შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

May love burn everything ( part 4)


7-09-2023, 23:53
ავტორი amanim
ნანახია 1 244

დიალოგი

მოთმინებით ელოდა ბაგრატს, რომელიც ყოყმანობდა, ალბათ ცდილობდა გონებაში დაელაგებინა სწორად წინადადებები. უკვე ვეღარ ითმენდა ბელა და ბოლოს იფეთქა კიდეც.
- ამოიღებ ხმას, თუ წავიდე. არ მგონია აქ სიჩუმობანასს სათამაშოდ მოგეხმე, ამიტომ ან გისმენ ან მივდივარ, ნოეს ვჭირდები.- მეტი დრამატულობისთვის ფეხზეც კი ადგა, ისე იქცეოდა თითქოს გული შიშისგან წუთში ორას დარტყმას არ აკეთებდა. არა მაინც საიდან ჰქონდა ამდენი გამბედაობა თვითონაც არ იცოდა. კართან იყო უკვე, უფროსმა ბაგრატიონმა რომ იკადრა ხმის ამოღება და მისი შეჩეება.
-ბელა- ღმერთო ისე გამყინავად მოესმა ეს სახელი გოგონას, იქვე გაშეშდა, ეტყობოდა ხმაზეც კი რომ მოთმინებას კარგავდა და ძალიან უჭირდა თავის შეკავება.- ჩემ მოთმინებას ნუ ეთამაშები, ადგილზე დაბრუნდი!- ისეთი ხმა ჰქონდა, ბელამ ხმაც ვერ ამოიღო მაშინვე სკამზე დაჯდა და თვალები დახუჭა, მაქსიმალურად ცდილობდა გულის დამშვიდებას, თორემ მალე შიშისგან გაუსკდებოდა.
- მაშ გისმენ ბაგრატ, რამ შეგაწუხა.- ირონია არ დაიშურა და მაშინვე ტუჩზე იკბინა, თან თავს იწყევლიდა გრძელი ენა რომ აქვს და ჭკვას ვერ სწავლობს, არადა რამდენი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჭკვა მაინც ვერ ისწავლა. ბაგრატის ანთებულ თვალებს რომ გადაეყარა მაშინ მიხვდა, რომ კარგს არაფერს უქადდა ეს ადამიანი. გულში იმასაც კი ფიქრობდა, რომ რომელიმე არაბ შეიხზე სარფიანად გაყიდდა, გაეღიმა, რა სისულელა ერთადერთი რასაც ბაგრატს ვერ დააბრალებდა ადამიანების გაყიდვა იყო. უფრო მომკლავს და მანდ დამთავრდებაო ბოლოს დაასკვნა და ამოიოხრა კიდეც. ისევ დუმდა ბაგრატი, ბელა კი, ღმერთო ბელას სულში ქარბორბალა ტრიალებდა, ყველანაირი სცენა წარმოიდგინა და ბოლოს ყველა მისი სიკვდილით დამთავრდა. ფიქრებიდან უფროსი ბაგრატიონის ხმამ გამოარკვია, რომელმაც ჩაახველა ხმა გაიკრიალა და ავისმომასწავებელი სიმშვიდით დაიწყო საუბარი.
- ახლა მე ვილაპარაკებ, შენ კი ჩუმად მომისმენ, როგორც კი დავასულებ საუბარს, შენგან პასუხს მერე მოვისმენ, იმედია გასაგებია- ხმა ვერ ამოიღო სახეზე გაფითრდა და თავის დაქნევით შემოიფარგლა, არ იყო გოგონა დარწმუნებული ხმა რომ ამოეღო ნამდვილად ამოუვიდოდა სიტყვები, ეგონა ხმა საერთოდ წაერთვა.- კარგია, მოკლედ მოგეხსენება ნოე დაჭრის, ისიც გეცოდინება ვინ იყო, რთული მისახვედრი არ იქნებოდა და ჩემი ძმაც გეტყოდა. რადგან ასე ძლიერ გიყვართ ერთმანეთი კარგი, იყოს მასე დავიჯერებ, მაგრამ ჩემი ზმის დაცვაში თუ დამეხმარები მერე კი დავფიქრდები და გენდობი, ვინ იცის იქნებ სიმართლეც კი მოგიყვე. ის ადამიანი იმუქრება ბელა, საქონელს ითხოვს თუ არ მიიღებს ნოეს სიცოცხლის წართმევით იმუქრება. უნდა დამეხმარო, უფრო სწორად ნოეს დაეხმარო. ჩემ ძმას დაეხმარე და სანაცვლოდ სიცოცხლეს გაჩუქებ.- გაჩუმდა, ბელას კი ჩაეცინა. ეს იყო სიმწრის სიცილი, ისედაც იცოდა რომ ამას სთხოვდა ის ხომ ჩიხში ყავდათ მომწყვდეული, ჩოხელი თავში წამოსარტყმელი პიროვნება ნამდვილად არ იყო, რომ მოედომებინა მთელ ბაგრატიონების გვარს გაწყვეტდა, ამიტომ ზუსტად იცოდა ბაგრატს სხვა გზა არ ჰქონდა, თორემ ბელას არ მიაკითხავდა ნუ თხოვნით არა, უფრო მუქარით და ბოლოს სადმე ურრან ტყეში იპოვიდნენ მის სხეულს. რა უნდა ექნა არ იცოდა,არა იცოდა უბრალოდ ეგ გზა არ მოსწონდა. ცოტახანს იფიქრა და ბოლოს მიხვდა, ნოეს სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი იყო. ის მისი ერთადერთი იმედი იყო, ისედაც იდანაშაულებდა თავს ნოეს დაჭრაში და ახლა უფრო მეტად გრძნობდა პასუხისმგებლობას თავისი საქციელის გამო.
- ანუ მთავაზობ, სიცოცხლე სიცოცხლის ნაცვლად? სერიოზულად? მართალი ხარ, ნოეს სიცოცხლით ვერ გავრისკავ, მაგრამ სახმილებსაც ვერ დავთმობ. დიდ ნაწილს დაგიბრუნებ არ ინერვიულო, არა მე თვითონ უნდა გადავცე მას! მე და ნოე, კუდს არ აგვადევნებ და სიტყვაზე მენობი, აბა რას იტყვი?- გამომცდელად გახედა, თან ხელები მაგიდის ქვეშ დამალა, რომ ვერ შეემჩნია როგორ უკანკალებდა. მაინც სად პოულობდა ამხელა გამბედაობას. ბაგრატი ყოყმანობდამ ბოლოს მოსალოდნელი პასუხიც გაისმა.
- დრო მჭირდება, რომ დავფიქრდე.- ბელამ თავი დაუქნია წამოდგა და კართან შეჩერდა, უფროსი ბაგრატიონისკენ არც კი შეტრიალებულა ისე უთხრა.
- დასაფიქრებლად დრო ზუსტად იმდენი გაქვს რამდენიც ჩოხელმა მოგცა, დრო მიდის იცოდე. - ოთახი დატოვა, მთელი სხეული უკანკალებდა, ისეთი შევარდა ნოეს საძინებელში და მიეკრა ბიჭს თითქოს მოსაკლავად მისდევდნენ. ბელას ამ მდგომარეობაში დანახვამ ნოეს მოსვენეა დაუკარგა, თუმცა, მოთმინებით ელოდა მაინც როდის დამსვიდდებოდა. ისეთითბილი იყო ნოე ბელას მაშინვე სიმშვიდის გრძნობა დაეუფლა, ამ ბიჭის ჩახუტება მას ყოველგვარ შიშს უქრობდა, თითქოს ის მისი საიმედო ადგილი იყო, მისი მკლავები ფარი იყო და იცავდა ბელას გარე სამყაროსაგან. დიდხანს სიჩუმეს ვერ შეინარჩუნებდა, იცოდა როგორ შეაშინა ნოე, ამიტომ თავი ამოყო ნოას მკერდიდან და ახედა ბიჭს, რომელიც ისე მშვიდად უყურებდა დზ ეფერებოდა თმაზე, თითქოს არ ადარდებდა რომ მის სიცოცხლეს ემუქრებოდნენ. თვალები ცრემლებით აევსო გოგონას, თავიისევ მის მკერდში ჩაყო და ისე ამოიბურტყუნა.
-მაპატიე.- თავი ისევ ნოეს მკეერდში ჩარგო და ხელები უფრო ძლიერად მოხვია სხეულზე. ნოე გაკვირვებული დასცქეროდა გოგონას, ვერ გაეგო ეკითხა რამე თუ არა. ბოლოს ისევ გაჩუმება არჩია, ასე იდგნენ საკმაოდ დიდხანს, ბელას თმაზე ეფერებოდა და თან ღრმად ისუნთქავდა მის სურნელს. ბობონამ თავი მაღლა აწია, როგორც იქნა და ჩაწითლებული თვალებით სცადა გაღიმება. ამ სცენის დანახვაზე ნოეს გული შეეკუმშა, თვალებიდან ცრემლები მოწმინდა და შუბლზე აკოცა. ნამტრიალევიც კი ძალიან ლამაზი იყო, ამ ტირილისგან დასიებულ თვალებსაც კი სასწაული ხიბლი ჰქონდა, ღმერთო როგორ იზიდავდა ეს გოგო, არა ნამდვილად შეცვლიდა ეს გოგო მის ცხოვრებას. ძალიან უნდოდა მთელი სახე დაეკოცნა მისთვის და ვინ უწყის ბელაც ამას ელოდა. მათი გულები ერთმანეთისთვის უცემდათ ამას უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ რამდენად სწორ დროს გადაეკვეთნე ერთმანეთს საკითხავი სწორედ ეს იყო. ვეღარ მოითმინა, ნოემ და თვალებზე ნაზად აკოცა, ბელაც გატვრენილი იდგა, მაგრამ მისი გული ღმერთო სიამოვნებისგან ისე ფეთქავდა ეგონა მთელ ოთახს აყრუებდა. იცოდა ეს კარგს არაფერს მოუტანდა მათ, იმიტომ რომ ახლა იწყებოდა ყველაზე მთავარი, მას მოუწევდა ყველაფრის მოყოლა, ეტაპობრივად მაინც, ნათელი უნდა მოეფინა მის აქ ყოფნას. უნდა აეხსნა ის დიდი მიზეზი რაც აკავებდა. ბოლოს ნოეს მოშორდა და სავარძელში უღონოდ ჩაეშვა.
-მაპატიე ნოე, მე არ მინდოდა....- აღარ აცადა გაგრძელება ნოემ, ახლოს მივიდა გვერდით ჩამოუჯდა და ხელზე ხელი დაადო.
- ნუ მებოდიშები, ეს მე უნდა ვიხდიდე ბოდიშს ჩემი ძმის გამო. რა მოხდა გინდა მომიყვე?- ფეხები მოიკეცა ბელამ, თვაელი აეცრემლა, ტავი გააქნია და მხარზე დაადო.
- ბოდიში, მეშინია...მეშინია რომ შენ...- რაო? ნოეს უცებ თვალები გაუბრწყინდა, ის რა მასზე დარდობდა?
-ბელა შენ....ჩემზე ნერვიულობ?-ბელას თვალებში ჩახედა, ეულად გადმოგორებული ცრემლი მოწმინდა, გოგონას ხმა არ ამოუღია, ნაღვლიანად გაუღიმა და ჩაეხუტა. თან ამოილუღლუღა.
-რუმიმ თქვა " სამყაროში არის ხმა, რომელიც არ იყენებს სასაუბროს სიტყვებს. უსმინე!"- ნოემ გოგონას სახე ხელებში მოიქცია და გაუღიმა, მიუხვდა სათქმელს, მას აღიარების ეშინოდა. ყველაფრის აღიარება აშინებდა.
-მაშინ მე შენ ქმედებებს მოვუსმენ, პატარა ქალბატონო!- ცხვირზე აკოცა და ისევ მიიხუტა. ჩუმად ისხდნენ და ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნე, ბოლოს გოგონა დაიღალა ჩუმად ყოფნით. ტირილმა აშკარად უშველა გონს მოეგო და დაწყნარდა. ნოესგან გათავისუფლდა, წინ აესვეტა, დოინჯი შემორტყა და სახე დამანჭა.
- მშია.- ნოეს მის საქციელზე გაეცინა, ფეხზე წამოდგა თმა აუჩეჩა და ოთახიდან გავიდა, თან კარიდან მოაძახა აქ დამელოდეო. მეტი რა გზა ჰქონდა ჩუმად იჯდა და ელოდებოდა. ნოე ლანგრით ხელში დაბრუნდა საწოლზე დადო საჭმლით სავსე ლანგარი და ბელას გახედა, რომელიც უკვე ტუჩებს ილოკავდა. სწრაფად დაიბანა ხელები და საწოლზე დაჯდა.
- მაპატიე, მე უნდა გივლიდე შენ კი არა.- და ნაგეთსებით ამოიტენა პირი, მის ამ საქციელზე გულიანად გაეღიმა ბიჭს, ისიც მიუჯდა გვერდით და ჭამას შეუდგა.
- დაიკიდე რა, მოდი რამეს ვუყუროთ.- თვალები გაუბრწყინდა ამ შემოთავაზებაზე ბელას, თავი დაუქნია, ლუკმა უცებ გადაყლაპა და პულტი გამოსტაცა ხელიდან.
- ვიცი რასაც უნდა ვუყუროთ.- ეშმაკურად გაიცინა და მულტფილმი "ლილო და სტიჩი" ჩართო. ნოეს დამანჭული სახე რომ დაინახა ბელამ, გულიანად ახარხარდა. საჭმელს შეექცა ისევ და მულტფილმში გადაეშვა თავით, გიჟდებოდა ამ მულტფილმზე, ამას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა.
- OHANA means family. Family means nobody gets left behind or forgotten.- გაიმერო ლილოსა და ნანის სიტყვები, თან ნოეს გახედა, რომელიც აშკარად მთელი ემოციებით შეყურებდა მულტფილმს.- რაო მოგეწონა ჩიტო?- კმაყოფილმა გაიღიმა და ნოეს გახედა, რომელმაც თავი დაუქნია.მულტფილიმის დასრულებისთანავე მეორე ნაწილს ჩაუსხდნენ. მთელი ღამე მულტფილმების ყურებაში გაატარეს.ასე დასრულდა იმ დღეს დიალოგები... მაგრამ ყველაზე დიდი თემა წინ იყო, რომელიც ნოეს ალბათ გულს ატკენდა და ბელას ასმაგად ეტკინებოდა. ბელა თავის თავს სტიჩს ადარებდა, მას ოჯახი არ ყავდა, უფრო სწორად იდეაში ყავდა, მაგრამ ეს ოჯახი მისი ბილოგიური ოჯახი არ იყო, არა არც ნაშვილები ყოფილა, მისი ოჯახი სამსახურში მომლოდინე თანამშრომლები იყვნენ. ტატუც კი ჰქონდა ბელას ოჰანა, რომელიც მისთვის ყველაფერს ნიშნავდა, იმ ღამეს ვერ დაიძინა. ნოეს უყურებდა როგორ ეძინა და მის ხვეულებს ეფერებოდა.

*****

თეთღად გათენებული ღამის შედეგი მის ჩაშვებულ უპეებზე აისახა, ნოეს ისევ ეძინა. ჩუმად წამოდგა სააბაზანოში შევიდა და სახეზე ცივი წყალი შეისხა. საკრეში საკუთარ თავს უყურებდა და აქეზებდა, დღეს ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვა ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას, ნოე იმსახურებდა სიმართლის ცოდნას. ამასობაში ნოემაც გაიღვიძა, ბელა აბაზანის კარებს მიყუდებული უღიმოდა ბიჭს, რომელსაც თავი სიზმარში ეგონა. გოგონამ გაუღიმა.
-ყავას დალევ?- ნოემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ბელამ კი სამზარეულოს მიაშურა. ლალი როგორც ყოველთვის ფუსფუსებდა, ბაგრატი უკმაყოფილო სახით კითხულობდა გაზეთს. ორივეს მიესალმა და ყავები გაამზადა, იმდენად კეთილი იყო, ბაგრატსაც კი გაუკეთა და იქვე დაუდგა.
- დრო მიდის ხომ იცი.- შეახსენა ბელამ, უფროსმა ბაგრატიონმა კი თავი დაუქნია და ამოიოხრა.
-ბელა ძვირფასო, ამ საღამოს რა მოვამზადო?
- იცით ძალიან მინდა ხინკალი და ოსტრი მიტრიალებს თავში- თან ნერწყვებს ყლაპავდა და ისე ელაპარაკებოდა, ოსტრის ხსენებაზე ლალის და ბაგრატს ერთად გაეცინათ. ბელა გაოგნებული უყურებდა უფროს ბაგრატიონს, თურმე სიცილი შეძლებია. იყო ამ ადამიანში რაღაც იდუმალი.
- ოსტრი? შენ რა ოსტრი გიყვარს?- გაუკვირდა ბაგრატს.
- კი, ძალიან თანაც, თქვენ ღიმილი შეგძლებიათ ბატონო ბაგრატ.- გაუღიმა ბელამ და ჭიქებით ოთახი დატოვა. ლალიმ ჩაინიშნა ყველაფერი, სიაც ჩამოწერა და ბაგრატს გახედა, რომელიც ეს დღეები ძალიან მოღუშული იყო.
ბელა ოთახში აბრუნდა, ნოეს ყავა მიაწოდა და შუბლზე აკოცა. არ აინტერესებდა აღარაფერი, რაც იქნება იქნებოა, ახლა ასე მინდა და ასე მოვიქცევიო გადაწყვიტა. ყავა მშვიდად დალიეს.
- ნოე ჭრილობას შევათვალიერებ კარგი?
-კიბატონო.- გაუღიმა გოგონას და მაისური გადაიძრო. ბელამ ბიჭის კუნთები ხარბად შეათვალიერა, შემდეგ სამედიცინო ყუთიმოიმარჯვა, ჭრილობა დაამუშავა და შეუხვია.
- მალე მოგიშუშდება, დღეს რა ვქნათ?- ცალყბად გაუღიმა ბიჭს.
- არ ვიცი და რა გინდა, რომ გავაკეთოთ?
-დაბრა ჩავიდეთ ეზოში, იმხელა ტყეს ფლობთ, იქნებ გავისეირნოთ და თან ვისაუბროთ?
- კარგი აზრია, მართალია ჩემი მაისური ძალიან გიხდება, მაგრამ შარვალიც ჩაიცვი, დაცვას ნუ გამიგიჟებ.- ფეხზე წამოდგნენ, ნოე ბელას მიუახლობდა ყურთან ახხლოს მიუტანა ტუჩები და უჩურჩულა- ასეთს მხოლოდა მე უნდა გიყურებდ, სამზარეულოშიც ნუ დასუნსულაობ ასე, პატარა ქალბატონო.- ამ სიტყვებზე ბლას, ჟრუანტელმა დაუარა, ეს ბიჭი სულ სხვანაირად მოქმედებდა მასზე, თავი დაუქნია ბიჭს და ორივე გასახდელში შევიდა ნოემ მაისური გადაიცვა, ბელამ სპორტული შარვალი მოირგო და ოთახი დატოვეს. დიდხანს ჩუმად სეირნობდნენ, ტკბებოდნენ ბუნების სილამაზით, თან ხარბად ისუნთქავდნენ სუფთა ჰარეს.ბოლოს ისევ ნოემ დაარღვია იდილია.
- რატომ ლილო და სტიჩი? გეტყობა ზეპირად იცი უკვე.- ბელა წამით შეჩერდა, ნოეს წინ დადგა თვალებში ჩახედა და გაუღიმა, თან ფიქრობდა საიდან დაეწყო.
- გრძელი ამბავია.
-ტყეც დიდია, თუ გნდა ვისეირნოთ თუ გინდა ბალახზე ჩამოვსხდეთ და მომიყევი.- ბელამ თავი დაქნია და მწვანე მდელოზე გაწვა, ნოე გვერდით მიუჯდა და მშვიდად დაელოდა.
-დიდი ზნის წინ დაიწყო ყველაფერი, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი ოჯახს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ბედნიერი ოჯახი მყავდა, მანამ სანამ ის უბედურეა დაიწყო...
მამაჩმი ბიზნესმენი იყო, უდარდელი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ლილო და სტიჩი მაშინვე ძალიან მიყვარდა, დედა მეუბნებოდა ამ მულტფილმის მორალი მუდამ გახსოვდესო, ოჯახი ყოველთვის გვერდით გეყოლება თუნდაც პატარა და არასრულყოფილი იყოსო, მაშინ ვერ ვხვდებოდი, ახლა კი მესმის, დედამ იცოდა, ძალიან კარგად იცოდა რომ კარგი დღე არ დაგვატყდებოდა. ჩემი გვარი ყოველთვის ხელს მიშლიდა.- ბელამ თავი წამოყო და ნოეს გახედა, რომელიც გაყურსული უსმენდა. მისკენ მიიჩოჩა და სახე ხელებში მოიქცია- ნოე ახლა, რასაც მოგიყვები მინდა სწორედ გაიგო, დასაკარგი არაფერი აღარ მაქვს, მინდა იცოდე ყველაფერი ჩემზე თუ ჩვენ შევძელით...- ვეღარ გააგრძელა, ხელები მოაშორა და მის უკან გაიხედა, სიტყვებს ეძებდა. ბიჭმა მისკენ მიახედა ისევ გოგონადა ნაზად აკოცა. შუბლი შუბლზე მიადო და ამოიბურტყუნა.
- საჩქარო არაფერია, ბელა მე და შენ ერთმანეთი კარგად უნდა გავიცნოთ, რაც არ უნდა იყოსგპირდები შევეცდები გაგიგო, ამიტომ შენგანაც იგივეს მოვითხოვ.- გოგონამ ლოყაზზე ნაზად აკოცა გაუღიმა და თავი დაუქნია.
- მაშინ მოგიყვები, ყველაფერს მოგიყვები, იმასაც გავიგებ თუ გაბრაზდები და ჩემი ნახვა აღარ მოგინდება.- ბიჭი ჩაფიქრდა რა უნდა იყოს ასეთი, რის გამოც ამ ლამაზი თვალების პატრონის ნახვა აღარ მოუნდებოდა. ვერ ხვდებოდა, მაგრამ იცოდა რომ აშკარად არ ხუმრობდა გოგონა და ძალიან ყოყმანობდა.- მოკლედ, მე ბელა ვარ ბელა....- სიტყვა გაუწყდა, სროლის ხმა გაიგონეს, მათკენ დიმა მირბოდა, იარაღით ხელში. მეორე იარაღი შარვლიდან ამოაძვრინა და ნოეს ესროლა.
- თვს დაგვესხმნენ.-იყვირა და ორივე ბელას ამოეფარა.
- დიმა კიდევ გაქვს იარაღი?- იკითხა ბელამ, ამ კითხვამ ორივე გააოგნა, დიმამ თავი დაუქნია.- მომეცი!
- გამოყენება იცი?
- მომეცი და განახებ, რა ვიცი!- ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და გოგონას მიაწოდეს იარაღი, ბელამ სწრაფად შეამოწმა ტვიების რაოდენობა, შემდეგ ჩამკეტი გადახსნა, გადატენა და ბიჭებს გვერდით დაუდგა. ისინი კი გაოგნებულები უყურებდნენ.- ახლა რას ვაპირებთ? რა გეგმა გვაქვს? ან ვინ არიან?
- არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ აქედან აუცილებლად უნდა გაგიყვანოთ შენც და ნოეც.
-ბაგრატი და ლალი? როგორ არიან?- იკითხა ნოემ.
- ლალი გავიყვანეთ, ბაგრატი კი მოლაპარაკებას ცდილობს თავდამსხმელთან, მან მიბრძანა აქედან გამეყვანეთ.
- მაშინ წავიდეთ, რაღას ველოდებით?- ხმა ამოიღო ბელამ, ნოემ კი შეწინააღმდეგება გადაწყვიტა.
- ჩემ ძმას აქ ვერ დავტოვებ! მას მე ვჭირდები.
- ნოე! ახლა გმირობის დრო არაა, დაჭრილი ხარ, ბაგრატს იმით უფრო დაეხმარები, თუ აქედან უსაფრთხოდ გახვალ!- ბელამ, რაც შიძლება მკაცრად უთხრა.- ახლა არა ნოე, გთხოვ, ვერ დაგკარგავ.- ხმა უფრო დაურბილდა და სახეზე ნაზად მოუსვა ხელი ბიჭს.
- ჯანდაბა ბელა! მაგრამ...
-არანაირი მაგრამ, ბელა მართალია ნოე! უნდა წავიდეთ სწრაფად.- შეწინაამდეგება აღარც უცდია, სწრაფად გაეცალნენ იქაურობას, ბელა და ნოე უკან ისხნენ, გოგონა ნოეს ისე ეხუტებოდა, გეგონება გადაიფიქრებდა და გაიქცეოდა. ხმა აღარ ამოუღიათ, გზა კი საკმაოდ გრძელი იქნებოდა, მათ გადაწყვიტეს თავი მაღალი მთებისთვის შეეფარებინათ....

დიდხანს იარეს, ბოლოს როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს. მთელი გზა ხმა არავის ამოუღია, სიჩუმეში კი უფრო მეტად იგრძნობოდა დაძაბულობა. ორივე ფიქრობდა, ნოე ბაგრატსა და ბელას სიტყვებზე, ბელა კი მომხდარს ატრიალებდა, ვინ დაესხა თავს ბაგრატიონების სასახლეს, ვინ გარისკა? თუმცა, მაგას რა მიხვედრა უნდოდა, ეს აუცილებლად ჩოხელი იქნებოდა. მანქანა, რომ გაჩერდა სამივენი გადავიდნენ, ბელას თვალწინ სასწაული ხედები გადაიშალა, ლამაზი ორსართულიანი სახლი, ხისგან აშენებული, რომელიც, ხეებში იმალებოდა. ეზოში შევიდნენ, წინ ეზოში და ულამაზესი ხედი კიდევ უფრო ლამაზი გახდა, სახლი მთებს გაჰყურებდა. ბელას სახეზე ღიმილი დათამაშებდა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დაძაბული იყო. ნოე გვერდით ამოუდგა და გოგონას ღიმილს ღიმილით უპასუხა.
- ძალიან ლამაზი ადგილია, ცუდია რომ ასეთ დროს მოგვიწია აქ ამოსვლა.- უცებ დანაღვლიანდა ბელა. ნოემ თავზე ხელი გადაუსვა და შემდეგ ხელი ბელას ხელისკენ ჩაასრიალა, ჩაჰკიდა და სახლში შეიყვანა. ძალიან მყუდრო სახლი იყო, პირველ სართულზე სტუდიოს სტილის მისაღები და სამზარეულო, მეორე სართულზე ორი საძინებელი იყო, რომლებსაც აივანი აერთიანებდა. ამ სახლში ნოეს გვერდით, ბელამ თავი კიდევ უფრო უსაფრთხოდ იგრძნო.
- ყავას დალევთ ბიჭებო?- სიჩუმე დაარღვია ბელამ. ორივე თავი დაუქნია და მანაც ყავის მოსახარშად სამზარეულოში გასწია. ნოე და დიმა სავარძელში ჩაეშვნენ, ჩუმად უყურებდნენ ერთმანეთს, ორივემ იცოდა რომ ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ბაგრატს უნდა დალოდებოდნენ და გაეგოთ რა მოხდა. ბელამ ყავები მოიტანა და ნოეს გვერდით მოკალათდა. ორივეს გადაგეხა და სახეებზე მხოლოდ დაძაბულობას და გაურკვევლობას კითხულობდა. ამოიოხრა და ლაპარაკი დაიწყო.
- იქ, რაც მოხდა მგონი ეგეც ჩემი ბრალია.- ორივემ გაოცებული თვალები მიანათა, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ, ელოდნენ როდის გააგრძელებდა ბელა საუბარს.- იცით, ვფიქრობ იმ ნარკოტიკების გამო მოხდა ყველაფერი. მე რომ დავმალე, მგონი ვიცი რაც უნდა გავაკეთო, როდესაც ბაგრატი მოვა. აღარ აქ მნიშვნელობა მექნება თუ არა სამხილები.
ნოემ შეწინააღმდეგება დააპირა, მაგრამ ამ დროს ეზოში სწრაფად შემოქანდა შავი ჯიპი. ბაგრატიც მოვიდა, ახლა ყველა ერთად ილაპარაკებდა და ამ საიდუმლოებებს ეს დიალოგები დაასრულებდა. უფროსი ბაგრატიონი სწრაფად შევიდა სახლში, მზერა ბელას ესროლა და სწრაფად უთხრა.
-უნდა ვილაპარაკოთ, ყველაფერზე თანახმა ვარ!- ბელამ თავი დაუქნია და მზერა ნოესკენ გააპარა, რომელიც გაურკვევლობაში იყო და ბრაზი ეფინებოდა. გოგონამ წამოდგომა დააპირა, ნოემ ხელი ჩაკიდა და ანიშნა არ ადგეო, შემდეგ მზერა ძმას ესროლა და საუბარი დაიწყო.
- პასუხებს ველოდები, ბაგრატ მინდა ყველაფერი მიამბო. აღარ მინდა სიურპრიზად დამესხას ვინმე თავს, ის მეც კარგად ვიცი კარგ საქმეებში, რომ არ ვართ გარეულები, მაგრამ ვისთან გვაქვს საქმე, იქნებ ეგ მაინც მითხრა?- უფროსმა ბაგრატიონმა ამოიოხრა, მაგრამ გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, რომ ძმას ვეღარ დაუმალავდა სიმართლეს.
- ნოე, ნარკოტიკებთან და ნარკოდილერებთან გვაქ საქმე, გახსოვს ჩოხელი? ის კაცი ნარკოტიკებს ელოდა ჩემგან, მაგრამ ვერ მივაწოდე, იმიტომ რომ ბელამ ისინი როგორღაც გაიტაცა.- ახლა ბელა ჩაერთო საუბარში.
-ჩვენ კი შევთანხმდით, რომ ამ სამხილებს დავუბრუნებთ, მე და ბაგრატი ერთად დავუბრუნებთ!- ბაგრატს თვალები გაუბრწყინდა, გაუხარდა ერთ პრობლემას მაინც მოაგვარებდნენ, მაგრამ რჩებოდა ერთი დიდი პრობლემა სახელად ბელა ჩოხელი....



დამიგვიანდა ცოტა, იმედია მოგეწონებათ. ველოდები შეფასებებს. ყველას მადლობა რომ კითხულობთ და დროს უთმობთ ამ ისტორიას <3



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ჰა ჰა ჰა ბედის ირონია ჩოხელთან აქვს პრობლემა და ჩოხელი სახში უზით

 


№2  offline წევრი ქეთუშა

შემდეგ თავს როდის დადებ

 


№3  offline წევრი amanim

ქეთუშა
შემდეგ თავს როდის დადებ

ვეცდები კვირას უკვე დავდო ახალი თავი, პროცესში ვარ სიუჟეტის განვითარების იმედია მომიწონებთ???? მადლობა რომ კითხულობთ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent