ალისფერი _ თავი 1
ყოველთვის სხვანაირი ბავშვი ვიყავი. არვიცი, შეიძლება მე ვფიქრობ ასე, შეიძლება სხვაც ჩემსავით ფიქრობს. არაფერს გამოვრიცხავ. მუდამ ჩუმი ვიყავი და ყველაფერს გულში ვიკლავდი. არ მომწონდა. სასტიკად არ მომწონდა, რომ ვერაფერს ვამბობდი. რა მექნა?! მე ხომ იმის ფიქრში გავიზარდე თუ რას იტყოდა ხალხი ჩემს ქმედებაზე. შეიძლება შენც ასე გაიზარდე. შეიძლება საკუთარი თავი ამოიცნო ჩემს ისტორიაში. და თუ არა, მაშინ უბრალოდ მომისმინე. ყველა დროის აქტუალური პრობლემაა კითხვა: „რას იტყვის ხალხი?". ზუსტად ეს კითხვა გვაკარგვინებს საკუთარ მეს. ჩვენ ასე გაგვზარდეს. გვიკრძალავდნენ რაიმეს გაკეთებას ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში. მაგალითად: სიცილს, ტირილს, ცეკვას, სიმღერას, თამაშს და ა.შ. არ ფიქრობდნენ იმაზე თუ რა გვინდოდა ჩვენ. მერე რა, რომ პატარები ვიყავით. მოსმენა მაინც გვჭირდებოდა.. ლაპარაკი და გაგება გვჭირდებოდა. ძირითად შემთხვევაში ბავშვებმა ყოველთვის ის უნდა გააკეთონ, რაც მშობლებს უნდათ. მესმის იცი? ისინიც ხომ თავიანთმა მშობლებმა გაზარდეს. ჯაჭვია ჩვეულებრივი. მახსოვს, ერთხელ დედამ ბაღიდან გამომიყვანა ჩემს მეგობართან ერთად. ორი ჩანთა ჰქონდა ნაყიდი. ერთი წითელი იყო ან ვარდისფერი, მეორე ცისფერი ან ლურჯი. იმდენი დრო გავიდა, რომ ზუსტად არ მახსოვს. რადგანაც ფერების სისწორეში ზუსტად არ ვარ დარწმუნებული ვიტყვი, რომ ვარდისფერი ავირჩიე. ცისფერი მეგობრისთვის უნდა მიგვეცა, მაგრამ მასაც ვარდისფერი უნდოდა და დედამ ცისფერი მე გამომიწოდა, უხერხულიაო. რათქმაუნდა ვიწუწუნე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მან ვარდისფერი იმიტომ კი არ აირჩია რომ ცისფერი არ მოსწონდა, არა უბრალოდ იმიტომ რომ მე არ მიყვარდა ცისფერი. ეს მეგობრობაა? ყოველთვის ასე ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ის ერგებოდა სხვას რაც მე მსურდა. ყოველთვის რაღაცის დათმობა მიწევდა იმისთვის, რომ სხვას არ სწყენოდა და საბოლოოდ მე ვრჩებოდი ნაწყენი. რომ არ დაგიმალო ჯერაც კი ვერ მოვერიე საკუთარ თავს. ხომ იცი როგორი რთულია შეჩვეულის გადაჩვევა, მითუმეტეს ჩემთვის. ადამიანისთვის, რომელიც ძლიერად ეჩვევა ნებისმიერ რამეს. იქნება ეს სულიერი თუ უსულო არსება, არ აქვს მნიშვნელობა. ახლა შენ შეიძლება გამამართლო ან სულაც გამამტყუნო, მაგრამ მესმის. მართლა მესმის, რადგან ყველას საკუთარი აზრი გაგვაჩნია ყველაფერზე. მე დედაჩემისაც მესმის რატომ და რის გამო აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა. მასაც ის კითხვა ჩაუნერგეს თავში, რომელიც ასე თუ ისე ყველას პრობლემად იქცა. რაც უფრო მეტად მემატება ასაკი მით უფრო ვიცვლები და ნელ-ნელა იღვიძებს ჩემში მეამბოხე სული რომელიც, ღრმად იყო დამარხული. დროდადრო გარეთ გამოღწევას ცდილობს. რავქნა ასეთი დავიბადე. ღმერთმა ასეთად ჩამიფიქრა. მეამბოხე, რომელიც არ შეეგუებოდა უსამართლობას. აქამდე სანამ რაიმეს გაკეთებას გადავწყვეტდი, ყოველთვის ვფიქრობდი იმაზე თუ რას იტყოდა ხალხი და ხშირად მიწევდა საკუთარ თავზე უარის თქმა, რამაც ძალიან შემცვალა. ახლა?! ახლა ძირითად შემთხვევაში ვამბობ, "რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის ხალხი თუ მე ეს გამაბედნიერებს?! " . არ მოგატყუებ და გეტყვი, რომ საბოლოოდ არ გამქრალა ეს კითხვა ჩემი გონებიდან, რადგან მისი გაქრობა არც ისეთი ადვილია როგორიც ჩანს. არის მომენტები, როდესაც ტვინს გიღრღნის. მთელს ორგანიზმს ედება და მოსვენებას არ გაძლევს და არის მომენტები, როდესაც საკუთარ თავს შემოუძახებ "დაიკიდე". ცხოვრება იდუმალია. არასდროს იცი რა გელოდება მომავალში, მაგრამ შეგიძლია წარმოიდგინო. ადამიანის ფანტაზია ხომ უსაზღვროა. უსაზღვროა იმდენად, რომ ზოგჯერ რეალობაში გვერევა. ხშირად ვიგონებთ ისტორიებს სხვადასხვა მოვლენებზე დაყრდნობით, რომლებიც ძირითად შემთხვევაში იმდენად მოგვწონს, რომ თავს ვაჯერებთ თითქოს რეალურია. ზოგჯერ იმდენად ბევრს ვფიქრობთ, ჩვენს წარმოსახვით სამყაროში ვიძირებით და რეალობასთან კავშირს ვკარგავთ. ფიქრებს ძალიან, ძალიან დიდი ძალა აქვთ. მამაჩემი სულ იმას ამბობს, რომ კარგზე უნდა ვიფიქროთ, რადგან თუ ცუდზე ვიფიქრებთ კარგი არ ასრულდება. დედაჩემთან ძირითადად ამ თემაზე კამათობს ხოლმე. ფიქრს იმდენი ძალა აქვს, რომ ყველაფერზე შეუძლია გავლენა მოახდინოს. ფიქრებს შეუძლიათ ჩვენი ბედის შეცვლა და ვფიქრობ, რომ ჩემმა ფიქრებმა ჩემი ბედი შეცვალეს. "ფიქრის ძალა არის ყველაზე საშიში ან ყველაზე სასარგებლო ძალა იმის მიხედვით თუ როგორ არის ის გამოყენებული". ნაპოლეონ ჰილი. *** -მელისა! ერთი წუთით დამელოდე- აჩქარებული ნაბიჯებით მომიახლოვდა სესილია და მას შემდეგ, რაც გამისწორდა, ხელისგული მკერდზე მიიბჯინა სუნთქვის დასარეგულირებლად. -რა ხდება სესო- ჩამეცინა მის შემხედვარეს და ინტერესით მივაჩერდი. -მართალია ახლახანს გაგიცანი და ჯერ მეგობრებიც არ გვეთქმის ერთმანეთზე, მაგრამ იმედი მაქვს შენც იმავეს ფიქრობ ჩემს მიმართ რასაც მე შენს მიმართ და... -თვალებმოჭუტული მაკვირდებოდა. ცდილობდა არ გამოპარვოდა ჩემი რეაქცია. -სესო.. კარგი გოგო ხარ ძალიან. მეც იმედი მაქვს რომ ვიმეგობრებთ. დაასრულე რისი თქმა გინდა- გამეღიმა - ხვალ დაბადების დღე მაქვს. 18 წლის ვხდები და შენ მოდიხარ- ყურებამდე გაღიმებული დამაკვირდა -უკაცრავად? - გამეცინა მის თავდაჯერებულობაზე. -მელისა! - შუბლი შეჭმუხნა - უარი არ მიიღება. მისამართს მოგწერ. ხვალ 9ზე გელოდები- წარბი ასწია და ხელმკლავი გამომდო. თავით მანიშნა გასასვლელისკენ - კარგი რა გაეწყობა- თავი სიცილით დავუქნიე და ერთად გავედით გასასვლელთან. *** სულ ერთი თვეა რაც სესილიას ვიცნობ. საგანმანათლებლო ცენტრში ერთ ჯგუფში ვართ. წელს გადავწყვიტე ეროვნულებისთვის მზადება დამეწყო. ისედაც ბევრი დრო დავკარგე. მართალია 21 წლის ვარ, მაგრამ მერე რა? სწავლა სიბერემდეაო ხომ გაგიგიათ. ჰოდა ღმერთის წყალობით ავისრულებ ჩემს ოცნებას და სტუდენტი გავხდები. მთელი საღამოა ვფიქრობ რა ვაჩუქო სესოს. კარგად არ ვიცნობ და არ ვიცი რა მოეწონება. ბევრი ფიქრის შემდეგ გონებაში ერთი მოგონება ამომიტივტივდა. არ მახსოვს ჯგუფში რაზე ჩამოვარდა საუბარი, მაგრამ სესომ თქვა, რომ ის არასდროს არავის დაუხატავს. ჩემს ძველ მეგობრებს მივაკითხე, რომლებიც საგულდაგულოდ მყავდნენ გადამალულნი. ყველაფერი მაგიდაზე გავშალე და მოვკალათდი. სესოს ინსტაზე შევედი და ერთი სურათი ავარჩიე. ბუნებაში იყო. ხელში ბაბუაწვერა ეჭირა და სულს უბერავდა. ძალიან მომეწონა. იმედი მაქვს სესოსაც მოეწონება და იმედი მაქვს გამომივა. საუკუნეა აღარ დამიხატავს, მაგრამ მინდა სესო გავახარო. კარგი გოგო ჩანს. იქნებ როგორმე ცხოვრებას დავუბრუნდე. დრო აღარ მოვიდა?! ღამის თორმეტი საათი იყო ხატვას რომ მოვრჩი. კმაყოფილი შევაჩერდი ნახატს. არ მეგონა ამდენად კარგი თუ გამოვიდოდა. თან იმდენად მესიამოვნა ვერ გადმოვცემ. მონატრება შემომაწვა და ნერვები მომეშალა საკუთარ თავზე. რის გამო და ვის გამო დავთმე ყველაფერი... თავი გადავაქნიე. თვალები მოვიფშვნიტე. ძილი მომერია და დასაძინებლად დავწექი. დილით დედას ხმამ გამაღვიძა. როგორც ჩანს მაღვიძარას დაყენება დამავიწყდა და სამსახურში მაგვიანდებოდა. როგორც კი მოვემზადე ტაქსი გამოვიძახე. გზაში ვფიქრობდი რა უნდა ჩამეცვა საღამოს. სულ თავისუფალი ტანსაცმელი მქონდა, არაფერი შესაფერისი. სესომ მისამართი რომ გამომიგზავნა, თან მოაყოლა კაბას ვიცვამთ და ჯინსებით თუ მოხვალ მოგკლავო. ვიფიქრე და გადავწყვიტე სამსახურის მერე გავივლი მაღაზიებში და რამეს ავარჩევ თან ჩარჩოც საყიდელი მაქვს ნახატისთვისმეთქი. მძღოლმა თავისუფლებაზე გამიჩერა ზუსტად სამსახურის წინ. მადლობა გადავუხადე და სამსახურში შევაბიჯე. ფორმა უცებ გადავიცვი და ბართან მივედი. - რა ხდება გიგუშ, არის ხალხი? - თმა ავიწიე და ღიმილით შევაცქერდი თანამშრომელს - ჯერ არაფერია მელო და მერე რა იქნება არ ვიცი - გამოაჩინა თავისი ჩაწიკწიკებული კბილები -კიდევ კარგი ძალიან არ დავიღლები, ბედი მქონია- ჩამეცინა და გიგის მომზადებული ჩემთვის განკუთვნილი ყავა მოვსვი -გაიხარე- ჭიქა ჰაერში ავწიე მადლობის ნიშნად და სასაცილოდ ავუთამაშე. ის იყო მოვბრუნდი, რომ რაღაცას შევენარცხე, უფროსწორად ვიღაცას. ყავა ხელზე გადამესხა და დამწვა. ტკივილისგან სახე დავმანჭე. -ფრთხილად! - ხელი მომკიდა მკლავზე რომ არ წავქცეულიყავი. -დაიწვი? - უკან რომ არ დამდგარიყავით არაფერი მოხდებოდა- სახე გავუსწორე და მკლავი გამოვგლიჯე. სასწრაფოდ გავიქეცი საპირფარეშოსკენ. ონკანს ხელი შევუშვირე. მესიამოვნა ცივი წყლის შეხება და ტკივილი გამიქრო. კიდევ კარგი ძალიან არ დამეწვა და წამიერი ტკივილიც გაქრა. უკან გამობრუნებულს ის პიროვნება აღარ დამხვდა. დიასახლისი ასუფთავებდა იმ ადგილს სადაც ყავა დაუვარდა. -ბოდიში დალი დეიდა, შემთხვევით გამივარდა- დამწუხრებული მივედი მასთან -არაუშავს ჩემო ლამაზო. რა პრობლემაა- თბილად გამიღიმა და გავიდა სამსახურს რომ მოვრჩი ხუთი საათი იყო. მაშინვე მაღაზიაში შევედი. ლამაზი ჩარჩო ვიყიდე და შემდეგ მაღაზიაში გადავინაცვლე ტანსაცმლის საყიდლად. თვალები ამიჭრელდა იმდენი ლამაზი კაბა იყო. ყველა მომწონდა, მაგრამ ჩემი ფორმების გამო მეეჭვებოდა რომ მომხდენოდა. ძირითადად პუტკუნებს გვიჭირს საჩვენო ტანსაცმლის არჩევა. იმას არ ვამბობ რომ ლამაზი არ ვარ და ვერაფერს ვიხდენ, მაგრამ ცოტა მაინც რთულია. ჭაობისფერმა კაბამ იმდენად მომჭრა თვალი, გული წამივიდოდა რომ არ მეყიდა. გრძელმკლავიანი, გულ-ამოღებული კაბა იყო, რომელიც მუხლამდე მწვდებოდა. ტანზე კარგად დამაჯდა. მარჯვენა ფეხთან ნორმალურად ჩახსნილი იყო. მომეწონა. ჩემს ალისფერ თმასაც მოუხდა. შავი მაღლებიც ვიყიდე და ბედნიერი წავედი სახლში. გიჟივით შევვარდი. მაგვიანდებოდა, თან ძალიან. ნახატი ჩარჩოში ჩავსვი. შევფუთე და მხოლოდ მას შემდეგ შევედი აბაზანაში, რაც ყველაფერი მოვაწესრიგე. თმა გავიშრე, დავივარცხნე. ჩოლკა ჩამოვისწორე და შემდეგ ჩავიცვი კაბა. ფეხსაცმელიც მოვირგე და სარკეში ჩავიხედე. -ღმერთო, ღვთაება ხარ! ცეცხლი ხარ, ცეცხლი - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე ჩემს გამოსახულებას და გამეცინა ჩემს სისულელეზე. ვინმეს რომ ვენახე გიჟად შემრაცხავდა იმწამსვე. მხოლოდ წამწამები ავიპრიხე და წითელი კონტური წავისვი, რადგან მაკიაჟის მოყვარული დიდად არ ვარ. შავი პატარა ჩანთა გადავიკიდე, საჩუქარი ხელში მოვიმარჯვე და ტაქსი გამოვიძახე. ორ წუთში უკვე ჩემს სახლთან იდგა. -გამარჯობა, სად მივდივართ? - მძღოლმა ჩაჯდომისთანავე მკითხა -გამარჯობა, ხუდადოვზე 10 ნომერში- მისამართი ვუთხარი და ტელეფონს ჩავაჩერდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.