შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვასავით ლურჯი თვალები(ნაწილი 3)


23-08-2023, 01:39
ავტორი someone lost
ნანახია 968

ამ ნაწილის წერისას იმდენად შევედი როლში ამეტირა, იმედია შევძელი და ის ემოციები რისი გადმოცემაც მინდოდა თქვენამდე მოვიტანე <3
---
დილით ამაღლებულ განწყობაზე გავიღვიძე, დღეს ხომ დემნას მეგობრები უნდა გამეცნო
-ოოო,თან ბარში მივდივართო
-კი ვიცი, მთელი ჩემი 22წლიანი ცხოვრების განმავლობაში არც ბარში და არც კლუბში არ ვყოფილვარ
-არაუშავს ეგ არც ისეთი დიდი პრობლემაა, დემნა შენს გვერდით იქნება. იცი რაარის დიიიიდი პრობლემა ქალბატონო?
-რა? მართალია ჩემივე შინაგანი ხმა მელაპარაკებოდა, მაგრამ უცებ გონს ვერ მოვეგე
-შეხედე შენს კარადაში
გამოვაღე და ჩემს თავთან უხილავი ნათურა აინთო, ჩემი მთელი ტანსაცმლის ორ კატეგორიად დახარისხება შეიძლებოდა. პირველი ნაწილი: შავ-თეთრი კლასიკური სამოსი- სამსახურისთვის, მეორე ნაწილი:კომფორტული, 5ზომით დიდი ტანსაცმელი-სახლისთვის. ბარში წასასვლელად არაფერი მომეპოვებოდა, კიდევ კარგი ჯერ დილის 10 საათია და თავისუფლად მოვასწრებ მაღაზიაში წასვლას რამის საყიდლად. მოვემზადე, უცებ გადავიცვი კაცების სექციაში ნაყიდი 5 ზომით დიდი შავი მაისური და ჯინსის შორტები ამოვიცვი, სარკეში ჩავიხედე და ამოვიგმინე
-ამ თმას რა ჯანდაბა მოვუხერხო?
-ახლა შენ რო იცი ისეთი კოსა გაიკეთე, საღამოს კი უუეჭველად ცხენის კუდად უნდა აიწიო და თან დაისწორო.
-მერამდენედ უნდა გითხრა, გენიოსი ხარ!
-ვიცი ვიცი- გადაიკისკისა შინაგანმა ხმამ და კომპლიმენტი შეიფერა. უკვე კარისკენ მივდიოდი ზარის ხმა რომ გავიგე, გამეღიმა, არც კი მიფიქრია, რომ კურიესრის გარდა იქ სხვა ვინმე დამხვდებოდა, რომელსაც ყოველდღე თეთრი ვარდები მოჰქონდა, უკვე დავმეგობრდით კიდეც
-უკვე შენც დაიღალე ხო ამდენი ვარდების მოტ...- უცებ ღიმილი სახეზე შემეყინა და სიტყვის დასრულება ვეღარ შევძელი. კარში არც მეტი არც ნაკლები მამაჩემი იდგა
-რა ვარდები?- წამში კოპები შეკრა და განრისხებულმა შემომხედა- საერთოდაც სად მიდიხარ ჩაცმულ-მოკაზმული? დღეს ხომ არ მუშაობ
-არაფერი... მაღაზიაში მივდიოდი რაღაცების საყიდლად
-მე მოგიტანე ყველაფერი, მიდი შევიდეთ სახლში, სალაპარაკო მაქვს
უხმოდ შევყევი, ხასიათი წამიხდა, ვერც კი ვუთხარი რომ პროდუქტების კიარა ტანსაცმლის საყიდლად ვაპირებდი წასვლას. ყოველთვის ასე იყო, ვერაფრის თქმას ვერ ვუბედავდი თუ ტექსტი გონებაში წინასწარ დამუშავებული არ მქონდა, რასაც ხან კვირები ვანდომებდი. ფიქრებიდან მისმა ცალყბად ჩაცინებამ გამომიყვანა, მაგიდაზე დაწყობილ ვარდებს უყურებდა
-თეთრი ვარდები არა?
-რამოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო, მხოლოდ 6 თვეა მარტო ცხოვრობ და უკვე ნაირნაირი ვარდები გაქვს სახლში
-მერე რა თუ ვარდები გამომიგზავნეს? ამით არაფერი შავდება
-მე მგონია რომ შენ აქ მუშაობ და პატიოსნად ცხოვრობ, შენ კიდევ ბიჭებს ხვდები და ისინიც ვარდეით განებივრებენ ხო? ამის გამო გინდოდა არა მარტო გადმოსვლა
-რა სისულელეებს ამბობ მამა თუ ხვდები? ჩემში ეჭვი როგორ შეგაქვს
-ფაქტი სახეზეა, გგონია კარში ნათქვამი სიტყვები ვერ გავიგე? ყოველდღე გიგზავნის არა ვიღაც ნაბი*ვარი ვარდებს
-საკმარისია!-ვიყვირე ბოლო ხმაზე- რა უფლებით ხმარობ ასეთ სიტყვებს ადამიანზე, რომელსაც არც კი იცნობ? იქნებ როგორი კარგი ადამიანია
-ანუ აღიარებ რომ ხვდები ვიღაცას, და რა გგონია ამ ვარდებით რის მიღწევას ცდილობს, გგონია შეუყვარდები? ერთი ორჯერ შეგხვდება მოგთაფლავს ლამაზი სიტყვებით მერე საწოლში შეგითრევს და ეგაა. მერე სად წახვალ?
-მამა! საკმარისია მეთქი, ჯერ ერთი ის ასეთი საერთოდ არ არის, კიდევ ერთხელ გიმეორებ შენ მას არ იცნობ! საერთოდაც ხვდები მაინც რას მეუბნები? ხვდები ქუჩის ქალს რომ მადარებ, რომელიც ყოველ მეორე შემხვედრს ფეხებს უშლის? - უკვე ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი, ეს უკვე ძალიან ზედმეტი იყო, კიდევ ვერ ვიჯერებდი იმ ყველაფერს რაც მამაჩემმა მითხრა, ნუთუ ამდენი წელი ტყუილად დავდიოდი მის ჭკუაზე, როგორც ჩანს ნდობა მაინც ვერ მოვიპოვე. გული დამეფლითა,დამეგლიჯა, როგორ შეეძლო შვილი, რომელსაც მთელი ცხოვრება მისთვის პატიოსნების მეტი არაფერი ეჩვენებინა უკანასკნელ ბო*ად გამოეყვანა.
-ზუსტადაც მაგას ვფიქრობ! ახლავე აკრეფ შენს ნივთებს და სახლში წამოხვალ! დამთავრდა შენი პარპაში, ისედაც ვფიქრობდი რომ შეცდომა დავუშვი როცა მარტო გადასვლაზე დაგთანხმდი, ახლა კი საბოლოოდ დავრწმუნდი!
-არასდროს გაპატიებ ასეთ ლაპარაკს! მთელი ცხოვრება შემოგწირე და მაინც უკმაყოფილო ხარ, როდამდე უნდა გააგრძელო ჩემი სახლში გამოკეტვა და შენს ჩარჩოებში მოქცევა? არა, არსადაც არ წამოვალ უკვე დიდიხანია სრულწლოვანებას გადავაბიჯე, 22 წლის ვარ გესმის?22ის, არანაირი უფლება აღარ გაქვს შენ ჩემზე
-ეგრე არა? ჩათვალე მამა აღარ გყავს! როგორც შენი და ამოვიგდე გულიდან როცა 2 თვის გაცნობილ ბიჭს ცოლად გაჰყვა და მერე საერთოდ ამერიკაში გადაიხვეწა იგივეს გავაკეთებ შენზეც. არ მჭირდება ასეთი შვილები.
-ხოდა გაეთრიე!!
ვუყვირე ბოლოხმაზე და უცებ სახეზე სიმწარე ვიგრძენი...მამაჩემმა სახეში მთელი ძალით გამარტყა და უკანმოუხედავად წავიდა. ჯერ იმავე ადგილას ვიდექი გაშეშებული, შემდეგ იატაკზე დავჯექი, ზურგით სავარძელს მივეყრდენი და ხელები ფეხებზე შემოვიხვიე. არც კი ვიცი ასე გაუნძრევლად რამდენხანს ვიჯექი, მხოლოდ ჩემს ფიქრთა კორიანტელს აღვიქვამდი. გგონიათ გარტყმა მეტკინა? ჰაჰ, არა. იმ სიტყვებს ვერცერთი ფიზიკური ტკივილი ვერ შეედრება. იმ ფიქრების სიმწარე, რომ არარსებული დანაშაულის გამო მამაჩემი ჩემს მოკვეთას და დავიწყებას აპირებდა, ყველაფერს აღემატებოდა. როგორ შეეძლო ასეთი ყოფილიყო, სულ ეს მეფიქრებოდა, მეხომ მისი შვილი ვარ. იმას საერთოდ ვერ ვხვდები რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია, ჩემი ასაკის გოგონები უკვე მეორე შვილზე არიან ორსულად და თუ მე თაყვანისმცემელი ან თუნდაც შეყვარებული მეყოლება რა დაშავდება? მამა...მამა...მე ხომ შენი სიმკაცრის გამო მთელი ახალგაზრდობა, ის ბედნიერი წლები რაც მეგობრებთან გართობაში უნდა გამეტარებინა და სიცოცხლით დავმტკბარიყავი სახლში, მარტოსულობაში გავატარე, შენ იყავი ამ ყველაფრის მიზეზი და ახლა ისე დამტოვე, როგორც ყველაზე სამარცხვინო ადამიანი დედამიწაზე. გული მეფლითებოდა იმის გააზრებაზე, რომ დედა არ დამეხმარებოდა. მართალია მამა ძალიან უყვარდა,თუმცა ისიც ჩემსავით მამაჩემის ხასიათის „ტყვე“ იყო და ყველაფერში ემორჩილებოდა. მისი ერთადერთი პასუხი „აბა რას იზამ, ხოიცი ასეთია“, „მერომ რამე ვუთხრა უარესად გაბრაზდება“ იქნებოდა. ამის წარმოდგენაზე ჯერ ნერვული სიცილი ამიტყდა,ვიჯექი და შეშლილივით, არაადეკვატურად მაღალ ხმაზე ვიცინოდი, ცოტახანში ჩემს სხეულს კანკალი მოემატა და უკვე ბოლო ხმაზე ავტირდი. ვგრძნობდი ამხელა დატვირთვას ვეღარც გონება და ვერც გული ვერ უძლებდა, თავში ნაცნობმა, ნანატრმა ფიქრმა გაიელვა...“ნეტავ მოვკვდე“...აღარ მინდა ასეთი სიცოცხლე...რა დაგიშავე ღმერთო... უკვე ვგრძნობდი როგორ მიძნელდებოდა სუნთქვა,ვიხრჩობოდი,ვიძირებოდი და თავს ვერ ვიხსნიდი. უჰაერობამ მშთანთქა,თვალთ დამიბნელდა...
---
მე უკვე ბარში ვიყავი ვაჩესთან,ილიასთან დემესთან და ლანასთან ერთად, მხოლოდ თებეს ველოდით ისიც იმიტომ რომ მთხოვა მე თვითონ მოვალ შენ არ შეწუხდეო. ერთი სული მქონდა დამენახა, ისე მომენატრა, ამ გრძნობის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. განსაკუთრებით ის მაბედნიერებდა რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს გავაცნობდი და ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა უფრო წინ წაიწევდა. ზუსტად ვიცოდი რომ თებეას დაკარგვა არმინდოდა და ამ 2 კვირაში მოახერხა კიდეც ჩემს გულში ადგილი დაეკავებინა.
-წესით უკვე მალე უნდა მოვიდეს, ალბათ საცობია
-არაუშავს ძმაო, მთელი საღამო წინაა
-იცით რა ლამაზი და საყვარელია? ასე მგონია ნამდვილი არაა და გაქრება
-ვიღაცა მგონი მახეშიი გაებააა-გაიცინეს ბიჭებმა და მეც ავყევი
-მგონი კიარა გავები შე*ემა- თავზე ხელი გადავისვი და ლაპარაკი განვაგრძე
-ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ ძალიან თავმდაბალი და თანაც მარტოსულია, ამიტომ მინდოდა თქვენთვის გამეცნო, ისე უნდა იყოთ მისთვის როგორც უახლოესი მეგობრები, აღარ მინდა მარტო იყოს
-ისე როგორც უახლოესი მეგობრები რას ნიშნავს, რა თქმა უნდა უახლოესი მეგობრები ვიქნებით და მასაც ისე დავუდგებით ყოველთვის მხარში როგორც შენ
-ყველაზე ჯიგრები ხართ რაა
თავიდან ყველანი მხიარულად ვიყავით, მე მინდოდა აქედან თებეა სახლში გამეყვანა ამიტომ დალევას არ ვაპირებდი, ისეც გავერთობოდი, მხოლოდ ერთი ყლუპი დავლიე. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო ვნერვიულობდი, რატომ აგვიანებდა არ ვიცოდი. მივწერე მაგრამ შეტყობინებაზე არ უპასუხია, ახლა დავაკვირდი რომ დილის მერე საერთოდ არცერთ შეტყობინებაზე არ უპასუხია და უფრო მეტად ავღელდი, რამე ხომ არ დაემართა? ფეხს მოუსვენრად ვათამაშებდი და უკვე აღარ ვიცოდი რა მეფიქრა ლანას ხმა რომ მომესმა
-რაო დემნა გადაგაგდო შენმა საოცნებო ქალმა?
ერთწამს, სულ ერთწამს გავიფიქრე, რომ ლანა შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო და გავბრაზდი, მასზეც ჩემს თავზეც, სასმლისკენ წავიღე ხელი რომ ერთიანად გამომეცალა, მაგრამ არა
-იცი რას გეტყვი,ლანუკა, მეორედ მასზე ასეთი ლაპარაკი აღარ გაბედო.
გამოვვარდი, გზაში კიდევ ვცადე დარეკვა მაგრამ უშედეგოდ, არ იღებდა. ავვარდი, ვაკაკუნე მაგრამ კარიც არავინ გამიღო, ვიფიქრე თავისებს ხომ არ მოუვიდათ რამე-მეთქი და სასწრაფოდ საგურამოში წავიდა. იქვე კორპუსის დაბლა მეოზბლები იყვნენ
-გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს თუ არ შეგაწუხებთ
-გისმენ შვილო, რა შეწუხებაა
-თებეა ნოზაძე ხომ არ იცით სახლშია თუ არა, ან გამოსული ხომ არ დაგინახავთ
-ჩვენც კი გვაინტერესებდა შვილო მაგ გოგოს ბედი, მისი სახლიდან ყვირილი გამოდიოდა დღეს დილით, მგონი მამამისი იყო მოსული და რაღაცაზე იჩხუბეს, მას მერე სახლიდან გამოსული არ დაგვინახავს
-კარგით,მადლობა დიდი ქალბატონებო.
ისევ ავირბინე კიბეები ამჯერად ანერვიულებულმა, რაუნდა მომხდარიყო ნეტავ რატომ იჩხუბეს. კაკუნი ვცადე კიდევ ერთხელ მაგრამ პასუხი არავინ რომ არ გამცა კარი შევამტვრიე, სხვა გზა ფიზიკურად არ მოქნდა. სახლში შევედი და წამიერად ერთ ადგილას გავშეშდი, გულმა ცხრა დარტყმა გამოტოვა და შემდეგ გაორმაგებით იწყო ძგერა, თებეა იატაკზე ეგდო, სასწრაფოდ მივვარდი და პულსი გავუსინჯე, ოდნავ შვებით ამოვისუნთქე, აშკარა იყო გული წაუვიდა. სასწრაფოდ ხელშ ავიყვანე და საავადმყოფოსი წავედი, კიბეებზე ჩასვლისას სახეზე ვაკვირდებოდი, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. სიბრაზე ვენებში მომაწვა, ყველა ძარღვი დამებერა და კბილები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე, არმინდოდა იმის დაჯერება,რომ ასეთ მდგომარეობაში მამამისმა ჩააგდო და შემდეგ მარტო დატოვა.
საავადმყოფოში უკვე ნერვებს და ხმას ვერ ვიმორჩილებდი, ბოლო ხმაზე ვყვიროდი
-ვინმე დამეხმარეთ!!აქეთ ვინმემ მიშველეთ!
-რამოუვიდა გოგონას-გამოიქცა ექიმი ჩემკენ
-ზუსტად არვიცი მგონი გული წაუვიდა, ტუჩიც გამსკდარი აქვს
-რამდენიხანია ასეთ მდგომარეობაშია-მეკითხებოდა და თან პალატისკენ მიჰყავდა
-ზუსტად არვიცი, მერომ მივედი უკვე ასეთ მდგომარეობაში იყო, მინიმუმ 20 წუთია გათიშულია
-კარგით ახალგაზრდავ, დამშვიდდით და გარეთ დაგველოდეთ.
-ჯანდაბა,ამის დედაშე*ე*ი ! -კედელს მთელი ძალით ვხიე მუშტი, ესეც კი ვერ მაწყნარებდა
-იმედია კარგად იქნება, არა ტო რა იმედია, აუცილებლად კარგად იქნება და ყველაფერს გავარკვევ.
იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ფიქრს შევყევი, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი თებეას გარდა, მარტო აღარასდროს უნდა დამეტოვებინა, ჩემი ბრალია მაინც უნდა მივსულიყავი მის წამოსაყვანად, ხო უფრო მალე გავიგებდი რაც დაემართა და გულიც შეიძლებოდა არ წასვლოდა, ვინ იცის რამდენი საათი იყო მარტო.
-სი*ი ხარ დემნა,ს*ირი- იმის გახსენებაზე რომ ლანას სიტყვები წამით დავიჯერე საერთოდ ჭკუიდან ვიშლებოდი, მეხომ თავიდანვე ვიცოდი რომ ის სხვების მსგავსი არ იყო. ასე არასდროს მიმაგდებდა, როგორ იტანჯებოდა მეკიდევ რაზე ვფიქრობდი.
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტანჯველი ნახევარი საათი გავიდა, მაგრამ ეს პატარა დროც კი მე საათებად მეჩვენებოდა და ერთ ადგილს ვერ ვპოულობდი
-თქვენი სახელი ახალგაზრდავ?-ექიმი როგორც კი მომიახლოვდა მაშინვე ფეხზე წამოვხტი
-დემნა ლომთათიძე, როგორ არის თებეა?
-ახლა კარგად, გონზე როგორც კი მოვიდა მაშინვე დამამშვიდებელი გავუკეთეთ და ახლა სძინავს
-იმის დადგენა ვერ შეძელით რატომ წაუვიდა გული?
-როგორც მე ვფიქრობ პანიკური შეტევა ჰქონდა, ამის შემდეგ ვეღარ გაუძლო მისმა გონებამ და გაითიშა. არვიცი რამდენად სწორ დიაგნოზს დავსვამ, მაგრამ მგონია ამ გოგონასთვის პანიკური შეტევა პირველი არ იყო და აქამდეც აღმოჩენილა ამ სიტუაციაში. ასევე სახეზე ჩალურჯება და გახეთქილი ტუჩი აღენიშნება, ფაქტია მას როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ზიანი მიაყენეს. თქვენ მისი ვინ ხართ? საქმე ოჯახურ ძალადობასთან ხომ არ გვაქვს, ასეთ შემთხვევაში პოლიციას უნდა შევატყობინოთ
-გასაგებია ექიმო, მე...მისი შეყვარებული ვარ, როგორც გავიგე მამასთან მოუვიდა შეკამათება, დაველოდოთ მის გამოფხიზლებას და თუ საჭირო გახდა შემდეგ შევატყობინოთ პოლიციას
-კიბატონო, მაგრამ მისი ასეთ დროს მარტო დატოვება არ შეიძლება, ამაღამ მაინც დარჩეს საავადმყოფოში, განმეორებითი შეტევა რომ ავიცილოთ თავიდან
-არ არის პრობლემა, შეიძლება მასთან შევიდე?
-რადგან სიტუაცია სტაბილურია შებრძანდით, რომ გაიღვიძებს შეგვატყობინეთ
-კარგით მადლობა ექიმო.
---
ცხვირში წამლების სუნი მეცა და მაშინვე მივხვდი რომ საავადმყოფოში ვიყავი. ფრთხილად გავახილე თვალები და ჩემს საწოლთან მჯდარი დემნა დავინახე, მივხვდი ძალიან არაკომფორტულად რომ იჯდა იმ სავარძელში მაგრამ დაღლილობისგან ჩასძინებოდა. ვერ მოვითმინე და ჩუმად დავუძახე
-დემნა..
-რა?გაიღვიძე?- უცებ წამოვარდა და წამში ჩემთან გაჩნდა, სახეზე ხელები მომკიდა და ნაზად მაკოცა ტუჩებზე
-მაპატიე, თავი ვერ შევიკავე
-რისთვის ითხოვ პატიებას ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება რომ მომანიჭე?- ამ სიტყვებზე თვალები აენთო და მისი ლურჯი სფეროები ათასფრად აელვარდა. გამეცინა.
-რა გაცინებს
-ის რომ პირველი კოცნა მომპარე
-სერიოზულად?
-კი
ცოტახანს სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს ორივეს რაღაცის თქმა გვინდოდა, მაგრამ სათქმელს ვერცერთი ვუყრიდით თავს...
-მაპატიე დღევანდელი დღე რომ ჩაიშალა, უბრალოდ ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი ვეღარ ვაზროვნებდი, გონება საერთოდ გამეთიშა და ისიც კი ვერ შევძელი რომ გამეფრთხილებინე
-მაგაზე არ იდარდო, ერთადერთი ახლა შენი კარგად ყოფნაა მნიშვნელოვანი და პირიქით მე გიხდი ბოდიშს, უფრო ადრე უნდა მოვსულიყავი და იქნებ ამ მდგომარეობამდე არც მისულიყავი. ამას ვერ ვპატიობ ჩემს თავს...
მისი ხელი ხელში მოვიქციე და თითი ნაზად გადავატარე
-შენ არაფერ შუაში ხარ, პირიქით მადლობა, რომ მარტო არ დამტოვე
-ვიცი შენთვის ძნელია, მაგრამ მინდა ვიცოდე რამოხდა.
-მამაჩემი იყო მოსული... ვარდები დაინახა და მანდედან დაიწყო ყველაფერი. მითხრა რომ მარტო გადასვლა ბიჭებთან ურთიერთობებისთვის მინდოდა, ბოლოს იქამდე მივიდა საქმე რომ უკანასკნელ ქალად გამომიყვანა, რომელიც ორი დღის გაცნობილ ადამიანს ფეხებს უშლის...ღმერთო როგორ მიმძმის ასეთი რაღაცის გახსენება. შემდეგ...მიბრძანა საგურამოში წავსულიყავი და რომ დამთავრდა ჩემი მარტო ცხოვრება, როდესაც უარი ვუთხარი შენ ჩემი შვილი აღარ ხარო, მეკი ბოლო ხმაზე ვუყვირე გაეთრიე მეთქი. სახეში გამარტყა და ისე წავიდა უკან აღარც მოუხედავს...
-ღმერთო მიჭირს ამ ყველაფრის დაჯერება და გააზრება...
-ყველაფერმა ჩაიარა...მე მაინც იმედი მაქვს რომ მიხვდება თავის შეცდომას და ეცდება გამოსწორებას
-მეც იმედი მაქვს...მისმინე, ექიმმა მითხრა, რომ შეიძლება პანიკური შეტევები ხშირად გაწუხებდა აქამდე, მართალია?ან რატომ, მამაშენის გამო?
-კი მართალია...განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში ბევრი ცუდი რაღაც შემემთხვა და მას მერე ვიტანჯები, მაგრამ ახლა ამაზე არმინდა ლაპარაკი. გპირდები აქედან რომ წავალთ ყველაფერს მოგიყვები.
-როცა შენ საჭიროდ ჩათვლი ჩემო პატარა ქალბატონო-სახეზე ნაზად მომეფერა, რამაც ჩემი გულწრფელი, სითბოთი სავსე ღიმილი გამოიწვია.
-შეგიძლია ჩამეხუტო?
-მოგიწვებოდი გვერდით მაგრამ დავეტევით?
-ოხ მოდი კაცო დავეტევით აბა რას ვიზამთ, ძალიან მჭირდება ახლა ჩახუტება...
-როგორც ქალბატონი ინებებს.
მისი ჩახუტება იმ მომენტში ყველაფერს ნიშნავდა ჩემთვის, იმის გააზრება, რომ ვიღაც ჩემზე ზრუნავს და ვადარდებ ძალიან კარგი გრძნობა ყოფილა, დიდი ხანია ასეთი რამ არ მიგრძვნია. მართალია ჯერ სულ რაღაც 2 კვირაა ვიცნობ, მაგრამ მასთან ძალიან დიდ კავშირს ვგრძნობ. მგონი როგორც იქნა ჩემი ადამიანი ვიპოვე, იმედია ისიც იმავეს გრძნობს ჩემს მიმართ რასაც მე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent