შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ღერი


26-09-2023, 21:55
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 712

სიგარეტს უკუღმა გავუკიდე, თუმცა გადარჩა
მთელი შუადღე რო ამერიკულ ფოლკლორს ვუსმენდი იმის ბრალია; უდაბნოში მომისროლა.
ისეთი ღარიბი ვარ ერთ ღერ სიგარეტსაც ვერ გადავაგდებ. უფრო სწორად, ნახევრად დამწვარს
თუმცა რა ბობის ბრალია, მაგრამ შენს გარდა ნებისმიერს უნდა დავაბრალო ჩემი დაბნეულობა ახლა.
ახლა თუ ვიტყვი რომ ჩემში რაიმე შეგრძნებას იწვევ, წასულია ჩემი საქმე.
დამწვრის გემოს ვეწეოდი ხუთი წუთი
ნამწვები ტუჩებზე მიმახმა
რა ლამაზი ხარ, მტკივა.
როგორ გამიღიმე, მეტკინა.
ისეთი ლამაზი და ცარიელი მზერა გაქვს, ისეთი უარაფრო და უსასრულო დიდხანს ვერ ვუყურებ, არადა ღმერთია მოწმე სხვაგან გახედვა არ მინდა.
მაინც სხვაგან ვიხედები.
არც უილიამ სკოტი და ფარდობითობის კანონი,
არ მაინტერესებს რომელი საათია.
როგორ პრიალებს ლიტერატურის წრის ვიწრო ოთახში დაბალი განათება საათის ისრებზე რომლებიც ჩვენ დაგვაშორებს.
დამარხულთა თვალები, ვკითხულობ ერთმნიშვნელოვნად ძერსკ სათაურს და შენი ჰონკონგის ქუჩებივით ვიწრო თვალები მახსენდება.
მოვწონვარმოვწონვარარმოვწონვარ
არმოვწონვარარმოვწონვარარარარარ !
ოთახში იწელება ჩემი პოხუიზმი,
მოწყენილობისგან სულს ვღაფავ ვითარცა მაგიდის ქვეშ მიკრული საღეჭი რეზინი, სამუდამოდ დავიწყებული.
ნუღა იღიმი,
გეყოს

შენ ქუჩის სიმკართლეს ერევი. ღია ლურჯი, ფართხუნა. ნირვანას უსმენ. თეთრი, გაშლილი. ცაააა... მატყუარა ცა ხარ. მაჩვენე შენს მიღმა სიბნელე.
არა, ფეტიში არ მაქვს. მაგრამ ვიცი რომ გაქვს.
ისეთი ცარიელი მზერა გაქვს როგორიც ექნებოდა ადამიანს, რომელსაც თავის სიცოცხლეში ერთხელაც არ უცდია ეფიქრა დამოუკიდებლად.
იმის მიღმა რასაც ლიტერატურულ წრეზე ისმენს,
იმის მიღმა რასაც ამ თამაშში ისმენს.
მინდა აღვწერო შენი სიარულის მანერა, თმები... მაგრამ შენს თვალებს ვერ ვცილდები. ცარიელ მზერას უსასრულობის ხოტბას ვჩუქნი, რომელსაც ვერ დავწერ, მხოლოდ ჩემ გონებაშია.
და ნახე ახლა, როცა ჩემ ტვინში უსიტყვო პოემა იწერება, მთვარის გაყინული ნათება კი დედამიწაზე გალღვა, შენ რეალობის იმ ტალღაზე გადადიხარ სადაც ჩემი ადგილი არაა. მე ვრჩები ნაპირად რეალობის.
მიდიხარ გოგოების სიცილთან ერთად.
შენ არ იცინი.
კიდევ ერთხელ ძალიან ლამაზი ხარ.
გკიდივარ.

ზოგჯერ მეც. მაგალითად როცა არ იღიმი კი არადა როცა მე არ მიღიმი...
როცა არ მიყურებ არც არსებობ.
როცა თავჩახრილი სულელურ სოციალურ ქსელში სულელურ ინფორმაციას ისრუტავ მაშინაც.
მაგრამ საკმარისია თავი აწიო , მიყვარდები.
როცა არ მიღიმი ყველაფერი კარგადაა, ჩემს ბიოლოგიურ აგებულებას მორიგი სიყვარულის ჰალუაცინაცია არ ემუქრება.
როცა იღიმი, მაგრამ არა ჩემთვის, სისხლი პანიკაში ვარდება, ვენებს შევგრძნობ კანზე უსიამოვნო შეხებით, გული მცემს და ნერვოზუულ პანიკაში მგონია რომ მომწონხარ.
შენი ღიმილი ჩემთვის იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ერთად ჩამოტვირთვა გვიწევს, ისეთივე იშვიათი მოვლენაა როგორც თუნდაც ჩვენი საუბარი...
ერთმანეთს ვუყურებთ.
ისე ცოტახანს, არაფრიდან ახალი სამყარო გამოძვრებოდა.
ისე მჭიდრო კავშირშია ჩვენი თვალები, ყველა მოწეული სიგარეტი ფილტვებში მიხურს .
აქ ბედის ირონია ის არის რო პირველი მე ვწყვეტ ამ კავშირს. მე, თვალებზე მონადირე და არა მარტო შენსაზე, მასეც ნუ შეიფერე...
ნეტავ რახდება როცა გვერდით ვიხედები? თან ვიღიმი, შენ რომ არ გაიგო, ახლა ჩემ ვენებში როგორ აჩქარდა სისხლის მიმოქცევა.
ისე თავხედად ვიღიმი სიამოვნებით შევდგებოდი ჩემ თავს წიხლებით.
თავს როგორ ვგრძნობ, ახალახანს დიდი აფეთქების გეგმა ჩავშალე და ჩემს უსასრულოდ პატარა და ბნელ ოთახს დავუბრუნდი, ისევ ფარდაზე გაფენილ ჰალუცინაციებს ღამის ვერცხლისფერ ნათებაში დამალობანას რომ მეთამაშებიან.

უკანასკნელ მეორე ღერსაც გავუკიდე,
მინდოდა ხვალისთვის შემენახა, ჰო ვიცი შენთან შეხვედრას ისევ ვერ გადავურჩები
და სიგარეტი როგორც ბოროტი მღვდელი ეგზორციზმს ჩამიტარებს,
არადა ჯერ მარტიც კი არაა.

მოვა დრო და მე გკითხავ, ეწევი?მეტყვი რო კი, მე კი არცისე ზრდილობიანად გკითხავ თუ გაქვს, რადგან იმდენად არავინ ვართ ერთმანეთისთვის რომ ან სულელი უნდა იყო მოცემის იმედი რომ გქონდეს, ან ზედმეტად თავხედი. შენ გექნება, უეჭველი გექნება, შენი თუ არა უკვე ვიღაცისგან ახეული, გექნება ერთადერთი ღერი თუმცა მომცემ. ჰოდა ჩვენ დავდგებით იმ გრძელ სკამთან საიდანაც იდეალურად ჩანს ცა, მზით გაფემკრთალებული კოსმოს სიბნელე, იდეალურად მწვანე ბალახი, ბალახზე გადავლილი ოქროსფერი ქარი, ქარისგან დამტვერეილი გვირილები. ნახატივით ან რავიცი, ფოტოხელოვნების დონეზე მშვენიერია ხედის ეს ნაგლეჯი იმ კუთხიდან სადაც მე ვწევარ და ჩაკ ბერი იავნანას მიმღერის, ძილი კი არადა არ მოდის., მაგრამ აშკარად ვგრძნობ მძინავს. იქ ცალცალკე რომ ვდგავართ და სხვადასხვა რაღაცას ველოდებით, ახლა ერთად ვიდგებით.
მე ვიწვები, თავს ჩანთის მაგივრად შენს მუხლებზე დავდებ, შენ კი ხელში წიგნის მაგივრად, რომელიც იმაზე მეტად გკიდია ვიდრე გლობალური პრობლემები, ჩემს თმას შეისწავლი. მე მოვწევ, შენ მიყურებ როგორ ვეწევი.
ჯენისსაც კი გავაჩუმებ ცოტახანს რომ შენ მოგისმინო. სულ ერთია, იქნებ ისევ ის მკითხო, ამა და იმ რომელიმე იდიოტს ქალაქში თუ ვიცნობ, რომ როგორმე სალაპარაკკო თემა ჩამოაგდო.
რა უნდა მოხდეს რომ იმ ქარიან, მტვრიან ჰაერში, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გვაწუხებს ჩვენ, რადგან ძალიან პატარა ფიცრულში ვდგავართ, რამე მოხდეს, რამე პატარა კატასტროფა სადაც ერთად მოვკვდებით და ის კადრი სამუდამოდ იქ იქნება, ისეთი როგორიც მე მინდა რომ იყოს.
მე ვეწევი, შენ მიყურებ.
ქუჩაში ის პატარა კნუტი გადაუხტეს მანქანას და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილოს, მზეზე აპრიალებულ საქარე მინაში გაეჩხიროს ჩვენი სხეულები როგორც იაჰვეს კბილებში დემონები.
მზემ დაგვვკრას და შენ ზუსტად გულის წასვლის წინ შეამჩნიო რომ ჩემი ყურება ისე მოგწონს როგორც ოფენ ვორლდ ვიდეო თამაშის.
ის იდეალური მათემატიკით აკრული ფიცრები ჩამოიმტვრეს და თავში დაგვეცეს ბოლო ბოლო როცა სკამზე ვიჯდებით:მე მწეველი, შენ ჩემზე შეყვარებული.
თუმცა ეს არ მოხდება რადგან შენ მიპასუხებ რო სიგარეტი არ გაქვს, ოღონდ მართლა და გვერდით ჩამივლი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent