შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბრუება VI (დასასრული)


2-09-2023, 01:33
ავტორი ელი
ნანახია 842

ქარაფზე გადაკიდებულს, სიკვდილის ხახადაღებული ზღვა შენი შთანთქმის ბოლო წამებს ითვლის და მერე...
ღრმა ამოსუნთქვა
ძილისგან ტკივილიანად გახელილი თვალები
გაუცხოვებული სხეულის კვლავ მორგება.
დაბრუნება სიცოცხეში.

-მეგონა დაგგკარგე-მთელ სახეს უკოცნის არაბული მონატრებულს
-უშენოდ ვერ გავძელბდი
-უჩემოდ არც დაგტოვებდი- მზერას უსწორებს - მხოლოდ იმიტომ ვცოცხლობ, რომ შენ ხარ.



***
გქონიათ განცდა? ვიღაცას ელი,თუმცა არ იცი ვის, ან რისთვის...
როდესაც გრძნობ, რო ვიღაც გაკლია, ან რაღაც
როდესაც მზერა მუდამ სივრცეზე გაქვს მიპყრობილი და ელი, ელი რომ მოვა.

თორნიკეს გაცნობა სწორედ ეს იყო.
ლოდინის დასასული და პასუხი იმისა, თუ ვის ელოდა მთელი ცხოვრება.
სასწაულია არა? გრძნობდე იმას, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს, არსებობა- არ არსებობაზე.
და მაინც, ისე მიიღო შენთვის უცხო ადამიანი,როგორც ძმა, მამისგან,რომლმაც არც კი ისურვა შვილის გადარჩენა.

ლალოს, წარმოდგენაში სწორედ ასეთ მამად დარჩა აფზახი. არც თორნიკეს და მითუმეტეს არაბულს ჰქონიათ სურვილი, რომ ძლივს სიცოცხლე დაბრუნებული ლალოსთვის ის მწარე რეალობა გადაეშალათ თვალწინ, რაც იყო.
ზოგჯერ გამართლებულიცაა ისეთი სიმართლის დამალვა, რომელიც იცი რომ ადამიანს, შენთვის საყვარელ ადამიანს, ზიანის, ტკივილის გარდა არაფერს მოუტანს.

***
- დილამშვიდობისა - თვალების გახელისას არაბულის მომღიმარ სახეს ხედავს.
- დილამშვიდობის- ცხვირზე კოცნის და თავზე ხელს უსვამს- ჩემო ზღარბო, ხედავ რამხელა თმა გაგეზარდა უკვე?
- ხოო, ძალიან სწრაფად მეზრდება- გახარებული თავადაც ხელს ისვამს და თვალები უარესად უბრწყინდება.
- ქორწილისთვის პატარა კიკინები, გავიკეთოთ ?
- მოგკლავ- ბალიშს ხელს ავლებს და ზემოდან ურტყავს არაბულს, რომელიც მთელი ხმით ხარხარებს. - სანამ თმა არ გამეზრდება, არ გამოგყვები ცოლად - დაღლილი კვლავ მის მკერდზე ესვენება და გულზე კოცნას უტოვებს.
***


რეაბილიტაციის კურის ბოლო ვიზიტი ჰქონდა.
თბილისს უკვე ზაფხული ედგა.
წაბლისფერი თმა ლალოს უკვე ქვედა ყბამდე ჩამოზრდოდა და სასაცილოდ ჩახვევებს მიჩვეოდა.

მედდა კათეტერს უღებდა.
თავად თვალებით დათას მოლოდინში კარს იყო მიჩერებული.
- ძალიან ლამაზი წყვილი ხართ - მედდის ხმას გამოყავს ფიქრებიდან.
- ძალიან დიდი მადლობა - ხედავს როგორ უყურებს ლალოს ნიშნობის ბეჭედს.
- შვილი გყავთ უკვე?
- არა, ჯერ არც კი დავქორწინებულვართ
- ძალიან საწყენია
- ვერ მივხვდი
- კარგი იქნებოდა შვილი რომ გყოლოდათ- ლალოს დაბნეული სახის დანახვისას, თავადაც შეცბა - თუმცა, ისე უყვარხართ თქვენს საქმროს, ეჭვიც არ მეპარება რომ შვილის გარეშეც ბედნიერი იქნება თქვენს გვერდით.

არ ახსოვს როგორ ადგა, როგორ დატოვა კლინიკა.
ავტოსადგომზე ნაცნობი მანქანა, ის- ის იყო გაჩერდა.
- რატომ არ დამელოდე - ხელებს ხვევს არაბული და ბანცალით მიმავალს ეხმარება.
ხმა არ ამოუღია,მთელი ძალით იმაგრებდა ცრემლებს...

არ დაფიქრდა, ამაზე არცერთხელ დაფიქრებულა.
- დათა, გადააყენე მანქანა გთხოვ - არაბულიც მაშინვე ყვება მის ნებას.
- ლალუ, რა ხდება?
- 2 დღეში ჩვენი ქორწილია- უფრო თავისთვის ამოიჩურჩულა
- ხო, მხოლოდ ორი დღე დარჩა და...- მომღიმარ არაბულს სიტყვა გააწყვეტინა
- მე შვილი დიდი ალბათობით არ მეყოლება - იმ პატარა სივრცეში, ისე დაიგრგვინა ტკივილმა, თითქოს მანქანის მინებსაც ჩაამსხვრევდა. - მე დედა ვერ გავხდები, მე ვერ შევძლებ რომ შვილები გაგიჩინო - მხოლოდ ახლაღა გაუსოწრა მზერა საყვარელ მამაკაცს და თითქოს, ცრემლებიც ამას ელოდნენო, ისე დაუნამეს მთრთოვლარე ბაგეები...
- ჩუ...- მისკენ იხრება არაბული და ცერა თითებით ცრემლებს წმენდს.- მე მიყვარხარ შენ და მერე ყველა დანარჩენი, მე მჭირდები შენ და მერე ყველა დანარჩენი, ჩემთვის მთავარია რომ შენ მყავდე ლალუ, მხოლოდ შენ მჭირდები გესმის?- მის ხელებში მოქცეული პატარა სახიდან დამფრთხალი, ცრემლიანი თვალები უყურებენ არაბულს.
- არა დათა, შენ იმის ღირსი ხარ, რომ მამა გახდე, რომ შვილები თუ არა შვილი მაინც გყავდეს გესმის? როცა დავბერდებით დათ, შენ ჩემთან მარტო დაბერდები, როდესაც ჯერ კიდევ გაქვს შანსი, რომ ეს ყველაფერი თავიდან აიცილო. იცი რა რთულია მარტო? ჯერ ვერ იაზრებ დათ, მერე ჩემი სიყვარული აღარ გეყოფა გესმის? შეიძლება მეც აღარ მეყოს. აი აქ- ათრთოლებულ თითებს გულზე ირტყავს - ადგილია შვილის სიყვარულის, უსაზღვრო ადგილი. იმ ადგილს თუ არ შეავსებ, მუდამ ცარიელს თუ დატვებ, სხვა სიყვარულსაც შთანთქავს გესმის?! როგორც არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, სიკვდილისას მაინც დაგვწყდება გული, რომ ვიყავით მხოლოდ ჩვენ და არავინ სხვა დათი, გთხოვ, ნუ გაუკეთებ ამას შენ თავს
- ყველაფერი კარგად ვიცი გესმის? თავიდანვე კარგად ვიცოდი. მხოლოდ შენ მყოფნი ლალო, მხოლოდ შენ ხარ საკმარისი. თუ მართლაც ვერ გავხდებით მშობლები ვიქნებით მხოლოდ ჩვენ. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ვიცით გესმის? უნდა ვცადოთ,ყველფერი ხდება, სასწაულები ხდება გესმის ? მე თუ შვილი მეყოლება, მხოლოდ შენგან და იცოდე ამაზე აღარ გაბედო, არც ფიქრი და არც დარდი კარგი?
- არა დათი, გთხოვ ამას ნუ მეუბნები გთხვოვ.
- ლალო ! -დაიგრგვინა არაბულმა.

მაშინ, პირველად რომ გაიფიქრა შესაძლებელი იყო არაბულისგან შვილს ელოდა. მაშინ პირველად ოცნებებში რომ დახატა არაბული და მისი ვაჟი, იმ წამიდან ოცნებობდა დედობაზე.
მანამდე ფიქრიც არ ჰქონია, მანამდე არც კი უოცნებია ასე ძლიერად.

სახლში მისულს ნინო და თორნიკე სამზარეულოში დახვდნენ.
არცერთს გამოპარვია ლალოს ნამტირალევი თვალები.
- კარგად ხარ ლალო? - ფეხზე დგება თორნიკე და დას ხელებს მხრებზე ხვევს.
- ლალო, დე რა ხდება?
- რატომ არ მითხარი დე, რატომ არ შემახსენე-
- რაზე საუბრობ დე
- იმაზე რომ ვერ დამიძახებენ დედას - ამოიტირა და იქვე იატაკზე დაეშვა
- ლალო, დამშვიდდი გთხოვ - მის წინ მუხლებზე დაეცა ნინო და შვილის ათრთოლებული სხეული გულზე მიიკრა.
- დე, როგორ გავიმეტო დათა ამისთვის, როგორ გამოვუტანო ეს განაჩენი?
- დათას შენ ოპერაციამდე ვუთხარი და მანამდეც ყველაფერი იცოდა, სიტყვა არ დამამთავრებინა და იცი რატომ? იმიტომ რომ მას შენ უყვარხარ გესმის? მისთვის მთავარია რომ შენ იყო მის გვერდით
- არაა დედა მასე, არაა. რატომ ისულელებთ თავს? შვილზეა საუბარი შვილზე.სახლზე და ქონებაზე კი არაა - ფეხზე დგება და საძინებელში იკეტება.


მთელი ღამე ვერ დაიძინა.
ფიქრობდა მომავალზე, 10 წელზე, 20 წელზე.
თავადაც იცის, რომ დათას ადგილას თავადაც იგივენაირად მოიქცეოდა, თუმცა როდესაც პრობლემას შენ წარმოადგენ, სხვანაირად იწყებ ფიქრს. ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ.
ფანჯარიში იჯდა ის და ჭადრის ხე, რომელსაც საოცრად ხასხასა ფოთლები გამოესხა.
ტელეფონის ხმა მიწვდა მის ყურთასმენას.
გაბო იყო
- ჰოუ
- ჩამო - ახლაღა ჩაიხედა დაბლა და ეზოს კუთხეში გაბოს მანქანა შენიშნა.
ყურმილი დაუკიდა და მაშინვე გავარდა.
- როგორ იცი, ზუსტად როდის მჭირდები - კარს ხმაურით ხურავს და მთელი დღის უნახავს ლოყაზე ხმაურიანდ კოცნის.
- მე ვიცი ერთია და არაბული ძველ დროს რო იხსენებს და მე მაგზავნის ფოსტალიონივით მეორე - ცხელ ტუჩებს შუბლზე მაკრავს.
- იცი ყველაფერი?
- ვიცი და ძალიან გთხოვ აი ახლა, ამ ყველაფრის მერე რაც ჩვენ გამოვიარეთ და გადავიტანეთ, არ გამომა**ევო და არ მითხრა რომ ჰიიი, ამას ვერ ვიზავ და არ უნდა დავთანხმებოდი ცოლობაზე, არ გამაჭედინო ლალო რა...- მინას წევს და სიგარეტს უკიდებს.
- მომე ერთი ღერი რა
- მომკლავს არაბული ხო იცი
- ო... რას გაშინებს რა - ხელიდან კოლოფს ვაცლი და ერთ ღერს ვპარავ.
- გინდა ნაყინი? - წარბებს მიწევს და ეშმაკურად მიღიმის
- მინდა


მანქანაში ვისხედით და ნაყინებს ვჭამდით, დაბალ ხმაზე მუსიკა ჰქონდა ჩართული.
ჩვენი ტრადიცია იყო, როდესაც რომელიმე ცუდად ვგრძნობდით თავს, ყოველთვის აქ მოვდიოდით, თბილისს ვუყურებდით და ნაყინებს ვჭამდით.
გული მწყდება იმის გაფიქრებაზე თუ რამდენი მომენტი ვერ შედგა ჩემ გამო, რამდენი დრო დავკარგე თითოეულ ჩემ ადამიანთან და ყოველივე ცუდის მიზეზი კი თავად ვიყავი.
- არაბულის გახსენება იმ პერიოდში...-გაბრიელის ჩახრეწილი ხმა მესმის და თავს მისკენ ვაბრუნებ - ხო ვიცოდი, რომ უყვარდი... ხომ ვხედავდი შენამდეც, მაგრამ მაშინ ლალო, ვერც კი წარმომედგინა ადამიანს ამხელა სიყვარული თუ შეეძლო. თათა, იცი როგორც მიყვარს, მაგრამ ისე არა როგორც არაბულს შენ. ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ დაგამშვიდო ან რამე მსგავსი სიჩლუნგე, უბრალოდ მინდა დაგანახო ის, რომ მას მართლაც ეყოფი მთელი ცხოვრება მხოლოდ შენ და არასდროს ამ გადაწყვეტილებას არ ინანებს, არცერთი წამით,ამაში ისე იყავი დარწმუნებული, როგორც შენს ვინაობაში. დამიჯერებ რომ გითხრა, ნებისმიერ წამს მზად იყო, რომ შენ ბოლო ამოსუნთქვას თავისი დაეწია. შენ სიცოცხლეს გეფიცები, იმ პერიოდში, მხოლოდ შენი დაკარგვის კი არა არაბულის დაკარგვისაც მეშინოდა. ყველამ ვიცოდით, ანამაც კი, რომ შენ თუ რამე მოგივიდოდა იქ არაბულიც უნდა გვეგლოვა და ამ ყველაფრის მერე, გთხოვ, უბრალოდ იყავი მის გვერდით და ნურაფრის შეგეშინდება, მითუმეტეს იმის, რომ მას გააუბედურებ.

თვალები ცრემლებით მევსება. იმის გააზრება, რომ ჩემ გამო ს აპირებდა, გულს მისერავს.
- ძალიან მიყვვარხარ გაბ - ვჩურჩულებ და ლოყაზე ვკოცნი.
- ვიცი - სავარძელში სწორდება - რაღაც უნდა გთხოვო
- რა ?
- თქვენ ქორწილში თათას მინდა ხელი ვთხოვო
- როგორც იქნა
- ანუ დაბრო მაქვს შენგან?
- თაიგული მივაჩეჩო ხელში, თუ როგორ ვქნათ?
- არაა... ეგ ძაან ბანალურია- სახეს ჭმუხნის და ნაყინის ბოლო ლუკმას პირში იტენის.
- აბა?
- მოვიფიქროთ...


***
სარკის წინ ვდგავრ
სხეულზე მორგებულ ჩემ საოცნებო თეთრ კაბას ვუყურებ და თმაში ჩამაგრებულ ჩალისფერ გვირგვინს.
ჩვენი ქორწილის დღეა.
21 აგვისტო.
დავიჩემე 21 ში მინდა ქორწილი, თვეს არ აქვს მნიშვნელობა მეთქი.
დაგაინტერესათ ხომ?
21 ჩემთვის მარადიული ციფრია ქორწინებაში
დღე როდესაც 2 არსება ხდება 1 - ოჯახი


-ლალო ! რა ლამაზი ხარ ! - კარში არანაკლებ ლამაზი თათა დგას, კესანების ფერ კაბაში გამოწყობილი.
***


ჯვარს გერგეთზე იწერდნენ და მოწმედ მთელი მყინვარები ჰყავდათ.
არასდროს დაავიწყდება არაბულის აკიაფებული თვალები მისი დანახვისას.
მთელი ჯვრისწერის განმავლობაში ათრთოლებული ნეკა თითით რომ ეხებოდა მის მტევანს.
მზერას ვერ წყვეტდა.

იმ მთებში, ცასთან უფრო ახლოს-ღმერთაან ახლოს შეფიცეს ერთმანეთსა და ღმერთს, მარადიული სიყვარული.

ხელის მოწერისთვის ელიას მთა შეარჩიეს.
მინდვირის ყვავილებით მოფენილი თაღის წინ იდგნენ, მოწმეებთან ერთად. ლალოს გვერდს თათა, ხოლო არაბულს საბა უმშვენებდა.
- თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ დავით არაბულს?
- თანახმა ვარ, გავხდე შენი ცოლი და მიყვარდე ბოლო ამოსუნთქვამდე
- თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ლალო აბაშიძე?
- თანახმა ვარ,გავხდე შენი მეუღლე და ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ შენ მიყვარდე.
- ცოლ-ქმრად გაცხადებთ !

***
ღია მინდორში გაშლილ მაგიდებს შორის, ულამაზესი ხელჩაკიდებული ახლადშეუღლებულნი დადიოდნენ და სტუმრებისგან მილოცვებს იღებდნენ.
ისეთ ბედნიერებას ასხივებდნენ, თითქოს ცხოვრების ავბედიანობას მათზე არასდროს ჩაუვლია კლანჭები, თითქოს კარგის მეტი არაფერი ენახოთო ცხოვრებაში.
ბინდდებოდა და ყაზბეგს სუსხი მოსავდა.
დაბალ ხმაზე მუსიკა ჟღერდა.
მინდორს მბჟუტავი, თბილი, ყვითელი განათებების ნათურების ქსელი ანათებდა.
მეფე-დედოფლის მაგიდას სახე გაბადრული გაბრიელი მიუახლოვდა
- მეცეკვებით დედოფალო? - კარგად ამოიცნო ლალომ, მისი გაბოს ანერვიულებული თვალები და კისკისით წამოხტა სკამიდან, არაბულს ყურში რაღაც უჩურჩულა და გაბოს გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.

- ყველაზე ბედნიერი უნდა გახადო და შენ თავად უნდა იყო უბედნიერესი მის გვერდით - ყურში ეჩურჩულება გაბრიელს, მის მხარს ხელს აშორებს, ნაბიჯს უკან დგავს, ტრიალდება და ღიმილით უცვლის ადგილს არაბულთან მოცეკვავე თათას.

- ახლა?- საფეთქელთან კოცნის დათა

- აჰამმ- მზერა მის გვერდით მოცეკვავე თათასა და გაბრიელს მიაპყრო.

უეცრად მუსიკა გაჩერდა, ნათებამ იკლო.
ცაში მოლივლივე თეთრი გულები სანთლების სინათლით აფრინდნენ.
გაოცებული თათა ცას უყურებდა, კაბაზე მოქაჩვა რომ იგრძნო და მზერა ცალმუხლზე მდგომ გაბრიეკს მიაპყრო, რომელსაც პატარა ყუთი მოექცია ხელში საიდანაც ბეჭედი ბრჭყვინავდა, თუმცა მასზე უფრო გაბრიელის თვალები...
- ცოლად გამომყვები?
ხმა ვერ ამოიღო, გაოცება, სიხარული, სიყვარული, თითქოს ერთიანად მოაწვაო.
თვალები ბედნიერების ცრემლით აევსო და მხოლოდ თავის დაქნევით, ყველაზე ხმამაღლა განაცხადა -კიო !

იმ საღამოს
იმ 21 აგვისტოს.
ის მყინვარები კიდევ ერთი სიყვარულის მოწმენი გახდნენ.
იმ საღამოს, არასდროს ემუქრება დავიწყება.

***
- მე ასე ვიცი, წესი ასეთია - ხის კოტეჯის წინ, ჩირაღდნებით მოფენილი გზის ბოლოს ხელში აიტაცა პატარძლის სხეული არაბულმა და ისე შეიყვანა შიგნით.
- სულელო... სულელო ქმარო - კისკისებდა ლალო

მთელ კოტეჯს სანთების შუქი ანათებდა.
ფანჯრები ვეებერთელა აზვინულ მთებს გადაჰყურებდნენ.

ღამითაც კი, საოცარი პეიზაჟი იშლებოდა, მთებზე მოლივლივე მთვარის შუქზე.

არაბულის ცხელი სუნთქვა იგრძნო მოშიშვლებულს მხრებზე.
წელზე მისი ძლიერი ხელები.
ტუჩები კისრიდან მხრების გასწვრივ მიუყვებოდნენ და შეუხებელს, დაუპყრობელს არ ტოვებდნენ არცერთ წერტილს.
ფრთხილად უხსნიდა კაბის შესაკრავებს არაბული.
ყველა ახლად მოშიშველბულ წერტილს ტუჩებს აგებებდა.
ფარფატით დაეშვა თეთრი სადედოფლო იატაკზე და სხეული ჰაერში აფრინდა.

- მიყვარხარ...- მის მკლავებში მოქცეულს ზემოდან დაყურებდა არაბული ამღვრეული თვალებით.
- მიყვარხარ - თითები კისერზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა.


***
ყაზბეგში „თაფლობის თვემ“ ერთ კვირას გასტანა.
თბილისში დაბრუნებულებმა დათას მშობლების სახლში გადაწყვიტეს დროებით გადასვლა.

სახლი უკვე შერჩეული ჰქონდათ, პატარა, 3 ოთახიანი მყუდრო ბინა.
მშობლების საჩუქარი იყო.
მხოლოდ კოსმეტიკური დეტალები ჰქონდათ დარჩენილი- თავად უნდოდათ ყველაფრის გაკეთება და ასეც მოიქცნენ.

ყველა დეტლში თავად იყვნენ ჩართულები და თავადვე აკეთებდნენ.
რემონტს როგორც კი მორჩნენ, იმ თვის ლიმიტით მხოლოდ მატრასის შეძენა მოახერხეს- კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ კვლვ ოჯახის დახმარების და სწორედ იმ საღამოდან დაიწყეს თავიანთ სახლში ცხოვრება.

და მაინც, ხანდახან
როგორი მცირედია საჭირო უსაზღვრო ბედნიერებისთვის არა ?!
მხოლოდ საკუთარი ჭერი, ერთი მატრასი და საყვარელი ადამიანი გვერდით.
თოხის ტარზე დატევას ვერ გეტყვით, თუმცა მხოლოდ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოლაც კი, ღმერთო ჩემო...


უფარდო საძინებელში მზის სხვები ანცად შემოიჭრნენ იმ დილით.
ცარიელი ოთახი ექოდ აჟღერებდა გოგონას მშვიდ სუნთქვას.
როგორ უყვარდა ეს ხმა, რამხელა სიმშვიდეს გვრიდა არაბულს.

მოკლე თმა გოგონას ძლივს ძლივობით გადაუწია ყურს უკან და ლოყაზე ფრთხილად მიეფერა.

- გილოცავ პირველ დილას ჩვენს სახლში - თვალებგაუხელად ამოიჩურჩულა გოგონამ და საყვარელი მამაკაცის სხეული ბრმად მოძებნა.
მთელი ძალით ჩაიკრა გულში არაბულმა გოგონას სუსტი სხეული და სახე მის კისერში ჩარგო.
სურნელი, რომელიც აგიჟებდა...


***

შემოდგომით თათამ და გაბრიელმა იქორწინეს.
მათი ქორწილი ლალოს და დათას ქორწილისგან განსხვავებით, საოცრად ხმაურიანი, ხალხმრავალი და „თბილისის ამალაპარაკებელი „ იყო.
- საუკეთესოები ხართ, ყველაზე მეტად მიყვარხართ ცალცალკე და ორივე ერთად- ხელებს მთელი ძალით ხვევდა საუკუნის სამეული ერთმანეთს და ლალოს ჩურჩულს მხოლოდ მათში ინახავდნენ.


***
ახალი წელი იყო.
სახლის სრულად მოწყობა, სწორედ მაშინ დაასრულეს.
სახლი ორივესთვის ის გარემო იყო, სადაც ერთმანეთი ეგულებოდათ და ამასთანვე ადგილი სადაც ყველა დღე ერთმანეთით იწყებოდა და სრულდებოდა.

პირველ ახალ წელს მათ სახლში ელოდებოდნენ მთელ ოჯახს.

ყველანი სუფრასთან იყვნენ შემოკრებილნი.
არაბულს მისი მეუღლის მხრებზე ჰქონდა ხელი შემოხვეული და ღიმილით ავლებდა თვალს მათ დიდ ოჯახს.
- თოვლის ღაბუა შენთანაც მოვიდა იცი?- ყურში ეჩურჩულება ლალოს და მისი გაცისკროვნებული თვლაების დანახვისას ხმით იცინის.

- 3 ! 2 ! 1 ! -გილოცავთ!

- მეღადავები? - გაბრიელის ხმა ჟრიამულს ფარავს. თათას ტუჩებთან ჯერ კიდევ მიყინული აქვს სახე.

- რა ხდება? - თორნიკე გვერდით მჯდომს დაბნეული მიუბრუნდა

- მამა ვხდები...


მაშინ პირველად იგრძნო ლალომ გულში ჩხვლეტა.
განა არ გუხარდა, განა შეშურდა...
არაბულის გახარებული, თუმცა სევდა ჩამდგარი თვალები სულ წამიერად შენიშნა.
ვერასდროს გაახარებდა ასე არაბულს, კარგად იცოდა.


***
გამთენიისას გააცილეს სტუმრები.
ერთად მორჩნენ სახლის მოწესრიგებას, ჭურჭელსღა რეცხდა ლალო.
ვერ შეემჩნია როდის შევიდა სამზარეულოში არაბული, რომელიც კარის ჩარჩოს მხრით მიყრდნობოდა და ზურგიდანვე გრძნობდა ლალოს სევდას.
მოულოდნელად მხრები რომ აუთამაშდა ზურგით მდგომს, სწრაფად მიუახლოვდა და უკნიდან შემოხვია ხელები.
- ყველაფერი კარგადაა, შემთან ვარ და ყველაზე მეტად მიყვარხარ.
- მთელი გულით ბედნიერების მაგივრად, ტკივილს ვგრძნობ. ნეტავ მეც შემეძლოს ასე შენი გახარება...
- შენ მე ყოველ წამს მხარებ, ლალუ... შენი ყველა გაღიმებით. ყველა თვალის გახელისას...


იმ ღამით ჩუმად შეიპარა სააბაზანოში, დათას ჩაძინების შემდეგ.
საგულდაგულოდ გადამალული პატარა ჩანთა გამოაძვრინა კარადის სიღრმიდან, ის იყო ფეხზე უნდა ამდგარიყო, ხელიდან რომ გაუვარდა და აბაზანის იატაკზე უამრავი ფეხმძიმობის ტესტი მიმოიფანტა.
მერე ვეღარ ადგა.
ფეხებს მთელი ძალით მოხვია ხელები და ატირდა.
უყურებდა ძირს დაყრილ ტესტებს. განა ყოველ ჯერზე არ იცის რომ ერთი წითელი ხაზის გარდა იქ ვერაფერს ნახავს?! თუმცა ყოველ ჯერზე, მხოლოდ ერთ მკრთალ, იმედის სხივს ეპოტინება...

რამოდენიმე ხანში, მუჭებით ხვეტს ყველაფერს და კვლავ ჩანთაში აბრუნებს, რომელსაც უწინდებურად კარადაში მალავს.

***

მთელი ფეხმძიმობის პერიოდში გვერდიდან არ შორდებოდა თათას,რომელსაც ხანაც ტკბილი უნდოდა და ხანაც მჟავე.
არაბულიც კი თავის ჭკუაზე დაყავდა, მომავალ ნათლულსა და მის გაბერილ დედიკოს, მას შემდეგ რაც ქალბატონი დედის მუცელში პირველა სწორედ მაშინ გამოძრავდა, როდესაც არაბული ეფერებოდა თათას მუცელს „ რა კაი ღიპით ხარო“

გამთენიის 5 საათი იყო.
ტელეფონის ზარმა რომ გააღვიძა ლალო.
გაბო იყო
მაშინ თათა უკვე მე-7 თვეში იყო. შეშინებულმა მაშინვე უპასუხა, გონებაში ყველა საშინელება წარმოიდგინა.
- ვიცმევ. მოვდივარ როგორაა- საწოლიდან ისე წამოხტა, ცალ ფეხზე არაბულის და ცალზე თავისი ჩუსტი, რომ ეცვა, ლიფტშიღა აღმოაჩინა.
ლიფტის კართან სახე წაშლილი გაბრიელი დახვდა, რომელსაც აჯაჯული ლალოს დანახვისას, წამიერად გამოუსწორდა ყველა ნაკვთი და მოულოდნელად მთელი ხმით დაიწყო ხარხარი.
- არ დაწყებია ხო ?
- არა სულელო- ატკიებულ მუცელზე ხელებს ისვამდა გაბრიელი - წამო გთხოვ, შენი სუნით უნდა დაძინება
- მეღადავები?
- ნეტა !
- მაგ გოგომ მგონი სულ გარეკა ამ ფეხმძიმობის დროს
- ჩუმად, მანქანაში მიზის - მანქანისკენ გაახედა ლალო, სადაც წინა სავარძელში გაწოლილიყო თათა და მეგობარს ტირილნარევი სიცილით უქნევდა ხელს.

მიახლოვებული ლალო რომ დაიანხა თათამ მანქანის კარი გამოხსნა.
- ჩემი ბრალი არ არის ლალო, ბავშვს უნდა
- ოხ, ჩემო პრინცესავ, ნეტა დედაშენს რა ეშველება, შენ რომ გამოძვრები მანდედან.- შუბლზე მიაკრო ტუჩები მეგობარს და მუცელზე მიეფერა.
- როგორ მიყვარს შენი სუნიიიი
- რა სუნი, ნუ გადამრევ თათა, ერთი და იგივე სუნამოს ვხმარობთ წლებია
- არაა, შენი სულ სხვაა
- ღმერთო შენ მიშველე- ცაში უმისამართოდ აღმართა ხელები იქვე მდგარმა გაბრიელმა.
რამდენჯერმა კვლავ ხარბად შეისუნთქა ლალოს სურნელი და „ დღეისთვის მეყოო“ დაითხოვა ქალბატონი და დაამთქნარა.

სახლში ნახევრად მძინარე აბრუნდა.
მაშინვე საწოში შეწვა და არაბულის ზურგიდან მიეხუტა
- სად იყავი, სულ გაყინული გაქვს ფეხები - ამოიფრუტუნა დათამ.
- შენ ნათლულს, ჩემი სურნელი მოენატრა- ყურთან უჩურჩულა და ზურგზე აკოცა მამაკაცს.
- მხოლოდ დროებით ვუყოფ შენ სურნელს, ისიც იმიტომ რომ ჩემი ნათლულია- უცებვე გადმობრუნდა და ახლა თავად ჩარგო თავი ლალოს უკვე მხრებამდე ჩამოზრდილ თმაში.
- ჩემი ეგოისტი


***
წყნეთში იყვნენ გაბის აგარაკზე
დათა მამამისთან ერთად გერმანიაში იყო 1 კვირით წასული, საოჯახო წამოწყებისთვის ინვენსტორებთან შესახვედრად.
სახლში მარტო ყოფნას, ზაფხულის ცხელ დღეებში დატანჯულ გაბოსთან და ბუზღუნა თათასთან ყოფნა არჩია.

დაძინებამდე 2 დღეში მონატრებულ არაბულს ესაუბრებოდა.
ქორწინების შემდეგ პირველად იყვნენ ერთმანეთისგან ასე შორს და ამდენი ხნით.

მოულოდნელად გაბომ რო კარი შემოუღო
-დაეწყო ლალო ! - მთასავით ბიჭი, სახე არეული იდგა კარში.
- მეღადევბით? - შორიდან ისმოდა არაბულის ხმა.
ლალო უკვე თათასკე გარბოდა.
- კარგი მშვიდად ისუნთქე პატარავ, აქ ვართ- საწოლზე წამომჯდარ შეშინებულ თათას თან ამშვიდებდა და თან უკვე გამზადებულ ჩანთას ეძებდა, რომელიც მილიონჯერ ჰქონდა უკვე ამოლაგებული და ჩალაგებული თათას.- გაბო რას დგახარ- მხოლოდ მაშინღა შენიშნა კარში მდგომი გაბრიელი - მიდი მომეხმარე წავედით, მამა უნდა გახდე შე ბედოვლათო.

გამთენიისას დაიბა ანნა
ყველაზე ლამაზი არსება, რაც კი ოდესმე ენახა ლალოს.
ხელში პირველად, რომ აიყვანა იმ შვილის სურნელი იგრძნო, რომელიც თავად არასდროს ეყოლებოდა.
- დეი... როგორი კარგი ხარ - არ იცის როგორ წამოცდა ის პირველი სამი ბგერა.
მაგრამ თითქოს უკვე იქედან , იმ პირველი წამიდანვე ამ სამი ბგერით გახდა მეორე დედა ანნასთვის.

- ლალო, ლამაზია თუ მე მეჩვენება? - საშინლად დაღლილ სახეზე მაინც ღიმილი დათამაშებდა თათას
- ყველაზე ლამაზია, თათ, ყველაზე საოცარი- პატარას თითებს ფრთხილად შეახო ტუჩები და კვლავ ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.


მთელ დღეებს გაბოსთან და თათასთან ატარებდა.
გაფაციცებით ელოდებოდა, როდის გაიღვიძებდა და აჯუჯღუნდებოდა პრინცესა, რომ მაშინვე ხელში აეტაცა.
იმხელა სიყვარულს გრძნობდა იმ პატარა არსების მიმართ, თითქოს სულ გადაავიწყდა თავისი უშვილობის ამბავი.
დღეები ისე გადიოდა, მხოლოდ ანნას ახალ გამოხედვებზე, ახლა გაფაციცებაზე ფიქრობდა, გონებაში სხვა ფიქრების ადგილი არც კი ჰქონდა.

***
პატარა ანნა ეკავა ხელში და თან ფაფას უმზადებდა.
გაბრიელი ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული სამსახურიდან.
გადაღლილ თათას, ცოტახნით მიეძინა.
დაბალ ხმაზე სხეულზე აკრულ ანნას, ბავშვობის მოგონებებიდან შემორჩენილ მელოდიას უღიღინებდა.
ნაცნობმა სურნელმა შეუღიტინა
უკან მიბრუნებულს მონატრებული არაბული დახვდა.
-დათი - მაშინვე ქმრისკენ წავიდა - ანნა, ნახე აქ ვინ არის- მონატრებულ არაბულს ტუჩებზე სწრაფად დაუტოვა კოცნდა და პატარა ქალბატონი ხელზე მოიჯინა.
- პრინცესაა-პატარა თითები თავის ორ თითზე დაიტია არაბულმა და ქალბატონს ფრთხილად ეამბორა.
- ნახე დათ, რა ლამაზია
სადღაც ღრმად ჩაწყდა არაბულს ლალოს, გაბრწყინებული თვალები.
მაშინ პირველად ეტკინა.
არა უშვილობა,არამედ ლალოს დედად ვერ გახდომა.
უყურებდე საყვარელ ქალს, თვალებში სევდის მორევით.
მკლავებში ის ერთადერთი ნატვრა ყავდეს მოქცეული,რომელსაც ვერასდრს აუსრულებ.
მას ვისთვისაც, შენი ბოლო ამოსუნთქვის ჩუქებაც კი არ გენანება.
და მაინც
რამდენი ქალია ამ ქვეყნად, რომელსაც დედობა არ სურს
რომელიც თავისი ნებით კლავს შვილს
რომელიც მკერდიდან იგლეჯს, უსუსურს და ტოვებს
რომელიც არ იმსახურებს დედობას
და მაინც, რამდენი ქალია, რომელსაც შვილი მხოლოდ ნატვრად რჩებათ...
რამდენჯერ მითქვამს, კიდევ გეტყვით
არ ვიცი ბედია თუ ბედისწერა, შუბლზე გაწერია თუ სავალ გზაზე. საერთოდ ვინმეს თუ განუსაზღვრია, მაგრამ სწორედ შენ და არა სხვა.

ამ ცხოვრებაში ყველას თავისი ტკივილი და ბედნიერება აქვს წილად.ესეც არ ვიცი, ვინმეს განუსაზღვრია თუ არა.

ტკივილი არასდროსაა საკმარისი.
არ გეგონოს რომ საკმარისი განიცადე, რომ ლიმიტი ამოწურე.
რომ ჯერი სხვაზე მიდგება, რომ ის ტკივილის მარწუხები ახლა სხვას ჩაეჭიდება და შენ ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემს.
ისე გაიდგავს ფესვებს შენში, ვერც კი მიხვდები და მერე ტკივილი არ მიდის, მერე სევდა არ მიდი და უფროდაუფრო გიღრღნის სულს.
სანამ არ ჩამოგეშლება სულისვე კედლები.


***
არ ჰქონიათ რუტინული ცხოვრება.
ყველა დღე განსხვავებული იყო, ყველა დღე სიყვარულით სავსე.
უდიდეს სიცარიელეს, გათენებიდან გათენებამდე გულის ჯიბეში ინახავდნენ და მხოლოდ ერთმანეთით ცხოვრობდნენ.
სხვისთვის ქორწინებიდან 1 წლის განმავლობაში „გართობა მინდა ჯერ, ბავშვი შემდეგ“ პერიოდმა რომ გაიარა - ლალომ ფეხმძიმობის ტესტებით სავსე ჩანთა გადაყარა.

იმ დღეს გერმანიიდან საბოლოო პასუხები მიიღო.
ისევ ფარატინა ფურცლები, რომლებიც თეთრზე შავად, იმ პაწაწინა იმედსაც კი უკლავდნენ, გულში მაინც რომ ბჟუტავდა.
ვერასდროს გახდებოდა დედა.


არ ახსოვს, როგორ ჩავიდა სამშობიარო განყოფილებაში.
დედის განწირული ხმაც მიწვდა მის ყურთასმენას, შემდეგ კი ვიღაცის შვილის პირველი ამოტირება...

კოლიდორის ბოლოში, ვეებერთელა მინის მიღმა სულ პაწაწინა არსებები იწვნენ ეტლებში.
კოჭზე სასაცილოდ ჩამოცმული ვინაობებით და ჯერ კიდევ შევარდისფრებული კანით.

სათითაოდ ავლებდა თითოეულ მათგანს სიყვარულით სავსე მზერას.
რომ შეძლებოდა ყველას თავისთან წაიყვანდა, არცერთის თავს არავის დაუთმობდა.
ნეტავ შეძლებოდა
ნეტავ...


***
პატარა ანნა ჰყავდათ სტუმრად.
ქალბატონი უკვე კარგად ცნობდა ლალოს, რომლის დანახვისასაც ხელებს მთელი ძალით იწვდენდა და რომლის მკლავებშიც ყველაზე ტკბილად იძინებდა.
- ხანდახან ვფიქრობ,რომ ზუსტად ხვდება, როდის მჭირდება ყველაზე მეტად მისი პატარა ხელების შხება- ლალოს მკერდზე მშვიდად ჩასძინებოდა პატარა ანნას
- ხომ იცი, რომ როგორც ჩემი შვილი, ისე შენი შვილია ანნა. ხანდახან მგონია ჩემზე მეტადაც კი შენ ეყვარები
- შვილს დედას ვერავინ შეუცვლის, თათა - პატარა თითებს ფრთხილად აკოცა
- დღეს სხვანაირად სევდიანი ხარ ლალო, მოხდა რამე?
- გერმანიიდან საბოლოო პასუხები ჩამოვიდა. არ არსებობს იმის შანსი,რომ შვილი მყავდეს თათ...

ვერცერთს შეენიშნა აივნის კარში მდგომი არაბული, რომელსაც ლალოს თითოეული სიტყვა კარგად გაეგონა.
- ლალო - მფრთხილად მოხვია ხელები მხრებზე მეგობარს და ცრემლების დამალავა მის მხრებზე სცადა
- ახლა, როცა ზუსტად ვიცი თათ, უფრო მეტად მტკივა. ყველაფრის მიუხედავად მაინც მქონდა იმედი გესმის? მაინც ბოლომდე არ ვკარგავდი რწმენას, რომ მეც შევძლებდი გავმხდარიყავი დედა. შეხედე რა საოცრებაა თათა, შეხედე რამხელა სიმდიდრე გყავს, ცხოვრების საჩუქარი.მე ჩემი არასდროს მეყოლება და ჩემ გამო არც დათას. რომ ვუყურებ როგორ ეფერება ანნას, როგორ ეთამაშება, სულ სხვანაირია. სულ პატარა ხდება მაშინ. განა ვერ ვხედავ მასაც როგორ უნდა, მაგრამ არცერთი წამით თათ, არცერთი წამით, არც სიტყვით, არც საქციელით, მზერითაც კი არ მაგრძნობინებს ამას,მაგრამ მე ხომ ვიცი,ხომ ვიცნობ არა... ძალიან მტკივა გული თათ. ასეთ სიცოცხლეს რა აზრი ქონდა, იმისთვის გადავრჩი, რომ სამუდამოდ მტკენოდა?

***
იმ დღის შემდეგ
ყველა დღე
უფრო რთული იყო.

არ საუბრობდა. პირველად არ ესაუბრებოდა არაბულს.
ყველა ტკივილს თავის თავში იკლავდა და სულ უფრო მძიმდებოდა.
ხვდებოდა არაბული, როგორ დაიწყო ლალომ გაუფერულება.
აღარ ჰონდა ძველებური ღიმილი, თვალებიც საოცრად ჩაუქვრა.
ხანდახან ფიქრობდა, რომ ლალოს მისი დანახვაც არ უნდოდა, რამდენჯერ მხოლოდ ამის გამო დაბრუნებულა სამსახურიდან გვიან.ჩაძინებულ ცოლს კი ჩუმად ეფერებოდა.
სახლიდან გასვლა აღარ უნდოდა ლალოს.
ვერ იტანდა ხალხის მზერას.
ნაცნობებთან შეხვედრას, რომლებიც მაინც ჯიუტად ეკითხებოდნენ „ბავშვს არ აპირებთ?“
ეზიზღებოდა ყოველ ჯერზე იმის აფიშირება რომ უშვილო იყო, უშვილო ქალი.
მერე ვერც მათ „საწყალი“- ს მზერას იტანდა.
აღარ უყვარდა სკვერები, ეჩვენებოდა რომ ყველგან მის დასანახად იყვნენ დედები შვილებთნ ერთად.
დეპრესია ჰქონდა, რომელსაც არაბულიც კი ვერ შველოდა.

***
არაბულის მეგობრის დაბადების დღეზე იყვნენ.
საოცრად მოხდენილი წყვილის დარბაზში შესვლა შეუმჩნეველი არავის დარჩენია.
იმ საღამოს შედარებით უკეთ იყო.
იქ მყოფთა უმრავლესობას იცნობდა, თუმცა ბევრი უცხოც იყო.
- დათა არაბული, ცოლს თუ მოიყვანდა აი ვერასდროს წარმოვიდგენდი -გვერდით უცხო, ლამაზი გარეგნობის გოგონა მიუჯდა, საუბარში გართულ ლალოს. მზერა ჯერ ტერასაზე მყოფი არაბულისკენ გაექცა, რომელიც ბიჭებთან ერთად ეწეოდა, თუმცა კი მეუღლის მზერა წამში დაეჭირა და შორიდანვე უღიმოდოა
- ასეთებიც ხდება- გოგონასკენ მიბრუნდა.
- ერთ დროს, ღრმა წარსულში ერთად ვიყავით-გოგონამ ხელი გაუწოდა - თიკა
- ლალო
- აბა როგორი ქმარია? - მაგიდას იაყვებით ეყრდნობა გოგონა და ინტერესიან მზერას აპყრობს ლალოს
- შესანიშნავი - ნაძალადევად უღიმის გოგონას და მზერას არიდებს.
- პროსტა, არაბული უშვილოდ აი, ძაან მეცოდება... სულ გიჟდებოდა ბავშვებზე- მზერა ტერასაზე ეყინება ლალოს. ნელნელა ყურებში წუილს ესმის და მხედველობა ებინდდება. - ეტყობა, რომ აშკარად ეკეტება შენზე თორე,ისე რავი...
- არ ფიქრობ რომ ზედმეტი მოგდის? - ხელებით კლაჩის მოძებნას იწყებს და შიგნით მობილურს დებს
- მეტსაც გეტყვი, არც კი იცოდა, ისე გავიკეთე აბორტი
- და ასე ამაყად ამბობ ამას? - უკვე ფეზე იდგა, თუმცა კი გრძნობდა როგორ ეკვეთებოდა მუხლები
- ისე უყვარდა ბავშვები, არ მაპატია და დამშორდა
თუ არ წავიდოდა, თუ ერთ სიტყვასაც კი იტყოდა ატირდებოდა.
ისე დატოვა იქაურობა, დათასაც კი არ დალოდებია.
მხოლოდ მაშინ მისცა ცრემლებს გასაქანი, ზურგს უკან სახლის კარი რომ მიიხურა.
აივანზე იჯდა და ეწეოდა
კარის ხმა რომ გაიგო და შემდეგ მისაღებში სინათლე აინთო
- არ შეგეძლო, რომ გეთქვა მაინც? - არაბულის ჩახლეჩილი ხმა მიწვდა მის სმენას.
- მხოლოდ ახლა შენიშნე ჩემი არ ყოფნა? - თავი არც გაუბრუნებია
- ტელეფოზე რომ გეპასუხა, იქნებ ყველგან აღარ მეძებნე
- თიკა ნახე? -ხმა არ ამოუღია არაბულს- მომიყვა თქვენი ურთოერთობის შესახებ პატარა რაღაცები
- ლალო, თიკაზე საერთოდ რატო ვსაუბრობთ?
- რა ცინიზმია არა? ზოგიერთი შენ ჯერ არ დაბადებულ შვილს კლავს, ზოგი კი ვერც კი გიჩენს- იქვე დადგმული ღვინის ჭიქა აიღო და შემორჩენილი ღვინო ერთიანად მოსვა
- რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე? რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ჩემთვის შენ ხარ საკმარისი ?
- ჩემთვის არ ხარ საკმარისი გესმის?- ვერ გაანალიზა ისე დაახეთქა ღვინის ცარიელი ჭიქა ძირს - არც შენთვის ვიქნები მალე საკმარისი, არც ახლა ვარ, მე თუ მკითხავ. გგონია ვერ ვხედავ როგორ უყრებ ანნას? როგორი სხვანაირი ხარ მასთან? გგონია ვერ ვამჩნევ შენ ჩამქრალ თვლაებს?
- იმას ხედავ რისი დანახვაც გინდა, ლალო
- უშვილო ვარ ბრმა კი არა დათა
- ნუ ეძახი შენ თავს ასე
- უშვილოს? -ჩაეცინა. ფეხზე წამოდგა და საძინებელში შევიდა, არაბულიც თან მიყვა.
კომოდის უჯრიდან ფურცელი ამოიღო- აი აქ გარკვევი წერია უ შ ვ ი ლ ო. შეეგუე რომ უშვილო ვარ, არასრულფასოვანი ქალი ! ქალი რომელიც ისე მოკვდება, შვილი არ ეყოლება გესმის?- მთელ ოთახს ექოდ ედებოდა მისი ყველა ხმაჩამწყდარი სიტყვა.
- ნუ იქცევი ასე ლალუ
- წადი
- ლალუ
- წადი, არ მინდა შენი დანახვა - იქვე ჩაიკეცა და ზურგი საწოლს მიაყრდნო- ყოველ ჯერზე, როცა გხედავ, მხოლოდ იმას ვგრძნობ რომ ვერასდროს გაჩუქებ შვილს. არ მინდა რომ გხედავდე და ყოველ ჯერზე იმას მახსენებდე რომ უშვილო ვარ
- სხვას არაფერს გრძნობ ჩემი დანახვისას? - არაბულს ხმა გატყდომოდა
- აღარ
- ხვალ ჩვენი ქორწინების 2 წლის თავია ლალო
- ახლა 1 წლის შვილი მაინც უნდა გვყავდეს
- ნუ ექცევი ასე ნურც შენთავს და ნურც მე - მის წინ მუხლებზე იდგა არაბული. მისკენ გაწვდენილი ხელი, მოულოდნელად გააწევინა
- წადი, უბრალოდ წადი
ერთხანს უყურა მზერა მიყინულ ლალოს, მერე უბრალოდ უხმოდ ადგა და საძინებლიდან გავიდა.
მერე კარის გაჯახუნების ხმაც იყო.
მერე ლალოს ხავილი
საოცრად დაცარიელებულ სახლში მხოლოდ მისი მოთქმა ისმოდა, ყველა კუთხესა და კუნჭულში.



ზოგჯერ საყვარელი ადამიანების დასაცავად ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, ვერ კი ვიაზრებთ რომ ამით კი არ ვიცავთ, უფრო ძლიერად ვტკენთ.მაგრამ როგორც მითქვამს, როდესაც შენ ხარ „დამნაშავე“ ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამ.
მერე გვიან ხვდები, ან ვერ ხვდები
რომ ტკენ.
რომ ამსხვრევ.

***
იმ ღამიდან ყველაფერი აირია.
ნივთები ჩაალაგა და გამთენიისას მიადგა ნინოს.

- ვაფშე იაზრებ რას აკეთებ ? - დივანზე იჯდა გაბრიელი, რომელსაც თავი ხელებში ჩაერგო.
ყველა ახლო ადამინი იქ იყო და ლალოს კიცხავდა.
- მშვენივრად ვიაზრებ - არცერთს უსწორებდა მზერას.
- ლალო, მართლა გეშლება და სანამ კიდე უარესად შეგეშალა, მოკიდე იმ ჩემოდანს ხელი და წადი სახლში - აივნის კარში იდგა თორნიკე
- ჩემი ძმა ხარ, მგონი ახლა კი არ უნდა მაკრიტიკებდე, მხარს უნდა მიჭერდე- თავადაც ვერ იჯერებდა, რომ ასე ეგოისტურად იქცეოდა.
- შენი ძმა ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა შეგეშლება და მითუმეტეს არაბულთან, მე მხარს დაგიჭერ
- მადლობა თორნიკე
- არ ხარ ლალო შენ ეგ და მოიშორე რა- მოუსვენრად მყოფ ანნას ხელში არწევდა თათა
- დედა, შენ არაფერს მეტყვი? - მის წინ მჯდომს შეხედა
- სახლიდან ვერ გაგაგდებ,თუმცა გეტყვი, დათა იმ წამიდან ჩემი შვილია რაც გავიცანი და ყველაზე მეტად მაშინ დავაფასე და შემიყვარდა,როდესაც შენ მყავდი ცუდად, წამითაც რომ არ გტოვებდა და აქეთ მეც მამხნევებდა
- ვერაფერს ხვდებით, საერთოდ ვერაფერს- ატირებული ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გასვლას აპირებდა გაბოს სიტყვები რომ წამოეწა
- რას, რომ ცდილობ შენგან გადაარჩინო?
- ხო, იმიტომ რომ მე თუ არ გავუშვი არ წავა
- და შენ ფიქრობ რომ გაგიშვებს?
- სხვა გზა არ ექნება
- ლალო, არაბულს უკანასკნელი ვითაც რომ მოექცე, არ დაგტოვებს, მაგრამ იმდენს ნუ იზავ რომ ჩვენ ყველა დაგვკარგო
- გაბრიელ, იაზრებ საერთოდ რას მეუბნები?
- ვიაზრებ ხო- ფეხზე დგება ყვირილით - იმას გეუბნები, რომ არც პირველი და არც უკანასკნელი უშვილო ქალი ხარ. ხო, ასე არ უწოდებ თავს? შვილის გარეშეც ცხოვრობენ. უსიყვარულოდაც ცხოვრობენ. შენ კიდე რას აკეთებ ? ხელს კრავ იმ ადამიანს, რომელიც შენ გამო კვდებოდა? ისე მოვედით აქამდე ლალო, თითით საჩვენებელი მყავდი, იმდენად უშეცდომო და მართალი გოგო იყავი, მაგრამ ახლა, შენ თუ ამ ყველაფერს იაზრებ და მაინც ასე ატრაკებ, ძალიან მწყდება გული და იცი რატომ? ჩემ თავზე უკეთ გიცნობ და ეს შენ არ ხარ. ერთი იცოდე, ჩვენი ანნას, ჩემი კი არა, ჩვენი ანნას სუნთქვას გეფიცები, ვაფშე დამკარგავ აზრზე თუ არ მოხვალ- გასასველისკენ მიდიოდა ადგილზე რომ შედგა- და რომ იცოდე ლალო, შენ გამო დავიფიცე პირველად ჩემი შვილის სიცოცხლე. არაბულის დაბმა რომ მომიწიოს, შენ კართან არ მოვუშვებ. წავედით თათა - ერთხელ შეავლო მეგობარს ცრემლიანი თვალები თათამ და უსიტყვოდ მიყვა მეუღლეს.

მზერა მიყინულს ჯერ მხრები აუთამაშდა, შემდეგ ცრემლები გადმოცვივდა და ბოლოს ხმით ატირდა.
რამდენიმე დღე ოთახიდან აღარ გამოდიოდა.
დათაც არ ჩანდა, რომელისთვისაც გაბრიელს ანნას თავი დაეფიცებინა, დრო მიეცი მოფხიზლდებაო.
მეორე დღეს საღამოს, მხოლოდ შეტყობინება მიუვიდა :
„ გილოცავ ჩვენ 2 წელს <3“

არაბულის გარეშე?!- მოკვდებოდა
გაგიჟდებოდა.

ფიქრობდა, რომ თუ თავად არ გაუშვებდა, დათა არასდროს იზავდა ამას.
ფიქრობდა, რომ ამით კარგს უკეთებდა, სწორედ ისე, იმ მომენტში რომ ვერ ხვდებიან ხოლმე, თუმცა აი, წლების შემდეგ რომ გააანალიზებდა.
***
შემოდგომა ედგა თბილისს.
არეული ლალო.
გაცრეცილი არაბული.
1 თვე იყო გასული, დათა არ ყავდა ნანახი.
გაბო არ ელაპარაკებოდა.

თათა და ანნა ყავდნენ სტუმრად.
- როგორ არის? - ანნას ეფერებოდა,ძლივს რომ გაბედა კითხვის დასმა.
- შენი აზრით? - მეგობრის ცრემლიანი თვალების დანახვისას ხმა დაირბილა - ძალიან ცუდადაა, გაბომ დააფიცა ანნას თავი, თორე აქამდე ხელით წაგიყვანდა და აქედან ფეხს არ მოიცვლიდა ხო იცი?
- ვიცი
- დაბრუნდი სახლში ლალო, ყოველ დღე გელოდება. ასე კი არ შველი, პირიქით ანადგურებ.
- არ ვიცი თათ, არ ვიცი... იქნებ არაა სწორი, იქნებ არ უნდა ვიყო მასთან, იქნებ ასე უკეთესი იყოს. იცი შენ როგორ მიყვარს და იცი როგორ მიჭირს მის გარეშე, მაგრამ წლების შემდეგ მხოლოდ ერთხელაც კი რომ მაგრძნობინოს, რომ დამადანაშაულოს თათა, მოვკვდები გესმის?
- წლების მერე რა იქნება, იმის შიშით ყველა დღეს ნუ გაწირავ ლალო
- ლაო...-იმ წამს პირველად წარმოთქვა ანნამ ლალოს სახელი.
რომ გაიაზრა რა მოხდა,ცომის გუნდას მთელი სახე დაუკოცნა „ლაო“-მ
თითქოს ნიშანი იყოო.
იმ საღამოს, ერთი თვის თავზე
გვიან ღამით დააკაკუნა, ნაცნობ კარზე.
ჩემოდნის სახელურს მთელი ძალით უჭერდა ხელებს.
მონატრებულმა სურნელმა ცხვირი აუწვა, მერე მზერა ამღვრეულმა ჩახედა თვალებში და იგრძნო, როგორ მოწყდა სამყაროს.
არაბულის ხელები მთელი ძალით იკრავდნენ გულში, თითქოს უნდოდა თავის სხეულში ჩაეკარგა, ისე რომ ვერსად ვეღარ წასულიყო.
-მაპატიე- მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა აცალეს საყვარელმა ტუჩებმა.

შიშველ ზურგზე თითების ნაზი მოძრაობით ეფერებოდა საყვარელ ქალს. რამდენი ხნის მონატრებული ჰყავდა ეს გულისცემა, ეს სუნთქვა, სხეული.


***
-ლაო !- კარის გაღებისთანავე სიხარულით გაიწვდინა ხელები ანნამ
-მოდი ჩემთან, ლაოს გულო- მკლავებში მოიქცია კიკინებიანი სასაცილო ქალი და მთელი სახე დაუკოცნა.
-ეს ვინ მოსულაო? - ორი კბილით გაკრეჭილ ანნას ცხვირზე სასაცილოდ დაკრა თითი არაბულმა - მოხვალ ნათლიასთან? -ქარაფშუტა ქალმა მაშინვე უღალატა ლაოს და ახლა უკვე დათას მკლავებში მოქცეულმა ძლიერად შემოხვია კისერზე თავისი პატარა ხელები ამ უკანასკნელს და ხმაურით მიაკრო ტუჩები ლოყაზე
-წავედით ახლა ჩვენ და დაგირეკავთ რა, ყველაფერი ჩანთაშია, წესით არ იტირებს, მთელი გზა მღეროდა ისე უხაროდა და რავიცი, მაინც ამ ლოდის შვილია- სიცილით მიაწოდა ჩანთა ლალოს და მეუღლეს მიეხუტა
- წავედით, მოკლედ მადლობა შაბათ-კვირის განტვირთვისთვის. თქვენივე წყალობით, მალე მეორესაც დაგიტოვებთ ხოლმე- სიტყვა რომ დაასრულა ისეთი მუჯლუგუნი მიიღო აწითლებული თათასგან,ლიფტისკენ სულ „აუჩ აუჩ“-ის ძახილით წავიდა.
მთელი დღის თამაშის შემდეგ, პატარა ქალბატონს, ადრევე ჩაეძინა, დათასა და ლალოს შორის.
ხმას არ იღებდნენ, მხოლოდ ღიმილით უყურებდნენ პატარა სხეულს.
- ლალო
- ჰოუ
- მაშინ, როდესაც ჩვენ შვილი გვინდა და არ გვყავს, არიან ბევრი ბავშვებიც, რომლებსაც მშობლები არ ყავთ. იქნებ- ლალოს ცრემლიანი თვლაების დანახვისას სიტყვა გაუწყდა.
რამდენჯერ უფრიქრია ამაზე, რამდენჯერ უნდოდა ეთქვა, თუმცა კი ვერ ბედავდა.
- ბავშვის აყვანაზე ფიქრობ? - ძლივს გასაგონას ამოიჩურჩულა
- ჩვენ თუ გავზრდით, მაინც ჩვენი შვილი არ იქნება?
- იქნება
- ანუ
- ანუ კი დათ, მინდა - ცრემლებს ვეღარ მლავდა



რამდენიმე კვირა გატანა საბუთების მოგროვებამ, რამდენიმე ოჯახის ახლობელიც შეაწუხეს.
ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომ გააცნეს თავიანთი გადაწყვეტილება, ცოტა ეშინოდა ლალოს. რომელიმეს მაინც რომ ეთქვა რაიმე ისეთი, ალბათ მაშინვე დაყრიდა ფარხმალს.თუმცა ყველა დიდი სიხარულით მიესალმა მათ გადაწყვეტილებას.
- ძვირფასო, ისეთი რიგებია მაგ ამბავზე, ხალხს მხოლოდ იმიტომ მიყავს ეს საწყალი ბავშვები სახლში, თანხა რომ აიღონ - აღარ იცის მერამდენე თავშესაფარში იყვნენ.
ზოგი იმედს მხოლოდ იმიტომ უკლავდა, რომ ასაკით არც თუ ისე დიდები იყვნენ.
ზოგი აუარებელ რიგებს აცნობდა.
ზოგი წლობით ლოდინისკენ უთითებდა.

ანას ნათესავს სიტყვაც ეთქმოდა ამ საკითხში, თუმცა კი ისიც ვერაფერს გახდა.

მერე უფრო მოიღუშა ლალო.
ბავშვის აყვანის გადაწყვეტილებამ ისე გაახარა, ეგონა ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
სხვანაირი ხალისი დაუბრუნდა.
სახლში ის ერთი ოთახი, მთელი ეს დრო კარი ჩაკეტილი, რომ ჰქონდა - გააღო.
ნელ-ნელა შვილის ლოდინში შეალამაზა, მოაწყო.
ყველაფერი ისე გააკეთა- მხოლოდ ბავშვი აკლდა.



მერე ყოველ საღამოს შედიოდა იქ, შუქს ჩააქრობდა და საწოლზე წვებოდა.
- დე, როგორ მინდა ეს ოთახი მალე, გაივსოს შენი სურნელით და ბევრი შენი მოგონებით.


***

1 წელი იყო გასული, რაც ყველგან დატოვეს საბუთები და მოლოდინის რეჟიმში იყვნენ.
სამზარეულოში ფუსფუსებდა ლალო, დათას სამსახურიდან მოსვლამდე, გემრიელი ვახშმის მოსწრება უნდოდა.
მისაღებში ტელევიზორი იყო ჩართული, სადაც საინფორმაციო გამოშვება ათას პოლიტიკურ „სიბრძნეს“ აფრქვევდა.
„ ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, თბილისში, *** -სახელობის კლინიკაში, დედამ 3 საათის დაბადებული ჩვილი ბიჭუნა დატოვა“
მერე აღარფერი გაუგია.
იმ საღამოს ყველა სოციალური ქსელი აყვირდა
ყველა ამაზე საუბობდა.
ყველგან ლანძღავდნენ ბავშვის დედას, აძაგებდნენ.
ნინოს საავადმყოფო იყო.
აზრზე რომ მოვიდა უკვე ტაქსიში იჯდა და დათას ურეკავდა
- ნინოსთან მოდი დათ,საავადმყოფიში სწრაფად.
იქ მისულს უამრავი ჟურნალისტი დახვდა.
მთელი სხეული უკანკალებდა.
ზუსტად იცოდა რომ ის იყო.
მისი შვილი იყო და რომ ახლა, იმ ადგილას იყო, სადაც უნდა ყოფილიყო.
უამრავ ხალხში, როგორც იქნა დედამისი იპოვა.
- ნინო, არავის არ გაატანო მისი თავი- დედის ხელს ისე ჩაებღაუჭა, როგორც ბოლო იმედს.

მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარეს, ცოცხალი თავით არ მიყვებოდა დათას სახლში.
მხოლოდ ბავშვის ნახვას ითხოვდა.
მთელი რიგი გამოძიებები მიმდინარეობდა.
მაინც ეძებდნენ ბავშვის დედას.

- დათა, დატოვა ბავშვი, რაღატო ეძებენ იმ გოგოს? გონიათ თუ გაატანენ წაიყვანს? იქნებ სადმე გადააგდოს კიდეც
- ლალუ, დამშვიდდი ძვირფასო. ჩვენ ხომ არ ვიცით ჯერ რა უჭირდა იმ გოგონას-გულში იკრავდა ატირებულს და თავზე კოცნებს უტოვებდა.

მოსაცდელში ანა და მასთან ერთად, უცნობი ელეგანტური ქალი რომ დალანდეს დილით, უკვე 7 საათი იყო.
- ანნ- მაშინვე ფეხზე წამოდგა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
- ჩემო პატარავ, დამშვიდდი. სახლში რატომ არ წახვედი?- შვილს გადახედა მაშინვე.
- არ გავყევი ანნ, დათას ბრალი არაა
- გაიცანით, ეს ჩემი დიდი ხნის მეგობარია ქეთი, სწორედ მას ვთხოვე, ამ საკითხში თავიდან დახმარება.
- დიახ, რა თქმა უნდა, ბოდიში. ისეთი ანერვიულებული ვარ...- ღიმილით ჩამოართვა ხელი ქეთის.
- გავარკვევ რა სიტუაციაა და დავბრუნდები კარგით?- ღიმილით დაემშვიდობა ქალბატონი.


ბავშვის „ბედის“ გადაწყვეტა, რამოდენიმე კვირას გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი კვლავ კლინიკაში იყო, ისევე როგორც ლალო.
გვერდიდან არ შორდებოდა, უსახელო, უდედო ბიჭუნას.

გვიან ღამით, ტელეფონის ზარმა გააღვიძა ორივე.
- ხო ანა- თვალების ფშვნეტით აიღო ყურმილი არაბულმა - მართლა ამბობ?
- რა ხდება დათ
- ახლავე მივდივართ,დე მადლობა - ყურმილი დაკიდა და ამღვრეულ თვალებიანი ლალო გულში ჩაიკრა- ჩაიცვი, ჩვენი შვილი წამოვიყვანოთ სახლში.

ნინომ ხელებში მოცუცქნული არსება რომ ჩაუწვინა, მხოლოდ მაშინ გაიაზრა ბოლო ნახევარი საათი.
წარბებშეკრული, მოცომილი ბიჭუნა ეკავა ხელში, რომელიც უკვე მისი შვილი იყო.მისი და დათასი.
მხოლოდ მათი.
- გამარჯობა დე - ხელის კანკალით შეეხო მის თითებს, მერე სახე ახლოს მიუტანა და თავისი შვილის სურნელი შეიგრძნო
მის წინ მყოფთ უყურებდა არაბული.
არასდროს ენახა, ასე ლამაზი ლალო
ასეთი ბედნიერი.
ლალო, რომელსაც პირველად უხდებოდა ტირილიც კი.
- წავიდეთ სახლში?- ღიმილით მოხვია ხელი ლალოს.
- ერთი წამით- პატარა მკლავებში ჩაუწვინა და მედდასთან მივიდა.იქვე პატარა ფურცელზე თავისი მისამართი, ტელეფონის ნომერი, სახელი და გვარი მიაწერა- ძალიან გთხოვთ,ეს ყველაფერი შეინახეთ და თუ ოდესმე დადამისი გამოჩნდება,აუცილებლად მიეცით ეს.


მთელი ღამე არცერთს მოუხუჭავს თვალი.
მათშორის მოქცეულ სულ ციცქნა არსებას აკვირდებოდნენ და მის ყველა შერხევას კი არ ტოვებდნენ.
- დათ, არ მჯერა
- ჩემო სულელო, მოგიწევს დაიჯერო- ლოყაზე მიეფერა საყვარელ ქალს.
- საუკეთესო ხარ, სულ გახსოვდეს- ხელის გულზე მიაკრა ტუჩები.
- შენ მყავხარ საუკეთესო.
- დათ, რა დავარქვათ?
- არ ვიცი ლალუ, უნდა მოვიფიქროთ
- ხვალ ბოლო საბუთები უნდა მოვაწესრიგოთ, სახელი აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ მანამდე.
- მაშინ... მახოსვს ადრე მეუბნებოდი რომ სახელი დანიელი მოგწონდა.
- მე კი მომწონს ახლაც, მაგრამ შენ?
- მეც მომწონს
- მაშინ დანიელი?
- დანიელი
- მიყვარხარ არაბულო



***

მეორე დღეს ყველა მათ სახლში იყო შეკრებილი,ოჯახის ახალი წევრის დანიელ არაბულის გასაცნობად.
- არა, ახლა მე დამეწყო თუ ეს ბავშვი უკვე გავს წარბშეკრულობით არაბულს- ხითხითებდა გაბრიელი
- ამოგაგლეჯ შენ ენას- მშვიდი ხმით ემუქრებოდა დათა
- არა და მართლა გავს, აი ახლა განსაკუთრებით, შეკარი დათუ წარბებიი- ხითხითს აგრძელებდა და ცოლის ზურგს ეფარებოდა.


***
ბავშვს ოჯახში სხვა ხალისი შემოაქვსო, მართალი ყოფილა.
ისე ახმაურდა არაბულების სახლი, ისე გაივსო სითბოთი, სადაც იყო კედლები დაიბზარებოდა და გარეთ გადმოხეთქდა.

ყოველ დღე აოცებდათ პატარა დანიელი.
იმ პატარა ბიჭმა, იმხელა სიყვარული დაიმსახურა ყველასგან, განსაკუთრებით კი მშობლებისგან...
არასდროს დაავიწყდება დანის პირველი ნაბიჯები.
იმ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული დათას დანახვისას, სათამაშობში ჩაფლული რომ წამოდგა და დათასკენ გამართული ნაბიჯებით წავიდა.
- ლალო დაინახე?- გულში იკრავდა თავის ვაჟს და მთელ სახეს უკოცნიდა.


პირველი კბილის ამოსვლისას, ერთად ტიროდნენ, ლალო და დანი და ორივეს არაბული ამშვიდებდა.

პირველად რაც არ უნდა გასაკვირი იყოს „გაო“ თქვა.
მერე დიდხანს დასცინოდათ გაბრიელი, თქვენმა ბავშვმაც კი მე დამიძახა პირველად სახელიო.

ახსოვს ის ემოცია პირველად ახლა უკვე დე-და- რომ წარმოთქვა.
ყველაზე თბილი სიტყვა იყო, რაც კი ოდესმე გაუგონია.
ახსოვს, როგორ ეჯდა მერე ყველა საღამოს არაბული და ამეცადინებდა „მამა“- წარმოთქმაში პატარა დანის,რომელიც ჯიუტად მხოლოდ დედას და გაო გაიძახოდა.

დათა გერმანიაში იყო მივლინებით.
კამერით ესაუბრებოდა მონატრებულ ცოლ-შვილს.
-მამა- უეცრად ამოიტირა დანიმ.
-გაიგე?- მთელი ძალით იკრავდა ლალო შვილს გულში და არაბულის ამღვრეული თვალებს უყურებდა
-გავიგე გავიგე - ძლივს ამოიჩურჩულა არაბულმა, რომელიც იმ წამს ყველაზე ბედნიერი კაცი იყო.

***

ბაღიდან გამოყავდა თავისი კულულებიანი დანი ლალოს.
ფეხით მისეირნობდნენ ქუჩაში,ტრადიციულად.
-დე- ხელზე მოქაჩა პატარამ
-ხო, დე
-იცი, ლუკას დედას დიდი მუცელი რატომ აქვს?
-რატო დე
-ლუკამ თქვა ჩემი დაიკო გადაყლაპაო - შვილის გაოცებულ სახეზე ღიმილი ვერ შეიკავა -დე
-ჰო, დედი
- მეც, შენ მუცელში ვიყავი გადაყლაპული?- ერთ ადგილას იდგა დანი და დედის პასუხს წარბშეკრული ელოდა.
არცერთი წამით არ უფიქრია ლალოს, დანიელისთვის სიმართლის დამალვა, თუმცა იმ წამს შვილისგან ამ კითხვას, ნამდვილად არ ელოდა. როგორ უნდოდა ეთქვა რომ „კი“-ო.
შვილის წინ ჩაიმუხლა, შუბლზე ჩამოყრილი კულულები დაგაუწია და პატარა კურნოსა ცხვირზე ტუჩებია მიაკრო
- არა დე, შენ ჩემ მუცელში არ იყავი გადაყლაპული. შენ ორი დედიკო გყავს, ერთი მე და ერთი სხვა დედიკო, ვის მუცელშიც იყავი გადაყლაპული.
- ორი დედიკო- მარჯვენა ხელზე ჯერ ერთი თითი გაშალა, მერე მეორე, რამდენიმე წამს დააკვირდა და მერე დედისკენ გაიშვირა.
- ხო დე, შენი მეორე დედიკო, ახლა შორსაა და რომ ჩამოვა, მერე გაგიცნობს.
- ლუკას, არ ყავს დე ორი დედიკო.
- მარტო შენ გყავს, ხო მაგარია?
- კიიი - სიხარულისგან რამდენჯერმე შეხტა ჰაერში და დედას კისერზე შემოხვია ხელები- მიყვარხარ დე
- მეც, დედიკოს გულო.

***
იმ საღამოს ნინოს დაურეკა, გულმა ვერ მოუთმინა
-დედი, როგორ ხარ?
- კარგად ლალო, დე შენ როგორ ხარ
-კარგად, დე რა უნდა მეკითხა იცი, დანის დედა ხომ არ გამოჩენილა?
- არა დე, ხომ იცი აუცილებლად გეტყოდი.
-კარგი, მიყვარხარ დე


***
-გაბო კი მასხარაობს, მაგრამ მართლა გავს დანი დათას და მომკალი რა- წყნეთში იყვნენ ოჯახებით და აუზში მოთამაშე ანნასა და დანიელს უყირებდნენ, თან ყავას სვავდნენ გოგონები.
- ხანდახან მეც ვიჭერ ხოლმე გამოხედვებში. მიმიკებით სულ დათაა. ხანდახან ისე შემომხედავს ხოლმე. დათას აჯავრებს, დაიბოხებს ხოლმე ხმას და „ლალუ“-ს მეძახის- თვალს არ აშორებდა შვილს.
- მიხარია ასეთი ბედნიერები, რომ ხართ-მეგობრის ხელს მიეფერა თათო და წამოზრდილ მუცელზე ხელი მოისვა.
- მოიფიქრეთ სახელი?
- ჯერ არა, ხო იცი რანაირია გაბრიელი, გვარის გამგრძელებლის სახელს, ასე უცებ ვერ მოვიფიქრებო გაიძახის და ალბათ რომ დაიბადება, დაბადების მოწმობაში ჩაწერის მომენტში გადაწყვეტს.
- შენ იცი გაბრიელის ბაბუას ელგუჯა რომ ერქვა? - ეშმაკური ღიმილით ამოიჩურჩულა ლალომ
- ღმერთო, ოღონდ ეს არ გამეგონა
სიცილს ვეღარ იკავდებდა ლალო.
***

დანი უკვე პირველ კლასში იყო.
იმ საღამოს გაკვეთილად „თ“ ასობგერა ჰქონდათ.
- გააყოლე დედი თითი- ცალი ხელი დაემუშტა და შუბლით ეყრდნობოდა პატარა არაბული- დედი, ნუ ბრაზდები, მიდი წაიკითხე
- არ მინდა დედი რა, გეტყვი რა წერია, თი-თი, თა-თი ა-თი
- დანიელ, ზეპირად კი არ უნდა იცოდე მა, უნდა წაიკითხო - კისერში ხმაურით აკოცა გაბრაზებულ შვილს დათამ.
- ეგრე წერია, ვკითხულობ მა- ბოტოტა თითს უმისამართოდ დაატარებდა წიგნის გვერდზე
- მოდი სანამ დედიკომ გაგვტყიპა ორივე და მერე მშიერი დაგვტოვა, ჩვენ ვიმეცადინოთ კარგი? - ლალოს ადგილი ჩამოართვა და თავად დაუჯდა სამეცადინოდ.
- მამა, კაცურ სიტყვას გეუბნები ვიცი რა
სამზარეულოში ჩუმად ფხუკუნებდა ლალო დანის სიტყვებზე.
- კაცური იქნება ახლა რომ მიაყოლებ თითს, მიდი მაცივარში ტორტია რა გჭირს დანიელ? - შვილის მოსყიდვას ცდილობდა არაბული.

ლალოს ტელეფონის ზარმა მიიქცია ყურადღება.
- გისმენთ ქეთი, როგორ ხართ?- რას ამბობთ? ორი წამით შეგიძლიათ დამელოდოთ?
- დათა, გამოსძახა ანერვიულებული ხმით სამზარეულოდან.
- რა ხდება?
- ქეთია, დათ...- გული ამოჯდომას ჰქონდა - 2 წლის აჩი მიუყვანიათ თავშესაფარში. აუტიზმის ნიშნებით და ამის გამო არავის მიყავსო და...- აღარ დააცალა არაბულმა სიტყვის დამთავრება.
- რამდენიხანია, ისედაც გვინდა მეორე შვილი? უთხარი ქეთის რომ სულ რომ გაგიჟდნენ, აჩი არაბული არავის გააყოლონ


***

ყაზბეგში იყვნენ
ახალ წელს იქ ხვდებოდნენ.
12 საათამდე ვერ მოეთმინათ ბავშვებს და საჩუქრებს ხსნიდნენ.
უფროსები დივანზე იყვნენ მოკლათებულები.
აჩი დედის მუხლებზე იჯდა და საჩუქარს ისე ხსნიდა
- დე, მოგეწონა?
პატარა შავი თვალები იმხელა ბედნიერებას ასხივედბნენ, იმხელა სითბოს,
- აჩი, აბა მანახე შენ რა მოგიტანა? - ძმასთან მიირბინა დანიელმა და შუბლზე ფრთხილად მიაკრო ტუჩები. - როგორი მაგარიაა

სადღაც მოულოდნელად ფეიერვერკი გაისროლეს.
უცებ დაიმალა დედის მკლავებში აჩი, რომელსაც თვალები მთელი ძალით დაეხუჭა და ყურებზე ხელები აეფარებინა.
- აჩი, ნუ გეშინია მა, აქ ვარ. კარგად ხარ- ზურგზე ეფერებოდა დათა
- ნუ გეშინია აჩი, მამიკო აქაა- თავზე კოცნიდა დანი- დედიკოც აქაა, მეც აქ ვარ აჩი.


ბევრჯერ ვისაუბრეთ ტკივილზე
სიკვდილზე
მაგრამ არასდროს მითქვამს თქვენთვის.
თუ ტკივილს მოერევი, თუ აჯობებ.
თუ არ შეგეშინდება.
შენ თავად შეგიძლია, იყო მუდამ ბედნიერი.
არასდროს დამორჩილდე ბედს, არასდროს ჩაიქნიო ხელი.
თუ კვდები - არ მოკვდე
ყველა „ვერ“ და ყველა „არ“ გააქრე,რაც კი ცხოვრებაში ხელს შეგიშლის.
ბედნიერება არ ვიცი ვინმეს დაუწერია თუ არა შენთვის , შენი ბედის წიგნაკში,მაგრამ იცოდე, იმაში რომ ბედნიერი იყო- მთავარი როლი შენ გეკისრება.
ყოველთვის ყველა დაცემაზე უნდა ადგე და არ შეგეშინდეს.
მხოლოდ მათ არ ეშველებათ, ვინც კვდებიან, თორემ ცოცხალს, ეშველება.
და მაინც გეტყვი
ისეთი ბედნიერი უნდა იყო ცხოვრებაში
რომ შენი ბედნიერებით გაბრუვდე.
იმდენად უნდა გიყვარდეს რომ მუდამ გაბრუებული იყო.
იმდენად უნდა უყვარდე - გაბრუებდეს
და გეტყვი
იქ ზემოთ
ძალიან გაბრუებულები არიან.


***
გარიჟრაჟზე
როცა მთავრე ცას ტოვებდა.
ჭაღარა, შავებში მოსილი სხეული საფლავებს შორის მიაბიჯებდა.
მალევე შეჩერდა ერთერთთან.
- დღეს ჩვენი მე-5 შვილიშვილი დაიბადა, დათა არაბული- საფლავის ქვასთან გაჭირვებით დაიხარა, ხელი გადაუსვა ზედ ამოტვიფრულ სახელსა და გვარს - ნეტავ მოსწრებოდი შენს მოსახელეს- ცივ ქვას ფრთხილად ეამბორა და თითქოს არ უნდაო, ტირილში გამოიჭირონო ცრემლები ჩუმად შეიმშრალა- ახლა მეც შემიძლია, მშვიდად მოვიდე შენთან, ჩემო არაბულო.




















№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საოცრება იყო ძალიან მომეწონა აი მესმის სიყვარული მადლობა წარმატებები უ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent