შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სარკე


23-09-2023, 22:51
ავტორი Ni♥♥
ნანახია 740

23 ოქტომბერი
ისევ ის კაბა მაცვია ისევ სარკის წინ ვდგავარ და შევცქერი საკუთარ თავს, იქ აღარ დგას პატარა გოგონა, რომელსაც სიყვარულის სიგიჟემდე სწამდა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში. ახლა ვუყურებ ჩამოყალიბებულ ქალს, რომელმაც დიდი იმედგაცრუება გამოიარა და მისმა თვალებმა ძველებური სიკაშკაშე დაკარგეს, აღარ უღიმის საკუთარ თავს და აღარსად მიიჩქარის, აღარაფერი უხარია და არავისთან ლაპარაკი არ უნდა. ეს რისი ბრალია რა მოხდა ასეთი მის ცხოვრებაში, რომ ასეთი მარტოსული და უიმედო გახდა. ამისთვის დავბრუნდეთ წარსულში

შუა შემოდგომა იდგა, საკმაოდ ციოდა და წვიმაც ხშირად გვახსენებდა თავს. თუმცა მოუსვენარი და სიცოცხლით სავსე გოგონა არ უშინდებოდა დასადგურებულ სიცივეს, მისთვის წვიმიანი დღეც კი მზიანი იყო, იმდენად უყვარდა სიცოცხლე და სჯეროდა ბედნიერების. განსაკუთრებულად ელოდა 23 ოქტომბრის გათენებას რადგან მისი საუკეთესო მეგობარი ბრუნდებოდა საფრანგეთიდან და იცოდა დაუვიწყარი დღე ელოდა წინ. დაძინებას არ ჩქარობდა, უნდოდა მომზადება მოესწრო. მისთვის საყვარელი მეწამულის ფერი კაბა გამოიღო და გაამზადა. სურდა ყველაფერი ისე იდეალურად ყოფილიყო, როგორც ეს მას სჩვეოდა. კაფეც დაჯავშნილი ჰქონდა, სადაც მას და მის საუკეთესო მეგობარ ლილეს უყვარდათ განმარტოება, კაფე ქალაქის გარე უბანში მშვიდ და მყუდრო ადგილას მდებარეობდა, სადაც დიდად ვერ სწვდებოდა ქალაქის გამაბრუებელი ხმაური. ადგილიც მხოლოდ ერთი ჰქონდათ ამოჩემებული, რადგან ეს ადგილი ყველასგან განცალკევებით იყო და არავის შეეძლო მათი იდილიის დარღვევა, გარდა ერთი ალისფერ თმიანი, მუდამ მომცინარი მიმტანისა, რომელიც ყოველთვის დიდი სიხარულით ეგებებოდა მათ გამოჩენას. 10 წლის შემდეგ ნინის კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა ლილესთან ერთად ამ ტკბილი მოგონების გასაცოცხლებლად და სწორედ ამიტომ ჩქარობდა შემდეგი დღის გათენებას. თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა რომ ეს ძველი ცხოვრების გაგრძელების კი არა მისი საბოლოო დასასრული იყო.
როგორც კი ირიჟრაჟა და მზემ გამოანათა სწრაფად წამოხტა ნინი საწოლიდან, საყვარელი კაბა მოირგო, კუპრივით შავი კულულები მხრებზე ჩამოიყარა, ორი დღის წინ ნაყიდი პალტო მოირგო და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა, რათა ტაქსი გაეჩერებინა და აეროპორტში არ დაეგვიანა, თუმცა აეროპორტამდე სანამ მივიდოდა გადაწყვიტა მანამდე გაეჩერებინა ტაქსი და გზა ფეხით გაეგრძელებინა, გზად ყურსასმენები მოირგო და სიმღერ-სიმღერით გაუყვა გზას, როდესაც აეროპორტს მიუახლოვდა გზად ზებრის გადაკვეთა უწევდა, ის ის იყო გზაზე უნდა გადასულიყო რომ უეცრად ირგვლივ ყველაფერი შეჩერდა, თითქოს სამყარომ არსებობა შეწყვიტა. მხოლოდ ყრუდ ძირს დავარდნილი ყურსასმენებიდან მოისმოდა გია ყანჩელის სიმღერა "ყვითელი ფოთლები", რომელიც ყველაზე მეტად უხდება შემოდგომას.
26 ოქტომბერი ....
ექიმები დაუღალავად ცდილობენ ახალგაზრდა გოგონას გადარჩენას, ის ხომ ჯერ კიდევ სიცოცხლით სავსეა, დაუშვებელია გულის ფეთქვის შეჩერება, მას ხომ ძალიან უნდა სიცოცხე, ცხოვრებას ხომ ჯერ ახლა იწყებდა. რამდენიმე დღიანი წვალების და ოპერაციების შემდგომ შეძლეს კვლავ აემოძრავებინათ გოგონას გული, ის ხომ ასე იბრძოდა სიცოცხლისათვის, მაგრამ არც კი იცოდა წინ რა ელოდა
29 ნოემბერი....
შემოდგომის მიწურული იდგა, როდესაც ნინიმ თვალები გაახილა, ირგვლივ ყველაფერი უჩვეულოდ თეთრი იყო და წამლების სუნი ტრიალებდა, გონს რომ მოვიდა მიხვდა სადაც იყო, მაგრამ ვერაფრით გაეგო იქ რა უნდოდა, ცდილობდა გაეხსენებინა ბოლო დღე, რომელიც ჩარჩენილი იყო მის გონებაში მაგრამ უშედეგოდ, შემდეგ ადგომა სცადა მაგრამ ვაი რომ არც ეს გამოუვიდა, მისი ფეხები არაფრით არ იძვროდა ადგილიდან, უსულოდ იყვნენ საწოლზე მიჯაჭვულნი.
შემდეგი დღეები როგორც სჩვევია ხოლმე ისტერიკის, სასოწარკვეთისა და საკუთარ მდგომარეობასთან შეგუების ეტაპი იყო.
ხომ იცით ადამიანები როგორები ვართ, ყველაფერს ვეგუებით, წარმოიდგინეთ სიკვდილსაც კი.
დრო გავიდა და ნინიც შეეგუა მის მდგომარეობას, თუმცა აღარაფერი იყო მის ცხოვრებაში ძველებურად, ყველაფერი შეიცვალა, აღარც სარკესთან პოზირებდა და აღარც იღიმოდა, მეწამულის ფერი კაბაც შეუმჩნეველ ადგილას გადამალა რომ აღარ დაენახა, მისი განუყრელი ნაწილი ეტლი გახდა, რომელიც გადაადგილებაში ეხმარებოდა, ფანჯარასთანაც მხოლოდ მაშინ მიდიოდა როდესაც ჯერ კიდევ ეძინა ქალაქს და მხოლოდ ნელი სიოს და ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმოდა. ასე გადიოდა დრო, ყველაფერს შეეგუა, ყველაფერს. დაუმორჩილებელი ფეხებიც კი აღარ იყო უჩვეულო და მიუღებელი, მხოლოდ ერთი რამ ვერ გაეგო, სად გაქრა მისი საუკეთესო მეგობარი ლილე, რომლის ჩამოსვლასაც ასე მოუთმენლად ელოდა, ეს ფაქტი კი ყველაზე მეტად სტკენდა გულს და კითხვაზე პასუხს ვერსად პოულობდა, ნუთუ ასე უკვალოდ ქრება მეგობრობა, რომელიც ერთ დროს სიცოცხლის მამოძრავებელ ძალად გვევლინებოდა.
და აი პასუხიც…
ერთი თვის შემდეგ ნინიმ ლილესგან წერილი მიიღო
" ძვირფას ნინის
არ ვიცი საიდან დავიწყო და რა გითხრა, ვიცი რომ მელოდი და გინდოდა მოვსულიყავი, მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, რომ მოვსულიყავი და ასეთ მდგომარეობაში მენახე ყველაფერს საკუთარ თავს დავაბრალებდი და ასე ცხოვრებას ვეღარ შევძლებდი, ხომ გესმის ჩემი არაა. მალე უკან ისევ საფრანგეთში ვბრუნდები, აქეთ ალბათ აღარ ჩამოვალ იქ მეგობრები და საყვარელი ადამიანი მელოდება, ჩემი ადგილი იქ არის, მათ გვერდით.
მშვიდობით
მიყვარხარ “
მეგობრობა, ვაი ასეთი მეგობრობა, მაგრამ მართლაც ვაი რომ ბევრია ასეთი ვაი მეგობარი და სწორედ ეს უშლის ხელს დედამიწის მამოძრავებელ ძალას…
წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა ამ დროს ნინის გულშიი? როდესაც ერთადერთი მეგობარიც კი არ აღმოაჩნდა მისი ნამდვილი მეგობარი, ის მხოლოდ ერთ-ერთი მედროვე ადამიანი იყო, რომელიც ყველა დროს და სიტუაციას სათავისოდ ერგება და არ ფიქრობს სხვებზე.
მიუხედავად დიდი ტკივილისა დრო არ იცდიდა და მაინც განაგრძობდა სვლას, ნინიც იძულებული იყო ცხოვრება გაეგრძელებინა მხოლოდ იმისთვის რომ დედის თვალზე ცრემლი არ დაენახა, აქამდეც ხომ დედის ღიმილის გამო მოვიდა, მისთვის აკეთებდა ყველაფერს და მხოლოდ მის გამო არ აპირებდა დანებებას. დედაც მუდამ ცდილობდა სახლიდან გაეყვნა და სიცოცხლის სურვილი დაებრუნებინა მისი შვილისთვის და სწორედ მისი ძალისხმევით მოძებნეს სამსახური, სადაც შშმ პირებს დიდი სიხარულით იღებდნენ და ისე აგრძნობინებდნენ თავს თითქოს არანაირი პრობლემა არ არსებობდა. ნინიმაც დედის დაჟინებული თხოვნით გააგზავნა სივი დიზაინერის პოზიციაზე და მოუთმენლად ელოდნენ პასუხს... ერთი კვირის შემდეგ ტელეფონზე გაისმა ზარის ხმა, საიდანაც ნინის შეატყობინეს რომ მოხარულები იქნებოდნენ თუ იგი მათ დიდ გუნდს შეუერთდებოდა, ნინიც დასთანხმდა და აი ამ ერთი ხანგრძლივი წლის შემდეგ კვლავ დადგა დრო, როდესაც სახლიდან გავიდოდა და ისევ ჩაერთვებოდა ცხოვრების ფერხულში.
სამსახურის პირველი დღე არაჩვეულებრივი გამოდგა, სამუშაო გარემო და გუნდი, ყველაფერი იდეალური და შშმ პირებზე სრულად მორგებული იყო. მაგრამ პირველივე დღიდან ნინის ყურადღება ყველაზე მეტად ერთმა ბიჭმა მიიქცია, რომელიც დილიდან დაფუსფებდა, ყველას ელაპარაკებოდა, იცინოდა, ხუმრობდა და ყველას ახალისებდა, არც ახალი თანამშრომელი გამორჩენია მხედველობიდან და მაშინვე მიირბინა მის გასაცნობად.
_ გამარჯობათ მე დემეტრე ქართველიშვილი გახლავართ
_ გამარჯობათ, მე ნინი ჯავახიშვილი
_ თქვენ ალბათ ჩვენი ახალი დიზაინის სპეციალისტი ბრძანდებით, არაა?
- დიახ
- აი მე კი თქვენი უშუალო ხელმძღვანელი გახლავართ, მინდა გაგახაროთ და გითხრათ რომ, ხშირად მოგვიწევს ერთმანეთთან შეხვედრა
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც, ახლა კი დაგტოვებთ, წარმატებულ დღეს გისურვებთ
უთხრა ღიმილით დემეტრემ ნინის და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა საკუთარი კაბინეტისაკენ.
მას შემდეგ ხშირად უწევდათ ერთმანეთთან საუბარი ერთად ქმნიდნენ სზვადასხვა დიზაინს და საკმაო წარმატებასაც აღწევდნენ, დროთა განმავლობაში ერთმანეთს დაუახლოვდნენ და მათი საუბარი მხოლოდ სამსახურის თემებით აღარ შემოიფარგლებოდა.
ერთ დღესაც დემეტრემ გადაწყვიტა ნინისგან გაეგო მისი ისტორია, თუ რატომ არ შეეძლო სიარული. მიუხედავად იმისა რომ ის დღე გონებაში ღრმად ჰქონდა ჩამარხული და თითქმის არაფერი ახსოვდა, ნინიმ ძალა მოიკრიბა და ყველაფერი მოუყვა, მოუყვა როგორ უეცრად შეჩერდა მის გარშემო სამყარო, როგორ მიატოვა ერთადერთმა მეგობარმა და როგორ მოვიდა დღემდე. დემეტრემაც გადაწყვიტა მოეყოლა მისთვის კომპანიის დაარსების ნამდვილი ისტორიის შესახებ და თუ რატომ იყო კომპანია მთლიანად მორგებული შშმ პირებზე. როგორც აღმოჩნდა კომპანია მისი დის გამო დაარსა, დის რომელსაც არ შეეძლო გადაადგილება და ამის გამო არცერთი კომპანია არ იღებდა სამსახურში და სწორედ საზოგადოების და კომპანიების ასეთ გულგრილობას შეეწირა მისი სიცოცხლე.
ამ დღის შემდეგ კიდევ უფრო დაახლოვდნენ, ყოველდღიურობას უზიარებდნენ ერთმანეთს და ერთად ხალისობდნენ, ბედნიერები იყვნენ ერთმანეთით და როდესაც ერთად იყვნენ თავს ისე გრძნობდნენ თითქოს ირგვლივ არავინ და არაფერი აღარ არსებობდა.
ნინი ისევ დაუბრუნდა ბედნიერ ცხოვრებას და თუ აქამდე ღმერთს საყვედურობდა მისი ასეთი მდგომარეობის გამო ახლა მადლობელი იყო რადგან რომ არა ეს მდგომარეობა ვერ გაიცნობდა ადამიანს, რომელიც მთელ სამყაროს ერჩივნა და ყველასა და ყველაფერზე მეტად უყვარდა.
" სიყვარული არს თვით ღმერთი, და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს თვით ღმერთი"
დრო გადიოდა ყველაფერი იმაზე კარგად იყო ვიდრე შეიძლებოდა. ერთ დღესაც დემეტრემ გადაწყვიტა ნინისთან ერთად ექიმთან წასულიყო, რათა გაეგოთ, რამდენად არსებობდა შანსი მისი ფეხზე დადგომის, მიუხედავად იმისა რომ, მანამდე ექიმების თქმით იგი სამუდამოდ სავარძელს იქნებოდა მიჯაჭვული, მაგრამ ხომ იცით არ არსებობს ცხოვრება სასწაულების გარეშე. როგორც აღმოჩნდა რამოდენიმე თვიანი რეაბილიტაციის კურსიც საკმარისი იყო რათა ნინის კვლავ შეძლებოდა ფეხზე გავლა და დაიწყო კიდეც რეაბილიტაციის კურსი, ყოველ დღე ყველა ნაბიჯს ნინი და დემეტრე ერთად გადიოდნენ, ერთად სწავლობდნენ თავიდან სიარულს და სასურველ შედეგსაც ერთად მიაღწიეს. როდესაც ნინი კვლავ დადგა ფეხზე გადაწყვიტეს არასდროს აღარ ყოფილიყვნენ ერთმანეთის გარეშე, მალე ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, მალევე ქორწილიც გადაიხადეს, ცდილობდნენ არც ერთი წუთი არ გაეტარებინათ ერთმანეთის გარეშე, დადიოდნენ ძალიან ბევრს, მოგზაურობდნენ სხვადასხვა ქვეყნებში და ქმნიდნენ საერთო ისტორიას. გარდა ამისა არც კომპანიას ტოვებდნენ უყურადღებოდ, დღითიდღე წინ მიიწევდნენ და ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი შშმ პირი დაესაქმებინათ კომპანიაში და შეექმნათ მათთვის კომფორტული სამუშაო გარემო. ასევე ნინის ინიციატივით შექმნეს სარეაბილიტაციო და საქველმოქმედო ცენტრი "მზის სხივი", რომელიც დაეხმარებოდა მათ ვისაც არ ჰქონდა მკურნალობის საშუალება. ყველაფერი იმაზე კარგად იყო ვიდრე ნინი იფიქრებდა, სულ მოკლე დროში ცენტრმა საგრძნობლად გაითქვა სახელი და შეძლო ბევრი ადამიანის გულში ჩაესახა იმედი, იმედი სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნების და ასეც ხდებოდა. მრავალი ადამიანი დაუბრუნდა ცხოვრებას ახალი ძალებით და მიზნებით.
ასე შეძლეს ნინიმ და დემეტრემ მოეტანათ ბედნიერება და სიყვარული არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არამედ სხვა მრავალი ადამიანისთვის, რომელთაც აღარც კი ჰქონდათ იმედი მოეპოვებინათ საკუთარი ადგილი ცხოვრებაში.
გიყვარდეთ ერთმანეთი, ნუ დატოვებთ საყვარელ ადამიანებს გაჭირვებაში, რადგან არ იცი ხვალ შენ რა გელოდება. იყავით ის ვინც ხართ და არასდროს დაკარგოთ იმედი, რადგან არ იცით საიდან და როდის გამოჩნდება ის.
დასასრული....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent