შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დაიღალო


25-02-2019, 01:21
ავტორი iname123
ნანახია 8 162

ადამიანები მალე ვიღლებით ყველაფრისგან და ადვილად გვებზრდება ყოველი ,,ახალი’’ რამოდენიმე ხნის შემდეგ.
მე მაგალითად ასე ვარ.
მგონია ამა თუ იმ საქმეში საკუთარი თავი ვიპოვე და მერე უცბად ყურებს ჩამოვყრი და ვნებდები.ან არ ვნებდები და ასე მგონია,რომ დავიღალე.
ხშირად მაქვს მომენტები,როდესაც ყველაფრისგან დასვენება მინდა და სადმე გაქცევა ამ ყველაფრისგან.
უბრალოდ მინდა ავდგე და არაფერი ვაკეთო,არც კი ვიფიქრო.განა ზარმაცი ვარ? არა უბრალოდ არის ხოლმე მომენტები,როდესაც ადამიანი დაღლილობისგანაც იღლები.
გინდა არ გინდა გაქვს ადამიანს ისეთი დღეები,როდესაც უბრალოდ გინდა,რომ იყო და არაფერი გქონდეს დავალებული.არც სამსახურში წასვლა,არც უნივერსიტეტი,არც ზედმეტი ფიქრი,არც დეპრესია და არც ეს მომაბეზრებელი რუტინა.
იღლები რა ყველაფრისგან.მოდი და არ დაიღალო.ყოველდღე ერთიდაიგივე დრო კი გადის,არა არ გადის გარბის,შენს არსებობას აიგნორებს და ისე მიდის.
და მაინც რა უნდა გააკეთო ადამიანმა,როდესაც სუნთქვა გეზარება?
მიხვიდე ფსიქოლოგთან,რომლის ვიზიტის ფულს ასეთი დაღლილობა ვერ მოგიტანს? არა.
დაჯდე მეგობრებთან და ისაუბრო შენს გულისტკივილზე? იმ მეგობრებთან,რომელბმაც წვლილი შეიტანეს შენს ასეთ მდგომარეობაში,თუნდაც იმიტომ რომ სათანადოდ ვერ შეგამჩნიეს და დააიგნორეს შენი ასეთი ცვლილება,რადგან მათაც თავისი ფიქრები აქვთ.არ უნდიხარ,რადგან მათ უფრო კარგი ამბები აქვთ მოსაყოლი ვიდრე შენ.
შენ მათ ვერ მოუყვები ისეთ რამეს,სადაც სევდა ან პრობლემა არ იქნება ამიტომ ზიხარ და უსმენ ამ მარტოობას დაღლილობით დახუნძლულს.
შენ ვინც ამას კითხულობ და ხარ ჩემნაირად.არც ფსიქოლოგთან წასვლაზე მიგიწვდება ხელი და არც მეგობრებთან გულის გადაშლაზე,თვალები ფართოდ გაახილე და მისმინე.
არა ჭკუას არ გარიგებ უბრალოდ ჩემთვის ვინმეს,რომ ეთქვა მსგავსი რამ იქნებ ამ დონი დეპრესიამდე არ მივსულიყავი?
იქნებ ჩემი მეგობრების მსგავსად მეფიქრა გართობაზე,ბიჭებზე,და ა.შ.
მაგრამ არა.არავინ მყოლია და ახლა ვზივარ.
იცით მეორე წელი დაიწყო რაც საშინელი დეპრესიისგან ვიტანჯები და ირგვლივ არავინ არ არის,რომ მიშველოს.
ხანდახან მინდა გული ამოვიგლიჯო და ამას ამოჰყვეს ყველა ტკვილი.
ხანდახან მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო და ამას ამოვაყოლო დარდი,რომელიც თავიდან ბოლომდე მჭამს.
მაგრამ ნაცვლად ამისა საწოლზე ვემხობი და იქამდე მომდის მისით ცრემლები,სანამ მარაგი არ ამოიწურება,მაგრამ იოცდით? ცრემლის მარაგი სულ ჰქონია ადამიანს.და თქვენ განსაზღვრეთ,როდის შევწყვეტ ტირილს.
მაგრამ არის ხოლმე რაღაცები რაც კარგად მხდის.
ხოლმე ხოლმე მეც კარგად ვარ....
ფართოდ გაახილე თვალები და მისმინე მე,რომელმაც შეიძლება ითქვას დეპრესია გამოვიგონე.
რა დროსაც არ უნდა გაიღვიძო ფანჯარა გამოაღე და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე.და რაც არ უნდა ძნელი იყოს შენთვის შემოსულ ჰაერს ფართოდ გაუღიმე.
თავს დააძალე და მოუარე.ადექი საკუთარი თავი აბანავე,აჭამე და შეამზადე იმისთვის,რომ რაღაც აღმაფრთოვანებელი რამ მოხდება შენს ცხოვრებაში,რომელიც ამ დღეებს დაასრულებს.
გყავდეს კატა/ლეკვი ან რომელიმე ცხოველი რომელიც გიყვარს.
არ გიყვარს ცხოველები?
სამსახური დაიწყე?
მუშაობა გეზარება?
მაშინ კითხვას მიუძღვენი თავი.
წერე ბევრი.
უყურე ფილმებს.
რეკომენდირებული სიმღერა ამ სიტუაციისთვის: არა-2054
მოკლედ იმდენი რამე არსებობს მგონი დეპრესიისთვის დრო არ უნდა გვქონდეს.
წავედი ფრიც რიმანი მიხმობს.

--------------
და მაინც რა უნდა ქნა ადამიანმა,როდესაც დაღლილობისგანაც იღლები?



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

საკუთარ თავს თამაშები გამოუგონე. დაუსახე ახალი მიზნები და შეამოწმე რამდენად კარგად გაართმევს თავს... დანარჩენი შენც იცი, ბოლოში გიწერია, რაც უნდა მოიმოქმედო wink
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent