მეორედ (თავი 6)
#6 დილას აუტანელი თავის ტკივილი მაღვიძებს. თეკლა წასული მხვდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყავას მშვიდად დავლევ, თუმცა მალევე მადგება მისი შემცვლელი თავზე. უნდა ვაღიარო, რომ თამარაზე ისევ ვარ გაბრაზებული მოყოლა კი არა ხმის გაცემა არ მინდა, თუმცა რომ ვხედავ ყელში მაწვება და თავს ვეღარ ვიკავებ. ისე ვლანძღავ როგორც შემიძლია და მერე ინსტიქტურად ვაყოლებ ყველაფერს რაც გუშინ მოხდა. შოკში ვარდება. 2 წუთი გაშეშებულია, ვერ ხვდება რა რეაქცია უნდა ჰქონდეს, თუმცა საბოლოოდ მაინც სიხარულს ამჯობინებს და რაც წეღანდელი ლანძღვისას დააკლდა იმასაც იღებს საპასუხოდ. -ვერ გავიგე ხელებს რატომ მაწმენდ ბოლომდე, ადამიანი სპეციალურად გარიდებდა თავს, ეგონა რომ გათხოვილი იყავი და ნიკა გიყვარდა, მე უბრალოდ სიმართლე ვუთხარი რასაც შენ არ გააკეთებდი, მეტი არაფერი. ვერ გავიგე ჩემი ბრალი საიდანაა რომ გაითიშე და აკოცე! - საიდანაა? იცი რა, შენ რომ არ გეთქვა არაფერი ისევ ისე ეგონებოდა და არ მოვიდოდა, შესაბამისად არც მე გავაკეთებდი სისულელეებს. - ხო ნაკლები სისულელე და სირცხვილი იქნებოდა გალეშილ მთვრალს რომ გიპოვნიდნენ უნივერსიტეტის ეზოში დილას. - თამარა! - რა თამარა, მე შენ არ გითხარი არ დალიო მეთქი?! -ახლა თვითონ გადმოდის შეტევაზე. - შედეგებზე პასუხი საკუთარ თავს მოსთხოვე, რომ არ დაგელია ჩვეულებრივად ილაპარაკებდით და თქვენი ურთიერთობის ხაზს გაყვებოდით, მაგრამ შენ გადახტომა ამჯობინე. სახეზე ვიფარებ ხელებს. -კიდევ კარგი გაგაჩერა თორემ უარესი სინანულის და სირცხვილის დღე გექნებოდა. -ეცინება. -კარგია, რომ ამაზე იფიქრა. - ამაზე კი არ იფიქრა, კარგად მიმანიშნა რომ არაფერი მსგავსი არ უნდა ჩემთან. ისე მიქაჩავს თვალებს წამიერად მეშინია. -ანა, შენ ნორმალური ხარ?! ვერ გავიგე მასთან მიმართებით ყოველთვის უკუღმა რატომ ფიქრობ? - სიმართლეს ვფიქრობ, შენ კოშკებს აგებ. - ბოდიში, მაგრამ ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ ასე არაა. ჩემი თვალით ვნახე გუშინ სიმართლე რომ ვუთხარი როგორ შეიცვალა წამში. თვალებში შევატყვე ყველაფერი. რომ არ აინტერესებდე ასეთი რეაქცია ექნებოდა? ღრმად ვსუნთქავ. ძალიან დამღალა ამდენმა ურთიერთსაპირისპირო ფიქრმა. -მაინც არ უნდა გეთქვა და ამას არ გაპატიებ. - უკაცრავად? შენ მას არაფერს ეტყოდი. - და შენ რომ უთხარი იცი მაგით რა გამოვიდა? - რა, ის რომ ვცდილობ ჩემი საუკეთესო მეგობარი შევტენო? თვალებს ვატრიალებ. -თუ ის, რომ თქვენს ურთიერთობაზე ვიცი? - ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. -ზედმეტად სერიოზულად გამომდის. - ისე გაქვთ რომ ვერც კი ხვდებით. - საკმარისია! -ხელებს ვწევ. -დავიღალე, ჩემი გამჭირვებია, ნუღარ მელაპარაკები მასზე. წამიერი სიჩუმე. ბოლოს ისევ თვითონ იწყებს. -მისმინე, პრინცესა ფიონა რამდენად საშიშია? ვერ ვხვდები რას ამბობს. -ანუ? - მან ხომ დაგინახათ. - აა, ეგ. - ინსტიქტურად მეღიმება. - არ ვიცი, მასთან არ მილაპარაკია. გუშინ საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, ვუთხარი ხვალ მეთქი, თუმცა რომ გავიღვიძე არ დამხვდა. - ოჰ, რას დაგხვდებოდა, 12 საათზე გაიღვიძე ლამის. ისეთ მზერას ვუსწორებ მაშინვე ჩერდება. -საერთოდ რომ გავიღვიძე ეგეც მიკვირს. -თავზე ვიდებ ხელს. - გაქვს დღეს სემინარები? - ერთი მხოლოდ და ნეტა ეგეც არ მქონდეს, თავი არ მაქვს არაფრის. ეცინება. -რატო, წახვალ, ტატოს ნახავ... - იმედია, არა! -ისე მეყვირება ვერც ვხვდები. -ღმერთო როგორ მრცხვენია... - 1-2 ჭიქა დალიე და აღარ შეგრცხვება. - თამარა, გაჩუმდი! -მის სიცილზე რეაქცია არ მაქვს. - კარგი, მაშინ ემალე რაც შეგიძლია. - ნუ იცინი, არ არის სასაცილო. - კარგი. -ხელებს სწევს. - მე მაინც თეკლა უფრო მადარდებს ამ ყველაფერში. არ ვენდობი მაგ გოგოს... - რა ვიცი, გუშინ კი გიყვარდა. - ვაღიაროთ, რომ მისი წვლილიც დიდი იყო ამ ყველაფერში... - რატო, მაკიაჟის გარეშე რას ვგავარ, არა? - ანა, კარგი რა, რატომ ხარ ასეთ უჟმურ ხასიათზე. -ფეხზე დგება და ჩანთასაც იღებს. - თანაც... რომ დავფიქრდეთ, ტატოს მაინც ყველანაირი მოსწონხარ. -გაქრი! -იქამდე ვაწევ ბალიშს სანამ კარამდე მირბენას მიასწრებს, თუმცა... არც აქ მიმართლებს, მაინც ვაცელ. *** უნივერსიტეტში ცოცხალ-მკვდარი მივდივარ. სიმართლე რომ ვთქვა, უკეთეს მდგომარეობას არც ველი, ბოლოს რომ დავლიე მახსოვს მაშინაც მეორე დღეს საშინლად მტკიოდა თავი. სემინარზე შესვლამდე კიდევ ვსვამ გამაყუჩებელს, თუმცა საერთოდ არ მშველის. პირდაპირ ტვინში მირტყამს თითქოს. ძლივს ვახერხებ კონცენტრაციას და სტუდენტების მოსმენას, მაგრამ ეს მთელს ენერგიას მაცლის. იმაში მაინც გამიმართლა რომ დღეს მხოლოდ ეს ერთი სემინარი მაქვს. დარწმუნებული ვარ ამაზე მეტს მართლა ვეღარც შევძლებდი. მოჩვენებითი ღიმილით ვემშვიდობები სტუდენტებს და თავს მაგიდაზე ვდებ. სიმშვიდე მინდა. სადმე, ძალიან დიდი სიმშვიდე და არაფერზე ფიქრის უნარი. მხოლოდ წამით ვფიქრობ ამას, თუმცა ეს წამიც კი არ მცალდება. ტელეფონის ზარი ჩემს ქაოსურ ცხოვრებაში მაბრუნებს და მეც ძლივს ვწევ თავს. რა თქმა უნდა, თეკლაა. გამიკვირდა კიდეც აქამდე რომ არ გამოჩნდა. -ხო, თეკლა. - ანაა. -აშკარად ცრემლნარევი ხმით მპასუხობს და წამში აყოლებს ტირილსაც. - რა ხდება?! თეკლა, რა ხდება?! - სწრაფად ვდგები ფეხზე. - უნივერსიტეტში ხარ? - კი. - მოდი, გთხოვ, ეზოში ვარ. - კარგი, დამელოდე. პირდაპირი მნიშვნელობით გავრბივარ. თეკლა და ტირილი ვერც კი წარმომედგინა. ვერ ვხვდები სპეციალურად გააკეთა რადგან სიტუაციას სჭირდებოდა თუ მართლა მოხდა რამე. სერიოზულად მეშინია. იქნებ რამე დაემართა? თავში უამრავი საშინელი აზრი მომდის და სანამ გარეთ გაღწევას ვახერხებ კინაღამ გული მისკდება. სულ მავიწყდება ჩემი თავის ტკივილიც და საერთოდ ყველაფერი გარშემო. ხელებიც მიკანკალებს ბონუსად, ძლივს ვახერხებ კარის გაღებას და გასვლას. დავიფიცებ, მოვკლავ ამას რომ თამაშობდეს. შეიძლება არ იცის ჩემი პანიკიორობა, მაგრამ საერთოდ არც ერთ შემთხვევაში არაა ნორმალური ასე თამაში. ეზოში გასვლისთანავე ვამჩნევ. მარტო ზის და არა, მართლა ტირის. კიდევ უფრო სწრაფად მივრბივარ მასთან. -თეკლა. - ანააა... - როგორც კი გვერდით ვუჯდები მაშინვე მეხვევა და ისევ აგრძელებს. - რა მოხდა? რა გატირებს? ვინმეს სჭირს რამე? - კი, მე! -გაბრაზებული იწმენდს ცრემლებს. - თეკლა, ნუ მაგიჟებ, მითხარი. - გამოცდა მქონდა დღეს... - მერე? ისევ იწყებს ტირილს. -ჩაიჭერი? - ან ეგ ვინ დამაცადა, გამომაგდო შენმა ბიჭმა! - რაა? -ვერ ვხვდები რას ამბობს. - გრძელიძე, ჩემი ლექტორი, მან ფეხი ხომ მოიტეხა... საერთოდ არ ვიცოდი, თუმცა არ ვიმჩნევ. -ხოდა მის მაგივრად ატარებდა შენი ბიჭი. - ვინ ჩემი ბიჭი, თეკლა?! - კერესელიძე, ტატო, რა გჭირს?! ტონს უწევს. ღმერთო, ისე დამაფეთა საერთოდ დამავიწყდა ამ ქვეყანაზე ყველაფერი და რა თქმა უნდა ისიც, რაც მან გუშინ დაინახა და შესაბამისად იფიქრა. -და რატომ გამოგაგდო? - აუ. -სახეზე იფარებს ხელებს, თუმცა მალევე იშორებს. - თეკლა! ტყუილად არ გამოგაგდებდა, რა გააკეთე... - ვკარნახობდი ერთს... - რაა? - ხო, რა. შენიშვნა მომცა რამდენჯერმე, მაგრამ ის ბიჭი ვერ წერდა... - ანუ ბიჭი. -ღრმად ვსუნთქავ. გასაგებია ყველაფერი. - რა მექნა, ჩაჭრიდა, ხომ ვიცი, მომისმინე მე სიკეთის გაკეთება მინდოდა, მართლა. ვერაფერს ვპასუხობ. -გთხოვ, გააკეთე რამე, უთხარი რომ გადაბარების უფლება მომცეს, ძალიან გთხოვ. -მეხუტება. - თეკლაა... - ძალიან ცუდად ვარ, ანა, ძალიან. ამის გამო საგანი უნდა შემტენოს? ყველაფერი ნასწავლი მქონდა, თავი მივაკალი. მთელი დღე ვირივით ვმუშაობ და ღამესაც იმისთვის ვათენებ რომ როგორმე ვისწავლო და ის კი ასე უდიერად აგდებს სასწორზე ჩემს მომავალს. - ანუ შენ დამნაშავე არ ხარ, არა? რამდენჯერმე რომ მოგცა შენიშვნა საერთოდ არ იფიქრე რა შეიძლებოდა ბოლოს მომხდარიყო? - არა, იმიტომ რომ გრძელიძე ასე არასდროს იქცეოდა. არავინ გაუგდია. - ანუ სხვა ლექტორებთანაც იგივეს აკეთებდი? -თვალები მიფართოვდება. - იქნებ შენ თვითონაც იწერდი ხოლმე! - ანა, კარგი რა! მე რას გეუბნები და შენ რას მპასუხობ. მე არაფერი გადამიწერია მეთქი, მთელი ღამე ვმეცადინეობდი, ყოველთვის ასე ვაკეთებ, ერთხელ მაინც ღამით შემოიხედე ჩემთან და დარწმუნდები! ვცდილობდი სხვასაც დავხმარებოდი... იმდენად სწრაფად ეცვლება სახეზე ემოციები უკვე ვეღარაფერს ვხვდები. -მე არ ვიმსახურებდი ამას. - ძალიანაც იმსახურებდი! შენიშვნას რომ გეუბნებიან უნდა გაითვალისწინო. - ანუ საგანი უნდა შემეტენოს ახლა? - ისევ ტირილს იწყებს. ღმერთო... -დაელაპარაკე, ვიცი, რომ გაგიგებს და დაგიშვებს გადაბარებაზე. - რას გამიგებს, ალბათ ვერ მიტანს, არ შემიძლია... შენ არ იცი რანაირად გამომაგდო. - თეკლაა... - ძალიან გთხოვ, ანა, გთხოვ. გეფიცები, მეტს აღარ ვიზამ, დამეხმარე, გთხოვ. - გრძელიძეს რომ უთხრა? - რა ვუთხრა გრძელიძეს ის არ მოვა ჯერ, ხომ გითხარი ყველაფერს შენი ბიჭი ატარებს მეთქი. - ასე ნუ მოიხსენიებ. - რატო? თქვენ ხომ ერთად ხართ, დარწმუნებული ვარ რომ შენ უარს არ გეტყვის. - ის რომ შენ ჩემი ნათესავი ხარ არანაირ პრივილეგიას არ განიჭებს. - რა? კარგი რა, მე ხომ ქულას არ ვითხოვ, არც გადამიწერია. ძალიან ცოტათი ვარ დამნაშავე. რა მოხდება რომ დამეხმარო? ვეღარაფერს ვპასუხობ. არც ის ვიცი რა უნდა გავაკეთო, ან საერთოდ უნდა გავაკეთო? -გთხოვ... -ჩემი სიჩუმით სარგებლობს და ისევ თვითონ აგრძელებს. - თქვენ ხომ... - ჩვენ არ ვართ ერთად, თეკლა. - რა? -წამიერი გაკვირვება ესახება სახეზე. -რანაირად? - ამნაირად. ერთად არ ვართ და დაივიწყე ყველაფერი რაც დაინახე. ეღიმება. -ვერ გავიგე, დახმარება არ გინდა და ამიტომ ცდილობ მომატყუო? ძალიან კარგად დავინახე ერთმანეთს როგორ უყურებდით გუშინ და მერე როგორც დაგვირგვინდა. ღრმად ვსუნთქავ. ისეთი ფაქტია სახეზე მიდი და დააჯერე საპირისპირო. -თეკლა, მომისმინე... - არ გინდა რომ დამეხმარო, არა? გასაჭირში მიმაგდებ... არ გიყვარვარ საერთოდ, არაფერს წარმოვადგენ, ჭირსაც წავუღივარ, არა? -ისევ ცრემლები მოსდის. -სულ მარტო ვარ ამ დამპალ ქალაქში. არავინ არ მყავს საკუთარი თავის გარდა, არავის ვჭირდები... - თეკლა, გეყოფა... - ასე უგულოდ გამწირეთ ყველამ. მე ხომ სიკეთის გაკეთება მინდოდა... - კარგი. -ხელებს ვწევ. აღარ შემიძლია მისი მოთქმის მოსმენა. -დაველაპარაკები ტატოს... - რაა? -მაშინვე იწმენდს ცრემლებს და სახეც უბრწყინდება. - ღმერთო, რა მაგარია. მე მარტო არ ვარ, ჩემი საყვარელი ბიძაშვილი მყავს. -მაშინვე მეხვევა. -საუკეთესო ხარ! - მაგრამ ვერაფერს დაგპირდები... - არაა საჭირო, ზუსტად ვიცი რომ შენ უარს ვერ გეტყვის. გპირდები, აღარავის გადავაწერინებ და ბევრს ვიმეცადინებ გადაბარებისთვის. უბრალოდ თავს ვუქნევ. -მართლა საუკეთესო ხარ. *** თეკლას სიტყვებზე იმაზე მეტ ხანს ვფიქრობ, ვიდრე საჭიროა. მერე თამარასთან საუბარიც მახსენდება. ნუთუ ყველაფერი ისე ჩანს რომ ეჭვიც არ ეპარებათ საერთოდ. მე კი თითქოს ჯიუტად მაინც სულ საპირისპიროს ვეძებ. ვფიქრდები, თუმცა ეს ჩემს სხვაგვარ აზრებს მაინც არ აქრობს. წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ როგორ გაგრძელებას ველოდები, თუმცა ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მის წინ დადგომის ახლა მრცხვენია, მაგრამ თეკლა... ღმერთო. უნივერსიტეტი ისე დავამთავრე ასეთი არაფერი გამიკეთებია და შესაბამისად არც არავის გამოვუჭერივარ, ზედმეტს არასდროს არაფერს ვაკეთებდი. ეს გოგო კი საერთოდ საპირისპიროდ იქცევა. ძლივს ვახერხებ ამოსუნთქვას. თეკლას კი დავპირდი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს თვალებში რანაირად უნდა შევხედო და მერე ველაპარაკო. არ ვარ დარწმუნებული რომ გამომივა, არადა მე ხომ თვალებში ყურება არ მიჭირს, არა? მაგრამ გუშინ ისეთი გავაკეთე... ჯანდაბა. თითქოს ყველა პრობლემა მე მპოულობს. ნელი ნაბიჯებით ავდივარ საპროფესორომდე, შესვალმდე კიდევ ვყოყმანობ, თუმცა რატომღაც გული მიგრძნობს რომ შიგნით მაინც არ დამხვდება და არც ვცდები. იქნებ უკვე წავიდა? ან სემინარი აქვს? ნომერი რომ ვიპოვო და დავურეკო? რატომღაც ეს იდეა ყველაზე მეტად მომწონს. პირისპირ არ იქნება და მარტივად ვეტყვი, ლაკონურად, ყველაფერი ზედმეტის გარეშე. საკუთარ თავს ვეთანხმები და მისი ნომრის ძებნას ვიწყებ საგნის სილაბუსში. მალევე ვპოულობ, თუმცა დარეკვამდე ისევ ვფიქრდები. ესეც ალბათ უსასრულოდ გაგრძელდება თუ შევყევი. ძალიან კარგად ვიცი, რომ პირისპირ დგომას ასე სჯობს. საპროფესოროდან გამოვდივარ და ახლა დერეფანში ვეძებ შესაფერის ადგილს. კითხვები მაინც არ მასვენებს. ცუდ დროს რომ დავურეკო? კარგი, ასე თუ გაგრძელდა მიზეზს ვიპოვი და არ დავრეკავ, ასე კი არ გამოვა. ღმერთო, რატომ ვარ შარში? იძულებით ვკრეფ ნომერს და მაინც ვრეკავ. სანამ აიღებს მე ჩემი მემართება. როგორ მივედი აქამდე... საკუთარ თავზე ამდენი იმიტომ ვიმუშავე რომ ბოლოს ეს შედეგი მიმეღო? რა მანერვიულებს თინეიჯერი გოგოსავით. ფანჯარას ვაღებ. იმედი მაქვს სწორია სიტყვები წინასწარ რომ არ დავალაგე. -გისმენთ. -მისი ხმის გაგონებისთანავე ვშეშდები. ბოლოს ძალიან ნელა ვსუნთქავ და თავს ძალას ვატან რომ გაგრძელებული პაუზა უფრო არ გავაგრძელო. -ცუდ დროს ხომ არ ვრეკავ? ახლა ის ჩერდები. ტელეფონსაც კი ვამოწმებ ხომ ნამდვილად აქ არის და არ გათიშა. ან იქნებ ვერ მიცნო? -სემინარზე ვარ, თოფურია, 10 წუთში მოვრჩები. - აა, კარგი, ბოდიში, არ ვიცოდი, მართლა. წინასწარ როგორ ვერ მოვიფიქრე ცხრილში ჩახედვა. როცა საერთოდ არ იყო საჭირო მაშინ ხომ კარგად ჩავიხედე? -დაგირეკავ. მითიშავს. ღმერთო, იდიოტი ვარ. *** კიდევ უფრო მრცხვენია ჩემი უადგილო საქციელის, მაგრამ... საიდან უნდა მცოდნოდა? არა, შემეძლო რომ ცხრილში ჩამეხედა და მცოდნოდა. კარგი, ვერ შევცვლი მაინც ვერაფერს. მაგრამ ძალიან უხერხულია, ძალიან. ურთიერთსაპირისპირო აზრები უკვე ისე მაწუხებს ყელში მაწვება. აღარაფერი არ მინდა საერთოდ. თეკლას ბრალია ყველაფერი. ხომ წავიდოდი აქედან მშვიდად და მასთან შეხვედრის გარეშე. შეხვედრა... შეხვედრა არ უნდა დავუშვა. საკუთარ თავსაც ვეთანხმები და ტელეფონიც რეკავს. რა? ასე მალე რანაირად გავიდა 10 წუთი ვერ ვხვდები, მართლა. მე ისევ იქ ვარ თითქოს. ნომერს ვუყურებ, თუმცა ბოლოს მაინც ვპასუხობ. სხვა გზა მაინც არ მაქვს. -გამოვედი, თოფურია, სად ხარ? სად ვარ? არა, კარგი რა, ტელეფონით თქმაც მშვენივრად შემიძლია. -მოდი, ასე გეტყვი. - რატო, წახვედი? - კი, წავედი. -დაუფიქრებლად ვეთანხმები. - საინტერესოა, მაშინ როგორ გხედავ. წამსვე ვტრიალდები და უკვე მეც ვხედავ დერეფნის ბოლოს. ფრთხილად ხურავს აუდიტორიის კარს და მერე ტელეფონსაც თიშავს. ვსო, დავიწვი და ეს ყველაფერი მარტო თეკლას ბრალია, მარტო მისი. უარესად მეშლება ნერვები. ბევრი რამის გამოა ეს გოგო მოსაკლავი. ისევ ფანჯრის რაფას ვეყრდნობი და თვალებს ვხრი. ამ მომენტიდან გაქრობაც არ იქნებოდა ცუდი. რომც არ გავიხედო უკვე ზუსტად ვიცი რომ მიახლოვდება და მართლაც. -აბა, რა ხდება? ვერ ვუყურებ, თუმცა არც მინდა რომ ეს შეამჩნიოს. -ერთ-ერთ სტუდენტთან დაკავშირებით მინდა რომ დაგელაპარაკო. დარწმუნებული ვარ, ახლა უკვირს. ეს წამიერი სიჩუმეც აქედან გამომდინარეა. ვერ ვხვდები ჩემთვის იწელება თუ მართლა ამდენს ფიქრობს რა მიპასუხოს. -კარგი, აქ შევიდეთ -ჩვენს პირდაპირ არსებული აუდიტორიისკენ იღებს გეზს. იძულებით მივყვები უკან. კარი ბოლომდე იყო ღია, დაკეტვამდე ოდნავ ვფიქრდები. საბედისწერო გამოცდილება მაქვს. მაშინ რომ მოვხურე ვეღარც გავაღე. ჩემს დაბნეულობაზე ეღიმება. -მოხურე, ამ კარს არაფერი სჭირს. - მართლა? -მაინც არ ვუშვებ ხელს. - დავიფიცო? - არა, კარგი. - ფრთხილად ვხურავ და იქვე ვჩერდები. თვალებში ისევ ვერ ვუყურებ. ასეთ საშინელ მდგომარეობაში ბოლოს როდის ვიყავი არ ვიცი. მაგიდას ეყრდნობა და დარწმუნებული ვარ, მაკვირდება. -მოკლედ... -შუბლზე ვისვამ ხელს. გონების დაძაბვაც ვერ მშველის ბოლომდე იმდენი არეული ფიქრი მაქვს. -თეკლა ვაჩნაძეს ეხება... - იცნობ? -წამსვე მპასუხობს. - ბიძაშვილია ჩემი, ცოტა შორი. -ნელა ვსუნთქავ. -დღეს გამოგიგდია გამოცდიდან... - და შენთან მიჩივლა? - არა... ანუ. -ვფიქრობ როგორ ჯობია რომ ვუთხრა და ამასობაში ეღიმება, თუმცა მაცდის. - მოკლედ, მითხრა რომ კურსელს კარნახობდა. ვიცი, რომ დამნაშავეა და ასე შემდეგ, მაგრამ იქნებ ამდენად მკაცრი სასჯელიც არ ღირდა, არ ფიქრობ ამაზე? ძალიან განიცდის... წამიერი სიჩუმე. მერე ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება, თუმცა მაინც ტოვებს საკმარის მანძილს ჩვენ შორის. -ვიცი. მისთვის საგნის ჩატოვება არც მიფიქრია, უბრალოდ მინდოდა რომ დაფიქრებულიყო საკუთარ საქციელზე. ასეთები რომ გავატაროთ ვაჩნაძის იმედზე გადავა მთელი კურსი. გვაწყობს ასე? უბრალოდ ღრმად ვსუნთქავ. ისედაც ხომ ვიცოდი, თეკლასაც ვუთხარი დაგიშვებს გადაბარებაზე მეთქი, მაგრამ მაინც ისე მოთქვამდა ბოლოს ეჭვიც კი შემატანინა ამაში. -მე და ვაჩნაძე ჩვენით მოვაგვარებთ როგორმე, კარგი? - კარგი, მადლობა და ბოდიში. უბრალოდ ისე ტიროდა ვერ გავაჩერე და ამიტომ. -მხოლოდ წამიერად ვუყურებ, თუმცა ბოლოს მაინც ვხრი თვალებს. - თვალებში რატო არ მიყურებ? - გიყურებ. -მაშინვე ვუსწორებ მზერას, თუმცა უფრო ვრწმუნდები რომ ძალიან ძნელია ასე. ეღიმება. - წავალ უკვე. -ბოლოს მაინც ვტრიალდები, თუმცა წამში მკიდებს ხელს. - ანა... ისევ ,,ანა“ . ასე რომ მომმართავს ვეღარ ვაზროვნებ, რა ჯანდაბაა. ასევე ნელა ვტრიალდები, თუმცა თვალის გასწორებისგან მაინც ვიკავებ თავს. -ვიცი, რომ სისულელე გავაკეთე გუშინ, მაპატიე. - ამის გამო ვერ მიყურებ ნორმალურად? -ისევ ეღიმება. - არა, მკვლელობა ჩავიდინე კიდევ და მაგის გამო! ისე მიშლის ნერვებს ინსტიქტურად ვუწევ ტონს. -მე არ მგონია რომ ,,მკვლელი“ დამნაშავეა. ერთი ნაბიჯით იხევს უკან და ისევ მაგიდას ეყრდნობა. ვერ ვგებულობ აქ რას გულისხმობს. -ანუ? პასუხის გარეშე, კვლავ ეღიმება. არა, უკვე ვეღარ ვიტან ამას. ასე მგონია რომ ჩემი მდგომარეობით ერთობა. -კარგი, მართალია, მე კი არა შენ თვითონ ხარ დამნაშავე! სახე ეცვლება, ბოლოს მზერაც. ახლა მე ვუახლოვდები და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ნერვები ისე მაწვება თვალებში ყურების ძალასაც მაძლევს. -არ გაინტერესებს რატო? -მისი სიჩუმით ვსარგებლობ და ისე ვაგრძელებ. -თუ გეშინია მოსმენის? - პირიქით, ანა... -ისევ ეღიმება. - შენი ყველა შეხება ვიგრძენი გუშინ თვალებით. - დანაშაულია? -ისევ მიცვლის მზერას. - ,,არა“ რატომ უნდა გიპასუხო? -მხრებს ვიჩეჩავ. - თუნდაც იმიტომ, რომ შენი ნებართვის გარეშე არაფერი გამიკეთებია. ისევ ეს ღიმილი. წამით ვშეშდები. -რამდენს მიბედავ?! -გაუაზრებლად ვუახლოვდები კიდევ რამდენიმე ნაბიჯით. - რა ვიცი, თოფურია, ბევრს? - ძალიან ბევრს, ძალიან და ამის უფლება არ მომიცია! - არადა მე პირიქით მგონია. - იოცნებე! შანსი არ გაქვს! წამსვე ვტრიალდები და პირდაპირ კარისკენ გავრბივარ, თუმცა მაინც მაწევს ბოლო სიტყვას. -ვნახოთ. *** -ხომ ვამბობდი, არა? შენ კი არ დამიჯერე. -თამარას რეაქცია ზუსტად ასეთი წარმომედგინა და არც ვცდები. მიუხედავად იმისა, რომ დილას ძალიან მომიშალა ნერვები და არა მარტო დილას, მაინც მასთან მივდივარ. სხვა უბრალოდ არავინ მყავს, თეკლას თუ არ ჩავთვლით, რომელსაც ისიც კი ვერ დავაჯერე რომ მე და ტატო ერთად არ ვართ. ჩემს პატარა ნათლულს ფრთხილად ვიყვან ხელში და ვეხუტები. უკვე აღარ ტირის და ამ სიტუაციით კმაყოფილი თამარაც ლაპარაკის ხასიათზე მოდის. -იცი რა, ეს თეკლა მგონი სპეციალურად შენთვის გაეხვა შარში. დარწმუნებული ვარ, ნებითა შენითა ტატოსთან არ მიხვიდოდი. - ნუ იცინი, არ არის სასაცილო. - ძალიან საყვარლები ხართ, რა ვქნა. მაგრამ აღიარე, მე და თეკლა რომ არ ვიყოთ, შენ და ტატოს ვერაფერი დაგაახლოვებდათ. დარწმუნებული ვარ ჩემი შინაგანი უკმაყოფილება სახეზეც მაწერია ახლა. -ასეთ ჟამ ხასიათზე რატომ ხარ, ვერ ვგებულობ. - ეს დაახლოვება არ არის, თამარა. მეთამაშება ჩვეულებრივად, პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად დამაბრალა ყველაფერი. თურმე მე ვაძლევ ყველაფრის უფლებას და ის თვალებით შეხებაც რეალური რომ გახადოს ხელს არ ვკრავ, თურმე. - ასე გითხრა? - პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ასე გამოვიდა. - იცი რა, ეგრე შენ გაიგე უბრალოდ. მაგით ის გითხრა, რომ ვიცი ჩვენი გრძნობები ორმხრივიაო. -მაინც ეცინება ბოლოს. - შენს შვილს უმადლოდე, თორემ ვერ გადამირჩებოდი. - რატომ ფიქრობ სულ უკუღმა, ვერ ვგებულობ, ძალიან მიშლი ნერვებს, ძალიან. ფლირტიც არ გამოგივათ ეგრე ყველაფერზე თუ აფეთქდი. - რა ფლირტი, რაებს ასმენინებ ბავშვს?! - ანაბელს ისედაც სძინავს, არა დედიკო? -ფრთხილად მიახლოვდება და ჩემს ხელებში მოქცეულს აკვირდება. - თუ ღვიძავს? - ღვიძავს, თამარა. თითქოს ჩემი სიტყვები გაიგონაო მაშინვე ახელს თვალს ანაბელი და ხელებს იქნევს. -ხო, კარგი, მთავარია არ ტირის. -ისევ იწევა უკან. მერე რაღაც სხვანაირი მზერით გვაკირდება. -ახლა წარმოვიდგინე რა საყვარელი დედა იქნები. მეღიმება. -და... ტატოც კარგი მამა. - თამარა! - კარგი, ხო, ღმერთო, რანაირი გახდი ამ ბოლო დროს. -ღრმად სუნთქავს. -მისმინე, თეკლას უთხარი მერე რომ ელაპარაკე? - ხო, დამირეკა, მაგრამ მე რომც არაფერი გამეკეთებინა თურმე ისედაც გვარდებოდა. - გეყოფა, ნუ ხარ უკმაყოფილო, გეგონება რამე შეიცვლება ახლა. ისე, რა უცნაურია, არა? თეკლა საერთოდ არ ჰგავს იმ სტუდენტს, რომელიც კარგად სწავლობს. აი, რომ შეხედავ რაღაცნაირია რა, რომ ვერ დაიჯერებ რომ ეგ კარნახობს ვინმეს და არა მაგას კარნახობენ. - ზუსტად. ისიც კი ვუთხარი იქნებ შენც იწერ ხოლმე მეთქი, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი. - კარგი მაგალითია, აი რატომ არ უნდა შეაფასო ადამიანი ერთი შეხედვით არასდროს. ხომ ხედავ სულ სხვანაირ შთაბეჭდილებას ტოვებს და რეალურად სულ სხვაა. - ხო. -თავსაც ვუქნევ. - ჩემი აზრით უბრალოდ თბილისურ ტიპობას აწვება რა, სხვებს რომ არ ჩამორჩეს. მაგიტომ აქვს ეგეთი ქცევები მომენტებში. - შენ როდის მერე გესმის ყველაფერი ასე კარგად? - მეღიმება. - ცხოვრებამ გამზარდა... -თვითონაც ეცინება და თვალს მიკრავს. - ცხოვრებამ გაზარდა. კარგი, წავალ უკვე, თეკლაც მარტოა სახლში. -ფრთხილად ვაწვენ ბავშვს. - ისე მგონი გიყვარდება თან ეგ გოგო, ხომ ხედავ შეუძლებელი არაფერია. წამით ვუსწორებ მკაცრ მზერას, ბოლოს ჩანთას ვიღებ. - ყველა ირიბ ნათქვამზე ალერგია მაქვს უკვე, გეფიცები, წავედი, კარგად. - ალერგიის წამალი დალიე. -მაინც მაწევს ბოლო სიტყვას. *** სახლში მისვლამდე ძალიან ბევრს ვფიქრობ ყველაფერზე, საერთოდ ყველაფერზე. თეკლაზე... იმაზე რომ მგონი მართლა ვცდებოდი მასთან მიმართებით და არც მართლა ისეთია, როგორებსაც უბრალოდ ვერ ვიტან. დიდი ხანია არაა რაც ერთად ვცხოვრობთ, თუმცა უკვე ვხვდები რაღაცებს. თუნცდაც მაშინ, ჩემი ბეჭედი რომ იპოვა ნაგავში პირდაპირ ისე ვიფიქრე თითქოს სპეციალურად მივიდა მეორე ნაგვის ყუთთანაც სადაც უბრალოდ ქაღალდები იყო და სადაც ბეჭედი იპოვა, იქ შეიძლება ქაღალდიც გაეშალა და წაეკითხა. არადა იქნებ უბრალოდ კარგის გაკეთება უნდოდა მეორე ნაგვის ყუთიდან ქაღალდების გადაყრითაც. ბეჭედიც იპოვა თუ არა პირდაპირ მე მომიტანა და მკითხა, თუმცა შეეძლო სხვანაირადაც მოქცეულიყო. მართალია მისი ლაპარაკის მანერა ცოტა შეუთავსებელია მის შინაგან სიკეთესთან, თუმცა... იქნებ თამარა მართალია და ასე იმიტომ იქცევა რომ სხვებს არ ჩამორჩეს, არ ვიცი. სახლშიც ზედმეტად არასოდეს შევუწუხებივარ. მართალია თითქმის მთელი დღე გასულია, თუმცა როცა მოდის ვერც მაშინ ვგრძნობ დიდად მის ყოფნას. არც არეულობა გამოუწვევია არსად, ან შეიძლება იქამდე ალაგებს სანამ მე ვნახულობ... უცნაურია, ამაზე ადრე რატომ არასდროს დავფიქრდი? თუმცა იმდენი რამ ხდება ყოველდღე ასეთი წვრილმანებისთვის უბრალოდ ვერ ვიცლი. თუმცა ახლა ასე რომ ვფიქრობ არალოგიკურად არაფერი მეჩვენება. არა, ზოგჯერ მართლა საჭიროა რომ ყველაფერს მეორე მხრიდანაც შეხედო. ისევ თამარას სიტყვები მახსენდება. ტატოს სიტყვებსაც რომ მეორე მხრიდან შევხედო? არა, კარგი რა. რატომღაც იმდენად მაქვს თავდაცვის ინსტიქტი გამომუშავებული უბრალოდ ,,ვერ.“ არ მგონია, რომ ვცდები. თუმცა თუ ვცდები ეს გამოჩნდება. აუცილებლად გამოჩნდება. *** მეორე დილა კიდევ უფრო მშვიდია. დღეს არ ვმუშაობ და შესაბამისად იმაზე მეტ ხანს ვატარებ საწოლში ვიდრე ჩვეულებრივ. საერთოდ არაფრის ხასიათზე არ ვარ და უბრალოდ ადგომის სურვილიც არ მაქვს. მინდა რომ უბრალოდ ყველაფრისგან დავისვენო. შუადღემდე ფილმებს ვუყურებ, მერე თეკლაც მოდის სახლში. საერთოდ ამ დროს არ ბრუნდება ხოლმე, თუმცა ახლა პირდაპირ მაყრის რომ სამსახურიდან გაეთავისუფლა, რადგან კურსელების შეუღლების 1 წლის იუბილეზე უნდა წავიდეს. უკვე ვიცი ეს რასაც ნიშნავს და არც ვცდები. თითქმის ერთი საათი მილიონ კაბას ისინჯავს და სათითაოდ მაჩვენებს. საბოლოო ჯამში კი მე ვიღლები და არა ის. ვერ ვიტყვი, რომ მაკიაჟის გაკეთებაზე ნაკლებად ყვარებია ეს პროცესი. არადა რა არის ეს თუ არა დროის ფუჭი ფლანგვა. ჩაიცვი ერთი და მორჩა. მაგრამ... იქნებ ვინმეს ეპრანჭება? არ ვიცი. ვფიქრდები. ზოგადადაც თუ ამდენ დროს უთმობს ტანსაცმლის შერჩევას, საერთოდ მერე მაინც ყველაფერს როგორ ასწრებს საინტერესოა. ვეტყოდი, რამეში დაგეხმარები მეთქი, თუმცა ვფიქრობ მასსავით პროფესიონალურად მაინც ვერ გავუკეთებ მაკიაჟს და არც ვცდები. საბოლოო ჯამში პირდაპირ ზღაპრიდან გადმოსულს ჰგავს. ისევ პიჟამოებში გამოწყობილი ვემშვიდობები და საბანს ვიფარებ თავზე. მართალია ძალიან გვიანი არაა, თუმცა მაინც მეძინება. * რამდენიმე საათში საშინელი კოშმარი მაღვიძებს. ზოგადად ჩემთვის ეს უცხო არაა, თუმცა ამ ბოლო პერიოდში აღარ დამმართნია და თითქოს გადამავიწყდა. პირდაპირ სამზარეულოში გავრბივარ წყლის დასალევად და როგორც კი ჭიქას ვიღებ მხოლოდ მაშინ ვხვდები რომ ვკანკალებ. რამდენიმე წუთი არაფერი მშველის. გაშეშებეული და შეშინებული ვდგავარ, ბოლოს როგორღაც ვახერხებ ოდნავ გონს მოსვლას და დამამშვიდებელს ვსვამ. მერე აღარ ვიცი რა მემართება და გაუაზრებლად ვაყოლებ მეორესაც ზედ. არ ვიცი რამდენი ხანი მჭირდება იმისთვის რომ ნორმალურად გავიაზრო, რეალობას დავუბრუნდე, შინაგანი ქაოსი ჩაწყნარდეს და გულისცემაც ნორმალურ ტემპს დაუბრუნდეს, თუმცა საბოლოოდ როგორღაც ესეც ხდება. სუნთქვას რომ ვირეგულირებ მხოლოდ მაშინ გადამაქვს მზერა კედელზე არსებულ საათზე, რომელიც თითქმის თორმეტს აჩვენებს. პირდაპირ თეკლას შესამოწმებლად მივდივარ ოთახში, თუმცა რა თქმა უნდა, არ მხვდება და ჩემი ძლივს ჩაწყნარებული შინაგანი ფორიაქი ისევ თავიდან იწყება. სასწრაფოდ ვეძებ ტელეფონს და მერე ვურეკავ. ვიცი, რომ გასართობათაა წასული, მაგრამ აქამდე არასდროს დაუგვიანია ასე. იქნებ რამე დაემართა? იქნებ ძალიან ბევრი დალია და ფეხზე დგომის თავი არ აქვს? გონება პირდაპირ საშინელ აზრებს მახვევს თავზე და უარესი მემართება. ჩემი პანიკა ისედაც თითქმის პიკს აღწევს და პირველ ცდაზე რომ არ მპასუხობს ხომ საერთოდ. რა თქმა უნდა მაშინვე მეორედ ვურეკავ და კიდევ კარგი ამჯერად მაინც იღებს, თორემ საერთოდ რა დამემართებოდა არ ვიცი. ხმაზე უკვე ეტყობა რომ გათიშულია, მისი უაზრო სიცილი და ხმამაღალი მუსიკაც შესანიშნავად მახვედრებს ყველაფერს. მაშინვე მისამართს ვეკითხები და მერე ვუთიშავ. ამ გოგოს გამო პრობლემები არ მიმთავრდება. * როგორღაც ვაღწევ იმ ადგილამდე. რესტორანია, თუმცა ქვემოთ კლუბიც ყოფილა და თითქმის ყველა იქ მხვდება თეკლას ჩათვლით. როგორც ვივარაუდე ფეხზე ვერ დგას. თუმცა ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თავად შეუღლებული კურსელები, რომელთა იუბილესაც აღნიშნავენ წასულან. საინტერესოა ესენი როდის ფიქრობდნენ დაშლას, ან საერთოდ თუ ფიქრობდნენ. თეკლას ვუყურებ და ვერ ვხვდები როგორ შეუძლია ერთდროულად ყველანაირი იყოს. თუ იმდენად ჰყვება ამ კურსელებს რომ უკვე ვეღარც ხვდება რომ ზედმეტია? არ ვიცი. აღარ ვიცი. ეს ის გოგო არაა, რომლისთვისაც სწავლა მთავარია და პირდაპირაც ვეუბნები ამას, თუმცა მაშინვე მილიონი არგუმენტი მოჰყავს. ,,ნუთუ არ შეიძლება რომ ერთხელ გავერთო, ისედაც მთელი დღე ვმუშაობ და ღამე ვსწავლობ და ა.შ“ არაფრის დიდებით არ მომყვება და კიდევ უფრო მაღიზიანებს. -კარგი რა, ანა, დავამათავრებთ თამაშს და წავიდეთ, რა გემართება, რატომ იქცევი დედასავით? - იმიტომ, რომ დედაშენმა შენი თავი მე ჩამაბარა და ამ მდგომარეობაში აქ მარტო ვერ დაგტოვებ. თვალებს ატრიალებს. -ვერ ხვდები, რომ ძალიან მთვრალი ხარ? - კარგი რა, შენც ხომ იყავი მთვრალი ამასწინ... - თეკლა! - რა? შენთვის შეიძლება და ჩემთვის არა? ერთხელ დავლიე სულ რაღაც, შემარგე რა იყო. ბავშვებთან ერთად მაგიდასთან ვთამაშობ ცოტა ხანს... - იცი რომელი საათია? - პირველი ალბათ, რა ვიცი, ორი? ანა, გთხოვ რა, ისიც აქ არის. - ვინ ის? - ის რა... მე რომ მომწონს. -ეცინება. ახლა გასაგებია ყველაფერი. აი თურმე რაშია საქმე. -მაგას კარნახობდი? - რა მნიშვნელობა აქვს, დამელოდები ცოტა ხანს? და ერთად წავიდეთ მერე. ოხვრის გარდა პასუხი არ მაქვს. -გეგონება შენ არ გყავრებია. - წადი სანამ გადავიფიქრე, მაგრამ მალე. ეგრევე თავს მიქნევს და თავის მაგიდას უბრუნდება. ღმერთო, აქ რას ვაკეთებ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი ამ გოგოს გამო. აღარ შემიძლია, ასე მგონია რომ ის რომ არ იყოს უფრო მშვიდად ვიქნებოდი. ვეღარ გავიგე უკვე რა ვქნა. საერთოდ არ უნდა მოვსულიყავი აქ და მერე ენახა. მაგრამ... რამე რომ მოხდეს? მიატოვე ეს 18 წლის გოგო შუაღამეს კლუბში, მთვრალი, ამდენ არეულ ადამიანთან ერთად ასე და მერე არ გაგიკვირდეს რომ რამეს დაიმართებს. ვცდილობ მშვიდად ამოვისუნთქო. კლუბში ძალიან ბევრი ხალხია. სიმწრის ღიმილი მაქვს პირდაპირ. რაც ჩემი სტუდენტობისას არ გამიკეთებია ყველაფერს ვაკეთებ თეკლას წყალობით. ძლივს ვძვრები ხალხში და ბარის მაგიდასთან მივდივარ. მაშინვე სასმლის შეთავაზებას ვიღებ ბარმენისგან, თუმცა ნაძალადევად ვუღიმი და მხოლოდ წყალს ვთხოვ. მეყო რაც მაშინ დავლიე. საათს ვამოწმებ ტელეფონზე და მერე ფრთხილად ვჯდები მაღალ სკამზე. აქ ყველა ისეა გადაპრანჭული მეტიც არ შეიძლება ალბათ, მე კიდევ მხოლოდ თმის შეკვრა მოვასწარი და რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი. ბარმენი წყალის ჭიქას მიდებს მაგიდაზე და მერე ეჭვნარევი მზერით მიყურებს, თუმცა თვალებითვე ვპასუხობ და ჭიქას ვიღებ. გასაგებია, რომ შესაფერისად არ გამოვიყურები, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ფსიქიატრიულიდან გამოვიქეცი, განა საჭიროა რომ ასე მიყუროს? წყალს ვსვამ და მერე ჭიქას ვწევ დაბლა, თუმცა მაგიდაზე არ ვდებ. წუთით ვფიქრდები მხოლოდ, თუმცა მალევე მაწყვეტინებს ამ ფიქრს ნაცნობი ხმა. -რა საინტერესოა შენი აქ ნახვა... წამსვე ვტრიალდები. რა თქმა უნდა, ტატო. წამით მეკვრება სუნთქვა და ინსტიქტურად ვუჭერ ჭიქას ხელს. რეალურად, არც ახლა მეგონა, რომ მისი დანახვა ზუსტად ისევე მომიშლიდა ნერვებს როგორც ჩვენი ბოლო საუბარი, თუმცა ფაქტი სახეზეა. -შენიც. არ მეგონა ასეთ ადგილებში თუ დადიოდი. -ირონიასაც ვურთავ ღიმილს. თავადაც ეღიმება. მერე ჩემს გვერდით ჯდება სკამზე. -ზოგადად, არა, თოფურია. ნიას ველოდები უბრალოდ. - ნიას? -წამით ვფიქრდები. -შენი და ნია? თავს მიქნევს. -კურსელებთან ერთადაა, რაღაცას თამაშობენ, არ ვიცი. ღმერთო. -ბოლოს რომ ვნახე სკოლაში სწავლობდა, რამდენი დრო გავიდა... -ამას უფრო ჩემთვის ვფიქრობ, თუმცა მალევე ვხვდები რომ ხმამაღლა. - რამდენი წელიც მოგემატა იმდენი. -კმაყოფილი მიმეორებს ოდესღაც ჩემს ნათქვამ სიტყვებს. მერე რაღაც სხვანაირად იწყებს დაკვირვებას. თითქმის ვხვდები რატომაც. - მასე ნუ მიყურებ, მე თეკლას ველოდები, გასართობად არ მოვსულვარ და შესაბამისად არც ჩაცმულობაზე მიზრუნია. ეღიმება. -შენ მაინც სულ ლამაზი ხარ. -ბატონო? იმდენად მოულოდნელი იყო მისგან ეს კომპლიმენტი მართლა მიკვირს, თუმცა ბოლომდე გაკვირვებისა არ იყო, მაინც მახსენდება ჩვენი ბოლო საუბარი და თითქმის ვხვდები, რატომაც. -რა მოხდა, კიდევ ბევრს გიბედავ? - ისევ ეს ღიმილი. ვიცოდი, ვიცოდი რატომაც თქვა და აჰა. როგორც ჩანს მარტო მე არ მახსენდება ჩვენი ბოლო საუბარი. -ჯერ-ჯერობით, არა. -თვითონ ვაშორებ მზერას და ისევ წყალს ვსვამ. წამიერი სიჩუმე. მერე ჩემს ჭიქაზე გადმოაქვს მზერა. -წყალზე გადასვლა პროგრესია. - რატომ ცდილობ რომ ნერვები მომიშალო?! -ინსტიქტურად ვუწევ ტონს. -თუ საკმარისად ვერ მიიღე ბოლოს? - გააჩნია მანდ რას გულისხმობ. ისე ეღიმება წამით ვიბნევი, თუმცა მალევე ვხვდები რაც იფიქრა და ამის შესაბამისადვე მეცვლება მზერა. -ბოლო საუბარი ვიგულისხმე. - ვიცი, ნუ იძაბები... - ნერვებს თუ არ მომიშლი არ დავიძაბები. უხმოდ მეთანხმება. წამიერად მაშორებს თვალს და ბავშვებს ათვალიერებს. ისევ ისე არიან გართულები როგორც ცოტა ხნის წინ. მერე ისევ მე მიბრუნდება და ისევ ხვდება ჩვენი მზერა ერთმანეთს. ფიქრობს, თუმცა ბოლოს მაინც აჟღერებს. -ნიკა სად გაიცანი? - ვინ ნიკა? მხოლოდ წამით ვიბნევი, თუმცა მაშინვე მოვდივარ გონს და ჭიქას მაგიდაზე ვდებ. სრულიად შესაფერისი დრო ნახა ახლა მასზე სასაუბროდ. -შენი ნიკა. -ხვდება, რომ მივხვდი, თუმცა მაინც მიკონკრეტებს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ უბრალოდ ჩემი რეაქცია აინტერესებს მის ასე მოხსენიებაზე. - ჩემი ნიკა არ არის, ტატო, ჩვენ დავშორდით, ისედაც იცი ეს თამარას წყალობით. - არ უნდა ვიცოდე? - შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ვფიქრობ, რომ სრულიად ადეკვატური კითხვაა. ეღიმება, თუმცა არ მპასუხობს. ვერ ვიტან ასე რომ იქცევა. -არ გინდა, რომ მიპასუხო? - შენ გინდა მოსმენა? წამით ვჩერდები. -რატომ არ უნდა მინდოდეს? - არ ვიცი, ბოლოს მითხარი ამდენს ნუ მიბედავო. ისევ იგივეს აკეთებს. თვალებიდან თმაზე გადააქვს მზერა, ბოლოს ყელზე. ინსტიქტურად ვარიდებ თვალს. ვერ ვხვდები რა უნდა ვუპასუხო და სარგებლობს. -გეტყობა, როგორც გაგიგია. - გრძნობ? - ეგრე მიყურებ და როგორ ვერ უნდა ვიგრძნო. - როგორ გიყურებ? -ისევ ეღიმება. ნელა ვსუნთქავ. ვცდილობ ბოლომდე გავიყოლო სიმშვიდე. -შანსი არ გაქვს მეთქი. - რატო? ვფიქრდები. ეს უფრო იმ ბოლო სიტყვების ინსტიქტური გამეორება იყო, რაც ბოლოს საუბრისას ვუთხარი ნერვები რომ მომიშალა. -ანუ არც კი იცი რატომ მეუბნები უარს. - გეგონება შენ იცი რას მთავაზობ. -მეცინება. - მე? მე ძალიან კარგად. - მაშინ გამანდე. -თავისით მიქრება ღიმილი სახიდან. არ ვიცი რას ველოდები, თუმცა ძალიან ძნელია ასე. ისევ ჩემს თმაზე გადმოაქვს მზერა. ბოლოს ჩემკენ სწევს სკამს და ისე მიახლოვდება ძლივს ვახერხებ ამოსუნთქვას. -დანაშაული არ იქნება? - რა? მის სუნთქვას ვგრძნობ სახეზე, თუმცა მაინც ვახერხებ თვალის გასწორებას. ფრთხილად მეხება ლოყაზე თითებით. ისეთი უცნაური შეგრძნებაა, გონებას მითიშავს. ნელა ჩამოაქვს ნიკაპზე და იქვე ჩერდება წამიერად. -ბევრს რომ გიბედავ... -მაინც ეღიმება. ისე მოქმედებს საერთოდ ვერ ვხვდები რა უნდა ვუპასუხო. თუმცა რატომღაც არც ის მინდა, რომ ეს წუთი დასრულდეს. ბოლოს ტუჩებზეც მახებს თითებს, თუმცა მალევე მაშორებს. იმდენად ახლოსაა ძლივს ვსუნთქავ. -გაიწიე. ისევ ეღიმება. -შეგიძლია შენ გაიწიო. ეს რატომ ვერ ვიფიქრე. წამსვე ვწევ სკამს უკან, თუმცა გონება მაინც გათიშულია. ვერ ვხვდები რა გამიკეთა. ყველაფრის ძალა გამომეცალა. ძლივს ვფიქრობ ფეხზე ადგომას და უთქმელად გავრბივარ გარეთ. ჰაერი მინდა. თავბრუც კი მეხვევა წამით. არ შეიძლება ასე. ცივი ჰაერის შეხება ოდნავ მაფხიზლებს, თუმცა ის წუთი მაინც თვალწინ მიდგას. -ანა... ვიცოდი, რომ გამომყვებოდა. შუბლზე ვისვამ ხელს, თუმცა მაინც არ ვტრიალდები. სამაგიეროდ თვითონ მიდგება წინ. -ახლა, არა, ტატო. თავს მიქნევს. მისი თვალებიდანაც ყველაფერს ვგრძნობ. ისევ ვაქცევ ზურგს. თუმცა ახლა მართლა არ ვიცი რას გავურბივარ. ________________________________________ ვიცი, რომ ბევრი კითხვა დაგროვდა. შემდეგ თავში უკვე ყველაფერზე იქნება პასუხი აუცილებლად. მანამდე კი, გელით, გამიზიარეთ, ვისაუბროთ თქვენი ელა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.