Garden of four seasons (თავი 8)თავი 8 მივედი თუ არა სახლში, პატარა სოფია გამოქანდა და ჩამეხუტა.მას უკან მოყვნენ დეიდა,ბებო,მამიდა,მამიდაშვილები,ბიცოლა,ძია,ბიძაშვილები.....ვერც კი წარმომედგინა თუ როგორ მომნატრებოდა თითოეული მათგანი.მომეხვივნენ,გადამკოცნეს,მომიკითხეს.სულ ორ წუთს მოვასწარი სულის მოთქმა,როდესაც დეიდა და ბებო უცნაურად მომაშტერდნენ.თითქოს ხელოვნების ნიმუში ვიყავი,რომელსაც ყურადღებით ათვალიერებენ. –კარგი შარლი, შენს ოთახში ადი,ბარგი ამოალაგე და მერე ვილაპარაკოთ.–ღიმილით მითხრა ბებიამ. ვილაპარაკოთ? რაზე?ოთახში შევედი და ჩემოდნები გავხსენი,როდესაც მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა და ფიქრებიდან გამომარკვია.საათს დავხედე,უკვე შუაღამე იყო.ნეტა ვის გავახსენდი ასე გვიან?–ვიფიქრე მე. –გისმენთ.–ცივი ხმა მქონდა. –ოოო,ასე უნდა ელაპარაკო შენს ძველ მეგობარს?!–გაისმა სიცილნარევი ხმა. –უკაცრავად.–გავიკვირვე მე. –მართლა ვერ მიცანი შარლი?მე ვარ ემილი.–თითქოს დასევდიანებული ხმით მითხრა მან. –ემილი!შენ რა ისევ ნომერი შეიცვალე?–გულგრილად ვუპასუხე. –მომიწია.....–მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო–მოკლედ გავიგე პარიზში დაბრუნებულხარ. –შენ რა მითვალთვალებ? –შესაძლებელია.რამდენი ხანი აპირებ დარჩენას? –შობის მერე წავალ. –რა სამწუხაროა,მე პირიქით შობის მერე ჩამოვდივარ.მეგონა ამჯერად მაინც გნახავდი. სინამდვილეში შობის მერეც ვაპირებდი დარჩენას,მაგრამ რადგანაც იმის საშიშროება იყო,რომ ამ აბეზარ გოგოს შევხვდებოდი,იძულებული გავხდი შემეცვალა გეგმები. –ემილი,შენ ძალიან იშვიათად რეკავ ხოლმე.ნუთუ რამე მოხდა.–ვთქვი ეჭვნარევი ტონით–თუ ვინმემ გითხრა,რომ დაგერეკა?! პასუხად მხოლოდ სიჩუმე მივიღე, ესეიგი მართალი ვიყავი. –თუ კიდევ დამირეკავ ,,მის" გამო, შეგიძლია სულ დაივიწყო ჩემი ნომერი. –რა?არა,მოიცადე შარლი მას უბრალოდ უნდა,რომ დაგელაპარაკოს.... ვეღარ გავიგე რა თქვა შემდგომ,რადგან გავუთიშე. ტელეფონი იქვე საწოლზე მივაგდე და ბარგის ამოლაგება გავაგრძელე. ☕☕☕ იმავე დღეს ვახშამი დავასრულე თუ არა და ჩემს ოთახში ავედი.საწოლს დაღლილ–დაქანცული მივაშურე და ვარსკვლავის ფორმის მსგავსად გავიშხლართე. სადაცაა რული მომერეოდა,რომ ოთახში მობილურის ხმა გაისმა. ,,ამჯერად ვიღაა?!"გაჯავრებული ვფიქრობდი.ხოლო როდესაც ჩემი ძილის დამრღვევის ვინაობა გავიგე,სახე გამინათდა. –ჯეეეეეეეეეეს.–გავწელე სიტყვა–რა მოხდა მშვიდობაა? –მაინც და მაინც რამე უნდა ხდებოდეს,რომ დაგირეკო? –რა თქმა უნდა არა უბრალოდ უკვე გვიანია და..... –უი ხო,დამავიწყდა,რომ შენთან ახლა ღამეა.გაგაღვიძე ხომ–შეწუხებულმა მითხრა ჯესიკამ. –ნუ ნერვიულობ მაგაზე.შენ გირჩევნია ის მითხრა მანდ როგორ არის საქმეები.–მთქნარებით ვუთხარი მე. –როგორც ყოველთვის არაფერი განსაკუთრებული.–თქვა და გაჩუმდა. რაღაცნაირი ხმა ჰქონდა და....... ამოვიხვნეშე.თავიდანვე უნდა მიმვმხვდარიყავი,რომ რაღაც აწუხებდა და მაგიტომ მირეკავდა ასე გვიან. –ჯესს რამე მოხდა?–წამოვიწყე მე. –არა.........უბრალოდ........–იწყებდა,მაგრამ არ ამთავრებდა. –თუ რამე გაწუხებს ხომ იცი, რომ შგიძლია მითხრა.გპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ შენს დასახმარებლად. –ამ ბოლო დროს არ ფიქრობ,რომ ლუი უცნაურად იქცევა? ლუი!რათქმაუნდა ლუიში იყო საქმე! –მაინც რაში გამოიხატება მისი უცნაური ქცევა?–დავიძაბე მე. სინდისი მქენჯნიდა იმის გამო,რომ ჩემს საუკეთესო მეგობარს ასეთ მნიშვნელოვან რამეს ვუმალავდი.უბრალოდ სხვანაირად მართლა არ შემეძლო!არ მინდოდა,რომ გული სტკენოდა,მაგრამ ამავდროულად იმასაც ვაცნობიერებდი,რომ ეს გარდაუვალი იყო. –ლუი რაც გერმანიიდან ჩამოვიდა, სულ ისე იქცევა თითქოს ვერ მამჩნევს,ჩემთან ძალიან ცოტა დროს ატარებს,ფიქრებით სულ სხვაგანაა.თითქოს ხორციელად ჩემთან არის,მაგრამ სულიერად....ვიღაც სხვასთან. ხმაზე ვატყობდი,რომ სადაცაა ტირილს დაიწყებდა.ვერც კი წარმომედგინა ახლა როგორ იტანჯებოდა.მან არც კი იცოდა,რომ ღალატობდნენ,მაგრამ ის მაინც გრძნობდა რაღაცას. –იქნებ ბევრი საქმე აქვს და ამიტომაც ვერ ატარებს შენთან ბევრ დროს.–გამართლება მოვუძებნე ლუის საქციელს. –არა შარლი, აქ რაღაც სხვააა.–უკვე პიკზე იყო,რომ ბოლო ხმაზე არ დაეწყო ბღავილი. –მომისმინე ჯესს.დამშვიდდი კარგი,ყველაფერი კარგად იქნება...იცი რა...მოდი თუ გინდა გიმღერებ...როგორც ადრე და დამშვიდდები კარგი? –მიდი.–ჩურჩულზე გადავიდა,ალბათ მისი ნაღვლიანი ხმა,რომ არ გამეგო. სიმღერა დავიწყე.ბავშვობაშიც ასე იყო,როდესაც ჯესიკა მოიწყენდა ან ცუდ გუნებაზე დადგებოდა,მის საყვარელ სიმღერას ვუმღეროდი და მაშინვე გამოიდარებდა ხოლმე.სანამ ვმღეროდი ბავშვობის ბედნიერი მოგონებები ამომიტივტივდა გონებაში.ბავშვობა ხომ ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში.ბავშვობა ხომ ზღაპარია,რომლითაც უნდა დავტკვბეთ სანამ დრო გვაქვს. ამ სიმღერაში შეუმჩნევლად ჩამეძინა კიდევაც. Love Charlotte
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.