May love burn everything ( final)
დასასრულის დასაწყისი დილით რომ გაიღვიძა პირველი რაც გააკეთა ცხელი შხაპი მიიღო, უცებ გადაიცვა სპორტულები და საძინებელში დაბრუნდა. მალევე გაისმა კარების ხმა და ოთახში უფროსი ჩოხელი შემოვიდა ლანგრით ხელში. საწოლზე დაუდო და ოთახიდან გავიდა, ნეტა როდემდე აპირებდა გოგონას აქ გამოკეტვას? ბელამ ისაუზმა თუ არა ტოქსიკოზმაც არ დააყოვნა ყოველთვის კვების შემდეგ ემართებოდა ასე. სააბაზანოდან გამოსულმა ლეპტოპი ჩართო სტატია შეამოწმა უკვე გამოუქვეყნებია, კმაყოფილმა დახურა და დამალა. კარებისკენ წავიდა სახელური ჩამოწია თუ არა მისდა გასაკვირად გაიღო. ოთახიდან გავიდა სამზარეულოში შევიდა და იქვე ბართან მოკალათდა, დაელოდა გივის რეაქციას. ღრიალი რომ გაიგო, სასწრაფოდ შევიდა ფარეხში, ბენზინით სავსე ბალონი აიღო და სამზარეულოს მიასხა, ასანთი მიუგდო თუ არა სასწრაფოდ გავარდა ჩრდილოეთის მხარეს. იქიდან გაიპარა და გზას დაადგა, მალევე მიწვდა მის ყურთასმენას აფეთქების ხმა და უფრო აუჩქარა ფეხს. ჩოხელების სახლი იწვოდა ზუსტად ისე, როგორც მან სცადა ბელას სიყვარულის გადაწვა! ახლა ბელამ გადაწვა თავისი სიყვარულისთვის ყველაფერი, გზაზე რომ გავიდა მალევა ჩაუქროლა პოლიციამ, სახანძრომ და სასწრაფომ. ტაქსი დალანდა ხელიტ ანიშნა გააჩერეო ჩაუჯდა და ექიმის მისამართი უკარნახა. მალე მივიდა ლალი და ექიმი რომ დაინახა გახარებული გადავიდა, ტაქსისტს ანგარიში გაუსწორეს და ბელამ ნივთების აკრეფა დაიწყო, ჩანთაში ჩაილაგა მანქანის გასაღები აიღო და ექიმთან შევიდა კაბინეტში. - ყველაფერი მზადაა? - კი ბელა, სწორი გადაწყვეტილება მიიღე რომ გადაწყვიტე მათი გერმანიაში გადაყვანა, იქ უფრო კარგად მიხედავენ! შენ პასპორტები აიღე? - კიკი, მზად ვარ, ახლა მათთნ წავალ... - მარტო ვერ გაგიშვებ მეც წამოვალ, გაგაცილებთ მე და ლალი. - კარგით. ლალი, ექიმი და ბელა გზას გაუდგნენ გული სწრაფადდ უცემდა, ძალიან ნერვიუობდა არ იცოდა როგორ შეძლებდა ნოეს იმ მდგომარეობაში ნახვას. კლინიკაში შევიდნენ თუ არა ატყდა ერთი ამბავი, პოლიცია მალე მოვიდა, ბელამ გაარკვია სიტუაცია, გადასცა მეხსიერების ბარათიც და ბიჭების წაყვანაზე ნებართვა დაუკმაყოფილეს. როგორც გაირკვა ჩოხელების რეზიდენცია სრულიად დაიწვა, თვიტონ გივის დაჭერა კი შეძლეს და მალე სასამართლოც გაიმართებოდა. ბელას ჩარევა არ უნდოდა ამიტომ მხოლოდ სამხილები გადასცა და ბიჭებთან წავიდა. ექთნებმა და ექიმებმა ბაგრატიონები თვითმფრინავში აიყვანეს, ბელამ ამასობაში ყველაფერი მოაგვარა, ლალისაც დაემშვიდობა და უთხრა მალე წაგიყვან შენცო. ექიმს მადლობა გადაუხადა და თვიტმფრინავში ავიდა. ნოეს გვერდით იჯდა და ახლაღა მოიკრიბა გამდებდაობა საყვარელი კაცისთვის შეეხედა, ისე მშვიდად ეძინა თითქოს ის უბედურება სულ არ ყოფილაო, თითქოს სიკვდილს არ ებრძოდა. გული ეწურებოდა ხელზე ნაზად შეეხო და ცრემლები მოიწმინდა. ემოციებს ვერ თოკავდა, გული სწრაფად უცემდა, ბიჭის ხელს ეფერებოდა და სიყვარულით სავსე თვალებით დასცქეროდააა ბიჭს. მალე ჩაფრინდნენ გერმანიაში ექიმები უკვე მზად ყოფნაში იყვნენ, როგორც კი თვითმფრინავი დაეშვა მაშინვე დაესივნენ ბიჭებს ექიმები. ბელა მკურნალ ექიმთან ერთად შევიდა შენობაში. - მოკლედ ქალბატონო ბელა, ახლა მათ ტომოგრაფიებს გადავუღებთ, ანალიზებს ავუღებთ სიტუაციას შევაფასებთ და შესაბამის განყოფილებაში გადავიყვანთ. - იცით მეც მჭირდება ექიმი, ფეხმძიმედდ ვარ და ექიმის აყვანა მინდა.- გერმანულადვე უპასუხა ექიმს და მანაც კოლეგასთან გადაამისამართა, სანამ ექიმთან მივიდა გაესაუბრა და ჩაეწერა, ბიჭებს ანალიზები აუღეს, ტომოგრაფია გადაუღეს და პალატაში დააწვინეს. მათი ნახვა უნდოდა ბელას, მაგრამ ექიმმა უთხრა ჯობს ახლა დაისვენოტო და შინ გაუშვა. სასტიკად არ უნდოდა ახლა წასვლა, ნოეს დატოვება წამითაც არ უნდოდა, მაგრამ იცოდა გერმანელი ექმიების პრინციპები, ამიტომ შენობიდან გამოვიდა და გადაწყვიტა ბინა მოეძებნა, რომელიც მომავალში ბიჭების და მისი სახლი იქნებოდა. ბევრი სახლი მოინახულა, საუკეთესო შეარჩია იყიდა და საავადმყოფოსკენ წავიდა, გზად ტელეფონიც იყიდა, გერმანული ნომერი აიღო და კლინიკის შენობაში შევიდა. მიმღებში იკითხა ექიმ შლეიდენთან შესვლა თუ შეეძლო და თანხმობა რომ მიიღო მაშინვე მის კაბინეტს მიაშურა. ექიმმა ახარა ანალიზები მოვიდაო. - დაბრძანდით ქალბატონო ბელა, არ ინერვიულოთ ორივეს ნორმალური პასუხები აქვთ. დროებით კიდევ ეძინოთ, ძვლების შეხორცება ფაქტობრივად დასრულებულია, ტვინის მომჯობინებაზე ვმუშაობთ ახლა. იმედი არის რომ ყველაფერი კარგად წავიდეს, თუმცა, არ ვიცით ამას რამდენი დრო დაჭირდება. - ყველაფერი რიგზეა, ცვენ აქ სპეციალურად თქვენთვის ჩამოვედით და გენდობით, შემიძლია რომ მათთან პალატაში დავრჩე? - დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ მდგომარეონაში ეს სწორი გადაწყვეტილებაა? - კი, ექიმიც ახლოს მეყოლება ა ყველაფერი რიგზე იქნება. ყველაფერს შევასრულებ სწორედ, უბრალოდ მინდა მათთნ ვიყო ისინი ჩემი ოჰანა არიან, ხომ ხვდებით. - კაცს გაეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ოთახიდან გავიდა და პალატაში შვიდა. ბიჭებს რა თქმა უნდა ეძინათ, იმდენ აპარატზე იყვნენ მიერთებულები გული მოეწურა მათ შემხედვარე. ნოესთან მივიდა შუბლზე აკოცა. შემდგ ბაგრატს მოავლო თვალი, ვიპ პალატაში იწვნენ იქვე დივანი იდგა, გაშალა კომფორტულად მოაწყო და შემდეგ ისევ ბიჭებთან გადაინაცვლა. ნოეს თმაზე ეფერებოდა და თან ესაუბრებოდა. - ჩემო სიყვარულო, მალე უნდა გაიღვიძო სიურპრიზი გელოდება, ერთი სული მაქვს როდის ჩაგეხუტები, როდის გავიგონებ შენ მონატრებულ ხმას. მომენატრე გესმის? მინდა რომ დამიბრუნდე ისევ ისეთი, ჩემი ნოე მინდა მზრუნველი და ყურადღებიანი! თქვენ ჩემი ოჰანა ხართ, ხომ გახსოვს რასაც ნიშნავს? ოჰანა ნისნავს ოჯახს, ოჯახი კი ნიშნავს რომ არავის იტოვებენ უკან ან ივიწყებენ. უთქვენოთ მე ვინ ვიქნები? მჭირდებით, რომ ერთად გავუმკლავდეთ ყველაფერს, ამ სიახლეს, ახალ გარემოს, ახალ სახლს. ჩვენი პატარა ოჯახი უნდა დავაბინაოთ!- პრივეს ელაპარაკა, მალე ექთანი შემოვიდა წამლები გაუკეთა ბიჭებს და დატოვა პალატა. ბელამ საათს დახედა, გინეკოლოგთან ვიზიტის დრო იყო. კაბინეტში შევიდა და ექიმმაც გასინჯა, პატარა კესანე მშვენივრად გრძნობდა თავს უკვე ორი თვე უსრულდებოდათ. ექიმისგან დანიშნულება მიიღო და კაბინეტიდან გავიდა, საჭირო მედიკამენტები შეიძინა, პალატაში შებრუნდა შხაპი მიიღო და დივანზე წამოწვა, მალევე მიიძინა. **** ასე გრძელდებოდა სამი თვე, რეჟიმში იყო ბიჭბს მასაჟებს უკეთებდა ხოლმე, ცდილობდა სწორადაც ეკვება, ყოველ საღამოს კი ნოეს ელაპარაკებოდა, ეფერებოდა. სამი თვის შემდეგ კი ექიმმა იხმო კაბინეტში და სასიხარულო ამბავიც ახარა. - ქალბატონო ბელა, დღეს ბიჭებს სასუნქი აპარატიდან სულ მოვხსნით, ნელ-ნელა გაღვიძებასაც დავიწყებთ, თქვენ როგორ ხარტ? პატარა კესანე? - მადლობთ კარგად ვართ ორივე, ეს ძალიან კარგი ამბავია! რეაბილიტაციას მაშინვე დაიწყებენ? - ეტაპობრივად, ასე ერთბაშად არ გამოვა პატარა ქალბატონო.- ამ ხნის განმავლობაში ამ ექიმთანც კი გამონახა კარგი ურთიერთობა, პალატის ექტანთან საერთოდ დადაქალდა, მართა ძალიან ეხმარებოდა გოგონას. ბელამ ექიმის კაბინეტი ბედნიერად დატოვა და პალატამდე მართასთან შევარდა, ახარა კარგი ამბავი და მეგობარი ჩაიზე დაპატიჟა. მშვიდად დალიეს ჩაი, ცოტა ისაუბრეს კიდევც და სათს რომ დახედეს ბიჭებს უკვე მასაჟი უწევდათ და წავიდნენ. ოთახს მუაშურეს ბელა ნოეს უმასაჟებდა ზურგს, მართა კი ბიჭს იჭერდა. ერთიანი ძალებით ორივეს გაუკეთეს მასაჟები იმის შიშით რომ ნაწოლები არ გაჩენოდათ, ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდნენ. მეორე დღეს ექიმი შემოვიდა და ბიჭები სასუნთქი აპარატიდან მოხსნა. თანაბრად სუნთქავდნენ ორივე. ექთნებს უბბრძანა დამაძინებელი პრეპარატები ამოიღეთ დანიშნულებიდანო, ბელას მიუბრუნდა მიულოცა ეს კარგი ამბავი და ოთახი დატოვა. ცივი დეკემბერი იყო, მაგრამ ისე გადიოდა თვეები ბელა ვერც ხვდებოდა ვერაფერს. კლინიკასი ცხოვრობდა, არც ამინდი აინტერესებდა და არც სხვა რამ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის ბიჭების მდგომარეობა იყო. თვალი ვერ მოხუჭა მთელი ღამე, თბილ ხალათში გახვეული იდგა ფანჯარასთან და დათოვლილ ბერლინს გაყურებდა, ფიქრობდა პატარა კესანეზე, ნოეს გამოფხიზლებაზე და იმ ბედნიერ დღეებზე, რომლებიც წინ ელოდათ. ისე იყო ფიქრებში გართული ვერ მიხვდა უკნიდან ვიღაც რომ მიუახლოვდა და ხელები შემოხვია, გული გაუსკდა რამის იკივლა ელდა ნაკრულივით შემოტრიალდა და ხელში ნოე რომ შერჩა ჯერ გაოგნებული უყურებდა მერე კი გონებას სანამ დაკარგავდა ღილაკს დააწვდა ექთანი გამოიძახა და გულიც წაუვიდა. თვალები რომ გაახილა დივანზე იწვა, ნოეც იქვე საწოლზე იწვა და იქიდან ადევნებდა თვალს რა ხდებოდა. გონს მოსულს წამში გაახსენდა რაც მოხდა და ნელ-ნელა წამოდგა და მართას შეხედა ჯერ, მერე თვალი გააპარა საწოლისკენ, ნოეს თავი წამოეყო და გოგონას იმ ღიმილით უღიმოდა ასე რომ უფორიაქებდა გულს. თვალები ცრემლით აევსო, როგორ ელოდებოდა როგორ უხაროდა, ნელა წამოდგა და საყვარელი მამაკაცისკენ წავიდა. მართაც უკან მიყვეოდა, იცოდა ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა ისევ ცუდად გამხდარიყო. ბიჭს მიუახლოვდა და ჩხეუტა, წამოხრდილი მუცელი ცოტა კი უშლიდა ხელს, მაგრამ მაინც თბილად მოეხვია, კისერში აკოცა და ბიჭს ახედა. - როგორ მენატრებოდი..- ამოისლუკუნა გოგონამ, ნოემ სველი თვალები დაუკოცნა და გოგონას უფრო ძლიერად მოხვია ხელები. როგორ ენატრებოდა ეს ჩახუტება, ეს ღიმილი და ეს კაცი... - ბელა, ჩემო სიყვარულო გასუქდი? კიდევ უფრო ლამაზი ხარ..- გაუღიმა ბიჭმა გოგონას, ბელას ამ კითხვაზე გაეცინა მის წინ დაჯდა და ნოეს ხელები თავისაში მოიქცია. - ნოე გახსოვს ხანძრის დღეს რაზე ვსაუბრობდით? - კი, ქორწილზე ბავშვზე და ბედნიერად ცხოვრებაზე. - ხოდა იცი თანმიმდევრობა ცოტა აგვერია..- ჩაიცინა ბელამ და ნოეს ხელი მუცელზე დაადებინა, ბიჭმა დენნაკრავივით გაწია ხელი, მერე ნელა შეეხო მუცელზე და ბელას აწყლიანებულ თვალებს თავისი შეანათა. - კესანე....- ჩაილაპარაკა ნოემ და ობლად გადმოგორებული ცრემლი მოიწმინდა, გოგონას მონატრებულ ტუჩებზე დააძგერდა, მთელი სახე დაუკოცნდა.- ღმერთო როგორ მიყვარხარ პატარა ქალბატონო..- ამოთქვა ბოლოს და გოგონაც აკისკისდა. - მეც მიყვარხარ, ახლა უნდა დაისვენო! ხვალ ექიმი გაგსინჯავს და რეაბილიტაციას დავიწყებთ!- ბიჭს სახე დაემანჭა, მაგრამ არ შეწინააღმდეგებია, მართამაც დატოვა პალატა რომ მიხვდა ყველაფერი რიგზე იყო. ნოეს მარტო დაწოლა არ უნდოდა მონატრებულ საყვარელ ქალთან ერთად დაძინება უნდოდა, ბელაც მიუწვა, ბიჭმა მკლავებში მოიქცოა ყელში აკოცა და მშვიდად დაიძინეს. მეორე დილით ყველაფერი მშვენიერი იყო, ბელამ რომ გაიღვიძა ნოეს მკლავებში სიამოვნებისგან გააჟრიალა, მონატრებულ ტუჩებს დაწვდა და ბიჭიც გამოაფხიზლა წუწუნით. - კარგი რა პატარა ქალბატონო ცოტახანიც დამაძინე.- ცხვირზე ცხვირი გასუვა გოგონამ და მისი მკლავებიდან გათავისუფლდა. უცებ მიიღო შხაპი, მოწესრიგდა და ოთახში დაბრუნდა, მალე მათაც შემოვიდა ყავა მიაწოდა და ნოეს წნევა გაუზომა, ბაგრატიც შეამოწმა და კვლავ დატოვა ოთახი. ნოე ისეთი სიყვარულით უცქერდა გოგონას, ბელას ლოყებიც კი შეეფაკლა, ამაზე ნოემ გადიახარხარა. - როგორი ლამაზი ხარ იცი? ორსული კიდევ უფრო სასწაულად გამოიყურები.- უთხრა გოგონას და თავის საწოლზე ხელი დაადო ბელას ანიშნა მოდიო, ისიც მივიდა ჩამოჯდა. ნოემ მუცელზე დაუსვა ხელი მერე უფრო მიიწია და აკოცა თან ლაპარაკი დაუწო- კესანე მამას პატარავ, მალე გამოძვერი რა...- ამაზე პატარამაც არ დააყოვნა და ნოეს მუცლიდან გასცა პასუხი, მოარტყა და ბიჭს მისი რომელიღაც ნაწილი ცხვირში მოხვდა.- ბელა?! - კი პასუხი გაგცა, უკვე დიდი გოგოა... ცელქია- ჩაეცინა ბელას, მერე გაახსენდა დღეს რომ მეხუთე თვე შეუსრულდათ და ექოზე უნდა მისულიყო.- დღეს ექო გვიწევს არ გინდა პატარა ნახო? ექიმს ვთხოვ რომ შემოგიყვანოს ექოსკოპიის კაბინეტში რას იტყვი?- ამის მოსმენაზე ბიჭს თვალები აენთო ამაზე მეტად განა უნდოდა რამე? თავი დაუქნია და გოგონას ტუჩებზე დააცხრა. - არა საშინლად მომნატრებიხარ, მიყვარხარ პატარა ქალბატონო.- თმაზე დაუსვა ხელი და ამჯერად ყელში აკოცა, ბელას სასიამოვნოდ გააჟრიალა და წამოდგა. ექიმთან შვიდა თხოვა ნოე შეეყვანათ ექოს კაბინეტში, რაზეც თანხმობა მიიღო. ახლა ორივე ექოსკოპიის კაბინეტში იყვნენ, გაყურსული ელოდებოდა პატარას დანახვას ნოე. მალე გამოჩნდა კიდეც, როგორც კი დაინახა პატარა თვალები სიხარულით აენთო ბელას ხელი ჩაჭიდა და ნაზად აკოცა, თან ექიმს უსმენდა. - აი ეს მისი ხელებია, ეს კი ფეხები, აბა ვნახოთ ახლა მაინც თუ დაგვენახხება..- ნოემ გაკვირვებულმა გახედა ბელას. - ნუთუ აქამდე სქესი არ იცოდი? - არა, უშენოდ არ მინდოდა გაგება, მაგრამ გადავწყვიტე მაინც რომ ის გოგონაა და მთელი ხუთი თევა კესანეს ვეძახი...- ჩაიდუდღუნა გოგონამ, ნოეს არაფერი აღარ უკითხავს ექიმს ელოდებოდა რას იტყოდა. - გილოცავთ, პატარა გოგოა...- ამის მსმენაზე ორივეს აეცრემლა თვალები, ერთმანეთს გადახედეს არცერთს არ შეშლია სწორედ ეძხდნენ სახელს, კაბინეტი ბედნიერად დატოვეს და გზაში საუბრობდნენ თან ფოტოს უყურებდნენნ. - შხედე როგორი პაწუკა ფეხუცები აქ..- აღფრთოვანებული ელაპარაკებოდა ნოე გოგონას, ბელაც სიამოვნებით ისმენდა და უხაროდა ოცნებები ნელ-ნელა უხდებოდა. პალატაში შესულებს ხელებგადაჯვარედინებული ბაგრატი დახვდათ. - სად დამტოვეთ ამდენ ხანს?- ნოემ და ბელამ ერთმანეთს ბედნიერად გადახედეს, ბაგრატს გადაეხვივნენ და ყველაფერი უამბეს, ბელას ორსულობით ისიც ძალიან ბედნიერი იყო. ბიძობა ახარებდა... მალევე დაიწყეს რებილიტაცია მთელი თვე მოანდომეს, ახალ წელსაც კლინიკაში შხვდნენ, როგორც კი საახალწლო დასვენებები დასრულდა ბჭები გაწერეს. ბელას მიერ შეძენილ ბინაში წავიდნენ. - მალადეც რძალო, კარგი ბინა შეგირჩევია, მაგრამ ნამდვილად აქ გვინდა ცხოვრება? იქნებ დავბრუნდეთ საქართველოში? -ასეც მოვიქცევით!- თქვა დაბეჯითებით ნოემ.- ჩემო სიყვარულო ჩვენი კესანე უცხო ქვეყანაში არ უნდა გაიზარდოს, დავბრუნდეთ რა საქართველოში,სახლი ავიშენოთ ჩვენი ბიზნეში მყარად დავაყენოთ ფეხზე და ლალი! ხო ლალი დაგვეხმარება პატარასთან- კმაყოფილი სახავდა გეგმას და თან ბელას ეხუტებოდა. -კარგით ბიჭებო დავბრუნდეთ საქართველოში, უბრალოდ იმდენად მეშინოდა გივისი იქ გაჩერება არ შემეძლო, თანაც თქვენც ისეთ მდგომარეობაში იყავით მერჩივნა სხვა სპეციალისტების ხელში ყოფილიყავით არ ვიცოდი გივიმ რა ჩაიდინა...- ნოე კიდევ უფრო მეტად მოეხვია და შუბლზე აკოცა - ყველაფერი წარსულშია, ახლა ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, როგორც იქნა გავერთიანდით ისე როგორც სწორი იყო!- თქვა ბაგრატმა და გოგონას თმაზე ხელი გადაუსვა. **** ექიმს დაელაპარაკნენ, ფრენა შეიძლებოდა თუ არა ახლა ბელასთვის და რომ მიიღეს თანხმობა მაშინვე ჩაბარგდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ. აეროპორტში ლალი დახვდათ, ისეთი ბედნიერი იყო, იმდენი იტირეს მან და ბელამ რომ რავიცი. ბელას მოზღვავებული ჰქონდა ჰორმონები ისე იყო შეცვლილი, ყველაფერზე ტირილი შეეძლო ამის გამო ნოე და ბაგრატი სულ ტავდაყირა იდგნენ რასაც ჰქვია ოღონდ ბელას არაფერი სწყენოდა, არ განერვიულებულიყო და ასე შემდეგ. ახლა საქართველოში რომ დაბრუნდნენ იმდენი ლოცეს ლალი, ოღონდ ახლა გვიშველეო, რომ რავიცი. ლალის ძველ ბინაში დაბინავდნენ დროებით, ბიზნესს ხელი მოკიდეს ძმებმა და ფეხზე წამოაყენეს, ბელა და ლალი კი დიასახლისობდნენ, პარალელურად ბელა ეძებდა შესაფერის ადგილებს სადაც სახლს ააშენებდნენ და თავიანთ ოჰანას შექმნიდნენ. შინ დაბრუნებულ ბიჭებს გადაეხვეოდა ხოლმე ყოველ საღამო გაუზიარებდნენ ერთმანეთს დღის ამბებს, მერე ივახშმებდნენ და ასე, ყოველ თვე დადიოდნენ ექიმთან ნოე და ბელა. მათი სახლიჩ აშენდა მალე და იქ გადავიდნენ, ამ დროს ბელა უკვე რვა თვის ფეხმძიმე იყო, მშვენიერი ამინდი იყო ხეეი უკვე კარგად გაყვავებულა გაზაფხული იწურებოდა უკვე, პატარა კესანეს ოთახი მოცისფრო მოიასამნისფროდ შეღებეს ბიჭებმა, კედელზე კესანებიც კი დაახატინეს მხატვარს. ყველაფერი ისე მორთეს როგორც ბელას უნდოდა, მესამე ტრიმესტრი უფრო მარტივი არმოჩნდა ყველასთვის, ბელა აღარ ჭირვეულობდა მართალია სასწაულ საჭმელებს ჭამდა, მაგარმ ამასაც უკვე შეჩვეოდნენ ბიჭები... **** შუა ღამე იყო ბელას რომ გამოეღვიძა და საპირფარეშოს მიაშურა, სხვანაირად იგრძნო თავი, თითქოს მუცელიც ტკიოდა, მაგრამ უკვე შეჩვეული იყო ასეთ მსუბუქ ტკივილებს გრძნობდა. ყურადღბა არ მიაცია და დაძინება სცადა, თუმცა, არ დასცალდა ტკივილებმა უმატეს და ბელამაც მეტი ვეღარ მოითმინა ნოე შეანჯღრია. - სიცოცხლე გაიღვიძე, დაიწყო...- ნოეს გონში ვერ აგდებდა, გაგუდულს ეძინა.- ნოეეე- იკივლა ბოლოს და ბიჭიც წამოხტა, იმხელაზე იკივლა რომ ოთახში ბაგრატი და ლალიც კი შეცვივდნენ, ყველა ერთმანეთს აწყდებოდა. ლალი ჩანთას წვდა ბაგრატმა მანქანის გასაღები აიღო, ნოემ კი ბელა აიტაცა ხელში და მანქნაში გააქანა. კლინიკაში ელვის სისწრაფიდ მივიდნენ. მთელი ღამე ელოდნენ პატარს, ნოე გვერდიდან წამითაც არ მოშორებია ბელას. - მიდი პატარავ, შენ შეძლებ! ჩვენი კესანე მალე აქ იქნებ აგჯერა? - ნოე აღარ შემიძლია, დავიღალე.- უკვე ტიროდა დაქანცული გოგონა. - არა არა, ახლა დანებება არ შეიძლება სულ ცოტაც და გაჩნდება, მიდი ერთიც მიაწექი და ეგააა.- არ ნებდებოდა ნოე, ექიმიც ამხნევებდა და ბელამაც დაიწყო მიწოლა... მალე გაისმა კიდეც პატარას ტირილი, ერთდროულად ტიროდნენ ბელაც, ნოეც და პატარა კესანეც. გულზე რომ დააწვინეს ბელას პატარა მაშინ იგრძნო არ არსებოობდა ამაზე ძლიერი გრძნობა, დედა-შვილობა მართლაც სულ სხვა იყო იმ მომენტში. ნოე ბელას ეხვეოდა ეფერებოდა, პატარას ჭიპლარიც გადააჭრევინეს და ბავშვიც გაიყვანეს, მალე ბელაც პალატაში უნდა გადაეყვანათ და ნოეს ოთახის დატოვება თხოვეს. ბიჭი დერეფანში სულ ძალით გაიყვანეს, იქ ლალი და ბაგრატი დახვდა, ისე ნერვიულობდნენ ორივე ნოეს დანახვაზე გიჟებივით მიცვივდნენ. - დაიბადა პატარა კესანე ბაგრატიონი, იცით რა ლამაზია?- ატირდა ნოე და ორივეს გდაეხვია, ისეთი ბედნიერები იყვენენ ახლა ყველანი.... 3 წლის შემდე: -კესანე, მამა იცოდე ბიძია არ გააბრაზო! - არა, მამიტო- გასძახა და ბგრატს მოახტა კისერზე, ისეთი ხვანაირი იყო ახლა უფროსი ბაგრატიონი, ამ პატარა გოგოს სულ გაეგიჟებინა და თავის ჭკვაზე გადაეყვანა. ნოე და ბელა უყურებდნენ როგორ დარბოდნენ დაგული სითბოთი ევსებოდათ. -მიყვარხრა ნოე.- ყურთან აკოცა გოგონამ და მოეხვია ბიჭს. - მეც მიყვარხრა, ისე ჩვენი პატარა ოჰანა ხომ არ გაგვეზარდა? ასე ერთი ორი პატარა შეგვემატებინა?- ჩაიცინა და გოგონას წარბები აუთამაშა. - იცი რა? მშვენიერი აზრია, ბაგრატი და ლალიც გაიხარებენ, თან ლალის ახალი წინდებიც ექნება მოსაქსოვი, ასეც მოვიქცეთ! მარტლაც ასე მოიქცნენ... ოჰანას კიდევ შეემატნენ დანიელი და დავითი, ტყპები. ოჯახში ბედნიერება სუფევდა, ბაგრატმაც მოიყვანა ცოლი და ყველა ერთდ ცხოვრობდნენ. ახდა მათი ოცნება, ბაგრატიონები და ჩოხელები გაერთიანებულიყვნენ, წლების წინ დაწყებული ომი სიყვარულით დასრულდა. სიყვარული ხომ აღმატებული გრძნობაა და ის აღგვამაღლებს?! სწორედ ამ აღმატებულმა გრძნობამ იხსნა ორივე გვარი ბოღმისაგან და შეძლეს ის შეექმნათ რაც უამრავი წლის უკან ერეკლესა და მაკას სურდათ..... ესეც ფინალი, ვიფიქრე უაზროდ გაწელვა სისულელე იქნებოდა... ვიმედოვნებ მოგეწონებათ, მადლობა რომ კითხულობდით ამ ისტორიას. ველი შეფასებებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.