Garden of four seasons (თავი 3)
თავი 3 ნელა გავახილე თვალები, ვერ გამერკვია ჯერ კიდევ მეძინა თუ უკვე გამოვფხიზლებულიყავი.ა მაზე უცნაური სიზმარი ჯერ არ მენახა. ხელზე ვიჩქმიტე.მეტკინა და მივხვდი, რომ სიზმარში აღარ ვიყავი. გულზე მივიჭდე ხელი, საშინლად მტკიოდა თითქოს ათასობით პატარა ნემსი მჩხვლეტდა და მაწამებდა. მოვიკუნტე და მეორე ხელი ისე მაგრად მოვმუშტე, რომ სისხლი წამომივიდა. ოთახში დეიდა შემოვიდა.ალბათ უნდა ეთქვა: ,,სკოლაში გაგვიანდება შარლი!"მაგრამ ჩემმა ცრემლებმა ყურადღება სხვარამეზე გადაატანინა. -აბა, აბა. რატომ ტირიხარ პატარავ.–მომიახლოვდა და მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი. -არ ვტირივარ, უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა.–მოვიმიზეზე და ისედაც გაწეწილი თმა, სახეზე ჩამოვიშალე. დამაკვირდა,ამათვალიერ-ჩამათვალიერა და თქვა: -კარგი მაშინ ადექი,თავი მოიწესრიგე და ვისაუზმოთ.–ცოტა აფორიაქებული ტონით მითხრა. -ახლავე.–მთქნარებით ვუთხარი. ☕☕☕ როდესაც სამზარეულოში შევდიოდი ჩვენი გუშინდელი საუბარი გამახსენდა და გადავწყვიტე აუცილებლად მეკითხა დეიდასთვის თუ რა სერიოზული საქმე ჰქონდა. მაგიდას უსიტყვოდ მივუჯექი და ჭამა დავიწყეთ.ვიფიქრე, რომ თვითონ დაიწყებდა საუბარს,რის გამოც დაცდა ვარჩიე. მაგრამ დრო გადიოდა და ხმას მაინც არ იღებდა,ამიტომაც საუბრის დაწყება ჩემს თავზე ავიღე, მაგრამ... -როგორ ჩაიარა გუშინდელმა სასწავლო დღემ?-მშვიდად მკითხა. -როგორც ყოველთვის-მეც მშვიდადვე ვუპასუხე. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რის გამოც ისევ მე გადავწყვიტე საუბრის დაწყება. -გუშ... -დღეს ცოტა შემაგვიანდება და იცოდე.-ისევ გამაწყვეტინა. -კარგი.-ცოტა არ იყოს გაღიზიანებულმა და დაბნეულმა მივუგე. ასე რატომ ყოყმანობდა?! რა უნდა ეთქვა ჩემთვის?! ???????????? დარჩენილი თხუთმეტი წუთი სიჩუმეში გავატარეთ. ვიფუქრე რახანც არაფერს არ მეუბნება მაგის მიზეზი ექნებაო და ალბათ, როდესაც მზდ იქნება მაშინ მეტყვის სათქმელს მეთქი. ამიტომაც ჩემს ოთახში ასვლა და მუსიკის მოსმენა ან წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე. და...უკვე წასვლას ვაპირებდი,როდესაც ხელზე მომქაჩა და სკამზე ძალით დამაგდო. -შარლოტა-ნერვულად დაიწყო თითების თამაში,შემდეგ კი ორ წუთიანი პაუზა გააკეთა. უკვე ნერვიულობისგან და ცნობისმოყვარეობისგან ვკვდებოდი. -გთხოვ,დროს ნუ წელავ და ეგრვე მთავარზე გადადი.-მარცხენა ფეხმა თამაში დამიწყო,ასე ვიცოდი ხოლმე როდესაც ვნერვიულობდი, ან როდესაც მოთმინებას ვკარგავდი. -კარგი, მოკლედ-ერთი ჩაისუნთქა ამოისუნთქა და შეძლებისდაგვარად მშვიდად მითხრა-ამ ქვეყნიდან დროებით მივდივართ. გავშრი. ენა ჩამივარდა. -მართლა? სად?!-გახარებულმა წარმოვთქვი. მან გაოგნებულმა შემომხედა. -საფრანგეთში-თქვა და ჩემს რეაქციას დააკვირდა. მეც გახარებულმა აქეთ-იქით ხტუნვა და ცეკვა დავიწყე. როგორციქნა ამ ქვეყნიდან წავიდოდი და მსოფლიოს ვნახავდი. როგორციქნა ჩემს ოცნებას ავისრულებდი! თან არა მხოლოდ სხვა და სხვა ლამაზ და სახელ განთქმულ ადგილებს დავათვალიერებდი, არამედ... ჩემს ოჯახის წევრებსაც ყოველდღე ვნახავდი. ბებია როზა, როგორ მომენატრე... უცებ ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს რაღაც ძლიერად ჩამცხეს თავში და ღრუბლებიდან მიწაზე მტკივნეულად დამანარცხესო. ერთ ადგილზე გაყინულმა თავი ძლივ შევატრიალე და დეიდას დასევდიანებული თვალებით შევხედე. -კი, მაგრამ ლუი და ჯესიკა,ან ეშლი და ჯეისონი-გავჩერდი და მერე წარბშკრულმა დავამატე: -არა მე არსადაც არ წამოვალ, აქ ვრჩები. არარსებული ამბავი იყო. ჩემს მეგობრებს ასე უბრალოდ ვერ მივატოვებდი! -მაგ საკითხზე ნუ ინერვიულებ.ისინით წასვლას აპირებენ. აქ მხოლოდ ცხონებული დედაშენის ხათრით რჩებოდნენ. ახლა კი...როდესაც გაიგეს თუ რა გეგმები მქონდა თვითონაც აქედან ბავშვების თავიაანთ მშობლიურ ქვეყნებში წაყვანა გადაწყვიტეს, რათა იქაურ კულტურას და ცხოვრების წეს მიაჩვიონ. -კარგი. რადგანაც ასეა...-ერთი წამით ჩავფიქრდი, შემდეგ კი სახეზე ფართო ღიმილ გადაფენილმა მივუგე.- რა გაეწყობა. აბა როდის მივფრინავთ? -ხვალვე. -ასე მალე?! ???????????? აი ასე დამთავრდა ჩემი რვა წლიანი ცხოვრება საქართველოში.ამ მოგზაურობამ კი საფრანგეთში, დაუდო სათავე ჩემს თავგადასავლებს.თურმე რა მშვიდი ყოფილა ჩემი ცხოვრება მანამდე! მაგრამ ახლა სად მაქვს წუწუნის დრო,ან საშუალება?!ისეთი ამბები ტრიალებს აქ. მოდით თქვენც და მეც,რომ არ დავიტანჯოთ მოლოდინში,რამოდენიმე წელს გადავახტები და ყველაზე საინტერესოდან გავაგრძელებ თხრობას.მაშასადამე გავაგრძელოთ! Love Charlotte |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.