May love burn everything ( part 7)
ხანძარი შინ დაბრუნებულებს ბაგრატი შეეგებათ, ბელასდა გასაკვირად მასაც კი თბილად გადაეხვია. თავს უხერხულად აღარ გრძნობდა თავი ოჯახის წევრად მიაჩნდა, შინ შევიდნენ და მაშინვე სავახშმოდ გაეშურნენ. მშვიდად ივახშმეს, იმ საღამოს უბრალოდ დასვენება გადაწყვიტეს. ბელამ და ნოემ შხაპი მიიღეს და აივანზე ყავა დალიეს, უჩვეულო სიჩუმე იყო ამან ბელა ოდნავ ააფორიაქა, თუმცა, მიზეზს ვერ ხვდებოდა. ნოე სავარძელში ჩაეშვა და გოგონა კალთაში დაისვა, თმა ყურზე გადაუწია და ყურში აკოდა. - მეღუტუნება- აკისკიდა გოგონა. - როგორც იქნა გაიღიმე, რაც ჩამოვედით ხმა არ ამოგიღია, არც კი გაგიღიმია. მოხდა რამე?- ამ ხანმოკკლე ურთიერთობისდა მიუხედავად ერთმანეთის ისე ესმოდათ როგორც საკუთარი თავების, ვერ ხვდებოდა ბელა როგორ შეეძლო ასე მარტივად ამოეკითხა მის სახეზე ყველაფერი. - ვნერვიულობ.-დამალვა არც უფიქრია, ბიჭს თვალებში ჩააშტერდა, ნოემ გაუღიმა და გულში ჩაიკრა. გრძელ თმაზე ნაზად დაუსვა ხელი და თავზე აკოცა. - სანერვიულო არაფერია, ყველაფერი კარგად იქნება! შენ ვერავინ წაგიყვანს. არც ბაგრატი გააგრძელებს მის დახმარებას, ხომ ნახე როგორი სხვანაირი დაგვხვდა? თითქოს ის ონავარი ბიჭი დაბრუნდა მე რომ ვიცნობდი.- ნაღვლიანად ჩაიცინა ძმის ხსენებაზე, მშობლების დაკარგვამ ორივე შეცვალა, თანაც როგორ ძმები თითქოს გაუცხოვდნენ, ნოე მუდამ ქვეყნიდან გარბოდა, ბაგრატი კი ცდილობდა შეენარჩუნებინა რაღაც მაინც, ოჯახის ბიზნესზ უნდოდა ეზრუნა, მაგრამ გაკოტების პირას მყოფს სხვა გზა არ დარჩა და ჩოხელს დაუკავშირდა, როცა უკვე ყველაფერი დასრულდა ვალებიც მოიშორა, უფროსმა ბაგრატიონმა ვერ შეძლო ჩოხელთან ურთიერთობის დასრულება, თვითონ გივი არ ეშვებოდა. - ნოე, იცოდე ამ ყველაფერს დავასრულებთ, მამაჩემს ჩამოვიშორებთ და მერე...- სიტყვა გაუწყდა შესაფერისი სიტყვის მოსაძებნად ჩაფიქრდა. - მერე მე და შენ ვიქორწინებთ, ყაზბეგში დავიწერთ ჯვარს, შენი მეგობრები ჩემი მეგობრები ყველა იქ იქნება, მერე პატარა გვეყოლება კესანე....- გოგონას გაეღიმა ამ ყველაფერზე, ნუთუ ასეთ დაძაბულ ვითარებაში შეეძლო მას მათ მომავალზე ფიქრი. - კესანე? ესე იგი გოგონა გვეყოლება პირველი?- ჩაერიმა კიდევ უფრო, მიუხვდა სახელი საიდანაც შეარჩია, როგორც ჩანს ბელას სვირინგი არც ისეთი შეუმჩნეველი იყო. - კესანე დიახ, ძალიან მომეწონა შენი სვირინგი, პატარა რომ გვეყოლება მეც დავიხატავ!- თავმომწონედ გაიბღინძა. - მომწონს..- ჩაილაპარაკა გოგონამ და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა, შემდეგ წამოდგა და აივანს მიეყრდნო, ნოეც მაშინვე ადგა სახეზე ეშმაკური ღიმილი დათამაშებდა. - მხოლოდ მაგით გინდა დავკმაყოფილდე?- გოგონას წელზე მოხვია ხელები, ბელამ კისერზე შემოაწყო და კიდევ ერთხელ აკოცა. - იმედი მქონდა არა- მეტი რა უნდოდა ბიჭს, ბელა ხელში აიტაცა და საძინებელში გადაინაცვლეს. გვიანი იყო, რომ ჩაეძინად ერთმანეთზე ჩახუტებულებს. ბელას საშინელი სიზმარი ეზმანა და უცებ წამოხტა, ნოეს გადახედა, რომელსაც მშვიდად ეძინა და დამშვიდდა. ფეხზე ადგა ჩაიცვა და აივანზე გავიდა, მშვიდი ცივი საღამო იყო, სწორედ ისეთი ოქტომბერს რომ შეეფერება. მთვარეს ახედა რომელიც უდარდელად ანათებდა, გოგონამ ჩვეულ რიტმში დაიწყო მასთან საუბარი. - ისევ დედა დამესიზმრა, თითქოს მაფრთხილებდა ან მემუქრებოდა კიდეც, ვერ მივხვდი რა უნდოდა რას მაჩვენებდა. მითხრა თავს გაუფრთხილდი ძლიერი უნდა იყოვო, მერე დამემუქრა იცოდე წესივრად იკვებე თორემ ჩემი კესანე სუსტი იქნებაო- აქ სევდიანად გაიღიმა, თვალები ცრემლით აევსო, ხშირად ესიზმრებოდა დედა, მაგრამ არა ასეთ სტილსი, ყოველთვის უმღეროდა.- მითხრა მაგ ბიჭს გაუფრთხილდიო, გამაფრთხილა უკან არ დაიხიო და იბრძოლეო. მანუგეშებდა...- ცრემლები წამოუვიდა, სწორედ მაშინ იგრძნო ძლიერი ხელები, უცებ შეხტა და როგორც კი შებრუნდა ხელში ნოე შერჩა, რომელსაც სახეზე ნერვიულობა და ნაღველი ესახებოდა. - ისევ მთვარეს ესაუბრები? მოხდა რამე? გინდა ვისაუბროთ?- მის ხმაში ისეთი მზრუნველობა გაისმა, გოგონამ კიდევ უფრო უმატა ტირილს.- ბელა უკვე მაშინებ...- ამოილაპარაკა შეშინებულმა და გოგონას ძლიერადდ მოხვია ხელები. - მიყვარხარ...- პირველად უთხრა, იგრძნო ბიჭმა როგორ აუჩქარდა გული, ორივემ იგრძნო გულის რიტმის გახშირება. ნოემ თავი ააწევინა გოგონას, ცრემლები მოწმინდა და ნაზად აკოცა. - მიყვარხარ!- უთხრა ნოემ და ცხვირზე ცხვირი მიადო, ბელას სახე დაუმშვიდდა, ტირილსაც უკლო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ნოეს ახედა. ბიჭი უღიმოდა, თან ცრემლიან თვალებს უკოცნიდა. უეცრად კივილის ხმა გაიგეს, ლალის ხმა იყო. წამში გამოერკვივნენ და დაინახეს კვამლი, პირველი სართული იწვოდა. ნოემ სწრაფად გადაიცვა სვიტრი და ძმას შეუვარდა ოთახში რომ გაეღვიძებინა, ბელამ საჭირო ნივთებს დაავლო ხელი და დეეფანში შეხვდა ძმებს. ნოემ ხელი ჩაჰკიდა და პირველ სართულზე ჩასვლა სცადეს, მაგრამ ცეცხლს კიბეებამდეც მიეღწია ვერ ჩავიდოდნენ, ერთმანეთს გადახედეს სამივემ, ნოემ კიდევ უფრო ძლიერად ჩაკიდა გოგონას ხელი და თვალებით ეუბნებოდა ნუ გეშინიაო. - ერთადერთი გზა აივნიდან გადახტომაა-თქვა ბაგრატმა და სამივენი აივნისკენ გაცვივდნენ, ცეცლი მაღლა სწრაფად მიიწევდა, უცებ იფეთქა გაზის მილებმა, შეაქნა სამივე და საყრდენი კედელიც ჩაიშალა, ნელ-ნელა უფრო საშიში ხდებოდა სახლში გაჩერება. აივანზე გაცვივდნენ ბელა უკვე საშინლად ანერვიულებული ეკვროდა ბიჭს, რომელიც არა ნაკლებ ნერვიულობდა, გოგონას ძლიერად მოეხვია და კიდევ იფეთქა, ამჯერად პატარა ნაღმი იყო, აივნის ძირში იფეთქა. საკმაოდ ძლიერი იყო აივანი ჩამოიშალა და სამივე დაიყოლა. თვალები რომ გაახილა ვერ იცნო ადგილი, წამოდგომა უნდოდა მაგრამ ყველაფერი სტკიოდა, არ ახსოვდა რა მოხდა. ოთახს თვალი მოავლო აშკარად არ გავდა საავადმყოფოს, არც გივის სახლი იყო თითქოს. ძლიერ სტკიოდა ყველაფერი, ოთახში შუა ხნის ქალბატონი შემოვიდა და მაშინვე იცნო. - ლალი....- ამოიკნავლა საწყლად და კიდევ სცადა წამოჯდომა, მაგრამ ისევ ვერ შეძლო და გონება დაკარგა გაუსაძლისი ტკივილის გამო. ერთი კვირის შემდეგ: ლალი თავთან ეჯდა, კალთაში საქსოვი ძაფი ედო და გულდასმით ქსოვდა რაღაცას, სწორედ ამ დროს გაახილა ბელამ თვალები. ოთახს კვლავ თვალი მოავლო და წამოჯდომა სცადა, ამჯერად არც ისეთი გაუსაძლისი იყო წამოჯდომა. ლალიმ სწრაფად დაალაგა თავისი საქსოვი მასალა იქვე ტუმბოზე და ბელას წამოჯდომაში დაეხმარა. - ლალი თქვენ? რა მოხდა?- ქალმა სევდიანი თვალები მიანათა და მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, წამში გაუელლვა შიშმა თვალებში და გაუბედავად იკითხა.- ნოე და ბაგრატი სად არიან?- ქალმა გაუბედავად ახედა გოგონას და საუბარი დაიწყო. - არ ვიცი... მე მე, დიმასთან ერთად რომ მოვედი და ძებნა დაგიწყეთ ნანგრევებში მხოლოდ შენ გიპოვნეთ, იმდენად საშინლად გამოიყურებოდი მაშინვე წამოგიყვანეთ, უგონოდ არ იყავი მაგრამ ბოდავდი.. დედაშენს ელაპარაკებოდი თითქოს....- ამის გაგონებაზე ბელას თვალებში ცრემლი ჩაუდგა, სუნთქვა გაუხშირდა და უკვე ისტერიკის პირას იყო, ლალიმ ხელზე ხელი მოუთათუნა და დამშვიდება დაუწყო- დამშვვიდი, ახლა ძლიერი უნდა იყო, შენთვის ნერვიულობა არ შიზლება ხომ იცი არა? ამ მდგომარეობაში..- უცებ გააწყვეტინა და ტირილნარევი ხმით იკითხა. - რა მდგომარეობაში? რამე სერიოზული მჭირს?- ლალიმ გაოგნებული თვალები მიანათა. - ნუთუ არ იცი?- უარის ნიშნად გოგონამ ფრთხილად გააქნია თავი- ბელა, ჩემო გოგო ფეხმძიმედ ხარ...- ამის გაგონებაზე კიდევ უფრო უმატა ტირილს, თან უხაროდა და თან ეშინოდა, სანამ ნოე არ გამოჩნდებოდა, მის გარეშე რა უნდა ექნა? ან როგორ უნდა ეცხოვრა ნოეს გარეშე? გული უსკდებოდა ბრაზისგან, ზუსტად იცოდა ვისი ხელიც იყო გარეული ამ ყველაფერში. - ლალი, იცის ვინმემ აქ რომ ვარ? ნოეს და ბაგრატს ეძებენ? - არ იცის არავინ, ამ ადგილზეც არავინ იცის, გახსოვს ექიმი? მისი სამალავია ეს. სანამ არ გამოჯანმრთელდები აქ დავრჩებით და მერე წავალთ. მათ დიმა ეძებს, ნანგრევებში მათი სხეულები ვერ იპოვეს, ამიტომ შესაძლოა ცოცხლები არიან...- ნაღვლიანად გადაუსვა გოგონას ხელს ისევ თავისი ხელი. გოგონა შოკში იყო, არ იცოდა სად იყო მისი საყვერელი მამაკაცი, არც ის იცოდა სად ეძებნა, მაგრამ ის ზუსტად იცოდა პასუხები ვისთვის უნდა მოეკითხა. მალე უნდა გამოჯანმრთელებულიყო და საქმეს შედგომოდა. უეცრად გაახსენდა, ორსულობის ამბავი, გულში სითბო ჩაეღვარა, მუცელზე ხელი დაიდო და გაიტრუნა, თითქოს უნდა ეფართხალა. - ლალი პატარა კესანე როგოაა?- ლალიმ კითხვისნიშნიანი თვალები მიანათა გოგონას, ამაზე გაეღიმა და განუმარტა- პატარა ვიგულისხმე... ჩემი და ნოეს პატარა.- ჩაილაპარაკა და ახლა ნაღვლიანად დაიხედა მუცელზე, გულში ლცულობდა თან ღმერთს ევედრებოდა დამეხმარე და გამაძლიერე, მისთვისო და მამამისი დამიბრუნე სახსალამათიო. - კარგადაა, მაგრამ რა იცი რომ გოგოა? ჯერ ძალიან პატარა ხარ, სამი კვირის ხარ ჩემო ლამაზო.- ღიმილიტ ჩამოჯდა ლალ ისევ სავარძელში და თან ქსოვა განაგრძო. - ვიცი! ზუსტად ვიცი, ჩვენი კესანეა ეს...-ღიმილით გახედა ლალის და მალე ექიმიც მივიდა, ლანგრით ხელში. ლალის მიაწოდა და ბელას გახედა. - თავს როგრო გრძნობთ? - მტკივა ყველაფერი, მაგრამ გაძლება შეიძლება... ბავშვის მდგომარეობა უფრო მანერვიუებს, ამხელა დარტყმა მივიღე და როგორ არის?- ნერვიულად გახედა ექიმს, რომელიც უღიმოდა და მის საციცოცხლო ნისნულებს აკვირდებოდა. - იცი ეგ მეც ვერ გავიგე, სასწაულია ნამდვილად ასეთი მცირე ნაყოფის შენარჩუნება რომ შეძელით, თანაც ისიც გასაკვირია რამოდენიმე მოტეხილობით და დაჟეჟილობებით რომ შემოიფარგლეთ. ახლა პატარა ვნახოთ გინდა?- გული ისე აუჩქარდა ბელას ვერაფერი თქვა, მხოლოდ თავი დაუქნია და გაიყურსა მოლოდინში. თეთრხალათიანმა აპარატი მოამზადა და დაიწყო ნაყოფის თვალიერება, თან გოგოას უხსნიდა სად ჩანდა, ისეთი ციცქნა იყო ბელა გაყურსული უყურებდა, თან ცრემელებს იმშრალებდა, როგორ უნდოდა ნოე ახლა აქ ყოფილიყო და მასთან ერთად ეყურებინა მათი კესანესთვის... გულის ცემას რომ მოასმენინა ექიმა სულ გადაირია, წარმოიდგინა, როგორ უყურებდა ნოე ამ მომენტში მონიტორს და ექიმს რაღაც სულელურ კითხვებს დაუსვმდა, ექიმიდან გამოსულები კი უფრო მეტი აღფრთოვანებით ისაურბებდნენ წუთის წინ განცდილ ემოციებზე. ექიმმა დაასრულა ნაყოფის თვალიერება და ბელას მიუბრუნდა.- ყველაფერი რიგზეა, მთავარი ახლა არის ის რომ ვიტამინები დავიწყოთ და არანაირი სტრესი, ისედაც საკმარისი შერყევა იყო ის ხანძარი! პატარა კარგადაა, გულისცემაც ძლიერი აქვს.- დაუმატა ექიმმა და დაელოდა კითხვებს. -მედიკამენტები? ჩემი გოგო მებრძოლია რა თქა უდა! მე როდის შევძლებ წამოდგომას? - ბელა ნეკნი გქონდა გაბზარული და გაქვს კიდეც ჯერ კიდევ შუშდები, ტვინის შერყევა, ხელი მოტეხილი, უამრავი დაჟეილობა, მოშუშებას ერთი თვე მაინც მოუნდები! ყველაფერს თუ გააკეთებ რასაც გეტყვი, ვეცდები ნელ-ნელა წამოგაყეო, დიდი ხანი წოლა არ მოგიხდება.- წასვლას აპირებდა ბელამ რომ შეაჩერა. - ექიმო, იცის ვინმემ აქ რომ ვარ? ან არავინ მეძებს?- გაუბედავად იკითხა და პასუხის მოლოდინში გაისუსა. - თუ იმას კითხულობ მამაშენი გეძებს თუ არა კი, რა თქმა უნდა, ამბავი მომივიდა გაგიჟებული ეძებსო, აზრადაც არ მოუვიდოდა ნოეს აღმზრდელი და მათი ოჯახის ექიმი თუ გადაგმალავდნენ. ასე რომ დრო გვაქვს საკმარისი საიმისოდ რომ გამოგაჯანმრთელოთ. - ჩემი ნივთები? ის ფეხსაცმელში..- შეაწყვეტინა საუბარი თეთრხალათიანმა. -მანდ კარადაშია შენი ყველა ნივთი, ამ ერთ თვეში არანაირი სოც ქსელები, უნდა დაისვენო და გაუფრთიხლდე თავს კარგი? ის რაზეც ფიქრობ დროებით უნდა გადავდოთ.- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ექიმმაც ოთახი დატოვა, ლალიმ ლანგრიდან საჭმებეი გადმოალაგა და ბელას დაეხმარა ჯერ ჭამაში, შემდეგ თვითონაც გემრიელახდ მიირთვა და განაგრძო ქსოვა. ბელა კი ფიქრებს გაეტაცებინათ, ნოეზე ფიქრობდა გული უსკდებოდა, ენატრებოდა და იმედოვნებდა რომ ჩოხელის ხელში არ აღმოჩნდა. ფიქრებში გართულს მალევე ჩაეძინა... ****** მთელი თვე ექიმის მითითებებს ასრულებდა, ნელ-ნელა სიარულიც დაიწყო, დილით ტოქსიკოზიც დაჩემდა და ცდილობდა ყველაფერს გამკლავებოდა, ამ ყველაფერს თან ერთვოდა საშინელი მონატრება. ისე უნდოდა ახლა ნოე ყოლოდა გვერდით და დახმარებოდა, დილაობით მის გვერდით ყოფილიყო და გაემხნევებინა, ეთქვა რომ მისი ძლიერი გოგო იყო და ამასაც გაუმკლავდებოდნენ. როგორც იქნა სრულიად გამოჯანმრთელდა და გადაწყვიტა რომ დრო იყო ყველაფერი გამოეშუქებინა, პირველი რაც გააკეთა ექიმს ლეპტოპი სთხოვა, მეხსიერების ბარათი ამოაძვრინა ტუმბოდან იმფორმაცია ჩამოტვირთა და სტატია დაწერა, ვიზე დაწერდა თუ არა ჩოხელზე. ნაწილობრივ გამოააშკარავა გივი, მაგრამ ჯერ არ გამოუქვეყნებია სტატია შეინახა და სახლიდან მაინც გავიდა. არადა რამდენი ეხვეწა ლალი არ წახვიდე ბავშვზე იფიქრეო, არ შეეძლო სახლში ჯდომა და ნერვიულობა, ნოე უნდა ეპოვნა. ზუსტად იცოდა ვისთან უნდა მისულიყო, ისიც ზუსტად იცოდა რომ გამოკეტავდა გივი, მაგრამ ლალის დაუბარა თუ არ გამოვჩნდი ლეპტოპში სტატიაა, იქვე მივაწერე სად უნდა გამოაქვეყნო ანონიმურადო და იცოდე აუცილებლად გამოაქვეყნეო, დააფიცა კიდეც რომ აუცილებლად გააკეთებდა. ამის შემდეგ ჩოხელების რეზიდენციაში გაეშურა. რაც შეეძლო ძალა მოიკრიბა, კესანეს მოეფერა და შიგნით შეპარვა გადაწყვიტა. არემარეს თვალი მოავლო, ჩრდილოეთის კედელს მიაშურა. ჩუმად გადაძვრა და სახლოის კუთხეში მიიმალა, დაზვერა შორიდან სიტუაცია არც ისე ბევრი დაცვა იდგა რამდენიც ახსოვდა, დაელოდა შცვლის დროს და სწორედ მაშინ შეიოარა სამზაეულოში უკანა კარით, შეუმჩნევლად აირბინა მეორე სართულზე და გივის კაბინეტს მიაყურადა. ხმა არ ისმოდა გაღება სცადა, მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა, მალე გააღო შიგნით შევიდა და ლეპტოპი ჩართო კოდი აკრიფა და გადაავლო თვალი ფაილებს ახალი დაემატებინა სათაურადბაგრატიონები უცებ ჩატვირთა ისიც მეხსიერების ბარათზე და უკვე წასვლას აპირებდა კარები რომ შემოიღო, გივი შემოვიდა ოთახში გოგონას უღიმოდა. ისეთი ღიმილი დათამაშებდა სახეზე ბელს გააკანკალა, ფეხზე წამოდგა მეხსიერების ბარათი უკვე შენახუკი ჰქონდა შესაბამისად მაგაზე არ ნერვიულობდა. ქალიშვილს მიუახლოვდა მამამისი და უცნაურად გადაეხვია. - კარგია რომ ცოცხალი დაბრუნდი, იმდენი ხანია გეძებ...- მოჩვენებითი სითბოთი გადაუსვა გოგონას ხელი გრძელ თმაზე და მოშორდა. - ნუთუ? კარგი რა გივი, ეს თეატრი სვებს დაუდი კარგი? მე კიდევ ნუ მაჩვენებ თავს ისე თითქოს ის ხანძარი შენი ნახელავი არ ყოფილიყოს! განა არ ვიცი როგორ სასოწარკვეთით ცდილობ ბაგრატიონების ქონების წართმევას!- უემოციო ცივი ხმით ელაპარაკებოდა მამას, რომელსაც უკვე სახე ელეწებოდა. - ეგ ქონება მაგათ არ ეკუთვნით! ვერ ნახე კომპიუტერში ეგ კარგად? - ბევრი რამ ვნახე სხვათაშორის, ის ქონება რასაც ასე ეპოტინები მათ აქციონერებისგან იყიდეს წლების წინ განა ეს ლეგალურად არ მოხდა? რაღა გინდა? რატომ არ დაგვანებე თავი? რატომ გაანადგურე ის ყველაფერი? შენი შვილი მაინც არ შეგეცოდა სასიკვდილოდ რომ იმეტებდი? - რა მინდა? არ იცი რა მინდა? არ იცი დედაშენს რომ არ ვუყვარდი, ის წყეული კაცი შეუყვარდა! ძმად მეკუთვნოდა ერთად ვმუშაობდით მამაჩვენები აქციონერები იყვნენ! ჩვენ სამის, ჩემი, დედაშენის და ბაგრატიონების. ვმეგობრობდით, მე დედაშენი შემიყვარდა ეს კარგად იცოდა ერეკლემაც! მაშინ ახალგაზრდები ვიყავით, თავქარიანები. ვიცოდი კარგად ვიცოდი მაშინვე უყვარდა დედაშენს ერეკლე, ამით ვისარგებლე, ბევრი დავალევინე დედაშენს და თავი ერეკლედ გავასაღ. იმ ღამეს დედაშენი დავაფეხმძიმე და შენც მოევლინე ამ ქვეყანაზე! ერეკლემ რომ გაიგო რაც მოხდა მე და დედაშენი პაპაშენმა საზღვარგარეთ წაგვიყვანა, მანვე მიყიდა აქციები თანამფლობელებს და ფირმა ორად გაიყო ბაგრატიონები და ჩოხელები. საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდით საზღვარგარეთ, რომ დადვბრუნდით ერეკლოს უკვე ცოლი და ორი ვაჟი ყავდა, მაგრამ ერთ წვეულებაზე შემთხვევით შევხვდით ერეკლეს და მას მერე დააიწყო ყველაფერი თავიდამ, რა უნდა მექნა? ის გავაკეთე რაც საჭირო იყო ჩამოვიშორე ბაგრატიონები! დედაშენმა კი ისე განიცადა ფსიქიკურად შეიშალა, გეგონა ვიგონებდი, მაგრამ არა მართლა მასე იყო! მართლა მასე დაემართა ბოლოს თავი მოიკლა. ახლა კი იგივე ხდება, მაგრამ ახლა შენ გადაწვიტე ბაგრატიონებთან ურთიერთობა! არ ვაპირებ ამ ურთიერთობის გამართლებას ის გავაკეთე რაც საჭირო იყო! შენ ჩოხელი ხარ და მათთან არაფერი გესაქმება!- გაოგნებული უსმენდა ბელა მამის მონაყოლს და ყურებს ვერ უჯერებდა, ახლა რომ ბაგრატს გაეგო მისი ორსულობის შესახევ ნამდვილად გამოასალმებდა სიცოცხლეს, ეს კაცი არასტაბილური გიჟი იყო. სწრაფად უნდა ექმოქმედა. - შენ შეშლილი ხარ! დახმარება გჭირდება გივი, ასე არ შეიძება როგორ გაიმეტ ორი ბიჭი მშობლების გარეშე რომ დატოვე? ან მე არ გეცოდებოდი? ასე როგორ მოგვექეეცი? - მე რომ არა ბელა შენ სულ არ იარსებებდი და დედაშენი ბაგრატიოენბის რძალი იქნებოდა! არ ვაპირებ შენ მოსმენას გასაგებია ის გავაკეთე რაც საჭირო იყო და ახლაც მაგას ვაპირებ! - მამა სადააა ნოე?! ვიცი რომ იცი გთხოვ მითხარი სადააა! -არაფერს არ გეტყვი რატომ უნდა გითხრა?- ხელში წავლოო ხელი და ბელა თავის საძინებელში გამოკეტა. - მამა გემუდარები! სიყვარული თუ ოდნავ მაინც შეგიძლია გთხოვ მითხარი სადაა ან როგორაა!- უკვე მუდარაზე გადავიდა თან ცრემლები მოსდიოდა გული უსკდებოდა, წარმოდგენაც არ უნდოდა რას გააკეთებდა გივი. -ვერ ეღირსები, მე შენთვის მინდა კარგი, ისინი ყოველთვის ზემოდან გვიყურებდნენ გვამცირებდნენ, ბინძურ საქმეებშ ჩვენ გვკიდებდნენ მათთვის ფინიებს ვგავდით, ახხლა მათი ჯერია იტანჯონ!- დაუღრიალა გაგიჟებულმა და ოთახის კარები გადაურაზა, ბელამ ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და აივნის კარები შეაღო, გარეთ გავიდა და დაინახა როგორ მოამატა გივიმ დაცვა. საკუთარ მამასთან ომი ყველაზე მეტად არ უნდოდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა რომ გარდაუვალი იყო ეს ომი. ოთახში შებრუნდა, კარები გადარაზა ფარდები ჩამოაფარა და საწოლის ქვეშ ხელი შეაცურა და რაღაცის ძებნა დაიწყო, სწრაფად მიაგნო ლოგინის ქვეშ აკრულ ლეპტოპს, გამოაძვრინა ჩართო პინი აკრიფა და მეხსიერების ბარათი შეაერთა, ინფორმაცია ჩატვირდა და ბაგრატიონების ფაილში შევიდა, გულმა რეჩხი უყო, ექიმის დასკვნები რომ დაინახა, ბაგრატის და ნოესი იყო. საშინელ მდგომარეობაში იყვნენ ძმები, ნოეს ფეხი და ხელი ჰქონდა მოტეხილი თავის ტვინის ძლიერი დაზიანება, დასკვნაში ეწერა რომ საეჭვო მდგომარეობა ჰქონდა, გოგონას გული მოწეურა მუცელზე ხელი მოისვა და ატირდა. - ოღონდ ეს არა ღმერთო გთხოვ, ჩემი ნოე არ წაიყვანო გემუდარები! ჩვენ ის ძალიან გვჭირდება.- სლუკუნებდა და თან ბაგრატის დოკუმენტებზეც გადავიდა, რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაში იყო, საშინლად განიცდიდა, არ იცოდა როგორ გაუმკლავდებოდა რამე რომ დამართნოდათ. სხვა საბუთებსაც გადახედა და ვუალა იპოვა ის რასაც ეძებდა, კლინიკაში ყავდა ბაგრატიონები ჩოხელს, სწორედ იმ კლინიკაში სადაც ბელას უპირებდა დაწვენას. ახლა მთავარი იყო აქედან გასულიყო. იცოდა რაც უნდა ექნა!" ომი უნოდა და მიიღებს ომსო გულში ფიქრობდა, მან ჩემი სიყვარულის გადაწვა სცადა, ახლა ნახოს როგორია გამწარებული ქალის რისხვა, ცეცხლი აითო თამაში დაიწყო! " ლეპტოპი ისევ საგულდაგულოდ დამალა, იცოდა ხვალ უკვე სტატია გამოქვეყნდებოდა გივიზე, სამხილებითურთ. ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია დაიცადოს, როდის გათენდება თავის გეგმას კი ხვალ განახხორციელებდა. სიყვარულის გამო მზად იყო ყველა და ყველაფერი დაეწვა! მზად იყო საკუთარ მამასთან ეომა, იყო კი განა ეს კაცი მართლა მამა? არასდროს გამოუხატავს გივის მის მიმართ სითბო, არასდროს უკითხავს როგორ იყო, ვინმე ხო არ აწუხებდაა ან გულს სტკენდა? ბელაზე არაფერი იცოდა, ყოველთვის დედამისის დამორჩილებას ცდილობდა, ახლა ახსენდებოდა როგორ ცდილობდა გივი დედამისის მონად ქცევას, ახსოვს როგორ ეფერებოდა ბელას და ეუბნებოდა შენ ბედნიერი და ძლიერი გოგო უნდა გახდეო, მამაშენს ნუ დაემსაგვესბიო, თუ ოდესმე საჭირო გახდა მასაც კი დაუპირისპირიო. ხოდა ახლა იყო სწორედ ის საჭიროება და ჩოხელი ჩოხელს დაუპირისპირდებოდა, ამ ცეცლში მსხვერპლი რომელი იქნებოდა ეგ უკვე აღარ იცოდაა. საწოლზე იწვა და ფიქრობდა თან კესანეს ეფერებოდა და ბოდიშს უხდიდა იმისთვის რაც წინ ელოდათ. გული ეწურებოდა, შიში ჩასდგომოდა თვალებში, მაგრამ სხვა გზა არ იყო ჩოხელი არ მოისვენებდა და ჯერ არ დაბადებულ კესანეს ერთი მშობლის ამარა დატოვდება. ბელას კი ახლა ყველაზე მეტად ნოე უნდოდა, საშინლად უნდოდა ნოესთან ერთად ეგრძნო კესანეს პირველი დარტყმები მუცელში, არ უნდოდა სამშობიაროში ნოეს გარეშე წასვლა, მართალია თანმიმდევრობა ცოტა აირია და ნოეს სურვილისამებრ ვერ მიდიოდა ჯერ ბავშვი იქნებოდა და მერე იქორწინებდნენ მაგრამ როდი იყო ცხოვრება ისე მიდიოდა როგორც გეგმავდი? - არაუშავს დედიკო, მამიკოს მაინც ეყვარები ჩვენი სასწაული იქნები, ხვალეც გავუძლოთ გთხოვ და მერე ყველაფერი უკეთესად იქნება გპირდები! დედიკოს სიცოცხლევ!- თვალები ეცრემლებოდა ღმერთო როგორ უყვარს უკვე დედა გახდებოდა, არასდროს უფიქრია მაზე და ცოტა დარდობა ეშინოდა როგორი დედა იქნებოდა. თუმცა, ზუსტად იცოდა ნოე საუკეთესო მამა იქნებოდა, ისე უვლიდა ბელას, ეჭვიც არ ეპარებოდა რომ პატარა კესანეს თვალის ჩინივით გაუფრთხილდებოდა. ფიქრებში გართულს მიეძინა... დაგიბრუნდით ახალი თავით... იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენ შეფასებებს, მადლობა ყველას ჩემ ისტორიას დროს რომ უთმობთ ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.