შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგო ფანჯარაში


24-09-2023, 08:48
ავტორი ანიიკაა
ნანახია 906

მუქი,ბნელი ღამეები ქონდა,ვუყურებდი. ყოველ საღამოს, მის ფანჯარას ეტყობოდა მისი სულის მდგომარეობა..თუ ზედმეტად ცუდად იყო ფანჯარას ტოვებდა ღიას, რატომ?იმიტომ რომ ჰაერი ესუნთქა...თუ კარგად იყო,ფარდებს წევდა სინათლეს ანთებდა და ცეკვავდა,თუ განადგურებული იყო ოთახიდან ერთი სხივიც არ გამოსჭვიოდა...საოცარი ადამიანი იყო,შეხედავდი მოიხიბლებოდი სხვა გზა არ გქონდა...ვხედავდი,ვცდილობდი ყოველთვის,როცა შესაძლებლობა მომეცემოდა მეყურებინა,არ ვიცოდი ვინ იყო,სად,როგორ, მაგრამ ვუყურებდი დაჟინებული მზერით ვგრძნობდი,რომ ერთი გასაოცარი გოგონა იყო... ვცდილობდი მისი ვინაობა გამეგო, ყველა საუკეთესო მრჩევლად ასახელებდა.აქ მივხვდი ,თუ როგორ წირავდა საკუთარ თავს ,აი ,აქ ჩავწვდი მას სულის წიაღში .მესმოდა როგორც იყო ,ძნელია გაუგო ადამიანს, რომელიც გამოირჩევა ,ღიმილიანია ,რჩევებს იძლევა, მაგრამ ხედავ რომ ყოველ საღამოს სიბნელეში იკარგება,უჩინარდება.
და სად მიდიოდა ეს გოგონა?ოცნებებში,ფიქრებში იცოდა არ ახდებოდა, მაგრამ თავის თავს ყოველთვის უმტკიცებდა ,რომ არ უნდა დანებებულიყო ყველაფერი გამოვიდოდა უკან დახევა არ უნდა ეცადა..მე მჯეროდა, რომ ყველაფერს გადაიტანდა ძლიერი იყო, ძალიან ძლიერი...ერთხელ შევხვდი ,გამოველაპარაკე ,მაშინ ვაკვირდებოდი ,თითოეულ დეტალს ჩავკირკიტებდი ,თვალს არ ვაშორებდი, როგორი თვალები ჰქონდა...ლამაზი,ბევრის მთქმელი,ყველაფერი ერთად ,რომ იკითხებოფა მასზე ნამდვილი თვალების მქონე ადამიანი ჯერ არ მენახა...მინდოდა სახელი მეკითხა მაგრამ ვიცოდი არ მეტყოდა. იდუმალი იყო...მისი ფუფუნება განმარტოება იყო ,დაკარგვა ,ამ სამყაროდან შორს ყოფნა იცოდა,ძალიან კარგად იცოდა, როგორი ნაგავია აქაურობა ,იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ თავის თავს თითქოს გამოცდას უტარებდა მოთმინებას იჩენდა .მეგონა ამოხეთქავდა ან გული გაუჩერდებოდა, მაგრამ გადაიტანა...გადაიტანა და ყველაფერი გამჭირვალე გახდა, იყო ადამიანი,რომელიც არა საკუთარ თავს არამედ ,ამ სამყაროში არასწორად მოსიარულე ხალხს ებრძოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent