May love burn everything ( part 5)
გამოტყდომა? საუბრის შემდეგ საძინებელში ავიდნენ, უნდა დაესვენათ და დანარჩენზე შემდეგ ეფიქრათ, მაგრამ ბელა ვერ ისვენებდა. საწოლზე იჯდა და უყრებდა ნოე როგორ ეწეოდა სიგარეტს. ეტყობოდა რომ დაძაბული იყო ვერ გადაეწყვიტა მასთან მისვლა, უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა. მყარად ჰქონდა ბელას გადაწყვეტილი, რომ ბაგრატს უნდა დახმარებოდა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აეხადა ფარდა სიმართლისთვის, მაგრამ როგორ არ ეთმობოდა ნოეს დაკარგვა. როგორ არ უნდოდა მისგან შორს ყოფნა, უმისობა, თუმცა, ისიც იცოდა რომ ასე ვერ გაგრძელდებოდა. თუ რამე უნდოდათ, მაშინ ყველაფერი სიმართლით უნდა დაეწყოთ და არა სულელური ტყუილებით, რაც ბოლოს მოუღებდა იმ ყველაფერს რასაც შექმნიდნენ. თავის ფიქრებზე ეცინებოდა, უკვე გადაწყვიტა რომ მათ ურთიერთობა ექნებოდათ. ბოლოს ყველა ფიქრი უკუაგდო, ადგა და აივანზე გავიდა ნოეს ხელზე ფრთხილად შეეხო და ბიჭმაც რომ ღიმილით უპასუხა, მიხვდა ლაპარაკი არც იყო საჭირო. ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა რამდენიმე დღის გაცნობილი ადამიანის ასე უსიტყვოდ გაეგო, ასეთი უცნაური გრძნობები გასჩენოდა. ვერ ხვდებოდა, როგორ დარდობდა მასზე. ისეთი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს, მზესავით ნათელი იყო რომ მათში ერთნაირი გრძნობები ბობოქრობდნენ, რომ მათ ამ ორ უცხო, მაგრამ ნაცნობ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებდა ის გრძნობები ასე ჩუმად შინაგანად რომ ღრღნიდა. ვეღარ მოითმინა ბიჭმა, აღარც უყოყმანია სანამ გადაიფიქრებდა მანამდე ჩაეხუტა და გოგომაც რომ კისერზე შემოხვია ხელები უფრო გამალებით დაუწყო გულმა ფეთქვა. ერთმანეთს ხარბად ისუნთქავდნენ, არაფერს ამბობნენ ასე იდგნენ, ბიჭი თმაზე ნაზად ეფერებოდა, გოგონა კი უფრო მეტად ეკვროდა სხეულზე ერთი თავით მაღალ ბიჭს. მოსწონდა ნოეს, როგორ იდგა გოგო თითისწვერებზე და მთელი სხეულით ეკვროდა. გაეღიმა თავი ასწია, ხელები გოგონას წელზე შეაცურა და ისევ თვალებში ჩახედა. ღმერთო როგორი ლამაზი იყო. - ან მაკოცე, ან ჩამეხუტე, მაგ მზერას ვეღარ ვუძლებ.- ისე უთხრა ბელამ, თითქოს აზრებს მიუხვდა ბიჭს. აღარც უყოყმანა ნოეს, ისე აკოცა და ორივეს დაუარა სხეულში სასიამოვნო სითხემ. ახლა კი ნამდვილად იცოდა ეს გოგო მის ცხოვრებას შეცვლიდა, ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა. წელზე უფრო ძლიერად მოხვია ხელები და ჰაერში აიტაცა. გოგონამაც არ დააყოვნა და ფეხები შემოხვია ნოეს. შუბლები ერთმანეთს მიაყუდეს და ასე სუნთქავდნენ, არ იძროდა ნოე ადგილიდან, უსმენდა გოგონას გახშირებულ სუნთქვას. -ნოე...- ამოთქვა ძლივს. - საუბარი გვაქვს დასასრულებელი არა?- გაეღიმა ბიჭს და იქვე მდგარ სავარძელში ჩაჯდა, ბელა წამითაც არ გაუშვია ისე ყავდა მიკრული, თითქოს გაექცეოდა. ხვდებოდა ისეთ რამეს ეტყოდა, რის შემდეგაც მართლაა შეიძლებოდა გაქცევა სდომოდა, ამიტომ არ უშვებდა, რაც არუნდა ყოფილიყო უფლებას არ მისცემდა წასულიყო, დაიცავდა მასთან დარჩებოდა. არც ბელას უფიქრია მისი კალთიდან ადგომა, არ უნდოდა ეს სავარაუდო ბოლო წუთები მის გარეშე გაეტარებინა, არ უნდოდა მისგან შორს ყოფნა, მაგრამ ეს სიახლოვეც დამღუპველი იყო. - ჯანდაბა, ნოე! ასე როგორ შეგიძლია? როგორ ხვდები რისი თქმა მინდა? -შენ ხომ ბელა ხარ, ჩემი....- არ დაამთავრებინა ხელები ააფარა ბელამ ტუჩებზე. -არ თქვა, ჯერ მომისმინე, მერე კი თქვი რაც გინდა!- თავი დაუქნია ნოემ და მხოლოდ ამის შემდეგ მოაშორა ხელი ტუჩებიდან.- მე ბელა ვარ ნოე, ბელა ჩოხელი და ის კაცი მამაჩემია... ნოე წამიერად გაშეშდა, ვერ მიხვდა ეს ხუმრობა იყო თუ ბედი დასცინოდა. ოდნავ წელზე შუეშვა ხელი და ბელაც ადგა, აივანს მიეყუდა და მშვიდად ელოდა როდის დაიწყებდა ნოე ლაპარაკს, ან ენდომებოდა კი კიდევ მასთან საუბარი. ბიჭი კი ჩუმად იჯდა და ბელას უყურედბდა, თუმცა, ამ მზერაში ნამდვილად ვერ დაინახავდი ზიზღს. უბრალოდ ბრაზობდა, საკუთარ თავზეც, ბელაზეც და იმ ადამაინზეც, რომლის შვილიც იყო. ნუთუ შეიძლებოდა ეს ადამიანი ჰყვარებოდა? ამ აზრმა უფრო დათრგუნდა გააოგნა. როდის მოასწრო შეყვარება? ან ასე დარწმუნებული როგორ იყო? ჯანდაბა სულ აირია.. არ იცოდა რა უნდა ეთქვა, ან უნდა ეთქვა კი საერთოდ რამე? ბელა კი ნერვიულობისგან უკვე ცქმუტავდა, გიჟდებოდა, ეს სიჩუმე აგიჟებდა. - ნოე თქვი რამე გთხოვ... ჩუმად ნუხარ.-ფეზხე წამოდგა და ბიჭის სახე ხელებში მოიქცია, ერთიანად გაყინული ჰქონდა ხელები ბელას, ნერვიულობისას სულ ასე ემართებოდა. ნოემ მისი ხელები თავისაში მოაქცია, რომ გაეთბო და მზრუნველი, მშვიდი სახით გახედა, შემდეგ კი ამოიოხრა. - ნეტა ვიცოდე რას მერჩი.- ჩაეცინა მწარედ, გოგონას შეცბუნებული სახის დანახვისას კი მიხვდა რომ ორაზროვნად და უხეშად გამოუვიდა, ამიტომ მიიხუტა გოგონა და თმაზე ხელი ჩამოუსვა.- ნუ ნერვიულობ არ მოგკლავ, შენ ხომ არ მოგიტყუებივარ, მართალია სიმართლეც არ გითქვამს, მაგრამ ვგრძნობდი რომ მალავდი რაღაცას და მეც ველოდი როდის დაიწყებდი საუბარს. რახან გულწრფელი საუბრები გვაქვს, თავიდან დაიწყე!- ბელა მას მოშორდა და შხედა, ისე მშვიდად იდგა, ისე მშვიდად მიიღო, არ იცოდა გახარებოდა თუ არა. ბევრი აღარც უფიქრია ადგა და მოუყვა ყველაფერი. - მეშინოდა, რომ მომეყოლა გააფრენდი, ან არ დამეხმარებოდი... მე და მამაჩემმა იმ დღისით ძალიან ვიკამათეთ და გავიქეცი, გაბრაზებულმა ავდექი და შენი ძმის საქონელი მოვიპარე, გადავმალე და სტატია მოვამზადე, უკვე უნდა გამეგზავნა კიდეც, მაგრამ არ დამცალდა შენი ძმის დაცვა შემოიჭრა ჩემ სახლში. მომიტაცეს, ასე უბრალოდ და ჩვეულებრივად, თავიდან არც ბაგრატმა იცოდა ვინ ვიყავი, სწორედ იმ დღეს გაიგო მანქანით რომ დამეჯახეთ. არ მინდოდა მასთან დავებრუნებინე, ისედაც დიდხანს გავურბოდი და სწორედ მაშინ როცა ვიფიქრე მეშველა გავიქეცითქო, დამეჯახეთ მანქანით.- ჩაიცინა უხერხულად და ნოეს ახედა გადაამოწმა უსმენდა თუ არა, ბიჭმა ანიშნა განაგრძეო- მას მერე მინდოდა მომეყოლა, მაგრამ ვერ გავბედე. ბაგრატს კი ორივემ ვიცით რა უნდოდა, ასე რომ აი ასე მოვედით აქამდე. - და მამაშენთან რა მოხდა? რატომ გაურბოდი? - დედაჩემის გამო ვიკამათეთ, არ მინდა მაგაზე საუბარი. არ ვარ მზად ასეთი გულახდილი საუბრებისთვის. ძალიან დავიღალე, იქნებ დაგვეძინა? ხვალ ისედაც საშინელი დღე გამოვა.- საძინებლისკენ წავიდა, ნოემ კი დაიჭირა თავისკენ მიატრიალა და სახე ააწევინა. -თუ არ გინდა მასთან შხვედრა, არ წამოხვიდე, ჩვენ გადავცემთ.- მზრუნველი თვალებით უყუებდა ბელას, მას კი ისეთი სიმშვიდე ეუფლებოდა, თითქოს ეს ადამიანი მისი სახლი იყო. -არა, მინდა იქ ყოფნა, უნდა მნახოს პირიქით. ოღონდ გთხოვ ჩემი თავი არ გაატანო, რომ მოინდომოს და ძალით სცადოს, არ მისცე უფლება წამიყვანოს.- ნერვიულობისგან ხელები გაეყინა, ბიჭს მიეხუტა და კიდევ უფრო შეამცივნა. - არავის მივცემ უფლებას შენი სურვილის გარეშე წაგიყვანოს სადმე, ჩემთან დარჩები. ხელს ჩამკიდებ და ისე მივალთ იმ შეხვედრაზე, წამითაც არ მომშორდე, კარგი?- ბელას ხელები ძლიერად შემოხვია, ისე უცებ დამშვიდდა, წამითაც არ შეპარვია მის სიტყვებში ეჭვი. მალევე უსიტყვოდ წავიდნენ დასაძინებლად, იმ ღამეს ბელას ნოეზე მიკრულს ეძინა და იმ ღამეს ბელა ყველაზე მეტს ფიქრობდა. რა იქნებოდა, როცა მთლიან სიმართლეს ახდიდა ფარდას და ნოეს წინ გააშიშვლებდა. ***** დილა საკმაოდ განსხვავებულად დაიწყო, მიუხედავად იმისა რომ საშინლად დაძაბული იყო ბელა, ნოე მის დამშვიდებას ახერხებდა. თვალებს და შუბლს უკოცნიდა და ეუბნებოდა ყველაფერი რიგზეაო, მართლაც ასე ფიქრობდა. არა მაინც გული უსკდებოდა მამას რომ უნდა შეხვედროდა. საწოლიდან სულ ძალით ააგდო ნოემ და აბაზანაში შეაგდო, თან დაემუქრა ან ახლავე მიიღებ ცხელ შხაპს ან შემოგიერთდებიო. ბელას ეცინებოდა ამ მუქარაზე, რომელიც რეალურად ალბათ ორივეს სურვილი იყო. მართლაც ცხელმა შხაპმა უშველა, გამოაფხიზლა, მეტად მხნედ იყო. სწრაფად ჩაივა ტანზე და ქვემოთ სამზარეულოში გადაინაცვლა. ყველას მოუმზადა ყავა. ყველანი მაგიდასთან ისხდნენ, ბელა, ნოე, ბაგრატი და დიმაც კი, რომელიც იდეაში უბრალო მძღოლი იყო. იდეაში იმიტომ რომ, ის ნოეს მოეგობრობასაც უწევდა და თანაც ჯარის მეგობრები იყვნენ, ასე რომ მთლად უბრალო მძღოლად ვერ აღიქვამდა, შეიძება ბევრი არ ელაპარაკათ, მაგრამ საკმარისი იყო მზერა. ორივემ ზუსტად იცოდა როდის უჭირდა ან როდის არა, ამას ერთმანეთის თვალებში კითხულობდნენ. კიდევ ერთხელ გაიარეს გეგმა და მანქანაში გადაინაცვლეს. დაძაბულობა საგრძნობლად გაზრილიყო, ნოეც კი რომელიც აქეთ ამშვიდებდა ბელას, ისეთი დაძაბული იყო ძარღვებიც კი ეტყობოდა ხელებზე. მალევე მივიდნენ ბელას სამალავთან, გამოიტანეს საქონელი და დაიძვნენ ჩოხელების რეზიდენციისკენ. დიახ, სწორედ მოგესმათ რეზიდენციისკენ, ეს სახლი კი არა უზარმაზარი რეზიდენცია იყო, ეს კაცი უბრალო ნამდვილად არ იყო. მას უამრავი ბიზნესი ჰქონდა, კარგსაც აკეთებდა, მაგრამ ცუდს უფრო მეტს, ამარაგებდა ყველას საჭირო იარაღით და ნარკოტიკებით, ბირთვული იარაღიც კი ჰქონდა. უამრავი რამ შეიძლება ითქვას ამ კაცზე, ეს ბელამ კარგად იცის და ზუსტად ამიტო ნერვიულობს, რომ დაინახავს მამა ბაგრატიონების გვერდით აუცილებლად ეცდება მის სახლში დაბრუნებას. ნოეს უკან იჯდა და ხელებს მის ხვეულებში დაატარებდა, ასე ცდილობდა დამშვიდებას. მიუხვდა ბიჭი, ამიტომ ბელას ცალი ხელი მოიქცია თავისაში და ნაზად შეეხო ტუჩებით. - ნუ ნერვიულობ, არავის მივცემ უფლებს რამე გავნოს. არც შენ თავს დავუთმობ ვინმეს. ბელამ ვერაფერი უთხრა, ხმა არ ჰქონდა ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით უფრთხილდებოდა, რომ საჭირო დროს საჭირო ტემბრით გამოეცხადებინა ყველაფერი. მალე მივიდნენ დანიშნულების ადდგილას, ჯერ ბაგრატი გადავიდა და მიესალმა ჩოხელს, შემდეგ გადავიდნენ ბელა და ნოე. რათქმაუნდა შვილის დანახვამ გაახარა და გააკვირვა, ვერ გაეგო რა უნდოდა ბელას მათთან. უცერემონიოდ, გამოაღო ნოემ მანქანის საბარგული და იქიდან გადმოულაგა ყველაფერი. ბელა მას გვერდიდან არ შორდებოდა, არ აძლევდა საშუალებას მამას რომ მიახლოებოდა. როდესაც ყველაფერი ცხვირწინ დაულაგეს მერე კი ალაპარაკდნენ. - მოგიტანეთ ის რაც გინდოდა, ახლა შეგიძია თავი დაგვანებოდა ცხოვრება გვაცადო.- მკაცრი ტონით დაიწყო საუბარი უფროსმა ბაგრატიონმა. - მშვიდი ცხოვრება? კარგი რა ბაგრატ, კი ბატონო ჩემი ქალიშვილი დატოვეთ და მიბრძანდით. დნარჩენს შემდეგ გავარკვევთ მხოლოდ მე და შენ ჩმო კარგო მეგობარო.- არც ჩოხელი ჩამორჩებოდა სიმკაცრეში. ამ სიტყვებზე ბელა კი შეცბა და მაშინვე მაგრად ჩაჰკიდა ნოეს ხელი, ისე უჭერდა ხელზე ცოდაც და მოტეხდა ალბათ. - ბელა ასეც ნუ მიჭერ, მომატეხავ.- ჩუმად ჩაილაპარაკა და გოგონას ნაზად გაუღიმა, ხელი ოდნავ რომ შეუშვა ამოისუნთქა და ახლა მან დაიწყო.- ვფიქრობ, ბელას უნდა ვკითხოთ რა სურს, არა ბატონო გივი? - მე ვიცი რაც სურს მას და ამის მისაღებად სახლში დარჩენა მოუწევს, თქვენ მას ვერ დაეხმარებით! - თუ სურს დავეხმარები გივ, ხომ იცი რომ ისე არ დავტოვებ ყველაფერს? შენ მეც და ჩემს ძმასაც საკმაისი ზარალი მოგვაყენე! არა, ეს მუქარა არაა გივი, უბრალოდ მას თუ არ უნდა დარჩენა წამოვა ჩვენთან და ამას შენ ვერ შეცვლი.- მშვიდი მეგობრუი ტონით ესაუბრებოდა ბაგრატი, ხედავდა ძმის დამოკიდებულებას ბელასადმი, ისიც იცოდა ამით შეიძლებოდა სარგებლის ნახვა. შესაბამისად ბევრი არც უფიქრია ძმის მხარე დაიჭირა. ეს ჩოხელს არ გამოჰპარვია, იცოდა ბაგრატიონები თავისას არ მოიშლიდნენ, ამიტომ დაცვას ანიშნა და მათაც იარაღები მოიმარჯვეს. არც უფიქრია ქალიშვილისთვის მშვიდად ეკითხა რა სურდა, ეგრევე შეტევაზე გადავიდა, ის უნდა მიეღო რაც უნდოდა! არ აინტერესებდა რას იფიქრებდა გოგონა მასზე. - ბელა! ან მოხვალ ან ძალით მომიწევს ამის გაკეთება.- უკვე ემუქრებოდა კიდეს, ახლა კი დრო იყო ჩარეულიყო საქმეში ბელა ჩოხელი, გოგონა რომელიც აქამდე შიშისგან კანკალებდა. ახლა ისე ძლიერად გამოიყურებოდა, ნოეს ხელიც კი გაუშვა წინ წავიდა და ბაგრატს წინ გადაუდგა, სახეზე ცივი არაფრის მეტყველი მიმიკით. უცებ გაუღიმა მამამისს, ისეთი ღიმილი ჰქონდა ჩოხელს გააჟრიალა კიდეც. -არა! მე იქ დავრჩები სადაც მინდა და შენ ამას ვერ შეეწინააღმდდეგები, თუ გარისკვა გინდა კიბატონო, აქვე დავიწყო საუბარი?- გაუღიმა კიდევ უფრო ეშმაკურად, არა ახლა ვერ დანებდებოდა, ახლა არ იყო ემოციების დრო. უეცრად მამამისმაა მკლავში ხელი სტაცა და თავისკენ წაათრია, დაცვამ იარაღი აღმართა, ყველა ძმებისკენ იყო მიშვერილი, გაბრძოლებას აზრიც არ ჰქონდა, იცოდნენ ძმებმა ვერაფერს გახდებოდნენ. ბელამ გაბრძოლება სცადა იქნებ ხელი გაენთავისუფლებინა, მაგრამ ისე უჭერდა კაცი ვერაფერს გახდა. - გამიშვი, აქ ვერ ჩამკეტავ! - ენას კბილი დააჭირე ლაწირაკო! ვერაფერსაც ვერ იტყვი, ნახე გაიხედე რამდენ ტყვიას დააჭედებენ მათ შენ გამო, თუ უარს იტყვი აქ დარჩენაზე მათ ცხედრებს გაიტანენ. ეგ გინდა?- უღრიალა ჩოხელმა, გოგონამ კი თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა, ხმის ამოღებაც აღარ შეელო, უყურებდა ნოეს, რომელიც ბელას ისე უყურებდა თვალებით ეუბნებოდა არ დაგტოვებო. ხვდებოდა, გრძნობდა, მართლა ყველაფერს გააკეთებდა ბიჭი, რომ აქედან წაეყვანა, მაგრამ სიცოცხლის ფასად? არა ამას ვერ დაუშვებდა. ნოეს უნდა ეცოცხლა!- ამოიღე ხმა! ეგ გინდა? - არა! ხელი გამიშვი, მომეცი საშუალება დავემშვიდობო მაინც, არავინ უნდა მოკვდეს!- ხელი გაინთავისუფლა, ნოესკენ გაიქცა და ძლიერად მოეხვია. აცვას იარაღი წამითაც არ დაუშვია პირიქით, მეტი ყურადღებით იყვნენ. - მაპატიე! გთხოვ მაპატიე, არ მინდა რომ ჩემ გამო რამე დაგემართოს ამას ვერ გადავიტან, ნოე... - ნუ ნერვიულობ, მაინც გაგიყვან აქედან. მთავარია ძლიერი იყო. - დღეს აქედან უჩემოდ უნდა წახვიდე, ყველაფერი გამოგვივა, შევძლებთ. - რათქმაუნდა შევძლებთ, შენს წასაყვანად დავბრუნდები. მთავარია არ შეგეშინდეს გესმის? ძლიერი უნდა იყო. - ძლიერი ვიქნები შენთვის, ჩვენთვის. - ხო, ძლიერი უნდა იყო, მიყვარხარ ბელა გახსოვდეს.- სუბლზე აკოცა და სწორედ მაშინ ბაგრატმაც გამოაცალა ძმა ხელიდან. მანქანაში ჩასხდნენ და გაეცალნენ უქაურობას. ბელა კი ისევ იქ იდგა გაშეშებული, ის გამოუტყდა, მან კი ვერ მოასწრო. ვერ უთხრა. არა ყველაფერს იღონებდა ოღონდ აქედან გასულიყო. ფიქრებსი იყო ისევ გართული, ჩოხელმა ხელი რომ სტაცა და გიჟიივით შეაგდო საძინებელში. გამწარებული იყო, გოგოს ისეთი სილაც გაარტყა ტუჩიდან სისხლიც კი წასკდა. - ბედავ და მემუქრები? შე ლაწირაკო, ხვდები მაინც რას აკეთებ და ვის წინააღმდეგ ცდილობ წასვლას?- კიდევ ერთი სილა მიიღო ბელამ, მაგრამ ფეხზე მაინც მყარად იდგა, არ ინძრეოდა. თვალებში უყურებდა კაცს, რომელსაც მამას ეძხდა და არც კი ეშინოდა, უფრო სწორად აღარ ეშინოდა, ახლა უფრო ძლიერი იყო. - კიდევ ბევრჯერ დაგემუქრები მამიკო! ჯერ ახლა იწყება ყველაფერი....- კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგარმ არ აცადა გივიმ, ისეთი სილა გაარტყა გოგონა უბრალოდ კი არ წაიქცა გონებაც კი დაკარგა. გონს რომ მოვიდა, საწოლზე იწვა. ჯანდაბა, როგორ ვერ იტანდა ამ ოთახს. საწოლიდან წამოიზლაზნა და იაურობას თვალი მოავლო არაფერი შეცვლილა, ისევ ისე იყო ყველაფერი, როგორც დატოვა. ეს ოთახი ღავის, წყეულ წარსულს ახსენებდა, მამა რომ ძალით შეაგდებდა აქ და დატოვებდა. მართლა გიჟი ეგონა ხოლმე თავი, არადა იცოდა არაფერი ჭირდა. ოთახის კარს დაეჯაჯგურა, რომელიც რა თქმა უნდა დაკეტილი იყო. რამე უნდა ეღონა, როგორმე უნდა გასულიყო ამ წყეული ოთახიდან. აივანზე გავიდა და მოათვალიერა ყველაფეერი, წინა შემთხვევის შემდეგ აშკარად გაეძლიერებინა მამამისს დაცვა. ფარხმალი დროებით დაყარა და გადაწყვიტა დაესვენა, რომ აზრებისთვის თავი მოეყარა. **** ღმერთმა უწყის რად დაუჯდა ნოეს ბელას იქ დატოვება, ნერვებისგან თავიც კი ასტკივდა, მაინც გამოუტყდა არადა არ უნდოდა ასე უცებ ეთქვა, იქნებ ამითიც დააფრთხო გოგონა? ათასი აზრი უტრიალებდა თავში, როგორ უნდა წამოეყვანა იქიდან? ხომ დაპირდა წამოგიყვანო, რას აპირებდა? როგორ მოიქცეოდა? სახლში მისულებმა მაშინვე კაბინეტს მიაშურეს, მშვიდად დასხდნენ და იმაზე დაიწყეს ფიქრი იქიდან ბელას, როგორ გამოიყვანდნენ. - მაშ ბატონო ნოე მაინცადამაინც ჩვენი ძვირფასი მტრის შვილი შეგიყვარდა?- ფრთხილად დაიწყო საუბარი, არ სჩვეოდა უფროს ბაგრატიონს სიტყვების შელამაზება, პირდაპირ საქმეზე უყვარდა ლაპარაკი.- როგორ ფიქრობ ნამდვილად გიყვარს? გარისკვად გიღირს? -თუ არ გავრისკე ვერც გაივიგებ მიღირს თუ არა, ჩემ სიტყვებში კი დარწმუნებული ვარ, არ მგონია ემოციური საუბრები საქმეს შველოდეს. ასე არაა ბაგრატ? იმაზე ვიფიქროთ იქიდან როგორ გამოვიყვანოთ.- მკაცრად და დამაჯერებლად ჟღერდა ანოეს სიტყვები, ამან ბაგრატი ძალიან მოხიბლა და გადაწყვიტა ძმას დახმარებოდა, იცოდა ეს კარგს არაფერს მოუტანდა, ისიც იცოდა ის გოგო ბევრს შეცვლიდა არა მარტო ნოეს არამედ მის ცხოვრებაში. - მაშ კარგი, იქიდან მისი გამოყვანა ძალიან ძნელი იქნება, მოლაპარაკებას ვერ შევძლებთ, ის არ გამოუშვებს ბელას, გიჟია! გივი ჩოხელი ნამდვილი გიჟია, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. მას მერე რაც ბელამ შენკენ გამოიწია, უფრო გააძლიერებდა დაცვას, შეპარვაც არ მგონია გამოვიდეს. - ბაგრატ ის მითხარი რაც არ ვიცი. - გივის ბელა ოთახში ეყოლება გამოკეტილი, იმ ოთახში სადაც ოდესღაც დედამისი გამოკეტა და გიჟად შერაცხა. ბელასაც იგივეს უკეთებდა, მახსოვს ამბობდა ჩემ შვილს შფოთვითი აშლილობა აქვს და ამის გამო ვმკურნალობთო, ერთი პერიოდი სერიოზულ ფსიქოტროპულებს აძლევდა, არ ვიცი ბელა სვამდა თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი მაგ გოგოს არანაირი პრობლემა არ აქვს ტვინზე, როდესაც მე დავიჭირე ნათლად ვხედავდი როგორ გამჭრიახე და ცბიერია. ვითარებასაც კი სწორად აფასებდა, დამუქრება რომ ვცადე არც მაშინ შეუხრია წარბი! ძლიერი გოგოა, შესაბამისად მისი დახმარება დაგვჭირდება! - როგორ დავეკონტაქტოთ, მარწმუნებული ვარ ძირფესვიანად გაჩხრეკდნენ და უპოვიდნენ იმ ტელეფონსსაც, ჩუმად რომ მივეცი! მაგრამ ვუთხარი მიყვარხართქო, იმედია მიხვდება.. - დარწმუნებული იყავი, რომ მიხვდა! ამაღამ მიდი მათი რეზიდენციის ჩრდილოეთ მხარეს და იქ დატოვე ის ტელეფონი, როდორც კი მიხვდება აუცილებლად ნახავს გამოსავალს, რომ იქ მივიდეს! - იმედი მაქვს! იმ ღამეს ჩუმად მიიპარა ნოე ჩოხელების რეზიდდენციის ჩრდილოეთ მხარეს და იქვე ღობის ძირში მიწაში დამარხა ტელეგონი. შიგნითაც უნდოდა შესვლა, მაგრამ შანსები ნულის ტოლი იყო. ძლიან ბევრი დაცვა იყო, ამიტომ ვერ შეძლედა ისე შესვლას, რომ ბელამდე მაინც მიეღწია ცოცხალს. ჩუმად წავიდა, იმედს იტოვებდა რომ მიხვდებოდა ბელა ყველაფერს... დაგიბრუნდით ახალი თავით, იმედი მაქვს მოგეწონებათ. ველი თქვენ აზრს, მადლობა რომ კითხულობთ, ბედნიერ და მშვიდ დღეს გისურვებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.