შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითური და პოლიციელი


17-10-2023, 20:15
ავტორი amanim
ნანახია 2 008

დემეტრე ყიფიანი

ცხოვრება რომ ერთი დიდი თავგადასავალია ყველამ ვიცით ხომ?! მოულოდნელობებით სავსე, ზოგს ბედნიერება მოაქვს ზოგსაც კი.... სევდა.... ამ შემთხვევაში კი თითქოს ორივე შემოიტანა დემეტრე ყიფიანმა თეკლას ცხოვრებაში! ყიფიანი ყიფიანი, ერთი ობოლი ბიჭია. ხო სწორედ გაიგეთ ობოლია, მაგრამ ამის გამო ვერავინ ჩაგრავდა! თავი ყოველთვის ამაყად ეჭირა, სულ ჩხუბის თავობდა, სკოლაში ძველბიჭობდა, ნუ სტანდარტულად როგორც ხდება ხოლმე. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა რომ დრო იყო ცხოვრებისთვის მიეხედა, მართლა კაცი დამდგარიყო, იმდენად მოინდომა რომ ახლა პოლიციელია, არა უბრალო პოლიციელი არ გეგონოთ, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსია. საკმაოდ კარგი პოლიციელი და გამომძიებელი გახლდათ, ქალების გულთა მპყრობელიც იყო, ისეთი გარეგნობის პატრონი იყო რატომაც არა? ტანადი კარგად ნავარჯიშები ბიცეფსი და ტრიცეფსი, თმა მუდამ ნულზე გადაპარსული, დაბალზე მოშვებული წვერი, მუქი ხშირი წარბები და ჭაობის ფერი მწვანე თვალები. ისეთი გამოხედდვა ჰქონდა ნებისმიერი სულში ადნებოდა, თუმცა განა ყველამ იცოდა მისი სული? ან საერთოდ რა იყო სული? იმდენი რამ უნახავს ცხოვრებაში, იმდენი რომ ხანდახან თვითონაც არ ეგონა სული თუ ჰქონდა! ბევრი იბრძოლა იმ ადგილისთვის სადაც ახლაა, შესაბამისად ყველა მიხვდებით რისი გაკეთება აღარ მოუწევდა. ნანობს? შეიძლება, თუმცა, რას გაიგებ? იმდენად ჩუმი და დამკვირვებლური ხასიათი ჰქონდა, მისგან სიტყვას სწორედ ამისგამო ვერ გაიგებდი, ჯერ კარგად დაგაკვირდებოდა რამეს ისე სასხვათაშორისოდ გკითხავდა და მერე კიდევ უფრო მეტი ყურადღებით შეგათვალიერებდა, თან აუცილებლად გისმენდა! საუბრის მანერას და ხმის ტემბრს რატომღაც ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ, უბრალოდ ასე უნდოდა! ასე მოსწონდა! მასზე მხოლოდ ის ვიცით რომ იმ თანამდებობაზე მოწყობაში რომელზეც ახლა იმყოფება, დაეხმარა საკმაოდ წარმოსადეგი მოსამართლე, რომლის შვილიც არაერთხელ გადაარჩინა ჩვენმა დემეტრემ! განა იცოდა ამით საით წაიყვანდა თავის ცხოვრებას? არ იცოდა, მაგრამ ალბათ მაინც ასე მოიქცეოდა რომ იმ საშინელებისგან დაეღწია. ამ მოსამართლეზე მისმა უახლოესმა მეგობარმა რომ გაიგო, გააფრთხილა ფრთხილად იყავიო, მაგრამ არ დაუჯერა.... არა, დაჯერება უნდოდა და იცოდა კიდეც რომ ეს კარგს არაფერს მოუტანდა, მაგრამ ერთხელ რომ აღმოჩნდები სხვის კლანჭებში რთულია იქიდან თავის დაღწევა! მითუმეტეს ეს თუ მოსამართლეა, რომელმაც იცის რა ხარ, საიდან ხარ და რა გაქვს ჩადენილი. დემეტრეს ცხოვრებაში ბევრი რამ გამოუვლია და ამას ეტაპობრივად ჩვენც გავიგებთ, თეკლას შემოსვლით კი ორი იმდენი გამოიარა. არა, ბევრი ცუდი კი იყო, მაგრამ თეკლამ იმდენი რამ ასწავლა.... ამ გოგომ თავბრუ დაახვია, სიყვარული ასწავლა, აგრძნობინა რას ნიშნავს როდესაც ოჯახი გყავს, როგორია როცა ვიღაც შენზე ზრუნავს. საკითხავი ახლა ისაა, რამდენად შეირგო დემეტრემ ეს ყოველივე.... ის ობოლი და იდუმალი ადამიანი იყო ყოველთვის, ამიტომ რთული იყო მისთვის ძალიან რთული....


მისი დღე სტანდარტულად დაიწყო, ერთი ჭიქა ყავა, ტოსტი და ზარი ტელეფონზე...
- ყიფიანი გისმენთ!- სწრაფად უპასუხა მკაცრი ხმით და მეორე მხარემაც არ დააყოვნა, როგორც ყოველთვის სამსახური უხმობდა, ყავა სწრაფად დალია და განყოფილებაში მივიდა. დეტალურად გაარკვია რა ხდებოდა, ფორმა ჩაიცვა და შენობა დატოვა. როგორც უკვე ვთქვით ის გამომძიებელია, შესაბამისად მიდიოდა საავადმყოფოში ერთ-ერთი მოწმის მოსანახულებლად. ამ ეტაპზე მათი საქმე ნარკოდილერებს ეხებოდათ, ასრებობდა ერთი დაჯგუფება, რომელიც დემეტრეს უფრო მაზოხისტებს აგონებდა. რადგან გოგონებს იტაცებდნენ, "წამალზე აჯენდნენ" შემდეგ უშვებდნენ და ელოდებოდნენ როდის მიადგებოდა საწყალი გოგო დოზაზე, მერე ალბათ ხვდებით რაც ხდებოდა, აკეთებინებდნენ ყველაფერს რაც მათ მოესურვებოდათ რაღა თქმა უნდა წამლის საფასურად! ახლაც მორიგი მსხვერპლი, ეს უკვე მესამე იყო! მალე ეს საქმე ჭკუიდან გადაიყვანდა! შენობაში სწრაფად შევიდა, იკითხა სად ენახა გოგონა და პალატისკენ გაეშურა, იქვე კარებთან წითური გოგონა ბოლთას სცემდა, ქოთ-ქოთებდა, ცოფებს ყრიდა! ვიღაცას გამწარებული ემუქრებოდა, როგორც კი დემეტრე შენიშნა კოპები შეკრა, დოინჯი შემოირტყა და ფეხის ბაკუნით დაუწყო ლოდინი. მიუახლოვდა და თავის დაკვრით მიესალმა. შესვლას აპირებდა გოგონამ რომ კარები მოუჯახუნა და წინ აესვეტა.~
-სერიოზულად?! მხოლოდ თავის დაკვრით გვესალმები? იქნებ აგვიხსნა, აქამდე როგორ მიიყვანეთ საქმე? უკვე მესამეა!- ხელში ვიღაცამ უხეშად წაავლო ხელი და გაქაჩა, დემეტრემ გაბრაზებული მზერა ესროლა უცხო მამაკაცს, ვერ იტანდა ქალებს რომ უხეშად ეპყრობოდნენ. ბიჭს ხელი გააშვებინა, მშვიდი სახით გახედა გოგონას, რომელიც ისევ ცოფებს ყრიდა.
- ქალს უხეშად არ მოექცეთ, მიუხედავად იმისა რომ ზედმეტად ბევრს საუბრობს!- როგორც კი გოგონამ მისი ბოხი ხმა მოისმინა, გაფართოებული თვალებით შეხედა! მერე გაიაზრა, რაც თქვა და გაოცება ბრაზმა ჩაანაცვლა.
- მაგ ენას აეხლა..- უცებ გააჩუმა ბიჭმა და თვალები დაუბრიალა.
- გაჩუმდი! პოლიციელია, შარს ეძებ? აცადე საქმე შეასრულონ! იქნებ ახლა მაინც დაიჭირონ მისი დახმარებით.- გოგონამ თავი დაუქნია, თცვალებში უცებ სევდა ჩაუდგა და პოლიციელს პალატაში შეუძღვა. საწოლზე სუსტი პატარა გოგონა იწვა, ეძინა და ხელები დაბმული ჰქონდა. დემეტრემ შეათვალიერა ჯერ საწოლს მიბმული პატარა სხეული, შემდეგ წითური და ჩუმად დაიწყო საუბარი.
- იქნებ ჯერ თქვენ გესაუბროთ? ექთანმა მითხრა დამამშვიდებლები გავუკეთეთო და სანამ გაიღვიძებს, თქვენ მომიყევით მასზე, სად დადიოდა, მეგობრები, შეყვარებული, ოჯახი...- მშვიდად ელაპარაკებოდა წითურს.
-დიახ, მოგიყვებით..- გაბზარული ხმით უთხრა, ეტყობოდა რომ ეს პატარა გოგონა მისთვის მნიშვნელოვანი იყო. წეღან რომ დემეტრეს ეჭიმებოდა ის გოგო უცებ დაპატარავებულიყო, არარდა მისი მკაცრი ხმა უფრო მოეწონა დემეტრეს, სისუტე გარეულმა ბარიტონმა კი სულ სხვა უცნაური გრძნობა გაუჩინა.- კატოს, ოჯახი მე და ჩემი ძმა ვართ, ის ჩემი უმცროსი დაა...- კიდევ უფრო გაებზარა ხმა. მიხვდა დემეტრე რაოდენ რთული იქნებოდა მასთან საუბარი.
- იქნებ თქვენს მშობლებს ვესაუბროთ?- ამაზე კიდევ უფრო მეტად გაბრაზდა და სევდა შემოაწვა, მაშინვე ერთმანეთზე დააჭირა უპეები, ყიფიანი უცებ დაიბნა, პირველად ალბათ არ იცოდა რა ექნა.- მე..- ეცადა დაერღვია სიჩუმე, მაგრამ გოგონამ ხელის აწევით გააჩერა, იქვე მდგარ სავარძელში ჩაესვენა და სევდიანი შავი თვალები მიაპყრო.
- დედა ქიმიოთერაპიაზეა, ონკოლოგიური განყოფილების პაციენტია, რაც შეეხება მამას ის აღარ გვყავს! ჩემი ძმა გარეთ იყო, თუმცა წავიდოდა უკვე დედასთან. ამიტომ კატოზე საუბარი ჩემთან მოგიწევთ. ჩემ დას შეყვარებული არ ყავს, მეგობრებს რაც შეეხებათ, უნივერსიტეტსი იქნებიან ახლა, სახელებს და გვარებსაც გეტყვით თუ დაგჭირდათ, თუმცა გატაცებისას მათთან ერთად არ ყოფილა...- ჩაიდუდღუნა და გადმოგორებული ცრემლები სწრაფად შეიმშრალა
- უფრო ზუსტად? გნებავთ წყალს მოგიტანთ?!- თავი დაუქნია გოგონამ და დემეტრემაც უცბად მოუტანა წყალი, ერთ ყლუპად გამოცალა და ამოისუნთქა.
-ჩემთან ერთად იყო, არ ვიცი რატომ კატო და არა მე, ნეტა მე ვყოფილიყავი მის ადგილას! გზაზე გადავდიოდით, შუქნიშანზე ქვეითების გადასვლის მიმანიშნებელი მაშუქი ენთო და ჩვენც გზაზე მივხტოდით, ჩვევაში გვაქ ორივეს ზებრააზე მხოლოდ თეთრად დახაზულ ზოლებზე უნდა ვისკუპოთ, პირველს კატოს ვუშვებდი ხოლმე ყოველთვის როგორც პატარას, მე უკან მივყვებოდი და უცბად მოვარდნენ კატუშას ხელი დასტაცეს და გაიქცნენ! ორნი იყვნენ, შავებში ჯოკერის ნიღბებით. გავეკიდე, მაგრამ გვიანი იყო შავი მანქანით იყვნენ, მარკა არ შემინისნავს, როგორც კი მივხვდი რომ გაიტაცეს და გონს მოვეგეპოლიციაში დავრეკე, მარამ რათ გინდა! დამიწყეს გაზეპირებული ტექსტებით საუბარი, იმდენი პროცედდურები მოითხოვეს რომ ბოლოს კატუშა თვითონ დატოვეს პოლიციაში! ისეთი გაბრაზებული ვარ თქვენზე, გეფიცები თავს ძლივს ვიკავებ!- ყიფიანს ჩაეღიმა გოგონას გულწრფელობაზე, შემდეგ თვითონ განაგრძო.
- როგორც ვიცი თქვენი და, ეკატერინე, გუშინ დატოვეს პოლიციასთან, თქვენი აზრით ვის შეეძლო ამის გაკეთება?
- თქვენ ნამდვილად არა- არ დაიშურა ირონია- უკაცრავად, ემოციებს ვერ ვთოკავ, აზრადაც არ მომდის ვის შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა, ორივემ ვიცით ამას ვიღაც მორიგი უბრალო ადამიანი ვერ შეძლებდა.- ჩაფიქრიანებულმა თქვა.
- რას გულისხმობთ ქალბატონო?
-თეკლა მქვია, რას და იმას რომ ვიღაცამ პოლიციის კარებთან განადგურებული გოგონა დატოვოს და ეს პოლიციამ ვერ შენიშნოს? სერიოზულად მეკითხები? ანუ ვიღაც გავლენიანი მაგრად გეღადავებათ! თან ამწარებს უმწეო გოგონებს, რომელთა შორისაც კატუშაა..- გამწარებულმა მიახალა და ეკატერინემაც არ დააყოვნა ერთი გემრიელი შეკივლა, სასოწარკვეთილ გოგონას თეკლა მივარდა სახეზე ეფერებოდა კოცნიდა, ცდილობდა გონს მოგებაში დახმარებოდა, მაგრამ ვერ აწყნარებდა, ისტერიკამ ზენიტს მიაღწია ექთანმა კიდევ ორი დოზა დამამშვიდებელი გაუკეთა ექიმის ბრძანებით და კატომაც დაიძინა. გაბრაზებული თეკლა დემეტრეს აესვეტა წინ, თვალებში ცეცხლი ბობოქრობდა! განა ამას დემეტრე ვერ ამჩნევდა, არა! ამჩნევდა უბრალოდ ასეთი წითური გოგონა საშინლად ხიბლავდა. ყიფიანის დაბნევა ასეთი მარტივი ნამდვილად არ არის, ამ ქალმა უბრალოდ მოხიბლა გამბედაობით, ხმის ტემრბით, იმ მანერით როგორც ელაპარაკებოდა. შეატყო როგორი ძლიერი იყო და ამავდროულად სუსტიც! თვალებში იქამდე უყურა სანამ, თეკლამ უკან არ დაიხია და დოინჯი შემოირტყა.
- წასვლის დროა, კატო დიდხანს არ გაიღვიძებს ვფიქრობ ხვალ მოსვლა აჯობებს იქნებ უკეთ იყოს, თუ ეს შესაძლებელია მის მდგომარეობაში!- თეკლამაც აიკრიფა თავისი ნივთები და დემეტრე პალატიდან გამოაძევა.
- მე წაგიყვანთ, სად მიბრძანდებით?- უცებ შეყოვნდა და გაოგნებულმა გახედა.
- არა, მეღადავება ახლა ეს. სად წავალ ეგ ჩემი საქმეა, შენი ეს სიმშვიდე კი ჭკუიდან მშლის! ჩემითაც წავალ, მანქანა მყავს, ორივე ერთ მანქანაში ისედცაც ვერ გავძლებდით!
- მე მგულისხმობთ ალბათ ხომ?- ჩაიღიმა ყიფიანმა.
-ნამდვილად, დროებით ყიფიანი.-მანქანაში ჩაჯდა და თავისი მერსედესით წამებში გაუჩინარდა. დემეტრე კი სასიამოვნოდ გაოცებული შესცქეროდა წითურს, სანამ არ მიეფარა თვალს... სწრაფად მოიშორა აზრები და დაიწყო ისევ საქმეზე ფიქრი იმდენი რამ ჰქონდა ჯერ კიდევ გასარკვევი, კატოს ტელეფონის ამონაწერები, მეგობრების დაკითხვა, ძმასთან და დედასთან საუბარი, თუმცა, დედაზე დარწმუნებული არ იყო რა უნდა ექნა. ის კი იცოდა თეკლასგან მალულად რომ მისულიკო ონკოლოგიურში მართლა რაღაცას ჩაიდენდა ის გოგო. მანქანაში ჩაჯდა და საქმეებს შეუდგა...

თეკლა დადიანი

მანქანას დაშვებულზე მეტით მიაქროლებდა, სად გარბოდა თვითონაც არ იცოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს უთვალთვალებდნენ, საყვარელ დაქალს დაურეკა და უთხრა რომ მასთან მიდიოდა. როგორც კი კორპუსთან დააპარკინდა მანქანა, გიჟივით აირბინა მერვე სართულზე და აქოშინებული გადაეხვია საყვარელ მეგობარს.
-თეკლა ისევ კიბეებით ამოხვედი?- მზრუნველად გადაუსვა ხელი თმაზე და სამზარეულოში შეუძღვა.
- მანჩო ხომ იცი ვერ ვიტან ამ ლიფტებს და რა გავაკეთო, ყავა დამალევინე გთხოვ გაგიჟებას ვარ უკვე..- მუდარით და სევდა ნარევი თვალებით გახედ გოგოს, რომელმაც ალბათ ყველაზე კარგად იცოდა როგორ უმძიმდა თეკლას მოცემულობა. უთქმელად მოამზადა ყავა და გემრიელად მოკალათდნენ გათბობასთან, ცივი შემოდგომა იყო. მათ კი შემოდგომაზე ასე ჯდომა საშინლად უყვარდათ, თანაც იმდენ ამბვას ყვებოდნენ ხოლმე სულ კარგს, ახლა კი ორი თემა იყო კატო და ქალბატონი ანა, თეკლას დედა. დაქალს გადახედა თეკლამ, გაუღიმა, ყავა მოსვა და საუბარიც დაიწყო, იცოდა როგორ დარდობდა ახლა მანჩო.
- ნუ ნერვიულობ მან, მე კარგად ვარ! უფრო სწორად ვუძლებ განა სხვა გზა მაქ? - ამ სიტყვებზე მანჩოს მაინც აუჩუყდა გული და ბევრი ეცადა არ ეტირა, მაგრამ მანჩო რისი მანჩო იქნებოდა ერთი ორი ცრემლი მაინც რომ არ გადმოეგდო. თეკლას ჯერ გაეცინა, მერე კი ეს გულიანი სიცილი ისტერიულ ტირილში გადაეზარდა. ემოციების კონტროლი ახლა ასმაგად უჭირდა, ანას კიბო რომ დაუდასტურდა მაშინ კიდევ ჰყოფნიდა ცოტათი მაინც ნერვები, მაგრამ მას მერე ერთი წელი გავიდა ყველაზე რთული ერთი წელი. წამლები, ბიოფსიები, ქიმიოთერაპიები, საქართველო-თურქეთი, თურქეთი-საქართველო და ახლა ისევ ქიმიოები.... მერე კატუშა ცხვირწინ მოტაცეს, ვერაფერი გააკეთა. საშინელი ორი კვირა იყო, თორნიკე ჭკუიდან იშლებოდა, თეკლა აქეთ გიჟდებოდა, იქით ანასთვის ამ ამბის დამალვას ცდილობდნენ, განა ასეთი ადვილია ამ ყველაფრის ისე კეთება რომ ფსიქიკა მყარი შეინარჩუნო? რაც ამ ერთი წლის განმავლობაში ცრემლი არ უღვრია და ძლიერ ქალობდა ახლა დაიშალა, ახლა განადგურდა....
- ჩემო წითელთავა, გთხოვ ნუ ტირი ყველაფერი, უკეთესობისკენ წამოვა, ამასაც გავუძლებთ! ხომ იცი, მე აქ ვარ, თორნიკე გყავს, ანა გყავთ და კატუშაა, ორივე ძლიერები არიან გეფიცები უკეტ იქნებიან, ოღონდ ნუ ტირი, ძლიერი უნდა იყო!- გადაეხვია დაქალს და მასთან ერთად ტირილი დაიწყო, თან ცდილობდა დაემშვიდებინა გაემხნევებინა, მაგრამ ეგოისტურად გამოსდიოდა, იცოდა რომ ის ერთად ერთი იყოვისთანაც შეეძლო ტირილი და საუბარი, თორნიკეს კისერზე ისედაც ბევრი ჰქონდა აღებული, თეკლას კი მხოლოდ საშინაო საქმე ევალებოდა.
- მან, გთხოვ შენ მაინც ნუ მეუბნები, რომ ძლიერი უნდა ვიყო! ვიცი განა არ ვიცი, მაგრამ ისიც ხომ იცი თორნიკემ მტირალი რომ მნახოს უფრო გაგიჟდება, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ ახლა როგორმე მყარად უნდა ვიდგეთ, ამიტომ ცოტაც მაცადე დავიცალო გთხოვ!- ამოიტირა საკუთარი უმწეობა, ძლიერად მოეხვია მანჩოს და ასე ისხდნენ სანამ არ დამშვიდნენ. მართლაც ოდნავ გულზე მოეშვა. უცებ წამოფრინდა, ხელახლა გააკეთა ყავა და მანჩოს მიუჯდა გვერდით.
- დღეს პოლიცია მოვიდა, ორს ველოდი, მაგრამ ერთი მოვიდა გამომძიებელი! იცი ვინ?- ტირილისგან ამოსიებული თვალები უციმციმებდა ქალბატონს.
- ვინ?- ყოველთვის აოგნებდა თეკლას ეს ჩვევა, ჯერ სევდიანია წამის მეასედში კი ჰიპერაქტიულ მხიარულ ადამიანად იქცევა და ისე საუბრობს თითქოს წეღან საკუთარ თავს არ დასტიროდა.
- ვინ და ყიფიანი! ეს ხომ იცი რასაც ნიშნავს მან? ისიც მათი მსხვერპლია.... რა უნდა ვქნა? არ ვიცი რა ჯანდაბა ვქნა! ან თორნიკე ამას როგორ გადაიტანს, ის რომ დაინახა მაშინვე დედასთან გაიქცა. უეჭველად მიხვდა რაც ხდებოდა, ჯანდაბა რატომ ის?- ემოციურად ლაპარაკობდა და თან ხელებს იშველოებდა, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და ყავა მოსვა. მანჩოს გვერდით ოსევ დაიკავა ადგილი და დაქალს დაელოდა, როდი ამოიღებდა ხმას.
- მერე, აქ რო მორბოდი შენ ძმასთან რატომ არ წახვედი? ნაღდად ანასთან წავიდა?
- კი! დღეს ნახვის უფლება მოგვცეს, მეც წავალ უბრალოდ ჯერ შენ უნდა მენახე და დავცლილიყავი, თორე დედასთან ასე როგორ მივიდოდი? ხომ იცი ეგრევე მიმიხვდებოდა და მან კიდევ არ იცის კატუშაზე, საზღვარგარეთ ჰგონია სასწავლებლად.- ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და მანჩოს მთელი სახე დაუკოცნა.
- ოხ როგორ მიყვარხარ, ჩემო ძლიერო ქალბატონო.- მოეხვია დაქალს და ცოტახანს ასე ისხდნენ, იჭორავეს კიდეც, იცინეს და ბოლოს წასვლის დროც დადგა. მანქანაში როგორც კი ჩაჯდა თორნიკეს დაურეკა.
- სად ხარ თოკო?
- დედასთან ვარ ისევ, მოხვალ?
-კი, გამოვდივარ. წამოვიღო რამე?
- ბანანი წამოაყოლე მე დამავიწყა.
- კარგი, გაკოცე დროებით.
- მეც პატარა ქალბატონო.
ბანანი იყიდა და უცებ მივიდა ონკოლოგიურშიც, ღრმდ ჩაისუნთქა და შენობაში შეაბიჯა. ყველას თბილად მიესალმა და დედის პალატაში გიჟივით შევარდა. გამხდარი ქალის სხეული მოიქცია ხელებში და სულის ამოხდამდე ბევრი კოცნა და ეფერა.
- კარგი თეკლა დედიკო, ნუ დამახრჩობ. მეც მომენატრე, მეც მიყვარხარ ჩემო გადარეულო...- კისკისმა მოიცვა მთელი ითახი და თითქოს თორნიკეს დაძაბულობაც სადღაც გაქრა, ოთახში სიყვარული და სიხარული დატრიალდა. ამ პატარა ქალბატონში მართლაც უდიდესი ენერგია იყო მოთავსებული, მისი მოსვლით გააფერადა პალატის უღიმღამო თეთრი კედლები. ნაწილობრივ რომ იჯერა გული, მერე თორნიკეს ეცა და ის ჩაკოცნა, ძმის კალთაში გემრიელად მოთავსდა და დედიკოს დაუწყო თვალიერება. ძალიან გამხდარო და დაღლილი სახე ჰქონდა, უცებ სევდა მოაწვა თეკლად, მაგრამ მაშინვე 10-მდე დათავალა და გაიღიმა. არ უნდოდა ანას ენახა როგორი განადგურებული იყო ქალბატონი თეკლა დადიანი.
- აბა, ქალბატონო ანა, როგორ გიკითხოთ? მოგენატრე ხო? გეტყობოდათ ბუებივით ისხედით.- აკისკისდა თეკლა და აიყოლია დედა და ძმა.
- ძალიან მომნატრებიხართ, კატუშა მაკლია, ერთი ეგეც ჩამოვიდეს რა და მერე უფრო ბედნიერი ვიქნები, თორნიკე დედა ეს სულ არაფერს ჭამს? როგორ გახდი თეკლა?- ნაღვლიანი თვალები მოავლო ძმის კალთაში მოკალათებულ თეკლას. კატუშას ხსენებაზე, და-ძმა ოდნავ მოიქუფრა, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ფსიქოლოგიურად უფრო ვიდრე ფიზიკურად, იმედი იყო, მაგრამ რამხელა ეგ არ იცოდნენ. თორნიკემ დას ხელები მოხვია გულში მიიკრა და დედას გაუღიმეს.
- ცოტა დაიკლო კი, მაგრამ არ ინერვიულო ხომ იცი რომ გავასუქებ! კატუშა კარგადაა დე, არ იდარდო ქალბატონს ისეთი გრაფიკი აქ ჩვენც ძლივს გვეკონტაქტება, ამერიკაში ხომ იცი როგორც ხდება. დროთა სხვადასხვაობა ძალიან რთულია დაუმთხვიო დრო.
- ხო დე, ნუ ნერვიულობ! ჩვენ კარგად ვართ, არც გამხდარი ვარ და არაფერი, მშვენივრად ვგრძნობ თავს, ხო იცი რა საჭმელებს ვაკეთებ. ნუ მე არ მეტყობა, მაგრამ აგერ თორნიკეს შეხედე როგორი ღიპუცა მოვაგდებინე.- ძმისგან მუჯლუგუნი მიიღო, რაზეც ანამ და თეკლამ გულიანად გაიცინეს.
- სულაც არ მაქ ღიპი! ვივარჯიშებ ისევ და ჩავდგები ფორმაში აგერ ნახავ!- გაიბუსხა, უფროსი დადიანი.
- კარგი რა, ნუ მიბრაზდები. ჩემო ტელეღიპუცავ, ისე დე რომელს უფრო გავს ტინკი-ვინკის, დიფსის, ლალას თუ პოს?- უფრო მეტად ახარხარდა თეკლა.
- პოს!- დაბეჯითებით თქვა ანამაც და აყვა პატარა ქალბატონს სიცილში, ისე ბედნიერად იცინოდნენ, თითქოს მეორე კლინიკიდან წუთი-წუთზე კატასტროფის მოლოდინში არ ყოფილიყვნენ. როგორი იქნებოდა კატოს მომდევნო გამოღვიძება არავინ იცოდა, შესაბამისად ყველაფერს ელდონენ. დიდხანს ისაუბრეს, იცინეს და ბევრი კარგი მოგონება გაიხსნენეს. მალე ექთანიც შემოვიდა და ითხოვა პაციენტი დაეტოვებინატ. რა დრო გასულიყო, უკვე ბნელოდა გარეთ რომ გამოვიდნენ, შემოდგომის ცივი საღამო იყო, მანქანებსი განაწილდნენ და სახლში მივიდნენ. როგორი ცარიელი იყო სახლი ანასა და კატოს გარეშე. ერთი ამოიოხრეს და-ძმამ და შეაბიჯეს მოწყენილებმა.
- თოკო, მოდი ვივახშმოთ, რამეს მოვამზადებ. მერე კი მოვწესრიგდები და კლინიკაში წავალ კატოსთან.
- სპაგეტი მოამზადე მაშინ, მარტო წახვალ?
- კი, შენ დაისვენე ხვალ სამსახურში ხო უნდა წახვიდე, ამიტომ ამაღამ კატოსთან მე ვიქნები! წადი ახლა წყალი გადაივლე, მე გაგიმზადებ ხვალისთვის ყველაფერს, სპაგეტისაც გავაკეთებ და ხო მართლა უნდა ვილაპარაკოთ..- ლოყაზე აკოცა ძმას და აბაზანაში ძალით შეტენა. სწრაფად გაუმზადა ხვალისთვის სმოკინგი და სამხზარეულოს მიაშურა, თან სპაგეტის ამზადებდა თან ყიფიანი უტრიალებდა გონებაში. ნერვები ეშლებოდა, ასეთი მშვიდი რანაირად შეეძლო რომ ყოფილიყო?! მართალია არ იკითხა, მაგრამ ხომ ზუსტად იცოდა, რასთანაც უწევდათ ახლა გამკლავება! რაღა ახლა მოუნდა ჩვენების აღება? ან აქამდე სად იყვნენ? ორი კვირა გიჟივით რომ ეძებდა დას და ვერაფრის დიდებით მიაგნო კვალს.
ფიქრებში გართულს წამოადგა თავზე თორნიკე, სპაგეტი თეფშებზე ამოიღო ხორცის ბურთულები შემოალაგა ტომატთან ერთად და მაგიდა გაშალა. მშვიდად ივახშმეს. ყავაც მოადუღა ქალბატონმა თეკლამ და მაგიდას მიუჯდა ისევ. ამოიხვნეშა, ამით ძმა მიახვედრა რომ დრო იყო ესაუბრათ.
- დაიწყე...- დაძბული ხმით უთხრა თორნიკემ დას და მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა, სადღაც შორს იყურებოდა, იცოდა რაზეც მოუწევდათ საუბარი, ამიტომ ცდილობდა სიმშვიდე შეენარუნებინა.
- ხომ იცი ის პოლიცილეი ვინც იყო?- თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.- ხოდა იცი რაც ხდება ანუ, ხომ იცი? ისიც ხომ იცი რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს! კარგი ფსიქოლოგი დაგვჭირდება, ნარკოლოგიც, ამას მარტო ვერ გავუმკლავდებით, შენც ხომ ნახე კატუშა რა დღეში იყო...- ხმა გაებზარა თეკლას და ძმას უმწეოდ გახედა.
- ვიცი თეკლა, ყველაფერს მოვაგვარებ, მოგვიწევს სამკურნალოდ გაგზავნა და საერთოდ ვფიქრობ უკეთესიც იქნება მისი აქედან წაყვანა! მე სადაც ვმკურნალობდი იქ წავიყვან, რას იტყვი?
-კი! წაიყვანე, შენც გაყევი ოღონდ, მარტო არ გამოვა მისი გაშვება, ჯერ ძალიან პატარაა.
- და საქმეებს მიხედავ?
- კი, შევძლებ მანჩოც დამეხმარება, თუ რამე დაგირეკავ და ეგ იქნება! დედას კი მოვიფიქრებ რამეს. ხოდა თორნიკე....-ყოყმანობდა არ იცოდა უნდოდა თუ არა ეკითხა, მაგრამ მაინც გარისკა- შენი აზრით კატუშას გამტაცებლები...
- შეიძლება თეკლა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მოდი ეგ საქმე პოლიციას მიანდოთ, ჩვენ საფიქრალი ისედაც გვეყოფა!- გააწყვეტინა გოგონას, ყავა დალია და საძინებელში შევიდა. თკლამაც გადაივლო წყალი მოწესრიგდა და კლინიკაში წავიდა....



მოვედი და მოვი.... შემოდგომის შესაფერისი ამბავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ, ველი თქვენს შეფასებებს



№1  offline წევრი RIAMARIA

საინტერესო დასაწყისი ქონდა მაინტერესებს შემდეგი თავი როგორი იქნება მწერალს ვენდობი და შემდეგ თავს დაველოდები!☺️წარმატებები!!

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესო ისტორიაა. გაგრძელებას ველოდებით. როდის დადებთ ახალ თაავს?

 


№3  offline წევრი amanim

სტუმარი ნანა
საინტერესო ისტორიაა. გაგრძელებას ველოდებით. როდის დადებთ ახალ თაავს?


ან დღეს ან ხვალ დავდებ უკვე

 


№4 სტუმარი Lela

ველი გაგრძელებას დიდი ინტერესით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent