შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულს მოგცემ - იარა (სრულად)


21-09-2023, 09:21
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 19 407

თვენთან ერთად სიბნელესთნ სინათლით ბრძოლით.
სუნთქვასავით მჭირდება თქვენთან კომუნიკაცია
.....................
სახლის კარამდე დაცვამ მიაცილა. უზარმაზარ სივრცეში სულ მარტო დარჩა. ირგვლივ მისი ფეხსაცმლის ხმა ისმოდა მხოლოდ და სხვა არაფერი. ყელზე მოჭერილი ჰალსტუხი ისე უჭერდა ყულფი იყო თითქოს და მალე დაახრჩობდა. ჩქარა მიდიოდა, გაურბოდა იმ კაცს რომლის ნიღაბშიც იყო . დერეფნის ბოლოს კედელზე დაკიდებულ უზარმაზარ სარკეში საკუთარი გამოსახულება დაინახა და თვალები დახუჭა . დიზაინერის ხედვის მიხედვით იყო ყველა დეტალი და არ ეხებოდა,არაფერს ჰქონდა ემოცია,სიყალბე ბატონობდა ყველგან სადაც კი მიიხედავდა.
საძინებელში შევიდა , გამოიცვალა , მაგრამ დასვენებისთვის დრო არ ჰქონდა შუაღამემდე აგვარებდა სხვადასხვა საქმეს შემდეგ კი საკუთარი სულისთვის დაიტოვა დრო.
ქუჩაში შეუმჩნევლად გადაადგილება აღარ შეეძლო,ძალაუფლებისთვის გაღებული ამ მსხვერპლის გამოსყიდვა აღარ შეიძლებოდა .
აჩრდილსაც კი არ უნდა შეემჩნია. სასაფლაოზე ღამით სიარული მისთვის უცხო არ იყო, არც უძილობა უკვირდა და ბუნებრივ ქმედებას წარმოადგენდა. საფლავებს შორის თვალახვეულიც იპოვნიდა სამი საყვარელი ადამინის ქვაზე გამოსახულ სახეს . ყურებში მათი განწირული კივილის ხმა ესმოდა ისევ , წლები ვერაფერს ცვლიდა. ბავშვობისას განცდილმა ტკივილმა ფესვები ისე გაიდგა მის ნაიარევ სხეულში სიმსუბუქესაც კი ვერაფერი აგრძნობინებდა, არც შურისძიებამ უშველა, სამართალი გარდაცვლილისთვის თურმე აღარასდროს აღდგება, რა შეიცვალა მკვლელების დასჯით? მხოლოდ ის , რომ იცოდა დამნაშავე, დიდი ბედნიერი ოჯახის დამანგრეველი აღარ სუნთქავდა . მსხვერპლი აღარ ეყოლებოდა.

ყველა სეზონზე ერთხელ მაინც მიდიოდა , პოულობდა საშუალებას და დედასთან მიჰქონდა ყვავილები. იების კონა, გვირილები, მინდვრის ათასფერი ყვავილები, ყველაფერი შეიძლებოდა ჰქონოდა თან ვარდების გარდა. ვარდები მამასი იყო, ნათლად ხედავდა კადრებს როგორ უწვდიდა სხვადასხვა მომენტში სხვადასხვა ფერისა და რაოდენობის ვარდებს . შვილები კი რატომღაც სულ სხვა არჩევანს აკეთებდნენ, ლევანი ხშირად იჩენდა ამ ინიციატვას , სკოლიდან დაბრუნებისას ფულს იტოვებდა და გაბრწყინებული სახით შერბოდა სახლში თავად კი ძმისგან განსხვავებით უჟმური იყო, პრობლემებს მეტს ქმნიდა და მხოლოდ გულის მოსაგებად იყენებდა ამ მეთოდს ახლა კი ურცხვად დადიოდა ჭრილობით გულში . იქაურობის გაწმენდასაც კი ვერ ავალებდა სხვას, თავად უვლიდა მათ საფლავებს და ამჯერადაც ელოდა წამოზრდილ ბალახს , ხელთათმანებიც კი ჰქონდა თან , მაგრამ იქ სულ სხვა სურათი დახვდა. ვიღაცას ეზრუნა ყველაფერზე , ყვავილებიც დაეტოვებინა , იასამნის სურნელი მოჰქონდა ქარს. ყველა კუთხეს რომ მოატარა ფანარი შემდეგ ქოთნის ქვეშ დამალული წერილიც იპოვნა . სპეციალურა პარკში ჩაედოთ, ქარსა და წვიმას გაუძლებდა ისე მივიდოდა ადრესატამდე.
"ვიცი, რომ ცოცხალი ხარ და მე შენ აუცილებლად გიპოვნი ვ. ე , შენი ერთადერთი, ევა " _ წინადადების ბოლოს პაწაწინა ყვავილი დაეხატა წერილის ავტორს , თითქმის ისეთი ღრმა ბავშვობაში ,რომ ხატავდა ვაჩე მასთან გაგავნილ ყველა ბარათზე.
............
კაბინეტში , მაგიდასთან იჯდა და მუშაობდა უჯრაში ჩაკეტილი მობილური რომ ამღერდა . სწრაფად გამოფხიზლდა, უჯრა გააღო და მანამ უპასუხა სანამ გათიშავდნენ
_გისმენთ
_საღამო მშვიდობისა ბატონო ვაჩე, მე ჟურნალისტი ევა არაბული გახლავართ. თქვენთან დაკავშირებას მთელი თვეა ვცდილობ , მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხე . მეტად მისაწვდომი რომ იყოთ ასე გვიან არ შეგაწუხებდით
_რით შემიძლია დაგეხმაროთ ქალბატონო ევა? _ ქალის ხმის მოსმენისას ჯდომის მანერაც კი შეეცვალა. ტელეფონის ეკრანს დახედა და ინანა მისი ნომერი რომ ვერ ამოიცნო
_ყოველთვის დახმარებისთვის გირეკავენ ? რა რთული ცხოვრება გაქვთ _ აშკარად შეიმჩნეოდა ხალისი მის ხმაში
_ბევრი დრო არ მაქვს , მითხარით რა გგნებავთ გიპასუხებთ თუ შემიძლია რაიმეს გაკეთება და დაგემშვიდობებით
_არ ვიცი იცით თუ არა, რომ გადაცემა მაქვს
_მე როგორც ვიცი თქვენ პოლიტიკური თოქ_შოუს წამყვანი არ ხართ მე კი არ ვსტუმრობ ყვითელი ამბებით დატვირთულ გადაცემებს ...
_უკვე სამი წელია ქალაქის მერი ხართ და არავინ იცის თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ . იქნებ დაუშვათ გამონაკლისი
_ჩემი ნომერი საიდან გაიგეთ , ევა?
_ვერ გეტყვით
_გეტყოდნენ , რომ თქვენს წინადადებას არ დავთანხმდებოდი?
_თუ არ ისაუბრებთ ოჯახისწევრებსა და ახლობლებზე იმის უფლება მაინც მოგვეცით რომ თქვენი ერთი სამუშაო დღე გადავიღოთ . სახლიდან დავიწყებთ, დილის რუტინით ... კითხვებს შეგითანხმებთ ჩემი პროდიუსერი . თქვენს რეიტინგს აამაღლებს მსგავსი გადაცემა
_ რეიტინგის ამაღლებას საქმით ვაპირებ და არა დადგმული შოუებით . არ მაქვს დრო გასართობი ტელეგადაცემებისთვის
_რამდენიმე წლის წინ , რომ შევხვდით ასეთი შეუვალი არ ჩანდით . ჯელტმენის შთაბეჭდილებას ტოვებდით , ნუთუ შევცდი და თქვენში არ არის მამაკაცური ძალა რომელიც გაიძულებთ კომფორტის ზონა დატოვოთ და დაეხმაროთ ჟურნალისტს გადაცემის რეიტინგის ამაღლებაში
_აკი ჩემს რეიტინგზე საუბრობდით? გამოდის თავად გჭირდებით _გაეღიმა, ისე მოდუნდა დაავიწყდა არჩეული გზა და მოშორების ნაცვლად საუბარი განაგრძო
_რა თქმა უნდა მე მეტ სარგებელს მივიღებ, თქვენ არ გახსოვართ ამიტომ შეგახსენებთ 4 წლის წინ დამწყები ჟურნალისტი ვიყავი და სტატია დავწერე თქვენს ბიზნეს კარიერაზე. ახლა კი ტელევიზიაში გადმოვინაცვლე . ჟურნალში იღბლიანი რესპოდენტი აღმოჩნდით და ტელევიზიაშიც მჭირდება ეგ აურა . გპირდებით ისეთს არაფერს ვიკითხავ პრობლემები რომ შეგექმნათ . ეს ხომ პოლიტიკური გადაცემა არ არის , ჩვენ გვაინტერესებს როგორი ადამიანია ვაჩე აბაშიძე

_თავად თუ გაინტერესებთ ჩემი პიროვნება მაშინ პირადად უნდა შევხვდეთ
_როგორ გავბედავ დამატებით დრო წაგართვათ... გადმოგიგზავნით კითხვებს , ჩემი პროდიუსერი თქვენს მდივანს დაუკავშირდება და შეთანხმებულ დროს გესტუმრებით
_რადგან საკუთარ თავზე აიღეთ ჩემთან მოლაპარაკება უნდა იცოდეთ, რომ მე მობილურით არ ვაგვარებ საქმეებს. თუ ნამდვილად გჭირდებათ ჩემი პიროვნება , შაბათს საღამოს 10 საათზე მზად იყავით , ჩემი მძღოლი მოგაკითხავთ და პირადად მომაწოდეთ თქვენი გეგმა
_ბატონო ვაჩე ...
_შაბათამდე , ევა
მობილური გათიშა, იცოდა ისევ დაურეკავდა. უჯრაში დააბრუნა და სავარძელს მიეყრდნო
_ჯანდაბა ! სულ შეიშალე , ახლა რას აპირებ _ სახეზე ხელები ჩამოისვა და ფეხზე წამოვარდა. მაგიდის წინ დააბიჯებდა და ისე ნერვიულობდა როგორც თინეიჯერი პირველი პაემნის წინ , პაემნის რომელიც უკვე ჰქონდა მასთან სულ სხვა ადამიანის ტყავში, ადამიანის ,რომელიც ყველასთვის მოკვდა . ევას უყვარდა ის ბიჭი , მაგრამ მერთან შეხება არ უნდა ჰქონოდა .
......
_ჩემი ნომერი შენ მიეცი ჟურნალისტს თუ შენმა ქმარმა
_მომენატრე, ბავშვიც გკითხულობს აინტერესებს როდის გამოჩნდები შენ კი არ ჩანხარ ...
_მარიამ, როგორ მოგაფიქრდა მისთვის ჩემი ნომრის მიცემა
_მარიამი რომ ვხდები ვხედავ როგორ ბრაზობ. ასეთი ტონით ესაუბრე იმ მშვენიერ ქალს? როგორი უხეშობაა, არ გეკადრება ქალაქის მერს
_რა თქმა უნდა შენ გამიჩალიჩე... საიდან იცოდი
_რა ? დაიცა მოგწონს? მე მხოლოდ ის მითხრა რომ შენთან ინტერვიუ ადრეც ჩაწერა ჟურნალისთვის ... მაშინ მოგეწონა და ამ დრომდე არაფერი გაგიკეთებია?
_ბავშვს როდის მაჩვენებთ?
_როცა ინებებ, ეს შენ ხარ დაავებული თორემ ბავშვი სულ სახლშია და ჩვენი კარი შენთვის მუდამ ღიაა
_საქმეები მაქვს ჯერ , ვერ მოვალ
_არ გჩვევია ამდენი ხნით ჩვენგან
შორს ყოფნა . რა ხდება მეტყვი თუ ალექსანდრეს გავარკვევინო
_შენი ქმარი ყოვლისშემძლე რომ გგონია მახალისებს ეგ ამბავი
_ისევ ბიჭებთან გაქვს პრობლემა და მიმალავთ?
_არა, ხომ დაგპირდით , რომ დავასრულეთ. უამრავი საქმე მაქვს თამარა , შენი ქმრისგან განსხვავებით არ მყავს ბიოლოგიური და არაბიოლოგიური ძმები რომლებსაც თვალდახუჭული ვანდობ საქმეებს. ყველაფერი უნდა ვაკონტროლო მტერიც და მოყვარეც ...
_ჩემების იმედი შეგიძლია
_დავზავდით , მაგრამ ზედმეტსაც ნუ მოითხოვ ჩემგან
_მე ერთადერთი რამ მაინტერესებს, მინდა შენ იყო უსაფრთხოდ იპოვნო სიმშვიდე და იყო ბედნიერი
_მშვიდად ვარ და მაბედნიერებ შენ
_პირად ბედნიერებაზე გესაუბრები ვაჩე
_არ შეიძლება გქონდეს პირადი, როდესაც ნამდვილი ვინაობაც არ გაგაჩნია და გაქვს ისეთი ცხოვრება როგორიც მე მაქვს, თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავალით !
_მე რომ მიყვარხარ , ჩვენ რომ გყავართ
_შენ ალექსანდრე გყავს ფარად... მე არავინ მყავს ჩემი ქალი რომ დაიცვას . შენ შესახებ არავინ იცის
_და რატომ უნდა იცოდნენ შენი ქალის შესახებ? პოლიტიკური რეკლამისთვის გჭირდება ცოლი ყველამ რომ გაიცნოს?
_მარიამ
_ისევ მარიამი გავხდი
_იცი რატომაც
_დაფიქრდი , ჟურნალისტს კი ნუ დაუკარგავ შრომას . შენთან დასაკავშირებლად ბევრი გზა სცადა , გონიერია
_შენ როგორ გიპოვნა
_როდის გითხარი რომ მე მივეცი ნომერი?
_ნახვამდის მარიამ !
_როგორც კი შეძლებ მოგვინახულე, მომენატრე და თავს გაუფრთხილდი !
.....
შაბათ საღამომდე ყველაფერი დაგეგმა, საქმიანი შეხვედრისთვის მზადება ჰქონდა , მაგრამ მაინც სძლია ქალმა რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში იმორჩილებდა. უამრავი რესპოდენტი შეეძლო მოეწვია და მან აირჩია ის ვინც თავად აინტერესებდა . ვერ ხსნიდა იმ ემოციურ არდგრადობას რაც ქალაქის მერის დანახვისას ეუფლებოდა .
საათს უყურებდა და თავს მისი ინსტაგრამის გვერდის დათვალიერებით ირთობდა. ყველაფერი ისეთი მოწესრიგებული იყო მის ირგვლივ, იმდენად იდეალური ჩანდა თითქოს ნაკლი არ ჰქონდა. არჩევნებამდეც , მერად არჩევის შემდეგაც მისი პიარ_მენეჯერი იდეალურად ართმევდა საქმეს თავს. ევა ეძებდა და იკვლევდა ადამიანებს განურჩევლად მათი სტატუსისა ამიტომ მტრები არ ჰყავდა, არ არსებობდა ადამიანი ვისთანაც კონფლიქტი ჰქონდა . ბუნებით დიპლომატი ყოველთვის პოულობდა გზას წყლიდან მშრალად ამოსასვლელად. დარწმუნებული იყო ვაჩესთანაც გამონახავდა საერთო ენას და ამჯერად პირადად მასთან ჩაწერდა ვრცელ ინტერვიუს ,პირველი შემთხვევიდან განსხვავებით ,როდესაც მის მდივანს ესაუბრა და კითხვებზე პასუხებიც მისი გავლით მიიღო.
გაეღიმა კორპუსის წინ მანქანის დანახვისთანავე რომ დაფიქსირდა უცნობი ნომრიდან ზარი და გაოცება ვერ დამალა თავად მერის ხმა რომ ამოიცნო
_საღამო მშვიდობისა , ევა . იმედი მაქვს ჩვენი შეთანხმება ძალაშია და გეგმები არ შეგეცვალათ
_ ბატონო ვაჩე?
_პასუხს ველი
_მე , მზად ვარ
_იმედია...
ორაზროვანი იყო მისი პასუხი. ზარი დაასრულა და ევაც მალევე ჩავიდა . მძღოლმა კარი გაუღო , ახალგაზრდა ბიჭი იყო ზედმეტად პატარაც კი მოეჩვენა. სიტყვა არ დაუძრავს მთელი გზა , მაგრამ ევამ მიმართულება რომ ვერ ამოიცნო მაშინ დაიძაბა და საუბარიც წამოიწყო
_სად მივდივართ? მერის სახლი ქალაქის სხვა ნაწილშია
_ბატონი ვაჩეს დავალებას ვასრულებ , მისამართი მან მომაწოდა.
_კი, მაგრამ სად მივდივართ
_რომ მივალთ ნახავთ
_ასე ბრმად უნდა გამოგყვეთ? თქვენც ასე უსიტყვოდ აკეთებთ ყველაფერს?
_ჩემი მოვალეობა დანიშნულების ადგილამდე მგზავრის მიყვანაა , სხვა არაფერი
_როგორი უფროსია ვაჩე . მისი დავალებაა , რომ რობოტივით მოიქცეთ ? განა საუბარ დანაშაულია
_მალე მივალთ , შეგიძლიათ ჩუმად იყოთ _ტემბრს არ იცვლიდა, გზას უყურებდა და ევას ანკესზე წამიგებას არ აპირებდა,ვერაფერს დააცდენინებდა.
თერთმეტს აჩვენებდა საათის ისრები ევასთვის უცნობი სახლის წინ რომ გაჩერდა მანქანა . მანამ გადავიდა სანამ ბიჭი კარს გაუღებდა და სიბნელეში ორიენტირებას ამაოდ ეცადა, ეზოს განათებები მხოლოდ გზას უჩვენებდა

_კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქალბატონო ევა . მობრძანდით გთხოვთ_საიდან გაჩნდა ახალგაზრდა ქალი ვერ მიხვდა . ინსტიქტურად მიჰყვა უცნობს და აღმოჩნდა სრულიად ჩვეულებრივ სახლში , რომელსაც არაფერი ეტყობოდა მილიონერი მერი რომ იყენებდა სავხოვრებლად _ რას მიირთმევთ ? _ სუფრა მზად იყო და იმდენი რამ ელაგა თვალებიც აუჭრელდა
_გმადლობთ, ბატონ ვაჩეს დაველოდები
_როგორც გნებავთ ...
_აქ არის ხომ?
_დიახ, კაბინეტშია და იცის რომ მოხვედით. ალბათ საუბრობს, ყოველთვის ვიღაც ურეკავს და ვერ გეტყვით _მძღოლისგან განსხვავებით ქალი უფრო მეტად თავისუფალი იყო, იღიმოდა და დადებით ემოციას ავრცელებდა
_აქ ხშირად არის ალბათ, არა?
_თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს საკუთარ თავს რომ დაუთმოს , დღესაც რომ მოვიდა გაგვიკვირდა
_ალბათ როგორი რთულია მასთან მუშაობა, გადაღლილი აგრესიული იქნება
_ბატონი ვაჩე? არასდროს ... როგორი გადაღლილიც არ უნდა იყოს ტყუილად არავის უბრაზდება
_მეგონა ინტერვიუს ჩესაწერად ჩემთან მოხვედით თქვენ კი ქალბატონი ლანა აგირჩევიათ რესპოდენტად _ კაცის ხმა რომ გაიგო წამსვე შებრუნდა და მის წინ აღმოჩნდა. ასე ახლოს პირველად ხედავდა, უნდოდა დაკვირვებოდა , მაგდამ თვალებს ვერ აშორებდა მზერას
_ეს მხოლიდ ქალური საუბრებია... _დაიბნა, განა რას აშავებდა ეს იყო მისი პროფესია, მაგრამ შინაგან ფორიაქს გრძნობდა
_დაბრძანდით ,გთხოვთ _სავარძელზე მიუთითა და მანაც მის ხელს გააყოლა მზერა
_გმადლობთ
_ყავისთვის გვიანია , ჩაი მოგვიტანე ლანა _ ქალს მიმართა და შემდეგ ევას მოპირდაპირე მხარეს დაჯდა _ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის , ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის ხოლმე . გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა
_პრობლემა არ არის, მთავარია შეხვედრა შედეგიანად დასრულდეს
_დასრულდეს თუ გაგრძელდეს _ ისევ ისე დაჟინებით უყურებდა _ მე ჯერ კიდევ არ ვიცი რა ფორმატი ექნება ჩვენს ინტერვიუს
_რამდენიმე შესაძლო ვარიანტს შემოგთავაზებთ ... თქვენ გადაწყვიტეთ რომელი უფრო მისაღები იქნება _საქმეზე გადავიდა და ამით საკუთარი კომფორტის ზონის გასაღებიც იპოვა. საუბრის დროს ფინჯანიც მიუტანეს, ვერც გაიაზრა მისი საყვარელი მოცვის ჩაი რომ იყო , ვაჩე მდუმარედ უყურებდა და სიტყვას არ ამბობდა მანამ სანამ ევა არ გაჩუმდა
_თქვენ რომელი გსურთ , რა იქნება თქვენი გადაცემისთვის მეტი რეიტინგის მომტანი
_თქვენი სტუმრობა უკვე ნიშნავს გარანტირებულ რეიტინგს... კითხვებს არ გადახედავთ? _ პლანშეტზე მიუთითა და ინსტიქტურად წამოდგა _შეგვიძლია ნებისმიერი შევცვალოთ _ ახლოს იყო , გვიან გაიაზრა
_საჭირო არ არის . არაბუნებრივი გამოვა და ბევრჯერ მოგიხდებათ გადაღება დამონტაჟების დროსაც დიდი დრო დაიკარგება. მირჩევნია პირდაპირ გიპასუხოთ ან არ გიპასუხოთ. არჩევანიც თავად გააკეთეთ , ჩემი სახლის კარსაც გაგიღებთ და კაბინეტშიც შეგიძლიათ მესტუმროთ
_ასე მარტივად მთანხმდებით? რაიმე მოთხოვნა , პირობა არ გაქვთ ?
_არა
_გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ
_პირადად, როდესაც ვხვდები ადამიანს მასში ბევრს ვხედავ ... ამ წამს მივხვდი , რომ უნდა დაგთანხმდეთ და უარს ვერ გეტყვით.
_ამ სახლის შესახებ შეიძლება გკითხოთ?
_უბრალოდ ვისვენებ ... აქ არც კამერებია, არც დაცვა და ჩვეულებრივი ადამიანივით ვგრძნობ თავს . ტელევიზორიც არ მაქვს ,მხოლოდ ლანაა ისიც იმიტომ , რომ დავისვენო და არაფერი ვაკეთო , კერძებიც კი
_რომ არ ისვენებდეთ შეგიძლიათ მომზადება ?
_კვებას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე შესაბამისად შიმშილისთვის თავს არ გავწირავ მზადებაც ვიცი და კიდევ ბევრი რამ ქალაქის მართვის გარდა
_თქვენი გარეგნობა ნამდვილად ბევრს ამბობს _ მაინცადამაინც მაშინ რატომ შეხედა მის ყელს ვერ გეტყვით, თავადაც არ იცოდა ვაჩემ კი მაშინვე იგრძნო მთელს სხეულში დავლილი ტკივილი _ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდასაც ახდენთ და თავადაც მიჰყვებით ამ გზას
_ახალგაზრდებისთვის უკეთესი პირობების შექმნა მინდა , მაგრამ მე თუ მხოლოდ ვისაუბრე , რჩევები მივეცი ადამიანებს და თავად საპირისპირო გავაკეთე ასე შედეგს ვერ მივიღებ. როგორც მშობლები შვილებთან ისე ვგრძნობ თავს, მაქსიმალურად მართალი უნდა ვიყო
_თქვენს წინააღმდეგ იშვიათად მინახავს აგორებული ანტიპიარი ... ამის დამსახურებაა ? _ჩაის ფინჯანი დააცარიელა და მაგიდაზე შემჩნეულ საყვარელ ნამცხვარზე გადაიტანა მზერა , რომელი თავად მერმა დაუდო თეფშზე. თითქოს მის გონებაში იყო და ფიქრებს კითხულობდა
_ყველას ვერ მოეწონები, შეუძლებელია და არც ვცდილობ ამას
_და რა არის თქვენი გეგმა, რას ცდილობთ , რა უნდა გააკეთოთ ამ სტატუსით _საუბარი არ შეუწყვიტავს , უსმენდა და თან ნამცხვარს აგემოვნებდა.
_განვახორციელო ცვლილებები , რომლებიც მომავალ თაობას შეუქმნის მეტ კომფორტს , მიიზიდავს სწორი გზისკენ
_სწორი გზა სად არის
_იცხოვრო ისე , რომ არავის ავნო . გააკეთო და მიიღო შედეგი , ისწავლო ,შექმნა ... იცხოვრო ტვირთის გარეშე
_და თუ ოჯახი სულ სხვა მიმართულებას აძლევს ბავშვს? თქვენ ხომ ყველას ვერ დაეხმარებით და ისე ვერ დაასაქმებთ როგორც იმ ბიჭს , მძღოლს, რომელმაც აქამდე მომიყვანა
_ყველაფერს ამჩნევს თქვენი გონება , არა? _ გაეცინა, უცნაურად ნამდვილი იყო ფოტოებზე და ვიდეოებში მსგავსი არ ჰქონდა ნანახი ევას _ თქვენ როგორ იპოვნეთ გზა ამ პროფესიამდე, დავიჯერო სულ გსურდათ ჟურნალისტობა?
_მე სულ ვწერდი, ჯერ ვკითხულობდი და შემდეგ თავად გავხდი მწერალი. ჟურნალისტობამდე წერის უნარმა მიმიყვანა
_ლექსებსაც წერთ ?
_არა , არ გამომდის ...
_ალბათ გიძღვნიან ,თაყვანისმცემლები
_არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა _ დასევდიანდა, პატარა ბავშვივით ციმციმა თვალებით ჭამასაც შეეშვა და წასვლის სურვილიც გაუჩნდა
_ახლაც წერთ ახალ წიგნს
_ვწერ, მაგრამ ჯერ ვერ დავასრულებ
_რთულია? თუ დროის უქონლობის გამო გახანგრძლივდა პროცესი
_რთულია, რეალურ ადამიანებზე ვწერ და ჩემი ფანტაზია არ მართავს სიტუაციას. დროც შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით გაჭიანურდება
_ისტორიულია ? არ ვიცოდი მსგავს თემაზე თუ წერდით
_ოჯახზე ვწერ , ჩემ ძველ ნაცნობებზე რომელთა ისტორიაც ბუნდოვანია ... წიგნი კი ბევრ ჟანრს გააერთიანებს .
_იქნებ შემიძლია დაგეხმაროთ... ბევრ ადამიანს ვიცნობ . სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას თქვენი მორიგი ნამუშევრის შექმნაში . ვისზე წერთ?
_თქვენ არ გეხსომებათ . იყო ახალგაზრდა ცოლ_ქმარი ,მათ თქვენს მსგავსად გადაწყვიტეს ამ ქალაქის განვითარება, მოსახლეობისთვის ნათელი გზის ჩვენება. პირველი დიდი საავადმყოფო ააშენეს, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები _ მშვიდად საუბრობდა, მაგრამ ხმაში ეტყობოდა სევდა. არ იცოდა ვაჩე რას გრძნობდა ამ დროს მერე კი თავადაც შეამჩნია ცვლილება მის სახეზე _ ერისთავების ოჯახზე წერისას რომანტიკასაც ვერ ავუვლი გვერდს ... საბოლოოდ ალბათ რომანი იქნება და იმედია დეტექტივად არ გადაიქვევა წიგნიც და მეც

_ამ ოჯახზე არაფერი მსმენია... როგორც იცით მე სულ რამდენიმე წელია რაც ჩვენს ქალაქში გადმოვედი _ინსტიქტურად ამოიღო სიგარეტი , მაგრამ არ მოუკიდა, სანთებელა დახურა და თითებსშორის დაატრიალა _წარმატებას გისურვებთ მწერლურ კარიერაშიც
_თქვენთვის უნდა დამესვა კითხვები და თითქოს მე ვარ ინტერვიუზე, მაპატიეთ თემიდან გადავუხვიე . დიდ დროს აღარ წაგართმევთ , თქვენი დასვენების საათების მოპარვა არ მინდა
_როგორ შეიძლება დამღლელი იყოს თქვენთან დროის გატარება
_და მაინც სჯობს შევთანხმდეთ ინტერვიუს დროზე და დაგემშვიდობოთ
_სამწუხაროდ დროს ასე ვერ გეტყვით...ჩემ მდივანთან ერთად უნდა გადავხედო გეგმებს შემდეგ კი თავად დაგიკავშირდებით . მაქსიმალურად ვეცდები , რომ ახლო მომავალში მოხერხდეს
_გასაგებია. დაველოდები თქვენს ზარს _წამოდგა და ხელი გაუწოდა_გმადლობთ შეხვედრის ასე სასიამოვნოდ წარმართვისთვის და განწყობისთვის, რომლითაც მიმასპინძლეთ
_ჩვენი მეგობრული ურთიერთობის დასაწყისად ჩავთვალოთ ეს საღამო...იცოდეთ, რომ ჩემი სახით გყავთ ნაცნობი ვისთან დაკავშირებაც ყოველთვის შეგეძლებათ და ვისი გავლენის გამოყენებაც , თქვენი სწორი გეგმებისთვის.
დაემშვიდობა, მანქანაში ჩაჯდა და ამჯერად თავადაც არ გასჩენია სიტყვის თქმის სურვილი. ემოციებით იყო სავსე და ვერ ხვდებოდა რამ მოახდინა ასეთი შთაბეჭდილება, როცა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. გადაინაცვლა მოლოდინის რეჟიმში, ტელეფონზე დაფიქსირებულ ყველა ზარზე პასუხის გაცემა დაიწყო . იქამდე თუ უცნობ ნომრებს მეტნაკლებად აიგნორებდა მას შემდეგ ყველას პასუხობდა იმ იმედით , რომ ვაჩეს ხმას გაიგებდა ან მისი მდივანი მაინც დაუკავშირდებოდა.
...............
_ტელევიზიაში პრობლემები აქვს
_ვის
_ევას
_და მერე მე რა?
_თორნიკემ თქვა , რომ უფროსთან მოუვიდა უთანხმოება. ზუსტად არ იციან რა მოხდა, არ გაასაჯაროვა კონფლიქტი ისე დაუცლია ოთახი დამშვიდობებია გუნდს და წასულა
_მარიამ რატომ მიყვები ამ ჩემთვის არასაინტერესო ამბავს ? ან ამ ექიმ ქალს , ამხელა იმპერიისა და ოჯახის დედას სხვა საქმეები არ გაქვს? შენი ქმრის ბიზნეს ამბები ამოწურე და მაზლის საქმეებზე გადახვედი?
_და რა იცი რომ მაზლის საქმეა?
_თორნიკე რომ ტელევიზიის ყიდვას აპირებს ეგ ამბავი ახალი არ არის...გაბრიელი თუ ჩარია ბევრი შიშველი გადაცემა იქნება და უამრავ ეროტიულ ფილმსა თუ სერიალს დააფინანსებენ .
_გაბრიელს ნუ ერჩი . უკარგესია
_კი , როგორ არა _ ბავშვს უყურებდა და მაშინვე წამოვარდა როგორც კი წონასწორობა დაერღვა და დაეცა _ ტირის არ მოხვალ? _ ხელში ჰყავდა თვალებამღვრეული ბიჭუნა და უშედეგოდ ეფერებოდა
_გადაუვლის , არაუშავს ბურთის თამაშის დროს ყველა ეცემა . შენ არ გაიძახი ფეხბურთზე უნდა გატაროო? იქ რამდენჯერაც დაეცემა იმდენჯერ მუვარდები?
_მე საერთოდ ვერ მივალ
_როდემდე უნდა დამალო საკუთარი ვინაობა ...
_სამუდამოდ
_რატომ
_ასეა საჭირო
_არაფერს მეუბნები
_შენი ქმარიც ვერ არკვევს და ჭკუაზე აღარ ხართ ... _ გაიცინა ბიჭუნა დედას რომ მიეკრო მკერდზე და ცრემლები სასაცილოდ შეიმშრალა
_დედი, ძია ვაჩე მაბრაზებს _ ბიჭს რამდენჯერმე აკოცა და მერე ძლიერად მოხვია მკლავები _ გავებუტოთ?
_ნწ
_გიყვარს ვაჩე ?
_მკ
_თქვენსავით ცოტას რატო ლაპარაკობს ეს ბავშვი
_თითქოს შენ საუბრობდე ბევრს ...
_რა გინდა რომ გითხრა
_ევასთან რა ხდება
_ინტერვიუზე დავთანხმდი , მაგრამ გადაცემა თუ არ აქვს სტუმარიც ვეღარ ვიქნები
_სხვა არაფერი?
_სხვა არაფერი !
_მიდიხარ ?
_საქმეები არ იცდიან
_თუ შენი მტრები
_სად მყავს მტრები... ჩემნაირი მოსაწყენი ცხოვრება არავის აქვს _გაუღიმა. თავზე აკოცა და შემდეგ ბავშვს დაემშვიდობა_მალე გნახავ პატარავ .
.....
_საღამომშვიდობისა ევა,იმედია დრო გაქვთ ჩემთან სასაუბროდ
_უკაცრავად , ვერ გიცანით
_როგორც სჩანს ძალიან დავაგვიანე დაპირებული ინტერვიუს თარიღის შეთანხმება
_ბატონო ვაჩე ... მაპატიეთ ,თქვენ სულსხვადასხვა ნომრით მიკავშირდებით
_არაუშავს . მთავარია საქმე მოგვარდეს და სიტყვები სიტყვებად არ დარჩეს .თქვენი სახით მოტყუებული ამომრჩეველი არ უნდა მყავდეს
_მე თქვენი ამომრჩეველი არ ვარ, არ ვიყავი უფრო სწორად და მეორე ვადით თუ გსურთ დაიკავოთ არსებული თანამდებობა , შესაძლოა დავფიქრდე. რაც შეეხება ინტერვიუს, სიტყვას ვერ შეასრულებთ
_რატომ? განა ამდენად დავაგვიანე უბრალოდ სამსახური არ მიტოვებს თავისუფალ დროს
_აი მე კი სამსახური აღარ მაქვს და არატსებულ გადაცემაში როგორ ჩაიწერება თქვენი ინტერვიუ
_ჟურნალისტური კარიერა დაასრულეთ ჩემ მოლოდინში? დავიჯერო ასეთი დაბალი რეიტინგი ჰქონდა თქვენს გადაცემას?
_რეიტინგი არაფრ შუაშია , პირადი პრობლემის გამო დავტოვე არხი ... თუ დაბრუნებას გადავწყვეტ იმედია თქვენ პირობას არ დაივიწყებთ _ჯერ სეირნობდა შემდეგ კი სკანზე ჩამოჯდა და ისე განაგრძო საუბარი. ღამის შესაბამისი სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ
_ასე აპირებთ დანებებას? არ დაიწყებთ ახალი გზების ძიებას?
_ჯერ წიგნზე ვიმუშავებ... გამოვიყენებ ამ შანსს და მთელ დროს მივუძღვნი
_დავიჯერ წიგნია მიზეზი სამსახურიდან წამოსვლის?
_ვერ გეტყვით მიზეზს
_გამოდის არსებობს მიზეზი და თან ისეთი, რომ ქალაქის მერს ვერ გაუმხელთ
_არ მჩვევია სინანული , სულს ამძიმებს,მაგრამ თქვენთან ინტერვიუ რომ არ შემორჩა ჩემ გადაცემათა ნუსხაში ნამდვილად დასანანია
_თუ გადაწყვეტთ , რომ მზად ხართ გპირდებით ნებისმიერ არხზე ვიქნები თქვენი პირველი სტუმარი
_რით დავიმსახურე მსგავსი კეთილგანწყობა ასეთ კომპრომისზე რომ ხართ თანახმა
_სიტყვა მოგეცით
_ასეთი ხართ? წარმოთქმულ სიტყვას არასდროს ივიწყებთ ?
_ყველაფერი შეუძლებელია გახსოვდეს, მაგრამ მსგავს შემთხვევებს არ ვივიწყებ
_ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით საუბრობდით ერთ_ერთ ინტერვიუში ... როდის იწყებთ
_უკვე დავიწყე , მაგრამ არ მყავს ადამიანი ვისაც ვანდობ ღონისძიებების ორგანიზებას და კიდევ მრავალ საქმეს , რომელსაც ნათელი გულით გააკეთებდ და არა ხელფასის გამო მოვალეობის მოხდის მიზნით
_მხოლოდ ეს არის პრობლემა?
_დიდი პრობლემაა იპოვნო დიდი გულის მქონე ადამიანი
_საკუთარი თავი რომ შემოგთავაზოთ? _და გაიჟღერა კითხვამ , რომელსაც ელოდა , მაგრამ ბოლომდე არ ჰქონდა გადაწყვეტილი სურდა თუ არა _მხოლოდ ერთი პირობა მექნება
_გააჩნია რა პირობა
_ჩემი ხელფასი ფონდში დაბრუნდება და ბავშვებს მოხმარდებათ
_ეს არ იქნება მარტივი საქმე , დიდ ენერგიას წაგართმევთ . მითუმეტეს თქვენ ამ ეტაპზე დაუსაქმებელი ხართ
_ზუსტად ამიტომ , დრო მაქვს და ბავშვობის ოცნების ასრულების შანსი მექნება... ნაწილობრივ მაინც
_კიდევ რა გსურდათ ბავშვობაში
_ბედნიერება მინდოდა ყველასთვის ...
_ბავშვებს კნუტები ან ლეკვები სურთ ხოლმე
_მე არ მყავდა , მაგრამ ჩემ მეგობარს ჰყავდა უსაყვარლესი ლაბრადორი რომლისაც არ მეშინოდა, მიყვარდა და მასაც ვუყვარდი
_და მაინც მეგობრის იყო და არა თქვენი _ ხმა ძლივს დაიმორჩილა საკუთარი ოთხფეხა მეგობარი , რომ გაახსენდა და კადრები უდარდელი ბავშვობიდან. წამიერად ჩაესმა ძაღლის ყეფა და გოგონას კისკისი, დაინახა როგორ დარბოდნენ მისი სახლის ეზოში
_არასდროს მიფიქრია ამაზე ... მათი დაკარგვის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ყველაფერი ნაცრისფერი იყო ჩანაცვლება კი არც დამიშვია
_მაპატიეთ , უნდა დაგემშიდობოთ ... ჩემი ტელეფონი არ ჩერდება . თუ ნამდვილად გსურთ ფონდის მმართველი გახდეთ და ოცნება აისრულოთ ფორმალური მხარეების მოსაგვარებლად დაგელოდებით . მხოლოდ წინასწარ შემითანხმდით კაბინეტში დახვედრა რომ მოვახერხო, მდივანთან საუბარს აზრი არ ექნება, შეუვალია ურიგოდ არავის უშვებს _ გაღიმება სცადა და გამოუვიდა კიდეც , გაიგო ქალის სიცილის ხმა
_აუცილებლად გესტუმრებით ... ფიქრი არ მჭირდება, გადაწყვეტილება მიღებულია
_ დროებით, ევა _ ისე მოადუნა ქალის ხმაში დანახულმა სიხარულმა, რომ ჩვეულებად ქცეული წლებს გაყოლილი დამშვიდობება გონებამ დაუბრუნა. თითქოს ისევ ბავშვი იყო, მოზარდი რომელსაც მთელი გულწრფელობით, ყველა უჯრედით უყვარდა .....
დილიდან ელოდა ზარს. მობილურის ეკრანს თვალს არ აშორებდა და მაინცადამაინც მაშინ დაურეკა,როდესაც მერის ტყავში აღარ იმყოფებოდა
_გისმენთ
_ბატონო ვაჩე , შემიძლია მოვიდე თუ დრო არ გაქვთ
_საღამოს ექვსზე შეძლებთ მოსვლას? პირდაპირ ფონდში წავიდეთ, კაბინეტს მოვამზადებინებ ... დოკუმენტებსაც იქ დაგახვედრებთ
_კარგით , შევთანხმდით.
მობილური ჯიბეში ჩაიცურა და შენობის სარდაფში დაბრუნდა . ხის სკამზე მჯდომ შეშინებულ ბიჭს ზურგიდან მიუახლოვდა და მხრებზე ხელები მოუჭირა _ როგორი იყო თანამშრომლის სექსუალური შევიწროება ... გეგონა ქალი დარჩებოდა და შენთან მუშაობას გააგრძელებდა? _ ის მშვიდად მოსაუბრე კაცი სადღაც გამქრალიყო, სანადიროდ გამოსულ ცხოვრელს ჰგავდა, მსხვერპლს რომ უახლოვდებოდა _მიპასუხე , რა გაუკეთე
-არაფერი ... არ შევხებივარ . არაფერი მომხდარა , თვითონ ჩამარტყა და მერე დამემუქრა . მე არ გამიგდია გეფიცები
_ისე შეაწუხე , იმდენად შეაშინე რომ რაღაც ჩაგარტყა? _თავზე ეტყობოდა ჭრილობის კვალი.
_ვინ ხართ რა გინდათ გინდა დავაბრუნო ? მე არ გამიშვია_თქო ხომ გითხარით უკან არ დაბრუნდება ისეთი თავმოყვარეა ... არაფერი დამიშავებია მხოლოდ პაემანზე წასვლას ვთხოვდი რამდენიმე სიტყვა ვუთხარი მხოლოდ და გასვლამდე მოულიდნელად ჩამარტყა ... გიჟია. მივდივარო მერე მომაძახა თავგატეხილი რომ დავვარდი
მის წინ მდგომ ნიკას რომ გაეცინა წარბები შეკრა, მაგრამ თავადაც ეღიმებოდა ევას ბრაზის წარმოდგენისას. აგიჟებდა მისი ბუნებრივობა ყველგან და ყველაფერში. კაცი ნიკას დაუტოვა და თავად ევასთან შესახვედრად გაეშურა.
.................
_პუნქტუალური ხართ და მე უხერხულად ვგრძნობ თავსყოველთვის ვაგვიანებ _მიუახლოვდა , ხელი გაუწოდა და გაღიმებულმა განაგრძო გზა მის გვერდით
_მე დაუსაქმებელი ვარ თქვენ კი გადატვირთული გრაფიკი გაქვთ ...
_და მაინც სხვა დროს გთხოვთ ისე დაიგვიანოთ, რომ მე დაგასწროთ მოსვლა
_დავიჯერი თქვენც ელოდებით ხოლმე ვინმეს?
_თქვენ სიამივნებით დაგელოდებით... მობრძანდით _ კარი გაუღო და კაბინეტში შეიყვანა _ წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ , რომ ჩემი მტრები ცდილობენ ამ ფონდის საქმიანობაზე ჭორების აგორებას. რაც არ უნდა მოხდეს თქვენ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მთავარი შედეგებია
_ყველაფერი ვიცი, ჭორებიც და ბავშვებიც, რომლებსაც ფონდის საშუალებით ან მის მიღმა ისე დაეხმარეთ, რომ ამით რეკლამა არ გაგიკეთებიათ. ზოგჯერ მიკვირს კიდეც როგორ არ აჭარბებს თქვენს შემოსავალს ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხები
_შეგისწავლივართ. ეს პროფესიული ჩვევაა?
_ჟურნალისებს გვაქვს დეტექტივური უნარები , ვერსად გავექცევით ამ ამბავს
-აი ესეც თქვენი კაბინეტი ... დამხმარეს თავად იპოვნით თუ ჩემმა მდივანმა აგირჩიოთ შედაფერისი კადრი . თუ ვინმე არ გყავთ დამიჯერეთ , შეგიძლიათ თამუნას ენდოთ, საუცხოოდ გამოსდის გასაუბრების წარმართვა . ყველა თანამშრომელს იცნობს და ყველაფერში გარკვეულია
_თქვენი მდივნობა ნამდვილად რთული საქმე ჩანს
_მასაც ჰყავს დამხმარე თორემ ერთი ადამიანი ნამდვილად ვერ გაუძლებდა...
_როგორც ვხვდები ეს ხელშეკრულებაა_მაგიდაზე დალაგებულ ფურცლებს გაუსწორა მზერა და კალამიც აიღო _თქვენი ტელეფონი ანათებს , გირეკავენ _ ხმა კი გათიშული ჰქონდა ვაჩეს, მაგრამ ევას თვალს არ გამორჩენია ეს დეტალი
_თუ ვუპასუხებ თქვენი დატოვება მომიხდება მე კი ახლა უნდა გიპასუხოთ კითხვებზე ,რომლებიც გაგარკვევთ საქმის ვითარებაში
_მაინტერესებს მხოლოდ ბავშვები რატომ არიან თქვენს ბენეფიციარებს შორის და რატომ არ არიან , მაგალითად ძალადობის მსხვერპლი ქალები რომელთაც სჭირდებათ საცხოვრებელი , სამსახური
_ამ საკითხის მოსაგვარებლად არსებობს ორგანიზაცია, ქალებს აქვთ თავშესაფარი და ჰყავთ უფლებადამცველები . უამრავი დასაქმების პროგრამაა, მათთვის სხვადასხვა კურსებია დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. მკურნალობას კი სახელმწიფო ბიუჯეტი ბოლომდე ვერ ფარავს , თქვენ თუ სხვა სტატისტიკა გაქვთ და გადაუდებელი შემთხვევა იქნება პირადად შემატყობინეთ . აუცილებლად დავეხმარები ყველას , ვისაც სჭირდება
_დახმარება მილიონობით ადამიანს სჭირდება
_იმიტომ რომ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად რიგ შემთხვევაში თავად არაფერს აკეთებენ და მუდამ ელოდებიან ჩემნაირების დახმარებას ... ავადმყოფობა კი სულ სხვა თემაა, სიკვდილთან ბრძოლაა და არა არაკომფორტულ ცხოვრებასთან
_აშკარად ვერ იტანთ უსაქმურ ადამიანებს
_თქვენ გიყვართ ისინი ვისაც სურს სახელმწიფოს ხარჯზე იცხოვროს და დაისვენოს სანამ ჩვენ ვმუშაობთ? _ისეთი მშვიდი იყო თითქოს ხმამაღლა ცხოვრებაში არ უსაუბრია
_და მაინც შეგვიძლია ოჯახებს დავეხმაროთ თუ არ მაძლევთ უფლებას

_თქვენ იქნებით ხელმძღვანელი, თუ გადაწყვეტილებას მიიღებთ შეასრულებთ კიდეც
_თავს პრივილეგირებულად ვგრძნობ
_ხართ კიდეც
_რატომ ?
_გგონიათ , რომ ნდობას არ იმსახურებთ ?
_ასე მარტოვად არ ენდობიან ... მე და თქვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ
_ხომ გითხარით, ადამიანების ამოცნობის ნიჭი მაქვს. დრო არ მჭირდება, დრო ისედაც ცოტა გვაქვს მე კი ბევრი დავკარგე . ვხვდები თავად არ მენდობით , მე თქვენი უფროსი არ ვარ , მხოლოდ ვითანამშრომლებთ... ერთს გთხოვთ, წარსული გამოცდილებების ხარჯზე ნუ შემაფასებთ , მე და თქვენ ახლახანს გავიცანით და ადრე რაც არ უნდა მომხდარიყო , მე არ ვყოფილვარ არცერთი მათგანი
_ამბობთ , რომ ყველასგან განსხვავდებით?
_არის რაიმე რითაც სხვას ვგავარ ?
_თავმდაბალი რომ არ იყავით ვხვდებოდი _ გაიცინა და ამ დროს ვაჩემაც გაიღიმა. გული იცინოდა, როცა მასთან იყო . სულში ყველა'ფერი ბუნებრივად ანათებდა...
_თვითშეფასების არქონა ყველაზე დიდი დანაშაულია რაც კი საკუთარ თავთან შეიძლება ჩაიდინო... ახლა კი დროა ვუპასუხო ზარებს, თორემ იფიქრებენ რომ რაიმე შემემთხვა და მერის სკამი გათავისუფლდა _ამჯერადაც გაექცა. ყველა ჯერზე გარბოდა როგორც კი იგრძნობდა, რომ მოდუნდა და შეიძლებოდა რაღაც ისეთი ეთქვა ან გაეკეთებინა რითაც ევას ყურადღებას მიიპყრობდა. სათანადოდ ვერ აფასებდა ქალის დაკვირვებულ თვალსა და გონებას .
_ნამდვილად ვერ შეგეკამათებით ... _ ფურცლები აიღო , ხელი არ მოუწერია. ჩანთაში კოხტად მოათავსა და მერს გვერდით გაჰყვა
_გვიანია, გთხოვთ ნება მომეცით გამოვასწორო ჩემი დაგვიანება , ეს გვიანი შეხვედრა და სახლამდე მიგიყვანოთ _ მანქანა უკვე ელოდათ შენობის შესასვლელთან
_კარგით, გამოვიყენებ თქვენი ძვირფასი დროის კიდევ რამდენიმე წუთს _მისთვის უარის თქმა უჭირდა. ეს სულაც არ მოსწონდა, მაგრამ დიდად არ ეწინააღმდეგებოდა საკუთარ თავს.
_გთხოვთ _ კარი თავად გაუღო . მძღოლი ისევ ის ახალგაზრდა ბიჭი იყო . გზაში რამდენიმე წინადადება კიდევ გაცვალეს ბოლოს კი მის კორპუსთან მივიდნენ
_შემდეგ , სანტერესო , შეხვედრამდე ბატონო ვაჩე _მანქანიდან გადასვლამდე გაუწოდა ხელი
_დროებით , ევა
............
ევამ აქტიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა. პირველი საქველმოქმედო ღონისძიების გამართვამდე დროსა და ენერგიას არ ზოგავდა . ვაჩეს გამოჩენას ელოდა, მაგრამ მხოლოდ მის მდივანთან ჰქონდა კონტაქტი. ელოდა შეხვედრას, ფიქრებიდან ვერ იშორებდა მერს, მაგრამ თავს უმკლავდებოდა. ყველაფერი ეიფორიას მიაწერა საკუთარი შედეგით კმაყოფილი დარჩა და თავად მისწერა შეტყობინება
"გმადლობთ ამ შანსისთვის. თქვენი დახმარებით ბავშვებს სიცოცხლის შანსი მივეცით . ვფიქრობ შემდეგ არჩევნებზე თქვენი ამომრჩევლების სიაში უნდა მიგულოთ " გონებაში გაჩენილი პირველივე ტექსტი გაგზავნა და პასუხის მოლოდინის რეჟიმში დიდხანს იყო. ღამითაც კი გაეღვიძა, მობილურსაც ამოწმებდა და სოციალურ ქსელებსაც , მაგრამ ამაოდ. ბატონი მერი პასუხის დაბრუნებას არ აპირებდა. ყველგან ხედავდა, ტელევიზორში, ინსტაგრამზე , ბანერებზე. განხილვის საგანი იყო მუდამ და მის დავიწყებას როგორ შეძლებდა როცა ამდენ საქმეს ასწრებდა. ხან პოლიტიკურ განცხადებას აკეთებდა პარლამენტიდან , ხან რომელიღაც უბანში ბავშვებს კალათბურთს ეთამაშებოდა , ხანაც მრავალშვილიან ოჯახს სტუმრობდა და ბინას ჩუქნიდა. მოსწონდა, მაგრამ დისტანციის შენარჩუნება ჰქონდა გადაწყვეტილი მანამ სანამ გაუთვალისწინებელმა პრობლემამ არ აურია გეგმები
_საღამომშვიდობისა ბატონო მერო ... როგორ ბრძანდებით? გავიგე საქართველოში არ იმყოფებოდით და ალბათ ამიტომ ვერ დაესწარით ჩემ მიერ დაორგანიზებულ პირველ საქველმოქმედო საღამოს _როგორც კი უპასუხა არც ამოუსუნთქავს ისე თქვა ყველა სიტყვა, ცდილობდა გაკვირვება დაეფარა _სად ხარ ევა... _მღელვარება ხმაზეც კი ეტყობოდა
_ვსეირნობ , რა ხდება ? რაიმე პრობლემაა ? თუ საჩქაროა მალე
_მარტო ხარ თუ ირგვლივ ხალხია
__მარტო ვარ , სპეციალურად გამოვდივარ ისეთ ნაწილში სადაც ხალხი არ არის მშვიდად რომ ვიყო ... შეხვედრა გგნებავთ? მალე დავბრუნდები სახლში და
_მობილური არ გათიშო , თუ შეძლებ სადმე დაიმალე ან ისეთ ადგილას გადაინაცვლე სადაც ბევრი ხალხია
_რატომ უნდა დავიმალო ... იქნებ მითხრათ რა ხდება?_ირგვლივ მიმოიხედა და მხოლოდ შემდეგ შეამჩნია უცნობი კაცი , რომელიც მოშორებით იდგა
_ნუ გეშინია, არაფერია ... მხოლოდ დამიჯერე . კარგი?
_აქ ვიღაც კაცია ... სახეს ვერ ვხედავ, ქუდი აფარია. მიყურებს
_ტყის მეორე მხარეს გაქცევა შეგიძლია? ოღონდ უკან არ მიიხედო , თითქოს ვარჯიშობ
_არაფერი მესმის , ჩემგან რა უნდა უნდოდეთ... მომყვება
_უკან არ მიიხედო !
_ვგრძნობ რომ მომყვება და ნაბიჯების ხმა მესმის
_მოვედი ... 2 წუთი და შენთან ვარ . არ შეგეშინდეს მარტო არ ხარ , მე სულ ახლოს ვარ _ აშკარად ისიც მირბოდა, სუნთქვა უჭირდა
დაინახა მანქანებიდან როგორ გადმოცვივდნენ ბიჭები ხელში იარაღებით . წამით უკან შებრუნდა, უცნობი მდევარი მას უმიზნებდა . შიშის განცდაც ვერ მოასწრო ისე ჩაავლო ხელი ვაჩემ და მიმართულება შეუცვალა.
_შენთან ვარ ... არაფერი ხდება. ყველაფერი კარგადაა, უსაფრთხოდ ხარ_მთელი სხეულით ფარავდა. ზურგით უზარმაზარ ხეს იყო აკრული წინიდან კი ფარივით იცავდა კაცი. ხმაური იყო ირგვლივ, ყველაფერი ახლოს ხდებოდა და მარყუჟიანი იარაღიდან გასროლის ხმაც კი აღწევდა. ვაჩეს გულისცემა ხმაურიანი გაუხდა ევას კი მოულოდნელობისგან შეუნელდა , როდესაც კაცმა რამდენჯერმე აკოცა თავზე და ლოყაზე.
_ბატონო ვაჩე _ სულ მცირე არეალი ჰქონდა წინ , მხოლოდ კაცის დანახვა შეეძლო , მალევე შეამჩნია იარაღი მერს ხელში რომ ეჭირა. გასროლისთვის იყო მზად
_წავედით, სიარულს შეძლებ? _თავად ვერ იაზრებდა როგორ გამოეცალა ძალა მღელვარებისგან , როგორ იყო გაშეშებული ერთ ადგილას სანამ აბაშიძე ხელში აიყვანდა. ისევ ხედავდა ბიჭებს , რომლებმაც უცნობი მანქანაში ჩატენეს და მალევე მოშორდნენ იქაურობას დარჩა მხოლოდ ვაჩეს მანქანა და მძღოლი რომელიც წამის წინ მათ ხელმძღვანელობდა .
მთელი გზა ჩუმად იყო , იცოდა თავის ბინაში რომ არ დააბრუნებდნენ, სრულიად უცნობ გრძელ გზას დაადგნენ. ცდილობდა აზრები დაელაგებინა, მაგრამ სრული სიცარიელე ჰქონდა გონებაში
_არაფერს იტყვი? _წყლის ბოთლი მიაწოდა, დაბუჟებულ მტევნებზე თითებს უჭერდა და მთელი ეს დრო ცდილობდა გონს მოეყვანა
_ვინ ხარ ?
_ევა
_ჩემგან რა უნდოდათ ან თქვენ როგორ გაიგეთ და ასე მალე როგორ მოხვედით
მე არ მითქვამს კონკრეტულად რომელ პარკში ვიყავი . ან თქვენთან ერთად ვინ იყვნენ, პოლიციელებს ვერ მივამსგავსე, უფრო ქუჩის ბანდას ჰგავდნენ და თქვენი მძღოლი რატომაა მათი მეთაური .
_უკეთ ხარ, მიხარია შოკიდან რომ გამოხვედი _არეულ თმაზე ფრთხილად შეახო თითები , გაუღიმა და შემდეგ მოშორდა
_თქვენ იცინით? სასაცილოა ის რომ დღისით , მზისით ჩემს მოკვლას თუ მოტაცებას აპირებდნენ და ისე მოაწყვეთ ეს მინი სპეცოპერაცია არავის არაფერი გაუგია ? აშკარაა პირველად არ ხდებოდა მსგავსი რამ. დამნაშავესაც თავად დასჯით? თქვენი პირადი სასამართლო გაქვთ ?
_დამშვიდდი , შენ ვერავინ შეგეხება და სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა
_რატომ ...

_იმიტომ , რომ მე დაგიცავ
_ესაა შემცირებული დანაშაული ? ესაა უსაფრთხო ქალაქი ? ასე იცავთ ყველას? თქვენი ნინძა მძღოლი აგვარებს? რომელიც ერთი შეხედვით 20 წლის ბიჭს ჰგავს?
_22 წლის ხარ ხო ნიკუშ? _ მშვიდი იყო, ისევ ისეთი გაწონასწორებული როგორც ყოველთვის
_დიახ, ბატონო ვაჩე
_არაჩვეულებრივია , ამ ასაკში როგორ მოახერხე განგსტერად ჩამოყალიბება? თვითნაბადი ნიჭია ალბათ
_ბატონო ვაჩე
_გზას უყურე ნიკა , უბრალოდ აღელვებულია და ასე ცდილობს დამშვიდებას
_როგორ უნდა დავმშვიდდე მესროდნენ და გადამეფარე ... შეიძლებოდა ტყვია ჩემ ნაცვლად მოგხვედროდა . მერე რა უნდა გამეკეთებინა . მე რა უნდა ვქნა თქვენ თუ ასე ცხოვრობთ და შეიძლება მოგკლან
_ჯერ არ დაბადებულა კაცი , რომელიც მე დამამარცხებს, მითუმეტეს მომკლავს ასე რომ არ იდარდო, სულ გეყოლები _ არაფერი აკავშირებდათ, ჯერ კიდევ თქვენობით ესაუბრებოდა ევა და მაინც ორივემ შესანიშნავად იცოდა იმ მიზიდულობის შესახებ რაც ჰქონდათ
_მალე მივალთ? _არ შეეძლო, მასთან საუბარს ვერ განაგდძობა თანაც იმ ამბის შემდეგ რაც მოხდა. პირადი გრძნობების გამომჟღავნებისთვის მზად არ იყო
_ჯერ ვერ , შოკოლადი გინდა? _ წინიდან მიაწოდა ნიკამ შოკოლადები უფროსს მან კი ევას გადასცა. ისევ დააიგნორა ეს დეტალი ქალის ტვინმა, მათკენ აღარ გაუხედავს .
გზა იმდენად გრძელი აღმოჩნდა , რომ მგზავრობისას ჩაეძინა. გრძნობდა ნაცნობ სურნელს , შეხებას და ბუნდოვნად ჩაესმოდა საუბარი
_ჟურნალისტია...იქნებ სხვაგან წავიდეთ, რომ გაგვფაქტოს ახალი ადგილის პოვნა მოგვიწევს
_ხომ გაგაფრთხილე
_რა აქვს ასეთი განსაკუთრებული მაინც ვერ გავიგე
_შენ არც უნდა გესმოდეს !
_კარგი , მაპატიე... ჩემი საქმე არ არის . უბრალოდ იცოდე მე არ ვენდობი
განგებ არ ფხიზლდებოდა, გონებას აიძულებდა დასვენებას და ნახევრად მძინარე პოზიციაში დარჩენას. უცნობ ადგილას ყინავდა, ამ გაუსაძლისი სიცივისგან კი ვაჩე იცავდა.
_გაიღვიძებ თუ მე აგიყვანო _ ფრთხილად შეახო თითები ლოყაზე და ისე მოეფერა როგორც პატარა მძინარა ბავშვს _ევა, გესმის ?
-მესმის ... თავად მოვახერხებ _ისე გადავიდა თოთქოს საკუთარი სახლისაკენ მიდიოდა და თვალდახუჭულიც იპოვნიდა ყველაფერს .
ნიკა რამდენიმე ჩანთით ხელში შევიდა სახლში მალევე გამობრუნდა უკან , მანქანაში ჩაჯდა და უკანსვლით დატოვა ეზო
_სად წავიდა
_აქაურობა ზედმეტად პატარაა სამი ადამიანისთვის
_ლამის მომკლეს და მარტო უნდა დავრჩეთ?
_ნუ ღელავ, აქ ვერავინ გვიპოვნის
_შენ მე გადამეფარე...
_ასე ვერ ვიტყოდი
_რა უნდოდათ ჩემგან
_აქ დაიძინე ... ამ ჩანთაში ნივთებია რომლებიც დაგჭირდება, კარადაშიც იქნება რაღაცები. სააბაზანო აქაა, სამზარეულოს ხედავ. თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში
_რამდენ ხანს უნდა ვიგრძნო თავი ისე როგორც საკუთარ სახლში?
_გპირდები არ მოგბეზრდება აქაურობა
_არ იცი?ჩემ გამო პრობლემები რომ შეგექმნება და შენ გახდები სამიზნე? თავი საფრთხეში როგორ ჩაიგდე
_მოდი შევთანხმდეთ , რომ ამ დღეს დაივიწყებ
_არასდროს ვივიწყებ დღეებს როდესაც სხვა ადამიანი დამეხმარა შენ კი უბრალოდ კი არ დამეხმარე , გადამარჩინე
_თუ გეტყვი , რომ ჩემ გამო მოხდა ყველაფერი ? ისევ გექნება ეს მადლიერების აუტანელი განცდა?
_შენ გამო თუ მოხდა რატომ შენთან არ მოვიდა, მე რა კავშირში ვარ
_ჩემთან მოახლოება ასეთი მარტივი არ არის... არავინ მყავს და შესაბამისად სუსტი წერტილიც არ მაქვს
_და მე ? მე ვგონივარ შენს მტრებს ეგ სუსტი წერტილი? როგორ, რამდენიმე თვეა ახლოსაც არ მოსულხართ ჩემთან
_მოვაგვარებ, უბრალოდ დრო მჭირდება და გპირდები ისევ ისე მშვიდად იცხოვრებ.
_ასეთი ფერი რატომ გაქვს სახეზე... _უყურებდა როგორ დაისხა წყალი და მთელი ჭიქა დაცალა. მთელი ეს დრო გრძნობდა , რაღაც ისე ვერ იყო
_ბევრი საქმე მქონდა, ვერ დავიძინე და ალბათ ამიტომ ... ჩემ ოთახში შევალ. მარტო დაგტოვებ , კომფორტულად მოეწყვე _წავიდა , ოთახის კარი მიხურა და ევას კიდევ ერთხელ გაექცა.
ვერ მოისვენა . უამრავი კითხვა ჰქონდა და პასუხებს ვერ იღებდა, არ აკმაყოფილებდა ვაჩეს წამოცდენილი სიტყვები. ოთახის კარზე დააკაკუნა , პასუხს არც დაელოდა ისე შევიდა და კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მდგომარეობაში როდესაც საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა
_შენ ... ამ მდგომარეობაში როგორ იმგზავრე, როგორ გამოხვედი. შენ , სისხლი მოგდის _ უკვე ახლოს იყო , მაგრამ ვაჩემ მაისურის ჩაცმა მოასწრო.
_რატომ ხარ ასეთი მოუსვენარი... ნუ ირთულებ ცხოვრებას. ხომ შეიძლება დამიჯერო და შენთვის , კომფორტულად დარჩე
_როგორ უნდა დაგიჯერო, როცა მატყუებ . დამიმალე , არ მითხარი, არ არსებული საქმეები მოიმიზეზე თანაც შენმა მდივანმა მითხრა ეს მიზეზები და ვინ იცის ამ დროს როგორ ცუდად იყავი მე რომ ვბრაზობდი მაინცადამაინც ახლა წავიდა_თქო _ატირდა და ვაჩეს სიმშვიდესაც მოუღო ბოლო
_არ გინდა , ოღონდ ტირილი არ გინდა _ხელი ასწია ცრემლები რომ შეემშრალებინა , მაგრამ სისხლი ეცხო და წამსვე უკან დაიხია_ჯანდაბა ! ჩემზე ნუ ფიქრობ, ამომიგდე თავიდან , მოიშორე ეს ეიფორია თუ რაც გაქვს ,თავს ნუ დააჯერებ რომ გიყვარვარ! მე და შენ საერთო არაფერი გვაქვს... შენ არ შეგიძლია ჩემ ცხოვრებაში შემოსვლა, შენ სხვა ხარ , შენ შეხედე ჩემს ხელებს და მერე შენსას. მე უამრავ ისეთ საქმეს ვაკეთებ შენ რომ ფილმებშიც ვერ ნახავ, შენი ხელები კი ამ დროს წიგნებს წერს ან სტატიებს . ჩემზე ფიქრს გიკრძალავ!
_შენ მართლა გგონია, რომ ვინმეს ფიქრს აუკრძალავ და ისიც დაგემორჩილება?
_ისე იქნება როგორც ვამბობ!
_თორემ რას გააკეთებ
_მე შენ საკუთარი თავისგანაც დაგიცავ!
_და მე მეუბნები რომ შენზე ფიქრი შევწყვიტო ,როცა მე ვარ შენს თავში ამხელა დოზით ? _კმაყოფილების შეგრძნებამ გონება გაუნათა, ისე დამშვიდდა და დალაგდა ამ სასიამოვნო აღმოჩენის შემდეგ თითქოს სხვა პრობლემა არ ჰქონდა
_არ მინდა ჩემ გამო უდანაშალო დაზარალდეს... სხვა არაფერია ჩემი ქმედებების საფუძველი . ჩემნაირი არავინაა , მაგრამ თაყვანისმცემლების მცირე რაოდენობა არ გყავს და იკმარე, ილუზიებს ნუ შეიქმნი ჩემთან დაკავშირებით
_სასაცილო ხარ როდესაც ცდილობ დამემალო
_არ გინდა, არასდროს ინატრო ჩემი დანახვა და გაცნობა...
_ასე რომ მიყურებ ყველა წარმოთქმულ სიტყვას უკარგავ აზრს ... თუ მატყუებ , ეცადე ეს მზერაც შეცვალო და მაჩვენო, რომ სულერთი ვარ
_არ გინდა ! _ _მიახლოებულის შეხება სცადა, მაგრამ კვლავ გაახსენდა დასვრილი ხელები
_შენ ვერ მეხები, მე შეგეხები _ მაისური აუკეცა და სანახევროდ გადახვეულ ჭრილობას შეხედა _ დაჯექი. სახვევს გამოვცვლი
_არა, არა და არა ... დაისვრები ,ჭრილობასთან და სისხლთან არაფერი გესაქმება !
_ვაჩე , დაჯექი და დაისვენე _ ისე უყურებდა აბაშიძეც კი დაიმორჩილა. არ ახსოვდა შემთხვევა, როდესაც ვინმეს სიტყვას დანებდა .
_თუ გეტკინება მითხარი _ ნიკას დატოვებულ ჩანთაში ყველაფერი იდო.
მტირალა ევა როგორ გადაიქცა მშვიდ, უემოციო ქალად ვერ გეტყვით. ვაჩე კი ზუსტად ხედავდა მის გასაოცარ მრავალფეროვნებას. სიგიჟემდე უნდოდა ჩახუტებოდა, მოფერებოდა და ეკოცნა, სულ ერთხელ მაინც შეხებოდა მის კანს ტუჩებით.
_მორჩა , ახლა შეგიძლია შემეხო _ ჭრილობის დამუშავება რომ დაასრულა ხელები გაუწმინდა და შემდეგ მის გვერდით დაჯდა
_არ შემიძლია !
_მე შემიძლია ... მე ყველაფერი შემიძლია _ თვალებში უყურებდა, თითები ყელზე შეუცურა , ზუსტად იმ მხარეს ტატუ რომ ჰქონდა და მანამ აკოცა სანამ კაცი მოიშორებდა
_გეტკინება ... გული ნაწილებად დაგეშლება და შემიძულებ _ ვერ მოშორდა, თითები თმაში შეუცურა ტუჩები ლოყაზე შეახო და შემდეგ ყელზე გადაინაცვლა . თვალები დახუჭა და სურნელი შეიგრძნო _ გაქცევა მოგინდება და ვერ გამექცევი. გალიაში ჩემთან ერთად გამოგამწყვდევ
_თქვენს შიშებს მოვერევი და მერე ერთად დავანგრევთ ყველა ბარიერს , გალიის კარს გამოვგლეჯთ , ბატონო მერო _მზერა გაუსწორა და თვალთან არსებულ ბავშვიბის დროინდელ ნაიარევს შეეხო თითებით _შენ მე ერთ ბიჭს მახსენებ ,იცი?
_აი თურმე რა ... მე კი არა ვიღაც სხვა მოგწონს ჩემში
_იმ ბიჭს სიცოცხლის საშუალება არ მისცეს , ბოროტებამ გაიმარჯვა ისე რომ ბრძოლა ვერ მოახერხა ... შენ შეგიძლია , უნდა შეიყვარო საკუთარი ცხოვრება და ყველა წუთი როცა სუნთქვა შეგიძლია, მზის ამოსვლას და ჩასვლას ხედავ, წვიმის სუნს გრძნობ და ზამთრის სუსხი გიყინავს ხელებს... შენ ცოცხალი ხარ , შენ სიმართლის მხარეს ხარ და მე ... მე არ ვიცი რატომ ან როგორ , მაგრამ შენთან მინდა , შენს გვერდით და არ ვაპირებ საკუთარ თავს წინააღმდეგობა გავუწიო
-ჩემთან ბრძოლაა, სისხლი, სიკვდილი და ბოროტება ... ჩემში ცხოველია , რომლისაც ყველას ეშინია , რომელსაც საშინელებები ჩაუდენია და ჩაიდენს კიდეც. შენ მე ვერ შემცვლი
_არ მინდა , რომ შეგცვალო
_მოგინდება
_მომინდი , ასეთი ასეთ შეშინებულს
_და ვინ გინდა რომ იყო ... ჩემ ფარულ საყვარლობას დათანხმდები? ყველასგან დაიმალები და ჩემ პირობებს შეასრულებ? მზად ხარ ამისთვის? მე ოჯახი არ მყავს არც მეყოლეება და შენც ვერ იქნები ჩემი კანონის წინაშე
_საყვარელი არასდროს ვიქნები , შენ მე შემიყვარებ და მე შენ , სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა
_შეგიყვარებ , შემიყვარებ... გეგმავ_გაეცინა და ყელიდან მოიშორა მისი თითები , ვერ აიტანა იარაზე შეხება
_გგონია სიყვარულიც არ შეგიძლია?
_შენ არც კი იცი სიყვარული მე რომ მიყვარხარ ის ფერი _ ეს იყო აღიარება, რომელიც გეგმაში არასდროს ჰქონია.
2........................
_არ გამოხვიდე... რაც არ უნდა მოხდეს კარი არ გააღო _ საწოლთან დაიხარა , ნახევრად მძინარეს თავზე აკოცა და ოთახიდან იარაღით ხელში გავიდა. მალევე გაიგო გასროლის ხმა, მტვრევის და გინების. წამები დასჭირდა ვაჩეს გაფრთხილების დასავიწყებლად. კარი გააღო და რკინის შანდლით ხელში დაიძრა ბრძოლის ეპიცენტრისკენ . ყველაფერს ელოდა იმ სურათის გარდა რაც დაინახა. კაცი ვაჩეს წინ დასისხლიანებული სახით იდგა ის კი იარაღით ხელში მხეცის მზერით დაჰყურებდა . ოთახში კიდევ რამდენიმე ბიჭს ხედავდა , თავდამსხმელებს და მოულოდნელად გამოჩენილ ნიკოლოზს თავის ბანდასთან ერთად.
-ის დატოვე ...დანარჩენები წაიყვანეთ _ ერთ_ერთ ბიჭზე ანიშნა ნიკას და ისიც კაცის გვერდით დააყენეს რა უნდა გიყოთ ახლა მე თქვენ?
_მამაჩვენს საქმე შენთან არ აქვს... გოგისთან ასწორებს ანგარიშს. ის გოგო უნდა წაგვეყვანა და შენ გამოჩნდი
_ხმას ნუ იღებ თორემ მამაშენს ჯერ ამ ლაწირაკის ყურებს გავუგზავნი მერე შენს თითებს
_შენ მამაჩვენს არ იცნობ... გაგანადგურებს რამე რომ მოგვივიდეს
_შენ მე არ მიცნობ , არ იცი რას დაგმართებ ოდესმე კიდევ თუ გადამეღობები გზაზე
_შენ გზაზე რა გვინდოდა... იმ ჟურნალისტს ვიტაცებდით. მამამისს გავყვლეფდით. შენთან რა კვეთა გვქონდა როდის დაუძმაკაცდდი გოგის
_ანგარიშის ჩაბარებას მთხოვ ? _ ისე მოუქნია ხელი წონასწორობა დააკარგვინა ბიჭს. მერე ყელში წვდა და მოხრჩობის პირას მიიყვანა _შენ მე ჩემი საქმეები აგიხსნა და გითხრა როდის ვისთან ვარ? არ შეეხებით_თქო დაგირეკე თუ არა , მიპასუხე შე ნაბიჭვ.რო _ სანამ ერთ ძმას ახრჩობდა მეორეს ძლივს აკავებდა ნიკო უცებ იარაღი აიღო და ფეხში ესროლა აფართხალებულს _თქვი თორემ მეორე ფეხსაც გავუხვრეტ და ამჯერად ისე , რომ ხორცში კი არ გაივლის პირდაპირ ძვალს დაუმსხვრევს _ ძმები ტკივილისგან ღრიალებდნენ .ის შიშს თესავდა და ეს საქმე სულაც არ აღელვებდა კედელს ამოფარებული ევასგან განსხვავებით რომელიც საკუთარი ხმის დასამორჩილებლად პირზე იფარებდა ხელებს. კიდევ ერთხელ მიიღო დამანგრეველი შოკი, ამჯერად სიმართლე გაიგო , სიმართლე გატაცებასთან დაკავშირებით რომელსაც წამითაც კი არ ელოდა.
_მამას დაურეკე ... დაურეკე სანამ გოგისთან მივა თორემ ერთმანეთს დახოცავენ . ბიჭები შეკრიბეს და მალე შეხვდებიან. მე არავინ ვარ, მე არაფერს ვწყვეტ , მამაჩემს დაურეკე _ტკივილისგან ფერწასული ყვიროდა
_წაიყვანე ... ახლავე _მორიგი განკარგულება გასცა და მობილურით ხელში მობრუნდა _შეხვედრის უფლება არ მისცე ! როგორც გინდა ისე, ჩემი სახელი არ ახსენო ... დაიჭირე . არ მადარდებს მთავარია გოგი არ მოკვდეს !
_ევა .. _თავად დაინახა კედელს მიყრდნობილი ქალი და სახეც ერთიანად შეეცვალა _ხომ გითხარი არ გამიხვიდე_თქო, რატომ არ დამიჯერე _მიუახლოვდა, ხელი მისკენ გასწია გოგო კი ისევ სისხლხს ხედავდა , დაწითლებულ კანს და სხვების ცემისგან მიღებულ იარებს _ ამას ავიღებ, არ გეხები _ წინასწარ იცოდა , შეაშინებდა და გააფრთხილა სანამ ჩაბღუჯულ შანდალს გამოართმევდა

_მადლობა _მოეხვია, თავი მკერდზე მიადო და ხელები წელზე შემოხვია, პირველი რაც გააკეთა ეს იყო ევა არ ეხებოდა, ისევ შორს ჰქონდა ხელები მისგან
_გავიგონე , შენ გამო არ ვიყავი საფრთხეში...შენ ხარ მამაჩემის გამო , ჩემ გამო დაგჭრეს და მტრები გაიჩინე
_ახლა უნდა ბრაზობდე, მოგატყუე და უნდა გეშინოდეს, თუ ნახე რაც გავაკეთე ...
_ჩამეხუტე
_გავარკვევ რა ხდება. როგორაა გოგი , თუ საჭირო იქნება ამაღამვე დავბრუნდებით და ყველაფერს მოვაგვარებ .
_ჩამეხუტე ვაჩე _ ქვემოდან ახედა , მანამ უყურებდა სანამ კაცმა მკლავები არ შემოხვია . მერე ისევ მკერდზე მიადო თავი და სიტყვა აღარ დაუძრავს. პარადოქსია იყო მშვიდად ადამიანის გვერდით, რომელსაც ყველაფრის განადგურება შეუძლია.
..........
_რა ჩაიდინა
_არაფერი
_მატყუებ
_მამაშენია , მნიშვნელობა არ აქვს მის შეცდომებს ... შენ ყველაფერზე მეტად უყვარხარ
_ბოლო დროს მუდამ ცუდად გრძნობდა თავს...საქმეები აერია და იმიტომ?
_კოტრდებოდა და არასწორი პარტნიორი იპოვნა
_ჩემი ძმა ეხმარებოდა ...
_მე ვერაფერს გეტყვი სხვას. შემიძლია დაგპირდე, რომ მოვაგვარებ და დანარჩენი მათთან გაარკვიე . ისე კი რაც უფრო მეტი იცი მით უფრო მძიმდები . სჯობს შორს დარჩე მათი საქმეებისგან
_ყველაფერი ამდენად რთულადაა?
_არაფერი იქნება შენს ცხოვრებაში რთულად თუ ჩემთან არ დარჩები ... ჩემ გარდა შენს ცხოვრებაში მოუშორებელი პრობლემა არ იარსებებს
_იმათ რა ბედი ეწიათ ... ნიკა ამჯერად წავიდა თუ ისევ აქ არის
_წავიდა
_ენდობი?
_ბოლომდე არავის , მაგრამ მინდა რომ ვენდო
_მე ?
_წავიდეთ? გინდა ნახო გოგი და დარწმუნდე , რომ საფრთხე არ ემუქრება?
_მჯერა შენი . აქ მინდა დავრჩე და ძალები აღვიდგინო , შენ გვერდით ვიყო თუ შენ არ გაქვს გადაუდებელი საქმეები
_დავრჩეთ, შენ როგორც იტყვი ისე იქნება ... ჩემთვის შენზე წინ არცერთი საქმე დგას
_ყველა სიტყვას ვიმახსოვრებ
_დასვენება გჭირდება , ისე გამოიყურები თითქოს მთელი ენერგია გამოგაცალეს
_ჩამეხუტე და ისე დავიძინოთ ... ორივემ და არა მხოლოდ მე
_ჩემ ძილს ნუ დაელოდები . თითქმის არასდროს მძინავს
_გასწავლი
.............
_რა მოხდა , რა ჩაიდინეთ შენ და ლუკამ
_შენ რა კავშირი გაქვს მერთან ისეთი ჩვენ დასაცავად რომ გააკეთა ყველაფერი
_სიმართლე მათ მხარეს იყო და იმიტომ გიკვირს ხომ?
_ჩვენს ნაცვლად გადაიხადა, მოლაპარაკებაზე თავად მივიდა , თითქოს ჩემ დაქვემდებარებაში იყო და ჩემ სიტყვებს აჟღერებდა. ჩასვრილი საქმიდან სუფთად ამომიყვანა ისე რომ ხელი არ გამიტოკებია და ასე ჰაერიდან მოუნდა ეს ყველაფერი?
_როდის დაიწყე შავ_ბნელი საქმეები... მე რატომ მეგონა, რომ მართალი იყავი, პატიოსანი და მთელი შემოსავალი ასე გქონდა
_უზრუნველი ცხოვრება ხომ კარგია
_რა საქმეში ხარ იმათთან ერთად... ჩემი ძმაც ასე იარაღებით დარბის როცა აქ არის?
_შენი საქმე ხომ გაქვს შენ... ახლოსაც არ გაგვეკარე. დიდი ხანია დამოუკიდებლად ცხოვრობ და მოდი ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამ
_იარაღი რომ დამიმიზნეს თქვენი საქმეების გამო მაშინ ჩამრიეს თორემ მე სურვილი არ მაქვს ვიცოდე შენ და შენი შვილი როგორ ცხოვრობთ
-რას ნიშნავს იარაღი დაგიმიზნეს
_გეგონა დანაშაულს ჩაიდენდი და მხოლოდ შენ მოგთხოვდნენ პასუხს? ასეთი გულუბრტყვილო ხარ ? კარგია გამოდის შენ მსგავსად არ იქცევი და ეს უკვე მახარებს
_რა დაგიშავეს
_ვერაფერი , ბატონი ვაჩეს დამსახურებით ... ასე რომ პასუხს ნუ მთხოვ მასთან მეგობრობისთვის. ის რომ არა არც კი ვიცი როგორ ვიქნებოდი ან ვიქნებოდი თუ არა. ეს იყოს თქვენთვის გაფრთხილება, იპოვე სწორი საქმე. არაფერში გჭირდება სისხლიანი ფული. ყველაფერი გაქვს უკვე , შეინარჩუნე კაცობა ნუ აყვები შენ არანორმალურ ბიჭს და ისიც დაამშვიდე როგორმე თორემ ბოლოს ცუდად დაასრულებს.
-ცუდად შენ არ დაასრულო, ქალაქის მერთან არაფერი გამოგივა
-არაფერი მაქვს მამა, უბრალოდ ვიცნობ და პატივს მცემს... არ დაუშვა ჩემი ოჯახისწევრების სიკვდილი . აუცილებელი არ არის ვინმეს საყვარელი იყო შენ გამო რომ მოიმოქმედოს რამე
-ნუ ბრაზობ
-მივდივარ, უამრავი საქმე მაქვს ... იმედს ვიტოვებ,რომ ჭკუის სასწავლებლად გამოგადგებათ ეს დღები
.......................
დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა. უამრავ დეტალზე ფიქრობდა, მაგრამ ენერგიის ნაკლებობას არ განიცდიდა ,შეჩვეული იყო დროის არქონის შემთხვევაშიც წერას. წლების განმავლობაში ცხოვრობდა ასე, ისვენებდა მაშინ როდესაც წიგნზე მუშაობდა . ამჯერად განსხვავებული მისია დააკისრა თავს და განტვირთვის ნაცვლად სიმძიმეს გრძნობდა, მაგრამ მსგავსი ინტერესი არაფრის მიმართ ჰქონია. მასალების შეგროვების პროცესი რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. კანონიერი და უკანონო გზებით მოიპოვებდა საჭირო ინფორმაციებს. ნაცნობების მთელი არსენალი რომ ამოწურა უცნობი ადამიანებისგან დაიწყო ერისთავებზე ინფორმაციის მოპოვება. ყოველი ახალი ინტერვიუს შემდეგ მეტად ტკიოდა მათი დაკარგვა. უსამართლობის განცდა უმძაფრდებოდა და უსუსურობის შეგრძნება არ ასვენებდა. ხშირად ჰქონდა მსგავსი გრძნობა, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით სურდა თავად გამკლავებოდა ყველას.
დილიდან საქმეებს ამოწმებდა, ადამიანი იმდენად საშინელია,რომ შეუძლია ავადმყოფობა მოიგონოს ფულის მიღების მიზნით ამიტომ უწევდა დარწმუნებულიყო , ექიმების დასკვნებს კითხულობდა . დასახმარებელთა სია გრძელი იყო ,დრო კი ცოტა ჰქონდათ. საავადმყოფოში მისვლა გადაწყვიტა და ინანა კიდეც ეს ნაბიჯი. ერთი დარტყმა ბავშვების ნახვა იყო მეორე კი მათი სასოწარკვეთილი მშობლების, მთელი ქონება რომ დაკარგული ჰქონდათ უკვე და მზად იყვნენ ყველაზე ძვირფასისთვის სიცოცხლეც კი დაეთმოთ. ხედავდა დაუმშრალი ცრემლით სავსე თვალებს , ფერებდაკარგულ ადამიანებს რომლებიც მხოლოდ იმედით ცხოვრობდნენ .
-რაც შეიძლება მალე უნდა დავგეგმოთ მეორე საქველმოქმედო საღამო ... დარჩენილი თანხით მათ დავეხმარებით ,დრო არ იცდის -სია გადასცა იქვე მყოფ საკუთარ დამხმარეს, რომელიც ვაჩეს ხელქვეითი იყო და ინფორმაციის წყარო
-ახლავე გადავურიცხავ და თქვენ ეტყვით?
-როგორ ვუთხრა ერთს თქვენი შვილი გადარჩება-თქო და მეორეს უნდა დამელოდოთ_თქო ... ჩაურიცხე , მერე დავურეკოთ

სხვა დროს სახლში წავიდოდა და წერას განაგრძობდა ახლა კი მიმართლება შეიცვალა . საერთოდ არ ჰგავდა საკუთარ თავს, არასდროს ყოფილა ურთიერთობებში ინიციატორი ახლა კი ვაჩესთან დაუპატიჟებლად მიდიოდა და სირცხვილის განცდა ოდნავადაც არ აწუხებდა
_შენთან ვარ ... მოხვალ ?
_მე ჯერ ვერ მოვალ , მაგრამ თუ დამელოდები
_დაგელოდები , მთავარია რომ მოხვალ
_კარგად ხარ ? თუ გინდა ახლავე წამოვალ
_არ იჩქარო უკვე სახლში ვარ და გელოდები
_ საკუთარ სახლში ხარ, ხომ იცი
-რომ მოხვალ ვნახოთ თუ ვიგრძნობ -საუბარი დაასრულა. ჯერ ერთ ადგილას იდგა, შემდეგ სახლი დაათვალიერა ,საბოლოოდ ვახშმის მზადება დაიწყო.ვერაფერი მოერია იმ სიმძიმეს რაც საავადმყოფოში მისვლის შემდეგ დარჩა.
ვაჩე იმაზე ადრე მივიდა ვიდრე ელოდა. უცნაური იყო სახლში ვიღაც რომ ელოდა და თან ასე კომფორტულად მოწყობილი. არაფერი უთქვამს ისე მოეხვია მაგიდასთან მდგომს და პირველად აკოცა . შეუკავებელი გრძნობები ბუნებრივ ბედნიერებას გამოხატავენ და არაფერია მათში ხელოვნურად შეზღუდული.
_მომეხმარები თუ დამელოდები ? -ქვემოდან უყურებდა და გრძნობდა როგორ იმსხვრეოდნენ სულში ჩალაგებული ლოდები
_მოგეხმარები ... მოვწესრიგდები და მოვალ _ პიჯაკი იქვე გაიხადა და უკანსვლით წავიდა. ბავშვივით ბედნიერს უციმციმებდა თვალები. ტელეფონი გათიშა და თავს უფლება მისცა ჩვეულებრივ მოკვდავად ეგრძნო თავი, თითქოს არაფერი არსებობდა იმ პატარა სახლის გარდა , მხოლოდ ევა ჰყავდა და მისი სითბო ათბობდა
_კარგად გამოგდის ... მგონი ჩემზე უკეთესადაც კი- ჯერ ხომ მერის სახლური ყოფა იყო მისი მზერის ობიექტი შემდეგ კი მისი მოხერხებულობა სამზარეულოში
_სხვის მომზადებულს იშვიათად ვჭამ და წლების გამოცდილება დამიგროვდა
_როგორ , სახლში დამხმარე ხომ გყავს? ლანა თუ არ ვცდები
_ლანა აღარაა, შვებულებაშია... არავის ვენდობი_თქო ხომ გითხარი .
_გგონია, რომ ვინმე მოგწამლავს?
_იყო რამდენიმე შემთხვევა , რომელიც თავიდანვე გავშიფრე და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ ...
_ასე მშვიდად ამბობ , რომ მოკვლა დაგიპირეს?
_ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთია, შენ ხარ მხოლოდ ანგელოზი
_ამიტომ ვმალავთ ურთიერთობას? ჩემი დაცვის მიზნით
_ოღონდ ჩემ გრძნობებში ეჭვი არ შეიტანო, გთხოვ ... ეს არაა ჩემი ახირება . ყველაფერს მირჩევნია შენთან ყოფნა .თუ ჩვენზე გაიგებენ ჩემთან უნდა იცხოვრო . დაცვა უნდა გამოგყვეს ყველგან და შენი თავისუფლება ისე შეიზღუდება როგორც ჩემი. მე სიგიჟემდე მინდა ყველას გავაგებინო , რომ ჩემთან ხარ და მხოლოდ ღმერთმა იცის როგორ ვებრძვი თავს , რომ რაც შეიძლება დიდხანს იყო თავისუფალი _სახეზე მოეფერა, ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები და თვალები დახუჭა _ ვიცი დრო გჭირდება, რომ გამიცნო მე და ჩემი ცხოვრება . ჩემი ცოლი რომ გახდები მერე უკან დასახევი გზა აღარ გექნება , შენც გაერევი პოლიტიკაში , შენც იქნები განხილვის საგანი და მოექცევი ყველას ყურადღების ქვეშ. შენც გაგიჩნდება მტრები, მოშურნეები და ყალბი მეგობრები. თამაში უნდა გასწავლო , ჩემი თამაში
_შენ ფიქრობ ჩვენს ქორწინებაზე და წინასწარ ადგენ გეგმებს, როგორ დამიცვა ?
_როგორ იყო ისევ ბედნიერი, ისევ შენ და თან ჩემი
_შენ ჩემამდეც გექნებოდა ფარული ურთიერთობები , რამდენიმე გამოაშკარავდა რამდენი ვერ გაიგეს ისე დამალე . იქნებ მეც ასე უნდა დავრჩე და ყველაფერი მარტივად იქნება შენთვის
_გაიგეს მათზე ვისზეც უნდა სცოდნოდათ ... ჩემ ცხოვრებაში არაფერი ხდება ისე თუ მე არ მინდა. არასდროს დაგავიწყდეს , რომ შენამდე იყო სიცარიელე , ახლა ხარ შენ და იქნები ყოველთვის . მანამ სანამ არ მივხვდები , რომ ჩემთან ყოფნა ნელ_ნელა გკლავს _ ეფერებოდა, ნაზად ეხებოდა სახეზე და თავზე , ხმის ტემრითაც კი ეალერსებოდა . შეუძლებელი იყო მის სიმართლეში ეჭვის შეტანა
_ახლა რომ გითხრა მზად ვარ დღესვე გადმოვიდე შენთან , ვიცხოვროთ ერთად_თქო რას იტყვი _ლოყაზე მიბჯენილ მის ხელს თავისი შეახო და მაჯაზე აკოცა
_აქ გადმოიტანენ შენს ნივთებს და დარჩები ნებისმიერ დროს
_და შენ სულ აქ მოხვალ?
_ყველა სახლს გაჩვენებ, ყველგან შეხვალ და შეძლებ ნებისმიერ დროს დარჩენას ზუსტად ისე როგორც მე
_შენ არასდროს ჩერდები ერთ ადგილას?
_ჩვევაში მაქვს
_არ გინდა ერთ ადგილზე დამოკიდებული გახდე და სახლად მიიღო?
_ჩვენი კერძი უკვე მზად არის... სუფრას მივხედავ
_არაფერი ვიცი შენ გემოვნებაზე
_ყველაფერი შემიძლია მივიღო, პრეტენზიული არ ვარ . ცხოვრებაში ყველა ეტაპი გავლილი მაქვს
_სახლი დავათვალიერე ... ფოტოები არ გაქვს. შენ ოჯახზე არაფერს ამბობ
_მარტო ვარ, საკუთარი თავი მხოლოდ მე მეკუთვნის არავინ და არაფერი გამაჩნია
_არ გაშინებს მარტოობა?
_შენთან ყოფნა მაშინებს
_თუ ჩემი დაკარგვა
_არასდროს შეგეშინდეს, რაც არ უნდა მოხდეს
_უკვე მერადენედ ამბობ ამას ... მე კი ადრეც არ მეშინოდა
_ შენ ჩვეულებრივი ქალი არ ხარ,მაგრამ ადრე არ იყვნენ შენს ცხოვრებაში იარაღიანი კაცები
_ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ბავშვს ელაპარაკები რომელსაც სიმართლეს ეუბნები, მაგრამ შელამაზებულად
_გამომდის?
_რაც გამოგდის ეს მზარეულობაა _ ვახშმობას შეუდგა და ის რამდენიმე წუთი მხოლოდ დანაყრებას დაუთმო. მთელი დღის მშიერი და თანაც სტრესის ფონზე გაორმაგებული მადით სულაც არ აპირებდა თავის შეკავებას. ვაჩე, მისგან განსხვავებით, ცარიელ თეფშს დაჰყურებდა. სულ რამდენიმე ლუკმა მიირთვა და ისიც აშკარად ზრდილობის გამო.
_სხვა რაღაც გინდა და იმიტომ არ ჭამ მეტს თუ უკვე ივახშმე
_როცა ფიქრისთვის დრო მჭორდება ვერ ვჭამ
_ანუ სულ მშიერი ხარ ? აი თურმე როგორ ინარჩუნებს ქალაქის მერი ფორმას ხალხი კი დიეტებზე საუბრობდა... დარბაზში ათენებსო ამასაც ამბობენ
_ბევრ რამეს ამბობენ ... სინამდვილე სულ სხვაა . ვერ ვიტყვი რომ არ მძინავს, ინსომნია მაქვს . არ ვიკვებები სწორად, ვსვამ , ვეწევი და აი ნახეთ მაინც რა კარგად გამოვიყურები . ვიღაცას რომ მოსწონხარ მას შენი მავნე ჩვევები არ უნდა გაანდო , სჯობს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას მივყვე და მოვიტყუო
_შენი ინსტაგრამი სავსეა ფოტოებითა და ვიდეოებით
_ჩემი ხალხი მუშაობს
_ამდენ დროს სად პოულობ... მე ორი საქმის შეთავსებაც კი მიჭირს
_ვერ ვპოულობ, დღე არ მყოფნის და ღამესაც ვიყენებ
_და საბოლოოდ შედეგი რა გაქვს ... მარტოობა, ტკივილი და სულის მოუშუშებელი იარების ფონზე რისთვის აკეთებ ამდენს
_ყოველთვის მქონდა რაღაც მიზანი , რისთვისაც ვცხოვრობდი. იყვნენ ადამიანები ვინც უნდა მომეშორებინა რომ დედამიწას სიმსუბუქე ეგრძნო და იყვნენ ისინი ვისაც დახმარება სჭირდებოდა ... ქონებაზე თუ მეკითხები, ერთ კაცს ამდენი ნამდვილად არ სჭირდება , მაგრამ საბოლოოდ ჩემი შემოსავლების ნახევარი თუ არა 40 % ქველმოქმედებაში მიდის . დასაქმებულია უამრავი და მათი სამუშაო პირობები ჩემ კომპანიებში ადამიანურია.
_საკუთარ თავს რას უპირებ, შენთვის რა გეგმა გქონდა
_აქამდე არაფერს , ახლა შენ ხარ ჩემ ცხოვრებაში და სადღაც გადამალული ეგოისტი ვაჩეც გაიღვიძებს, რომელიც მესაკუთრეცაა ყველა უბედურებასთან ერთად
_მე მჯერა შენი , არ ვიცი როგორ , მაგრამ ასე ვგრძნობ და შენ სულ ტყუილად მაფრთხილებ საკუთარ უარყოფით მხარეებზე
_შენ მხოლოდ კარგის დანახვას ცდილობ, ოპტიმისტი ხარ და არ ეძებ პრობლემას
_პრობლემა ყოველთვის იარსებებს და მას თუ მივახარჯე ცხოვრება, აღარაფერი დამრჩება
როგორი განსხვავებულები ვართ ... ერთი საერთოც კი არ გვაქვს სიმშვიდის გამომხატველი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე .
_გვაქვს , უბრალოდ შენ არ იცნობ საკუთარ თავს კარგად
_ასე არავის უნდა ენდო , აღარასდროს
_ვიცი, ახლა სულელი შეყვარებული ქალი ვჩანვარ , მაგრამ ორივემ ვიცით , რომ ეს ასე არ არის . არც მე ვარ ჩვეულებრივი და არც შენ
_შენს ადგილას შორს გავიქცეოდი,მხოლოდ ჩემგან კი არა , ამ ქალაქისგან, ამ ხალხისგან და სადმე ზღვის ნაპირას დავიწყებდი წერას
_რაზე უნდა ვწერო თუ ადამიანებს გავექცევი ანდაც ადგილს რა მნიშვნელობა აქვს ბოროტება ყველა მიწაზეა... შენ რატომ არ მიდიხარ, რატომ რჩები
_ჩემთან სიმშვიდე მაინც არ მოვა, მე საკუთარ ცხოვრებას ვერსად გავექცევი აქ უნდა დავრჩე და ის გზა გავაგრძელო რომელიც ავირჩიე
_ღმერთს ეხმარები დამნაშავეების დასჯასა და გასაჭირში მყოფების დახმარებაში?
_რობინ ჰუდი არ მგონია თავი ...
_შენ გაქვს სახლი ზღვის ხედით?
_არა , ზღვის ხედით ჯერ არ მიყიდია. ეგ უკანასკნელი შანსი იქნება საკუთარი თავისთვის , სიმშვიდის პოვნის მცდელობა
_ეს სახლიც ხომ ამ მიზანს ემსახურება, იყო მარტო საკუთარ თავთან და მე შემოგეჭერი
_შენზე დიდ სიმშვიდეს ვერცერთი ადგილი მომანიჭებს , ყველა კარი გასაღებს გადმოგცემ რეალურისაც და არარეალურისაც
-ასე სწრაფად როგორ ვვითარდებით მე და შენ
-ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს ... მე ზუსტად ვიცი რას ვგრძნობ და რა მინდა. შენ რას ფიქრობ
-ყველაფერი ილუზიას ჰგავს, მაგრამ არ მინდა გაქრეს და დაე დიდხანს გაგრძელდეს ... მე ეს განცდა მინდა დარჩეს,აუხსნელი სიმშვიდის
-დღეს ბავშვებთან იყავი,ხომ?
-უღმერთობის შეგრძნება მსგავსად არასდროს განმიცდია...
-ამიტომ არ უნდა ვიყოთ მის იმედად...ვიღაც იბრძოლებს და მერე ისე დასრულდება გააზრებასაც ვერ მოასწრებს, ვერაფერს მოიმოქმედებს.
-აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს
-ყველას ვერ გადაარჩენ, ყველას ვერ დაეხმარები ეს გახსოვდეს, არ დაგავიწყდეს და საკუთარი თავი არ დაადანაშაულო
-გქონია მსგავსი გამოცდილება?
-უამრავჯერ, მაგრამ მერე მივხვდი ყველაფერს ვერ შევცვლით...არსებობს დაწერილი დასასრული
………………….
_როდის ეტყვი
_რას
_რომ შენ ხარ ცოცხალი და გახსოვს ყველაფერი, არასდროს დაგვიწყებია, იპოვნე და ზრუნავდი
_დავკარგავ
_გაიგებს და შემდეგ ნამდვილად დაკარგავ ... ახლა უბრალოდ იჩხუბებთ შერიგების პერსპექტივით
_არ მინდა ჩხუბი
_მასთან მოსალაპარაკებელ გზას ვერ იპოვნი? ალექსანდრესთან ჩაეწერე კურსებზე, გასწავლის როგორ უნდა იმოქმედო ქალის გონებაზე
_შენი ქმრისგან რჩევები მაკლია , როგორ მიხვდი?
_მორჩი ცინიზმს , აღიარე რომ ერთადერთი კაცია ვინც მე მმართავს თან ისე რომ არცერთი ვიმჩნევთ
_არ გინდა, რომ შეეწინააღმდეგო თორემ
_არც ევას ენდომება მითუმეტეს როდესაც გაიაზრებს ვინც ხარ , ორმაგად შეგიყვარებს
_მე კი არა ის ბიჭი უყვარს კულტურული, წესიერი, მიზანდასახული, თვალებციმციმა ბიჭი , რომელიც მხატვრობას აპირებდა და ხელოვნების გარდა არაფერი აღელვებდა . მშობლების კლინიკა და ექიმობაც კი არ სურდა, პასუხისმგებლობას არ იღებდა, თავს არ იმძიმებდა, ფერადი და თავისუფალი იყო
_შენ გვერდითაა, კაცის რომელსაც თავისუფალი 2 საათი აქვს მხოლოდ ისიც ძილისთვის ... უძლებს ამდენს და მაინც არ გარბის იმიტომ რომ უყვარხარ
_იმდენად არა , რომ მზად იყოს სიმართლისთვის...ჯერ არ ვუყვარვარ საკმარისად. საერთოდ ვერც ვხვდები როგორ გადაწყვიტა ურთიერთობის დაწყება
_შენ იარებზე რა უთხარი
_არაფერი... არ უნახავს ჯერ
_ერთად როგორ ცხოვროვთ
_არ ვცხოვრობთ, უბრალოდ ნებისმიერ დროს მოდის და ჩემ გვერდით რჩება
_თავს ახალი ბორკილები შემოახვიე , ყოჩაღ
_არ შემიძლია, რატომ არ გესმის ... ვერ დავკარგავ
_დაკარგავ , უფრო მტკივნეულად ვიდრე გგონია . გაგანადგურებს
_მირეკავს _მობილურის ხმა რომ გაიგო მაშინვე თქვა და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ გათიშა-შენი ქმარი როდის ბრუნდება ქალაქში
-არ ვიცი, როცა გადაწყვეტენ მაშინ
-თავის არანორმალურ ძმებთან ერთადაა და ვინ იცის როგორ ერთობა
-ნუ ცდილობ მაეჭვიანო
-საერთოდ არ გეპარება ეჭვი? არ იცოდე მაინც როგორი ცხოვრების წესი ჰქონდა
-ჰქონდა , ახლა ვყავარ მე და მე საკმარისზე მეტიც ვარ
-შენი თავდაჯერებულობა გალაპარაკებს თუ ნდობა ვერ გამიგია
-ორივე ერთად , ჩვენ ერთმანეთს ვაძლევთ ძალას და ყველაფერი დგას სიმართლეზე
-დავიჯერო არაფერს გიმალავს ?
-მიმალავს, მაგრამ მე გავიგებ თუ საჭირო იქნება რაც მე მეხება და ჩვენს პირადს ყველაფერი ვიცი
-გაბრიელს რა სჭირს
-ოჯახის პოვნა გადაწყვიტა და ემოცირი კრიზი აქვს
-დავეხმარო?
-თავადაც შეძლებენ
-ქალაქის მერი ვარ მთელ პარლამენტზე გავლენით
-აიი ხომ აღიარე...არ გყოფნის ეს ქალაქი , შენი ამბიციები გაგაგიჟებენ ბოლოს
-ვერ ვიტან ვიღაც ჩემზე მაღლა რომ დგას და უფლება აქვს მიმითითოს ამიტომ ავალ იქ სადაც ვერავინ მასწავლის რა როგორ გავაკეთო
-პრეზიდენტობას აპირებ?
-არ გამოვრიცხავ
-უნდა შეეშვა შენ ბიჭებთან ერთად სირბილს ყველა საცემის საცემად
-ეგაა ჩემი ერთადერთი გასართობი
-არ გინდა შენც წახვიდე გაბრიელთან და განიტვირთო ცოტა? გასწავლიან როგორ უნდა მოდუნება და სამყაროს ფეხებზე დაკიდება
-გეყოფა, ნუ ცდილობ!
-მიდიხარ?- თვალები აატრიალა დაკოცნას ჩახუტებით უპასუხა- როდის მოხვალ ისევ?
-დამაგვიანდება, ცოტა ხნით უნდა გავიდე ქვეყნიდან
-გინდა მონატრებისგან გააგიჟო თუ საკუთარ თავს ცდი
-ყველაფერს ერთად გვიჩვენებს დრო და სიშორე
-გინდა დავნიძლავდეთ ,რომ ვერ გაუძლებ?
-გაბრიელი ნუ გისახლდება, გთხოვ
-ვერ გაუძლებ, მოგენატრება და დაბრუნდები.
-მე სულ მენატრებოდა, მთავარია თვითონ არ მოვენატრო ისე რომ მის ტკივილს ვერ გავუძლო
-გიყვარს !
-რამე ახალი მითხარი ,მარიამ !
..............
იმ ღამით არ ელოდა.
იმ ღამით იქ არავინ იყო თავადაც კი მთელი გონებით შორს დაფრინავდა. ადგილს დაჰყურებდა სადაც ერთ დროს მისი სახლი იდგა .
ფხიხელი არ იყო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით გავიდა საკუთარი ფიქრებიდან.
სიგარეტის მერამდენე ღერი დაიწვა მის თითებსშორის ვერ დაითვლიდა, რამდენი ჭიქა დაცალა და რამდენჯერ შეუკრა სუნთქვა გონებაში დაბრუნებულმა ხმებმა . უმცროსი ძმის ყვირილის ხმას შორიდან მოსული მშობლების მუდარა ერთვოდა , გადარჩენას თხოვნენ, გაქცევას და ის მაინც ებრძოდა კვამლს, სიცხეს , აუტანელ ტკივილს . სუნს გრძნობდა , საკუთარი დამწვარი კანის სუნს და გაუსაძლის ტკივილს . ფეხით გაიარა რამდენიმე კილომეტრი, მარტო იყო , საკუთარი თავისგან შორსაც, ყველა ნიღაბი დატოვა მანამ სანამ ისევ სახლამდე მიაღწევდა, სახლამდე რომელიც სახლი მხოლოდ ევას გამოჩენისას ხდებოდა.
მოჩვენებასავით დაძრწოდა, სხეულიდან ისე იგლეჯდდა სამოსს თითქოს ისევ ცეცხლი ეკიდა. ფანჯარა გააღო , სუნთქვას ცდილობდა. ხელები ყელზე მიჭირა და ისე იღრიალა როგორც მაშინ სიჩუმემ რომ დაისადგურა,ყველანი ერთად რომ გაჩუმდნენ , შველას აღარავინ სთხოვდა და ის წამი იყო დასასრულის.
თვალები დახუჭა , თავის ტკივილს არაფერი უყუჩებდა , ქაოსში ჩაეკარგა გონება და ისიც ვერ აღიქვა როგორ შეაღო ევამ მისი მარტოობის კარი . ნაბიჯების ხმა ესმოდა, სახის დალაგებას ეცადა მხოლოდ, მაგრამ ვერ შეძლო ,შესაფერისი ნიღაბი ვერ იპოვნა
_მე შენთან ვარ , იყავი ჩემთან _ ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს მოჰყვა შეხება ,მკლავები მუცელზე და გულმკერდზე, ტუჩები ტატუთი დაფარულ ნაიარევზე . სულში ჩაღვრილი სითბო ებრძოდა ტკივილს და ომს უგებდა
_არ გინდა _მოშორება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ქალი მთელი სხეულით ეკვროდა და ფარავდა დამწვრობის კვალს
_არ ვიცი ასე ვინ დაგიშავა, ამდენად ვინ გატკინა ...პატარა ბავშვი როგორ გაგიმეტა , მაგრამ შენ გადარჩი, გაუძელი, ჩემამდე მოხვედი და მე აღარასდროს დაგტოვებ მარტოს _ რამდენჯერმე ნაზად შეახო ტუჩები და შემდეგ აღმოჩნდა მის წინ . წამით გაუსწორა მზერა სისხლისფერ გარსში ჩაკარგულ მის ყავისფერებს შემდეგ კი ვნებიან ალერსში შეიტყუა აბაშიძემ
-ვიცი არ მაპატიებ , მაგრამ ვერ გაგიშვებ ... უშენობას ვეღარ გავუძლებ- ქალის ტუჩებთან გაფანტა სიტყვები და გაეღიმა მანძილის გაზრდის უფლება რომ არ მისცა სუნთქვაარეულმა
_ისევ რომ გამექცე , ნამდვილად არ გაპატიებ
_გაშიშვლება არ შეგაშინებს? _ თვალებში უყურებდა, მთლიანად მასზე კონცენტრირებული, გონებით მასთან მყოფი და მისით მოცული
_შენთან შიშები ქრებიან _ ინსტიქტურად უპასუხა, მაგრამ შეკრთა კაცმა ტანზე შემოკრული ნაჭრის მოშორება რომ დაიწყო
_მთელი ცხოვრებაა გულში მყავხარ _ ტუჩები მკერდზე შეახო, გულისცემის ხმა ესმოდა და ქალის ღრმა ჩასუნთქვა .
-მიყვარხარ -გარედან შემოსული შუქი კიდევ ერთხელ გაკრთა ოთახში. ვაჩეს თვალებს უყურებდა , ნათლად ხედავდა მათში საკუთარ თავს .
იმ ღამით არ ფიქრობდა სიკვდილზე , სიცოცხლე უნდოდა ქალისთვის რომელიც გვერდით ჰყავდა . ყველაფერი წაშალა გონებამ ევას გარდა, მისი მოფერება არ ჰყოფნიდა, მისი შეხება არ უახლებდა ჭრილობებს, მალამოდ ედებოდა სულს.
………………….
_აქ როგორ აღმოჩნდი?
_გეძებდი და გიპოვნე
_მთელი დღე არ იყავი ... მანერვიულე - თითქოს არაფერი იცოდა, გვერდით ჰყავდა საკუთარ ნაწილად ქცეული და მასაც კი ატყუებდა
_მარტო მინდოდა ყოფნა და როგორც სჩანს შენც გაექეცი ყველაფერს
_სად იყავი არ მეტყვი? მე აქაც მიპოვნე და შენ სად დადიხარ
_გუშინ ჩემი პირველი სიყვარულის დაკარგვის დღე იყო
_დაკარგვის თუ გარდაცვალების
_არ მჯერა რომ ისიც იქ იყო ... იმ დროს სახლიდან გასული უნდა ყოფილიყო , ჯერ მე შემხვდა შემდეგ ბიჭებთან წასვლას აპირებდა. საძინებელში რომც ყოფილიყო ფანჯრიდან გადავიდოდა , სულ იპარებოდა
_უცნაურია ყოფილ შეყვარებულზე რომ ფიქრობ დღემდე და მის ოჯახზე წერ წიგნს... გარდაცვლილ ბავშვზე როგორ ვიეჭვიანო, მაგრამ მგონი ჩემზე მეტადგიყვარს
_ცოცხალია, სადღაც არის და აუცილებლად ვიპოვნი
_რას მეუბნები , იაზრებ ? იპოვნი და მერე რას აპირებ...
_ძალიან, ძალიან მაგრად ჩავეხუტები და ვეტყვი , რომ მომენატრა
_მიყვარხარო რომ გითხრას ? ურთიერთობა ვცადოთო, ჩემთან იყავიო
_ასეთი ეგოისტი ნუ ხარ ... მე შენთან ვარ , შენ მიყვარხარ და ის თუ ცოცხალია
_წეხან დარწმუნებული იყავი და ახლა ეჭვის ქვეშ აყენებ?
_თუ ცოხცხალია და არ მიპოვა , საშინლად გავუბრაზდები
_მაპატიე , მაგრამ მგონია რომ უნდა შეეშვა წიგნსაც და იმ ბიჭის ძებნასაც. გარდაცვლილია , უნდა შეეგუო მის დაკარგვას
_წიგნს აუცილებლად დავასრულებ და ბოლოს აუცილებლად გამოჩნდება ერისთავების ოჯახის გადარჩენილი წევრი
_შარში გაეხვევი
-ბრაზობ ? შენ რა ეჭვიანობ? გაიცინა და ხელები ყელზე შემოხვია _ვაჩეე _რამდენჯერმე აკოცა _მიყვარხარ მე შენ
_ასეთ დროს ნუ მეუბნები, რომ გიყვარვარ თორემ ეჭვი მეპარება
_მართლა ამბობ თუ მეხუმრები ... ვაჩე _კაცის სახე ხელებსშორის მოიქცია და მზერა გაუსწორა _ შენ გგონია გატყუებ?
_მეგონია, რომ თავსაც იტყუებ
_შენ უბრალოდ არ გჯერა , რომ შენი შეყვარება შეიძლება
_მე უფრო მეტად გიყვარვარ თუ ის... რა ერქვა?
_ვაჩე
_სახელიც ერთი გვქონია... არ გგონია, რომ მას ეძებ ჩემში?
_ის საერთოდ არ გგავდა და თქვენს მიმართ არსებულ გრძნობას ვერ შევადარებ იმიტომ რომ მასთან სულ სხვა ურთიერთობა მქონდა ... წლებია არ მინახავს და როგორ შეიძლება თინეიჯერი გოგოს და ზრდასრული ქალის სიყვარული ერთმანეთს შევადარო
_არ მეუბნები , რომ მე უფრო გიყვარვარ... მე რა ახლა გარდაცვლილს უნდა ვებრძოლო, რომელიც ცოცხალი გგონია?
_ამ თემაზე საუბარს თუ გავაგრძელებთ ვიკამათებთ
_ჩემთან ჩხუბისთვის ხარ მზად ბიჭისთვის რომელიც ბავშვობაში მოგწონდა ? არც კი გიყვარდა , უბრალოდ მოგწონდა და რადგან ასეთი უბედური , სამწუხარო და დასანანი სიკვდილით მოკვდა გული გატკინა , გადაწყვიტე რომ გიყვარდა... როდის უნდა მიხვდე, შეეშვა , გარდაცვლილს და მათ ცხოვრებაში ქექვას... მთელი ოჯახი ცოცხლად დაწვა ვიღაცამ შენ კი ამბავს იძიებ , გინდა გადაიკიდო ის ვინც ეს უბედურება ჩაიდინა?
_არ დავივიწყებ და არც უკან დავიხევ ... რომ ვიპოვო ვინც ეს ჩაიდინა
_რას გააკეთებ , რომ იპოვნო რას გააკეთებ ...გგონია ამდენი წლის შემდეგ დაიჭერენ ?
_შურს ღმერთი იძიებს , მე მინდა ვნახო ერთი გადარჩენილი ერისთავი ... ერთი მაინც . შენ მითხარი ყველა სურვილს შეგისრულებო , დამეხმარე წიგნი დავწერო, მაპოვნინე ადამიანები რომელთაც ეცოდინებათ მათი ისტორია
-ნებისმიერი შენი ფანტაზია შემიძლია რეალობად ვაქციო და შენ მთხოვ ყოფილი დაგიბრუნო? ბარემ მითხარი დაგთმო - ეჭვიანობის გზა რატომ აირჩია ვერ გეტყვით, მაგრამ აშკარად გამოსდიოდა ემოციების დაფარვა. საკუთარ სულში გამომწყვდეულ პატარა ვაჩესაც უხშობდა სიხარულს , პირველი სიყვარულის დაუვიწყარ განცდას
-დაიხურა თემა, არ მჭირდება შენი გავლენა !
-გაბრაზებული კიდევ უფრო მიმზიდველი რომ ხარ , იცი? - ზურგიდან მოეხვია ქალს და შიშველ მხარზე აკოცა -ყველაფერს ვეცდები , მაგრამ ვერ დაგპირდები ბედნიერ დასასრულს
-სიმართლე მჭირდება, სიმართლეს იმსახურებდნენ!
ვერ გეტყვით ჰქონდა თუ არა ევას ფარული აზრები გონებაში, ისეთი ფიქრები საკუთარ თავსაც რომ ვერ უმჟღავნებდა, მაგრამ მის გონებაში ქაოსი იყო მას შემდეგ რაც ვაჩე ბაშიძე პირველად იხილა ეკრანზე.
.................
დისტანციას იცავდა, შორიდან ადევნებდა თვალს მის დახვეწილ მოძრაობას, მიმზიდველ მიხვრა_მოხვრას. ისეთი გალანტური იყო, იმდენად მოსწონდა მისი გარეგნობა, შარმი და მთლიანად ვაჩე, როგორც ქალაქის მერი , რომ ზოგჯერ ავიწყდებოდა სად იყვნენ და თვალის მოშორება აგვიანდებოდა. საშინელი სურვილი გაუჩნდა მასთან მისვლის, მომენტს ელოდა როდესაც მარტო გავიდოდა დარბაზიდან და როგორც იქნა დაინახა როგორ დაიძრა მეორე სართულისკენ. რამდენიმე წამის შემდეგ მიჰყვა მის კვალს,დაინახა როგორ გადაკეტა დაცვამ ამოსასვლელი კიბე , პერიმეტრს აკონტროლებდნენ თავად კი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ნათლად დაინახა როგორ შეუვარდა ოთახში ერთ_ერთ თანამდებობის პორს და გააფთრებული დაეტაკა. ხელი იმდენად ძლიერად მოუქნია, რომ კაცმა წონასწორობა დაკარგა. მანამ ურტყამდა სანამ გონების დაკარგვამდე არ მივიდა
_გაგანადგურებ , არარაობად გადაგაქცევ კიდევ ერთხელ თუ შეეხები _ხელები პერანგზე შეახოცა და მოშორდა . მისი მზერა გონებაში სამუდამოდ ჩაებეჭდა, კმაყოფილებით სავსე ღიმილი და სისხლი ხელებზე.
წამით შეხვდნენ მათი თვალები . ვაჩეს არ გაჰკვირვებია ევას დანახვა, იცოდა რომ მიჰყვებოდა და მაინც მისცა უფლება ენახა ის რაც ნახა? რას ელოდა, რატომ აჩვენებდა საკუთარ თავს. გამოცდას უტარებდა? თავადაც არ იცოდა რას ელოდა, მაგრამ ევა ,რომ არ ტოვებდა ფაქტები მეტყველებდნენ ამაზე.
დიდი დრო გავიდა იმ საღამოს შემდეგ ისევ შემთხვევით რომ გადააწყდა კაცის ცოლს , კარგად ნაცნობ ქალს რომელიც მუდამ ბრწყინავდა მეუღლის გვერდით, მხარს უჭერდა წინასაარჩევნო კამპანიებში და მისი დამსახურებით ჰქონდა ხალხის სიყვარული მოპოვებული, სანიმუშო ოჯახად ცნობდნენ იქ ვაჩესთან კი სულ სხვა სახე დაინახა, ნაცემი , დამცირებული , შეშინებული, განადგურებული ქალი გვერდით ბავშვებით და დახმარების იმედით.
_ვაჩე , გთხოვ
_მე ხომ გითხარი არ გამოსწორდება, კაცი ერთხელ რომ ასწევს ქალზე ხელს იქ სრულდება მისი ადამიანობა -თქო
_დამეხმარე, ამჯერად საბოლოოა... შენს იევა გზა არ მაქვს. მისი ყველას ეშინია, არავინ მეგულება ისეთი მას რომ დაუპირისპირდება და ხელს გამოგვიწვდის. მომკლავს ან მე მოვკლავ და ყველა შემთხვევაში ბავშვები დამეღუპება, მათ გამო გთხოვ , დაგიჩოქებ თუ გინდა . ბავშვებზე მეურვეობას ვერ მივცემ... უნდა შვილები წამართვას
_მამაშენი რას ამბობს
_მის გამო ვარ ამ მდგომარეობაში თორემ ცოლად ხომ არ გავყვებოდი ... წარმატებული ქალი ვიქნებოდი ,ჩემი ცხოვრების მმართველი. მან კი ყველაფერი გაანადგურა , ნახე რად გადამაქცია , შემომხედე რას დავემსგავსე _ბავშვი ტიროდა ის კი აშკარად უფრო მეტად ანერვიულებდა და ვაჩემ ინსტიქტურად აიყვანა პატარა გოგონა
-დაგეხმარები, უკანასკნელ შანსს გაძლევ მხოლოდ ბავშვების გამო. ამჯერად ისე მოიქცევი როგორც გეტყვი და ბოლოს მოუღებ მაგ ნაბიჭვრის სიმშვიდეს- გოგონას არეული თმა გაუსწორა , თავზე აკოცა და საკუთარი დადებითი განწყობა გადასდო _ შენი ცხოვრება ბედნიერი უნდა იყოს,პატარავ _ჩურჩულით უთხრა და შემდეგ გეგმა გააცნო ქალს. ევა კი მთელი ეს დრო ელოდა მათ გამოჩენას. თავად ვერ ეჩვენებოდა ქალს, იქ უჩინარი უნდა ყოფილიყო. ვაჩეს სიახლოვეს ვერ გამოჩნდებოდა და მოსენებადაკარგული ელოდა ხელსაყრელ მომენტს.
ბევრ ქალს შეხვდა მას შემდეგ რაც ორგანიზაციის მართვა გადააბარა ვაჩემ. დედებს , რომლებიც შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდნენ, ქალები რომელთაც სიცოცხლე სწყუროდათ და ძალადობის მსხვერპლი სულიერად შერყეული , მენტალურად განადგურებული ცოლები , რომელთა ისტორიებიც შიშს გვრიდა, ზოგჯერ კაცთა მოდგმის ზიზღს უჩენდა .
ვაჩე კაბინეტში იჯდა რომ შევიდა, კარი გადაკეტა და მისკენ დაიძრა. სიტყვა არ უთქვამს ისე დაჯდა მის ფეხებზე და მოეხვია.
_გისმენ _მკლავები შემოხვია და ლოყაზე რამდენჯერმე ნაზად აკოცა _აქ ვარ , შენთან და შენთვის
_ადამიანები ასეთი ბოროტები და ბნელები რატომ არიან ... ნუთუ გონება უმუშავებთ და ამ ყველაფერს სიამოვნებით სჩადიან,ნუთუ ყველაფერი გაუნათლებლობის, საკუთარი აზრის არქონის, ბრბოს შექმნილი სტანდარტების გავლენის გამო არ ხდება
_ადამიანებისგან შედგება ეგ ბრბოც, ყველა ერთმანეთზე ახდენს გავლენას და საკუთარი დანაშაულის სხვისთვის გადაბრალება ყველაზე მარტივია. მე რომ ვერ მოვერიე სხვაგვარად გარემოებას ავირჩიე მარტივი გზა, იყო დამნაშავე გადარჩენისთვის იდეალურია , სულისთვისაა მძიმე და მერე იწყებ თავის მოტყუებას, იძირებიან ჭაობში და იჯერებენ საკუთარ სიმართლეს . დაბადებიდან ბოროტი არავინაა, მოძალადე იზრდება და ყალიბდება სისუსტეების გამო ... ყველანი საცოდავები ვართ , მაგრამ შეცოდებას არ ვიმსახურებთ
_საკუთარ თავს ნუ მოიხსენიებ მათ გვერდით! _ გაბრაზდა, თავი ასწია და პოზიცია შეიცვალა
_ასე უცებ დამიბრუნდი. როგორ სწრაფად იცი ძალების აღდგენა _ გაუღიმა, სახეზე მოეფერა შემდეგ კი საკოცნელად მიიწია , მაგრამ ევამ არ დაანება
_არა, არა და არაა, შენ სხვა ხარ ... შენ ბოროტების მხარეს არ ხარ , ხო შენ მოძალადე ხარ , არაკანონიერი გზებით იცავ სუსტებს , მაგრამ შენ იცავ . შენ ყველაფერს იმისთვის აკეთებ , რომ ვიღაცას დაეხმარო
_და იმ ვიღაცას ძვალ_რბილი რომ გავუერთიანე გგონია შვილები არ ჰყავს? გგონია მათთვის საყვარელი მამა არ არის? ან დედა არ ჰყავს ვინც რომ დაინახავდა გული გაუსკდებოდა? გგონია ყველა დამნაშავე უდანაშაულო გულშემატკივრით არ არის და მე ვიღაც სხვას არ ვაზარალებ? მამაშენიც დამმაშავე იყო, მაგრამ შენ? შენთვის მამა რომ მოეკლათ გული ხომ დაგეფლითებოდა ... რეალობას თვალი უნდა გაუსწორო. მერე რა თუ მე სხვა კლასის ვარ , მაინც ყველანი ბნელ ჯურღმულში ვართ ჩვენში არსებულ ცხოველთან ერთად გამომწყვდეული . ხან ვინ მოიგებს ხან ვინ. ერთხელ მეც წავაგე , გზაზე რომ გადამეღობა ვიღაც ჩემზე გონებამახვილი ... ვინ იცის როდის გამოჩნდება ის ვინც ბოლოს მომიღებს და ამიტომ შენ ნებისმიერ წამს უნდა იყო მზად უჩემობისთვის , ცხოვრების შენი, ნათელი გზით გაგრძელებისთვის და სწორი ხერხებით თავდაცვისთვის _ისე მშვიდად, აუღელვებლად ამბობდა ამ ყველაფერს მისი ხმა და მზერა ევას წინააღმდეგობის უნარს უკარგავდა , ბოლომდე მოუსმინა
_შენ დემონიც ხარ და ანგელოზიც ! არ მჭირდება გაპროტესტება , მე ასე გხედავ , საერთოდაც ჩემთვის ყველაფერი ხარ , მთელი სამყარო და ვინც გინდა ის გააცოცხლე, როგორი ძალაც გინდა იპოვნე , რომ არასდროს არავინ დაგამარცხოს მე ყველაფერს გავუმკლავდები ,უშენობას არ ! _ თვალები უნათებდა, ტუჩებზე ტუჩები შეახო . საუბარი იმ კოცნით დაასრულა და მიმართულება შეუცვალა კაცის გეგმებს .
_საქველმოქმედო ფონდით ძალადობის სმხვერპლებს ვერ დაეხმარები ... . ან სხვა უნდა შექმნა ან სხვა გზა იპოვნო . ეს ფონდი მხოლოდ მკურნალობის დაფინანსებისთვისაა და არ ღირს მცირე ღონისძიებებზე , მიზერულ თანხებზე მაგათი გამოყენება. აზრი არ ექნება , ჯერ ეს ერთი მაგით რეკლამას ვერ გაიკეთებენ , ავადმყოფი ბავშვების სიცოცხლის დახსნა პიარ კამპანიაა და ნაცემი ცოლები თავადაც ჰყავთ _ ქალის შიშველ სხეულს ეკვროდა, დივანზე იწვნენ და ევას დამშვიდებულ გონებას წვეთ_წვეთად აწოდებდა ახალ გეგმას
_რას მთავაზობ
_გადაცემა გააკეთე ... მოყევი ამბები და აღადგინე სამართლიანობა მაგ ქალებისთვის. მათ ფული კი არა თავისუფლება სჭირდებათ , ყველაფრის მოყოლა , დაგროვებული ბრაზისა და ტკივილის გაზიარება. ქალების ძალა
_ტელევიზიაში თუ დავბრუნდები,თანაც სრულიად განსხვავებული ფორმატითა და გამოცხადებულუ ომით ეს იქნება უდიდესი ენერგიის ფასად, მე თან წიგნს ვწერ , ფონდს ვმართავ იმიტომ რომ, როგორთაც მოახერხე და ყველაფერი მე გადმომაბარე . ამდენ საქმეს ერთად როგორ გავუმკლავდები
_ყველაფრის შეძლებაზე მე მესაუბრები?
_შენ სხვა ენერგია გაქვს , მე სხვა ...
_დასვენება და საქმის კეთება ერთად შეუძლებელია ... აირჩიე რა უფრო მეტად გსიამოვნებს , მშვიდად სახლში ყოფნა თუ ბრძოლა მათთვის და მათთან ერთად _ვნებიანად აკოცა , ისე დაასრულა საუბარი გადაწყვეტილებამდე არ მიჰყვა, პირადი არჩევანის უფლება დაუტოვა საკუთარ გეგმაში. არადა ზუსტად იცოდა რასაც სთავაზობდა შედეგს გამოიღებდა და მის წისქვილზე დაასხამდა წყალს .

პირველი რესპოდენტი არც მეტი არც ნაკლები მინისტრის ცოლი ჰყავდა. ქალი ,რომელიც რამდენიმე დღის წინ შენიშნა ვაჩესთან . უსმენდა, გადაცემის ჩაწერის დროს ფიქრი არ შეეძლო შემდეგ კი ყველაფერი დაალაგა გონებაში . დაინახა კაცის სისხლიანი სახე, ვაჩეში დემონი და შემდეგ ქალი ბავშვით ხელში .
-ალაპარაკებული მთელი ქვეყანა , განადგურებული მოძალადე, მოგებული სასამართლო , სამართლიანობის ზეიმი _ვაჩეს დაურეკა და ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით თქვა _ყოჩაღ!
_მე თუ შენ ყოჩარ ... ყველა შენს გადაცემაზე საუბრობს. გამოგივიდა , დაბრუნდი რეიტინგით და თან გამოგყვება ქალების არმიაც . ბრავო შენ გუნდს, კარგად უმუშავიათ
_როდის გნახავ _გაეცინა მის პასუხზე და კამათის წამოწყებაც გადაიფიქრა _ძალიან ვარ აღელვებული, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ და გელოდები
_სად მელოდები , ჩემთან არ ხარ
_ჩემთან ვარ
_შენთან ჩვეულებრივი შეყვარებული ბიჭივით რომ ვერ მოვდივარ ხომ გავიარეთ ეგ ამბავი
_მოიფიქრებ რამეს ან მე მოვიფიქრებ ჩემი ენერგიის გაფანტვის სხვა გზას ... იქამდე სააბაზანოში შევალ, მცხელა და ჩემ გაგრილებამდე დრო საკმაოდ გაქვს _პასუხს არ დაელოდა , ზარიც დაასრულა და ტელეფონიც გათიშა.
მოატყუა, სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო , ხალათი ეცვა და ღვინის ჭიქით ხელში იჯდა გამარჯვების აღსანიშნავად გონება რომ გაუნათდდა და ყველა დეტალი ერთად აკინძა აბაშიძის გეგმის დანახვისთვის. შემდეგ კი თავისი პატარა მიზნის მისაღწევად დაურეკა, მახეში შეიტყუა
_კარს ღიას ნუ ტოვებ ! _ ნაბიჯების ხმა გაიგო , შემდეგ საყვედური მოისმინა და დაინახა კაცი , რომელიც ათას გრძნობას უჩენდა .
_ჯინსი საოცრად გიხდება, თანაც ასეთი შეხამება ეს მაისური , კედები, კეპი იდეალურია ... _ სავარძელში გადაწოლილმა კიდევ ერთი ჭიქა დაცალა და მორიგი რომ შეავსო შემდეგ დაიძრა სამიზნისაკენ _ მარტივი გასახდელიცაა, კომფორტული და სექსუალური _ მაისურის ქვეშ ხელი შეუცურა და ტუჩებზე შეეხო მზერაარეულ კაცს _ დალევ ?
_ამ ფორმაში,თანაც ნასვამი _ხალათის ქამარი გახსნა და შიშველ კანზე თითები აასრიალა . გამკვრივებულ ძუძ.სთავებს თხელი მატერია ვერ მალავდა , დაუდევრად შეკრული თმა ზურგზე ჩამოუშალა , ხელი კეფაზე შეუცურა და ყველაფერი სხვა გააქრო ევას გარდა. ვნებააშლილი შეისწავლიდა ქალის სხეულს, სიამოვნების მწვერვალზე ადიოდა და სამყაროში ხელისშემშლელი არაფერი არსებობდა. ალერსისაგან გადაღლილი მიესვენა საწოლის მეორე მხარეს ევა რომ ზემოდან მოექცა
_გილოცავ , ჩემო გენიოსო
_მილოცავ , რას _ კოცნას კოცნით უპასუხა და თითები შიშველ ზურგზე გადაიტანა
_შენი გეგმა ზუსტად , ნაბიჯ_ნაბიჯ შესრულდა ... ბოლო მოუღე მინისტრს ისე, რომ შენ არ ჩარეულხარ
_მე რა შუაში ვარ , საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი და თქვენ
_მე , გადაცემა დამაწყებინე ... ტელევიზიაც შენ ამირჩიე ალბათ და გუნდიც . ახლა რა ვქნათ , ჩვეულებრივ მოკვდავებზე გავაკეთოთ სიუჟეტები თყ გყავს კიდევ ვინმე მოსაშორებელი
_ევა, რაღაც არასწორად გაიგე
_დამშვიდდი, არ ვბრაზობ... მხოლოდ პირადად მითხარი ხოლმე, დროს ნუ კარგავ შემოვლით გზებზე
ბრაზობ , ამიტომ ხარ ალმოდებულივით _გაეღიმა, წამოჯდა და ქალი კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა გამოდის მხოლოდ ერთი ტალღა მოვიგერიე , მთელი ღამე დაგვჭირდება შენ დასამშვიდებლად
_სიმართლის თქმას უნდა მიეჩვიო , გთხოვ პირდაპირ მითხარი და მე შენს გვერდით ვიქნები ისე და იმ გზით რომელი გზაც გჭირდება . დაიჯერე , დაასვენე გონება და ნუ აგებ გეგმებს ჩემთან
_შენი თვალები _უყურებდა უეცრად მოღრუბლულს და სუნთქვა ეკვროდა _მე შენ გენდობი, მე შენ გამო მოვკვდები !
_არ მინდა რომ მოკვდე, მინდა მელაპარაკო ... მე მხოლოდ ნამდვილი ვაჩე მინდა _ თითებით ნაიარევ ზურგს ეხებოდა, ნაზად კოცნიდა და გავლენას ახდენდა კაცის მთელ არსებაზე. ერთადერთი იყო ვინც ვაჩეს გონებას ფარ_ხმალს აყრევინებდა და დანებებას აიძულებდა.
_მხოლოდ ვაჩე , არა?
_მხოლოდ შენ _თვალებში უყურებდა, ეფერებოდა და გრძნობდა როგორ მართავდა მის ყველა'ფერს
.......................
_რა მოიტანეს? _ ყუთებით მდგომ ნიკას გახედა და მისკენ დაიძრა
_არ ვიცი ...
_შემოწმების გარეშე როგორ შემოიტანე სახლში .გაგიჟდი?
_მე შევუკვეთე... დამშვიდდით _ევა გამოჩნდა და სწრაფად მიირბინა მათთან
_რა არის
_ცარიელ ოთახს გამოვიყენებ_თქო რომ გითხარი გახსოვს?
_მახსოვს
_კინოთეატრი გვექნება ... რა თქმა უნდა მინიმალისტური. ამ სახლს რომ შეესაბამებოდეს
_შენ არ ხუმრობდი, რომ ამბობდი ყველაფერს შესაძლებელს გავხდიო?
_ხალხმრავლობა თუ გჭირდება შენი ბიჭები დავსვათ სკამებზე და ზოგჯერ გვითხრან, რომ ვხმაურობთ
_დრო რომ არ მაქვს?
_შეგიძლია წახვიდე... სულ კინოში ხომ არ ვივლით . ვინმე დამიტოვე ოღონდ ესენი რომ შემატანინოს და კიდევ რაღაცები მინდა
_სხვა დროს მითხარი ხოლმე რა გინდა და ჩემები მიხედავენ
_მე ეს პროცესი მიყვარს, მოძიება, არჩევა, ლოდინიც კი თან დრო მაქვს , ეს კი ჩემი ფუფუნებაა
_კარგი, როგორც გინდა ... მე ვეცდები მალე დავბრუნდე
_ამდენი როგორც გინდა ჩვენი ნაცნობობის წლებში ერთად არ გაქვს ნათქვამი _ ნიკამ ჩუმად უთხრა მაგრამ ევამ მაინც მოჰკრა ყური და გაეღიმა
_როცა სურვილებს ეხება საქმე მთავარია მას რა სურს იმიტომ რომ მე მის გარდა არაფერი მინდა
ევას გვერდით გაატარებდა ყველა წუთს, მაგრამ უკვე არჩეული ჰქონდა გზა რომელსაც ასე იოლად ვერ დატოვებდა. მისი დასვენების ყველა წუთი ნიშნავდა ერთი პრობლემით მეტს ამიტომ არ შეეძლო მოდუნებულიყო, ეკრანის წინ, პოპკორნით სავსე ჯამით, კომფორტულად მოკალათებულს ფილმი ენახა და რომანტიკული კომედიის ნახვით სიამოვნება მიეღო.
ევა ითმენდა, უგებდა და ელოდა .
უამრავი საქმე ჰქონდა, იმდენი რამდენიც არასდროს , მაგრამ ვაჩესთვის დროს მაინც პოულობდა ის კი ისევ აგვიანებდა, ისევ ტოვებდა ღამით და ისევ გაურკვეველი დროით იკარგებოდა.
წვეთ-წვეთად გროვდებოდა ყველა შემთხვევა ბოლოს კი აევსო მოთმინებისა და ნდობის ფიალა.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად იჯდა, ჩაწერის დაწყებამდე მაკიაჟს უკეთებდნენ და თან საუბარსაც ასწრებდნენ. განხილვის საგანი მუდამ იყო ვაჩე და ჭორაობის რაღაც ეტაპზე ყოველთვის ელოდა მისი სახელის ხსენებას, მაგრამ ამჯერად ისეთი რამ გაიგო რასაც არ ელოდა.
_ნეტავ ცოლს როდის შეირთავს ... სულ მოგვწონს მისი რჩეული ქალები და საბოლოოდ მაინც არაფერი გამოდის ამჯერად როგორ დასრულდება ეს ყველაფერი
_დაიცა რა ხდება? რა გამოვტოვე ... ღმერთოო ეს ქალი ვინ არის?
_ქალაქის მერის ახალი სიყვარული
_10 წუთის წინ გავრცელდა ფოტოები და უკვე ყველგან მხვდება
_თავის პირად გვერდზე უდევს თუ ისე გაავრცელეს
_გაავრცელეს... ოფიციალურ ფეიჯზე არაფერია
_არის . სთორი ნახეთ

გაუმართლა რომ გასვლა შეეძლო. სარკეში ჩაიხედა , საკუთარ თავს გაუღიმა და წამოდგა
_გენიოსი ხარ ნინა , გმადლობ ... გავივლი უცებ და 10 წუთში დავიწყოთ
_შენ გადაცემაში ეს კაცი როგორ ვერ მოახვედრე
_ეს სეზონი დავასრულოთ და გეგმაში მყავს ბატონი მერიც _ ბრაზის ობიექტად ჰყავდა ნამდვილად. თავი უსკდებოდა ფიქრებისგან, განმარტოვება სჭირდებოდა აზრების დასალაგებლად თორემ სუნთქვაც უჭირდა. რამდენიმე წამს თავს მოტყუებულ სულელ ქალად გრძნობდა შემდეგ მისი სიტყვები გაახსენდა, მისი მზერა და ემოციები რომლებისაც სწამდა. ბოლოს საერთოდ პროფესიონალმა გაიმარჯვა, გადაცემა უნდა ჩაეწერა სხვა შანსი არ ექნებოდა, ვერავის უნდა შეემჩნია მისი შინაგანი არასტაბილურობა. საკუთარ გამოსახულებას მზერა მოაშორა და საქმეს შეუდგა.
................
-რატომ მიყურებ ისე თითქოს მალე უნდა დამახრჩო ? რამე დავაშავე?- დაღლილი იყო, ევეამაც იცოდა სხდომა რომ ჰქონდათ. პირდაპირ ეთერში უყურებდა რამდენიმე წუთის წინ
-თავად უნდა მიპასუხო მაგ კითხვაზე
_შხაპს მივიღებ და ვისაუბროთ... _ სააბაზანოსკენ მიდიოდა, მაგრამ ევამ გზა გადაუღობა
_მოკლე პასუხი მჭირდება შემდეგ ჩემ დაღლილობასაც მივხედოთ და შენს დაქანცულობასაც _ აბრეშუმის სარაფანი მარტივად მოიშორა სხეულიდან
_ნებისმიერ სახელმწიფო საიდუმლოს გაგიმხელ _ ხელი მოხვია და პირველმა გადაკვეთა ზღვარი _სიზარმაცეს მანდომებ, სულ სახლში ყოფნას და შენი მოფერებით დაკავებას _ ტუჩებს უკოცნიდა და თან ხელებს ქალის სხეულზე დაატარებდა
_ფოტოები ვნახე... ვინ არის ის ქალი
_გაუგებრობაა...არაფერი მქონია მითუმეტეს არ მაქვს
_რატომ მიეცი უფლება ჭორების აგორების
_ყველას ხომ ვერ გავაკონტროლებ, გამორჩათ ჩემებს ... ჟურნალისტები თავისუფლები ხართ
_ვის ატყუებ რა გგონია...გინდოდა ეჭორავათ ზუსტად მასზე და იმიტომ არის ყველგან თქვენი ფოტოები
_გგონია გღალატობ?
_მგონია, რომ რაღაც გეგმა გაქვს
_ შეუძლებელია გეგმა არ მქონდეს ,როდესაც ამ ფორმაში ხარ , მაგრამ ისე მიყურებ მაშინებ
_მაინცადამაინც მასზე რატომ გაავრცელებინე ხმები
_მჭირდება ჭორები , მერე რომ არ თქვან ქალთმოძულეა და იმიტომაა მარტოო
_რომ მიღალატო ...
_რა მოხდება ?
_ის მოხდება რაც ჩემი ღალატის შემთხვევაში
_მოკვდები ?
_შენ თუ მე
_შენ , რომ მიღალატო ჩემ ცხოვრებას საბოლოოდ დაესმება წერტილი
_და მე არ მემუქრები?
_მანამ ვიქნებით ერთად სანამ გვეყვარება ! _ საუბრის გაგრძელება აღარ სურდა, ტუჩებზე ნაზად შეეხო და გაეღიმა ქალის მსუბუქი კვნესა რომ გაიგო. ყველაზე მეტად უყვარდა გონებაარეული მთლიანად მისით მოცული რომ რჩებოდა და გრძნობები აფეთქებას იწყებდნენ.

_გირეკავენ _კაცის თმაში დაატარებდა თითებს ის კი გარინდული იწვა და ყურადღებას არაფერს აქცევდა_მოგაწოდო?
_აჰამ _სულ ოდნავ მოშორდა , თავი ბალიშზე დადო, მაგრამ ხელი ისევ ევას მუცელზე ჰქონდა შემოხვეული _გისმენ _ ეკრანზე გამოსახულ ნომერს რომ შეხედა წამოჯდა და მობილურს ხმაც დაუწია
_ ბავშვები წამოვიყვანო ?
_წამოიყვანე და ვინმე დატოვე დაელოდონ როდის მოვა
_მოხვალ ?
_არა, უჩემოდ მიხედე_უნდა წასულიყო, მაგრამ დარჩა . ქალის გვერდით დაბრუნდა და ისევ ახლოს მიიზიდა.
_ამ დროს ვინ გირეკავდა ... სადმე წასვლას აპირებ?
_შენთან ვრჩები
_ნამდვილად? თუ უნდა დამაძინო და მერე წახვიდე , როგორც იცი ხოლმე შუაღამეს ხეტიალი და მერე დილით ისე დაბრუნება თითქო ჩემ გვერდით გეძინა
_როდი გაგეღვიძა და არ ვიყავი _ ზემოდან მოექვა ,ისე უყურებდა და ეხებოდა აზრებს უფანტავდა
_რომ მიდიხარ მეც მეღვიძება ... უშენოდ ძილს გადავეჩვიე. მინდოდა ჩემ რეჟიმზე გადმომეყვანე და პირიქით მოხდა, შენ მიმაჩვევ უძილობას
_მაქსიმალურად ვეცდები შენთან დავრჩე , ღამეს მაინც გავატარებთ ერთად
_მპირდები ?
_ვეცდები არ ნიშნავს , რომ აუცილებლად ასე იქნება ამიტომ პირობას ვერ დავდებ
_ამაღამაც წახვალ, ვიცი
_დაგიმტკიცებ , რომ შენ ძილს არ ველოდები და მოტყუებას არ ვცდილობ-მობილური გამორთო. იმ ღამით ევას გვერდით დარჩა , თავს უფლება მისცა მხოლოდ შეყვარებული კაცი ყოფილიყო და არავინ სხვა.
ეს სიამოვნება კი ძვირად დაუჯდა. დაიწყო ჯოჯოხეთური დილა ახალი ამბით , რომელიც სახლის ზღურბლზე მდგომმა ევასთვის უცნობმა ბიჭმა მიაწოდა
_ბიჭები დაჭრილები არიან ... ბავშვებიც წაიყვანა . მთელი ღამე ვეძებდით, ვერსად ვიპოვნეთ
_ცოცხლები არიან?
_საბაა მძიმედ ... გული გაუჩერდაო ექიმებმა
_საბას იქ რა უნდოდა... ხომ ვთქვი არსად წავიდეს , ჯერ ისწავლოს_თქო
_ბიჭები ამბობდნენ არ დაუჯერა ნიკუშასო
_თქვენ ამ დროს სად იყავით , ჰა? 4 კაცი მოაგვარებდა ამ საქმეს? თქვენ სად ჯანდაბაში იყავით _ ევას არ ესმოდა მათი საუბარი , გაიგო ვაჩეს ღრიალი და სანამ გონს მოვიდოდა მანამ დაინახა კიდეც როგორ შევიდა სულ სხვა ადამიანა გადაქცეული, წამებში ჩაიცვა, იარაღი აიღო და ქალს მხოლოდ ერთხელ შეხედა _ბიჭები დარჩებიან , ფეხს არ მოიცვლი დღეს აქედან
_მაგრამ საქმეები ...
-არ მაინტერესებს ! ხომ გინდოდა ჩემთან , ხომ მზად იყავი ყველაფრისთვის ხოდა ესაა ჩემი ჯოჯოხეთური ცხოვრება _ხელები გაშალა და სისხლიანი მზერა მიაპყრო საწოლს- უჩემოდ ძილს შეეჩვიე
_როდის დაბრუნდები , ვაჩე აქ როდემდე უნდა დავრჩე_ნახევრად შიშველი წამოვარდა და არც უფიქრია მეორე ოთახში მდგომი რომ დაინახავდა სანამ კაცმა არ ჩაავლო ხელი და მსუბუქი მოძრაობით გასწია გვერდით
_მე ნუ დამელოდები , შეგატყობინებ როდის შეგეძლება წასვლა_პენუარი გაუსწორა , აკოცა , მზერა გაუსწორა და კიდევ ერთხელ გაუმეორა- სახლიდან არ გახვიდე , ევა !
............................
გაიპარა.
თავი ტყვედ იგრძნო და ვერ გაუძლო.
საქმე ელოდა, შეხვედრა რომელიც ერისთავების ისტორიასთან იყო კავშირში. ვერ გადადებდა, გული უგრძნობდა , რომ იმ დღესვე უნდა ენახა ექთანი რომელიც მათთან მუშაობდა.
ბავშვობა გაიხსენა და ღობეზე გადაძვრა. რამდენიმე წუთი ფეხით იარა, შემდეგ გამოძახებულმა ტაქსმაც მოაკითხა და დანიშნულების ადგილისაკენ გაემართა.
ჩქარობდა,მაგრამ ვერ გეტყვით რას უფრო ,ქალთან საუბარს თუ უკან დაბრუნებას .

ქალაქის ამ ნაწილში იშვიათად დადიოდა, ტაქსის მძღოლსაც კი დამატებით გადაუხადა რომ ზუსტად კორპუსის წინ გაეჩერებინა. სადარბაზოსთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბიჭები იდგნენ, ყველას ყურადღება მიიქცია, უცნობი სახე იყო და თან ნაცნობი. წამითაც არ შეყოვნებულა ,მიზანი ჰქონდა და ვერაფერი შეაჩერებდა , გვერდი აუარა დაჯგუფებას და ძველისძველ , ავარიულ შენობაში შეაბიჯა. მეხუთე სართულზე უნდა ასულიყო, სუნი კი იმდენად მძაფრი იყო სუნთქვაც უჭირდა. კიბის საფეხურები დამტვრეული, მოაჯირები მორყეული , მიდიოდა და თავადაც უკვირდა როგორ არ ეშინოდა. წამით შეკრთა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო , უკან ვიღაც მოჰყვებოდა, მაგრამ მეოთხეზე გაჩერდა და ერთ_ერთ ბინაში შევიდა. უკან არ მიუხედავს, მხოლოდ გზას უყურებდა და შემდეგ ხის ყავისფერ კარს რომლის მიღმაც იმედი ელოდა, ინფორმაცია რომელიც კიდევ ერთ ახალ გასაღებს მისცემდა . რამდენჯერმე დააკაკუნა, სიჩუმე იყო , უფრო ძლიერდ დაარტყა ხელი ხის კარს და ქალის ხმაც გაიგო
_რომელი ხარ
_მე ევა ვარ... დაგირეკეთ და დღეს დამითქვით შეხვედრა
_დაიგვიანე _ კარი გააღო და ხელით ანიშნა შესულიყო _ ისე მელაპარაკე მეგონა უფრო მეტად გინდოდა
_გაუთვალისწინებელი პრობლემა გამოჩნდა ... დიდ დროს არ წაგართმევთ , გადმომეცით რაც გაქვთ
_ფულის გარეშე ვერ მოგცემ ... ამდენი წელია ვინახავ და დროა გამომადგეს ეს სიკეთე
_თქვენ არ გითქვამთ
_ახლა ხომ გეუბნები... შეხედე აქაურობას . უფასოდ ვერ მოგცემ იმ ყველაფერს რაც მაქვს
_მაშინ უნდა მაჩვენოთ რა გაქვთ ხელთ , რამდენად მნიშვმელოვანი და ინფორმაციულია შევაფასებ შემდეგ კი შევთანხმდებით
_შენ რომ დამირეკე ყველაფერი გადავქექე... კიდევ ვიპოვნე რაღაც, რაც მანამ გამოვიტანე სანამ მოვიდოდნენ და ყველაფერს დაარბევდნენ
_ვინ მოვიდა , პოლიცია ?
_არა , რა პოლიცია ... ვიღაც ხალხი იყო. მე ვერ ვიძინებდი ღამის მორიგეობებში ისეთი პაციენტი მყავდა სულ სჭირდებოდა ყურადღება და დავინახე როგორ შევიდნენ. მე იმიტომ ავიღე მეგონა ფული იდო და ვიფიქრე იმ ცხონებულებს რაღაში დასჭირდებათ_თქო
_ვინ იყვნენ ის კაცები თუ იცი
_მაგათი მეგობრები იყვნენ... ხშირად დადიოდნენ კლინიკაში. იქ შავი საქმეების დატრიალება უნდოდათ, მაგრამ ერისთავები ისეთი წესიერი ხალხი იყვნენ უფლებას არ აძლევდნენ
_გვარები ან სახელები არ იცი?
_საჯაია და ნიკოლაძე ეს ორი ვიცი ... ყველაფერი გადაქექეს , გადაყარეს , გადმოყარეს და მერე წავიდნენ
_რატომ გგონია, რომ ცუდ საქმეს აკეთებდნენ იქნებ და რას ეძებდნენ
_მეგობრების დანატოვარ ოთახს და მოგონებებს ვინ ექცევა ასე, იმათ ერთად ჩაყარეს ყველაფერი და ცეცხლი წაუკიდეს... ქოფაკები იყვნენ ნამდვილი .შეიძლება იმათაც დაწვეს სახლიც, მე რა ვიცი
_შენ რა აიღე
_ნაწერებია ... რატომ შევინახე მეც არ ვიცი . გადაგდება დამეზარა. სადღაც შემინახავს და თვალშიც არ მხვდებოდა ამდენ ხანს. ჩანაწერებია ცხონებულის , პაციენტებზე უწერია და პირადი ჩანაწერებიც აქვს . კიდევ რაღაც ხელშეკრულებებია , სურათებიცაა
_ბარათის ნომერი მომეცით თუ გაქვთ და გადმოგირიცხავთ
_არა , ნაღდი ფული მინდა ...
_თან არ მაქვს ამდენი. ტელეფონზე საუბრის დროს უნდა გეთქვათ , რომ უანგაროდ არ ჩადიოდით ამ ყველაფერს
_ფულს რომ მომიტან რამდენიმე თანამშრომლის მისამართს დაგიწერ ისინი დიდხანს მუშაობდნენ ქალბატონ ლიზასთან თუ გინდა მასზე ამბების მოსმენა
_მაჩვენეთ ჯერ რაც გაქვთ დავრწმუნდე , რომ ნამდვილად მისია და ფულს მოგიტანთ ახლავე
_აჰა თუ იცნობ ნაწერს _ ძლივს დადიოდა, ჯოხოს დახმარებით გავიდა ოთახიდან და ყველაფერი გამოიტანა. თან ევასთვის ნაცნობი სკივრიც ჰქონდა , რაც ამტკიცებდა ქალის სიმართლეს
_სახლიდან არ გახვიდეთ, მე ფულს მოვიტან და ყველაფერს წავიღებ
უბნიდან არ გასულა, ფეხით გაიარა მანძილი პირველ ბანკამდე ,რომელიც მანქანიდან შენიშნა და უკან მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდა. არ გაუთვალისწიებია მდევარი ბრბოს რომ გამოეყო და უთვალთვალებდა. ერთი სული ჰქონდა როდის წაიკითხავდა თითოეულ სიტყვას , ლიზასთან სიახლოვეს იგრძნობდა და დეტალებში იპოვნიდა რაღაც ახალს.
-საით, მშვენიერო?- ერთიანად გაიშალნენ, გზა გადაუკეტეს და წრეში მოაქციეს - აქ შენნაირი ქალბატონი რა ქარმა გადმოაგდო? იმ ბებერ ბ.ზთან რა გესაქმება
-თქვენთვის დრო არ მაქვს... გამატარეთ- ერთი თვალის შევლება იყო საკმარისი მათ შესასწავლად, ყველანი ახალგაზრდები იყვნენ
-ჩვენი დრო არ აქვს... მაშინ ყველაფერი მოგვეცი და გაგიშვებთ
-სულ შენ რატომ მელაპარაკები ამათ საუბარი არ იციან თუ ბოსი შენ ხარ...
-დიალოგი გინდა გაგიმართოთ? ლაპარაკი გინდათ ბიჭებო?
-რა გინდათ , ფული?
-ლამაზი საყურე გიკეთია, მწვანე თვლები აქვს ჩემ შეყვარებულს და მოუხდება
-ხელი არ მახლო- ყურისკენ გაწეულ მტევანზე დაარტყა და ვერც კი გაიაზრა როგორ გაართულა ყველაფერი- მე შემიძლია აქედან ისე წავიდე, რომ დღეს გასართობი ფული მოგცეთ, ლუდისთვის და შენი შეყვარებულის კინოში წასაყვანი, მაგრამ თუ არ გამიშვებთ, შემაყოვნებთ, გამაბრაზებთ ... ყველას სათითაოდ დაგიმახსოვრებთ და თქვენზე ავალაპარაკებ ყველას ,ვინ იცის იქნებ ვინმეს ეძებს კიდეც პოლიცია და იპოვნოს
-გვემუქრები ეე?
ის იყო ხელიდან ჩანთა უნდა აერთმიათ კივილი,რომ დაიწყო და სანამ რამეს მოიმოქმედებდა ვიღაცამ დააფრთხო ყველანი. წამში მიმოიფანტნენ და დარჩა მხოლოდ უცნობი ნაცნობი . მისთვის სიტყვაც არ უთქვამს, ბევრი ფიქრის დრო არ ჰქონდა ისევ თავიდან აირბინა კიბე, ამჯერად უფრო სწრაფად და პირდაპირ გააღო კარი. ყველაფერი გულზე მიიკრა, ქალს ფული დაუტოვა და უკან გამობრუნებულს კართან დაუხვდა ნაცნობი სახე ,რომელთანაც პირადად შეხება არასდროს ჰქონია.
-მოაგვარეთ თქვენი საქმე შეგვიძლია წავიდეთ - სულ ეს იყო რაც უთხრა, ისე ესუბრებოდა თითქოს მისი ხელქვეითი იყო. საოცარი მოწიწებითა და რიდით
-თქვენ , გაბრიელი ხომ?
-ჩათვალეთ,რომ უბრალოდ თქვენი მძღოლი ვარ ... მითხარით სად მიგიყვანოთ -კიბეზე მშვიდად მიაბიჯებდა, ხმაურიც კი აღარ გამოდიოდა ბინებიდან,თითქოს ყველამ იცოდა რომ ის იქ იყო. ეზოც ცარიელი დაუხვდა, მხოლოდ მანქანა იდგა - გთხოვთ- კარი გაუღო და დაელოდა
-გმადლობთ, მაგრამ
-იმედი მაქვს ჩემი არ გეშინიათ , მაგრად გამიტყდება ...
-ვერ ვხვდები რატომ დამეხმარეთ
-არ მინდა ჩემმა მეგობარმა არხის წამყვანი ჟურნალისტი ჩემ უბანში დაკარგოს
-ბატონ თორნიკეს იცნობთ -გაახსენდა ფოტოები სადაც ორნი ერთად ჰყავდა ნანახი, სანდრას ინსტაგრამზეც ხშირად ჩანდა როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო მათი ნაცნობობა
-სხვა დროს თუ ჩემ უბანში გადაწყვეტთ გასეირნებას დამიკავშირდით თორემ დიდად სტუმართმოყვარე ხალხი არ ცხოვრობს - სწრაფად ატარებდა, აშკარად არ ანაღვლებდა საგზაო ნიშნები
-იმედი მაქვს მეტჯერ აღარ მოვხვდები თქვენთან- მარტონი იყვნენ, გაბრიელს დაცვა არ ჰყავდა. გზად კი მდევრები აეკიდნენ. აშკარა იყო მათგან თავის დაღწევას ცდილობდა, უბნიდან ვერ გავიდა. ჩიხებით დადიოდა სანამ ერთ-ერთ შენობასთან არ გააჩერა
-ჯერ ჩემთან უნდა გავჩერდეთ , მშვენიერო და შემდეგ წავალთ იქ სადაც შენ გინდა
-მე მომყვებიან ,ხომ? ისინი არ არიან კორუსთან შეკრებილი უსაქმურების ბანდა- გაბრიელს გაჰყვა, უცნაური იყო ,მაგრამ ენდო. მობილური გაეთიშა, ვერავის დაუკავშირდებოდა დასახმარებლად, სხვა გზა არ ჰქონდა.
-მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთან ვერავინ შემოვა და თუ ამდენად გიჟები აღმოჩნდნენ შესაბამისად დავხვდები - მშვიდი იყო და მისი სიმშვიდე მოქმედებდა ევაზეც .
ქალმა აღელვებაც ვერ მოასწრო, გულში ჩაკრული სკივრი და ერისთავებთან სიახლოვე ადარდებდა მხოლოდ. ვაჩე კი გიჟს დაემსგავსა იმ წამიდან რა წამაც დარეკა და აღმოაჩინა,რომ ევა სახლში არ იყო. თვითმფრინავიდან რამდენიმე წუთის ჩასული იყო, დანიშნულების ადგილამდე მისვლაც ვერ მოასწრო არათუ საქმის მოგვარება . დაჭრილ ლომს ჰგავდა, კონტროლი დაკარგა. ყველაფერი დაივიწყა, დატოვა და უკან გამოფრინდა. ახლოს იყო, ერთი საათიც არ სჭირდებოდა, მაგრამ საქმე გააფუჭა მისმა დაგვიანებამ ის კი მანქანისკენ მირბოდა ისე,რომ შენიღბვაზე არც კი ფიქრობდა
_ თუ არ კვდები შენი დრო არ მაქვს ალექსანდრე - მის ზარს ყველაზე ნაკლებად ელოდა, ვერც კი წარმოიდგენდა თუ ინფორმაცია ექნებოდა
_გაბრიელთანაა ის ვისაც ეძებ და შეგიძლია მშვიდად იყო ... ჩემი ბიჭები მივიდნენ, ნიკუშაც აქ არის და ყველაფერი მოგვარებულია
_სად არის
_სადაც გვეტყვის იქ წავიყვანთ
-გზაში ვარ ალექსანდრე, მითხარი სად გყავთ და მოვალ
-გაბრიელთან , კლუბში
_გმადლობ - ეზიზღებოდა მდგომარეობა როდესაც დამოუკიდებლად ვერ აგვარებდა პრობლემას. ახლა კი ქალი დაკარგა, ერთადერთი ვისთან მიჯაჭვულბაც ჰქონდა ვერ დაიცვა და მათ ჰყავდათ შეფარებული.
მანქანა ისე გააჩერა და გადავიდა ირგვლივ შეკრებილი ხალხი არ შეუმჩნევია. არც მტერი ადარდებდა, არც მოყვარე. უცნაური სანახავი იყო ღამის კლუბში ჰალსტუხით , შეხვედრიდან გამოქცეული ქალაქის მერი
_ვაჩე ? ბატონო მერო თქვენ - ევას დანახვისთანავე დამშვიდდა მისი ერთი ნაწილი , მეორე კი ქალზე ბრაზს ჰყავდა დაბრმავებული . გაოგნებული წამოდგა, ხელში ყავით სავსე ფინჯანი ეჭირა და არხეინად ესაუბრებოდა გაბრიელს,რომელსაც მისი გართობა კარგად გამოუვიდა
_მივდივართ ! - სხვა არაფერი უთქვამს და ამ ერთ სიტყვაშიც ჩანდა ყველა მისი გრძნობა
_გმადლობ მასპინძლობისთვის , იმედი მაქვს ჩვენი შემდეგი შეხვედრა მშვიდობიან გარემოში შედგება - კაცს ხელი ჩამოართვა, სკივრი აიღო
_მომავალ შეხვედრამდე ,მშვენიერო _გაბრიელმა გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და ევა ღიმილიანი სახით გააცილა
_რა ვითარებაში იპოვნე , მოიტაცეს?
_ქალაქი კი შენი გგონია, მაგრამ ეს უბანი ჩემია და ყველა საჭირო ინფორმაციას ვფლობ
_დავიმახსოვრებ ამ დღეს და შენ დახმარებას
_მაგრად რომ მკდია დაიმახსოვრებ თუ არა ხომ იცი... შენ გამო მაინც არ გამიკეთებია, იმენნა ეს გოგო მევასება, მისი ხასიათის გამო . ასე რომ ვალში არ ხარ და შეგიძლია მშვიდად განაგრძო ცხოვრება თუ რომელიმე შენმა მტერმა არ გაგასაღა -სავარძელში იყო მიწოლილი, ფეხები მაგიდაზე შემოალაგა და უდარდელი გამომეტყველებით დაუქნია ხელი ვაჩეს -ადიოს, ამიგო
_ასეთს როგორ გიტანს მარიამი
_შენ როგორ ხარ მისი ბიოლოგიური ძმა და მე არაბიოლოგიური
_სასაცილოა ძმობაზე პრეტენზიებს რომ გამოთქვამ
_დროა წახვიდე , ამ ტერიტორიაზე რომ დაგინახავენ იმიჯი შეგელახება შენც და მეც არ მაწყობს გალსტუკიანი პეპელა ჩემ კლუბში. მთავრობის ბ.ზობა არ შემტენონ
_აქაურობისთვისაც გამოვნახავ დროს
_დაგელოდებით ბატონო მერო , ზუსტად ვიცით, გვჯერა თქვენს ამომრჩევლებს რომ ოდესმე აუცილებლად ააყვავებთ ამ უბანს - ცინიზმს არ იშურებდა , ვერ წარმოედგინა რა ხდებოდა ვაჩეს გონებაში.
კაბინეტის კარი არც დაუხურავს ისე გამოვიდა, დერეფანი გაიარა და კიბესთან შეჩერდა. ზემოდან უყურებდა სკივრით ხელში მდგომს, ხელში ჰქონდა ნივთი რომელიც ვაჩემაც კი ვერ იპოვნა . უყურებდა და ხვდებოდა არცერთ ნივთს გააჩნდა ღირებულება, არაფერი იყო მნიშვნელოვანი ადამიანის გარდა თუნდაც ყველაზე ძვირფასს გახსენებდეს მაინც . წამითაც ვერ ამსუბუქებდა იმ მახრჩობელა ბრაზს ვაჩე,რომ განიცდიდა.
-მე ახლა აქაურობას გავეცლები შენ კი გვერდით არ გამომყვები! თავისუფალი ხარ , შენმა გაქცევამ შედეგი გამოიღო, უკან რომ აგედევნენ ყველანი დაიჭირეს, საფრთხე აღარ გემუქრება. ტყვეობიდანაც თავისუფალი ხარ და მთლიანად ჩემგანაც ! - ხომ ზუსტად იცოდა იქ და ასე რომ არ დათმობდა ,მაგრამ მაინც ყველაფერი თქვა და შეასრულა კიდეც. ისე წავიდა ზედაც არ შეუხედავს, უკანაც არ მოუხედავს და ევაც გაქვავებული იდგა, მის მითითებას ასრულებდა.
................
-ჩვენ მივხედოთ?- ალექსანდრეს დაურეკა და მისგან გაიგო კითხვა
-არა, ნიკოლოზს გადააბარე ყველაფერი
-დარწმუნებული ხარ ,რომ ეს ბიჭი გაუმკლავდება?
-გადაეცი ჩემ დაბრუნებამდე ყველა სუნთქავდეს-თქო. არ დამიკავშირდეს !
-შენ რა მიდიხარ და აპირებ არც ესაუბრო?
-შენგან განსხვავებით მამიკოს ბიჭის ნიღაბს კი არ ვეფარები და შტერის როლს კი არ ვთამაშობ, ქალაქის მერის ფუნქცია მაქვს მხრებზე აკიდებული და ახლა უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებას ვაწარმოებ, ქალაქშიც კი არ ვარ
-კარგით ბატონო მერო, თქვენი ყველა ნიღაბი რახან ერთმანეთზე აღმატებულია საკუთარი გავლენებით და ჩვეულებრივი მოკვდავის სახე ერთხელაც არ მოირგეთ მიიღეთ ყველა უბედურება რაც თავს დაგტრიალებთ!
-ალექსანდრე
-მადლობა საჭირო არ არის ... ნუ გავიწყდება, რომ ერთი ხარ თუნდაც ათასი უძლეველი კაცის ნიღბით . მორჩი ეგოისტობას, მარიამი ვერ გადაიტანს შენს დაკარგვას და კიდევ, ევა საავადმყოფოსკენ დაადგა გზას
-რამდენიმე საათში დავბრუნდები, ყველაფერს დავალაგებ და გესტუმრებით
-ბათუ სულ გელოდება , აუხსნელად ძლიერ უყვარხარ
წავიდა.
ქალაქის მერის მიზანს მიაღწია, ჟურნალისტებთან ისაუბრა. კითხვებს დაუგეგმავად უპასუხა, მშვიდი , უდარდელი კაცის როლი შეასრულა . ფოტოები ინსტაგრამის გვერდზე აიტვირთა, კიდევ ერთი საქმე შეემატა იდეალური მერის დოსიეს.
...........................
ყველგან მისი ხალხი იყო , ჩიტიც ვერ გადაიფრენდა დაუკითხავად ევასთვის კი ყველა კარი იღებოდა. ეს დეტალიც იმ რამდენიმე წამში გაიაზრა ყველა ბიჭი დანახვისთანავე გზას რომ უთმობდა. იქ იყო, საავადმყოფოში ელოდა და გამოჩნდა კიდეც. ისევ იგნორი მიიღო , თითქოს ვერ ამჩნევდა, უჩინარი იყო ანდაც სრულიად უცნობი
_როგორ არიან , ლილიანა
_სამწუხაროდ საბას მდგომარეობა კრიტიკულია... დანარჩენების სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება. ვწუხვარ პროგნოზის გაკეთება გვიჭირს
_არ უნდა მოკვდეს !
_ღმერთები არ ვართ ვაჩე ... ჩვენ
_ყველგან წავიყვან , ყველაფერს გავაკეთებ
_ვიცი. ყველაფერს ვაკეთებთ
_ის ბავშვი ... ამ ბავშვს რამე რომ მოუვიდეს ჯოჯოხეთს დავატრიალებ _ სახეზე ხელები ჩამოისვა, მერე კეფაზე მიიბჯინა და ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ქალი, რომ მოუახლოვდა ნაბიჯი უკან გადადგა
_დამშვიდდი , გთხოვ ...
_საქმეს მიხედე და ზღვარს ნუ გადადიხარ ! _ შეხების უფლებაც კი არ მისცა ისე აქცია ზურგი და ერთ_ერთ პალატაში შევიდა.
გრძნობდა როგორ უჭირდა , მაგრამ ამდენად დიდი კავშირი თუ ექნებოდა ამ ბიჭებთან ამას ვერც კი წარმოიდგენდა. ფანჯრიდან უყურებდა როგორ მამასავით ეხვეოდა ყველას, როგორი უშუალო და ნამდვილი იყო. არც კი უცდია ემოციების დაფარვა , ბიჭებიც ასევე ღიად ხვდებოდნენ. არავის დაუწუწუნია
_ჩვენ კარგად ვართ ... ერთმანეთს მივხედავთ , არ იდარდოთ
_აქედან პირდაპირ დასასვენებლად გაგიშვებთ და ადგილი აარჩიეთ , ყველამ ერთად
_ისინი სად არიან
_დაიჭირეს უკვე
_აქედან მინდა გამოსვლა ...
_ მათ მე ვაგებინებ პასუხს ! ყველაფერს დავასრულებ, დღესვე
_ფრთხილად იყავით ... ის ბავშვებსაც არ ინდობს
_ყველაფერზე ფიქრს შეეშვით , დაისვენეთ , გართობაზე იფიქრეთ და დაგეგმეთ მომავალი ერთი თვე
_მთელი თვე დასვენება ბევრია ბოს, ღვიძლს დაიშლიან ესენი
_გააკეთეთ რაც გითხარით , მორჩა ! _ ყველას მოავლო მზერა და ოთახიდან გამოვიდა.
ნიკოლოზი იმ წამს დაბრუნდა. თვალები სულ სისხლისფერი ჰქონდა, თავდახრილი იდგა , შეცდომებდაშვებული ელოდა ვაჩესგან რისხვას ის კი არაფერს ამბობდა.
_არაფერი თქვა _ ლოდინის შემდეგ წამში დაფარა მანძილი და მთელი ძალით მოეხვია . გულზე აკოცა, შუბლით მიეყრდნო და მერე სახეზე მოეფერა _ ყველაფერი გაივლის !
რეანიმაციაში საბა ებრძოდა სიკვდილს, იბრძოდა და დამარცხდა.
ვაჩე ერისთავის ცხოვრებაში ბევრი სიკვდილი იყო , მაგრამ მასთან შეჩვევა არასდროს გამოუვიდოდა.
ევა უმოქმედო გახდა, მხოლოდ უყურებდა სულისშემძვრელ კადრებს. უძლურებას, რომელიც ყველას აერთიანებდა, ამ უშიშარ ,მებრძოლი სულის ბიჭებს სული რომ ეწვოდათ, ჭრილობებზე მეტად მეგობრის დაკარგვა სტკიოდათ. ხედავდა ცრემლებს, ჩამქრალ თვალებს და ვაჩეს, რომელმაც სრულად იცვალა ფერი. ესმოდა მისი გმინვა საბას ცხედართან მდგომმა ,რომ ამოუშვა, ხედავდა როგორ დაიხარა, თავზე გადაუსვა ხელი, შუბლზე აკოცა ,ჩუმად უთხრა ორი წიტყვა და შემდეგ იქაურობა ისე დატოვა ზედაც არ შეუხედავს ვინმესთვის.
....................
ეზოში იდგა გასროლის ხმა რომ გაიგო და შეშინებული გაიქცა ტყის მხარეს მდგომი შენობისკენ. ერთდროულად იგრძნო შვება და ტკივილი ვაჩე რომ გამოვიდა , იარაღი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, ხელებზე ცემის კვალი ეტყობოდა პერანგზე კი სისხლის წვეთები ჰქონდა . მისმა მზერამ შეაშინა , მაგრამ მაინც მოახერხა ახლოს მისვლა
_შეეშვი ჩემ ნაკვალევზე სიარულს ,კუდში დევნას და სახლში წადი !
_მარტოს ვერ დაგტოვებ
_ხმები არ გესმის? ყური დაუგდე როგორ განწირულები ყვირიან ... არავინ დაეხმარებათ სანამ ერთ_ერთის მამა არ მოხოხდება აქამდე . ვუპირებ მანამ ვაწამო სანამ საბას არ დავკრძალავ და მერე ზედ მის საფლავზე ღორივით გამოვჭრა ყელი . არ ვიცი რას გავუკეთებ , წარმოდგენა არ მაქვს ეს ბიჭები რას იზამენ . გინდა აქ იყო ? შეგიძლია ასეთს მიყურო?
_არ მოკლა გთხოვ, ყველაფერი წაართვი, დაუნგრიე მისი ბოროტების ბუდე ,მაგრამ არ მოკლა . საბასთვის, ცოდვით ნუ დაამძიმებ... ტაძარში წავიდეთ, ვილიცოთ და დამშვიდდები , შვებას იგრძნობ
_რომელ ტაძარში , რომელ ღმერთთან ამ ყველაფერს რომ უშვებს? საბა მოკვდა და ის ცოცხალია... შენ იცი იმ ბიჭს რა გეგმები ჰქონდა? იცი როგორი კეთილი იყო? იცი როგორი გული ჰქონდა? ის გული ახლა რომ აღარ ფეთქავს. შეეძლო ყველაფერი გაეხადა და გზად შემხვედრი მათხოვრისთვის დაეტოვებინა . უნდოდა უბრალოდ სახლი ჰქონოდა, ბინა რომ ვაჩუქე ბავშვივით ტოროდა. სულ მუშაობდა, მთელი ცხოვრება არ დაუსვენია, ბედნიერება ვერ იგრძნო,სიმშვიდე ვერ განიცადა და გინდა ვილოცო?
_ვაჩე
-წამოდი,გამომყევი და გაჩვენებ რას საქმიანობს ის კაცი -ხელი ჩაკიდა, სისხლის სუნი ასდიოდა და ევას გულისრევის შეგრძნება გაუჩნდა. მთელი გზა თავს იკავებდა, მაგრამ გაფატრული ადამიანები, რომ დაიანახა ღებინება აუტყდა _ამ ადამიანებს ცოცხალ დონორებად იყენებდა და მერე სასიკვდილოდ იმეტებდა. ჩემი საბა გმირი იყო , გმირულ საქმეს შეეწირა. ომი ესაა, ომში ვართ ყოველ დღე ბოროტებასთან . შეხედე და მითხარი ახლაც არ გინდა სახლში დამელოდო? გინდა გაჩვენო გოგონები რომლებსაც ყიდდა?
_მაშინებ ...
_მე არ ვარ ის კაცი ვის გვერდით დგომაც შეგეძლება და შენ არ ხარ ის ქალი ვინც შეძლებს ჩემთან ყოფნას !
_მხოლოდ მაშინ უნდა ვიყო შენს გვერდით, როდესაც ყველაფერი კარგადაა და მაშინვე გაგეცალო როგორც კი დაჭრილი ცხოველივით ხარ ? შენ ამ ყველაფრით ცდილობ ტკივილისგან მიღებული შოკი გადაიტანო , ემოციებს ანაცვლებ იმიტომ რომ აქამდე არავინ გყავდა გვერდით ვინც მოგცემდა გლოვის საშუალებას. ვისთანაც მიხვიდოდი, მოეხვეოდი და უბრალოდ იტირებდი
_სიკვდილს სიკვდილით ვპასუხობ. შენ ვერ გააღვიძებ ჩემში ადამიანს , რომელსაც დანდობა შეუძლია . ისინი არავის ინდობენ და არ გაჩერდებიან ცოცხალს თუ დავტოვებ კიდევ ერთ უდანაშაულოს შეიწირავენ. საქმე ჩემ დამშვიდებაში არ არის, მათ დასჯაშია!
_შენი გული როდემდე გაუძლებს ამ ტკივილს ... ასე ცხოვრებას აპირებ სიცოცხლის ბოლომდე?
_წადი გთხოვ , შენს მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნდი მანამ სანამ არ მოვალ _ხელი ასწია მოსაფერებლად, მაგრამ სისხლიანი ჰქონდა და მხოლოდ კოცნით შემოიფარგლა _ მაპატიე , რომ ვერ დავტოვე დისტანცია ჩვენს შორის _ჩუმად უთხრა და წავიდა.

სახლში ვერ დაბრუნდა, ვერ განაგრძო მშვიდად წიგნის წერა მაშინ ,როდესაც იცოდა კლინიკაში რაც ხდებოდა.
აღმოჩნდა, რომ საბას ოჯახი ვაჩე იყო თავისი გარემოცვით. ხედავდა ბიჭებს, საავადმყოფოს ხალათები რომ გაეხადათ და შავები ჩაეცვათ. ფიზიკური ტკივილი დაევიწყებინათ და სხეულზე მოუშუშებელი ჭრილობებით სულის იარას გლოვობდნენ.
მათ გვერდით იდგა , სანამ ვაჩე არ გამოჩნდა. ყველანი წამოიშალნენ და წამებში გაქრნენ
_შურისძიებით სულის დამშვიდებას ასწავლი ამ ბავშვებს?
_ჯოჯოხეთზე არ მესაუბრო ! ისინი არასდროს ავნებენ მართალს , კეთილს და სუსტს _საბასკენ დაიხარა და ხელი თავზე გადაუსვა _ მათ იციან რასაც აკეთებენ , იციან და მზად არიან თავი გაწირონ . შენ კი წადი, ბავშვები გელოდებიან თავშესაფარში
_რომელი ბავშვები
_საბამ ვის გამოც გასწირა თავი ისინი ... მათ ცხოვრებას მე ვუზრუნველყოფ
_წავალ , ახლავე მივხედავ
_დაისვენე , რამდენი დღეა აქ ხარ
_შენ რამდენი დღეა არ გიძინია
_მე კიდევ დიდხანს ვერ დავიძინებ
_მალე დამიბრუნდი _თავად მოეხვია, ხელები წელზე შეუცურა, თავი მკერდზე მიადო და რამდენიმე წამს უსმენდა მის გულისცდმას.

იქამდე თუ გეგმაში ჰქონდა ვაჩეს მიერ დატყვევებული ხალხის გათავისუფლება ბავშვები რომ ნახა მასშიც გაქრა სამართლის სტანდარტული გზა. ციხის კედლები ეცოტავა და პირველად შეეგუა დადაშაულზე დანაშაულით პასუხს. ეს იყო კიდევ ერთი კედლის ნგრევა , გაუაზრებელი მეტამორფოზა სიბნელის მხარეს .
მთელი ღამე თავშესაფარში გაატარა, უსმენდა პატარების ამბებს და გონებაში იწერდა მუქი ასპებით. აუცილებლად დაწერდა წიგნს, მათ ამბავს მოყვებოდა და თავისთვის უცნობ ადამიანთა ბოროტებაზე ასე იტყოდა სათქმელს. ვარდისფერი სათვალე საბოლოოდ მოშორდა იმ ღამეს და გადაწყვეტილი ჰქონდა ყველასთვის გაეზიარებინა ეს დაფარული სამყარო . ბედნიერი ცხოვრების მიღმა არსებული უბედურება, რომელზეც ყველა თვალს ხუჭავს.
ერთ_ერთი გოგონას გვერდით იწვა , რომელიც კოშმარმა გააღვიძა და მთელი საათის განმავლობაში ეფერებოდა. მის ძილს დარაჯობდა და სხვებსაც ადევნებდა თვალს. იქ მიხვდა, რომ ძილის დროსაც შეიძლება ტკივილის დანახვა, მათი წოლის მანერა, სუნთქვა, მიმიკები ყველაფერი შიშს გამოხატავდა, გადატანილ უბედურებას და მათი ასაკისთვის შეუსაბამო ტვირთს.
როდის ჩაეძინა ვერ მიხვდა, დაღლილობამ იმოქმედა და დილით მხოლოდ ბავშვების ჟრიამულმა გააღვიძა. ჰოლში გასულმა წრე დაინახა, გოგონები იდგნენ და კისკისებდნენ . ახლოს მისვლისას დაინახა ვაჩე ერისთავის სულ სხვა სახე, ღიმილი ბავშვების გასართობად და მზერაში წარუშლელად დარჩენილი სევდა.
ყველაფერი მატერიალური მისცა ბავშვებს რომლთაც არაფერი გააჩნდათ. მათთან ერთად ისაუზმა, თავად ერთი ლუკმაც არ უჭამია ბავშვებს კი საკუთარი ხელით აწვდიდა კერძებს. ერთ_ერთს ხელიდან დაუვარდა თეფში და შეშინებული უკან რომ გახტა იმ დროს აემღვრა თვალები კაცს.
_ნუ გეშინია _ სახეზე აფარებულ პატარა ხელებხე ფრთხილად შეეხო, დანარჩენებიც დამფრთხალები უყურებდნენ _ არავინ არასდროს გცემს, გეფიცები
_მართლა ?
_დღეიდან მხოლოდ იმას გააკეთებთ რაც გინდათ და ყველაფერი გექნებათ . ერთად იქნებით, ერთმანეთი გეყოლებათ და ყველას მე გეყოლებით _ მის გულისცემას შორიდანაც გრძნობდა გოგონა თავისი პატარა ხელებით რომ შემოეხვია .
ევაოსთან მისასვლელი მანძილი მანამ არ გადაულახავს სანამ ერთად არ დატოვეს შენობა. ხელი ჩაკიდა, თითებზე ნაზად მოეფერა და მანქანაში მასთან ერთად დაიკავა ადგილი
_მთლიანად ვშთანთქე შენი მშვიდი ცხოვრება და ლოდებით დამძიმებული მომყვები გვერდით
_ესაა რეალობა ? ასეთია ცხოვრება ჩვენს ირგვლივ ? ამდენად ბოროტია ადამიანი ?
_შენ წარმოდგენა არ გაქვს ადამიანი როგორი დაუნდობელია
_და შენ როგორ ხარ ასეთი
_ჩვენთვის ცალკე ვაშენებ სახლს...არ მინდა კიდევ მნახო ისეთი როგორიც იქ . ჩვენ სახლში მხოლოდ ჩემი და შენი ამბები უნდა მოხდეს , ყველაფერ სხვას დავუკეტავ კარს.
_მე იმ ვაჩეზე ვამბობ უმცროსი მეგობარი რომ დაკარგა, პატარა ბავშვებს რომ ეთამაშებოდა და მათი ცხოვრების გაფერადებისთვის ყველაფერს იღონებს
_საშინელებები ჩავიდინე , ევა_ჩუმად თქვა, არ ნანობდა, მაგრამ საკუთარი ტვირთი ამძიმებდა
..............................
_სად მიდიხარ... _ მანქანა მოულოდნელად რომ გააჩერა და კარი გააღო ევაო დაიძაბა
_ მოვალ... _ სათავსოდან პატარა კონვერტი აიღო და სწრაფად გადაჭრა გზა. ევაომ დაინახა როგორ მიუახლოვდა ვაჩე უცნობ გოგონას და ხელში გადასცა კონვერტი. რაღაც უთხრა, სულ ორი სიტყვა და უკან გამობრუნდა
_ვინ არის
_საბას უყვარდა...
_რა გადაეცი
_მისი აქსესუარები რომელსაც სულ ატარებდა და ეჭვი მაქვს ამ გოგოსგან ჰქონდა .
_მასაც უყვარდა საბა?
_არ ვიცი , თუ გაცნობა მოასწრო შეუყვარდებოდა
_შენი გლოვა ეს არის?
_რა
_იმ დღეს მასთან ერთად კვდები , მეორე დღეს ანგარიშს ასწორებ და მესამე დღეს უთვალავ სიკეთეს აკეთებ
_ამ ღამით დავლევ, მოვწევ, ყველაფერს წარსულში გამოვკეტავ და ხვალ დილიდან გავაგრძელებ ყოველდღიურობასთან ომს
_სულ ომში რჩები?
_ამიტომ უნდა შეინარჩუნო დისტანცია და არ გაერიო ჩემ საქმეებში
_არ მეყოფა ენერგია რომ შენი ტკივილი ვშთანთქო?
_თავს ნუ შემწირავ, მე საკუთარ თავს ყოველთვის ვშველი , მაგრამ შენ რომ ჩაქრე მოვკვდები
_შენ დაიწვები და ფერფლიდან აღსდგები მე კი რომ ჩავქრე ვერ გადაიტან?
_გთხოვ , სანამ ვინმეს სისხლში შენც გაისვრი ხელებს გთხოვ დარჩი მწერალი და ჟურნალისტი . ფონდსაც სხვას გადავაბარებ, სტრესს უნდა მოშორდე
_წინააღმდეგი ვარ
_არ გინდა უბედურებასთან შეჩვევა, ბოროტებისთვის თვალის დევნება თორემ რომ შეეგუები და ჩვეულებრივ სანახაობად იქცევა მერე დაკარგავ შენს თავს
-არ ვარ თანახმა, მე შენთან ვრჩები
-მეუბნება ქალი რომელიც გავაფრთხილე სახლიდან არ გახვიდე-თქო და ორმაგი საფრთხე შეუქმნა საკუთარ თავს ... გაგიშვი და არ წახვედი. რა გინდა ევანგელინა
-პირველ რიგში მე ევანგელინა არ მქვია, ევა ვარ და რაც შეეხება წასვლას მანამ არ წავალ სანამ ვიცი,რომ გიყვარვარ და მიყვარხარ . ყველაფერი ძალიან მარტივია, შენ კი ართულებ
-რა უნდა გიყო
-სახლში წავიდეთ და ერთმანეთი შემოვირიგოთ- კაცის ტუჩებთან ჩურჩულით თქვა და კოცნის ინიციატორი გახდა.
ვაჩე ერისთავში არსებული ყველა კაცი უძლური იყო ევას წინაშე და ეს ამბავი უკვე იცოდა ქალმა.
..............................
_ძალიან გეტკინა? _ ლოყით ბეჭზე ეყრდნობოდა და თითებით მიუყვებოდა ტატუთი დაფარულ ნაიარევს
_ პატარა ვიყავი და არ მახსოვს
_ გამოდის არ იცი რა დაგემართა?
ალბათ ცხელი წყალი გადამესხა _თვალებს არ ახელდა, ევას სახე რომ დაენახა ვინ იცის იქნებ ტკივილი ვეღარ დაეფარადა პატარა ბავშვივით ატირებულიყო მახსოვა როგორ მეძახდნენ შრამიანს ბავშვები ... მადლობა ჩემ ცხოვრებას, იმდენი პრობლემა მქონდა კომპლექსი არ გამჩენია. ფიზიკურ სიმახინჯეზე ფიქრის დრო არ მქონდა
_ბავშვთა სახლში ცუდად გექცეოდნენ?
_იქ დიდხანს არ ვყოფილვარ ...
_გიშვილეს?
_არა, მუშა სჭირდებოდათ და მე ამარჩიეს ისე როგორც ცხენს არჩევენ ხოლმე
_ბავშვს გამუშავებდნენ?
_დიდხანს არა. მალევე დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება . მათი მადლიერი ვარ ბევრი რამ ვისწავლე იმ დროში . უბრალოდ მშობლებად ვერ აღვიქვამდი და მათთვისაც არ ვიყავი შვილი
_არის ვინმე ვინც ბავაშვობის მოგონებები ჯოჯოხეთად გიქცია?
_მეხსიერება მაქვს იქედან საიდანაც ვქმნი საკუთარ ცხოვრებას მე კი არავისთვის მიმიცია უფლება კვალი დაეტოვებინა
_გახსოვს როგორ დაიწვი , ხომ? _დუმილის შემდეგ უთხრა და რამდენჯერმე ნაზად შეახო ტუჩები _ყველაფერი გახსოვა და არ მიყვები
_საჭირო არ არის იმის გახსენება რაც წარსულში დავტოვე,გავიარე და აღარასდროს დაბრუნდება
_მიყვარხარ
_ნუ ტირი , გთხოვ
_მხოლოდ ის მითხარი რომ არავინ გაწამებდა
_დამშვიდდი, ძალადობის მსხვერპლი არასდროს ვყოფილვარ. მარტო რომ დავრჩი უკვე შემეძლო თავდაცვა _ სახე შეუმშრალა და მერე ნაზი კოცნებით დაამშვიდა
................
.....................
_ცხელი ხარ-გამთენიისას გააღვიძა სიმხურვალის შეგრძნებამ. სანათ ჩართო და ვაჩეს შუბლზე შეახო ხელი-ვაჩე
_ცივი როდის ვარ?
_ვაჩე სიცხე გაქვს ? _ პატარა ბავშვივით იწვა, ემბრიონის ფორმაში
_დავიძინებ რა გთხოვ... ხვალ უამრავი საქმე მაქვს _ ხელი წელზე შემოხვია და კიდევ უფრო მეტად შეუზღუდა მოძრაობის საშუალება
_სულ არ ზრუნავ საკუთარ თავზე _ საწოლიდან წამოდგა თერმომეტრი ძლივს იპოვნა და ვაჩე ისევ ნახევრად მძინარე იყო
_არ მინდა წამლები , ვერ ვიტან
_ბავშვივით ნუ იქცევი თვალებს ძლივს ახელ, 38.7 გაქვს გადაიწვები
_გამხადე და გავგრილდები
_ტილოს მოვიტან და შუბლზე მაინც დაგადებ _ნერვიულობდა ვაჩე კი ძილს განაგრძობდა. დილამდე არ დაუძინია, სანამ ტემპერატურა არ დარეგულირდა მანამ თავს ევლებოდა- არსად გაგიშვებ იცოდე, მეც დავრჩები გამოჯანმრთელდები და მერე წახვალ - ელაპარაკებოდა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. უბრალოდ ეხვეოდა, ხელს არ უშვებდა თორემ არაფერი ესმოდა, სულ სხვაგან იყო მისი გონება.
ისე ჩაეძინა გონებამ ვერ გაიაზრა, თვალები რომ გაახილა საწოლში მარტო იყო ვაჩე კი ამ დროს ქალაქის, რომელიღაც ნაწილში იმყოფებოდა ახალი სკოლის გახსნაზე და პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ კადრებს.
„კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულო. წარმატებულ დღეს გისურვებ“ ვაჩეს წერილს კითხულობდა და ტელევიზორის ეკრანს უყურებდა მის ბალიშთან ჩახუტებული ძმამ ,რომ დაურეკა
_გისმენ ლუკა
_საქმე მაქვს სად ხარ?
_ვერ შეგხვდები მითხარი რა ხდება
_სულ დაგვიკიდე ამ ბოლო დროს
_საქმეები მაქვს
_საქმე რადგან გაქვს ე.ი ხელფასიც გაქვს და ფულს შენ რაში დახარჯავ ისეთი უინტერესო ცხოვრება გაქვს ამიტომ მოგწერ ანგარიშის ნომერს და გადმომირიცხე
_მამას ფული აღარ გყოფნის? რა მოხდა ახალ მანქაანას ყიდულობ?
_არა ... მჭირდება
_რამდენი გჭირდება
_50 000
_ნუ მაცინებ , მე საიდან მაქვს ამდენი ფული
_ფონდის ფული ხომ გაქვს გადმომირიცხე და დაგიბრუნებ . საქმე მაქვს წამოწყებული მჭირდება
_შეიშალე მგონი
_რა იყო გენანება? ვიღაცებს თხოვე და შემიგროვე რა გახდა რა ბევრი ეგაა
_ცოტაა?
_ბევრიც არაა შენნაირი ქალისთვის... ვიღაც კაცი ხომ გყავს იმედია მდიდარი ტიპია და ვიღაც მათხოვარს არ აეკიდე
_საიდან მოიტანე
_სახლში არასდროს ხარ და უჩვეულოდ გაბრწყინებული სახით დადიხარ, რომ გასიამივნებს ფაქტია და ფულის აქვს
_შენთვის არა ! თავად იშოვე და თუ ვერ მოახერხებ სხვა საქმე სცადე
გაფუჭებულ განწყობას ისიც დაემატა,რომ ვაჩე მომდევნო რამდენიმე დღე არ გამოჩენილა არ იცოდა რა გეგმები ჰქონდა, მაგრამ აშკარად დაკავებული იყო .
ევა კი ვერ იტანდა როდესაც ისე ელოდა მის ახალ ვიდეოს ან ტელევიზორში გამოჩენას როგორც ადრე . ენატრებოდა , ყოველდღიურობის ნაწილად გადაქცეულს დიდი ხნით ვერ შორდებოდა ის კი აშკარად უმკლავდებოდა ევას გარეშე ცხოვრებას.
_ სად ხარ ?
_ სახლში ვარ სად უნდა ვიყო ამ დროს, თქვენთან განსხვავებით როდესაც მუშაობას ვასრულებ ნორმალური ადამიანივით ბინაში მოვდივარ. კონკრეტული ლოკაცია თუ გაინტერესებთ საწოლში ვარ
_ნიკუშა გელოდება... მანქანაში ჩაჯდები და პოლიციის განყოფილებაში წახვალ. ყველაფერი მოგვარებულია უბრალოდ ხელს მოაწერ და იტყვი რომ გირაოს შენ იხდი . ნიკუშა გაგიყვანთ სახლში და ბიჭები იქნებიან გარეთ რომ სადმე არ გამოვიდეს და ისევ არ დაიჭირონ . დანარჩენს მე მოვაგვარებ. როგორც არ უნდა შეგაშინოს არ მოუსმინო, მე მოვაგვარებ
_ვერ ვხვდები რა ხდება ...ვინ არის ციხეში
_მამაშენს არ უთქვამს?
_ვაჩე რა ხდება
_შენებს ესაუბრე და მერე ნიკუშას გაყევი
_შენ მითხარი
_ლუკა დაიჭირეს
_რატომ
_მკვლელობის ბრალდებით ... ჩემი ადვოკატი მუშაობს უკვე . აუცილებელ მოგერიებად გადააკვალიფიცირებს
_ლუკამ ვიღაც მოკლა?
_ევა
_ლუკამ ვიღაც მოკლა და შენ უბრალოდ საქმეს აგვარებ? რა მოხდა იცი?
_რა მნიშვნელობა აქვს ... მთავარია რომ შემიძლია გამოვიყვანო
_მნიშვნელობა არ აქვს? შენ ხომ უდანაშაულოს მხარეს ხარ ... ის უდანაშაულოა ?
_ის შენი ძმა არის
_თავს იცავდა ? სიმართლე მითხარი
_მე იქ არ ვყოფილვარ ,რაც საკუთარი თვალით არ მინახავს ,რაც არ მომისმენია, საქმის ვითარებაში გარკვეული არ ვარ ...ქვეყანაში რომ დავბრუნდები გავარკვევ თუ დაგაინტერესებს ახლა უბრალოდ გამოვიყვანოთ
_ესროლა ?
_ევა
_დანა დაარტყა? დაახრჩო? ხელი ჰკრა ? _ტიროდა, ისეთ კითხვებს სვამდა რასაც აზრი არ ჰქონდა უბრალოდ ვერ ჩერდებოდა
_ჯერ კიდევ ბავშვია ... გამოიყვანე და მერე რამეს მოვახერხებთ .
_არ გამოვიყვან და შენც არაფერს გააკეთებ. თუ მართალია გამოუშვებენ თუ არა და სასჯელს მოიხდის
_ევა , შენ არ გესმის იქ რა ელოდება
_შენ უფლებას არ მისცემ მამაჩემს რომ ის ციხიდან გამოიყვანოს. უნდა დაისაჯოს იმისთვის რომ ადამიანი მოკლა!
_ უნდა შეხვდე ... მოუსმინო და მერე გადაწყვიტო
_მისი ბედი ჩემი გადასაწყვეტი რატომ გახდა...
_არასწორი ადამიანების გარემოცვაში მოხვდა . არავინ ჰყავდა ვინც გონებას გაუნათებდა და სულის დაბნელების საშუალებას არ მისცემდა. გვიანი არ არის, იქნებ შეძლო მისი სწორ გზაზე დაბრუნება
_შენ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება და შეხედულებები ჩემ გამო?
_მე სხვა ვარ
_შენ ჩემ გამო იცავ მას და ვერ მარწმუნებ მკვლელი გამოვიყვანო ციხიდან
_მკვლელს ესაუბრები ამ წამს... ის ნამდვილად ვერ გადაფარავს ჩემ დანაშაულებს ერთი გასროლილი ტყვიით
_ვიღაცის სიცოცხლის დასრულება როგორ შეიძლება ... როგორ უნდა გაბედო და სასხლეტს თითი გამოჰკრა
_ეგ მას ჰკითხე და ნახე რას გეტყვის
_რა უნდა თქვას ... რა მნიშვნელობა აქვს რას მეტყვის
_უნდა გეცოდებოდეს, ახლა ყველაზე მეტად უნდა გებრალებოდეს . ჩათვალე რომ წამებით კვდება და მისი სული ჯოჯოხეთშია უკვე . არავინ იცის როგორ გზას გამოძებნის თავის დასაცავად
_შენ რა გააკეთე
_მე სანამ ყველა არ მოვკალი მანამ არაფერი გამიკეთებია, ჩემი ტვინი მხოლოდ გეგმაზე ფიქრობდა. არაფერს ვჭამდი და ვსვამდი მხოლოდ წყალს. არ მეძინა , მერე კი დიდხანს ვხედავდი ყველას სახეს , თვალებს და მესმოდა ხმა ...
-როდის დაბრუნდები
-ტირილს თუ არ შეწყვეტ ახლავე წამოვალ
-ისე გააკეთე,რომ არ გამოვიდეს სანამ თავად არ დაამტკიცებს სიმართლეს!
-ევა , სიმართლეს ყოველთვის აგვიანდება და თითქმის არასდროს სრულდება სამართალი დროულად
-ჩემი გადაწყვეტილება ასეთია ვაჩე, აზრს არ შევიცვლი!
-საკუთარ თავს არ აპატიებ ამ პრინციპულობას ... ზოგჯერ უბრალოდ უნდა დაივიწყო შენი წესები
-დაუსჯელობით გატუტუცებული მივიდა აქამდე , ყოველთვის ყველაფერი ისე გააკეთა რომ პასუხი არ აგო . ახლა მოიქცეს კაცივით და მიხედოს საკუთარ თავს !
-მომენატრე - სულ ერთი სიტყვა იყო , ხმადაბლა ნათქვამი ხმაურის გამომწვევი
-დამიბრუნდი
-ამ ღამეს გაუძელი, ხვალ შენთან ვიქნები
-მპირდები?
-ვერ
-არაფერი დაგიშავდეს, ისე იზრუნე საკუთარ თავზე თითქოს შენ კი არა მე ვარ!
მოსვენება დაკარგა. აზრს არ შეიცვლიდა ,მაგრამ მაინც უმცროს ძმაზე ნერვიულობას ვერ წყვეტდდა და ვაჩეზე ფიქრებიც აეკვიატა. ქვეყნის გარეთ ვინ იცის რა საქმის გამო იყო და რა საფრთხე ემუქრებოდა. ტირილით გული რომ ვერ იჯერა მერე სარკის წინ დადგა, საკუთარ თავს მზერა გაუსწორა, ცრემლები შეიმშრალა და გამოსავლის ძიება დაიწყო.
-გისმენთ ქალბატონო ევა
-ჩემთან ხარ ისევ ნიკოლოზ?
-დიახ
-ამოდი, გელოდები!
ხუთ წუთში კარი გაიღო და ნიკოლოზი გამოჩნდა. დაბნეული შევიდა და დივანზე ჩამოჯდა
-მომიყევი
-რა მოგიყვეთ
-რა ჩაიდინა ჩემმა ძმამ
-ამას თავად გიამბობთ თუ გამომყვებით, ადვოკატი
-შენ არ იცი რა მოხდა?
-ჩემი საქმე ჭორაობა არ არის , არც პროკურორი ან ადვოკატი ვარ,რომ მოვყვე
-როგორი ხარ, ტყუილის თქმა არ შეგიძლია
-შემიძლია, უბრალოდ არ გეუბნებით
-უნდა გამოვიყვანო თუ უნდა დავტოვო
-თქვენი ძმა არის, ამდენს რატომ ფიქრობთ
-გამოვიყვანო თუ არა
-მე უნდა გითხრათ?
-როგორ გგონია სწორად მოიქცა?
-მე არაფერი ვიცი
-ნიკოლოზ, თამთას გაგაცნობ
-თამთა ვინ არის- არ დაიბნა , მაგრამ მზერა მაშინვე შეეცვალა - არ ვიცი რაზე საუბრობთ, მოლაპარაკებას ასე ვერ წარმართავთ...თქვენ რა ქალს მტავაზობთ ინფორმაციის სანაცვლოდ? რა უგულო ვინმე ხართ, თქვენ ძმასაც კი არ ინდობთ
-ყველაფერი იცი და ერთი გოგოს ამბის გაგება გაგიჭირდა?
-არაფერი გამჭირვებია, ყველაფერი შესანიშნავად ვიცი და
-მაგრამ ვერ გაიცანი, გეშინია საკუთარი თავის და იმის,რომ არ მოეწონები მე კი შემიძლია გაგაცნო
-მეგობრის პირადი ცხოვრებით მევაჭრებით...ჩემ ხელში აგდებთ ,სირცხვილია ქალბატონო ევა
-მომიყევი, გიბრძანებ!
-თქვენ ბრძანების უფლება არ გაქვთ , მხოლოდ ვაჩეს აქვს სხვას არავის
- მე კი ერთადერთი ვარ ვისაც ვაჩეზე აქვს გავლენა შესაბამისად ჩემი შესაძლებლობები შეუზღუდავია
-ახლა რომ გისმენდეთ ბატონო ვაჩე
-მაბრაზებ ნიკოლოზ
-მისი გაცნობა არ მჭირდება, თქვენი საშუალებით არ...თქვენ ძმას რაც შეეხება ფული ვერ იშოვა, გოგო უნდა გამოესყიდა და მის დასახმარებლად გაეხვა შარში. თავს იცავდა და თავდაცვის დროს შემოაკვდა . ციხეში ყოფნა ვერ დაეხმარება , ის გოგონაც მარტოა არავინ ჰყავს სხვა
-ფული არ წაუგია ? ქალის გამო მოკლა ვიღაც ვინც ამ ქალს ართმევდა?
-არა , გოგოს გამო რომელსაც იცავდა და რომელიც ორსულადაა ,სავარაუდოდ თქვენ ძმის შვილს ელოდება მე კიდევ დამსვით აქ და მალაპარაკებთ. სირცხვილო ,ნიკოლოზ- ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა- მე წავედი, თუ არ მომყვებით და გადაწყვიტეთ ერთადერთ კაცური ქცევის გამო დაისაჯოს თქვენი ძმა
-ვაჩემ იცის?
-არა, დრო არ ჰქონდა მხოლოდ მოკლულის ვინაობა მკითხა და სხვა არაფერი უთქვამს
-ვაჩე თუ არ ჩაერევა გამოვა თუ ვერ
-ვერ, იმათი გავლენა იმოქმედებს და ისე მოატრიალებენ საქმეს თითქოს დაგეგმილი მკვლელობა იყო...
-ჩემი ძმა მამა ხდება?
-ზუსტად არ ვიცი, ვვარაუდობ ... თანაც არ ვიცით ის გოგო როგორ იქნება ,იცოცხლებს თუ ვერ ან საერთოდ გააჩენს თუ არ
-განგებ მეუბნები ამ ყველაფერს ხომ?
-დავურეკო ადვოკატს თუ არ
-დაურეკე , მაგრამ მე არსად წამოვალ .
-ჩვენ გვემსგავსებით, ფარულად მოქმედებთ
-თათას რომ აწყენინო პასუხს გაგებინებ - გასვლამდე უთხრა და ისევ მარტო დარჩა.
სიკვრს არ ეხებოდა, სამუშაო მაგიდაზე იდო და შესაფერის მომენტს ელოდა. არეული ფიქრებით ვერ შეეხებოდა , სხვა პრობლემებში ვერ აურევდა, მხოლოდ მასზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული, ერისთავების ამბავზე და სხვა არაფერზე . რამდენჯერაც მიუახლოვდა, ხელი შეახო და უკან დაიხია.
მეორე დღეს სამუშაო რუტინას მშობლების სახლში ვიზიტიც დაუმატა. თითქოს უბრალო, მონატრებით გამოწვეული სტუმრობა იყო და პირველად გაიგო ლუკს დპტიმრების შესხებ, მოისმინა მის მიერ დამალული ამბის მცირე ნაწილი და რაც მთავარია დანარჩენებთან ერთად გაოცებით შეხვდა ორსულ გოგონას,რომლის მუცლის დანახვისას დედამ გონება დაკარგა მამა კი ჭკუიდან გადავიდა.
-ამათგან წადი, ბოლოს და ბოლოს შექმენი საკუთარი ცხოვრება . ახალი სიცოცხლის შექმნა გამოგივიდა დაუგეგმავად, შენი პიროვნება ააშენე მის გაზრდამდე ისე,რომ შენ შვილსაც არ ჰქონდეს იგივე დამოკიდებულება შენს მიმართ რაც შენ მამას მიმართ გაქვს - ემოციები არ გამოუხატავს , პოზიციაც კი არ დაუფიქსირებია, გოგონას მუცელს უყურებდა და ისე ელაპარაკებოდა ძმას - გაიზარდე, გთხოვ

სახლიდან გავიდა თუ არა მაშინვე ატირდა.
არ იცოდა რატომ ტიროდა სანამ ვაჩესგან შეტყობინება არ მიიღო და მიმართულება არ შეიცვალა.
„დავბრუნდი, გელოდები „-ორი სიტყვა და წუთები,ბედნიერების მოლოდინი , სირბილით გავლილი გზა , საყვარელი სხეული , ჩახუტება და ბრძანება
-გიკრძალავ ჩემგან შორს ყოფნას
-მერამდენედ - გაეღიმა , თავი ააწევინა და მთელი სახე დაუკოცნა
-უშენობა ყველაზე მეტად რატომ მტკივა,როცა უამრავი პრობლემა მაქვს
-შენი ძმა სახლშია
-მისი გოგოც უცნობი სქესის მქონე ნაყოფით მუცელში
-აზრი ამის გამო შეიცვალე?
-არ ვიცი , ბოლო დროს საკუთარ თავს არ ვგავარ, არც ჩემი გადაწყვეტილებები ჰგავს ჩემსას -თვალები დახუჭა , სიამოვნებდა მისი ყველა შეხება და ივიწყებდა ყველაფერ სხვას
-მთავარია მე არ დამემსგავსო
-ჩემთვის იქნება საშიში თუ შენთვის
-მთელი სამყაროსთვის !
.........................
თვეები გავიდა მას შემდეგ რაც გადაცემა დაიწყო ,რეიტინგს არ კარგავდა და მუდამ განხილვის საგანი იყო. ისე განაგრძობდა მუშაობას ახალ ტელევიზიაში პრობლემა ერთხელაც არ შექმნია, კომფორტის ზონიდან არავისა და არაფერს გამოჰყავდა. უფროსი არ ჰყავდა თითქოს, თავად განაგებდა საკუთარ პატარა სამყაროს იმ დიდ არხზე ,რომელშიც ზუსტად იცოდა,რომ ვაჩეს არჩევანის გამო მოხვდა. არ უფიქრია რა კავშირი ჰქონდა მფლობელთან, მაგრამ ვარაუდობდა,რომ მტრები არ იყვნენ თავად კი სრულიად მოულოდნელად ეგო მისი გაცნობის პატივი
_გამარჯობა , ევა თორნიკე კოსტავა გაწუხებთ .რამდენიმე წუთი გაქვთ რომ დამითმოთ? -დილა დაიწყო უფროსის ზარით და ეს უკვე იყო სიახლე
_უკვე ტელევიზიაში ვარ ,თქვენს კაბინეტში ამოვიდე თუ თქვენ არ ბრძანდებით ?
_დიახ, აქ ვარ თუ შეგიძლიათ გელოდებით
_ახლავე _ ლიფტში შევიდა და ამჯერად სულ სხვა ღილაკს მიაჭირა თითი.
ბოლო სართული მთლიანად ჰქონდა დაკავებული თორნიკე კოსტავას მიუხედავად იმისა,რომ იმ შენობაში იშვიათად მიდიოდა,როდესაც გამონახავდა დროს მთელი კვირით შეიძლება დარჩენილიყო და შესაბამისი კომფორტიც ჰქონდა შექმნილი . ძირითადად თავად სტუმრობდა ყველას, მოულოდნელად თავსდამტყდარი ქარიშხალივით. მშვიდი და გაწონასწორებული იყო, არავის ახსოვდა მისგან შეურაცხმყოფებილი სიტყვები , ყვირილი ან ჩხუბი. ისე აგვარებდა ყველაფერს, იშორებდა ზედმეტს და ცვლიდა მას რაც არ მოსწონდა.
ლიფტიდან გასულს ჯერ დიდი სივრცე მოხვდა თვალში, მინებიანი კედლები და მდივანი , რომელიც უკვე ელოდა
_მობრძანდით , ევა ბატონი თორნიკე გელოდებათ
შორიდან იცნობდა თორნიკეს, პირადად პირველად ხვდებოდა და მასზეც მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობდა რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ვერ ხვდებოდა წინ რა სახის საუბარი ელოდა
_მობრძანდით , დაბრძანდით _წამოდგა, ხელი ჩამოართვა , მიესალმა და სავარძლისკენ მიუთითა. ევას არ გამორჩენია სანდრა , რომელიც წიგნით ხელში იჯდა სავარძელში იმ მხარეს საიდანაც ხედიც შესანიშნავი იყო , ყურსასმენები ეკეთა და სავარაუდოდ თავისი კომფორტის ზონაც ჰქონდა შექმნილი მერე კი მისკენ აპარებდა მზერას. თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც გრძნობდა ევა .
_იმედი მაქვს რეიტინგს არ ვკარგავთ
_მეეჭვება თქვენმა გადაცემამ ოდესმე რეიტინგის დეფიციტი განიცადოს ... იცით რა იწვევს ადამიანებში ინტერესს. ყველა პლათფორმაზე ყურებადია ... ყველგან მხვდება ვიდეოები სადაც არ უნდა შევიდე ...ბევრ დროს არ წაგართმევთ თქვენ არჩევანში არ ვერევი , მხოლოდ მინდა ძველი ფორმატიც დაიბრუნოთ
_ახლო მომავალში სწორედ მსგავსი ტიპის გადაცემის ჩაწერას ვაპირებ... დიდი დრო სჭირდება იმ მასალების შეგროვებას რაც სხვა გადაცემებისთვისაა საჭირო. ისეთ ადამიანებს ვუპირისპირდებით ალბათ თქვენც რისკის ქვეშ ხართ და ძალიან გამიკვირდა როგორ დათანხმდით ამ ამბავს . მითუმეტეს უამრავი სხვა საქმეც გაქვთ რასაც მთავრობის წევრებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნან
_დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მითუმეტეს ისინი უნდა ამხილო საქვეყნოდ ვინც მთელი ქვეყნის მართვას აპირებს . ბავშვების მომავალს უქმნის საფრთხეს და მორგებული ნიღბით ატყუებს ყველას... რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ შეხვედრას მინდა ჩვენ შორის დარჩეს
_და თქვენი უმშვენიერესი ქალიშვილი რომ გვისმენს? _სანდრას გაუღიმა და გოგონამ ისე უპასუხა ნათელი იყო მუსიკის ნაცვლას მათ უსმენდა
_სანდრა ჩემი საიდუმლოების მცველია _ გოგონას თვალი ჩაუკრა და მერე საქაღალდე მიაწოდა ევას _ გადაცემის სტუმარი მინდა იყოს მეეჭვება სტუდიაში გეწვიოთ ამიტომ იქნებ იქამდე გააკეთოთ რამდენიმე ჩაწერა სტუმრად, როგორც ადრე ხდებოდა. ვფიქრობ შეძლებთ დაითანხმოთ და მის სახელოსნოში მოხვდეთ
_ჩვენი მიზანი რა არის ... გავხადოთ მხატვარი პოპულარული ?
_თქვენ წაიკითხეთ აქ რაც არის, თქვენს გუნდს დაავალეთ მეტი გამოიძიოს, შეხვდით , მისი ნახატები და ქანდაკებები ნახეთ თავად მიხვდებით, რომ ღირს მიუძღვნათ ერთი გადაცემა და საერთოდ არ იქნება ცუდი დასაწყისშივე გააცნოთ ზოგიერთი ნიჭიერი ადამიანი საზოგადოებას...
_ვხვდები ყველაფერს რასაც ამბობთ და წინააღმდეგი არ ვიქნები რა მიზანიც არ უნდა გქონდეთ იმედი მაქვს მისთვის სასიკეთოდ
_თქვენ მგონი გგონიათ რომ მასთან დაკავშირებით პირადი გეგმები მაქვს და ასე ვცდილობ ქულები დავიწერო. არა, მხოლოდ მინდა იქ იყოს სადაც მისი ადგილია . ჩემგან დახმარებას არ მიიღებს, ამიტომ ისე უნდა მოხდეს ყველაფერი თითქოს მე არაფერ შუაში ვარ.
_და მე რომ მივალ არ იეჭვებს? ხომ იცის ამ ტელევიზიის მფლობელი რომ ხართ
_თქვენ არ ხართ ის ქალი ვინც უფროსისგან დაკვეთას მიიღებს და უნიჭო არტისტს პოპულარულს გახდის
_არ ვიცი როდის, მაგრამ გადაცემას აუცულებლად გავაკეთებ
_სულ ეს არის , გმადლობთ
_ნახვამდის და კიდევ გმადლობთ , რომ ფონდის აქტიური წევრი ხართ მიუხედავად იმისა რომ არასდროს ახდენთ ქველმოქმედების აფიშირებას
_შეიძლება გადაცემის ჩაწერას დავესწრო? მამა _ სანდრა მოულოდნელად წამოდგა და თორნიკესთან მივიდა _გთხოოვ
-მე ,რომ ვერ გამოგყვები?
-თუ მენდობით მე ვიქნები მის გვერდით და უკან დაგიბრუნებთ როგორც კი დავასრულებთ ჩაწერას- მსგავსი ინიციატივები არასდროს ჰქონდა, მაგრამ ეს ბავშვი ინტერესს იწვევდა.
სანდრა თორნიკეს ნაცვლად გაბრიელმა წაიყვანა. ჩაწერის მომენტში გაიხედა გოგონასკენ და მის გვერდით მდგომი ნაცნობი სახის დანახვისას წამით საუბრის უნარიც წაერთვა. ყველაფერი გაახსენდა და მოუნდა კიდეც მასთან საუბარი, მაგრამ კაცს აშკარად არ ჰქონდა ეს გეგმა. თვალი ჩაუკრა, გაუღიმა , გოგონას ხელი ჩაკიდა და მასთან ერთად დატოვა იქაურობა.
....................
_ვის სტალკავ ევა? _ლეპტოპთან მჯდომს მიუახლოვდა და ეკრანზე გამოსახულ გოგოს დააკვირდა
_იცნობ?
_წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის
_მხატვარია... მოქანდაკეც. არ ვიცი რა განათლება აქვს , მაგრამ ახლა საკუთარ ნახატებს პრინტავს ჩანთებზე და მაისურებზე. საკუთარი ბიზნესი აქვს , სკოლაც გააკეთა ქალებისთვის ... ასწავლის როგორ შექმნან უნიკალური და ლამაზი ნივთები სხვადასხვა საშუალებებით. სულ რაღაც 23 წლისაა და დამოუკიდებლად, საკუთარი ნიჭის საშუალებით შეძლო ეპოვნა საქმე რომელიც თან სიამოვნებას მიანიჭებდა და თან შემოსავლიანი იქნებოდა. გამოფენა არ გაუკეთებია და ტილოებზე შესრულებული ნახატები არავის უნახავს
_აბა ესენი საიდან გაქვს _ ფოტოებზე სწორედ ნახატები იყო ვაჩეს მზერას კი არ გამორჩენია _საიდუმლო ინფორმაციებს ვინ გაწვდის მეც გამაცანი
_ამჯერად ვერც კი წარმოიდგენ ვინ მომცა ეს ფოტოები ... ვფიქრობ როგორ მივიდე ამ გოგომდე , ძალიან მაინტერესებს . როგორი ლამაზია, თითქოს პირდაპირ მის სულშია ხელოვნება , არტია თავიდან ბოლომდე
_ლამაზია , ფოტოგრაფიც კარგი ჰყავს აშკარად
_მისი და ...
_ყველანი ხელოვანები არიან? მშობლები ჰყავს ალბათ ისეთი რომ
_არ ჰყავთ, ბავშვთა სახლში გაიზარდნენ და დაც ბიოლოგიური არ არის თუმცა ყველა ასე იცნობთ
_ესეც კიდევ ერთი საიდუმლო ინფორმაცა რომელიც გინდა რომ გადაცემაში ათქმევინო ხომ?
_არ ვიცი ... გადაცემაზე თუ დავითანხმე იმდენი რამ შეიძლება გავაკეთო
_სად იპოვნე ეს გოგო
_მაპოვნინეს
_ვინ არ მეტყვი?
_საიდუმლოა
_კიდევ მაჩვენე ფოტო _ ეკრანს შეხედა და გაეღიმა , ისეთი ფერის თვალები ჰქონდა მხოლოდ ერთ კაცს ხედავდა
_ფოტოები თორნიკემ მოგცა?
_თორნიკე ვინ არის?- გაიკვირვა, მაგრამ იცოდა ვაჩე მიუხვდა
_ყოფილი ქალაქის მერის უმცროსი ვაჟიშვილი, თორნიკე კოსტავა და კიდევ შენი ტელევიზიის მფლობელი , გეცნობა?
_მეცნობა , გამიგია , მაგრაამ
_თორნიკეს რა ინტერესი აქვს ამ გოგოსთან გითხრა?
_შენ მე მითხარი რომ თორნიკე შენი მტრების სიაში არ არის და მის წინააღმდეგ არ გამოიყენებ არც ამ გოგოს და არც ამ ამბავს
_როგორ გეშინია ჩემი შურისძიების _უყურებდა და კითხულობდა მის ემოციებს_დამშვიდდი , მტერი რომ იყოს მის ტელევიზიაში არ დაგტოვებდი ... არც მეგობარია . უბრალოდ კარგი კაცია თორნიკე კოსტავა
-გაბრიელის მეგობარია...
-ნუ გამახსენებ იმ დღეს !
-მე უბრალოდ მინდა ვიცნობდე ვინმეს ვისაც ენდობი
-სარკეში ჩაიხედე
…..............
გრძნობდა იმ ღამით რაღაც მოხდებოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა ამჯერად რა . ვაჩე მშვიდად იყო, რამდენიმეჯერ დარეკა ისიც მდივანთან შეხვედრების განრიგში ცვლილებები გააკეთა . ნიკო და ბიჭები იყვნენ მოსვენებადაკარგულები, რამდენჯერმე გავიდა სახლიდან მასთან უსიტყვო კონტაქტი ჰქონდა და რამდენჯერმე ისე ისაუბრეს თავად ახლოსაც არ იყო და ვერაფერი გაიგო. --ბატონო ვაჩე- ელოდა ამ ხმას , ნიკოს გამოჩენას არ. ტელეფონით ხელში მიუხალოვდათ და ვიდეო აჩვენა - ამ წამს გამომიგზავნეს .
თვალი მოჰკრა მანქანიდან ხელისკვრით გადმოგდებულ ქალის სხეულს. ვერ მიხვდებოდა ვინ იყო რომ არა გრძელი წითელი თმის ელვარება.
-იცი რაც უნდა გააკეთო - რეაქცია არ ჰქონია , მხოლოდ გულისცემა შეეცვალა. ტელეფონი უკან დაუბრუნა ნიკოლოზს და ეკრანისკენ შებრუნდა
-ფილმის ყურებას გააგრძელებ?
-ხომ გითხარი დასრულებამდე არსად წავალ-თქო
-შენ გამოგიგზავნეს შეტყობინება , აქ იქნები და მშვიდად უყურებ მელოდრამას?
-მივხედავ, ყველას შენ არ იდარდო
_ბიჭებს დაურეკე მოვიდნენ და ბინაში წამიყვანონ . მე ჩემ საქმეებს მივხედავ შენ შენს მორიგ პრობლემას მოაგვარებ _რეაქცია აღარ ჰქონდა? გული უსკდებოდა ქალს რომ წარმოიდგენდა და ძალა ეცლებოდა . არც ის იცოდა ვაჩეს გამო იყო ამ მდგომარეობაში თუ პირადი მტრები ჰყავდა. ვინმემ იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ? იმდენად მნიშვნელოვანი იყო რომ მისი საშუალებით გაუსწორდნენ? საფრთხე თავადაც ელოდა? ფრთხილად უნდა ყოფილიყო თუ ჩვეულებრივად გაეგრძელებინა ცხოვრება. ვის შეეძლო ქალი ამ მდგომარეობამდე მიეყვანა .
_ დამელოდე, გეტყვი როდის მექნება დრო და შევძლებ შენთან შეხვედრას _ სახეზე მოეფერა, ნაზად შეეხო ჯერ ლოყაზე მერე კი ტუჩებზე თვალებში უყურებდა , ეფერებოდა და მერე ისევ აკოცა. თითქოს არაფერი აღელვებდა, პრობლემა არ არსებობდა და რიგითი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი , კომპიუტერთან მჯდომს ქალაქის გეგმა განეხილა , ახალი სკვერის პროექტი ანდაც გასართობი პარკის . ევას ზოგჯერ ეჭვიც კი ეპარებოდა საკუთარ თავში, იქნებ მე ვაჭარბებ და ყველაფერი ისე რთულადაც არ არის როგორც მგონიაო.
რადგან გაუშვა ეს იმას ნიშნავდა , რომ წითურის ამბავი ვაჩეს მტრებთან არ იყო კავშირში . სხვა შემთხვევაში ევას თავისთან დაიტოვებდა.

რამდენიმე საათი გაატარა სახლში , საქმეებზე გონების გადართვა არ გამოუვიდა . ყველაფერი მოაგვარა და ბოლოს მაინც საავადმყოფოში წავიდა. ლილიანასთან ჰყავდა , არ შემცდარა. ბიჭები დერეფანში იდგნენ და ელოდნენ. იმ სართულზე სხვა არავინ იყო . დრო იხელთა და ისე შეიპარა ვერავინ შეამჩნია. კარი ზურგს უკან რომ მიხურა და ქალი ახლოდან დაინახა ტკივილი იგრძნო, სხვა ვერაფერს გრძნობდა სიბრალულთან ერთად. სახეზე ოპერაცია გაეკეთებინათ, შევეული იყო, თვალი მთლიანად გალურჯებოდა და გასიებოდა, წარბზეც ნაკერი ჰქონდა დიდი და უშნო ჩანდა იმ მომენტში. მკლავები დალურჯებული, კანი გადაყვლეფილი, ფრჩხილები დამტვრეული და სისხლმდენი
_საშინლად გამოვიყურები ხომ ? _სუსტი, ძალაგამოცლილი ხმა გაიგო და მერე მიხვდა ქალი უყურებდა სისხლისფერი ჰქონდა მზერა _ ვაჩესთან შანსი ნამდვილად აღარ მექნება _ცრემლები მოსდიოდა , მაგრამ ტირილის ენერგია არ ჰქონდა . გაეღიმა , ამ დროს ულამაზესი იყო , ევას ახსოვდა როგორ მოეწონა მომღიმარი ახლა კი ტკივილი იგრძნო.
_დრო , დრო აუცილებლად მოაგვარებს თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას. უნდა გაუძლოთ , მოითმინოთ და დაიბრუნებთ იმ სილამაზეს რომელიც თქვენშია და ვერანაირი იარა წაგართმევთ
_როგორი კარგი ხარ _თვალები დახუჭა, ძალა აღარ ჰქონდა . საუბრის დროს ტუჩებს სულ ოდნავ აშორებდა ერთმანეთს და ბგერებიც დახშულად ისმოდა _ კეთილი ,ადამიანური. არ იცი,რომ ვაჩე გაგიბრაზდება ? აქ არ უნდა იყო
_თუ გამიბრაზდება შენ მეტი შანსი არ გექნება? _ მიუახლოვდა და ხელზე შეეხო, რომ შეკრთა მიხვდა მხოლოდ ცემის გამო არ იყო ამ მდგომარეობაში და კიდევ უფრო მეტად ეტკინა _მშვიდად , აღარ გეტკინება , მორჩა...
_არ მოვა , ხომ?
_ არ ვიცი ... იქნებ იყო კიდეც და შენ გეძინა
_არა , არ მოვა , ვიცი . შენც არ უნდა იყო
_შემიძლია ვინმეს დავურეკო, რომ მოვიდეს და დარჩეს
_არავინაა
_მეგობარი ან
_არავინ , მარტო ვარ
_რა შემიძლია გავაკეთო
_არაფერი . მეძინება
ეს იმას ნიშნავდა რომ ევას წასვლის დრო იყო. არ იცოდა რა უნდა ეთქვა , როგორ უნდა მიეცა ძალა საერთოდ რას აკეთებდა ქალთან რომელსაც ვაჩეს მიმართ გრძნობები ჰქონდა და ვისთან ერთადაც იყო წარსულში.
ისე გავიდა დამალვაზე აღარ უფიქრია, პირდაპირ ნიკოლოზს შეეჩეხა.
_თუ ეტყვი რომ შევიპარე და ვერ შემამჩნიეს საყვედური მოგხვდება შენც და მათაც...
_სახლში სჯობს წახვიდეთ
_აი ისიც მოდის _ ექიმი დაინახა და გაეღიმა _ ჰარამჰანა ვართ _ სახეზე ჩამოისვა თითები, თავის ტკივილი არ შორდებოდა _ არ მოსულა?
_არა ... არც აპირებს
_სად არის იცი?
_სახლში არ არის
_შურს იძიებს მასზე ვინც ეს გააკეთა?
_ვერაფერს გეტყვით
_სახლში წამიყვან ? საჭესთან დაჯდომა არ შემიძლია
_როგორც ინებებთ
ჩვეულ ფორმაში იყო.მოკლე პასუხები და შემდეგ დუმილი. მანქანაში ისხდნენ უკვე გაბრიელი რომ დაინახა და მზერა გააყოლა
_ის კაცი, კლუბის მფლობელი ... ევასთან კავშირშია?
_ვერაფერს გეტყვით
_შეუშვებენ შენი ბიჭები თუ არა
_მწვანე ბილეთი აქვს
_მას ? ასეთია ბრძანება ?
_დიახ
_და რამდენ ადამიანს აქვს კიდევ ეგ ბილეთი
_ძალიან ცოტას
_ანუ ის ვაჩეს მტერი არ არის?
_ქალბატონო რატომ გინდათ ვაჩეს მსხვერპლი გავხდე?
_კარგი რა ნიკოლოზ მე და შენ ხომ მეგობრები ვართ უკვე
_ არა, არ ვართ თქვენ ქალბატონი ხართ მე თქვენი დაქვემდებარებული მეგობრები ვერ ვიქნებით
_ტყუილია, მე ყველა ჩემ თანამშრომელთან ვმეგობრობ
_ეგ სულ სხვაა

სახლში დაბრუნდა.
შუაღამე იყო ვაჩემ რომ მისწერა "ტკბილი ძილი , ჩემო სულო "
პასუხად ზარი მიიღო მერმა.
_რატომ არ გძინავს ევა?
_იმ ქალთან დაკავშირებით ვფიქრობ და არ ვერ ვიძინებ
_შენ გონებას მაგ ფიქრებით ნუ დაიტვირთავ ... შენ არ გეხება
_ჩვენ რომ დავშორდეთ და მსგავს მდგომარეობაში ვიყო არ მომინახულებ? სულერთი გავხდები?
_რა გინდა ევა?
_ელაპარაკე ... ერთხელ მაინც
_ხომ არ დავიბრუნო კიდეც... როგორც კი გამოჯანმრთელდება ისევ უნაკლოდ შეძლებს ჩემთვის სიამოვნების მონიჭებას. იდეალურად გამოსდის ეგ საქმე, ნიჭი აქვს
_როგორ არ გრცხვენია ... მასზე იძალადეს და შენ
_პირველად არ უცემიათ
_ვაჩე მისი ამბავი არც გიკითხავს? არ დაგირეკავს ლილიანასთან ხომ?
_შენ რა გააკეთე , შენ დაურეკე ბიჭებს თუ
_ვნახე , საკუთარი თვალით
_ვინ ნახე ევა
_მისი სახელიც კი არ ვიცი, შენ იცი თუ წითურს ეძახი
_მასთან მისვლა რამ გადაგაწყვეტინა როგორ დაუშვი საერთოდ
_ყველას ასე ექცევი? იშორებ და მერე აღარ განაღვლებს?
_ჩემ გადაწყვეტილებებს ნუ ეხები ! სენტიმენტები არ სჭირდება , საავადმყოფოშია , ყველაფერს გაუკეთებენ და მე მისი სულის დაამება არ შემიძლია , არ ვაპირებ
_იცი ვისი დამსახურებითაა ამ მდგომარეობაში ხომ? და უკვე მიხედე კიდეც
_საყვარელი ჰყავდა , ავადმყოფი რომელიც ვეღარ მართა და სადაავეები რომ დაკარგა კი ხედავ სადამდეც მიიყვანა . მე რა უნდა გავაკეთო , ასეთი პროფესია აქვს . ცხოველებთან ურთიერთობა ამ შედეგამდე მიდის
_სერიოზულად? შენ არაფერს გააკეთებ?
_რას ითხოვ ჩემგან , ყველა ვაწამო ვინც დაქირავებულ საყვარელს სცემს? თუ ფეტიშებიან კაცებსაც დავერიო აქაოდა როგორ გისწორდებათ ჟმაობის დროს ვინმეს მოხრჩობა , ცემა და ათასი უბედურება_თქო
_შენთან საუბარს ვასრულებ !
_რა გინდა ევა წავიდე , მოვეფერო და დავამშვიდო ?
_არ ვიცი რა მინდა ... მინდა ცხოვრება ასეთი დაუნდობელი არ იყოს და ამდენი უბედურება არ ხდებოდეს . არ მინდა ადამიანის მოდგმა შევიზიზღო
_ასეთია სამყარო , გაიაზრე ეს. მზად რომ დახვდები ამდენად მტკივნეული აღარ იქნება
_როგორც შენთვის არაა ?
_დიახ, როგორც ჩემთვის არ არის
............



ევას გვერდით ეძინა მობილურის ხმა რომ გაიგო და წამსვე უპასუხა. უკვე ქალსაც ფხიზელი გაუხდა ძილი მასთან ერთად ფხიზლდებოდა და ყველაფერი ესმოდა ნათლად გაიგო სიჩუმეში ნიკუშას ხმა
_თავს იხრჩობდა ... სააბაზანოს კარი შევტეხე და გადაარჩინეს . გონზეა , ფსიქიატრს არ ესაუბრება , აგრესია აქვს და აძინებენ
_მოვალ ... ყველაფერი გაწმინდე არავინ უნდა დამინახოს _საწოლში თავდახრილი იჯდა და დუმილის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ზარის დასრულების შემდეგ ევას დახედა, ფრთხილად აკოცა ლოყაზე და წავიდა.
ევამ არ იცოდა იმ ღამით რა მოხდა მასსა და ჟღალს შორის . მალევე დაბრუნდა ვაჩე , ისევ ჩაეხუტა , კიდევ აკოცა და დაიძინა. ბოლო დროს მშვიდად იყო ხოლმე , ევას სიახლოვე დადებითად მოქმედებდა ნებისმიერი პრობლემის ფონზე. ერთ საათს მაინც მშვიდდებოდა, გონებას დასვენების საშუალებას აძლევდა.


ქალის სანახავად წავიდა. შემთხვევით აღმოჩნდა იქ იმ დროს როცა ვაჩეც მნახველის ამპლუაში იყო. ნიკოლოზს უნდოდა შეეჩერებინა , მაგრამ მაინც დაინახა როგორ დაიხარა კაცი ქალისკენ, თითები წითურ თმაში შეუცურა და აკოცა.
უყურებდა როგორ კოცნიდა ვაჩე სხვა ქალს და ღებინების მძაფრ შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა. შებრუნდა და წავიდა.
ვაჩეს მანქანის კარი გააღო, დაჯდა და თვალები დახუჭა. მანამ არ გატოკებულა სანამ მის გვერდით სივრცე არ შეივსო
_დაგინახეთ
_ვიცი
_რას აპირებ
_არაფერს, შენ?
_კოცნიდი, იმედი მიეცი ქალს რომელიც სუიციდისკენაა მიდრეკილი. არავინ ჰყავს, შენითაა შეპყრობილუ და ჰგონია შანსი აქვს
_არ ჰგონია, მე უბრალოდ ვაკოცე
_მისთვის ეს უბრალი კოცნა იყო?
_ხომ ითხოვდი შეხვდიო რა გეგონა რომ ვნახავდი ჩემგან რა დასჭირდებოდა
_გულის რევის შეგრძნება მაქვს
_პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით
_ორივე
_რას ნიშნავს ორივე
_ცუდად ვარ _ თავბრუხვებას გრძნობდა, მზერა დაებინდა , თავი ხელებში ჩარგო და მოიხარა
_ევა ... ევა ნუ მაშინებ
_არ შემეხო , რამდენიმე წუთი მომეცი _ თავი არ აუწევია ისე უთხრა და ყურებზე აიფარა ხელები. გონებაში ითვლიდა, ღრმად სუნთქავდა, ცდილობდა შეექმნა სივრცე რომელშიც თავს მარტოდ და უსაფრთხოდ იგრძნობდა , მაგრამ არ შეეძლო.
მანქანა როგორც კი გაჩერდა გადავიდა. ვაჩე უკან მიჰყვებოდა, მთლიანად მის მითითებებს მინდობილი, შეშინებული და არეული. ღებინების შეგრძნება არ ქრებოდა ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და საბოლოოდ მაინც სააბაზანოში აღმოჩნდა.
_მორჩა , მორჩა კარგად ხარ _ხმები ცუდად ესმოდა, სმენა დაეხშო თითქოს. ზურგით ვაჩეს ეყრდნობოდა, ცივ იატაკზე იჯდა ის კი სახეს წმენდდა და თან თავზე კოცნიდა _ შემომხედე
_შენ მას აკოცე, იმედი მიეცი ... დომინანტობა დაიბრუნე . შენთან გყავს, არ გაუშვებ
_რა დროს ეჭვიანობაა შეხედე შენ მდგომარეობას
_ეჭვიანობა? ეჭვი სად არის , ყველაფერი დავინახე , ფაქტები და გულს ეგ მირევს
_დარწმუნებული ხარ რომ ნამდვილად ეგ არის მიზეზი და სხვა არაფერი ?
_არ ვიცი რა არის ვირუსი, ემოციური კრიზი, ინტოქსიკაცია, რომელიმე საკვები, ადამიანი თუ ადამიანთა
ქმედება ფაქტია ცუდად ვარ... მარტო მინდა ყოფნა ყოველთვის როცა ცუდად ვარ და ამჯერადაც არ იქნება გამონაკლისი _ წყალი მოუშვა , ჯერ ხელებზე ისხამდა გამოფხიზლება უნდოდა ,გულის წასვლის შეგრძნება არ შორდებოდა , სახეზე შესხმულუ ცივი წყალიც კი არ აქრობდა ამ განცდას . არაფერი უთქვამს , ვაჩე კი ისევ მის უკან იდგა , ხელი მუცელზე შეუცურა და საყრდენად გადაექცა . პირი შეუმშრალა , ბოლოს ხელში აიყვანა და ისე დაიძრა საწოლისკენ
_მაპატიე შენს ჩვეულებას რომ ვარღვევ, მაგრამ ამ მდგომარეობაში ვერ გაგიშვებ
_არ მინდა დარჩენა
_განოს კოცნის გამო წახვალ?
_განო ჰქვია? ანუ მისი სახელი იცი, კარგია ... არა , ცუდად რომ ვარ რაც იშვიათად ხდება იმიტომ რომ ჯანმრთელობას არ ვუჩივი და თან ჩემი პროფესიის ადამიანი შეჩვეულია ნებისმიერ მდგომარეობაში მუშაობას ღიმილიანი სახით როცა რაღაც მსგავსი მემართება მარტო მირჩევნია ვიყო საკუთარ თავთან და შეგრძნებებთან , სხვაგვარად იმუნიტეტს ვერ ვიბრუნებ თანაც ქალაქის მერს არ მინდა ვირუსი შევყარო
_რა იცი რომ ვირუსია
_ვადაგასულ საჭმელს არ ვჭამ და ინტოქსიკაცია ვერ იქნება. რომელიმე ორგანო არ მაწუხებს საკვებს რომ ემოქმედა და სხვა რა რჩება. თანაც ახლა სეზონია , ჩემი თანამშრომლის მთელ ოჯახს აქვს ბავშვს იმდენჯერ ვაკოცე გადმომედო ალბათ , რკინის არ ვარ _ თვალებდახუჭული ლაპარაკობდა , გრძნობდა ვაჩეს შეხებას და მომხდარის მიუხედავად რომ სიამოვნებდა ამაზე მეტად ბრაზობდა _ ნუ მეფერები ცოტახანს მაინც შეიკავე თავი ... ისეთი შეგრძნება მაქვს , რომ სულ მღალატობ და მერე უპრობლემოდ მეფერები
_ნუ ფიქრობ მსგავს სისულელეებს... აუცილებლად უნდა გითხრა, რომ არავისთან ვყოფილვარ მას მერე რაც შენთან ვარ?
_ნუ მეტყვი უბრალოდ არ იყო !
_არ ვარ , გადაღებებისთვის კოცნებს თუ არ ჩამითვლი ღალატში
_მეც ვაკოცებ ვინმე სიმპათიურ ბიჭს და ნუ ჩამითვლი ღალატში
_შენთვის ჩვეულებაა ვინმეს კოცნიდე თუ ურთიერთობაში არ ხარ?
_ურთიერთობაში ყოფნის დროსაც არ ვკოცნიდი , ზოგს შენ ვერ გიშორებ სხვის ნაფერებსაც კი _ ბუზღუნით თქვა და ამჯერად ბალიშიც დაიფარა თავზე
_ ავად რომ ხარ სულ ბავშვს ემსგავსები? _ახსოვდა ყველა მისი ავადმყოფობა და მერე როცა შორს იყო აუტანელი განცდა მისი სიმარტოვის. როგორ უნდოდა ასე ახლოს ჰყოლოდა, მასზე ეზრუნა , მოფერებოდა და მანამ მოევლო სანამ არ გამოჯანმრთელდებოდა _დაიხრჩობი ასე _ ბალიშის ქვეშ შეაცურა ხელი და ოდნავ ასწია
_რაღაცის სუნია, საშინელებაა მგონი მე ამდის _ ისევ სააბაზანოსკენ გაიქცა. მერე ტანსაცმელიც გაიხადა და ვაჩემ პიჟამა რომ მიაწოდა უარი უთხრა _არა, არ დავრჩები
_მეც თუ სახლში ვიქნები და არ წავალ?
_ბოლოს ასე რომ მითხარი და დარჩი უბედურება დატრიალდა ,იდანაშაულებდი, დიდხანს ბრაზობდი საკუთარ თავზეც და ჩემზეც
_შენზე არ ვბრაზობდი
_ბრაზობდი , ვგრძნობდი
_არასწორად გრძნობდი ... შენ რომ ჩემთან ერთად გინდა ყოფნა დანაშაული კი არა ბედნიერებაა ჩემთვის . მე უნდა განვსაზღვრო სწორად დრო ახლა კი შემიძლია შენთან ვიყო , სახლიდან ვიმუშავებ
_ასე გინდა დამავიწყო დღეს მომხდარი ამბავი ?
_აღარ ვნახავ, არც ვაპირედი ... დღეს ბოლოჯერ შევხვდი. ქვეყნიდან მიდის , ვისაუბრეთ სანამ შენ მოხვიდოდი და დაგვინახავდი . ახლა ამას რომ გიყვები არ მჯერა , მაგრამ არ ისვენებ სულ გინდა გაიგო რაღაც რაც არავინ იცის
_შენ არავის არასდროს არაფერს ეუბნები
_დარჩები?
_სად მიდის
_აქედან შორს დაიწყებს ახალ ცხოვრებას
_აღიარე რომ სულერთი არ არის და შენ უბრალოდ რაღაცას არ პატიობ , თავსაც არ აძლევ უფლებას ვინმესთან ემოციები გამოხატო და აჩვენო რომ გაღელვებს .
_წითურის თემა დავხუროთ დღეს . გეტყვი რომ ჩემთან შემოაგზავნეს, ინფორმაცია უნდა მიეღო . ეგაა მისი ერთ_ერთი საქმიანობა. ეხერხება გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობის დაწყება და ამას მხოლოდ გარეგნობით არ აკეთებს, გონებაც უმუშავებს . ვიცოდი , გაცნობის მომენტშივე მქონდა ინფორმაცია , მაგრამ მომწონდა მასთან ყოფნა კომფორტული საყვარელი იყო , სხვა არაფერი. შემდეგ გამოაშკარავდა და დასრულდა. მას რა დამოკიდებულება ჰქონდა? მოვწონდი თუ არ? კი , როგორღაც ურჩხულებიც გიყვარდებათ. ქალები უცნაური ქმნილებები ხართ თორემ რომელ კაცს უყვარდება სრულიად არაიდეალური , საშინელი ქალი , გაყინული გულით და დაკარგული სულით . ვერავინ გაბედავს , არცერთ კაცს აქვს საამისო გამბედაობა ქალები კიდევ უშიშრები ხართ , როცა საქმე ვინმეს უგონოდ შეყვარებას ეხება
_ჩემ და მის სიყვარულს ნუ ადარებ... ჩემსავით არავის უყვარხარ ! _ წამსვე აენთო ჩამქრალი თვალები . ტანსაცმლის ჩაცმა გადაიფიქრა, პირსახოცი მოიშორა და პიჟამა მოირგო _ მიდის თუ გარბის , ვინმეს ემალება და საფრთხე ელის
_არა, უბრალოდ მიდის . ოცნებების ასრულების დრო მოვიდაო , მოვკვდი და გაცოცხლების შემდეგ იგივე გზას არ გავაგრძელებო. არ ვიცი ზუსტად რას აპირებს, მაგრამ ბოლოჯერ რომ შევხვდი ასეთს დარწმუნებული ვარ. ყველაფერი გამოუვა თუ სურვილი ექნება ... ის კოცნა კიდევ გამომშვიდობება იყო , მეგობრებს ლოყაზე კოცნით ემშვიდობებიან და საყვარლებს ტუჩებს უკოცნიან
_როგორ მელაპარაკება თითქოს მართლა ნორმაა ასეთი
_არ დავივიწყოთ წითური და არ ვიზრუნოთ შენი ვისურისგან გათავისუფლებაზე? ექიმს დავურეკავ , ანალიზებს გაგიკეთებს და დანიშნულებას მოგვცემს .
_არ მინდა წამლები და ნემსები, უბრალოდ მოდი და ჩამეხუტე თუ არ გეშინია
_ასე რომ მიყურებ სულ რომ ნაღმზე იდგე მაინც შენთან ვიქნები _ გვერდით მიუწვა და მოეხვია _ ცოტა უკეთ ხომ ხარ
_კი
_ექიმი მაინც გჭირდება
_ვერ ვიტან ყველაფერს მაინც შენ ნებაზე რომ აკეთებ
_ რომ ვერ მიტან და მაინც გიყვარვარ ეგაა სიყვარული
_შენც ვერ მიტან?
_მე? მე შენზე ვგიჟდები _ მთელი სახე დაუკოცნა, ფრთხილად ეხებოდა, ეფერებოდა და მთელი დღე გვერდიდან არ შორდებოდა.
...................
არავისთვის უთქვამს სკივრში აღმოჩენილი დღიურების შესახებ . ჯერ უბრალო ჩანაწერებს კითხულობდა სადაც ყოველდღიური ამბები ჰქონდა ჩანიშნული რომ არ დავიწყებოდა. შემდეგ ვერ მოისვენა და სკივრის დათვალიერებისას ძირი მოაშორა , ფურცლები გამოიღო და კითხვა დაიწყო . ასოები ქართულად ეწერა, მაგრამ სიტყვები არაფერს ამბობდნენ . დრო არ ჰქონდა ფიქრისთვის, მეორე დილით შეხვედრები ჰქონდა და დაძინება არჩია. რამდენიმე დღე დაკავებული იყო , მორიგ საქველმოქმედო წვეულებას აორგანიზებდა , თავად ეცნობოდა ყველას ვისაც დახმარება სჭირდებოდა და დღის ბოლოს ემოციებით გადაღლილი ვაჩეს გვერდით ასრულებდა
_რაღაც ზედმეტად ჩუმი ხარ
_ბავშვები ავად რატომ ხდებიან ? როგორ შეიძლება დედას შვილი უკვდებოდეს
_შენზე ცუდად მოქმედებს ეს საქმე...
_ისეთი საყვარელი ბავშვია , ღმერთო რამხელა განსაცდელს უვლენ ადამიანებს
_შენ მართლა გგონია რომ ღმერთი არსებობს? მისი სამართალი და ეს უბედურებები როგორ აიხსნება...ცოდვებით სავსე ნაბჭვრები რომ მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას და უდანაშაულო ხალხი იტანჯება. ბავშვები კვდებიან , საშინელებები ხდება და ხალხს იმედი აქვს სამართლიანობის. ჯოჯოხეთის ... ვის რაში ადარდებს სიკვდილის მერე რა მოხდება ან არსებობს კი რამე? სიგიჟეა, ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული ... მოცემულობა უნდა შეცვალოს ან მიიღოს და მორჩა !
_შენ უბრალოდ ღმერთზე გაბრაზებული ხარ და ცდილობ ასე დაფარო საკუთარი წყენა , იმ ბავშვს ჰგავხარ დედა რომ დაარტყამს, ატკენს და ამბობს მეზიზღები ,ნეტავ შენი შვილი არ ვიყოო
_მე აღარც ბავშვი ვარ, არც ვინმეს ან რამეს რწმენა მჭირდება იმისთვის რომ ვიცხოვრო
_ოჰ, როგორი ჯიუტი ხარ ... _ამოიოხრა და მაგიდის ალაგება დაიწყო
_მე მივხედავ , წადი დაისვენე ან თუ არ გეძინება ფილმი ან სერიალი ჩართე
_ბატონი მერი სუფრის ალაგებაში მომეხმარება?
_ბატონ მერს ჭურჭლის მრეცხავადაც უმუშავია, შოერულ წარსულში
_ნუთუ მიმანიშნებთ, რომ თქვენ დადგებით ონკანთან
_პატარა ბავშვივით მარტივია შენი გახარება _თვალებიდან სითბო ეღვრებოდა როცა დაიხარა და ლოყაზე აკოცა
რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ევასთან მით უფრო მეტად ჰგავდა თავისუფალ მოკვდავს, მარტივი ყოველდღიურობით გადაღლილი რომ ასრულებს დღეს.
ევას მოწყობილ ოთახში ეკრანის წინ მოკალათებულები პოპკორნის თანხლებით უყურებდნენ სერიალს . თავი ვაჩეს მხარზე ედო და მისი თითების შეხებას გრძნობდა . ხშირად კოცნიდა, ეფერებოდა და რეალურად მისი ცქერით უფრო ტკბებოდა ვიდრე სერიალით.
_და აი დროულია, გაისმა ტელეფონის ხმა _ ვაჩე რომ მოშორდა სერიალი დააპაუზა , ზუსტად იცოდა წასვლა მოუხდებოდა და მაინც იტოვებდა იმედს
_მოვალ , დამშვიდდი _გაისმა თუ არა მაშინვე მოექუფრა სახე
_სულ მიკვირს როგორ ახერხებ ასე ხულიგანივით ყველგან ყოფნას , ქურდივით ყველა საქმის გარჩევას, მოჩხუბრად გადაქცევას , მერობას, ბიზნესმენობას ...ყველაფერს ერთად ისე რომ კვალს არ ტოვებ
_ჩემ კვალს შლიან მანამ სანამ ვინმე დაინახავს ... შენ არ იდარდო , მე ყველაფერს ვაკონტროლებ
_სამუდამოდ ვერ შეინარჩუნებ იმას რაც ტყუილზეა აგებული
_დაინგრევა და თავიდან ავაგებ
_სიმართლით შენებას არასდროს აპირებ?
_არა _ დაიხარა და გამოსამშვიდობებელი კოცნა მიიღო.
სახლი მანაც დატოვა, საკუთარ ბინას დაუბრუნდა სადაც წერილები ელოდნენ. ბევრი ფიქრის შემდეგ სრულიად მარტივი საიდუმლო ამოხსნა, სიტყვები უკუღმა იყო დაწერილი. წინადადებების გადმოწერა ახალ ფურცელზე დაიწყო და თავზე დაათენდა კიდეც. ბოლომდე დასრულებული არ ჰქონდა, ჩაეძინა და დილით უკვე წვეულებისთვის მზადებას შეუდგა.
..............
მერის გამოჩენას ელოდა ისიც და ბევრი სხვაც. ჟურნალისტებიც შეიკრიბნენ , რაც იმის ნიშანი იყო , რომ ვაჩეს გეგმა ჰქონდა რომელიც ევასთვის არ გაუზიარებია . კვლავ ძველებურად ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს , რაც ევას სიბრაზის მაჩვენებელს ზედა ნიშნულამდე სწევდა.
_როგორც იქნა ჩემამდეც მოხვედი _ხელის ჩამორთმევის შემდეგ, ლოყაზე კოცნის მომენტში ჩურჩულით უთხრა და შემდეგ გაუღიმა _გმადლობთ დრო რომ დაგვითმეთ და მობრძანდით ბატონო მერო. ყოველთვის იღებთ მონაწილეობას , მუდამ გვიკავშირდებიან თქვენი წარმომადგენლები და ამჯერად პირადად გიხდით მადლობას
_ ჩემი პირდაპირი მოვალეობაა დავეხმარო ყველას ვისაც დახმარება სჭირდება . თქვენ კი ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებთ
ღიმილს ვერ იკავებდა ამ მცირე დიალოგის გამო, რომელსაც უამრავი უსმენდა.
_ულამაზესი ხარ ...
_თქვენც საოცრად გამოიყურებით ბატონო მერო _კოცნას კოცნითვე უპასუხა და თვალები დახუჭა კაცნა ყელზე რომ გადაინაცვლა _კარი დაკეტილია? _კაბის ქვეშ შეცურებულ თითებს პასუხად კვნესა დაურთო და წონასწორობადაკარგული მხარზე დაეყრდნო კაცს _ვაჩე
_საშინელი დღე მქონდა, უარესი ღამე და სიგიჟემდე მომენატრე ... ზარებზეც არ მიპასუხე_საჯდომზე წაავლო თითები ჰაერში ასწია და მუცელზე შეისვა _ მე დრო გამოვნახე შენ კი ვერ
_გამეთიშა , უამრავი საქმე მქონდა და სულ ხალხთან ერთად ვიყავი _ მოღეღილ მკერდზე ტუჩების შეხება რომ იგრძნო ხმა ჩაუწყდა _ვაჩეე,გარეთ უამრავი ხალხია და
-ჩშშ, ჩემ გარდა ყველაფერი გააქრე _თვალებში უყურებდა სანამ სავარძელში მასთან ერთად მოთავსდდებოდა . ქალის სხეულს შეუერთდდა და მკერდიდან წამოსული ხმა კოცნით ჩაახში _ ქვეყნიდან გასვლა მიწევს ... ქალს ტანსაცმელს უსწორებდა , რამდენჯერმე ისევ აკოცა და თან საქმეზე გადავიდა_ ამაღამვე მივდივარ. ჩემ ნაცვლად ნიკოლოზს ვტოვებ, რაც არ უნდა მოხდეს მისი იმედი შეგიძლია გქონდეს...ვიცი არავინ გჭირდება, ვიცი ყველაფერს თავად უმკლავდები, მაგრამ მაინც იცოდე, რომ არის ვიღაც ვისაც შეგიძლია ენდო._ტყჩებზე შეეხო, რბილ ბაგეებს სათითაოდ უკოცნიდა და მერე ისევ ყელზე გადავიდა _ მე ვერ დაგიკავშირდები . არ ინერვიულო...ბიზნესთან დაკავშირებით მაქვს საქმე . მოვაგვარებ და დავბრუნდები
_ამჯერად აღარ გაგიშვებ...მეც წამოვალ ,გთხოვ დრო მაქვს . სიუჟეტს მოამზადებენ უჩემოდ და მერე ჩავწერ გადაცემას
_არა , გამორიცხულია. ისეთ ადგილას და ისეთ ვითარებაში არ მივდივარ სადაც დასვენებას შეძლებ. ამასაც მხოლოდ იმიტომ გეუბნები , რომ არ მინდა ინერვიულო
_კარგი , არ ვინერვიულებ ... ვიცი მოაგვარებ, მალე დაბრუნდები და ჩემთან იქნები _ სარკის წინ დადგა, ჩანთა გახსნა და მაკიაჟის შესწორება დაიწყო _რატომ მიყურებ ასე
_ გთხოვ სიგიჟეები არ ჩაიდინო, ომს ნუ წამოიწყებ ჩემ დაბრუნებამდე
_ჭკვიანად მოვიქცევი და დაგელოდები ... მიყვარხარ
_თან მყავხარ ... იცოდე რა ამბავიც არ უნდა გაიგო სიმართლე მხოლოდ შენ იცი _ ეს იყო ბოლო სიტყვები რაც უთხრა შემდეგ კი წავიდა. გარეთ გასულს დარბაზში აღარ დახვდა .
..................
ისტერიული სიცილი აუტყდა გავრცელებული ფოტოების ნახვისას ,სადაც ვაჩე თავის შეყვარებულთან ერთად იახტაზე იმყოფებოდა . ყველგან წერდნენ რომ ქალაქის მერი დასვენების დღეებს საყვარელ ქალთან ერთად ატარებდა.
_დილამშვიდობისა ქალბატონო ევა
_გამარჯობა ნიკოლოზ , რა დროულია შენი ვიზიტი _კარი ფართოდ გააღო , მაგრამ ბიჭი არ შესულა_შემოდი
_არა, მე მხოლოდ ამ ფოტოების გადმოსაცემად მოვედი , რომელიც ერთი საათის წინ არის გადაღებული
_რა ფოტოებია?_კონვერტი გახსნა და გაეღიმა ქალის დანახვისას _მე იახტაზე მგონია, მზის ქვეშ ირუჯება ის კი თურმე სოფელში ისვენებს თანაც მარტო
_უფრო სწორად მეგობარ კაცთან ერთად ...
_ბატონმა ვაჩემ წინასწარ დაგიტოვა მითითებები თუ ახლა გაწვდის გეგმებს
_არ უთქვამს რომ თქვენთვის გადმომეცა ფოტოები, მხოლოდ ქალბატონისთვის თვალის დევნება დამავალა. იმედია არ ეტყვით , ხომ?
_საჭირო არ იყო, მე ისედაც მჯერა და ვიცი , რომ ვაჩე სულ სხვაგანაა
_ამ ფოტოებს წავიღებ ... _ჩაეცინა და კონვერტი უკან დაიბრუნა _ მე აქ არ ვყოფილვარ, კარგი?
_გიკავშირდება?
_არა, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება
_მარტო წავიდა?
_არ ვიცი... მე ყოველთვის აქ ვრჩები ,თქვენთან . ნახვამდის
ეუცნაურა მისი სიტყვები, მაგრამ აღარაფერი უკითხავს. იფიქრა მომავალი იგულისხმაო და საკუთარ გეგმებ მიჰყვა.
ახალმა სიუჟეტმა კიდევ უფრო დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ძალადობის მსხვერპლი შვილები და შეცვლილი ცხოვრება. გრძნობდა როგორ შეუერთდდა იმ ჟურნალისტების რიცხვს რომელთაც მტრები ჰყავდათ
...............
დაბრუნდა, ღამე ერთად გაატარეს. დაჰპირდა ერთად ვიქნებითო და მართლაც ევას გვერდით ეძინა მობილურის ხმა რომ გაისმა . ევასაც ფხიზელი გაუხდა ძილი მასთან ერთად იღვიძებდა და ყველაფერი ესმოდა, ნათლად გაიგო ნიკუშას ხმა
_თავს იხრჩობდა ... სააბაზანოს კარი შევტეხე და გადაარჩინეს . გონზეა , ფსიქიატრს არ ესაუბრება , აგრესია აქვს და აძინებენ
_მოვალ ... ყველაფერი გაწმინდე არავინ უნდა დამინახოს _საწოლში თავდახრილი იჯდა და დუმილის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ზარის დაასრულა , ევას დახედა, ფრთხილად აკოცა ლოყაზე და წავიდა.
ევამ არ იცოდა იმ ღამით რა მოხდა მასსა და ჟღალს შორის . მალევე დაბრუნდა ვაჩე , ისევ ჩაეხუტა , კიდევ აკოცა და დაიძინა. ბოლო დროს მშვიდად იყო ხოლმე , ევას სიახლოვე დადებითად მოქმედებდა ნებისმიერი პრობლემის ფონზე. ერთ საათს მაინც ითიშებოდა, გონებას დასვენების საშუალებას აძლევდა.


დილიდან ცუდად იყო, მაგრამ ქალის სანახავად მაინც წავიდა. შემთხვევით აღმოჩნდა იქ იმ დროს როცა ვაჩეც მნახველის ამპლუაში იყო. ნიკოლოზს უნდოდა შეეჩერებინა , მაგრამ მაინც დაინახა როგორ დაიხარა კაცი ქალისკენ, თითები წითურ თმაში შეუცურა და აკოცა.
უყურებდა როგორ კოცნიდა ვაჩე სხვა ქალს და ღებინების მძაფრ შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა. შებრუნდა და წავიდა.
ვაჩეს მანქანის კარი გააღო, დაჯდა და თვალები დახუჭა. მანამ არ გატოკებულა სანამ მის გვერდით სივრცე არ შეივსო
_დაგინახეთ
_ვიცი
_რას აპირებ
_არაფერს, შენ?
_კოცნიდი, იმედი მიეცი ქალს რომელიც სუიციდისკენაა მიდრეკილი. არავინ ჰყავს, შენითაა შეპყრობილი და თუ იფიქრებს,რომ შანსი აქვს
_არ ჰგონია, მე უბრალოდ ვაკოცე
_მისთვის ეს უბრალი კოცნა იყო?
_ხომ ითხოვდი შეხვდიო რა გეგონა რომ ვნახავდი ჩემგან რა დასჭირდებოდა
_გულის რევის შეგრძნება მაქვს
_პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით
_ორივე
_რას ნიშნავს ორივე
_ცუდად ვარ _ თავბრუხვებას გრძნობდა, მზერა დაებინდა , თავი ხელებში ჩარგო და მოიხარა
_ ევა ნუ მაშინებ
_არ შემეხო , რამდენიმე წუთი მომეცი _ თავი არ აუწევია ისე უთხრა და ყურებზე აიფარა ხელები. გონებაში ითვლიდა, ღრმად სუნთქავდა, ცდილობდა შეექმნა სივრცე რომელშიც თავს მარტოდ და უსაფრთხოდ იგრძნობდა , მაგრამ არ შეეძლო.
მანქანა როგორც კი გაჩერდა გადავიდა. ვაჩე უკან მიჰყვებოდა, მთლიანად მის მითითებებს მინდობილი, შეშინებული და არეული. ღებინების შეგრძნება არ ქრებოდა ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და საბოლოოდ მაინც სააბაზანოში აღმოჩნდა.
_მორჩა , მორჩა კარგად ხარ _ხმები ცუდად ესმოდა, სმენა დაეხშო თითქოს. ზურგით ვაჩეს ეყრდნობოდა, ცივ იატაკზე იჯდა ის კი სახეს წმენდდა და თან თავზე კოცნიდა _ შემომხედე
_შენ მას აკოცე, იმედი მიეცი ... დომინანტობა დაიბრუნე . შენთან გყავს, არ გაუშვებ
_რა დროს ეჭვიანობაა შეხედე შენ მდგომარეობას
_ეჭვიანობა? ეჭვი სად არის , ყველაფერი დავინახე , ფაქტები და გულს ეგ მირევს
_დარწმუნებული ხარ რომ ნამდვილად ეგ არის მიზეზი და სხვა არაფერი ?
_არ ვიცი რა არის ვირუსი, ემოციური კრიზი, ინტოქსიკაცია, რომელიმე საკვები, ადამიანი თუ ადამიანთა ქმედება , ფაქტი ერთია და არ იცვლება, ცუდად ვარ... მარტო მინდა ყოფნა ყოველთვის როცა ცუდად ვარ და ამჯერადაც არ იქნება გამონაკლისი _ წყალი მოუშვა , ჯერ ხელებზე ისხამდა გამოფხიზლება უნდოდა ,გულის წასვლის შეგრძნება არ შორდებოდა , სახეზე შესხმული ცივი წყალიც კი არ აქრობდა ამ განცდას . არაფერი უთქვამს , ვაჩე კი ისევ მის უკან იდგა , ხელი მუცელზე შეუცურა და საყრდენად გადაექცა . პირი შეუმშრალა , ბოლოს ხელში აიყვანა და ისე დაიძრა საწოლისკენ
_მაპატიე შენს ჩვეულებას რომ ვარღვევ, მაგრამ ამ მდგომარეობაში ვერ გაგიშვებ
_არ მინდა დარჩენა
_განოს კოცნის გამო წახვალ?
_განო ჰქვია? ანუ მისი სახელი იცი, კარგია ... არა , ცუდად რომ ვარ რაც იშვიათად ხდება იმიტომ რომ ჯანმრთელობას არ ვუჩივი და თან ჩემი პროფესიის ადამიანი შეჩვეულია ნებისმიერ მდგომარეობაში მუშაობას ღიმილიანი სახით ,როცა რაღაც მსგავსი მემართება მარტო მირჩევნია ვიყო საკუთარ თავთან და შეგრძნებებთან , სხვაგვარად იმუნიტეტს ვერ ვიბრუნებ თანაც ქალაქის მერს არ მინდა ვირუსი შევყარო
_რა იცი რომ ვირუსია
_ვადაგასულ საჭმელს არ ვჭამ და ინტოქსიკაცია ვერ იქნება. რომელიმე ორგანო არ მაწუხებს საკვებს რომ ემოქმედა და სხვა რა რჩება. თანაც ახლა სეზონია , ჩემი თანამშრომლის მთელ ოჯახს აქვს ბავშვს იმდენჯერ ვაკოცე გადმომედო ალბათ , რკინის არ ვარ _ თვალებდახუჭული ლაპარაკობდა , გრძნობდა ვაჩეს შეხებას და მომხდარის მიუხედავად რომ სიამოვნებდა ამაზე მეტად ბრაზობდა _ ნუ მეფერები, ცოტახანს მაინც შეიკავე თავი ... ისეთი შეგრძნება მაქვს , რომ სულ მღალატობ და მერე უპრობლემოდ მეალერსები
_ნუ ფიქრობ მსგავს სისულელეებს... აუცილებლად უნდა გითხრა, რომ არავისთან ვყოფილვარ მას მერე რაც შენთან ვარ?
_ნუ მეტყვი უბრალოდ არ იყო !
_არ ვარ ,ნუ თუ გადაღებებისთვის კოცნებს თუ არ ჩამითვლი ღალატში
_მეც ვაკოცებ ვინმე სიმპათიურ ბიჭს და ნუ ჩამითვლი ღალატში
_შენთვის ჩვეულებაა ვინმეს კოცნიდე თუ ურთიერთობაში არ ხარ?
_ურთიერთობაში ყოფნის დროსაც არ ვკოცნიდი ყველას , შენ ვერ გიშორებ სხვის ნაფერებსაც კი _ ბუზღუნით თქვა და ამჯერად ბალიშიც დაიფარა თავზე
_ ავად რომ ხარ სულ ბავშვს ემსგავსები? _ახსოვდა ყველა მისი ავადმყოფობა და მერე როცა შორს იყო აუტანელი განცდა მისი სიმარტოვის. როგორ უნდოდა ასე ახლოს ჰყოლოდა, მასზე ეზრუნა , მოფერებოდა და მანამ მოევლო სანამ არ გამოჯანმრთელდებოდა _დაიხრჩობი ასე _ ბალიშის ქვეშ შეაცურა ხელი და ოდნავ ასწია
_რაღაცის სუნია, საშინელებაა მგონი მე ამდის _ ისევ სააბაზანოსკენ გაიქცა. მერე ტანსაცმელიც გაიხადა და ვაჩემ პიჟამა რომ მიაწოდა უარი უთხრა _არა, არ დავრჩები
_მეც თუ სახლში ვიქნები და არ წავალ?
_ბოლოს ასე რომ მითხარი და დარჩი უბედურება დატრიალდა , თავს იდანაშაულებდი, დიდხანს ბრაზობდი საკუთარ თავზეც და ჩემზეც
_შენზე არ ვბრაზობდი
_ბრაზობდი , ვგრძნობდი
_არასწორად გრძნობდი ... შენ რომ ჩემთან ერთად გინდა ყოფნა დანაშაული კი არა ბედნიერებაა ჩემთვის . მე უნდა განვსაზღვრო სწორად დრო ახლა კი შემიძლია შენთან ვიყო , სახლიდან ვიმუშავებ
_ასე გინდა დამავიწყო დღეს მომხდარი ამბავი ?
_აღარ ვნახავ, არც ვაპირედი ... დღეს ბოლოჯერ შევხვდი. ქვეყნიდან მიდის , ვისაუბრეთ სანამ შენ მოხვიდოდი და დაგვინახავდი . ახლა ამას რომ გიყვები არ მჯერა , მაგრამ არ ისვენებ სულ გინდა გაიგო რაღაც რაც არავინ იცის
_შენ არავის არასდროს არაფერს ეუბნები
_დარჩები?
_სად მიდის
_აქედან შორს დაიწყებს ახალ ცხოვრებას
_აღიარე რომ სულერთი არ არის და შენ უბრალოდ რაღაცას არ პატიობ , თავსაც არ აძლევ უფლებას ვინმესთან ემოციები გამოხატო და აჩვენო რომ გაღელვებს .
_წითურის თემა დავხუროთ დღეს . გეტყვი რომ ჩემთან შემოაგზავნეს, ინფორმაცია უნდა მიეღო . ეგაა მისი ერთ_ერთი საქმიანობა. ეხერხება გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობის დაწყება და ამას მხოლოდ გარეგნობით არ აკეთებს, გონებაც უმუშავებს . ვიცოდი , გაცნობის მომენტშივე მქონდა ინფორმაცია , მაგრამ მომწონდა მასთან ყოფნა კომფორტული საყვარელი იყო , სხვა არაფერი. შემდეგ გამოაშკარავდა და დასრულდა. მას რა დამოკიდებულება ჰქონდა? მოვწონდი თუ არ? კი , როგორღაც ურჩხულებიც გიყვარდებათ. ქალები უცნაური ქმნილებები ხართ თორემ რომელ კაცს უყვარდება სრულიად არაიდეალური , საშინელი ქალი , გაყინული გულით და დაკარგული სულით . ვერავინ გაბედავს , არცერთ კაცს აქვს საამისო გამბედაობა ქალები კიდევ უშიშრები ხართ , როცა საქმე ვინმეს უგონოდ შეყვარებას ეხება
_ჩემ და მის სიყვარულს ნუ ადარებ... ჩემსავით არავის უყვარხარ ! _ წამსვე აენთო ჩამქრალი თვალები . ტანსაცმლის ჩაცმა გადაიფიქრა, პირსახოცი მოიშორა და პიჟამა მოირგო _ მიდის თუ გარბის , ვინმეს ემალება და საფრთხე ელის
_არა, უბრალოდ მიდის . ოცნებების ასრულების დრო მოვიდაო , მოვკვდი და გაცოცხლების შემდეგ იგივე გზას არ გავაგრძელებო. არ ვიცი ზუსტად რას აპირებს, მაგრამ ბოლოჯერ რომ შევხვდი ასეთს,ამაში დარწმუნებული ვარ. ყველაფერი გამოუვა თუ სურვილი ექნება ... ის კოცნა კიდევ გამომშვიდობება იყო , მეგობრებს ლოყაზე კოცნით ემშვიდობებიან და საყვარლებს ტუჩებს უკოცნიან
_როგორ მელაპარაკება თითქოს მართლა ნორმაა ასეთი
_არ დავივიწყოთ წითური და არ ვიზრუნოთ შენი ვრუსისისგან გათავისუფლებაზე? ექიმს დავურეკავ , ანალიზებს გაგიკეთებს და დანიშნულებას მოგვცემს .
_არ მინდა წამლები და ნემსები, უბრალოდ მოდი და ჩამეხუტე თუ არ გეშინია
_ასე რომ მიყურებ სულ რომ ნაღმზე იდგე მაინც შენთან ვიქნები _ გვერდით მიუწვა და მოეხვია _ ცოტა უკეთ ხომ ხარ
_კი
_ექიმი მაინც გჭირდება
_ვერ ვიტან ყველაფერს მაინც შენ ნებაზე რომ აკეთებ
_ რომ ვერ მიტან და მაინც გიყვარვარ ეგაა სიყვარული
_შენც ვერ მიტან?
_მე? მე შენზე ვგიჟდები _ მთელი სახე დაუკოცნა, ფრთხილად ეხებოდა, ეფერებოდა და მთელი დღე გვერდიდან არ შორდებოდა. ევა კი ცუდად იყო, მაგრამ მაინც მუშაობდა მისი გონება, ყველაფერს გრძნობდა და ამჩნევდა.
_გეგონა ორსულად ვიყავი ? _ ანალიზების ფურცელს შეხედა და გაეცინა , მიუხვდა მთავარ ჩანაფიქრს_შეგეშინდა და ამიტომ დარჩი
_შიში არაფერ შუაშია
_ორსულად რომ ვყოფილიყავი რა მოხდებოდა , ვაჩე
_მადლობა ღმერთს არ ხარ და შესაბამისად ამაზე საუბარიც არ ღირს
_მადლობა ღმერთს ? ამდენად არ გინდა ჩემგან შვილი , რომ ამასაც ერთ_ერთ შენს პრობლემად აღიქვამ?
_დაფიქრდი გთხოვ, შეხედე ჩემ ცხოვრებას და წარმოიდგინე რომ ორსულად ხარ
_თუ წარმოვიდგენ რომ ორსულად ვარ შენი ცხოვრება და თამაშები კი არა მთელი სამყარო უფერულდება და ვრჩებით მხოლოდ მე და ჩემი შვილი. შენ კი აშკარად არ აყენებ შენ შექმნილ ირეალურ სამყაროზე წინ რეალურ მეს
_ევა ,შენ არ გესმის
_მესმის და არ ვარ ორსულად, მშვიდად იყავი შენგან შვილი თუ მეყოლება ვერავინ გაიგებს ამას, შეიძლენა შენც კი ვერ მოიპოვო ეგ უფლება და ვფიქრობ არც იდარდებ დიდად. ალბათ შენი შვილის დედაც არჩეული გყავს ან გეყოლება ისე როგორც აწყობს ქალაქის მერის კარიერას... მერის რომელსაც მეტი სურს, მთელი ქვეყანა ,სხვისი ბავშვები და საკუთარი არ
_შენ ვერ წარმოგიდგენია მე რამდენი და როგორი მტრები მყავს ... ჩემი შვილობა სასჯელი იქნება დაბადების წამიდან
_გთხოვ ახლა შიშებზე და დაცვის სურვილზე არ მესაუბრო ! ცხოვრება არ გაქვს , როგორ მოახერხე რომ საერთოდ დაკარგე საკუთარი თავი . ხელოვნურ სივრცეში გამოიკეტე , ყველასთვის საოცნებო გახდი და სინამდვილეში საკუთარი თავიც კი არ გეკუთვნის. შენ გეგმაში რომ ჩაინიშნო ვაჩე აბაშიძის ცხოვრების შექმნა არ გინდა? ნამდვილი ვაჩე , რომ იყო რომელსაც შეეძლება ნაჭუჭიდან გამოსვლა მშვიდად ძილი, სუნთქვა, გაღვიძება და დაძინება, ვისაც შეეძლება გააკეთოს ის რაც ნამდვილად უნდა. იყოს ჩემ გვერდით , ჩემთან , ჩემთვის და გახდეს მამა ... ვიცი , როგორც გინდა ,არ მითხრა , არ მჭირდება მტკიცება მე იმაზე უკეთ ვიცი ვიდრე შენ იაზრებ. ფურცელს რომ უყურებდი შენი ნახევარი დადებით პასუხს ელოდა და მოთმინებადაკარგული იყავი, მერე ერთიანად ჩაქრი და ახლა თავს იტყუებ , რომ გიხარია . არაფერი მითხრა, სულ არაფერი ... ვერ ვხვდები რამ გადაგაწყვეტინა ამ შესაძლებლობების მქონე კაცს , ცხოვრება დაგესრულებინა. ზოგჯერ ვფიქრობ შენ გადაწყვეტილებებზე და მგონია თითქოს საკუთარი თავი მოკალი , აღარ ხარ და უბრალოდ მისიას ასრულებ ...
_და იქნებ რაც გგონია ყველაფერი სიმართლეა , მოვკვდი დიდი ხნის წინ ახლა კი შენც გკლავ ჩემი სიყვარულით, დროის ამბავია უბრალოდ
_არ წახვიდე ! _ხვდებოდა როდის ასრულებდა საუბარს და წამსვე გააჩერა
_გაბრაზებული და ნაწყენი ხარ, სჯობს გაგეცალო
_ყველგან პოულობ გამოსავალს და გაბრაზებული ქალი როგორ შემოირიგო არ იცი
_შენს ადგილას სულ არ მენდომებოდა იმ კაცის დანახვა და ახლოს ყოფნა მითუმეტეს ვინც გეუბნება რომ შენგან შვილი არ უნდა
_ჩემგან შვილი არ გინდა თუ შენი შვილი არ გინდა , დიდი განსხვავებაა და ნუ მასწავლი როდის უნდა წავიდე შენგან
_შენც გაგაგიჟე მგონი , არაადეკვატური გახდი
_შენ არ იცი მე რომ ბავშვობიდან ასეთი ვარ _ მკლავები შემოხვია , ქვემოდან უყურებდა და მერე ნაზად აკოცა ლოყაზე _ არ ვიცი როგორ შემიყვარდი ასე , არც ის ვიცი შენ როგორ დაუშვი შეგყვარებოდი , მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ შენში ჩემი ვაჩე რომ შექმნა , ერთად შევქმნათ შენი ათასი ფერით
_ევა , დრო არ მაქვს... ახლა უნდა წავიდე და პირობას გაძლევ სამ დღეს გავათავისუფლებ მომდევნო კვირაში. ერთად წავიდეთ იქ სადაც გინდა, ოღონდ ახლა
_ავად ვარ, ჩემთან უნდა დარჩე...წამლების დალევა არ მიყვარს, ხვალ სამსახურში დავბრუნდები . მხოლოდ ეს ღამეც გაატარე ჩემ გვერდით, უბრალოდ ჩამეხუტე და არ წახვიდე. ძალა სულ არ მაქვს , თავბრუსხვევას ისევ ვგრძნობ თუ გადამივლის მოგეფერები , ბევრს _ თავი მხარზე დაადო , ჩუმად ლაპარაკობდა და ვაჩეს გონებას ბინდში ახვევდა- იმ სამ დღეს კი აუცილებლად , ბოლომდე ავითვისებთ, ყველა წამით დავტკბებით.
კარი დახურა, ევა ხელში აიყვანა და დარჩენილი დღეც მის გვერდით გაატარა. რაღაც ეტაპზე იმდენად მოდუნდა , ისე შორს განდევნა გონებიდან ყველა ფიქრი რომ ჩვილი ბავშვივით მშვიდად ჩაეძინა. ევა მის სახეს აკვირდებოდა, ეფერებოდა , კოცნიდა გვერდიდან ვერ შორდებოდა და მაინც ისეთი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ჰქონდა, ახლოს მყოფიც ენატრებოდა , არ ჰყოფნიდა.
.................
მთელი კვირა ისე გავიდა, რომ სიტყვა არ უთქვამს დაპირებულ დასვენებაზე. ევაც ელოდა, ზუსტად იცოდა უბრალოდ არ იტყოდა და მოულოდნელად გაახარებდა. მართლაც, ერთ საღამოს ჩემოდანი გახსნა და ევას გაუღიმა
-ჩაალაგე ნივთები ,ჩვენი სამი დღის დრო მოვიდა
-უნდა მითხრა სად მივდივართ , რომ ვიცოდე რა ჩავალაგო
-სადაც შენ გინდა იქ წავიდეთ, ოღონდ ისე შორსაც ნუ წავალთ 3 დღე რომ ფრენას დასჭირდეს
-ნამდვილად მივდივართ?
-ყველაფერი მოგვარებულია - ევაზე მეტად გამოხატავდა სიხარულს. დასვენება მისთვის აღარ არსებობდა, საყვარელ ქალთან ერთად წავიდოდა ყველაფრისგან შორს და ეს უკვე ნიშნავდა საკუთარ ცხოვრებაზე გამარჯვებას.
-მიყვარს
-სად გიყვარს? სად წავიდეთ
-შენ მიყვარხარ, ადგილს მნიშვნელობა არ აქვს თუნდაც კარი გადავკეტოთ და აქვე დავრჩეთ
-არა ,ასე არ გამოვა დასვენება გჭირდება, გარემოს გამოცვლა. იმდენი საქმე აგკიდე მხრებზე, ამდენი მძიმე ემოცია , აუცილებლად უნდა მოშორდე ამ ქალაქს - ჩალაგებაში მიეხმარა. რამდენიმე წუთში მანქანაში ჩასხდნენ და აეროპორტისკე გზას დაადგნენ. სულ რამდენიმე წუთიც და ცაში აფრინდებოდნენ ვაჩეს მობილური რომ ამღერდა , ევას ხელის შეხების უფლებაც არ მისცა ისე სწრაფად უპასუხა
_გისმენ ...
_არ ინერვიულო , კარგად იქნება ... ბავშვია და ვირუსი აქვს , მხოლოდ შენი ნახვა უნდა
_რა ვირუსი
_წითელა... სიცხე აქვს , წუწუნებს და ბევრს ტირის . მოხვალ?
_მოვალ _ეს რომ თქვა ევას მზერაც დააიგნორა და საკუთარი თავიც
_სად მიხვალ? დიდი დრო დაგჭირდება?
_გადაიდო ჩვენი დასვენება, მაპატიე
_ასეთი ვინ არის ეს ნომერი რომ აქვს და წამსვე პასუხობ _სიტყვებს ვერ არჩევდა, მაგრამ ქალის ხმა გაიგო
_არ გამიბრაზდე, გთხოვ ... გეფიცები გამოვასწორებ ოღონდ ახლა აუცილებლად უნდა დავრჩე . სახლში მიგიყვან და მოგვიანებით გნახავ
_არ მჭირდება . დრო არ დაკარგო
_ბრაზობ, მესმის , მაგრამ
_აკი ამბობდი არავინაა ვისთან ყოფნაც ჩემთვის შენთან ყოფნაზე მნიშვნელოვანიაო?
_აგიხსნი , აუცილებლად
_როდის
_როგორც კი მზად იქნები
_გააჩერე მანქანა, დამტოვე და წადი, გეჩქარება . ჩემთან მოსვლას კი ნუ იჩქარებ, შესაძლოა მე არ მინდოდეს შენი ნახვა !
აღარ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო , ბავშვს ვერ აჩვენებდა ვერც ალექსანდრეს და მარიამს გააცნობდა ასე უბრალოდ მეგობრების სტატუსით .
_ძიაა _საწოლზე იჯდა და თამაშობდა კაცის დანახვისას სახე გაუნათდდა
_ჩემო ბიჭოო, როგორ ხარ?
_მომენატრეე ... სულ აღარ მოხვედი _ჩაეხუტა და ისე ბუზღუნებდა
_გამოვასწორებ , გეფიცები ... მოვალ და ფეხბურთი ერთად ვითამაშოთ
_გუნდს გავაკეთებთ მა და ეგ არის. ყველა ფეხბურთს გეთამაშება ხომ ხედავ , მეტი ფანტაზია არ აქვთ შენს ბიძებს _ ალექსანდრე სავარძელში იჯდა და იქედან ადევნებდა თვალს ახალმოსულ სტუმარს
_მაგარიაა ... მინდა გუნდიი
_კალათბურთის თუ ფეხბურთის , მა
_ორივე . ძია შენ თამაშობ?
_კალათბურთს? კი , მაგრამ ფეხბურთი უფრო მიყვარს
_რაც მეტად გამოსდის ადამიანს ის უფრო უყვარს და რაშიც უნიჭოა აცხადებს არ მიყვარსო
_მამაშენს ერთი_ერთზე ვეთამაშები კალათბურთს და ვნახოთ ვინ რა იცის
_ბავშვს ამ არაჯანსაღ , უაზრო კონკურენციას ნუ ასწავლით _მარიამმა თეფში მიაჩევა ვაჩეს და მერე აკოცა ლოყაზე -აბა შენ იცი
_სად გადიხართ
_არსად, შენ ?
_არაა, არ წახვიდე რა ძიაა
_არ მივდივარ, შენთან ვიქნები... მეც შეიძლება ვჭამო ეს რაღაც ფერადი სილამაზე? _ბავშვის კვებაზე გადაერთო და მოახერხა უმადობის მიუხედავად მაინც დაენაყრებინა დისშვილი. ბოლოს იფიქრა რომ დააძინა და რამდენიმე წუთით დატოვა. ევამ რომ დაურეკა ბიჭმა უპასუხა
_ვაჩე არაა
_შენ ვინ ხარ ?
_მე ბათუ ვარ
_ვაჩე შენთან რჩება?
_კი , დედას დაბრუნებამდე ჩემთან იქნება... დავუძახო?
_არა , არა იყოს

ზარი დაასრულა და მთელი ღამე ადგილიდან არ გატოკებულა. სავარძელში მჯდომი ფანჯრიდან იყურებოდა. შემდეგ მოულოდნელად წამოდგა, მანქანის გასაღები აიღო საჭესთან დაჯდა და მერის რეზიდენციაში წავიდა. გამთენიისას შევიდა სახლში, რომელშიც მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც ჟურნალისტის რანგში. მოჩვენებად გადაიქცა, მის საძინებელში იჯდა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა მერე კი იარაღით ხელში იდგა ქალის წინ
-მე ვარ აქ. შენ სად ხარ ,ვაჩე?
_ევა? ამ დროს აქ რას აკეთებ...რატომ არ დამირეკეს , რამე მოხდა?
-არაფერი, ახლახანს ვიფრინეთ და ვფიქრობ საიდან დავიწყო დასვენება-ირონია ჭარბობდა მის ტონალობაში ბრაზს
- ვიცი გეწყინა ... გეფიცები ამ დანაპირებს ავასრულებ , მაგრამ ახლა არ გამოვა -იარაღი გვერდით მდგომ სავარძელზე დადო, ევას წინ დაიხარა და ხელებზე შეეხო
_შვილი გყავს ? ბავშვი გყავს და დამიმალე ?- თავში გაჩენილი სულთამხუთავი აზრი გააჟღერა და თანავადაც შეეშინდა პასუხის, არ იცოდა დადებით პასუხზე რა რეაქცია ექნებოდა
_საიდან მოიტანე ... რა სისულელეა
_შენი შვილი თუ არ არის აბა ვინ არის. ვისთან იყავი ვაჩე, ვის გამო დარჩი და აღელდი ასე
_მეგობრის ბავშვია ... წითელა აქვს და ჩემ ნახვას ითხოვდა. მოვენატრე, ნერვიულობა არ შეიძლება , მარტივად რომ გადაიტანოს ამიტომ დავრჩი.
_რომელი მეგობარი... რატომ არ ვიცნობ, ასეთი მნიშვნელოვანი თუ არის აქამდე რატომ არ მითხარი მათზე. მეგობრებსაც უმალავ ჩემ თავს? ისინიც საფრთხეს მიქმნიან თუ მე ვუქმნი მათ
_არ შემიძლია ... ოდესმე გაგაცნობ , მაგრამ ჯერ ვერ
_რატომ
_ასე ნუ მიყურებ გთხოვ...ასეთი მზერა ნუ გაქვს . შენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხა შენ ვერ წარმოიდგენ
_როგორ ვარ ყველაზე მნიშვნელოვანი როდესაც შენს მეგობრებსაც კი არ ვიცნობ
_ისინი გიცნობენ...მათ იციან შენს შესახებ
_მე მიმალავ, ასეთი ვინ არის საიდუმოოებას რომ წარმოადგენს
_გთხოვ ნუ მეკითხები
_კარგი ... არაფერს გკითხავ - რამდენიმე წუთით ჩუმად იჯდა, უყურებდა მის თვალებს და ხედავდა პოზიციაშეუცვლელად როგორ იყო დახრილი მისი მუხლებისკენ. მერე შუბლით დაეყრდნო, ხელზე აკოცა და ევაც მოეხვია- ყველაფერს ავიტან და მიგიღებ ასეთს . შენი შიშების , კომპლექსების, სულთამხუთავი ჯაჭვებისა და ბარიერების ფონზე დარჩენილ შენს ნაწილს . მხოლოდ იმიტომ რომ ვიცი, საკუთარ თავსაც არ იცნობ შენც არ გყავს საკუთარი თავი და ვინც დაიტოვე ისიც მთლიანად მე მომიძღვენი. ამის მწამს და მჯერა
_ყველაზე მეტად არ მინდა გატკინო, არ ვიცი როგორ უნდა იყო ჩემთან და დაგიცვა ... ეს მზერა , ეს იმედგაცრუება შენს თვალებში
_ასე ძალიან უყვარხარ ბავშვს , რომ წითელას დროს გისურვა ?
_ბავშვებს უანგაროდ უყვართ...
_მე რომ მქონდა წითელა ვაჩემ ჩემი ოთახი წითელი ბუშტებით გაავსო
_რამდენი წლის იყავი , როდის მოასწარით ამდენი მოგონების დაგროვება შენ და ვაჩემ
_ვაჩე 14 წლისაც არ იყო
_ისევ გახსოვს მისი სახე ?
_ცუდად , ფოტოებიც არ გვაქვს ... სადღაც ვიდეო გვქონდა , მაგრამ ვერ ვიპოვნე ჩემ დაბადების დღეზე იღებდნენ ჩემი მშობლები .
_როგორ შეიძლება კაცი გიყვარდეს და მისი სახე არ გახსოვდეს
_სახის გამო არ უყვართ ბავშვებს ... მეიმედებოდა , მისი გული მიყვარდა და ის რომ არავის ჰგავდა
_მოდი ჩემთან , დავიძინოთ
_აქ არ უნდა მოვსულიყავი
_არაუშავს , ახლა წასვლის დრო აღარაა _ ფეხსაცმელი თავად გახადა და შემდეგ მის გვერდით მოთავსდდა _ მაპატიე , ყველაფრისთვის _ ჩუმად უთხრა ჩახუტებულს და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა
_ერთად მოვერევით ყველაფერს და გავათავისუფლებთ ვაჩეს დატყვევებულ ნაწილებს
_შეუძლებელია !
_შესაძლებელია, უბრალოდ არ გიცდია და შეეგუე მოცემულობას . მარტო აღარ ხარ, მე გყავარ მე კი მაქსიმუმი მჭირდება ყოველთვის , ყველაფერში
..................
_ტყუილად დადიხარ ფეხისწვერებზე , არ მძინავს _ გამთენიისას დაბრუნებულს სავარძელში მჯდომი დაუხვდა. თვალი შეავლო , პირველად ხრდავდა ამ ფორმაში და ისე მოეწონა ფიქრებიც აერია
_რატომ არ გძინავს _ტყავის ქურთუკი გაიხადა, მაისური გაისწორა, მაგრამ იარაღი მაინც ვერ დამალა ტელეფონი კარადის უჯრაში ჩადო
_მე თუ შენ
_შენ ,იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი მძინარე მზეთუნახავი რომელიც გიჟდება ძილზე , ბალიშზე მოხვეული , ბავშვივით უშფოთველუ სახით , ტუჩებდაბრეცილს გძინავს _ ისეთი მზერა ჰქონდა, იმდენად თბილი იყო მისი ტემბრი , ისე ელაპარაკებოდა თითქოს ყველაზე უწყინარი კაცი იყო სამყაროში
_რამდენი მობილური გაქვს ... ან როგორ არჩევ , ან ამ იარაღებს სად ინახავ _ ხელი ისე მოხერხებულად ჩააცურა და ამოაცალა იარაღი ვაჩეს ჩაეცინა
_არ გიხდება , შენი არ არის _ ფრთხილად სცადა უკან დაბრუნება
_მიღიმი , იცი გონს ვკარგავ და გინდა საუბარი შევწყვიტო
_ღიმილიც კმარა შენი გონების არევისთვის ? _ფართოდ გაიღიმა , იარაღი გვერდით გადადო და ისე აკოცა რომ არ ჩახუტებია _ არ იფიქრო ბევრი , ხომ შევთანხმდით. რაც უფრო მეტი გეცოდინება უფრო გართულდება
_მეშინია , რომ ვიღაც გამოჩნდენა ვინც სროლას დაგასწრებს ... ვის სიბოროტესაც ვერ მართავ და ამაზე ფიქრი არ მასვენებს. მინდა ჩემ გვერდით იყო , ჩვენი პრობლემები გვქონდეს და არა მთელი ქალაქის
_არასწორ ადგილას მოხვდი , პატარავ _ ნაზი კოცნების კვალს უტოვებდა
_ხელსაც ვერ მაკარებ ახლოს _ თავად შეეხო მკლავზე , თითებამდე მივიდა და დააკვირდა _დღეს არავინ გიცემია , უხილავი სისხლით ხარ დაფარული თუ რატომ არ მეხები
_მინდა გამოვიცვალო , ვიბანაო და შემდეგ ვაპირებდი არაერთ შეხებას _ ორი თითით შეეხო მოკლე პიჟამას ბოლოს და ისევ გაეღიმა , იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა შეხების მოლოდინში _ ხუთი წუთი მინდა და გპირდები ყველა დარდს გაგიფანტავ _ ტუჩის კუთხეში აკოცა და მოშორებას აპიდებდა მაისურის ბოლოებზე რომ ჩაავლო თითები ევამ
_ხომ ბუნებრივია შენთვის ეს ყველაფერი , წყალი ვერ მოგაშორებს მაინც ამ სიბინძურეს _გააშიშვლა , სხეულზე მიეკრო და თითები ზურგზე აატრა
_ევა
_იცი რა მაგიჟებს? საწოლში რომ გეძებდი, მინდოდა ჩაგხუტებოდი, მოგფერებოდი , შემეგრძნო შენი სიახლივე , არ დამხვდი, გამოვფხიზლდი, ვერ გიპოვნე, გელოდე საათების განმავლობაში ,.წარმოვიდგენდი შემოსულს როგორ გესროდი რაიმე მსხვრევადს დაგინახე და აღარაფერი მინდა შენ გარდა _კაცის ხელი ფეხებსშორის შეაცურა, თითებით ეხებოდა მის თითებს , თვალებში უყურებდა მზერადაბინდული და წამის მეასედში კოცნამ შეაწყვეტინა საუბარი . სრულიად შიშველი იყო , აღარაფერზე ფიქრობდა ვაჩეს შეხების გარდა , არ ჰყოფნიდა , უნდოდა მთლიანად ეგრძნო . სიამოვნების ზღვარიც კი არ ჰქონდა, ვერაფერი ამშვიდებდა უკვე_არ მინდა შორს იყო მაშინ როცა ახლოს მეგულები... გიკრძალავ ჩემ, შენს სახლაში დატოვებას. თუ არ იქნები მე შენი საძინებლების გამო არ ვარ აქ . დავრჩები ჩემ სახლში , ჩემ ცარიელ საწოლში სადაც ზუსტად მეცოდინება, რომ ვერ გიპოვნი
_ასეთი ემოციური როდის გახდი ... შენი ცხოვრება უკვე მოვწამლე _ ქალის შიშველ სხეულს ეხვეოდა , თავზე აკოცა და წამით გაჩუმდა
_არ დამპირდები ხომ? არც ეცდები ჩემთან დარჩე
_ვცდილობ , შენ ვერ წარმოიდგენ რამდენი რამ შევცვალე მას მერე რაც ჩემთან ხარ
_მსხვერპლი ორივემ უნდა გავიღოთ , თუ ერთმანეთთან გვინდა
_მემუქრები?
_არა , უბრალოდ თუ სახლში აღარ დაგხვდები უნდა იცოდე რატომ ...
_მიუხედავად იმისა რომ იცი დავბრუნდები, იცი სხვასთან არ ვარ, იცი გადაუდებელი საქმე მაქვს რომელსაც დღისით ვერ გავაკეთებ
_მე შენი კომპანიონი არ ვარ, ქალი ვარ და სასიყვარულო ურთიერთობაში ვართ და არა საქმიან გარიგენაში. ჩემთან მინდა იყო და თუ ვერ იქნები მეც წავალ ... შევხვდეთ იმ რამდენიმე საათით რაც ჩემთვის გემეტება , ვ.ჟიმაოთ და წავიდეთ მერე ჩვენ გზაზე. თანახმა ხარ?
_მანამ არ მოისვენებ სანამ პირობას არ მიიღებ ხომ?
_ნამდვილს და არა დროებით, ყალბ სიტყვებს
_ვერ შევცვლი მე ჩემ ცხოვრებას. გაგაფრთხილე
_გასაგებია ... დავიძინებ რადგან აქ ხარ და შემდეგში შენი სახლების ტუსაღი აღარ ვიქნები!
-ევა , ტყუილად ცდილობ ჩემგან სხვა კაცის გამოძერწვას მე უკვე დავაგვიანე ცვლილება და თუ ზედმეტ ინფორმაციას მიიღებ შენ დამემსგავსები , ჩემნაირი გახდები
-ეგ არასდროს მოხდება , მე პრობლემებს სხვა გზებით ვაგვარებ მე სისხლში არ დავისვრები და შიშით არ ვაცხოვრებ საყვარელ ადამიანს ... შენი დაკარგვის შიში მომიღებს ბოლოს, რატომ არ გესმის
-მესმის
-დაიცავი საკუთარი თავი,რომ დამიცვა მე…
………………….
ლუკას პატარა ოჯახი მის თვალწინ ვითარდებოდა, ბავშვმა ისე დაახლოვა ძმასთან თავიდან დაიწყო მასთან ურთიერთობა და ყველა გაყინული გრძნობა გაულღვა. მომავალი მამის ამპლუაში ისეთი სხვანაირი იყო ,იმდენად ნათელი და ბედნიერი მათთან მისვლისთვის დროს თითქმის ყოველ კვირას პოულობდა. მაღაზიში გაიარა, ცდუნებას ვერ გაუძლო და უამრავი ტანსაცმელი უყიდა პატარას. გაბრწყინებული სახით შევიდა სახლში და სისხლის წვეთების დანახვისას ერთადერთი რამ იფიქრა, მოუხელთებელმა ლუკამ ხელი გაიჭრაო და გაღიმებულმა განაგრძ გზა
-ამჯერად რას აკეთებდი, ხელოსნობის რომელ დარგს გადაემტერე ერთხელაც დარჩები უთითო დურგალი - სულ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შემდეგ მზერა დაებინდა. ლუკა საკუთარი სისხლის გუბეში უგონოდ იწვა . მხოლოდ საკუთარი ხმა ესმოდა, არაადამიანური , განწირული ,სასოწარკვეთილი კივილის ხმა . სასწრაფო დახმარების გამოძახება, პირველადი დახმარების გაწევა, პულსის შეგრძნებისას ისტერიული სისცილი და საავადმყოფო. დერეფანში იდგა სრულიად მარტო , ხელებზე ლუკას სისხლით და სულში გაჩენილი ურჩხულით,რომელსაც დამნაშავის მსხვერპლად გადაქცევის სურვილი ჰქონდა.
-იპოვეთ ! - ნიკოლოზის დანახვა არ გაჰკვირვებია, ელოდა კიდეც გვერდით მდგომს ,მაგრამ ბიჭი იყო გაოცებული - ხვალ დილამდე თუ ვერ მივა ჩემი ძმა, ლუკა თუ ვერ გამოფხიზლდება იცოდე ისიც არ ისუნთქებს ვინაც ჩემი ლუკა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა - კიდევ ერთი ნგრევა განიცადა ნენეს დანახვისას. ისეთი პატარა და სუსტი იყო, ორსული , შეყვარებული ქალი,რომელიც საკუთარ თავს იდანაშაულებდა . მშობლები , რომლებსაც საკუთარი ტკივილი ჰქონდათ და ევა ,რომელიც ყველას უნდა გამკლავებოდა . ბრაზის გაქრობის ნაცვლად ცეცხლი გაჩნდა, სულს რომ ედებოდა და წვავდა
-ევა, ევა გესმის ჩემი ?- ვაჩეს თვალებს ხედავდა, მაგრამ ვერ უსმენდა. გრძნობდა , მაგრამ ვერ აღიქვამდა- გადარჩება, სისხლს გადაუსხამენ... ოპერაციას გაუკეთებენ. გაუძლებს
-ნენეს მშობიარობა დაეწყო, იცი?
-ვიცი
-ბავშვიც შეიძლება დავკარგოთ, იცი?
-ვიცი ,მაგრამ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ
-დედაჩემს ლუკა სამყაროში ყველაფერზე მეტად უყვარს იცი რატომ? სულ ავად იყო , ლეიკემია ჰქონდა ბავშვობაში... ერთხელ სიკვდილს გამოვგლიჯეთ ხელიდან , მერე თავში აუვარდა, ღმერთს მადლობა არ გადაუხადა და აი , ახლა აქ ვართ . კაცი მოკლა, მაგრამ სხვამ აჯობა ... ბოროტებამ უნდა გაიმარჯვოს? ძლივს სწორ გზაზე მდგომი, ბედნიერი უნდა დამისრულოს? ხომ იპოვეთ, ვიცი ... ვიცი ნიკუშა მიწიდან ამოთხრიდა და ახლა თქვენ გყავთ
-მნიშვნელობა არ აქვს ,მთავარი ახლა ლუკაა და პატარა,რომელსაც სჭირდები
-მინდა,რომ მოკვდეს !
-ევა, ჩემო ევა
-უბრძანე მოკლან ან მე ვიპოვნი და საკუთარი ხელით გამოვჭრი ყელს, ისეთივე დანით ჩემი ძმა რომ აჩეხა ...იცი რამდენი ჭრილობა აქვს? ექვსი, ექვსჯერ დაარტყა
-გთხოვ ევა, გემუდარები ძალა მოიკრიბე , გონს მოდი შენ არ ხარ ეს - ცდილობდა ,მაგრამ ვერ ამშვიდებდა.
წამალმა იმოქმედა ვერც გაიაზრა ისე დაეძინა ვაჩესთან ჩახუტებულს. თვალები ,რომ გაახილა კაცი ისევ მის გვერდით იყო. წამები დასჭირდა ყველაფრის გასახსენებლად და მაშინვე წამოდგომა სცადა
-როგორაა, რამდენხანს ვიყავი გათიშული... მომაშორე ეს რაღაც
-გეყოფა,მორჩა! გოგონა დაიბადა, პატარაა, მაგრამ გადარჩება ... ლუკას ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ჯერ არ გამოფხიზლებულა, დრო დასჭირდება , მაგრამ სტაბილურადააო
-ნახვა მინდა
-შეგიყვან , დასრულდეს ეს წამალი ,შეძლო ფეხზე მყარად დგომა და ნახავ ყველას
_სუნთქვა არ შემიძლია ცუდად ვარ ...ვერ,ვერ ვსუნთქავ
_დამშვიდდი
_შენ არ გესმის... შენ არ იცი როგორია როცა შენი ნაწილი შენს თვალწინ ებრძვის სიკვდილს. როგორც არ უნდა ვიჩხუბოთ რაც არ უნდა ჩაიდინოს ჩემი ძმაა, მტკივა მისი ტკივილი და ახლა
_ბავშვს არ ნახავ?სულ მარტოა , ნენე ჯერ ისევ ნარკოზის ქვეშაა _მიმართულება შეუცვალა მის ფიქრებს . ბავშვზე გადაერთო და დროებით დაივიწყა სიკვდილთან ბრძოლა.
_ხომ დარწმუნდი ,რომ კარგადაა ... ცოტა დრო დასჭირდება მხოლოდ - პატარა გოგონას უყურებდა და ევას ხელს არ უშვებდა
_ლუკასთან მინდა
_შენი მშობლები შევიდნენ ცოტა ხნის წინ
_დიდხანს ნუ დარჩები...ვინმემ ფოტო არ გადაგიღოს . ამათი ნდობაც არ შეიძლება ,არ ვიცი რას მოიფიქრებენ . კარგად ვარ , როგორც კი დასტაბილურდება მოვალ_მოეხვია,რამდენიმე წამს მარტონი იყვნენ
_დარწმუნებული ხარ?
_შენი საქმეები არ იცდიან
_კარგად იქნები? ხომ არ სთხოვ ნიკუშას ვინმე მოგაკვლევინოს _ ლოყაზე კოცნიდა და თმაზე ეფერებოდა . სიმშვიდეს უზიარებდა
_როდის გახდა ჩემი ცხოვრება ასეთი... ყველგან სისხლია , სულ საავადმყოფოში ვართ , სულ სიცოცხლისთვის ბრძოლას ვუყურებ
-ყველაფერს მოგაშორებ , გპირდები !
-როგორ მოვერიო ამ ბრაზს ეს მასწავლე ჯერ
-არ გინდა, არ მითხრა ... ციხეში გავუშვებ .
-რამდენი წლით
-ყველა დანაშაულს ამოუქექავენ თუ რამე ჩაუდენია ...უბრალოდ არ იფიქრო ,გთხოვ
-შენ მეუბნები არ იფიქრო დამნაშავეზეო ,შენ არავის არაფერს პატიობ მე კი ჩემი ძმის სასიკვდილოდ გამეტება უნდა ვაპატიო?
-არ აპატიებ, მიიღებს სასჯელს ისე ,რომ შენი ხელები სუფთა დარჩება და შენი სული არ დამძიმდება- გავლენა უნდა მოეხდინა ისე უყურებდა, ისე ესაუბრებოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა ევას მანიპულირება მარტივი არ იყო .
-არ მოგწონს ხომ? არ არის მიმზიდველი ჩემ თვალებში დემონის დანახვა ?
-ძალიან მომწონს,იმდენად რომ ვერ წარმოიდგენ - ჩაიცინა და ტუჩთან ახლოს აკოცა- ცეცხლს აფრქვევ , რომლის ალშიც იმედია არასდროს მოვხვდები

ევას გაკონტროლება ვერ შეძლო. არ ელოდა, მისგან ვერ წარმოიდგენდა იქ თუ ნახავდა ვერ მოასწრო მისვლა . ნიკოლოზმა რომ დაურეკა და უთხრა ბავშვი გარდაიცვალაო სასოწარკვეთილს ელოდა, ძალაგამოცლილს , მგლოვიარეს ის კი დამნაშავის წინ იდგა იარაღით ხელში და მანამ ისროლა სანამ ვაჩემ სიტყვის თქმა მოახერხა.
-ევა არ გინდა ! - მკლავში წვდა და წინ გადაეფარა - ევა შემომხედე , ევა გემუდარები- იარაღი გამოართვა და მთელი ძალით მოეხვია.
-სულ პატარა იყო, სულ ერთიციდა, იმდენი იბრძოლა და მის გამო დაკარგა ცხოვრების შანსი. იცი როგორ ველოდი? იცი ლუკა როგორი ბედნიერი იყო ? პირველად ვნახე ასეთი მოტივირებული, ასეთი გაბრწყინებული ... ნენემ ხელშიც ვერ აიყვანა
-კარგი, კარგი ყველაფერი გაივლის. ვერაფერს შევცვლით, ვერაფერს გავაკეთებთ - თავზე კოცნიდა, ატირებულს გულში იკრავდა . მთელი სხეულით დაფარა, სამყარო გააქრო მის ირგვლივ. ყველაფერი ისე დაალაგა თითქოს იქ არავინ იყო, არაფერი მომხდარა .
-ცოცხალია?
-კი , მხარში მოხვდა...გადავრჩით
-მერამდენედ უნდა გაგექცეს
-ჭკვიანია, ვერ ვხვდები როგორ ახერხებს
-შეგისწავლათ , გაშიფრული ჰყავხართ ყველანი - სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და ნიკოლოზს ქვემოდან ახედა- ყველანი დაიჭირეს? კიდევ არ დარჩეს ვინმე
-მოგვარებულია
-ლუკაზე ხომ არაა რამე ახალი
-არა, ჯერ ვერ აღვიძებენ ...სტაბილურიაო
-ნენე?
-ფიზიკურად კარგადაა
-არა მაინც როგორ გაგექცა , რაღაც გჭირს ნიკოლოზ
-თათა მომიგზავნა - თავდახრილმა თქვა
-აი თურმე რა ... მაგ გოგოს თამაშს როდემდე აჰყვები ისე თითქოს ვერ ხვდები,რომ სერიოზულად არ გიყურებს . რა იყო ცალმხრივი სიყვარული და დებილის როლში ყოფნა გისწორდება?
-დავასრულე!
-რაღაც არ გეტყობა, ქალი გაგექცა სანამ ეჭორავებოდი თუ ეფლირტავებოდი და გოგო ლამის მკვლელი გახდა. მიზანი რომ ჰქონოდა უკეთესი ტიპს მოკლავდა იმიტომ რომ შენ ტლიკინებდი ნიკოლოზ!
-ვეღარ ვუმკლავდები, ჩამანაცვლე
-ევას ნებდები?
-ვინმე ისეთი უნდა გაჰყვეს ვისაც არ იცნობს
-არავის ვენდობოდი შენ გარდა ნიკოლოზ და ეს იყოს უკანასკნელი შენი შეცდომა. დროა საერთოდ შეიცვალო საქმიანობა , გათავისუფლებული ხარ !
ადრეც გეგმავდა მის გაშვებას. ზედმეტად შეეჩვია რაც კატეგორიულად ჰქონდა აკრძალული საკუთარი თავისთვის. ანგარიშზე საკმაოდ დიდი თანხა ჩაურიცხა და დაემშვიდობა. ვერ იფიქრებდა თუ მის გარეშე საქმეების მართვა გაუჭირდებოდა, შეჩვეული იყო მარტო ყველაფერთან გამკლავებას, მაგრამ ადრე ევა არ ჰყავდა , მხოლოდ საქმე გააჩნდა.
-მუშაობას აპირებ?
-ვერ ჩავწვები საწოლში და ვერ დაველოდები როდის გამოჯანმრთელდება... ცხოვრება უნდა განვაგრძო
-დარწმუნებული ხარ,რომ შეძლებ?
-ბევრი რთული მომენტი ყოფილა ჩემ ცხოვრებაში მე კი არასდროს გავჩერებულვარ. ცოცხალია, გადარჩა და მე დედაჩემის მსგავსად გლოვას არ ვაპირებ.
-ლამაზი ხარ - კაბის ელვა შეუკრა და მხარზე აკოცა- ჩაწერა გაქვს ?
-მხატვართან მივდივარ , პორტრეტი შევუკვეთე
-იმ გოგოსთან?
-დიახ. ახლა სწორედ საინტერესო პერსონაჟი მჭირდება, გონება რომ მასზე გადაერთოს
-რამდენი ევა ცხოვრობს შენში
-შენ ვერ შეგედრები მრავალფეროვნებითა და ნიღბების სიმრავლით - სარკეში უყურებდა მის ანარეკლს შემდეგ შებრუნდა - მიხვდი ,რომ ფაიფურის თოჯინა არ ვარ თუ ჯერ ვერ
-რკინის ლედი თუ იყავი არ ვიცოდი
-შენ ბევრი რამ არ იცი ...
.....................
-გაბრიელმა იცის?
-რა
-მისი და შენი საყვარელი რომ იყო
-რა გინდა ვაჩე?
-ნამდვილად მისი და არის? ის გოგო რაღაც განსაკუთრებული შინაგანი აურითაა ,როგორ შეიძლება ამას ჰყავდეს ასეთი გენეტიკის მქონე ადამიანი
-როგორ გაიგე. ისევ გვითვალთვალებ?
-არ ვიცოდი, თვითონ აღიარე ამ წამს - ჩაიცინა და ჭიქა ბოლომდე დაცალა- ნუ ღელავ , ჭორაობა არ მიყვარს . უბრალოდ მინდა გირჩიო,რომ დროულად უთხრა ... არ ღირს დაკარგო ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი ტყუილის გამო
-შენ არ იცნობ გაბრიელს... გაგიჟდება
-ჩემი თამარა, ალექსანდრეს ცოლია ,მაგრამ გადავიტანე
-ქალაქის მერი ჩვენი სტუმარია , რა პატივია ბატონო ვაჩე- გაბრიელიც გამოჩნდა ალექსანდრე უკან მიჰყვებოდა - როგორაა ევას ძმა?
-ნორმალურად
-მარიტამ მითხრა,რომ ევა იყო მასთან საქმიანი შეთავაზებით
-ვინ არის მარიტა ?
-ვგიჟდები ასე რომ იკვირვებ თითქოს არ იცი... ოსკარს მაზავ ბ.ზის შვილი არ ვიყო
-გაარკვიე ვინ ხარ და მაინც ბ.ზის შვილი აღმჩნდი ჩემო საბრალოვ? - ეწეოდა და განწყობას არ იფუჭებდა
-ხო, ნამდვილად ელიტარული ბ.ზი იყო ისეთი კაცებისგან ჰყავს შვილები გაჩენილი -გულთან ახლოსაც არ მიუტანია ვაჩეს კომენტარი - რა თქვი აქ რა მინდაო?
-დრო მქონდა და შემოგიარეთ ... მაინტერესებს თამარა და ალექსანდრეს რას მალავენ ასე თავგამოდებით , თქვენ ხომ არ იცით რა სჭირთ ამ ორს?
-საქმე გამოგელიათ ბატონო მერო? -ალექსანდრე იქამდე ჩუმად იჯდა და სვამდა
-მინდა გავიხარო და გავიგო,რომ მარიამს გონება გაუნათდდა და მიხვდა,რომ უნდა დაგშორდეს
-ევას როდის გაუნათდდება ნეტავ გონება და მიხვდება ვინც ხარ სინამდვილეში...საკვირველია ბავშვობის მერე ამდენად შეიცვალე? -მშვიდად უთხრა, მიმიკაც არ შეცვლია ისე წაუშალა სახე ვაჩეს
-აი ეს უკვე საინტერესოაა... პირველ სიყვარულს ვერ შეელიე ვაჩიკო?- გაბრიელი ახარხარდა ვაჩე კი ისევ ალექსანდრეს უყურებდა
-როგორც სცანს რაღაც მსგავსებას ხედავს ევა , იმიტომ არის შენთან ამდენხანს ... ძალიან მაინტერესებს კიდევ რამდენ თვეს გაქაჩავს. თუ უმალავ შენ შავ-ბნელ საქმეებს, მხოლოდ მერის ნიღბით აჩვენებ თავს
-არა, ყველა ვაჩეს იცნობს და ყველასთან უნდა ყოფნა ... შენ კი მარიამი მალე გაგქეცევა
-თამარა აღარ არის?
-რა გააკეთე, უღალატე?
-ქალის გარდა მიზეზი არ გაგახსენდა? მიკვირს ამ გონებითა და ფანტაზიით როგორ ახერხებ ამდენი ინფორმაციის შეგროვებას
-რა გჭირთ არ იტყვი?
-შენ დას ესაუბრე და თუ საჭიროდ ჩათვლის გიამბობს... რადგან არ გეუბნება ე.ი ისეთი ინფორმაციია რაც ჩვენ ორს გვეხება
-ჩვენც არ ვიცით - თორნიკემ თქვა და მობილური რომ განათდდა წამსვე წამოდგა - გავალ და მოვალ .თუ რამეს დააცდენინებთ მეც გამაგებინეთ
-სად მირბიხარ , ვეჭვიანობ იცოდე... რა ყველას საიდულო გაქვთ მე ვარ მარტო მართალი კაცი. მწყინს , გულს მტკენთ ძვირფასებო . ისე მართლა ხო არავინ შეგაცდინა ჩემო სილამაზევ, ხო არ შებღალეს შენი სისპეტაკე - ალექსადრეს მიუჩოჩდა
-გამეცალე !
-ვერ ვიფიქრებდი თუ ამას ვიტყოდი, მაგრამ ვაჩეს მხარეს ვარ... მგონია,რომ ასე ორივე ერთად გაჩუმებულები უბრალო მიზეზის გამო არ იქნებოდით. ერ.ექციული დისფუნქცია არ გაქვს იმედია და დალშე ყველაფერი ჩვენც გვეხება ემოციურ დონეზე შესაბამისად უნდა გვითხრა და ერთად მოვიფიქროთ რამე... ან ერთის მხარეს ვიქნებით ან მეორეს , ნუ მე მამენტ მარიამის მხარეს ვარ უკვე რაც არ უნდა იყოს. შე ჩემა ისე მართლა ამდენი ქალების , გულავისა და თავზეხელაღებულობის მერე ხო არ გაჭედე ?
-ამას როგორ იტანთ გამაგებინე
-უკვე ვეღარ ვიტან და ნიკოლოზში გაგიცვლი თუ გინდა
-სადღა ჰყავს ნიკოლოზი
-უი, სულ დამავიწყდა ზედმეტად შეგიყვარდა და შეგეშინდა ამიტომ გაუშვი? შენგან განსხვავებით მე ახლოს ვიტოვებ მათ ვინც მიყვარს და მეიმედება.
-ნეტავ იმიტომ ხომ არა, რომ შენი მთელი ოჯახი ცოცხლად არ დამწვარა და იმდენი გყავს დაკარგული უკვე ლიმიტი ამოწურე ,ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის კი არა ათის მაინც ... საერთოდ ვინმე დაგიკარგავს ცხოვრებაში?
- განგებ არავინ მომიშორებია და ღმერთს მადლობა, რომ მსგავსი ტკივილი არ გამომიცდია. არ ვიცი,როგორ მაგრამ მარიამი შენ გგავს . ვერავინ და ვერაფერი ახდენს გავლენას თუ რაღაც აქვს გადასაწყვეტი
-ხოდა გვითხარი რა აქვს ასეთი სადარდებელი იქნებ მე მაინც მივხვდე როგორ დავარწმუნო
-მნიშვნელოვანი პრესკომფერენცია ან სხდომა გაქვს ამ კვირაში?
-არა,რა ხდება ... სადმე გინდა გამოგყვეთ?
-არა, მინდა რინგზე გავიდეთ და ვიჩხუბოთ - სერიოზული იყო , ვაჩე კი ვერ მიხვდა ხუმრობდა თუ არ
-შიშველი ხელებით თუ ხელთათმანი მოვატანინო
-სად წავიდა ის კიდევ ამდენ ხანს ...თორნიკე , მოენძ.რიე დროზე - ტელეფონი აიღო და ვოისი გაუგზავნა -რა დროს ჩხუბია, ხომ დაზავდით
-ორივეს გვაქვს გასაფანტი ენერგია და სათანადო კონკურენტი მააინც არ გვყავს...თუ გინდა შენც ამოდი რინგზე
-არა, გმადლობთ არ მიყვარს უმიზეზოდ რომ მტკივა რამე
რინგზე ავიდნენ და ჩხუბი დაიწყეს. ალექსანდრე თავიდანვე არეული იყო,ენერგიის გაფანტვამაც არ უშველა . რამდენიმეჯერ მოარტყეს ერთმანეთს ,ძირითადად ორივე იცილებდა დარტყმებს .
_ჯანდაბა ... ჯანდაბაა _ მუშტი ძირს დაჰკრა ვაჩემ რომ შებოჭა
_მორჩა ,არაფერი მოგტეხო
_ორსულადაა ... ორსულადაა და იმის გამო რომ ბათუს წითელა ჰქონდა შეიძლება ნაყოფი მანკით დაიბადოსო. უამრავი რამე ჩამოთვალა და მე ვერაფერი ვუთხარი. დაავტოვე და წამოვედი,ვერც აბორტზე ვუთხარი ვერც გარისკვაზე ... ვერაფერი მოვიფიქრე რომ დავარწმუნო და ახლოსახ არ მიკარებს . მარტო მინდა ვიყოო და მეც წამოვედი. ვერ ვხვდები მის თავში რა ხდება _ ძირს იჯდა,მოკეცილი და თავდახრილი ძლივს სუნთქავდა საუბრის დროს _ სულ ვეუბნებოდი არ იმუშაო იმ კლინიკაში, ამდენ პაციენტთან ამდენ ვირუსში_თქო და იქნებ ახლა თავს იდანაშაულებს
_რა მნიშვნელობა აქვს როგორი იქნება... თუ დაიბადება ყველაფერს გავაკეთებთ
_რას გავაკეთებთ ... სასწაულები არ ხდება ,ფული ყველაფერს ვერ ცვლის ვერც გავლენა უშველის ბრმა,ყრუ, გულზე მანკით თუ დაიბადენა ან რომელიმე მტევანი არ ექნება არ ვიცი მე არც კი ვიცი რას უნდა ველოდოთ და როგორ გაუძლებს მშობიარობამდე ან იქნებ ვერც გაუძლოს . მერე ბავშვი როგორ იცხოვრებს, როგორ გავიმეტო მთელი ცხოვრება ტანჯვისთვის თორემ მე უკვე მიყვარს
_დამშვიდდი ,თავს მოერიე და გზაც გამოჩნდება
_ჯერ რა იცით როგორი იქნება... კვლევები ხომ არსებობს არა?იქნებ არაფერი სჭირდეს აან ისეთი რამე იყოს რასაც უმკურნალებენ_გაბრიელი გამოერკვა თორნიკე ისევ ჩუმად იჯდა
_იცი მარიამი სად არის?
_ვიცი ...
-მასთან წადი ,ერთად იყავით და მიხვდებით როგორ უნდა მოიქცეთ. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენთან ვართ ,მაგრამ მარიამს ახლა არც ძმა სჭირდება არც მეგობარი ,მხოლოდ შენ ...რას მაცემინე თავი შე ჩემა აქამდე ვერ მითხარი ? - სანდროს გვერდით იჯდა ,ხელი მხარზე მოხვია და მერე უბიძგრა _წამოდგები თუ დაგეხმარო
_შენ რას ეტყოდი ჩემ ადგილას იცი?
_მე არ მყოფნის გამბედაობა შვილზე ოცნებისაც კი ... შენ და მარიამი ერთად ყველაფერს შეძლებთ.
ალექსანდრე წავიდა ის კი ისევ მაგიდას დაუბრუნდა, რამდენიმე ჭიქა დალია და მერე გახედა მდუმარედ მჯდომ ბიჭებს
-წინასწარ ნუ ვინერვიულებთ... შეიძლება არაფერი სჭირდეს
-აბორტის გაკეთება რომ გადაწყვიტოს?
-ვინ მარიამმა? არ იცნობ?
-ბავშვი ცოდოა ,შეიძლება სჯობდეს
-გეყოფათ ,ორივეს ...საქმე არაფერი გაქვთ?ქალი მაინც არ გყავთ? წადით სხვა რამეზე იფიქრეთ აქ ჯდომით და საშინელებების წარმოდგენით მაინც ვერაფერს შეცვლით. ეს ცხოვრებაა და ცხოვრება იმაზე მეტად საზიზღარია ვიდრე რამდენიმე კვირის ნაყოფის დაკარგვაა
-სისხლი მოგდის ... ასე არ გახვიდე- ხელსახოცი მიაწოდა ,მაგრამ არ გამოართვა
-ვერავინ შემამჩნევს , უჩინარი ვარ
..................
ევასთან იყო, ახლოს ,მაგრამ შორს. კორპუსიდან გამოსულს აჩრდილივით უკან გაჰყვა. ჯერ ბართან, მაღალ სკამზე მჯდომი მარტო სვამდა ვინ იცის რა ფიქრები უტრიალებდა გონებაში. იქნებ დაკარგულ ძმისშვილს დარდობდა, ძმას ან მის არეულ ცხოვრებას. ვერ ხვდებოდა , მაგრამ გრძნობდა ცუდად იყო. იქედან ფეხით გავიდა, ქუჩებში დახეტიალებდა სანამ ერისთავების საფლავზე აღმოჩნდა. ერთხანს უყურებდა, შორიდან გრძნობდა მის ტკივილს და სუნთქვა ეკვროდა. მისვლა და საკუთარი ტკივილის მისთვის გაზიარების სურვილი ჰქონდა
_სად ხარ
_შენმა ბიჭებმა არ იციან სად ვარ? ხომ ყველგან დამყვებიან თუ ნიკო რაც გაუშვის მას მერე ვერავინ მპოულობს
_ნასვამი ხარ?
_არა, მთვრალი ვარ
_მოვიდე?
_არა , აქ მოსვლის უფლება არ გაქვს
_რატომ?
_იცი ხომ სადაც ვარ
_არა
_მატყუებ
_რატომ არ მაქვს მოსვლის უფლება, რა ადგილია ასეთი
_ ვაჩეს დაბადების დღე ახლოვდება ... ბოლოს რომ მივულოცე , ანდაც რა მნიშვნელობა აქვს
_რა მოხდა ბოლოს რომ მიულოცე _ აკოცა და ორივეს ახსოვდა ის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა, ბროწეულისფერი სახე და არეული მზერა
_შენთვის საინტერესო არაფერი ...
_მთვრალიც არ მიყვები საიდუმლოებს და ჩემგან გინდა ყველაფერი გაიგო
_პირველად რომ დაგინახე მეგონა ვაჩე იყავი ... ჰგავდი რაღაცით , მაგრამ შენი თვალები ყავისფერია მისი კი ცისფერი იყო , უღრუბლო ცასავით დამყურებდა ხოლმე ზემოდან და მე ვანათებდი მზესავით. როგორ შეუძლია აღარ იყოს
_დაშორების მიზეზს მაძლევ ევა? ჩემ მოთმინებას ცდი თუ თავმოყვარეობის ხარისხს ამოწმებ
_ეჭვიანობა არ გინდა,გთხოვ
_რაღა ეჭვი , პირდაპირ მეუბნები რომ ჩემში მას ეძებ და ამ ილუზიას აყოლილს გიყვარვარ
_ვაჩე შენნაირი არასდროს გახდებოდა . ვაჩეს ჩემსავით კითხვა უყვარდა... სათვალეს ატარებდა და ყველაზე მიმზიდველი ამ დროს იყო , სამყაროში არავის უხდებოდა ისე სათვალე როგორც ჩემ ვაჩეს. არაჩვეულებრივად ხატავდა, მაგრამ ჩემი დახატვა ვერ მოასწრო. სწავლობდა და ჯერ ვერ დაგხატავ, იდეალური უნდა გამოვიდეს შენი პორტრეტიო. არქიტექტორობა უნდიდა ხანაც ექიმობას აპირებდა , სულ კლინიკაში იყო თავის მშობლებთან . ერთხელ მამამ ოპერაციაზე შეიყვანა და ემოციების ქვეშ იყო . პიანისტის თითები ჰქონდა, საოცრად უხდებოდა როიალთან ჯდომა... მას უყვარდა სიცოცხლე , საკუთარი თავი და ყველაფერი რაც ჰქონდა. ყველა შანსს იყენებდა ცხოვრებაში ბედნიერების ერთი წუთისთვის . შენ კლავ , ემოცია სულ არ გაქვს ისე შეგიძლია სასხლეტს გამოჰკრა და ვიღაცის სიცოცხლე სამუდამოდ დაასრულო. შენი მასთან მსგავსება არ არსებობს , შენი შეყვარების მიზეზი ისევ ვერ ვიპოვნე საკუთარ თავში
_მე და იმ ვაჩეს მხოლოდ ერთი საერთო გვაქვს, შენ _ უყურებდა როგორ დატოვა ტერიტორია. სასაფლაოს ეზოც გამოიარა, შემდეგ კი ფეხით გაუყვა ქუჩას . ციოდა, შორიდანაც გრძნობდა ვაჩე როგორ გაეყინა მთელი სხეული და სიგიჟემდე უნდოდა მანძილის დაფარვა , ჩახუტება და მისი გათბობა.
დარწმუნებული იყო რომ უჩინარივით შეეძლო გადაადგილება, წლების გამოცდილება ჰქონდა ქუჩებში შეუმჩნევლად ხეტიალის. კამერაც კი ვერ აფიქსირებდა მის სახეს . ევა კი წამით გაჩერდა, შებრუნდა და ასე იდგა რამდენიმე წამს
_დიდხანს გელოდო თუ მოხვალ, ხელს ჩამკიდებ და პირველად გავისეირნებთ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ _ სიჩუმეში მკვეთრად ისმოდა მისი სიტყვები, სადღაც შორს ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა, ცენტრალურ ქუჩაზე მანქანები მოძრაობდნენ ფეხით მოსიარულე არავინ ჩანდა _გელოდები, ნუ მაფიქრებინებ რომ მეჩვენები, გთხოვ _ ხელი მისკენ გაშალა, ზუსტად ვერ ხედავდა ვაჩე სად იდგა .
გონების ერთი ნაწილი დარჩენას სთხოვდა , მაგრამ მეორემ ვერ გაუძლო და ევას უღონოდ დაშვებულ ხელს სასწრაფოდ ჩაჰკიდა თავისი. მოსაცმელი მოახურა, გაყინული ხელები დაუკოცნა . თვალებში ვერ უყურებდა სანამ ევამ თავი არ ააწევინა და ისე აკოცა ქუდს არ შეხებია. თავად ისევ არასვისა და არაფერს ემალებოდა , თავისუფალი იყო . არაფერი უთქვამთ, ხელი ხელ ჩაკიდებულები დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში გათენებამდე. მზის ამოსვლას გზაში შეხვდნენ შემდეგ კი ევა საკუთარ კორპუსთან აღმოჩნდა
_სახლამდეც მომაცილე, ორი პირველი გამოვიდა
-ასე ცუდად რატომ ხარ ევა?
-შენც ცუდად ხარ ... არ მეტყვი რატომ , მაგრამ მე შენთან ვარ . შენ დარჩები ამ ღამით ჩემთან?
-დავრჩები
ევა ხედავდა მის სახეს, ხელებს და ჩხუბის ყველა კვალს აიგნორებდა. შეეჩვია , ან სხვა უფრო მნიშვნელოვანი ჭრილობის ძიების პროცესში გონებამ გარეგნული იარები დაივიწყა.
მაგიდაზე დატოვებული ერისთავების წერილები , ფოტოები და გახსნილი სკივრის საიდუმლოებები ვაჩეს თვალწინ იყო. ევას მიერ გადაწერილი ჩანაწერები, ამოხსნილი საიდუმლო - ერისთავების მკვლელობის მოტივი , დამნაშავეები, საქმე რომლის წინააღმდეგაც იბრძოდნენ და ტკივილი , გაუსაძლისი.
-დამნაშავეებზე ინფორმაციებს ვიძიებდი და ბოლოს აღმოჩნდა რომ ცოცხალი არავინაა ,მეტიც, ყველანი ერთ წელს გარდაიცვალნენ. ერთი ციხეში იმყოფებოდა ,როდესაც თავი მოიკლა, მეორე საკუთარმა ძაღლმა დაგლიჯა, მესამე არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა მანქანას , ბეტონის კედელს შეასკდა , მანქანა აალდა , გადმოსვლა მოახერხა , სხეულის 95% დამწვარი ჰქონდა , კლინიკაში რამდენიმე თვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა, მეოთხეს კი ლაშქრობის დროს გველმა უკბინა და როდესაც აღმოაჩინეს მისი სხეული ცხოველებს ჰქონდათ განადგურებული.
_ ამ წიგნს ვინ წაიკითხავს მაინც არ ვიცი რას შეალიე ამდენჯ დრო . ან რა ფორმატს აძლევ ... რადგან მკვლელები იპოვნე ეს ნიშნავს ,რომ დაასრულე
_არ დამისრულებია . კიდევ უნდა შევხვდე ერთ ადამიანს
_ვისღა უნდა შეხვდე _მშვიდად იყო , ფიქრობდა, რომ ყველაფერი გათვლილი ჰქონდა
_გოგონას , რომელიც საოცრად ჰგავს ლიზას ... სულ ვაკვირდებოდი, ვამსგავსებდი ვიღაცას და ვერ ვხვდებიდი ვის . რამდენიმე დღის წინ ფოტოებს რომ ვუყურებდი თან ტელევიზორში გამოჩნდა მარიამი , ალექსანდრე კოსტავას ცოლი , რომელიც ექიმია და ყველ’ფერი მასში ლიზას მსგავსია
_უამრავი ადამიანი ჰგავს ერთმანეთს
_შენ ხომ იცნობ მათ
_ვიცნობ , შორიდან
_შორიდან თუ იმდენად ახლოდან რომ მათ შვილ ბათუს წითელას დროს ესტუმრე ... იმ ღამით მარიამმა დაგირეკა თუ ალექსანდრემ
_ბათუ სხვა ბავშვს არ ჰქვია?
_რატომ მიმალავ , რომ ყოფილი მერის ოჯახთან მეგობრობ... რა პრობლემაა . იმედია მარიამთან სასიყვარულო ურთერთობა არ გქონდა
_რა სისულელეა ...
_ბათუ ერთ ბავშვს მაგონებს
_მამამისს ჰგავს ვის უნდა გაგონებდეს
_აი ამ ბავშვს _ ფოტო დაუდო წინ , რომელზეც პატარა ვაჩე იყო გამოსახული
_შეპყრობილი ხარ უკვე ამ ამბით...ყველგან ერითსავები გეჩვენებიან. დაიჯერე რომ დაიხოცნენ... დაწერე წიგნის დასასრული და მორჩა . სამართალმა იზეიმა და ყველანი დახოცილან, მიკვირს როგორ მოხდა ამქვეყნად რომ მიეზღო ვინმეს
_შენ არ მისმენდი? ვერ მიხვდი, რომ ყველანი მოკლეს და ასე უბრალოდ ერთ წელში არ დაიხოცებოდნენ და ამდენად ზუსტად არ მიჰყვებოდა სამართალი მათ კვალს?
_ვის უნდა მოეკლა...
_ვისაც შურისძიება სწყუროდა
_ ნათესავებზე ეჭვობ?
_ვაჩე ან ლევანია ცოცხალი ან იქნებ თამარა გადარჩა
_ხო აი თამარა გადარჩა, მარიამია ... ყველანი დახოცა და ახლა მშვიდად მუშაობს საავადმყოფოში. ეს ბავშვი მაგ წელს სრულწლოვანიც არ იქნებოდა საიდან ამდენი გავლენა
_სამაგიეროდ ვაჩე იქნებოდა იმ ასაკში ყველაფრის დაგეგმვას ,განხორციელებას და შურისძიებას რომ შეძლებდა ...
_წმიმდანი იყოო და ამდენ ხალხს დახოცავდა?
_ნამდვილი წმინდანიც ვერ გაუძლებდა იმას რაც მაან გადაიტანა ... ნეტავ შევხვდე . აი რომ შევხვდები და ყველაფერს მიამბობს მერე დასრულდება ეს წიგნიც
_აუცილებლად ბედნიერ დასასრულს ელოდები? არ დასჯერდები იმას რაც გაიგე?
_შენი გულგრილობა აუტანელია !
_მე წავალ და წარმატებებს გისურვებ ვაჩეს პოვნაში -კიდევ ერთხელ შეხედა მაგიდაზე გაშლილ ფოტოებსა და წერილს _ბეჭედი სად წაიღე
_რომელი ბეჭედი
_იმ ქალმა რომ მოგყიდა დედას ბეჭედი ... ვაჩეს დედის არ იყო?
_შევინახე . ნეტავ ის ბეჭედი რატომ ჰქონდა იქ
_ოპერაციამდე იხსნიდა და ინახავდა , ალბათ ... სავარაუდოდ რთული მშობიარობა ჰქონდა და შემდეგ დაავიწყდა გაკეთება _ინსტიქტურად შეეხო ფოტიზე გამოსახულ ქალის სახეს . ზოგჯერ ავიწყდებოდა თამაშის გაგრძელება _ხედავ სამართლიანობისთვის წესებით ბრძოლას აზრი არ აქვს . მათაც რომ ჩემსავით შესძლებოდათ მათივე ხერხებით ბრძოლა დღეს ცოცხლები იქნებოდნენ ცოლ_ქმარიც და მათი შვილებიც. აი მერე საინტერესოა მე უფრო გეყვარებოდი თუ შენი ვაჩე
_შენ სული დაიმძიმე უამრავი ცოდვით ...ისინი ამას არასდროს გააკეთებდნენ . რა უნდა ექნათ ბავშვები გაეყიდათ ? დედებისთვის მოეპარათ და ამის უფლება მიეცა ? კიდევ ვინ იცის რა გეგმები ჰქონდათ ამათ ხელი რომ შეუშალეს
_ხელი შეუშალეს? რამდენ ხანს ერთ თვეს? ორ თვეს? მერე ცოცხლად რომ დაიწვნენ და უსმინეს საკუთარი შვილის ყვირილის ხმას ასე დაუბრუნა ღმერთმა სიკეთისთვის? წესიერებისთვის? ეკლესიაში საათობით მუხლებზე დგომისთვის, ყველა მარხვისთვის და ლოცვისთვის? ამ კითხვაზე გაქვს პასუხი? რატომ გაიმარჯვა ბოროტებამ სიკეთეზე
_უფლის გზა ასეთია... ხორციელი ტანჯვა სულის ცხონებისთვის
_სისულელეა ! შეეგუო და მიიღო ადამიანების შექმნილი განსაცდელები იმის იმედად რაც ან იქნება ან არა. ერთხელ ვცხოვრობთ და ჯოჯოხეთი სწორედ დედამიწაზეა, ან ცეცხლში დაგწვავენ ან შენ დაწვავ
_შენ დაგიწვავს ვინმე ცეცხლში?
_არა , ამდენად სასტიკიც არ ვარ თორემ ზოგიერთი ნამდვილად იმსახურებს
-ლუკა ,რომ დავინახე ... იმ ნაბიჭვარს,რომ ვესროლე მივხვდი შურისმაძიებელი რას გრძნობს
-შენი ძმა ცოცხალია, შურისძიება საჭირო არ არის
-ვაჩეც ცოცხალია, ვგრძნობ და მეშინია რომ მოვიდეს თუ ვერ ვაპატიებ მერე რა იქნება- თვალებში უყურებდა ერისთავს, სასმელის გავლენად ჩათვალა ვაჩემ - შენ რომ ზღვისფერი გქონდეს თვალები , შენ რომ იყო , მეტყოდი - ჩუმად თქვა, ჩურჩულით გააჟღერა გონებაში მილიონჯერ გაჩენილი ფიქრი და კაცის ტუჩებს საკუთარი შეახო- უშენობა არ მაიძულო , გემუდარები
.............
-ჩვენთან მოსვლას არ აპირებ?
-გამარჯობა ალექსანდრე, შენი ხმა მომწონს შესაბამისად მოგვარდით
-ვერ მოვაგვარებთ, მხოლოდ გადაწყვეტილება მივიღეთ და ჩვენს ნაწილს,როგორიც არ უნდა იყოს ის , ცხოვრების საშუალებას მივცემთ.
-მარიამი როგორაა
-შვებულების აღება გადაწყვიტა ,ოჯახისა და საკუთარი თავისთვის მეტი დროის დათმობა, სხვათაშორის თუ მიბაძავ შენ დას არ იქნება ურიგო
-ვიცი,რომ გიყვარვარ არ არის საჭირო ამდენი კეთილი რჩევა
-მეც მიკვირს, როგორ უნდა გიყვარდეს ქალი ასე ძალიან,რომ მისი ძმაც გაღელვებდეს ხოლმე
-ყბა ისევ გტკივა თუ აღარ
-აუცილებლად გავიმეოროთ
-შენც ხომ იცი, რომ ვერასდროს მაჯობებ... მე შენგან განსხვავებით გასართობად არ ვიბრძოდი, თავის გადასარჩენად
-ვიცი , ყველაფერი ვაჩე
-მე არ ვიცი ყველაფერი რა გგონია და არც მაინტერესებს, უკვე აღარ მიკვირს შენი ცოდნის დიაპაზონი ისე კი თუ რაიმეს იგებ ე.ი არ მიცდია შენთვის დამემალა
-ვწუხვარ , ყველაფრის გამო რაც აქამდე გადაიტანე და სწორედ ამიტომ მგონია დროა საკუთარი ცხოვრებით თამაშს შეეშვა და ნამდვილ ცხოვრებაზე გადახვიდე. დღეს ვახშამს ვაწყობთ, ევა შეგიძლია გაგვაცნო
-მოვალ , თუ რაიმე გადაუდებელი საქმე არ გამოჩნდება
საუბარი დაასრულა. არ მოეწონა ალექსანდრეს ხმაში დაფარული სიბრალული, არც მისი მინიშნება , ყველაფერი იცოდა? როგორ შეეძლო გაერკვია ან რას გულისხმობდა . მზად იყო ვინმეს გაეგო მისი განვლილი ცხოვრების შესახებ? ოჯახურ ვახშამზე წასვლას არ აპირებდა, მხოლოდ მარიამის ნაცვა სურდა და ისეთ დროს ესტუმრა როდესაც სახლში სხვა არავინ იყო მისი და ბათუს გარდა
-მომენატრე , პატარავ - ძლიერად მოეხვია და დიდხანს ჰყავდა გულში ჩაკრული- სამყაროში ყველაზე ძლიერი ქალი ხარ ...
-აღარ მინდა , უბრალო სუსტი ქალის ყოველდღიურობა მომენატრა... უფერული მარიამის ცხოვრება, ნაცრისფერი და წინასწარ დაგეგმილი
-ალექსანდრეს ხომ არ ადანაშაულებ თავის ცხოვრების ნაწილად რომ გაქცია და ამ სამყაროში აღმოჩნდი
-ჩემი ბედისწერა იყო განსხვავებული ცხოვრება მქონოდა და ახლა უკვე შვილიც გამორჩეული მეყოლება
-იქნებ არც
-როგორც არ უნდა იყოს მე მზად ვარ მივცე სიცოცხლე, სულს დავთმობ რომ ბედნიერება იგრძნოს- თავი მის მხარზე ედო და მშვიდად საუბრობდა , ვაჩესთან სიახლოვე განსაკუთრებულ ძალას აძლევდა.
-მე მჯერა თქვენი - ხელზე აკოცა და მერე სახეზე მოეფერა- გამოგივათ
-ვაჩეე... ვაჩე მოიდა - სირბილით გაიქცა ახლადგაღვიძებული ბათუ მისკენ და პატარა ხელები ყელზე შემოხვია
-ჩემო სიცოცხლე ...- გაბრწყინებული დახვდა ბავშვს, არეული თმები გაუსწორა და სახეზე დააკვირდა, ევას ხმა ჩაესმა წამსვე და იმ წამს გაიაზრა, რომ მართლაც ჰგავდა რაღაცით პატარა ვაჩეს - უყვარხარ ვაჩეს
ბავშვს ეთამაშებოდა, ბავშვად გადაიქცა და სიმძიმისგან სრულიად გათავისუფლდა. მის გვერდით დროის გატარება ბედნიერების გარანტი იყო
-ევა აპირებს შენთან შეხვედრას...დედას ჩანაწერები იპოვნა და მკვლელების ვინაობაც დაადგინა . მოკლედ , მარიამი ჰგავს და მგონია ,რომ თამარააო . წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეუძლია მილიონ ადამიანში შენ გიცნოს და მე ვერ , მაგრამ რადგან არ იცის ვინ ვარ არ მინდა რამე უთხრა
-იქნებ ხვდება, მაგრამ ვერ იჯერებს ,რომ ამდენხანს დაემალებოდი
-მგრძნობს, ამიტომაა ჩემთან
-ფაქტია ვაჩე აბაშიძესთანაა და არა ვაჩე ერისთავთან
-აბაშიძესთან,რომლის სიყვარულის მიზეზსაც ვერ ხსნის
-რა მნიშვნელობა აქვს რატომ, ხომ გჯერა უყვარხარ
-ევა ის ქალია გონებას გულზე წინ რომ დააყენებს
-და გეშინია,რომ სიყვარული არ ეყოფა ?
-ხომ არაფერს ეტყვი ,მარიამ
-ჩემი იმედი გქონდეს, მაგრამ მის გონიერებაში ეჭვს ნუ შეიტან
-მოვუყვები ... ჩემ დაბადების დღემდე მჭირდება დრო
-გეგმა გაქვს , არ წყვეტ ყველაფრის წინასწარ გათვლას... მასთანაც კი არ ასრულებ თამაშს
-სხვაგვარად არაფერი გამოვა , ასეთი ცხოვრება ვიცი მხოლოდ
-იმ ადამიანს როდის გაანადგურებ ვინც ასეთი ცხოვრება გასწავლა და უსულო რობოტად დაგაპროგრამა !
-ვერ გავანადგურებ მას ვინც სიცოცხლის შანსი მომცა ...
-არ აქვს მნიშვნელობა როგორი ცხოვრება მოგცა და რისთვის გადაგარჩინა?
-ორივემ მივიღეთ ერთმანეთისგან ის რაც გვინდოდა და ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყო
-შენზე გავლენა ისევ აქვს
-ჩემზე გავლენა არავის აქვს !
-მე რატომ გამწირა არ უთქვამს? რატომ შენთან ერთად არ წამიყვანა
-შენ საფრთხის ქვეშ არასდროს ყოფილხარ და მადლიერიც ვარ ჩემთან ერთად რომ არ წამოგიყვანა, მხოლოდ იმას არ ვაპატიებ არასდროს,რომ დამიმალა შენი თავი და არ მითხრა ვინ იყავი
-კვდებაო გავიგე , მართალია თუ მტრებს ახარებს
-არ ვიცი
-ანუ თამაშობს
-შენს ქმარს და მის ძმებს აინტერესებთ ? იმედია მასთან არ აქვს პრობლემა და ამიტომ არ მესაუბრებით ახლა
-გგონია მჭირდები და იმიტომ ვსაუბრობ ? ვაჩე მე შენი გამოყენება არ მჭირდება, შენ მჭირდები უბრალოდ ,უბრალოდ ძმა და არა ყოვლისშემძლე კაცი
-თუ ასეა უკანასკნელი იყოს მასზე ჩვენი საუბარი !
-მჭირდები და გთხოვ არაფერს მისცე უფლება თავი დაგაკარგვინოს - თავად მოეხვია , დამშვიდობებამდე ბათუც შეუერთდდათ, ბევრჯერ აკოცა კაცს და შემდეგ დატოვა კოსტავების რეზიდენცია.
....................
_რას გააკეთებდი ორსულად რომ იყო და ექიმმა გითხრას ბავშვს თანდაყოლილი დაავადება აქვს რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეცვლისო... ამით ცხოვრება მოუხდება
_გგონია თუ ორსულად ვიქნები ბავშვს რამე დაემართება?
_არ გამოვრიცხავ ... მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ მაინტერესებს აბორტს აირჩევდი თუ გააჩენდი
_ერთი მხრივ ეგოისტობაა გააკეთო არჩევანი მის ნაცვლად ... მეორე მხრივ შეუძლებელია ჩემი ნებით მოვკლა ჩვენი შვილი
_ქალები აბორტს იკეთებენ... ეს არ ნიშნავს რომ ისინი საშინელი დედები არიან
_არ მეტყვი რა ხდება? ვინ ელოდება შენგან ბავშვს
_ როდის გაიაზრებ რომ არავისთან ვარ . შვილები არ მყავს და მომავალში თუ იქნებიან აუცილებლად გეცოდინება,იგრძნობ კიდეც იმიტომ რომ შენებიც იქნებიან
_იცი მე არც ისეთი პატარა ვარ... ჩემ ერთ კლასელს შვილიშვილი ჰყავს და მე ხანშიშესულ მშობიარედ ჩავითვლები. სულ რამდენიმე წელი და საერთოდ ვეღარ შევძლებ დედობას
_მე რომ არ გამეცანი რას აპირებდი
_შენ გელოდებოდი ,კაცს ვინც უგონოდ შემიყვარდებოდა, უღმერთოდ და მენდომებოდა მის ნაწილად ქცეულს მასთან ერთად საერთო ადამიამის შექმნა _სახეზე ეფერებოდა,ნაზად კოცნიდა და საუბარს ტკბილი ხმით განაგრძობდა
_დარწმუნებული ხარ ?
_შენგან შვილი მინდა თუ არა ?
_გაუძლებ თუ ვერ
_როდის გაიაზრებ,რომ შენთან ბედნიერი და მშვიდი ვარ
_სულ ვიღაც კვდება ,ჩემ ირგვლივ ყველაფერი უარყოფითადაა დამუხტული
_იცი რამდენი ბავშვის სიცოცხლე გადავარჩინეთ ერთად?იცი რამდენთან ვცადეთ ,ბრძოლის საშუალება მივეცით. რამდენ ქალს დავეხმარეთ თავი დაეღწია მოძალადისგან, ოჯახებს სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ ცხოვრება.სტუდენტებს აფინანსებ, უამრავ ადამიანს ამუშავებ . ბავშვები,რომ დაგინახავენ თვალები უბრწყინავთ ... შენ გვერდით რომ ვარ ვბედნიერდები . შეუძლებლის შეძლების გრძნობა მიჩნდება _ მის თვალებს არ აშორებდა მზერას, ცდილობდა თემა არ შეეცვალა და გული გაორმაგებით უცემდა _ შენ მხოლოდ ზღვარი გჭირდება ,საკუთარ თავზე ფიქრი და ნახავ როგორ დალაგდება ყველაფერი
_და შენ რა გჭირდება _ სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია ,თავისკენ მიიზიდა და მის ტუჩებთან ახლოს განაგრძო საუბარი
_მე შენ მჭირდები
_მიყვარხარ ,წარმოუდგენლად ... მხოლოდ შენ ხარ ის ვინც მაგრძნობინებს რომ ცოცხალი ვარ _ კოცნას ურთავდა სიტყვებს. იმ ღამით მხოლოდ მისთვის იყო ,მასთან და მის გამო. ვერ წარმოიდგენდა თუ ოდესმე სათავისოდ გამოიყენებდა ამ ამბავს. გადაწყვეტილებას, რომელიც მთელ ცხოვრებას შეცვლიდა,ყველაფრის გადაწერას აიძულებდა .
………………………….
ვაჩე ერისთავს უამრავი სამალავი ჰქონდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და საზღვრებსგარეთ. თითოეულ მათგანს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდა და არ არსებობდა ადამიანი ვინაც ყველა მათგანის შესახებ იცოდა . დაბადების დღე ჰქონდა , ამ დღეს კი აუცილებლად სტუმრობდა ადგილს სადაც ერთ დროს ლიზა და გიორგი ერისთავები თაფლობის თვეს ატარებდნენ , ყველასგან შორს. სახლის იერსახე შენარჩუნებული ჰქონდა და რაც მთავარია ყველაფერს იქ ინახავდა რაც კი რამ გააჩნდა მათგან შემორჩენილი. წელიწადში ერთხელ, მხოლოდ იმ დღეს ატარებდა იქ . ფეხით გადიოდა რამდენიმე კილომეტრს, არავისზე და არაფერზე ფიქრობდა ოჯახის გარდა. გეგმაში ჰქონდა მარიამისთვის ეჩვენებიინა, მაგრამ ორსულობის ამ ეტაპზე თანაც ასეთი ემოციურად მძიმე ფონის პირობებში არ შეეძლო. წვიმდა, თითქმის სველი იყო სახლამდე რომ მიაღწია . ფანჯრიდან გამოსული შუქის დანახვისას გონება აერია, ყველაზე უარეს შემთხვევაში გამვლელს ელოდა, რომელმაც მიტოვებულ სახლს თავი შეაფარა
_ერისთავო ! - იარაღით ხელში იდგა, მაგრამ ტყვიის ნაცვლად სიტყვა გაისროლეს . ქალის ხმა იცნო და უკან შებრუნება ძლივს მოახერხა
_ევა - ერჩივნა მომკვდარიყო და მისი სახე არ დაენახა
-გიპოვნე , ვაჩე ერისთავო ... ერთი ნაბიჯით წინ აღმოვჩნდი და გხედავ. ცოცხალი ხარ , მაგრამ ასეთი დაკარგული ჩემთვის არასდროს ყოფილხარ
-ევა , გემუდარები
-თვალებს ახლაც არ მაჩვენებ? მინდა ვნახო ისევ უღრუბლო ცისფერია თუ აღარ
-ყველაფერს მოგიყვები, გეფიცები ... ჩვენ სიყვარულს, შენ - ინსტიქტურად დაუჯერა, თვალებიდან ლინზები მოიხსნა და ამღვრეული მზერა გაუსწორა ქალს
-ლევანიც ცოცხალია?
- მხოლოდ თამარა
-დაბადების დღეს გილოცავ - მიახლოებულს თითები სახეზე შეახო, თითქოს აპატია ასე უბრალოდ ,ასე მარტივად დარჩა მის გვერდით . გაყინული ტუჩები ჯერ ლოყაზე შეახო , შემდეგ ტუჩებზე და ისევ ისე ფრთხილად აკოცა როგორც მაშინ, პირველად პირველ სიყვარულს- ისე გაქრი ჩემი ცხოვრებიდან როგორც მთელი ეს დრო ... სამუდამოდ მოშორდი ჩემ ყოველდღიურობას
-არ შემიძლია, უშენოდ ვეღარ ვიცხოვრებ
-მე უკვე დავსრულდი !
-არ წახვიდე
-არ მომიახლოვდე ,თორემ გაგანადგურებ ,გეფიცები ჩემ სიყვარულს , ახლოს რომ მოხვიდე , მთელ შენ იმპერიას თავზე ჩამოგანგრევ
გაუშვა ...
გაყინული შიგნიდან იწვოდა
.....................
ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, უკანასკნელი გადაცემა მხატვარ გოგონაზე გააკეთა და ყველასთვის მოულოდნელად დაემშვიდობა მაყურებელს. წიგნზე მუშაობა დაასრულა, ყველა კითხვას გასცა პასუხი ,მაგრამ არ იცოდა დასასრულს რა დაეწერა . წარმოდგენა არ ჰქონდა ვაჩეს გეგმების შესახებ , არაფერზე და არავისზე ფიქრობდა წიგნისა და მოულოდნელი აღმოჩენის გარდა, ბედნიერების უბედურების დროს რომ გამოანათა.
-კარს არ ხურავთ , რაც იმას ნიშნავს,რომ იცით ვაჩე ისევ გიცავთ- ნაბიჯების ხმა რომ გაიგო ფეხზე წამოდგა და კართან მდგომ თამარა ერისთავს გადაეყარა- გამარჯობა , ევა
-გამარჯობა , თამარა
-მარიამი მირჩევნია , მე არ მიცხოვრია თამარა ერისთავის ცხოვრებით - დაუპატიჟებლად შევიდა , გარემოს მზერა მოავლო ,სამუშაო მაგიდასთნ შეჩერდა და სკივრს ფრთხილად შეეხო
-შენთან მოსვლას ვგეგმავდი , ვფიქრობ თქვენთან უნდა იყოს
-ჩემთან არა, ყველაფერი ვაჩეს ეკუთვნის... როგორც გითხარი მე თამარა ერისთავის მოგონებები არ მაქვს, არც ტკივილია ჩემში იმდენად დიდი
-იდენტობა წართმეულს არ გაქვთ სურვილი დაიბრუნოთ სახელი და გვარი?
-პიროვნებას ჩვენ ვქმნით, მე მარიამ კოსტავა ვარ დღეს და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე . სახელები და გვარები უბრალოდ სიმბოლოებია ... ვაჩეც ამიტომ არ არის ერისთავი, მან სულ სხვა ადამიანი შექმნა
-თქვენ გგონიათ, რომ მხოლოდ მკვლელების დასჯაა სამართლიანობის აღდგენა და არა მიწასთან გასწორებული ოჯახის ორი გადარჩენილი წევრის გამოჩენა?
-თქვენ მისცემთ უფლებას პატარა ერისთავს ატაროს ეს გვარი და იყოს სიმბოლო ახლის დასაწყისის?
-მე და ვაჩემ დავასრულეთ !
-წიგნსაც ასრულებთ... როგორც სჩანს ბოლო სიტყვებს ვერ პოულობთ
-არ ვიცი სიმართლე დავწერო თუ არ
- დარწმუნებული ვარ მოიფიქრებთ იდეალურ გზას სიმართლის დაწერისთვის და ძალას იპოვნით თქვენში არსებული ნაწყენი, გულმოკლული, მოტყუებული ქალის დასამშვიდებლად . არ მისცემთ ამ ქალს უფლებას უმამოდ დატოვოს შვილი და შვილთან ყოფნის უფლება წაართვას კაცს ,რომელსაც შეუძლია სამყარო მოგიძღვნათ
-აქამდე რომ გვქონოდა შეხვედრისა და საუბრის საშუალება მაშინვე მივხვდებოდი, რომ მისი და ხართ- არაფერს ამბობდა, არ აღიარებდა ბავშვის არსებობას
-ვაჩე უშენოდ დაკარგულია , არავინ იცის რას გააკეთებს
-განაგრძობს ჩვეული რიტმით ცხოვრებას, სხვისი პრობლემების მოგვარებას ბრძოლას , ომს მანამ სანამ ვინმე მასზე ძლიერი არ დაამარცხებს... ის შენზე დარდობდა, ბავშვის მდგომარეობაზე - მუცელზე გაუსწორა მზერა და განსხვავებულად იგრძნო
-ჩვენ კარგად ვიქნებით,აუცილებლად შენ კი ისევ ვაჩეს დარდებზე დარდობ . საკუთარ თავს რას უპირებ . მასზე შურისძიებას შეეწირები? საკუთარ დანთებულ ცეცხლში დაწვავ ქალს ,რომელიც მხოლოდ ვაჩეს ეკუთვნის და სხვა ვერავინ გააცოცხლებს?
-მე ყველაფერი გავაკეთე , ყველაფერი ჩვენი ერთად ყოფნისთვის ... უამრავჯერ მივეცი შანსი სიმართლე ეთქვა. ყველა ჯერზე მჯეროდა, თავს ვიტყუებდი,რომ მე მეჩვენებოდა ის კი აგრძელებდა თავის თამაშს . მე დავასრულე
-მას არ დაუსრულებია
-დაველოდები
-კიდევ შევხვდებით , თავს გაუფრთხილდი - მოეხვია . თავადაც არ ჰქონდა გეგმაში, ევაც არ ელოდა. მარიამი მუცელზე რომ შეეხო თითქოს შემდეგ დაიბრუნა გონებამ აზროვნების უნარი, რამდენიმედღიანი კრიზის შემდეგ ამოქმედდა .
მარტო იყო, ვერავის გაუზიარებდა საკუთარ სიხარულს . შვილდაკარგულ ძმას , ძლივს გამოფხიზლებულს, ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესში მყოფს კლინიკაში ვერ მიაკითხავდა ბედნიერი სახით და ვერ ეტყოდა საკუთარ ამბავს. ეგოისტურად იჭერდა საკუთარ ფერებს, შიგნიდან მოდიოდა სინათლე რომელსაც ვეღარაფერი ჩააქრობდა.
მშვიდი ამინდი იყო ამიტომ ფეხით გავლა გადაწყვიტა. შეჩვეული იყო ყურადღების ქვეშ ყოფნას, მაგრამ რაღაც განსხვავებული ხდებოდა. ყურადღება არ მიაქცია, კლინიკაშიც მიმდინარეობდა საუბარი , მისი დანახვისას გაჩუმდნენ კითხვის დასმა ვერ მოასწრო ექიმი თავისუფალი იყო და პირდაპირ კაბინეტში შევიდა. იაზრებდა , იჯერებდა და ბედნიერდებოდა ამბით ,რომელიც ღვთის საჩუქარი იყო მისთვის და არ არსებობდა გარემოება,რომელიც ამ შეგრძნებას შეუცვლიდა.
ფოტოებს დაჰყურებდა, გაღიმებული მიაბიჯებდა დერეფანში ნაცნობი ჟურნალისტის ხმა რომ გაიგო და ტელევიზორის ეკრანზე გადაიტანა მზერა
-შუადღის ეთერში მინდა გაგიზიაროთ ახალი ინფორმაცია. ვინც ტელევიზორებთან ხართ და არ გინახავთ სოციალურ ქსელებში ვისურულად გავრცელებული ფოტოები
-და გული გავუტეხოთ მათ ვინც ბედნიერი იყო მერის ბოლო ურთიერთობის დასრულების ამბის გამო... ვაჩე აბაშიძის პირად გვერდზე გავრცელებული ფოტოების საპასუხოდ ოფიციალური პოსტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც თამამად შეგვიძლია წყვილს მივულოცოთ
-დიახ, დიახ ჩვენი ძვირფასი კოლეგა ევა დაეპატრონა ბატონი ვაჩეს გულს
-ბატონმა მერმა პირობა მომცა ქორწილის სამზადის გავაშუქებდი ასე რომ , ჩვენს პროდიუსერს არ მოუხდება თვის ბოლო გადაცემის დაგეგმვა... 30 ნოემბერს ვაჩე აბაშიძისა და ევა ბერიძის ქორწილი გაიმართება მე კი მაქსიმალურად ვეცდები საჯარო გავხადო ჩვენი მაყურებლისთვის მათი ბედნიერების დღე
-როგორ უხდებიან არა?
-მე ჯერ კიდევ შოკში ვარ
დიალოგი გრძელდებოდა, ფოტოები ერთმანეთს ენაცვლებოდა და მათ შორის იყო ვაჩეს გვერდიდან პოსტი ქორწილის თარიღით.
-გილოცავთ...- გაიგო ხმა და შეამჩნია როგორ უყურებდნენ იქ მყოფი თანამშრომლები და პაციენტები
-ნამდვილად შესანიშნავი წყვილი ხართ
ხედავდა როგორ უღებდნენ ფოტოებს. ისიც იცოდა ქუჩაში გასვლამდე ორსულობის ამბავიც მთელ ქვეყანას ეცოდინებოდა და ამ ამბის შესაჩერებლად ბერკეტი არ არსებობდა. ეს გახლდათ ვაჩე ერისთავის სვლა , რომლის წინააღმდეგ წასვლის გზაც ერთი შეხედვით არ არსებობდა.
ქუჩაში ვაჩეს მანქანა დახვდა, ნიკოლოზი ელოდა
-დაგიბრუნა , ერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო
-არ გამომყვებით?
- მოამზადოს სიტყვა ჩაშლილი ქორწილის მიზეზების ასახსნელად
-მარტოს ვერ გაგიშვებთ ... საშიშია ,უკვე სამიზნე ხართ . გთხოვთ
-გამოგყვები, მაგრამ იქ წამიყვან სადაც მე გეტყვი და მასაც შეატყობინებ
-დაბრძანდით - კარი გაუღო და დაელოდა. ნიკოლოზმა არ იცოდა სად მიდიოდნენ, უბრალოდ მითითებას მიჰყვა და ცარიელ სივრცეში რომ აღმოჩნდნენ გაუკვირდა.
-ნამდვილად აქ გავაჩერო? თქვენი სახლი ხომ სხვა მხარესაა
-ჩემთან არ მივდივართ , იქ მინდა შევიდეთ... შეძლებ ჭიშკრის გაღებას?
-ბატონი ვაჩე აქ ვერ მოვა... ღია სივრცეა . დაგინახავენ
-შენ უბრალოდ შეატყობინე , დანარჩენს თავად გადაწყვეტს
ნიკოლოზის დახმარებით ერისთავების ნასახლარზე აღმოჩნდა. ხეებს დაეფარათ ხანძრისგან დარჩენილი ნანგრევები. რთული იყო იმ ადგილას სახლის წარმოდგენა, ბაღისა და მინდვრის . მუხის ხე იდგა მხოლოდ , დამწვარი ტოტები მოეშუშებინა, თავიდან აყვავებული ძალას ქმნიდა . ნათლად დაინახა მის ჩრდილ ქვეშ წიგნით ხელში მჯდომი ვაჩე , შიგადაშიგ სათვალეს რომ ისწორებდა და სახეზე ეტყობოდა ემოციები. დიდხანს უყურებდა, მაქსიმალურად ცდილობდა არ მოეცდინა , სიამოვნებდა მისი შორიდან ცქერაც კი . შემდეგ ვაჩე წიგნს დახურავდა, ქვემოდან ამოხედავდა თავისი ცისფერები გაუნათდებოდა და სულს უნათებდა ევასაც
-მართლა ორსულად ხარ თუ მოიგონეს
_მთელმა ქვეყანამ გაიგო და შენ აქამდე არ იცოდი?მეგონა ყველა ინფორმაციას ფლობდი და ამიტომ არ შეგატყობინე . ჩემთან კამერები ხომ გაქვს,ტესტით ხელში რომ ვიჯექი და ვტიროდი ვერ დამინახე? მთელი ეს დრო , ყველა დღე მეგონა მხედავდი და იმიტომ არ მოდიოდი
_ესაა შენი შურისძიება? ყველასთან ერთად გავიგე ,რომ მამობის შანსს მაძლევ - ხის ქვეშ იდგნენ, ფოთლები ცვიოდა და ერთ-ერთი ევას თმაში აღმოჩნდა. ინსტიქტურად გაიხადა მოსაცმელი და ქალს მოახურა . გაყინული იყო, სახეზე ფერი არ ედო, თვალის გასწორებასაც ვერ ბედავდა
_საკუთარ თავში არ შეგეშალო,მე შურისმაძიებელი არ ვარ . ეს შენ დაიწყე თამაში და ისე შეატყობინე ყველას ქორწილის თარიღი არათუ ხელი არ გითხოვია არამედ ერთადაც არ ვართ... კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ვაპირებდი შენთან მოსვლას და ფოტოს ჩვენებას ,მაგრამ მიმართულება შემიცვალე _ სურათი ხელისგულზე დაუდო და მზერა მოარიდა. ისეთი პატარა იყო იმ წამს იქ მდგომი მამის როლში მყოფი ვაჩე ,რომ ყველაფერს დაავიწყებდა
_ნამდვილია ?- ფრთხილად შეეხო ,ღრმად ჩაისუნთქა ,მაგრამ ჰერი არ ჰყოფნიდა. ყველა ემოციამ ერთად იფეთქა , მზერა აერია - ის ნამდვილად ხდება ჩვენს ცხოვრებაში ... ევა , შენ
-რეალობაა და ამ რეალობაში თუ არ შემოაბიჯებ ნამდვილი სახით, იმ კაცით ვინც იმსახურებს ჩვენს თავს შენი ხრიკებით ვერ დაგვიბრუნებ. მე არ მივიღებ შენ გამოგონილ წესებს . ბავშვი ან ერისთავი იქნება ან ჩემი გვარს ატარებს. მე არ ვაპირებ ტყუილში ვაცხოვრო და დავუმალო მისი წინაპრების ამბავი ანდაც მალულად ვატარო მათ საფლავზე . ქორწილი თვის ბოლოს არ შედგება და შეგიძლია შენ მენეჯერეს მოაფიქრებინო ისეთი პასუხი იმიჯი,რომ არ შეგელახოს . შენთვის მთავარი,რომ ეს ირეალური სამყაროა, შენ მიერ გამოგონებული ყალბი კაცის სამფლობელო
-ჩემგან შორს ვერ იქნები, შეუძლებელია
-შესაძლებელია და სულ შენი დამსახურებაა, შენი ტყუილის და იმის ჯერ კიდევ ყავისფერი თვალებით რომ მიყურებ
-ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ვერ დავანგრევ...
-ჩემთვის სიმართლის თქმასაც ნგრევა სჭირდებოდა? მხოლოდ ერთი წინადადება უნდა გეთქვა, ნებისმიერ დროს შემოგეღო ჩემი სახლის კარი, შემოგეხედა შენი ნამდვილი ცისფერებით და გეთქვა „გამარჯობა ევა, მე ვაჩე ერისთავი ვარ . ჩემი ყველა’ფერი ცეცხლში დაიფერფლა მხოლოდ შენ დარჩი „ , მაგრამ ვერ გაბედე... მხდალი ხარ, მატყუარა და ყალბი
-შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორი გზა გავიარე აქამდე მოსასვლელად... შეუძლებელია ვაჩე ერისთავის სახელით განვაგრძო ცხოვრება. გემუდარები , ჩემთან წავიდეთ და ყველაფერს გიამბობ - ხელი გაუწოდა ,მაგრამ ევამ ნაბიჯი გვერდით გადადგა
-გგონია სამართლიანობა შურისძიებით აღადგინე და მათი სული ახლა მშვიდადაა? ბოროტება მანამ იქნება გამარჯვებული სანამ ერისთავების ოჯახი განადგურებულად იქნება ცნობილი, მანამ სანამ შენ და თამარა იდენტობას დამალავთ . აქაურობას ნასახლარის სახე უნდა ჰქონდეს და არასდროს აღდგეს ?
-აქ სახლს ვერ ავაშენებ ევა, შეუძლებელია ... ამ მიწაზე ვერ ვიცხოვრებ. ახლაც რომ ვდგავარ , თითქოს ზურგს ისევ მწვავს ცეცხლი , ისევ მესმის ხმები . ვდგავარ და ყველაფერი მეწვის, მხოლოდ იმიტომ მოვედი ,რომ შენ ხარ . გემუდარები ნუ მთხოვ შეუძლებელს , აქედან უნდა გავიდე ... მარიამი, მარიამი იტყვის ,რომ გადარჩენილი ერისთავია მე კი დრო დამჭირდება, გეგმა , შესაფერისი გარემოება
-გარიგებას მთავაზობ ... მე შენთვის ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ . ჩემთანაც ისე იქცევი როგორც ყველასთან მხოლოდ იმიტომ ვერ დამთმე ,რომ იცი უღმერთოდ მიყვარხარ. ყველა ჯერზე შენ შეგიყვარე , შენ კი ცდილობ მარუხებში მომაქციო, მმართო
-არა, ასე არ არის... უბრალოდ მე არ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო , მე არ ვარ შენსავით თავისუფალი მე უამრავი ვალდებულება მაქვს, სტატუსი და საქმე . მე არ შემიძლია სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება
-ქორწილის თარიღი ხომ მთელ ქვეყანას შეატყობინე... სხვებმაც იციან სიყვარული,რომ ამიხსნა ჩემმა ვაჩემ ამ დღეს?
-გახსოვს, ყველაფერი 14 წლის ბავშვი იყავი და დღემდე ის ბიჭი გიყვარს. ხვდებოდი მე რომ ვიყავი, აღიარე მე კი არა ის ანგელოზი გიყვარს
-განაგრძეთ ბატონო ვაჩე, დაე სრულად დაიმსხვრეს შენი ნიღაბი ... გამიმხილე შიში ,რომელიც გონებას გიწამლავს , აღიარე ,რომ საკუთარ თავში ეჭვი გეპარება, თქვი,რომ ნამდვილად ეჭვიანობდი ბიჭზე,რომელიც შენში დამარხე
-თითქოს სიმართლეს არ ვამბობ... ვიცოდი რატომაც აგრძელებდი ჩემთან ერთად ამ ბნელ გზას, ვითმენდი როგორ ეძებდი ჩემში დაკარგულ სიყვარულს . შენ ეს კაცი არ გიყვარს მე კი ვეღარასდროს გავხდები ის ცისფერთვალება სათვალიანი ბიჭი, კაცთმოყვარე რომ იყო , მშვიდი და გაწონასწორებული. ყვავილზე მჯდომი პეპლის ცქერა და ხატვა რომ შეეძლო, ყველაფრით ტკბობა , ბედნიერება და სხვების გაბედნიერებაც. მე შენ მიყვარხარ, ჩემში მცხოვრებ მონსტრსაც კი შენს წინ მუხლებზე დგომა შეუძლია... ჩემთვის შენ ხარ ერთადერთი სისუსტე და შენ?
- საკუთარი თავი არ გიყვარს, არც კი იცი როგორი ძვირფასი ხარ , როგორი შესანიშნავი
-შენ მიყვარხარ ... როგორ დაგიმტკიცო, რა გავაკეთო მითხარი ,რომ არ წამართვა საკუთარი თავი და შანსი
-მე უკვე გითხარი , მხოლოდ ვაჩე ერისთავის ცოლი გავხდები-თქო ... აზრს ვერაფერი შემაცვლევინებს. მოერიე შენ დემონს, დატოვე კომფორტის არეალი, დაანგრიე და თავიდან ააშენე თუ გინდა,რომ სამუდამოდ გვერდით გყავდე
-ევა , გთხოვ - სასურველი პასუხის მოლოდინში გაირინდა
-დრო გაქვს , დაიბრუნე დაკარგული სული და იარებს ჩვენ გაგიქრობთ - მოეხვია, თვალთან ახლოს აკოცა , მისი მტევანი მუცელზე მიიდო და რამდენიმე წამის შემდეგ მანძილი გაზარდა, მაგრამ ვაჩემ არ გაუშვა
_იმ დღეს ბოლო წერილი მოგწერე ... საყურე დედამ ამარჩევინა . არ უკითხავს ვისთვის ვყიდულობდით, აღმოვაჩინე რომ იცოდა ჩვენი ამბავი. ღიმილით მითხრა ,მახსოვს შენს ევას მწვანე ფერი უყვარსო. მეცინება ისე დავიბენი, არაფერი მითქვამს _ ნაზად შეეხო ქალის ყურზე მორგებულ სამკაულს
_იმ ღამით გელოდი, მეგონა გამოჩნდებოდი და ჩამეხუტებოდი, თმაზე მომეფერებოდი , ჯერ ტუჩთან ახლოს მაკოცებდი და მერე გავბედავდი საკუთარ თავზე ამეღო ჩვენ მორიგი კოცნის ინიციატივას. უსაზღვროდ მიყვარდა შენი ნაზი, ფრთხილი შეხება.
_ვაპირებდი კიდეც მოსვლას, მაგრამ შაკომ იჩხუბა , სახეს რომ ვწმენდდი მაისური დამესვარა და უკან დავბრუნდი . სააბაზანოში ვიყავი , თამარა რომ შემოვიდა . ყველას ეძინა ის კი მე გავაღვიძე და გაბუტული დამადგა თავზე- ძალა მოიკრიბა და იქეთ შებრუნდა საითაც სახლი იდგა. მოგონებს გაცოცხლების საშუალება მისცა -ვერაფერი გავიგე , არ ვიცი როდის მოასწრეს ცეცხლის დანთება და კარებების გადაკეტვა. დრო საერთლდ არ მქონდა , ყველაფერს ერთდროულად მოედო ცეხცხლი _ ხმაგამტყდარმა განაგრძო კოშმარული ღამის გახსენება _ თამარა წყლით სავსე აბაზანაში ჩავსვი, კიოდა და ხელს არ მიშვებდა. ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, ლამის დავახრჩე . დედაჩემის კივილის ხმა მესმოდა, მამაჩემის ღრიალი და ლევანის მიშველე ვაჩე ... მე მეძახდა, მარტო მე და მე ვერ მივედი . მის ოთახამდე ვერ მივედი. ზურგზე დამეცა ცეცხლმოკიდებული ხის ნაჭერი არც კი ვიცი საიდან რა ცვიოდა. ტკივილისგან გავითიშე... მეხსიერებაში მას შემდეგ არაფერია . გონს რომ მოვედი ქვეყნიდან გაყვანილი ვყავდი . აქაურობისგან შორს აღმოვჩნდი, ცარიელი, უარაფროდ , ადამიანთან რომელმაც საკუთარ ხელში იარაღად მაქცია . დიდი დრო დამჭირდა მისგან თავის დასაღწევად და ყველაფრის ნულიდან დასაწყებად. აქ მე ყველაფერი მქონდა, სავსე ცხოვრება მქონდა მერე კი მხოლოდ იარები დამრჩა. ვაჩე აბაშიძე მთლიანად ჩემი შექმნილია, მას ძალა აქვს ერისთავი კი ცეცხლში დაიწვა . არ მთხოვო აქაურობის სახლად გადაქცევა, ჩვენ სულ ნულიდან უნდა დავიწყოთ ... გინდა ვაჩე და თამარა ერისთავების გადარჩენის შესახებ ყველამ გაიგოს? დაასრულე შენი წიგნი ამ ამბით . გახსენი ყველა ბოქლომი და გამათავისუფლე ამ მძიმე ჯაჭვისგან
-წიგნი უკვე სტამბაშია , შემდეგი ნაწილი უნდა ვიცხოვროთ ,რომ დაწერა შევძლო


ერისთავებმა დაკარგული სულის ძიებაში გრძელი გზა განვლეს. ცეცხლთან გამარჯვებულებმა ახალი პიროვნებები შექმნეს,საკუთარი თავი ნულიდან გამოძერწეს, ერთმანეთი იპოვნეს და განაგრძეს ახალი სიცოცხლე ძველ სხეულში .

და თუ შენ გგონია,რომ ცხოვრება უსამართლოა, რომ უნდა დანებდე წყვდიადს,რომელიც სიღრმისკენ გითხრევს გაიხსენე ცეცხლსგადარჩენილი მარიამ თაბაგარი და ვაჩე აბაშიძე .

გაგრძელება იქნება ...



№1 სტუმარი Елка

Дидебулиа рогорц ковелтвис. Тквени новелеби2 уамрав емоциас ицвевс семши. Уничиересихарт мадлоба

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

Елка
Дидебулиа рогорц ковелтвис. Тквени новелеби2 уамрав емоциас ицвевс семши. Уничиересихарт мадлоба

მადლობა თქვენ
რომ კითხულობთ და ემოციებს მიზიარებთ ♡♡♡

 


№3 სტუმარი TeT

ძალიან კარგია, ემოციების ზღვა.. მეგონა დასრულდა “სრულად” რახანაა მითითებული.. როდის ველოდოთ სულმოუთქმელად გაგრძელებას? <3

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

TeT
ძალიან კარგია, ემოციების ზღვა.. მეგონა დასრულდა “სრულად” რახანაა მითითებული.. როდის ველოდოთ სულმოუთქმელად გაგრძელებას? <3

მთავარი ნაწილი აამით სრულდება
ეს გაგრძელება იქნება ევას წიგნის დასასრული უფროა
ისე კი შემდეგს გაბრიელის და თორნიკეს ამბავს დავწერ ♡

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკა

გილოცავ ღვთისმშობლობას აუ მაგარი იყო სიტყვების გარეშე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ველი გაგრძელებას ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი ნი-კე

ასეთი უნდა ყოფილიყო შენი ისტორია...♥️♥️სხვანაირს არც ველოდი...ძლიერი ადამიანების ორი მხარე,სიკვდილზე გამარჯვება,სიყვარულის უდიდესი ნიჭი და უანგარო მზრუნველობა...ისე აკინძე და მოიტანე პირადად ჩემამდე როგორც ველოდი...მადლობა ამ ძალიან კარგი ისტორიისთვის♥️წარმატებები უამრავი♥️♥️

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მაკა
გილოცავ ღვთისმშობლობას აუ მაგარი იყო სიტყვების გარეშე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ველი გაგრძელებას ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობაა ♡♡♡♡
გაგრძელებას ცოტა დააგვიანდება მაგრამ აუცილებლად იქნება

ნი-კე
ასეთი უნდა ყოფილიყო შენი ისტორია...♥️♥️სხვანაირს არც ველოდი...ძლიერი ადამიანების ორი მხარე,სიკვდილზე გამარჯვება,სიყვარულის უდიდესი ნიჭი და უანგარო მზრუნველობა...ისე აკინძე და მოიტანე პირადად ჩემამდე როგორც ველოდი...მადლობა ამ ძალიან კარგი ისტორიისთვის♥️წარმატებები უამრავი♥️♥️

მადლობა თქვენ ♡♡♡
მაბედნიერებს ის ფაქტი რომ თქვენთვის გამოვიდა ეს ისტორია და იმედგაცრუებული არ დარჩით

 


№8 სტუმარი სტუმარი თამო

ემოციების ზღვა.საოცარი იყო მარიამ როგორც ყოველთვის

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
ემოციების ზღვა.საოცარი იყო მარიამ როგორც ყოველთვის

მადლობა ჩემო კარგო ამჯერადაც რომ წაიკითხე ♡♡♡♡

 


№10 წევრი დარინა

ღმერთო ისეთი იყო როგორიც შენ იცი ემოციური და ტკივილით სავსე რეალურ ცხოვრებასთან რომ პირისპირ შეგაჯახებს ყველაფერზე დაგაფიქრებს რომ ცხოვრება მართლაც ისეთი არ არის ფილმებში და წიგნებში რომ გვინახავს და წაგვიკითხავს, განსაკუთრებული ხარ მარიამ ყველასგან გამორჩეული რომ ხარ შენი განსაკუთრებით ემოციური ისტორიებით, მიხარია რომ შენი მკითხველი ვარ საოცარი იყო როგორც ყოველთვის და უთქმელად დაველოდები შემდეგ ნაწილს, ჩემი ალექსაბდრს გამოჩენად ღირდა ყველაფერი ❤️

 


№11 სტუმარი ნი-კე

sameone crazy girl
სტუმარი მაკა
გილოცავ ღვთისმშობლობას აუ მაგარი იყო სიტყვების გარეშე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ველი გაგრძელებას ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობაა ♡♡♡♡
გაგრძელებას ცოტა დააგვიანდება მაგრამ აუცილებლად იქნება

ნი-კე
ასეთი უნდა ყოფილიყო შენი ისტორია...♥️♥️სხვანაირს არც ველოდი...ძლიერი ადამიანების ორი მხარე,სიკვდილზე გამარჯვება,სიყვარულის უდიდესი ნიჭი და უანგარო მზრუნველობა...ისე აკინძე და მოიტანე პირადად ჩემამდე როგორც ველოდი...მადლობა ამ ძალიან კარგი ისტორიისთვის♥️წარმატებები უამრავი♥️♥️

მადლობა თქვენ ♡♡♡
მაბედნიერებს ის ფაქტი რომ თქვენთვის გამოვიდა ეს ისტორია და იმედგაცრუებული არ დარჩით

არ მიწყინო ხანდახან კრიტიკული თუ ვარ..ადამიანებს ყველას განსხვავებული ხედვა გვაქვს და რათქმაუნდა რაღაცაში ვეთანხმებით ერთმანეთს,რაღაცაში არ..მე თქვენი მკითხველი ვარ,მიყვარს თქვენი ისტორიები და ყოველთვის უკეთეს და უკეთესს ველოდები♥️♥️მადლობა რომ არ მიცრუებ იმედს♥️წარმატებები კიდევ ერთხე

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

ნი-კე
sameone crazy girl
სტუმარი მაკა
გილოცავ ღვთისმშობლობას აუ მაგარი იყო სიტყვების გარეშე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ველი გაგრძელებას ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობაა ♡♡♡♡
გაგრძელებას ცოტა დააგვიანდება მაგრამ აუცილებლად იქნება

ნი-კე
ასეთი უნდა ყოფილიყო შენი ისტორია...♥️♥️სხვანაირს არც ველოდი...ძლიერი ადამიანების ორი მხარე,სიკვდილზე გამარჯვება,სიყვარულის უდიდესი ნიჭი და უანგარო მზრუნველობა...ისე აკინძე და მოიტანე პირადად ჩემამდე როგორც ველოდი...მადლობა ამ ძალიან კარგი ისტორიისთვის♥️წარმატებები უამრავი♥️♥️

მადლობა თქვენ ♡♡♡
მაბედნიერებს ის ფაქტი რომ თქვენთვის გამოვიდა ეს ისტორია და იმედგაცრუებული არ დარჩით

არ მიწყინო ხანდახან კრიტიკული თუ ვარ..ადამიანებს ყველას განსხვავებული ხედვა გვაქვს და რათქმაუნდა რაღაცაში ვეთანხმებით ერთმანეთს,რაღაცაში არ..მე თქვენი მკითხველი ვარ,მიყვარს თქვენი ისტორიები და ყოველთვის უკეთეს და უკეთესს ველოდები♥️♥️მადლობა რომ არ მიცრუებ იმედს♥️წარმატებები კიდევ ერთხე

მადლობა თქვენ ყველაფრისთვის კრიტიკა აზრის დაფიქსირებაა და პრობლრმას საერთოდ არ წარმოადგენს თუ პერსონაჯს ეხება და პირადად მე არ ♡

დარინა
ღმერთო ისეთი იყო როგორიც შენ იცი ემოციური და ტკივილით სავსე რეალურ ცხოვრებასთან რომ პირისპირ შეგაჯახებს ყველაფერზე დაგაფიქრებს რომ ცხოვრება მართლაც ისეთი არ არის ფილმებში და წიგნებში რომ გვინახავს და წაგვიკითხავს, განსაკუთრებული ხარ მარიამ ყველასგან გამორჩეული რომ ხარ შენი განსაკუთრებით ემოციური ისტორიებით, მიხარია რომ შენი მკითხველი ვარ საოცარი იყო როგორც ყოველთვის და უთქმელად დაველოდები შემდეგ ნაწილს, ჩემი ალექსაბდრს გამოჩენად ღირდა ყველაფერი ❤️

შენი ალექსანდრე უსაყვარლესია და მეოთხრ ნაწილშიც იქნება უფრო მეტი დოზით ვეცდებიიი მაქსიმალურააად ,შენი ხათრით :დ
გაბრიელი ხომ გიყვააარს და გაბრიელიტოზე იქნება შემდეგი :დ

 


№13  offline წევრი GMG

მარიამ კიდევ ერთხელ მადლობა შენ❤️ არაჩვეულებრივი იყო❤️ გაგრძელებას დიდი სიამოვნებით დაველოდები❤️

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

GMG
მარიამ კიდევ ერთხელ მადლობა შენ❤️ არაჩვეულებრივი იყო❤️ გაგრძელებას დიდი სიამოვნებით დაველოდები❤️

მადლობა ♡♡♡♡
მეც ველოდები დროს როცა ♡♡

 


№15 სტუმარი Natuwi

სასწაული გოგო ხარრ ერთად ამდენი ემოციის გადმოცემაა და სულამდე ,გულამდე მიტანა ცოტას შეუძლიაა მადლობა ამ ისტორიებისთვის და ემოციებისთვისს სასწაული იყოო კიდევ ერთი შედევრიი❤❤

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

Natuwi
სასწაული გოგო ხარრ ერთად ამდენი ემოციის გადმოცემაა და სულამდე ,გულამდე მიტანა ცოტას შეუძლიაა მადლობა ამ ისტორიებისთვის და ემოციებისთვისს სასწაული იყოო კიდევ ერთი შედევრიი❤❤

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ და ემოციება მიზიარებთ

 


№17 სტუმარი ეთო

ძალიან ემოციური, ჩამთრევი, საონგერეზო და სასიამოვნო წასაკითხი ისტორიაა, შენებური და შენეული. მიხარია გაგრძელებასაც რომ დაგვპირდო. დარწმუნებული ვარ არანაკლებ საინტერესო იქნება ისტორიები გაბრიელზე და თორნიკეზე, წარმატებები მარიამ ❤️❤️❤️

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

ეთო
ძალიან ემოციური, ჩამთრევი, საონგერეზო და სასიამოვნო წასაკითხი ისტორიაა, შენებური და შენეული. მიხარია გაგრძელებასაც რომ დაგვპირდო. დარწმუნებული ვარ არანაკლებ საინტერესო იქნება ისტორიები გაბრიელზე და თორნიკეზე, წარმატებები მარიამ ❤️❤️❤️

მადლობა ♡♡♡მიხარია ასეთი ინტერესი რომ გაქვთ და მოტივაცია იქნება ჩემთვის რომ დავწერო

 


№19 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორც ყოველთვის ზღა ემოცია ისეთი როგორც მხოლოდ მარიამმა იცის. ძალიან მიყვარხართ. თქვენებური წერის სტილი, გამორჩეული თხრობა ისე რომ მკითხველთან ყველა ემოცია მივიდეს, ყველა ნაწარმოების გმირები რომლის დავიწყება შეუძლია მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ველოდები გაგრძელებას❤️❤️❤️❤️

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიამი
როგორც ყოველთვის ზღა ემოცია ისეთი როგორც მხოლოდ მარიამმა იცის. ძალიან მიყვარხართ. თქვენებური წერის სტილი, გამორჩეული თხრობა ისე რომ მკითხველთან ყველა ემოცია მივიდეს, ყველა ნაწარმოების გმირები რომლის დავიწყება შეუძლია მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ველოდები გაგრძელებას❤️❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა ♡ თქვენი დამოკიდებულება ჩემი ნაწერების მიმართ ნამდვილად გადამწყვეტი ფაქტორია წერის გაგრძელებისთვის ♡♡

 


№21 სტუმარი სტუმარი თეო

სულში ჩამწვდომი ,ზღვა ემოცია და არ გინდა რომ დასრულდეს ????????თქვენი თითოეული ისტორია მიყვარს ❤️❤️ ველოდები გაგრძელევას ❤️❤️

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თეო
სულში ჩამწვდომი ,ზღვა ემოცია და არ გინდა რომ დასრულდეს ????????თქვენი თითოეული ისტორია მიყვარს ❤️❤️ ველოდები გაგრძელევას ❤️❤️

მადლობაა ♡♡♡♡
ვეცდები მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით

 


№23  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, კარგი იყო. ემოციური და საინტერესო, მაგრამ ბოლოს დანაკლისის შეგრძნება დამიტოვა, თითქოს რაღაც დააკლდა, რაღაც ისეთი გამორჩა აუცილებლად რომ უნდა ყოფილიყო და იმედია შემდეგ ნაწილში მივხვდები რა relaxed
ძლიერი ადამიანების ცხოვრება ალბათ ზუსტად ასეთია როგორიც შენი გმირების. მით უმეტეს იმ ადამიანის ცხოვრება რომელმაც სიკვდილი დაამარცხა, თავიდან შექმნა და გამოძერწა პიროვნება - უზომო სიყვარულის ნიჭით, მაინც უანგარო სიკეთე რომ იცის, საყვარელ ადამიანს სიცოცხლის ფასად რომ იცავს და სამართალსაც თავად რომ აღადგენს. ასეთ ძლიერ ადამიანს გვერდით ზუსტად მასსავით ძლიერი და თან სუსტი ადამიანი სჭირდება, რომელიც სულ რამდენიმე საათით მაინც მისცემს საშუალებას მოდუნდეს და სულის სიღრმეში შერჩენილი ნათელი ააგიზგიზოს, უყვარდეს უანგაროდ და ყველა შეცდომით kissing_heart ვაჩე და ევა ერთმანეთს ავსებენ და აბალანსებენ kissing_heart
ჩემი ბიჭების და მარიამის გამოჩენამ ბოლოს გამახარა. ვიცი ალექსანდრა და მარიამი ამ პრობლემასაც მოაგვარებენ. ამ ორს ერთად სამყაროს ამოტრიალება შეუძლიათ kissing_heart
გაგრძელება იქნებაო და იმედი მაქვს შემდეგ ნაწილში გაბრო, თოკო და მხატვარი იქნბიან, რომელიც თუ სწორად გავიგე გაბრიელის დაა. შემდეგ თავში ასევე სიამოვნებით ვიხიავდი ბატონ მერს მეუღლის და მამის ამპლუაშ kissing_heart
ველოდები გაგრძელებას ან ახალ ისტორიას blush
შემდეგამდე, მარიამო kissing_closed_eyes

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
მარიამო, კარგი იყო. ემოციური და საინტერესო, მაგრამ ბოლოს დანაკლისის შეგრძნება დამიტოვა, თითქოს რაღაც დააკლდა, რაღაც ისეთი გამორჩა აუცილებლად რომ უნდა ყოფილიყო და იმედია შემდეგ ნაწილში მივხვდები რა relaxed
ძლიერი ადამიანების ცხოვრება ალბათ ზუსტად ასეთია როგორიც შენი გმირების. მით უმეტეს იმ ადამიანის ცხოვრება რომელმაც სიკვდილი დაამარცხა, თავიდან შექმნა და გამოძერწა პიროვნება - უზომო სიყვარულის ნიჭით, მაინც უანგარო სიკეთე რომ იცის, საყვარელ ადამიანს სიცოცხლის ფასად რომ იცავს და სამართალსაც თავად რომ აღადგენს. ასეთ ძლიერ ადამიანს გვერდით ზუსტად მასსავით ძლიერი და თან სუსტი ადამიანი სჭირდება, რომელიც სულ რამდენიმე საათით მაინც მისცემს საშუალებას მოდუნდეს და სულის სიღრმეში შერჩენილი ნათელი ააგიზგიზოს, უყვარდეს უანგაროდ და ყველა შეცდომით kissing_heart ვაჩე და ევა ერთმანეთს ავსებენ და აბალანსებენ kissing_heart
ჩემი ბიჭების და მარიამის გამოჩენამ ბოლოს გამახარა. ვიცი ალექსანდრა და მარიამი ამ პრობლემასაც მოაგვარებენ. ამ ორს ერთად სამყაროს ამოტრიალება შეუძლიათ kissing_heart
გაგრძელება იქნებაო და იმედი მაქვს შემდეგ ნაწილში გაბრო, თოკო და მხატვარი იქნბიან, რომელიც თუ სწორად გავიგე გაბრიელის დაა. შემდეგ თავში ასევე სიამოვნებით ვიხიავდი ბატონ მერს მეუღლის და მამის ამპლუაშ kissing_heart
ველოდები გაგრძელებას ან ახალ ისტორიას blush
შემდეგამდე, მარიამო kissing_closed_eyes

მადლობა რომ წაიკითხე და ჩბეულებას არ უღალატე აზრი გამიზიარე ხო რაღაც ალბათ დააკლდა მეც არ ვიცი რა ვერ ვიპოვე რა და მეორე მაწილის წერის დროს აღმოვაჩენ ალბაგ

 


№25  offline წევრი Anna nia

მარიამ,დღეს დილით წავიკითხე და ისტორიის დიაგნოსტიკურამდე ვაჩეს და ევას ამბით ვიყავი გართული,ძლივს მოვიცადე კომენტარის დასწაერად,დავიწყე აბიტურიენტული გადარბენები,მაგრამმმ აქ რომ არ დამეწერა და ეს ისტორია არ წამეკითხა, უბრალოდ ვერ ვაპატიებ ჩემს თავს ან საერთოდ რა მომასვენებდა.შენი ისტორიებისთვის დრო ყიველთვის მექნება,ბოლო-ბოლო დღეს ავტობუსში ფეხზე დამდგარი ვკითხულობდი და მიხაროდა ვაჩეს ბედნიერება.გავგიჟდი,ისე ძალიან მომეწონა ყველაფერი. ევამ რომ ვაჩეზე გაიგო, ეგ მარტო ღირდა ყველაფრად,უბრალოდ მიკვირს,ვაჩე ამდენად ძლიერი როგორ იყო,რომ ამ ყველაფერს გაუძლო.ის კითხვა ალექსანდრეზე და ვაჩეზე,თუ რომელი უფრო ძლიერია,ვიტყოდი რომ ამ ისტორიაში მთლიანად სამივე ნაწილში,ყველა პერსონაჟს წარსულში თუ აწყმოში მარტივი რეალობა არ ქონიათ,ყველა რაღაცისთვის იბრძოდა,ევა დაკარგულ სიყვარულს ეძებდა და “ნამდვილ ზღვისფერ თვალება ვაჩესთვის”იბრძოდა,ამიტომაც ყველა ძლიერია და არც მინდა შევადარო ვაჩეს და ალექსანდრე ერთმანეთს,ორივე სხვადასხვაა და ორივე მიყვარს,როგორც ევა და მარიამი.შემდეგ ნაწილს ველოდები ბატონ გაბრიელზე და თორნიკეზე.ვნახოთ,ისე გაბრიელი ერთი გიჟური სიყვარულის ღირსი კიაა,დაიტანჯა ამდენ წყვილებში მარტოსულობით.

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

Anna nia
მარიამ,დღეს დილით წავიკითხე და ისტორიის დიაგნოსტიკურამდე ვაჩეს და ევას ამბით ვიყავი გართული,ძლივს მოვიცადე კომენტარის დასწაერად,დავიწყე აბიტურიენტული გადარბენები,მაგრამმმ აქ რომ არ დამეწერა და ეს ისტორია არ წამეკითხა, უბრალოდ ვერ ვაპატიებ ჩემს თავს ან საერთოდ რა მომასვენებდა.შენი ისტორიებისთვის დრო ყიველთვის მექნება,ბოლო-ბოლო დღეს ავტობუსში ფეხზე დამდგარი ვკითხულობდი და მიხაროდა ვაჩეს ბედნიერება.გავგიჟდი,ისე ძალიან მომეწონა ყველაფერი. ევამ რომ ვაჩეზე გაიგო, ეგ მარტო ღირდა ყველაფრად,უბრალოდ მიკვირს,ვაჩე ამდენად ძლიერი როგორ იყო,რომ ამ ყველაფერს გაუძლო.ის კითხვა ალექსანდრეზე და ვაჩეზე,თუ რომელი უფრო ძლიერია,ვიტყოდი რომ ამ ისტორიაში მთლიანად სამივე ნაწილში,ყველა პერსონაჟს წარსულში თუ აწყმოში მარტივი რეალობა არ ქონიათ,ყველა რაღაცისთვის იბრძოდა,ევა დაკარგულ სიყვარულს ეძებდა და “ნამდვილ ზღვისფერ თვალება ვაჩესთვის”იბრძოდა,ამიტომაც ყველა ძლიერია და არც მინდა შევადარო ვაჩეს და ალექსანდრე ერთმანეთს,ორივე სხვადასხვაა და ორივე მიყვარს,როგორც ევა და მარიამი.შემდეგ ნაწილს ველოდები ბატონ გაბრიელზე და თორნიკეზე.ვნახოთ,ისე გაბრიელი ერთი გიჟური სიყვარულის ღირსი კიაა,დაიტანჯა ამდენ წყვილებში მარტოსულობით.

გაბრიელის ისტორიაც არ იქნება მისი ქცევებივით მხიარული და სულის სიღრმემდე ჩავალ თუ იგივე სახელს დავარქმევ ისტორიას მითუმეტეს .
ალექსანდრეს და ვაჩეს რაც შეეხებათ მე მაგათ კი არა ზოგადად ვერ ვადარებ ჩემ პერსონაჟებს ერთმანეთს ყველას თავისი ადგილი უჭირავს და კონკურსს ნამდვილად არ ვმართავ ყველაზე ლამაზის,ყველაზე ჭკვიანის,გიჟის ან ძლიერის პოზიციებზე ეს უბრალოდ ალექსანდრეს "ფან კლუბის" ამბავია მეტი ალექსანდრე უნრა ყველას :დ ორი ისტორია დავწერე მარტო ალექსანდრეზე ამის გარდა ორში კიდე ეპიზოდებში ჩანდა და მაინც საკმარისი ვერასდროსაა :დ :დ
შემდეგ ნაწილი ალბათ დაარღვევს წინა ნაწილების ფორმატს და მრავალწყვილიანი გამოვა საბოლოო შეჯამება იქნება და დიდ იმედი მაქვს კარგად დავწერ
მადლობა რომ კითხულობ და წარმატებულ აბიტურიენტობას გისურვებ

 


№27  offline წევრი ირო

არ ვიცი რა დავწერო,როგორი ემოციით ვკითხულობდი,პირველად ვარ რომ შენს ისტორიაზე სიტყვები არ მყოფნის იმ ყველაფრის გადმოსაცემად რა და როგორ ვიგრძენი.როგორ ჩამითრია,ევას ნაირი ძლიერი ქალები უნდა გვიმრავლოს ღმერთმა ყველაგან სახლში თუ გარეთ.ვაჩეზე არაფერს არ ვამბობ,რადგან ტკივილი ვის რას გააკეთებინებს არავინ არ იცის.

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

ირო
არ ვიცი რა დავწერო,როგორი ემოციით ვკითხულობდი,პირველად ვარ რომ შენს ისტორიაზე სიტყვები არ მყოფნის იმ ყველაფრის გადმოსაცემად რა და როგორ ვიგრძენი.როგორ ჩამითრია,ევას ნაირი ძლიერი ქალები უნდა გვიმრავლოს ღმერთმა ყველაგან სახლში თუ გარეთ.ვაჩეზე არაფერს არ ვამბობ,რადგან ტკივილი ვის რას გააკეთებინებს არავინ არ იცის.

მიხარია სიტყვები რომ არ გყოფნით :დ ამ განცდისთვის და ემოციების გაზიარებისთვის ♡♡♡♡♡♡♡

 


№29 სტუმარი მკითხველი

საუკეთესო ხარ???? იმ დღიდან რაც ეს საიტი აღმოვაჩინე შენი ერთგული მკითხველი ვარ. ვგიჟდები შენს ისტორიებზე და წერის სტილზე, ესეც არ აღმოჩნდა გამონაკლისი????
გელი ახალი ისტორიებით❤️

 


№30 სტუმარი მკითხველი

კითხვისნ8შნები თავისით დაემატა, ცუდად არ გაიგოოო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent