შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ (თავი 8)


1-09-2023, 11:17
ავტორი EllaTriss
ნანახია 1 698

#8

დილას საშინელ მდგომარეობაში ვიღვიძებ. სიცხე მაქვს და საერთოდ ვერ ვხვდები ეს როგორ მოხდა. როგორც წესი წინა დღით ვგრძნობ ხოლმე თუ ვცივდები, ახლა კი არა პირდაპირ სიცხე მაქვს. მაშინვე მილიონ წამალს მაყრის თამარა თავზე და ჩაისაც მიკეთებს. უნივერსიტეტში წასვლა მინდა, ბავშვებს ისედაც ძალიან მალე გამოცდები აქვთ, ახლა გაცდენა სწორი არ იქნება, თუმცა ისეთ დღეში ვარ თავსაც ვერ ვწევ და საბოლოოდ ვნებდები. უნივერსიტეტშიც კი თამარა რეკავს ჩემს მაგივრად. მერე საჭმელს მიკეთებს და სულ ძალით მაჭმევს. ცოტა ხანში თეკლაც რეკავს, ეს ბოლო დღეებია საერთოდ მარტო მივატოვე. უკვე აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო. ვხვდები, რომ უბრალოდ ყველაფრისგან ძალიან დავიღალე, მართლა. თამარასაც ზედმეტ ტვირთად დავაწექი აქ, ჯერ ისედაც ბავშვის გამო სრულ ქაოსშია და ახლა ბონუსად მეც მივლის. როგორც კი ცოტა ძალა მემატება მაშინვე ვდგები, მართალია უაღრესად დიდი მონდომებით ცდილობს ჩემს გადარწმუნებას, თუმცა ის თუ ჯიუტია მეც ჯიუტი ვარ და ბოლოს მაინც გამაქვს ჩემი. შეწუხებული სახით მაცილებს და ალბათ უკვე მილიონჯერ მიმეორებს რომ როგორც კი მივალ მაშინვე დავურეკო, საპასუხოდ მეც მილიონჯერ ვუქნევ თავს და ისე გამოვდივარ.
ახლა ვირუსის თავიც კი არ მაქვს, ეს მდგომარეობაც მაგრად მეზარება, მაგრამ... კარგი, რაღაც მხრივ ჯანდაბას, ტატოს ხომ მაინც არ ვნახავ, რაღაც დადებითი მაინც აქვს ამ მდგომარეობას.
მასზე ფიქრიც კი არ მინდა, ამის კონტროლიც რომ შეიძლებოდეს საერთოდ არ მგონია ჩემზე ბედნიერი ვინმე იყოს, თუმცა არა... ვერა. მხოლოდ ერთხელ გავიფიქრე და უკვე მთელს გონებაშია. საკუთარ თავზეც მეშლება ნერვები. რა მატირებდა საერთოდ გუშინ, იდიოტი ვარ. ინსტიქტურად ვამოწმებ ტელეფონს, თუმცა მერე სწრაფად ვთიშავ. უკვე მე ვეღარ ვგებულობ რა მინდა. თამარა ხშირად ამბობს, გასაბრაზებლად მიზეზს ყოველთვის პოულობო, ახლა რომ ვფიქრობ ალბათ იმაზეც გავბრაზდებოდი რომ მოეწერა. უმოქმედობაზეც იგივეს ვგრძნობ. ვერ ვხვდები რატომ ველოდები თუკი ასე ვერ ვიტან.
ვერ ვიტან? მართლა ასე ვერ ვიტან? საკუთარი თავისთვის დასმული კითხვისგანაც კი მინდა გაქცევა. უნებურად თამარას გუშინდელი სიტყვები მახსენდება. კი, ვუთხარი მეზიზღები მეთქი, მაგრამ... ღმერთო. უფრო მეტი ბრაზი მაქვს ვიდრე ზიზღი. არ ვიცი, გულის რაღაც ნაწილით მინდა რომ მესმოდეს, მაგრამ მაინც... კარგი, აღარ მინდა ფიქრი, თავი მტკივა ისედაც.

***
3 დღე ისე გადის ნორმალურად ვერაფერს ვხვდები.
მაღალი სიცხეები უარესად მასუსტებს. ხან თეკლა მადგას თერმომეტრით თავზე, ხან თამარა, თუმცა იმასაც კი ვერ ვიაზრებ ვინ როდის მიდის და მოდის. საერთოდ დროს ვერ მივყევბი და საშინელი შეგრძნებაა.
ნორმალურად რომ ვახელ თვალებს და აწმყოს ვუბრუნდები უკვე ჩემს სტუდენტებსაც კი აქვთ გამოცდები ჩაბარებული. მხოლოდ გადაბარებებია დარჩენილი და თეკლაც წინ და უკან დადის თავისი კონსპექტებით. ყავა უცივდება, თუმცა იმასაც კი აღარ აქცევს ნორმალურად ყურადღებას.
-თეკლა, დადე უკვე, თავი არ გეტკინა მაინც?
- ამას შენ მეუბნები? -წამით უკვირს. მერე სამზარეულოს მაგიდასთან მოდის და დაღლილი მიჯდება წინ.
- კი, მეც კი არასდროს მიმეცადინია ეგრე. ცოტა შესვენებები თუ არ გააკეთე ვერ დაიმახსოვრებ ეგრე.
- სად მაქვს დასვენების დრო, თავზე მაყრია ისედაც ყველაფერი. -ისევ კონსპექტებს უბრუნდება და თან ყავასაც იღებს.
- ხო? ძირითადი გამოცდიდან რომ მოგხსნეს მაშინ არ გქონდა ნასწავლი?
- მქონდა, მაგრამ გადახედვა ხომ უნდა. რამე რომ დამავიწყდეს? ამის მეტი შანსი არ მექნება. ისე ნეტა გადაბარებებზეც ეგეთი მკაცრია შენი ტატო?
მის ხსენებაზე თავისით მეცვლება სახე, ხასიათიც მიფუჭდება.
-მასე ნუ უძახი.
- რა იყო, იჩხუბეთ?
- მიდი შენ, რაღაც მეცადინეობ, იმეცადინე.
ახლა მოუნდა მაინცდამაინც კონსპექტებიდან თავის აწევა. ინტერესით მაკვირდება და მერე საბოლოოდ ხურავს რვეულს.
-უფრო ბომბი, დაშორდით?
- თეკლა, ერთად არც ვყოფილვართ მეთქი! -ინსტიქტურად ვუწევ ტონს.
- კარგი, ხო, რა იყო, ღმერთო, რატომ მიყვირი. -ფეხზე დგება და ჭიქას ნიჟარაში დებს. -ჯობია მართლა ვიმეცადინო და დასვენებით უკვე ხვალ დავისვენებ 1-2 საათით მაინც, ღმერთო, რა მაგარია. შენ მოდიხარ ხო ხვალ?
- სად მოვდივარ? - მართლა ვერ ვხვდები რას მეკითხება.
- 100 წლის იუბილეზე. რა იყო, რანაირად მიყურებ, გეგონება ახლა გაიგე.
ვცდილობ გავიხსენო და ამასობაში პასუხსაც ვერ ვცემ.
-შენ რა, მართლა ახლა გაიგე? -ეცინება. - რა გჭირს, გოგო, ვირუსი კი გქონდა მაგრამ ან სოციალურ ქსელებში არ შედიხარ, ან რამე? უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეა ხვალ, ხოდაა... ჩვენი რექტორის ინიციატივით დიდი ღონისძიება ეწყობა უნივერსიტეტში, ნუ, გარეთ. ვაფშე ყველა სტუდენტი და ლექტორი დაპატიჟებულია.
- ააა. -ნელა ვსუნთქავ. ისედაც ზუსტად ვიცი რომ იქ წასვლას არ ვაპირებ.
- ხომ წამოხვალ?
- არა. -ვუღიმი.
- რა? კარგი რა, ანა, ახლა ამაზე უნდა მახვეწნინო?
- არ გახვეწნინებ, თეკლა, პირდაპირ გეუბნები რომ არ მოვდივარ, ამის თავი არ მაქვს.
- რატო ვითომ?
-შეგახსენებ, რომ სიცხე მაქვს ისევ, თანაც სუსტად ვარ, ოთახიდან სამზარეულომდე ძლივს გამოვდივარ, სად გინდა რომ წამოვიდე, დამცინი? - უკვე ნერვებს მიშლის.
- ამდენი ხანია ისედაც სახლში ხარ, ცოტა გავლა აღარ გინდა? თან აბუქებ უკვე, უკეთ ხარ, მხოლოდ სიცხე გაქვს და ეგეც დაბალი, წამლებს დალევ და ხვალ ეგეც აღარ გექნება.
- არა.
- ანა!
- თვალებს ნუ მიქაჩავ, თეკლა, წამოსვლა არ მინდა.
- იქ მარტო წავიდე?
- მარტო რატომ უნდა წახვიდე, მეგობრები არ გყავს უნივერსიტეტში? ჩაიცვი, დაიხურე და წადი, ნერვებს ნუღარ მიშლი, არ მოვდივარ მეთქი.
- ტატოს ნახვა არ გინდა? - ეცინება.
- თეკლა, გაჩუმდი.
- შეხედე როგორ ეგრევე აღიარა.
- რა ვაღიარე, რა? ეგ რა შუაშია საერთოდ ახლა?
- არ იქნება ტატო.
- რატო? -ინსტიქტურად ვუბრუნებ კითხვას.
ისევ ეცინება. ვხვდები, რომ უნდა დავფიქრებულიყავი.
-არ ვიცი, წინა სემინარზე გოგოებმა ჰკითხეს და არ ვიქნები, სამწუხაროდო.
- მართლა?
- ხო, ალბათ რამე მნიშვნელოვანი საქმე აქვს ვინმესთან, არ ვიცი.
ამ ,,ვინმეს“ სპეციალურად რომ ამატებს ვხვდები.
-წადი რა, იმეცადინე.
- ანუ მოდიხარ?
- არ მოვდივარ, თეკლა.
- ანუ რომ არ იქნება, მაგიტომ არ მოდიხარ?
- თეკლა, გაქრი!

***
ეს 100 წლის იუბილეს ამბავი ნერვებს მიშლის. რამდენიმე დღე საერთოდ ამოვარდნილი ვიყავი ჩვეული კალაპოტიდან და როგორც კი ოდნავ გონს მოვედი და დაბრუნება დავაპირე ეგრევე ეს ამბავი დამხვდა, თითქოს სასჯელია რაღაც. არა, ძალიან მიხარია რომ ეს უნივერსიტეტის დაარსდა და თანაც უკვე 100 წელია არსებობს, ჩემი დიდი პატივისცემა, მაგრამ მაინც, რა დროს ეს იყო ახლა. ნამდვილად არ მაქვს იქ წასვლის სურვილი. რომც წავიდე რა უნდა ვაკეთო, მოჩვენებითი ღიმილი კოლეგებთან და მათთან უინტერესო თემებზე საუბარი. თეკლას მიზეზების გაზიარება არ მინდა, არ მაინტერესებს ტატო იქნება თუ არა, მაინც არ მინდა წასვლა, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ თეკლა არ მაძალებს. სათითაოდ მირეკავენ უნივერსიტეტიდან. პარალელურად ადმინისტრაციაც მიგზავნის მეილზე მოსაწვევს. მერე ჩვენი დეკანი, სოფოც მკითხულობს და ისე გულით მთხოვს, მგონი თავის დაბადების დღეზეც არ დავუპატიჟივარ ასე. ვერ ამოვხსენი ამ გოგოს რატომ შევუყვარდი ასე. მოკლედ სრული კოშმარია. ბოლოს თამარაც გებულობს ამ ამბავს და ტელეფონით გადარწმუნების მცდელობა რომ კრახით უმთავრდება, ბოლოს სახლში მოდის და ისე იწყებს ლექციის კითხვას იმის შესახებ რომ უნდა წავიდე. მთელი საღამო მარტო ეს მესმის, აღარ შემიძლია, უკვე მართლა აღარ შემიძლია.

*
რა თქმა უნდა მეორე დღესაც იგივე გრძელდება. თამარა და თეკლა ისე შეხმატკბილებულად მიტევენ, წამით იმასაც კი ვფიქრობ რამეს ხომ არ მიწყობენ და არ ვიცი. მაგრამ არა... თამარა თეკლასთან ერთად მსგავს არაფერს გააკეთებს, დარწმუნებული ვარ. თანაც არც ტატო არ იქნება, გამორიცხულია. ამ უკანასკნელ ინფორმაციასაც ჩემს საწინააღმდეგოდ იყენებენ და ნამუსზე შეგდებაც თუ რამეს ჰქვია ზუსტად ეგ სიტუაცია მაქვს სახლში.
-რომ არ იქნება იმიტომ ამბობს უარს, ძვირფასო თამარა, ვერ ნახავს და რა უნდა აკეთოს იქ მარტო, მოიწყენს. -ღიმილით უჯდება გვერდით.
- ხო, მეც მაგას ვამბობ. -წამსვე ემოწმება.
- იცი რა საყვარლები ხართ ერთად, მოდი ფოტოს გადაგიღებთ.
ორივეს ეცინება.
-რომ წამოსულიყავი ერთად გადავიღებდით მაგარ ფოტოებს, მაგრამ რად გინდა, შენ ტატოს გარეშე არაფერი გინდა.
- რა სისულელეა, თეკლა! -უკვე ტონს ვუწევ.
- სიცხეც აღარ გაქვს, აბა რას აბრალებ ახლა?
- როგორ აღარ მაქვს, თამარა, შენ არ განახე თერმომეტრი?
- ეგ დაბალი იყო, წამალს დალევ და აღარ აგიწევს.
- კარგი, ძვირფასო თამარა, შეეშვი, ხომ ხედავ ტატოს გარეშე...
- გაჩუმდი! -აღარ ვამთავრებინებ,
ეღიმება.
წამიერი სიჩუმე.
-კარგი, წამოვალ. - იმდენად მოულოდნელად ვწყვეტ გულის რაღაც ნაწილით მეც მიკვირს.
არ ვიცი ეს მათი ზეწოლის ბრალია თუ რა ხდება, მაგრამ უკვე ძალიან დამღალა ამ სიტუაციამ და იმან, რომ ჩემს გარშემო ყველა ძალიან მთხოვს. წავალ და მალევე წამოვალ, ჯანდაბას. ბოლოს და ბოლოს ტატოც არ იქნება და მისი ნახვა არ მომიწევს.
- ოჰაა, რა მაგარი, გოგო. -მაშინვე თამარას ეხვევა თეკლა.
მათი გამარჯვებული სახეების ყურება ნერვებს მიშლის.
-მაგრამ მალევე წამოვალ.

*
თეკლასთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, მაკიაჟის გაკეთების შესაძლებლობა მიეცა და ხელიდან როგორ გაუშვებს. 1 საათი მარტო თვალებს მიხატავს, მერე თმასაც თვითონვე მისწორებს და საბოლოოდ იმას აღწევს, რომ სარკეში საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. თმის დასწორება ჩემი იდეა არ ყოფილა, თვითონ დაიჟინა ამ მაკიაჟს ასე უხდებაო და მგონი არც შემცდარა. სერიოზული პოტენციალი რომ აქვს ამ სფეროში წყალი არ გაუვა. საბოლოოდ თვითონაც ემზადება, მერე ერთი საათი ტრიალებს სარკესთან, ყველა კუთხიდან იღებს ფოტოს და საბოლოოდ როგორღაც სახლიდანაც გავდივართ. ღონისძიება 8 საათზე იწყება, თუმცა თეკლას წყალობით ისე ვაგვიანებთ საერთოდ მისვლას თუ მაინც აქვს აზრი აღარ ვიცი.
უამრავი ადამიანია ეზოში შეგროვილი, მუსიკოსებისთვის ცალკე დიდი სცენაა გამოყოფილი.
ფერადი განათებები ყველა მხრიდან ჩართულია და უკვე ვრწმუნდები, რომ მართლა სერიოზული ღონისძიებაა. თეკლა ისევ ფოტოებს იღებს, თუმცა როგორც კი შევდივართ მაშინვე ინახავს ტელეფონს და ხელს ისე მკიდებს გეგონება მისი მეწყვილე ვიყო.
-ნეტა ჩემები სად არიან, სცენასთანო კი მომწერეს მაგრამ ვერავის ვხედავ.
- შენების მოსაძებნად წასვლა ნამდვილად კარგი იდეაა. - ვუმოწმებ.
ბოლოს მაცემინებს კიდეც.
-ცოტა ფრთხილად, მაკიაჟი გაგიფუჭდება. -მაშინვე პანიკაში ვარდება.
- სახეზე იმდენი რაღაც წამისვი მგონი ალერგია მომცა.
- ალერგია კი არ მოგცა გაიყინე, შენს კაბას ზურგი არ აქვს და აბა რა გეგონა? -მიღიმის და თან წინ მიდგება.
- შენ არ დამატოვებინე მანქანაში მოსაცმელი, საერთოდ არ ცივაო?
- მასე უფრო ლამაზი ხარ და მაგიტომ, ხალხს დაენახე და ცოტა ხანში მოგიტან მაგ მოსაცმელს, 2 წუთში სიცხე არ აგიწევს, ნუ გეშინია.
- თეკლა, ძალიან ბევრს ლაპარაკობ ამ ბოლო დროს და ძალიან მეშლება ნერვები, მართლა.
- ნერვები როდის არ გეშლება, ის ვიცოდე. -უფრო თავისთვის ამბობს, თუმცა მაინც მესმის.
- წადი რა, საქმე ნახე, კურსელები მაინც არ გელოდებიან?
- ხო, კარგი, მივდიოდი ისედაც, ჩაო და მოვალ მალე. -ხელსაც მიქნევს. -არ მოიწყინო.
ძლივს ვიშორებ. ამ გოგოს რომ ენერგია აქვს, არ ვიცი. არაფრით არ იღლება არასდროს.
მუსიკოსები რაღაც მელოდიას რთავენ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ რექტორს თავისი სიტყვით გამოსვლა დასრულებული აქვს, მაგრამ დავიჯერო წავიდა? თუმცა იმდენი ხალხია შეიძლება უბრალოდ მე ვერ ვხედავ. ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები კოლეგებს და მათაც მაშინვე ჩემზე გადმოაქვთ ყურადღება. ყველა სათითაოდ მესალმება, განათებასა და დეკორაციაზე საუბრობენ, ბოლოს იმასაც ვგებულობ, რომ არ შევმცდარვარ და რექტორს მართლაც უთქვამს უკვე სიტყვა. რა თქმა უნდა, თეკლას წყალობით ისე დავაგვიანეთ ერთხელ კი არა, ასჯერ მოასწრებდა სიტყვით გამოსვლას. ბოლოს მასაც ვხედავ უკანა მაგიდასთან, თუმცა რამდენიმე უცხო კაცთან ერთადაა და მისვლისგან თავს ვიკავებ. როდესმე აქეთაც გამოვა და მერე მივულოცავ. ღიმილით ვემშვიდობები კოლეგებს და ვტოვებ, პარკინგზე მინდა გავიდე და მანქანიდან მოსაცმელი ავიღო, თორემ ცოტა ხანში გავლურჯდები უკვე. ამ ხალხს რატომ არ სცივა არ ვიცი. გზაში ჩვენი დეკანი სოფო მხვდება და ვჩერდები.
-ანაა, როგორ გამიხარდა რომ მოხვედი. -მაშინვე მეხვევა.
- ხო, ასე გამოვიდა, გილოცავ.
- მეც გილოცავ, ძვირფასო, არაჩეულებრივად გამოიყურები, 2 წუთი შორიდან გიყურებდი, მეთქი ეს ჩვენი ანაა თუ მეშლება. ძალიან სხვანაირი ხარ.
მეღიმება.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ.
- მართლა? მადლობა. როგორ მოგწონს აქაურობა? სალომემ დააორგანიზა ყველაფერი.
- ძალიან კარგია. ვინ სალომემ?
- ჩვენი სალომე, ახალი მოწვეული ლექტორი რომაა ხელოვნებათმცოდნეობაზე. თავისი ინიციატივით, სურვილი გამოთქვა მე გავაკეთებო და უფლება მისცეს.
თავს ვუქნევ, თუმცა არანაირი სალომე არ მახსენდება მაინც. აი რატომაა ცუდი საპროფესოროში რომ საერთოდ არ ვატარებ დროს. მის შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცი. ისიც კი არ ვიცოდი საერთოდ თუ არსებობდა. ან შეიძლება დანახული მყავს და ვერ ვიხსენებ. ახლა უფრო დამაინტერესა... ნეტავ ვინაა.
-აი სალომე! - თითქოს ჩემი ფიქრები გამოიცნოო, მაშინვე აჟღერებს სოფო და ჩემს ზურგს უკან მანიშნებს. ვტრიალდები. მაღალი, სუსტი აღნაგობის გოგოა, ქერა თმით. რაღაცნაირად ერთი შეხედვით ბარბს ჰგავს. ერთ-ერთ ლექტორს ესაუბრება და თან იღიმის. ღიმილი მართლა უხდება, ვერაფერს იტყვი. საერთოდაც ძალიან ლამაზი გოგოა, აქამდე როგორ ვერსად შევნიშნე საინტერესოა, თუმცა საერთოდ ვამჩნევ საკუთარი პრობლემების გარდა რამეს? უკან მობრუნებას ვაპირებ, თუმცა ზუსტად მაშინ ვამჩნევ ტატოს და ვშეშდები. ხომ არ უნდა მოსულიყო, თეკლამ ხომ ასე თქვა. უბრალოდ ხელის აწევით ესალმება რამდენიმე კოლეგას და მერე პირდაპირ სალომესკენ მიდის. ეს უკანასკნელიც მაშინვე ტრიალდება მისკენ და ერთმანეთს ეხვევიან. წამიერად სუნთქვა მეკვრება და მაშინვე ვაშორებ თვალს.
- წამოდი, მივიდეთ, გაგაცნობ. -სოფოს არსებობა საერთოდ დამავიწყდა. ხელს მკიდებს, თუმცა მაინც არ ვინძრევი.
- არა, არა, სოფო. უფრო სწორად, მოსაცმელს ავიღებ მანქანიდან და მოვალ მე თვითონ, შენ წადი.
- აა, კარგი. -ისევ მიღიმის და მშორდება.
მათთან მისვლა არ მინდა. ეს რა თბილი ჩახუტება იყო, საერთოდ რა ხდება? უცებ გავხურდი, აღარც მოსაცმელი მინდა და საერთოდ არაფერი. განწყობა გამიფუჭდა. რომ ვიცოდი აქ არ იყო, უფრო უკეთესად ვიყავი. შუბლზე ვისვამ ხელს, თუმცა მაინც ვერ ვითმენ და ისევ ვაპარებ მათკენ თვალს. ისევ ამ სალომეს ელაპარაკება, რანაირად უყურებენ ერთმანეთს და ჩემთან უნდოდა ურთიერთობა თურმე, იდიოტი. გაუაზრებლად ვჩერდები ერთ-ერთ მაგიდასთან და თეკლაც მადგება თავზე.
-რას შვები აბა, იცი რა მაგარი ფოტოები გადავიღე? -ტელეფონს იღებს რომ მაჩვენოს თუმცა მაშინვე ვაჩერებ.
- შენ არ მითხარი ტატო არ მოვაო?
- მოვიდა? - მაშინვე აქეთ-იქით იყურება. -სად არის აბა?
- სალომესთან.
- ვინ სალომესთან?
თვალით ვანიშნებ.
-ვაა, ეს ვიცი, ისაა ხელოვნების რაღაცა ჰუმანიზაციას ასწავლის, ლამაზი გოგოა. საერთოდ ლამაზი ლექტორები ჰყავს ჩვენს უნივერსიტეტს. საინტერესოა, არადა ჩვენ გვითხრა რომ მოსვლას არ აპირებდა, ალბათ მალევე მოაგვარა პირადი საქმეები.
- არ წავიდეთ? -სპეციალურად ვაიგნორებ.
- რაა? სად უნდა წავიდეთ, ახლა იწყება ყველაფერი.
- რა ყველაფერი?
- გართობა. -ცოტა დაბნეულად მპასუხობს. -ცოტა ხანი რა, ანა, ბავშვებთან მივალ, მოვალ, რა გჭირს, დამელოდე ცოტა ხანს და ერთად წავიდეთ.
სანამ ვუპასუხებდე იქამდე გარბის.
დამღალა ამ გოგოს ლოდინმა ყველგან. საერთოდ თეკლა რომ არ შემოჭრილიყო ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ყველანაირად. ახლა ბატონი თემური მოდის. ტრადიციულად მილოცავს, თუმცა უკვე ისე დამღალა ამ სიტუაციამ აღარაფერი მინდა. სალომე და ტატოც გამქრალან ამასობაში, ბატონ თემურზე გადავიტანე ყურადღება და ვეღარ გავიგე სად წავიდნენ. ინსტიქტურად ვავლებ გარემოს თვალს. ბატონი თემური რაღაც დეკორაციაზე მიყვება, თუმცა რომ არ მაინტერესებს ვერც ვუსმენ ნორმალურად, არადა დიდი ინტერესით კი ყვება. ბოლოს როგორღაც ამასაც ამთავრებს, თუმცა სანამ ახალ თემას წამოიწყებდეს ბოდიშს ვუხდი და ვემშვიდობები. თუკი რამე მეზარება ამ სიტუაციებში ზუსტად ესაა. ეს გრძელი კაბაც ნერვებს მიშლის, სწრაფად ვერ დავდივარ.
ამასობაში ცოცხალი მუსიკაც იწყება. საათს ვამოწმებ ტელეფონზე და მერე ისევ კოლეგების გარემოცვაში ვეხვევი როგორღაც. რაც არ გინდა ის რომ გეძალება სულ, რაღაც ეგეთი ვარიანტია. თავი მისკდება, თან მახურებს. იქნებ ისევ სიცხეს მაძლევს, უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ეს დაუსრულებელი ლაპარაკიც მკლავს. ბოლოს ტელეფონზე შემომდის ზარი და თეკლა რომ ეწერება მაშინვე ბოდიშს ვიხდი და ოდნავ მოშორებით გავდივარ რომ ვუპასუხო.
-თეკლა, სად წახვედი?
- ანაა...-ისევ ტირის. ღმერთო, ამჯერად რაღა...
- რა ხდება?
- გოგო, ძალიან ცუდად ვარ, ვიჩხუბე კურსელთან, მე რომ მომწონს იმასთან... მოდი რა გთხოვ, წამიყვანე აქედან-ისევ აგრძელებს ტირილს.
- სად ხარ?
- ნულ სართულზე, მეხუთე აუდიტორიაში. -ისე მპასუხობს თითქოს ზუსტად ამ კითხვას ელოდებოდა.
- რაა? მანდ რა გინდა?! -ინსტიქტურად ვუწევ ტონს.
- აქ ვლაპარაკობდით, რა რა მინდა. გთხოვ მოდი, ძალიან ცუდად ვარ, გთხოვ.
- და შენ რომ გამოხვიდე?
პასუხის ნაცვლად ტირილს უმატებს.
-რა უბედური ვარ...
- კარგი, კარგი, თეკლა, 2 წუთი მაცადე და მოვალ.
ვერ ვგებულობ თვითონ რატომ არ გამოდის. დამღალა, სერიოზულად დამღალა უკვე. ატირებული და მაკიაჟგაფუჭებული არ უნდა რომ დაინახოს ხალხმა თუ რა ხდება საერთოდ. ჩემს საწვალებლად ხდება ყველაფერი დარწმუნებული ვარ. ამ კაბის სიგრძის გამო სწრაფად ვერ დავდივარ. დერეფანში სრული სიჩუმეა. მხოლოდ ჩემი ფეხსაცმლის კაკუნის ხმა ისმის. ნულ სართულზე რომ ჩავდივარ ხომ საერთოდ მიტოვებულ თავშესაფარში მგონია თავი. რა თქმა უნდა, ყველა გარეთაა, ღონისძიება და მთელი ამბები. მარტო თეკლა თუ მოიფიქრებდა აქ კურსელთან ერთად შემოსვლას. რაღაც ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი. თან ეს ის აუდიტორიაა მე და ტატო რომ ჩავიკეტეთ ადრე ჩემი წყალობით. მას შემდეგ რომ გააკეთეს და შიგნიდან თავისით აღარ იკეტება ვიცი, თვითონაც დავინახე ხელოსნები, მაგრამ მაინც... მაინცდამაინც ამ აუდიტორიაში რომ არ შემოსულიყვნენ დაილია სხვები? კარი კვლავ ნახევრად ღიაა. როგორც კი ვუახლოვდები ისევ ბოლომდე ვაღებ და თეკლასთვის წარმოსათქმელ სიტყვებსაც ვამზადებ, თუმცა შიგნით არც მეტი არც ნაკლები ტატო მხვდება.
მაგიდასაა მიყრდნობილი და ტელეფონს ათამაშებს ხელში. ჩემი დანახვისგან გაოცებულ გაკვირვებას სახეზე ვერ ვამჩნევ, რასაც ჩემზე ვერ ვიტყოდი.
-თეკლა... -ინსტიქტურად შევდივარ შიგნით და აქეთ-იქით ვიყურები. -თეკლა სადაა? წავიდა?
- თეკლა? -ეს კი უკვირს.
- ერთი წუთი... -სიტუაციის ახსნას ვაპირებ, თუმცა ზუსტად ამ დროს მესმის კარის მოჯახუნების ხმა და მაშინვე ვტრიალდები. წამი მჭირდება გონს მოსასვლელად და ამ წამში კარის გადაკეტვასაც ასწრებს. ყველაფერს ვხვდები, თუმცა უკვე გვიანია.
- თეკლა! თეკლა, არც გაბედო! - მაშინვე მივრბივარ და კარზე ვუბრახუნებ. -მოგკლავ, იცოდე! ახლავე გაგვიღე, ეს რა საქციელია, საბავშვო ბაღში გგონია თავი?! ამას არ გაპატიებ, არასდროს! თეკლა, მეთქი! დედაშენს ვეტყვი, გეფიცები, შენ არაფრის ღირსი არ ხარ! -ძალა მეცლება. მერე ტატოს ვუბრუნდები, რომელსაც ჩემგან განსხვავებით საერთოდ არ აქვს რეაქცია და ამ მოვლენებს ისე უყურებს თითქოს კინოში იყოს.
- ასე მშვიდად როგორ ხარ, რამე გააკეთე, დაემუქრე, უთხარი რომ გადაბარებაზე არ დაუშვებ, ვერ ხედავ რა გააკეთა?!
- მართლა გგონია რომ კიდევ კართან დგას?
ღმერთო.
ისე მეშლება ნერვები მინდა ვიკივლო. არანორმალურია ეს ბავშვი. ძლივს ვსუნთქავ და მერე შუბლზე ვისვამ ხელს.
-ეს როგორ გააკეთა, უტვინო. -უფრო ჩემთვის ვჩურჩულებ. კოშმარში მგონია თავი. ნელ-ნელა ვიწყებ ყველაფრის გააზრებას.
- დაიცადე, ეს შენი იდეა იყო?
ჩემი დანხვა ხომ არ გაუკვირდა რომ შემოვედი, ეს რაღაცას ხომ ნიშნავს.
-რა?
- შენ უთხარი თეკლას რომ აქ მოვეყვანე და მერე კარი ჩაეკეტა?! -ინსტიქტურად ვუწევ ტონს.
ეცინება.
-შენ მე თინეიჯერი ბავშვი გგონივარ, თოფურია? თვითონ მითხრა ანა მეხუთე აუდიტორიაში გელოდება საქმე აქვსო.
- რააო?! -თვალები მიფართოვდება. -ჩემი სიტყვებით დაიწყო არა ლაპარაკი, დეგენერატი ბავშვი, მე მაგას ვანახებ როგორ უნდა! ტყუილია, ტატო, მე არაფერი მითქვამს ეგეთი, მეც მომატყუა.
- ვხედავ, დამშვიდდი.
წამიერი აღელვებაც კი არ ეტყობა სახეზე. თითქოს ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივადაა, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად და მე ვარ უაზრო პანიკაში. მისი ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მიშლის ნერვებს.
-რა გავაკეთოთ...
- ისედაც იცი, რომ ვერაფერს გავაკეთებთ.
- ღმერთო... რაღა მაინცდამაინც აქ, აქ რაღატომ, ერთხელ საკმარისი არ იყო? სხვა აუდიტორია მაინც ვერ ნახა?
- მარტო აქ არ იჭერს ტელეფონი.
- ხო, რა თქმა უნდა, აბა რა. უნივერსიტეტს, რომელიც 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, აი ასეთი ბოლო მოღებული აუდიტორია აქვს! - წინ და უკან ვიწყებ სიარულს.
ჩემს ნერვებს თუ კიდევ ეს უნდოდა ახლა. აღარ ვიცი რა გავაკეთო, მისთვის ხომ საერთოდ სულ ერთია. ბოლოს კედელთან ვჩერდები. მიყურებს. ისევ ზუსტად ისე მიყურებს. ამაზეც კი ვღიზიანდები.
-რა? არ ჯობია რომ მითხრა?
ეღიმება.
-სხვანაირად ლამაზი ხარ...
ინსტიქტურად ვაშორებ მზერას. ასეთ კომპლიმენტებს მიჩვეული საერთოდ არ ვარ, მით უმეტეს მისგან.
-მოდი სალომეს უთხარი ხოლმე ეგეთები. -ისე მაწვება პირდაპირ ვეუბნები.
- ვის? -ვერ ვხვდები მართლა იბნევა თუ სპეციალურად აკეთებს, გეგონება ცოტა ხნის წინ კი არ შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში.
- დაიკიდ.ე
- აკადემიური გარემო, თოფურია, რა ლაპარაკია...
- ხო, ძალიან აკადემიური გარემოა, ნუ იტყვი. -ირონიასაც ვურევ.
-ასე ძნელია ჩემთან ერთად ყოფნა? -ისევ იგივე.
- ვერ ხვდები რა სიტუაციაში ვართ? -სპეციალურად ვაიგნორებ.
აღარ მპასუხობს.
ხო, რა თქმა უნდა. ღმერთო, როგორ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში. სკამს სწევს და იქვე ჯდება. მერე ტელეფონს იღებს და წამიერად უყურებს, დიდი ალბათობით საათს. გარედან მუსიკის ხმა შემოდის, თუმცა ისეთი პატარა ფანჯარაა და ისიც იმდენად ზემოთ რომც გინდოდეს მაინც გამორიცხულია იქიდან გახედვა.
ისევ კართან მივდივარ, თითქოს რაიმე აზრი ჰქონდეს. ბოლოს მაინც ვნებდები და ზურგით ვეყრდნობი. აღარ მიყურებს, თითქოს სულ სხვა რამეზე ფიქრობს. რაღაცნაირი ისეთი შეგრძნებაა, არ ვიცი. იმაზეც ნერვები მეშლება ასე რომ იქცევა. არა, უკვე ვეღარ ვგებულობ რა მინდა, ყურადღებას მაქცევს ვღიზიანდები, არ მაქცევს და მაინც. ასეთი ჩამოუყალიბებელი რანაირად ვარ საერთოდ. რამდენიმე წუთი სრული სიჩუმეა.
ბოლოს მაინც ვეღარ ვჩერდები. კარს ვშორდები და ისევ სტუდენტივით ვუჯდები წინ. მხოლოდ წამიერად მიყურებს, თუმცა მაინც აღარაფერს მეუბნება.
ამაზე უხერხეული სიჩუმე არასდროს გვქონია. თითქოს ერთად გაქრა ყველა სიტყვა.
ვერ გავიგე, ჩემი ბრალია?
-რა იცის თეკლამ ჩვენზე? -ისე მოულოდნლეად მეკითხება წამიერად ვიბნევი. თუმცა მაინც აღარ მიყურებს.
- დაინახა იმ ღამეს რომ გაკოცე, მეტი არაფერი.
ეღიმება.
-და რა უთხარი?
- ის რომ ერთად არ ვართ.
- მაგრამ არ დაიჯერა... -თვითონვე ამთავრებს.
- ხო.
- გასაგებია.
ისევ სიჩუმე.
-ტატო...
- გისმენ.
ვეღარ ვაგრძელებ. ისიც კი მერევა რის თქმასაც ვაპირებდი.
ბოლოს მაინც მისწორებს თვალს.
-მე უნდა ვიყო გაბრაზებული და შენ რატომ ხარ ვერ ვგებულობ.
ისევ ეღიმება. ბოლოს ჩემკენ აბრუნებს სკამს.
-გაბრაზებული არ ვარ, ანა.
- გეტყობა თუ არ ხარ.
- მართლა ვერ ანსხვავებ?
ვჩერდები. ხო, რა თქმა უნდა.
ეს წამიერი სიჩუმეც ადასტურებს ყველაფერს.
-და მაინც კომპლიმენტი...- თავისთავად მეპარება ირონია ხმაში.
- მაგაზე უბრალოდ თავი ვერ შევიკავე.
ნერვებს მიშლის. საერთოდ ყველანაირად. კარგი, გასაგებია, რომ შეიძლება მეც ზედმეტი მომივიდა იმ დღეს, მაგრამ მაინც ჩემზე მეტად რომ სწყინს ნორმალური არაა.
-ვერ გავიგე, მე რაც გამიკეთე იმასთან შედარებით ჩემი ერთი მეზიზღები რა იყო?
ეღიმება.
-ხო, რა გაცინებს, ეგ გეწყინა, არა? და მერე თინეიჯერი ბავშვი არაა თურმე.
- მე უკვე ყველაფერი აგიხსენი, ანა. რაც გავაკეთე შენთვის გავაკეთე.
- და მეც როგორი დაუნახავი ვარ, მადლობის მაგივრად რომ მეზიზღების გეუბნები არა? -მეღიმება.
- დაუნახავი ხარ მეთქი, არ მითქვამს. მესმის შენი.
- თუ გესმის, რაღა გწყინს, არ იმსახურებდი?
წამიერი სიჩუმე.
-მაგას გულით მეუბნები, ანა? მესმის, რომ რაღაცები მაინც გაფუჭდა, მაგრამ ვიფიქრე რომ შენთვის ყველაზე მეტად ასე იყო სწორი. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ საერთოდ არ ფიქრობ შენს გარეშე როგორ მიჭირდა, შენთვის უარის თქმა როგორ მიჭირდა, დისტანცია როგორ მიჭირდა
- სიმართლეს არ ვიმსახურებდი?! -ინსტიქტურად ვუწევ ტონს. -თუმცა მოიცადე, მოიცადე, მე ხომ უტვინო ბავშვი ვიყავი და ვერ გაგიგებდი! -ფეხზე ვდგები.
- ანა...
- რა, ანა?! მეუბნები, რომ გეწყინა, არა? იცი მე როგორ მეწყინა?!
პირდაპირ მის მაგიდასთან მივდივარ. თვითონაც დგება ფეხზე.
-შენი წყენა საერთოდ რა არის იმასთან მე როგორც მაწყენინე! უბრალოდ გეთქვა, მაშინაც ისე გეთქვა, როგორც ახლა მითხარი, უფლება არ მქონდა მცოდნოდა რატომ მექცეოდი ეგრე?! აქ ჩემს ხელმძღვანელობაზე არ არის ლაპარაკი მარტო, საერთოდ ბოლო თვეებში რანაირადაც მექცეოდი, დაგავიწყდა?!
- შენთვის.
- ნუ ამბობ, მაგას! შენთვის, შენთვის... რა მაგარია, არა?! რომ გეთქვა, მე გავიგებდი და დღეს, ასეთი ურთიერთობა არ გვექნებოდა, გესმის?! მაგრამ დამიკიდ.ე, ეწყინა და გადაუვლის, ხო?!
-დაწყნარდი...
- არა! -ვხვდები, რომ უკვე ვეღარც ტონს ვაკონტროლებ და ვეღარც იმას რას ვლაპარაკობ.- რა გინდა ახლა, ასე რომ შეგრჩეს ჩემს მაგივრად რომ გადაწყვიტე მე რას გავიგებდი და რას არა?!
ინსტიქტურად ვამცირებ ჩვენს შორის მანძილს.
-ტონს დაუწიე.
- და რომ არ დავუწიო, რას იზამ?! -კიდევ უფრო ვუახლოვდები.
მილიმეტრებიღა რჩება. თვითონვე იწევს ერთი ნაბიჯით უკან.
-ხო, მართალი ხარ ყველაფერში. არაფერი არ გითხარი და შენს მაგივრად გადავწყვიტე რომ ვერ გაიგებდი. ბოდიში, კმაყოფილი ხარ?
- არა. ყველაფერი მოხდა უკვე და ეგ ბოდიში არაფერს არ ცვლის საერთოდ.
მაგიდას ვეყრდნობი.
ისევ სიჩუმე. აღარ ვიცი უკვე რა ვიფიქრო. საერთოდ ყველაფრით დავიღალე. ამ სიტუაციითაც დავიღალე.
ამჯერად თვითონ მიახლოვდება და ზუსტად წინ მიდგება. ისე გამომეცალა ყვირილით ძალა ხმის ამოღების თავიც კი აღარ მაქვს. მგონი მართლა გადავამეტე, ყელიც კი მეტკინა. მაგრამ რა გავაკეთო, იმდენი ემოცია მაქვს დაგროვილი თუ დავიწყე თავს ვეღარ ვიკავებ. ინსტიქტურად ვუსწორებ თვალს, მერე საერთოდ ვეღარც ვაშორებ. მკლავზე მახებს ხელს, თუმცა ეგრევე ვუკრავ.
-ნუ მეხები.
- ცხელი ხარ... -სახე ეცვლება.
- არა უშავს.
- რა არა უშავს, ანა. -ახლა შუბლზე მახებს თითებს. -სიცხე გაქვს?
- მერე შენ რა!
- როგორ რა, აშკარად მაღალი, ან ფეხზე რანაირად დგხარ, ან ამდენი ყვრილის ძალა როგორ გქონდა.
- რას იზამ, ყველაფრის ძალა მაქვს უკვე, იმუნიტეტი გამომიმუშავეთ.
- მაგრამ...
- არანაირი, მაქვს წამალი და დავლევ. -ჩანთასთან მივდივარ. ახლა ვხვდები რატომ მაძალებდა თეკლა წამოღებას. ასე დეტალებში რანაირად გათვალა ყველაფერი.
ძლივს ვპოულობ და მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ მართლა აღარ მაქვს ძალა. კედელს ვეყრდნობი და ვცდილობ მშვიდად ამოვისუნთქო.
-გაქვს წყალი?
- არა, მაგრამ ისეც დავლევ.
ამ უკანასკნელს მართლა ვახერხებ.
მხოლოდ ახლა ვამჩნევ რომ მუსიკაც შემწყდარა გარეთ. საათს ვამოწმებ ტელეფონზე, მერე მაგიდაზე ვაპირებ დაბრუნებას თუმცა ისე მიორდება თვალებში ძლივს ვდებ.
-კარგად ხარ? -რამდენიმე ნაბიჯით მიახლოვდება.
- კარგად ვარ.
რა თქმა უნდა ეს ახლაც დიდი ტყუილია, მაგრამ ჯანდაბას.
როგორ შეიძლება კარგად ვიყო ან ფსიქოლოგიურად, ან ფიზიკურად მაინც.
თითქოს ყველაფერმა პირი შეკრა და ერთდროულად გადაწყვიტა ჩემთვის შემოტევა.
კედელთან ვიკეცები. მერე კაბასაც ვასწორებ. ცივი კედლის შეხება ზურგზე ოდნავ მაფხიზლებს, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ. ვგრძნობ, რომ რაღაცნაირად მახურებს შიგნიდან.
თვითონაც იგივეს იმეორებს. ჩემს გვერდით ჯდება კედელთან.
-თეკლამ არ იცოდა სიცხე რომ გქონდა?
- ყველაფერიც იცოდა.
ეღიმება.
-ვაჩნაძე ნახე, რა.
- მე შენს ადგილას ქულას არ დავუწერდი.
- ეს სხვადასხვა რამეა, ანა.
- რატომ არის სხვადასხვა, ჩემმა სტუდენტმა რომ ჩამკეტოს აუდიტორიაში რისი ღირსია საერთოდ ჩემგან? -ისევ მიშლის ნერვებს, თუმცა ყვირილის თავი ნამდვილად აღარ მაქვს.
ეღიმება.
-იმასაც ხომ გააჩნია რისთვის გკეტავს და ვისთან ერთად.
- ანუ კმაყოფილი ხარ თეკლას საქციელით -მისკენ ვაბრუნებ თავს. - არადა, შენს ადგილას ვინმე სხვასთან ერთად ჩაკეტვას ვისურვებდი, ჩემი ყვირილი მაინც აგცდებოდა.
- სხვას მაინც შენი ყვირილი მირჩვნია. -ისევ ეღიმება.
- კარგი ერთი, სალომესაც? -მე თვითონაც ვერ ვხვდები ეს სალომე საერთოდ როგორ მცდება. თითქოს თავისით მეთქვა რაღაცნაირად, ვერც მივხვდი ისე. ამ სიცხის ბრალია ყველაფერი.
- ვინ სალომეზე მელაპარაკები? -ისევ ეს დაბნეულობა.
- დაიკიდ.ე
- არა, მეორედ ახსენე უკვე.
- ხოდა მეორედ დაიკიდ.ე
წამიერი სიჩუმე, ფიქრდება.
-არანაირი სალომე არ მყავს, ანა, ვერ ვხვდები რას იგნობ.
- ხო? რა ვიცი, წეღან კი შესანიშნავად შესციცინებდით ერთმანეთს თვალებში. -მაინც მეპარება ირონია.- კარგი წყვილი იქნებით, შეგიძლია სცადო.
- რა?
- არა? თუ ქერები არ მოგწონს?
ეცინება.
-ჩვენ სალომეზე ამბობ? არა, ჩვენ... დაიცა. -ჩერდება.
- რა?
- ეჭვიანობ?
- შენზე რატომ უნდა ვეჭვიანობდე!- მაინც ვუწევ ტონს.
თავბრუც მეხვევა ამასობაში.
-რა ვიცი, აბა. -ისევ ეღიმება.
- გასაგებად გითხარი, რომ შენთან არაფერი მინდა ასე რომ რაც გინდა ის ქენი და ვისთან ერთადაც გინდა იმასთან, მორჩა. - შუბლზე ვისვამ ხელს.
მერე ნელა ვადებ კედელს თავს. ვგრძნობ, რომ მიყურებს.
-ცუდად ხო არ ხარ?
- არა.
- შემომხედე ერთი წუთი.
- თავი დამანებე რა, ტატო, ძალიან დავიღალე შენთან ლაპარაკით.
წამიერი სიჩუმე.
უკვე ამ სიცხესაც ძალიან კარგად ვგრძნობ. რაღაცნაირად მხდის და მომენტებში თავისით მეხუჭება თვალები. ნელ ვიწევ თმას. ადგომა მინდა, მაგრამ იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული რომ ძალა მეყოფა. მაინც ვცდილობ, თუმცა უარესად მეხვევა თავბრუ და ტატო რომ არა პირდაპირ კედელს მივენარცხებოდი.
-მოიცა, რას აკეთებ... -მაშინვე მაშველებს ხელს მკლავზე. ისევ მილიმეტრები რჩება ჩვენ შორის და ვერც კი ვიაზრებ რანაირად. ინსტიქტურად ვუსწორებ თვალს.
-გაიწიე.
ეღიმება, თუმცა მაინც მისრულებს.
ისევ კედელს ვადებ თავს. ისიც ისევ მიყურებს. ბოლოს მაინც მახებს თმაზე თითებს და ფრთხილად მაშორებს სახიდან. მერე ყელიდანაც. ხმის ამოღების თავი აღარ მაქვს, ამიტომ ხელით ვაჩერებ, თუმცა როგორც კი ვეხები მაშინვე მერევა ყველაფერი შიგნიდან და მხოლოდ ხელის მოკიდება მრჩება. წამიერად გადააქვს მზერა ჩვენს ხელებზე, თუმცა იმის მაგივრად რომ გამიშვას მაჯიდან თითებამდე ადის. არანაირი მიახლოვება, არანაირი თვალები, მხოლოდ ჩვენი ჩაჭიდული ხელები და ზუსტად იგივეს ვგრძნობ. მეორე ხელით მეფერება მაჯაზე.
-ტატო.
- გისმენ.
- გაჩერდი, გთხოვ. -იმდენად ხმადაბლა გამომდის მე თვითონაც ძლივს მესმის.
ისევ ეღიმება, თუმცა მაინც არ მიშვებს ხელს. ვხვდები, რომ ხვდება როგორ მოქმედებს მისი თითოეული უმნიშვნელო შეხებაც კი ჩემზე და ნერვები მეშლება. იმის ძალაც კი არ მაქვს რომ წინააღმდეგობა გავუწიო.
მისკენ ვაბრუნებ თავს. წამსვე მისწორებს მზერას. წამიერად ყველაფერი მავიწყდება. არ ვიცი ეს სიცხის ბრალია თუ საერთოდ, მაგრამ რაღაცნაირად ვგრძნობ ამ წამს აწმყოს.
თავისუფალი ხელით ისევ ჩემს ცისფერ თმის ბოლოს იქცევს თითებშორის, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს საიდან იპოვა ახლა. მხოლოდ მას უყურებს ამ წამს, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მთელს ჩვენს წარსულს უყურებს. ემოციები მაწვება. თავბრუც მეხვევა. ამჩნევს და ისევ ჩემს თვალებს უბრუნდება.
-მაპატიე... -თვითონაც ხმადაბლა მეუბნება. თმიდან ყელზე მახებს თითებს. ვერც ვიაზრებ ისე მიახლოვდება. -არანაირი სალომე არ არსებობს, ანა... ყოველთვის შენ მიყვარდი და მეყვარები. -ახლა თვალებთან მახებს თითებს. - ვიცი, რომ ძალიან გაწყენინე, მაგრამ... -ვეღარ აგრძელებს.
ვერ ვხვდები რატომ მეტირება.
მინდა რომ ვუთხრა, მაგრამ ახლა ტუჩებზე მახებს თითებს. ბოლოს იხრება და ზუსტად იმდენივე მილიმეტრს ტოვებს ჩვენ შორის.
-მაპატიე, გთხოვ... -ზედ ტუჩებთან მეუბნება კიდევ. იმდენად ახლოსაა წამიერად მეხება კიდეც. - ისიც მაპატიე, მაშინ რომ არ გაკოცე. შეიძლება გამოვასწორო?
- ტატო...
თანხმობად იღებს. მაშინვე მეხება და თან ისე, სულ მავიწყდებაა ყველაფერი. მთელს სხეულში მივლის. ვერც კი ვიაზრებ ისე ვყვები. ხელსაც ვახებ ყელზე.
დროის შეგრძენაბასაც ვკარგავ და საერთოდ ყველაფერსაც გარშემო. არ ვიცი რამდენი წუთი გადის, თუმცა გაჩერებით ვერც ერთი ვჩერდებით. თითქოს ყველა დაკარგული დროისაა ერთად. პირველად ვეხები თმაზე. ორმაგი ტემპერატურა მაქვს ორგანიზმში, მგონია რომ პირდაპირ შუა ცეცხლში ვარ და ყველა მხრიდან დავიწვები მალე.
-შენც მაპატიე... ვერ მეზიზღები. -სუნთქვას ვაყოლებ.
არაფერს მპასუხობს ისე მადებს მხარზე თავს.
პირველად ვეხვევი ასე გულწრფელად. თითქოს ყველა ჩემი ფიქრიც ტრიალებს ისე მეხვევა თავბრუც. ვეღარაფერზე ვფიქრობ.
ვეღარც იმაზე, რაზეც ცოტა ხნის წინ.
თითქოს გონება გამეთიშა. თვალებსაც ძლივს ვახელ. ძალა არ მაქვს და თანაც საშინლად მცხელა.
რაღაცნაირი სიზმარივითაა ყველაფერი.
თითქოს ყველაფერს ბუნდოვნად აღვიქვამ და ბოლომდე იმასაც ვერ.
ვხვდები, რომ ტემპერატურა უფრო მიწევს და ყველაფერი ამის ბრალია, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. თვალებიც მეხუჭება და ძალასაც ვეღარ ვატან რომ გავახილო.
ბოლოს მაინც ვითიშები.

__________________________________________
ხოდა, მოკლედ, ასეთი ამბები გვაქვს აქ <3
გამიზიარეთ, თქვენ რას ფიქრობთ,
როგორც ყოველთვის ძალიან მაინტერესებს
თქვენი
ელა



№1 სტუმარი სტუმარი Marie

დაახლოებით ნახევარი საათია ვზივარ და ვფიქრობ რომელი სიტყვა და წინადადება შეეფერება ამ თავს რომელი სიტყვა აღწერს ჩემს იმ ემოციას რასაც დაახლეობით ნახევარი საათია განვიცდი❤️

თავი სადაც ჩემმა ყველა მიძინებულმა ემოციამ გამოიღვიძა თავი რომელმაც მატირა გამაცინა და ის ლამაზი ემოციები მაჩუქა რასაც კითხვის დროს არ განვიცდიდი ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც
სერიოზულად ხელები მიკანკალებს. ვიღაც იტყოდა თუ რა არის ამ მოთხრობაში ისეთი განსაკუთრებული რომ ამატირა მაგრამ მე ვიტყვი რომ ეს ის მოთხრობაა რომელიც ჩემს სულს ბოლომდე ჩასწვდა❤️ ანა, პერსონაჟია რომელსაც ვერ დავივიწყებ ვერსადროს. ხანდახან მგონია მე ხომ არ აღმწერამეთქი ავტორმა:) ღმერთო ჩემო ელა საოცრება ხარ ოღონდ მართლა შენი ქება არც არასდროს მომბეზრდება ჩემთვის საოცრება მწერალი ხარ გისურვებ ცხოვრრბაში ულევ წარმატებას არასდროს შეწყვიტო წერა იცოდე ჩემი სახით საოცრად დიდი გულშემატკივარი გყავს❤️

შეიძლება ეს ვინმესთვის უბრალო გამოგონილი მოთხრობა და ისტორიაა მაგრამ ჩემთვის ის სამყაროა სადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ როცა თავს კარგად ვერ ვგრძნობ აქ შემოვდივარ ვკითხულობ თავიდან და თავიდან იმიტომ მე აქ ვიპოვე სიმშვიდე და დიდი მადლობა შენ ამისთვის❤️❤️

 


№2  offline წევრი EllaTriss

სტუმარი Marie
დაახლოებით ნახევარი საათია ვზივარ და ვფიქრობ რომელი სიტყვა და წინადადება შეეფერება ამ თავს რომელი სიტყვა აღწერს ჩემს იმ ემოციას რასაც დაახლეობით ნახევარი საათია განვიცდი❤️

თავი სადაც ჩემმა ყველა მიძინებულმა ემოციამ გამოიღვიძა თავი რომელმაც მატირა გამაცინა და ის ლამაზი ემოციები მაჩუქა რასაც კითხვის დროს არ განვიცდიდი ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც
სერიოზულად ხელები მიკანკალებს. ვიღაც იტყოდა თუ რა არის ამ მოთხრობაში ისეთი განსაკუთრებული რომ ამატირა მაგრამ მე ვიტყვი რომ ეს ის მოთხრობაა რომელიც ჩემს სულს ბოლომდე ჩასწვდა❤️ ანა, პერსონაჟია რომელსაც ვერ დავივიწყებ ვერსადროს. ხანდახან მგონია მე ხომ არ აღმწერამეთქი ავტორმა:) ღმერთო ჩემო ელა საოცრება ხარ ოღონდ მართლა შენი ქება არც არასდროს მომბეზრდება ჩემთვის საოცრება მწერალი ხარ გისურვებ ცხოვრრბაში ულევ წარმატებას არასდროს შეწყვიტო წერა იცოდე ჩემი სახით საოცრად დიდი გულშემატკივარი გყავს❤️

შეიძლება ეს ვინმესთვის უბრალო გამოგონილი მოთხრობა და ისტორიაა მაგრამ ჩემთვის ის სამყაროა სადაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ როცა თავს კარგად ვერ ვგრძნობ აქ შემოვდივარ ვკითხულობ თავიდან და თავიდან იმიტომ მე აქ ვიპოვე სიმშვიდე და დიდი მადლობა შენ ამისთვის❤️❤️

მარი, იმდენი კარგი ადამიანი მაპოვნინა ამ საიტმა მიხარია რომ შენც გიპოვე. ❤️

მიხარია, თუ ამდენად ახლოს მოდის ყველაფერი შენამდე, განსაკუთრებით ანა. როდესაც ვწერ მეც ასე ვგრძნობ ხოლმე და შენც რომ გრძნობ ძალიან მიხარია.
მე არ ვთვლი, რომ რამე არ არსებობს. ეს სამყაროა, შეიძლება არარეალური, თუმცა მაინც რეალური პერსონაჟებით, აქაც ყველაფერს თავისი ფერი აქვს, მე ასე ვხედავ და მჯერა.

სიმშვიდეზე მინდა დაგეთანხმო, წლების წინ მეც აქ ვიპოვე სიმშვიდე და ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ.
ხშირად ვამბობ, მათბობთ და მაფერადებთ მეთქი, მართლა ასეა და ყოველთვის აღვნიშნავ ამას.❤️

როდესაც თავს კარგად ვერ იგრძნობ, ან თუნდაც საუბარი მოგინდება შეგიძლია მომწერო, ფეისზეც ამ ნიქნეიმით ვარ. გამიხარდება პირიქით. თუ სურვილი გექნება, რა თქმა უნდა.
მადლობა ფორლავს ასეთი მკითხველებისთვის❤️
მიყვარხარ - თ ასე შორიდან .
მადლობა შენ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი One

Saertod ar vtvli rom ararealuria)) piriqit dzaluanac zusti da bunebrivi emociebi da ganwyobebi aqvs annas))
Mere ra, tu bevr tanamedrove gogos ar hgavs)) asetebic arseboben , saontereso, shinagani samyaroti)) me dzalian momwons anna, tavisi zghva,xshirad umartavi emociebit da vgijdebi shenze, chveno patarav, magram dzalian nichiero eli❤️
Khom ici sul aq viknebi, miyvars sheni dinji personajebi mee*^*

 


№4  offline წევრი EllaTriss

One
Saertod ar vtvli rom ararealuria)) piriqit dzaluanac zusti da bunebrivi emociebi da ganwyobebi aqvs annas))
Mere ra, tu bevr tanamedrove gogos ar hgavs)) asetebic arseboben , saontereso, shinagani samyaroti)) me dzalian momwons anna, tavisi zghva,xshirad umartavi emociebit da vgijdebi shenze, chveno patarav, magram dzalian nichiero eli❤️
Khom ici sul aq viknebi, miyvars sheni dinji personajebi mee*^*

ანას ემოციები და გრძნობები ასე რომ მოდის თქვენამდე მანდედანაც ცხადია რეალურობაზე, ალბათ. მიხარია, შენც რომ ასე ფიქრობ❤️
ყველასა და ყველაფერს ჰყავს განსხვავებული,
განსაკუთრებულიც თავისთავადაა.
მეც მომწონს ანა, ზუსტად ისეთი როგორიც არის,
ყველანაირად.

პ.ს სულ მიხარიხარ ❤️ ❤️ ❤️
მათბობს შენი კომენტარები❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საოცრება თავი იყო ეღირსათ ამდენი წვალების მერე სიყვარულის ახსნა მალადეც თეკლა კარგად გაითამაშა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????♥️

 


№6  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნესტანი
საოცრება თავი იყო ეღირსათ ამდენი წვალების მერე სიყვარულის ახსნა მალადეც თეკლა კარგად გაითამაშა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????♥️

თეკლას წყალობით მოხდა რაც მოხდა, გეთანხმებით, მართლა კარგად მოაწყო^_^
ვნახოთ რა მოხდება, ვეცდები შემდეგიც მალე იყოს❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

ეს ბიჭი ვერ ლაპარაკობს?

 


№8  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნინი
ეს ბიჭი ვერ ლაპარაკობს?

:დდდ
ვილაპარაკებთ,კი :დ

 


№9  offline წევრი likuu_s

კიდევ მაპატიე, რომ დავაგვიანე :დდ

გუშინ მთელი დღე ჩარიცხვების ფორიაქში ვიყავი, დღეს კიდევ ნახევარი დილით წავიკითხე და ახლა მოვახერხე მხოლოდ დასრულება.

აი უკარგესი თავი იყო!!!

ძალიან მიხარია, რომ ტატომ ეს ნაბიჯი გადადგა. როგორც ვხვდებით, უკან დახევას ნამდვილად არ აპირებს. ისევ ეგ თუ მიაწვება და იმოქმედებს აწი თორემ :დდდ

ანა იმედია შეეჩვევა უკვე არსებულ სიტუაციას და კარგად მიუდგება, თორემ გავაფრენ კიდევაც :დდდდ

თეკლა, ყოჩაღ!!! მალადეც! ეგ რომ არა, არაფერიც არ იქნებოდა. ზოგჯერ ასეთი ცუღლუტობები ნამდვილად კარგია.

ტატო ამ თავში ძალიან მომეწონა, თითქოს მეტად გამოჩნდა აქ და უფრო მომეწონა.

ველი შემდეგ თავს!!!

ისე, აწი უნივერსიტეტში კი ვივლი და გამეხარდება, თუ სადმე იდესმე გადაგეყრები და რეალურ ცხოვრებაში გაგიცნობ.

აბა,

წარმატებები!❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი EllaTriss

likuu_s
კიდევ მაპატიე, რომ დავაგვიანე :დდ

გუშინ მთელი დღე ჩარიცხვების ფორიაქში ვიყავი, დღეს კიდევ ნახევარი დილით წავიკითხე და ახლა მოვახერხე მხოლოდ დასრულება.

აი უკარგესი თავი იყო!!!

ძალიან მიხარია, რომ ტატომ ეს ნაბიჯი გადადგა. როგორც ვხვდებით, უკან დახევას ნამდვილად არ აპირებს. ისევ ეგ თუ მიაწვება და იმოქმედებს აწი თორემ :დდდ

ანა იმედია შეეჩვევა უკვე არსებულ სიტუაციას და კარგად მიუდგება, თორემ გავაფრენ კიდევაც :დდდდ

თეკლა, ყოჩაღ!!! მალადეც! ეგ რომ არა, არაფერიც არ იქნებოდა. ზოგჯერ ასეთი ცუღლუტობები ნამდვილად კარგია.

ტატო ამ თავში ძალიან მომეწონა, თითქოს მეტად გამოჩნდა აქ და უფრო მომეწონა.

ველი შემდეგ თავს!!!

ისე, აწი უნივერსიტეტში კი ვივლი და გამეხარდება, თუ სადმე იდესმე გადაგეყრები და რეალურ ცხოვრებაში გაგიცნობ.

აბა,

წარმატებები!❤️❤️❤️

ანას შეგუების მომენტი რომ ახსენე, მანდ მივხვდი უკვე რამდენად კარგად იცნობ - თ ;
შესაძლო მოსალონდნელის ზუსტი ასპექტი იყო, ვნახოთ, მეც მინდა რომ ძალიან არ გართულდეს, მაგრამ... ^_^ იყოს სამი წერტილი.

ტატო რომ უკან დახევას არ აპირებს, მანდ ვთანხმდებით.
ზოგადადაც თეკლა რომ არ აწყობდეს და ტატო არ მოქმედებდეს, კი ვიქნებოდით ასე :დ
თუმცა მაინც ყველა რაღაცნაირად კარგია,
თეკლაც უკვე :დ ❤️

პ.ს დაგვიანებაზე საპატიებელი არაფერია, მეც გამივლია ჩარიცხვების ამბები და ვიცი რაცაა.
აქაც გილოცავ❤️
მეც გამიხარდება შენი ნახვა, დავგეგმოთ და აუცილებლად.
პ.სს პირველ კორპუსში ვსწავლობ, როგორც მივხვდი შენ მეორეში, ხოდა, გვერდიგვერდაა, დაუგეგმავადაც თუ გადაგეყარე არც იქნება გამორიცხული :დ❤️❤️
ხო, მაგრამ, მაინც დავგეგმოთ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent