საბედისწერო საღამო(მე დავბრუნდი თავი 1)
გქონიათ ისეთი შეგრძნება ,რომ თითქოს სული გეხუთებათ, თითქოს ის ჰაერი რომელსაც სუნთქავ შენთვის არ არის.გინდა რომ უბრალოდ გაქრეს ეს ჰაერი და შენც ასე უბრალოდ შეწყვიტო სუნთქვა, მაგრამ ღმერთი არ გაძლევს დანებების საშუალებას, ზემოდან დაგყურებს იმედიანად ,იცის რომ გინდა ყველაფერი დასრულდეს ,მაგრამ ისიც იცის რომ შეგიძლია ამყველაფერს გაუძლო,გაექცე, მიუხედავად იმ დანებების სურვილისა რომელმაც შენი სული,გული და გონება მოიცვა.ამ ფიქრებში და გოდებაში გაატარა ოთხი წელი ეკატერინე ერისთავმა, ქიმიური საწმენდისაშუალებების , მოძველებული კოსმეტკის , გაბოროტებული თვალებით მომზირალი ქალების გარემოცვაში რომელთაც ერთი სული ჰქონდათ მდიდარი ბიზნესმენის ქალიშვილი და თვით ბიზნესლედი თავიდან მოეშორებინათ,ან უკეთესი სასიკვდილოდ დაეჭრათ და მისი სიცოცხლის უზრუნველსაყოფად დიდი თანხა გამოეთხოვათ.ალბათ დაგაბნიათ ჩემმა მონაყოლმა, ვინ იყო ეკატერინე დადიანი, ვის უნდოდა მისი მოკვლა ან საერთოდ სად იყო ეს ოთხი წელი?! ოთხი წელი ქალთა საპყრობილეში ,არც თუ მარტივია, 22 წლის გოგო ერთი საბედისწერო საღამოს შემდგომ ოთხ კედელში აღმოჩნდა , მამაკაცზე სასიკვდილო თავდასხმის გამო.სასამართლომ არ გაამართლა ის ფაქტი რომ ეს ყველაფერი უბრალოდ თავდაცვა იყო , საბოლოოდ ეს ყოველივე იმან გაამწვავა რომ უკვე მეოთხე წელია ის მამაკაცი კომაშია და არ გაუღვიძია. არც მისი მშობლები იყვნენ ღარიბები , ამიტომ ერისთავების ქალიშვილი ციხეში აღმოჩნდა ოთხი დაწყევლილი წლით ,ნაცვლად შვიდისა. ერთ საღამოს ეკატერინე დადიანი და მისი უმცროსი და კეკე დადიანი ,მეგობრებთან ერთად ბარში წავიდნენ, კეკეს 19 წელი შეუსრულდა და მხოლოდ სამეგობრო წრეში გადაწყვიტეს ამის აღნიშვნა.კეკე ძალიან გულუბრყვილო გოგო გახლავთ, ისეთი საყვარელი და თბილია,მუდამ მომღიმარი. დაძაბულ სიტუაციებს მუდამ ერიდება, ჩხუბი და აყალმაყალი ყველაზე მეტად აშინებს, ერთი ხმამარალი სიტყვა და შეიძლება ცრემლებად დაიღვაროს. დიდი ლურჯი თვალებით , გრძელი ყავისფერი თმით, მოხდენილი და გამოკვეთილი სხეულის ფორმებით,სიცილის დროს ისე საყვარლად ეკეცება ლოყის კუთხეები, მისი ერთი შეხედვა გულუბრყვილოს არავის ტოვებს, ეკატერინე? ის მაღალი ,გრძელი შავი თმით, მწვანე თვალებით , რომელიც ხშირ შემთხვევაში ქამელეონის ეფექტს ტოვებს,მადისაღმძვრელი სხეულის ფორმებით, ნავარჯიშები ბიდა ტრიცეფსებით, მუდამ ფორმაში, მკაცრი გამომეტყველებით, მას კეკესგან განსხვავებიტ სიცილისდროს ორივე ლოყის კუთხე ეკეცება,მაგრამ იშვიათად ნახავთ ასეთ მომღიმარს, ამ იშვიათობას კი მხოლოდ ბატონი ირაკლი ბერიძე ხედავდა , ეკატერინეს ამ ბიჭის მიმართ იმდენად დიდი გრძნობები აკავშირებდა რომ ,მის გარეშე ცარიელდებოდა,ირაკლის კი ეს გოგოჰაერზე მეტად სჭირდებოდა, მთელი მისი სამყარო მხოლოდ ეკატერინეს გარეშემო ბრუნავდა.წყვილს ისე ძლიერ უყვარდა ერთმანეთი იჯახისგან ჩუმად ჯვარი დაიწერეს, უნდოდათ მათი ოფიციალური ქორწინების შესახებ კეკეს დაბადების დღის მერე ეთქვათ ,თუმცა ყველაფერი ისე არ მიდის ხოლმე როგორც ჩვენ ვგეგმავთ. ჩვენი ეკატერინე ურყევი ,გაუტეხავი ხასიათით გამოირჩეოდა , უსამართლობას ვერ ეგუება, ხასიათიდან გამომდინარე მარტივად ფეთქებადი და აგრესიული ხდება როცა საქმე მისთვის ძვირფას ადამიანებს ეხებათ.სწორედ იმ საღამოს ,მოხდა შემთხვევა რამაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა . ბარში ისხდნენ ეკატერინემ როგორც ყოველთვის ვისკი შეუკვეთა მეტი ყინულით, კეკეს სასმელი არ უყვარს თუმცა მეგობრების დაძალებით რამდენიმე ჭიქა მაინც დალია, რამდენიმე საათი იყო გასული რომ კეკეს უკვე ეტყობოდა სასმლის მოქმედება -აუ ეკ, მემგონი ვერ ვარ რაღაც და წავიდეთ რა, არ უნდა დამელია -აუ ეკუშ მემგონი ჩვენც მაგრად მოგვეკიდა და წავიდეთ რა, დანარჩენი ხვალ გავაგრძელოთ - მომღიმარა ილიამ მხარზე ხელი დაადო ეკატერინეს დაა ნასვამ კეკეს გახედა -კაი მე გადავიხდი თქვენ გადით - ეკატერინემ მეგობრებს დაემშვიდობა და ბართან მივიდა გადასახდელად, ხურდის უქონლობის გამოცოტახნით შეყოვნება მოუწია.ამასობაში კეკე მეგობრებს დაემშვიდობა და ეკატერინეს მანქანაზე მიყრდნობილი ელოდა, გასარები არ გამოურთმევია.რამდენიმე წამში სამი ნასვამი მამაკაცი მიუახლოვდა ასე 22-23 წლისები იქნებოდნენ,კეკე შიშმა აიტანა და გამალებით უყურებდა კარს, ლოცულობდა რომ ეკატერინე მალე გამოსულიყო -საღამომშვიდობის ლამაზმანო - არყის სუნით აქოთებულმა ქერა მამაკაცმა კეკესკენ გაიწია და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია -არ შემეხო - ისწერიულად დაიყვირა კეკემ და ბიჭს ხელი აუქნია -ეს უკარება ნახე რა, თუ შეხება არ გინდოდა ეს მოკლე კაბა და დეკოლტე ვისთვის არის-ახარხარდა მამაკაცი და კეკეს კაბაზე დაქაცა~ -იცოდე ვიყ..- უნდა ეთქვა ვიყვირებო ,რომ ბიჭმა პირზე ხელი ააფარა დაბარის გვერდით ჩიხში ძალით წაყვანა დაუწყო, კეკეს ტირილი აუტყდა, ამაოდ ცდილობდა მამაკაცის ხელები მოეშორებინა ,რომ ეკატერინესთვის დაეყვირა.ბიწებმა ტანზე მომდგარი წითელი კაბა შემოახიეს გოგონას, ქერა ბიჭმა ყელზე მფეთქავ არტერიაზე ენა დაუსვა გოგონას , რაზეცზიზღისგან ამოიგმინა გოგონამ და მეორე მამაკაცს ხელზე უკბინა , ქერა ბიჭმა სახეში ძლიერად გაარტყა გოგონას ,კეკემ მხოლოდ ერთი სიტყვის დაყვირება მოასწრო -ეკა - და მამაკაცმა ისევ ძლიერად მოუჭირა ხელი ტუჩებზე -უბრალოდ გავერთობით - ღიმილით უთხრა მამაკაცმა და კაბის დარჩენილი ნაწილიც შემოახია ეკატერინემ ლოდინის შემდეგ ძლივს გადაიხადა ანგარიში და გარეთ გავიდა,კეკეს რომ ვერ მოკრა თვალი ნერვიულობამ აიტანა -კეკე,სად ხარ? - დას დაუძახა მაგრამ ხმა არავინ გასცა,ის იყო ტელეფონი ამოიღო რომ დაერეკა კეკესთვის, ყვირილი გაიგო ,ყურადღების მიქცევა არ უნდოდა მაგრამ , საკუთარი სახელი ნათლად გაიგო , გონება წამში გადაუტრიალდა, წარმოიდგინა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ განწირული ხმის უკან, მკლავზე გადაკიდებული პალტო მანქანაზე დააგდო და ბარის გვერდით ჩიხისკენ გაიქცა, მიუახლოვდა ,როცა დაინახა ძირს მწოლიარე კეკე როგორ ეკავა ორ მამაკაცს , მესამე კი მის კაბას ფლეთდა . ასეთი ზიზღის და სიბრაზის შეგრძნება ბოლოსროდის დაეუფლა არც კი ახსოვს -კეკე -ხმამაღლა დაიყვირა დის სახელი და მისკენ გაიქცა, მისი დანახვისას იმედის ნაპერწკალი გაუღვივდა კეკეს და უფრო აცრემლიანდა. მამაკაცმა გოგონას ხელი გაუშვა და ეკატერინესკენ გაემართა -ოჰო,დღეს კარგად გავერთობით- თქვა მამაკაცმა და ეკატერინესკენ გაიწია ,როცა მთელი ძალით მოხვდა მუშტი სახეში, ბიჭმა რეაგირება ვერ მოასწრო ,რომ წიხლი ფეხებშორის იგემა, ამის დანახვაზე, დარჩენილმა ორმა მამაკაცმა საცოდავ დღეში მყოფ კეკეს ხელი გაუშვეს და ეკატერინესკენ გაემართნენ. გაცეცხლებული ეკატერინე უმოწყალოდ ურტყამდა ორ მამაკაცს, რაც კი კრივში ტომრისთვის არ დაურტყამს ამბიჭებს ურტყამდა. ველური მხეცივით იყო, რომელიც ნანადირევს უმოწყალოდ გლეჯდა. გონებაგათიშულმა ვერ შეამჩნია თუ როგორ მიუახლოვდა უკნიდან ქერა ბიჭი და მისთვის დარტყმა სცადა,შემოტრიალდა თუ არა ეს ბიწი მოწყვეტით დაეცა ძირს , მისი თმა წიტლადიყო შეღებილი უკან კი ქვით ხელში გახევებული იდგა კეკე,ტანი სულ დაკაწვროდა,თვალები ცრემლებისგან დასველებული, გატყაპნილი მაკიაჟით,თითქოს სამყაროში ყველაზე უბედური ადამიანი იყო. ეკატერინემ ქვა გამოართვა უმცროს დას და გულში ჩაიკრა -დაწყნარდი, კარგად ხარ, ყველაფერი მორჩა - თავზე ხელს უსვამდა დას და თან ჩურჩულებდა, როცა პოლიციის სირენის ხმა გაიგეს , ეკატერინე სწრაფადგაიქცა მანქანისკენ და იქვე დაგდებული პალტო შემოსხა აკანკალებულ დას . პოლიცია გიჟივით შემოვარდა იარაღი დაუმიზნეს სისხლიტ შერებილ ტეთრ პერანგსა დაკლასიკურ შარვალში გამოწყობილ ეკატერინეს , ცდილობდა სიტუაცია აეხსნა,მაგრამ დასისხლიანებულ ,ორ მამაკაცს და უგონოდ მყოფმა თავგატეხილმაბიჭმა მისი ახსნა-განმარტებები გააბათილა, ძალისგამოყენებით ჩასვევს მანქანაში და განყოფილებაშ წაიყვანეს. ეკატერინე ამაოდ ყვიროდა ,ხსნიდა რომ ეს ტავდაცვა იყო, ევედრებოდა კეკეს მდგომარეობა ეკითხათ, უხსნიდა რომ საკუთარი დის გაუპათიურებას უპირებდნენ ის არაკაცები ,მაგრამ არავის არ ესმოდა. როცა გაიგო რომ იმ ქერა ბიჭის მაამა პროკურორი იყო, მიხვდა რომ კეკეზე რომ ეთქვა რამე ,მისი და ამხელა ტრავმას ვერ გადაიტანდა, ვერ გაუძლებდა, საკუთარი დის დანაშაული თავის თავზე აიღო. პროკურორმა იიმდენი გააკეთა რომ ეკატერინეს ციხე არ ასცდებოდა, არცერთი მშობელი არ იტყვის იმას რომ ჩემი შვილი მოძალადე ნაბი*ვარიაო ,ასე გააკეთა პროკურორმაც ყველაფერი დაფარა, იმ ორ ბიჭს გადააბრალა ყველაფერი და ის ეგამოიყვანა თითქოს აშველებდა , ეკატერინემ კი გაშველების დროს „უდანაშაულო ბიჭს“ ჩაარტყა თავში ქვა და ოთხწლიანაი კომისთვის გაიმეტა . ის ბიჭები გაუპატიურების მცდელობის გამო 2 წლით გაასამართლეს, ეკატერინეს კი ოთხი წელი მიუსაჯეს ,იმ საღამოს მერე საკუთარი დისთვის თვალიც არ მოუკრავს, მხოლოდ დედამისმა მოაკითხა და განუცხადა, -შენი ბრალია ყველაფერი, შე უნდა მიგეხედა შენი დისთვის. ტავზე ხელაღებული ადამიანი ხარ ეკატერინე , ასეც ვიცოდი რომ ერთ დღეს შარს აკიდებდი ჩვენს ოჯახს, შენს დას არ დაეკონტაქტო შენს გარეშე უკეთ იქნება, მამაშენი შენს გამო სახლიდან წავიდა და შენი ძმაც გაიყოლა, შენ ჩვენი ოჯახი დააქციე, ძირი გამოუთხარე, მიწა გამოგვაცალე, შენი სახელის ხსენებაც კი არ მინდა -დედა გაგიჟდი?! საერთოდ რეებს მელაპარაკები ადამიანო, კეკესთვის რამის დაშავების უფლებას მივცემდი იმ ნაბიჭ*რებს? ასეთი გგონივარ -რა მნიშვნელობა აქვს გეკითხები, შენმა დამ თქვა რომ იქ მარტო იყო, შენ ის მარტო დატოვე, რატო არ უთხარი შენთან დარჩენილიყო, რატო გამოუშვი მარტო? არ გიფიქრია ღამის 2 საათზე ათასი გადარეული რომ გაივლიდა გარეთ -დედა!დედა! გეყოფა! მარტო არ ყოფილა გესმის ?მ არა! -გაჩუმდი შენი ერთი სიტყვის მოსმენაც აღარ მინდა, იმედია ეს ოთხი წელი ჭკუას გასწავლის და მიხვდები რომ ასეთი ტავზეხელაღებული არ უნდა იყო, შეგვარცხვინე, პრესა მხოლოდ შენ განგიხილავს, მსხილი ბიზნესისახალგაზრდა მფლობელი,რომელმაც პროკურორის შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა, აი რას წერენ, აი რა გააკეთე -ხომ იცირომ ესმე არ გამიკეთებია დედა - ბოლოს დაღონებულმა ახედა მის წინ ზიზღით მომზირალ ქალს -შენ გააკეთე! შენ მიიყვანე შენი და ამ დონემდე რომ ასე მოიქცა! მეტის ღირსი ხარ იმისთვის ,რომ არასდროს მისმენდი -შენ რა სერიოზულად აპირებ აქ ჩემს დატოვებას?ამდენი წლიტ? -დიახაც! - დაუყვირაქალმა, მიმიკა სახეზე შეახმა ეკატერინეს მოკვდა დედაშენი,შენთვის მოკვდა!- ის იყო წამოდგა ,რომ ეკატერინემ მკლავში ძლიერად ჩაშჭიდა ხელი -გთხოვ, ირაკლის მაინც უთხარი ყველაფერი - ცრემლებს გასაქანი მისცა გოგონამ და დედას ვედრებიტ სთხოვა -არ არის საჭირო, მე ისეც არ მომწონდა ეგ ბიჭი, ახლა კი ღმერთმაც დამანახა რომ თქვენ ერთმანეთისთვის არ შექმნილხართ -დედა რას ბოდავ, სულ გაგიჟდი ?ირაკლის უთხარი ყველაფერი -გითარი მკვდარი ვარ შენთვის !დამტავრდა! - ქალმა გოგონა ძალით მოიშორა და გაუჩინარდა,ეკატერინე ეხვეწებოდა, ცხოვრებაში პირველად გულამოსკვნით ტიროდა რომ ვინმეს მისი საყვარელი მამაკაცისთვის, მისი ქმრისთვის სიმართლე ეთქვა ,მაგრამ ამაოდ. პროკურორის ბრძანებით პირველი ექვსი თვე ეკატერინეს ადვოკატისგარდა ყველა გარშემომყოფ ახლობელტან და ოჯახისწევრთან კონტაქტი აეკრძალა, არც ზარები, არც მნახველები,მისი პირადი ნივთებიც კი ადვიკატმა წაიღო.მხოლოდბეჭედიდაუტობა, ბეჭედი რომელიც ირაკლიმ აჩუქა ჯვრისწერის დროს ,მათი საქორწილო ბეჭედი . დანარჩენი ნივთები კი ოჯახს დაუბრუნდა, დედამისმა კი ნაგავში მოისროლა , არ უნდოდა მისი სახით შვილი ჰყოლოდა,ყველაფერს მას აბრალებდა. იმ დღის მერე ეკატერინესთან არც არავინ მისულა,არც არავის დაურეკავს გარდა მისი საუკეთესო მეგობრისა , ელისაბედისა, რომელიც ეკატერინეს ბედზე მისი ყველა საყვარელი ადამიანის ნაცვლად ტიროდა და ქვითინებდა, სწორედ ელისაბედი იყო ეკატერინეს მეჯვარე ,ჯვრისწერისდროს. ექვსი თვის მერე როცა უფლება დართეს მნახველების მიღების , უნდოდა ელისაბედისთვის ეთქვა ყველაფერი, ირაკლი მოეკითხა, აეხსნა ყველაფერი,მაგრამ დაქალის ნათქვამმა გოგონას გული მილიონ ნაწილად დაჩეხა -ეკ ირაკლი ქვეყნიდან წავიდა, მისი ნახვაც კი ვერ მოვასწარი, რომელ ლაპარაკზეა საუბარი. ნოდომ (ირაკლის მეჯვარე) მითხრა ,რომ შენი დაპატიმრებიდან ერთ კვირაში ამერიკაში გაემგზავრა . არ ვიცი დედაშენმა რა უთხრა გეფიცები, მაგრამ როგორც ნოდო ფიქრობს შენზე და როგორც მითხრა ,ისე გამოდის რომ დედაშენმა უთხრა რომ ის აღარ გჭირდებოდა, თითქოს ამისთვის მზად არ იყავი, შეცდომა დაუშვი და ა.შ. არ ვიცი ირაკლიმ ეს როგორ დაიჯერა , ან კიდევ რა უთხრა დედაშენმა მაგრამ, ფაქტი ერთია ,მან ყველაფერი მიატოვა და გაემგზავრა -დედა რა გამიკეთე,ეს როგორ ჩაიდინე - თავში ხელებს ირტყამდა გოგონა და ბოლო ხმაზე ყვიროდა,მაშინვე დააკავა დაცვამ და საკანში დააბრუნა. პირველი რამდენიმე თვე მისთვისთვის ჯოჯოხეთი აღმოჩნდა, უამრავ ჩხუბში და გარჩევებში მოუწია თავის გატანა,მასში ბრაზი და წყენა ერთდროულად მძვინვარებდა ,ზიზღი და სიბრაზე ახრჩობდა. ტკივილი ახრჩობდა ,რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვამ დაუტოვა გულში, ტკივილი რომელიც საკუტარმა დედამ დაუტოვა სულში. საკუთარ თავს მოერია, მისი ყველა გრძნობა საკუთარი თავის გასატანად მიმართა, დაიწყო ვარჯიში, კითხულობდა უამრავ წიგნს, ხშირად ეხვეოდა გაუგებრობაში, ჩხუბების მონაწილეც ხშირად იყო. ერთ საღამოს საპირფარეშშ შესულ მასზე სამჯერ დიდი ქალი დაესა თავს დანით და ჩხუბის დროს ბარძაყში გაუყარა დანა, ტკივილისგან გამწარებულმა სახე უნიტაზზე ჩამოარტყმევინა -ვინ? ვინ დაგავალა ?!- დაუღრიალა ქალს და ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი -დაცვამ, დაცვამ დამავალა -აქ ვინც შემოგიშვა ?! მიპასუხე -ხო , ბეროშვილმა! -მე თქვენ! - ფეხზე წამოვარდა და კარში მდგარი დაცვა საპირფარეშოში შემოითრია ,იარაღი გამოართვა ზემოდან მოექცა და ყელში ძლიერად წვდა -ვინ გადაგიხადა?! -ხვდები რომ ციხის მცველს ემუქრები! - ზიზღით ძლივს წარმოთქვა სიტყვები ქალმა, ამაზე ეკატერინეს სიბრაზემ პიკს მიაღწია და თაავი უთავაზა ცხვირში -ახლა კიდევ გაგიმეორებ , ვინ გადაგიხადა მეტქი? -ბიძაშენმა შე ბო*ო , როგორც ჩანს შენს ქონებაზე უჭირავთ თვალი, ყველამ ძუკ*ა ძაღლივით მოგისროლა ხო ხედავ - ამის გაგონებაზე გონება დაებინდა , საკუთარმა ბიძამ სასიკვდილოდ გაიმეტა,იმის გამო რომ მისი ბიზნესი ხელში ჩაეგდო, დედამისმან კი არაფერი გააკეთა .ფიქრებში დაკარგულმა ვერც კი შეამჩნია როგორ წამოდგა დაცვა და სახეში მუშტი უთავაზა. როცა გამოეღვიძა თავის საკანში არ იმყოფებოდა, უფროსმა 4 დღიანი სეგრეგაცია მიუსაჯა, მცველზე თავდასხმის გამო .თითქოს გაუხარდა კიდეც, რადგან ფიქრისთვის ბევრი დრო ჰქონდა, იჯდა სიბნელეში და თავბედს იწყევლიდა, იმის გამო რომ ოჯახიდან არცერთი წევრი მასზე არ ფიქრობდა , არათუ ეს ,მისმა ბიძამ საკუთარი ძმისშვილის მკვლელობაც კი შეუკვეთა, განა რა ჰქონდა ამ ხალხისთვის ასეთი დაშავებული ,რომ ყველამ უარყო.ოჯახის არცერთი წევრი არ ნახულობდა, საკუთარი მამაც კი არ ნახულობდა,რომელზეც მზე და მტვარე ამოსდიოდა, კაცი რომელიც ყოველთვის ზურგს უმაგრება ,დღეს მის გვერდით არ იყო, ეს კი არა მას არც კი ნახულობდა ,თავიდან ფიქრობდა რომ დედამისმა ,იგივე ტყუილი და ფარსი მოუთხრო მამამისს როგორც მის ქმარს ,მაგრამ ეს აზრები უცბად გაფანტა, ის ხომ მამამისი იყო , როცა დამნაშავე იყო მაშნაც კი მიდიოდა და მიზეზს ეკიტხებოდა , ეკიტხებოდა ჩემო ეკუნია ,მა, ეს რატო მოხდაო, მაგრამ ახლა? ის არ მისულა არ უკითხავს. ნუთუ დაიჯერა რომ მას ასეთი რამის ჩადენა შეეძლო. ამ ფიქრებში გაატარა ოთხი ჯოჯოხეთური წელი ციხეში, დღეს კი, ოთხი წლის შემდეგ, როგორც იქნა თავი დააღწია გისოსებს. გარეთ არავინნ ელოდა ,რადგან ელისაბედისთვისაც კი არ უთქვამს რომ დღეს ათავისუფლებდნენ. წინა დღით მისულმა ელისაბედმა მისი გათავისუფლების მოლოდინში, ტანსაცმელი და ნივთები მიუტანა, როგორც ყოველთვის კლასიკური შარვალი,მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი,შავი გრძელი პალტო და შავი პერანგი, მისი ძველი მობილური ,რომელიც დედამისმა მოისროლა სანაგვეში და შემთხვევით ეს ელისაბედმა გაიგო და უმალ დაიბრუნა, მისი საფულე და საათი ,რომელიც ირაკლიმ აჩუქა მათი გაცნობიდან ერთი წლისთავზე,საათის დანახვისას გული შეეკუმშა,ვერ გაბედა ისი გაკეთება და პალტოს ჯიბეში ჩაიცურა. გაიღო უზარმაზარი ჭიშკარი და გამოჩნდა ნათელი ცა, არანაირი გისოსი,მავთულხლართი,ციხის დაცვა, უბრალოდ გადაშლილი ჰორიზონტი. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ტაქსში ადგილი დაიკავა. არ იცოდა სად უნდა წასულიყო ამიტომ, ელისაბედის სახლის მისამართი უკარნახა და თავი საზურგეს მიაყრდნო -რაზე დაგიჭირეს ბაბუ? - მოხუცმა კაცმა კუთხური კილოთი უთხრა გოგონას -ბატონო? - ეკატერინე უცბად გამოერკვა საუბრისას -რატო დაგაპატიმრეს მეთქი , ახალგაზრდა გოგო ჩანხარ, რა ბედმა გადაგიტრიალა ფეხი ? -საკუთარი და გადავარჩინე სამი ნაბიჭ*რისგან გაუპატი*რებას, სამწუხაროდ იღბალს მოკლებული ვარ და ერთერთი მათგანი პროკურორის „ვაჟკაცი’’ გამოდგა და ოთხი წელი ვნებივრობდი ციხეში ბაბუ - ამოუსუნთქავად განუცხადა კაცს, რომელმაც გაკვირვება ვერ დამალა -რას ამბობ ბაბუ? რამდენი წლის ხარ განა -ახლა? თუ მაშნ რამდენის ვიყავი - ირონიულად იკითხა -ახლა -26 წლის მოხუცო, 26-ის - ამოიხვნეშა და ფანჯრისკენ გაატრიალა თავი -ჰი... - ამოიგმინა კაცმა - 22 წლის გოგო ყოფილხარ ბაბუ,სიცოცხლით სავსე გოგო და ამ ნაგავმა ხალხმა რა გიყო -რას ვიზამთ ბაბუ? საკუთარი ოჯახიც ვერ მწყალობდა და სხვის ოჯახს ეს როგორ მოვთხოვო -ღმერთი შენკენ იყოს ბაბუ, ღმერთის იმედი არ დაკარგო , ხო იცი არასდროს გაგწირავს - ადგილზე მისულს მოხუცმა , აწყიანებული თვალებიტ შეხედა გოგონას -ვიცი მოხუცო, ვიცი - გაუღიმა,ფული გაუწოდა და მანქანიდან გადავიდა -ხურდა ბაბუ - მოხუცმა მიაძახა მანქანიდან - არ მინდა ბაბუ, არა , წარმატებული დღე - დაემშვიდობა მოხუცს და სადარბაზოში შევიდა, მეექვსე სართულზე ასულმა პირველივე კარზე დააკაკუნა , კარი უცბად გაიღო და გაკვირვებული სახით იხედებოდა მამაკაცი , რომელსაც ღიმილი პირზე შეაშრა ესეც ახალი ისტორიის პირველი თავი,ვიმედოვნებ სიმპათიას დაიმსახურებს <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.