შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბრუება IV


23-08-2023, 00:40
ავტორი ელი
ნანახია 1 001

ყველაზე მეტად, იცით რომელ ფრაზეს ვერ ვიტან?
„ყველაფერ ცუდს, კარგი მოსდევს“ - იცით რატომ?
არასდროს არავინ ამბობს, რომ ამ ყველაფერის უკუპროპორციულიც ისევე მართებულია.
რომ ყველაფერ კარგს თან ცუდი მოსდევს.

სამყაროში ერთი წესია. არ შეიძლება იყო მუდამ ბედნიერი.
როგორც კი ბედნიერების ლიმიტს მიაღწევს, მაშინვე ბუმმ !... და ენარცხები. ისე ძლიერად ენარცხები, რომ აღარ იცი, შეძლებ თუ არა კვლავ წამოდგომას, ფეხზე დადგომას და შემდეგ, ისეთი შიში გიპყრობს, მომდევნო ბუმმ-ის, მომდევნო დანარცხების, რომ ბედნიერების შიშიც კი გიჩნდება.

მე ბედნიერი ვიყავი.
იმაზე ბედნიერი, ვიდრე ოდესმე წარმომდეგინა.
ყველა დღე, მხოლოდ ერთი რამით იყო მსგავსი და ეს დათა არაბული იყო.
ყოველი დღე ამტკიცებდა, რომ არაბული, არც მაქრობდა, არც მახრჩობდა და არც თავს მაზიზღებდა- პირიქით, ყოველ დღეს წინა დღეზე უფრო ბედნიერი ვიყავი და ლაღი. არ მეგონა თუ სამყაროში, რაიმე მოიძებნებოდა, რასაც ვერ შევძლებდი, რაც მატკენდა...

თუმცა, ყოველთვის უნდა გეშინოდეს იმის, რაც ჯერ არ მომხდარა.
და მანამ, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, გაიჟღინთეთ ბედნიერებით. იქამდე გაიჟღინთეთ, სხეული, გონება და სული სანამ შეგიძლიათ, სანამ ჯერ კიდევ არ მოსულა მოუსვლელიდან ვერ მომსვლელი და არ მოუქცევიხართ მის მარწუხებში, სანამ შეიპყრობს თქვენს სხეულს, სულსა თუ გონებას.
**
ჩემი და თათას კურსდამთავრებულობას აღვნიშნავდით.
მთელი სამეგობრო შემოკრებილები ვიყავით და დიდი ღრიანცელი გვქონდა გამართული.
- ჩემი დიპლომიანი გოგო- ყურთან მეჩურჩულება დათა და ხელს უფრო ძლიერად მხვევს მის გვერდით მჯდომს.
დათას ნათქვამზე ხმით მეცინება, რაც ბატონ საბას არ რჩება შეუმჩნეველი და მაშინვე ენთება თვალები.
- რაო გვრიტებო, რას ჟღურტულებთ მანდ?
- მიჩვარდი საბა, სანამ კარგ ხასიათზე ვარ- შემთვრალი დათა,ღიმილს ვერ იკავებს საბას ტუტუცობებზე. თავზე მკოცნის და სასმლის ჭიქას იღებს ხელში.
უეცრად მიპყრობს გულისრევის შეგრძნება და ნაუცბათებად ვდგები ფეხზე და საპირფარეშოსკენ გავრბივარ.
ნიჟარაზე დამხობილი ვგრძნობ შუბლზე დათას ცივ ხელებს, როგორ მიწევს თმას სახიდან.
- ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგადაა პატარავ.
- ლალო- თათოს ხმა მესმის.
ქუთუთოებს ისე ძლიერად ვაჭერ ერთმანეს, თვალების გახელა მიჭირს.
არაბული სახეს მბანს და პირსახოცით მიმშრალებს.
- შემომხედე ლალო, კარგად გრძნობ თავს?- ჩემს სახეს ხელებში იქცევს და მზერას არ მაშორებს.
საშინელ სისუსტეს ვგრძნობ ფეხებში.
- რამემ ხომ არ გაწყინა ლალო, რაღაცამ უეჭველი გაწყინა.- ზურგზე ხელს მისვამს თათო და მკლავზე მკოცნის.
- სახლში წავიდეთ რა- ძლივს ამოვთქვი და არაბულის სხეულს ავეყუდე.


სახლის კარი დედამ, რომ გახსნა მახსოვს მისი წაშლილი სახე.

- დათა, რა მოუვიდა შვილო?
- მგონი რაღაცამ აწყინა, ქალბატონო ნინო. საწოლში ჩავაწვენ ხომ?
დათა პლედს მაფარებს და შუბლზე მაკრობს ცხელ ტუჩებს.
- უკეთ ვარ, არ იდარდო კარგი?- ჩემს ხელზე ჩაბღაუჯებულ მის თითებს ვკოცნი და მზერას ჩამუქებულ თვალებზე ვუსწორებ.
- დაისვენე მაშინ, წავალ მე და თუ რამე დაგჭირდა დამირეკე კარგი?
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ ღიმილით და კარისკენ მიმავალთ თვალს ვაყოლებ.
დაძინებამდე არ მომშვებია ტანში ტეხვისა და სისუსტის შეგრძნება.
დილით გაღვიძებულს გვერდით თათა რომ დამხვდა,რომელსაც სახე მუჭებზე ჩამოედო და მოჭუტული თვალებით მიყურებდა, გული გადამიქანდა.
- ბოლოს როდის გქონდა? - ისეთი ტონით მეკითხება, თავი დაკითხვაზე მყოფი მთავარი ეჭვმიტანილი მგონია.
- რა როდის მქონდა თათა, ნუ გამაგიჟებ ახლა- პლედს ვიხდი და საწოლიდან ვდგები. მოულოდნელად ვკარგავ წონასწორობას და თავბრუსხვევას ვგრძნობ.
- აი ! ხომ გეუბნები. გადაგიცდა? - საწოლზე მუხლებით დგება
- ღმერთო - მხოლოდ მაშინღა გავიაზრე რას მეკითხებოდა. უარესად დამეხვა თავბრუ და გულისრევის შეგრძნებამაც არ დააყოვნა. პირზე ხელს ვიფარებ და ოთახიდან გავრბივარ.
- ლალო, გააღე კარი - ხელებს მიბრახუნებს კარზე.
სახეს ცივი წყლით ვიბან. მზერას ვუსწორებ სარკეში არეკლილ საკუთარ თავს და სადღაც, გონების კუნჭულში წამიერად ვუშვებ, რომ შეიძლება ფეხმძიმედ ვიყო.
მაგრამ არ ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ არა.
იმ წამამდე არასდროს მიფიქრია დედობაზე, შვილზე...
- ლალო- ფიქრებიდან თათას კივილს გამოვყავარ და კარს ვუღებ - ამწევ ჭკუიდან. გადაგიცდა თუ არა
- რა რიცხვია დღეს?
- 21
- 2 დღეში ველოდები.
- 2 დღეში თუ არ მოგივა, იცოდე მაშინვე ტესტს იკეთებ.
- თათა, საერთოდ რას მელაპარაკები ხვდები?
- რას გელაპარაკები ლალო, სექსი შენ გაქვს და მთელი ფეხმძიმობის სიმპტომები და შენ რო არ დაფიქრდი მაგაზე ეგაა გასაკვირი.
- მართლა რომ...- სიტყვა მიწყდება და ვხვდები როგორ მებინდება მხედველობა.
- ახლა არ მითხრა მოვიშორებო ან რამე ბრტყელ-ბრტყელი აზრები, თორემ ჩემი ხელით გამოგღადრავ ყელს, ხო იცი?
- თათა, ამაზე არასდროს მიფიქრია- ცრემლებს უკვე გადმოევლოთ ჯებირები.
- კაი, დამშვიდდი. დაველოდოთ და გავარკვიოთ.


ისე გაიწელა ის ორი დღე, საუკუნოდ მომეჩვენა.
ვცდილობდი, არაბულთან არ შემეჩნია ჩემი ღელვა, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ თავად არ მეცოდინებოდა ყველაფერი ზუსტად. ღამეებს ფიქრში ვათენებდი, რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა. როგორ მიიღებდა ამ ამბავს ჩვენი, ორივეს ოჯახი, გარშემომყოფები. ყველაფერზე ვიფიქრე მილიონჯერ, ათასნაირად, მარჯვნიდან-მარცხნიდან.
მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ წარმოვიდგინე, ჩემ ცხოვრებაში არაბული, ხელში ჩვენი ვაჟით.საოცრად ფუმფულა, ხორბლისფერი ბიჭით, რომელიც კალმით იქნებოდა გადახატული არაბულისგან.წარმოვიდგინე, როგორ ყავდა დათას მკლავებში მოქცეული და როგორ დიდი სიყვარულით დაყურებდა ჩვენს შვილს.


ორი დღის შემდეგ, გეგმიურად რომ დამეწყო პერიოდი, ყველა ფიქრი გაქრა.
იმ მომენტისთვის მინდოდა, თანაც ისე ძლიერად მინდოდა ჩვენი შვილი, ჩემი და დათას ვაჟი, თათას რომ ვუთხარი მომივიდა თქო, ხმა ძლივს დავიმორჩილე რომ არ მეტირა.
ფიქრები, სადღაც გულის ცარიელ კუნჭულში მივჩქმალე და ყოველდღიურობას დავუბრუნდი.

სისუსტე უაზროდ დამჩემდა, საწოლიდან წამოდგომისას, წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი.
ვფიქრობდი, ალბათ იმდენად განვიცადე წინა დღეები ამის ბრალია თქო.

**
ივლისი იყო.
თბილისში ისეთი სიცხეები დაიწყო, დღის მონაკვეთში გარეთ ვერ გახვიდოდი.
ჩემთან ვიყავით მე და თათა კონდიციონერის წინ დივანაზე გაწოლილები.
ნინო საავადმყოფოში იყო, საქმეებს აგვარებდა, კვლავ კურსებზე მიდიოდა თურქეთში.
- ძალიან გახდი შენ - ბრეტელებიანი მაისურიდან, შესამჩნევად მოჩანდა ჩემი ამომჯდარი ლავიწები.
- საერთოდ ვეღარ ვჭამ ამ სიცხეში, არ მაქვს მადა- თითქოს მაშინ შევნიშნე მეც, ლავიწებზე თითები რომ გადავიტარე.
- მოიკლა იქნებ თავი შიმშილობით, ვერ გიყურებს ერთი არაბული, შუქი რომ გაგდის უკვე?
- აბუქებ ახლა თამარა შენ
- მე ვიყო მართლა თამარა, შენ თუ ძვალი არ დარჩე, მასე თუ გააგრძელებ.
ჩემი ტელეფონის ზარმა დამიხსნა თათას კლანჭებიდან და მონოლოგებისგან.
დათა იყო.
- ჰოუ
- რას ჩვები ლალუ?
- თათაა ჩემთან და კონდიციონერს ვართ გაწოლილები შენ?
- რაღაცა საქმეები მაქვს და დავრბივარ. მოკლედ საღამოს გეგმები არ გაქვს როგორც ვიცი ,ხო?
- აჰამმ
- ხო და ანას დაბადების დღეა და დაგპატიჟა, უარი არ მიიღება. ყველა ელოდება შენ გაცნობას.
ანას, დათას დედის გაცნობა, ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო, მაღალ ქულიანი გამოცდა იყო, დაახლოებით ისეთი, კურსის დახურვა არ დახურვას რომ გიწყვეტს.
ანა, საოცარი ქალია, ყველაზე მზრუნველი და მართლაც,რომ ულამაზესი ქალბატონი.
და მე, როგორც დათას შეყვარებულის, მის წინ წარდგენა, უკვე მილიონჯერ მქონდა გადავადებული. თუმცა ფაქტი იყო, რომ ამ ჯერად ვეღარ გადავავადებდი.


მათი სახლის კართან ვიდექით, გვერდით მდგომი დათა, გულიანად დამცინოდა ჩემ ნერვიულობასა და ცქმუტვაზე. კესანების თაიგულსა და ანასთვის შერჩეული საჩუქრის ყუთს, ხან ერთ ხელში მოვიქცევდი, ხან მეორეში.
ჯერ კიდევ არ ვიყავი „მზად ყოფნაში“ დათამ კარის სახელური რომ დაწია და - მოვედითო დაიძახა.

საოცრად ღიმილიანი სახით შემოგვეგება ანა.
არც კი მომსალმებია, მოულოდნელად ისე ჩამიკრა გულში.
- ლალო, როგორ მიხარია შენი გაცნობა
- მეც ძალიან, მიხარია. ეს ჩემგან, გილოცავთ დაბადების დღეს - თაიგულსა და საჩუქარს ვუწვდი და ისიც, ანთებული თვალებით, პატარა ბავშვივით მოუთმენლად, მაშინვე ხსნის საჩუქარს და შარფს ყუთიდან იღებს - ღმერთო, ლალო, რა ლამაზია ! - მის ხმაშივე იგრძნობოდა გულწრფელობა. ისევ ძლიერად მხვევს ხელებს- ულამაზესია, მადლობა, ჩემო გოგო.
მისაღებში ერთად შევდივართ, სადაც უკვე დათას მამაც გვეგებება.
- ლალო, სასიამოვნოა შენი გაცნობა, შვილო
საოცრად ჰგავს დათა მამას.თამამად შეგეძლოთ გეთქვათ რომ, 20 წელში, ზუსტად ასეთი იქნებოდა არაბულიც. ზუსტად ასეთი.
ხელებს მხვევს და ვგრძნობ, როგორ მითრთის მთელი სხეული.
არასდროს მიგრძვნია, როგორია მამის ჩახუტება. მამის სითბო და იმ მომენტში, არ ვიცი რატომ, გურამის ჩახუტება, საკუთარი მამის ჩახუტებად აღიქვა გულმა.
ადრეც მითქვამს.
არასდროს მიგრძვნია უმამობა,ბაბუს წყალობით.ყველა იმ გულის კუნჭულს,რომელსაც მამის მზრუნველობა და სიყვარული ჭირდებოდა, ბაბუს უსაზღვრო სიყვარული მივსებდა. იმ დროს, როდესაც ვხედავდი, ჩემ თანატოლებს, ბაღში, სკოლასა თუ თუნდაც ქუჩაში, როგორ ახლდნენ მამები,იმის შემყურეს, თუ როგორ გიჟდებოდა ზურა ძია თათაზე, მათი ურთიერთობის, გულში გაჩენილ ბზარებს, ბაბუს მოფერება და ერთი დაძახებული „ლალო“ მილესავდა.
თუმცა იმ საღამოს, სრულფასოვანი არაბულების ოჯახის შემყურეს, ვიგრძენი როგორ გაუჩნდა ჩემ გულს კვლავ ბზარები, როგორი სიცარიელე იყო იმ წილად,რასაც მამა ერქვა.
იმ საღამოს პირველად გავიაზრე ჩემი უმამობა.
ისე ძალიან მომინდა, შემძლებოდა დამეძახა ვინმესთვის - მამა
ჩემთვის შვილი ეწოდებინათ.

ტუჩზე სისველემა და სითბომ გამომაფხიზლა.
ჩემ გვირილებიან სარაფანს, მუხლებზე ტიტები,რომ აუყვავდათ.
- ლალო - შორიდან გავიგე დათას ხმა.
ხელი მოვისივი ცხვირთანა და თითები სისხლით შემეღება.
მაშინვე წამოიშალა ყველა სუფრიდან.
- ლალო, შემომხედე- თავზე მედგა დათა- არ ინერვიულო კარგი? - ხელსახოცით მიწმენდს ტუჩებს და ვხედავ როგორ თრთის მისი თითები
- მაპატიეთ- ვჩურჩულებ და ახლა უკვე ყელში ვგრძნობ უსიამოვნო სითხეს.
- სიცხის ბრალია, შვილო ალბათ- თმაზე ხელს მისვამს ანა- მოდი საპირფარეშოში შევიდეთ და სახე მოიბანე.
ფეხზე ვდგები და კვლავ თავბრუსხვევას ვგრძნობ.
დათას ხელებს ვგრძნობ წელზე.
- აქ ვარ, ლალუ, აქ ვარ
თავისი ხელით მბანს სახეს და თვლაებზე კოცნებს მიტოვებს.
- ჩემი სისხლიანი გოგო - მიღიმის, თუმცა თვალებში ეტყობა, როგორ შეშინდა.
- სახლში წამიყვანე დათა რა - ძლივს ამოვთქვამ
- წაგიყვან- შუბლზე მკოხნის და გულზე მიხუტებს.


**
ყოველ დღე უფრო სუსტად ვგრძნობდი თავს.
თუმცა ყველაფერს სიცხეებს ვაბრალებდი.
ნინო მორიგე იყო, შესაბამისად ჩემთან დათა რჩებოდა.

მის სხეულზე ვიყავი მისვენებული.
შიშველ ზურგზე თითებს დაათარეშებდა.
ჯერ ხერხემალს ააყოლა თითები, შემდეგ ჩამოაყოლა.
ნეკლებზე გადმომისვა ხელი და მერე ერთიანად დეჭიმა სხეული
- ძალიან გახდი, იცი?
- ამ სიცხეში ვერ ვჭამ ვერაფერს და რა გავაკეთო
- ასე არ შეიძლება, ყველა ძვალი გეტყობა ლალო
- ასე ნუ პანიკიორობთ რა-სხეულზე იქვე მიფენილი საღამური გადავიცვი და სააბაზანოში გავედი.

კბილებს ვიხეხდი, მოულოდნელად, რომ მეუცხოვა, ჯაგრისზე წითელი ფერი.
მთელი პირის ღრუ სისხლიანი მქონდა.
მთელი სხეულით ამიტანა კანკალმა.
თავის შესამაგრებლად ძლივს ჩავებღაუჯე ნიჟარას.
არ ვიცი, რამდენ ხანს მივშტერებოდი ჩემს გამოსახულებას სარკეში, რომელაც მართლად შესამჩნევად ეტყობოდა წონაში კლება.
ლავიწები ისე მქონდა ამომჯდარი, მხოლოდ თხლად გადაკრული კანი ამაგრებდა თითქოს სხეულზე.
ლოყები მკვეთრად დამთხელებოდა.
გვერდით მიბრუნებულს თვალში მკლავზე სისხლჩაქცევა მომხვდა თვალში.
ისევ თავბრუს ხვევა, გულის რევადა გაბმული წუილი ყურებში.

-კარგად ხარ?- ოთახში შესულს საწოლზე წამომჯდარი მხვდება დათა.
- აჰამ, კარგად ვარ- ფანჯარას ვხსნი და სიგარეტს ვუკიდებ. რაფაზე ჩამომჯდარი, მოკლე საღამურით, ვაკვირდები, როგორ გაზრდილიყო სივრცე შეტყუპებული მუხლებით, ფეხებს შორის.
სიგარეტს ვაფერფლებ და ვხედავ როგორ მეტყობა მყესები, ხელის მსუბუქ მოძრაობაზეც კი.

რაღაც გულს მიკაწრავდა.
იმ ღამით, რაღაცამ მოსვენება დამიკარგა.
არ მიძინია.


**

დედას წასვლის დღესვე წავედი კლინიკაში.სხვას ვერ ვენდობოდი თუ არა დედას კოლეგებს, თუმცა მთელი ოჯახის ფიცილის შემდეგ, რომ დედას ჩემი ვიზიტის შესახებ არაფერს ეტყოდნენ.
ყველანაირი ანალიზი ჩავაბრე.
პასუხებისთვის მეორე დღეს დამიბარს.
ვიცოდი, რომ რაღაც ისე არ იყო.

**
- გაბ- ეკრანზე მისი გამოსახულების დანახვისას, იმ წამს სულ სხვანაირად მენატრებდა.
- ჩემო თხაკიკინა როგორ ხარ?
- გაბ, ბილეთები ხომ არ აგიღია?
- ჯერ არა ლალო, წამოსვლამდე მინდა ჩემებს რაღაცების მოგვარებაში დავეხმარო და მერე ავიღებ ბილეთებს რა, რა ხდება?
- მომენატრე ძალიან გაბ, მალე ჩამოდი კარგი?
- ჩემი სულელი, ჩამოვალ მალე და შენ და დავითას მურმანის ეკლად გექცევით.
- ოღონდ შენ ჩამოდი და შუაში ჩაგაწვენ
- ვსიო, სიტყვაზე გიჭერ
- წავედი ახლა და დაგირეკავ მერე გაბ.
სახლში მარტო ვიყავი, 2 დღით. არც თათა მყავდა და არც დათა.
უსაშველო მარტოობას ვგრძნობდი. თუმცა იმ დღეებში ალბათ, ასე უმჯობესიც იყო.
ჩემ ფანჯარაში, ფოტოების თვალიერებაში ირიჟრაჟა.
ისე მომეწურა გული, ისე შემეკუმშა, როდესაც საოცრად ბნელ ღამეს კიდეებიდან სინათლე შეეპარათ.
თითქოს ჩემთვის განაჩენის დღე თენდებოდა.
თითქოს? მაშინ არ ვიცოდი, თურმე ასეც იყო.
შუადღისას წავედი კლინიკაში.
არ მახსოვს გზა კლინიკამდე, არც ის მახსოვს ბატონ ვახტანგთან კაბინეტში როგორ აღმოვჩნდი.
დახშულ სმენას მხოლოდ ერთი მოკლე წინადადება მიწვდა:
„ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია“

არც ის მახსოვს,როგორ გამოვედი კლინიკიდან.
როგორ აღმოვჩნდი ბაბუს საფლავზე.
ბაბუს მომღიმარი სახე, ცივ მარმარილოს ქვასაც ათბობდა. ჩემი საყვარელი ფოტო იყო იმ ქვაზე გამოსახული. ამ ქვას არ ეტყობა, ბაბუს ამ ფოტოში ჩემი კოცნებისგან სულ აწითლებული ჰქონდა ლოყები. სიცილისგან აცრემლიანებული, ლოყებში ჩამალული თვალები.ჭაღარა წვერი, სასაცილოდ უფარავდა ტუჩს.
პატარა რომ ვიყავი, მეგონა ბაბუს ზედა ტუჩი არ ჰქონდა. მხოლოდ „მჩხვეტარა“ ულვაში. მახსოვს, როგორ ინტერესით გადავუწიე თითებით ულვაში და მის სიღრმეში დამალული ბაბუს ზედა ტუჩის აღმოჩენისას, როგორი გაოცებული ვიყავი.
მის ყველა ნაკოცნ ადგილას, წითელი წერტილები მიჩნდებოდა, ბაბუ როგორც ამბობდა მის ნაკოცნებზე კოპლები „ამომდიოდა“.
-ბაბუ
მის საფლავზე მუხლებით ვემხობი. ბაჯებით მის ქვას ვწმენდ და ვკოცნი.
-ბაბუ, მჭირდები, ისე ძალიან მჭირდები ახლა. ისე მინდა შენი ჩახუტება შემეძლოს, შენ მუხლებზე თავის დადება. შენი ხმის გაგონება ბაბუ.
არ ვიცი რა ვქნა, მეშინია ბაბუ, ძალიან მეშინია. სიკვდილის არა ბა, იმ გზის მეშინია,რაც გასავლელი მაქვს, გასავლელი მაქვს მე, დედას, გაბოს, თათას, დათას. ასე როგორ გავიმეტო ბა. რა გავაკეთო, როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი. როგორ ვაყურებინო ჩემ კვდომას,ასე როგორ ვატკინო ბაბუ. ნეტავ ამ წამს მოხვიდოდე, ჩამკიდებდე ხელს და ამ წამსვე წამიყვამდე შენთან.რომ ვერ გავიმარჯვო, რომ ვერ დავამარცხო ბაბუ, რომ ვერ შევძლო, მერე რა იქნება ბაბუ. დედა როგორ დავტოვო?
შემიყვარდა ბა, ისე ძალიან შემიყვარდა,იმ სიყვარულით შენ რომ მიყვებოდი ხოლმე. ისე ძალიან მომინდა ბაბუ, მისი შვილის დედა გავმხდარიყავი, ისე ძალიან მომინდა დედა ვყოფილიყავი.
თათა და გაბო, ბაბუ? როგორ ვუთხრა, რანაირად ვუთხრა ბაბუ.როგორ გავამწარო ასე?

არ შემიძლია, არ მინდა ბაბუ. ნეტა სულ გავქრებოდე.
ნეტავ ჩემთან იყო , ისე ძალიან მჭირდები...
ვითომ შენ მუხლებზე მიდევს თავი კარგი? აი ასე, აი აქ დავწვები. ვითომ ისევ პატარა ვარ, ფეხებს მოვკეცავ, რომ ისევ დავეტიოთ ჩვენი ფანჯრის რაფაზე.აი ასე ბაბუ, შენ მუხლებზე მიდევს თავი. თმასაც გავიშლი ბაბუ, და მომეფერე კარგი? მე რომ მიყვარდა ისე მომეფერე. იცი? მალე თმაც აღარ მექნება ბაბუ, მომეფერე სანამ ჯერ ისევ მაქვს ბაბუ, ბევრი მომეფერე.
აქ ვარ, შენთან ვარ. გრძნობ რომ გეფერები? ამ მიწის ქვეშ, შენ რომ დაგტოვე, გრძნობ, ჩემ ხელებს ბაბუ? ნეტავ არ გამძიმებს ? გულზე ამდენი მიწა რ გამძიმებს? ნეტავ გეშინოდა ბაბუ, მანდ რომ დაგტოვეთ ? მე მეშინია ბა, ძალიან მეშინია.
ხომ დამპირდი, რომ ჩვენი ჭადრის ხე ჩემს სიბერესაც ნახავდა ბაბუ, მეც რომ შენთან წამოვალ, მერე ვისი ჭადრის ხეღა იქნება? სულ მარტო რომ დარჩება ბაბუ?

მომეფერე , გეხვეწები მომეფერე თმებზე...

ბა? ისევ აქ ვარ. დაღამდა.
დავიძინებ დღეს შენთან კარგი? მიღიღინე ჩემი ძლისპირული ბა და შენთან დავიძინებ, აი აქ, შენ გულზე ვიწვები და აქ დავიძინებ ბაბუ.

**
არ ვიცი,როდის მიწვდა ჩემ სმენას ტელეფონის გაბმული ზარი.
წამოვდექი. მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა.
უამრავი გამოტოვებული ზარი იყო თათასგან და დათასგან.
- დათა
- სად ხარ? - იმდენად გამტყდარი იყო არაბულის ხმა,რომელმაც ჯერ არაფერი იცოდა.
- ბაბუსთან ვარ დათ
- მოვდივარ.
ბაბუსთან ვიჯექი.
სიბნელიდან ნაბიჯების ხმა რომ შემომესმა.
- ლალო- თათას ხმა, გამეფებულ სიჩუმეში ისე ტკივილად გაჟღერდა,გულზე მწვავე ჩხვლეტა ვიგრძნენი.
ჩემ წინ მუხლებზე დამხობილა არაბული, ჩემ სახეს ხელებში იქცევს.
- როგორ შემაშინე- მკერდზე მიკრავს და ვგრძნობ როგორ კანკალებს მთელი სხეულით.
- სახლში წავიდეთ.- გაჭირვებით ვდგები ფეხზე და გვერდით ამომდგარი დათასა და თათას დახმარებით ვიწყებ სიარულს.
გზაში არცერთს ამოუღია ხმა. სახლში შესულმა, სარკეში ჩემ ანარეკლს მოვკარი თვალი და შემეშინდა. არ ვიყავი ის, ვინც იმ სარკის მიღმიდან მიყურებდა,ის შეშინებული გოგო, რომელიც იქედან დამტიროდა.

სახეზე ცივ წყალს ვისხავ და მისაღებში ვბრუნდები.
არაბული აივნის კართან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. თათა დივანზე იჯდა და მზერა სადღაც, სივრცეში შეყინვოდა.

- დათა - მზერას მისწორებს.როგორ მინდა გითხრა თუ რა ძალიან მიყვარხარ.- აღარ მინდა - ვხედავ როგორ გაურკვევლობაშია, თათას მზერა ჩემზე გადმოაქვს.ოთახის შუაგულში ვდგავარ - დავიღალე. - მზერას ვეღარ ვუსწორებ და სათქმელი სიტყვიების თითოეული ბგერა,ვგრძნობ როგორ მიდაგავს გულს- მახრჩობ, საკუთარ თავს ვკარგავ უკვე, ასე აღარ შემიძლია.- ვხედავ როგორ დგება თათა ფეხზე- დარჩი თათა - გაოგნებული ჯდება საწყის ადგილზე- არაფერია ისეთი, რაც არ უნდოდა იცოდე. მინდა რომ დავშორდეთ დათა, მე ჩემი მიზნები მაქვს და მინდა რომ ყველაფერი მშვიდად გავაკეთო. ჩვენი ურთიერთობა კი ყველაფერში უკან მწევს. მინდა რომ, როგორც აქამდე მიდიოდი ხოლმე ისე წახვიდე და გაქრე, თუმცა ახლა აღარ უნდა დაბრუნდე.
- ასე მარტივად ლალუ? ასე უბრალოდ აღარ გინდა?- ნაბიჯების ხმა მესმის. თავდახრილ მზერას ხვდება მისი ფეხები. წინ მედგა- შემომხედე თვალებში და ყველა ის სიტყვა გაიმეორე რაც წეღან თქვი. გაიმეორე რომ გახრჩობ, რომ გაქრობ, რომ ხელს გიშლი. გაიმეორე ლალო- ყვირის და სახეს ზემოთ მაწევინებს- თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი, რომ წავიდე.
- გითხარი უკვე, რაც სათქმელი მქონდა.
- კიდევ მითხარი. ამიხსენი რა მოხდა 2 დღეში, ამიხსენი სად შემეშლა, სად გატკინე, სად დავაშავე. ამიხსენი ლალუ !
- მინდა რომ წახვიდე გესმის ? მინდა რომ წახვიდე ! - მთელი ხმით ვყვირი და მის წინ იატაკზე ვეცემი - უბრალოდ მინდა რომ წახვიდე - ვეღარ ვიმორჩილებდი ხმასა და ცრემლებს.
- ვერ წავალ, უშენოდ ვერ ვიქნები- ჩემ წინ მუხლებზე დგება და სხეულზე მიკრავს.
- მომაშორე ხელები დათა, მომშორდი- მუშტებს მთელი ძალით ვურტყავ მკერდზე.
- დამშვიდდი გთხოვ, გევედრები დამშვიდდი ლალო, მოვკვდები. უშენოდ მოვკვდები- ნამსხვრევებად ჩამესმის მისი სიტყვები.
- უნდა წახვიდე დათა, ხომ მითხარი, ხომ დამპირდი, რომ თუ მე მენდომებოდა წახვიდოდი.
სუნთქვა ეკვრება. მთელი სხეული ეყინება ჯერ მას, მის გარეშე კი მე.
მესმის მისი ნაბიჯების ხმა. კარის გაჯახუნება და შემდეგ უკვე ჩემი ღმუილი.


- რა ჩაიდინე - ჩემ წამოდგომას ცდილობს თათო.
- ვუშველე
- რას უშველე ლალო, რას უშველე. ვერ ხვდები რომ გაანადგურე?
- ვუშველე თათო.

არ ვიცი, რამდენ ხანს იჯდა თათო იატაკზე თავჩარგული. რამდენხანს ვიჯექი კედლის ძირში მე.
ვგრძნობ როგორ მისველდება ისევ ზედა ტუჩი. სახეს მაჯით ვიწმენდ. იატაკზე რამდენიმე სისხლის წვეთი იყო.
- ლეიკემია მაქვს - ძლივს ამოვთქვი.
რამოდენიმე წუთს, თათას ხმა რომ ვერ გავიგე, მხოლოდ შემდეგღა ავხედე.
პირზე ხელი ჰქონდა აფარებული, ვხედავდი როგორ უცახცახებდა მხრები.
- მე კი, ლამის დავიჯერე მაშინ.ჩემი და დათას შვილიც კი წარმოვიდგინე.ისე ძალიან მინდოდა დედობა,დათას შვილის დედობა. მერე ისე ძალიან დამწყდა გული.
- ლალო
- არ მინდა რომ ის ყველაფერი გამოგატაროთ, რაც წინ მელის.
- რას ამბობ ხვდები?
- არ მინდა გიყურებდეთ, როგორ განადგურებთ, თათა
- საერთოდ დაკარგე აზროვნების უნარში? მეც უნდა მითხრა წადიო? მეც უნდა მომიშორო? ლალო, შემომხედე. არსად არ ვაპირებ წასვლას გესმის? აქ ვიქნები და არსად არ წავალ სანამ ყველაფერი არ ჩაივლის გესმის- სახიდან თმას მიწევს და სახეს ჩემს ყელში მალავს. ლავიწზე ვგრძნობ მის მოკანკალე ნიკაპს.- აქ ვიქნები ლალო, შენთან.
***
არ ვიცი დიაგნოზის გაგების ბრალი იყო, თუ დამძიმებული მდგომარეობის. სისხლედან მატულობდა. უკვე ძალიან მიჭირდა გადაადგილება.

შუაღამით დედა რომ დამადგა თავზე, არასდროს ამომივა მისი სახე თვალებიდან. ისეთი ტკივილიანი იყო მისი მზერა,ისეთი სევდიანი.
უკვე ყველაფერი იცოდა. ემზადებოდა ჩემთან ერთად საბრძოლველად და აბჯარს ისხამდა.
-არ ვაპირებ ჩემი ერთადერთი შვილი, დავთმოო- მეჩურჩულებოდა გადაბმულად და თმაზე მეფერებოდა.

***
გაბოს თათამ უთხრა.
-უნდა ჩამოხვიდე გაბო, ლალოს ჭირდები
მეტი არაფერი უთქვამს, ალბათ თათას მზერაში იგრძნო რომ ყველაფერი ცუდად იყო.


დიაგნოზის დასმიდან 1 კვირა იყო გასული.
იმ დღეს პირველი ქიმიოთერაპია მქონდა.
რამოდენიმე საათს სავარძელზე გადასხმის მოლოდინში ვიჯექი.
თათა მახლდა და რა თქმა უნდა დედა.
სრულიად გამოფიტულმა დავტოვე იმ დღეს კლინიკა.
და ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო.
მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და არადამაიმედებელი, თუმცა უნდა მეცადა.
მთელი საღამო გულისრევა და საშინელი სისუსტე მქონდა.

გამთენიისას სახეზე ფერებამ გამომაღვიძა. საწოლთან გაბო იჯდა, ჩემი გაბო და მეფერებოდა.
ამხელა ბიჭი,იჯდა და ტიროდა.
- გაბ- საშინლად გამომშრალი ყელიდან ძლივს ამოვთქვი სამი ბგერა
- აქ ვარ ლალო, შენთან ვარ - გვერდით მიწვება და ჩემ უღონო სხეულს მკლავებში იქცევს- ყველაფერს მოვერევით გესმის? ყველაფერი კარგად იქნება - თითქოს საკუთარ თავს აიმედებდა იმ ღამით მოჩურჩულე გაბო.


**
ყოველ ღამით ერთად გვეძინე მე, თათას და გაბოს.
ყოველ დღე ვუყურებდი, თანდათან როგორ პატარავდებოდნენ ჩემი შემყურენი.
დათასგან არაფერი ისმოდა.
თხოვნა შემისრულა და ისე წავიდა, რომ აღარ დაბრუნდა.
მთელ სხეულსა და გულს ენატრებოდა არაბულის შეგრძნება, მისი სიყვარული. თვალებს მისი ნახვა ეწადათ.მაინც ყოველ წამს მინდოდა კარი შემოეხსნა და შემოსულიყო, ხელები ძლიერად შემოახვია და ეთქვა რომ ვუყვარდი.

- უნდა იცოდეს ლალო - ზურგით გაბრიელზე ვარ მიყრდნობილი.- უფლება აქვს შენ გვერდით იყოს, შენც ხომ იცი, რომ მისი გვერდით დგომა გჭირდება?
ფეხზე ვდგები და ფანჯარას ვაღებ.მინაში არეკლილი ჩემი თავი მაშინებს. კიდევ უფრო მეტად ვიყავი გამხდარი.
ქიმიოთერაპიები იმაზე მეტად კლავდა ჩემში ყველაფერ ბუნებრივს და ცოცხალს, ვიდრე წარმოვიდგენდი.
აღარცერთი ღერი აღარ მქონდა თმის შემორჩენილი.
თავზე თათას ნაჩუქარი ყვავილებიანი შარფი მქონდა შემოხვეული.
ჩემ თავს ვერ ვცნობდი. ერთიანად მქონდა სახე შეშუპებული და გადათეთრებული. უწარბოდ, უწამწამოდ.
- არ მინდა ასეთს მხედავდეს
- არაბულს შენ უყვარხარ ლალო და არა შენი გარეგნობა. ყოველღე მირეკავს, რაღაცას გრძნობს. აღარც მე შემიძლია მისი მოტყუება. არც ვნახულობ, თვალებში ვერ შევხედავ და ვერ მოვატყუებ გესმის?
- მართალია, გაბო ლალო.უნდა უთხრა სიმართლე
***
მომდევნო თერაპია იმაზე მეტად მძიმე აღმოჩნდა ვიდრე ყველა მანამდე.
მეგონა იმ დღეს ვერ გადავიტანდი.
საწოლში ვიწექი და თავზე გაბო და თათა მედგნენ.
სხეულზე მიწებებულ, სველ ტანსაცმელს მიცვლიდა თათა.
- გაბო, მოვიდეს - თუ იმ ღამეს ვერ გადავიტანდი, მინდოდა ბოლოჯერ მაინც მენახა და მეთქვა, რომ მიყვარდა.


არ მახსოვს როდის ჩამეძინა.
ლოყაზე კოცნას ვგრძნობ და თათას სურნელს ვცნობ.
- დათა მოვიდა, ლალო

ისე ამიფრიალდა გული, როგორც მაშინ, მისი პირველად ნახვისას, როდესაც შემიყვარდა.
- წამომაყენე, თათა, გთხოვ- ბალიშს მისწორებს და ზემოთ მწევს- თათ, ძალიან ცუდად გამოვიყურები? - ხელით დავსაბურავს ვისწორებ და მაისურის სახელოებს ვიწევ, ნანემსრების დასამალად.
- ყველაზე ლამაზი ხარ, ჩემო სიყვარულო- შუბლზე მაკრობს ტუჩებს.
კარზე ჩუმი კაკუნი მესმის. გულისცემა ყელში მებჯინება.
კარში ნაცნობ, წელში მოხრილ სხეულს რომ ვლანდავ და მასში საყვარელ მამაკაცს ამოვიცნობ.
რამდენიმე ხანს კარში შედგა. თავი დახრილი ჰქონდა. მხრები მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა.
ვხვდებოდი, როგორ უჭირდა შემოხედვა, ჩემთან მოსვლა.
როგორც ჩანდა გაბოს და დედას ნათქვამი ჰქონდათ უკვე ყველაფერი.
- მე გავალ - კარისკენ მიდის თათა და არაბულს საფეთქელზე კოცნას უტოვებს, რაღაცას ეჩურჩულება თუმცა არ მესმის.
რამოდენიმე წამში თავს ზემოთ წევს, საძინებლის მბჯუტავ განათებაზეც კი ვხედავ მის ცრემლიან თვალებს. ჩემკენ მოდის და საწოლის კიდეზე ჯდება.
არ მიყურებს.
- მაშინ, წყნეთში. ცუდად რომ გავხდი. მეგონა ფეხმძიმედ ვიყავი, თათამ შთამაგონა.
სანამ დავაზუსტებდი ბევრს ვფიქრობდი ამაზე. ფიქრებში, წარმოვიდგენდი, როგორ გყავდა მკლავებში მოქცეული ჩვენი ბიჭი. უფუმფულესი და ულამაზესი იყო. ყველა ნაკვთი შენი ჰქონდა. ისეთი სიყვარულით უყურებდი, ისეთი ბედნიერი იყავი. - ჩემკენ ბრუნდება და მზერას მისწორებს- მერე, როცა გავიგე,რომ არ ვიყავი ფეხმძიმედ, ჩემი ფიქრები და ოცნებები მივივიწყე. იმდენად განვიცადე, ჩემი უმადობა და სისუსტე ამას მივაწერე. იმ მომენტში მზად ვიყავი შენი შვილის დედობისთვის და ისე ძალიან მინდოდა დათ, როგორც არასდროს არაფერი.- ვხედავდი, როგორ დაეჭიმა კისერზე ძარღვები, თუმცა მზერას ვერ ვუსწორებდი- იმ დღეს გავიგე დიაგნოზი,როდესაც წასვლა გთხოვე. სიმტომები იმდენად გამიმძაფრდა, ვხვდებოდი, რომ რაღაც არ იყო წესრიგში. არ მინდოდა,რომ ასეთი გენახე, არ მინდოდა რომ ის ყველაფერი გამოგეარა,რაც ჩემდა უნდებურად დედას, გაბოს და თათას გამოვატარე. ხომ ნახე, რას გვანან, ხომ ნახე როგორ ვტკენ. არ შემეძლო შენთვისაც ასე მეტკინა. არ მინდოდა ასე გენახე დათა. შემომხედე რას ვგავარ, შემომხედე- ხმას და ცრემლებს ერთანაირად აეშვათ უღელი - აღარაფერია ჩემში ცოცხალი. არ ვიცი, თუ გავუძლებ, თუ გადავიტან, არ მინდა რომ მოვ...- თითებს ტუჩებზე მაფარებს და არ მაძლევს იმ სიტყვის წარმოთქმის უფლებას, რომელიც მთელი ეს პერიოდი თავში მიტრიალებს, მღრღნის.
- არ გაბედო, ფიქრიც კი.მოერევი, დაამარცხებ და კარგად იქნები. სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს, სხვა გზა არ არსებობს გესმის?- გამომშრალ, გაუხეშებულ ტუჩებზე კოცნას მიტოვებს- უფლება მქონდა, შენთან ვყოფილიყავი ლალუ, შენთან ერთად გამომეარა ეს ყველაფერი. ეს უფლება არ უნდა წაგერთვა.ჩემთვის უშენოდ ყოფნა სიკვდილია, უშენოდ უბრალოდ ვერ ვარსებობ.
- არ თქვა დათა, გთხოვ. ასე ნუ ამბობ
- არსად აღარ წავალ გესმის? არსად წავალ.


***
არც წასულა არაბული იმ ღამის შემდეგ.
ფაქტობრივად ჩემთან გადმოსახლდა.
ყოველ დღე უფრო მძიმედ ვგრძნობდი თავს. სიარული ფაქტობრივად აღარც შემეძლო. არაბული ხელით დამატარებდა სახლიდან კლინიკამდე, კლინიკიდან სახლამდე.
თავისი ხელით მბანდა და მაცმევდა.
დროის უმეტეს ნაწილს ძლიში ვატარებდი.
კლინიკის გარდა არსად გავდიოდი.
არ მინდოდა ვინმეს ასეთი ვენახე, ასეთი დავმახსოვრებოდი.



***
ჩემი დაბადების დღე იყო
ჩემ წინ, საწოლთან ტორტით ხელში იდგა დედა.დათას მკერდს ვიყავი მიყრდნობილი და თავზეე სასაცილო ქუდი მეხურა. თათა და გაბო ერთხმაში მიმღეროდნენ
- ჩააქრე ლალო !
სანთელს სულ ვუბერავ და ბედნიერად ვუკრავ ტაშს
ალბათ ბოლო დაბადების დღე იყო, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ალბათ ბოლოჯერ მიმღეროდნენ და ბოლოჯერ ვაქრობდი სანთელს.

დათას მკერდზე მედო თავი.
- დათ
- გისმენ
- მინდა რომ რაღაცას დამპირდე
- არ მიყვარს ასეთი საუბარი ხომ იცი
- გთხოვ
- ლალუ
- დათ, მინდა რომ დამპირდე-ყელში უზარმაზარი ბურთი მეჩხირება- თუ რამე მომივა, თუ ვერ გავუძლებ
- ლალო !
- ნუ მაწყვეტინებ გთხოვ. მინდა დამპირდე, რომ შეძლებ და ჩემი შენდამი სიყვარულის გამო, დროთა განმავლობაში ცხოვრებას გააგრძელებ. მინდა რომ დამპირდე, მე თუ ვერ შევძლებ ჩემ ოცნებაში წარმოდგენილი შენი ბედნიერი სახის ნახვას, თუ როგორ გყავს ჩვენი შვილი მკავებში, თუ ვერ შევძლებ მე ვიყო შენი შვილის დედა, მაინც გახდები მამა, მინდა რომ ოჯახი და შვილი გყავდეს. მინდა რომ ბედნიერი იყო გესმის? გთხოვ დამპირდი
- შენ გარდა ვერავის შევიყვარებ ლალო, შენ გარდა, ვერავინ იქნება ჩემი შვილის დედა
- დათა, გთხოვ
- ცოლად გამომყევი ლალო

- არაფერს მეტყვი?
სახეს ხელით აწვინებს, სისხლი ეყინება, საყვარელი ქალის სხეულს, თვლაებზე ცრემლები შერჩენოდა.
- ლალო ! - არაბულის ღმუილმა მოიცვა ღამის სიჩუმე
- ნინო მიშველე !- ყვიროდა არაბული და მკლავებში მოქცეულ სხეულს გულში იკრავდა.
ოთახში ჩემოჭრილნი კართან ხევდებიან.
- ლალო ! - კართან იკეცება გაბრიელი
ნინო უახლოვდება შვილის სხეულს, მკლავებიდან აგლეჯს არაბულს და გულის მასაჟს უკეთებს.
- მიდი დედა, მიდი... გევედრები ახლა არა ლალო, გთხოვ ახლა არა შვილო- არ წყვეტდა შვილის სიკვდილისგან დახსნას.- არ გაბედო, ჩემო ერთადერთო
სასწრაფოში რეკავდა თათა და დახმარებას ითხოვდა.
ღრმა ამოსუნთქვა, ამობერილი მკერდი...
- სუნთქავს... პულსი აქვს







____________
უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ასეთი თბილი კომენტარებისთვის.
ისტორიის წერისას, პირველად ვიცოდი წინასწარ რა უნდა დამეწერა და უბრალოდ არ მივნდობივარ ფიქრებს. იმდენად მძიმე იყო ეს თავი ჩემთვის, იმდენად ახლოს, ბოდიშს გიხდით მექანიკური შეცდომებისთვის, გადახედვისთვის უბრალოდ ემოციები აღარ მქონდა.

მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ
და ჰო, დასასრული არაა...





№1  offline წევრი GMG

ეს რა იყო,არ ველოდი ასეთ გაგრძელებას.რამდენი ვიტირე.იმედი მაქვს ლალო ყველაფერს გაუძლებს და გამოჯანმრთელდება.

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენე

იმედი მაქვს ყველაფერს გადაიტანს ლალოს და დათას სიყვარული...ბევრი ვიტირე...

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტეტესოდ ვითარდება მოვლენები. ველით გაგრძელებას

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არ ველოდი ასეთ თავს ძან სევდიანი მტკივნეული იყო ველოდები გაგძელებას

 


№5 სტუმარი სტუმარი თაკო

ასეთი ამბების აქ დასერჩვისთვის ზედმეტად კარგად წერ, ჩემი აზრით რომანის დაწერა უნდა ცადო და იმედია შენს დაწერილ წიგნს ოდესმე წავიკითხავ.

 


№6 სტუმარი სტუმარი ხატია

ეს რა იყო ამხელა ქალი ცხარე ცრემლით მატირე.... გაგრძელება მალე დადე რა....

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

ტირილისგან ვერ ვკითხულობ....არ მოკლა ლალო...გაგრძელებას მოუთმენლად ველით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent