საბედისწერო საღამო (თავი 2)
მეექვსე სართულზე ასულმა პირველივე კარზე დააკაკუნა , კარი უცბად გაიღო და გაკვირვებული სახით იხედებოდა მამაკაცი , რომელსაც ღიმილი პირზე შეაშრა . თვალებგაფართოებული უყურებდა ცალი ხელით კარის კუთხეზე მიყრდნობილ ეკატერინეს და ადგილიდან არ იძვროდა -დათა ვინ არის? - სახლიდან ელისაბედის ხმამ გამოაღწია -შენც გაგიმარჯოს დავით! - მკაცრად და დიშნისმოგებით მიუგო ეკატერინემ -დათა მშვიდ.. ეკო - ხალათში გახვეული ელისაბედი ამოუდგა ბიჭს ზურგს უკან, დაქალის დანახვისას კი სიხარულით შეჰკივლა -არ შემომიშვებთ ? - ნაძალადევი ღიმილით იკითხა ეკატერინემ და დავითს შეხედა -რა გჭირს ,რას გაშეშდი ჩვენი კატუშა დაბრუნდა ბიჭო, მოდი ჩემო ალქაჯო , შემო, რატო არ მითხარი რომ დღეს ბრუნდებოდი,დაგხვდებოდი - მკლავზე დაქაჩა დაქალს და სახლში სრული მნიშვნელობით შეათრია -არ იყო საჭირო და მაგიტომ,ელისო. - მშვიდი ტონით მიუგო და სავარძელში ჩაეშვა -მე მაისურს ჩავიცვამ და მოვალ - დარცხვენით განაცხადა დავითმა და საძინებლისაკენ გასწია -ჩემი ყოფილი ქმრის ,თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდოთ - ღრმად ჩაისუნტქა ეკატერინემ- შენ რა, ჩემი ყოფილი ქმრის ძმაკაცთან წევხარ? -იცი ჩვენ.. - გოგონა დაიბნა ,სიტყვებს თავი ვერ მოუყარა -ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს კატუშ,ასე რომ შენს შეხედულებას დიდად არ მივაქცევ ყურადღებას - უკნიდან მოესმა მამაკაცის ხმა -ვინმემ გითხრა ,რომ ამისი მომხრე არ ვარ ? - ხმა გაუმკაცრდა ეკატერინეს -ეკ ახლა არ იკამათოთ რა , ჩემი ხათრით -შენს დაბრუნებას ველოდით ჩემო კატუშა, ქორწილი გვაქვს დაგეგმილი და შენს გარეშე ეს ყველაფერი უმუღამო იქნბეა - გვერდით ჩამოუჯდა საყვარელ ქალს და გულზე მიიხუტა -ხო ეკ, ჯვარი უკვე დავიწერეთ, ქორწილის გადახდა კი ჩემი საუკეთესო მეგობრის გარეშე სრული კატასტროფაა -მიხარია თქვენი ამბავი - გაუღიმა წყვილს -კომპანიაში წასვლას აპირებ ? -მოულოდნელად იკითხა ელისაბედმა -კი ელის, მივდივარ და ბიძაჩემს ჩემი ხელით დავმარხავ იმ კომპანიაში - ზიზღით ჩაილაპარაკა -მოიცა, ბიძაშენი რა შუაშია ? -აარაფერი ელის დაიკიდე, ყავა დამალევინე შენის ნებართვით და კომპანიაში წავალ -არანაირად!-მკაცრად განაცხადა ელისაბედმა და დაქალს წინ აესვეტა- შენ რაღაცას მიმალავ,რაღაც არ გითქვამს ჩემთვის , რა შუაშია გია ბიძია ? რა ხდება მითხარი ! -არაფერი თქო , მე თვითონ მივხედავ - ხმა გაიმკაცრა ეკატერინემ და დაქალს წარბაწეულმა ახედა -თუ იმის გამო იკავებ თავს რომ მე აქ ვარ, შეგიძლია ყველაფერი თქვა. ელისაბედმა მთელი ისტორია მიამბო - ხმადაბლა ,მაგრამ გარკვევით ჩაილაპარაკა დავითმა,რამაც ეკატერინეს განცვიფრება და გაკვირვება ერთად გამოესახა სახეზე -კი ეკ, დათას ყველაფერი ვუამბე, ასე რომ შეგიძლია ახლავე დაფქვა , რა დააშავა ბიძაშენმა ! -და ეს ყველაფერი როდის მოუყევი ? - თითქოს იმედის ნაპერწკალი აენთო გულში, რომ ირალისთან მთელი მისი ჯოჯოხეთური ისტორიის ნამდვილი ვერსია მივიდოდა, იმედიანად ჰკითხა დავითს და ხმა დაიწყნარა -თუ ირაკლის გამო კითხულობ,გეტყვი რომ მან ეს ყველაფერი სამწუხაროდ არ იცის , ერთი წელიც არ არის რაც ელისაბედმა მიამბო, მე კი ნამდვილად ვერ გავბედავდი ირაკლისთან ამ თემაზე მესაუბრს,მითუმეტეს მაშინ .. - ბიჭმა წინადადება შუაში გაწყვიტა ,ღრმად ამოისუნთქა და ელისაბედს გახედა -მაშინ რა დავით? - ეკატერინემ სიჩუმე დაარღვია -ეკ ირაკლის საცოლე ჰყავს - ამ სიტყვებმა თითქოს გული ორად გაუპო, სახეზე არანაირი ემოცია ეკითხებოდა ,მაგრამ გულში ყველაფერი ნაწილებად ეშლებოდა , მამაკაცი რომლის სიყვარულიც გულში ღრმად შეინახა, ქორწინდებოდა თუმცა მასზე არა,სხვა ქალზე,სულ სხვა პიროვნებაზე. ცეპზე გამობმული ჯვრისწერის ბეჭედი ,რომელიც გულმკერდს უმშვენებს ძლიერად მოიქცია მუჭში და ღრმად ჩაისუნთქა. -ძალიან კარგი,ბედნიერებას იმსახურებს - ძლივს ამოღერღა სიტყვები და ბეჭედს ხელი ნელა მოაშორა -მთლად ასე მარტივადაც არ არის ყველაფერი - ელისაბედი გვერდით ჩამოუჯდა დაქალს და ხელების ფშვნეტა დაიწყო -ვერ გავიგე - წყნარი ტონით წარმოთქვა და ელისაბედს გახედა -ირაკლის სამსახურის გარდა არაფერი აინტერესებს, იმ საბედისწერო ღამის შემდეგ მასში ბევრი რამე შეიცვალა , ბიზნეს მოკიდა ხელი, საკმაოდ წარმატებული ლანდშაფტის დიზაინერული კომპანია შექმნა და მას ხელმძღვანელობს, თავიდან მამამისმა შეუწყო ხელი მერე კი ყველაფერი თავად ააშენა. დედამისი გულის პრობლემებს უჩივის ,ამის გამო ბატონმა იაკობმა ირაკლის საცოლე თავად მოუძებნა , მარიამ შაინიძე - სახელი და გვარი აკანკალებული ხმით წარმოთქვა და ეკატერინეს რეაქციას დაელოდა -შაინიძე , ეს ის გოგო ალბათ ირაკლის ბავშვობის თაყვანისმცემელი - ირონიულად ჩაილაპარაკა -ხო იცი რომ ირაკლის მის მიმართ არასდროს ჰქონია სიმპათია -ახსნები საჭირო არ არის ელის, კარგად ვიცი მარიამს რა გრძნობები ჰქონდა ირაკლის მიმართ, ისიც კარგად ვიცი რომ ირაკლი როგორც მეგობარს ისე აღიქვამდა ყოველთვის -ხოდა ეგ ყველაფერი ირაკლის მამამაც კარგად იცის და ვინ თუ არა მარიამი. ის შეურჩია საცოლედ , ყველაფრის მიუხედავად ,ირაკლის ზედმეტად სიტყვაც კი არ დაუძრავს, მაინც ფეხებზე ოჯახური ცხოვრებაო ,ჩემთვის სამსახურია მტავარი და ასე იქნება სულო. მხოლოდ დედაჩემის გამო ვაკეთებ ამასო, არ მინდა იფიქროს რომ ცოლის მოყვანას არასდროს ვაპირებო. ხოდა ჩემო ეკატერინე ბარემ აქვე გეტყვი, სამ დღეში გვაქვს ქორწილი და ირაკლიც ჩამოდის თავის „საცოლესთან’’ ერთად - მძიმედ დაასრულა ელისაბედმა და შვებით ამოისუნთქა -კარგია, რაც არ უნდა იყოს თავისი მომავლის ბატონ-პატრონი და გამგე თვითონ არის - გულდაწყვეტით მაგრამ მკაცრად ჩაილაპარაკა და ელისაბედს კიდევ ერთხელ შეახსენა -ყავა მინდა დაო! -ხო დამავიწყდა,შენ მანამდე ის მითხარი ბიძაშენი რა შუაშია -მაგ ბიძაჩემად წოდებულმა კაცმა, პატიმარი შემომიგზავნა ,რომელსაც როგორც მივხვდი ჩემი მოკვლა ან მინიმუმ დაჩეხვა უნდოდა -რა? - სამზარეულოდან მომავალ ელისაბედს ყავის ჭიქა ძირს დაუვარდა და დაქალს ეცა- რას ქვია მოკვლა გოგო, ღმერთო ჩემო , რამე დაგიშავეს? კარგად ხარ? ეკო არ მომატყუო -ოე,ოე დაწყნარდი, პირველი _ ახალად მოგიწევს ყავის მოდუღება და მეორე _ ეს ყველაფერი რამდენიმე თვისწინ მოხდა და მხოლოდ ბარძაყშ გაყრილი დანა მივიღე, კარგად ვარ დაწყნარდი -ღმერთო ჩემო ეს როგორ იკადრა - ნერვიულად წამოდგა დაქალის წინ ჩამუხლული ელისაბედი და დაღვრილ ყავას დააცქერდა -საიდან ან როგორ გაიგე ,რომ ბიძაშენი იყო ?- დავითმა გაოგნებული მზერით ჰკითხა -ჩემო დავით, არც ქალების ციხეშია დიდი სინაზე და ერთმანეთზე ზრუნვა. -შენ რა ის პატიმარი ცემე? - მოულოდნელად იკითხა ელისაბედმა -არამარტო პატიმარი ელისო! ასე რომ ახლა პასუხები გაქვთ. შენ კიდე დამალევინე ეგ ყავა თუ აკეთებ , რას გადამაყოლე ვერ გავიგე -ღმერთო ჩემო ასე მგონია ქალის ტყავში გადაცმული ძმაკაცი მყავს , ასეთი ჯმუხი თუ გახდებოდი რას წარმოვიდგენდი - ბუზღუნით გამოენთო სამზარეულოდან და ყავა მაგიდაზე დაუდო -კარგ ფორმაში ხარ კატუშ - მთელი გულით გაუღიმა ბავშვობის მეგობარს და მისი საუკეთესო ძმაკაცის ერთადერთ ნამდვილ სიყვარულს -შენც ჩემო დავით , შენც - გაუღიმა ბიჭს და ყავა მიირთვა. თითქმის ორი საათი იყო ელისაბედთან, ცოტა ისაუბრეს, ქორწილის გეგმები გააცნო დაქალმა , ისეთი აღფრთოვანებული და ბედნიერი უყვებოდა ყველაფერს ,რომ ეკატერინესაც კი გულიანი ღიმილი ესახებოდა სახეზე. ცოტახანში მოემზადა დაქალს მანქანა სთხოვა, სანამ თავად რამეს იყიდდა კომპანიისკენ დაიძრა.მანქანა 17 სართულიანი შენობის წინ გააჩერა და ფეხისთრევით გადმოვიდა, იცოდა რომ თავის კონტროლი გაუჭირდებოდა, იცოდა რომ ბიძამისის ერთი ზედმეტი გამოხტომა და იმ კაცს შუაზე გაგლეჯდა. სათვალე გაიკეთა და მძიმე ნაბიჯებით აიარა კიბე .კომპანიაში შესულს ყურადღება არავინ მიაქცია, მიმღებში მივიდა ,იქ მჯდარმა გოგონამ მკაცრად განუცხადა -ვისთან ბრძანდებით?! -ეკატერინე ერისთავი ! - კითხვა დააიგნორა და სათვალე მოიშორა . მიმღებში მჯდარი გოგონა წამიერად ფეხზე წამოვარდა, დაბნეულმა გახედა მოსაცდელში გაჭიმულ ბანერს , სადაც ნათლად ჩანდა მკაცრად მომზირალი 22 წლის ეკატერინე ერისთავი, მამამისსა და ბიძამისს შორის -ქალბატონო ეკატერინე ,მე ახალი ვარ , მე ვერ გიცანით -გთხოვ ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე -დიახ,მომიტევეთ. ბატონი გია კაბინეტში იმყოფება , აი ეს ბარათი ლიფტისთვის - დაბნეულმა გაუწოდა ბარათი და თავი დახარა -მადლობა - ბეიჯზე სახელი ამოიკითხა - ანანო! - და ლიფტში შევიდა.მალევე მიაღწია მეჩვიდმეტე სართულს. ლიფტიდან გამოსულს დიდი სივრცე გადაეშალა თვალწინ, უამრავი მაგიდასკამებით, პატარ-პატარა კაბინეტებით, მისკენ მომზირალი ათობით თვალი, როგორც ჩანს მიმღების გოგონამ ყველა დააინფორმირა მისსი მოსვლის თაობაზე. ნელა მიაბიჯებდა წინ. უეცრად შეჩერდა დიდ ყავისფერ კართან და კუთხეში ამოიკითხა ,გია ერისთავი , სიმწრისგან ჩაეცინა, რამდენიმე წლისწინ აქ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ერისთავი იყო ამოკვეთილი, ყველა ის მომენტი გაახსენდა ,როგორ წერდა მამასთან ერთად პროექტებს, ჯერ კომპანიის ვიზაჟისთვი შემდგომ კი უკვე დაფუძნებული კომპანიის დირექტორი, ყველა მოგონება თვალწინ დაუდგა, მამის ამაყი სახე როცა მისმა უფროსმა ქალიშვილმა პირველად 20 წლის ასსაკში წარადგინა უზარმაზარი პრეზენტაცია , ხალხის გაოგნებული სახე,თუ როგორ შეძლო ამ გოგომ ამხელა კომპანიას სათავეში დასდგომოდა.საკუთარი ფიქრები გაფანტა, იფიქრა კარზე დავაკაკუნებო ,მაგრამ წამებში შეეცვალა აზრი, საკუთარ კაბინეტში შესასვლელად ნებართვა ნამდვილად არ სჭირდებოდა. მკაცრი გამომეტყველებით შეაღო კარი და სამუშაო მაგიდასთან მსხომ მამაკაცებს თვალი შეავლო. გიას სახე ეცვალა, არ ეგონა რომ მისი ძმისშვილი ასე მალე , თან ასე გაუფრთხილებლად წარსდგებოდა მის წინაშე -შუადღემშვიდობის ბიძია - ირონიულად მიესალმა ფერდაკარგულ კაცს და წინმსხდომ გაკვირვებულ შუახნის ბატონებს თავი დაუკრა -ეკა ჩემო ლამაზო გოგო,- წამოენთო შუახნის მამაკაცი მაგიდიდან - არ გელოდებოდი ჩემო ძმისშვილო -ტრ*კს ნუ მითამაშებ ძია კაცო! - მოულოდნელად დასჭექა და კაცი ადგილზე გაქვავდა - რა ხდება ხელი ხომ არ შეგიშალეთ შემთხვევით ? -არა შვილო, ბიძაშენთან ახალ პროექტს განვიხილავდით.ესეიგი შენ ხარ ამ კომპანიის მფლობელი და ერთერთი დამფუძნებელი - შუახნის მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა ეკატერინეს -ზუსტად აღნიშნეთ_ მფლობელი და დამფუძნებელი ! - ხმა უფრო გაიმკაცრა და ანერვიულებულ ბიძამისს შეხედა- და შენ ვინ ხარ ბატონო გია? - ჰკითხა მამაკაცს რომელიც ერიდებოდა მისთვის თვალის გასწორებას -რა კითხვაა ეკუნა , ბიძაშენი გია ვარ - ეცადა გაეცინა რომ სიტუაცია განემუხტა -ბიძაჩემი ? მაშინაც იყავი ჩემი შრომით მოპოვებული ფული , ჩემსავე მკვლელობის შესაკვეთად რომ დახარჯე ?!- ამის გაგონებაზე გიამ სახეზე ფერები და გამომეტყველება ერთიანად დაკარგა, ორი გაკვირვებული მამაკაცი ,გაურკვევლი თვალებით უყურებდნენ ჯერ ეკატერინეს ,მერე კი გიას -რას ამბობ შვილო.. - რა შვილო - დაიგრგვინა ქალმა და საყელოში წვდა შუახნის მამაკაცს- საკუთარ შვილებს მკვლელებს უგზავნი ხოლმე ? გეკითხები რა შვილზე მელაპარაკები გია?! -ეკა მე აგიხსნი -რას ამხისნი! არაფერს არ ახსნი ! აკრეთ შენს ბარგი-ბარხანას და დაახვევ ჩემი კომპანიიდან! უკანასკნელად გაფრთხილებ _ არ გადამეღობო ! მამაზეციერი ვერ აგაწყობს ისე დაგშლი ნაწილებად! დავაი ნახ*ი ! - საყელოში მოქაჩა და კარისკენ გაათრია - ჩემმა თვალებმა არ გნახოს ! - კარი ცხვირწინ შემოუქნია და გაოგნებულ მამაკაცებს მიუბრუნდა - თითოეული პროექტი,რომელიც აქამდე გქონიათ ჩემს კომპანიასთან , საღამოს მაგიდაზე უნდა მედოს , დაფინანსებაზე კი მერე დაგელაპარაკებიტ. ნახვამდის ! - მკაცრად განუცხადა მამაკაცებს და კარისკენ მიაცილა. შიდა სამსახურეობრივ მობილურს ხელი დაავლო და მდივანთან დარეკა -დიახ ბატონო გია -ბატონიმა გიამ თანამდებობა დატოვა საყვარელო! -ქალბატონო ეკატერინე? -გახლავართ . -რით დაგეხმაროთ? -ყველა საფინანსო ხელშეკრულება, ამონაწერები, გადახდები, მთელი ბიუჯტი, აღწერებით და აღრიცხვებით ჩემს მაგიდაზე იდოს დღევე, არ მაინტერესებს რა დრო სჭირდება . საკუტარ თავებს დააბრალეთ რაც მოხდება! - ყურმილი დაკიდა , კარი გამოაღო, ათობით თვალმა შეათვალიერა კარში მდგომი ქალი და თავები დახარეს . -კარგია რომ ამ ნაბიჭ*არმა ბიძაჩემმა, პატივისცემა და თანამშრომლური მოკრძალებულობა მაინც შეინარჩუნა. გილოცავთ ! კომპანიის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი დაგიბრუნდათ. მდივანს უკვე ვუთხარი რომ ყველა საბუთი რაც კი საფინანსო მხარეს მოიცავს ჩემს მაგიდაზე უნდა იყოს დღესვე ,მაგრამ თქვენც გეტყვით. დღესვე იდოს ჩემს მაგიდაზე ! მადლობა ყურადღებისთვის - თავი დაუკრა გაოგნებულ თანამშრომლებს და უკან შებრუნდა, ის იყო კარებშ შედიოდა რომ შეჩერდა - ხო მართლა - კედელზე მიმაგრებული ბიძამისის სახელი და გვარი ჩამოგლიჯა და პირველივე მაგიდასთან მჯდომი გოგონას სანაგვე ურნაში მოისროლა - ასე უკეთესია , ხვალ დილით ეს კედელი მოწესრიგებული დამხვდეს! - კაბინეტში შევიდა და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა .თვალები მოიფშვნიტა და სამუშაო მაგიდისკენ გადაინაცვლა . საზურგეს მიეყრდნო და ხელში გაუჩერებლად ატრიალებდა კისერზე ჩამოკიდებულ ბეჭედს. მთელი დღე კომპანიაში გაატარა , მდივანმა მალევე მოუტანა ყველა საბუთი რაც კი გამოითხოვა -ინებეთ ქალბატონო ეკატერინე , ყველა საფინანსო ხელშეკრულება, აღრიცხვები, გადარიცხვები, დაფინანსების ჩანაწერები , პარტნიორ კომპანიებთან თანხის ბრუნვა და კიდევ წვრილ-წვრილი გადახდები - ანერვიულებული ხმით ჩამოყალიბა ყველაფერი გოგონამ ისე რომ თავი ზევით არ აუწევია. -ძალიან კარგი მადლობა , შენი სახელი შემახსენე - საბუთებს ქექავდა და თვალის მოუშორებლად ჰკითხა აკანკალებულ გოგონას , რომელზეც არც კი შეუხედავს - მარიამი , მარიამ შაინიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.