შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთ წვიმიან დღეს


3-02-2019, 18:04
ავტორი Mariam Shaqaradze
ნანახია 1 016

ღრუბელი მოჩანდა ცაზე, ცაზე რომელიც დაღლილი და დაქანცული იყო ცხოვრებით. რომელიც შეჰყურებდა ერს და ფიქრობდა იმას რასაც ყოველ დღე ხედავდა, ხალხი კი ვერ ამჩნევდა. იმას რასაც თავის ცრემლებს იწვევდა, ხალხს კი არ ასველებდა. დღითი დღე იზრდებოდა ნიავი, წვიმა რომელიც ცდილობდა გამოფხიზლებას, ერის გამოფხიზლებას რომ მათ დაენახათ ერთმანეთი, შეეხედათ თვალებში და დაეწყოთ ფიქრი რომელიც გულს უკვე დავიწყებული ჰქონდა. სწორედ რომ ერთ წვიმიან დღეს, პატარა გოგონა მიდიოდა, მაგრამ სად? ალბათ იქ სადაც გული მიიწევდა, სადაც ვერავინ შეამჩნევდა,და წვიმა რომელიც სხვებისგან განსხვავებით მას ასველებდა,ცრემლებად გადაექცია. მიდიოდა იქ სადაც მას ყველაზე ძვირფასი ადამიანები დახვდებოდა,სადაც ისინი ყოველ დღე ელოდნენ,სადაც დაღვრიდა გოგონა თავის ცრემლებს მიწაზე და იქედან ყვავილი ამოვიდოდა, ყვავილი რომელიც ეტრფოდა მზეს, ის კი აღარსად ჩანდა. გზად კი გოგონა უცქერდა ყველას, ცხოვრებისაგან დაქანცულთ, ნაღვლიანი თვალებით შემყურე ხალხს, რომელიც ელოდა თავის გამოწვდილ ხელში ხურდების ხმაურს, ის კი არსაიდან ისმოდა და რატომ? სწორედ ეს გახლდათ ცის გულისტკივილი, წვიმიანი დღის მიზანი და პატარა გოგონას სევრდა, გოგონას რომელსაც არავინ ყავდა, რომელიც ყოველ დღე მიდიოდა საფლავზე, სადაც მას მშობლები ხვდებოდნენ, უყვებოდა მათ მის გულისტკივილს, აფრქვევდა ცეცხლს რომელსაც ისევ წვიმა ახშობდა.ამ დაქანცულ ცხოვრებაში ის სულ მარტი იყო, ან არ იყო... მან ეს არ იცოდა, მაგრამ თავს მივიწყებულ, მარტოსულ,ჩონჩხზრ აწყობილ არსებასთან აიგივებდა, რომელიც დადის ამ წუთისოფელში, ხედავს ყველას, ყველა კი მას ვერ ამჩნევს. არარის მთავარი რამდენი სიცოცხლეა შენ ცხოვრებაში,მთავარია რამდენი სიცოცხლეა შენს დღეში. სიცოცხლე, რომელიც გოგონას არ გააჩნდა, ჩრდილივით დაყვებოდა მას და თავს მაშინ ახსენებდა,როცა უკან იხედებოდა და ტკივილს ხედავდა, რომელიც ყოველ ჯერზე "სიცოცხლის სახელით" დანას არჭობდა გულში. ამ ყოველივეს კი ვერავინ ამჩნევდა, დღის წესრიგში იყო მოსული ფიქრი საკუთარ თავზე, პოზიტიურობა თუნდაც ეს ილუზია იყო, ილუზია რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის გახარებას მოიცავდა, რომელმაც გოგონა დასასრულებამდე მიიყვანა. მისი სიცოცხლე კი საფლავზე დასრულდა, იქ სადაც ყველაფერი დაიწყო ცრემლებით, დასასრული კი საკუთარი თავის გახარების ილუზია იყო. ის წავიდა, ჩრდილი გაქრა მზემ გამოანათა, ყვავილი ამოვიდა რომელიც მზეს შეჰყურებდა და წვიმა აორთქლდა, მოისმა ხურდების ხმაური და ყველამ გაიხარა, ვერ შეამჩნია გოგონას წასვლა და აღსასრული რომელიც ვითომდა საკუთარი თავის გახარების ილუზია იყო, გაახარა ყველა. ცამ კი ვერ გაუძლო, აივსო სევრდით და ადგილი დაუთმო ცხელ, მწვავე და სიყვარულის ილუზიით აღსავსე მზეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent