სიღრმე რომელიც შემოდგომას თან ახლავს
ზაფხულის ცხელი,მზიანი დღეები უცაბედად გაივლის ხოლმე და დაუპატიჟებლად მოგვადგება კარზედ ოქროსფერთმიანი შემოდგომა.გარეგნულობას სრულიად იცვლის,თმას ოქროსფრად იღებავს,ტანზედ ყვითელი სამოსი მოურგია ხასხასა,ჭრელა-ჭრულა სიცოცხლით სავსე ფერები კი ზაფხულს გაატანა.რაღაც ახალი მუხტი შემოიტანა,თითქოსდა სული შთაბერა სიცოცხლეს თავისი მოსვლითო.სურს,რომ რაღაც ახალი შექმნას,მუშაობს უზადოდ ბევრს შრომობს ეს შედეგზეც კარგად აისახება როცა სეზონის შესაფერისს ნაჭერს არჩევს,ფერებს ერთურთს უხამებს,ზომებს იღებს შემდეგ კი კერავს. მასში ახალ სიცოცხლეს აქსოვს რომელსაც ნელ-ნელა შეძლებისდაგვარად განავითარებს.რაც უფრო დრო გადის კაბა მით უფრო ძველდება,ნაჭერი იცვითება,ფერს კარგავს.შემოდგომაც ასეა მწვანე ფოთლები იცვლიან ფერს და ხდებიან ოქროსფერნი.ფოთლები ნელი სვლით იწყებენ ცვენას ბოლოს ისე ხდება,რომ ხეები მარტონი რჩებიან,მათი შვილობილნი სადღაც ძალიან შორს მიდიან,გარბიან უფროსწორად ცვლილებებს გაურბიან ეშინიათ,აშინებთ სიახლეები რადგან არ არიან მზად ცვლილებებისთვის ეს ხშირად ადამიანების ქცევებშიც აისახება ხოლმე.ხე მარტოსული რჩება,თავიდან არ იმჩნევს ამას იმედი აქვს იმისა,რომ სრულყოფილებას ისევ დაიბრუნებს ისევე გაათბობენ,შეავსებენ თავიანთი მშვენიერებით მწვანე,პატარა ხელისგულის ზომის ნაწილაკები რომელსაც ფოთოლი ჰქვია.ფოთოლცვენა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სანახაობაა,სასიამოვნო საყურებელია შემოდგომის შემობრძანება,ზაფხულის ადგილის დაკავებას,რომ ცდილობს შემდგომ ნელ-ნელა თავისი ჩვევები,ხასიათი, მუქი ფერები რომ შემოაქვს ამას ჩვენც ვეგუებით და მასთან ერთად ვაგრძელებთ რუტინულ დღეებს.თან მოაქვს გრილი,წვიმიანი,მოღრუბლული ამინდები თავისთვის დამახასიათებელი.ისეთი პერიოდია როცა გინდა ბუხარს მიუჯდე,თბილად გეცვას მხრებზედ პლედი გამშვენებდეს,წიგნს კითხულობდე ან ფილმებს უყურებდე ჩაი/ყავასთან ერთად.თბილად იყო სახლში და ფანჯრიდან დიდი ინტერესით გაჰყურებდე სევდიან წვიმას რომელიც რაღაცას გიყვება,თუნდაც მიგვანიშნებს ან შემოგვჩვივლებს თავის დარდს.გარეთ გასვლა და თავისუფლების შეგრძნება ერთია როცა ირგვლივ ყველაფერი შემოდგომისფერია,ყვითელი და ოქროსფერია გარემო.სადაც ბუნების სურნელი ტრიალებს,კაკლის ხეები დახუნძლულნი არიან და მიწისკენ მიისწრაფიან... ისიც აღსანიშნავია ასფალტი სულ,რომ სველია წვიმის წვეთებს გაუჟღენთავს და დაუტოვებია თავისებური კვალი აქა-იქ ფოთლებიც დასველებულან ჩვენ,კი მივისწრაფით წინ და ვტკბებით ბუნების მშვენიერებით.შემოდგომა ჩემთვის სითბოს,სიყვარულთან,სიტკბოსთან ასოცირდებოდა ხოლმე ახლაც ასეა მაგრამ ამ ბოლოს სევდამ უფრო მოიკიდა ფეხი...როცა შემოდგომისფერ დღეებში დაკარგავ საყვარელ ადამიანს რა უნდა გახსენდებოდეს კარგი? სევდის გარდა სხვა არაფერი...შემოდგომაც ასეა მასაც აქვს დანაკარგი ამას კი თავისი ხასიათებით გამოხატავს.თითქოს ბუნებაც ჩემთან ერთად განიცდის ამ დანაკარგს მაგრამ მეორე მრივ მამხნევებს,ძალას მაძლევს იმისას,რომ შემოდგომას უბრალოდ გავუძლო.როცა პოზიტივით შევხედავ ხოლმე,განსაკუთრებულად მიყვარს მისი ყველა დეტალი,სუსხიანი დღეები,მოღრუბლული ცა რომელიც მუდამ გაფიქრებს რაღაც საინტერსოზე დაგაფიქრებს,თუნდაც რამე კარგ ჩანახატს დაგაწერინებს ან უბრალოდ გაგამხნევებს იმედის სხივს ჩაგისახავს,ფეხზე მყარად დაგაყენებს და არ მოგცემს დანებების უფლებას.ასეთია ჩემი შემოდგომა,წვიმიანი მაგრამ ამავე დროს მზიანი. რაც არ უნდა ღრუბლიანი დღე იყოს სადღაც მაინც ვხედავ მზეს ეს იმედი კი არასდროს გაქრება რადგან ეს შემოდგომაა და შემოდგომას თავისი დაპირებები,საიდუმლოებები აქვს რომელიც ამოუხსნელია.ჩვენ მხოლოდ მისი ხასიათი,თავისებურებები ვიცით მაგრამ არ ვიცით რეალურად რას ფიქრობს,რას განიცდის როგორც ჩვენ,ადამიანები ყველამ საკუთარი თავის გასაჭირი და ტკივილი,რომ ვიცით.შემოდგომას გავატანოთ ყველაფერი ცუდი,ეს სეზონი შესაძლებლობაა იმისა განთავისუფლდე პრობლემებისგან გაუზიარო ყველა ტკივილი და ცივ ზამთარს თავისუფალი,სუფთა და თბილი გულით შეხვდე.გაუზიარე ტკივილი სხვას,შეგიმსუბუქდება დარდი და არ დამძიმდები...ხმამაღლა ისაუბრე,ესაუბრე ბუნებას და ის შენ გაგიგებს ადამიანზე მეტადაც კი.ყველანი ბუნების შვილნი ვართ და გამოდის,რომ ბუნება ჩვენი ცუდი და კარგი დღეების დამგროვებელი ყულაბაა...გულში არასდროს,არავითარ შემთხვევაში დაიტოვო ტკივილი,გააზიარე რამდენადაც ცუდი არ უნდა იყოს რათა შეძლო ლაღი ცხოვრება.შემოდგომისფერ არსებობას გისურვებ,რომელიც ფერად-ფერად კაბებს ირგებს და საკუთარ თავს ამით ახალისებს,აბედნიერებს და სძენს დიდ მოტივაციას იმისას,რომ უბრალოდ არ დანებდეს განაგრძოს სიცოცხლე...შემოდგომა იმედია ყოველი გათენებული დღისა და დაღამებული ღამის...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.