შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რას ელი ჩემგან ? 7


15-09-2023, 16:00
ავტორი მირცა
ნანახია 1 288

ნოემბერიც შემოიპარა ჩვენს ცხოვრებაში. ხეები შემოიძარცვა როგორც გიგა შემოეძარცვა ჩემს გულს და სულს. ყველაფერი ნაცრისფერი გახდა, ადამიანები ნაკლებად მოძრაობდნენ სოფლის გზებზე ისიც მაშინ თუ გადაუდებელი საქმე ჰქონდათ, ბაღებში არავინ მიიჩქაროდა მოსავლის დასაბინავებლად. ახალგაზრდობაც გაურბოდა ნოემბრის სუსხს და მეც სკოლიდან მომავალი მარტო დავეხეტებოდი ნელი ნაბიჯით. გიგაზე თითქმის ორი კვირა იყო არაფერი გამეგო. ქალბატონ ლიასთან საუბრამა დამაფიქრა და მიმიყვანა კიდეც მასთან, მაგრამ შინ არ დამხვდა, დედამისმა კი ცივი პასუხით გამომისტუმრა. მოკლედ გიგა ჩემი ცხოვრებიდან გაქრა.
ჩემი დაბადების დღე 11 ნოემბერს იყო ბებომ თავის საფირმო კექსი გამომიცხო ვაშლის ჯემით და საეკლესი სანთელბი ამინთო ზედ
-გილოცავ ბებოს გახარება, წარმატებული და ჯანმრთელი მიმყოფოს უფალმა შენი თავი. მართალია მთლად ქალაქური ტორტი არაა მაგრამ გულითაა გამზადებული.- მეც სურვილი ჩავიფიქრე და სანთლები ჩავაქრე. ბევრი ვაკოცე ბებოს და პიტნის ჩაის თანხლებით გავატარე ჩემი ოცდამეხუთე დაბადების დღე. უამრავი მოლოცვა მივიღე ჩემი მოსწავლეებისგან, კოლეგებისგან, ქალბატონ ლიასაც არ დავავიწყდი, რამდენიმე თანასოფლელმა საჩუქარიც კი მომართვა, ჩემდა გასაკვირად ქალაქელ დედ-მამასაც გავხსენდი, თუმცა მე მხოლოდ ერთი მინდოდა რომელიც არსად ჩანდა.
მეორე სართულიდან სიცივის გამო ბებოსთან გადმოვინაცვლე და მის გვერდით პატარა ტახტი დავიდგი. გამათბობელთან ჩამოვჯექი დაბავშვების დავალების გასწორებას შევუდექი, ისე გავერთე საქმეში არც გამიგია კარზე როდის დააკაკუნეს და ბებომ როდის გააღო კარი. ჰორტენზიების დიდი თაიგული დავინახე, ბებო გაფართოებული თვალებით უყურებდა ყვავილებს
-გამარჯობა, ელენე აქ ცხოვრობს ხომ?-იკითხა ბიჭმა და თვალებით მე მომძებნა
-კი მე ვარ.- წამოვდექი და ყვავილები გამოვართვი
-ეს თქვენს სახელზეა, გილოცავთ დაბადების დღეს.- გამიღიმა
-უკაცრავად და ეს ვისგანაა?- ბარათი მოვათვალიერე და არ იყო
-არ ვიცი, მე მხოლოდ მოტანა მევალება, მშვიდობიანი საღამო.- დამემშვიდობა და წავიდა. ყვავილები მაგიდაზე დავაწყე და ისევ შევამოწმე ბარათი, თუმცა ამაოდ არაფერი იყო.
-ბებო შენ ვის ფიქრობ რომ იქნება?- მე გიგა გამოვრიცხე რადგან მისგან კარგახანია არაფერი მსმენია, თან ნაწყენი იყო და არც კი მოულოცავს დაბადების დღე.
-აბა რა ვიცი ბებო, ლამაზი კია და.- მზიამაც მხრები აიჩეჩა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო გამომხედა
-იმ ეშმაკმა ხომ არ გამოგიგზავნა?- მივხვდი დავითი იგულისხმა
-არა ბებო ის დაკავებულია არ გახსოვს
-მერე რა ციხიდანაც ხომ შეუძლიათ, თან ისეთი გაძვერაა ყველაფერს იზამს.- დავფიქრდი მაგრამ ვერანაირად ვერ დავუშვი რომ ეს ლამაზი ყვავილები მისი ნაჩუქარი იქნებოდა, მხოლოდ შეყვარებულობის პერიოდში მაჩუქა ყვავილები, ისიც ვარდები და ბანალური ტექსტებით.
-არა ის ვერ იქნება.- ყვევილები ლარნაკში ჩავაწყე და ისევ ნაშრომების გასწორება დავიწყე. თუმცა გული სხვაგან მქონდა და სხვას ვოცნებობდი.

***
ზარი რომ დაირეკა და ბოლო გაკვეთილიც დავასრულე, სამასწავლებლოში შევედი ჟურნალის დასატოვებლად, კოლეგები ყავას სვამდნენ და მეც მიმიპატიჟეს. ჭორაობაში ვიყავი გართული ერთ ერთმა გიგა რომ ახსენა
-დედამისს მარიამი სარძლოდ სდომებია გიგა თავიდან უარზე ყოფილა, თუმცა თბილისიდან დაბრუნდა და ახლა მგონი ხელი უნდა სთხოვოთ
-შენ რა იცი ნაზი?- გამოკითხა მეორემ
-მაგათი კარის მეზობელია ჩემი მაზლი და ჩემმა რძალმა მითხრა გავიგეო.- მხრები აიჩეჩა, მე კი გავითიშე გიგას მარიამი ცოლად მიყავდა. მას უკავშირებდა ცხოვრებას, მე კი არაფერი შემეძლო. მოვიბოდიშე და სახლში წამოვედი,იქ ვეღარ გავჩერდებოდი.
სახლში ტირილით შევედი და ბებოსთანაც ვეღარ დავმმალე ემოციები. ფეხებზე თავი ჩამოვადე და უფრო მეტად ავტირდი, ეცადა დავემშვიდებინე თუმცა უარესი მომდიოდა. ვტიროდი და ვრწმუნდებოდი რომ ჩემი ცხოვრება არაფრად აღარ ღირდა. ნერვიულობისგან გულის რევის შეგრძნება მქონდა, სირბილით გავიქეცი საპირფარეშოში და იქვე ჩავიკეცე. აზრზე ბებიაჩემის ცივმა ხელებმა მომიყვანა, სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა, თან მემუდარებოდა ცოტა გონს მოდიო. ოთახში გამიყვანა წამომაწვინა და ყველაფერი გამომკითხა, თითქოს ეჭვი ეპარეობა ახალ ამბავში ისეთი სახით მიყურებდა
-ასე უცებ გადაწყდაო?
-არ ვიცი ბებო, მხოლოდ ის ვიცი რომ ვეღარაფერს შევცვლი
-მხოლოდ სიკვდილის განაჩენს ვერ შეცვლი ელენე, სხვა ყველაფერს ეშველება. ნახე გიგა და დაელაპარაკე, ნუ დაიტანჯავ თავს.
-როგორ ვნახო არ მაქვს უფლება, ან რა ვუთხრა?
-უნდა ნახო სიტყვები თავისით მოვა.

***
"საუბარი მინდა" მესიჯად გავუგზავნე და აკანკალებული ხელები ძლივს დავიმშვიდე პასუხის მოლოდინში. ათ წუთში ზარი შემოვიდა მისგან
-გისმენ?- დაძაბულმა ვკითხე
-ეზოს ბოლოში ვარ.-გამითიშა, სასწრაფოდ მოვიცვი ქურთუკი და ჩუსტების ამარა გავიქეცი ეზოს ბოლოში. დავინახე თუ არა მუხლები მომეკვეთა, ძლივს გავიმაგრე თავი, თვალებით მიცინოდა. ხელით მანიშნა მომიახლოვდიო და მეც გაუბედავად გადავდგი ნაბიჯი
-მოდი ელენა, მოდი.- ხელით მისკენ დამქაჩა და ჩამეხუტა. ჩიტივით მოვიბუზე მის მკლავებში
-გიგა მე, არ ვიცი რა გითხრა გიგა...-ქვემოდან ავხედე ისევ მიღიმოდა
-გაჩუმდი გთხოვ, თორემ ბოლოს ისეთი სისულელე მითხარი მინდოდა მომეკალი.
-მაპატიე.- მისმა სხეულის სითბომ მომადუნა, გამათბო და მეც უფრო მეტად ავეკარი ზედ
-მართალია რომ მარიამს ირთავ ცოლად?- რაც გულს მიღრღნიდა ვკითხე
-ტყუილია, დედაჩემის მოგონილია.- ახლა უფრო მეტად გაეცინა
-წამოდი მანქანაში ჩავსხდეთ მცივა აქ.- მეც გავყევი და მის გვერდით დავიკავე ადგილი, ძრავი ჩართო და მანქანა გზაზე გადაიყვანა
-სად მიდიხარ გიგა? ვისაუბროდ
-გიტაცებ და ახლა თუ უარს იტყვი ჩემთან დასაბრუნებელი გზა აღარ გექნება
-ხომ არ გასულელდი, გააჩერე მანქანა.- შემეშინდა, ახლა რომ წასულიყო მართლა დავიღუპენოდი
-ელენა მომყვები თუ არა ცოლად? და ივიწყებ თუ არა სხვა დანარჩენს? მე ეს დღეები უშენოდ მოვკვდი და იგივეს ვერ გავივლი კიდევ, შენ ერთ სიტყვას ველოდებოდი ამ მომენტისთვის, რადგან ვიცოდი ჩვენ ვერ გაგვწირავდი ასე უბრალოდ. მითხარი მომყვები ცოლად?- გიგა მართალი იყო. იქნნება და მართლა მარტო ორნიც საკმარი ვიყავით ერთმანეთისთვის და ბედნიერებისთვის.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ეს თავი რა მაგარი იყო რახან გაბედა გიგამ და წაიყვანა ქალბატონი თამარი არ გაგიჟდება???????????? ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️????

 


№2  offline წევრი მირცა

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო მომეწონა ეს თავი რა მაგარი იყო რახან გაბედა გიგამ და წაიყვანა ქალბატონი თამარი არ გაგიჟდება???????????? ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️????

მიხარია რომ მოგწობს❤️ ახალი თავიც ავტვირთე უკვე❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent