"თვალები არ ტყუიან" თავი 1
გაგიკვირდებათ თუ გეტყვით,რომ წლებია 1 სექტემბერი ისე არ დამდგარა ჯერ სკოლაზე,შემდეგ კი უნივერსიტეტის დაწყებაზე,რომ არ მეფიქრა?საბედნიეროდ ეგ დღე დადგა!არა კი სკოლა და უნივერსიტეტი,რაღაც მიზეზების გამო მომენატრება მაგრამ,ეხლა ჩემს საყვარელ სეზონს,წიგნებზე ტვინის სხმის გარეშე დავიწყებ და დავამთავრებ! ჩემს სახლთან ახლო მდებარე კაფეში ვზივარ და ფანჯრიდან ვიყურები,ხალხს ჯერ კიდევ მოკლემკლავიანები აცვიათ,რომ გითხრათ ცხელა თქო,მოგატყებთ...ან ცხელა და მე ვარ მცივანა...არც ისე თხელი,გრძელმკლავიანი სპორტული მაიკით,თბილი სპორტული შარვალით და ბოტასებით,რომ ვარ წამოსული რომელის ქვეშაც თბილი ნასკები მითბობს ფეხებს. -ძაან გალოდინე?-მესმის ნაცნობი ხმა და თავს უკმაყოფილოდ ვატრიალებ -სიმართლე თუ გაინტერესებს ძალიან-ვეუბნები,ის კი ჩემს წინ ჯდება ჩანთას გვერძე დებს და ეგრევე მის წინ დადებულ ყავას წვდება,სვავს და სიამოვნებისგან თვალებს ატრიალებს,მე კი მეცინება და თავს ვაქნევ -რა გაცინებს ეე-ყავას თავის ადგილზე აბრუნებს და იღიმის,აშკარად სხვა მიზეზია რატომაც დააგვიანა და არა ჩემი ვარაუდი-ქალბატონო ევანია-ამაზე მკვლელი მზერით დავაჯილდოვე,რატომ?იმიტომ,რომ ჩემი სრული სახელი არ მომწონს,არ ვიცი რატომ...უბრალოდ არ მომწონს.ამაზე მერე "გავუჭედავ" ეხლა მაინტერესებს რას მიყვება,ქალბატონი ხუჭუჭა-მოკლედ რა,დღესს...-გაჩერდა და თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა,გრძელი თითები გაამოძრავა და გააგრძელა-დღეს რა,სანამ აქ მოვიდოდი,რამდენიმე წუთით ადრე... -ხო რის გამოც დააგვიანე-საუბარში "ჩავეჩარი"-გააგრძელე!-ხელით მაგიდას დავეყრდენი და ინტერესიანი მზერით გავაგრძელე ყურება -ნინუცა შემხვდა,შენი კურსელი -ოჰ,რაო?-ჩემს წინ მდგარი ჩაი ავიღე და მოვსვი -რაო და ვთხოვდებიოო -გამაკვირვე-ვთქვი და გვერდულად ჩავიცინე -ვის მიყვება არ გაინტერესებს?-შავი ხუჭუჭა,მხრებამდე თმის პატარა ნაწილი,თითზე დაიდვია და ყავისფერი თვალები მოჭუტა,თავით ვაჩვენე გაეგრძელებინა,თან კვლავ ჩაი მივიტანე პირთან-სულაქველიძე დათოს-ეს სახელი და გვარი,რომ გავიგე ჩაი გადამცდა და ხველება დამაწყებინა -ლ...ლილე,ვის მიჰყვება ნინუცა?-დამშვიდების თანავევიკითხე -შენს ყოფილს,სულაქველიძე დათოს-თქვა ლილემ და თვალები აატრიალა-ამ ნინუცამ,დაიწყო მარიაჟობა -მეცოდება-ჩავიჩურჩულე ჩემთვის ხმის კანკალით და ჩემს წინ მდგარ ჩაის ჭიქას აკანკალებული ხელები შემოვხვიე -ისევ გიყვარს?-შემოპარცით მკითხა ლილემ მე კი თვალები დავაჭყიტე,რაც გამიკეთა...მაგის შემდეგ როგორ უნდა მიყვარდეს?! -რათქმაუნდა არა! -მგონია,რომ რაღაცას მალავ-ჩაიჩურჩულა. ნეტავ იმდენი გამბედაობა მქონდეს,რომ ვთქვა... * * * -გოოლლ!-სახლში შესვლისთანავე მესმის ეს სიტყვა,მიკვირს როგორც ვიცი დღეს ფეხბურთი არაა,მისაღებში შევედი სადაც ჩემთვის საკმაოდ ნაცნობი ადამიანები დავიანხე,რომლებიც სამაგიდო ფეხბურთს თამაშობდნენ. -ოოხ,რა იყო?რომელმა მოიგეთ?-ვიკითხე და დედაჩემს ლოყაზე ვაკოცე,ისეთი ბედნიერი არის...გული მითბება ასეთს,რომ ვხედავ -ჩვენ მოვიგეთ ცუნცულ-მითხრა ჩემი ხმის ერთ-ერთმა განუყრელმა ძმაკაცმა,ვაჩემ და მკერდზე ხები შემოიკრა,ეს ბიჭი ჩვეულებრივი პოზიტივი არის,მისი ძმისგან განსხვავებით! -რაო ლილემ?-მკითხა ჩემმა ტყუპმა ძმამ,დემემ.ვინმემ,რომ შემოგვხედოს ყველაზე ბოლოს იმას იფიარებს ტყუპები არიანო,არა კი რაღაცეებში ვგავართ მაგრამ...მას ქერა,ხუჭუჭა,ყურამდე თმა აქვს,მე ყავისფერი,ტალღოვანი,თითქმის წელამდე თმა,მას შავი თვალები აქვს,მე ცისფერი-მწვანეში,მას სწორი,პატარა ცხვირი აქვს,მეც სწორი,მაგრამ კურნუსა,მას ბუთქუჩა ვარდისფერი ტუჩები აქვს,მეც მაგრამ მას ჩემგან განსხვავებით ზევითა ტუჩი უფრო დიდი აქვს,მე კი პირიქით,დაბლითა,ერთი სიტყვით ის დედას გავს მე კი მამას,რომელიც ეხლა მის მოწინააღმდეგე ჯგუფშია,ანუ ვაჩეს ჯგუფში.ეხლა დავუბრუნდეთ და ოდნავ განვიხილოთ თითქოსდა,არაფრით გამორჩეული კითხვა.ჩემს საყავრელ ძამიკოს,ჩემი!ჩემი ლილე 20 წლიდან,ანუ 3 წელია,რომ კითხო "უბრალოდ მოსწონს" და ვერ ეუბნება -აუუ,ძამიკ რავი,რაზბორკაზე წახვალ მის გამო?-ვკითხე,რათქმაუნდა ვხუმრობდი,ლილეს არა უს რაზბორკაზე გაშვება არ სჭირდება,რო რამე გოგოები მოვუგვარებთ,ჰე,ჰეე.ჩემი ტყუპის რეაქცია?ჯერ გაფითრდა,გაშტერდა მერწ კი სწრაფად წამოენთო და ბრაზისგან გაწითლდა,გასუსულ ვაჩეს,სანდრინიოსს,იკუნას,რეზიკოს,ტატუნას და ბოლოს მე შემომხედა -ვინაა?-მკითხა და ბიჭებს გახედა ისევ-წავედით!-უთხრა მათ,უკვე ბოლო ხმაზე სიცილი უნდა დამეწყო უკბიდან ბოხი,სასიამოვნო,ნაცნობი ხმა,რომ გავიგე -ეეე,ძვლივს ჩამოვედი,სად მიდიხართ-ადგილზე გავიყინე და ღიმილი სახეზე შემახმა,ნელ-ნელა შევტრიალდი უკან და ჩემზე 1 თავით მაღალ სხეულს შევხედე.აქამდე მოკლედ შეტრილი,სწორი შავი თმა ახლა ყურის ბიბლომდე ჩამოსვლია,ჯანდაბა!ძალიან უხდება!აქამდე დაკუნთული სხეული უფრო დაკუნთოდა,რომელზეც შავი მაიკა შემოტმასნიდა,შავი სპორტული შარვალი და შავი ბოტასები აცვია,მოშიშვლებულ ხელებს შევხედე აგჰ!დაკუნთულ მკლავებზე და ხელებზე ვენები ეტყობოდა!ვაღიარებ და ვიტყვი,რომ ბიჭში ჩემთვის ეს ერთ-ერთი სუსტი წერტილია.ბოლოს კი ჩემი თვალები მის ლამაზ,მწვანე თვალებს შეხვდა.ცერა თითით ბუთქუნდა ვარდისფერი ერთნაირი ზომის,ტუჩის კუთხე მოიფხანა და გამიღიმა,ჯანდაბა!უფრო გასიმპატიურდა ეს ვამპირი! -როგორ ხარ,ეველინ?-მკითხა იგივე ხმით,ეს ბიჭი სწორედ შავთვალება,შავ გადაპარსულ თმიანი,ვაჩეს ძმა და ჩემი ძმის მეგობარი დაა კიდევ და!ჩემი ნერვების ჭია,იოანე ნაკანია!ჩემი დარქმეული ზედმეტსახელით-ვამპირი! -კარგად შენ?როდის ჩამოხვედი?-ვკითხე და მისკენ წავედი,ისევე როგორც ის,ფეხის წვერებზე ავიწიე,რომ გადამეკოცნა -კარგად,დღეს დილით ჩამოვედი-მითხრა რა დროსაც ჩხაკუნის ხმა გავიგე და გაკვირვებულმა გავიხედე,დედა!დედაჩემი ფოტოს გვიღებდა -დეე,რას აკეთებ? -ლინ,ეს ისეთი მომენტია ხელიდან ვერ გა უშვებდი!ცხოვრებაში პირველად გადაკოცნეთ ერთმანეთი!თან,თან ისე მოიკითხეთ ერთმანეთი,არ გიჩხუბიათ!-აღტაცებით საუბრობდა დედაჩემი,მე კი თვალები ავატრიალე და იოანეს გამოვეცალე,მას ლაპარაკი გააგრძელა -დემე,სად მიდიოდით?-მან ხელით უჩვენა 1 წუთიო და მე მომიბრუდნა,უიი! -ევანია,მომატყუე?!-მკითხა მე კი წეღანდელი "შემხმარი სიცილი" გამახსენდა და ავხარხარდი-ჩათვალე მკვდარი ხარ ევანია კერესელიძევ! -ჯერ დამიჭირე,თუ ვერ დამიჭერ ჩემს ანდერძს ჩემი ხელით მოგცემ და მერე ისე მომკალი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.