შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 35


12-10-2023, 20:46
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 1 205

...
დროს ტარება ისევ საღამოსთვის შემოინახეს მაშოს თხოვნით ოჯახშივე დაგეგმეს კარგი ამბის აღნიშვნა მათ " ოჯახურ" გარემოში და მანამდე დაგეგმილი ამბებისთვის იყვნენ გასულები, ყველაზე კარგი ის იყო რომ იმ უბანში ოთხი სახლი გაყიდვით იყო, ერთ-ერთი თეოდორეს მოპირდაპირე მხარეს იყო დანარჩენი მართალია ოდნავ მოშორებით იყო, თუმცა მის გვერდითვე სახლი, რომელიც ასევე მწყობრში იყო და ახალი აშენებული გახლდათ მართალია არ იყიდებოდა მაგრამ, ეს ხომ რატი იყო, სულ რაღაც სამ დღეში სახლს გადაიფორმებდა, მარტივი მოსაგვარებელი გახდა ყველაფერი, ზედმეტი წვალებების გარეშე, პლიუსს იწერდნენ იმით რომ მაღალ თანამდებობას იკავებდნენ ყველაფერი მარტივად მოსაგვარებელი გახდა, რადგან დროის ცვლასთან ერთად " ფულს ჯოჯოხეთის განათებაც შეუძლია"....
- რა ბარი ? ბარში რა მინდა სახლში ცოლი მელოდება,
გაკვირვებულმა ამოთქვა და თეოდორეს შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს გართობა თავისთვის აწყობდა, ხელი აიქნია,
- რა ბარი მანდილოსნები წვალობენ სახლში, ტრაკები აწიეთ ისევ თქვენთვის და მოდით ვისაც არ უნდა დაახვიოს, ჩვენ ვინც ვიქნებით ჩვენ პონტში მოვილხენთ,
გაღიზიანებული საუბრობდა ვაჟა და თეოდორეც მის საუბარზე იცინოდა,
- რას იკრიჭები ეე?
თეოდორეზე ინაცვლა რატიმ და მანაც ძმას გახედა
- აშკარად მაგარი აძაღლებულია ,
- მთელი დღეა ცოლი არ უნახავს და მონატრება უტევს ძმა
ვაჟამ დააბოლოვა თეოდორეს ნათქვამი სიცილით და უკვე ძმების სიცილზე წინ წასულ დემეტრესკენ დაიძრა რატიც, რომელსაც რამდენიმე ბიჭის წინ მდგარს აშკარად შეკამათება მოსვლოდა ქუჩაში მუდმივად მდგარ 'სასტავთან' და ჯერ ისევ ცდილობდა მშიერს ფსიქოლოგიური მიდგომებით დაემშვიდებინა საკუთარი თავი,
- ხელებს რატო მიშლი ბიჭო?! გელაპარაკები!
წყნარად დასვა კითხვა ჯერ ისევ თავშეკავებულმა და წინ მდგარ "ლაპარაკისგან დაქოქილ" ბიჭს უსმენდა, რომელიც ყოველ მეორე სიტყვაში შეურაწმყოფელ სიტყვებს იძახდა და ამავდროულად ცენზურას აცდენილი საუბრით მეტად აღიზიანებდა დემეტრეს
- რა ხდება?
ინტერესით წყნარად ჩაერია რატი და მოწინააღდეგეების გუნდს მოავლო თვალი, სადაც აშკარად "დიდი" ვერავინ დაინახა, ჯერ ახლად ეცადათ დაკაცება სკოლა დამთავრებულებს და ჭკუაც მკაცრად მოეთხოვებოდათ, რადგან ბავშვის ასაკიდან უკვე კარგად გამოსულები იყვნენ
- რა ხელებს გიშლი ტოო მოდიხარ ერევი რა შენი ტ*აკის საქმეა გაირე მეთქი გითხარი ბლიად! თუ რამე საჭიროდ ჩავთვლიდით მოვიდოდი კაროჩე და გეტყოდი მომეშველე-მეთქი ხო? ან ის გთხოვდა დახმარებას, მამენტ ასე არ ყოფილა და მოისვენე რო კაი ჩიტი არ დაიჭირო ტო,
ხელების დახმარებით ამოთქვა სათქმელი, რომელიც გაფრთხილებაში გადაეზარდა, თამამად აათვალიერა სიტყვებში დემეტრე და გაბზარული ფიქრები სიტყვებში გაამყარო, რომლითაც არაჩვეულებრივად იცოდა რომ დემეტრეს გამოხედვა სულის შებერვით გამაქრობელი არ ყოფილა, იმასაც ხვდებოდა, რომ შეიძლებოდა თავად გამქრალიყო, თუმცა რადგან დაიწყო უკან არც დაიხევდა, საუბარშივე ახედა დემეტრეს და ხელების საშუალებით დაუსვა წერტილი საკითხს
- მოვედი ვცდილობ კაცური რჩევა მოგცე, რომ მეორედ სირ*ვით აღარ მოიქცე, ქუჩაშიპატარა გოგონებთან იგინები დავიკიდოთ, შეურაწყოფას აყენებ ხელითაც ეხები და ყველაზე ცუდი ის არი რომ ამ გოგოს ვაფშე არ იცნობ და ერთი ორჯელ გყავს ნანახი, როგორ ფიქრობ კაცობას აწვები?
- ბიჭო გითხარი მახატია შენი რჩევები-მეთქი და გაიარე ბოლო-ბოლო
ხელის კვრით დაწია დემეტრე უკან და მასაც უნებურად შეეკრა მუშტები ბრაზისგან, ნერვოზულად მოისვა ენა ქვედა ტუჩზე და სიტუაციიდ გასამუხტად როცა მიხვდა, რომ დემეტრეს მოთმინება საკმარისად სავსე იყო სწრაფად ჩადგა შუაში რატი,
- მოიცა მოიცა,
მისმინე ძმა, შენიშვნას ისევ შენთვის გაძლევენ რო არავინ შეამჩნიოს რა ყლ*ც ხარ გამიგე? ისევ შენთვის იქნებოდა უმჯობესი გათვალისწინება, გარდა ამისა გოგოს რო ნამუსს ხდი მაგაზე სხვა სასჯელებია მარა ამ შემთხვევაში ის გოგო ბოდიშსაც იკმარებდა რაღაც დოზით,
წყნარი საუბარით ჩაერია მშვიდად ცადა ხელახლა აეხსნა გადიდგულებული ახალგაზრდასთვის სიტყვები და აშკარად ზედმეტად ანერვიულებულ ბიჭს მშვიდად დახედა, რომელმაც კიდევ ერთი რჩევა არასწორად მიიღო
- შენ რაღა ჩემი ყ*ე გინდა? სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაზე ვბაზრობდი ამასთანაც!
ზიზღით ახედა რატისაც და დემეტრემაც ხმის ამოუღებლად გაატკაცუნა კისერი, იმის ნიშნად რომ უკცე რატი კი არა ვეღარავინ შეძლებდა მის ჭკუაზე მოყვანას, ჩაცინებით გაატარა რატიმ მისი სიტყვები, თავადაც საკუთარი თავის დასაწყნარებლად მოისვა ცხვირის წვერზე თითი და კიდევ ერთხელ მშვიდად ეცადა საქმის მოგვარებას ჩხუბისა და აყალმაყალის გარეშე,
- კაი! კაროჩე, კაცურად ჩავუჯდეთ ხელთავიდან
ისევ მშვიდად ამოილაპარაკა და შეიძლება მცდელობა მალე გამოსულიყო კიდეც, ისიც შეიძლებოდა კიდევ მეტად სიმშვიდით კარგი სამაგალითო რჩევებიც კი ესწავლებინათ ამბიციური ბიჭებისთვის მაგრამ, მეტად გაღიზიანებულმა დემეტრემ სწრაფად აიკაპიწა საათი უფრო მაღლა, მარჯვენა ხელზე ხელი მოისვა დაბალხმაზე უცენზურო ბრაზი ამოუშვა, უხეშად გადაწია წინიდან რატი
- მოდით თქვენი დედა მო****
ბრაზის ფონზე ამოილაპარაკა და უკვე მზად მ6ოფმა ძლიერად მოუქნია მუშტი...
რატიმაც ნერვოზულად მოისვა შუბლზე ხელი, რადგან ჩხუბის სურვილი არანაირად არ ჰქონია და მისკენ გამოქნეული ხელის დაჭერის მერე თავადაც მოუწია ჩარეულიყო გამოუცდელთა გუნდის ჩხუბში, და არა მხოლოდ ის მათკენ მშვიდად მიახლოვებულისკენ რომ მათკენაც წავიდა შეტევა გაურკვეველი მზერით დაიწყეს უტექნიკოდ მოქნეული მუშტების აცილება.......
- სულ გამოშტერდიი?!
ისევ ხელახლა დაარტყა ანერვიულებულმა მაშომ მუშტი მკერდზე რატის დიდ დარბაზში ხალხმრავალ ადგილას ჩურჩულით და ეცადა ხმადაბლა გამოეხატა ბრაზი რატის მიმართ, რატიმაც ღიმილით დაუკავა მოქნეული ხელენის მაჯები, გაკავებულისკენ ღიმილით დაიწია, ისე მიადო შუბლი შუბლზე
- ჩშშშშ, დაწყნარდი ხო იცი ტყუილად არ მიჩხუბია არა?
- რატი მათ შეხედეეე?! სიკვდილამდე ნაცემს ჰგვანან,
- გეფიცები თუ რომელიმესთვის სამჯელ მეტი დამერტყასს არც კი,
სწრაფად ამოაყოლა მამაც დაბალხმაზდ უკვე დასეეიოზულებული სახით ისე წაიწია უკან, რომ მისი სიმართლე მაშოს სწრაფად დაეჯერებინა
- რატიიი!
ეჭვით ბრაზიანი მზერით ანიშნა წყენა ჩხუბის გამო და ხელები გაინთავისუფლა
- ჩშშშ
მხრების აჩეჩვით დახედა ღიმილით ნერვიულობისგან შეცვლილ მაშოს ცალი ხელით მიიხუტა და მალევე მოხვია ორივე ხელი რომ აფორიაქებული დაემშვიდებინა ისე მოავლო პოლიციის შენობაში, კომპოუტერთან მომუშავე ოფიცრებს თვალი,
- კიბატონო იმ ადგილას ხართ სადაც ორი კამერა იმ ადგილს აკონტროლებს,
განაცხადა კომპიუტერთან მჯდომმა მამაკაცმა დემეტრეს კითხვის შემდეგ და მაშოც უცებ წამოიწია ისე დააკვირდა პოლიციის ოფიცრის ხელის მოძრაობას და მალევე შეხედა მონიტორს ინტერესით, მერე გადახედა ბიჭების მწკრივს, რომლებმაც ჩხუბში მიიღეს მონაწილეობა, მათ დალეწილ სახეებთან ერთად თეოდორესაც გახეთქვოდა ტუჩი, თუმცა ახლა სულ არაფერი ეტყობოდა ვაჟას სახეზე არა თუმცა რამდენიმეჯელ მოხვედრილი მუშტის გამო ფერდებში, არც ისე მშვენივრად გრძნობდა თავს, მხოლოდ მოწინააღმდეგე ახალბედა უცოდინარი მოჩხუბრები იყვნენ ცუდ მდგომარეობაში, რომლებმაც ვერ გათვალეს ვისთან ჰქონდათ საქმე, დაბღვერილმა გახედა მაშომ თეოდორესაც და მანაც უცებ აარიდა თვალი, მაშოც მონიტორს დააკვირდა სადაც კამერაზე ჩაწერილი ვიდეო გაიხსნა და ჩხუბის მომენტებს იმდენად ემოციებით უყურებდა რატიც ღიმილით აკვირდებოდა მას, მაშო კი თავად რატის აკვირდებოდა, რომელიც ზედმეტს არც არაფერს აკეთებდა უბრალოდ დასარტყმელად გამოქნეულ ხელებს იჭერდა და ერთი მუშტის მოქნევით ცდილობდა მოეშორებინა თავდამსხმელი, რომელიც გამეტებული მიექანებოდა მისკენ
- თქვენი ჩვენების მიხედვით მიმდინარეობს ყველაფერი მართალია, მაგრამ ჩხუბიც თქვენ დაიწყეთ,
მშვიდად მოუტრიალდა ოფიცერი და დემეტრემ აიღო პასუხი თავის თავზე
- სამაგიეროდ ისიც ნაჩვენებია რომ ზედმეტი არცერთისთვის დაგვირტყამს, უბრალოდ გამოვიწვიეთ და შეიძლება ითქვას ხელი მოგვიხვდა კიდეც,
დემეტრეს ბოლო სიტყვებზე ნაცემ სასტავს გახედა ოფიცერმა და თავის გაქნევით შეხედა ისევ დემეტრეს,
- ეცადე აღარასდროს მოგიხვდეს,
გულწრფელად უთხრა და ეს იმის ნიშანიც იყო რომ მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლნენ, რადგან მხოლოდ ჩხუბზე არ ყოფილა ჩხუბის მიზეზიც სერიოზული იყო, რადგან გოგონას შევიწროვება დიდი დანაშაული იყო, მშვიდად დატოვეს პოლიციის შენობა და გარეთ გამოსვლისთანავე ახმაურდნენ, წინ წასულებს გვერდებზე ამოდგომოდათ ანანო და მაშო და წინ გადადგმული ნაბიჯის მერეჩამორჩენილი წყვილის შემდეგ უნებურად მხრებით შეასკდნენ ერთმანეთს სალომე და თეოდორე,
- სიარულიც გასწავლო?
პრეტენზიებით გაჩერდა თეოდორე ისე დახედა ცინიკური კითხვით, რამაც სალომესაც აიძულა გაჩერებულიყო
- რა მასწავლე სიარულიც რო მასწავლო?!
მაშინვე ბრაზიანი მზერით შეუტრიალდა გაჩერებულს დოინჯები შემოირტყა და ინტერესიანი მზერით შეაჩერდა თვალებში, ბრაზსა და კითხვებში ისე ჩამორჩნენ დანარჩენებს არც გახსენებიათ მათ წინ მიმავლები, რომლებიც თანდათან შორდებოდნენ წყვილს
- რა გასწავლე? სერიოზულად ამ კითხვას მისვამ?
ბრაზიანად დახედა თეოდორემაც და ისე თითქოს მართლა მისი გამოზრდილი ყოფილიყოს ისე შეიცხადა სალომეს ნათქვამი,
- საერთოდ არ მეხუმრებაა!
დოინჯები ჩამოუშვა სალომემ უფრო გაღიზიანებისგან და იმ გახეთქილი ტუჩის მეორე კუთხესაც დიდი სიამოვნებით გაუხეთქავდა, წამით ბრაზისგან უყურებდა უხმოდ არც გახსენებია რომ წინ წასულებს ძალიან ჩამორჩნენ
- თუნდაც ის რომ ახლა შეპასუხება შეგიძლია და ყველას თავს აღარ უხრი,
კმაყოფილმა აკრა თითები ნიკაპ ქვეშ და წამით ხმაც ვერ ამოიღო სალომემ, მართლა იმდენად ბევრჯერ ჰქონდათ ნაჩხუბი, გამოცდილების ფონზე უკვე შიშიც გამქრალიყო სალომეში, მეტი სითამამეც ეტყობოდა და მისი დამცველობითი მექანიზმებიც მეტად მომუშავე გამხდარიყო
- აუ რამდენიაა,
შეიცხადა ხელების აქნევით
- და ჯერ ერთი ეგ არ გისწავლებია იძულებული გამხადე მომებაძა
- ხო და ეგ სწავლებაა პატარავ,
კმაყოფილმა გაუღიმა ისე დახედა სალომეს ჟინიან თვალებს თავადაც ჯიუტად და უკვე წინასწარვე ყველა მის კითხვსზე ჰქონდა პასუხი მზად
- ძალიან გთხოვ შენი თავი ვინმე ნუ გგონია
- რატო კოცნა უკვე ნასწავლი გქონდა და მხოლოდ ფეხების შეკვრაში დაგეხმარე?
მისკენ გადაწეულმა დაბალხმაზე უთხრა ისევ მის გასაბრაზებლად და ამავდროულად ვერც კი ხვდებოდა რატო ცდილობდა მის გამწარებას ყოველთვის მკსთვის შეირაწმყოფელი სიტყვებით, უცებ გაეჩხირა დიდი უზარმაზარი ბურთი სალომეს ყელში, ადგილიდან ვერ გაინძრა უცებ და წამში მოწოლილი ბრაზის ფონზე დაავლო ქვას ხელი არც კი დაფიქრებულა ისე მოუქანა ქვიანი ხელი
- ვოოპ
შეძახილით დაიკავა სალომეს მაჯა ისე გახტა უკან თეოდორე და მის გმინვაზე როგორც იქნა გამოიხედა მაშომ და ვაჟამ, არა იმიტომ, რომ ხმა მოესმათ არამედ იმიტომ რომ აშკარად მოაკლდნენ გუნდს
- შენ ჯანმრთელი ხო ხარ?
ბრაზისგან შეცვლილი ხმით დახედა თეოდორემ თვალებ აწყლიანებულ სალომეს, რომელსაც ქვა ძირს გაუვარდა
- ყველაზე კარგად იცი?! მშვენივრად იცი! სიკვდილამდე მძულხარ! გულის ამრევი ხარ!
მთელი ემოციური ზიზღი ამოანთხია მასზე ისე მოიწმინდა გადმოცვენილი ცრემლები და ძლიერად კრა ხელი, წუხანდელი საღამოს სიტყვები წამოაძახა, რომლის შემდეგ თითქოს ურთიერთობის ადამიანურ ეტაპზე გადასვლაც კი ეგონა, თუმცა ისევ იდიოტივით მოიქცა თეოდორე , ისევ უაზრო დამამცირებელი ლექსიკონით გამოევსო მასთან გონება, რითიც შეძლო სალომეს გულში რაღაც ნაწილი ჩაეწყვიტა,
- მძულს ყველა ის მომენტი როცა შენთან ერთად მიწევს ყოფნა!
მძულხარ გესმის?! ამაზრზენი ხარ!
- ერთხელ თქმაც საკმარისი იყო,
ცინიკური უკმაყოფილებით დახედა სალომეს, რომელსაც მის საყელოში ჩაევლო ხელი და მისი მოკვლის გადაწყვეტილებასაც დიდი სიამოვნებით განახორციელებდა, უხეშად მოიშორა მისი ხელი თეოდორემ, და თეოდორეს მოშორებულ სალომეს სწრაფად დაავლო გამოქცეულმა მაშომ ხელი,
- რა გჭირთ რა ბავშვებივით ჩხუბობთ,
ხმადაბლა მკვეთრად მოაშორა ერთმანეთს და მოახლოვებულ ვაჟას ანიშნა სალომე წინ გაიყვანეო,
- თეოდორეეეე რა გჭირსსს?
- არაფერი არ მჭირს,
წყნარად დაიწყო სიარული ისე გააყოლა თვალი სალომეს, რომელიც ვაჟამ ხელის მოხვევით გაიყვანა
- გოგო ტიროდა თედო და ასეთი რა უნდა გეთქვა ამ მოკლე დროში და საერთოდ შენგან მსგავსი ქცევა არ გეუცნაურება? რამე დაგიშავა?
- კაი რა მაშო ლექციების დრო არ უნდა იყოს წესით,
ხელი მოხვია სიტუაციის შეცვლით, სწრაფად რომ მოიშორა მაშომ,
- ძალიან შეიცვალე უჩემოდ და ეს მაშინებს,
ნაწყენნა აუჩქარა ნაბიჯებს ისე წავიდა წინ სალომესკენ
- და იქნებ სულ ასეთი ვიყავი
ხმადაბლა ამოილაპარაკა და მაშომაც ინტერესით გახედა, რადგან თეოდორეს დაბალხმაზე ნათქვამი სიტყვები გასარკვევად არ გაუგია
- რა?
- არაფერი,
თავის გაქნევით უარყო სიტყვები და ისევ ჩუმად დააკვირდა წინ წასულ სალომეს....
......
- ბარბი სად ხარ აბა?
მესიჯი გახსნა თუ არა სწრაფადვე ეცადა გაეცა პასუხი ბარბარეს, რომელიც აქამდე 'ბავშვებთან' ერთად არ ყოფილა და დემეტრეც მის წასაყვანად წასული გაურკვეველ ადგილას იდგა, ისე ათვალიერებდა გამვლელებს ბარბარეს მათში პოვნის მიზნით
- აი საშიში გამოსასვლელი როა ნასვამ კაცებს თუ ხედავ შემოსასვლის დასაწყისში მაანდ მოვალ მალე, ქვედა მხარეს ხეების ქვეშ აუ ძალიან გვიანია და შეიძლება ვერც წამოვიდე,
სწრაფად გასცა პასუხი ხმოვანი შეტყობინებით და თავდახრილი ეცადა გაეარა ბნელი, ნაგვის ბუნკერით სავსე ადგილი, სადაც არც ისე მარტივი იყო გასვლა, სხვა დროს არც უწევდა ეს გზა, თუმცა დემეტრეს გზაზე გადასასვლელად ბარემ აქეთ წამოსვლა ამჯობინა, ამავდროულად დაძაბული მოავლებდა ხოლმე თვალს ყველას სანახავად ვინმე მიყვებოდა თუ არა, მოულოდნელად მოხვდა ძლიერად თხელი ' საგანი' და ტკივილისგან და წვისგან ხმამაღლა წამოიკივლა ისე ჩაიკეცა, სწრაფად გაიხედა უკან დამანჭული და სახეზე შიშისგან ეცვალა ფერები, ღრმად სუნთქვისგან დააშორა ბაგეები ერთმანეთს და მიწაზე შეკრა მუშტები, მამაკაცის დანახვისას, რომელსაც ქამარი ორად გადაეკეცა და თავზე დამდგარს ხელახლა გადასარტყმელად მოემზადებინა ქამარი,
- გამოგიჭირე! შე პატარა ძუკნა! რამდენჯელ გითხარი რომელ დროს არ უნდა გადასცდე- მეთქი? რამდენჯელ გითხარი მხოლოდ მუშაობა-მეთქი?!
ხმამაღლა გამოუცრა და ამავდროულად ნასვამმა არეული სიტყვებით ამოთქვა სათქმელი,
- დიდხანს მომიწია დღეს მუშაობა,
უკან გახოხდა შეშინებული და ხმის ამოღებაზე ძლიერად მოქნეული ქამრისგან ამოიკივლა ისევ, აკანკალებული ყბებით ახედა ისევ მამაკაცს და ხელების აფარებით ცდილობდა დაეფარა სხეული
- გთხოვ სახლში წავალ, სამსახურიდანაც ადრე წამოვალ, წავალ გევედრები,
ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და პასუხად რომ ისევ რამდენიმე ქამრის მოქნევა მიიღო მიწაზე გაწოლილი ღვრიდა ცრემლებს ქამრისგან ამწვარ სხეულზეც ვერ ისვამდა ხელებს იმდენად ძლიერად ეწვოდა მიწაზე გადაწოლილი ზედ რომ აწვებოდა საშინელი ტკივილისგან სუნთქვა ეკვროდა ცდილობდა ზედმეტად ცოტახანს მაინც არ შეხებოდა, ყოველ მოქნეულ ქამარზე გმინავდა,
- აწი ისწავლი თუ არა ჭკუას?
თავზე დაადგა, ისე აიძულა წამომჯდარიყო, ბარბარემაც მაშინვე დაუქნია თავი და უკან ნასვამ კაცებს მოავლო თვალი რომ ენახა დახმარების მსურველი იქნებ ვინმეც კი იყო,
- ვერ გაიგე?!
ყვირილით აწია ისევ ქამარი ჰაერში და სწრაფად თავადვე ძლიერად მიენარცხა ნაგვის ბუნკერს და არ მხოლოდ გადააყირავა არამედ თავადაც მას გადაყვა, ყურებიდან ბოლს უშვებდა დემეტრე ისე მიუახლოვდა მძიმე ნაბიჯებით, მოუტრიალებელსვე დაავლო ხელები ისე გადმოაგდო მიწაზე და ერთადერთი ლამპიონის შუქზე დანახული მამაკაცის გამო ადგილზე გაშრა,
- შეენ?!
ხმადაბლა ამოთქვა უნებურად სიტყვები მიღებული შოკისგან უცნაურად ეცვალა მზერა და არ აპირებდა დაეჯერებინა საკუთარი თვალებისთვის, ლანდად დაუდგა თვალწინ დედამისი, რომელსაც ღია პიჯაკში გამოწყობილი კაცი ედგა წინ, ღიმილით საუბრობდა ქალის სხეულის სილამაზეზე და გაწეული წინააღმდეგობის გამო მის ძლიერად გაქნეული ხელის შემდეგ დედამისი პატარა დემეტრეს, გამურულ, შიშველ ფეხებთან ატირებული დაემხო, ბუნდოვნად აგონდებოდა მომენტი, ბუნდოვანი იყო მამაკაცის სახეც აქამდე, მანამ სანამ ზედმეტად ნაცნობი არ გახადა გონებამ დაუვიწყარი წარსული, ახსენსებოდა როგორ ხშირად მოდიოდა და როგორ ხშირად ამცირებდა დედამისს სიტყვიერად, ბუნდოვანი მოგონებები იმდენად ამაზრზენი გახდა იმდენად მოუთოკავი ემოცია იყო თავიდან დაბნეული უყურებდა,
- შენ იყავი შე ახვარო!
დარწმუნების მერე ჩაავლო საყელოში ხელი ძლიერად დაჭერილს ძლიერად სავსე მოგონებებით მოუქნია მუშტი და გადავარდნილს ხელახლა დაავლო ხელი, ტკივილისგან დამანჭული ატირებული სახით ცდილობდა ბარბარე ტკივილი მოეშორებინა და შიშიც, რომელიც ცოტახნის წინ გამოცადა, ისე გახედავდა ხოლმე დემეტრეს, რომელიც ძლიერად და ზიზღით დაუნდობლად ურტყავდა დასისხლიანებულ მამაკაცს, უკვე დემეტრეს გამეტებული დარტმებისიც კი ეშინოდა, დარტყმის და მამაკაცის სასტიკი გმინვა დემეტრეს ერთმანეთს მიყოლებული გამტებული მუშტები უარესად აფორიაქებდა, ყურებზე იფარებდა შიშისგან ხელებს შიშისგან არიდებდა თვალსაც დასისხლიანებულ მამაკაცს
- დემეტრე გეყოფა!
შორიდანვე დაუძახა გაცხოველებულს, კაცი ხმას რომ ვერ იღებდა და დარტყმისგან უნებურ ხმებს უშვებდა, სულ უძალო რომ გახდა ხელებიც აუკანკალდა ბარბარეს შიშისგან, რომ დემეტრეს მსგავს ცვლას საშიში ან ტრაგედიული დასასრული არ ჰქონოდა, საერთოდ არ გაუგია დემეტრეს ბარბარეს დაძახება ცელოფანი მოახვია თავზე თვალებ არეულ ცხვირ გატეხილ კაცს საიდანაც ყველაზე მჩქეფარედ მოსდიოდა წითელი სქელი სითხე და საკუთარ ტანსაცნელთან ერთად დარტყმის დროსვე სვრიდა დემეტრესაც, ცელოფნით უჰაეროს ურტყავდა მუშტს სახეში ძლიერად, ისტერიულად კივილი დაიწყო ბარბარემ არაადამიანურ საქციელზე ჯერ იმაზე რომ დემეტრეც სისხლანი იყო და შემდეგ უყურებდა როგორ უმოწყალოდ ურტყავდა დემეტრე ' მამამისს' და უყურებდა ცელოფანს, რომელიც ისე გასისხლიანებულიყო
სისხლის გარდა აღარაფერი ჩანდა, მთელ სხეულში შიშის გრძნობები დათამაშებდა სახეზე ფერები შემსამჩნევად ეცვლებოდა ისე სთხოვდა დემეტრეს, რომ გაჩერებულიყო
- შეწყვიტე!
ბარბარეს კივილზე ჰაერშივე გააშეშა დემეტრემ მუშტი, სწრაფად წამომდგარმა წაექცულ ნაგავს მოავლო თვალი გრძელი წვეტიანი პლასმასის ნატეხს დაავლო ხელი და ბარბარეც შეძლებისდაგვარად წამოდგა სწრაფად დემეტრემ ძლიერად მოუქნია პლასმასი მამაკაცს და ოირდაპირ შუბლში უნდა ჩაერსო მივარდნიკი ბარბარე ჩაიმუხლა მის წინ, ამოკივლებით აიფარა სახეზე ხელები შიშით რომ ვერ მოასწრებდა გაჩერებას და მალევე რომ ვერაფერი იგრძნო სწრაფად ახედა სახეზე სისხლის წვეთებით დასვრილ დემეტრეს, აკანკალებული ფეხებში ძაკა გამოცლოდა და ამ ყველაფერს ერჩივნა ისევ თავად ამოხდომოდა სული ქამრით ცემაში,
- შეწყვიტე!..მამაჩემია....
დამნაშავედ ამოიტირა ძლივს რომ ამოიდუნთქა და დემეტრეს ფეხებთან ჩაიკეცა,
- გეყოფა....
ტირილისგან შეცვლილი ხმით გაიმეორა ისევ ჩაკეცილმა და დემეტრეც კიდევ ერთხელ ჩავარდა შოკში, ისევ გაიყინა გაურკვევლობისგან, მის ფეხებთან დამხობილ გაყინული უყურებდა და ცდილობდა წესიერად გაეაზრებინა ბარბარეს სიტყვები, ისე გააგდო ხელიდან პლასმასი და უკვე გონზე მოსულმა ბარბარეს მკლავებს ჩაავლო ხელი ისე წამოაყენა უცებ, ისიც ძლივს დადგა წამოყენებული ფეხზე თავდახრილი ახედა, მკლავებზე სისხლიანი ხელების ნაკვალები დაეტყო
ბარბარეს და თან დემეტრე ჯერ ისევ გაურკვევლობაში იყო, როგორ იყო ბარბარეს მამა, როგორ შეიძლებოდა მამა შვილს მსგავსად მოქცეულიყო და საერთოდ ეს ყოველივე ძალიან აბნევდა
- ვიცი მისნაირ მამას ჯობია სულ არ მყავდეს, მაგრამ ასე არ უნდა მოქცეულიყავიი, ღმერთო ძალიან შემეშინდა,
მისთვის არც კი აუხედავს ძირს დავარდნილ მიწაზე აკრულ მამაკაცს გახედა წამით ისე ამოილაპარაკა ტირილით და დემეტრეს მიადო თავი ისე მიეყრდნო აკანკალებული, დემეტრემაც მას შეხედა წამით ისე მოისვა ქვედატუჩზე ენა და მამაკაცს დახედა, მერე გაანალიზა რომ ზედმეტად ბევრი მოუვიდა, ზედმეტად ძლიერად იმოქმედა წარსულის ბრაზმა და შურისძიებამ, ბარბარეს შიშსაც იმდენად ძლიერად გრძნობდა უცნაური გრძნობით იბოჭებოდა, ბარბარე რომ მოშორდა ფრთხილად ჩამოშორდა მამაკაცისკენ დაიწია და სისხლისგან გაჟღენთილი ცელოფანი გადააძრო ნაგვის ბუნკერში მოისროლა და ისევ მტირალ ბარბარეს დახედა,
- არაფერი დაემართება დამშვიდდი
ბარბარე რომელიც ახლა მისი საქციელით შეშინებული იყო ცდილიბდა არ შეემჩნია დემეტრესგან გამოწვეული შიში, მისი დაუნდობლობითა და სისასტიკით აკანკალებული ჯერ ისევ ვერ წყნარდებოდა
- მაპატიე...
ხმადაბლა ამოილაპარაკა მანაც ისე ეცადა მიახლოვებულს ჩახუტებოდა, მაგრამ თავადაც მორიდებულად იდგა ვინაიდან ვერ გაეგო ახლა ბარბარე შეიძულებდა თუ არა, მასზე გაბრაზებული იყო და ეზიზღებოდა თუ არა, პასუხი ბარბარეს ჩახუტებაში რომ ამოიკითხა თავიდან გაუკვირდა კიდეც და შემდეგ თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნა მხრებიდან, სისხლიანი ხელები არ მოუხვევია მისთვის გულზე აკვრით გრძნობდა მის სწრაფ გულისცემას შიშისგან კანკალს და დამნაშავედ დახუჭა თვალები წარსულის ფიქრებშივე, ჩაკლულ ბრაზთან ერთად, რომლის ნაწილის გადმონთხევაც შეძლო
- წამოდი,.... წავიდეთ,
თავად მოშორდა ნელა უხმოდ ჩააჩერდა და მალევე თავადვე აარიდა თვალი და ნელა წავიდა წინ, როდესაც მიხვდა რომ ბარბარე არ მიყვებოდა სწრაფად გაჩერდა ისე გახედა უკან მდგომს გაკვირვებული, კითხვის ნიშნის მზერით
- მე ვერ წამოვალ
სლუტუნით ამოთქვა დაბალხმაზე ისე დააკვირდა დემეტრეს, რომელიც კიდევ უფრო წინ წავიდა ბარბარეს პასუხზე გადიდებული ნაბიჯებით, ჯერ ისევ იქვე ახლოს მსხდომ დამთვრალ და ყურებისგან გასუსულ მამაკებს მიუახლოვდა წამით ისინიც უკან დაიწნენ, თითქოს მზადაც იყვნენ რომ იქიდან აორთქლებულიყვნენ
- ცოტას გამოვიყენებ რა,
შორიდანვე დაწვდა ბოთლს სადაც უფერო სითხე დაინახა და შორიდანვე გადაისხა ხელებზე ისე ჩამოიშორა სისხლი სანამ შეახმებოდა და მწველი სუნიც რომ მალევე იგრძნო გვარიანად შეიკურთხა, თითქმის დაცლილი არყის ბოთლი ერთ-ერთს მიაწოდა და ბარბარესკენ სუფთა არყიანი ხელებით დაიძრა რომელიც შარვალზე შეიწმინდა,
- წამოდი რაა მიხედავენ ამას,
მშვოდად ჩამოუდგა წინ და უგონო მდგომარეობაში მიგდებულ კაცს დახედა, რომლის მდგომარეობაში დანახვაც ბარბარეს ზარავდა
- მხოლოდ ეგ არ არის,
ისევ დახედა მოჭუტული თვალებით მამამისს, რომელიც ღრმად სუნთქავდა და ხოხვის ძალას იღდგენდა ცოტახნიანი მითიშვითა და პარალიზებით, ცოცხალი იყო რაღაცით აწყნარებდა კიდეც ეს საკითხი მაგრამ ის მეტად აშინებდა რა ელოდა ახლა მას, მითუმეტეს ახლა რომ წასულიყო სიკვდილამდე ცემა არ აცდებოდა, ახლა რომ მიეტოვებინა ხომ კიდევ მეტი დასჯა,
- კიდევ რა? ზედმეტად დაშინებული ყავხარ ბაბი ისევე, როგორც დედაჩემი, წარმომიდგენია აქამდე რა ცხოვრებით ცხოვრობდი მაგრამ, პირობას გაძლევ დასრულდება,
გაურკვევლად გადააბა ერთმანეთს სიტყვები, თუმცა ბარბარემ შეძლო დაბნეულის საუბრისგან აზრის გამოტანა გაკვირვებულმა ახედა დედამისის ხსენებაზე და წარბები გაკვირვებისგან შეკრა,
- მას ვერ ავცდები დემე, ვერც იმ ცემას, რომელიც ჩემთვის მზადდება,
ისევ ამოიტირა მოსალოდნელი საფრთხის გააზრებაზე ისევ აწყლიანებული თვალებით ჩახარა თავი და დემეტრემაც მისკენ დახრილმა ნაზად ააწევინა თავი ისევ, ისე რომ აიძულა მისთვის თვალებში შეეხედა
- მოიცა,...მოიცა რა,... მაგარი გოგო მეგონე გეფიცები და ახლა რა გჭირს ეე,
გაკვირვებული დაბალი ზედმეტად წყნარი ხმით მოიქცია მისი სახე ხელებში ისე დახედა თვალებ დახრილს, რომელზეც მიწისგან დასვრილ ლამაზ სახეზე დაგორავდნენ ცრემლები და გამხნევებისთვის ახალი იმედებისთვის მომზადებული სიტყვებით დაიწყო მისი გამხნევება მას მერე რაც მის თვალებში მამაკაცის ძლიერი შიში ამოიკითხა
- ფაქტიურად შენთვის ჩამოვედი ჩათვალე, დღეიდან თუ კიდევ დაგაკარებს ხელს, მირეკავ ან მწერ ან რაც გინდა ლიჟბი გამაგებინო.., გაიგე?
დაკითხვის მერე დაუქნია თავი ბარბარემ და დემეტრემაც ხელთავიდან მიიხუტა, საკმაოდ კარგად იცნობდა იმისთვის, რომ არ ცოდნოდა მამამისის ბინძური საქციელები ბარბარეს მიმართ, არასდროს ეგონა მსგავსი ცხოვრება თუ ექნებოდა, თუ მსგავსი ტანჯვით გაიზარდა, ისე იკრავდა გულში თითქოს ცდილობდა მისი ტკივილის წართმევას, თავად გრძნობდა, თუმცა ვერ ახერხებდა ბარბარესთვის მოეშორებინა ეს ყოველივე....
- გინდა ხელში აგიყვანო?
კითხვა დაუსვა როცა შეამჩნია, რომ სიარული უჭირდა და ბარბარემაც უარის ნიშნად გაუქნია თავი, უხერხულობისგან ისე განაგრძო შეძლებისდაგვარად სიარული, ჯერ ისევ შოკირებულმა
- იცოდე მანქანა შორს დგას,
გამაფრთხილებლად გადახედა დემეტრემ და ისევ თავი რომ გაუქნია ხელიც გაუშვა, სიუხეშეზე გაკვირვებულმა ახედა ბარბარემ ქვედატუჩ გამოწეულმა და ისევ გაჭირვებით განაგრძო სიარული, გაჩერებული დემეტრესთვის არც კი გაუხედავს წინ წინ წავიდა, უცებ დაავლო ფეხებში და წელზე დემეტრემ ხელი და ხელში ფრთხილად ააფრიალა, დარტყმული ადგილების ტკივილისგან დამანჭა წამით სახე ბარბარემ და კისერზე მოხვია უხერხულად ხელები,
- ხომ გითხარი არ მინდა-მეთქი
- მაშინ მე მინდა,
ხმადაბლა ამოილაპარაკა და დინჯი ნაბიჯებით წავიდა მანქანის მიმართულებით, მშვიდად მიადო ბარბარემ გულზე თავი და მისგან წამოსული სურნელისგან ნაზად მინაბა თვალები... მისვლისთანავე თავად ჩასვა მანქანაში, ღვედი გადმოწია მალევე გადააკრა ფრთხილად რომ ზედმეტად არ მოეჭირა, მისკენ გადაწეულსაც უხერხულად აკვირდებოდა ბარბარე, თვალის არიდებით გადაწეულს მის კისერთან ისე ახლოს ჰქონდა ბაგეები უხერხულად ეკრობოდა სკამს, გაკეთების მერე მოშორდა თუ არა ფრთხილად მიუკეტა კარები დემეტრემ და მანქანას მოუარა, მანამ კი ბარბარეც ეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა აღელვებულს
- დარწმუნებული ხარ რომ ასე მისვლ არ შეაშინებთ?
უკვე მის გვერდით რომ დაჯდა დემეტრე მაშინ იკითხა ბარბარემ ისე გახედა და გრძელ მიწიან კაბაზე დაიხედა და შემდეგ ანიშნა სახეზე დემეტრეს, რომელსაც სულ არ ახსოვდა რომ სახეც სისხლის წვეთებით მოსვრილი ჰქონდა, ინტერესით მიატრიალა სარკე ბარბარეს მზერაზე და საკუთარი თავის დანახვისთანავე ამოიგმინა
- ფუ შენი
- სახლში გავალ რა გთხოვ,
ისევ ამოიწუწუნა და დემეტრემაც ღრმად ამოსუნთქვოთ გახედა, როცა აქამდეც ნახსენები ჰქონდა სახლი, სადაც ყველაზე მეტად არ უნდოდა დემეტრეს, რომ გასულიყო
- ასე გინდა ეს სახლი?
გაღიზიანებულმა ამოთქვა როცა იმ საუბრის მერე ისევ სახლს გაიძახოდა ბარბარე და პასუხად რომ ამოიტირა სწრაფად ჩაურთო მანქანას ძრავა და მკვეთრად მიადგა გაზს ფეხი
- წავიდეთ! მაგ შენ სახლში ბარბარე!
უხეშად გახედა მთავარ გზაზე გავიდა თუ არა კიდევ მეტად მიადგა გაზს ფეხი და ბარბარეც მთელი გზა ძლივს იკავებდა სლუტუნს ისე ხმადაბლა ყრიდა ცრემლებს, ორჯერ ანიშნა საით უნდა გადასულიყო და სახლიც რომ თითით ანიშნა უხეშად დაამუხრუჭა დემეტრემ
- აჰაა შენი სახლი!
ისევ უხეში მიმართვით გახედა თავ დახრილს, რომელიც დამუხრუჭების გამო ძლიერად დაეჯახა საყრდენს და ნერვიულობის ფონზე ღრმად მსუნთქავს დააკვირდა დემეტრეც, რომელსაც მკერდი მკვეთრად ადი ჩაუდიოდა, გადასვლა ვეღარ შეძლო ბარბარემ, იმდენად უხეშად მოყვანილი და ისეთი მკაცრი მზერით გაჩერებული იყო ახლა გადასვლაც კი ესიკვდილებოდა
- აღარ გინდა სახლი?
- დემეტრეეე....
წუწუნით ქვედატუჩ გამოწეული შეუტრიალდა სწრაფად ისევ მის სიუხეშეს, თუმცა დემეტრემ საუბარიც არ აცადა მშვიდად ჩაეჭრა საუბარში მისი ღელვის გამო დამშვიდებული, რომ კიდევ მეტად არ აეტირებინა ბარბარე, რომლის შიშიც უკვე კარგად გაეზიარებინა, აღარ სურდა კიდევ მეტად დაესტრესა ან დაეძაბა მისი გონება,
- ადი ბაბი 15 წუთი გაქვს! მოწესრიგდი გამოიცვალე და ჩამოდი
მისკენ შეტრიალდა დემეტრე და ბარბარესაც ხელახლა რომ გადმოცვივდა უხმოდ ცრემლები ცალი ხელით მოიქცია მისი სახე ხელში
- ჰო მაგრამ....
ისევ დაიწყო ისე მოკიდა დემეტრეს თბილ მაჯას ორივე ხელი და წარბებ შეხრილი ანიშნებდა როგორ ზედმეტად ეშინოდა უახლოესი მომავლის განვითარებას, დემეტრეც სევდიანად უყურებდა მისი სახიდან ჩამოგორებულ ცრემლებს, რომელიც მის ხელზე ეცემოდა...
- არანაირი მაგრამ, ნუ გეშინია!..
მიდი ადი და გელოდები,
მშვიდად უშვა ხელი და საშუალება მისცა წასულიყო, ბარბარემაც სლუტუნით მოიწმინდა ცრემლები, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და გაჭირვებული სიარულით შევიდა სახლში, მისი შესვლისთანავე ნერვოზულად დაადო საჭეს თავი დემეტრემ და ხელებიც ნერვოზულად ჩამოისვა სახეზე წამოწეულმა,
- მამა? მაშ არც ისე მარტივი საქმეაა,
საკუთარ თავს უთანაგრძო და ისევ საჭეს დაადო თავი, რადგან მამა ერქვა ისე მარტივი ჩამოსაშორებელი არ იქნებოდა როგორც სხვა ნებისმიერი დემეტრესთვის, იცოდა რომ სხვანაირად უყურებდა ბარბარეს, მაგრამ არ იცოდა რა გრძნობა იყო ეს, უყურებდა ისე როგორც პატარა უსუსურ გოგოს, როგორც პატარა საყვარელ მეგობარს, თუ გოგოს რომლის დაცვაც მთელი ცხოვრება ენდომებოდა, რომლის გულუბრყვილობაც და ბავშვურობაც სიგიჟემდე მოსწონდა, ეს კიდევ მეტად ურთულებდა საქმეს....
.....
- გამომართვი და სახე მოიწმინდე თორე ზედმეტად საშიში ხარ, ფანჯარაშივე შეყო ბარბარემ ხელი და დემეტრემაც უცებ წამოყო საჭიდან თავი
- მალე ჩამოხვედი,
ინტერესით ახედა უკვე დაწყნარებული სახით სუფთათ გამოწყობილს და კარების გაღება, რომ დააპირა ბარბარეც გვერდზე გაიწია, თავისუფლად გადმოვიდა დემეტრე ხელთავიდან აათვალიერა მშვიდი ბარბარე, რომელიც ჩვეულად უღიმოდა და ხელიდან სველი სალფეთქის შეკვრა გამოართვა,
- ისე შეიცვალე ვერავინ იფიქრებს, ცოტახნის წინ რაც მოხდა,
ხმადაბლა სერიოზული მზერით უთხრა და ერი სალფეტკი ამოაცურა,
- ვფიქრობ არც არის საჭირო ვინმემ იცოდეს რამდენი ქამრის ნაკვალი მაქვს სხეულზე,
ისევ ღიმილით უთხრა და დააკვირდა, როგორ მობეზრებულად ისვამდა სალფეტკს სახეზე,
- თუ დაკეცავ უფრო მარტივად მოშორდება,
მორცხვად ახედა და დემეტრემაც რომ ინტერესით შეხედა, თავი ისევ დაბლა დახარა, მისი მითითებით კეცვა დაიწყო დემეტრემ უკუღმა აკეთებდა ყველაფერს და სიცილით გამოართვა ბარბარემაც,
- ასე არაა, აი ასეე,
თავად გადაკეცა ისე რომ ხელშიც კომფორტული დასაჭერი ყოფილიყო და დემეტრეს გაუწოდა, რომ არ გამოართვა გაკვირვებულმა ახედა და მის თვალებს რომ წააწყდა აღელვებისგან შეეცვალა სახე, უხმოდ და უსიტყვოდ აკვირდებოდა დემეტრე ფიქრებში გართული, თავად დაიწყო ბარბარემ მისი სახის ფრთხილად გაწმენდა და თან დემეტრეს გაშეშებულ მზერაზე უხერხულად გრძნობდა თავს
- ხშირად გირტყამს ხოლმე არა?
ბრაზის ფონზე ისევ წყნარად იკითხა და ბარბარეც წამით გაშეშდა, თავის დახრით ეცადა მისი მზერა მოეშორებინა და ახალი სალფეთქის ამოღება დაიწყო,
- არც ისე, გააჩნია მის ხასიათს,
მხრების აჩეჩვოთ გასცა პასუხი და ახალი სველი სალფეთქით საბოლოოდ ჩამოაშორა სისხლი,
- შენს ტანსაცმელს ვერაფერს მოვუხერხებთ,
დამნაშავეს სახით ახედა და დემეტრემაც მაიკას რომ დახედა სადაც რამდენიმე სისხლის ლაქა უკვე კარგად ჩაჯდომოდა მშვიდად შეტრიალდა ნაგვის ბუნკერისკენ, ნაგავი გადააგდო და მშვიდად ჩამოდგა ისევ დემეტრეს წინ
- ძეგლობას აპირებ?
სიცილით იკითხა და ახალ შემოსულ მანქანას გახედა, შავი მაღალწელიანი პრიუსის ხილვისას სახე შიშისგან ეცვალა ისე ამოეფარა დემეტრეს, მანაც გვერდულად გახედა მის უკან კრავივით ამოფარებულ ბარბარეს,
- რა ხდება?
კითხვის დასმა საჭირო აღარ იყო ორმა მამაკაცმა ბარბარეს მამა გადმოათრია მანქანიდან და ბარბარემაც შეშინებული სახით ახედა მეორე სართულის ფანჯარას სადაც დედამისი კარგა ხანი აკვირდებოდა, ერთადერთხელ გახედა გადმოსულმა მძღოლმა დემეტრეს ბევრის მთქმელი მზერით და რატიც მკაცაცრად დახვდა, ბარბარეს მამაც შედარებით მომჯობინებულს წამოეხილა თვალები, ცხვირში ქაღალდი გაეკეთებინა სახე მობანილს ჯერ ისევ ლაქად ეტყობოდა სისხლი,
- მალევე მოუხოდიათ,
გაკვირვებულმა ამოილაპარაკა ისე შეუტრიალდა ბარბარეს, რომელსაც დაწყნარებული სახე ისევ შეშინებულ გაფითრებულ სახედ ექცა და ნერწყვებს დაჭიმული ყელით ნერვოზულად ყლაპავდა
- ნეტა წავსულიყავით დემე, ნეტა წავსულიყავით,
ამოიჩურჩულა და ნერვიულად მიადო თავი მკერდზე,
- მოიცა მოიცა, შენ კიდევ გეშინია?
მისი სახე მოიქცია ხელებში ისე მოიშორა და შეშინებულ თვალებში ჩახედა, სანამ კიდევ რამეს იტყოდა, მამაკაცის მკცარმა ხმამაღალმა ხმამ არ აცადა ხმის ამოღება
- ბარბარე სახლში გაჩნდი!
მკაცრად ამოთქვა კაცმა და სწრაფად გახედა დემეტრემ მამაკაცს, რომელიც ცოტახნის წინ საჭესთან იჯდა, ახლა პატარა კიბოს თავში შემომდგარიყო და ბრძანებით იხმობდა ბარბარეს
- მოიცა ჯერ ის მითხარი ვინ არი,
ისევ დახრილმა დახედა ბარბარეს წყნარი მშვიდი ტონით, რომ კიდევ არ აღელვებულიყო ისედაც დაბნეული,
- გამიშვი დემეტრე,
დაბალხმაზე ჩამოაწევინა ხელები, ისე უნდა აევლო გვერდი თავდახრილს
- ბარბარე! ვინ არის?!
- ბიძაჩემია დემე ბიძაჩემი,
უხეშად მოუტრიალდა და მისი ჩავლებული ხელი უხეშად მოიშორა, შიშის ფონზე ანერვიულებულმა
- მანქანაში დაჯექი ბარბარე,
მკაცრად გამოუცრა ხმამაღლა და ბარბარეც კიდევ მეტად დაიძაბა
- მეორედ არ გამამეორებინო! გეფიცები მერე უფრო შეგეშინდება ჩემი,
მკაცრად გადახედა და ბარბარემაც მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, ცალკე დემეტრეს ტელეფონმა დაიწყო რეკვა, რომელიც მანქანაში იდო და ცალკე კარებში მდგომმა მამაკაცმა ხელახლა გაიმეორა მკაცრად სიტყვები,
- თვალს არ აშორებდა დემეტრეც მკაცრად დაყურებდა ბარბარეს და ნერვები კბილებით ეკავა,
- არ მენდობი ეს დედა ატირებული?! დაჯექი რა!
ბრაზისგან გამოცრა ისევ და ბარბარეს დაკვირვებულმა რომ მიხვდა, რომ მალე გული გაუსკდებოდა უბრალოდ ხელი გაუწოდა,
- ინანებ ბარბარე! მერამდენედ მამაორებინებ! გითხარი სახლში ამოდი-მეთქი!
უხეშად დაიწყო ბრაზის გამომჟღავნება მამაკაცმა კარებიდან და მძიმე ნაბიჯი გადმოდგა წინ ხმა აღარ ამოუღია დემეტრეს ბარბარეს გადაწყვეტილებას მიენდოდა და ამავდროულად გამოცდაც კი მოუწყო,
- ბარბარე, თუ გინდა რომ ამაღამ გადარჩე გითხარი მოდი სახლში!
კიდევ ერთხელ გაიმეორა კაცმა და ბარბარემაც უკვე გამყარებული თითები შეაგება დემეტრეს გაწვდილ ხელს, ღრმად ამოსუნთქვასთან ერთად და ის ყველაფერი ფიქრები იყო, რომ მძიმე ნაბიჯებით ჩამოშორდა დემეტრეს და კანკალით შევიდა სახლში, არ შეიმჩნია დემეტრემაც მისი გადაწყვეტილება რამდენად ესიამოვნა და რამდენად კმაყოფი დარჩა იმით რომ ბარბაღემ ნდობა გაამყარა მის მიმართ, უბრალოდ უხმოდ მოუარა მანქანას ისე გამოუღო კარები და ბარბარეც მანქანაში რომ ჩაჯდა, ხმამაღლა იღრიალა მამაკაცმა ბარბარეს სახელი,
- უპასუხე და მე მალე მოვალ,
ფანჯარაშივე უთხრა ტელეფონძე ნოშნებით ისე ჩაუკრა თვალი და წინ რომ წავიდა ბარბარეც სწრაფად დაწვდა რეკვისგან გადაბჟირებულ ტელეფონს,
- ჩემთან ერთად მოდის! თუ რამე პრობლემაა შეგიძლია მითხრა სანამ აქ ვარ!
უდარდელი მკაცრი ტონით წავიდა მამაკაცისკენ და ისე მშვიდად მიიწევდა მისკენ თითქოს გაფრთხილებითაც კი შემოიფარგლებოდა მისი ნაბიჯები
- ორივე ინანებთ,
თავადაც ზიზღით გამოუცრა დემეტრეს,
- ააა ჰოოო დამავიწყდა ჯერ თავიც კი არ წარმომიდგენია,
ჩაცინებით დააქნია საჩვენებელი თითი და მისკენ კიდევ ახლოს მიიწია......

- მალე მოვალთ....
- ყველაფერი მაგრად არი იმედია,
რატიმაც ახმაურებული სახლიდან დაუსვა კითხვა და ბარბარემაც დიდი ნერწყვის გადაყლაპვით გახედა დემეტრეს,
- კი კარგადაა,
თამამად უთხრა დემეტრეში დარწმუნებულმა
- უბრალოდ სახლში მისვლა მივასწარიი და გამოვდივართ უკვე,
- თავად სად არი?
- კაცს ესაუბრება,
- კაი მოდით მალე მაგიდასთან ვართ უკვეე,
დაეჭვებით ამოილპარაკა რატიმ ბარბარეს ხმაზე და ისევ ბარბარეს დაელოდა როდის გათიშავდა......

- ...წარმოგიდგენია მასთან შედარებით შენი მოშორება რა უმარტივესი იქნება?
ისევ ჩაცინებით შეადარა ერთ-ერთი მაფიის ბოსი, ,რომელიც კარგად ცნობილი იყო თავისი სისასტიკით, და მამაკაცი შეადარა ერთმანეთს და შედარებით დაწყნარებულს ჩახედა თვალებში,
- მთავარია დააყენო, მთავარია წინ არ ჩამომიდგე და თვალშიც ზედმეტად არ მომხვდე, გპირდები ფრჩხილიც არ მოგძვრება,
გულზე მიიდო ხელი კაცური პირობის ნიშნად და მამაკაცისგან პასუხი რომ ვერ მიიღო ნელა დაუტყაპუნა ხელი მხარზე კმაყოფილი წამოვიდა და ახალი გახსენებული თემისთვის ისე სწრაფად მიუბრუნდა, იარაღის ამოღებას გავდა რის გამოც უცებ გახტა კაცი უკან დაბღვერილი სახით და დემეტრემაც ქცევა რომ ჩაღიმებაში გაუტარა თითის აწევით შეხედა
- და კიდევ შეიძლება ბარბი ამაღამ ვერ მოვიდეს და გააფრთხილე დანარჩენებიც,
ბევრი სალაპარაკო გაქვთ და ბარბისთან ტეხავს,
საჩვენებელი თითის დაქნევით ანიშნა შეტრიალდი და წადიო და თავადაც მობეზრებული სახით მობრუნდა...ბარბარეს მიუჯდა გვერდით და კომფორტულად რომ დაჯდა სიჩუმეში შემდეგ გახედა ბარბარეს, გაკვირვებულ მზერას
- წავიდეთ?
კითხვაზე უბრალოდ მკვეთრად დაუქნია ბარბარემ თავი და მის გაწოდებულ ხელში გახლართა თითები,
- კიდევ ცოტაც და საბოლოოდ გავანადგუროთ,
ხმადაბლა ამოილაპარაკა ისე აკოცა თავის ხელში გახლართულ ბარბარეს ხელს, მისიანად გადართო სიჩქარეში ერთხელ მოავლო ფანჯარაში მაყურებელ დედამისს თვალი და მანქანა ნელა დაამუხრუჭა
- ბაბი ის ხო დედაშენია?
თვალებით ანიშნა და ბარბარემაც სწრაფად გახედა დედამისს
- კი,
- მერე სახიფათო ხელში არ ვაგდებთ?
- უკვე გამოიარა მან ეს ხიფათი, აღარაფერს უშავებენ,
სევდანარევი ხმით ამოთქვა ბარბარემ დედამისს შემყურემ და ისევ გასწორდა სკამზევე ისე დახედა მათ ერთმანეთში ახლართულ თითებს და მშვიდად გახედა გზას
- ასეთი რა უთხარი?
ინტერესი ვერ დამალა როცა დემეტრეს სიტყვებზე მამაკაცის ცვლილება ახსენდებოდა ისე გახედა ისევ ინტერესით
- მოდიი კაცების პირადში ნუ ჩავერევით ცუნცულ,
ღიმილით გადახედა და როცა ბარბარემ უხერხულად ყოფნის მერე ხელის მოშორება სცადა კიდევ უკეთესად გახლართა მის თითებში ხელი.....
- რასგავხარ
შესვლისთანავე ხმამაღლა აათვალიერა რატიმ და დემეტრემაც სწრაფად წამოაგდო, ისე რომ ტანსაცმელი დიდად შესამჩნევი არ ყოფილიყო ყველასთვის ზურგი შეექცია მათთვის და გაკრეჭილი უყურებდა რატის
- ადე ადე მომეცი ტანსაცმელი,
- რა მოხდა გაფიცებ?
- სანამ ეს ვნახე პატარა აშარებულ ტიპებს რა დალევს,
ბარბარეს გახედა წამით და მასაც რომ გაეღიმა ისე გაყვა რატის ოთახში, ფაქტიურად ბარბარეს საიდუმლო შეინახა, რომელიც ყველაზე მცირე ხანში გაიგო....
სალომეს გარდა ყველა მაგიდასთან ისხდა, ახლა კიდევ მეტნი იყვნენ ლევანიც მათთან ერთად ჩამომჯდარიყო, ხელში განსხვავებულად დიდი ჭიქა ეჭირა და სასმლის მოყვარულიც ყველაზე მეტ სასმელს სვამდა, ვერცერთ შესვლაზე გამოიყვანა დემეტრემ სალომე ოთახიდან და მალევე შეეშვა გაბრაზებულიც, მუსიკებს მუსიკები მიჰყვებოდა, სადღეგრძელოს სადღეგრძელოები, ცეკვას კიდევ ცეკვა და ჯამში ყველა სახე გაბადრული ისხდა, ბიჭები სვამდნენ მხოლოდ და მაშოც სულ არ იღლებოდა ამ ყოველდღე აღნიშვნებით, პირიქით ყველას ერთად ხედავდა და ეს ყველაზე მეტად აბედნიერებდა, უყურებდა ვაჟას და ანანოს ერთმანეთის გვერდით მსხდომს, რომლებიც ერთმანეთს წამდაუწუმ აწვალებდნენ სიცილით, უყურებდა ბარბარეს და თეოდორეს, რომლებიც სიცილით კვდებოდნენ სულ პატარა უაზრო თემაზე, დემეტრეს და ლევანის უყურებდა, რომლებიც ყოველ ახალ თემაზე ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს და წარამარა კამათობდნენ, ნენე და ნაზი, რომლებიც მშვიდად ისხდნენ სახე გაბადრულები უსმენდნენ ბიჭებს და მაგიდას თუ რამე დააკლდებოდა ხან ერთი ამატებდა ხან მეორე და გახედავდა ხოლმე რატის, რომელსაც მის თითებში გაეხლართა თითები და ღიმილით დახედავდა ხოლმე, სავსებით ბედნიერი იყო მაგრამ აკლდა თვალს ერთი, წამომდგარს ახედა რატიმ ინტერესით,
- სად მიდიხარ?
- აუ სალომეს დაველაპარაკები რა უნამუსოდ ვერთობით,
ამოწუწუნებით თქვა მისკენ შეტრიალებულმა და რატიმაც მუცელზე, რომ აკოცა ღიმილით ახლართა მის თმაში თითები ისე მოავლო დანარჩენებს თვალი.... ნელა შეაღო ოთახის კარები და სწრაფად დახედა საწოლზე ემბრიონის პოზაში მწოლიარეს
- აუ სალომე, ასე თუ არ გაგიხარდებოდა ჩემი 'ბედნიერება' არ მეგონა მართლაა,
ნაწყენი და დამნაშავე სავით წავიდა მისკენ და სალომემაც სწრაფად გახედა, მაშოს დანახვისას საწოლზევე წამოჯდა და მაშოს სიტყვებს რომ ჩაუღრმავდა სახე დანაშაულის გრძნობით ეცვალა,
- რეებს იძახი მაშო?! საერთოდ ეგ როგორ უნდა გეფიქრა მაინც?
გაბრაზება ვერ დამალა ისე გადმოვიდა საწოლიდან და მაშომაც მის გამოწეულ ხელებს რომ ჩაავლო ხელები, ერთად ჩამოსხდნენ საწოლზე,
- რატომ არ გამოდიხარ? ცეკვავენ მხიარულობენ და შენ აქ ზიხარ მტერივით ისე თითქოს საერთოდ არ გიხარია ჩვენი თუნდაც ერთად შეკრება,
მის ხელებს დახედა სალომემ მაშოს საუბარზე ისე მოუსვა თითები
- მაშოო, ხომ იცი რომ ეგრე არ არის არაა? უბრალოდ მიზეზები რაღაცის ხომ იცი ყველას გვაქვს,
თავდახრილმა ამოილაპარაკა ისევ
- და არ გინდა, რომ ეგ მიზეზი გამინდო?
მშვიდად იკითხა, თუმცა ისე აღელვებული და სწრაფი არა მოყვა წამით ორივე გაჩუმდა, სალომეც მიხვდა, რომ ძალიან ემოციურად გამოუვიდა უარის თქმა და უხერხულად შეხედა
- ხოა მშვიდობა?
ინტერესით დახედა ისევ თავჩახრილს,
- კიი უბრალოდ ეგ შენი თეოდორე, ვაიმეეე! მძულსს! აიი ვერ ვიტან საერთოდ არ გამიხარდება მის გვერდით არაფერი,
თავისი ჭკუით რეალური ემოციები ამოთქვა და არ გასვლის მიზეზიც ამ სიტყვებს ამოაყოლა, რომელიც სულ არ გახარებია მაშოს, იმდენად ეშხიანად წამოიძახა ეჭვი იმაში შეგეპარებოდა, ოდნავ მაინც გრძნობდა რაღაც თბილს მის მიმართ თუ არა,
- რატო? რა დაგიშავა?
მწარე სიცილი ამოაყოლა და თან გაკვირვებულიც იყო რა უნდა გაეკეთებინა თეოდორეს ისეთი რომ ასე შეეძულებინა მისთვის თავი, როცა მასთან სრულიად ანგელოზი იყო,
- რა დამიშავა? ხუმრობ? პირველივე შეხვედრიდან ნერვების შლა დაიწყო და საერთოდ შენი მიკვირს, ვიცი არც ახლა გსიამოვნებს რასაც ახლა ვიძახი მაპატიე,
ისევ დამნაშავედ ამოილაპარაკა ისე გადაიწია ყურსუკან თმა, მაშოც უკვე ჩაფიქრებული იყო და ვერ შეეძლო თეოდორესთვის ისეთი რამე მიეწერა რაც შეგაძულებდა მის თავს
- დაივიწყე თეოდორე, შენ ჩემთან მოხვედი და კეთილი ინებე ჩემი ბედნიერება გაიზიარე,
ხმადაბლა ამოილაპარაკა და წამომდგარმა სალომეც წამოაყენა,
- აუუ
- აუ? ანუ არ გინდა?
გაბრაზებული მზერით გახედა და სალომემაც უხმოდ დასჯილი ბავშვივით თავისი ნებით დაიწყო სიარული,
- ვსო ახლა გაიღიმე და გავედით,
მისკენ შეტრიალებულმა ძალით გააღიმა კარები გამოაღო და ხელი ხელ ჩაკიდებული გავიდა, ღიმილით გამოხედა დემეტრემ და კმაყოფილიც იყო მაშოს საქციელით, სალომეს მის გვერდით დაუტყაპუნა ხელი სკამზე და ისიც ფართხა-ფურთხით წავიდა მისკენ
- ოჰ გვიკადრეეე?
ნაზიმ გაშალა სიცილით ხელები და სალომემაც გაპარული ღიმილის დამალვას ეცადა,
- მოდი ჩემთან ჩემო პატარა,
ბავშვივით დაისვა დემეტრემ გვერდით და ჩვენებები დაიწყო არ გშიაო?
- ვინმემ ხო არ გაგაბრაზა გოგო შეენ?
ინტერესით მისკენ დახრილს ისე ჰქონდა ხელი მოხვეული თან შუბლზე მიაკრო ტუჩები,
- ერთად ვცემოთ?
- აუ დემეტრეეე
ვერ შეკავებული სიცილით გაკრა მხარი სალომემ და დემეტრემაც კმაყოფილი გახედა წინ მჯდომებს დის გაცინება რომ მოახერხა, ბარბარეც ყურებამდე გაკრეჭილი უყურებდა დემეტრეს სითბოს დის მიმართ და დემეტრეს მომღიმარი მზერა მასაც რომ 'ესტუმრა' უხერხულად შეიშმუშნა, დემეტრემაც უცებ ჩაუკრა თვალი და სალომეზე გადაიტანა ისევ ყურადღება, რომელიც ქვევიდანვე ბოროტი მზერით უმზერდა თეოდორეს ისიც ცინიკურ მზერას არ აშორებდა......
- შენ სახლში არ მიდიხარ დაგავიწყდა?
სალომე, რომ სახლში დატოვა დემეტრემ მარტო დარჩენილ ბარბარეს გადახედა მანქანაშივე და გეგმებს სახავდა, თუ რას გააკეთებდნენ, ბარბარემაც გულწრფელს თბილად გაუღიმა თვალებ დახრილმა ისე ახედა შეზარხოშებულს,
- ჯერ ნასვამი, რომ საჭესთან ზიხარ ეს ერთი დარღვევა, მერე მეორე შუქნიშანზე მწვანეს ანთებას ელოდები და ღვედი არ გიკეთია,
ღიმილით დახედა, თუ არა მაშინვე სიცილით გადაიკრა ცალი ხელითვე დემეტრემ,
- და მესამე, სახლშიც აღარ მიგყავარ,
თითის დაქნევით ამოილაპარაკა და მწვანე, რომ აინთო დემეტრეს დააკვირდა, რომელიც სერიოზული სახით მიუბრუნდა საჭეს
- მაგას თუ სახლი ქვია
- უკმაყოფილოდ ამოილაპარა და ბარბარემაც გაკვირვების ნიშნად გაადიდა თვალები,
- სად წავიდეთ აბა?
- აუ დემეე, ვიცი შენიაზრი ახლა მაგრამ, სახლში უნდა წამიყვანო, სახლში აუცილებლად უნდა მივიდე
დამნაშავეს ხმით ამოილაპარაკა ისე უყურებდა დაძაბული დემეტრეს და ელოდა მის რეაქციას,
- რატო ბარბარე რატოო? შეირგე ეს ერთი დღეე,
- ვიცი რომ ამის მერეც შევირგებ შენი ძალებით, მაგრამ ახლა დედასთან უნდა ვიყოო
ისევ დაიწყო საკუთარი თავის გამართლება
- ხომ თქვი რო არაფერს დაუშავებდნენ?
გაკვირვებულმა გადმოხედა და მის დაბნეულ სახეზე ისევ გახედა გზას,
- არა არაფერს დაუშავებენნ უბრალოდ სახლში მირჩევნია,
იმდენად დაჟინებულად ითხოვდა, სხვას ვერაფერს გახდებოდა დემეტრეც,
- დარწმუნებული ხარ?
კითხვით გახედა და ბარბარემაც სწრაფად ფიქრის გარეშე დაუქნია თავი,
- კიი სავსებით,
ფართოდ გაუღიმა და თითქოს ამოისუნთქა კიდეც დემეტრე, რომ დაიყოლია.....
- ვსო მირეკავ, თუ რამეა! და დაფიქდი რაა დარწმუმებული ხარ მართლა? ხო იცი შეგვიძლია ძალიან მარტივად გადავჭრათ ეს საკითხი,
თითქოს არც შეეძლო მისი გაშვება, ხელახლა ეკითხებოდა აზრს მას მერე რაც მისი სახლის წინ დაეყენებინა მანქანა,
- კიი დარწმუნებული ვარ,
- ნერვებს მიშლი! მარა კაი!
ხელი აიქნია, რომ ვერაფერი შეაგნებინა და ბარბარეც ღიმილით აკვირდებოდა გაღიზიანებულს,
- მადლობა, მთელი დღისთვის უღმესი მადლობა,
ღიმილით დაუსერიოზულდა ხმა ბარბარესაც და დემეტრესაც მაშინვე დაუწყნარდა სახე ისე გახედა გვერდით მჯდომს
- შენი მჯერა დემე, მჯერა რომ ყველაფერი გამოსწორდება,
ისევ ღიმილით გადაწვდა მის ხელს ფრთხილად შეახო თითები საჭეზე ჩაბღაუჭებულ დემეტრეს ხელს და მანაც უცნაური მზერით დახედა მათ ხელებს, როცა ბარბარეს ცივი თლილი თითების შეხება საოცრად ესიამოვნა,
- ღამე მშვიდობის,
სიტყვასაც არ დაელოდა დემეტრესგან, ისე გადავიდა სწრაფად მანქანიდან სწრაფად ეცადა გადასულიყო დემეტრეც, სიჩქარეში წესიერადაც ვეღარ გააღო კარი, ქამარში ახლართულიყო
- ფუ შენი!
ამოიგმინა და ბარბარეც რომ სირბილითვე შევიდა სახლში და დაყვირებაც ვერ მოასწრო რომ გაეჩერებინა, აღელვებულ ფონზე მოისვა ენა ქვედატუჩზე ისე დაარტყა კარებს ხელი
- რატომ გაიქცაა?!
საკუთარ თავს დაუსვა კითხვა ისე ჩაჯდა განერვიულებული მანქანაში და ჩაფიქრების შემდეგ გახედა ადგილს სადაც ცოტახნის წინ ბარბარე იჯდა,
- აუ რა ძაან საყვარელი და სულელი ბავშვია...
შეცვლილი ხმითა და ღიმილით ამოილაპარაკა ისე ეცვალა თვალები, მანქანას ძრავა ჩაურთო და მანამ დაძრავდა ერთხელ კიდევ მოავლო სახლს თვალი...

.........
დემეტრემ მეტად მალე მოახერხა სახლში გადასვლა ვინაიდან მან თვით გასაყიდი სახლი იყიდა, თეოდორეს მოპირდაპირე მხარე, რომლის უზარმაზარი აივნებიც ერთმანეთს უყურებდნენ, თითქმის ერთიდაიმავე, პროექტებით იყო ნაშენები, აივნის გასასვლელი ოთახი სრულად შუშის იყო და მხოლოდ მუქი ფარდების ჩამოფარება თუ შეიძლებოდა რომ ოთახი დაემალა, სალომემაც საუკეთესოდ არჩია ის ოთახი აივანზე გასასვლელით, თუმცა მისი ხედი პირისპირ თეოდორეს აივნის ოთახს რომ უყურებდა დიდად არ ახარებდა, მაგრამ აწყნარებდა ის ფაქტი რომ თეოდორეს ოთახი პირველივე სართულზე იყო, რომელიც აივნიდან გადახედვის შემთხვევაში ფანჯარასთან ახლოს მყოფი იდეალურად გამოჩნდებოდა, ყველაფერი გათვლილი ჰქონდა სალომესაც და ნელ-ნელა ცდილობდა სახლი ახალი და საჭირო ნივთებით აევსო, ვინაიდან ახლა შვებულებაში იყო სამსახურიდან, რომელიც დემეტრემ არც კი იცოდა, აღებულ თანხას უფრთხილდებოდა, თუმცა დემეტრე კიდევ მეტად უწყობდა ამაში ხელს ვინაიდან ყველა სალომეს სიტყვით წამოცდენილ სურვილს, რომლის თანხით შეძენასაც შეძლებდა ყველაფერს ასრულებდა...
- სალო გავდივარ და ხო არაფერი გინდა?
სწრაფად კარებზე მოკაკუნებისთანავე შეაღო კარები დემეტრემ დილიდანვე სალომეს ოთახში და აშკარად წასასვლელად გამზადებული აათვალიერა,
- სად მიდიხარ?
სწრაფად მოტრიალდა სარკიდან სალომეც და ძმის მზერაზე თვალები მოჭუტა
- ანგელოზი არ გინახავს?
ცინიკური კითხვის მერე აიყარა გაშლილი თმა მხრებიდან და თავისივე სიტყვებზე გაეღიმა
- რქებით არა,
კოცნა გაუგზავნა სალომეს კარების სახელურზე ნახევრად დაკიდებულმა და წეღანდელი დის კითხვა ამოუტივტივდა
- სამუშაოდ გავდივარ, ოთახის ვარდივით რო დევხარ სახლში სულ ვინმემ რამე ხო უნდა აკეთოს,
- შენ რა კბენის ხასიათზე ხარ, ეცითქო თითი რო გავიშვირო ყეფით გაიქცევი, რა გჭირს?! და ჯერ ესერთიც შვებულება მაქვს აზრზე რო არ ხარ,
ისევ გადაიქნია თმები უკან საღეჭი რეზინის მკვეთრი პირღია ღეჭვით და საჩვენებელი თითის დახმარებით გასცა პასუხი, სიტყვის ბოლოს შეიცვალა პოზა და პასუხს დაელოდა,
- ვაიმე 12 სანტიმეტრიანებს გაფიცეეებ
კარის სახელურს ხელი უშვა დემეტრემ, კარებშივე ეცადა გოგოს მსგავსი სექსუალური პოზა მიეღო და დაწვრილებული ქალის ხმითვე გააჯავრა სალომეს არ არსებული კევის ხმაურიანად ღეჭვაში და საჩვენებელი თითიც მსგავსად დაიხმარა საუბარში, როგორც სწერვულად სალომემ,
სიცილი ძლივს შეიკავა სალომემ ისე ეცადა ხარხარი პირდაკუმულს ჩაეხშო,
- ხო! ბარბარესთან ერთად ვარ რო არ იცი! ნაჭრების ხარისხსს ვაკონტროლებ! და ნაადრევი შვებულება მაქვს,
ხელთავიდან წამოიწყო მსგავსად სწერვულად ლაპარაკი სალომემ და დემეტრეც სწრაფად დასერიოზულდა სახის შეცვლასთან ერთად ისე წავიდა მისკენ
- მოიცა მართლა მუშაობ?
ბოხი და ამავდროულად რბილი ბარიტონით იკითხა ისე ჩახედა თვალებში,
- ჰო მართლა, არ მითქვია იმიტორო შენ ჩსმოდვლას ველოდი და პირადად მინდოდა გაგეგო, აიი რატის ქარხანაში ბარბარე ხო ნახატებს ანუ მოდელებს ქმნის მე ნაჭრებს ვყურადობ ყველაზე იოლი საქმეა და ხშირად არც მიწევს და ახლა მაშო რომ გამოვა უფრო მაგარიც იქნება, სანამ რამეს მეტყვი, უბრალოდ მინდოდა რომ ჩემი თანხაც მქონოდა, გამენძრია და მხოლოდ ძამიკოს ფულებით არ მემარიაჟა და ამავდროულად ძამიკოსთვისაც მეჩვენებინა, რომ თუ მოვინდომე მილიარდელიც გავხდები, გასაგებია?
გულდასმით უსმინა დემეტრემ მის საუბარს, გონებაში ხარშავდა, სამუშაო ადგილს პატრონს დირექტორს თანამშრომელს და რაც მთავარია ადვილ სამუშაოს, თუ მართლაც თავისი სურვილი იყო თანახმაც იყო, ეს ხომ იძულებითი არ ყოფილა, ბოლო სიტყვებზე უკვე ღიმილიც კი ეპარებოდა სახეზე
- იი რამხელა წარმოდგენა აქ ამ მიწაზე ძლივს გამოჩენილს,
წკლიპურტი უთავაზა შუბლზე და სალომემაც სწრაფად დაბუშტა ტუჩები ისე მოისვა წსმით ნატკენ შუბლზე ხელი
- დაღლა არ გვაწყობს, სალომე უხასიათობაც ასევე რომელიც დაღლას მოყვება, და სიჭკვიანეც გვმართებს
დარიგებები დაიწყო სამსახურთან დაკავშირებით და სალომემაც სწრაფად დაიწყო თავის წინასწარ დაქნევა თანხმობის ნიშნად,
- თუ სურვილი აღარ გექნება შეეშვები, სანამ ცოცხალი ვარ არაფერი არ მოგაკლდება ისედაც ცალკე შენ რომ არ იტანჯო,
თითის დაქნევით ანიშნა გაფრთხილება და სალომეც მორჩა თავის ქნევას,
- რა თქმა უნდა ჩემო ცხოვრებავ
გაბადრულმა მოხვია კისერზე ხელები ისე დაეკიდა მას და დემეტრემაც მასზე დაკიდებულს დახედა,
- აუ გამიყოლე რა მაშოსთან,
გაკრეჭვით გასწორდა უცებ და დემეტრემაც სწრაფად რომ მოიშორა მისი ხელები და კარებისკენ სწრაფად წავიდა ტუჩებ დაბერილმა გახედა,
- დაბლა გელოდებიი
სიტყვები მიაწვდინა გამოსულმა და სალომესაც სწრაფად გაეხსნა ისევ სახე.......
- მეღადავებიი რა სამი დღე თუ წავალთ ნორმალური დროით, რომ გართობაც მოვასწროთ
რესტორანში ანანოსთან მისულები ისხდნენ გოგონები და დასვენებისთვის რამე გასართობ ტურს გეგმავდნენ, ერთადერთი მხოლოდ ანანო მუშაობდა ისევ და მაგისთვისაც ცალკე გეგმებს სახავდა ბარბარე ვაჟას დახმარებით
- სადმე მაღალ მთიან ადგილას რაა და მერე გადავისეირნოთ ზღვისთვისაც თორე გადავიდა ზღვის სეზონიი უკვეე,
ყურსუკან გადაიწია მაშომ თმა და გოგონების თათბირზე ახმაურებულებს ინტერესით დაუწყო მოსმენა
- კაი მასეც მაწყობს მე მარა ის ორი დასასვენებელი საზღვაო თვე შენ წაგვართვი მაშო და შენთვითონ გაიქეციი მაინც რო იცოდე,
ანანომ გასცა პასუხი, თითქოს ბრაზნარევი და გამაფრთხილებელი თითის დაქნევით და მაშომაც თვალები აატრიალა საპასუხოდ
- მისმინეეთ ბიჭებისთვის რამე მწარე დაა ბრაზიანი სურპრიზი ხო არ მოგვეწყო?
ბარბარემ ახალი იდეა წამოიწყო და მოჭუტული თვალებით გაუხახუნა ხელები ერთმანეთს
- როგორ რანაირად?
წარბების აქაჩვით იკითხა სალომემ
- ეგ არც მე ვიცი
სიცილით აათამაშა თითები და დაელოდა კიდევ რას იტყოდნენ
- მემგონი ჯობია დავყენდეთ მაგათი წასაყვანები ვართ ისედაც და გამოგვაცუნცულებენ უკან
თვალის ჩაკვრით დაადასრურა მაშომ თავისი სიტყვები რატის ხასიათის მცოდნემ ისე ჩამოდო იდაყვი მაგიდაზე და ხელში ნიკაპი ჩამოდო,
- კლუბი, წვეულება, ბიჭები და რამე კაი გართობა უეჭველი თორე მომბეზრდა ეს ერთიდაიმავე,
თვალები აატრიალა სალომემ ისე გადაიწია სკამის საყრდენისკენ წამით მოავლო შემოსასვლელს თვალი და სახეც უცებ ჩამოეშალა,
- ღადაობ? ამათ აქ რა უნდათ?
თვალებ დაქაჩული გადაიწია ისევ მაგიდისკენ და გოგონებმაც გაკვირვებული მზერით გაიხედეს იქ სადაც სალომეს მზერა ასხივებდა,
- ესენი სულ ასე ერთად დადიან?
ინტერესით დასვა ბარბარემ კითხვა ნაცნობი ბიჭების დანახვისას და სრულად შეეცვალა სახე არა მხოლოდ მათი 'სასტავის' ნაცნობს რომ არ მოკრა თვალი, ორი უცნობი მამაკაცი ჩამომჯდარიყო შორიახლოს, ერთმანეთის პირისპირ და კმაყოფილი სახით საუბრობდნენ იყვნენ ისინი ვინც ერთი პერიოდი ბარბარეს გულის დაპყრობას ცდილობდნენ, მას შემდეგ რაც ბარბარემ საცხოვრებელი შეიცვალა თავიდანაც მარტივად მოიშორა, ახლა კი სწრაფად მოაშორა მზერა რომ არ დაენახათ რადგან მათთან საუბარი საერთოდ არ სურდა
- არა სულ ერთად არ არიან მარა ვფიქრობ ვაჟამ დაიბარა,
მათი უფრო ხშირად სამსახურში ხილვის ოსტატმა ამოილაპარაკა ანანომ და თეოდორემ რომ შეამჩნია მათი გუნდი, გაუხედავად სახე გაბადრულმა მიცხო მუჯლუგუნი გვერდზე მდგომ დემეტრეს, მანაც სწრაფად შეხედა თეოდორეს და მის ნიშანზე გახედა გოგონებს
- ეე ჩემი ცუნცულები,
სახე გაებადრა უცებ და თამამი ნაბიჯებით წავიდა მათკენ,
უკმაყოფილო სახით იყურებოდა სალომე და ისე იწეოდა სკამიდან დაბლა დაბლა თითქოს სადმე ჩაიმალებოდა,
- რა ნაგავი თვალები აქვს,
ხმადაბლა ამოილაპარაკა მკლავებ ერთმანეთში ახლართულმა და გოგოებიც რომ ისევ გასწორდნენ ისე თითქოს არავინაც არ ენახათ კოპებ შეკრულმა იკითხა
- ახლა აქ უნდა მოგვიჯდნენ?
- არა ვფიქრობ შუშებისკენ უნდა გადავჯდეთ, აქ ამდენი ხალხი არ შეიძლება,
ხმადაბლა ამოილაპარაკა ანანომ და საკუთარ საინსა და ჭიქას დაავლო ხელი, თვალით ანიშნა იგივე გაეკეთებინათ მათაც და ერთდროულად წამომდგრებმა გაასწორეს სკამები, წინ წავიდა დაულოდებლად სალომე ანანოს მითითებულ გრძელ მაგიდასთან მყუდრო ლამაზი ხედით შუშებიან ადგილზე და ისე მიყვნენ დანარჩენებიც, თავითვე ანიშნა ანანომ ბიჭებს წამოდით იქითო და თავადაც ნელი ნაბიჯებით აედევნა გოგონებს,
- რა სერიოზული შეეკრებაა გოგონებოო, უჩემოდ რა პონტში ეე?
მისული მაშოს და ბარბარეს შუაში ჩაჯდა დემეტრე, ჯერ მაშოს აკოცა ხმაურიანად ლოყაზე გადაწეულმა და შემდეგ მეორე გვერდზე ბარბარეს, დანარჩენებს ჰაეროვანი კოცნა აჩუქა და დაბღვერილ სალომეს თვალი ჩაუკრა,
- რას იჯღანები შენ?
მისი სახით შეწუხებულმა მაგიდაზე ხელების დაწყობის მერე დაუსვა კითხვა სალომეს
- აუცილებელი იყო მოსულიყავით?
- ამას რამე ხო არ მოაწევინეთ?
გაოგნებული სახით გახედა ბარბარეს,
- ჯანმრთელად ხო ხარ? აბა სად უნდა წავსულიყავი?! ბაზარი არ არი მივუჯდებით სხვა გოგონებს და ჩემნაირ სიმპათიურს რო გამაზავთ და მინუსებს დაიწერთ არ გაგიტყეთ მერე,
თამამად ამოილაპარაკა ისე მიეყრდნო სკამის საზურგეს და გოგოებს მოავლო თვალი, მართალსაც კი ამბობდა დემეტრე, რადგან მათი სრული შემადგენლობიდანვე ერთიც კი დიდი ნაკლი და ყველასთვის სასურველი იყო,
- ეს საკუთარი თავის ქებაა რა იცის ამან
სიცილი ვერ შეიკავა ანანომ ისე გაუწია მუშტი დაარტყიო და დემეტრემაც სწრაფადვე მიარტყა საპასუხო 'ძმაკაცობის' მუშტი, სალომე კი ხმას აღარ იღებდა ვინაიდან თეოდორეს წინამძღოლობით დანარჩენებიც მისულიყვნენ ' გოგონების კრებაზე'
- ზოგჯერ საჭიროა არა?
კითხვით გახედა ისევ ანანოს და მანაც თავი სწრაფად დაუქნია,
- კი და მინდა გითხრა მართალიც კი ხარ,
თამამად დააქნია თავი დასტურის ნიშნად და გვერდზე ჩამომჯდარი ვაჟას კოცნა ღიმილით შეიფერა,
- ყველანი ვართ დავიწყოთ თათბირი,
კმაყოფილმა დააკაკუნა თითები მაგიდაზე
- დამსვავ ?
სერიოზული ტონითვე იკითხა თეოდორემ და დარჩენილ ერთადერთ ადგილას, სალომეს გვერდით ჩამოჯდა,
- დავიწყოთ!
თავადვე გასცა ბრძანება და წამით ყველა დუმდა, ერთმანეთს გადახედეს დუმილშივე თუ ვინ ამოიღებდა ხმას და დაიწყებდა საუბარს და ჯამში მაინც ყველა დუმდა,
- სიჩუმობანას ვთამაშობთ,
გაკვირვებულმა აწკიპა წარბები მაღლა დემეტრემ ისე აათამაშა თითები,
- ვაიმეე მე ვიტყვიი,
სწრაფად წაიწია წინ ბარბარე და მაგიდაზე სკოლის მოსწავლესავით შემოაწყო ხელები
- მოკლედდ სანამ ყველას გვაქვს შვებულება ნუ ანანოს გარდა მარა მოაგვარევს ვაჟა, გვინდა რომ სადმე მაღალ მთიან ადგილას წავიდეთ დასასვენებლად, რაჭა ვთქვით წეღან და ბათუმშიც გვინდა თავისთავად, ხოდაა ნუ უთქვენოდ არ წავალთ ხო იცით და ხო წამოხვალთ, რო რამე?
თითების მეშვეობით ეცადა ჩამოეყალიბებინა აზრი მას მერე რაც 14 დაუხამხამებელი ინტერესით მომზირალი თვალი მას უყურებდა,
- მე თანხმა ვარ,
მაშინვე თახმობა განაცხადა დემეტრემ ისე მიეყრდნო სკამის საზურგეს და კმაყოფილმა გადახედა ბარბარეს,
- მეც მარა ჯერ ბათუმში რაა მოვიხოდოთ და რამეე და მერე დათვალიერება მაღალმთიანობა და ახალ-ახალი ამბები მერესთვის იყოს
განაცხადა თუ არა ვაჟამ ისე აკოცა თავის ხელში მოთავსებულ ანანოს ხელს,
- კაი მასე იყოს,
- თავის დაკვრით დათანხმდა აზრის მომგონი ბარბარე და დანარჩენებს გადახედა, პასუხად ყველას თანხმობა მიიღო და კმაყოფილმა შემოკრა ხელები ერთმანეთს,
- ვსო დღეს მაგასაც მოვაგვარებთ გოგონებიი დაა ზეგ წავიდეთ,
ისევ ახალი აზრი დააფიქსირა და ყველა დათანხმდა გარდა რატისა აქამდეც ჩაფიქრებული იჯდა, თუმცა ფიქრების დალაგებასთან ერთად ახალი აზრიის დაფიქსირება გადაწყვიტა, ცალკე ლაპარაკის გარეშე ვინაიდან იცოდა მაშოს დამოკიდებულება თითოეული იქ მჯდომის მიმართ
- მე ოდნავ სხვა აზრი მაქ წასვლასთან დაკავშირებით,
ხმამაღლა რომ თქვა წვენის ბოთლზე თვალგაშტერებულმა, ყველამ შეწყვიტა საუბარი
- როგორ აბა,
ინტერესიანად გახედა დემეტრემ და რაღაც კარგსაც ელოდებოდა რატისგან
- თუ მაშოს უნდა იასნად,.....ხვალ მოგვარდებოდაა ხალხის პრობლემა.....და ბარემ ტაძარში ღმერთის წინაშე დავადასტურებდით ცოლ-ქმრობას რა ანუ უფრო რეალ დასაბუთებას ბარემ ზეგ,
დაბალხმაზე მშვიდი საუბარით ჩამოაყალიბა აზრი და დენდარტყმულივით რომ ახედა მაშომ მისკენ არ გაუხედავს, ისე აარიდა მზერა, რადგან თავადაც იცოდა ისეთ რამეს ამბობდა რაც მისგან მოულოდნელი იყო,
- რა?
გაკვირვებული თვალებგაფართოებული მზერით შეანათა მზერა მაშომ და რატიც ისევ ცდილობდა მისთვის არ დაეხედა
- ძაან ბანძი ხარ,
გაბადრული სახით ისე თითქოს კომპლიმენტი ეთქვას ვაჟას მისთვის ისე შეხედა რატის თან და თითი დაუქნია
- რა გინდა?
ბიჭო ცოტა რომანტიკა, ბუშტები დაჩოქვა კოცნა, ღიმილი და სექსუალურად შეპარებული ყველაფერი უნდა ყოფილიყო მანდ
- ოოოოოოო
ერთხმად წამოიძახეს დემეტრემ და რატიმ და ერთმანეთს სიცილით გახედეს, რადგან ორი რომანტიკას ჩამოშორებული ადამიანისთვის ვაჟას ჩამოთვლილი რამ ყველაზე უაზრო საქციელად მიაჩნდათ
- და ეს სექსუალური შეპარება რა არი ეგ მითხარი თუ ძმახარ,
შეფერებულად სამი თითის შეკვრითვე იკითხა მხრებ აჩეჩილმა მისი სიტყვების მნიშვნელობა და ვაჟამაც იგივე კომპლიმენტი რომ მიუძღვნა რაც ცოტახნის წინ სახე დამანჭულმა აუწია შუა თითი,
- მოიცადე ამან საერთოდ ეს რომ ახსენა მადლობა უნდა ვთქვა
სიცილით ჩააწევინა მაშომ თითი ისე ახედა რატის უკმაყოფილო სახეს, რომელსაც მაშოს სიტყვების მერე ისევ გაეხსნა სახე,
- იცის რა,
კმაყოფილმა დახედა და მაშომაც ხელახლად ახედა მომღიმარს, მისი აზრი ძალიანაც მოეწონა
- საიდან მოგაგონდაა გეხვეწებიი?
- კაი მოიცა ნაზი მაგის გამო ყელს გფატრავდაა აქედან რომ წავედით,
გახსენებულზე არასასიამოვნოდ აიქნია ხელი თითქოს თემის შეცვლა უნდაო და მაშომაც სიცილი დაიწყო,
- ხო ჩემო გვრიტო სახლში რომ მივალთ ნახევარი სამეზობლეთია გადმოსული შენს სანახავად, ვინც ვერ დაესწრო დიდებულ ქორწილს
კმაყოფილი სახით 'გაახარა' რატი და გოგონებმაც სიცილით რომ აიფარეს ხელი ტუჩებზე რატის დამანჭულ სახეზე კმაყოფილმა გახედა მაშომ მათ,
- დაიწყებენ დაკითხვას ახლა
თეოდორემ შეკრა კოპები რატის მდგომარეობაში შესულმა და მეზობლების იდეალურად მცოდნემ მისკენ გადაიწია და ხელის ჩამორთმევითა და სოლიდარობით გამოუცხადა მწუხარება,
- მოკლედ, როგორც რატიმ განაცხადა მე სრულიად თანახმა ვარ პირიქით მაგრად ასწორებსს დაა რაც შეიძლება მალე გავაკეთოთ მსგავსად,
ტაშის შემოკვრით განაცხადა ვაჟამ რატის წინადადების მომხრემ და ანანოს ნამცხვრის ჭამა განაგრძო,
- მეეეცცცც რა თქმა უნდა ხალხოო მაგაზე მაგარი რავიი,
ანანომ შემოკრა ტაში და დანარჩენებმაც თუთიყუშებივით იმეორეს თანხმობა
- ხო მაგ დროისთვის ახალ სახლში გადასულებიც ვიქნებით და ეგ არიი დავმეზობლდებით,
ისევ რატიმ განაცხადა და მერე დახედა მაშოს მას შემდეგ რაც ყველა თანახმა იყო მათ ჯვრისწერაზე
- მაშო ყველასთან დავიწერე ჯვარი შენ გარდა და თქვი მეცც რაღა იყოო,
ბრაზი რომ შეეტყო მის საუბარზე აუტყდათ გოგონებს სიცილი სალომეს გარდა, რომელიც ყველაფერს უხასიათოდ აკეთებდა,
- მეეც თანახმა ვარ რა თქმა უნდაა
ხელები გაშალა სიცილით ისე შემოაწყო მაგიდაზე და კრეჭვით გახედა რატის
- ზეგ მორჩება ბარემ გადახვალ დაა მეორე დღესვეე დავეშვათ ბათუმშიიი?
კმაყოფილმა კრეჭვით იკითხა ბარბარემ
- ხო აბა
სწრაფად დაუდასტურა ვაჟამ პირგამოტენილმა და სიცილით გადახედა ანანომ,
- ბევრიი კონცერტეებიია იქქ საღამოს ბარებიც, აუ ძაან მაგარი იქნება, ზღვა, თქვენ და მერე იქაური გართობა ვსო უკვე ერთი სული მაქ,
ადგილზე ცქმუტავდა ბარბარე იმის ფიქრში რომ შეიძლებოდა მისი რამდენიმე დღე საოცარი ერთადერთი დასამახსოვრებელი და უბედნიერესი მომენრი იქნებოდა იმის შემდეგ, რომელი ცხოვრებითაც ახლა ცხოვრობდა,
- რა ბარი გოგო,
დასერიოზულებული ხმით გადახედა დემეტრემ და სწრაფად გადაწეულმა უჩქმიტა წელზე, ბარბარეც გაკრეჭვით შეხტა მისი ჩქმეტის გამო და ხელი მტკინვეულ ადგილას მოისვა
- ბარში თქვენნაირი გოგოები ნწ
ხელის აქნევით ამოილპარაკა თეოდორემ და სალომემაც კბილებ ერთმანეთზე დაჭერილმა გახედა ის რომ ლაპარაკობდა ამ თემაზე
- ცოტაა დალევა და რავი გართობა,
- ცოტა დალევის მერე ხდება ხოლმე რაღაცეებიც
ისევ თქვა თუ არა თეოდორემ, თვალები ვერ გააკავა ისე გაექცა მზერა სალომესკენ მანაც საკუთარ თავზე დაცინვად მიიღო მაშინვე პირველივე დღეები ამოუტივტივდა თავში გაბერილი, ეკლიანი თევზივით წამოდგა უცებ უხმოდ აიღო ჩანთა და სწრაფად დატოვა ადგილი
- სად მიდიხარ?
ხმამაღლა დასმული კითხვა დააწიეს, თუმცა პასუხი არ დაუბრუნებია, სწრაფად წამოდგა მაშო, რომ გაყოლოდა აშკარად გაბრაზებულს უცებ ჩაავლო დემეტრემ ხელი მაჯაში
- შეეშვი, მიაგნებს სახლს,
სერიოზული მზერით ახედა გაკვირვებულს, რომელიც დამნაშავედ გრძნობდა თავს
- ხო მაგრამ....
ისევ ვერ შეაკავა ნერვიულობის ემოციები სწრაფად გააჩუმა დემეტრემ
- მაშო დაჯექი, ისედაც რაც მოვედით მაგრად ცინიკური უკმაყოფილო სახით იჯდა და თუ ჩვენთან არ უნდა ჩვენზე უკეთესებს თუ ოდესმე ნახავს მათთან მიცუნცულდეს,
უკან დააბრუნა მაშო და მაშომაც ისევ ნერვულად მოისვა შუბლზე ხელი, მაშო კი გააჩერა, თუმცა თავად კლავდა ინტერესი რა სჭირდა მის დას, რა სტკენდა გულს, რა უჭირდა და საერთოდ რა ცვლიდა ასე ძალიან
- რა სჭიირს?
გაკვირვებულმა იკითხა ბარბარემაც და მაშომ რომ თეოდორეს გახედა უცებ წამოდგა ისიც,
- შენ რაღა გჭირს?
გაკვირვებულმა იკითხა ანანომ დაღლილი ხმით სალომესგან რომ უკვე მიჩვეული იყო მსგავს საქციელებს
- დამელოდეთ,
ერთი მხოლოდ ეს თქვა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა 'ბავშვები'
- ებიჯო ბოლოს მაინც ხო უნდა ჩაბანძდეს რაა
ხელში გაწვალებული სალფეთქი დააგდო მაგიდაზე დემეტრემ დაღლილი შეცხადებული ხმით და ბარბარეს ჭიქაში ჩამოსხმული წვენი სულ გამოცალა ვინაიდან მას არ ჰქონია მსგავსი ჭურჭელი......
.....

გადასასვლელზე მანამ გადავიდოდა სალომე იქ სადაც მანქანებს სწრაფად და უყურადღებოდ მართავდნენ ხალხის მიმართ მანქანებს, შუქნიშანის გარეშე გადაჭრა მოინდომა სალომემ მანქანებისგან სავსე გზაზე გამოქანებულ მანქანას ლამის გადაუხტა წინ სწრაფად დაიჭირა მკლავში ჩავლებულმა ხელმა და უხეშად მიატრიალა თავისკენ
- სიკვდილი მოგინდა?
მკაცრი ხმით გამოუცრა კბილებში დაჭიმული ყბებით დახედა და სალომეც ზიზღის მზერით შეხედა ხან ერთ ხან მეორე თვალში, უხეშად გააშვებინა ხელი და უხეშადვე კრა ხელები,
- რა ჯანდაბა გინდა? მომასვენე რა! ვაფშე გაიარე შენ ცხოვრებას მიხედე ხო შეიძლება?! ნუ მრევ შენ ნურცერთ ბინძურ სიტყვაში, შემეშვი თეოდორე შორს დაიჭირე თავი ჩემგან! მაღიზიანებ! ვერ გიტან და შეიგნე?!
შუა გზაშივე უხეშად გამოუცრა მანაც კბილებში და სულ არ აინტერესებდა არავის აზრი, ყველანაირად ცდილობდა ბოღმა ამოენთხია, ისე რომ ცოტა მაინც ეგრძნო შვება
- კიდევ! შენი საქმე არ არი მე სად წავალ ვის ვაკოცებ ან ვისთან დავწვები დაწყ.....
ისევ უხეშად დაიწყო ლაპარაკი ძლიერად ჩაავლო თეოდორემ მკლავში ხელი და მისკენ ახლოს უხეშადვე მიწია, ისე გააწყვეტინა სიტყვები
- სიტყვები აკონტროლე ეს ერთი, მერე ნუ ფიქრობ რომ გრძნობები მხოლოდ შენიდან მოდის მეც ვერ გიტან და ყველაფერს შენ თავზე ნუ იღებ ან ნუ იმჩნევ მაინც! დამალე შენი ვინაობა!
მწარე სიტყვებს უარესად მტკინვეულ სიტყვებს აყოლებდა თეოდორე ამავდროულად მკლავში ისე უჭერდა ხელს ცალკე სატირლად გამზადებულს ისიც უწყობდა ხელს, რაც კი ძალა და ღონე ჰქონდა ისე მოუქნია ხელი სახეში, მაშინვე ძლიერი წვა იგრძნო თეოდორემ შიგნიდანვე მოისვა ენა ლოყაზე და სსკუთარი თავის დაწყნარებით დახედა ისევ სალომეს,
- სცენებს მოეშვი სალომე! არ დაგღალა თამაშმა?
კიდევ ერთი კითხვაც და არც კი დაფიქრებულა ისე გატრიალდა ისე მოულოდნელად გავარდა შუა გზაზე დაჭერა კი არა ნერვიულობაც კი ვერ მოასწრო თეოდორემ, მანქანას რომ წინ გადაუხტა მაშინვე სიგნალის და მუხრიჭის ხმები გაისმა და უვნებელი რომ გადავიდა სალომე მაშინ ამოისუნთქა თეოდორემ, ნერვულად დახარა თავი ისე მიიდო გულზე ხელი და ღრმად სუნთქვის დაწყნარებას ცდილობდა
- ეს ძუკნა!.. ლამის მოვკვდი!
უმისამართოდ მოსიარულემ ამოილაპარაკა და კიდევ ნერვოზულად გახედა სალომეს განვლილ მანძილს,
- აახ!.... ჯანდაბა!
სწრაფად მოისვა გულზე ხელი და დიდი ნაბიჯებით წავიდა ისევ რესტორნისკენ, მანამ შევიდოდა კიდევ უაზროდ იდგა დერეფანში თავის დამშვიდების მიზნით და უკვე დაწყნარება რომ შეეტყო ტელეფონში ჩახედვისას სახეზე სიწითლეც, რომ გადასულიყო თავისუფლად შევიდა...
- ტყუილად ვიფიქრეთ დებილობები საპირფარეშოში გავიდა და იქ რომ დავხვდი გადმომცა, ბარემ რაღაც ვერ ვარო და თუ რამე სახლში ვიქნები და დამირეკეთო .
მოგონილი ინფორმაცია რეალური ამბითვე გადმოსცა და ყველას გული მოულბო სალომეს მიმართ
- ხო მარა ეს გაქცევა უპასუხოდ რაღა იყო?
უკმაყოფილოდ და ინტერესით ამოიკითხა მაინც დემეტრემ,
- იჟოგა ძმაოო, მაგარი ცუდი რამეა,
კიდევ ერთი მიზეზით გამართლდა სალომე და ჩხუბის და სხვა ნებისმიერი ფიქრების გარეშე უცოდველად და "მოწმენდილი პირითვე" წავიდა სალომე....
სახლში მისვლისთანავე ყველაფერი ძირს დაყარა ხმამაღალი ყვირილით ღრიალებდა ნერვოზულად, ყველაფრის დალეწვა უნდოდა, იმდენად ემოციურად იმდენად გულიანად ტიროდა, სულს ვერ ითქვამდა, იატაკზევე დაემხო მუხლებით ისე 'ღნაოდა', მთელი სახლი მის ტირილს განიცდიდა, მისი ემოციები გაეზიარებინა სახლსაც კი და ზოგადად გარემოსაც კი ეტყობოდა, როგორ ტანჯულ მომენტში იყო ახლა სალომე, ტირილითვე წამოდგა უძალოდ გადაეშვა სახით საწოლზე და ბალიშში ჩაგუდული ხმით კიდევ ერთხელ ბოლო ხმაზე იღრიალა ისე, რომ ეგონა თითქოს ყელში კანი ჩახეოდა და ახლა კანი იქით-აქეთ დაქანაობდა, ხველა აუტყდა უცებ ისე ამოტრიალდა უცებ შეცვლილი სახით შეწყვიტა ტირილი, დამპალი სველი სახე, ამოწითლებული თვალებით, სველი ერთმანეთს მიკრობილი წამწამებით და დამძიმებული დაღლილი თვალებით ახედა ჭერს
- სიძულვილი, ბოღმა და აუტანლობა, ყველაზე მტანჯავი გრძნობაა
ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა და ჩახლეჩილი ყელის გამო დალაპარაკების დროს ისევ აუტყდა ხველა......
......
- მობრძანდით გენაცვალეთ,
სახეზე ღიმილი აეკროთ კარებში მდგომ ნენესა და ნაზის და შემოსულ ასაკიან ქალბატონებს უღიმოდნენ,
- რატი შეეშვი ცოტახნით,
ხელი მიკრა მაშომ სიარულშივე დივანზე მჯდომ რატის, რომელსაც 'ლეპტოპი' დაედო მუხლებზე და უკვე კარგა ხანი იყო ონალაინ უძღვებოდა სამუშაო საბუთებს, მობეზრებული მზერით ახედა შემოსულებს რატიმ და მისკენ, რომ დაიძრნენ აუჩქარებლად გადადო ლეპტოპი მაგიდაზე,
- აი სიძეც ამას ქვია,
- შხვართი,
- მაშო ყოჩაღ გენაცვალე,
მაშოს გადაკოცვნაშივე აქებდნენ ახლად ნახულ სიძეს და რატიც უკმაყოფილო სახეს ვერანაირად მალავდა, ოჯახში შემოსულებმა სათითაოდ გადასცეს პარკი ნაზის და მანაც ჩვეულად შეიფერა
- რატო შეწუხდით, მოდით დაბრძანდით,
დივნისკენ მიანიშნა, თუმცა ჯერ წამომდგარი რატისკენ დაიძრნენ ქალები, მიუხედავად იმისა რომ ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად რატიმ, ქალმა ჩვეულად დაწია მისკენ და ორივე ლოყა ღიმილით დაუკოცნა, მსგავსად დაწვდა მის უკან მდგომებიც რატის და ისიც მძიმე ნერწყვის ყლაპვით კრავდა მუშტებს, ძალიან უცხო იყო მისთვის მსგავსი მისალმებაც და საქციელიც ამიტომ იმდენად ძლიერად აღიზიანებდა მაშოს თვალების ბრიალიც კი ვერ შველიდა მის ბოროტ მზერას...
ქალბატონებმა ყავაც გემრიელად მიირთვეს რა თქმა უნდა ყველაფრის გამოკითხვით და სრულიად დაკმაყოფილდნენ მისი ამბის სრულად გაგებით, მაშო რომ არა ალბათ ოთხივეს სახლიდან მოისვრიდა რატი, თანახმა იყო უდიერ საქციელზეც კი იმდენად ანერვოზებდა მათი საჭორაოდ დაცქვეტილი ყურები, თითქოს ყველაფერს ზუსტად იბეჭდავდნენ ისე რომ ხმა რომ ამოეღოთ აქედან გასვლის მერე ამ მოსმენილ თემაზე თავად მასპინძლების ხმით ისაუბრებდნენ, მაშო სცემდა ხოლმე ხშირად პასუხს და მისი ნიჭიც, რომელიც კარგ სიტყვა-პასუხში მოიაზრებოდა, უზომოდ გვერდში ედგა, სხარტად, მათთვის არადამაკმაყოფილებელ პასუხებს იძლეოდა, მაგრამ ამავდროულად ისე, რომ მასზე მეორედ კითხვა არ დაესვათ, ხვდებოდა, როგორ ძალიან აღიზიანებდა რატის მათი საუბარიც კი და თავადაც ცდილობდა, რომ მის დამაკმაყოფილებლად ესაუბრა, დივნის სახელურზე ჩამომჯდარისთვის მოეხვია რატის ცალი ხელი ისე ათამაშებდა მის ფეხზე ხელს
- და აქ საცხოვრებელი არ გაქვთ?
კითხვა, რომლითაც თითქოს ეცადა ნაკლი ეპოვა რატისთვის, სიძე, რომელიც ქალთან ცხოვრობდა და არა პირიქით, ესეც კი საჭორაოდ კარგი თემა იყო, ნაზიმ დაამატა მაგიდას ნამცხვრები და ბარემ ღიმილით ჩამოჯდა მანამ სანამ რატი დაიწყებდა საუბარს და არა საუბარს არამედ მწარე და საწყენი სიტყვების სროლას მათთვის,
- მთელი ორი თვე მაშო ჩემთან არ ყოფილა და ეს იყო არ ვიცი,....ყველაზე მძიმე და ყველაზე რთული ორი თვე, რომელიც ორ საუკუნედ გამიგრძელდა, ჩამოვიდა და ისევ შორს გამეშვა?! სულ რომ ხშირად გამოსულიყო ასე მაინც ვერ მოვისიყვარულებდი, ერთი კვირა არაფერი არ არი მარა აიი ის გაგრძელებული ორი საუკუნე შემიმცირდა ჩემს გვერდით, რომ ვხედავ და გახსენებულზე რათ გინდა,
ხელები დაარტყა ერთმანეთს ნაწყენი სახით დაიწია კაბა ქვევით და კალთა გადაიფერთხა ისე განაგრძო საუბარი
- ხვალე ან ზეგ, მე ვეღარ შევაკავებ ამათ , მიდიან საცხოვრებლად ჩემი თეოდორე სადაც ცხოვრობს თუ იცი, მაგის მეზობელია და ეგ კი ძაან მიხარია ერთად მაინც მესტუმრებიან,
ისე ხელების სმით დაასრულა საუბარი და ნენეც კმაყოფილი უსმენდა თან ეცინებოდა მის მოყოლილ ამბავზე,
- ბებია შენ მოკიდე ხოლმე მათ ხელი და გვესტუმრეთ
მაშოც გამხიარულებული ჩაერთო ბებიას მოყოლილ ამბავზე და რატიმაც წელზე რომ მოუჭირა ხელი სიცილით დახედა, რატი აქ ვერ უძლებდა მათ და საკუთარი სახლიდან ნამდვილად გამოყრიდა,
- ოოო შეხედე შენ,
გაკვირვებული სახით გადახედეს რატის და მანაც ძალდატანებულად ჩაიღიმა, უკვე მისი ცოდვით იტანჯებოდა მაშო, იმასაც ვერ ამბობდა რატი რომ წასულიყო, თემასა და კითხვას ერთმანეთზე აბავდნენ, ცოტახანში ვითომ ტკბილეულისთვის გავიდა მაშო სამზარეულოში, სიწყნარეში გასულმა უკან რომ გაიხედა სანახავად ხომ არავინ მიყვა, სწრაფად დაურეკა რატის კმაყოფილი სახით და ცალი ხელით საინები აახმაურა,
- ბოდიში უნდა ვუპასუხო,
მოწიწებით წამოდგა და ისევ მკაცრი მზერით დატოვა ოთახი გარეთ გავიდა ბარემ და სანამ გავიდოდა ოთხივეს მზერას არასასიამოვნოდ გრძნობდა,
- იტალიაში დატოვებული კომპანიების გამო ურეკავენ ხშირად, დარიოს ჩააბარა ყველაფერი და ისიც ძალიან ღელავს,
სიცილით განმარტა ნენემაც მისი გასვლა და ახალი თემისთვის მოემზადა, მაშინ როცა თავადაც ამოისუნთქა რატის წასვლის მერე, მასაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მალე გასკდებოდა რატი....
გავიდა თუ არა მშვიდად უპასუხა ტელეფონს,
- მიყვარხარ,
პირდაპირ გრძნობების გამჟღავნებით დაიწყო და მაშოსაც გაეცინა,
- აღარ შემოხვიდე უბანს დაუყევი ცოტახნით და დაგირეკავ მერე,
ღიმილით მაგიდას მიყრდნობილმა დაიწყო მაშომ საუბარი და მალევე ფანჯარასთან მივიდა, ბადეც გამოაღო და რატიც მალევე მოძებნა თვალებით
- აქეთ გამოდი სამზარეულოსკენ
ღიმილით უთხრა თან მას აკვირდებოდა და რატიმაც მას რომ გახედა წყნარი ნაბიჯებით წავიდა ფანჯრისკენ ზარი სიარულშივე დაასრულა და ტელეფონიც ჯიბეში ჩაიცურა, ფანჯრის რაფაზე გადმოყუდებულ მომღიმარ მაშოს დააკვირდა უხმოდ და თავადაც ხელებ აწეულმა, მიწვდენილმა ჩამოდო თითები რაფაზე,
- ესენი მეორედ აღარ შემახვედრო მაშო!
ბუზღუნით ამოთქვა და მაშოს სიცილს დააკვირდა, რომელიც მის ბუზღუნზე ერთობოდა
- დღეს გიწევდა ბუზღუნ,
სიცილით დახედა რატის რომელიც გაბრაზებული მზერით იყურებოდა გზაზე და შემდეგ ახედა ისევ მაშოს
- წავედი მე შევიტანოო რამე,
- მეც წავედი მარა ასე უბრალოდ არ წახვიდე,
მის სიტყვებზე სწრაფად ჩაეღიმა მაშოს, რაფაზე მაქსიმალურად მიიწია ისე დაეკიდა, რატის ხელებსაც მაშველად ჩაავლო ხელი და ფანჯრიდან ნახევრად გადმოსული მიწვდა რატის ბაგეებს,
- მაშო?
შეცხადებულ ხმაზე შეძლებისდაგვარად სწრაფად წამოიწია მაშო და კარებში ახლად შემოსულ ნენეს შეანათა მზერა,
- რას აკეთებდი?
ისეთი კითხვა დაუსვა თითქოს მაშო ღალატში გამოიჭირა ადგილიდან არ იძვროდა თავად და მაშომაც ღიმილიანი სახე შეიცვალა, სახე დაძაბული შიშის ემოციებით იცვალა
- რატის...... რატის არ უთხრათ გთხოვთ,
დამნაშავესავით ამოთქვა და ფანჯრიდან ხელი გადაყო უცებ რომ ჩაეჭიდა მის ხელს ნენეს დასანახად ხელი ძლიერი ხელი, მაშინვე ეცვალა სახე ნენეს
- მე და მას გვიყვარს ერთმანეთი, მას ნუ ეტყვით,
მსახიობური ნიჭის გამოვლინებით აცანცარდა და ნენემაც სწრაფად აატრიალა თვალები, როცა რატის ლამაზ თითებს ყველგან ნებისმიერ მომენტში ამოიცნობდა
- მაშოო სერიოზულად ძლიერი ნიჭი გააქვს,
გაბრაზებული მზერით წავიდა დიდი ნაბიჯებით მისკენ და ფანჯრიდან გადაიხედა, რატის დახედა რომელიც ძირს იყურებოდა ცალი მაღლა ამოწეული ხელით მაშოს ხელს ებღაუჭებოდა ცალი ხელით მოკრული მუშტი პირზე აეფარებინა და ცდილობდა ხმამაღლა არ გაეცინა, ხმა არ ამოუღია მისი დანახვისას ნენეს , გასწორებულმა სწრაფად დაავლო ხის პატარა კოვზს ხელი და ისევ გადაწეულმა სწრაფად ჩაარტყა თავში,
- აუჩ
მაშინვე დასერიოზულებულმა მოისვა ხელი თავზე ისე ახედა მის გონენაში ჯერ ისევ მდგომ მაშოს და დედმისის დანახვისას კიდევ ეცვალა სახე
- ჩემ გოგოს თავი დაანებე და აორთქლდი აქედან,
მკაცრად ანიშნა თვალებით ნენემ წასვლაზე
- ჯერ ეს ერთი შენი არა ჩემი! და მეორე კიბატონო ისედაც მაგას ვაკეთებდი,
გაკვირვებულმა უშვა რაფას ხელები და მოუტრიალებლად დინჯი ნაბიჯებით დაიწყო სვლა, უკვე სიცილით გახედა ნენემ და მაშოს მოუტრიალდა,
- ვინ დაურეკა?
ინტერესით იკითხა და მაშოც რომ უცებ კითხვაზე დაიბნა ხელით ანიშნა რომ აღარ ეთქვა,
- უწყინარი მეთოდია ნამდვილად,
კმაყოფილმა ჩაუარა და ოთახში გავიდა.......
....
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად სიამოვნებდა ბარბარეს მასთან ერთად ყოფნა და ხედი, რომელსაც ახლა გადაჰყურებდა, მაინც აწუხებდა ის ფაქტი, რომ ახლა სახლში არ იყო, მართალია ბნელი წყნარი ადგილი იყო, თუმცა ხედი უბრალოდ აუღწერლად საოცარი იყო, განათებული თბილისი თითქმის ყველაფერი მოჩანდა, ღიმილს ვერ იშორებდა ბარბარე და ცოტახნიანი დუმილის გამო უხერხულადაც არ ყოფილა,
- სახლში რომ გამიყვანო არა?
დაძაბულად გაიკრიჭა წამით ისე გახედა დემეტრეს, რომელიც მანქანაზე მიყუდებულიყო და მკლავები აეხლართა ერთმანეთში
- არა მარა, თუ შენ გინდა დაგთანხმდები,
წყნარად ამოილაპარაკა და ბარბარეც უცებ წამოხტა ისე მივარდა დემეტრეს მისი სიტყვები რომ გაუხარდა და ამავდროულად არც ელოდა,
- კი, მინდა ცხადია, მართლა ძალიან ლამაზია არ შეცდი, კიდევ ერთი ულამაზესად დასამახსოვრებელი მომენტი შესძინე ჩემ ცხოვრებას და დიდი მადლობა,
გაეკრიჭა ბოლოს და სმენით გართული, რომ აკვირდებოდა დემეტრეც სიტყვის ბოლოს გაშლილი ხელები მოუჭირა ლოყებზე უნებურად დაბერა ბარბარემაც ლოყები და ეცადა ჯერ მისი ტუჩებისთვის დაეხედა და შემდეგ ახედა გაკვირვებულმა დემეტრეს, რომელიც იცინოდა,
- საყვარელი ხარ,
გვერდზე გადახრილი თავით დააკვირდა ისევ, ისე წარმოთქვა გაფიქრებული სიტყვები და ბარბარემაც სწრაფად ააფახურა თვალები შეძლებისდაგვარად წამოიძახა მადლობაო და
სიმყუდროვე და საყვარელი მომენტიც მოულოდნელმა შრიალმა დაარღვია, შრიალზე ორივეს მზერა გვერდზე გადავიდა, ბარბარეს შეეშინდა კიდეც აქ სიბნელეში კიდევ ვინმე თუ იყო არ ეგონა,
- მშვიდად,
დაბალხმაზე უთხრა და მაჯით უკან, რომ წაწია ისე ამოეფარა ბარბარეც მას, შრიალიც მალევე შეწყდა, რომელიც აშკარად შორიდან ისმოდა
- წავიდეთ რა,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა ბარბარემ და იქით-აქეთ აცეცებდა თვალებს, წამით ისევ ჩუმად მოათვალიერა დემეტრემ არემარე, მალევე დაარღვია სიმყუდროვე ისევ ქალისა და მამაკაცის ვნებისგან დახშულმა გმინვამ, დენდარტყმულივით გახედა დემეტრემ ბარბარეს მიხვედრისთანავე, ბარბარე კი წამით ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ქალის ხმა მეტად რომ გამძაფრდა მაშინ წაივლო ტუჩებზე ხელი , სწრაფად მოუარა მანქანას დაძაბულმა ისე ჩაჯდა და დემეტრემაც შეუკავებელი სიცილით გააყოლა თვალი, მუცელზე ხელის მიჭერით მოარა მანაც სიცილით მანქანას და მოთავსდა თუ არა მძღოლის ადგილას მაშინვე შეწყვიტა სიცილი, სწრაფად დაძრა მანქანა და სანამ გზად გავიდოდნენ პირ გაბერილი ცდილობდა შეეკავებინა სიცილი, ბარბარე უხერხულ მდგომარეობას ვერ იშორებდა, ჯერ ისევ გაოგნებული იჯდა დემეტრეც ცდილობდა მისთვის არ გაეხედა თორემ არც ისე მარტივ გზაზე, მისი მანქანისთვის, სიცილისგან ვერ გააკონტროლებდა, გზაზე გავიდა თუ არა ერთიანად 'ამოხეთქა' შეკავებული ხმა და მის გულიან სიცილზე ბარბარე ვერ აკეთებდა ვერაფერს მასაც უნებურად ეცინებოდა და თან ცდილობდა არ გაეცინა
- ეს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი ბაბი?
სიცილით გახედა და ბარბარემაც უცებ გადაიჯვარედინა მკლავები ისე გაიხედა საპირისპირო მხარეს ფანჯარაში
- ეს რა იყოოო,
- ეს იყოო რაც იყოო,
პასუხზე გაფართოებული თვალებით გახედა ბარბარემაც და ძლივს დაწყნარებულს ისევ აუტყდა სიცილი, რომელსაც ისევ უნებურად აჰყვა ბარბარე,
- ნუ იცინიხარრ
მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი და გაბრაზებული სახით გასწორდა
- სასაცილო იყო შენი რეაქციაც და სიტყვებიც რაც მოყვა
გაკრეჭილმა გადახედა და მშვიდად განაგრძო საუბარი.... სახლის წინ ძრავის გამორთვის გარეშე გადაყვა ბარბარეს მანქანიდან და ბარბარემაც, რომ მოუარა ღიმილით დახვდა წინ,
- წამო ჩემთან რა,
წუწუნით ამოილაპარაკა დემეტრემ და კიდევ უფრო შესაცოდებლად ქვედა ტუჩი გამოწია წინ,
- ოო დემე,
ხელი მსუბუქად კრა მორცხვად და დემეტრესაც მის სიმორცხვეზე ჩაეცინა, თავადაც ხვდებოდა რომ ძალიან მხიარულად და უბრალოდ შეუდარებლად გრძნობდა თავს ბარბარესთან, თუმცა ვერ ხვდებოდა რომელი გრძნობისთვის მიეწერა ეს ყოველივე, უყურებდა ისე, როგორც ქალს თუ ისე, როგორც დაუცველ, საყვარელ, მხიარულ გოგონას, ყველაზე მეტად უნდოდა გრძნობების გარჩევა, რადგან დღითი დღე ჰქონდა სურვილი მისი გრძნობების შესახებ ეთქვა ბარბარესთვის მაგრამ ეს გრძნობა რომ მცდარი აღმოჩენოდა ბარბარეს იმედის გაცრუებასთან ერთად გაუტეხავდა გულს მას შემდეგ რაც თავადაც ხვდებოდა დემეტრე რომ გულ გრილი არ ყოფილა მის მიმართ ბარბარე,
- ვსო წავედი, მშვიდობიანი საღამო,
ღიმილით დაემშვიდობა ფიქრებში გართულს და წასასვლელად ხტუნაობით შეტრიალდა დაძახებასთან ერთად სწრაფად ჩაავლო დემეტრემ მაჯაში ხელი ისე მოასწრო მისი გაჩერება
- ბაბიი....
ნელა მობრუნდა დაძახებაზე ბარბარეც და მომლოდინე თვალებით შეხედა
- გისმენ
ოდნავ ჩაიღიმა და დემეტრეც დაბნეული ხან ერთ ხან მეორე თვალში უყურებდა, ისევ ფიქრებში გადაეშვა წამით უხმოდ და ბარბარეც თითქოს ხვდებოდა, როგორ უჭირდა რაღაცის თქმა ამიტომ უბრალოდ უხმოდ ელოდებოდა მას,
- ტკბილიძილი,
გაუბედავობისგან ამოიხვნეშა და თითქოს სევდანარევად გაუღიმა ისე უშვა ხელი,
- შენც
გაუღიმა ისე შეტრიალდა წასასვლელად და თავადაც იმედგაცრუებული იყო, რომ ვერ მოისმინა დემეტრესგან სიტყვები, რომელიც ძალიან აინტერესებდა, კოპებ შეკრული აკვირდებოდა ბარბარეს ბიძა მათ ფანჯრის კუთხიდან თვალ მოუშორებლად და ზიზღით ათვალიერებდა დემეტრეს ამავდროულად ათასი კითხვა უტრიალებდა, თუ როგორ შეეძლო ახალგაზრდა ბიჭს მსგავსი საქმეები ჩაედინა, როცა მხიარული მოსიყვარულე და ამავდროულად ძალიან ცივი გამოხედვაც ჰქონდა,
- ცხოვრება ყველასთვის სასტიკია....
დაბალხმაზე ამოილაპარაკა იმის ფიქრებით რომ მასაც რაღაც მწარე ჰქონდა გამოვლილი და ბარბარე რომ სახლში შევიდა ცივად მოშორდა ფანჯარას....
- სად იყავი?
გამოჩნდა თუ არა მომღიმარი ბარბარე კიბეებზე ამომავალი მაშინვე ცივი მკაცრი ხმით დაუსვა კითხვა
- სასეირნოდ ვიყავი
სახე სწრაფად ეცვალა დაძაბულობისგან და ზიზღის ფერიც მკრთალად გაეკრო სახეზე
ხმა აღარ ამოუღია ამ თემაზე ისე გაუტარა მამაკაცმა
- დედაშენს უნდა შენთან ლაპარაკი,
თვალის არიდებით უთხრა და ზურგი რომ აქცია გაოგნება ვერ დამალა ბარბარემ, ერთადერთი მომენტი იყო როცა გვიან მივიდა მან კი მხოლოდ ერთი რამ კითხა არც გაულანძღავს არც რამე უსვრია და არც დაურტყამს მისთვის გაოგნებას ვერ მალავდა ისე ავიდა თავისუფლად კიბეებიდან და დედამისის ოთახში შევიდა გაკვირვებული
- მოხვედიი
დივანზე მჯომმა სწრაფადვე ახედა შემოსულს
- კიი, თიკო რა ჭირს იმას?
გაკვირვებულმა დაბალხმაზე იკითხა ისე ანიშნა თავით ბიძამისზე,
- როგორც ჩანს ეგ ბიჭი მოქმედებს მაგაზე
ღიმილით დაუქნია საჩვენებელი თითი
- და უნდა მომიყვე ვინ არის,
- დემეტრეზე ამბობ?
შეფერებით იკითხა ისე გადაიწია ყურსუკან თმა და დივანზე ნაზად ჩამოჯდა,
- ეს საუკეთესოს ნიშანია ასეა? იწექი მასთან?
კითხვაზე სრაფად ეცვალა ბარბარეს სახე და პოზაც,
- დედაა, ღმერთო! რეებს იძახი?!
სწრაფად ჩამოისვა სახეზე ხელები და მაშინვე მომენტი გაახსენდა ხედზე დემეტრესთან ერთად, უცნაური ხმები და დემეტრეს სიცილი, შემდეგ კი სახეზე სრაფად ახურდა დედამისის კითხვაზე და თან ჩურჩულით ბრაზობდა, რომ გარეთ არ გასულიყო ხმა,
- რაიყო?
- მორჩიი! მსგავსი კითხვა აღარასდროს დასვა რა გჭირს?!
კოპებ შეკრულმა გააფრთხილა მკლავებ ახლართული მოეწყო დივანზე
- ანუ ფული არ აქვს,
დანანებით ამოილაპარაკა და ბარბარესაც სიცილი აუტყდა კინაღამ
- მეხუმრები? გაიტალიელებული მილიონერია....
მაშივე უცებ აიფარა ქალმა პირზე ხელი,
- აუ ხო ახლა გამახსენდა მაგის მანქანა ეგ კითხვაა რამ დამასმევინა, და იცი რა?
- რა?
- უბრალოდ შეუდარებლად ეშხიანი და სიმპათიურია
- იცი რა საყვარელი პიროვნებააა რომ იცნობდე ორმაგად ხვთაება იქნება, ნაკლიც კი არ აქვს,
სწრაფად გადაეშვა ფიქრებში მასთან და მერე გაანალიზა, რომ მასზე ამდენი ლაპარაკით შეიძლებოდა გრძნობებიც კი წამოსცდენოდა
- კარგი გვეყო, მითხრეს რაღაც უნდა გეთქვაა მითხარი უკვეე
სწრაფად დასერიოზულდა და დივანზე გადაწვა, დედამისთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა, რომელიც ნებისმიერ დედა-შვილს აქვს, მათ უფრო დაქალური ურთიერთობა ჰქონდათ დედამისი მასზე არც ზედმეტად დიდი იყო ახალგაზრდა გაუთხოვებლად ცხოვრობდა მამაკაცთან ვისგანაც დარჩა ფეხმძიმედ მას შემდეგ გათხოვდა მოძალადე მამაკაცზე, რომელმაც ნახევარი სიცოცხლე გაუმწარა, თუმცა მიეჩვია კიდეც ამ ყველაფერს, ცდილიბდა ბარბარეს დაცვას ყოველთვის მაგრამ პატარა ასაკის გამო დედობას ვერასდროს უწევდა, ხშირად ქურდობაც კი უწევდა იმისთვის, რომ ბარბარეს ჭამა-სმა არ მოკლებოდა, თავის დაცვა კი უკვე კარგადაც შეეძლო, რომელიც თითქმის აღარც კი სჭირდებოდა, დედობას სხვა საჭირო აღზრდაც სჭირდრბა რომელიც მას არ ჰქონია, არ ჰქონია ოჯახი სადაც ისწავლიდა როგორი უნდა ყოფილიყო დედა
- იცი რა ამერიკაში უნდა წავიდე და მინდოდა გცოდნოდა,
ხმადაბლა უთხრა ისე გადაიდო ფეხი ფეხზე
- ხუმრობ? ისევვ?! კარგი რა!
- მაშინ ერთ კვირაშივე ჩამოგაკითხე
სწრაფად გაიმართლა თავი როცა ასევე პატარაობაშიც დატოვებული ყავდა ბარბარე მარტო მამობილთან
- ხოო და ლამის მოვკვდი,
- ახლა დიდი ხარ ბარბარე! საკუთარი თავის დაცვა უნდა შეძლო! თან ისეთი ბიჭი გიდგას გვერდით სულ არ უნდა გეშინოდეს,
ყველანაირად ეცადა გამოესწორებინა მისი წასვლა და ასევე იმედებიც კი ჩაესახა
- ეგ საერთოდ არ მამშვიდებს თიკო, სახლში ამ ორთან ერთად? რეალურად აპირებ ამას?
- იძულებული ვარ ბარბარე! ვიღაც შემომტანი წყარო უნდა იყოს, ხო ხვდები რო ის აქეთ გვართმევს?!
- ვერ ვხვდები უბრალოდდ აქამდე რატომ არ დაასრულე!
ნაწყენი ხმით ამოილაპარა იმედგაცრუებული მზერით უყურებდა დედამისს, რომელმაც სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებს შორის და ღრმა ნაპასი დაარტყა
- მეგონა რომ მიყვარდაა
გაურკვევლად აწწია ხელები მხრების აჩეჩვასთან ერთად და ბარბარემაც ძლიერად მიირტყა შუბლზე ხელი
- გეყოფა! საკმარისია ამდენი სისულელე! გიყვარდა მოძალადე?! სამარცხვინოა
- ჩემთან არ იყო მასეთი
ისევ გასამართლებელი საუბარი რომ დაიწყო კოპებ შეკრულმა გახედა ბარბარემ
- გეყოფა! გევედრები! როდის მიდიხარ?
- 5 ისკენ გავალ,
დამნაშავედ ახედა წამომდგარს რომელმაც ცინიკურად დაიწყო ტაშის დაკვრა
- მაგარია ჯობდა ოთხ საათზე გაგეღვიძებინე და მაშინ გეთქვა,
თვალების ტრიალით ვეღარ იმშვიდებდა ნერვებს ისე დადიოდა იქით-აქეთ
- გეყოფა ბუზღუნი წადი დაიძინე წასვლის წინ გაგაღვიძებ, იმ ბიჭთან დაწექი, თავი შეაყვარე ისე რომ მალე წაგიყვანოს აქედან,
- მორჩი სისულელეებს
უხეშად უთხრა ისე გამოაღო კარი და გაბრაზებული გავიდა ოთახიდან,
საწოლში დაწვა თუ არა მაშინვე ტელეფონი აიღო ხელში სანახავად მიწერა თუ არა დემეტრემ, მისი მესიჯი მართლაც რომ დახვდა გაეღიმა და პასუხის გასაცემად გახსნა ჩათი, დემეტრემ მასზე უკვე ბევრი რამ იცოდა, საღამოს ერთად ყოფნისას ახალი გაგებული ჰქონდა დედამისის და ბარბარეს ურთიერთობაც სხვა დანარჩენ ყველაფერთან ერთად, პასუხს დააყოლა რომ დედამისი მიდიოდა, ნაწყენმა გამორთო ტელეფონი და მესიჯი რომ მოუვიდა სწრაფად მოიმარჯვა ხელახლა ხელში
" როდის?"
"დღეს 5 ისკენ"
" გინდა გამოვიდე ერთად გავიდეთ აეროპორტში"
" ბიძაჩემი გაიყვანს ხომ ვიცი"
" ანუ თუ რამე მომწერ"
" კი" ....
მშვიდად განაგრძეს საუბარი და მალევე რომ ძლიერად მოერია ძილი, დემეტრესთან დამშვიდობების მერე გადადო ტელეფონი.....
......
ჭრიჭინების ხმა ახმაურებდა მშვიდ საღამოს, თუმცა ძალიან სასიამოვნოც კი გამოსდიოდა, ჭრიჭინების ხმას კი ეზოში მშვიდად მსხდომი დემეტრესა და თეოდორეს დაბხმაზე მშვიდი საუბარი შეხამებოდა, დემეტრეს ოთახში შესულიყო ჩუმად სალომე ფანჯრიდან გადაყუდებული უსმენდა ბაღშ მსხდომ ბიჭებს და ამავდეოულად ზევიდან აკვირდებოდა თეოდორეს, როგორი მშვიდი გაწონასწორებული და ადამიანური იყო ყველასთან მაგრამასთან სრულიად ახვა ადამიანი სახლდებოდა, ამის გარკვევაც ყველაზე მეტად სურდა სალომეს, რადგან ქვევით მოსაუბრე თეოდორე იდეალურიც კი იყო, უხმოდ შეეშვა მათ სმენას ისე გავიდა ოთახში საწოლში რბილად ჩაეშვა და ფიქრები ისევ თეოდორესკენ გაექცა.....
......
- მივდივარ ბარბარე,
ნელა შეარხია თიკომ მძინარე ბარბარე და მანაც მაშინვე გაახილა თვალი, ჯერ წესიერად ვერ გამოფხიზლებულიყო ისე აცეცებდა თვალებს,
- უნდა წავიდე, დაგირეკავ ხოლმე
ისევ გაუმეორა და ბარბარეც სწრაფად წამოიწია ისევ დააბრუნა თიკომ საწოლზე
- არ ადგე იწექი და მშვიდად განაგრძე ძილი,
- კი მაგრამ
- არანაირი მაგრამ, თუ რამე გაგიჭირდეს დამირეკე, დამცირებას აღარ გაუძლო აჩვენე ვინ არის ყველაზე ძლიერი, წავედი
ჩურჩულით დაიწყო დარიგებების მიცემა ისე მოეხვია ჯერ ისევ მძინარს
- იცოდე მომწერე ხოლმე ყველაფერი მომიყევი გოგო
- კარგიი, რო ჩახვალ მომწერე დედა
- ჰო აბა რას ვიზამ წავედი, მიყვარხარ
ხმაურიანად აკოცა ლოყაზე ისევ ჩურჩულით საუბარის მერე და მალევე მოშორდა
- მეც მიყვარხარ მალე ჩამოდი გთხოვ
- არ ვიციი
კიდევ ერთიც დაა ისევ აუქნია ხელიი
- ვსოო წავედიი
უკვე კარებიდან დაუქნია წამოწეულს ხელი და ანიშნა დაწექიო, ახლა იწყებოდა ბარბარეს ბრძოლა და მისი ცხოვრება მისივე კისერზე......
......
მზადებაც წარმატებით ჩაატარეს და ასევე ჯვრისწერაც, მხიარული გამოუვიდათ, მართალია არ ყოფილა იმდენი ხალხი რამდენიც იყო ქორწილში, თუმცა ამ ყოველივეს აღნიშვნისთვის ნაცნობებისთვისაც ძალიან ბედნიერი და მხიარული საღამო გამოვიდა, ლამაზად დაცქრიალებდნენ გოგონები და ნენეც ბედნიერი იყო რომ ახლა მაინც იყო მათ გვერდით, დემეტრე გაკვირვებული გახედავდა ხოლმე შეცვლლ, უფრო გარდაქმნილ ბარბარეს, რომელიც კლასიკურად გამოწყობილი ტანზე გამოყვანილი კაბით ულამაზესი ქალი იხატებოდა, სერიოზულობაც ეტყობოდა ხოლმე და სიმკაცრეც კი გამოამჟღავნა რამდენიმეჯელ, მის თითოეულ ქცევას აკვირდებოდა ხოლმე და ნანობდა იმას როდესაც თქვა, რომ ის საყვარელი მხიარული ბავშვი იყო, ახლა ქალი იდგა მის წინ საოცრად გამოწყობილი ნაზად არხევდა ტანს უცხო მამაკაცების მკლავში და ასევე თბილად უღიმოდა, ჯერ ფიქრებით გართული უყურებდა მხოლოდ ბარბარეს მაგრამ ფიქრების გაფანტვის მერე შეამჩნია მამაკაცი, რომლის დანახვისთანავეც სახე უსიამოვნებისგან დაემანჭა,
- ბარბიი რას მიკეთებ?!
უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა თავისთვის და ეცადა არ ჩამდგარიყო მათ შორის, თვალის არიდებაც ცადა თითქოს მაგრამ თვალები იმდენად დაჟინებულად აცქერდებოდნენ რთული იყო მისი სხვაგან გადატანა, სხვა რომ ჩაეჭრა მათ და ახლა სხვამ რომ დააბზრიალა ბარბარე სკამზევე შეიშმუშნა , ჭიქა სრულად გამოცალა და ხალხს ვენებ დაბერილმა გადახედა,
- რას უყურებ ასე ემოციით?
მაშო დაეყრდნო მხარზე ღიმილით მცქმუტავ დემეტრეს და მის ხმაზე ისევ ბარბარეს გახედა დემეტრემ
- ბარბარეს,
სწრაფად გასცა მოურიდებლად პასუხი
- ოო კარგი საყურებელია, ულამაზესია ნამდვილად,
რეალური ემოციის გამოხატვით ახედა მანაც ბარბარეს და კმაყოფილიც იყო მისი თამამი ცეკვით, რადგან ის იწვევდა და იყო მომავალი, უმაგრესი ნაბიჯების დამფუძნებელი და ამას ერქვა ის რომ მალე დემეტრე თავად ჩაიგდებდა ხელში, რაც მაშოს წინასწარმეტყველება იყო რომელიც ძალიან მოსწონდა
- მაღიზიანებს, რა პონტში ეცეკვება ყველას?!
გაკვირვებულმა დასვა კითხვა და მაშოსაც უცებ ჩაეცინა რატის გახედა ისე დაუქნია ხელი მოდიო და ისევ დემეტრესკენ დაიწია
- იმიტომ რომ იმდენად ლამაზია, ძალიან ბერს აქვს სურვილი გაიცნოს და ზედმეტად დაუახლოვდეს,
მშვიდად გასცა პასუხი და მომავალი რატისკენ თავად წავიდა ისე ჩაკიდა ხელი და ცეკვითვე შეუერთდა ტრიალით სხვა წყვილებს, ნელა შემოაწყო რატის კისერზე მკლავები და ღიმილით ახედა კმაყოფილს,
- წეღან რომ გოგო გეცეკვებოდა რა უნდოდა?
ცინიკური ღიმილით დაუსვა კითხვა და რატისაც უნებურად გაეცინა მაშოს ეჭვიან კითხვაზე
- ცეკვა უნდოდა მაშო,
- უბეში ჩაძრომით ცეკვა არ უნდათ ხოლმე და ამავდროულად 'ჩვენ' დღეს მე უნდა მეცეკვებოდე
სწრაფად დაიწყო მკაცრად საუბარი და რატიც კმაყოფილი მზერით დაჰყურებდა, ღიმილით გადაუწია ყურსკან თმა და ნელა მოავლო მზერა ბაგეებზე
- ნუ ამუქებ
- მაშინ მასთან იცეკვე და მან გაგიფერადოს!
ხელები, რომ უშვა ხელახლა შემოიდო კისერზე რატიმ მისი ხელები და წელზეც ძლიერად ჩაავლო თითები,
- ეჭვიანობას საზღვარი უნდა ჰქონდეს,
ღიმილით დახედა ისევ და ასევე თავის ქნევით მოშორდა მაშო მომავალ ბიჭს მოავლო თვალი ერთ დატრიალებაშივე აეკრო მამაკაცს და მასთან ერთად განაგრძო ცეკვა, ღიმილით ჩამოდგა რატი და მის წინ მოცეკვავეებს კისერზე ხელის მოსმით დააკვირდა, უკვე თამამად რომ შეახო ბიჭმა მაშოს წელზე ხელი სწრაფად ჩაავლო ისევ მაშოს ხელი, ცალი ხელი მამაკაცს აუწია და უხეშად აიკრო სხეულზე მაშო
- არაჩვეულებრივი სანახავი იქნებოდა ეს მაყურებლებისთვის! და ეგეთებს არ ვიყოთ!
- უბრალოდ ვცეკვავდით!
- გამაღიზიანებლად გეხებოდა!
თქვა თუ არა უხმოდ ააფახურა მაშომ თვალები მის სიტყვებზე და ირგვლივ, სახეზე ჩავლებული თითებით მიმოახედა,
- ვინმეს ორ მეტრაზე მდგომ მოცეკვავეებს ხედავ?! ან ხელშეუხებლად მოცეკვავეებს? ეგეთებსაც არ ვიყოთ თქვენო უდიდებულესობავ,
- ხანდახან მინდა დასჯისთვის კანონები შემოვიღო ოჯახში
- რატიიიი....
საყვარელი ხმითა და ღიმილით გაწელა სიტყვები ისე წაიწია მისკენ,
- ჰოოოო
მსგავსი ხმით გაწელა სახელი რატიმაც თავადაც დაიწია მაშოს სახისკენ
- ნუ იძაბები სიხარულო,
სიცილი ვერ შეიკავა მაშომ ისე უთხრა და ნიკაპზე მიაკრო ტუჩები, მის ჩაცინებაზე
გაეხსნა რატისაც სახე და მაშოც რომ მიეხუტა ღიმილით აკოცა თავზე.....

ცეკვისგან დაიღალა კიდეც და სიმღერაც არ ჩუმდებოდა, მართალია სასიანოვნო მოსასმენი გახლდა მთელი დარბაზისთვის, მაგრამ ბარბარესთვის გაუსაძლისიც კი გახდა...
სულ ახალი განებებული ჰქონდა ცეკვისთვის თავი დიდი ბოდიშის მოხდით წავიდა მაგიდისკენ, მაღალ ქუსლიანებს არ მიჩვეულს დიდხანს დგომისგან ფეხებიც გახურებოდა და დგომისგან ტერფებზე ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს დიდი წყლულოვანი დაბერილები ჰქონოდა, ტკივილს პროფესიონალურად არ იმჩნევდა, თუმცა უკვე კბილებს ერთმანეთზე აჭერდა....
- სანამ დაჯდები სულ ორი წუთი რომ ვიცეკვოთ არ შეიძლება?
მორიდებითა და მოწიწებით ჩამოუდგა ბიჭი წინ უფრო 'ბეწვზე' მიუსწრო ბარბარეს, რომელიც წამით გაიყინა, ბიჭს დიდი ნერწყვის გადაყლაპვით ახედა, რომელიც იმდენად გულწრფელი სურვილით თხოვდა ცეკვას, რომ ფიზიკურადაც ძალიან ეტყობოდა, სიტყვა 'არა' დიდ ნერწყვს გადააყოლა და გამოწეულ ხელს მორიდებით და საკუთარი თავის გლოვით შეაგება თითები, ის ხომ ტაძარშიც ფეხზე იდგა....
ნელა ცდილობდა აეყოლებინა სხეული, ცდილობდა ტკივილი დაეფარა და ამავდროულად ის დაჭიმულობაც მოეხსნა რასაც ტკივილი იწვევდა....
მიუხედავად იმისა, რომ თავად გოგომ სთხოვა დემეტრეს ცეკვა, მასთან მოცეკვავემაც ისევ შეამჩნია შორს მოცეკვავე ბარბარე, ისევ ეცვალა სახე უკმაყოფილობისგან, ნერვოზულად გაისველა ენით ქვედა ტუჩი და გოგო დაატრიალა, იმდენად მკვეთრად აცეკვებდა თთქოს ამით მის თხოვნას სწრაფად აანაზღაურებდა და მალევე გაიქცეოდა, მართალია ლამაზიც გამოსდიოდა, თუმცა სულ არ იცოდა მისმა პარტნიორმა ცეკვა, თვალები და მზერა სულ ბარბარესკენ მიმართული იყო ნებისმიერ მომენტში, უკვე ბარბარესაც ძალიან უჭირდა დგომა და დემეტრეს ძალიან უჭირდა ასე უმოქმედოდ ყოფნა, ნელა მოშორდა გოგოს ისე დახედა და წამით კიდევ გადაამოწმა გონებაში ნამდვილად აპირებდა თუ არა იმ ყველაფერს რასაც გეგმავდა
- დიდი ბოდიში, დაგტოვებ შენი ნებართვით,
თავის დაკვრით გადადგა კიდევ უკან ნაბიჯი და გოგომაც პასუხად დაუკრა თავი
- კარგად გამოიყურები,
თვალი ჩაუკრა ისე გატრიალდა და ამით ეცადა და ჩათვალა კიდეც, რომ მისი შუაცეკვის დროს მიტოვების დანაშაული ამით აანაზღაურა, სწრაფი ნაბიჯებით წასულმა ისე დაავლო ბარბარეს ხელი ძლივს შეიკავა თავი არ წაქცეულიყო ბარბარე,
- მოგტაცებ,
გზადვე ბარბარეს პარტნიორისთვის ამოილაპარაკა მისთვის გასაგებად და წინ წასულმა გაიყოლა გოგოც, რომელიც გაჭირვებით მიჰყვებოდა, დარბაზის გასასვლელისკენ აიღო გეზი და დარბაზის შესასვლელში გავიდა თუ არა მაშინ უშვა ბარბარემ ხელები, წინ რამდენიმე ნაბიჯით გადასულმა გახედა უკან გაჩერებულს ტკივილისგან გაქვავებულს და გაკვირვებულმა გახედა, წინააღმდეგობად ჩათვალა მისი გაჩერება, რომელსაც ბარბარესგან არ ელოდა,
- რა მოხდა?
ნელა დაიხია უკან ისე მიუახლოვდა მუჭებ შეკრულს და უცნაურად დახედა,
- აღარ შემიძლია, ცრემლები თვითონ გადმომცვივდება,
დაჭიმული ხმით ამოილაპარაკა ისე თითქოს სატირლად მზად იყო და მხოლოდ ერთი ნებართვა იყო საკუთარი თავისგან საჭირო, უცებ ვერ მიხვდა დემეტრე დაბნეულმა აათვალიერა და აღელვდა კიდეც მის ხმაზე
- ბაბი ვერ მივხვდი
დამნაშავე ბავშვივით ამოილაპარაკა ხელთავიდან აათვალიერა ისევ რომ დაშავებული ადგილი ენახა ან მიზეზი რაც აძლევდა საშუალებას რომ მსგავსი რამ ეთქვა,
- ფეხები, აღარ შემიძლია, ვერ ვდგავარ,
წინ მდგომს ჩაავლო ვენებ დაბერილ გამაგრებულ მკლავებში ხელები ისე ჩახარა თავი ტკივილისგან დამანჭული სახის დასამალად და მაშინ გაიაზრა რატიმ რომელი საათიდან იდგა მასზე, რაც ფეხზე ეცვა, მართალია არ იცოდა, როგორ სტკიოდა მაგრამ მასზე დგომა ვერასდროს წარმოედგინა, ისიც კი უკვირდა, როგორ დადიოდნენ გამართულად,
- ჯანდაბა, გაიხადე გოგოო
ხელები შეაშველა, რომ თავად დაეჭირა ხელით ისე დახედა მაღლებზე,
- კიდევ უარესიაა,
ამოიტირასავით და მალე კუბიკ-რუბიკივით დაიშლებოდა
- მისმინე, შენობის უკან სკამეიკებია არავინ არი ხოლმე და დაასვენე ფეხი,
უთხრა თუ არა მისივე საუბარში ხელებს აქნევდა ბარბარე ნიშნად, რომ ვერ შეძლებდა და სუნთქვა შეკავებული ცდილობდა ნერვოზულად ემყოფინა ჰაერი,
- მოვკვდებიი
არაამქვეყნიული ხმით ახედა და რაც მეტად ჩაუღრმავდა ტკივილის გრძნობას მით უფრო უჭირდა დგომა არ მიჩვეულს, არც კი დაფიქრებულა მის გვერდით ჩამოდგა, კაბა ნაზად დაწია რომ არ დაეჭმუჭნა, ნელა და კომფორტულად ააფარფატა გამხდარი ლამაზი სხეული და მალევე სუნთქვის საშუალება მიეცა ბარბარეს, მალევე ფეხს რომ აღარ დააწვა იმდენად მწველად მოშორდა თითქოს ტერფი ტუფლებს ჰქონდა აკრობილი, საყელოში ჩაევლო დემეტრესთვის ხელი და ისიც ეზოს წითელ გადაშლილ ხალიჩაზე ლამპიონების ნათებაში კვალავდა გზას.....
ფრთხილად ჩამოსვა მოხერხებულ საბაღე სკამზე და თავადაც მიუჯდა გვერდით, ისე დახედა ფეხზე და შემდეგ ახედა მას,
- მოიშორე ეგ ცოტახნით, არავინ არ არი და დაასვენე,
თითქოს თან ბრაზი შეენიშნებოდა ხმაში თან თხოვნაც, თან კი ღელვა მის მიმართ,
- ჰო რავი მართალი ხარ
ჩაცინებით გაიძრო ფეხზე და ხელახალი შვება იგრძნო კიდევ უფრო მიიწია დემეტრესკენ თავისუფლად, ფეხები თავისუფალ ადგილზე სკამზე შემოაწყო და გრძელი კაბის დახმარებით ფეხები სრულად დაფარა დემეტრეს მიადო მხარზე თავი და წამით მინაბა თვალები, ღიმილით დახედა დემეტრემ სასიამოვნოდ ჩაეღიმა კიდევ მის საქციელზე და ადგილზე გაშეშებული გაიტრუნა, რომ კომფორტულად ყოფილიყო ბარბარე ისევ,...
- დავიღალე...
დაბალხმაზე ამოილაპარაკა ყველაფრისგან დაღლის წუწუნი და მერე უცებ გაახსენდა სადაც იყო, "ერთი ბედნიერი დღე წუწუნის გარეშე" საკუთარ თავს შემოუძახა და მალევე სიტყვის გადასწორება დაიწყო,
- დაიძინებდა კაცი გრილ ოთახში და თბილ ფაფუკ თეთრ საწოლში,
- ანუ ჩემთან მივდივაართ?
ნიშნის მოგებით გადახედა დემეტრემ და მანაც ჯერ გაკვირვებულმა ახედა შემდეგ კი უცებ მოშორდა და გამეტებული სახით მიარტყა მხარზე ხელი
- ყველაფერი როგორ გაქვს!
- ყველაფერი არ მაქვს
ღიმილით გასცა პასუხი ისევ და ისევ წინანდელ პოზას რომ დაუბრუნდნენ საზურგეს მიეყრდნო ისე გაჩერდა, რომ ბარბარე კომფორტულად ყოფილიყო
- არაა რა ყველაფერი, რაც მოგინდება თითის დატკაცუნებაა საჭირო, ვინმე თუ გაგაბრაზებს მუშტის დატკაცუნება ან არ ვიცი მაგრამ რაღაც ამბების მოყოლა და ვსოოო! ხანდახან მგონია რომ ყველაფერი შეგიძლია,
გაკვირვებული საუბარი აღმოხდა ბარბარეს და ამავდროულად ყველაფერს მსგავსად ფიქრობდა,
- რადგან ფული გაქვს ყველაფერს ვერ იშოვი და რადგან ფიზიკური ძალა გაქვს ყველას ვერ დააშინებ,
ხმადაბლა ჩაეჭრა საუბარში ისევ გადახედა წყნარად, რომელიც არ განძრეულა,
- ახლა ფულია ყველაფრის თავი, თუ გაქვს ყველაფერს შეძლებ,
- კიდევ ცდები
- რატო?!
ბრაზნარევი მზერით ახედა დემეტრეს და მანაც მშვიდი ღიმილით დახედა უხმოდ ჩახედა ბრაზიან თვალებს, რომელიც მართალს იძახდა მაგრამ ამავდროულად მართლა ცდებოდა ერთ რამეში,
- ფულით შენ მოპოვებას შევძლებ?
ხმადაბლა მომთხოვნად დაუსვა კითხვა ისევ ისე მოუშორებლად უყურებდა მის თვალებს, რომელიც ბრაზისგან სწრაფად იცვალა და გაკვირვება შეერია, იმდენად დაიბნა, რომ პასუხი არ იცოდა რა უნდა გაეცა, ვერ გაეგო ეს უბრალოდ კითხვა იყო თუ ამავდროულად ნამიოკი, სწრაფად მოაშორა თვალები,
- რამდენსაც გინდა იმდენს გადავიხდი, რამდენსაც ჩათვლი რომ ღირხარ, მაგრამ სამაგიეროდ მე შენ თავს და სიყვარულს ვითხოვ ჩემ მიმართ,
ისევ გაჩუმდა ისევ ადროვა ბარბარეს პასუხი მოემზადებინა, რომელიც სულ აღარ ინძრეოდა თავ ჩახრილი
- მე თანახმა ვარ,
ნელა წამოდგა ისე ჩაიცუცქა ბარბარეს წინ რომ მას მისთვის შეეხედა, ქვევიდან ახედა ხან ერთ ხან მეორე თვალში და კიდევ მეტად უჩნდებოდა სურვილი თავისი გრძნობები კიდევ მეტად გაემჟღავნებინა მასთან,
- შენ უბრალოდ თანხა დამისახელე და შემიყვარე, უბრალოდ უნდა გიყვარდე.....
კიდევ გაუმეორა და ბარბარეც ისევ თვალების არიდებას, რომ ცდილობდა ხელზე ჩაავლო ხელი, პასუხად სწრაფად ააცალა ხელი ისე დაწია უკან ლამის ძირს დაჯდა დემეტრეც ხელები რომ არ მიეშველებინა გადავარდნილს წაიქცეოდა,
- გეყოფა დემეტრე,
- რატო? შენი და შენი სიყვარულის ყიდვა მინდა, ნებისმიერ თანხაში, რასაც იტყვი უბრალოდ შენი თავის ფასი უნდა იყოს გამიგეე
ისევ წამოიწია და ახლა მის მთავარ პასუხს ელოდა
- ნუ სულელობ! ამას ვერ იყიდი,
ისევ გადაწია ხელით და იმითაც უკმაყოფილო იყო რომ დემეტრემ აღმოუჩინა ის ერთი შეცდომაც, რომელიც მას არც კი გაუფიქრებია და ჯერ ისევ დაბნეული ცდილობდა არ ახურებულიყო,
- ეე რატო?! მე ხომ უზომოდ ბევრს გადავიხდი, რა გახდა ერთი სიყვარული?
თითქოს ბრაზიანი ხმით წამოდგა და ამავდროულად ნაწყენი, ისე ჩამოწია ფეხები
- სიყვარული არ იყიდება!
მკაცრად ახედა და უკვე მეორე "ქუსლიც" რომ ჩაიცვა შედარებით დასვენებული ფეხებით წამოდგა, მისთვის არ შეუხედავს ისე მობრუნდა და სვლა დიწყო, უნებურად დააკვირდა ღიმილით დემეტრე, მთელი სხეული ხარბად შეათვალიერა წინ წასულის დეტალებს ისე აკვირდებოდა, ფეხების მაგივრად წელი ეწვოდა ბარბარეს, გრძნობდა მის ცხელ მზერას და უხერხული გრძნობის მოშორებას ცდილობდა,
- ბაბი...
დაძახებაზე ისევ არ გაჩერებულა თავად ამოუდგა გვერდში სირბილით დემეტრე ისე შეატრიალა მისკენ მშვიდად დახედა მაღალ ქუსლიანებისგან გამაღლებულს და მისი სახე თბილად მოიქცია ხელებში,
- უნდა მოგეცადა,
- რომ პირადად დაგეცინა?..
- ნწ,
ღიმილით დახედა ბაგეებზე და ბარბარესაც უფრო აუჩქარდა გული ხვდებოდა მის მზერას და ნერვიულობა ბოლოს უღებდა
- კიდევ რაღაც მქონდა შენთვის სათქმელი,
ისევ თვალებში ახედა და კიდევ მეტად დაიბნა ბარბარე ისე გადადგან ნაბიჯები უკან, რომ ეს დაბნეულობა მანძილის გადიდებით შეემცირებინა, მაგრამ თან მიჰყვა დემეტრეც და კიდევ უკან რომ არ დაწეულიყო ბარბარე, ცალი ხელი ნაზად წაავლო წელზე,
- დემეე...
პროტესტის ნიშნად ამოაყოლა ბარბარემ ისე დახედა შეძლებისდაგვარად ჯერ მის წელს და შემდეგ ახედა მას
- და მე რომ ყველაფრის გარეშე შემიყვარდი?
ბარბარეს დაძახება დააიგნორა ისე ამოთქვა კითხვა და არც თავად იცოდა როგორ უნდა ეთქვა, მიუხედავად ამისა პირდაპირ ცდიდა საკუთარ თავს, უფრო აჩქარებოდა სუნთქვა ბარბარეს მკერდი სწრაფად ადიჩაუდიოდა და ამავდროულად მაშხალებს აფეთქებდა მისი გული, მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის ახსნას ძალიან შეჩვეული იყო, განსაკუთრებული გრძნობა და განსაკუთრებული ემოცია იყო დემეტრესგან ამ სიტყვების თქმა მას მერე რაც ფიქრობდა, რომ დემეტრე მას მეგობრობის გარდა სხვანაირად არასდროს შეხედავდა, სიხარულისგან ნერვიულობდა თუ ისე ესეც კი ვერ გაეგო და ახლა არ იცოდა ის თუ რა უნდა ეთქვა ახლა,
- მიყვარხარ ბარბარე!
გაბედულად გაიმეორა დემეტრემ და მოეშვა, შვება იგრძნო, ეშინოდა იმის როდესაც ამ სიტყვებს იტყოდა, რომ არ ენანა, ამბობენ გული ყოველთვის გრძნობსო და ისიც ამას აყოლოდა, ისეთი გრძნობის ეშინოდა, რომელიც ამ სიტყვებს ანანებდა, მაგრამ ასე არ იყო, პირიქით თანახმა იყო კიდევ ბევრჯელ ეთქვა მისთვის, თავადაც თითქოს ანერვიულებული უყურებდა ბარბარეს მისი პასუხის მოლოდინში და როცა ბარბარემ სიხარული გულში ვეღარ დატია ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა, მასზე დაკვირვებულს არ გამორჩენია თავადაც გაეხსნა ბაგეები და ნელ-ნელა ჩამოხსნა ხელები,
- დაფიქრება თუ გინდა არ არი პრობლემა, მართლა, ცხოვრებაში თუ რამეზე მიფიქრია ყველაზე დიდხანს ვფიქრობდი, ყველაზე დიდხანს მოვანდომე გრძნობებს,
სახეზე ჩამოისვა ხელები ისე დატრიალდა ჩაცინებით
- ჰა ჰა ყველაზე დიდხანს...
ისევ გაიმეორა დატრიალებაშივე სწრაფად მოუტრიალდა გაქვავებულ ბარბარეს და ხელახლა ჩამოუდგა წინ ისე წაავლო სახეზე ხელები ისევ, დაბლა დაიხარა რომ მისთვის შეეხედა დახრილ თვალებში
- ბაბი, თუ გეტყვი......რომ..... მიყვარხარ, შენ მოპოვებას შევძლებ?
კითხვაზე ისეთი მზერით ახედა ბარბარემ, თითქოს გულში სარი ესროლაო, ნაზად დაუქნია თავი და ღიმილის გასაკავებლად ბაგეები მოკუმა, ხმის ამოღება ისე ერთულებოდა, ძლივს ამოაყოლა თავის დაქნევას ' შეძლებ'
- ვააააახხ,
გაკვირვებულმა ამოიგმინა თავის ღელვაზე ისე მიწია ცალი ხელით ბარბარე და მასზე მიკრულს მოხვია ხელები,
- და მე ეს შევძელი?.... ვააახ!
ისევ ამოიზმუვლა და ყურებამდე იკრიჭებოდა ისე ხვევდა ხელებს, მისგან ის სიტყვები არ მოუსმენია რაც თავად გაბედა, მაგრამ არც აპირებდა დაძალებას, ამას მხოლოდ ერთ ნაბიჯად თვლიდა და ერთ ნაბიჯს ყოველთვის მეორე მოჰყვება.... უსიტყვოდ დაავლო ხელი ისე ააფრიალა ისევ ხელში და სიცილით მოხვია ხელები კისერზე ბარბარემ
- საიით?
გაკრეჭილმა ახედა ყელზე და თავისუფლა დადო თავი მის ლავიწზე
- დასვენებას გიცხადებ ფეხზე დგომის მერე,
სიცილით ჩამოჯდა და თავის კალთაშივე ჩამოისვა ბარბარეც,
- ეეე ასე არ შეიძლებაა,
მორცხვად ამოილაპარაკა ისე წამოხტა გვერდით მიუჯდა, უსიტყვოდ ღიმილით დააკვირდა დემეტრეც და კმაყოფილმა ახედა ცას მას შემდეგ რაც ბარბარეს მოხვია ხელი და მასთან ერთად კომფორტული სკამის ასევე კომფორტულ საყრდენზე გადაწვა,
- ჩემი საქმიანობა გაინტერესებდა ხო?
ძველი კითხვა დაუსვა, რომელიც ადრე ჩატში კითხა ბარბარემ და გადაწყვიტა კიდეც ეთქვა, რბილად მოეყოლა ეს ყოველივე, რომ რატის მსგავსად არ მოსვლოდა, დიდი გამოცდილება ჰქონდა მას ამაში უკვე და ორივე, ' ნახევარძმა' რატიც და დემეტრეც ყოველთვის ერთმანეთის მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობდნენ სადაც ერთი იყო, იქ იყო მეორეც ესეც კარგად დაგეგმილი ჰქონდა თუ როგორ გააცნობდა საკუთარ თავს ყოფილი მაფიოზის კუთხით......
.....
- მთავარია არ ამჩეხო,
სიცილით გადახედა ბარბარემ საჭესთან მჯდომს და დემეტრემაც მკაცრი მზერით რომ გადახედა ბოდიშების ძახილით გაჩუმდა,
- მაგიტო არ მომიყოლია ხვდები შენც,
- მე და მაშოს ბევრი საერთო გვაქვს,
ღიმილით გადახედა ისევ და დემეტრემ ხელახლა აატრიალა თვალები
- რატო მეგონა რო ჯერ არ დაწყებული ურთიერთობა დამთავრდებოდა?
ინტერესით გადახედა ბარბარეს და მანაც სიცილი დაიწყო,
- თავიდან მეც ცუდად გავხდი, მკვლელ ავადმყოფ იდიოტად წარმოგიდგინე, უბრალოდ მოყოლის დაჯილდოვებული სწორი მანერა გაქვს და თან ბავშვობაში ვუყურებდი ხოლმე რა მსგავს რამეებს და მომწონდა ხოლმე ფილმის მსგავსი პერსონაჟი, ერთი პერიოდი ვიძახდი მაფიოზი უნდა გამოვიდე მეთქი, და მერე რომ გამძუყნეს უბრალოდ ვუყურებდი ტომას შელბთა ტომს თან მეშინოდა ხოლმე მათი სისასტიკის
სიცილით ყვებოდა თავის ამბავს და მართლაც რბილად მოყოლილ ამბავს და რაც მთავარი იყო ძველ ამბავს იმ კუთხითაც მიუდგა რომ ეს ძველი იყო, არ უხაროდა ის რომ დემეტრე რაც არ უნდა "ბოროტებს" ებრძოდა მაინც მკვლელი იყო, პირიქით ყველაზე მეტად აწუხებდა კიდეც მაგრამ იმის დიდი იმედიც ჰქონდა, რომ დარჩენილ სიცოცხლეს სწორად წაიყვანდა სწორი ბედნიერი გზით
- გოგო მაფიოზი მაგარი იქნებოდა,
სიცილით გადახედა დემეტრემაც,
- ფილმებში ყველაფერი სხვანაირადაა, ისე არ არი როგორც რეალურად, რეალობაში მსგავსად მარტივად არ ხდება ყველაფერი, აიღე, გაუყარე, მოკალი, აქ ბევრი რამის მოგვარება გიწევს მანამ სანამ მაგ ნაბიჯს გადადგავ, ამიტომ ყველაფერს ორი თვალი ორი ყური და ტვინის 180° შერყევა გჭირდება, რომ რამე არ შეგეშალოს და აქეთ არ ჩაგაძაღლონ,
მარტივად აუხსნა ყველაფერი და ისევ თვალებ დაქაჩულს გახედა, რომელიც დემეტრეს ადვილი ლაპარაკით მკვლელობებზე ბურძგლავდა,
- როგორც ვთქვი მსგავს საქმეში არ ვარ გარეული და არც გავერევი, ხო იცი არა?
თავის გამართლებით გადახედა ხელახლა,
- გზას უყურე და ჰოოო,
ღიმილით გახედა თავადაც გზას და ფანჯარას თავით მიეყრდნო ისე უყურებდა დემეტრეს, გვერდიდან სწავლობდა ყველა ნაკვთს და არ ჯეროდა ის რომ ასე მარტივად მოხდა ყველაფერი, იმაში კი ნამდვილად დარწმუნებული იყო, რომ დემეტრეს თუ რამე მოუნდებოდა თითის დატკაცუნებაშივე ასრულებდა თავის სურვილს.....
როგორც ყოველთვის მანქანიდან გადასულს გადაჰყვა წინ ჩამოუდგა და ჩვეული დამშვიდობებით მოშორდა ბარბარეც, მშვიდობიანი საღამოს სურვების შემდეგ შეტრიალდა წყნარი ნაბიჯებით და ჩვეულად დააკვირდა დემეტრეც შორიდან აივნიდან კოპებ შეკრული მომზირალი მამამისი რომ შეამჩნია დოინჯებით ახედა ქვევიდან კმაყოფილმა და ხელახალ გეგმაზე ბარბარეს დაუძახა, ისიც ღიმილით მოუტრიალდა და უკვე მიახლოვებულ დემეტრეს ახედა,
- წესიერად არ უნდა დამემშვიდობო?
დაბალხმაზე კითხა ისე მოიქცია მისი სახე ხელებში მისკენ დაიწია ისე თითქოს ახლა მის ბაგეებს დააკვდებოდა, აივნიდანაც მოაჯირებს უჭერდა მამაკაცი ხელს ისე აკვირდებოდა შურისმაძიებელი თვალებით წყვილს, დემეტრემაც მისკენ დახრილმა ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები ტუჩის კუთხეში და რომ მოშორდა მომღიმარს დახედა, თვალებით ანიშნა შეგიძლია წახვიდეო და ბარბარეც პეპლებთან ერთად შევარდა სახლში, კმაყოფილმა ახედა დემეტრემ მამაკაცს და საყელო შეისწორა, დენდარტყმულივით მოშორდა ისიც მოაჯირს შურისძიების განზრახვით შევიდა სახლში და ამავდროულად დემეტრეც მშვიდად მოტრიალდა გამარჯვებული მზერით წინ ბარბარეს ბიძას ლამის შეასკდა ღიმილით შეუსწორა მასაც პიჯაკი ისე აუარა უხმოდ გვერდი, კმაყოფილი მოთავსდა მანქანაში და სწრაფად დაძრა მანქანა, გაკვირვებულმა გააყოლა თვალი კართან მდგომმა კაცმაც ისე შევიდა სახლში....
ბარბარემ ოთახში შესვლა შეასწრო მამამისს და სანამ ისიც შეყვებოდა ჯერ ისევ გაკვირვებული სახით ამოუსწრო ძმამ, რომელმაც აიძულა დროებით შეეჩერებინა მზერა
- ადრე მოხვედი,
- ისევ უნდა წავიდე ცოტახანში.....
.......
უკვე გვიანი იყო სახლში დიდი ხნის მისულებიც იყვნენ, სალომეს ფარდები გადაეწია ოთახში და მოწინავე სახლის მსგავსივე ოთახს გაჰყურებდა წამით, დაძინებას რადგან არ აპირებდა აივანზე გავიდა და ქვევით ჩართული წყნარი მუსიკების ფონზე აარხია ტანი, გვერდზე მეზობლის ეზოს გადახედა, რომელიც წესიერად არ ჩანდა, თუმცა ფერადად განათებული ეზოს გამო აშკარა იყო რომ მაშოსა და რატისაც არ ეძინათ, ეზოში იყვნენ ან შეიძლება ნენეც კი იყო, მის ჰორიზონტზე ოთახში, რომ სწრაფად აინთო შუქი მზერაც ინსტიქტურად ეცვალა სალომეს, ფარდებ გადაწეულში გამოჩნდა წელს ზემოთ შიშველი თეოდორე თავზე შემოეწყო ხელები და იზმორებოდა ისე ჩამოდგა შუშის წინ, სალომეს მზერას შეაგება მზერა და სალომემაც ურცხვად დაიწყო მისი თვალიერება, მკლავების სიძლიერე თავზე შემოდებული ხელებისგან მეტად გაზრდილი კუნთების მეშვეობით კიდევ უფრო ეკვეთებოდა, აშკარად სველ სხეულზე კი პრესებიც გამომწვევად ბზინავდნენ, მისი სხეული, რომ კარგად დამახსოვრებული ჰქონდა, მას მერე წარმოედგინა სალომეს თეოდორეს სხეულზე ნეკნთან პატარა შრამი, რომელიც აშკარად დანისგან იყო მიყენებული და შორიდან არ ჩანდა, უცვლელი მზერით უყურებდა თეოდორეც აივანზე მდგომს არც ცინიკური მზერით, არც თბილი და არც გაბრაზებული, უბრალოდ თვალს არ აშორებდა სალომეს, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ არ იმჩნევდა, ზედმეტად აჩქარებოდა გული მისი მზერისგან და სწრაფად იცვალა მზერა ქუჩისკენ სადაც საერთოდ არავინ არ "ჭაჭანებდა" ყველა საკუთარ დიდ ეზოში ერთობოდა, ბავშვების ხმამაღალი თამაშის ხმაც ჯერ ისევ ისმოდა შორიდან, ისევ უნებურად ეცვალა სალომეს მზერა თეოდორესკენ, რომელიც ამჯერად მარტო არ იყო, უკნიდან ეკრობოდა მასზე დაბალი სხეული წინ თეოდორებს პრესებზე მოეხვია ხელები ისე დაატარებდა რბილ თითებს და ზურგზე უტოვებდა მამაკაცს სველ კოცნებს, შიშველი სხეულის დასაფარად გადაეცვა თეოდორეს მაიკა და წინ სახლიდან მაყურებლის შეუმჩნევლად თამამი საქციელებით იწვევდა ხელახლა მამაკაცს, წამით შეკრთა სალომე, არ ელოდა მსგავს სანახაობას, ვერც კი იაზრებდა, ეგონა ჭექა-ქუხილი დაატყდა თავს, სიკვდილამდე არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა, ღრმად სუნთქვას შემოეტია ისე ჭიმავდა ხელებს, თეოდორე კი ისევ მსგავსი უთქმელი ემოციით უყურებდა, ისე ჩამოუშვა ხელები და წინ ჩამომდგარს დახედა, რომელმაც რაღაცის თქმასთან ერთად ჩაუცურა თითები შარვლის ქვეშ, მაშინ გადაიტანა მზერა თეოდორემ გოგოზე, მანაც ურეაქციოდ გასცა პასუხი და ხელითვე ანიშნა ოთახზე, ისევ გაყინული უყურებდა სალომე, გოგომაც კმაყოფილმა მოუსვა წელზე თითები და ფეხისწვერებზე აწეული წაწვდა თეოდოღეს ბაგეებს, წამით დაუარა სხეულში სალომეს მწიწკვნელმა ხორკლებმა უკან დაიხია უცებ, თეოდორემ რომ მოიშორა სიცილით ახტუნავებული გავიდა ოთახში და თეოდორეს მზერაც მაშინვე სალომესკენ გადავიდა, იმდენად არასასიამოვნოდ გრძნობდა თავადაც თავს ვერ ხვდებოდა მიზეზს, ვერ პოულობდა, საძებნელიც კი არ ჰქონდა,
- მძულხარ შე აუტანელო!
დაბალხმაზე ამოილაპარაკა სალომემ ისე მოტრიალდა, თითქოს არც კი შეუმჩნევია ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა იყო ღია ფერის ფარდა ჩამოაფარა თუ არა მაშინვე გადაიძრო მაიკა, უკვე წელს ზემოთ შიშველმა ჩამოაფარა მუქი ფარდებიც შუქის ჩაქრობასთან ერთად გადმოცვივდა ცრემლები და საწოლში შემძვრალმა დაიწყო ტირილი, ვერც კი ხვდებოდა რაზე ტიროდა, რომ გაიაზრა რის მერე დაიწყო ტირილი სწრაფად მოიწმინდა ცრემლები,
- ნერვოზი მაქვს! გაქანებული ნერვოზი! რა ჯანდაბა მატირებს?!
საკუთარ თავს დაუსვა ისევ სლუტუნით კითხვა და წამოწეული ისევ გადაქანდა საწოლისკენ ხელახლად მოწოლილი ცრემლების ნაკადის გამო.....

სამჯერ წამეშალაა და ამხელა ტექსტის ხელახლა დაწერა დიდხანს გამიგრძელდაა



№1 სტუმარი ნესტან

კარგი იყო დაა მომეწონა მაგრამ ეს თევდორე რა აუტანელად იქცევა შემეცოდა სალომე მაშო და რატი რა საყვარელია....მადლობა დიდი წარმატებები

 


№2  offline წევრი ანნა ანუკი

ნესტან
კარგი იყო დაა მომეწონა მაგრამ ეს თევდორე რა აუტანელად იქცევა შემეცოდა სალომე მაშო და რატი რა საყვარელია....მადლობა დიდი წარმატებები

რო ვაკვირდები მართლა რანაირად იქცევაა???? .....
მადლობა თქვენ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი teko❤️❤️❤️

რამხელა თავი იყოოო და რა კარგიი ((ნუ თეოდორის საქციელებს არ ვიმჩნევთ გამოასწორებს იმედია მალე????)) ახალ თავს დაველოდებიი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ მადლობა შენ ჩემო ლამაზოო❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი ანნა ანუკი

teko❤️❤️❤️
რამხელა თავი იყოოო და რა კარგიი ((ნუ თეოდორის საქციელებს არ ვიმჩნევთ გამოასწორებს იმედია მალე????)) ახალ თავს დაველოდებიი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ მადლობა შენ ჩემო ლამაზოო❤️❤️❤️

წესით მალე უნდა გამოსწორდეს❤️ უღრმესი მაფლობა თქვენ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent