შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება არც ისე მშვენიერია 《3》


20-09-2023, 10:48
ავტორი მარიშა
ნანახია 760

°°° ელი

ზოგჯერ ძალიან რთულია გამოხატო შენი ემოიციები , ზოგჯერ ძალიან რთულია გაუგო საკუთარ თავს , გაერკვე შენს გრძნობებში . გტკივა, გონება გეწვის, აზრები ერთმანეთში ირევა და უბრალოდ არ იცი რა იგრძნო. ამ მომენტში ხვდები, რომ მარტო ხარ ვინც არ უნდა იყოს შენს გვერდით , მაინც მარტო ხართ შენ და შენი გონება ... უკვე ერთი კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი, უბრალოდ ვიწექი და ვფიქრობდი. იმ დღეს სახურავზე თავის მოსაკლავად ავედი მაგრამ როგორც კი ჰოროზონტს გავხედე მივხვდი, რომ სიცოცხლე მინდოდა. არ ვიყავი მზად ჩემს ლამაზ ბათუმს , ზღვას გამოვმშვიდობებოდი. ვიფიქრე იქნებ აჯობებდა თავიდან დამეწყო, იქნებ ჯობდა რთული გზა ამერჩია და მეცოცხლა ოღონდ კი არ მეარსება , ნამდვილად მეცოცხლა. ლამაზი თუ არა ნორმალური ცხოვრებით მაინც. მომინდა მესწავლა და უბრალოდ არ მოვქცეულიყავი იმპულსურად როგორც დედაჩემი ...
ნეტა იცოდეთ, როგორ მენატრება. მაგრამ ნამდვილად დედა მენატრება და არა მისი აჩრდილი...
ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა კარებზე კაკუნის ხმა გავიგე ცოტათი შემეშინდა , ვიფიქრე, ალბათ ისევ რომელიმე მეზობელი მოვიდა თქო. დედას სიკვდილის შემდეგ ხშირად გვსტუმრობენ. გულში ჩახუტებული ქილა კარადაზე დავდე ხატებთან (ქილაში დედას ფერფლი ეყარა. როცა ძლიერ მონატრებას ვგრძნობდი ვიხუტებდი ) და კარის გასაღებად წავედი. კარებთან ალექსანდრე დავინახე სახეზე სმაილიკივით ფართო ღიმილით ხელში პიცა ეჭირა
-სანდრო! აქ რას აკეთებ?
- აქვე ვიყავი და შემოვიარე. თან დღეს ეროვნულებზე რეგისტრაცია დაიწყო და მეთქი ვაცნობებ
ოდნავ იმედ გაცრუებული ვიყავი ფიქრი, რომ შემაწყვეტინა მაგრამ თან გამიხარდა უკვე ერთი კვირაა მარტო ვარ სახლიდან არ გავსულვარ .
- შემოდი :)
გავუღიმე მეც და სავარძლისკენ მივითითე. ოროვენი დავსხედით . მოკლეხნიანი სიჩუმე ჩამოვარდა მერე ეს სიჩუმე ისევ სანდრომ დაარღვია
- რაზე გინდა, რომ აბარო?
- არვიცი. შეიძლება სამედიცინო. ისე შენ რამეზე სწავლობ?
მართლა არ მქონდა ამ თემაზე ნაფიქრი ისიც კი არ ვიცოდი რეგისტრაცია, რომ დაიწყო
- მე?! აღარ. სამაგიატრო ნაშრომს ვწერ დღედღეზე დავასრულებ და მერე ვნახოთ.
- რამდენი წლის ხარ?
გაეცინა . თავი უხერხულად ვიგრძენი ახლა ყველაზე მეტად ჩემი სიტყვების უკან წაღება მინდოდა. მინდოდა არ შემემჩნია მაგრამ ჩემი პომიდორივით წითელი ლოყები სად დამემალა?! შეუძლებელი იყო.
- 22-ის
- და სამაგისტრო ნაშრომს წერ?
გულწრფელად გამიკვირდა კიდევ გაეღიმა
- ხოო ... 5 წლის ვიაყავი სკოლაში, რომ შემიყვანეს. მერე საშინაო სკოლა დავასრლე წარმატებით თან ძალიან მალე 16 წლის ასაკში უკვე სტუდენტი ვიყავი .
რამდენიმე საათის განმავლობაში ვსაუბრობდით. ამდენი ხნის მერე გულწრფელად ვიცინოდი. სანდროსთან თავს დაცულად ვგრძნობდი და ამდენი ხნის მერე მართლა ვიგრძენი, რომ მას ჩემი ესმოდა. მე კი მისი
- ისე სანდრო ოდესმე ზე გიფიქრია?
მოულოდნელად დავუსვი კითხვა. თვალებში შემომხედა საკმაოდ ნაღვლიანი თვალები ქონდა, ეტყობოდა ფიქრობდა რა ეპასუხა ჩემთვის. ცოტახნით გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა, ღიმილი სახიდან გაუქრა. ასეთი სანდრო პირველად დავინახე.
- ეს ისტორია რასაც ეხლა გიყვები მარტო შენ და ჩემმა მშობლებმა იციან . ალბათ არც მოგიყვებოდი სხვა გარემოში , რომ გაგვეცნო ერთმენათი მაგრამ ვფიქრობ შენც წაგადგება ჩემი ამბავი. კარგი ჯერ შენს კითხვაზე ვუპასიხებ და გეტყვი, რომ არა არასოდეს არ მიფიქრია ზე. ცხოვრებამ ისეთი გაკვეთილი ჩამიტარა , რომლის წყალობითაც ვისწავლე რა ძვირფასია სიცოცხლე. ვისწავლე, რომ უნდა გავუფრთხილდე მას. მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს მე არ ვამბობ რელიგიის არ დაიჯერო თქო უბრალოდ არ მჯერა, მეორედ მოსვლის. მოკლედ 7 წლის ვიყავი სულ პაწაწუნა როცა ლეიკემიის სინდრომი დამიდგინდა მოგატყუებ , რომ გითხრა ყველაფერი მახსოვს თქო. არა არ მახსოვს ზოგი რამ გადმოცემით ვიცი. ვერ გეტყვი რა გამოვიარე , მტერსაც კი არ ვუსურვებ ამას. ქიმიო თერაპიები, თმის გაცვენა, წამლები, კარანტინი მაგრამ ყველაზე რთული მაინც იცი რა იყო? იმედი. ზოგადად მის არასებობას ვგულისხმობ. რა ლამაზი სიტყვაა "რწმენა" ალბათ მეტყვი მაგაში ცუდი რაარისო... ზუსტად 8 წელი რწმენას ვეჭიდებოდი, დღეს კარგად გავხდები, ეს ჩემი ბოლო ქიმიაა მაგრამ არაა თითქოს ბოლო არ მოუჩანდა ყველაფერთან ერთად ის უძვირფასესი რამ დავკარგე რაც ყველას უნდა ჰქონდეს ... ბავშვობა... ჩემაა ბავშვობამ საავადმყოფოში ჩაიარა ვერ დავუკარგავ ექთნებს მათ ძალისხმევას , გავეხალისებინე. მაგრამ როგორ გინდა გახალისდე როცა იცი, სიკვდილს ეთამაშები... მაგრამ მე გავიმარჯვე . მე დავამარცხე სიკვდილი ... როცა ადამიანს ბრძოლა უწევს სიცოცხლისთვის ის სიკვდილს აღარ ნატრობს.
- ... მმმ მინდა რაღაც ვთქვა მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობ ...
-არ შემიცოდო. არ გაბედო და არ შემიცოდო. მე იღბლიანი ვარ , ეს ყველაფერი,რომ გამოვიარე რადგან ამ ყველაფერმა მე საკუთარი თავის, სიცოცხლის სიყვარული მასწავლა და ახლა ცხოვრებით ვტკბები განა ბევრი ტკბება ცხოვრებით? ეს ნიჭია , ჯილდოა.
- ვერ ვხდები სანდრო ვერ ვიგებ სად პოულობ ამდენ ძალას, ყველაფერს ასე როგორ უყურებ ვერ ვიგებ. არ გტკივა? ნუთუ არბგრძნობ , რომ შინაგანად ყველაფერი გეწვის? ახლა არ თქვა გაივლისო . არ გაივლის და შენც მშვენივრად იცი ეგ ....
- დავუშვათ ხელი ძლიერად დაიწვავ ხომ არ მოიჭრი იმისგამო, რომ შრამი დაგრჩება? არა! გონებაც ეგრეა. თუ აზროვნებაც მსგავსია რასაც მე ვამტკიცებ მაშინ მასზეც ტოვებს ძლიერ ჭრილობას შრამი რჩება მაგრამ დროთა განმავლობაში ტკივილი გაივლის, არ ვამბობ გაქრება თქო . არ გაქრება. ყოველთვის როცა შრამს შეეხები მოგონებები ამოტივტივდება , გეტკინება მაგრამ მაინც გაუფასურდება. მერე ტკივილსაც ეჩვევი. ჩვენ ცხოველები ვართ როგორც დარვინი იტყოდა ინსტიქტები გვამიძრავებს, ბუნებრივ გადარჩევას მხოლოდ ძლიერი გადაურჩება, სუსტი კი კვდება... როგორ ფიქრობ ძლიერი ხარ?
- არვიცი ...
აკანკალებული ხმით წარმოვთქვი. სახე ამიხურდა ცრემლები თავისით წამოვიდა. სანდრო მართალია. წუთით ვიგრძდნი დანაშაულის შეგრძნება რამდენი წელი დავკარგე ... ნუთუ სუსტუ ვარ ან იქნებ ის , რომ ცოცხალი ვარ უკვე სიძლიერეს ნიშნავს. უარესად ამერია, ისედაც არაეული გონება. თავი დავხარე, საკუთარ თითებს დავაშტერდი ჩემდა უბებურად ხელები ერთმანეთში გადამხლართვოდა და ფრჩხილება ხელის მტევანზე ძლიერად ვარჭობდი. მთელი სხეული ამიკანკალდა ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ძალა სხეულში. უცებ თბილი შეხება ვიგრძენი ჯერ ხელებზე მერე ნიკაპზე... სანდრომ თავი მაღლა ამაწევინა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ ისევ გაიღიმა ცოტახანი ჩუმად იყო ხმა არ ამოუღია მერე სამი სიტყვა თქვა . სიტყვები რომლის კომბინაციაც შემიძლია დავიფიცო ყველაზე საოცარი რამ იყო რაც ბოლო დროს განვიცადე
- შენ არ ხარ სუსტი... დამიჯერე ვიცი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent