქვს დაიკო!

_ ეჰ,!_ ამოვიოხრე მე. _ და სხვათა შორის, ამ გემოვნების პატრონმა მე ამომირჩია მილიონ ქალში!

_ ამოგირჩია არა?!_ გაეცინა ნიცას_ კი არ ამოგირჩია, სხვა გზა აღარ დაუტოვე! რა გინდა, სახლში ცოლის ნაცვლად მთელი ტრაგი_კომედია გეყოლება, თეატრის, კინოს და როგორც გაგებული მაქვს ბალეტისა და ბინძური ცეკვების ფულსაც დაზოგავს! რაღა მოგაწყენს ამის ხელში ძამიკო?!_ ნიცამ ჩემს შეყვარებულს თანაგრძნობით გაუღიმა, უკან რომ ავხედე და ესეც თავს საწყლად უქიცინებდა. აქაოდა, აბა, აბა რა ბედი მერგო მე საწყალსო?!

_ ვერ გიტანთ, ვერც ერთს!_ გამოვაცხადე და გულზე ხელბი დავიკრიფე.

_ სამაგიეროდ ჩვენ გვიყვარხარ ორივეს!_ სიცილით მაკოცეს ორივე ლოყაზე. ორივეს გადავხვიე ხელი.
ვერ ვიტყვი, რომ როდესმე უბედური ვიყავი, მაგრამ ახლა როგორ სიხარულს და ბედნიერებასაც განვიცდიდი, არასდროს განმეცადა მანამდე.

ნიცას ქორწილი პატარა და თბილი წვეულება იყო, ღია ცის ქვეშ. მხოლოდ მართლა ახლობლები და გულით საყვარელი ხალხი მოიწვიეს, ისინი, ვისაც მათი ბედნიერება ახარებდათ და ვისი ნახვაც თავად მათვე აბედნიერებდა.

როცა პირველი ცეკვა იცეკვეს არისტო ჩამეხუტა.

_ მეც მინდა ასეთი ცეკვა!_ ჩამჩურჩულა ყურში.

_ ასეთი და მერე ისეთი სულ პირველად რომ ცეკვავდი ბუხართან ნახევრად შიშველი!_ გამახსენდა გალეშილი მთვრალი რომ ვბზრიალებდი მისი ყოფილი ცოლისთვის ნაყიდ გამომწვევ თეთრეულში. ახლაც კი მცრხვენოდა იმ წუთების გახსენების .

_ ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ მომაჯადოვე!_ მაკოცა არისტომ ყელში.

_ ხოო! ყველა კაცი ერთნაირია! _ გამეცინა მე_ წამით აჩვენებ რისი ნახვაც აკრძალულია და მორჩა, შენ ხარ მათი გულის მბრძანებელი!

_ მე თანახმა ვარ, იყავი ჩემი გულის მბრძანებელი! ისე მგონი ჯადოს ზემოქმედება გამდის და ჯობია მალე განაახლო!

_ მართლა?_ მისკენ შევბრუნდი. მიყურებდა და თვალები სიყვარულით ჰქონდა სავსე.
ამ ლამაზ თაფლისფერ თვალებში საიდან ეტეოდა ამდენი სითბო? არ იცოდა არისტომ. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მე მანამდე ბევრად ადრე დამატყვევეს ამ საოცარმა თვალებმა.

_განა მე თქვენთან მეძინა?_ ვკითხე ის პირველი აბდა_უბდა რამ, რაც მისით მოხიბლულმა მაშინ ვუთხარი, როცა პირველად შევხედე თვალებში.

_ კიი, _ დამთანხმა ჩემდა მოულოდნელად_ ასჯერ მაინც, ჩემს სიზმრებში!

ნიცა და კაი დაქორწინების შემდეგ მიიწვიეს იაპონიაში. ბევრი ფიქრის მერე დასთანხმდნენ და გაემგზავრნენ რამოდნიმე თვით, მაგრამ არა სამუდამოდ. მამამ ძალიან განიცადა ნიცას ამდენად შორს წასვლა.

_ აი ამას ვგულისხმობდი! აი ამის გამო ვდარდობდი! თორემ ან იაპონელის საწინააღმდეგო რა მაქვს, ან ფრანგის?_ იტყოდა ხოლმე ყოველთვის, როცა ნაბოლარა შვილი მოენატრებოდა.

წასულების რამოდენმე თვე კი თანდათან მთელ წლად გადაიქცა. კაიანი კატო მოულოდნელად ცუდად გახდა და შვილთაშვილის დაბადებასაც ვერ მოესწრო ისე გარდაიცვალა. კაის კი სხვა გზა აღარ დარჩა და ბაბუის და ოჯახის საქმეს სათავეში ჩაუდგა. ნიცამ ორსულობის ბოლო თვეებში აიხირა, ბავშვი საქართველოში უნდა გავაჩინოო და თავისი გაიტანა კიდეც. მე და არისტო წავედით აეროპორტში და მთელი წლის უნახავ ჩემს დას დავხვდით.

_ აჰა, კაი მამა გახდება ესეიგი! _ ისეთი ინტონაციით ჩაიბურტყუნა არისტომ, რომ მივხვდი ამ ფრაზას გაგრძელება აუცილებლად ექნებოდა.

_ მერე?_ ვკითხე ინტერესით.

_ იმათ ბავშვი ჰყავთ, ჩვენ კატა!_ ვითომ ნაწყენმა და გულხელდაკრეფილმა გაიხედა გვერდით .

_ ხომ არ გავიწყდება, რომ ისინი დაქორწინდნენ! ჩვენ კი არა!_ ავიჩეჩე მხრები.

_ მერე ვისი ბრალია? ვინ არ მომყვება ცოლად? ჯერ იყო და ჯიხვივით ახტი სცენაზე და ქმრად გამომყევიო გაჰკიოდი და საქმე საქმეზე რომ მიდგა, უარის მიზეზები არ გელევა!_ ასე აშკარად არასდროს გამოუხატავს ჩემი უარით უკმაყოფილება.
ვერაფრით ხვდებოდა, რატომ ვაჭიანურებდი ქორწინებას.

_ამდენად დიდი მნიშვნელიბა აქვს შენთვის ქაღალდზე ხელის მოწერას?_ ვკითხე ღიმილით.

_ რაოო? ხელის მოწერასო? წეღან არ თქვი, იმათ ბავშვი იმიტომ ჰყავთ, რომ დაქორწინდნენო?_ შემომიბრუნა ჩემი სიტყვები.

_მისმინე არისტოფანე! მთელი ეს წელი ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობ და ალბათ ხვდები, რომ ასეც გაგრძელდება. ხოდა დაფიქრდი, კარგად დაფიქრდი! თორემ თუ ოფიციალურად გადმოგიფორმებ, მერე ვერსად ვეღარ გამექცევი იცოდე! _ ხუმრობა ვცადე. არადა ძალიან კარგად ვიცოდი, რომ არისტო სერიოზულად საუბრობდა და ამ თემაზე აღარ ეხუმრებოდა.

_ კარგი!_მითხრა რაღაცნაირად ნიშნის მოგებით _ ეგრე არა?! არ მითვალისწინებ არა? მაშინ არც მე გავითვალისწინებ შენს სურვილებს და ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს!
ავხედე და თვალებში ანთებულ ეშმაკურ ნათებებზე მივხვდი, რაღაც სერიოზულს გეგმავდა.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ ხამაღალი კივილი მომესმა.

_ ნაზიიიი! ნაზულიააა!_ გამეცინა, სხვა ვინ თუ არა ჩემი არანორმალური და.
ქალი, ვისი ქმარიც ლამის მთელ კონგლომერატს მართავდა მთელ ხმაზე გაჰკიოდა შუა აეროპორტში და ჩემოდანს გიჟივით მოახრიგინებდა.

_ ღმერთო ჩემო, უთხარი დამშვიდდეს, სანამ აქვე არ გაუჩენია ბავშვი!_ სერიოზულად შეშფოთდა არისტოფანე.

მაგრამ ნიცას დამშვიდება განა შესაძლებელი იყო?!

_ აბა როგორ ხართ გვრიტებო?_ სათითაოდ ჩაგვეხუტა ჩემი არანორმალური და.

_ ჩვენ კარგად ვართ, მაგრამ კაი არ ჩამოვიდა?_ ვკითხე გაკვირვებულმა.

_ ვერა, ნეტავ იცოდე, რა მოუცლელია. თითქმის ვერ ვხედავ. მართლა არ ვიცი, რატომ ოცნებობენ პრინცესობაზე და პრინცებზე ქალები. ვზივარ მთელი დღე იმ უზარმაზარ სასახლეში და ველოდები და ველოდები. უცნაური ხალხი არიან იაპონელები, ზრდილობიანები ზედმიწევნით. სულ გიღიმიან, მაგრამ ყალბია ეს ღიმილი და გრძნობისგან დაცლილი. ახლა ვხვდები, რატომ მოუწევდა კაის გული საქართველოსკენ.
იმედი მაქვს ბავშვის დაბადება ცოტა მაინც შცვლის მის მოსაწყენ ყოველდღიურობას.

დავფიქრდი და მივხვდი ნიცა მართალი იყო. მას ყველაფერი ჰქონდა, მართლაც პრინცესა იყო, მაგრამ მარტოსული და მოწყენილი პრინცესა.
ადამიანს ბედნიერებისთვის სიხარულის გამზიარებელი ხალხი სჭირდება გვერდით.

_ ეს მახნჯიც კი მომენატრა! _ სახლში მისვლისთანავე არისტოფანეს ეცა ნიცა და კაგაბხანს ჯმუჯგნა. ის კი კაპასი კნავილით ცდილობდა გასცლოდა თავის ძალად მაცხონებელს.

_ ნიცა, დრო რამდენი გვაქვს?_ ანუ როდისთვის ველოდებდით ჩემს დიშვილს.

_ მაქსიმუმ ორი სამი კვირა, თუმცა ვინ იცის? ძალიან მოუსვენარია და არ მგონია, ხომ მაგდენ ხანს მოიცადოს._ გაეცინა მას.
_ არისტომ გაგაფრთხილა, ბევრს ნუ ხვანცალებო! გაიგე?!_ ვცადე მკაცრი ვყოფილიყავი.

_ მოდი აქ ახლა და ადამიანურად ამიხსენი, რატომ არ თანხმდები ქორწინებაზე?_ დივანზე ჩამოჯდა ნიცა და ხელით მუცელს გარედან მოეფერა შვილს.

_ არც ვიცი! ასე მგონია, როგორც კი ცოლად გავყვები ყველაფერი დამთავრდება! ახლა კი ისე ბედნიერი ვარ! უბრალოდ მეშინია, გესმის?_ ჩემმა დამ დაფიქრებით ამომხედა.

_ კი რაღაცეები არ იცვლება! არ გეკამათები!_ სევდა გაისმა მის ხმაში,_ მაგრამ იცი, ეს ამად ღირს. თუმცა შენს გვერდით არ მოიწყენს კაცი! ერთი ორი არანორმალურობა სულ გაქვს გადამალული!

_ ნიცაა, მომენატრე დაიკო!_ გული ამიჩუყდა რატომღაც. მივედი და გაბერილ მუცელზე მივეხუტე.

_მამა გადაირევა სიხარულით! იცი რა მაგარი ბაბუა გყავს?!_ვუჩურჩულე მუცლის ბაიას.
დედა და მამა მეორე დღესვე ჩამოვიდნენ.

მათი სიხარულის შემყურე, თავს კიდევ უფრო ბედნიერად ვგრძნობდი.

მამაჩემი არაფერს მეკითხებოდა, მაგრამ ვიცოდი, მასაც აინტერესებდა ჩემი და არისტოფანეს ამბავი. ყველასგან სტრესს გვრძნობდი. თითქოს მავალდებულებდნენ და მიძულებდნენ და ეს ამბავი მაღიზიანებდა.

არისტოფანემ ნიცა თავიანთ საავადმყოფოში წაიყვანა და თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე რენტგენში გაატარა, რასაც ჰქვია.

_ ეეე ეს ცოლისდაზე რომ ასე გადაირია ცოლზე რას იზამს?! _ იცინოდა ნიცა_ არაა დაო, ამას არ გაყვე ცოლად, ზედმეტი მზრუნველბა კიდევ უფრო მომაბეზრებელია ვიდრე უყურადღებობა!

_ ხო, შენი თქმა უნდა ამას კიდევ!_ ბუზღუნებდა არისტოფანე. თან ანალიზების პასუხს თვალს არ აშორებდა.

_ ერთი სიტყვით, სრულიად ჯანმრთელ ბიჭს ველოდებით!_ დადო ბოლოს ნანატრი დასკვნა.

კაის ერთი სურვილი ჰქონდა, უნდოდა ცოლის მშობიარობას დასწრებოდა.
მაგრამ ბოლო წუთამდე ვერ შესძლო ჩამოსვლა.

დავპირდი, რომ მის ცოლზე ვიზრუნებდი, მაგრამ კაი მაინც ვერ მშვიდდებოდა.
ნიცაზე კი არავის ნათქვამი არ მოქმედებდა. ვერაფრით ისვენებდა, სულ ბორგავდა, ცქმუტავდა.
ყოველ საღამოს ეძახდა ბავშვებს. იოც და ლოლაც დაუზარლად მორბოდნენ და ართობდნენ, როგორც შეეძლოთ.

ერთ საღამოსაც , როცა ნიცამ ჩვეულად მთელი სამეგობრო ჩვენ სახლში შეჰყარა და თავად მათი ყურადღების ცენტრში სავარძელში ჩაჯდა, მოულოდნელად სახე დაემანჭა. ყველა გაისუსა და მას შეაჩერდა.

_დროზე არისტოფანს დაუძახე!_ ამომხედა გაფითრებულმა ნიცამ._ მგონი დაიწყო!

დაიწყოო? ამ სიტყვამ დამაბნია და გამაშტერა.

_ რა დაიწყო?_ ვერ მოვედი აზრზე.

_რა და წარღვნა! მშობიარობა დაიწყო გოგოოო! დროზე არისტო!_ გასცა ნიცამ ისევ ბრძანება და სიტყვებს კივილიც მოაყოლა.

_ არისტოოო!_ გამოვვარდი მისაღებიდან გიჟივით.

_ დაიწყო არისტოოო! დაიწყოო!

_ რა დაიწყო?_ გამომეგება სამზარეულოდან მამა.

_ წარღვნა დაიწყო მამა, წარღვნა! ნიცას მშობიარობა დაეწყო! ვაიმე კაიიი!_ გამახსენდა მოულოდნელად, სიძეს რომ დავპირდი, თუ ჩამოსვლას ვერ მოასწრებ ონლაინ დაგასწრებ ცოლის მშობიარობასმეთქი.
სასწრაფოდ გადავურეკე.

_ დაიწო კაიიი! _ ჩავძახე ტელეფონს.

_ ნიცა, სადა ნიცა!_ ახლა კაი აყვირდა.
იქით ლოლა და იო დარბოდნენ დაბნეული სახეებით. აქეთ დედაჩემი გარბოდა და გამორბოდა.
მხოლოდ არისტოფანე ინარჩუნებდა სიმშვიდეს. ნელა და მშვიდად დაეხმარა ნიცას ადგომაში და წამში მოსული სასწრაფოს მანქანასთან ჩასვლაშიც მიეხმარა.

_ მე უნდა გამოგყვეთ!_ მტკიცედ ვუთხარი სასწაფოს ბრგადას და ნიცასთან შევძვერი.

_ ნიცა შენთან ვარ საყვარელო!_ გაისმა უცებ კაის ხმა.

_ ეგ ვინღაა?_ თვალები დაქაჩა ბრიგადის უფროსმა ექიმმა.

_ ქმარია, ქმარი!_ ისე ვღელავდი, ლამის ყვირილით ვლაპარაკობდი.

_ დამშვიდდით გოგონა, თორემ ისე ნერვიულობთ, მგონი თქვენ უფრო მალე გააჩენთ ბავშვს, ვიდრე მშობიარე!_ მეხუმრა ექთანი.

_ კაიი, მეშინია კაიი!_ ამის მოსმენაღა აკლდა ჩემს ნერვებს.

_ შენთან ვარ. ნუ გეშიანი!_ იქიდან კაი აყვირდა. ცოტაღა აკლდა და იტირებდა.

_ სრული საგიჟეთი!_თავი უიმედოდ გადააქნია ექიმმა. შიგადაშიგ ნიცა საწყლად გაჰკიოდა.
და მის ყოველ ყვირილს ჩემი და კაის ღრიალი ერთვოდა.

_ ბაჩო გამორთე სირენები, მგონი ამათი ყვირილი სრულებით საკმარისია!_ გასძახა ჩვენი ყვირილით თავმობეზრებულმა ექიმმა მძღოლს.

_ ყოველდღე კი არ ვაჩენთ ბავშვს ქალბატონო!_ გავბრაზდი მე.

_ აჩენთ?_ ჩემს მრავლობითზე ჩაეცინა ქალს.

_ ახლა რომ ასე გიჟდებით, საკუთარ მშობიარობას როგორ შეხვდებით, ხომ წარმომიდგენია?_ უცებ ნიცას მორიგი შეტევა დაეწყო და აკივლდა, მეც ავყევი დამფრთხალი,

_ მიშველე ნაზიიი!_ გაჰკიოდა ნიცა.

_ უშველეთ ჩემს ცოლს ექიმო!_ ტელეფონიდან ბღაოდა კაი.
რისი და ვისი მშველელი მე ვიყავი და მეც უძლურებისგან ჩემთვის გავკიოდი.

_ ღმერთო მიშველე!_ პირჯვარს იწერდა ექიმი.
სასწრაფოს მანქანა კი მიჰქროდა გამეტებით. მის უკან იო და არისტოფანე მოქროდნენ.

ასე ღრიალ_ კივილით და კორტეჟით შევედით კახიანების კლინიკის ეზოში.
სადაც უკვე გველოდნენ. ნიცა საკაცეზე გადაიყვანეს და ბლოკში გააქანეს. მე ხელში ჩემი სიძით უკან ავედევნე.
მაგრამ არისტოფანე გადამიდგა წინ და თვალები დამიბრიალა.

_შენ იქ არაფერი გესაქმება!_ მითხრა მტკიცედ.

_ აბა მარტო დავტოვო? არა არსებობს!_ შევეწინააღმდეგე მტკიცედ.

_ გაჩერდი! შენ სახიფათო ხარ! კაცმა არ იცის, რა ჯანდაბას ჩაიდნ იქ!_ სადღაც მართალი იყო.

_ არისტო შეუშვი!_ ახლა კაი აყვირდა. სულ გადამავიწყდა ხელში რომ მეჭირა. ტელეფონი ავწიე და სიგიჟის ზღვარამდე მისული სიძე არისტოფანს მივუშვირე. ამასობაში ჩემებმაც მორბინეს ქოთქოთით.

_ კარგით, აბა ყველა დაწყნარდით! აქ საავადმყოფოა და არა ბაზარი!_ გასცა მკაცრი ბრძანება არისტოფანემ და ყველა გავისუსეთ.

_ ნიცას მე შევყვები და მივხედავ! მაგრამ თქვენი არცერთის სუსი არ გავიგო იცოდეთ, თორემ დაცვას ვეტყვი და გარეთ მიგაბრძანებთ! გასაგებია?! _ რადგან ხმა არავინ გასცა კიდევ გაიმეორა _ გასაგებიამეთქი!

თავი დავუქნიეთ.
და მოსაცდელში გრძელ სკამზე გავმწკრივდით სიმაღლის მიხედვით.
ლოდინი რამდენიმე საათს გაიწელა.
ხანდახან ბლოკისკენ გავდიოდით და ზემოდან ჩამომავალ მშობიარეთა წივილ_ კივილს ვაყურადებდით. შიგადაშიგ ისეთი შინაარსის ფრაზები მესმოდა სერიოზულად დავფიქრდი საერთოდ ღირდა თუ არა ბავშვის გაჩენა.

_ შენ მოგიკვდეს დედა!_ ვერ მშვიდდებოდა დედაჩემი.
რომ შესძლებოდა ჩემი დის მაგივრად თავად გააჩენდა ბავშვს.

_ არა! მე ამისთვის მზად არ ვარ! შანსი არაა!_ საცოდავად ავხედე სამშობიარო განყოფილებას.

_ გათხოვდბა საერთოდაც გადავიფიქრე!

_ ჩემი ნერვიული სისტემა ამას ვერ გადაიტანს!_ გამოაცხადა მამაჩემმა და საავადმყოფოს ეზოში გავიდა.
იოც გაჰყვა. კაი გასუსული იჯდა ბოლო სკამზე დადებულ ჩემს ტელეფონში.
ამასობაში კარი გაიღო და არისტომ გამოაბიჯა.
ისე ვხედავდი მას, როგორც თეთრ ხალათში გახვეულ მარველის სუპერ გმირს. მოდიოდა და ხალათის კალთებს აფრიალებდა. იღიმოდა და ამ ღიმილით სიმშვიდე და მყუდროება მოჰქონდა.
მე დედა და ლოლა ისე შევაჩერდით, როგორც გვალვაში რომელიღაც წარმართულ ღვთაებას წვიმის მოლოდინში.

_ გილოცავთ ქალბატონებოო!_ მოგვახარა მან._ დაიბადა პატარა კაცი. ჯანმრთელი და ლამაზი. დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ. ხვალიდან შეძლებთ მათ ნახვას.

ჩვენ ჟრიამულზე იო და მამაც შემოვიდნენ. იქით კაი აღვარღავრებდა ცრემლებს.

_ და რას ვარქმევთ ვაჟკაცს?_ ღიმილით იკითხა არისტომ.

_ არისტოფანეს, რა თქმა უნდა!_ გაისმა კაის მღელვარე ხმა.

_ კაი რაა!_ დამეღრიჯა სახე.

_ მართლაა?_ გაიბადრა არისტოფანე.

_ რაოო?_ გადაირია მამა სიხარულით, მამაისის სახელს რომ მოჰკრა ყური.

_ რაო, რას ვარქმევო?_ კარში შემოაბიჯა ბებიაჩემმა.

_ უთხარით რა რამეეე! ისედაც საკმარისი არისტოფანეები მყავს გარშემო და მეტი აღარ არის საჭირო!_ ლამის იყო ტირილი დავიწყე მე.

_ ბედია საყვარელო, ბედი!_ თავზე მაკოცა ჩემმა პირადმა არისტოფანემ._ ხომ ხედავ, არისტოებს ვერ გადაურჩები!

პატარა არისტოფანე ულამაზესი ბავში იყო, როგორც ყველა სხვადასხვა ეთნოსის მშობლების შვილი.
უცნაურია ბუნება, რაც უფრო შორია გენეტიკური ნათესაობა მშობლებს შორის, მით უფრო ლამაზი და ჯანმრთელი იბადება მათი ბავშვი.
ან ამის ბრალი იყო ან იმის, რომ გადარეული დეიდა ვიყავი, მაგრამ ნიცას პაწაწუნა ამ ქვეყნად ყველაზე მშვენიერ და სრულყოფილ ბავშვად მესახებოდა. და წინასწარ განვიცდიდი, როცა დრო მივიდოდა და ჩემი დის ოჯახი იაპონიაში დაბრუნდებოდა.

_ გილოცავთ ვალო!_ მთლა უფროსი არისტო გულითადად ულოცავდა ძეობის სუფრაზე მამაჩემს. როცა კაი ჩამოვიდა, მამამ ტრადიციას არ უღალატა და შვილიშვილის საპატივცემულოდ წვეულება გამართა. _ არც ჩვენ ვიტყოდით შვილიშვილზე უარს.
ჩაულაპარაკა და თან ცალი თვალით გამომხედა პატივცემულმა პროფესორმა არისტოფანემ.

_ მგონი ვხვდები, რატომაც გაგექცა პირველი ცოლი!_ შევუღრინე არისტოფანეს.

_ პირველი? ანუ მეორეც მყავს?_ ჩამიღიმილა მან.

_ ვერ გიტან!

_ ვერც მე!

ვერ ვიტანდი კი არა სიგიჟემდე მიყვარდა.

მთელი დღე ვაკვირდებოდი, რომ ჩემი და ხან ერთთან მივიდოდა და რაღაცას ეპუტუნებიდა, ხან მეორესთან.
თან თვალს ჩემკენ აპარებდნენ.
კი ვიფიქრე, რაღაც უცნაური ხდებოდა, მაგრამ აზრად არ გამივლია თუ ამდენად მზაკვრული ამბავი იგეგმებოდა.

მეორე დღეს იომ კაბინეტში დამიბარა.

_ ვიცი ზამთარია და გეზარება ხოლმე, მაგრამ რა ვქნათ?! კოტეჯია წვეულებისთვის მოსამზადებელი.
_ გამომიცხადა წარბაწეულმა.
ეს ჟესტი მიანიშნებდა, რომ არანაირ კამათს და წუწუნს აზრი არ ჰქონდა.

_ აუუუ, _ დავიჯღანე შეღონებული._ რა წაიღეს ამ თოვლში და ჭყაპში ტვინი? სად ჯანდაბაშია წვეულება?

_ ყაზბეგში!_ თითები დააკაკუნა მაგიდაზე იომ. ყაზბეგი ცუდად მენიშნა.

_ და რა ტიპის წვეულებაა?_ დავინტერესდი მე.

_ ქორწილი და ხელის მოწერის ცერემონიალი. მთელი სახლი შენი გემოვნებით უნდა მორთო.

_ ჩემი?_ გამიკვირდა მე, რადგან ქორწილის დაგეგმვისას ყველაზე მეტს წუწუნებდნენ ხოლმე ჭირვეული პატარძლები და ამ საქეს სხვას არასდროს ანდობდნენ.

_ ხოო თავად არ სცალია. შენი ნამუშვრები ვანახეთ და აღფრთოვანდა!_ მომიჭრა იომ._ გენდობა და ნდობას ნუ გაუმტყუნებ იცოდე!

_ სად ყაზბეგში? ახლა? ასეთ ამინდში?_ შევიცხადე მე.

_ ჰმ, ასეთ ამინდშია ცოლი კარგი თორემ ზაფხულში რა ჯანდაბად გინდა, რომ იწვის ყველაფერი?!_ დასვა რიტორიკული შეკითხვა იომ.

_ გოგოები უკვე იქ გავგზავნე, იაკო და ლიკა. ყველაფერს ჩაიტანდნენ, მაგრამ შენ მთავარი გევალება, დოკორირება. და კიდევ კაბა უნდა ჩაიტანო. ახლაღა მორჩა მკერავი და ისედაც გვიანდება. თანაც წინასაქორწინო რეპეტიცია გვაქვს დასაგეგმი. პატარძალს სურს ყველაფერმა უნაკლოდ ჩაიაროს._ დავფიქრდი და მივხვდი , მთავარი სამუშაოები ჩემს ზურგზე გადაივლიდა.

_ იოო კიდევ დაგვიმატე რა ხალხიი!_ ავწუწუნდი მე._ ერთი ორი ბიჭიც არ გვაწყენდა.

_ კარგი ერთი, და გგონია მე არ ვიცი? მაგრამ მთელ გუნდს ახლა მოუნდა შვებულება.
გაუშვი იო! გაუშვი იო! _ გამაჯავრა მე. მართლაც რა მრჯიდა?! ახლა მარტო ვიყავი და ამხელა საქმე მებარა.

_ ხოდა წადი ახლა და რაც გინდა ის ქენი!_ გაიფოფრა იოანე.

_ მოიცა,_ დაფიქრდა უცებ_ ბავშვებს რომ სთხოვო?

_ ვის იო? ვინ გამომყვება?_ გამეცინა მე.

_ აი უყურე. ეს კოტეჯი არისტოფანეს კოტეჯის გვერდითაა. შეკრიბე ბავშვები და არისტოს კოტეჯზე დააბინავე. სთხოვე რა , არ გეტყვიან უარს. ხოდა ყველა მოგვეხმარება. თან რა აჯობებს ახლა თოვლიან ყაზბეგს? ჰა, არ ვარ გენიოსი?!_ გაიკრიჭა ბატონი იოანე.
მეგობრებთან ერთად დროის გატარებამ, თანაც წლის მიწურულს სიმართლე გითხრათ ძალიანაც მომხიბლა.
უცებ მოვათავებდით წვეულების ამბავს და რამდენიმე დღე დავრჩებოდით, თან ახალი წელიც მოდიოდა.
ეტყობა, მართლაც დამებედა ის ოხერი კოტეჯი!

მაშინვე არისტოფანეს დავურეკე და იოს თხოვნა გადავეცი.
სიხარულით დამთანხმდა.
მერე ნიცას და კაის დავურეკე. მათაც მოეწონათ იდეა. გამგზავრებამდე ერთად შეკრება ძალიან კარგ აზრად ეჩვენათ.
ერთი სიტყვით, ყველა თანახმა იყო.
გახარებული გამოვედი ოფისიდან და სია გავშალე. ყველაფერი შევიძინე, რაც მჭირდებოდა და კაბის გამოსატანად გავემართე.

თეთრი კაბებით სავსე დარბაზის შუაგულში. ამაღლებულ ადგილას იდგა მანეკენი და არც მეტი არც ნაკლები ჩემი ოცნების კაბა ემოსა.
პრინცესული, ნაზი, მაქმანებიანი, გრძელი ფატით და დიადემით.
სული შემიგუბდა აღტაცებისგან.
სულ თეთრი და ფითქინა იყო.
რომ არა იოს მკაცრი წესები, იქვე მოვიზომებდი. შალითაში მოვათავსე და ყაზბეგისკენ გავემართე. ხვალ ბავშვებიც ჩამოვიდოდნენ. წინასწარ მიხაროდა.

მთელი დღე თავაუღებლად ვშრომობდით მე და გოგოები.
მთელი კოტეჯი მოვრთეთ. თეთრი გლადიოლუსები, თეთრი ვარდები. სულ თეთრი თოვლივით თეთრი ყვავილები. ასეთი იყო იმ იდუმალი პატარძლის მოთხოვნა.
რომელიც შიგადაშიგ რეკავდა და ლიკას მითითებებს აძლევდა. რაც უფრო ირთვებოდა სახლი, მით უფრო ჰგავდა იმ ქორწილს, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი და ნიცას ტვინს ვუბურღავდი ხოლმე ღამღამობით. ესკიზებიც კი გავაკეთე ერთხელ. სწორედ ეს ესკიზები და ოცნება გახდა შემდეგ ჩემი ინტერიერის და წვეულების დიზაინით გატაცების წინაპირობა.

დაღლილ_ დაქანცულები გადავედით კახიანების კოტეჯში. ცოტა წავიხემსეთ და დავიშალეთ. ისე მეძინებოდა თვალებს ვერ ვახელდი. დავწექი და მაშინვე გავითიშე.

დილით ხმაურმა გამაღვიძა.
ავდექი და ოთახიდან თვალების სრესივით გამოვედი.
გაოცებისგან გავშრი. ყველა იქ იყო. აბსოლუტურად ყველა, არისტოფანეს გარდა.

_ დედა, მამა? აქ რას აკეთებთ? _ დასახმარებლად მოვედითო გამიღიმეს. კარგი ესენი დასახმარებლად მოვიდნენ, მაგრამბლ კახიანები რაღას აკეთებდნენ აქ? ცოტა უცნაური კი იქნებოდა, ჩემგან ამის კითხვა. რადგან კარგად მახსოვდა, რომ მითსავე კოტეჯში ვიყავით შეკრებილები.
უცებ იო შემოვარდა.

_ ხალხი გროვდება, და ჩვენ პრობლემა გვაქვს!_ შეშლილივით ქაჩავდა თვალებს.

_ რა მოხდა?_ ვიფიქრე რაღაც ვერ გავთვალე და რამე არასწორად გავაკეთე.

_ პატარძალი ვერ ასწრებს მოსვლას!_ ხელბი გაშალა იომ.

_ რას ჰქვია ვერ ასწრებს?_ გამიკვირდა მე.

_ მისმინე! სურს , რომ ეს ოხერი კაბა ვინმეს ტანზე ჩაცმული ნახოს._ ვერ მშვიდდებოდა იო._ და უნდა, რომ რეპეტიცია მათ ნაცვლად სხვებმა გაიარონ, თავად კი ონლაინ უყურებს და დარწმუნდება, რომ ყველაფერი რიგზეა

_ ასეთი სისულელე პირველად მესმის!_ მართლა რა სისულელე იყო! ბოლო_ბოლო რეპეტიციის გარეშე დაქორწინდებოდნენ. რა იყო ამაში ასეთი საგანგაშო?!

_ გოგო? რით ვერ დაიმახსოვრე, რომ კლიენტი უმეტესად მართალია!_ დამიცაცხანა იომ.

_ სულ არ მაინტერესებს! ადი მაღლა და ის ოხერი კაბა თავად მოიზომე! მერე კიდე წამოდი და ის რეპეტიცია ჩაატარე! რადგან შენ ხარ ორგანიზატორი, ამ ყველაფერსაც შენ გააკეთებ!_ შეკამათება ვცადე მაგრამ, თვალები ხელისგულებზე გადმოუცვივდა ჩემს შარიან უფროსს.
რას გავაწყობდი?!
ავდექი და ოთახისკენ წავედი.
უკან გოგოები უკან გამომიდგნენ.

ნიცამ და ლოლამ სახელდახელოდ და სასწრაფოდ გამიკეთეს მაკიაჟი და თმა.
თუმცა ისე მონდომებით მალამაზებდნენ, წამით ეჭვი შემეპარა საკუთარ ქორწილისთვის ხომ არ მამზადებდნენ.

როცა ყველაფერი დაასრულეს და სარკეში ჩავიხედე, გული ამიჩუყდა.
მგონი საოცრად ლამაზი პატარძალი ვიქნებოდი თუ ოდესმე ქორწინების შიში გადამივლიდა და არისტოფანეს დავთანხმდებოდი.
გამოფობიაზე თუ გსმენიათ რამე? ეს ქორწინების შიშია. მგონი სწორედ ეს ფობია მჭირდა. თუმცა არისტოფანე ჩემს გაუბედაობას და კომპლექსებს აბრალებდა გამუდმებულ უარებს.
ახლა რომ დავენახე ნეტა რას იტყოდა? გამეღიმა. არა, მართლაც საოცრად მიხდებოდა ეს თოვლის ქულა, ფიფქივით ჰაეროვანი კაბა.

_ დროზე რაა დაო!_ გამომაფხიზლა ნიცამ_ გეყო ოცნება, თორემ დაემართა იოს კრუნჩხვები უკვე!

სარკს ზურგი ვაქციე და გოგონების დახმარებით კიბეები ჩავიარე.
ის მოკლე მანძილი მეორე კოტეჯამდე ლამის სირბილით გამატარეს. კაბა დასველდებაო.
სახლის კარი შევაღეთ და კარში შარვალ_ კოსტუმში გამოწყობილი ვალო არ შემეფეთა.

_ მამა? რას აკეთებ?_ გამაოცა მისმა გალანტურობამ.

_ მაა, იოს ვერ ვუთხარი უარი! _ გაიღიმა ბედნიერად.

_ ხოოო, იოსთვის უარის თქმა ცოტა რთულია!_ გამეცინა მეც.

გაისმა მენდელსონი და მამამ მკლავი გამომიწოდა. ნიცამ კი თეთრი ვარდების პაწაწუნა თაიგული მომაჩეჩა ხელში.
თავი მართლაც საკუთარ ქორწილზე წარმოვიდგინე. რატომაც არა?! ოთახი მოვათვალიერე და საოცრად მელამაზა ყველაფერი. რა დაშავდებოდა თუ ცოტას წავიმსახიობებდი და წავიოცნებებდი?

მამას ამაყად თავაწეული გავყევი ნელი ნაბიჯით.
ჩემი ყალბი საქმრო ჩვენგან ზურგით იდგა. შავ კალასიკურ სამოსში გამოწყობილი. მივუახლივდით და ისიც ნელა შემობრუნდა. გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. ჩემი არისტოფანე არ გამოეპრანჭათ სიძის სამოსში?! ღმერთო რა საოცარი იყო?! რა ბედნიერება ასხივებდა მისი თაფლისფერი თვალებიდან.
მამამ ჩემი ხელი მას ჩაუდო ხელში.

_ შენც დაგითანხმა იომ?_ ვკითხე ჩურჩულით.
თავი ღიმილით დამიქნია.
ქორწინების რეგისტრატორმა საუბარი დაიწყო, მაგრამ მე არისტოს მივჩერებოდი და მისით აღფრათოვანებულს ერთი სიტყვაც კი არ გამიგია. ჩემი მოწმე ლოლა იყო, მისი კი იო. არა რა საოცრად ჰგავდა ეს ყველაფერი რეალობას.
სწორედ ასეთ წამებზე ვოცნებობდი.

_ გაცვალეთ ბეჭდები!_ გამოაცხადა ქალმა. და ჩვენ ერთმანეთს გრავიურებით მოხატული ოქროს რგოლები ჩამოვაცვით თითებზე.
მერე რა, რომ ჩვენი ბეჭდები არ იყო. ისე ამაღელვა ამ მომენტმა კინაღამ გული წამივიდა. ხელები მართლა მიკანკალებდა.
მერე ხელიც მოგვაწერინა იმ ქალმა ფურცელზე და მოგვილოცა.

_ ცოლ_ ქმრად გაცხადებთ! შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს!

არისტომ წელზე ხელი მომხვია, ნელა დაიხარა ჩემსკენ და მაკოცა. ცალი თვალი მამაჩემისკენ გავაპარე, მაგრამ ბრაზის ნაცვლად დავინახე, რომ გამალებით გვიკრავდა ტაშს. ოთახი მოვათვალიერე და ბოლოს მზერა ისევ რეგისტრატორზე შევაჩერე. რომელიც წითელ პატარა წიგნაკს მიწვდიდა ბედნიერი ღიმილით. აქ ისევ გამკრა უცნაურმა ეჭვმა.

წიგნაკი გამოვართვი. ფრთხილად გადავშალე და თვალებს არ დავუჯერე! ჩემი სახელის და გვარის გასწვრივ ქმრის გრაფაში არისტოფანე კახიანი ეწერა.
ბეჭედს დავხედე და გრავიურის წვრილ ლამაზ წარწერაზე ჩვენი ინიციალები აციმციმდა.

_ ჩემი ქმარი? _ თვალები ცრემლებით ამევსო.

_ იმედია ეგ სიხარულის ცრემლებია, ჩემო ცოლო!_ კი ნამდვილად მართალი იყო არისტოფანე.
ეს სიხარულის , ბედნიერების და აღფრთოვანების ცრემლები იყო.

სწორედ იმ წამს ერთმანეთს რომ ჩავხედეთ თვალებში და დარბაზში ტაშისცემა ატყდა. მოულოდნელად გრუხუნი და მსხვრევის ხმა გაისმა.

ყველა ერთიანად შევბრუნდით უკან და საოცარი სცენა გადაიშალა ჩვენს წინ.
ჩემი კატა არისტოფანე და ბაბუა არისტოფანეს ჩიხუახუა ნაზი ჩვენს სამ სართულიან თეთრ ტორტში იყვნენ თავით ჩარჭობილები და თვალებს გაოცებით კუსავდნენ.

_ რას ვიზამთ! ესეც თქვენი არისტოფანე და ნაზი!_ ჩავეხუტე აწ უკვე ჩემს ქმარს._ ამათი მოყვანა ვისი იდეა იყო ნეტა?!

საქორწინო წვეულების შემდეგ, ჩვენს კოტეჯში განვმარტოვდით. აგიზგიზებული ბუხრის წინ ვისხედით და საკუთარი ბედნიერებით ვტკბებოდით.

_ შენთვის საახალწლო საჩუქარი მაქვს!_ მიჩურჩულა არისტომ.

_ მართლა?_ გამიბრწყინდა თვალები.

_და რას მჩუქნი?_ ვიფიქრე საგზურებს მაჩუქებდა.

_ იმას, რაც წინა ახალ წელს გაჩუქე!

_ანუ პირველი ცოლის ბოლო საჩუქარი მეორე ცოლს?! ვერაფერს იტყვი უცნაური საჩუქარია!_ გამეცინა მე.

_ შენსავით უცნაური!_ გაეღიმა ჩემს ერთადერთ არისტოფანეს.

დასასრული

ვე რა

( იმედია ცოტა მაინც გაგახალისებთ, გამიზიარეთ შთაბეჭდილებები. გიყვართ მხიარული ამბები?)



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა ეს ისტორია. ძალიან პოზიტიური იყო და ბევრიც ვიცინე. თქვენი ისტორიები კარგი წასაკითხი,გამართული და საინტერესო როა ისედაც ვიცით.
წარმატებები ❤❤❤❤❤

 


№2  offline წევრი ვიპნი

ასე ბოლოს როდის ვიხარხარე აღარ მახსოვს.შენ გაიხარე რაა ❤️ ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდები შენს ნაწარმოებებს,რისთვისაც მადლობა ❤️

 


№3 სტუმარი One

Saocreba iyo)) rogor vikhalise))
Vera saocari weris manera gaqvt, yochagh, ubralod sityvebi ar myopnis❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი მანანა

მართლა არ მახსოვს ბოლოს ასე გულიანად როდის ვიცინე , ძალიან კარგია,როგორც ყოველთვის.

 


№5  offline წევრი likuu_s

0
თავიდან უნდა მიგეწერა, რომ შუაღამისას ამ მოთხრობის წაკითხვა არ არის რეკომენდებული :დდდდდ

რაღაც საოცარი ძალით მოვახერხე და ჩავახშე არაამქვეყნიური სიცილის ხმა :დდდ ასე ბოლოს როდის ვიცინე, მართლა აღარ მახსოვს, წაკითხულზე ხომ, მით უმეტეს. გიჟები არიან და მეც გავგიჟდი, თან როგორ :დდდ

რაღაც მომენტებში ტელეფონი რომ არ გადამედო, ალბათ სახლიდან გამომაგდებდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უძილობა გადამატანინა.


ეს იდეები საიდან მოგივიდა, ვერ ვხვდები, საოცრებაა. გაღიარებ, ნამდვილად! :დ

არ ვიცი, აქამდე რას ვაკეთებდი, რატომ არ წაგიკითხე?

ცოტა მაინც თუ გამოვიძინე, დღესვე შევუდგები შენი სხვა მოთხრობების კითხვას, აუცილებლად! იმედია, ასეთები დამხვდება. თუ ასეთი მხიარული სხვა არ გაქვს, მოვითხოვ, დაწერო!:დდდდ

მომეწონა.

წარმატებები!❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი ზაირა. გაბუნია

უჰ კარგი იყო რამდენი ვიცინე ეს ექიმიც რა კარგი და მოთმინებით გამორჩეულია კარგი იყო კარგი

 


№7 სტუმარი ნანამია

არ შემიძლია ...... ჯერ მხოლოდ ნახევარი წავიკითხე... მთელი მაკიაჟი ,,ჩამომერეცხა"... მინდა ჩუმად ვიცინო და არ გამომდის...თან მეშინია ვინმეს გიჟი არ ვეგონო...ე.ი.დილა ისე გამიფერადე...არ ვიცი რამდენი ხანია ამ საიტზე დევს ისტორიებს, მაგრამ ყველას ვკითხულობ...და ყოველთვის ბედნიერები... მადლობა შენ ასეთი დადებითი ემოციებისთვის... წავედი გავაგრძელო კითხვა... ჯერ მხოლოდ ,, მიცვალებული ადგა,"... და სამსახურს რა ვუყო ვინმე მეტყვის?????? მადლობა... საოცარო გოგო...

 


№8  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Ana-maria
ძალიან მომეწონა ეს ისტორია. ძალიან პოზიტიური იყო და ბევრიც ვიცინე. თქვენი ისტორიები კარგი წასაკითხი,გამართული და საინტერესო როა ისედაც ვიცით.
წარმატებები ❤❤❤❤❤

მგონი კი გამოვიდა ეს ისტორია, მადლბა დიდიი)))))

ვიპნი
ასე ბოლოს როდის ვიხარხარე აღარ მახსოვს.შენ გაიხარე რაა ❤️ ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდები შენს ნაწარმოებებს,რისთვისაც მადლობა ❤️

რა კარგია, რომ მოგეწონათ))))
ვიპნი
ასე ბოლოს როდის ვიხარხარე აღარ მახსოვს.შენ გაიხარე რაა ❤️ ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდები შენს ნაწარმოებებს,რისთვისაც მადლობა ❤️

რა კარგია, რომ მოგეწონათ????))))

One
Saocreba iyo)) rogor vikhalise))
Vera saocari weris manera gaqvt, yochagh, ubralod sityvebi ar myopnis❤️

მადლობა დიდი))))

სტუმარი მანანა
მართლა არ მახსოვს ბოლოს ასე გულიანად როდის ვიცინე , ძალიან კარგია,როგორც ყოველთვის.

მიხარია, რომ მოფწონთ)))

likuu_s
0
თავიდან უნდა მიგეწერა, რომ შუაღამისას ამ მოთხრობის წაკითხვა არ არის რეკომენდებული :დდდდდ

რაღაც საოცარი ძალით მოვახერხე და ჩავახშე არაამქვეყნიური სიცილის ხმა :დდდ ასე ბოლოს როდის ვიცინე, მართლა აღარ მახსოვს, წაკითხულზე ხომ, მით უმეტეს. გიჟები არიან და მეც გავგიჟდი, თან როგორ :დდდ

რაღაც მომენტებში ტელეფონი რომ არ გადამედო, ალბათ სახლიდან გამომაგდებდნენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უძილობა გადამატანინა.


ეს იდეები საიდან მოგივიდა, ვერ ვხვდები, საოცრებაა. გაღიარებ, ნამდვილად! :დ

არ ვიცი, აქამდე რას ვაკეთებდი, რატომ არ წაგიკითხე?

ცოტა მაინც თუ გამოვიძინე, დღესვე შევუდგები შენი სხვა მოთხრობების კითხვას, აუცილებლად! იმედია, ასეთები დამხვდება. თუ ასეთი მხიარული სხვა არ გაქვს, მოვითხოვ, დაწერო!:დდდდ

მომეწონა.

წარმატებები!❤️❤️❤️

მადლობა რომ ემოცია გამიზიარეთ, იმედია დანარჩენი ამბებიც მოგეწონებათ. კი სასაცილოც არის რამდენიმე))))

ზაირა. გაბუნია
უჰ კარგი იყო რამდენი ვიცინე ეს ექიმიც რა კარგი და მოთმინებით გამორჩეულია კარგი იყო კარგი

მიხარია, რომ მოგწონთ)))

ნანამია
არ შემიძლია ...... ჯერ მხოლოდ ნახევარი წავიკითხე... მთელი მაკიაჟი ,,ჩამომერეცხა"... მინდა ჩუმად ვიცინო და არ გამომდის...თან მეშინია ვინმეს გიჟი არ ვეგონო...ე.ი.დილა ისე გამიფერადე...არ ვიცი რამდენი ხანია ამ საიტზე დევს ისტორიებს, მაგრამ ყველას ვკითხულობ...და ყოველთვის ბედნიერები... მადლობა შენ ასეთი დადებითი ემოციებისთვის... წავედი გავაგრძელო კითხვა... ჯერ მხოლოდ ,, მიცვალებული ადგა,"... და სამსახურს რა ვუყო ვინმე მეტყვის?????? მადლობა... საოცარო გოგო...

ხოოო, პროქტოლოგთან ვიზიტი წინ ყოფილა ჯერ ???????? წაიკითხეთ და უსიამოვნეთ))))

 


№9 სტუმარი Natali7777

ამდენი ბოლოს როდის ციცინე აღარ მახსოვს ..მადლობა????

 


№10 სტუმარი kati

აქამდეც ხომ საოცარი ისტორიები გქონდათ,მაგრამ ასეთი არც ერთი.სუპერ.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Natali7777
ამდენი ბოლოს როდის ციცინე აღარ მახსოვს ..მადლობა????

მადლობა))

 


№12 სტუმარი ეთული

საოცარი იყო მართლა ძალიან ბევრი ვიხალისე და ვიცინე დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის

 


№13  offline ახალბედა მწერალი ვე რა

kati
აქამდეც ხომ საოცარი ისტორიები გქონდათ,მაგრამ ასეთი არც ერთი.სუპერ.

მადლობა))

 


№14 სტუმარი სტუმარი თეო

კარგა ხანია ასეთი პოზიტიური არაფერი წამიკითხავს,მადლობა ამ სიამოვნებისთვის ????????????

 


№15  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეთული
საოცარი იყო მართლა ძალიან ბევრი ვიხალისე და ვიცინე დიდი მადლობა ამ ისტორიისთვის

მადლობა,)))

სტუმარი თეო
კარგა ხანია ასეთი პოზიტიური არაფერი წამიკითხავს,მადლობა ამ სიამოვნებისთვის ????????????

მადლობა თქვენ ემოციების გაზიარებისთვის)))

 


№16 სტუმარი ლეილა დიაკონიძე

ასე გულიანად წლებია არ მოცინია.????გაიხარე. დიდი მადლ0ბა ავტორს.ძალიან,ძალინ კარგი იყო წარმატებები????????????????????????????

რა გემრიელად ვხარხარებდი კითხვის დროს .გაიხარეთ ასე გემრიელად წლებია არ გამიცინია.მადლობა და წარმატებები ავტორს❤️❤️❤️❤️

 


№17  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ლეილა დიაკონიძე
ასე გულიანად წლებია არ მოცინია.????გაიხარე. დიდი მადლ0ბა ავტორს.ძალიან,ძალინ კარგი იყო წარმატებები????????????????????????????

რა გემრიელად ვხარხარებდი კითხვის დროს .გაიხარეთ ასე გემრიელად წლებია არ გამიცინია.მადლობა და წარმატებები ავტორს❤️❤️❤️❤️

მადლობა თქვენ, რომ ემოციის გაზიარება არ დაიზარეთ

 


№18 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაუ რა იყო ნეტავ ეს რა მაგარი სამხიარულო საოცარი საინტერესო ნაწარმოები უმაგრესი წყვილით ცუდად გავხდი ამდენი სიცილით საოცარი ემოციებით ვაიმე ეგ რა საოცარი იყო მიცვალებული ადგაო და თან ბებოს კაბა და ხალათი რომ ჩაიცვა ამდენი სევდიანი ამბავის მერე სულის მისწრება იყო ეს სახალისო ნაწარმოები ბოლოს რამდენი ხანია არ მიხაკის მადლობა ამისთვის ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებებიი ????????????♥️♥️♥️

 


№19  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნესტანი
ვაუ რა იყო ნეტავ ეს რა მაგარი სამხიარულო საოცარი საინტერესო ნაწარმოები უმაგრესი წყვილით ცუდად გავხდი ამდენი სიცილით საოცარი ემოციებით ვაიმე ეგ რა საოცარი იყო მიცვალებული ადგაო და თან ბებოს კაბა და ხალათი რომ ჩაიცვა ამდენი სევდიანი ამბავის მერე სულის მისწრება იყო ეს სახალისო ნაწარმოები ბოლოს რამდენი ხანია არ მიხაკის მადლობა ამისთვის ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებებიი ????????????♥️♥️♥️

მადლობა დიიიდი . კიი სამხიარულო ამბები მართლა იშვიათად იდება რატომღაც. მიხარია, რომ მოგეწონათ.))))))))

 


№20 სტუმარი სტუმარი მაკა

შენ გაიხარე ესე არ მიხალისია კაი ხანია აუ მორგის სცენაზე ვიხოხიალე ძირს იმდენი ვიცინე მადლობა კიდევ და კიდევ ველი კიდევ ესეთ მხიარულ მოთხრობას ❤️❤️❤️❤️????????????????????:):):):):):):)

 


№21  offline წევრი Daldoni Daldoni

უჰაა მართლაც... საიტის აღმოჩენა ხარ...ისეთი კარგი სახალისო, დადებითი მუხტით სავსე ლამაზი იუმორით გაჯერებული ისტორია იყოოო.გაღიმების სურვილს დაუბრუნებს მკითხველს, მადლობა ამ ემოციისთვის..

 


№22  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მაკა
შენ გაიხარე ესე არ მიხალისია კაი ხანია აუ მორგის სცენაზე ვიხოხიალე ძირს იმდენი ვიცინე მადლობა კიდევ და კიდევ ველი კიდევ ესეთ მხიარულ მოთხრობას ❤️❤️❤️❤️????????????????????:):):):):):):)

მადლობა დიდიიი, მიხარია. მაგრამ რიგში უფრო სევდიანი ამბავია. თუმცა იქაცაა სასაცილო ამბები

Daldoni Daldoni
უჰაა მართლაც... საიტის აღმოჩენა ხარ...ისეთი კარგი სახალისო, დადებითი მუხტით სავსე ლამაზი იუმორით გაჯერებული ისტორია იყოოო.გაღიმების სურვილს დაუბრუნებს მკითხველს, მადლობა ამ ემოციისთვის..

მადლობა და მადლობაა))))))

 


№23 სტუმარი სტუმარი ლია

დიდი მადლობა ასეთი სახალისო ისტორიისთვის,უზომოდ მომეწონა,გაიხარე❤❤

 


№24 სტუმარი სტუმარი იაკო

სახალისო, საინტერესო, გამართულად ნაწერი, ძალიან კარგი გოგო ხარ ვე რა
წარმატებები????

 


№25  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ლია
დიდი მადლობა ასეთი სახალისო ისტორიისთვის,უზომოდ მომეწონა,გაიხარე❤❤

მადლობაა))

სტუმარი იაკო
სახალისო, საინტერესო, გამართულად ნაწერი, ძალიან კარგი გოგო ხარ ვე რა
წარმატებები????

მადლობა. მიხარია ძალიან, რომ მოგწონთ)))

 


№26  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ღმერთო,კარგი განტვირთვა იყო :დდდ
სასიამოვნო,მსუბუქი,ხათაბალებითა და ოინებით დატვირთული,მხიარული რომანი ❤️❤️❤️❤️
მადლობა ვერა ❤️

 


№27  offline ახალბედა მწერალი ვე რა

tasusuna
ღმერთო,კარგი განტვირთვა იყო :დდდ
სასიამოვნო,მსუბუქი,ხათაბალებითა და ოინებით დატვირთული,მხიარული რომანი ❤️❤️❤️❤️
მადლობა ვერა ❤️

მადლობა შენ, რომ შთაბეჭდილება გამიზიარე,და მიხარია რომ მოგწონთ,))))

 


№28  offline წევრი katerinaeka

უფ რა კარგი იყო, კარგა ხანი ასე ბედნიერად არ მიცინია, მადლობა და წარმატებები შემოქმედებითად. heart_eyes

 


№29  offline ახალბედა მწერალი ვე რა

katerinaeka
უფ რა კარგი იყო, კარგა ხანი ასე ბედნიერად არ მიცინია, მადლობა და წარმატებები შემოქმედებითად. heart_eyes

მადლობა)))) ძალიან მიხარია, რომ ასე მოგეწონათ)))

 


№30 სტუმარი სტუმარი ნინა123

ვაიმე... გავიგუდე სიცილით. ვხარხარებდი ოჯახი გავაღვიძე. მადლობა დიდი ხანია არ მიცინია ამდენი ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent