შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფორთოხლის ბაღი(6)


24-09-2023, 15:38
ავტორი ავრორა
ნანახია 617

***
-გოგო მაკო ხო არ გავაღვიძე?!მაინც ადრე რო მოვვარდი-მეჩურჩულება სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომი ტასო და თან მოუთმენლად ელოდება როდის გამოვიღებ გუშინდელ დედაჩემის გამომცხვარ ფორთოხლის ნამცხვარს ,რომელსაც ვერ ვაგნებ და მხოლოდ ის ვიცი რომ წესით უნდა დაგვრჩენოდა.
-რავი არ მგონია ,თუ არადა დაიკიდე მაკოა რაა... ვიპოვე, კარადაში ყოფილა , ისე აქ რა უნდოდა?!
-ოო რა მნიშვნელობა აქვს ,მომეცი აბა დავაგემოვნო ...-მიღიმის ისე თითქოს სხვა მიზეზის გამო ვეძებდი.
-ყავა ?ჩაი?
-ყავა აღარ, ნუ ექიმმა კი თქვა რო შეგიძლია მცირე რაოდენობითო მაგრამ მაინც არ მინდა ,ჩაი იყოს .
-ვაიმე მომენტებში გეფიცები მავიწყდება რო ორსულად ხარ...
-წარმომიდგენია,ჯერ-ჯერობით მეც კი მასე ვარ ,-თან ფორთოხლის ნამცხვარს ისე გამეტებით ჭამს რომ მეც კი მომინდა,არადა ეჭვი მაქვს მაკომ სწორედ ჩემ გამო გადამალა კარადაში ,რამე არ დამმართოდა ამდენი ჭამით.-ცოტათი მეშინია...
-რისი გოგო?-ვეკითხები და თან ჩაიდანს ვდგამ
-ყველაფრის თითქმის, ცოტახანში მუცელი ძაან დამეტყობა...წარმოიდგინე დაჩის ის რო მე და დემე ერთადვართ ვითომ და დაჟე ორსულად ვართ ერთ დღისით ვაჯახეთ.
-აა დაჟე ორსულად ხართ?-სიცილს ვერ ვიკავებ ამ ფრაზაზე.
-ოო კაი ეხლა სისწრაფეში წამომცდა.
-და ვითომ ერთმანეთი გვიყვარსო ეგეც ხო არ წამოგცდა დაჩისთან ,თან ნახე ვითომ ერთმანეთი გვიყვარს მარა მართლა ორსულად ვარ.
-არა არ წამომცდენია,ეგენი დემემ ჩამოაყალიბა ,
-რაო მერე იყო დაჩი ბებოჩემი ნაზისავით? ჯერ წნევა აუვარდა,მერე წნევა დაუვარდა და დამარეგულორებლით მისულს გამოგიქანათ ჩუსტი თავში.
-ისე შენც კაი ტრავმული ბავშვობა კი გქონია.მაგრამ მაგ მხრივ გადავრჩით დაჩის ჩუსტები არ ეცვა.-უკვე მეორე ნაჭერზე გადადის .
-ეგ გამოყენებული ჩუსტი ისევ უკან მიმქონდა და მერე ჩემებს ძაანაც უკვირდათ არდადეგებზე რატო არ მეხალოსებოდა იქ ჯდომა.
-ხოდა რავიცი დაჩიმ მე რატო არ მითხარიო
-გამომივიდა ეგეც რომის პაპზე უფრო კათოლიკე,როცა უთხარით ხო დაგლოცათ რას ამბობ.
-ხო როდის მოასწარიო რო სხვანაირად შეგეხედაო , ეხლა რო ავდგეო და შენ დასთან დავიწყო ურთიერთობა მართალი ვიქნებიო..
-მოუნდა ეხლა ახალი გოგოების დაკერვა და მიზეზს ეძებს რა .
-ისე დემესთანაც ძაან ცუდად ვგრძნობ თავს , წარმოიდგინე რო გიგის შვილია და ეხლა ყველას დემესი უნდა ეგონოს,თან ეხლა მუცელი რო გამეზრდება, ჯერ ხო ისედაც მაგის გამო ვუთხარით დაჩის თორე მერე მთელი თბილისი ავარდებოდა ჭორაობით და ...
მაკოს დარწმუნებული ხარ რო სძინავს?
-თან ეს გიგი რა ნაგავი ტიპიცაა,მაგისგან ვაფშე რა მამა უნდა დადგეს.
-ხო მაგრამ ეხლა სიტყვაზე ეს ბავშვი რო დაიბადება მთელი ცხოვრება ხო არ მოვატყუებ რო აი ეს არის მამაშენი და სასამდე დაიმალება?
ან ერთ დღესაც დემეტრეს რო მოუნდეს რო სხვა ცხოვრება დაიწყოს ბავშვი ,რომლის ნამდვილი მამაც არ არის ესე ხო არ დარჩება ამ ისტორიაში ,
-ხო რავი რა გირჩიო, ისეთი სიტუაციაა , თან ძაან გრძელვადიანი ტყუილი კი გამოდის...
-ხოო , აშკარად სხვა რამე უნდა მომეფიქრებინა ,მაგრამ იმ მომენტში ტვინი ისე მქონდა გათიშული რო დემეს ძაან ზედმეტადაც კი ჩავებღაუჭე.
-ეხლა მიდი და თბილისში მამის გარეშე გაზარდე ბავშვი ,მარტივი ხო არაა? ბავშვიდან მოყოლებული მეორე მსოფლიო ომის ვეტანარით დასრულებული ყველა ჭორაობას დაიწყებს , აქ და ამ ქალაქში რა უნდა მოგემოქმედებინა შენც ....
-მთელი ცხოვრება ვნატრობდი რო სხვანაირი მამა მყოლოდა,ისეთი რომელიც იდარდებდა ჩემზე, და იბრუნებდა მე მამის ფიგურა მინდოდა და არა ყოველთვის ჩემ გვერდით მდგომი დაჩი და დემეტრე,მიუხედავად იმისა რომ იყვნენ, სულ ვოცნებობდი რო დედაჩემისთცის ცხოვრებაში რამდენიმეჯერ მაინც აღმოვჩნილიყავი იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე დეპრესია და ფსიქოტროპულები,ვიცი რომ შეიძლება ეს მისი არჩევანი არ იყო მაგრამ უკვე წლებია რაც მხოლოდ სამჯერ თუ დამინახავს იმ ცივი თცალებით და მგონი ჩემში შვილს ვეღარც ხედავს ,რადგან წლებია როგორც შვილზე ისე არ უზრუნვია.
ხოდა ეხლა მე გავხდები დედა რომელიც შვილს მოატყუებს ყველაზე მნიშვნელოვანს , დაუმალავს ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნების ნამდვილ ვინაობას, და ეყოლება მამა რომელიც მამამისი არ არის და მამა რომელსაც საკუთარი შვილი არ უნდა.
მერე ვფიქრობ ,,იქნებ ვუთხრა"მაგრამ ვის?ყველას? მაგისთვის საკმაოდ სუსტი ვარ , მშიშარა ვერ იმიტო რო სხვაგან წასვლისაც კი მეშინია ,იქ ხო არავინ იქნება არც დაჩი,არც დემეტრე ,მე კი მაგ ორის დაცვას ზედმეტად მივეჩვიე ,ეხლაც მირჩევნია დემესთან დავიმალო. არც შენ არ იქნები...უკვე წარმომიდგენია ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღეების ვარიანტები
-დაახლოებით ვხვდები,რა ხდება ამ დღეებში...მაგრამ წარმოიდგინე რომ მოხდეს ასე და დემეს სხვა შეუყვარდეს
-ან უბრალოდ მობეზრდეს სხვისი შვილის ყურება
-ხო ვთქვათ მოხდა და წავიდა , იმის თქმა მინდა რომ ზედმეტად არ მიეჯაჭვო დემეს როგორც დამცავ ფიგურას საზოგადოებისგან.საერთოდ ზედმეტად არავის არ უნდა მიეჯაჭვო.
-შაბათს სალი გავიცანი, დემეს ყოფილი კურსელია .
-მერე ?
-არაფერი ენერგიით სავსე გოგოა , ძაან საყვარელი ხოდა რაღაც ჩაბარებებზე და უნივერსიტეტებზე წავიდა საუბარი და დემემ უთხრა რო ჩაიჭრაო ტასო,მე ძაან გავბრაზდი ,ოღონდ იმიტო კი არა რო აი სალისთან თქვა ,რომელიც მაგის კურსელი იყო,იმიტო რო ზოგადად ეგ ფაქტი შემახსენა ...მერე ისეთები მითხრა რო ცოტა გადამიარა , ახლიდან ცდიო , როდისღა ვცდი?სამედიცინოზე მქონდა პრეტენზია და ეხლა რავი როდისღა უნდა ვცადო ....აღარც კი წარმომიდგენია იცი.
- აუ ეხლა ისევ არ იტირო გთხოვ...მე მჯერა შენი . აი მართლა ,ჩვენ კლასში შენზე ჭკვიანი არავინ იყო.-და მართლა ესე იყო , ზოგჯერ განცვიფრებულიც კი ვიყავი როგორ ასწრებდა ამდენის სწავლას მოკლე დროში.
-ხოდა არ ყოფნის ეტყობა ჩვენი კლასის დონეზე ყველაზე ჭკვიანობა.
-დილამშვიდობისა გოგონებო!- მაკოს შესვლამ საუბარი შეაწყვიტინათ .
-აუ მე ხო არ გაგაღვიძეთ?ბოდიში.
-არა რას ამბობ,მე ის მიკვირს როგორ მოხდა და ვივიმ ესეთ დროს გაიღვიძა.
-არც მძინებია, რაღაცაზე ვმუშაობდი კომპიუტერში და თან მომადგა.
-ხო მეც ეგ ეჭვი მქონდა თორემ აბა შენ ესეთ დროს როგორ ჩაგაგდებდა ვინმე საგონებელში დედიკო.
-აუ მე უნდა გავიქცე ,წიგნის მაღაზიაში უნდა შევიარო,კი გაიხსნებოდა უკვე, თან სანამ მე მივალ.
-დარჩენილიყავი ცოტახანს კიდე რაა , შევალ მე ისევ ჩემ ოთახში და გაგრძელეთ ჭორაობა.
-არაა არა ,მაკო მართლა არაფერ შუაში არ ხარ, უბრალოდ ვერა და ვერ მოვახერხე ამ წიგნის კითხვა და მერე სულ დამავიწყდება.საღამოს შემომიარე ვივი იცოდე .
-შენთან თუ დემესთან?
-ოჰ,ავღადავდით უცებ?ჯერ ისევ ჩემთან ტკბილო...არ გადავსულვარ.
-ვეცდებიი-კართან მისულს დავაწიე,თან ვეცადე შემეპარებინა ,
რომ შეიძლება ვერ მომეხერხებინა.
-ეცდები კი არა მოახერხებ და თუ ვერ მოახერხებ საერთოდ არ დამენახო გიჯობს.

***
ბიბლუსში თაროებზე ჩამწკრივებულ წიგნებს შორის სასურველს ეძებდა, იპოვა თუ არა გამოიღო და პირველ გვერდს გადახედა.
- მარგარეტ მიჩელის ,,ქარწაღებულნი" ?! -უკნიდან ნაცნობი ხმა მოესმა
- სალი?!
-"სკარლეტ ო’ჰარაზე ვერ იტყოდით, ლამაზიაო, მაგრამ მამაკაცები, ტყუპ ტარლეტონების მსგავსად,იშვიათად თუ ხვდებოდნენ როგორ ებმებოდნენ მისი მომხიბვლელობის ბადეში." პირველი წინადადებაა
-მივხვდი...-ჯერ კიდევ შოკში იყო-არ ველოდი აქ შეხვედრას.
-თუ უფრო გამოლაპარაკებას?
-ალბათ ორივეს .
-სკარლეტი ჩემი ერთ -ერთი საყვარელი ქალი პერსონაჟია.
-ჰგავხარ?ზოგადად მე ის პერსონაჟები მიყვარს, რომელთაც ჩემ თავს ვამსგავსებ.
-არ ვიცი ,ვგავარ თუ არა ,რომ დაასრულებ კითხვაზე შენთვითონ მითხარი .
-ხო მაგრამ მთლად მასე კარგადაც არ გიცნობ ,ეგ დასკვნა რომ დავდო არა?-გაეღიმა სალის შემოთავაზებაზე.
-ნომერს გეტყვი , არ დაგასპოილერებ
მაგრამ თუ ვინმესთვის ემოციების გაზიარება მოგინდება მომწერე ხოლმე, აი მე მაგალითად ვერ ვიტან წიგნში რაღაც ისეთი რომ ხდება და ვერც ვერავის ვუზიარებ იმიტომ რომ არ ადარდებს.
-ზუსტად , სამაგიეროდ აქეთ თუ უკვე ჩემ მიერ წაკითხულ წიგნზე მიზიარებენ მიყვარს.
-და მაინც საიდან ,,ქარწაღებულნი"?
მე 11 კლასში ვიყავი ბებოჩემის ბიბლიოთეკაში რომ ვიპოვე და მოწყენილმა კითხვა დავიწყე , თან მოწყენის მიზეზი ზუსტად მახსოვს ერთი ბიჭი მიყვარდა რეზი ,ხოდა ამ რეზიმ კახეთში თავის ბებია-ბაბუსთან ჩაიყვანა ერთი გოგო ,როცა გავიგე ცოფებს ვყრიდი ,არადა რეზი სულ ისეთი ტიპი იყო ,შენც რო გეთხოვდა შენც კი წაგიყვანდა ხოდა ამის გამო დავიწყე კითხვა.
-აუ მაგ ისტორიასთან ჩემი მიზეზი ძაან ისე ჩანს ,მაგრამ ინსტაზე ვიპოვე განხილვა და მაგის გამო გადავწყვიტე.
-იმედია არ დასპოილერდი.
-მგონი დიდად არა...
- სპოილერებს იმდენად ვერ ვიტან რომ სხვებსაც კი ვერ ვასპოილერებ.ერთხელ ჩემმა რუსულის მასწავლებელმა ანა კარენანაზე ისეთი მთავარი სპოილერი გვითხრა ,რომ დღემდე ვერ ვკითხულობ.-იმდენად გულწრფელად იხსენებდა ყველაფერს სალი რომ თავად ტასოსაც ამის სურვილს უჩენდა.
-და ეხლა ელოდები როდის დაკარგავ მეხსიერებას რომ წაიკითხოო ხო?
-ზუსტად, ვიყიდოთ და გავიდეთ ხომ?
-თან თავის არჩეულ 6 წიგნზე ანიშნა თვალით .-საოჯახო ბიბლიოთეკას ვუმიზნებ,აბა ვაჩეს მხოლოდ ბიზნესზე და მსგავს თემებზე აქვს წიგნები...
ბიბლუსიდან გამოსულებს ორივეს ისეთი სახე ქონდათ, აი მხოლოდ მკითხველებს რომ აქვთ წიგნის ყიდვის შემდეგ.
- ვაჩე შენი ძმაა?
-აუ ჩემსავით მოგივიდა,მე რომ დემეტრეს ვუთხარი რა ლამაზი და არის თქო თუ რაღაც , -ჯერ გაიცინა,თუმცა მალევე დასერიოზულდა -ძმა არ არის გათხოვილი ვარ .
-ანუ ქმარია?- და მხოლოდ ახლა დახედა სალის ხელზე საქორწინო ბეჭედს-მაშინ რომ გაგიცანი არ გეკეთა.
- ზოგჯერ მავიწყდება ,მაგრამ შაბათის მერე არ დავოჯახებულვარ , ოთხი წელია... თუ ფეხით ხარ ,გაგიყვან გინდა?-მალევე შეცვალ სასაუბრო თემა.
-მანქანით ვარ, მაგრამ მაინც ...
-მადლობა არ არის საჭირო, მაშინ კაფეში შევიდეთ?! თუ სადმე არ გეჩქარება.
-არა არ მეჩქარება ,მაგრამ...
-გთხოვ ,თან ცხოვრებაში პირველად მეყოლება დაქალი ,რომელთანაც წიგნებზე ვიჭორავებ,ჩემ გარშემო ჩემნაირი გემოვნება წიგნებში არავის არ აქვს , არა სხვა ჟანრის წიგნებს არ ვაკნინებ მაგრამ...
-ცოტა მიკვირს ,რამდენიმე დღის გაცნობილს დაქალი როგორ შეგიძლია მიწოდო?
- სახელწოდებებს რა მნიშვნელობა აქვს.-მხრები აიჩეჩა და თან კაფეში ყველაზე განათებულ ადგილას მდგარი მაგიდისკენ წავიდა, თუმცა უკანვე მობრუნდა -ისე ტერასაზე ჯობია , მოწევას შევძლებთ ,
-მე აღარ ვეწევი .-დაჯდა თუ არა და ხედს გახედა დაამატა -ორსულად ვარ.
-ვაუუ...ძალიან მაგარია ,გილოცავთ...-აშკარად ბედნიერებისგან გაეღიმა სალის.
- მადლობა,
-ახალი სიცოცხლე სასწაულია...
-ხოო ... შენ და ვაჩეს გყავთ შვილები?
-არა ...ჩვენთან სხვანაირად არის .არც ები და არც ერთი ერთი არ გვყავს.
-უი ბოდიში ,არ მინდოდა ცუდად გამოსულიყო უბრალოდ როცა თქვი რო 4 წელია დაქორწინებული ვართო.
- ცუდად არ გამოგსვლია ,
-ხო მაგრამ მაინც უხეშად გამომივიდა .
-ვაჩეს ვუყვარვარ მე არა , -ეს ისე თავისუფლად თქვა და თან მხრები აიჩეჩა თითქოს ტასოსთვის არ გაემხილოს რაღაც პირადი.
- ესე თავისუფლად ?-გაკვირვება ვერ დამალა როცა მიმტანის მიტანილი ფორთოხლის წვენი კინაღამ არ გადაცდა.
-იცი,როცა მეათე კლასიდან წლები შენთვის თავის შეყვარებას ცდილობს და მერე მთელმა სკოლამ იცის რომ შენ სულ სხვა ვიღაც გიყვარს , და მაშასადამე წლების მერეც თითქმის ყველამ იცის , თავისუფლად შეგიძლია ამაზე ლაპარაკი. არა რა თქმა უნდა მთლად ყველას არ ვეუბნები მაგრამ მაინც უმეტესობამ იცის კიდეც .
იცი მთავარია პირში ვერ გითხრან თორემ ზურგს უკან ყველა ყოველთვის ჭორაობს .ზუსტად ვიცი ჩემზე და ვაჩეზე რას ამბობენ სიტყვა -სიტყვით .
-ანუ არც გიყვარდა და არც ეხლა გიყვარს მაგრამ მაინც შენი ქმარია?
სალიმ სიგარეტი ამოიღო
- არ შემოგთავაზებ, საზიზღარი ჩვევაა ....ხო რას მეკითხებოდი არასწორედ არ გაიგო ,ვაჩე საოცარი პიროვნებაა ,ნუ რომ არ იყოს ცოლად არც გავყვებოდი...ჩვენი დაოჯახება არც არავის უნდოდა ,იცოდნენ რომ არ მიყვარდა და თან ჩემთვის არ ემეტებოდათ.ზედმეტად შეუფერებელი ვარ ...ხო ბავშვზე ამბობდი , ვაჩემ და მე გადავწყვიტეთ რომ თავი დავიცვათ კონტრაცეპტივებით.
-შეუფერებელი რატო ხარ?
-უხ რავიცი მრავალი მიზეზის გამო,
ამაზე მართლა არ გეტყვი ჯერ , კომპლექსებზე საუბარი არ მიყვარს.
- გასაგებია.
-აქ ყველაზე კარგი ჩიზქეიქი აქვთ როგორც ვიცი.გინდა შევუკვეთოთ?
-სალი შენი აზრით არ შეიძლება რომ ნებისმიერს თუნდაც ვაჩეს მოსწყინდეს უსიყვარულოდ შენგან და წავიდეს?ანუ ზოგადად ვგულისხმობ?
-მაგის უნდა მეშინოდეს?
-ალბათ კიი...მე შემეშინდებოდა.
-მე ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ მიეჭვიანია ვაჩეზე .
- ანუ მართლა არ გიყვარს , აი წარმოიდგინე ჩვენ ხომ ძალიან ხშირად ისეთებზეც კი ვეჭვიანობთ ვინც მეორე ნახევარი, ქმარი ან შეყვარებული არ არის მაგრამ რაღაცას წარმოადგენს .
- უსიყვარულობისგან წასვლაზე ამბობდი რაღაცას ხოდა.....
მოდი ასე გეტყვი ,როცა რაღაც არ გაქვს ყოველთვის იმ რაღაცისთვის მიიწევ , ეტრფი კიდეც . ვაჩეს შემთხვევაში ეს ვიღაც მე ვიყავი , ჩემს შემთხვევაში - ...კარგი ჩემს შემთხვევაში სიმდიდრე ,მისი ოჯახის გავლენები და ...მასეთი სახით ნუ მიყურებ , როცა ყოველ დღე იმას უყურებ თუ როგორ შრომობენ შენი მშობლები მაგრამ მაინც აზრი არ აქვს ,იცი ბავშვობაში რამდენჯერ დაგვიძინია მე და ჩემ დებს მშიერი ,ოღონდ ისეთი მშიერი კუ არა რომ რაც გვინდოდა ის ვერ ვჭამეთ ,ან ნამცხვარი ვერ დავაყოლეთ ,იმ დონეზე მშიერი რო საერთოდ ვერაფერი ვერ გვაჭამია.
მერე ოდნავ გამოკეთდა სიტუაცია, ოღონდ მხოლოდ იმ დონეზე რომ საკმარისი საკვები გვქონოდა და ჩასაცმელი, რეპეტიტორებთანაც კი ვერ დავდიოდით.ვაჩე კიდე ჩემს გამო საჯარო სკოლაში გადმოვიდა ,კერძო სკოლიდან რომელზეც მე ვოცნებობდი საჯაროში გადმოვიდა ,როცა ვაჩეს მშობლები გავიცანი მაშინ გავიაზრე ალბათ რისი თქმა ან რა ხერხების გამოყენება დასჭირდა იმისთვის რომ ვაჩე გიგანი საჯარო სკოლაში გადმოსულიყო.
-მაგრამ ეს ხომ თავგანწირვა არ არის...
-რა თქმა უნდა არ არის,-ეცინება-არც ჩემი მხრიდან უსიყვარულო ქორწინებაზე დათანხმება არის თავგანწირვა არა?! აი რეზის რომ ვყვარებოდი.... და მაშინ მაინც გავყოლოდი ვაჩეს ,არა ...-ამატებს ფიქრის შემდეგ -მაშინ ვაჩეს არ გავყვებოდი..



№1 სტუმარი სტუმარი მაო

დაჩის და ტასოს დაქალის ამბავის განვითარებას ველოდი და ეს თავი დიდად სრ მომეწონა მეზედმეტა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent