შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

May love burn everything (part 6)


27-09-2023, 00:30
ავტორი amanim
ნანახია 1 153

გაქცევა

დიდხანს ფიქრობდა ბელა, გაქცევაზე, ნოეს სიტყვებზე და უცებ თითქოს გონებაში ნათურა აენთოვო. მან უთხრა მიყვარხარო, ასე მარტივად ამას არ იტყოდა. დაპირდა რადაც არ უნდა დამიჯდეს გაგიყვანო, ანუ მიზეზი ჰქონდა ამ სიტყვის თქმის, ქვე ტექსტი რა იქნებოდა? როგორ უნდა დაკონტაქტებოდა?
-ტელეფონი!- უცებ წამოიყვირა და მაშინვე პირზე აიფარა ხელები, რა თქმა უნდა ტელეფონს დამალავდა, მაგრამ სად? მიყვარხად და ჩახუტება, თვალის ჩაკვრა. ასე მარტივად ვერ შევიდოდა სახლში სადმე რომ დაემალა ანუ ეზოს ფარგლები, საიდანაც უფრო იოლი იყო ღობის კუთხეებში შემოსვლა ისე რომ არავის დაენახა. გამოდის ეზოში უნდა გავიდეს და დაიაროს თითოეული კუთხე, კოდი კი მიყვარხარ იქნებოდა თუ ამ ტელეფონს იპოვიდა ბელა. ამ ახალი აღმოჩენით კმაყოფილი ჩამოჯდა საწოლზე და გივიმაც არ გააჭიანურა ოთახში შევიდა.
- აბა როგორ ხარ? წამალი დალიე?
-გივი მე გიჟი არ ვარ, არაფერი მიჭირს კარგად ვარ, უბრალოდ არ შეილება ჩემ ძველ საძინებელში გადავინაცვლო? ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ ამ წყეულ ოთახში ნუ გამომკეტავ.
- მისმინე ბელა, შენ ცუდად ხარ აბა რატომ გაიტაცებდი ჩემ საქონელს ან ბაგრატიონებთან რა გესაქმებოდა?
- მამა იცი სახლიდან რატოც გავიქეცი და მერე მეორე არ ვიცოდი ის საქონელი შენი თუ იყო, სტატიას კი ნახავდი ბაგრატზე რომ ვაქვეყნებდი, მეგონა მას ძირს ვუთხრიდი! აზრადაც არ მომსვლია რომ ამით შენ იზარალებდი- იდეა;ური ტყუილი, ჩოხელი არასდოს უყვებოდა ბელას, როდის რას აკეთებდა ეჭვს ვერ აიღებდა. კმაყოფილი იყო თავისი მახვილი გონებით.
- ანუ ბაგრატიონებზე აგროვებდი კომპრომატებს?
- კი, შენ ხომ დედას სიკვდილი მათ დაუკავშირე, სწორედ ამიტომ წავედი გახსოვს? მე მინდოდა გამეგო ყველაფერი, ამიტომ დავიწყე მათზე ინფორმაციის შეგროვება.- გივი უსმენდა, ბელა იძაბებოდა უკვე. ეჭვი არ უნდა აეღო, ამ ოთახიდან უნდა გაეშვა და საქმეს შედგომოდა.- გთხოვ, ამ წყეული ოთახიდან გასვლის უფლება მომეცი.- ახლა სწორი დრო იყო, ამის სათხოვნელად და დრო იყო ყველაფერზე ეფიქრა! დედაზე, გივის უცნაურ ქმედებაზე, იმ აკვიატებაზე რომ ბელას შფოთვითი აშლილობა ჰქონდა და ნოეზე, მის მიმართ გრძნობებზე.
- კარგი, შეგიძლია შენ ოთახში დაბრუნდე! აქედან გაქცევას მაინც ვერ შეძლებ, მას მერე დაცვა გავაძლიერე ქალბატონო.- ნიშნის მოგებით უთხრა გივიმ და ოთახიდან გამიუშვა გოგონა. თავის საძინებელს მიაშურა მაშინვე, ცხელი შხაპი მიიღო და კომფორტულად ჩაიცვა,სამზარეულოში შევარდა და ივახშმა. თან ფიქრებში იყო გართული, ძებნა უნდა დაეწყო, დრო არ ითმენდა აქ დიდხანს ვერ გაძლებდა, იცოდა რაც ელოდა. მალე ივახშმა და ეზოში გავიდა სეირნობა დაიწყო, ყველა კუთხე მოიარა, ბოლოს ჩრდილოეთისკენ დაიძრა და შენიშნა კიდეც ღობესთან ახლოს პატარა გორაკი, ასეთი კიდევ ორგან ნახა და იქ ვერაფერი იპოვა. მესამე გორაკსაც უიმედოდ თხრიდა, მაგრამ ბედი მისკენ შებრუნებულა, პატარა პარკში გახვეული ტელეფონი იპოვე. ჯიბეში სწრაფად ჩაიცურა და სახლისკენ გაიქცა. მალე დაღამდებოდა და გივი შეამოწმებდა. სწრაფად ავიდა ოთახში და ლეიბიეს ქვეშ შეჩურთა. მალე კარზე კაკუნიც გაისმა და გივიც შემოვიდა.
- ინდა ვილაპარაკოთ!- ძაილან მკაცრი ხმა ჰქონდა, აშკარად რაღაც მოხდა, ბელა დაიძაბა ნუთუ შენიშნა. საწოლზე წამოჯდა და ანიშნა სავარძელში ჩამოჯექიო.
- რა ხდება?
- რა გაარკვიე ბაგრატიონებზე?- უცებ დაიძაბა ბელა, არც არაფერი გაურკვევია, ყველაფერი ისედდაც უნდა სცოდნოდა წესით ჩოხელს.
-რა უნდა გამერკვია? ვიცი რომ მშობლები არ ყავთ, ორი ძმანი არიან და უფფროსი ძმა შავ ბიზნესშია გარეული.- ეჭვით ელაპარაკებოდა, თან გული ცუდს უგრძნობდა ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა, უკვე იმაზეც ფიქრობდა ხომ არ დარჩენილიყო და მამამისის გეგმები გაერკვია.
-მშობლებზე სხვა არაფერი იცი?- ისეთი დაეჭვებით იკითხა, აშკარა იყო, რომ ჩოხელმა იცოდა რაღაც.
- არა, უნდა ვიცოდე რამე? ვერაფერი ვიპოვე მათზე, სტატიაც კი არ იყო.- უთხრა გოგნამ ჩაფიქრებულმა, აშკარად რაღაც იმალებოდა ამ კითხვებს უკან, მაგრამ რა? აუცილებლად უნდა გაერკვია..
- კარგი, დღეს დაისვენე ხვალ ექიმი მოვა გასასინჯად.- უთხრა და ოთახიც სწრაფად დატოვა, როგორც კი ბელა დარწმუნდა რომ გივი აღარ შევიდოდა, ტელეფონი აიღო და აბაზანაში შეიკეტა. ნოეს ნომერი იყო მხოლოდ ჩაწერილი, გული ისე სწრაფად უცემდა შეეშინდა კიდეც. ეცადა ცოტა მაინც დამშვიდებულიყო და ნოეს ნოემრიც აკრიფა. დიდხანს არ უცდია, მალევე გაისმა მეორე მხრიდან ნოეს ხმა. როგორც კი მისი ხმა გაიგო სიმშვიდე დაეუფლა ბელას, ღრმად ამოისუნთა და ლაპარაკიც დაიწყო.
- ნოე....- ვერაფერი თქვა სხვა.
-ბელა?- მაშინვე იცნო გოგონას ხმა და ღრად ამოისუნთქა, რომ მიხვდა კარგად იყო. მიუხვდა, ჩანაფიქრს მიუხვდა.
- მივხვდი- გაღიმებულმა უთხრა.
- ვიცოდი, როგორ ხარ?
-კარგად ვარ, ნოე მისმინე კითხვა მაქვს თან ბევრი დრო არ გვაქვს. მსობლებზე მინდა გკითხო თუ შეიძლება.
-მშობლებზე?
- ხო, დღეს ძალიან უცნაური იყო გივი, შენ მშობლებზე მკითხა, არის რამე რაც უნდა ვიცოდე? ან რატომ იკითხა გივიმ?
-არ ვიცი, უფრო სწორად არ მგონია ცოდნა საჭირო იყოს!- ისეთი ხმით უთხრა მიხვდა, რომ არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი.
- კარგი, ბოდიში არ უნდა მეკითხა.
- მანდედან უნდა წამოგიყვანო, უშენოდ მოსაბეზრებელია სახლში ყოფნა.- ღიმილნარევი ელაპარაკებოდა, გოგონასაც ეღიმებოდა.
- ხვალ ექიმი მოყავს გივის, უნდა გამსინჯოს
-რატომ? რამე დაგიშავა? არ დამიმალო იცოდე.- უცებ ანერვიულდა, ბელას ესიამოვნა კიდეც.
- დამშვიდდი, მას ჰგონია რომ ფსიქიკურად ვერ ვარ, დედაჩემის მერე დაიჩემა რომ მეც გიჟი ვარ.-დაუნაღვლიანდა ხმა დედის გახსენებაზე.- როგორ უნდა გამიყვანო? დაცვა გააძლიერა, ჩემს აქედან გაყვანას ვერ შეძლებ. ნოე არ მინდა ჩემ გამო საფრთხე შეგექმნას, რამე რომ მოგივიდეს თავს ვერ ვაპატიებ.- ხმაური გაისმა, საუბარი უნდა დაესრულებინათ, შეიძლება ვინმეს გაეგო.
- მე დაგპირდი და გაგიყვან გესმის? არაფერი არ მოხდება!
- უნდა წავიდე, შეილება ვინმე მოვიდეს, ხვალ თუ შევძელი გვიან დაგირეკავ გპირდები!
- არ გათიშო, ხვალ ეცადდე რომ დააჯერო კილინკაში გადასაყვანი ხარ! მანდედან წაგიყვან!
- კარგი.
სწრაფად გათიშა ტელეფონი და ოთახში შებრუნდა, ლეიბის ქვეშ შემალა და შხაპი მიიღო. საწოლში შეწვა და იმაზე დაიწყო ფიქრი თი რა უნდა ექნა. იდეაც მალე მოვიდა, ჯერ გივის კაბინეტში უნდა შესულიყო როგორმე, სანამ დრო ჰქონდა სერვერიდან გააეწერა ინფორმაცია. მერე კი თავი გიჟათ გაესაღებინა. ფიქრებში გართულმა დაიძინა.
დილით, როგორც კი გაიღვიძა, ნოეს უცებ მიწერა დილამშვიდობისაო და თან მიაყოლა პასუხს ნუ დამიბრუნებო, ადგა მოწესრიგდა და სამზარეულოში ჩავიდა. ჩოხელი სწრაფად საუზმობდა, თითქოს დაძაბულიც კი იყო.
- დილამშვიდობისა მამა, რა ხდება?
- სად?
- რაღაც უხასიათოდ მეჩვენები.
-არა, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა რამდენიმე საათით უნდა გავიდე, სამზე ექიმსაც მოგიყვან და იცოდე ოთახში უნდა დამხვდე.
- როგორც ყოველთვის, კარგი.
მშვიდად დათანხმდა, ისაუზმეს და ბაგრატიცწავიდა. დრო იხელთა ფლეშკა აიღო და გივის კაბინეტს მიაშირა, რა თქმა უნდა დაკეტილი დახვდა. სწრაფად მოიძია თმის სამაგრი და ძველი ხერხით გააღო, კომპიუტერს მიუჯდა. კოდით იყო დაცული, ახლა მაგაზე დაიწყო ფიქრი რა იქნებოდა კოდი. საკმაოდ დიდხანს იფიქრა, მერე თითქოს ნათურა აენთო, შესაბამისი რიცხვთა წყობა ააწყო და ბინგო, ჩაირთო. სწრაფად შეუერთა ფლეშკა და ეგრევე დაიწყო ინფორმაციის ჩამოტვირთვა. ცალი თვალი საათისკენ ჰქონდა. მალე უნდა მოსულიყო უკვე გივი და დრო ცოტა ჰქონდა. ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი უკვე საბურავების ხმა რომ მოესმა, ჯანდაბა მივიდა. უცებ აწრიპინდა კიდეც კომპიუტერი. მორჩა როგორც იქნა! სწრაფად გამორთო, კარებიც ისევ დაკეტა და თახში შევარდა. მეხსიერების ბარათი ფეხსაცმელში ჩაიდო, ტელეფონი ბიუსჰალტერში ჩადო და ოთახხში დაჯდა. გივი ექიმთან ერთად შეუვარდა ოთახში, ექიმი მიუახლოვდა გასინჯვა დაიწყო, როცა ბელამ დაიწყო გიჟივით საუბარი.
-შენ მოკალი, შენ მკვლელი ხარ!- კიოდა და წიოდა, ოთახხში დარბოდა. უცებ გაჩერდა და ქანაობა დაიწყო, სიცილი და მამამისს ეცა. მკლავებში ჩააფრინდა და ჯანჯღარი დაუწყო. გივიმ ექიმს გახედა, მან თავი დაუქნია და ბელა გათიშეს. საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს. მანქანაში გაეღვიძა ბელას, მიხვდა რაც ხდებოდა ამიტომ თავი მოიმძინარა ისევ ასე უფრო უსაფრთხო იქნებოდა. შიგადაშიგ ახელდა თვალებს ათვალიერებდა, რომ მიხვდა სახლს კარგად იყვნენ გაცდენილები, სწრაფად მოქმედება გადაწყვიტა. სწრაფად წამოხტა და საჭეს დაეჯაჯგურა, გზიდან გადააგდო ბელა წინ გადავარდა, შუშა გაიტანა და გზაზე გაგორდა, მანქანა კი ხეს შეასკდა. წლივს წამოდგა ბელა, თავბრუ ეხვეოდა, ბარგანაობით გაუყვა გზას მიმალვა გადაწვიტა ამიტომ არ ჰქონდა დრო ეფიქრა რამეზე, უკანაც არ გაუხედდავს. გაიქცა და ტყეს შეაფარა თავი. ტელეფონი ამოიაძვრინა და ნოესთან დარეკა.
- გავიქეცი, არ ვიცი სად ვარ, ცუდად ვარ.- სვენებით უთხრა და დაელოდა.
-სად ხარ? რა დაგემართა? მოვდივარ !
- ავარია, არ ვიცი რამდენი დრო მაქ სანამ გივი მიპოვის. მეც მოვდივარ, წყნეთის გზაზე ვარ, ეს ვიცი ზუსტად და ტყე-ტყე მოვდიბარ.
- მისმინე, ტყეში დარჩი მაგ ტყეს კარგად ვიცნობ. იცი მანდ სად დგას დიდი მუხა?
- კი მაგ მუხასთან ვთამაშობდი ხოლმე.
-მანდ მიდი მოვალ და წამოგიყვან!
- კარგი.
სწრაფად გაუთიშა და გზას გაუყვა, უნდა ეჩქარა გივის არ უნდა ეპოვა, არ უნდა დაესწრო ნოესთვის.

****
როგორც კი ბელამ დაურეკა, სწრაფად ჩაიცვა და გავიდა ტყეში შევარდა, არაფერი უთვამს ვინმესთვის და არცა არავის უკითხავს რამე, ყველა ხვდებოდა ვისკენაც მიეჩქარებოდა. გული სასწაულად უცემდა, უთხრა რომ ცუდად იყო, რა ჩაიდინა იმ გიჯმა, უნდა იპოვოს წრაფად უნდა იპოვოს. ჩოხელმა არ უნდა დაასწორს.სწრაფად მიდიოდა, რა იქნეოდა არ იცოდა, ის იცოდა რომ ჩოხელი მათ მიადგებოდათ. ბელა უნდა გადაემალა, როგორმე უნდა გაერიდებინა ამ არეულობისთვის, მან ხომ ყველაფერი კარგად იცოდა. იცოდა რაც მოუვიდა ბელას, ბელას დედას და მის მშობლებს. ეს ყველაფერი ბელასგან როგორმე უნდა დაემალა, რომ დაეცვა. მისი დაცვა სწორედ ეს იყო რაც ყველაზე მეტად უნდოდა, საშინლად ენატრებოდა უნდოდა სწრაფად ეპოვა და გულში ჩაეკრა, ნეტავ რა დაემართა? მივიდა მუხასთან, მანქანიან სწრაფად გადმოვიდა და მთლიანი პერიმეტრი მოიარა, ბელას ეძებდა ვერ იპოვა. წინ და უკან ნერვიულად მიმოდიოდა. ათასი აზრი უტრიალებდა, რა შეიძლებოდა დამართნოდა ბელას ისეთი, რომ ასეთი ხმა ჰქონდა? უცებ ხმაური მოესმა, სმენა დაძაბა და ხმა მიაყურადა, თვალიც მოავლო არემარეს და ხეს მიყუდებული გოგონა დაინახა.
- ბელა!- გაუხარდა, სწრაფად მიირბინა და საშინელ დღეში მყოფი ბელა რომ დაინახა გულმა რეჩხი უყო. შუბლი სისხლით ჰქონდა მოთხვრილი, მუხლებზე ჯინსი გადახეული ჰქონდა და ფეხებიც დაყვლეფილი.- ღმერთო ბელა! შემომხედე.- სახე ააწევინა, ბელა უმისამართოდ იყურებოდა, ცრემლები მოსდიოდა და ნოეს ხელებს ეყრდნობოდა.
- მაპატიე ნოე- ამოილუღლუღა და გონებაც დაკარგა. ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა, გიჟივით მოწყდა იქაურობად, გზიდან ბაგრატს დააურეკა ექიმი სასწრაფოდ გამოიძახეო. როგორც კი სახლში მივიდნენ, ეზოში ბაგრატი შეეგება ძმას. ნოემ ბელა სწრაფად გადმოიყვანა და საძინებელში აიყვანა, ექიმიც იქ იყო უკვე. გოგონა გასინჯა დაა გადასხმა დაუყენა. თან ბიჭს გახედა, რომელსაც ნერვიულობისგან უკვე ფერი დაკარგვოდა.
-იცით ვფიქრობ, ტვინის შერყევა აქვს, მაგრამ დაზუსტებით რომ ვიცოდე მინდა ტომოგრაფია გადავუღოთ, ყველაფერი შვუმოწმოთ, შინაგანი დენა არ ჰქონდეს, აშკარად ძლიერი დარტყმა აქვს მიღებული, ამიტომ მშვიდად რომ ვიყოთ ჩემ კლინიკაში გადავიყვანოთ.- ნოემ ძმას გადახხედა, მისგან ელოდა თანხმობას.
-ნოე, დავუჯეროთ ექიმს, მისი კლინიკა უსაფრთხოა. - ძმას ზურგზე ხელი მოუთათუნა, თანაგრძნობის ნიშნად და ბელაც გადაიყვანეს კლინიკაში. გასინჯეს და პალატაში გადაიყვანეს. ნოე დერეფანში ბოლთას სცემდა, ბაგრატი კი იქვე იჯდა და მშვიად ელოდებოდა ექიმს. რომელიც მათკენ მიემართებოდა.
- როგრო არის ექიმო?- უკვე აღარ შეეძლო ამდენი მოცდა ნოეს, მოუხვენარი ბავშვივით იყო. ექიმის პასუხს ისეთი ელოდებოდა, როგორც ბავშვი კამფეტს.
-ძლიერი ტვინის შერყევა აქვს, ამ ეტაპზე სტაბილურადაა, გაჟონვა არაა, არც შიდა სისხლდენა არ აქვს. პალატაშია და მის გაღვიძბას ველოდებით.
- შეიძლება ვნახო? სახლში წაყვანას როდის შევძლბთ? არ მინდა აქ დიდხანს გავაჩეროთ საშიშია.
- ვნახოთ რომ გაიღვიძებს როგორ იქნება და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ, მაგრამ მაინც მგონია რომ ერთი ღამით დატოვება უკეთესი იქნება.
- როგორც საჭირო იქნება ისე მოვიქცევით!- მკაცრად განაცხადა უფროსმა ბაგრატიონმა, ნოე არ შეწინააღმდეგებია, ბელას ჯანმრთელობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. პალატა იკითხა და სწრაფად შევიდა ოთახში, გოგონას მშვიდად ეძინა. გული მოეწურა ბელას ამ მდგომარეობაში დანახვის გამო. მასთან ჩამოჯდა, თმაზე ხელი დაუსვა და უბრალოდ აყურადებდა როგორ სუნთქავდა. მოკალათდა სავარძელში და დაელოდა ბელას გაღვიძებას. ვერც კი მიხვდა, როგორ ჩაეძინა სავარძელში.

*****
ბელამ თვალები რომ გაახილა, პირველი რაც იფიქრა იყო რომ ჩოხელმა საგიჟეთში გამოამწყვდია, მაგრამ როგორც კი ოთახს თვალი ნელა მოავლო და სავარძელში მძინარე ნოე დაინახა მაშინვე დამშვიდდა. წამოჯდომა სცადა, მაგრამ ისე ძლიერ სტკიოდა თავი ოდნავადაც ვერ ატოკებდა თავს. ნოეს ხელი იგრძნო თავისაზე და ნაზად შეეხო. ნოეც სწრაფად შეიშმუშნა და თვალები გაახილა, გოგონას დანახვაზე გაეღიმა.
- როგორ ხარ?- ისეთი მზრუნველი ხმა ჰქონდა, ბელას ესიამოვნა კიდეც.
- უკეთესადაც ვყოფილვარ, საშინლად მტკივა თავი.
- სხვა არაფერი?
- არ ვიცი ვერ ვინძრევი, მსგავსი სიგიჟეები ხშირად ჩამიდენია, მაგრამ ეს ნამეტანი იყო.- ორივემ ჩაიცინა და ნოემ მზრუნველად გადაუსვა ბელას ხელი თავზე.
- რა მოხდა? როგორ გამოიქეცი?
- თავი მოვიგიჟე და მათაც ჩემი კლინიკაში გადაყვანა გადაწყვიტეს, ნუ რა თქმა უნდა გამთიშეს, თუმცა, გამიმართლა მალევე გამოვიღვიძე და საჭეს დავეჯაჯგურე, ავარია მოხდა, საქარე მინისკენ გამისროლა და გზაზე გადმოვვარდი. დანარჩენი კი იცი, როგორ მოვედი მუხამდე არ მახსოვს.
- კარგი, ბევრს ნუღარ ილაპარაკებ, ექიმს დავუძახებ.- შუბლზე აკოცა და ოთახში ექიმს უხმო, მანაც გასინდა და გადაწყვიტა ერთი ღამით მაინც დაეტოვებინა კლინიკაში.
-ხვალ დილით გაგწერთ, ახლა კი დაისვენეთ- დაემშვიდობა ორივეს და პალატა დატოვა. ბელამ კი ნოეს გახედა, უკვე გვიანი იყო დდა ეგონა წავიდოდა.
- შენ აქ რჩბი?
- გინდა რომ წავიდე?
-არა, უბრალოდ...- ვერ მოიფიქრა რა უნდდა ეთქვა და თითების წვალება დაიწყო, ნოე კი იქვე ჩამოჯდა და გოგონას ხელებზე შეეო.
-შენ გარეშე აქედან წასვლას არ ვგეგმავ, შესაბამისად აქ ვრჩები! ახლა კი ჩაიჩოჩე ის სავარძელი ძლიან არაკომფორტულია.- ბელა გვერდით მიიწია, ნოეც იქვე წამოგორდა გოგონასკენ გადაბრუნდა და მისი სურნელი შეისუნთქა. არაფერი უთქვამთ, იწვნენ უყურებდნენ ერთმანეთს და მათი თვალები მათ მაგივრად საუბრობდნენ. ასე ჩაეძინათ, მაგრამ ბელა მთელი ღამე ბორგავდა, საშინელ სიზმრებში იყო. მისმა ტირილმა გააღვიძა ნოე. გოგონას ხელები შემოხვია გულში ჩაიკრა და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.
- მე აქ ვარ ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.
-მადლობა.-ჩაილუღლუღა და ისევ ჩაიძინა.
დილით ზუსტად ისე გაიღვიძეს, როგორც დაიძინეს. ნოე ადგა და ექიმიჩ მალე შემოვიდა ექთანთან ერთად. სისტემა მოხსნეს, ექიმმა წამლები გამოუწერა და სახლში გაუშვა, წოლიტი რეჟიმი დაუნიშნა. ბიჭმა მანქანაში ჩასვა და თვითონაც საჭეს მიუჯდა.
ბელას მაშინღა გაახსენდა მეხსიერების ბარათი, რომელიც ფეხსაცმელში ჰქონდა დამალული.
- ნოე ჩემი ნივთები?
- ნუ ნერვიულობ, ყველა შენი ნივთი მანქანაში მაქვს, მათ შორის მეხსიერების მბარათიც.- ბელამ ღრმად ამისუნთქა და ნოეს თავი დაუქნია.
-სად მივდივართ?
- ჩვენ სახლში, ჯერ ბაგრატთან გავიაროთ და მერე წავიდეთ- მშვიდად უთხრა და გზას გახედა.
- ჩვენ სახლში? ჩვენი სახლიც გვაქვს?
- რა თქმა უნდა, გახსოვს მთის სახლი? იქ წავალთ და იქ გამოჯანმრთელდები, დროებით უნდა გავეცალოთ აქაურობას.
- დროებით? რატომ დროებით?
- გინდა, რომ იქ დავრჩეთ?
- მინდა! მხოლოდ მე და შენ, არ გინდა?
- მინდა- განაცხადა ბიჭმა ბედნიერმა, ყველაზე მეტა სწორედ ეგ უნდოდა.
- მაგრამ, ბაგრატს ვერ დავტოვებთ ნოე ასე, მას მამაჩემთან მარტოს ვერ დავტოვებთ არა?- დანაღვლიანებულმა კითხა, იცოდა პასუხი, მაგრამ ნოესგანაც უნდოდა მოსმენა.
- მართალი ხარ, მაინც რამდენად საშიშია ჩოხელი?
-იმდენად რამდენადდაც ვერ წარმოგიდგენია, საკუთარი შვილის საგიჟეთში გამოკეტვაც შეუძლია და მენდე მას უფრო არ დაინდობს.
- მაშინ ასე ვიზამთ, შენ გამოჯანმრთელდი და მერე მივხედოთ ყველაფერს კარგი?
- კარგი.
სახლში მივიდნენ, ნოემ სწრაფად აიღო ნივთები, ბაგრატს დაუბარა ერთი კვირით მივდივართო და წამოვიდა. იცოდა ამ ერთ კვირას გაუმკლავდებოდა ბაგრატი ყველაფერს, ეს ხომ პირველი არ იყო. მანქანაში იჯდა უკვე, სწრაფად რომ შეუვარდათ ჩოხელი. ბელას მაშინვე ფერი წაუვიდა, ხელები აუკანკალდა და ნოეს გახედა. მას ბრაზისგან ძარღვები დაბერვოდა, ბელას ხელზე აკოცა და მანქანიდან გადავიდა.
- ჩემი ქალიშვილი დააბრუნეთ!- იღრიალა და იარაღიც მოიმარჯვა, რასაც მოჰყვა ბაგრატიონებისა და მატი დაცვის სწრაფი რეაგირება, რიცხვით ჩოხელზე ბევრნი იყვნენ, შესაბამისად გივიმ იცოდა შანსები არ ჰქონდა.
-არავინ არსად არ წამოვა, შენ ის ტყვედ გყავდა, მას არ უნდა და არ წამოვა. ზრდასრული ადამიანია და თვითონ გადაწყვეტს სად უნდა იყოს.- მშვიდად განუცხადა ნოემ, საშიშადდ მშვიდი იყო.
- ბაგრატიონებთან ჩოხელს არაფერი ესაქმება გასაგებია?! ის თქვენთან არ უნდა იყოს, ერთ კვირას ვაძლევ, სახლში თუ არ დაბრუნდება იცით რაც მოხდება, შენ თუ არა ბაგრატმა და ბელამ იციან!- მკაცრად განაცხადა- გაიგე ბელა?! სახლში უნდა დაბრუნდე, თუ არადა იცი რაც მოხდება!- განუცხადა და იქაურობას გაეცალა. ნოე და ბელა კი წავიდნენ მთის სახლში, გზაში არცერთ არაფერი უთქვამს, ჩუმად იყვნენ. საწოლზე დააწვინა ბელა და გვერდით მიუწვა, თავიმხარზე ჩამოადო და თავისი თითები ბელასაში გადახლართა.
- არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება, შენ თავს არ დავუთმობ.
- მე იმის მეშინია შენ არ დაგემართოს რამე, მე არაფერი მომივა, იმაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს რაც მოხდა. ხო მართლა ბარათი მომეცი და ლეპტოპი მომაწოდე, მას ჰგონია ყველა კოზირი მხოლოდ მას აქვს, არ იცის რომ მისი შვილი იმაზე მამაცია ვიდრე ეგონა.- ნოემ მიუტანა ყველაფერი და ბელამაც შეაერთა ჩოხელის სერვერიდან გადმოწერილი ბარათი, უცებ ჩამოტვირთა ყველაფერი ლეპტოპში და ყველა ფაილს ერთად გადახედეს, ჯეკპოტი მოიგეს, გივის ყველა მაჰინაციები იქ იყო. იქ იყო ასევე ბელას შესახებ ინფორმაცია, კიდევ იყო ორი უცნაური ფაილი ბაგრატიონებისა და ბელას დედაზე. ნოემ და ბელამ ყველაფერი დაათვალიერეს, ის რისგანაც ნოეს უნდოდა გოგონას დაცვა ამოტივტივდა ვერ შეძლო დამალვა. ბელას ხელები აუკანკალდა, სუნთქვა გაუხშირდა. უკვე ისტერიკა ეწყებოდა, ნოე სწრაფად მოეხვია, ძლიერად ეხუტებოდა და სახეს უკოცნიდა. მერე გაახსენდა, რომ ამ დროს უკეთესი იქნებოდა სველი ხელების სახეზე მოსმა. წამოდგა, რომ ცივი წყალი მოეტანა.
-არ დამტოვო- ამოილუღლუღა და ნოემაც ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო, ბელასთან დაბრუნდა და გოგონაც ისეთი ჩეკრა აღარც უფიქრია ბევრი ძლიერად მოხვია ხელები მანაც და დამშვიდება დაუწყო. ნელ-ნელა ბელამ დამშვიდება დაიწყო, ნოეს ახედა და ბიჭის სახეზე სევდა, შიში და ნერვიულობა ამოიკითხა. სევდიანად გაეღიმა გოგონას და ტუჩებზე ნაზად შეახო თავისი.
- უშენოდ ამ ყველაფერს ვერ გადავიტან, უშენოდ ამ ომში ვერ ჩავებმები! იქნები ჩემთან ერთამ ამ ბრძოლაში?- ამოილუღლუღა გოგონამ, ნოემ თავი დაუქნია და ბელას ისე აკოცა, თითქოს ამას ელოდებოდა მისი ცხელი ტუჩები.
-შენ მე ცხოვრებას თავდაყირა დამიყენებ, მაგიჟებ!- ვნებიანი ხმით უთხრა გოგონას და ტუჩის კუთხეში აკოცა.
- ჩვენი გრძნობები ორმხრივია.- ჩაიცინა ბელამ, აღარც თავის ტკივილი ახსოვდა და აღარ რამდენიმე წუთის წინ ნანახი შემზარავი ფაქტები, ნოეს კალთაში სწრაფად ამოყო თავი და ბიჭის ტუჩებს დაეპატრონა. იმ ღამეს ბელამ და ნოემ უსიტყვოდ აუხსნეს სიყვარული ერთმანეთს, იმ ღამეს მათი სულიც და ხორციც ერთ მთლიანად იქცა. დილით ბიჭზე მიკრულს გაეღვიძა, ისე საყვარლად ეძინა ნოეს შეეძლო მთელი დღე ეყურებინა. ბიჭის კულულებს ეთამაშებოდა, ნოე იშმუშნებოდა და ეღიმებოდა.
- დამაძინე პატარა ქალბატონო.- დაბოხებული ხმით უთხრა ნოემ.
-დილამშვიდობისა- დაიჩურჩულა ბელამ და ტუჩებზე ნაზად შეეხო.
- ყველა დილა ასე მინდა რომ დაიწყოს!- წამოჯდა ნოე, ბელას შიშველ მხარზე აკოცა, ჩაიცვა და სამზარეულოში ჩავიდა. ყავა მოამზადა და ბელას აუტანა. ყავა დალიეს, მერე მსუბუქად ისაუზმეს და ბელა ხელში აყვანილი ეზოში გაყვანა სუფთა ჰაერზე დასვა, ზურგიდან მიეხუტა გოგონას და ულამაზეს ხედებს დაუწყეს ყურება. მთელი კვირა ასე გალიეს, მათი ვნება ერთმანეთის ცეცხლს უფრო აღვივებდა, ამ ცეცლში კი ვიღაც აუცილებლად დაზარალდებოდა....

ერთი კვირა გავიდა, ჩალაგდნენ და როგორც შეთანხმდნენ ბაგრატიონების "სასახლეში" ბრუნდებოდნენ. კარგ განწყობაზე იყვნენ, ნოემ კიდევ ერთხელ გემრიელად დაუკოცნა საყვარელ ქალს სახე და მანქნა დაძრეს.....




ბოდიშით დაგვიანებისთვის, იმედია მოგეწონებათ! ველოდები თქვენს შეფასებებს, დიდი მადლობა რომ კითხულობთ.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერესო ისტორიაა ,ზღვა ემოციით სავსე.საინტერესოა რა ტრაგიკული ისტორია იმალება ამ გვარების მტრობის უკან და იქნებიან თუარა ბელა და ნოე საკმარისი წარსულის დასავიწყებლად,თუმცა ალბათ ამას მალე გავიგებთ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent