ცხოვრება არც ისე მშვენიერია (საცდელი თავი)
მეცნიერები დღემდე ვერ ჩამოყალიბდნენ ადამიანის ხასიათი, გუნება, განწყობა მემკვიდრეობითია თუ სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარეობს. ბევრი ცდა ჩატარდა, მათ შორის იყო არაეთიკური ექსპერიმენტებიც, მაგრამ პასუხი დღემდე უცნობია. არსებობს მხოლოდ უსაფუძლო ვარაუდები და მტკიცებები ... რომ ვიკითხო შესაძლებელია, თუ არა ცხოვრება ერთმა მოვლენამ რადიკალურად შეცვალოს, ალბათ ყველას სხვადასვა პასუხი ექნება. თუმცა ელის ისტორიამ შესაძლოა ოდნავ მაინც მიგვაახლოვოს პასუხთან ან შეიძლება უფრო დაგვაბნიოს. იმისთვის, რომ გავიგოთ ალბათ აჯობებს თხრობა დავიწყო ... *** ყველა ოჯახს თავისი ჯვარის ტარება უწევს, ზოგის მეტად მძიმეა სწორედ ასეთი მძიმე იყო ჩემი ჯვარიც. დასაწყისისთვის გაგეცნობით მე ელიზაბედ ბოლქვაძე ვარ ბათუმიდან მეგობრები ელის მეძახია, უფროსწორად მეძახდნენ ოდესღაც. დედაჩემიც ელის მეძახდა 13 წლამდე , "მამა" ჰმმ სწორედ მისი დამსახურებაა ის რასაც დღეს ვგრძნობ სწორედ მაგ არსებამ დაამთავრა ჩემი ბავშვობა 13 წლის ასაკში. წამართვა მისი თავი და ეს არეყო დედის ალერსის გარეშეც დამტოვა , აგერ უკვე ხუთი წელი გავიდა რაც დედაჩემის თვალებში, მის გამოხედვაში ტკივილის გარდა ვერაფერს ვხედავ, მისი უსულო სხეული ლანდივით დაეხეტება, ერთადერთი შვება მისთვის სასმელია. აგერ უკვე 5 წელია სახლში სამსახურიდან დაბრუნებულს დედის ჩამქვრალი თვალები მხდება არყის და სტის სუნით მევსება ფილტვები კარის გაღების თანავე, ოდნავ მკრთალად მანათობელ თეთრ ნათურას ძლივს უდგას სული , ისიც ჩვენსავეთ ნაღვლიანია, სიცოცხლეს კბილით ეჭიდება. სახლში შევდივარ, დედას საბანს ვაფარებ და არყის ბოთლებს, გასარეცხ თეფშებს და სიგარეტის ნამწვავს ვალაგებ სავარძლის პირდაპირ მდგომი მაგიდიდან. ფანჯრებს ვაღებ, რომ ოდნავ მაინც შემოვიდეს ზღვის ნოტიო ჰაერი მისაღებში და ის მძიმე ჰაერი, რომელიც მთელი დღე გროვდება სახლში ზღვის დინებას მიჰყვეს. რა ლამაზია ზღვა, როცა ბობოქრობს... შემდეგ ვწვები. დილით სკოლაში მივდივარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იქ ვარ ჩემი გონება სულ სხვაგან დაფრინავს გაფუჭებული კადრივით ერთი სცენარი ტრიალებს თავში ( "მამაჩემი" სასტიკი მზერით დგას ხელში ტყავის ქამრით და დედას მთელი ძალით ურტყავს , ის კი ძირს გდია ბავშვივით მოკეცილი ხელები თავზე აქვს შემოწყობილი თვალიდან ცრემლის თავხედი წვეთები ჟონავს მაგრამ თავად დედა ხმას არ იღებს , მის სათუთ სხეულს ტანსაცმლის მხოლოდ რამდენიმე ნაგლეჯი შერჩენოდა და ისიც სისხლით იყო დასვრილი შემომხედა და გამიღიმა მერე თვალები დახუჭა,მაშინ გამიღიმა ბოლოჯერ... ორი დღე საავადმყოფოში ვიყავით მხოლოდ ამ ორი დღის შემდეგ გაახილა თვალები საავადმყოფოს ცივ პალატაში, მაგრამ მისი ლურჯი თვალები ცარიელი იყო, უემოციო, ჩამქვრალი იმ დღის მერე დედას არ უცოცხლია, არსებობდა ისევე როგორც მე...) სკოლის შემდეგ პატარა კაფეში მივდივარ, იქვე ახლოს სამუშაოდ. ეს კაფე არის ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო. მეტი არც გჭირდება მთავარია პური გვქონდეს და დედასთვის სასმელი. ბევრი არ გვინდა არაფერი განა სჭირდება სხვა რამე მოსიარულე აჩრდილს?! სამსახურიდან სახლში ვბრუნდები 23:00 წუთზე ... და ასე ყოველ დღე რუტინულად ვარსებობ უკვე 5 წელია. ყოველგვარი ნეტარება ჩემგან შირს არის. მხოლოდ ერთს ვნატრობ, დედას ისევ აენთოს მისი ბჭყვიალა ლურჯი თვალები, ვნატრობ , რომ მის გამოხედვაში ისევ ვიგრძნო სიყვარული, გაიღიმოს და ისევ მისი პრინცესა დამიძახოს.სხვა არაფერს დავეძებ. დღეს 15 ივნის სკოლის ბოლო ზარი დარეკა ბავშვები ზეიმობდნენ ერთმანეთს კეთილ სურვილებს, საფირმო ფრაზებს აწერდნენ ფერადი მარკერით თეთრ პერანგებზე. ყველა ზეიმობდა ჩემს გარდა. მასწავლებლები ულოცავდნენ სკოლის დასრულებას , ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას მათ მოსწავლეებს სიყვარულს ეფიცებოდნენ. მაგრამ ყველამ იცის როგორ უხაროდათ რომ თავიდან მოიცილეს ჩემი ველური კლასი. სკოლის მერე ციხის ძირში წავიდნენ გასართობად მე' რა თქმა უნდა, არ გავყევი და პირაპირ სამსახურში წავედი .სამსახურიდან ადრე გამათავისუფლეს მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი ვიყავი. სკოლის დასრულება აღნიშნეო, უფროსმა ღიმილით მითხრა და წარმატებები მისურვა. ვაღიარებ მაწილობრივ გამიხარდა კიდეც შეიძლება დედა ჯერ კიდევ ფხიზელი ყოფილიყო და ამდენი ხნის შემდენ მიხარიდს რომ ფხიზელი უნდა მენახა. ასე, რომ პირდაპირ სახლისკენ წავედი სადარბაზოს მიუახლოვდი თუ სასწრაფოს მანქანა დავინახე, მაგრამ ნაბიჯისთვის არ ამიჩქარებია, მშვიდად მივდიოდი , დერეფანში შევედი და კიბებს ავუყევი ბნელი იყო დერეფანი და სტის სუნით გაჟღენთილი ყველა კედელი მოხატული იყო სადარბაზოს ონავრების მიერ , ნეტა ნიჭი მაინც ქონოდათ ყველა სართულზე ნახავდით ერთ ასეთ ფრაზას მაინც "ს+ლ=♡" ან " ეკა ეზოში ჩამოდი გოგო შენი სიყვარულით სული მეწვის #კ" თითო მამაკაცის სასქესო ორგანოსაც შეიძლება შევხვედროდით. ვერ ვხდები რატომ ამაყობენ ესე ძალიან მათი "ასოთი". რაც უფრო ვუახლოვდებოდი სალხს მით უფრო ნათელი ხდებოდა ჩემთვის, რომ სასწრაფო ჩემთან იყო. მაგრამ იმედს არ ვიკლავდი. გული ამიჩქარდა, სუნთქვა გამიხშირდა "დამშვიდდი ელზაბედ!... დამშვიდდი... თავი ხელში აიყვანე" ვუმეორებდი საკუთარ თავს. როცა სახლთან ხალხის ბრბო დავინახე მეზობლები, რომლებიც ერთმანეთში გამალებით ჩურჩულებდენ. მე, რომ დამინახეს გაჩერდნენ ტკივილ ნარევი თვალებით მომაჩერდნენ, რომელშიც ულევი თანაგრძნობა იკითხებოდა. გავშეშდი ნაბიჯიც კი ვეღარ გადავდგი, თვალთ დამიბნელდა. ვგრძნობდი, რომ დედაჩემი... ის ... ძალა მოვიკრიბე კარები შევაღე და ... სისხლის გუბეში ცურავდა დედაჩემი, საკუთარი სისხლის გუბეში ამოსვრილი მომღიმარე სახით თვალბ დაჭ....ტილი . შევედი თუ არა მალევე ექთანმა წერილი მომაწოდა, აკანკალებული ხელებით გამოვართვი. სისხლიანი იყო. გავხსენი და ამღვრეული თვალებით დავიწყე კითხვა " მაპატიე ელი მეტი აღარ შემიძლია... ძალიან მიყვარხარ. დედას პრინცესა :) " ვერც კი მივხდი ისე აღმოვჩნდი დედაჩემის სხეულის გვერდით " ვერ გაპატიებ, ამას ვერასოდეს ვერ გაპატიებ " ვუთხარი ჩურჩულით და სახლი დავტოვე. უეცრად სიცარიელე ვიგრძენი, საშინელი სულის შემძვრელი სიცარიელე აღარ მაინტერესებდა აღარაფერი, მე დღეს დავკარგე ერთადერთი ძაფი რომელიც სიცოცხლესთან მაკავშირებდა... ამიტომ ვდგავარ აქ სასტუმრო ჰილტონის სახურავზე და უკანასკმნელად გავყურებ ბობოქარ ზღვას ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.