შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორედ (დასასრული)


8-09-2023, 11:30
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 938

#10

***
მაინც ავდივარ მესამე სართულზე. ირგვლივ სრული სიჩუმეა. კაბინეტამდე სპეციალურად ვწელავ გზას, რაღაც მომენტში მიბრუნებასაც კი ვფიქრობ, თუმცა რატომღაც ყველაზე მეტად ახლა არ შემიძლია.
რაღაცნაირად ვარ და ვერც ვხსნი რანაირად. გულით ისედაც მთლიანად მასთან ვიყავი, მაგრამ ახლა გონებაშიც კი მეპარება თითქოს. რამდენი მეორე მხარეა უკვე ვეღარ ვხვდები.
გავიჭედე. ვერც იმას ვხვდები რა უნდა გავაკეთო და თითქოს მთლიანად ვენდობი ინსტიქტებს.
უცნაური გულისცემა მაქვს. საერთოდ არ ვიცი იქ რომ შევალ რა უნდა ვუთხრა, არ მინდა წახვიდე თქო? ხო, არ მინდა, მაგრამ ასე ვერ ვიზამ ვერაფერს. ამის მეორე მხარეც ძალიან მალე იჩენს თავს გონებაში. ესაა მისი დამტკიცების პირველივე წამი? მიდის და მორჩა. ჩემიდანაც ასევე წავა მეორედაც. აქამდეც ვხედავდი როგორ შეუძლია ყველაფერი და კიდევ დავრწმუნდი ახლა.
კაბინეტთან ვჩერდები. ღმერთო, ვერ ვხვდები ახლა რომ შევალ ჩხუბი უფრო მინდა თუ მეორე? საერთოდ რის გაკეთებას ვაპირებ. ნელა ვსუნთქავ. მაინც არც ერთი წინასწარ დაწყობილი სიტყვა არაა კარგი.
კარის გაღებას ვაპირებ, თუმცა ზუსტად ამ წამს მასწრებს ჩვენი ახალი ლექტორი სალომე და პირისპირ ვეჩეხებით. ოდნავ კრთება, თუმცა ბოლოს მაინც მიღიმის. წამიერად ვავლებ თვალს. ხელში უამრავი საქაღალდე უჭირავს და თან ყავის ჭიქაც. ისევ ისეთი ლამაზია როგორც მაშინ, იუბილეზე. ერთმანეთს პირადად არ ვიცნობთ, თუმცა რომც ვიცნობდეთ გამოლაპარაკების სურვილი რაღაცნაირად მაინც არ მაქვს, ამიტომ მეც უბრალოდ თავის დაკვრით ვესალმები და ისე ვატარებ. ისე მიყურებდა გეგონება რაღაც ძალიან უცნაური დაინახა. წამით ვხუჭავ თვალებს, თუმცა ბოლოს მაინც შევდივარ და ინსტიქტურად ვხურავ კარს ხმაურით.
მაშინვე სწევს თავს საქაღალდიდან ტატო და ჩემს დანახვაზე წამიერი გაკვირვებაც ესახება სახეზე. ნელა ვუახლოვდები და თან მის მაგიდაზე არსებულ უამრავ ნაწერთან ერთად ზუსტად ისეთივე ყავის ჭიქას ვხედავ როგორიც სალომეს ეჭირა ხელში. ინსტიქტურად მეღიმება. ჩემს მზერას იჭერს, თუმცა რომ ვერ ხვდება ფაქტია.
-რა სასიამოვნო სიურპრიზია, ახლა ვფიქრობდი შენზე.
- ჩემზე? -ჭიქიდან მასზე გადამაქვს მზერა. მერე ვუახლოვდები და მის პირისპირ ვეყრდნობი მაგიდას.
ეღიმება.
-ახლა ისე მიყურებ გეგონება რაღაც დავაშავე.
- სალომე შემხვდა კართან. - ვერც კი ვიაზრებ ისე ვაჟღერებ. თითქოს აქვე მქონდა და ვერ ვითმენდი ისე მინდოდა მეთქვა.
- ხო, აქ იყო. - თითქოს საერთოდ არაფერი, ზუსტად ისე მიდასტურებს.
- და რატო?
- დაკითხვას მიწყობ, ანა?
ისეთი კმაყოფილი მზერა აქვს ნერვები მეშლება.
-უბრალოდ გეკითხები, რა საერთო აქვს ხელოვნებას ჩვენს საგნებთან, მაინტერესებს.
- აუცილებლად საერთო უნდა ჰქონდეს რომ დავილაპარაკოთ?
მხრებს ვიჩეჩავ.
-ძალიან დიდი მზრუნველობაა მისი მხრიდან, მეტი არაფერი.
მაინც ვანიშნებ ყავაზე.
ისევ ეღიმება.
-გიხდება ეჭვიანობა, მაგრამ... ამის მიზეზი მართლა არ გაქვს.
ირონიულად მეღიმება. თუმცა უკვე ვეღარც კი ვუარყოფ როგორ მიშლის იმ გოგოს მის გვერდით დანახვა ნერვებს. წამით ისიც კი დამავიწყდა აქ რისთვის შემოვედი საერთოდ, თუმცა რაღაცაში დასარწმუნებლად კი მშვენივრად მიუმატა ჩემი ეს ქცევა თავის არგუმენტებს გულმა.
-რაღაც გავიგე ქვემოთ... -მაინც ვიწყებ.
- რა გაიგე? - არც ამ წამს ეტყობა წამიერი აღელვებაც კი.
- რომ მიდიხარ.
ახლა კი ეცვლება მზერა. კალამსაც გვერდით დებს.
წამიერი დუმილია. ბოლოს მაინც დგება ფეხზე და რამდენიმე ნაბიჯით მიახლოვდება.
-მინდოდა რომ მეთქვა, მართლა.
- ანუ სიმართლეა? - უფრო საკუთარ თავს ვუსვამ ამ კითხვას.
უბრალოდ თავს მიქნევს.
-და რატომ?
ეღიმება.
-ასეთი სახე ნუ გაქვს, ამით არაფერი მთავრდება, ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა რომ დამთავრდეს.
- ეს პასუხი არ არის, ტატო.
ნელა სუნთქავს.
-ანა... -ხელს მკიდებს. - მგონია რომ აქ ჩემი გასაკეთებელი დიდი ხანია უკვე გავაკეთე. თანაც სხვა ბევრად უკეთესი შემოთავაზებაც მაქვს საფრანგეთში.
ვერ ვხვდები რატომ მაწვება ცრემლები, მაგრამ ის კი ვიცი რომ ახლა ამის დრო არანაირად არაა.
-საფრანგეთში... -მეღიმება. -ანუ მეორედაც... კარგი, ესე იგი სწორად ვფიქრობდი. დავინახე როგორც მიმტკიცებ ყველაფერს, მადლობა.
- არა, არა, მომისმინე ჯერ.
- გავიგე უკვე საკმარისი, კარგად.
წასვლას ვაპირებ, თუმცა წამსვე მეღობება წინ.
-შენს გარეშე მაინც არაფერი მინდა, ანა და მეორედ შენს მიტოვებას არ ვაპირებ, ასეთი რამ აღარ თქვა. მე აქედან მაინც წავალ, როგორიც არ უნდა იყოს გაგრძელება. ამ კედლებმა დაანგრია ისედაც ყველაფერი. აქაურობას რომ ვუყურებ ყველაფერი მახსენდება და საერთოდ ნეტავ მაშინაც შემძლებოდა წასვლა. ეს შემოთავაზებაც რაღაცნაირად დაემთხვა, თანაც ძალიან კარგი მიზეზია ამათთვის, რაღაც მჭირდება რომ ვუთხრა და გავამართლო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ იქ მივდივარ.
ისევ მერევა თავში ყველაფერი. რა ისტერიკებს ვუწყობდი საერთოდაც. ასე რომც მწყენოდა ასე უნდა გამომეხატა?
-ანუ იქ არ წახვალ? - როგორც კი ვაჟღერებ მაშინვე ვნანობ იმდენად ბავშვურად გამომდის.
რა ჯანდაბას ვაკეთებ საერთოდ. - კარგი, მაპატიე, რა ჩემი საქმეა, იდიოტი ვარ.
ეღიმება.
-გაგიმეორებ, აღარაფერი მინდა შენს გარეშე,
- დავიღალე, წავედი, საქმე გაქვს შენც. -სპეციალურად ვაიგნორებ.
- ანა... -მაინც მაჩერებს წასვლამდე.
- რა?
-ერთი წუთი, რაღაც მინდა რომ მოგცე.
მაგიდასთან ბრუნდება. მერე საქაღალდეებს შორის ეძებს, ბოლოს კი დისკს იღებს, კვლავ ჩემთან ბრუნდება და მიწვდის.
-ეს რა არის?
- მინდა რომ უყურო.
- რა არის? -მაინც ვუმეორებ.
- ნახავ.
- მეშინია ასეთი გასაიდუმლოებული რაღაცების.
ეღიმება.
-არა, საშიში არაფერია.
- აბა რატომ არ მეუბნები რა არის? -მაინც ვართმევ და ვაკვირდები.
- ჩვენ გვეხება...
- რაა? ახლა ვერ მეუბნები და დასამშვიდობებელი ვიდეო ჩამიწერე?! -ინსტიქტურად ვუწევ ტონს.
უკვე ეცინება.
-კარგი რა, ანა, მაგის გჯერა ახლა?
ოდნავ მშვიდად ვსუნთქავ.
-მომისმინე, არ მეცინება, ტატო.
- არა მეთქი, ხომ გითხარი. რა დასამშვიდობებელი ვიდეო, საიდან მოიტანე.
- აბა რა გვეხება ჩვენ?
- ნახავ.
ისევ მაგიდასთან ბრუნდება.
ვფიქრდები და თან დისკს ვატრიალებ ხელში.
- კარგი, ვნახავ.
ოდნავ მიქნევს თავს.
ბოლოს მაინც მივდივარ კარისკენ.
თუმცა, ახლა უკვე იმაზე მეტად მეშინია ვიდრე აქამდე.


***
კი ვუთხარი ვნახავ მეთქი, თუმცა ისე მოდის საღამო უბრალოდ ვერაფერს ვახერხებ. მოსალოდნელი ცუდის შეგრძნება მაქვს და ისევ გაურკვევლობას ვწელავ. საშინელი პანიკა მჭირს ზოგადადაც ყველაფერზე, ყველაფერ მცირეზეც კი, მაგრამ არც კი ვიცი ეს რამდენადაა მცირე. დისკს ხელში ვატრიალებ, თუმცა მაინც ვერ ვრთავ. ვცდილობ გონებაში წარმოვიდგინო რა შეიძლება ჩვენ გვეხებოდეს ისეთი რასაც უნდა ვუყურო, თუმცა საერთოდ ვერაფერს ვფიქრობ. ის აზრი რომ ამით დამშვიდობება უნდოდა ყველაზე ლოგიკური იყო, თუმცა თუ ეს არაა, არალოგიკური ვერსიაც კი აღარ მაქვს სხვა.
მეშინია. მინდა საკუთარ თავთანაც ვაღიარო, რომ მართლა მეშინია. ცვლილებების წამია?
ფანჯარაზე გადამაქვს მზერა. ტელეფონიც კი არ ამიღია ხელში. ეს რაღაც საშინელი შეგრძნებაა, მაგრამ იქნებ მოსალოდნელი უარესია. ხელები ისე მეყინება მეტი ალბათ აღარც შეიძლება.
ღრმად ვსუნთქავ და ბოლოს მაინც ვიღებ კომპიუტერს. ეს თუ არა ნერვიულობა ხომ მაინც მომკლავს ბოლოს. დისკს ვდებ, თუმცა საბოლოო ჩართვამდე ისევ ვჩერდები.
არა, არ შემიძლია. ეს რა საშინელებაა ასეთი. რამე წარსულია? ღმერთო, არა, აღარ მინდა წარსული. ძალიან რთულია. იმდენად მეშინია ცნობისმოყვარეობაც კი მოვკალი ჩემში.
ვცდილობ წამით მაინც არ ვიფიქრო ცუდზე. თითქმის გამომდის. კიდევ ერთხელ ვცდილობ მშვიდად ჩასუნთქვას და ბოლოს მაინც ვრთავ. რა თქმა უნდა, ვიდეოა.
გული მიჩქარდება, თუმცა როგორღაც მაინც ვახერხებ გახსნას.
საბოლოოდ ვიყინები. ეს ის დღეა... ის დღე, ის დრო, ის კაბინეტი, როდესაც ხელმძღვანელობაზე მითხრა უარი. ზუსტად მახსოვს იმ დღეს რაც ეცვა, რაა და როგორ. ის მაგიდაც, ის კალამიც, რომელიც მაშინაც ხელში ეჭირა როდესაც ვესაუბრებოდი.
ახლაც. კიდევ უფრო მტკივნეულად მაჭერს წარსული.
კმაერას ასწორებს, ბოლოს ისევ სკამს ეყრდნობა. ამ წამს თითქოს ყველაფერი თავიდან ახლდება. 2 წუთით აშორებს კამერას თვალს, თუმცა ბოლოს მაინც უბრუნდება.
,,- არ ვიცი ამას ოდესმე თუ ნახავ, ანა... - ასე ცუდად თუ ვიყავი აქამდე როდესმე არც ის ვიცი. სულ ცოტა ხნის წინ ისე გაგიშვი რომ ვერაფერი გითხარი. საერთოდ ვერაფერი. ამ წამს არავინ არაა ჩემთვის შენზე მნიშვნელოვანი, მაგრამ - პაუზა. სანამ გააგრძელებს უკვე ვიცი და კიდევ უფრო მესმის როგორ უჭირდა იმ წამს.
-ვიცი რომ რაღაცებში მართალი არ ვარ. არასამართლიანიც ვარ შენთან, მაგრამ დამიჯერე ყველაფერი შენთვის გავაკეთე. წამით არ მეპარება იმაში ეჭვი რომ ძალიან წარმატებული იქნები და ყველაფერს შეძლებ მაგისტრატურაშიც. მინდა ყველამ იამაყოს შენით და დაინახონ რამდენი რამ შეგიძლია... ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ამ სამყაროში და ამ სიყვარულს მაინც ვერ წამართმევს ვერაფერი, ვერც ეს კედლები და სტატუსი.
მაპატიე... თუ ოდესმე ამას შეძლებ. –
მართლა თავისით მომდის ცრემლები.
-მაპატიე რომ ასე გაგიშვი. არ ვიცი როგორ შევძლებ იმ მზერის დავიწყებას ბოლოს როგორც შემომხედე. მართლა ყველაფრის იყო. პირველად ვიგრძენი ასე შენი გულწრფელი სიცივე .
ჩემი გულწრფელი არასდროს ყოფილა, დამიჯერე... ეს ყველაფერი რომ არა... ეს მდგომარეობა რომ არა, რაღაც-რაღაცები რომ არა იქნებ სხვაგვარად ყოფილიყო ყველაფერი.
მაპატიე. მე ვერასდროს დაგივიწყებ. ვიცი, რომ ერთ დღეს მეორედ აუცილებლად შევხვდებით. ისიც ვიცი, რომ მაშინაც გეტყვი, მაგრამ ამ დღესაც მინდა გითხრა რომ მიყვარხარ. არ ვიცი რომელი წამიდან. თითქოს სულ რაც გიცნობ. ყველაზე მეტად გამიჭირდება აქ უშენობა, მაგრამ ამ ეტაპზე ასე სჯობს.
მაპატიე, რომ გული გატკინე. შენი გრძნობებიც ვიცი. - ოდნავ ეღიმება. - მჯერა, რომ ყველაფერ ნამდვილს აქვს გაგრძელება. თუ არადა, მთავარია შენ იყო ბედნიერი, ესეც საკმარისი იქნება ჩემთვის... ცხოვრებაში პირველად ვნანობ ჩემს სტატუსს ამ კედლებში. ბევრი მიზეზის გამო არ შემიძლია ახლა აქედან წავიდე, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად წავალ აქედან.
ბოლოს მაინც ხრის თავს.
-მაპატიე, აღარ შემიძლია.
მაგრამ... -გათიშვამდე კიდევ ჩერდება. - ისიც მახსოვს, რომ ეს ადგილი რომ არა შენ ვერ გიპოვიდი. მე არ მრცხვენია იმის რომ ჩემი სტუდენტი მიყვარს, არ მინდა რომ ამით შენ მოგაყენო ზიანი.
მაპატიე კიდევ ერთხელ. გპირდები, რომ შენს საბაკალვროს წავიკითხავ. ყველაზე და ყველაფერზე მეტად...“
თიშავს. მეც ვხუჭავ თვალებს. წამით ვიკავებ, თუმცა ბოლოს მაინც ხმამაღლა ვიწყებ ტირილს. ყველა შეკავებული ემოცია ერთად ფეთქდება თითქოს. ბალიშს ვიფარებ სახეზე და ვეღარც ვჩერდები.

***
არ ვიცი რამდენი საათი გადის, თუმცა ყველა ცრემლი რომ მიშრება და თავის საშინელი ტკივილიც რომ მეწყება მხოლოდ მაშინ ვდგები საწოლიდან ძლივს.
თითქოს წარსულში ვიმოგზაურე. ზუსტად იქ, რის დავიწყებასაც წლები ვცდილობდი. თითქოს ისევ მის წინ ვიდექი. ყველაფერი განმიახლდა. იმდენად ცხადად ვიგრძენი ყველაფერი ვერც აღვწერ. შეიძლება საჭიროც კი იყო ყევლაფერი ის რაც აქამდე იყო დღევანდელისთვის. ასე ზუსტად რომ გამეგო მისი. არ ვიცი მართლა იქ რომ ვმდგარიყავი ამას როგორ გავიგებდი, ამაზე ფიქრი აღარ მინდა. წარსული აღარ მინდა, ახლა უკვე ზუსტად ვიცი რომ მომავალი მინდა. ისიც ვიცი, რომ გაიმარჯვა და ამის გონებასთან აღიარების არ მრცხვენია. მისი სიყვარულის მჯერა. მისი თვალებისაც მჯერა და საერთოდ... ღმერთო. რამდენი დრო დავკარგეთ.
ტელეფონს ვიღებ ხელში. რამდენიმე გამოტოვებული ზარი მაქვს თამარასგან, თუმცა კონტაქტებიდან გამოვდივარ და შეტყობინებებში შევდივარ. ბოლოს ტატოს ვეძებ და ვწერ კიდეც, არა, უფრო ვეკითხები.
,,შევხვდეთ? “
ისევ მეყინება ხელები. ძალიან ძალიან იწელება ეს წუთები. იქნებ ჯობდა, რომ დამერეკა, ან იქნებ არც უნდა მიმეწერა, იქნებ არ სცალია. საათს ვამოწმებ. წესით დიდი ხნის წინ უნდა მორჩენილიყო გამოცდები, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვნერვიულობ. ისიც კი მგონია რომ აღარც მიპასუხებს, თუმცა ეკრანის ანთება და ჩემი გაათმაგებული ნერვიულობა ერთია.
,,უნივერსიტეტში ვარ, მოხვალ თუ მოვიდე?“
,,მოვალ.“
არც კი ვიცი რატომ მინდა რომ მე მივიდე, თუმცა ის ადგილი ალბათ მაინც ყველაზე ახლოა ჩვენთან.
ამდენი ტირილისგან საშინელ მდგომარეობაში მაქვს თვალები, თუმცა... ამას ვერ შევცვლი ახლა. ყოველთვის ასეთი ემოციური ვიყავი და ვარ. კარს ისე ვხურავ სხვა საერთოდ ვეღარაფერზე ვფიქრობ. გონებაშიც და გულშიც ერთია. ხო, ყოველთვის მინდოდა ასე ყოფილიყო, თუმცა ახლა ვხვდები, რომ თურმე ესეც კი არაა მარტივი. ძალიან, ძალიან ბევრი ემოცია მაქვს ისევ, გრძნობებიდანაც თითქოს ყველამ ერთად გაიღვიძა. ისეთი ღამეა თითქოს არც არასდროს ყოფილა აქამდე ასეთი, ან... შეიძლება მე მეჩვენება ასე.
არ ვიცი რამდენი წუთი გადის გზაში. თითქოს ყველაფერი სხვა და მათ შორის დროც უბრალოდ დავკარგე. აღარც არაფერი მაინტერესებს. ერთხელ თამარამ მითხრა, რომ როცა დროის შეგრძნებას კარგავ, ასე იგი ძალიან მნიშვნელოვანს პოულობო. მაშინ არ მიმიქცევია ამისთვის დიდი ყურადღება, თუმცა ახლა ვხვდები, რომ მართალია. მე ის მიყვარს. ყოველთვის მიყვარდა. შეიძლება აქამდე საკუთარ თავთანაც კი არ მიღიარებია, მაგრამ ასეა.
აღარც მასში მეპარება ეჭვი. აქამდეც რომ მეპარებოდა იმასაც კი ვნანობ. ვხვდები, რომ ცხოვრება ძალიან უსამართლოა, მაგრამ... თუ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ახლა მართლა აღარ უნდა დავკარგოთ.
მანქანას ვაჩერებ. ირგვლივ სრული სიჩუმეა. ღამის სიბნელეში ჩაფლული, განათებებით გარშემორტყმული უნივერსიტეტი ზუსტად ისეთივეა როგორიც წლების წინ. ამ წამს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ამაში. შეიძლება რეალურად დრო მიდის, თუმცა რაღაცები არ იცვლება.
პირდაპირ უკანა ეზოში მივდივარ. ვიცი, რომ იქ იქნება და არც ვცდები. ტელეფონზე საუბრობს. თითქმის 2 წამიანი პაუზა მაქვს, თუმცა ბოლოს მაინც ვაგრძელებ გზას. მამჩნევს. სულ ოდნავ მიღიმის და საუბარსაც იქვე ამთავრებს, წამსვე. ალბათ სხვა დროს ხელის შეშლაზეც ვიფიქრებდი, თუმცა ამ წამს ვერა. ფეხზე დგება. ვჩერდები. კიდევ ერთი ცრემლი მიგორდება თვალიდან და სანამ უარესი მოხდებოდეს ვიცი, ეს უნდა შევაჩერო. გული და გონება კვლავ ერთიანია. დარჩენილ მანძილს უკვე სირბილით ვფარავ და ისე ვეხუტები წამიერად წონასწორობასაც კარგავს. თვითონაც მხვევს ხელებს, თუმცა არც თვითონ მეუბნება არაფერს. ისევ ვერ ვგრძნობ რამდენი წამი თუ წუთი გადის. ბოლოს მაინც თვითონ ვშორდები და პირდაპირ ვეჩეხები მის მზერასაც. თვალები ამღვრეული აქვს. ძალიან მიჭირს ახლა გამოვიცნო.
-მაპატიე, რომ არ დაგიჯერე... - ზედმეტად ხმადაბლა გამომდის. -მეც... მიყვარდი და მიყვარხარ.
სულ ოდნავ ეღიმება. რაღაცის თქმას აპირებს, თუმცა არც ვაცდი ისე ვეხები ტუჩებზე. არც ამაში მიშლის ხელს. თითქოს უსასრულობაში ვიკარგებით. ამ წამს საერთოდ არავინ და არაფერი არ მახსოვს მის გარდა. ვგრძნობ როგორ მეხება თმაზე და იმასაც ვხვდები, რომ არ მინდა ეს წუთი ოდესმე მორჩეს.
- ანუ წარსულში ახსნილმა გაჭრა. -მაინც ეღიმება.
- კარგი რაა...
ოდნავ ვშორდები. ამ წამს უკვე აღარ მეტირება.
-არადა, მე რას ვფიქრობდი მაშინ შენზე. - მაინც მერევა სინანული.
ხელს მკიდებს.
-მოდი აღარასდროს ვილაპარაკოთ წარსულზე.
მეც მეღიმება ამ წამს.
-წარსული აღარც მე მინდა, ტატო. ახლა მაინც აწმყოში ვართ უკვე.
- ვინ მეუბნება ამას...
- ნუ დამცინი, არ არის სასაცილო.
ამას კი ვეუბნები, მაგრამ მეც მეღიმება.
-ისე... -ოდნავ სერიოზულდება. -იმ ვიდეოსთვის არასდროს მიყურებია. ძალიან არეულად ვსაუბრობ?
- შენ არასდროს საუბრობ არეულად.
- ხო?
უბრალოდ თავს ვუქნევ.
-ესე იგი, სიყვარულის გამოცდა ჩაბარებულია, ქალბატონო ანა?
მეღიმება.
-100 ქულაზე.
- როგორც შენი საბაკალავრო.
- გეყოფა, თავიდან გეჩხუბები ახლა.
- ხო, დამავიწყდა რომ წარსულზე აღარ ვსაუბრობთ.
ისევ მახებს თმაზე თითებს, მერე სახეზეც.
-აღარ იტირო არასდროს.
ისევ ვეხვევი. თითქოს ამდენი წლის შემდეგ ახლა ვნახეთ პირველად ერთმანეთი.
თავიდან მაწვება ემოციები.
-ანაა, კარგი რაა. გაიღიმე, ჩვენი ღამეა, რა გავაკეთოთ?
ვფიქრდები. მერე უცებ მახსენდება და უკვე მეღიმება.
-თამარასთან წავიდეთ.
თვითონაც ეღიმება.
-თამარა არსად დაგეკარგოს. წავიდეთ.
- მაგარია. - ბავშვივით გამომდის.
პირველად მიხარია ასე გულწრფელად. ისევ მკიდებს ხელს, თუმცა ნაბიჯის გადადგმამდე ვჩერდები.
-აუ, ტატო...
- რა? - წამსვე ესახება დაბნეულობა სახეზე.
- პრობლემა ხომ არ იქნება, თეკლასაც რომ ვუთხრა რომ მოვიდეს? მარტოა სახლში.
- გული გამისკდა, რა. - შვებით სუნთქავს. - რა სახე გქონდა უნდა გენახა. დაურეკე, მიდი.
მეღიმება.
მერე ტელეფონს ვიღებ და კონტაქტებში შევდივარ.
რომ წამოვედი მოსული არ იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ უკვე მივიდოდა. რაღაცნაირად, იმხელა როლი აქვს ამ ყველაფერში, მასეც რომ არ იყოს უკვე იმდენად მივეჩვიე და იმდენად ახლოა, მის გარეშე არ მინდა. არადა, ტატოსი არ იყოს მასაც რომ ამდენი წლის შემდეგ მეორედ შევხვდი არც მასზე წარმომედგინა, რომ ასე დავახლოვდებოდით.
არასდროს უნდა თქვა რომ არასდროს.
ზარი გადის, თუმცა არ იღებს. საერთოდ, როცა პასუხი არ უნდა მითიშავს ხოლმე. ესე იგი ახლა უბრალოდ არ ესმის. თავისით მეცვლება განწყობა. ბოლომდე ველოდები, თუმცა ბოლოს თავისით ითიშება.
-არ მპასუხობს. - შეწუხებული ვტრიალდები მისკენ.
-კიდევ დაურეკე.
- აზრი არ აქვს, როცა ასე იქცევა უბრალოდ არ ესმის.
- მაინც სცადე, რას კარგავ.
- 1 წუთის შუალედით...
- ანა -მაჩერებს. - უბრალოდ მეორედ სცადე, არ შეიძლება?
- მეორედ... -მეღიმება.
- მეორედ. - მიდასტურებს.
ისევ შევდივარ კონტაქტებში და მეორედ ვურეკავ.
ვხვდები, რომ ამ წამს მის პასუხს სხვა ბევრი დატვრითვაც აქვს და რაღაცნაირად... ისევ რაღაცნაირად მიჩქარდება გული. ეს ხომ თეკლაა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ერთი წუთის შუალედით არ მიპასუხებს და უკვე მწყდება გული, თუმცა ტრადიციულად ბოლომდე ველოდები და სასწაულიც ხდება. გათიშვას მიუსწრო და კიდევ ერთხელ განამტკიცა რწმენაც.
-ხო, ანა...

***
ერთ შუმერულ ანდაზაში წავიკითხე, რომ ბოლოს ყველაფერი უბრუნდება დასაწყისს, ალბათ, არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი.
ყველაფერი შეუძლებელიც, შესაძლებელია, უბრალოდ უნდა სცადოთ
თუნდაც
,,მეორედ.“

/დასასრული/
08.09.2023


______________________________________
დანარჩენს უბრალოდ თქვენ განდობთ, ზუსტად რომ დაინახავთ ვიცი.
გამაზიარეთ, ვისაუბროთ, როგორც ყოველთვის მაინტერესებს თქვენი აზრი.
ვფიქრობ, კიდევ ერთი კარგი ზაფხული გავატარე აქ, თქვენთან.
ვეცდები დიდხანს არ დავიკარგო, თუმცა როგორ გამოვა არ ვიცი.
სხვა, ჩემი ფეისი იცით, თუ საუბარი მოგინდებათ იქაც მოგისმენთ.
მადლობა
და
მომავალ შეხვედრამდე.
მიყვარხართ.
თქვენი
ელა.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან კარგი ემოციებით სავსე თბილი ისტორია იყო♥️♥️

 


№2  offline წევრი EllaTriss

Daldoni Daldoni
ძალიან კარგი ემოციებით სავსე თბილი ისტორია იყო♥️♥️

მიხარია რომ მოგეწონა❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Marie

არვიცი როგორ დავიწყო… როგორც ყოველთვის, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა არვიცი მართლა დავიბენი
როგორ გადმოვცე ამ წუთას ის ემოციები რასაც მე კითხვის დროს განვიცდიდი❤️ ვგონებ დღეს იმაზე დიდი კომენტარი გამომივა ვიდრე ჩვეულებრივ ვწერ ხოლმე ????

ელა საოცრება ხარ მე ეს შენთვის არაერთხელ მითქვამს❤️ საოცრება ხარ და საოცრებებს ქმნი
შენი დაწერილი თითოეული ისტორია ძალზედ საინტერესო, ჩამთრევი და ლამაზია თავისებურად
რაღაც სხვანაირი…❤️ მადლობა რომ ასე ლამაზად და გასაგებად გადმოსცემ თითოეულ შენს ისტორიას❤️ ისე მალამოდ ედება ჩემს სულსა და გულს რომ ვერც ავღწერ ამისთვის უდიდესი მადლობა შენ)❤️

რაც შეეხება დღევანდელ დასასრულს
საოცრება იყო არმინდოდა მეტირა მაგრამ იმაზე ემოციური გამოდგა რომ არ შემეძლო თავი შემეკავებინა❤️
ძალიან ლამაზი და საინტერესო ისტორია გამოდგა ისეთი რომ ამის მხოლოდ ერთხელ წაკითხვას ვერ დავჯერდები ❤️

ჩვენი გვრიტები მინდოდა ლამაზად დასრულებულიყო და გამოგივიდა კიდეც ისეთი საყვარლობა იყო მართლა ვერ ავღწერ :))
პეროსნაჟებმა თითოეულმა შემაყვარა თავი მაგრამ
რათქმაუნდა არის ის ერთი პერსონაჟი სხვანაირად “ამოჩემებული” რომ მყავს????
ანა არვიცი ამ გოგოზე რავთქვა მეტი იმდენი ვისაუბრე თითოეულ თავში:)
ისე უცებ შემაყვარა თავი თავისი სიჯიუტით, ხასიათებით აბსოლიტურად ყველაფრით❤️
არაერთხელ ვთქვი მასში ჩემს თავს ვხედავ მეთქი და ასეცაა ვიცი რა სირთულის გადატანა მოუწია და რა ფასად დაუჯდა რომ ეს ყველაფერი გადაეტანა
გაეგრძელებინა ცხოვრება და ეცხოვრა ისე თოთქოს არც არფერი მომხდარა მის თავს❤️
ისე კარგად მალავდა მის ტკივილს თუნდაც საკუთარ თავთან❤️
ისე უარყოფდა მის გრძნობებს რომ გული ისევ არ სტკენოდა იმიტომ რომ იცოდა თუ კიდევ ეტკინებოდა ძალზედ ძნელი დაუჯდებოდა ისევ ფეხზე წამოდგომა მესმოდა მისი ამიტომ იყო რომ არცერთხელ განმიკითხია და გამიკიცხია იმისთვის რასაც აკეთებდა თუმდაც ეს არასწორი ყოფილიყო❤️ მიხარია მთელი გულით რომ თუნდაც მეორედ
ტატო “იპოვა” ❤️ იპოვა ის ვისთანაც თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდა
მასთან ის საკუთარი თავი იყო და ეს მახარებს ყველაზე მეტად ❤️

ტატოზე რაღა ვთქვა❤️მისნაირი ადამიანები სჭირდება ამ სამყაროს მართლაც რომ ვერცერთი სიტყვით ვერ გადმოვცემ ჩემს დამოკიდებულებას მის მიმართ მაგრამ მთავარია შენ მიხვდები რაზეც ვსაუბრობ❤️

თამარაზეც ამას განვმეორდები მისნაირი ადამინებიც სჭირდება ამ სამყაროს
საოცრება ადამიანიაა მისი ეს მოსიყავრულე მზრუნველი ხასიათები ხომ სხვაა ❤️
წინა თავში ვახსენე თეკლას ჩემთვის ოქროსფერი აურა აქვს მეთქი აი თამარას ჩემთვის ყვითელი აურა აქვს ამ ფერივით ნათელი და ლამაზია ???? თამარა ფერიაა თავისი ყვითელი აურით ჩემთვის :))

ხომ რაც შეეხება ჩვენს ოქროსფერ გოგოს თეკლას
მან როგორც ვთქვი დიდი წვლილი შიეტანა ტატოსა და ანას ურთიერთობაში ამისთვის მადლობა მას❤️
მარტო მისი ხასიათებითაც კი შეგაყვარებს თავს სულ სხვანაირია ან უბრალოდ მისი ეს “გამოხტომები” და ხასითები ხდის განსაკუთრებულს მას❤️

მეტი რაღა ვთქვა იმდენი ვისაუბრეთ თუნდაც წინა თავებში :)
ცოტა სევდას კი ვგრძნობ მომენატრება როგორ ეიფორიაში ვიყავი ხოლმე ახალ თავი რომ მხვდებოდა ხოლმე მაგრამ ეს ხომ ბოლო არ არის? ხოდა მიხარია ის რომ ასე ლამაზად და საყვარლად დასრულდა ტატოსა და ანას სიყვარულის ისტორია :)❤️❤️

მიყვარხარ შენ და შენი ისტორიები ელა ველოდები შენს შემდეგ შედევრს იმედია დიდი ხნით არ დაიკარგები და თავს არ მომანატრებ (მე პირადად)❤️ წარმატებები!!❤️

 


№4 სტუმარი One

Dzalian kargi iyo)) shesanishnavi dasasrulit, martla kargi gamovida, rogorc sheni, sxva danarchenebi zogadad❤️
Is rom bunebriv, adamianur gancdebze da ganwyobebze , ase idealurad wer, es araris martivi da cota))
Chveni goniereba gogona , male unda dagvibrunde❤️❤️

 


№5  offline წევრი EllaTriss

სტუმარი Marie
არვიცი როგორ დავიწყო… როგორც ყოველთვის, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა არვიცი მართლა დავიბენი
როგორ გადმოვცე ამ წუთას ის ემოციები რასაც მე კითხვის დროს განვიცდიდი❤️ ვგონებ დღეს იმაზე დიდი კომენტარი გამომივა ვიდრე ჩვეულებრივ ვწერ ხოლმე ????

ელა საოცრება ხარ მე ეს შენთვის არაერთხელ მითქვამს❤️ საოცრება ხარ და საოცრებებს ქმნი
შენი დაწერილი თითოეული ისტორია ძალზედ საინტერესო, ჩამთრევი და ლამაზია თავისებურად
რაღაც სხვანაირი…❤️ მადლობა რომ ასე ლამაზად და გასაგებად გადმოსცემ თითოეულ შენს ისტორიას❤️ ისე მალამოდ ედება ჩემს სულსა და გულს რომ ვერც ავღწერ ამისთვის უდიდესი მადლობა შენ)❤️

რაც შეეხება დღევანდელ დასასრულს
საოცრება იყო არმინდოდა მეტირა მაგრამ იმაზე ემოციური გამოდგა რომ არ შემეძლო თავი შემეკავებინა❤️
ძალიან ლამაზი და საინტერესო ისტორია გამოდგა ისეთი რომ ამის მხოლოდ ერთხელ წაკითხვას ვერ დავჯერდები ❤️

ჩვენი გვრიტები მინდოდა ლამაზად დასრულებულიყო და გამოგივიდა კიდეც ისეთი საყვარლობა იყო მართლა ვერ ავღწერ :))
პეროსნაჟებმა თითოეულმა შემაყვარა თავი მაგრამ
რათქმაუნდა არის ის ერთი პერსონაჟი სხვანაირად “ამოჩემებული” რომ მყავს????
ანა არვიცი ამ გოგოზე რავთქვა მეტი იმდენი ვისაუბრე თითოეულ თავში:)
ისე უცებ შემაყვარა თავი თავისი სიჯიუტით, ხასიათებით აბსოლიტურად ყველაფრით❤️
არაერთხელ ვთქვი მასში ჩემს თავს ვხედავ მეთქი და ასეცაა ვიცი რა სირთულის გადატანა მოუწია და რა ფასად დაუჯდა რომ ეს ყველაფერი გადაეტანა
გაეგრძელებინა ცხოვრება და ეცხოვრა ისე თოთქოს არც არფერი მომხდარა მის თავს❤️
ისე კარგად მალავდა მის ტკივილს თუნდაც საკუთარ თავთან❤️
ისე უარყოფდა მის გრძნობებს რომ გული ისევ არ სტკენოდა იმიტომ რომ იცოდა თუ კიდევ ეტკინებოდა ძალზედ ძნელი დაუჯდებოდა ისევ ფეხზე წამოდგომა მესმოდა მისი ამიტომ იყო რომ არცერთხელ განმიკითხია და გამიკიცხია იმისთვის რასაც აკეთებდა თუმდაც ეს არასწორი ყოფილიყო❤️ მიხარია მთელი გულით რომ თუნდაც მეორედ
ტატო “იპოვა” ❤️ იპოვა ის ვისთანაც თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობდა
მასთან ის საკუთარი თავი იყო და ეს მახარებს ყველაზე მეტად ❤️

ტატოზე რაღა ვთქვა❤️მისნაირი ადამიანები სჭირდება ამ სამყაროს მართლაც რომ ვერცერთი სიტყვით ვერ გადმოვცემ ჩემს დამოკიდებულებას მის მიმართ მაგრამ მთავარია შენ მიხვდები რაზეც ვსაუბრობ❤️

თამარაზეც ამას განვმეორდები მისნაირი ადამინებიც სჭირდება ამ სამყაროს
საოცრება ადამიანიაა მისი ეს მოსიყავრულე მზრუნველი ხასიათები ხომ სხვაა ❤️
წინა თავში ვახსენე თეკლას ჩემთვის ოქროსფერი აურა აქვს მეთქი აი თამარას ჩემთვის ყვითელი აურა აქვს ამ ფერივით ნათელი და ლამაზია ???? თამარა ფერიაა თავისი ყვითელი აურით ჩემთვის :))

ხომ რაც შეეხება ჩვენს ოქროსფერ გოგოს თეკლას
მან როგორც ვთქვი დიდი წვლილი შიეტანა ტატოსა და ანას ურთიერთობაში ამისთვის მადლობა მას❤️
მარტო მისი ხასიათებითაც კი შეგაყვარებს თავს სულ სხვანაირია ან უბრალოდ მისი ეს “გამოხტომები” და ხასითები ხდის განსაკუთრებულს მას❤️

მეტი რაღა ვთქვა იმდენი ვისაუბრეთ თუნდაც წინა თავებში :)
ცოტა სევდას კი ვგრძნობ მომენატრება როგორ ეიფორიაში ვიყავი ხოლმე ახალ თავი რომ მხვდებოდა ხოლმე მაგრამ ეს ხომ ბოლო არ არის? ხოდა მიხარია ის რომ ასე ლამაზად და საყვარლად დასრულდა ტატოსა და ანას სიყვარულის ისტორია :)❤️❤️

მიყვარხარ შენ და შენი ისტორიები ელა ველოდები შენს შემდეგ შედევრს იმედია დიდი ხნით არ დაიკარგები და თავს არ მომანატრებ (მე პირადად)❤️ წარმატებები!!❤️

მოკლედ, ამ წამს გავიაზრე როგორ ძალიან მომენატრება შენი კომენტარები. ❤️
ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი მკითხველები რომ მყავხართ. საერთოდ არასდროს მომბეზრდება ამის თქმა. არ ვიცი, უკიდეგანო თუ შეიძლება კიდევ სხვანაირად ვთქვა უგანოკიდე... მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.

ძალიან მომწონს შენი ხედვა ფერებთან დაკავშირებით და მინდა კიდევ ერთი მადლობაც აქვე გითხრა იმისთვის, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ასე ერთგულად მომყვებოდი და მიფერადებდი კომენტარების ველს. ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის. ❤️

დასასრული მართლა ემოციური გამოვიდა. რაღაცნაირად ისეთია, სხვანაირად ახლო.
მიხარია რომ შენამდეც ასევე მოვიდა. სიმართლე რომ გითხრა ეჭვიც არ მეპარებოდა ამაში, იმდენად ზუსტად ხედავ ყველაფერს ყოველთვის.

მე ვფიქრობ ანა რაღაც დოზით მაინცაა ყველასთან ახლოს. თითქოს აქაც უცხო არაფერია.
შენთან კი დავრწმუნდი რომ განსაკუთრებით, აქედან გამომდინარე არც მიკვირს მისადმი ეს დამოკიდებულება რომ გაქვს.❤️ სხვა რა დავამატო, როგორც ყოველთვის ზუსტი აქცენტებია.

ტატოსნაირი ადამიანები მართლა სჭირდება სამყაროს. დანარჩენი, მართალი ხარ, უსიტყვოდაც გასაგებია.❤️

თამარა მართლაც ძალიან ნათელი და ლამაზია.
კვლავ უნდა გავმეორდე, უგანოკიდე... ფერადი გოგონები გვყავს❤️
თეკლაზე ანამაც აღნიშნა და მართლა ძალიან ძალიან დიდი როლი აქვს ყველაფერში.

მეც ძალიან ძალიან მომენატრება თქვენთან საუბარი აქ ))
შენი კომენტარების აურაც, ყველაფერი ლამაზი და კარგია აქ❤️

ბოლო ნამდვილად არ არის.
ამ ისტორიის ,,დანარჩენი" თქვენ მოგანდეთ ;
სხვა ისტორიებიც აუცილებლად იქნება❤️

მეც მიყვარხარ, მარი.
ბევრი მადლობა
და
ბევრი ფერადი გული შენ ჩემგან❤️❤️❤️❤️❤️❤️

One
Dzalian kargi iyo)) shesanishnavi dasasrulit, martla kargi gamovida, rogorc sheni, sxva danarchenebi zogadad❤️
Is rom bunebriv, adamianur gancdebze da ganwyobebze , ase idealurad wer, es araris martivi da cota))
Chveni goniereba gogona , male unda dagvibrunde❤️❤️

ქეთო, მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ძალიან ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის❤️
თუკი მართლა ამდენად კარგია თქვენთვის, მიხარია ❤️
მეც ძალიან მინდა მალე დაბრუნება და იმედი მაქვს გამომივა❤️❤️
ძალიან ბევრი გული და დიდი სიყვარული შენ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

სასიამოვნო და საინტერესო თავი იყო
ძალიან მომეწონა დასასრული ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებებიი ????????♥️

 


№7  offline წევრი likuu_s

რა მიქენი?

ჩვეულებრივად ვტირი.

არა, ვჯღავი!

ვიდეოს ყურება მარტო ანასთვის კი არა, ჩემთვისაც ძაალიან და ზედმეტადაც კი ემოციური იყო.

თავიდან უნდა ეპოვათ ორივეს ერთმანეთი, დარწმუნებული ვარ, ამით უფრო გამყარდა მათი გრძნობები.

პატარა თავი იყო, თუმცა თბილი და სიყვარულით სავსე. ის პაწუკა ეჭვიანობაც კი ძალიან კარგი იყო.

იმსახურებდნენ ასეთ კარგ და საყვარელ დასასრულს. ძალიან კარგები იყვნენ. ანაც მიყვარს, ტატოც მიყვარს, თამარაც და თეკლაც.

ამ დროის განმავლობაში, რაც მოგყვები, ნამდვილად დიდი სიამოვნება მივიღე.

უკარგესი ხარ!

გელი იმაზე, რაც იქნება და როცა იქნება!

წარმატებები!❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნესტანი
სასიამოვნო და საინტერესო თავი იყო
ძალიან მომეწონა დასასრული ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებებიი ????????♥️

მიხარია რომ მოგეწონათ❤️

likuu_s
რა მიქენი?

ჩვეულებრივად ვტირი.

არა, ვჯღავი!

ვიდეოს ყურება მარტო ანასთვის კი არა, ჩემთვისაც ძაალიან და ზედმეტადაც კი ემოციური იყო.

თავიდან უნდა ეპოვათ ორივეს ერთმანეთი, დარწმუნებული ვარ, ამით უფრო გამყარდა მათი გრძნობები.

პატარა თავი იყო, თუმცა თბილი და სიყვარულით სავსე. ის პაწუკა ეჭვიანობაც კი ძალიან კარგი იყო.

იმსახურებდნენ ასეთ კარგ და საყვარელ დასასრულს. ძალიან კარგები იყვნენ. ანაც მიყვარს, ტატოც მიყვარს, თამარაც და თეკლაც.

ამ დროის განმავლობაში, რაც მოგყვები, ნამდვილად დიდი სიამოვნება მივიღე.

უკარგესი ხარ!

გელი იმაზე, რაც იქნება და როცა იქნება!

წარმატებები!❤️❤️❤️

ვიდეოს მომენტი მართლა ემოციური გამოვიდა, დასაწერადაც და ისედაც და ასედაც, ამიტომ ძალიან კარგად მესმის. მიხარია რომ ზუსტად ასევე მოვიდა^_^

გეთანხმები იმაში, რომ თავიდან უნდა ეპოვათ ერთმანეთი და იპოვეს კიდეც.
ახლა მართლა მყარია ყველაფერი.

დასასრული ისეთი იყო როგორიც მოიტანა, როგორიც ალბათ მართლა უნდა ყოფილიყო.
საერთოდ მე მჯერა ყველაფერი კარგის და ნათელი ფერების, თუნდაც მეორედ. ❤️

მადლობა შენ ყველაფრისთვის, ჩემი კომენტარების ველის გაფერადებაშიც შენი წვლილის შეტანისთვის❤️

ყოველთვის მიხაროდა, მიხარია და გამიხარდება შენი გამოჩენა❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი TeT

ძალიან კარგი იყო <3

 


№10  offline წევრი EllaTriss

TeT
ძალიან კარგი იყო <3

მიხარია რომ მოგეწონა❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი თამო

როგორი ემოციური იყო დასასრული.თან ეს ვიდეო რომ მისცა ხომ საერთოდ.ძალიან კარგი იყო

 


№12  offline წევრი EllaTriss

სტუმარი თამო
როგორი ემოციური იყო დასასრული.თან ეს ვიდეო რომ მისცა ხომ საერთოდ.ძალიან კარგი იყო

კი, მართლა ემოციური გამოვიდა. მიხარია რომ მოგეწონა❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი რუსკა

ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა.მომეწონაააა

 


№14  offline წევრი EllaTriss

სტუმარი რუსკა
ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა.მომეწონაააა

მიხარია❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი ელა

საერთოდ ყველა თქვენი ისტორია მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს.სიამოვნებით ვკითხულობ ყოველთვის.მიხარია რომ ახალი ისტორია წავიკითხე თქვენი და სასიამოვნოა.წარმატებებს გისურვებ და კიდევ უამრავი ისტორიის დაწერას,ბევრ მკითხველთან ერთად.

 


№16 სტუმარი სტუმარი ელა

ჩემი ფავორიტი მაინც ნაკრების გულია.

 


№17  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ელა
საერთოდ ყველა თქვენი ისტორია მაქვს წაკითხული და ძალიან მომწონს.სიამოვნებით ვკითხულობ ყოველთვის.მიხარია რომ ახალი ისტორია წავიკითხე თქვენი და სასიამოვნოა.წარმატებებს გისურვებ და კიდევ უამრავი ისტორიის დაწერას,ბევრ მკითხველთან ერთად.

მეც მახსოვხარ და გამიხარდა კვლავ რომ გამოჩნდი❤️მადლობა, მეც მინდა მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით, ვნახოთ რა და როგორ გამოვა.
პ.ს ნაკრების გული ჩემი ფავორიტიცაა❤️

სტუმარი ელა
ჩემი ფავორიტი მაინც ნაკრების გულია.

❤️❤️❤️❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინა123

კარგი იყო ემოციებით დატვირთული, საინტერესო. კარგად წერთ

 


№19  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნინა123
კარგი იყო ემოციებით დატვირთული, საინტერესო. კარგად წერთ

მიხარია თუ მოგეწონათ❤️

 


№20  offline წევრი likuu_s

ელა! :დდდ დაგვიბრუნდი!

likuu_s
ელა! :დდდ დაგვიბრუნდი!

ახლა ზუსტად ისეთ ხასიათზე ვარ, შენს ისტორიას რომ წაიკითხავდა კაცი :დ

 


№21  offline წევრი EllaTriss

likuu_s
ელა! :დდდ დაგვიბრუნდი!

likuu_s
ელა! :დდდ დაგვიბრუნდი!

ახლა ზუსტად ისეთ ხასიათზე ვარ, შენს ისტორიას რომ წაიკითხავდა კაცი :დ

მეც ძალიან მომენატრა აქაურობა და შენც, შენეული შეფასებებით❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent