შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა ქალში ,, წყეულ“დედაჩემს ვხედავ( 18+)სრულად (I ნაწილი)


8-09-2023, 10:39
ნანახია 4 337

შუა ღამე კარგა ხნის გადასული იყო , როცა ტელეფონის ზარმა ჩემი მოდუნებულ-გადაღლილი ყურადღება თვლემის რეჟიმიდან გამოახედა.
დედამთილი რეკავდა ფშავიდან:
-ლიკა, შვილო , სათხოვარი მაქვს შენთან: ძალიან კი მეუხერხულება , არც კი ვიცი როგორ გკადრო, ან შენ როგორ მიიღეებ, მაგრამ შენს იქით გზა არ მაქვს?!
ხვალ 10 საათზე ჯიქიაზე უნდა ვიყო, სახლია დასალაგებელი და ვერანაირად ვასწრებ აქედან დაბრუნებას, ისეთი თავსხმა, სეტყვა და გრიგალია მილეწ-მოლეწა ყველაფერი ირგვლივ, ჩაიხერგა მოძრობა. გთხოვ, ეს ერთი დღე რამენაირად გაიჭირვე და წადი, მისამართს გამოგიგზავნი. სახლის გასაღები ფეხსაწმენდის ქვეშ დაგხვდება. ძალიან კარგად იხდიან, ვერ დავკარგავ მაგ კლიენტს. სამძიმო არაფერია, წინა კვირას დავალაგე ძირფესვიანად. მხოლოდ მტვრები იქნება გადასაწმენდი და აბაზანა მისახედი, კიდევ 2 საძინებელი, თეთრეული გამოცვალე და დასარეცხად შეყარე, სანამ დალაგებას მორჩები გაფენას და გაშრობასაც მოასწრებს სარეცხი,დაუთოებას მე მივხედავ როცა ჩამოვალ, 3 -4 საათის საქმეა. ანაზღაურება ტელევიზორთან იქნება დატოვებული, აიღე და მოიხმარე.
ჩემი დედამთილი , ლაურა ჯიქური , მართლაც რომ ჯიქივით ქალია, უდრეკი, მშრომელი, უღალატო , ღვთისნიერი, ამასთანავე დიდი პრაქტიკისა და გამოცდილების მქონე ექთანია, ამიტომ, ხან თუშეთშია გამოძახებით, ხან სვანეთში, ხან თბილისთან ახლოს გარეუბნებში, მოკლედ მისი მუხლის ჩახრაა არაა. შიგადაშიგ კი ,,დალაგებებზე“ მუშაობს.
-ვინ დარეკა ამ შუა ღამეს? უძილო თვალები ამოჰყო ტელეფონიდან ქმარმა , თუმცა, ისედაც კარგად გაიგო ვის ვესაუბრებოდი, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაეწყო დაკითხვა , რომ სრულყოფილი დიალოგის შინაარსი გაეგო?!
-დედა იყო, მთხოვა ხვალ ჯიქიაზე სახლი დავალაგო მის ნაცვლად.
რაო? ეგ როგორ გავიგო? მე ვინ მომხედავს? ბავშვს ვინ წაიყვანს სკოლაში ან ვინ გამოიყვანს? აყვირდა და აზანზარდა მისი ბოხი ბარიტონი ღამის კედლებში. როცა სიტუაცია სრულად ავუხსენი ცოტა დაწყნარდა , მაგრამ ჩემი სახლიდან გაშვების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავდა. თუმცა დაინახა რომ სხვა გზა არ ჰქონდა, 30 წელს იყო გადაცილებული, 10 წელს ითვლიდა ჩვენი ქორწინება და ისევ დედამისის კმაყოფაზე ვცხოვრობდით . იმდენად ჰქონდა თავმოყვარეობა დაკარგული სულ არ ანაღვლებდა ეს ფაქტი. დედის ნებიერა იყო, 15 წლის თავზე გაჩენილი ერთადერთი გვარის გამგრძელებელი , მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა ოჯახს. დროსტარებას, მეგობრებსა და ქალებს გადაყოლილი შინ ნახევარჯერ არ იყო, თუმცა მე და ჩემი გოგონა -თეკლე ,მის გარეშე უფრო მშვიდად ვიყავით ხოლმე , რადგან სახლში სულ უხასითოდ, ნასვამი, ბრუნდებოდა.მერე იყო უმიზეზო კამათი , ჩხუბი, შეურაწყოფა, დამცირება... მისმა ასეთმა საქციელმა არამხოლოდ მის მიმართ განმაწყო ანტიპათიით, არამედ თვითშეფასება გამინულა. ამქვეყნად ყველაზე უშნო, უგერგილო და გამოუსადეგარი მეგონა ჩემი თავი.
ჩემი ცხოვრების უფერულ დღეებში ერთადერთი მანათობელი სხივი თეკლეს დაბადებამ შემოიტანა .
წელს , ზამთრის მიწურულს ისე ლამაზად მოათოვა თბილისს, გავიფიქრე, ბუნების შემოქმედმა სპეციალურად ჩემნაირი ადამიანებისთვის მოხატა, რომ ჩვენი უელფერო ცხოვრების უამინდობისთვის ემკურნალა თავისი ქათქათა ხელებით. ის იყო შვილთან ერთად ეზოში გასვლა დავაპირე რომ ტელეფონმა დარეკა:
-დემეტრეს მეუღლე ბრძანდებით?
-დიახ, ვუპასუხე.
მე საავადმყოფოდან გიკავშირდებით,მორიგე ექიმი ვარ, თქვენი მეუღლე, ხერხემლის და ფეხის დაზიანებით შემოიყვანეს. ოპერაციისთვის ვამზადებთ. გთხოვთ მობრძანდეთ.
თურმე ნასვამს, სახლისკენ მომავალს კიბეზე ფეხი დაცურებია , გამვლელს სასწრაფო დახმარება გამოუძახებია და საავადმყოფოში გადაუყვანიათ.
დიდი ამბით და წივილ -კივილით შევცვივდით საავადმყოფოში მე და ლაურა, მაგრამ მალვე ექიმმა დაგვამშვიდა, უკვე ოპერაცია უკეთდება , საიმედო ხელშიაო.
ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა, ცრემლიც შეგვაშრა და ენერგიაც გამოგველია. რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ საოპერაციოს კარი გაიღო, იქიდან დაღლილი ექიმი გამოვიდა და დემეტრეს ახლობლები იკითხა:
- ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ, ხანგრძივ რეაბილიტაციას საჭიროებს- გვაუწყა ექიმმა. სწორედ , ამის გამო მეხუთე თვეა წევს, თუმცა , შეუძლია ყავარჯნებით სიარული მაგრამ , თავს არ იწუხებს, წევს და მბრძანებლობს!
მოსწყდა დროსტარებას , ბარებს, სამაგიეროდ მე დამაწყვიტა ისედაც ძაფზე დაკიდული ნერვები. ყველაფერზე გაღიზიანებულია , ღამით ხან ტკივილები არ აძინებს, ხან დეპრესია , ხან დღის განმავლობაში სძინავს და ღამით ვეღარ იძინებს, ამ ეშმაკის მანქანა,, ტელეფონს“ ლამისაა ყუნწი გავუკეთო და გულზე სამკაულად დავკიდო, მთელი ღამე ,,აჟღარუნებს“ და იძულებული ვარ დღის ცხოვრებით დაღლილმა ღამე ვუთიო.
უძილობა შევიჩვიე სხივჩამქრალ თვალებში.
დედამთილთან საუბრის შემდეგ აღარ დამძინებია, ფიქრებმა გამიყოლია, მომატარა ბედნიერი წარსული: სად გაქრა ჩემი სიამაყე, ჩემი ქალური ღირსება, სიკეკლუცე, სითამამე, თავდაჯერებულობა, ვუღრმავდებოდი ჩემს თავს და ვეღარაფერს ვპოულობდი ისეთს, რაც სკუთარი თავის მიმართ პატივისცემის სურვილს დამიბრუნებდა, 29 წლის ქალი სულიერად 80 წლისას არაფრით ჩამოუვარდები , გულგატეხილი, სხივჩმქრალი, მოუვლელი, დემოტივირებული.. .
ფსიქოლოგიურის ბოლო კურსს ვამთავრებდი უნივერსიტეტში, რომ გავთხოვდი, დიპლომი დღემდე არ გამომატანინა , იმ მიზეზით, რომ შენ თუ დიპლომი გექნება ამაყად ყურებას დამიწყებ, მერე სამსახურს მომთხოვო! მე კი არ ვაპირებ ჩემმა ცოლმა იმუშაოს და სხვამ უჟუჟნის თვალებიო.
ღმერთო, რა ავხორცი აზრები აქვს, როგორიც თავადაა ასეთი ჰგონია სხვაც, ყველა ისე მსჯელობს როგორიც თავადაა!
ალბათ აღარ გაგიკვირდებათ ჩემი უსუსურობა, თუ გეტყვით , რომ არც დამიძალებია, არც მომითხოვია, ან და რად მინდოდა დიპლომი, სახლის იქით ჩემი გზა არც არსად იწყებოდა არც არსად გრძელდებოდა. აღარაფერი მაინტერესებდა იმ წუთიდან რაც გათხოვილი ქალი დამერქვა და მეუღლე ჩემს სხეულს დაეუფლა. ქორწინების პირველ ღამესზიზღის მეტი არაფერი მიგრძვნია მისი სხეულის მიმართ და ეს ზიზღი მახრჩობს, მანადგურებს, უკვე წლებია, ეს არის ქორწინებას ამოფარებული ძალადობა. მძულს ჩემი თავი ყველაზე მეტად სექსის მომენტში, ორმაგად მძულს ჩემი მოძალადე ქმარი, რომელსაც არც ერთხელ გასჩენია კითხვა განვიცდი თუ არა მასთან სექსით სიამოვნებას.
-რატომ არასდროს გსურს ჩემთან სექსი? მკითხა ერთხელ გაღიზიანებულმა.
დავიღალე ძალიან, დღეს ბევრი საქმე მქონდა, თეკლასაც მთელი დღეა სიცხე აქვს -ვპასუხობ და თვალს ვერ ვუსწორებ.
სხვა გყავს?-მაკვირდება გამომწვევად და თვალები ისეთი ბრაზით ენთება ვგრძნობ თავისივე სულელური შეკითხვა თვითონვე დაიჯერა და რომ შეეძლოს ჩემს დახრჩობაზეც არ იტყოდა უარს.
-ისტერიული სიცილი ამიტყდა. ამან უფრო გააცოფა.
-კი, სამზარეულოს კარადაში ვმალავ! ვეუბნები ირონიულად და ცრემლებს ვმალავ.
შენ ავადმყოფ თავში თუ დაიბადება მხოლოდ მსგავსი სისულელე, სახლის გარდა არსად გავდივარ როგორ შეიძლება ვინმე მყავდეს?- ავადმყოფი ხარ .
ყუჩდება, მშვიდდება მისი ეგოისტური ,, მე“ . ღმერთო რა საძაგელი, რა მაზოხისტი უნდა იყო მამაკაცი , ქალის ტირილი გსიამოვნებდეს და გაწყნარებდეს! გული მერევა ... ღმერთო, მომეცი მოთმინება რომ ჭკუიიდან არ შევიშალო!
უკან წასასვლელი გზა მაინც მქონდეს! ძალა მამომაცალა ბედნიერი ქალის ,,ნიღაბის “ტარებამ. .
- ჩემი ცოლი ხარ და ვადებული ხარ ცოლობა გამიწიო, როცა მომინდება მაშინ! უფლება არ გაქვს უარი მითხრა, გინდა თუ არა ეს!
ფუ, უთავმოყვარეო ნაძირალა! როგორ შეიძლება ქალს არ უნდოდე და იძალადო? მერე კი ეს სიყვარულით გაამართლო!- ცრემლისგან ვიცლები...არც საშველია, არც მშველელი...
ხანდახან ისე ვბრაზობ, ვფიქრობ, რომ გამოჩნდეს ვინმე, ხომ არის ღირსი, მართლაც გავიჩინო მამაკაცი, რომელიც მეყვარება, ვეყვარები? იქნებ ასე ძალიან აღარ მეტკინოს, აღარ მეწყინოს ეს შეურაწყოფა და უნდობლობა? იქნებ გამიადვილდეს ცხოვრება იმის ფიქრით რომ არსებობს სადღაც , ვიღაც ვინც მსურს, ვისაც ვედარდები? მაგრამ ისე მაქვს მამაკაცების მიმართ ნდობა დაკარგული , არ მგონია , არსებობდეს კაცი, ვისაც ქალი სუფთა სულით,სინდისით, მთელი სისავსით , უანგაროდ ეყვარება. აღარ მწამს აღარაფერი ლამაზი, წრფელი და წმინდა! უცებ ფიქრებიდან ვფიზლდები შეშინებული, ჩემს თავს ვუწყრები, მერე საძაგელი ფიქრებისთვის ღმერთს პატიებას ვთხოვ, პირჯვარს ვიწერ და ნეგატიურ ფიქრებს გულიდან ვიყრი .

***
შემოდგომის არეული ამინდი იყო, ხან ციოდა, ხან ისეთ პაპანაქებას დაიჭედრა სიშიშვლეს განატრებინებდა.
დილის 6 საათზე უკვე ფეხზე ვიყავი. უშაქრო ყავას მივირთმევდი და საჭმელს ვამზადებდი ოჯახისთვის, რომ, მეუღლეს უჩემობის 5 საათი არ ეგრძნო . დრო უცებ შემომეფცქვნა ხელში, ამასობაში თეკლემ გაიღვიძა, სასკოლოდ გავამზადე, შემდეგ მეც შავი შლაქსი და თეთრი კეტები ამოვიცვი, კარადიდან რაც ხელში მომხვდა , თეთრი მაისური გამოვიღე , გადავიცვი, რომელიც თურმე მკერდს ისე მადიანად კვეთდა არც შემიმჩნევია, სანამ დემეტრეს აგრესიული ხმა არ მოსწვდა ყურთასმენას:
-ეგ გამომწვები მაისური გაიხადე სანამ შემოაგახიე ტანზე, ნახევარი მკერდი გიჩანს.
მერეღა ჩავიხედე სარკეში, მართალი იყო.ისე გამომწვევად იმზირებოდა თეთრ მაისურში ჩემი სიმდიდრეები , გულგრილს არავის დასტოვებდა .
- მაინც პიჯაკი უნდა ჩავიცვა და შარფი გავიკეთო. იქ კი სამუშაო ტანსაცმელი მიმაქვს გამოსაცვლელად, ვუთხარი წყნარად , პიჯაკი შემოვიცვი, შარფი მოვიხვიე და სკოლისაკენ გავწიეთ.
სკოლასთან როგორც ყოველთვის მშობლები იყვნენ შეკრებილნი, ათას რამეს განიხილავდნენ, ზოგი მასწავლებელს ჭორავდა, ზოგი მშობელს, ზოგი ვის და ზოგი ვის?
-მე კი, ჩუმად ვიდექი, ვაკვირდებოდი მათ ქცევას, ჩაცმულობას და ვატყობდი თვალებში სიბრალული მეტად მიჩანდა ყველას მიმართ, ჩემი თავის უპირველეს, ყოვლის, ვიდრე მხიარულება, რადგან, მე მათზე უარეს დღეში ვიყავი, მაგრამ მოვკვდებოდი და ჩემს ტკივილს სააშკარაოზე არ გამოვიტანდი საირონიოდ. ამიტომ სიჩუმე ჩემი ყველაზე კომფორტული მდგომარეობა იყო სახლშიც და საზოგადეობაშიც. რომ არ შეემჩნიათ სათვალე მოვირგე, მზე მოვიმიზეზე.
მშობლების უმეტესობა ისეთი ჩაცმულ-გაპრანჭულ- ჩამაკიაჟებული დადის სკოლაში, იფიქრებ საღამოს წვეულებაზე მიდიან.
- მიკვირს, როგორ ასწრებენ ასე ადრე მაკიაჟის გაკეთებას? თითქოს ჩემს ფიქრს ჩასწვდაო , ერთერთმა მშობელმა ზუსტად მსგავსი შეკითხვა დაუსვა ჩემს გვერდით მდგარ ნათიას:
-გაფიცებ , როგორ ასწრებ ისეთ ფორმაში გამოცხადდე სკოლაში, თითქოს წვეულებაზე ან რესტორანში მიდიხარ?
ნათია გულუბრყვილოდ იცინის და ყველას სათქმელს ამბობს მხიარულად, თან იმერულად უქცევს :
-რა ვქნა გენაცვალე, სხვაგან მე არსად დავდივარ და ქალად როდის ვიგრძნო თავი სულ წინსაფარი და ცოცხლი მიკავია ხელში. როდის დავცვითო ,, ზმანები“, ესაა ჩემი რესტორანიც და წვეულების ადგილიც! მის სიცილს დანარჩენი მშობლებიც უერთდებიან და საკუთარ თავზე ახალ- ახალ ღადაობებს ყვებიან.
ამასობაში დამრიგებელიც გამოჩნდა, თეკლა ჩავაბარე , თან დავუბარე რომ მოვაკითხავდი აუცილებლად . მშობლებს დროებით დავემშვიდობე და ავტობუსის გაჩერებაზე მივედი თუ არა ავტობუსიც ჩამოდგა. ფაქტობრივად ცარიელი იყო. ქალაქის თავიდან მივყვებოდი , ქალაქის ბოლომდე, ამიტომ მგზავრებით შევსება ვერ მოესწრო. ბოლოში, ფანჯრის მხარეს მოვძებნე ადგილი და დავჯექი. სკოლაში, სულ პირველი მერხისკენ ვისწრაფვოდი, სულ პირველობაზე მქონდა პრეტენზია, დღევანდელი ,, მე“ კი ისეთ ადგილებს არჩევდა ყველგან, რაც შეიძლებოდა უჩინარი ყოფილიყო, რომ შემძლებოდა გავქრებოდი კიდეც. ვიფიქრე , გამოძინებასაც მოვასწრებ სანამ ბოლო გაჩერებაზე მივალ, თავი ფანჯარას მივადე მეტი კომფორტისთვის, სათვალე შევისწორე , ცხელოდა ავტობუსში ამიტომ შარფი მოვიხსენი, ჩანთაზე შევბანტე, მკერდს პიჯაკი მივაფარე და თვალები დავხუჭე.
არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს ვიყავი მთვლემარე მდგომარეობაში, უცებ ჩემს მხარზე შეხება ვიგრძენი, ამას მოჰყვა სიგარეტნარევი ალკოჰოლის სუნი, რომელმაც ისე სასიამოვნოდ შემიღიტინა ცხვირში და გამაბრუა თვალის გახელას მერჩია მეფიქრა რომ სიზმარში ვიყავი.
დავიძაბე, თვალები ოდნავ შევაფხიზლე და ბუნდოვნად ვხედავ შავ , გრუზა თმას, რომელიც ჩემი მხრიდან პირდაპირ ჩემს მკერდში ესობა ცხვირით.ღმერთო, სიზმარში ვარ თუ სამოთხეში? ორივე მაწყობს! ეს შავი თმა ისეთ ცხელ სუნთვას დაატარებს ჩემს მკერდში ,ჩემს ძუძუებს ოხშივარი ასდით, ვგრძნობ როგორ გამიმაგრდა ძუძუს თავები, ისეთ იმპულსებს მიგზავნის ,მთელს ტანში ჟრუანტელად დამიდის. ისევ დავხუჭე თვალები და თავი დავაჯერე რომ სიზმარში ვარ და სრულ ნეტარებას მივეცი.
ალბათ არ დაიჯერებთ თუ ვიტყვი რომ მსგავსი სიმხურვალე , მსგავსი სასიამოვნო სურნელი, მსგავსი ლტოლვა მამაკაცის სხეულის მიმართ არასდროს მქონია , როგორიც ახლა ამ წუთში ამ უცხო მამაკაცის მიმართ გამიჩნდა, რომლის მხოლოდ შავ ტალღოვან თმას ვხედავდი, ბუნდოვნად , . ცოტაც და ორგაზმს მივაღწევ, ღმერთო არ მჯერა, 10 წელია გათხოვილი ვარ და არც ვიცი ეს რა შეგრძნებაა? ახლა კი.... უცებ მკერდის შუაღარზე ცხელი ენის წვერის შეხება ვიგრძენი , ღმერთო ! გულს ვეღარ ვიმორჩილებ, სახეზე ალმური ამდის , ვგრძნობ როგორ გამიცხელდა ჯერ ქვედა მუცელი, შემდეგ ფეხებს შორის სიმხურვალემ პიკს მიაღწია და ...
-ლევან გაიღვიძე, ჩავდივართ , გაიღვიძე რა, ვიღაც ხელს ჰკიდებს და მკერდიდან ისე სწრაფად მაცლის ჩემს ერთადერთ სასურველ მამაკაცს , რომელსაც ალბათ რომ მოენდომებინა ყველას თვალწინ ავტობუსში დავნებდებოდი, მერე კი თუნდაც ლინჩის წესით გავესამართლებინე ჩემს ქმარს, დედამთილს , ჩემს და მის ნათესავებს, მეზობლებთან ერთად.
პირველად მიხარია რომ ჩემი ქმრის სათვალე წამოვიღე, შავი მინებით. ისე ვარ როგორც სირაქლემა ქვიშაში , ამან საშუალება მომცა ჩემი უცნობი ზურგიდან მაინც შემეთვალიერებინა.
ალბათ ელოდებით რომ გეტყვით ის იყო ნავარჯიშები, ზღვისფერი თვალებით, საოცარი აღნაგობის ,სქელი წითელი ტუჩებით... დაკუნთული... ათლეტური... არა, არა, მე ხომ ზღაპარს არ გიყვებით, არც გამოგონილ ამბავს. ეს მოხდა და ეს არის ჩემი ცხოვრების შეულამაზებელი ისტორია.
როგორი იყო ლევანი?
ძალიან ჩვეულებრივი, კეფაზე ოდნავ ჭაღარა შეპარული, შავი გრუზა თმით, საშუალოზე ოდნავ მაღალი, რუჯს იხდენდა მისი მამაკაცური პროფილი. კეხიანი ცხვირი მტკიცე იერს აძლევდა. 35-38 წელს მისცემდა ჩემი დაბნეული მზერა ,,სათვალთვალო“პუნქტიდან, მაგრამ ის ჩემთვის იმ წუთში ამ ქვეყნად ერთადერთი სიმპატიური, სექსუალური და სასურველი მამაკაცი იყო მთელს პლანეტაზე და სხვა არავინ და არაფერი მაინტერესებდა .
ის ჩავიდა. არა, ჩაიტანეს და ჩემი სული , გული, ოცნებებიც, მთელი დაგროვილი ვნება თან გაიყოლა...
დავცარიელდი...
სიმძიმე მომეხსნა ,
ვგრძნობ ბუმბული ვარ და ფრენა შემიძლია...
მეღიმება ბედნიერი ღიმილით... ახლაღა შევნიშნე მგზავრები ავტობუსში, არადა მეგონა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით აქამდე, ჰო, ის მესამეც იყო,ალბათ, ვინც წამართვა მისი თავი...
ძღაპრული ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამომათრია:
- გოგონა მოვედით, ბოლო გაჩერებაა, ჩახვალ თუ წაგიყვანო ჩემთან სახლში , მეკრიჭება წინიდან.
-უი, ბოდიშით. ჩამძინებია, წამოვხტი ფეხზე შერცხვენილი და სირბილით ჩავხტი ავტრობუსიდან რომელშიც ამჯერად მართლა მარტო მე ვიჯექი .
მივუყვებოდი ჯიქიას ქუჩას და ისეთი ბედნიერი ვიყავი თითქოს ღრუბელზე ვიჯექი და მივფრინავდი. მგონი დღეს ყველამ ერთად შეკრა პირი რომ ჩემთვის ჯადოსნური დღე ეჩუქებინათ და გამოუვიდათ კიდეც.მართლაც, თავი ყველაზე ლამაზი, მსუბუქი და ბედნიერი მეგონა ამ ქვეყნად.
მე ქალი ვარ!
მე ქალი ვარ!
მე ცოცხალი ვარ!
სასურველიც ვარ?!

2 ნაწილი. ლევანი
ჯერ კიდევ მერვე კლასელი, ამაყი, სიმპატიური, გოგონების ყურადღებისგან განებივრებული, თავმომწონე ბიჭი ვიყავი , მთელი ბავშვობა რომ თავზე დამემხო!
ბავშვობაზე დაჭრილი ფრთებიდან არც სისხლი , არც ცრემლი რომ არ გადმომდის, შუბლის ძარღვი და გულიც რომ აღარ მესინჯება ეს, ეგრეთწოდებული დედაჩემის, ჩემთვის ,, სამაგალითო“, ,,წმინდათაწმინდა’’ქალის დამსახურებაა .
ბავშვობის ფერად ცაზე შავი ღრუბლები მაშინ დაიძრა , როცა, ერთ წყეულ დღეს სკოლიდან გამოვიპარე. სოფლის მიყრუებულ ღელესთან , გაფუჭებულ ავტობუსში დასამალად ავედი. იქ რაც დავინახე ეს ჩემი ცხოვრებიs ყველაზე საზარელი ტრამვაა! დედაჩემი, ჩემთვის ,, ქალის იდეალი“, სათაყვანო არსება ვიღაც ღიპიან, მელოტ კაცთან,, თავდავიწყებას ‘ მისცემოდა. ისეთ საზარელ ხმებს გამოსცემდნენ ჯერ ვიფიქრე, ვიღაც მოძალადე იყო, როდესაც თვალებით მძიმე საგნის ძებნა დავიწყე რომ თავში ჩამერტყა უცნობისთვის და დედაჩემი მეხსნა , ჩემს ყურთასმენას ისეთი ავხორცული სიცილ -ხარხარი მოჰყვა უკანმოუხედავად გამოვიქეცი...
გავრბოდი მაგრამ არ ვიცოდი სად!
გავრბოდი, სანამ ქანცი არ გამძვრა , მერე თვალთ დამიბნელდა, ჩავიკეცე და ვგრძნობდი სამყაროს აღქმას როგორ ვკარგავდი ...
დილით ჩემს საძინებელში გავახილე თვალები. საწოლზე,, დედად წოდებული“ ქალი, ლინდა მეჯდა , ჩემი ხელი ხელში ეჭირა . უძილობისა და ტირილისგან თვალები დასიებოდა.
ღმერთო, როგორ ერთ წუთში გაუცხოვდა , გაუფასურდა.. ზიზღი, სიძულვილი, გულისრევა, სპაზმი ერთად მომაწვა გულზე და სუნთვა გამიძნელდა, გავლურჯდი...
მიშველეთ !-იკივლა ლინდა მ და მე ისევ გონება დავკარგე.
არვიცი რამდენ ხანს ვიყავი ამ მდგომარეობაში.
- გონს რომ მოვედი ისევ ლინდა ს ხმა ჩამესმა: რა მოხდა შვილო ასეთი, ნუ მანერვიულებ, მიამბე გთხოვ, მთელი დღე გეძებდით გუშინ, ბოლოს შენმა კლასელმა ლუკამ გიპოვა თავის სახლთან ახლოს,ჭუჭყიანი, უგონო მდგომარეობაში. ის ხომ ორი სოფლის იქით ცხოვრობს, რა გინდოდა იქ, რა? მუდარა და სასოწარკვეთა იკვეთებოდა დარიას თვალებსა და ხმაში.
- ხმას არ ვიღებდი.
- ქალი ტონს უმატებდა, კანკალი იტანდა, უპასუხო კითხვებს სხვადასხვა ფორმით აბრუნებდა რომ რაიმე გაეგო მომხდარის შესახებ მაგრამ მე ისევ ჯიუტად ვდუმდი.
- კარგი, როცა მზად იქნები მოგისმენ, ალბათ სკოლაში მოხდა რამე, დაასკვნა და ოთახიდან გავიდა.
- ორი კვირა ლოგინიდან არ ავმდგარვარ. არც არავის ნახვა მსურდა. ექიმიც გამოიძახა სახლში,მაგრამ დიაგნოზი ვერ დასვა, ბოლოს გარდატეხის ასაკი მოიმიზეზა და დამამშვიდებელი აბები დამინიშნა. პირველად , მეოთხედი აბის ნაცვლად რომ მთლიანი გადავსანსლე, სამი დღე მეძინა თურმე . გაღვიძებულს უშინაარსო თვალებში სიმშვიდე მედგა.
- ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ლუკა მოდიოდა სანახავად,.
- ეს ის ლუკაა, რომელმაც უგონო მდგომარეობაში მიპოვა და როგორც მისი მეზობლები ჰყვებიან , მისმა ღრიალმა სოფელი შეძრა.
- აი, მეგობარიც ამას ჰქვია!
- როგორ ჰყვარებიხარ!
- რა ბიჭი ყოფილა ! მე კი სირცვილით ვიწვოდი იმის გამო რომ როცა ლინდამ ლუკას სახელი ახსენა ვერც კი გავიხსენე, ვინ იყო კლასელი ლუკა, ვინც გადამარჩინა.
- მართლაც, რა ბიჭი ყოფილა ლუკა, რომელიც მუდამ ბოლო მერხზე იჯდა , არავისთან არ მეგობრობდა , მათ შორის გამოგიტყდებით და მის არსებობას არც მე ვიმჩნევდი არც დანარჩენი კლასელები . მხოლოდ იმიტომ გადაჰყავდათ კლასიდან კლასში, რომ საგაკვეთილო პროცესს ხელს არა უშლიდა, თან ეცოდებოდათ, ობოლიაო. სულ ჭერში იყურებოდა როცა მასწავლებლები გაკვეთილს ჰკითხავდნენ ან ახალ მასალას ხსნიდნენ.
- სულ ცაში რომ იყურები, შე საცოდავო, გახედე დაფას იქნებ რამე შეგივიდეს მაგ ცარიელ თავში !- უყვირა ერთხელ დამრიგებელმა. მას შემდეგ ,, ცასუყურე“ შევარქვით და მისი ნამდვილი სახელი ,, ლუკა“ აღარავის გვახსოვდა.
- მოდიოდა, ,, ცასუყურე“, სკოლის ამბებს მიყვებოდა, მევედრებოდა გული გადამეშალა, ან სკოლაში დავბრუნებულიყავი, რომ სკოლა უფრო გადამატანინებდა სტრესს.
- მე კვლავ ვდუმდი , სათქმელი არაფერი მქონდა. მეგონა , ყველამ იცოდა ჩემი ოჯახის სამარცხვინო ამბავი და ყველა მე დამცინოდა.
- ამ პერიოდის განმავლობაში სახლიდან გაპარვის გეგმა შევიმუშავე. სულ ერთია სად, ოღონდ ამ სახლში ერთ წუთსაც აღარ გავჩერდებოდი.
- ორი კვირის თავზე , როცა ჩემი გეგმის სისრულეში მოყვანას ვგეგმავდი , მამა გერმანიიდან დაბრუნდა, მანქანების ყიდვა- გაყიდვის ბიზნესი ჰქონდა და ხშირად არ იყო შინ. იმ ღამეს , ჩხუბის და მსხვრევის ხმამ გამომაღვიძა. ყური მივუგდე, ვერაფერი გავიგე რაზე იჩხუბეს ჩემმა მშობლებმა. დილით მამამ მითხრა:
- -დედა სახლიდან წავიდა .
- რატომ?- გავიკვირვე , თუმცა შეკითხვით ჩემი სიხარულის გადაფარვა უფრო მინდოდა ვიდრე პასუხი მაინტერესებდა. თუმცა მამას ეს არ გამორჩენია , გაოცებულმა თვალი თვალში გამიყარა და დასძინა:
- -ჰო, რატომღაც შენგან მეტ რეაქციას ველოდი , მაგრამ , ბავშვი ხარ ჯერ, ვერ იაზრებ კარგად, არაუშავს, ვეცდები უდედობა არ გაგრძნობინო.
- არ დააბრუნებ მამა?- შევეკითხე შიშის კანკალით და პასუხის მოლოდინით სული დამელია.
დაიმახსოვრე შვილო: ვისაც წასვლა უნდა არასოდეს გაეკიდო. ხოლო ვისაც შენ არ უყვარხარ არც შენ უნდა გიყვარდეს იგი,არ ხარ ვალდებული, რადგან სიყვარული დამსახურებით მოდის, სხვა შემთვხევაში რატომ არ გვიყვარს ვიღაც ქუჩაში გამვლელი? არც ცალმხრივი სიყვარული არსებობს. სიყვარული, ორი სულის, ორი გულის ორი სხეულის ერთი მთლიანობაა! სიყვარული ერთი გულია ორ სხეულში. სხვა დანარჩენი ილუზიაა. ..
- მოდი პატივი ვცეთ მის არჩევანს და ვეცადოთ დავივიწყოთ იგი.
- აქ დასრულდა დარიას სახელის ხსენება ჩვენს ოჯახში , თუმცა ჩემი მახინჯი ისტორია ამით არ დასრულებულა. იმ დღისით ნანახი კადრი, როგორ ხმარობდა დედაჩემს უცხო მამაკაცი მეხსიერებიდან ვერ ამოვშალე. ხან სმას მივეძალე, ხან ვიფხიზლე, ვერაფერს გავხდი.
- მამამ ყველაფერი გააკეთა ჩემთვის სრულყოფილი განათლების მისაღებად ისტორიის ფაკულტეტზე პირველივე წელს 100% დაფინანსებით მოვხვდი .მერე მაგისტრატურა, დოქტურანტურა წარმატებით დავასრულე , უნივერსიტეტში შემომთავაზეს ლექციების კითხვა და დღემდე იქ ვმუშაობ. მაგრამ არანაირი მიღწევა, ჩემში ემოციებს არ იწვევს. თითქოს ემოცია, გულთან ერთად გამიქვავდა.
- სასწაული გარეგნობით არ დავიკვეხნი მაგრამ, თინეიჯერობის ასაკიდან დიდი პოპულარობით ვსარგებლობ საპირისპირო სქესის ადამიანებში. სამწუხაროდ ბავშვობის ისტორიამ საშინელი დაღი დამასვა : ქალს თუ ამოვიჩემებ, მანამ არ მოვასვენებ, სანამ ჩემი არ გახდება. სექსის მერე კი ხდება წარმოუდგენელი რამ : ყველა ქალში ,, წყეულ“დედაჩემს ვხედავ, ის დაწყევლილი სცენა მიდგება თვალწინ , ტვინს მიმღვრევს, ზიზღი , ტკივილი და აუტანლობა ისადგურებს ჩემში. ამიტომ პირველივე ურთიერთობისთანავე ვტოვებ ყველა ქალს, როგორი ჭკვიანი, ლამაზი,სასურველი , შეძლებულიც არ უნდა იყოს იგი.
ვერაფრით ავიწყვე ცხოვრება.
ნეტავ გულის გადაშლა შემძლებოდა ვინმესთან! „ ტკივილის გაზიარებით დარდი ნახევრდებაო:, მაგრამ როგორი გასაზიარებელია ჩემი დარდი , როცა საკუთარ თავთან გახსენებაც კი სტრესს მიახლებს. მჭამს და ჯანსაღი ცხოვრების უფლებას მართმევს.
იმ დილით , ავტობუსში წინა ღამის ნაბახუსევი ავედი. ლუკას დაბადების დღე იყო და თითქმის გამთენიამდე ვსვამდით. ამიტომ მასთან დავრჩი. ცოტა გამოვიძინე. დილით კი ლუკას დაჟინებული თხოვნით , მანქანა მასთან დავტოვე. მოვილაპარაკეთ სამსახურში ავტობუსით წავიდოდით ორთავე, რადგან ჩვენი სამსახურები ერთმანეთთან ახლოს არის. გაჩერებაც ერთი გვაქვს.
ლუკას ავტონაწილების მაღაზია აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ ანგარიშიც ისწავლა, ცაში ყურებით არა, მაგრამ მოინდომა და საკუთარი პატარა ბიზნესიც აქვს, ლამაზი ოჯახიც ჰყავს და ბედნიერად ცხოვრობს თავის ცოლთან და ტყუპებთან.
ავტობუსში ასვლისთანავე ჩემი ყურადღება ფანჯრის კუთხეში მჯდარმა გოგონამ მიიქცია, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა, იფიქრებდი ქვეყნის ტვირთი ადევს ზურგზე და გასრესვას უპირებსო. სათვალეების მიღმა თვალებს ვერ ვხედავდი ,თუმცა ისე ჩანდა , უთუოდ ეძინა .მალულად ვაკვირდებოდი მის უნაკლო სახის ნაკვთებს, პატარა , მრგალ გაბუსხულ ტუჩებს, რომელიც თეთრ პირისახეზე ისე ანათებდა, თითქოს ტუჩები კი არა მარწყვები ელაგა ტუჩის მაგიერ.ნატიფი თითები პიჯაკის საყელოსთვის ჩაეჭიდა და ისე მაგრამ მიეფარეფინა გულმკერდზე, თითქოს უბეში ბეღურა ჰყავდა და გაფრენის ეშინიაო. უეცრად ავტობუსმა დაამუხრუჭა, გოგონას მოდუნებული ხელები პიჯაკს მოსცილდა, მუხლებზე უღონოდ ჩამოუცურდა, პიჯაკის საყელო გადაიშალა, და ჩემს წინ ისეთი მშვენება გადაიშალა, თითქოს ბადრმა მთვარემ ღამე გააპო და მზეს გაეჯიბრა ნათებაშიო. თვალის მოწყვეტა შეუძლებელი იყო ამ სურათისთვის. უცებ თავში ეშმაკურმა აზრმა გამიელვა და მის მოქმედებაში მოყვანამდე ლუკას გავანდე.
-ვერა ხარ შენ! რას ჰქვია თავს ,,მოიმთვრალებ“ , გვერდით მიუჯდები და მხარზე თავს დაადებ?! გაგიჟდი შენ. ჩაგქოლავს ხალხი. თუ დაგითრია ქოჩრით ვნახავ შენ სეირს ლექტორო ლევან!
-ახლა თუ იმ ქალის სურნელი არ შევიგრძენი ტვინში სისხლი ჩამექცევა.
-ტვინში სისხლი ნამდვილად ჩაგექცევა ოღონდ ახლა კი არა, თავში რომ მძიმე საგანი მოგხვდება აი ზუსტად მაგ ქალისგან!-იცინის ლუკა.
- ნუ გეშინია, ხალხს შეიძლება მეგობრები ვეგონოთ, აბა ვინ წარმოიდგენს სხვანაირად, ეგ მე მოანდე!, ისე ვიყავი აღტაცებული ჩემი ჩანაფიქრით რომ იმ წამში შევუდექი სისრულეში მოყვანას და გოგონას მიმართულებით დავიძარი. ავტობუსი ჯერ ისევ არ იყო სავსე.
თავის მთვრალად გასაღება ახალი არ იყო ჩვენთვის, თინეიჯერობის ასაკში როცა გზის ფული არ გვქონდა, ხშირად გამოგვიყენებია ამ მეთოდით მგზავრობა. მაგარი რამე იყო: მძღოლი ფულს არ გვთხოვდა სულ თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთ, სად მიგიყვანოთო? - ავტობუსიდან ჩასულები კი სიცილით ვიხოცებოდით და კეთილ მძოლებს ვლოცავდით . მივედი, გვერდით ადგილი ჯერ ისევ თავისუფალი იყო, დავუჯექი, თვალები დავხუჭე და ფრთხილად მხარზე ჩამოვდე. არ განძრეულა. მივხვდი ეძინა. ნუთუ რა შრომა გასწია ასეთი ამ ,, ფიფქივით“ ფაქიზმა ქალმა რომ ასეთ დღეშია? ვფიქრობდი და მისი კანის სისუფთავის სურნელს რომელსაც ოდნავ ერწყმოდა ვანილის არომატი, ღმად ვუშვებდი ფილტვებში. არც მაკიაჟი, არც მანიკური, არც შეღებილი თმა, არც სუნამო, ღმერთო, როგორი იშვიათი და ნამდვილი ქმნილება იყო!
არავის ჰგავდა ჩემს ნაცნობთაგან.ისეთი მშვიდი, თბილი, გადამდები აურა ტრიალებდა მის გარშემო ალბათ სამუდამოდ მასთან დარჩენაზე არ ვიტყოდი უარს. მსგავსი განცდა აქამდე არც ერთი ქალის მიმართ არ გამჩენია. თითქოს დაკარგული ნაწილი შევიერთე, შევივსე, გავმთლიანდი.
თვალი მკერდისკენ გავაპარე, დეკოლტედან ისე მადიანად იმზირებოდა ორი მარგალიტი, თითქოს მამაკაცის ავხორც ხელს ჯერ არ შეულახავს, არ შეურყვნია მისი სიფაქიზე. სუნთქვა გამიხშირდა, ო, ღმერთო ოღონდ ახლა გონება არ დავკარგო, ეს რა მემართება , თითქოს პირველად ვარ ასე ახლოს ქალის სხეულთან. ვიღგზნები...ვიშლები... ,,მთვრალი“ თავი ნელ ნელა, ჩავაცურე მკერდისკენ და პირდაპირ ცხვირით ჩავერჭე ,,ნეტარ“ ადგილას. ლოყა მივადე , გავირტუნე, შევისუნთქე, შევიგრძენი ...გულში ლუკას ათას მადლობას ვუხდიდი, რომ ამ დილით წვერიც ძალით , თავისი ხელით გამპარსა და მანქანის დატოვების იდეაც მისი იყო.
ამდენი წლის ვარ და ასეთი ლამაზი სასწაული ღმერთს ჩემთვის არ გაუმეტებია. პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი ღმერთის არებობა ასე ახლოს ჩემთან , გული ამიჩუყდა, ცრემლები ყელში მომებჯინადა, თვალებს მოაწვა. სახეზე დაგორდა, ახლა ყველაზე ნაკლებ იყო ტირილის დრო ოხ, გულო, შენ რა გითხარი? აკი გაქვავებული იყავი? როგორც მყინმარწვერმა გლობალული გათბობის შედეგად , ისე დაიწყე დნობა უდროოდ!
ის იყო ცრემლის მოშორება ენით ვცადე , ენა მკერდს შეეეხო, ღართან. ქალი შეირხა , შეიშმუშნა, გულისცემა გაუხშირდა , ვგრძნობ ცახცახს ორი სხეულისას...
მივხვდი გაეღვიძა . იქნებ აქამდეც ეღვიძა და თავს იმძინარებდა? იქნებ მთვრალი კაცების ეშინია? უცებ ვინანე ჩემი გადაწყვეტილება მაგრამ უკვე გვიანი იყო , საყვარელი მამაკაცივით ვიყავი შერწყმული ქალის მკერდს და იქიდან მოშორების არანაირი გეგმა თავში არ მიტრიალებდა.
ახლა რა უნდა ვქნა? ცოტაც და ახდება ლუკას სიტყვები, ჩამაფრინდება ქოჩორში და აქვე ავტობუსში საქვეყონოდ მათრევს.
ღირსი არ ვიქნები თუ?
კანკალს უმატებს. ღმერთოოო!-ოღონდ ახლა მიხსენი და მუხლის ჩოქით მივალ უნივერსიტეტამდე-ასე მონდომებით , ასე გულწრფელად არასდროს გამომიხმია ღმერთი. ამის გაფიქრება იყო და ვიგრძენი ლუკამ როგორ დამავლო მძიმე ხელი მხარში და ავტობუსიდან ელვის უსწრაფესად ჩამიტანა.
აი, თურმე რატომ ამბობენ ღმერთს რასაც რწმენით შესთხოვ უთუოდ აგიხდებაო- გავიფიქრე
-მადლობ უფალო, რომ ჩემთვისაც მოიცალე!-გავხედე ჩემს წინ აღმართულ პატარა პაძარს და პირველად გადავიწერე პირჯვარი ცხოვრებაში.
-ბრავო, ბრავო, სამსახიობო ნომერში თქვენ უმაღლესი შეფასება აიღეთ! ტაშს უკრავდა და ჩემი ბრიყვი სახის შემხედვარე სიცილით იფხრიწებოდა ლუკა.
-ლუკა! გთხოვ გაჩუმდი- შევევედრე.
-აბა როგორი იყო მთვრალის როლი მეგობარო? მეც ხომ არ ვცადო? არ ჩუმდებოდა ლუკა.
-ლუკააააა, გეყოფა!-ტონს ავუწიე
-მაშინ შენ ილაპარაკე, გისმენ!
-ლუკა, შეყვარებული ვარ!
ლუკა გაოგნებული მიყურებდა და არ იცის ისევ უნდა იცინოს თუ სერიოზული დაიჭიროს.
-აუფ, დაგიჯერე.
-ლუკა უნდა ვიპოვო ის გოგო, მე მის გარეშე ჰაერი არ მყოფნის,აღარავინ ვარ. გესმის ჩემი?!
-ღმერთო მიშველე, ეს რა მესმის, უსათუოდ ჯადოქარტან გვაქვს საქმე?!-ხელები აღაპყრო ლუკამ. გააფრინე ხომ? ა, ბატონო თუ არ გყოფნის, შენმა მეგობარმა იზრუნა მაგ საკითხზე, , აგერ შენ და შენს სატრფოს ჩუმად ფოტოები გადავგიღეთ, წადი მოატარე თბილისი და იპოვე. მაგრამ გაფრთხილებ, ახლა რასაც გეტყვი არ მოგეწონება: თითზე საქორწინო ბეჭედს ატარებს. ასე რომ მოგიწევს მისი დავიწყება.
-არ მაინტერესებს მისი ბეჭედი უნდა ვიპოვო და მორჩა!
კარგი კარგი ჰო, ვიპოვით,საეჭვოდ შემათვალიერა ლუკამ, მხარზე ხელი დამარტყა დროებითო, მითხრა და ჩიხში შეუხვია. მე მარტო განვაგრძე გზა უნივერსიტეტამდე.

ლიკა
დედამთილის გამოგზავნილი მისამართით ბინა ჯიქიაზე ადვილად ვიპოვე, გასაღებიც ვნახე. შევედი. სადად გაწობილ ოროთახიან ბინაში ზედმეტი არაფერი იდგა.ცოტა მუქი მეჩვენა. ალბათ აქ ქალი არ უნდა ცხოვრობდეს, არც ოთახის ყვავილი, არც სიფერადე, რაღაც უღიმღამო და სევდიანი იყო სახლი. ცოტა შემეცოდა მეპატრონე, ოჰ, ეს მდიდრები ვერ არიან რა. თუმცა რა ჩემი საქმეა. უცებ გამოვიცვალე. საშინაოდ ჩავიცვი და ყველა დედამილის დავალება პირნათლად შევასრულე. 3 საათიც არ დამიკარგავს, ისეთი მოზვავებული მქონდა ენარგია ვბზრიალებდი და ვღიღინებდი, ლამაზ ოცნებებში დრო ისე მალე გავიდა დაღლაც არ მიგრძვნია. ბოლოს გაფენილი სარეცხიც ჩამოვხსენი, დავკეცე . ის იყო გამოცვლა დავაპირე ტელეფონმა დარეკა, თეკლეს დამრიგებელი იყო.
-ლიკა, თეკლეს გაკვეთილები დაუმთავრდა და როდის მოხვალთ?
-ღმერთო ჩემო, თეკლა, ჩემო პატარა, ახლავე მოვალ, 15 წუთში მანდ ვარ-ვუთხარი სხაპა სხუპით . სწრაფად ჩავიცვი, გამოვქანდი, ტაქსი გავაჩერე 20 წუთში უკვე გაბუტულ თეკლას ცრემლიან თვალებს ვუკოცნიდი და დაგვიანებისთვის პატიებას მეათასედ ვთხოვდი.
-მოდი დანაშაულს ნაყინით გამოვისყიდი , კარგი?-ვიწყებ მის მოქრთამვას თან რეაქციას ველოდები.
თეკლამ ზაფხულის წვიმასავით უცებ გამოიამინდა და თითის აბზეკით პირობა წამიყენა: .
- ოღონდ ჩამოსასხმელი.
არის უფროსო!- ჩ ა მ ო ს ა ს ხ მ ე ლ ი- დავმარცვლე და გავიჯგიმე ჯარისკაცივით.
ოღონდ ჩემთან ერთად შენც შეჭამ დედი, კარგი?
ამაზედაც თანახმა ვარ-ვუქნევ თავს და ორ ჩამოსასხმელ ნაყინს ვუკვეთავ. თეკლას შოკოლადის უყვარს, მე ვანილის.
მივაბიჯებდთ შემოდგომის სიმწიფეში ორი ბედნიერი ადამიანი, ნაყინებით ჭამით ცხვირპირ მოთხუპნილები და ირგვლივ ყველა ჩვენსავით ბედნიერი მეჩვენება.
ლევანი
იმ დღესაც ლუკასთან დავრჩი. არ მინდოდა სახლში მარტო ყოფნა. მთელი სოციალური სივრცე გავქექეთ , ხან რა სახელს ვარქმევდით ჩემს საოცნებო ქალს, ხან რას და ვეძებდით. სასაცილო იყო არა? ამხელა სივრცეში სად უნდა მეპოვა გოგონა, რომლის შესახებ არაფერი ვიცოდი.
მომდევნო დღეს ქუჩაში დავაღამე, ვეძებდი ყველა ქალში, ხან ვის ავედევნე, ხან ვის. ერთმა შემამჩნია, რომ მივყვებოდი, უცებ შემომიბრუნდა და ისეთი მითავაზა სახეში ლამის თვალთ დამიბნელდა. ქუჩა-ქუჩა ძებნის იდეამაც არ გაამართლა. ისღა დამრჩენოდა შევგუებოდი ჩემს უიღბლო ცხოვრებას კიდევ ერთხელ და შემეწყვიტა ამ ქალზე ფიქრი. სახლში წავედი, დაღლილ დაქანცულმა , წყალი გადავივლე , იქვე სავარძელზე წამოვწექი და მაშინვე ჩამეძინა.
სიზმარი ვნახე: ზღვის სანაპიროზე იდგა, ქარი ზღვისფერი კაბას , უფრიალებდა ის კი ზღვასავით ლურჯი თვალებით მიღიმოდა და ცისფერ შარფს მიქნევდა. მე მისკენ გავრბოდი , ის მშორდებოდა, უცებ მის შარფს მივწვდი, დავიჭირე და....
გამომეღვიძა. ოფლში ვცურავდი. გული ამოვარდნაზე მქონდა. თვალები მაგრად დავხუჭე იმ იმედით რომ მეხსიერებაში კვლავ აღმედგინა სიზმარის ყველა დეტალი და ბალიშში თავქვე ჩავემხე . ბალიშის სუნი მეცნო. მისი სუნი ჰქონდა, ვანილის.ღმერთო, ნუთუ ვგიჯდები, ისევ შევისუნთქე, ისევ იგივე სურნელი. თავი ავწიე, ბალიშს დავხედე და გავხევდი: ბალიშის გვერდით სავარძლის კუთხეში ის ცისფერი შარფი იდო , სიზმრიდან. მაგრამ კიდევ საიდანღაც მეცნობოდა .. ჰო, გამახსენდა , ეს ის შარფი იყო, რომელიც იმ დღეს ჩანთაზე ეკეთა.
მაგრამ აქ რა უნდა? რამდენჯერმე დავხუჭე და გავახილე თვალი, ხომ არ მეჩვენებოდა. არა და არა. შარფი ნამდვილად ჩემს სახლში, ჩემს სავარძელზე იდო . სიზმარ- ცხადი ისე იყო აზელილი ერთმანეთში ,გამოსაფხიზლებლად და გონზე მოსაყვანად ცივი შხაპი თუ მიშველიდა.
იქ მანამ დავყავი, სანამ კანკალმა არ ამიტანა.
არც შხაპმა მიშველა. სამაგიეროდ გავცივდი და ერთი კვირა იზოლაციაში დავრჩი.
შარფი ხელზე შევიბი ,, თილისმად“ . არასდროს მინდა მივიხსნა.
- ახალი არაფერია შენს გოგოზე ?- ყოველდღე მირეკავს ლუკა მესენჯერში
- არა, შევეშვი, ვპასუხობ იმის იმედით რომ ისიც შეეშვება ჩემს დაცინვას და წამებას.
-ანუ, წაშალე ჩენი გადაღებული ღვთაებრივი ფოტოები?-მიცინის ეშმაკურად.
-მინდა სიზმარზე მოვუყვე მაგრამ ვიცი რომ არ დაიჯერებს და გიჟად შემრაცხავს, მე კი მაგის თავი არ მაქვს.
ხელზე რა გაქვს შებმული? ეეე, კიდევ ნაშა გყავდა სახლში ხო? აკი იზოლაციაში ვარო?ოხ, შე მუსუსო? თითს მიქნევს .
არ მაქვს შენი ღადაობის ნერვი, კარზე ზარია უნდა გავთიშო, ვეუბნები, თვალს ვუკრავ , ვუთიშავ ტელეფონს თან კარს ვაღებ.
-მობრძანდით ლაურა დეიდა. ისეთი არეულობაა ჩემს სახლში დიდი შრომის გაწევა მოგიწევთ დღეს, ვირუსი მქონდა, გთხოვთ ნიღაბი გაიკეთეთ, ჯერ მთლად კარგად არ ვარ- ვეუბნები და ნიღაბს ვაწვდი.
დამლაგებელი ჩემს გაწვდილ ხელს აშტერდება, რომელზეც შარფი მაქვს შემოხვეული.
-ხელზე რა დაგემართათ , იღრძეთ?
არა, ქალბატონო, მეპატრონეს ვეძებ.
დააკვირდა, დააშტერდა, მერე საეჭვოდ შემომხედა.
-შენთან როგორ გაჩნდა?
- აი, მეც მაგის გარკვევას ვცდილობ უკვე ერთი კვირაა ქალბატონო. აქ ლოგინზე დამხვდა. არც ერთ ჩემს მეგობარ ქალს არ ეკუთვნის.
-ააა, გასაგებია .აქ დარჩა, ალბათ. ის კი სახლში ეძებდა . თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკაო და ოთახიდან გასვლა დააპირა.
-მოიცა, თქვენ იცით ვისია ეს შარფი?-წინ გადავეეღობე ერთადერთ იმედის ძაფს ჩაბღაუჭებული.
დიახ, ლევან, ჩემი რძლისაა, წინა კვირას ის გამოვგზავნე დალაგებაზე, მე ვერ მოვახერხე მოსვლა თქვა სხვათაშორის და აბაზანაში შევიდა
არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ოდნავ მაინც შეეძლოს წარმოდგენა, რად დამიჯდა ემოციის შეკავება რომ ლაურას არაფერი ეგრძნო.

ვიპოვე!
ვიპოვე!
ვიპოვე!
მადლობა ღმერთო!
რა დაკარგე შვილო ასეთი? შეშფოთებული გამოვარდა აბაზანიდან ხელებდაკაპიწებული ლაურა.
უცებ გამოვერკვიე, შევცბი. მივხვდი, რომ სიხარულისგან ფიქრი გავახმოვანე. არაფერი, ქალბატონო, მაისურს ვეძებდი და ვიპოვე, ტანზე დავიხედე.
იპოვე? რომ მოვედი გეცვა და ახლა იპოვე? კარგად ხარ შვილო?-თვალები მოწკურა .არ დაიჯერა, თავი გადააქნია და საქმე განაგრძო.
კარგად ვარ, კარგად ვარ, კარგად ვარ, ავღიღინდი ჩემთვის თან გულზე ხელი მივიჭირე რომელიც აშკარად გადმოვარდნას ლამობდა.
საქმე სასიამოვნოდ დამძიმდა. ოპერაცია ნომერი ორი მჭირდებოდა:
საძინებელში შევედი, ჩემი სუნამო ხელებზე ვიპკურე, შემდეგ ისე რომ ლაურას არ შეემჩნია შარფზე გავიწმინდე და პარკში ჩავდე.
- შარფს მაგიდაზე გიტოვებთ, არ დაგრჩეთ მე უნდა გავიდე ვუთხარი და სახლიდან გამოვედი.
ახლა მთავარი იყო ლაურას მისამართი გამეგო, რომელიც ჩემი საოცნებო ქალის კვალზე გამიყვანდა. სხვა არაფერი მაინტერესებდა.
***
ვინც ისტორია,, ორგაზმი ავტობუსში" წაიკითხა ეს იგივე ისტორიაა , რომელსაც მეორე ნაწილი დავამატე, სახელი შევუცვალე, რადგან წინა სათაური უხამსი მომეჩვენა, შემდეგ ვეღარ დავარედაქტირე დროულად. . ამიტომ თავიდან დავდე. შეგიძლიათ წაიკითხოთ და თვენი აზრი დატოვოთ. ცუდიც და კარგიც. ორივე მისაღებია ჩემთვის. ველოდები თქვენს შეფასებებს.



№1 სტუმარი tamar

ძალიან საინტერესო დასაწყისია, იმედია გაგრძელებაც ასეთივე იქნება, გელოდებით

 


№2 სტუმარი Елка

Далиан момецона ес историа да гамихарда меоре нацили ро внахе моутменлад велодеби месамес имедиа ар даагвиандеба . Мадлоба

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. პირველი ნაწილი რომ ეავიკითხე არ დაგიმალავთ და ვიფიქრე სიზმარს ჰყვებოდით. არ ველოდი ასეთ საინტერესო გაგრძელებას. მოუთმენლად ველოდები ლიზას ამბავს. არ დააგვიანოთ გთხოვთ.

 


№4  offline წევრი ლურჯი მუზები

tamar
ძალიან საინტერესო დასაწყისია, იმედია გაგრძელებაც ასეთივე იქნება, გელოდებით

მადლობა რომ მოიცალეთ, წაიკითხეთ და შეაფასეთ

Елка
Далиан момецона ес историа да гамихарда меоре нацили ро внахе моутменлад велодеби месамес имедиа ар даагвиандеба . Мадлоба

უღრმესი მადლობა, მიხარია ამის მოსმენა

სტუმარი მარი
მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. პირველი ნაწილი რომ ეავიკითხე არ დაგიმალავთ და ვიფიქრე სიზმარს ჰყვებოდით. არ ველოდი ასეთ საინტერესო გაგრძელებას. მოუთმენლად ველოდები ლიზას ამბავს. არ დააგვიანოთ გთხოვთ.

ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის heart_eyes

 


№5 სტუმარი ეთო

საინტერესოა, ველი გაგრძელებას ❤️წარმატებები.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

ველით გაგრძელებას, ძალიან საინტერესო ისტორიაა

 


№7 სტუმარი სტუმარი ანუკი

არა ცუდი ზუსტად ვიცი არ არის მაგრამ თქვენი წერის სტილი ძალიან განსხვავებულია.
სასიამოვნო ნამდვილად არის.
ბევრი რამ თვალში მოსახვედრიცაა.
დასკვნებს არ გამოვიტან ჯერ
გაგრძელებასაც დაველოდები არც კი ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება.
ვხვდები და ვგრძნობ წერა გსიამოვნებს.
გააგრძელე დარწმუნებული ვარ ამ ისტორიას დიდი გამოხმაურება მოყვება.????

 


№8  offline წევრი ლურჯი მუზები

ეთო
საინტერესოა, ველი გაგრძელებას ❤️წარმატებები.

მადლობა რომ წაიკითხეთ

სტუმარი ნანა
ველით გაგრძელებას, ძალიან საინტერესო ისტორიაა

იხარეთ, მიხარია თუ კი ასეა <3

სტუმარი ანუკი
არა ცუდი ზუსტად ვიცი არ არის მაგრამ თქვენი წერის სტილი ძალიან განსხვავებულია.
სასიამოვნო ნამდვილად არის.
ბევრი რამ თვალში მოსახვედრიცაა.
დასკვნებს არ გამოვიტან ჯერ
გაგრძელებასაც დაველოდები არც კი ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება.
ვხვდები და ვგრძნობ წერა გსიამოვნებს.
გააგრძელე დარწმუნებული ვარ ამ ისტორიას დიდი გამოხმაურება მოყვება.????

მაბედნიერებს რომ ამხელა წერილი დამახვედრეთ, მოიცალეთ და ყურადღებიანი ხართ. ულევი წამრამტება თქვენ

 


№9 სტუმარი Mari

მომეწონა თანაც ძალიან❤️ განსხვავებულია მაგრამ საინტერესო❤️
აი რაღაც სხვანაირი…
გაგრძელება ძალიან მაინტერესებს ❤️მაგრამ ალბათ ის უფრო მაინტერესებს როგორ შედგება ლევანისა და ლიკას წყვილი ორივე უხდება ერთმანეთს მათი ქიმიაც იგრძნობა მოკლედ ძალიან მომწონს ეს წყვილი და ძალინ ვგულშემატკივრობ მათ ❤️ წარმატებები!!

 


№10 სტუმარი likachka

ლევანის ტრამვამ გამანადგურა, მით უმეტეს თუ ეს ნამდვილი ისტორიაა მით უფრო

 


№11 სტუმარი Елка

Родис икнеба шемдеги тави икнеб дацерот2. Мадлоба

 


№12 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორ უნდა მოგეწონოს ისტორიის გმირი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძინარე ადამიანს დაუკითხავად ეხება სხეულზე? ჩვეულებრივი სექსუალური ძალადობა/შევიწროვებააა, პლუს პარაფილია.

 


№13  offline წევრი ლურჯი მუზები

სტუმარი ლიკა
როგორ უნდა მოგეწონოს ისტორიის გმირი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძინარე ადამიანს დაუკითხავად ეხება სხეულზე? ჩვეულებრივი სექსუალური ძალადობა/შევიწროვებააა, პლუს პარაფილია.

მიყვარს ყურადღებიანი მკითხელი გულწრფელი შეფასებით. სწორად აღნიშნეთ ლევანის პრობლემა, აუცილებლად იქნება საუბარი მომდევნო თავში ,, პარაფილიაზე" , მინდა კიდევ აღვნიშნო რომ ეს ისტორია არის ნამდვილ ფაქტებზე აგებული, რომელსაც წლების განმავლობაში ვფიქრობდი როგორ გადმომეცა, სწორედ ,,ლევანის " პროტოტიპმა მიამბო ეს ამბავი, რომელსაც გიყვებით, ამიტომ მჭირდება ჯანსაღი შემფასებლები, რადგან მას დღევანდელ რეალობაში მხოლოდ მაძაგებელთა არმია ჰყავს ,,,

Елка
Родис икнеба шемдеги тави икнеб дацерот2. Мадлоба

მალე

 


№14 სტუმარი სტუმარი თეკლა

დადეთ ფაგრძელება, ფლიიიზ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent