ტაისია ამირეჯიბი (სრულად)
ტაისია და რა აზრი აქვს ოცნებას თუ ოდესმე მის ახდენაზე არ ვიფიქრებთ? კითხვა,რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად აწუხებდა ტაისიას ,რომელსაც ერთადერთი ოცნება ჰქონდა:თავისუფლება. ყველაფერი ჰქონდა ამისთვის,მაგრამ სულიერი თავისუფლების მოპოვება ბევრად რთული იყო ან შეიძლება იმაზე ადვილიც, ვიდრე თვითონ წარმოედგინა. დაბადების წამიდან აკონტროლებდნენ მის ცხოვრებას და ბოლოს თვითონაც კონტროლზე გახდა დამოკიდბეული,იმდენად,რომ თითოელი წამი გათვლილი ჰქონდა.ყოველთვის იცოდა მომავალი წუთს ან საათს,ან დღეს რას გააკეთებდა.მის ცხოვრებაში არაფერი არ ხდებოდა დაუგეგმავად. როცა ეს ყველაფერი გააცნობიერა,ეჭვიც გაუჩნდა.ეჭვი,რომ სრულიად უფერული ცხოვრება ჰქონდა.საზოგადოებისთვის ბედნიერების ზენტში მყოფი ტაისია სრულიად ‘’უბედუირი’’ იყო,ვერ იტანდა ამ სიტყვას და არც საკუთარი თავი ემეტებოდა ამ სიტყვისთვის,მაგრამ რეალობას თვალს უსწორებდა. ამ ყველაფერზე ფიქრმა ტაისიას მთავარი ოცნებაც ჩამიაყალიბა:საკუთარი თავის გათავისუფლება იმ ჩარჩოებისგან,რომელიც თვითონ შეჰქმნა ან სხვებმა,გაუცნობიერებულად თუ გაცნობიერებულად.ოცნებაც მაშინ შეარქვა,როცა მიხვდა,რომ თითქმის შეუძლებელს ითხოვდა.მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაფერი ჰქონდა რასაც კი მოისურვებდა,მაგრამ მთავარი რამ გამორჩა,საკუთარი თავის ჩამოყალიბება,ისეთ პიროვნებად როგორც თვითონ უნდოდა და წესით უნდა ყოფილიყო,რომ არა ის გარემო სადაც გაიზარდა. ადამინის ხასიათი ბევრ რამეზე არის დამოკიდებული,მაგრამ ასევე დიდი როლი აქვს გარემოებას.მათ შეიძლება გაიძულონ ერთი ადამიანისგან მეორეს შექმნა ან საერთოდ საკუთარი თავის წაშლა და სხვა ადამიანად გარდაქმნა. ნამდვილი ტაისია სულ სხვანაირი იყო,მაგრამ საკუთარი თავის კონტროლი ჯერ კიდევ მაშინ ასწავლეს სანამ სკოლაში წავიდოდა,მერე უნივერსიტეტი,მერე მაგისტრატურა და ბოლოს თავისი მშობლების იმპერიაში აღმოჩნდა,რომლისთვისაც ამზადებდნენ მთელი ცხოვრება.თითქოს ამის გარდა სხვა გზა ტაისიას ცხოვრებაში არ არსებობდა ან იქნებ არსებობდა,მაგრამ უპირობოდ დანებდა ყველაფერს,ყველანაირი ბრძოლის გარეშე! მრავალსართულიან სასტუმროში,ბოლო სართულზე მოთავსებული ნომერი მას ეკუთვნოდა და შავ პენუარში გამოწყობილი აივნიდან გაჰყურებდა ზღვას,რომელსაც უკვე ვერ იტანდა,არადა ერთდროს ყველაზე მეტად უყვარდა,სიმშვიდეს ჩუქნიდა,რაც საშინლად სიამოვნებდა,მაგრამ ახლა,როცა ამ ადგილმა მხოლოდ მარტოობა მოუტანა,ზღვამაც დაკარგა თავისი ფუნქცია. ზღვა,რომელიც ადამიანებს აშინებდა,ბევრს პანიკურ შეტევებსაც მართებდა,ზოგის სიცოცხლესაც იწირავდა და ბევრს უბრალოდ ბედნიერებას,რომ ჩუქნიდა,ტაისიასთვის ისეთი პატარა და უმწეო იყო,როგორც ჭიანჭველა.მისი ტალღები აღარ იწვევდნენ ფეივერკებს გოგონას გონებაში.გაჰყურებდა ჰორიზონტს და ისე ძალიან უნდოდა,რომ ერთი უმანკო ცრემლი მაინც გადმოსცვენოდა თვალებიდან,მაგრამ არა,მოლოდ ფიქრებში შეეძლო ამის წარმოდგენა. ცრემლები,რომელიც ბოლოს მხოლოდ იმიტომ გამოესარჩლენ,რომ თავისი მანქანა ცეცხლის ალში გახვეული ნახა,რომელშიც საუკეთესო მეგობარი იჯდა.თვითონ უნდა მჯდარიყო იმ მანქანაში,თვითონ უნდა წასულიყო იმ შეხვედრაზე,მაგრამ მორიგი პროტესტის გრძნობის გამო გადაწყვიტა,რომ აღარ გააკეთებდა იმას რასაც მშობლები უბრძანებდნენ,მაგრამ ეს ბოლო აღმოჩნდა,როცა რამის შეცვლა ან შეწინააღმდეგება გადაწყვიტა,რადგან ამ ამბავმა ერთი დიდი რამ ასწავლა:არავინ არ არის ვალდებული ის გააკეთოს რაც შენი გასაკეთებელია,ან იქნებ არის,მაგრამ როცა ცხოვრებაში ამის გარდა არაფერი არ გისწავლია,გამოსავალსაც ვერ ხედავ,თუნდაც ძალიან ნათელი იყოს! ტაისია ამირეჯიბი, საქართველოში ცნობილი ბიზნესმენის შოთა ჩიქოვანის ერთადერთი შვილიშვილი და ასევე ბიზნესმენის ვაკო ამირეჯიბის ქალიშვილი.ოჯახში ერთადერთი ბავშვი,რომელზეც ყველა იმედებეს ამყარებს,ყველას თავისებურად წარმოუდგენია მისი ცხოვრება და ყველა ცდილობს,რომ ისეთი იყოს,როგორც მათ და საზოგადოებას მოეწონება.არისტოკრატი დედის თვისებები,მამის უნიკალური გონება და ყველაზე მთვარი ის მატერიალური შესაძლებლობები,რომელიც ყველაფრის უფლებას აძლევს და ამავდროულად ყველაფერს უზღუდავს,სავიზიტო ბარათი უნდა ყოფილიყო,მაგრამ ის ახლა აივანზე დაცარიელებული სულით მდგარი,გაჰყურებდა ჰორიზონტს და მხოლოდ ამ ქვეყანაზე მცხოვები,ტაისია ამირეჯიბის,არ არსებობა სურდა... სიმყუდროვე კარზე კაკუნმა დაურღვია,მერე ფეხების ნაბიჯებმა და ბოლოს მის აივანზე აღმოჩენილმა გოგონამ: -კახა შენ თუ ხარ,ჯობია ახლავე წახვიდე.-გაისმა ტაისიას აკანკალებული,მაგრამ მაინც მკაცრი ხმა. -მე....მე კახა არ ვარ,-გასმა გოგონას წკრიალა ხმა. -ვინ ხართ?-შემოტრიალდა და გოგონას შესწავლას შეუდგა. -მე გასაუბრებაზე მოვედი,ანუ ბატონმა კახამ მითხრა,რომ სანამ თქვენ დასტურს ვერ მიიღებდა მანამდე ვერ ამიყვადა,მაგრამ გადმოქცათ,რომ უიმედო არ ვარ და შანსის მოცემა ღირს.-გაუჩერებლად საუბრობდა,მაგრამ ისევ ტაისიას მკაცრმა ხმამ შეაჩერა და უფრო შეაშინა გოგონა. -კარგი გასაგებია,რამდენს საუბრობ. -მე უბრალოდ....-წარმოთქვა წყნარად და აცახცახებული ხმით. -მანახე ანკეტა!-ხელი გაუწოდა ტაისიამ,იმის ნიშნით,რომ ფურცელი მიეცა გოგონას,რომელიც ხელში ეჭირა,მაგრამ ეს უკანასკნელი თვალებს ისევ შეშინებული აცეცებდა. -კიდევ რამდენ ხანს უნდა გელოდო?-გოგონამ მაშინვე მიაწოდა და ტაისიაც კითხვას შეუდგა,-ანუკი მინაძე,20 წლის და არანაირი გამოცდილება.შენს ადგილას საერთოდ არ შევიწუხებდი თავს აქ მოსვლით.-ფურცელი დაჭმუჭნა და აივნიდან გადააგდო.გოგონას სახეზე ჯერ გაკვირვება აღიბეჭდებოდა,მერე კი იმედგაცრუება,ბოლოს ცრემლიც მოადგა თვალებზე.-ნუთუ ასეთი ადვილია?!-გოგონას უყურებდა და თვითონაც უნდოდა,რომ მთელი გულით შეეგრძნო ის რასაც ახლა მის წინაშე მდგომი განიცდიდა. -რა?-იკითხრა გოგონამ. -ცრემლები... -როცა გტკენენ, კი. -ეგ არც ისე ადვილია!და შენ ვინ გაწყენინა?არ მითხრა,რომ მე...შენ ისედაც იცოდი,რომ ამ სამსახურს ვერ მიიღებდი!-პირველად გაუღიმა გოგონას. -დიახაც თქვენ! და საერთოდ დიდი იმედი მქონდა,რომ ამიყვანდით!-უარის თქმამ უფრო მეტი გამბედაობა შეჰმატა მგონი ანუკის. -არ მეგონა ასეთი გულუბრყვილოები კიდევ თუ არსებობდნენ!-თვალები გადაატრიალა ტაისიამ და ჭიქას დაწვდა,რომელიც ვისკით იყო სავსე. -მე კი არ მეგონა ტაისია ამირეჯიბი თუ სვამდა!-გაეღიმა გოგონას და ტაისიას ისტერიკული სიცილიც გამოიწვია. -ასეთი იდეალური ვჩანვარ შორიდან? -დიახ და კიდევ კეთილიც. -ანუ ჩემი სიკეთის იმედი გქონდა,გეგონა,როცა ანკეტაში წავიკითხავდი,რომ სტუდენტი ხარ,რომელსაც მშობლები არ ჰყავს და თავის მარტო რჩენა უწევს დაუფიქრებლად მიგიღებდი?-უცებვე გაამკაცრა ხმა,მაგრამ ღიმილის კვალი მაინც ემჩნეოდა სახეზე. -ამაზე საერთოდ არ მიფიქრია,-რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და მერე გააგრძელა,-ისე კარგი იდეა მომაწოდეთ,თქვენ არა,მაგრამ სხვებს მოვთაფლავ ამით.-ისე გულწრფელად და დაუფიქრებლად წარმოთქვა ეჭვს ვერავინ შეიტანდა ამ პატარა გოგონას სიტყვებში,რომელსაც მოკლე ვარდისფერი თმები ჰქონდა და ჩაცმულობითაც ძალიან ფერადი იყო.მის თვალებში იყო რაღაც ამოუცნობი,რამაც მიაღებინა ტაისიას შემდეგი გადაწყვეტილება: -ხვალ დილის 9 საათზე აქ იყავი,უამრავი შეხვედრა მაქვს და ხო! რომ ჩახვალ კახას უთხარი,რომ ამოვიდეს,-გოგონა საერთოდ დაიბნა. -რაა?მართლა? კი მაგრამ,რომ არ აპირებდით ჩემს აყვანას?-ვერ გაეგო რა ემოცია გამოეხატა -ვაიმე რამდენს ლაპარაკობ....თუ ჩემთან მუშაობა გინდა ამდენ საუბარს უნდა გადაეჩვიო.....თუ არადა რამდენიმე დღეში მართლაც მოუწევს კახას ახალი კანდიტატების მოძებნა ახლა კი ნახვამდის! ხვალ ზუსტად 9ზე აქ იყავი!-გოგონა კი გაოგნებული უსმენდა,მაგრამ ბოლოს მიირბინა და ლოყაზე აკოცა ტაისიას და მაშინვე გავარდა სასტუმროს ნომრიდან.ამ გოგონაში იყო რაღაც ისეთი,რასაც ახსნას ვერ უძებნიდა ტაისია და ეს უფრო მოსწონდა. ოთახში კახას ნაბიჯების ხმა გაისმა და მალევე აივანზეც აღმოჩნდა,იცოდა,რომ ტაისია იქ იქნებოდა და ტაისიამაც არ დააყოვნა: -რომელი საათია კახა? -აქ იმისთვის ამომიყვანე,რომ საათი გაგეგო?- საშუალო სიმაღლის,წითური თმებითა და წვერით,არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა ჩვენი კახა,რომელიც სავარძელზე მოთავსდა და მთლიანი თავისი ყურადრება ტაისიასკენ გადაიტანა. -არა იმისთვის,რომ გამეგო,რატომ მეჭრება ვიღაც გოგო ნომერში თან ასეთ დროს? -აქ იყო და ბარემ ამოვუშვი,თან ხვალ უამრავი შეხვედრა გვაქვს და ასისტენტი გჭირდება,ეს ყველას ჯობნიდა,თან მე შენი წუწუნის თავი არ მაქვს და ვინმესთან ერთადაც გავინაწილებ შენი ატანის ფუნქციას. -მე,რომ მარტო მიწევს შენი ატანა მაგას რა ეშველება იდიოტო?-ზემოდან დაჰყურებდა,ვითომ გაბრაზებული გამომეტყველებით. -ისე იმის იმედი არ მქონდა,რომ აიყვანდი,-ხელიდან ვისკის ჭიქა გამოსტაცა და თვითონ გააგრძელა დალევა. -იმდენად დამღალა საქმეებმა ,წვრილმანი დეტალების მოგვარების თავი აღარ მაქვს,იმედია თავს გაართმევს,-ჩაფიქრდა ტაისია და ისევ გოგონაზე გააგრძელა ფიქრი. -ან მეორე შემთხვევაში ხვალვე გაგექცევა. -საინტერესოა შენ რატომ არ გაიქეცი ამდენს ხანს? -აი,ამ შენი პენუარების კოლექციამ მომაჯადოვა და აღარ შემიძლია,რომ არ გიყურო.-სიცილი აუვარდა ტაისიას და კახაც აჰყვა. -რატომ არ მიკვირს!-თვალები აატრიალა და ახლა თვითონ ააცლა ჭიქა და ბოლო ყლუპიც მიირთვა. -ამ ბოლო დროს ბევრს სვამ. -მეც ასე მგონია. -მერე? -მერე...არაფერი. *** შავი რენჯ როვერი ზღვისპირა ადგილას გაჩერდა და მალევე ვარდისფერთმიანი გოგონა მოთავსდგა მასში: -მოყევი!-კაცის ბარიტონი შიშის მომასწავლებელი იყო. -მართლაც ისეთი ლამაზია,როგორც ტელეეკრანებზე. -ანუკი მთავარზე გადადი! -ამიყვანა....არ ვიცი რატო,რადგან ნადვილად არ მიმიცია იმის შესაძლებლობა,რომ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დარჩენოდა,მაგრამ ამიყვანა...ხვალ 9 საათზე ისევ სასტუმროში უნდა ვიყო. -იმედია იცი რაც უნდა ქნა? -ნუ ნერვიულობ იმას,რაც ჩემი გასაკეთებელია გავაკეთებ,მაგრამ როდემდე მომიწევს მასთან მუშაობა. -მხოლოდ ერთი თვე! -ერთი თვის შემდეგ რა მოხდება? -ეს შენ აღარ გეხება! -გაბრიელ ეს საქმე ისევე მეხება მე,როგორც შენ და არც კი გაბედო ჩემ გარეშე რაიმეს მოქმედება!-გაბრაზება შეეტყო ხმაში პატარა გოგონას. -მე,რომ არა ისიც არ გეცოდინებოდა ვისგამო გარდაიცვალა ჩვენი და,ასე რომ მორჩი ზედმეტ საუბარს და შენს საქმეს მიხედე!-წარბები შეკრა და ისედაც ცივი გამოხედვა უფრო ცივი და შემზარავი გაუხდა. -არ იდარდო ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც საჭიროა!-თავისი დის გახსენებისას სულ უჭირდა ემოციების შეკავება,ამიტომ ძმასთან ჩხუბის თავი აღარ ჰქონდა.თან ფიქრობდა როგორი იქნებოდა იმ ადამინთან ყოველდღიური ურთიერთობა,რომელსაც დის სიკვდილში ადანაშაულებდა. -არაფერი არ უნდა შეგეშალოს! -ვიცი! გავიგე! შენ ეკრანებიდან,რომ ხედავ თვალებით კლავ და აბა მე მკითხე როგორია იმ ადამინის წინ ყოფნა,რომელიც შენი დის მაგივრად უნდა მომკვდარიყო და ისე უნდა გაუღიმო თითქოს არაფერი არ მომხდარა, ხვდები მაინც? -რომ ვერ ვხვდები მაგიტომაც ასრულებ შენ გეგმის ამ ნაწილს!ახლა კი წადი და დაიძინე...და არ დააგვიანო ხვალ დილით! -ეს სხვა სახლში გადასვლა და ამდენი ისტორიების მოგონება მაინც რა სააჭირო იყო.-მობეზრებულად ჩაილაპარაკა. -თმის ძირებიდან ფეხის ბრჩხილებამდე გამოიძიებენ შენზე ინფორმაციას ნუ გავიწყდება ტაისია ამირეჯიბთან დაიწყე მუშაობა.-მობეზრებულად ჩაილაპარაკა -კარგი კარგი წავედი და ფრთხილად იყავი! -შენც!-თავზე აკოცა გოგონას და მანქანა დაქოქა.ანუკის ჩაეღიმა ძმის მოქმედებაზე და სწრაფადვე გადავიდა მანქანიდან. *** საშინელ ხასითზე გაიღვიძა,რადგან სმა არ უყვარდა,მაგრამ მაინც იბრუებდა სასმლით თავს,დილა აღარ იყო ისეთივე კარგი,როგორც ერთი წლის წინ.საშინლად სტკიოდა თავი და როცა გაახსენდა რა გრძელი დღე ელოდა წინ უფრო ასტკივდა.წამოდგომა კარზე კაკუნის ხმამ აიძულა.და,აი,ისევ ვარდისფერ თმიანი გოგონა,რომლის გამომეტყველებაზე გაეღიმა და საათს გახედა. -კარგია პირველივე დღეს რო არ დაიგვიანე,-თავის ქნევით ანიშნა შემოდიო და გოგონაც უცებვე დაემორჩილა.-აი,იმ ტუმბოზე ბლოკნოტი დევს,სადაც ჩემი დღის განრიგია,აწი შენია და შენ თვითონვე უნდა შეავსო,ინფორმაციას კახა მოგაწოდებს ხოლმე,რომელიც მთავარ ფირმასთან არის დაკავშირებული.ჩვენი მოვალეობა მხოლოდ იმ დავალების შესრულებაა,რომელიც მთავარი ფირმიდან გამომდინარეობს... -უკაცრავად თქვენ იმის თქმა გინდათ,რომ თქვენივე ფირმაში უბრალოდ დავალებებს ასრულებთ,რომელიც რიგითის მოვალეობაა?-ტაისიას მკაცრ გამომეტყველებას,რომ შეეფეთა თავი ჩახარა,-უკაცრავად,რომ შეგაწყვეტინეთ... -მოკლედ და გასაგები,რომ იყოს უბრალოდ დავალება არ არსებობს,მეორეც მთლიანი კომპანიის მოგება ჩემზეა დამოკიდებული და მესამეც ყველა მოლაპარაკებას მე ვაწარმოებ,რაც არც ისე ადვილია და შენ და შენსნაირები იმიტომ მჭირდება,რომ ოდნავ მაინც შევიმსუბუქო საქმე მე და მე შევუმსუბუქო საქმე ჩემს ახლობელ ადამიანებს!მგონი გასაგებად აგიხსენი!და კიდევ ანაზღაურებაზე და სხვა დეტალებზე იმედია კახას ესაუბრე,მხოლოდ მასთან გაქვს ინფორმაციის გაცვლის უფლება.და მხოლოდ მისგან იღებ საჭირო ინფორმაციას ეს კარგად დაიმახსოვრე. -ასე რატომ ეძახით ის ხომ თქვენი ფირმაა? -ჩემი მშობლებისაა,მეგონა ასეთი დეტალები იცოდი და ხო ზოგჯერ,რასაც წერენ ჭორი კი არა სიმართლეა!-ამით იმას მიანიშნა,რომ ჭორები იმის შესახებ,რომ ამირეჯიბების ოჯახის მთავარი საყრდნენი ტაისია იყო მართალია.ოჯახის საყრდენს კი ტაისიას ეძახდნენ,მაგრამ ეს უფრო ტაისიას მიერ გამომუშავებული ფული იყო,რაც იმდენად კარგად გამოსდიოდა,რომ ფირმაში ტაისიას გამოჩენის შემდეგ მოგება გაორმაგდა. ვაკო ამირეჯიბი ყოველთვის ცნობილი ბიზნესმენი იყო,მაგრამ ბოლო წლებში მისმა კომპანიის სახელმა უფრო დიდი მოწონება დაიამსახურა.ის სასტუმროების კომპლექსი,რომელიც თითქმის საქართველოს ყველა ქალაქში მდებარეობდა გავლენის დაკვარგვის უფლებას არ აძლევდა ტასია ამირეჯიბის ოჯახს. შოთა ჩიქოვანი კი ტაისიას ბაბუა,რომელმაც ერთადერთი ქალიშვილი,სოფო,მაშინ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენს მიათხოვა.თვითონ არამარტო ბიზნეს მართავდა,შავ-ბნელ საქმეებშიც მიუძღვოდა ხელი და რამოდენიმე წელი პოლიტიკაშიც ძალიან წარმატებულად იმშვენებდა თავს.ერთადერთი შვილიშვილის აღზრდა საკუთარ თავზე აიღო და ყველაფერს თვითონ აკონტროლებდა.შვილსაც და სიძესთან ძალიან ადვილად უცვლიდა წარმოდგენებს და საერთოდ,გარშემო ყველაფერს მართავდა.მტრებიც ჰყავდა,რომლებისათვის ყველაზე კარგი სამიზნე ტაისია იყო,შოთა ჩიქოვანის ერთადერთი და განუმეორებელი შვილიშვილი. ტაისია საქმეებს ბათუმიდან აგვარებდა და ყველაზე გასაკვრი ის იყო,რომ სახლი ბათუმში არ ჰქონდა.თავისივე დაპროქტებულ და აშენებულ სასტუმროს ბოლო სართულზე ცხოვრობდა დიდი აივნით და ზღვის ხედით.ეს ფაქტიც აკვირვებდა ანუკის,რომელიც ბლოკნოტს მისჩერებოდა და ვერ დაეჯერებინა,რომ დღეს ოთხ შეხვედრაზე მოუწევდა დასწრება,მისთვის ასეთი რაღაცეები სულ მოსაწყენი იყო. -დავიჯერო ამდენი შეხვედრის შემდეგ საღამოს წვეულებაზე წასვლის თავი გექნებათ?-სარკის წინ მდგომ ტაისიას შეეკითხა. -დავიჯერო შენ არ გინდა იმ წვეულებაზე მოხვედრა? -დიდად არ მაინტერესებს მდიდრების ფარსით მოცული შეხვედრები.-სახე დამანჭულმა ჩაილაპარაკა და ტაისიას სიცილიც გამოიწვია,-უკაცრავად,ისევ უაზროდ ვიძახი რაღაცეებს. -ძალიან საყვარელი ხარ! ერთ ადამიანს მახსენებ,რომელიც ზუსტად შენაირი ფერადი იყო!...ოყო...არა ახლაც არის...ის ძალიან ფერადია...ჩემს გონებაში სულ ცოცხლობს!-თავიდან მხიარულ ნოტაზე დაიწყო,მაგრამ მერე სევდიანად გააგრძელა საუბარი,ბოლოს საკუთარ თავზე გაბრაზდა და ისევ მკაცრი გამომეტყველება მიიღო.-ადექი! გავდივართ! *** შეხვედრა სასტუმროშივე გაიმართა და დღის 12 საათი იყო, წინ კიდევ სამი შეხვედრა დარჩენოდათ.ანუკი უკვე ვერ იტანდა იმ გარემოს სადაც კიდევ ერთი თვე მოუწევდა გატარება,მაგრამ ტაისიას დიდი მონდომებით აკვირდებოდა და ცდილობდა ამოეცნო მისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი არსება. -ნუ გაქვს ეგეთი სახე თორე ვიფიქრებ,რომ ეს საქმე არ გჭირდება....15 წუთში კახა მოვა მანამდე კი ეს საუზმე თუ სადილი შეგიძლია მიირთვა.-გაკვირვებული გეხედა ოფიციანტს,რომელიც მათკენ მიემართებოდა. -კი,მაგრამ მე არ მითხოვია.. -ანუკი,საყვარელო კიდევ სამი შეხვედრაა წინ, არ მინდა,რომელიმეზე გული წაგივიდეს,მალე მიირთვი,-საათს დახედა და დაამატა-უკვე 12 წუთი გაქვს.გოგონა ჩუმად დაემორჩილა თან გემრიელად ჭამაზე უარს არასდროს არ ამბობდა.ბოლოს გარეთ გავიდნენ და ანუკის ფეხებთან სპორტული მანქანა გაჩერდა რასაც ტაისიას სიტყვებიც დაემატა: -კახას უკვე იცნობ,ისიც ჩვენთან ერთად ივლის,სულ არა მაგრამ ზოგჯერ საჭიროა მისი ყოფნა შეხვედრებზე,დღეს მას გამოყვები.... -ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ბნელეთის დედოფალი,როგორ არის?-კახა გადმოვიდა მანქანიდან და გოგოების მზერაც დაიმსახურა. -კახა დილიდანვე ნუ მიშლი განწყობას,-შეუბღვირა და ისევ ანუკის მიუბრუნდა,-იმედია კახას რეპლიკებს ყურადღებას არ მიაქცევ! -მეწყინა.-მოწყენილი სახე მიიღო კახამ.ტაისიამ ისევ შეუბღვირა და კართან მდგომ დაცვას მიუბრუნდა. -ჩემი მანქანის გასაღებს კიდევ რამდენიხანი უნდა ველოდოო?- -დაწყნარდი დედოფალო არ დააგვიანებ. -მე ვიცი,რომ არ დავაგვიანებ ჯობია შენ არ იწანწალო კუსავით და დროულად მოხვიდეთ!-გველივით დაისისინა და მანქანაში მოთავსდა,რომელიც იმწამსვე მოსწყვიტა ადგილს. -ეს სულ ასე სწრაფად ატარებს? -ნუ გეშინია,ლამაზო, შენ იშვიათად მოგიწევს მის გვერდით მგზავრობა.-ირონიულად გაუღიმა გოგონას და თავით ანიშნა ჩაჯექიო. -ამის ლამაზი ვინ არის ერთი!-ჩაისისინა თავისთვის და წყნარად ჩაჯდა.სხვა შემთხვევაში ცხვირ-პირს მოუნგრევდა ვინმეს, მაგრამ ახლა სიბრთხილე მართებდა,ამიტომ ზედმეტი შარის აკიდებაც არ უნდოდა, თან ტაისიას მერე კახა ითვლებოდა მის უფროსად და ეს ერთი სიტყვა გაუტარა ამჯერად.მანქანაში სიჩუმე სუფევდა.კახა გააპარებდა ხოლმე თვალს ანუკისკენ,მაგრამ გოგონა სრულებით აიგნორებდა,რაც ცოტა არ იყოს კახას თვითშეფასებაზე ცუდად მოქმედებდა.როგორც ყოველთვის მისი შარმი უყურადღებოდ არ რჩებოდა.ახლა კი ეს პატარა გოგონა საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას,რომლის გონებაც ახლა სულ სხვა რამით იყო დაკავებული.ძალიან ეუცნაურა ტაისიას დამოკიდებულება ყველაფრისადმი.ზოგჯერ ისეთი მშვიდი და ლმობიერი ჩანდა, ზოგჯერ კი საერთოდ ყველასადმი გულგრილი ადამიანი იჩენდა თავს.ამ აზრებში მყოფმა სიმყუდროვე კახას ხმამ დაურღვია: -ხვდები მაინც რამდენად იღბლიანი უნდა იყო ადამიანი,ტაისია ამირეჯიბთან,რომ მოხვდე?-ვერ მიხვდა რატო დაუსვა კაცმა ეს შეკითხვა,მაგრამ იმავე ირონიით უპასუხა. -ალბათ ისეთივე იღბლიანი აღვმოჩნდი,როგორც შენ ერთდროს!-ბიჭს გოგონას ნათქვამზე გაეცინა. -ეს ტაისია აღმოჩნდა იღბლიანი,სხვა ვერავინ ვერ გაუძლებდა მას 5 წელი. -არამგონია მას,რომ ვკითხოდ ასე აღმოჩნდეს. -მას,რომ ვკითხოდ დღესვე გამაგდებს,მაგრამ იცის,რომ ჩეზე უკეთესსაც ვერ იპოვის.იმედია შენც იმათ სიაში არ აღმოჩნნდები ვინც მხოლოდ რამოდენიმე დღე გაძლო და იმაზე დიდხანს დარჩები ვიდრე წარმომიდგენია. -დარწუნებული ვარ ასეც იქნება!-ნიშნის მოგებით წარმოთქვა გოგონამ. -კარგია, შემართება მომწონს,მთავარია,დროდადრო,არ დაკარგო!-ბოლო სიტყვები უფრო ჩუმად წარმოთქვა და მანქანაც გააჩერა.ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში იმყოფებოდნენ.ტაისია უკვე მაგიდასთან იჯდა რამდენიმე პირთან ერთად.შორიდან ისეთი გრაციოზული,თავდაჯერებული და ცივი ჩანდა,ეჭვი შეგეპარებოდათ ამ ქალის სხვა უფრო მგრძნობიარე მხარეს არსებობაში,მაგრამ ანუკის კარგად ახსოვდა მათი გუშინდელი შეხვედრა.მიუხედავად მკაცრი ტონისა და საუბრისა გოგონამ მაშინვე შეამჩნია მასში არსებული სისუსტე,რომლის გამოყენებასაც ბოლომდე ეცდებოდა. როგორც კი შეხვედრა დაიწყო კახამ ისეთი სერიოზული სახე მიიღო,უკვე დაიბნა ანუკი ამდენი ფერიცვალებისგან.ვერ წარმოედგინა როგორ უნდა შესძლებოდა ადამიანს ამდენად ეკონტროლებინა ემოციები.თვითონ იმდენად ფეთქებადი და ემოციური იყო,ვერ წარმოედგინა ამ ყველაფრის კონტროლი. *** -ეს რა საშინელება იყო....ბოლოს მაინც შეძელით თქვენ აზრზე გადმოგეყვანათ,მაგრამ ამდენი წინააღმდეგობა,როგორ შეიძლება...-გაცხარებული საუბრობდა და კახას და ტაისიას მიყვებოდა უკან.უკვე საღამოს ექვსი საათი იყო და რესტორნიდან სასტუმროში მიდიოდნენ ისევ-ამდენიხანი ერთი და იმავე სივრცეში ყოფნა არ გვებზრდებათ ქალბატონო ტაისია?ის ოფიციანტი ბოლოს ისე მიშლიდა ნერვებს რამეს აუცილებლად ჩავარტყამდი თავში,არადა თავიდან რა საყვარელი ჩანდა.... -ვინმემ ეს გოგო გაუჩუმეთ რა!-კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა ანუკის,მაგრამ კახას სიტყვებმა გააწყვეტინეს მონოლოგი. -ანუკი სასტუმრომდე კახა წამოგიყვანს,მოვემზადებით და წვეულებაზე წავალთ! -კი მაგრამ მე რაში გჭირდებით? -რომ ვამბობ წამოხვალ,ესეგი შენი წამოსვლა საჭიროა!-გაუღიმა და თავისი მანქანა ისევ ადგილს მოსწყვიტა. -ჩემით წამოვალ!-კახამაც და ანუკიმაც ერთაირად გააყოლეს თვალი მანქანას და ბოლოს სიჩუმე ანუკიმ დაარღვია. -გოგონავ გირჩევნია ჩაჯდე მანქანაში და მე გამომყვე,ნუ გააბრაზებ ტაისიას!-სახეზე დაღლა ნამდვილად ეტყობოდა კახას,მაგრამ მკაცრ ტონს არ ეშვებოდა. -ნეტავ როდის მივეჩვევი ამ მბრძანებებს!-თავისთვის ჩაილაპარკა და მობეზრებულად ჩაჯდა მანქანაში. *** მოსამზადებლად კიდევ ერთი საათი ჰქონდათ დარჩენილი.ანუკი გავკირვებული ადევნებდა ყველაფერს თვალს,ტაისიამ ცალკე ოთახი გამოუყო,შხაპის მიღების შემდეგ ვიზაჟისტებიც მოვიდნენ და თავიდან ბოლომდე გამოაწყვეს პატარა გოგონა,ბოლოს კაბების კოლექციაც მოუტანეს და ლამაზი მწვანე წელიდან გაშლილი კაბა აურჩიეს. ტაისიასთან უნდა შესულიყო,რომელიც თავისთვის ემზადებოდა და ოთახში არავის არ უშვებდა,მაგრამ როცა კიდევ ერთი ადამიანის ხმა მოესმა შეჩერდა,რომელიც აშკარად ქალს ეკუთვნოდა,უფრო ახლოს მიიწია და უკვე სიტყვების გარჩევაც დაიწყო: -იქნებ თვეში ერთხელ მაინც ინებო ჩამობრძანება და ჩვენი ნახვა!-აშკარად გამწარებული საუბრობდა ქალბატონი. -ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ და მშვენივრად იცი,რომ არანაირი სურვილი არ მაქვს!-ტაისიას კატეგორიული ტონი უკვე აღარ უკვირდა ანუკის. -ვერ ვხვდები რა დაგიშავეთ! -სამწუხაროა,თუ ვერ ხვდებით. -შეუძლებელია იმ გოგოს სიკვდილს ჩვენ გვაბრალებდე?!-ქალბატონი აშკარად გაოგნებული იყო ტაისიას განცხადებებით.ანუკის სუნთქვა შეეკრა,რადგან კარგადაც მიხვდა,რომ თავის დაზე საუბრობდნენ. -დედა რატომ მოხვედი? რისი მოსმენა გინდა? მან დაგავალა არა? შენ თვითონ არამგონია ამხელა გზაზე მხოლოდ იმიტომ ჩამოსულიყავი,რომ ჩემი ნახვა და გულში ჩაკვრა გინდოდა! შეგიძლია დღესვე დაბრუნდე! არავის არ უხარია აქ შენი ნახვა!-ერთი ნოტითაც არ აუწევია ხმისთვის,მაგრამ ყველა დედას მოხვდებოდა ასეთი სიტყვები გულზე,ქალბატონი რამდენიმე წამით გაჩუნდა და ბოლოს სასოწარკვეთილი ამოთქვა: -ვეღარ გცნობ ტაისია! -არც არასდროს მიცნობდი დედა! მე წავედი საქმეები მაქვს შენ კი იმედია აქ აღარ დამხვდები!-ქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნი მოესმა ანუკის და უცებვე გაეცალა კარს.-შენ უკვე მზად ხარ? ძალიანაც კარგი,ლოდინის თავი არ მქონდა ისედაც.-დაბნეულმა დაუქნია თავი და უკან მიჰყვა თავის უფროსს.ამჯერად სხვა მანქანით წავიდნენ,სადაც ტაისიასთან ერთად იჯდა.ანუკიც დადუმებულიყო,ხვდებოდა,რომ მათ ოჯახში და საერთოდ ტაისიას გარშემო არაფერი არ იყო ისე,როგორც შორიდან ჩანდა. მძღოლმა მანქანა ისევ ელიტალური სასტუმროს წინ გააჩერა,ტაისიამ ანუკის გახედა,ფეხიდან თავამდე აათვალიერა და გაეღიმა: -ზოგიერთები აშკარად პირღია დარჩებიან ამ საღამოს!-ჩაიღიმა და თვალი ჩაუკრა გოგონას,რომელმაც ვერ მიხვდა ვისზე მიანიშნა ქალბატონმა.-გაიღიმე ანუკი,რაც შეიძლება გულწრფელად,დამიჯერე აქ იშვითად შეხვდები შენსავით გულუბრყვილო და გულწრფელ ადამიანებს!-წინადადება დაასრულა და უცებვე გადავიდა მანქანიდან.ანუკიმ რაღაც ჩაიბურტყუნა და უკან მიჰყვა.შესვლისთანავე მოიხიბლა ინტერიერით,ყველაფერი შესანიშნავად იყო მოწყობილი,გარშემო ბერვი ხალხი ირეოდა,ზოგი საერთოდაც მარტო იდგა,ზოგი რამდენიმე ჯგუფებად იყო დაყოფილი,ტაისია და ანუკი მარტო მდგომ კახასკენ გაემართნენ: -სიტყვაც არ მეთქმის,შესანიშნავად გამოიყურებით!-კარგად აათვალიერა კახამ ქალბატონები და ბოლოს მზერა ანუკიზე შეაჩერა.-ბევრს შეშურდება ჩემი ამ საღამოს!-ჩაიცინა და დარბაზს მოავლო მზერა. -ის აქ არის?-იკითხა ტაისიამ. -ვინ? -კახა ხომ იცი ვის გამო მოვედი აქ?! ჰოდა სად არის ჩვენი მომავალი პარტნიორი? -ეგ ახლაღა გამახსენდა,როგორც ვიცი უნდა გამოჩნდეს,მაგრამ დაზუსტებით არავინ არ იცის საერთოდ მოვა თუ არა! -ეს როგორი უპასუხისმგებლობაა! -ვინმე ამიხსნის რა ხდება?-ანუკიმ როგორც იქნა ხმა ამოიღო. -იმ ტიპის დაჭერას ვცდილობთ,რომელმაც სურვილი გამოთქვა ჩვენთან პარტნიორობის,მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა,რის გამოც ჩვენი ტაისიას გაბრაზებულია და ახლა ცდილობს შური იძიოს.-აუხსნა კახამ. -არანაირ შურისძიებას არ ვცდილობ,უბრალოდ მაინტერესებს ასეთი ვინ არის! -კი მაგრამ იმ ადამიანის ვინაობა არ იცით ვისთანაც კონტრაქტის გაფორმებას აპირებდით? -გვეგონა,რომ ვიცოდით,მაგრამ ის მხოლოდ შუამავალი აღმოჩნდა!-ისევ კახამ ითავა სიტუაციის აღწერა. -შუამავალი რაში სჭირდებოდა თუ თქვენთან პარტნიორობას არ აპირებდა საერთოდ? -ყოცაღ პატარავ! მეც ზუსტად ეგ მაინტერესებს!-ცხვირზე ხელი დაჰკრა ანუკის,შებრუნდა და ხალხს შეერია. -ვაიმე ახლა დაიწყება კოცნა-ხვევნა.-თვალები ტასიას გააყოლა. -შენ რა გაწუხებს მერე? -მე ის მაწუხებს,რომ ტაისიას წუწუნი შემაწუხებს მერე. -იმედია ყოველი საღამო ასეთი არ არის ტაისიას ცხოვრებაში?-მომღიმარ ტაისიას შეხედა,რომელიც აშკარად არ იყო გულწრფელი. -ნამდვილად არა! უმეტესად არავინ არ იცის ტაისია ამირეჯიბი თავისუფალ დროს როგორ ატარებს,მაგრამ მეეჭვება,რომ მას თავისთვის დრო საერთოდ ჰქონდეს! -ნუთუ მისი ცხოვრება სულ ასეთი იყო?-თავისთვის უფრო იკითხა ანუკიმ ვიდრე კახას შეეკითხა,მაგრამ მან მაინც გასცა პასუხი. -არა! ერთ დროს მართლა გულწრფელად იღიმოდა,ბედნიერი არასდროს არ ყოფილა,მაგრამ მის ცხოვრებაში ისეთი ადამიანი არსებობდა,რომელსაც ყველაფერს უზიარებდა და რომელთანაც თავისუფალი იყო,მაგრამ ის წავიდა და ტაისიას ცხოვრების რაღაც ნაწილიც თან წაიღო.... -როგორ თუ წავიდა?ტაისია მიატოვა? შეყვარებული იყო?-თითქოს ხვდებოდა ვისზეც იყო სუაბარი,მაგრამ არ უნდოდა იმის დჯერება,რომ ტაისიასთვის მისი და ამდენად მნიშვნელოვანი იყო.კახამ გოგონას ბოლო კითხვაზე გადაიხარხარა: -არა შეყვარებული ნადვილად არ იყო,ვერ იქნებოდა,რა თქმა უნდა,ტაისია თუ არ მალავს და ლესბი არ არის!-ამამზე გაეღიმათ ორივეს,-საუკეთესო მეგობარი იყო,რომელიც გარდაიცვალა... -შენ მას იცნობდი?-სუნთქვა შეეკრა გოგონას,მაგრამ ყველანაირად ცდილობდა,რომ კახას წინაშე არ შეემჩნია. -კი ვიცნობდი...იცი რა? -რა? -მას ძალაინ გავხარ! ისეთივე ფერადი ხარ და ისეთივე ცისფერი თვალები გაქვს,როგორც მას!-გოგონას შეხედა და გაუღიმა,მერე უცებ თითქოს გონება გაუნათდა და ტაისიას შეხედა.-აი,რატომაც აგიყვანა!შენ არც საჭირო დონის განათლება გაქვს და არც სხვა ჩვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებ.... -რა? არა! ტაისიას უბრალოდ შევებრალე,რადგან მშობლები არ მყავს და...-კახამ გოგონას გააწყვეტინა და თვითონ გააგრძელა. -როგორ გეტყობა,რომ ტაისიას არ იცნობ!მას მხოლოდ პროფესიონალები სჭირდება,შეიძლა იმათგან გამოირჩევა ვინც ახლა ჩვეს გარშემოა,მაგრამ ის მაინც ამ საზოგადოების ნაწილია,მას არავის შებრალება არ შეუძლია,თუ ეს მის საქმიანობას ეხება,მაგრამ შენში ის ნახა რაც სხვებში ვერა! -მგონი აზვიადებთ ბატონო კახა!-როგორ უჭირდა ახლა იქ დგომა და ამ ყველაფერზე საუბარი. -კარგი ყურადღებას ნუ მომაქცევ!წამოდი ვიცეკვოთ.-კახამ გოგონა უეცრად შუა დარბაზში გაიყვანა და ხელები შემოჰხვია.ანუკიმ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო,ამიტომ იძულებული გახდა დამორჩილებოდა და კახას შეხებისგან გამოწვეული ჟრუანტელიც დაეიგნორებინა. *** შავი რენჯ როვერი ისევ სანაპიროსთან იდგა და ანუკის გამოჩენას ელოდა,გოგონამაც არ დააყოვნა და მალევე გამოჩდა ჰორიზონტზე. -ახლა რა? ყოველ საღამოს ანგარაში უნდა ჩაგაბარო?-როგორც კი მანქანაში მოთავსდა მაშინნვე შეუბღვირა ძმას. -რა ხდება?რა აღრენილი ხარ?დავიჯერო ასე ცუდად მოქმედებს შენზე ტაისია?- -ვერ ვიჯერებ,რომ ასეთი გახდი!-დანანებით გააქნია თავი ანუკიმ. -მემგონი ჩემზე ლაპარაკი არ ღირს!ახლა კი მითხარი რა მოხდა? -მგონი ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე ჩვენ გვგონია! და საერთოდ ტაისია ამირეჯიბი ერთი უბედური ადამიანია,რომელსაც ცხოვრებაში შეხვედრების,კონტრაქტების და საკუთარი სასტუმროების მეტი არაფერი არ ადარდებს!გავიგონე დედას როგორ უხეშად ესაუბრებოდა,ფაქტობრივად სასტუმროდან გააგდო.მერე რაღაც საშინელ წვეულებაზე ვიყავით,სადაც ვიღაც ტიპს ეძებდა,მაგრამ ბოლოს ისეთი გაღიზიანებული იყო აშკარად ვერ იპოვა. -ვის ეძებდა? -არ ვიცი,ალბათ ვინმე ბიზნესმენს,რომელთანაც კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა,მაგრამ იმ ადამიანს ბოლო წამს გადაუფიქრებია და ტაისიაც გაცოფებულია. -და ეძებს? -ჰო მაგიტომ ვიყავით იმ წვეულებაზე.კიდევ.... -კიდევ რა ანუკი?-ჩაეკითხა დას,რომელიც ყოყმანობდა რაღაცის თქმას. -კახამ მითხრა,რომ.. -კახა ვინ არის? -ისიც ტაისიასთან მუშაობს,ასე ვთქვათ შუამავალია მთავარ ფირმასთან,როგორც მივხვდი ტაისია თვითონ არასდროს მიდის თავისი ოჯახის კომპანიაში.კახა აწვდის ყველანაირ ინფორმაცია,რომელსაც ტაისია ამუშავებს და მერე მათ სასარგებლოდ იყენებს.უცნაურია ეს ყველაფერი!-ანუკი ისევ ჩაფიქრდა. -და რა გითხრა მაგ კახამ? -რომ....რომ ნანუკას ძალიან ვგავარ და ამის გამო ამიყვანა ტაისიამ.თქვა,რომ ტაისია ძალიან შეიცვალა მისი სიკვდილის შემდეგ და კიდევ ბევრი,რამ მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად მართალია. -ნანუკას,მართლა გავხარ,შენც მასსავით გიელვარებს ეგ ცისფერი თვალები!-დას გახედა,რომელსაც თვალები უკვე აევსო ცრემლებით. - ის,რომ ჩვენთან ერთად დარჩენილიყო და საქართველოში არ დაბრუნებული ახლა ცოცხალი იქნებოდა! -ჩვენ ხომ ვიცით ვისგამოც დაბრუნდა?! -როგორც ჩანს ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ.-ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ. -ტაისიასნაირი მეგობარი ნანუკას არაფერში სჭირდებოდა!დღემდე ვერ ვხვდები რას ხედავდა მასში ასეთს!-თავი ჩახარა და საკუთარ ხელებში მოიქცია. -მისი თვალები ძალიან სევდიანია გაბრიელ! -არც კი გაბედო მისი შებრალება,იმ დღეს,რომ არ დაერეკა ნანუკა ახლა ჩვენთან იქნებოდა!ის დღეს ტაისიას გამო არ არის ცოცხალი და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის!-ბოლო ხმაზე იღრიალა. ვერ იტანდა ტაისია ამირეჯიბს,ყოველთვის ფიქრობდა,რომ მას მხოლოდ ცუდი მოჰქონდა მისი ოჯახისთვის და ასეც იყო!ტაისია აზრზე რა იყო თავისი საუკეთესო მეგობრის ოჯახის შესახებ და არც არასდროს უკითხავს მათ შესახებ.მას და მის ოჯახსაც მხოლოდ უბედურება მოჰქონდა გაბრიელ მაღლაფერიძესთვის. დიახ!უცნაურია,რომ ტაისიამ არაფერი არ იცოდა მათ შესახებ გარდა იმისა,რომ ნანუკას და-ძმა ჰყავდა,რომლებიც იტალიაში ცხოვრობდნენ.ნანუკას არასდროს არ უნდოდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება,ამიტომ ბავშვობიდან ბებიასთან იყო,მართალია სწავლა იტალიაში გააგრძელა,მაგრამ ტაისიას თხოვნით დაბრუნდა და მასთან დაიწყო მუშაობა.მეხუთე კლასში გაიცნეს ერთმანეთი,როდესაც ტაისია ერთი სკოლიდან მეორეში გადაიყვანეს,მას შემდეგ სულ ერთად იყვნენ,მიუხედავად იმისა,რომ შათამ ბევრი რამ მოიმოქმედა მათ დასაშორებლად.ბოლოს ტაისია ამერიკაში გაფრინდა სწავლის გასაგრძელებლად,ნანუკა კი იტალიაში,მაგრამ მაინც შეინარჩუნეს ურთიერთობა.როგორც კი ტაისია ჩამოვიდა და მუშაობა დაიწყო,მიხვდა,რომ მარტო იმ რეალობას,რომელშიც ცხოვრება უწევდა,თავს ვერ გაართმევდა,ამიტომ მეგობარსაც უხმო. ყველაფერი კარგად მიდიოდა,მაგრამ ერთმა საბედისწერო დღემ ყველაფერი შეცვალა.გაანადგურა ტაისიაც და გაბრიელიც. *** -ანუკი დაუჩქარე!ყოველ დღე კი არ მინდება სანაპიროზე გასეირნება!-გრძელ სარაფანში გამოწყობილი ელოდებოდა ვარდისფერ თმიან გოგონას,რომელიც რაღაცას ინიშნავდა ბლოკნოტში. -ახლავე ქალბატონო ტაისია,ბარემ იმასაც ჩავწერ,რომ ხვალ საღამოს,თქვენი მშობლების წვეულების შემდეგ,იტალიაში მიფრინავთ. -ჯანდაბა ეგ საერთოდ არ მახსოვდა! -მხოლოდ ორ დღიანი შეხვედრა იქნება... -ჰო, ვიცი. -როგორც ვატყობ წასვლა არ გინდათ.იქნებ კახა გაუშვათ,დარწმუნებული ვარ ისიც მშვენივრად გაართმევს თავს. -ეგეც ვიცი! მაგრამ სხვა საქმეც მაქვს,რომელსაც კახა ვერ მოაგვარებს!-დანანებით ჩაილაპარაკა და საუბარი სხვა თემაზე გააგრძელა.-მორჩა ანუკი,შეეშვი მაგას,მივდივართ,შენ მძღოლი წამოგიყვანს. -ქალბატონო ტაისია,იქნებ საერთოდ ფეხით გავისირნოთ,სანაპირო ხომ აქვეა?-მორიდებით,მაგრამ მაინც სთხოვა.ტაისიამ გარემოს მოავლო თვალი,მერე გოგონას გახედა და თავის დაკვრით ანიშნა,რომ თანახმა იყო მის თხოვნაზე.ანუკიმ გაუღიმა და გვერდით ამოუდგა. ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ სანაპიროს.ანუკი ისეთი გახარებლი ჩანდა,ტაისიამ სიჩუმე ვერ შეინარჩუნა და მაინც იკითხა ის,რაც ასე ძალიან აინტერესბდა: - ასეთი ადვილია? -რა ქალბატონო ტაისია? -ადამიანის გაბედნიერება? შენთვის ისიც საკმარისი აღმოჩნდა,რომ ახლა აქ ხარ და უბრალოდ ყველაფერს აკვირდები! -და თქვენ არ გაბედნეირებთ ასეთი რაღაცეები? -სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არა!-ღიმილ ნარევი სახით ჩაილაპარაკა. -მაღალი სტანდარტები გქონიათ,ნუთუ არაფერია ამ დედამიწაზე ისეთი,რაც თქვენს ბედნიერებას გამოიწვევს?-ტაისია ამ შეკითხვამ,იმაზე დიდიხანს დააფიქრა,ვიდე ამას ანუკი მოელოდა.შეჩერდა და ანუკისაც ანიშნა გაჩერდიო. -იმ ბავშვს,ხომ ხედავ,წითელი კაბა,რომ აცვია,უაზროდ,რომ დახტის და ერთადერთი სადარდებელი ის აქვს უყიდის თუ არა ის შავგვრემანი მამაკაცი ნაყინს,რომელიც სავარაუდოდ მამამისია.ხედავ,როგორ კისკისებს?-ანუკიმ თავი დაუქნია,-ახლა მათ გვერდით მდგომ ხუჭუჭა გოგოს ხედავ?რომელიც ისეთი მომღიმარი თვალებით გაჰყურებს მამა-შვილს,თითქოს მათზე უკეთესი დედამიწაზე არ არსებობდეს არავინ და არაფერი,ნუ მისთვის ალბათ ასეც არის.ხედავ,როგორ იღიმის?ხედავ ბავშვი,როგორ კისკისებს?ხედავ იმ მამაკაცს,რომელიც მზად არის ბოლო ამოსუნთქვაც კი გაიღოს შვილის ერთი ღიმილისთვის?ხომ ხედავ ამ ბედნიერ სურათს ანუკი? -ვხედავ ქალბატონო ტაისია. -ახლა მითხარი ანუკი შენ ერთი დღე მაინც გიცხოვრია ასეთ ბედნიერ ოჯახში?-ანუკი უცებვე ჩაფიქრდა.ბებოსთან გატარებული დღე გაახსენდა,როცა მშობლები ისევ ცოცხლები იყვნენ,როცა ნანუკას სანახავად ჩამოვიდნენ ყველა იტალიიდან,პიკნიკი მოაწყვეს.იმ დღეს ყველა ბედნიერი იყო,ყველა ერთამნეთს უღიმოდა და სიყვარულს უზიარებდა.მოგონებებმა ანუკის სახეზე ღიმილი გამოიწვის.-კი ანუკი! გიცხოვრია! ხედავ რა გულწრფელი ღიმილი მოგგვარა მოგონებებმა? -ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად იყო ასეთი ბედნიერი დღეები!-განაცხადა ანუკიმ და ტაისიას ცივ მზერას გაუსწორა თვალები. -ახლა კი მითხარი როგორ უნდა მახარებდეს ამ ბედნიერი სახეების დანახვა მე,როცა ჩემს ცხოვრებში ერთი დაწყვლილი დღეც არ ყოფილა ასეთი?როგორ უნდა გიყარდეს ის ხილი,რომელიც არასდროს არ გაგისინჯავს?-ანუკი უყურებდა ადამიანს,რომელიც ახლა სრულებით გულწრფელი იყო და გულის სიღრმეში უთანაგრძნობდა კიდეც,სიტყვა ვერ იპოვა,რომ რამე ეთქვა,აი,ასე აცრემლებული თვალებით უყურებდა და არ იცოდა რა ეთქმა ადამიანისთვის,რომელსაც ასე ძალიან ვერ იტანდა.-არ გინდა ანუკი! ნუ მიყურებ ასეთი თვალებით! მე ეს ყველაფერი არ მჭირდება. -ყველას სჭირდება!ყველას უნდა,რომ უყვარდეთ! -გგონია არავის არ ვუყვარვარ? -კი,როგორ არა! მშობლებს,ოჯახის წევრებს,მეგობრებს და დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავ ადამიანს!-ბოროტულად გადაიხარხარა ტაისიამ და მზერა გაუსწორა ანუკის. -მე თუ მიყვარს ვინმე ეგ უფროა საკითხავია მგონი. -არ გინდათ ქალბატონო ტაისია! ყველამ ვიცით,რომ არ ხართ ცუდი ადამიანი!-თვითონაც არ იცოდა,რატომ ეუბნებოდა ამ ყველაფერს ადამიანს,რომელთანაც მხოლოდ ორი კვირა გაატარა და რომელზეც შურისძიებას აპირებდა. -შენი გულუბრყვილობა დაგყუპავს ერთ დღეს!-თავი გააქნია ტაისიამ,თითქოს გამოუსწორებელ შეცდომას უშვებდა ანუკი. -მე იმას ვამბობ რასაც სინამდვილეში ვხედავ! -შენ იმას ხედავ,რის საშუალებას შენი ცისფერი თვალები გაძლევს,რომლიდანაც მხოლოდ კარგის დანახვა შეგიძლია.იცი ერთი მეგობარი მყავდა,რომელიც ზუსტად შენაირად ფიქრობდა.მისი თითოეული სიტყვა იმედის მომცემი იყო ჩემთვის.-ისევ შეეცვალა გამომეტყველება ტაისიას. -ვწუხვარ ის,რომ დაკარგეთ!-ვერ ხვდება,საიდან პოულობს,საკუთარ თავში ამხელა ძალას,მაგრამ როგორღაც ახერხებს თავისი განცდების დამალვას. -მართლაც,რომ სამწუხაროა დედამიწამ მისნაირი ადამიანი,რომ დაკარგა... -მაგრამ ყველაზე მეტად ხომ თქვენ გეტკინათ? -ტკივილის გაზომვა შეიძლება?-ისი უყურებდა,პატარა გოგონას,თითქოს ყველაზე სწორ პასუხს გასცემდა დასმულ შეკითხვაზე. -ალბათ არა, ის რაც ჩემთვის კატასტროფის ტოლფასი არის შეიძლება თქვენთვის სასაცილო იყოს,ყველას აქვს საკუთარი ტკივილის და სიყვარულის საზომი,მაგრამ სხვებს იმის უფლება არ გვაქვს,რომ თქვენი გავზომოთ! -ჩემს ცხოვრებაში ისეთი არაფერი ხდება,რომ მასში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეს ვინმეს,მაგრამ ყველა დაჟინებით ითხოვს ტაისია ამირეჯიბის ცხოვრების დეტალებს.-დემონსტრაციულად განაცხადა და სანაპიროს იმ ნაწილისკენ გაემართა სადაც მეტ-ნაკლებად ირეოდა ხალხი.ანუკიც უკან დაედევნა და სიტყვა დააწია: -მეც ძალიან მაინტერესებდა,მაგიტომაც ვარ თქვენთან,განა არ ვიცოდი,რომ თქვენთან მოხვედრის შანსი არ მქონდა,უბრალოდ მინდოდა ერთხელ მაინც მენახეთ!-რატომ მოიგონა ეს ტყუილი თვითონაც არ იცის. -და ჩემი ნახვით რას მიიღებდი? -არ ვიცი! მაგრამ იმაზე მეტი მივიღე ვიდრე ველოდი,დღეს თქვენთან ერთად სანაპიროზე ვსეირნობ! შეიძლება ითქვას იღბლიანი ადამიანი ვარ!-გაეცინა ტაისიას. -კარგია,რომ ჩემთან მოსვლა გადაწვიტე.-იმაზე გულწრფელი იყო ტაისია,ვიდრე ანუკის წარმოედგინა,-ახლა კი შეგიძლია სახლში წახვიდე,ხვალ გამოცდა გაქვს და არ მინდა ჩემგამო დაბალი ქულა მიიღო! -გამოცდა?-უცებ დაავიწყდა,რომ ტაისიასთვის ის სტუდენტი იყო,რომელსაც არავინ არ ჰყავდა და თვითონ ირჩენდა თავს,-აჰ! ჰო სულ ამომივარდა გონებიდან,კიდევ კარგი შემახსენეთ,მართლაც წავალ და გავიმეორებ მასალას!-მალევე მოეგო გონს და წამოხტა,ტაისია კი სანაპიროზე დიდ ქვაზე წამომჯდარი დატოვა. *** პატარა ზღვისპირა კაფეში გაბრიელი ისევ მოუთმენლად ელოდა თავის უმცროს დას და თან ფიქრობდა რა უნდა ექნა ორი კვირის შემდეგ,დრო იწურებოდა და ეს საერთოდ არ ახარებდა. მალევე გამოჩნდა ანუკიც,რომელიც ზედმეტად აფორიაქებული ეჩვენა გაბრიელს: -ანუკი რა ხდება?-იკითხა წარბებ შეკრულმა გაბრიელმა. -არაფერი იმის გარდა,რომ მეტი აღარ შემიძლია!- -ანუკი... -არა ახლა ნუ დამიწყებ ნოტაციების კითხვას! -მითხარი რა მოხდა? ცუდად გექცევა?-ხმა გაუმკაცრდა გაბრიელს. -საქმეც იმაშია,რომ ის საერთოდ არ არის ისეთი,როგორიც შენ დამიხატე! შეუძლებელია ნანუკას ისეთ ადამიანთან ემეგობრა,როგორი წარმოდგენაც შენ გაქვს ტაისიაზე!ჯანდაბა მას ხომ საშინლად სტკივა ნანუკას სიკვდილი,ისევე როგორც ჩვენ!ის იმდენად უბედურია,რომ წარმოდგენაც არ მინდა რა ხდება მის გონებაში ან სულში!მე ამ თამაშს ვეღარ გავაგრძელებ! -ანუკი ნუ მაგიჟებ! არც კი გაბედო გაგრძელება! ის და მისი ოჯახიც დამნაშავენი არიან ჩვენი ოჯახის უბედურებაში და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის! დაგავიწყდა ჩვენი მშობლები როგორი უბედურები იყვნენ! დაგავიწყდა,რომ მათ გამო აქედან წასვლა მოგვწია! დაგავიწყდა რატომ დატოვეს აქ ნანუკა! ნუთუ ყველაფერი დაგავიწყდა?! -საქმეც იმაშია ,რომ ეს ყველაფერი ტაისიას ოჯახის ბრალია და არა ტაისიასი,ის ისევე გაანადგურეს,როგორც ჩვენ! -ის მათი შვილია!-ცდილობდა მშვიდად საუბარს,მაგრამ არ გამოსდიაოდა. -არ მესმის რატო ვერ იტან მას ასე ძალიან შენ ხომ მას საერთოდ არ იცნობ? -მე მას იმაზე კარგად ვიცნობ ვიდრე წარმოგიდგენია! -რა?გაბრიელ მოიცა, სად მიდიხარ?-სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ გაბრიელს ვერ დაეწია,თან იცოდა,რომ მასთან საუბრის გაგრზელება უფრო დიდ ჩხუბში გადაიზრდებოდა ამიტომ სადმე წასვლა გადაწყვიტა.სახლშ მისვლა არ უნდოდა,ამიტომ იქვე მდებარე ბარისკენ გაეემართა. 3 თავი სწრაფი ნაბიჯებით მიუყვებოდა სანაპიროს,საშინლად გაცოფებული იყო.არ იცოდა საიდან მოდიოდა ამდენი აგრესია,ყველაფრის და ყველას განადგურება სურდა.ნუთუ ამ ყველაფრის მიზეზი ტაისია იყო?და,აი,ახლა ყველაზე ბნელ ფიქრებში მყოფი გაბრიელი,თავის მოპირდაპირე მხარეს,დიდ ქვაზე ჩამომჯდარ ტაისიას აკვირდებოდა,თავიდან იფიქრა,რომ შეუძლებელი იყო მისი იქ ხილვა,მაგრამ როგორც კი ტაისიას პროფილი დაინახა,მიხვდა რომ ის იყო,ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა,რადგან გაბრიელის ყველა უბედურების მიზეზი ის იყო.ბოლოს 10 წლის წინ ნახა და მის მერე ერთი დღეც არ გასულა მასზე ფიქრის გარეშე.რამდენადაც არ უნდა ეცადა ტაისიას ამირეჯიბის დავიწყება ის მაინც ჩნდებოდა თუნდაც ერთი წამით,მაგრამ მაინც შეახსენებდა თავს. მის ერთ მხარეს საშინლად უნდოდა მისთვის რამე დაეშავებიდა,მეორე ნაწილს კი უბრალოდ მისი ცქერით ტკბობა სურდა.თვალს ვერ წყვეტდა,აკვირდებოდა მის გრძელ ბუნებრივად ქერა თმებს,რომელსაც ზღვის ნიავი ურხევდა,აკვირდებოდა მის სახეს,შავ თვალებს,პატარა მაგრამ ოდნავ კეხიან ცხვირს,მის ტუჩებს,მის სხეულს და ხვდებოდა,რომ ტაისიას 10 წელმა საერთოდ ვერაფერი ვერ დააკლო,ის ისეთივე მშვენიერი იყო გაბრიელისთვის,როგორც ადრე. თვალი დახუჭა ,რომ მასზე ფიქრები განედევნა,უნდოდა,რომ თავიდან შეეხედა და თავის მზერაში მხოლოდ ზიზღი ყოფილიყო.ნელა გაახილა თვალები და იქ აღარავინ აღარ დახვდა,თითქოს რამდენიმე წუთის წინ მომხდარო მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაწილი იყო ან უბრალოდ მოჩვენება.ნუთუ შეიძლებოდა,რომ ის ამდენად რეალურად წარმოედგინა.ბოლოს მომხდარმა უფრო გააგიჟა ამიტომ,სასწრაფოდ გაეცალა სანაპიროს.ვერ იტანდა საკუთარ თავს,რომ ტაისიას კვალის წაშლა ამდენი წლის შემდეგაც ვერ შეძლო. *** იტალია ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო ტაისიასთვის,რადგან იცოდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ქვეყანა ნანუკასთვის.არანაირი შეხვედრა არ იყო დაგეგმილი,აქ იმიტომ ჩამოვიდა,რომ გამოფენა მოეწყო.ნანუკა საოცრად ხატავდა და ეს ბევრმა არ იცოდა.მისი ნახატებიც ტაისიას ბინაში ინახებოდა იტალიაში.უნდოდა, რომ მისი კვალი არასდროს არ წაშლილიყო,ამიტომ გამოფენის მოწყობა გადაწყვიტა.რა თქმა უნდა,იტალიაში ყველა თავის ნაცნობს გააგებინა ამის შესახებ,რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოსულიყო.იქ კახაც უნდა ყოფილიყო,მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა მისთვის თავისი ჩანაფიქრის გაზიარება. ტაისიას ხმა გაბრიელსაც მისწვდა საქართველოში,რაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა გაბრიელისთვის.მაშინვე გაემართა აეროპორტისკენ.უნდოდა,რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფრისთვის წერტილი დაესვა ან დაწყვებულიყო რაღაც ახალი,რაც ყველას აიძულებდა კომფორტის ზონის დატოვებას და რეალობასთან შეჯახებას. გამოფენის ჩატარება კუნძულზე გადაწყვიტა.როცა იტალიაში ჩადიოდა,ნანუკასთან ერთად ხშირად ისვენებდა სიცილიაზე,ამიტომ ბევრი მოგონებები აკავშირებდა ამ ადგილთან.საუკეთესო ფართი დაიქირავა,ისეთი ინტერიერით,რომელიც ნანუკას ნახატებს მოუხდებოდა.ძალიან ნერვიულობდა,იცოდა,რომ ხალხი იმაზე მეტი იქნებოდა ვიდრე ელოდა,მაგრამ თითქოს ენანებოდა ნანუკას ნახატების გაყიდვა,მაგრამ შემოსული თანხით ნანუკას სახელობის ფონდს დაარსებდა,ეს კი უფრო აბედნიერებდა,რადგან იცოდა,რომ მეგობარი აუცილებლად მოუწონებდა ასეთ გადაწყვეტილებას.ნანუკა ხომ უზომოდ კეთილი იყო. შავი ატლასის კაბა ეცვა,თავისი გრძელი თმები მხრებზე ჰქონდა გადმოყრილი და იმ ნახატის წინ იდგა,რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდა.თეთრ ფონზე ძალიან დიდი და გაშლილი ხე იყო გამოსახული,რომელსაც შავი ტოტები და ვარდისფერი ფოთლები ჰქონდა.ძალიან აინტერესებდა რაზე ფიქრობდა თავისი მეგობარი ამ ნახატის შექმნისას,მაგრამ ამას ვერასდროს ვერ გაიგებდა. ამის გაცნობიერება ძალიან რთული იყო,მიუხედავად იმისა,რომ ერთი წელი გავიდა,დღემდე ეგონა,რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და აუცილებლად უნდა გამოფხიზლებულიყო,სამწუხაროდ ეს მომენტი არა და არ დადგა. ფიქრებიდან ბოხმა,მაგრამ ტაისიასთვის სასიამოვნო ბარიტონმა, გამოიყვნა: -არ ვიცოდი ასე შესანიშნავად თუ ხატავდა...-მონუსხული უყურებდა დის ნამუშევრებს და საერთოდ ვერ იაზრებდა,რომ მის გვერდით ტაისია იდგა. -არავინ არ იცოდა.-მამაკაცისკენ შეატრიალა თავი და თავიდან ბოლომდე შეათვალიერა.მასზე მაღალი და წესით ნაცნობი აღნაგობის ადამიანი ვერ იცნო ტაისიამ.მხოლოდ მის პროფილს ხედავდა და საშინელმა სურვილმა შეიბრყო,რომ თვალებში ჩაეხედა.-თქვენ იცნობდით ნანუკას? -მე მის შესახებ საერთოდ არაფერი არ მცოდნია.-ხმა ჩატეხილი გაბრიელი მთლიანად გაურკვევლობამ მოიცვა.-მას არასდროს უთქვამს,რომ ხატავდა.-თავი გააქნია,ვერ იჯერებდა,რომ ეს ნახატები თავის დას ეკუთვნოდა. -რატომ გიკვირთ?!უცხოებს ამის შესახებ არ უყვებოდა...-ტაისია ისევ აგრძელებდა მის თვალებით შესწავლას და აღიაზიანებდა კიდეც ის ფაქტი,რომ ერთხელაც არ გამოუხედავს მოსაუბრესკენ.მამაკაცმა უცებ წარბები შეკრა და წყნარად შემოატრიალა თავი.და აი ისევ შეხვდნენ კუპრივით შავი თვალები ზღვისფერ თვალებს.კაცის თვალებმა სრულიად დააბნია ტაისია,ის ისეთი სანტერესო,დამაინტრიგებელი,საშიში და თბილი ეჩვენა,ვერ ხვდებოდა რატომ იგრძო მისმა სულმა ამდენი ემოცია,მაგრამ აშკარა იყო,რომ ტაისიას არსება ამ ადამაინმა საშინლად ააფორიაქა. -და იქნებ მე იმაზე ახლოს ვიყავი ნანუკასთან,ვიდრე წარმოგიდგენიათ? -ეს შეუძლებელია.-ნიშნის მოგებით განაცხადა ტაისიამ და კიდევ უფრო დააბნია მამაკაცის ჩაწითლებულმა თვალეებმა,რომელივ მას შემდეგ შეიცვალა რაც ტასიას შეხედა. -ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნებით! ეს სამყარო სავსეა საიდუმლოებით! -დიახ გეტყობათ იდუმალებით მოცული, რომ ბრძანდებით!-ირონიულად გაუღიმა მამაკაცს და ნახატს მიუბრუნდა. -დამიჯერეთ საჭირო არ არის. -რა არ არის საჭირო? -ეს გამოფენა. -ვითომ რატომ?-ისევ შეხედა მის ზღვისფერ თვალებს. -რადგან ყველა ნახატს მე ვყიდულობ!-ტაისიას არ მოეწონა უცნობის განცხადება.უცნობის რომელსაც ერთ დროს იცნობდა,მაგრამ ტაისიას ისევ ყველაფრის დავიწყება აიძულეს ან იქნებ გონებას არ უნდოდა იმის აღიარება,რომ გაბრიელის თვალები მისთვის ზედმეტად ბევრ გრძნობებთან იყო დაკავშირებული. -უკაცრავად,შემიძლია გავიგო თქვენი სახელი და ნანუკასთან რა გაკავშირებდათ? -არ გინდათ ტაისია.ზედმეტი ინფორმაცია საჭირო არ არის! თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყიდის ნახატებს ან რამდენი მყიდველი ეყოლება,მთავარია თანხა ჩაგერიცხებათ.თქვენთვის ხომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი?!-ტაისიას თითოეული სიტყვა ძალიან მწარედ მოხვდა გულზე. -არ ვიცი რას ემსახურება ეს ცინიკური ტონი ან საერთოდ თქვენ ვინ ხართ,მაგრამ ჩემთან ასე საუბრის უფლება არ გაქვთ..... -რატომ?-მამაკაცმა უეცრად გააწყვეტინა და თვითონ განაგრძო-რადგან ტაისია ამირეჯიბი ხარ?ერთადერთი და განუმეორებელი?როგორც შენი ოჯახისწევრები გიწოდებენ?-ისევ აგრძელებდა დაცინვას და ტაისიაზე მოქმედებას.-მიკვირს,რომ ნანუკასაც ასეთად მიაჩნდი,მართლა ძალიან მიკვირს!-ტაისიას ბრაზი მოერია,არ იცოდა ვინ იყო მის წინაშე მდგომი ან რა უნდოდა,რატომ ესაუბრეოდა ასეთი ტონით? რა კავშირი ჰქონდა ნანუკასთან?ან საიდან იცნობდა? - ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან?-ტასიამ გაუზრებლად გადადგა ნაბიჯი და მამაკაცს მიუახლოვდა,სახე ახლოს მიიტანა და კითხვის დასმის შემდეგ მრავლისმეტყველად მიაჩერდა.გაბრიელი ამას არ ელოდებოდა,მიუხედავად იმისა,რომ არ ემჩნეოდა,ძალიან ააფორიაქა ქალის სიახლოვემ.ამდენი ხნის შემდეგ ისევ იგრძო ტაისიას სურნელი,რომელიც საერთოდ არ შეცვლილა. -შენგან არაფერი არ მჭირდება!არავის მივცემ უფლებას,რომ ნანუკას ნახატები ასე გამოფინოს.ახლავე დახურავ გამოფენას და ყველაფერს მე შევიძენ! -ვინ ხარ საერთოდ? -ეს ნახატები დღეიდან მე მეკუთვნის.-ზედმეტად კატეგორიული ტონით გაისმა გაბრიელის სიტყვები.შეტრიალდა და ხალხში გაუჩინარდა. ვერაფერს ვერ იაზრებდა,საერთოდ რა მოხდა? ვინ იყო ეს ადამიანი ან რა უნდოდა? მაგრამ ის აშკარაა,რომ გამოფენა მართლაც,რომ დახურა და არც-ერთი ნახატი არ გაყიდულა იმ დღეს.მაგრამ არც ამდენ სიამოვნებას მიანიჭებდ აუცნობს.მეორე დრესვე დაბრუნდა საქართველოში და ყველა ნახატი თან ჩამოიტანა.აგარაკი იქირავა და ნახატებიც იქ განათავსა,ყველა ოთახში ნანუკას ნახატები იყო და იქ ხშირად ადიოდა,რადგან საშინლად ამშვიდება მათი ყურება და იმაზე ფიქრი თუ რას განიცდიდა ნანუკა ამ ნახატების შექმნისას. არ აპირებდა უცნობისთვის ნანუკას ნახატების დათმობას!და ზუსტად იცოდა,რომ ის გამოჩნდებოდა.დრო საკმაოდ გავიდა,მაგრამ არავინ არ გამოჩენილა,ტაისია მოუთმენლად ელოდებოდა რაღაცას.რაღაც ისეთს,რაც ყველაფერს შეცვლიდა. *** ამასობაში ანუკის უცნაურ საქციელებსაც ამჩნევდა,რაც დღითიდღე უფრო მეტ ეჭვს უჩენდა,მაგრამ ყველანაირად ცდილობდა თავისი ფიქრების დაიგნორებას.მორიგი იმედგაცრუებისთვის ნამდვილად არ იყო მზად. მაგრამ იმედგაცრუებაც და მასთან დაკავშირებული ყველა განცდა ლანდივით დაყვება ადამიანს და ყოველთვის შესაფერის მომენტს ელოდება. მორიგი დამღლელი შეხვედრის შემდეგ მოწყენილი იჯდა თავისი ნომრის აივანზე და ვისკს წრუპავდა,როდესაც ანუკი შემოვიდა: -ქალბატონო ტაისია,მე მივდივარ,რამე ხომ არ გნებავთ? -სად მიდიხარ? -სახლში ან არ ვიცი,მგონი სახლში არ მინდა.-სევდიანად ჩაილაპარაკა. -რატომ? -ცარიელი კიდლების ყურება არც თუ ისე სასიამოვნოა. -მაშინ შეგიძლია ჩემთან ერთად წამოხვიდე?-ადგა და ოთახში შევიდა,სადაც დიდი გარდერობი ჰქონდა და იქედან ელაპარაკებოდა. -სად? -ნახავ.ჩემი აზრით ძალიან მოგეწონება.-სპორტულ სამოსში გამოწყობილი გამოვიდა და თავით ანიშნა ანუკის,რომ უკან გაჰყოლოდა.როგორც კი მანქანა მოიყვანეს ანუკიმ ჩაჯდომა დააპირა,მაგრამ ტაისიას ხმამ შეაჩერა. -ჯერ მე.რომ დავქოქავ მერე ჩაჯდები შენ.-მაინც იყო რაღაც მბრძანებლური ტაისიას ტონში.შიში,რომ მის გამო შეიძლება კიდევ ვინმე დაშავებულიყო იმაზე ძლიერი იყო,ვიდრე თვითონ ტაისიას წარმოადგინა. ანუკის არც გაჰკვირვებია,რომ ტაისიას ასეთი დიდი და ლამაზი აგარაკი ჰქონდა ზღვისპირას,მაგრამ შიგნით შესულს,სანახაობამ ნამდვილად გააკვირვა,გააოცა და საერთოდ ბოლო წვეთი აღმოჩნდა,როცა თავის დის ხელწერა შეამჩნია ერთ-ერთ ნახატზე, კუთხეში ლამაზად იყო ნანუკას სახელის პირველი ასო გამოსახული: -ეს...შეუძლებელია....-ძლივს ამოთქვა. -რა არის შუძლებელია?-ანუკის უკან იდგა და თვითონაც არ იციდა ასე რატო იქცეოდა,მაგრამ აშკარად ყველაფერზე წერტილის დასმას აპირებდა. -ეს ნახატები. -რატომ? -ის….არ ხატავდა.-ტაისიასკენ შემოტრიალდა და თავისი ცრემლიანი თვალები გაუსწორა. -სამწუხაროა,რომ მის შესახებ ბევრი რამ არ იცოდით.-ირონიულად ჩაიცინა და გოგონას თავისი ცივი მზერა მიანათა.ანუკისთვის გასაგები იყო,რომ ტაისიამ ყველაფერი იცოდა. -სამაწუხარო ის არის,რომ მას შენთან ერთად უწევდა ცხოვრება და არა თავის ოჯახთან!-ყველანაირად ეცადა ის ბრაზი, რომელიც საშინლად ახრჩობდა ამ ერთ წინადადებაში ჩაეტია და ტაისიამ ეს იგრძნო. -უწევდა?-ისე ჰკთხა თითქოს უდიდესი დანაშაული მიუძღვოდა ანუკის,წარმოთქმული სიტყვების გამო.-შენი აზრით ნანუკასნარი თავისუფალი ადამინისთვის რაიმეს იძულება შესაძლებელი იყო? -არა,მაგრამ შენს გამო იყო აქ! საუკეთესო მეგობარს ვერ ტოვებდა.იცოდა,რომ საშინლად ვერ იტანდი იმ გარემოს,რომელშიც,რატომღაც დღემდე ხარ!ვერ გიმეტებდა მარტო დასატოვებლად. ერთადერთ საყრდენსაც ვერ გამოგაცლიდა. აი,რატომ რჩებოდა აქ და არა იტალიაში თავის ოჯახისწევრებთან.შენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდი,მაგრამ იმდენად ეგოისტი ხარ,არ იმჩნევდი!უბრალოდ არ გაწყობდა ამის შემჩნევა,რადგან მისი გაშვება მოგიწევდა!-ხმა მაღლა საუბრობდა,პირველად დაიჭირა ანუკის თვალებში ზიზღი,რამაც საშინლად გააცოფა,მაგრამ ეს გაცოფება მხოლოდ საკუთარი თავისკენ იყო მიმართული და არა ანუკიზე. -შენ ძმას გადაეცი,რომ ნახატების წაღება შეუძლია.-უპასუხოდ დატოვა ყველა სიტყვა,რომელიც გულზე ტყვიასავით მოხვდა,გაბრუნდა და წავიდა.მანქანა შორის ახლოს გააჩერა და თავის ეჭვებში ბოლომდე დარწმუნდა.ნახევარ საათში გაბრიელის რენჯ როვერი გამოჩნდა.სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ტაისიას გულის აფორიაქებაც გამოიწვია.ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის,რომ გაეგო ვინ იყო ის უცნობი,რომელმაც ყველაფერი ერთი შეხვედრით ამოატრილა ტაისიას გონებაში,მაგრამ გადამწყვეტი ცისფერი თვალები აღმოჩნდა,რომელიც სამივე მაღლაფერიძეს ამშვენებდა.ანუკიზე ინფორმაციის მოძეიება არ გასჭირვებია,რაღაც მომენტში ინანა კიდეც,რომ თავიდანვე ასე არ მოიქცა,მაგრამ მერე ანუკისთან გატარებული დღეები გაახსენდა და ის ფერები,რომელიც ტაისიას ცხოვრებას შეჰმატა ამ პატარა გოგონამ.კარგად იცოდა,რომ ნანუკას და ბოროტი სულის პატრონი ვერ იქნებოდა და ისიც კარგად იცოდა,რომ მას სიძულვილი არ შეეძლი,ამიტომ ის ყველაზე ბოლო იყო ვისი გულის ტკენაც ტაისიას სურდა,მაგრამ გაბრიელი,ტაისიასთვის ჯერ კიდევ უცნობი არსება იმაზე მეტად ადარდება ვიდრე სხვა დანარჩენი. რატომღაც ის ტკივილი,რომელიც გაბრიელის თვალებში დაინახა ვერ აიტანა,მითუმეტეს მას შემდეგ რაც გაიგო,რომ ეს უცნობი ნანუკას ძმა იყო.ვერ აიტანა ის ბრაზი,რომელსაც ეს უცნობი აფრქვევდა,ვერ აიტანა სიძულვილი,რომელიც აშკარად ტაისიასკენ იყო მიმრთული.ძალიან ბუნდოვნად,მაგრამ მაინც ახსოვდა ის გაბრიელი,რომელიც ერთადერთხელ ჰყავდა ნანახი,მაშინ დიდი ყურადრება არ მიუქცევია ბიჭისთვის,რომელიც თვალებ ანთებული შესციცინებდა. *** იმ დღეს ნანუკა ვერ ნახა,რადგან მთელი ოჯახით იკრიბებოდნენ ბებიასთან.არცერთს არ იცნობდა ამიტომ საშინლად უნდოდა მათი ნახვა. თვითონ კი ბევრი სამეცადინო ჰქონდა თან დღის ბოლოს ყველაფერი დედასთვის თუ არა შოთასთვის მაინც უნდა ჩაებარებინა,მაგრამ იმდენად აინტერესებდა როგორი ოჯახი ჰყავდა თავის მეგობარს,რომელიც ისეთი აღფრთოვანებით უყვებოდა ხოლმე,რომ აუცილებლად მოუნდებოდა ნებისმიერს მათი გაცნობა.მაშინ პირველად გადაწყვიტა სახლიდან გაპარვა და იმ წესების დარღვევა,რასაც ზედმიწევნიდ იცავდა.ჩანაფიქრი გამოუვიდა კიდეც, გაიპარა და ნანუკას ბებიას სახლსაც მიუხლოვდა,პირდაპირ შესვლა არც უფიქრია სახლს მოუარა და უკანა ეზოში შევიდა,მანდ კი იმდენად მშვენიერი სურათი დახვდა,რომ თვალი ვერმოსწყიტა მათ გაღიმებულ სახეებს,პირველად ხედავდა ნანუკასაც ასეთ მოციმციმეს და ბედნიერს .რამდენიმე წუთიანი დაკვივრვების შემდეგ პატარა ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე,ძალიან მოუნდა,რომ თვითონაც იმ სანახაობის ნაწილი ყოფილიყო და არა მაყურებელი.პირველად შეშურდა მეგობრის,რის გამოც უფრო გაბრაზდა ჯერ საკუთარ თავზე მერე საკუთარ მშვობლებზე და საერთოდ ცხოვრებაზე.აღარ შეეძლო ამ ყველაფრის ყურება შემობრუნდა და ვიღაცის გულმკერდს შეეფეთა,თავი მაღლა ასწია და უჩვეულო ცისფერ თვალებს წააწყდა,უცებვე ამოიცნო ნანუკას ნაკვთები ბიჭში და მიხვდა,რომ ეს მისი ძმა იქნებოდა,რომელზეც ხშირად უყვებოდა ხოლმე.ბიჭი გაკვირვებული უყურებდა და როგორც კი ხმის ამოღება დააპირა გოგონა უკან მოუხედავად გაიქცა.ტაისიას შეეშინდა,ზუსტად არ იცის რის,მაგრამ ფაქტია,რომ იმ დღეს მეორეჯერ გაიქცა. სახლში მისულს არც ისე კარგი ამბავი დახვდა,დრო ისე გაეპარა,რომ აშკარა იყო მისი ნამოქმედარის შესახებ გაიგეს და სასჯელიც მიიღო.იმ დღის შემდეგ რამდენიმე თვე ნანუკა არ უნახავს,როგორც უთხრეს ის თავის ოჯახისწევრებთან ერთად გაემგზავრა,შემდეგ იყო რთული პერიოდი სახელად დეპრესია,ამან ბატონი შოთა აიძულა,რომ დათმობაზე წასულიყო და ტაისიათვის მოულოდნელად ნანუკა ისევ გამოჩნდა,ისევ შეხვდნენ მეგორები ერთმანეთს და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა,მაგრამ სკოლის დამთავრებამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი,ამიტომ მათაც ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ.შემდეგ ტაისია ამერიკაში გაუშვეს,ნანუკა კი ისევ იტალიაში დაბრუნდა.ასე გავიდა დაახლოებით 7 წელი.ძირითადად ტაისია ჩადიოდა იტალიაში,რომ თავისი დაქალი ენახა.ბინა უყიდეს და ნანუკაც იქ აკითხავდა. იმ დღის შემდეგ ისედაც აღარ გასჩენია სურვილი,რომ ნანუკას ოჯახიწევრებთან რამე კავშირი ჰქონოდა და არც ნანუკას გამოუჩენია რაიმე ინიციატივა.თითქოს ეს ტაბუ დადებული თემა იყო.ტაისიამ იცოდა,რომ შოთამ მის გამო აიძულა ნანუკას ოჯახს წასვლა და ამაზე,რომ ნანუკასთან ესაუბრა,ეგონა რომ მათი მეგობრობა დასრულდებოდა,თითქოს რაღაც ბზარი გაჩნდებოდა,ამის კი ყველაზე მეტად ეშინოდა.ვერ დაკარგავდა იმ ერთადერთ ნათელ წერტილსაც რაც იმ ბნელ პერიოდში გზას უნათებდა. საერთოდ ოჯახისწევრებზე არასდროს საუბრობდა არც ტაისია.ნანუკასთვის ისედაც ნათელი იყო ყველაფერი, მეგობრის ისედაც დათრგუნულ ხასიათს უფრთხილდებოდა,ამიტომ არაფერს არ იმჩნევდა.შემდეგ იყო ზარი,შიშის მომასწავლებელი ზარი,რომელმაც ნანუკა ისევ დააბრუნა საქართველოში.სასოწარკვეთილი ტაისიას ნახვა არ შეეძლი.მიხვდა,რომ თუ ისიც მიატოვებდა მაშინ გადარჩენის გზას ვერ იპოვნიდა.მიუხედავად იმისა,რომ იტალიაში ცხოვრებას მიეჩვია და მოსწონდა კიდეც საქართველოში დაბრუნება სულ უნოდოდა,ტაისიას მდგომარეობამ კი საბოლოოდ გადააწვეტინა დაბრუნება,რომელიც საბედისწერი აღმოჩნდა,ნანუკასთვის და ტაისიასთვისაც. 4 თავი როგორც კი გაბრიელი სახლში შევიდა,ტაისია თავის სამფლობელოში დაბრუნდა.გამოფიტულმა შეაღო კარები,უცებვე ვისკის ბოთლისკენ დაწვდა,ჭიქაში ჩამოისხა და აივნისკენ გაემართა,სადაც კახა დახვდა,გაკვირვებული შეხედა დაუპატიჟებელ სტუმარს,შემდეგ უბრალოდ ჩაიცინა და გვერდით მიუჯდა: -ბნელეთის დედოფალს არც ისე პროგრესული დღე ჰქონია.-სიჩუმე კახამ დაარღვია. -როგორც სჩანს ჩემს მონა-მორჩილ კახაბერსაც არც ისე კარგი დღე ჰქონია... -რატომ ხარ ასეთი ბოროტი.-ვისკის ჭიქა აართვა და მთლიანად ჩაცალა. -შენ მგონი ჩემზე უარეს დღეში ხარ.-დამაინტრიგებლად გახედა ადამიანს,რომელიც ამ წლების განმავლობაში სულ მასთან იყო,რამდენად ამჩნევდა ამას ტაისია ეგ უკვე სხვა საკითხია.-ნუთუ საქმე ვარდისფერ თმიან გოგონას ეხება.-კახამ უცებ ამოხედა და აშკარა იყო გაუკვირდა ტაისიას ბოლო წინადადება. -შენ საიდან..... -მე უბრალოდ კარგად ვამჩნევ შეყვარებული ადამინის თვალებს. -არ ვარ შეყვარებული!-მაშინვე გააპროტესტა. -მე მატყუებ თუ საკუთარ თავს? -ის ყველას გვატყუებდა.-სიცარიელეში იყურებოდა და ისე წარმოთქვა სიტყვები,რომლებშიც დიდი დოზით ბრაზი იმალებოდა. -და აქ ამის სათქმელად მოხვედი? -მოიცა შენ...რა თქმა უნდა,იცოდი.იცოდი და მე არ მითხარი,რომ ის ნანუკას და იყო.- სწრაფად წამოდგა და ისტერიკული სიცილი აუვარდა.-თავიდანვე იცოდი,როგორი დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ და არ მითხარი,შენ ეს როგორ დაუშვი ,ხომ იცი,რომ მე ნანუკა.... -გაჩუმდი! შენ ის არ გიყვარდა,პირველ რიგში მეც ახლახანს გავიგე,მეორეც შენ ნანუკა არ გიყვარდა! და ეს კარგად დაიმახსოვრე,ის რასაც გრძნობდი უბრალოდ ბავშვური გატაცება იყო,უბრალოდ სიყვრული გჭირდებოდა და იმ დროს მხოლოდ ნანუკა აღმოჩნდა ის ადამიანი,რომელიც შენს გვერდით იყო.სულ ასე ხდებოდა,ის სულ ჩვენთან იყო,ჩვენ კი ვერაფრით ვერ დავეხმარეთ-ხმაში ბზარი შეერია,-ის ჩვენი ნათელი წერტილი იყო,ჩვენ კი ჩვენი ხელით ჩავსვით იმ დაწყევლილ მანქანაში. -მე ის მიყვარდა. -რა თქმა უნდა გიყვარდა,მაგრამ ისე არა როგორც შენ გგონია,დროა რეალობა დაინახო,-რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ დაამატა,-შენ მას ისე არ უყურებდი როგორც ახლა ანუკის უყურებ. -მაგრამ ის მაინც ნანუკას და არის,რომელსაც რატომღაც არ ვიცნობდით!ხვდები რომ ჩვენი მეგობრის ოჯახი წევრებს არ ვიცნობდით. -მე მქონდა მიზეზი,მაგრამ შენ რატომ არ გაგაცნო ოჯახის წევები,თქვენ ხომ ბოლო ორი წელი ერთად ისწავლეთ იტალიაში? -მე,რომ გავიცანი მშობლები უკვე გარდაცვილი ჰყავდა,ვიცოდი,რომ და და ძმა ჰყავდა,მაგრამ მას ინიციატივა არასდროს გამოუჩენია,რომ ისინი ჩემთვის გაეცნო.დაკრძალვაზეც,რომ არ გამოჩდნენ ვიფიქრე,რომ ვერ ჩამოასწრეს.ის ხომ მეორე დღესვე დავკრძალეთ,როგორც ვიცი შენს ოჯახს უნდა შეეტყობინებინა. -ჩემს ოჯახს? -ჰო აბა ვინ დაურეკავდა,ყველაფერზე მამაშენმა იზრუნა იმ დღეს. -მამაჩემა?-გაკვირვება აღებეჭდა სახეზე. -არაფერი არ გახსოვს ხო? -მხოლოდ მისი მომღიმარე სახე.თავისი სიცოცხლის ბოლო წუთებშიც კი მე მამხნევებდა.ანუკი მართალია მე ნანუკასთვის კარგი არასდროს არაფერი არ მომიტანია.ნუთუ იმ ყველაფრის შემდეგ,რაც მოხდა მე ვიმსახურებ ამ ჰაერით სუნთქვას?-ღრმად ჩააისუნთქა და რამდენიმე წამში ამოისუნთქა. -ჩვენსნაირი ადამიანები ღმერთს არ სჭირდება,ნუთუ ეს არ იცი...- -თუ სამოთხე არსებობს,აუცილებლად,ნანუკასთვის იქნება შექმნილი. -ახლა,რომ გვისმენდეს,დაგვცინებდა.-გაეღიმა კახას და ტაისიას გახედა,რომელიც ცაში იყურებოდა. -იმედია გვიყურებს და მართლაც ეცინება.-ვარსკვლავებს გაუღიმა და თავი ჩამოსწია,თითქოს ისევ დაუბრუნდა იმ მწარე რეალობას,რომელიც უკვე ახრჩონდა. -ანუკიმ იცის,რომ შენ ყველაფერი იცი? -იცის -ანუ აღარ იმუშავებს აქ? -რა მუშაობა იტალიაში საკუთარი კაფე აქვს. -20 წლის გოგოს? -24-ის.-გაკვირვებულმა ამოხედა კახამ. -ის ისეთი ბავშვურია -უბრალოდ როლს ასრულებდა. -არა ის ისეთი ნამდვილია. -როგორც ნანუკა ჰო? -ჰო.- -შენ როგორ გაიგე სიმართლე?-რამდენიმე წუთიანი სიჩუმე ტაისიამ დაარღვია. -რამდენიმე დღის წინ,ხომ გახსოვს გვიან,რომ დასრულდა შეხვედრა მე რომ წავიყვანე,სახლამდე ავაცილე,ანუკიმ ყავა შემომთავაზა და მეც შევედი,სანამ ის ყავას ადუღებდა მე მისაღებში ვიყავი,დივნის გვერდით პატარა მაგიდაზე რაღაც დღიური იდო,ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი,მაგრამ ავიღე და გადავშალე,პირველივე გვერდზე ნანუკასთან ერთად გადაღებული ფოტო ედო. -მაგიტომ არ ჩანდი ეს დღეები? -არ ვიცოდი შენთვის როგორ მეთქვა,თან იმას ვაანალიზებდი,რომ ნანუკას და.... -შეგიყვარდა. -ზედმეტად ხმა მაღალი განცხადებაა.-ირონიულად ჩაიღიმა კახამ და უკვე მესამე ჭიკა ვისკი ჩაცალა -ყველაფერს დაემალება ადამიანი,მაგრამ საკუთარ თავს ვერა კახაბერ,ეს კარგად დაიმახსოვრე. -პირადი გამოცდილებით მეუბნები ბნელეთის დედოფალო? -დიახ კახაბერ.-გაუცინა და ჩაეხუტა. -ამ დღეს აუცილებლად დავიმახსოვრებ ჩემო დედოფალო,ახლა კი ჩემი წასვლის დროა.-ლოყაზე აკოცა და სწრფად დატოვა ტაისია. *** -თურმე რა ლამაზად ხატავდა...ეს როგორ არ უნდა გვცოდნოდა-ანუკი ცრემლებს იმშრალებდა. -საიდან გვეცოდინებოდა,როცა მან თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი ჩვენგარ შორს გაატარა. -ეს არ არის გამართლება და ეს შენც კარგად იცი,-უცებ დაიყვირა ანუკიმ-ის ჩვენ არ გვთლიდა იმის ღირსად,რომ მის შესახებ ელემენტარული რამ გვცოდნოდა,ნუთუ ასეთი რთულია იმის დანახვა,რომ ის აქ ბედნიერი იყო, აქ ტაისიას გვერდით და არა ჩვენთან. -და არასდრო არ გიფიქრია რატომ იყო ასე? რატომ ის და არა ჩვენ?რატომ ერჩივნა აქ ყოფნა ჩვენთან ყოფნას?რატომ გარბოდა ყოველ მის ზარზე და რატომ არ იყო ჩვენთან როცა ის ყველაზე მეტად გვჭირდებოდა?-გაბრიელის ყვირილი მთელს სახლში ისმოდა. -იქნებ მას უფრო მეტად სჭირდებოდა... -ანუკი რისი თქმა გინდა? -არაფრის გარდა იმისა,რომ ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.ნანუკასთვის აქ ისეთი რაღაცა იყო,რასაც ვერ ტოვებდა ჩვენს გამოც კი! და დროა ეს ფაქტი მიიღო! -ანუკი ჩვენი და მოკლეს!მოკლეს! გაიგე!-ცისფერი თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა.-და ჩვენ მის დაკრძალვაზეც არ ვიყავით!ისიც კი არ ინებეს,რომ დაერეკათ! ანუკი ჩემი დის სიკვდილის შესახებ შევთხვევით გავიგე.გესმის!შემთხვევით!გგონია ეს ნორმალურია? გგონია ამას რამე გამართლება აქვს?ამირეჯიბების ოჯახი ჩვენი მტერია! ისინი არიან ადამიანები,რომლების გამოც ჯერ მშობლები და შემდეგ და დავკარგეთ! სამწუხაროა,რომ ამ ყველაფერს ვერ იაზრებ!-როგორც კი დაასრულა,კარი გაიჯახუნა და სახლიდან წავიდა. *** დაძინებას აპირებდა,ამიტომ თავისი შავი პენუარი გადაიცვა და კომფორტული საწოლისკენ გამერთა,მაგრამ ნომერში ტელეფონის ზარი გაისმა,ადმინისტრატორი ურეკავდა: -ქალბატონო ტაისია აქ ერთი უცნობი კაცია,თქვენთან ითხოვს შეხვედრას,მარამ... -უთხარით,რომ ამოსვლა შეუძლია-საუბარი არ დაასრულებინა,ისედაც ხვდებოდა ვინ უნდა ყოფილიყო. -კი მაგრამ.. -ვერ გაიგეთ რა გითხარით?-თავისი მკაცრი ტონი შემოიშველა და რამდენმე წუთში ბრახუნის ხმაც გაისმა.როგორც კი კარი გააღო,მაშინვე გაბრიელის ცისფერ თვალებს შეეფეთა. -ეს რატომ გააკეთე?-ჯერ კარგად აათვალიერა,არ ელოდა ასეთ ფორმაში თუ დახვდებოდა. -რა გავაკათე?თუ ნახატებზე ამბობ,მგონი სრული უფლება გაქვთ შენ და ანუკის,რომ ისინი თქვენ მფლობელობაში გადავიდნენ.- გაიწია და გზა დაუთმო.გაბრიელმა ღია აივნის კარი დაინახა და მაშინვე იქეთ გაემართა.ერთ ოთახში ტაისიასთან მშვიდად ყოფნა არ შეეძლო. -ერთი ნახატი აკლია! -იმიტომ,რომ ის ნახატი მე მეკუთვნის.-წინ დაუდგა მამაკაცს და თვალები გაუსწორა. -ნანუკაც შენ განკარგულებაში იყო არა?როგორც გინდოდა ისე იყენებდი,როცა ეტყოდი მოსულიყო ისიც მორბოდა,როცა არ გჭირდებოდა ჩვენთან უშვებდი.-როგორ ვერ იტანდა გაბრიელის თვალებში არსებულ ბრაზს. -თუ ასე გეგონა რატომ არ შეაჩერე,რატომ არ უთხარი,რომ არასწორ ადამიანთან მეგობრობდა? -მისი კონტროლი შეუძლებელი იყო! -და თუ ასეა განა მე შემეძლო მისი კონტროლი?ის ხომ ნანუკაა,ცხოვრებაში ყველაფერს იმას აკეთებდა,რაც უნდოდა.ერთადერთხელ ვუთხარი,რომ მჭირდებოდა,ისიც მეორე დღესვე აქ გაჩნდა.გგონია საკუთარ თავს ვაპატიებ იმას,რომ ჩემგამო ჩამოვიდა და ჩემს გამო გარდაიცვალა? -შენს გამო კი არა შენს მაგივრად მოკვდა!იმ მანქნაში შენ უნდა მჯდარიყავი!-უვებ იღრიალა და ტაისიაც გააშეშა.-იმის გამო,რომ ვიღაცას ბაბუაშენზე შურისძიება სურდა,ჩემი და დაიღუპა,სრულიად უდანაშაულო ადამიანი! -და ჩემგან რა გინდა?დიახ მე უნდა ვიყო ახლა მიწაში და არა ის!ამის მოსმენა გინდა?ეს ხომ ისედაც ნათელია.რა გინდა ჩემგან გაბრიელ?შურისძიება?ვისზე გინდა იძიო შური? ჩემზე?და როგორ?ჩემს მოკვლას აპირებ?განა ეს არის გამოსავალი?რა უნდა გააკეთო გაბრიელ ისეთი,რომ იმაზე მეტად გამანადგურო ვიდრე ახლა ვარ?! -შენ მე საერთოდ არ მიცნობ!-ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.-ეს კი იმას ნიშნავს,რომ აზრზე არ ხარ რა შემიძლია. -შენი აზრით მაშინებ?-როგორც სჩვეოდა ისე ერთი ნაბიჯით მიუხლოვდა და მრავლისმეტყველად მიაჩერდა გაბრიელის ცისფერ თვალებს,რომელიც რაღაც მომენტში ლურჯიც კი ეჩვენა. -ჩემი აზრით შენი არსება შიშმა ჯერ კიდევ მაშინ მოიცვა,როცა გაიგე ვინც ვიყავი! - არ გეჩვენება,რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე? -ამაზე მაშინ ვისაუბროთ ჩემს წინაშე სასოწარკვეტილი,რომ იდგები. -რა უნდა ქნა შენ გაბრიელ ისეთი,რომ შენთან მოსვლა დამჭირდეს?- -რეალობა ძალიან მწარე იქნება ტაისია!იმედია განაჩენისთვის მზად იქნები,რა თქმა უნდა,როცა ამის დრო მოვა! -გინდა მითხრა რომ განაჩენს ყველას შენ გამოუტან? -განაჩენი ყველასთვის გამოტანილია მე უბრალოდ თვალს ვადევნებ,რომ ყველამ საკიდრისი პასუხი მიიღოს! -სიამოვნებით დაველოდები იმ დღეს,როცა შენც იმავე ცეცხლში დაიწვები,რომელიც თვითონვე გააჩაღე!-გაბრიელს ისევ ირონიულად ჩაეცინა.მინიმუმადე შეამცირა მანძილი და ტაისიას სურნელს დაეპატრონა,სულ რამდენიმე წამით,რომელიც უსასრულობაში აღიბეჭდა და გაქრა,გაქრა ისე თითქოს არც ყოფილა. *** მეორე დღესვე გაემგზავრა თბილისში,რადგან ყველაფერი იმაზე ჩახლართული ეგონა,ვიდრე სინამდვილეში იყო,ამიტომ ჯერ ოჯახს უნდა გასაუბრებოდა.მალევე გამოჩნდა თეთრი სასახლე,რომელიც არც თუ ისე კარგ მოგონებებს ინახავდა ტაისიასთვის.მანქანის კარი დაცვის სამსახურის ერთერთმა წევრმა გაუღო და ტაისიაც გადავიდა,რამდენიმე წამი შეჩერდა კარის ზღუბლთან,მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი და კარი შეაღო: -მარინა დიედა როგორ ხარ?-შუა ხნის დაბალი და ფუმფულა ქალი გამოვიდა სამზარეულოდან ლანგრით ხელში. -ვაიმე ჩემი გოგო ჩამოვიდა,როგორ გამახარე ჩემო ლამაზო.-გულში ჩაიკრა და მანამ არ გაუშვა სანამ ბოლომდე არ იჯერა გული.-ლიკა მოდი აქ ეს გამომართვი-ლანგარი ახალგაზრდა გოგოს მიაჩეჩა და ტაისიას მისახებში შეუძღვა-დაჩექი ჩემო გოგო,აბა მომიყევი როგორ ხარ? -კარგად ვარ მარინა დეიდა,შენ ის მითხარი რატომ არის სამარისებური სიჩუმე იქ სადაც ბატონი შოთა ცხოვრობს და სად არიან ჩემო მშობლები? -ახლავე ვეტყვი და ჩამოვლენ,კაბინეტში არიან.-ქალი სწრაფად წამოდგა,მაგრამ ტაისიამ შეაჩერა. -არა შენ იყავი,მე თვითონ ავალ და გავიგებ რას ხლართავს განუმეორებელი ტრიო.-გაკვივებულ ქალს გაუღიმა და მრავალ საფეხურიან კიბეს აუყვა.როგორც კი კაბინეტს მიუახლოვდა,მაშინვე გაიგო შოთა ჩიქოვანის განრისხებული ხმა: -რამ გააბრაზა უძლეველი შოთა ჩიქოვანი?-კარი უეცრად შეაღო და გაკვირვებული სახეებიც ხელთ შერჩა,-რანაირად მიყურებთ,მალე ვიფიქრებ,რომ ჩემი ნახვა არ გაგიხარდათ.-სახე სასაცილოთ დაბრიცა,მაგრამ მხოლოდ ტაისიამ თუ იცოდა რამდენი ირონია იმალებოდა თავისი თითოეული სიტყვის უკან. -როგორც იქნა პრინცესამ ინება მოხუცი ბაბუის მონახულება.-ახოვანი აღნაგობის მამაკაცი წამოდგა,რომელსაც თმა მთლიანად გასთეთროდა და გრძელ წვერსაც ატარებდა.მასაც ტაისიასავით კუპრივით შავი თვალები ჰქონდა,რომელიც გარშემო ყველაფერს აზანზარებდა. -ასე ნუ ამბობ,მშვენიერ ფორმაში ხარ,თუ მოინდომებ ცოლსაც მოიყვან.-თვალი ჩაუკრა ბაბუას და ძლიერ მოეხვია. -დარწმუნებული ვარ დედაჩემი საფლავში ტრიალებს.-ამოთქვა სოფომ და შვილი გადაკოცნა. -მამას ერთადერთო.-ვატოს ჭაღარა შერეოდა,მაგრამ ჯერ კიდევ სიმპათიურ მამაკაცად ითვლებოდა.ის ერთდაერთო იყო ვისაც გულწრფელად უღიმოდა და მამაკაცი ამას სულ გრძნობდა. -რას მივაწეროთ ასეთი სიურპრიზი,ბოლო შეხვედის დროს გამომაგდე რასაც ჰქვია.-სოფიკომ შვილს ეჭვ ნარევი მზერა მიაბყრო. -სოფიო!-ხმა მაღლა გამოუვიდა ბატონ შოთას. -არ გინდა ბაბუა,ხომ იცი დედები როგორი მგრძნობიარე არსებები არიან ჩვენ კი შვილები დაუნდობლები მშობლების მიმართ.ასე არ არის დედა? -ისევ ჩემი განერვიულება გინდა ხო? -ვატო გაიყვანე შენი ცოლი და შვილიშვილთან მარტო დამტოვეთ!-გაისმა ბრძანება და სხვა რა გზა იყო გარდა შესრულებისა.-ჩემო ტაისია ხომ იცი, რომ ასე არ შეიძლება-სულ არბილებდა ტონს,როცა ტაისიას ესაბრებოდა. -რა არ შეიძლება ბაბუ? -უკონტროლობა!-სიტყვა რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა ტაისია.გაიღიმა.არ იცის როგორ,მაგრამ მაინც გაიღიმა. -და როდის დავკარგე კონტროლი? -იმ დღეს და დღემდე ვერ დაიბრუნე საკუთარი თავი! -მე კი მგონია რომ საკუთარ თავს იმაზე მეტად ვეკუთვნი ახლა,ვიდრე მანამდე! -ამით რისი თქმა გინდა ტაისია? -არაფრის ბაბუა არაფრის,გარდა იმისა,რომ ნუ გეშინია ისეთ არაფერს არ გავაკეთებ რაც შენ დაგაზარალებს. -მე არაფრის არ მეშინია!-დაისისინა კაცმა. -როგორ არა ბაბუ!ხომ იცი შენ და მე ერთმანეთს ვერ ვატყუებთ. -რისი უნდა მეშინოდეს ტაისია?-ტასიასთვის ამაზრზენად ჩაიცინა კაცმა. -ჩემი!მე და შენ კარგად ვიცით,რომ ყველაზე მეტად ჩემი უკონტროლობა გაშანიბეს. -შენი უკონტროლობა ყველაზე მეტად შენ გავნებს ჩემო გო... -არა მე არა! შენ და შენს იმპერიას!ჩემს გარეშე ყველაფერი ჩამოგენგრევათ,სამწუხაროა ამდენ წლიანი ნაშანები პირამიდა ჩემზე, რომ არის დამოკიდებული. -ამ იმპერიის გარეშე შენ ის არ იქნებოდი ვინც დღეს ხარ! ხვდები რომ მე კი არა საკუთარ თავს ემუქრები ტაისია? -მე არავის და არაფერს არ ვემუქრები უბრალოდ მინდა იცოდე,რომ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად!გაბრიელ მაღლაფერიზე ჩამოვიდა.-შოთას წარბიც არ შეურხევია,მაგრამ მის თვალებში დანახული უკმაყოფილება ტაისიას არ გამორჩენია.-იცი ხომ? მგონი ისიც იცი ვისთან გაქვს საქმე და რაზეც არის წამსვლელი,რომ მიზანს მიაღწიოს. -რომელ მიზანს?გაბრიელს არაფერი არ აკავშირებს ჩვენთან გარდა გარდაცვლილი დის,რომელიც უბედურმა შემთხვევამ შეიწირა. -ცდები ბაბუა თან განგებ ცდები!ნანუკას სიკვიდლი პირდაპირ ჩვენთან არის კავშირში და ჩვენ ვაგებთ პასუხს! -ჩემს შვილიშვილს ვინ მოუწამლა გონება?-საერთოდ არ მოეწონა ტაისიას განწყობა. -არც შენ და არც გაბრიელს იმის უფლებას არ მოგცემთ,რომ უდანაშაულო ადამინები ისევ დაშავდნენ,ამიტომ შენგან მაქსიმალურად სწორ გადაწყვეტილებებს ველოდები,მინდა რომ ეს გაითვალისწინო და კიდევ ერთხელ არ დადგე ჩემი დაკარგვის საშიშროების წინაშე.ხომ იცი ეს ბოლო და უკანასკნელი იქნება,ჩემს სიტყვას აღარ გადავაბიჯებ!-წამოდგა და ახლოს მივიდა,როგორც იცოდა ისე გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.კარამდე მისულს შოთას სიტყვები დაეწივნენ -დღეს უკვე მეორეჯერ დამემუქრე! -და ამას რამე მნისვნელობა აქვს? -ვერც კი წარმოიდგენ როგორი!-ტაისიასთვის ყველაფერი გასაგები იყო.გაბრუნდა და წავიდა.გარეთ ვატო შეხვდა,ვერ აუარა მის თვალებს შეჩერდა და ძლიერ ჩაეხუტა: -იმედია შოთას გამო არ გაქვს ასეთი სევდიანი თვალები. -მამა ერთ კითხვას დაგისვამ და გთხოვ მინდა,რომ გულწრფელად მიპასუხო. -გისმენ ტაისია. -ნანუკას გარდაცველების შესახებ მის და და ძმას შეატყობინეთ?-მთელი გულით სჯეროდათ,რომ დადებით პასუხს მიიღებდა. -შოთამ გადაწყვიტა,რომ აზრი არ ჰქონდა თქმას დაკრძალვას მაინც ვერ ჩამოუსწრებდნენ თან ყველა ისეთი დებნეულები ვიყავით არც გაგვგხსენებია..... -ამის მოსმენა აღარ შემიძლია.-სახლი დატოვა სრულიად გამოფიტულმა და განადგურებულმა.არასდროს არ სჯეროდა იმის რაც მის გარშემო ხდებოდა.სულ ეგონა,რომ გაიღვიძებდა და ეს ყველაფერი ერთი დიდი სიზმარი იქნებოდა,მაგრამ ახლა მიხვდა,რომ მის გარშემო ყველაფერი სრულიად რეალური იყო,მაგრამ დაუჯერებელი.როგორ იყო ამდენად ბრმა?როგორ არ გამოთქვა პროტესტი?რატომ არ იბრძოდა?რატო გასწირა საკუთარი თავი ამდენად? რატომ იყო ამდენად სუსტი?კითხვები,რომლებიც სულ ახსენებდნენ თავს,მაგრამ პასუხი არასდროს არ ჰქონდა ან იქნებ ყველაფერი იმაზე კარგად ესმოდა და იცოდა ვიდრე ამის აღიარება შეეძლო! თავის სამფლობელოში დაბრუნდა,იქ სადაც თავს ყვველა ძლიერად გრძნობდა,რადგან იმ ადგილის თითოეული კუთხე-კუნჭული თვითონ შეჰქმნა.ისევ ავიანზე გავიდა,ისევ ვისკით ხელში,მაგრამ აღარაფერი იყო ისე,როგორც ადრე და არც იქნებოდა.ზღვას თავისი მომხიბვლელი ფერი დაკარგვოდა,ხედი აღარ იყო ისევ ისეთი მოკისკისე,ცაც კი რაღაც იდუმალს აუწყებდა ტაისიას,ყველაფერი იცვლებოდა გარდა ტაისიას გრძნობებისა.მხოლოდ საკუთარი თავის კრიტიკა,მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება და არფერი სხვა,რაც იმედს გაუჩენდა ბნელეთის დედოფალს. 5 თავი *** ცისფერი კაბა ეცვა, ტანზე მომდგარი,ძალიან ღრმა დეკოლტეთ და ამოღებული ზურგით,თმები გვერდზე ჰქონდა გადმოყრილი და ძალიან მსუბუქი მაკიაჟი ამშვენებდა ტაისიას,გვერდზე კახა ამოუდგა და ხელკავი გამოსდო.დედოფალივით თავაწეული მიაბიჯებდა, ყველას მზერას იჭერდა,როგორც სჩვეოდა ისე.მისთვის მნიშვნელოვანი საღამო იყო,რადგან სრულებით დარწმუნებული იყო,რომ ტენდერს მოიგებდა და კიდევ ერთ ძველ შენობას შე მატებდა სიცოხხლის ხალისს.არასდროს არ იბრძოდა იქ სადაც მოგება გარანტირებული არ იყო,თუმცა საკუთარ თავთან ბრძოლის დროს მარცხი ყოველთვის გარანტირებული ჰქონდა. -ნუთუ ჩემი თვალები ტაისია ამირეჯიბს ხედავენ???-მაშინვე ამოიცნო კატერინას ხმა და კახასთან ერთად შემობრუნდა,რომ ყოფილ ბიზნეს პარტნიორს ღიმილით შეხვედროდა. -კატერინა ყიფშიძე ისევ ჩვეულ ფორმაშია,როგორც ყოველთვის!-მოეხვია ქალს და მაშინვე იგრძნო ის ენერგია,რომელიც ამ გიჟს ქალს სულ თან დასდევდა. -გამიკვირდებოდა აქ რომ არ მენახე,დარწმუნებული ვარ ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა.-თვალი ჩაუკრა და კახას გახედა,რომელსაც უბრალოდ ხელი ჩამოართვა და თავი დაუკრა. -როგორ ხარ?სად დაიკარგე,ეს ქალაქი შენს გაუჩინარებას სულ განიცდის ხომ იცი? -კარგად ვარ ტაისია,უბრალოდ ცოტახნით დასვენება მჭირდებოდა,ახლა კი ახალი ძალებით ვაპირებ ისევ ამ ადგილის დაბყრობას. -შენც ტენდერში მონაწილეობ? -არა მე იმ შენობის მფლობელი ვარ,რომელიც შენმა ფანტაზიამ უნდა გაალამაზოს,მართალია მხოლოდ 25%-ის,მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისია. -საინტერესოა!-ჩაილაპარაკა კახამ და ტაისიას გახედა. -მხოლოდ 25%-ის,მე რომ ვიცნობ ის კატერინა ასე ცოტას არ დასჯერდებოდა. -მართალი ხარ,მაგრამ როცა საქმე მეგობრს ეხება ხომ იცი ყველაფერზე ვარ წამსვლელი! - და სად არის შენი პარტნიორი,რომელიც დანარჩენს ფლობს?-ჩაეკითხა კახა. -სასწრაფო საქმე გამოუჩნდა ამიტომ ცოტა მოგვიანებით მოვა. -ალბათ სიანტერესო იქნება იმ ადმიანთან მუშაობა ვინც ასეთ მნიშვნელოვან დღეს იგვიანებს.-დაისისინა ტაისიას ინორიულმა ხმამ. -რა ვქნათ ყველა შენსავით ვერ იქნება სამუშაოზე დახამებული!-უკნიდან მოესმა გაბრიელის ხმა და მაშინვე დაუარა ჟრუანტელმა,რომელიც არ შეიმჩნია . -აი გაბრიელიც მოვიდა,გაიცანი ჩემი ბიზნეს პარტნიორი და უახლოესი მეგობარი გაბრიელ მაღლაფერიძე. -საინტერესოა გაბრიელ შენმა უახლოესმა მეგობარმა რატომ არ იცის,რომ ერთმანეთს ვიცნობთ.-ტაისიას ირონიით გაჟღენთილი წინადადება არ შეიმჩნია გაბრიელმა და მშვიდად უპასუხა. -ალბათ იმიტომ,რომ ჩემთვის ზედმეტად უმნიშვნელოა ჩემი მეგობრებისთვის იმის ცოდა, რომ ტაისია ამირეჯიბს ვიცნობ! -გაბრიელ....-კატერინა გაკვირვებული უყურებდა წყვილს,რომლებიც თვალებით ჭამდა ერთმანეთს. -როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ გაბრიელ,ოხონდაც ერთი რამ გავიწყდება.შენს წინაშე მე ვდგავარ და არა ვინმე სხვა. -და შენ ვინ ხარ,რომ საკუთარ თავს ამდენად მნიშვნელოვნად თვლი?-საინტერესოა რას უნდა გრძნობდე,როცა ასეთ სიტყვებს ეუბნები ადამიანს,რომლის მიმართ სრულიად საპირისპიროს განიცდი. -მართალია,შენთვის არავინ!-გაბრიელის სიტყვებმა იმაზე მეტედ იმოქმედა ტაისიაზე ვიდრე შეიძლებოდა.მხოლოდ წამით გაუსწორა თავისი კუპრიფით თვალები გაბრიელის ცისფერებს და უცებვე მოშორდა მათ,რომ კიდევ უფრო მეტად არ დაბნეულიყო. -რა ჯანდაბა იყო ეს მეტყვი?-კატერინა მეგობარს მიეჩერდა პასუხის მოლოდინში. -არაფერი,უბრალოდ ზოგიერთებს თავისი ადგილის მიჩენა სჭირდება.-თავისი ბოხი ბარიტონით ჩაილაპარაკა და საზოგადოეაბას შეერია. *** -ეს როგორ ვერ გავითვალისწინმეთ.-ხმა დაბლა ამბობდა კახა,მაგრამ სახეზე მაინც ეტყობოდა უკმაყოფილება.ტაისია კი ღიმილნარევი სახით შესციცინებდა.-ჯანდაბა შენ იცოდი ვინც იყო შენობის პატრონი.ასეა ხომ,იცოდი? -რა თქმა უნდა,ვიცოდი!როდის იყო იმ ადამინის ვინაობა არ ვიცოდი ვისთან ერთადაც მუშაობას ვაპირებ. -ძალიან ცუდ თამაშს თამაშობ ჩემო ბნელეთის დედოფალო!- -ისე ნუ ამბობ თითქოს არ მოგწონდეს ეს სიტუაცია. -სიტუაცია მომწონს,მაგრამ ამ ყველაფრის ბოლო ჩევნს სასარგებლოდ არ დასრულდება ხომ იცი? -ცხოვრებაში პირველად მზად ვარ მარცხოსთვის და შემარგე. -ნამდვილად გიჟი ხარ!-გაიცინა კახამ და თვალი ჩაუკრა. გამარჯვებული გამოაცხადეს და ვინ იქნებოდა თუ არა ტაისია.ტაისიამ და გაბრიელმა კარგად იცოდნენ როგორც დასრულდებოდა ეს საღამო და ორივე კმაყოფილი იყო,ამიტომ ფორმალური საკითხები მალევე მოაგვარეს.მიუხედავად იმისა,რომ მათი მიზნები სხვადასხვა იყო,მათ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აერთიანებდათ,რასაც არაფრის დიდებით არ აღირებდნენ. ცხოვრების მართვა არც თუ ისე ადვილია,მით უმეტეს როცა გარშემო ზედმეტად ბევრი ადამიანია ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.ტაისია და გაბრიელს კი ეგონათ,რომ ყველაფრის მართვას შეძლებდნენ,მაგრამ ერთი რამ ავიწყდებოდათ:შეუძლებელია საკუთარი გრძნობების კონტროლი,იმდენად რომ საკუთარ თავს გადააბიჯო და ის ადამიანი დაივიწყო,რომელმაც სამუდამოთ ამოძერწა თავისი სახელი გულში,რომელიც ისედაც მას ეკუთვნოდა. *** შენობა ზღვასთან ახლოს არ იყო,მაგრამ კარგად მოჩანდა ჰორიზონტი.ის იმდენად ახლოს და ამავ დროულად მიუწდომელი იყო,როგორც გაბრიელი და ტაისია ერთანეთისგან.გაბრიელი რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცოხვრება შორიდან აკვირდებოდა ტაისიას,ვერ ხვდებოდა,რომ მისგან თავის დაღწევა შუძლებელი იყო.დანახვისთანავე მოიხიბლა შავი თვალებით.პატარა და შეშენებული გოგო თვალები ზედმეტად ამოუცნობი იყო.ამან აიძულა შორიდან დაკვირვება,ყოველთვის როდესაც თავისი და ტაისიას სანახავად მიემართებოდა გაბრიელიც თან ახლდა.ბევრჯერ უნახავს ცრემლებით სავსე თვალებით როგორ ეხუტებოდა თავის დას ან უბრალოდ საათობით რომ შეეძლოთ საუბარი ან უბრალოდ როგორ აიძულებდნენ ერტმანეთის რაღაც სიგიჟის გაკეთებას.ამ თვალთვალში კი ვერ იგრძნო როგორ გახდა ეს შავ თვალება გოგო მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი,რომ გონებიდან ვერ ამოიგდო.მათ ხომ საუბრითაც არ უსაბრიათ ერთმანეთთან.მერე წასვლა აიძულეს.არ უნდოდა,ვერ ხვდებოდა და ბევრი წინააღმდეგობაც გაუწია მშობლებს,მაგრამ დედას ცრემლებს ვერ გადააბიჯა,დედასთვის მიცემული პირობა უპირველესი იყო ყოველთვის.ამიტომ დატოვა მეგობრებიც,უნივერსტეტიც და გაუგებარი მიზეზების გამო გაჰყვა ოჯახს იქ სადაც არაფერი არ იყო მშობლიური და ნაცნობი. შენობის ინტერიერი მზად ჰქონდა და გაბრიელისთვის უნდა წარედგინა თუ მასაც მოეწონებოდა სარემონტო სამუშაოები დაიწყებოდა.ცარიელ და ცივ შენობაში პიირველი მივიდა,ყველაფერი თავიდან დაათვალიერა და კიდევ ერთხელ წარმოიდგინა თუ რამდენად ლამაზი იქნებოდა ყველაფერი ბოლოს.დიზაინის შექმნის დროს ყველა დეტალს აკვირდებოდა და წარმოიდგენდა მოეწონებოდა თუ არა ეს ნანუკას,რადგან ყველაფერი ისედაც მისი ხსოვნისთვის კეთდებოდა.მალევე გაიგო გაბრიელის მანქანის ხმა და რამდენიმე წამში ისიც გამოჩნდა.ტაისიას თავი დაუკრა და მაშინვე ინტერიერის დათვალიერებას შეუდგა.მალე დაასრულა დათვალიერება და ტაისიას ამოუდგა გვერდით,რომელიც ფანჯრიდან,როგორც ყოველთვის ზღვას გაჰყურებდა: -მოგეწონა?-სიჩუმე ტაისიამ დაარღვია. -მე არა,მაგრამ ნანუკას მოეწონებოდა. -ანუ არაფრის შეცლა მომიწევს? -არა იყოს ყველაფერი ისე როგორც არის! -ზედმეტად ხომ არ მენდობი? -შენ არა,მაგრამ შენში არსებულ ადამიანს,რომელსაც ნანუკა აღმერთებდა კი. -გგონია ნანუკასთვის ამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი? -მიუხედავად იმის,რომ ამის აღიარება არ მინდა ასე გამოდის!-ჩაიღიმა და თავი გააქნია გაბრიელმა. -ვერ ვხვდები! -რას? -ერთ დღეს ისე მიყურებ თითქოს მზად ხარ მაშივე მომკლა,მეორე დღეს კი სულ სხვანაირი გაბრიელი ხდები. -სხვანაირი როგორი ტაისია?-მხოლოდ ახლა გაუსწორა მზერა. -ადამიანი,რომელსაც ჩვეულებრივი ემოციებიც ახასიათებს გარდა სიძულვილისა. -შენი აზრით მძულხარ? -არ ვივი,ყოველი შემთხვევისთვის არ მიდნა,რომ ასე იყოს. -მეც არ მინდა,მაგრამ გარემოება ამის უფლებას არ მაძლევს.-გაბრიელის ბოხი ბარიტონი თავბრუს ახვევდა ტაისიას,ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და შუბლი გაბრიელის შუბლს მიაბჯინა. -რა იქნებოდა აქ,ახლა...ან სხვაგან....უბრალოდ გაბრიელი და ტაისია,რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს,ამ ყველაფრის გარეშე!უბრალოდ მე და შენ! -მაგრამ იმ ყველაფრის გაქრობა,რაც მოხდა შეუძლებელია.ვერც უბალოდ გაბრიელი და ტაისია იარსებებენ!არ უხდება ტაისია ამირეჯიბს ოცნებებში გადავარდნა.-ირონიულად ჩაიცინა და თავი უკან გასწია.ტაისია თითქოს გონს მოეგო და ახლა მიხვდა რაც გააკეთა. -პროექტი მზად არის,როგორც ამბობ არაფრის შეცვლას არ აპირებ და შეგიძლია ხვალვე დაურეკო მუშებს.თუ მეტი არაფერი გაინტერესებს მე წავალ. -ნუთუ ჩემმა სიტყვებმა გული გატკინა? -შენი სიტყვები ჩემზე ვერასდროს ვერ იმოქმედებ ისე ძალიან ,რომ გული მეტკინოს! -შენს ადგილას ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი. -თავდაჯერებული იდიოტი.- შებრუნდა,ხმა მაღლა ჩაილაპარაკა და სწარაფად დატოვა შენობა.გაბრიელს გაეღიმა ქალის საქციელზე და უკვე ფანჯრიდან უყურებდა მიმავალს. *** რამდენიმე დღე ისე გავიდა,რომ გაბრიელს არსად არ შეხვედრია,როგორც კატერინასგან გაიგო მუშებმა მუშაობდა უკვე დაიწყეს,თვითონ მთლიანად თავის სამუშაოს დაუბრუნდა,ისევ მოსაწყენი შეხვედრები კახასთან ერთად და მთლიანად რეალობისგან გაქცევა.გარშემო ყველაფერი ზედმეტად მშვიდი ეჩვენებოდა და ეს ძალიან აბნევდა.თითოეულ წამს ელოდა გაბრიელიგან ნაბიჯს,მაგრამ თითქოს ხელსაყრელ დროს ელოდებოდა,რომელიც ვერ დადგა და ვერ დადგა.ვერასდროს ვერ იტანდა ლოდინის რეჟიმს, მითუმეტეს მაშინ,როცა თავდასხმას თვითონ არ ახორცილებდა. ტაისიას თავის კაბინეტში იყო სასტუმროში,როცა კარი უეცრად ვატომ შეაღო.მამის ნახვა გაუკვირდა,თან ბოლო საუბრის შემდეგ: -მამა აქ რა გინდა?. -ჩემო პრინცესა როგორ ხარ?-გაკვირვებულ შვილს მოეხვია და მისი სურნელი ჩაისუნთქა,როგორც ყოველთვის აკეთებდა ისე. -კარგად მამა,შენ როგორ ხარ? -კარგად შვილო,დედაშენის და შოთას ხელში როგორ ვიქნები. -შენი არჩევანია,ვერაფერს ვიტყვი სხვას.-მიუთითა, რომ თავის მოპირდაპირე სავარძელში დამჯდარიყო და თვითონ ისევ მაგიდას მიუჯდა. -რას ვიზამთ,ალბათ ასე იყო საჭირო.-ამოიხვნეშა და ისე უპასუხა -რა ხდება მამა?არ მეტყვი რატომ ჩამოხვედი? -ისე უბრალოდ არ შეიძლება,რომ შენს სანახავად ჩამოვსულიყავი? -მამაა ხომ იცი, რომ ამას არ დავიჯერებ. -გვითვალთვალებენ! -და რა არის აქ ისეთი, რომ შენ ასე ძალიან ხარ შეწუხებული?პირველად ხდება თუ მეორედ.შოთას მორიგი ფინიები იქნებიან,მოვიშორებ როგორმე. -ტაისია შენი აზრით აქ იმიტომ მოვიდოდი, რომ ვიღაც იდიოტები გვითვალთვალებენ?ისევ გამოჩდნენ!წინაზე ნანუკა შეიწირეს.ახლა კი ღმერთმა იცის რა ჯანდაბა მოხდება.- -ნანუკას მკვლელები გამოჩდნენ?-მაშინვე დაიძაბა როგორც კი ნანუკას საახელი გაიგო.-ანუ მათი დაჭერა შესაძლებელი ხდება? -ტაისია რა დაჭერა?ქვეყნიდან უნდა წახვიდე! -გგონია გავიქცევი?-ჩაიცინა ტაისიამ. -არა არ გაიქცევი უბრალოდ ქვეყნიდან წახვალ და მანამ არ ჩამოხვალ სანამ შოთა ყველაფერს არ მოაგვარებს! -რას მოაგვარებს შოთა?რამის მოგვარება, რომ შეეძლოს არავინ არ ემსხვერპლებოდა მის ბუნძურ ცხოვრებას!-ხმა აწეული საუბრობდა. -ტაისია ჩვენ ვეღარეფერს ვეღარ შევცლით!ცხოვრება გრძელდება და დროა შენც გააგრძელო. -რომელ ცხოვრებაზე მესაუბრები მამა?შენი აზრით ჩემს არსებობას ცხოვრება ჰქვია? -ჩემო პრინცესა გთხოვ დამშვიდდი და დამიჯერე.აქედან უნდა წახვიდე თან სასწრაფოდ. -მამა ხომ იცი,რომ არ წავალ. -შოთა მაინც გაიძულებს ხომ იცი? -ისევ დამაშანტაჟებს?მაგრამ გავიწყდებათ,რომ დასაკარგი აღარეფერი მაქვს. -გთხოვ თბილისში მაინც წამომყევი.ყველაფერი კარგად განვიხილოთ და მოვიფიქროთ როგორ ვიმოქმედებთ.ტაისია,გთხოვ,ჩემი ხათრით მაინც.-ისეთი თვალებით უყურებდა უარი ვერ უთხრა მამას.სადღაც გულის სიღრმეში ეგოისტურად მოსწონდა კიდეც,რომ მამა მასზე ასე ძალიან ღელავდა,რადგან დედის მხირდან არასდროს უგრძვნია იმავე. -კარგი მამა.ჩემს ნივთებს ავიღებ და გავიდეთ.-გაუღიმა და წამოდგა. -მე ქვემოთ მანქანასთან დაგელოდები.-მიაძახა მიმავალ შვილს და ქვემოთ ჩავიდა.დაცვას უბრძანა მანქანა მოეყვანათ.ტაისიამ უბრალოდ ჩანთა აიღო,თბილისში ისედაც ყველაფერი ჰქონდა რაც დასჭირდებოდა და მალევე ჩავიდა.ვატომ მომავალი შვილი,რომ შეამჩნია მანქანაში დალოდება გადაწვიტა და მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი.ტაისია უკვე კარიდან გადიოდა,როცა ზარის ხმა გაიგო.უცხო ნომრიდან ურეკავდნენ,მაგრამ მაინც გადაწყვიტა ყურმილი აეღო და იმის ხმა გაიგო,ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. -ტაისია... -გაბრიელ? -ტაისია მანქანაში არ ჩაჯდე და მამაშენს უთხარი გადმოვიდეს....ტაისია სწრაფად!-ღრიალებდა მაღლაფერიძე,მაგრამ გვიანი აღმოჩნდა.მანქანა ჰაიერში აღმოჩნდა და ისევ ცეცხლის ალი უწვავდა ტაისიას ყვლაფერს.ისევ იგივე სცენა,ისევ იგივე განცდა,უკვე მშობელის დაკარგვის,ისევ ბურუსმა მოიცვა ყველაფერი.... *** გონს იყო,მაგრამ თვალებს ვერ აშორებდა ერთმანეთს.თითქოს ყველაფერი სიზმარი იყო და გამოღვიძებას ცდილობდა.თავი საშინლად სტკიოდა და კანკალებდა.ხელზე ვიღაცის შეხება იგრძნო და ისევ ეცადა გამოფხიზლებას,მაგრამ ამაოდ.კადრების გახსენება დაიწყო,მაგრამ ვერაფრით ვერ გაარჩია,სიმართლე იყო თუ სიზმარი,უფრო აუკანკალდა სხეული.რაღაც თბილი მოაფარეს და ოდნავი შვება იგრძნო.გონება უფრო და უფრო უნათდებოდა,ახლა ყველაფერს უფრო ცხადად ხედავდა.შეუძლებელი იყო ეს სიმართლეე ყოფილიყო.ბოლოს ძალები მოიკრიბა და ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა.აშკარად მისთვის უცხო გარემოში იყო.ხელის მოჭერა იგრძნო და ბოლოს მისი ხმა: -ტაისია... -გაბრიელ?-ზედმეტად დასუსტებული ხმით ამოთქვა მაღლაფერიძეს სახელი. -როგორხ ხარ?-მამკაცის ხმაში სიფრთხილის ნოტები ჩანდა. -მე...მგონი რაღაც ისე არ არის....მე...მანქანა...აფეთქება,-სწრაფად აბრიალებდა თვალებს და კადრების აღდგენას ცდილობდა,ბოლოს თვალები აემღვრა.-მამაჩემი გაბრიელ....ის მანქანაში იყო...-ამოიტირა და წამოდგომა სცადა-მამაჩემთან მინდა,მასთან უნდა წავიდე,-წამოდგა და თავბრუც დაეხვა,იატაკზე აღმოჩნდებოდა,რომ არა გაბრიელი და ისევ საწოლში დააბრუნა. -ტაისია გთხოვ დამშვიდდი... -რატომ ვერ ვდგები?რა ხდება?მე უნდა წავიდე,მამასთან უნდა წავიდე.სად ვარ?გაბრიელ თქვი რამე,რა ჯანდაბა ხდება?-არაფრის ძალა არ ჰქონდა მაგრამ ტვინი განგაშის სიგნალს გადმოსცემდა და იცოდა,რომ უნდა ამდგარიყო,რომ რაღაც ისე არ იყო,რომ მის თავს დიდი უბედურეა ხდებოდა. -ჩემთან ხარ სახლში.გული წაგივიდა.-სრულიად დაბნეული იყო,არ იცოდა რა უნდა ეთქვა ან როგორ ეთქვა,რომ მამა აღარ ჰყავდა.გაბრილის სიტყვები შორიდან ჩაესმა და ისევ კადრებს დაუბრუნდა,ბოლოს ყველაფერი გააცნობიერა და ისევ წამოდგა,გაბრიელმა რეაგირება ვერ მოასწრო. და ტაისია მუხლებზე დამხობილი აღმოჩდა,მაგრამ სწრაფად წამოდგა და კარისკენ დაიძრა -ტაისია შენთვის მოძრაობა არ შეიძლება,გთხოვ დამშვიდდი და უკან დაბრუნდი.-ტაისიას ნაბიჯებს მიჰყვებოდა და რაც შეიძლება მშიდად ესაუბრებოდა.ტაისია კი ყურადრებას არ აქცევდა,მისახებ ოთახში რომ გავიდა,ისევ კარის ძებნა დაიწყო.გარეთაც გაახწია არემარეს გახედა,ვერ იცნო ადგილი,მაგრამ ინსტიქტურად მოაძრაობდა.ჭიშკარი იპოვა ქუჩაში გავიდა.გაბრილი კი არაფერს არ აკეთებდა უბრალოდ მიჰყვებოდა.ტაისია უცებ შეჩერდა და უკან შემოტრიალდა -შენ?რატომ დამირეკე?შენ რომ არ დაგერეკა მეც იქ ვიჯდებოდი...აფეთქდა....ისევ აფეთქდა...მამა ცოცოხალი აღარ არის ხომ?მამა დავკარგე?მე მამასთან მინდა....სად ვარ...აქ რატომ ვარ?-ბოლოს დაიყვირა და ისევ მუხლებზე აღმჩნდა.ტვინმა ვეღარ გაუძლო და ისევ გაითიშა.გაბრიელმა,მშვიდად დაიხარა,ხელში აიყვანა და ისევ ოთახში დააბრუნა. *** მთელი ღამე გათიშული იყო,ერთხელაც არ განძრეულა,გაბრიელი კი სავარძელში მოკალათებული მის ძილს დარაჯობდა,ერთი წუთითაც არ მოუხუჭავს თვალი.ფიქრობდა რა უნდა ეთქვა,როცა გაიღვიზებდა ან როგორ მოქცეულიყო,საერთოდ ეთქვა თუ არა რამე.მას არც ნუგეში გამოსდიოდა და არც ისეთი სიტყვების თქმა, რაც ტაისიას დაამშვიდებდა და საერთოდ არსებობდა ისეთი რამ,რაც ადამიანის დაამშვიდებს ასეთ სიტუაციაში?რამდენიმე წლის წინ თვითონ იმავე სიტუაციაში იყო,რომელშიც ახლა ტაისიაა და კარგად ესმოდა თუ რამდენად განადგურებული შეიძლება ყოფილიყო.ტაისიას ტკივილი სტკიოდა და ეს უფრო აღიაზიანებდა.საერთოდ რატო დაურეკა?შეიძლება პირადად ვატოსთან არ ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ის მთლიანად ტაისიას ოჯახს ერჩოდა და თავისუფლად შეეძლო ამ ყველაფრისთვის შორიდან ეყურებინა და დამტკბარიყო იმით რაც ისედაც სურდა,მაგრამ არანაირ ემოციას არ გინიცდიდია გარდა თანაგრძობისა.რა თქმა უნდა,ტაისიას თანაუგრძნობდა,რისი დამალვაც ძალიან უჭირდა და საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა. სრულიად უემოციოდ გაახილა თვალები,არც არაფრის გახსენება დასჭირვებია და არც კადრების აღდგენა,გონებამ უკვე კარგად დაიმახსოვრა,რომ მამა აღარ ჰყავდა.იყო თუ არა ეს დადასრული?ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ,მაგრამ ტაისიასთვის რაღაც მართლა დასრულდა.ვერც გონებამ და ვერც სულმა ვერ აღიქვა ტკივილი ან უბრალოდ ყველაფერი დაბლოკა,რომ უბრალოდ წამომდგარიყო.ასეც მოიქცა და კარგად დაინახა გაბრიელის სილუეტი.საერთოდ ვერ წარმოედგინა რა უნდა ეთქვა ან რა უნდა ეფიქრა,მაგრამ ფაქტი იყო,რომ არაფერი არ უნდოდა გარდა იმისა,რომ გამქრალიყო,მაგრამ ესეც არ შეეძლო ამიტომ უბრალოდ გაბრიელთან მივიდა,რომელიც საერთოდ არ იძვროდა და უბრალოდ ქალის მოქმედებებს აკვირდებოდა.ტაისია მუხლებზე დაეშვა.აი ასე გაბრილის წინაშე მუხლებზე იდგა და თავი ჰქონდა ჩამოწეული,რამდენიმე წამში კი თვალი გაუსწორა.გაბრიელი იმდენ რამეს ამჩნევდა მის თავლებში შეეშინდა კიდეც დიდიხანს მათი ყურება.ტაისიას მორიგ მოქმედებას ელოდა და გული გამალებით უცემდა: -მამასთან მინდა...ბოლოჯერ!...წამიყვან?-ისეთი ხმით უთხრა გაბრიელს ყველაფერი ერჩივნა ოხონდაც ახლა იქ არ ყოფილიყო და ეს ყველაფერი არ მოესმინა.რატომ?საყვრელი ადამიანის ტკივილი იმაზე მეტად გტკივა ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია,მითუმეტეს მაშინ როცა დახმარება არ შეგიძლია და უძლური ხარ. -წაგიყვან.- წამოდგა,ხელი გაუწოდა, რომ ტაისიაც წამოეყენებინა და მალევე იგრძნო ტაისიას აკანკალებული ხელების შეხება.ისე ძლიერ ებღაუჭებოდა თითქოს რაღაცას ართმევდ ნენ და ის ბოლომდე ცდილობდა შენარჩუნებას.თვითონაც ძლიერ მოუჭირა და უკან გაიყოლა გოგონა.მანქანის კარი გამოუღო და ღვედიც თვითონ შეუკრა,ბოლოს მის გვერდით მოთავსდა და მანქანაც დაძრა. *** შავი რენჯ როვერი ცოტა მოშორებით გაჩერდა,ყველგან ხალხი იეროდა და ბევრი მანქანაც იყო.ტაისიას საშინლად აღიზიანებდა,რომ გარშემო ამდენი ხალხი ირეოდა,შორიდან სოფოს ხმაც მოესმა და უფრო მოაწვა სისიხლი ტვინში,რადგან ყველა მომენტმა გადაურბინა როცა უმიზეზოდ მართავდა ისტერიკებს და ვატოს მშვიდად ცხოვრებას არ აცდიდა,ახლა კი მისი ქვითინი,რომ ესმოდა უნდოდა,რომ უბრალოდ გაჩერებული .ძლივს მოთოკა თავი, რომ არ გადაუსილიყო და ყველასთვის არ ეღრიალა წასულიყვნენ და მარტო დარჩენის უფელაბ მიეცათ მამასთან.მანქანიდან უყურებდა,როგორ მიჰქონდათ კუბო,ბოლოს მხოლოდ კუბოს გარშემო შემოკრებილ ხალხს ხედავდა,მაშინაც უნდოდა,რომ ყველა გაეყარა იქედან,მაგრამ ისევ უყურებდა და უყურებდა დაკრძალვის პროცეს და ერთი ცრემლიც კი არ გადმოუგორებია თვალებიდან.გაბრიელიც ყურებდა ამ ყველაფერს და ტაისიასაც აკვირდებოდა,ცდილობდა მისი განცდების ამოცნობას,ვერ წამროედგინა რა უნდა ეფიქრა იმის შემდეგ,რაც ტაისიას უბრალოდ იჯდა და მამის დაკრძალვას მანქანიდან აკვირდებოდა,ერთი წარბიც კი არ შეურხევია,მაგრამ თვალები იმაზე მეტს ამბობდნენ ვიდრე ტაისია დამალვას ცდილობდა.ყველა უკან ჩაგორებული ცრემლიც ანადგურებდა და ყველაფერი ის რისი გადატანაც უწევდა.გაბრილს არაფერი არ უთქვამს უბრალოდ იჯდა და თვითონაც ელოდა. როგორც იქნა მორჩა ყველაფერი და გარშემო ყველაფერი დაცარიელდა.მანქანიდან გადავიდა.ნელა მიიწევდა სასაფლაოებს შორის და ბოლოს დანიშულების ადგილსაც მიაღწია.გარშემო ბევრი ყვავილი ელაგა,ვერ იტანდა ყვავილებს სასაფლაოზე,თითქოს სიტუაციის ტრაგიზმს შეგნებულად აქრობდა.დიდხანს უყურა სასფლაოს ან იქნებ სულ რამდენიმე წამი,მაგრამ დროის აღქმა ნამდვილად დაკარგა.იდგა და ერთ წერტილს უყურებდა,არ იცოდა რა უნდა ექნა,უბრალოდ ეყვირა და ტირილი დაეწყო თუ როგორც ტაისია ამირეჯიბს შეეფერებოდა თავისი ემოციები გაეკონტროლებინა.ყველაფერს აკეთებდა ოღონდაც გარდაცვლილ მამაზე არ ეფიქრა,რომლის სასფლავის წინაშეც იდგა. -და ახლა რა ვქნათ მე და შენ მამა?-როგორც იქნა ამოთქვა და რამდენიმე ცრემლი ერთად გადმოაგორა.-ჯანდაბა რა უნდა ვქნა?შენც წახვედი.....საერთოდ არ გადაგრდებთ ხომ მე აქ მარტო რომ მტოვებთ? მე ხომ საერთოდ არ ვატარებდი შენთან დროს,რატომ ვიყავი შენგან სულ ამდენად შორს?რატომ არ გეუბნებოდი რომ მიყვარხარ?!ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ ხომ იცი?-წინადადება დაასრულა და ისტერიკილი სიცილი აუვარდა,ისევ მუხლებზე დაეცა და ახლოს მდგომი გაბრიელი წამებში მასთან გაჩნდა-გესმის გაბრიელ?გესმის არა რასაც ვამბობ?მითხარი ვის ვესაუბრები?ვინ გასცემს ჩემს კითხვებს პასუხს?გაბრიელ ეს როგორ დავუშვი როგორ არ ვუთხარი,რომ მიყვარდა,ყველაზე მეტად ის,რომ მიყვარდა როგორ არ ვუთხარი.-მხარზე ჩამოადო თავი და უფრო უმატა ტირილს.გაბრიელმა ხელები შემოხვია,რამდენიმე წუთში ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა. ტაისიას წინააღმდეგობა არ გაუწევია ისედაც არ ჰქონდა ძალა.როცა რეალობის აღქმა დაიწყო და მიხვდა რომ გაბრიელს სასტუმროში მიჰყავდა უცებ წამოიწია. -იქ არ მინდა!-ზედმეტად ცივი გაუხდა ხმა.გაბრილი კი საკუთარ თავზე გაბრაზდა,ხომ იცოდა,რომ იმ ადგილის დანახვა კიდევ უფორე მეტად ატკენდა.უცებვე შემოატრიალა მანქანა და სხვა მიმართილებით განაგრძო სვლა.-შეგიძლია აგარაკზე, სადაც ნანუკას ნახატებს ვინახავდიიქ მიმიყვანო. -მარტო ვერ დაგტოვებ. -შენ ისედაც იმაზე მეტი გააკეთე ვიდრე....-წინადადება შუაში გაუწყდა როცა მიხდა, რომ ამ დროის მანძილზე გაბრიელი ერთი წამითაც არ მოშორებია.-საერთოდ რატომ გააკეთე? -ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის! სახლში რატომ არ მიდიხარ? -რომელ სახლში?-გაიკვირვა ტაისიამ. -შოთასთან და დედაშენთან ახლა მათ სჭიირდები შენ კი მანქანიდანაც არ გადასულხარ სანამ ისინი იქ იყვნენ. -უბრალოდ იქ მიმიყვანე სადაც გითხარი.-ისევ ეს შეუვალი ტონი და გაბრიელსაც ხმა აღარ ამოუღია,მაგრამ არც ტაისიას მოთხოვნა შეასრულა და ისევ თავის სახლში მიიყვანა.-აქ რა მინდა გაბრიელ? -ერთხელ უკვე ვთქი და მეორეჯერ აღარ გავიმეორებ.-კარი თვითონ გაუღო და ანიშნა გადასულიყო.რობოტივით გადავიდა და სახლში შეჰყვა გაბრიელს.-ორი დღეა არაფერი გიჭამია,შენ აქ დაჯექი და რამეს მოგიტან.-მდივანზე მიუთითა. -გაბრიელ არ მინდა არაფერი. -იჯექი მანდ და მალე მოვალ.-არც კი დაუგდო ყური,მაგრამ რამდენიმე წუთში გოგონა მდივანზე წამოწოლილი და ჩაძინებული დახვდა.ტუჩის კუთხე ჩაუტყდა,მაგრამ იმ წამსვე გააქნია თავი და ტაისია ისევ ხელში აიყვანა,რომ საძინებელში შეეყვანა,საბანი გადააფა შუქი ჩააქრო და ოთახიდან გავიდა. ორი დღეა მხოლოდ ტაისიაზე ზრუნავს და მას დაჰყვება და ამ ყველაფერ სრულიად გაუცნობირებლად აკეთებს.გონება კი განგაშის სიგნალს გადმოსცემს რომლის ჩახშობასაც გაბიელი მთელი ძლაებით ცდილობს.რას აკეთებს მართლაც რომ?რატომ აკეთებს?განა არ იცის რომ ამ ქალზე 10 წელია შეყვარებული არის მაგრამ ამავე 10 წელია ვერ იტანს,ან უბრალოდ თავს იტყუებს.სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია ისევე როგორც სიძულვილიდან სიყვარულამდე.რამდენჯერ გადადგა გაბრიელმა ეს ნაბიჯები ვინ იცი?! ტაისიაზე ფიქრს ისევ საქმეზე ფიქრი ამჯობინა ამიტომ ტელეფონი მოიმარჯვა და მალევე გაისმა ხმაც. -როგორ ხარ? -შემ საერთოდ ნორმალური ხარ?სად ჯანდაბაში გაქვს ეგ ტელეფონი ან შენ სად ხარ.იცი მაინც რა ჯაბდაბა ხდება? -რა ხდება ანუკი? -ტაისიას მამა გარდაიცვალა....უფრო სწორედ. -ვიცი ანუკი,მეც იქ ვიყავი. -რაა?იქ რა გინდოდა? -ანუკი როდის მერე გაბარებ ანგარიშს? -ხვდები მაინც რას ჩადიხარ?ან ტაისიას სად არის?მოიცა, რომ ამბობდნენ ვიღაც უცნობმა ხელში აიტაცა და წაიყვანაო შენ იყავი?-როცა ტელეფონის მეორე მხრდიან დუმილის მეტი არაფერი იყო ისევ თვითონ გააგრძელა-არა მართლაც რომ გაგიჟდი!სად ჯანდაბაში გყავს ადამიანი?შოთა გაგიჟებული დაეძებს.შოთა კი არა მგონი მთელი ქვეყანა იმაზე საუბრობს რატო არ იყო ტაისია ამირეჯიბი მამის პანაშვიდზე. -ერთი წუთით მაინც თუ გაჩერდები გეტყვი! -გისმენ. -დიახ ტაისია ჩემთან არის და მამის დაკრზალვაზეც იყო უბრალოდ არ გამოჩენილა.ალბათ მალე დაბრუნდება... -მოიცა შენთან თავისი ნებით არის? -ანუკი რა გჭირს?განა ძალით გავაჩერებდი იმ ადამინს ჩემთან,რომელმაც მამა ორი დღის წინ დაკარგა? -ხვალ ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები! -კიდევ რამე ხომ არ გნებავს ქალბატონო? -გაბრიელ!-გაბრაზებულმა წარმოთქვა. -წავედი.არ მცალია. -გაბრიელ იცოდე ისევ თუ გადაიკარგები... -ანუკი ხვალ დაგირეკავ!-საუბარი გააწყვეტინა და გაუთიშა.სუფთა ჰაერზე გავიდა,რომ გონება დაეძაბა და იმაზე ეფიქრა თუ რას გააკეთებდა მომავავალში.ახლა არ იყო ის დრო,რომ გრძნობებს მისცემოდა.ნანუკას მკვლელები გამოჩნდნენ,ამდენი ძებნის შემდეგ თვითონ მოვიდა გაბრიელთან და ახლა უბრალოდ მოქმდების დრო იყო! 6 თავი თვალები,რომ გაახილა ისევ ნაცნობ ოთახში აღმოჩნდა,უცებვე წამოდგა და მისაღებში გავიდა, სადაც დივანზე ჩაძინებული გაბრიელი დახვდა და ოდნავ ჩაეღიმა,უზომოდ მადლიერი იყო ამ ადმიანის,ის რომ არა არც იცის როგორი იქნებოდა ეს დღეები.გაბრიელთან ჩაიმუხლა და კარგად დააკვირდა მის ნაკვთებს,თმაზე გადაუსვა ხელი და ჩუმად წარმოსთქვა: -მადლობა ყველაფრისთვის გაბრიელ.-ლოყაზე აკოცა და დატოვა.უკან მოუხედავად დატოვა მაღლაფერიძეს სახლი და არც ფხიზლად მყოფ გაბრიელს შეუჩერებია ის,რადგან იცოდა,რომ ამით პირველ რიგში საკუთარ პრინციპებს უღალატებდა და თავისი დის საფლავზე დადებულ სიტყვას გატეხდა,ამიტომ ყველანაირი ძალა მოიკრიბა,რომ არ ამდგარიყო და არ გაჰყოლოდა ტაისიას. პირველ რიგში სასტუმროში დაბრუნდა,უფროსწორედ უკანა შესასვლელიდან შეიპარა,რადგან უამრავი ჟურნალისტი იდგა მთავარ შესასვლელთან და არც იმ მომენტის თავიდან გახსენება უნდოდა.როგორც კი თავი მოიწესრიგა კახას დაურეკა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა.კახამაც არ დააყოვნა და რამდენიმე წუთში ტაისიასთან გაჩნდა: -არც კი იცი როგორ შემაშინე.-გონს ვერ მოვიდა ისე მალე მოხვია კახამ ხელები,როგოც კი მოშორდა და თვალებში ჩახედა ტაისიას,მაშინვე იგრძნო მისი მწუხარება.-ვიზიარებ... -მანაც დამტოვა...-თვალები აუცრემლიანდა და არც უფიქრია ცრემლების შეკავება.ისევ ჩაეხუტა კახა და მის დამშვიდებას ეცადა.-ის კაცი უნდა ვიპოვო!-მოშორდა და ცრემლებიც შეიმშრალა,ახლა ზლუქუნის დრო არ იყო,მკვლელი უნდა ეპოვა,და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. -რომელი კაცი? -ნანუკას სიკვდილს,შოთა,თენგიზ ჯაჭვლიანს უკავშირებს,ამიტომ მას მოვძებნით. -დარწმუნებული ვარ ბაბუაშენი ისედაც გაცეცხლებული ეძებს. -მასზე ადრე მე უნდა ვიპოვო,მაგრამ ჯანდაბა! გაბრიელი,ის ხელს შემიშლის. -არამგონია,არც ისე ადვილია მაგ კაცის პოვნა,მით უმეტეს თუ მასზე არსებულ ჭორებს დავიჯერებთ. -კახა მგონი დროა ჩვენი ძველი მეგობარი შევაწუხოთ. -მანამდე ჯობია თბილისში ჩახვიდე და შოთა ნახო,მას უკვე ეცოდინება,რომ აქ ხარ.-საშინლად არ უნდოდა ახლა თავისი ოჯახის წევრების ნახვა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.მალევე გაემზადა და კახასთან ერთად თბილისისკენ გაემართა.როგორც კი სახლს მიადგნენ თვალებზე ისევ ცრემლი მოადგა,ახლა ვინღა შეხვდებოდა მომღიმარი სახით ან ვინ დაამშვიდებდა შოთას კაბინეტიდან გამოსულს.კახამ მანქანა გააჩერა და ტაისიას გადახედა: - ხვდები,რომ ახლა იმაზე მეტი სიძლიერე უნდა გამოიჩინო ვიდრე ოდესმე?-თვალებში უყურებდა მეგობარს და უნდოდა,რომ იქედან წაეყვანა,რადგან ვერ უძლებდა ტაისიას ასეთ გამოხედვას,მაგრამ უკან დასახევი გზა არ იყო.ტაისიამ უბრალოდ თავი დაუქნია,ცრემლები მოიწმინდა და მანქანიდან გადავიდა.კარები მარინამ გაუღო და მაშინვე გაუნათდა ქალს სახე: -ჩემო ლამაზო დაბრუნდი,იცი მაინც როგორ შეგვაშინე,-მაშინვე ჩაეხუტა და თმაზე მოეფერა.-ისევ მოგიწია იმ საშინელი კადრების დანახვა,ჩემო გოგოვ სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი-დანანებით აქნევდა თავს და ისე მოთქვამდა. -მარინა დეიდა შოთა სად არის? -კაბინეტში.- -დედა? -თავის ოთახშია,რაც დაკრძალვიდან დავბრუნდით არ გამოსულა,უკვე მეშინია,იქნებ შეხვიდე და ნახო?-ეტყობოდა ქალს,რომ სიფრთხლეს იჩენდა სიტყვების წარმოთქმისას.ტაისიას არაფერი არ უთქვამს,აუყვა კიბეებს და კაბინეტში შესვლას აპირებდა,როცა რაღაც უხილავმა ძალამ შეაჩერა და სოფოს საძინებლისკენ გაემართა.დაუკითხავად შეაღო კარები და ოთახი მოთვალიერა,როცა იქ არავინ არ დახვდა მეორე კარებისკენ გაემართა სადაც ვატოს კაბინეტი იყო.მაგიდაზე თავდამხობილი იჯდა სოფო და საერთოდ არ ინძრეოდა. -დედა....-აღმოხდა აკანკალებული ხმით ტაისიას.ნელა წამოყო სოფომ თავი და ჩაწითლებული თვალები მიანათა შვილს. -დაბრუნდი? -დავბრუნდი.-ნელა მიუახლოვდა დედას და მის წინ ჩაიმუხლა. -დაკრძალვაზე არ იყავი!-შვილისკენ შეტრიალდა და მისი სახე ხელებში მოიქცია. -მეც იქ უნდა ვყოფილოყავი,სულ ერთი წუთი და მეც იქ მასთან ერთად ვიქნებოდი,ერთის მაგივრად ორი ადამინის სული უნდა დაგეტირა დედა. -მაგას როგორ მეუბნები?-ხელები მოაშორა შვილს და ცივი მზერა მიანათა,-ის იქ შენს გამო იყო და შენ ამბობ,რომ შენც უნდა მომკვდარიყავი,მან შენ გადაგარჩინა! -ისევ!ისევ მე გადავრჩი,როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე დედა?მითხარი როდემდე უნდა ვაგოთ პასუხი იმ დანაშაულზე,რომელიც ჩვენ არ ჩაგვიდენია? -ტაისია გთხოვ... -ნუ მთხოვ დედა,შენ კარგად იცი ვის გამოც გარდაიცვლა მამა,ჩვენ მას მთელი ცხოვრება გავუმწარეთ,ნუთუ ის ასეთ სიკვდილს იმსახურებდა? -შოთა იპოვის იმ კაცს და ყველაფერს მოაგვარებს. -ნუთუ ესეც არ არის საკმარისი,რომ სიმართლე გააცნობიერო...კიდევ რა უნდა მოხდეს დედა?იქნებ მეც უნდა დამინახო იმ დაწყევლილ კუბოში,რომ მიხვდე,შოთა ის ადამიანია ვის გამოც ჩვენ ყველა ვიტანჯებით. -ტაისია ის მამაჩემია. -ვის გამოც ქმარი დაკარგე და უკვე მეც!ვერ ვხვდები რატომ ვერ არჩევ თეთრს შავისგან!-წამოდგა და ზურგი აქცია ცრემლებ მორეულ სოფოს. -და თუ ძალიან გვიანია? -მართალი ხარ,ჩვენთვის აქამდე უნდა გებრძოლა!-ისევ იმედები გაუცრუა სოფომ,მაგრამ თითქოს მისი ესმოდა ან უბრალოდ არ უნდოდა,რომ ის ბოლო სხივიც ჩამქვრალიყო,რომელიც აიმედებდა,რომ სოფო ოდესმე ნამდვილ დედობას გაუწევდა. სააბაზანოში შევიდა და ცივი წყალი შეისხა სახეზე,რომ გონს მოსულიყო.რამდენიმე წუთში კი შოთას კაბინეტში იყო.თავიდან არცერთი არ იღებდა ხმას,მაგრამ ტაისია ამჩნევდა თუ რამდენად გაცოფებული იყო ბაბუამისი. -სად ჯანდაბაში იყავი ტაისია მაშინ როდესაც მამაშენის დაკრძალვაზე უნდა ყოფილლიყავი?! -ისედაც ხომ იცი. -დიახ ვიცი,მაგრამ შენგან ლოგიკური ახსნა მჭირდება. -მე კი მკვლელის პოვნა მჭირდება! -და ჩემთან რატომ მოხვედი? -აბა ვინ ჯანდბასთან უნდა მივიდე და საერთოდ როდის მერე დაკარგა შოთა ჩიქოვანმა თავისი გავლენები.დავიჯერო ერთი ნაბი*ვარი ვერ გიპოვია თუ შენ გაწყობს ასე? -ხვდები მაინც რაში მდებ ბრალს? -დიახ ვხვდები! 24 საათს გაძლევ ბაბუა.თუ ხვალ საღამოს თენგიზ ჯაჭვლიანი ჩემს წინაშე არ იდგება მე თვითონ ვიპოვი! -იქნებ მიხვიდე და პოლიციას უთხრა ეს სიტყვები. -რომელ პოლიციაზე მეუბნები,როდის იყო შენს საქმეში პოლიცია ერეოდა თუ მოიცა,ნანუკა და მამაჩემის სიკვდილი შენი საქმე არ არის? -ზღვარს ცდები! და საერთოდ თუ შენ შეგიძლია,ჩემო ტაისია,მისი პოვნა მე რაში გჭირდები?-ირონიულად ჩაეღიმა კაცს. -შენ იმიტომ იპოვი,რომ პასუხი აგებინო მე კი იმტომ,რომ ჩავბარდე.დარწმუნებული ვარ ძალიან ესიამოვნება ჩემი ხილვა,რომ კიდევ ერთხელ გაგამწაროს! -ტაისია ნუ სულელობ!-წამსვე შეეცვალა გამომეტყველება და მუშტი შეკრა,რომელიც მაგიდას დასცხო. - აი,ხედავ ეჭვიც არ გეპარება,რომ ამას გავაკეთებ.შენგან ზარს ველოდები.-გაბრუნდა და გასვლას აპირებდა შოთას ხმამ,რომ შეაჩერა. -იცოდე ამ სახლიდან თუ გახვალ... -ამ სახლიდანაც გავალ და იმასაც გავაკეთებ რაც გითხარი.ამ დედამიწაზე აღარავინ დარჩა ვის გამოც შემეშინდება,ხვდები,რომ ვერავის ვერ გამოიყენებ ჩემს დასაშანტაჟებლად? -და გაბრიელზე რას მეტყვი?-და,აი,ისევ ის ღიმილი,რომელიც ტაისიას აუწყებდა შოთას გამარჯვების შესახებ. -ჩემი,როგორც საყვარელი შვილიშვილის რჩევა იქნება გაბრიელისგან თავი შორს დაიჭირო,ის ისედაც შესაფერის დროს ელოდება,რომ გაგანადგუროს.არამგონია იმდენად ისულელებდე თავს,რომ გაბრიელის სახით საფრთხეს ვერ გრძნობდე.-ყველანაირად ეცადა თავისი მღელვარების დაფარვას. -ჩემი ტაისიასგან აღარაფერი აღარ დარჩენილა.-დანანებით და ამავდროულად გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა კაცმა ეს სიტყვები. -დამიჯერე ამაზე კარგი არაფერი არ მომისმენია,დიდიხანია უკვე!-კაბინეტი როგორც კი დატოვა ამოისუნთქა.საერთოდ არ ჰქონდა გეგმაში შოთას ჭკუიდან გადაყვანა,მაგრამ როგორც ჩანს ასე უკეთესიც აღმოჩნდა ან შეიძლება თავისი სიტყვებით უფრო გაამწვავა სიტუაცია,მაგრამ განა რამე დასაკარგი ჰქონდა? *** -დარწმუნებული ხარ,რომ შოთა დათმობაზე წამოვა?-აივანზე იყვენენ და ვისკის სვამდნენ როგორც სჩვეოდათ ისე. -მგონი სხვა გზა არ აქვს,თუ არადა მე არ მაქვს სხვა გზა. -ხომ იცი,რომ იქ არ გაგიშვებ!-კატეგორიული იყო კახა. -კახა ეს ჩემი ბოლო შანსია, ხვალ ან ყველაფერი დასრულდება ან რაღაც ახალი დაიწყევბა. -გაგიჟდი! -უბრალოდ რეალობა დავინახე ისეთი როგორიც არის და არა ისეთი როგორიც მე მინდოდა,რომ ყოფილიყო.-კახას რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ კარზე კაკუნის ხმა გაისმა. -მე გავაღებ.-ტაისია წამოხტა. -იცოდე ვერ გამექცევი და ისევ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს.-მიაძახა კახამ და ტაისიას ჩაეღიმა კიდეც.გაკვირვებული დარჩა, როცა კარს მიღმა ანუკი იხილა: -გამარჯობა. -გამარჯობა ანუკი. -შეიძლება შემოვიდე?-იკითხა გოგონამ. -დიახ,რა თქმა უნდა.-ცოტა დაიბნა კიდეც ტაისია.ხელით აჩვენა,რომ აივანზე გასულიყო და ანუკის გაეღიმა კიდევაც რადგან გაახსენა,რომ ტაისია უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებდა.აი,კახას და ანუკის შეხვედრა უფრო სხვანაირი წარმოედგინა: -ამას აქ რა უნდა?-ჩაილაპარაკა კახამ თითქოს ანუკის მაგივრად მოჩვენება დაენახა. -მგონი ცუდ დროს მოვედი.-უხერხულად იგრძნო თავი გოგონამ. -არა ანუკი ზუსტად,რომ სწორ დროს მოხვედი.-გაუღიმა ტაისიამ. -ტაისია მე წავედი და იცოდე ხვალ დილით აქ ვარ,საუბარი ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია.-ისე თქვა გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია და როგორც კი დაასრულა აივანი დატოვა. -თქვენ შორის რა ხდება?-როცა მიხვდა,რომ ანუკი კიდევ დიდიხანს იდგებოდა და თვალს არ მოაშორებდა კარს,რომლიდანაც რამდენიმე წუთის წინ კახა გავიდა,ხმის ამოღება გადაწვიტა. -აქ ჩემზე სასაუბროდ არ მოვსულვარ და მით უმეტეს იმაზე თუ რა ხდება ჩემს და კახას შოროს.-გოგონა გონს მოეგო და მალევე დაუბრუნა ტაისიას პასუხი. -აბა რატომ მოხვედი ანუკი?-გოგონას წინ სავარძელზე მოთავსდა. -ვიზიარებ,-რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ამოთქვა და ტაისას მიაჩერდა.-ვიცი რამდენად რთულია მშობელის დაკარგვა,ამას არავინ არ იმსახურებს.-აი,ასე უბრალოდ ანუკის ნახვას და მისგან ამ სიტყვებს არ ელოდა. -წესით ახლა უნდა გიხაროდეს ჩემი ასეთ მდომარეობაში ხილვა,შენ კი მოდიხარ და მითანაგრძნობ. -იმ დღეს სანამ ამ აივანზე აღმოვჩნდებოდი და დაგინახავდი მთელი არსებით მინდოდოა,რომ ისევე გტკენოდა როგორც მე,მაგრამ მერე როცა ნამდვილი ტაისია გავიცანი,მივხვდი,რომ იმაზე უსუსური ხარ ვიდრე გგონია და იმაზე მეტი გტკივა ვიდრე საჭიროა. -ზუსტად ამიტომაც იყო ნანუკა ჩემს გვერდით,ის სულ იმაზე მეტს ხედავა ვიდრე სხვა დანარჩენები.- მეგობრის გახსენებისას ყველა კადრი წინ დაუდგა და საშინლად უნდოდა,რომ ახლა ის მის გვერდით ყოფილიყო.-იცი შენ ძალიან გავხარ მას. -იმის გააზრება,რომ საკუთარ და ვერ დავიცავით გვანადგურებს მეც და გაბრიელსაც.იცი?რომ დაურკე იმ საღამოს ჩვენთან ერთად იყო,რაღაც უაზრო ფილმს ვუყურებდით,რომელიც არცერთს არ გვაინტერესებდა,მაგრამ ძალიან ბევრს ვიცინოდით,ბოლო საღამო,რომელიც მასთან ერთად გავატარეთ,მერე იყო ზარი,რომელმაც ის წაგვართვა. -ის ერთადერთი იყო ვისთან დარეკვაც შემეძლო...-თავ ჩახრილმა წარმოთქვა,თითქოს თავს იმართლებდა. -ეგეც ვიცი,მოკლედ ეს ნანუკას არჩევანი იყო და მე დღეს მის არჩევანს პატივს ვცემ. და თუ გაინტერესებს რატომ ვარ აქ,გეტყვი,რომ მას ძალიან გაუხარდებოდა ჩემი აქ ხილვა.-ტაისია გახევებული უსმენდა და თავს ძლივს იკავებდა ტირილი,რომ არ დაეწყო,ანუკი კი წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა. -ნანუკა შენით ძალიან იამაყებდა,მადლობა, რომ მოხვედი,ამას არასდროს არ დავივიწყებ.-ანუკისაც მოადგა ცრემლები და უკანმოუხედვად დატოვა ტაისიას აპარტამენტები. *** შეშინებულმა გაახილა თვალები,ეს შიში საიდან იყო გამოწვეული ვერ გეტყოდათ,მაგრამ დღე ნამდვილად მძაფრად დაიწყო ტაისიამ.რამდენიმე წუთში მოემზადა და ტაქსი გამოიძახა.მამის სასაფლოას მიაკითხა,თავიდან ჩუმად მისჩერებოდა საფლავს ცოტახანში კი ცრემლები წამოუვიდა: -შენს ბოლო თხოვნას გავითვალისწინებ და აქედან წავალ.გპირდები წავალ თუ ამ საღამოს ამის შანსი მომეცემა,ვიცი,რომ ახლა ძალიან მიბრაზდები,მაგრამ უნდა მაპატიო. რას და რატომ აკეთებდა არ იცოდა,რადგან ტაისიას გონება მთლინად ბინდმა მოიცვა.განა მას შეეძლო ახლა სწორი და არასწორი ქმედებების გარჩევა.ნანუკა,რომ ცოცოხალი ყოფილიყო ალბათ აჩვენებდა სწორს გზას თუ არადა არც არასწორი არჩევნის შეეშინდებოდა,რადგან გვერდით ის ეყოლებოდა ვინც აუცილებლად გაუღიმებდა და ეტყოდა: -ტას უბრალოდ გაიღიმე,ხვალ ახალი დღე იწყება,რომელიც აუცილებლად გვიჩვენებს ღირდა თუ არა დღეს ამ ჭიკის ბოლომდე დაცლა.-თვალს ჩაუკრავდა და ხელში არსებული ჭიქიდან შამპანიურს მოსვამდა.ყოველთვის შამპანიურს სვამდა თითქოს დღის ბოლოს აუცილებლად უნდა აღენიშნა რაღაც,რასაც ვერასდროს ვერ ხვდებოდა ტაისია. სასტუმროში დაბრუნებულს კახა დახვდა,რომელიც მთელი დილა ტვინს უბურღავდა,მაგრამ ბოლოს ისიც დანებდა რადგან შეუძლებელი იყო ტაისასითვის აზრის შეცვლა: -იპოვე? -ვოპოვე,მაშინვე გაარკვია სადაც იყო ეგ ვირთხა. -გეუბნებოდით შენ და ნანუკას,რომ ეგ კაცი აუცილებლად გამოგვადგებოდა. -მაგრამ აღიარე მაშინ იმ საქმის გაკეთება,რაც მან გვთხოვა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. -მაგრამ ჩვენთვის ასე არ აღმოჩნდა. -არა რა მაინც არ მომწონს ეგ კაცი მე.-ტაისას გაეცინა კახას დამანჭულ სახეზე,-მაგრამ ერთი რამ მაეჭვებს.... -ამოღერღე კახა!-როცა კახას დუმილი გაუგრძელდა მოთმინება დაეკარგა. -ვერ ვიჯერებ,რომ შოთამ თენგიზ ჯაჭლიანის ადგილმდებარეობა არ იცის. -და თუ იცის და არ ამბობს გამოდის,რომ მამაჩემის მკვლელს ხელს აფარებს,ამის თქმა გინდა არა? -მე იმის თქმა უფრო მინდა,რომ შენი თენგიზთან მისვლა არაფერს არ გადაწყვეტს. -ვიცი. -მაშინ რატომ აკეთებ ამას ტაისია?! -მინდა თვალებში ჩავხედო იმ ადამიანს ვინც ჯერ მეგობარი და მერე მშობელი წამართვა. -არა რა ნამდვილი ფსიქოპატი ხარ.მე მივდივარ.-მისამართი ფურცელზე დაუწერა,კალთაში ჩაუგდო და სწრაფად დატოვა იქაურობა. მთელი დღე ტელეფონს დაჰყურებდა და შოთას ზარს ელოდებოდა,მაგრამ როცა გააცნობიერა,რომ ისევ უაზრო ზღაპარს იჯერბდა თვითონ მოიმარჯვა ტელეფონი და სულ სხვა ადამინის ნომერი აკრიფა: -გისმენთ -გაბრიელ...-ტაისიამ კარგად შეამჩნია თუ რამდენად გაუხშირდა სუნთქვა მაღლაფერიძეს. -ტაისია... -იცი ბევრი ვიფიქრე იმაზე თუ ვისთან რეკავდნენ ასეთ მომენტებში და ბევრი ვარიანტიც წარმოვიდგინე,მაგრამ თურმე მე არავინ არ მყავს ვისთან დარეკვაც მართებული იქნებოდა და იცი რატომ? -რატომ? -ყველა წამართვეს ვისთან დარეკვაც შემეძლო.ერთხელ მითხარი,რომ შენს წინაშე სრულიად სასოწარკვეთილი ვიქნებოდი და აი,ის დღეც.მაშინ გავიფიქრე,რომ რაც არ უნდა მომხდარიყო შენთან არასდროს არ მოვიდოდი,მაგრამ ახლა ყველაზე მეტად შენი ხმის გაგონება მომინდა. -და ამ ყველაფერს რატომ მიყვები? -იმიტომ,რომ ერთადერთი ხარ ვისაც ჯერ კიდევ ვადარდებ ან იქნებ ვცდები და უბალოდ მინდა, რომ ასე იყოს.-პასუხად მხოლოდ სიჩუმე იყო და როცა გათიშვას აპირებდა გაიგონა გაბრიელის სიტყვებიც. -მართალი ხარ,ცდები. -უკვე ძალიან გვიანია გაბრიელ.-გათიშა ტელეფონი მანქანაში დატოვა და დიდი შავი ჭიშკრისკენ გაემართა. *** ჩაბნელებულ ოთახში სადაც ბევრი ნაღატი ეკიდა და ყველაფერი ხის იყო სავარძელში მოკალათებულს სიჩუმე დაურღვიეს. -ტაისია ამირეჯიბი აქ არის. -მერე რას ალოდინებთ ქალაბატონს,შემოუშვით.-გაისმა ზედმეტად ბოხი ხმა. როგორც კი ნაბიჯების ხმა გაიგო შემოტრიალდა და კარგად დააკვირდა ტაისიას. -ბოლომდე ვერ ვიჯერებდი,რომ გიხილავდი,მაგრამ აქ ხარ.-ირონიულად ჩაიღიმა კაცმა. -იმიტომ ხომ არა ჩემს მოკვლას ორი ადამინის სიცოცხლე,რომ შესწირეთ და მე მაინც აქ თქვენს წინაშე ვდგავარ,ცოცოხალი და უვნებელი.-შეიძლება ფიზიკურად უვნებელიც იყო,მაგრამ ტაისიას სულზე ამას ვერ ვიტყოდი. -როგორ გეტყობა ბაბუაშენის მოგონილ ზღაპრებს მართლაც,რომ იჯერებდი.ვერაფერს ვერ ამჩნევ! -რას უნდა ვამჩნევდე თქვენ ხომ ვერ მეტყოდით. -შენი აზრით,შენი მოკვლა გამიჭირდებოდა,რომ მდომებოდა?ცხოვრება სავსეა სურპრიზებით და არავინ არ იცის რას გვიმზადებს,შენთვის კი ძალიან ბევრი სურპრიზი მაქვს! -მეც იმის გასარკვევად მოვედი,რატომ დასჭირდა თენგიზ ჯაჭვლიანს ამდენი უაზრო თამაში.-ირონიულად ჩაიღიმა ტაისიამ და სავარძელში მოთავსდა. -რომელ უაზრო თამაშზე მესაუბრები ახალგაზრდავ? -ჯერ ნანუკა მერე მამაჩემი... -და მათი სიკვდილი შენთვის უაზრო თამაშიაა? -ჩემთვის არა! მაგრამ თქვენთვის კი,ასე არ არის?-როგორც ამბობდა თვალებში უყურებდა მკვლელს,მაგრამ იყო თუ არა თენგიზი მკვლელი? -ჰმ...-წამოდგა ბატონი,ტაისიას წინ ჭიქა დაუდო და ვისკი ჩაუსხა.-მიირთვი არ გაწყენდა თან ვიცი გიყვარს,წინ ზედმეტად რთული საუბარი გველის.-ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და საუბარი გააგრძელა-დიახ ჩემთვის მამაშენის სიკვდილი უაზროა თან იმდენად,რომ თავსაც არ შევიწუხებდი,რომ ბრძანება გამეცა მის მოსაკლავად.რაც შეეხება ნანუკას,საინტერესოა,ასეთ ჭკვიან ქალს,რომელმაც ჩემზე ბევრი რამე იცის და მოიძია, რატომ არ გესმით,რომ ბავშვის სისხლით ხელს არ გავისვრიდი!მამაშენი უდანაშაული არ იყო,მაგრამ ნანუკაზე ამას ვერ ვიტყოდი.მე არასდროს არ ვეხები უდანაშაულო ადამიანს! -გინდათ დამაჯეროთ,რომ მათი სიკვდილის უკან თქვენ არ დგახართ? -მე არაფრის შენთვის მტკიცებას არ ვაპირებ ახალგაზრდავ,მე უბრალოდ იმას ვამბობ რაც არის.დანარჩენი შენი გადასაწყვეტია! -და ბაბუჩემთან მტრობაზე რას მეტყვით?ყველაფერი ხომ აქედან იწყება.-როგორც ჩანს კაცს არ მოეწონა შეკითხვა,მაშინვე წარბები შეკრა. -დიახ ჩემი უბედურება შოთა ჩიქოვანით იწყება.და ყველაფერს გავაკეთებ,რომ ცხოვრების ბოლომდე დაიტანჯოს. -და ამის შემდეგ მეუბნებით, რომ თქვენ არაფერ შუაში ხართ ნანუკა და მამაჩემის სიკვდილთან!-მოთმინებას კარგავდა. -ისევ ცდები ახალგაზრდავ!ნუთუ გგონია რომ შოთას ვატო ადარდება, ნანუკა ხომ საერთოდ.მას არავინ ადარდეს თავისი ფულის და დიდიების გარდა!ასე არ არის? -შოთას ვინც ადარდებს თქვენ წინაშეა.დავიჯერო ამ შანს არ გამოიყენებთ? -მე ხომ გითხარი უდანაშაულო ადამინებს არ ვეხები!მაგრამ იმავეს ფულზე ვერ დაგპირდები.შოთას ყველაფერს წავართმევ,ყველაფერს რაც მისთვის ძვირფასია! -ვინ მოკლა მამაჩემი?-თვალები ცრემლებით აევსო ტაისიას.-თვალთმაქცობა არ გინდათ.თუ თქვენ არა მაშინ ვინ?-როდესაც თენგიზ ჟაჭვლიანთან მიდიოდა ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ ის იყო ყველაფერში დამნაშავე მაგრამ,ახლა იმდენ რამეში ეპარებოდა ეჭვი.ეჭვი,რომელიც გონებას მთლიანად მოედო.შოთას არ განხორციელებული ზარი ბევრის მთქმელი იყო ტაისიასთვის. -მამაშენი ამ ბოლო დროს ზედმეტად უშლიდა ხელს შოთას.შენი აზრით რა ემართებათ იმათ ვინც შოთას საქმეში ცხვირს ყოფს?-ირონიულად ჩაიცინა თენგიზმა. -არა.-თავს აქნევდა ტაისია და ყურებზე ჰქონდა ხელი აფარებული.არასდროს არ დაიჯერებდა!მაგიდაზე დადგმული ვისკის ბოთლი კედელს მიაფშვნა და ყვირილი დაიწყო.-მატყუებთ!ის ამას არ გამიკეთებდა!თავის ერთადერთ შვილიშვილს ამას არ გაუკეთებდა.ნანუკა,ჩემი ნანუკაც მან....?არა ეს ტყუილია -არა ნანუკა მართლაც,რომ თქვენს ოჯახზე შურისძიების მცდელობამ შეიწირა,გგონია ჩემ გარდა მტრები არ ჰყავს შოთას?მართალია იმ დღეს შენ უნდა ყოფილიყავი იმ მანქანაში,მაგრამ ღმერთმა ალბათ ასე გადაწვიტა.ვიცი რომ ბევრი კითხვა გიტრიალებს ახლა და იმაზეც გიპასუხებ რომ ბაბუშენმა სპეციალურად ააფეთქა მამაშენის მანქანა,რომ მასზე ეჭვი არავის არ მიეტანა და ნანუკას მკვლელებზე გადაეტანა ყველაფერი,მაგრამ ამას არ დასჯერდა და ჩემი ჩარევაც მოინდომა.ყოველთვის მაკვირვევდა ეს კაცი ორი კი არა სამი კურდღლის დაჭერა ერთად მოინდომა,მაგრამ ვერც ერთი ვერ დაიჭრა! -გაჩუმდით!აღარ გააგრძელოთ!უბრალოდ გაჩუმდით!-ყურებზე აიფარა ხელი.საერთოდ არაფრის მოსმენა არ უნოდა და არც სუნთქვა უნდოდა ტაისია ამირეჯიბს!რამდენიმე წუთი ასე იყო,თავში გაჩენილ კითხევბის ჩახშობას ცდილობდა,საერთოდ უნდოდა რომ გათიშულიყო,მაგრამ გონებას ვერ აიძულა ფიქრი შეეწყვიტა,ბოლოს ნაბიჯების ხმამ აიძულა თავის აწევა და წინ მდგომი გაბრიელი,რომ დაინახა იმედის სხივი გაუჩნდა.რომელიც სულ რამდენიმე წამს გაგრძლდა. -ტაისია აქედან უნდა წახვიდე.-სულ სხვანაირი ეჩვენა გაბრიელი.ის მზრუნველი კაცი გამქრალიყო,რომელიც მის ძილს დარაჯობდა რამდენიმე დღის წინ და სულ სხვა ვინმე იდგა ტაისიას წინაშე. -შენ აქ რა გინდა?აქ როგორ შემოხვედი? -ჩემს ნათლულს აქ შემოსასვლელად ნებართვა არ სჭირდება!-უკნიდან მოესმა თენგიზის ხმა. -თქვენ ერთმანეთს იცნობთ,რა თქმა უნდა,იცნობთ...-ისტერიკული სიცილი აუვარდა ტაისიას და ბოლოს წაბარბაცდა კიდევ,მაგრამ როდესაც გაბრიელმა დახმარება სცადა უხეშად მოიშრა მისი ხელი.-არ შემეხო! ეს შენი მოწყობილია ხო? ბაბუაჩემს ვერ იტან და გადაწყვიტე ასე შემაძულო? -ადამიანს,რომელმაც მამა მოგიკლა კიდევ ბაბუას ეძახი?-დამცინავი ტონი ჰქონდა ბატონ მაღლაფერიძეს. -თქვენ ჩემი გაგიჟება გინდათ,სხვანაირად ვერ გამტეხეთ და გინდათ გამაგიჟოთ არა?-მართლა გიჟს დაემსგავსა ტაისია.-გაბრიელ მითხარი,მითხარი,რომ ტყუილია,რომ მხოლოდ იმიტომ მომიყევით ეს ზღაპარი, რომ ჩემი გამწარება გინდოდა,ამ კაცთან ერთად მოიფიქრეთ და ჩემი გაგიჟება გინდათ,იმიტომ რომ ვერ მიტან!ვერ გადაიტანე,რომ ნანუკა ჩემს გამო დაიღუპა.მითხარი,გთხოვ რამე მითხარი გაბრიელ....-გაბრიელს მივარდა და გულმკერდზე დაუწყო შეკრული ხელების დაშინება,მაგრამ ბოლოს ძალა გამოეცალა და გაბრიელის ხელებში ჩაესვენა.გაბრიელს როგორც სჩვეოდა ისე ხელში აიყვანა და მეორე სართულზე ოთახში აიყვანა,გამოსვლისას კარი ჩაკეტა და თავის ნათლიასთან დაბრუნდა. *** -ხვდები,რომ ამ გოგოს სიყვარული გაბრმავებს?!-ჩვეულზე მკაცრი იყო ბატონი თენგიზი. -არავინ არ იმსახურებს იმას რაც მის თავს ხდება!-მაგიდაზე დადებულ ჭიქას დაწვდა და მთლიანად გადაკრა. -ერთი სული გქონდა,როდესაც მას განადგურებულს ნახავდი,შენ კი ერთი საათის წინ კინაღამ ყველაფერი ჩაშალე,ხვდები მაინც,რომ მის შეჩერებას აპირებდი? -მაგრამ არ შევაჩერე.მიწასთან გავასწორე.გავანადგურე,მხოლოდ იმიტომ,რომ შოთაზე მეძია შური!-ერთ წერტილს უყურებდა და ისე საუბრობდა.მის ტონში გარკვევით ჩანდა საკუთარი თავისადმი უკმაყოფილება. -ბაბუამისის შვილიშვილია,ბოლომდე არ იჯერებდა! -სულ მჯეროდა,რომ ამ დღეს ბედნიერი ვიქნებოდი,ბედნიერი თუ არა თავისუფლად სუნთქვას მაინც შევძლებდი,ახლა საერთოდ სუნთქვაც კი მიჭირს. -ვეღარ გცნობ გაბრიელ. -რატომ გიკვირს ვერ ვხდები.განა ქალის გამო არ გადაემტერე შოთას,იმიტომ,რომ საყვარელი ქალი წაგართვა.განა მის გამო ყველაფერზე არ იყავი მზად?განა მის გამო არ მოგხვდა ტყვია და სიკვდილს ძლივს გადაურჩი?რატომ გიკვირს,რომ საყვარელი ქალის ტკივილი მეც მანადგურებს?რატომ ნათლია?-ბოლოს ღრიალებდა და თვითონაც გაკვირვებული დარჩა თავისი სიტყვებით.თენგიზი წამოდგა გაბრიელის წინ დადგა და თვალები გაუსწორა. -მე მას არასდროს არ ვტკენდი!მის წინაშე ერთხელაც არ ამიწევია ხმისთვისაც კი!ის კი იქ დარჩა,მითხრა,რომ ის უყვრადა და დარჩა და მაინც მე მისთვისს არასდროს მიმიყენებია ტკივილი! შენ რამდენჯერ ატკინე ტაისიას?ჯერ ხელი გაუწოდე და მისი საყრდენი გახდი,იცი მაინც როგორ გაუნათდა თვალები როცა შენ დაგინახა?თითქოს მისთვის გარშემო ყველაფერი განათდა,მაგრამ მეორე წამსვე შენგან ისეთი დარტყმა მიიღო არასდროს,რომ არ დაავიწყდება!კარგად დაიმახსოვრე გაბრიელ,ყველაზე დიდ ტკივილს ისინი გავაყენებენ ვინც გვიყვარს!-ოთახი დატოვა თენგიზმა.საკუთარ თავთან და თენგიზის სიტყვებთან დარჩენილ გაბრიელს კი ვისკის ჭიქა ხელში შემოეფშვნა! 7 თავი *** ისევ მის ძილს დარაჯობდა თითქოს ეს რამეს შეცვლიდა და თავის დანაშაულს ამით გამოისყიდდა.ძილშიც კი წაშლილი სახე ჰქონდა ტაისიას.საერთოდ არ გავდა იმ ქალას 10 წლის შემდეგ ზღვის პირას,რომ დაინახა:ძლიერს და თავდაჯერებულს . იმდენად აირია აღარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.მათი შემთხვევა არც ერთ სხვას არ გავდა,არც ყველაფრის დაკიდება და ტაისიასთან ერთად გაქცევა შეეძლო არც იმ პრობლემების გადაწყვეტა,რაც მათ აწუხებდათ,არც იმის დავიწყება,რაც მას და თავის ოჯახს გადახდა,არც საკუთარი პრინციპები აძლევდა იმის უფლებას,რომ უბრალოდ ყველაფერს დანებებოდა და ბედნიერად ეცხოვრა.არც ის იცოდა რა იყო ბედნიერება.საქართველოდან,რომ წავიდა საკმაოდ დიდი იყო,ყველაფრის მიტოვება და მერე ახალ გარემოსთან შეგუება ძალიან გაუჭირდა,ყველაფრის გადატანა მარტო მოუხდა და ამან მასში უემოციო გაბრიელი გააჩინა,გაბრიელი,რომელიც ყველაფერს ცივი გონებით უყურებდა და არასდროს ფიქორბდა თავის გრძნობებზე.დიდად არც გარშემო მყოფების გრძონები ადარდება,მაგრამ ტაისიას ტკივილი მის დანახვის პირველი წამიდან შეიგრძო,ჯერ კიდევ მაშინ,როცა ბაღში შემოპარული გოგონას კუპრივით შავმა თვალებმა დაატყვევეს. -ყველაფერი შენი თვალების ბრალია!-ისე უთხრა თითქოს ტაისია უპასუხებდა და აუცილებლად თავს გაიმართლებდა,მაგრამ ტაისიას ეძინა,ეძინა რომ რეალობას გაქცეოდა,რეალობას რომელიც სულ უხუთავდა. *** რა თქმა უნდა,მარტო ვერ გაუშვებდა ამიტომ ჯაჭვლიანის სახლს უთვალთვალებდა,ისიც კარგად დაინახა,როგორ შევიდა ტაისია და დიდი ხანი ელოდა ტაისიას გამოსვლას ან შოთას გამოჩენას,მაგრამ ბოლოს მხოლოდ მაღლაფერიძე დაინახა,რომელიც სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სახლში,უცებვე დაურეკა ანუკის: -კახა,-მაშინვე იცნო გოგონას აღელვებული ხმა,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. -რა ესაქმება შენს ძმას თენგიზ ჟაჭვლიანის სახლში? -და შენ ვინ გეკითხება მაგას? -ანუკი მიპასუხე,რომ გეკითხები! -რას ღრიალებ,არაფერსაც არ გეტყვი!ჩემი ძმა იქ არის სადაც საჭიროა.-გაუთიშა,მაგრამ ანუკისთვის უარესი, კახა სახლში დაადგა.კარის ბრახუნის ხმა, რომ გაიგო მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა.-სანამ ამ კარს არ ჩამოიღებ მანამ არ მოისვენებ?-უკვე კარს მიღმა მდგომ კახას უყურებდა. -შენ კი ჩემი ნერვების მოშლის გარეშე ვერ ისვენებ ხო?-გოგონა გვერდით გასწია და დაუპატიჟებლად შეაბიჯა სახლში. -რა გინდა კახა?- უკვე დივანზე მოკალათებულ ბიჭს ზემოდან დაჰყურებდა. -ახლა ამოიღებ ტელეფონს,შენი ლამაზი თითებით შენი ძმის ნომერს აკრიფავ და დაურეკავ. -კიდევ რა გნებავთ ბატონო კახა?-ირონიულად გაუღიმა. -რაც შეიძლება მალე დააბრუნოს ტაისია სასტუმროში თორემ დამიჯერე საერთოდ არ მოგეწონება ის რის გაკეთებასაც დავაპირებ. -და ვინ გითხრა,რომ ტაისიას მანდ ძალით აჩერებენ? -არ მაინტერესებს! თქვენ საერთოდ რა გგონიათ?ან რაიცით ტაისიასა და ნანუკაზე.უცებ გამოჩნდით და-ძმა და შურისძება გადაწყვიტეთ არა?და რას იტყოდა ნანუკა,როცა ნახვადა თავის საუკეთესო მეგობარს როგორ აწამებთ?ის მთელი ცხოვრება მის დაცვას ცდილობდა თქვენ კი მთლიანად გაანადგურეთ.მისგან აღარაფერი აღარ დარჩა!ანდა რატო შედის შენი ძმა ასე მშვიდად თავისი დის მკველელის სახლში?-საშინლად გაცოფებული იყო კახა ბატონი. -ვის სახლში?-სიცილი აუვარდა ანუკის.-ეს თქვენ არ იცით არაფერი!თენგიზი გაბრიელის ნათლიაა და ჩვენი ოჯახის ახლობელი.და საერთდ რა საინტერსოა ასეთ ზღაპრებს როგორ იჯერებთ ხოლმე.ალბათ შოთას კარგად გათვლილი გეგმა იყო.ჩვენი ბიძია თენგო არასდროს არ შეეხება უდანაშაულო ადამიანს.-გამარჯვებული გამომეტყველებით მოთავსდა კახას წინ სვარძელში. -ანუ თენგო ბიძია?-ჩაიცინა კახამ და თავი ხელებში მოიქცია,უცებ მუშტი დაარტყა მათ შორის მოთავსებულ მაგიდას და ანუკიც წამოხტა მოულოდნელობისგან.-მე თქვენ გაამაგიჟებთ!რა თამაშს ხლართავთ?არა,მოიცა არ მაინტერესებს.ტაისია უახლოეს ერთ საათში თუ არ დამირეკავს და არ მეტყვის,რომ კარგად არის დამიჯერე შენს საყვარელ ძამიკოს კარგი დღე არ გაუთენდება!-წამოდგა და წასვლა დააპირა,მაგრამ ანუკის სიტყვებმა შეაჩერეს. -შენც იცი არა? - და რა ვიცი მე? -რომ ჩემს იდიოტ ძმას ტაისია უყვარს და აუცილებლად დაიცავს,რადაც არ უნდა დაუჯდეს,იცი, თორემ ასე მშვიდად არ წახვიდოდი აქედან. -დიახ ვიცი,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაისიას იქ დავტოვებ.-წავიდა და თან გაიყოლა ანუკის ფიქრები,რომელიც მხოლოდ კახათი იყო გაჟხენთილი. *** თვალები გაახილა და უბრალოდ ჭერს უყურებდა: -როდის მიხვდები,რომ რეალობას ვერ გაექცევი?-რამდენიმე წუთში გაბრიელის ხმა,რომ ჩაესმა მაშინვე მისკენ მიატრიალა თავი.არაფერი არ უთქვამს,მშვიდად წამოდგა და პირდაპირ გაბრიელის თვალებს გაუსწორა თავისი: -კმაყოფილი ხარ? -რითი უნდა ვიყო კმაყოფილი ტაისია?იმით რომ ბაბუაშენი მკვლელია და მალე ამის დამტკიცებას შევძლებ.დიახ ამით კმაყოფილი ვარ! -ეგ ვიცი გაბრიელ.იმით თუ ხარ კმაყოფილი,რომ ასეთს მხედავ?შენ ხომ სულ ეს გინდოდა,თავიდანვე ეს გინდოდა.... -რატომ ხარ დარწმუნებული,რომ მაინც და მაინც განადგურებული ტაისიას ხილვა მინდოდა? -იმიტომ,რომ ყველაფერი წაგართვი,ყველაფერი, რაც შენი იყო.-აქამდე თუ გაბრიელი მშვიდად იჯდა ახლა ნამდვილად შეეცვალა გამომეტყველება,-ჯერ ნანუკა მერე სახლი,მერე უნივერსიტეტი და მეგობრები,მერე სამშობლოც,ყველაფერი,რაც აქაურობასთან გაკავშირებდა.დიახ ეს ყველაფერი შოთამ გააკეთა,შოთამ აიძულა შენს მშობლებს აქედან წასვლა,რადგან იცოდა,რომ თქვენი სიახლოვე მე ხელს შემიშლიდა.ასეც მოხდა,იქ იმ სახლში,იმ ბაღში იდეალური ოჯახის დანახვამ მთლიანად დაანგრია ჩემი წარმოდგენა ოჯახზე.პირველი რასაც მივხვდი ის იყო,რომ ოჯახი საერთოდ არ მყავდა,მაშინ პირველად შემშურდა ადამიანის და ალბათ უკანასკნელადაც.შოთამ მალევე შეამჩნია ჩემი ცვლილებები ხასიათში და მიზეზიც მალევე აღმოაჩინა,-ჩაიცინა და თვალებ ჩაწითლებულ გაბრიელს ისევ გაუსწორა მზერა.-ახლაც ყურში ჩამესმის დედაშენის მუდარა,მას საშინლად არ უნდოდოა აქედან წასვლა,არ ვიცი შოთამ რა უთხრა,მაგრამ მაშინვე გაჩუდა და დანებდა.და ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდებოდა,ახლაც ჩემს გამო ხდება ყველაფერი,რა ბედის ირონიაა,რომ ერთმა ჩვეულებრივმა მეგობრობამ ყველას ცხოვრება ამოატრიალა.ნეტავ იმ დღეს არ მივსულიყავი სკოლის ეზოში მარტო მჯდარ გოგონასან და არ მიმეცა ჩემი შოკოლადი,დღეს ის ცოცხალი იქნებოდა,შეიძლება შენც ბედნიერი ყოფილიყავი და სეართოდ მთელი მაღლეფერიძეების ოჯახი მშვიდად იცხოვრებდით.პატარა ტაისიას გაუაზრებელმა ნაბიჯმა ცხოვრება დაგინგრია გაბრიელ და რა იქნება თუ მე შემდეგ ნაბიჯებს სრულიად გააზრებულად გადავდგამ?-ტაისიას თვალებში აღმოჩენილმა სიძულვილის ტალღამ მიახვედრა გაბრიელი,რომ ტაისია ამით მხოლოდ და მხოლოდ თავს იცავდა. -რა სამწუხაროა,რომ შენში მკვლელი შოთა უფრო ბუდობს ვიდრე მამაშენი!ჩემზე ხარ გაბრეზებული?ახლა შენი გონება ცდილობს,რომ შენი უბედურება ვინმე სხვას გადააბრალოს?გინდა თავი დამნაშავეთ ვიგრძნო იმის გამო,რომ ბაბუაშენი მამაშენის მკვლელი აღმოჩნდა.... -ნუ ეძახი მაგ არაკაცს ბაბუაჩემს!-პირველივე რაც მოხვდა ხელში და რომელიც ნათურა აღმოჩნდა,ძლივს აიცილა გაბრიელმა.-ყველაფერი შენი ბრალია! ჩამოხვედი და ყველაფერი აურიე.ახლა მე როგორ გავაგრძელო ცხოვრება?მითხარი რა უნდა გავაკეთო?-მთელი ძალით დაუშინა მუშტები გებრიელის გულ-მკერდს.-საერთოდ არავინ არ მყავს!მე სულ მარტო ვარ ამ დაწყევლილ დედამიწაზე და შენ მაინც არ გყოფნის ეს!რა გინდა კიდევ გაბრიელ?ალბათ,რომ მოვკვედი დაისვენებ! შოთა ჩათვალე ისედაც მკვდარია!მაგრამ ეს არ გყოფნის.მოხვედი აქ და გამომიცახდე,რომ მამაჩემი იმ ადამიანმა მოკლა ვინც ფაქტობრივად გამზარდა,ვისაც ბაბუას ვეძახდი მთელი ცხოვრება და ვინც მიყვარდა!მოხვედი მშვიდად დადეგი ჩემს წინაშე და ყველაფერი გააკეთე,რომ ჩემი ისედაც განადგურებული სამყარო კიდევ უფრო გაგენადგურებინა!კიდევ რა გინდა გაბრიელ? -როგორ ვერ ხვდები!-ბოლოხმაზე დაიყვირა გაბრიელმა. -რას უნდა ვხვდებოდე?-არც ტაისიამ დააკლო. -მე უბრალოდ მინდა,რომ ეს ნიღაბი მოიშორო და უბრალოდ ტაისია იყო....ტაისია და არა ტაისია ამირეჯიბი!მინდა რომ უბრალოდ ნანუკას მეგობარი იყო და არა ის ვინც მის სიკვდილშია დამნაშავე!მინდა,რომ რეალობას შეეგუო და სიმართლე აღიარო და მოშორდე ყველაფერს,ყველაფერს რაც აქაურობასთან გაკავშირებს.მინდა იმ სასტუმროსაც მოშორდე სადაც სუნთქვაც კი არ შეგიძლია,მთელი ღამეები აივანზე,რომ ზიხარ სიცივეში.მინდა შენთვის იცხოვრო და არა სხვისთვის,იმას აკეებდე რაც შენ გინდა და არა იმას რაც იმ მკვლელს სურს!-გაუზრებლად ამბობდა ყველა სიტყვას,რომელიც მხოლოდ ერთადერთ რამეს იუწყებოდა:გაბრიელი ერთდადერთი იყო ვინც ტაისიასვის კონტროლს არ ექვემდებარებოდა!ერთადერთი ვინც მართლა იცოდა რა სურდა ტაისიას არსებას.ხელები მოხვია აცრემლებულ ტაისიას და ძლიერ ჩაიკრა გულში.-მინდა რომ უბრალოდ ტაისია იყო,უბრალოდ ჩემი ტაისია... -შენი ტაისია...-ჩუმად წარმოთქვა გააბრიელის მკლავებში არსებულმა. იქნებ ეს იყო დასასრული ან იქნებ ახლა იწყებოდა ყველაფერი,მაგრამ ახლა ტაისია მართლა არსებობდა,მართლა სუნთქავდა.ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში,მაშინ როცა ტაისიასთვის დასრულდა ყველაფერი რაც სიტყვა ოჯახს ეხებოდა, მაშინ როცა მამის მკვლელი ყველაზე ახლო ადამიანი აღმოჩდა,ტაისია სუნთქავდა,შეიძლება ყველაზე სუსტი სუნთქვით,მაგრამ ეს უკვე რაღაც ახალი იყო,რაღაც ახლის დასაწყისი,რომლის მიზეზიც გაბრიელი იყო. *** 1 თვის შემდეგ... -ტასია რატომ ხარ ჩუმად?-ისევ იმ აივანზე იდგა კახასთან ერთად,მაგრამ მხოლოდ უკანასკნელად. -არვიცი შევძლებ თუ არა.-ზღვაც სხავანაირი ეჩვენა,ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის უყარდა.უყვარდა ზღვა,რომელმაც ყველაფერი იცოდა ტაისიას შესახებ. -ის არ მოგცემს დაცემის საშუალებას.-კახა კი სიგარეტით ხელში იდგა და იმაზე სევდიანი ეჩვენა ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. -ვიცი,მაგრამ არ მინდა რომ საკუთარი თავი დაივიწყოს. -მორჩა ტაისია,ნუ ფიქრობ.ახლა შენს ცხოვრებაში ის ადამიანია ვინც გჭირდება,მიეცი საკუთარ თავს იმის უფლება,რომ სხვამ იზრუნოს შენზე. -იცი,დღეს დილით,როცა ნივთებს ვალაგებდი ფოტო ვნახე,შენ ნანუკა და მე.ხომ გახსოვს ის დღე მთელი რომი,რომ მოვიარეთ? -და ბოლოს ნანუკამ ერთი ფოტოს გადაღება ძლივს გვაიძულა..... -რაც ნანუკამ გაგვაცნო ერთმანეთი,მას შემდეგ სულ ჩემს გვერდით ხარ.იცი რას მივხვდი?ნანუკას მარტო არ დავუტოვებივართ.მან ერთმანეთი დაგვიტოვა.ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი ამას და საკუთარ თავზეც გავბრაზდი,მაგრამ შენ ის ადამიანი ხარ ვინც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და მიტანდი ასეთ აუტანელს. -ტაისია ამ ბოლო დროს ზედმეტად მგრძნობიარე გახდი ხვდები? ჩემი ბნელეთის დედოფალი მომენტრა,რომელსაც მხოლოდ ბრძანებების გაცემა შეეძლო. -არა ეს სიმართელეა,მინდა რომ ბედნიერი იყო,ამაში მე კი ვიცი ვინ დაგეხმარება,მაგრამ მე უძლური ვარ.ბევრი ვიფიქრე ვის ხელში უნდა აღმოჩენილიყო ეს სასტუმრო და ყველაზე მეტად მას შენ იმსახურებ. -არა ტაისია,არც კი იფიქრო. -გთხოვ მომისმინე,ამ კედლებში მოგონებები იმალება,რომელიც მხოლოდ მე,შენ და ნანუკას გვეკუთვნის,რომლის განადგურებასაც ვერ დავუშვებ. გთხოვ მიიღე ეს სასტუმრო ჩემგან.ეს ერთადერთი ადგილია,რომელიც მიყვარს,მაგრამ ის მე არ მეკუთვნის ის ტაისია ამირეჯიბს ეკუთვნის მე კი არ მინდა მასთან რამე მაკავშირებდეს,მაგრამ მაინც მინდა,რომ ის შენ გეკუთვნოდეს. და ხო ბნელეთის დედოფალი ბოლოჯერ გასცემს ბრძანებას და გიბრძანებს,რომ არანაირი წინააღმდეგომა არ მიიღება!-გაუღიმა და მოეხვია კახას,რომელიც არც თუ ისე კმაყოფილი იყო,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.-მადლობა,რომ სულ ჩემს გვერდით ხარ. -არა აშკარად უკეთესი იყო,როცა ჩემს ბოსად მოგქონდა თავი. -არა რა კიდევ მიკვირს რამ მოაწონა მაგ თოჯინასავით გოგოს შენში. -მაგ შენს გაბრიელს გადაეცი ნუ მიბღვერს ყოველ შეხვედრაზე,ჩემი ბრალი არ არის თავისი და თუ ვერ ხვდება რა სურს. -ასე უნდა იჯიუტოდ ორივემ? -მიყვარს, როცა ბრაზობს.-გაეღიმა,რა ქნას ვერასდროს ვერ იკავებს თავს,როცა საქმე ანუკის გაბუშტულ ლოყეს ეხება. -ჰო და მერე ჯავრს გაბრიელზე იყრის ხოლმე,რომელსაც ერთი სული აქვს შეცდომა დაუშვა და ხელში ჩაგიგდოს,რომ კარგად გაგიგდოს. -რა სიტყვებია ტაისია.დააბრუნეთ ინტელიგენტი ტაისია! -ცანცარა...-ორივე იცინოდა და ორივესთვის ეს რაღაც ახალი იყო. -გასაგებია,რომ სასტუმროს მე მაძლევ...დანარჩენი?- - ეს ერთადერთი ადგილია,რომელთანაც მას კავშირი არ აქვს ამიტომ გიტოვებ შენ.ხვალ ყველაფერი დასრულდება...მას დაიჭერენ და რაც მისგან დარჩება იმას გავყიდი და ალბათ იმას მივცემ ვისაც მართლა სჭირდება. -ანუ ასე დასრულდება შოთა ჩიქოვანის ეპოქა. -ჰო მეც მგონია,რომ უარესს იმსახურებს.-აღარ გავდა იმ ტაისიას საუბრის დასაწყისში,რომ იყო და ეს საერთოდ არ მოეწონა კახას. ამ ნოტაზე დაასრულეს,რადგან ტაისიამ საუბრის გაგრძელება აღარ მოინდომა.კიდევ ერთხელ მოათვალიერა სასტუმრო და იქ დაბრუნდა სადაც მთელი გულით ელოდნენ. *** -გაბრიეეელ....-მისაღებში და საძინებელში,რომ არ დახვადა ხმა აუკანკალდა. -კაბინეტში ვარ ტაისია.-თვითონაც არ იცის რამ ააფორიაქა ან რატომ ვერ მიხვდა,რომ კაბინეტში იქნებოდა ასეთ დროს ხომ სულ მუშაობს,მაგრამ მისი ხმის გაგონებისას ამოისუნთქა და კაბინეტისკენ დაიძრა.არაფერი არ უთქვამს,პირდაპირ გაბრიელის მუხლებზე მოთავსდა და გულზე მიეკრა.-ასე ნუ იქცევი თორე ვიფიქრებ,რომ ამ რამდენიმე საათში მოგენატრე,-ეგოისტურად მოსწონდა როდესაც ტაისია თავის გრძნობებს ამჟღავნებდა. -მგონი მართლა მომენატრე...-ამჯერად თავი ასწია და ლოყაზე მიაწება ტუჩები. -მგონი? -ჰო მგონი...-ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია. -ტასია რატომ ხარ დაძაბული?-პირველი გაბრიელი მოშორდა და წარბებ შეკრულ ტაისიას მზერა გაუსწორა. -ვინ გითხრა? -ვგრძნობ, არ არის საკმარისი? -ისევ თავიდან ვიწყებთ ხომ?როდის მოიშორებ ჩემი ფსიქოლოგის როლს?-გაბრელის მკლავებიდან თავი გაინთავისუფლა და მაგიდას მეორე მხრიდან მიუჯდა. -ტაისია!-ტონი გაამკაცრა გაბრიელმა. -გაბრიელ როგორ უნდა ვიყო მშვიდად,როცა ხვალ იცი რაც უნდა მოხდეს.... -ხვალ მამაშენის მკვლელი კანონის შესაბამისად დაისჯება და ეს ოდნავ მაინც უნდა გამშვიდებდებს. -ალბათ კი,მაგრამ... -არავითარი მაგრამ ტაისია...-წამოდგა და ხელი გაუწოდა,ტაისიამ დაუყონებლივ მიაგება თავისი და ერთად გავიდნენ კაბინეტიდან.-ახლა შენ დამშვიდდები,საერთოდ არ იფიქრებ ხვალინდელ დღეზე და ჩემთან ერთად დაიძინებ.-არაფერი არ უთქვამს ტაისიას,მაგრამ ფიქრები მოსვენებას არ აძლევდნენ. *** მხოლოდ ერთ კადრს ატრიალბდა თუ როგორ გამოჰყავდათ შოთა ჩიქოვანი ხელბორკილებით თავისი სახლიდან,მაგრამ არ ჰყოფნიდა,არ ჰყოფნიდა იმ ტკივილის გასაქრობათ რაც მიაყენა. ისევ შეშინებული გამოეღვიძა,მაგრამ როგორც კი გაბრიელის მკლავები იგრძნო სუნთქვა დაარეგულირა.ცოტახნით გათიშა ფიქრის ფუნქცია და მთლიანად გაბრიელზე კონცენტრირდა. -გაბრიელ,გაიღვიძე გაბრიელ. -საერთოდ ვერ ისვენებ,საერთოდ.-კიდევ უფრო ძლიერ მოხვია მკლავები და სახე დაუკოცნა. -აბა შენს გვერდით მშვიდად როგორ უნდა მეძინოს. -მაგიჟებ...-მაინც ვერ გაძლო ტაისიას ტუჩების გარეშე,რომლებიც ასე გამომწვევად უმზერდნენ. -ვიცი. -არ იცი! -პატარა ბავშვს ემსგავსები. -არ მოგწონს? -არა. -იტყუები.- ტაისიას გაბრიელის გულ-მკერდზე ედო თავი და შინაგანი ფორიაქის იგნორირებას ცდილობდა.-ადექი მოვემზადოთ და ვჭამოთ.-წამოიწია გაბრიელი მაგრამ,ტაისიამ ისევ უკან დააბრუნა -არა,გთხოვ,ვიყოთ ასე კიდევ ცოტახანი.-დაემორჩილა და ისევ უკან დაბრუნდა. -გეშინია!-უეცრად წარმოთქვა გაბრიელმა. -რა იქნება შემდეგ? -შეგიძლია თავისუფლად იცხოვრო. -შენთან ერთად? -თავისუფლებისთვის მე არ გჭირდები.შენით უნდა გაინთავისუფლო თავი იმ კლანჭებიდან,რომელიც შენდა საწინააღმდეგოდ შემოგხვიეს. -ანუ მარტომ?-პასუხი არ მიუღია გაბრიელისგან.წამოდგა და მომზადებას შეუდგა. *** ყველაფერი მზად იყო,უბრალოდ ტაისიას უნდა გამოეწვია საუბარში და ყველაფერი უნდა ეღიარებინა შოთას.მტკიცებულება ისედაც ბევრი ჰქონდა,მაგრამ უნდოდა,რომ ის ვატოს მკვლელობისთვის დასჯილიყო პირველ რიგში. გაბრიელთან ერთად იმ კარების წინ იდგა, რომელსაც საშინლად ვერ იტანდა,კახაც იქ იყო მოშორებით ანუკისთან ერთად. -ტაისია ხომ იცი რაც უნდა გააკეთო? -ვიცი. -ხომ იცი რამე ისე თუ არ წავიდა,როგორც საჭიროა,ერთი წამითაც არ დავიცდი! -უბრალოდ აქ იყავკი,აქ იყავი და დაელოდე,დაელოდე შენს ტაისიას.-მთელი გრძნობით აკოცა,გიჟდებოდა გაბრიელის სურნელზე და მის გარეშე ერთი წამითაც აღარ წარმეოდგინა საკუთარი თავი. კარი როგორც ყოველთვის მარინამ გაუღო: -შვილო,ტაისია?-მარინას შეშფოთებულმა სახემ ცოტა გააკვირვა. -მარინა დეიდა არ შემომიშვებ? -შვილო ჯობია წახვიდე აქ.... -ტაისია,ბაბუას ერთადერთო...-და აი შოთას ხმაც,გაქვავდა,ერთი წამით საერთოდ დაივიწყა ყველაფერი და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,რომ ახლა მკვლელის წინ იდგა და სულ ერთი წამი დასჭირდა,რომ ისევ გონს მოსულიყო,მხოლოდ და მხოლოდ,გაბრიელის ტაისიას გამო. -როდის მერე მხვდები კარებთან შოთა?-ბაბაუს ვერ დაუძახებდა,უბრალოდ არ შეეძლო თუნდაც ამას ყველა გეგმა ჩაეშალა,მაგრამ შოთას ეს საერთოდ არ გაჰკვირვებია.ტასიამ ისევ მარინას შეხედა რომელიც აწურული იდგა თითქოს რაღაცას ელოდებოდა,მერე ისევ შოთას მომღიმარ სახეს შეხედა და ეს საკმარისი იყო იმის გასააზრებლად,რომ კარს მიღმა კიდევ ერთი ქარიშხალი ელოდა,რომელსაც გადაიტანდა თუ არა არ იცოდა! რამდენიმე ნაბიჯი და მისაღებ ოთახში მაგიდასთან იჯდნენ.შოთა მაგიდის თავში,სოფო მარჯვენა მხარეს უმშვენებდა მამას,ტაისია კი მარცხენა მხარეს.ნეტავ გვესმოდეს თუ რამდენად სძულდა იმ მომეტში ტაისიას საკუთარი თავი,რომ ასე მშვიდად შეეძლო მამის მკვლელის გვერდით ჯდომა.არსებობს ისეთი რამ რასაც ადამიანი ვერ გააკეთებს?ალბათ არა! განა ეშმაკი ადამიანი არ არის?განა ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად სიყვარულიც და სიძულვილიც.ამ ფიქრებთან ერთად ტაისიას გონება თავის წარსულს ატრიალებდა,მიძინებულ მომენტებს იხსენებდა და უნდოდა ის მომენტი აღმოაეჩინა,როცა მართლა ბედნიერი იყო,მაგრამ იცოდა თუ არა ტაისიამ რა იყო ბედნიერება?ნუთუ დასასრულის შემდეგ ცხოვრების მშვიდად გაგრძელოება შეიძლება?ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა.განა ცუდი მოგონებები მაშინ არ გვახსენებს თავს როცა ყველაზე ბედნიერები ვართ?განა თითოეული ბედნიერი დღის შემდეგ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები იმისთვის არ ვიბრძვით,რომ საკუთარი ბედნიერება გავამართლოდ?განა გვაქს ბედნიერების უფლება? რატომ ფიქრობდა ახლა ტაისია ამაზე?ალბათ იმიტომ,რომ დასასრულის და მერე ბედნიერი დასაწყისის არ სჯეროდა. -რამ მოიყვანა ჩემი შვილიშვილი ჩემთან? -ისედაც ხომ იცი.-თავისი ხმა ვერ იცნო ტაისიამ. -ის მაინც არ უნდა გეთქვა,რომ ნანუკას ძმასთან ერთად ცხოვრობ?რა გესაქმება იმ ადამიანთან ვერ ვხვდები!-ეს პირველი იყო რაც ამდენი ხნის შემდეგ დედამ შვილს უთხრა.-ტაისია კი შოთას არ აცილებდა მზერას,რადგან ორივეს კარგად ესმოდა რა ხდებოდა იმ მომენტში. -იცი დედა?ბევრი ვიფიქრე პირდაპირ მეთქვა თუ არა,მაგრამ არ იმსახურებ,არ იმსახურებ იმის ცოდნას,რომ ერთი თვე ქმრის,მკვლელის გვერდით გაატარე!-შოთას არანაირი რეაქცია არ ჰქონია შვილიშვილის განცხადებაზე,აი,სოფოს კი ჩანგალი გაუვარდა ხელიდან,რომელსაც ნერვიულად ათამაშებდა.-რატომ ხარ დედა ჩუმად? -ტაისია შვილო,რას იძახიი?-ძლივს ამოღერღა რამდენიმე სიტყვა სოფომ. -რატომ ხარ ჩუმად შოთა?მიდი აღიარე,რომ შენ უბრძანე იმ მანქანის აფეთქება მხოლოდ იმიტომ,რომ მამაჩემმა შენი ბინძური საქმეები გამოამჟღავნა.-მზერა სოფოდან ისევ შოთაზე გადაიტანა,რომელიც ერთხელაც არ შეტოკებულა და საერთოდ არ ცდილობდა მზერის არიდებას თითქოს მაგიდასთან მჯდომთაგან ყველაზე წმინდა ყოფილიყოს.-ხომ იცი,რომ ამ სახლიდან ვერ გახვალ? -რა სამწუხაროა მდაბიო მამაშენს,რომ დაემსგავსე,ყველაფერი მოგეცი რაც კი შეიძლებოდა,შენთვის შეუძლებელსაც კი ვაკეთებდი შენ კი ასე მიხდი მადლობას? -იცი რა მიკვირს? როგორ შეიძლება ადამიანი ამდენად ამაზრზენი იყოს!ნუთუ საერთოდ არავინ არ გყვარებია? ნუთუ მეც არ გყვარებივარ?მახსოვს როგორ მიყვარდა შენს კალთაზე მოკალათებულს საინტერესო ამბების მოსმენა...ეს მახსენდება და მერე საკუთარ თავს ვეკითხები: ნუთუ ამ ადამიანს შეეძლო მამაშენის მოკვლა ტაისია? ამ კითხვით ვიძინებ და ვიღვიძებ ერთი თვეა და ვერ ვხვდები,როგორ შეიძლება,რომ ბაბუაჩემი ასეთი ცუდი ადამიანი იყოს.მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება შენ ქმედებებს ვამართლებდი,რომ ისევ ისე მყვარებოდი როგორც ბავშვობაში,ამას კი ვერანაირი გამართლება ვერ მოვუძებნე ბაბუა!-ერთი ეულად ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა და აკანკალებულ დედას მიაჩერდა.-ახლაც გვიანია დედა? ახლაც გაჩუმდები? -შეუძლებელია ეს ვერ იქნება სიმართლე? მამა რატომ ხარ ჩუმად,თქვი,რომ ცილს გწამებს,თქვი რომ შენ არ ჩაგიდენია,-სოფოს სასოწარკვეთილი ხმის მოსმენან ბოლომდე დაამძაფრა სიტუაცია. -შენს ქმარს ჩემი თავიდან მოშორება სურდა.შენი აზრით მე ამას დავუშვებდი?-საერთოდ არ აიტერესებდა შვილის რას ფიქრობდა იმ მომენტში. -რატომ ჩემს თვალ წინ?-უცებ დაიყირა ტაისიამ. -იმიტომ,რომ ბოლო დროს ძალიან გაჯიუტდი,მეგონა ჭკუას ისწავლიდი,მაგრამ ვერაფერს ვერ გავხდი,იმ გაბრიელმა საეთოდ გადაგიტრიალა ტვინი,ეგეც უნდა მომეშორებინა.ეგ იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა,სათანადოთ ვერ დავაფასე და აი შედეგიც!-ისე საუბრობდა თითქოს ძმაკაცს უყვებოდა თავისი მზაკრული გეგმების შესახებ და არაფერი იყო აქ განსხვავებული. -ავადმყოფი ხარ!-ვერაფერი ვერ თქვა,უბრალოდ აღარ უნდოდა იქ ყოფნა. გაბრიელს კარგად ესმოდა თითოეული სიტყვა ყურასმენების მეშვეობით, ამიტომ ვეღარ გაუძლო ტაისიას ტანჯვას და სახლში შეიჭრა,პოლიცია უკან მიჰყვებოდა,მაგრამ იმ სურათის ნახვას ნამდვილად არ ელოდა რაც დახვდა. *** სწრაფად წამოდგა მაგიდიდან და გასასვლელისკენ გაემართა,მაგრამ ხმაურის ხმამ შემოტრიალა.ხელში სისხლიანი დანით დანახული დედა და ძირს მოფართხალე შოთას დანახვამ ვერაფერი ვერ აგრძნობინა გარდა აუტანელი სიცივისა,რომელიც მის სულს მთლიანად მოედო.ამ მომენტს შეესწრო გაბრიელიც,რომელმაც სწრაფად აიძულა ტაისიას თავისკენ შემოტრიალება და მკლავები მოხვია,რომ არ შეეხედა იმ საზარელი სურათის,რასაც თვითონ აკვირდებოდა. ისევ სიბნელემ მოიცვა ყველაფერი,ისევ სასოწარკვეთა.რა ხდება მაშინ,როცა უბედურება ადამიანის ცხოვრებაში დაუღალავი ციკლით ტრიალებს?ან მაშინ რა ხდება როცა ყველა უბედურების მიზეზი შენი უძლურებაა? სამწუხაროდ შოთას ჭრილობა სერიოზული არ აღმოჩნდა,ამიტომ საავადმყოფოდან პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს რამდენიმე დღეში კი სასამართლო პროცესი გაიმართებოდა. სოფოს გონებამ კი ვერ გაუძლო მომხდარს და გაგებულს,ამიტომ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.ტაისიამ თვითონ დატოვა დედა ფსიქიატრიულის კარებთან,როგორ უნდოდა,რომ რამე სანუგეშებელი ეთქვა დედასთვის,რომელსაც არასდროს არ გაუწევია სათანადო დედობა.მაგრამ განა შეეძლო,რომ მის მიმართ უგულობა გამოეჩინა?განა თვითონ აირჩია თავისი ცხოვრება და ტაისია ამირეჯიბის ტყავში ყოფნა.ისევ იქ დაბრუნდა სადაც ყველაზე მეტად ელოდნენ.სახლში შესვლისას ნერვიულ გაბრიელს წააწყდა,როგორც კი გამოფიტულ ტასიას შეხედა მაშინვე შეკრა წარბები და ხმა გაუმკაცრდა -რატომ არ დამირეკე? -მეც არ ვიცოდი ამის გაკეთება თუ მომიწევდა.-მზერა გაუსწორა გაბრიელს ბრაზმორეულ თვალებს და ხელები მოხვია, ისე ძალიან სჭირდებოდა მისი ჩახუტება. -სულ მარტო იყავი,ჩემმთვის უნდა დაგერეკა.-თავისი ძლიერი მკლავები მოხვია დასუსტებულ ტაისიას. -შეიძლება წავიდეთ,იქ სადაც მშვიდად საუბარს შევძლებთ? -წავიდეთ ტაისია,ნიბისმიერ ადგილას,სადაც თავს მშვიდად იგრძნობ. 8 თავი *** აგარაკზე,ნანუკას ნახატს მისჩერებოდნენ გაბრიელი და ტაისია.ტაისიას ამშვიდებდა დაქალზე მოგონებები,აი,გაბრიელი კი საერთოდ არ გამოიყურებოდა მშვიდად.მიუხედაად იმისა,რომ არ იმჩნევდა: -მართლა ფიქრობ,რომ ყველაფერი ასე დასრულდება?-მაშინვე იგრძნო როგორ დაიძაბა მაღლაფერიძე. -შენც ხომ ასე ფიქრობ?! -გაბრიელ შენ ჩემთან ხარ,ყველაფერს აკეთებ,რომ ეს დაწყვევლილი ცხოვრება გამილამაზო,რომ ბევრი არ ვიფიქრო მომხდარზე,რომ უბრალოდ ცხოვრება გავაგრძელო,მაგრამ... -მაგრამ მომხდარი არ იცვლება,ჩვენ ვალდებულები ვართ იმ შედეგით ვიცხოვროთ,რასაც მომხდარი ტოვებს. -შევძლებთ მშვიდად ცხოვრებას შენ და მე გაბრიელ? -ჩვენ ორივეს გვინდა ეს. -გგონია ვერ ვხვდები,რომ დანაშაულის გრძნობა გტანჯავს.არ გასვენებს იმაზე ფიქრი,რომ ჩემთან ყოფნით იმ ადამიანებს ღალატობ ვინც ჩემს გამო დაკარგე.ზედმეტად ბევრი ჭრილობა გაქვს,რომლის მიზეზიც მე ვარ და მე ვერ ვიქნები ის ვინც ამ ჭროლობებს მოგიშუშებს. -რა გინდა ტაისია?რატომ მესაუბრები ახლა ამაზე?თუ ფიქრობ,რომ ამ საუბრით რამეს შეცვლი ძალიან ცდები! -შენი მართლა არ მესმის!ნეტავ შენ ხომ არ ხარ ის ადამიანი,რომელსაც საკუთარ თავზე ბრაზი ახრჩობს.რა მინდა?რა და შენს სათქმელს მე ვაჟღერებ!უკვე დამღალა იმაზე ფიქრმა,რომ ჩემთან მხოლოდ სიბრალული გაჩერებს! -აი,თურმე რა.-ზედმეტად მწარედ ჩაიცინა,-გგონია მებრალები და იმის შემდეგ,რაც გადაიტანე მარტო ვერ გტოვებ? -არ მითხრა,რომ ასე არ არის. - ზოგჯერ მართლა მთელი გულით მინდა,რომ მძულდე,რომ შენი დანახვისას უაზროდ არ ვფორიაქობდე,რომ არ ვფიქრობდე შენზე მაშინ,როცა ჩემს გვერდით არ ხარ და მაშინაც როცა ჩემს მკლავებში ხარ მოკალათებული.დიახ,მთელი გულით მინდა,რომ ჩემი მშობლების საფლავზე ისე მივდიოდე,რომ დანაშაულის გრძნობა არ მტანჯავდეს,რომ ნანუკას საფლავზე დადებულ ფიცს პირნათლად ვასრულებდე,მაგრამ ამ ყველაფრის მაგივრად შენთან ვარ!და ეს გგონია მხოლოდ იმიტომ,რომ მებრალები?მართლა გგონია,რომ სიბრალულის გამო შევძლებდი შენთან ყოფნას? -მე შენს სიყვარულს არ ვიმსახურებ.-გაბრიელის შუბლს თავისი მიაბჯინა და თვალები დახუჭა,რომ ცრემლებისთვის გასაქანი არ მიეცა. -ეს შენი გადასაწყვეტი არ არის! -ძალიან ბვერი რამ მოხდა. -წასვლა გინდა ტაისია?-კუპრივით შავ თვალებს უყურებდა და დასმულ შეკითხვაზეც პასუხი მიიღო. -მთელი არსებით!-არც კი განძრეულა,უბრალოდ ტაისიას ცივი ხელები საკუთარში მოიქცია.-მიყვარხარ გაბრიელ.-ფრთხილად შეახო თავისი ტუჩები გაბრიელის ტუჩებს.ამ კოცნაში ყველა თქმული და ვერ თქმული გრძნობა იყო ჩატეული.ის რაც მხოლოდ მათ ესმოდათ.მათ და სხვა არავის! როგორც კი მოშორდა წამოდგა ისე,რომ არც კი შეუხედავს.შეეშინდა,რომ ვერ დატოვებდა,რომ ისევ დაამძიმებდა ყველაფერს,ამიტომ ამის უფლებაც წაართვა საკუთარ თავს.როგორც კი გასასვლელ კართან მივიდა გაბრიელის ბოხი ბარიტონი გაისმა. -როდის დაბრუნდები ტაისია? -მაშინ,როცა საკუთარ თავს,ჩემს შეყვარებას აპატიებ...-რამდენიმე წამი შეჩერდა,იმის იმედით,რომ კიდევ ერთხელ გაიგებდა გაბრიელის ხმას,მაგრამ ამაოდ. *** წავიდა.წავიდა საერთოდ ქვეყნიდანაც,საკუთარი თავისგანაც და იმ ადამიანისგანაც,რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.რატომ გაუშვა გაბრიელმა?ალბათ იმიტომ,რომ თვითონ ვერ ტოვებდა,თვითონ არ ჰქონდა იმის ძალა,რომ კიდევ ერთხელ გაენადგურებინა ტაისია.თავიდანვე იცოდა,რომ ასე მოხდება,იქნებ ამიტომაც მისცა საკუთარ თავს ტაისიასთან ყოფნის შანსი.იცოდა,რომ ტაისიამ ზედმეტად ბევრი დარტყმა მიიღო იმისთვის,რომ ისე გაეგრძელებინა ცხოვრება თითქოს არაფერი არ მომხდარა. ზოგჯერ არის მომენტი,როცა რაღაცეები იცვლება,მაგრამ ზოგჯერ რაღაცეები ვერ ხდება,ვერ იქცევა სინამდვილედ.ადაიანების ზედმეტად ბევრს ფიქრობენ იმაზე,რაც მნიშვნელოვანია და იმაზე,რაც უმნიშვნელოა.განა შეიძლება წარსულით ცხოვრება?განა ყველა ჭკვიანი თუ არა გონიერი იმას არ გვასწავლის,რომ ადამიანი წარსულით არ უნდა ცხოვრობდეს.მაშინ სად ჯანდაბაში უნდა ჩავტიოთ მოგონებები ისე,რომ არასდროს არ ამოტივტივდეს? ბევრი კითხვა ჰქონდა ტასიას საკუთარ თავთან,მაგრამ კითხვების გასაცემად მზად არ იყო,ამიტომ უბრალოდ დანებდა,აღარ ებრძოდა საკუთარ თავს და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მის ცხოვრებაში. *** ისევ თეთრი კარების წინ იდგა და დიდხანს ფიქრობდა,ნაბიჯიც კი გადადგა უკან,მაგრამ როგორც ყოველთვის მალევე გადაწყვიტა ტვინში რაღაც და სახელური ჩამოწია: -როგორ ხარ ლამაზო? -კარგად ანდრია,შენ როგორ ხარ?-თეთრხალათიანის წინ იჯდა უკვე. -კარგად ყოფნის გამო მოხვედი ჩემთან? -საინტერესო დახვედრაა ადრიან. -ანდრია აღარ? -არა! -კარგი მაშინ რამ მოგიყვანა ჩემთან?-როგორც ყოველთვის ვერ მოისვენა სავარძელზე ამიტომ დივნისკენ დაიძრა და ისე დაწვა, რომ ჭერს მისშტერებოდა,-ისევ ტაისია? -ეგრე ნუ მეძახი! -სახელის შეცვლით არაფერი არ იცვლება. -მე შევცვალე. -რა შეცვალე? -საკუთარი თავი. -შენი აზრით სხვა ქვეყანაში გადასვლა,სამსახურის შეცვლა და ყველაფრის მიტოვებაა საკუთარი თავის შეცვლაა? -მე მისატოვებელი არაფერი არ მქონდა,-ისევ ჭერს უყურებდა,თითქოს უბრალო თეთრ ჭერს კი არა რაღაც ბევრად მნიშვნელოვანს ხედავდა. -მაგრამ საკუთარი თავი მიატოვე. -არა,ასე არ არის. -აბა როგორ არის ტაისია? -ისევ ნერვებს მიშლი!როგორი ფსიქოლოგი ხარ დახმარების ნაცვლად ცუდად მხდი! -მაშინ რატომ მოხვედი? -ვეღარ ვსუნთქავ.... -ანუ მოგბეზრდა სხვა ადამიანად ყოფნა? -ასეა საჭირო. -ვისთვის? -ყველასთვის. -ყველსთვის თუ შენთვის? ტყუილი და მერე ამ ტყუილის დაჯერება საუკეთესო გამოსავალია,რომ საკუთარ თავს გაექცე.შენ გჯერა,რომ სხვებისთვის ზიანი მოგაქვს,მაგრამ არასდროს დაფიქრებულხარ შენთვის ვის მოაქვს ზიანი? -საკუთარ თავს. მძიმედ ამოიხვნეშა თეთრ ხალათიანმა და გააგრძელა: -ვის მოაქვს ზიანი შენთვის საკუთარი თავის გარდა ტაისია? -უკვე აღარავის! -ეგ იმიტომ,რომ შენს გვერდით აღარავინ აღარ არის.ისინიც კი ვისაც უყვარხარ. -ისევ არ გესმის! -მე შენი დაქალი არ ვარ.მე მინდა,რომ რეალობა დაინახო. -რომელი რელობა.ის ხომ არა ჩემი დაბადება ერთი დიდი შეცდომა,რომ არის? -მაგრამ სიკვდილზე არასდროს არ გიფიქრია.-პირველად გაუსწორა მზერა,მაგრამ რამდენიმე წამში ისევ ჭერს მიუბრუნდა. -სიკვდილი გამოსავალი არ არის. -დიახ არ არის,მაგრამ შენს ადგილას ბევრს ენდომებოდა. -რა იცი,რომ არ მდომებია,იქნებ გამბედაობა არ მეყო. -გიფიქრია,მაგრამ არ გდომებია.რომ გდომებოდა აქ არ იქნებოდი. ძალიან დიდხანს ფიქრობდა ანდრეას სიტყვებზე,ისიც ფიქრის საშუალებას აძლევდა. -მას ვერ ვატკინე.კიდევ ერთი საყვარელი ადამიანის დაკარგვას ვერ გადაიტანდა. -ანუ ვიღაცისთვის ძვირფასი ყოფილხარ? -არ ვიცი,უფრო სწორედ აღარ ვიცი.იქნებ მე მგონია უბრალოდ ასე.-შიში გაუჩნდა თვალებში. -ასეც,რომ იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი იცი რა არის? -რა? -შენ გიყვარს ვიღაც ისე ძალიან,რომ მზად ხარ ეს აუტანელი არსებობა აიტანო. -მიყვარს.-სულ ოდნავ გაეპო ბაგეები. -მეჩვენება თუ მოგწონს ეს აზრი? -ისედაც,ხომ იცი,რომ მიყვარს. -მე ვიცი,მაგრამ შენ გჭირდება ამის შეცნობა,როგორც მშვენიერი და ბედნიერების მომტანი გრძნობის და არა გრძნობის,რომელსაც ზიანი მოაქვს ვინმესთვის.ერთადერთი რამ რაც გაიძულებს,რომ ყოველ დილით გაიღვიძნო გაბრიელის სიყვარულია,რომ ერდ დღეს აუცილებლად შეძლებ მასთან დაბრუნებას. -სამი წელი გავიდა,ის კი საერთოდ არ გამოჩენილა. -იქნებ შენ გელოდება? -მან იცოდა,რომ დასაბრუნებლად მისი ერთი სიტყვა იყო საჭირო,მე კი დღეს ისიც არ ვიცი სად არის ან რას აკეთებს,იქნებ სხვასთან არის ბედნიერი,-ისევ შიში დაიბუდა ტაისიას თვალებში-ან იქნებ ვერ აპატია საკუთარ თავს? -სიყვარული საპატიებელი რამ არ არის,ტაისია! -ის ვერ პატიობდა. -და იქნებ შენ ვერ პატიობ საკუთარ თავს იმ სისუსტეს,რომელიც გამოიჩინე.დატოვე ადამიანი,რომელსაც ყველაფრის მიუხედავად უყვარდი.გეგონა ამით შოთას ცოდვებს გამოისყიდდი?იქნებ ეს შენ ვერ პატიობ საკუთარ თავს... -რომ გაბრიელს ვუყვარვარ,-თვითონ დაასრულა წინადადება და წამოდგა,მეორეჯერ გაუსწორა მზერა თეთრ ხალათიანს. -იქნებ შენ ვერ პატიობ საკუთარ თავს,რომ შოთას შვილიშვილი ხარ,ადამიანის,რომელმაც შენი საყვარელი ადამიები წაგართვა,მაგრამ მათ მაინც უყვარხარ?გაბრიელს მაშინაც კი გადაწყვეტილი ჰქონდა შენთან ყოფნა,როცა გიშვებდა,მაგრამ შენ გჭირდებოდა წასვლა და ეს მან კარგად იცოდა.მან დრო მოგცა,რომ გაგეაზრებინა ყველა ნაბიჯი,რომელიც მასთან დაბრუნებას გაიძულებდა. -დამესიზმრა,სამი შლის განმავლობაში პირველად,სიზმარშიც კი ვიგრძენი მისი სურნელი...დილიდან ვეღარ ვსუნთქვავ,ყველა სხვა სურნელი მაღიზიანებს.მხოლოდ გაბრიელის შეხება მჭირდება. -იქნებ დაბრუნების დროა? -ჩემი არა,ტაისიას დაბრუნების დროა! *** -ასე ლამაზია?-ხელში ნახატით მოტანტალდა პატარა გოგონა. -შენი ხელით დახატული ყველაფერი ლამაზია.-ლოყაზე აკოცა ბუნჩულა ნატალიას. -ყავას დალევ?-გამობერილი მუცლით და ლამაზი ხუჭუჭებით მარიტა გამოვიდა. -ხო დალევ ყავას ტასო?-დედას კითხვა გაიმეორა ნატალიამ. -რამდენჯერ გითხრი ნატალია,რომ ტასოს ნუ ეძახი.... -ჩემს ლამაზ გოგონას შეუძლია ყველფერი დამიძახოს რაც გაუხარდება.-ვინ აცადა მარიტას ბავშვის დატუქსვა. -გიჟები. -შენ შეგიძლია შენ ბიჭს მიხედო მუცელში.-დაიჯღანა პატარა ნატალიკო. -ტაისია არ მითხრა,რომ შენი სკოლაა? -იცის რა უნდა ისწავლოს ნათლიასგან.-გადაიკისკისა და ბავშვი დასვა. -თქვენ ორნი მარტო აღარსად აღარ მიდიხართ!-ვითომ გაბრაზებულმა ჩილაპარაკა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო.პატარა გოგონამ დედას აღარ დაუგდო ყური და ოთახში გაიქცა -ხატვას,რომ მორჩები ხომ მანახებ?-მიაძახა ტაისიამ. -კი ტასიკო.-გაისმა ნატალიას წკრიალა ხმა. -შემი ქმარი როდის ბრუნდება?-მიუბრუნდა მარიტას - დღეს გვიან.-წვენით ხელში მიუჯდა მეგობარს. -მაშინ დავრჩები,რომ მარტო არ იყო. -კიდევ ერთი თვე დარჩა თქვენ კი ყოველ დღე სამშობიაროში წარმომიდგენთ,დავიღალე.. -ანდრიას მართლა პანიკა ეწყება,-ჩაიცინა ტაისიამ,-ნატალიკოზეც ასე იყო? -უარესი.კიდევ კარგი მაშინ,რომ არ იცნობდი.-გაეცინა ქმრის გახსენებაზე.-შენ რას შვებოდი დღეს.ისევ ნერვები მოგიშალეს? -რა თქმა უნდა,მაგრამ ბოლოს მაინც მე გავიმარჯვე. -როდის მორჩება შენი და მოსწავლეების ომი? -როდესაც აქედან წავალ. -ეგრე იძახდი სამი წლის წინაც,მაგრამ ჯერ აქ არ. -დღეს ანდრიასთან ვიყავი,-ფრთხილად წარმოსთქვა ტაისიამ,თითქოს რაღაც საშიშს ამბობდა. -მაგან გითხრა არა,რომ დარჩენილიყავი-უცებ წამოენთო,მაგრამ უცებვე შეჩერდა-მოიცა რა?ანდრიასთან იყავი,როგორც ფსიქოლოგთან?ისევ? -ისევ. -ნახევარი წელია არ მისულხარ. -ისევ მომინდა. -რამე მოხდა? -ვბრუნდები. *** ერთი დღით ადრე და როცა დღე ჩვეულებრივად უნდა დაეწყო,როგორც ბოლო სამი წლის განმავლობაში:ახლოს მდებარე პარკში სირბილით და შემდეგ საუზმით,რაც არც ისე ძალიან ახალისებდა,რადგან ტაისიას დილა ადრე ყოველთვის სულ სხვანაირად იწყებოდა,ახლა კი სულ სხვანაირად.ამ ყველაფრით დიდად კმაყოფილი არ იყო,მაგრამ რუტინას ყოველთვის ეჩვევა ადამიანი. სამსახურის შოვნა არ გაუძნელდა,იქედან გამომდინარე,რომ თვითონ ნიუ-ორკში სწავლობდა.თავის ლექტორმა რეკომენდაციაა გაუწია ამიტომ ერთ-ერთ კოლეჯში სტუდენტებს ხაზვას ასწავლიდა. ბრუკლინის აურზაურს ერეოდა ყოველ დღე,როგორც სხვა დარჩანები.ჩვეულებრივი ადამიანი იყო,ისეთი როგორიც ყოველთვის უნდოდა,რომ ყოფილიყო,წვრილმანი პრობლემებით და ბევრი მუშაობით.ვერ გეტყვით,რომ ეს არ მოსწონდა, მაგრამ მისი სული ზედმეტად დამძიმებული იყო მონატრებით,რომელიც მოსმენებას არ აძლევდა.ის რამდენიმე თქვე,რომელიც გაბრიელთან ერთად გაატარა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ ტაისიას ახალი ცხოვრება ვერ დაეწყო,მაგრამ როგორც ვხედავთ სიყვარული მაინც ისეთი მამოძრავებელი ძალაა,რომელიც გაიძულებს ადამიანი მაშინაც კი მიატოვო,როცა წასვლა საერთოდ არ გინდა. და ახლა როცა თვალები გაახილა და ჩვეულებრივი რუტინის გამეორებას აპირებდა კადრები ამოუტივტივდა,ყველგან გაბრიელი იყო.ეძახდა,ძალიან ბევრჯერ დაუძახა:ტაისია....ტაისია...ტაისია...თითქოს თავის სახელს ახსენებდა,რომლის დავიწყებას ტაისია ასე დიდხანს ცდილობდა.გააცნობიერა,რომ დაბრუნების დრო მოვიდა,მაგრამ გონებაში არსებული მეორე მე ერჩოდა.’’მე’’,რომელიც ყველა უბედურების და შეცდომის მთავარი მიზეზი იყო. ზუსტად ამ მეს დასამარცხებლად 2 წელი პერიოდულად დადიოდა ანდრიასთან,რომელთანაც მარიტას მეშვეობით მოხვდა.მარიტა სრუალიად უეცრეად ბრუკლინის ერთ-ერთ კაფეში გაიცნო.როცა ქართული საუბარი გაიგო გიჟმა მარიტამ იმდენი გააკეთა,რომ ტაისიას კეთილგანწყობაც მოიპოვა,მარიტაც გაბედნიერებული სახით შესციცინებდა ძლივს ვიღაც ქართველს გადავეყარეო,ასე დაიწყო სრულიად მოულოდნელი მეგობრობა.არ სჯეროდა,რომ ფსიქოლოგს დახმარება შეეძლო,მაგრამ მარიტას დაჟინებული თხოვნით ანდრიასთან მივიდა და ყველაზე ფარული ემოციების გამოხატვა და მერე კონტროლი ისწავლა.იმის კონტროლი ისწავლა,რაც სიამოვნებას ანიჭებდა და არა იმის რასაც იძულებით აკეთებდა ხოლმე. თითქოს არაფერი არ შეცვლილა ისევ ის ტაისია იყო,მაგრამ ამავდროულად იმდენი რამ შეცვალა საკუთარ თავში,რომ ზოგჯერ ვერ ცნობდა ახალ ტაისიას.ტაისიას,რომელსაც არავინ და არაფერი არ აწუხებდა გარდა წარსულისა,რომელიც გამალებით ახსენედა თავს.ყველაფერი გააცნობიერა და ახალი გზაც იპოვა,ახლა მხოლოდ აწმყოთი ცხოვრება უნდა ესწავლა, ნაკლებად წარსულზე ფიქრით და ბევრი ფიქრით მომავალზე. *** -არ მჯერა,რომ ამდენი ხნის შემდეგ უნდა დავბრუნდე.-ისევ ანდრიას კაბინეტში იყო და ჭერს მისჩერებოდა. -რატომ? -მგონია რომ ყველაფერი სხვანაირი დამხვდება,რომ გაბრიელიც სხვანაირი იქნება და კიდევ ბევრი დეტალი. -და ეს ყველაფერი გაშინებს? -არ ვიცი...ალბათ კი,მაგრამ არ დავნებდები,იქ ვბრუნდები სადაც ჩემი ადგილია. -შენი აზრით გაბრიელი როგორ დაგხვდება? -ბრძოლა მომიწევს,რომ მისი ნდობა დავიმსახურო,ის ვერ მოიქცევა ისე თითქოს სამი წლის წინ მე არ ვაქციე ზურგი,როცა თვითონ უნდა ამდგარიყო და წასულიყო. -როგორ ფიქრობ ისევ უყვარხარ? -რატომ კლავ ჩემში ოპტიმისტურად განწყობილ ტაისიას? -კითხვას ნუ გაურბიხარ ტაისია. -აი,ისევ ნერვებს მიშლი,მიკვირს როგორ გიძლებს მარიტა,-რამდენიმე წუთი ისევ ჩუმად იყო,მაგრამ ბოლოს დაამატა,-პირველი შეხვედრიდან მხოლოდ მისი თვალები მახსოვს,თვალები,რომელიც დღემდე მაგიჟებს,არ ვიცი როდის და რატომ შემიყვარდა,თითქოს დაბადების წამიდანვე მაქვს ეს გრძნობა გაბრიელის მიმართ,ჰო უცნაურია,მაგრამ დღეს ასე ვგრძნობ და მინდა მჯეროდეს რომ თვითონაც იმავეს გრძნობს. -და სხვებზე რას მეტყვი,იმ ადამიანებზე ვინც მანდ დატოვე და ახლა ისევ უნდა შეხვდე? -კახაზე მეკითხები? -თუნდაც. -კახა იმაზე ჯიუტია,ვიდრე შორიდან ჩანს. -მასთან ურიერთობა არ უნდა გაგეწყვიტა. -ახლა ამას როგორც ჩემი ფსიქოლოგი თუ როგორც ანდრეა,გიჟი მარიტას ქმარი ისე მეუბნები? -არა,ამას ისე გეუბნები,როგორც ქუჩაში გამლელი გირჩევდა შენი ისტორიის მოსმენის შემდეგ. -ასე იყო საჭირო. -ან უბრალოდ შენ თვლი ასე. -ჰო შეიძლება. -ნანუკა საერთოდ არ გიხსენებია,არადა ყველა სეანსზე იხსენებდი მას. -ის გაბრაზებულია ჩემზე. -ტაისია ჩვენ ახლა გარდაცვლილზე ვსაუბრობთ. -აღარ მოდის ჩემს სიზმრებში.გაბრაზებულია,ჩემს გამო ხომ ისევ გაბრიელს სტკივა. -მართლა გჯერა იმის რასაც ამბობ? -ეს სიმართლეა! -კარგი ნუ ბრაზდები ტაისია. -დღეს ბოლოჯერ ვარ ამ კაბინეტში.იმედია აქ დაბრუნება არ მომიწევს.ვეღარ აგიტან!მირჩევნია მეგობრის სტატუსით მესუაბრო ხოლმე და არა უჟმური ფსიქოლოგის. -ანუ როგორც სპეციალისტს მიწუნებ?-მოჩვენებითი გაკვირვება აესახა სახეზე ანდრეას. -ადრიან შენ და მარიტა,რომ არა არ ვიცი როგორ გადავიტანდი აქ ყოფნას,თქვენი წყალობით მარტო არ ვყოფილვარ და რაც მთავარია სასწაული ნათლული მყავს,ისე დღემდე მიკვირს როგორ გაიმეტეთ ნატალია,მაგრამ გპირდები ცუდ რაღაცეებს არ ვასწავლი,არც ჩემს ცუდ თვისებებს დავანახებ,ნუ იცინი მართლა გპირდები.-უკვე ანდრეას წინ იჯდა და სიცილნარევი ტონით ესაუბრებოდა.-ახლა ჯობია წავიდეთ თორემ შენ ცოლს ამ ბოლო დროს გაორმაგებულად აქვს ისტერიკის შემოტევები. -ეგ იმიტომ,რომ შენ მიდიხარ და ჰქონია,რომ მარტო რჩება. -ეს თვითონ გითხრა თუ ცოლთანაც ჩართე ფსიქოლოგი ადრიანი? -ამის მიხვედრას არ სჭირდება ფსქოლოგობა ტაისია.- -არა,შენ ყველაფერს სულ სხვანაირად ხედავ,მადლობა ანდრეა ყველაფრისთვის,რაც ჩემთვის გააკეთე. -სულ გახსოვდეს,რომ ცხოვრებაში ბევრი,რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული და სხვების შეცდომებს საკუთარ თავზე ნუ იღებ.ხომ იცი ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო და ვისაუბროთ.-გაუღიმა ტაისიას,წამოდგა და მოეხვია.ბოლოს ერთად გავიდნენ და ყველაფერი დაივიწყეს რაც კი კაბინეტში თქმულა.სულ ასე ხდებოდა ანდრეა და ტაისია არსდროს არ საუბრობდნენ კაბინეტის მიღმა.იქ მყოფი ტაისია სხვა იყო,მარიტასთან და ნატალიასთან არასდროს იჩენდა იმ დოზით სევდას და ტკივილს რა დოზითაც იქ,როცა თეთრ ჭერს მისჩერებოდა და თავის აზრებს აჟღერებდა. *** აეროპორტში იყვნენ,მარიტა დიდი მუცლით და მის გვერდით მდგომი ანდრეა,რომელსაც ნატალია ხელში ჰყავდა აყვანილი,შეუდარებელ გრძნობებთან იყო დაკავშირებული ამ ოჯახის ხილვა.მათთან გატარებულმა სამმა წელმა დაანახა თუ როგორი უნდა იყოს ოჯახი,როგორ უნდა უყვარდეს დედას საკუთარი შვილი,როგორ პატივს სცემენ მეუღლეები ერთმანეთს ან უბრალოდ როგორი უნდა იყოს ერთი ჩვეულბრივი ოჯახი,რომელიც ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი იყო. -ჩემო პატარა დედას დაუჯერე და პატარა ანდრეას შენ გაბარებ,რომელიც ჯერ კიდევ მუცელშია. -მართლაა?-თვალები გაუფართოვდა ნატალიკოს. -ჰო ჩემო ლამაზო,შენზე უკეთ ვინ მოუვლის აბა შენს ძამიკოს. -მაგრამ ამდენიხანი,რომ არ გამოდის?-ყველას გაეცინა ნატალიას გამომეტყველებაზე,რომელიც აშკარად წუხდა. -მამას პრინცესავ ჯერ კიდევ ერთი თვე ვერ ვნახავთ პატარას. -მე მინდა,რომ ახლა ვნახო!-გაბუსხა ტუჩები და წარბებიც შეჭმუხნა პატარა გოგონამ. -ეს ბავშვი სულ დედამის როგორ დაემსგავსა.-ამოილაპარაკა ანდრეამ. -რამე არ მოგწონს საყვარელო? -როგორ გეკადრებათ ქალბატონო მარიტა.-გიჟდებოდა ანდრეა მგელაძე თავის ცოლზე და ეს ყოველ მის გამოხედვაში იგრძნობოდა. -ჩასხდომის დრო მოვიდა.-სევდიანად ჩაილაპარაკა მარიტამ და რაც შეიძლება ძლიერ მოეხვია ტაისიას,რადგან მუცელი ხელს უშლიდა.ძალიან დიდხანს იყო ჩახუტებული ნატალიაზე,რომლის დატოვება ყველაზე მეტად უჭირდა -როდის ჩამოხვალ ტასიკო?- -ჩემო ლამაზო გპირდეპი როგორც კი შევძლებ შენთან გავჩნდები,ძალიან უყვარხარ შენს ნათლიას. ბოლოს ანდრესთანაც მივიდა,რომელმაც ჩახუტების დროს უბრალოდ ჩასჩურჩულა: -თავს გაუფრთხილდი ტაისია,გახსოვდეს,რომ გელოდებით. *** სამი წლის შემდეგ პირველად იყო საქართველოში.აი,თურმე რა აკლდა მთელი ამ დროის განმავლობაში,ჰაერი,რომელიც მხოლოდ საკუთარ სამშობლოში შეუიძლია ადამიანს შეისუნთქოს.როგორც იქნა ნამდვილად შეიგრძნო მზის სხივები.ასე,მზე,არსად არ ანათებს! ბათუმისკენ გაემართა,იქ სადაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობდა.ზღვაც მოენატრა,ზღვა რომელიც ყველაფერს იტევს,ზღვა,რომელსაც თავიდან ბოლომდე შესწავლილი ჰყავს ტაისია ამირეჯიბის არსება,ზღვა,რომელიც უბრალოდ ტაისიას ეკუთვნის და ზღვა,რომელსაც უბრალოდ ტაისია ეკუთვნის. სანაპიროზე ფეხშიშველი სეირნობდა და უბრალოდ იღიმოდა.იღიმოდა იმიტომ, რომ იქ ყოფნა აბედნიერებდა.ადრე ეგონა,რომ ასეთ ბედნიერებას ვერასდროს ვერ შეიგრძნობდა,მაგრამ ზოგჯერ ყველაზე რთული რამ, ყველაზე ადვილად შესაძლებელი ხდება.ბოლოს სასტუმროს წინ აღმოჩნდა,საერთოდ არაფერი არ შეუცვლია ბატონ კახაბერს,დაცვაც კი ისევ ისინი იყვნენ,ვინც ტაისიამ აიყვანა დიდი ხნის წინ.რა თქმა უნდა დაცვამაც იცნო და ყველა გაკვირვებული უყურებდა.მათ სახეებს ყურადღება რა მიაქცია,უბრალოდ თავი დაუქნია გაუღიმა და სასტუმროში შევიდა.ადმინისტრატორების გაკვირვებული სახეებიც არ მოაკლდა. -გამარჯობა თიკა -ქქ....ქალბატონო ტაისია თქვენ ხართ? -მიდი აბა შენი მომნუსხველი ღიმილით გამიღიმე და მითხარი,რომ ჩემი ნომერი თავისუფალია. -თქვენი ნომერი?-ისე კითხა გოგონამ თითქოს ტაისიას არასდროს არ უცხოვრია იმ სასტუმროში. -თიკა ჩემი ნომერი ბოლო სართულზე თავისუფალია?-ხმა გაუმკაცრდა,რა ქნას ტაისია მაინც ტაისიად რჩება. -აა დიახ დიახ,ახლა მანდ არავინ არ არის. -და ვინ იყო ხოლმე? -ბატონი კახა,ზოგჯერ ბატონო გაბრიელიც მოდის,-რაც შეიძლება მშვიდად შეაპარა ეს ინფორმაცია ტაისიას,რომელსაც გული აუჩქარდა. -გასახებია, მომეცი. -დიახ,ახლავე.-გოგონამ ხელების კანკალით მიაწოდა გასაღები,მგონი ჯერ კიდევ ვერ იჯერებს ტაისიას ხილვას. -მადლობა თიკა და ჰო,ახალი ვარცხნილობა გიხდება.-გაუღიმა და ლიფტისკენ გაემართა. უსასრულოდ გაიწელა დრო სანამ ბოლო სართულზე აღმოჩნდებოდა,ყველაფერი ნაცნობი იყო.ნაცნობი და მშობლიური,თითქოს მართლა სახლში დაბრუნდა.გასაღებიც გადაატრიალა და აი ის ადგილი,რომელიც დიდ როლს იკავებდა ტაისიას ცხოვრებაში.მაშინვე იგრძნო საყვარელი მამაკაცის სურნელი,როგორც ჩანს აქაურობას ზოგჯერ კი არა ხშირად სტუმრობდა გაბრიელი.რამდენიმე გაბრიელის ნივთიც აღმოაჩინა,რომელსაც ისევ ისეთი სურნელი ჰქონდა,როგორიც სამი წლის წინ.კიდევ უფრო გაუმძაფრდა მასთან შეხვედრის სურვილი. ბოლოს აივანზე აღმოჩნდა,იმ აივანზე,რომელიც ტაისიას ყველა საიდუმლოს ინახავს.როგორც კი ზღვის ხედს თვალი მოსწყვიტა მაგიდაზე ვისკიც აღმოაჩინა,გაეღიმა,რადგან იცოდა ვისი დატოვებულიც იქნებოდა.ნომრის ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა,ახარებდა,რომ კახას არაფერი არ შეუცვლია.რამდენიმე ხნის შემდეგ კი ჩაეძინა და ასე კარგად სამი წელია არ უძინია,რადგან გაბრიელის სიახლოევს გრძნობდა,იცოდა რომ ისიც იქ იძინებდა.იმაზე ფიქრი,რომ მალე მასთან ერთადათ შეძლებდა ძილს საუკეთესო გრძნობა იყო. *** ბრახუნის ხმამ გამოაღვიძა.სანამ კარს გააღებდა იცოდა ვინც იქნებოდა და ცოტა აშინებდა კიდეც მომავალი შეხვედრა.როგორ მიიღებდნენ მის უეცარ დაბრუნებას? -არ არსებობს!-კახაბერის თვალებში იმდენ რამეს ხედავდა:გაკვირვებას,სიბრაზეს,იმედგაცრუებას და მაინც მეგობრის მონატებას ყველაზე მეტად. -ან არსებობს!-გაუღიმა ტაისიამ,რომელიც ბოლოს ნივთისავით გვერდით გაწეული აღმოჩნდა,კახა კი ნომერში შევარდნილი. -ანუ ინება შეერთებული შტატების დედოფალმა დაბრუნება?-თითქოს კბილებში გამოსცრცა,მაგრამ ირონიული ღიმილი უფრო დასთამეშებდა სახეზე. -ბნელეთის დედოფალი აღარ ვარ? -კი როგორ არა,გატეხილი გულების დედოფალიც ხარ!მიტოვებული ადამიანების დედოფალიც ხარ!ეგოისტების დედოფალიც ხარ!მხოლოდ საკუთარ თავზე,რომ ფიქრობენ იმ ადამიენების დედოფალიც ხარ!კიდევ გავაგრძელო? -მგონი არა,დიდ დროს მოანდომებ მე კი ერთი სული მაქვს როდის ჩავეხუტები ჩემს მეგობარს.-ცრემლებით აევსო თვალები. -ჯანდაბა ტაისია! დიდხანს ეხუტებოდა,თითქოს ვერ რწმუნდებოდა,რომ შეიძლება მართლა ტაისია ყოფილიყო. *** -საერთოდ არფერი არ შეგიცვლია.-აივანზე კახასთან ერთად საუბარი ერთდგვარი ტრადიცია იყო,რომელიც ძალიან მოენატრა და ეს საუბარი ორივეს სჭირდებოდა. -ეს სასტუმრო შენ გეკუთვნის. -ამაზე ხომ ვისაუბრეთ ჯერ კიდევ სამი წლის წინ. -ჰო სამი წლის წინ წახვედი და აღარ დაბრუნდი. -მაგრამ ახლა აქ ვარ... -რთული იყო შენს გარეშე.-მზერა გაუსწორა,თითქოს უნდოდა,რომ ტაისიას დამნაშავედ ეგრძნო თავი. -კახა მე ეს მჭირდებოდა.მეც და ყველას ჩემს გარშემო. -მაგრამ როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ოცდამეერთე საუკენეა და ტელეფონები არსებობს. - მე არ მაქვს შენს კითხვებზე პასუხი. -კარგი,მაშინ ამაზე მიპასუხე.როგორ ხარ? -იცი აღარ მიწევს ადამიანების მოტყუეაბა იმიტომ,რომ მართლა კარგად ვარ. -მიხარია თუ ასეა. -მოდი ჩემზე საუბარს თავი დავანებოთ,შენ როგორ ხარ? რა ხდება შენს თავს კახაბერ? -ჩვეილებრივად,ისე როგორც ყოველთვის. -რაღაც არამგონია,როგორც იქნა სიჯიუტე გვერდზე გადადეთ და ახლა ერთად ხართ ანუკი და შენ,ეს უნდა გაბედნიერებდეს. -ასეც არის,უბრალოდ ბევრი რამ შეიცვალა, შენც არ იყავი და აღარაფერი აღარ არის ისე როგორც ადრე.-ისევ ეს მზერა, რომელსაც ვერ დაემალა ბრაზი. -ყველაფერი კარგად იქნება კახაბერ.-ვერაფერი ვეღარ უთხრა რადგან იცოდა,რომ აზრი არ ჰქონდა.კახა მართალი იყო და ამას ვერაფერი ვერ შეცვლიდა. სიჩუმე ჩამოვარდა,რომელიც აუტანელი იყო ორივესთვის,თითქოს სასაუბრო გამოელიათ,არადა იმდენი სათქმელი ჰქონდათ ერთმანეთისთვის.რაღაც მომენტში ტაისიას მართლა მოაწვა დანაშაულის გრძნობა რადგან იცოდა,რომ ეს გაუცხოება თავისი წასვლით იყო გამოწვეული. -რატომ არ მეკითხები?-კახამ დაარღვია სიჩუმე. -რას? -მასზე?მაგრამ შენ,როგორც ჩემზე გაქვს ინფორმაცია ისე გექნება გაბრიელზეც. -არა მასზე საერთოდ არაფერი არ ვიცი გარდა იმისა,რომ თურმე აქ რჩებოდა ხოლმე. -არ მითხრა,რომ მასზე ინფორმაციის მოპოვება გაგიჭირდა.-და ისევ დამცინავი ტონი. -რა თქმა უნდა არა,მაგრამ მასზე უმნიშვნელო რამეც,რომ გამეგო დიდი ხნის დაბრუნებული ვიქნებოდი. -გიყვარდეს ადამიანი,ყოველდღე გქონდეს მასთან დაბრუნების შანსი და მაინც არ აძლევდე საკუთარ თავს და მას ამის უფლებას,არ ვიცი ამას გაბრიელს როგორ აუხსი ,მაგრამ წარმატებებს გისურვებ.-წამოდგა და გასავლელისკენ გამერთა -კახაბერ,არ დაგავიწყდეს ჩემი მეგობარი,რომ ხარ!-თვალი ჩაუკრა და გაუღიმა. -მაგის შეხსენება მე კი არა შენ გჭირდება.-აი,ასე წავიდა,გაბრაზებული და გახარებული. 9 თავი *** ზედმეტად აფორიაქებული იყო,იმისთვის,რომ უამრავი თვალისთვის ყურადღება მიექცია,ამიტომ თავაწეულმა გააგრძელა გზა,სასტუმროდან გამოვიდა და იქეთ გაემართა,სადაც ყველაზე მეტად ელოდებოდნენ.ცივ ქვებში ვატო ამირეჯიბის სახელი ამოიკითხა და თითქოს მეორეჯერ დაკარგა მამა.სანამ შორს ხარ მხოლოდ და მხოლოდ წარმოდგენებით ცხოვრობ,მერე ბრუნდები და რეალობას ეჯახები.თითქოს ტაისიას იმავე დაემართა,მაგრამ მან ზუსტად იცოდა,როცა დაბრუნება იმაზე მტკივნეული იქნებოდა ვიდრე წასვლა: -მიგატოვე,მაგრამ მხოლოდ იმიტომ,რომ დაგპირდი.-დიდხანს იჯდა მამის საფლავთან, ადამიანი როცა შორსაა ასეთი რაღაცეებიც ენატრება,უბრალოდ ახლობლის საფლავთან ჯდომა და მასზე ფიქრი.თითქოს ყველაფერმა ახლა შეიძინა ფასი.ფიქრებს მიცემოდა ტაისიას გონება,როდესაც ნაბიჯების ხმა მოესმა,რომელსაც ხმაც დაერთო: -ტაისია?-ყველაზე ნაკლებად მის ხილვას ელოდა იქ. -დედა? გაოცებული თვალებით უყურებდა შვილს,რომელიც არანაკლებ ემოციებს განიცდიდა.შეცვლილა სოფო,სხვანაირი მზერა იგრძნო და არ იცოდა ამ მზერის უნდა შეშინებოდა თუ რაღაც კარგი ეგრძნო. -დაბრუნდი ჩემო ტაისია?-ჩანთა დააგდო ქალმა და შვილს მოეხვია.ტაისია კი გაოგნებული იდგა,იმდენად ეუცხოოვა დედის ხელების შეხება, სად დამალულიყო არ იცოდა.დედის სითბო არასდროს არცერთი ბავშვისთვის არ უნდა იყოს უცხო,მაგრამ ახლა ტაისია ამ შეხებას ვერ ცნობდა და ამან ყველაზე მეტად ატკინა.მაშინ მიხვდა,რომ ამ სითბოს შეგრძნებაც უნდა ესწავლა,თავიდან,სოფოსთან ერთად. -დავბრუნდი,-ფრთხილად მოეხვია,თითქოს შეხებით რამეს ატკენდა. *** -საერთოდ არ მოდიოდი ჩემს სანახავად,-გვერდიგვერდ იჯდნენ და ვატოს გამოსახულებას შეჰყურებდნენ. -აქ არ ვიყივი. -ვიცი. -ჩემს იქ მოსვლას ელოდებოდი დედა? -არა...უბრალოდ იმედი მქონდა. -მეც სულ გელოდებოდი.სამი,ხუთი და ათი წლის წინაც კი.ყოველთვის.-ძალიან წყნარად ამოთქვა ეს სიტყვები ტაისიამ. -მაპატიებ?-ისევ თვალები აუცრემლიანდა სოფოს. -დაგვიანებას? -არ ვიყავი ისეთი დედა,როგორსაც იმსახურებდი. -ოჯახს არავინ არ ირჩევს და არც დამსახურება სჭირდება,მე შენი სიყვარული მჭირდებოდა,მეტი სხვა არაფერი.-ხელებში მოიქცია დედის ხელები და ისევ ის სითბი იგრძნო, რაც რამდენიმე წუთის წინ. -ხომ იცი,რომ ყველაზე მეტად მიყვარდი უბრალოდ მე.... -დედა,არ არის საჭირო,უბრალოდ ერთად ვიყოთ,აუცილებლად გამოგვივა.-იცოდა,რომ ძალიან რთული იქნებოდა,მაგრამ მზად იყო ამ გზას გასულიყო,რა თქმა უნდა,თუ სოფო მის გვერდით იქნებოდა.მიუხედავად ბევრი შეცდომისა ეს სოფოს ცხოვრება იყო ამიტომ თვითონ აგო ამ შეცდომებზე პასუხი.ტაისია ვერ გაკიცხავდა და არც უნდოდა ამის გაკეთება,ზედმეტად ბევრი დრო გავიდა იმისთვის,რომ პასუხები მოეთხოვა.აუცილებლად ისწავლიდა დედასთან ურთიერთობას და ამაში ვერაფერი ვერ შეუშლიდა ხელს. *** ყველაფერი შეიცველა,იმდენად,რომ საკუთარ თავსავ ვერ ცნობდა.როდესაც ტაისიას სიმართლე უთხრა,იცოდა,რომ შოთას ყველაფერი თავზე ჩამოენგრეოდა,მაგრამ ის ვერ გაითვალისწინა,რომ ტაისიას ზედმეტად ბევრი ჭრილობა მიაყანა ამ ყველაფრით.ვერ გაითვალისწინა,რომ ეს ჭრილობები მათ ისედაც რთულ ურთიერთობას დაანგრევდა.ბევრს ფიქრობდა ტაისიას წასვლაზეც იმდენსაც კი,რომ ზოგჯერ ეგონა,რომ საერთოდ არ წასულა და სადღაც ახლოს იყო.ელოდებოდა როდის შემოაღებდა კარს და შეშინებული ხმით დაუძახებდა გაბრიელს.ელოდებოდა მიუხედავად იმისა,რომ იცოდა არ მოვიდოდა.ყოველთვის იცოდა,რომ ვერ შეძლებდნენ ურთიერთობას ისე,როგორც სხვა ჩვეულებრივი წყვილები,მაგრამ ისინი ერთად ცხოვრობდნენ შეიძლება ძალიან ცოტა ხნით,მაგრამ ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ გაბრიელის ყველა ის წარმოდგენა დანგრეულიყო,სადაც ეგონა,რომ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო. იცოდა,რომ იმ საღამოს მისი შეჩერება შეეძლო და ერთი სიტყვა მაინც,რომ ეთქვა ტაისია დარჩებოდა,მაგრამ არ შეაჩერა,რადგან ხვდებოდა,რომ ყველაზე სწორი მისი გაშვება იქნებოდა მხოლოდ იმისთვის,რომ დაბრუნებულიყო.მაგრამ ზოგჯერ ბრაზი ერეოდა,ჯერ საკუთარ თავზე,მერე ტაისიაზე,მერე ისევ შოთას სიძულვილს უბრუნდებოდა ,რადგან ყველაზე ადვილი გამოსავალი ეს იყო.ერთადერთი,რაც ოდნავ მაინც იწვევდა გაბრიელში კმაყოფილებას ეს შოთას გისოსებს მიღმა დანახვა იყო.ბრაზობდა ყველაზე და ყველაფერზე,ზოგჯერ ჰაერზეც კი,რადგან იცოდა რომ ახლომახლოს ტაისია არ იყო და იმავე ჰაერით არ სუნთქავდა.ბოლოს ფიქრი შეწყვიტა და უბრალოდ ცხოვრება გააგრძელა,ბოლომდე ჩაიძირა თავის საქმეში.როცა ტაისია თავს გაახსენებდა ხოლმე,იქ მიდიოდა სადაც ყველაზე მეტად გრძნობდა მის არსებობას.იმ ნომერში სადაც ტაისიას სურნელი ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი,მაგრამ ეს უფრო ამძიმებდა სიტუაციას.მისი ნახვის სურვილი კიდევ უფრო უმძაფრთებოდა და თვითონაც ტოვებდა ქვეყანას რამდენიმე ხნით,მაგრამ საქმეების გამო მაინც ხშირად უწევდა ქალაქში ყოფნა. ერთ საღამოს ნანუკას ნახატებს ათვალიერებდა და მოუნდა,რომ სხვებსაც ენახა ეს საოცრება,მერე ტაისია გაახსენა და ის შეხვედრა,რომლის შემდეგაც დაიწყო ყველაფერი.მაშინ ტაისიას უნდოდა,რომ ამ ნახატების დახმარებით ნანუკას სახელობის ფონდი დაეარსებინა,ამიტომ გადაწყვიტა გამოფენის გამართვა.ფონდის დაფინანსებისთვის სეართოდ არ სჭირდებოდა ნახატების გაყიდვა,მაგრამ იცოდა,რომ ნანუკას ასე მოუნდებოდა,ამიტომ უბრალოდ გულის ხმას მიჰყვა და სადღაც გულის ყველაზე მიუყრუებულ ადგილას ისიც კი გაიფიქრა,რომ შეიძლება ამ გამოფენას ყველაფერი შეეცვალა,რადგან ის მას ეძახდა და ეს ხმა აუცილებლად უნდა გაეგო ტაისიას. შემდეგ საქმის გამო ორი დღით იტალიაში გაფრენა მოუწია,ამიტომ ჩამოსვლამდე გადადო ეს საქმე.როგორც კი საქმეები მოაგვარა და ჩამოფრინდა ორგანიზატორს დაურეკა და შეხვდერა სთხოვა,ყველა დეტალი განიხილეს და გამოფენის დღეც დათქვეს.არავისთვის არ უთქვამს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამიტომ ანუკისკენ გაემართა,რომ დისთვის ეს ამბავი ეამბო. -ნუთუ ჩემს დაკარგულ ძამიკოს გაახსენდა,რომ და ჰყავს სახელად ანუკი?-კარს მიღმა მდგომ ძმას შეკრული წარბებით შეეგება. -დარწმუნებული ვარ ჩემი და სახელად ანუკი ამ პატარა შეცდომას მაპატიებს და ყავასაც მომიმზადებს,-ცხვირზე დაჰკრა თითი,როგორც პატარა ბავშვს ისე და მისაღებისკენ გაემართა -თავხედო. -სიტყვები!-თვალები დაუბრიალა და სავარძელში მოკალათდა,-ჯობია ის მითხრა შენი ‘’ბოიფრენდი’’ სად ბრძანდება?-ვერ გეტყვით,რომ კახას არსებობა ანუკის ცხოვრებაში აბედნიერებდა,მაგრამ თვითონ ანუკი იყო ბედნიერი და ეს ყველაზე მთავარი იყო. -არ ვიცი,დაურეკეს და ისე გავარდა სახლიდან არაფერი არ უთქვამს. -საინტერესოა,-ჩაილაპარა თავისთვის და საუბარი გააგრძელლა,-შენთან სალაპარაკო მაქვს. -აი,თურმე რამ შეაწუხა ჩემი ძმა,-გვერდით მიუჯდა და დემოსტრაციულად განაცხადა. -ანუკი მაბრაზებ უკვე!მოკლედ გამოფენას ვაწხობ,სადაც ნანუკას ნახატები იქნება გამოფენილი. -რაა?მოიცა რატომ?ის ნახატები ერთდაერია,რაც ნანუკასგან დაგვრჩა და შენ მათ ყიდი?-წამოხტა უცებ და ზემოდან უყურებდა ძმას. -ნანუკას სახელობის ფონდი უნდა გავხსნათ,რომ იმ ადამინებს დავეხმაროთ ვისაც ეს სჭირდება. -და ამას ისე ვერ გავაკეთებთ,რომ ნახატები არ გავყიდოთ? -ანუკი დამშვიდდი და ხმას ნუ უწევ!მხოლოდ რამოდენიმეს გავყიდით,დანარჩებით კი უბრალოდ დატკბებიან,ყველამ უნდა იცოდეს რა საოცრად ხატავდა. -გაბრიელ არა! -ანუკი რატომ არ გესმის? -რა უნდა მესმოდეს,რომ ნანუკას ნახატებს ვიღაც სხვას უთმობ? -ნანუკა აუცილებლად ასე მოიქცეოდა,მისი ოცნება იყო სხვების დახმარება,თვითონ ვერა მაგრამ მისი ნახატები დაგმეხმარება ამაში. -მას თავისი ნახატების ასე გამოფენა,რომ სდომებოდა არ დამალავდა.თუ გავიწყდება,რომ ამის შესახებ ჩვენც კი არ ვიცოდით?! -მე ყველაფერი გადაწყვეტილი მაქვს თუ გინდა შეგიძლია არ მოხვიდე და არ დაესწრო ამ შესანიშნავ გამოფენას,რომლითაც ყველა გაიცნობს ნანუკას და მის საოცარ შემოქმდებას. -ისევ ისე იქცევი,როგორც მხოლოდ შენ გინდა! -რისი თქმა გინდა ანუკი? -იმისი,რომ გინდა გარშემო ყველა და ყველაფერი აკონტროლო,მაგრამ არ გამოგდის.ყველაფერი აურია შენმა სიყვარულმა!ჩვენ თავიდანვე სულ სხვა გეგმით ჩამოვედით აქ და გამარჯვებულები უნდა დავბრუნებულიყავით,მაგრამ შედეგად რა მივიღეთ? -შოთა ციხეში ლპება შენი აზრით ეს გამარჯვება არ არის?-მიუხედავად იმისა,რომ ანუკი ბობოქრობდა,გაბრიელი მშვიდად ესაუბრებოდა. -შოთას გამო დაიღუპა ჩვენი და თუ იმის გამო,რომ შენი საყვარელი ქალი,რომელსაც ასე ძალიან მისტირი,რატომღაც გაჯიუტდა და შეხვედრაზე ჩვენი და გაუშვა? -რატომ ვიხსენებთ ამ ყველაფერს თავიდან?-გაღიზიანებულმა ჩაილაპარა ისე,რომ დისთვის თვალი არ მოუშორებია. -ვიხსენებთ?ანუ ყველაფერი ასე ადვილად დაივიწყე? -ანუკი იცი რა არ მესმის?შენ არ იყავი ის ადამიანი ვინს ტაისიას ჩემს წინაშე ამართლებდა და იცავდა,ახლა რა მოხდა? -ჰოდა ძალიანაც ვცდებოდი! ის იმდენად ეგოისტია,რომ შენთან ერთად პრობლემების გამკლავებას გაქცევა და ყველაფრის მიტოვება ამჯობინადა ,ვინ გამოვიდა ისევ დაზარალებული?ვის სტკივა ისევ? -ის იმიტომ წავიდა,რომ მე მინდოდა ასე.მე მივეცი წასვლის უფლება! -ნუ ცდილობ მის გამართლებას! -ვის ამართლებს ბატონი გაბრიელი?-კახა შემოვიდა,რომელსაც დერეფანში მოესმა ანუკის აფირიაქებული ხმა. - აი,ახლა კიდევ ერთი დამცველი გამოუჩნდება ქალბატონს,რომელიც ღმერთმა უწყის სად არის და როგორ მშვიდად ცხოვრობს.-მიხვდა კახა ვისზეც იყო საუბარი და დაიძაბა,რადგან ახლა ზუსტად, რომ ტაისიასგან მოდიოდა. -ანუკი ჯობია დაწყნარდე და თუ ვერ წყნარდები,შეგიძლია შენ თვითონ მიხვიდე და რაც გინდა პირისპირ მას უთხრა,რადგან ის აქ არის.-წინადადება დაასრულა და ოთახიდან გავიდა,რადგან ახლა ნამდვილად არ ჰქონდა ანუკისთან ჩხუბის თავი,ისედაც გადაღლილი იყო ემოციებისგან. ‘’ის აქ არის’’ მხოლოდ ეს სიტყვები გაიგო გაბრიელმა და უკან მოუხედავად დატოვა დის სახლი. *** -ხომ გახსოვს ჩვენი და გაბრიელის საერთო პროქტი?-როგორც კი ყურმილი აიღო კახას ხმა მოესმა. -გამარჯობა კახა. -გახსოვს ტაისია?-არ შეიმჩნია ტაისიას ირონია. -კი მახსოვს. -გამოფენას მართავს,ნანუკას ნახატები უნდა გამოფინოს,არ ვიცი რამ წამოუარა,მაგრამ ფაქტია,რომ ანუკი და გაბრიელი ერთმანეთს დახოცავენ... -და მე რატომ მიყვები ამას? -იმიტომ,რომ დარწმუნებული ვარ იცი რატომაც აკეთებს. -იმიტომ,რომ ნანუკას უნდოდა ასე,შენს ფერიას კი გადაეცი დამშვიდდეს გაბრიელი იმას აკეთებს რაც საჭიროა. -მან იცის,რომ აქ ხარ,შენ კი ჯერ კიდევ არ გამოჩენილხარ. -ეჭვიც არ მეპარება,რომ იცის.-ჩაიცინა ტაისიამ. -მოკლედ აზრი არ ჰქონდა შენთან დარეკვას-და გაუთიშა. -რა იყო ახლა ეს?!-ჩაილიპარაკა ტაისიამ თავისთვის და ოთახში შევიდა,სადაც სოფო ელოდებოდა-გინდა სავახშმოდ გავიდეთ? -არა შვილო ჯობია აქ ვივახშმოთ თან მირჩევნია ვისაუბროთ. -რაზე უნდა ვისაუბროთ? -იმაზე თუ რას აკეთებდი ბოლო სამი წელი. -თავისუფლად სუნთქვას ვსწავლობდი. -უდარდელად ჩაილაპარაკა,მაგრამ სოფოსთვის არ იყო ეს ადვილი მოსასმენი. -გამოგივიდა? -აქ ვარ და შენთან ვსაუბრობ,ესეიგი კი. -მეც მინდა,მაგრამ ჩემი სული ზედმეტად დამძიმებულია იმისთვის,რომ ღამით მშვიდად ძილი შევძლო. -მთავარია საკუთარ თავს აპატიო და ყველაფერი გამოგივა. -მთავარია შენ მაპატიო.-შვილს მიუახლოვდა და მისი სახე ხელებში მოიქცია. -დედა ყველაფერი დალაგდება,უბრალოდ ორივეს დრო გვჭრდება,არაფერი არ იქნება ისე,როგორც ადრე და გთხოვ აღარ ვისაუბროთ წარსულზე,რადგან დიდი ძალისხმევა დამჭირდა,რომ წარსულის კვალი გამეუფერულებინა,გთხოვ აღარ ვისაუბროთ ამაზე!-ლოყაზე აკოცა და ნომერი დატოვა.უხერხულად გრძნობდა თავს,არც იცოდა სად დამალულიყო,არ იყო ასეთ საუბრებს მიჩვეული სოფოსთან,არც მის შეხებას იყო მიჩვეული,ამიტომ სანაპიროზე გადაწყიტა გასეირნა,რათა გონს მოსულიყო და ყველაფერი გაეზრებინა.ძალიან დიდხანს სეირნობდა და შემდეგი ნაბიჯებიც დაალაგა გონებაში,აუცილებლად უნდა შეხვედროდა გაბრიელს,მაგრამ ეშინოდა.ეშინოდა,რომ გაბრიელის მზერაში სულ სხვა რამეს დაინახავდა. *** მანქანა გაჩერდა და ტაისიაც გადმოვიდა.იცოდა,რომ ბევრის ყურადღებას მიიქცევდა და უამრავ კითხვას დააყრიდნენ თავზე,ამიტომ რაც შეიძლება შეუმჩნევლად უნდა შესულიყო,დღეს ნამდვილად არ ჰქონდა საზოგადოების თავი.უკანა შესასვლელიდან შევიდა,ამ შენობის ინტერიერი,ხომ თვითონ შეადგინა,თითოეულ კუთხე-კუნჭულს კარგად იცნობდა.როგორც კი მთავარ დარბაზში შეაღწია თვალებით გაბრიელის ძებნა დაიწყო,მაგრამ კახამ დაურღვია ძებნის პროცესი და წინ აესვეტა. -ვის ეძებთ ქალბატონო? -სად არის? -არ ვიცი, რამდენიმე წუთის წინ აქ იყო,მაგრამ არ გიმიკვირდება თუ აქ აღარ იქნება.მის ადგილას მეც არ მომინდებოდა შენი ნახვა-თვალი ჩაუკრა და შამპანიური მოსვა. -მართლა კახაბერ? ნუთუ ამდენად იმოქმედა შენზე ჩემმა არ ყოფნამ? -დარწმუნებული იყავი მხოლოდ უკეთესობისკენ. -აჰა დარწმუნებული ვარ.-ლოყაზე აკოცა და დატოვა. -ეს ტაისია იყო?აქ რა ჯანდაბა უნდა?-ტაისია უკვე დარბაზის მეორე ბოლოში იყო,როდესაც ანუკი კახას მიუახლოვდა. -იმიტომ,რომ შენი ძმა ნახოს. -ზედმეტად ხომ არ დააგვიანა? --არამგონია,-ჩაიცინა და ანუკის გაუსწორა მზერა-უკვე გითხარი,რომ საოცრად გამოიყურები. *** რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ მართლა იფიქრა,რომ ის იქ აღარ იყო და ნახატების თვალიერება დაიწყო,რომ ამ ფაქტზე ბევრი არ ეფიქრა და ყურადღება რამე სხვაზე გადაეტანა.იმის გააზრება არ უნდოდა,რომ გაბრიელმა შეგნებულად დატოვა იქაურობა,ამიტომ ნახატებზე გადაერთო.თითოეულში ნანუკას ნაწილებს ეძებდა და თავისუფლად შეეძლო მათი დანხვა.როდესაც თითქმის მთელი დარბაზი შემოიარა და თვალებით ისევ გაბრიელს ეძებდა დაინაახა ერთ-ერთი ნახატის წინ მგომი.ნამდვილად აუჩქადა გული ტაისიას ისე ძალიან რომ რამდენიმე წამი ნაბიჯიც კი ვერ გადადგა.უცებ გაიფიქრა ‘’რა იქნება ახლა?’’მაგრამ საკუთარ აზრებს ყური არ დაუდგო და გაბრიელისკენ გაემართა.გვერდით დაუდგა როგორც რამდენიმე წლის წინ ეს გაბრიელმა გააკეთა იტალიაში.გაბრიელმა მაშინვე იგრძნო ტაისიას სიახლოვე,ორივე დუმდა და არცერთი არ იხედებოდა ერთმანეთისკენ თითქოს ეს რამეს შეცვლიდა: -სამი წლის შემდეგ იმიტომ დაბრუნდი,რომ ჩუმად ყოფილიყავი ტაისია?-და, აი, გაბრიელის ხმა.ხმა,რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა. -არა,იმისთვის დავბრუნდი,რომ ამ სიჩუმეში შენთან ერთად დავიკარგო.-ვინმეს ესმის ესენი რაზე საუბრობენ?ჰო,მეც არ მესმის არაფერი გარდა იმისა,რომ კუპრივით შავი თვალები ისევ შეხვდნენ ცისფერ თვალებს და ეს დასაწყისი იყო,რაღაც ძალიან კარგის და რთულის! *** სანაპიროსთან გაჩერდა შავი რენჯროვერი.მანქანაში სამარისებული სიჩუმე იყო,უეცრად გაბრიელმა კარი გააღო და გადავიდა.მას ტაისიაც შეუერთდა,რომელმაც ოდნავ შეახო თავისი მხარი გაბრიელისას: -ანუ ჩემთან ერთად?!-ირონია არ დააკლო ამ სიტყვებს გაბრიელმა. -ჩემზე ბრაზობ?-მთლიანი სხეული უკანკალებდა ტაისიას. -რა მნიშვნელობა აქვს.-ისევ არ უყურებდნენ ერთმანეთს. -არ გაქვს გაბრაზების უფლება. -მაქვს! - შენ იცოდი,რომ აუცილებლად დავბრუნდბოდი. -ხომ არ დაიგვიანე?-საერთოდ არ იცოდა რატომ აკეთებდა ამას,მისი ერთადერთი სურვილი ახლა ხომ ტაისიას შეხება იყო,მისი სურნელის შეგრძნება. -და შენ აპატიე საკუთარ თავს? -ეს უბრალოდ მიზეზი იყო,რომ გაქცეულიყავი. -ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა,რომ დავრჩენილიყავი ასე არ იქნებოდა. -და რა არის სხვაგვარად? -შემიძლია კარგად ვიყო შენთან ერთად...მაშინ ეს შეუძლებელი იყო,წარსული სულ უკან დაგსდევდა... -მაგრამ წარსული არ იცვლება,ის ისევ არსებობს... -მაგრამ ახლა შემიძლია სწორი თვალით დავინახო. -გგონია ახლა თუ აქ ხარ და ჩამოხვედი ყველაფერი კარგად იქნება? -ყველაფერი კარგად ვერასდროს ვერ იქნება,თან იქ სადაც მე და შენ ვართ. -რატომ ჩამოხვედი,მაინცდამაინც ახლა? -ზედმეტად გაუსაძლისი იყო შენდამი მონატრება ამ ბოლოდროს. -ჯანდაბა ტაისია...სამი დღე და თქვე კი არა,სამი წელი გავიდა.ისე ნუ ამბობ თითქოს ეს არაფერს არ ნიშნავს!-უცებ ჩაავლო მკლავში ხელი და იმდენად მოუჭირა,რომ ტაისიას სახეც კი დაემანჭა. -შეიძლება გარშემო მყოფებისთვის რამეს ნიშნავს,მაგრამ არა შენთვის და ჩემთვის.-ისევ არ უშვებდა ხელს. -და თუ ცდები? -ისევ ისე მიყურებ გაბრიელ! -აუცილებლად აგებ პასუხს ამ სამი წლისთვის!-ფრთხილად შეახო ტაისიას ტუჩებს თავისი.მაგრამ საშინელმა მონატრებამ ორივეს აიძულა დაევიწყებინათ ყველანაირი სინაზე და კოცნა ორივემ გააღრმავა.ტაისია ყველაფერს გააკეთებდა,რომ გაბრიელი დაებრუნებინა,რადგან ეჭვი არ ეპარებოდა,რომ ისევ ის გაბრიელი შესცქერიდა:განრისხებული,განაწყენებული,გაბრაზებული,მაგრამ მაინც მონატრებული თვალებით.ისეთი მზერით,როგორითაც ყოველთვის უყურებდა,დანახვის წამიდან! როგორ შეძლო და როგორ მოშორდა ვერ გეტყვით,მაგრამ ფაქტია გაბრიელი თავის მანქანას მიაქროლებდა გზაზე,ხოლო ტაისია ზღვას გაჰყურებდა,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გაღიმებას აიძულებდა. *** თავი დაკარგა,თინეიჯერს დაემსგავსა,რომელიც ოცდაოთხი საათი თავის შეყვარებულს უთვალთვალთვალებს,მაგრამ გაბრილის გარდა სხვა ვერაფერზე ვერ ფიქრობდა,ამიტომ ნაბიჯებსაც დაუფიქრებლად დგამდა.ზუსტად ამიტომ იყო ახლა ანუკი და კახას ბინის წინ და მშვიდად აკაკუნებდა კარზე. -მოვდივაარ...-გაისმა ანუკის ხმა,რომელსაც ტაისიას დანახვისას თვალები გაუფართოვდა-შენ? -ჰო მე.კახამ დამპატიჟა,არ უთქვამს?-ვერ იჯერებდა,რომ ამას აკეთებდა. -ვინ არის ანუკი?- -ის ვინც შენ დაპატიჟე.... ოჯახურ ვახშამზე.-ბოლო ორ სიტყვას ხაზი გაუსვა ანუკიმ. -ანუ მე დავპატიჟე?-სასხვათაშორისოდ იკითხა კახამ. -გუშინ საღამოს ხომ დამირეკე კახა,ჰო და მეც აქ ვარ.-კახა ვერ ხვდებოდა გაბრაზებულიყო თუ ხარხარი მოერთო ტაისიას მდგომარეობაზე. -ანუკი შემოუშვი სტუმარი-მზერა გაუსწორა გოგონას და ტაისიასთვის რაღაც გაუგებარი ანიშნა, გოგონაც ერთი ნაბიჯით უკან გაიწია და ტაისია შეუშვა.მისაღებში,რომ შევიდა მაგიდა სამ კაცზე იყო გაწყობილი და მგონი უკვე ინანა ეს სულელური საქციელი,მაგრამ ზედმეტად გვიანი იყო სინანულისთვის.უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,რომელიც ანუკიმ დაარღვია. -მე თეფშს დავამატებ დაუპატიჟებელი სტუმრისთვის.-სამზარეულოში გავიდა ანუკი და კახამაც მრავლის მკითხველად მიაჩრდა მეგობარს. -ანუ გუშინ საღამოს დაგირეკე?-ეცინებოდა და რა ექნა?! -არ გახსოვს?-თვალი ჩაუკრა ტაისიამ. -უფრო ვერ ვიჯერებ! -მოვა? -წესით კი თუ ანუკიმ არ გააფრთხილა,რომ ჯობია გაიქცეს-ძლივს იკავებდა ფხუკუნს. -და რატომ უნდა გამექცეს ვითომ?-პატარა ბავშვივით შეჭმუხნა წარბები -რა გიქნეს მაგ ამერიკაში ტაისია?- -ნორმალურ ადამინს ვემსგავსები,მგონი უნდა გიხაროდეს-იყო ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი. -არა!მაშინებს!-შეიცხადა კახამ. -ნერვებს მიშლი!-თვალები დაუბრიალა ტაისიამ და კიდევ აპირებდა რაღაცის დამატებას,როცა კაკუნის ხმა გაისმა.ჯანდაბა!ისევ აუკანკალდა სხეული.ასე არ შეიძლება! -აი შენი პრინციც მოვიდა,ოხონც შავ რაშზეა მგონი ამხედრებული.-ამჯერად კახამ ჩაუკრა თვალი.-მე გავაღეებ,-გასძახა ანუკის და დერეფანში გავიდა.გაბრიელი როგორც ყოველთვის უემოციო გამომტყველებით იდგა კარს მიღმა. -რა იყო კახა რა უცნაურად მიღიმი? -უკვე აღარც ვიცი როგორი სახით უნდა დაგხვდე.- -არ შემომიშვებ?- -მობრძანდი,-გვერდით გაიწია და გზა დაუთმო. ანუკიმ უკვე თეფში დაამატა და კერძებს ამატებდა სუფრაზე,როდესაც გაბრიელი და კახა შემოვიდნენ. -ანუკი,-დაუძაახა დას და მოეხვია,როდესაც ტაისია დაინახა,რომელიც ოთახის მეორე ბოლოში ფანჯარასთან იდგა და შორიდან აკვირდებოდა და-ძმას. გაბრიელს საერთოდ არ გაჰკვირვებია ტაისიას იქ ყოფნა,მშიდად მიუახლოვდა,მარცხენა ხელი წელზე შეუცურა,სხეულზე აიკრა და ლოყაზე ფრთხილად აკოცა,რის შემდეგაც უცებ მოშორდა და გაუღიმა: -როგორ ხარ ტაისია? -კარგად გაბრიელ,შენ როგორ ხარ?-თვითონაც გაუღიმა,მაგრამ თვალებით,რომ საერთოდ სხვა დიალოგი ჰქონდათ,რომელსაც ანუკი და კახა ვერ ხვდებოდნენ,შესამჩნევი იყო. -შესანიშნავად. -რატომ ვდგავართ,დავსხდეთ სუფრასთან ანუკი ისედაც დილიდან არაფერს არ მაჭნევდა.. -ცილს მწამებ კახა!-შეუბღვირა კახას,მაგრამ ისეთი საყვარელი იყო,ალბათ მაშინვე დასტაცებდა ხელს კახა და გემრიელად აკოცებდა,რომ არა ზედმეტი თვალი ტაისიასა და გაბრიელის სახით. -საინტერესოა როდის გაიზრდებით.-წარმოსთქვა თავისი ცივი ბარიტონით გაბრიელმა და მათ შემხედვარე ჩაეღიმა კიდეც.მოსწონდა კახასა და ანუკის წყვილი,მაგრამ ამას არასდროს არ აღიარებდა.ანუკიმ იმდენი გააკეთა,რომ თავისი ძმა გვერდით დაისვა,კახამ კი იმდენი გააკეთა,რომ ტაისია პირისპირ დაუსვა გაბრიელს.ვიღაც მართლა ვერ გადაურჩებოდა დღეს ანუკის,მაგრამ ის ცალკე თემაა ,რომ ტაისია და გაბრიელი ამ სიტუაციით უფრო ხალისობდნენ,მიუხედავად იმისა,რომ ორივეს არაფრის მთქმელი გამომეტყველება ჰქონდა აკრული სახეზე. უხერხული სიჩუმის დარღვევა ანუკიმ ითავა საკუთარ თავზე: -აბა ტაისია არ მოგვიყვები რითი იყავი დაკავებული ნიუ-ორკში?-და გაუღიმა თითქოს მასზე სეართოდ არ ბრაზობდა. -ხაზვას ვასწავლიდი კოლეჯში,-ჩანგალი დადო და მზერა გაუსწორა ანუკის. -მერე რთული არ იყო? -არც ისე,ზოგჯერ მაბრაზებდნენ,მაგრამ ნიჭიერი ბავშვები არიან. -არა მაგაზე არ გეკითხები,აქ ყველა,რომ ფეხქვეშ გეფინებოდა და ყველა,რომ გიცნობდა,იქ კი ვინ ხარ?-რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ დაამატა,-არავინ!ჰო და არ გიჭირდა,აი,იმ დიდების გარეშე,რასაც ტაისია ამირეჯიბის სახელის ხსენებას მოჰყვებოდა?-კახას ეტყობოდა,როგორი დაძაბული იჯდა,ანუკი კი კმაყოფილი იყო იმითი,რომ პირველი დარტყმა უკვე განახორციელა. -მართალი ხარ იქ ჩემი სახელი და გვარი არავის ეცნობოდა. დამიჯერე ეს ერთ-ერთი პლიუსი იყო იქ ყოფნის. -დარწმუნებული ხარ? მგონი პირიქით უნდა იყოს,თუმცა მართალი ხარ,ადამიანის სახელის გაგების დროს კარგი და დადებითი წარმოდგენები უნდა გაგიჩნდეს,შენს გარშემო კი ბევრი ფული,უსიცოცხლო შენობები,აფეთქებები,სიკვდილი და სკანდალებია,არამგონია ეს ყველაფერი ვინმეს დადებით განწყობას უჩენდეს შენს მიმართ. -ანუკი!-ზემდეტად გამაფრთხილებელი ტონი ჩანდა კახას ხმაში.გაბრიელი კი ყველასდა გასაკვირად ჩუმად იჯდა და სიტუაციას უბრალოდ აკვირდებოდა. -არაფერია კახა,ანუკი მართალია ზუსტად ამიტომაც მიხაროდა,როცა იქ უბრალოდ ტასო ვიყავი და არა ტაისია ამირეჯიბი. -შენ ხომ ვერ იტან,როცა ტასოს გეძახიან.-ინსტიქტურად წარმოსთქვა კახამ. -ცხოვრება გაიძულებს ისეთი რაღაცეები შეიყვარო,რაც არ გიყვარს,თან ნატალიკო ისე საყვარლად მეძახის ხოლმე,რომ უბრალოდ არ შეიძლებოდა არ შემყვარებოდა.-ნატალიას ხსენების დროს სხივი გაუჩნდა თვალებში,ვაიმე როგორ მოენატრება ციცქნა ქალბატონი. -ნატალიკო ვინ არის?-კახამ ჰკითხა უცებ. -ჩემი ნათლული. -ვიინ?-ხველებით ამოთქვა კახამ, და უცებვე წყლის ჭიქას დასტაცა ხელი.ტაისიას არასდროს არ ჰყავდა ნანუკასა და კახას გარდა მეგობარი,მითუმეტეს ამერიკაში.-შენ ვინ მოგანათლინა ბავშვი? -კახა! -მართლა გეკითხები.-კახას საერთოდ დაავიწყდა მარტო,რომ არ იყვნენ. -ერთადერთი ადამიანები ვისთანაც ახლოს ვიყავი ამერიკაში,მარიტა და ანდრეა იყვნენ,ზუსტად მათი ნატალიკო მოვნათლე,საოცარი ბავშვია,აუცილებლად გაგაცნობთ.-ცოტა ეუცნაურა ეს საუბარი ტაისიას,მაგრამ,რაც არ უნდა იყოს,ახლა სუფრასთან მისთვის ყველაზე ძვირფასს ადამიანებთან ერთად ისხდა და მათთან ნორმალური ურთიერთობა უნდა ესწავლა. -მარიტა და ანდრეა,-თავისთვის ჩაილაპარაკა კახამ და შემდეგ დაამატა,-ასეთი არავინ არ მახსენდება. -ვერც გეცოდიენება კახაბერ,იქ ყოფნისას გავიცანი,ახლა მეორესაც ელოდებიან დღე-დღეზე,ნატალია გიჟს გავს ისე ელოდება.დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს იეჭვიანებს,მაგრამ ეჭვიც არ მეპარება პატარა მგელაძე საოცრებებს მოახდენს.-მათზე,რომ საუბრობდა ყველაფერი ავიწყდებოდა და ძალაუნებურად ეღიმებოდა. -არადა ერთ დროს ვერ იტანდი ამ ყველაფერს.-კახას სათქმელი ანუკიმ გააჟღერა,რომელიც ცოტა არ იყოს გაუკვირვებული იყო,როცა ტაისიაში რაღაც ბედნეირების მარცვალი დაიჭირა,როდესაც სხვაზე საუბრობდა ასეთი რამ არ ხდბეოდა ხოლმე,თან მას კარგად ახსოვს ტაისიას შეხედულებები სხევბის მიმართ,ახლა კი იჯდა და ყვებოდა სხვა ადამინებზე ასეთი სიყვარულით. -ამ ყველაფერში რას გულისხმობ ანუკი?-გაბრიელის ხმა გასიმა ჰაერში და ტაისიას მზერაც დაიჭირა. -შენთვის ხომ მტკივნეულია სხვა ადამიანების ბედნიერი სახის დანახვა ახლა კი შენ თვითონ საუბრობ სხვებზე ახტაცებით და მათი ბენდიერებით ხარ ბედნიერი თუ ვცდები?-გაბრიელის კითხვა დააიგნორა და ტაისიას მიუბრუნდა ისევ. -მათი ბენდიერებით,მართლაც რომ ბედნიერი ვარ.ანდრეა,მარიტა და ნატალი,რომ არა ვერ დავახწევდი იმ ჯოჯოხეთს თავს,რომელშიც მაშინ ვიყავი,რაც არ უნდა იყოს საკუთარი თავისგან დახწევა ყველაზე რთულია. -ჰო საყვარელ ადამინებს გაექეცი,მაგრამ საკუთარ სახელს და თავს ვერ გაექეცი არა?-ირონიული იყო ანუკი. -საკუთარ თავს არ უნდა გაექცე,მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწვალო.-ისევ ეს ხმა,რომელიც საშინლად აფორიაქებდა ტაისიას სულს.გაბრიელი თვალს არაშორებდა აღელვებულ ტაისიას,რომელმაც თავისი თვალები და გაბრილისას გაუსწორა და წყნარად წარმოსთვა -და მე ეს შევძელი,მართალია ამას ბევრი დრო დასჭირდა,მაგრამ მთავრია,რომ შევძელი.-გაბრიელი და ტაისია ისევ თვალებით საუბრობდნენ,აი ანუკის კი მოთმინება აღარ ჰყოფნიდა. -ყოველთვის,როდესაც შენ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობ სხვები იტანჯებიან!-ტაისიამ გაბრიელიდან ანუკიზე გადაიტანა მზერა.არ უნდოდა სხვების თვალებში იმედგაცრუების დანახვა,მაგრამ ანუკის თვალებში ეს ნამდვილად ჩანდა.უკვე დიდიხანია გააცნობიერა,რომ ადმაინები ყოველთვის აყენებენ ერთმანეთს ტკივილს,მაგრამ ბედნიერების წყარო ზუსტად ის ადამინები არიან ვინც ყველაზე მეტად გვტკენენ.ამიტომ თუ თვითონ ტკენდა,მზად იყო რომ სხვებისგანაც მიეღო ეს ტანჯვა.ცხოვრება ხომ ზუსტად ეს არის. -თუ მე მგულისხმობ ანუკი,ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო და ამაში ჩარევის უფლება არავის აქვს.-გაბრილის ხმა გაისმა,რამდენიამე წუთიანი სიჩუმის შემდეგ და სწრაფად წამოდგა,ანუკის ზურგს უკან დადგა და დაიხარა,წყნარად წარმოსთქვა მაგრამ ყველას გასაგონად,-ვიცი რომ ჩემზე დარდობ,მაგრამ დამიჯერე სანერვიულო არაფერი არ არის.-თავზე აკოცა და ტაისიას მიუახლოვდა,რომელსაც ხელი გაუწოდა და ლოდინის რეჟიმში გადავიდა.ტაისიათვის ისედაც ზედმეტი სიტყვების გარეშე ყველაფერი გასაგები იყო,ამიტომ თავისი ხელი გაუწოდა და წამოდგა.უსიტყოდ დატოვეს სახლიც და გაოგნებული ანუკი და კახაც: -რა ჯანდაბას აკეთებს ჩემი ძმა? -მათ ერთმანეთი უყვართ. -ოდესმე შეძლებენ ერთად ყოფნას? -ჩემი აზრით ყოველთვის ერთად იყვნენ,ამას მათ გარდა ვერავინ ვერ გაიგებს შენ კი შეწყვიტეე შენს ძმაზე ოცდაოთხსაათიანი ნერვრულობა და იქნებ შენს სიყვარულსაც მიაქციო ყურადღება -ვინ არის ჩემი სიყვარული?მე ასეთი არავინ არ ვიცი.-ბოლოს ჩაეღიმა მაინც. -ანუკი!-უცებ გაუნათდა თვალები ანუკის და წამოხტა. ხელები მოხვია თაავის საყვარელ ადამიანს და მისგან წამოსული სითბო შეიგრძნო. *** ქალაქგარეთ,ტაისიათვის უცხო ადგილას იყვნენ.მანქანა პატარა სახლის წინ გაჩერდა,ეზოც არც ისე დიდი იყო.დიდად ვერაფერი ვერ გაარჩია,რადგან უკვე ღამე იყო,თან ცივი ნიავი უბერავდა ამიტომ უცებვე გეზი სახლისკენ აიღო. -ეს შენი სახლია?-კითხვა გაუჩნდა ტაისიას,სანამ გაბრიელი კარს აღებდა. -ბებიაჩემი ამ სახლში დაიბადა და გაიზარდა . -ქალბატონი მაია? -არა,ლილი,არ უხსენებია ნანუკას? -ლილიანას ვიცნობდი.-უკვე სახლში იყვნენ,ტაისიამ ოთახი მოათვალიერა და მიხვდა,რომ გაბრიელი აქაურობას ხშირად სტუმრობდა. -იცნობდი?-გაუკვირდა გაბრიელს. -ჰო ნანუკას მე-15 დაბადების დღეზე იყო თბილისში ჩამოსული,წინა დღეს სასეირნოდ იყვნენ გასულები ლილი და ნანუკა,მე კი უბრალოდ სახლიდან გავიპარე,რომ ჩემი დაქალი მენახა,მაშინ გავიცანი,საოცარი ქალი იყო.- -და რატომ გაიპარე,ნანუკასთან შეხვედრის უფლებას ხომ გაძლევდნენ თავისუფლად. -კი,მაგრამ როცა ცუდად ვიქცეოდი ჩემი დასჯის ერთადერთი მეთოდი ნანუკას არ ნახვა იყო,მე კი ჩემი მეგობარი ჰაერივით მჭირდებოდა ყოველ დღეს,საათსა და წუთს.-მშვიდად უსმენდა გაბრიელი,რომელიც პატარა მაგიდასთან იდგა და რაღაცეებს ალაგებდა,ტაისი კი კედელზე მიყუდებული აკვირდებოდა ყველაფერს. -ზედმეტად იყავი მასზე დამოკიდებული. -ძალას მმატებდა,არ ვიცი ასეთი პატარა როგორ იყო ამდენად ჭკვიანი და გონიერი,ყოველთვის იცოდა რა უნდა ეთქვა და როგორ უნდა გავემხნევებინე.იცი ყველაზე მეტად რა მაშინებს?- -რა? -იმის გააზრება,რომ მე ვერ გავუწიე სათანადო მეგობრობა.რა თქმა უნდა,თუ იმას არ ჩავთვლით რომ მისი სიკვიდლის მიზეზი მე და ჩემი ოჯახი ვართ. -მასაც არავინ არ ჰყავდა შენს გარდა.-არ ელოდა ამ სიტყვებს გბრიელისგან. -მას თქვენ ჰყავდით,მე არ უნდა ვყოფილიყავი მისთვის პრიორიტეტი.-თვალები ცრემლით აევსო,როდესაც გაბრიელი მიუხლოვდა და ხელი ჩაჰკიდა,ისევ დაუფიქრებლად გაჰყვა.ოთახში შევიდნენ სადაც პატარ საწოლი იდგა,ძველებური კარადა და სკივრი.გაბრიელმა თხელი მატერია ასწია და დაწვა: -მოდი ჩემთან,-ტასიამაც ფეხსაცმელი გაიხადა და გვერდით მიუწვა, თავი გულმკერდზე დაადო,მისი გულისცემა ესმოდა და ეს ცოტა არ იყოს ყურადღებას უფანტავდა,-ის ასეთი იყო და მისთვის პრიორიტეტი არასდროს არ ყოფილხარ,უბრალოდ მისთვის ისეთივე მნიშნელოვანი იყავი როგორც ჩვენ.ამის გამო ძალიან ბევრს ვბრაზობდი,მაგრამ ერთ დღეს გავაანალიზე,რომ მას შენც ისევე სჭრდებოდი როგორც ჩვენ.ეს ყველაფერი არ არის უბრალო მისაღები,მაგრამ დროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ.ეს მისი არჩევანი იყო,მისი ცხოვრება,შენ მისი მეგოაბრი იყავი როგორც ის შენი.ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე,რომ შეიძლებოდა,ერთ დღეს,ჩემს რომელიმე მეგობარს იმავე დამართნოდა.ნებისმიერი ადამიანი შეიძლება არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდეს.სამწუხაროდ ცხოვრება გრძელდება,ჩვენ კი ვერ ვიცხოვრებთ წარსულით.ჩვენი მფარველი ანგელოზია,დარწმუნებული ვარ,რომ ახლა ყველაზე მეტად ის არის ბედნიერი. -მინდა მჯეროდეს,რომ ის იქ ზემოთ ცაშია და იქედან გვიყურებს.ალაბათ ახლა ძალიან ბევრს დაგვცინის... -იმიტომ, რომ ამ ყველაფრის გასაანალიზებლად ძალიან დიდი დრო დაგვჭრდა,მან ხომ ყველაფერი ყოველთვის თავიდანვე იცოდა.-ორივეს გაეღიმა. -გაბრიელ,-ტაისია უცებ გაჩუმდა -გისმენ ტაისია. -შენს გამო გავაგრძელე სიცოცხლე,შენს გამო ვებრძოლე საკუთარ თავს,შენს გამო წავედი და შენს გამო დავბრუნდი,იმიტომ რომ შენთვის ისეთი ოჯახი მეჩუქებინა,როგორსაც იმსახურებ,შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე,მაგრამ შენ ხარ ჩემი ოჯახი და ის ვისთვისაც ჩემი ცხოვრების ყველა დაწყველილი მომენტის გავლა ღირდა,ის ვის გამოც გადავრჩი და ის ვისგამოც მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიცხოვრებ.-გაბრიელმა შუბლზე აკოცა და კიდევ უფრო მიიკრო სხეულზე. -მინდა,რომ ყველაფერს საკუთარი თავის გამო აკეთებდე. -და რავქნა შენს გარდა არვინ და არაფერი რომ არ მინდა?-გაბრიელს გაეღიმა ტაისიამ კი ვერ გაუძლო ამ ღიმილს და აკოცა.აკოცა მთელი გრძნობით და მონატრებით.იმ საღამოს ვერც ერთმა ვერ გაუძლო ცდუნებას,ორი მონატრებული სხეული ერთმანეთს შეერწყა და დაუვიწყარი წუთები აჩუქეს ერთმანეთს.სიყვარული,მონატრება,ბრაზი და ვნება ერთად საოცარ მომენტებს ქმნიდა. *** თვალები,რომ გაახილა გვერდით ტაისიას არსებობა ვერ იგრძნო,ამიტომ სწრაფად წამოდგა და ნახევრად ჩაცმული გავიდა ოთახიდან.მაშინვე დაინახა კარადასთან მდგონი ტაისია,რომელიც რაღაცას ეძება და დამშვიდებულად ამოისუნთქა.გაბრაზდა საკუთარ თავზე,ვერ იტანდა საკუთარ თავს ასეთ აღელვებულს. -გაბრიელ შეგიძლია მითხრა ხის დაფა სად არის?- -ზემოთ პირველივე კარადაშია,მოვალ ახლავე.-რამდენი წუთში ჩაცმული გამოვიდა და გვერდით ამოუდგა. -არ მითხრა,რომ ისევ არ ჭამ დილით?-გვემოდან ამოხედა და ოდნავ გაუღიმა. -ისევ არ ვჭამ. -კარგი,არუშავს,მაგას გამოვასწორებთ. -ჰმ,დარწმუნებული ხარ? -კი. -მე უკეთესი აზრი მაქვს,ვიდრე დილის საუზმით დაწყება.-კიდევ უფრო მიუახლოვდა -მართლა? -ჰო მართლა. -და არ გააჟღერებ მაგ აზრს? -მირჩევნია პირდაპირ მაგ აზრის განხორცილებაზე გადავიდე.-თავისკენ მიიზიდა და ტაისიას ტუჩებს დაეპატრონა. -ამ დილაუთენია მეფლირტავები? -არა,გეჩვენება. -კარგი,მაშინ არ მეყო.-ამ ჯერად თვითონ აკოცა.-ახლა კი საუზმის დროა.-მოშორდა და ხილის დაჭრას დაუბრუნდა. -მე ყავას დავლევ მხოლოდ. უკვე მაგიდასთან ისხდნენ და საუზმობდნენ.ეს ყველაფერი მათთვის იმდენად უცხოა.თოთქოს ყველაფერი რიგზე იყო,მაგრამ ჯერ კიდევ ბევრ რამეზე უნდა ესაუბრათ და განეხილათ.ტაისია გრძნობდა,რომ მაღლაფერიძეს ბევრი კითხვები ჰქონდა და ელოდა კიდეც დროს როდესაც მასთან ყველაზე გულწრფელი იქნებოდა. -რატომ არ მეკითხები?-უეცრად ამოიღო ხმა გაბრიელმა. -რას არ გეკითხები?-დაიბნა ტაისია. -შოთაზე.-დიდიხანია ეს სახელი თავისი თავისთისაც არ უხსენებია ახლა კი იმდენად უეცარი იყო.ჩანგალი გაუვარდა ხელიდან და უცებ თავისი თვალები გვრიელისას გაუსწორა. -არ მაინტერესებს. -სასამართლოზე არ იყავი.შეგეძლო გენახა როგორ ჩააყუდეს ციხეში ოცდაათი წლით და მერე წასულიყავი. -კიდევ ერთხელ,რომ მენახა ვერ გადავიტანდი. -გეძებდა,შენი ნახვა უნდოდა. -და შენი აზრით ჩემი გამწარების შანს კიდევ ერთხელ მივცემდი?-ბრაზი შეერია ხმაში. -ზოგჯერ მგონია,რომ ზედმეტად ადვილად შეძელი ყველაფრის მიტოვება. -ყველაფერი არა,შენ,კახა და დედაჩემი.იქნებ უფრო მეტი უნდა მეფიქრა თქვენზე და არა ჩემზე და ჩემს მდგომარეობაზე,მაგრამ ჩემთვის ეს ერთდაერთი გამოსავალი იყო მაშინ,შენ ეს კარგად იცი. -ვიცი ტაისია. -ისევ ბრაზობ! -არა,შენზე არა.საკუთარ თავზე,შენთან ერთად უნდა წამოვსულიყავი.-თვითონაც არ იცოდა ამას რატომ ეუბნებოდა,თითქოს ახლა გაანალიზა და დაუფიქრებლად წარმოსთქვა. -ადამიანი ვერასდროს ვერ ხვდება რა არის სწორი.რაც ჩემთვის სწორი იყო შენთვის ყოველთვის არასწორი იყო გაბრიელ. -მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ერთად ცხოვრება ვისწავლოთ. -შენ ხარ ჩემი ერთდაერთი გზა.-გაბრიელის ხელს თავისი დაადო და ოდნავ მოეფერა. -სად გინდა სახლი? -რა სახლი? -სახლი სადაც ერთად უნდა ვიცხოვროთ. -სახლი ისედაც ხომ გაქვს? -იქ არ მინდა,გავყიდი მაგას.შენ სად გინდა,რომ ვიცხოვროთ? -აქ ვიცხოვროთ. -აქ?-ცოტა არ იყოს გაუკვირდა მაღლაფერიძეს. -კი,მაგრამ თუ სამსახურის მხრივ პრობლემაა შეგვიძლია ქალაქში შევარჩიოთ სახლი... -არა არანაირი პრობლემა,შორი არ არის აქედანაც შემიძლია ვიარო,მაგრამ შენ დარწმუნებული ხარ? -სტრესული სამი წელი იყო,ბევრი რამ გადავლახე საკუთარ თავთან და სხვებთანაც,ახლა უბრალოდ დასვენება მინდა შენთან ერთად და არამგონია ამაზე უკეთესი ადგილი იყოს სადმე,ოხონც ცოტას თუ შევალამაზებთ უკეთესი იქნება.-ბოლოს გაუღიმა და გაბრილის პასუხს დაელოდა. -მაშინ გადაწყვეტილია.როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებ გადმოვალთ. -ერთი თხოვნა მაქვს. -გისმენ.-ჩვეულებრივზე მეტად თავისუფალი იყო გაბრიელი. -მარიტა რამდნეიმე დღეში იმშობიარებს,იქ მარტოა და ალბათ საერთოდ გააგიჟა ანდრეა,თან ნატალიაც ძალიან მომენატრა.... -წასვლა გინდა? -მარტო არა,შენც თუ წამოხვალ წავალ,სულ რამდენიმე დღით...-კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას,მაგრამ გაბრიელის სიტყვებმა შეაჩერეს. -საოცრად გიხდება. -რა? -ბავშვივით რომ ხარ აფორიაქებული და რაღაცას,რომ მთხოვ. -შენი ბრალია. -წავიდეთ ტაისია,ნებისმიერ ადგილას სადაც მოისურვებ.-ამ სიტყვებში იმაზე მეტი რამ იგულისხმებოდა ვიდრე ტაისიას წარმოედგინა,მაგრამ ახლა როცა გაბრიელის ტუჩებს თავისაზე გრძნობდა,ამაზე ყველაზე ნაკლებად ეფიქრებოდა. *** მაგიდას ალაგებდა,როდესაც ტაისიას ტელეფონი ამღერდა: -უპასუხე,მე მიხვედავ.-ტაისიამ თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად და ოთახში გავიდა. -გისმენ კახაბერ. -იქედან გამომდინარე რომ ზემდეტად ნასიამოვნები ხმა გაქვს,მოდი გამოვიცნობ შერიგდით. -არც გვიჩხუბია. -ნუ მოკლედ რაც არის. -რა ხდება კახა,ორი დღის წინ შენც მიბღვერდი. -ვინ თქვა,რომ რამე შეიცვალა,გაბრიელს ტელეფონი აქვს გათიშული და ვერ დავუკავშირდი, თან ანუკიც ნერვიულობს,მოკლედ გადაეცი,რომ თითქმის ყველა ნახატი გაიყიდა და დამირეკოს. -გადავცემ,კიდევ რამე გნებავს? -არა. -ჰო და კარგად.-გაუთიშა და რამდნემე წამში მოსულმა მესიჯმა ღიმილი გამოიწვია მის სახეზე: ‘’მეჩვენება თუ რამე გეწყინა?მე ვარ გაბრაზებული!შენ არა!’’. -კიდევ რამდენხანს უნდა იდგე და მიყურო?-გამოიჭირეს ტაისია. -სანამ ვერ გავიაზრებ,რომ ეს ყველაფერი რეალობაა. -მეოცნებეც ყოფილხარ ტაისია?! -და შენ რა გეგონა? -რა არის ტაისია შენი ოცნება?- მის წელს ხელები შემოხვია და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა. -ვერ გეტყვი! -რატომ? -ზედმეტად ახლოს ხარ იმისთვის,რომ სათქმელი ჩამოვაყალიბო ამიტომ უბრალოდ მაკოცე... 10 თავი *** ეს ორი დღე ზედმეტად ლამაზი იყო იმისთვის,რომ სამუდამოდ გაგრძელებულიყო.მანქანაში ისხდნენ და ქალაქში ბრუნდებოდნენ,როდესაც ტაისიას ტელეფონზე ზარი გაისმა: -გისმენთ -ქალბატონო ტაისია...-მოესმა შეშინებული ხმა. -თიკა რა ხდება? -ქალბატონი სოფო თავის ნომერში არ არის. -თიკა გარეთ იქნება გასული,ხომ იცი ყოველ დღე სეირნობს. -გუშინ საღამოს გავიდა,გვეგონა,რომ დაბრუნდა,მაგრამ დღეს დილით საუზმე,რომ ავუტანეთ,იქ არ იყო.-გაუთიშა და შეშინბეული თვალებით გაბრიელს მიუბრუნდა. -რა ხდება? - დედა....ის გუშინ საღამოს გავიდა და არ დაბრუნებულა. -კარგი,დამშვიდდი.დაფიქრდი სად შეიძლება იყოს? -მე არ ვიცი,მე ხომ არ ვიცი სად დადის ხოლმე.-ხელები აუკანკალდა. -ტაისია შენ ხომ მასზე ინფორმაციას იღებდი,სად შეიძლება იყოს?-სწრაფად ატარებდა მანქანას,რომ მალე ჩასულიყვნენ ქალაქში. -მამასთან...-გაბრიელისთვის გასაგები იყო და კიდევ უფრო უმატა სიჩქარეს.ვერანაირად ვერ მშვიდებოდა ტაისია,სოფოს რამე რომ დამართნოდა ვერასდროს ვერ აპატიებდა საკუთარ თავს.სოფოზე ფიქრით გართული საერთოდ ვერ შეამჩნია გაბრიელი,რომელმაც რამდენიმე ადგილას გადარეკა და სოფოს ზუსტი ადგილსამყოფელი გაარკვია. -გაბრიელ აქეთ რატომ მივდივართ ,მეორე მხარეს უნდა შევუხვიოთ. -თავის მამასთან არის ტაისია.-უკვე მეორეჯერ მოუწია შოთას გახსენება და ეს საერთოდ არ იყო ის რაც მას სჭირდებოდა,არ იყო ის რის გამოც ამდენი იბრძოლა და არ იყოს ის რის გამოც გადარჩა. ერთი სიტყვაც არ უთქვამს,ჩუმად იჯდა და საერთოდ არაფერზე არ ფიქრობდა.ციხის კარებთან იყვნენ უკვე გაბრიელის შეხება,რომ იგრძნო,უცებ დააკვირდა გაბრიელის ხელს და იგრძნო ძალა,რომელიც იმედის მომცემი იყო.რაღაც განათდა გონებაში.შიში,რომელიც წუთების წინ თან სდევდა ვეღარ იგრძნო და ზუსტად მაშინ გაუსწორა თავისი თვალები გაბრიელისას,იქ კი სიყვარულის მეტი არაფერი არ იყო,არ იყო შიში,არ იყო სინანული,არ იყო დანაშაულის გრძნობა.არ იცოდა გაბრიელის მზერა ასეთი იყო აქამდეც და მხოლოდ ახლა შეამჩნია თუ ახლა შეიცვალა რამე,მაგრამ ფაქტია,რომ ტაისია იქ ციხის კარებთან,იქ სადაც ტაისიას ყველაზე დიდი მტერი იმყოფებოდა ახლოს და ბიქ სადაცს საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ყველაზე ბედნიერად იგრძნო თავი. -ტაისია... -ვიცი გაბრიელ,რომ ჩემს გვედით ხარ-გაუღიმა და გააგრძელა-იქ უნდა შევიდე,მინდა,რომ საბოლოოდ დასრულდეს. -დარწმუნებული ხარ? -მინდა,რომ შენც იქ იყო.-პასუხად სიჩუმე რომ მიიღო არ გაჰკვირვებია-თუ არ გინდა გავიგებ,ვალდებული არ ხარ რომ გამომყვე. -არ გცოდნია. -რა? -თქვი რომ ვიციო,არ გცოდნია რომ ყველგან და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.-გაეღიმა ამირეჯიბს და მანქანიდან გადასულ გაბრიელს თვალი გააყოლა. *** რამდენიმე წუთი ლოდნი მოუწიათ სანამ შეუშვებდნენ.როგორც კი კარს მიადგნენ სოფოს ხმა მოესმათ,ტაისია რამდენიმე წამით შეჩერდა აზრებისთვის,რომ მოეყარა თავი და მტკიცეთ შეაღო კარგი.სოფოს და შოთას გაკვირვებული მზერა არცერთს არ ასცდა. -ტაისია...-ჩუმად წარმოთქვა სოფომ. -აქ რა გინდა დედა?-სოფოს უყურებდა და არცერთი წამით არ შეუხედავს შოთასთვის,ეს ერთგვარი გამოცდა იყო ტასიასთვის.ზოგჯერ ბევრი ბრძოლის და ფეხზე წამოდგომის შემდეგ დაცემა უფრო ადვილია. -დღეს ნამდვილად განსაკუთრებული დღე გამითენდა,ყველანი აქ ხართ!-და აი შოთას ხმა.ხმა,რომელიც დიდი ხნის წინ დაივიწყა ტაისიამ.ადამიანი,რომელიც მთლინად ამოშალა გონებიდან და გულიდან,ისევ მის წინაშე იყო. -ის არ მასვენებს,ყოველთვის ჩემს სიზმრებშია,ყოველთვის ხელს მიშლის.ამ კედლებში გამომწყვდეულიც კი საზიზღარია,ვერ გიტან!-სოფოს ხმა ვერ იცნო ტაისიამ,მაგრამ მის თვალებში სასოწარკვეთა ამოიკითხა. -დედა....მე შემომხედე-მის წინაშე ჩაიმუხლა და მისი სახე ხელებში მოიქცია-ის წარსულშია,ნუ მისცემ იმის უფელბას,რომ შენ ცხოვრებაში ისევ ჩაერიოს,ნახე ის აქ ციხეში ლპება,შენ კი ყველაფერი გაქვს იმისთვის,რომ ცხოვრება გააგრძელო. -არაფერიც არ მაქვს! ვაკომ დამტოვა შენც წახვედი,მე არაფერი არ მაქვს იმისთვის,რომ ცხოვრების გაგრძელების სურვილი მქონდეს და ეს ყველაფერი ამ კაცის ბრალია!-ხმას აუწა და ცრემლები გადმოსცვივდა. -მე აქ ვარ დედა და არსად წასვლას არ ვაპირებ,ჩვენ ხომ შევთანხმდით,რომ ყველაფერს თავიდან დავიწყებდით. -ის არ მომასვენებს! -დედა ის აღარ არსებობს!-უცებ დაიყვირა და სოფოც თითქოს გონს მოეგო,თითქოს გაიხსენა სად იყო და ვისთან.გაბრიელი კი შოთას დაკვირვებით იყო დაკავებული,პირველად ამოიკითხა ამ ადამიანში შიში.შიში იმისა,რომ მართლა აღარ არსებობდა.ტაისია ისე იქცეოდა თითქოს იქ მხოლოდ სამნი იყვნენ,მისმა საქციელმა შოთა ჩიქოვანი საბოლოოდ დაანგრია. -ნეტავ იცოდეთ როგორი საცოდავი არსებები ხართ!-ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე შოთას,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის მექანიზმი იყო. -დედა წასვლის დროა-ტაისია კი დედას შესციცინებდა თვალებში,ბოლოს ხელი გაუწოდა და როგორც კი დედის ხელების სითბო შეიგრძნო წამოდგა,რომ სამუდამოდ გასცლოდა იქაურობას. გაბრიელი კი კედელზე მიყუდებული და მომღიმარი სახით გამარჯვებას აღნიშნავდა -შოთა ჩიქოვანი აღარ არსებობს!-ექოსავით გაისმა გაბრიელის სიტყვები. -ჩემს კვალს ვერასდროს ვერ წაშლი ტაისიაში,ის მე გავზარდე!-ღრიალებდა ბოლო ხმაზე. -შენი კვალი მასში არც არასდროს ყოფილა,ამის არ დანახვა შენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო,რომელმაც მიწასთან გაგასწორა!-მშვიდად დაასრულა და ოთახი დატოვა.ოთახი,რომელშიც აღარავინ აღარ იყო. *** -შენ ხომ დამაბალე დედას და ძამიკოს მიხედეო,ჰოდა მეც ვუვლი,მაგრამ ზედმეტად ჭილვეული გახდა.-ბუზღუნებდა ნატალიკო ნათლიასთან საუბრისას. -მალე ჩამოვალ და მერე ერთად ავიტანოთ მისი ჭირვეულობა,-ეცინეობდა ბავშვის წუწუნზე. -მართლაა?-გაუბრწყინდა თვალები პატარა ნატალიას -ჰო მართლა. -შენს ბიჭსაც ჩამოიყვან?-არ აჩერებდა ენას. -ვინ ჩემს ბიჭს? -დედამ მითხრა თავის ბიჭს შეურიგდაო და ერთად ჩამოვლენო,ხომ გამოცნობ? -ანუ დედამ გითხრა? -ჰო აბა ვინ მეტკოდა. -მარიტა იცოდე,რომ ჩამოვალ აუცილებლად დავილაპარაკებთ,დედას უთხარი ნუ მემალება და გამოჩნდეს. -რამე ისეთი ვთქვი რაც არ უნდა მეთქვაა?-გვერდით იყურებოდა პატარა ჭორიკანა და ვიღაცას ესაუბრებოდა,როდესაც კადრში ჯერ მუცელი და მერე თვითონ მარიტა გამოჩნდა -არ დაგავიწყდეს,რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მშობიარობა დამეწყოს-ტასიას გაეღიმა დედა-შვილის შემხვედვარე. -როგორ გეტყობათ რომ ბატონი ადრიანი სახლში არ არის და დედა-შვილი ბევრს ცელქობთ. -დედა იმდენჯელ უშვებს მაგაზიაში საქჩი ლოგოლ იქნება აბა? -ვაიმე სულ მამაშენს როგორ დაემსაგვსე.-საშინლად მოენატრა ისინი.კიდევ რამდენიმე წუთი ისაუბრეს და ტკბილად დაასრულეს საუბარი. გაბრიელი კი რომელიც სადილის მზადების პროზესში იძულებული იყო ამ საუბარს შესწრებოდა და სიცილს ძლივს იკავებდა. -გამოდის შენი ბიჭი ვარ? -გაბრიელ!!!-თვალები დაუბრიალა და დივნიდან წამოხტა.-რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეთ,ძალიან მენატრება ნატალი,პატარა მგელაძეც მალე დაიბადება და მინდა მარიტას გვერდით ვიყო. -ჰოდა ვიყიდოთ ბილეთები.-მაგიდასთან გაბუსხული სახით მჯდომ ტაისიას შუბლზე აკოცა და თავის საქმეს დაუბრუნდა. -დედა?! -ანუკი და კახა მიხადავენ ნუ ნერვიულობ. -მაგრამ ანუკი....ის ჯერ კიდევ ბრაზობს. -ეს იმას არ ნიშნავს,რომ ძმის თხოვნას არ დასთანხმდება. -ვერ ვიჯერებ! -რას? -ამ ყველაფერს....რაღაც მომენტში მართლა დავუშვი,რომ არ მაპატიებდი და შეიძლება ამიტომაც დამჭირდა ამდენი დრო დასაბრუნებლად.ზოგჯერ მგონია რომ როცა გავიღვიძებ ყველაფერი ხვაგვარად იქნება,რომ ეს ყველაფერი სიზმარია,რომ ასე ადვილად მიმიღე და...-კიდევ უნდა ეთქვა რაღაც,მაგრამ ტუჩებზე გაბრიელის თითების შეხება იგრძნო,რომლებმაც გაჩუმება აიძულეს. -მეც მეგონა,რომ ვერ გაპატიებდი,მაგრამ სამი წლის შემდეგ ისევ,რომ დაგინახე,ისევ რომ გავიგე შენი ხმა და ისევ რომ შევიგრძენი შენი სურნელი მივხვდი,რომ აღარაფერს აღარ ჰქონდა შენს გარდა აზრი,ამიტომ ნუღარ ფიქრობ ამაზე.ჩემი აზრით,მომავალში საკმაოდ ბევრი დრო გვექნება იმისთვის რომ ვიჩხუბოთ,გავბრაზდეთ,მერე შევრიგდეთ,ერთმანეთს ვაწყენინოთ,ვიყოთ ბედნიერები და მიუხედავად ყველაფრისა ერთამენთი ძალიან გვიყვარდეს. -სასწაული ხარ,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემია!-ბედნიერებისგან ცრემლები გადმოსცვივდა ტაისიას და გაბრიელის მკლავებში მოემწყვდა. *** 3 წლის შემდეგ დიდხანს ემზადებოდა ტაისია ახალი წლის ღამისთვის,რომ ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული ყოფილიყო მათ ცხოვრებაში.სტუმრები უკვე მოსულიყვნენ.მგელაძეების ოჯახი როგორც ყოველთვის თავიანთ ადგილას იყვნენ მოკლათებულნი ბუხრის წინ და ნატალიკოსა და ლუკას მუდმივ კონფლიქტს აგვარებდნენ,მართალია ნატალიას უზომოდ უყვარდა თავისი ძმა,მაგრამ რა ექნა ვერ ელეოდა იმ ყურადღებას რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისთის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.ანუკი და სოფო სუფრას ათვალიერებდნენ აკლდა თუ არა რამე,რადგან ვერაფრით ვერ მოაშორეს კახაბერი გემრიელ საჭმლებს.ამ სურათს შესცქეროდა და ეღიმებოდა,როდესაც კარი გაიღო და სახლში გაბრიელი შემოვიდა,რომელსაც სიცივისგან ტუჩები ჰქონდა დალურჯებული. -ყველაფერი მზად არის ანუკი,ნახევარ საათში შეგიძლია დატკბე შენი ფეიერვერკებით. -ნუ წუწუნებ გაბრიელ!-გაეცინა ანუკის ძმის შემხედვარე -კახაბერ უთხარი შენს ცოლს რამე თორემ მომავალ წელს შენ მოგიწევ ამ საქმის შესრულება.-ბუხარს მიუახლოვდა გაბრიელი,რომ ხელები გაეთბო. -ანუკიი აი ისევ იპარავს კახა ძია გოზინაყს-ნატალიამ დაიყვირა უცებ და ხელი კახასკენ გაიშვირა. -ანდრია და მარიტა იქნებ ამიხსნათ თქვენი შვილი რატომ ეძახის ანუკის უბრალოდ ანუკის და მე ძიას? -იქნებ იმიტომ,რომ ჭაღარა შემოგერია ჩემო სიყვარულო.-ანუკი თავის ფორმაში იყო,როგორც ყოველთვის. -პირველ რიგში,იტყუები,მეორეც ასეც რომ იყოს დარწმუნებული ვარ მაინც ყოვველთვის მე გენდომები ჩემო საყვარელო,- -კახა ვერ გადამირჩები იცოდე. -სიმოვნებით დაველოდები სასჯელს.-თვალი ჩაუკრა ცოლს,რომელსაც ლოყები აუწითლდა. -ამხელა ადამინები ხართ და კიდევ როგორ ცელქობთ-თავი გააქნია სოფომ და სამზარეულოს დაუბრუნდა.-სოფო ის ადამინია,რომელმაც ყველაფერი გააკეთა თავისი შვილის დასაბრუნებლად.ნამდვილად რთული იყო ის გზა,რომელიც გამოიარეს,მაგრამ უკვე ბევრჯერ დაუმტკიცა ტაისიას,რომ ადამინები იცვლებიან და რომ ყველა იმსახურებს მეორე შანს. *** ბავშვის საწოლთან მდგომ ტაისიას მიუახლოვდა და გაეღიმა პატარა გოგონას დანახვაზე: -10 წუთში ახალი წელია,იქნებ გავახვიძოთ.-ჩუმად წარმოსთქვა გაბრიელმა. -არ შემიძლია ნახე რა საყვარლად ძინავს,თან იღიმის,ალბათ სიზმარს ხედავს. -აქ ისეთი ამბავი ატყდება 10 წუთში მაინც გაეღვიძება თან შეეშინდება და ძალიან ბევრს იტირებს,მე კი ნამდვილად არ მინდა მისი ცრემლების დანახვა ამ საღამოს. -პატარა ბავშვები ტირიან ხოლმე გაბრიელ. -ჩემმა გოგომ არასდროს არ უნდა იტიროს,-ფრთხილად აიყვანა წლინახევრის ნანუკა ხელში და გულზე მიიხუტა. -მემგონი ნანუკასთან ერთად შენც პატარა ბავშვი ხდები-ძალიან ბევრს იცინის გაბრიელზე,რომელიც მართლა გაგიჟდა,რაც მამა გახდა.პირველად,როდესაც ნანუკას არსებობის შესახებ გაიგო ტაისიამ სიხარულთან ერთად შიშიც შეერია,არ იცოდა გაბრლისთვის როგორ ეთქვა,მათ ხომ არასდროს არც უფიქრიათ და არც უსაბრიათ ბავშვზე.მაგრამ ტაისიას ყველა შიში გაუფერულდა,როდესაც გაბრიელს ეს ამბავი შეატყობინა და მის თვალებში ის სხივი დაინახა,რომელიც ყოველთვის აკლდა.მათი ბედნიერება კიდევ უფრო გაფერადდა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მათი ერთად ყოფნა. ოთახიდან გადიოდნენ,როდესაც ტაისია მოტრიალდა და ბავშვის საწოლის ზემოთ კედელზე ნანუკას ნახატს შეხედა.თეთრ ფონზე ძალიან დიდი და გაშლილი ხე იყო გამოსახული,რომელსაც შავი ტოტები და ვარდისფერი ფოთლები ჰქონდა.რამდენიმე წამის შემდეგ გაიღიმა თითქოს ნახატს კიარა ნანუკას შეჰყურებდა, რომელიც თავისი ძმის და საუკეთესო მეგობრის ბედნიერებით ტკბებოდა.არ იცოდა რატომ დაეუფლა ეს გრძნობა,მაგრამ ნანუკას სიახლოვეს ყოველთვის გრძნობდა და დარწმუნებული იყო,რომ მას ერთ დღეს აუცილებლად შეხვდებოდა. ზუსტად ამ ნახატის წინ იდგა წლების წინ როდესაც გაბრიელს შეხვდა,მაშინ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა,რომ წლების შემდეგ ისეთი ოჯახი ეყოლებოდა,რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა.დღეს კი ტაისიას ყველა ოცნება რეალობად იქცა.ვერ გეტყვით,რომ წარსულის ჩრდილები ბოლომდე მოიშორა,მაგრამ უკან არასდროს აღარ მოუხედავს. -ტაისია არ მოდიხარ?-როდესაც გაბრიელმა იგრძნო,რომ ტაისია აღარ მიჰყვებოდა მოტრიალდა. -ახლავე,-კარი მოხურა და პატარა ნანუკას შეხედა,რომელიც ნელნელა აღებდა თვალებს-აი,დედას პრინცესამაც გაიღვიძა,-ლოყაზე აკოცა პატარას და გაბრიელს ამოუდგა გვერდით,რომელმაც ერთი ხელი წელზე შეუცურა და ერთად გავიდნენ გარეთ სადაც სხვები ელოდებოდნენ. *** ყველა იღიმოდა და ერთმანეთს ულოცავდა გაბრიელმა ტაისია,რომ შეამჩნია,რომელიც მოშორებით იდგა და სოფოს უყურებდა,რომელსაც პატარა ნანუკა ეჭირა ხელში,მერე სხვებზე გადავიდა ტაისიას მზერა,ყველას განათებული და აცრემლებული თვალებით შესცქეროდა,როდესაც გაბრიელის ჯერიც მოვიდა,რომელიც მისკენ დაიძრა და წინ დაუდგა,რამდენიმე წუთიანი სიჩუმე ტასიამ დაარღვია: -იმისთვის მოხვედი,რომ ჩუმად იყო? -არა,იმისთვის,რომ შენთან ერთად დავიკარგო ამ სიჩუმეში.-რამდენიმე წუთით ტაისიას ტუჩებს დაეპატრონა და მერე ისევ განაგრძეს ჩუმად სხვებზე დაკვირვება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.