შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარძალი (სრულად)


18-10-2023, 22:17
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 49 873

ხედავთ მთაზე განლაგებულ სახლებს ? ქუჩას რომელიც აღმართს მიუყვება და ეზოებს რომლებიც მთის ფერდობზე მოუწყვიათ. ხედავთ ყველაზე მაღლა , განაპირა მდგომ სასახლესავით აღმართულ შენობას თითქოს ჩვეულებრივს , მაგრამ მაინც ციხეკოშკივით მდუმარეს და მრავლისმნახველს. ვინ იცის რამდენ ამბავს იტევს ამ სახლის კედლები , რამდენი ისტორია დაწერილა ამ ეზოში , რამდენი უბედური და ბედნიერი დღე გაატარეს იმ ადამიანებმა ახლა ასე მშვიდად რომ დააბიჯებენ . ვინ იცის რამდენ საიდუმლოს ინახავს , რამდენ ცრემლსა და სიცილს.
25 წლის შემდეგ ისევ გააჩერეს მანქანა , გადმოიყვანეს უგონოდ მყოფი გოგონა და შეიყვანეს სახლში რომელიც სულ მალე მისთვის ციხედ იქცეოდა. უკვე მეოთხე ქალი იყო ამ სახლში ძალის გამოყენებით რომ შეჰყავდათ და ვინ იცის იქნებ ბოლოც , იქნებ პირველი ვინც იმ ადგილს თავს დააღწევდა .
მანქანიდან ოთხი ბიჭი გადმოვიდა, გოგონა ერთ_ერთს ჰყავდა ხელში აყვანილი . ეზოში სამი ქალი ელოდა ბიჭებს. სამი სხვადასხვა ასაკის ქალი მათგან ერთი 80წლამდე იქნებოდა , წლებს მისთვის კვალი დაეტოვებინა . დანაოჭებული სახე გაქვავებოდა და ისე უყურებდა გონება დაკარგულ გოგონას , თითქოს წლების წინ მომხდარს იხსენებდა . მის გვერდით მდგომი ქალი 60 წლის იქნებოდა , მაღალი , ქერა ქალი ჭაღარა შერეული თმითა და დიდი ლურჯი თვალებით ისიც იხსენებდა იმ დღეს პირველად რომ შევიდა იმ ეზოში . ძლივს აკავებდნენ კიოდა , გაქცევას ცდილობდა, გრძელი ნაწნავები ჩამოშლილი ჰქონდა და შეურაცხადს ჰგავდა. ოთახში რომ გამოკეტეს ყველაფერი დაამსხვრია . მახეში გაბმულ ნადირს ჰგავდა . სუნთქვა შეეკრა , უყურებდა ფერმკრთალ წაბლისფერთმიან გოგონას და ლოცულობდა მისთვის .
მესამე კიდევ უფრო ახალგაზრდა იყო ,საშუალო სიმაღლის გამხდარი , სავსე მკერდით, მაღალი ყელითა და ნუშისებრი მწვანე თვალებით . გრძელი ჟაკეტი ეცვა შავ შარვალზე და ყბებდაჭიმული ანთებული თვალებით უყურებდა თავისსავე ასაკის კაცს რომელიც მეორე მანქანიდან გადავიდა იმ წამს. უყურებდა , კბილებს ერთმანეთზე აჭერდა და მუშტები ისე ჰქონდა შეკრული ფრჩხილები კანში ერჭობოდა.
_თარაში რომ მოვა შენ დაელაპარაკები _ კაცი როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე უთხრა და ზურგი აქცია _ ზემოთ აიყვანეთ , თარაშის საძინებელში . დედა , გარეთ ცივა სახლში შევიდეთ _ პირველი წავიდა წინ.

სახლი ახმაურდა, ისევ იგივე ამბავი ხდებოდა. ისევ მოიტაცეს ქალი კიდევ ერთ ოთახში იცხოვრებდა ახალი წყვილი ახალი გრძნობებით.
კაცები მისაღებში ისხდნენ, მშვიდად საუბრობდნენ შემდეგ დალოცეს წყვილი და მიმოიფანტნენ. ყველა სადღაც წავიდა მხოლოდ ოჯახის უფროსები დარჩნენ . ყველა ელოდა თარაშის დაბრუნებას
_არ გაპატიებთ !
_მეც ასე მეგონა , მაგრამ რამდენი წელია სარეცელს ვიყოფთ
_შენ მე გიყვარდი... ამომიჩემე . თარაშს არ მოსწონს ეს გოგო
_საერთოდ აღარ მოსწონს მაგას ქალები და გინდა რომ ყველამ ილაპარაკოს?
_ტყუილია და შენ ეს კარგად იცი!
_გეყოფათ _მოხუცმა კაცმა ჯოხი დაჰკრა იატაკს და ყველანი გააჩუმა. მერე ორივე ხელით დაეყრდნო ხის ჯოხს და ოჯახისწევრებს გადახედა _ ასე იყო საჭირო და საუბარს აზრი აღარ აქვს. სანამ გოგოს მშობლები მოვლენ ის ბიჭი მოიყვანეთ აქამდე და იცოდე ვერაფერს მიიღებს ჩემგან თუ შეგვარცხვენს და უარს იტყვის ამ გოგოზეც
_ბაბუა თარაშმა ის ნიშნობა იმიტომ ჩაშალა, რომ ის გოგო არ იყო მისი სწორი
_ჩვენ შეგვეშალა რძალო?
_თარაშის რეპუტაციას არავის შევალახინებ და ყველამ კარგად იცით ეს _ მწვანე თვალები აენთო ქალს
_შენი გამოსვლები ყველამ კარგად ვიცით ... თუ არ გინდა შენს მაზლს დავუტოვო ყველაფერი ისე ქენი რომ მალე მათი შვილი ვნახო , თორემ შენც დაკარგავ ყველაფერს და შენი ქმარიც! თინა წავედით ... წამალი უნდა დავლიო , ამათთან ლაპარაკის ძალა არ მაქვს _ წამოდგა და ცოლიც თან გაიყოლა.
_დაველაპარაკები შვილო , შენ არ ინერვიულო . თარაშისაა ყველაფერი რაც გვაბადია _ გასვლამდე ჩუმად უთხრა მწვანეთვალებას და შემდეგ ქმარს გაჰყვა.
_მამა შენ არაფერს იტყვი?
_მე ქონების გამო არაფერს ვაკეთებ ხომ იცი ... თარაში მარტო აღარ უნდა იყოს . ყველა ჭორაობს მასზე და არ დავუშვებ ჩვენს ოჯახზე ამდენი ილაპარაკონ . ცოლი დაამშვიდებს სხვა საფიქრალი გაუჩნდება
_იგივეს იმეორებთ რაც თქვენ გაგიკეთათ ამირანმა...დედა რატომ არაფერს ამბობ. ის გოგო მაინც არ გეცოდება ? ისედაც დაჩაგრა ცხოვრებამ და ახლა უცხო კაცის ცოლობა გაანადგურებს . ჩემს შვილს ვერ გააბედნიერებს ეგ გოგო ...მისი ფსიქიკა ისედაც განადგურებული იქნება და საერთოს არ მინდა იმ ხალხთან დამოყვრება , ნამდვილი არაადამიანები არიან
_დამშვიდდი ნონა იქნებ ასე სჯობდეს ყველასთვის ... თარაშს ნამდვილად სჭირდება ვინმე ვისზეც გადაიტანს ყურადღებას და ის გოგო ნამდვილად მოახერხებს ამას . ჩემი და კოტეს თანაცხოვრება შედგა და თარაში როგორ ვერ მოახერხებს ოჯახის შექმნას
_კოტეს რომ არ წაკბინოს მაინც მოკვდება არადა ორმოც წელზე მეტი გავიდა უკვე .. თითქოს მე ვიწვოდი შენი სიყვარულით
_გაჩუმდი სანამ მშვიდად ყოფნას ვარჩევ თორემ გავიხსენებ წარსულს...არაფერი მავიწყდება ხომ იცი
_გავგიჟდები ...შევიშლები ლევან და იცოდე ამირანის ნაცვლად შენ გაგებინებ პასუხს ჩემი შვილი რომ დაიტანჯოს იმ გოგოს გვერდით
_ნონა გეყოფა , ვიცი რასაც ვაკეთებ და ყველას აზრი ტყუილად არ დაემთხვეოდა . მორჩით ახლა ისტერიკებს და ისე ქენით რომ ის გოგო დაარწმუნოთ დარჩეს !

თარაში დიდი ოჯახის პატარა წევრი იყო . განებივრებული მემკვიდრე და მაინც რთული ხასიათის მქონე ბიჭი რომელსაც ღმერთი მოსვენებას არ აძლევდა. მეამბოხე იყო მუდამ, წლების განმავლობაში არ ჩადიოდა სოფელში და საერთოდ აგიჟებდა ამირანს . სხვები უფრო ლოიალურები იყვნენ მის მიმართ . შემდეგ ბევრი რამ მოხდა მის ცხოვრებაში რამაც ხასიათიც შეუცვალა და სოფელში საცხოვრებლად გადახვეწა აწ უკვე სამი წელია . ისე მოერგო მთის ცხოვრებას მთლიანად მისი ნაწილი გახდა. სახლში დროს ისევ იშვიათად ატარებდა , მაგრამ იქ ყოფნით მაინც ახარებდა ყველას .
.....
გოგონა გონს რომ მოვიდა მხოლოდ ტკივილს გრძნობდა. კადრები ერთმანეთს ანაცვლებდა. გზაში მიდიოდა, ქალაქიდან ბრუნდებოდა , უკვე ღამდებოდა მანქანა რომ გაჩერდა მის გვერდით მერე გონს მოსვლა ვერ მოასწრო ისე დაიჭირეს . ფართხალებდა , ყვიროდა , ხელ_ფეხს შეუჩერებლად იქნევდა და მაინც არაფერი გამოუვიდა . მერე რაღაც მიაფარეს პირზე სახეებიც გაქრა და შეგრძნებაც დაეკარგა. თავი უსკდებოდა, მოძრაობა ისევ უჭირდა თითქოს კუნთები ამოაცალეს. სიმძიმეს გრძნობდა და სინათლე მოქმედებდა , თვალები ძლივს დააშორა ერთმანეთს . ოთახი მოათვალიერა და საწოლს დაეყრდნო რომ წამოწეულიყო . უზარმაზარ საწოლზე იწვა ირგვლივ სასიამოვნო სურნელი იყო,სისუფთავის და უცნაური მამაკაცის სუნი , რომელიც სასიამოვნოდ აღწევდა რეცეპტორებამდე.
ძლივს ჩავიდა საწოლიდან , ფეხზე ერთი კეტი ეცვა მხოლოდ, მეორე იატაკზე ეგდო. სიძველისგან ორივე გახუნებული იყო. ძლივს მოირგო ფეხზე და წონასწორობა დარღვეული მივიდა კარამდე. ხის მასიურ კარს ვერაფერს მოუხერხებდა, ძალაც არ ჰქონდა. კარის სახელური რამდენჯერმე ჩამოსწია მერე აკაკუნებდა ხელებს ურტყავდა, მაგრამ გარეთ ხმა არ გადიოდა
_რა გინდათ ჩემგან...რა დავაშავე. გამიყვანეთ აქედან . გამიყვანეთ გთხოვთ . მამა რა გააკეთე , რატომ ...რატომ რა დავაშავე ღმერთო გემუდარები გადამარჩინე . მიხსენი ამ ხალხისგან , გევედრები ღმერთო _იატაკზე ჩაიკეცა , თავი კედელს მიედო და ხელში რაღაც ლითონის ბლაგვი საგანი აიღო. თითები მაგრად მოუჭირა და მოემზადა თავდაცვისთვის.
მთელი ცხოვრება ბრძოლა უხდებოდა, ყოველი წამი თავის გადასარჩენად სჭირდებოდა . ახლა ისევ უბედურებაში გაეხვა და მშობლებს ადანაშაულებდა
_გიო შენ მაინც მოდი გთხოვ... გევედრები მოდი და გადამარჩინე. გთხოვ გიო არ დამტოვო აქ. ნეტავ დაბრუნდე და მიხვდე რომ სახლში არ ვარ _ჩუმად ლაპარაკობდა , ერთადერთი ძმის იმედი ჰქონდა ისევ რომელიც ბოლოს თვეების წინ ნახა. მას შემდეგ ისე გაუჩინარდა ისიც არ იცოდა სად იყო , მაგრამ მისი იმედი მაინც ჰქონდა ან უბრალოდ თავის დასამშვიდებელ გზას ეძებდა.

თარაში უკვე ეზოში იყო, ცხენი თავლაში შეიყვანა ,თივა ჩაუყარა და მშვიდად შევიდა სახლში. არავის ნახვა არ უნდოდა და პირდაპირ უკანა შესასვლელიდან ავიდა საძინებელში. კარი გარედან რომ დახვდა ჩაკეტილი გაუკვირდა. გასაღები გადაატრიალა და ის იყო ოთახში უნდა შესულიყო ლევანის ხმა გაიგო
_არ შეხვიდე... ჩაკეტე
_მამა ? რა ხდება დათვი შეძვრა ოთახში?
_წამომყევი ..სალაპარაკო გვაქვს
_კარგი , გამოვიცვლი და ჩამოვალ. წვიმდა და სულ ტალახიანი ვარ
_თარაშ ... ქვემოთ ჩამოდი ბაბუა გელოდება
_რა ნებავს დიდ ამირანს? ამჯერად რა არ მოეწონა _ჩაიცინა და კიბისკენ წავიდა ისევ . უცებ ოთახიდან ხმა გაიგო და გაჩერდა_რა ხმაა...მეჩვენება თუ შველას ითხოვს ვიღაც
_არ გეჩვენება ... შენი ცოლია რომელიც ახლახანს გამოფხიზლდა
_კოტე შენც? რა ცოლი ბაბუ რის ცოლი...ის გოგო მომიყვანეთ? ხომ ჩავშალე ნიშნობა ისეთი უთავმოყვარეოა აქ მოვიდა პირდაპირ? ეგეთი ქალი გინდათ რომ ცოლად მივიღო?
_არა ეკა არ არის ... წამოდო. დაჯექი დავილაპარაკოთ _
დივანზე დასვეს ყველა რომ გამოჩნდა ცოტა დაიძაბა კიდეც
_ვინ არის ჩემს ოთახში
_ქალია , შენი ცოლი უნდა გახდეს. რაც მალე მით უკეთესი... დააგვიანე თორემ დიდი ხანია მოვიყვანეთ
_ვინ მოიყვანეთ ამირან ხომ არ გაგიჟდით ...მოიტაცეთ ვინმე ? შველას ითხოვდა საცოდავი ხმით ...გადაირიეთ ხალხო? რა არის ამ ოჯახში ქალი თუ არ მოიტაცეს ისე რძლად ვერ მიიღებთ?
_ნიშნობა ჩაშალე თორემ იმ გოგოს ბავშვობიდან უყვარხარ
_თქვენ უთხარით დაქორწინდებითო და იმანაც დაიჯერა რომ ვუყვარვარ. ეკაზე ნუ მელაპარაკებით ახლა ...მითხარით იქ ვინ გამოკეტეთ . უკან დავაბრუნებ დღესვე
_მთელი დღეა აქ არის და გგონია ასე დაიბრუნებენ უკან? ეტყვი თითი არ დამიკარებიაო და ყველას დააჯერებ? საწყალ გოგოს სახელს შეურცხვენ და მშვიდად გამობრუნდები უკან? ვინ იცის ვის გააყოლებენ სახელ გატეხილ ქალს...ალბათ ვინმე მოხუცს ან ხეიბარს
_რომელი საუკუნეა ამირან ეგ მაიას დროს ჭრიდა...მამენტ ნონას დროსაც ეგრე იყო . ახლა სხვა ცხოვრებაა იცი?
_კარგი დააბრუნე თუ გგონია რომ მისი ოჯახიც ჩემსავით არ იფიქრებს. ლოთი მამა და გაუნათლებელი , ბ*ზი დედა , მისი ქურდი ძმა ალბათ ყელს გამოჭრის...ეგ დაიკიდე თუ როგორ ამბობ? შენ ხომ არაფერი გაინტერესებს საკუთარი თავის გარდა. დააბრუნე და ალაპარაკდება ყველა იმაზე რომ კაცი არ ხარ... ქალები არ მოგწონს და ერთი ჩვეულებრივი პიდარასტი ხარ . მოგიყვან მაშინ ვინმე კაცს და გიხმაროს _ დაუღრიალა და სულ გაგიჟდა თარაშმა სიცილი რომ დაიწყო_იცინის? იცინის_თქო გეკითხებით... რას გაჩუმდით თქვენი გაფუჭებულია სუყველასი ეს ლაწირაკი ეს. მე კაცი არ ვიყო შენ თუ არ ამოგშალო ჩემი გვარიდან . ქალი ხომ აგახია და ქონებასაც იმ შენს მამიდაშვილს დავუტოვებ . მერე რაც გინდა ის ქენი. არა არ გააჩუმო ყველა და არ დაუმტკიცო რომ კაცი ხარ და არა ვიღაც ჩმორი , ფუ შენც თუ ჩემი გვარის გამგრძელებელი ხარ
_მეტჯერ აღარ გაბედო მაგ თემაზე საუბარი. კიდევ რომ ახსენო მე თვითონ წავალ და დავიკიდებ ყველაფერს. თქვენ რატომ არაფერს ამბობთ ამირანს ემორჩილებით ისევ ხომ? მაგრები ხართ რაა...ყველას რაღაც წერტილით გმართავთ... თავის ნებაზე დაგატარებთ . მე არ მეყოლება მოტაცებული ქალი , არავის ვაიძულებ ჩემს გვერდით ცხოვრებას თქვენგან მიკვირს კარგი დედაჩემს მოსწონდა მამაჩემი არ აღიარებს თორემ მაგის მოტაცებას მოტაცება არც ერქვა , მაგრამ თქვენ? თქვენ სულ არ გეცოდებათ ის გოგო?
_ასე აჯობებს მისთვისაც და შენთვისაც
_თავიდან გაგვიჭირდა ისიც იმიტომ რომ ბაბუაშენი ნამდვილი ხისთავიანი იყო და შენთან ვინ იქნება ცუდად თარაშ
_ვინ დაასკვნა რომ ის გოგო მჭირდება ... აღარ მინდა ლაპარაკი ვერაფერი მაიძულებს ვიღაც უცხო გოგოს ატანას რომელსაც უკვე ვეზიზღები და ალბათ მწყევლის მთელი გულით
_თარაშ
_ჩარევა არ გაბედოთ თორემ ჩემი ცხოვრებიდან ამოგშლით ყველას _ გასვლამდე გააფრთხილა ლევანი და სწრაფად აიარა კიბე _ღმერთო რა შეგცოდე ასეთი...სულ გაგიჟდნენ_კართან მივიდა გასაღები გადაატრიალა , გააღო და შიგნით შევიდა. ორნი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული თავში რაღაც რომ ჩაარტყა და ტკივილი იგრძნო. კეფაზე მიიდო ხელი და უკან მიიხედა. გოგო ცრემლიანი თვალებით, შეშინებული და ამავე დროს ძლიერი ხელში შიშველი ქალის ქანდაკებით და შეშლილი მზერით
_შეენ? _ მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და ხალიჩაზე დაეცა. თავიდან სისხლი მოსდიოდა გოგომ დერეფანში გაიხედა მერე ბიჭს დააკვირდა ჯერ კიდევ გონზე რომ იყო და უცებ მიხურა კარი
_შენ რა გინდა აქ...უკან მოგყვებოდნენ? როგორ მომაგენი...ისევ ისინი არიან? ისევ მამაჩემმა გამყიდა? გიორგი მოვა ... დავურეკავ და ფულს მისცემს. აუცილებლად მოვა . მაპატიე რა...გევედრები მაპატიე . არ ვიცოდი შენ თუ იყავი ...მეგონა ისინი იყვნენ _ ბიჭთან ჩაიმუხლა. ტიროდა მთელი გულით, თვალები სულ დაებინდა. სკამიდან ზედა აიღო და თავზე მოახვია _კარგად იქნები...უბრალოდ კანი გასკდა...დამელაპარაკე რა _ სახეზე უსვამდა გაყინულ ხელებს , სულ კანკალებდა . ნაბიჯების ხმა რომ გაიგო ბიჭს უფრო მოეხვია_ მოგკლავს..აქ რომ გნახოს მოგკლავს. არ უნდა მოსულიყავი ხომ გითხარი საშიშია_თქო _ ისევ ტიროდა ბიჭის თავი მუხლებზე ედო და ზემოდან დაჰყურებდა. კარს უყურებდა და ლოცულობდა სრულიად სხვა ადამიანს ელოდა იქ კი ქალი გამოჩნდა რომელმაც თარაშის დანახვისას კივილი დაიწყო. ვერაფერი გაიგო საწყალმა გოგომ. ოთახი გაივსო თარაში საწოლზე დააწვინეს. მალე ლაპარაკი დაიწყო ის კი გაშეშებული იდგა და უყურებდა
_გეყოფათ_მეთქი კარგად ვარ... გადით ყველა . ახლავე _დაიყვირა და წამოიწია _ რა მიყავი არანორმალურო
_შენ...თარაში ხარ ? ის თარაში ? ამათი თარაში ? მე რატომ ვარ აქ ... აქ რა მინდა . შენ საერთოდ
_დამშვიდდი და აქ მოდი რომ წამოვდგე დავეცემი...რა ძალა გქონია . დაამუღამე ჩარტყმა ხო?
_არ მოვალ... იმათ მომიტაცეს . შენებმა მომიტაცეს
_გაგიშვებ ნუ გეშინია...თავი გადამივლის ოღონდ. მოდი აქ და აღარ იტირო
_შენ მითხარი ნიკო მქვიაო ...მომატყუე
_თარაში რომ მეთქვა მიხვდებოდი ვინც ვიყავი მე კი მეკრძალება მტრების გაჩენა _უყურებდა და თან თავზე იჭერდა ხელებს_მართლა ძალიან მტკივა...გავითიშე მგონი ხო?
_ბოდიში, რომ დამენახე არ დაგარტყავდი
_მამაშენი ვინღაა აბა ვიღაც გადამეკიდა და ჩემი ცოლად შერთვა უნდაო?
_ეგრეცაა ... მამაჩემს მისი ვალი აქვს. დედაჩემსაც არ აინტერესებს. ჩემი ძმა წასულია და ახლა გადმოვიდა იერიშზე . მაშინ შენ რომ არ ყოფილიყავი წამიყვანდა . ახლა ვერაფერი გავიგე
_დაივიწყე ეს საღამო...ვითომ მეგობართან დარჩი. ცოტა ხანში სახლში მიგიყვან
_მართლა?
_ხო , მართლა . ასე აღარავის დაარტყა პატარავ _ ოდნავ გაიღიმა და თვალები დახუჭა. გოგო საწოლზე ჩამოჯდა და ცივი საფენი დაადო თავზე
_მალე გადაგივლის?
_ხო, არ იდარდო
_შემეშინდა რომ ჩამსვეს მანქანაში და მერე რომ გავიღვიძე მეგონა ... მეგგონა ისევ ის იყო _ისევ აქვითინდა, სახე ხელებში ჩამალა და იატაკზე დაჯდა . თარაში ჯერ ჩუმად უყურებდა მერე თავზე გადაუსვა ხელი
_დამშვიდდი ყველაფერმა ჩაიარა , ჩემთან საფრთხე არ გემუქრება
_მადლობა...ისევ შენ გადამარჩინე . გიორგი რომ დაბრუნდება ვეტყვი ყველაფერს
_როდის დაბრუნდება შენი ძმა
_არ ვიცი ...მაგრამ არ დამტოვებს აუცილებლად მოვა და წამიყვანს იმათგან მანამდე როგორმე გავუძლებ _ცრემლები შეიმშრალა არეულ თმაზე ხელები გადაისვა და თავი ამაყად დაიჭირა.
რამდენიმე წუთში სროლის ხმა გაიგეს. მთები შეზანზარდა თითქოს . ეზოდან ხმაური ისმოდა წამებში სახლში დაიწყო აურზაური გოგონა თვალებგაფართოებული იყურებოდა თარაში კი ფეხზე წამოდგა
_მგონი შენთან არიან ... დავაგვიანე
_ვინ არიან ...მამაჩემი? საიდან გაიგო აქ რომ ვარ
_აქ დარჩი ...დაგიძახებ მე
_არ წახვიდე
_ნუ გეშინია ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ
ოთახიდან სწრაფად გავიდა. პირველი სართულიდან ყვირილის და გინების ხმა ისმოდა. კიბიდან დაინახა ვიღაც ბიჭი და მის უკან მდგომი რამდენიმე კაცი. სავარაუდოდ ანას მშობლებიც იქ იყვნენ , მაგრამ უცნობი ბიჭი აქტიურობდა
_ჩემი საცოლის მოტაცება როგორ გაბედეთ... გინდათ თავიდან დავიწყოთ ომი მე და შენმა შვილმა ლევან?
_ჩემი გოგო მოიყვანეთ ახლავე
_ლაწირაკო ვის უბედავ სახლში იარაღით შემოსვლას... თავი ვინ გგონია საკუთარ სახლში რომ მომუქრები. შენი ქალი არ ყოფილა თუ ვერ მიხედე!
_მოხუცო მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ თორემ ისედაც ცალი ფეხით იქეთ ხარ და გაგიშვებ ახლავე მიქელასთან_იარაღი დაუმიზნა ამირანს ლევანი რომ გადაუდგა წინ
_გონს მოდი სანამ დრო გაქვს და მოაშორე ეგ იარაღი თორემ ხომ იცი დიდხანს ვერ ისუნთქებ ამ სახლიდან შენს გვამს გაიტანენ იცოდე
_ჩემი ქალი მოიყვანეთ სად გადამალეთ ...იცოდეთ ხელი რომ დააკაროს
_რომ დავაკარო რა ...რას გააკეთებ ბიჭუნა _ გამოჩნდა თუ არა ნონამ მაშინვე ფერი დაკარგა. მანამდე უფრო მშვიდად იყო ახლა იცოდა კარგი არაფერი მოხდებოდა
_შენ ვინ ხარ ...
_ეს იყო მაშინ გოგოსთან ერთად რომ გაიქცა _ ერთმა ბიჭმა ჩუმად უთხრა
_ჩემი შვილი დამიბრუნეთ რა უფლებით გყავთ აქ _ქალმა დაიწყო უცებ, მაგრამ თარაშს ყურადღება არ მიუქცევია
_ეს იარაღი მგონი ზედმეტია ... თამაში თუ გიყვარს ტყეში ირბინე შენნაირებთან ერთად
_შენ გყავს ანა? შენ წაიყვანე ორი თვის წინ შე ? საიდან გაჩნდი საერთოდ ქალაქელო ...
_ოხ როგორ ვერ ვიტან ამ სულელ ბავშვებს თავისი სწორი და ტოლი რომ არ იციან _ ისე უცებ წვდა იარაღს ნაწილებად დაშალა და მერე ცხვირში ჩაარტყა თითქოს სათამაშო იყო. მერე ჯიბიდან დანა ამოიღო აყვირებულ ბიჭს ფეხში ჩაარტყა და სკამზე დააგდო_ ვის სახლში მოდიხარ, ვის უმიზნებ იარაღს და ვისთან მოგყავს შენი ლეკვები შე ს*რო ...უთხარი დაახვიონ აქედან თორემ სისხლიდან დაგცლი შე ნაბ*ზარო _კეფაზე დააწვა და მერე ცხვირზე მიაწვა ხელისგულით
_რას აკეთებ...ჩემი შვილი
_შენი შვილი ჩემი ქალია! დღეიდან ასეა და ასე იქნება სულ! ახლა უკან გაბრუნდებით და მოგვიანებით სამოყვროდ განწყობილები დაბრუნდებით ანდაც ს*რზე თუ არ დაბრუნდებით . ანა ჩემი ცოლია გასაგებია? _ ბიჭი მაღლა წამოსწია და ანას მამას ჩაუგდო ხელებში _ კარგად ბრძანდებოდეთ ... _ სისხლიანი ჰქონდა ხელები. იატაკზე დაგდებულ დაშლილ იარაღს ფეხი ჰკრა და მათკენ გაასრიალა_ეს გრჩება სიმამრო

უყურებდა მიმავალ სამეულს და ყბებს ერთმანეთზე აჭერდა. სისხლის კვალი იყო დარჩენილი იატაკზე . ხელებიც სისხლიანი ჰქონდა. ყველა გაშეშებული იდგა მერე უცებ სკამი მოიფრიალა და დაიღრიალა
_ახლა კმაყოფილები ხართ? მოგწონთ თარაში ? ხოდა დღეიდან ასეთი იქნება და აბა რომელიმემ გაბედეთ ჩემს ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა ყველას გაგატყავებთ! აი შენი სიდიადე ვიღაც ლაწირაკი გივარდება სახლში იარაღით...იცოდი ვის იტაცებდი ? იცოდი ვინ მოგყავდა რძლად ამირან ? მიპასუხეეთ
_თარაშ...შვილო დამშვიდდი დე
_თქვენ გაჩუმდით, თქვენ საერთოდ არ დამელაპარაკოთ არცერთი !
_ცოტა ხნის წინ უარზე იყავი და ახლა შენი ქალი გახდა ? _ ამირანმა მშვიდად უთხრა იცოდა კიბის თავში გოგონა რომ იდგა და ყველაფერს უსმენდა _იქნებ მართლა სჯობს გავუშვათ
_ჩემია უკვე და ახლა ღმერთიც ვერ წამართმევს მის თავს ... შეგიძლიათ აღნიშნოთ , ყველას გააგებინოთ რომ მალე ქორწილი იქნება _ ამის თქმა და დავარდნის ხმა ერთი იყო. ყველამ კიბისაკენ გაიხედა სადაც გოგო უგონოდ ეგდო.
წამებში დაფარა მანძილი და ხელში აიყვანა გათიშული სხეული. თავზე აკოცა და მკერდზე მიიკრა
_ეშმაკმა დასწყევლოს ყველა ვინც ამ დონემდე მიგიყვანა

საწოლზე დააწვინა და ფეხსაცმელი მოაშორა. დიდხანს უყურებდა და ელოდა მის გამოფხიზლებას. როგორც იქნა გონს მოვიდა და მაშინვე იერიშზე გადავიდა
_შენებმა მომიტაცეს იმისთვის რომ შენი ცოლი გავხდე და შენ მეუბნებოდი გაგიშვებო... მატყუებდი . სულ მატყუებდი , რა გინდათ ჩემგან რაა ხომ შეიძლება უბრალოდ ჩემთვის მშვიდად ვიცხოვრო რა დავაშავე ასეთი ღმერთი ასე რომ მსჯის გამაგებინე
_ნუ ყვირი ...დამშვიდდი . გონს მოდი
_არ შემეხო იცოდე _ როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე უკან დაიხია
_ნუ გეშინია ანო , არაფერი გემუქრება ჩემთან
_შენც მისნაირი ხარ
_რა გინდა რომ მასთან წახვიდე ? მითხარი სხვა შანსი გაქვს? მიპასუხე
_ნუ მიყვირიი
_იმ ნაბიჭვარს ნუ მადარებ! რა მექნა აჰა შენი ქალი წაიყვანე_თქო მეთქვა და გამეშვი ? ეს გინდოდა?
_შენ ის დაჭერი... შენ
_ჩემს სახლში შემოვარდა, ჩემი ოჯახის წინ ატრიალებდა იარაღს და ემუქრებოდა რა გინდოდა რომ გამეკეთებინა მითხარი
_მე არ მინდა ეს ფარსი...შენი ცოლი არ ვიქნები
_შენ გგონია მე მინდა რომ ჩემი ცოლი იყო? საერთოდ ხდება რამე ისე როგორც გვინდა? არა ...არ ხდება არც მდიდრები ვართ ბედნიერები და ამიტომ ორ ცუდ ვარიანტს შორის შედარებით კარგი უნდა აირჩიო
_შენ რატომ უნდა შეირთო ჩემნაირი გოგო ცოლად...მოწყალებას იღებ ? წავალ საერთოდ... ჩემი ძმის მეგობრები დამეხმარებიან
_არსადაც არწახვალ, უკვე ჩემი ცოლი ხარ!
_არც კი გიცნობ ...არ მიცნობ ერთხელ გნახე და მაშინაც უბრალოდ დამმალე
_სულ რამდენიმე საათი მაქსიმუმ დღე დამჭირდება შენს გასაცნობად და უკვე ძალიან მღლი ... გგონია მინდა ამდენ ხანს საუბარი?
_წასვლა მინდა
_ვერ წახვალ
_გამომკეტავ?
_უკვე მოგიტაცეს , საძინებელში გამოგკეტეს და ნახევარმა სოფელმა იცის რომ ჩემი ცოლი ხარ ...მეორე ნახევარს რამდენიმე საათში ეცოდინება _ სისხლიანი მაისური მოიშორა და კალათში ჩააგდო. ხელებიც დასვრილი ჰქონდა, სააბაზანოში შევიდა და ონკანი მოუშვა _ დღეს ასე იყავი და ხვალ მოგიტანენ ტანსაცმელს. გარეთ ცუდი ამინდია
_აქედანაც გავიქცევი
_ჩემგან გაქცევა ასეთი მარტივი არ არის პატარავ
_ნუ მეძახი პატარას
_19 წლის ხარ აბა რა უნდა დაგიძახო... ბავშვი ხარ ფაქტობრივად _არეულ თმებზე ხელები გადაუსვა _ შეშლილს გავხარ ასე ... შეგიძლია ჩემი ნივთები გამოიყენო. ჩაიცვა რაც მოგერგება და მოწესრიგდე . არ გამაბრაზო გთხოვ, ბოლო დროს რომ ვბრაზდები ცუდ რაღაცებს ვაკეთებ და არ მინდა შენც სხვებივით მოგექცე . არ გამომიწვიო
_არ მინდა შენი ცოლობა
_აბა ვისი ცოლობა გინდა...ვინმე გიყვარს?_გაიცინა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეუმშრალა
_ხო , მიყვარს
_მერე სად იყო ეგ ს*რი შენ რომ გათხოვებდნენ . ვერ ჩაგკიდა ხელი და ვერ დაგიცვა?_ხმას აუწია, თითქმის ყვიროდა, გაბრაზდა
_იმას არ ვუყვარვარ ... ჩემი ოჯახის გამო ზედაც არ მიყურებს
_ვინ მიგდია ასეთი... ჩემზე მაგარი ბიჭია ? ჩემზე გავლენიანია თუ სიმპათიური რომ დაგიწუნა . არავინ გყოლია და ბავშვობის გატაცების გამო კიდევ ერთხელ ვერ გავეხვევი სკანდალში. ამირანი დაიბრიდება
_საერთოდ არ მეცინება
_არც მე იცი? ვაფშე არ მინდოდა ცოლის შერთვა
_შენზე ბევრი ჭორი დადის ... ძალიან ბევრი
_შენ რომელი გჯერა
_არცერთი
_ხოდა მოვგვარდებით ... გავდივარ მე და მოწესრიგდი . ისე მოიქეცი როგორც საკუთარ სახლში . გთხოვ სულელივით ნუ მოიქცევი, რომ გაიქცე ძალიან, ძალიან გავბრაზდები _ შუბლზე აკოცა და გავიდა. კარი არ ჩაუკეტავს , პირველ სართულზე ჩავიდა ყველა გაჩუმდა რომ დაინახეს. სამზარეულოში გავიდა და მაცივარში შეიხედა
_რა მოგიმზადო დე
_რამე რაც გვაქ ...ყველაფერი დააწყვე . შენი ფეხსაცმელი შემომიტანე ოთახში კიდევ და ახალი პირსაწმენდები _მაგიდას მიეყრდნო. ვაშლი აიღო და ჩაკბიჩა _რატო მიყურებ ასე
_საიდან იცნობდი იმ გოგოს
_ის გოგო ჩემი ცოლი, შენი რძალი და ანო ჰქვია
_აბა ანაო?
_ხოო ანა ... რომელსაც ისე მოექცევი როგორც შენ გექცეოდა მაია და თინა . მე თუ ვეჩხუბები თქვენ მოეფერებით, მე თუ არ დაველაპარაკები თქვენ დაელაპარაკებით და საერთოდ ვინმემ რომ გააბრაზოს ჩემს გარდა ხომ იცი რასაც გავაკეთებ
_მოწესრიგება სჭირდება, ავადმყოფს ჰგავს ისეთი ფერი აქვს ასე ვერავის ვაჩვენებთ . ისედაც ბევრი იცნობს მაგათ . ხილიც დავდო?
_დადე დედა თუ ეტევა თუ არადა შეეშვი _ უცებ გამოართვა . ვაშლი ნაგვის ყუთში ჩააგდო და მშვიდად დაბრუნდა უკან. ოთახი ცარიელი დახვდა, წამსვე იფიქრა გაიქცაო და აენთო. უცებ შეაღო სააბაზანოს კარი და ნახევრად შიშველი გოგო რომ დაინახა კედელზე თავით მიყრდნობილი უცებ შებრუნდა
_საჭმელი მოგიტანე და ... მალე გამოდი _ უთხრა და კარი მიხურა _ სააბაზანოშიც ვეღარ შევალ ჩემს ნებაზე...ცოლი , ცოლი და ჯანდაბა ამირან შენ !
საწოლზე დაჯდა და ცოტა ხანს ჩუმად იყო. მერე ოთახის კარი გაიღო და ანა გავიდა. თარაშის სპორტული შარვალი ეცვა წელში ქამარი ისე ჰქონდა შეკრული შეუძლებელი იყო არ გაგცინებოდა. უზარმაზარ მაისურში ჩამალულიყო, ჟაკეტი მოიხვია . სველ თმებზე პირსახოცი ჰქონდა მოხვეული
_ტანსაცმელი აშკარად გჭირდება
_ჩემები მომიტანონ
_ჩემი ცოლი ხარ გახსოვს?
_არა ... არც გავხდე შეიძლება
_მაგაზე შემდეგ ვისაუბროთ ...მოდი ჭამე რამე თორემ რომ გიყურებ მგონია მალე ისევ აყირავდები _საწოლზე დასვა და ლანგარი წინ დაუდო . მერე ნაცნობი სურნელი რომ იგრძნო მიუახლოვდა და კანზე ცხვირის წვერით შეეხო _ ჩემი შხაპის გელის სუნი გაქვს
_ლოგიკურია ... სხვა არ იყო იქ და მე ...იქნებ მომშორდე
_ჩემი ცოლი ხარ და უნდა შემეჩვიო ნელ_ნელა
_მეჩვენება ხომ?
_წინასწარ უნდა იცოდე რომ დადგება დღე როდესაც ნამდვილად ჩემი ქალი გახდები ... ფსიქოლოგიურად მოემზადე სჯობს ისევ შენთვის ვამბობ , თორემ კაცებს დიდად არ გვადარდებს ეგ ამბავი
_ანუ ბიჭები არ მოგწონს
_იმედები უნდა გაგიცრუო... შემიძლია ახლავე გავაქარწყლო ეგ სულელური ჭორი
_სიტყვებსაც ვენდობი, არ არის საჭირო დამტკიცება
_აი ნამდვილი ცოლ ქმარი ვხდებით უკვე _გაიცინა და საწოლზე დაწვა _ რთული დღე იყო
_ხვალ მოვლენ და მერე ნელ_ნელა დაიწყებენ თქვენს მოწველას
_შენ გგონია ვინმეს ტყუილად მივცემ ფულს? მითუმეტეს შენს მშობლებს რომლებმაც იმ ნაბიჭვრისთვის გაგიმეტეს?
_არ ვიცი ...მე შენ არ გიცნობ
_ჭამე სჯობს და მერე დაიძინე

ცოტა ხნის შემდეგ ლანგარი გადადო და საწოლზე გაშოტილს დახედა
_ხო , აქ უნდა დაწვე . იატაკზე ძილს ან სხვაგან გასვლას არ ვაპირებ. დიდი ადგილია , დაეტევი როგორმე ისე რომ არ შემაწუხო
_არ მეძინება... შენ დაიძინე _ სავარძელში დაჯდა და ფეხები მოხარა. ფანჯრიდან იყურებოდა, ისევ წვიმდა და თანდათან უფრო ძლიერდებოდა . თავი მუხლებზე ჩამოსდო და ხელები წვივებს შემოხვია . ეძინებოდა, საშინლად დაღლილი იყო , მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. უკვე 3 საათი იყო, მალე გათენდებოდა ბოლო საათები კი ისე გაიწელა თითქოს დრო არც გადიოდა. რამდენი რამ მოხდა ბოლო 10 საათში .
ჩასთვლიმა, მაგრამ გრძნობდა მის შეხებას. როგორ მოხვია ხელი , მკერდზე მიიკრა და მალე რბილ საწოლში დააწვინა . საბანი დააფარა და გვერდით მიუწვა. არ ეხებოდა, ზურგი აქცია სანათიც ჩააქრო და თავადაც დაიძინა.

......................
ლაპარაკის ხმა ესმოდა და თვალების გახელა არ უნდოდა, ხვდებოდა საწოლში თარაშის გვერდით რომ იწვა და სირცხვილისგან იწვოდა.
_მეღადავები? ამ დილაადრიან რა გინდა ნონა
_ფეხსაცმელი მოვუტანე და ცოტა ხანში სხვა ტანსაცმელსაც მოუტანენ
_ნონა გადი და აღარ შემოხვიდეთ სანამ არ გამოვალ _ ჩუმად ელაპარაკებოდა ისე რომ საწოლიდან არც ამდგარა. მერე კარის დახურვის ხმა იყო . ბიჭმა გვერდი იცვალა ანა კი ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა _ჯანდაბა ...მაინც როგორი გამხდარია გავჭ....ტ ალბათ _ ფრთხილად მიიწია უკან და მერე საბანიც გაუსწორა . ანამ მიმიკები ვეღარ გააკონტროლა სახე ბალიშში ჩამალა და თავი გაყიდა. მერე საწოლის მეორე ბოლოსკენ მიიწია და სახეზე აიფარა ხელი
_საინტერესოა...მორცხვი ალქაჯი რაღაც ახალი ვარიანტია?
_ფიქტიური ქმრის სტატუსი გაძლევს უფლებას ჩემი ნებართვის გარეშე დამაწვინო საწოლში?
_შემდეგ ჯერზე იქ დაგტოვებ ! უმადური _ საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა

გვიან მიხვდა რომ ტანსაცმელი არ ჰქონდა იმ ჭუჭყიანი კაბის გარდა. უბრალოდ საწოლი გაასწორა და სავარძელში დაჯდა . თარაში დიდხანს იყო სააბაზანოში და ბოლოს როგორც იქნა გამოაღწია . თავზე პირსახოცს ისვამდა და ისე მიაბიჯებდა კარადისაკენ თითქოს ანა არც არსებობდა. მაისური გადაიცვა და ჯინსი ისე ამოიცვა პირსახოცი არ მოუშორებია
_ჩემს ყურებას თუ არ შეწყვეტ მალე ზურგი დამეწვება
_მეგონა დაგავიწყდი
_ვინ მადროვა თორემ ბაზარი არაა
_ისე მეუბნება თითქოს მე მინდოდეს აქ ყოფნა
_დედა ტანსაცმელს მოგიტანს და რასაც ეტყვი ყველაფერს...მე გავდივარ
_სად გადიხარ ...მარტო მტოვებ?
_მარტო დარჩენა რომც გინდოდეს ამ სახლში არ გამოვა ეგ ამბავი. ჭკვიანად მოიქეცი...რაც უფრო კარგი გოგო იქნები მით უფრო საყვარელი ქმარი გეყოლება _ თავზე გადაუსვა ხელი ,ისევ შუბლზე აკოცა და გასასვლელისკენ წავიდა
_დამცინი ხომ?
_ცოტას ...ჭკვიანად _თვალი ჩაუკრა და გავიდა_სერიოზულად? _სამნი რომ დაინახა დერეფანში გაიცინა_ მაყურადებდით? რას ელოდებით ძალიან მაინტერესებს
_საქმე გვაქვს
_შეეშვით ... თუ გეტყვით რომ ჩაი უნდა ჩაის მიუტანთ, თუ გეტყვით რომ ლაპარაკი უნდა ელაპარაკებით... გაჩუმდითო თუ გეტყვით უთხარით ჩვენი ქმრების გარდა ვერავინ გვაჩუმებს_თქო და დატოვეთ
_შენ სად მიდიხარ
_რა დარიგებებს გვაძლევს თუ უსმენთ
_ბებო ან კარგად მოექცევით ან წავალთ აქედან
_შანტაჟისტო ...
_პატარა გაიძვერა
_ნახვამდის ... წარმატებულ დღეს გისურვებთ

ოთახში იჯდა და ფიქრობდა კარი რომ გაიღო და მიყოლებით შევიდნენ ქალბატონები. ინსტიქტურად წამოდგა ფეხზე და მიესალმა. ასეთ სიტუაციებში სულ იბნეოდა ვერ იგებდა რა უნდა გაეკეთებინა. ბრაზობდა, თან ვერაფერს ამბობდა და საბოლოო ჯამში ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა. ნონას ჩემოდანი მიჰქონდა საწოლზე დადო და შემდეგ გაუღიმა
_შენთვისაა ესენი ... შეგიძლია ჩაიცვა რომ გავალთ. თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში და არ მოგერიდოს თუ რაიმე გჭირდება გვითხარი . ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვინდა , თარაში იყოს მშვიდად და თუ შენ მას არ აწყენინებ ყველაფერს მიიღებ რაც გსურს
_მაპატიეთ , მაგრამ თავი დაქირავებული თოჯინა მგონია რომელსაც ავალებთ რომ თქვენი შვილი გააბედნიეროს საკუთარი უბედურების ხარჯზე...საერთოდ მეეჭვება მე შემეძლოს მისი ცოლის სტატუსის მორგება და ისე მიღება რომ ყველანი კმაყოფილები იყოთ . მე თავისუფლება მინდა, შესანიშნავი შვილი გყავთ , მაგრამ
_მაგრამ არ არსებობს... ამ სახლში შემოსული ქალი უკან ვეღარ ბრუნდება და ისევ შენთვის აჯობებს თუ ისე მიიღებ ქმარს როგორც ჩვენ წლების წინ თორემ აქედან წასვლის შემდეგ უარესობისკენ შეიცვლება შენი ცხოვრება
_თქვენ ... მაია ხომ ? მაპატიეთ მხოლოდ შორიდან გიცნობთ და ვიცი რომ ყველანი გონიერი ადამიანები ხართ და როგორ წარმოგიდგენიათ რომ ჩემნაირმა უბრალო გოგომ თქვენი ოჯახის რძლობა მოახერხოს
_შენ არაფერი გევალება , არც მოგეთხოვება მხოლოდ თარაში გაიცანი და შეიყვარე! თავს თუ შეაყვარებ დედოფალი გახდები არა მხოლოდ ამ სახლის ! ესაა და ეს... შენი სიმშვიდის გასაღები მანდაა იცოდე . თუ მოახერხებ , დამშვიდდები და უბრალოდ დინებას მიჰყვები ვიცი შეგიყვარდება
_იქნებ არ მინდა რომ შემიყვარდეს...იქნებ მეშინია . საერთოდ არ გესმით ჩემი?
_ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის და ამიტომ გირჩევთ რომ დამშვიდდე ცუდზე არ იფიქრო და უბრალოდ გაიცანი ჩვენი ოჯახი და შენი ქმარი
_არა არ გესმით...ვერავინ გაიგებს
_ჩვენ ახლა გავალთ შენ დაისვენე, აქაურობას მიეჩვიე და თუ მოგინდება ქვემოთ ჩამოდი

რთული ცხოვრება ჰქონდა ყოველთვის , მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ ხვდებოდა რა ელოდა წინ . როგორ უნდა დამორჩილებოდა მათ სურვილს და გამხდარიყო სრულიად უცხო ადამიანის ცოლი . უარი რომ ეთქვა მერე სად წავიდოდა , მოსვენება არ ექნებოდა გიორგისაც პრობლემებს დაუმატებდა და ვერასდროს გათავისუფლდებოდა . თარაშთან კი მისი მომავალი გარკვეული იქნებოდა და სხვა თუ არაფერი ერთ_ერთი გავლენიანი ოჯახის რძალი გახდებოდა , უამრავ პრივილეგიას მიიღებდა , უზრუნველყოფილი იქნებოდა . თარაში ? თარაშს თავს შეაყვარებდა ? სხვა რომ მოსწონდა ? საერთოდ არ იყო ღირსი მაგრამ ხომ მოსწონდა . არ ჰქონდა მნიშვნელობა ის არაფერს გააკეთებდა ანასთვის, თარაშმა კი ორჯერ გადაარჩინა , დიახ სწორედ მის გამო თქვა უარი საკუთარ თავისუფლებაზე. იქნებ მოსწონდა, იქნებ მანამდეც იცნობდა და ამიტომ მოატაცებინა, ამიტომ იცავდა ...იქნებ თარაში სულაც არ იყო კარგი გმირი ამ ისტორიაში ...
ყველაფერზე ფიქრობდა და უკვე თავი უსკდებოდა. ბალიში დაიფარა თავზე და ისევ წამოუვიდა ცრემლები, ნერვები ეშლებოდა , მაგრამ ეტირებოდა და ვერაფერს უხერხებდა თავს .
საწოლზე იწვა , ფანჯარაში იყურებოდა და დამშვიდებას ცდილობდა შემდეგ ოთახიდან გავიდა. ნელა მიაბიჯებდა უზარმაზარ დერეფანში , პირველი სართულიდან ხმები ესმოდა . ბიჭების ხმა იყო რაღაც მიჰქონდათ ყუთებით შემდეგ მაია დაინახა მითითებებს იძლეოდა . ნონა და თინა ეზოში იყვნენ . ვერ გაიგო რა ხდებოდა ყველა გაჩერდა მას უყურებდნენ არადა ისეთი არაფერი ეცვა. ჩვეულებრივი შარვალი და ფერადი პერანგი , თმებიც შეკრული ჰქონდა
_გამარჯობა ქალბატონო
_გამარჯობა
_შეგიძლიათ საქმეს მიხედოთ ... მიხარია რომ ჩამოხვედი . ბიჭებს უბრალოდ ტანსაცმელი და რაღაც ნივთები მიაქვთ ღარიბებისთვის. წამოდი უკან გავიდეთ უფრო სიმშვიდეა...სადილობას ვაპირებდით ხომ შემოგვიერთდდები
_ყუთზე მზის სხივი ეწერა თუ მომეჩვენა ... თქვენია ის დაწესებულება?
_დიახ რომ მივხვდი ზედმეტად ბევრი არასაჭირო ნივთი გროვდებოდა გადავწყვიტე იმათთვის გამენაწილებინა ვისაც სჭირდებოდა
_და გგონიათ ეს ყველაფერი ღარიბებთან მიდის?
_ყველაფერი ახალია და მეეჭვება ითაკილონ
_არაფერი მიდის ხალხამდე ...ყველაფერს უფროსები ინაწილებენ ყიდიან ან თავისთვის იტოვებენ. უმნიშვნელო ნაწილს უგდებენ იმათ ვინც მოასწრებს დილაადრიან მისვლას . ყველა გლანძრაღვთ და ამბობენ რომ მხოლოდ ლაპარაკობთ ქველმოქმედებაზე. თქვენს ადგილას გავაკონტროლებდი ყველაფერს ... დღეს არავის ნდობა შეიძლება
_რას ამბობ...შეუძლებელია იმათ ხელფასს ვუხდი რა გაჭირვება აქვთ მათხივრებს წაართვან
_ადამიანები სულმდაბალი არსებები არიან . მათხოვარსაც შეუძლია წაართვან
_ვერ დავიჯერებ ... ნათესავები არიან იქ დასაქმებული _მაია შოკირებული იყო . აშკარად არ ელოდა ამ ყველაფერს. მაგიდასთან დაჯდა და წყალი დაისხა
_რა გჭირს მაია _ თინამ მაშინვე შეიცხადა _ ისევ წნევა გაქვს შვილო? რა არის ჩამოხვედი და ცუდად გახადე ქალი?
_არა ის არაფერ შუაშია დედა ... რაღაც ამბავს მიყვებოდა და საშინლად იმოქმედა . ნონა სუფრა გაშალონ უთხარი . ბიჭებს წასვლამდე უთხარი ხვალ დაიწყონ ნივთების დარიგება
_ხვალ რატომ
_საქმე მაქვს...შენ კი დაჯექი ნუ გერიდება . უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ
_რატომ შეაჩერებინე ისინი რა ხდება
_ანამ თქვა რომ ეს ყველაფერი ღარიბებამდე არ აღწევს და ვიღაც ყიდის . ჩვენ კი ამდენი წელია არაფერი ვიცით და გვიკვირს ხალხი უმადური რომ არის
_რას ამბობ სართანიები მაგას არ იკადრებდნენ . ალბათ გეშლება შენ საიდან უნდა იცოდე
_შეგიძლიათ ვინმეს გადაამოწმებინოთ. ერთხელ მაინც მივიდნენ ჩუმად და დააკვირდნენ რა ხდება იქ. სანამ ბატონი შოთა ცოცხალი იყო ყველაფერს აკეთებდნენ შემდეგ ის ლაწირაკი და დედამისი საშინელებებს აკეთებენ. იმასაც ამბობდნენ ჩვენ გეხმარებით ყველასო
_რაო? ეგ ორი ვის უნდა დაეხმაროს ჩვენ ვაჭმევთ და ვასმევთ _ თინა გაგიჟდა
_ვწუხვარ, მაგრამ საქმე ასე არ კეთდდება . ყველაფერს კონტროლი სჭირდება თქვენ კი აშკარად კარგი გსურთ , მაგრამ ვერ ხვდებით თქვენთვის ვინ მუშოაბს , ვინაა წესიერი ადამიანი და ვინ არა
_და შენ ხვდები მაგას გოგონი?
_მე ბევრი რამ მინახავს ...თქვენგან განსხვავებით დაბლა ვცხოვრობ, მიწაზე და ყველაფერს ვხედავ იქ რაც ცვივა ნაგავსაც და ბრილიანტსაც . მე უბრალოდ უსამართლობას ვერ ვიტან . მინდა ეს ყველაფერი ხალხამდე მივიდეს, ნამდვილად ბევრს სჭირდება დახმარება . თანაც არ მინდა ტალახს ესროდნენ თქვენს სახელს ისინი ვინც თავად არიან ნეხვის გროვაში
_გინდა შენ მიხედო ამ საქმეს ? მას შემდეგ რაც ამ ოჯახის კანონიერი წევრი გახდები
_შესაძლოა ...ახლა არ შემიძლია ამ ყველაფერზე ფიქრი . თარაში როდის დაბრუნდება იცით ?
_არავინ იცის ... შენ თუ გაარკვევ თორემ ღმერთმა უწყის სად დადის ვისთან დადის და როდის დაბრუნდება
_საინტერესოა _ონდნავ გაეღიმა და ირგვლივ მიმოიხედა. იმ ადგილიდან მთელი დასახლება ჩანდა და არა მხოლოდ.

სადილობდნენ ცხენის ხმა რომ გაიგო და მალევე გამოჩნდა თარაშიც. სწრაფად მოდიოდა და საოცარი სანახავი იყო . ცხენი ეზოში დატოვა და ისე დაიძრა სახლისაკენ მათკენ არ გაუხედავს
_სისხლი მოსდიოდა _ნონამ შეამჩნია და სწრაფად წამოდგა.
ანა ინსტიქტურად გაიქცა საერთოდ არ უფიქრია ისე მიჰყვა უკან ბიჭს. უკვე მაისური გახდილი ჰქონდა და ხელზე იხვევდა . მუცელზეც ჭრილობა ჰქონდა , ცხვირიდანაც სისხლი მოსდიოდა და მტევნებიც საშინელ მდგომარეობაში იყო
_დედა არ ... შენ ?
_მე ... შემიძლია დაგეხმარო
_კარი მიხურე და ისინი არ დამანახო ან უთხარი რომ კარგად ვარ
_კარგი , როგორც გინდა

სააბაზანოში მიიმალა და დიდხანს არ გამოჩენილა . მერე პირსახოც მოხვეული გამოვიდა ანამ რომ დაინახა უცებ შებრუნდა და მანამ იდგა ზურგით სანამ საწოლზე არ ჩამოჯდა . უჯრიდან თავად გამოიღო პარკი და ჭრილობის დამუშავება დაიწყო
_შეგიძლია გახვიდე
_დაგეხმარები
_არ მჭირდება
_ჩემ გამო ხარ ასე?
_არა , შეგიძლია მშვიდად იყო
_ზურგზეც გაქვს ჭრილობა
_მოვუხერხებ რამეს
_რატომ მეჩხუბები
_გაჩუმებას რომ გთხოვ უნდა გაჩუმდე . გასვლას რომ გთხოვ უნდა გახვიდე
_მგონი აღარ გახსოვს ჯერ კიდევ გუშინ რომ ამბობდი ანა ჩემი ცოლია ... შესაბამისად შენთან უნდა ვიყო ყოველთვის და მარტო აღარ ხარ. ხომ გადაწყვიტე თავისუფლებაზე უარის თქმა _ საწოლზე ავიდა მის უკან მუხლებზე დადგა ბამბა გამოართვა სპირტიც და ჭრილობის დამუშავება დაიწყო _თუ გეტკინება მითხარი _ ერთი ხელი ზურგზე დაადო მეორეთი წმენდდა და თან უბერავდა . ბოლოს ბინტი რომ დაადო და დაამაგრა დაჯდა თავი შეაბრუნებინა გახეთქილ ტუჩზე მალამო მოაცხო . ძალიან ახლოს იყო , მხოლოდ მის ტუჩებს უყურებდა . უხეშ , სავსე ტუჩებს მოზრდილ წვერში განსხვავებულად რომ ჩანდა და გულისცემა ნელ_ნელა უჩქარდებოდა
_გინდა რამე მოგიტანო
_სიმშვიდე , მომიტან ?
_თუ ვიპოვნი და შენარჩუნებას შევძლებ გაგინაწილებ მანამდე მაისურს მოგიტან , ჩაიცვი და დაისვენე _ საწოლიდან ჩასვლას აპირებდა თარაშმა ხელი რომ ჩაკიდა და გააჩერა
_იმათ უთხარი რომ ხელი მქონდა გაჭრილი
_დაინახეს შენი სახეც ... მე არაფერს ვეტყვი . ვახშამზე თუ ჩახვალ და აჩვენებ რომ კარგად ხარ დამშვიდდებიან
_გმადლობთ დარიგებისთვის პატარა გოგონა ...მაისურებს მანდ ვერ იპოვნი .მეორე კარი უნდა გააღო_თვითონ მიუახლოვდა და ერთ_ერთი მაისური აიღო_შეგიძლია აქ დააწყო შენი ნივთები . უბრალოდ არ გადაანაცვლო ესენი . ფარდები გადააფარე და მომაშორე ისინი დერეფანში რომ მორიგეობენ_საწოლზე დაწვა და თვალები დახუჭა
*^*^*^*
გარეთ გასულს მართლაც დახვდნენ მაია და ნონა. ფერო აღარ ჰქონდათ , მაგრამ ნონა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა
_რა სჭირს ... დაჭრილია თუ ცხენიდან გადმოვარდა. ისეთ ადგილებში დადის ერთ დღესაც გადაიჩეხება სადმე
_არაფერია ...უბრალოდ ხელი გაიჭრა არ ვიცი რაზე. შეიძლება რამეს ჭრიდა , დასვენება მინდაო მითხრა და არ ინერვიულონო
_რაც დაგავალა იმას ამბობ თუ მართლა არაფერი სჭირს
_კარგადაა , მართლა . დამშვიდდით _ ქალს ხელი მოხვია და გაუღიმა _ ქვემოთ ჩავიდეთ . მწვანე ჩაი დავლიოთ და ვისაუბროთ

ქვემოთ რომ ჩავიდნენ ჩაი თავად მოამზადა. სამივე ჩუმად ისხდნენ და ელოდნენ. მერე ჩაი დააგემოვნეს და ნონა როგორც იქნა დამშვიდდა
_ნონა ხომ ხედავ შენი თავისუფლების დრო მოვიდა . შეგიძლია რძალს გადააბარო შენი ბავშვი და დაუბრუნდე შენს საქმეებს
_თინა ძალიან გთხოვ მორჩი თარაშის დაცინვას ... და ნუ საუბრობ ისე თითქოს პატარა ბავშვი იყოს
_ნეტავ პატარა ბავშვს ჰგავდე, თავიდან ასწავლიდი რამეს შენც დაისვენებდი და ჩვენც
_დიდი ბოდიში შენი რჩეული შვილთაშვილი რომ არ იყო ჩემი შვილი... შენმა საყვარელმა ანდრომ მეც გამიცრუა იმედები _ ნონა გაცეცხლდა . მაია მშვიდად იჯდა . აშკარად მათ შორის ყველაზე მშვიდი, გაწონასწორებული და ნაზი ქალი იყო. ნონას ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა , ბოლომდე შეეძლო ბრძოლა და ერთადერთი სუსტი წერტილი რაც გააჩნდა თარაში იყო მხოლოდ. აი თინა კი ბოლომდე ვერ ამოიცნო ჯერ კიდევ ცოტა დრო იყო გასული , მართალია შორიდან იცნობდა და ბევრჯერ დაუნახავს , მაგრამ ოჯახური გარემო სრულიად სხვა იყო. ერთი რამ კი აშკარა იყო ანასთვის ამირანი ყველაფერს აკონტროლებდა თინა კი ამირანს.

*^*^*
სრული ქაოსი იყო ოჯახში. თანდათან უფრო რწმუნდებოდა რომ მდიდრებსაც ძალიან ბევრი და მისთვის გაუგებარი პრობლემები ჰქონდა. ანას საერთოდ არ ადარდებდა მატერიალური მდგომარეობა , მხოლოდ მცირედი სურდა , მთავარი კი სიყვარული იყო რომელიც მთელი ცხოვრება აკლდა. ნორმალური ურთიერთობები მშობლებთან და ძმასთან. გიორგი სიგიჟემდე უყვარდა , მაგრამ მშობლების გამო , იმ ყველაფრის გამო რისი გამოვლაც მოუხდათ ბავშვობიდან გიორგის დიდი ტრამვა ჰქონდა და ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდა . ბევრი მცდარი შეხედულება ჰქონდა და ძალიან უჭირდა სრულყოფილი ცხოვრებისკენ სწორი გზით სვლა.
ჩუმად იყო სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში თავს საშინლად გრძნობდა, მაგრამ უძლებდა და არაფერს იმჩნევდა. სუნთქვა ეკვრიდა და წასვლა უნდიდა, მაგრამ უხეშად მოქცევაც არ სურდა. დრო რომ იხელთა ეზოში გავიდა, ღობემდე მივიდა იქედან მთელი სოფელი ჩანდა. განათებული სახლები და გრილი სიო რომელიც სიცოცხლის ძალას აძლევდა. უყვარდა მთა, ეს ადგილი იმ მრავალ ადგილს სორის სადაც ცხოვრება უხდებოდა ყველაზე გამორჩეული იყო. სახლში დაბრუნება არ უნდოდა , თავლისკენ წავიდა . ცხენების ხმა ესმოდა უკვე, კარი ფრთხილად გააღო და შუქი აანთო. შემდეგ ხმამაღალი ჭიხვინი გაიგო და გაეღიმა. ძალიან ლამაზები იყვნენ ყველანი. ერთთან პატარა კვიციც დაინახა. შესვლა ვერ გაბედა და შორიდან უყურენდა. მერე საჭმელი მიუტანა და ერთ_ერთს რომელიც ყველაზე მშვიდი ჩანდა მოეფერა კიდეც. შუბლზე თეთრი ლაქა ჰქონდა , თმაზე შეეხო და მერე ყურებზე გადაუსვა ხელი ისიც ფრუტუნებდა და თავს ამოძრავებდა. მერე თმა დაუვარცხნა, ნელა ეხებოდა და თან ფრთხილობდა . კარი რომ გაიღო და ხმაურით მიეხეთქა კედელს შიშისგან წამოიკივლა
_შენ აქ რა გინდა ... ახლა ყველგან უნდა იყო სადაც კი გავიხედავ? რაო ამირანმა თარაშს შენ გაბარებ თვალი არ მოაშოროო?
_როდის დალიე... მთვრალი ხარ?
_რამდენი დავლიე არ მახსოვს... ამიკრძალავთ ქალბატონო ანიკო?
_არა მე რა შუაში ვარ... სხეული შენია რაც გინდა ის გააკეთე . უბრალოდ ნუ მაბრალებ სისულელეებს და ნუ მაიძულებ შენგან თავი დავიცვა
_და მაინც როგორ დაიცავ თავს თუ ისე არ მოგექცევი როგორც შენ გინდა
_მე არაფერი მინდა, უბრალოდ მშვიდად ვიყოთ ზედმეტი ბრალდებების გარეშე
_ეცადე თვალში ზედმეტად არ გამეჩხირო. დიდი სახლია , ამ სახლის მეოთხე დედოფალი იქნები და საერთოდაც ამ სასახლის მომავალი შენზე დგას . შეგიძლია გამოიყენო და ყველა შენს ნებაზე ათამაშო , ბიუჯეტიც მათ შორის . უბრალოდ მე შემეშვი _ ყავისფერ ცხენს კარი გაუღო და მასთან შევიდა. უნაგირი დაადგა და სწრაფად დაამაგრა
_მე არაფერი მჭირდება ... არც დედოფლობის და ბრძანებების გაცემის სურვილი მაქვს . შენ კი ... წასვლას აპირებ ამ დროს ?
_მაგ ცხენს შენ რომ ეფერებოდი მარგარეტი ჰქვია ... შეგიძლია მოეფერო ხოლმე სხვებთან შედარებით მშვიდია _ ცხენს აღვირში მოკიდა ხელი და ნელა გამოიყვანა
_თარაშ ... ფეხზე ძლივს დგახარ გარეთ უკვე ღამეა. მთაში ვართ და საშინელი გზებია
_არ მითხრა რომ ღელავ...შენს ადგილას მეც ვიდარდებდი . ჯერ ჩემი ცოლი არ ხარ , რომ დავიბრიდო ჟორდანიები გაგიშვებენ და ისევ გადაგეკიდება ის ს*რი
_თარაშ გთხოვ
_დაიძინე და დილითაც გამოიძინე ისინი იფიქრებენ რომ ქორწილამდე ვიწყებთ ჟორდანიების მემკვიდრეზე მუშაობას _ გაიცინა, თავზე აკოცა და მერე ცხენზე შემოჯდა
_თარააშ
_ვინმეს რომ უთხრა წავედი , განანებ !
მუქარაც არ დავიწყნია და შემდეგ ცხენი სწრაფად გააჭენა.
_ჯანდაბა...ჯანდაბაა ღმერთო ოდესმე ვერ მომცემ მოსვენებას? სულ ვიღაც არანორმალურზე რატომ უნდა ვნერვიულობდე . რა დაგიშავე ასეთი..
მე ხომ არასდროს არაფერს ვაშავებ და სულ ვიღაცის გაფუჭებულს ვასწორებ _ჩუმად ლააპრაკობდა და თან სწრაფად მოქმედებდა. ვერასდროს აზროვნებდა როდესაც საქმე რთულად იყო უბრალოდ ინსტიქტს მიჰყვებოდა შიშიც ავიწყდებოდა და საკუთარი თავიც. ცხენს უნაგირი დაადგა ,სწრაფად შეკრა, რამდენკერმე დააკვირდა და შემდეგ თავლიდან გაიყვანა. კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა
_მარგარეტ იმედია მართლა ჭკვიანი გოგო ხარ და არ ჩააფლავებ ყველაფერს. აქვე ნუ გადმომაგდებ თორემ ყველაფერს გავაფუჭებთ_უნაგირს დაეყრდნო ტანი აზიდა და შემდეგ კომფორტულად მოკალათდდა. იცოდა მიახლოებით საითაც წავიდა თარაში და იქეთ გააჭენა ცხენი. ვინაიდან ღამე იყო და შორიდან მომავალი სინათლე მთვარესთან ერთად ანათებდა გზას , სიმშვიდე იყო და გზაზე მხოლოდ ბატონი თარაში მიჰქროდა. მისი კვალის პოვნა არ გასჭირვებია. დასახლება გაიარა და ველზე გაიჭრა. სწრაფად მიაჭენებდა ცხენს, იმდენად სწრაფად რომ ანა დაწევას ვერ მოახერხებდა და მაინც ნელა ვერ გაჰყვებოდა თორემ კვალს დაკარგავდა. საოცარი სანახავი იყო ღამეშიც კი , ქარი უბერავდა და შორიდან ისე ჩანდა სულს შეგიხუთავდა. ანას თმები სახეზე ეკვროდა. თხელი კაბა ეცვა და ცივი ქარი კანს უყინავდა. თვალებიც ეწვოდა და მზერა ებინდებოდა. მერე დაინახა როგორ შედგა ცხენი უკანა ფეხებზე და ხმამაღლა ჭიხვინი დაიწყო. გული გაუჩერდა იფიქრა რომ თარაში მალე ძირს დავარდებოდა, მაგრამ არა . ცხენი ისევ დადგა წინა ფეხებზე მერე მათრახი გადაჰკრა და ისევ გააჭენა. სულ რამდენიმე წამს გაჩერდა და მერე უკან მობრუნდა . ანა შენიშნა და ისიც მალევე დაეწია
_აქ რა გინდა გოგო
_გითვალთვალებ
_დამცინი კიდეც? უკან მომყვებოდი ამდენ ხანს?
_ნუ მიყვირი ... მეც არ ვიცი რატომ გამოგყევი. მე რა ვიცოდი მთვრალიც თუ შესანიშნავად იჯირითებდი. როგორც ჩანს ჭკვიანი ცხენი გყავს და უყვარხარ _ _ცხენი ვერ ისვენებდა. აღვირში უჭერდა რომ გაეჩერებინა. ორივე მოუსვენრად იყვნენ. ქარი ისევ ძლიერ ქროდა . თარაში გაკვირვებული უყურებდა. თხელ სარაფანში გამოწყობილ ქალს რომელსაც თავი მაღლა აეწია ყელი და გულ_მკერდი გამოკვეთოდა, კანი სულ მთლად დახორკლილი ჰქონდა. ტუჩები ფერმკრთალი, მკლავები დაჭიმული, ფეხები თითქმის ბოლომდე მოშიშვლებული და კაბის ბოლოებს ქარი აფრიალებდა ის კი მაინც ამაყად იჯდა ცხენზე და სრულიად ბუნებრივად ესაუბრებოდა_იმის გამო თუ უნდა გამიბრაზდე რომ გამოგყევი გეტყვი რომ მიჩვეული ვარ და გადაჩვევა გამიჭირდება. რაც თავი მახსოვს სულ ვიღაცას მივყვები, ვამშვიდებ , ვაჩერებ ან არ ვიცი წინ ვეღობები რომ სისულელე არ ჩაიდინოს. მთვრალ მამას დედას საცემად ქამარს რომ კეცავდა და ზოგჯერ მეც მხვდებოდა ხელზე. სადღაც ქუჩაში გამოჩენილ მევალეს რომელიც მამას მოსაკლავად დასდევდა. ვიღაც უცნობ ქალს დედას ქმრის წამრთმევს რომ ეძახდა და ემუქრებოდა თუ თავს არ დაანებებ საქვეყნოდ შეგარცხვენო... ჩემ ძმას რომელიც გარჩევაზე მიდიოდა სისულელის გამო ვიღაცის დაჭრას აპირებდა და ტვინი ასე მაქვს მოწყობილი როდესაც მოსალოდნელ საფრთხეს ვგრძნობ იმ ადამიანის მიმართ ვინც ჩემთან ახლოსაა ინსტიქტურად გავრბივარ მის დასახმარებლად. მაპატიე თუ მარტო ყოფნა გინდოდა და ხელი შეგიშალე შეგიძლია წახვიდე და ჩათვალო რომ აქ არ ვარ _ ქარი ხელს უშლიდა საუბარში. არეულ თმას უშედეგოდ იშორებდა სახიდან და სრულიად ბუნებრივად უყვებოდა იმ ამბებს რომლისაც წესით უნდა შერცხვენოდა და არ უნდა გაეხსენებინა მისნაირ ქალს.
_უნდა გადაეჩვიო ... მე ზედმეტად ბევრი ადამიანი მიცავს. ოქროს ბიჭუნა ვარ და შენ შეგიძლია დაისვენო. გათავისუფლებული ხარ ყოველგვარი ვალდებულებისგან ... სახლში წამოდი და ვნახოთ ერთი როგორი ჯირითი იცი _ ცხენი ისევ უკანა ფეხებზე დადგა და შემდეგ ადგილიდან მოსწყდა. ანამაც მიჰკრა ფერდებზე ფეხები მარგარეტს და უკან აედევნა თარაშს. დაეწია კიდეც, მაგრამ მაინც უსწრებდა ბატონო ჟორდანია. სახლისკენ არ მიდიოდნენ , ანა იმდენად გადაერთო შეჯიბრზე რომ კონცენტრირებას მხოლოდ ცხენზე ახდენდა. ბოლოს სრულიად გაყინული იყო , თარაში რომ ჩამოხტა ცხენიდან მასთან მივიდა წელზე მკლავი შემოხვია და ცხენიდან ჩამოსვა. გულისცემა აჩქარებული ჰქონდა, ფეხები უკანკალებდა და სწრაფად სუნთქავდა. ტუჩები გახსნილი ჰქონდა და მკლავები თარაშის ხელებზე ჰქონდა დაწყობილი . ჟორდანია ყველაფერს უყურებდა და უცნაურ ღელვას გრძნობდა. იწვოდა შიგნიდან და დიდი ხანი იყო მას შემდეგ რაც მსგავსი სიმძაფრით არ შეუტევია მისთვის ვნებას. წამით სძლია კიდეც სასმელმა და თითქმის შეეხო ქალის გახსნილ ბაგეებს , მაგრამ თავი შეიკავა და რესტორნის კარისკენ ისე დაიძრა ანას სხეულისთვის ხელი არ გაუშვია.
ანა კი ძლივს მოვიდა გონს , ქალაქში იყვნენ უკვე და ერთ_ერთ მთავარ რესტორანში შედიოდნენ . რომლის დარბაზიც თითქმის სავსე იყო. სრულიად სახეალეწილი, უბრალო ჭრელი სარაფნით მიჰყვებოდა გვერდით იმ პატარა ქალაქის ცნობის სასიძოს და ყველა მათ უყურებდა
_თარაშ აქ არ მინდა...
_მშია, ვივახშმოთ. შენ ჩაის დალევ , გათბები და წავალთ . დაიკიდე მაგათი მზერა . შენ ამ კაბითაც ამ ფორმაშიც ჩემი ქალი ხარ და ისინი ჩემთან მუშაობენ ან როგორღაც დამოკიდებულები არიან
_სამწუხაროა ამის მოსმენა . მე კი მეგონა ჩვეულებრივი მდიდარი კაცის კომპლექსი არ გქონდა და ყველა სხვა დანარჩენზე უკეთესი არ გეგონა თავი. სულ არ მადარდებს ჩემი კაბა ... მე რესტორანში მიმტანიც ვყოფილვარ . უბრალოდ შენთან ერთად ასე უცებ ასეთ ფორმაში გამოჩენა ამ დროს ჩემს რეპუტაციას ლახავს და მე ვერ ვიტან როდესაც რაღაც ჩემს პრინციპებს ეხება და ვიღაც იმაზე მეტს ამბობს ვიდრე საჭიროა _ისევ მაღლა ჰქონდა თავი აწეული. წარბებიც დაუგრძელდა თქოს. ყელმოღერებულ გედს ჰგავდა , თითები თმაზე ისე ქალურად ,საოცრად კეკლუცად გადაისვა თარაშს წამით გაეღიმა კიდეც.
მიმტანი გამოჩნდა და თარაშს მიესალმა . ანასაც გაუღიმა და შემდეგ ფანჯარასთან მდგომი თავისუფალი მაგიდისკენ გაუძღვა წყვილს. თარაშმა შეკვეთა მისცა , სკამი გამოსწია და ანას დაჯდომას დაელოდა. შემდეგ მშვიდად დაჯდა და ხედს გახედა . მდინარე მიედინებოდა ნელი სიჩქარით მათ წინ . შორიახლოს სახლებიც ჩანდა . ქართული სიმღერა ჟღერდა დარბაზში. ვიღაცები ცეკვავდნენ , ძირითადად ყველა მთვრალი იყო უკვე. ისეთი დრო იყო დიდი ხნის დაწყებული რომ ჰქონდათ ვახშმობაც და ქეიფიც.
_რომ მომყვებოდი თან ამ ფორმაში რაზე ფიქრობდი
_ხომ გითხარი
_ასეთი სისულელეები არ ეკადრება ჟორდანიების რძალს
_მე ჯერ არ ვარ ჟორდანიების რძალი და ძალიან გთხოვ მერეც ნუ დამიწყებ მსგავს საუბარს. მე უბრალოდ ცოლი ვიქნები და რძალიც . საერთოდ არ მგონია რომ რაიმე ტიტული მენიჭება და როგორც ცოლს გამიმარტივდება ცხოვრება. თქვენი ქონება და სახელი ათას პრობლემას მომიტანს რომლებიც საერთოდ არ მადარდებს და არც ვიდარდებ წინასწარ იცოდე მე ეტიკეტის დაცვას და რაღაც წესებზე დამორჩილებას არ ვაპირებ. ვერც დედოფალივით ვივლი და ვერც მოსამსახურეებს მოვექცევი იმპერატორის ცოლივით როგორც ამას თინა აკეთებს
_თინა ეგრე იქცევა?
_დიახ
_შენ საიდან იცი
_მინახავს ქალაქში ყოფნისას. თვითონ არ ახსოვს თორემ ერთხელ ბაზარში დავინახე . რომელიღაც მოსამსახურესთან ერთად იყო და ისე დატუქსა როგორც პატარა ბავშვი. გამყიდველებსაც ამრეზით უყურებდა და საერთოდ ყველას გაქვთ ეს სიმპტომი როგორც კი რაღაც საფრთხე გემუქრებათ ან ვინმე გიახლივდებათ უცებ ადიხართ უხილავ ტახტზე
_მე კი მეგონა შენ შეიშნობდი ამ ტახტს და გააკეთებდი იმ საქმეებს რაც მანამდე გინდოდა და ვერ ახერხებდი. რა გამოდის რომ მე შენ პრივილეგიებს ვერ განიჭებ?
_შენ მე ნაბიჭვრებისგან მიხსენი... აღარ მეშინია ბევრი რამის . მშვიდად ძილს შევძლებ და თან უამრავი ახალი საფიქრალი მექნება, მაგრამ იმედია გავუძლებ. საქმეებს აუცილებლად გავაკეთებ და შენს ბიუჯეტსაც გამოვიყენებ ამ უკანასკნელთა განსახორციელებლად

შეკვეთა მიუტანეს. მაგიდა გაივსო და ღვინოც გამოჩნდა. თარაშმა პირდაპირ აავსო ჭიქები და სადღეგრძელოს სათქმელადაც მოემზადა
_უცნაური ვინმე ხარ...სულ უფრო და უფრო მაბნევ . იმედია უარესად არ გამაგიჟებ . ჩვენს მომავალ თანაცხოვრებას გაუმარჯოს
_თუ არ გამომიწვევ არაფერი მოხდება ჩემი მიზეზით ... გაუმარჯოს _ ჭიქა მის ჭიქას შეახო და ერთი ჭიქა თავადაც დალია. გაყინული სხეულიც გაუთბა და ვახშმობაც მოუნდა რატომღაც
_ჭრილობები როგორ გაქვს
_კარგად ვარ როგორც ხედავ
_ან იმდენი დალიე რომ ვერ გრძნობ
_მწარე ხარ
_ასე თუ გააგრძელებ ვერც გავტკბილდები ... კიდევ აპირებ დალევას?
_ნუ ღელავ ცხენი სახლემდე გათიშულსაც მიმიყვანს
_გამოცდილი გყავს აშკარად
_მრავალგზის
_ნუთუ პოტენციურ ლოთს მივყვები ცოლად
_ძნელია ფხიზლად ყოფნა და ფიქრი უბადრუკ ცხოვრებაზე
_ცხოვრება ისეთი იქნება როგორც დავინახავთ ...
_სიბნელეში ხედვა შეუძლებელია ჩემი ცხოვრება კი სულ მთლად ბნელია
_სინათლის სხივი ყოველთვის ჩნდება
_ოპტიმისტი ყოფილხარ ძვირფასო ანიკო_კიდევ ერთი ჭიქა დალია და ანასაც დაუსხა_დალიე მარგო ჰარის არ მიატოვებს. სადაც წავა იქ გაყვება, ანუ სახლამდე ორივენი მივალთ
_მე არ მიყვარს დალევა და საერთოდ მგონია რომ სახლში დაბრუნების დროა
_ჯერ ჩემი ცოლი არ ხარ და უკვე გინდა რომ შენს ნებას დავემორჩილო ... მგონი ჯვრისწერისას მიგატოვებ და გავიქცევი
_მანამდე იყოს სჯობს საქორწილო სამზადისით ტყუილად ნუ გადამღლი . ფარისევლობა და ტყუილის თქმაც ძალზედ რთული და შრომატევადი საქმეა ...
_თამაშად ჩათვალე და მარტივად გამოგივა ...
_მე არ მიყვარს მსგავსი თამაშები. სამსახიობო შესაძლებლობები არ მაქვს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყოველთვის ნამდვილ ემოციას გამოვხატავ და სულს დამატებით ტყუილებით არ ვიმძიმებ _ თარაში თავის კერძს შეექცეოდა მშვიდად და წყნარად. სიმთვრალე სახეზეც ეტყობოდა , თვალებზეც და საუბარზეც . გაჩუმდნენ , თარაში ფიქრებმა გაიტაცა . ანას საუბრის მოსმენისას გაახსენდა ქალი რომელიც უყვარდა. მას მიზნის მისაღწევად ყოველთვის შეეძლო ეშმაკობითა და ტყუილებით მოქმედება. ბოლოს საერთოდ ერთი დიდი სპექტაკლი აღმოჩნდა მათი ურთიერთობა და მისი ნამდვილი სახე მაინც ვერ დაინახა. წლების განმავლობაში ფიქრობდა რა იყო ტყუილი და რა მართალი ან საერთოდ იყო კი რაიმე მათ შორის ნამდვილი? თარაში ბრაზმა მოიცვა ისევ , აღარავის ენდობოდა მას შემდეგ . ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა და ეშინოდა მცირედი ტყუილისაც კი. არც ანას ენდობოდა , მისი გულწრფელი სიტყვებიც ყალბი ეგონა იმ წამს
_ტყუილი არ გიყვარს, თამაშს ვერ იტან , ჩემს ქონებას არ გამოიყენებ და შენი სტატუსით სხვებზე მაღლა არ დადგები ... შენ თუ დაგიჯერებ დიდი თეთრი ფრთებიც გექნება სადმე დამალული უცებ გაშლი და გაფრინდები ანგელოზებთან _ ჯიბიდან ფული ამოიღო მაგიდაზე დააგდო და წამოდგა . ანასთვის აღარც შეუხედავს ისე წავიდა წინ.
გოგო გაოცებული უყურებდა, პასუხის გაცემაც ვერ მოახერხა არადა ძალიან გაბრაზდა და თან ეწყინა. ვერ მიხვდა მსგავსი სიტყვები რისთვის დაიმსახურა . სკამიდან რომ ადგა მის უკან ხალხი იყო . მიმტანს ლანგარით რაღაც მიჰქონდა და შეჩერება მოუხდა. თარაში უკვე თითქმის კართან იყო . სწრაფად უნდოდა წასვლა მაგრამ ვიღაც მკლავში წვდა და თავისკენ შეაბრუნა.
შაკო იყო , მთვრალი და გონებაგათიშული. მისმა დანახვამ შეაშინა. ხელის გათავისუფლება სცადა, მაგრამ უფრო მოუჭირა
_შე პატარა ბ*ზო გამყიდე ხო? იმ ს*რს რა აქვს ჩემზე უკეთესი. გვარი ? მაგის გვარი სულ ს*რზე თუ არ დავიხატო თუ დედა არ მოვ*ტყ*ა სულ მალე ნახავ . გგონია ასე შეგეშვები ? შენ ჩემი ხარ!
_ხელი გამიშვი თორემ გეფიცები
_რას გააკეთებ შენს ბიჭს დაუძახებ? წავიდა უკვე...სულ ჰკიდიხარ მაგას. ჩემთან კი დედოფალივით იქნებოდი მე მიყვარხარ...ვგიჟდები შენზე _ თავისკენ დაქაჩა და სახეზე შეეხო. ანამ სხვა რომ ვერაფერი მოახერხა სახეში შეაფურთხა და მერე ხელიც გაითავისუფლა
_აღარასდროს შემეხო_თქო ხომ გითხარი! თავი დამანებე და ვინმე სხვაზე გადაერთე , ავადმყოფი შენ სიყვარული არც კი იცი რა არის _ გაქცევას აპირებდა ლოყა რომ აეწვა და მოულოდნელი გარტყმისგან წონასწორობა დაკარგული იატაკზე დაეცა. ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა, მთელი სახე ეწვიდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ცალი მხარე საერთოდ დაეწვა. ისევ რომ წვდა მკლავში ვიღაც ბიჭი მივიდა. უკვე დარბაზში მყოფებიც უყურებდნენ. იმ ბიჭის ჩარევა არ სურდა იცოდა კარგი არაფერი მოხდებოდა და საერთოდ არ უნდოდა კიდევ ვინმეს გადაჰკიდებოდა. როგორღაც მზერა გაიწმინდა და ბიჭს უთხრა რომ ყველაფერი რიგზე იყო . ისიც მთვრალი იყო და აშკარად გაგიჟდა ამბის დანახვისას. მერე საიდანღაც თარაში გამოჩნდა შაკოს წინ მდგომი ბიჭი გვერდით გასწია. ანა ხელიდან გამოგლიჯა და გაშლილი ხელი მოუქნია , შაკო წაბარბაცდა მაგრამ ხარხარი დაიწყო და მერე თარაშის მოქნეული მუშტი აიცილა. ეზიზღებოდა ანას ჩხუბი, მთელი სხეული ეყინებოდა ამ დროს რაღაც ცუდის მოლოდინში. სძულდა ყველა კაცი და ყველაფერი რაც მათ უკავშირდებოდა. უნდოდა უბრალოდ გამქრალიყო. არ უნდოდა იქ შეკრებილი ხალხის წინ მდგარიყო და მათთან ერთად ეეყურებინა თარაშის ჩხუბი. ცხოველს ჰგავდა , ისე შესდგა შაკოს ისე აგინებდა და ემუქრებოდა სიტყვებიც კი აღარ ესმოდა. არავინ მიიკარა ვინც გასაშველებლად მივიდა. შაკო სანამ არ გაითიშა მანამ ურტყამდა. მერე მოშორდა ცხვირიდან წამოსული სისხლი ხელით მოიწმინდა და ბრბოში ანას სახე გაარჩია. კედელს რომ იყო მიყრდნობილი სახეზე აკანკალებული თითები აეფარებინა და მთელი სხეული უთრთოდა. ისეთი სუსტი იყო იმ დროს, ისეთი დაუცველი . საკუთარი თავის მიმართ გაუჩნდა ბრაზი . ანასთან მივიდა ხელი მოხვია და ჩაეხუტა . არეულ თმაზე ხელი გადაუსვა და მერე ბრბო გაიარა მასთან ერთად
_ხელი გამიშვი გთხოვ...მიჭერ _ ანამ ძლივს შეიკავა ცრემლები. როგორ არ უნდოდა სუსტი გამოჩენილიყო, როგორ ეზიზღებოდა ცრემლები , მაგრამ ნაკლებად გამოსდიოდა
_რატომ მაშინვე არ გამომყევი ... ამის დედაც _ მის სახეს კარგად რომ დააკვირდა მერე შეიკურთხა და უკან გაბრუნება დააპირა_ თითები თუ არ დავამტვრიო კაცი არ ვიყო ... ეგ
_მოიცადე გთხოვ...წავიდეთ. ახლა მაინც წავიდეთ სახლში. ისედაც ჩემი ბრალია რომ იჩხუბე . მე რომ არ გამოგყოლოდი სახლში მშვიდად დაბრუნდებოდი ... ყველაფერი ავურიე ისევ . ის კი თავს არასდროს დამანებებს და სჯობს საერთოდ შემეშვა. გიორგის გარდა ვერავინ მიშველის. ჩემს ძმას ვიპოვნი და
_გაჩუმდი და მორჩი ტირილს. სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. შენ ჩემი ცოლი ხარ და სხვა ვინ დაგიცავს თუ არა მე . ეს უკანასკნელი იქნება , სხვა დროს არავის მივცემ ნებას რომ რამე დაგიშავოს _ ლოყაზე თითები ჩამოუსვა სულ გადაყვლეფილი ჰქონდა კანი , მაგრამ ამაზე საერთოდ არ ფიქრობდა_ დაჯდები ცხენზე მარტო თუ მე წაგიყვანო
_დავჯდები , მაგრამ შენ ?
_წავედით მაშინ და ჩემზე ნუ ფიქრობ ... ეს მოიხურე _ ცხენის უნაგირზე თავშალი ჰქონდა გადაფარებული
_ეს საიდან გაჩნდა _ მატერია ხელში მოიქცია და მხრებზე მოიფარა
_მოვიტანე და დავაგვიანე _ ჩუმად თქვა და ცხენზე დაჯდა
ანამ ირგვლივ რომ მიმოიხედა შორიახლოს მაღაზია დაინახა. ვიტრინიდან ჩანდა სხვადასხვა ფერის შარფები . უცნაურად შეეკუმშა გული , ცხენზე დაჯდა და თარაშს გვერდით გაჰყვა.
ისევ ჩქარა მიდიოდნენ , მაგრამ ჟორდანია ხშირად უყურებდა ისე თითქოდ ელოდა რომ რამე დაემართებოდა არადა თვითონ უარესად იყო. ანას ისეთები ჰქონდა გამოვლილი ერთი გარტყმა ვერაფერს დააკლებდა. მხრებზე მოხვეული კაშნე დიდად ვერ იცავდა ქარი მაღლა სწევდა და მაინც სციოდა. დიდად ვერც ამას აღიქვამდა ჯირითის დროს. როგორც იქნა აღმართი დაინახა , ქუჩის ბოლოს მდგომ სახლაც მიუახლოვდა და ეზოშიც შევიდა. თარაშის ჩამოსვლამდე ჩამოხტა ცხენიდან, მაგრამ კარგად არ გამოუვიდა და ფეხი ეტკინა
_რომ დამლოდებოდი მოკვდებოდი?
_არ მტკივა... შეიყვან მარგარეტსაც?
_დიდი ჯიუტი ვინმე ხარ _ ორივე ცხენი შეიყვანა და რამდენიმე წუთში დაბრუნდა. ანა კართან ელოდა და წვივს იზელდა
_წავედით? _თარაში რომ დაინახა ქვემოდან ახედა და მერე სახლისკენ გაიხედა_იმედია არავის ღვიძავს თორემ ასე რომ დაგვინახონ ნონას გული გაუსკდება
_დაიკიდე _ სიცილით უთხრა და მერე ხელში აიყვანა
_რას აკეთებ... მთვრალი ხარ დამსვი. ფეხზე ძლივს დგახარ . თარაშ _ ჩუმად ეჩხუბებოდა. კაბა სულ მთლად მოშორდა სხეულიდან . ბარძაყებზე გრძნობდა მისი თითების შეხებას და მთელი სახე აუხურდა_ თარაშ გთხოვ დამსვი
_ გაჩუმდი თორემ გაკოცებ
_თარ ... _ პატარა ბავშვივით დაბნეულმა მიიფარა ხელი ტუჩებზე და მერე თარაშმა რომ დასცინა თავი მის ყელში ჩამალა
_საშინელი ხარ
_გაჩუმდი _თქო ხომ გითხარი_ ხელზე აკოცა და მერე სახლშიც შევიდნენ
ანამ ვეღარაფერი თქვა . თარაში კიბეს რომ აუყვა ლოცულობდა არ დაგორდეს თორემ ორივე დავიმტვრევითო. ბატონი ბარბაცით მიდიოდა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მივიდა. საწოლზე ისე დასვა ანა თავადაც მის გვერდით დავარდა და ხელი მუცელზე მოხვია
_არადა თავიდან მსუბუქი მეჩვენე მერე როგორ დამძიმდი
_დეგენერატი ხარ ... ხელი გამიშვი კარი დავკეტო და ბამბა მოვიტანო
_არ მინდა ბამბა... ძილი მინდა ახლა რაც შეიძლება დიდხანს და მთლად უკეთესი იქნება თუ უსასრულოდ _ ჩუმად ლაპარაკობდა მერე ტუჩზე მიიდო ხელი და წარბები შეკრა _ყველაფერი რატომ მტკივა ასე მიმბეგვა იმან ?
_იმან არა...მანამდე ვისაც ეჩხუბე უფრო მან
_ხო ეგ ვიცი... მახსოვს . სად წახვედი _ თვალები გაახილა ანა რომ გაეცალა და ზურგზე დაწვა. წამლების ყუთი რომ დაინახა სახეზე აიფარა ხელები_ არ მინდა რა ... არ მინდა ამეწვება
_სერიოზულად?
_მაშინ მატკინე
_საბრალო , თურმე ვატკინე _ საწოლზე ავიდა , მუხლებით იდგა და ზემოდან უყურებდა _მაისური უნდა გაიხადო . დასვრილია
_ნწ...არაფერსაც არ გავიხდი მერე იმ ნაკაწრებსაც თავიდან გადაახვევ და არ მინდა _ ფეხები ერთმანეთს გაუსვა ფეხსაცმელი მოიშორა და საწოლზე მაღლა აიწია
_სხვა რა გზაა ... მე ხომ ნორმალური არავინ გადამეყრება_მაისურის ბოლოებს თითები ჩაავლო და მაღლა ასწია მერე მისკენ დაიხარა თავზე რომ გადაეძრო. თარაში თვითონაც წამოიწია და ერთი ხელის მოსმით მოიშორა მაისური
_აჰაა , ჯიუტო !
_სააბაზანოში უნდა შეხვიდე და დაიბანო. ხელები ჭუჭყიანი გაქვს და ასე გაწმენდას რა აზრი ექნება
_შენს სახეს მიხედე სჯობს
_მივხედე უკვე
_ყინული უნდა დაიდო
_გზაში გაიყინა ისედაც ... მიდი გთხოვ თორემ ცხენის სუნი გაქვს და პლიუს ღვინის
_და არ დაგეძინება ხომ? თურმე რაშია საქმე _ საწოლიდან ძლივს წამოდგა და სააბაზანომდეც მიაღწია კარი არც დაუხურავს ნორმალურად. ანამ თვალი მოაშორა და საკუთარ სახეს დააკვირდა სარკეში. ლოყა სულ მთლად წითელი ჰქონდა და შეშუპებული. ტუჩიც გასიებოდა და თითების შეხებისას ტკიოდა. საწოლი აშალა და თავის მხარეს დაწვა. თვალები დახუჭული ჰქონდა, ვერ გაიგო თარაში რას აკეთებდა. მხოლოდ რაღაც გრილის შეხება იგრძნო გახურებულ ლოყაზე და მერე თვალებიც გაახილა. სველი ჰქონდა მთელი სხეული ჟორდანიას, უფრო ფხიზლად გამოიყურებოდა მაგრამ თრობის კვალი მაინც ჩანდა მის მზერაში
_შეგიხვევ თორემ ისევ წამოგივა სისხლი
_იწექი ჯერ და მერე _ ტუჩზე თითები შეახო , რაღაც მალამო წაუსვა და შემდეგ საწოლზე დაჯდა
ხელებზე , მუცელზე და ზურგზე ჭრილობები თავიდან დაუმუშავა . ერთი დღის განმავლობაში ორი ჩხუბი აშკარად ზედმეტი იყო. ორივე ჩუმად იჯდა და არაფერს ამბობდა. საწოლში რომ დაწვნენ ანამ ისევ ყინულის შეკვრა დაიდო ლოყაზე და შემდეგ ჩაეძინა . მეორე დღეს ოთახიდან გასვლა არ უნდოდა, სახეზე აშკარა კვალი ჰქონდა და მაკიაჟის გაკეთების საშუალებაც არ ჰქონდა . თავი უსკდებოდა და ლაპარაკის სურვილიც არ ჰქონდა. თარაშს შუადღემდე ეძინა, მერე თვალები გაახილა და ანას სახე რომ დაინახა ფრთხილად შეეხო
_გტკივა?
_არა
_აბა ტყუილი არ მიყვარსო?
_თუ არ ვლაპარაკობ არ მტკივა
_კარგი, მაშინ ნუ ილაპარაკებ

ორივეს ეღვიძა, მაგრამ არცერთი დგებოდა საწოლიდან . შემდეგ თარაში წავიდა და სადილით დაბრუნდა. საწოლზე დაწვა , ტელევიზორში რაღაც ფილმი ჩართო და ჭამა დაიწყო
_ანიკო რას ელოდები? მე უნდა გაჭამო? თვითმფრინავიიი მოფრინააააავს _ ჩანგალი დაატრიალა და ანასკენ წაიღო , მაგრამ გოგონას აშკარად არ უნდოდა . საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოში შეიკეტა.
იმ დღეს ფაქტობრივად არ უსაუბრიათ. ანა ოთახიდან არ გადიოდა , თარაში წავიდა და გვიან ღამით დაბრუნდა.
სილურჯემ რომ გაუარა ოთახი დატოვა, მაგრამ ქალბატონმა თინამ მაინც ყველაფერი იცოდა. როგორც აღმოჩნდა ჩხუბის ამბავიც გაგებული ჰქონდათ და თარაშთან კამათიც დაესრულებინათ .
_რა გაკავშირებს იმ კაცთან
_მამაჩემს მისი ვალი ჰქონდა მას კი ამოჩემებული ვყავარ და მამას შესთავაზა ვალის სანაცვლოდ ცოლად გავეყოლებინე . მე უარზე ვიყავი და მასთან არც კი ვსაუბრობ დიდხანს . ვწუხვარ თარაშს ჩემს გამო რომ შეექმნა პრობლემები, მაგრამ თქვენ მე მომიტაცეთ და აქ საერთოდ არ ვარ ჩემი სურვილით ქალბატონო თინა...
_ჩემთან ასე საუბარს არ გირჩევ სჯობს ნორმალურად მელაპარაკო თორემ შენს გიჟ ქმართან ერთად გაგიშვებ ამ სახლიდან
_გგონიათ ახლა მემუქრებით ? _ გაიღიმა და სავარძლიდან წამოდგა. ხელში წვენის ჭიქა აიღო და მშვიდად გაუღიმა_ამ სახლში და საერთოდ თქვენს ოჯახში ძალიან ბევრი არეულობაა და სხვა ვინმეზე იზრუნეთ მე როგორმე საკუთარ თავს მივხედავ , თუ პრობლემები გექნებათ იმას მოჰკითხეთ ვინაც ჩემი მოტაცება გადაწყვიტა !
....
სახლი დატოვა თავლისკენ წავიდა მარგარეტთან მივიდა და თავლაში მყოფ ბიჭებს მისი მომზადება სთხოვა. ისინიც წამსვე შეუდგნენ საქმეს მადლობა გადაუხადა და ცხენზე შემოჯდა. ეზოდან რომ გავიდა მათი მიწებისაკენ გადაწყვიტა გავლა.
ყვგან მუშები იყვნენ, მოსავალს იღებდნენ . ზოგიც ნარგავებს რწყავდა , აქიმობდა ყველა სხვადასხვა საქმეს აკეთებდა. ამირანი ჩრდილში იჯდა და ერთ_ერთ მუშას ესაუბრებოდა. ბილიკს ნელა მიუყვებოდა , მალევე შეამჩნიეს და ჩუმად ლაპარაკი დაიწყეს. ყველას თავის დაკვრით მიესალმა და ამირანთან მივიდა
_შუადღემშვიდობის
_რძალო როგორ გიკითხო? რამ შეგაწუხა ასეთ დროს აქ რომ მოხვედი
_ისე უბრალოდ, სასეირნოდ გამოვედი
_რაღაც მეეჭვება შენ უბრალოდ აკეთებდე რამეს...მოდი , მალე სადილზე დასხდებიან მუშები და ჩვენც შევუერთდდეთ . თენგიზ ცხენს აჭამეთ და დააბით სადმე რომ არ გაიქცეს .
ანა ცხენიდან ჩავიდა და ამირანის გვერდით დადგა
_თქვენ ყოველ დღე აქ ხართ ხოლმე?
_არა აქ კოტე მოდის ხოლმე, მაგრამ მაგათ შემოწმებულს ვერ ენდობა კაცი. ხან ანგარიში ეშლებათ ხან რა ავიწყდებათ ხან რა...მუშასაც სხვა რა უნდა დაღლილია და მთავარია ხელფასი მისცე ადამიანია ისიც შენ რომ უფროსი ხარ იმ ფულს შენ იღებ და გეზარება მუშა რას გააკეთებს ... შენს ქმარს საერთოდ არ აინტერესებს არაფერი ამქვეყნად , ჩხუბი გამოსდის კარგად და სხვა არაფერი
_მთელს რაიონში ყველაზე მდიდარი კაცი ხართ ხომ ასეაა...ყველა თქვენთან მოდის დახმარებისა და რჩევის სათხოვნელად. სულგრძელ და კეთილშობილ კაცად გიცნობენ
_მაგრამ შენ ასე არ ფიქრობ ხომ?
_აჭარბებთ ხშირად ... თარაშსაც ტყუილად სჯით ჩენთან ცხოვრებით
_მე კი მგონია რომ თარაშისთვის შენზე კარგი ცხოვრებაში არავის არაფერი მიუცია
_თქვენ ჩემი ყველა უფლება დაარღვიეთ... მე არ ვარ ნივთი რომელსაც ვიღაცას აჩუქებთ
_სამაგიეროდ კარგად აზროვნებ და იცი რომ ჩვენთან ყველაფერი გექნება და სულ ცოტას თუ მოინდომებ მთლიანად თარაში გეყოლება , მასთან ერთად კი ყველაფერი რაც ჩემია ერთ დღეს შენი და შენი შვილების გახდება. მერე იყავი კეთილი და სამართლიანი მმართველი , ისე განკარგე ყველაფერი როგორც მოგესურვება
_თარაში თქვენს სახლში მშვიდად არ არის...იმ ჩიტს ჰგავს გალიაში რომ გამოკეტეს , ყოველ დღე უშვებენ გარეთ მაგრამ მაინც იძულებულია რომ უკან დაბრუნდეს და თქვენთვის გალობა განაგრძოს
_თარაშზე რომ მელაპარაკები შენ არახარ გალიაში გამომწყვდეული ჩიტი ? შენ გარეთაც არ გინდა გაფრინდე
_ან უბრალოდ დროს ველოდები რომ სამუდამოდ წავიდე
_წახვალ და შემჭამენ !
_ვინ იცის იქნებ გალიაში გამოკეტილიც შემჭამოს სახლში მცხოვრებმა კატამ რომელიც ჩემზე პრივილეგირებულია ოჯახში
_რომელი კატა ცდილობს შენს შეჭმას თინა, მაია თუ ნონა ...
_მე ამიტომ არ მითქვამს და სხვებზე საუბარი არ მინდა
_მაია არ იქნება , ნონა სანამ თარაშს არ ეჩხუბები მანამდე არაფერს გეტყვის . და თინამ რაო პრობლემებს გვიმატებო ? უთხარი თარაშს იმდენი კაცი არ ჰყავს ნანახი ამირანმა შენს გამო რამდენი სცემა და გაანადგურა_თქო და ჩემთან გამოუშვი_ თვალი ჩაუკრა და ხელზე მოეფერა _შენ არ იფიქრო მათზე ... ჩემს სახლში არაფერი გემუქრება თუ ჭკვიანად მოიქცევი
_რატომ მე და არა სხვა
_თარაშს ჰკითხე ეგ
_თარაშმა გითხრათ ანა მომიყვანეთო? თარაშმა დაავალა ჩემი მოტაცება? არა ! ორივემ კარგად ვიცით რომ ყველაფერი თქვენი გადაწყვეტილი, დაგეგმილი და განხორციელებული იყო
_თარაშმა თვითონ აგირჩია... შენამდე არავისთან უსაუბრია , არავინ შეუმჩნევია და საერთოდ თითქმის ოთხი წელია სრულიად ინერტულია. ფეხებზე ეკიდა ყველა და ყველაფერი
_და რა იცით რომ მე შემამჩნია
_შენ გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო...რომ არ აინტერესებდე სხვაგვარად დაგიცავდა და არავის ეტყოდა ანა ჩემი ქალიაო. გონს მოდი გოგონი ...თარაში ყოველთვის დაშტერებულია და ვერასდროს ხვდება რა უნდა. ვერა და ვერ გაიზარდა შენ კი ის ხარ ვინც უშველის
_და მე ? მე ვინ მიშველის
_საკუთარი თავი ძვირფასო , თარაშის იმედი ნუ გექნება . კაცებს გვეზარება ფიქრიც და რთული საქმეების მოგვარებაც . ქალები მიზნისთვის ყველაფერს აკეთებთ
_რატომ უნდა გახდეს თარაში ჩემი მიზანი
_მოგწონს და იმიტომ
_მე სხვა მომწონს იცით?
_და სად იყო ის სხვა შაკო რომ გიპირებდა მოტაცებას
_ეგ არ ცვლის იმ ფაქტს რომ მე სხვა მომწონს
_მოგწონს და არ გიყვარს , სხვა არავინ მოგწონს? ბევრი ვინმე შეიძლება მოგეწონოს ძვირფასო ახლაც და მერეც . ხომ იცი რომ გამოსავალი არ გაქვს და შენთვის სჯობს თარაშთან ყოფნა მოგინდეს
_არასდროს რომ არ მომინდეს შემდეგ?
_თინაც ასე ამბობდა ერთ დროს, მაგრამ 60 წელზე მეტია ჩემი ცოლია და თუ ჭკვიანად იქნები სანამ გულს გამიხეთქავს შენი თარაში შვილთაშვილის შვილსაც მოვესწრები . სხვათაშორის ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაა დიდწილად თორემ კოტეს ახლაც არ ეყოლებოდა ცოლი თავის ნებაზე რომ მიმეშვა და საერთოდ უშვილიშვილოდ მოვკვდებოდი
_თქვენი თქმით გონივრული გამოსავალი თარაშთან თანაცხოვრების გარდა არ მაქვს
_ჭკვიანი გოგო ხარ
_მე ზუსტად ვიცი რომ თქვენ ძალიან ბევრ რამეს მალავთ , თარაში ვერაფერს ხვდება , მაგრამ აუცილებლად გავიგებ ყველაფერს და ისე არ მოხდეს რომ ჩემი სახლში შეშვება ინანოთ _ სათვალე მოირგო და თმები უკან გადაიწია _ გგონიათ ამ საჭმელით დანაყრებული მუშები რაიმეს ნორმალურად გააკეთებენ თან თქვენი ხელფასების მოლოდინში? ხო მართლა ის თქვენი ჯემალი ქურდია ... გასაყიდად გამზადებულ პროდუქტსაც გპარავთ , ხელფასებსაც უგვიანებს მუშებს , თვითონ არაფერს აკეთებს და თუ გგონიათ რომ ყველაფერს აკონტროლებთ აქ ჯდომით მწარედ სცდებით საყვარელო პაპა _ გაუღიმა ცხენზე შემოჯდა და სწრაფად გაუყვა ბილიკს ხეებს შორის.

ერთი კვირის შემდეგ ქორწილისთვის მზადებაც დაიწყეს. თითქოს ყველაფერი დალაგდა. თარაში სახლში თითქმის არ იყო, ანას აღარავინ აწუხებდა. ქალები სხვადასხვა საქმეს აკეთებდნენ. სახლშიც უამრავი რამ იყო მოსაგვარებელი და სხვა ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. ქორწილში უამრავი ადამიანის დაპატიჟებას აპირებდნენ რაც ანას საერთოდ არ მოსწონდა, მაგრამ შეეჩვია გარემოებებს.

ისევ სეირნობდა გზაში მანქანა რომ შეეჩეხა და დამფრთხალმა ცხენმა ლამის გადმოაგდო. ცხენი ძლივს გააჩერა ,მანქანიდან ბიჭები გადმოცვივდნენ. სოფლიდან ნამდვილად არ იყვნენ .
_ამ გზაზე ასეთი სიჩქარით სიარული რა უბედურებაა ... ტყეში ხომ არ მიდიოდით ხალხი ცხოვრობს აქ ბავშვებიც არიან სხვათაშორის
_გოგონი ცხენი უნდა გაგეჩერებინა რომ მოჰქროდი და გადმოგვიქროლე გზაზე . ცხენზე ყველას სვამენ უკვე ტო?
_კაი შე ჩემა ბავშვია ვერ ხედავ? რას ეჩხუბები ... ხომ კარგად ხარ ?
_მე ბავშვი არ ვარ და თქვენ იმხელა ასაკი გაქვთ მართვა დაგავიწყდათ ეტყობა და სოფელში რომ ვერ ივლით ასე შეშლილებივით _ სწრაფად შებრუნდა და ტყისკენ წავიდა.

სახლში დაბრუნებულს მანქანა ეზოში დახვდა . მაგიდასთან ბიჭები ისხდნენ და უკვე კარგად შემთვრალები იყვნენ. ანა რომ დაინახეს როგორ ჩამოხტა ცხენიდან ყველა თარაშს მიუბრუნდა
_სერიოზულად? ესაა ანა ტო?
_მართლა ამას ირთავ შე ჩემა?
_არ არსებობს
_ანიკო რა დამართე ჩემს ბიჭებს?_ გაიცინა და ხელი მოხვია გოგოს _ გაიცანი ჩემი მეგობრები მიშიკო, სანდრიკო, ლევიკო ... მეჯვარე იქნება სანდრიკო
_უნდა მეფიქრა რომ შენთან მოდიოდნენ ...ვგიჟდები მსგავს დამთხვევებზე . მე , პატარა გოგონა თქვენი რძალი ვხდები არა? _ სკამის სახელურზე ჩამოჯდა და ბიჭებს გაუღიმა _ დასანანია რომ სახლში არ დაგხვდით გაჩვენებდით როგორი მასპინძელი ვარ _ თარაშს ხელზე მოხვია თითები და გაუღიმა _ რომ მოვიდნენ გითხრეს ვიღაც გიჟი გოგო ცხენით გადმოგვიხტა გზაზეო ? გამლანძღეს და ახლა იმიტომ არიან ჩუმად ხომ?
_შენ ხომ აპატიებ ანიკო? სხვანაირად არ გამოვა
_შენც ასე გიჟივით დადიხარ?
_დაგვიჯერე თარაში დაფრინავს კი არ დადის ... ახლა უკვე ვხვდები რატომ გირთავს ცოლად , მაგრამ ცოტა მეშინია რაღაც საშიში ქალი ჩანხარ
_ძალიანაც კარგი ... აქაურობას საშიში ქალები უხდებიან . ისე არაფერი გამოვა ... სად არიან დედა, ბებია და დიდედა? _ თვალების ფახუნით უყურებდა თარაშს
_იციან ამათ რომ მოტაცებული ხარ და ტყუილად ნუ თვალთმაქცობ ...
_ხო რა თქმა უნდა ... მაშინ მე წავედი . მთელი დღეა ბაღებში დავდივარ და დავიღალე. ალბათ დარჩებით და მოგვიანებით გნახავთ
_მოწესრიგდი და ჩამოდი...გაგაცნობ ნორმალურად
_დავიღალე თარაშ, თან ძალიან
_რა გინდოდა ბაღებში _უკან გაჰყვა და ხელი მოხვია _ სად გარბიხარ
_ამირანი უნდა ვნახო საქმე მაქვს
_კაბინეტშია და გაბრაზდება რომ შეხვიდე
_არ გაბრაზდება
_შენ უფლებამოსილებით სარგებლობ პატარავ?
_შენ ყოველ მეორე დღეს სვამ თუ ყოველ მესამე დღეს ?_მზერა გაუსწორა და წელიდან ხელი მოიშორა
_ზოგჯერ ყოველდღეც , რა საყვარელი არ ვარ რომ ვთვრები?
_იმდენად რომ ლოყებზე ჩქმეტა მინდება _ ორ თითს შორის მოიქცია მისი ლოყა გაუღიმა და წავიდა_თუ მოვახერხებ გამოვალ

გამოიცვალა და ამირანთან კაბინეტში შევიდა. როგორც ჩანს ვერავინ ბედავდა იქ შეხედვას როდესაც ბატონი მუშაობდა ისეთი სახით უყურებდნენ ანას. ნონა პირდაპირ ეზოში გაიქცა
_თარაშ ...
_რა ხდება დედა
_ანა შევიდა ამირანის კაბინეტში და წამოდი თორემ მეორედ მოსვლა დაიწყება ხომ იცი.
_აუ ნონ შენ აზრზე არ ხარ ის ვინაა ... ამირანსაც უკან დაახევინებს სულ მალე . შენ ნუ ინერვიულებ მაგაზე
_თარაშ ვერ გაიგე რა გითხარი?
_გავიგე და დაელოდე, თუ გავიგეთ ყვირილის ხმა მერე გავიქცეთ.

ანა ამ დროს ამირანის საბუთების თაროსთან იდგა და რაღაც დოკუმენტს ეძებდა. რომ იპოვნა შემდეგ მაგიდაზე დაუდო და აჩვენა ხელშეკრულების პირობები სადაც ეწერა. შესაბამისად პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელი ხდებოდა
_და ეს ერთი ფურცელი ვერავინ გაიხსენა ? გაზარდე ახლა ასეთი ს*რები _ ჩუმად თქვა და სათვალე მოიხსნა_დავიღალე იცი? ახლა წესით სიკვდილს უნდა ველოდე და მე ისევ ამ წყეულ კაბინეტში ვზივარ და იმ ზარმაცების მაგიერ ვიქექები. ძლივს ვხედავ ამ სათვალითაც კი , მაგრამ იმათ ფეხებზე ჰკიდიათ თან ვერ იტანენ მე რომ ვაკონტროლებ ყველაფერს და თან საქმის კეთება ეზარებათ
_ადამიანები ასეთები ვართ ყველაფერი გვინდა და ყველაფრის გაკეთება გვეზარება
_შენ არა ... შენ არ გეზარება . მხოლოდ იმიტომ აკეთებ ამ ყველაფერს რომ უსამართლობას ვერ იტან . შენი იდიოტს თავისი იდიოტი ძმაკაცები ეწვივნენ ხომ? უსაქმურების ბანდა შეიკრიბა ?
_ზედმეტად მკაცრი ხართ თარაშის მიმართ ...

ეზოში გვიან ჩავიდა . თარაშის გვერდით დაჯდა და ჭიქა გაავსო
_ჩემი მომავალი ქმრის იმ მეგობრებს გაუმარჯოს მე რომ ვერ დავეხმარები იმ საქმეებში რომ გაუმაგრებენ ზურგს _ გაიღიმა და ღვინით სავსე ჭიქა მაღლა ასწია
_ჩაგეთვალა ანიკო _ თარაშმა ისე გაიცინა თვალები სულ დაუწვრილდა, მერე თავი მხარზე დაადო და ისე გახედა ბიჭებს
_გმადლობთ ქალბატონო ანიკო ... ჩვენ, თარაშის მეგობრებო ფრიად მოხარული ვართ იმ ფაქტით რომ ლიზას შემდეგ მის გვერდით შენნაირი ქალი იქნება და ღმერთმა ინებოს რომ სიცოცხლის ბოლომდე ტკბილად შეაბერდეთ ერთმანეთს
_სანდრო
_წამომცდა , დავთვერი ტო ... რა ღვინო გქონიათ რა არის
_კი არ დათვერი დაბერდი სანდრიკა ... ვინაიდან უკვე პირველი საათი დაიწყო ოფიციალურად იუბილარი ხარ ძმაო ჩემო _ მიშომ თქვა და ფეხზე წამოდგა და სიმღერა დაიწყო . სასაცილოები იყვნენ , მთვრალები უმღეროდნენ აწ უკვე 30 წლის სანდროს დაბადებისდღის სიმღერას. ანამაც მიულოცა და კიდევ ერთი ჭიქა დალია. აღმოჩნდა რომ ბატონი ლევანი იგივე ლევიკო შესანიშნავად მღეროდა და რამდენჯერმე ამღერდა კიდეც ბიჭებთან ერთად .
_თარაშ რას მაჩუქებ დაბადებისდღეზე ?
_შენ რაც გინდა კი მაქვს , მაგრამ ხვალ მოგცემ
_ხვალ არის უკვე
_თვალებით საუბარს რადგან იწყებთ და ერთადერთი ზედმეტი მე ვარ ... მგონი თქვენც გინდათ რომ წავიდე . რას იტყვი თარაშ?
_აბა რას ამბობ ანიკო ... ჩვენ უბრალოდ
_ანიკო იცი ბიჭებს სოფლის მწვანე ბალახი უნდა გავასინჯო_ თარაშმა ხელი მოხვია ისევ და თვალი ჩაუკრა_ შენც ხომ არ ეწევი შემთხვევით
_შე ჩემა რას ეუბნები ... ასე დათვერი ?
_მე არ ვეწევი , ჩემი ძმის ნარკომანობას თუ უსვამ ხაზს დედაჩემი ბ*ზია მამაჩემი ლოთი და მე სამივე შეიძლება ვიყო _ მისი ხელი მოიშორა , ცივი მზერა მიაპყრო და ბიჭებს გახედა _ უთხარით მოგითხროთ დეტალურად ჩემი და მისი ამბავი შემდეგ გაუგებრობა რომ არ მოხდეს . მე დაგტოვებთ , კიდევ ერთხელ გილოცავ სანდრო ძია
_მოიცა რა ... რატო ჭედავ ამ ბოლო დროს _ თარაშიც წამოდგა და წინ გადაეღობა
_არ გინდა ახლა სცენები მეზიზღება სხვების თანდასწრებით საუბარიც კი
_არადა კომპლექსიანი ტიპშა არ ჩანდი ... ვაფშე არ მიფიქრია რაიმეზე ხაზგასმა, უბრალოდ გკითხე . არ შეიძლება რომ ეწეოდე? ჰეროინი ხომ არაა ბოლოს და ბოლოს
_გეყოფა გაუაზრებელი სიტყვების უკან დაბრუნება აღარ შეიძლება და უარესს ნუ იტყვი ! მოუტანე ბიჭებს ბალახი , დაბოლდით და მე დავიძინებ . თუ მომინდება მოწევა ან სხვა რამით კაიფი შენ არ დამჭირდები ყველა საჭირო ადამიანს ვიცნობ და იმაზე მეტსაც ვიდრე შენ წარმოგიდგენია
_ვერ ვიტან ასე რომ მიყურებ
_როგორ გიყურებ
_ისე თითქოს კლეოპატრა ხარ და მე შენი მონა
_ის იქნები ყოველთვის ვინც წარმოგიდგენია ხოდა წარმოიდგინე რომ კეისარი ხარ_
ზურგი აქცია და წავიდა. ბიჭებმა შეძახილები მიაყოლეს , მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. იღლებოდა თარაშის ბავშვური ქცევით. მისგან რაღაც მეტს ელოდა და ვერ იტანდა იმედები რომ უცრუვდებოდა. გამოიცვალა და საწოლში დაწვა, ეზოდან ხმაური აღარ ისმოდა. ახალი დაძინებული იყო თარაში რომ შევიდა. საწოლზე ტანსაცმლიანად დაეცა და მთელი ლოგინი ისე დაიკავა ანას საბანიც კი მოშორდა სხეულიდან
_გაიღვიძე ...
_მმმ
_თარაშ ნორმალურად დაწექი
_ატრაკებ
_იცოდე ცივ წყალს გადაგავლებ
_ნუ სწერვობ _ ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა
_საბანი მაინც მომეცი
_რა კარგი სუნი გაქვს ამით კაიფი თუ არ შეიძლებოდეს ბ*ზის შვილი ვიყო _ ცხვირის წვერი კანზე გაუსვა და მხარზე მიაწება ტუჩები მერე ლოყის წვა იგრძნო ისე ჩაარტყა ანამ რომ გამოფხიზლებულიყო. როგორც კი წამოიწია მაშინვე გამოაცალა საბანი
_თუ ითიშები ბოლომდე გაითიშე ან სააბაზანოში შედი და გამოფხიზლდი
_დამარტყი?
_გამოგაფხიზლე
_ლოყა მეწვის
_ფეხსაცმლით საწოლზე ნუ დაწვები თორემ კიდე აგეწვება
_მთვრალი ვარ არ გეცოდები? _ისე ბურტყუნებდა ისე იყურებოდა ანა მაინც მოლბა
_იდიოტი
_შენ ხო ლიზა არ იქნები ... შენ ხო სხვანაირი ხარ . სულ სხვაფერი ხარ _ ნახევრად გათიშული ლაპარაკობდა _გული მტკივა, თან ძალიან მტკივა , მინდა ამომაცალონ და დავისვენო
_მე ამოგაცლი გინდა?
_შეძლებ?
_გინდა რომ შევძლო?
_ძალიან მინდა
_იცოდე აღარასდროს მოგაშორებ ტანსაცმელს
_მე თვითონ _ ღილების გახსნას ეცადა, მაგრამ მხოლოდ ანას გაცინება გამოუვიდა_ვერ თვითონ ...მეძინება
_ასე როგორ გაითიშე...ბევრი მოწიე ?
_ნწ, ვაფშე არ მომიწევია მე
_ხასიათი გაგიფუჭე? _ პერანგის ღილები გაუხსნა და მერე თავისკენ მიიზიდა ისიც მიჰყვა . თავი მხარზე დაადო და რომ გაათავისუფლა ჯინსს შეხედა
_ნწ , შენ ხასიათს მიმაღლებ ხოლმე . ამირანის კაბინეტში როგორ შეხვედი . ამ სახლის ისტორიაში ჩაიწერე უკვე. ხვალიდან თინას ავტორიტეტსაც გადააბიჯებ _ იცინოდა და შარვლის ელვას ხსნიდა . გაიხადა და სადღაც მოიფრიალა. მერე ისევ მუცელზე დაწვა. ბალიშს მოხვია ხელები და თვალები დახუჭა .
ანა რომ დაწვა და საბანი კომფორტულად დაიფარა ბატონი თარაში უცებ წამოვარდა და სააბაზანოსკენ გაიქცა. კარი ისევ ღია იყო და უნიტაზზე დამხობილიც კარგად ჩანდა
_რა შეგცოდე ღმერთო ... უნდა ჩაახრჩო ახლა იმ უნიტაზში. რა სახე აქვს , დეგენერატი _ ბალიში დაიფარა თავზე და უკვე ნიჟარაზე დაყრდნობილს გახედა. პირზე წყალს ისხავდა
_ცოცხალი ხარ თუ მოვიდე და გაგაცოცხლო
_ვარ
_შესანიშნავია ... თუ ისევ ცუდად ხარ სჯობს მანდვე დაიძინო _ წამოდგა ხალათი მოიცვა და ოთახიდან გავიდა მინერალური რომ მიეტანა. თმას იკრავდა და კიბეს ისე მიუყვებოდა. ხალათი არც შეუკრავს ისე შევიდა სამზარეულოში. სანდრო და მიშო მაგიდასთან ისხდნენ და რაღაც გაუგებარს ჭამდნენ
_ღმერთო ჩემო
_რძალოო ?
_აი წყალი ... დაგჭირდებათ _მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო მინის ბოთლებით და წინ დაუდგა. მინერალური აიღო და გასვლას აპირებდა სანდრო რომ დაუდგა წინ_რამე გინდა სანდრო?
_მაინტერესებს შენ რა გინდა თარაშისგან
_ახლა აი ამ მდგომარეობაში მყოფს გაინტერესებს? _უკან გადადგა ნაბიჯი და ხელი დემონსტრაციულად აამოძრავა ქვემოდან ზემოთ
_გოგონი შენ ისეთი გაიძვერა ჩანხარ ლიზა ვერც შეგედრება და თარაში მეორედ ვერ გადაიტანს ღალატს
_მთელს საძმაკაცოს ღალატის შიში გაქვთ? ყველგან გეჩვენებათ ხომ? ვწუხვარ , მაგრამ მე სხვა ვარ. ახლა წავალ და თქვენ შეგიძლიათ თვალი მადევნოთ სხვა რა გითხრათ
_ანნა , იცოდე
_სანდრიკ გაეცალე თორემ ხომ ხედავ დანის გაყრაც შეუძლია _ მიშიკომ ჩაიცინა და სანდრო გვერდზე გასწია _ ძილინებისა რძალო ... თარაშს კარგად მოუარე არ დაიხრჩოს , ბევრი დალია

არაფერი უთქვამს ისე გავიდა ოთახიდან . კიბე სწრაფად აიარა და ოთახში დაბრუნდა. თარაში კარში დახვდა
_სად იყავი
_ბორჯომი მოგიტანე
_ჯიგარი ხარ
_შენ რა გეგონა
_რომ სხვა ოთახში იძინებდი_ბოთლი გახსნა და მიიყუდა_ოქრო ხარ
_შენი ბიჭები სამზარეულოში არიან და ჭამენ
_ნახე?
_ლოგიკურია _საწოლზე ავიდა და დაწვა _ არ მენდობიან ... არ შემაწუხონ ისე რაც უნდა იმას დააკვირდნენ . რომ შემაწუხონ ვუპასუხებ
_არ შეგაწუხებენ...დაიძინე ახლა. მორჩა ჩემი გამოსვლები _ შუქი ჩააქრო და მშვიდად დაწვა . ზურგი აქცია და ისე დაიძინა.

მეორე დღეს კარის გაღების ხმამ გააღვიძა. თარაში გვერდით ეწვა მისი ხელის შეხებას გრძნობდა წელზე და ტვინმა განგაშის ზარი გამოსცა
_ეიი ... შე ჩემა აღარ იღვიძებ? _ვიღაც ჩუმად ლაპარაკობდა ს
დაუსტვინა და რაღაც ესროლა თარაშს
_რა გინდა შე ჩემისა ამ დილაადრიან მძინავს ვერ ხედავ? _ ბატონმაც გაიღვიძა, საბანი უცებ გადააფარა ანას და მერე ბიჭს უკან დაუბრუნა წამის წინ ნასროლი მოსაცმელი
_ხო თქვი სადღაც წაგიყვანთ ხვალო გადაგვაგდე შე ჩემა?
_საღამოს წაგიყვანთ ახლა დაახვიე მიშო თორე თუ გამოვედი ან ანამ თუ გაიღვიძა, მიგბეგვავთ
_არ გაგექცეს შენი მძინარე მზეთუნახავი
_მართლა სძინავს ტო ცოდოა ისედაც გავაწვალეთ გუშინ ყველამ
_წავედით ხო ... აუ ეს როდის გამოვა ახლა რა. მარტოს რო ეძინა ვერ გააღვიძებდი და ახლა ქალი უწევს გვერდით _ჯუჯღუნით გაიხურეს კარი . თარაში ისევ ანასკენ გადაბრუნდა , ხელი წელზე დაადო , კომფორტულად მოკალათდდა და თვალები დახუჭა

*^*^*
საქორწილო სამზადისის დროს კიდევ უფრო დაალაგა ურთიერთობები ქალებთან და დაუახლოვდა კიდეც. უცნაურ სიმყუდროვეს გრძნობდა რაც უფრო მეტი დრო გადიოდა. თარაში ცვალებადი იყო ყოველ დღე სხვადასხვა განწყობით იღვიძებდა . ხან ჩუმად იყო , ხან ჩხუბობდა, ხან სვამდა, ხან დაიკარგებოდა და არავინ იცოდა სად იყო. სრულიად არაფერს აკეთებდა და შესაბამისად დრო თავზესაყრელად ჰქონდა.
ანამ იცოდა რომ დიდი საიდუმლო იმალებოდა თარაშის პირად ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა ამის შესახებ და ჟორდანია არც აპირებდა საუბარს. ერთი აშკარა იყო , ლიზამ უღალატა და ეს ამბავი მისთვის დაღის ტოლფასი იყო.
. ...
ქორწილის დღეც დაიწყო . მთელს სახლში სრული ქაოსი იყო ანა კი ოთახში ჩუმად იჯდა და ლოცულობდა
_დღე პირველი დღე უკანასკნელი გამოვა ნეტავ ? _ თარაშის შეხება იგრძნო ,მკლავებზე მისი თითები მიცოცავდნენ . ყურში მისი ხმა ესმოდა
_თარაშ _ მისკენ შებრუნდა და ამღვრეული მზერა მიაპყრო _ძალიან მეშინია
_ჩემი გეშინია?
_შენი არა
_იმათი ვინც ჩემი ოჯახია ? ვინმე ცუდად გექცევა და არ ვიცი?
_არა , პირიქით ასე კარგად საკუთარი მშობლებიც არ მექცეოდნენ
_აბა რისი გეშინია ანიკო _ლოყაზე მოეფერა და მერე თმაზე გადაუსვა თითები
_ორივე უბედურები რომ ვიყოთ მერე? შენ იმსახურებ საყვარელ ქალთან ცხოვრებას
_საყვარელ ქალთან ცხოვრება არ შემიძლია ამიტომ ვიცხოვრებ შენთან, ქალთან რომელიც ჩემი სულის ადამიანია
_შენ დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან მშვიდად იცხოვრებ?
_სულ რამდენიმე რამ მინდა შენგან ჩემი მოტყუება არ სცადო, არ მიღალატო და უბრალოდ ჩემს გვერდით იყო
_იცი მთელი თვეა ველოდები რომ რაღაც ისეთს გააკეთებ რაც შენგან თავდაცვას მაიძულებს შენ კი სულ მაკვირვებ ...შენ არავის გავხარ და მე
_ერთი თვე არ არის საკმარისი ადამიანის გასაცნობად...დრო გვექნება თანაც ძალიან ბევრი _ შუბლზე აკოცა და უკან დაიხია
_მოემზადე და ეცადე ბედნიერი იყო დიდი ალბათობით ეს იქნება ჩვენი პირველი და უკანასკნელი ქორწილი
ანა დაამშვიდა, მაგრამ თავად გული ნაწილებად ეშლებოდა. სული ტკიოდა , თავს ძლივს იკავებდა .
დერეფანში ქაოსი იყო, ყველას გვერდი აუარა და სააბაზანოში შეიკეტა. სარკის წინ იდგა ნიჟარაზე ხელებით დაყრდნობილი და დამშვიდებას ცდილობდა.
სრულიად სხვა ქალი წარმოედგინა საკუთარ ცოლად, ქალად რომელიც თეთრი კაბით დაუმშვენებდა გვერდს , ქალი რომელიც მისი ნაწილი გახდებოდა ახლა კი ისე გრძნობდა თავს თითქოს რაღაც საქმეს აგვარებდა , საქმეს რომელსაც ხელმოწერით დააგვირგვინებდა და შემდეგ მიიღებდა დადებითი და უარყოფითი მხარეებით. იცოდა რომ ანას გვერდით ცხოვრებას შეძლებდა, მაგრამ ეს ბოლომდე საკმარისი არ იყო.
ყველაფრის მიუხედავად ორივე მზად იყო . ანა შეუდარებლად გამოიყურებოდა თარაშმა რომ დაინახა ღიმილი ვერ შეიკავა. ხვდებოდა როგორ ღელავდა გოგონა და მთლიანად მასზე გადაერთო საკუთარი გრძნობები გადამალა . ანას მტევნები თითებში მოიქცია და ხელისზურგზე აკოცა
_ნუთუ ასეთი მშვენიერი დედოფალი დამიმშვენებს გვერდს
_თარაშ _ლოყები უხურდა , მაგრამ მაკიაჟი ეხმარებოდა სიწითლის დაფარვაში. უცნაურად მორცხვი ხდებოდა მის გვერდით , თითქოს სრულიად იცვლებოდა
_ჩვენი წასვლის დროა მშვენიერო ... ჩვენს უკან გაშეშებული დამუნჯებული საზოგადოება შენ მიიყვანე ამ დონემდე და იქნებ გამოაფხიზლო
_მგონი მესამე რძალი ყველაზე ლამაზი მეყოლება _ ამირანი მიუახლოვდა ხელზე აკოცა და ბრილიანტის თვლებით სამაჯური მოარგო მაჯაზე _ დაე ყველა ჩვენგანზე ბედნიერი ოჯახი გქონდეთ
გული აუჩუყდა ირგვლივ მყოფებს რომ შეხედა . თარაში მათთვის მთავარი განძი იყო და საერთოდ ეს იყო ოჯახი სადაც თითოეული წევრი მნიშვნელოვანი იყო , ერთმანეთის ტკივილს იზიარებდნენ , პრობლემების მოგვარებას სხვადასხვა საშუალებით ცდილობდნენ ჰქონდათ საიდუმლოებიც, არ იყვნენ სრულყოფილები , მაგრამ მაინც ერთი მთლიანობა იყვნენ და სულ რამდენიმე საათში ამ ოჯახის წევრი გახდებოდა , მიიღებდა იმას რაც არასდროს ჰქონია .
არის დრო როდესაც ბედნიერებისთვის სიყვარული არ გჭირდება , უბრალოდ იაზრებ , ხედავ და ლოგიკურ გაგრძელებას ირჩევ , გზას რომელიც ყველაზე მიმზიდველია და თან რთული

ჯვარი დაიწერეს , სიტყვებს იმეორებდა და ხმა ეკარგებოდა თარაში კი მყარად იდგა , მაგრამ ხელები სულ გაყინული ჰქონდა მზერა კი იმ წამს გაეყინა ტაძრის ეზოში წყვილი რომ დაინახა. წამით გაუსწორა მზერა ქალს და შემდეგ ანასთან ერთად დაიძრა მანქანისკენ
_თარაშ
_ფოტოების გადაღება კიდევ გინდა ?
_არა , დავიღალე საკმარისია
_მაშ წავედით
მანქანაში ისხდნენ უკვე თარაში კი ისევ დაძაბული იყო. მუშტები შეკრული ჰქონდა, მძიმედ სუნთქავდა და ყბებიც დაჭიმული ჰქონდა .
_სანდრიკ გააჩერე რა ...
_რა ხდება ?
_მიშკასთან გადაჯექით შენ და ლიკუნა ... ნახევარ საათში მოვალთ ფოტოები გადაიღეთ_ მანქანიდან გადავიდა ანას კარი გაუღო წინ დაჯექიო უთხრა და თავად საჭესთან დაჯდა
_ღვედი შეიკარი ! _სხვა არაფერი უთქვამს ნახევარ საათზე მეტ ხანს სადღაც მიჰქროდა . ისე ატარებდა თითქოს ბრაზს საბურავების კვალთან ერთად ტოვებდა. საჭეს იყო ჩაფრენილი და არანორმალური სიჩქარით მიჰქროდა . ანა სუნთქვაშეკრული უყურებდა გზას, ბოლოს თარაშს და შემდეგ საუბრის დაწყება გაბედა
_კარგად იქნები?
_ხუთი წუთიც პატარავ , არ შეგეშინდეს არაფერი მოგივა _ ძლივს თქვა რამდენიმე სიტყვა და უკან მობრუნდა. მანქანა სადღაც ტყის პირას გააჩერა და საჭეზე ჩამოსდო თავი . ბოლოს მუშტები დაუშინა და ვიღაცის მისამართით შეიგინა
_თარაშ _ თავზე შახო თითები , მეორე ხელი კი მაჯაზე დაადო _ გინდა შევეშვათ ყველაფერს მე არ
_ჩშშ , შენ არაფერ შუაში ხარ _ხელზე აკოცა , მაგრამ თავი ისევ არ აუწევია
_მე რა შემიძლია ... მითხარი რამე და მე ვეცდები _ თმაზე უსვამდა ხელს , გრძნობდა რაღაც დიდ სევდას ,რომელიც მისგან მოდიოდა და ძალიან ებრალებოდა.
რამდენიმე წამში სრულიად შეიცვალა, თავი ასწია, ხელისგულზე აკოცა და ძრავი აამუშავა
_მე და შენ ეს დღე ყველაზე მაგრად უნდა გავიხსენოთ, უნდა დავლიო თან ბევრი . ეცადე მშვიდად შეხვდე ამ ამბავს და ისე მოიქცე თითქოს ძალიან გიყვარვარ , შეძლებ?
_ვნახოთ _ გაუღიმა და ისევ გზას გახედა.
ისე გააგრძელეს ყველაფერი არავის არაფერი შეუნიშნავს. თარაში ზედმეტად ბევრს იღიმოდა და ისე იქცეოდა თითქოს უბედნიერესი იყო. ანაც აჰყვა თამაშში და დროც უფრო სწრაფად გავიდა.
რესტორანშიც შევიდნენ ტაშის ფონზე და პირველი ცეკვაც შეასრულეს, პირველი სადღეგრძელოც მოისმინეს, პირველი მილოცვაც მიიღეს და თარაშმა დალევაც დაიწყო.
უამრავი სტუმარი ჰყავდათ , ათასნაირი ადამიანი ირეოდა და ეს ყველაფერი საშინლად დამღლელი იყო.
_ვიცეკვოთ წამოდი _ ხელი ჩაკიდა თარაშმა და ვალსის მელოდიას მიანდო სხეული. ხელები მის ყელზე ჰქონდა მოხვეული თარაში კი შიშველ ზურგზე ეხებოდა, თითის ბალიშებს ნელა ამოძრავებდა და თვალებში უყურებდა
_ასე ნუ მიყურებ
_შენ რატომ არ შეგიძლია თამაში
_მაპატიე, მაგრამ სხვა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ვიცინი, ვცეკვავ ყველას ვესალმები ... გეხვევი
_ისე ვერ მიყურებ როგორც შეყვარებულმა ქალებმა იციან
_მზერის შეცვლა არ შემიძლია თარაშ
_მას შეეძლო...დიდხანს ძალიან დიდხანს მიყურებდა იმ მზერით ჩემად რომ მიმაჩნდა , შენ თამაში არ შეგიძლია და იცი როგორი კარგია როცა ვხვდები რომ ვერ თამაშობ ? _ ლოყაზე მიასრიალებდა ტუჩებს , ხანაც საერთოდ არ ეხებოდა. მერე ყბაზე აკოცა და ცხვირის წვერი შეახო კანზე _ეშმაკსაც წაუღია სიყვარული , ნამდვილი მხოლოდ შენ ხარ , ლოგიკური, გააზრებული ურთიერთობა საჭირო და სხვა ყველაფერი ტყუილია ... იცოდე , რომ იმაზე კარგად იქნები ჩემთან ვიდრე იმასთან ვისაც გულს მისცემდი . ის სულ გატკენს, ის გულს ამოგგლეჯს და თან წაიღებს . სადღაც ნაგავში მოისვრის _თავი მის ყელში ჰქონდა ჩამალული ნელა მოძრაობდა მკლავი ანას წვრილ წელზე ჰქონდა შემოხვეული . ერთ ხელს კი მალებზე მიასრიალებდა ისევ
_ის არის?
_არავინაა _თვალებში უყურებდა მერე სადღაც გაიხედა ანამ იცოდა რომ მას უყურებდა , ქალს რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა მისი ქმრის გული . მერე კი ყველაფერი წამებში მოხდა . საკუთარ ტუჩებზე მისი ტუჩების შეხება იგრძნო და მალევე აჰყვა ტუჩების მოძრაობას. არ უფიქრია მიზეზზე უბრალოდ მიიღო შედეგად ვნებიანი კოცნა რომელსაც სტუმრები ტაშით, შეძახილებითა და ხმაურით შეხვდნენ. შემდეგ განათება შეიცვალა ახალგაზრდების გარემოცვაში აღმოჩნდნე და სხეული ააყოლა სწრაფ მელოდიას რომელიც კოცნისგან გამოწვეულ ჟრუანტელს აძლიერებდა. თარაში უკვე ზურგიდან ეკვროდა ,თეძოებს არხევდა სხეულს ამოძრავებდა სიმღერას ჰყვებოდა და გრძნობდა მზერას რომელიც მთლიანად ბოჭავდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა მოძრაობას ისე რომ მისკენ არ გაუხედავს
_მადლობა _ ყურში ჩუმად ნათქვამი სიტყვა გაიგო და რაღაც ეტკინა.
სიმღერა თამადის ხმამ რომ ჩაანაცვლა მაგიდასთან დაბრუნდნენ დაჯდომაც ვერ მოასწრო დარბაზში ნაცნობი სახე რომ გამოჩნდა და ერთიანად გამოეცალა ძალა. თითქოს ეჩვენებიდა. წონასწორობას დაკარგავსა თარაშს ხელი რომ არ მოეხვია
_გიორგია ?
_გიორგია პატარავ ...მიდი _საფეთქელზე იგრძნო მისი ტუჩების შეხება და მერე წამებში დაფარა მანძილი. ძმის მკლავებში აღმოჩნდა, ნაცნობ სურნელს გრძნობდა. ცრემლებს ძლივს იკავებდა და მაგრად ხვევდა ხელებს
_აქ ხარ... ჩემთან ხარ
_ჩემო პატარავ ... დავიგვიანე ხომ?
_არა , არაა დროულად მოხვედი. მომენატრე , როგორ მომენატრე ნეტავ იცოდე
_მეც მომენატრე და მორჩა აწი სულ შენთან ვიქნები ...რა ლამაზი ხარ , არ მჯერა რომ უკვე გათხოვდი
_დარჩები ? ხომ აღარ წახვალ
_გააჩნია გინდა თუ არა რომ დავრჩეთ ... შემიძლია ახლავე ჩაგკიდო ხელი და წაგიყვანო ამათგან შორს...სულ ს*რზე მაგათი მთელი გვარი შენ თუ არ გინდა პატარავ
_მაინც შენსას აწვები ხომ? გითხარი ჩემია და არ დავთმობ_თქო _ თარაში მივიდა მშვიდად უყურებდა გიორგის და ანას წელზე ისევ ჰქონდა ხელი მოხვეული_აი ჩემი საქორწილო საჩუქარი რომელიც შენს წაყვანას აპირებს თუ არ ეტყვი რომ ჩენთან დარჩენა გინდა
_როგორმე თავად მეტყოდა
_გიორგი ... არ გინდა. მე მისი ცოლი ვარ უკვე და თქვენი ჩხუბი ყველაზე ნაკლებად მინდა
_არ ვჩხუბობთ პატარავ ... მისი ადგილი მაგიდასთან თავისუფალია . დაიკავებს, დაისვენებს და მერე გართობას დაიწყებს
_შემდეგ ვისაუბროთ თორემ შევაჩერე მგონი ქორწილი_გიორგიმ თვალი ჩაუკრა და უკან დაიხია
თარაშს მიჰყვებოდა და თან ღიმილს ვერ იკავებდა
_როდის ნახე. სად ,როგორ, რანაირად
_მერე ვისაუბროთ ახლა სტუმრებს მივხედოთ

ფოტოებს იღებდნენ ნათესავები, ბავშვები , აზალაზრდები და ღიმილს არ იშორებდა სახიდან. მაგიდებს შორის დადიოდნენ. თარაში ისევ სვავდა შემდეგ კი სუნთქვა შეეკრა ერთ ერთ მაგიდასთან საყვარელი სახე რომ დაინახა. ბიჭი მათ მაგიდასთან იყო იქ სადაც თარაშის მეგობრების ისხდნენ. ბიჭები ხმაურით წამოიშალნენ ისიც მოეხვია
_გაბი როდის ჩამოხვედი _ბიჭს მოეხვია თარაში და მხარზე ხელი დაარტყა _ არ მეგონა თუ მოახერხებდი
_ბილეთი გადავცვალე და გამოვფრინდი . ჯვრისწერას ვერ ჩამოვუსწარი
_ეგ არაფერი მთავარია ახლა აქ ხარ
_ჩვენი ახალი რძალი ზედმეტად ჩუმი და მშვიდი ვინმეა _ბიჭებიდან ერთ ერთმა თქვა ანა კი ისევ მას უყურებდა. ის კი თარაშს ან ბიჭებს ესაუბრებოდა
_გაბი გაიცანი ანა ჟორდანია
_ვიცნობ ანას ... მგონი ისიც მიცნობს თუ ვახსოვარ
_მე ...დიახ მახსოვხართ კახი_ძლივს თქვა და მერე ხელი შეაგება მის გამოწვდილ ხელს
_ვაა საიდან იცნობ?
_უნივერსიტეტიდან ...
_ პროექტი გავაკეთეთ წლების წინ ერთად _ორივემ თითქმის ერთდროულად თქვა შემდეგ კი თარაშმა მაგიდის ერთ მხარეს მჯდომ ბიჭს შეხედა მტრული მზერით და ანასათან ერთად შებრუნდა . მისთვის სიტყვაც არ უთხქვამს,მაგრამ წინ ქალი შეეჩეხა რომელმაც მთლიანად გაუყინა სხეული
_გილოცავთ ძვირფასო... ბედნიერების თქვენი წილი ბოლომდე მიგეღოთ _ ქალმა გონს მოსვლა არ ადროვა ისე შეეხო მხარზე და ლოყაზე მიაწება ტუჩები . წამეში გაჩნდა მის გვერდით ბიჭი და ხელი მოხვია
_ანა , მე თარაშის მამიდაშვილი ვარ ეს კი ჩემი მეუღლეა ,ლიზა
_სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
_ჩვენთვისაც სასიამოვნოა...როგორც იქნა ჩემმა ბიძაშვილმა ცოლი შეირთო
_გამეცალე! _ჩუმად უთხრა , მაგრამ ანამ გაიგო . მათ შორის გაიარა ანას წელზე ხელი ჰქონდა მოხვეული შემდეგ კი მოცეკვავე წყვილებს შორის დადგა
_არაფერი მითხრა!
_ჩამეხუტე რა _ანას თავისი პრობლემა აწუხებდა . ცუდად იყო და სჭირდებოდა ვინმე ვისაც უბრალოდ დაეყრდნობოდა. თავი მკერდზე მიადო ხელები დაბლა დაუშვა თარაშის მკლავებით იყო დაფარული და ნელა მოძრაობდა
_ყოველთვის ყველაფერი რატომ რთულდება და ირევა თარაშ
_არაფერიც არ ირევა , ისინი არიან ადამიანები რომლებსაც ვერ ვიტან და შენ ვერანაირად ვერ შეგეხებიან . მხოლოდ დღეს

საუბარი ვეღარ გააგრძელეს გიორგიმ მიისაკუთრა დედოფალი და დატოვა მარტო თარაში
_არ ხარ ბედნიერი ...ვერც იქნები ახალი სირთულეები გელოდება ამ ოჯახში. სრულიად სხვა და მზად ხარ თარაშის გამო აიტანო?
_გიორგი არ გინდა გთხოვ...ჩემთვის სიყვარულის დრო არასდროს იქნება არც სიმშვიდე არსებობს ამ ცხოვრებაში . თარაში კი ისაა ვისი ჭრილობებიც ჩემსას შეავსებს და ერთმანეთს სულ მცირე შვებას მაინც მოვგვრით ...ამის ახსნა არ შემიძლია სხვაგვარად
_მოგიტაცა და ამისთვის საცემია , მაგრამ ეს ერთი თვე თუ კარგად იქცეოდა
_შენ როგორ შეხვდი ...ან როგორ დაბრუნდი
_სხვა დროს მოგიყვები ... ისინი არ იყვნენ ?
_ცოტა ხნით გამოჩნდნენ და წავიდნენ. ამირანი ელაპარაკა ორივეს , მგონი ფულიც მისცა არ ვიცი. თარაშმა მითხრა თუ ნახვა გინდა მოინახულე ხოლმე და ისე ნუ იფიქრებ ჩვენს ურთიერთობაზეო
_როდის უჯერებდი ვინმეს , თარაში ასე მარტივად გმართავს?
_ძალიამ მარტივი ყოფილა ცხოვრება როდესაც ვიღაც შენს ნაცვლად აგვარებს პრობლემას . ნაკლებ სისულელეზე გიწევს ფიქრი და ენერგიის ხარჯვა
_და მაინც რაღაც გჭირს რაც სულს გიხუთავს ...არ მეუბნები
_არაფერია , უბრალოდ დავიღალე ამდენი სიცილით ,უცხოებთან მისალმებით და ფოტოების გადაღებით
_როგორი ლამაზი ხარ ... ვგიჟდები რომ შენთვის მაინც ვერაფერი გავაკეთე . ისევ თავად გიწევს ყველაფრის გადაწყვეტა და მოგვარება . მაგიჟებს ეს უძლურება . როგორ მინდოდა შენთვის ტვირთის მოშორება და არაფერი გამომივიდა
_ნუ ამბობ ასე შენ ერთადერთი ხარ რაც გამაჩნია
...............
ყველა ერთობიდა , უკვე შუაღამე იყო დათვრნენ , უფროსები წავიდნენ და ახალგაზრდები დარჩნენ. სიმღერის ხმა უკვე თავს ატკიებდა. გარეთ გავიდა . კაბით ძლივს მოძრაობდა , სუფთა ჰაერზე უნდოდა ყოფნა. აივანი იპოვნა და მოაჯირს მიეყრდნო . თვალებდახუჭული იდგა და გრილ სიოს სხეულის გაგრილების უფლებას აძლევდა. ახურებულ სახეზე სასიამოვნოდ ედებოდა და ნელ_ნელა სხეულიც შვებას გრძნობდა
_ანა ჟორდანია ... ვინ იფიქრებდა რომ თარაშის პატარძალი იქნებოდი ოდესმე
_კახი ? _ თვალები გაახილა და მთვრალს მზერა გაუსწორა
_როგორ მოახერხე ... ჟორდანიებმა როგორ მიგიღეს . ეგ თუ იცოდი იქნებ ჩემთვისაც გეთქვა _ძალიან ახლოს იდგა , აივანი ისედაც პატარა იყო
_ნასვამი ხარ , მე კი საუბარი არ მინდა . თარაში ალბათ მეძებს
_თარაში ... თარაში ჩემი ძმაკაცია იცი? ლიზას გამო ჭკუიდან გადასულს ვამშვიდებდი , საკუთარ მამიდაშვილს კლავდა იმ ქალის გამო შენთვის რას გააკეთებს ... ახლა აქედან რომ წაგიყვანო გგონია რამეს გააკეთებს? გგონია უყვარხარ ან ოდესმე შეუყვარდები? შეიძლება ოდესმე მოუნდე , უბრალოდ შენი სხეული და სხვა არაფერი . მისთვის უბრალოდ ადამიანი იქნები ვისთანაც მშვიდად იგრძნობს თავს . ამის დედაც _ჭიქა სადღაც მოისროლა მისი შეხება რომ ვერ გაბედა და უკან დაიხია _ ღმერთმა დამწყევლოს აქ ჩამოსვლისთვის

ანა გონს ვერ მოდიოდა , ისევ უყურებდა იმ ადგილს სადაც ბიჭი იდგა და აზრებს ვერ ალაგებდა. როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მას ეთქვა , ის შეყვარებულ კაცს ჰგავდა და ამ ფაქტის ახსნა შეუძლებელი იყო .
თავბრუსხვევას გრძნობდა უკვე, აქამდე ათასი რამ აწუხებდა ახლა კი სიყვარულის გამო იტანჯებოდა. სამკუთხედების, ჩახლართული ურთიერთობების ლაბირინთში იდგა და მის ირგვლივ საშინელებები ხდებოდა.
_თარაშ
_ცუდად ხარ პატარავ?
_მე ... თავი ამტკივდა და გამოვედი, მაგრამ ისევ მტკივა. შენ კიდევ უნდა დალიო ?
_ცოტა ხნით კიდევ უნდა დავრჩეთ გინდა წყალ მოგიტან ... _ სახეზე მოეფერა და თავი ააწევინა _ ანიკო
_არაფერი მინდა...დავბრუნდეთ უკან. მეც დავლევ ერთ ჭიქა ღვინოს და მოვდუნდები ცოტას
_როგორც შენ იტყვი
ხელი მაინც არ გაუშვა ისე შევიდა და დაიძრა მაგიდისკენ სადაც ბოლოს იჯდა . კახი აღარ ჩანდა არც ცოლ_ქმარი იყვნენ . მხოლოდ თარაშის მეგობრები ისხდნენ ანას ხმაურით შეეგებნენ სკამზე დასვეს და დაუსხეს.
ერთი ჭიქა რომ დალია დიდი ვერაფერი იგრძნო , მეორეც მიაყოლა და მერე თარაშთან ცეკვავდა. ხან მის მეგობრებთან , მოციმციმე სხივები , ხმამაღალი მუსიკა და სასმელი რომელიც ცეკვის დროსაც დაამატა . გიორგი არ ცეკვავდა სადღაც შორიდან უყურებდა და აკვირდებოდა მერე კი გაქრა. ვისთან ერთად წავიდა ან სად წავიდა წარმოდგენაც არ ჰქონდა და ვერც ფიქრობდა .
_ჩვენი წასვლის დროა პატარავ
_სად მივდივართ _ მკლავზე მოეხვია და თავი მხარზე დაადო
_სახლში
_იქ თუ აქ
_აქ
_მე დამცინი? _თარაში იცინოდა და წამსვე დაბრიცა ტუჩები
_მთვრალი საყვარელი ხარ
_მძიმედ ვგრძნობ თავს ეს კაბა და ფეხსაცმელი, მაკიაჟი ყველაფერი მამძიმებს _ნახევრად მძინარე ბურტყუნებდა მერე უცებ ჰაერში აღმოჩნდა და ინსტიქტურად დაიწყო სიცილი _დაგივარდები
_შანსი არ არის პატარავ
_ისევ დამცინი...გაგიბრაზდები
_გაბრაზებაც იცი პატარავ?
_მე ძალიან ცუდი გოგო ვარ შენ არ იცი _ თავი მხარზე დაადო და ჩუმად თქვა
_ჩემზე ცუდი ხარ?
_არ ვიცი ...
მანქანაში ისხდნენ , თარაში ისევ ჩქარა ატარებდა .მალე სახლშიც შევიდნენ. უზარმაზარი სახლი იყო კიბეს აუყვა ნახევრად გათიშულ ცოლთან ერთად და ბოლოს საძინებელშიც შევიდნენ . ანა კედელს მიეყრდნო მერე გრძელ ტყავის სკამზე დაჯდა კაბა ბარძაყებამდე აკეცა და ფეხსაცმლის გახდა დაიწყო . შესაკრავი უნდა გაეხსნა და ვერ ახერხებდა . თარაში ჯერ უყურებდა მერე მის ფეხებთან ჩაიმუხლა და თავად გაათავისუფლა მისი ტერფები. ორ წუთიანი მასაჟიც კი გაუკეთა და მერე წელზე მოხვია მკლავები . სხეულზე აიკრა დედოფალი შიშველ ზურგზე უყურებდა ხელებს დაატარებდა და ელვას ეძებდა რომელიც საჯდომს მიუყვებოდა . მისი აჩქარებული გულოსცემა ესმოდა და სუნთქვა უმძიმდებოდა. ყელში აკოცა , მერე შიშველ მხარზე. შეაბრუნა და ბეჭზე მიაწება ტუჩები , თითებით ელვას ხსნიდა და თვალს არ აშორებდა
_თარაშ ...
_ჩშშ, უბრალოდ კაბას გაგხდი _ ხმაც კი შეცვლილი ჰქონდა , მაგრამ იცოდა თავს მოერეოდა
_თარაშ მე რაღაც უნდა გითხრა
_ხვალ მითხარი პატარავ ... ახლა ძალიან მთვრალი ვარ და შეიძლება ვერც დავიმახსოვრო _ცხვირის წვერით ეხებოდა კანზე და თითებს მის შიშველ ზურგზე მიასრიალებდა _ ძალიან კარგი ხარ იცი ? _მხრებზე გადაუწია კაბა და ნელა ჩამოსწია ძირს . ანამ შიშველ მკერდზე ხელები მიიფარა და კაბის აწევა სცადა, მაგრამ არ დაანება . ნეკნებს მიუყვებოდა თითებით მერე თეძოსთან შეჩერდა კაბის შიგნით ჩააცურა თითები და კაბა ქვემოთ დაქაჩა
_უნდა გითხრა ... მე ახლა თუ არ მოგიყვები მერე შეიძლება ვერ შევძლო_ ჩუმად ბურტყუნებდა , თარაშმა ხალათი რომ მოახურა და მის წინ დადგა. უყურებდა ნახევრად შიშველს მკერდზეც შეახო თითები და მერე თხელ აბრეშუმის ხალათს შეეხო
_მითხარი _პერანგის ღილები უკვე გახსნილი ჰქონდა საბოლოოდ მოიშორა და სახეზე ჩამოისვა ხელები
_კახი ... ის მე ის არის ვისზეც გითხარი მომწონს_თქო , მაგრამ ჩვენს შორის საერთოდ არაფერი ყოფილა _ ჩუმად ლაპარაკობდა და თვალებამღვრეული უყურებდა. გათიშული იყო ნახევრად , მაგრამ მაინც ვერ გაჩუმდა
_შენ და ის ? კახი ... კახის არ უნდოდა შენთან ყოფნა შენი ოჯახის გამო?
_მე ის მაშინ ვერც მამჩნევდა სხვა წრეში ვიყავი და მე უბრალოდ პროექტის გამო ვხვდებოდი .კონფერენციაზეც ვიყავით და ტრენინგებზეც . სხვა არაფერი ყოფილა და არც იქნებიდა. უბრალოდ ხომ უნდა მეთქვა
_უნდა გეთქვა, უნდა გეთქვა ჩემი ცოლი კახის ევასება ...ჩემს ცოლსაც უყვარს . საოცრებაა ქალს ვერ შევეხე ვიღაც ჩემს ნაცნობს რომ არ მოსწონდეს _ ხმამაღლა გაიცინა და მერე ყველაფერი იატაკზე დაყარა რაც სარკის წინ ეწყო
_თარაშ მე არ მიყვარდა და მე ... მას არ ის საერთოდ _შეეშინდა უკან დაიხია . კედელს მიეჯახა და ხალათი მჭიდროდ შეიკრა
_რა გითხრა აივანზე რომ გამოვიდა _ უცებ მიუახლოვდა და თავი ააწევინა _მიპასუხე
_თარაშის მეგობარი ვარო ... არ უყვარხარო და როგორ გახდი მისი პატარძალიო მითხარიო ...თარააშ
_რა გიყო ახლა ... გაგიშვა და კახის დავუთმო შენი თავი ? შანსი არ არის თუ უყვარდი იმ ს*რს გამოეჩინა გამბედაობა და ქორწილამდე მოსულიყო ეთქვა ეგ ქალი მე მიყვარსო შენ რომ დანიშნე და მიმყავსო ! დაივიწყებ , მოგწონს ., გიყვარს თუ გიჟდები მაგასაც დაივიწყებ თორემ საშინელებას ჩავიდენ იცოდე _ თითები ყელზე მოუჭირა თავი მაღლა ააწევინა , მეორე ხელი კედელზე ჰქონდა მიბჯენილი _ღალატზე ტყუილად არც იფიქრო ის ჩემს ქალს თითს არ დააკარებს იცოდე ჩემს ნაბიჭვარ მამიდაშვილს კი არ ჰგავს _თვალები ანთებული ჰქონდა და ისე უყურებდა უცებ ლოყა რომ აეწვა და გარტყმის ხმამ ოთახი მოიარა ხელები მოაშორა
_აღარასდროს მომაყენო მსგავსი შეურაცხყოფა არ ვიცი ლიზამ რა გაგიკეთა როგორ რატომ და რა ვითარებაში მიგატოვა, როგორ გტკივა და გიყვარს , მაგრამ ჩემი მასთან შედარება არასდროს გაბედო. იმის გამო რომ შენ მიგატოვეს და გიღალატეს ჩემზე ეჭვიანობის და სულელური მუქარების უფლებას არასდროს მოგცემ იცოდე ! მე ანა ვარ და არა ლიზა ... არც ის მაინტერესებს შენი ძმაკაცები რას გაბედავენ და რას არა მე შენი ცოლი გავხდი და სანამ ამ სტატუსს ვატარებ სხვა კაცზე არც ვიფიქრებ . მე შენ გასაგებად გითხარი ყველაფერი გაუგებრობა რომ არ მომხდარიყო და თუ დამთმობ წავალ ...არა სხვასთან უბრალოდ წავალ
გაბრაზებული იყო, სასმელიც მოქმედებდა, ხმამაღლა ლაპარაკობდა მისგან შორს იწევდა და ბოლოს უყვიროდა
_ანა აქ მოდი ...სად მიდიხარ არ დაგვისრულებია
_მე სხვა სათქმელი არაფერი მაქვს ..._სააბაზანოს კარი მიიჯახუნა და დატოვა მარტო ჟორდანია
_არანორმალური ! როგორ მიყვიროდა ... კახი უყვარს? ღადაობ ხო ღმერთო ჩემთვის თავისტკივილს იმეტებ მხოლოდ ხომ სხვანაირად ქალს არ მიგზავნი
არეული იყო ყველაფერი ფეხით კუთხეში მიყარა და მერე საწოლზე დაეცა. არ დაეძინა სულ მის სიტყვებზე ფიქრობდა და კარს უყურებდა . ბოლოს თავხედობის მწვერვალს მიაღწია სწრაფად წამოდგა და სააბაზანოში შევიდა . ანა კაბინაში იდგა და მხოლოდ მისი სილუეტი ჩანდა . ხელებს საკუთარ სხეულზე დაატარებდა და გასვლას აშკარად არ ჩქარობდა
_აქ დარჩენას აპირებ?
_შენ ... მანდ რა გინდა
_უნიტაზის გამოყენება მჭირდება
_და ამ სახლში სხვა საპირფარეშო არ არის?
_სხვაგან არსად ბანაობს ჩემი ცოლი რონელიც გავაბრაზე და რომელმაც მიყვირა
_ბოდიშის მოხდას მაქედან აპირებ ?
_შემოვიდე? მეც მინდა ბანაობა იცი?
_მე ხომ არ დაგეხმარო
_თუ არ შეწუხდები მე უარს არ გეტყვი
_თავხედი!
_კახი როგორ ვერ დაკერე ტო ძაან საყვარელი ტიპია ,მშვიდი და უპრობლემო _ უნიტაზის თავზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა . ანამ წყალი ბოლომდე მოუშვა და ღიღინიც დაიწყო . სიცილი ვერ შეიკავა თარაშმა. გვერდიდან უყურებდა და იღიმოდა. პირველად იყო ასე უცნაურად გაბრაზებული ადამიანზე. თავადაც ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა
_მანდ ხარ ისევ?
_პირსახოცი გინდა?
_მინდა რომ გახვიდე
_მე კი მინდა რომ დავრჩე...ცოტა ხნის წინ თითქმის შიშველს გხედავდი
_ახლა არ მითხრა ჩემი ცოლი ხარ და შიშველმა იტანტალეო
_ნუ მეჩხუბები
_გადი!
_მალე გამოხვალ?
_არ ვიცი
_მაშინ დავრჩები
_გამოვალ
_თუ არ გამოხვალ ისევ შემოვალ
გავიდა , კართან დადგა და მოწევა განაგრძო. მერე ფანჯარაზე შემოჯდა და ისიც გამოვიდა . თმები ნახევრად გაეშრო და აეჯეცა, ხალათი ეცვა და ლოყები წითელი ჰქონდა . არ შეუხედავს ისე დაიძრა საწოლისკენ თავის მხარეს დაწვა და ზურგი აქცია
_ანა
_მეძინება
_ახლა რა ელოდები რომ პატიებას გთხოვ ? რისთვის მე შენ არ გიცნობ და საიდან უნდა ვიცოდე
_რამდენი თვეც არ უნდა გავიდეს შენ კომპლექსი გაქვს რომელსაც ვერ მოიშორებ და იცოდე არ ვაპირებ დათმობაზე წავიდე და ლიზას მოყენებული ჭრილობების გამო შენი გამოხტომები ავიტანო _ უცებ შებრუნდა წამოჯდა და ანთებული თვალები მიანათა
_ლიზაზე საუბარიც არ მინდა და გიკრძალავ
_შენ მე ვერაფერს ამიკრძალავ!
_ხოო? ვითომ რატომ ვერ აგიკრძალავ , ჩემი ცოლი რომ ხარ გავიწყდება? რასაც მინდა იმას
_გეგონოს რომ შენი მონა გავხდები ეს შენ გააკეთებ ისე როგორც მე მინდა! შენს სიყვარულზე ლაპარაკს მეც არ ვაპირებდი აზრადაც არ მომსვლია შენთვის გულის ტკენა , მაგრამ შენ მაიძულე
_კარგი მაშინ კახიზე ვისაუბროთ
_სათქმელი რაც მქონდა გითხარი
_რამდენი ხანია მოგწონს
_კახი ბევრს მოსწონს
_მეც ბევრს მოვწონვარ მაგრამ ქორწილის პირველ ღამეს ქმარს არ ეუბნებიან
_შენი ძმაკაცის ცოლებს მოსწონხარ? თანაც მე იმდენად არ მომწონს რომ ჯულიეტად ვიქცე და თავი დავიტანჯო...სიყვარულზე ხომ საუბარიც არ არის . მას მე არ ვუყვარდი, არც მოვწონდი . ფლირტიც კი არ გვქონია მას ყოველთვის მდიდარი, სვეცკი გოგონები ეხვია გარს ... მაგარი მამიკოს შვილები ნიჭით დახუნძლული გენეტიკური მასალით
_ეგ კაცმა არ იცის მოსწონდი თუ არა...ალბათ ხვდებოდა კიდეც რომ გევასებოდა
_გგონია პატარა სულელი გოგო ვარ? მეცალა მაგ ყველაფრისთვის? არაფერიც არ იცის და პრობლემაც არ იქნება
_მე კი მგონია რომ ევასებოდი და ახლაც გაგიჟებულია თვითონ რომ ვერ გაბედა, ვერ გადალახა ბარიერი და ჩემი ხარ იმის ნაცვლად რომ მასთან ყოფილიყავი ...გამბედაობა ყოველთვის აკლდა. ზედმეტ პრობლემებს ერიდებოდა და ყველაფერს მარტივს ირჩევდა
_კახის დახასიათების მოსმენას არ ვაპირებ დავიღალე და დასვენება მჭირდება
_ასე უცებ როგორ გამოფხიზლდი არადა როგორი გათიშული იყავი
_საიდან მოიტანე რომ გათიშული ვიყავი რამდენჯერმე რომ მაკოცე იმიტომ? _ მზერა გაუსწორა და გაიცინა _თუ ღმერთი გწამს ... ჩემი ქმარი ხარ სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე ათწლეული იქნები და ყველა შენს შეხებაზე და შემოხედვაზე ფიქრს არ ვაპირებ
_ანუ სულერთია რამდენჯერ გაკოცებ ...სად და როგორ _ხელი მოხვია და მიუახლოვდა _არ გაინტერესებს_ყელში აკოცა და თითები ხალათის შიგნით შეუცურა_ შემთხვევით პატარა ჟორდანიას გაჩენაზეც ხომ არ იფიქრებ
_თითებს დაგამტვრევ თუ არ მომშორდები ... გამოფხიზლდი და დაიძინე შენი ჟინის დაკმაყოფილების განწყობა არ მაქვს და თუ მომინდები შეგატყობინებ ! _ ხელი მოიშორა ბალიში გაასწორა და ისევ დაწვა
_თუ მოგინდები შენ ? ანუ მე უნდა დაგაკმაყოფილო
_უაზრო დიალოგის განწყობა მოგდის მთვრალს?
_ნამდვილი ცოლი ხდები დღესვე?
_როგორია ნამდვილი ცოლი
_აუტანელი
_აუტანელისგან მესმის
_შემიძლია დაგახრჩო ახლავე
_დარწმუნებული არ ვიქნებოდი _ კომფორტულად მოკალათდდა თვალები დახუჭა და რამდენიმე წუთში მშვიდად ეძინა. მალევე გადაბრუნდა ხალათი გაეხსნა და ფეხები მთლიანად გაუშიშვლდა . თხელი ნაჭერი მკერდს ძლივს უფარავდა მძინარე ორმაგად ლამაზი ეჩვენებოდა თარაშს კი ნერვები ეშლებოდა.
საერთოდ დატოვა ოთახი და ქვემოთ ჩავიდა. გამოფხიზლება და ზედმეტი ფიქრი არ უნდოდა თორემ სულ ლიზას თვალები ახსენდებოდა მისი სევდიანი მზერა რომელიც უკვე ყალბი ეგონა და მის გვერდით ანდრო რომლის მოკვლის სურვილი სისხლში ჰქონდა გამჯდარი , მისი დანახვისას ყოველთვის ბრაზი ახრჩობდა. ბრაზი და უსაზღვრო ტკივილი. ანდროს ღალატი უფრო ტკიოდა ზოგჯერ ვიდრე ლიზას დაკარგვა. ახლა უკვე კახიზე და ანაზეც ეფიქრებოდა. იმის დაშვება რომ შეიძლებოდა კახის გრძნობები ჰქონოდა აგიჟებდა, ანას დათმობის სურვილი რომ არ ჰქონდა ეგ კიდევ უფრო აკვირვებდა და სრულ ქაოსში იყო.
თითქმის ბოლომდე დაცალა ერთი ბოთლი და ნელ_ნელა ისევ მოდუნდა
_შენც გამოგაგდო თუ თვითონ გამოხვედი _ ჭიქა აართვა ლევანმა და თავად დალია. სავარძელში დაჯდა და კიდევ ერთი ჭიქა დალია_დედაშენი დიდხანს მაგიჟებდა მოტაცებული ქალის პოსტს არ თმობდა . შემშალა , მოთმინება დამაკარგვინა და მანამ არ გატყდა სანამ არ გავგიჟდი . ქორწილის ღამეს პირველი შევიდა ოთახში მოვწესრიგდე მინდაო მითხრა და კარი ჩამიკეტა
_შენ გიყვარდა მამა , მე რა გინდა რომ გავაკეთო ჩემ შვილსაც იგივე სასჯელი მოვუვლინო რაც თქვენ მე ? მიყვარდა სხვა რა დავაშავე
_არასწორი ქალი გიყვარდა თუმცა ეგ დანაშაული არ იყო... არაფერი დაგიშავებია
_რატომ დათანხმდი აბა
_შენ რატომ დათანხმდი
_მე და შენ სხვადასხვა პოზიცია გვაქვს თანაც ის უკვე ჩემს სახლში ნახეს და
_ნუ მატყუებ ... ის გოგო რომ დაინახე ყველაფერი შეიცვალა . არ დატოვებდი ასე მარტივად
_შენ იცოდი რომ ვიცნობდი?
_არა !
_ამირანმა იცოდა დარწმუნებული ვარ...ყველაფერი გათვალა
_ასეთია ბაბუა , ვერაფერს გააკეთებ ...ნანობ შვილო?
_ანა ცეცხლივითაა რომელიც ანათებს, გათბობს, გწვავს, გიცავს, მისი ყურებაც მოგწონს და შეხებასაც ერიდები არავინ იცის შენ მოერევი თუ ის დაგწვავს საბოლოოდ
_იმდენად გწვავს რომ მთელი ღამე აქ ჯდომას აპირებ?
_თქვენ როდის წახვალთ
_დილით ადრე თქვენს გაღვიძებამდე
_ჩვენც მალე დავბრუნდებით ალბათ
_ნუ იჩქარებ , ზოგადად არ იჩქარო . დაუფიქრდი რას გააკეთებ შეიძლება გეგონოს რომ მისთვის მნიშვნელოვანი არ ხარ , მაგრამ უკვე შენი ცოლია და შეიძლება უბრალო ქმედებით ისე ატკინო ომში ჩაგითრიოს ან პირდაპირ გაგანადგუროს
_მამა
_გისმენ
_ორჯერ შეყვარება შეიძლება?
_შეიძლება ... შესაძლოა ერთი ყვავილი ორჯერ გაახარო მათგან ერთი სხვამ წაიღოს , მეორეს გაუფრთხილდე შენთან დაიტოვო, მოუარო და თანდათან უფრო მეტად გალამაზდება, აყვავდება მისი სურნელი დაათრობს ირგვლივ ყველას . ის ყვავილიც იქნება სადღაც სხვაგან , გემახსოვრება ,მაგრამ შენ მაინც იმ ერთზე იზრუნებ და მისი სურნელით დატკბები ... ჩემი ყვავილი მალე გაიღვიძებს გრძნობს გვერდით რომ არ ვარ და დამაბრალებს მოსაწევად იყავიო ამიტომ სჯობს წავიდე . დარჩები შენ ?
_არა ...
კიდევ ერთი ჭიქა დალია და მერე საძინებელში დაბრუნდა. ჩუმად მიუწვა გვერდით ანას , მისკენ გადაბრუნდა ხელი მოხვია და მაინც ვერ მოისვენა მის გვერდით.

.....
მთელი დროის განმავლობაში ლიზას ხედავდა, ახსენდებოდა როგორ საუბრობდნენ ქორწილზე , როგორ უნდოდა ქალბატონს გრანდიოზული ქორწილი, უზარმაზარი კაბა და ძალიან ბევრი ფერი ირგვლივ. ანა სრულიად სხვანაირი იყო და მასში ტყუილად ეძებდა ლიზას. გარეგნულადაც კი არაფრით ჰგავდა ,სრულიად განსხვავდებოდნენ ანას მუქი ფერის თმა და ყავისფერი, თითქმის შავი თვალები ჰქონდა , ლიზაზე ოდნავ მაღალს უფრო გამოკვეთილი ფორმები ჰქონდა , მუქი კანი და სავსე , რბილი ტუჩები . ლიზას თოვლივით თეთრი კანი , მწვანე თვალები და ყავისფერი თმა ყოველთვის გონებას ურევდა . მისი თეთრი, სურნელოვანი კანი ... კისკისი , პატარა ცხვირი რომელიც სიცილის დროს ოდნავ ეჭმუხნებოდა და ლოყაზე გაჩენილი ღრმული რომლის კოცნაც ყოველ მის გაცინებას მოჰყვებოდა. ლიზა ყოველთვის გამხდარი იყო , ისეთი სიფრიფანა რომ ზოგჯერ ეშინოდა ჩახუტების დროს რამე არ ვატკინოო.
ანას ისევ მშვიდად ეძინა , სცხელოდა და თითქმის შიშველი იწვა . მისი გარუჯული სხეული კიდევ უფრო მიმზიდველი იყო თარაშს კი მზისგან დამწვარი ლიზა ახსენდებოდა . მზისგან დამცავი წასმა რომ დაავიწყდა და სულ გაწითლდა. მთელი გზა წუწუნებდა და ისეთი საყვარელი სახე ჰქონდა თარაში სიცილს ვერ იკავებდა და მერე უფრო ბრაზდებოდა ხოლმე.
იმის გააზრება რომ ყველაფერი ტყუილი იყო , რომ ლიზამ მიატოვა და აზრზეც ვერ მოვიდა როგორ ღალატობდა აგიჟებდა. ყოველთვის სისხლი უდუღდა და რაღაცის დამტვრევის სურვილი უჩნდებოდა. საწოლიდან წამოდგა და ფანჯარა გამოაღო. სიგარეტს მოუკიდა და ფანჯრის რაფას დაეყრდნო ჰორიზონტს უყურებდა და დამშვიდებას ცდილობდა
_რატომ ვერ იძინებ _ანა მიუახლოვდა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა
_მოწევ? _სიგარეტი გაუწოდა _თუმცა ხო, შენ არ ეწევი ...მაპატიე სულ მავიწყდება
_არ გინდა რომ მომიყვე?
_ ლაპარაკი არ მინდა ... ყველაფერი უფრო და უფრო რთულდებ
_კახის გულისხმობ?
_თუნდაც ... ძნელია ლამაზი ქალის ქმრობა
_სულაც არაა ძნელი ... ბევრს ეწევი, სვამ და ნერვიულობ . საერთოდ მგონია რომ დრამას თავად ქმნი და საკუთარ თავს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევ. წარმოდგენაც არ გაქვს უბედურებაზე , დამიჯერე
_ჩემთვის და შენთვი დარდის საგანი სხვადასხვა რამ იყო და იქნება ყოველთვის ...
_შენ შეგიძლია მოგვარება მე არა ... ამისთვის თავიდან დაბადებაც არ მიშველის
_ზოგჯერ მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყო არასდროს შევიყვარო, მაგრამ მერე მაინც მინდება იმ თვეების მასთან გატარება ... ყველაზე ბედნიერი ვიყავი მის გვერდით და იმის გააზრება რომ მისი გრძნობები ყალბი იყო და პარალელურად ანდროს ეფლირტავებოდა ... ვგიჟდები . ამას ვერავინ გაიგებს
_მესმის. ისიც გაგიჟებს რომ ვერ მიხვდი, თავი ყველაზე დიდი სულელი გგონია. ისიც გაგიჟებს რომ გიღალატა საყვარელმა ქალმაც და მამიდაშვილმაც რომელიც შენს გვერდით გაიზარდა , რომელსაც შენს გულში და ცხოვრებაში დიდი ადგილი ეჭირა და ახლაც ,მიუხედავად ყველაფრისა მაინც გიყვარს. რთულია გრძნობების კონტროლი რადგან ისინი დანაშაულს ვერ აღიქვამენ , გულს უბრალოდ უყვარს და მაინც ყველაფერს გააკეთებ მისთვის _ თავი ფანჯარაზე ჰქონდა მიდებული მთვარეს უყურებდა სადღაც შორს და ისე ლაპარაკობდა _ წარსულს ვერ შეცვლი , საკუთარი თავის დადანაშაულება სისულელეა. როცა გიყვარს ძნელია შეამჩნიო რაიმე სხვა . მე სულ მეგონა რომ ერთი დილა სხვანაირად დაიწყებოდა და მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩემს მშობლებს ერთმანეთი ეყვარებოდა. მამა აღარ დალევდა, არ იჩხუბებდა. იმუშავებდა , მოგვეფერებოდა , ჩამეხუტებოდა, მკითხავდა როგორ ვიყავი , როგორ ვსწავლიბდი . ჩემს ძმას დაარიგებდა , სწორ გზას უჩვენებდა. დედა სახლში იქნებოდა, სამზარეულოში იფუსფუსებდა , შემდეგ მამას აკოცებდა ...ისე იქნებოდა როგორც ფილმებშია , მაგრამ არასდროს დაწყებულა მსგავსი დღე. შენ არაფერი დაგიშავებია , ვერაფერს შეცვლი და გაიაზრე ეს . უბრალოდ იფიქრე და ემოცოები გვერდით გადადე
_ასე მარტივი არ არის...ის სასწაულივით იყო ჩემს ცხოვრებაში . წავიდა და მაინც ვერ ვიშორებ , ეშმაკია რომელიც სულში გისახლდება და მოსვენებას არ გაძლევს
_ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი ... ჩემი გული ჯერ კიდევ ხელშეუხებელია და როგორც ჩანს ასეც დარჩება _ ძირს ჩამოხტა, ხალათი უკეთ შეიკრა და მერე საწოლზე ჩამოჯდა _ გიორგი როგორ იპოვნე
_დამეხმარნენ
_არ მეტყვი?
_ხვალ დაურეკე და თავად მოგიყვება იმას რაც უნდა რომ იცოდე _სიგარეტის ღერი მოისროლა და ფანჯარა მიხურა
_აქ რამდენი ხნით დავრჩებით
_გინდა რომ დავრჩეთ? ჩემთვის სულერთია
_გოგოებს ვნახავდი ... ქორწილში ნორმალურად ვერც დავინახე ვინ სად იყო. მალე ზღვაზე მიდიან და დარჩენას აზრი არააქვს . თან აქ ცხელა
_დავრჩეთ ...მეც ბიჭებთან წავალ . დიდი ხანია აქეთ არ ვყოფილვარ
_მალე გათენდება
_წამომყევი _ უცებ წამოდგა , მაისური გადაიცვა და პლედი აიღო კარადიდან
_სად მივდივართ
_ჩუმად
_სერიოზულად? _იცინოდა , ფეხისწვერებზე იდგა და ისე მიჰყვებოდა თითქოს ქურდობას აპირებდნენ.
სახლის სხვენზე ავიდნენ , შემდეგ სახურავზე ასასვლელი ცუფი გახსნა კიბე გაშალა და ანას ანიშნა ადიო
_ახვალ თუ დაგეხმარო
_ხუმრობ? სახურავები ჩემი სტიქიაა _გაიცინა და სწრაფად აუყვა საფეხურებს
_ვაუუ ჩემი ცოლი ყველა რაკურსიდან სექსუალურია _ხმადაბლა დაუსტვინა და უკან მიჰყვა.
პლედი გაშალა და სახურავის იმ მხარეს დასხდნენ საიდანაც ყველაზე კარგი ხედი იყო. მზე ამოდიოდა , მთვარის კვალი კი ცაზე ჯერ კიდევ ჩანდა.
_აქ რომ ამოვდივარ მავიწყდება რომ ხმაურიან ქალაქში ვარ
_შენ სოფელში არ ცხოვრობდი ხომ?
_არა , ბოლო ორი წელი დავრჩი თორემ მანამდე ერთი_ორი დღით მოვდიოდი სულ. შენ იქ დაიბადე?
_მე თბილისში დავიბადე... 12 წლამდე ამ ქალაქში ვცხოვრობდით . შემდეგ ბინა გაყიდეს და ცოტა ხნით სხვაგან იქირავეს რაღაც საშინელი სარდაფი. ბოლოს რაღაც სარში გაეხვა და ქალაქიდან გავიქეცით ფაქტობრივად. ორი წელი რუსთავში ვიცხოვრეთ...ერთი ქუთაისშიც. მოკლედ ნახევარ საქართველოს ვიცნობ . ბოლოს სოფელში გადმოვედით... ექსკურსია თუ დაგჭირდება აუცილებლად დაგეხმარები _ გაიცინა და ფეხზე წამოდგა _ ნახე უკვე გათენდა. მიყვარს ამ დროს ცის ფერი
_კიდევ რა უყვარს ანა ჟორდანიას?
_ანა ჟორდანიას არ ვიცი... ალბათ კიდევ ბევრი უცნაური რამ შეუყვარდება
_და მაინც ?
_ყველაფერი რაც ჩემთვის ლამაზი, კომფორტული ან სასიამოვნოა . მაგალითად კედები , ჯინსი , ჭრელი სარაფანი , ვაშლი , ბროწეული და კოწახური ანუ ბარბარისი _ ძალიან სერიოზული სახით საუბრობდა თითქოს ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა _კიდევ რა ... მთა მიყვარს ყველა ... მიყვარს ძაღლები და მიყვარს , მიყვარს ჩურჩხელა თხილით . კიდევ გიორგი მიყვარს
_ღმერთო ჩემო მე შენ ცხოვრება უნდა შეგაყვარო
_შენ? შენ თავად არ გიყვარს ცხოვრება და მე როგორ შემაყვარებ
_მოვიფიქრებ რამეს _ პლედი აიღო ეზოს გადახედა . მანქნებში სხდებოდნენ მისი ოჯახისწევრები და სახლს ტოვებდნენ_ოფიციალურად მარტო ვართ პატარავ, ეს დღე ჩაინიშნე _გაიცინა და მერე ანას გახედა. თმებს სიო ურევდა, მზის სხივები ენათებოდა და თვალები დაწვრილებული ჰქონდა. მოკლე, გამშჭვირვალე ხალათის ბოლოები ნელა ირხეოდნენ
_შეიძლება კაცი შეიშალოს
_რა?
_მე რა მიყვარს იცი?
_ცხენით ჯირითი, მანქანები , რბოლა , ვისკი , და არაჟანი ითვლება?
_ნწ ... მე და შენ ერთი და იგივე რამეები უნდა შეგვიყვარდეს პატარავ. ისე არაფერი გამოვა _ თვალებში უყურებდა, მერე ტუჩებზე გადაიტანა მზერა და აკოცა კიდეც. ჯერ ქვედა ტუჩზე შეეხო . უცნაურად ფაფუკი ტუჩები ჰქონდა , თარაშს უბრალოდ შეხება სურდა თავიდან ახლა კი ვნება შიგნიდან წვავდა . ხელებიც აამოძრავა , მაგრამ ბოლოს სიცარიელე შერჩა
_ქვემოთ ჩასვლის დროა
_სულ ასე უნდა დამტოვო ხოლმე?
_სააბაზანო გეცოდინება სადაც არის ... მე არ მიყვარს იმ კაცების კოცნა ვინც არ მომწონს
_და ვინც მოგწონს იმას რამდენჯერ აკოცე
_არ დამითვლია
_ანაა !
_მანდ დარჩენას აპირებ ?
_ოხ როგორ მომიშალა ნერვები _ თავზე გადაისვა ხელი და ქვემოთ ჩავიდა. ანა აღარ ჩანდა , სააბაზაბიდან ჩაცმული გამოვიდა და მშვიდად დაიძრა სამზარეულოსკენ.
............
სახლში შეაბიჯა თუ არა მაშინვე ვისკის ბოთლი იპოვნა. საძინებლისკენ ბარბაცით გაუყვა გზას. ფეხსაცმელი დერეფანში დატოვა , ბოთლიდან სვამდა და მიაბიჯებდა . ოთახში შესვლის შემდეგ საბანს წვდა და მთელი საწოლი იატაკზე გადმოიტანა. ბალიშები მოისროლა , ფეხებს ურტყავდა სანამ ბუმბულებით არ დაიფარა ყველაფერი. მერე სარკის წინ დალაგებულ ნივთებს მოუსვა ხელი და წამში გაისმა მსხვრევის ხმა. სკამიც ისროლა . გარდერობსაც მისწვდდა და მთელი ოთახი აურია. ფეხსაცმელები, კაბები, კაცის პიჯაკები , შარვლები ყველაფერი იატაკზე დაყარა
_ლიზა
_მოშორდი !
_გეყოფა !
_არ მეყოფა ... არ მეყოფააა არააა _დაუყვირა და მისი პერანგის დახევა დაიწყო_ვერ გიტან...ამათაც ვერ ვიტან ყოველ დილით რომ მხვდება აქ და ვერც ამათ _საათები ამოყარა და კედელს მიანარცხა _ შენი სუნია ყველგან და გული მერევა . სახლში რომ არ ხარ მაშინაც გულს მირევ ... რომ წაეთრევი მაშინაც მიფუჭებ განწყობას...ნეტავ იცოდე როგორ მეზიზღები, როგორ ვერ გიტან _ ისევ სვამდა წონასწორობა დაკარგული დგამდა ნაბიჯებს . წაბარბაცდა და კედელს მიეყრდნო _არარაობა ხარ და მეტი არაფერი ! მეზიზღები შენც და ისიც მეზიზღება . ვიღაც მათხოვარი შეირთო ცოლად ... ნამდვილი მათხოვარი , ბომჟი რომელიც ებრალება და მოუწყო ბედნიერი დღე . ისე ეფერებოდა და უღიმოდა თითქოს ძალიან უყვარს...საცოდავი ჰგონია რომ დამივიწყებს? ვერა , ვერ შეძლებს იმ მათხოვრით ვერ ჩამანაცვლებს . უფლებას არ მივცემ , კოშმარად ვექცევი ცხოვრებას გავუნადგურებ იმ საფრთხობელას
_გეყოფა_თქო ... გონს მოდი ! დაგივიწყა , ეზიზღები , ვერ გიტანს და უკვე ცოლიც ჰყავს . ის იქნება მის გვერდით , ისაა მისი ქალი
_ხელი გამიშვი...ნუ მეხები_მხრებიდან მოიშორა მისი ხელები და ხელი ჰკრა _ ყველაფერი შენი ბრალია... შენი ბრალია . ეშმაკმა დაგწყევლოს ...ყველაფერი შენ გამო ხდება , შენ მომიწყვე ეს ჯოჯოხეთი ახლა მისი ცოლი ვიქნებოდი მე ვიქნებიდი თარაშის ქალი...მე და სხვა არავინ . მე ვიქნებიდი მის გვერდით , სულ მის გვერდით ვიქნებიდი...ბედნიერი ვიქნებოდი სამ შვილს გავუჩენდი ან მეტს და ყველგან ის იქნებოდა . შენ, შენ რომ არ არსებობდე ბედნიერი ვიქნებოდი
_შეწყვიტე მასზე ოცნება ...შეწყვიტე ბოლოს და ბოლოს შეიგნე რომ აღარასდროს შემოგხედავს არც კი შეგაფურთხებს . ჰკიდიხარ, არ ადარდებ...ჩემ გარდა არავის უყვარხარ, ჩემსავით ვერავის ეყვარები
_არ მინდა...არ მინდა შენ სიყვარული. შენი ავადმყოფური სიყვარული . მეზიზღები , გულს მირევ _ მუშტები დაუშინა , ხელებს ურტყამდა ის კი უშედეგოდ ცდილობდა მის გაჩერებას
_ლიზა ... ლიზა გთხოვ გეყოფა
_მოკვდი გთხოვ...მოკვდი , მოკვდი ან მომეცი ნება რომ მოვკვდე და გავთავისუფლდე . რატომ მიშლი ხელს ...რატომ ხარ ასეთი ავადმყოფი ხომ იცი რომ არ მოგასვენებ ხომ იცი რომ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ _ ჩაიკეცა, მუხლებზე იდგა და მოთქვამდა. ისეთი განადგურებული იყო და მაინც იმდენად ლამაზი იყო მისი ჭაობისფერი თვალები ცრემლით დანამულ წამწამებს შორის რომ ანათებდნენ _გემუდარები შემეშვი , გამათავისუფლე , გამიშვი გთხოვ _ პერანგის საყელოში წვდა და თითებს უჭერდა_ვერ ავიტან ... ვერ ვიცოცხლებ . არ მინდა სუნთქვა იქ სადაც თარაში სხვა ქალთანაა
_შენ ჩემი ცოლი ხარ ... თუ მოკვდები იქაც წამოგყვები . არ გაგიშვებ ხომ იცი რომ უფლებას არ მოგცემ . ჩემთან ერთად დაიტანჯები ან ჩემთან ერთად იცხოვრებ _ მკლავები მოხვია თავზე ეფერებოდა, ის კი ისევ ტიროდა , იმეორებდა მომკალიო და მკერდზე ხელებს ურტყამდა, ნელა , მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა _ მოვკვდები , მე მოვკვდები , მაგრამ მას მაინც აღარ ეყვარები . მარტო დარჩები , სულ მარტო
_მეზიზღები ...მეზიზღები
_და მე ისევ იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შენ გეზიზღები _ იატაკზე იჯდა მასთან ერთად , მის არეულ თმაში ჰქონდა სახე ჩამალული და იმ რამდენიმე წუთს იყენებდა სანამ ქალი მოშორდებოდა ...

ძალა გამოეცალა , გაითიშა და ანდროს მკლავებში ჩავარდა. სახეზე უსვამდა თითებს მერე ტუჩებით ეხებოდა და თითებს არ უშვებდა
_მაპატიე ... მაპატიე ყველაფერი _ ხელში აიყვანა ბოლოს . მეორე საძინებელში დააწვინა , ცოტა ხნით უყურებდა შემდეგ ადგა და წავიდა . დატოვა სახლი სადაც ჩხუბის გარდა არასდროს არაფერი გაუკეთებიათ. იქ წესით მარტოს უნდა ეცხოვრათ და მხოლოდ მაშინ მიდიოდნენ ლიზასთან მორიგი კამათი რომ მოუვიდოდა.
სახლი დატოვა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. გზას არ უყურებდა, მიდიოდა და მხოლოდ მისი ხმა ესმოდა ყურებში, ხმა რომელიც სიკვდილს სთხოვდა. შემდეგ გაზის პედალს ფეხი მიაჭირა საჭეს ხელები აუშვა, ღვედი შეიხსნა , სავარძელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. მალევე გაიგო შეჯახების ხმა რომელსაც სიბნელე მოჰყვა ...


დილით თავის ტკივილმა გააღვიძა. უცნაური შეგრძნება ჰქონდა, იქ ყოფნა არ უნდოდა და მეორე სახლში წავიდა. შესვლისთანავე გაიგო კივილის ხმა , ლალი იყო და ისე შეჰკივლა მთელს სახლში ისმოდა ხმა. თავი უსკდებოდა, ისევ გათიშული იყო და დედამთილის ნერვები ნამდვილად არ ჰქონდა. კიბისკენ წავიდა , რამდენიმე საფეხური ჰქონდა ავლილი ქალი რომ გამოჩნდა მოსამსახურეს მოჰყავდა ნახევრად გათიშული და ლიზა რომ დაინახა წამსვე გააფთრდა
_შენ ? შენ ცოცხალი ხარ? შენ სად იყავი ...შენი ბრალია ყველაფერი შენი ბრალია . შენ დაღუპე ჩემი შვილი ...შენ დაუნგრიე ცხოვრება შენ გამო გაუბედურდა , შენ გამო ყველაფერი დაკარგა და ახლა სიცოცხლეც გინდა წაართვა ხომ? მოგკლავ ...ჩემი ხელით მოგკლავ ანდროს რამე რომ მოუვიდეს. ერთ წუთს არ ისუნთქებ ჩემი ბიჭი სუნთქვას თუ შეწყვეტს გეფიცები
_ლალი შემოტევა გაქვს? ანდრო არ მოვიდა და დილიდან წიოკობ? სადმე იქნება და მოვა დალიე მწვანე ჩაი ან გვირილის ან რამე დამამშვიდებელი
_დამცინი ხომ ? ნამდვილად დამცინი ის საავადმყოფოში მთელი ღამე სიკვდილს ებრძოდა ძლივს ამოიცნეს და დამირეკეს. შენ არც კი უპასუხე მობილურს. შენთან ჰქონია ბოლოს დარეკილი შენ ... შენ ნამდვილი ეშმაკი ხარ , მაგრამ გეფიცები გაგანადგურებ ანდრომ რომ დამტოვოს
_ალბათ რამე მოიტეხა...როგორც ყოველთვის რა დრამებს დგამ _ უცებ ჩაირბინა კიბე ლაპარაკობდა და თან კარისკენ მიდიოდა. ძიძას ეკითხებოდა საავადმყოფოს სახელს და ბოლოს მანქანისკენ გარბოდა _ დავიჯერო მართლა კვდები? სისულელეა არასდროს არაფერს მიჯერებ და მაინცადამაინც ეს დაიჯერე ? _საჭესთან იჯდა და სწრაფად მიდიოდა. საცობში მოხვდა მაგრამ მაინც არ გაჩერდა . საჭეს ხელებს ურტყამდა და მერე საავადმყოფოს დერეფანში გარბოდა. უკან ლალიც მიჰყვებოდა , მძღოლსაც სწრაფად უვლია , მაგრამ მაინც მიასწრო პალატამდე. ექიმი იმ წამს გამოდიოდა კარი ღია იყო და დაინახა უამრავ მილში ახლართული უგონოდ მყოფი ანდრო ნაკანი. ლალის კივილის ხმა ექიმის სიტყვების შემდეგ შუა დერეფანში გაშხლართული დედის სხეული და ძიძა რომელიც ქალს იჭერდა , მოთქვამდა და თავადაც კარგავდა ძალას.
თავი ისევ უსკდებოდა, ისევ არაფერი ესმოდა, ბგერები ირეოდა, გამოსახულება ბუნდოვანი ხდებოდა აპარატის ხმა გაიგო რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა ,ექიმები დაინახა , ანდროსთან შეცვივდნენ და შემდეგ ინსტიქტურად შებრუნდა უკან. ექიმებს შორის გაიარა, ანდროს მივარდა და გულზე დასცხო მუშტები
_არ მოკვდე...არ მოკვდე გესმის? არ მოკვდე თორემ განანებ ... არ მოკვდეეეე არ გაბედო , არ გაბედო ჩემი ამ ჯოჯოხეთში დატოვება და გაქცევა შენც ჩემთან ერთად უნდა დაიტანჯო... უფლებას არ მოგცემ , გაქცევის უფლებას არ მოგცემ გესმიის? _ კიოდა და თან ცრემლები სცვიოდა გაყინული ჰქონდა მზერა. ექთნები ძლივს აჩერებდნენ , ექიმები ანდროს გულის ამუშავებას ცდილობდნენ, აპარატი ისევ ხმაურობდა თმაარეული, თვალებდაწითლებული, სახეშეშლილი ახალგაზრდა ქალი კი ისევ უყვიროდა , მანამ ემუქრებოდა სანამ გულმა ისევ არ დაიწყო მუშაობა და მერე კედელთან ჩაიკეცა
_არ გაქვს უფლება... შენ მხოლოდ ჩემი ხელით მოკვდები მაშინ როცა მე გადავწყვეტ ...მაშინ როცა მე გადავწყვეტ _ ოთახიდან გავიდა. კედელს მიყვებოდა, არავის უსმენდა , არ ჩერდებოდა სანამ ყველასგან შორს კიბის ბოლო საფეხურზე არ დაჯდა , თავი მუხლებზე არ დაადო და აქვითინდა. პირზე ხელს იფარებდა და ისე ტიროდა არ იცოდა რატომ ტიროდა, ვის ტიროდა ანდროს თუ საკუთარ თავს, უხაროდა ცოცხალი რომ იყო თუ უნდოდა მომკვდარიყო. არაფერი იცოდა , ვერაფერს ხვდებოდა და მაინც ტიროდა მანამ სანამ ძალა არ გამოეცალა
^*
ერთ_ერთი კურსელის სახლის წინ, კაფეში იჯდა ფინჯანი ყავით ხელში და ქორწილის ემოციებით სავსე გოგონებს უსმენდა
_ლიკუნამ მოგვიყვა კიდევ რაღაცები ... აი უბრალოდ როგორ არ დაგვირეკე ან არ მოგვწერე. ქორწილიო რო გავიგე შოკი მქონდა
_იქ მობილური არ იჭერს და თან იმდენი რამ მოხდა ამ ერთ თვეში რომ გადავიწვი ...
_აუ აქ ხო იცხოვრებთ ? თუ ისევ სოფლიდან უნდა იარო ხოლმე
_არ ვიცი ჯერ , არ გვისაუბრია ამ თემაზე ჩამოსვლის პრობლემა ნამდვილად არ მექნება
_აი უძალიანესად სიმპათიურია თარაში
_ხო ნუ მაგ საკითხზე ყველანი ვთანხმდებით მაგრამ მე მაინც არ მომწონს შენი უეცარი გათხოვების ამბავი...რომ ამბობდი ვიღაც გადამეკიდაო შემთხვევით ეგ ხომ არ არის. ისეთი არანორნალური ხალხი შევნიშნე ქორწილში რომ არ გამიკვირდება _ მართა გოგონებს შორის ყველაზე სერიოზული და უხეშიც კი იყო . ცოტა ზედმეტად ფემინისტური აზროვნებაც კი ჰქონდა იმ გარემოსთვის სადაც ცხოვრობდა და მუდამ განსხვავებულ აზრს აფიქსირებდა
_კარგი რა სად თარაში და სად ძალადობა. ვერ ნახე რა მხიარული და საყვარელი ბიჭია? ისე რამდენი წლის არის?
_24 წლისაა და ის ნამდვილად არ დამდევდა.
_ანუ უგონოდ შეგიყვარდა ბოლო ორ თვეში ,როცა ჩვენ ვერ ვხვდებოდით და გათხოვებაც გადაწყვიტე?
_ვაიმეე ნეტავ მეც მთხოვოს ვინმე ეგეთმა ცოლობა და გავთხოვდები ჯანდაბას
_ლიკუნ შენ ისედაც მთელი გულით გინდა გათხოვება და მოწადინებულიც კი ხარ ძვირფასო_მართამ გაუღიმა და მშვიდად გადაიდო ფეხი ფეხზე
_სულად არ ვარ მოწადინებული ... ის ფაქტი რომ მე ბიჭები მომწონს და არ ვმალავ გრძნობებს არ ნიშნავს რომ გათხოვება მინდა. შენ კი ალბათ ქორწილი გარიგებით ან არ ვიცი როგორ გექნება და იმ ღამეს დაკარგავ ქალიშვილობასაც ...ნუ ხარ ასეთი ძველმოდური
_გეყოთ რაა _ მესამე , ნიაკო მუდამ ნეიტრალური იყო ყველაფერში და ყოველთვის _ ანიკოო მოგვიყევი რამე შენც
_ჟორდანიები იმ რაიონში , სადაც მე ვცხოვრობ გავლენიანი ხალხი არიან . მე კი მათი უფლისწულის ცოლი გავხდი. ვცხოვრობ მთის წვერზე ერთ ჩვეულებრივ, დიდ სახლში ჟორდანიების დიდ ოჯახთან ერთად და ვცდილობ მივეჩვიო მდიდარი და მრავლისშემძლე ქალის ცხოვრებას. გავიაზრო რომ ვარ ცოლი და მყავს ქმარი რომლის გონს მოყვანა მომიხდება , მორჯულებასთან ერთად . მოკლედ არ გეგონოთ რომ პრობლემები მელევა და გისურვებთ რომ თქვენ ჩემზე ბევრად მეტად გიყვარდეთ ის ვისაც ცოლად გაჰყვებით
_არ გიყვარს ხომ? ასეც ვიცოდი
_მართლა არ გიყვარს?
_თუ გიყვარს , მაგრამ ძალიანაც არა _ სამივემ ერთად უთხრა და ანას გაეცინა
_მე მისი ცოლი ვარ უკვე და ალბათ მიყვარს კიდეც , ვღელავ მასზე. მინდა კარგად იყოს, ვზრუნავ კიდეც და იმ ოჯახის წევრი მგონია უკვე თავი
_და მაინც ისე არ გიყვარს ჩვენ რომ წარმოვიდგენდით
_აბა რატომ გაყევი
_და მას უყვარხარ?
_რაღაც რომანტიულს ეძებთ ვიცი , მაგრამ მგონი ჯერ არაფერია. უბრალოდ შედარებით მშვიდად ვარ და ჩემი ძმაც დაბრუნდა. რომლის ზარსაც ველოდები მთელი დღეა ...
_აქაა? ქალაქშია და ჩვენ არ გაგვაცნობ?
_მეც თუ ვნახავ აუცილებლად გაგაცნობთ...
_მანაც იცის რომ არ გიყვარს და მშვიდადაა?
_ხო ისე გიორგი ისეთი ტიპი წარმომიდგენია რომ ახლა უცებ შემეშინდა თარაში არ მიეხრჩო სადმე
_კარგი რა მართა ... რა უნდა მიეხრჩო
_მისნაირი თავზეხელაღებული და იმპულსური ადამიანებისგან ყველაფერი მოსალოდნელია, თანაც ხომ იცით ანას ამბებზე ეკეტება და რომ გაიგებდა გათხოვდა თან მთელი თვე იმათთან ცხოვრობდა ქორწილამდე. თვითონ არაფერ იცოდა და საერთოდაც ... ქორწილამდე ს*ქსი მაგისთვის ალბათ დიდი დანაშაულია და დარწმუნებული ხარ რომ თარაში კარგადაა და სანამ შენ ჩვენთან ხარ არაფერი დამართა იმ ბიჭს? _ მართამ სწრაფად თქვა , თანაც სერიოზული სახით ცოტა ირონიით და ის იყო ყავის ფინჯანი ტუჩთან მიიტანა ზურგს უკან ხმა გაიგო
_ქორწინებამდე ს*ქსის წინააღმდეგი არ ვარ ძვირფასო, თუ ვერ მოითმენ აუცილებლად მოვიფიქრებ რაიმე სასიამოვნოს ექსკლუზიურად შენთვის _ დაიხრჩო მართა, ხველა აუტყდა სულ გაწითლდა და გოგონების სიცილზე საერთოდ გაგიჟდა. ანა რომ წამოდგა და მის ზურგს უკან მდგომს მოეხვია მიხვდა ვინც იყო ეს თავხედი. ფინჯანი ხმაურით დადგა და ფეხზე წამოდგა
_რა სითავხედეა ... შენ მე ვინ გგონივარ
_შენ მართა უნდა იყო საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით და ფიქრით რომ იმდენად ბრძენია უნახავად , გაცნობის გარეშე ხვდება ვინ როგორი ადამიანია . მართა, დაჯექი რატომ ადექი არ არის საჭირო ასეთი დახვედრა _ ირონიულად უღიმოდა, უცნაურად მკაცრი სახე ჰქონდა, წარბთან ახლოს პატარა შრამი , ოდნავ მოზრდილი წვერი , დაბალზე გადაპარსული თმა და მზერა , შავი თვალები რომელიც წყვდიადს მოგაგონებდათ.
მართას წელზე მიადო გაშლილი ხელისგული და გოგონებს მეორე ხელი გაუწოდა _ლიკუნა ხომ? ქორწილიდან მახსოვხართ
_დიახ ... გიორგი . მიხარია როგორც იქნა რომ გაგიცანი
_მეც მიხარია... და თქვენ
_მე ნია მქვია
_დიახ , მაპატიეთ დამავიწყდა კიდევ ქერა უნდა იყოს ერთი , მარიტა და ვიფიქრე არ ამერიოს_თქო
_მარიტა ქალაქიდან გავიდა და დღეს ვერ გაგაცნობ. რატომ არ მითხარი თუ მოხვიდოდი ... მე კიდევ შენს ზარს ველოდი _ ანამ მართა დაიხსნა და მზერით ანიშნა დამშვიდდიო
_ვიფიქრე სიურპრიზს გაგიკეთებდი პატარავ, ხელს თუ გიშლით წავალ. თანაც როდის გავიცნობდი შენს გოგონებს კიდევ ვინ იცის
_ეფექტური შემოსვლა კი გქონდა_მართამ მაინც არ მოისვენა
_ეფექტური დახვედრა უფრო იყო ...იმ თემას რაც შეეხება ნურაფერს დაელოდები, უბრალიდ ვიხუმრე . სწერვა ქალები არ მევასებიან , მითუმეტეს ჟღალები
_გული მატკინე , ალბათ დეპრესია დამეწყება მალე
_გიორგი , გთხოვ
_პატარავ , ზოგჯერ შენს მეგობრებსაც სთხოვე ნუ დამამცირებენ მაშინ როდესაც არ ვარ და პასუხს ვერ გავცემ
_უბრალოდ ვსაუბრობდით და ნუ აჭარბებ ... ქალაქში რჩები ხომ? ჩემთან რატომ არ მოხვედი
_სად შენთან , ჟორდანიების სახლში შენი ქორწილის პირველ ღამეს ? იმდენი ხანია წასული ვარ რომ დაგავიწყდი? აი შენი დაქალი უკეთ მიცნობს...ჰკითხე გეტყვის
_რა გამოცნობა უნდა ნამდვილი მამაკაცები სიძის, სიმამრის ან თავად ცოლის სახლშიც ვერ დარჩებით. მხოლოდ საკუთარი, ძმაკაცის ან მამის სახლში შეგიძლიათ მშვიდად ძილი არა?
_აი ხომ ვთქვი ... ანიკო ვინ გააბრაზა ასე შენი მართა .ვინ ჰყავს ჩემნაირი აზროვნებით მამა, ძმა , თუ ბიძაშვილი ჯანო
_ჯანოს იცნობ?
_აი ხედავ ? საერთო ნაცნობი გვყოლია ... წუხელ ისე შემოხვედი სახლში ვერავინ და ვერაფერი შეამჩნიე. თქვენც ასე ძალიან დათვერით გოგონებო?
_ჩვენ ... დავლიეთ კი, მაგრამ მოიცა რა გინდა თქვა რომ შენ იქ ... აი იმ სახლში იყავი წუხელ? ჯანელიძესთან და ის _ლიკუნა ამეტყველდა თან წამწამებს აფახუნებდა და ხელს სახესთან ინიავებდა
_მე წყალი მჭირდება და მიმტანი _ ნიამ სწრაფად თქვა და მიმტანი იხმო. მართა საერთოდ გაჩუმდა
_რა ხდება გიორგი? ჯანოს თუ იცნობდი რატომ არ ვიცოდი? კარგი რაა ერთი დღე მაინც მინდოდა მშვიდად გამეტარებინა და უბრალოდ მეჭორავა ჩვეულებრივი ახალგათხოვილი გოგოსავით
_კარგი რა პატარავ ... რაზე ბრაზდები? დამთხვევაა უბრალოდ. შენ ჩემს ყველა ძმაკაცს ვერ გაიცნობ ფიზიკურად . დიდხანს არც დავრჩები, გასასვლელი ვარ საქმე მაქვს . უბრალოდ დაგინახეთ და შემოვედი მერე მართას საუბარმა დამაინტერესა და ცოტა ხნით ჩამოვჯექი . ახლა კი დაგტოვებთ ... დაგირეკავ და მარტოს გნახავ მოგვიანებით_ ანას აკოცა. გოგონებსაც დაემშვიდობა და წავიდა. მართამ თვალები აატრიალა და სახეზე ხელები აიფარა
_რა მოხდა თქვით... რა ჩაიდინა . წავიდე მოვკლა? მითხარი რომ ჯანოსთან ერთად არ იკეთებდა და არ დაადექი
_უარესი
_რა უარესი გოგო
_წუხელ სახლში ხომ მივედი გამთენიისას. ჯერ ეზოში ვიყავი სახლში შესვლა დამეზარა. მერე სახლში შევედი შუქი არ ენთო და პირდაპირ წავედი საძინებლისკენ . გავიხადე დერეფანშივე , სიჩუმე იყო და ვიცოდი ყველას ეძინა . მერე ოთახიდან პიჟამა ავიღე და თმების დაშლა დავიწყე თან . სააბაზანოს კარი გავაღე და ვიღაც შიშველ კაცს ბანაობის დროს თუ რაც იყო შევუვარდი. სახე არ დამინახავს და ჯანოც არ იქნებოდა. ის სულ თავის აბაზანაში ნებივრობს ...ახლა მოვკვდები
_მე მოვკვდები იმდენი ხანია თავს ვიკავებ თუ არ გავიცინე აქვე მოვკვდები _ ლიკუნამ იხეთქა ჯერ მერე ნიაც აჰყვა . ანა კი თვალებამღვრეულ მართას უყურებდა და არ იციდა რა უნდა ეთქვა
_სახეზე რომ შეეხედა არც უფიქრია ...იდგა ყბაჩამოვარდნილი და მის საზარდულს არ აშორებდა თვალს . ხამი ნუუ
_ლიკუნა მოგკლავ !
_მე ? მე რა დავაშავე როგორც იყო ისე ვამბობ ... შთაბეჭდილებების ქვეშ იყო დილიდან . ტატუც კი ახსოვდა შენს ძმას რომელიც აქვს და სახე არა
_ჯანოს მოვკლავ ...რამდენჯერ ვუთხარი სახლში ვინმე რომ რჩება გამაფრთხილე_თქო მას შემდეგ ვეუბნები რაც ვიღაც გოგო დამხვდა ვიღაც სხვა ბიჭთან ერთად საძინებელში და მაინცადამაინც წუხელ არ მითხრა
_ასეთ ნერვიულობადაც არ ღირს მემგონი
_შენ გგონია დღევანდელის შემდეგ შენი ძმა ჭკუიდან არ შემშლის?
_ნუ წუხელ უსიტყვოდ, უმოძრაოდ შეგშალა და აწი რას იზამს წარმოდგენაც არ მინდა
_ნია შენც?
_კარგით რა გოგონებო, გეყოფათ . უბრალოდ დამთხვევა იყო ...უხერხული ,თანაც ორი , მაგრამ მე მოვაგვარებ გიორგისთან . თუ არაფერს ეტყვი ისიც არ გეტყვის და მორჩა
_ცუდად გამომივიდა , მართლა
_დაიკიდე ... გიორგი მართლა ეგეთი თავხედი არ არის. გოგონებთან რომლებიც ჩემთან მეგობრობენ მითუმეტეს. ყოველთვის მეგობრობდა ჩემს დაქალებთან
_არა ნუ მაინცადამაინც შენს ძმას რომ შეუვარდა რაღაც ნიშანი მგონია
_გეყოთ რაა...გამომიჭირეს და აღარ მომეშვებიან
_სად მიდიხარ... ფრთხილად იყავი აბაზანაში რომ შეხვიდე მაინც რა იცი რა ხდება
_ამათ მოვკლავ ზღვაზე ყოფნის დროს ჩავახრჩობ და გავუშვებ თურქეთისკენ
_ხო მართლა როდის მიდიხართ?
_ხვალ წავალთ სავარაუდოდ... სასტუმრო დავჯავშნეთ და გავეშურებით საყვარელ ზღვაში სანებივროდ...
_შენ როდის ბრუნდები სოფელში და დატოვებ ცივილიზაციას
_არ ვიცი... მეც ალბათ ხვალ ან ზეგ . ახლა წავალ, საღამოს მოგწერთ მისამართს და დაგელოდებით
_აუ ვინები იქნებიან იცი ?
_თარაშის მეგობრები ალბათ...ყველას იცნობთ თქვენ. თარაშმა ნორმალურად გავიცნობ გოგონებსო და თავად დაგპატიჟათ
_საყვარელიი ... ჩვენც დიდი სიამოვნებით შევისწავლით სიძეს როგორია
_საღამომდე

გოგონები დატოვა და ქუჩას ფეხით გაუყვა. გიორგის თავად დაურეკა და შემდეგ მის სანახავად წავიდა
_როგორ მოიქეცი გიორგი ? კარგად გაერთე?
_არ მიცნობს ტიპშა და ჩემზე ისე ლაპარაკობს რა პონტია?
_ჯანოს რომ იცნობ? სად გაიცანი
_აღარ მახსოვს...წლებია ვიცნობ და იმ სახლშიც ბევრჯერ დავრჩი ეგ გადმოცხოვრებულა ახლა თორემ მე გასაღებიც მაქ დაჟე
_მოკლედ სად გამოჩნდები არავინ იცის ღმერთის გარდა...
_მომენატრე პატარავ
_მეც და იმედია მეტყვი სად იყავი ან თარაშმა როგორ გიპოვნა
_მოსვენება დაკარგე ხომ? ცნობისმოყვარეობა გკლავს
_მაინტერესებს
_თარაში მაბნევს იცი? უცნაური ვინმეა ... ხან მგონია რომ უნდა წამოგიყვანო , ხანაც მგონია რომ უნდა დაგტოვო
_მე იქ ვარ, მასთან და შენ ტყუილად ფიქრობ ამდენს,დამიჯერე !
_რომ გაწყენინოს და გაუბეროს ხომ იცი რასაც ვუზამ
_არაფერს გააკეთებ , ჩემი ქმარია უკვე და მორჩა. შენ არ ამბობ ცოლ_ქმარს თუ ოჯახი აქვთ იქ თავად უნდა მოგვარდნენო?
_მერე თქვენ გაქვთ ოჯახი? პატივს გცემს და უყვარხარ ? იმ სიმაღლეზე გხედავს სადაც სინამდვილეში ხარ?
_სად იყავი
_ციხეში ...
_სად? რა ჩაიდინე
_გაუგებრობა იყო , ისედაც გამომიშვებდნენ ბიჭები ოთხ თვეში , მაგრამ თარაშის ადვოკატმა ყველაფერი დააჩქარა. მისი ვალიც მაქვს ახლა , საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა ჩემს თავისუფლებაში . შეხვედრაზე რომ მოვიდა , ციხეში აზრზე ვერ მოვედი რა უნდოდა , ან ვინ იყო . ყველაფერი მითხრა და ლამის შემომაკვდა . მერე დამპირდა ანაზე ვიზრუნებთო და წავიდა. თუ გამომიყვანდა ვაფშე არ ველოდი
_ციხეში იყავი მთელი ეს დრო?
_არა ... მანამდე საქმეები მქონდა
_ხო აშკარაა როგორი საქმეებიც გქონდა!
_ნუ მიბრაზდები ...
_ისევ ისე უნდა გააგრძელო?
_აბა რა გავაკეთო , მითხარი და გავაკეთებ. რა ვიცი, რა შემიძლია
_შენი მოთხოვნები რომ დაგიკმაყოფილოს ისეთს ვერაფერს გააკეთებ ... არავინ მოკლა და არ მოკვდე . სხვას არაფერს გთხოვ, აზრი აღარ აქვს უკვე. თარაშის ვალზე კი ნუ იფიქრებ
_დედოფლად დაჯექი უკვე ?
_დამსვეს და ადგომას არ ვაპირებ, ჯერ_ჯერობით მაინც.
_იმედია იმათ არ დაემსგავსები
_არ არიან ისეთები როგორიც ჩანს შორიდან ...
_ყველას აქვს თავისი ცოდვა და ერთი დიდი საიდუმლო პატარავ და თუ შენ ეს საიდუმლო იცი სიტუაციის მართვას ყოველთვის შეძლებ
_შევეშვათ ჟორდანიებს , გთხოვ
_როგორც გინდა
_საღამოს მოხვალ ჩემთან?
_არა
_რატომ
_შენი დაქალები , მისი ძმაკაცები და მე? არ მინდა ახლა ნერვები არ მაქვს
_ქალაქში დიდხანს რჩები?
_ვაპირებ და ვნახოთ თუ რაიმე არ შეიცვლება
_დარჩი ჩემს სახლში
_ის სახლი შენი არ არის და ნუ დაივიწყებ მაგას . შენია ის რასაც შენი შრომით დაგროვებული ფულით ყიდულობ
_ყოველ შემთხვევაში იმის უფლება მაქვს რომ ჩემმა ერთადერთმა ნათესავმა გამოიყენოს
_სიმართლე იცი რა არის? შენ ერთი მარტოხელა გოგო ხარ რომელიც ყველაფერს თავად აკეთებდა მაშინაც კი როცა ყველა ხელს უშლიდა , მათი თარაშისგან განსხავებით შენ ბრძოლა იცი . იმათ შენ სჭირდები და იმიტომ დაიკიდეს შენი ოჯახი თორემ რა გგონია ჩვენნაირებს დაუნათესავდებოდნენ მაგათი უფლისწული ტ*აკ*სკენ რომ არ მიდიოდეს ? დედოფლად იმიტომ გაქციეს რომ იმ ბებერ ტურას ეშინია მისი გვარი ჰაერი არ დარჩეს . შენ კი მაგათთვის ინკუბატორი ხარ და პლიუს მაგათი ბიჭი ნათელ გზას უნდა დაუბრუნო ... ვაფშე გიღირს ასეთ გაურკვეველ , განუსაზღვრელ ქაოსში თავით ჩავარდნა?
_გეყოფა რა გიორგი...
_სიმართლეს რომ ვამბობ შენც ხომ იცი...სიმართლე კიდე იცი რა არის ? თარაში ნაღმივითაა როდის და რის გამო იფეთქებს ვერ გაიგებს და მეშინია შენ არ შეგიწიროს მისმა ნაგროვებმა ბრაზმა და ტკივილმა . ზოგჯერ ისე შორს გაქვს შეტოპილი უკან დაბრუნება შეუძლებელია
_შენთვის ყველაფერი შესაძლებელია თუ უბრალოდ მოინდომებ. ხომ იცი შენს გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებს.
_საითკენ მიგყავს ახლა ლაპარაკი
_იქაც გქონდა წამალი?
_აღარ ვკაიფობ , გეფიცები . ჩაჯდომამდე შევეშვი ... ხომ დაგპირდი არა? მოსაწევი და მორჩა , აღარ იფიქრო მაგაზე ხო?
_მართლა თუ ჩემს დასამშვიდებლად ამბობ
_რა ვქნა ვენები გაჩვენო? _გაიცინა და პერანგის მკლავი აიკეცა_მეორეც ავიწიო თუ გჯერა
_მარტომ როგორ შეძელი
_მე მარტო არასდროს ვარ პატარავ
_ის ბიჭი ვინაა ფული რომ მომიტანა
_არ ვიცი რომელმა მოგიტანა
_რატომ არ ვიცნობ მე მაგ შენს მეგობრებს
_ჟორდანიების რძალს როგორ გავაცნობ ჩემს ხულიგან მეგობრებს
_ნუ დამცინი
_ფრთხილად იყავი და თავი არავის დააჩაგვრინო ... მე შენთან ვარ იცოდე და სულ ს*რზე დავიკიდებ მაგათ
_მშვიდად მინდა ვიყო ცხოვრებაში ერთხელ, ცოტა ხნით მაინც . მუდმივი არაფერია მაგრამ სანამ შევძლებ შევინარჩუნებ სტაბილურობას . შემდეგ ვნახოთ
_მაინც ვერ ვხვდები რა არ მომწონს მაგ შენს თარაშში ... ალბათ ძალიან ზედაპირული აზროვნება რომ აქვს და ბავშვივით გაბრაზება ეცოდინება ეგ . ვერ ვიტან ეგეთ ხალხს პრობლემა რომ რაღაც სიშტერე ჰგონიათ და ცხოვრების აზრზე არ არიან
_მართას გაუბრაზდი და შენ ხომ ზურგს უკან ლაპარაკობ
_მე თარაშსაც ვუთხარი შენნაირები არ მევასებიან და ჩემს დას რომ დაუშავო დედას გიტირებ_თქო ... ეგ მართა კიდე ძაან სწერვა გყავს
_მასთან უნდა იცხოვრო?
_იმ სახლში დავიძინებ ხოლმე ... რა იყო შენ რა ხდება გეშინია რო შემომაკვდება?
_საერთოდ არ მეცინება...ის არ დაგითმობს და სისულელის გამო ნუ მოუშლი ნერვებს
_მართას ნერვებისთვის რომ მოვიცლი სხვა საქმე და სადარდებელი აღარ მექნება
_დამპირდი რომ არ გამოიწვევ ... კარგად გიცნობ
_მაინც როგორ მიცნობ
_ჭკუას კარგავ ჟღალებზე ... ბავშვობიდან ისე უყურებ წითურებს როგორც არამიწიერ ქმნილებებს
_სამაგიეროდ საშინელი ხასიათი აქვს და ამ ეტაპზე ქალებთან მხოლოდ ს*ქსი მინდა , რაც მეეჭვება მაგან იცოდეს საერთოდ რა არის
_მაგიჟებ ასე რომ ლაპარაკობ
_შენ საკუთარ თავზე იდარდე. კაცს რომელსაც არ უყვარს ქალი ,დალშე მხოლოდ ეგ უნდა. მითუმეტეს თუ ლამაზია ეს უკანასკნელი, ბონუსად თუ შენნაირი მზერა ექნება ძალიან მეეჭვება დიდხანს გააჩერო
_თვეზე მეტია მასთან მძინავს და რა იცი რომ გავაჩერე. რომანტიკოსი რომ არ ვყოფილვარ არასდროს ხომ იცი...არც ზედმეტად სენტიმენტალური
_გეყოფა ახლა თორემ ცუდად გავხდები ხომ იცი მაგ თემის გარდა ყველაფერზე შემიძლია შენთან ლაპარაკი ...
_საიდან დაასკვენი... სახეზე მეტყობა თუ სიარულის მანერაზე
_რომ გაკოცა ისე შეკრთი პირველი იყო ანა და გაიგე ის რასაც გეუბნები. ისე ეგ ამბავი რთული მისახვედრი არ არის მითუმეტეს შენ იმდენი თვალი გაკვირდება
_ახლა თავი ამტკივდება ხომ იცი და გვეყოს პრობლემატურ საკითხებზე საუბარი. რაღაც საქმეზე რომ ფიქრობდი არ გინდა დაიწყო?
_ფულს შენ მომცემ?
_ტყუილადაა ჩემს ანგარიშზე... კაბები იყიდეო და იმ ფულით ორ სახლს იყიდი
_რომ გაქვს გაწუხებს? რა იცი რაში დაგჭირდეს თანაც რომ მოხსნი ანგარიშიდან გგონია არ გკითხავენ?
_ჯერ არა და დიდხანს თუ გავაგრძელებ ფლანგვას მერე მკითხავენ. რაც არ მოხდება
_და რა იცი მე რამდენჯერ დამჭირდება ფული...არ მიცნობ?
_მე გიცნობ ეს შენ არ იცნობ საკუთარ თავს
_ვიფიქრებ ...ვნახავ თუ დამჭირდება გამოგართმევ _სიგარეტს მოუკიდა . მერე საკუთარ თითებს დახედა და ცოტა ხნით ჩუმად იყო _ისინი როგორ არიან იცი?
_ფული მისცა ამირანმა ... ჩუმად და მშვიდად იქნებიან სანამ არ გამოელევათ და მერე არ ვიცი
_ღორები _ გადააფურთხა და თავზე ხელი გადაისვა _ ის სახლშია ნეტავ თუ თავის საყვარელთან მოტყდა
_წავიდოდა
_მარტო ხო არ იგულავებდა ... გულს მირევს
_შეეშვი ... ორივეს
_თვითონ არ შემეშვებიან ფული რომ გამოელევათ და ამირანი მოიშორებს , შენთან ვერ მოვლენ და მიპოვნიან
_უარი უთხარი
_იმედია გამომივა , მაგრამ მოკვდება ის. მეორე წავა ვინმეს გადაუშლის და მერე კუჭს ამოივსებს ... მგონია რომ ერთ დღეს დამახრჩობს მაგათი არსებობა
_ჩვენ ვერაფერს შევცვლით მათ ცხოვრებაში ... ამიტომ საკუთარს უნდა მივხედოთ. ერთმანეთი გვყავს
_ მხოლოდ მაგიტომ ვარ მადლიერი შენი თავი რომ მაჩუქეს... სხვა არაფრის გამო

...........
საღამოს დაბრუნდა სახლში . თარაში ბიჭებთან ერთად იყო . ყველას მიესალმა და მათ გვერდით დაჯდა . მალე გოგონებიც ესტუმრნენ და წინა დღის სასმელის დოზა გააორმაგეს
_ხვალ ვერსად წავალთ ჩვენ... მე დილით ვერ გავიღვიძებ _ ლიკუნა ბუტბუტებდა, ნიას მხარზე ედო თავი და თვალები დახუჭული ჰქონდა
_სად მიდიხართ ლიკუნ? _ მიშომ ლოყაზე უჩქმიტა და გაიცინა _ ასე უცებ რომ თვრები არ შეიძლება ტო
_ზღვაზე მივდივართ . თუმცა ვერ მივდივართ . დილით ადგომის და მერე საჭესთან ჯდომის ძალა ნამდვილად არ მექნება
_ჯავშანს გავაუქმებ ხვალ
_აუ ტოო არ გრცხვენიათ? ლევიკო აქ გყავართ აჭარის შვილი და სასტუმროში მიდიხართ? ჩემი სახლი გამოკეტილია მარტოდ მარტო ...ჩემებმა ბორჯომში წაიყვანეს ბავშვები და იქ სექტემბრამდე არავინ იქნება
_ბავშვები გყავს ლეო?
_ღმერთმა დამიფაროს... ფუი ეშმაკს . მე კი არა ჩემს ძმას ჰყავს ერთი კი არა სამი ... იმათ რომ ვუყურებ ბავშვის დანახვაც აღარ მინდება
_აუ არადა რა ჯიგარი ბავშვები არიან ის მესამე ხუჭუჭა ვაფშე სასწაულია ტო
_მოკლედ ჩემი სახლის მისამართს და გასაღებს მოგცემთ . რამდენ ხანსაც გინდათ დარჩით ოღონდ ბიჭები არ აყაროთ და მეზობლები არ გადამირიოთ
_აუ არაა სჯობს სასტუმროში წავიდეთ ... არ შეგაწუხებთ . უხერხულია
_მე და ანიკოც წამოვალთ ...

არ ელოდა , საერთოდ გვიან გაიაზრა რაზე საუბრობდნენ ფიქრებით სულ სხვაგან იყო .
ორი დღის შემდეგ ზღვის სანაპიროს მიუყვებოდა მაშინ როდესაც მგზავრობისგან გადაღლილები საძინებლებს აფარებდნენ თავს. ზღვაზე დასვენების ფუფუნება არ ჰქონია არასდროს და პირველად ხედავდა ამ თვალუწვდენელ სივრცეს. უცნაური შეგრძნება ჰქონდა, პატარა ბავშვსაც კი ჰგავდა რაღაც ახლის დანახვისას. ყველაზე მყუდრო ადგილი იპოვნა , ქვებზე დაჯდა და ისე უყურებდა ტალღებს
_ძლივს გიპოვნე ... ასე სახლის დატოვება თანაც უცხო ქალაქში არ შეიძლება
_ორიენტირების უნარი კარგად მაქვს განვითარებული...სხვა დროს არ ინერვიულო ხოლმე
_ცხელა
_ჩქარა იარე როგორც სჩანს
_მარტო ყოფნა გინდოდა და მე ხელი შეგიშალე...წავალ გავცურავ მაინც
_ხელს არ მიშლი , მაგრამ ცურვასაც ვერ დაგიშლი
_წამოხვალ?
_არ ვიცი რამდენად შევძლებ...ცურვა გიორგიმ მასწავლა სოფლის მდინარეზე რამდენიმე წლის წინათ და დიდი ნიჭით არ გამოვირჩეოდი
_აუცილებლად უნდა ვცადოთ
_არა , გთხოვ ... დღეს არა
_ანიკო ცუდ ხასიათზე ხარ?
_არა ...
_რაღაც ხდება , იქნებ გეწყინა შენთვის რომ არ მიკითხავს და სულ არ გინდოდა ხალხმრავლობაში დასვენება
_არა , პირიქით გამიხარდა
_აბა ?
_არაფერი მჭირს...უბრალოდ მგზავრობამ დამღალა
_გინდა აჭარულ ხაჭაპურზე დაგპატიჟებ
_ნწ , არ მინდა _ქვემოდან უყურებდა და მერე გაეღიმა_ ზღვა გიყვარს ხომ? აქ სხვანაირად გიბრწყინავს თვალები
_დიდი ხანია ბიჭებთან ერთად არსად ვყოფილვარ . მგონი შენ კი არ გახალისებ საკუთარ თავს ვირთობ
_ეგ უფრო კარგია ... ზოგჯერ საკუთარი თავის გაბედნიერებით უფრო ბევრ ადამიანს ვაბედნიერებთ . მიდი ერთი ვნახო როგორ ცურავ
_ანუ გინდა რომ მიყურო როგორ მივაპობ ტალღებს?
_დიახ , სურვილით ვიწვი
_ფრთხილად იყავი მართლა არ დაიწვა ერთ დღეს _ თითი დაუქნია მერე მაისური გაიხადა და ზაღვისკენ გაიქცა. ღრმად რომ შევიდა შემდეგ გადაეშვა და ნამდვილად არ იყო ცუდი სანახავი ტალღებს შორის მისი განიერი მხრების დანახვა. როგორ ამოძრავებდა მკლავებს წყალში და მერე როგორ ჩაყვინთა თანაც იმდენ ხანს რომ ანამ ვეღარ დაინახა და ინსტიქტურად ფეხზეც კი წამოდგა . მერე როგორც იქნა შენიშნა როგორ ამოვიდა წყლიდან დემონსტრაციულად და სანაპიროზე ამოსული სანამ შორტს ისწორებდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა ვიღაც ნაცნობი გოგონაც გადაეყარა ანამ სიცილი ვერ შეიკავა, ისევ დაჯდა და უყურებდა როგორ ესაუბრებოდა ვიღაც ნახევრად შიშველ ლამაზმანს წარბშეკრული თარაში. მთის კაცს ამსგავსებდა იმ დროს, მაგრამ გოგოს უცებ რომ გაუღიმა და წელზე ხელი შეახო ანას გამომეტყველება შეეცვალა. რაღაც მომენტში მიხვდა მის ეჭვიანობას რომ ცდილობდა , მისი კეტები და მაისური აიღო . ჩანთაში ჩაყარა , სათვალე მოირგო და ისე გაქრა იქედან ჟორდანიამ თვალიც ვერ მოჰკრა. ღიმილიანი მზერით რომ გახედა და ვეღარ დაინახა გოგო წამსვე მიატოვა და იქეთ გაიქცა სადაც ანა ეგულებოდა. ყველგან მიმოიხედა, მაგრამ არსად იყო. არც ანა და არც ფეხსაცმელი. კარგი უმაისურობას გადაიტანდა მაგრამ ფეხსაცმელი? ფეხები დაეწვა და მალე ხტუნავდა კი არ დადიოდა.
_ნახე რა გიყო რომ გიპოვნი... გაიძვრა გოგო . დასვენებას ჯოჯოხეთად გიქცევ. ომი გადაწვიტე ხომ? მე შენ გიჩვენებ ....სახლამდე მივიდე და
_ვის ემუქრევით ზევსო? _ გვერდით დაუდგა და მასთან ერთად განაგრძო სვლა
_დამიბრუნე
_რაიმე მაქვს თქვენი და არ ვიცი?
_ანა დამიბრუნე დამეწვა ფეხები
_ნაცნობს რომ ესაუბრებოდი ალბათ მაშინ მოგპარეს...საბრალოვ
_ანაა ეჭვიანობის დრო არ არის ახლა ...დამეწვა ფეხები
_რა საყვარელი ხარ რომ გგონია შენზე ვიეჭვიანე . ქალები არ ვეჭვიანობთ უბრალოდ არ გვინდა სხვა ქალებმა იფიქრონ რომ ჩვენ ქმრებს ვერ ვუვლით _ფეხსაცმელები დაუყარა, მაი მხარზე გადააფინა და წინ წავიდა.
თარაში დაეწია , მკლავში წვდა და თავისკენ შეაბრუნა
_სასჯელი ცელქობისთვის _ ტუჩებზე წაეტანა _ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მომწონს
_მე კი უფრო და უფრო ვერ ვიგებ რა შეიძლება მოგწონდეს ...ჩვეულებრივი კოცნაა . რა მნიშვნელობა აქვს ლოყაზე მაკოცებ, ყელში თუ ტუჩებზე და დამიწითლებ ისედაც წითელ ტუჩებს
_სერიოზულად ამბობ თუ მეღადავები პატარა ხარ, მაგრამ გარდატეხის ასაკიც არ გაგივლია? შენი ასაკი ხომ არ მომატყუეს
_გეყოფა !
_ანუ რას ამბობ რომ ჩემი კოცნა ემოციებს ვერ აღგიძრავს და ვერაფერს გრძნობ კოცნის დროს?
_არ ვარ რომანტიკოსი და მუცელში პეპლებს არ ველი. ვნებაც ვერ მიპყრობს რატომღაც ... ალბათ ჯერ შენ უნდა დაგიპყროს და მერე ცოტა მეც გადმომედება . არ მინდა ამ ამბავზე ფიქრი
_საოცარი ვინმე ხარ...ერთ დღეს გამაგიჟებ!
_მე ? რას ვამბობ ასეთს. შენ რამდენჯერაც ვინმეს კოცნი იმდენჯერ გული გიჩერდება? უნდა გიყვარდეს კოცნა რომ გონებას გირევდეს. ისე არ აქვს არაფერს მნიშვნელობა
_რაღაც სიმართლის მარცვალი მანდაც არის ...როცა საყვარელ ქალს კოცნი სულ სხვაა და როდესაც უბრალოდ ქალს სხვა , მაგრამ უემოციო კოცნა არასდროს მქონია . პირველიც კი მიუხდდავად იმისა რომ იმას კოცნაც არ ერქვა
_ახლა შენს კოცნებზე და შემდეგ ს*ქსზე უნდა ვისაუბროთ?
_არ ვაპირებდი , მაგრამ თუ მოგინდება პრობლემა არ მაქვს. არ ვარ კომპლექსიანი. ყველა თემაზე შემიძლია გესაუბრო
_კარგი, მაშინ მეც მოგიყვები პირველი ს*ქსის ემოციებს _ სახლში შესვლამდე ჩურჩულით უთხრა და შემდეგ სამზარეულოსკენ წავიდა. მაცივრიდან წვენი გამოიღო, ჭიქა გაავსო და სულმოუთქმელად დალია. შემდეგ რომ შებრუნდა თარაში დახვდა წინ ასვეტილი
_გაიწიე...ბოთლი დავდო უნდა
_რა თქვი წეხან?
_რა ვთქვი...ძალიან ცხელა აქ. უნდა გავჩერდე და სხეულის ტემპერატურა დავირეგულირო . ვიბანავებ სჯობს და შემდეგ დავწვები. საღამომდე გამოვიძინებ
_მოიცადე....სად
მაინც დაუსხლტა მშვიდად შეასრულა გეგმა და ისე დაიძინა თარაშს მოსვენება დაუკარგა.

საღამოს მთელი სახლი ახმაურდა . ყველა ოთახოდან ისმოდა საუბრის ხმა და ბოლოს დერეფნიდან. ოთახიდან არ გასულა სამაგიეროდ გოგონები დაადგნენ
_დიასახლისო არ გვავახშმებო ? ბიჭებმა
_რესტორანში წადით_თქო ვერ უთხარით?
_ვუთხარით მაგრამ კლუბში წასვლა სჯობსო რაღაც კარგი ადგილი ვიცითო და ცოტა ვჭამოთ წასვლამდეო. ჯერ რესტორანი მერე კლუბი რა პონტიაო და მართალიცაა...
_წამო რაა...მოგვეხმარე შენც და მერე გავიდეთ . გავერთოთ

ბიჭები ეზოში იყვნენ გამაგრებულები . რომ ივახშმეს შემდეგ ერთ საათიანი მომზადება დაიწყეს გოგონებმა. ანა ისე გაერთო მათი შემყურე რომ განწყობაც აუმაღლდა და დაღლილობაც დაავიწყდა.
ბოლოს გოგონებს მიჰყვებოდა გვერდით და ბიჭების შეძახილებზე იცინოდა. ბოლოს ხმამაღლა კისკისებდა და წარბშეკრულ თარაშს უყურებდა
_რაო მეუღლევ
_ასეთი გამომწვევიც არ უნდა იყო. ბეჭდიანი ხელი სახესთან ახლოს გქონდეს ყველამ რომ დაინახოს ან მკერდთან ...მანდ უფრო შეგხედავენ
_ეჭვიანი ქმრის ტყავში გადადიხარ ძვირფასო?
_უფრო ხისთავიანის და ვერ ვერევი ... ეს შარვალი შენს საჯდომს ნეტავ იცოდე რას უშვება
_რას უშვება... რამე სჭირს? _ უკან მიიხედა თითქოს საჯდომს აკვირდებოდა
_გეყოფა _ ხელი შიშველ წელზე მოხვია და მხარზე აკოცა _ გეყოფა ჩემს ნერვებზე დაკვრა
_ეს ღილი შეიკარი... არ მომწონს ასე მკერდმოღეღილი რომ დადიან ნარკობარონებივით...ოქროს ცეპი გინდა და ეგაა _ პერანგის ღილი შეუკრა და მერე ლოყაზე აკოცა _მე არაფერზე ვუკრავ, სმენა არ მაქვს
*^*^*
დილით თავის ტკივილმა გააღვიძა. თარაშს მის მკერდზე ედო თავი , ღრმად სუნთქავდა და ისე იყო შემოხვეული მთელს სხეულზე მისი მკლავებიდან თავის დახსნა გაუჭირდებოდა. თავზე დაიდო ხელი და თვალები დახუჭა. მერე როგორღაც საწოლიდან ადგა , ხალათი ჩაიცვა და გარეთ გავიდა. იმ დროს ყველას უნდა სძინებოდა, მინერალური უნდოდა ან რაიმე გაზიანი. პირი უშრებოდა და თავიც საშინლად სტკიოდა. თმები მაღლა შეიკრა და ის იყო სამზარეულოში შეაბიჯა კახი რომ დაინახა. მაგიდასთან იდგა და ყავის ფინჯანში კოვზს ამოძრავებდა. მზერა რომ გაუსწორა ბიჭმა წამით შედგა . შემდეგ მშვიდად განაგრძო გზა
_გამარჯობა კახი... როდის ჩამოხვედი? ამდენ ხანს მეძინა?
_უკვე 12 საათია...გოგონები გავიდნენ. მე და საბა ჩამოვედით ამ დილით , ადრე _სანამ ანამ მაცივრიდან ბოთლი გამოიღო და ჭიქა გაავსო მანამ თქვა _ თაფლობის თვეს მეგობრებთან ერთად ატარებთ? _ყავა მოსვა და ანამ ისევ რომ შეხედა ჩაიცინა
_მთელი თვე ერთად ვიყავით და კიდევ მარტოს მოგვიწევს ყოფნა ასე რომ დროს ვიყენებთ ... წუხელ ვერ დავიძინე და ნუ მიწყენ უნდა დაგტოვო _ კიდევ ერთი ბოთლი მინერალური აიღო და წავიდა.
ოთახში შესვლისთანავე კარს მიეყრდნო და ხალათი მოიშორა. ისე დაიძაბა თითქოს ცეცხლზე იჯდა და წვავდნენ. თარაშს ისევ ეძინა , მის გვერდით ვერ დაწვებოდი ისე იყო გაშხლართული. ცივი ბოთლი ბეჭზე დაადო და ისიც შეირხა
_გეყოფა ცელქობა
_გაიწიე
_ცუდი გოგო ხარ _ ხელი მოხვია და მკლავის ქვეშ მოიქცია. მერე წამოიწია და ზემოდან დააჩერდა _ როგორ გრძნობ თავს ?
_საშინლად... პირველი მასშტაბური ბახუსის დროს სამზარეულოში კახი დამხვდა ან მომეჩვენა
_კახი?
_დიახ... დალევ? შენთვისაა , მაგრამ მეც არ ვიტყოდი უარს _ ბოთლი მიაჩეჩა და მერე თავზე დაიდო ხელები _აი რატომ არ ვსვამ ბევრს , რა სიამოვნება იყო ასეთი
_შენ საერთოდ სიამოვნების აზრზე არ ხარ
_სხვანაირი შეხედულება მაქვს და ახლა რა გავაკეთო აქ კიდევ ვიღაც ჩამოვიდა. საბაო მგონი , აღარ მახსოვს ეგ რომელია
_ქერა , საშუალო სიმაღლის . პატარა აპრეხილი ცხვირით . ქორწილში უთხარი მგონი რა ლამაზი ცხვირი გაქვსო გადარიე ბიჭი
_გამახსენდა და მან იცის რომ მომიტაცეს და არ მიყვარხარ თუ უნდა ვითამაშოთ
_არ ითამაშო ... აღარასდროს
_თუ მხოლოდ ლიზასთან და ანდროსთან
_ეგ სახელები აღარასდროს ახსენო ჩემთან _ უცებ იფეთქა და ყელშე მოუჭირა თითები _ ნერვებს ნუ მომიშლი _ ხელი რომ გაუშვა იმ ადგილას აკოცა წამის წინ თითებს რომ უჭერდა , მერე მკერდზე გადავიდა . ცხვირის წვერი კანზე შეახო და სურნელი შეიგრძნო _ აი რა არის სიამოვნება ... თავი რომ გისკდება და სულ ერთი შეხებით გავიწყდება ყველა სხვა ტკივილიც
_ და რა გგონია მუქარის შემდეგ მოფერების საშუალებას მოგცემ და სიამოვნებას მოგანიჭებ?
_იცი მე შენი კანონიერი ქმარი ვარ და წარმოუდგენლად ბევრი უფლება მაქვს
_მე შენი ცოლი ვარ და წარმოუდგენლად ბევრი ინფორმაციის მიღების უფლება მაქვს და საჭიროებაც მოითხოვს შემდეგ გაურკვევლობა რომ არ მოხდეს_ თმაში შეუცურა თითები თავი ააწევინა და ნიკაპზეც მოუჭირა _ ყველაფერს რომ მომიყვები მერე შეიძლება გაკოცნინო კიდეც
_მე რომ სხვისი კოცნაც შემიძლია და სულერთია ჩემთვის ეგ იცი თუ ახლა უნდა გაიაზრო
_როგორც გინდა ისე მოიქეცი . მერე სხვებთან მოგიხდება ყოველთვის წასვლა მე თითსაც ვერ დამაკარებ და ვინ იცის იქნებ მეც გიღალატო მარტოსულობით გატანჯულმა _ საწოლიდან წამოდგა და ჩაცმა დაიწყო.
_როგორ მიწვევ ასეთი საუბრით ხომ ვერ წარმოიდგენ
_მე სანაპიროზე გავალ...გოგონებს ვიპოვნი . დილიდან კარგ ხასიათზე ვარ და თავის ტკივილიც გამიქრეს იქნებ
_ასე მოგიხდა დილით კახის ხილვა?
_მე პენუარით ის ყავის ჭიქით ხელში...კი , ალბათ იყო ამაში რაღაც ამაღელვებელი _ კართან იდგა და ისე საუბრობდა. შემდეგ ტუჩზე იკბინა და სიცილით დატოვა თვალებანთებულო ჟორდანია. დერეფანში მიდიოდა. ბიჭები ბოლოში იდგნენ აშკარად გასვლას აპირებდნენ. ხელი აუწია , გაუღიმა და მერე კივილი წასკდა თარაში რომ მივარდა თავისკენ შეაბრუნა და ტუჩებზე დააცხრა . თვალებგაფართოებული იდგა ხელები მის მხრებზე ჰქონდა მოხვეული
_დაუმშვიდობებლად წასვლა არ შეიძლება პატარავ_ტუჩებზე თითები გადაატარა და მერე ისევ აკოცა_ ყოველ გაწყვეტილ ნერვს ასე აღვიდგენ ...
_შენ ...
_უი ბიჭებიც აქ ყოფილან. თქვენც გადიხართ ტო?
_ჩვენ კი და მგონი სწრაფად წავიდეთ სჯობს ...
_არაა, თარაშმა უბრალოდ ცუდი სიზმარი ნახა და ბავშვივით სჭირდება დამშვიდება ... მეც მოვდივარ . ნიას მივწერე და ვიცი სადაც არიან _ ზურგი აქცია ჟორდანიას და ბიჭებისკენ დაიძრა _ საბა როგორ ხარ?
_არაჩვეულებრივად, შენც კარგად ხარ როგორც ვხედავ _ გაიცინა ქერამ და ლოყაზე აკოცა

რუჯს იღებდა და გოგონებს უსმენდა უცებ რომ დაიფანტნენ და შიშველ ზურგზე თითების შეხება იგრძნო. მკლავში რომ წვდა და გადაუტრიალა თარაში შერჩა ხელში
_სერიოზულად? რა არის კარატისტი ცოლი მყავს?
_ერთგული უფრო... მე რა ვიცოდი ვინ იყო. ზურგზეც ხომ არ მექნება თვალები... გადაგივლის ეგეთი ძალაც არ მაქვს _ ისევ დადო თავი ხელებზე და თვალები დახუჭა
_დაიწვები ... წამომყევი_ზურგზე გახსნილი თასმები შეუკრა და მერე სათვალეც მოაშორა _ ცურვას გასწავლი
_არ დავიწვები ...გაიარ გამოიარე იპოვნი კიდევ ვინმე ნაცნობს. ვჭორაობდით გოგონები სად გააქციე?
_ცურავენ ბიჭებთან ერთად...ხმა არ გესმის? შესანიშნავად ერთობიან შენ კი სულ შავი ხარ
_არ მოგწონს ჩემი ფერი? _ როგორც იქნა გადაბრუნდა და ისე დაჯდა რომ ძალიან ახლოს იყო
_ნუ მიწვევ !
_რომ დავიხრჩო მერე რას გააკეთებ...
_მეც გამოგყვები... მეორედ ამ წამების გამოვლა არ შემიძლია სად ვეძებო ახლა ახალი საცოლე ჟორდანიების მოსაწონი ქალი ...ამირანიც ცოდოა
_საზიზღარო ! _ სიცილი ვერ შეიკავა და როგორც იქნა გაჰყვა
_არ შეგეშინდეს...შორს არ შეგიყვან . ძალიან მოგეწონება , ცურვა დიდი განტვირთვაა დამიჯერე
_შენ რაც მოგწონს მე ის არაფერს მაგრძნობინებს ხოლმე
_ჯირითი შენც მოგწონს ... ცურვაც მოგეწონება დამიჯერე _ წინ წავიდა . ზღვაში იყვნენ უკვე. ანა ნელა მიდიოდა , წყალი სულ უფრო და უფრო მეტად ფარავდა მის გარუჯულ სხეულს .თითებითაც ეხებოდა და შემდეგ მთლიანად დაიფარა წყლით. ნელა ცურავდა უფრო ტივტივებდა და წყალს ეჩვეოდა. ტალღებს მიჰყვებოდა და აშკარად მოსწონდა. თარაშიც იქვე , მასთან ახლოს დაცურავდა
_გრძნობთ სიამოვნების ნაპერწკალს თუ ვერ
_მზე ასე რომ არ ანათებდეს სამუდამოდ აქ დავრჩებოდი
_მაგრამ ეგ ცურვა არ არის...სუნთქვის შეკვრამდე, კუნთების ატკიებამდე რომ ამოძრავებ ხელ_ფეხს აი ეგაა ყველაზე მაგარი შეგრძნება . ზოგჯერ გგონია რომ ამ უსასრულობის საზღვარს პოულობ
_შენი ემოციები საოცარი რამეა ქმარო ჩემო_ მკლავები მოხვია და ისე დაეყრდნო_ მე ამდენი ძალა არ მაქვს...როგორ უნდა მოდუნდე თუ მოვდუნდები ჩავიძირები და ზღვის ფსკერზე ბინის დადება ნამდვილად არ მსურს
_აშკარად არ ხარ შეჩვეული _ გაუღიმა და ყელში აკოცა _ გინდა დავბრუნდეთ? შენ ისევ არ გაგიარა თავის ტკივილმა
_ხო ოღონდ არ ვიცი აქედან ნაპირამდე როგორ მივალ... მგონია რომ ფეხები დამისივდა და ვეღარ ვამოძრავებ _თავი მის მხარზე ედო. ქვემოდან უყურებდა და ბუტბუტებდა
_ასე უცებ როგორ დაიღალე ... ხელი არ გამიშვა და მე გაგიყვან . ეგ არაა პრობლემა , მაგრამ ზღვა აშკარად ვერ მოქმედებს შენზე კარგად
როგორც კი ფეხის დადგმა შეძლო მაშინვე გაიქცა და მერე ნაპირზე დავარდა. ტალღები ფეხებს უფარავდა ,თარაში მის გვერდით დაეშვა და ზემოდან დახედა
_აბა?
_სახლში მინდა , მშია და იმათ ენერგია როგორ არ ეცლებათ. შეხედე როგორ დარბიან პატარა ბავშვებივით _ლიკუნაზე და ნიაზე ანიშნა. მართა ისევ წყალში იყო. მიშო გოგოებს ვიდეოს უღებდა და ხარხარებდა. საბა და კახი შეზლონგებზე იწვნენ და წვენს მიირთმევდნენ. ლევანი ვიღაც გოგონებს ესაუბრებოდა , მოკლედ ერთობოდნენ
*^*^*^*
საღამოს სუფრა ეზოში გაშალეს, საბა და სანდრო რაღაც სიმღერას მღეროდნენ ლევიკოს გიტარაზე უკრავდნენ რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოაჩნდა სახლში. ბიჭები დასცინოდნენ შენთან გიტარას რა უნდოდაო. ძირითადად ქართულად მღეროდნენ თუმცა გოგონებიც აიყოლიეს. ანამ ბოლო კერძი დაამატა სუფრას და თარაშის გვერდოთ დაჯდა
_შენ რატომ არ მღერი ?
_არც მაგდენი დამილევია _ გაიცინა და ღვინის ჭიქა მიაწოდა _ არ დალევ?
_მე აღარ ვსვამ , მორჩა
_პირველად მე დაგათვრე არა? საინტერესოა ... ხედავ ? ხომ ბევრი იცი და გინახავს , მაგრამ ჩემთან უფრო მეტს გაიგებ
_და კარგს არაფერს მასწავლი?
_ცუდი რა გასწავლე _ მის ყურთან ლაპარაკობდა სანამ ანა დანარჩენებს უყურებდა და იცინოდა
_გინდა დავლიო , მოვწიო, ცუდი გოგო გავხდე და შენს ნებაზე გაერთო ხომ? _მისკენ გაიხედა და გაუღიმა _ არ გამოვა ეგ ამბავი , კარგი გამოცდილება მაქვს
_არც მიფიქრია რომ ცუდი გოგო გაგხადო. ჭიქა ღვინო ვახშამს ძალიან უხდება
_მე ისეც მშვენივრად ვვახშმობ ... შეწყვიტე ჩემი სხვასთან მიმსგავსება _ უთხრა და შემდეგ გოგონებთან ერთად ცეკვა დაიწყო აწ უკვე ლეპტოპიდან გაჟღერებულ მელოდიაზე . თარაში კი ისევ იჯდა და უყურებდა. ყოველთვის იმას ეუბნებოდა რასაც თავად ვერ იაზრებდა ხოლმე და წამით თიშავდა საერთოდ
_ხომ გითხარი _ კახი მიუჯდა, სიგარეტს ეწეოდა და კვამლი გამოუშვა . მაღლა იყურებოდა , ცისკენ
_რა მითხარი კახუნა?_ გამოფხიზლდა, გამშრალი პირი ღვინით დაისველა
_მისი შეყვარება მარტივი იქნება_თქო
_მეც გითხარი სიყვარული სხვაა_თქო. შენ არ იცი ... ვერ გაიგებ , იმედია ოდესმე მიხვდები და შენი სიყვარულის ისტორია ბედნიერი იქნება დასაწყისიდან დასასრულამდე
_ეს შენ არ იცი რა არის ნამდვილი სიყვარული...
_და რა არის , რა გგონია
_როცა არ უნდა გიყვარდეს და მაინც გიყვარდება ეგ არის
_შენც ეგრე დაგევასა ? რომ არ უნდა მოგწონებოდა და მაინც მოგინდა _ ჩაიცინა და ჭიქა მაგიდაზე დადგა. კახის მზერაც შეეცვალა და გამომეტყველებაც
_არ მომწონს ასე რომ ლაპარაკობ ხომ იცი
_დიდი ხანია ასეთი ვარ...იმას ვამბობ და ვაკეთებ რაც მინდა. მიპასუხე რა გიტყდება მერე რა რომ ჩემი ცოლია
_არც კი იცი რას ამბობ
_მშვენივრად ვიცოდი და ახლა უკეთ ვიცი... გამორიცხულია იცნობდე, ხედავდე და არ გინდოდეს ისეთია . შენ ? შენ საერთოდ გიჟდებოდი ალბათ და ახლაც რომ უყურებ სუნთქვა გეკვრის ხომ?_ახლოს მიიწია , ირონიული ღიმილით უყურებდა და მერე ანას გახედა რაღაც ცეცხლოვან ესპანურ მელოდიას რომ აყოლებდა სხეულს . მისი მოკლე კაბის ბოლოები სულ უფრო მაღლა იწეოდა , ყვავილებიანი ნაჭერი თითქოს თეძოებზე ასკდებოდა, შიშველ მკერდს ისე შემოხვეოდა და უჭერდა მოგინდებოდა ნაფლეთებად გექცია და გაგეშიშვლებინა მისი ხორბილსფერი კანი
_თარაშ ნუ ცდილობ ჩემს გამოწვევას ...ხომ იცი ასე მარტივად ვერ წამომიკიდებ . მე და შენ ადრეც განვსხვავდებოდით და ახლა ხომ საერთოდ. ეს შენ უყურებ ეგრე ყველა ქალს რომელიც სულ მცირე ინტერესს მაინც იჩენს შენს მიმართ
_და ის იჩენდა ინტერესს? ანუ თქვენს ტრაგიკულ ისტორიაში ბოროტი მესამე მე ვარ ტო?
_გეყოფა !
_მე კი არა თქვენ გეყოფათ, ყველას ! დავიღალე უკვე , ყელში ამომივიდა ეს დედა მოტყ*ული ერთი ქალი არ დადის ქვეყანაზე მხოლოდ ჩემი რომ იყოს და სხვა არავისი? _ მაგიდაზე ისე დაახეთქა ჭიქა ძირს გადმოვარდა და დაიმსხვრა კიდეც. მერე წამოდგა და სკამსაც ფეხი ჰკრა
_ნუ სულელობ , ასე შეაშინებ ყველას
_ვის შევაშინებ... იმას ჩემი კი არა თვით ეშმაკისაც არ შეეშინდება
_ნუ მოიქცევი გიჟი ლოთივით და ნუ შეირცხვენ თავს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაინახე და შეირგე ის რაც გაქვს . გაქვს თითის გატოკების გარეშე და ერთხელ მაინც იფიქრე რა შეგიძლია შენ , რა შეუძლია მას და რას შეძლებთ ერთად. გეყოფა ერთი დღით ცხოვრება და მეორე დღეს ისე გაღვიძება თითქოს არაფერი მიგიქარავს. ახლა სისულელეს თუ ჩაიდენ ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება
_თქვა დიდმა კახიმ რომელსაც სულ ერთი ნაბიჯი სჭირდებოდა ჩემი ქალის ხელში ჩასაგდებად და არ გადადგა ეს ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ რომ მერე რთული გზა ელოდა წინ. შენ მთელს მომავალს რომ გეგმავ რა გააკეთე? შეიძლება ის დაკარგე და დამითმე რაც ყველაზე დიდი განძი იქნებოდა შენს ცხოვრებაში
_შეიძლება ხო, შეიძლება არა... ფაქტი ერთია რადგან არ გადავდგი ნაბიჯი ე.ი საკმარისად არ მინდოდა და შესაბამისად სალაპარაკოც აღარაფერია და ნუ გიყვარს წარსულში ჩარჩენა . ნუ გგონია რომ შენსავით არ შეუძლია ადამიანებს წინ სვლა
_შენ გგონია წინ მიდიხარ?
_მე არასდროს ვჩერდები წინ თუ არა გვერდით მაინც ვდგამ ნაბიჯს გზას ვიფართოვებ , შემოვუვლი და ისე წავალ წინ ... შენ უკან იხევ , სულ უფრო და უფრო უკან
_რა ხდება ... რა სჯა_ბაასი გაქვთ უჩვენოდ _ ბიჭები რომ მივიდნენ და დასხდნენ მაშინვე შეხედეს ფეხზე მდგომებს
_არაფერი ... მე გასვლა მინდა და თარაში ამბობს რომ ღამე სანაპირო საშიშია. ეშინია არ მომიტაცონ_ თვალი ჩაუკრა საბას და გაიცინა
_შენ ისეთი უკანა ხედი გაქვს შე ჩემა მესმის თარაშის შიში _ ახარხარდა ლევიკო
_შურით რო სკდება ტო ... წავედი მე თუ არ გავიარე სული მეხუთება . მალე მოვალ
სახლში რომ შევიდა თარაშიც უკან გაჰყვა. სამზარეულოში იყო და ნაყინს ჭიქებში ანაწილებდა
_რა გინდა თარაშ ? გეთქვა და გამოგიტანდი
_საიდან მიხვდი რომ მე ვიყავი
_მიყურებ და არ შემოხვედი ... სხვა არ იქნებოდა
_რატომ ამ სახლში ორს გვევასება მინიმუმ ეს _ უკნიდან აეკრო და საჯდომზე მიადო გაშლილი ხელისგული_ და მაქსიმუმ მთლიანად შენ
_რა მიკვირს ყველაზე მტად იცი? _ ნაყინით სავსე კოვზი ტუჩებშორის მოიქცია და მისკენ შებრუნდა. ხელი მოიშორა და მაგიდას მიეყრდნო. თარაში უკვე მის ტუჩებს უყურებდა წამის წინ რომ გაილოკა და ისევ განაგრძო ნაყინის დაგემოვნება _როგორ შეიძლება კაცს იმდენად არ უყვარდეს ტვინის რომელიღაც ერთი უჯრედის ამუშავება და იმის მიხვედრა რომ ტყუილად ხედავს მოჩვენებებს . ტყუილად ეშინია და ჰგონია რომ დაკარგავს იმას რაც ისედაც არაა მისი
_მეზარება ... იქნებ იმიტომ რომ ის ვიღაც ფიქრის და ტვინის ტყ*ნის გარეშეც მისია _ მიუახლოვდა, კიდევ უფრო შეამცირა მანძილი. ერთი ხელი ჩამოშლილ თმაში შეუცურა , ცერი ქვედა ტუჩზე გადაატარა . მეორე ყელზე და შემდეგ ზურგზე გადაიტანა . ღრმად სუნთქავდა , მის ტუჩებს ვერ აშორებდა მზერას და ისე იყო დაჭიმული თითქოს ნაღმზე იდგა
_თარაშ !
_ჩშშ ... თვალები დახუჭე
_უნდა წავიდე მელოდებიან და შემოვლენ
_დახუჭე თვალები _ ტუჩის კუთხეში აკოცა , თითები ქვემოთ ჩაასრიალა , კაბის ბოლომდე მიაღწია როდესაც ტუჩები მის ტუჩებს შეახო. თვალები დაეხუჭა ანას. ტუჩები მისი ტუჩების მოძრაობას ააყოლა. თითები მის მკლავზე მოათავსა და მაგიდის ზედაპირზე შემომჯდარი ცდილობდა გაეკონტროლებინა თავს დატეხილი ემოციები. მსუბუქი კვნესა დაურთო თარაშის ტუჩებს ყელზე , თითებს კაბის ქვეშ და ფეხები ინსტიქტურად მოხვია სხეულზე
_თარაშ არ ...
_ხვდები სიამოვნება სადაა პატარავ? _ მის ყელზე დააცოცებდა ტუჩებს , შემდეგ ლავიწებს შორის აკოცა და თითებიც მოაშორა. ნაბიჯების ხმა გაიგო და ანაც ჩამოსვა მაგიდიდან . მასზე ადრე მოეგო გონს , ნაყინი აიღო და ტუჩებთან მიუტანა ზუსტად იმ დროს ოთახში ლიკუნა და მართა რომ შევიდნენ
_ან მოგეხმაროთ?
_უუპს უკვე მისულა დამხმარე ძალა ...
_მოიცადეთ მე უკვე გავდიოდი... ჩემი წილი ნაყინი დავაგემოვნე . ახლა თქვენთვის დამითმია _ გაიცინა , გოგონებს თვალი ჩაუკრა ანას მოშორდა და წავიდა
_ისეთი სახე გაქვს მგონი ხელი შეგიშალეთ
_არა...არ შეგიშლიათ _ ნაყინის ჭამა განაგრძო სკამზე ჩამოჯდა და ფეხები მჭიდროდ გადააჯვარედინა . ცივი იმდენად ესიამოვნა თითქოს ჩამოდნა ნაყინთან ერთად_ასე ნუ მიყურებთ
_ნაყინს წავიღებთ ჩვენ ... შენ დარჩი ცოტა ხანს ან რა ვიცი სააბაზანოში გადაინაცვლე _ მართამ გაიცინა და უცებ გაიქცა იქედან.
_სიგიჟეა... არ შეიძლება . ასე არ უნდა...ჯანდაბა ! _ მაგიდაზე ჩამოსდო თავი და ტუჩები დაბრიცა_რა სულელი ვარ , ასე ყველაფერი აირევა

გარეთ ცოტა ხნით გავიდა და შემდეგ პირველი ავიდა საძინებელში. სასწრაფოდ მოემზადა , თავის მხარეს დაწვა და თვალები დახუჭა. თარაშიც მალევე მიუწვა გვერდით, ზურგიდან მოეხვია და თავი მის გაშლილ თმაზე დადი
_შენი გულისცემის ხმა აქაც ისმის...ვიცი რომ არ გძინავს _პასუხად დუმილი რომ მიიღო გაეცინა_მაგრამ მაინც, დასაწყისისთვის კმარა. ზედმეტი სიამოვნებაც კი მავნებელია ერთბაშად და დიდი დოზით
_საკუთარ თავს უფრთხილდები ალბათ _ჩუმადვე უპასუხა და ტუჩზე იკბინა ზედმეტი რომ არ ეთქვა. იგძნო როგორ გაეღიმა თარაშს
_ხო , მხოლოდ საკუთარ თავს _ ხერხემლის დასაწყისში, გამოკვეთილ მალაზე მიაწება ტუჩები და თვალები დახუჭა_ დაიძინე , გაგრძელება ერთად ვნახოთ სიზმრად

სიზმარი საერთოდ არ უნახავს თავად. იმდენად იყო არეული თვალი ვერ მოხუჭა , საერთოდ ვერ მოდუნდა სანამ ოთახიდან არ გავიდა . გამთენიისას დაბრუნდა საძინებელში , გაყინული იყო და ანას გვერდით რომ დაწვა ინსტიქტურად მოეკრო გოგო. გონს ვერ მოვიდა, მაგრამ მაინც მოხვია მკლავები და გაათბო ჟორდანიას სხეული . ტემპერატურა ზომაზე მეტადაც კი აუმაღლა. გარეთ წვიმდა იმ დღეს, მთელი დღე არ გაფანტულან ღრუბლები . სახლში კი სიმშვიდე იყო . ყველა სადღაც დადიოდა , ზოგსაც უბრალოდ ეძინა ან ფილმს უყურებდა. კახი და საბა დილითვე წავიდნენ. თარაში ჩუმად იჯდა ფანჯარასთან და ეწეოდა . ანა ლიკუნასთან იყო და ფილმს უყურებდა რომ ჩაეძინა.
_ლიკუნ ანა შენთანაა?
_ხო ... ჩაეძინა და დავტოვე . აღარ ვიხმაურე
_სძინავს? სულ როგორ იძინებს ფილმის დასასრულამდე ვგიჟდები. იავნანასავითაა მაგისთვის კინო _ გაიცინა და თითქოს ხასიათი გამოუსწორდა. კარი რომ გააღო და ანა დაინახა ღრუბლებიც გაიფანტნენ თითქოს. ფრთხილად აიყვანა, შუბლზე აკოცა და თავის საწოლში ჩააწვინა. მერე გვერდით მიუწვა და სულ მალე თავადაც შესძლო მშვიდად დაძინება.
წვიმის წვეთების ხმა სახურავზე დაცემისას იავნანას ჰგავდა .
სიზმრად ლიზა ნახა სკამზე იჯდა , ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და სიგარეტს ეწეოდა. შეუდარებელი იყო ! უყურებდა ისე როგორც ეშმაკი და სიგარეტის კვამლში ეხვეოდა. შემდეგ მისკენ დაიძრა , ის იყო უნდა შეხებოდა რომ გაიცინა და უეცრად გამოჩენილ ანდროს მოეხვია , შემდეგ ხელი ჩაკიდა და წავიდა. თვალები უცებ გაახილა და სწრაფად წამოიწია. საწოლში მარტო იყო, ანა არსად ჩანდა . მალევე ჩავიდა ქვემოთ , ისევ ღრუბლიანი ამინდი იყო , მაგრამ აღარ წვიმდა. ყველანი მისაღებში იყვნენ ანას გარდა. რომ მიესალმა და ყავის ფინჯანი აიღო შემდეგ მაქსიმალურად მშვიდად და უემოციოდ მოიკითხა ცოლი, რომელიც არავინ იცოდა სად იყო.
ცოტა ხანს უსმენდა მათ საუბარს შემდეგ სულ კარისკენ იყურებოდა
_დავიტანჯე შე ჩემა ... ადექი და მოძებნე. სანაპიროზეა ალბათ
_სიცივეა გარეთ
_მაგრამ მამენტ სასიამოვნოა ... თან ლამაზია უცნაურად ლამაზია ამ დროს ზღვა

წავიდა ...
დიდხანს დადიოდა ნაცნობ ადგილებში , მაგრამ ანა ვერსად დაინახა. ბოლოს ზღვასთან ახლოს მჯდომი დაინახა . ფეხები მკერდზე ჰქონდა მიკრული, თავი დაეხარა და ისე უყურებდა ზღვას. ტალღები მის ტერფებამდე აღწევდა და ალბათ სულ გაყინული იყო. სწრაფად დაფარა მანძილი და როგორც კი დარწმუნდა რომ ანა იყო მაშინვე ხელი მოხვია და უკან გამოსწია
_აქ რას აკეთებ ...გინდა გაიყინო?
_გიორგის ისევ ვერ ვუკავშირდები ... ვიცი რაღაც დაემართა . ვგრძნობ
_იქნებ არ სცალია ან სძინავს ... ან ნომერი შეცვალა . შენ თავი უნდა გაიყინო?
_სულერთია _თარაშის ხელი მოიშორა , ფეხსაცმელი ჩაიცვა და მარტო წავიდა.
_მე გავარკვევ სადაც არის ... დამშვიდდი
_არ მინდა დამშვიდება ... გიორგის ნახვა და მისი ხმის გაგონება მინდა.
წვიმის წვრილი წვეთები თითქმის შეუმჩნევლად ცვიოდა ციდან და კანს უსველებდა ჟორდანიას ქალს. თარაშმა სიტყვაც აღარ უთხრა , სახლში რომ შევიდნენ პირდაპირ საძინებლისკენ წავიდნენ. ანა უკვე სხვასთან რეკავდა და მანაც რომ არ უპასუხა ტელეფონი მოისროლა
_რაღაც სჭირს...ვიცი ვერ მოისვენებდა და ისევ შარში გაეხვა. გავგიჟდები , ჭკუიდან გადავალ თუ ისევ ციხეში მოხვდება _ თითები თმაში შეიცურა და ღრმად ჩაისუნთქა. სასოწარკვეთილი იყო და გრძნობებს ვერ აკონტროლებდა
_კარგად იქნება ... ციხეში თუა გამოვიყვან . იქნებ სადმე წავიდა დალია და მობილური საერთოდ არ ახსოვს _ მისი გაყინული თითები ხელებში მოიქცია და რამდენჯერმე აკოცა _ სულ გაიყინე ... მიდი ცხელი წყალი გადაივლე, გათბი და მე ვიპოვნი გიორგის.
_როგორ იპოვნი...მაგას თუ უნდა ეშმაკიც ვერ იპოვნის
_მე ვიპოვნი_თქო . მიდი გათბი თორემ მე დაგსვავ იცოდე წყლის ქვეშ
_თარაშ
_დამიჯერე გთხოვ ... _ ნიკაპზე მოუჭირა თითები და მერე გაყინულ ტუჩებზე შეეხო _ სულ გაყინულხარ ...
_თარაშ ხომ არ დამიმალავ თუ რამე ცუდს გეტყვიან?
_ყველაფეს გეტყვი , გპირდები
ანა რომ გავიდა ტელეფონი აიღო და იმ ნომერზე დარეკა რომელიც ადრე გაიგო. იმ ადამიანთან ვინც გიორგის ყველაზე ახლო მეგობარი იყო და აუცილებლად ეცოდინებოდა რაიმე მის შესახებ
_გისმენთ
_გამარჯობა ნიკუშა ... მე თარაში ვარ
_თარაშ რამ შეგაწუხა ?
_გიორგითან საუბარი მინდა და ხომ ვერ მეტყვი სად არის ან როგორ დავუკავშირდე?
_რა ხდება ... ანა ხომ კარგადაა
_ანა კარგად არის , მაგრამ გიორგიზე ღელავს . არ პასუხობს ჩემს ზარებს და ვგრძნობ რაღაც შეემთხვაო . მითხარი რა თუ რამე ხდება
_არაფერი ... ტელეფონი დაემსხვრა გუშინ და ჯერ არ უყიდია ახალი. უთხარი დაგირეკავს დღეს_თქო
_კარგადაა ხო?
_როგორც ყოველთვის
_მადლობა ნიკუშ
პასუხი აღარ მიუღია . მობილური გათიშა და სველი მაისური მოიშორა. კართან დაჯდა და ეწეოდა ანა რომ გამოვიდა. ტანსაცმელი დავიწყნია და მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა მოხვეული
_გაიგე რამე?
_კარგადაა და დღეს დაგირეკავს... მობილური გაუტეხავს და ახალი ჯერ არ უყიდია. ხომ გეუბნებოდი შენ კი არ მიჯერებდი
_ალბათ იჩხუბა და სადღაც მიაფშვნა ტელეფონიც . მართლა დამირეკავს?
_ხო ...
_მადლობა _ მოეხვია და პირველად აკოცა თავისი ინიციატივით. მერე გაქვავებული ჟორდანია დატოვა და კარადისკენ წავიდა.
_ასე არ შეიძლება ... მოდიხარ ამ ფორმაში ერთს მკოცნი და მირბიხარ. მიტოვებ შენს სურნელს და არეულ გრძნობებს , წამებაა
_თარაშ გეყოფა ნუ მიყურებ ასე მგონია რომ უნდა მომვარდე და გამაშიშვლო
_მოვარდნა სულაც არ სჭირდება შენს გაშიშვლებას ერთად ერთი მარტივი მოძრაობა და ჯანდაბა , შენ მე ასე შემშლი
_პატარა ბიჭივით ნუ იქცევი
_არადა დიდი ხანია აღარ ვარ პატარა პატარავ _ ყელში აკოცა და მერე ბეჭზე გადავიდა _ არა , ნამდვილად გამაგიჟებ
ანა მაინც გაექცა. შემდეგ ქვემოთ ჩავიდნენ გოგონებთან იყო, მაგრამ მაინც ტელეფონს დაჰყურებდა და ზარს ელოდა
_გიორგის ზარს თუ ელოდები ალბათ ჯერ ვერ დაგირეკავს. ჩემი იდიოტი ბიძაშვილი საავადმყოფოში ჰყავდა წუხელ და სძინავს ალბათ _მართამ უთხრა
_რა სჭირს ჯანოს
_ხელი მოუტეხავს ... დაეცა ალბათ , ან იჩხუბეს სადმე და ეს მაგრადაა ნაცემი . მოკლედ გუშინ გიორგი გაჰყოლია კლინიკაში
_მე კიდე ჯანოს ვურეკავდი...როგორ მიპასუხებდა. გათიშულებს სძინავთ ალბათ . ოდესმე თუ მორჩება ეს ყველაფერი , დავიღალე
_რაღაც მეეჭვება მაგათ ჭკუა ისწავლონ. ყოველთვის შარში ეხვევა ჯანო და შენს ძმაზე ვერაფერს გეტყვი .
_მე და ნიაკო კი ვართ მშვიდად ძმა ჩვენ არ გვყავს და ნათესავები პატარები არიან ყველანი... თქვენ კიდე რა განერვიულებთ. რით ვერ მიეჩვიეთ მაგათთვის ჩხუბი ისეა როგორც მოჭიდავისთვის , მებრძოლივით. ჰაერივით სჭირდებათ და მაგით სიამოვნებას იღებენ
_სამაგიეროდ მე არ ვიღებ სიამოვნებას ჯანოს ჭრილობების დამუშავების დროს
_ხო შენ და სისხლს ერთად დიდხანს ყოფნა არ შეგიძლიათ _ ლიკუნამ გაიცინა და მერე კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყო კისკისი_აუ ნიაკო გახსოვს თითი რომ გაიჭერი ეს რო შემოვიდა და აყირავდა?
_ძალიან ბევრი სისხლი იყო
_ღმერთმა არ ქნას პირველ ღამესაც იყოს სისხლი თორემ ხელში რომ ჩააკვდები უცნობ მამრს ვეჭვობ მეტჯერ აღარც მოგეკარება
_ლიკუნა ნუ ხარ ტუტუცი გოგო
_ანუ შენ ნუ ღელავ ოღონდ ვეღირსო და არაფერი მომივაო
_ლიკუნაა
_ან ისეთი ვინმე უნდა შეარჩიოს რომ არ შეშინდეს . ვინმე მამაცი, შეუპოვარი _ნიაც აჰყვა და მართა სულ გააგიჟეს
_არა რაა თქვენ ასაკის მატება არაფერს გშველით
_ჩვენ ჯერ კიდევ პატარები ვართ მართუშ
_მოიცა ჯანო მირეკავს ... _ გოგონები გააჩუმა და ისე უპასუხა _ რაო ბატონო ჩემო გუშინ ძვალ_რბილი გაგიერთიანეს და აქამდე ვერ მოხვედი გონს? ის მეორე თუ შენთანაა უთხარი დაურეკოს ანას თორემ ნერვიულობს
_ის მეორე გელაპარაკება მართა და იქნებ ამოისუნთქო ... მიეცი მობილური ანას _გიორგის ხმა რომ გაიგონა უცებ გასწორდა წელში და ისე დახედა მობილურს თითქოს იქ დაინახავდა _გესმის თუ ჩემი ხმის გაგონებისას გონებას კარგავ
_გიორგია ... _ ანას მიაწოდა მობილური მკერდთან გადაიჯვარედინა ხელები_ იდიოტი ... ანას ნომერი არ ჰქონდა ნეტავ? ჩემთან არ დაერეკა
_მაინც როგორი ბოხი ხმა აქვს...ჟრუანტელი მივლის და სადღაც ფეხებს შორის ერთიანდება _ჩუმად უთხრა და ბარძაყზე გადაატარა თითები
_ნია მომაშორე ეს თორემ მოვკლავ
_ხომ ასეა ... აღიარე მაინც
_შეწყვიტე !

ანა ამ დროს ოთახის მეორე ბოლოში იდგა და გიორგის ისე ესაუბრებოდა მის თითოეულ სიტყვას აკვირდებოდა
_შენც ნაცემი ხარ ხომ?
_ბოლოს როდის მნახე ნაცემი გახსოვს?
_არა...ალბათ იმიტომ რომ არასდროს იყავი სახლში და ნაცემსაც სხვა ვინმე გივლიდა
_არა ძვირფასო მე რომ მომერიოს ეგეთი კაცი ჯერ არ გამოჩენილა
_თავდაჯერებულო იდიოტო
_მიყვარხარ
_მე უფრო
_როგორ დროს ატარებ ზღვაზე? მოგეწონა სანაპიროზე სეირნობა? მგონი ახლა ცუდი ამინდებია
_ხო , წვიმს და მგონი კიდევ დიდხანს არ იქნება კარგი ამინდები, მაგრამ ძალიან მომწონს
_მობილურს რომ ვიყიდი დაგირეკავ... არ ინერვიულო
_კარგი , ჯანო მოიკითხე და უთხარი მართა კიდევ ერთ კვირას დარჩება აქ
_დაბრუნებას არ აპირებს? ვაფშე ვის სახლში ხართ ... ვინები არიან მანდ
_ლევიკოს სახლში ვართ იცნობ? კიდევ მიშოა და სანდრო ... გიორგი რა მნიშვნელობა აქვს შენთვის?
_მნიშვნელობა ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს... წავედი ამდენი ლაპარაკის დრო არ მაქვს ეს ჩემისა მოსავლელი გამიხდა თან რა ჭირვეულია ნეტავ იცოდე
_მიდი, გკოცნი
როგორც იქნა ამოისუნთქა . უკან რომ გაიხედა თარაში უყურებდა
_გიორგი იყო... კარგად ყოფილა _ უცებ მივიდა ლოყაზე ხმაურით აკოცა და მერე გოგონებთან დაბრუნდა
*^*^*^
დერეფანში მშვიდად მიაბიჯებდა. ვერავინ იფიქრებდა პალატაში მისი ქმარი თუ იწვა . კარი გააღო და პირდაპირ შევიდა. სავარძელში დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და მზერა გაუსწორა
_კვდები და თან არ კვდები
_მაგდებ და თან არ მიშვებ
_სიკვდილიც კი არ გამოგდის
_ექიმების ბრალია
_გეცადა ისევ
_გადამინდა შენი გახარება
_სახლში როდის გიშვებენ
_მოგენატრე?
_წასვლა მინდა დასასვენებლად და მაინტერესებს როდის გავემგზავრო შენი რეაბილიტაციის პროცესს რომ არ ვუყურო
_აქამდე რას ელოდი ყოველ დღე რომ მოდიოდი წასულიყავი ზღვის სანაპიროზე
_მეგონა მკვდარი დამხვდებოდი, ვემზადებოდი ექიმი რომ მეტყოდა ვწუხვარო როგორ მომეჩვენებინა თავი, კაბაც შევარჩიე შენი დაკრძალვისთვის და ფეხსაცმელიც
_მაინც რომელი
_ახალი ვიყიდე... სულ ტყუილად
_ხვალ მაჩვენე მაინც გაუნძრევლად მიწევს წოლა სანამ ნეკნებს არ ეშველება
_ისედაც სულ წევხარ ან მარტო ან ვინმე სხვასთან , უჩვეულო არაფერი იქნება
_ლალი სად არის იცი?
_არ ვეკონტაქტები .... წარმოდგენა არ მაქვს სად არის
_იჩხუბეთ ?
_ჩხუბობდა და მე ჩუმად ვიყავი
_რატომ
_ჩემი შვილი რომ კვდება შენ საღ_სალამათი რატომ ხარო _გაიცინა და მერე წამოდგა _ ანუ ხვალ დილას წავალ დასასვენებლად
ოთახი დატოვა და სახლში დაბრუნდა. მოსამსახურეს მისი ოთახიდან ჩემოდნები გაჰქონდა და ვერ გაიგო რა ხდებოდა
_რა ჩემოდნებია...სად მიგაქვს
_ბატონი ანდროს ნივთებია
_სად მიგაქვს
_მეზობელ საძინებელში ... თავად დამირეკა ქალბატონო ლიზა
_ვიცი...მიდი მიხედე საქმეს _მშვიდად უპასუხა და ოთახში შევიდა. კარადის ნახევარი ცარიელი დახვდა და ეუცნაურა . აღარც მისი სუნამოები ეწყო, სააბაზანოც ცარიელი დახვდა. კვალიც კი აღარ იყო დატოვებული.
დედამთილის სახლში წავიდა? იმ ღამით იქ რჩებოდა , საძინებელი იქაც ცარიელი დახვდა . არსად იყო ანდროს ნივთები.
ის ღამეც გაათენა, მთელი საწოლი მისი იყო , ნებისმიერ მხარეს შეეძლო დაძინება, მაგრან ვერ ისვენებდა.
შუაღამე იყო ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და უცებ შევიდა მეზობელ საძინებელში. თვალები გაუფართოვდა ანდროს დანახვისას. სახე შეცვლილი ჰქონდა აშკარად ტკიოდა და ფეხსაცნლის გახდასაც ვერ ახერხებდა
_აქ რა გინდა
_უკვე ღამის ორი საათია ... რიცხვი როდესაც კლინიკის დატოვების უფლება მომცეს . შენ რატომ არ გძინავს
_ნაბიჯების ხმა გავიგე და შემეშინდა
_შეგეშინდა და ნახევრად შიშველი გამოვარდი ?_ როგორც იქნა დაწვა და მუცელზე დაიწყო ხელები
_ლალის დავუძახებ მოგხედოს
_არ მჭირდება ... შეგიძლია მშვიდად დაიძინო
_ისედაც მშვიდად მძინავს მთელი თვეა ...თუ არ გინდა ლალის ნახვა მაინც არ მახარებს _ ზურგი აქცია და კარი მიხურა. იქვე დარჩა და უსმენდა
_დედას შევ*ცი გამაყუჩებელი სად წავიღე ... ღმერთო ჩემი დასვენება რატომ არ გინდა _რაღაც ისროლა და დაამსხვრია . მერე ცოტა ხანს ჩუმად იყო, ღრმად სუნთქავდა აშკარად ტკიოდა და ნორმალურად ვერ მოძრაობდა. წვივის ძვალი გაბზარული ჰქონდა ძლივს თაბაშირი მოხსნეს , მთლიანად დაჟეჟილი იყო.
ჯერ იფიქრა ლალის გავაღვიძებო , მაგრამ მისი დანახვაც არ უნდოდა. აუცილებლად გალანძრავდა და ნერვებს მოუშლიდა ეტყოდა შენ რა ცოლი ხარ შენ გამო იტანჯება ჩემი შვილი და შენ არ გადარდებსო. ეცოდებოდა, ვერ ხვდებოდა რატომ მაგრამ ვერ ისვენებდა. მაინც შეაღო კარი პირდაპირ შეიჭრა და პარკი გახსნა სადაც წამლები უნდა ყოფილიყო. გამაყუჩებლის ამპულა იპოვნა , შპრიციც და წამებში გაამზადა ნემსი
_რას აკეთებ
_გაჩუმდი და ოდნავ გადმობრუნდი ვენაში გაკეთება არ ვიცი თანაც კუნთშიო ასე უწერია
_შანსი არაა
_რისი შანსი არაა შარვალს არ ჩაიხდი? _წარბები აზიდა და შეუღრინა
_თუნდაც
_სერიოზულად ? იცოდე გავიხდი ამ პენუარს და მთელი ღამე აი იმ სკამზე ვიჯდები მერე ვნახოთ რა უფრო შეგაწუხებს ნეკნები თუ ერ*ქცია
_მაგას არ გააკეთებ
_ჩემთვის სულერთია შენ ხომ არარაობა ხარ
_ხოდა დაახვიე აქედან და მოაშორე ეგ წამალიც. შენ ხომ გეზიზღები ხოდა მტკივა , ყველაფერი მტკივა იმდენად რომ მგონია მალე ფრჩხილებიც ამძვრება გადი და ისიამოვნე .საერთოდ არ მჭირდება ესენი _ პარკს ხელი ჰკრა და მოიფრიალა . წამოიწია , საწოლიდან ფეხები ჩამოსწია , მაგრამ ნეკნების ტკივილმა გააგიჟა ხმამაღლა დაიყვირა და ძირს დავარდა _ამის დედაც _იატაკს მუშტებს ურტყამდა და ყვიროდა _ ხომ მითხარი მოკვდიო რაღა გინდა ჩემგან ...რა გინდა რა გავაკეთო რომ აღარ გძულდე
_ ვერაფერს გააკეთებ , ტყუილად ეცდები. სიკვდილის შემდეგაც მეზიზღები _ ხალიჩაზე დაჯდა , ნემსს თავი მოაშორა შარვალი ოდნავ ჩასწია და წამალი შეიყვანა . მერე პარკი აიღო ისევ ტუმბოზე დადო და ანდროს გახედა. გვერდზე იწვა , თავი იატაკისკენ ჰქონდა შებრუნებული. ბოლო ერთ თვეში თმები მოეზარდა , წვერიც ჰქონდა და ძალიან გამხდარი იყო . ფეხი გადააბიჯა მის წინ დაწვა და სახეზე ჩამოყრილი თმები გადაუწია _ ლალი არ გეცოდება? შენ რომ გტკივა ნაწილებად იშლება. სულ არ გეცოდება ? მე მებრალება შენნაირი შვილი ჰყავს , აუტანელი ყოფილი ქმარი და ჩემნაირი რძალი . ასე რომ გნახოს გული გაუსკდება
_მთელი თვე არ მნახულობდი ... რომ მაძინებდნენ მერე მოდიოდი! მომენატრე ... აუტანლად მენატრებოდი
_ვინ გითხრა რომ მოვდიოდი ... დაგესიზმრა ალბათ . უშენოდ ყველაფერი სხვა ფერი იყო _ ხელი გამოგლიჯა , ლოტოსის ფორმაში დაჯდა, ნახევრად შიშველი იყო , მაგრამ არ ადარდებდა არადა ზუსტად იცოდა ანდროს გულს უჩერებდა მისი სურნელიც კი , მისი ერთი შეხებაც .თითის წვერითაც რომ შეხებოდა ისიც კი სხვანაირად უჩქარებდა გულისცემას
_მართლა არ მოდიოდი?
_შენი საყვარლები ხომ გაკითხავდნენ , მარტოობას არ იგრძნობდი . გაგართობდნენ ისინიც და შენი ძმაკაცებიც ...რეზი შენ გამომიგზავნე ხომ?
_არა ... მე არავინ გამომიგზავნია და ჩემი საყვარლები კიდევ თუმცა რა მნიშვნელობა აქვს . რეზიმ რაო
_ასეთი უგულო და ბოროტი ქალი როგორ ხარო ...კვდებოდა შენ გამო შენ კი ერთხელაც არ ნახეო . ყველგან შენ გეძებს და ხუთი წუთით რომ დაენახო რა დაგიშავდებაო მითხრა და წავიდა
_ხვალ რომ ვნახავ პასუხს მოვთხოვ
_ჩხუბის ძალა თუ გაქვს კარგად ყოფილხარ და საერთოდაც აქ წოლას აპირებ?
_რატომ არ გადიხარ
_შინაგან სიამოვნენას ვიღებ ასეთს რომ გიყურებ და მეორე ოთახში რა მომასვენებს . შევცდი კლინიკაში უნდა მენახე აპარატზე შეერთებული, გადასხმებით, თაბაშირებით და ათასი უბედურებით
_ვიცი რომ მოდიოდი , ნუ მატყუებ გთხოვ
_პატარა ანდროს გულს ვტკენ ? როგორ გგონია ახლა შენთან მოვიდოდი და ღამეებს გითევდი? თუ ექიმებთან დავრბოდი და შენს ამბავს ვიგებდი
_შენი სუნი იყო დილით ოთახში , შეუძლებელია მომჩვენებოდა . იქ იყავი ერთხელ მაინც იქნებოდი _ყავისფერი თვალები სულ დანისლული ჰქონდა, თხელი ტუჩები დახეთქილი და გაუხეშებული , თითქოს თავად დაიკბინა ტკივილისგან. არ მოძრაობდა, მძიმედ სუნთქავდა და ამ სუნთქვითაც ტკივილს გამოხატავდა
_საწოლში დაბრუნდი _ მისკენ დაიხარა ხელი მოხვია და წამოწევას ეცადა _გგონია შენი აზიდვა შემიძლია ? საფრთხობელას დაემსგავსე , მაგრამ მაინც დიდი ხარ ...გესმის? _ თმები გადაიწია და ანდროს დახედა _გესმის თუ გაითიშე ... ანდრო . კარგად ხარ ? ანდრო_თქო _ ბიჭს თვალები ჰქონდა დახუჭული მიმიკაც არ ეცვლებოდა და შეეშინდა. ყბაზე მოუჭირა თითები და უფრო მიუახლოვდა _ ანდრო
_გთხოვ ... სულ ორი წუთი დარჩი და მერე საერთოდ არ გამეკარო _ ხელი ფრთილად შეახო ლოყაზე , მერე თმაში შეუცურა და ისევ წინ გადამოუყარა. სახეზე ეყრებოდა თმის ბოლოები და მისი სურნელი მიჰქონდა. ძალიან ახლოს იყო , იმდენად ახლოს რომ მისი გულისცემაც ესმოდა. ცოტა ხანს გაშეშებული უყურებდა შემდეგ ხელი მოიშორა და სწრაფად წამოდგა
_შენ ხომ შანსს არასდროს გაუშვებ , შეგიძლია მანდ იწვე იმედია ტკივილისგან მოკვდები _ზურგი აქცია ისევ და გავიდა.

საწოლში იწვა და თვალების დახუჭვისთანავე ახსენდებოდა . თენდებოდა უკვე მას კი ისევ არ ეძინა. საბანი მოიშორა ისევ წამოდგა და მის ოთახში შეიხედა . საწოლზე იწვა , ფანჯრისკენ ჰქონდა თავი შებრუნებული და მშვიდად ეძინა . მაისური მოეშორებინა, შარვლით იწვა საწოლზე და არაფერი ეფარა. ღია ფანჯრიდან კი სიცივე შედიოდა . თვალები აატრიალა , ფეხისწვერებზე დადგა და ფანჯრისკენ წავიდა, ნელა დახურა და შემდეგ საწოლთან მივიდა პლედის დაფარებამდე სხეულზე დააკვირდა სულ დალურჯებული ჰქონდა .ფრთხილად დააფარა პლედი და ისევ გასვლა დააპირა, მაგრამ ამჯერად გაჩერდა. საწოლზე ავიდა , მის გვერდით დაწვა , ნერვიული დედასავით შეამოწმა თუ სუნთქავდა და თვალები დახუჭა. მის თავთან ედო თავი , გვერდზე იწვა მოკეცილი და იძინებდა. ამდენი ხნის შემდეგ ეძინებოდა , ბალიშზე თავის დადების წამიდან გონება ეთიშებოდა და ბოლოს მშვიდად ეძინა .
რამდენიმე საათში სიმხურვალე იგრძნო , ხმაც ესმოდა და თვალები ძლივს გაახილა. ანდრო სულ სველი იყო , თავს ამოძრავებდა და ცრემლებიც მოდიოდა დახუჭული თვალებიდან
_არ მინდიდა ... გეფიცები არ მინდიდა . მე არ ...ვერ მე გთხოვ _შუალედებით ამბობდა სიტყვებს და თან ცრემლები იკარგებოდნენ ყავისფერ წვერში _არ შემიძულო _ზეწარი მუშტებში ჰქონდა მოქცეული და მთელი ძალით უჭერდა. სახეზე წამოწითლდა , ოფლით დაენამა კანი . ლიზა უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა. ზუსტად იცოდა იმ ღამესთან დაკავშირებული მოგონება აწუხებდა, მაგრამ ვერ იჯერებდა . თითები შუბლზე შეახო შემდეგ ლოყაზე გადავიდა . მისკენ მიიწია , ტუჩები ყურთან მიუტანა
_დამშვიდდი , ყველაფერი მორჩა ... ყველაფერი დასრულდა _ სუნთქვა შეეკრა როგორ შეეძლო დაემშვიდებინა . ადგომა და წასვლა უნდოდა ,ისე გაქრობა თითქოს იქ არც ყოფილა . ანდრომ ხელზე მოუჭირა ლოყასთან მიიტანა მისი მტევანი და რამდენჯერმე აკოცა . ტუჩებიც კი ცხელი ჰქონდა
_გთხოვ მაპატიე , გთხოვ
ლიზა ცოტა ხანს უყურებდა შემდეგ ხელი გაითავისუფლა , საწოლიდან ადგა. ბარგი უცებ ჩაალაგა ერთ ჩანთაში და სახლიდან წავიდა.
წამალი დალია და მთელი გზა ეძინა. ბოლოს მძღოლმა გააღვიძა და ჩუმად გადავიდა მანქანიდან. სახლი ზღვის ხედით ჰქონდათ ერთი მოსამსახურე ქალი დახვდა მხოლოდ. მძღოლი გაუშვა და საძინებლისკენ წავიდა. ცოტა ხნით დაისვენა ტალღებს უყურებდა და ეწეოდა . შემდეგ გამოიცვალა და სახლიდან გავიდა. ფეხით დადიოდა, ყურსასმენები ეკეთა , სათვალეები და თხელი , გრძელი კაბა ეცვა . იმ ქუჩებთან ბევრი მოგონება აკავშირებდა. დედამისის ნათესავებთან დადიოდა ზაფხულში და ბევრს იცნობდა. მოგვიანებით ნახავდა მათაც , მაგრამ ჯერ არავის დანახვა უნდოდა. ბოლოს სანაპირომდეც მიაღწია .
..............
ცურვის დროს ყოველთვის უნდოდა სივრცეში დაკარგულიყო იქ , სადღაც შორს წასულიყო მზეს შეერთებოდა და ყველაფეროი დაესრულებინა.
წყლიდან ამოსვლის შემდეგ ნივთები აიღო და სახლში დაბრუნდა. მოსამსახურე ქალი მაშინვე შეეგება
_ქალბატონო ლიზა ... ანდრიკო არ ჩამოვა ? მისი საყვარელი
_არ ჩამოვა და ვახშმად თევზი არ დამანახო...
_კარგით , როგორც იტყვით და უკვე მომზადებულ კერძებს რა ვუყო?
_რას უშვებით ხოლმე
_აქვე ობოლი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად და იქ მიმაქვს ხოლმე ანდროს დავალებით
_ხოდა წაიღე ...მე აივანზე ვიქნები და თუ მალე მოამზადებ ვახშამს ჩემთვის დამავალებ_ ქალის პასუხი არ მოუსმენია მაღლა ავიდა, წყალი გადაივლო და აივანზე დაჯდა ისევ. იქედან ეზოც ჩანდა , 13_14 წლის ბავშვები შევიდნენ ბაღში ყვავილების ძირებიდან ბალახებს იღებდნენ . მერე ზემოთ აიხედეს. ლიზა ყურადღებას არ აქცევდა. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და ჰორიზონტს სათვალიდან უყურებდა
_მართლა ლამაზი ყოფილა ...
_შარშანაც ხომ იყო არ გახსოვს?
_მაშინ მარტო ანდრო ვნახე და მერე კი წავიდნენ...ასეთი ლამაზი ცოლი ჰყავს და სულ მოწყენილი რატომ არის ნეტავ
_მე რა ვიცი ... საქმეს მიხედე და გავიდეთ დედა გველოდება
_ლილეს შენ წამოიყვან მე იმათი ნახვა არ მინდა
_გაბრაზდება ბაბუა
_
_ნუ უზრდელობ თორემ დედას ვეტყვი
_ანდრო რომ ჩამოვა ვეტყვი ისინი რასაც აკეთებენ და აგერ ნახავ თუ არ მოგვაშორებ იმათ
_ანდროს თავისი საქმეებიც ბევრი აქვს და ყველაფერზე ვერ შეაწუხებ
_თვითონ მითხრა
_ჰეი თქვენ მანდ _ აივნის მოაჯირს დაეყრდნო სათვალე მოიხსნა და ბავშვებს გადახედა _ საქმეს თუ არ აკეთებთ მორჩით ჩურჩულს და გაეცალეთ აქაურობას
_ჩვენ
_მივდივართ _გოგონამ ხელი ჩაკიდა თავისზე მაღალ ბიჭს და სულ სირბილით წავიდა
_შეთქმულები არიან თუ რა ხდება ყველა იმ იმბეცილზე ლაპარაკობს . ტვინი ამატკიეს ის ნეტავ როდის მოამზადებს ვახშამს. შიმშილით უნდა მომკლას? _ დაიყვირა და ქვემოთ ჩავიდა . ქალს თითქმის გამზადებული ჰქონდა ყველაფერი _ თუ ვერ ასწრებ რესტორანში წავალ
_მზადაა უკვე ქალბატონო...სად მიირთმევთ
_აივანზე , მაგრამ შენ ისე დადიხარ მეეჭვება ამოტანა შეძლო. დააწყვე და მე წავიღებ
_როგორ გეკადრებათ მე თვითონ ამოვიტან
_თქვენ შარშან არ იყავით
_ჩემი შვილი იყო მე ცოტა ხნით ვისვენებდი ... ანდრიკომ უფლება მომცა
_ანდრიკო ?
_მე ასე ვარ მიჩვეული ... ბავშვობიდან ასე ვეძახი
_შენც მისი ძიძა ხარ ?
_აქ რომ იყვნენ ვუვლიდი ხოლმე...ისეთი ჭკვიანი და საყვარელი ბავშვი იყო . ის და თარაში სულ ერთად თამაშობდნენ _თარაშიო რომ გაიგო მაშინვე შებრუნდა
_თარაშიც დადიოდა აქ?
_დიახ ლალის დაჰყავდა ერთი ან ორი კვირით. სულ ერთად იყვნენ ანდრო და თარაში. ოთახშიც კი ერთად ეძინათ . ანდრო უფროსი იყო და სულ ზრუნავდა მასზე. მახსოვს ერთხელ ფუტკარმა უკბინა , მთელი დღე თვითონ ადებდა საფენებს გასიებულ ფეხზე სხვები ახლოსაც არ მიგვაკარა. თარაში ტირის და თქვენ არ უნდა ნახოთო ჩუმად მითხრა _ ქალი აშკარად წარსულში მოგზაურობდა, იღიმოდა და ისე აკეთებდა საქმეს
_აქ ვივახშმებ ... თქვენთვისაც დაიდეთ თეფში
_არა ქალბატონო მე უკვე ვივახშმე
_კარგი მაშინ ისე ჩამოჯექი და მომიყევი კიდევ რამე მათზე

ცოტა ხნით უსმენდა შემდეგ ვახშმობა რომ დაასრულა ისევ ზემოთ ავიდა . უკვე ღამე იყო , მაგრამ ლამპიინები ანათებდა ეზოს. ხმაური ისმოდა სადღაც შორიდან შემდეგ კი ეზოში ტირილით შევარდა პატარა გოგონა. დამხმარე ქალს ეძახდა, მაგრამ ვერ აგონებდა მერე ანდროო იძახდა და სულ უფრო მეტად ტიროდა. თავიდან ჩარევა არ უნდოდა ბოლოს მაინც ჩაიარა კიბე და გოგონასთან გავიდა
_ნათელას სძინავს... ანდრო არ არის . რა დაგემართა მე მითხარი
_შენ ვინ ხარ .. ანდრო თუ არ არის დაურეკე გთხოვ . ანდრო მოვა და გვიშველის . უცებ დეიდა , გთხოვ ანდრო მოვიდეს თორემ ბაბუა სახლიდან გვაგდებს. დედას სცემს , გთხოვ _ ცრემლებით ჰქონდა მთელი სახე დაფარული და კაბაზე უჭერდა თითებს
_ვერ დავურეკავ...არ შემიძლია. ანდრო ცუდადაა და ვერ მოვა. აღარ იტირო წამოდი მითხარი რა ხდება და მე დაგეხმარებით_ მობილურით გაანათა გზა და ბავშვს ხელი ჩაკიდა
_მართლა დამეხმარები? არა ...არა შენც დაგარტყამს . ბაბუა ცუდია შენ ანდროს ცოლი ხარ ხომ? ანდრო გაბრაზდება შენ რომ რამე დაგენართოს
_პატარავ მე ვერავინ ვერაფერს დამიშავებს ... წამოდი მაჩვენე სად ცხოვრობთ
სწრაფად გარბოდა როგორც იქნა სახლამდე მივიდნენ . პატარა ხის სახლი იყო. კაცს ეზოში ჰყავდა გამოგდებული ქალი და ბავშვები . ქალი მუხლებზე იდგა და ბავშვებს ეფარებოდა. ის კი ეჩხუბებოდა მერე ხელი ასწია და უნსა დაერტყა ბიჭმა რომ დაუკავა ხელი . არც ის დაინდო და შორს მოისროლა
_შენ არ იყავი ჩემი შვილის ცოლი...ბავშვებს წავიყვან და მე გავზრდი
_არ გაგატან...ბავშვებს ვერ წაიყვან
_სასამართლოზე რომ იტყვიან რა კ*ხპაც ხარ ბავშვებს მაინც მე გამატანენ გაიგე? _მხრებში წვდა და ანჯღრევდა
_ხელი გაუშვით ქალს და შეეშვით ბავშვებს. თქვენ საერთოდ ვინ ხართ ... არავინ გამოუშვებს სამ მცირეწლოვანს თქვენნაირ მოძალადესთან . ახლავე გამოვიძახებ პოლიციას და ვაჩვენებ ვიდეოს სადაც ქალს ემუქრები, ამცირებ და პოლიციის განყოფილებაში მოგიხდება ამ ღამის გათენება _ სწრაფად მივიდა და გაავებულმა მიმიკის შეუცვლელად გააგიჟა კაცი
_შენ ვინღა ხარ ... მაგ ტელეფონს ნაწილებად დავშლი . ვერაფერსაც ვერ გააკეთებ
_თითი არ დამაკარო თორემ შენგან ფერფლიც არ დარჩება ხვალამდე ! _ კაცი მისკენ რომ გაიწია უფრო მყარად დადგა _მე ელიზაბეტ ნაკანი ვარ და ათ წუთში თუ აქედან არ გაქრები და ამ ბავშვებს არ შეეშვები მთელი ქალაქის პოლიცია აქ გაჩნდება მთელ ჩემ ოჯახთან ერთად
_შენ ... იმ გიჟის ცოლი ხარ ? თვითონ არ არის და შენ გამოგგზავნა?
_ხომ გაიგონე რა თქვა წადი აქედან თორემ ანდრო მოგკლავს ...
_ასე ხომ? ეს სახლი ჩემია უკვე და აქ ფეხდადგმული არ დაგინახოთ. კიდევ ჩამივარდები ხელში და მერე გაგისწორდები .

ბავშვები დედას ეხვეოდნენ. ლიზა კი კაცს უყურებდა, მთელი სხეული უკანკალებდა , მაგრამ მაინც იკავებდა თავს. წასვლას აპირებდა ბავშვი რომ მოეხვია ფეხებზე და ხელებზე კოცნა დაუწყო
_მადლობა ლიზა დეიდა... დიდი მადლობა . შენ ზუსტად ისეთი ხარ ანდრო რომ ყვებოდა . დედას გეფიცები არასდროს დამავიწყდება და დიდი რომ გავიზრდები აუცილებლად გადაგიხდი ამ სიკეთისთვის
_გეყოფა პატარავ... არაფერია საჭირო. ანდროს ნომერს მოგცემთ და თუ კიდევ რამე გჭირდებათ მას დაურეკეთ. მე არ მცალია _ ხელი გააშვებინა და წავიდა. სწრაფად მიაბიჯებდა , მაგრამ თავს მაინც ვერ იკავებდა. ხედავდა როგორ იღებდნენ ნივთებს , შუაღამე იყო მათ კი წასასვლელი არ ჰქონდა
_აქ რა ჯანდაბას აკეთებ ხოლმე ნაკანო ... რომელი ქველმოქმედი შენ მყავხარ . ჯანდაბა ახლა ღამე გზაში უნდა გაატარონ? მერე რა ათასობით ადამიანს სძინავს ქუჩაში როდესაც მე საწოლში ვნებივრობ _ სახლში შევიდა, შემდეგ ლამარასთან შევიდა ოთახში და გააღვიძა
_ქალბატონო?
_სწრაფად წადი იმ ბავშვებთან და ქალთან...უთხარი აქ მოვიდნენ ამ ღამით . ჩუმად იყვნენ , ისე თითქოს აქ არ არიან და პირველ სართულზე ოთახი რომაა იქ დააბინავე! უცებ ლამარა რას ელოდები
ოთახიდან გავიდა, საძინებელში შეიკეტა და ელოდა როდის შევიდოდნენ სახლში. მართლა ჩუმად იყვნენ, მაგრამ ხმა მაინც ესმოდა. საწოლში დაწვა და დაძინებას სეეცადა
_არ ხარ და აქაც შენ გამო ვერ ვისვენებ...მაინც რა წყევლა ხარ ასეთი
ათასჯერ მაინც იცვალა გვერდი , კითხვაც დაიწყო , მაგრამ ვერ დაიძინა . ისევ ტელეფონს დაჰყურებდა თითქოს რაღაცას ელოდა და მაინც არ იცოდა რას. აინტერესებდა ანდრო როგორ იყო , მაგრამ საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდა.
კიდევ ერთხელ რომ გადაბრუნდა და ბალიშს დაარტყა ხელი კარი გაიღო. ჩუმად შევიდა პატარა სხეული და ფეხაკრებით დაიძრა საწოლისკენ
_დეიდა გძინავს?
_დავუშვათ მძინავს უნდა გამაღვიძო?
_მე იცი ... ვიცოდი რომ არ გეძინა . ანდრომ ადრე მითხრა ვერ იძინებს მარტივად სხვა სახლში რომ წევსო..
ჩემსავით ხარ _ საწოლზე აბობღდა პატარა თავხედი და ხუჭუჭა თმაზე ხელი გადაისვა. ნამდვილი ბუჩქი ჰქონდა , ქერა ხვეული თმები ეყარა თავზე და სახეზე ჭორფლები ჰქონდა
_ნუთუ მე მგავხარ_ სანათი აანთო მკერდათ გადაიჯვარედინა ხელები და პატარა ქალბატონს გახედა_ აქ რა გინდა, ხომ გითხრეს ქალბატონი არ შეაწუხოო
_არ მგონია რომ გაწუხებ ... შენ ხომ გიყვარს ხუჭუჭა ბავშვები . მე შენი ძველი თოჯინა ვნახე მასაც ჩემნაირი ხუჭუჭა თმა აქვს
_ჩემი თოჯინები აქ არ არის...მოუტყუებიხარ შენს ანდროს
_არაა , ანდრო არ იტყუება. ანდრო კარგია
_ანდრო ჩემზე გელააპრაკება სულ?
_ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ როცა რამე უნდა რომ მასწავლოს ან დამარიგოს სულ შენ ახსენდები. დედამ თქვა უყვარს და სულ ის ახსოვსო ...იცი ? ანდრომ დაბადებისდღეზე თოჯინა მაჩუქა
_ანდრო ხშირად მოდის აქ?
_ხშირად არა... ბოლოს ზამთარში იყო რამდენიმე დღით. უყვარს სანაპიროზე სიარული. ერთხელ იქ დაეძინა კიდეც , მე ვიპოვნე და ვუთხარი გაიყინები_თქო
_რომ ჩამოდის კიდევ რას აკეთებს
_ამბობს აქ ყოფნა ბავშვობას მახსენებსო...იმ დროს შენი ასაკის რომ ვიყავიო . ძალიან კარგია როცა ბავშვი ხარო მითხრა ...ისიც მითხრა რომ გაიზრდები თუ კარგად ისწავლი ყველაფერი გექნება და დედაზე იზრუნებო
_კიდევ რას გეუბნება _ ბავშვის ლაპარაკი ახალისებდა. მისკენ გადაბრუნდა , საბანი მიაფარა და ხვეულ თმაზე ჩამოუსვა ხელი. ადრე მართლაც ჰყავდა მსგავსი თოჯინა დიდი ხვეული თმებით , რომელიც წლების წინ დაეკარგა და ძალიან დიდხანს ტიროდა მის გამო. ბავშვი ბევრს ლაპარაკობდა და ენერგიას აფრქვევდა
_მამა გახსოვს?
_დედა მიყვება სულ , ის არ ჰგავდა ბაბუას. მას დედა უყვარდა და მის გამო სახლიდან წავიდა. დედა და მამა ბედნიერები იყვნენ , მამა გიჟდებოდა დედაზე . ისე უყვარდა შენ რომ ანდროს უყვარხარ...მერე მამა ზეცაში წავიდა. გული ძალიან ტკიოდა და ახლა იქედან გვიყურებს, მაგრამ ბაბუას და ბებიას ჩვენი წაყვანა უნდათ. ბოროტები არიან ... დედას სულ ეჩხუბებიან . ჩვენ არავინ გვეხმარება, დედა ბევრს მუშაობს ... ხელები სულ ტკივა იცი? შენ ძალიან პრიალა კანი გაქვს და ლამაზი თითები _ ხელზე შეახო პატარა თითები
_ანდრო რას ამბობდა ბაბუაზე
_ანდრო რომ იყო არ მოდიოდა. ეშინოდა,ახლა მოვიდა ... მე არ მინდა მასთან წასვლა არც ჩემ და_ძმას უნდა . ანდრო ვერ ჩამოვა და ვერ ეტყვის იმ ხალხს რომ დედა კარგია?
_ანდრო ვერ მოვა ... ანდროს მგზავრობა არ შეუძლია ახლა
_რატომ არ შეუძლია
_ზურგი ტკივა
_რატომ ტკივა
_დაეცა
_მერე შენ აქ რატომ ხარ
_მე ... მე არ ვჭირდები. სხვა უსვამს მალამოს და მოურჩება . მერე ჩამოვა ალბათ
_ანდროს სხვისი წასმული არ მოეწონება. ანდროს შენ უყვარხარ ...ანდროს ძალიან უყვარხარ
_შენ რამდენი წალის ხარ რა იცი სიყვარული რა არის
_მე 8 წლის ვხდები უკვე და ვიცი !
_მაინც რა იცი...მომიყევი
_როცა გიყვარს ვერაფერზე ფიქრობ , სულელივით ხარ და მარტო იმაზე ფიქრობ ვინც გიყვარს. სულ გიხარია როცა შენთანაა და სულ გტკივა როცა შორსაა ხოდა ახლა ანდროს ალბათ ზურგზე მეტად გული ტკივა ...არ ატკინო თორემ ჩემი მამიკოსავით ცაში წავა და ვეღარ იქნება შენთან , მერე ხომ მოგენატრება . დედიკოს ძალიან ენატრება მამა. ანდრო მეც მომენატრება , ანდრო მიყვარს მე და იციდე თუ არ მოუვლი დიდი რომ გავიზრდები მე მივხედავ
_ანდრომ იცის რომ გიყვარს?
_ვუთხარი და იცის
_როდის უთხარი
_მაშინ შვიდის ვიყავი , პატარა ვიყავი და გაეცინა . მერე მითხრა მე ძალიან ცუდი ბიჭი ვარო თანაც მოხუციო ვინმე უფრო პატარა და საყვარელი იპოვნეო. ვცადე , მაგრამ იმათ კითხვა არ იციან, ზოგმა ლაპარაკიც არ იცის და სკოლაში ტირიან, კიდევ ცხვირში თითს იყოფენ და დებილები არიან. თანაც ანდრო ცუდი არ არის ... ანდრო ყველაზე კარგია
_ანდროს მე ვუყვარვარ პატარა ქალბატონო ამიტომ სჯობს ცოტა დაიცადო და შემდეგ იპოვნო შენი ბიჭი
_არაფერიც...შენც ჩემხელა იყავი ანდრო რომ გაიცანი ხოდა მეც მინდა
_არა ...შენხელა არ ვიყავი მე 15 თუ 16 წლის ვიყავი შეიძლება მეტისაც
_არაა ...ანდრომ მომიყვა
_რა მოგიყვა
_როდის შეუყვარდი ... მეც სულ დავდივარ სანაპიროზე , მაგრამ არავის ვუყვარდები . ახლა უნდა წავიდე მეძინება, დედა მეჩხუბება რომ გაიგოს შენთან ვიყავი. ხომ არ ეტყვი ?
_არ ვეტყვი
_მადლობა, შენ მართლა ძალიან კარგი ხარ , ოღონდ ანდროსთან წადი მალე თორემ მოენატრები და ცოდოა _ ლოყაზე აკოცა მერე საწოლიდან ჩავიდა და ოთახიც დატოვა.
ლიზას დიდხანს ეღიმებოდა ბავშვის საუბარი რომ ახსენდებოდა, ისე ჩაეძინა ნორმალურად დაფიქრებაც ვერ შესძლო და მაინც ყველაფერი ბავშვისთვის მოყოლილი ლამაზი ამბავი ეგონა
...................
მეორე დღეს ქვემოთ რომ ჩავიდა ბავშვები საუზმობდნენ და უცებ წამოიშალნენ . ლამარაც დაიბნა და ახსნა დაიწყო
_ქალბატონო ასე ადრიანად არ გელოდით... ბავშვები , წასვლამდე ვიფიქრე
_ასეთი უშნო ვარ ახალი გაღვიძებული ყველა რომ დაფრთხით? _ გაიცინა და სკამზე ჩამოჯდა _შენ რა გქვია ბიჭუნა? _ ყველაზე უფროსს შეხედა დიდი კაცივით რომ იყურებოდა
_ლაშა
_რამდენი წლის ხარ ლაშა?
_14
_ბაღს შენ უვლი ხოლმე?
_ხო ...ვეხმარები ლამარა ბებოს
_მერე ანაზღაურების გარეშე გამუშავებენ ამხელა ბიჭს? ახალ ყვავილებს მოვიტან დღეს , თუ დარგავ სამსახურში აგიყვან და თუ დამპირდები რომ დედიკოს არავის დააჩაგვრინებ აქ დაგტოვებთ მანამ სანამ ახალ სახლს არ იპოვნით
_ქალბატონო ლიზა
_მე ტყუილად არაფერს ვაკეთებ, თუ იზარმაცებთ მაშინვე გაგაგდებთ . სათნოების სახლი არ მაქვს , თუ იხმაურებთ და შემაწუხებთ მაშინაც გაგაგდებთ. აქაურობა უნდა ბრწყინავდეს სანამ აქ ვიქნები და ლამარას დამხარება სჭირდება იმედია ყველა თქვენ თქვენს საქმეს იპოვნით შენ კი ხუჭუჭა სანაპიროზე გამომყევი .მიდი უცებ მიემზადე
_ასე წამოვალ ...
_კარგი , მაშინ მე მოვემზადები
ზემოთ ავიდა , უცებ მოწესრიგდა და მერე პატარა ქალბატონთან ერთად გავიდა სახლიდან .
_საცურაო კოსტიუმი რატომ არ ჩაიცვი
_პატარა მაქვს უკვე და ჩემი დის დიდია
_რაო რას მეუბნებოდი ანდრო ყველაზე კარგიაო? მაინც რატომაა კარგი ბაბუასგან რომ დაგიცვა და თოჯინა გაჩუქა? მდიდარია და დიდი ამბავი ერთი თოჯინა თუ გაჩუქა
_ანდრო სულ გვეხმარება , დედას მუშაობა დააწყებინა, სახლის ქირას გვიხდიდა თავიდა სანამ დედამ უთხრა არ გვინდაო. სულ რაღაცას გვყიდულობს რომ ჩამოდის და სკოლაში წასვლამდე სულ ახალ ტანსაცმელებს გვიგზავნის ლამარას ავალებს . კარგი იმიტომაა რომ არასდროს ვავიწყდებით და სხვა მდიდრებივით არაა ... სხვები ცუდად გვექცევიან ისე თითქოს ჩვენ სხვანაირი ადამიანები ვართ ის კი ჩემს ძმას ფეხბურთს ეთამაშება ხოლმე და რომ წააგებს წუწუნებს . ჩემ ძმას შეყვარებული ჰყავდა და მის სანახავად მანქანით წიაყვანა ისე თითქოს მძღოლი იყო. ჩემ დას პიანინოზე დაკვრას ასწავლიდა შარშან ზაფხულს . მერე ნოტები უყიდა და უთხრა როცა გინდა მაშინ მიდი და დაუკარიო . მარტო ჩვენთან კი არ არის ასე ...ყველასთან ჩვეულებრივია . ისე იქცევა როგორც ჩვენნაირი ...შენ სხვანაირი ხარ . შენ ძალიან ცივი ხარ და ჩემ დას ეშინია კიდეც შენი
_ეშინია? რატომ ეშინია
_ დაგვიყვირა ეზოში რომ ვიყავითო და ის ანდროს არ გავსო ასე მითხრა, მაგრამ მან არ იცის და მე ვიცი, მომიყვა ანდრო
_ანდრო რას გიყვება ...საერთოდ აქ რამდენიმე დღე მოდის და შენ როდის ელაპარაკები
_ღამე ვერ იძინებდა აქ რომ იყო , მე სახლიდან გამოვიპარე და ველაპარაკებოდი სანამ არ დამეძინებოდა. ის ეზოში წვება ხოლმე და ვარსკვლავებს უყურებს. არ ვიცი იქ რას ხედავს ყცელა ერთმანეთს ჰგავს . ანდრო სულ მოწყენილია ბოლო დროს ... ლაშამ მითხრა ადრე ასეთი მოწყენილი არ იყოო
_რას გიყვებოდა ჩემზე
_არ შეიძლება მოყოლა... მითხრა მარტო მე და შენ რომ ვილაპარაკებთ სხვამ არ უნდა გაიგისო
_მე სხვა არ ვარ თანაც არ ვეტყვი
_მითხრა რომ ბევრი ლაპარაკი გიყვარს, რომ მწარე ენა გაქვს და თუ ვინმე გაგაბრაზებს ცხოვრებას გაუმწარებ . მითხრა თუ ვინმე ძალიან უყვარს მისთვის ყველაფერს გააკეთებსო. ძალიან კეთილი გული აქვსო და თუ არ გააბრაზებ ძალიან საყვარელიაო ... კიდევ მითხრა ძალიან ჭკვიანიაო , ბევრს კითხულობსო და ყველაზე ლამაზიაო . ულამაზესიაო , რომ იცინის სამყარო ჩერდებაო და ვერ გავიგე სამყარო როგორ გაჩერდება . დედამიწა ხომ სულ ბრუნავს ? შენ ჯადოქარი ხარ? მასაც ვკითხე და მითხრა ჯადოქარიაო , მაგრამ მხოლოდ ჩემზე იყენებს ძალასო
_ყველაფერი ტყუილი უთქვამს
_არაფერიც და ნუ მატყუებ
_იქნებ ის გატყუედა
_არა , არ მატყუებდა. შენ ბოროტი ხარ და თან კეთილი
_ბევრი ლაპარაკი გიყვარს იცი?
_ვიცი
_ცოტა ხნით გაჩუმდი და მითხარი რომელი ნაყინი გიყვარს
_მარწყვის, შოკოლადის და კიდევ
_ყველანაირი გავსინჯოთ გინდა?
_არა მე ... მე არ მაქვს ახლა ფული. დედა რომ გამომატანს მერე
_მე დაგპატიჟებ. მარტო ჭამა მეზარება
მთელი დღე ბავშვთან ერთად გაატარა. ბოლოს ასე როდის გაატარა დრო აღარც კი ახსოვდა. სახლში რომ დაბრუნდნენ უკვე დაღლილი იყო. საძინებელში გამოიკეტა და აღარ გასულა გვიანამდე.
..........
ზღვაზე გატარებული დღეები სულ სხვადასხვანაირი იყო ამინდივით იცვლებოდა განწყობაც და მაინც შესანიშნავი დრო გაატარა.
კლუბში იყვნენ ბოლო საღამოს ატარებდნენ ზღვისპირეთში და კარგად გართობას აპირებდნენ.
უკვე მთვრალები იყვნენ და ბრბოში ცეკვავდნენ . ანა თარაშს მიეყრდნო და გოგონებს გახედა
_ბიჭებს ვეღარ ვხედავ
_მგონი ხვალაც ვერ წავალთ ...
_წასვლის დრო რომ მოვიდა?
_მერე რა _ თმა ყურს უკან გადაუწია და იქვე აკოცა _ გინდა სადმე წავიდეთ მატრო მე და შენ?
_სახლში დაბრუნება არ გინდა ?
_შენ გინდა ? რომელი დედამთილი მოგენატრა ყველაზე მეტად
_ნუ ხარ ცუდი ბიჭი და ნუ დასცინი ჩემს დედამთილებს
_შენი გოგონები მგონი შარში ეხვევიან_თარაშმა რაღაც შენიშნა და უცებ დაიძრა იმ ადგილისკენ სადაც მართა იყო. ვიაღაც ბიჭს ეკამათებოდა თარაში რომ მივიდა და მათ შორის ჩადგა. ანამ მაშინვე იფიქრა რომ მორიგი ჩხუბი დაიწყებოდა, მაგრამ ჟორდანიამ სულად არ გამოიჩინა ჩხუბისთავის ხასიათი და უბრალოდ გამოიყვანა გოგონები
_სად გადაეკიდები ხოლმე ასეთებს ჟღალო?
_ხვდებიან რომ ნერვებს მიშლიან და განგებ აკეთებენ ... ზოგი როგორი შეუგნებელია
_ან შენ ხარ გამომწვევი ჭორფლებიანო _ ჭიქა ეჭირა ხელში ბატონ გიორგის და ანაც კი გაოცებისგან შეაქანა მისმა გამოჩენამ
_შენ? ამდენი დავლიე? _ შუბლზე მიიდო ხელი და მერე თითებს დააკვირდა _ერთი , ორი , სამი ...არა ხუთია
_სიძე მარტო როგორ დაგტოვეს ამდენ ლამაზ ქალთან ... ცხვრების მწყემსად გაქციეს? _ ჭიქა დაცალა, ირონიულად იღიმოდა და მართას ყურადღებას არ აქცევდა . ანას მოხვია ხელი ლოყაზე აკოცა და მერე მისი ჩანთა აიღო _ ჩემს დას მე წავიყვან ... შენ დანარჩენებს მიხედე
_მთვრალები არ ვართ გიო...არც ცხვრები სხვათაშორის
_სხვების ნაცვლად ნუ ილაპარაკებ ლიკუნ _ თვალი ჩაუკრა გოგოს და მერე გზა განაგრძო
_აქ რას აკეთებ ... ვამპირივით რატომ იქცევი. უცებ გამოჩნდები და ქრები
_მეგონა გაგახარებდი ... მომენატრე
_ჩვენთან დარჩები ხო?
_შენს გვერდითაც დავიძინებ გინდა? _ გაიცინა და ანა რომ გაუბრაზდა მეამიტი ბავშვის გამომეტყველება მიიღო_ შუაში შენ დაწექი მეორე მხრიდან მოგიწვეს ის
_ცოლს ვერავის გავუყოფ...მგონი ჯადოს მიკეთებს თუ არაა საწოლში ვერ ვიძინებ
_ამ ცხოვრების დედას რო შევ*ცი ვინაც გათხოვება მოიგონა ...დები ვაფშე არ უნდა თხოვდებოდნენ
_ხისთავიანი _ მართამ ჩაილაპარაკა გვერდი აუარა და მანქანაში პირველი ჩაჯდა
_შენ ჩემთან წამოდი... ის შემომაკვდება ენას თუ არ გაიჩუმებს _ ანას უთხრა და თან გაიყოლა.
სახლში რომ შევიდნენ ბიჭები კიდევ არ ჩანდნენ. გოგონებიც საძინებლისკენ წავიდნენ. გიორგი მისაღებში დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო
_როგორ მპოულობ ხოლმე სიძე შსს_ს აგენტი ხომ არ ხარ შემთხვევით _სიგარეტს მოუკიდა და კვამლი მისკენ გაუშვა
_საქმის გასარჩევად ჩამოხვედი აქ?
_ნიკუშას ნომერი საიდან გაიგე ...
_ნიკუშა ვინ არის საერთოდ რა ხდება აქ? მე ვთხოვე , ცუდად ვიყავი და ვნერვიულობდი შენზე სხვათაშორის
_რა მზრუნველია პირდაპირ ... იქ რომ მოხვედი რატომ არ მითხარი მამიდაშვილის ცოლი თუ გიყვარდა _ უცებ წამოდგა და თარაშს საყელოში წვდა _ გეგონა ვერ გავიგებდი ? ანა დღესვე მიმყავს მე თქვენი ჩასვრილი საქმეების გამოძიებას არ ვაპირებ. ნაგავი ჩვენიც გვეყოფა ...არ ვაპირებ ჩემი და შენს სათამაშოდ ვაქციო
_ხელი გამიშვი...ანაა ჩემი ცოლი და არავის საქმე არ არის ჩვენს პირადში რა ხდება_ მისი ხელი მოიშორა და მზერა გაუსწორა
_სულ ს*რზე თქვენი ყალბი ქორწინებაც, მთელი შენი გვარიც და თქვენი ჩახლართული საქმეებიც. ანას პატარა ბავშვი არ სჭირდება რომელიც გონს უნდა მოიყვანოს და თან რძალი დაავიწყოს
_კიდევ ერთხელ რომ ახსენო ეგ ამბავი დავივიწყებ ანას ძმა რომ ხარ
_დაივიწყე მერე ეგ მინდა მეც...სართოდ რა ხალხი ხართ . რომ გკითხოთ კაცმა ყველაზე წესიერი ოჯახი ხართ და ჩვენ უნდა ვიყოთ ბედნიერები რომ თქვენი ოჯახის წევრი გახდა ჩემი და ....სინამდვილეში ჟორდანიას შვილიშვილები ერთ ქალს ინაწილებთ
ანა ჯერ ჩუმად იყო და შემდეგ თარაშის დაბინდული მზერა რომ დაინახა წამსვე მის წინ დადგა
_თარაშ შემომხედე...
_ანიკო ხომ იცი რომ ახლა შემიძლია მოვკლა _ თვალებში უყურებდა და ღრმას სუნთქავდა, ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა
_ანა შეეშვი ... აიღე რაც გჭირდება და წავედით ! ეს ჩემ თავისუფლებაში გადახდილი ფულია _ შეკვრა მაგიდაზე დადო და ანას ხელი ჩაკიდა
_უთხარი რომ აიღოს ის ფული და წავიდეს ... ანიკო _ თვალებში უყურებდა ისევ . ანა რომ შებრუნდა თითქოს სუნთქვა შეეკრა ცოტაც და გონებას დაკარგავდა, მზერაც კი დაებინდა. ანა რომ წასულიყო მერე რა იქნებოდა ამაზე ფიქრიც კი გულს უჩერებდა.
_გიორგი ...
_რა გიორგი ... რა გიორგი ტო შენ ვაფშე ხვდები რას გეუბნები? ის არასდროს შეგიყვარებს ანა , მისთვის უბრალოდ ჩვეულებრივი ქალი იქნები რომელსაც ისე გამოიყენებს როგორც გაუხარდება ... ახლაც როგორ მელაპარაკება ვერ ხედავ? ცოლიაო და შენ რატომ ერევიო . რა გინდა რომ გავაკეთო
_გიორგი მე იმაზე მეტი ვიცი ვიდრე შენ და გთხოვ გაითვალისწინე ხოლმე რომ პატარა ბავშვი აღარ ვარ და თავად ვწყვეტ რა იქნება ჩემთვის უკეთესი
_პატარავ ნუთუ ვერ ხვდები ...ის გიჟდება იმ ქალზე და შენ მისთვის არაფერს ნიშნავ
_არც მე ვიწვი მისი სიყვარულით
_მაგრამ შეიძლება შეგიყვარდეს ...
_ბევრი რამ შეიძლება გიორგი და გთხოვ ნუ მექცევი ასე... არ შემიძლია ქმარსა და ძმას შორისაც ვდგავარ...ესეც მომიხდა _ უკან მიიხედა და მერე გვერდით გადგა_ რა გავაკეთო ახლა დავჯდები ვუყურებ თქვენს ჩხუბს და რომელიც მოიგებს იმასთან წავალ?
_ანიკო ხომ იცი მე
_ანა ასე უცებ შეგიყვარდა თუ რა გემართება...როგორ ვერ ხვდები რომ ცხოვრებას აგირევს
_უარესად? არეულიბა უკვე კომფორტია ჩემთვის და ამასაც ველოდი იცი? ზუსტად ვიცოდი რაღაც მაინც გამოჩნდებოდა , რომელიმე იპოვნიდით მიზეზს და იჩხუბებდით. ახლა ერთ სახლში ძილიც აღარ შეგეძლებათ და მე რა გავაკეთო მითხარით
_მე შენი ძმა ვარ...ის არავინაა და არც იქნება
_ძმა ხარ რომელიც გამუდმებით პრობლემებს უქმნის და სიზმარშიც კი იმას ხედავს როგორ დაგჭრეს, გცემეს, დაგიჭირეს ან რამე უბედურება დაიმართე . შენთან მშვიდად იქნება? შეიძლება მოიტაცონ, შენთან ერთად ისიც სცემონ და რამე დაუშაონ. ანა ჩემთან კარგად არის და იქნება , გაიაზრე და შეეგუე ამ ფაქტს ბოლოს და ბოლოს. ჩემს ყოფილ სიყვარულზე და საყვარლებზე ლაპარაკი ზედმეტია თანაც ძალიან ზედმეტი !
_ყოფილია თუ არა ეგეც საკითხავია...ძალიან მეეჭვება მისი დავიწყების უნარი გქონდეს შენ ან ვინმეს
_წარმოდგენაც არ გაქვს რაზე საუბრობ და სჯობს გაჩუმდე
_აი ისევ თავიდან იწყებთ
_ანა ... მომყვები თუ არა. მისი პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს მე შენ მადარდებ მხოლოდ . შორს რომ შეტოპავ მერე შენი გამოყვანა უფრო რთული იქნება და საერთოდ სულ უფრო და უფრო ძნელდება
_არაფერი მოხდება გიორგი...
_ანუ რჩები
_ვრჩები !
_ქალები სულელები ხართ, თქვენს მოტყუებაზე მარტივი არაფერია . აუცილებლად უნდა გამწარდეთ ეშმაკებად რომ იქცეთ და მე ხომ ვიცი ეგ დღეც დადგება . დადგება და მარტო იქნები იცოდე
_გიორგი , გთხოვ არჩევანს ნუ მაკეთებინებ თორემ ხომ იცი
_უკვე ის აირჩიე ... თან ისე რომ ვერც იაზრებ . ახლა რომც წამოხვიდე უკვე აზრიც აღარ აქვს , უკან დაბრუნება მოგინდება ან დაგაბრუნებს . მხოლოდ იმიტომ რომ შენთან კარგად ერთობა, ცხოვრებას დაუბრუნდა _ისე თარაშს გახედა მერე ანას თავზე აკოცა და გასასვლელისკენ წავიდა _იმედია ალქაჯად ქცევა მალე არ მოგიხდება

სავარძელში დაჯდა და სახე ხელებში ჩამალა . დიდხანს იყო ჩუმად, თავი უსკდებოდა და ყველაფრის გონებაში დალაგება უჭირდა. თარაში რომ შეეხო შემდეგ მოვიდა გონს. მის წინ იყო ჩამუხლული , ხელები სახიდან მოაშორა და აკოცა
_ანიკო მადლობა რომ არ წახვედი
_არ გინდა გთხოვ... ეს სიტყვები , ყველაფერი როგორი დამღლელია ღმერთო . გიორგი არ მაპატიებს ამ ამბავს . მიუხედავად იმისა რომ თითქოს მშვიდად წავიდა . ახლა სულ რომ მომკლა ზედაც არ შემომხედავს
_გეშინია ხომ? შენც ფიქრობ რომ უკონტროლო ვარ
_ეს ხომ ასეა თარაშ... შენ ნაღმი ხარ რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს , მაგრამ ეს აუცილებლად ჩემს განადგურებას არ ნიშნავს
_ვეცდები რომ არ ავფეთქდე შენთან ახლოს _ გაუღიმა და მერე ისევ აკოცა _ წავიდეთ ხომ?
_შენ ადი და მეც მოვალ
_რაც უფრო მეტს იფიქრებ უფრო ცუდად გახდები ...
_არ ფიქრობ, მაგრამ მაინც ცუდად ხარ მე კი მირჩევნია ყველაფერი გავიაზრო და ისე არ გადავიჩეხო უფსკრულში რომ გონზეც ვერ მოვიდე
_და რა მნიშვნელობა აქვს უფსკრულში გააზრებულად გადაეშვები თუ უცებ ისე რომ ვერც გაიგო საით მიდიხარ
_გადაშვებამდე იფიქრებ იმაზე თუ უკან როგორ დაბრუნდე შენ კი ისე ჩაეშვები რომ პირდაპირ კისერს მოიტეხავ
_გინდა წახვიდე? მაშინ უბრალოდ წადი ... არ შეგაჩერებ
_ვიცი რომ არ შემაჩერებ ... ეგ ნამდვილად ვიცი და შენ იცი რას ვერ ვხვდები? რატომ ვრჩები შენთან მიუხედავად ყველაფრისა... რატომ ვარ აქ . რატომ ვირთულებ ცხოვრებას როდესაც ისედაც ეკლებზე დავაბიჯებ მთელი 19 წელია
_რა გინდა რომ გითხრა ...მეც არ ვიცი რატომ არ გაგიშვი . მეც არ ვიცი რატომ ვბრაზდები როდესაც ვხვდები რომ შეიძლება სხვას მოსწონდე, უყვარდე და უნდოდე...საერთოდ ვერ ვხვდები რატომ მაინტერესებს როგორ იქნები . არც ის ვიცი აქ რატომ ვარ მე ხომ გადაწყვეტილი მქონდა ჩემთვის, მარტო ყოფნა . იცი მე შენ არ გაგიშვებ ! წარმოდგენაც არ მინდა იმის თუ რა მოხდებოდა შენ რომ გიორგის გაჰყოლოდი. ავფეთქდებოდი თან ისე რომ გატკენდი , მაგრამ მაინც არ გაგიშვებდი და სულ გიორგი რას იტყვის. შენზე უფლება არავის აქვს
_შენ გაქვს? გგონია გამოიყენებ ქმრის სტატუსს და შენს უფლებიან მონად მაქცევ რომელსაც ძვირადღირებული სამოსი ეცმევა და თავზე უხილავ გვირგვინსაც დაადგამენ? შენ არაფრის უფლება გაქვს ... ყველა სხვა ვინც აქამდე მტკენდა მიყვარს , ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია და შენ ? შენ ვინ ხარ რომ გგონია უფლებას მოგცემ
_შენ მე შემიყვარებ !
_რომ არ შეგიყვარო
_სიყვარულს მხოლოდ "ვერ" შეუძლია ... მე კი ვიცი რომ შენ შეგიყვარებ და თუ იმ სიყვარულით ვერ შეგიყვარებ ყველა სხვა სიყვარულით მეყვარები _თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე შეეხო . ნაზად კოცნიდა მანამ სანამ ისიც არ აჰყვა . შემდეგ გაუღიმა და სავარძლიდან ააყენა _შენი ტუჩები უკვე მიყვარს...
_შენ ყველა ლამაზი ქალი გიყვარს
_ტყუილია ... წლებია უკვე მსგავსი რამ არ მიგრძვნია . მგონი არც მანამდე _ თვალებში უყურებდა და თითებს მის სახეზე დაატარებდა _ შენ მე ემოციებს მიღვიძებ. შენც იმიტომ ხარ აქ რომ გიზიდავ ... გაინტერესებ , შენთვის რაღაც ახალი და უცხო გამოწვევა ვარ
_დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე ... სულ მალე ლოთი , ჩხუბისთავი კაცი მეყოლება გვერდით რომელსაც ცხოვრებაში მიზანი არ აქვს . ინტერესს რა უნდა მიჩენდეს შენში
_მთლიანად მე !
*^*^*^
სოფელში ბრუნდებოდნენ. მგზავრობისას ჩაეძინა და უკვე ეზოში იყვნენ თარაშმა რომ გააღვიძა
_მოვედით პატარავ ... გაიღვიძე _ ლოყაზე ეხებოდა თითებით და აშკარად იღიმოდა _პატარავ
_გავიღვიძე _ თვალები გაახილა და მის თვალებს წააწყდა . ცხვირის წვერზე აკოცა თარაშმა და მერე მანქანიდან გადავიდა.
ეზოში იყვნენ ყველანი ,თითქოს შორეული მოგზაურობიდან დაბრუნდნენ . ამირანი სკამზე იჯდა და ვაშლს თლიდა ანა თავად მივიდა მასთან თარაში კი ჩანთებით დაიძრა სახლისაკენ
_როგორ ხარ ?
_როგორც ყოველთვის ... შენ როგორ ხარ პატარა რძალო? _ ხელზე აკოცა ანას და მერე ქვემოდან ახედა _ რა ხდება ახალი და კარგი ?
_თქვენ რა გინდათ რომ ხდებოდეს
_შვილთაშვილის შვილი მინდა
_სამწუხაროა თარაშს დედმამისშვილები რომ არ ჰყავს ... რომელიმე მაინც გაგახარებდათ
_საერთოდ დაკარგეთ ამ ახალგაზრდებმა ტემპერამენტი?
_მგზავრობამ დამღალა ... უკაცრავად _ მშვიდად გაეცალა ამირანსაც და დანარჩენებსაც. ზემოთ რომ ადიოდა თარაში უკვე კიბეებზე მორბოდა
_სად მიდიხარ
_საჯირითოდ... ცხენები მომენატრნენ . დაისვენე შენ
_ისევ თავიდან იწყება ... მე გიორგის ნახვა მინდა
_ისევ თბილისშია ...
_წასვლა მინდა
_სწავლა რომ დაგეწყება წავალთ..
სულ რამდენიმე დღეში
_მაგასთან დაკავშირებით
_მოგვიანებით
_უკვე ზოოფილი მგონიხარ თარაშ _ ადგილზე გააჩერა ჟორდანია წამსვე შემობრუნდა და მასთან გაჩნდა. ხელი მოხვია და ტუჩებზე დააცხრა რასაც თინას ხელიდან გავარდნილი თეფში და წამოკივლება მოჰყვა
_ვაა თინაა? თვალთვალზე გადავედით ბებო?
_უსირცხვილო_ უკმაყოფილო სახე მიიღო და ზურგი აქცია
_ამირანმა ოღონდ ბავშვი გააკეთე და თუ გიდა მისაღებშიც იჟ*მავეთო არ უთქვამს თქვენთვის?
_მოშორდიიიიი _ დაიკივლა ქალმა და გულზე ხელი მიიდო _ მიშველეთ ... ნონააა ეს ვინ გაზარდე შენნაირი ტუტუცი და თავხედია . შეხედეთ შეხედეთ როგორ იცინის ...ფუიი მეტი არა ჩემი მტერი შენგან კაცი არ გამოვიდეს
_რა ხდება ... რა გჭირს თინა
_განმეორებაც არ შემიძლია
_არაო ხედავ ანიკო? ანუ ამირანის სიტყვა აღარ ჭრის ამ სახლში ... ცოლი დასჯდომია თავზე. წამოდი ბუნებას მაინც ვთხოვოთ თავშესაფარი _ ხელი მოხვია და ჰაერში ასწია ისე ჩაიარა კიბე
_გამიშვი... გეყოფა
_წამოდი თორემ ისევ გაკოცებ ისე რომ თინას გული გაუსკდება
_უზრდელი ხარ
_წარმოუდგენლად ... აიი ამირანიც მოსულა
_რა ხდება რა მოიფიქრე ამჯერად ... რას ერჩი ამ ქალს ან დედაშენს . მოხვედი და დაიწყე ხომ?
_სამწუხაროდ შენი შერჩეული ქალი უფრო მაღიზიანებს და ასე აღგზნებული უკონტროლო ვხდები
_იმბეცილი !
_კიდევ რამდენიმე დღე და შემდეგ გადავალთ მე და ანიკო
_ანიკო ისწავლის და შენ მახათს გაიყრი ალბათ _ ამირანმა უთხრა და მერე თინასთან ერთად გავიდა ოთახიდან . ანა ჯერ ჩუმად იყო და შემდეგ ხნამაღლა დაიწყო სიცილი
_ანაა
_ცუდად ვარ _სახეზე აიფარა ხელები და სიცილი განაგრძო
_ცუდი გოგო ხარ
_თარააშ _ უკან იხევდა და ისევ იცინოდა. ისეთი საყვარელი იყო თარაში თვალს ვერ აშორებდა , სურვილი სულ უფრო და უფრო უძლიერდებოდა , თავს ვეღარ აკონტროლებდა . ეზოში დაიჭირა ბევრი სირბილის შემდეგ და მინდრზე დავარდნენ ორივე
_გამიშვი ... თარააშ
_ოჯახში ყველამ ჩვენ ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ ძვირფასო
_ხოო? ანუ შენ ზემოთ და მე ქვემოთ? _ გაიცინა ისევ მერე მომენტით ისარგებლა თარაშს ფეხი წელზე შემოხვია და თითები ლოყაზე ჩამოუსვა_მოსაწყენი არ იქნება?
_ ანიკოო _ხრინწიანი ხმით ამოთქვა და ტუჩებზე დაეწაფა. საერთოდ გაეთიშა ტვინი , არავინ და არაფერი ახსოვდა . ფეხებზე ეკიდა ყველაფერი და მთლიანად სურვილი მართავდა. გონს მაშინ მოვიდა ანამ ხელი რომ ჰკრა მინდორზე გართხმული დატოვა და წავიდა
_შენი დედააც ... რა გემართება სულ გამოყ*ევდი ქალის უნახავივით იქცევი _ მიწაზე დაარტყა მუშტი მერე ცხენზე დაჯდა და შორს გაიქცა. ისევ ისე მიქროდა , მაგრამ არაფერი იცვლებოდა აქამდე თუ ლიზას ხედავდა და ბრაზისგან იცლებოდა ახლა ანა იყო მისი ფიქრების ობიექტი.
*^*^*^
ქალაქში გადაცხოვრება უხდებოდა და მართალია მიჩვეული იყო ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლას, მაგრამ ამჯერად ქმართან მარტო ცხოვრება მოუხდებოდა და უცნაური შეგრძნება ჰქონდა.
_ჩემი საძინებელი რომელი იქნება_
სახლში ჩანთები რომ შეიტანა თარაშმა მაშინვე უთხრა
_სადაც ჩემია იქ
_ახლა მაინც ვიქნებით მარტო
_ჩემს გვერდით ძილს რას უწუნებ? რა არ მოგწონს
_ასე ნუ მიყურებ ... შენ შენი საყვარელი ქალის აჩრდილთან ერთად გძინავს და საერთოდ არ მინდა მე რომ მიყურებ სხვას ხედავდე !
_ტყუილად იგონებ რაღაცებს ... ჩემთან დაიძინებ და მორჩა! მე შენ ფიქტიურ ქორწინებაზე არ შეგთანხმებივარ თუ სწორად მახსოვს _ჩანთები საძინებელში დააწყო და უკან გაბრუნდა
_თარაშ
_არ დაიწყო ახლა გიჟი ქალივით მოქცევა ... ცოტა დაფიქრდი და მორჩი ამ სისულელეებს. არ შეგჭამ ძალიანაც რომ გინდოდეს ახლა მითუმეტეს... აქ როგორმე შენს გარდა სხვა გასართობს ვიპოვნი
_არავისაც არ იპოვნი!
_უკაცრავად მომესმა? ცოლი ჩართე ?
_ჩემს გვერდით არ დავაწვენ კაცს რომელიც სხვა ქალს ეფერება
_განვიწმინდები ძილის წინ _ გაიცინა და შებრუნდა
_ნუ გამაბრაზებ თორემ შენსავით ყვირილს არ დავიწყებ ისე მოგიღებ ბოლოს !
_მემუქრები?
_გაფრთხილებ!
_რა უფლებით
_თითზე მორგებული ბეჭდის და შენს გვერდით ძილის ... საერთოდაც ასე მინდა და ნუ გამომიწვევ _მშვიდად ესაუბრებოდა. შემდეგ სამზარეულოში შევიდა და ყავის მომზადება დაიწყო.

მეორე დღეს უნივერსიტეტში უნდა წასულიყო. მთელი საღამო ვიღაცებს წერდა და თარაშს ნერვები აწყდებოდა ყურადღებას რომ არ აქცევდა. დილით ჯერ კიდევ ეძინა სიარულის ხმა რომ გაიგო და თვალები ძლივს გაახილა. ანა სარკის წინ იდგა მოკლე კაბით , საშუალო სიმაღლის ქუსლიან ფეხსაცმელზე, თმებაწეული თითქოს ჩვეულებრივი და მაინც განსხვავებულად შარმიანი. თვალები ისევ დახუჭა გადაბრუნდა და მერე სახეზე ჩამოისვა ხელი
_მიდიხარ უკვე?
_დილამშვიდობის_ შებრუნდა და გაუღიმა. აშარად კარგ განწყობაზე იყო. თარაშმა თავიდან ბოლომდე შეათვალიერა და იგრძნო კიდეც რიგი ცვლილებები მისმა სხეულმა
_შენ მანქანის მართვა იცი ხომ? _ ძლივს გადააბა სიტყვები მის გულმკერდს მზერა მოაშორა და თვალებს გაუსწორა
_მართვის მოწმობა არ მაქვს ... ტაქსით წავალ . გამოვიძახე უკვე
_მე გაგიყვან
_დაგვიანება არ მინდა ... დაიძინე
_რომელ საათზე მოხვალ
_არ ვიცი
_ახლა სხვანაირად სწავლობთ თუ რა ხდება მე ვიცოდი ლექციები როდის მთავრდებოდა
_შენ სწავლობდი კიდეც?_კართან იდგა და იღიმოდა
_მაგისტრატურაც დავამთავრე სხვათაშორის და ჩემს ცოდნას თუ შეიძლება ნუ შეეხები _ უცებ მოიშორა საბანი სწრაფად გადავიდა საწოლიდან და სააბაზანოსკენ დაიძრა_ მე გაგიყვან... ყავა მომიმზადე თუ არ შეწუხდები
_15 წუთში ჩაცმული თუ არ იქნები წავალ
_ჯიუტი თხა ... უნივერსიტეტში ჯინსებით აღარ დადიან ეს რო გამოწყობილა რექტორივით ... სულ გადავირიე ჯანდაბა 15 წუთში როგორ მოვასწრო _ კაბინაში იდგა და ჯუჯღუნებდა.
მაისური მხარზე ჰქონდა გადადებული ისე ჩაირბინა კიბე. ქამარს იკრავდა მერე ყავის ფინჯანი აიღო უცებ დალია და ეზოში მიმავალს დაეწია
_დაჯექი _ მანქანის კარი გაუღო და არ დალოდებია ისე დაიკავა თავისი ადგილი
_ძალიან მოგინდომებია და ვერ ვხვდები რატომ წუხდები
_მართვის მოწმობა აიღე და მანქანას გიყიდი
_მამის ნათქვამ წინადადებას გავდა... კარგად თუ მოიქცევი თოვლის ბაბუა საჩუქარს მოგიტანს
_ფულის დაზოგვას ტყუილად ნუ დაიწყებ... იმაზე მეტი გვაქვს შემოსავალი ვიდრე წარმოგიდგენია
_შენ იცი ამ ბოლო წლების განმავლობაში , რაც შენ აღარ ხარ აქაური საქმეების მმართველი შემოსავალმაც იკლო. ყველას თავისი საქმე აქვს და შენს ადგილს ვერავინ იკავებს ასე რომ მალე გაკოტრებაც არ გამიკვირდება
_ეგ ამირანმა გითხრა? რაო უთხარი საქმეს დაუბრუნდესო?
_არაფერი უთქვამს , თავად ვნახე ხარჯთაღრიცხვები და მაგდენი გამეგება რომ გამეგო რა ხდება ზოგადად თქვენს ბიზნესში
_დაიწყე მუშაობა და
_არც იფიქრო შენი მულტიფუნქციური ქალი არ გავხდები და საყვარლებთან გართობის საშუალებას ჩემი შრომის საშუალებით არ მოგცემ
_სულ რაღაცას ვაკეთებდი და დასვენება ასწორებს...დაიკიდე შენც და დატკბი ცხოვრებით ერთ დღეს მაინც მოგვიწევს ყველაფრის გადაბარება
_მე ჩემი გეგმები მაქვს და შენი ბიზნესი არ მაინტერესებს ... აქ გამიჩერე და ფეხით წავალ . სანამ შენ დააპარკინგებ დავაგვიანებ
_სად გეჩქარება ასე ჯერ არ დაიწყება ლექცია
_კურსელების ნახვა მინდა ... ლექციებზე ჩაციკლული სტუდენტი ხომ არ გგონივარ
_არც მიფიქრია ... გოგონებს ისედაც ნახავ და
_თარაშ ჭკვიანად...სახლში სანამ დავბრუნდები არაფერი გააფუჭო_ გადასვლამდე აკოცა თავზე ხელი გადაუსვა და მერე კისკისით დატოვა ნერვებმოშლილი ჟორდანია .
საცობი იყო და ნელა მიდიოდა , ანა ჯერ კიდევ ჩანდა და ისიც თვალს ადევნებდა . დაინახა როგორ გააჩერა ვიღაც ბიჭმა თავისკენ შეაბრუნა და ყურებამდე გაკრეჭილი მოეხვია. ისიც მხიარულად შეხვდა იქვე გაუბა საუბარი და შემდეგ უნივერსიტეტისკენ დაიძრნენ. სიგნალის ხმა რომ გაიგო მერე მიხვდა რამდენ ხანს გაჩერდა ერთ ადგილას. თითები რომ აამოძრავა ტკივილი იგრძნო ისე უჭერდა საჭეს. გაზს ფეხი მიაჭირა და რამდენიმე ჯარიმაც დაიმსახურა ისე განაგრძო გზა
*^*^*
თვალები რომ გაახილა მიხვდა უკვე გვიანი რომ იყო და გამოფხიზლება გადაწყვიტა. თავი საშინლად სტკიოდა და ტკივილგამაყუჩებელი უნდოდა ენახა. ნახევრად გათიშული ჩავიდა ქვემოთ უკვე პირველი საათი იყო და ჯანო სახლში არ იქნებოდა. ფეხშიშველი მიაბიჯებდა , გრძელი მაისური ეცვა რომელიც იმდენად თხელი იყო რომ თითქმის არაფერს ფარავდა. წითელი თმები არეულად ეყარა მხრებზე . კარადაში იქექებოდა და როგორც იქნა იპოვნა წამალი. დალია და შემდეგ შიმშილის გრძნობამაც შეაწუხა. მაცივარში იყურებოდა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და ბოთლს დაავლო ხელი. უცებ გასწორდა და გიორგი რომ დაინახა ბოთლი ხელიდან დაუვარდა
_ღმერთო ჩემო ... რა ჯანდაბაა რას გავს შენი სახე . ღმერთოო ასე ვინ გცემა . ჯანო სად არის _ ყველაფერი ერთად მიაყარა თან გიორგის გახეთქილ ტუჩს , გატეხილ თავს და ჩალურჯებულ თვალს უყურებდა
_არ მოვა კიდევ ერთი კვირა და მითხრა არ ინერვიულოსო. ეს დაგიტოვა _ ჯიბიდან ფული ამოიღო და მაგიდაზე დადო
_როგორაა _მეთქი
_ნუ წიკვინებ _ მის თითებს დააკვირდა ხელზე რომ უჭერდნენ და მერე მზერა გაუსწორა _ საქმე აქვს და დაბრუნდება !
_შენ მიდიხარ?
_არ მითხრა რომ მარტო ყოფნის გეშინია?
_შენთან მარტო ყოფნა არ მინდა და თუ აქ იქნები მაშინ მე წავალ
_თავს ვერ აკონტროლებ ? _გაიცინა და მერე ტუჩზე მიიდო ხელი აშკარად ეტკინა _ დედას შევე*ი
_ძალიან გტკივა ? _ ინსტიქტურად შეეხო და ახლოს მივიდა
_წავედი ... ჯანოს მობილურიც გამორთული ექნება და თუ რამე დაგჭირდება მე დამირეკე
_რა უნდა დანჭირდეს ისეთი შენ რომ დაგირეკო
_იმედია არაფერი _ ისევ არ აქცევდა დიდ ყურადღებას და მართა უფრო გიჟდებოდა. უკან გაჰყვა , მეორე სართულზე ავიდნენ , ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა
_გარეთ ცივა რომ იცოდე , გასვლა რომ გადაწყვიტო ასე თხლად ნუ ჩაიცვამ
_სად მიდიხარ...ანას დაურეკავ? რომ იკარგები შემდეგ ნერვიულობს
_მე და ანა გავარკვევთ
_ჩემ გამო თუ მიდიხარ შეგიძლია დარჩე ... სულერთია იქნები თუ არა
_ალქაჯო გგონია ქუჩაში მომიწევს ძილი და გებრალები?
_ალქაჯს ნუ მეძახი ... ჯანდაბაშიც წასულხარ არ მადარდებს
_არადა გადარდებს
_ანა
_ანა არაფერ შუაშია და ნუ ცდილობ დამაბოლო
_და რა არის შუაში
_ მე და შენ
_ზოგჯერ ძალიან მამხიარულებ _ ხმამაღლა გაიცინა და თან თითები თმაში შეიცურა _კარი იცი საითაცაა... გაცილებაც არ გჭირდება _შებრუნდა და საძინებლისკენ წავიდა . კარი მიიჯახუნა და ოთახში სიარული დაიწყო
_იდიოტი ... ორივე როგორ მიშლიან ნერვებს. ან რა მადარდებს, რა მალაპარაკებს ვერ გავჩუმდები? ხედავ არ აინტერესებ , ნერვებზე მოქმედებს ხვდები და რა არ გასვენებს მართა
_მეზიზღება დაუმშვიდობებლად წასვლა _ უცებ კარი გაიღო , გიორგი შევიდა ხელი მოხვია და ტუჩებზე მისი ტუჩების შეხება იგრძნო. კვნესა წასკდა , მკლავებზე თითებით ჩააფრინდა , უნდოდა წინააღმდეგობა გაეწია მაგრამ სურვილმა სძლია. ხელები მაღლა აასრიალა , ყელზე მოხვია მერე ბეჭებზე გადავიდა
_გიორგი
_გაჩუმდი
_ხომ იცი რომ ვერ გიტან
_ვერც მე
_ვერ მიტან? _თავი უკან გადასწია და ტუჩები მოიკვნიტა
_საკუთარ თავს!
მოშორდა , ცოტა ხანს უყურებდა მერე შებრუნდა და წავიდა. ისე წავიდა რომ დიდხსნს აღარ გამოჩენილა თითქოს საერთოდ გაუჩინარდა და ის კოცნაც სიზმარი იყო.
..................
კლუბში წავიდა
მანქანა შენობის მოპირდაპირე მხარეს გააჩერა . გართობა სურდა, ვერა და ვერ მოახერხა დამშვიდება ამიტომ გადაწყვიტა რომ დალევა და ცეკვა უშველიდა.
მეექვსე დღე მიიწურა ზღვისპირა ქალაქში სტუმრობიდან. უკვე ექვსი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ანდროს დაეკონტაქტა და ეს სრული რეკორდი იყო. ბოლოს რომ იჩხუბეს და გაიქცა მეხუთე დღეს მაინც იპოვნა ნაკანმა ახლა კი არსად ჩანდა და ვერც გამოჩნდებოდა. შეიძლება ისევ საავადმყოფოში იწვა , ცუდად იყო და სიარული საერთოდ არ შეეძლო. ახლა რომ მოენდომებინა ქვეყნიდანაც წავიდოდა, გაექცეოდა იქ სადაც დიდხანს ვერ მიაგნებდა , მაგრამ შანსს არ იყენებდა.
ბართან დაჯდა, სიტუაციას გადახედა და დალევა დაიწყო. ნელ_ნელა უმატებდა დოზასა და სიძლიერეს . შემდეგ სხეულის სიმსუბუქე რომ იგრძნო და მუსიკამაც მიიზიდა ცეკვა დაიწყო. არავინ და არაფერი ადარდებდა, თვალები დახუჭა და მოძრაობა დაიწყო. წესით იქ სადღაც ანდრო უნდა ყოფილიყო, შორიდან უნდა ეყურებინა და სიტუაცია გაეკონტროლებინა ის კი გამომწვევად მოქცეულიყო, ისე თითქოდ არ ადარდებდა მისი იქ ყოფნა , შემდეგ ეჩხუბებოდა ეტყოდა რომ ნამდვილი ფინია იყო და არ შეეძლო დამოუკიდებლად ცხოვრება. ახლა სულ მარტო იყო , ვიღაცის მზერას გრძნობდა, ვიღაც მასთან ისე ახლოს ცეკვავდა თითქოს მას ეცეკვებოდა. უსიამოვნო შეგრძნებებმა შეაწუხეს. უცნაური სიმარტოვე განიცადა, თითქოს სრულიად მარტო იყო და ვერავინ დაიცავდა, ვერავინ დადგებოდა მის ზურგს უკან და მოაშორებდა ნებისმიერ თავისტკივილს, არავინ ზრუნავდა მის სიმშვიდეზე.
ბართან დაბრუნდა , ისევ დალია ერთი ჭიქა და შემდეგ მეორე მოითხოვა. ხვდებოდა რომ ზედმეტი მოსდიოდა და ჩვეულ დოზას აჭარბებდა, მაგრამ არ გაჩერებულა. ისევ ცეკვავდა, წონასწორობაც კი ერღვეოდა , მაგრამ ცეკვავდა. მერე ვიღაც უკნიდან მოეხვია მისი სუნთქვა ყელთან იგრძნო , თავიდან ეგონა რომ ანდრო იყო და იქედან წაიყვანდა მერე მიხვდა რომ სულ სხვა იყო
_ხელები მომაშორე
_მარტო ცეკვა გირჩევნია?
_მარტო ვცეკვავდი ხომ ? _შებრუნდა და წინ მარჯვენა ხელი აუფრიალა _ ქმარი მყავს , შემეშვი
_სად არის ეგ შენი ქმარი _სიმპათიური იყო უცნობი , თითქოს ნაცნობი სახეც ჰქონდა რომ გაიცინა და თვალები დააწვრილა ბავშვობის მეგობარიც კი გაახსენდა
_ჩემი ქმარი? ჩემი ქმარი სადღაც აქ უნდა იყოს მალე მოვა და თითებს დაგამტვრევს
_სანამ მოვა ვიცეკვოთ სხვამ რომ არ შეგაწუხოს _ ხელი ჩაკიდა თავისკენ მიიზიდა და მელოდიას ააყოლა სხეული
_გამიშვი_მეთქი ...არ მინდა შენთან ცეკვა
_ლიზა დამშვიდდი
_გიცნობ ?
_მიცნობ !
_შენთან ცეკვა მაინც არ მინდა...უნდა წავიდე , მეძინება
მოშორდა , რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შემდეგ ჩაიკეცა.

დილით თვალები რომ გაახილა უცხო სახლში იყო . ფეხზე ვიღაცას გაეხადა , კაბით იწვა და პლედი ეხურა . თავი უსკდებოდა , ნელა წამოდგა და ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო
_დილამშვიდობისა ლიზიკო
_შენ ვინ ხარ?
_ყავას დალევ? შენთვისაა _ ფინჯანი მიაწოდა და კარადას მიეყრდნო _შენ საერთოდ არ იცვლები ხომ?
_არ მეტყვი ვინ ხარ? _ ყავა დალია და თვალები დახუჭა _კარგ ყავას ამზადებ
_მე ფსიქოლოგი ვარ
_საინტერესოა...კლუბში დადიხარ და პაციენტებს თავად პოულობ?
_მართლა არ გახსოვარ?
_ფსიქოლოგი არ ხარ?
_ვარ , მაგრამ შენი ძველი ნაცნობიც ვარ
_ალბათ შეიცვალე და თუ სახელს მეტყვი შეიძლება გამახსენდე
_არ გეტყვი , დაველოდები როდის გაგახსენდები და მერე დაგეხმარები როგორც ფსიქოლოგი
_არ მჭირდება
_ჩემი გახსენება თუ ფსიქოლოგი
_ორივე . გმადლობ ყავისთვის
გარეთ გავიდა , ეზოში რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მიხვდა სადაც იყო იცნო ქუჩა, ეზო, სახლი და სწრაფად შებრუნდა უკან. ბიჭი კართან იდგა და უყურებდა
_გუგა ... წარმოუდგენელია შენ და მართლა შენ ხარ ? როგორი ... რამხელა ხარ მაშინ როგორი გამხდარი იყავი და ვაიმეე გუგაა _ მისკენ წავიდა და ჩაეხუტა _ როგორ მიხარია შენი ნახვა ...რატომ არ მითხარი ვინც იყავი
_ლიზიკოო მეგონა ვეღარ გამიხსენებდი ... შენც შეცვლილხარ ქალბატონო , მაგრამ მაინც ლიზიკო ხარ _ თავზე აკოცა და მერე მზერა გაუსწორა_აბა? შემოხვალ მეორე ფინჯან ყავაზე ?
_აუცილებლად ... სახლში ყველაფერი შეგიცვლია . შენი მშობლები სად არიან...როგორ არიან
_დედაქალაქში გადაცხოვრდნენ მე კი უკან დავბრუნდი. ხომ იცი აქაური ზღვის ჰაერი მორჩევნია მთელს დანარჩენ დედამიწას
სამზარეულოში იყვნენ , ლიზა პატარა დახლთან ჩამოჯდა და იქედან უყურებდა გუგას. ყავასთან ერთად საუზმეც მიიღო და დესერტად ტკბილეულიც. გუგას ამბებს ისმენდა, სხვა ძველ მეგობრებზე ეკითხებოდა და გამოფხიზლდა კიდეც. თითქოს ბავშვობაში დაბრუნდა და ისევ ქუჩაში დაჭერობანას თამაშობდა.
_შენი ქმარი ანდრო ნაკანია
_ხო
_მეგონა თარაშს გაჰყვებოდი. ბოლოს რომ გნახეთ ერთად იყავით
_შენ მგონი ორივეს იცნობ ხომ?
_შორიდან ...
_თარაშმა ცოტა ხნის წინ შეირთო ცოლი ... მე კი უკვე მეოთხე წელია გათხოვილი ვარ . ჯანდაბა როდის გადის დრო ვერც კი ვიგებ. სრულიად უაზროდ ვატარებ ყოველ დღეს
_და ასე გაგრძელებას რამდენხანს აპირებ
_ალბათ ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება ... დიდი ხანია დავკარგე ცხოვრების სიყვარული , წავიდა დრო როდესაც ყველა დღე მიყვარდა . რა კარგი იყო ბავშვობა , დილით უცებ ვდგებოდი საწოლიდან მხოლოდ იმისთვის რომ დიდხანს მეთამაშა . საღამოს სიცილისგან და სირბილისგან დაღლილი ვწვებოდი და წამსვე მეძინებოდა
_ბავშვობაში ბედნიერებისთვის ცოტაა საჭირო , სურვილებიც არ გვაქვს ისეთი შესრულება რომ ვერ შევძლოთ . დიდობა რთულია ყველასთვის
_შენ ? შენ სხვის ამბებს ისმენ და საკუთარ პირადში არაფერია?
_ჩემი ადამიანი ჯერ ვერ ვიპოვნე... ძიების პროცესში ვარ.
_ასე კლუბ_კლუბ დადიხარ?
_როდესაც თავისუფალი დრო მაქვს ხო ... კლუბში ათასნაირ ადამიანს იპოვნი. მახალისებს მათზე დაკვირვება ჭიქა ვისკი და მშვიდად ჯდომა სანამ უცნობ ლამაზმანს არ ვიპოვნი ღამის სასიამოვნო დასასრულისთვის
_ყოველთვის საინტერესო იყავი და ახლაც ჩვეულ ამპლუაში ხარ . ბავშვობაშიც პატარა ფსიქოლოგს ჰგავდი
_ნეტავ ისევ ის პრობლემები გვქონდეს ბავშვიბაში რომ გვქონდა . ისეთებს ვისმენ ხოლმე ადამიანთა მოდგმა მძულს რამდენიმე წუთის განმავლობაში სანამ არ მოვიკრიბავ ძალას და ჩემში არსებულ ულოგიკო ადამიანს არ გავაქრობ
_გუგა ახლა უნდა წავიდე და აუცილებლად გესტუმრები ისევ... შეგიძლია შენც შემომიარო
_დაგელოდები

სახლში რომ დაბრუნდა უკვე შუადღე იყო. ყველამ უცნაური მზერა გააყოლა , მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. იბანავა და აივანზე დაჯდა . ეწეოდა პატარა ქალბატონი რომ მივიდა
_სად იყავი წუხელ?
_საცეკვაოდ შენ რა გინდა ხუჭუჭა?
_მთელი ღამე ცეკვავდი?
_ხო
_დილითაც?
_დილით მეძინა
_სად გეძინა
_სხვასთან სახლში
_ვინ სხვასთან
_ძველ ნაცნობთან
_შენ აქაურებს იცნობ?
_ვიცნობ
_გოგოა ის ნაცნობი?
_დაკითხვაზე ვარ ?
_ეგ რა არის
_რაო რა თქვეს ჩემზე ცუდი გოგოაო? ანდროს ღალატობსო? _ სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და კვამლი გამოუშვა ტუჩებშორის . მერე ბავშვს ხელი მოხვია და წინ დასვა _შენს თმებს ოდესმე ვინმე ვარცხნის?
_არ ივარცხნება
_რაო რა თქვეს? _ თმები მაღლა აუწია და კოსად შეუკრა
_ნერვიულობდნენ ...მერე იფიქრეს რომ უკან წახვედი , მაგრამ ანდრომ თქვა არ დაბრუნებულაო და
_ანდრომ? ანდროს დაურეკეს?
_ხო ... გაბრაზდი?
_არა ...მერე რაო ჩამოვალო?
_მხოლოდ ის თქვა აქ არ არისო და მოვაო . მერე გათიშა, მე რომ დავურეკე ვიღაც გოგო ეძახდა
_რას ეძახდა
_სახელი დაუძახა და მერე გამითიშა ანდრომ სხვა დროს დაგირეკავო მითხრა და ვერ მოვუყევი აქ რომ ვცხოვრობთ
_არ მოუყვე ეგ ხო?
_კარგი არ მოვუყვები
_დარეკვას რომ გადაწყვეტ ჩემთან ამოდი და აქედან დაურეკე
_კარგი
_ასე გიხდება თმა ... ლამაზი ხარ _ ლოყაზე აკოცა და მერე თავზე გადაუსვა ხელი _მოიტან ლამარას ტელეფონს და დაურეკავ ანდროს?
_მოვიტან
მალევე დაბრუნდა და მის გვერდით დაჯდა . ლიზამ გააფრთხილა მე აქ არ ვარო და მანაც ყველაფერი გაიგო
_გისმენ ლამრო
_მე ვარ , ლამარა ბებოს ტელეფონი მოვპარე
_ლილე კიდევ ვერ მოიშალე ეგ ჩვევა?
_ხმაზე რა გჭირს?
_მგონი გავცივდი
_ახლა ? რა დროს გაციებაა
_ხმა დავკარგე ...ბევრი ნაყინი ვჭამე
_შენ რო ნაყინი არ გიყვარს?
_შემიყვარდა შარშან იმდენი მაყიდინე
_არაფერიც , ნუ მატყუებ თორემ გაგიბრაზდები და არაფერს გეტყვი ლიზიკოზე
_ლიზიკო არ დაუძახო თორემ გაგიბრაზდება
_არ გამიბრაზდება ...ლიზიკო კარგია . ბაბუასგან დაგვიცვა
_ბაბუა იყო მანდ? როდის მოვიდა ...აქამდე რატომ არ დამირეკე . რაო რა უნდოდა
_სახლიდან გამოგვაგდო...მე ვიყიდეო. კარგად ვერ გავიგე, დედას ეჩხუბა და მერე ...მერე ლამარა ბებომ წამოგვიყვანა . _ ლიზამ თვალები რომ დაუბრიალა გადააკეთა _ მანდ ცხოვრობთ ახლა?
_ხო ... აქ ვართ მთელი კვირაა
_ლილე ამდენ ხანს როგორ არ დამირეკე
_ლიზამ თქვა ზურგი ტკივაო და არ მინდოდა შემეწუხებინე
_ხვალ ჩემს მეგობარს გამოვგზავნი დედას ნახავს და ყველაფერს მოაგვარებს შენ არ ინერვიულო ხო?
_არ ვნერვიულობ ... აქ კარგად ვართ , მართლა
_ის მოვიდა თუ ისევ არ დაბრუნებულა
_მოვიდა
_მერე?
_მერე დაწვა და დაიძინა
_ლამარას უთხარი მაგარი ყავა მოუმზადოს დიდი ფინჯნით უშაქრო და აუტანოს რომ გაიღვიძებს . არ იხმაუროთ თორემ გაბრაზდება
_შენც გიბრაზდება ხოლმე?
_მე ხო...როცა ვაბრაზებ მეც მიბრაზდება _ ჩუმად თქვა . ხმაზეც ეტყობოდა რომ რაღაც აწუხებდა . ცუდად იყო და კარგად იცოდა ლიზამაც.
ბავშვი დიდხანს ელაპარაკებოდა , ათასი რამე მოუყვა და ისიც ბოლომდე უსმენდა. ერთვებოდა და ბევრს აცინებდა
_ანდრიკოო
_ჰო
_გინდა შენს მაგივრად ვაკოცო ლიზიკოს?
_აკოცე ხო , ოღონდ არ უთხრა რომ ჩემგანაა
_შენ არ ჩამოხვალ ?
_მე არა
_ლიზიკო უშენოდ ვერ ისვენებს
_მე კი მგონია რომ პირველად ისვენებს ... ახლა უნდა გავთიშო ლილე მე ექიმი მეუბნება რომ უნდა დავისვენო
_ექიმი? _ლიზას წამოსცდა და ანდრომაც მაშინვე გაიგო _ ლილე ვინმეა მანდ?
_მე ვარ ... ქალბატონი სხვისი მობილურით სარგებლობს და თურმე ჩემზე გელაპარაკება . საავადმყოფოში ხარ შენ ისევ?
_არა ... სახლში მოიყვანა ექიმი ლალიმ . როგორ ხარ
_შესანიშნავად ... რომ ვიცი უცებ არ დამადგები და არ მომიშხამავ ხასიათს თავისუფლებას ვგრძნობ. როცა მინდა სადაც მინდა და რამდენ ხანსაც მინდა იქ მივდივარ , ვისაც მინდა იმას ვხვდები და არაჩვეულებრივად ვარ . იმედია დიდხანს იქნები კიდევ უძლური
_ჩემი უძლურება აღარაფერს შეცვლის , რომ გამოვჯანმრთელდები მერეც ისე იქნება როგორც გინდა
_მაშინ უნდა მოკვდე
_მოვკვდი უკვე ... ისიამოვნე ცხოვრებით და ნახე როგორია როდესაც მე არ ვარ _ გაუთიშა და დატოვა ლიზა ტელეფონით ხელში. აივნის კიდესთან იდგა და ტელეფონს უყურებდა
_ღმერთმა დაგწყევლოს ახლა რაღა მოიგონე...უშენოდ თორემ შენს გარეშე სუნთქვა არ შემიძლია...იდიოტი !_ ბავშვისკენ წავიდა და ტელეფონი მიაჩეჩა _ დაუბრუნე ლამარას და მეტჯერ აღარ მოხვიდე ჩემთან . ხომ გყავს ანდრო ხოდა დაჯექი და ელაპარაკე , ანდაც შენი ასაკის ბავშვები ნახე დამიჯერე სჯობს პატარა დარჩე
_შენ ცუდი ხარ !
_ვითომ რატომ ... _ გაბრაზებულ ბავშვს ზემოდან დახედა და წარბები შეკრა
_ანდროს ცუდად ელააპრაკე...არ უთხარი რომ გიყვარს. არც ის უთხარი მომენატრეო, არც ის გითქვამს მალე ჩამოვალო ...შენ გამოა ანდრო ცუდად . შენ ბორიტი ხარ და ანდროს არ უნდა უყვარდე . აღარასდროს დაგელაპარაკები _ შეუბღვირა და სწრაფად გაიქცა
_პატარა მეტიჩარა... დიდი რომ ჰგონია თავი ნეტავ შენ რა იცი რომ მენატრება ან მიყვარს . სულელი ...ყველანი ნერვებს მიშლით დასვებებასაც არ მაცლით _ ხმამაღლა ლააპრაკობდა მერე ჩანთა აიღო და სახლი დატოვა.
კიდევ გავიდა ორი კვირა ლიზას კი სიმშვიდის არაფერი ეტყობოდა. ლილეც აღარ ელაპარაკებოდა , მას როგორც კი დაინახავდა მაშინვე ზურგს აქცევდა და იმალებოდა ან გარბოდა.
ანდრომ დაპირებისამებრ გაგზავნა ვიღაც , ადვოკატი დაუქირავა და სასამართლოს მოლოდინში იყვნენ ყველანი.
მის შესახებ ვეღარაფერს იგებდა, ისე კი არსად ჩანდა . სულ ელოდა რომ გამოჩნდებოდა, მაგრამ უშედეგოდ
_ბედნიერი არ ხარ მარტოობით
_ბედნიერი როგორ უნდა ვიყო გუგა ის ადამიანი დავკარგე ვინც მიყვარდა
_გიყვარდა ...
_მიყვარს და სულ მეყვარება
_ან იქნებ გიყვარდა ... ძლიერ გიყვარდა, მაგრამ აღარ გიყვარს
_აბა ვინ მიყვარს ის არაკაცი?
_აუცილებელია რომ ვინმე გიყვარდეს? მოდი უბრალოდ თარაშზე ვისაუბროთ არ გინდა?
_ფსიქოლოგი ნუ ხდები ...ჩვეულებრივი ადამიანივით მელაპარაკე
_მე მგონია რომ თარაში აღარ გიყვარს...არ ვამბობ რომ არ გიყვარდა. ის შენი პირველი სიყვარული იყო, ლამაზი, მამაცი , ჭკვიანი ბიჭი რომელიც მარტივად შეიყვარე და თავს დააჯერე რომ ის იყო ერთადერთი
_ერთადერთია და მისი მსგავსი არავინაა ...ის არასდროს გააკეთებდა ისეთ რამეს რაც მე მატკენდა
_მან შენზე უარი თქვა ლიზა
_მე ვუთხარი რომ ანდრო მიყვარდა , გული მოვუკალი. გავანადგურე
_გიფიქრია იმაზე ანდრო რას გააკეთებდა მის ადგილას? მისი რომ ყოფილიყავი და ერთ დღეს გეთქვა ის კაცი მიყვარს რომელსაც ზედაც არ ვუყურებდიო
_მაგით რა გინდა მითხრა
_მე არაფერი ...უბრალოდ როლები გაცვალე და წარმოიდგინე რას გააკეთებდა ანდრო
_არ გამიშვებდა...თარაშს მოკლავდა და მეტყოდა რომ ფეხებზე ეკიდა ყველაფერი რომ მე მისი ვარ და კიდევ არ ვიცი რა , მაგრამ არ გამიშვებდა იმიტომ რომ ველურია, ეგოისტია
_თარაშმა მაშინვე დაგთმო არა? ისაუბრეთ მას შემდეგ ? ოდესმე უკუთხავს რატომ ან როდის შეგიყვარდა ჩემი მამიდაშვილიო?
_არა...იმ დღის შემდეგ რომ დამინახავს მგონია რომ ჩემი მოკვლა უნდება და სისხლში საწამლავი ერევა ... ის მე არასდროს მომისმენს და ვერც ვეტყვი სიმართლეს
_რატომ ვერ ეტყვი ...შენ ხომ მსხვერპლი ხარ
_ანდროს მოკლავს ... აუცილებლად მოკლავს . თარაში არაა მკვლელი, მაგრამ რომ გაიგოს ყველაფერი ანდროს არ აცოცხლებს
_და შენ ? შენ დაგიბრუნდება ანდრო რომ მოკვდეს? აი ერთ დღეს ანდროს რამე რომ დაემართოს და აღარ იყოს თარაშს რომ უთხრა სულ მიყვარდი და მეყვარებიო ანდროსთვის ცოლობა არ გამიწევია, დაგიბრუნდება?
_მას ცოლი ჰყავს უკვე
_დაივიწყე მისი ცოლი...არ ამბობდი ვიღაც მათხოვარიაო?
_რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის... ლამაზია , თან ძალიან ლამაზია , ამაყი და რაღაცნაირი თითქოს უგვირგვინო დედოფალია . როგორიც არ უნდა იყოს თარაში მას არ დაამცირებს
_ლიზა არ მპასუხობ მაინც ... თარაში ხომ მარტო იყო აქამდე . შენ რომ გეთქვა სიმართლე თარაში მიგიღებდა და ბედნიერი იქნებოდი?
_არ ვიცი ... ალბათ ვერ შეძლებდა ყველაფრის დავიწყებას . მაშინ ოჯახზე უარის თქმა მოუხდებოდა. ყველაფრის დატოვება და იმ წლების დავიწყებაც
_მერე რა ... შეყვარებული კაცი ამაზე წავიდოდა. ხელს ჩაგკიდებდა და წავიდოდა ყველასგან შორს. ამაყად იტყოდა ის ჩემი ცოლია და არავინ შეეხოთო . თარაშსაც გაეკეთებინა იქნებ ეს ...
_არ ვიცი ... მე არასდროს ვეტყვი სიმართლეს
_ანდროს როგორი ურთიერთობა აქვს ოჯახთან ...ისიც ხომ მათი შვილიშვილია თუ თავიდანვე შორს იყო ოჯახიდან
_არა , ანდრო სულ მათთან იყო . ერთად იზრდებოდნენ. მეტიც თარაში ამბობდა ბაბუას ჩემზე მეტად უყვარსო , მაგრამ ახლა არავის ხვდება . მას შემდეგ რაც თქვა ლიზა მიყვარსო ყველა დაკარგა. დედამისსაც არ ელაპარაკებოდნენ თავიდან. სრული კოშმარი იყო , ლალიც ეჩხუბა . სულ ცუდად იყო , ყველა დავკარგეო ეუბნებოდა და ახლაც ეუბნება
_მერე რა გააკეთა ანდრომ
_ლალის უთხრა ლიზა ჩემი ცოლია , მის გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებს და შენ თუ იქნები მისი ცუდად ყოფნის მიზეზი შენს სახლში აღარასდროს მოვალო. ლალის არ მოვწონვარ , მაგრამ მას შემდეგ სულ თავს იკავებს
_სხვები როგორ გხვდებიან ერთად რომ ჩნდებით
_ყველა ჩურჩულებდა, ყველა ჭორაობდა. ძირითადად მე მაბრალებდნენ ყველაფერს ორივეს ერთად ხვდებოდა და ახლა ანდროს შეეტენაო არ უნდოდა ამდენი უფროსი ჰყოლოდა ნაკანს კი ყველაფერი თავისი აქვს და პირდაპირ დედოფლად დაჯდაო ...კიდევ ათას სისულელეს ამბობდნენ. მე არ მადარდებდა მათი სიტყვები , ის კი სულ ჩხუბობდა. მეგობრებიც კი დაკარგა , ერთ_ერთი ისე სცემა თვალებიდან არ ამომდის მისი სახე. ამ წლების განმავლობაში იცი რამდენჯერ იჩხუბა? მერე მკიდებს სისხლიან ხელებს და მივყავარ . თუმცა ახლა აღარავინ არაფერს ამბობს ეშინიათ ...მგონი აღარ დარჩა კაცი ვინც არ სცემა . ავადმყოფია ხომ გეუბნები
_ლიზა ...ნუთუ ვერ ხედავ
_რას ვერ ვხედავ ცხოველი რომაა?
_სულ ასე ჩხუბობდა? სულ ეჩხუბებოდა მეგობრებს, დედას, ოჯახის წევრებს ? სულ ასეთი უხეში იყო ? უხასიათო და ველური ?
_არა ...არ იყო. ადრე სხვანაირი იყო . თარაშს ძალიან უყვარდა, თარაშზე ერთი წლით დიდია და მაინც უფროს ძმას ეძახდა. სანამ გამაცნობდა მითხრა ერთადერთია ვისაც თვალდახუჭული ვენდობიო მან კი ...მან რა გააკეთა . მეც გამანადგურა, თარაშიც და საკუთარი თავიც_ სახე ხელებში ჩამალა და დიდხანს იჯდა ჩუმად _მეზიზღება და ამას ვერაფერი შეცვლის
_მას კი სიგიჟემდე უყვარხარ, იმდენად უყვარხარ რომ ყველაფერზე უარი თქვა, საკუთარ თავზეც კი . ყველაფერი დაკარგა იმ ერთი თავშეუკავებელი ქცევის გამო. იმ ერთ საღამოს , ერთი სისულელით დაკარგა ყველაფერი რაც ცხოვრებაში გააჩნდა და რა მიიღო სანაცვლოდ . წამება და მეტი არაფერი . საყვარელი ქალი რომელსაც ეზიზღება, დედა რომელიც გააუბედურა , ძმა რომელსაც მისი მოკვლა უნდა , ოჯახი რომელიც არაკაცად თვლის, რომელიც ნანობს ყველაფერს რაც მისთვის გაუკეთებია. მეგობრები რომელსაც სულელი ჰგონიათ. სხვა რა მიიღო მეტყვი ლიზა? იჩხუბა ყველასთან ვინც კი შენზე ცუდს ამბობდა . მოიშორა ყველა და ყველაფერი რაც შენ გაბრაზებდა . თავსაც კი იკლავდაო ხომ თქვი ლიზა ... მეტი რა უნდა გააკეთოს კაცმა , მე ვერცერთს გავაკეთებდი ალბათ. არ ვიცი იცი? რომ გისმენ წარმოვიდგენ მის ადგილას თავს და ვერ ვხვდები როგორ უძლებს ამ სიმძიმით
_გუგა ... შენ მას ამართლებ?
_მეცოდება ლიზა ... ძალიან მებრალება . იმაზე მეტადაც კი ვიდრე შენ...საერთოდაც შენ შესაცოდებელი არაფერი გაქვს იცი? ახლა რომ წახვიდე უთხრა გეყრებიო , მგონია რომ გაგეყრება იმიტომ რომ დაღლილია , მგონია რომ უკვე დანებდა იცი? ყველა რესურსი ამოწურა და ალბათ ახლა ფიქრობს რომ მოკვდეს ლალის რა უნდა მოუხერხოს თორემ ის ახლა ისე მძიმედაა რომ იცოდეს გულიდან ჭრილობას მოგაშორებს მოკვდება
_არ მინდა შენი მოსმენა...შენც კაცი ხარ და ალბათ ყველა კაცში ცხოვრობს მისნაირი ცხოველი ოღონდ გაღვიძება სჭირდება. სიტუაცია და ბიძგი სხვა არაფერი
_შენ ვერასდროს გათავისუფლდები ლიზ... თარაშმა რომ გაპატიოს მაინც ვერ გათავისუფლდები . საკუთარი თავის გარდა ვერავინ და ვერაფერი იმოქმედებს შენს ბედზე . ახლა მგონია რომ დაბრმავდი ბრაზს, ტკივილს და სიძულვილს ყვები . ეს ყველაფერი იკავებს შენს სულსა და ხორცს ... შენ ასეთი არ იყავი ლიზ
_მე უნდა წავიდე ... კიდევ თუ ვილაპარაკებ ძალიან ცუდად გავხდები
_წახვალ ანდროს სახლში, დაისვენებ ანდროს ფულით , ჩაიცვამ ანდროს ფულით. ისიამოვნებ ანდროს უბედურებით და მოიქცევი ცისფერსისხლიანივით იმ ადამიანებთან ვისაც შენი მოსამსახურის სტატუსი აქვს . ივლი თავაწეული , წარბებშეკრული და მერე რა იქნება ლიზ
_გუგა ნუ მელაპრაკები ასე
_რომ გელაპარაკო რა ... მე შენი დაქირავებული პირი არ ვარ. უბრალოდ როგორც ფსიქოლოგი აქ ნათქვამს ყველაფერს ამ კედლებში დავტოვებ რასაც მინდა იმას გეტყვი . დროა გონს მოხვიდე, გაარკვიო ყველაფერი და შეეშვა სიძულვილით საკუთარი სულის დამახინჯებას
ფეხით დადიოდა სანაპიროზე, უკვე ღამე იყო და ბევრი ხალხიც არ ირეოდა. ყველაფერი თანმიმდევრობით დაალაგა ტვინში , გუგას სიტყვებიც ისე ესმოდა თითქოს გონებაში ჰქონდა ჩაბეჭდილი . არავინ არასდროს არ მოქცევია ისე როგორც ანდრო , ახლა მის გარდა არავინ ჰყავდა . არავინ არასდროს ისე არ უფრთხილდებოდა როგორც ანდრო, მაგრამ ყველაზე მეტად თავად უშავებდა .
სახლში გვიან შევიდა. ლამარა ეზოში იჯდა და რაღაცას ქარგავდა
_ქალბატონო
_იჯექი ... არაფერი მინდა
_კარგად ხართ?
_შენ ? შენ როგორ ხარ გავიგე ფეხი გტკიოდა. იყავი ექიმთან?
_წავალ როცა შევძლებ აუცილებლად
_ფული თუ არ გაქვს მოგცემ არ მოგერიდოს ... ჩემს წასვლას ნუ დაელოდები ერთი დღე არაფერს შეცვლის ხვალ მიდი . თუ აქ არ არიან კარგი ექიმები თბილისში წამომყევი რომ წავალ
_არა ქალბატონო თქვენ როგორ შეგაწუხებთ ისედაც რამდენს აკეთებთ ჩემთვის...
_არ მოგერიდოს , მართლა მე არ შევწუხდები _ სახლში შევიდა . ბოთლით ღვინო და ჭიქები გაიტანა _ შენ დალევ?
_არა ... მე არ ვსვამ
_ხშირად ქარგავ ხოლმე?
_ახლა ხედვა მიჭირს თორემ ადრე დღეში რამდენიმეს ვაკეთებდი
_ეგ ბალიშისპირია?
_დიახ
_ვისთვის აკეთებ
_ბავშვებისთვის...ანდროსაც უყვარდა ჩემი მოქარგული ბალიშები. რაღაც მანქანა ჰქონდა ბავშვობაში და მთხოვა ბალიშზე ამომიქარგეო და სულ იმაზე ედო თავი
_კიდევ რა უყვარდა ანდროს
_უცბაური ბავშვი იყო რომ შეიყვარებდა მერე გულიც რომ ტკენოდა მაინც დაიცავდა. ძაღლი გვყავდა ეზოში , სულ ეფერებოდა, უვლიდა და ერთხელ უკბინა . ძალიან ტკიოდა ლალი გაგიჟდა მან კი მაშინვე ტირილი შეწყვიტა და ძაღლს გადაეფარა . იპარებოდა და აჭმევდა, ეშინოდა, მაგრამ მაინც მიდიოდა. რომ გაბრაზდებოდა სულ მარტო ყოფნა უყვარდა, თარაშსაც კი ტოვებდა და შორს გარბოდა. ერთხელ სხვენზე ვიპოვნე შემთხვევით თურმე ფანჯარაზე იჯდა და ზემოდან უყურებდა ყველას როგორ დაეძებდნენ. ყოველთვის ემოციური იყო ლალი ძალიან უყვარდა და მას რომ რამე აწუხებდა სულ ცდილობდა გაემხიარულებინა .
_არ ჩხუბობდა ხოლმე?
_ცოტა რომ წამოიზარდა მერე, მაგრამ სულ ვიღაც სხვის გამო ეხვეოდა შარში. რა ვიცი მშვიდად იჯდა რამეს კითხულობდა ან ბურთით თამაშობდა და მერე უცებ გავარდებოდნენ ორივენი . ან თარაში მიდიოდა და მერე ისიც მიჰყვებოდა . მახსოვს ერთხელ ცხვირი გაუტეხეს თარაშს და თვითონაც მაგრად მოხვდა . ლალი რომ დასჯიდა მთელი კვირა ხმას არ იღებდა. თითქოს ენა ჩაყლაპაო . ერთხელ ისე წავიდა არაფერი თქვა და დამიწერა მომენატრები ლამროო .
_ძალიან გიყვარს ხომ?
_ მე საერთოდ ბავშვებზე ვგიჟდები და ჩემს თვალწინ ვინც იზრდება შვილებივით მყავს
_შენ არ გყავს შვილები? _პირველი ჭიქა დაცალა და მეორედ გაავსო
_ერთი ვაჟი მყავს , მაგრამ წლებია უკვე საბერძნეთშია ცოლ_შვილთან ერთად. ბავშვებს ტელეფონიდან ვიცნობ
_რატომ შენც არ წახვალ ... გადაფრინდი ცოტა ხნით და მერე დაბრუნდი
_არ ვიცი , რძალს ნორმალურად არც ვიცნობ იქნებ არც გაუხარდეთ მოხუცის დანახვა თორემ ბილეთის ფული კი მაქვს
_სჯობს წახვიდე , გაიცნო და თუ ნახავ რომ სწერვა რძალი გყავს ცოტა მალე დაბრუნდი და არ მოაშლევინო ნერვები...ბოლოს და ბოლოს მე მიძლებს ლალი და შენი რძალი ვინ იქნება ასეთი _ გაიცინა და ისევ მოსვა ღვინო _ იცი ძალიან , ძალიან რთულია როცა ცუდი ხარ. ბევრად მარტივია ცხოვრება როდესაც კარგი ხარ ... სულიც მშვიდად გაქვს
_თქვენ ცუდი არ ხართ ქალბატონო
_როგორ არ ვარ... პროტესტის ნიშნად ისეთად ვიქეცი რომ ვერ ვიტანდი ვერასდროს. არა მე სულ რთული ხასიათი მქონდა, მაგრამ ახლა საკუთარ თავსაც ვაჭარბებ
_თუ ხედავთ საკუთარ პრობლემას მაშ მოაგვარეთ
_არ მინდა, არ მინდა მოვაგვარო. რომ ვიტანჯები , რომ ვერ ვისვენებ მომწონს
_რას ამბობთ
_უცნაურია ხომ? ლამარა დეიდა თქვენ გახსოვთ ადროს პირველი სიყვარული?
_მახსოვს
_მართლა? ანუ ბავშვობაშიც უყვარდა ვინმე და დათმო?
_ათი ან თორმეტი წლის იქნებოდა სახლში ხვეულთმიანი თოჯინით რომ დაბრუნდა. გამიკვირდა და ვკითხე ეგ თოჯინა საიდან მოიტანე_თქო და მითხრა ჩემი არ არის , მისი პატრონი უნდა ვიპოვნო და დავუბრუნოო. მთელი კვირა იპარებოდა სახლიდან და იმ ბავშვს დაეძებდა. მაშინ მარტო იყო აქ და ლალისაც ეგონა ბავშვებთან სათამაშოდ დადისო ის კი ვიღაც უცნობ გოგონას დაეძებდა . სანაპიროზე უნახავს , ნაყინს ჭამდა და ხელით თოჯინა მიჰყავდაო . მე შორიდან ვუყურებდი ყველას და დავინახე ბავშვებს რომ ჩამორჩაო. ვერავინ დაინახა , ტირილი დაიწყო და თოჯინა ძირს დააგდოო. სწრაფად გაიქცა და დაწევა ვერ მოვახერხეო. გამიკვირდა შორიდან დანახული გოგო როგორ მოგეწონა_თქო და მითხრა მანამდეც ხშირად ვხედავდიო , გრძელი ნაწნავები აქვს და ხმამაღლა იცინისო. სულ ნაყინს ჭამს და ტუჩები ყოველთვის ესვრებაო ...
_იპოვნა ის გოგონა?
_ვერა ...მერე ლალიმ წაიყვანა. თოჯინა კი აქ დატოვა. დღემდე სხვენზეა მგონი ის ხუჭუჭა ნაჭრის კუკლა...
_საერთოდ აღარ უნახავს ის გოგო?
_არ ვიცი... მერე რომ ჩამოდიოდნენ თარაშაც უთხრა რაღაც დიდები იყვნენ უფრო , მაგრამ მე არ მინახავს ის გოგო. მხოლოდ ის ვიცი რომ ეუბნებოდა ვიპოვნეო. რომ ვერ გაიცნო ვიცი, ერთად არ ყოფილან თორემ მეც ვნახავდი აუცილებლად
_სხვა არაფერი გახსენდება ? მარტო ბავშვობაში ჰყავდა ვიღაც უცნობი გოგონა? შეყვარებული არ ჰყოლია?
_ანდრო სულ მოსწონდა ვიღაცას...14_15 წლისები იყვნენ რომ ჩამოვიდოდნენ და ყირაზე იდგა ყველა, მაგრამ ანდროს რომ ეფიქრა ისეთი არავინ იყო . თქვენ ვინმეზე ხომ არ ეჭვინობთ
_არა ... ეჭვიანობა ჩემი საქმე არ არის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ზუსტად ვიცი ჩემზე მეტად არავის შეიყვარებს... წავალ ახლა მე , დავწვები შენ კი დიდხანს ნუ დარჩები, ცუდი განათებაა აქ და თვალები გეტკინება
ბოთლიც აიღო და წავიდა.
საძინებელს გვერდი აუარა სხვენისკენ დაიძრა. ხის კარი გააღო და მტვრიან ოთახში შევიდა. ყველაფერი გადაქექა და ბოლის სკივრში ანდროს ნივთებთან ერთად იპოვნა თოჯინა, საყვარელი ხვეულთმიანი თოჯინა რომელსაც წლების განმავლობაში მისტიროდა. რომელიც ბევრ ფოტოზე იყო მასთან ერთად და რომელიც სულ ახსოვდა.
იატაკზე დაჯდა თოჯინას უყურებდა და ცრემლებით ენამებოდა ლოყები . დიდხანს ტიროდა , მერე ქვემოთ ჩავიდა, თოჯინასთან ერთად დაწვა და მობილურზე ნაცნობი ნომერი აკრიფა. მთვრალი იყო და ისევ სვამდა სანამ ხმა არ გაიგო
_ანდრო
_ჰო
_როგორ უძლებ?
_სიბოროტეს რომელიც ჩემშია?
_არა ... არა ანდრო შენ , ტკივილს როგორ უძლებ
_აღარ მტკივა ... გამოვჯანმრთელდი
_და მაინც
_გიყურებ, გისმენ ან გგრძნობ როგორმე და მერე შვებას განვიცდი . დაიძინე ელიზაბეტ , მთვრალი ხარ და უკვე ძალიან გვიანია.
_დავაგვიანე?
_შენ არა, მე კი
გაუთიშა ისევ, მერე როგორ ჩაეძინა ვერ გაიგო. დილით თოჯინასთან ჩახუტებულს გაეღვიძა და მიხვდა რომ იქ დარჩენა აღარ სურდა.
გუგასთან ისევ მივიდა, მძინარეს დაადგა თავზე , საწოლზე დაჯდა და ლაპარაკი დაიწყო
_ამოჩემებული ვყავარ ან მართლა სიგიჟემდე ვუყვარვარ, ბავშვობიდან . წლების წინ გამიცნო, ჯერ კიდევ მაშინ საყვარელი ნაწნავებიანი გოგონა რომ ვიყავი და ამ ნაწნავებზე დიდი ბანტები მქონდა დამაგრებული . უბრალოდ ვერასდროს დამეწია. ვერ დამიჭირა,ვერ მოვიდა ჩემამდე . თარაშმა როგორც კი დამინახა მაშინვე შებმა დამიწყო და მეც იმ დღესვე დავიკერე იმიტომ რომ გავგიჟდი მასზე. მერე თარაშმა ჩემი თავი გააცნო და იცი მე გამახსენდა მისი დიდი ყავისფერი თვალები იმ წამს როგორი გაფართოებული იყო , დაიბნა და სულ რამდენიმე წუთს დარჩა ჩვენთან. ბრმები ვიყავით მეც და თარაშიც. თარაში დასანიშნად რომ მოდიოდა მან შეარჩევინა ბეჭედი...ის არ აპირებდა ქორწილის ჩაშლას, არც ჩემი და თარაშის დაშორება უნდოდა. ის მიემგზავრებოდა... ლალიმ მითხრა ერთხელ ის ღამე რომ არა ჩემი შვილი მეორე დღეს გაფრინდებოდა და მეც მასთან წავიდიდიო . იმ ღამეს უბრალოდ დამშვიდობება უნდოდა , მაგრამ ვერ მოახერხა . სუსტია და იმიტომ ! ღმერთმა დასწყევლოს მაგ სისუსტისთვის , მხოლოდ ჩემთან რომ იჩენს და ყველა სხვასთან ასმაგად ძლიერია
_დილის რვა საათია , ახლა რომ ხედავდეს ანდრო ნაკანი როგორ ზიხარ შიშველი კაცის საწოლში და უყვები ამ ამბავს მეც აქვე მომკლავდა და შენც
_არ გესმის? ანდროს ბავშვობაშიც მე ვუყვარდი...თარაში სანამ გამიცნობდა მანამ მიცნობდა . მოუყვა კიდეც ჩემზე თარაშს უბრალოდ ვერ გამაცნო ... სხვაგან სულ სხვა დროს გადავეყარეთ ერთმანეთს . ჩემი საყვარელი თოჯინა გახსოვს?
_შენი აზრით ?
_მას ჰქონდა...10 წელზე მეტია ინახავს და სულ ახსოვს
_ახლა რა ... გებრალება?
_არ ვიცი, უბრალოდ ვხვდები რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ აეწყო . ეშმაკმა მისთვის მოიცალა და მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია
_შენც გინდა რომ ბოლომდე ასე იყოს?
_მე მისი ანგელოზი ვერ გავხდები
_აშკარად უფრო ალქაჯი ხარ ... ვიდრე ანგელოზი
_გუგა !
_იქნებ მიხვდე და წახვიდე
_მართლა შიშველს გძინავს?
_მაგას არ ვამბობ... საერთოდ ქალაქიდან წასვლაზე გეუბნები ადამიანო
_უკვე კარგადაა...რამდენიმე დღეში დავბრუნდები და მისი წამებით გართობას განვაგრძობ
_მან ხომ შენი ცხოვრებიდან გაქრობა გადაწყვიტა
_ჩემგან შორს ვერ იქნება ...ბოლოს მაინც იფეთქებს და შემახსენებს რომ ჩემი ქმარია
_იმედია დამირეკავ ხოლმე
_აუცილებლად... ახლა კი წავედი. მადლობა რომ მისმენდი და მელაპარაკებოდი_ ლოყაზე აკოცა და მისი სახლი დატოვა .
..............
რამდენიმე კვირა ისე გავიდა რომ ანას ფაქტობრივად ვერც ხვდებოდა. ქალბატონი ჟორდანია თავისუფლად დადიოდა ყველგან და ისე ცხოვრობდა თითქოს თარაში საერთოდ არ არსებობდა. ისიც მისგან შორს იყო , ბიჭებთან ერთად ატარებდა დროს , მაგრამ მაინც ვერ მშვიდდებოდა.
_რა დაგმართა იმ ჯადოქარმა ტო
_რა გინდა მიშო ? როდის იყო შენსავით ყველასთან წვებოდა...ვიღაც ისეთს ელოდება ძალიან რომ დააინტერესებს
_არ მოგწყინდათ?
_ვაფშე არა...აი თითქოს ჩვენთანაა და ის მაინც არ არის ვინც გავუშვით
_ისეთი ვერ დავბრუნდები ვერასდრის და გეყოთ ჩემზე ლაპარაკი ... _სავარძელში იყო კომფორტულად მოკალათებული და კოქტეილს წრუპავდა. თან მოცეკვავე წყვილებს აკვირდებოდა და ბიჭებს აბრაზებდა შიგადაშიგ
_ჯანაშიას უმცროსი ძმა უნიშია ხო ?
_ანასთან სწავლობს...
_იცნობს ეგ ანას?
_მე რა ვიცი შე ჩემა... შენ არ გინახავს ეგ ბავშვი საუკუნეა. იცი რა მაგრად თამაშობს კალათბურთს? რამხელა გაიზარდა ტო ჯანაშიას სიმაღლეც მაგან წაიღო მგონი
_რაში გაინტერესებს შენ ...ანას თვალთვალი გადაწყვიტე?_სანდრო მიუხვდა და გაიცინა
_თვალთვალი რა შუაშია უბრალოდ ხო უნდა იყოს ვინმე ვინც ...
_ანას დაცვა სჭირდება თუ კრიშა ... რეებს იგონებ
_არაფერს ვიგონებ და თქვენ დამშვიდდით
_ჩვენ კი დავმშვიდდებით, მაგრამ იცი ის გოგო ძალიან ჰყავს ანას _ლევიკომ სერიოზული სახე მიიღო და თარაშიც წამსვე წამოგო
_სად ...
_აიი იქ ვიღაც ბიჭი კოცნის _ უფრო მეტად შეშფოთებული სახე მიიღო და ხელითაც ანიშნა . თარაში უკვე ფეხზე იდგა სიცილი რომ დაიწყო
_არ აინტერესებს ... აი საერთოდ არ ადარდებს ხო აშკარაა
_სხვა სახუმარო თემა ვერ იპოვნე ბიჭო? _ ხელი მიარტყა მხარზე და მერე მობილური აიღო _წავედი მე
_მიბრძანდი ... სახლში გელოდება ანიკო?
_არა გოგოებთან ერთად არის სადღაც დაბადებისდღეზე
_შენ რა იცი
_ეს იმიტომ ზის ასე დაძაბული მთელი საღამოა _ ბიჭებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ჯერ ფიქრობდა რომ სახლში წავიდოდა შემდეგ ანას დაურეკა და რომ არ უპასუხა შეეშვა. ეჭვიანი ქმარივით გამოსდიოდა, მაგრამ ვერ მოისვენა მაინც მივიდა ანიკოს კურსელის სახლში. იქ იმაზე მეტი ხალხი დახვდა ვიდრე ვარაუდობდა. სრული ქაოსი იყო , ანა ვერსად დაინახა და სულ აერია ტვინი. შემდეგ ლიკუნას მოჰკრა თვალი
_თარაშ? არ ვიცოდი მოსვლას თუ აპირებდი
_ანა სად არის ლიკუნ?
_მგონი აივანზე გავიდა ...ხო ყველაფერი რიგზეა
_კი , კი _ გაუღიმა და პირდაპირ აივნისკენ დაიძრა. მაგრამ ასე მალე ვერ იპოვნა ძლივს დაინახა კარი შემდეგ ანაც შენიშნა და გაეღიმა , მაგრამ მზერა შეეცვალა რომ მიხვდა წინ მჯდომ ბიჭს ესაუბრებოდა
_არადა ვაფშე არ გავხარ ახალგათხოვილ გოგოს
_რატომ დაკმაყოფილებული სახე არ მაქვს? _ გაიცინა და ფორთოხლის წვენი დააგემოვნა. როგორც ყოველთვის არ ადარდებდა არაფერი აშკარად ეს ბიჭიც ვერ იწვევდა მასში ემოციებს
_ისევ ისე ხარ როგორც ადრე...არსად ჩანს ის შენი ქმარი , არც კი გირეკავს
_არ მითხრა რომ მითვალთვალებ
_ანა , ნუ მექცევი ასე
_მაინც როგორ
_ისე თითქოს
_რა თითქოს , მე მყავს ქმარი რომელიც სრულიად აკმაყოფილებს ჩემს სურვილებსა და მოთხოვნებს , რომც არ მეხატებოდეს გულზე ან საერთოდ რომ არ მყავდეს შენთან ხომ იცი რომ ურთიერთობის დაწყებაზეც არ ვიფიქრებდი და ცოტა ძალიან გულისამრევია კაცი სხვის ქალს რომ ეჩალიჩება და რაღაც დაკვირვებებს აწარმოებს _ მოაჯირს მოშორდა , გასწორდა . ჭიქა ხელში მიაჩეჩა მერე გაუღიმა და ხელი ლოყაზე მოუთათუნა _ იპოვე ვინმე შენ რომ გაუძლო , ჩემნაირებს შეეშვი თორემ ვინმე რამეს დაგიშავებს
_ანა ნუ მექცევი ისე როგორც პატარა ბავშვს
_ ნუ იქცევი როგორც პატარა ბავშვი . ხომ იცი არ მიყვარს რადიკალური ჩარევები და ისე ნუ გააკეთებ ჩემი დანახვისას თვალებს რომ ხუჭავდე და ისე გადადიოდე სხვა მხარეს . იქნებ მიხვდე და მარტო დამტოვო , მშვიდად ვაპირებდი ცოტა ხანს ყოფნას დამახრჩო კვამლმა და არ დამაცადე, როგორ უნდა მომეწონო მითხარი მშვიდად ყოფნასაც არ მაცლი
_ანნა
_ნუ მეძახი ანნას მე ვარ უბრალოდ ანა დამდე პატივი და გამითავისუფლე სივრცე . ნახვამდის _ ხელი დაუქნია და ზურგი აქცია. ბიჭმა ერთი ამოიხვნეშა და იქაურობას გაეცალა. თარაშს ისე ჩაუქროლა არც კი შეუმჩნევია. ის კი დიდხანს იდგა კედელზე მიყრდნობილი და უყურებდა თავის ქალს. გვიან მიუახლოვდა და მის გვერდით დადგა
_მე მგონია რომ სადღაც მაგრად ერთობი და შენ აივანზე დგახარ... ჩვენი სახლიდან უკეთესი ხედია იცი?
_შენ მგონი უჩემოდ მართლა ვერ იძინებ...რა გინდა აქ
_გზად ვიყავი და შემოგიარე. არ წამოხვალ სახლში?
_ხო როგორ არა, გარეუბნებში ხარ ყოველთვის _გაიცინა და ზურგი აქცია _ხომ შეიძლება თქვა რომ ვერ მოისვენე, ეჭვები გაგიჟებს და მომაკითხე . უეცრად დამადექი რომ გაგეგო როგორ ვატარებდი დროს ... რაო რა დაასკვენი კარგი გოგო ვარ თუ კიდევ დაკვირვების ქვეშ უნდა დავრჩე. ნახე როგორ ვესაუბრებოდი უცხო ბიჭს?
_იცოდი იქ რომ ვიყავი ხომ? _მაჯაში წვდა და თავისკენ შეაბრუნა_მიპასუხე! იცოდი და იმიტომ უთხარი ის რაც უთხარ?
_შეიძლება ვიცოდი, შეიძლება არა _ მკლავები მოხვია და ტუჩებზე შეეხო _ ერთადერთი არ ხარ ვინც ჩემთვის სულერთია... შენზე მეტადაც სხვები .
სახლში მისვლამდე არ უსაუბრიათ გოგონები ლაპარაკობდნენ ძირითადად.
ანა პირველი წავიდა საძინებლისკენ თუმცა ისიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა
_როდის შეეშვები ჩემზე დაკვირვებას _ ფეხსაცმელი მოისროლა და თარაშს მიუბრუნდა
_არ გაკვირდები და ნუ მიყვირი
_შენ მიყვირი...მე გეკითხები და მიპასუხე
_იცოდი იქ რომ ვიყავი და იმიტომ მოიშორე?
_ფუ რა იდიოტი ხარ...ხო მაგიტომ მოვიშორე რომ კარგად ვერ დაიმალე . არადა ვაპირებდი რომ მეკოცნა , მეთქვა შენი საყვარელი გავხდები და ქმარს დავიკიდებ_თქო . როგორ გამიფუჭე საღამო
_გეყოფა!
_რა მეყოფა ... აი რატომ გაჩერდი და პირდაპირ არ გამოხვედი. რატომ იქცევი ასე...რატომ ვერ თავისუფლდები. რატომ არ მენდობი რა ჯანდაბაა მე ხომ არაფერს ვაკეთებ ისეთს და მე ხომ არ ვარ ვიღაც სხვა, ჩვეულებრივი გოგოშკა უცებ რაღაც ეწყინოს და გაიქცეს
_ხელის შეშლა არ მინდოდა... მერე საინტერესო თემაზე საუბრობდით . შენ რას გააკეთებდი ჩემს ადგილას
_მე არ შევიწუხებ თავს შენი თვალთვალით , არც შენი და შენი თაყვანისმცემლების დიალოგს მოვუსმენ . თუ ვინმესთან ფლირტს გადაწყვეტ და მე იქ ვიქნები მერე ექსპრონტად ვიმოქმედებ და შენც ნახავ რა მოხდება , მეეჭვება შენც ჩემსავით მოიქცე . კიდევ კარგი შენი კახპები არ მხვდებიან სადმე თორემ ალბათ სირცხვილისგან და ბრაზისგან გავსკდებოდი ან შენ გაგიპობდი თავს _ თმები დაიშალა, მერე კაბის ელვა გაიხსნა და თან ლაპარაკობდა. გაბრაზებული იყო, ცოფებს ყრიდა
_მეეჭვება გაინტერესებდეს , მაგრამ მაინც არც მე გღალატობ და ტყუილად ბრაზობ... _ მიუახლოვდა და კაბის ელვა ბოლომდე გახსნა. მერე შიშველ ზურგზე შეახო თითები და ყელში აკოცა _ როგორ აგიჟებ კაცებს , ნამდვილი ალქაჯი ხარ _ თმა გვერდზე გადაუყარა და მხარზეც აკოცა
_გეყოფა !
_არ მეყოფა ... არ მყოფნი
_მე მყოფნის
ისევ ზურგი აქცია, მშვიდად დაიძინა და თარაში დააიგნორა.
თანდათან აგიჟებდა და მოთმინებას უკარგავდა ანას დამოკიდებულება.
............
ერთ დილას ყველფერი შეიცვალა . ანა წესით მის გაღვიძებამდე უნდა წასულიყო, მაგრამ ამჯერად მისი ხმა ესმოდა
_თარაშ...გაიღვიძე
_რა ხდება _ თვალები არ გაუხელია ისე უთხრა. ანასთვის ზედმეტად თბილი ჟესტი იყო საწოლზე იჯდა და მხარზე ეხებოდა
_თარაშ გთხოვ, გაიღვიძე
_ცუდად ხარ? _იდაყვებს დაეყრდნო და ქვემოდან ამოხედა _ რატომ არ ხარ უნივერსიტეტში ...პირველი საათია
_თარაშ
_რა...რა მოხდა პირდაპირ მითხარი
_სოფელში უნდა წავიდეთ... სასწრაფოდ
_ანა ნუ აჭიანურებ ...რა მოხდა. ვინაა ცუდად , ქორწილია , ვინმე დაიბადა და წვეულებაზე მივდივართ თუ რა ხდება _ გადაბრუნდა სახეზე ხელები ჩამოისვა და ისე შეხედა
_კოტე და ამირანი ავარიაში მოყვნენ...საავადმყოფოში არიან. სახლში სრული ქაოსია , მდგომარეობა მძიმე არ არისო , არ ინერვიულო თარაშ _საწოლიდან უცებ წამოვარდა ჟორდანია და ჩაცმა დაიწყო
_ცოცხალია? ხომ ცოცხალია ანა არ დამიმალო
_ორივე ცოცხალია, კოტეს შერყევა აქვსო , ხელი მოტეხილი და დაჟეჟილობები. ამირანი უკან იჯდა და შეჯახება მის მხარეს არ იყო უბრალოდ ნამსხვრევებისგან ნაკაწრები აქვს _მის წინ იდგა,მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში უყურებდა _ყველაფერი კარგადაა ...უბრალოდ უნდა წავიდეთ
_მანქანაში სხვა არავინ იყოო? ვინ დაგირეკა
_ნონამ დამირეკა
_წავედით ... ქალაქში არიან ალბათ ხომ?
_ხო
_ვისაც შეეჯახნენ ისინი როგორ არიან ნეტავ ... თუ ხეს დაეჯახა. საერთოდ სად მიდიოდა ავარიაში რომ მოყვა გადავირევი რა
მთელი გზა სწრაფად ატარებდა, გზაში რამდენჯერმე დაურეკა ლევანს და ყველაფერი დეტალურად გამოჰკითხა.
მხოლოდ მაშინ დამშვიდდა კლინიკაში რომ შევიდა და ორივე ნახა . ანა ვერ ცნობდა, შესვლისას ისეთი სერიოზული იყო, ისეთი მშვიდი თითქოს საერთოდ არ ღელავდა . კოტეს ეძინა მის გვერდით დაჯდა და მერე თავზე აკოცა. ამირანი კი გონზე იყო , ხელები ჰქონდა დაკაწრული და სახე.
_უკვდავების წყალი გაქვს დალეული ხომ ?
_კიდევ მაქვს და შენ არ მოგცემ
_კოტეს ცოტა მიეცი ? ალეწილია
_მჟავე წ....ბი არ უყვარს ხომ იცი
_როდის გაგწერენ იცი?
_ერთი კვირა მაინც დაგვჭირდება..არითმია გაქვსო , ექიმმა ათასი რამე მითხრა. არც ისეთი ჯანმრთელი ვყოფილვარ
_დაისვენებ , გილოცავ
_მე კი ვიზიარებ , მუშაობის დაწყება მოგიწევს
_ორი კვირა არაფერს ცვლის
_ცუდად ვარ რით ვერ შეიგნე
_მამაჩემი ყველაფერს გააკეთებს , არ ინერვიულო _დანაოჭებულ ხელზე ხელი დაადო და მოუჭირა _დაისვენე ...არ ინერვიულო
_ბატონისშვილო ბებერი პაპა გაიხსენა თქვენმა გულმა?
_ხომ იცი თინა უშენოდ ვერ იცოცხლებს მე კი ვგიჟდები მაგ ქალზე
_დიდი ხანია აქ არის , გადაიღალა , მაგრამ არ აღიარებს. მოიფიქრე რამე და სახლში დააბრუნე ყველა.
_იმათ წავიყვან... რამე ხომ არ გჭირდება
_იცი შენ მე რაც მჭირდება
_ახლა მემკვიდრის ჩასახვის განწყობა არ მაქვს ამირან_გაიცინა და მოხუციც გაამხიარულა
_ნეტავ ერთი შენნაირი მაინც გაგიჩინოს ანამ რომ მიხვდე რა რთული ხარ ლევანისთვის და ნონასთვის
_შენ არასდროს უშვებ შანსს ... წავედი , მალე დავბრუნდები არ მოიწყინო
პალატიდან გავიდა და დერეფანში მყოფებს დააკვირდა. ანა თინას წინ იყო ჩამუხლული , მისი ხელი ეჭირა და ქვემოდან ღიმილით უყურებდა . მერე დანაოჭებულ ლოყაზე აკოცა და სწრაფად წამოდგა , შემდეგ სკამზე დადებული წამლების პარკი აიღო. ერთი აბი ხელისგულზე დაუდო და წყლის ჭიქაც მიაწოდა.
_ჟორდანიების დანაყოფო გენერალი ამირანის ბრძანებითა და მისი მოვალეობის შემსრულებლის თხოვნით სახლს მივემგზავრებით _მაიას ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა _ ბებო რა დაგმართნია , კოტესგან დაისვენებ და არ გიხარია?
_ძალიან შემეშინდა მეგონა დამტოვებდა
_აუ ბებიკო როგორ იცი ხოლმე , ჟორდანიების კაცები უკვდავები ვართ არ გითხრა შენ ამირანმა რომ მოგიტაცეს მაშინ?_ქალი გულში ჩაიკრა და სახე დაუკოცნა _ბე , გეყოფა რა აღარ იტირო ხომ იცი კოტე მაგრად გვეჩხუბება რომ გაიგოს
_სად შეუძლია , ძლივს ლაპარაკობს
_ წავიდეთ უკვე დროა
_მე არ მოვდივარ მაია და ნონა წაიყვანე... ათასი საქმეა
_თინიკოო გინდა ხელში აგიყვან და ისე მიგიყვან შენს ციხესიმაგრეში
_რომ გეუბნები
_რახან არ იშლიი მაშ ხელის გულით გატარებ თინიკო
მართლა ხელში აიყვანა და ისე წავიდა დერეფანში. ქალი ს
ხელებს ურტყავდა მხრებზე მერე რამდენჯერმე აკოცა და ბოლოს გაჩერდა. ანა ნონასთან და მაიასთან ერთად უკან მიჰყვებოდა.

სახლში ისეთი არეულობა იყო თითქოს თვეების განმავლობაში არ ყოფილან. იმაზე მეტი საქმე იყო ვიდრე წარმოიდგენდა. ნონა მაიას და თინას უვლიდა . ანა და თარაში დარჩნენ ყველაფრის პირისპირ. იმდენი ვინმე მიდიოდა , იმდენი საქმე იყო რომ უბრალოდ ვერ გაჩერდებოდნენ. მუშები, მოსამსახურეები , ზარები მაღაზიებიდან, ვაჭრებისგან , მძღოლებისგან რომლებსაც პროდუქტი გადაჰქონდათ.
საძინებელში შევიდა ანა და მალევე თარაშიც მიჰყვა კარი მიხურა და გასაღებით გადაკეტა
_რა იყო ეს?
_ყველამ რომ მიგვატოვა ქაოსია...ამ ამბების გასარკვევად დღეები დამჭირდება
_ჩშშ_ თარაშმა ხელი მოხვია და ტუჩებზე დაეკონა. დიდხანს კოცნიდა და ნელ_ნელა მშვიდდებოდა. შემდეგ მასთან ერთად დაწვა საწოლზე, თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა
_მე აქ უნდა დავრჩე ანიკო
_მეც დავრჩები ...
_მერე უნივერსიტეტი?
_ზოგჯერ წავალ და დავბრუნდები _ თმაში შეუცურა თითები და თავადაც დახუჭა თვალები_ ნონა მარტო ვერ გააკეთებს ყველაფერს
_ამირანს ოპერაცია დასჭირდეს შეიძლება, გული მძიმე მდგომაეობაში აქვსო ექიმმა და ეს დატვირთვა უნდა მოვაშორო
_მე შენთან ვარ ხომ იცი ... რამდენიმე დღეში გავარკვევ ყველაფერს, დავალაგებ და მერე შენც დაგეხმარები
_გგონია ვერ შევძლებ? _გაიცნა და ყელში აკოცა _შენ ჯერ კიდევ არ იცნობ ნამდვილ თარაშს
_საქმეს უბრუნდები?
_თუ არ გამაბრაზებენ ხო ... საიდუმლო გითხრა? მომბეზრდა უსაქმოდ ყოფნა და მინდა ბოსის სტატუსი მოვირგო
_არავის ვეტყვი _ გაიღიმა და მზერა გაუსწორა _როგორი ბოსი ხარ
_ზოგჯერ კეთილი ზოგჯერ ბოროტი... ამირანის მართვის სისტემის შეცვლა მინდოდა ერთ დროს, მაშინ პატარა ხარო მეუბნებოდა და ახლა შეიძლება ტახტზეც ავიდე
_რატომ მაინცადამაინც ახლა
_შენს გვერდით უსაქმოდ ყოფნა აუტანელი ხდება...
კარზეც დაუკაკუნეს და ისევ წასვლა მოუხდა . საავადმყოფოში ანასთან ერთად წავიდა დიდხანს მაინც არ გააჩერეს ექიმებმა ამიტომ ღამით ისევ სახლში დაბრუნდნენ.
ამირანი სახლში დაბრუნდა, მაგრამ მკურნალობის კურსს აგრძელებდა . კოტეს სახლში დაბრუნების შემდეგაც წოლითი რეჟიმი ჰქონდა და ვერაფერს აკეთებდა.
თარაში კი საქმეებს დაუბრუნდა და სულ რამდენიმე კვირაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა . ისეთი ცვლილებები დაიწყო სულ გააგიჟა ამირანი, მაგრამ ბოლოს დანებდა მოხუცი და როგორც გინდა ისე მოიქეციო უთხრა.
ანა უნივერსიტეტის გამო რამდენიმე დღით თბილისში დარჩა. თარაში სოფლიდან ვერ გადიოდა და გაყოლაზე არც უფიქრია
საღამოს შემთხვევით წააწყდა ანას მეგობრების სთორის სადაც ანაც იყო . აშკარად სადღაც მიდიოდნენ
_ანიკო
_თარაშ ანა გასულია მე ნინი ვარ
_სად არის ? რომ მოვა გადაეცი დამირეკოს
_ტელეფონი დარჩა ჩემთან ერთ საათში გაგნიძესთან მივდივართ დაბადებისდღე აქვს და დავუბრუნებ
_გაგნიძესთან ?
_ხოო რესტორანში მივდივართ ...
_კარგი ნინ რომ ნახავ არ უთხრა რომ დავურეკე ხო? სიურპრიზის გაკეთება მინდა
_რა პრობლემაა არაფერს ვეტყვი
_მადლობა ნინ
_არაფრიის
მობილური გადადო და შემდეგ ლეპტოპიც დახურა. სწრაფად გამოიცვალა და ისე წავიდა არავინ გაუფრთხილებია. პირდაპირ რესტორანში მივიდა . მაგიდასთან სადაც მისი კურსელები ისხდნენ ვერ დაინახა , მაგრამ მოცეკვავე წყვილებს შორის შენიშნა , იუბილართან ცეკვავდა. ტანზე გამოყვანილი
ბორდოსფერი კაბა ეცვა, შორიდანაც კი სექსუალური იყო . გაგნიძის მზერა მთელს მის სხეულს სწავლობდა და თარაშს სუნთქვა გაუჭირდა მათი წინა დიალოგი რომ გაიხსენა. ბიჭი მონუსხული უყურებდა ანას, მისი მთვრალი მზერა ბევრ რამეს ამბობდა ჟორდანიასთვის. ანა ახლოს მიიზიდა და ორივე ხელი წელზე მოხვია მერე ტუჩები ყელზე მიაწება და ანაც წამსვე მოშორდა, წავიდოდა ალბათ თარაშს რომ არ შესჯახებოდა. გაფართოებული თვალებით უყურებდა თარაშის ჩაწითლებულ სფეროებს
_აან ეს შენი ქმარი არ არის? მე რომ მარტო დაგპატიჟე? ნუთუ მაინცადამაინც ახლა ინებეთ გამოჩენა და ჩემი საღამოს ჩაშხამება
_გეყოფა , სჯობს გაჩუმდე . მივდივართ , თარაშ
_ჯერ ადრეა პატარავ_ ხელი წელზე მოხვია ტუჩებზე შეეხო და შემდეგ ბიჭს გახედა _მეც ხომ უნდა მივულოცო არა? თანაც გავეცნო თორემ ვერ ხვდება რომ ქმარი გყავს
_შენ ხარ მისი ქმარი ? რა უცნაურია არადა მეგონა კახი მოსწონდა...კახი იცი ვინ არის? გუშინ სწორედ მის გვერდით ვნახე და ვიფიქრე მის გამო მეუბნება უარს_თქო
_მე მივდივარ და კარგად დაფიქრდი რას გააკეთებ _ თარაშს უთხრა და მართლაც წავიდა
_ანნა მოიცადე რაა ,დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეაა შენ ხომ დამპირდი ... ანნა _ ქალბატონს უკან არც მიუხედავს , ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ წავიდა _ ხედავ? შენს გამო წავიდა ...საერთოდ ვინ ხარ . ვიღაც სოფლელი ს*რი და გგონია ანა ერთი საყვარელი წესიერი სოფლელი გოგოა? შენ ვერ გაქაჩავ მის ქმრობას ... წარმოდგენაც არ გაქვს როგორი ეშმაკია. შეხედე, ხედავ როგორ მიდის?
_საცოდავი ხარ, რა უიღბლობაა რამდენი წელია ჩემს ცოლზე ოცნებობ..._თარაშმა გაიცინა და ჩვეული ირონიული მზერით დააჯილდოვა _ ალბათ ძნელია სხვის ქალზე ფიქრი , ყველგან გეჩვენება , სული გეხუთება რომ უყურებ ხომ? _ მიუახლოვდა და საყელოზე ისე მოუჭირა თითები ვერავინ შეამჩნევდა მათ შორის არსებულ დაძაბულობას _ სუნთქვას ვეღარ შეძლებ კიდევ რომ მიუახლოვდე ანას! მნძ**ელი _ ლოყაზე ხელი მიარტყა ისე თითქოს პატარა ბავშვი იყო _ ახალი ობიექტი აირჩიე ან ჟურნალებს ჩაუჯექი.
მოშორებას აპირებდა სიცილი რომ დაიწყო ბიჭმა. ხმამაღლა იცინოდა მერე თარაშს ხელი ჰკრა , მართალია დიდი ვერაფერი მოახერხა ძალიან მთვრალი იყო უკვე, მაგრამ მისი ყურადღება დაიბრუნა
_ხოო ბოლო დროს უარს მეუბნება...ახალი გათხოვილი ქალის იმიჯს ირგებს და მიწევს მოგონებები გავიხსენო ... მისი საჯდომი ხომ ლამაზია არა? უკვე გაჟ*მე თუ არა ჯერ . ყოველ ჯერზე მესმის მისი კვნესის ხმა , ჭკუიდან გადადის მუხლებზე რომ დგება და მე _ შემდეგ ვეღარაფერი თქვა თარაშმა ხალხის არსებობაც დაივიწყა მუშტი მოუქნია და ყბაში გაარტყა. შემდეგ ყელში წვდა და ისე მოუჭირა ლამის დაახრჩო. ყველა მათ უყურებდა, გოგოების კივილის ხმა ისმოდა . ვიღაცები გასაშველებლად მიცვივდნენ , გაჩერებას სთხოვდნენ, პოლიციას გამოვიძახებთო იძახდნენ, მაგრამ არ ესმოდა. არც საკუთარი სიტყვები ესმოდა მერე უცებ მოშორდა და წავიდა.
ბრაზი ყელში უჭერდა, სუნთქვას უხშობდა და გონებას უბინდავდა.
მანქანას ისე მართავდა რომ ხუთ წუთში ეზოში იყო, სწრაფად გადავიდა, ანა იმ წამის მისული იყო უყურებდა მიმავალს და სუნთქვა უხშირდებოდა. საძინებელში შესულს დაეწია თავისკენ შეაბრუნა ხელისგული კეფაზე მიაბჯინა და ტუჩებზე დააცხრა. ანას დიდ ყავისფერ თვალებს უყურებდა და ხელს არ უშვებდა . შემდეგ ყელზე მოუჭირა თითები ,მეორე ხელი კი მკერდზე გადაიტანა
_თარაშ... რას აკეთებ , საერთოდ იქ რა გინდოდა
_აივანზე რას ეტყოდი მაშინ მე რომ არ დაგენახე...
_კიდევ მაგ ამბავზე ფიქრობ? თარაშ შენ ხელები...მოიცა სცემე? _ მისი ხელი მოიშორა და უკან დაიხია , მაგრამ ჟორდანიამ ამჯერად მაჯაზე ჩაავლო თითები
_მიპასუხე _ ხელები მუცელზე გადაუჯვარედინა და ზურგიდან აეკრო . ყელში კოცნიდა და ისე ელაპარაკებოდა _ მითხარი ვინაა ის
_შენ ხომ არ შეიშალე ... არ იცი ვინც არის?
_შაკოც ეგრე გააგიჟე? მეც მაგიჟებ , ტვინს მირევ და ბოლოს მეც მათსავით მონად მაქცევ? გგონია გამოგივა? _ კბილები ჩაასო მხარზე და მერე აკოცა _ მაინც როგორი ტკბილი ხარ ... გული საშინლად გიცემს და მაინც არ ყვირი ისე როგორც სხვები. ნამდვილი ეშმაკი ხარ ...
_თარაშ ბრაზს ნუ დააბრმავებინებ თავს...კახის შემთხვევით შევხვდი და ეგ იდიოტიც იქ იყო. კოტეზე მკითხა , სხვა არაფერზე გვილაპარაკია
_კახიი ... კახის გაგიჟება ბოლომდე ვერ მოახერხე ხომ? უკვე ყველა შანსი დაკარგე მასთან ...
_თარაშ გეყოფა ყელში ამომივიდა... შენში არაფერი იცვლება _ხელების გათავისუფლება სცადა , მაგრამ უფრო მოუჭირა. მეორე ხელი ფეხებსშორის ჩაუცურა და უფრო მიეკრო
_მართლა მოგწონს მუხლებზე დგომა?
_რას ბოდავ... ახლავე მომშორდი . ხელები მომაშორე თარაშ
_იმ ს*რის გარდა კიდევ ბევრთან იჟ*მ**ე ? სახელები არ მაინტერესებს უბრალოდ გამოცდილების ხარისხი მნიშვნელოვანია ...
_იდიოტო _ უცებ გაითავისუფლა ხელები მისკენ შებრუნდა და სახეში გაარტყა_ აღარასდროს შემეხო...ნამდვილი ბავშვი ხარ რომელსაც ყველაფერი სჯერა რასაც ეუბნებიან და წამსვე კონტროლს კარგავს . გულს მირევ აი ახლა ყველა ზღვარს გადასცდი და გულს მირევ _შეშლილი სახე ჰქონდა არეული თმიდან სარჭი მოიშორა და სადღაც მოისროლა _ სიტყვებიც არ მაქვს ასე არასდროს არავის დავუმცირებივარ
_პატარა ანაკო გავაბრაზე... რა დასამალი იყო ,პირიქით პლიუსია ბევრი რამის სწავლება არ დაგჭირდება უფრო მალე მივიღებ სიამოვნებას ვიდრე ველოდი_კედელთან მიიმწყვდია , სახეზე თითები ჩამოუსვა და ისევ აკოცა _ მაგრად ჩემამდე რას აკეთებდი ... დღეიდან აღარავინ შეგეხება თორემ გეფიცები განანებ
_თარაშ ... გამიშვი _ კარგად ცნობდა ამ მზერას, ზუსტად იცოდა რომ ვერაფერს შეაგნებინებდა. არც ყვირილი უშველიდა, არც ცემა_ტყეპა . ვინ იცის რამდენჯერ ყოფილა მსგავს მდგომარეობაში , ყველაფერი ერთად ახსენდებოდა . ყოველ ჯერზე გარბოდა, შორს ყველაფრისგან ახლა კი გაშეშებული იდგა -თარაშ , ხელები მომაშორე და გონს მოდი
-არ მინდა გონს მოსვლა...შენ იქ არ უნდა ყოფილიყავი-უხეშად კოცნიდა , ზედა წამებში შემოახია და მკერდზეც მიაწება ტუჩები
_არ გინდა გთხოვ
_შენ ჩემი ცოლი ხარ ... მოდუნდი და ისიამოვნე _ ისევ ტუჩებზე წაეტანა, ხელი წელზე მოხვია და საწოლისკენ დაიძრა
_არ შემიძლია ... ახლა არა , თარაშ _ მკერდზე ხელები აიფარა, თვალები ეწვოდა , ტირილი უნდოდა , მაგრამ თავს ერეოდა . გაიყინა თითქოს
_მე ახლა მინდიხარ , რას უნდა ველოდო _ ხელები მკერდიდან მოაშორებინა და თავთან გაუკავა .ზემოდან დაჰყურებდა და ისეთი მზერა ჰქონდა როგორც მტაცებელს მსხვერპლის მონადირებისას _რა არ მოგწონს
_მამცირებ , ჩემთან სექსი კი არ გინდა საკუთარ თავს უმტკიცებ რომ შენი ვარ _ კოცნა ისევ შეაწყვეტინა და მერე კაბის დარჩენილი ნაწილიც მოშორდა ტრუსთან ერთად . დაიკივლა , მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ისე სწრაფად დაქაჩა ქვემოთ თარაშმა მთელი სხეული დაეჭიმა. გული ერეოდა, ყველაფერი ეზიზღებოდა . ხორცის ნაჭერი იყო რომელსაც უბრალოდ გამოიყენებდნენ
_ჩემი ხარ და არავისთან გაგიყოფ ... თუ არ გაჩუმდები რამეს მოვიფიქრებ _ სწრაფად გაიხსნა ქამარი და თავადაც გაშიშვლდა _ნელა კოცნიდა, თითქოს ანას აკვირდებოდა და მის გამოწვევას ცდილობდა .
თავი ფანჯრისკენ შეაბრუნა , ტვინი გათიშა , რამდენიმე წუთით თითქოს დედამიწა დატოვა . შეეძლო, ალბათ ისევ შეეძლო რაიმე ეღონა და გაქცეულიყო , მაგრამ რა შეიცვლებოდა თარაში მისი ქმარი იყო თავად დასთანხმდა წინადადებას და ახლა პასუხსაც აგებდა . ყველაფერი ისე ხდებოდა როგორც ფიქრობდა.
ტუჩზე კბილები იმდენად ძლიერად დააჭირა რომ სისხლის გემოც კი იგრძნო . თარაშის შეხებას ვერ აიგნორებდა თავს ისე გრძნობდა როგორც საგანი რომელსაც სიამოვნებისთვის იყენებენ. ყრუ ტკივილი რომ იგრძნო თვალები დახუჭა, ზეწარი მუჭში მოიქცია და ხმა ვეღარ გააკონტროლა. სხეული დაეჭიმა უცებ წამოიწია და თარაშის თვალებს წამით გადააწყდა , შემდეგ უკან დაეშვა ისევ დახუჭა თვალები და თავი გვერდზე გააბრუნა , ხმას ვერ აკონტროლებდა და ტუჩებზე კბენაც აღარ ჭრიდა. დანამულ ლოყაზე ტუჩები შეეხო, შემდეგ გახსნილ ბაგეებს შორის ცხელი ენა შეუცურა და კოცნა განაგრძო. ნელა მოძრაობდა, თითქოს განგებ არ უჩქარებდა ტემპს. მთელს სხეულზე დაატარებდა თითებს ბოლოს მის სუნთქვას ყელთან გრძნობდა. თავისუფლება რომ იგრძნო და თარაშიც მოშორდა მაშინვე გადაბრუნდა , თვალები ცოტა ხანს ისევ დახუჭული ჰქონდა . სუნთქვა გახშირებული და გულის არეში ტკივილს გრძნობდა, ტვინი თითქოს აუფეთქდა და ნაფლეთებად დაიშალა. ყველაფერი ტკიოდა და გული ერეოდა ყველაფერზე მათ შორის საკუთარ თავზეც, საკუთარ ცხოვრებაზეც
ჟორდანიას ღრმა სუნთქვა ძალიან ახლოს ესმოდა, მის სიმხურვალეს და სიშიშვლეს ისევ გრძნობდა
_დამშვიდდი? დაიკმაყოფილე ეგო? _სიტყვები გაუაზრებლად წამოსცდა. საკუთარი ხმა რომ გაიგო ამითაც კი დარწმუნდა როგორი სუსტი იყო . ცრემლები მოიშორა და ცარიელი მზერა მიაპყრო თარაშს
_ვერ
_ვწუხვარ შენს გამო და ჩემს გამოც_ფეხები იატაკზე ჩამოსწია და შემდეგ მისგან ზურგით დაჯდა. თმები ზურგზე ჩამოეყარა, ნაწილი მკერდზე ეფარებოდა. არეული მზერა ოთახს მოავლო და შემდეგ წამოდგომისთვის მოემზადა
_სად მიდიხარ _მკლავზე შეეხო თარაში და მაშინვე მოუნდა მისი მოშორება , მაგრამ არაფერი გაუკეთებია. წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა ისე რომ მხოლოდ კარს უყურებდა. ჩვეულებრივი ნაბიჯებით მიდიოდა ისე თითქოს სრულიად შიშველი არ იყო . კარი რომ მიხურა შემდეგ ნელ _ნელა ჩაიკეცა , იქვე იატაკზე დაჯდა ცივის შეხება კანზე არასასიამოვნო იყო, მაგრამ მაინც ვერ დგებოდა. სახეზე ხელები აიფარა და ცრემლები წამოუვიდა.
დიდხანს იდგა დუშის ქვეშ, შემდეგ იატაკზე დაჯდა სუნთქვა ეკვროდა უკვე ისეთი ნისლი იყო , კანი სულ დაუნაოჭდა .
-გამოწვევაშ თავად დამარცხდი ანა -სარკეში უყურებდა საკუთარ თავს და მერე ისე დაიწყო მოძრაობა თითქოს ცარიელი იყო ყველა გრძNობისგან.
საძინებელში დაბრუნდა თარაში ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. საწოლს რომ მიუახლოვდა ზეწარს ბოლოში წვდა და ძლიერად დაქაჩა . იქვე დატოვა დაჭმუჭნული, ახალი დააფარა და მაშინვე დაწვა. საბანი დაიფარა და თვალები დახუჭა . არ ეძინა, ჟორდანიას მზერასაც კი გრძნობდა ფანჯრის დახურვის ხმა გაიგო და შემდეგ საწოლის მეორე მხარეს დაწვა . ისევ უყურებდა , შემდეგ თმაზე შეეხო და მხარზე გადავიდა
_ანიკო ... ვიცი რომ არ გძინავს. მე
_ვიცი რომ არ ნანობ, არც ინანებ და არც მაინტერესებს. დავიღალე , სიმშვიდე მინდა
_დაიძინე _ თმაზე ისევ შეეხო , შემდეგ მისი სხეულიც მიუახლოვდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მთელს სხეულზე ეკლები გამოეზარდა და კანს უსერავდა .
მთელი ღამე წამითაც არ დაუძინია. თარაშს კი ჩაეძინა . დილით ადგა, ჩაიცვა და წავიდა . ზუსტად იცოდა სადაც იქნებოდა გაგნიძე , სათვალე ეკეთა და მშვიდად მიაბიჯებდა კიბეზე. ბატონი მეგობრებთან ერთად რესტორნის აივანზე იჯდა და გამოფხიზლებას ცდილობდა . ანა რომ დაინახა მაშინვე წამოიწია
_ანა?
_რა უთხარი თარაშს
_არ მახსოვს
_რა უთხარი_მეთქი _ყბაში წვდა და მოუჭირა. ახლოს იყო, გაცეცხლებული უყურებდა და ისიც უკან იხევდა
_რომ ჩემი საყვარელი იყავი და ხომ ხედავ რას დამამსგავსა... მთელი ღამე გავათენე. ვერ ხედავ? ნამდვილი ცხოველია
_მგონი არავინ იცის მე ვინ ვარ ... არც შენ გცოდნია, ცუდად შემაფასე და გადაწყვიტე დაგემცირებინე ხომ? ალბათ ამათგან ვინმეს ჰგონია რომ გამ**მე _ გასწორდა და გაჩუმებულ ახალგაზრდებს გადახედა მერე უცებ მაგიგიდან დანა აიღო და პირდაპირ ხელზე დაარჭო ბიჭს _ მეზიზღებიან მატყუარა , საცოდავი კაცები . ნაწილებად დაგჭრი ჩემ არსებობას საერთოდ თუ არ დაივიწყებ _ აყვირებულ ბიჭს შეხედა მერე ზურგი აქცია და აწიოკებულ მეგობრებს დაუტოვა.
სათვალე მოირგო მაყურებლებს გვერდი აუარა და მშვიდად დაიძრა მანქანისკენ.
სახლში რომ დაბრუნდა პირდაპირ სამზარეულოში შევიდა პირი საშინლად უშრებოდა და წყალი დაისხა. ჭიქას მაგიდაზე აბრუნებდა თარაში რომ შევიდა
_რა გააკეთე ... სად იყავი
_გაიღვიძეთ ჟორდანიების უფლისწულო? _ ხელი მოიშორა და ირონიული მზერა სტყორცნა
_ამას შეხედე ... ეს შენ ხარ? _ ტელეფონი დაუდო და ვიდეო აჩვენა სადაც ჩანდა ხელში დანაგაყრილი ბიჭი და ქალი რომელიც მშვიდად უყურებდა
_არ ვიცი , მე რატომ უნდა ვიყო . საყვარელს ხომ არ დავჭრიდი . ანდაც შეიძლება ჩემი საყვარელი პოზა რომ გითხრა გავბრაზდი და
_ანა
_სოფელში არ ბრუნდები?
_შემომხედე
_რა გინდა , რა გინდა ჩემგან ხომ გააკეთე ის რაც თვეების წინ უნდა გაგეკეთებინა . მორჩა თამაში და გადავედით ცოლ_ქმრობაზე ხომ? ხოდა მეც ცოლი გავხდები დღეიდან ისეთი როგორიც შენნაირს სჭირდება
_შენ მე
_ხომ შეიძლება რომ გაჩუმდე და შემეშვა, ჩაიცვა და სოფელში წავიდეთ
მიდიოდა და გიორგის სიტყვები ესმოდა , მასში დიდი ხნის მიძინებულმა ეშმაკმა გაიღვიძა. თითქოს გული წაართვეს , გაქვავდა და მხოლოდ ტვინით აზროვნებდა.
*^*^*
სახლში საღამოს დაბრუნდა . ლალი ტელევიზორთან იჯდა ჩაის ფინჯანით ხელში და მოსამსახურე ქალს ესაუბრებოდა. ჩემოდანი შესასვლელში დატოვა და ოთახში შევიდა
_საღამომშვიდობის
_თვალებს ვერ ვუჯერებ , იკადრეთ დაბრუნება დედოფალო ელიზაბეტ?
_როგორ ხართ ?
_კარგად შვილო რა გვიშავს _ძიძამ გაუღიმა და აკოცა კიდეც. ლალი ტელევიზორს უყურებდა
_ანდროს სიკვდილს თუ ელოდი, ვწუხვარ, მაგრამ გადარჩა და შესანიშნავად გრძნობს თავს. მგონი ტვინის შერყევამ უშველა და იქედან აგრძელებს ცხოვრებას სადაც გაჩერდა შენზე რომ დაქორწინდა . იმედია იმ აზრამდეც მივა რომ უნდა გაგეყაროს და საკუთარ ცხოვრებას მიხედოს იმასთან ვისაც უყვარს , გააბედნიერებს და ნამდვილ ოჯახს აჩუქებს
_და ვინ არის ასეთი მაინც რომ ვიცოდე ვიპოვნო და ვკითხო რას მისცემს ისეთს ანდროს მე რომ გადამიყვაროს , შემეშვას და მასზე გადაიტანოს ყურადღება. რაღაც მეეჭვება მხურვალე ს*ქსზე გამცვალოს თქვენმა არანორმალურმა შვილმა . ვწუხვარ , კიდევ ერთხელ , მაგრამ სულ თქვენი ბრალია როგორიც გაზარდეთ და რაც ასწავლეთ ისეთი სიბერე გაჩუქათ. კიდევ ერთი შვილი უნდა გაგეჩინათ ყოველი შემთხვევისთვის იქნებ ის მაინც ყოფილიყო ნორმალური . იქნებ გვიან არ არის და სცადოთ კაცის პოვნა. ცოტა ყურადღებასაც გადაიტანთ, დედა _ მოშხამა, გააგიჟა და მერე დატოვა ბრაზისგან რომ გამსკდარიყო .
ოთახში რომ შევიდა ანდროს ნივთები ისევ არ ეწყო , თითქოს მარტო ცხოვრობდა იმ სახლში. მეზობელ ოთახშიც არ იყო მისი ტანსაცმელი
_ანდროს ნივთები სად არის?
_მესამე სართულზე გადავიდა
_სად სხვენში ?
_დიახ ქალბატონო, ოთახად გადააკეთა და იქ ცხოვრობს
_ლიკუნა ყავა ამომიტანე , შოკოლადი და რამე ტკბილი კიდევ რაც გვაქვს
როგორც კი დაბრუნდა გოგო მაშინვე დასვა და შოკოლადის ფილა დაუდო წინ
_ჭამე და თან მომიყევი რა ხდებოდა აქ ჩემს არ ყოფნაში
_ქალბატონი ლალი ცუდად გახდა ანდრო რომ დაინახა თურმე ერთი კვირის შემდეგ უნდა გამოეშვათ და გამოიპარა თუ რაღაც მოხდა. ცუდად იყო , სიცხეები ჰქონდა და ბოდავდა. მთელი ღამეები არ ეძინა ლალის , აქ ჰქონდა საავადმყოფო ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ ახლა უკეთაა . რომ დაიწყო სიარული საქმესაც დაუბრუნდა და მეგობრებსაც
_ეგ რას ნიშნავს...აქამდეც მუშაობდა და მეგობრებიც ჰყავდა
_რეზიზე და უტაზე არ ვამბობ ... ყოველ საღამოს სადღაც დადის და არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდება ან არ ბრუნდება და იცით მის მანქანაში დალაგების დროს რაღაც ვიპოვნე
_რა იპოვნე... მოსაწევი თუ წამალი _ უცებ გული შეეკუმშა და ფინჯანი დაახეთქა
_არა ... მსგავსი არაფერი მე იცით _ ლოყები აუწითლდა გოგონას _არაფერი მსგავსი არაფერია
_რა იპოვნე ლიკუნა თქვი რამე მომწამვლელი თუ არ იყო არ აქვს მნიშვნელობა
_ქალის საცვალი იყო
_კარგია რომ კაცის არ იყო ... არა? აქამდე არ პოულობდი მაგას? თუ ღმერთი გწამს ლიკუნა ამ სახლში მაინც არ ცხოვრობდე არ იცი რომ საყვარლები ჰყავს? როგორი გოგო ხარ ... შენ არ გყავს შეყვარებული ხო? აბა როგორ გეყოლება სულ სახლში ხარ და როცა გადიხარ ალბათ ისეთი დაღლილი ხარ დამჯდარს გეძინება _ უცებ მიაყარა თემის შესაცვლელად მაგრამ მაინც ბრაზობდა _ახლა სად არის ნეტავ? თუმცა შენ საიდან გეცოდინება. კარგი ლიკუნა ესენი დამიტოვე და წადი თავისუფალი ხარ
_ტანსაცმელს ამოვალაგებ
_არ გინდა , მე მივხედავ
გოგონა გაუშვა და დალაგება დაიწყო. უცებ შეაწყო ყველაფერი და მერე სააბაზანოში შევიდა. წყლის ქვეშ იდგა და იქაც ფიქრობდა
_ანუ გართობა და ცხოვრების გახალისება გადაწყვიტე ხომ? _ კედელს მიარტყა ხელი და ღრმად ჩაისუნთქა .
მოწესრიგდა, შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა , კარადიდან ერთ_ერთი პენუარი აიღო სუნამოც დაასხა და ოთახიდან გავიდა. მშვიდად შევიდა ბატონის მოწყობილ ოთახში და კართანვე გაჩერდა, რადგანაც ჩაკეტილი იყო . უკან ჩაბრუნდა ისევ მოსამსახურეს ჰკითხა და გაიგო რომ იქ არავინ შედიოდა ანდროს და ძიძის გარდა
_ძიძა გძინავს?_ოთახში თავო შეყო და ქალს გაუღიმა
_რა ხდება შვილო ხომ კარგად ხარ
_ძიძა , შენ ხომ გიყვარვარ მე
_ლიზა ... რატომ მეკითხები მაგას
_ამ სახლში არავის ვუყვარვარ და იმიტომ
_ანდროს ხომ უყვარხარ
_ანდროს რომ ვუყვარვარ ეგ სხვაა ... ძიძა
_გისმენ შვილო
_მომეცი რა ანდროს ოთახის გასაღები
_არ შემიძლია... ანდრომ მკაცრად გამაფრთხილა
_რა აქვს იქ ისეთი ხომ არ მოვიპარავ... უბრალოდ შესვლა მინდა ისევ იმისთვის რომ ანდრო გავახარო
_გაახარო შენ? არა ...არ გინდა გთხოვ ახლა ნუ გააბრაზებ. ცდილობს გაგიშვას , გაგათავისუფლოს
_ვერ გამათავისუფლებს , დიდი დაღი დამიტოვა და ამ დაღს ვერაფერი გააქრობს სადაც არ უნდა გამიშვას მაინც. გეფიცები არაფერს მოვუწყობ ისეთს რაც გააბრაზებს და გეჩხუბება
_ჩხუბის გამო არ ვამბობ ხომ იცი ...ანდრო მე ისეთს არაფერს მეტყვის, მაგრამ მართლა არ ღირს მისი გამოწვევა . გთხოვ ადროვე რაღაც შეცვალოს
_ძიძა ხომ იცი იმ ოთახში მაინც შევალ სულ რომ კარის ჩამოხსნა დამჭირდეს და მომეცი გასაღები , გთხოვ
_კარგი , კარგი ოღონდ დამიბრუნე ისევ_ გასაღები ყოყმანის შემდეგ მისცა და თან ღელავდა_ანდროს ვღალატობ და იმედია ძალიან არ ატკენ ისეთს არაფერს იზამ ხომ? ლიზა
_ნუ ღელავ... ტკბილი ძილი ძიძა
სწრაფად გაიქცა და , ოთახამდე რომ მივიდა მერე შეჩერდა. ათასი რამ წარმოიდგინა იქ კარის გაღებამდე, მაგრამ არაფერი დახვდა. ჩვეულებრივი ოთახი მოეწყო. სააბაზანოც გაეკეთებინა კუთხეში სულ პატარა. საწოლი ფანჯარასთან მოესწყო . რამდენიმე პუფი ედო ფუმფულა ხალიჩაზე , წიგნების თაროები კედელში ჰქონდა საწოლთან ახლოს და ლეპტოპი . ტანსაცმელი ღია საკიდზე ჰქონდა დაკიდებული რამდენიმე წყვილი რასაც ხშირად იცვამდა. თავისი საათები და საკინძეებიც იქვე ეწყო . მოკლედ ათვისებული ჰქონდა მცირე სივრცე და ყველგან მისი სუნი იყო. საწოლზე დაწვა თავისი პენუარი მეორე ბალიშის ქვეშ დადო ბალიშზე ცოტა ხნით დადო თავი და მისი სუნი რომ იგრძნო უჩვეულო გრძნობა დაეუფლა. მანამდე სულ ღიზიანდებოდა , ახლა მსგავსი არაფერი უგრძვნია.
ოთახი დატოვა, კარი ჩაკეტა და თავის საძინებელში დაბრუნდა.
საწოლში იწვა და დაძინებას ცდილობდა მანქანის ხმა რომ გაიგო. კიბეზე ასვლის დროსაც ესმოდა მისი ხმა და სადღაც მაღლა რომ შევიდა ოთახში ისიც გაიგო. უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა რომ წარმოიდგინა მთვრალს ვიღაც ქალის სუნი ჰქონდა , ვიღაც სხვა ქალის ნაფერები იყო და ისევ შეზიზღდა არადა არასდროს ფიქრობდა ამაზე. ადრე არასდროს მისულა მასთან სხვა ქალთან ყოფნის შემდეგ. ზუსტად იცოდა რომ მის ოთახშიც კი არ შევიდოდა , ახლა ამაშიც ეჭვი ეპარებოდა, საერთოდ პირველად ფიქრობდა ანდროზე და ვიღაც სხვა ქალებზე. ნაკანი ბევრს მოსწონდა, ერთს კი უყვარდა საერთოდ. გიჟდებოდა მასზე და ლიზას ატანა არ ჰქონდა ის კი ზედაც არ უყურებდა არასდროს არაფრად აგდებდა უბრალოდ არ ადარდებდა ანდროს პირადი ცხოვრება.
ჭერს უყურებდა და ვერ ისვენებდა. გულზე მიიდო ხელი და მოიკეცა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო. ჯერ ოთახში დადიოდა. მერე კარი გააღო ხმაურით დახურა და კიბეს სირბილით დაუყვა. ოთახის კარი ისე შეგლიჯა აშკარად არ ელოდა იქ ლიზას დანახვას. მერე უცებ გაჩერდა და დააკვირდა. ლიზას თვალები დახუჭული ჰქონდა და ეჭვს ვერავინ შეიტანდა რომ არ ეძინა . დიდხანს უყურებდა იქედან ნაკანი , მერე ისე ჩუმად დაიძრა თითქოს მოჩვენება იყო . საწოლთან იატაკზე დაჯდა თავი ბალიშთან ახლოს დადო ცხვირით შეეხო ზეწარს , ხელი მაღლა ასწია და ისე ეფერებოდა არც შეხებია. ჯერ თმის ზემოთ დაატარებდა თითებს მერე სახის კონტურს მიუყვებოდა თითქოს საერთოდ არ სუნთქავდა იმ დროს . გულისცემაც კი შენელებული ჰქონდა
_ღმერთო იქნებ მეჩვენება და შევეხო _ ძალიან ჩუმად თქვა და ლიზას მთელი სხეული ნაწილებად დაეშალა იმხელა ტკივილი იგრძნო . ვერ ხედავდა , მაგრამ მისი ხმა ყველაფერს გამოხატავდა _ღმერთო ოღონდ არ გაეღვიძოს , გემუდარები _ მთელი სხეული დაეჭიმა ლიზას მის კოცნასაც კი ელოდა , შეხებას რომელიც გააგიჟებდა , მაგრამ არაფერი გაუკეთებია . მხოლოდ უფრო ახლოს დადო თავი თითები თმაზე შეახო და ცოტა ხანს ეფერებოდა. მერე თვალები დაეხუჭა და ჩაეძინა ლიზამ კი შეხედა . ხელები მკერდთან ჰქონდა გადაჭდობილი , მხრით ეყრდნობოდა საწოლს და თავი ედო ბალიშის კიდეში . მშვიდი სახე ჰქონდა . ავარიისგან დარჩენილი შრამი წარბთან მარტივად შეამჩნია ლიზამ. ძილშიც კი რაღაც უხილავი სევდა ეტყობოდა მის ნაკვთებს . ადრეც ბევრჯერ ნახა თავის ოთახში მაშინ როდესაც ცალ_ცალკე იწვნენ, მაგრამ არასდროს გაჩერებულა. სულ ჩხუბს იწყებდა, რაღაც ისეთს ეუბნებოდა რომ ანადგურებდა და ოთახიდან ისე უშვებდა. ვინ იცის კიდევ რამდენჯერ შევიდა ასე ჩუმად , რამდენჯერ უყურებდა მძინარეს მაშიმ როდესაც წამლებისგამ გაბრუებულს გათიშულს ეძინა და ვერაფერს გრძნობდა, რამდენჯერ გაათენა მის საწოლთან მჯდომმა ამ არაკომფორტულ პოზაში . მისი ხერხემალი ალბათ საშინელ მდგომარეობაში იყო . ლიზას მზერა იგრძნო თითქოს ისე უცებ გაახილა თვალები ლიზამ დახუჭვა ვეღარ მოასწრო და მის მზერას წააწყდა. წამსვე გასწორდა და მერე წამოდგა. ლიზაც დაჯდა და სანათი აანთო
_როგორ გაატარეთ საღამო ბატონო ანდრო?
_ასე ადრიანად რატომ დაბრუნდი , ვიფიქრე სადმე სხვაგან წახვიდოდი დასვენების გასახანგრძლივებლად
_მომწყინდა და დავბრუნდი ... ხელს ხომ არ გიშლით გართობაში ბატონო ანდრო . იქნებ აქ გინდოდათ ვინმეს მოყვანა
_ხელს არ შემიშლი, თუ მომინდება მოვიყვან
_ხო არა? სხვენში გამოიკეტები და ზემოდან მასმენინებ სხვა ქალის ხმას?
_სხვენში როგორ შეხვედი
_ვინ თქვა რომ შევედი
_ვიცი რომ იყავი ... კარი როგორ გააღე ძიძას გამოართვი გასაღები?
_შენ რა რამეს მალავ იქ?
_ლიზა , რადგა დაბრუნდი კიდევ გეტყვი რომ გათავისუფლებ ისე იცხოვრე როგორც გინდა და მეც შემეშვი
_მარტივად გადაგიწყვეტია საქმე... მე მკითხე მინდოდა თუ არა
_აუცილებლად უნდა მოვკვდე? ჩათვალე რომ მოვკვდი უკვე იმ ღამით და
_რომელ ღამეს ჩემი ცხოვრება რომ დაანგრიე თუ რამენიმე დღის წინ ეს უბადრუკი გამოხტომა რომ გქონდა და აილეწე სულელურად .რაღაც არ მგონია იმ ღამეს იქ ჩემთან ერთად კიდევ ვინმე დამარხულიყო და საერთოდაც სადაც მინდა როცა მინდა და როგორც მინდა ისე შევალ . მე ხომ ელიზაბეტ ნაკანი ვარ , შენი კანონიერი ქალი ! ძლევამოსილი ანდრო ნაკანის ცოლი_მის წინ იდგა ნახევრად ბნელ ოთახში, იმდენად ახლოს იყო რომ ანდროს სუნთქვაც უჭირდა , ისე უყურებდა, იმდენად გამომწვევი და მაცდური იყო თავს ვერ შეიკავებდი _ კარგად გაერთე დღეს?
_იმ ოთახში აღარ შემოხვალ და საერთოდ ისე იქნება როგორც ვამბობ თორემ გეფიცები გაჩვენებ როგორია როდესაც ნამდვილი ცხოველის ცოლი ხარ , კიდევ არაკაცის, ს და რასაც მეძახი იმათიც
_მემუქრება ბატონი ანდრო? ის დროა რომ უნდა მეშინოდეს ხომ ? იცი ვგრძნობ რომ შენი გართობის საღამოები დასრულდება და მცირედ სიხარულსაც ჩავაქრობ შენს პაწაწინა გულში
_ვნახოთ ვისი სიტყვები გამართლდება , მგონი გავიწყდება რომ შენ ჩემს ცოლობაზეც არ ფიქრობდი , მაგრამ დაკარგე ყველაფერი და ჟორდანიას ნაცვლად ნაკანი ხარ _ ყბებდაჭიმულმა უთხრა, აშკარად არ მოსწონდა რასაც ამბობდა და დიდხანს ვერ უყურა ზურგი აქცია , ოთახიდან თითქმის სირბილით გავიდა დ კარი მიიჯახუნა.
_ვნახავთ აბა რას ვიზამთ ...
საწოლში დაბრუნდა დაწვა და ამჯერად წამსვე გაითიშა.
მეორე დღეს დილით ადრე წავიდა სარბენად , ანდროსაც გადაეყარა . ყურსასმენები მოერგო ბატონს და ბოთლით ხელში დარბოდა . მთლიანად დაცვარული ჰქონდა სახე და ყელი. თმები უკან გადაევარცხნა , წვერი ისევ მოზრდილი ჰქონდა უბრალოდ მოვლილი და კარგად გამოიყურებოდა. წყალს სვამდა ლიზა რომ აესვეტა წინ და ლამის დაიხრჩო ისეთი ხველება აუტყდა
_ფრთხილად ძვირფასო ასე ნუ დამაქვრივებ
_აქ რა გინდა შენ _ ყურსასმენები მოიშორა და ზემოდან დახედა
_ვერ დავიძინე და გამოვედი ,მერე მივხვდი რომ სირბილი არ მაწყენდა და ტემპს მოვუმატე
_კალორიების დაწვაც არ გაწყენდა _ ისევ გაიკეთა ყურასასმენი და სირბილი განაგრძო. ლიზა კი თვალებგაფართოებული იდგა და საკუთარ სხეულს აკვირდებოდა
_ავადმყოფი , კალორიებს კი არა ბენზინს დაგასხამ და მთლიანად დაგწვავ ! _უკან გაჰყვა მერე ბიჭი რომ ჩამოჯდა უცებ აყირავდა , ჩაიკეცა და წამსვე ააგდო საწყალი ანდრო.
თვალებამღვრეული დაჰყურებდა კოჭს და ღრმად სუნთქავდა
_სირბილიც არ იცი გოგო? გაუშვი ხელი და მაჩვენე
_მომშორდი , ყველაფერი შენი ბრალია . დამთარსე დილიდან _ ამოთქვა და ტირილი დაიწყო _ მგონი ვიღრძეე ახლა გასივდება და აუუ დაწოლა მომიწევს _ ისტერიკა დაიწყო და ხელებს არ აჩერებდა მერე უცებ ჰაერში აღმოჩნდა და ინსტიქტურად მოხვია ხელები ანდროს _რას აკეთებ...სად მიდიხარ . ჩემიანად სირბილს აპირებ ?
_ექიმთან
_ექიმთან ახლა მიდიხარ? სირბილის დროს მიხვდი რომ გიჟი ხარ?
_ტრამცატოლოგი გნახავს და წამალს გამოგიწერს ...დამშვიდდი ხუთ წუთში მივალთ. დავურეკავ გზაში ჩემს ნაცნობ ექიმს
_არ მინდა ... ახლავე დამსვი . შესანისნავად ვარ ექიმი არ მინდა _ ხელები გაუშვა და მერე ისევ მოხვია შეეშინდა არ დავუვარდეო
_ბავშვივით ნუ იქცევ
_ესაა თავისუფლება?
_ აჰა და კისერიც გიტეხია...კმაყოფილი ხარ? _ ღრმად ჩაისუნთქა თვალები აატრიალა და მერე უცებ დააგდო ძირს. ძლივს მოასწრო ფეხზე მყარად დადგომა
_რას აკეთებ ველურო...გამაფრთხილე მაინც
_რაღაც ნატკენს არ ჰგავს ეგ ფეხი ... მომატყუე ხომ? არ გბეზრდება მაინც ? გგონია ისე როგორც შენ მე და თამაშობ პატარა ბავშვივით ? მეც მაგარი ს*რი ვარ ალეწილი ვიყავი და ერთხელაც არ მნახე ამას კიდე ფეხი გადაუბრუნდა ვითომ და ... დედას შევ*ცი ჭკუას ვერასდროს ვისწავლი _ ზურგი აქცია მანქანისკენ წავიდა და სწრაფად დატოვა იქაუობა .
ლიზა დარჩა განწყობა გაფუჭებული. სირბილის გაგრძელება სცად, მაგრამ მობეზრდა ისიც . ვოტა ხანს იჯდა უბრალოდ და ბოლოს სახლში დაბრუნდა. საუზმეზე ჩავიდა და ლალის საუბარსაც ყური მოჰკრა
_ხომ გახსოვს
_მახსოვს დედა , მახსოვს რამდენჯერ უნდა გითხრა? დაპატიჟე ვინც გინდა მე რა შუაში ვარ? შენი სახლი არ არის?
_ვის ეპატიჟებით და რასთან დაკავშირებით დედა? _ ქალს გაუღიმა და მანაც წამსვე შეკრა წარბები . მერე ჩანგალი აიღო და საუზმობა განაგრძო ისე რომ არაფერი უთქვამს _ ძიძა რა ხდება ? ვინმეს დაბადებისდღე აქვს და არ ვიცი? თუ რა სტუმრიანობა გველის წინ
_ლალის მეგობრის შვილი ჩამოვიდა და დაპატიჟებას აპირებს
_ვაიმე დედიკო ჩემსავე სახლში გინდათ ანდრიკოს მეორე მეუღლის ერთ_ერთი კანდიდატი მოიყვანოთ კასტინგზე და ჩემს თვალწინ იფლირტაონ მან და ჩემმა ქმარმა? როგორ მიყვარს წელიწადის ეს დრო. რომ ცხელა და მარტის კატებივით ატეხილი განათლებული, კარგი ოჯახის შვილი , ქვეყნის სუპერ სარძლო მდედრები ჩემს სახლში იკრიბებიან და უშედეგოდ ცდილობენ ჩემთვის ქმრის ახევას _ წვენი მოსვა და ხმამაღლა გაიცინა. ანდროსაც ჩაეცინა. თავი დახრილი ჰქონდა და არავის დაუნახავს , მაგრამ თავი ვერ შეიკავა . ლალი კი მთლიანად გაწითლდა ბრაზისგან
_ყველა შენნაირი არ არის და ერთდროულად ორივე ძმას ვერ გამოაშტერებს !
სახიდან წამსვე გაუქრა კმაყოფილი ღიმილი. ჩანგალი ხელში გაუშეშდა. ჩუმად უყურებდა თეფშს , ჭიქა აიღო და წვენის დალევა დაიწყო ისევ. არასდროს პასუხობდა მსგავს სიტყვებზე და დიდი ხანია უკვე მსგავსი რამ არ უთქვამს თანაც ანდროსთან ერთად , ახლა წესით ანდრო უნდა ყვიროდეს, მაგიდაზე მუშტს ურტყავდეს და აფრთხილებდეს რომ მეტჯერ მსგავსი რამ არ გაიმეოროს ის კი ჯიუტად უყურებს თავის თეფშს და საუზმობას განაგრძობს. შემდეგ ოთახში გამეფებულ სიჩუმეს არღვევს , დგება ძიძას თავზე კოცნის რაღაცას ჩუმად ეუბნება და მიდის
_ამ სახლში ვინმე არ დავინახო ვინმე ისეთი ვისაც ოდესმე ანდრო მოსწონდა თორემ გეფიცებით ისეთს მოვაწყობ საქვეყნოდ შეგარცხვენთ მე ხომ მაინც გარყვნილი ქალი ვარ _ გასვლამდე უთხრა ლალის
_რა გინდა , რატომ ვერ ისვენებ ხვდები რომ შენს მიტოვებას აპირებს. ფეხებზე გიკიდებს, გონს მოდის და ტყავიდან ძვრები შე გველო ხომ ? ახლა აღარ გინდა თავის დაფასებები და ძვრები მიწიდან ხომ ? არ გინდა რომ მიგატოვოს იცი სულ მარტო დარჩები და ახალი სულელის პოვნა მოგიწევს . ორიდან აღარცერთი დაგრჩება
_როგორც არ უნდა ეცადოთ ყველამ კარგად ვიცით , ანდროს სიცოცხლის ბოლომდე და მერეც მე ვეყვარები . ან მე გავაბედნიერებ თქვენს შვილს ან მთელი დარჩენილი ცხოვრება უბედური იქნება თუნდაც ათი რჩეული ქალი შერთო ცოლად ქალბატონო ლალი _მშვიდად უთხრა და შემდეგ გაეცალა.

ის დღე ოთახში გაატარა , წამალი დალია და დაიძინა . შემდეგ აივანზე იჯდა და ეწეოდა, ივახშმა და ბოლოს ბაღში დარჩა . ანდრო არსად ჩანდა, გვიანი იყო უკვე ის კი სახლში არ ბრუნდებოდა. პლედი მოიხურა, ყავა მოიმზადა და ისე დაჯდა ჰამაკში. შემდეგ დაწვა და ჩაეძინა კიდეც. გამთენიისას სითბო იგრძნო გაყინულ სხეულზე. ვიღაცამ პლედი გაუსწორა და შემდეგ ხელში აიყვანა. თავზე იგრძნო ტუჩების შეხება , ყურში აჩქარებული გულისცემა ესმოდა და ნელ_ნელა უახლოვდებოდა საძინებელს. ნაცნობი არომატი , ნაცნობი სითბო და მდგომარეობა რომელსაც ვერაფერი ცვლიდა. რბილ საწოლზე დაწვენის შემდეგ ფრთხილად მოშორებული ფეხსაცმელი, გაყინულ სხეულზე ფარებული საბანი, სიბნელე ოთახში და კოცნა ყვრიმალის ბოლოში, თვალის კუთხეში პაწაწინა ხალთან.
წარმოდგენა არ ჰქონდა საერთოდ როგორ შეამჩნია ის ხალი ანდრომ, მაგრამ სულ იცოდა , სულ იქ კოცნიდა როცა საწოლში აწვენდა .
უცნაური იყო ნაკანი, ყველაზე და ყველაფერზე მეტად უცნაური . ერთდროულად იყო ეშმაკიც და ანგელოზიც. თუმცა ეშმაკიც ხომ ანგელოზი იყო თავიდან.
*^*^*^
მეორე დღეს ისე დარბოდა ანდროსთან არ ულაპარაკია. შორიდან უყურებდა და ლამის გაგიჟდა ვიღაც გოგომ რომ გაუბა ბაასი. სკამზე იჯდა და წვენს სვამდა საიდანღაც ლაპარაკის ხმა რომ გაიგო
_ის ნაკანი არ არის?
_სად აბა?
_აი ლაკო რომ ელაპარაკება ის ბიჭი ...რა გჭირს გოგო მასეთს ვის ხედავ აქ
_უი ხო ეგ არის...მოიცა აქ იმიტო წამოგვიყვანა რომ ეგ იქნებოდა? ცოლი რომ ჰყავს არ იცის?
_ცოლიანს არ ჰგავსო ასე მითხრა... ფურცელზე ცოლი საწოლში ცოლს არ ნიშნავს და მე მისი გვარი კი არ მინდა მხოლოდ ის რაც შარვალში აქვსო _ ციტირება მოახდინა ერთ _ერთმა და მერე ორივე აკისკისდდა _წავედით თორემ გაგვიგრძელდა შესვენება. ჩემს კალორიებს ლაკოს ჟ*მაობა ვერ დაწვავს .
ხელების ტკივილი რომ იგრძნო მერე მიხვდა ფრჩხილები როგორ ჩაერჭო კანში. ისევ უყურებდა წყვილს რომელიც უკვე ძუნძულით მიჰყვებოდა გზას. ანდრო ჩვეული მშვიდი გამომეტყველებით საუბრობდა ქალბატონი უკუღმა იდგა და ისე გარბოდა თვალწინ უთამაშებდა მკერდს. შემდეგ რაღაცაზე უაზრო სიცილი დაიწყო და მხარზე შეეხო , თითებით მტევნისკენ გაუყვა გზას და სავარაუდოდ ისიც წარმოიდგინა როგორ მოექცეოდა მის მკლავებში
_დამშვიდდი ლიზა რა გემართება . მისნაირი რამდენი ჰყოლია შენამდე და შენს შემდეგ და სერთოდ შენ არ ყოფილხარ. შენ მისი ცოლი არ ხარ , შენთვის ის არავინაა _ სახეზე ჩამოისვა ხელები და სხვა მიმართულებით დაიწყო სირბილი ისე რომ მათ არ გადაყროდა გზაზე.
იმ დღეს ისე ირბინა ძალა აღარ ჰქონდა. გასვლამდე მანქანასთან დაინახა წყვილი და მაინც ვერ შეიკავა თავი. ის იყო ქალს უნდა ეკოცნა ანდროს ხელი რომ მოხვია მკლავზე და ლოყაზე აკოცა
_ისევ მოვიგე ძვირფასო...ხომ გეუბნებოდი ასე მარტივად არ დანებდება ეგ ქალი_თქო. შენ კი ამბობდი მოგეჩვენაო არადა მე ხომ ერთი შეხედვით ვცნობ სხვის ქმრებზე მონადირე კომპლექსიან ქალებს რომელბსაც ეშინიათ იმის რომ მიატოვებენ და გართობის სახელით ნიღბავენ ურთიერთობებს _ ქალს უყურებდა და იღიმოდა. ანდრომ ხელზე თითები რომ მოუჭირა და ანთებული თვალებით შეხედა გულუბრტყვილო მზერა მიაპყრო
_შენ როგორ ბედავ ასე მელაპარაკო . ერთი არანორმალური ქალი ხარ ... ყველამ იცის რომ
_რა იცის რომ შენ ჩვეულებრივი ბ*ზი ხარ ? თუ ის რომ მე საშიში ქალი ვარ რომლის გაბრაზებაც არასდროს არავის შერჩენია და ის თუ იცი რომ შენი გაქრობის დროა ძვირფასო
_ლიზა გეყოფა_მეთქი
_მეყოფა ძვირფასო აბა რა...მოგებულ სურვილს მოგვიანებით ჩავიბარებ .ის გოგო სად გაიქცა ლიფით და ტრუსით რომ დარბოდა ? აი მგონი იქეთაა და ორგაზმის ნაცვლად ბრაზისგან იშლება ნაწილებად . რა სამწუხაროა არა?
_რა თამაშს თამაშობ...ახლა აქ უნდა იარო ვითომ ვარჯიშობ და მშვიდად ყოფნის რამდენიმე საათიც წამართვა
_რას ავარჯიშებ კუნთებს თუ პ*ნისს სხვადასხვა ქალის ს*შოში . კარგი რაა სერიოზულად? ასე მარტიცად მოსახსნელი კაცი ხარ? ვინც ფეხებს შლის ყველას ასიამოვნებ და მერე იმათ აჯერებ რომ მაგრები არიან? რა საცოდაობაა , გულისამრევია პირდაპირ . პრეზერვატივი მაინც ატარე ასეთ ადგილებში და ასეთ ქალებთან თუ ერთობი რამეს აიკიდებ , ტეხავს
_როგორ მინდება რომ დაგახრჩო ...თუმცა საკუთარ ბრაზში , ბოღმაში და ამ ირონიის შხამში იხრჩობი ნელ_ნელა _ საჭესთან დაჯდა კარი მიხურა და წავიდა
_დამპალო, საზიზღარო ნეტაც ბოღმა რატომ მაწუხებს იმათი მშურს თუ რა. თითი რომ დაგადო დაიწვები ესენი კიდე გეგმებს სახავენ თურმე ...ავადმყოფები, გულისამრევები ესენი. ცხოველები !

მეორე სახლში წავიდა. იქ მარტო იქნებიდა და ნერვებს დაიმშვიდებდა . ჯაკუზში ჩაეშვა და ყურსასმენები გაიკეთა. მშვიდად ნებივრობდა და ქაფს უბერავდა კარი რომ გაიღო ყურსასმენებით და მობილურით ხელში მოლაპარაკე ანდრო გამოჩნდა , გამოჩნდა თანაც სრულიად შიშველი , ვარჯიშისგან დაცვარული სხეულით და გამოიწვია სრული ქაოსი. თვითონ ტელეფონს ჩაჰყურებდა და ვიღაცას რაღაცას უხსნიდა ლიზა ჯერ შოკში იყო და ენა ჩაუვარდა შემდეგ არამიწიერ ხმაზე კიოდა. თვალებზე ქაფიანი ხელები აიფარა ჯაკუზიდან წამოდგომა სცადა და მერე გაახსენდა რომ თვითონაც შიშველი იყო . მერე საერთოდ ფეხი აუცდა და ლამის დაიხრჩო
_რა ჯანდაბაა ... ლიზა აქ რა გინდა შენ _პირსახოცი ჰქონდა მიფარებული უკვე და ტელეფონი სადღაც ძირს ეგდო. იქედან ვიღაცის ხმა ისმოდა . უცებ აიღო და გაუთიშა
_მე რა მინდა? მე კი არა შენ რა გინდა და საერთოდ რა ცხოველობაა ტარზანივით სიარული შუა სახლში
_შუა სახლში კი არა სააბაზანოში შემოვედი და საერთოდაც ახლა აქ არ უნდა იყო
_ მე კი არა შენ არ უნდა იყო ...საერთოდ ნივთები ხომ გაიტანე ამ ოთახიდან
_ჯაკუზი აქ არის ... იქ არ არის და საერთოდაც სახლი ჩემია როგორც მინდა ისე ვივლი . შემობრუნდი ნუ იქცევი პატარა ბავშვივით
_ ოოჰ უკაცრავად თქვენ ეტყობა ზედმეტად აღაგზნოთ დილის ამბავმა , კოცნა და დილის გამამხნევებელი ვარჯიში ხელიდან აგაცალეთ არა , ბატონო ანდრო_ მისკენ გაიხედა და ისევ დაიყვირა
_რა ... ამჯერად რა გაყვირებს გოგო. სულ ასე რატომ იქცევი
_ჩემი პირსახოცი მოიხვიე ? _სერიოზულად? სხვა პირსაწმენდი არ გვეშოვება ? გავალ და მოვიტან სხვას
_ჯანდაბაში წახვალ შენ... ყველა სახლში უამრავი აბაზანაა და შენ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შემომივარდე. არა აქამდე შიშველი არ შემოდიოდი და ახლა უკვე სულ გაგიჟებულხარ . გულის რევის შეგრძნება მაქვს აუტანელი , მთელი დღე ჩამიშხამა , გამინადგურა
_დღის ჩაშხამებაზე ნუ მელაპარაკები _ პირსაწმენდების გროვა მიუტანა და დაუწყო_აჰაა რომელიც გინდა ის აიღე . ყველა ახალია გავაბათილე ეს ერთი თუ მაღაზია გიყიდო მთლიანად
_იქნებ მიხვდე და გაეცალო აქაურობას ...არა შენ კი გინდა რომ მიცქირო , მაგრამ
_არაფერიც არ მინდა ... რაც მინდოდა დილას თავხედურად გააქციე
_სერიოზულად? _ჯერ შეიცხადა მერე სიცილი დაიწყო . ანდრო რომ გავიდა სიცილიდან კივილზე გადავიდა. ჯაკუზიდან ამოვიდა და ყველაფერი მოისროლა რაც ხელში მოხვდა .
სააბაზანოდან რომ გავიდა სახლი ცარიელი დახვდა . საწოლზე დაეცა და გუგასთან დარეკა
_დრო გაქვთ ბატონო ფსიქოლოგო?
_ზუსტად დროულად დარეკეთ ქალბატონო ლიზა... აბა გისმენთ როგორ ხართ?
_ცუდად...უარესად . ახლა ისეთები მაწუხებს აქამდე რომ მეკიდა და სულ შენი ბრალია ვიყავი ჩემთვის და ამირიე ტვინი
_მომითხრეთ ქალბატონო ელიზაბეტ და იქნებ მოყოლისას დაინახო ჭეშმარიტება
_ასე რომ ლაპარაკობ იცი მეცინება და ახლა არ ვარ სიცილის ხასიათზე ჩემი ქმარი სხვანაირი ხდება . მგონი მართლა აპირებს რომ შემეშვას
_შენც ხომ ეგ გინდოდა
_უკვე რომ გამანადგურა ახლა უნდა ბედნიერი იყოს? ცხოვრება აიწყოს და ისე გააგრძელოს ყველაფერი ვითომ არაფერი დაუშავებია?
_იმ დანაშაულს შენთან ცხოვრების ოთხი წელი გამოისყიდდა დამიჯერე
_საერთოდ აღარ დაგელაპარაკები
_გინდა რომ ბედნიერების უფლება წაართვა?
_ბედნიერი მაინც ვერ იქნება მე რომ არაფერი გავაკეთო. მას მე ვჭირდები ბედნიერებისთვის და მე თუ არ ვიქნები არც ბედნიერება იქნება
_იქნებ არსებობს ქალი რომელიც მისთვის იბრძოლებს და შენ რომ არ იქნები თავს შეაყვარებს
_არ არსებობს ეგეთი ქალი და მე არსად წავალ! ხომ ვუნდოდი ხოდა სიცოცხლის ბოლომდე ამიტანს
_ასე საკუთარ თავსაც არ აძლევ თავისუფლებას. იქნებ ჟორდანიას და ნაკანის გარდაც არსებობს სამყაროში კაცი რომელიც შეგიყვარებს
_იმაზე მეტად ვიდრე ნაკანს ვუყვარვარ?
_შეიძლება ნაკლებად მაგრამ შენც შეიყვარებ და ყველაფერს მოგცემს რაც გჭირდება
_არაფერი მჭირდება ... ნაკანს მშვიდად სუნთქვის საშუალებასაც არ მივცემ
_მაინც რა დარჩა ისეთი რითაც სუნთქვა ვერ შეუჩერე
_მისი სექსუალური ცხოვრება რაშიც აქამდე არ ვერეოდი და თურმე განტვირთვის მთავარ წყაროს ვუტოვებდი
_მეღადავები თუ მართლა აპირებ იმ კაცს დაუშალო ქალთან ყოფნა ვისაც თითი არ დაუკარებია შენთვის
_როგორც დამაკარა ისიც მეყო ცხოვრების დასანგრევად და იმაზე მეტიც იყო ვიდრე თითის შეხება
_მე ნუ მეჩხუბები... მე ხომ უბრალოდ გისმენ
_თურმე უბრალოდ მისმენს !
_კარგი თემას დავუბრუნდეთ ...რას აპირებ?
_მეც არ ვიცი, მაგრამ ნერვებს რომ ვუშლი უკვე ვგრძნობ
_ალქაჯი ხარ ნამდვილი
_გმადლობთ კომპლიმენტისთვის. წავედი ახლა რატომღაც შოპინგის ხასიათზე ვარ
_დაქალებთან ერთად უნდა იარო და ფლანგო ნაკანის ოფლით მოპოვებული ლარები?
_დაქალები აღარ მყავს გუგა , მე აღარვინ მყავს ზოგმა დამტოვა ზოგიც მოვიშორე
_არავინ დაბრუნებულა და დამდგარა შენს გვერდით? მაშინ უნდა გაგეშვა ყველა და დროა ახალი მეგობრები იპოვნო ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ
_შენ ხომ მიპოვე
_მე სხვა ვარ ... მე შენს გვერდით ვერ ვიქნები. ტელეფონით საუბრები სხვაა და დაქალი რომელიც შენთან იქნება სხვა
_და რა გავაკეთო ახლა განცხადება გამოვაკრა ვეძებ დაქალს_თქო დავწერო და დაველოდო?
_აუტანელი ხარ , როგორ გიძლებს ანდრო
_ვთიშავ და მივდივარ მიხედე შენს პაციენტებს _ უცებ გაუთიშა და მისი სიცილი დააიგნორა.
საშოპინგოდ მართლაც წავიდა. დიდხანს დადიოდა და ყველა მაღაზიიდან რაღაც ერთ ნივთს მაინც ყიდულობდა. ბავშვების განყოფილებაშიც შევიდა ისე უბრალოდ დადიოდა და უყურებდა პაწაწინა ტანსაცმელებს . მერე ფეხმძიმე დაინახა ,გოგონას უზარმაზარი მუცელი ჰქონდა და აშკარად ბიჭისთვის ეძებდა ტანსაცმელს. რაღაცები ეჭისა ხელში, მაგრამ აშკარად ვერ გრძნობდა თავს კარგად. ხელი წელზე მიიდო და ღრმად სუნთქვა დაიწყო. მერე ყველაფერი ერთ თაროზე დააწყო და ტელეფონის ძიება უშედეგოდა დაიწყო. გასასვლელისკენ დაიძრა და ლიზაც ინსტიქტურად გაჰყვა
_უკაცრავად ...შემიძლია დაგეხმაროთ?
_ბავშვი...მუცელი მე მტკივა . ძალიან მტკივა
_ნუ გეშინიათ...მე ახლავე სასწრაფოს გამოვიძახებ
_არა...არა ჩემი ექიმი მჭირდება აუცილებლად და მობილური დამრჩა
_მოდი მე წაგიყვანთ კლინიკაში სადაც თქვენი ექიმია . თან მითხარით მეუღლის ნომერი , დედის ან ვინმე ახლობელის ვინც გინდათ რომ კოვიდეს _ ხელი ჩაკიდა და თან ტელეფონი ამოიღო
_ჩემი ქმარი სამსახურშია... ჯარისკაცია. ტელეფონი თან არ ექნება. სხვები არ არიან ქალაქში აზრი არ აქვს დარეკვას...თქვენ შეგაწუხებთ მე ტაქსს გამოვიძახებ და
_არავითარი ტაქსი... ფერს კარგავთ. ახლავე დაჯექით და მითხარით სად წავიდეთ _ მანქანა წინ ეყენა და მაშინვე გააღო კარი
_მე ..
_ბავშვზე იფიქრეთ მე არაფერი მიჭირს სხვა საქმე არ მაქვს , ყველაფერი კარგად იქნება . თქვენც კარგად იქნებით და თქვენი ბიჭუნაც . მძღოლი მაშინვე დაჯდა და საავადმყოფოსკენ დაიძრა. ლიზა კი ელაპარაკებოდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
როგორც იქნა მიაღწიეს საავადმყოფომდე , გოგოს უკვე ტკივილები ჰქოდნა . მისი ექიმი გამოჩნდა და მერე წაიყვანეს. მალევე დაეწყო მშობიარობა . ლიზა დერეფანში დადიოდა და რაღაც გაუგებარი ღელვა იპყრობდა. ახალი სიცოცხლის მოლოდინში იყო, პირველად იყო მსგავს სიტუაციაში .
ორი საათის შემდეგ ბავშვს უყურებდა და ნახევრად მიძინებულ გოგოს უღიმოდა
_ექიმმა თქვა ძლიერი ბიჭიაო... შენები მოდიან, ქმარსაც დაურეკეს და როგორც კი მოახერხებს აქ იქნება
_ძალიან დიდი მადლობა... არასდროს დაგივიწყებ ამ სიკეთეს
_შეიძლება ავიყვანო?
_რა თქმა უნდა
ბიჭი ხელში ეჭირა და გაღიმებული უყურებდა
_რა დაარქვი ?
_არ ვიცი... სახელი ვერ ავარჩიეთ . შენ ქმარს რა ჰქვია?
_ჩემს ქმარს ანდრო ჰქვია , მაგრამ
_ანდროს დავარქმევ...ანდრო ძალიან კარგი სახელია
_იყოს ანდრო, დაე ბედნიერმა გაატაროს მთელი ცხოვრება , იღბლიანი ბიჭი იყოს _ თავზე აკოცა და მერე მკერდზე მიიკრა _ნამდვილი საოცრებაა
_დაე ღმერთმა მალე გაჩუქოთ თქვენც ასეთი საოცრება
_მგონი შენთან უნდა ...რაღაც აწუხებს _ ბავშვი დაუბრუნა და პალატიდან მალევე გავიდა. კედელს მიეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა. განა ოდესმე გახდებოდა დედა ? იგრძნობდა ამ დიდ ბედნიერებას და იქნებოდა დედა? არაფერი იცოდა , ადრე ფიქრობდა რომ სამ შვილს გაუჩენდა თარაშს ახლა კი საერთოდ აღარ იცოდა დედა გახდებოდა ოდესმე თუ არა.
სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული, სკამზე იჯდა დერეფანში და ელოდა ვინმეს ვისაც გადააბარებდა ქალს. ნაბიჯების ხმა გაიგო , მაგრამ თავი არ აუწევია , მერე მკლავებში წვდა ვიღაც თავისკენ მიიზიდა და მკერდზე მიიკრა. თავზე კოცნიდა და ხელებს არ უშვებდა
_ლიზა ... ლიზა კარგად ხარ ხომ?
_შენ რა გინდა აქ ...ხელი გამიშვი _ თავი დაიხსნა და უკან დაიხია _ აქ რას აკეთებ
_მძღოლმა მითხრა საავადმყოფოშია უკვე 4 საათიაო და ვერ გავიგე რა ხდებოდა. რა გინდა აქ
_ანდროს დაბადებაში დავეხმარე
_ვის?
_ვის და ანდროს ... დედამისი მაღაზიაში გახდა ცუდად , არავინ ჰყავდა და კლინიკაში წამოვიყვანე. ბიჭი შეეძინა და ანდრო დაარქვა. იმედია შენზე ჭკვიანი და იღბლიანი იქნება . ველოდები როდის მოვლენ მისი ნათესავები და მერე სახლში წავალ
_ანუ უბრალოდ უცნობს დაეხმარე და ამდენი საათი აქ ელოდი შენ კარგად ხარ
_ხომ ხედავ რომ კარგად ვარ ...
_ესე იგი ანდრო დაიბადა
_ხო , დაემთხვა
_კარგადაა?
_კი , ორივენი კარგად არიან
_დაველოდოთ მაშინ მამას _ სკამზე დაჯდა და ისიც გვერდით მიისვა
_აქ დარჩები?
_შორიდან მაინც ვნახავ ახლად გამომცხვარი მამის ემოციებს
_თავადაც განიცდიდი ლალის შერჩეული რომელიმე გოგო რომ შეგერთო
_არც ახლაა გვიანი... ჯერ კიდევ 26 წლის ვარ
_და მაინც ვისგან აპირებ შვილის გაჩენას
_ვიპოვნი ვინმეს ვისაც ენდომება ჩემი შვილის დედა გახდეს
_ბავშვის შესანახი კონტეინერი უფრო გჭირდება შენ და ეგეთს მე გიპოვნი თუ გგონია რომ კარგი მამა იქნები და შვილის აღზრდას შეძლებ
_შენ როგორ შეგაწუხებ ძვირფასო ელიზა
_და მაინც
საუბარი ვეღარ განაგრძეს დერეფანში სამხედრო ფორმით კაცი გამოჩნდა რომელიც სახეგაფითრებული მოაბიჯებდა და პალატის ნომრებს აკვირდებოდა . მერე ლიზა წამოდგა და რომ უთხრა გილოცავთო წამში მოეხვია. თითქოს სიხარულისგან დაპატარავდა , ემოციური პატარა ბიჭი გახდა . ანდროსაც მოეხვია მადლობას უხდიდა მერე ექიმიც გამოჩნდა და ბოლოს პალატაშიც შეაღწია. კარი რომ მიიხურა ორივეს ემოციები დარჩა ბედნიერი მამამის დატოვებული სიხარული. აღარაფერი უთქვამთ ისე დატოვეს კლინიკა .
ანდრო იმ საღამოს სახლში იყო , თავის ოთახში გამოიკეტა . ლიზას მთელი დღის დაღლილობა ერთად მოეძალა და მალევე ჩაეძინა .
ის საღამო უჩვეულოდ მშვიდი გამოდგა მაგრამ ყველა დღე ასეთი როდი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ რესტორანში გადააწყდა საყვარელ ქმარს . შემთხვევით გადაწყვიტა მაინცადამაინც იქ ევახშმა და საფირმო კერძი დაეგემოვნებინა. მაგიდას არჩევდა მენეჯერთან ერთად მომღიმარ ანდროს რომ მოჰკრა თვალი და მაშინვე უთხრა ჩემი მეუღლეა აქ და მასთან ერთად ვივახშმებ ძლივს ვიპოვნე მაგიდაო. უცებ დაიძრა მათკენ , სულ ანდროს უყურებდა და სისხლი უდუღდა. ზურგიდან მოეხვია , ლოყაზე აკოცა
_უკვე რესტორნებში დაგყავს საყვარლები ? თუ ლალი დედას ახალი გამოწვევაა? _ჩუმად უთხრა სანამ ანდრო გონს მოვიდა. მერე ბიჭი წამოდგა და უცებ მოხვია ხელი . ქალს გაუღიმა ისევ ბოდიში მოუხადა და ლიზა თან გაიყოლა
_წამოდი
_სად მიგყავარ ... დაველაპარაკებოდი გავიგო როგორია
_ნუ მაგიჟებ გოგო რა საცოლე და რის საყვარელი ... საქმიანი საუბარი მაქვს . მალე ხელშეკრულება უნდა დავდოთ ძლივს დავითანხმე და ახლა რამე რომ უთხრა და გააბრაზო ყველაფერს ჩაშლის . არ გინდა, ახლა არ გინდა ჩემი საქმის არევა და მერე რაც გინდა ის გააკეთე გასამხიარულებლად
_კარგი , თავად მივხვდები ვინც არის და მერე ვიფიქრებ იმაზე თუ როგორ ვიმოქმედო. გვიყურებს და ნუ აფიქრებინებ რომ ცუდი ქმარი ხარ _ ხელიები მხრებზე დააწყო , ხალისობდა მისი რეაქციებით. ახლოს მიიწია და ისევ აკოცა ლოყაზე_მაგ ხელს ჩემს წელს თუ არ მოაშორებ მოგამტვრევ ამ ღამით _ ჩუმად უთხრა და გაიღიმა
_წამოდი და კარგი ცოლის როლი მოირგე. იქმებ თამაშში მაინც გამოგივიდეს _ გაოგნდა, ხელი არ მოაშორა პირიქით უფრო უკეთ მოხვია სხეულზე აიკრა და ისე დაიძრა უკან, მაგიდისკენ. შემდეგ სკამი გამოუწია თავის გვერდით და თან ქალს გააცნო.
გაკვირვებული იყო ცოტა ხანს და უბრალოდ უსმენდა ანდროს თავაზიან საუბარს . მეუღლემ შემთხვევით დამინახა და თუ დარჩება იმედია არ მიწყენთო, მართალია ჩვენს საქმეში არ ერევა , მაგრამ ცოტა ხნით მოგვისმენს მიუხედავად იმისა რომ ვერ იტანს საქმეზე როცა ვსაუბრობო.
ქალმა რა კარგი წყვილი ხართო, ერთმანეთს როგორ უხდებითო და ათასი რამ თქვა კიდევ. ლიზა აშკარად მოეწონა , მასთან საუბარი დაიწყო ვახშმობის დროს. შემდეგ ანდროს უთხრა ვახშამზე მეწვიეთ ჩემთან სახლში და მაშინ გეტყვით პასუხს ახლა კი მარტოს დაგტოვებთო უთხრა და წავიდა.
_ჯანდაბა !
_დაგთანხმდება აუცილებლად
_ერთად დაგვპატიჟა ოჯახურ ვახშამზე ვერ გაიგე ?
_მერე რა
_რა გინდა იმისთვის რომ წამომყვე და ისეთი არაფერი გააკეთო რითაც შემარცხვენ
_მე ? მე როდის შემირცხვენიხარ ანდრო არ გრცხვენია მართლა და მართლა?
_ლიზა რა გინდა _მეთქი
_არაფერი ... ჯერ და კვირამდე მოვიფიქრებ
_თუ არ წამოხვალ და ბოლოს მარტო დამტოვებ ახლავე მითხარი
_გააჩნია კვირამდე როგორ მოიქცევი
_როგორ მოვიქცევი?
_გემრიელი კერძები აქვთ აქ _ მიირთმევდა და საერთოდ არ უყურებდა ანდროს_ხო თუ ჭკვიანად იქნები გამოგყვები და მეც კარგი გოგო ვიქნები
_რას ეძახი შენ ჭკვიანად მოქცევას
_ხვალ , მთელი შაბათი დღე ჩემი იქნება
_სხვა დღეებში სხვისი ვარ და არ ვიცოდი? მე რატომ მიმაჩნდა თავი შენს მონად
_დამშვიდდი ძვირფასო ამდენი ნერვიულობა ჯანმრთელობას დაგიზიანებს და არ მაწყობს უცებ გამომეცალო ხელიდან ...

..................
კვირას დილიდან გავიდა და ანდრომ ვერსად იპოვნა. უკვე ფიქრობდა , რომ არ მივიდოდა , მაგრამ საღამოს გამოჩნდა მისი აღმატებულება. ორ საათში მზად ვიქნებიო უთხრა და საძინებლისკენ წავიდა.
მართლაც მზად იყო , არა ორ საათში სამში, მაგრამ ხომ იყო . შავი კომბინიზონი ეცვა საკმაოდ ღრმა ჭრილით მკერდთან, გრძელი საყურეები ბრილიანტის თვლებით , თმები ერთ მხარეს ჰქონდა გადაწეული და ისე მიაბიჯებდა როგორც დედოფალი. ანდროსთვის არც შეუხედავს ისე უთხრა წავედითო .
მანქანაში ჩუმად იყო, ანდროს მისი სიჩუმე სულ აშინებდა კარგს არასდრის არაფერს მოასწავლებდა ამ დროს ენერგიას ზოგავდა და გეგმებს აწყობდა.
ყვავილები ანდროს მიაჩეჩა. თავად ქაღალდის ყუთი ეჭირა და კარის გაღებას ელოდა. ნაცნობი სახე რომ დაინახა როგორც იქნა გაუღიმა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, ქალმა სახლში შეიპატიჟა სტუმრები . მისაღებში ორი პატარა ბიჭი დახვდათ , ორივეს თეთრი პერანგები ეცვათ და ღიპზე ძლივს ჰქონდათ ღილები შეკრული.4_5 წლისები იქნებოდნენ და დიდი კაცებივით სერიოზულად იდგნენ. ქალმა ბავშვები გააცნო და მერე მისი მეუღლეც გამოჩნდა. როგორც აღმოჩნდა ანდრო მასაც იცნობდა , როდის დაბრუნდიო ჰკითხა და პასუხი რომ მიიღო ლიზა გააცნო.
ქალბატონი სრულიად ჩვეულებრივად იქცეოდა. კონტაქტს მარტივად ახერხებდა თუ მოისურვებდა . ბავშვებიც კი გაიცნო და ესაუბრებოდა სანამ ისინი საქმეს განიხილავდნენ. ხმამაღლა კისკისებდა მათთან ერთად ანდრო კი თვალს ვერ აშორებდა რამდენიმე წუთით საერთოდ არაფერი ესმოდა . მხოლოდ ლიზას უყურებდა როგორ ეფერებოდა პატარა ლოყებწითელა ბავშვებს.
_თქვენ არ აპირებთ ბავშვზე ფიქრს? დამიჯერეთ რამდენადაც რთული ჩანს იმდენად დიდი ბედნიერებაა , რომ ღირს ასმაგად გადაიღალო მათი ერთი ჩახუტების ფასადაც კი _ ქალმა რომ უთხრა ანდრო არაფრის თქმას აპირებდა , სამაგიეროდ ლიზამ უპასუხა
_ანდროს ძალიან უნდა და ვნახოთ გადავწყვეტ თუ არა წელს ავასრულო მისი დიდი ხნის ნატვრა. ანდროს გოგო უნდა , მაგრამ ბიჭიც რომ გავაჩინო მგონი ნაწყენი არ დარჩება _ გაიცინა და დემონსტრაციულად მოეხვია მკლავზე, გაუღიმა და მხოლოდ მისთცის შესამჩნევად ჩაუკრა თვალი
_ვინაიდან ქალს აქვს ყველაზე დიდი როლი ბავშვის ჩასახვის წამიდან მის აღზრდამდე ძალდატანებას ვერ ვახერხებ _ მოგვიანებით თქვა და ღვინო მოსვა გამშრალი პირის დასასველებლად. მთელი საღამო დაჭიმული იჯდა ყოველ წამს რაღაც ისეთს აკეთებდა ლიზა რომ გონებას ურევდა. როგორც იქნა პასუხი მიიღო , ხელიც იქვე მოაწერეს კონტრაქტს, აღნიშნეს კიდეც სადღეგრძელოთი და შემდეგ დატოვეს ოჯახი.
_აბა ? როგორი იყო
_შესანიშნავი მსახიობი ხარ
_გმადლობთ , ჰონორართან დაკავშირებით ამ დღეებში დაგიკავშირდებით . მზად ვარ სხვა შემოთავაზებებიც მივიღო
_არა გმადლობთ, სჯობს მარტო წავიდე ხოლმე შენი ჰონორარი ძვირი მიჯდება და სულ ნაღმზე მდგომივით ვარ
_როდის უნდა მიხვდე ბოროტი ვარ თუ კეთილი . დილა რომ იწყება დამაკვირდი ხოლმე
_არ მინდა
_გაშტერებული ყურებისას ცოტა რომ იფიქრო ხოლმე ჩემს ჩვევებსაც დაუჭერდი მუღამს
_ბავშვზე აღარასდროს ილაპარაკო ელიზაბეტ _ მანქანიდან რომ გადავიდნენ მაშინ უთხრა და მჯლავზე მოხვია ხელები_ გესმის?
_ვითომ რატომ არ უნდა ვილაპარაკო
_ჩემი სურვილები შენი განსახილველი არ არის. რაღაც რაც ჩემთვის ღირებულია შენთვის ფასი არ აქვს
_ვინ თქვა რომ ფასი არ აქვს ! _მზერა გაუსწორა და თავი მაღლა ასწია _ თუ იპოვნე სხვა ქალი ვისგანაც შვილები გინდა
_ლიზა გეყოფა ჩემთან თამაში...დღეს არ გეყო?
_გგონია ვთამაშობ ? _თითები წვერზე ჩამოუსვა და მერე პერანგის საყელოზე გადავიდა _ იქნებ არ ვთამაშობ და მართლა ვგეგმავ პატარა ტირანი ნაკანის გაჩენას
_ჩემი სიძულვილის დოზა გიმცირდება და გინდა რაიმე ახალი მოიფიქრო? გასართობი გამოგელია ელიზაბეტ? ან იქნებ ჩემი შვილი გჭირდება მასზე რომ გადმოანთხიო შენი შხამი _ ხელები მოიშორა და გვერდი აუარა
*^*^*^*
მეორე დღე იწურებოდა ანდრო კი ისევ არ ჩანდა. ეზოში იჯდა და ეწეოდა , ტელეფონში იქექებოდა ლაივს რომ წააწყდა. ერთ_ერთი მათი ნაცნობი გოგონა წვეულებაზე იყო და წამსვე იცნო ნაკანის ახლად აშენებული აგარაკი. დიდხანს არ უფიქრია, მაშინვე ოთახში ავიდა, ყველაზე გამომწვევი რაც მოეპოვებოდა ის კაბა ჩაიცვა და წავიდა.
ორმოცი წუთი დასჭირდა სახლამდე რომ მისულიყო. ქუჩაშიც კი მანქანები იყო ამიტომ იქვე გაჩერება მოუხდა. ეზოშიც ისმოდა ხმამაღალი მუსიკის ხმა. პირველ სართულზე ან სულ ქვემოთ ჰქონდათ წვეულება. კარში რომ შევიდა მაშინვე სახე დამანჭა, სვამდნენ, ცეკვავდნენ , ერთმანეთს ეკვროდნენ . მოსაწევის კვამლში იყო ყველაფერი გახვეული, დაბალ განათებაზე მის სახეს ვერავინ შენიშნავდა. ანდრო არსად იყო და უფრო გაგიჟდა. უტამ თავად შენიშნა და ისეთი სახით მივიდა მაშინვე მიხვდა რომ ნაკანი კარგს არაფერს აკეთებდა
_ლიზ...როგორ ხარ?
_სად არის შენი ძმაკაცი?
_ის გასულია
_უტა ძვირფასო მითხარი სად არის ... ზემოთაა ხომ?
_არა...მოიცა ლიზ
_მუსიკა გამორთე და ყველა გაუშვი! უთხარი წვეულება დასრულდა თქო! _ ხმამაღლა უთხრა და მერე დახვეულ კიბეს აუყვა. მეორე სართულზე რამდენიმე წყვილი შენიშნა და მათ შორის ანდრო არ იყო. დერეფნის ბოლოს ყველაზე განაპირა ოთახი იყო , კარი ნახევრად ღია დახვდა, ქალის ხმა შოროდანვე გაიგო .უკან დახევას აპირებდა სანამ ნაკანის სახელი არ გაიგო. ისე დაუბნელდა თვალთ თითქოს ტვინში სისხლი ჩაექცა . მთელი სხეული ჯერ განუცდელმა ბრაზმა დაიპყრო. რაღაც სხვას გრძნობდა იმდენად ძლიერს რომ აზროვნების უნარს უკარგავდა და კიდევ ერთ , ყველაზე საშიშ ლიზას აცოცხლებდა . შებრუნდა, კარი ფართოდ გააღო და ოთახში ფეხსაცმლის კაკუნით შევიდა. მაგიდაზე დამხობილი ქალი სიამოვნების ზენიტისკენ მიდიოდა , ანდროს მის თეძოებს იყო თითებით ჩაფრენილი და თვალები დახუჭული ჰქონდა. ლიზამ ქალის ნაცნობი სახე და მისი მზერა დაიჭირა , აშკარად ელოდა ისტერიკას . მის ანთებულ თვალებს ირონიული ღიმილი შეაგება . მაგიდასთან ახლოს სკამზე დაჯდა, ფეხები ერთმანეთს დააშორა , სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოიქცია და ღრმად შეისუნთქა მხუთავი აირი. კვამლი ქალის მიმართულებით გაგზავნა და ანდროს მზერა გაუსწორა. მისი ლიბრგადაკრული თვალებიც კი სხვანაირი გახდა იმ წამიდან. აშკარა იყო რომ მოჩვენება ეგონა. ქალს ხელები მოაშორა. მაგიდას დაეყრდნო და წამში საერთოდ მოშორდა. შებრუნდა , შარვალი შეიკრა , მაგიდიდან ვისკის ჭიქა აიღო და ბოლომდე დაცალა
_რამდენს გიხდის ხოლმე ანდრო შემახსენე ქეშს იღებ თუ ჩეკიც წავა _ლიზიკო წამოდგა, ჩანთა გახსნა და ქალს შეხედა რომელსაც წამსვე წაეშალა სახე
_შენ ... როგორ .ანდროო
_წადი ნატა, ახლა არა _ იმ წამს შებრუნდა და თითქოს გონს მოვიდა . უცებ მიუახლოვდა და თვალებგაფართოებულმა ძლივს ამოთქვა _ არ ქრები ... ნამდვილი ხარ ? _ ხმა აღარ ჰქონდა . მერე უკან დაიხია ლიზას გაცეცხლებულ მზერას რომ წააწყდა . კარისკენ წავიდა ელიზაბეტი , დარწმუნდა რომ ჰორიზონტზე აღარავინ იყო, ხმაურით მიხურა და მერე ნაკანს დაუბრუნდა
_რამდენი წელია იმას ჟ*მავ ჩემს სახლებში მოდის , ასაიამოვნებ და მიდის? რამდენჯერაც მინახავს იმდენჯერ ერთად ხართ ხოლმე იქ სადაც მეც ვარ ? იქ სადაც მე დავდივარ შენ იმ კახპასთან ერთობი? _ჯერ პერანგის საყელოზე მოუჭირა თითები მერე სახეში გაარტყა და ყბაზე მოუჭირა წამსვე
_არ ვიცოდი ნახვა თუ გინდოდა თორემ მოსაწვევს გამოგიგზავნიდი ყოველ ჯერზე...ხომ იცი შენ გამო ყველაფერზე წამსვლელი ვარ. ეშმაკსაც კი მივყიდე სული და ახალი გატაცება თუ გაქვს მაგასაც დაგიკმაყოფილებ _ ხელი გააშვებინა და სავარძელში დაჯდა მოსაწევით ხელში. თითები უკანკალებდა , რომ მოუკიდა და ტუჩებთან მიიტანა ლიზამ გამოგლიჯა. თვითონ მოიქცია ტუჩებსშორის და მერე მის ზურგს უკან დადგა
_გგონია გამოგდის?
_ჟ*მაობა? ვფიქრობ კი ...
_შენ ჩემთან ვერასდროს იქნები მაგარი ბიჭი... ჩემთან არ გამოგივა ! _ სავარძელს თითებს უჭერდა ,მის ყურთან ჰქონდა ტუჩები მიტანილი. კვამლი გამოუშვა და მერე თმაში შეუცურა თითები თავისკენ დაქაჩა , თვალებში უყურებდა და იღიმოდა _ იმ ქალს კიდევ რომ შეეხო გეფიცები ცოცხლად დაგწვავ . ჩემს სახლში , ან იქ სადაც მე ვიქნები არავის შეეხები თორემ ყოველ ჯერზე კვალს დაგიტოვებ და აი ამით მე მივიღებ სიამოვნებას_ პერანგი მხარზე გადაუწია და სიგარეტის ცეცხლმოკიდებული წვერი დაადო
_მთელი ტანის დაწვა მოგიწევს_ ანდრო თვალებამღვრეული უყურებდა. სულ ჩაუწითლდა თვალები , ლიზას კი უკვე გონება ეკარგებოდა. ეშმაკი იყო თითქოს მის სულში და ხელის მოშორების საშუალებას არ აძლევდა სანამ ნაკანმა კონტროლი არ დაკარგა და მის მონატრებულ ტუჩებს თავისი არ შეახო. გაოგნებულ ქალს ხელი მოხვია , თავისკენ მიიზიდა , მაჯები ზურგს უკან გაუკავა და მისი ტუჩების შესწავლა მანამ არ შეწყვიტა სანამ სუნთქვა არ შეეკრა. მერე ზედ მის ტუჩებთან დაიწყო ლაპარაკი
_დღეიდან ყოველ შენს მოყენებულ ჭრილობას ჩემს სხეულზეც და სულზეც ასე გავაბათილებ და იცოდე თუ არ მომშორდები ახალ ეტაპს დავიწყებთ სადაც შენ აუცილებლად წააგებ იმიტომ რომ აღარავინ დაგიცავს _ ხელები გაუთავისუფლა სავარძელში ჩასვა და ფეხზე წამოდგა. პერანგი მხარზე გაისწორა თმაზე გადაისვა თითები და კარისკენ წავიდა, მაგრამ ვერ მოახერხა .
ლიზამ ბილიარდის ბურთი აიღო და ფანჯარას ესროლა. მსხვრევის ხმამ ოთახი მთლიანად მოიცვა
_შენ მე ვერასდროს დამამარცხებ...შენ არავინ ხარ. შენ
მე რომ მატკენ ნაწილებად დაიშლები და დიდხანს ვერ გაუძლებ...შენ ღმერთო როგორ მეზიზღები _ ბურთებს ისროდა ხან კედელს ესროდა ხანაც ფანჯრებს . ყველგან მინის ნამსხვრევები ცვიოდა ის კი თანდათან უფრო ხმამაღლა ყვიროდა. ანდრო კედელთან იდგა და უყურებდა _ მშვიდად აპირებ ყურებას ხომ ... არაფერი გაინტერესებს. შენ ხომ მოკალი ანდრო რომელიც ჩემი მონა გახდა ისევ თავისი დანაშაულის შემდეგ. ხომ მოკალი და გააცოცხლე ახალი ანდრო რომელიც ჩემს დაკიდებას ცდილობს , ბედნიერად ცხოვრებას, სიამოვნების მიღებას , ქალების , სასმელის, მოსაწევის გამოყენებით გახალისებას . ახალი ცოლის პოვნას, ბავშვების გაკეთებას და ცხოვრების აწყობას აპირებ ხომ ? _ბოლო ბურთი ანდროს მიმართულებით ისროლა მაგრამ ააცდინა .მერე ოთახიდან გავარდა , რამდენიმე წამში ხელში ნაჯახით დაბრუნდა და მაგიდას დაარტყა . ანდრო გაოგნებული უყურებდა _ ეს მაგიდა ძალიან მოგეწონა ხომ? იმ ქალს კიდევ მოათრევ და აი აქ შემოსვამ _ ხის ნაწილები ჰაერში იყრებოდა. მერე ფეხები მოტეხა მაგიდას და რომ დავარდა ნახევარი მხარი მაშინ დააგდო ნაჯახიც. არეულ თმაში თითები შეიცურა შებრუნდა და მისკენ დაიძრა _ფრთხილად იყავი ჩემთან ომის დროს ის ნაჯახი შენი მიმართულებით არ მოვიქნიო და არ დავასრულო ჩემი და შენი ამბავი! _ ყბაში წვდა ისევ თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე დააცხრა. უცებ მოშორდა ენის წვერი გაისვა ქვედა ტუჩზე და ანდროს წვერზე ჩამოუსვა თითები_ გგონია შენი შეხება რამედ მადარდებს? გგონია შენს ჭრილობებზე კოცნით გადამიხდი?
_არ გაინტერესებს ხომ? სულერთია...აღარც გეზიზღება ჩემი შეხება . მეუბნები რომ გამანადგურებ ... გგონია კიდევ დარჩა რამე ჩემგან? ან რატომ გამანადგურებ ს*ქსი რომ მაქვს ისევ? ეგ ფუნქცია დარჩა ჩემგან რაც ვერ გააქრე და ახლა მოგინდა რომ ეგეც წამართვა? კასტრაცია იქნება საჭირო სხვა გამოსავალი არ არის და მაგას როგორ მოახერხებ ჩემო ჯალათო ცოლო არ ვიცი. ნაჯახი დიდად ვერ გამოგადგება...მოსახერხებელი არ იქნება _ უღრიალა და მხრებში წვდა_ გიჟდები ხომ? ჭკუიდან იშლები რომ ხვდები შენ გამო თითსაც არ გავანძრევ. შენი ყოველი დაძახებისას რომ არ გავჩნდები შენს ფეხებთან ფინია ძაღლივით და არ დავგლეჯ ყველას ვინც მოგინდება . სიმშვიდე დაგერღვათ დედოფალი ელიზაბეტ? ნერვებს გიშლიან და თავის შეწუხება არ გინდათ პასუხის გასაცემად? რა ქალებზე მელაპარაკები საერთოდ სულ ფეხებზე არ გკიდია მე ვისთან ვიქნები და ვისთან არა? საერთოდ რა გინდა იცი? გამიშვიო ხომ მევედრებოდი, ხომ გინდოდა რომ არსად გამოვჩენილიყავი სადაც იყავი რომ ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა . არ დაგენახე... ხომ მივდივარ ხომ მოგშორდი რატომ მომყვები და მიყურებ. ჩემს სუნს ხომ ვერ იტან, ჩემი ტანსაცმელიც კი ნერვებს გიშლის ხომ წავიღე ყველაფერი რამე გხვდება თვალში? არა , არაფერია მაგრამ ჩემს ოთახში შეძვერი შენი სუნით , შენი პენუარი დამიტოვე და მერე მშვიდად დაიძინე რადგან იცოდი იმ ღამეს სიზმარშიც შენ გნახავდი თუ ორი წუთით მაინც დამეძინებოდა. ეგოისტი ხარ ! კი არ გეზიზღები ნამდვილი ეშმაკი ხარ და გინდა მთელი ცხოვრება დამტანჯო იმისთვის რაც არ გამიკეთებია გემის? არ გამიკეთებია ... მე არაფერი გამიკეთებია . მე მივდიოდი , შენ რომ იმ ღამით იქ არ მოსულიყავი მე წავიდოდი ! წავიდოდი ჯანდაბაში წავიდოდი და აღარასდროს დავბრუნდებოდი უკან . მაგრამ მოხვედი, მოხვედი და გამიღიმე. _ კედელს მუშტს ურტყავდა, სისხლი სდიოდა უკვე კანიდან. თვალები სულ ჩაუწითლდა . ლიზას გაფართოებულ მწვანეებს უყურებდა. მერე გაჩუმდა , თითები ლოყაზე შეახო _ ნეტავ იცოდე , ნეტავ შეგეძლოს იმის გააზრება როგორ მიყვარს შენ რომ იცინი . კიდევ რამე რომ მქონდეს დარჩენილი ამ წყეულ არსებაში იმასაც დავთმობდი ოღონდ ისევ ისე გაიცინო როგორც მაშინ . ახლა აღარც კი ტირი ... ადრე ტიროდი და მაგ ცრემლებით მახრჩობდი . ახლა მიყურებ ამ ცარიელი, გაყინული თვალებით და ნელ_ნელა მკლავ . იცი როგორ მინდა ბრმა ვიყო, საერთოდ ვერ დაგინახავდი , ვერ დაგინახავდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა ... რატომ არ მომეცი უფლება თარაშისთვის სიმართლე მეთქვა. რატომ მოხვედი მაშინ , რატომ შეგეშინდა ის არ მომკლავდა. მკვლელი არ გახდებოდა ... მისთვის უნდა გეთხოვა მკვლელი არ გახდეო შენ კი მე მთხოვე გაჩუმდიო. ნეტავ არ დამეჯერებინა , ნეტავ შენი ცრემლებისთვის ყურადღება არ მიმექცია , ნეტავ მოვეკალი მაშინ თარაშს. მისი ხელით სიკვდილი ყველაფერს სჯობდა
სისხლისფერ თვალებში ცრემლი გროვდებოდა შემდეგ ჯებირებს აწვებოდა და ღაწვებზე იღვრებოდა. მოდიოდა შეუჩერებლად იკარგებოდა წვერში და მიუყვებოდ ყელზე გამობერილ, დასკდომამდე მისულ ცისფერ ძარღვებს
_გგონია იმაზე მეტად გეზიზღები ვიდრე საკუთარი თავი მძულს? შენ არ შეგიძლია ასეთი სიძულვილი , ვერასდროს შეძლებ ლიზ _
კედელს მიეყრდნო, ნელ_ნელა დაეშვა იატაკზე . თავი მიაყრდნო კედელს და თვალები დახუჭა. ლიზა არ წასულა, ქვემოთ დაეშვა ისიც, მის გვერდით დაჯდა .
ჩამსხვერული ფანჯრებიდან ჩანდა მზის ამოსვლა, ლიზას ანდროს მხარზე ედო თავი და ემოციებისგან დაცლილს ეძინა. ნაკანმა ხელში აიყვანა , მკერდზე მიიკრა და საძინებელში დააწვინა. თმაზე მოეფერა, ერთხელ აკოცა და წავიდა.
მიდიოდა იქ სადაც მარტო იქნებოდა, ყველაფრისგან შორს. საბოლოოდ ტოვებდა ლიზას , ათავისუფლებდა და სრულიად დაუცველს ტოვებდა . მიდიოდა სრულიად გამოფიტული, განადგურებული და ძალაგამოცლილი . ჯერ კიდევ გრძნობდა ლიზას სურნელს,უკან მიხედვა არ უნდოდა ,ეშინოდა რომ წასვლას ვეღარ მოახერხებდა.
*^*^*^*
სახლში დადიოდა , ყველაფერი ახსენდებოდა და ხვდებოდა რომ მარტო იყო.
ანდრო არსად ჩანდა, თითქოს იმ ღამით გაუჩინარდა.
სექტემბრის მზიანმა დღეებმაც ჩაიარა ანდრო კი ისევ არ ჩანდა.
ოქტომბრიც ისე გავიდა მეხუთე წელი დაიწყო მას შემდეგ რაც დაქორწინდნენ. წვიმდა , მთელი კვირა გადაუღებლად წვიმდა ქალაქში . ლიზა კი სახლიდან არ გადიოდა. ოთახში იჯდა სიგარეტის კვამლში გახვეული ნახევრად მშიერი და ფანჯრის მინას არ აშორებდა თვალს. ოთახში ნაბიჯების ხმა გაისმა, ვიღაცამ კარი გააღო მერე ფანჯრეები გახსნა, ფარდები ბოლომდე გადასწია და ოთახი გაანათა. ლალი იყო , ის მის სახლში არადროს მიდიოდა. უცებ წამოდგა და წონასწორობა დაკარგული მივიდა მასთან
_აქ რა გინდა...ანდრო სად არის . რამე დაემართა და იმიტომ მოხვედი?
_რას დაემსგავსე ...ამ ოთხ წელში თითქოს ოცი წელი მოგემატა და რისთვის ანდროს სიყვარულისთვის? უტვინო ქალი ხარ და მეტი არაფერი , ნეტავ ისე ვყვარებოდი შენ რომ ანდროს უყვარხარ . რა უსამართლოა ეს ცხოვრება შენნაირი უმადური ქალები იღებენ ყველაფერს და იმდენად ბრმები არიან რომ ვერაფერს ხედავენ, იმდენად შტერები რომ ვერაფერს იყენებენ . საკუთარ თავს ხომ იწამლავ ჩემს შვილსაც ნელ_ნელა ანადგურებ და გონს მოსვლას არც აპირებ. ანა ფეხმძიმედაა , გაიგე და გამოიკეტე ხომ? თარაში დაკარგე , მორჩა თუმცა შენ ეს ისედაც იცოდი და იმიტომ დასთანხმდი ქორწილს
_არ ვიცოდი ... არაფერი ვიცი მათზე . შენ კი კარგად იცი მე რატომაც დავთანხმდი ქორწილს, შენ ყველაფერი იცი და მაინც ოდნავადაც არ გებრალები
_შენ ერთი პატარა ამბავი დრამად აქციე , დაიჯერე და ტვინიდან არ იგდებ. ანდრომ რა ჩაიდინა იმ ღამეს ...გაკოცა ? გითხრა მიყვარხარო ? ვეღარ ვუძლებ სული მეწვისო? ხვალ გავფრინდებიო არ უთქვამს? ვერ ვუყურებ შენი და თარაშის ქორწილსო არ უთქვამს?
_მე ველაპარაკებოდი, მეგონა თარაშიც უნდა მოსულიყო. ვიცოდი რომ იქ თარაში იქნებოდა და იმიტომ მივედი. ანდრო იყო მთვრალი ან კაიფში იყო არ ვიცი . მისი არ შემშინებია , არასდროს მეშინოდა თარაში ისე ენდობოდა. არ მახსოვს რას ვეუბნებოდი ის კუთხეში იჯდა , მიყურებდა და სვამდა. მერე მომიახლოვდა , რაღაც სიმღერა იყო ჩართული და მითხრა ვიცეკვოთო . უარი უნდა მეთქვა? არ ვიცი , არაფერი ვიცი რა უნდა შემეცვალა იმ დღეს ეს შედეგი რომ არ დამდგარიყო
_მერე ? რომ იცეკვეთ ხელების ფათური დაგიწყო და ყველაფერი შემოგახია? ყვიროდი, ეწინააღმდეგებოდი მას კი არ ადარდებსა არაფერი შენი ხორცის გარდა? გითხრა შენ ჩემი უნდა იყოო და არყის სუნად აქოთებული ტუჩებით კოცნა დაგიწყო? _ ლალის თითები აუკანკალდა მერე სავარძელში ჩაეშვა და ლიზას შეხედა_მიპასუხე ასე იყო?
_არა ... არ ყოფილა ეგრე
_აბა როგორ იყო...გახსოვს საერთოდ? თუ უბრალოდ შენი სურვილის წინააღმდეგ გაკოცეს პატარა ლიზიკო და მერე დედაშენმა სცენები დადგა
_ცეკვის დროს ჩემი თმის სურნელს გრძნობდა, მერე მხარზე მაკოცა . გამიკვირდა , ცოტა დავიძაბე და უკან დავიხიე . მელოდია ისევ ისმოდა , მაგრამ აღარ ვცეკვავდით. ლოყაზე შემახო თითები და თვალები დახუჭა, აშკარად არ იყო კარგად. ვერ აზროვნებდა , გონზე არ იყო . ვუთხარი მთვრალი ხარ დაისვენე მე წავალ_თქო . გაეღიმა, მითხრა მე იმ წამიდან დავკარგე მოსვენება შენ რომ პირველად დაგინახეო. რა იქნებოდა თარაშს არ შეყვარებოდი და შენთვის ბრძოლის უფლება მქონოდაო _ სახე ხელებში ჩამალა და ცრემლები წამოუვიდა_ მერე არ ვიცი რა მითხრა ან რა ვუთხარი . მაკოცა , ხელებზე მომიჭირა და ვერაფერს ვაკეთებდი. მახსოვს როგორ მკოცნიდა ყელზე, კაბის მკლავი გადასწია . მერე რაღაც მომენტში ტვინმა ვეღარ გაუძლო და გავითიშე. რომ გავიღვიძე სხეულზე პლედი მეფარა . ანდრო არ ვიცი სად იყო დედაჩემის კივილის ხმა მესმოდა. იქ მამაჩემიც იყო , კიდევ ამირანი და შენ იყავით . მერე ჯოჯოხეთი დაიწყო და შენ ყველაფერი იცი
_მე ის ვიცი რომ ანდრო შენზე არ იძალადებდა. შენ ვერ გაუძელი , სუსტი აღმოჩნდი და მაინცადამაინც მაშინ გაითიშე. ანდროს მთელი ცხოვრებაა მოძალადეები ეზიზღება და შენ გამო ახლა თავსაც ნაბიჭვრად თვლის. შენ წარმოდგენაც არ გაქვს რას ნიშნავს როდესაც შენზე ძალადობენ, როდესაც ცხოვრებას გართმევენ და ისე გექცევიან როგორც საქონელს. გგონია ანდრო შენს გაუპატიურებას ცდილობდა ვიღაც შემოვარდა ჩემი ჟინმორეული შვილი მოგაშორა და ამიტომ ვერ მიიყვანა საქმე ბოლომდე?
_არ გინდათ გთხოვთ ... რადგან ისევ ქალიშვილი ვარ თქვენი ანდრო უდანაშაულოა? მე მისი ბიძაშვილის ცოლი უნდა გავმხდარიყავი ერთი თვის შემდეგ . სულ რამდენიმე დღეში მისი რძალი უნდა გავმხდარიყავი მან კი კოცნა დამიწყო
_გონება რომ დაკარგე ანდრო იმ წამსვე შეგეშვა. საწოლზე დაგაწვინა და თვითონ იატაკზე ჩაიკეცა. იმ დროს შენ კი არა საკუთარი თავი გაანადგურა. ერთდროულად საკუთარი ძმის ქალს შეეხო, საყვარელ ქალს ატკინა და წყეულ მამამისს დაემსგავსა. გაგიჟებული დამხვდა , ყველაფერს ამსხვრევდა იძახდა მეც მას ვგავარო მისნაირი ვარო უნდა მოვკვდეო შენი შვილი არ უნდა ვიყოო . ვიცი არ გადარდებს ჩემი და ჩემი შვილის გრძნობები . შენ მხოლოდ თარაში გაინტერესებს , საკუთარი თავი და სხვა არაფერი. რატომ არასდროს გიკითხავს რა გვინდოდა იქ ... დედაშენმა და მამაშენმა საიდან გაიგეს და საერთოდ რა გგონია რატომ ითხოვდნენ ასე გაგიჟებით ცოლად მოეყვანე ანდროს. მამაშენმა არ გითხრა ნაკანის ცოლი თუ არ გახდები სახლისან გაგაგდებ, შენი თარაში არ მიგიღებს თვითონ ვეტყვი რომ ფაქტზე წაგისწარითო? დედაშენი არ გეუბნებოდა თარაში ანდროს მოკლავს , მკვლელი გახდება საკუთარი მამიდაშვილის სისხლს დაღვრის და მერე ანდროს მამა მოკლავს ციხეშიო? კიდევ არ ვიცი რა გითხრა და რატომ გააჩერე ანდრო. რატომ უთხარი თარაშს ანდრო მიყვარს და მალე მისი ცოლი გავხდებიო
_არ ვიცი ... თქვენ იცით ?
_მე მხოლოდ ის ვიცი რომ ანდროს არასდროს სდომებია თქვენი დაშორება . არც გეგმა ჰქონია, არც თვითონ უთქვამს ლიზა ჩემი ცოლი უნდა გახდესო. არც დამუქრებია ვინმეს ...ახლა წარსულს ვერცერთი შევცვლით თორემ ანდროს შენი ცოლად შერთვის ნებას ცოცხალი თავით არ მივცემდი . მომავლის შეცვლა კი ყოველთვის შეიძლება
_როგორ შეიძლება ... ყველაფერი დავივიწყო და ანდრო შევიყვარო?
_მოძალადეს ვერ შეიყვარებ, დამიჯერე შეუძლებელია რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ვერ აპატიებ , ვერც დაივიწყებ , მაგრამ ანდროს თუ გაიცნობ. შენ უბრალოდ შანსს თუ მისცემ მასაც და საკუთარ თავსაც მერე შეძლებ წახვიდე ან დარჩე ისე რომ მომავალი გქონდეთ ორივეს ცალ_ცალკეც და ერთადაც. თარაში მალე მამა გახდება ანდროს უნდა ყველაფერი უთხრას და ერთ დღეს აუცილებლად გააკეთებს ამას... საერთოდ ვისურვებდი შენზე უკეთესი რძალი მყოლოდა , მაგრამ ფაქტია ვერაფერს ვცვლი . აქამდე მეგონა ვერ გაუძლებდით და გაეყრებოდით, მაგრამ აშკარად არ აპირებთ რომელიმე პოზიციის დათმობას და სულ უფრო ართულებთ საქმეს . ისე კი ჩვენს ოჯახს ტრადიციად აქვს უსიყვარულო ქორწინებები ბებია ამირანმა მოიტაცა , მამამ მაია , ჩემმა ძმამ ნონა , მათ შეიყვარეს მე კი არ მოვუტაცებივარ , მაგრამ ვერასდროს შევძელი ვახოს შეყვარება. ამ წყევლას ანდროც ვერ გაექცა და მსხვერპლი შენც გახდი . მე წავალ , როგორ მოიქცევი შენი გადასაწყვეტია . იმედია შენ მაინც გათავისუფლდები ამ მტანჯველი ბრაზისგან ... სიძულვილი ერთადერთია რაც შიგნიდან განადგურებს და დამიჯერე თუ მოგერევა შემდეგ ვეღარაფერი შეგივსებს სულის ნაწილს . ანდრო არ იმსახურებს სიძულვილს , ანდროს ყველა უჯრედით უყვარხარ , იმაზე მეტად ვიდრე ვინმეს სიყვარული წარმოუდგენია

.............
სოფელში ჩასვლის შემდეგ თარაშისგან შორს იჭერდა თავს , ისე იქცეოდა თითქოს ვერც ამჩნევდა. მთელ დღეებს გარეთ ატარებდა და სახლში მხოლოდ ვახშმობისას ბრუნდებოდა. მაქსიმალურად ცდილობდა ყურადღება არ მიეპყრო , საქმეზე გადაერთო და თარაშიც არ იყო მთელი დღით სახლში.
ვახშამზე ყველაზე გვიან მივიდა, თარაშის გვერდით დაჯდა და სასურველი კერძი გადაიღო თეფშსზე
_როგორ მიდის სწავლის საქმეები რძალო? რა ხდება დედაქალაქში აღარ ბრუნდები?
_ყველაფერი კარგადაა , ამ კვირას სოფელში დავრჩები და შემდეგ დავბრუნდები
_ძალიან ნუ გადაიღლი თავს ... შენი რეფორმატორი ქმარი მოიფიქრებს რამე ისეთს ქალებსაც რომ შეგიმსუბუქოთ საქმე
_ორივე ისეთი შრომისმოყვარე გახდა გაოცებული ვარ ...
_დილიდან დაცოფა ყველა ჩვენმა ბიჭმა_ თინა და ლევანიც ჩაერთვნენ საუბარში.
ანა ისევ არ უყურებდა თარაშს, მშვიდად მიირთმევდა ის კი ჩანგალს ატრიალებდა და მხოლოდ ანას უყურებდა . ვერ მოახერხა მასთან საუბარი და უკვე აგიჟებდა ეს მდგომარეობა
_თქვენ ხომ გინდოდათ მისი დაბრუნება ... კმაყოფილები უნდა იყოთ ნამდვილ მმართველს დაემსგავსა - ჩაიცინა და წამით გახედა ქმარს
_ეს ერთი კვირა ენატრებოდი... კარგია რომ დაბრუნდი _ ნონამ თქვა და გაუღიმა
_დედა
_რა ? ტყუილს ვამბობ? სულ იძახდი ანა ასე იზავდა ანა ისე იზავდა ,ანა აქ რომ იყოსო ... ღამე არ გეძინა და ბოლოს საერთოდ ყველას უღრენდი
_ვახშმის დროს ამაზე საუბარი და საერთოდ საუბარი არაა საჭირო
_ბატონის ახალი წესები ... მთელი ოჯახი აბა ერთად ვერ ვსხდებით და ხომ უნდა ვისაუბროთ ოდესმე
_ხოდა გამოვყოთ დრო პრობლემატური საკითხებისთვის ამირან
_ნეტავ ოდესმე თუ დამშვიდდები
_არამგონია ... თუ დაასრულე გამომყევი . საქმე მაქვს _ ანას მიმართა და მზერა გაუსწორა
_საქმე მაქვს
_გადადე _ხელი ჩაკიდა და სკამიდან წამოაყენა . ანამ ხელი გაითავისუფლა შებრუნდა და ეზოსკენ დაიძრა
_საქმე მაქვს, რომ მოვიცლი ვისაუბროთ
თარაშმა თვალები აატრიალა და რამდენიმე წამაში უკან მიჰყვა. ცხენებთან შევიდა მარგარეტს მიუახლოვდა და თმის დავარცხნა დაუწყო. საჭმელიც მიუტანა და მერე ეფერებოდა
_დღეს შენი გასეირნება არ შემიძლია ... ხვალ აუცილებლად წავიდეთ სადმე
_ცხენთან ლაპარაკია შენი საქმე?
_ცხენებს შენგან განსხვავებით შეუძლიათ ადამიანების ცნობა და აზროვნება . შენ კი სრულიად გაგეყინა ტვინი
_რისთვის ითხოვ პასუხს ...იმისთვის რაც
_გარდაუვალი იყო, აუცილებლად მოხდებოდა, ადრეც უნდა მომხდარიყო , ჩემი მოვალეობაა ,შენს გვარს გამრავლება სჭირდება ...კიდევ ბევრი რამ რაც ყელში მაქვს ამოსული ...
_შენ წინააღმდეგობა არ გაგიწევია
_მგონია რომ ადამიანები არ იცვლებიან არც კარგები ხდებიან ცუდები და არც პირიქით. გარემოებები მოქმედებს და მათ აზროვნებას ცვლის რაც შესაბამისად ქმედებებითაც გამოიხატება მაგრამ შენ რომ გაგინათოს გონება ეგეთი სასწაული შეუძლებელია რომ მოხდეს და საშინლად ვწუხვარ , შევცდი შენი შეფასებისას
_მაინც რა არის სიბნელე რომ ვეგოისტობ და ჩემი ცოლი მხოლოდ ჩემთვის მინდა? მე სულ ასე ვფიქრობდი
_შენ მე არ მენდობი, არასდროს მენდობოდი და ალბათ ასე ყველას სიტყვას დაიჯერებ ყოველთვის მერე მომვარდები და ჩემზე იყრი ჯავრს . ალბათ თუ შეგეწინააღმდეგები მცემ და მაინც იყრი ჯავრს თუ არ შეგეწინააღმდეგები არ ვიცი სადამდე მივალ
_რატომ არ გესმის მე შენ
_როგორ უნდა მესმოდეს ან რა უნდა მესმოდეს
_მე შენ იმ წამიდან მაგიჟებ პირველად რომ დაგინახე . ის ველური გოგო სირბილისგან ძლივს რომ სუნთქავდა და თავის გადარჩენას ცდილობდა
_თურმე სულ ტყუილად ... ყველანი ერთნაირები ხართ . ქალები უბრალოდ ნივთები გგონიათ რომელიც თუ მოგეწონა ხელიდან არ გაუშვებ . მეეჭვება ის უარესად მომქცეოდა ... შენგან განსხვავებით ჩემს გარდა არავისზე იფიქრებდა, ისიც შესანიშნავად იცის რისი გამკეთებელი ვარ და რისი არა . შენ კი ვერ ხვდები და ვერც მიხვდები რომ ყველა ქალი მოღალატე არ არის , არც მატყუარა და მე საერთოდ შენ რას იფიქრებდი . ყოველთვის გულწრფელი ვიყავი და ვამბობდი იმას რაც იყო. ერთხელ არ გითხარი , ეჭვი გაგიჩინე და ერთადერთ გამოცდაშიც ჩაიჭერი
_ნუ ეხები
_ლიზას? მაინც რატომ არ უნდა შევეხო როდესაც ის სულ ჩვენს შორის იქნება. რა ? ტყუილს ვამბობ? გგონია რომ ის გატყუებდა და ახლა ჩემთან ისე იქცევი როგორც მასთან არ მოქცეულხარ. ალბათ მის თაყვანისმცემლებს ირონიითა და ღიმილით ხვდებოდი. ახლა ყველას სცემ ვინც კი დამელააპრაკება იმსახურებს თუ არა მაინც. მეჩხუბები სისულელეების გამო, შეურაცხყოფას მაყენებ და ისე მექცევი როგორც უუფლებო მონას . ალბათ გგონია რომ ლიზასთან თუ დაწვებოდი ასე უბრალოდ არ დაკარგავდი და ახლა დაშვებული შეცდომა გამოასწორე_ ჯერ ცხენს ეფერებოდა და მშვიდი ტონით ესაუბრებოდა . შემდეგ მისკენ შებრუნდა,ცარიელი მზერით უყურებდა მის ანთებულ თვალებს და ჭკუიდან გადაჰყავდა_ იცი რა? შენ წარმოდგენაც არ გაქვს ქალებზე ... რაც არ უნდა გააკეთო მე თუ გადავწყვეტ ღალატს ან შენს მიტოვებას პირველივე ჯერზე გამომივა და იმაზე ცერემონიალურად გავაკეთებ ვიდრე ქორწილამდე ერთი თვით ადრე მიტოვებაა
_შენ არაფერი იცი ლიზაზე და ჩემზე . მას ნუ შეედრები და ნუ გამაგიჟებ თორემ ისეთს დაგმართებ რომ ვერ წარმოიდგენ _ხელი ჩაავლო ხის ბოძზე მიანარცხა და თითები ყბაზე მოუჭირა . ანამ გაიცინა , თითებზე აკოცა. ენის წვერით შეეხო , თვალებში უყურებდა და თავისუფალ ხელს მის სხეულზე მიაცოცებდა
_შენ მე ისეთს ვერაფერს დამიშავებ რომ გამანადგურო , საკუთარ თავს შეიძულებ ბოლოს _ტუჩები წვერიან ლოყაზე მიაწება , შემდეგ ნიკაპზე და ყელზე გადავიდა. მისი გახშირებული, ღრმა სუნთქვა ესმოდა და იღიმოდა. ყბიდან ხელი მის წელზე გადაიტანა ჟორდანიამ , ტუჩებზე წაეტანა და დიდხანს კოცნიდა
_ნუ მიწვევ , შენთან ომი არ მინდა _ ტუჩებზე თითები გადაატარა და დაბინდული მზერა გაუსწორა
_მე და შენ დიდი ხანია ბრძოლა დავიწყეთ . ბრძოლა წესების გარეშე , თარაშ
..............
კიდევ ერთი დღე დასრულდა და ახალი დღე დაიწყო . ეზოში იდგა და შორიდან უყურებდა მთელს სოფელს.
_მალე იწვიმებს და ყველაფერი ნისლში ჩაიკარგება ...
_რატომ დასახლდით მაინცადამაინც აქ _ თინას წამით შეხედა და ისევ წინ გაიხედა
_ეს ადგილი ამირანმა იპოვნა..._ისე გახედა სივრცეს აშკარად მოგონებებში გადაეშვა _ 60 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც აქ , ამ მიწაზე დავსახლდით
_რამდენი წლის იყავი ამირანმა რომ მოგიტაცა
_15
_როგორ ასე პატარა? როგორ შეგიყვარდა ... ასეთ ურთიერთობამდე როგორ მიხვედით . მე ზოგჯერ სიგიჟემდე მინდა თარაშის დახრჩობა . ახლაც მისი დანახვაც კი მაგიჟებს და მგონია რომ ვერასდროს შევეჩვევი მის არსებობას ჩემს ცხოვრებაში
_წამომყევი ... შენთვის რაღაც მაქვს რაც უკვე უნდა იცოდე

საძინებელში შეიყვანა და სამი ერთნაირი წიგნი მიაწოდა. საივეს მოხატული ყდები ჰქონდა თითქოს ხელნაკეთი იყო . წარწერები არ ჰქონდა . სამივე ერთად იყო შეკრული ლამაზი ბაბთით
_შეგიძლია სხვენზე ახვიდე როდესაც თარაშის დანახვა არ მოგინდება ... ესენი კი მაშინ წაიკითხე როდესაც ჩვენს გაგებას ვერ შეძლებ და ისეთი პასუხები დაგჭირდება რისი მოყოლაც არავის შეეძლება

წიგნები იმ დღეს საგულდაგულოდ შეინახა . ბაბთაც კი არ მოუხსნია იმ წამს კი გრძნობდა რომ კითხვის დრო იყო.
წიგნები აიღო და ისე ავიდა სხვენზე რომ ვერავინ შეამჩნია. იქ უამრავი ნივთი ეწყო, ბევრი ყუთი, სკივრები და თაროები , მაგრამ მისდა გასაკვირად ყველაფერი მოწესრიგებული იყო. ფანჯარასთან სავარძელი იდო . გარეთ ისევ წვიმდა და კითხვისთვის ყველაფერი ჰქონდა.
კომფორტულად მოკალათდდა , პირველი წიგნი აიღო ,რომელიც ყველაზე ძველი იყო . ფურცლებიც კი სრულიად სხვა ხარისხის იყო თითქოს წინა საუკუნიდან გადმოიტანეს და გადაფურცვლისას დაიშლებაო. სუნიც კი ისეთი ჰქონდა წიგნების მოყვარულებს რომ უყვართ.
პირველივე გვერდზე საოცრად ლამაზი ასოებით ეწერა "პატარძალი" გადაფურცვლაც კი დაავიწყდა თითებით შეეხო თითქოს ასოებს აცოცხლებდა .
უცნაურად გრძნობდა თავს , თითქოს სამყარო დატოვა და წიგნის ფურცლებზე გადაინაცვლა
"გამარჯობა ძვირფასო მკითხველო შენ ალბათ ახლა გონებასა და გულში ქაოსი გაქვს , დაიღალე იმ ყველაფრით რაც შენ ირგვლივაა და გინდა რომ პასუხები იპოვნო . მე თინა ვარ , 14 წლის ასაკში პატარძალი გავხდი . ჩემი ნაჭრისგან შეკერილი თოჯინა მეჭირა და ჩემს საყვარელ ბოჩოლას სახლისკენ მივდენიდი. ჩემი ორი კაბიდან ერთ_ერთი ჩითის ჭრელი კაბა მეცვა იმავე ფერის თავსაფარი მქონდა თავზე წამოფარებული და ჩამავალ მზეს ვუყურებდი ცხენის ხმა რომ გავიგე და ტყისკენ შევბრუნდი. შუა მდელოზე ვიდექი და თვალებგაფართოებული ვუყურებდი ჩემკენ მომავალს . არ მახსოვს როგორ მოვიდა ჩემამდე, მახსოვს როგორ გამხვია უზარმაზარ შავ ნაბადში და ცხენზე აღმოვჩნდი . ხელ_ფეხ შეკრული , მკერდზე თოჯინა მყავდა მიხუტებული და ხელს არ ვუშვებდი. დიდხანს მივდიოდით,ზედმეტად დიდხანს და შემდეგ ხელში ამიყვანა . სახლში შევედით , ნაბადიდან გამათავისუფლა და მისი სახე დავინახე. თვალები მეწვოდა , ტირილისგან დაბინდული მზერით ძლივს გავარჩიე მისი სახე . ვიცანი, ის ბიჭი იყო ლამაზი მწვანე თვალებით ვენახში რომ იყო , ბიჭი მეზობელი სოფლიდან რომელიც თავის დებთან ერთად მუშაობდა
_შენ სად წამომიყვანე... რატომ გამახვიე იმ რაღაცაში . მეგონა დავიხრჩობოდი. რატომ არ მითხარი ვინ იყავი და რატომ მატირე ამდენ ხანს _ დაბნეული ვიყავი, ცრემლები ჯერ კიდევ მეკიდა წამწამებზე და ლაპარაკის პარალელურად ვიწმენდდი. ის კი მიყურებდა და არაფერს ამბობდა_ხმა ამოიღე...სად ვართ . რა თამაშია ეს
_მოგიტაცე ... შენ ჩემი პატარძალი ხარ
_პატარძალი მე? _ დავიბენი , ვუყურებდი მის მწვანე თვალებს და მეშინოდა. უკვე იმაზე მეტად მეშინოდა ვიდრე მანამდე. ის იყო ბიჭი რომელსაც შორიდან ვუყურებდი სხვა ჩემი სოფლის გოგონებთან ერთად. არ ვიცოდი რომ მომწონდა, მაგრამ ხშირად კი გამირბოდა მისკენ მზერა. ჩემზე დიდი იყო 17 ან 18 წლის იქნებოდა , ზუსტად არ ვიცოდი .
_შენ ...
_ანუ შენი ცოლი ვარ? _ რა სულელი ვიყავი , მახსოვს როგორ გაეცინა ჩემი გულუბრტყვილო შეკითხვის მოსმენისას მე კი ძალიან გავუბრაზდი
_ხო , ჩემი ცილი ხარ დღეიდან
_მე რომ გათხოვება არ მინდა ?
_უკვე ჩემი ცოლი ხარ
_არა , არ ვარ ... უკან დამაბრუნებ და ვიტყვი რომ ჩემი კოპლიანა დაიკარგა და ვეძებდი
_მთელმა სოფელმა რომ დაგვინახა როგორ მიმყავდი ცხენით? გაიგო როგორ ყვიროდი
_მამამაც გაიგო? _თვალები ისევ გამიფართოვდა და უკვე ფეხზე წამოვვარდი .
_გვეძებს კიდეც , მაგრამ ვერ გვიპოვნის
_რომ გვიპოვნოს?
_ქორწილი იქნება ... ჩემი და შენი
_მე რომ არ მინდა?
_მე მინდა
_მაგრამ მე ხომ არ მინდა _ისევ ამემღვრა თვალები და ისევ ტირილი დავიწყე. ვიდექი სახეზე ხელებაფარებული და ვტიროდი. მერე ჩამეხუტა, მოვიშორე და დავარტყი. ხელისგული ამეწვა , ისევ შემეშინდა უცებ დავიხიე უკან და პირზე ხელი ავიფარე ლოყა სულ წითელი ჰქონდა და თვალები დანისულული . მეგონა ისიც დამარტყამდა , მამა და დედა რომ ჩხუბობდნენ მამა ასე იქცეოდა ხოლმე. მეც ველოდი ლოყის აწვას, მაგრამ არ მტკენია . ის მომიახლოვდა, თავზე ხელი გადამისვა, ჩემს ნაწნავებს თეძომდე ჩაჰყვა და შემდეგ ყელზე ჩამოვარდნილი თავსაფარი გამისწორა
_შემომხედე , ნუ გეშინია მე შენი ქმარი ვარ დღეიდან, კაცი რომლისაც უნდა გჯეროდეს, ენდობოდე და ყველაზე ნაკლებად გეშინოდეს. დღეიდან მე დაგიცავ ყველასგან და ყველაფრისგან ... დღეიდან მე და შენ ერთი მთლიანი გავხდებით ...ის რაც გატკენს მეც მატკენს ამიტომ მე არასდროს არაფერს გატკენ
_რომ მატკინე უკვე? შენ მე შემაშინე, ახლაც მაშინებ და მე სახლში მინდა , დედასთან
_დღეიდან ჟორდანია ხარ, თინა ჟორდანია და იქ იქნება შენი სახლი სადაც მე ვიცხოვრებ. დედაჩემი გაგიწევს დედობას როდესაც დედაშენთან არ იქნები
_არ მინდა დედაშენი... მე ჩემი დედა მინდა რა არის გაუგებარი . წამიყვანე სახლში მე არ ვთხოვდები სხვა მოიყვანე ლამარა, ნანი ან თამილა ... ციალა ყველანი დიდები არიან და იპრანჭებიან
_მე რომ შენ მიყვარხარ? _ისევ ისე მიყურებდა და ძაალიან მაბნევდა.
_გიყვარვარ? ეგ როგორ ... როგორ გიყვარვარ
_დრო გავა და მიხვდები .
მას შემდეგ მართლაც დიდი დრო გავიდა . ვიხსენებ იმ დღეებს და ისევ მგონია რომ ზღაპარია , რომ ამირანმა ყველაფრის თავისებურად მართვა ვერ შესძლო, ვერ დავინახე მისი სიყვარული და ყველაფერი ისეთივე ჩვეულებრივი იყო როგორც ყველგან ჩვენს ირგვლივ.
დიდი ხნის შემდეგ გავიგე რომ ჩვენი რაიონის გამგებლის შვილს მოვწონდი და ცოლად შერთვას მიპირებდა , მამას პირობაც ჰქონია მიცემული 15 წლის რომ გახდება წაიყვანეთო , მაგრამ ამირანმა მომიტაცა . პატარძლად მაქცია და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ჩვენ სოფლიდან წავედით, სულ სხვა ადგილას გადავსახლდით რამდენიმე ფუთა მიგვქონდა და ამირანის ორი ცხენი მიგვყავდა სხვა არაფერი გვებადა.
მციოდა და ვერ ვიგებდი სახლში რატომ არ მივყავდი, რატომ მეჩხუბა მამა და დედა . ვიცოდი რომ მოტაცებულს უკან არ იბრუნებდნენ , მაგრამ არც ასე ექცეოდნენ. ამირანს არ ველაპარაკებოდი , დიდხანს მივყვებოდი მუნჯივით ის კი ისე მექცეოდა როგორც დედოფალს მონა.
_მომიტაცე, ყველაფერი დავკარგე არაფერი გვაბადია და არ მეუბნები სად მივდივართ
_არაფერი დაგვიკარგავს ... განა რა გქონდა საკუთარი . შენი რაც არის მე ვარ და ყველაფერი რაც ჩემია შენ ხარ ! მე და შენ კი იმაზე მეტს შევქმნით ერთად ვიდრე ოდესმე უნახავს შენს ლამაზ თვალებს
ახლა ამ სიტყვებს ვწერ და ისევ ვხედავ მის გამოსახულებას , მისი ხმა მესმის და ისევ ვმშვიდდები. მჯეროდა, შინაგანად მისი ყოველთვის მჯეროდა . შალის თავშალში გახვეული ვიჯექი ცხენზე და მივუყვებოდით აღმართს . იქ სულ რამდენიმე სახლი იყო , მეგონა მთაში მივდიოდით ცხოველების ხმა ისმოდა ტყიდან . თავზე მთვარე დაგვნათოდა ხის ჭიშკართან რომ გაჩერდა. ნახევრად წაქცეული ღობე ჰქონდა ეზოს შემოვლებული ცხოველების შესაჩერებლად . ეზო მთელს სოფელს ზემოდან დაჰყურებდა. ერთი პატარა ხის სახლი იდგა ბოლოში , ახალ აშენებულს ჰგავდა .
ცხენი ეზოს კიდემდე მიიყვანა და შემდეგ გაჩერდა . ხელი მომხვია , ძირს ჩამომსვა და მითხრა
_კარგად დაიმახსოვრე ეს ხედი, დრო გავა ეს ცარიელი ადგილები სახლებით გაივსება , ყველაფერი შეიცვლება და შენ , ჩემი პატარძალი ,იქნები დედოფალი
არ მესმოდა , არც მეჯერა და საერთოდ ვერ წარმომედგინა იმ პატარა ქოხიდან დედოფლობამდე როგორ უნდა მივსულიყავი. არც ის წარმომედგინა რომ იმ მიტოვებულ მიწებზე ვინმე დასახლდებოდა . ბევრი ფიქრი არ შემეძლო, არ მქონდა საამისოდ განვითარებული გონება . ერთი უბრალო გლეხის გოგო ვიყავი იმ აზროვნებით რასაც მშობლები მაწვდიდნენ.
სახლში სითბო იყო , მახსოვს სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. გვქონდა პატარა ხის მაგიდა , ორი სკამი და ერთი საწოლი რომელზეც მე მეძინა მხოლოდ.
იმ ღამით დედა მენატრებოდა, ნაჭრის ფუთიდან ჩემი თოჯინა ამოვიღე , გულზე მივიკარი და თვალები დავხუჭე. ვერ ვიძინებდი , მგლების ხმა მესმოდა და მეშინოდა. ხის სახლს ქარი ისე უვლიდა ირგვლივ რომ მეგონა სულ მალე ღია ცის ქვეშ დავრჩებოდი,მაგრამ მას შემდეგ არასდროს მქონია მსგავსი საშიშროება.
არაფერი მითქვამს მოვიდა , კიდევ ერთი საბანი დამაფარა და ჩემს გვერდით დაწვა . ჩემი თითები თავის მტევანში მოიქცია და გამათბო .
იმ პატარა ქოხში დიდი დრო გავატარეთ. ეზოში ხეები დარგო ამირანმა , მე კი ბოსტანი გავაშენე . ის მიწას ამუშავებდა მე კი ბოსტნეულს ვუვლიდი. მეზობლებთან ერთად სამუშაოდ დავდიოდით შემდეგ აბრეშუმის ჭია მაჩუქეს კარგად შესრულებული დავალებისთვის , ამირანმა ჯერ თხა იყიდა შემდეგ ძროხა . მახსოვს გამხდარი ჭრელი ხბო იყო რომ მოიყვანა და ისე ვუვლიდით მალევე გავასუქეთ . ყველაფერი გვქონდა სახლში რაც გვჭირდებოდა. ამირანმა შემდეგ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი აიღო სახლთან ახლოს და ვენახი გავაშენეთ. ისე უვლიდა დილიდან საღამომდე იქ იყო .
ერთი წლის შემდეგ ხის ლამაზ ჭიშკართან ვიდექი, ამაყად მდგომი ღობე ფარავდა ეზოს ისე რომ სხვისი ქათამიც ვერ შემოვიდოდა . ეზოში იყო ბევრი ყვავილი, ხილი, ჩემ ბოსტანში იყო ყველაფერი რაც იმ მიწაზე იხარებდა. გვქონდა ყურძნის პირველი მოსავალი . გვყავდა პატარა ჭრელი ხბო რომელიც ეზოში დახტოდა . ეზოში ქათმებიც გვყავდა , წიწილებიც და აღარ ისმოდა ტყიდან მოსული ცხოველების ხმა. ამირანი მუშაობისგან დაღლილი ხის ძირში იჯდა , ოფლით დაცვარულ სახეზე პირსაწმენს ისვამდა . ჩემი შეკერილი პერანგი ეცვა რომელსაც იშვიათად იშორებდა. ხელები სულ დამსკდარი ჰქონდა მუშოაბისგან , მისი გრძელი თითები გაუხეშებული იყო . მე კი მეზობელმა მალამოს დამზადება მასწავლა რომელიც ამჯერადაც მქონდა სახლში , მანამდე არასდროს მიფიქრია მის ტკივილზე . მისი ხელიდან წამოსული სისხლი რომ დავინახე მივხვდი რომ მტკიოდა .
შევეჩვიე , ჩემი ნაწილი გახდა . ყველაფერს მასთან ერთად ვაკეთებდი და ის იყო ვინც მხოლოდ ჩემზე ფიქრობდა.
ცივი წყლით სავსე დოქი და სუფთა ტილოებით რომ მივედი ისეთი მზერით შემომხედა არასდროს დამავიწყდება სანამ ცოცხალი ვიქნები. ისევ არაფერი მითქვამს , მინდორზე დავჯექი მის ხელს თითენი ჩავჭიდე და საქმეს შევუდექი. სულს ვუბერავდი და მალამოს ვუსვამდი ის კი ისევ ისე მიყურებდა, მერე მისი სუნთქვა ვიგრძენი
_მადლობა, თინა _ლოყაზე მაკოცა და ახლაც ვგრძნობ როგორ დამცხა მაშინ . დაბნეული მზერით ვუყურებდი და სულ წითელი ვიყავი . მან კი გაიცინა , დამცინა და ისევ მაკოცა აწითლებულ ლოყაზე . მე კი დოქს ხელი დავავლე და ჭიდან ამოღებული ცივი წყალი თავზე გადავავლე .
ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა მომკლავდა და წამსვე გავიქეცი. მერე სიცილი ამივარდა თავს ვერ ვიკავებდი და ხმამაღლა ვიცინოდი ბოლოს დამიჭირა , ორივე ბალახზე დავვარდით სახეზე ხელები ავიფარე მეგონა დამარტყავდა მან კი ჯერ თითებზე მაკოცა მერე ტუჩებზე ვიგრძენი შეხება და ჰაერში აღმოვჩნდი .
ვკიოდი, ვფართხალებდი ის კი ჩემიანად მიაბიჯებდა დაისჯებიო მეუბნებოდა მე კი ისევ იმ კოცნაზე ვფიქრობდი .
დიდი ხნის შემდეგ მივხვდი რომ ასეთი სერიოზული ჩემ გამო იყო . მე არასდროს ვუღიმოდი, საერთოდ ბავშვობიდან სერიოზული ვიყავი და ბევრი ლაპარაკიც არ მიყვარდა. ის კი ჩემთან სულ სხვანაირად იქცეოდა. ერთად რომ მივდიოდით ვხვდებოდი რომ ყველა პატივს სცემდა და მიუხედავად მისი ასაკისა რჩევებს ეკითხებოდნენ. ზოგჯერ სიამაყითაც ვივსებოდი და მეც მინდებოდა რომ ყველაფერი კარგად გამეკეთებინა , თუმცა არ მახსოვს ოდესმე რაიმეზე საყვედური ეთქვას ან ჩემი მომზადებული კერძი დაეწუნებინოს არადა იმ დროს ნამდვილად საშინელებებს ვაკეთებდი"
ანა ღიმილს ვერ იკავებდა კითხვის დროს რომ წარმოიდგენდა როგორები იყვნენ თინა და ამირანი . კითხულობდა და წარსულში მოგზაურობდა მათთან ერთად. იმ ეპოქაში სრულიად განსხვავებულ ვითარებაში , დროში როდესაც ყველას უკვირდა მანქანა , მატარებელი და თვითმფრინავი საერთოდ საოცრებად მიაჩნდათ. დროში სადაც ტელეფონები მხოლოდ ქალაქებში იყო და ფოსტას შეიძლება თვეებით დაეგვიანა. დროში სადაც მუშაობდი სხვისთვის, არ გქონდა უფლებები , იყვნენ მდიდარიი არისტოკრატთა ფენა და გლეხები , რომლებიც იმაზე მეტს აკეთებდნენ და იცოდნენ ვიდრე ბევრმა მდიდარმა. დროში სადაც ამირანი და თინა დამოუკიდებლად სწავლობდნენ ცხოვრებას საკუთარი პრინციპებით, წესებით, დაუღალავი შრომით აშენებდნენ ყველაფერს რაც დღემდე გააჩნდათ.
ზოგჯერ ცრემლებიც ვერ შეიკავა როდესაც წარმოიდგენდა პატარა გულუბრტყვილო გოგოს თვალით დანახულ ცხოვრებას . მარტოსულსა და მიტოვებულ გოგონას რომელსაც მხოლოდ ქმარი ჰყავდა, ბიჭი რომელსაც ბოლომდე არც იცნობდა.
გარეთ ისევ წვიმდა, ეზოდან ხმა ესმოდა თარაშის ხმაც გაარჩია . წიგნი გადადო და ფანჯარას მიუახლოვდა ბიჭები შეეგროვებინა და რაღაცას ეზიდებოდნენ. თარაში ენერგიის ხარჯვას შესანიშნავად ახერხებდა და ისე თავგამოდებით მუშაობდა გაკვირვებულიც კი იყო ზოგჯერ.
ისევ დაჯდა და კითხვა განაგრძო
"16 წლის ვიყავი მაშინ ამირანთან სარეცელის გაყოფა რომ დავიწყე. ყველაფერი იმდენად ბუნებრივად ხდებოდა რომ მე ვერც კი ვიაზრებდი გრძნობებს რომელიც მის მიმართ მქონდა. ჩემში ქალი შექმნა და ეს ქალი თანდათან ქმნიდა თინა ჟორდანიას.
ჯერ კიდევ სულელი გოგო ვიყავი პირველად რომ დავფეხმძიმდი . პირველი ტკივილი სწორედ მაშინ განვიცადე მანამდე კი მეგონა ყველაზე დიდი ტკივილი მშობლიური სახლის დატოვება იყო . თურმე ვცდებოდი, ყველა ტკივილის გადაფარვა შეიძლება, ყველა ჭრილობის შეხორცება მხოლოდ საკუთარი ნაწილის დაკარგვისგან მიღებულ ჭრილობას ვერ დაფარავს წლები.
უმეცრება ყველაზე დიდი დანაშაულია , ყველაზე დიდი საფრთხე და მე დღემდე მგონია რომ შვილი მოვკალი . საკუთარი ნაწილი მოვკალი , წარმოდგენაც არ მქონდა იმაზე რომ ფეხმძიმედ ვიყავი . არავის უსწავლებია , არავისთან მისაუბრია ამ თემაზე მაშინ არ არსებობდა არაფერი გარდა საკუთარი შეგნებისა მე კი ეს მაშინ არ მქონდა. მე ისევ ისე ვმუშაობდი , ისევ ისე დაუღალავად ვაკეთებდი ყველაფერს და არ ვუჯერებდი ამირანს . მეუბნებოდა თავს მოუფრთხილდიო მე კი არ მესმოდა რატომ უნდა გავჩერებულიყავი უსაქმოდ სანამ მუცელი საშინლად არ ამტკივდა და ჩემი კოპლებიანი კაბა წითლად არ შეიღება.
იმ დღეს ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი დავასრულე ...იმ დღეს საბოლოოდ დავხურე ბავშვობის კარი და გავიზარდე.
პირველად დავინახე სახლში შემოვარდნილი ამირანის ცრემლიანი თვალები და პირველად ვიტირეთ ერთად. მე ვქვითინებდი ის კი მეხვეოდა და მისი მსხვილი ცრემლები კანზე მეცემოდა "
ანას სუნთქვა შეეკრა , მუცელზე ხელები დაიწყო და თვალები დახუჭა . რამდენიმე წუთს გაჩერდა და შემდეგ განაგრძო კითხვა. თინა ყვებოდა როგორ უჭირდათ ცხოვრება არეულ ქვეყანაში, როგორი ხალხი ცხოვრობდა მათთან და განსაკუთრებულად აღწერდა ერთ_ერთ მათგანს
"ჩვენს მეზობლად ბევრი ვინმე დასახლდა , მაგრამ მათ შორის გამორჩეული იყო ქვრივი , მარტოხელა ქალი რომელიც თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა . ის ცალკე იყო ჩვენ , მთელი ქვეყანა კი ცალკე . იშვიათად კონტაქტობდა მეზობლებთან, განათლებული ქალი იყო , არც ძროხები ჰყავდა, არც ქათმები მხოლოდ ყვავილები უყვარდა და ეზოში ფუსფუსებდა . ამირანმა ერთ დღეს ქალაქიდან ჩამოტანილი ყვავილის ნერგი აჩუქა და მას შემდეგ დავიწყეთ ურთიერთობა. ჩემი დამზადებული კერძები მოსწონდა, ამბობდა ჩემი დამხმარე ქალი ამზადებდა ზუსტად ასეთ კერძებსო . მასწავლა რამდენიმე ყვავილი როგორ გამეხარებინა , მანამდე რომ ვერაფერს ვუხერხებდი და მომცა წიგნი სადაც ძალიან ბევრი მცენარე ეხატა , ის მცენარეები სამკურნალოდ რომ გამოიყენებოდა , მაგრამ რუსულად იყო და მე არ ვიცოდი კითხვაც კი.
გაოცებული დარჩა და შემდეგ მაჩვენა საკუთარი ბიბლიოთეკა. პირველად ვხედავდი ამდენ წიგნს ერთად და მათი სურნელი ძალიან მომწონდა. იმ დღიდან დავიწყე კითხვა, მისი რჩევით მიმქონსა სახლში წიგნები და თავისუფალ დროს სულ ვკითხულობდი. ამირანი მხოლოდ ისეთ რამეებს კითხულობდა რაც თავის საქმეში გამოადგებოდა.
ძალიან ბევრ თემაზე ვსაუბრობდით მე და კლარა დეიდა. იმ დედასავიტ გახდა ჩემთვის არასდროს რომ არ მყოლია . დედას არასდროს ეცალა ჩემთვის 10 შვილი ჰყავდა და ზოგჯერ მათი სახელებიც კი ერეოდა . ან ფეხმძიმედ იყო ან მშობიარობდა . სხვა არაფერი მახსოვდა მისგან . კლარა კი ყველაფერს მასწავლიდა რაც იცოდა და მე კიდევ ერთი ნაწილი შევქმენი ჩემში.
შემდეგ ისევ დავფეხმძიმდი, ამჯერად ყველაფერი სტაბილურად მიდიოდა . მაშინ სოფლის გინეკოლოგი 70 წლის ბებიაქალი მზია იყო რომელსაც მედიცინაზე წარმოდგენა არ ჰქონდა უბრალოდ ქალებს ეხმარებოდა "
მოკლედ ჰქონდა აღწერილი ფეხმძიმობის დროს გადახდენილი ამბები. ცხრა თვეში ააშენეს სახლი აწ უკვე აგურის ერთ სართულიანი სახლი რომელშიც დაიბადა კოტე .
ანას ყველაზე მეტად რაც აოცებდა იყო ამბები რომლებსაც ამირანზე ყვებოდა , მთელი აღტაცება და სიამაყე რომელსაც თხრობის დროს გამოხატავდა. ანა ნათლად ხედავდა მათ განვითარებას და იმაზე მეტს გრძნობდა ვიდრე დაწერილი ჰქონდა.
"20 წლის ასაკში მყავდა შვილი , ქმარი , საქმე , შემოსავალი და ვიყავი უკვე წარმატებული ქალი რომელიც ეხმარებოდა იმათ ვისაც უჭირდა. ამირანმა მიმაჩვია ყოველთვის დავხმარებოდი გაჭირვებულებს და არასდროს მექცია მათთვის ზურგი.
მთავარი რაც ვისწავლე ეს იყო სიყვარული , კაცის რომელსაც ვენდობოდი, რომლისაც მჯეროდა, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი რაც მჭირდებოდა და ის აღარ იყო უბრალოდ ჩემი საყრდენი მე მასზე დამოკიდებული ვიყავი ის კი ჩემზე. მისი შემოხედვის გარეშე დაწყებული დღე ტანჯვა იყო , ის რომ მომეხვეოდა და მაკოცებდა მეგონა სამყაროს გადატრიალებას შევძლებდი "
უკვე საღამო იყო , დაბნელდა ანა კი ისევ წიგნით ხელში იჯდა და კითხულობდა . მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს თითქოს მსუბუქად აღწერდა მაინც ძალიან ბევრი ფაქტორი იყო მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით კი ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა, პოლიტიკა და საერთოდ ცხოვრების ხარისხი. არ ჰქონდათ წამლები, ნორმალური ტანსაცმელი , ვაჭრობა იკრძალებოდა და ქვეყანაში სრული არეულობა სუფევდა.
ბავშვის უბრალო გაციებაც კი მათთვის კოშმარი იყო წამლისთვის საკმაოდ დიდი გზის გავლა უხდებოდათ ექიმი ქალაქიდან უნდა ჩამოეყვანათ რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა . ამირანი მეზობლის ბავშვებსაც ეხმარებოდა და როდესაც ეპიდემია იყო ექიმი მხოლოდ კოტესთან არ მიჰყავდა . შემდეგ მანქანა იყიდა და ეს შენაძენი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და მათ ცხოვრებას ამსუბუქებდა.
თინა აღწერდა ემოციებს მანქანის დანახვისას რომ ჰქონდათ , როგორ ასწავლიდა ბიჭებს მანქანის მართვას და კოტე როგორი ბედნიერი იყო ამ დროს .
კოტე ჟორდანია ცალკე განზომილება იყო მშობლების საერთო ხასიათის ნაზავით, სერიოზული , მშვიდი, უკიდურეს შემთხვევაში ბრაზიანი და დაუნდობელი. ამირანის და მისი ურთიერთობა თინას თვალით ნამდვილად სენტიმენტალური იყო. ამირანს არასდროს მიუცია მისთვის შენიშვნა, არასდროს უჩხუბიათო . კოტე სასწავლებლად რომ გაუშვეს სრული სიცარიელე დარჩათ სახლში. შემდეგ ბატონს საერთო საცხოვრებელში რომ არ ეცხოვრა ბინის ძიება დაიწყეს და პირველი სახლიც ასე იყიდეს. კოტეს განათლების დამსახურებით შეცვალეს მუშაობის სისტემა და მცირე ბიზნესზე გადავიდნენ . მიწების რაოდენობაც გაზარდეს და ფიზიკურ მუშაობა თავად აღარ უწევდათ, მაგრამ ამირანი მაინც ვერ ისვენებდა და მუშებთან ერთად დიდ დროს ატარებდა. შემდეგ შემოსავლების მართვა დაიწყეს .
"ეზოში ვზივარ და ფინჯანი ჩაით ხელში ვუყურებ სოფელს . 23 წელი გავიდა და რამდენი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში. ჩაცმულობაც კი აღარ გვაქვს ისეთი როგორიც ადრე . თითქოს ჰაერიც სხვანაირი გახდა , ყველაფერი იცვლებოდა ჩემი და ამირანის ურთიერთობის გარდა. ორივე განსხვავებულად გამოვიყურებით აღარც მე ვარ 14 წლის ბავშვი და აღარც ის 17 წლის ბიჭი . ის ისეთი სიმპათიურია ზოგჯერ თვალს ვერ ვაშორებ მგონი რაც უფრო დიდი დრო გადის მით უფრო მიმზიდველი ხდება ან მე მიყვარდება უფრო და უფრო მეტად.
პლედი მომახვია მხრებზე და ლოყაზე მაკოცა . ქვემოდან ავხედე და მეც ვაკოცე
_როდის მოხვედი ... კოტე არ არის?
_ხვალ მოვალო მითხრა ...
_სულ აღარ მოდის ჩვენთან
_საქმეები აქვს ქალაქში ... მასაც ენატრები _ ჩემს გვერდით დაჯდა ხელი მომხვია და მეც ჩავეხუტე . ჩემი კოსად შეკრული თმა წამებში დაშალა და გრძელი თითები ახლართა შიგნით
_თმა...კარგი რაა არ გბეზრდება?
_ნაწნავები უფრო გიხდებოდა ...
_15 წლის ბავშვი აღარ ვარ... ნაწნავებით ხომ არ ვივლი
_როგორ გგონია ახლა მოტაცებული ქალი როგორ მოიქცევა
_კიდევ აპირებ ვინმეს მოტაცებას?
_თინა !
_არ ვიცი...გააჩნია ვინ იქნება _ თავი მხარზე დავადე და ხელები მოვხვიე. პლედი მასაც გავუნაწილე და თვალები დავხუჭე
_იმედია ყველაფერი კარგად იქნება ...
_რაზე ღელავ ამირან
_არ ვღელავ ზუსტად ვიცი რაც გველოდება . ჩვენი მოგზაურობა ამჯერად უნდა გადავდოთ
_რატომ ? აკი დამპირდი მოსკოვში წავალთო ? დაგეგმილი მქონდა რა უნდა მეყიდა ახალი სახლისთვის
_სხვა დროს წავიდეთ ... უბრალოდ დავისვენოთ
_ისედაც ვისვენებ განაა რას ვაკეთებ... ქათმებსაც კი სხვა აჭმევს
_ფერმა გვაქვს და მარტო როგორ მიხედავდი თინა ... ზედმეტად ბევრიც კი გააკეთე _ ჩემი მტევანი ხელში მოიქცია და თითები დამიკოცნა.
ახლაც ჟრუანტელი მივლის რომ მახსენდება . ყოველთვის ასეთი იყო , ყოველთვის შეუძლია შემომხედოს ხელზე მაკოცოს და მითხრას რომ ყველაფერი კარგად იქნება.
მეორე დღეს გამთენიისას მანქანების ხმა გავიგე . საწოლიდან რომ ავდექი ამირანი უკვე ფეხზე იყო . ჩაიცვიო მითხრა და გავიდა. წამებში მოვემზადე კიბე ჩავირბინე და ეზოში გასულმა კოტე დავინახე თავის მეგობრებთან ერთად , მაგრამ კიდევ იყო რაღაც. გოგო ჰყავდა ხელში აყვანილი , სიფრიფანა გოგო გრძელი ყავისფერი თმით .
ადგილზე გავიყინე, პირველად არ მივსულვარ მათთან არ მივსალმებივარ, არ მიკითხავს როგორ იმგზავრეს. არაფერი მითქვამს მტკიოდა რაღაც შიგნით საშინლად მტკიოდა და ამირანს ვუყურებდი . დამნაშავის მზერა ჰქონდა და თვალი მალევე მომარიდა. ბიჭები ხმაურობდნენ, კოტემ გოგონა თავისი ოთახისკენ წაიყვანა და მხოლოდ შემდეგ შევძელი ამოძრავება
_ეს რას ნიშნავს ამირან...შენ იცოდი ამის შესახებ?
_ქალებს დაუძახე...სუფრა მარანში გაშალეთ . დიდი ადგილია , ბიჭები დაპატიჟებენ სტუმრებს
_ამირან
_გააკეთე რაც გითხარი _ შუბლზე მაკოცა და წავიდა.
რა თქმა უნდა ნაბიჯიც არ გადამიდგამს . კიბე ავირბინე და კოტეს ოთახში შევუვარდი . გოგო საწოლზე დაეწვინა და არეულ თმას უსწორებდა
_კოსტანტინე ! _არასდროს მიმიმართავს მისთვის ასე რატომღაც არ უყვარდა ასე რომ მიმართავდნენ
_დედა
_გარეთ გამოდი ...ახლავე
_დედა გთხოვ არ გინდა ისტერიკა . შენ ხომ დედაჩემი ხარ
_და დედამისი ? უყვარხარ? იცნობ? საერთოდ ვინ არის ... მისი მშობლები სად არიან. არ გეცოდება? არ შეიძლებოდა რომ ხელის სათხოვნელად მივსულიყავით და ქორწილი ისე დაგვენიშნა?
_არ შეიძლებოდა ! ახლა ის შენი მეორე შვილია, ხომ გინდოდა გოგო გყოლოდა . ეცადე დაამშვიდო და დაარწმუნო რომ არ იწიოკოს !
_ასე ნუ ლაპარაკობ ... ნუ იქცევი ცხოველივით
_14 წლის იყავი დედა რომ მოგიტაცეს. გაიხსენე რა გჭირდებოდა მაშინ და გააკეთე რამე . მიყვარს მაია და ჩემი ცოლი იქნება. აქ ვინც არ უნდა მოვიდეს და რაც არ უნდა გააკეთოს იცოდე წასვლის უფლებას არ მივცემ
_კოტე ... სად მიდიხარ. გასაღები სად წაიღე
_ჯერ არ გამოფხიზლდება ... ჩამოდი საქმეს მიხედე და მერე ნახე

დიდხანს არ ვიყავი დარწმუნებული ჩემი ქცევის სისწორეში , მაგრამ სხვა რა გამოსავალი მქონდა. მონატაცებ ქალზე ისევ იგივე დამოკიდებულება იყო როფორც ჩემს დროს და არაფერი შეცვლილა. ის ლამაზი გოგო ჩემი რძალი იყო უკვე და ამ ფაქტთან შეგუება მომიხდებოდა.
ამირანი დიდხანს არ ჩანდა , ან უბრალოდ მემალებოდა. იცოდა რომ მასზე ვიყრიდი ჯავრს. ეზო სავსე იყო ყველა გვეხმარებდა . ყველა რაღაცას ამზადებდა და მე უნდა გამეკონტროლებინა ყველაფერი.
სრული ქაოსი იყო და მაინც სულ მალე ყველაფერი მზად იყო.
მაღლა ავედი ისევ ოთახიდან კოტე გამოვარდა , გაცეცხლებული იყო და შიგნიდან ტირილის ხმა ისმოდა.
ოთახში შესვლამდე მაქსიმალურად ვეცადე მშვიდი გამომეტყველება მიმეღო . მაგრამ მისი ცრემლიანი თვალების დანახვამ გული მომიკლა. გრძელი წამწამები ცრემლებით ჰქონდა დამძიმებული , დიდი ჭრელი თვალები სევდისფერი ჰქონდა. ჩემთან მოვიდა და ხელებზე მომეჭიდა
_გემუდარებით წამიყვანეთ აქედან...დროულად წამიყვანეთ თორემ ჩემი ძმები თუ მოვიდნენ მოკლავენ იმ გიჟსაც და მეც . გთხოვთ ქალბატონო ... მე არ მიყვარს კოსტანტინე . არ მინდა მასთან ცხოვრება მე მე ვსწავლობ და მე
_დამშვიდდი , ყველაფერი კარგად იქნება. არავინ არავის მოკლავს , შენც არაფერი გემუქრება. პირობას გაძლევ _ არეულ თმაზე გადავუსვი ხელი და ცრემლებიც შევუმშრალე
_თქვენ არ გესმით ... არ გესმით

ვეღარაფერი ვთქვი ეზოში სროლის ხმა გავიგე და გული გამიჩერდა. აღარც მაია მახსოვდა, აღარც საკუთარი თავი . სანამ კიბე ჩავიარე და კოტე დავინახე საღ_სალამათი მანამ არ ამომისუნთქავს.
ეზოში ბიჭები იყვნენ იარაღებით ხელში და კოტე მათ წინ იდგა . ის იყო წინ უნდა წავსულიყავი ამირანი რომ მწვდა მკლავში და უკან დამაბრუნა
_მოკლავენ ...ჩემ ბიჭს მოკლავენ ვერ ხედავ? გააკეთე რამე. გააკეთონ რამე
_ცოლის შერთვა გადაწყვიტა , იცოდა რასაც აკეთებდა ბავშვი აღარაა და თავად დაიცავს თავს!
_ასეთი როგორ ხარ... კიდევ ერთ შვილს არ დავკარგავ

არ ვიცი რა ხდებოდა მანამ სანამ მე ამირანთან ვსაუბრობდი . ხმაური იყო , გინების ხმა, ყვირილი და მუქარა. კოტე ხმა არ მესმოდა , მერე მაია დავინახე და მისი გამოჩენისთანავე კოტეც ალაპარაკდა. მაიას ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.

რამდენიმე საათის შემდეგ ჩემი ვაჟის დაოჯახებას ზეიმობდნენ ჩვენი ნათესავები და მეზობლები, კოტეს კურსელები, მეგობრები . თავად პატარძალი კი თვალებამღვრეული იჯდა და აშკარად ცუდად იყო . კოტე კი წასვლის ნებას არ აძლევდა. არ მომწონდა ეს მდგომარეობა, არ მომწონდა ეს ყველაფერი და ვბრაზობდი ორივე ჟორდანიაზე .
შუაღამით დაცარიელდა სახლი. ჩამოსული სტუმრები მეზობლებთან დარჩნენ. ნაწილი ჩემთან იყო . ყველა ისეთი მთვრალი იყო მნიშვნელობაც არ ჰქონდა სად დაიძინებდნენ.
მეორე სართულის ფანჯარას ვუყურებდი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. ჩემი შვილის ქცევა მაგიჟებდა , ვერ წარმომედგინა თუ ოდესმე ასე მოიქცეოდა. მეგონა რომ ყველაფერი ჩვენ გამო ხდებოდა რადგან მე და ამირანი კარგად ვიყავით ისიც ფიქრობდა რომ მოტაცებას ცუდი მხარე არ ჰქონდა.
_თინა_ სანამ ფანჯარას ვუყურებდი ამირანი მომიახლოვდა . მთვრალი იყო და შეკრული წარბებიდან მიყურებდა
_შენ გუშინ ყველაფერი იცოდი და არ მითხარი
_რომ მეთქვა რას გააკეთებდი
_ხელს შევუშლიდი...შენ კი ალბათ უთხარი თუ გიყვარს უნდა მოიტაცოო . შენ ხომ შენს ბიჭს უარს არაფერზე ეუბნები
_ნუ მეჩხუბები თინა ... მე ეგ არ მითქვამს . სახლში რომ მივაკითხე გოგოს ფოტოები ვნახე მაგიდაზე და ვკითხე ვინ არის_თქო . ჩემი მზეაო , ხომ ლამაზიაო მითხრა . ვკითხე აქამდე რატომ არ ვიცოდით შეყვარებული თუ გყავდა_თქო და თვალები ჩაუქრა . მერე მითხრა უნდა მოვიტაცოო შენც შენი მშობლებივით არ მიმიღებ თუ შემიძლია სახლში მოვიყვანოო და რა მეთქვა თინა
_გეთქვა თავი შეაყვარე და მერე შეირთე_თქო
_ხომ იცი როგორია ...
_ნუ მეტყვი რომ დამოუკიდებელია შენ ამირან ჟორდანია ხარ . ყველაფრის გაკეთება შეგიძლია თუ მოინდომებ , მაგრამ შენ არ გინდოდა მისი გადარწმუნება . შემომხედე _ საყელოში ვწვდი და ახლოს მივედი _ მე ხომ კარგად გიცნობ , შენ შეუწყვე ხელი ამ ყველაფერს
_ჩვენ სიყვარულს გეფიცები ყველაფერი კარგად იქნება , ბებია რომ გახდები მერე ყველაფერი დაგავიწყდება
_აუტანელი კაცი ხარ
_არა არ ვარ_ ხელები მომხვია და მაკოცა _ გაიყინე...სახლში შევიდეთ
_ისინი
_ჩემი შვილი არაკაცი არ არის... თავს დაბერებულად ვგრძნობ . იქნებ დამარწმუნო რომ ჯერ კიდევ 39 წლის ვარ
_სულ რამდენიმე კვირა დარჩა
_თინა , შეეშვი _ ხელი ჩამკიდა და სახლში შემიყვანა "
კითხვის გაგრძელება ვეღარ შეძლო გვიანი იყო, თავს სუსტად გრძNობდა თითქოს ემოციებმა ძალა გამოაცალეს. წიგნები შეინახა და ქვემოთ დაბრუნდა . თარაშის ხმა გაიგო და გაეღიმა , უკვირდა ,მაგრამ მისი სულელური ქცევა მაინც ამხიარულებდა
-როგორ არ იცით სად არის ... როგორ ვერავინ დაინახა სად წავიდა?
-შვილო შენი ცოლი სად არის ჩვენ უნდა ვიცოდეთ? სად წავიდოდა, ალბათ საქმე გამოუჩნდა
-მის გვერდით წევს ქალი და აზრზე არ არის სად დადის ... ეს მიხედავს ჩემს საქმეებს- ამირანი ამაღლებულ განწყობაზე იყო და მის გამასხარავებას არ წყვეტდდა. თინა ჩუმად იჯდა და ვაშლს თლიდა- რაო ბიჭო ხო არ გგონია რო გაგექცა
-ამირან ნერვებს ნუ მომიშლი
-სადღა გაქვს ნერვები შე გაჭირვებულო ... ნეტავ ხედავდე საკუთარ თავს რა დღეში ხარ
-დე რატომ ნერვიულობ ასე...დაბრუნდება , პატარა ბავშვი ხომ არ არის ანას არ იცნობ?
-რომ ვიცნობ იმიტომ გეკითხებით და არ მპასუხობთ...გადავირევი . როგორ ვერავინ დაინახა -რაღაც დაამსხვრია და მერე კარისკენ დაიძრა . ანაც წამსვე წავიდა , გვერდი მშიდად აუარა თინას თეფშიდან ვაშლი აიღო და ჩაკბიჩა
-ვახშმად რა გვექნება ნონ? - დედამთილს გაუღიმა და სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა- არ ვიცი რატომ,მაგრამ საშინლად მშია .
-შენ რა გინდა მითხარი და მოვამზადებთ
-არ ვიცი, რაიმე მსუყე . ხორცი მინდა , მგონი ქათმის ოღონდ... ხომ გვაქვს ფილე? სალათს გავაკეთებ - უცებ წამოდგა კიდევ ერთი ნაჭერი აიღო თეფშიდან და სამზარეულოსკენ დაიძრა
თარაში ისევ კართან იდგა და უყურებდა , თვალები სულ წითელი ჰქონდა , მუშტები შეკრული და დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ნაკლებად გამსოდიოდა.
სახლიდან გიჟივით გავარდა , ცხენი გამოიყვანა და ისე გაუჩინარდა არავინ იცოდა მისი ასავალ-დასავალი.
/..........
ლექციების შემდეგ ლიკუნასთან იყო , პრეზენტაცია მოამზადეს და გვიან ბრუნდებოდა სახლში. ყურსასმენები ეკეთა სიმღერას უსმენდა და ნელა მიაბიჯებდა ქუჩაში. შემოდგომის მიწურულისთვის დამახასიათებელი გრილი ამინდი იყო ხელები ქურთუკის ჯიბეებში ეწყო და აღმართს მიუყვებოდა . რაღაც მომენტში იგრძნო რომ ვიღაც მიჰყვებოდა და ვერც გაიაზრა ისე უმატა სვლას. ტელეფონი ამოიღო და ჯანოსთან დარეკვა სცადა, მაგრამ არ პასუხობდა . უკან რომ მიიხედა ისე იდგა ბიჭი მისი სახეც ვერ გაარჩია თავზე კაპიუშონი ეფარა და აშკარად მისკენ იყურებოდა.
როგორღაც სახლამდე მივიდა , ჩანთიდან გასაღები ამოიღო მაგრამ ხელიდან დაუვარდა და იგრძნო როგორ მიუახლოვდა უცნობი. ხელი როგორც კი შეახო მაშინვე შებრუნდა და ხელი გაარტყა მერე ნაცნობი სახე რომ დაინახა კივილი დაიწყო
_ოოხ მართაა ...ოხ მართა რა უნდა გიყოს ადამიანმა _ გასაღები აიღო კარი გააღო და მართა სახლში შესვა
_იდიოტო , კრეტინო, დეგენერატო როგორ შემაშინე მეგონა რამეს დამმართებდი
_თავდაცვაზე უნდა იმუშაო ჭორფლიანო ამ დროს რომ დააბოტებ ხვდები ვიღაც მოგყვება და ცახცახებ აქ ...საერთოდაც ჯანოს რომ ურეკავდი არ იცი რომ არაა ქალაქში?
_ნუ მიყვირი
_გოგოო ნუ წიკვინეებ
_ხელი გამიშვი ... დებილი , იმბეცილი რომ მოსულიყავი და მომსალმებოდი მოკვდებოდი? აუცილებლად უნდა მითვალთვალო?
_მთელი თვე რომ გითვალთვალოს ადამიანმა ვერაფერს გაიგებ
_რა გინდა მითხრა რომ მთელი თვეა მითვალთვალებ? _ ქურთუკი მოიშორა და დივანზე დააგდო
_ამდენს ოცნებობდი ჭორფლიანო?
_ყველა ოცნება რომ ამიხდეს შენზე წამითაც არ ვიფიქრებ... ნეარდერტალელო
_მე რა გითხარი შენ გახსოვს თუ იმ ღამიდან მარტო ის გახსოვს რაც მოგეწონა
_თავმოყვარე იდიოტი ... აქ რა გინდა
_ვიცოდი რომ არ დამირეკავდი რომ დაგჭირდებოდა და ეგრეც მოხდა
_რა გინდოდა რომ დამერეკა ერთ თვიანი დაკარგვის შემდეგ და მეთქვა ვუაიმეე გიოოო ვიღაც გამოს*რებული მომყვება სახლთან ვარ და როგორც ვამპირი ჩემთან გაჩნდი_თქო? _ხმა დაიწვრილა თან ჰაერში ამოძრავებდა ხელებს და თვალებს ატრიალებდა
_ვაახ წითუროო შენ ეგეთი სიტყვებიც იცი? ერთხელ შეგეხე და ცუდი გოგო გახდი?
_რამდენი თვე გავიდა და შენ კიდევ მაგ კოცნაზე ფიქრობ?
_ხო აი კიდევ იმდენს ვაკოცე ამ თვეების განმავლობაში რომ მხოლოდ შენზე ვფიქრობ როგორც ყველაზე გამოუცდელ და უემოციო კოცნაზე _დივნის სახელურზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა _ როგორც სჩანს მარტო ცხოვრებას ვერ შეეჩვიე
_შესანისნავად ვგრძნობ თავს მარტო ჯანოს , მისი ძმაკაცების, ღრეობის, სიგარეტის სუნის , ფეხბურთის ყურების და ჟივილ_ხივილის გარეშე
_არადა როგორი მოწყენილი ხარ ... ალბათ მთელი ღამე ვერ ისვენებ და ყველა კარსა და ფანჯარას ამოწმებ ვინმე რომ არ შემოიპაროს . ვერ ხვდები რომ ჯანოს სახლში არავინ შემოვა სულ რომ ბნელი ოთხმოცდაათიანები დაბრუნდეს
_შენ საიდან მოიტანე ...
_ტყუილად ნუ ააგებ კოშკებს შენს ფანჯრებთან არ ვმორიგეობდი...ჯანომ მითხრა მარტო ყოფნა აშინებს ბავშვობის ტრამვა აქვსო
_კიდევ რა თქვა
_რატომ ბრაზდები ყველაფერზე...მერე ცხოველი მე ვარ
_არ აქვს ჯანოს უფლება ჩემი ცხოვრების დეტალები თავის ნებისმიერ ძმაკაცს უამბოს
_ჯანოს გულახდილი საუბრები არაა საჭირო იმის გასარკვევად რომ გულადი მართა მშიშარა , კომპლექსიანი ჭორფლიანია
_აქ რისთვის მიხვედი? დამავიწყდა_წარბები შეკრა, ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა
_მომენატრე ჭორფლიანო და მოვედი _ირონიულად იღიმოდა და მოწევას აგრძელებდა. მართას სუნთქვა აღარ შეეძლო უკვე , გული საშინლად უცემდა და თვალსაც ვერ აშორებდა . აგიჟებდა ის ფაქტი რომ მისი მოწევის მანერაც კი მოსწონდა არადა სძაგდა სიგარეტის კვამლში გახვეული კაცები , საერთოდ მწეველებს ვერ იტანდა ახლა კი გული მისდიოდა სულელი თინეიჯერივით და ყველაფერი ეს ტვინში ქაოსს უქმნიდა
_თუ ანას არ ელაპარაკები და გინდა ჩემგან მიიღო ინფორმაცია
_იქნები ჩემი ინფორმატორი?
_არა
_ე.ი არც ეგ ყოფილა მიზეზი
_ჯანო როდის დაბრუნდება იცი?
_როცა დაბრუნდება თავადაც ნახავ
_ჩემი თავი შენ ჩაგაბარა?
_აპირებდა, მაგრამ ვუთხარი რომ შენნაირ ჭირვეულზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი
_შენთვის გადაულახავი ბარიერი რომ ვარ ეგ ისედაც ვიცოდი _ დივანზე დაჯდა და კომფორტულად მოკალათდდა
_ამ თემის განხილვას არ ვაპირებ
_ანასგან რა გინდა რატომ არ აცლი მშვიდად ყოფნას
_მშვიდად იქნები კაცთან რომელსაც არ იცნობ და არ გიყვარს? ვისთანაც საერთო არაფერი გაქვს და მაინც მისთვის ბრძოლა და ენერგიის ხარჯვა გიწევს ?
_მესამე პირი ვერასდროს გაიგებს რა ხდება სინამდვილეში წყვილს შორის
_ხომ ხარ ღირსი მოგიტაცო და ჩემთან დარჩენა გაიძულო
_და შენ გგონია რომ ანას ვინმე რაიმეს აიძულებს მაშინ როდესაც იცის რომ შენც მის გვერდით ხარ და პირდაპირ იარაღი აქვს ხელთ
_რა გინდა მითხრა ჭორფლიანო რომ ჩემს და ის იდიოტი უყვარს? და მის სიმპათიურ სიფათს თავი დააბრმავებინა ?
_თარაში რატომ არ მოგწონს შენნაირი რომ არ არის?
_ჩემზე უარესი რომ გახდება და ამის პერსპექტივა აქვს ეგ არ მომწონს და რომ იცოდე ჩემნაირი ბევრი არ არის
_და მე რა ვქნა ხელიდან არ გაგიშვა?
_ხელში რომ გყავდე კიდევ ხომ , მაგრამ შანსი არ გაქვს ჭორფლიანო
_გულს მიკლავ ... თვითშეფასებას მინადგურებ პირდაპირ _ მკერდზე მიიდო ხელი და თვალები დაამრგვალა , ტუჩები მოკუმული ჰქონდა
_მაოცებ პირდაპირ ჟღალო... მსახიობური ნიჭი თუ გქონდა რას წარმოვიდგენდი
_აქ თუ რჩები მშვიდ ძილს გისურვებ . ყველაფერი ისევ ისეა როგორც იყო და იპოვნი რაც დაგჭირდება. თუ წახვალ კარი ჩაკეტე
_პირდაპირ დარჩენას მთავაზობ ჭორფლიანო? არ ველოდი ასეთ პირდაპირ ნაბიჯს შენგან
_ცინიკოსი _ ჩანთა აიღო და მეორე სართულისკენ წავიდა
_ჭორფლიანო
_გისმენ
_ხვალ გაბუნიას რომ გაჰყვე ვახშამზე მისი დამახინჯება მომინდება და იფიქრე პასუხზე
_შენ ...როგორ , სად მიდიხარ _გონს გვიან მოვიდა კარში გასულ ბიჭს მკლავში წვდა და მერე წინ გადაეღობა_ამისთვის მოხვედი? ეგ რომ გეთქვა იმისთვის მოხვედი აქამდე?
_მოვედი და უკვე მივდივარ...კარი ჩაკეტე და დაიძინე
_ვერ გიტან
_ხსირად გაიმეორე ხოლმე და ბოლოს დაიჯერებ
_ასე ნუ მიყურებ , ასე ნუ მელაპარაკები
_და ასეთი ნუ ვარ ხომ? _გაიცინა და მისკენ დაიხარა _ გაითვალისწინე ის რაც გითხარი და გამეცალე
_შენ არ გაქვს უფლება
_უფლებებს და კანონებს არ ვცნობ
_რა გინდა ჩემგან
_რომ მომინდება იგრძნობ , მთელი სხეულით _ სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაუწია, ყბის კუთხეში აკოცა და შემდეგ ისევ სცადა წასვლა
_ეს იაფფასიანი ნაბიჯები...ასე იტყუებ სულელ ქალებს საწოლში? ჟრუანტელმა დამიარა , ვაღიარებ
_ნუ მიწვევ ჭორფლიანო
_გაბუნიას ვუყვარვარ , რატომ მეუბნები რომ არ წავიდე
_შენნაირ ქალებს წარმოდგენა არ აქვთ სიყვარულზე ... გაბუნია ოცნების პრინცი გგონია შესაძლოა არის კიდეც , მაგრამ შენთვის არა ! მისნაირებს ქალები არ უყვართ
_შენ მას არ იცნობ უბრალოდ ახალ მიზეზს ეძებ ჩხუბისთვის
_როგორც გინდა...მე უკვე ყველაფერი ვთქვი

იმ ღამით თვალი ვერ მოხუჭა , მაგრამ დილა მაინც ისე დაიწყო როგორც გეგმავდა. ყველაფერი გააკეთა დღის განმავლობაში და შემდეგ ვახშმისთვის მზადება დაიწყო
_არა ...არ მივდივარ _კაბა საწოლზე დააგდო და თმებიც გაიშალა
_როგორ არ მიდიხარ ... ერთი კვირაა იმაზე ვფიქრობთ რა უნდა გითხრას
_ლიკუნა არ შემიძლია ... არ მიყვარს , არც შემიყვარდება
_სამაგიეროდ მოგწონს
_მომწონს მისი გონება, ქცევები, დამოკიდებულება სამუსაოსადმი მაგრამ მე დამქირავებელი არ ვარ და სამსახურში არ ამყავს...არ მინდა
_როდის გახდი რომანტიკოსი ...შენ არ ამბობდი კაცი შენზე ჭკვიანი, მაგარი, მატერიალურად უზრუნველყოფილი და გონებაგახსნილი უნდა იყოსო? მარტო ქალებთან ფლირტი არ უნდა იცოდეს და შენს გამო ყველაფერზე იყოს წამსვლელიო?
_ხომ არ მოგწონდა ახლა რამ გაგაგიჟა ლიკუნა?
_მე კი არა შენ რამ გაგაგიჟა
_რა ხდება? მართლა არ მიდის? რამ კი არა ვინ გააგიჟა _ ნია შევარდა ჩანთა დააგდო და სუნთქვაგახშირებული დაეშვა ლიკუნას გვერდით_საცობი იყო ვეღარ გამოვაღწიე ...რა ხდება ვინმე გამაგებინებს? რატომ ისვრის ეს გოგო თვალებიდან ნაღმებს
_არ შეიძლება რომ უბრალოდ არ მინდოდეს? არ მინდა დღეს სადმე გასვლა და საერთოდ აღარ მინდა ეს ყველაფერი . რა აუცილებელია შეყვარებული მყავდეს , არ მაქვს არავის ნერვები
_კარგი მაშინ პიცა შევუკვეთოთ ...
_დარჩებით ჩემთან?
_ჯანოს უნდა დავურეკო და ვთხოვო დაბრუნდეს თორემ მის გარეშე ნამდვილად მოწყენილი ხარ
_ვეღარავის ეჩხუბება და ლომკა აქვს
ბიჭს დაურეკა , უთხრა ვერ წამოვალო ბოდიშიც მოუხადა და შემდეგ გოგონებთან ერთად ჩაუჯდა ფილმს.
გვიან მაინც მარტო დარჩა , ორივეს წასვლა მოუხდა და კარი რომ მიხურა ისევ ცარიელ სახლში აღმოჩნდა. ბავშვობიდან ვერ იტანდა მარტო ყოფნას არც ხმაური უყვარდა , მაგრამ მარტოობის შიში ჰქონდა. სულ პატარა იყო მის ძველ სახლში ქურდები რომ შევიდნენ. კადრები მეხსიერებაში ჩარჩა როგორ ჩაარტყეს იარაღი მამას, როგორ შეუკრეს ხელები დედას და საკუჭნაოში გაკოკეტეს სრულიად მარტო . დილამდე იქ იყო სანამ მშობლებმა თავის გათავისუფლება არ მოახერხეს.
ეზიზღებოდა სიბნელე, პატარა სივრცეები და ჯანოს მიმართაც პროტესტის გრძნობა ჰქონდა დამნაშავეებთან რომ ურთიერთობდა.
უკვე საძინებელში იყო კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგო , ოფიქრა ისევ გიორგიაო და სწრაფად გაიქცა
_გასაღები დაკარგეთ ბატონო გიორგი? _ სიბნელეში მდგომი არც დაუნახავს ისე უთხრა და შემდეგ სრულიად სხვა რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა _ საბა ?
_სხვას ელოდი ლამაზო? მე ისევ გადამაგდე და მშვიდად ერთობი არა?
_შენ რა მთვრალი ხარ?
_ადრე მივედი , ვნერვიულობდი არ დავაგვიანო_თქო და რომ არ მოხვედი ცოტა დავლიე ... _ სახლში მშვიდად მიაბიჯებდა და კედელს მიაყოლებდა თითებს თითქოს რაღაცას აკვირდებოდა
_საბა ახლა სტუმრობისთვის ნამდვილად არ არის შესაფერისი დრო თანაც ნასვამი ხარ და სჯობს დაისვენო . ხვალ ვისაუბროთ
_სახლიდანაც მაგდებ მართა? რა დავაშავე ასეთი თქვენი აღმატებულების ყურადღება რომ ვერ მივიქციე ...ზოგ_ზოგებივით რეციდივისტი დამნაშავე რომ არ ვარ იმიტომ? გაუნათლებელი, ხეპრე და შეუგნებელი ხისთავიანი ქუჩის ბიჭი რომ არ ვარ ? აუცილებლად ყოველ მეორეს უნდა ვცემდე, ვიგინებოდე და ჩემი გეშინოდეს რომ შემომხედო?
_საბა მიყვირი იცი? მე კი ვერ ვიტან როდესაც ასე მექცევიან... ვერ აზროვნებ ალბათ შესაფერისად და გაპატიებ
_რას მაპატიებ გოგო...სიმართლეს? ვიღაც გიორგას გამო გადამაგდე არადა ჭკვიანი გოგო მეგონე და თურმე შენც ჩვეულებრივი ქარაფშუტა გოგო ხარ რომელიც უფრო მარტივად იკერება თუ უხეში იქნები _ ანთებული თვალებით უყურებდა მერე მისკენ დაიძრა და მკლავში წვდა _ არც ეგაა პრობლემა , ექსკლუზიურად შენთვის ... _თითები თმაზე ჩამოუსვა და მერე ცხვირთან მიიტანა _ შენი სურნელიც კი გონებას მირევს
_ხელი გამიშვი და აქედან წადი...ბოდავ, არ ხარ შეჩვეული სასმელის ჭარბ დოზას
_ჩშშ ... ნუ ღელავ ეს ღამე ჩემი და შენი იყო და იქნება კიდეც _თითები ტუჩებზე მიადო მართამ თავი გასწია მაგრამ ყბაზე მოუჭირა _ნუ ფართხალებ
_საბა უკვე აჭარბებ და დამიჯერე კარგი არაფერი მოხდება. ყველა გზას მოიჭრი ჩემამდე მოსასვლელს
_რომელ გზას ... შენ ჩემი არასდროს გახდები. მე კი უკვე ვგიჟდები ისე მინდიხარ . ყველგან მეჩვენება შენი წითური თმა და თეთრი კანი ... შენი სურნელი _ შეშლილს ჰგავდა , უფრო მიუახლოვდა , მოშიშვლებულ მხარზე აკოცა და ხელი ხალათის შიგნით შეუცურა _ შენ ჩემი უნდა იყო ... მე ბევრი რამ გავაკეთე შენთვის და ასე ვერ მომიშორებ !
_ხელი გამიშვი _მეთქი _ სახეში გაარტყა და მკერდზე ხელი ჰკრა _ ახლავე გაეთრიე აქედან...შენი სითავხედე ყველა საზღვარს გასცდა. თავი ვინ გგონია
_როგორ მიყვარს ცეცხლს რომ ემსგავსები ..._ლოყა დაიზილა და ისევ მიუახლოვდა მართამ იატაკზე დადებული ლარნაკი აიღო და მაღლა ასწია
_წადი თორემ რამეს დაგიშავებ და არ ღირს ამ ღამეს გააყოლო შენი მშვიდი ცხოვრება
_დამარტყავ? სულ ერთია...აქედან მაინც არ წავალ იმის გარეშე რაც მინდა , მოაშორე ეგ რაღაც და ჩემთან მოდი
_მეზიზღებიან სეუგნებელი ადამიანები_ გაგიჟებული იყო, ისევ რომ შეეხო ხელი მაღლა ასწია და ლარნაკი ჩაარტყა . ბიჭი გონებადაკარგული აყირავდა და მის წინ გაიშხლართა იატაკზე.
გონს რომ მოვიდა მიხვდა რომ ბიჭს თავიდან სისხლი სდიოდა და პანიკა გაუძლიერდა.
აკანკალებული სხეულით დაჰყურებდა ბიჭს და შეხებასაც ვერ ბედავდა. მობილური აიღო და არც უფიქრია ისე დარეკა ნაცნობ ნომერზე
_გიორგი ...მოდი გთხოვ , მოდი ძალაინ მალე
_რა გჭირს ... მართა რა ხმა გაქვს
_მოდი , მოდი და მიშველე _კედელთან ჩაიკეცა, იატაკზე იჯდა და ელოდა. მალე გაისმა კარის ხმა , ნაბიჯები და სხეულზე მოხვეული ხელები
_კარგად ხარ? რამე დაგიშავა? რატო. აქამდე არ დამირეკე ... შემომხედე
_გამაბრაზა...საშინლად მელაპარაკა და ჩავარტყი . მგონი მოვკალი
_ჩშშ... ყველაფერი კარგადაა. მე აქ ვარ თვალები დახუჭე და ასამდე თვლა დაიწყე მერე საძინებელში ადი და იქ დამელოდე _ შუბლზე აკოცა მერე თითები დაუკოცნა და ბოლოს მოშორდა
_ხომ მოხვალ
_მოვალ ... ძალიან მალე მოვალ
_ის ?
_აქ არავინაა მხოლოდ მე და შენ
საძინებელში იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა ქვემოთ რა ხდებოდა. გონს რომ მოვიდა გიორგი მის წინ იდგა და უყურებდა
_ჟღალო შენც გაგიჟდი?
_სადაა...მოვკალი და შენ გვამი გადამალე?
_არ მოგიკლავს... სუსტი თავი აქვს და გაითიშა _ მის გვერდით დაჯდა და თან იცინოდა_მე უფრო მაგარი მეგონე ...ასე უცებ გაითიშე? რო ურტყავ მერე უფრო მაგრად არ უნდა იყო?
_გიორგიი
_ჩშშ...ნუ კანკალებ . ყველაფერი როგზეა უბრალოდ ს*რები უნდა გაარჩიო კაცებისგან
_სად არის
_ხომ გითხარი
_მე დავარტყი...შემეძლო მესაუბრა , მაგრამ დავატყი
_მართა მორჩი პანიკას _ გააჩერა და ბეჭზე მოხვია ხელი _ შემომხედე და გაიმეორე
_არ მინდა არაფრის განმეორება ყველაფერი შენი ბრალია მოხვედი და ისე მომიშალე ნერვები რომ ყველაფერი ავურიე . დავარტყი, თავში ლარნაკი ჩავარტყი და მერე არც შევხებივარ ისე ვუყურებდი როგორც ცივსისხლიანი
_ჩშშ არაფერი დაგიშავებია უბრალოდ პასუხი გაეცი და მორჩა _ ჯერ ლოყაზე კოცნიდა და თმაზე ეფერებოდა მერე ტუჩებამდე მივიდა და ნაზად შეეხო
_შენი ბრალია და შენი კოცნების _თვალები დახუჭული ჰქონდა და ისე ლაპარაკობდა _ შენი საშინელი ხელების და ამ შეხების ...თითქოს ტერიტორია მონიშნედა ახლა სხვა რომ მეხება ვგიჟდები იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე _ ჩუმად ლაპარაკობდა ის კი უკვე ყელზე კოცნიდა
_სად გაკოცა ... რას აკეთებდა დარტყმა რომ გადაწყვიტე _ ისეთ დროს უთხრა თითქოს არც აინტერესებდა და არაფრის კითხვა სურდა. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა
_თითებით მეხებოდა და მერე ჩავარტყი ... _გიორგის მკლავებს თითებით აუყვა და შემდეგ ბეჭებზე გადავიდა_სად წაიყვანე ... გამოფხიზლდა? კიდევ რომ მნახოს და თქვას რაც გავაკეთე?
_გამოფხიზლდა და ვისაუბრეთ...აღარასდროს დაგელაპარაკება , დიდხანს არც შემოგხედავს
_ელაპარაკე შეენ? სცემე ? ისედაც თავი გავუტეხე და შენ კიდევ დაუმატე ?
_ჩშშ ...აქ მოდი _ ისევ გააჩერა , თვალებში უყურებდა სრულიად მშვიდად _ ცოცხალია და იცოცხლებს ,ისე თითქოს არც გიცნობდა . თუ გინდა რომ ისევ ნახო და არ გეთმობა მისნაირი თაყვანისმცემელი
_სულ ვამბობდი კაცებს პრობლემების მეტი არაფერი მოაქვთ_თქო და მართალიც ვიყავი ...
_მეც კაცი ვარ სხვათაშორის
_შენ ყველაზე დიდი პრობლემა ხარ ჩემს ცხოვრებაში და ჯერ ისიც ვერ გავარკვიე მოშორება მინდა თუ არა
_მთავარი იცი რა არის? მე რა მომინდება შენგან წასვლა თუ დარჩენა ... წამალი დალიე და დაიძინე
_არ მინდა ... და
_აბა რა გინდა ასე უნდა იყო ხან იტირო და ხან იჩხუბო?
_შენ წახვალ?
_როგორც გინდა ისე იფიქრე
_და სინამდვილეში წახვალ?
_კარგი ...დაწექი და მოვალ
_რაა? მე არ მითქვამს რომ
_შენ არასდროს იტყვი იმას რაც გინდა და რომ დავაიგნორე შენი მზერა კი ჩანს სადამდეც მივედით _ ოთახიდან გავიდა , მართა ხალათით დაწვა და თვალები დახუჭა . კარი რომ გაიღო და ბატონი გამოჩნდა ნაცრისფერი შორტისამარა წამსვე წამოიწია
_მაგ ფორმით არ დაგაწვენ და საერთოდ რატომ უნდა დაწვე ჩემს გვერ_ სანამ ლაპარაკობდა გიორგიმ შუქი ჩააქრო და საწოლზე მოთავსდდა. მერე ხელი ჩაავლო და ქვემოთ ისე დასწია წამოკივლებაღა მოასწრო
_გაჩუმდი თორემ ამასაც გავიხდი და ისე დავწვები ... ეს ხალათი რა უბედურებაა _ უცებ გაუხსნა ქამარი და შიგნით რაც ეცვა რომ დაინახა მაშინვე შეუკრა _ ვიძინებთ და ზედმეტი მოძრაობები არ გაბედო თორემ იმაზე მალე შეიცნობ ჭეშმარიტ სიამოვნებას ვიდრე ოცნებობ
_თავხედო ... იდიოტო რას ვოცნებობ მე კი არა
_გაჩუმდი !
_ხელი გამიშვი ...საერთოდაც ჯანო რომ დაბრუნდეს და აქ გნახოს აქვე გამოგჭრის ყელს
_შესანიშნავი იდეაა ... აანამ არ დაბრუნდება მანამ ვიქნები აქ _ ხელი მის მუცელზე ედო, პირქვე იწვა და თავი მასთან ისე ახლოს ედო რომ მის სუნთქვასაც გრძნობდა
_შენ
_ისუნთქე და მოდუნდი
_ვსუნთქავ
_დაიძინე
_ვერ დავიძინებ...არ შემიძლია
_თვალები დახუჭე და ადროვე ტვინს აღიქვას როგორ გსიამოვნებს ჩემთან ახლოს ყოფნა
_არაფერიც
_გააკეთე რაც გითხარი და მერე მელაპარაკე _ ხელი მოშორა და გადაბრუნდა მართა თითქოს გაიყინა . თვალები დახუჭა და ნელ_ნელა დამშვიდდა. აღიქვა ოთახში მისი სურნელი, სითბო რომელიც მისგან მოდიოდა. შემდგ მის ზურგს შეხედა დაბალ განათებაზე ხედავდა მის მალებს და ტატუს რომელიც ვერაფერს მიამსგავსა , მაგრამ ძალიან მოეწონა .
_თვალები დახუჭე_თქო ასე გითხარი მე მიყურე_თქო არ მითქვამს _მოულოდნელად გადაბრუნდა და მართას თვალები გაუფართოვდა
_იდიოტი _ ზურგი აქცია და გაჩუმდა. გიორგი რომ ჩაეხუტა სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა იმდენად რომ უაზრო კამათის სურვილი აღარ ჰქონდა და მალევე ჩაეძინა .
დილით მარტოს გაეღვიძა , სახლში აღარც ჩხუბის კვალი იყო და აღარც გიორგი ჩანდა სადმე. ეგონა რომ ისევ იგივე დაიწყებოდა , ისევ გადაიკარგებოდა და ყველაფერი დასრულდებოდა.
ღამე გვიან მივიდა სახლში მთელი დღე გარეთ გაატარა და გადაღლილი იყო . ფეხსაცმელი შესასვლელშივე გაიხადა, თმიდან სარჭი მოიშორა და პერანგის ღილების გახსნა დაიწყო
_ყოველთვის ეფექტურ შემოსვლებს ანიჭებ უპირატესობას _ გიორგი დივანზე იწვა და რაღაცას უყურებდა
_შენ აქ ხარ?
_ნწ, გეჩვენები
_მშია რამე ხომ არ მოგიმზადებია
_მეღადავები?
_იქნებ საჭმლის მომზადება მაინც იცი ...არა ხომ? მხოლოდ გინება , ჩხუბი და ხისთავიანობა გამოგდის კარგად. ანა სულ გადაღლილია, ათასი საქმე აქვთ და შენ საერთოდ არ ეხმარები
_ჟორდანიების საქმე მე არ მეხება ...
_რას ელოდები , როდის უნდა ნახო
_როცა მოუნდება მიპოვნის
_ანუ ის უნდა მოვიდეს? ელოდები როდის აწყენინებს თარაში რომ მერე უთხრა ხომ გაფრთხილებდიო?
_შენ რაღაც ძალიან მოგწონს თარაში ... თუმცა შენგან არ მიკვირს კაცების აზრზე არ ხარ
_ოდნავადაც არ გენატრება? აქ ხარ , შეგიძლია მი გვერდით იყო და არ ნახულობ
_არასდროს ვყოფილვარ სენტიმენტალური ... არც ანას უყვარს ზედმეტი ჩახუტებები და მოფერებები
_დაღლილია და სჭირდება ადამიანი რომელსაც დაეყრდნობა
_ხომ ჰყავს თარაში
_თარაშს ედრები? შენ მისი ძმა ხარ და შენთვის რამდენი რამ აქვს გაკეთებული...ასეთი უმადური როგორ ხარ
_ნუ ყვირი ...
_მის ადგილას რომ ვიყო რამეს დაგმართებდი
_ანას შენზე მეტად ვუყვარვარ და ვერასდროს გამიმეტებს
_ჩემზე მეტად ნებისმიერს ეყვარები
_დარწმუმებული ხარ?
_სიყვარულზე ლაპარაკი გინდა?
_არა ...მეც მშია
_მოამზადე და ჭამე _ ზემოთ ავიდა და დიდხანს აღარ გამოჩენილა. გიორგი ისევ დივანზე დაწვა გარეთ წვიმდა და ძველი ჭრილობები თავს ახსენებდნენ ასეთ დროს . დაღლილიც იყო და უბრალოდ დასვენება უნდოდა სხვა არაფერი. თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ არ ეძინა მართა სახლს ალგებდა, მერე სამზარეულოში გავიდა და იქედან ისმოდა ხმა.
იმ საღამოს ალბათ მშვიდად გაატარებდნენ გიორგისთვის რომ არ დაერეკათ. შემდეგ წავიდა და მთელი ღამე არ დაბრუნებულა მართა კი გაბრაზებული იყო ბოლოს ქალის სახელი გაიგო და ეჭვიანობისგან სკდებოდა იმის წარმოდგენისას რომ გიორგი ვიღაც ქალთან ერთად იყო .
გამთენიისას გაიგო ნაბიჯების ხმა და შემდეგ საძინებლის კარიც გაიღო. ნელა დაწვა საწოლზე და ის იყო თმაზე უნდა შეხებოდა მართამ თვალები რომ გაახილა
_შენს ოთახში მიბრძანდი აქ მე თავშესაფარი არ მაქვს
_ახლა არ გინდა რა ... დაიძინე
_ენერგია გამოგაცალეს ბატონო გიორგი? და ბარემ იქ დარჩენილიყავით ვინმე თეკლასთან ... თუ ჩემთან ძილი უფრო მოგეწონა
_ღემერთო ამ ქალებს სულელური ეჭვიანობის უნარი რატომ მიეცი ... _ ჩუმად თქვა და მერე ხელი მოხვია_ ხმა არ გავიგო !
_ხელი გამიშვი...გულისამრევია
_გაჩუმდი _მეთქი რაც არ იცი იმაზე ნუ ლაპარაკობ!
_და მაინც რა არ ვიცი
_შენ ჩემზე არაფერი იცი , დამიჯერე
*^*^*^
ანა მუშებთან ერთად იყო, ხელფასის გაზრდის შესახებ ამცნო და შემდეგ დიდი აურზაური გამოიწვია. ბევრ რამეს აკეთებდა ქალბატონი ჟორდანია , ისეთ დეტალებზე ზრუნავდა მანამდე რომ ვერავინ აქცევდა ყურადღებას .ბავშვებს ეთამაშებოდა და იმათთვის ვინც სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდა სხვა სამუშაოს პოულობდა . სამსახურიდან ყველა გაუშვა ვინც ქურდობდა ან უსაქმურობდა და ჟორდანიების ქონებას პარავდა. მათ ნაცვლად ისინი აიყვანა ვინც პატიოსნად ასრულებდა საქმეს .
წვიმდა , ცხენზე იჯდა და სწრაფად მიაჭენებდა . მუცელი საშინლად ტკიოდა , წამებს ითვლიდა როდის შევიდოდა სახლში. თავლასთან ბიჭები იყვნენ ერთ_ერთის დახმარებით ჩამოვიდა და ფეხზე დადგომა ძლივს მოახერხა. თინა კართან იდგა , გვერდი სწრაფად აუარა და საძინებლისკენ წავიდა.
თბილი შხაპი მიიღო და როდესაც დამშვიდდა შემდეგ კარადიდან ფეხმძიმობის ტესტი ამოიღო. რამდენიმე დღის წინ იყიდა ,მაგრამ ჩატარებას ვერ ბედავდა . ლამის ყოველ დღე იღებდა კარადიდან და შეკვრას დაჰყუებდა. ხელები უკანკალებდა , მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა და შეკვრა გახსნა
ნიჟარასთან იდგა და წამებს ითვლოდა ვერ ხვდებოდა დადებითი პასუხი უნდოდა თუ არა, მაგრამ ტესტზე ორი ხაზი რომ დაინახა გულისცემა აუჩქარდა. რამდენიმე წუთს ჩუმად იყო , შემდეგ მუცელზე ხელი მიიდო მცირედ ტკივილს ისევ გრძნობდა. მაშინვე საძინებელში გავიდა ჩანთა აიღო და პირველ სართულზე სწრაფად ჩავიდა . პირველად იყო ცხოვრებაში ასეთი დამფრთხალი და საერთოდ ვერ იაზრებდა ვერაფერს . სუფრასთან ისხდნენ, ანას ელოდნენ . დიდხანს არ უფიქრია, ზედმეტად იყო აღელვებული . მაგიდასთან მივიდა და ყველამ რომ შეხედა მაშინვე თქვა
_გილოცავთ , ფეხმძიმედ ვარ _ საკუთარი ხმა რომ გაიგო გულისცემა გაუორმაგდა. ყველა ერთბაშად წამოიშალა , ემოციების ზღვა დაატყდა თავს. კარგად ვერაფერს ხედავდა და იაზრებდა, მხოლოდ თარაშის მზერას ეძებდა რომელიც ისევ ისე გაშეშებული იჯდა სკამზე და ისე უყურებდა თითქოს ზეციური ქმნილება იდგა მის წინ
_მე უნდა წავიდე...ვინმეს დაუძახეთ კლინიკაში წამიყვანოს
_სასწრაფოდ წაიყვანეთ კლინიკაში...ამ წვიმაში ცხენით დადიოდა. ღმერთო გვიშველე... - თინა წამსვე გონს მოვიდა
_ნონა შეგიძლია წამომყვე ? მარტო ყოფნა არ მინდა _ ანამ უთხრა და დამრგვალებული თვალები მიაპყრო
_და თქმა უნდა ჩემო ლამაზო...მე იმიტომ არ გითხარი რომ ვიფიქრე არ ისურვებდი
_მე წავიყვან რა საჭიროა ყველა გამოყვეს ... - თარაში ამეტყველდა როგორც იქნა , მიუახლოვდა და ხელის შეხება რომ დააპირა ანა მაშინვე მოშორდა
_მე ასე მინდა და შენ რაც შეგეხება შეგიძლია დარჩე ... შენ ხომ საქმის შენი ნაწილი უკვე შეასრულე _ ჩუმად უთხრა, თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა და ბოლომდე ანადგურებდა ჟორდანიას
სავარძელში დაჯდა ,მთელი სხეული უკანკალებდა, თითები ერთმანეთში ახლართა და თვალები წამით დახუჭა. ისევ მისგან დამოუკიდებლად, დაუგეგმავად ხდებოდა ყველაფერი და ისიც დინებას მიჰყვებოდა.
მხოლოდ გასვლისას თქვა მუცელი მტკივაო და მანქანაში დაჯდა. ნონა მის გვერდით იყო და ისე ღელავდა ლამის იქეთ იყო დასამშვიდებელი
თარაში არაფერს ამბობდა მხოლოდ სიჩქარეს უმატა და რამდენიმე წუთში საავადმყოფოსთან იყვნენ. ანას კარი გაუღო და ხელი ჩაკიდა
-ძალიან გტკივა?
-არა
ექიმთან რომ შევიდნენ უფრო ანერვიულდა. უკვე საწოლზე იწვა და ეკრანს უყურებდა . მერე ექიმმა რომ თქვა ვხედავო წამსვე მიიპყრო თარაშის ყურადღებაც თითქოს მანამდე არ ეჯერა . სუნთქვა შეეკრა,პატარა ბავშვივით იღიმოდა და შემდეგ ხმაც ესმოდა , ხმა რომელიც სავარაუდოდ იმ პატარა არსების იყო ანას მუცელში რომ იზრდებოდა .
იმ წამს თავდაყირა დადგა ჟორდანიას ცხოვრება , გამომეტყველებაც კი სხვანაირი გაუხდა, ექიმს ათასი კითხვა დაუსვა. ანას საუბრის საშუალებაც არ მისცა , კაბინეტიდან ისე გავიდნენ სუნთქვაც ვერ დაიმშვიდა
_ხომ გაიგე ექიმმა რა თქვა
_მეც იქ ვიყავი თარაშ და ძალიან გთხოვ არ მაქვს ამ ყალბი ემოციების ნერვები. ნონა წამლებს მოიტანს და სახლში მისვლამდე არაფერი თქვა . გაიგო რომ ვითომ გიხარია _ წარბშეკრულმა უთხრა ჩანთა გამოართვა და მანქანაში დაჯდა.
სახლში მისულს კი ვინ დატოვებდა მარტო. ყველა რაღაცას ეკითხებოდა. საძინებელშიც შევიდნენ, ათასი საჭმელი მიუტანეს. წამლების მიღებამდე და მერეც . თინა ბოლოს ისეთი ბედნიერი როდის ნახა არც კი ახსოვდა თარაშს.
_იმედია ახლა მაინც მოხვალ გონს და არ შეაძულებ იმ ბავშვს ანას
_ამირან როგორ იცი ხოლმე მოჩვენებასავით გამოჩენა
_მარტო დალევა რა წესია
_შენთვის არ შეიძლება...ისე ნუ იზამ ჩემს შვილს რომ ვერ მოესწრო
_იმედია შენნაირი არ იქნება
_მე ბიჭი მინდა რომ იყოს
_დიდი ხანია გოგო შვილიშვილი არ მყოლია
_ასე რატომ მიყურებ ამირან? _ ჭიქა გაავსო და ტუჩთან მიიტანა
_რა დაუშავე იმ გოგოს ასე რომ გექცევა. არადა ისეთი კარგი გოგოა, ზღვრამდე როგორ მიიყვანე
_როგორც მეუბნები ხოლმე , საკუთარი თავის გარდა ვერაფერს ვხედავდი და ახლა მგონია რომ საკუთარი თავი მანადგურებს , სხვა არავინ და არაფერი
_მგონი გონს მოდიხარ
_დავაგვიანე ? ხო ძალიან დავაგვიანე და ახლა აღარ ვიცი რა გავაკეთო
_ახლა იმ ქალს შენ შვილს რომ ატარებს მუცლით ისე უნდა მოექცე როგორც ქალღმერთს . ჭკუიდან რომ გადაგიყვანოს მაინც ისე უნდა მოიქცე რომ მან არ ინერვიულოს...
-ბავშვამდეც ქალღმერთი იყო , ხომ ასეა ახლა კიდევ უფრო გაძლიერდება და მე მამა გავხდები, მისი შვილის მამა
-ცხოვრებაში არ არსებობს ტკივილი რომელიც შვილის დაკარგვაზე უფრო მტკივნეულია ... დროულად გადადი ქმედებაზე , ახლა ის დროა როდესაც შენი ხასიათ უნდა გამოგადგეს და იმოქმედო . ბავშვზე იზრუნე
_პირველ შვილზე ამბობ?
_ხო...მაშინ მეც რომ გამომეჩინა გონიერება ყველაფერი გვერდით გადამედო და მასზე მეზრუნა ახლა ჩემი ოჯახი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. იზრუნე ანაზე და ბავშვზე ამაზე დიდს ვერაფერს გააკეთებ ცხოვრებაში შეაყვარო თავი ქალს და გახდე მამა...
გვიან შევიდა ოთახში , მაშინ როდესაც არავინ იყო ანასთან . კარი ხმაურით გააღო, მაგრამ მძინარე რომ დაინახა მაშინვე შეანელა სვლა. მუცელზე ჰქონდა ხელები მოხვეული , თავი ფანჯრისკენ შეებრუნებინა და ისე ეძინა. ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს , მუხლებზე დადგა და ხელი მუცლის ზემოთ გააჩერა, შეხების შეეშინდა არ უნდოდა გაეღვიძებინა
_იქ ტყეში ამორძალივით ლამაზი ქალი დავინახე , ლამის ცხენიდან გადმოვვარდი . ისეთი მზერა ჰქონდა ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან ... იმ ქალს ეშინოდა და მაინც იმ ქალის ნებისმიერ კაცს შეეშინდებოდა . ჩემს საძინებელში, ჩემი მოტაცებული ქალი რომ აღმოჩნდა ის ამორძალი ვიფიქრე რომ მეც ისე მშთანთქავდა როგორც სხვა ყველა დანარჩენი...უნდა გამეშვი , დროულად უნდა გამეშვი , მაგრამ არ გამომივიდა . შენ ჩემი პატარძალი გახდი, ჩემი სისუსტე... ჩემი სიგიჟე დაასრულე , ჩემი სიგიჟე მწვერვალამდე აიყვანე , უკონტროლო გამხადე და თავად დაზარალდი ყველაზე მეტად. როგორ შეიძლება შენს შვილს ჩემნაირი მამა ჰყავდეს ... შენნაირი ქალი ჩემნაირს მამობის შანსს სჩუქნიდეს _თავი საწოლზე დადო ხელი ისევ მაღლა ჰქონდა და თითებს ამოძრავებდა ისე რომ არ ეხებოდა .
იატაკზე მჯდომს ჩაეძინა , ხელი ანას მუცელზე ედო და მშვიდად სუნთქავდა.
მის სუნთქვას გრძნობდა, იცოდა ახლოს იყო , შემდეგ შეეხო კიდეც, მაგრამ გამოფხიზლება გვიან მოახერხა. მზის სხივები იპარებოდნენ ოთახში თვალები რომ გაახილა და თარაში დაინახა. თავისი პლედის ნაწილი დააფარა და თითები თმაში შეუცურა. ფრთხილად ამოძრავებდა თითებს და მზის ამოსვლას უყურებდა
_ნეტავ ვიცოდე რას ველი შენგან
...........
კარი როგორც კი გაიღო მაშინვე შევიდა , თავაწეული მიაბიჯებდა. დივანზე დაჯდა ფეხი ფეხზე გადაიდო და ახალგაღვიძებულ ბიჭს მზერა გაუსწორა
_რძალო ამ დილაადრიან რამ შეგაწუხა თქვენი მონა მორჩილი რეზი რომ გაიხსენეთ
_იცი სად არის?
_მოგენატრა? _გაიცინა და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა
_მითხარი სად გაიქცა
_გაიქცა? ღადაობ? ოთხი წელი გაგიძლო სისხლი გამოწოვე , ფიტულუვითაა უკვე ... დას*რდა და ახლა რომ შეგეშვა გაიქცაო ამბობ? რანაირი ქალი ხარ თუ არ ვგიჟდებოდე ბ*ზის შვილი ვიყო
_რევაზ შენთან ჭორაობას არ ვაპირებ . თუ იცი სად არის მითხარი , მნიშვნელოვანი საქმე მაქვს
_არ ვიცი , წასვლამდე მე და უტას გვითხრა საქმეებს თქვენ გაბარებთო და წავიდა. ისეთი გადაღლილი და დატანჯული სახე ჰქონდა რომც ვიცოდე არ გეტყოდი სად წავიდა
_ნუთუ ვერ ხვდები რომ ჩემს გარდა ვერავინ დაეხმარება
_და შენ დაეხმარები? რაღაც არ მჯერა შენი უეცარი მეტამორფოზის ლიზიკო
_კარგი იყოს ისე როგორც გინდა , ბავშვს რომ არ მოგანათლინებ მერე არ გაბრაზდე ! _წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა , მაგრამ რეზი ანკესს წამოეგო და წამებში გადაეღობა წინ
_რაო , რა თქვი?
_მეჩქარება , ჩემი წამებული ქმარი უნდა ვიპოვნო
_სერიოზულად თუ რაღაც საშინელება მოიფიქრე
_რეზიკო მეჩქარება ... იცი სად არის ?
_მართლა არ ვიცი ტო...უტამაც არ იცის. ლალის ჰკითხე?
_ლალიმ არ იცის
_სოფელში ხომ არაა
_არა იქ ახლა ყველა ფეხმძიმე ანას დასტრიალებს თავს. მთელი სოფელი ლოცულობს მომავალი ჟორდანია რომ ჯანმრთელი და დღეგრძელი დაიბადოს
_აი თურმე რაშია საქმე. გაიგე რომ თარაშმა უშენოდ ცხოვრება ისწავლა და მის ჯიბრზე გადაწყვიტე ანდროსთან ურთიერთობის დალაგება? ახლა ანდროსაც გააკეთებინებ ბავშვს და აჩვენებ ყველას რომ ბედნიერი ხარ ?
_შენ მე მართლა სატანა გგონივარ? მე თარაში მიყვარდა და გგონია ოდესმე მასთან ჯობროს გამო გავაკეთებ რამეს? ნეტავ მთელი დარჩენილი ცხოვრება ბედნიერი იყოს ჩემთან ვერ იქნება და ვისთანაც უნდა იმასთან იყოს და თუ ღვთის წყალობა ექნებათ ცხრა ბიჭი და ათი გოგო გააჩენინოს იმ თავის ანას . ახლა კი წავედი , ბავშვს მაინც არ მოგანათლინებ ტყუილად დამახარჯინე დრო !
_შენ პატარა ნაკანი გააჩინე და არ მოვნათლავ , ჯანდაბას . მიდიხარ?
_დღეს თუ ვერ ვიპოვნი ხვალ კაცმა არ იცის როგორ ხასიათზე გავიღვიძებ
_არა , არ შეიძლება ასე არ შეიძლება. აქ მოდიი მე ვიპოვნი შენს ქმარს_ხელი ჩაავლო ,უკან დააბრუნა და მობილური აიღო _დილამშვიდობისა პატარავ ... მომენატრე აბა რა . ხომ იცი ყოველ ღამე შენზე ვფიქრობ , ამ საღამოსვე შევძლებ თუ ერთ პაწაწინა თხოვნას შემისრულებ ... კარგი რა პატარავ მაგას როგორ მეუბნები რას ნიშნავს როცა მჭირდები მაშინ გიხსენებ. ახლა ჩვენზეა სახელმწიფო საქმე, მთელი გვარის გადარჩენას შევძლებთ თუ მეტყვი სად წავიდა ჩემი მეგობარი ... მანქანის ნომერს გეტყვი . ხვალაც დავრჩები ...კარგიი დაგელოდები _მანქანის ნომერი მიწერა და მერე სავარძელში ჩაეშვა
_რამდენი წლისაა შენი მეგობარი ამ დიდი გავლენით
_ბავშვი აღარაა ... ოოჰ რას ვაკეთებ თქვენ გამო . იცოდე შურს ვიძიებ ჩემს ანდროს რამე რომ დამართო
_ისევ უფროს ქალებს ხვდები რეზიკო?
_რის აზრზეც არ ხარ ნუ მელაპარაკები რაა _ სამზარეულოში გავიდა ყავა მოამზადა და ერთი ფინჯანი ლიზასაც მიაწოდა
_გაიგებს? რომ ვერ გაიგოს?
_შანსი არაა რომ ვერ გაიგოს ... ვიღაც დამწყები კი არაა
_შსს_ს მინისტრს ჟ*მავ რევაზ?
_მინისტრი კაცია , რომელიღაც მოადგილეა
_სერიოზულად? _ ლამის დაიხრჩო . რეზიკოს მობილურმა ხმა გამოსცა და ბატონმა შეტყობინებაც მიიღო
_ვიცი სადაც არის და იცოდე
_რევაზ მომეცი მობილური ნუ გამაგიჟებ
_აჰაა ...ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ეშმაკს სული დავუთმე
_ოქრო ხარ რევაზ...ანდრომ თუ არ გამაგიჟა და არ მოვკალი ამ სიკეთისთვის აუცილებლად გადაგიხდი _ მისამართი რომ დაინახა მაშინვე მოეხვია ლოყაზე ხმაურით აკოცა და მერე გაიქცა.
წარმოდგენა არ ჰქონდა რას გააკეთებდა ანდროსთან ორ თვიანი განშორების შემდეგ უბრალოდ მისი ნახვა ჭირდებოდა . პირველად მიდიოდა მძღოლის გარეშე ერთი პატარა ჩანთით მანქანის საჭესთან მოკალათებული გრძელ გზაზე, რომელიც თანდათან უფრო რთულდებოდა. ანდრო იმ სახლში იყო რომელზეც მხოლოდ ამბები სმენოდა ლიზას. ეს იყო ერთადერთი ადგილი ანდროს მფლობელობაში მყოფი რომელშიც არასდროს ყოფილა. განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენდა რომელიც მხოლოდ ნაკანს ეკუთვნოდა და ჟორდანიების ერთი თეთრიც არ დახარჯულა იმ ეზოში.
უკვე ღამე იყო , გზაც აერია . იმდენად რთული სავალი იყო მანქანა საშინელ ხმებს გამოსცემდა. ერთ_ერთ ეზოში ქალი დაინახა ბავშვებთან ერთად ძროხებს აბინავებდა და გადაწყვიტა გაეჩერებინა . უცნობი სტუმარი მაშინვე შენიშნეს და ხის ჭიშკრისკენ დაიძრნენ
_საღამომშვიდობისა... ხომ ვერ მეტყვით ნაკანები საით ცხოვრობენ
_მშვიდობა მოგცეს ღმერთმა შვილო...ჩვენც ნაკანები ვართ. თქვენ ვის ეძებთ . მაღლა ასასვლელი გზა წუხელ ჩაინგრა მანქანით ამ ღამეს ვერ ახვალ შვილო
_მგონი მე სწორედ მანდ უნდა ავიდე... იქნებ შევძლო უბრალოდ მითხარით გზა საიდან გავაგრძელო
_შვილო მარტო ხარ თუ გახლავს ვინმე კაცი
_მარტო ვარ ...
_შვილო მდინარე წვიმებმა აადიდა, გზაზე გადმოვიდა , კლდის ნაწილი ჩამოიშალა და მანქანით კი არა ფეხითაც გაგიძნელდება გადასვლა . იქ არავინ ცხოვრობს ახლა , ვერავინ გიშველის გზაში . შემოდი , თუ გვიკადრებ ამ ღამეს მასპინძლობას გაგიწევთ მთელი გულითა და სულით .
_მე ვერ შეგაწუხებთ...სადმე სასტუმრო არ იქნება? უკან რომ დავბრუნდე რაიონში
_არაფერია შვილო... ჩვენ არ შევწუხდებით . მობრძანდი ვახშამზე დაგვეწვიე და ხვალ ჩემს ბიჭს გაგაყოლებ თუ აუცილებელი საქმე გაქვს
_ძალიან დიდი მადლობა. ჩანთას ავიღებ და მოვალ _ მანქანასთან მივიდა , ხელჩანთა აიღო კარი ჩაკეტა და შემდეგ ქალს გაჰყვა სახლისაკენ. ბავშვები შორიდან უყურებდნენ მერე კი პირველები გავარდნენ სახლისაკენ თან ვიღაცას ეძახდნენ.
ისევ წვიმდა , წვრილი წვეთები ცვიოდა ციდან და საკმაოდ ციოდა. სახლში შეშის ღუმელი დაედგათ რომელსაც მთელი ოთახი გაეთბო და საკმაოდაც ცხელოდა. ახლად გამომცხვარი პურის სუნი ტრიალებდა და ლიზამ შიმშილიც იმ წამს იგრძნო . მეორე ოთახიდან ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა , ფეხმძიმე იყო . თავზე ჭრელი თავსაფარი ჰქონდა მოხვეული , წელზე თბილი თავშალი , ლოყები სიცხისგან აწითლებოდა და სტუმარს უღიმოდა
_საღამომშვიდობისა... შემოგეჭერით
_როგორ გეკადრებათ... დაბრძანდოთ. ქურთუკს გამოგართმევთ
_მე თვითონ...თქვენ არ შეწუხდეთ_უცებ გაიხადა და იქვე ჩამოკიდა _ მე ლიზა მქვია , თქვენ?
_ნათია ... დედას შორენა
_ეს გოგონები თქვენი შვილები არიან? _ ჭრელთვალება ბავშვებს გაუღიმა დედას რომ ეკვროდნენ ფეხებზე და ერთ- ერთს მოეფერა
_ჩემები არიან ...კიდევ მყავს უფროსი ვაჟები . მამასთან ერთად არიან წასულები და მალე დაბრუნდებიან
_მეხუთეს ელოდებით? _ გაოცება ვერ დამალა და გოგონას დააკვირდა. არადა სულ პატარა ჩანდა ისეთი საყვარელი იყო.
_ღვთის წყალობით...
_თქვენ რა გქვიათ არ მეტყვით? _ გოგონებს მოეფერა და გრძელ ნაწნავებზე ჩამოუსვა თითები
_მე მაშო ჩემს პატარა დას დინა
_ძალიან ლამაზები ხართ იცით?
_მადლობა ... თქვენც ძალიან ლამაზი ხართ _ ლოყები აუწითლდა ბავშვს . ლიზამ თავი ვერ შეიკავა და რამდენჯერმე აკოცა . მერე ჩანთა გახსნა და შოკოლადები ამოიღო
_აი ეს თქვენ ... ხომ გიყვართ
_დე ... შეიძლება?
_გამოართვი დე და მადლობა არ დაგავიწყდეს
_მადლობა ლიზა _ბავშვები შოკოლადებით ხელში გაიქცნენ. ნათია დივანზე ჩამოჯდა და ისე შეაწყო ღუმელში შეშები. შემდეგ კარი გააღო და ცხელი პური გამოიღო. ლიზა პირველად ხედავდა ღუმელში გამომცხვარ პურს. ქალები ვახშამის სამზადისში იყვნენ აშკარად. თავს უხერხულად გრძნობდა, მათ ესაუბრებოდა და თან დახმარება შესთავაზა. ორივემ იუარა , მაგრამ სამზარეულოში მაინც გავიდა
_ნაკანი იკითხე და მაინც ვისთან მიდიხარ მაღლა...ნაკანი ხარ და ძველ სახლის მოსანახულებლად ჩამოხველ ამ ამინდში?
_მე ნაკანების რძალი ვარ ... ძველი სახლის ნახვა მინდოდა. მგონი ცუდი დრო შევარჩიე
_იქ მაღლა მხოლოდ ერთი ბიჭია , ჩვენი ანდროა მარტო . ხვალვე ჩამოვიდეს შეიძლება
_ანდლო ძია ჩამოვა ? მითხრა ახალ ზღაპარს მოვიყვებიო კიდევ რომ მოვალო
_დე ...თუ მოახერხებს ჩამოვა, მაგრამ შენი ძმები დაგითმობენ? ხომ იცი სოფელში აპირებენ წასვლას საქმეები აქვთ .
_ანდრო დამპირდაა
_ბები თუ დაგპირდა მოგიყვება ოღონდ დრო რომ ექნება ... თქვენ ხომ არ _ კითქვას აპირებდა სახლში ხმაური რომ გაისმა . კარი გაიღო და ოთხი კაცი გამოჩნდა. დასველებულები იყვნენ და გაყინულები. სახეები თითქმის არ უჩანდათ
_დეე გავიყინეთ და გვშიაა _ ერთ_ერთმა წამსვე დაიძახა 14_15 წლის იქნებოდა. მეორეც მალევე მიჰყვა. ორივე გაწუწული იყო. ქუდები მოიშორეს. ბავშვებს აკოცეს, პური მოტეხეს და მერე ლიზას დააკვირდნენ_მშვენიერი სტუმარი გვყოლია_ წვერმოზრდილმა თვალებისჟუჟუნით გაუღიმა მისი ხელი თავისაში მოიქცია და აკოცა _თქვენი სახელი მშვენიერო
_ელიზაბეტი ლუკა ... ჩემი ცოლი_ ბავშვის ქცევით გაკვირვებულმა გონს მოსვლა ძლივს მოახერხა. ბიჭიდან მზერა მის უკან მდგომ ნაკანზე გადაიტანა და სუნთქვა შეეკრა. თმა კიდევ უფრო მოზრდილი ჰქონდა, წვიმას დაესველებინა, წვერშიც იკარგებოდნენ წვეთები . თვალებიც კი უფრო მუქი მოუჩანდა . არაფერი ესმოდა, არადა ყველას გაუკვირდა და ემოციებს გამოხატავდნენ. ის კი მანძილს ფარავდა , მერე ხელები მოხვია და მისი გულის ხმაც ახლოდან გაიგო. ისევ არ იცოდა იქ რა უნდოდა, მაგრამ უცნაურ თავისუფლებას გრძნობდა ნაკანის მკლავები რომ მოეხვია და ლოყაზე გაყინული ტუჩების შეხება იგრძნო_ აქ რას აკეთებ ლიზ
_სწორ ადგილას მოვსულვარ...თავად მოხვედი ჩემამდე _ ღიმილით უთხრა და მერე ოჯახს გადახედა _ შენი ნათესავებიც გავიცანი უბრალოდ იმის თქმა ვერ მოვასწარი რომ მათი რძალი ვარ
_შანსი არ არის ...
_შენ კი ეუბნებოდი ალბათ უშნო ცოლი გყავს და იმიტომ გამოიქეციო_ერთი ძმა მეორეს ეჩურჩულებოდა, მაგრამ აშკარად ხმამაღლა გამოუვიდა და წამოწითლდა
_შესანიშნავი დღე ყოფილა ... ჩვენი რძალი გვყავს სტუმრად. რას ვიფიქრებდი ანდრიკოს ცოლს ამ სახლში თუ ვნახავდი . მე გიორგი ვარ რძალო, სასიამოვნოა შენი გაცნობა
_ჩემთვისაც... მე გაოცებული ვარ თქვენი ოჯახით. შესანიშნავი შვილები გყავთ და მგონი შვილიშვილებიც მალე გეყოლებათ _ ლუკას გახედა და გაიცინა
_აბა მე რა ვიცოდი ბიცოლა
_ლუიი ბიცოლას ნუ დაუძახებ მაინც არ აქვს დიდად რბილი ხასიათი _ ანდრომ თვალი ჩაუკრა და მერე გოგონები აიყვანა ხელში _ აბა მომიყევით რა გააკეთეთ დღეს... ვახშამს თქვენც ამზადებდით? _ ლიზა დატოვა და დივანზე დაჯდა. ერთი ერთ მუხლზე დაისვა მეორე მეორეზე. ისე გამოიყურებოდა თითქოს გაიზარდა იქ ყოფნის დროს. უფრო მხარბეჭიანი და დაკუნთული ეჩვენა , ნამდვილ მთის შვილს ჰგავდა იმ წამს
_ვიფიქრე კიდეც ანდროს ცოლი იქნება_თქო და ამიხდა კიდეც. გაიხარეთ შვილო ... ანდრო ოქროს ბიჭია
მთელი საღამო სუფრასთან გაატარა. სრულიად სხვა გარემო იყო ანდროს ურეაქციობაც კი ავიწყდებოდა ბავშვებს რომ უყურებდა . იმ ჩვეულებრივ სოფლის სახლში, შეშის ღუმელთან ახლოს ნამდვილი ბედნიერება ტრიალებდა . გარეთ ისევ წვიმდა ამჯერად მსხვილი წვეთები ცვიოდა, ჭქა_ქუხილის ხმა ისმოდა შიგადაშიგ. შუქიც ჩაქრა და ლამფის შუქზე აგრძელებდნენ საუბარს. ბიჭები სვამდნენ , ლიზამაც დალია ერთი ჭიქა და შემდეგ ყველა თავის ოთახში წავიდა. ანდრო გაჩვენებს ოთახსო უთხრეს . ნათიამ თავისი პიჟამა მისცა ერთი სანთელიც და შემდეგ წავიდა

კიბეს აუყვნენ მეორე სართულისკენ . ანდრომ კარი გააღო და პირველი შეუშვა. ხის საწოლი იდგა ოთახის შუაგულში . ისე ციოდა ლიზას კანკალი დაეწყო.
_ასე ჩუმად უნდა იყო?
_რა გინდა რომ გითხრა... აქ თუ მოხვიდოდი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი . საკუთარ თავს გადააჭარბე
_ბრაზობ? მე კი მეგონა გაგახარებდი . ხოდა ხვალვე წავალ
-დარწმუნდი რომ ცოცხალი ვარ და დაბრუნდი ისევ
_სად მიდიხარ
_დივანზე დავიძინებ
_და ყველას გააგებინებ რომ ფეხებზე გკიდია შენმა ცოლმა როგორ გამოიარა ამხელა გზა ? იმის ნაცვლად რომ გიხაროდეს მიბღვერ ! _ხმა გაუტყდა . გული ეტკინა, პატარა ბავშვივით მოერია ცრემლები. ზურგი აქცია და სწრაფად დაიწყო გამოცვლა .იყინებოდა და ხელები ერთმანეთში ებლანდებოდა.
_რატომ ხარ აქ ... ლალიმ გაიძულა? უნდა რომ დავბრუნდე?
_არავის არაფერი უთქვამს, არც რაიმე ჩამიფიქრებია არ შეიძლება უბრალოდ მოვსულიყავი?
_უბრალოდ , შეენ? შეუძლებელია
_მომენატრე ... მგონი ძალიან მომენატრე. ამის გადახარშვა ისედაც მიჭირს და თუ არ გინდა რომ ბრაზი შენზე ამოვანთხიო ნუ მექცევი ასე _ უცებ შებრუნდა, გრძელ წამწამებს სწრაფად აფახუნებდა და ცრემლებიც ცვიოდა თვალებიდან . უცებ იმშრალებდა და მაინც ვერ ჩერდებოდა _შენ არ მოგენატრე? სულ ცოტათი მაინც არ მოგენატრე? იქნებ დავაგვიანე მოსვლა და უკვე გადამიყვარე
_მე მოგენატრე? _ ანდრო უყურებდა და ნელა უახლოვდენოდა მერე თითები ცრემლიან ლოყებზე ჩამოუსვა . გაუხეშებული ჰქონდა კანი, მაგრამ მაინც ძველებურად ნაზი იყო მისი შეხება _ შენ ?
_დიახ მე და მეორედ განმეორებას არ ვაპირებ. ვიყინები, ჩააქრე ეგ სანთელი და ჩემთან დაწექი. თუ არ გამათბობ ხვალ ჩემი ყინულის ქანდაკება დაგხვდება საწოლში_ საბანი ასწია და სწრაფად დაწვა_ გელოდები და ნუ დაიწყებ ახლა შენებურ გაჭედვებს
საბნის ქვეშ ჩაძვრა. მერე ნაკანი მიუწვა გვერდით სიბნელეში ძლივს არჩევდა მის სახეს. ისიც საბნის ქვეშ იყო. კიდევ ეფარათ ზემოდან თბილი პლედები, მაგრამ მაინც ციოდა
_ლიზა
_გაჩუმდი ... დავიღალე , დილიდან გზაში ვარ და ძალიან მეძინება. ხვალ მარტო რომ დავრჩებით მერე ვილაპარაკოთ _მისკენ მიიწია. ხელი თვითონ მოხვია , თავი მიადო და ფეხები მის ფეხებში ახლართა _თუ არ ისუნთქებ დაიხრჩობი და მერე გაიყინები
_გაყინული აღარ გჭირდები? _ ხელები მჭიდროდ მოხვია და ცოტა ხნით გაჩუმდა .
_რომ გათბები წავალ... დაიძინე _თავსე ოდნავ შეახო ტუჩები და ჩუმად უთხრა
_არ წახვალ!
_ლიზა რა დაგემართა ამ ორ თვეში ?
_არაფერიც არ დამემართა...რომ წახვალ ისევ შემცივდება _ გადაბრუნდა და მის ხელებს თავისი მოხვია. ყელზე გრძნობდა მის სუნთქვას და სუნთქვა ეკვროდა . რამდენიმე წამს დამშვიდებას მოანდომა მერე დაღლილობამ სძლია, თბილად იყო და კომფორტულად _არ წახვიდე _ ჩუმად უთხრა დაძინებამდე და მერე გონება გაეთიშა.
ამდენი ხნის შემდეგ , ყველაფრისგან შორს ყოველგვარი ჩხუბის გარეშე ეძინა ლიზას მის გვერდით. იქ იყო , მის გვერდით და ტკბილად ეძინა. სიცხისგან ლოყებიც აუწითლდა , გათენდა და ანდრო ისევ მის ძილს დარაჯობდა. დილამდე მშვიდად იწვა , შემდეგ გადაბრუნდა ანდროს ხელები მოხვია , თავი მკერდზე დაადო , ფეხი წელზე და ასე განაგრძო ძილი რამდებიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ მგრძნობელობა დაუბრუნდა. აშკარად მიხვდა მის ქვემოთ მყოფ კაცს მოსვენება რომ დაუკარგა. თვალები ნელ_ნელა გაახილა და მერე ისე უცებ მოშორდა ანდროს ხელი რომ არა საწოლიდანაც გადავარდებოდა.
_ფრთხილად ...
_რა ჯანდაბაა _ ანდროს ქვეშ მოქცეული სუნთქვააჩქარებული იყურებოდა. ხელები მის მკერდზე ჰქონდა მიყრდნობილი ანდროს კი ერთი საწოლზე ედოო მეორე მის წელზე.
_მშვიდად წოლა არასდროს შეგიძლია და რომ გეუბნებოდი მე მაბრალებდი
_საწოლია უბრალოდ პატარა
_ჩვენი საწოლი ხომ იყო დიდი
_დილიდან ნუ მაჩხუბებ
_რისთვის ჩამოხვედი აქ
_ასე ნუ მიყურებ _თვალებზე ხელები აიფარა , მხოლოდ ტუჩები უჩანდა _საერთოდაც მომშორდი. გათენდა უკვე , აღარ წვიმს და სირცხვილია რას იფიქრებენ. რამდენ ხანს უნდა ვიწვეთ
_გიორგის ოთხი შვილი ჰყავს ვერაფრით გავაკვირვებთ მე და შენ და ნუ ხვანცალებ ...მოისვენე _ ლიზა გადაბრუნებას ეცადა , მაგრამ არ გამოუვიდა _შემომხედე სად მემალები , რა დაემართა ჩემს ეშმაკ ცოლს...კუდი და რქები გზაში დაკარგე?
_ხო ცუდი გზაა აქამდე _ ხელები მოიშორა და სახე დამანჭა _ რა გინდა ? მაინცადამაინც უნდა გამომიწვიო და ამ დილაადრიან რამე ისეთი დაგმართო ?
_ვერაფერს დამმართებ სხვის სახლში ვართ
_დარწმუნებული არ ვიქნებოდი _ ხელები ყელზე შემოხვია. კანზე ეხებოდა ფეხიც მოხარა და წელზე მოხვია _ საერთოდაც , როგორც მახსოვს შენ ჩემთან ამ პოზაში და კიდევ სხვა მრავალ პოზაში მოკარება აკრძალული გაქვს
_ელიზაბეტ ამას გამოწვევა ჰქვია და ჩვენ სახლისგან შორს ვართ , ახლა შემიძლია ვნებააშლილმა გაკოცო
_წარმოუდგენელია , როგორი კაცი ხარ. ვინ აფრთხილებს ცოლს კოცნის წინ
_შენნაირი ცოლი არავის ჰყავს _ ის იყო უნდა ეკოცნა უცებ რომ მოშორდა და ჩაცმა დაიწყო. ლიზა გაბრაზებული უყურებდა , მერე საკუთარი თავი გამოიჭირა ბრაზის მიზეზში და სწრაფად დაიწყო გამოცვლა. თმები დაივარცხნა და ანდროს გაჰყვა უკან.
ყველას ეღვიძა და ჩუმად ფუსფუსებდნენ სტუმრები რომ არ გაეღვიძებინათ.
_დილამშვიდობის _ყველას გაუღიმა ქალბატონმა და პატარებს აკოცა
_დღეს კარგი ამინდია და შევძლებთ სახლში ასვლას
_დარჩით კიდევ სად გარბიხართ
_აცადე დედა ორი თვეა ერთმანეთი არ უნახავთ , მარტო დარჩენა უჯობთ აშკარად _გიორგიმ ანდროს თვალი ჩაუკრა და პასუხი არ მიუღია . ბატონი ნაკანი ბავშვევს უღიმოდა , მაგრამ ლიზა უცნაურად დაიბნა.
_ვისაუზმებთ და წავალთ ... მანქანას ვერ წავიყვანთ ჯერ, ამიტომ აქ დავტოვებთ . გასაღებსაც მოგცემთ ლიზა და თუ რამე გამოიყენეთ
_ფეხით ახვალთ? ლიზა ცოდოა შვილო ვერ ივლის ამ გზაზე
_ცხენს გათხოვებთ
_ცხენს? ვაიმე არა...ცხენზე ვერ დავჯდები თან იმ გზაზე . ფეხით ვივლი მირჩევნია
_თუ გგონია ხელში აგიყვან და ისე გატარებ როგორც სოფელში გავაკეთე, ძალიან ცდები
_არც მჭირდება !
_მაშინ მე ცხენით წავალ შენ და შენი ჩემოდანი ფეხით გამომყევით
_თავხედო!
_ასე თუ ჩხუბობთ თქვენ სულ ორ თვიანი შესვენება კი გჭირდებოდათ _ჩუმად კი ლაპარაკობდნენ , მაგრამ მაინც აშკარა იყო რომ ლიზა გაბრაზდა
_ვეღარ გამიძლო და მთას შეაფარა თავი _ გაიცინა და ჩაის ფინჯანი აიღო
_შენ კი გადალახე მთები და ზღვები და მაინც მიპოვნე _ხელზე აკოცა და გაუღიმა
_საზიზღაროო_უღიმოდა და ტუჩების მოძრაობით ეუბნებოდა
_ისეთი ცეცხლი გაქვთ მეც კი მიკვირს ...არა ნათი?
_გიორგიი გეყოს
_კარგი მეყოს ...
საუზმის შემდეგ დატოვეს იქაურობა. ქალბატონს ერთი სპორტული ჩანთა ჰქონდა წაღებული და ანდროს მიაწოდა
_ცხენით წამოხვალ?
_ვერ დავჯდები...ტვინის შერყევას მივიღებ. ნეკნები დამემტვრევა და შეიძლება გადავვარდე კიდეც
_წინ დაჯექი და მე დაგიჭერ. ნუ გეშინია ჭკვიანი ცხენია
_მეშინია ხომ იცი ... მართლა დამტოვებ და წახვალ?
_შენ ისედაც ფეხით უნდა ამოსულიყავი მე რომ არ მოვსულიყავი იქ
_საერთოდ არ წამოვალ...შენნაირი არც უნდა ეძებო. რისთვის მოვდიოდი ახლა სულ მთლად გამოშტერდი _ მანქანისკენ შებრუნდა ანდრომ ხელი რომ მოხვია და მხარზე გაიდო_რას აკეთებ გადაირიე ? ანდრო ...ანდრო არ დამსვა . გადმოვვარდები ანდროოო _ კიოდა , მაგრამ მაინც შემოსვა ცხენზე. თავადაც დაჯდა . ჩანთა ხელში მიაჩეჩა და აღვირი მოქაჩა
_წავედით ... ათ წუთში მივალთ . ღრმად ისუნთქე და თვალები დახუჭე _ ყურთან ელაპარაკებოდა . ერთი ხელი მის მუცელზე ჰქონდა მოხვეული
_ცუდი ბიჭი ხარ...ძალიან ცუდი. იცოდე სამაგიეროს გადაგიხდი მიწაზე დადგომა თუ შევძელი
_დაველოდები ...ახლა ღრმად ისუნთქე და მოდუნდი
_არ მინდა და არ შემიძლია მოდუნება
_თვალები გაახილე. ნახე რა ლამაზი ხედია წინ და ჩემს სახლსაც დაინახავ
ნელა გაახილა თვალები და ნისლში ჩაკარგული მთები დაინახა. ერთი პატარა სახლიც ჩანდა მთის ქვეშ სხვებიც იყო , მაგრამ ჩამოშლილი ნასახლარები ჩანდა. სიცივე იყო, კანკალებდა, მაგრამ ხედს თვალს ვერ აშორებდა. საშინელი გზა იყო, ძლივს მიდიოდა ცხენი. ბოლოს როგორც იქნა სახლამდე მივიდნენ. ანდრომ ფრთხილად ჩაიყვანა და წამსვე მოეხვია
_როგორც იქნა... მადლობა ღმერთს . ახლა გული წამივა. იდიოტო
_დამშვიდდი...ოდესმე ხომ უნდა დაძლიო ცხენების შიში. ქალი აქლემზეც კი იჯექი და ცხენის როგორ გეშინია
_ხომ იცი რომ მეშინია _ თავი მის მხარზე ედო ისევ და ბუტბუტებდა . მერე უცებ მოშორდა ჩანთა გამოგლიჯა და სახლისკენ წავიდა_დასვენება და ძალების აღდგენა მჭირდება. იმედია საჭმელი გაქვს და შიმშილით არ კვდებოდი .
სახლში შევიდა და ყველაფერი მოიარა. საძინებელიც იპოვნა სანამ ანდრო ბუხარს ანთებდა და მერე ბუხრის წინ დაჯდა და ანდროს შეხედა
_რამდენ ხანს აპირებდი აქ დარჩენას
_და ახლა ვბრუნდები?
_არ დაბრუნდები?
_არა
_ჩემი გეშინია თუ რა ხდება
_ყველაფრისგან შორს მინდა ვიყო . შენ რატომ ვერ ისვენებ ვერ ვხვდები ... ამდენი ხნის ნატვრას გისრულებ, გშორდები
_მე არ გშორდები და დასვენენაც გეყოს. არ დაბრუნდები და მეც აქ დავრჩები. მომწონს აქაურობა, სუფთა ჰაერია . მალე თოვლიც მოვაო ამბობდნენ
_როლებს ვცვლით?
_გადამიყვარე?
_შენ შემიყვარე?
_მეტი საქმე არ მაქვს ... გათხოვილი ქალის სტატუსი უფრო მომწონს ვიდრე ნაკანის ყოფილი ცოლის თანაც მე ხომ არ მინდა რომ ბედნიერი იყო სხვასთან მაშინ როდესაც მე უბედური ვიქნები
_იქნებ შენც გაიცნო კაცი რომელსაც ეყვარები და რომელიც შეგიყვარებს
_შენ გინდა რომ სხვასთან ვიყო? გინდა სხვისი ქალი გავხდე?
_მე რა მინდა მნიშვნელობა ჰქონდა ოდესმე ?
_ანუ მშვიდად გამიშვებ სხვა კაცთან და არაფერს გააკეთებ?
_მე ეგ არ მითქვამს
_შენ ისეთი ხარ მოსვენებას მაინც არ მომცემ და ახლა მესამე კაციც თუ დავტანჯე ნამდვილად საბედისწერო ქალი გავხდები . საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? მე შენნაირი მოღალატე კი არ ვარ
_მე ვარ მოღალატე?
_უი ხოო კაცებს სხვა ქალთან ს*ქსი ღალატად არ გეთვლებათ . გულით ცოლები გიყვართ და რა მნიშვნელობა აქვს როდის , რამდენჯერ და ვისთან დაწვები
_შენ როდის მერე ბრაზობ ეგ ვერ გავიგე
_ახლა ვბრაზობ და გაითვალისწინე
_ისეთი რამ უთხარი მასთან შანსი აღარ მექნება ...არადა უსიტყვოდ იცოდა რა მინდოდა
_გულს მირევ ახლა იცი?
_მე შენ ისედაც გულს გირევ
_ჩემს ნაცვლად ნუ ისაუბრებ შენგან განსხვავებით ჩემი ხასიათი ყოველ დღე იცვლება . ხვალ დილით რომ გავიღვიძებ შეიძლება მომწონდე კიდეც
_მთელი ოთხი წლის განმავლობაში ერთი დღე მაინც რატომ არ იყო სიმშვიდის და მიწაზე დაშვების, ყოველ დღე ბოროტი ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი რატომ ვიყავი
_აქ დიდხანს დავრჩებით?
_მე მთელი ზამთრით ვაპირებ დარჩენას ... შენთვის მეორე ოთახს მოვამზადებ. იქაცაა ღუმელი და დაძინებამდე დავანთებ
_არ მინდა
_და რა გინდა ლიზა?
_შენთან ძილი
_ბოლო გინდა მომიღო ხომ?
_როგორ შემიშინებიხარ _ გაიცინა და მერე ფანჯარასთან მივიდა. სიგარეტს მოუკიდა , ეწეოდა და ანდროს უყურებდა_მიყვარს პატარა ბავშვს რომ ემსგავსები . თვალს მარიდებ, სიტყვებს არჩევ , ცდილობ რომ ისეთი არაფერი თქვა მე რომ კამათი დავიწყო
_ამდენს თუ მაკვირდებოდი და ფიქრობდი ჩემზე ვერ წარმოვიდგენდი
_ვერც მე წარმოვიდგენდი , მაგრამ ერთ დღეს მივხვდი რომ შენზე ძალიან ბევრი რამ ვიცი
_მიუხედავად იმისა რომ ჩემი დანახვა 10 წუთზე მეტხანს გაგიჟებს
_იმ ათ წუთში მოვასწარი _ უცნაურად იღიმოდა. გრძელ , გამხდარ , ფერმკრთალ თითებსშორის სიგარეტის ღერი წითელი ტუჩები და დაწვრილებული თვალები , ეს უცნაური მზერა და ანდროს შეკრული სუნთქვა
_ახალი თამაში მოიფიქრე , მაგრამ ვერ ვხვდები რა. საინტერესოა _ გაიცინა და თვითონაც მოუკიდა სიგარეტს _ ისე შეგეშინდა პოზიციის გასამტკიცებლად ჩანოხვედი, დარწმუნდები რომ ისევ გაღმერთებ და შემდეგ წახვალ?
_უცნაურია იცი? ასე არასდროს მყვარებია... ერთ ოთახში რომ ვართ ჩემ სურნელს რომ გრძნობ წამით საერთოდ ითიშები ცდილობ მხოლოდ ჩემი სუნი დაიჭირო . სულ მაკვირდები, ქვემოდან მიყურებ და ჭკუიდან მშლის ეგ შენი მზერა. თითქოს შემომხედავ და ხვდები რამე თუ მტკივა, მაწუხებს, მაგიჟებს და მერე იმ თემაზე იწყებ ისე საუბარს სულ არ გადარდებს ის რაზეც ვსაუბრობ_სიგარეტი მოიშორა და ანდროს წინ მაგიდაზე დაჯდა . ისევ არ უყურებდა ნაკანი, სიგარეტი გამოართვა , ცეცხლისკენ ისროლა . მის მაჯაზე ჰქონდა თითები შემოხვეული და შემდეგ ხელისგულზე გადავიდა _ანდრო
_ელიზაბეტ არ გინდა გთხოვ...ხომ იცი რაღაც ზღვარს რომ ვცდები მერე საშინელებებს ვაკეთებ და არ ღირს აქ და ახლა ჩემი გამოწვევა
_როგორ შეგიძლია ასე ძალიან გიყვარდე ... ვფიქრობ და ვერ ვხვდები ჩემი გარეგნობის გარდა ჩემში რა შეიძლება მოგწონდეს . მეტყვი რა გიყვარს ?
_არაფერი
_ანდრო _ თითები ხელისგულზე გადაუსვა შემდეგ მაჯაზე გადავიდა და ვენებს აუყვა _ რა იქნება მეც რომ შემიყვარდე
_მივხვდი? _გაიღიმა და ხელი გაითაცისუფლა_ გინდა მაჩვენო როგორია როდესაც ბედნიერი ხარ და ყველაფერს გართმევენ?
_გეყოფა ...
_ლიზა ყველა საზღვარი გადავლახეთ უკვე
სახლიდან წავიდა. ლიზამ ვერ გაიგო სად წავიდა და თანაც ისე ციოდა გარეთ რომ გასვლაც ვერ გაბედა. მარტო დარჩა , საღამომდე ვახშამი მოამზადა . პირველივე რაც გაახსენდა პროდუქტების დანახვისას , სუფრა გაშალა და პირველად ელოდა ანდროს.
საშინელი ტკივილი იგრძნო, სულელური ამბავი იყო მაგრამ მაინც ძალიან ეწყინა ანდრო რომ არ გამოჩნდა. ჭამის მადაც დაეკარგა და სულ მარტო დაწვა ცარიელ საწოლში.
ბალიშზე თავი რომ დადო და ანდროს სუნი იგრძნო სიცარიელის შეგრძნება დაეუფლა. კანკალებდა, საბანში გაეხვია , მაგრამ მაინც ვერ გათბა , ანდროს ბალიშს ჩაეხუტა და ცრემლები წამოუვიდა . დიდხანს ტიროდა, ისე დაეძინა ანდრო არ გამოჩენილა.
..........
ბავშვის არსებობა ანას ცხოვრებაში მზის სხივივით შეიჭრა და მთლიანად შეცვალა . ყოველ დღეს ამაღლებული განწყობით იწყებდა და არ ადარდებდა არაფერი იმ პატარა არსების გარდა რომელსაც გრძნობდა.
მარტო მშვიდად ყოფნა ხშირად უნდოდა და სხვენს აფარებდა თავს. პირველი წიგნი დაასრულა და კიდევ უფრო შეეცვალა დამოკიდებულება ამირანისა და თინას მიმართ. თითქოს ყველას თავიდან იცნობდა და ძალიან მოსწონდა ეს მდგომარეობა.
მეორე წიგნის ჯერი დადგა იგრძნო რომ სწორედ ეს სჭირდებოდა , რაღაც სრულიად განსხვავებული . კიდევ ერთი პატარძლის ამბავი . წიგნის ფურცლებიც კი განსხვავებული იყო მაიას კალიგრაფია იმდენად დახვეწილი იყო რომ ანა დიდხანს აკვირდებოდა . თითქოს ხედავდი როგორი ნაზი , ქალური იყო მისი ავტორი.
„აქამდე წერა არასდროს მიცდია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ შემთხვევით წავაწყდი წიგნს „პატარძალი“ რომელმაც ნათლად მაჩვენა გზა რომელიც გაიარეს ჟორდანიებმა დღემდე . ისტორიას რომელიც , ახლაც ჩემი წერის პროცესშიც გრძელდება .
პატარძალი როდის გავხდი? მოულოდნელად , იმდენად მოულოდნელად რომ დიდხანს გონს ვერ მოვედი. იცით არ მახსოვდა როდის გავიცანი კოსტანტინე , დიდხანს ვიხსენებდი იმ დღეს როდესაც პირველად დამინახა , მაგრამ ვერ გავიხსენე . რამდენიმე დღე ვთხოვდი სიმართლე ეთქვა და როგორღაც აღიარა რომ პირველად ჩემი ნახატი ნახა მეგობრის სახლში , დაინახა ჩემი პორტრეტი და შევუყვარდი . თუმცა მე ამის არ მჯეროდა, როგორ შეიძლებოდა ჩემი თვალების გამო შევყვარებოდი , უბრალო თაფლისფერი თვალები მაქვს არაფერი განსაკუთრებული არ დამინახავს მათში ის კი მიმტკიდებდა რომ ქაღალდზე დატანილმა ჩემმა თვალებმა დაატყვევეს. ფაქტი ერთია მან მიპოვნა , შემისწავლა და შემდეგ გამეცნო.
როგორ გამეცნო? კაფეში შესულს კარში შემეჯახა და ტორტით მომრთო . ვიდექი კარში , კრემში ამოსვრილი,თმიდან ბისკვიტები მცვიოდა, ხელები გაშლილი მქონდა და ხმასაც ვერ ვიღებდი. გგონიათ ბოდიში მომიხადა? თავადაც დაესვარა პერანგი და დამადანაშაულა თურმე მე უნდა დამენახა კარში რომ შევედი და უკან უნდა გადამედგა ნაბიჯი . პირველივე შეხვედრისას რომ მეჩხუბა და გამაგიჟა ეგ ნამდვილად არ დამვიწყნია.
მეორედ უკვე უნივერსიტეტის ეზოში შევხვდი . ჩემი მეგობრები საუბრობდნენ უნივერსიტეტის მომღერალ გუნდზე და მათ სოლისტზე რომელიც ელექტორნულ გიტარაზე უკრავდა და მოვლენა იყო მთელი თბილისის მასშტაბით. მე კი უნივერსიტეტის თვითმართველობის წევრი ვიყავი და კონცერტს ვამზადებდით , ბატონი კი მოსვლას ვერ ახერხებდა . უნდა მეპოვნა ეს ბატონი მომღერალი ბულბული და დამერწმუნებინა რომ ემღერა. მთელი კვირა დავეძებდით მე და ჩემი გოგონები , როგორც იქნა მითხრეს რომ სადღაც კლუბში დადიოდა მეგობრებთან ერთად . მეც როგორც საქმიანი გოგო უკან ვერ დავიხევდი, კონცერტი აუცილებლად უნდა ჩაეტარებინა და მაყურებელი რომ ჰყოლოდა ბატონ კოსტანტინეც უნდა დამეთანხმებინა.
ღამით სახლიდან რომ გავსულიყავი ჩემმა დაქალებმა საოცრებები მოიგონეს, ჩემი ძმები გააბრუეს და როგორღაც გავაღწიე. იმ დროს, ბნელეთში კლუბში რომ მიდიოდი თანაც ჩემნაირი მოუხერხებელი, დაბნეული და მორცხვი გოგო სრულ ჭკუაზე ნამდვილად არ ვიყავი.
ახლაც მახსოვს რა საშინელი ადგილი იყო, ხმამაღალი მუსიკით, მთვრალი ბიჭებით, ნახევრად შიშველი გოგონებით, სიგარეტის კვამლით გაბურული სარდაფი .
-დარწმუნებული ხართ რომ აქ იქნება?- ჩემს უკან მდგომ გოგონებს გადავხედე რომლებსაც აშკარად მოსწონდათ სიტუაცია . ჰიტები ჟღერდა და ცეკვაც დაიწყეს
-თუ ვერ ვიპოვნით ვიცეკვოთ მაინც ... ტყუილად გამოვიარეთ ამხელა გზა?
-აქ რა მინდა, მომკლავენ რომ გაიგონ
-ვერ გაიგებენ ....
-აქ დადიან ხოლმე რას ვერ გაიგებენ... ვინმე მიცნობს . დროზე მითხარით სად არის მივალ და დავბრუნდები
-ხომ დაინახე მაშინ ეზოში
-ზურგით იდგა და სანამ მივედი წავიდა ... სად მახსოვს
-მაღალია, ჭრელი თვალებით და გრძელი თმით. ჯინსები აცვია და ბათინკები
-ღმერთო ჩემო იქნებ სხვა რამე აცვია
-კოლექცია აქვს მგონი ... ნეტავ ვისი შვილია
-თუ ღმერთი გწამთ შეწყვიტეთ
-აიი იქ არის...- მაკამ წამოიკივლა და შეხტა. როგორღაც მეც დავინახე მაღალი სილუეტი და მისკენ დავიძარი. რომ მეგონა გოგონები უკან მომყვებოდნენ რომ დავუძახე , გაიგო და მობრუნდა აღმოჩნდა რომ მარტო ვიყავი ამ გაუზრდელი, ტუტუცი ბიჭის წინ
-კოსტანტინე? შენ ხარ?- ვნკაოდი კი არ ვსაუბრობდი. სიგარეტს ეწეოდა , რაღაც უბედურებას. თმაზე ხელი გადაისვა და ზემოდან დამხედა. ისედაც არ ვიყავი მაღალი,მაგრამ 50 სანტიმეტრით დავპატარავდი . მეგონა წერტილი გავხდი და მალე გადამივლიდა
-აქ რას აკეთებ
-მე რას ვაკეთებ ? მე შენთან, თქვენთან საქმე მაქვს
-საქმე ? ამ დროს და აქ? -ვერ გავიგე საერთოდ რატომ მეჩხუბებოდა. ან რა მისი საქმე იყო სად ვიქნებოდი
-სხვაგან ვერ გიპოვნე თორემ აქ მოსვლა არ მინდოდა ... ეს სიგარეტი რომ მოაშორო არ შეიძლება? - სახის წინ ხელი ავიქნიე კვამლი რომ გამეფანტა და სახე დავმანჭე
-სხვაგან ვერ მიპოვნა...- სიგარეტი გადააგდო , ხელი ჩამავლო და სადღაც წამიყვანა- ვინ გითხრა რომ აქ ვიქნებოდი ...მარტო ხარ?
-მეგობრებთან ერთად...სად მიგყავარ ხელი გამიშვი
-გაჩუმდი !
-რას ნიშნავს გავჩუმდე...საქმე მაქვს და წავალ
-გაჩუმდი -მეთქი
-რა უფლებით მიყვირი
-ყვირილზე წარმოდგენაც არ გაქვს და სანამ გამაგიჟებ წინ იყურე და ხმა არ გავიგო შენი
უხეში, თავხედი და ხისთავიანი იყო ყოველთვის . ისე გამაბრაზა ისე რომ მეგონა გავსკდებოდი . სახეზე სულ ავწითლდი, ვიწვოდი და თავბრუსხვევასაც ვგრძNობდი.
ისე ახლოს იყო , ისე მიყურებდა გონებას მირევდა. სულ მაშინებდა და არც ადარდებდა დიდად. შუა ქუჩაში ვიყავით რომ გაჩერდა
-ხელი გამიში, გოგონები უნდა ვნახო
-წამოვლენ ...რა გინდოდა რატომ მეძებდი
-კონცერტზე უნდა იმღერო
-აღარ ვმღერი
-როგორ არ მღერი ... რამდენიმე თვის წინ ხომ მღეროდი
-ხოდა აღარ ვმღერი , კონცერტებზე ტაკიმასხარაობის დრო და ნერვები არ მაქვს. სხვა იპოვნე ვინმე
-სხვას ვერ ვიპოვნი, გამოკითხვა ჩაატარეს და შენ უნდა რომ იმღერო
-შენ კი სახლში უნდა დაბრუნდე ...იციან შენმა ძმაბმა სად ხარ?
-რა გავაკეთო რომ იმღერო...შემიძლია რექტორსაც დაველაპარაკო თუ რომელიმე საგანში პრობლემა გაქვს ნიშანს დაგიწერენ ან არ ვიცი
-შენ ასე აკეთებ კონცერტებს ? ვიღაცებს რაღაცებს ჰპირდები?
-გგონია შეუცვლელი ხარ? სხვას ვთხოვ , ნებისმიერი დამთანხმდება. შენნაირი ხისთავიანი საერთოდ რატომ მოსწონთ არ ვიცი - ძლივს ვუთხარი და უკან გავბრუნდი
-მაინც ვის სთხოვ...
-ვინმეს ვინც თავად მომწონს და ვუსმენ
-მანდ დარჩი ... გოგონები მოდიან უკვე
-მივდივარ , შენნაირთან საუბარსაც არ აქვს აზრი
ჩემს საუბარს ყურადღებას არ აქცევდა. გაქვავებული სახით დადიოდა. გოგონებს მისი ძაკაცი მოაცილებდა , შემდეგ მის შავ „ვოლგასთან“ გაჩერდნენ . მე კი წელზე მომხვია ხელი ბატონმა და ისევ დაუკითხავად წამიყვანა მანქანისკენ. გოგონები უკან ისხდნენ უკვე მე კი წინ გამიღო კარი
-ფეხით წავალთ...
- ისინი მე მომყვებიან და შენ წაბრძანდი
-მაკუნაა - გოგოს ვანიშნე ,მაგრამ ადგილიდან არ დაიძრნენ. მანქანით გასეირნება ნებავდათ და შანსს ხომ არ გაუშვებდნენ. მარტო ხომ არ დავრჩებოდი , სხვა რა გზა მქონდა დავჯექი და მთელი გზა თითებს ვიმტვრევდი. სახლამდე ისე მივედით თავად არაფერი უთქვამს , მიყურებდა ხოლმე და ნერვებს მიშლიდა.
მაკასთან დავრჩი იმ ღამით კიდევ კარგი თორემ ჩემს ძმებს რომ ენახათ როგორ მიმიყვანა ვიღაც ბიჭმა მანქანით ალბათ იმ მანქანას ნაწილებად დაშიდნენ და კოსტანტინესაც ზედ მიაყოლებდნენ.
გადასვლისას კარი მივაჯახუნე და ისე წავედი სახლისკენ უკან არც მიმიხედავს .
კონცერტის წინა დღე იყო მე კი ყველამ უარი მითხრა და მომღერალი ვერ ვიპოვნე, ვერც პიანისტი და საერთოდ მეგონა რომ ყველაფერი ჩაიშლებოდა. ერთ დღეს ამიჯანყდნენ არადა ყველა თანახმა იყო .
ეზოში ვიჯექი ტირილის ზღვარზე მყოფი რომ მომიჯდა გვერდით და ცხვირსახოცი მომაწოდა
-შენი გემოვნების მომღერლები არ დაგთანხმდნენ ქალბატონო მაია?
-ყველაფერი შენი ბრალია ხომ? შენ ელაპარაკე მათ
-ვისაუბროთ იმაზე რა შეიძება შემომთავაზო ხვალამდე რომ კონცერტი შედგეს
-საშინელი ადამიანი ხარ, ყველაზე ცუდი ვისაც კი ვიცნობ...შენგან არაფერი მჭირდება
-დაჯექი და ნუ გამაბრაზებ , არ გაწყობს ხომ ხედავ
-რა გინდა ? საერთოდ რა გინდა ჩემგან, რა დაგიშავე სადაც გამოჩნდები ყველგან ყველაფერი ირევა - ცრემლები წამომივიდა, რაც არასდროს გამომდიოდა თავის შეკავება იყო და მერე ცრმლების ტბას ვქმნიდი. გულაჩქარებული ვსლუკუნებდი და არ მახსოვს რას ვეუბნებოდი , მახსოვს როგორ დაფარა ჩემი სხეული მისმა მკლავებმა და მეგონა რომ მთლიანად მშთანთქა, გამათბო და იმ წამს ჩემი თავის ტკივილიც გააქრო. მახსოვს თავზე მაკოცა, ხელები მხოლოდ ბეჭებზე ჰქონდა მოხვეული
-ხვალ კონცერტი იქნება , მხოლოდ შენთვის და არ მისცე იმ ნაბ.ზარ კიკვიძეს ყველაფრის მისაკუთრების უფლება თორემ გეფიცები იქ დაბაზში შენს გარდა არავინ იქნება და ყველა გაიგებს რომ კოსტანტინე ჟორდანიამ კონცერტი გამართა შენთვის - ჩემს ყურთან ლაპარაკობდა ჩუმი, ხრინწიანი ხმით შემდეგ მომშორდა და წავიდა.
კონცერტი მართლაც შედგა, თუმცა არასდროს მოუცია ფუჭი იმედი. თუ იტყოდა ასრულებდა კიდეც , მუქარასაც და უბრალოდ დანაპირებსაც. თავად არ გამოჩენილა , არ იმღერა , მაგრამ ყველა იყო ვინც კი შეიძლება ყოფილიყო იმ კონცერტზე .
მთელი თვე სადღაც დაიკარგა, უკვე წინა ინფორმატორმაც არაფერი უთხრა მაკუნას და შესაბამისად ვერ ვიპოვნე . თავად გამოჩნდა სრულიად მოულოდნელად , საღამოს ვსეირნობდი უეცრად რომ დადგა ჩემს გვერდით სიგარეტით ხელში , მხრებზე რაღაც რბილი და თბილი მატერია მომახურა და გამიღიმა. გაოცებული ვუყურებდი და მივდიოდი
-არ გბეზრდება ყოველ საღამოს ერთი და იგივე გზის გავლა?
-შენ
-ფრთხილად- როგორც ყოველთვის ისე გამიშეშდა მზერა რომ გადასასვლელი ვერ შევამჩნიე და ხელი რომ არ ჩაევლო უთუოდ ძირს გავიშხლართებოდი
-მადლობა... კონცერტისთვის
-გავიგე რომ ჩემი ნახვა გინდოდა
-მადლობა რომ მეთქვა ...
-კონცერტი მე ჩავშალე და მადლობას რითვის მიხდი
-შენ ისეთი შემსრულებლები მოიყვანე მე რომ ვერც გავბედავდი მათ მოწვევას...
-სამართლიანად აფასებ სიტუაციას? - ისევ ჩაიცინა და მზერა გამისწორა- დამითმობ ერთ საღამოს ?
-რა?
-რატომ ფიქრობ ყოველთვის რაღაც გარყვნილს ...
-მე არ ...
-სულ წითელი ხარ მაია
-იმიტომ რომ-ლოყებზე ხელისგულები მივიფარე თითქოს მნიშვნელობა ჰქონდა და თვალების ცეცება ისე დავიწყე როგორც ელამმა
-ხვალ საღამოს გამონახავ დროს ჩემთვის თუ არა
-რა მინდა შენთან საღამოს ან დღისით...საერთოდ არ მინდა. წარმოდგენა არ მაქვს რატომ შეიცვალე აზრი,მაგრამ შენი არეული იყო ყველფერი და შენვე დაალაგე. მადლობის სხვა გზით გადახდას არ ვაპირებ
-უბრალოდ დალაპარაკება მინდა ნორმალურ ადგილას
-მე კი არ მინდა...
ლაპარაკის უფლება რომ მიმეცა ოდესმე შეიძლება არც მოვეტაცებინე,მაგრამ მასთან ყოფნა სულ მაშინებდა. ყველას ეშინოდა და მე ხომ საერთოდ. რომ მითხრეს მოსწონხარო და მერე საერთოდ შენზე გიჟდებაო , ყველამ ჭორაობა რომ დაიწყო მისი ქცევებიც რომ მარწმუნებდა ამაში კიდევ უფრო შემეშინდა და საერთოდ აღარ ვუთმობდი დროს.
ერთხელ მასზე უგონოდ შეყვარებულმა ჩემთვის უცნობმა გოგონამ უნივერსიტეტის შუა დერეფანში სკანდალი რომ მომიწყო და საშინელი სიტყვები მითხრა მე , სრულ შოკში მყოფს შემდეგ ყველა ჩემზე ლაპარაკობდა და მაშინ საბოლოოდ მეგონა რომ ვერ ვიტანდი.
მახსოვს ცდილობდა ჩემს ნახვას, მაგრამ ჩემმა ძმებმა გაიგეს და მერე არ ვიცი რა გააკეთეს მხოლოდ ჩემი ძმების ჩალურჯებული თვალები, გატეხილი ცხვირი , გადაყვლეფილი ხელები და რამდენიმე თვით გადაკარგული კოსტანტინე მახსოვს.
მერე გავიცანი ბიჭი რომელიც ყოველთვის მომწონდა, ზუსტად ისეთი იყო როგორებზეც სულ ვოცნებობდი თუ კი რამ ოცნება მქონია ბიჭებთან დაკავშირებით იმ ეტაპზე. გავიცანი და ჩემს ცხოვრებაში ისე შემოვიდა ,რომ თითქმის განუყოფელი ნაწილი გახდა. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ვხვდებოდი, ვსაუბრობდით, საერთოდ მიზნები გვქონდა, ერთნაირი აზროვნება. იყო მოწესრიგებული, ჭკვიანი, სიმპათიური , ბიჭი თბილი ღიმილით რომელთანაც არ მეშინოდა, არც ვღელავდი და არც რაიმე ისეთი მემართებოდა ყველაფერი თავდაყირა რომ დამეყენებინა.
წარმოდგენაც არ მქონდა კოსტანტინეზე და არ ვიცოდი რომ იმ თვეების განმავლობაში მაინც ახლოს იყო, არ მხვდებოდა, მაგრამ მხედავდა და ჩემი თითოეული ამოსუნთქვა იცოდა . იცდიდა, იცდიდა და შემდეგ გამოჩნდა ზუსტად იმ დროს როდესაც სხვისი შეყვარებული უნდა გავმხდარიყავი და ველოდი როდის მეტყოდა რომ მოვწონდი მოვიდა და ჩემს წინ დაჯდა.
მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა და მეგონა ამ მზერით მკლავდა. გონს რომ მოვედი წიგნები უცებ ჩავყარე ჩანთაში და ასადგომად მოვემზადე
-მოვკლავ თუ შეხვდები
-ვის
-იცი ვისაც !
-რა გინდა
-ეგეც იცი
-არაფერი ვიცი
-მართალია, შენ აზრზე არ ხარ ალბათ იმიტომ რომ არ მომეცი შანსი
-ცხოველი ხარ და ვერ გიტან
-ცხოველი ვარ და მიყვარხარ! - ბიბლიოთეკის უზარმაზარ დარბაზში ვიდექით, სრული სიჩუმე იყო მისი ხმა კი ისე გაჟღერდა ყველა კუთხეს მოედო. ასჯერ დატრიალდა ჩემს გონებაში . ჩემს წინ იდგა, მე ვკანკალებდი, ის ზემოდან დამყურებდა მიყურებდა თავისი ჭრელი თვალებით და ათობით ადამიანის ყურადღება ჩვენკენ იყო მოპყრობილი.
ამჯერად მე გავიქეცი, დავტოვე და სწრაფად გავიქეცი, ხალხს შევერიო თორემ მომყვებოდა ალბათ გაცოფდა მე კი ისევ ვტიროდი. რამდენი ვინმე გიჟდებოდა მასზე მე ვუყვარდი და არ მინდოდა რომ ვყვარებოდი. სულელი ვიყავი , ნამდვილად სულელი ვიყავი!
ერთი კვირის შემდეგ მომიტაცა
მშვიდად მივაბიჯებდი ქუჩაში მანქანა რომ გაჩერდა ჩემს წინ და იცით არ მახსოვს რას ვაკეთებდი, არაფერი მახსოვს ჟორდანიების სახლში გაღვიძებამდე.
თვალები რომ გავახილე და გავიაზრე რაც ხდებოდა უკვე კოსტანტინეს საძინებელში ვიყავი.
მახსოვს თინა რომ შემოვიდა მეგონა იქედან წავიდოდი, არ მინდოდა გათხოვილ ქალად თავის წარმოდგენა და მითუმეტეს კოტეს ცოლობა. მეშინოდა, უზომოდ მეშინოდა და უსუსური ვიყავი. არ არსებობდა არავითარი ძალა რომელიც დამიხსნიდა.
საწოლზე დამხობილი ვტიროდი რომ შემოვიდა ,საწოლზე დაჯდა და სახეზე ჩამოყრილი თმა გადამიწია
-ნუ ტირი, ცრემლები ვერ დაგიხსნის ტყუილად აიტკიებ თავს
-ხელი არ მახლო... აქედან წავალ . გეფიცები წავალ , შენ თავს მოვაკვლევინებ ჩემს ძმებს ცოცხლად აგკუწავენ აქვე
-დაველოდები როდის მოვლენ - გამიღიმა და ლოყიდან ცრემლები მომაშორა - ტირილის დროსაც კი ლამაზი ხარ
-ვერ გიტან...მეზიზღები. ნამდვილი ცხოველი ხარ და მძულხარ - შევაფურთხე , ხელიც დავარტყი და საწოლიდან წამოვვარდი . ალბათ გიჟს ვგავდი და ბევრი არც მაკლდა , თვალები აენთო წამში გაჩნდა ჩემს წინ . უკან ვიხევდი ,მაგრამ არ გამიშვა მხრებში მწვდა და თითები მომიჭირა
-რაც არ უნდა გააკეთო შენ მაინც ჩემი ცოლი ხარ , წლები რომ არ შემომხედო, სულ რომ არ დამელაპარაკო მაინც აქ იქნები ! მაია ჟორდანია ხარ , ჩემი ქალი და სულ რომ ქვეყანა დაემხოს მაინც ჩემი იქნები
-მე შენი არ ვარ და არც ვიქნები...ვერ გიტან, არც შენი სიყვარული მჭირდება და არაფერი მინდა საერთოდ. მეზიზღები , ვერ გიტან არაკაცი ხარ შენ და მეზიზღები
-სიძულვილიც მაკმაყოფილებს, მთავარია გრძნობ და ჩემი სიყვარულიც მეყოფა - ყოველთვის ასეთი იყო, სადღაც სიმშვიდის წერტილს პოულობდა, რომ მეგონა გაგიჟდებოდა მაშინ ჩერდებოდა. ლოყაზე მაკოცა და წავიდა... “
წიგნი დახურა , გული საშინლად ერეოდა იმდენად სწრაფად ჩაირბინა კიბე რომ თავბრუსხვევაც იგრძნო. საძინებელში შესვლამდე თარაშს შეეჩეხა არ შეჩერებულა ისე მივიდა სააბაზანომდე და მუხლებზე დაეშვა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მალე გასკდებოდა, ყველაფერი ერთბაშად ასტკივდა, სუნთქვა უჭირდა და ეგონა დაიხრჩობოდა.
-ანიკო ... ანიკო ისუნთქე - თარაში მის უკან იყო , მთელი სხეულით მას ეყრდნობოდა. შუბლზე გრძნობდა მისი თითების შეხებას , იჭერდა და თან ყბაზე კოცნიდა- მორჩა...მორჩა პატარავ -ძალაგამოცლილი ხელში აიყვანა მერე ნიჟარასთან ძლივს დადგა პირზე წყალი შეასხა , თავზეც გადაუსვა ხელი და თან გაფათოებული , შეშინებული თვალებით უყურებდა. ხელებზეც გადაავლო წყალი და მერე თითები დაუკოცნა.
ის იყო თვალების გახელა და სუნტქვა შეძლო ისევ რომ დაეწყო სპაზმი ,თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და ხველაც აუტყდა. ბოლოს იატაკზე დაჯდა თარაშს მიეყრდნო და თვალებდახუჭულმა დაარტყა ხელი
-შენი დედაც ჟორდანია...ისე ვერაფერს მიშვები და შიგნიდან მაცლი ძალას ხომ
-კარგად ხარ?- სახეზე უსვამდა თითებს და ზემოდან უყურებდა მის სახეს- ექიმთან წავიდეთ? მუცელიც გტკივა?
-არ ვიცი, ახლა ვერაფერს ვგრძნობ საშინელი სუნია, ბანაობა მინდა - ლუღლუღებდა და არც ტოკდებოდა
-ცოტა ხნით მოიცადე
-ხმაურია
-ხმაური?
-ის ხმაურობს - გულზე ჰქონდა ყური მიდებული მერე თითი მიადო და ოდნავ მოშორდა- ძალიან ხმაურიანია
-შემეშინდა
-უნდა გეშინოდეს, მისმა არსებობამ გიხსნა სამუდამო სატანჯველისგან !
..............
ბიჭებთან ერთად იყო ერთ-ერთი მეგობრის სახლში და საქმეზე ლაპარაკობდა . თავში ათასი აზრი უტრიალებდა და საშინელ ხასიათზე იყო
-რა გჭირს შენ დღეს?
-სახლში აღარ ბრუნდები შენ?
-ხომ ხედავ რომ ვერ ვბრუნდები ... ხო ხარ შენ მართასთან რა გინდა ?
-ჩემი ყოფნა და შენი ერთნაირი არ არის...იცის ყველამ რომ მარტოა და მე იქ მის ძიძად ვერ დავრჩები
-ნუ ატრ.კებ რა ...მიხედავს მართა თავს
-იმ ს.რს როგორ გაუპო თავი ტო - ერთ-ერთი ახარხარდა და მერე გიორგიმ რომ გახედა გაჩუმდა- რას მიბღვერ , მაგარი გოგოა-თქო იმას ვამბობ
-ხო ძალიან მაგარია სიფრიფანა გოგოს რომ უწევს ვიღაც ნაბ.ზვრების მოშორება და მერე კოშმარებს ნახულობს და ჰგონია რო ტიპი დაბრიდა
-რთულია ცხოვრება ძმაო ყველას ვერ დაიცავ ცუდი ტიპებისგან და შუშის სასახლეში ვერ გამოკეტავ
-ვინ ყველას ... მე ვინც უნდა დამეცვა ისიც გავაგიჟე. ახლა ჟორდანიებს მოევლინება სასჯელად ან ხსნად . უკონტროლო გახდება მალე თარაშის გამო , ხომ ნახეთ რა გაუკეთა გაგნიძეს
-იმდენჯერ ვუყურე გეფიცები სიამოვნებისგან გავგიჟდი, ვენაცვალე , მაგარი გოგოა
-შენი და რომ იღებდეს დანას და ურტყავდეს ვიღაცას არ იქნებოდი გახარებული დამიჯერე
-ეჩხუბა, არ ელაპარაკება და ახლა დაგრუზულია
-მე ვიცი რაც მოიყვანს ხასიათზე...მარტვილიდან ჩამომიტანეს ბიჭებმა - გაიცინა და უჯრიდან გამზადებული ღერები ამოიღო
-საქმე მაქვს მე ... სხვა დროს იყოს - გიორგიმ მოსაცმელი აიღო და ბიჭები დატოვა. ანა ენატრებოდა და საკუთარ თავზე ბრაზობდა ვერაფერი რომ ვერ შეძლო მისთვის.
სრულიად უძლური იყო და ეს სისუსტე სულს უწამლავდა.
უნივერსიტეტამდე მივიდა , ეზოში შევიდა და ისე გაიარა გზა შენობამდე რომ ვერავინ იცნო. თავზე ქუდი ეხურა და ზედის საყელო ჰქონდა აწეული ცხვირამდე. კიბეზე მიაბიჯებდა ლექცია რომ დასრულდა და ყველაფერი გაივსო . ყველას ეჩქარებოდა სახლში, ჟღალი მარტო გავიდა აუდიტორიიდან. ჩანთიდან ჭრელი ქოლგა ამოიღო და წითურ თმაზე ნაქსოვი ქუდი ჩამოიფხატა, ფერადი იყო თავიდან ბოლომდე , არაფერი იყო მასში ნაცრისფერი ან შავი. თან საოცრად ჰქონდა ფერები ერთმანეთთან შეხამებული და ისეთი დახვეწილი იყო გიორგიმ ღიმილი ვერ შეიკავა, უკონტროლო სითბო ეღვრებოდა გულში მისი ყოველი დანახვისას.
ისე მშვიდად მიაბიჯებდა დერეფანში თიტქოს საერთოდ სხვაგან იყო ფიქრებით, ვიღაც სწრაფად მიდიოდა და დამფრთხალმა გახედა თითქოს შეეშინდა კიდეც. მერე გაყინული ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და შედარებით ჩქარა წავიდა. ისე ჩაუარა გვერდი გიორგის რომ მისთვის ზედაც არ შეუხედავს ისიც ისეთ ადგილას იდგა რომ თვალში არ მოხვედროდა.
მართა მიდიოდა ის კი უკან მიჰყვებოდა და თვალს არ აშორებდა. მერამდენედ იქცეოდა ასე უკვე აღარც კი იცოდა , რომ ფიქრდებოდა საკუთარ ქცევაზე პატარა სულელ ბიჭს ამსგავსებდა თავს, მაგრამ შემდეგ რომ მოენატრებოდა ისევ მიდიოდა სადღაც სადაც მართა ეგულებოდა და ისევ ისე ჩუმად მიჰყვებოდა უკან. უნივერსიტეტიდან სახლამდე ფეხით აპირებდა გასვლას , კოპლებიანი ქოლგით მიაბიჯებდა წყლით დატბორილ ქუჩებში და ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ მალე ბავშვივით ხტუნვას დაიწყებდა , აკისკისდებოდა , წაიცეკვებდა და ისე გააგრძელებდა გზას . მაგრამ ის ისევ ისე მშვიდად მიაბიჯებდა , შემდეგ მარკეტში შევიდა, რამდენიმე პარკი ეჭირა ხელში და ქოლგა ძლივს გაშალა გიორგიმ სვლას უმატა უნდა მისულიყო ,მაგრამ მისი მობილური ამღერდა
-სად ხარ
-რა ხდება
-იცოდი?
-რა
-ბიძა რომ ხდები
სუნთქვა შეეკრა, მართას გამოსახულებაც კი დაიკარგა. თავზე აწვიმდა და ადგილიდან არ იძვროდა
-გიორგი გესმის? სად ხარ, ჩემთან მოდი სისულელე არ ჩაიდინო
მისი ანა ფეხმძიმედ იყო, მისი საყვარელი პატარა და რომელსაც რაც არ უნდა გაეკეთებინა მისთვის მაინც კიკინებიანი ლოყებწითელა ბავშვი იქნებოდა დიდი ბრიალა ყავისფერი თვალებით და პატარა ცხვირით სიცილის დროს რომ ეჭმუხნებოდა ...
დედა ხდებოდა და გიორგიმ არ იცოდა ის რას გრძნობდა ამ დროს. მისი ფეხმძმობაც კი არ იყო ისეთი როგორიც სხვა გოგონების. ზღაპრული არაფერი იყო მის ცხოვრებაში
ნიკუშასთან რომ შევიდა მაშინვე არყის ბოთლი აიღო და სანამ სუნტქვა არ შეეკრა მანამ სვამდა. შემდეგ კედელს მიახეთქა და დაიღრიალა
-უნდა მომეკლა ... არ უნდა დამეტოვებინა ცოცხალი
-შენი და დედა ხდება რა მუქარებით მოძრაობ უნდა ზეიმობდე
-მეღადავები? რას უნდა ვზეიმობდე ბავშვი წერომ მოუყვანა თუ ანა ასე უცებ გაგიჟდა და სიყვარულის ფრთები გამოესხა
-და იქნებ ასეა ... არ შეიძლება რომ მოდუნდეს ოდესმე დაიკიდოს სიყვარულობანა , მიჰყვეს ცხოვრებას და ისიამოვნოს?
-კაცთან რომელსაც თავისი რძალი უყვარს?
-ჩვენ ვერ გავიგებთ სხვის გულში რა ხდება და შენ არ გესწავლება ეგ
-ბავშვი ეყოლება, თავისნაირი პატარა
-მას თუ დაემსგავსება ჟორდანიებს ეშველებათ ... არ წახვალ?
-არა !
-დიდი ხისთავიანი კი ხარ
-რატომ არ მირეკავს და მეუბნება ...
-მისგან რომ გაგეგო ხომ გააგიჟებდი გოგოს , ფეხმძიმედაა და ვინ იცის იქნებ ისეთი ემოციური გახდა
-ვინ ანა? დანა რომ დაარტყა არ იტირებს,მაგრამ ფეხმძმედაა
დალია, ნიკუშასთან ერთად დათვრა და შემდეგ დაბრუნდა სახლში. არ უნდოდა იქ წასვლა,მაგრამ საწოლში ვერ მოისვენა და მაინც მართასთან მივიდა. მის საძინებელში შევიდა, ფეხსაცმელი და სველი ზედა მოიშორა გვერდით მიუწვა , ჩაეხუტა და თავზე აკოცა
-ის აღარ მოვა, მე შენთან ვარ და აღარასდროს შეგეშინდეს !

13
გვიანი იყო ნაკანი რომ დაბრუნდა , სუფრა რომ დაინახა გაუკვირდა, ბუხარი უკვე ჩამქვრალი იყო და სახლშიც ციოდა. საძინებელში ჩუმად შევიდა , ჩვევად ჰქონდა მისი ძილის მცველად ქცევა , მაგრამ ამჯერად ცრემლებით დაფარული სახე მოხვდა თვალში რაც ლიზასთვის უჩვეულო რამ იყო. არ არსებობდა ელიზაბეტს ცრემლები სხვისთვის ეჩვენებინა. საბანი თითქმის არ ეფარა , აშკარად ციოდა . გამოიცვალა და მის გვერდით ფრთხილად დაწვა . საბანი რომ ასწია თოჯინა დაინახა , ხვეულთმიანი ნაჭრის თოჯინა . სუნთქვა შეეკრა , რამდენიმე წელი მის თვალწინ კადრებად მიდიოდა . თოჯინა ხელში დაიჭირა , აკვირდებოდა რომ როგორმე განსხვავება ეპოვნა, მაგრამ არ გამოუვიდა
_დაბრუნდი ? გარეთ არ გაიყინე? როგორ შეგიძლია სადღაც წვიმაში დადიოდე როდესაც მე აქ ვარ _ ლიზამ როგორც კი გაიღვიძა მაშინვე შეიმშრალა ცრემლები , მაგრამ დიდხანს თავი ვერ შეიკავა
_ელიზაბეტ ... ლიზა ეს თოჯინა სად იპოვნე
_დავიბრუნე ... შენ დააგვიანე . თანაც ძალიან დააგვიანე , ყველაფერი შენი ბრალია _ თოჯინა გამოართვა და საწოლზე დააგდო _ იდიოტი ხარ და ღირსი ხარ სამუდამოდ რომ იტანჯო... ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალე ! ყველაფერი რაც გჭირს შენი ბრალია
_ელიზაბეტ სად ჯანდაბაში იპოვნე ეს თოჯინა
_ნეტავ რატომ ბრაზდები ... პირიქით უნდა გიხაროდეს რომ ვიპოვნე . იდიოტო ! შენს ადგილას მე რომ ვყოფილიყავი ახლა ბედნიეირ ვიქნებოდი
_გაჩუმდი ! შენ არაფერი იცი ...შენ წარმოდგენაც არ გაქვს ... შენ არაფერი იცი.
_რა არ ვიცი ის რომ სულ ერთიციდა ვიყავი იმ თოჯინით ხელში პირველად რომ დამინახე და შეგიყვარდი? არ ვიცი და ვერ ვხვდები ... ხო ვერ ვხვდები როგორი რთული იყო ამდენ ხანს ცალმხრივი სიყვარული , შემდეგ თარაშის ქალის სიყვარული და ბოლოს ჩემი ატანა ... შენ რომ შორიდან არ გეყურებინა და სულ ერთი ნაბიჯი გადმოგედგა ახლა ამ ჯოჯოხეთში არ დავიწვებოდით
_რა მნიშვნელობა ჰქონდა მე რას გავაკეთებდი... მე ვერ დაგეწიე, ვერ გიპოვნე და უნდა მცოდნოდა რომ გამეშვი . უნდა მცოდნოდა რომ შენ ჩემი არასდროს იქნებოდი... მერე რა შეიცვლებოდა თარაშს გაიცნობდი და არ შეგიყვარდებოდა? ისევ შეიყვარებდი, ალბათ ყველაფერი უფრი რთული იქნებოდა და მასაც დაახრჩობდა ის ამბავი რომ შენ მე მიყვარდი ... მაგრამ ხო , ალბათ ახლა მასთან იქნებოდი
_ აი რატომ ხარ იდიოტი ... აი რატომ ვერ გიტან ! წარმოდგენაც არ გაქვს არაფერზე სრულიად არაფერზე...რა გგონია თარაში რომ გაიგებდა შენ გიყვარდი და მე ვიყავი ის გოგო ვისზეც გიჟდებოდი ფლირტს დამიწყებდა? სულ რომ არ შეგხებოდი მაინც არაფერს ეცდებიდა და არც შემიყვარდებოდა. საერთოდ სხვაგან ვიქნებოდი და ყველანი მშვიდად ვიცხოვრებდით ... შენ იმდენად შტერდები მე რომ მხედავ ჭკუიდან გადავდივარ! როგორ შეიძლება ანდრო ნაკანი ასეთი ხდებოდეს ... როგორ შეიძლება შენ არ მისულიყავი გოგოსთან და არ გეცადა მისი შებმა ! გიჟდებიან შენზე, მონებს ემსგავსებიან შენთან რომ იყვნენ ზოგი საერთოდ შორიდან გიყურებს და დნება შენ კიდე ერთი ნაბიჯი არ გადმოდგი ჩემკენ! ერთხელ ალაპარაკდი და ცხოვრება დამინგრიე ...მერე ისევ დადუმდი , დადუმდი და ახლაც არაფერს ამბობ
_სიტყვები არაფერს შეცვლის... რომ გაიგე რა შეიცვალა. ახლა იცი რომ იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე გეგონა და იმაზე მეტად დამიმონებ ვიდრე ახლა
_მინდა ეგ ენა საერთოდ ამოგაცალო... შემომხედე ! შემომხედე მაგ წყეული თვალებით _ ახლოს მივიდა ყბაზე მოუჭირა და მზერა გაუსწორა _ იქ რომ კიოდნენ და წიოდნენ , მე რომ გავითიშე და მეგონა ნამდვილი იყავი რატომ არ მითხარი გონება დაკარგე და შენთვის თითი არ დამიკარებიაო
_ტყუილი იქნებოდა და იმიტომ...მე შენ გრძნობებში გამოგიტყდი მერე თავი ვერ შევიკავე! ღმერთმა დასწყევლოს იქ რომ არ წავსულიყავი ამირანს რომ არ ეთქვა შენი ნახვა მინდაო შორს ვიქნებოდი და ახლა ალბათ თქვენს შვილებსაც ვნახავდი _ ლიზას ხელი მოიშორა და ისევ ხმამაღლა განაგრძო საუბარი. მერე სკამი მოისროლა და კედელს მუშტი დაარტყა_ მე არ მქონდა უფლება შეგხებოდი...შენ თარაშის ქალი იყავი. თარაშის ... თარაშის და მე გაკოცე , მე იმდენად აგირიე გული რომ შენმა ტვინმა ვერ გაუძლო სულ გაფითრდი ისე გაითიშე ვერ გამოგაფხიზლე. იცი როგორ გევედრებოდი? სანამ ისინი მოვოდოდნენ შენ კი არ ფხიზლდებოდი ... ღმერთმა დამწყევლოს როგორი ცოდვის ნაყოფიც ვარ ისეთი ნაგავი ვარ ახლაც...როგორ არ ეცადნენ მაგრამ მაინც არ დადგა ჩემგან კაცი . ამ დამპალი სისხლის გამო ხდება ყველაფერი ... ლალის მაშინ უნდა მოვეკალი ჯერ კიდევ მის მუცელში რომ ვიყავი და ყველაფერი მშვიდად იქნებოდა შენს ცხოვრებაშიც და თარაშიც არ დაიტანჯებოდა
_ანდრო ... გთხოვ_ ხელიდან სისხლი მოსდიოდა მინის ნამსხვრევები კანში ჰქონდა და ვერც კი ხვდებოდა. სული ეწვოდა და თავს ვერ აკონტროლებდა. ყველა ემოცია ერთად შეიკრა და ახრჩობდა . ლიზამ მაჯაზე მოხვია თითები და ისიც წამსვე გაჩერდა_ შემომხედე ...
_არ გინდა გთხოვ... არ გინდა ამ ყველაფერზე საუბარი. არის ისე როგორც არის მე ყველაფერი ავურიე... დაწყევლილი ვარ , საერთოდ არ უნდა ვიყო ელიზაბეტ . ვიცი ვერ მაპატიებ, ვიცი და ამიტომ წავედი შენგან არ მინდა რომ გეზიზღებოდე , სიძულვილი სულს ამახინჯებს , განადგურებს ლიზ _ თვალებში უყურებდა , მზერა ამღვრეული ჰქონდა და ძარღვები დაბერილი _ლიზ , ნეტავ შემეძლოს ყველაფრის გაქრობა . გაუჩინარება შენი მეხსიერებიდან ისე თითქოს არ ვყოფილვარ . ლიზ , აღარ იტირო რა , ყველაზე საყვარელს გაფიცებ ლიზ, აღარ იტირო
_უფლებას არ მოგცემდი , რომ შეგეძლოს მაინც არ დაგანებებდი ჩემი ცხოვრებიდან გაქრობას _ ფეხისწვერებზე ააიწია, იყინებოდა ან ემოციებისგან უთრთოდა სხეული . თითენი მისი მაჯიდან მხრებისკენ გაასრიალა , მეორე ხელი არეულ , სველ თმაში შეუცურა და ტუჩებზე შეეხო. გული ისე შეეკუმშა თითქოს პირველი კოცნა იყო , თუმცა მისი პირველი კოცნა იყო , კოცნა საკუთარი სურვილით ანდრო რომ გააქვავა ისეთი. მხოლოდ მისი გულისცენა ესმოდა სხვა არაფერი. უფრო მიუახლოვდა და მისი უხეში ტუჩების შესწავლა განაგრძო. შემდეგ მოშორდა და თვალის კუთხეში აკოცა. ისე როგორც ძილის დროს ანდრო აკეთებდა , ტუჩები რომ დაუსველდა მიხვდა მისი კანიდან ცრემლი რომ გააქრო _ შენ ძალიან, ძალიან დიდხანს უნდა იყო ჩემს გვერდით და გიყვარდე . ცარიელი ვარ შენი სიყვარულის გარეშე ... შენი უსიტყვო შემოხედვაც კი მაკლდა , შენსავით არავინ მიყურებს ... არავის გულს აქვს ასეთი ხმა და შენ თუ აღარ იქნები ... მეც გავქრები _ლოყით ეხებოდა მის წვერიან ლოყას, ისევ ტიროდა და ჩუმად ,თითქმის ჩურჩულით ესაუბრებოდა
_ლიზ
_ჩშშ...დღეს აღარ გვინდა სიტყვები ... შენ უკვე ყველაფერი გააკეთე _თითები ტუჩებზე შეახო და ისევ მზერა გაუსწორა მის მუქ სფეროებს შემდეგ გაჭრილ ხელზე შეხედა და პირველად შეუხვია ჭრილობა. ნამსხრევებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე მივიდა საწოლამდე, ანდროს მოეხვია თავი გულზე დაადო და წლების შემდეგ მშვიდად დაიძინეს.
.....................
სახლში გვიან დაბრუნდა, კარგ ხასიათზე იყო ამ დროს თვალები უბრჭყვიალებდა . თარაში ეზოში იჯდა და ეწეოდა, შორიდან უყურებდა ქალბატონს. ჯერ ხილის დაჭრა დაიწყო, შემდეგ ცეკვაცდა და ისე ჭამდა, თითებს ილოკავდა , ტუჩებს აწვალებდა . თარაშმა ღრმად ჩაისუნთქა და სახეზე ხელები ჩამოისვა , ურეაქციოდ ვერ ტოვებდა მის ვერცერთ ნაბიჯს . ხელები ისე ეწვოდა სიგარეტიც მოისროლა და ფეხზე სწრაფად წამოდგა. სამზარეულოში შევიდა ანას ხელი მოხვია მაგიდაზე დასვა და ტუჩებზე დააცხრა. ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, დიდხანს კოცნიდა სიამოვნებისგან მთელი სხეული დაუბუჟდა. ყოველ წამს ელოდა რომ მოიშორებდა მან კი საყელოში ჩაავლო თითები და თავისკენ მიიზიდა. ქვედა ტუჩზე კბილები ჩაასო და მერე ისევ აკოცა
_შენ
_ნუ მანატრებ თავს მაშინ როდესაც ახლოს ხარ
_თარაშ
_ჩშშ _ ტუჩებზე ხელი ააფარა და ისევ აკოცა _ ბედნიერი ვარ, ჭკუიდან ვიშლები, ვამაყობ და თვითშეფასება ცამდე ამდის რომ ვიცი ჩემი შვილი აქ არის , შენთან_ძალიან ახლოს იყო, მის სუნთქვას გრძნობდა . ხელი მუცელზე შეახო , ცხვირის წვერზე აკოცა , შემდეგ ტუჩებზე, ნიკაპზე, ყელზე , მკერდზე და ბოლოს მუცელზე _შენზე დამოკიდებული გავხდი _ხელებით მაგიდას დაეყრდნო და ანას მზერა გაუსწორა
_ამას იმიტომ მეუბნები რომ ყველა გაიძულებს კარგად მომექცე და სინდისი გაწუხებს...
_ტყუილია !
_არ არის ... შენ ახლა ბავშვი საერთოდ არ გინდოდა, მითუმეტეს ჩემგან. ჩემგან საერთოდ რაც გინდოდა ორივემ ვიცით ახლა კი მოვიმატებ, ალბათ ჩემი სხეულიც დამახინჯდება რაც მე ნაკლებად მადარდებს, მაგრამ შენზე ნამდვილად იმოქმედებს . ახალი პრობლემები გელის წინ და აღარ იცი რა გააკეთო ... ყველაფერი ერთად გაწვება
_შენც არ გინდოდა ჩემი შვილის დედა ყოფილიყავი , თანაც ახლა და ასე , მაგრამ ხომ გიხარია
_მე მუცლით ვატარებ ... აქ არის , ვგრძნობ და როგორ არ მეყვარება. ჩემზე მოქმედებს, ზოგჯერ ძალიან კარგ ხასიათზე ვარ , ზოგჯერ ტირილი მინდება და დღეს საშინლად მომინდა ღომი ... აი ისე მომინდა რომ სანამ გავაკეთებდი მეგონა გონებას დავკარგავდი . დილის შვიდზე ვჭამე და მერე საკუთარ თავს დავცინოდი... შენ ამას ვერ იგრძნობ
_მე არასდროს მემართება შენელება...სულ წამსვე ვბრაზდები, მიხარია და არაადეკვატურად ვიქცევი . ბავშვის არსებობამ კი სრულიად ამოაყირავა ჩემი ტვინი... თან ისე თქვი თითქოს რაღაც განცხადებას აკეთებდი , მერე დასკვნაც გამოიტანე და არ მაძლევ უფლებას შენზე ვიზრუნო
_ზრუნვა არ მჭირდება
_თვალები გიცრემლიანდება თუ მეჩვენება
_არა
_ანა...ანიკო
_ძალიან და კიდევ მინდა რომ ჩემი შვილი გიყვარდეს. მე არასდროს ვუყვარდი იმ ორს და არ მინდა ოდესმე იგრძნოს რომ მხოლოდ იმიტომ არ გიყვარს რომ მე ვარ მისი დედა _ მაგიდაზე იჯდა ისევ და ტიროდა. მთელი სხეული უკანკალებდა და სულ უფრო და უფრო უწევდა ხმას
_ასე არ იქნება... ნუ გეშინია . გეფიცები ყველაზე მეტად მიყვარს და ჩემს გარდა კიდევ უამრავი ადამიანი გიჟდება მასზე. ნამდვილი ნებიერა იქნება და ალბათ გამაგიჟებს... მამამ მითხრა შენ თუ დაგემსგავსება გაგაგიჟებსო და მგონი ყველა ვარიანტში გაგვაგიჟებს იმიტომ რომ ჩემი და შენია
_მეშინია რომ დედაჩემზე უარესი დედა ვიქნები რომ არ მივატოვებ , ყველაფერი ექნება , მაგრამ სწორად ვერ აღვზრდი ... კიდევ მეშინია რომ გადავიღლები და არც დიდი მუცელი და სტრიები მინდა. მკერდი მტკივა, ისიც გაიზრდება და მერე შადრევანივით გამოასხამს რძე _ თმებში შეიცურა თითები , ტუჩები დაბრიცა და წამწამებს ხშირად ახამხამებდა
_პატარავ, ღრმად ისუნთქე ... შენ ყველაზე არა_ჩვეულებრივი დედა იქნები ... სტრიები არ გექნება და თუ გექნება ამ საუკუნეში პლასტიკური ქირურგია მწვერვალზეა
_ჩემი ჰორმონები თავდაყირაა ... ექიმმა მითხრა რომ ესეც შეიძლება მოხდეს , მაგრამ ამას ვერ ვუძლებ . საერთოდ ყველაფერი შენი ბრალია შენ საშინლად მიმზიდველი ხარ და დავიღალე შენგან გაქცევით . რომ გიყურებ როგორ ეწევი, როგორ დადიხარ, ჭამ, გაბრაზებისას თვალებს ატრიალებ და მერე ყელზე ისვამ ხელს. შენი ღრმა სუნთქვაც კი ტემპერატურას მიმატებს და მგონია რომ ვიწვი
_ანა ეგ დანაშაუ..
_ჩშშ... ასე ნუ იცინი _ პირზე ხელი ააფარა და მერე ყბაზე ჩამოუსვა _ ეროტიული სიზმრები გინახავს ოდესმე? კოშმარზე უარესია და ამის ატანა არ შემიძლია _ თარაში თვალებგაფართოებული უყურებდა , მერე სიცილი აუტყდა
_მე შენს გვერდით ვწევარ და შენ სიზმარში გაქვს ჩემთან ს*ქსი? სერიოზულად?
_და ვინ გითხრა რომ შენთან მაქვს_უცებ გაბრაზდა , ცრემლებიც შეიმშრალა და წარბები მაღლა აზიდა
_რაა? რას ნიშნავს მე არ ვარ ...აბა ვინაა
_სიზმარზეც ეჭვიანობას აპირებ?
_მე თუ გიზიდავ დღისით ღამე სხვას ხედავ სიზმარში?
_რატომ ერთს... ჩემს ფანტაზიას შეურაცხყოფ_მაგიდიდან ჩავიდა და გახალისებული წავიდა მაცივროსკენ _ ისე მგონი ძილის დროა _ წვენი გამოიღო და ჩუმად გაიცინა
_შესანიშნავია ... ორგიებს აწყობ და მე არცერთში არ ვარ?
_ხვალ გეტყვი ...
_მატყუებ... შეუძლებელია სხვას ხედავდე
უკან გაჰყვა , მისაღებში შევიდა და ანას დაჯდომის საშუალება არ მისცა
_როგორმე გადაიტან
_ანიკო... ნუ გამაგიჟებ
_ისევ ჩხუბობთ? კარგი რა ... თარაშ !
_ნუ ერევით ... შენ წამომყევი
_გადაცემის ყურება მინდა _ ფეხები აკეცა დივანს მიეყრდნო და ქვემოდან ახედა
_ზემოთ უყურე _ხელი მოხვია და საძინებლისკენ წაიყვანა
_იმედია არ გინდა რომ მოგიყვე _ხელები მოხვია და გამომწვევად უღიმოდა
_ჩემს სიზმრებს მოგიყვები
_შენც ხედავ?
_არა, მაგრამ იყო დრო წლების წინ ერთი გოგო ძალიან მომწონდა და საოცარ სიზმრებს ვხედავდი სანამ დავკერე
_და აპირებ რომ მომიყვე როგორ ათ*ვებდი ძილში ?
_ვინ გესიზმრება _ოთახში შეიყვანა მაშინვე დასვა _მითხარი _ თითები თმაში შეუცურა და მზერა გაუსწორა _მითხარი ანა
_შენ მართლა არ ხარ ნორმალური ხომ? - სერიოზული გამომეტყველება მიიღო და წარბშეკრულმა შეხედა -გგონია გაპატიე შენი ქცევა რადგან დედა ვხდები შენი დეგენერატული ეჭვიანობის, გაბრაზების და უნდობლობის შედეგად?
-ანა ვიცი საშინლად მოვიქეცი
-რა ანა? შენ იმასაც ვერ ხვდები რას ვერ გაპატიებ და რას არ ვივიწყებ... ხო მე შენი ცოლი ვარ და მაშინ ჭკუიდან რომ არ გადასულიყავი და ხორცის ნაჭერივით არ მომქცეოდი შეიძლება ახლა საკუთარი სურვილით ვყოფილიყავი შენი , მაგრამ ახლა ბავშვს ვატარებ მუცლით და საერთოდ არ მინდა უარყოფითი ემოციების გახსენება რადგან ეს ერთიციდა არსება ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს. შენ კი არასდროს გენდობი , არასდროს შემეძლება შენი დაჯერება იმიტომ რომ შენ ნებისმიერ დროს მაქცევ ზურგს და ნებისმიერ სისულელეს დაიჯერებ , მტრის მხარეს დადგები და მე ისევ მარტო დავრცები, ისევ ისე როგორც ყოველთვის
-შენ მარტო აღარასდროს იქნები ანა, ჩემს სიტყვებს აზრი არ აქვს და ვიცი რომ უფრო გაგიჟებ. აუცილებლად გაჩვენებ იმ ადგილს რაც ჩემს ცხოვრებაში გიჭირავს და მე დავინახავ , ყველა ანას რომელიც შენშია !
ამჯერად მის ფეხებთან დაჯდა თავი მუხლებზე დაადო და მერე თითებზე აკოცა . არის მდგომარეობები როდესაც მთელი არსებით უნდა ბრაზობდე, უნდა ახრჩობდე ,მაგრამ ის ამის საშუალებას არ გაძლევს, უბრალოდ არ შეიძლება რომ გძულდეს და მთელი გულით გინდა რომ აპატიო.
ანა ფეხმძმობას აბრალებდა ყველაფერს, თავს მაინც იკავებდა და ზედმეტად ახლოსაც არ უშვებდა, მაგრამ მაინც რაც უფრო მეტი დრო გადიოდა უფრო ნელდებოდა მისი ბრაზი
...........
დედამისის დაბადებისდღე იყო, დილიდან ცუდად გრძNობდა თავს. ღამითაც ფაქტობრივად ვერ მოისვენა , თარაშსაც მასთან ერთად ეღვიძა,მაგრამ არ ულაპარაკიათ. შემდეგ როგორც კი ჩაეძინა მაშინვე დატოვა ოთახში და სხვენზე ავიდა.
თინას წიგნი აიღო და ჩანიშნულ ადგილას გადაშალა , იმ დღეს წაკითხვა ვერ გაბედა , სხვა დროისთვის შეინახა და ახლა გრძNობა რომ ეს სჭირდებოდა
„არ არსებობს ცხოვრებაში ეტაპი როდესაც შეგიძლია თქვა რომ სრულყოფილებას მიაღწიე, რომ ბედნიერი ხარ და შენი ცხოვრება უნაკლოა. ადამიანები უმადურები ვართო ხშირად ვამბობთ, მაგრამ ასე არ არის უბრალოდ ჩვენი ცხოვრება ძალიან რთულია, ისეთივე დეტალებისგან შედგება როგორც ჩვენი ორგანიზმი მილიარდობით მოლეკულისგან და სულ მცირედი პრობლემაც კი გაწუხებს ბოლოს.
მყავს უსაყვარლესი შვილი, ქმარი რომელიც მაბედნიერებს , მაქვს ყველაფერი რაც ჩვეულებრივ მოკვდავს შეიძლება სჭირდებოდეს , პატივს მცემენ , ვუყვარვარ და მიყვარს,მაგრამ მაინც მტკივა.
იყო დღეები როდესაც ჩემს ოჯახზე ვფიქრობდი, მათზე ვინც უპირობოდ დაბადებიდან მიყვარდა და ასე მარტივად დამთმეს. როგორ შეიძლება საკუთარი შვილი ბრბოს აზრების გამო მიატოვო, ზურგი აქციო .
დრო გადიოდა ,მაგრამ მაინც მენატრებოდნენ ჩემი მშობლები და ოჯახი. მათგან შორს ყოფნა არ შემეძო, ამირანი კი თავის დედამამიშილებს სულ ეკონტაქტებოდა. ეხმარებოდა, ეკონომიურად უზრუნველყოფილებიც გახდნენ . დედამთილთან დიდხანს ურთიერთობა არ მიხდებოდა , მასთან სახლში უმცროსი ვაჟი ცხოვრობდა თავის ცოლ-შვილთან ერთად, მაგრამ მაინც მგონია რომ ვუყვარდი , იმაზე თბილად მექცეოდა ვიდრე საკუთარი დედა.
ერთ დღეს ეზოში უცნობი ბიჭი გამოჩნდა, სტუმრის შესახვედრად ამირანი გავიდა და მალევე შემოვიდა სახლში მასთან ერთად
-თინა ბიცოლა , გამარჯობა მე ვაჟას შვილი ვარ თქვენი მეზობლის...- დიდხანს ვცდილობდი გამეხსენებინა ბიჭი რომელიც ალბათ 4 წლის იქნებოდა მე რომ ამირანმა მომიტაცა. მერე კი შინაგანი შიში ვიგრძენი
-რამხელა ბიჭი ხარ უკვე...რამ მოგიყვანა ჩემთან? აქ გადმოცხოვრდით?
-არა ... ჩვენ ისევ იქ ვცხოვრობთ. მე ლადო ბიძიამ გამომგზავნა თქვენთან რომ მეთქვა , მაკრინე ბებია ცუდადაა და თქვენი ნახვა უნდა . თუ ვიჩქარებთ უკეთესი იქნება
-რა დაემართა- ალბათ გარეგნულად ვერაფერი შემამჩნია,მაგრამ ცუდად ვიყავი. მივხვდი რომ დედა კვდებოდა , ან იქნებ უკვე გარდაცვლილიც იყო სანამ ბიჭი ჩემამდე მოვიდა. მე კი ურეაქციოდ ვუყურებდი
-ამ წვიმების დროს გაცივდა და დაწოლილია კარგა ხანია ... წამოხვალთ?
-წამოვალთ...დიდი გზა გამოიარე. ცოტა მოისვენე. სადილს მოგიტანენ , ჩვენც გამოვიცვლით და ერთად წავალთ- ამირანმა დამასწრო პასუხის გაცემა. ბიჭი სასადილო ოთახში გაიყვანა და შემდეგ ჩემთან დაბრუნდა
-არ წავალ
-როგორ არ წახვალ...
-ჩემზე უარი თქვა, მყიდდა და მერე ზედაც არ შემომხედა. იქნებ ვინ იყავი , ერთხელ რატომ არ მომიკითხა. თურმე შესძლებიათ ჩემი პოვნა
-კარგად იქნება- მოვიდა და მომეხვია, მკლავები მომხვია და თავზე მაკოცა- ექიმს მივუყვან , წამლებს ვუყიდი და გადავარჩენ
-არ მინდა , მისი ნახვა არ მინდა - ვტიროდი, დიდი ხნის შემდეგ ისევ მათ გამო ვტიროდი . ამირანს კი მხოლოდ ჩემი შინაგანი ხმა ესმოდა. დღემდე ვერ ვხვდები როგორ შეუძლია ამის გაკეთება, მგონია რომ არამიწიერი ქმნილებაა და ადამიანის საუბარს კი არ უსმენს რომ უყურებს მთლიანად მის სულს ხედავს . წლებია მისი ნაწილი ვარ და არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი რომელიც საბოლოოდ დადებით შედეგს არ გამოიღებდა, არადა ბევრჯერ მეგონა რომ შეცდა .
რამდენიმე საათის შემდეგ მივდვიოდი ეზოში რომელშიც ბოლოს 14 წლის წინ დავდგი ფეხი. მივდიოდი და თითქმის ვერაფერს ვცნობდი, თითქოს სხვა ადგილას ვიყავი სადაც უბრალოდ ნაცნობი დეტალები იყო გადმოტანილი.
ჩემი ხის სახლი , კრამიტის სახურავით , სახელურ მომტვრეული ხის კიბით და ფანჯრებზე აფარებული ხის ფიცრებით რომლებს შორისაც ნაჭრები იყო გაჩრილი . გარეთ ყინავდა და სახლში შესვლისას სულიც გამეყინა.
დედა საწოლზე იწვა, ჩაშავებული თვალებით, დამსკდარი ტუჩებით , დასუსტებული , გალეული , ფერდაკარგული მიყურებდა და ტიროდა. სამოც წელს მიღწეული ქალი ისე იყო დანაოჭებული თითქოს ერთი საუკუნე გაატარა ამ სხეულშიო.
არ მინდოდა ისევ ისე მყვარებოდა, არ მინდოდა მეპატიებინა, მაგრამ ვუყურებდი და მთელი ჩემი არსება მის ჩახუტებას ითხოვდა. მინდოდა ისევ მომფერებოდა თმაზე , ერთხელ მაინც ეკოცნა და მისი გულისცემა გამეგო .
ჩავეხუტე , ვაკოცე და ვიტირე კიდეც. არ მადარდებდა არავინ და არაფერი, საკუთარი სიამაყეც კი , არც სიჯიუტე, არც სიბრაზე. ვეხვეოდი, პატიებას მთხოვდა , მლოცავდა, მეფერებოდა და ტიროდა . მანამდე მეგონა რომ მათგან პატიების თხოვნა მჭირდებოდა, მაგრამ საერთოდ არ ჰქონდა მნიშნელობა მათ სიტყვებს.
დედას ფილტვების ანთება ჰქონდა, ჭლექიც რომელიც ასეთი გავრცელებული იყო იმ დროს და რომლის განკურნებაც თითქმის წარმოუდგენელი იყო . ცუდად იყო, მაგრამ ამირანმა ექიმი მოუყვანა, წამლებიც ჩამოუტანა თბილისიდან მისმა მეგობარმა და კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლა .
იმ წლებს ვერავინ დამიბრუნებდა მათ გარეშე რომ გავატარე, არც მიპატიებია, დღემდე არ მიპატიებია მათი სიცივე , მაგრამ თავისუფლება ვიგრძენი და მათი მონატრებაც ისეთი ძნელი აღარ იყო შემდეგ.
ჩემი გათხოვილი დებიც ჩამოვიდნენ დედას ავადმყოფობის დროს თავიანთ ოჯახებთან ერთად, ჩვენმა შვილებმა ერთმანეთი გაიცნეს და ახალმა თაობამ ჯანსაღი ურთიერთობა დაიწყეს. მანძილისა და კომუნიკაციის ნაკლებობის მიუხედავად მაინც ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს , მაგრამ ეს არ იყო და-ძმობა. არ იყო ის რაც უნდა ყოფილიყო ... გულცივები ვიყავით, ალბათ ახლაც ვართ კოსტანტინე კი სხვანაირია თავის მეგობრებს ძმებივით ექცევა და მათთვის ყველაფერს გააკეთებს, ისინიც ასევე ექცევიან და მე ზუსტად ვიცი რომ კოსტანტინეს ჰყავს ადამიანები ვინც მის გვერდით იქნებიან ჭირშიც და ლხინშიც.
ჩვენ გვყავს ადამიანები რომლებსაც შესაძლოა ჩვენი წვეთი სისხლიც არ ერიოთ ,მაგრამ მათი ნდობა შეგვეძლოს.
მაგრამ მაინც ადამიანები რომელთა დამსახურებითაც ამ ქვეყანას მოვევლინეთ ყოველთვის ჩვენს გულში იქნებიან, სისხლი რომელიც ჩვენს ძარღვებში მოძრაობს მათია და რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოგექცნენ მაინც ვერ მოიშორებ თავიდან.
ეზოში ვიყავი დედა რომ ცუდად იყო , სახლში გაჩერება აღარ შემეძლო ამირანი რომ მოვიდა და თავისი ქურთუკი მომახურა
-რატომ ვარ აქ ... რატომ აკეთებ მისთვის ამდენ რამეს
-მას რომ არ გაეჩინე არ იქნებოდი და უშენოდ ამ სამყაროში ყოფნა არ მინდა !
შეიძლება არ გიყვარდეს კაცი რომელსაც ასე უყვარხარ? რომელიც ათ წელიწადში ერთხელ გეტყვის „მიყვარხარ“ მაგრამ ყოველ წამს გიმტკიცებს რომ მისთვის ყველაფერი ხარ.
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას რომ მომიტაცა, იმას რომ ზოგჯერ მაბრაზებდა, რომ მტკენდა ის ან სხვა ვინმე როდესაც იცი რომ უყვარხარ და შენთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლია პატიობ , მაგრამ პატიებისთვის დავიწყება საჭირო არ არის. საერთოდ მგონია რომ ყველაფერი რაც ხდება კარგიც და ცუდიც რაღაც მიზეზს ატარებს და როგორც ამბობენ ღამეს ყოველთვის ცვლის დღე , სიბნელეს სინათლე და სიმწარეს სიტკბო...“

წიგნი რომ დახურა შემდეგ მიხვდა რომ ლოყები ცრემლებით ჰქონდა დანამული. სახეზე ხელები ჩამოისვა , წიგნი შეინახა და ოთახიდან გავიდა.
საწოლზე იწვა თარაში რომ დაწვა და მზერა გაუსწორა
-ანიკო
-ჰო
-არის ისეთი რამე რაც გინდა და რისი გაკეთებაც შემიძლია?
-დროს უკან დააბრუნებ?
-რომ დავაბრუნო ის აღარ იქნება ... ასე ძალიან გტკივა რომ მისი გაქრობა გინდა?- მუცელზე ხელი შეახო და ამღვრეული მზერა მიაპყრო
-იქ დამაბრუნე სადაც მარტო შენ და ის იქნებით, სადაც სხვანაირი ვიქნები სხვა წარსულით - თვალები დახუჭა ისევ რომ არ ეტირა - მენატრებიან...
-გიორგის ისევ არ დაურეკავს? - თითები ფრთხილად შეახო თმაზე და მერე მაჯაზე აკოცა
-არ დამირეკავს...არც მოვა სანამ მე არ მივალ
-გინდა წაგიყვანო მასთან ან დაველაპარაკო
-არ სჭირდება დალაპარაკება ... მე დედას ნახვა მინდა , ჩემს სახლში მინდა , ჩემს ოთახში სადაც ჯერ კიდევ ბებოს ნაქსოვი პლედი აფარია ჩემს ძველ ხის საწოლს . მისი შეკერილი ბალიშები და ლეიბებია, მისი მზვითევის საბნებია . მტკივა რომ ერთხელაც არ დამირეკეს, არ ვახსენდები სანამ ფული აქვთ არ ვადარდებ . მე ხომ არაფერი დამიშავებია , მე მათთვის არაფერი დამიშავებია . რატომ არ ვუყვარვარ
-არ იტირო გთხოვ, გემუდარები არ იტირო- თარაშის ხმა ესმოდა, მისი ტუჩების შეხებას გრძNობდა დანამულ ლოყაზე და თვალებზე
-ვიცი რაღაც ცუდი ხდება...ცუდად ვარ
-არაფერი ხდება, უბრალოდ ემოციური გახდი...ყველაფერი კარგად იქნება ვიცი . შემომხედე ანიკო - თითები თმაში შეუცურა და ამღვრეული მზერით უყურებდა
-არ მინდა ...- სახეზე ხელები აიფარა და ფეხებიც მოხარა. ემბრიონის ფორმაში იწვა თარაში რომ მოეხვია და მთელი სხეულით დაფარა. მის სურნელს სუნთქავდა, მისი ხმაურიანი სუნთქვა და გულისცემა ესმოდა , მისი ტუჩების შეხებას გრძნობდა, მისი გრძელი თითები არ ჩერდებოდნენ . ისე მოქმედებდნენ წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა. შემდეგ ტვინმა შესვენება გადაწყვიტა და მალევე ჩაეძინა. თარაში ცოტა ხანს უყურებდა შემდეგ პლედი დააფარა თავზე აკოცა და წავიდა.
გარეთ საშინელი ამინდი იყო, მდინარეც ადიდებული იყო მაგრამ მაინც წავიდა . მანქანა რომ გააჩერა სახლთან რამდენიმე წუთს შორიდან უყურებდა შემდეგ გადავიდა და კარამდე სწრაფად მივიდა. რამდენიმე წუთს აკაკუნებდა და ბოლოს გამოჩნდა კიდეც ქალი ყავისფერი თვალებით ,რომელიც ძალიან ჰგავდა ანას . ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, სახე აწითლებული, თმები არეული და სახლიდან ისევ ისმოდა გინების ხმა
-თარაშ? - ქალი აშკარად არ ელოდა მის გამოჩენას და თითქოს ორმაგად შერცხვა, ტუჩზე ხელი გაისვა და სისხლი მოიშორა - ანა კარგადაა? რამე დაემართა ანას?
-კარგადაა , არ შეგეშინდეთ
-ვინ არის ... სად გაიქეცი - ბარბაცით გამოვიდა კაცი , მთვრალი იყო და ძლივს ადგამდა ნაბიჯებს- შენ ? შენ თარაში არ ხარ? ჩემი სიძეე ... რა პატივია ფულის მოგდების შემდეგ ჩვენი სახლი იკადრეთ? გავახსენდით ქალბატონს ?
კაცისთვის ყურადღება არ მიუქცევია სახლში შევიდა, კარი მიხურა და იმ ოთახისკენ წავიდა საიდანაც ის გამოვიდა წუთის წინ. შემდეგ მაგიდასთან სკამზე დაჯდა ისე იყურებოდ აგეგონებოდათ მათ მოსაკლავადაა მისულიო
-ესეც იმასავით თავხედი ყოფილა
-გაჩუმდი ...
-ბევრი დრო აქ მაქვს , არც სურვილი მაქვს ვუყურო ლოთის მიერ ნაცემ ქალს და ამ უკანასკნელს რომელიც გონზეც არ არის . არ ვიცი როგორ არიან გიორგი და ანა თქვენი შვილები , წარმოდგენაც არ მაქვს როგორ შეიძლება ის ორი თქვენნაირი მშობლების ფონზე ასეთები გაზრდილიყვნენ , მაგრამ ჩემი ცოლი თქვენი შვილია . კეთილს ინებებთ, გონს მოხვალთ , იმ ფულს გამოიყენებთ ადამიანებს დაემსგავსებით და ანას მოუხსნით თქვენზე დარდს. დღესვე მოგაკითხავენ კლინიკაში წაგიყვანენ და ამპულას ჩაგიდგამენ , რომ არ წაყვე და მერე ისევ გააგრძელო ლოთობა გეფიცები ისე მოგაჭრი მაგ ხელებს თითიც არ ამიკანკალდება ! ერთად თუ ვერ ცხოვრობთ დაშორდით, მეეჭვება განქორწინება უფრო დიდი სირცხვილი იყოს ვიდრე ის რასაც აკეთებთ...
-მოვიდა ჟორდანიების პრინცი და დაგვიწყო გეგმები...ანგელოზი ხარ რომელიც მხარზე მაზის? გგონია ასე მოხვალ და წმინდანებად გვაქცევ?
-სულ ს.რზე შენ რა მოგივა , მაგრამ ანას აინტერესებს და ანას რაც ადარდებს ყველაფერი ჩემი საქმეა ... ხო და კიდევ , თუ წასვლა უნდა და გაუშვებ დავბრუნდები - ზემოდან უყურებდა ,ყბები დაჭიმული ჰქონდა და ნამდვილად არ ჰგავდა საყვარელ ბიჭს.
-წადი შენი დედაც ... ვინ მოგცა ჩემთან ბრძანებლობის უფლება . მახატია შენ რა გინდა და რა არა ...ეს ბ.ზი კიდე არსად წავა აქ დაიმარხება ჩემთან ერთად- თარაში უკვე გადიოდა რომ მიაძახა და ქალს თმაში წვდა.
სუნთქვა შეეკრა, ისევ გადაეკეტა და ისე მოუქნია გაშლილი ხელი კაცს წამით არ უფიქრია. მერე იატაკზე გაშხლართულს ზემოდან დახედა და ოდნავ დაიხარა
-ან გააკეთებ ან მოკვდები, აირჩიე რა გირჩევნია დარჩენი ცხოვრების ადამიანურად გატარება თუ საკუთარ ნეხვში ჩახრჩობა ...ნუთუ არ გინდა კაცივით მოიქცე და შანსი გამოიყენო
სახლიდან გავიდა, ქალი მანქანასთან მისვლამდე დაეწია და მკლავზე მოუჭირა ხელები
-თარაშ...წამოგყვები , გთხოვ . თუნდაც გზამდე არ აქვს მნიშნელობა უბრალოდ წამოვალ
-ჩაჯექით - მანქანის კარი გაუღო და თვითონაც დაჯდა.
სწრაფად მოშორდა იქაურობას, დაჭიმული იჯდა და ქალისკენ იხედებოდა
-თქვენ რას აპირებთ?
-ის არ დამანებებს თავს...მე უკვე ჭაობში ვარ დიდი ხანია . გიორგი წლებია არ მინახავს, ანა კი თავად დავკარგე დიდი ხნის წინ
-შვილის დასაბრუნებლად მხოლოდ სიყვარულია საჭირო , სხვა არაფერი . ანას მეტი არაფერი სჭირდება თქვენგან მხოლოდ იმის დანახვა რომ თქვენთვის სულერთი არ არის , არ მჯერა რომ შეიძლება ანა ვინმეს არ უყვარდეს . მე ახლა სასტუმროში წაგიყვანთ, დაისვენეთ, მოწესრიგდით , დაფიქრდით და დამიკავშირდით შემდეგ. ყალბი გრძნობებით და ნაბიჯებით ნუ მოხვალთ ანასთან, ის ყველაფერს მიხვდება და უარესად იმოქმედებთ. უბრალოდ საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ თქვენზე რომ აღარ იდარდოს
-გაუმართლა ანას შენ რომ შეხვდი ... ანა საოცარი გოგოა , გაუფრთხილდი- წასვლისას უთხრა და შემდეგ ფურცელი გამოართვა სადაც თარაშის ნომერი ეწერა
-ეს მე გამიმართლა თორემ ანასთვის კიდევ ერთი გამოცდა ვარ - ჩუმად თქვა და შემდეგ წავიდა.
სწრაფად მიდიოდა, ანას ნახვა სჭირდებოდა .
სახლში როგორც კი შევიდა მაშინვე ანას შეეჩეხა უკვე გაეღვიძებინა და ტუჩებდაბრეცილი დააბოტებდა
-აუუ ნოოონ მიშველეეე რაა
-რა ხდება ჩემო გოგო
-ცუდ ხასიათზე ვარ , შენმა ბიჭმა მიმაძინა ბავშივით მერე გაიპარა და ახლა რომ გავიღვიძე რაღაც მინდა და არ ვიცი რა მინდა. თქვენ ხომ არ იცით რა შეიძლება მინდოდეს? - მაიასა და თინას შორის ჩაჯდა, მაიას მხარზე დაადო თავი და იქვე მდგომ ნონას ისე ელაპარაკებოდა
-ეგ ბავშვი თუ ბიჭია შესაძლოა ეს გინდოდეს- თარაშმა მოზრდილი მანდარინი აათამაშა ხელში და ანაც წამსვე წამოფრინდა
-მინდააა ... მომეცი
-ნწ ... მაკოცე და მოგცემ- ისე გაიცინა თითქოს იმ წამის გარდა არაფერი იყო. უყურებდა გაბუტულ ანას და მერე წარბშეკრულს
-მეტი საქმე არ მაქვს...ეზოში გავალ და ხიდან მოვწყვეტ
-მე ვიფიქრე გავუფრცქვნი და თითები არ გაუყვითლდება-თქო...რახან არ გინდა
-ვინმეს ვიპოვნი ვინც გაფრცქვნის
-მეც ვიპოვნი ვინმეს ვინც მაკოცებს - კედელს მიეყრდნო და მანდარინს კანი მოაშორა. არ ელოდა ვაშლი რომ მოხვდა ფერდში და ბავშვივით წამოიყვირა- მეტკინააა
-გოგო ყოფილა, მანდარინი აღარ მინდა ...ვაშლი მომინდა- ირონიულად გაუღიმა და წითელი ვაშლი ჩაკბიჩა. მერე ტუჩები გაილოკა და ისევ დივნისკენ დაიძრა , მოკისკისე ქალებს შორის ჩაჯდა და ამჯერად თინას მიეხუტა . მანაც დანაოჭებული ხელი გადაუსვა თავზე , ისევ გაიცინა და მერე ხელზე აკოცა
................
წვეულებაზე იყო , ნათესავის დაბადებისდღეზე რომელმაც რესტორანში აღნიშვნა გადაწყვიტა. გოგონების გარეშე კარგად ვერ ერთობოდა ხოლმე, თან ნათესავებთან რომლებიც ათას კითხვას უსვამდნენ , ჭორაობდნენ და საკამათო თემებზე იწყებდნენ საუბარს ისეთზე მართა თავს ძლივს რომ იკავებდა .
წითელი ღვინით სავსე ჭიქას ატრიალებდა მთელი საღამო და ცოტ-ცოტას აგემოვნებდა. უკვე ყველა შემთვრალი იყო , საშინელი ხმაური , მუსიკის ხმა ამდენი ნასვამი ადამიანი და სანახაობაც იყო რა თქმა უნდა. წარმოიდგენდა რა კომენტარებს გააკეთებდნენ ლიკუნა და ნია და ერთობოდა.
შემდეგ ერთ-ერთ მაგიდასთან ნაცნობი სახე დაინახა . ჯანოს ძმაკაცი იცნო და სუფრასთან მსხდომ სხვა ახალგაზრდებსაც დააკვირდა. სამი ბიჭი იყო და დანარჩენი გოგონები . შორიდანაც ჩანდა რა კატეგორიის მდედრები იყვნენ და მზერის მოშორება გადაწყვიტა . ზურგით მჯდომის ტატუ რომ დაინახა ყელზე და მისი პროფილი იცნო . ვიღაც გოგოს ქვემოდან უყურებდა და იღიმოდა.
მართა ჯანელიძისთვის რომ გეთქვათ ეჭვიანობისგან გონება დაგებინდებაო სიცილით მოკვდებოდა .
ახლა კი მიაბიჯებდა თავაწეული, წითური თმები ზურგზე ეფინებოდა ანთებული მზერით უყურებდა გიორგის ზურგს და ცეცხლს აფრქვევდა . ზურგიდან მოეხვია , ყელში აკოცა და მკლავზე შემოხვია ხელები
-საღამომშვიდობისა ბიჭებო...როგორ ხართ?
ერთი წინადადება და ყველაფერი აურია. ბიჭები ჯერ გაკვირვებულები უყურებდნენ შემდეგ წამოიშალნენ
-ვაა მართა? როგორ ხარ ტო
-შესანიშნავად ... თავად?
-ჩვენ საკაიფოდ ტო ... აქ არ გელოდით
-მეც არ გელოდით ...თქვენ ხო სულ მოულოდნელობებით ხართ სავსე- გიორგის გახედა ისევ იქ რომ იდგა გვერდულად უყურებდა და იღიმოდა
-არ გვითხრა რომ მოგენატრეთ
-რაც ჯანო აღიგავა პირისაგან მიწისა მას შემდეგ ფეხბურთს არავინ უყურებს ჩემთან, ლუდიც კი აღარ მიყიდია და მგონი ნოსტალგია მაქვს ხმამაღალი გინების და ყოველ გოლზე ერთმანეთში ახლართული მამრების ხილვის- იღიმოდა და ბოლოს ქვედა ტუჩს კბილები მოსდო
-მოვალთ ჩვენი ლუდის ქილებით და ჩიფსებით , სოსისსაც მოვიტანთ და ჩავუსხდებით მართუშ
-დავმშვიდდი ... ახლა დაგტოვებთ , სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებთ- ისევ გაუღიმა ბიჭებს და წავიდა.
მიდიოდა და ზუსტად იცოდა რომ გიორგი უკან გაჰყვებოდა , მაგრამ მოცეკვავე წყვილებს შორის თუ აღმოჩნდებოდა ვერ იფიქრებდა. წელზე ხელი რომ მოხვია და სხეულზე აიკრა სუნთქვა შეეკრა . ძალიან ახლოს იყო, იმდენად ახლოს რომ მის სუნთქვას გრძNობდა ხელები ინსტიქტურად დააწყო მხრებზე და მის მოძრაობას აჰყვა
-ჟღალო
-გიორგი
-რა საკვირველი დამთხვევაა
-გასაოცარი
-გიხდება
-ხო ,ლამაზი კაბაა
-კაბაც, მაგრამ ეჭვიანობა უფრო- გაიცინა და მერე ყელში აკოცა , მფეთქავ არტერიაზე
-შენ კი იმათ არ უხდები
-მხოლოდ შენ გიხდები? წითელი და შავი ერთად - სწორედ შავი კაბა და წითელი ფეხსაცმელი ეცვა, მისი ჟღალი თმები და შავებით შემოსილი გიორგი
-ნწ, ჯერ არა კიდევ ერთ ორ კაცს გავუტეხავ თავს, იქნებ ქალსაც და შემდეგ შეიძლება
-შენ აღარ ხუმრობ- ხმამაღლა გაიცინა და მერე დაატრიალა-ძალადობა საჭირო არ არის, მოღალატე არ ვარ , არავინ გახდება საცემი
-დამამშვიდე
-ნუ მესწერვები - ისევ აკოცა და შემდეგ მუსიკაც დასრულდა
-კარგად ცეკვავ, შეგიძლია დაუბრუნდე იმათ - ლოყაზე აკოცა და ზურგი აქცია. ჩანთა აიღო ყველას დაემშვიდობა და სწრაფად წავიდა. ტაქსიში ჯდებოდა გიორგიც რომ მიუჯდა გვერდით . მისამართი უკარნახა და შემდეგ მიეყრდნო სავარძელს. მართას არაფერი უთქვამს ჩუმად იყო და საკუთარ იმპულსურ ქცევაზე ფიქრობდა.

.............
ანდროს სხეულზე მოხვეული იწვა და შვებას გრძნობდა, თითქოს სუნთქვას სწავლობდა , მშვიდად სუნთქვას
_ანდროო
_ხო
_შენ მაპატიებ?
_რას ლიზა
_ამ ოთხ წელს
_ლიზ_თავი ააწევინა და თვალებში რომ ჩახედა სულ დაავიწყდა სათქმელი. ლოყაზე ფრთხილად შეახო თითები და მერე ნაზად აკოცა ისე თითქოს რაღაც ძალიან ფაქიზს ეხებოდა _როგორი ლამაზი ხარ ,ლიზ ... რომ მომკლა იმასაც გაპატიებ თუ შემდეგ შენს დანახვას ზემოდან შევძლებ
_შენ ... ნორმალური არ ხარ_ტუჩები გაუშრა, სუნთქვა შეეკრა. მასთან ახლოს რაღაც სხვა ემართებოდა_არ შეიძლება ნამდვილი იყო_თავი შეაბრუნა ისე რომ მზერა მოერიდებინა, ლოყები უხურდა არა და ციოდა. ანდროს მკლავებში იყო მოქცეული და მოსვენება აღარ ჰქონდა . უცებ მოიშორა მისი ხელი და წამოჯდა
_ლიზა რა
_ჩშშ... ერთ წამს_ თვალები დახუჭა მკერდზე ხელი მიიდო , ისე უცემდა თითქოს მალე გაუსკდებოდა . ანდროს ხელი წელზე შეეხო და იმ წერტილიდან მთელს სხეულში გავრცელდა მუხტი _წარმოუდგენელია...სიგიჟეა
_ლიზა სიგიჟეა , მაგრამ
_ჩშშ_ისევ ააფარა თითები ტუჩებზე და მერე უცებ მოაშორა. მის ტუჩებს უყურებდა და საკუთარი ეწვოდა
_თანდადან უფრო ემსგავსები არარეალურს... რაღაც ხდება . სიზმარია ან რაღაც შემემთხვა.იქნებ სიცხე მაქვს ისევ
_ასეთი როდის გახდი _გააჩუმა, ყბაზე მოუჭირა ხელი და თითები ტუჩებზე შეახო, მერე წვერზე გადავიდა _ სევდისფერი გაგხადე, როგორი ხარ ...საერთოდ არ შეიძლება ორმა თვემ შეცვალოს ყველაფერი და არ შეიძლება ახლა მე რომ ... მე უნდა ვიძინებდე და მე მგონი ცუდად ვარ . შენ არ მოხვედი, მე ვახშამი მოგიმზადე , გელოდი , შენ არ მოხვედი და მე ვიტირე სულელი თინეიჯერივით . მე გული მაქვს ცუდად და ეს არ არის ნორმალური ... მე უნდა გავიდე, ჰაერი მჭირდება
_გარეთ მალე თოვა დაიწყება ლიზ _ ჯერ უყურებდა და უსმენდა, თვითონაც ვერ ალაგებდა აზრებს. ვერ იჯერებდა რომ ნამდვილად ლიზა იყო მის წინ . შემდეგ გაეღიმა , ხელი მოხვია და თავისკენ შეაბრუნა _ლიზ , შემომხედე
_არ მინდა ! ახლა ღრმად ჩავისუნთქავ და დავიძინებ _ ისევ ბალიშზე დადო თავი და თვალები დახუჭა _ შენი სუნი მაინც მაღიზიანებს
_ხო , რა თქმა უნდა _ იღიმოდა და ისე უყურებდა. საბანი დააფარა და ზემოდან დაადო ხელი _ დაიძინე ლიზ
_ასე რომ მეძახი ჭკუიდან გადავდივარ
_რატომ
_არავინ ამბობს ჩემს სახელს ისე როგორც შენ
_ვიცი
_არავინ მიყურებს ისე როგორც შენ
_ამ ორ თვეში მიხვდი ამ ყველაფერს?
_არ ვიცი
თვალები დახუჭა და მალევე ჩაეძინა , მაგრამ ანდროს მზერას გრძნობდა . გამთენიისას გაეღვიძა , სიმხურვალეს გრძნობდა ანდრო მასთან ძალიან ახლოს იწვა . თვალები რომ გაახილა ყველაფერი აღიქვა და შემდეგ მის ნაკვთებს აკვირდებოდა. პირველად უყურებდა მძინარეს და თანაც ასე მშვიდად ყოველგვარი უარყოფითი აზრების გარეშე მასაც ალბათ პირველად ეძინა ასე მშვიდად . თმები არეული ჰქონდა, მოზრდილი წვერი , სწორი ცხვირი მცირე კეხით და გამოკვეთილი ნაკვთები, გრძელი მუქი წარბები და წამწამები ჰქონდა. ერთდროულად უხეში და უცნაურად ლამაზი სახე ჰქონდა. შეხება მოგინდებოდა, უფრო ახლოს მისვლა და მისგან წამოსული ტემპერატურის შეგრძნება . უცებ გაახილა თვალები და წამოიწია მერე ლიზას შეხედა და თითები ფრთხილად შეახო სახეზე
_ლიზა ...
_ისევ მოჩვენება გგონივარ? _გაიცინა და თვითონაც დაჯდა _ სულ გეჩვენები ხოლმე?
_იშვიათად ... ადრე უფრო ხშირად გხედავდი და წუხელ რაც მოხდა
_რა მოხდა? მე მახსოვს რომ უბრალოდ დავიძინეთ შენ რამე გარყვნილი გესიზმრა?
_თოჯინა იქ არის...ანუ სიზმარი არ იყო
_არა არ იყო _ უყურებდა და იღიმოდა თან ამჩნევდა მზერას რომ ვერ აშორებდა ანდრო . თმებში შეიცურა თითები და ზურგზე გადაიყარა . თავი გვერდით ჰქონდა გადახრილი და ისე უყურებდა
_აქ დარჩები ? მთელს ზამთარს ჩემთან გაატარებ? ყველაფრისგან შორს ?
_დაკავებული არ ვარ , დრო მაქვს ჩემი ქმრის თავიდან გასაცნობად
_მაშინ წავიდეთ
_სად წავიდეთ ჯერ ნორმალურად არც გათენებულა
_ამ დროსაა ყველაფერი ლამაზი
_თოვა რომ დაიწყოს და მივეყინოთ სადმე?
_მე გაგათბობ ... _ხელი მოხვია და საწოლიდან ჩაიყვანა , წამით ცხვირის წვერი კანზე შეახო და შემდეგ თმის სურნელიც მოჰპარა

ლიზამ ცხენი რომ დაინახა ისევ უკან დაიხია , მაგრამ ანდროს შეეჯახა და მანაც წასვლის საშუალება არ მისცა
_ანდროო
_ვერ წარმოიდგენ რა ლამაზია აქაურობა ... არ შეიძლება ეს შანსი გაუშვა
_დრო გვექნება
_თოვლი რომ იქნება გარეთ გასვლა არ ღირს ... მერე ასე შორს ვერ წაგიყვან მგლები იქნებიან
_მგლები? მგლებიი არა არ მინდა. ჩემთან დარჩი სახლში . ამ დილაადრიან რა გვინდა მთაში ვართ ისედაც
_ლიზა ... გთხოვ
_კარგი ვეცდები ცოტა ხანს მაინც დაგიჯერო . რომ გადმოვვარდე იცოდე გაგეყრები და ახლოს აღარ გაგიკარებ
_ბოლო შანსი დაკარგე აქ რომ მოხვედი _ ცხენზე დასვა და უკან მიუჯდა. ზურგიდან ეკვროდა და ისე ჰყავდა დაჭერილი სანამ ანდრო არ გადავარდებოდა არაფერი დაემუქრებოდა, მაგრამ მაინც თვალები დახუჭული ჰქონდა. რამდენიმე წუთს რთულ გზაზე მიდიოდნენ და გული შეკუმშული ჰქონდა შემდეგ მიხვდა რომ სადღაც უფრო მაღლა იყვნენ
_თვალები გაახილე ლიზა _ ყურთან მის სუნთქვას გრძნობდა . ინსტიქტურად მიჰყვა მის ხმას და ულამაზეს ხედს გაუსწორა მზერა. მზე ისე ახლოს იყო თითქოს მთებს შორის ხელს გასწევდი და შეეხებოდი. სუნთქვა შეეკრა ანდროს გულისცემას გრძნობდა , სანამ ხედს უყურებდა ის მას არ აშორებდა თვალს . უცებ შეაბრუნა თავი ხელები მოხვია და აკოცა . გაყინულ ტუჩებს ძლივს ამოძრავებდა , მაგრამ მერე მთელი სხეული გაუთბა , ღიმილიც შეეპარა და ბოლოს მოშორდა
_აი იქ მინდა ასვლა... შევძლებთ ?
_წავიდეთ
დიდხანს ვერ დარჩნენ გარეთ მალე მართლაც წამოვიდა ციდან უზარმაზარი ფანტელები,.ქარიც ქროდა და შეუძლებელი იყო სიარულის გაგრძელება.
ლიზას ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, სულ გაიყინა , მაგრამ ასე არასდროს გაუბედნიერებია თოვლს. უყურებდა და პატარა ბავშვივით უცემდა გული.
სახლში უცებ შევიდა. ანდრომ შეშა შეიტანა და ბუხარიც დაანთო ის კი პატარა ბეღურასავით იჯდა ფანჯრის რაფაზე და უყურებდა ფიფქებს
_მთელი დღე აქ გაიყინები ... შეიძლება მთელი კვირა ასეთი ამინდი იყოს _ჩაით სავსე ფინჯანი მიაწოდა და თავადაც შეხედა ფიფქებს
_აქ სულ სხვანაირია ყველაფერი , ფიფქებიც კი
_თოვლის საფარი დიდი თუ იქნება წასვლა მოგვიწევს ... ჩვენს გარდა აქ არავინაა . შეიძლება ზვავი წამოვიდეს ან მგლები ჩამოვიდნენ
_უზარმაზარი თოვლი ისეთი უცხო იქნება ჩემთვის როგორც შენთან ერთად მშვიდად ცხოვრება ... ზვავი არამგონია რომ იყოს და ეს სახლი ისევ ასე გამოიყურებოდეს . თანაც მეეჭვება აქ მარტო დარჩენისას სადმე წასვლაზე რომ გეფიქრა
_მთის ცხოვრებით გინდა იცხოვრო ქალბატონო ელიზაბეტ?
_სიამოვნებით ... მთის კაცს ვებრძოდი 4 წელი და რამდენიმე მგელი რას დამაკლებს _ გაიცინა , ჭიქა ბოლოში დადო, ფეხები მოკეცა წამოიწია და ანდრო თავისკენ დასწია მის ტუჩებს შეეხო და თან გაეღიმა
_უნდა შეეჩვიო კოცნა რომ მოგინდება მაშინვე მაკოცო _ თითები წვერზე ჩამოუსვა და მსუბუქად წამოიკივლა ანდრომ თავისკენ რომ მიიზიდა და მის ტუჩებს ვნებიანად დაუწყო კოცნა. ცივ , დაორთქლილ მინას ზურგით ეკვროდა თეძოებზე მისი თითები უჭერდნენ და გული ისე სწრაფად უცემდა როგორც არასდროს. ანდრო უცებ რომ მოშორდა და ხელებით ხის ზედაპირს დაეყრდნო გაბრაზდა კიდეც . ტუჩები გახსნილი ჰქონდა და მკერდი სწრაფად უმოძრავებდა
_რა ... ანდრო
_მოგწონს მოდუნების დროს, სიამოვნების ზღვარზე რომ გტოვებენ
_გთხოვ ახლა ნუ დაიწყებ შენი ძალების ჩემს წინააღმდეგ გამოყენებას
_ვნახოთ , როგორი გოგო იქნები
_ისეთივე როგორც ყოველთვის _ ლოყებზე ხელები აიფარა და თვალები აატრიალა_ მცხელა . რა გაცინებს , სასაცილოა ჩემი მდგომარეობა?
_სასიამოვნოდ მახალისებს _ ხელი მოხვია და სამზარეულოსკენ წაიყვანა . შემდეგ მაგიდაზე დასვა და ერთხელ ისევ აკოცა

მთელი დღე ერთად გაატარეს. საღამოს უკვე თოვლში დახტოდა ლიზა . რამდენიმე გუნდაც ესროლეს ერთმანეთს და მერე ანდრო უცებ აყირავდა
_ანდროო ... გეყოფა თამაში ნუ მაშინებ. გინდა რომ ახლოს მოვიდე და მეც ჩამაგდო თოვლში მაგრამ ვერ ეღირსები.... ანდროოო _ ჯერ შორიდან ეძახდა მერე უცებ გაიქცა და თოვლში ჩავარდნილთან ჩაიკეცა. გაყინულ სახეზე თითები შეახო და მერე თავზე გაწითლებულ ადგილს დააკვირდა
_ანდროო ხმა გამეცი თორემ ვიტირებ იცოდე ...ანდროო _ დაიხარა და რამდენჯერმე აკოცა
_ტირილი არ გვინდა ... ასე ზუსტად როგორ დამიმიზნე_თავზე ხელი მოისვა და გაიცინა
_მუცელს ვუმიზნებდი _ ლიზამ ხელი მიარტყა და თოვლში ჩაჯდა _ შემაშინე დეგენერატო
_მე როგორ ფაქიზად გესროდი და შენ ქვა ჩააგდე გუნდაში?_ ისევ დასცინოდა და თან კოცნიდა
_ადექი თორე გაიყინები და გაცივდები
_ჩემზე დარდობ ლიზ? ახლა შეიძლება მოვკვდე კიდეც
_არა რა მართლა არ ხარ ნორმალური...ახლა კი არ უნდა მოკვდე რაც შეიძლება დიდხანს უნდა იცოცხლო _ თმიდან თოვლი მოაშორა და გაყინულ ტუჩებზე აკოცა . მერე უცებ სიმსუბუქე იგრძნო და თოვლში აღმოჩნდა_ანდროოო
_ჩშშ ... კოპი მექნება , უნდა გამოისყიდო _ ჯერ ლოყაზე აკოცა შემდეგ ტუჩებს მიაღწია და ბოლოს კოცნა არ შეუწყვიტავს ისე აიყვანა ხელში , სახლისკენ გაიქცა და შესვლისთანავე ორივემ კანკალი დაიწყო
_გავიყინეე ... _ უცებ შეაგდო შეშა ბუხარში და ზედა მოიშორა . პლედი მოიხურა და სველი ტანსაცმლისგან გათავისუფლდა
_ანდროო სად წახვედი
_ჩაი მომააქვს _ ხმა გაიგო და უკან გაიხედა . შარვალი ეცვა მხოლოდ , ორი ფინჯანი ეჭირა და სწრაფად მიაბიჯებდა . მის გვერდით რომ დაჯდა პლედის ნაწილი მოახურა და მერე მუცელზე შეეხო თითებით _ ეს ნაიარევი ავარიის შემდეგ დაგრჩა ?
_მგონი ხო _ჩაი მოსვა და მერე თვალები დახუჭა . ლიზამ თავი მხარზე დაადო და იქვე აკოცა
-სიგარეტის კვალიც დაგრჩენია- თვალები აემღვრა და ისევ აკოცა- ღირსი იყავი , იმ კადრებს არასდროს დავივიწყებ და გეფიცები ის ქალი სადმე ახლოს რომ გამოჩნდეს ნაწილებად დავჭრი
-შენი კვალი მაქვს ყველგან...მონიშნული ვარ
_მე სულ მოვდიოდი , ლალის რომ ეძინა მაშინ . ექიმს ვთხოვე და ფორმით მოვდიოდი და ისე გავდიოდი არავინ იცოდა რომ მე ვიყავი _ სახე მის ყელში ჰქონდა ჩამალული და ისე ლაპარაკობდა . ანდრომ თითები თმაზე გადაუსვა და საფეთქელზე აკოცა
_ვიცოდი რომ იქ იყავი ... მერე გელოდი მთელი დღეები, მაგრამ არსად ჩანდი . ბოლოს მეგონა რომ უბრალოდ მეჩვენებოდა
_ყველაფერი შენი დუმილის ბრალია ... როგორ გაჩუმდი ამდენ ხანს . ხომ შეგეძლო გეთქვა რომ გიყვარდი
_არ შემეძლო
_უკან დაბრუნება რომ შეგვეძლოს მაინც ვერ დამელაპარაკებოდი?
_ყველას აქვს საკუთარი სუსტი წერტილი შენ კი ის ერთადერთი ხარ ვისი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაზე მაღლა დგას , მაგრამ მაინც არაფერი გამომივიდა
_ანუ უკან რომ დავბრუნდეთ ქვეყნიდან დროზე ადრე წახვალ და უფლებას მომცემ თარაშს გავყვე ცოლად?
_ახლა რომ თარაშის ცოლი იყო
_ახლა რომ თარაშის ცოლი ვიყო ... ალბათ ოთხი წელი მასთან ვერ ვიქნებოდი . პირველივე პრობლემისას გატყდებოდა და უბრალო ეჭვიანობის გამო გააფრენდა . შენზე კარგად ვინ იცის როგორია . თანაც მგონია რომ ის გოგო, ანა სადმე რომ შეხვედროდა მე გამეყრებოდა და მას შეირთავდა_თავი ასწია და წარბებშეკრულმა განაგრძო საუბარი - ანაა მისთვის შექმნილი შენ კი ჩემი სიყვარულისთვის - მერე მზერა რომ მოავლო მის სხეულს ტუჩზე იკბინა და თავი გვერდით გადახარა _ შენ არ გცივა?
_არა
_ჰოდა არ გჭირდება ეს _ პლედი მოაშორა და თვითონ მოიხვია_მაინც დეგენერატი ხარ
_რატომ ვარ დეგენერატი
_იმიტომ რომ არ ნანობ ამ დაკარგულ წლებს... თავის დროზე რომ გეთქვა ჩემი ბავშვობის სიყვარული ხარ , შენზე ვგიჟდები და შენს გამო ცხოვრებას დავკარგავო . მერე სულ ცოტა რომ მოგენდომებინა ახლა ყურებამდე ვიქნებოდი შენზე შეყვარებული და მინიმუმ ერთი ნაკანი მეყოლებოდა დიდი შავი თვალებით
_ ახლაც შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება თუ მალე გააჩენ მეორე ბავშვს
_ბარემ ტყუპებით დავიწყოთ ... ახლა უკვე ფეხმძიმედ ხომ არ ვარ , ოოჰ მაგრამ თუ გავითვალისწინებთ შენს ტემპს აი იქ , ფანჯარასთან ფაქტობრივად ცეცხლმოკიდებული რომ დამტოვე სულ რომ შაქარყინულად ვიქცე 40 წლის ასაკში გავაჩენ პირველ ბავშვს _ ელვის სისწრაფით უთხრა , წამოდგა და იქაურობას გაეცალა .
*^*^*^
რამდენიმე კვირა გავიდა ისე რომ სულ რაღაც ხდებოდა . სოფელში ჩასვლა უწევდათ , ხანაც ანდრო იყო გასული მოხუცებს ეხმარებოდა . ნაკანებთან სტუმრად მიდიოდნენ და ლიზა სულ უფრო და უფრო გიჟდებოდა მათ ოჯახზე. ბავშვებთან ერთად დიდ დროს ატარებდა და რამდენჯერმე დარჩნენ კიდეც
_რა სიმშვიდეა არა?
_მხოლოდ თოვლის ხმა ისმის სიარულის დროს , ეს ჰაერი და მთები ... მზე რომელიც სრულ საოცრებას ქმნის
_და შენ
_ანდრო
_რა გინდა რომ გავაკეთო , შენ ხარ ჩემთვის ყველაფერზე ლამაზი
_როგორ გგონია დღეს ისევ წამოვა ფიფქები?
_არამგონია, მაგრამ ხვალ აუცილებლად დაამატებს და სჯობს დროულად წავიდეთ , მოვიმარაგოთ პროდუქტი თორემ მანქანით ვეღარ გავალთ
_აქ მინდა დავრჩეთ... იქ ვიცი ისევ პრობლემები იქნება ვინმე ნერვებს მომიშლის
_არ დავუშვებ ვინმემ გაფაბრაზოს
_ლალი ახლა ღავიდან დამამუშავებს . ეცდება წლის რძლად მაქციოს
_ჩვენს სახლში გადავალთ აქედან რომ წავალთ და ხომ იცი ლალის გარდა ყველა დავთმე
_ვიცი და გეფიცები ყველას დაგიბრუნებ
_მათ არჩევანი გააკეთეს ჩემსა და თარაშს შორის . კოტეც აიძულეს ჩემთვის ზურგი ექცია
_ამირანმა ყველაფერი იცოდა და მაინც არ მესმის რატომ მოგექცა ასე...
_ამირანის არასდროს მესმოდა და თინას გარდა არც არსებობს ადამიანი ვინც მის აზრებს კითხულობს
_მას არავისთვის არაფერი უთქვამს
_როგორცაა ჩემთან მხოლოდ დედა დარჩა , ასეა დედის გარდა სინამდვილეში ყველას შეუძლია მიგატოვოს . თუმცა დედასაც გააჩნია _ჩუმად თქვა და თავდახრილმა განაგრძო ნახევარ მეტრამდე თოვლში სიარული .

ლიზა ძლივს მიაბიჯებდა , უზარმაზარი ქურთუკი ეცვა , ხელთათმანები, ქუდი , სახეზე მოხვეული კაშნე და აჩქარებული გულისცემა. წინ მიმავალს მაინც დაეწია და გუნდა ესროლა
_ნაკანო
_კარგი რა ლიზა
_რას ნიშნავდა ეს მოწყენილი სახე და დასჯილი ბავშვივით სიარული...ოთხი წელი ომში გავატარე და გგონია ახლა მიგატოვებ? შენი ს.ქსიც კი ნანახი მაქვს და მაინც აქ ვარ...სანამ გეყვარები თავიდან ვერ მომიშორებ
_დარწმუნებული ხარ?
_ასე ნუ მელაპარაკები თორემ თავს გაგიტეხავ_ისევ ესროლა გუნდა და თვითონ აყირავდა იმხელა თოვლში იდგა. ანდრომ დაიჭირა და მაშინვე აკოცა
_ანუ არ დამტოვებ
_ვერ მომიშორებ
_გაღმერთებ იცი?
_ღმერთკაცი მაღმერთებს...როგორი სექსუალურია _ გაიცინა და ისევ აკოცა
_წავედით თორემ გაიყინები_ქუდი გაუსწორა , წითელ ცხვირზე აკოცა და ხელში აიყვანა
_არაა არა და არა დამსვი თორემ ჩამმარხავ თოვლში
_გიპოვნი , მენდე
_ასე რომ მიყურებ სულ რაღაც მემართება ახლა ვერ გეჩხუბები ენერგიის გასაფანტად
_რამეს მოვიფიქრებ
_მაინც რას
_რაიმეს საინტერესოს _ სახლის კარი გააღო და ლიზა დასვა
_მშია... სამზარეულოში გადავინაცვლებ _ წამსვე დაუსხლტა ხელიდან
_ხო როგორ არა...მზადებას დაიწყებ და ბოლოს მე გამაკეთებინებ
_ცილს მწამებ ... ხომ ხარ ღირსი მართლა შენი მომზადებული გაგასინჯო
_იცი რაც არ მეხერხება და მამცირებ ხომ?
-მოდი მომეხმარე და შენს საყვარელ ხორცის წვნიანს მოვამზადებ...რა?
-იცი როგორი მიყვარს?
-ვიცი როდის შერბოდი პატარა ბავშვივით სამზარეულოში ...ვნახოთ თუ მომეწონება შენთვის ვახშმის მომზადება- გაიცინა და წინსაფარი მოირგო.
და მაინც რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის...
.................
დილით ადრე გაეღვიძა , გარეთ წვიმდა და რომ არა შიმშილი ალბათ მთელი დღე საწოლში დარჩებოდა, მაგრამ ამ შეგრძნებას ბოლო თვეების განმავლობაში თავს ვერ აღწევდა. ის იყო საწოლიდან უნდა წამომდგარიყო ტუმბოზე დადებული ლანგარი რომ დაინახა და სახე გაუნათდდა იმ ბავშივით საყვარელ ფოჩიან კამფეტს რომ სჩუქნიან
_თარააშ _ მძინარე ბიჭისკენ გადაიხარა და დაუძახა
_რაა
_მადლობა
_რისთვის
_საუზმისთვის
_ალბათ ნონამ შემოიტანა_ცალი თვალი გაახილა და მერე ისევ გადაბრუნდა
_იდიოტო ნონა გუშინ წავიდა
_მძინავს და მადროვე ... დღეს უნივერსიტეტში არ წახვიდე . გაცივდები და ექიმმა ვირუსებს ერიდეთო თქვა
_ნუ ბურდღუნებ რა თვითონ ხარ გაციებული როგორი ხმა გაქვს
_არ ვარ _მისკენ მიიწია და თავი ფეხებზე დაადო , მუცელზე აკოცა და ხელები წელზე მოხვია _დილამშვიდობისა მამას ბიჭო
_გოგოა
_შანსი არაა _თქო გითხარი
_რატო არ გეკადრება ჟორდანიას?
_გოგოზე კარგად უნდა ვიმუშაო ჭკვიანი და ლანაზი რომ გამოვიდეს და ვინმე ჩემნაირ სულელს არ წაყვეს ცოლად ....მორჩი თითების ლოკვას
_გემრიელიაა ... არ გინდა?
_არ მისმენ ხო?
_მეზარება...
_ხოდა ძილი მაცადე დღეს ვისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან
_მეც ხო არ გავიდე
_ნწ , თქვენ დარჩით
_ასე საყვარლად რომ საუბრობ ტირილი მინდება -არარსებული ცრემლი შეიმშრალა და ტუჩები დაბრიცა
_უხეში
_თარაააშ
_რაა რა გინდა დილაადრიან ავდექი და მოგიტანე საუზმე . მეძინება , დავიღალე
_მე დაგღალე? მაპატიე ... არ მინდოდა და მე საერთოდ არასდროს მითხოვია არაფერი _ უცებ წამოდგა საწოლიდან
_გეყოფა ახლა არ იტირო არ გამაგიჟო
_ხო შენი გაგიჟებაა საქმე მე რომ ვნერვიულობ ტირილის დროს ეგ არაფერია... შენ რომ არ გაგიჟებდეს ტირილი სულ უნდა ვიტირო ხო?
_მაგ ბავშვმა ჭკუა გამოგაცალა ხო? რეებს მეუბნები
_შენი შვილია და მისგან ყველანაირი სისულელე იქნება მოსალოდნელი...მასაც შევართვევინოთ ვინმე უცხო გოგო რომელიც უბრალოდ მიიზიდავს და ასე გაამრავლებს შენს საოცარ გვარს
_კიდევ დიდხანს აპირებ ყვირილს?
_შენ ... შენ საერთოდ არ გაინტერესებს როგორ ვიქნები ხომ? არ გადარდებს უბრალოდ ბავშვზე მზრუნველი მამა გინდა გამოჩნდე თორემ ეს ბავშვი შენს ნახევარ თარაშს საერთოდ არ უნდა _სწრაფად მივიდა ტანსაცმელთან გამოიცვალა და ჩანთა აიღო
_სად მიდიხარ
_დაიძინე და განაგრძე უაზრო ცხოვრება დაკარგული სიყვარულის გლოვაში რომელიც დარწმუნებული ვარ შენი იდიოტური ხასიათის გამო დაკარგე და არავის უღალატია _ კარში გაჩერდა და თითიდან ბეჭედი მოიძრო _ ადვოკატი იპოვნე
_აუცილებლად ვიპოვნი... ფრთხილად იარე ოღონდ . ბავშვს არაფერი დამართო თორემ არასდროს გაგეყრები
_როგორ ვერ გიტან
_მეც , ვგიჟდები შენზე ...გაღმერთეებ- შორიდან გაიგო ხმა მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. პატარა ჭირვეული ბავშივით იყო.

სწრაფად ჩაირბინა კიბე და პირდაპირ მართასთან წავიდა. ცუდად იყო აი ასე უბრალოდ ცუდად იყო.
_აქ არის?
_ანო შენ ამ დროს? რა გჭირს...იტირე?
_გიორგი აქ არის?
_კი, საძინებელშია
_უთხარი რომ ფეხმძიმედ ვარ?
_არა, ხომ მითხარი
_მიწისთხილი მინდა ...თუ არ გაქვს მიყიდე გთხოვ
_უნდა ელაპარაკო?
_ხო
_ის... ჩემს ოთახშია_პაუზის შემდევ უთხრა და წამოწითლდა
_შენთან ? მოიცა ხელი შეგიშალეთ?
_ანაა
_შენს საწოლში გიორგის რა უნდა
_მერე მოგიყვები
_მომიყვები , რა თქმა უნდა
კიბე აიარა და მძინარე გიორგის თავზე დაადგა, სავარძელი მისწია იქვე დაჯდა და დაიწყო
_ მე ვარ არ გეჩვენები... მართალი იყავი , როგორც ყოველთვის . მე ვერ ვუმკლავდები ის რამდენადაც კარგია იმდენად შეუგნებელია და მე , მე ფეხმძიმედ ვარ გიორგი _ მუცელზე ხელი მიიდო და უკეთ გამოკვეთა _უკვე ოთხი თვის ... განქორწინება მინდა და უნდა დამეხმარო
_დილამშვიდობისა პატარავ, მე კარგად ვარ შენ როგორ ხარ? მე მახსოვს ერთ დროს გითხარი რომ არ დამიჯერებ და თავს დაიღუპავ მერე დახმარება აღარ მთხოვო_თქო. ბავშვი უკვე ოთხი თვისაა , მალე მოძრაობას დაიწყებს უკვე თუ არ მოძრაობს და შენ რა გინდა რის გამო ეყრები ჟორდანიას
_შენ იცოდი ? იცოდი და არ მნახე?
_გელოდი, მეგონა მოხვიდოდი ჩემთვის სიურპრიზის მოწყობის მცდელობით, მაგრამ მაშინ გაგახსენდი როდესაც ჰორმონებმა გძლიეს
_არ დამეხმარები?
_განქორწინებაში არა...ჩემი საქმე არ არის ცოლ_ქმრის პირადი ამბები . ბარგი შეგიძლია აქ გადმოიტანო, აქ თუ არ გინდა ბინას ვიქირავებ, პრობლემა არ არის
_ჩახუტება მინდა , ჩამეხუტები?
_რა დააშავა _ რომ ჩაეხუტა და მოეფერა მერე ჩუმად უთხრა
_საუზმე დამახვედრა , ვითომ მე ვთხოვე გამიხარდა მერე ძილი მინდაო ...მუშაობა დაიწყო ძლივს და ამდენი უსაქმურობის შემდეგ თურმე დაიღალა მინდოდა მეთხოვა ბალიში მომეცი_თქო ეგონა რაღაც ისეთს ვთხოვდი და აჯუჯღუნდა . არადა არასდროს არაფერს ვთხოვ, სულ რაღაც მინდება და არ ვეუბნები ვერ ვიტან ჭირვეული ქალები რომ დაარბენინებენ ქმრებს ისე თითქოს თვითონ ვერ ადგება ...მაგხელა მუცელი არ მაქვს ჯერ . ის კიდე წუწუნებს ყველაფერზე თითქოს მე მინდოდა ეს ბავშვი, მე შევაცდინე განგებ და საერთოდ მე შევეტენე . არ შემიძლია, მისი ატანა არ მინდა არც მისი საუზმე მინდა , არც მოფერება და ტკბილი სიტყვები...აფერისტი, არც ბავშვი უყვარს ჩემი და საერთოდ ვერ მიტანს
_შენ ხომ იცოდი რომ ეგ ეგრე იქნებოდა , რატომ დაფეხმძიმდი
_დავფეხმძიმდი რას ნიშნავს ...
_ანა , თუ ღმერთი გწამს ნუ გიჟდები . შენ თუ არ გინდოდა საერთოდ არაფერი გექნებოდათ, ვერც გაკოცებდა და მისი ცოლიც არ გერქმეოდა ახლა , ხომ მიეცი უფლება შენი სურვილის წინააღმდეგ თუ გულის სიღრმეში დამალული სურვილის შესრულების უფლება ხოდა ახლა ტყუილად ადანაშაულებ. საერთოდ შენ არ ხარ ის ქალი ჟორდანია რომ რაიმეს ძალით გააკეთებინებდა, მორჩი ფეხმძიმე ქალის ისტერიკებს და გონს მოდი. იყავი გამორჩეული ფეხმძიმე... კარგად დაფიქრდი რაში სჭირდება თვალთმაქცობა , საერთოდ როგორ შეიძლება ბავშვი არ უყვარდეს . შეიძლება არ უნდოდა და ამაზე არ ოცნებობდა, გვიან გაიაზრა და ახლაც ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია, მაგრამ თუ არ ხარ შენი შვილი ყველა ვარიანტში გეყვარება სულ ვიღაც შენთვის საძულველი ქალი რომ გიჩენდეს და მე ძალიან მეეჭვება თარაშს შენ არ ადარდებდე ან არ აინტერესებდე, მითუმეტეს ვერ გიტანდეს
_შენ მისკენ ხარ...სულ ყოველთვის ამართლებ. ერთნაირები ხართ ყველანი
_განქორწინება ხომ გინდა? ხოდა მე პრობლემა არ მაქვს...შეურიგდები? არც ამაზე ვიტყვი რამეს შენი ცხოვრებაა და თავად მართე . თუ არაფერს გიშავებს ისეთს რაც შენ გავნებს მე არ ჩავერევი და თუ გგონია რომ ის მოძალადეა, დამპალი ა და ამ ბავშვს საერთოდ არ იმსახურებს დამიჯერე ბავშვის დაბადებამდე დედამიწიდან აორთქლდება
_არ მინდა რო აორთქლდეს მინდა ბავშვი უყვარდეს, მისთვის ტვირთი არ ვიყო არც მე და არც ჩვენი შვილი . მინდა ის ქალი დაივიწყოს და
_უყვარდე? ჯანდაბა ანაა ... შეგიყვარდა?
_ნუ მიყვირი, რა ჩემი ბრალია ... ფეხმძიმობამ ტვინი გადამიტრიალა
_და რომ იმშობიარებ აღარ გეყვარება?
_არც ახლა მიყვარს , უბრალოდ არ ვიცი რაღაცნაირად მინდა მასთან ყოფნა და ვღელავ მასზე. ასეთი რთული გასაგებია?
_კარგი , დამშვიდდი. შენი დაქალი სად წავიდა
_მოწისთხილზე გავუშვი... მის საწოლში რა გინდა
_მეძინა
_ამ სახლში სხვა საწოლი არ არის ?
_მე აქ მინდოდა
_გიორგი
_გეყოფა რა... მე ხომ არ ვერევი შენი საწოლის ამბებში
_ნუ გამაგიჟებ ახლა
_ ყველამ ჩვენს საწოლს მივხედოთ ...
_მოვედი აი კიდევ რა მოგიტანე _ მართა აშკარად სწრაფად მიდიოდა ისე ჰქონდა სუნთქვა აჩქარებული . მიწის თხილის კოლოფი დაუდო და კიდევ მისი საყვარელი დონატების ყუთი
_მიყვარხარ ... მე შენ უზომოდ მიყვარხარ
_დონატებს ეუბნება თუ მეჩვენება ჭორფლიანო
_იქნებ ინებო , ჩაიცვა და გახვიდე ჩემი ოთახიდან
_ანა აქ რჩები თუ ბინა ვიპოვნო... ბარგი როდის მოგაქვს
_რა ბარგი... თარაშს ასე სერიოზულად ეჩხუბე?
_უნდა გავეყარო
_რაა?
_ვაიმეე ფემინისტკა აღარ ხარ ჭორფლიანო? თუ თარაში დაგევასა და მრწამსი შეიცვალე
_შენ გაჩუმდი, აქედან გადი და მადროვე ვილაპარაკო
_ერთხელაც წაგამტვრევ მაგ თითს _ მისკენ მიშვერილ ხელზე თითენი მოუჭირა თითი ტუჩებსშორის მოიქცია და ენა შეახო მერე გაიცინა და წამოდგა _ ტკბილო
_ვერ ვიტან ... ფუ გულის ამრევო _ ბალიში ესროლა როგორც კი გონს მოვიდა და დაიყვირა
_მე ვერაფერი გავიგე და იქნებ შენ გაარკვიო რა უნდა ჩემს დასა და მის ნაშიერს
_ნაშიერი თვითონ ხარ ... ბავშვზე როგორ ლაპარაკობ . ცხოველო და შენი გაკეთებული იქნება ნაშიერი თუ კარგია
_დამშვიდდი არ ვაპირებ შენ ატარო მუცლით ჩემი ნაშიერი . ოცნებებს ნუ მიეცემი
_ღმერთმა დამიფაროს
_რა იყო ეს? რა ხდება აქ ... და მე რატომ არაფერი ვიცი _ გიორგის უყურებდა და თან მართას ელაპარაკებოდა
_მეც არ ვიცი რა ხდება... მოვიდა და მაგიჟებს. მომიყევი თარაშთან რა ხდება
_დამღალა
_და ამიტომ უნდა განქორწინდეთ და ბავშვს დააშორო?
_მას არ ვუყვარვართ ... არც მე და არც ბავშვი
_ტყუილია... დარწმუნებული ვარ ორივე უყვარხართ უბრალოდ არეულია და არ შეუძლია დალაგდეს
_უნდა მოვითმინო მე კი არ მინდა ამდენის მოთმენა ვგრძნობ რომ სულ უფრო და უფრო მეტად მტკივა მისი სიტყვები , ქცევა. მიყვარდება და სანამ შევიყვარებ მანამ უნდა მოვშორდე
_არ ვიცი რა გითხრა ... ჩემთან დარჩი ხო? გთხოვ რა სხვაგან არ წახვიდეთ . ან ის გაუშვი და შენ დარჩი მე ვიზრუნებ თქვენზე...ლიკუნას და ნიაკოსაც ვეტყვი
_ჯერ ადრეა ძალიან ...შემდეგ დაურეკე
მთელი დღე მათთან ერთად გაატარა . გიორგი გავიდა და აღარ დაბრუნებულა , მაგრამ იმ სამეულის დამსახურებით დილის ინციდენტიც დაავიწყდა და მთელი კაცთა მოდგმაც.
მარტო რომ დარჩა ჩანთიდან წიგნი ამოიღო და კითხვა განაგრძო . საწოლში იყო კომფორტულად მოკალათებული და ისევ უყურებდა მაიას ნაწერს
„მე დედა არ მახსოვს, მხოლოდ ფოტოები მაქვს მისი . ბებია მზრდიდა 13 წლამდე შემდეგ ისიც დავკარგე და დავრჩი სახლში სამ კაცთან ერთად. მამა სულ მუშაობდა ჩემი ძმებიც მის გვერდით იყვნენ და მე სახლის საქმეების კეთების გარდა არაფერი მევალებოდა. ისინი ძალიან რთულები იყვნენ ყოველთვის და მეც ისეთი გავხდი როგორიც მათ სურდათ, როგორც აღმზარდეს ისე ვაზროვნებდი და ეს სრულიად ბუნებრივი იყო .
გვქონდა ჩვენი წესები , რომელიც მხოლოდ ჩემთვის იყო რეალურად. მეგობართან იშიათად ვრჩებოდი ისიც მხოლოდ მაკუნასთან იმიტომ რომ მისი ძმა მამას ნათლული იყო და შესაბამისად ნათესავთან მტოვებდნენ ხოლმე ისიც უიშვიათეს შემთხვევებში. ღამით სადმე გასვლა არ შემეძლო, ჩაცმულობაც კი ისეთი მქონდა მათ რომ მოსწონებოდათ თუმცა თავს კომფორტულად ვგრძNობდი და ამასთან დაკავშირებით არასდროს მქონია პრეტენზიები .
მოტაცების შემდეგ ყველაზე მეტად მათი მეშინოდა , ვიცოდი არ წამიყვანდნენ. მამა სახლში მოტაცებულ ქალს არ დააბრუნებდა და მხოლოდ მაშინ მივხვდი რა საშინელ მდგომარეობაში ვვარდებოდით მოტაცებული ქალები. ჩვენ თუ ბრძოლის ძალა არ გვქონდა უბრალოდ ერთი ბატონიდან მეორე ბატონის ხელში გადავდიოდით ისე როგორც ჩვეულებრივი პირუტყვი. ვინ იცის რამდენი გოგო მოიტაცეს ჩემს ირგვლივ, კლასელებით დაიწყო და კურსელებითა და მეზობლებით გაგრძელდა. მგონი ყოველ თვეში ვიღაცაც იტაცებდნენ და მე ამაზე აქამდე არ მიფიქრია, სწორედ ეს ხდება ყველა საშინელების თავი და თავი. მანამ არ ვაკეთებთ არაფერს სანამ თავად არ დაგვატყდება თავს უბედურება რომლის წინაშეც მარტო ვრჩებით რადგან ჩვენც ისე გვექცევიან როგორც ჩვენ სხვებს. მოვიდოდნენ ქორწილში, გაშლილ სუფრასთან, იმღერებდნენ, იცეკვებდნენ, იცინებდნენ , დაგვლოცავდნენ ფრთიანი ფრაზებით და წავიდოდნენ .
გასროლის ხმა რომ გავიგე მივხვდი რომ მოვიდნენ, ჯერ გავშეშდი შემდეგ როგორღაც გავედი ეზოში და კოტეს მკლავებში აღმოვჩნდი. ჩემი ძმები საშინელებებს ამბობდნენ, იმუქრებოდნენ ის კი ხელზე ჩუმად მეფერებოდა თითქოს ასე მამშვიდებდა და თან წარბშეუხრელად უყურებდა ჩემს ძმებს და მათ მეგობრებს . მახსოვს რამდენიმე წინადადება რომლის გააზრებაც მოვახერხე
-მაია ჟორდანაა უკვე და მე ვერაფერს გეტყვით სხვას იმის გარდა რომ მასზე სიცოცხლის ბოლომდე ვიზრუნებ. ყველამ კარგად ვიცით რომ თქვენი ღირსების და კაცობის დასამტკიცებლად ისვრით ,მაგრამ ისეც ნუ გააკეთებთ ახლად შეძენილ სიძეს შეურაცხყოფა რომ მიაყენოთ და მაიას ძმების დაკარგვა მოუხდეს. გაიგო ყველამ როგორი ძმები და ოჯახი ჰყავს ჩემს ცოლს
არ მახსოვს რა უპასუხეს მე კოტეს ვუყურებდი იმ წამს და ვიცოდი რომ იმ ეზოდან ვეღარავინ გამიყვანდა, გაქცევის ძალაც რომ მქონოდა მაინც დამაბრუნებდა და გამოსავალი აღარ მქონდა.
არ მიყვარდა, ზუსტად ვიცი რომ იქ იმ დროს მე კოსტანტინე არ მიყვარდა . არც მომწონდა რადგანაც ისეთი ბიჭი როგორსაც მაშინ ვხედავდი კოტეში ყველა შეგრძნებას იწვევდა სიმპათიის გარდა.
ზოგჯერ ძალიან ძნელია გრძნობების გამოხატვა
საკუთარი თავის გაცნობა ადამიანებისთვის.
შინაგანი სამყაროს ჩვენება იმ ადამიანისთვის ვინც სულ რამდენიმე წინადადებას გეუბნება და შემდეგ აღარ არის.
იმათი გაცნობაც კი ძნელია ვის გვერდითაც ცხოვრობ თუ ისეთი რამ არ მოხდება სადაც თავისი ხასიათის გამოხატვას შეძლებს სრულიად ბუნებრივად. მე არ მჯერა რომ სიტყვებით დახასიათებული საკუთარი თავი ან უბრალოდ ერთი სიტუაცია სწორად გადმოსცემს სათქმელს. როდესაც რაღაცას ყვები როგორ დეტალურადაც არ უნდა გახსოვდეს და იცოდე მაინც გამოგრჩება რაღაც დეტალი ან უბრალოდ, მსმენელი ვერ წარმოიდგენს და იქ ყველაფერი წყდება. საქმეს რომელსაც აკეთებ კი შედეგები მოჰყვება და ნათლად ხედავ იმ ადამიანის სულის ნაწილს ვინც შენს გვერდითაა.
ამბობენ ერთი ნახვით შეყვარება არსებობსო
კოსტანტინეს ჩემი პორტრეტი შეუყვარდა და შემდეგ მე ,მაგრამ ამ სიყვარულის დანახვა და გააზრებაა ყველაზე რთული რამ. ამიტომ მგონია სიყვარული რთული, მტკივნეული და ყველაზე ამაღლებული გრძნობა სადაც მხოლოდ გული ვერასდროს გაგაბედნიერებს თუ მთელი არსებით არ იაზრებ შენს შეგრძნებებს შესაძლოა გიყვარდეს წლების განმავლობაში და შემდეგ მოხდეს რაღაც რაც იმ წამს დაგანახებს შენს გრძნობას.
კოსტანტინეს სიყვარულის დანახვაც მას შემდეგ შევძელი რაც ბრაზი გამინელდა ან უბრალოდ ძალა გამომაცალა და ვეღარ ვუძლებდი. აღარ შემეძლო მისი დაიგნორება, მდუმარედ ყოფნა, ყველასთან უხეშად მოქცევა და გამუდმებული ტირილი, იქნებ კოსტანტინეს თვალებს ვეღარ ვუძებდი, ვერ ვუძლებდი როგორც მიყურებდა ,მის ხმას ვერ ვუძლებდი და ამის მოგონება არ შეიძლება, შეუძლებელია ასე ითამაშოს ადამიანმა.
იმ პერიოდიდან რაც შეუცვლელად მახსოვს იყო თინა , ქალი რომელმაც მაჩვენა რას ნიშნავდა როდესაც დედა გყავს. თინა არასდროს მახსოვს თავდახრილი, დამწუხრებული და ძალაგამოცლილი ის ყოველთვის ყველაზე რთულ სიტუაცშიც კი ამაყად იდგა ამირანის გვერდით , მაგრამ ჩემთან რომ მოდიოდა ყოველთვის თბილი იყო. არასდროს უთქვამს ჭირვეულობას მორჩი და ჩემს შვილს ნუ ტანჯავო, არ მახსოვს მსგავსი რამ. საერთოდ არ მელაპარაკებოდა კოსტანტინეზე და ჩემს სტატუსზე მის ოჯახში.
მახსოვს ერთხელ რომ შემოვიდა ოთახის კუთხეში ვიწექი იატაკზე და ტირილისგან თვალები მეწვოდა. ნელა მოაბიჯებდა , ჩვეული მშიდი გამომეტყველებით. ხელში ლანგარი ეჭირა ,როგორც ყოველთვის საჭელი ჰქონდა მოტანილი . ლანგარი საწოლზე დადო და იატაკზე დაჯდა
-საწოლი არ მოგეწონა თუ მანდ რატომ წევხარ ... მე არასდროს მიცდია კარგია ?- ისე დაწვა რომ მე მიყურებდა ,მერე ცრემლებით დასველებული სახიდან თმა მომაშორა და ხელი ჩამომისვა ლოყაზე- ამდენ ხანს ტირილი როგორ შეგიძლია, მე ეგეც არ გამომდიოდა. რატომ აკეთებ იმას რაც თავად გაზიანებს, დამნაშავე ხარ რამეში და თავს ისჯი?
-მინდა რომ თავი დამანებოს... გამიშვას . არ მინდა მისი დანახვა
-და თუ იტირებ გგონია გაგიშვებს? შენ ძალა აღარ გექნება რომც გაგიშვას ...-დაჯდა ისევ ჩემსკენ მოიწია თავი მუხლებზე დავადევი. მეფერებოდა
-სხვა რა შემიძლია რომ გავაკეთო...
-ტირილი და აქ წოლა , ჩუმად ყოფნა და შიმშილი უმოქმედობაზე უარესია ... უარყოფით უსასრულობაში წასვლას ჰგავს იმის ნაცვლად რომ ძალას იკრებდე
-თქვენს შვილს არ იცნობთ? რომ ვეჩხუბო ალბათ მომკლავს, მეშინია
-კოტე ალბათ მოგკლავს და ასე ნელა იკლავ საკუთარ თავს ... კაცს რომელიც მე გავზარდე და რომელსაც უყვარხარ არ შეუძლია ქალს რაიმე დაუშაოს , შენ თუ თავს მოუვლი , ფეხზე დადგები და გონს მოხვალ ის ორმეტრიანი გორილა რომელსაც ახლა მასში ხედავ და გაშინებს პატარა ფინია გახდება რომელიც ნებისმიერ შენს დაძახებაზე მოირბენს კუდის ქიცინით და დაელოდება შენს გადაგდებულ ძვალსაც კი
-თქვენ ვისკენ ხართ
-შენ თუ კარგად არ იქნები ისიც ცუდად იქნება და ჩემზე მის გარდა არავის მდგომარეობა მოქმედებს ... წამოდი, იბანავე , ცხელი წყალი დაგამშვიდებს. გამოიცვალე, თმას დაგვარცხნი თორემ ეს ნაწნავი სულ დაშლილია. მითხარი რა გიყვარს და ერთად მოვამზადოთ . კარგი ამინდია დღეს , ეზოში გავისეირნოთ . აქ საოცარი ხედია და ჩვენს გარდა სახლში არავინაა
ყველაფერი მომიტანა, ბანაობის შემდეგ მისაღებში დავჯექით, სველი თმა დამვარცხნა და ძალიან ლამაზად დამიწნა . მერე თავზე მაკოცა და ძალიან ლამაზი თავსაფარი მომცა.
პირველად დავაკვირდი იმ დღეს ხედს რომელიც ეზოდან იშლებოდა. იქ ყოფნამ ნამდვილად დამამშვიდა. თინამ ჩაით სავსე ფინჯნები მოიტანა და იქვე დავსხედით, მართალია გრილოდა,მაგრამ მაინც სასიამოვნო ამინდი იყო. დიდხანს ვსაუბრობდით მათ საქმიანობაზე მიყვებოდა, მეზობლებს შორიდან მაცნობდა , რაღაც ამბებს მიყვებოდა რამაც გამამხიარულა კიდეც.
უკვე სახლში ვიყავით კოსტანტინე და ამირანი რომ დაბრუნდნენ. სამზარეულოში ვიყავი თინას ვეხმარებოდი მისი ხმა რომ გავიგე
-დედა სად ხარ?
-აქ ვარ ... ამირანიც მოვიდა?
-ხო ეზოშია...მაია ხომ არ გინახავს,ისევ არაფერს ჭამს ? ის ორცხობილები ვიპოვნე და აუტან? - ოთახში ისე შემოვიდა თან პარკში იქექებოდა კარის ჩარჩოს მიეყრდნო და ჩემი საყვარელი ორცხობილები ყუთით ამოიღო მერე რომ დამინახა ,უძილობისგან ჩაშავებული თვალებიც კი გაუნათდდა - შენ ...აქ ხარ ?
-ორცხობილებს არ მომცემ?- დიდხანს რომ გაჩერდა გაცინებაც კი მომინდა ხელი გავუწოდე და ისე დაიბნა მთელი ყუთი ხელისგულზე დამიდო ძლივს დავიჭირე. მერე მოვარდა და გამომართვა, შეკრული იყო და თავსახური ძლივს მოაშორა . დავინახე როგორ გაიყვანა კარში მდგომი ამირანი თინამ და მერე ორივე ერთად დასცინოდა კოსტანტინეს.
არ ვიცი ჩემი საყვარელი ორცხობილებით მოვიქრთამე თუ თინამ შემოვლითი გზით მიმიყვანა კოტემდე, მაგრამ არსად წავსულვარ სამზარეულოში ვიჯექი . ჯერ ორცხობლებს ვაგემოვნებდი კოტეს ძლივს მომზადებულ კაკაოსთან ერთად და მერე დაწყებული ვახშმის მომზადება განვაგრძე. კოტეც იქ იჯდა მკითხვა შეიძლება დავრჩეო და იმ წამს მივხვდი რომ დამნაშავეებს რომელთაც დანაშაულის შეგრძნება აქვთ ყველაზე მერტივად დაამარცხებთ. „
კითხვის დროს ისე ეხუჭებოდა თვალები წიგნი დროულად შეინახა და შემდეგ ჩაეძინა.
თარაშმა მთელი დღე რომ მოითმინა ბოლოს ვეღარ გაუძლო და მაინც აღმოჩნდა ჯანელიძის სახლში. არადა ბოლო დროს ანას ჭირვეულობა სულ მისი გონს მოსვლით სრულდებოდა და ამაზე ძალიან ხალისობდა, მაგრამ ახლა არ შეეძო საშინლად ენატრებოდა და სახლთან რომ მივიდა კიდევ უფრო გაუმძაფრდა მისი დანახვის სურვილი
_სიძე ბატონი გვეახლა?
_სად არის?
_განქორწინება უნდა ...
_მე ბიჭი მინდა, მაგრამ შეიძლება გოგო იყოს და ისიც გამაბედნიერებს -გიორგის გვერდი აუარა და პირდაპირ სახლში შევიდა
_სად მიდიხარ
_ყველა ოთახი ვნახო თუ მეტყვი რომელშია _კიბე აირბინა და დერეფანს მოავლო მზერა
_და რატომ გგონია რომ მისი ნახვის უფლებას გაძლევ_ ნელა ავიდა მაღლა და კიბის მოაჯირს მიეყრდნო
_შენ რატომ გგონია რომ მაინტერესებს . ჩემი ცოლი და შვილი იქ უნდა იყვნენ სადაც მე ვიქნები
_მე რომ ს*რზე შენ რა გინდა? თუ ანა არ გამოგყვება აქედან მკვდარს გაგიტანენ და ჟორდანიების გვარი იმაზე იქნება დამოკიდებული შენი ჟინის დაკმაყოფილებით ჩასახული ბავშვი ბიჭი იქნება თუ გოგო
_მართა სად არის? სტუმართმოყვარეობით ისარგებლე და მის საძინებელში დასახლდი პირდაპირ? რა უცნაურები არიან ეს ქალები სულ ცუდი კაცები ვუყვარდებით თავდავიწყებით და ისღა დარჩენიათ რომ ელოდონ ჩვენს სახეცვლილებას _ გაიღიმა და დერეფანს გაუყვა. საძინებელი იპოვნა და ანა რომ დაინახა გაეღიმა . ცოტა ხანს კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი იდგა მერე ოთახში შევიდა და საწოლისკენ დაიძრა.
ანას გვერდით დაჯდა , ერთი ხელი მუცელზე შეახო მეორე თმაზე გადაუსვა , ფრთხილად აკოცა ტუჩის კუთხეში და ცხვირის წვერით შეეხო კანზე
_ანიკო
_თავი დამანებე რაა ... არ მინდა მე შენთან _აშკარად გამოფხიზლებას ვერ ახერხებდა ისე დაბრიცა ტუჩები და გვერდი იცვალა
_მე რომ მინდა?
_მე მიყვარდები, შენ არა
_სახლში დაბრუნების დროა პატარავ _ ისევ აკოცა , ამჯერად ლოყის ცენტრში და თან იღიმოდა
_ნწ , მეძინება
_დაიძინე _ თმა ყურს უკან გადაუწია და ამჯერად ყელზე გამოკვეთილ არტერიაზე აკოცა . მერე ხელი მოხვია და სხეულზე მიიკრა
_თარაშ
_ჩშშ, დაიძინე ანიკო
გარეთ რომ გავიდა გიორგის შეეჩეხა . კართან იდგა , უსმენდათ და დამალვას არც აპირებდა
_გამატარე მერე გაეღვიძება და მთელი ღამე ცუდ ხასიათზე იქნება
_კიდევ თუ მოანდომებს განქორწინებას შანსი აღარ გექნება
_დარწმუნებული ვარ _ჩთითქმის ჩურჩულით უთხრა და შემდეგ გზა განაგრძო.
საწოლში დააწვინა და ჩაეხუტა
_აუტანელი ხარ შენ და მეზიზღები
_ვიცი , მაგრამ უშენოდ მოვკვდები
_გადაიტან როგორმე და მერე კიდევ მოიტაცებთ ვინმე უკეთესს
_ანიკოო ასე ნუ მელაპარაკები
_აქ რატომ ვარ ისევ
_ხომ გითხარი ანიკო, შენ და ის იქ იქნებით სადაც მე
_და მე თუ მტკენს შენთან ყოფნა?
_აღარ გატკენს
_ნუ დამპირდები ისეთ რამეს რასაც ვერ შეასრულებ
_იცი როგორ მინდოდა მოგნატრებოდი და მოსულიყავი?
_ჩემს მოსვლას ელოდი?
_ხო, მაგრამ რომ დაღამდა მივხვდი შენ არ დაბრუნდებოდი თუ მე ჩემი ხელით არ წამოგიყვანდი
_შენთვის მე წამალივით ვარ, სანამ მკურნალობა სჭირდება თან დაატარებს და შემდეგ რომ განიკურნება ისე დაივიწყებს მის სახელს თითქოს არც გაუგია
_სად წაიღე შენი თვითშეფასება შენი დავიწყება ვინმეს შეუძლია?
_თარაშ შენ ხომ იცი რომ მე მართალს ვამბობ
_მე ვიცი რომ ამ შემთხვევაში საკუთარ ადგილს სწორად ვერ ხედავ ...
_არ გინდა გთხოვ
_შემომხედე _ დაჯდა და მზერა გაუსწორა _ შენ გგონია რომ არ მიყვარხარ, მაგრამ მე მგონია რომ იმაზე მეტს ვგრძნობ ვიდრე უბრალოდ სიყვარულია .... წამალიც ხარ, საწამლავიც, დამამშვიდებელიც, ჩემი ქალი , ჩემი შვილის დედა , ჩემი ნერვების მტერიც ...უბრალოდ ჩემი ანიკო ხარ. ყველაფერზე მეტი და აღარასდროს მითხრა რომ ჩემგან წასვლა შეგიძლია !
........
ანას მისვლის შემდეგ მართაც გაბედნიერდა , მაგრამ ღამით რომ შევიდა ბატონი გიორგი მაშინვე წარბები შეკრა
_ისევ ?
_სად იყავი
_სააბაზანოში
_ანა წავიდა
_სად წავიდა, სძინავდა
_თარაშმა წაიყვანა
_და შენც გაუშვი? _ თმას ივარცხნიდა სავარცხალი დადო და მისკენ შებრუნდა . იმდენად ახლოს იყო რომ შეეშინდა და უკან დაიხია _რატომ იცი ასე ახლოს მოსვლა და ასე რატომ მიყურებ, ერთხელაც გულს გამიხეთქავ
_რატომ არ მითხარი ანა ფეხმძიმედ რომ იყო
_და როდის მკითხე ანას შესახებ... ანამ თქვა იცოდაო
_შენ ხომ არ იცი მე რა ვიცი და რა არა... არაფერი უნდა მითხრა და ელოდო მე როდის გავიგებ?
_რატომ მელაპარაკები ოც წლიანი სტაჟის მქონე ქმარივით რომელსაც რაღაც დავუმალე
_ოცი ცოტაა , მინიმუმ 50 წელი
_გიორგი ძალიან გთხოვ
_მე გთხოვ , შეეშვი ჩემთან უცხოსავით მოქცევას და ნუ გეშინია ჩემი ყოველი მოახლოებისას _ თითები თმაში შეუცურა ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლონდე მშრალი
_უცხო ხარ ...ხომ თქვი არ მიცნობო . არც შენ მიცნობ და საერთოდ უაზრობაა ჩვენი ამ სახის თანაცხოვრება
_შემიძლია სულ მალე გავხადო საზრიანი,სასიამოვნო და თუ ძალიან გინდა ნაყოფიერიც .შენ თუ მზად ხარ ერთი შენნაირის დედობისთვის _ ისეთი ხმა ჰქონდა, ისე უყურებდა მართა წამით საერთოდ მოდუნდა
_იქნებ შენნაირი მინდა _ მკლავი ყელზე მოხვია , ტუჩები დაისველა და შემდეგ ყურთან ახლოს აკოცა. იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა გიორგის _შენნაირი უტვინო ცხოველი რომელიც იფიქრებს რომ ჩემნაირს ქალს ასე შეიტყუებს საწოლში
_მაინც როგორი სულელი უნდა იყო რომ ვერ მიხვდე
_ვხვდები რომ გინდივარ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის . შეგიძლია სააბაზანოში განმარტოვდე
_განგებ თავხედობ რომ შევიშალო და მართლა ცხოველივით მოვიქცე ხომ?
_ერთი სული მაქვს როდის შეეშვები თვალთმაქცობას და გამოავლენ ნამდვილ სახეს
_მოგენატრები, ისე მოგენატრები რომ ყველაფერს დაივიწყებ რაც ოდესმე ჩაგიბეჭდავს მაგ თავში _ წამით მოშორდა მერე მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე წაეტანა . შემდეგ წავიდა , ისევ გაუჩინარდა ისე რომ კვალიც კი არ დატოვა
.............
ლიზა ვახშამს ამზადებდა და ანდროც იქვე იჯდა ეზოდან ხმა რომ გაიგეს . ნაკანი მაშინვე გავარდა , ლიზაც ხედავდა როგორ ელაპარაკებოდა ბიძაშვილს შემდეგ უცებ დაკარგა წონასწორობა და ლიზაც მიხვდა რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. კარი რომ გააღო და ანდრომ შეხედა მაშინვე შეეკრა სუნთქვა
_რა მოხდა ... ამ დროს აქ რამ ამოგიყვანა . ყინავს სახლში შემოდით , ვახშამს ვამზადებ და დაგვეწვიე
_არა რძალო ... მე უნდა წავიდე. ანდრო დაგელოდოთ თუ
_არა, წადი და ჩვენც ჩამოვალთ _ ჩუმად უთხრა და შემდეგ სახლისკენ დაიძრა
_ანდრო რა მოხდა? მითხარი გთხოვ
_უნდა წავიდეთ. ყველაფერი გამორთე , რაც საჭიროა აიღე და ჩაიცვი ქვემოთ უნდა ჩავიდეთ _ სახეში არ უყურებდა, უცებ ჩაყარა ჩანთაში ყველაფერი . ბუხარში წყალი შეასხა და მერე კედელს მუშტი მიარტყა
_ანდრო ნუ მატყუებ ... რაღაც ცუდი გითხრა ხომ?
_წავედით ... გზაში ვილაპარაკოთ . არაფერი მითხრა გთხოვ
გაჯიუტდდა და ლიზაც გაჩუმდა. მანქანამდე მივიდნენ , დიდი ყოვლი იყო და სულ დასველდა ანდრო ისე სწრაფად მიდიოდა ძლივს ეწეოდა. შემდეგ ჩანთები უკან შეყარა და კარი მიიჯახუნა. ყველა გარეთ იყო , თითქმის არავისთვის შეუხედავს , გასაღები აიღო ორი სიტყვით დაემშვიდობა ლიზას უთხრა სწრაფადო და მანქანაში ჩაჯდა. სწრაფად ატარებდა, იმდენად რომ ლიზას ეშინოდა კიდეც.
_აღარ იტყვი რა ხდება? ასე ხევში გადავიჩეხებით
_ბაბუაა ცუდად
_კოტე?
_ხო ...
_რა დაემართა ასეთი შენ რომ შეგატყობინეს ... ანდრო
_ცუდადაა , თანაც ძალიან ცუდად
_სოფელში მიდიხარ?
_ქალაქშია კლინიკაში, შენც მოდიხარ
_მე? მე რომ იქ დამინახავენ გაგიჟდებიან ... არ ინერვიულო კარგად იქნება
_ხო ... კარგად იქნება . სიკვდილის უფლება არ აქვს _ გაშეშებული იყო , საჭეს თითებს უჭერდა და ლიზას შეხებაზეც კი არ ჰქონია რეაქცია.
მთელი გზა ცდილობდა დაემშვიდებინა, მაგრამ ის აშკარად არ უსმებდა. საშინლად იყო და საავადმყოფოსთან მისვლის შემდეგ აშკარად უარესად გახდა. ლიზა მის გვერდით დადგა და ხელი მოხვია
_ასე ნუ ხარ გთხოვ... კარგად იქნება აი ნახავ . სულ ტყუილად ღელავ_არაფერი უთქვამს წამით შეხედა, მერე თავზე აკოცა და წინ წავიდა .
დერეფანში რომ შევიდნენ და კოტე სკამზე მჯდომი დაინახა სუნთქვა შეეკრა ლიზას. ანდროს ხელიც აღარ ეხვეოდა ლალიც იქ იყო, ყველა იქ იყო მხპლოდ თარაში არ ჩანდა. თარაში არსად იყო ანა კი რომელიღაც ოთახის კართან იდგა კედელს მიყრდნობილი დიდი მუცლითა და ცრემლიანი თვალებით. ნაბიჯი აღარ გადაუდგამს, ანდროსაც გაუშვა ხელი და მერე ყველაფერი დაპატარავდა
_ანდრო თარაში სად არის ... ანდრო თარაში ? _ბიჭს უყურებდა, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო ანდრო რომ ვერ გაამხნევებდა ისიც საკითხავი იყო მათგან რომელი უფრო ცუდად გრძნობდა თავს. უსიტყვოდ უყურებდა ბიჭი მერე როგორააო იკითხა ლიზა კედელს იყო მიყრდნობილი და ანას უყურებდა
_ახლახანს გამოიყვანეს საოპერაციოდან...რომ გაიღვიძებს შემდეგ გვექნება პასუხიო . შესაძლოა კომაში გადავიდეს ან ნარკოზის გასვლის სემდეგვე გაიღვიძოსო _ხმა ესმოდა. უყურებდა კედელთან მდგომ , მზერაგაყინულ ფეხმძიმე ქალს და მისი ტკივილი სუნთქვას უკრავდა. შემდეგ გონება გაეთიშა ძალა აღარ ეყო და იქვე ჩაიკეცა
..................
ქალაქში იყვნენ, ანას გამოცდები ჰქონდა . თარაში კი იქაურ საქმეებს აგვარებდა და რაღაც ახალ წამოწყებასაც გეგმავდა.
მთელი დღე დკავებულები იყვნენ მხოლოდ საღამოს თავისუფლდებოდნენ , მაგრამ იმ დღეს უცნაურ ხასიათზე იყო თარაში . ბოლო ორო დღის განმავლობაში სახლთან ნაცნობ მანქანას ხედავდა , გარკვეული ეჭვები ჰქონდა და ანა მარტო არ დატოვა. უნივერსოტეტთან ელოდა, შემდეგ კი მანქანიდან გადავიდა და შენობისკენ დაიძრა. დაახლოებით იცოდა სადაც უტარდებოდა გამოცდა და პირდაპირ აუდიტორიისკენ დაიძრა. ნელ_ნელა გამოდიოდნენ სტუდენტები , ანას რამდენიმე კურსელი შენიშნა და ფანჯარასთან დადგა. თითქმის ორმოც წუთს ელოდა და შემდეგ ისიც გამოჩნდა. გაღიმებულმა გამოაბიჯა ბავშვებს წარმატებები უსურვა და შემდეგ ეცადა ხელში მოქცეული ტანსაცმლის მოწესრიგებას. ქუდი, პალტო, ხელთათმანები, ჩანთა ყველაფერი ერთად ეჭირა და შეწუხებული სახე ჰქონდა . თარაში ღიმილით დაიძრა მისკენ ყველაფერი გამოართვა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა მერე პალტო გაშალა და მხრებზე მოახურა
_თარაშ?
_ჩაიცვით დედოფალო ანა თორემ გარეთ ძალიან ცივა
_აქ რას აკეთებ
_ვიფიქრე ჩემი ანა ისეთი დაბდურა გახდა ამ ბოლო დროს ჩაცმასაც ვერ მოახერხებს_თქო და მოვედი _მის წინ დადგა , ქუდი თავზე ჩამოაფხატა , გაუსწორა და მერე ლოყაზე აკოცა _ როგორ დაწერე ჩემი გენიოსო დედოფალო?
_გენიოსი დედოფლის შესაბამისად
_ჩემი საოცრებათა დედოფალი ხარ შენ _ ჩანთის ტარი თითებში მოიქცია და ანას ხელიბმოხვია
_არ დამიბრუნებ?
_მძიმეა და მე წამივიღებ...რა არ მიხდება წითელი ჩანთა?
_ძალიან , ძალიან ტრენდულია_ქვემოდან უყურებდა და თვალებაბრჭყვიალებულ მზერას არ აშორებდა
_ხვალ აქვს გამოცდა ჩემს ცოლუკას?
_ქმარუკა ხომ გითხარი ცოლუკა არა_თქო ... ბოლო გამოცდა იყო ეს . ცოტა ხნით დავრჩეთ კიდევ საქმეები მაქვს და მერე დავბრუნდეთ
_დიდხანს დავრჩებით მე აქ კიდევ ვერ დავასრულებ საქმეს
_და რატომ გვიყურებდა ის ქერა ისეთი მზერით თითქოს შიშველი ჰყავდე ნანახი და იხსენებდა?
_რომელი ქერა? მე ბევრი ქერა მყოლია _ისე მიიხედა თითქოს ძალიან აინტერესებდა
_შენი ყავისფერთმიანი , ფეხმძიმე ცოლუკა თვალებს დასთხრის მაგ ქერებს
_ეგ ადრე იყო , შენს გაცნობამდე
_ხო არა? შემდეგ
_შემდეგ მხოლოდ შენ და სხვა არავინ
_თარაშ
_ჰო
_თუ მიღალატებ მეტყვი?
_არ გიღალატებ ...არ მიყვარს ბ.ზობა _ბოლოს გაიცინა და მანქანასთან მისვლამდე აკოცა_როგორი ხარ
_როგორი
_გემრიელი და სად წავიდეთ რომ დავნაყრდეთ? რა უნდა ჩემს ცოლს?
_რაიმე ხორცით... ქართულ რესტორანში წავიდეთ სადაც ქაბაბი იქნება
_ქაბაბი ? ბარემ ხინკალიც და
_ხინკალიიი რამდენი ხანია არ მიჭამია იცი?
_ვიცი... ზუსტად ორი კვირის წინ აქ რომ ჩამოვედით მოგინდა სახინკლეში წახვედი და სახლში მოიტანე ოცი ხინკალი
_მე მოვიტანე შენ ხომ არა
_ისევ მგონია რომ ბიჭია მანდ
_და მთელი კვირა ტკბილეულობა და სალათები რომ მინდებოდა ჩემი კვების რაციონს მაშინ რატომ არ დააკავშირე ჩემი ბავშვის სქესი
_ნუ ღელავ პატარავ, დაჯექი და ღვედი შეიკარი
_აღარ მინდა ხინკალი ... შემწვარი წიწილა მინდა
რესტორანში წავიდნენ. იმ დღეს ორივემ მადიანად მიირთვა . მართალია როგორც საუბრობდა ისეთი რაოდენობით ვერ მიირთმევდა , მაგრამ მაინც უცნაურობები მოუნდა .
სახლში რომ დაბრუნდნენ რაღაცები მიალაგა გოგონებს ეჭორავა და შემდეგ დასვენება გადაწყვიტა
_ტელევიზორი ჩავრთო?
_ჩართე ... მე უნდა წავიდე
_სად მიდიხარ
_არაჟანი მინდა ...ვნახავ მაცივარში თუ გვაქვს
_არ არის ...
_სულ შეჭამე?
_გუშინ ვჭამე და დღეს აღარ ვიყიდე ... სხვა რამე არ გინდა?
_არა ... მაღაზიაში ჩავალ მაშინ. სად დევს ჩემი საფულე
_მოიცადე რა დროს მაღაზიაა... გადაგივლის
_მინდა და დროს რა მნიშვნელობა აქვს
_დარწმუნებული ხარ რომ გინდა?
_სრულიად
_კარგი მაშინ მე წავალ და სიგარეტსაც ვიყიდი ...
ტელევიზორი ჩართო და რაღაც ფილმის ყურება დაიწყო . თარაშს დააგვიანდა , თითქმის ერთი საათი გავიდა მაღაზიამდე კი მაქსიმუმ 15 წუთი დასჭირდებოდა. იფიქრა რომ ვიღაც ნაცნობს შეხვდა , მაგრამ მაინც დაურეკა. ზარებს რომ არ უპასუხა უკვე ანერვიულდა . სწრაფად ჩავიდა პირველ სართულზე და შემდეგ გარეთ გავიდა. მაღაზიამდე რომ მისულიყო ჩიხი უნდა გაევლო და შემდეგ გზის მოპირდაპირე მხარეს გადასულიყო . თითქმის აიარა ჩიხი , მაგრამ ბოლომდე მისვლა ვერ შეძლო . სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა დაინახა გადაკეტილი გზა, პატრულის მანქანები , ხმაური და თვალები აემღვრა
_თარაში იქაა სადღაც ვიღაც დაზარალებულს ეხმარება... თარაშმა დაინახა და არ დატოვა. ამიტომ არ მპასუხობს თარაში კარგადაა , თარაში კარგადაა _ისევ ურეკავდა და მიდიოდა , ბოლოს მირბოდა სანამ ბეტონზე დავარდინილი დამსხვრეული მობილური არ დაინახა ახლოს სისხლის გუბესთან და იგრძნო როგორ დაერღვა წონასწორობა
_რა მოხდა ...
_ბიჭს მანქანა დაეჯახა , გზაზე გადადიოდა და ის მანქანა საიდან გაჩნდა არ ვიცი. არც კი გააჩერა უნამუსომ ... ღმერთო დაეხმარე იმ საწყალ ბიჭს_ თვითმხილველი ქალი მოთქვამდა. თვალები ეწვოდა, მაგრამ არ ტიროდა სანამ ტროტუარზე დავარდნილი პარკი არ დაინახა არაჟნის ქილა ჩანდა და რამდენიმე ფილა შოკოლადი
_არა ... არა არააა გთხოვ თარაშ , გემუდარები არ მოკვდე . გთხოვ ... გთხოვ _ სახეზე ხელები აიფარა და შემდეგ პოლიციელს მივარდა
_სად წაიყვანეს... ის ბიჭი სად წაიყვანეს. რომელ კლინიკაში ... ცოცხალი ხომ იყო
_ქალბატონო თქვენ იცნობთ? თან არაფერი ჰქონდა და ახლა რეკავენ საავადმყოფოდან
_ლურჯი , ლურჯი მუქი ლურჯი ქურთუკი ეცვა , ხელზე საათი ეკეთა და ...ღმერთო თარაში
_დამშვიდდით ქალნატონო...ყველაფერი კარგად იქნება
ხმა აღარ ესმოდა , შემდეგ კლინიკაში მიაბიჯებდა. თავს იკავებდა სანამ ექიმმა ფოტო არ აჩვენა. ოპერაციისთვის ამზადებდნენ მხოლოდ ეს გაიგო და იქვე სკამამდე მიაღწია
_შენ არ გაქვს უფლება ახლა დამტოვო ... არ გაქვს უფლება _თავი დახრილი ჰქონდა და ჩუმად ლაპარაკობდა . მობილური აიღო და დიდხანს უყურებდა კონტაქტების ჩამონათვალს . ვისთვის სეეძლო თარაშის მდგოამრეობის გამხელა... ვის ეტყოდა მშვიდად თარაში საოპერაციოშიაო
_მიშო
_ვა რძალო როგორ ხართ? ამ საღამოს გამოგვიყოფ დროს ბიჭებს?
_მიშო საავადმყოფოში ვარ ... მოდი გთხოვ თორემ ვერაფერს ვიგებ ცუდად ვარ ... ვეღარ ვუძლებ , მტკივა _ ტიროდა და თანდათან უფრო იკეცებოდა. მუცელზე ჰქონდა ხელები მოხვეული და ერთ ადგილას ირწეოდა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და შემდეგ ხელი მოხვიეს
_ანა ...
_დაეჯახა... ვიღაც დაეჯახა . მე არაჟანი მინდოდა , გუშინ სულ შეჭამა და ჩემს ნაცვლად წავიდა . მე უნდა წავსულიყავი
_ჩშშ ...დამშვიდდი კარგად იქნება. იცი რამდენჯერ დამტვრეულა? არ იცი რამდენი შრამები აქვს? კარგად იქნება დედას გეფიცები_ მიშო მის წინ მუხლებზე იდგა და გატეხილი ხმით ცდილობდა დაემშვიდებინა. სანდროს უყურებდა რომელიც სიტუაციის გარკვევას ცდილობდა .
რამდენიმე საათი ისე გავიდა რომ ძალების მოკრება ვერ შეძლო. უკვე შუაღამე იყო დერეფანში ნონა რომ გამოჩნდა და მერე მისი კივილი ისმოდა ყველგან.
ბევრი წუთი გავიდა, საათი და ბევრი ადამიანი დაინახა , მაგრამ ისევ იქ იდგა და კარს უყურებდა. იმ კარს რომლის მიღმაც თარაში იწვა და ზუსტად იცოდა რომ მისი გული კიდევ დიდხანს არ შეწყვეტდდა ფეთქვას. უბრალოდ იდგა და ელოდა, არც ტიროდა , არც ყვიროდა, არც სხვა რამეზე ფიქრობდ აუბრალოდ ელოდა .
...........
მესამე წიგნში ეწერა: „ ერთი წლის განმავლობაში ოთხჯერ დავკარგე შვილი. ყოველ ჯერზე მეგონა რომ შევძლებდი მის შენარჩუნებას , საწოლიდანაც კი არ ვდგებოდი, ყველაფერს ვაკეთებდი ექიმი რასაც მთხოვდა ,მაგრამ მაინც არაფერი გამოდიოდა. ვნადგურდებოდი , ნაწილებს ვკარგავდი და ვუფერულდებოდი . ყველა ექიმი ერთსა და იმავეს მეუბნებოდა, ყველა მიმტკიცებდა რომ ნაყოფის შენარჩუნებას ვერასდროს შევძლებდი და მეც დამემუქრებოდა საფრთხე ,მაგრამ არ მადარდებდა საკუთარი თავი .
ყველა მარწმუნებდა რომ ყველაფერი მორჩა , რომ ბავშის აყვანაზე უნდა მეფიქრა თუ შვილი მინდოდა ან უბრალოდ ცხოვრება გამეგრძელებინა ლევანთან ერთად.
ჟორდანიები მეუბნებოდნენ რომ ბედს შევგუებოდი , ისინი ხალხი რომლებიც ყველაფერს უკუღმა აკეთებდნენ და ქალებიც კი მოტაცებულები ჰყავდათ მეუბნებოდნენ რომ დედობაზე უარი მეთქვა .
ისევ დავფეხმძიმდი ბოლო ფეხმძმობის შეწყვეტიდან ერთ წელზე მეტი იყო გასული . საერთოდ აღარ მეგონა რომ კიდევ მექნებოდა შანსი. საავადმყოფოდან მარტო გამოვედი, არავინ იცოდა იქ რომ ვიყავი. ლევანსაც ვუმალავდი და თან იმ დროს საქმეების გამო ქვეყნიდან იყო რამდენიმე კვირით გასული. პირველად არ ვიქცეოდი ისე როგორც ფეხმძიმეები იქცევიან, არც ექიმებს დავუჯერე რომლებიც მეუბნებოდნენ რომ იმედი არ უნდა მქონოდა. ყველაფერი ვიცოდი , უკვე მეხუთედ ვისმენდი რა უნდა გაეკეთებინა ფეხმძიმე ქალს ნაყოფს რომ საფრთხე არ დამუქრებოდა . გიჟივით მოვიქეცი, ყველაფერს შევეშვი და სოფელში წავედი. ჩემი იქ გადაცხოვრება კი გაუკვირდათ,მაგრამ ვთქვი რომ ქალაქში მარტო ყოფნა მომწყინდა. მაქსიმალურად ვცდილობდი პრეტენზიული არ ვყოფილიყავი არადა საოცრებები მინდებოდა და მემართებოდა. ღებინება რომ მეწყებოდა ისე გავრბოდი მეგონა დავეცემოდი . ყოველ საღამოს შიშით ვიძნებდი რომ ღამით ცუდად გავხდებოდი და ისევ სისხლის გუბეში გამეღვიძებოდა, ყოველ დილას ფრთხილად ვიწყებდი . ასე გადიოდა დღეები, კვირები, სამი თვე ისე გავიდა რომ უბრალოდ საკუთარ განწყობაზე, ჯანმრთელობაზე ვფრიქობდი და ვცხოვრობდი ისე როგორც თინა და მაია. შემდეგ მეორე ტრიმესტრი რომ დაიწყო და ლევანმაც კითხვებით ამიკლო , მისი მოტყუება აღარ გამომდიოდა და მივახალე ფეხმძიმედ ვარ-თქო .
ისევ ისე მთელი სახლი თავს დამტრიალებდა , სანამ ყველას არ ვეჩხუბე . ექვსი თვის ფეხმძმე ვიყავი , პირველად მქონდა ამხელა მუცელი და პირველად ვგრძნობდი მის მოძრაობას . ვგრძNობდი რომ ჩემთან იყო და ზუსტად ვიცოდი რომ ის არ დამტოვებდა, ის ძლიერი იყო , ის ნამდვილად ჟორდანია იყო , ვერ გამიმეტებდა , ვერ დამტოვებდა .
ყველას ეშინოდა, ლევანს მგონი საერთოდ აღარ ეძინა იმის შიშით რომ მშობიარობას ვერ გადავიტანდი მაგიჟებდა ის ფაქტი რომ ყველა ჩემზე ღელავდა და არა ბავშვზე. არავის ეჯერა რომ ბავშვი ჯანმრთელი იქნებოდა, რომ ცოცხალი დაიბადებოდა და მხოლოდ ჩემზე ფიქრობდნენ...
საავადმყოფოში ვიწექი უკვე მშობიარობა რომ დამეწყო , საკეისროს გაკეთებას მირჩევდნენ ,მაგრამ მერჩივნა ჩემი შვილის ტირილის ხმა გამეგო და მერე მოვმკვდარიყავი ვიდრე გათიშულს ვერაფერი მეგრძნო .
არ განმიცდია არასდროს მსგავსი ფიზიკური ტკივილი , რისი აღწერაც არც შემიძლია და არც მინდა. მთავარი იყო ხმა რომელიც გავიგე . ხმა რომელმაც სიცოცხლის უნარი დამიბრუნა, ჩემი და ლევანის ნაწილის ძლიერი ხმა .
ის სრულიად ჯანმრთელი იყო, მე მას ვეხებოდი, ისიც მიჭერდა თითებს, მოძრაობდა და მე ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა .
ჩემი თარაში, ბიჭი რომელიც არავის ჰგავდა. ბიჭი რომელმაც არ დამტოვა და ჩემთან ერთად იბრძოლა.
ჩემი თარაში
ჩემი არსებობის წყარო „
.............
თვალები რომ გაახილა ანდრო იჯდა მის გვერდით , მაგრამ აშკარად სხვაგან იყო ფიქრებით
_გაიღვიძა?
_არა
_რომელი საათია
_გათენდა უკვე
_ექიმმა რაო
_უნდა დაველოდოთო
_უნდა ვნახო ... ხომ იცი რომ უნდა ვნახო . მოვკვდები რომ ვერ ვნახო ... უნდა ვნახო და ვუთხრა რომ მე ...უნდა გაიღვიძოს
_გაიღვიძებს ... აქ იყავი და რომ გაიღვიძებს მოვალ
_არა გთხოვ ... აქ არ მინდა
_ისევ ცუდად გახდები , გთხოვ
_აღარ გავხდები ... გეფიცები აღარ გავხდები _საწოლიდან წამოდგა და ანდროს გაჰყვა.
ნაკანი საერთოდ არ ლაპარაკობდა. კუთხეში დაჯდა და შორიდან უყურებდა ყველას , ანა ისევ იქ იდგა. უცნაური იყო მისი მზერა თითქოს ტიროდა , მაგრამ ცრემლები არ ჰქონდა ღაწვებზე, თითქოს დანებდა, მაგრამ მაინც მყარად იდგა. ხელები მუცელზე ჰქონდა მოხვეული და სადღაც შორს ერთ წერტილს უყურებდა.
შემდეგ ექიმი გამოჩნდა , მაჩვენებლები დასტაბილურდა ნელ_ნელა გამოფიხლზებას იწყებს და ერთ_ერთს შეგიშვებთო.
ნონას შეხედა ყველამ ლიზა უკან იდგა არც ფიქრობდა რომ იქ შესვლას მაშინვე შეძლებდა მხოლოდ ის ახარებდა რომ უკეთ იყო. თვალებით ანდროს ეძებდა და მის განათებულ სახეს რომ შეხედა შემდეგ ანას ხმა გაიგო , ჩამწყდარი, მაგრამ მაინც მტკიცე ხმა
_ლიზა შევა _ისე ჟღერდა მისი ორი სიტყვა თითქოს მიწისძვრა მოახდინა. ლიზამ მზერა გაუსწორა, ისიც უყურებდა შემდეგ უფრო ხმამაღლა თქვა _ ლიზა შევა და შემდეგ სხვა _ შებრუნდა და სავარძელში დაჯდა ისე თითქოს სრულიად მშვიდად იყო.
_ანდრო _ ჩურჩულით თქვა მისი სახელი თითქოს მის დასტურს ელოდა
_ექიმს გაჰყევი ... გელოდება _ვერ გაიგო ვის ლოდინს გულისხმობდა , მაგრამ ინსტიქტურად დატოვა ყველა და ექიმთან ერთად წავიდა.
არ იცოდა უხაროდა თუ არა, ვერ ხვდებოდა უნდოდა მისი ნახვა თუ არა
_ექიმო
_დიახ...თქვენ ლიზა მგონი. პაციენტის
_მე მისი რძალი ვარ... შეგიძლიათ გამონაკლისი დაუშვათ? მისი ცოლი ფეხმძიმედაა და მარტო შესვლა არ შეუძლია ამიტომ თქვა უარი . იქნებ ორივე შეგვიშვათ ...
_კარგით ოღონდ ცოტა ხნით და საუბარი არ შეიძლება რომ გაიღვიზებს მაშინვე გამოხვალთ
_დიახ, რა თქმა უნდა _ ჩუმად უთხრა და სწრაფად შებრუნდა რომ არ დაეკარგა ძალა. ანას თავზე დაადგა , ყველას მზერა დააიგნორა და ხელი მაჯაში ჩაკიდა
_ექიმმა ორნი შედითო ... წამოდი
_სანამ გაიღვიძებს და ტვინი ჩაერთვება შენი იქ ყოფნა უფრო იმოქმედებს ვიდრე ჩემი _ მშვიდად უთხრა ისე რომ არც ადარდებდა სხვების აზრი
_ანა , უნდა წამოხვიდე !

ერთად შევიდნენ. ორივე უყურებდა გათიშულ ჟორდანიას . ლიზას ანას მდგომარეობა უფრო ადარდება, უყურებდა როგორ მშვიდად , მტკიცედ მიაბიჯებდა გათიშული ჟორდანიასკენ და თავადაც ინსტიქტურად დგამა ნაბიჯებს. ანა თითებზე შეეხო , დაიხარა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ლიზა არც შეხებია უბრალოდ უყურებდა და ჩუმად ჩურჩულებდა
_მალე გაიღვიძე გთხოვ და გეფიცები ყველაფერს გეტყვი ... მალე გაიღვიძე და მომეცი უფლება სიმშვიდე მოვიპოვო . გაიღვიძე და გათავისუფლდი ჩემგან სამუდამოდ _ ხელზე აკოცა რამდენჯერმე და მერე რომ გასწორდა შუბლზე მიაწება ტუჩები. თვალიდან ჩამოვარდნილი ცრემლი მის კანზე დატოვა ეულად და უკან დაიხია. ანას კიდევ ერთხელ შეხედა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. კარი მიხურა და იქვე დარჩა, ანდრო დერეფნის ბოლოში მიმავალი დაინახა და მისკენ გაიქცა. როგორც კი დაეწია მაშინვე წინ გადაეღობა და მოეხვია.
_ნუ გეშინია ... კარგად იქნება. სულ ტყუილად ნერვიულობ აი ნახავ , მალე გაიღვიძებს და კარგად იქნება
_ვიცი ... თარაში ძლიერია . ახლა რომ გიგრძნო უფრო მალე გამოფხიზლდება _ლიზას ხელი მოიშორა და შენობიდან როგორც კი გავიდა სიგარეტს მოუკიდა
_ანდრო
_ცივა გარეთ ... ზემოთ ადი , არაფერს გეტყვიან
_შენ?
_მე ? მე მანქანაში ვიქნები სანამ გაიღვიძებს
_რატომ არ მიყურებ ანდრო
_ზემოთ დაბრუნდი, თარაში მალე გაიღვიძებს
_ანდრო
_რა გინდა ლიზა
_შემომხედე , გთხოვ
_ცუდად ვარ ლიზა ... თარაში რომ გაიღვიძებს არავინ იცის როგორ იქნება და მე ჩემ ძმას ვერ ვნახავ. მასთან ვერ შევალ ... ჩემ ძმას ვერ გავუმაგრებ ზურგს , მე ავურიე ცხოვრება და მივიყვანე ამ დონემდე . თარაშს რამე რომ სჭირდეს მე ვიქნები დამნაშავე და მე აღარ შემიძლია
_შენ დამნაშავე როგორ ხარ... მანქანა რომ დაეჯახა შენ ხარ დამნაშავე? ანდრო როდის შეეშვები ჩემი სიყვარულის სინანულს _ თავი ააწევინა და გაბრაზებულმა შეხედა
_როგორც კი შევძლებ დაველაპარაკები და ვეტყვი რომ შენ არასდროს გიღალატია მისი სიყვარულისთვის , რომ დღემდე ისევ ისე გიყვარს და მე ვარ დამნაშავე . ყველაფერს დავუსვამ წერტილს ოღონდ კარგად იყოს
_მთმობ ანდრო ? _ხელი გაუშვა და ამღვრეული მზერა მიაპყრო
_შენ ჩემი არასდროს ყოფილხარ , ლიზ
_შენ არასდროს გიბრძოლია ჩემთვის, შენ როგორღაც გახდი ჩემი ქმარი , შენ მე მიშვებ და შენ ყოველთვის თარაში მეტად გადარდებდა ვიდრე მე
წავიდა ,ზურგი აქცია და შენობაში დაბრუნდა .
ანდროსთან აღარ ულაპარაკია ისე ავიდა მაღლა და ანას გვერდით დაჯდა. ყველაფერი ერთად უტრიალებდა ტვინში, მაგრამ ფაქტი იყო ანდროს ქცევა უფრო სტკენდა გულს ვიდრე თარაშის მდგომარეობა. ადრე სრულიად სხვაგვარად იქნებოდა ახლა კი ყველაზე მეტად მისთვის სიმართლის თქმა უნდოდა . აღარ უყვარდა და ამასაც აუცილებლად ეტყოდა , მაგრამ ანდრო? ანდროზე გაბრაზდა და არ აპატიებდა ასე მოქცევას .
ექიმი რამდენჯერმე მივიდა და ბოლოს თქვა რომ გონზე იყო . გამოკვლევებს აგრძელებდნენ და მდგომარეობა სტაბილური იყო . ჯერ კიდევ ნარკოზის ზემოქმედებაშია და ანას ეძახისო ექთანმა თქვა. შესაძლოა რაიმე ეჩვენებოდესო , ბოლომდე გამოფხიზლებული არ არისო. ლიზას გაეღიმა, თავადაც არ იცოდა რა უხაროდა , მაგრამ სრულიად დამშვიდდა შემდეგ ლალის გვერდით დადგა
_სახლში არ წამოხვალ ? მთელი ღამეა აქ ხარ... დაისვენე და ისევ მოდი . ჯერ მაინც ვერ ნახავ
_შენც წამოხვალ?
_სახლში მინდა, დავიღალე. იმას არ ველაპარაკები და უთხარი რომ მე გაგიყვან სახლში _ ანდროზე ანიშნა და წინ წავიდა.
ლალის მანქანაში ელოდა , ჯერ ჩუმად ისხდნენ შემდეგ ისევ ლალიმ ჰკითხა
_რატომ არ ელაპარაკები ... იქაც იჩხუბეთ?
_იდიოტია
_ლიზა
_როგორ შეიძლება ამდენი წელი თვითგვემაში გაატაროს , არცერთხელ ეცადო ბრძოლას და მხოლოდ მოინანიო . როგორ შეიძლება ვერ ხედავდე რომ აღარ მიყვარს სხვა და მორჩა ყველაფერი
_შენ იცი რომ მორჩა? დარწმუნებული ხარ?
_გუშინ რომ შევედი პალატაში მივხვდი რომ არ მტკიოდა ისე როგორც ადრე ... არც მისი ჩახუტება მინდოდა, არც მასთან საუბარი უბრალოდ მინდოდა გამოფხიზლებულიყო და ანდრო კარგად ყოფილიყო ... ანდროს ტკივილის ატანა აღარ შემიძლია და შენს იდიოტ შვილს წარმოდგენაც არ აქვს ამაზე...ის რომ საავადმყოფოში იყო , ჯერ კიდევ მაშინ როდესაც სიმართლე არ ვიცოდი მე ის ღაამეები კოშმარად მექცა _თვალები აემღვრა და მერე გაჩუმდა_ იდიოტია აბა რა არის. ხოდა არ შევურიგდები, არ დაველაპარაკები, არ შევეხები სანამ არ მორჩება სინანულს!
_რადგან თარაში გადარჩა არაფერი მადარდებს...თქვენ არასდროს შეწყვეტთ ჩხუბს და არც დაშორდებით, შენგან გათავისუფლება არ მიწერია
_ეგეც თქვენი ვაჟბატონის ბრალია...საერთოდ ყველაფერი მისი ბრალია
_აბა შენ რომელი ნორმალური შეგიყვარებდა, შეგიყვარა და სულ გამოერეცხა ტვინი!

ლალის დაურეკეს და უთხრეს თარაში კარგადააო . საღამომდე სახლში იყვნენ, ანდრო ისევ არ ჩანდა. ბოლოს ისევ კლინიკაში დაბრუნდნენ. ლალისაც უნდოდა ძმისშვილის ნახვა. დერეფანში იმდენი ხალხი აღარ იყო შორს ლევანი და ნონა დაინახა , დივანზე ანა იჯდა და მასთან წვენის ბოთლით ხელში ანდრო იდგა . გადაღლილი სახე ჰქონდა , გოგოს ესაუბრებოდა სრულიად გამოფიტული . ბოთლი ხელიდან გამოგლიჯა და ანას გვერდით დაჯდა
_ანა როგორ ხარ?
_კარგად
_სახლში არც შენ წასულხარ ზოგ_ზოგიერთებივით? იქნებ წახვიდე და დაისვენო ... ფეხმძიმედ ხარ
_შენც ჩემზე ზრუნავ?
_ჩემს ქმარს ეგ ბავშვი იმაზე მეტად უყვარს ვიდრე საკუთარი ეყვარებოდა
_ან უბრალოდ იმ კაცის შვილია ვინც გიყვარს
_არა, იმ კაცის შვილი არ არის ვინც მიყვარს_ანდროს ახედა და მერე ისევ ანას მიაპყრო მზერა
_იქნებ აქ არ ისაუბროთ ... თქვენი ოჯახური სკანდალი უადგილოა
_არავითარი სკანდალი...მე მასთან საერთო არაფერი მაქვს _ ხელი აიქნია და შემდეგ წვენით სავსე ჭიქა მიაწოდა _რა წვენია ეს ... რამე სამკურნალოა თუ ასეთი სუნი რატომ აქვს
_ხილის და ბოსტნეულის ნაზავია ... ექიმმა დამინიშნა თუ გინდა დალიე
_არა , გმადლობ . შენ დალიე
_ანდრო ... მოკლედ გთხოვ გაარკვიე ვინ დაეჯახა თარაშს და აუცილებლად მითხარი
_გავარკვევ !
_პოლიციამ არ დააკავა ?
_ვერ იპოვნეს ... შეხვალ თარაშთან?
_არა , არამგონია მისი ანერვიულება ღირდეს
_მე კიდე მგონია რომ იმდენად მოენატრეთ ჩხუბის ძალაც არ ექნება _ ორივეს შეხედა და შემდეგ წავიდა.

ანა თარაშის გვერდით, სკამზე იჯდა ოთახში რომ შევიდა . ისევ მეორე მხარეს დაჯდა , სიტყვაც არ უთქვამს ისე უყურებდა ორივეს. შემდეგ ჟორდანიამ თვალები გაახილა, ტუჩები ერთმანეთს დააშორა და დაბინდული მზერა მიაპყრო ორივეს . ლიზას წამით შეხედა და ისე გაიხედა ანასკენ თითქოს ეჩვენებოდა
_პატარავ ... აქ ხარ?
_ინებეთ გაღვიძება ბატონისშვილო? -გაუღიმა, თან ისე უღიმოდა სულს რომ გაუთბობდა
_დიდხანს მეძინა ?
_საკმაოდ დიდხანს... იმდენად რომ მთელი წლის გათენებული ღამეები აინაზღაურე
_მგონი ნახევრად მძინავს ... ერთხელ მაკოცე იქნებ გავიღვიძო _ტუჩები ენის წვერით დაისველა და თვალები წამით დახუჭა
_თარაშ ...
_ის ისევ არ ქრება და მითხარი რომ აქ არ შემოუშვი თორემ გაგეყრები _ლიზასკენ არ გაუხედავს ისე უთხრა ანას . ის კი უკვე ფეხზე იდგა და უკან სვლით მიდიოდა,იცინოდა და შემდეგ მარტო დატოვა წყვილი.
_აღარ არის ... წავიდა თუ გაქრა
_ძალიან ცუდი ხარ იცი? ამდენ ხანს რატომ არ გაიღვიძე, გინდოდა მომნატრებოდი ხომ?
_მოგენატრე ჩემო უგულო ცოლო?
_დაისვენე, ძალები აღიდგინე, მიყვარხარ ! ამ ყველაფერს მეტჯერ აღარ გავიმეორებ _ ფრთხილად შეეხო მის ტუჩებს , მერე ლოყაზე აკოცა და მანამ გავიდა სანამ ექიმი შევიდოდა.
...........
ოთახიდან სწრაფად გავიდა და ყველას ახარა ახალი ამბავი . ანდრო ვერ დაინახა და სწრაფად გავიდა შენობიდან . ისევ გარეთ იყო და ეწეოდა თან მობილურით საუბრობდა .ვერც გაიგო ლიზა ისე მიუახლოვდა
_ვიპოვნი და ნაწილებად დავჭრი ... _მხოლოდ ეს გაიგო და შემდეგ ანდრომაც დაინახა
_გაიღვიძა... ხედავს, ლაპარაკიბოს და მეხსიერებაც არ დაუკარგავს
_მადლობა ღმერთს ... როგორც იქნა _თავზე გადაისვა ხელები და გაიცინა. ძლივს შვება დაეტყო მის სახეს
_ვის ელაპარაკებოდი
_როდის
_სანამ მოვიდოდი
_შენი საქმე არ არის ...
_იპოვნე ვინც დაეჯახა?
_პოლიცია ეძებს ... მე რომელი დეტექტივი მნახე
_მატყუებ
_საიდან მოიტანე
_არ მიყურებ და თემას თავს არიდებ
_ახლა ისე გამოიყვან თითქოს შენზე უკეთ არავინ მიცნობს
_ანდრო
_შენ ხომ არ მელაპარაკებოდი
_მინდა და გელაპარაკები
_პაციენტებს ნუ შეაწუხებ ... აქ ისტერიკის დრო არ არის _როგორც კი შევიდნენ შენობაში მაშინვე უთხრა და სვლას უმატა
_ნახავ?
_არა
_რატომ
_გგონია ავანერვიულებ ამ მდგომარეობაში მყოფს?
_რომ დაიძინებს მერე მაინც ნახე თორემ ასე შენ ვერ ისვენებ
_ჩემზე ღელვა არ გიხდება
_მოვიხდენ როგორმე
_ძალიან გინდა ?_ზემოდან დახედა და მანამ უყურებდა სანამ მზერა არ მოაშორა ლიზამ
_ნერვებს ნუ მიშლი
_შენ კიდე ცხვირს ნუ ჰყოფ იქ სადაც არაფერი გესაქმება . მშვიდად იყავი სანამ ნონა იფეთქებს
_არავინაც არ იფეთქებს
_ვითომ რატომ
_ანას არ აანერვიულებენ ის კი სრულიად ცივილურად გვხვდება
_ალბათ არ იცის თარაშს რომ უყვარხარ
_ან იცის საკუთარი ადგილი თარაშის ცხოვრებაში და ტყუილად არ ეჭვიანობს
_ან უბრალოდ ისე არ უყვარს თარაში როგორც შენ რაც მაინც არ გამორიცხავს ნონას აფეთქებას
_შენ საკუთარ გრძნობებზე ილაპარაკე !
შეუღრინა და წინ წავიდა. ანა არ ჩანდა დერეფანში კოტე , ლევანი და ნონა ისხდნენ. ბიჭები იმ წამს შევიდნენ , ანდროს ანიშნეს და მერე ერთად გავიდნენ ისე რომ ლიზამ დანახვაც ვერ მოახერხა.
_რამდენ ხანს აპირებ აქ ჯდომას ... თითქოს ძალიან გტკივა გული . ანას გულუბრტყვილობით სარგებლობა არ გამოგივა _ნონამ მივიდა და ანდროს ვარაუდი გამართლდდა
_არაფერს ვცდილობ , უბრალოდ ჩემი ქმრის გვერდით
_არ მინდა აქ გხედავდე , შენ გამო ანდროსაც მოუხდეს შეიძლება წასვლა და ნუ გამაგიჟებ
_ნონაჩკა რა ხდება ? _ ანა მიუახლოვდა , მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა და მერე გაიღიმა _ ვიცი რომ მე მოგწონვარ , მაგრამ თარაშზე ღელვას ვერავის აუკრძალავ
_ანა , რაო თარაშმა
_ნონას უთხარი სახლში წავიდეს ლევანიც გაიყოლოს და დაისვენონო
_შენც უთხარი რომ წავედი
_და აქ ყოფნას რა. აზრი აქვს? წადი დაისვენე და საღამოს მოდით . კოტეც ცუდადაა ხომ ხედავ იზრუნე მამამთილზე ... რა მაგალითს მაძლევ ნონ?
_და შენ აქ დაგტოვო?
_მე ხომ იცი როგორი მაგარი ვარ ...
_ფეხმძიმედ ხარ და ბავშვზე უნდა იზრუნო
_ზედმეტს რომ ზრუნავდი ხომ ხედავ როგორი სუსტია შენი შვილი
_ანაა
_გთხოვ რა...ასე უფრო ვიძაბები . ცალკე თქვენზე ვფიქრობ ცალკე თარაშზე. რომ დაისვენებთ და მეცოდინება დამშვიდდით მეც უკეთ ვიქნები . ბიჭები აქ არიან და ამდენი ექიმი, რა უნდა მოხდეს
_ექიმს ვნახავ და წავალთ მაშინ
_თინას წამლები აღარ აქვს და უყიდე ხო? წამოსვლამდე დამირეკე რაღაცები მჭირდება
_რა გჭირდება ვინმეს გამოვუშვებ...ან აქვე ვიყიდი
_არაფერი ნონ... მიდი ექიმთან და მერე წაიყვანე ისინი

ყველა რომ გაუშვა შემდეგ დაჯდა ლიზას გვერდით
_რთულები არიან არა?
_შენ კი მარტივად უმკლავდები
_შენ კი ვერ გაუმკლავდი
_შეუძლებელი იყო , თანაც მე რომ სხვანაირად მოვქცეულიყავი არც შენ იქნებოდი აქ და არც ის _ მუცელზე შეეხო და გაეღიმა _ სქესი გაიგეთ?
_ექიმთან უნდა წავსულიყავით თარაშს მანქანა რომ დაეჯახა ... ჩემთვის არაჟანი მოჰქონდა . მთელი საათი ვეწუწუნე და ამის გამო გავიდა
_იმედია არ გგონია რომ შენ ხარ დამნაშავე
_არ ვიცი, შესაძლოა ვარ კიდეც , მაგრამ არა არაჟნის გამო
_აბა ? კიდევ არის რამე რაც არ ვიცი?
_არაფერია ... იმის თქმა მინდოდა რომ თარაშთან შესვლა თუ გინდა შედი. დარწმუნებული ვარ რაღაც ცუდს გეტყვის, მაგრამ გაახარებს შენი ყურადღება
_შენ რა იცი ჩვენი ურთიერთობის შესახებ
_მე მხოლოდ ის ვიცი რასაც ვხედავ ... იშვიათად მჯერა სხვისი მონათხრობი ამბები
_მეეჭვება ჩვენი ამბავი ვინმემ ერთი შეხედვით ამოხსნას... ჩვენც კი ვერ დავაღწიეთ თავი ლაბირინთს
_ყველაფერი დამალული უფრო და უფრო ართულებს მდგომარეობას . მე ვიცი რომ ანდრო და შენ თარაშს არ უღალატებდით და რაღაც დიდ საიდუმლოს მალავთ , თარაში კი ვერაფერს ხვდება .მხოლოდ შედეგს ხედავს და ამის მიხედვით გამოაქვს დასკვნაც
_შენ მართლა ის ხარ ვინც მის მორჯულებას და ნამდვილ ჟორდანიად ქცევას შეძლებს
_თარაშს მორჯულება არ სჭირდება, უბრალოდ უნდა გაიგოს რომ გიყვარდა და არ შემცდარა შენში
_მე რომ თავის გამართლება შევძლო და ჩემდამი მისი გრძნობა გაიზარდოს მერე ?
_თუ შენ ეყვარები სიცოცხლის ბოლომდე სჯობს მშვიდად იყოს მისი სული ვიდრე უყვარდე და ტკიოდეს
_ცოლად რომ გაჰყევი უკვე გიყვარდა?
_შეიძლება მიყვარდა კიდეც , მაგრამ რთულია მიხვდე ვინ როგორ და რა დოზით გიყვარს
_ნამდვილად რთულია და დიდი დროც სჭირდება, შეიძლება ის წლები წაგართვას რომელსაც უკან ვეღარ დააბრუნებ _ ჩუმად თქვა და დერეფნის ბოლოსკენ გაიხედა იმ იმედით რომ ანდროს დაინახავდა.
...............
მარტო დარჩა, ყველა სადღაც იყო გასული. მიშო დატოვეს ანასთან მასაც მიეძინა სავარძელში მოკეცილს . ანამ კი ისევ პირველი წიგნი გადაშალა
„რაც უფრო მეტი დრო გადის წერის სტილიც კი მეცვლება. ახლა უკვე ბებია ვარ და ჩემი პირველი შვილიშვილია შეყვარებული . როგორც იქნა ვხედავ კაცს ჟორდანიებთან რომელსაც უყვარს , გრძNობებს არ მალავს და ყველამ ვიცით ვინ არის მისი რჩეული. გოგო პირდაპირ არ მოიტაცა და ცდილობს როგორმე თავი შეაყვაროს. მეეჭვება ლევანის შარმს გაუძლოს ქალბატონმა ნონამ,მაგრამ დიდი ჯიუტი ვინმეა . მაიას შემდეგ ახალ რძალთან შეგუება არ მინდა გამიჭირდეს, მაგრამ ის ნამვდილად არ იქნება დედამთილის მსგავსად მარტივი . მაია ჩემი შვილივითაა, იმ გოგოსავით რომელიც არასდროს მყოლია და ის არ ვიცი საერთოდ როგორ უნდა მივიღო. რამდენჯერაც თბილისში ჩავედი იმდენჯერ ვნახე, ხანაც შორიდან ხანაც ვითომ შემთხვევით ,მართალია ლევანი გამიგიჟდა ,მაგრამ ვერ ვისვენებ . ამირანი კი სრულიად მშვიდადაა , ახლა სხვა დროა დამოუკიდებლები არიან ხომ ხედავ თავად მიხედავენ თავსო განაცხადა და თითქოს საქმიდან გავიდა,მაგრამ მე მომატყუებდა?
დრო გავიდა , როგორც ყოველთვის ისე სწრაფად რომ უკან მიხედვასაც ვერ ვასწრებთ. ჩემდაგასაკვრიად ლევნმაც არ უღალატა ტრადიციას , მოთმინება ამოუწურა იმ ალქაჯმა გოგომ და ერთ დღეს მანქანით შემოვარდა ეზოში. გული გამისკდა ,მაგრამ მერე ადგილზე გავქვავდი იქედან რომ გადმოხტა ალქაჯი, კიოდა და ფეხსაცმელს ურტყავდა ლევანს სანამ მანაც არ უღრიალა. ორ წამს გაჩერდა ზუსტად მერე ფეხზე ჩაიცვა და გაშლილი ხელი მოუქნია, გეფიცებით მე ვიგრძენი ჩემი საწყალი ბიჭის ტკივილი.
აი ასე შემობრძანდა ქალბატონი ნონა ჩვენს ოჯახში, მესამე ქალი სრულიად განსხვავებული პატარძალი და არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ეს ცვლილებები . ისე მიდის საქმე მალე დედამთილებს შეგვეშინდება რძლების ან სიბერის ბრალია , მაგრამ იმ გოგოსთან მიახლოება ნამდვილად არ მინდოდა და ლევანმა რომ თქვა არავინ მოხვიდეთო არც მიფიქრია შეწინააღმდეგება.
-დავიღუპეთ ვითომ?- ამირანმა ისეთი ტონით თქვა მაიკოს სიცილი აუტყდა. რა აცინებდა არ ვიცი ,მაგრამ მხიარულად კი იყო
-არამგონია მამა, ვფიქრობ სწორედ ის გვჭირდებოდა
-ფრთხილად იყავი შენც არ გცემოს - კოტემ ჩაილაპარაკა და მერე თავი გააქნია- ხო გემოვნებით აშკარად შენ გგავს
-მე შენ არ მიყვარდი როდესაც ცხოველს ჰგავდი
-შენ ვერ მხედავდი თორემ ცხოველი არასდროს ვყოფილვარ ... დაბერდი უკვე ქალი დედამთილი ხდები და კიდევ ვერ მიხვდი როგორ მიყვარხარ?
ხო აი დაახლოებით ასე საუბრობენ ესენი სულ და უკვე ყელში მაქვს იცით? როგორ შეიძება ცოლ-ქმარი ასე ყველასთან იწყებდეს ჩხუბს ან სიყვარულობანას თამაშს, სხვამ საერთოდ რატომ უნდა იცოდეს მე და ჩემი ქმარი როგორ ვართ ერთმანეთთან. წლები გადის და ჩემი აზროვნების გარდა ყველაფერი იცვლება. არ მესმის და რა გავაკეთო?
ნონას რძლად გახდომა იმაზე რთული ამბავი გამოვიდა ვიდრე წარმოგვედგინა. ქარიშხალი დაატრიალა მთელს სახლში, თანაც იმიტომ რომ მის სურვილს არ მიაქციეს ყურადღება თორემ განა არ უყვარდა ჩვენი ბიჭი . სახლი თავდაყირა დამიყენა, რასაც ამდენი წელი ვაშენებდით დაგვიმტვრია , ფანჯარაც კი ჩაამსხვრია და სახლში დარცენაც საშიში გახდა სანამ ...არ დავწერ რაც. მოკლედ მერე დაიშაქრა, დაემსგავსა ახალ გათხოვილ ქალს და ესეც უცნაური იყო მათთან . ლევანი ხომ ისედაც კოტეს ჰგავდა და მაიასგან მორცხვობის ნატამალიც არ დაჰყვა , ისე მოვარდებოდა და ეცემოდა სულ მინდებოდა პატარა ყოფილიყო და მისთვის ყურის აწევა შემძლებოდა.
დადგა დრო როდესაც ახალი პრობლემა გამოჩნდა და ჩემი ყმაწვილქალობის ტკივილი განმიახლდა. მაიამ ორივე ბავშვი ისე გააჩინა მხოლოდ პოზიტიური ამბები მახსენდებოდა, მშობიარობაც არ გასჭირვებია ნონას შემთხვევაში კი თითქოს ღმერთი გაგვინაწყენდა ამდენხნიანი სიმშიდისთვის და განსაცდელი მოგვივლინა ყველას.
რომ გავიგეთ ფეხმძმედ იყო ლამის მეც ვიტირე ლევანს ისეთი რეაქცია ჰქონდა. თვითონაც ისეთი საყვარელი იყო მინდოდა ძალიან ბევრჯერ მეკოცნა მე კი იშვიათად მინდება ვინმეს კოცნა .
ორი თვეც არ იყო გასული , შუაღამით რომ შემოვარდა კოტე ჩვენს ოთახში და გვითხრა სასწრაფოდ თბილისშ მივდივართ ნონას სისხლდენა ჰქონიაო. ჩვენ კი გავვარდით და გზაში ერთი სიცოცხლე დავკარგეთ,მაგრამ განგებას წინ ვინ აღუდგება.
ნონა რომ დავინახე მივხვდი რომ აღარასდროს უნდა გავბრაზებულიყავი ხმაურიანი, გიჟი ადამიანისთვის ვინც ბედნიერებას ასხივებდა . ის ისეთი უსიცოცხლო იყო, ისეთი მზერა ჰქონდა მე სრული უმწეობა ვიგრძენი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, თუმცა აზრიც არ ჰქონდა სიტყვებს მე ხომ ვიცოდი მის ტკივილს სიტყვები ვერ დაამებდა.
ჩემი ლევანიც დამეტანჯა, მე ხომ ვიცოდი მისი არანორმალური ხასიათის უკან როგორი ემოციური კაცი იმალებოდა .
ორი წელი ცრემლი ვერ გავუშრეთ თვალზე ნონას , ის ორი წელი ვეღარაფერზე ვფიქრობდით ნონას გარდა. აღარც ლევანი , აღარც ლალი აღარ იყვნენ ჩვენი ყურადღების ქვეშ. კოტე და ამირანი საქმეებს აგვარებდნენ მე და მაია კი ექიმებთან დავყვებოდით, ფეხმძმობის დროს თბილისში გადავსახლდით ,მაგრამ არაფერი გამოდიოდა.
მეხუთედ ვიყავით იმ წყეულ დერეფანში , ის წელი ჯოჯოხეთი იყო ოთხჯერ დაფეხმძიმდა და პირველი ტრიმესტრიც ვერ გადალახა ბავშვმა.
ამირანი სოფლიდან ჩამოვიდა მარტო ვიჯექი დერეფანში ყველა სადღაც იყო გასული რომ მოვიდა და გვერდით დამიჯდა
-თინა
-ექიმმა თქვა ნონაც ძლივს გადავარჩინეთო...ასე დავკარგავთ ამ გოგოს და ლევანსაც - თავი ვერ შევიკავე და ყელში მობჯენილმა ცრემლებმა ჯებირები გადმოლახეს.
-უთხარი რომ მაინც ყველაზე მაგარი რძალია და ქალი , უთხარი რომ არც ლევანისთვის და არც ჩვენთვის არ აქვს მნიშნელობა - მომეხვია და თავზე მაკოცა , მისი შენელებული გულისცემა მესმოდა .
ქალები ვტირივართ , კაცებს ვეხვევით , ან ერთმანეთს ვამხნევებთ ისინი კი ტკივილს ვერ იქარწყებენ . ისინი სულ მზად არიან ჩვენ დაგვეხმარონ, ხელი მოგვხვიონ და გვითხრან ის რაც გვჭირდება ,წაიღონ ჩვენი წილი ტკივილი . ჟორდანიები ასეთები არიან, ყველა კაცი ვინც ჩვენს ოჯახშია ...
შემდეგ დიდი დრო გავიდა, ალბათ ორი წელიც და ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი უბედურება დაგვატყდა თავს ბევრი ისეთი რამ გამოვიარეთ რომელზეც ვერც კი ვიფიქრებდით და შემდეგ ნონამ გვითხრა რომ ფეხმძიმედ იყო , არავის ეჯერა რომ რაიმე შეიცვლებოდა . მეც ვცდილობდი რეალობას არ მოვშორებოდი და იმედები არ გამჩენოდა,მაგრამ მას ისე ეჯერა რომ დედა გახდებოდა მეც დავუჯერე !
შემდეგ ისევ გაჩნდა ჩვენს ოჯახში ჟორდანია
უცნაური და ყველასგან განსხვავებული ვინც კი მანამდე ხელში მჭერია.
დაბადების წამიდან უცნაური იყო
თარაშ ჟორდანია
ჟორდანიების უფლისწული თარაში „
-ანა- წიგნი სწრაფად დახურა ხმა რომ გაიგო და მაღლა აიხედა. ანდრო იყო
-მეგონა წახვედი
-ცოტა ხნით გავედი...შენ არ მიდიხარ?
-ანდრო
-ჰო
-მოდი, დაჯექი - სავარძელზე ანიშნა და ცოტა ჩაიწია . როგორც კი დაჯდა მაშინვე მზერა გაუსწორა- რატომ არ იცის თარაშმა სიმართლე
-რომელი სიმართლე
-თქვენი სიმართლე
-ჩვენი სიმართლე არ არსებობს
-იცი მე ზედმეტად ბევრი შემხვედრია ცხოვრებაში და ერთ-ერთი რაც ვისწავლე მათი ცნობაა...შენ არ ხარ ის კაცი ძმას რომ უღალატებდა
-და შენ ოდესმე წარმოიდგენდი რომ იმ კაცს შეიყვარებდი რომლისთვისაც მოგიტაცებდნენ?
-შენ ყველაფერი იცი ხომ? - თვალებში უყურებდა ისევ , შემდეგ გაიღიმა . იგრძნო როგორ ამოძრავდა ბავშვი , ინსტიქტურად ჩაავლო თითები ანდროს მაჯაზე და მისი ხელი მუცელზე დაიდო- შენ ჩემს შვილზე დადებითად მოქმედებ...არც ისე ხშირად მახარებს ასეთი აქტიური მოძრაობით
-თარაშს ზოგჯერ ძალიან უჭირს გრძნობების გამოხატვა, იმის ახსნა რასაც განიცდის მიუხედავად იმისა რომ თითქოს თავისუფალია . მე ზუსტად ვიცი რომ ის შენს გამო ყველაფერს გააკეთებს ,იმისთვის რომ მისი შეყვარება არ ინანო- მუცელზე უყურებდა , გრძნობდა პატარა ჟორდანიას მოძრაობას და თვალები ემღვრეოდა
-შენ ხედავ მათ ემოციებს? კოტეს, ამირანს, თინას, ნონას , მაიას ....ხედავ როგორ გიყურებენ? გრძნობ რომ მათ შენი დაკარგვა ყველაზე მეტად სტკივათ? აქ რომ გხედავენ და ახლოს არ მოდიან ...ხედავ ანდრო?
-მათ არჩევანი გააკეთეს ...მე არ უნდა ვარწმუნებდე მათ ჩემს ერთგულებაში - წარმოდგენა არ ჰქონდა ამ გოგოსთან ამდენს რატომ ლაპარაკობდა, მაგრამ იცოდა ვინ იყო ანა ჟორდანია. მიხვდა რაღაც ინფორმაციას რომ დასტყუებდა ბოლოს ქალბატონი ამიტომ წამოდგა შუბლზე აკოცა , თითები ისევ აამოძრავა მის მუცელზე და შემდეგ მოშორდა- დამირეკე ნებისმიერ დროს და მთხოვე ნებისმიერი რამ
-იცი რაც მჭირდება ანდრო ...
-ვეძებ და ვიპოვნი !
წავიდა , ანა მარტო დატოვა თარაშის ოთახის წინ და წავიდა.
წამლების სუნი, უჰაერობა, თეთრხალათიანები დერეფნებში, ექთნები წამლებით და სიცარიელე . ბრაზი და შორისძიების სურვილი რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა ...
ანდრო გარეთ იყო, ციოდა და მის არეულ ემოციებს ანელებდა ეს სიცივე. სიგარეტს მოუკიდა,ტუჩებსშორის მოიქცია და ღრმად შეისუნთქა. წვიმდა ისევ ის კი მანქანასთან იდგა,მაგრამ ჩაჯდომაზე არც ფიქრობდა . მერე აღარ ეცემოდა წვიმის წვეთები, თავზე ქოლგა დააფარეს . გვერდით გაიხედა და ლიზა რომ დაინახა გულისცემა აუჩქარდა
-მე შენ არ შეგირიგდები ხომ იცი...შენ მე ცუდად მექცევი , ცუდი ხარ
-ვიცი- უყურებდა და ეღიმებოდა მისი გამომეტყველების დანახვისას. სიგარეტი მოისროლა და თითები ლოყაზე შეახო- ვიცი ლიზ
-იცი რამდენი დღეა არ გიძინია? იცი შენ ნეკნებდამტვრეული გათიშლი რომ იწექი მე არ მეძინა ის კი ზღვაზე ატარებდა დროს ...იცი რომ ვერ გიტან?
-ვიცი- ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს შეახო ტუჩები და მერე ხალზე აკოცა
-მეტკინა იქ რომ დავინახე , ახლაც მტკივა მის გამო ,მაგრამ შენ რომ გიყურებდი ვკვდებოდი -თვალები გაახილა , თავისი დანისლული მწვანეებით უყურებდა ,მერე თავი მკერდზე მიადო. ქოლგა ისევ ხელში ეჭირა მეორე ხელი ანდროს წელზე მოხვია და გაჩუმდა
-მე რომ გითხარი ჩემი არასდროს ყოფილხარ-თქო , ტყუილია...შენ იმ წამიდან ჩემი ხარ პირველად რომ ჩაგკიდე ხელი -თითები ისევ ახლართა მის თითებში და ტუჩებთან მიიტანა -მე შენზე მეტად ვერავის შევიყვარებ
16
თარაშთან პალატაში იჯდა და უყურებდა მძინარეს. მალე გამაყუჩებლის მოქმედება გაივლიდა და სავარაუდოდ გაიღვიძებდა . ჯერ კიდვე დილა იყო , თარაშს კი მშვიდად ეძინა. მისკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა. წვერი მოზრდილი ჰქონდა , ჯერ კიდევ ეტყობოდა ჩალურჯებები და ნაკაწრები, რამდენიმე ადგილას აკოცა და შემდეგ თვალებიც გაახილა
-ანიკო- გაიღიმა და ტუჩები დაბრიცა- არ მაკოცებ?
-ნწ- თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და გასწორდა
-ცუდი ანიკო...გულქვა ანიკო
-ცუდი ბიჭი ხარ, ექიმებს აბრაზებ და არ გინდა რომ მალე გამოჯანმრთელდე
-საშინელებებს მაჭმევენ და აქ წოლა მაგიჟებს უკვე
-რაც უფრო მეტს იჭირვეულებ, უფრო დიდხანს დარჩები აქ და მეც დიდხანს მომიხდება სავარძელში ძილი
-რატომ მანერვიულებ ანიკო? არ გეცოდები? გინდა წამოვდგე ხელში აგიყვანო და სახლში ისე წაგიყვანო?
-მაგას რომ შეძლებ შემდეგ წავალთ
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ხომ?
-ბიჭებს რას ეუბნებოდი გუშინ , მე რომ შემოვედი და გაჩუმდით
-ჩემი საყვარელი იყო შემოპარული და ბიჭებს ვეუბნებოდი მეტჯერ აღარ მოვიდეს-თქო
-თარაშ ალეწილიც კი არასერიოზული ხარ
-გაბრაზებული ვარ!
-ჩემზე?
-გიკვირს კიდეც?
-რა მოიგონე თარაშ
-ნაკანებს აქ ყოფნის უფლება მიეცი...ლიზაზე არც კი ეჭვიანობ
-და იმიტომ ბრაზობ რომ შენსავით ეჭვიანი არ ვარ?- გადაიკისკისა და მერე ლოყაზე ხმაურით აკოცა- ლიზას შენ აღარ უყვარხარ ...ანდროს კი აქ ყოფნას ვერ ავუკრძალავდი იმიტომ რომ მას იმაზე მეტად უყვარხარ ვიდრე მე მიყვარხარ - თმები გაუსწორა და თან ელაპარაკებოდა. მერე თარაშმაც აკოცა, მხარი ეტკინა და კვნესა დაიწყო
-მეტკინაა ...კიდე მაკოცე არ მეყო
-უნდა წავიდე , ექიმმა არ გადაღალოო
-სახლში წადი გთხოვ, ანიკო
-წავალ
-მპირდები?
-არა- ისევ აკოცა და საწოლს მოშორდა
-ანიკო
თარაში კი ეძახდა ,მაგრამ მაინც წავიდა .
მეორე წიგნში მაია წერდა
„ცხოვრებაში დგება დრო როდესაც გადაწყვეტილების მიღება გიწევს, როდესაც ოჯახის მთელი ტვირთი შენს მხრებზე ინაცვლებს და კაცი რომელიც ხელისგულზე გატარებდა შენზე დამოკიდებული ხდება.
მე არასდროს ვყოფილვარ აქტიური, მებრძოლი ქალი , არც სიჯიუტით გამოვირჩეოდი და არც მჭირდებოდა. კოსტანტინეს დამსახურებით მხოლოდ სიყვარული კი არ შევიძინე გავიგე როგორია როდესაც დედა გყავს, გიცავს და რჩევებს გაძლევს როდესაც უბრალოდ ჩახუტება გინდა , ტირილი და მისი მკლავები სულ მზადაა. თინას სურნელიც კი შემიყვარდა, კოსტანტინე სახლში რომ არ იყო და ამირანს საქმეების მოგვარებაში ეხმარებოდა მე და თინა მარტონი ვრჩებოდით სახლში.
ძალიან რთული პერიოდი იყო მაშინ მთელს ქვეყანაში და ქალაქში ცხოვრებას ისევ სოფელში გადასვლა სჯობდა. კოტე არ ჩერდებოდა, ამრიანის ბიზნესს აფართოვებდა და ახალ საქმეებს იგონებდა. ხალხს სამუშაო არ ჰქონდა, უჭირდათ და მუშები ბევრი გვყავდა, ხალხი მადლიერიც იყო . ბევრსაც ისე ვეხმარებოდით რაც უზომოდ დიდ ბედნიერებას მანიჭებდა.
ლევანი სულ პატარა იყო ,როგორც ყოველთვის შუქი არ იყო . ლამფა გვქონდა სახლში ანთებული, ბუხარში ცეცხლი ენთო ,თინა ქსოვდა მე კი ხელფასების განაწილებას ვცდილობდი, ხარჯებს ვითვლიდი და ნამდვილად არ გვქონდა მყარი ეკონომიური მდგომარეობა.
ეზოდან ხმაური გავიგე და თინა მაშინვე გასწორდა
-ვინ უნდა იყოს ამ დროს დედა
-მეზობელი იქნება რომელიმე, ლაურას სიცხე ჰქონდა და შეიძლება დახმარება სჭირდებათ. შენ ბავშვთან მიდი მე გავიხედავ- სავარძელში დატოვა ძაფი და ჩხირები მე კი ბავშვთან გადავჯექი. კართან მისვლა ვერ მოასწრო ისე შემოვარდნენ ნიღბიანები ავტომატებით და თინას დაუმიზნეს.
ვინმეს რომ ეთქვა მსგავსი რამ წარმოიდგინეო ალბათ იმ წამსვე კივილს ავტეხდი ან შიშისგან გონებას დავკარგავდი, მაგრამ საკუთარ თავზე ვერ ვფიქრობდი თინას ვუყურებდი და ბავშვს მთელი ტანით ვეფარებოდი.
ორნი იყვნენ , ნიღბები ეკეთათ და ფულს ითხოვდნენ. აშკარად იცოდნენ რომ ჩვენს გარდა სახლში არავინ იყო. ბავშვმა გაიღვიძა , ტიროდა და მკერდზე მყავდა მიკრული. მახსოვს თინას ნათქვამი რამდენიმე ფრაზა და მისი მზერა. ზურგს უკან წაღებული ხელები უკანკალებდა ,მაგრამ მაინც ჯიქურ უყურებდა ყაჩაღებს
-თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ ვის სახლში შემოხვედით! თმის ერთი ღერი რომ ჩამოგვივარდეს გიპოვნიან და ცოცხლად დაგმარხავენ იცოდეთ
კაცმა ხელი ჰკრა და კედელს დაეჯახა. მაშინვე ფეხზე წამოვვარდი მათ წინ დავდექი სანამ თინას დაარტყავდნენ და წამოვიყვირე მე მოგცემთ ფულს-თქო . თინას ბავშვი მივაჩეჩე ხელში და რამდენიმე წამით მზერა გავუსწორე. შემდეგ იქვე ოთახის ბოლოში ხალიჩა ვწიე იატაკში არსებული პატარა სამალავში ხელი ჩავყავი ჯერ ოქროთი სავსე ქილა ამოვიღე და ყურადღება რომ გადაიტანეს შემდეგ იარაღს ჩავავლე ხელი. ნაგანი იყო მახსოვს და მარტივად დავმალე კაბის ქვეშ სანამ ფულსაც ამოვიღებდი . იქ სულ რამდენიმე ათასი მანეთი გვქონდა ისე უბრალოდ დატოვა ამირანმა . ფეხზე ავდექი და თინასკენ წავედი. ბავშვს რომ გადავეფარე ისინი მეტ ფულს ითხოვდნენ თითქოს ზუსტად იცოდნენ რამდენი გქვონდა და არ კმაყოფილდებოდნენ. ხელზე ორი ბეჭედი მეკეთა და მოიხსენიო მითხრა. რომ არ დავუჯერე მკლავში ჩამავლო, საშინელებებს მეუბნებოდა, მისი ხმაც კი მაგიჟებდა ხელს ვერ გავაშვებინებდი რომ არ თინა, შემდგე მახსოვს რომ იარაღი დავიჭირე და გავისროლე .
არ მახსოვს რა ხდებოდა, არც ის მახსოვს საით გავისროლე მახსოვს როგორ დაავლეს ხელი ოქროსა და ფულს , გაიქცნენ მე კი ვიდექი იარაღით ხელში . ჩემს ზურგს უკან ბავშვი ტიროდა და თინას ხელში სისხლიანი ჩხირები ეჭირა .
გონს დიდხანს ვერ მოვედი, პანიკაში ვიყავი. სახლი მეზობლებით იყო სავსე, მილიციელებიც მოვიდნენ, მაგრამ იმ დროს ასეთ საქმეებს იშვიათად ხსნიდნენ. დაკითხვას აგრძელებდნენ სახლში კოტე და ამირანი რომ შემოვიდნენ.
მახსოვს როგორი გაოცებული სახე ჰქონდა კოტეს , მარტო ვიყავით ოთახში . არაფერს ამბობდა იდგა და მიყურებდა
-შენ ესროლე თუ დედამ ... გგონია დაიჭერენ და ხელს აფარებ?
-მე ვესროლე , მაგრამ არ მომკვდარა ფეხში მოხვდა
-რატომ არ გაატანეთ ფული და არ გაჩერდით...იარაღს ხელი როგორ მოკიდე მაია
-არ წავიდოდნენ...მეტი უნდოდათ . რაც წაიღეს ისიც უკან უნდა დამიბრუნონ! დედას ოქროები იყო , ჩემი საყურე და სამაჯეც იქ იდო შენ რომ მიყიდე ! ერთს ჩემს წინ რომელიც იდგა ხელში აქვს ჭრილობა , მეორეს მე ვესროლე და დავიჯერო ამდენი დაჭრილია ამ ტერიტორიაზე?
-ვერ გცნობ ... შენ კარგად არ ხარ მაია
-ისინი საშინელებებს ამბობდნენ, ისინი მარტო ფულს არ დასჯერდებოდნენ ვიცი . იქ ლევანი იყო , ტიროდა და მასთან მისვლაც უნდოდათ. თინას რამდენჯერმე დაარტყეს , კედელს მიანარცხეს და მე ...მე ვესროლე
დიდხანს ვხედავდი კოშმარებს , შემდეგ კოტე მოვიდა და ოქროები ნაჭერში გახვეული მოგვიტანა. ბიჭებიც თან ახლდნენ, ამირანიც მათთან იყო,მაგრამ არაფერს ამბობდნენ. დამნაშავები დაიჭირესო მითხრეს და ჩემი კოშმარებიც დასრულდა.
ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა , ცხოვრება გცვლის, გაიძულებს ისეთი რამ გააკეთო რასაც ვერ წარმოიდგენდი. ზოგჯერ უძლური ხდები ,ზოგჯერ კი პირიქით ძალას იკრებ და საკუთარ თავს ტოვებ ,ვიღაც სხვას ემსგავსები. მთავარია საკუთარი თავის დაბრუნება შესძლო და ისეთი რამ არ ჩაიდინო რაც სამუდამოდ შეცვლის შენს შინაგან სამყაროს. „

*^*^*^*^
ხვდებოდა რომ ვიღაც იყო დამნაშავე და ასე უბრალოდ შიშის გამო არ გაქცეულა დამნაშავე. ბიჭებიც ისე იქცეოდნენ რომ აშკარა იყო რაღაც გაიგეს.
ეზოში იყო ანდრო რომ დაინახა უკან გაჰყვა და მანქანაში ჩაუჯდა
_რა ხდება ანდრო? როგორაა გამოძიების საქმე?
_არაფერი ახსოვს და ვერაფერს ვიგებთ . პოლიცია დაიჭერს ალბათ
_გავიგონე მიშოს რომ ეუბნებოდი ჩანაწერებს მე ვნახავო და დავიჯერო არაფერი იყო იქ?
_ის ადგილი არ ჩანდა კამერიდან
_პირადად გინდა შურისძიება?
_ანა ფეხმძიმედ ხარ ემოციები გირევს გონებას
_შენ წარმოდგენა არ გაქვს ჩემზე და ისე ნუ გააკეთებ რომ გავბრაზდე და სამუდამოდ დაგიკარგო თარაშთან შერიგების შანსი
_მემუქრები იმით რაც ისედაც დაკარგული მაქვს
_მე თუ მოვინდომებ შერიგდებით ბავშვის გაჩენამდე
_არ გამოგივა არც ჩვენი შერიგება და არც ჩემი გამოტეხვა. თარაშის ცოლ_შვილს საფრთხეში არ ჩავაგდებ, მაგრამ გპირდები ყველა აგებს პასუხს ისე რომ თქვენ აღარაფერი დაგემუქრებათ
_შენ არ იცნობ მას ...რამე რომ დაგიშაოს თარაში ვერ გადაიტანს და მეც სინდისის ქენჯნა დამრჩება ცხოვრების ბოლომდე. რა გინდა რომ ლიზა სულ მარტო დარჩეს? ვინმე ჰყავს შენს გარდა
_იქნებ ასეც სჯობდეს თარაშის სიმშვიდისთვის და ბოლოს და ბოლოს ღმერთმა მომთხოვოს პასუხი ცოდვებისთვის
_რომელი ცოდვისთვის რომ შეგიყვარდა თავდავიწყებით ქალი რომელიც არ იცოდი რომ თარაშსაც უყვარდა?
_ანა
_მე ყველაფერი ვიცი უკვე...იმაზე მეტიც ვიდრე რომელიმე თქვენგანმა და ახლა უბრალოდ მითხარი შაკო იყო თუ არა
-ვეძებ და შენ არ
_კარგი , ნახვამდის . ლიზას უთხარი რომ თუ მოუნდება მოსვლა შეუძლია ნებისმიერ დროს , რამდენ ხანსაც უნდა ...მე პრობლემა არ მაქვს
მანქანიდან გადავიდა და სწრაფად წავიდა შენობისკენ. ზუსტად იცოდა სადაც იქნებოდა და დროც არ დაუკარგავს. რამდენიმე ბიჭს დაურეკა სოფელში ის ადგილი დააზვერინა რომელზეც ეჭვი ჰქონდა და მალევე მიიღო დადებითი პასუხი. იცოდა რომ მიშო და სანდრო არ იყვნენ დამნაშავეები და მათ გახვევას არც აპირებდა, მაგრამ კარგად იცნობდა ადამიანებს ვინც შავი საქმის შესრულებას შეძლებდნენ და რომლებიც მასთან ვალში იყვნენ. ხშირად უნახავს დოზის გადამეტებით ბიჭები გიორგის დამსახურებით, დაჭრილებისთვისაც მიუხედავს და უბრალოდ თავშესაფარიც მიუცია მათთვის მაშინაც კი როდესაც გიორგი არსად ჩანდა.
სოფელში დაბრუნდა , მანქანით მიიყვანეს ერთ_ერთის სახლში და გარეთ ელოდნენ.
კარზე დააკაკუნა და დაელოდა როდის გაუღებდნენ . მალევე გამოჩნდა დაბალი გამხდარი ბიჭი რომელიც აშკარად გააოცა მისმა დანახვამ
_აკო გამარჯობა
_ანა ? მართლა შენ ხარ თუ მეჩვენება
_შეიძლება შემოვიდე? მარტო თუ ხარ ...საქმე მაქვს შენთან
_შემო მანდ რას დგახარ... მარტო არ ვარ, მაგრამ ჩემები არიან .
გრძელი მანტო ეცვა , ჩექმები და თავზე მოხვეული კაშნე . ისე გამოიყურებოდა ნებისმიერს დააფრთხობდა მისი მზერა . მისაღებში რომ შევიდა სხვებიც წამოიშალნენ ყველას იცნობდა და სწორედ ისინი სჭირდებოდა
_ალბათ იცით რომ გავთხოვდი
_ისიც ვიცით ვისაც გაჰყევი ... საკაიფო ტიპია
_ უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ
_თქვენთვის საქმე მაქვს...უფრო სწორად თხოვნა როგორც ჩემს ძველ მეგობრებთან. თუ საჭირო იქნება გადაგიხდით კიდეც
_რა ხდება ტო ... ქმარის გასაღებას აპირებ?
_არა ... ჯერ ჯერობით ისეთი არაფერი დაუშავებია _გაიცინა და მერე დასერიოზულდა_ შაკო ხომ იცით
_ისევ ატრაკებს ტო? ხომ გვითხარი მაშინ არ ჩაერიოთო
_ადროვე შე ჩემა ლაპარაკი
_მაშინ ვპატიობდი და ახლა ისეთი რამ ჩაიდინა რისი პატიების სურვილიც არ მაქვს . იმალება თავის სოროში და მინდა მანამ შევხვდე სანამ დაიჭერენ
_პოლიცია ეძებს? ხო იცი ძაღლებთან თანამშრომლობის სურვილი არ გვაქვს
_უბრალოდ უნდა შევხვდე პირადად და ისე რონ ჩემი უსაფრთხოება დაცული იყოს შემდეგ თქვენ წახვალთ და თქვენთან ვალში ვიქნები
_რა ვალი ტო არ გრცხვენია? ჩვენ კი მივალთ და მარტოც დარჩები მასთან მაგრამ მერე რას უპირებ
_ისეთს არაფერს მეც რომ დამემუქროს სასჯელის მოხდა
_ჟორდანიების რძალი გახდი თუ მაფიის ბოსის ცოლი ... რა დღეში ხარ ფეხმძიმე ქალი _ გიორგის ხმა რომ გაიგო უცებ წამოდგა და უკან შებრუნდა. კარში იდგა და ეწეოდა
_აქ რა გინდა შენ
_ჩემი დის დაქვრივება სცადა მატლმა რომელიც დიდი ხნის წინ უნდა გამესრისა და ამ უკანასკნელმა უფლება არ მომცა
_შენ საავადმყოფოშიც არ მოსულხარ ნორმალურად და ახლა შურისძიება გინდა?
_და რა იცი რომ უკვე არ ვაგებინე პასუხი ყველაფრისთვის რაც ჩემს აქ არ ყოფნაში ჩაიდინა
_ჩვენ გავალთ
_არა იყავით...რატომ არ უთხარი ბიჭებს რომ ფეხმძიმედ ხარ და ისე გეგმავ აქ შავ საქმეებს
_ჩემი ფეხმძიმობა არაფერს ცვლის ... სანამ იმ ს სისხლს არ დავინახავ მანამ არ მოვისვენებ. თარაშის სისხლით შეღება ქუჩა და არავის აქვს უფლება ჩემს გარდა . გეფიცები ვინმემ ჩემზე ადრე რომ იპოვნოს ჭკუიდან გადავალ
_სულ გაგიჟებულხარ ჟორდანიას გამო ... რომელი მკვლელი და რეციდივისტი შენ ხარ. რა სისხლზე მელაპარაკები . მიხედავენ ჟორდანიები ...ლევანი ეძებს უკვე და ცოცხლად გაატყავებს ალბათ
_და გაიგებენ რომ ჩემ გამო შეიძლება მომკვდარიყო მათი ბიჭი
_შენ გამო არა, ყველას თვალწინ რომ გაიგდო შაკო იმიტომ და შენ ვაფშე არ ხარ შუაში. სახლში წადი , დაიძინე და ბავშვს ზღაპრები მოუყევი
_გიორგი ... შენ აპირებ მასთან წასვლას და ჩემთან დაშვებული შეცდომებისთვის პასუხის მოთხოვნას. კარგად გიცნობ და ვიცი რომ არავის დააცდი ...მეც იქ უნდა ვიყო !
_ფეხმძიმე ქალის ისტერიკის მოსმენას არ ვაპირებ. ბიჭები ხომ გელოდებიან გარეთ უკან დაგაბრუნებენ
_გინდა რომ მარტო წავიდე? რა გგონია ამათ გარდა ბიჭებს ვერ ვიშოვი? იცი რამდენი კაცი მუშაობს ჩემთან ? ხუთ წუთში გაჩნდებიან და გამომყვებიან ნებისმიერ ადგილას
_დიდი თავადივით ნუ მელაპარაკები , გთხოვ
_გეყოფა !
_მე კი არა შენ გეყოფა
_ახლა მეყოფა? ჩემს თვალწინ რომ აწამებდი ხალხს მაშინ გოგო არ ვიყავი ხომ? ბავშვი ვიყავი სულ რომ ვხედავდი როგორ შესდგებოდი იმათ ვინც არ გევასებოდა და ახლა როცა მე მჭირდება მეუბნები რომ მოვიქცე ისე როგორც ჩვეულებრივი ქალი? როდის გავხდი ქალი ....თქვენ მითხარით როდის ვიქცეოდი ისე როგორც პატარა გოგო. შენ რომ მოსაკლავად მოგდევდნენ და ვიღაც კაცს ვესროლე მაშინ არ ვიყავი გოგო? _უკან შებრუნდა და ერთ_ერთს წარსული გაახსენა
_ფეხმძიმედ ხარ ტო...თანაც უკვე ჟორდანიების რძალი ხარ და რო გაბაზრდეს არ გეკადრება . იმ ვიღაცას დანა რო დაარჭვე ეგეც ბევრმა გაიგო
_უკვე დავიღალე იმდენ ხანს მალაპარაკებთ აფსურდულ რამეზე. მანქანაში ვიქნები და როცა საჭირო იქნება მაშინ გადმოვალ დავაფურთხებ მის სისხლიან სახეს , დავიცხრობ ბრაზს და წამოვალ .

ასეც მოიქცა. შუაღამეს მაინც იჯდა მანქანაში თავის ბიჭებთან ერთად გიორგი წინ მიდიოდა თავის ხროვასთან ერთად. სახლთან მივიდნენ , მაგრამ იქ უკვე ნაცემი ბიჭები ეყარნენ და შაკოც ანდროს ჰყავდა მარწუხებში მოქცეული.
სწრაფად გადავიდა მანქანიდან ბიჭებს შორის გაიარა რომ გაეგო რა ხდებოდა და გიორგის გვერდით დადგა
_აიი ჩემი გოგოც მოსულა... შეგებრალე ხომ? შენ ხომ მე გიყვარვარ ჩემო ანნა _ სისხლი გადმოაფურთხა როგორც კი ანდრო შეეშვა. იატაკზე იწვა და ვეღარ დგებოდა ნაკანს ისე ჰყავდა დამუშავებული. ანდრო ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა გიორგის და ანას იქ რა უნდოდა და მერე საერთოდ თვალები გაუფართოვდა ანამ იარაღი რომ ამოიღო ფეხი დაარტყა შაკოს და მუცელზე დააბიჯა
_შე ხომ გაფრთხილებდი ბოლოს მაინც ვიპოვნი ძალას და პასუხის გაგებინებ_თქო აი ხომ ხედავ შენ მიწაზე ხარ მე კი მყარად ვდგავარ და შენი დამპალი სიცოცხლეც ჩემს ხელშია
_მომკლავ?
_არ ვიცი მოგკლავ?
_ანა
_გიორგი არ მომიახლოვდე იცოდე ! _ წამით შეხედა და მერე ნაგანი გასასროლად მოამზადა
_ანნა ... ანნა რას აპირებ რომ მომკლა ამდენი მოწმე გყავს. ვიღაც ჩაგიშვებს ანნა ლამაზო ნუ სულელობ
_ეს ფეხი იყო ხომ? პედალს დააწექი და თარაშს დაეჯახე _ მარჯვენა ფეხზე დახედა . კუთხეში იყო მიყუჟული ბიჭი
_გიორგი გაიყვანე შენი და ...გინდა მკვლელი გახდეს? ქალს იარაღი რათ უნდა სათამაშო ხომ არაა _ ამჯერად გიორგის უყურებდა
_ჩემს დას თამაშში ხელს ვერ შევუშლი _ ხელები გაშალა დანანების ნიშნად და მერე ბიჭებს გადახედა რომლებააც გაკვირვება საერთოდ არ ეტყობოდათ . ანდრო კი ისევ შოკში იყო . მერე გასროლის ხმა გაისმა და ყველა დაფრთხა. ნამდვილად არ ელოდნენ ამას. იატაკზე კვალი დატოვა ტყვიამ ზუსტად შაკოს ფეხთან ახლოს
_უუფს ასცდა ... ისევ ვცდი _ისევ გამოჰკრა . შაკო უკვე ყვიროდა და სახეზე ხელებაფარებული დახტოდა
_არ მესროლო... არ მესროლო . არ მინდოდა უბრალოდ გამაგიჟა ხომ ცოცხალია ანნა გეყოფააა ამის დედააააც
_აიი ისევ ასცდა _ უკვე მაღლა ისროდა სულ დაცხრილა კედელი მის ირგვლივ _ აი მგონი მეშვიდე დარჩა ...
_არ გინდა ... არ გინდა მორჩა გეფიცები აღარ გამოვჩნდები შენს ცხოვრებაში. ხომ გავასწორეთ ანგარიში მივდივარ. მამაჩემი გაგიჟებულია , ქვეყნიდან მაგდებს და გეფიცები აღარ დავბრუნდები ოღონდ არ მომკლა
_შენ ჩემი სიკეთით ისარგებლე ... არადა როგორი კეთილი ვიყავი . სულ გავრბოდი შენგან რომ რამე არ დამეშავებინა. შანსს გაძლევდი რომ გიორგის არ მოეკალი , მაგრამ შენ თარაშის სიცოცხლეს ეთამაშე _კანკალებდა, ბრაზისგან ცახცახებდა . უნდოდა მოეკლა, ახსენდებოდა თარაშის სახე, მისი სისლი გზაზე რომ ესხა , კუთხეში პარკი საიდანაც მისი საყვარელი არაჟნის ქილა ჩანდა და უნდოდა მისთვის პირდაპირ თავში ესროლა , მაგრამ გიორგი შეეხო ხელზე და იარაღი დააწევინა. ისიც გაიყვანეს სადღაც . ძალაც გამოეცალა თითქოს ერთად იგრძნო ბოლო დღეებში განცდილი ტკივილი . გიორგის მკერდზე ედო თავი და ხელისგულებს ურტყავდა
_უნდა მოვკლა...ისე თავს არ დაგვანებებს. ციხიდან გამოვა და მიპოვნის
_ჩშშ ... მორჩა ის აღარ არსებობს . დაივიწყე
_გიორგი შენ არ იცი ... ის დაეჯახა და წავიდა. სისხლის გუბეში დატოვა ჩემი თარაში . სიკვდილის ღირსია...ყველაფრისთვის
_ანა , შემომხედე ...მორჩა !
უყურებდა , თვალს არ აშორებდა და მისი სიმშვიდე ანას სხეულშიც ვრცელდებოდა. შემდეგ იქედან გაიყვანა , მანქანაში თავად ჩასვა და სახლში წაიყვანა.
შემდეგ აღარაფერი მომხდარა, დაიძინა , გაიღვიძა და თითქოს ის მომენტი მისი ცხოვრებიდან საერთოდ გაქრა. ყოველთვის ასე ივიწყებდა დღეებს როდესაც ცხოველს ემსგავსებოდა და ქალს აქრობდა , ივიწყებდა წესებს, მორალს და უბრალოდ ინსტიქტზე დაყრდნობილი ცხოველი ხდებოდა . თავის გადარჩენისთვის რომ იბრძოდა სულ ის პატარა ცხოველი ყველაფრის დაგლეჯვა რომ შეეძლო თუ დასჭირდებოდა.
მშვიდად გრძნობდა თავს თითქოს ყველაფერს წერტილი დაუსვა . მძღოლს მიჰყავდა , შემდეგ საავადმყოფოში შევიდა , თავაწეული მიაბიჯებდა, მუცელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული და ბავშვის მოძრაობას გრძნობდა.

იმ დღეს კლინიკიდან გაჰყავდათ ბატონი თარაში. ეტლში ჩაჯდა და პალატიდან რომ გავიდა სხვა მხარეს გადაუხვია
_თარაშ სად მიდიხარ... გასასვლელი იქეთაა
_გინეკოლოგთან ჩავიდეთ. ქვემოთააო მესამე სართულზე აქედან ისე არ გავალ თუ არ გავიგებ ბიჭის მამა ვხდები თუ გოგოსი _ ანას თითებზე აკოცა და გაუღიმა
_თარააშ _გულისცემა ისე აუჩქარდა ცოტაც და პატარა გოგოსავით ატირდებოდა .

უცნაური სანახავები იყვნენ ფეხმოტეხილი, ეტლში მჯდომი ბიჭი ბევრი ჭრილობებით და ფეხმძიმე გოგონა . ორივე ელოდა ექიმის პასუხს. გულისცემა ესმოდათ და თან ჩუმად იყვნენ ეკრანს ისე უყურებდნენ თითქოს რამეს გაიგებდნენ
_გოგოა _შემდეგ იყო პასუხი რომელმაც თარაში გააშეშა. ნამდვილად არ ელოდა ამ პასუხს . ანა კი ბედნიერი იყო , წამსვე წარმოიდგინა პატარა საყვარელი კულულებიანი გოგონა ფუშფუშა კაბებით და ცრემლებიც ვერ შეიკავა. სიხარულისგან დახტოდა მის ფოტიებს გულში იკრავდა და წინ მიდიოდა. თარაში უკან მიჰყვებოდა , მერე მანქანამდეც მივიდნენ ყველას გააგებინა გოგოაო და გაჩუმდა . რაღაც ოვაციები ვერ დაინახა და მერე თარაშის სახეც აღიქვა
_რა? გოგო რომაა დანაშაულია? თუ აუცილებლად ბიჭი უნდა იყოს
_არა ...არა შვილო რა სისულელეა სულ მინდოდა გოგო მყოლოდა . პატარა პრინცესა , ბებოს სიხარულია ეგ _ ნონა აშკარად ბედნიერი იყო .
მერე სხვებმაც დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ ანა მაინც გაბუტული იჯდა მანქანაში და სახლშიც ისე შევიდა თარაშს ზედაც არ შეხედა. ბიჭი საძინებელში ძლივს აიყვანეს და საწოლზე დააწვინეს . ანა გვიან შევიდა და ოთახში სიარული ისე დაიწყო თითქოს ის იქ არც იყო
_ანიკო რა დაგემართა ... ანაა
_აჰ მამჩნევთ? მე ხომ გოგო მეყოლება ვარ თქვენთან საწოლის გაზიარების ღირსი თუ სასწრაფოდ დაიწყებთ ბიჭზე მუშაობას
_ანიკო რეებს მეუბნები არ გრცხვენია?
_ნუ მეპირფერები ახლა...არ მჭირდება შენი ღიმილი თვალების ციმციმი და ტვინის არევა. არ გიხარია და არც გინდოდა გოგო შენ საერთოდ. პირცელყოფილი ხარ, შეუგნებელი ჰომოფობი და არ მიყვარხარ ! ვერ გიტან ! _ ჯერ უყვიროდა მერე სარკის წინ სკამზე დაჯდა და ტირილი დაიწყო ყვირილთან ერთად
_ანაა ... ნუ მაგიჟებ ადგომა არ შემიძლია და აქ მოდი , მოდი თორემ გეფიცები
_ნუ მელაპარაკები ... შენ არ გიყვარვართ მე და ჩემი გოგო . არც შენ და არც იმათ . ავადმყოფები ხართ ყველანი. ბიჭი რომ იყოს ხომ დაიწყებდნე ქეიფს და იტყოდნენ ღვთის წყალობა გვაქვსო
_კარგი იტირე და მერე რომ დაიღლები და მომისმენ დაგელაპარაკები
_აჰ ანუ არც გაინტერესებს ვიტირებ თუ არა ხომ? აქამდე მეუბნებოდი არ იტირო ბავშვი ცუდად გახდებაო და გოგო რომაა არ გადარდებს ხომ?
_ახლა ავდგები და კოცნით დაგახრჩობ იცოდე _ უცებ უთხრა და მერე მზერა გაუსწორა _ნეტავ იცოდე რა ლამაზი ხარ ... ჩემთან მოდი , ჩემი გოგოები ჩემთან მოვიდნენ _ ხელები გაშალა როგორც შეძლო და დაელოდა. იცის ასე ცრემლიანი თვალებით მივიდა და საწოლზე აბობღებული მიეკრა გულზე
_ხომ ყველაზე მეტად გეყვარება
_ყველა ქალზე მეტად ვინც კი ჩემს ცხოვრებაში მყვარებია_ თავზე აკოცა, მერე ლოყებო დაუკოცნა და თან იღიმოდა_ როგორ უნდა გავზარდო გოგო . ჟორდანიების გოგო ბოლოს ნაბიჭვარმა ნაკანმა მოიტაცა და თავისნაირი გააკეთა . გოგო ამ ოჯახში დედოფლად იბადება და ყველაზე საშიში ხდება
_ჩვენი გოგო ჩემნაირი იქნება...ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. ჩემი გოგო ყველაზე ბედნიერი იქნება
_პატარა იქნება, საყვარელი და თან გოგო .ხელშიც ვერ ავიყვან...ვერც ჭიდაობას და ფეხბურთს ვასწავლი ვერც იმას რომ ყველას ყბაში მოსდოს ვინც გააბრაზებს . ვერაფერს ვასწავლი... შეყვარებული უნდა ჰყავდეს და ვიღაცამ მის მკერდზე იფიქროს ? მერე გათხოვდეს და ვიღაც ნაბიჭვრის ქალი გახდეს?
_თარააშ
_არა...გოგო არ იქნება. ბიჭი უნდა იყოს. არ მინდა გოგო...სხვისთვის დასათმობი გოგო მე არ მინდა
_გადაირიე ხომ? იმდენი გამაყუჩებლები გაგიკეთეს სულ გამოშტერდი . რის გამო არ გინდა გოგო რომ გათხოვდება?
_კიდევ ბევრი რამეა ... მეშინიაა
_გეშინია? _ საწოლზე გადაწვა და იცინოდა _დეე გესმის? მამამ გაგიჟდა
_გეყოფა ნუ დამცინი ისედაც რა დღეში ვარ
_იდიოტი ხარ და შენი სისულელეებით ნერვებს მიშლი
_აღარ იტირო ასეთ სისულელეებზე
_სისულელე არაა ... მაინც არავის უხარია გოგო რომ არის_ისევ მოიწყინა . თარაშმა ხელი ჩაკიდა და თავისკენ მიიზიდა. მერე ჩაეხუტა და რამდენჯერმე აკოცა
_შენ ხომ გიყვარს ყველაფერზე მეტად ... მეც მიყვარს და სხვას ჩვენზე მეტად მაინც ვერ ეყვარება
_თარაშ
_რა? ნონაზე მეტად არავის ვუყვარვარ . ერთადერთია , ვიცი რომ რაც არ უნდა ჩავიდინო არასდროს მაქცევს ზურგს ... ნანატრი შვილივით არასდროს მოვქცეულვარ , მაგრამ მაინც უზომოდ ვუყვარვარ
_შენ კი არასდროს ეუბნები რომ გიყვარს ... არასდროს ეხუტები
_კარგი რა ამხელა კაცი ვარ რა დროს ჩახუტება და კოცნაა
_რა მნიშვნელობა აქვს მისთვის რამდენი წლის ხარ ...რომ შემოდიხარ სახლში და ვიყურებს თვალები უბრწყინავს თვალს გაყოლებს და ელოდება როდის მიხვალ მასთან შენ კი არასდროს მიდიხარ. მაიას და თინას მეტჯერ კოცნი ხოლმე ვიდრე ნონას და მერე სულ თვალები უქრება
_მართლა?
_შენ არასდროს არაფერს აკვირდები, არასდროს ხედავ იმაზე მეტს რაც უშუალოდ შენს წინაა და იმასაც ვერ კითხულობ სწორად რასაც ხედავ
_ნუ მტუქსავ პატარა ბავშვივით
_და კიდევ _თავი ასწია ისე რომ პირდაპირ თვალებში უყურებდა _ მეც ყველაფრის მიუხედავად მიყვარხარ და მანამ ვიქნები შენს გვერდით სანამ არ მივხვდები რომ სულს გიხუთავს ჩემი არსებობა შენს ცხოვრებაში
_სულს ახლაც მიხუთავ , რომ არ ხარ მაშინ და ამ ბოლო დღოს საეჭვოდ ბევრჯერ წახვედი _თითები ლოყაზე შეახო , მერე თმაში შეუცირა და თავისკენ მიიზიდა _ჩემი ერთადერთი ქალი შენ ხარ ...ისიც კი მანდ რომ არის ერთ დღეს ვიღაცის ქალი გახდება და მე დამიკიდებს _ბოლოს მაინც ჩაიბურდღუნა და მერე აკოცა. ნელა და ხანგრძლივად უკოცნიდა ტუჩებს . ერთი ხელი ისევ უმოძრაოდ ჰქონდა ფიქსატორში მეორეს კი მის ზურგზე დაატარებდა . უცებ კარი გაიღო და წამსვე გაიგეს ნონას მსუბუქი წამოკივლება
_ბოდიში ... არ მეგონა . შემოგეჭერით უბრალოდ თქვენი სადილობის დროა . წამლების და _ზურგით იდგა და ხელში ლანგარი ეჭირა
_შემობრუნდი დედა ამ მდგომარეობაში რა უნდა გავაკეთო ისეთი დანახვა რომ არ შეიძლებოდეს
_მომეცი ...გამოგართმევ _ ანამ გამოართვა ლანგარი თან ეცინებოდა . მერე თევზის ნაჭერი რომ დაინახა საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი _აუუ თევზიი ჩემია ...მადლობა ნონ_ლოყაზე ხმაურით აკოცა ქალს და მერე ლოგინის გვერდით სავარძელში დაჯდა
_მე გავალ და თუ რამე დაგჭირდებათ დაგვიძახეთ ... შენც დაისვენე იციდე
_ვისვენებ ნონ დამშვიდდით ... აუუ ნოოონ ის მარცხენა ხელით ვერ ჭამს და აჭამე რა _ წვნიანზე ანიშნა და თვალები დააწვრილა
_სერიოზულად? ახლა თქვენ უნდა მაჭამოთ?
_სანამ ხელის მოძრაობას არ შეძლებ ხო და მე მშია ... ჩვენ ორნი ვართ და შესაბამისად ჯერ მე უნდა ვჭამო . რა პრობლემაა ვერ გავიგე ნონასი გიტყდება? მის მკერდს რომ ეთამაშებოდი ერთ დროს და შიშველს გაბანავებდა ხომ კარგი იყო _ უცებ მიაყარა და თან ისეთი საყვარელი იყო ნონას ეცინებოდა
_ეგრე მე რამდენსაც შიშველი ვყავარ ნანახი და რამდენის მკერდით მითამაშია ყველას მისცემ უფლებას მაჭამოს?
_დეგენერატო_ ზურგს უკან პატარა ბალიში ედო წამში აიღო და ესროლა _უზრდელო !

გაბუტული იჯდა ნონა კი სიცილს ძლივს იკავებდა . აშკარად გამხიარულდა ამდენი ნერვიულობის შემდეგ ნამდვილი განტვირთვა ოყო მათი ყურება.
_აღარ მინდა მეტი... წამალი მომეცი
_ნემსი უნდა გაგიკეთო დე
_აუ არ მინდაა
_ტკივილგამაყუჩებელიაო ექიმმა
_მე გავუკეთებ
_არაა ...შენ ისე დამარჭობ დაწოლასაც ვეღარ შევძლებ
_ამიტომ უნდა იყო ჩუმად ძვირფასო ქმარო
_დედა გამიკეთებს
ანა თან ხილს მიირთმევდა და თან ხალისობდა თარაშის შფოთვაზე.
_აუ მეტკინაა ...გამასწორეეთ _ აჯუჯღუნდა და ანა აკისკისდდა _ დედაა ეს სადისტი ქალი მომაშორეთ. ფეხიი მტკივაა
_გადაგივლის დე...სულ ცოტაც და გადაგივლის _ თავზე აკოცა და თვალები აემღვრა . ანამ მუცელზე მოიხვია ხელები და თვალები თეფშს გაუსწორა. არასდროს ღელავდა მასზე დედა, არ ახსოვდა ოდემსე ასეთი მზერით ენახა. მხოლოდ გიორგის მზერაში ხედავდა ტკივილს როდესაც სიცხე ჰქონდა ან რაიმე ტკიოდა. ლანგარი გადადო და ნონას თვითონ მოეხვია. ქალმაც მოხვია ხელები და თმაზე ჩამოუსვა თითები
_რაო დე ?
_კარგი სუნი გაქვს _ ჩუმად უთხრა და მერე თვალები აემღვრა . ნონა ეფერებოდა მერე მუცელზეც შეეხო და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა
_შენ ხო გაგიხარდა გოგო რომ მეყოლება?
_მე მშობიარობამდე მეგონა რომ თარაში გოგო იქნებოდა და იცი როგორ მეწყინა ბიჭი რომ იყო? სულ ვარდისფერი ტანსაცმელი მქონდა ნაყიდი და ყველაფერი გვერდით გადავდე. შენახული მაქვს იცი? ყველაფერი სკივრში მაქვს თარაშის რაღაც ნივთებთან ერთად და მერე გაჩვენებ . რამდენიმე კაბა მქონდა მოქსოვილი
_ქსოვა არ ვიცი მე _პატარა ბავშვივით უთხრა და მერე გაბრაზებულმა შეხედა
_ერთად გვასწავლე დედა მე მაინც უნდა ვიჯდე რამდენიმე თვე
_ეჭვიანო ...
_ტრამვა მომაყენეს ამ წამს...თურმე გოგო უნდოდა და ეწყინა
_კარგი რა თარაშ ... კი არ მეწყინა გაკვირვენული ვიყავი და თან მამაშენი ნერვებს მიშლიდა, გახარებული დარბოდა ხომ გეუბნებოდიო
_გავბრაზდი ...
_დედისერთას კომპლექსები _ ნონას მხარზე ედო თავი და ისე უყურებდა თარაშს
_ახლა დაისვენეთ და მერე გასწავლი ქსოვას ...სკივრსაც გაჩვენებ _ ისევ აკოცა ანას და მერე წავიდა .
ანა საწოლზე ავიდა და თარაშის გვერდით დაწვა
_გოგო მინდოდაო გაიგე?
_გაჩუმდი და დაიძინე
_როგორც მიბრძანებ
_ჩშშ
-მიყვარხარ პატარავ-უკვე მძინარეს უთხრა და მუცელზე აკოცა .
...............
ანდრო სახლში დაბრუნდა. გათიშული მიაბიჯებდა კიბეზე, საძინებელში შევიდა , ქურთუკი და პერანგის ღილების გახსნა დაიწყო ლიზა რომ გავიდა სააბაზანოდან და წამსვე მივარდა
_რა დაგემართა...ეს შენი სისხლია? შენი სისხლია ? _ პერანგის ღილები გაუხსნა და სხეულზე დააკვირდა. მერე ისევ თითებზე გადავიდა _ ვინმე სცემე? შემომხედე _ თავი ააწევინა და ტუჩთან სიწითლე რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა _ სად იყავი ანდრო ... ამჯერად რა ხდება
_ბანაობა მინდა გამიშვებ თუ გამომყვები და დამეხმარები
_რა გჭირს მეთქი _უკან მიჰყვა და კარი ხელით გააჩერა. ანდრომ შარვალი გაიხსნა და საცვალთან ერთად დასწია ,წამში შიშველი იდგა . კაბინაში შევიდა და დუშის ქვეშ დადგა_ შენ...ფუ როგორი აუტანელი ხარ
_შემოხვალ თუ დავხურო კარი
_შემოვალ _ თვალებანთებულმა შეხედა და ზედას დასწვდა, მაგრამ ანდრომ კარი მიხურა და წყალი უფრო დიდი ნაკადით მოუშვა _ხომ იცი რომ თავიდან ვერ მომიშორებ
_არაფერი მესმის ...
_საზიზღარი_ სააბაზანოდან გავიდა და სავარძელში ჩაეშვა . კარს უყურებდა და ფეხს ნერვიულად ამოძრავებდა.
ანდრო დიდი ხნის შემდეგ გავიდა , სპორტული შარვალი ეცვა , ფერდი ჩალურჯებული ჰქონდა მაისური აიღო კარადიდან და შემდეგ საწოლისკენ წავიდა.
_ანდროო
_თავი მტკივა და წასვლას ნუ მაიძულებ _ბალიშს მოხვია ხელები და თვალები დახუჭა. ლიზა ფრთხილად დაწვა მის გვერდით , მალამო აიღო და ხელზე წაუსვა. მერე თმაზე შეეხო და ანდროს მზერა გაუსწორა
_რატომ ვერ ისვენებ ლიზა
_ვინც სცემე იმან რამე რომ დაგიშაოს მერე?
_ვერაფერს დამიშავებს , ერთმა არანორმალურმა ქალმა ისე შეაშინა ალბათ აღარასდროს გამოიხედავს ჩვენკენ
_ვინ ქალმა ... ვიღაც ქალის გამო იჩხუბე ? _ ხელი გაუშვა , საწოლზე დაჯდა და ბალიში ჩაარტყა
_გეყოფა ..._ ბალიში მოიშორა და ხელი ჩაავლო მკლავებში _ ლიზა!
_ხელი გამიშვი... მე აქ ვნერვიულობ და შენ ვიღაცასთან დაეთრევი
_როგორ მახალისებ ხოლმე_გაიცინა და ხელებზე ისე მოუჭირა რომ მოძრაობის უნარი შეუზღუდა _ ჩშშ , არაფერი თქვა _ ზემოდან მოექცა და მზერა გაუსწორა _არავის გამო არ მიჩხუბია ... ვნახე ქალი რომლის ქმრის საშინლად მშურდა რამდენიმე წუთს და ახლა ცოტა უცნაურად ვგრძნობ თავს , მგონია რომ რაც ვნახე მომეჩვენა . თავი მისკდება, დაღლილი ვარ და თუ სულ ოდნავ მაინც გადარდებ მადროვე დავალაგო აზრები და დავისვენო _ფრთხილად შეახო ტუჩები ყელზე და შემდეგ თავის ადგილს დაუბრუნდა
_მომიყევი
_არ მინდა
_შენ მე არაფერს მეუბნები ... არ მენდობი
_რაც უფრო ნაკლები იცი მით უფრო მშვიდად გძინავს
_თარაშის საყვარელი სიტყვებია შენ კი ყოველთვის ყველაფერი იცი
_და ვერასდროს ვიძინებ მშვიდად_თვალები დახუჭული ჰქონდა და ისე ლაპარაკობდა. ლიზამ თავი მკერდზე დაადო და გაეღიმა ხელები რომ მოხვია ანდრომ .
ცოტა ხნით ჩუმად იყვნენ , შემდეგ რაღაც აზრმა გაუელვა და წამსვე წამოჯდა
_თარაშს ვინც დაეჯახა ის სცემე? შენ ხომ ეძებდი მას ვინც თარაშს დაეჯახა ... რატომ ვერ ისვენებ . იმას ხომ არ ადარდებ შენ მასზე ცუდად იყავი და არც ადარდებდა ალბათ შენი მდგომარეობა
_შენც ხომ იქ იყავი
_ჩემი ყოფნა და შენი სხვადასხვაა ... ის ვიღაც აშკარად მაგათ ემტერება და ახლა რა შენ უნდა ...მოიცა ქალიო თქვი? ანამ გააკეთა რამე? რა გააკეთა ისეთი თარაშის რომ შეგშურდა მის გამო
_ისევ თავს მტკენ
_მოუნდა ბიჭს მშვიდი და ყოვლისშემძლე ცოლი ... ხოდა საერთოდ არ დამელაპარაკო . მთელი თვეა ლამის ზედაც არ მიყურებ თითქოს რამე დავაშავე . შენ იმის გამო ბრაზდები იქ რომ შევედი, მაგრამ თარაშს რეაქცია არ ჰქონია , ანა რომ დაინახა გაბედნიერდა .არა მაინც რა გააკეთა ისეთი მე რომ ვერ შევძლებდი
_შენ? შენ უარესსაც ჩაიდენდი ... გეყოფა ახლა ჭირვეულობა არავინ მდომებია ცოლად . მე ზოგჯერ მინდება ისე ვუყვარდე ვინმეს როგორც სხვები უყვართ და არსებობდეს ვინმე ვინც დაცემულს საყრდენად მექცევა
_არა რაღაც გჭირს...ასეთი ძალაგამოცლილი ბოლოს როდის გნახე არ ვიცი. აქ რა გჭირს ფეხი ჩაგარტყეს თუ რატომ გაქვს დალურჯებული იქნებ შინაგანი სისხლდენა გაქვს რაღაც გტკივა და ვერ ხვდები _ მაისური აუკეცა და ფერშეცვლილ ადგილას თითებით შეეხო _გტკივა? ანდროო მიპასუხე ... გესმის? _ზემოდან უყურებდა ის კი თითქოს გაითიშა. მერე თითები შეახო
_ჩამეხუტები ლიზ?
_ანდროო ასე ნუ მიყურებ _თვალები უფრო აემღვრა მერე იმ ადგილას აკოცა სადაც გალურჯებული ჰქონდა კანი. თავი მკერდზე დაადო, ხელები მის თავთან დააწყო , თითებით ეფერებოდა და ქვემოდან უყურებდა
_ნეტავ სულ ცოტა ხნით ჩემი თვალებით ხედავდე საკუთარ თავს _ მაჯაზე აკოცა და თვალები დახუჭა_სულ რამდენიმე წუთით რომ გაგინაწილებდე ამ გრძნობას ...რა კარგი იქნებოდა ცოტა ხნით მაინც რომ შეიძლებოდეს ამ გრძნობისგან გათავისუფლება . ზოგჯერ მგონია რომ ვეღარ გავუძლებ და გასკდება ...
_ასეთი ძნელია ჩემი სიყვარული? რატომაა ასეთი რთული
_თარაში მომენატრა იცი? საშინლად მომენატრა...თითქმის სამი წელია სოფელში არ ვყოფილვარ . ჟორდანიების სახლი მომენატრა , თინას მჭადები კეცზე , მაიას ხაჭაპური და ნონას ნამცხვრები . კოტე მომენატრა ლიზ ... დავიღალე ლიზ . იმათი მზერა მღლის რომ ვხედავ ნაბიჯის გადმოდგმა უნდათ და ჩერდებიან. დავიღალე , აღარ შემიძლია მათთან ასე ურთიერთობა. დედას თითქოს შუაზე ვხლეჩთ, ბებია რომ მომეხვია თითქოს ეშინოდა რომ მოვიშორებდი ... შენი სიყვარული ძალიან მარტივია , მათი მონატრებაა ძნელი

.................
ნონას ოთახში ედო ხის დიდი სკივრი ულამაზესი ორნამენტებით რომელიც მანამდეც ჰქონდა შემჩნეული , მაგრამ დეკორატიული ეგონა და ვერ წარმოიდგენდა მისთვის ემოციურად დატვირთული ნივთები თუ ეწყო შიგნით.
სკივრში რამდენიმე ქაღალდის შეკვრა , ლამაზი ყუთი იყო და ყველაფერი ისე იყო ჩალაგებული რომ უამრავი რამ დაეტია. ორი ქაღალდის ყუთი ამოიღო და ანას გვერდით დაჯდა , ორივე გახსნა და გამოჩნდა კიდეც ბავშვის პაწაწინა ტანსაცმელები. ნამდვილად გამორჩეული იყო ყველა მათგანი. თარაშის რამდენიმე ბოდე, შარვალი, ქუდი და წინდები ჰქონდა შენახული. პირველი საწოვარაც კი
_ძალიან ლამაზია ყველაფერი ...
_თუ მოგწონს შეგიძლია აიღო
_მადლობა ... _გაეღიმა და თარაშის ქუდი აიღო . ნონას მისი პაწაწინა მაისური ეჭირა . სახესთან მიიტანა და სურნელი შეიგრძნო
_არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, ხელში რომ აიყვან და თითებს შეგახებს, მის სურნელს რომ იგრძნობ იცი ყველაფერი უფერულდება მის გარდა . თითქოს თავიდან დავიბადე თარაშთან ერთად , თავიდან დავიწყე ცხოვრება . იცი ტირილს რომ იწყებდა მეც ვტიროდი და ლევანი ორივეს გვამშვიდებდა . ძლივს მივეჩვიე თავის შეკავებას რომ დაეცემოდა და ტიროდა ცრემლები რომ შემეკავებინა. ალბათ ზედმეტი მომივიდა იმის გამო რომ ვიცოდი ერთადერთი იყო და დედობის შანსი აღარასდროს მექნებოდა შენ კი დარწმუნებული ვარ ჩემზე ბევრად უკეთ გაართმევ თავს . შენ ჩემზე ბევრად ძლიერი ხარ მე კი ბოლოს ლევანი მაინც თავის ნებაზე მატარებდა. დღემდე ისე აკეთებს ყველაფერს რომ გვიან მოვდივარ გონს
_ჟორდანიების კლასიკური ქცევაა? შენ ძალიან კარგი დედა ხარ და თარაშს უზომოდ უყვარხარ . ერთადერთი რაც უპირობოდ უყვარს და რასაც აღმერთებს შენ ხარ
_არამგონია...მე ვერაფერი გავაკეთე მისი ბედნიერებისთვის და სიმშვიდისთვის . ამირანმა მაინც ის გააკეთა რაც სურდა და შენი ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლა მგონი ერთადერთი რამ იყო რის გამოც მისი მადლიერი ვიქნები ყოველთვის
_ამირანი უცნაური კაცია, თავისებური შეხედულებებით, მაგრამ ყველაფერს ოჯახისთვის აკეთებს და სჯერა რომ სწორად იქცევა
_მაგრამ ხშირად სცდება და არასწორ გზებს ირჩევს..._ერთი ყუთი უკან დააბრუნა და სხვა ამოიღო . ქაღალდის პარკიტ იყო შეხვეული. ფრთხილად გახსნა და თეთრი ხელიტ მოქარგული კაბა ამოიღო _ ჩემი ქორწილის კაბა რომელიც ლევანმა ჯერ კიდევ ჩემს მოტაცებამდე იყიდა საფრანგეთში. იქ რა უნდოდა წარმოდგენაც არ მაქვს , არც არავინ იცოდა . მგონი რუსეთში უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტში ის კი პარიზში მთელს თავის ფულს ამ კაბაში იხდიდა ...თანაც იმ დროს კოტესაც არ ელაპარაკებოდა და როგორც ამბობენ ამბოხის პერიოდი ჩემი მოტაცებით დააგვირგვინა _ გაეცინა და კაბას ხელით შეეხო
_საოცრებაა...ალბათ ძალიან ლამაზი იყავი ამ კაბაში . ლევანს გააგიჟებდით
_ლევანი კი გაგიჟდა, მაგრამ მთელი სოფელი ამ კაბაზე ლაპარაკობდა . ზედმეტად შიშველი ვიყავი იმ დროისთვის _ ხმამაღლა გაიცინა და კაბის ზედა ნაწილი აჩვენა _ მკლავების გამოჩენა თანაც ჩემი სიმაღლის ქალისთვის ძალიან თვალშისაცემი იყო. გიპიურის ნაწილი მკერდთან გამჭვირვალე იყო და მოკლედ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ჩვენს ქორწილს .
_როგორც სჩანს გადატრიალება ამ ოჯახში თქვენ დაიწყეთ
_თარაში მე მგავს ფეთქებადი ხასიათით და ამის შეხსენება არასდროს სწყინდებათ
_ეს ალბომებია? _ ლამაზყდიანი რამდენიმე ალბომი აიღო და პირველივე გადაშალა . პირველად ხედავდა თარაშის ფოტოებს . ერთი მთლიანად მისი ბავშვობის ფოტოები იყო . ნონა უყვებოდა ისტორიებს და თან მის ბავშვობასაც იხსენებდა
_აი ეს ფოტო ზოოპარკში გადავუღეთ...ახალი ჩამოყვანილი ჰყავდათ ზებრა და გადაწყვიტა რომ ეს ზებრაც ჩვეულებრივი პატარა ცხენი იყო რომელზე ჯდომაც შეიძლებოდა და ძლივს შევაჩერეთ. მერე ლევანმა უთხრა სხვისია და არ შეიძლება ხომ იცი სხვისი საკუთრების გამოყენებაო და მაშინ მიყიდეო
_არ არსებობს... ზებრა უნდოდა გეყიდათ? რამდენი წლის იყო
_5 თუ 4 სადღაც ეგრე ... ვაიმეე აქ სკოლაშია? როგორი ფორმა აცვია
_ეზიზღებოდა ეგ ფორმა ნახე როგორი სახით ზის. მერე უკვე ფოტოსაც ჩუმად ვუთებდი და ნახე არასდროს უკეთია ჰალსტუხი და პერანგის მკლავებიც აკეცილი აქვს... აქ უკვე ბიჭობდა. სულ უცნაური იყო , ერთ დღეს შეიძლებოდა ყველაზე კარგი მოსწავლის მშობლის სტატუსით ვყოფილიყავი სკოლაში და მეორე დღეს ისე მოქცეულიყო რომ მისი გარიცხვა გადაეწყვიტათ. მეათე კლასში ორჯერ შევუცვალე სკოლა . აი აქ დაბადებისდღე აქვს 16 წლის გახდა _ქვემოთ წარწერები ჰქონდა გაკეთებული ან ნახატები
_ეს ანდროა? მიშო და მგონი უტა
_ხოო სულ ერთად იყვნენ ანდროს მეგობრებიც ძმებივით ჰყავდა. ანდრო თარაშისთვის ყველაფერი იყო. მეც ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ორი ვაჟი მყავდა. ანდრო არასდროს გააკეთებდა ისეთ რამეს რაც ლალის გულს ატკენდა...იცი არ მახსოვს სიტუაცია როდესაც ანდრო რაღაც ისეთს ჩაიდენდა რითაც აგაღელვებდა. თარაშს არასდროს აინტერესებდა არაფერი საკუთარი სურვილების გარდა შემდეგ ის ქალი გამოჩნდა _ მეორე ალბომი აიღო იქ უკვე დიდები იყვნენ თარაში მარტო სულ რამდენიმე ფოტოში იყო და იქაც სადღაც იყურებოდა და კამერასთან არ პოზიორობდა. ანდრო ყველგან იყო , სერიოზული სახით ან თბილი ღიმილით . ლიზაც დაინახა ბოლო რამდენიმე ფოტოში სხვებთან ერთად _გამოჩნდა და ყველაფერი აურია . თარაში და ანდრო მანამ დააშორა სანამ ყველაფერი გამოაშკარავდებოდა.
_ანდროს გულიდან ამოშლა როგორ მოახერხე...არ გგონია რომ ჟორდანიები შვილიშვილს უსამართლოდ მოექცნენ? ერთია რძალი არ მიიღო და მეორეა საკუთარი ნაწილი დათმო
_ისინი უგულოები ხდებიან როდესაც საქმე ღალატს ეხება. მე კი , მე ანდროსთან არასდროს მიჩხუბია . უბრალოდ ვერაფერს ვეტყოდი ის ქალი კი დანახვისთანავე ყველაფერს მახსენებს. თარაში გაანადგურა მისმა ღალატმა. ანდროს ღალატმა მოუღო ბოლო...ანდროს გარეშე დაცარიელდა თითქოს თავიდან დაიბადა და სხეულის ნაწილი აღარ ჰქონდა.
_შენც გგონია რომ ანდრო და ლიზა საყვარლები იყვნენ მალულად ჰქონდათ რომანი და თარაშის თვალწინ , ყველა თქვენგანთან თამაშობდნენ?
_ანდრო იშვიათად მოდიოდა მაშინ როდესაც ლიზა იყო ჩვენთან. ნიშნობის შემდეგ საერთოდ აღარ მოდიოდა ხოლმე ძალიან შეიცვალა იმიტომ მახსოვს რომ მენატრებოდა და ხშირად ვურეკავდით მე და მაია , ვუბრაზდებოდით და საქმეების გადადებას ვთხოვდით ის კი მხოლოდ მაშინ მოდიოდა თარაში რომ არ იყო . არაფერი ვიცი ... არ მინდა ამაზე ლაპარაკი ვეღარაფერს შევცვლით მე მხოლოდ ის ვიცი რომ ანდროც არ არის ბედნიერი ვერც იქნება ანდროს არავინ ჰყავდა თარაშის გარდა და შემდეგ ყველა ერთად დაკარგა. ამირანი ისედაც ვერ იტანდა მამამისს და ბავშვი მათ შორის იჭყლიტებოდა
_ეს გოგო ვინ არის _ერთ ერთ ფოტოზე ჩანდა როგორ უყურებდა ვიღაც გოგო ანდროს და მაშინვე მოხვდა თვალში
_ყველას გვეგონა რომ ანდროს ცოლი გახდებოდა...ეს გოგო მთელი ცხოვრება გიჟდებოდა ანდროზე და ყველამ ვიცოდით ამის შესახებ. მართალია ანდრო არაფერს იმჩნევდა და საუბრითაც იშვიათად ესაუბრებოდა, მაგრამ მანაც შესანიშნავად იცოდა . იმ ამბების შემდეგ ქვეყნიდან წავიდა ისიც გაანადგურა ელიზაბეტის არსებობამ
_იცით რა? მე მგონია რომ ლიზა ისეთი ცუდი არ არის როგორც გგონიათ და აუცილებლად გავარკვევ სინამდვილეში რაც მოხდა _ კიდევ ერთი ალბომი აიღო იქ უკვე დანარჩენები იყვნენ ძირითადად ნონა და ლევანი . ზოგი მათგანი ბავშვობიდანაც იყო .
-ანდრო უზომოდ მენატრება...თავი ახლაც მოღალატე მგონია და სულ ასე იქნება ისეთი შეგრძნება მაქვს რომ შვილებს შორის არჩევანი გავაკეთე, მაგრამ ვიცი რომ მე თარაშს ვჭირდებოდი . ლალიმ ანდროს გამო დაიხია უკან, ისიც ისე მოიქცა როგორც მე ... ჩვენ , ჟორდანიას ქალები შეზღუდვებს არ ვემორჩილებით ეს მათ ჰგონიათ რომ ყველაფერს ისე ვაკეთებთ როგორც მათ სურთ ,მაგრამ ჩვენ არასდროს მიგვიტოვებია ლალი . ყველანი ვცდილობდით სიმართლის გარკვევას, მაგრამ არც ანდრო და არც ლალი არაფერს ამბობდნენ. ლევანმაც არაფერი იცის , ანდრო წლების განმავლობაში ვერ აალაპარაკეს და აქამდე ასე მოვედით . გთხოვ ნუ გააკეთებ ახლა ისეთ რამეს რაც თარაშს გააგიჟებს...
...............
17
*^*^
საძინებელში დაბრუნდა, ყველაფერი შეინახა და მძინარე თარაშის გვერდით დაჯდა . რამდენიმე წუთს უყურებდა, შემდეგ მისკენ დაიხარა . იცოდა წამლები მოქმედებდა და მარტივად არ გამოფხიზლდებოდა . ყვრიმალზე აკოცა, თვალთან ახლოს და მერე წვერზე გადავიდა. კიდევ ჰქონდა დარჩენილი ნაკაწრები , მაგრამ მათი დანახვისას პირვანდელი სახე ახსენდებოდა . თვალები დახუჭა და ცხვირის წვერი შეახო კანზე, ცოტა ხნის წინ წამლების სუნი ფარავდა მის სურნელს , არც ძალა ჰქონდა და თვალებშიც კი ტკივილს ხედავდა. დიდ დაღლილობას და ისევ ახსენდებოდა ის რამდენიმდ საათი სანამ თარაშს დაინახავდა. თითები თმაზე შეახო და მერე მის ტუჩებს თავისი მიაწება . სულ ოდნავ შეეხო და ბოლოს ოთახი დატოვა.
მშვიდად მიაბიჯებდა სახლში, გარეთ ციოდა და სამუშაოები ძირითადად სათბურებში იყო. ამირანი ცხენებთან მიდიოდა ალბათ ბიჭებთან ჰქონდა საქმე , რამდენიმე წუთს შორიდან უყურებდა შემდეგ კი თავლაში შევიდა , ბიჭებს ანიშნა და მათაც დატოვეს
_როგორ ხარ ?
_თავად როგორ გიკითხო ... მე ვუძლებ თქვენი არეულის დალაგებას
_ვეცდები ჩემმა გოგონამ ბევრი არაფერი აურიოს
_ოოი ეგ გოგო ან აგვაშენებს ან დაგვაქცევს . მაგ ერთი ციდა გოგოს იმედზე ვარ ასეთი დრო მოვიდა
_ხომ იცი ქალები ვქმნით სამყაროს ან ჯოჯოხეთად ვაქცევთ ან სამოთხედ
_შენნაირები ჯოჯოხეთსაც სამოთხედ დაგანახებენ ... თარაში რომ მომკვდარიყო მერე რა იქნებოდა
_თქვენ ამირჩიეთ მის ცოლად და შესანიშნავად იცოდით ჩემი წარსულის შესახებ , სანამ დამადანაშაულებთ საკუთარ ნაბიჯებზე იფიქრეთ
_ანდროსთან და ლიზასთან რაღა გინდა...რას იქექები...იმის ნაცვლად შენი გაგიჟებული კაცის ალეწილ ქმარს მიხედო წარსულში იქექები
_თარაში მაგ წარსულის გამოც არის დღეს ცუდად ... ანდრო სულ არ გიყვარდა ? რადგან შენი მემკვიდრე არ იყო თავიდან უნდა მოგეშორებინა? ჩემს გოგონასაც ისე მოიშორებენ როგორც შენ ლალი?
_ჩემი გამოსწორების მცდელობები ტყუილად გაქვს... ჩემი ცხოვრების სწავლების დრო დასრულდა. როგორც ვხედავ ისე შევხედავ ბოლო ამოსუნთქვამდე და უკეთესად შენ აღზარდე შენი შვილები და შვილიშვილები, იმაში შვილებიც და ზემოთ თუ რამეა იქედან დავინახავ ერთი როგორ გამოგივა _არასდროს ჩავერევი სხვის პირად ცხოვრებაში და არ ვითამაშებ სხვისი ცხოვრებით... არ მოგწონდა ლიზა შენ მთავარ რძლად ? რატომ ამოიჩემე რა ვერ დაინახე მასში , სილამაზე აკლდა , ეშხი თუ სიჯიუტე . რა მაქვს მე მასზე მეტი
_შენ ...ოხ შენ ვინ ხარ _ თავი გააქნია და გაიცინა. მერე სათვალე გაისწორა და ჯოხი რამდენჯერმე დააკაკუნა_შენ უფრო იარაღით თამაში გყვარებია გავიგე . შენნაირი თუ იქნება შენი გოგოც ის იქნება ჩემი მემკვიდრე
_თქვენ საიდან გაიგეთ
_არ იმალება მსგავსი საქმეები და რომ იცოდე ანდრო ჩემი საყვარელი შვილიშვილი იყო და იქნება ყოველთვის . იცი რატომ? ლალი პირველი გოგო იყო მთელს ჟორდანიებში ჩემს ცხონებულ ძმებსაც სულ ბიჭები ჰყაბდათ და ლალი რომ გააჩინა მაიამ ყველანი ვმარხულობდით მთელი თვე. ერთ დღეს ჩვენი დედოფლად გაზრდილი გოგო დაგვიმახინჯეს, მისი სული სამუდამოდ დაასახიჩრეს და თავს მოიკლავდა , ჩვენც უკან გავყვებოდით ანდრო რომ არ მოვლენილიყო ანგელოზად. მისი არსებობა ლალისთვის ერთადერთი სიცოცხლის ძალა გახდა , მერე კი თვითონ ანდრომ დაიმსახურა სიყვარული. შენს ქმარს არასდროს ჰგავდა , არცერთ გვგავდა ყველაზე ძლიერი სული ჰქონდა და ზოგჯერ ვხედავდი რომ ჩემზე ბევრად მაღლა შეეძლო დგომა
_და ამიტომ დაუშვი რომ მარტო დარჩენილიყო? ცხოვრების ოთხი წელი დაეკარგა და რაც მთავარია სულის ნაწილი , თარაში დაკარგა
_შენ რა გგონია რომ ყველაფერი მე ჩავაწყვე? ყველაფერს ღმერთიც ვერ საზღვრავს წინასწარ, ადამიანი უწყობს ეშმაკს ხელს რომ აცდუნოს და ღმერთსაც სწორ გზაზე რომ წავიდეს .
_ანდროს და ლიზას ხომ არ ჰქონიათ რომანი
_აქ გინდა მალაპარაკო ? სიცივეა და გაიყინები ...ისედაც ეს სუნი არ მოქმედებს? ამდენ ფეხმძიმეს უვლია ამ ეზოში და შენნაირი არ მინახავს . წამოდი , კაბინეტში ვილაპარაკოთ _ ნელა წავიდა და თავისი კაშნე მოახვია _ისე ნამდვილად გოგოა?
_ვნახოთ ... იქნებ არც არის , მაგრამ მე მინდა გოგო რომ იყოს
_გინდა და იქნება ...
კაბინეტში ავიდნენ , თავის სავარძელში ჩაჯდა და ანას შეხედა
_ე.ი გაინტერესებს შენი ქმრის გული როგორ ქალს ეკუთვნის
_ჩემი ქმრის გული ვის ეკუთნის ეგ თავადაც არ იცის _ წარბშეკრულმა უთხრა და ხელები მუცელზე დაიწყო _ალბათ ამ გოგოს აქ რომ უცემს გული
_ხოო აიი მაგ გოგოს ნამდვილად ეკუთნის ... ისე კი შეიძლება სულ არ გაწყობდეს სიმართლის მოსმენა
_მთავარია სიმართლე იყოს და დანარჩენს თავად გადავწყვეტ
_პირველი ხარ ვინც ამდენი წლის მერე ბედავს და ამ თემაზე მელაპარაკება ... საერთოდ ადამიანები მალე იჯერებენ ამბებს თუ საქმე ღალატს ეხება
_და რა მოხდა სინამდვილეში
_გავიგე რომ ჩემს საყვარელ შვილიშვილს შეუყვარდა , ეს სიყვარული ტანჯავდა რადგანაც მისი საყვარელი ქალი ჩემს მემკვიდრეს ჰყავდა ამოჩემებული და მე უბრალოდ ხელი შევუწყვე მას ამ ქალის დაპატრონებაში . ზუსტად ვიცოდი ანდროს ტყუილად არც შეუყვარდებოდა , არც გადაუყვარდებოდა ოდესმე !
_როგორ მიხვდით რომ ანდროსაც უყვარდა სხვა არავინ თუ არ იცოდა
_ერთხელ თუ გყვარებია სხვისი ქალი , ქალი რომელთან შეხების უფლებასაც მორალი გიკრძალავს ერთი დანახვითაც მიხვდები ყველაფერს, მაგრამ მე გვიან დავინახე მისი მზერა . დავინახე როგორ შემოვიდა ჩვეული ნაბიჯებით მაშინ როდესაც თარაში ლიზას ნიშნობის ბეჭედს უკეთებდა და იმ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაში ნელა სიკვდილი დაიწყო. მიდიოდა, ლაპარაკობდა, უყურებდა, ულოცავდა თავის ძმას , წამით შეეხო ლიზას და ნაწილებად დაიშალა იქვე
_იქნებ თარაშს და ლიზას ისე უყვარდათ რომ ანდროს ცალმხრივი სიყვარულით ტანჯვა სჯობდა
_ჰგავს შენი ქმარი იმ კაცს რამდენიმე დღეში შებმული ქალი სიცოცხლის ბოლომდე რომ ეყვარება, ლიზასნაირი ჭირვეული ქალი და მის გამო დათმობს ყველაფერს? ან ლიზას როგორ ხედავ თარაშს რამდენ ხანს აიტანდა...გგონია შენსავით მოუთმენდა ან ჟორდანიებს გაუძლებდა და ოდესმე ამ ოჯახის საქმეებით დაინტერესდდებოდა? ერთმანეთს ისე დაშორდებოდნენ სამივე დაიტანჯებოდა თან სამუდამოდ...
_მერე ? მაინცადამაინც ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე რატომ მოხდა ყველაფერი...გეთქვათ თარაშისთვის რომ ანდროს უყვარდა ლიზა და თავად დათმობდა
_ანდრო არ მისცემდა ამის ნებას...ანდრო თარაშისგან მაინც არ წაიყვანდა ქალს. თარაში დათმობდა და მაინც არ იქნებოდა ანდროსთან
_მაშ რა გააკეთეთ..როგორ არავინ უთხრა თარაშს რომ საყვარლები არ იყვნენ
_ანდრომ წასვლა გადაწყვიტა... შორს უნდოდა წასვლა და გაფრენამდე შეხვედრვა ვთხოვე . ადრე სათევზაოდ დამყავდა ორივე ტყეში , იქ ერთ ქოხში ვრჩებოდით ხოლმე იქ დავიბარე. ბიწებს ხშირად უყვარდათ იქ მისვლა, ისე გავაკეთე რომ ლიზაც იქ მივიდა . მე უბრალოდ ვცადე, გამოცდა იყო რომელშიც ანდროს მოთმინების უნარი დაეკარგა , გატყდა .... იქ რომ არაფერი მომხდარიყო და არც შენ იქნებოდი მაგ ბავშვის დედა და არც ანდრო იქნებოდა ალბათ ცოცხალი
_რა ჩაიდინა ანდრომ _აქამდეც დაძაბული იყო ათასი აზრი ჰქონდა, ათასი კითხვა მაგრამ შემდეგ სუნთქვა შეეკრა
_ანდრომ? შენ ანდრო თარაში ხომ არ გგონია რომ გადაეკეტოს და გაჩერება ვერ შეძლოს . არაფერიც არ მომხდარა იმ სულელს უთხრა მიყვარხარო , რამდენჯერმე ალბათ აკოცა და ის როგორ მოიქცა?
_როგორ
_გონება დაკარგა ... ანდრო გათიშული მთვრალი იყო და ისედაც ბოლო თვეების განმავლობაში ადამიანს აღარ ჰგავდა . აზროვნება აღაფ ძეეძლო , ბიჭი გავგზავნე გავიგე რომ იქ იყვნენ და ანდრო ცუდად იყო . შემდეგ როგორღაც ლალის დავურეკე , ლიზას ხარბ მშობლებს რომლებსაც არ აწყობდათ მდიდარი სიძის დაკარგვა. იფიქრეს თარაში დავკარგეთ, სახელი გაუტყდება ცვენს გოგოსო მორთო მისმა წაკლა დედამ კივილი ანდროს ლანძღვა_ გინება . ლიზასაც არაფერი ახსოვდა ბევრი , იფიქრა ვიღაცამ მომაშორა გააფთრებული ანდროო და აი ასე უგუნურმა ბრბომ მოახერხა ანდროში ლიზას დაცვის ინსტიქტის გაღვიძება
_და თქვენ არაფერი გააკეთეთ ანდროს დასაცავად. მოძალადე ნაბიჭვრად გამოიყვანეს, ანდროს დააბრალეს ის რასაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა და არაფერი გააკეთეთ. იდექით და როგორც ყოველტვის შორიდან ტკბებოდით ადამიანთა სიმდაბლით..ლიზაც გაყიდეს, ტვინი აურიეს ალბათ მშობლებმა და გაჩუმდა, თარაშს რომ ანდრო არ მოეკლა ძალადობისთვის
_ანდრო თარაშისთვის სიმართლის თქმას აპირებდა ვიფიქრე რომ ყველაფერი სულ ტყუილად მოხდა და ამ დროს ლიზა ჩადგა მათ შორის. თარაშს უთხრა ანდრო მიყვარს შენი ცოლი ვერ გავხდებიო, კიდე ათასი უბედურება მოიფიქრა იმ არანორმალურმა და მერე დასრულდა ყველაფერი. ანდრო ლიზას ვერ აქცევდა ზურგს, მის ღორ მშობლებს ვერ ჩაუგდებდა ხელში, თარაში იცი როგორიცაა როცა გიჟდება. ლიზაც ვერ დაუბრუნდებოდა თარაშს და ცოლად შეირთო. საკუთარი თავი დაივიწყა და მას შემდეგ ლიზას ცხოვრებით ცხოვრობს
_თქვენ არ ნანობთ ხომ? ოდნავადაც არ ნანობთ?
_რას უნდა ვნანობდე ანდროს საყვარელი ქალის დაკარგვის უფლება რომ არ მივეცი? რატომ უნდა გამხდარიყო ლიზა თარაშის ქალი როდესაც ანდროს უყვარდა ყველაფერზე მეტად . ან მე რა ვაიძულე იქ ქოხში სიყვარულის ახსნა, ლიზას მშობლებს ფული შევაყვარე შვილზე მეტად თუ თარაშს ტვინი გამოვურეცხე. როგორ ერთხელ არ დაფიქრდა და არ თქვა ანდრო ჩემს ქალთან არ დაწვებოდა და მერე ჩემს გვერდით არ იქნებოდაო. უმადურია შენი ქმარი და იმიტომ... ვერასდროს ხედავდა ადამიანის სახეებს და შენს გარდა ვერავინ უშველიდა. მე არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი სულელმა ადამიანებმა გააკეთეს
-თქვენ ლალი და ანდრო მარტო დატოვეთ... გაანადგურეთ მაია, კოტე . თარაშს უფლება მიეცით ყველა ტერორში ჰყოლოდა
-მე ანდროს ძალა მივეცი, ყველას თავისუფლება მივეცი . აღარაფერში ჩავრეულვარ სანამ შენ არ მოგიტაცეს. ანდროს საკუთარი თავის კომპლექსი ჰქონდა ყოველთვის , რომ არ წასულიყო თარაშის დაცვას არასდროს შეწყვეტდდა. საკუთარ თავზე არასდროს იფიქრებდა, არც საქმეზე, არც ცოლი ეყოლებოდა და ხო , მე ცუდი გზა ავირჩიე ალბათ ამ მარტივი სვლებით დიდი თამაში წამოვიწყე ,მაგრამ ფინალამდე სხვაგვარად მისასვლელ გზას ვერ ვხედავდი. შენ ხარ ის ვინც თარაშს სჭირდებოდა და ჟორდანიები ისედაც იპოვნიან ერთმანეთს ოთხი წელი გავა თუ ოცი ,მაინც არ მიატოვებენ ერთმანეთს
_და გგონია მე ვუშველე? ვერავინ უშველის ... ქალი შეაძულეთ რომელიც უყვარდა, ძმა დაკარგა და გაუჩნდა დიდი სიცარიელე რომელსაც მე ვერასდროს შევავსებ. მე სულ შენი არჩეული ქალი ვიქნები რომელიც საძინებელში დაახვედრეს და რომელიც თავისი ნებით დარჩა მის გვერდით. ჩემი პატარძობის ისტორია უკვე დაიწერა და ამას ვერავინ შეცვლის !
...................
ელოდა როდის გაუმჯობესდებოდა თარაშის მდგომარეობა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, დღეები ერთმანეთს მისდევდა და ნელ_ნელა ქრებოდა შეჯახებისგან დატოვებული ნაკვალევიც , ჯერ დალურჯებები გაქრა, ხელის მოძრაობა შესძლო, თავს უკეთ გრძნობდა . შემდეგ ფეხიდანაც მოხსნეს თაბაშირი , მაგრამ სიარული კიდევ დიდხანს უჭირდა. ხელჯოხით დადიოდა , ამინდებიც საშინელი იყო და ტკივილს სიცივეც უხანგრძლივებდა . სამაგიეროდ ანას მუცელი თანდათან უფრო ეზრდებოდა , ბავშვის მოძრაობაც აქტიურდებოდა და თარაშს ყველა ტკივილს ავიწყებდა ერთად .
ანამ ცრემლები ვერ შეიკავა თარაში ერთ დღეს პაწაწინა ვარდისფერი ბოდეთი რომ დაადგა და მუცელზე მიადო
_მოერგება ნეტავ თუ უფრო პატარა უნდა მეყიდა...ალბათ ნამცეცა დაიბადება
_თარააშ
_რა? მაღაზიაში დავინახე და ცდუნებამ მსძლია. რატომ არ ვყიდულობთ ტანსაცმელებს? მერე რა რო ადრეა ... ნახე რა პატარაა ხელისგულზე მეტევა _საწოლზე დაჯდა და მერე მუცელზე აკოცა _თითქოს სწრაფად გადის დრო როდესაც უკან ვიხედებით , მაგრამ მაინც იწელება და არადა როგორ მინდა მალე გნახო მაა
_სულ რამდენიმე თვეც და ჩვენთან იქნება
_შენ რა ტირი?
_ნწ...თვალში რაღაც ჩამივარდა
_ანიკო _მისკენ მიიწია და ტუჩებზე აკოცა _ როგორი მსუყე გახდი ანიკო
_ანიკომ რაღაც უნდა გთხოვოს
_რა უნდა მთხოვოს ისეთი რომ ვერ შევუსრულებ
_იმ სახლში ცხოვრება არ მინდა და თბილისში წასვლა რომ მოგვიხდება იქ არ მინდა , იმ ადგილის გავლა არ მინდა
_ძალიან ინერვიულე ჩემო პატაარავ? _ თითები თმაში შეუცურა და სახე დაუკოცნა _ ბინაში მივიდეთ , მაგრამ შენ არ ამბობ რისიც გეშინია პირდაპირ უნდა დაუპირისპირდეო?
_ფეხმძიმედ ვარ თარაშ და ახლა ბრძოლის ძალა არ მაქვს
_ვითომ ? არადა მეგონა მაგ მხრივ არაფერს ცვლიდა ფეხმძიმობა _ისევ აკოცა და მერე ყელზე გადავიდა _ შაკოს ჩემი ნაგანი რომ დაუმიზნე და ექვსჯერ ესროლე მაშინ არ გეშინოდა? _ისე უთხრა ანა ისევ მშვიდად იწვა და მერე მზერა რომ გაუსწორა თვალები გაახილა
_საიდან მოიტანე... შაკოსთან რა მესაქმება
_რატომ მატყუებ ანიკო . რომ გადავწყვიე იმ ნაბიჭვრის პოვნა მითხრეს შენს ნაცვლად შენმა ცოლმა გასცა პასუხიო . თურმე ჩემი ცოლი მიცავს უკვე და მე არაფერი ვიცოდი
_მიბრაზდები?
_ვინ იყვნენ შენთან ერთად ... ჩემი ბიჭები არ ყოფილან. ჩვენ გვიან ვიპოვნეთო და თან არც ჩვენთან მომუშავე გახლდა და მაინტერესებს მარტო წახვედი მუცელში ჩემი ქალიშვილით თუ ვისთან ვართ ვალში
_ვალში არავისთან ვარ...ჩემთან იყვნენ და გადამიხადეს
_აი თურმე...დასავლედის დედოფალი მყავს ცოლად და არ მცოდნია
_თარაშ რატომ გიკვირს არ იცი ვინ ვარ ? ასეთი ვარ დიახ...თუ საჭირო გახდება მოვკლავ კიდეც და ის მანამდე რომ მომეკლა ახლა ამ ჯოხით არ ივლიდი
_შენ ქალი ხარ, თანაც ფეხმძიმე და ჩემ გამო იარაღს კი არ უნდა იღებდე ბავშვს უნდა უვლიდე და საკუთარ თავს. მაგრამ შენ ცალკე მიშოს და სანდროს აახიე კაცი, ცალკე ლევანს რომელიც ჩვეულებროვად დაშტერებული დადის თურმე დღემდე და ვერ იჯერებს რომ ის გოგო ზოგჯერ ვახშმის დროს რაღაც საჭმლის გამო ბაბშვივით რომ ცქმუტავს იარაღით ხელში იდგა და ტიპს ესროდა
_ასეთი ვარ და ყველას მოუხდება შეჩვევა... მე ყველანაირ ადამიანს ვიცნობ და მიცნობენ . თუ საჭირო გახდება კიდევ ბევრჯერ დამეხმარებიან და არ გეტყვი რომ სხვა დროს სახლში დავჯდები და ბრაზს ქსოვით მოვიკლავ. მე გიორგიმ გამზარდა და მის გარდა სახლში ვუყურებდი ლოთებს, ქურდებს, ნარჯომანებსა და კიდევ ათასი ტიპის ადამიანს და ჩემი ასაკი ტყუილად არ გამოიყენო ახლა. ბავშვობიდან იმდენი რამ გამიკეთებია რომ იმაზე მეტ ადამიანს ვიცნობ ვიდრე შენ...საერთოდ არ ვამაყობ ამით , ზოგჯერ ძალიან მრცხვენია კიდეც, მაგრამ შენ იცი მე ვინც ვარ და ფრთხილად იყავი ოდესმე არ დაიმსახურო იარაღი შენი მიმართულებით მეჭიროს _ფეხზე წამოდგა , წელზე ხელი მიიდო და განიერი ნაქსოვი ზედა გაისწორა
_სად მიდიხარ...იცი ვერ დავრბივარ და გინდა გამექცე? _ ისიც წამოდგა და წინ გადაეღობა
_სხვა დროს მეჩხუბე თუ ჩემდაუნებურად , შეურაცხყოფილად გრძნობ თავს
_მითხარი ვინ იყო კიდევ იქ _ საუბარი არ ადროვა ჯერ ტუჩები დაუკოცნა და რომ მოდუნდა შემდეგ ჰკითხა
_ჩემი ძმა და მისი მეგობრები . უცხო არავინ და ისეთი არავინ ვინც შენ გამო იყო იქ _მაინც არ უთხრა ანდროზე _გიორგის ჩემს გამო უნდოდა მისთვის პასუხის გაცემა, იმათთან მე მივედი და მოულოდნელად დამადგა. მეჩხუბა, არ მივყავდი და ბოლოს დავპირდი რომ უბრალოდ მანქანაში ვიქნებოდი, მაგრამ სხვანაირად განვითარდა მოვლენები _ჩუმად ელაპარაკებოდა და თვალებში არ უყურებდა
_მაინც რა მოხდა...შენ ხომ არ გიყვარს ტყუილები , მითხარი რასაც მიმალავ
_ანდრო იყო იქ ... გიორგის დაასწრო . რომ შევედი უკვე საშინლად ნაცემი იყო ისიც და მისი რამდენიმე კაციც . გიორგი რომ არ შესულიყო ალბათ ცემით მოკლავდა
_ანდრო? ანდროს შაკოსთან რა ესაქმებოდა...საერთოდ საიდან გაიგო მასზე
_ალბათ იქედან რომ საავადმყოფოში იყო პირველი დღიდან ბოლო დღემდე და ყველაფერი გაიგო ისე რომ არც ულაპარაკია ვინმესთან . იქ იყო ჩვენთან ერთად და მაინც სულ მარტო...შენთანაც კი არ შემოვიდა . დავემუქრე რომ მივხვდი გაიგო შაკოზე და მაინც არ მითხრა ვინ დაგეჯახა . მე საერთოდ არ ვიცოდი იქ თქვენი წარსული მე უბრალოდ ვხედავდი კაცს რომელსაც შენს გადასარჩენად სიცოცხლის დათმობაც შეეძლო ნებისმიერ დროს
_იმიტომ ხომ არა რომ ერთხელ წამართვა სიცოცხლე და ვალშია ჩემთან...სინდისის ქენჯნა ხომ არ აწუხებს და იმკიტომ ხომ არა. საერთოდ ლიზა რომ შემოუშვი ჩემთან მაგ თემაზე საუბარი დიდხანს გადავდე არ მინდოდა მენერვიულებინე მაგრამ შენ ფეხმძიმე იარაღებით დარბიხარ და საუბარი რას დაგაკლებს
_სიცოცხლე? რომელი სიცოცხლე წაგართვა ლიზა რომ შეიყვარა და თავს ვერ მოერია? სიცოცხლე იყო ლიზა და მკვდარი ხარ ? მაშინ ნუ მელაპარაკები ვწუხვარ გვამს რომ ვუჩენ შვილს და მივეცი გული . შენთვის უნდა დამეხალებინა ტყვია მაგ ცარიელ თავში რომლითაც ვერაფერს ფიქრობ მხოლოდ ლამაზი ნაკვთები გაქვს და სხვა ფუნქციას არ აძლევ _ დაუყვირა და მერე კარისკენ წავიდა
_მანდ გაჩერდი ... ეჭვიანობის სცენების მოწყობა როდის უნდა შეწყვიტო. ცხოვრება წამართვა დიახ შენს გამოჩენამდე
_ცხოვრობდი ისე როგორც შენმა სუსტმა, გლუვმა ტვინმა გადაწყვიტა. ახლა რომ გითხრან ის ბავშვი ანას მუცელში რომაა შენი არააო ჩემიაო და მეც დაგიდასტურო წამსვე დაიჯერებ ხომ? ხომ დაიჯერებ და ერთხელაც არ იფიქრებ რომ რაღაცამ მაიძულა ამის თქმა. ერთხელ არ შეხედავ ჩემს თვალებს და მხოლოდ სიტყვებს გაიგებ . შენ ხომ ერთხელ უკვე დაუჯერე ვიღაც სრულიად უცხოს რომელმაც გითხრა რომ მისი კ*ხპა ვიყავი ...შენ აღარ გახსოვს ხომ? მე მახსოვს და არასდროს დავივიწყებ სანამ ვსუნთქავ და მეხსიერება მაქვს
_მახსოვს... მეც მახსოვს და შენ სხვა ხარ
_მე სხვა ვარ...მე არ შემიყვარებ და ჩემი დაკარგვა არც მოგკლავს ხომ? და სიკვდილი იცი რა არის? შენი საყვარელი კაცის სისხლს რომ ხედავ ასფალტზე დაღვრილს და არ იცი ცოცხალია თუ არა. წარმოდგენა არ გაქვს სად მიდიხარ , ისევ დაელაპარაკები თუ არა, ისევ შემოგხედავს თუ არა ... ყველა ბრაზი რომ გავიწყდება ყველაფერს რომ პატიობ და ის მეორე გულიც შენს შიგნით რომ უცემს მის ნაწილს ისიც კვდება შენთან ერთად . შენთვის კი ქალის დაკარგვა სიკვდილი არასდროს იქნება იმიტომ რომ შენ წარმოდგენაც არ გაქვს სიყვარულზე. შენთვის ქალი წმინდა სიამოვნების წყაროა მასთან ს*ქსიც, ლაპარაკის და ცხოვრებაც სხვა არაფერი ! შენ ვერაფერს გააკეთებდი ლიზასთვის , ჟორდანიებისგან კი არა საკუთარი თავისგანაც ვერ დაიცავდი მისნაირ ქალს და ამირანი სწორი იყო , როგორც ყოველთვის . შენთან მხოლოდ ჩემნაირი ყველაფრის ამტანი და ჩამდენი არარაობა თუ გაძლებდა , ყველაფრის დაკარგვას და მაინც გაგრძელებას რომაა შეჩვეული . გაინტერესებს რატომ მივედი იმ ნაბიჭვართან და რატომ მინდოდა შუბლი გამეხვრიტა? იმიტომ რომ მომკლა იქ მაშინ სანამ შენთან არ შემოვედი და არ შემომხედე . მე ასეთი ვარ , პასუხს ვთხოვ ყველას ვინც თავს არ ანებებს ჩემს წამებას დაერთ დღეს შენც გაგისწორებ ანგარიშს თუ გონს არ მოხვალ
_დაასრულე? ახლა მე მომისმინე და შენი ხმა არ გავიგო იცოდე ! მე ლიზას დაკარგვამ კი არა ანდროს ღალატმა მომკლა და მის თვალებს კარგად ვხედავდი , ვხედავდი როგორ მიყურებდა და დიდი დრო რომ დამეთმო და ათასი კითხვა დამესვა ალბათ იმაზე უარესს მეტყოდა რამეს ვიდრე ლიზა მეუბნებოდა და მინდოდა ისე მომეშორებინა რომ არაფერი ეთქვა. ახლაც ვიცი რომ იმაზე მეტი მოხდა ვიდრე ამბობდა და ასე უბრალოდ ჩემი ქალი არ ჩაუწვენია საწოლში მერე არ მოვიდოდა და არ მეტყოდა მომკალიო. მეტყოდა ბ*ზს ირთავ ცოლად და მოიშორეო იმან კი ცოლად შეირთო და ოთხი წელია აფთარივით იცავს . ლალისაც კი უპირისპირდება მის გამო და გამორიცხული იყო ჩემი მოღალატე ქალისთვის ამდენი რამ გაეკეთებინა. ხო ქალებისგან სიამოვნების მიღება მიყვარს და საერთოდ ცხოვრების გემო ქალშია , სხვა არაფერში და შენგან სიამოვნების მიღება შეუძლებელია . შენ თვითონ მიყენებ ისე როგორც გაგიხადდება, შენ ვერაფერს გიხერხებ ახლაც კი როცა ჩემს ბავშვს ატარებ მუცლით აქ დგახარ და მაგიჟებ ... შენ მე ჭკუიდან მშლი და იცი როდის მოვკვდები ? შენი თვალები ასე რომ აღარ შემომხედავს და ამ ტუჩების შეხება აღარ შემეძლება , შენს სახეში მოხლილ აზრებს რომ ვერ გავიგებ და რომ ვერ დავპატარავდები უსუსური ბავშვივით შენს წინ _ თითები კეფაზე მოსდო და ტუჩებზე დააცხრა. ანა მკერდზე ურტყავდა ხელებს მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია , მერე უცებ მოშორდა და ისევ აკოცა _მორჩი ეჭვიანობას , შენ იმაზე მეტი ხარ ვიდრე ყველა ქალი ერთად ჩემს ცხოვრებაში
_ცარიელი სიტყვები და მეტი არაფერი
_აი ისევ ... ნებისმიერი ქალი გატყდებოდა ამ სიტყვების შემდეგ . ამდენი რამ არავისთვის მითქვამს და შენ ? შენ ისევ ისე ჯიქურ მიყურებ ...გული სულ არ გაქვს ხომ? როგორ გიყვარვარ, მგონი საერთოდაც არ გიყვარვარ უბრალოდ ვერ მელევი და ისე მიმისაკუთრე ყველას მოკლავ რამე რომ დამიშაოს
_შეიძლება მართალი ხარ ... როგორ შეიძლება შენნაირი იდიოტი მიყვარდეს _ამჯერად თავად შეუცურა თითები თმაში და ტუჩები ტუჩებთან ახლოს მიუტანა, მერე ვნებიანად აკოცა და დაასრულა ომი
_ხოდა მეც არ მიყვარხარ, უბრალოდ ჩემი ხარ !
_უბრალოდ და მე ერთად ვერ ვიარსებებთ შენ კი ნამდვილად ჩემი ხარ !
*^*^*^*
„ლალი, ჩვენი პრინცესა. ჟორდანიების ოჯახის მზის სხივი .
მაია მეორედ რომ დაფეხმძმდა სქესზე არც ვფიქრობდით, ისეთი წუწუნა გახდა ყველა ველოდით როდის იმშობიარებდა.
კოსტანტინე ძალიან ნერვიულობდა, მაშინ სამშობიარო ბლოკში არ გვიშვებდნენ. ყველანი მახარობელს ველოდით . ლევანი 3 წლის იყო , ჩემთან იყო სანამ მაია საავადმყოფოში იყო.
მახსოვს ამირანის და კოტეს რეაქცია ექთანმა რომ თქვა გილოცავთ ჯანმრთელი გოგონა გაჩნდაო.
სახელი კოსტანტინემ დაარქვა , ისეთი წითელი იყო პირველი რაც მომაგონდა ლალი იყოო და ასე დაარქვეს სახელი ჩვენს პატარა გოგონას.
კოსტანტინეს ჰგავდა ისიც , მაგრამ მაინც ძალიან ნაზი და საყვარელი იყო მაიას მსგავსად. ულამაზესი ყავისფერი თვალები ჰქონდა, დიდი წამწამები და თეთრი კანი.
ბავშვობაში ძალიან პუტკუნა იყო და კაბებს რომ ვყიდულობდით სულ ცოტა ხანს ერგებოდა.
ძალიან ჭკვიანი იყო , მღეროდა და ცხოვრებას გვიხალისებდა.
მას და ლევანს ტყუპებივით უყვარდათ ერთმანეთი . ლევანი იყო ძალიან მზრუნველი ძმა , არ ანებივრებდა თითქოს, მაგრამ მასთან ძალიან თბილი იყო.
ლევანმა ნონა რომ მოიტაცა მერე ლალი და ნონა უფრო დაახლოვდნენ. ნონა ყველას რომ უბღვერდა ლალის ელაპარაკებოდა . ლევანი მთლიანად ნონაზე გადაერთო, ქალაქში გადაცხოვრდნენ, დამოუკიდებლობა სურდა ყოველთვის ბატონს, ბინა იყიდა და ნონასთან ერთად დაიწყო ცხოვრება.
ლალი 16 წლის იყო , სკოლას ამთავრებდა თან მუსიკალურში დადიოდა. ვოკალის პედაგოგი ჰყავდა და ყველასგან განსხვავებულად ცხოვრობდა. როიალზე დაკვრას ბავშვობიდან სწავლობდა , კონცერტები ჰქონდა კონსერვატორიაში და სრულიად უპრობლემო გოგო იყო. მასზე არასდროს ვდარდობდით, ის იყო ჩვენი ბედნიერება.
ნონას პირველად რომ მოეშალა მუცელი ლალის კონცერტი უნდა ჰქონოდა და ყველაფერი გადადო მის გამო. ჩვენთან ერთად იყო , ლალისთან რჩებოდა და ღამეებს ათენებდა.
ნონა უკეთ იყო, ლალის მეგობრები კი ექსკურსიაზე მიდიოდნენ . კონცერტები უნდა ჩაეტარებინათ სხვადასხვა სკოლებში . ზუსტად აღარ მახსოვს რა ხდებოდა,მაგრამ ლალის ფაქტობრივად დავაძალეთ რომ წასულიყო.
ლევანსაც არ უნდოდა ასეთ დეპრესიულ განწყობაზე რომ ყოფილიყო და იფიქრა დას მაინც გავაშორებ ამ სიტუაციასო.
არ ვიცი შეიძება ჩვენ დავაშავეთ ,მას წასვლა რომ არ უნდოდა იქნებ ცუდის მოლოდინი ჰქონდა და უნდა მიგვეცა ნება თავად გადაეწყვიტა.
ცხოვრებაში ხდება რარაცები რასაც ვეღარ შეცვლი, უკან ვერ დააბრუნებ, ვერ გამოასწორებ და გზის გაგრძელებაც იმდენად რთული ხდება რომ უბრალოდ აღარ იცი რა არის სწორი და რა არა.
ჩვენ , ძლევამოსილმა ჟორდანიებმა ვერ დავიცავით ჩვენი პრინცესა. კიდევ ერთი დაღი დაუსვა ჩვენს ცხოვრებას ამბავმა რომელიც სვანეთში მოხდა „
ანამ წიგნი გადადო, არ უნდოდა ამ ყველაფრის წაკითხვა. ყველაზე ბრაზობდა იმ მომენტში და თან სტკიოდა, გული იმდენად სტკიოდა მათ ადგილას რომ წარმოიდგენდა თავს აღარ შეეძლო კითხვის გაგრძელება.
არ იცოდა თარაშისთვის სიმართლის თქმის უფლება ჰქონდა თუ არა
გონსაც ვერ მოდიოდა,კითხვასაც ვერ აგრძელებდა.
დაბნეული იყო ,უბრალოდ სახლი დატოვა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებას მიმართა. გოგონებს დაურეკა , უთხრა მძღოლი მოგაკითხავთ და ჩემთან წამოდითო . ისინიც მაშინვე დასთანხმდნენ და საღამოს უკვე მასპინძლობდა ქალბატონებს .
მარტო იყვნენ ერთ-ერთ საძინებელში. ანა ნამცხვარს აგემოვნებდა და ამბებს ისმენდა მართა ფანჯრიდან იყურებოდა და სოფლის ხედს უყურებდა
-მართა გიორგი როდის ნახე ბოლოს?
-თვეების წინ და ჯიუტად არ ჩანს
-სოფელშია
-შენს მშბლებთან?
-არა , დედა და მამა დაშორდნენ სასწაულებრივად. გიორგი მათთან არ კონტაქტობს. მე უბრალოდ შორიდან ვიგებ ამბებს.
-აბა აქ რა უნდა
-მე მდარაჯობს...- გაიცინა და მერე წვენი მოსვა- ან შენგან შორს რომ იყოს იმიტომ დარჩა აქ
-რა უნდა ვერ ვხვდები, მოვიდა ტვინი ამირია და წავიდა
-მოვიდა ტვინი აერია და ახლა შორსაა
-შენი ძმაა და ასე იმიტომ ამბობ
-ეჰ ჩემო მართა ნეტავ შენი პრობლემები მომცა წამებში მოვაგვარებდი ყველაფერს
-მაინც როგორ
-ეგ ჭიქა დადე, მთვრალი ხარ მგონი და ნიას გვერდით მიწვე სჯობს - ლიკუნამ უთხრა
-არა მითხრას როგორ მოიქცეოდა ჩემს ადგილას
-გიორგისთან მივიდოდი, სახეში შემოვცხებდი ვეტყოდი რომ მშიშარაა, რომ საკუთარი გრძნობების ეშინია. კომპლექსიანი იდიოტია რადგანაც ჰგონია რომ შენი გაბედნიერება არ შეუძლია და მერე საყვარელ ანას მამიდის სტატუს ვუბოძებდი . გოგოს თუ გავაჩენდი ანას დავარქმევდი
-თუ ღმერთი გწამს ...დამცინი?
-დავიჯერო არ გინდა ის რაც მე გითხარი?
-მომენატრა...ხომ არაფერი ყოფილა ისეთი და წესით არც უნდა მახსენდებოდეს ,მაგრამ სულ ველოდები რომ სახლში შემოვა უეცრად გამოჩნდება ... მის სურნელს ვეძებ და აღარ არის. მგონია რომ ჭკუიდან გადავდივარ და ძალიან დავიღალე
-გაურკვეველმა სიტუაციამ დაგღალა, დაუჯერე ანას ნუ მთლად შენ ნუ აუხსნი სიყვარულს ცოტა აწვალე ,მაგრამ რადგან აქ ხარ
ალბათ მართას სიგიჟის გააქტიურება ამ დიალოგმაც შესძლო. ცხენზე ამხედრდა ქალბატონი და ისე გაუყვა გზას. საკმაოდ ციოდა , ახალი გათენებული იყო და სოფელში ხალხი არ ჩანდა. თავზე თავსაფარი ჰქონდა წამოფარებული მაგრამ წითურ თმას მაინც ვერ ფარავდა, შემდეგ ისიც მოშორდა , სიცივისგან ფერშეცვლილი სახე , არეული მზერა და ცხენი რომელიც ჭიხვინს არ წყვეტდდა.
სახლთან ახლოს იყო მობილური რომ აიღო და ნაცნობი ნომერი აკრიფა. სახლი დაბლა იდგა ის კი გორაზე იყო ასული საიდანაც უყურებდა ფანჯრებს რომელშიც გიორგი უნდა გამოჩენილიყო. ანას ინფორმაცია ზუსტი აღმოჩნდა , დაინახა როგორ ამოძრავდა სხეული იატაკიდან ტელეფონი აიღო და წამსვე გაიგო მისი ხმა
-ჟღალო
-შენი დახმარება მჭირდება- ისეთი ხმა ჰქონდა გააგიჟა ბიჭი
-რა დაგემართა...სად ხარ? ჯანო სახლში არ არის? ხმა ამოიღე - იცვამდა მერე ოთახიდან გავარდა - ჟღალო , გესმის? ცხენის ხმა მესმის ? რა ჯანდაბაა სადახარ ... წითურო ნუ მაგიჟებ -ღრიალებდა უკვე მართა კი ხმას არ იღებდა
-მანტო ჩაიცვი წვიმა დაიწყო , გასაღები დადე , ჩემამდე ფეხითაც მოხვალ - მშვიდად უთხრა უკვე სახლიდან გასულს და საუბარი დაასრულა.
გიორგი აქეთ -იქით იყურებოდა და შემდეგ დაინახა მართა. ცხენი ერთ ადგილას არ ჩერდებოდა , წრეზე დადიოდა და მართას წითური თმები მაღლა ჰაერში ჩანდა თითქოს ქარიც კი ეხებოდა .
სუნთქვაშეკრულმა გაიარა გზა, უკვე მასთან ახლოს იყო ქვემოდან უყურებდა და სიტყვას არ ამბობდა. ცხენი გააჩერა, ერთი ხელი მოხვია მართას და წამში დასვა მიწაზე. გონს მოსვლაც არ ადროვა ისე აიკრა სხეულზე, ჯერ ტუჩებს უკოცნიდა მერე კი მთელი ძალით მოხვია ხელები
-ასე აღარასდროს შემაშინო წითურო, მეგონა რაღაც შეგემთხვა და გული გამისკდა
როგორ უნდა ეჩხუბა ამის შემდეგ წარმოდგენა არ ჰქონდა. ბოლომდე გაუნადგურა გეგმები, იდგა გათიშული და ისღა დარჩენოდა რომ ჩახუტებოდა, მონატრება მოეკლა ,მასთან ყოფნით დამტკბარიყო.
-ვერ გიტან, საშინელი ბიჭი ხარ...უგულო , უემოციო მიმატოვე , გაუჩინარდი და ახლა მეუბნები რომ შეგეშინდა?
-სხვანაირად არ შემეძლო- მთელი სახე დაუკოცნა - ვგიჟდები შენს ჭორფლებზე
-შემეშვი ... გაბრაზებული ვარ, გაცოფებული და ორი წინადადებით ვერ შემირიგებ
-ერთი კითხვით დავასრულოთ ეს ეტაპი...გარისკავ ჟღალო?
-მეგონა აქ რომ მოვედი მაშინ გავრისკე
-იმედია იცი რომ ვეღარ მომიშორებ
-იმედია იცი რომ ჩემგან თავს ვერ დააღწევ
..........
მანქანაში იჯდა და ნელა მიდიოდა მთიანი სოფლის ჩამოშლილ გზაზე , გზაზე რომელიც ბოლოს სირბილით აიარა შეშინებულმა, გონებაარეულმა, უფსკრულის პირას მყოფმა . იმ დღეს ეგონა რომ ცხოვრება შეწყვიტა, იქ დაასამარა ბედნიერი ცხოვრების შანსი მაშინ როდესაც თარაშს ზურგი აქცია და ანდროსთან ერთად დატოვა ეზო. ახლა კი მიდიოდა სულ სხვა იმედებით, სრულიად სხვა განწყობით , ამჯერად ანდროს გადასარჩენად და საკუთარ თავზე საერთოდ არ ფიქრობდა. მხოლოდ ანდროს გათავისუფლება სურდა და შეხვედრა რომელსაც სიზმრებშიც კი ხედავდა სრულიად სხვაგვარი მიზნით შედგებოდა საბოლოოდ .
უჭირდა , მაგრამ იცოდა ამ ნაბიჯის გარეშე ვერ დაიწყებდა ახალ ეტაპს ანდროსთან ერთად. გაიყინებოდა და ყველაფერი სიყალბეში გადაიზრდებოდა მას კი აღარ უნდოდა წლების ფუჭად კარგვა.
მანქანა იმ ადგილას გააჩერა სადაც თარაშს ყველაზე ხშირად მიჰყავდა და ანას ნომერი აკრიფა. პირველივე ზარზე უპასუხა გოგონამ , ისე თითქოს დიდხანს ელოდა მის ზარს
_გისმენ ლიზა
_ანა... როგორ ხართ?
_კარგად ... თქვენ?
_ჩვენც არაგვიშავს... ანა შეგიძლია ჩემთან საუბარი?
_მარტო ვარ...გისმენ
_მე იცი ... ძალიან არ მინდა ინერვიულო , დამიჯერე სანერვიულო არც გაქვს მე უბრალოდ ვნახავ ყველაფერს ვეტყვი და მერე თავიდან დავიწყებ ანდროსთან ერთად
_თარაშის ნახვა გადაწყვიტე? მარტო ხარ?
_ხო ... ანდროს მოვატყუე . ანა
_სად ხარ...სად გინდა რომ შეხვდე.იმედია იცი როგორ უნდა აკონტროლო თარაშის განწყობა და არ შემოაკვდები . მითხარი სად ხარ და ისიც მოვა , დაელოდე
_ანა , ძალიან დიდი მადლობა. საოცრება ხარ , მართლა
-ეცადე ყველაფერი აუხსნა , წარმატებას გისურვებ

ადგილი დააზუსტა და შემდეგ დაურეკა თარაშს. იმ დროს სასეირნოდ იყო ბატონი წასული, გამოჯანმრთელების შემდეგ ცხენით ჯირითი ენატრებოდა . ანამ რომ დაურეკა შეაშინა, უთხრა ფეხით ვსეირნობდი და ტყის ქოხამდე მივედი , ახლა ცუდად ვარ და სწრაფად მოდიო. თარაშს ისე შეეშინდა ცხენი სწრაფად წაიყვანა ქოხისაკენ . მისი ხმა ლიზასაც კი ესმოდა, ფანჯრიდან დაინახა ცხენზე ამხედრებული თარაში და გაახსენდა როგორი აღტაცებული იყო პირველად რომ ნახა ამ ფორმაში.
საკუთარი გულისცემა ესმოდა, თითები უკანკალებდა და პირი ისე გაუშრა ეგონა რომ სიტყვის თქმასაც ვერ შეძლებდა. მაგრამ კარი გაიღო და თარაში გამოჩნდა
_ანიკო აქ რამ მოგიყვანა ... შენ? _ ლიზა რომ დაინახა წამსვე შეეცვალა მზერა _აქ რას აკეთებ ...შენ რა ჩემთან შესახვედრად ანა გამოიყენე?
_ამდენად ძლევამოსილი არ ვარ ანას გამოყენება რომ შემეძლოს, უბრალოდ ვთხოვე და დამთანხმდა . თარაშ -ერთი ამოსუნთქვა დასჭირდა ძალის მოსაკრებად და საკუთარი თავი დაიბრუნა
_შენთან საქმე არ მაქვს ... აქ ყოფნის უფლებაც არ გაქვს , ამ მიწაზეც არ უნდა იყო საერთოდ . ანდროც არის სადმე და შემდეგ გამოჩნდება?
_არა , ანდრომ არ იცის აქ რომ ვარ და შეიძლება გაბრაზდეს რომ დავუმალე
_ძალიან საყვარლები ხართ , მაგრამ არ მაინტერესებს თქვენი ამბები .
_სიმართლეც არ გაინტერესებს? არ გადარდებს რა მოხდა სინამდვილეში?
_რა აზრი აქვს...რა უნდ ამითხრა
_თარაშ
_ასე ტყუილად მიყურებ შენი მზერა ჩემზე დიდი ხანია აღარ მოქმედებს და აღარც შენი მწვანეები მიყვარს
_ვიცი , ვიცი რომ აღარ გიყვარს და იმედი მაქვს რომ ახლა უფრო გონივრულად მოიქცევი ვიდრე მაშინ
_ღალატი გონივრულად როგორ უნდა შევაფასო მითხარი
_შენთვის არ გვიღალატია
_აბა რა გააკეთეთ ... რა იყო ის რაც თქვენ ჩაიდინეთ
_კარში მდგომს მოგიყვე ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ამბავი? სულ რამდენიმე წუთი დამჭირდება და წავალ
_რამდენიმე წუთი ოთხი წლის შესაჯამებლად ...რამდენიმე წუთი უნდა ვიდგე და ვუსმინო რას... რა აზრი აქვს ახლა ამ ყველაფერს
_როგორი აუტანელი ხარ... რა მოხდება რამდენიმე წუთს რომ დაჯდე და მომისმინო-ხმას საგრძNობლად აუწია აგიჟებდა თარაში და სულ მალე ალბათ რამეს ესროდა
_ტყუილისთვის? რამდენიმე წუთი ტყუილისთვის . გინდა მითხრა რომ დამნაშავე არ ხარ და ყველაფერი ანდროს ბრალია?
_არა , ანდრო მგონი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე და ჩვენ უფრო მეტი დავაშავეთ ბრმები რომ ვიყავით და ვერ დავინახეთ როგორ გრძნობდა თავს. შენ , შენ არც კი გადარდებდა როგორ იყო მაშინ როდესაც ერთად გვხედავდა... ნუთუ საერთოდ ვერ გრძნობდი რომ ცუდად იყო. ანდროს ჩემზე მეტად შენ უყვარხარ და შენ ვერაფერს ხედავდი
_რაში მადანაშაულებ ვერ ვხვდები... ხო ბრმა ვიყავი და ვერ ვხედავდი როგორ იყავი მასთანაც და ჩემთანაც ერთდროულად
_მე არავისთან ვყოფილვარ და ნეტავ მანამ ეთქვა რომ ვუყვარდი და დაეკიდებინე ისე როგორც შენ დაიკიდე. შენ არასდროს გადარდებდა ანდრო, ყოველთვის ის აკეთებდა შენთვის ყველაფერს და მშვენივრად მახსოვს ეს. მე არ ვყოფილვარ ანდროს საყვარელი , არასდროს და იმ დღემდე საერთოდ არც შემხებია. მარტოს არც კი გვილაპარაკია იმიტომ რომ თავს მარიდებდა და მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას ... შენს გამო საკუთარი გრძNობები გასწირა და შენ ახლა ჩემი მოსმენაც არ გინდა
_თქვენი სიყვარულის ისტორიას რატომ მიყვები...მისი ცოლი ხარ და დაე ბედნიერად შეაბერდეთ ერთმანეთს ...მადლობელიც კი ვარ ახლა ჩემი ცოლი რომ იყო შენთან გაყრაზე ჩალიჩი მომიწევდა და ანასთვის გაორმაგებულად მომიწევდა ბრძოლა
_დიდი სიამოვნებით მივიღებდი მისგან ბედნიერებას, მაგრამ ანდროს მთელი ოჯახის დაკარგვა მოუხდა ჩემი სიყვარულის გამო და მანამ ვერ იქნება მშვიდად სანამ ყველაფერს არ გავარკვევთ . მეც ბედნიერი ვარ რომ შენი ცოლი არცერთი წამით ვყოფილვარ და ანას გაძლებას ვუსურვებ დაე ბედნიერად შეაბერდეთ ერთმანეტს
_უთხარი რომ შეუძლია მშვიდად იყოს და ჩემების ურთიერთობა მასთან ჩემი კონტროლის ქვეშ არ არის...ლალისთან ისედაც კონტაქტობდნენ ვითომ ჩემგან მალულად . ახლა აშკარად იმოქმედებენ და ანდროსაც შეუძლია მშვიდად იყოს
_შენ სანამ არ აპატიებ
_რა უნდა ვაპატიო ... რა უნდა გაპატიოთ მითხარი
_მე საერთოდ არ მჭირდება შენი პატიება...საერთოდ არაფერი მჭირდება შენგან . მთელი ოთხი წელი მეგონა რომ მჭირდებოდა , მაგრამ რეალურად არაფერი დამიშავებია შენთვის და ეს შენ მაქციე ზურგი პირველივე შემთხვევისას. ერთხელაც კი არ გიკითხავს , ერთხელაც კი არ დაინტერესებულხარ იქნებ არ იყო ყველაფერი ისე როგორც ვამბობდი
_რა ნდობაზე მელაპარაკები ... ეჭვი რომ არ მეპარებოდა იმიტომ ხარ ახლა ანდროს ცოლი და არა ჩემი
_იცი იმ გოგონაზე ანდრომ სანაპიროზე რომ დაინახა და შეიყვარა?- თვალები აატრიალა, ღრმად ჩაისუნთქა შემდეგ მზერა გაუსწორა და თარაში გააქვავა
_გოგონა თოჯინით რა შუაშია ჩვენს საუბართან ...ახლა ხომ არ იპოვნა და ხომ არ მიხვდა რომ ისევ ის უყვარს და არა შენ
_მე ვარ ის გოგონა და ანდროს ჩემს გარდა არავინ არასდროს ჰყვარებია
_რა სისულელეა შენ რომ ყოფილიყავი ხომ მეცოდინებოდა...მეტყოდა და არც კი ვიფიქრებდი შენზე . შენ არ ხარ ის გოგო ...იმ წელს მე რომ გაგიცანი მითხრა აქ არ არისო ... იმ წელს აპირებდა მისვლას
_ანდრო იქ არ იყო მე რომ გამიცანი
_ანდრო ადრე წავიდა ... ლალი დუბაიში მიდიოდა და ისიც გაჰყვა - თიტქოს წარსულს იხსენებდა
_მაინცადამაინც მაშინ ჩამოვედი გვიან და შენც მაშინვე გამიცანი როგორც კი დამინახე
_მომეწონე და აბა რა უნდა გამეკეთებინა ... შენ არ ხარ . მეტყოდა
_ანდროს რომ გავიცანი უკვე შეყვარებულები ვიყავით და არ მოვიდა , არ გითხრა შეეშვი მაგ გოგოს ეს ის არის მე რომ მიყვარს და დამითმეო. შენ მის ადგილას სხვანაირად მოიქცეოდი, მაგრამ ანდრომ გაჩუმება არჩია და ცდილობდა თავი შეეკავებინა. მეც არ ვიცი როგორ მოახერხა, დეტალები არ მახსოვს. ანდროს მაშინ საერთოდ არ ვაკვირდებოდი, ისე იშვიათად ჩნდებოდა როგორც სხვა შენი მეგობრები . მიშოს უფრო ხშირად ვხედავდი ვიდრე ანდროს , ალბათ იმიტომ რომ ვერ უძლებდა ჩვენს ერთად ნახვას ... არ ვიცოდი , მე წარმოდგენა არ მქონდა და შენს გარდა ვერავის ვამჩნევდი . თავბრუდამხვევი იყავი შენი ენერგიით, სიგიჟით და ათასი კომპლიმენტით. არ შეიძლებოდა შენნაირის გვერდით ვყოფილიყავი და შემემჩნია ასე დამალული გრძნობა. მერე ... მერე იქ ქოხში მთვრალი რომ დამხვდა და მზერა გამისწორა პირველად მაშინ დავინახე
_რა ქოხი ... ანდრო მთვრალი? რა უნდოდა მთვრალ ანდროს ქოხში ლიზა რას მიყვები გინდა გადავირიო? მეუბნები რომ შენ ხარ ის ქალი ლამის 20 წელია რომ უყვარს და მე დამიმალა , მერე მთვრალი იყო ქოხში და რა გააკეთა ასეთი. რის თქმას ცდილობდა იმ დღეს სანამ მოხვიდოდი...რამე დაგიშავა ანდრომ ? ტყუილად ნუ მეტყვი ყველაფერი შეიძლება დავიჯერო იმის გარდა რომ ანდრო ქალზე იძალადებდა რაიმე ფორმით . არც კი გაბედო მითხრა და თავი ასე გაიმართლო -იღრიალა და მერე კედელს მიარტყა მუშტი- არ გაბედო იცოდე !
_მითხრა რომ ვუყვარდი... გაუგებრად ლაპარაკობდა მერე მე წამოსვლა მინდოდა , ვეჩხუბე ის კი არაფერს მეუბნებოდა მიყურებდა და მიახლოვდებოდა . მერე რამდენჯერმე მაკოცა და გონება დავკარგე . მერე გონს რომ მოვედი იქ იყვნენ ჩემი მშობლებიც , ლალიც და ამირანიც . დედა ისე კიოდა რომ მეგონა ანდრო მანამ მომაშორეს სანამ დამეუფლებოდა ... დეტალები აღარ მახსოვს ყველაფერს სხვა კუთხიდან ვუყურებდი, ყველაფერი ისე განვითარდა რომ ვერაფერზე ვიფიქრებდი ... მერე , მერე ანდრო შენთან წამოვიდა . ჩემებმა იცოდნენ რომ შენი ცოლი ვეღარ გავხდებოდი, ანდრო რჩებოდა მდიდარი სასიძოების სიიდან და მეც ჩამითრიეს ამ ამბავში ისე რომ თავადაც ვერ მივხვდი. ერთი ვიცოდი რომ არ უნდა მოგეკლა, იქედან ცოცხალი უნდა წამომეყვანა და მე ზუსტად არ მახსოვს მაშინ რას ვამბობდი. ყველაფერი მეწვოდა. მინდოდა ყველასგან შორს ვყოფილიყავი ვიცოდი რომ დაგკარგე, სხვა არაფერი ვიცოდი მაშინ - ისტერიკა ჰქონდა და თავს ძივს იკავებდა რომ არ ეტირა. ემოციები ყელში მოაწვა თვალები დაუწითლდა, თითები თმაში შეიცურა და ღრმად ჩაისუნთქა
_ანდრო ამას არ გააკეთებდა...ყველაფერი ამირანის ბრალია. იქ იყო ხომ? ის აკეთებდა ყველაფერს იმისთვის რომ შენ ანდროს ცოლი გამხდარიყავი და ჩემგან შორს ყოფილიყავით- კედელს მიეყრდნო. რამდნეიმე წამს ყველაფერს იაზრებდა და შემდეგ ჩუმად დაიწყო ლაპარაკი
_მე მთელი ეს წლები ჯოჯოხეთად ვუქციე ანდროს. ნამდვილ ჯოჯოხეთად და ახლა არც კი ვიცი რისთვის ვაწამებდი . ან ის რატომ არ მეუბნებოდა სიმართლეს...მთელი ეს დრო მეგონა რომ ჩვენი ცხოვრების დანგრევისთვის პასუხის ვთხოვდი,რომ მე ვიყავი მართალი ,მაგრამ ახლა აღარ ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ანდროს სიმშიდე დავუბრუნო... მე ის თოჯინა შემთხვევით ვიპოვნე თორემ ალბათ მთელი ცხოვრება ასე ვიქნებოდით _ სახეზე ხელები აიფარა და აკანკალებული სხეული როგორღაც მოთოკა - ანდროს არაფერი დაუშავებია, ჩემი სიყვარულის გარდა
_შენ ხარ ის გოგო _ ხის სკამი მოიფრიალა და მერე კედელს მიარტყა მუშტი - შენ ხარ და მე არ მითხრა...არაფერი მითხრა
_ანდროს დღემდე სინდისის ქენჯნა აწუხებს ჩაუდენელი დანაშაულისთვის და შენთან ურთიერთობის გამო მოსვენება არ აქვს. იმედი ახლა მაინც დაფიქრდები და ანდროს ადგილას წარმოიდგენ თავს ... წლები მეგონა რომ შენ იყავი ერთადერთი ვისაც ჩემთვის ბედნიერების მოტანა შეეძლო და ვინც მიყვარდა სამუდამო სიყვარულით, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რომ ჩემთვის როგორც კაცი აღარ არსებობ, როდის დასრულდა არ ვიცი ... არც ის ვიცი ანდროს შეყვარება როდის შევძელი, მაგრამ შემიძლია სამუდამოდ გავქრე თქვენი ცხოვრებიდან თუ ანდროს შენს თავს დაუბრუნებს ჩემი წასვლა ... მიხარია ანა რომ არის შენს ცხოვრებაში _ შვება იგრძნო , ბოლოს ნამდვილად იგრძნო თავისუფლება რომელიც ასე ძალიან აკლდა. ზუსტად იცოდა რომ იქ მისვლას და ამ საუბარს არასდროს ინანებდა . თარაში დატოვა,სხეული ისვე უთრთოდა თითქოს ნელ-ნელა იყინებოდა. მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას გაეცალა. წარმოდგენა არ ჰქონდა შემდეგ რა იქნებოდა, უბრალოდ მიდიოდა და გზას უყურებდა.
უკვე ქალაქში შედიოდა მობილურის ეკრანზე ანდროს ფოტო რომ გამოჩნდა და ინსტიქტურად გაეღიმა
_ელიზაბეტ-მისი აღელვებული ხმა რომ გაიგო წარმოიდგინა მისი გამომეტყველება და ცოტა ხანს გაჩუმდა-ლიზა
_ძალიან მშია , დამპატიჟებ რესტორანში ვახშამზე?
_დამელოდები?- პაუზის შემდეგ უთხრა
_რამდენი ხანიც დაგჭირდება
მანქანა გააჩერა , რესტორანში შევიდა და მაგიდა აარჩია. შემდეგ საპირფარეშოში გავიდა, თავი მოიწესრიგა და დარბაზში რომ დაბრუნდა ანდროც დაინახა. სწრაფად მიაბიჯებდა, ჩვეულებისამებრ მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა ნაცნობი რომ შეხვდა და გაჩერდა. ცოტა ხანს ესაუბრა კაცს და შემდეგ ლიზაც იპოვნა . ისე აკვირდებოდა თითქოს მის შესწავლას ცდილობდა და ასე გაარკვევდა რამეს. ყოველთვის ასე იქცეოდა და ლიზა ამჯერად მინიშნებას არ აძლევდა
_ლიზა
_ანდრო_გაუღიმა და ლოყაზე აკოცა . მისი სურნელი და სითბო ერთბაშად იგრძნო . როგორც კი დაჯდა მაშინვე ღვინის ბოთლი აიღო და ჭიქა შეუვსო_შევუკვეთე უკვე და სანამ მოიტანენ მანამ დავლიოთ
_დამღლელი დღე გქონდა?
_არც ისე...
_საშოპინგოდ იყავი?
_არაა...ხვალ ვაპირებ . დიდი ხანია არ ვყოფილვარ, მომენატრა შენი ფულის ფლანგვა
_ხვალ ლალის დაბადების დღეა
_ვიცი და საჩუქარი მზად იქნება საღამოსთვის
_რა საჩუქარი , იმედია წინა წლების მსგავსად ინფარქტის ზღვარზე არ მიიყვან
_ნწ, იუველირს შევუკვეთე გულსაბნევი მისი კოლექციისთვის . რაღაც ჟურნალს ათვალიერებდა მოეწონა და ისეთივეს ვამზადებინებ ოღონდ ძვირფასი ქვებით და მცირედი ცვლილებებით
_კარგად ხარ ? მაშინებ იცი?
_შესანიშნავად ვგრძნობ თავს _ ღვინოს აგემოვნებდა და თვალებაბრჭყვიალებული უყურებდა_აიი შეკვეთაც მოაქვთ ... დიდი მადლობა _ მიმტან გოგონას გაუღიმა და რამდენიმე წამში კერძის დაგემოვნებასაც შეუდგა _მთელი დღეა არაფერი მიჭამია, მართლა ძალიან მომშივდა . შენ კი როგორც ყოველთვის, მადა არ გაქვს
_იცი რა დროა?
_რა მნიშვნელობა აქვს ... კუჭს დრო არ აინტერესებს
იღიმოდა, თვალს არ აშორებდა , ღვინოს აგემოვნებდა და მის გარდა არავისზე და არაფერზე ფიქრობდა. არ იცოდა რა იქნებოდა მეორე დღეს, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ანდრო იყო მთელ მის არსებაში და ეს სამუდამო იყო , განუკურნებელი სენივით გავრცელებული ...
.................
18
ძლივს მიაბიჯებდა, ლიზას ხმა ესმოდ აისევ თითქოს ნაწილებად იშლებოდა, დროც გაჩერდა და ვიღაც მარწუხებს უჭერდა, მის დახრჩობას ცდილობდა. საკუთარი ქმედებები კადრებივით ჩანდნენ ის წინ, ყველაფერს სხვა მხრიდან უყურებდა თითქოს თვალები აეხილა. ცხენს სწრაფად მიაჭენებდა, კოკისპირული წვიმა დაიწყო. სახლში შესვლამდე სულ მთლად გაიყინა ,მაგრამ ამასაც ვერ გრძნობდა
სახლში როგორც კი შევიდა მაშინვე იღრიალა . კიბესთან იდგა და ისეთი ხმით ყვიროდა რომ მთელს სახლში ვრცელდებოდა ხმა
-ჩამოდი გესმის? ჩამოდი და მითხრაი ასე რატომ მოგვექეცი... მითხარი ანდრო როგორ გაწირე . ჩემთვის ჭკუის სწავლება თუ გინდოდა, ჩემი მართვა თუ გინდოდა ანდროს რას ერჩოდი მიპასუხე ამირან !
ყველა გარეთ იყო, ნონა კიბეზე მირბოდა ,ანაც მიაბიჯებდა დერეფანში. თინა მოაჯირთან შედგა ,მაია კი ვერ ხვდებოდ არა ხდებოდა.
-რა გაღრიალებს
-რა გინდოდა ამირან... რის მიღწევას ცდილობდი
-თარაშ რა გინდა, ამ დროს რამ გაგაგიჟა შვილო
-შენ არაფერი იცი მამა , არც შენ იცი კოტე ... თქვენც კი მოგატყუათ. ხომ გგონიათ რომ მაგრები ხართ, ორივეს გგონიათ რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეგიძლიათ და აზრზე არ ხართ ისე მართავს ისევ ის ყველას ცხოვრებას. დიდი უხილავი ჯაჭვებით ვყავართ დაბმული ყველა ვისაც მის სისხლთან რაიმე კავშირი აქვს...ხან უშვებს ხელს და მოძრაობის საშუალებას გვაძლევს ხანაც იქეთ გვიშვებს საითაც გაუხარდება . კარგი მე არასდროს გევასებოდი, ვერ იტანდი სხვანაირად რომ ვაზროვნებდი მაგრამ ანდრო? ჩემს ანდროსთან რა გინდოდა...ანდრო რატომ დასაჯე , ანდრომ რა დაგიშავა . რატომ მიგვატოვებინე ყველას
-პატარა ბიჭის ისტერიკა ... ამისთვის გვირღვევ ძილს მე და ჩემს ცოლს? რა გინდა...მიხვდი რომ მიქარე და როგორც გჩვევია მე მაბრალებ? ამირანი ღმერთია და როგორც მოესურვება ყველაფერს ისე აკეთებს? ღმერთსაც არ შეუძლია უკვე ეგ ადამიანები ისე გავთამამდით...ყველამ ჩვენი წილი ცოდვები უნდა ვზიდოთ . ანდროს რაც შეეხება ის ერთადერთია ვისთანაც ვალში ვარ , მასთან სიცოცხლით ვარ ვალში , მაგრამ ისიც გატეხა სიყვარულმა. ქალები ასეთები არიან, შემოგვიჩნდებიან ჯერ გულს წაიღებენ, ვნებებს აგვიშლიან, ტვინს წაგვართმევენ და მერე აღარავინ და აღარაფერი გვინდა, სამუდამო სატანჯველისთვისაც კი მზად ვართ ოღონდ ის იყოს მშვიდად... უკმაყოფილო ხარ? რამეს ნანობ? გონს მოხვედი? ხომ ხარ თარაშ ჟორდანია ხომ გაიზარდე, ხოდა აიღე სადავეები ხელში და გააკეთე ისე რომ ყველაფერი დალაგდეს. ჩემი ბოლო სვლა აი იმ ფეხმძმე ქალის ამ სახლში შემოსვლა იყო , მერე დავასრულე ....პენსიაზე გავედი , სიკვდილი მიახლოვდება - ჯოხი მსუბუქად დაჰკრა იატაკზე და მერე თინას ხელი ჩაკიდა . ზუსტად იცოდა განმარტოვებას ელოდა რომ აფეთქებულიყო და თითქოს თავს იზღვევდა
-ძალიან მარტივია თქვა მოვრჩი მოდი და ტახტი დაიკავეო ...მიტოვებ სრულიად არეულ სახლს და მეუბნები თუ მაგარი ხარ მაჩვენეო. შენი გამოცდაა ესეც ხომ? ამდენ ხანს უყურებდი ჩვენს ცხოვრებას შორიდან და პლიუსებს ან მინუსებს გვიწერდი
-თარაშ... რა ხდება ბებო
-შენი ანდრო ტყუილად დავსაჯე...ჩაუდენელი დანაშაულისთვის. გესმის კოტე? მამაშენმა იცოდა რომ არ უღალატებია, იცოდა რომ ბავშობიდან უყვარდა ლიზა და მე ვართმევდი საყვარელ ქალს . ხო აი ასე...ანდროს ბავშვობის სიყვარულია ლიზა , ის გოგო ხატად რომ აქცია და ჭკუას კარგავდა ლიზაა. ბედის ირონიაა ამის დედაც მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო . ვინმემ თუ იცით მითხარით , იცით როგორ უნდა ვთხოვოთ ანდროს პატიება უნდობლობისთვის? ზურგი რომ ვაქციეთ და მარტო დავტოვეთ ლევან გესმის ?
-ამირან რას ამბობს ... შენ იცოდი? ანდროს ამდენ ხანს რომ ვევედრებოდი სიმართლე ეთქვა და არაფერს ამბობდა შენ იცოდი? მამა - ამჯერად კოტემ იფეთქა
-რა გინდა კოტე? შენ ხომ სულ ეხმარებოდი შორიდან, რაში გჭირდებოდა ფაქტები ... მე თუ არ დამიშვია რომ ისინი საყვარლები იყვნენ თქვენ რატომ დაუშვით. მე არ მითქვამს ეგ არასდროს...არც მისვრია მისთვის ქვა. ყველამ თქვენს სულში ჩაიხედეთ უშეცდომო ანგელოზებო მე კი , ეშმაკი მალე წარვსდგები ღვთის წინაშე და გავსწორდებით მე და ის

სრული ქაოსი იყო, ყველა საკუთარ დანაშაულზე დარდობდა იმ წამს . ყველაფერი არია სინდისის ქენჯნამ, ყველა ფიქრობდა წლებზე რომლებმაც ჩაიარა, ქმედებებზე რომლებიც განახორციელეს ,ნაბიჯებზე რომლებიც არ გადადგეს
თარაშმა სახლი დატოვა, ისევ გარეთ გავიდა მანამ მიდიოდა სანამ ანამ ხმამაღლა არ დაუძახა. წვიმდა, მისკენ რომ შებრუნდა და დაინახა როგორ სველდებოდა წამსვე შებრუნდა ქურთუკი მოიშორა და თავზე დააფარა
-რას აკეთებ...სველდები. სახლში შედი, მეც მოვალ
-მე ყველაფერი ვიცოდი ... ცოტა ხნის წინ მომიყვა ამირანი
-ჩემი ყოვლისშემძლე ქალი, არ მიკვირს იცი?
-შემომხედე - მისი სახე ხელებში მოიქცია და უფრო ახლოს მივიდა
-ლიზა გამოუშვი ....ლიზა მოუში ჩემამდე და შენ ყველაფერი იცოდი . ახლა ფეხებზე რომ დავიკიდო ყველაფერი , ლიზა ისე რომ მიყვარდეს მხოლოდ ის მადარდებდეს რომ არ უღალატია რას გააკეთებ მითხარი- ხელები ისევ მაღლა ჰქონდა აწეული და ქურთუკი ეჭირა , ანას წვიმის წვეთებისგან იცავდა თვითონ სველდებოდა და უყვიროდა
-შენ უჩემოდ ვერ იცოცხლებ ჟრდანია და მე ეს კარგად ვიცი, ისიც ვიცი ანდრო რომ უყვარს ლიზას !
-შენ ყველაფერი იცი, ყოველთვის ყველაფერი იცი ....მითხარი ახლა რა უნდა გავაკეთო ისევ რომ დავუბრუნო ლალი და ანდრო ოჯახს
-ლალი და ანდრო არასდროს დაუკარგავთ, ისინი ყველანი რაღაც გზით ურთიერთობდნენ ანდროსთანაც მათ მხოლოდ ლიზა არ მიიღეს და ამიტომ იყვნენ შორს ანდროსგან. შორს,მაგრამ მაინც ახლოს ისე როგორც შენი გრძნობები
-ანდრო ჩვენს ნდობას ვეღარ შეძლებს, ჩვენ ჩვენი შანსი დავკარგეთ ...
-და ახლა ისევ თვითგვემას მიმართავ ?
-ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ანდრო დავიბრუნო და ჩვენ, ჩვენი შეცდომები გავაბათილოთ - თითქოს იმ წამს მიხვდა რასაც გააკეთებდა. ერთი ხელი ანას მოხვია და სველი ტუჩები მიაკრა მის მსხვილ ბაგეებს. ვნებიანად კოცნიდა , მერე მხრებზე მოახვია მანტო და სახლისკენ წაიყვანა- მივდივართ
-სად მივდივართ - ანა იღიმოდა და თან თარაშს ეკვროდა
-ანდროსთან !
...............
ანამ წაიკითხა მესამე წიგნში
„ჩემი და მთლიანად ჟორდანიების ცხოვრებასი ორი წელი იყო ყველაზე რთული .
წელი როდესაც ჩვენი პირველი შილი დავკარგეთ , აპრილი იყო ...აპრილის ხუთი ღამით ჟანგის სუნმა გამაღვძა , წელს ქვემოთ გრძNობა აღარ მქონდა თითქოს საეთოდ ვქრებოდი საბანი რომ გადავწიე მთლიანად სისხლში ვიყავი . იმ ღამით ლალიც ჩვენთან იყო მახსოვს ჩემთან ერთად ტიროდა ისიც , ლალი იყო ყოველთვის ჩემთან და როდესაც მივხვდი რომ ჩემს გამო საკუთარ ცხოვრებას გვერდით დებდა ვთხოვე წასულიყო სვანეთში .
გავუშვით და დავკარგეთ ის 17 წლის ლალი რომელიც ყველაზე საყვარელი, თბილი, მხიარული და ბავშვური იყო იმ გოგონებს შორის ვინც კი ოდესმე მინახავს.
მე ისევ ცუდად ვიყავი , მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი. ლალი რომ დაბრუნდა და არ მოვიდა გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე რომ დაღლილი იყო . ლევანსაც არ ჰყავდა ნანახი, სოფელში წავიდაო მითხრა და ასე გავიდა ორი კვირა.
სოფელში ჩავედით, ქალაქის სიცხის ატანა აღარ შემეძლო . ჩავედი და მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. ყველა ჩემი მდგომარეობის გამო იყო დამწუხრებული,მაგრამ ლალი თითქოს საერთოდ არ იყო დედამიწაზე. ჩემთან საუბარსაც ერიდებოდა, არც ჩემს გვერდით წვებოდა უცნაურად ეცვა და მზერაც სხვანაირი ჰქონდა.
არ ვიცი , ახლა რომ ვიხსენებ ისევ მგონია რომ რაღაც ვერ გავაკეთე საკუთარი ტკივილით ვიყავი დაბრმავებული და ყურადღება ვერ მივაქციე . ვამშვიდებდი, ვეუბნებოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და კიდევ გავაჩენდი ბავშვებს , მეგონა ამის გამო იყო ცუდად . არაფერს ამბობდა, არავის ელაპარაკებოდა ზედმეტს.
ერთ დღეს ლევანის ხმა გავიგე საიდანღაც ისმოდა მისი ღრიალი და მეც იქეთ წავედი
-რას ნიშნავს ჩემი ნერვიულობა არ გინდოდათ...კოტეე ნუ გამაგიჟებ მითხარით რა ჯანდაბა ხდება
-ჩვენც არ ვიცით...იამზემ , ლალის პედაგოგმა თქვა რომ ბავშვები სეირნობდნენ არ გაჰყოლია ცუდად ვიყავიო . რომ დაბრუნდნენ ლალი არ იყოო , მეორე დღეს გოგონებმა მითხრეს რომ გვიან დაბრუნდაო და სძინავსო . უცნაურად მომეჩვენა მისი ცვლილება , მალე წამოვიდა ქალაქშიო და ხომ კარგადააო მითხრა
-დედა შენ სად იყავი...ვერ ჰკითხე ადრე რატომ დაბრუნდიო? მაია რა ჯანდაბა ხდება ...რა სჭირს. ექიმთან გყავდათ? იქნებ რამე ვირუსი აქ რა ვიცი მე რა სჭირთ მთაში ან სად დადიოდნენ ტყე ღრეში სადღაც ...სად არის თვითონ
-სასეირნოდ წავიდა... მდინარეზე გავალო . ნუ ყვირი ლევან რა, პირველად ხომ არ გაგვიშვია...
-აქამდე ვიცოდი ვისთან ერთად მიდიოდა და სად...ახლა არ მეცალა
-არავის გვქონდა დრო
-ხოდა არ გაგვეშვა მაშინ...რაღაც სჭირს აშკარად
-რა ხდება ლევან?- როგორც იქნა მივაღწიე და მის წინ დავდექი
-არაფერი ლამაზო, ყველაფერი კარგადაა - დაიხარა და შუბლზე მაკოცა- რატომ ადექი , გშია? ვივახშმოთ უკვე დროა
-ნუ მატყუებ...რაღაც ხდება და არ მეუბნებით. კარგად ვარ და გეყოფათ რა სჭირს ლალის
-არაფერია, შეიძება რამე უნდა და ვე რგვეუბნება. გავარკვევ მე შენ არ ინერვიულო
მას შემდეგ კიდევ ორი დღე გავიდა. ლევანი სადღაც წავიდა მე კი ლალისთან ოთახში შევედი , საწოლთან იჯდა იატაკზე თითებს მკლავებზე ისვამდა და ირწეოდა. თვალები სულ წითელი ჰქონდა, სისხლიანი
ვერ აღვწერ რა დამემართა. მახსოვს ვეხვეოდი ის კი ტიროდა, მოთქვამდა ვერ ვსუნთქავო ამბობდა. მეგონა რამემ უკბინა, ცოფი ჰქონდა, რაღაც სჭირდა. ყველაფერზე ვფიქრობდი იმის გარდა რაც შემდეგ გავიგე.
-ყველაფერი კარგადაა პატარავ...შემომხედე , შემომხედე მე შენთან ვარ გესმის? ყველაფერს მოვაგვარებთ უბრალოდ მომიყევი რა გტკივა, რა გჭირს მითხარი . კოტეს დავუძახებ და ექიმთან წავიდეთ
-არა...არ მინდა ექიმთან არ მინდა. არაფერი მინდა უბრალოდ მომშორდეს , მისი სუნი მაქვს გთხოვ მითხარი როგორ მოვიშორო. კანი მეწვის ნონა, მეწვის ...ყველგან მეწვის . თავს არ მანებებს , მოდის სულ როდესაც თვალებს ვხუჭავ და მკოცნის . მის თვალებს ვხედავ და არ მინდა რომ ვხედავდე უბრალოდ მინდა რომ გაქრეს ხომ შეიძლება რომ გაქრეს ...გაქრეს და მორჩეს - თმებს ოჭერდა თითებს და ქაჩავდა, თვალები გაფართოებული ჰქონდა
არასდროს დამავიწყდება მისი სახე, ტკივილი რომელიც იმ წამს ვიგრძენი.
საერთოდ ვერაფერი ვუთხრაი უბრალოდ ვეხვეოდი. დიდხანს ძალიან დიდხანს ვიჯექით იატაკზე, თმაზე ვეფერებოდი და ვკოცნიდი. თვალები დაბინდული მქონდა ვერაფერს ვხედავდი . კარისკენ რომ გავიხედე მხოლოდ შემდეგ დავინახე კედელთან მაია იჯდა , გაშეშებული გვიყურებდა და გაყინული თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. მერე რომ დამინახა ვუყურებდი მანიშნა გაჩუმდიო და როგორღაც ადგა. კედელს მიეყრდნო და გავიდა.
არ ვიცი რა გააკეთა. ლალი არ ამბობდა იმ ბიჭის სახელს, მაგრამ ვიცოდით რომ იცოდა . ლევანი გიჟს ჰგავდა, ლალის ვერც უყვიროდა ვერაფერს აკეთებდა და მეც არ ვიცოდი რა უნდა მექნა. სულ ლალისთან ვიყავი , სხვა ვინმე რომ მიდიოდა ლალი ისევ შორს იჭერდა თავს. მაიასიც რცხვენოდა თითქოს ის კი ყოველ დღე უფრო და უფრო ცუდად გამოიყურებოდა .
მერე ეზოში მანქანა შემოვიდა, იქედან გადმოვიდნენ ქალი, კაცი და ბიჭი . სოლიდურად გამოიყურებოდნენ , ბიჭი მშვიდად მოაბიჯებდა უცნაურად ცივი მზერა ჰქონდა და სანამ სახლამდე მოვიდოდნენ მანამ ვიგრძენი რომ რაღაც ცუდი გველოდა.
მისაღებში იყვნენ ყველანი და აშკარად არავინ იცოდა რა უნდოდა ამ ხალხს ჩვენთან. თავიდან კოტეს ეგონა რომ რაიმე საქმე ჰქონდათ, ახალი მეზობლები იყვნენ ან ნათესავები რომლებსაც აქამდე ვერ ვხვდებოდით. ლევანი საერთოდ არ უსმენდათ, ისე უბრალოდ იჯდა იქ . შემდეგ კაცმა კოტეს მიმართა უთხრა თქვენი ქალიშვილის ხელს ვითხოვთო და ცხოვრებაში პირველად დავინახე ჩემი მამამთილის ანთებული თვალები. ლევანი ყოველთვის ფეთქებადი იყო , ზოგჯერ ცხოველს ემსგავსებოდა ,მაგრამ კოსტანტინე მსგავსად არასდროს მინახავს. ისე გაჩნდა მოპირდაპირე მხარეს მჯდომ ბიჭთან ყელში წვდა და ჰაერში ასწია თვალის დახამხამებაც ვერ მოვახერხე.
სრული ქაოსი იყო, ყვირილი ,გინება , ღრიალი და ლალი რომელიც ოთახში გამოჩნდა და ბიჭს უყურებდა მერე ისე გაიქცა სადღაც არეულობის გამო ვერ გავყევი . შემდეგ დავინახე იარაღი ეჭირა. ისე იყურებოდა თითქოს საერთოდ ვერავის ამჩნევდა, ვერავის ხედავდა მის გარდა . ის კი ცხვირგატეხილი, სისხლში მოსვრილი სახით იდგა და უყურებდა . თვალის მოუშორებლად უყურებდა .
ვერავინ შევაჩერეთ , ვერავინ შესძლო ლალი ჟორდანიას გაჩერება- გასროლის ხმამ მთელი სახლი მოიცვა . ბიჭმა მხარზე მიიდო ხელი და წონასწორობა დაერღვა. ლალი ლევანს ეკვროდა ბიჭის დედამ გონება დაკარგა , მამა გიჟს გავდა. აშკარად არაფერი იცოდა და ის უბრალოდ შვილისთვის საყვარელი ქალის დასანიშნად იყო იქ.
ლალი ლევანის მკლავებში ჩაიკეცა , ბიჭმა მამამისი გააჩერა და ლალისთან მიახლოება სცადა. სისხლი სდიოდა , იატაკზე წვეთები ეცემოდა ის კი ისევ მას უყურებდა.
არ ვიცი რა თქვა არ მახსოვს, არაფერი მაინტერესებდა ლალის მდგომარეობის გარდა.
ნაკანები იმ დღეს გამოჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში და შემდეგ ვეღარ მოვიშორეთ. ვახო ნაკანი ბოლომდე ამოუცნობ არსებად დარჩა ჩემთვის .
ყველა შურისძიებაზე იყო ორიენტირებული, ამირანი ბობოქრობდა. ლევანს ძლივს ვამშვიდებდი, ნაკანები არ აღმოჩნდნენ მარტივად მოსაშორებელი ხალხი და ვახოც ისე იდგა თითქოს დანაშაული არ ჰქონდა.
ღამით ლალის ოთახში შესულ მაიას საეჭვოდ გათიშული დახვდა ლალი და რომ ვერ გამოაფხიზლა მიხვდა ცუდად იყო. ოთახში შესულებს წამლების კოლოფი დაგვხვდა გახსნილი და მაშინვე აშკარა იყო ყველაფერი.
საავადმყოფოს დერეფანში ვიდექით ყველანი, ისევ ის უსუსურების შეგრძნება გქვონდა ყველას. დიდი თინა და ამირანიც კი ისეთი პატარები მეჩვენებოდნენ იმ დროს გული მტკიოდა, მტკიოდა და ვერაფერს ვაკეთებდით.
ლალის ვკარგავდით , რომ არა ანდროს არსებობა.
ხომ ყველას გგონიათ რომ ტრადიციების მოყვარული ჟორდანიები გაგიჟდებოდნენ ამ ამბის გაგებისას,რომ არ ისურვებდნენ მის არსებობას. არ ისურვებდნენ ჭორებს რომლებიც ლალის ფეხმძმობას მოჰყვებოდა ,მაგრამ არა . ისინი ყველანი ღმერთს მადლობას სწირავდნენ იმის გამო რომ ლალის ცხოვრების გაგრძელების მიზეზი ჰქონდა
რთული იყო, უცნაური თითქოს ბედი დაგვცინოდა . მე და ლევანმა შვილი დავკარგეთ ლალი კი იმ კაცის ნაყოფს ატარებდა მუცლით ვინც ამქვეყნად ყველაზე მეტად ეზიზღებოდა. ეზიზღებოდა ,მაგრამ ის ბავშვი მას ყველაზე და ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა, ანდროს გარდა მას ვერვაინ უშველიდა. მას არ ჰქონდა ძალა, არც ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ ანდროს.
თბილისში ვიყავით, ლალი იქ დაგვყავდა ექიმთან . არავინ ახსენებდა ნაკანს, არავინ ამბობდა რომ მას გათხოვება ევალებოდა , რომ ის უკანონო შვილს აჩენდა. ყველა ლალის განწყობაზე ვზრუნავდით და სხვა არაფერზე. მე და ლალი ვიყავით ექიმთან იმ დღეს ყველას რაღაც საქმე ჰქონდა . კაბინეტიდან რომ გამოვედით ლალის თვალები უბრწყინავდა , ის იქ იდგა თავისი მუქი თვალებით უყურებდა ლალის და შემდეგ მის მუცელს.
-თუ მიუახლოვდები აქვე მოგკლავ , გეფიცები !- მახსოვს როგორც კი ნაბიჯი გადმოდგა მაშინვე ლალის წინ დავდექი . გაეცინა , თავხედი იყო მიყურებდა და იღიმოდა
-მკვდარი ვარ , უკვე რა ხანია მშვენიერო ...
-ხოდა ისე მოგკლავ მიწაც რომ არ გეღირსოს
-დაუნდობლები ხართ ჟორდანიები ... ლალი რამდენიმე წუთი მჭირდება , გთხოვ - ჩემს უკან მდგომს მიმართა სხვანაირად უყურებდა ტონალობაც კი სხვანაირი ჰქონდა.
ლალი გაჰყვა, არ ვიცი რა უთხრა. არ ვიცი რაზე ისაუბრეს მხოლოდ ის ვიცი რომ ნაკანები ისევ მოვიდნენ ჩვენთან და ლალი ნაკანების რძალი გახდა.
კოტე ემუქრებოდა მისი ცოლი თუ გახდები მე ვერ დაგიცავო ,მაგრამ არაფერმა გაჭრა.
ლალიმ დაგვტოვა მე კი ისევ დავფეხმძმდი ...ისევ , ისევ და ისევ დაიწყო ჯოჯოხეთის ახალი საფეხურები.
ნაკანებისთვის აღარავის ცხელოდა, ისევ მე მივიპყარი ყველას ყურადღება. ლალი ჩვენთან ხშირად მოდიოდა, მე არ მინდოდა ასეთი ვენახე და ვლოცულობდი მისი ბავშვი ჯანმრთელი ყოფილიყო. მის მუცელზე მედო თავი და ბევრს ველაპარაკებოდი ბავშვს რომელსაც ყველა ველოდით.
ნაკანი აღარასდროს შეხებია ლალის , ის კი ცივ, უხეშ ქალად იქცა და იმ ცხრა თვის განმავლობაში სრულიად შეიცვალა .
შემდეგ დაიბადა ანდრო ნაკანი
ჩვენი ბიჭი
ჟორდანიების პირველი შვილთაშვილი
ანდრო, ულამაზესი შავი თვალებით
ანდრო რომელმაც ჩემს ცხოვრებაშიც ბევრი რამ შეცვალა. ამირანი ამბობდა რომ მასთან ერთი სიცოცხლით იყო ვალში რომ მან ლალის სიცოცხლე იხსნა, მაგრამ სინამდვილეში ანდრომ მეც გადამარჩინა. ანდროს არსებობა რომ არა ვერ გადავიტანდი , ვერ გავუძლებდი ჭრილობებს რომლებიც რჩებოდა ჩემს სულში.
ანდრო ჟორდანიების და ნაკანების ერთადერთი პრინცი იყო, პრინცი რომელსაც დაბადებიდან დაჰყვა უხილავი გვირგვინი „
......................
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს უყურებდა მძინარე ანდროს და შემდეგ რომ დარწმუნდა არ გაიღვიძებდა მიუახლოვდა, სახეზე დაატარებდა თითებს, მის ნაკვთებს აკვირდებოდა , თმებზე ეფერებოდა,მაჯაზე აკოცა და მერე ხელისგულზე . ზუსტად იცოდა რომ ახალი დღე ყველაფერს შეცვლიდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა მოხდებოდა მის ცხოვრებაში.
დილით ადრე დატოვა ოთახი, გასვლამდე ანდროს აკოცა და შემდეგ გეგმის შესრულებას შეუდგა.
ანდრო გრძნობდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა რა შეიძლება მომხდარიყო. ლიზა სახლში რომ არ დახვდა წამსვე აფორიაქდა, მობილური იპოვნა და დაურეკა. სუნთქვა დაიწყო ლიზას ხმა რომ გაიგო და მალევე მთელს სხეულში დაუარა ჟრუანტელმა
-ანდრო ლალის არ დაენახო იცოდე ჩემს მოსვლამდე ... ნახევარ საათში მანდ ვიქნები და უჩემოდ მილოცვა არ გაბედო გესმის?
-სერიოზულად?
-რა გაცინებს ანდრო? ტორტს ვყიდულობ და ოთახიდან ფეხი არ გაადგა
-ჩემი ლიზა სად არის დამალაპარაკე შენ ვიღაც სხვა ხარ
-მასხარა !
მობილური გაუთიშა და დატოვა ყბა ჩამოვარდნილი ნაკანი.
ქვემოთ ჩავიდა , ლალი სამზარეულოში იყო და საუზმეს ამზადებდა. ბოლო დროს დაბადებისდღეს საერთოდ არ აღნიშნავდა იმის მიუხედავად რომ ანდრო ყოველთვის მასთან ატარებდა ამ დღეს ის მაინც ჩვეულებრივ ხვდებოდა საკუთარი დაბადების დღეს.
ნაკანი გზაში გააჩერა კარის ხმამ და ლიზას ქუსლიანების კაკუნმა . ხელში ტორტი ეჭირა, გრძელი მანტო ეცვა და მთელი სახე უნათებდა . ანდრო რომ დაინახა გაიღიმა და ნაკანი იქვე გააშეშა, როგორ ჰქონდ ამონატრებული მისი ეს ღიმილი რამდენიმე ათეულმა წელმა თვალწინ ჩაურბინა ყველა მისი გაღიმება გაახსენდა სანამ ლიზა მივიდა და მის ტუჩებს თავისი შეახო
-გილოცავ ლალის დაბადების დღეს... სანთლები აანთე და შევედით - ჩუმად ლაპარაკობდა და პატარა ბავშივით ცქმუტავდა. მერე ხმამაღლა გაიცინა- ანდროო სანთლები
-კიდევ ერთხელ რა - ჩაიცინა და ისე უთხრა . საკუთარ თავს დასცინოდა ამ დროს
-ღიმილი ვიგულისხმე -ლიზამ ისევ რომ აკოცა კოცნაში კი აჰყვა,მაგრამ მერე უთხრა
-სანთელს რომ ჩააქრობს ლალი ამ ტორტს სახეზე შეგაზელ და მერე გავიცინებ- წარბები შეკრა და კაკუნით წავიდა ისევ . ანდრო იცინოდა და უკან მიჰყვებოდა ღიმილს ვერ იშორებდა ლიზას რომ უყურებდა, როგორ მღეროდა და ულოცავდა ლალის. კედელს მიეყრდნო და იქედან უყურებდა ატირებულ ლალის
-ღმერთო მგონი სამოთხეში მოვხვდი ახლა სადღაც დავინახავ ლომი და შველი როგორ თამაშობენ ერთად - ისევ წაკბინა ლიზას , რატომღაც კარგ განწყბაზე იყო და მისი გაბუტვა ამხიარულებდა. ლალის მკლავები მოხვია და მთლიანად დაფარა ქალის სხეული-გილოცავ დე , კიდევ ერთ წელს ...მადლობა რომ ხარ - ყელში აკოცა და ჩუმად უთხრა . ლალიმ თავი გულზე მიადო და მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი შეისუნთქა
-ჩემო ერთადერთო მადლობა შენ რომ ხარ ჩემი საჩუქარი
ლიზა ჯერ იდგა და უყურებდათ ხელში საკმაულის ყუთი ეჭირა , შემდეგ ტირილი დაიწყო . თან ისე რომ ვერ გაიაზრა და ანდრომ რომ გახედა წამსვე შეიმშრალა ცრემლები. თავი შეაბრუნა ანდრომ ხელი რომ ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. ლოყაზე აკოცა, ტუჩს კუთხეში და მზერა გაუსწორა
-ასე ნუ მიყურებ...მაბნევ და მავიწყდება უკვე ჩემი საჩუქარი . იმედია მოგეწონება , თუ არ მოგეწონება მომავალ წელს გამოვასწორებ, ვეცდები - ყუთი გახსნა და ლალის გაუწოდა
-ეს მე? სად იპოვნე...რა ლამაზია
-ოჰ ეს კარგი რძლები, ტორტი გავჭრათ ვნახოთ ერთი რომელი იყიდე ... მშია და არ ვისაუზმოთ? სანამ რქებს და კუდს იპოვნი და ეშმაკად გარდაისახები მანამ ვისაუზმოთ ამაღლებული განწყობით ცხოვრებაში პირველად
-ლალი შემახსენე რამე ჩავარტყა თავში შენი დაბადებისდღე რომ გავა ... ნერვებს მაწყვეტს ხომ ხედავ, ვერ ძლებს რომ არ ვეჩხუბები , მოენატრა
-ანდროო , დედი რა გჭირს?
-არაფერი დედა უბრალოდ ის გახდა ემოციური - ტორტის კრემს თითი აუსვა და ის იყო ტუჩთან მიიტანა ლიზამ რომ ჩაავლო მაჯაზე ხელი და მისი თითი ტუჩებსშორის მოიქცია . მერე ტუჩები გაილოკა
-გემრიელია ... ემოციებზე რას ამბობდი?
-გავალ, სუფრას გავშლი
-არ გინდა, დღეს მე გავაკეთებ ყველაფერს. მერე დამეზარება , ლიკაც მოვა და არ შემეწინააღმდეგო
რამდენიმე წუთში გაამზადა ყველაფერი და მაგიდასთან დასხდნენ. ანდრო ისევ არაფერს ჭამდა, ჩაის სვამდა და ლიზას უყურებდა.
შემდეგ ნაბიჯების ხმა გაისმა, მძიმე , აჩქარებული ნაბიჯების და ჟორდანია გამოჩნდა ისე როგორც წლების წინ პირველი მივიდა მისალოცად. ლალის ხელი მოხვია სხეულზე აიკრა და ლოყები დაუკოცნა
-გილოცავ მამიდა, ჟორდანიების უფროსო პირნცესავ ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ ... შენ საუკეთესო მამიდა ხარ მამიდებს შორის
-თარაშ ... ჩემო ბიჭო , თარაშ შენ ხარ - ქალი გაოგნებული იყო სახეზე ხელებს უსვამდა, ტიროდა და თან იცინოდა
-ესეც არ დამვიწყნია- ვარდი მისცა და გაუღიმა . ანდროსკენ დასჯილი ბავშვივით არ იხედებოდა ის კი გაქვავებული იჯდა და ისე უყურებდა თითქოს სხვა პლანეტიდან აკვირდებოდა ყველაფერს.
ფეხზე წამოდგა , არ იცოდა რას აპირებდა უბრალოდ იდგა და ამდენი ხნის შემდეგ ისევ ხედავდა თარაშს საკუთარ სახლში. მასთან მიახლოებაც ვერ მოახერხა ისე გაივსო სახლი ჟორდანიებით.
ზოგჯერ სიტყვები არაფერს გვაძლევს და უნდა გავჩუმდეთ, გრძნობებით გადმოვცეთ ის რასაც სიტყვებით ვერ ვიტყვით .
ზოგჯერ უბრალოდ საჭიროა დაივიწყო შენი დანაშაულიც და სხვისიც , დაივიწყო , გააუფერულო და თავიდან განაგრძო სვლა იმ გზით რომელიც ისევ იპოვნე.
უბრალოდ ეხვევი, გრძნობ მის გულისცემას, გრძნობ ყველაფერს რასაც ის განიცდის და მომენტალურად გიქრება მისი მოშორების სურვილი.
თარაში ანდროს მოეხვია, აი ასე მაგრად მოხვია ხელები ის კი ისევ ისე იდგა უბრალოდ თვალები დახუჭა . თარაშმა თავზე ხელი მიადო და სულ რამდენიმე წამში იგრძნო თავისუფლება . ანდროს სულ რომ შუაზე გაეხლიჩა მაინც აღარ გაუშვებდა , მაგრამ ნაკანი არ ჰგავდა ჟორდანიას
ლალის ულოცავდნენ, ისე იყო ყველაფერი როგორც ადრე . უყურებდა საყვარელ ოჯახისწევრებს ,მხოლოდ ლიზა არ იყო . ის აღარ ჩანდა გონს რომ მოვიდა, იცოდა რომ ყველამ ყველაფერი გაიგო. ხედავდა სინდისის ქენჯნას მათ თვალებში და თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ლალი ბედნიერი იყო. არაფერი იყო დარჩენილი გზის გაგრძელებამდე , მაგრამ ლიზა არ იყო...
საძინებელს შეაფარა თავი. გულისცემა გახშირებული ჰქონდა, ვერ სუნთქავდა , საწოლზე ემბრიონის ფორმაში დაწვა ბალიშს მოეხვია და ანდროს სურნელი რომ იგრძნო თითქოს მოდუნდა. უბრალოდ იწვა სანამ ანდროს შეხება არ იგრძნო . მის ზურგს უკან დაწვა , მკლავები მოხვია და მთელი სხეული გაუთბო
_ლიზ-მის თმაში ჩამალა სახე
_ანდრო -ჩუმად თქვა მისი სახელი
_არ შემომხედავ?_ აშკარად იღიმოდა , ყელში აკოცა და მისი სურნელი შეიგრძნო _ ლიზ
_მთელი ოჯახი იქაა და მე
_შენ ჩემი სული ხარ ლიზა , შენ თუ ჩემთან არ იქნები მეც არ ვიქნები
_ანდროო
_შემომხედე _ საწოლზე დაჯდა და ლიზაც თავისკენ მიიზიდა,არეულ თმებში თითები შეუცურა და ფრთხილად აკოცა _ მე შენს დამალვას არ ვაპირებ , ან შენთან ერთად მიმიღებენ ან უბრალოდ ნაცნობებად ვიქცევით , ნაცნობებად რომლებსაც ყველა კარტი გახსნილი აქვთ
_ასეთი მარტვი არ არის
_ყველამ დავაშავეთ , ყველამ ლიზა შენს გარდა. შენ მათთვის არაფერი დაგიშავებია და მათ უნდა უჭირდეთ შენი ნახვა . შენ ჩემს გარდა არავის ეხებოდი მაშინაც კი როდესაც გთელავდნენ _ ისევ ისე უყურებდა , მშვიდად ესაუბრებოდა და ეფერებოდა
_მე და თარაში
_ისევ გიყვარს ? მისი ნახვა ანასთან ერთად გტკენს ლიზ? _მისი სახე ხელებში მოიქცია და თავი ააწევინა _ მითხარი ლიზ
_არა !
_მაშინ რა ლიზ
_უზარმაზარი უხერხულობა და დაძაბულობა იქნება
_უშენოდაც იქნება , მაგრამ თუ შენ არ იქნები ახლა ვერასდროს გადავლახავთ . ძველებურად მაინც არაფერი იქნება ...გავზარდეთ უკვე ლიზ
_ გავიზარდეთ ხო _ მაჯაზე შემოხვია თითები და ხელისგულზე აკოცა _მაშინაც კი რომ ვერ გიტანდი ამ თითებზე ვგიჟდებოდი. რაც არ უნდა მომხდარიყო ვიცოდი უცებ გამოჩნდებოდი ხელს ჩამკიდებდი და ვგრძნობდი როგორ მემატებოდა ძალა
_არასდროს გაგიშვებ ,ლიზ _ ტუჩებზე შეეხო და ისეთი ნეტარებით კოცნიდა ლიზა სრულიად მოდუნდა
_წამოვალ, თუ შენ ეს გინდა . ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სხვა დანარჩენს . ვიცი რომ შენს გვერდით მშვიდად ვიქნები _ ტუჩის კუთხეში აკოცა და მერე ჩაეხუტა _ მიყვარს როგორც გიცემს გული ჩემთან ყოფნისას
_მე კი მგონია რომ ერთ დილას დაგინახავ ,აქ, ჩემს საწოლში , გამიღიმებ და ვეღარ გავუძლებ
_მე შენს გარდა არავინ მყავს, შენ ხარ ჩემი ცხოვრება და თუ არ იქნები მეც შევწყვეტ სუნთქვას... მე შენს გარდა არავინ და არაფერი მინდა -თითები თმაში შეუცურა და ისევ აკოცა.

მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ, არ ჰქონდ ამნიშვნელობა თემას იმდენად ჰქონდათ მონატრებული ასე მშვიდად ყოფნა სხვა არაფერი სჭირდებოდათ. ანდრო და ლიზა რომ შევიდნენ ყველამ მათზე გადაიტანა ყურადღება, ანდროს ისევ ისე ჰქონდა ლიზას თითებზე თითები ჩაჭიდებული როგორც წლების წინ,მაგრამ ამჯერად მშვიდი იყო ,ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა. ლიზაც არ დაბნეულა, წამითაც არ დამფრთხალა იმდენად მშვიდად იყო საკუთარ თავსაც კი აოცებდა. ეს სიმშვიდე იმით იყო გამოწვეული რომ ანას დანახვა ახარებდა კი არ სწყინდა ან აბრაზებდა. მისგან აუხსნელ მუხტს იღებდა , ერთმანეთს უღიმოდნენ
-როგორც სჩანს იმ ადგილიდან ვაგრძელებთ სადაც მე და ლიზა დავქორწინდით...მინდა იცოდეთ რომ ვეცდები ძველებურად გავაგრძელოთ . მე და ლიზა პირველად გაგიმასპინძდებით , პირველად და არა უკანასკნელად
-ხო ასე ადრიანად აქ რძლის შესმაოწმებლადაც მოვიდნენ , მაგრამ ვინაიდან ყველას ჰყავს უკვე გამოლანძღული , გვყავს ... მარილიან საჭმელსაც აიტანენ და ცოტა დამწვარსაც ...საერთოდ ადრე ასე არ მხვდებოდი თუ გამოგელია სასმელების კოლექცია გამიშრა ყელი, ჟორდანიების მეორე პრინცესას მამას არ მეკადრება ასე ჯდომა და ბაასი
-ისევ იქ არის სადაც იყო ხოლმე ... მართლა სტუმარივით რომ ჩამომიჯექი
სუფრამდეც მიაღწიეს, ნეიტრალურ სივრცემდე როდესაც დალევა შეძლეს. ქალებმა საუბარი და ძირითადად ანაზე საუბრობდნენ , მის ფეხმძიმობაზე რადგანაც მის მიმართ ყველა დადებითად იყო განწყობილი.
ანა და ლიზა გვერდიგვერდ ისხდნენ ,მეორე მხარს კი ქმრები უმშენებდათ
-შესანიშნავად ართმევ თავს- ანამ ჩუმად უთხრა და გაიცინა
-მათი არ მეშინია, გავუმკლავდები- ლიზა მისკენ გადაიხარა და მერე მუცელზე შეეხო- გოგოაო გავიგე
-ხო , ლალის შემდეგ პირველი გოგო იქნება და ყველას ეშინია ...
-ალბათ საოცრად გაანებივრებენ
-პატარძლობიდან დედოფლობამდე გზა ფეხმძმობაზე გადის - ისევ გაიცინა ,ლიზამ კისკისი დაიწყო და ანდროს შეხებაც იგრძნო, რომ გასწორდა მთელი ზურგით მას მიეყრდნო . გული გაუჩერდა
-ჟორდანიას ქალო რა ხდება ? - ანას უყურებდა
-ვაპირებდი მეთქვა რომ პატარა ნაკანზე უნდა იფიქროს ... ბიჭი თუ გაჩნდება ჩვენს ოჯახში ჩემი გოგოსთვის განკუთვნილ ენერგიას გაანაწილებენ და შევძლებ ბავშვი ისე აღვზარდო როგორც მინდა- ზუსტად იცოდა მათთვის ემოციურ თემას რომ ეხებოდა ლიზა ისე წამოწითლდა და მაინც მშვიდად განაგრძო. თარაშის ხელისგული მუცელზე რომ მიედო მთელს სხეულში დაუარა ჟრუანტელმა
-ჩვენი გოგო დიდი იქნება ანდრო რომ ბიჭის გაკეთებას მოახერხებს...20 წელია ფაქტობრივად მუშაობს - ჩუმად უთხრა ყურში და იქვე აკოცა
-თარაშ - თავი მისკენ შეაბრუნა და წარბი მაღლა აზიდა
-რა? ხუმრობის უფლებაც არ მაქვს? გაიაზროს რა დეგენერატიცაა
-ორივე რომ იყოთ არა? ჟორდანიების გენი გადაინაწილეთ და ასე გამოვიდა შენ ზედმეტი მოქემდებით აფუჭებ საქმეს ანდრო ზედმეტი უმოქმედობით- ლიზამ უთხრა და შემდეგ ანდროს სიახლოვით გამოწვეული ტემპერატურის გასანეიტრალებლად სკამს მიეყრდნო
-საერთოდ ვინ მოიგონა ეს ცოლის შერთვა...აშკარად უკეთ ვიყავით
-უკაცრავად?- თარაშს მიუბრუნდა და მერე მისი ხელი მოიშორა
-ტერორის მსხვერპლი ვარ
ცოტა ხნით გაგრძელდა საუბარი. შემდეგ ანდრომ სუფრა დატოვა და გარეთ გავიდა , ეზოში ეწეოდა თარაში რომ მივიდა
-შევძლებთ ოდესმე?
-დიდი დრო დაგვჭირდება
-შენ რომ გეთქვა
-მე რომ მეთქვა, მას რომ ეთქვა, ისინი რომ სხვანაირად მოქცეულიყვნენ...არაფერი გამოვა ასე. ჩვენ ხომ ვიცით რომ ყველამ დავუშვით შეცდომები
-ამ შეცდომების გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდით
-წავიდეთ ამირანს გადვაუხადოთ მადლობა- ჩაიცინა და სიგარეტი მოისროლა
-გვინდა თუ არა ამის აღიარება ჩვენ მივედით აქამდე და ლიზას აღიარება რომ არა დიდხანს ვიქნებოდით ერთმანეთისგან შორს...ხომ იცი რომ შენ ყველას გულში დიდი ადგილი გიჭირავს და რაც არ უნდა თქვან ან გააკეთონ ამას ვერაფერი შეცვლის
-ლიზამ რაო
-მითხრა რომ ის გოგოა სანაპიროდან , მითხრა რომ ბრმა ეგოისტი ვარ და ყველანი დამნაშავეები ვართ შენს წინაშე
-მოკლედ სანამ შენმა ცოლმა არ გაარკვია ყველაფერი და შემდეგ არ გამოლანძღა თარაში მანამ არაფერი გააკეთე...გამოცდა ჩაგვიტარე, თან თვითონ მოგვშორდი რა უნდა გიყოთ ერთს ან მეორეს ან საერთოდ რა უნდა ვქნა ახლა მითხარით . სულ ერთმანეთს აბრალებდით არა ის უფრო უყვარს კოტესო ...თარაში უფლისწულიაო ამბობდი, ანდრო ყველას საყვარელი შვილიშვილიაო შენ იძახდი. ლევანს და ნონასაც კი ჩემზე მეტად უყვართო შენ ამბობდი ... ვერცერთმა მიხვდით რომ ერთნაირად გვიყვარდით და საბოლოოდ რა გამოვიდა რის გამო მივედით აქამდე რო სინდისი მაწუხებს - კოტე იდგა მათ უკან და წარბშეკრული ლაპარაკობდა - რატომ მაყურებინე შენი წამება ამდენ ხანს ანდრო
-ასე გამოვიდა ... რაც უფრო დიდხანს ვილაპარაკებთ ახლა ამაზე მით უფრო მეტი დანაშაული გამოვლინდება და ყველა ჩვენი სიტყვა შეიძლება ცუდი მხრიდან დავინახოთ . სჯობს ვეცადოთ აწმყოთი ცხოვრებას და აწი ვთქვთ რაც სათქმელია , არ ვიფეთქოთ როცა ამის დრო არ არის- ლევანი კედელს იყო მიყრდნობილი და ეწეოდა - მე მაგრად მომენატრეთ ორივე ერთად

ანა სახლში იყო, ფანჯარასთან იდგა და იქედან უყურებდა ყველას . დანარჩენები ისევ საუბრობდნენ არ ესმოდა მათი . ლიზა მივიდა სიგარეტის ღერს თითებსშორის ატრიალებდა და გარეთ იყურებოდა
-როგორ გგონია შეიძლება ყველაფრის შემდეგ მეც მიმიღონ რძლად?
-შენ თუ მიიღებ ოჯახად , მხოლოდ ამ შემთხვევაში და ხომ იცი არავინაა ისეთი როგორიც გარედან ჩანს. წლებიც რომ გავიდეს შეიძლება ვერ დაინახო ადამიანის მთავარი ღირსება ის რაც მის სულშია
-საკუთარ თავსაც კი ვერ ვხედავდი დიდი ხნის განმავლობაში...
-საოცრებაა ერთი კაცის ორი ქალი ასე რომ ჟღურტულებთ - თინას ხმა გაიგეს და ორივე შებრუნდა უკან. ლიზამ წარბები შეკრა, ანას გაეცინა
-დედა , ახლა მაინც შევწყვიტოთ- მაიამ უთხრა და მოიწყინა- აღარ უნდა მოვრჩეთ ამ სულელურ ომს?
-რა ომი უბრალოდ მიკვირს ...ლიზასგან არ ველოდი ასეთ თბილ დამოკიდებულებას და მგნი მართლა თავიდან უნდა დავიწყოთ რძლის გაცნობა . ასე არ არის ლალი?
-ხო მეც თავიდან მომიხდება თქვენი გაცნობა თორემ მეხსიერებაში არც ისე კარგი მომენტები მაქვს. რაც შეეხება ერთი კაცის ორ ქალს - გაიცინა და თინას თაფლისფერ თვალებს მზერა გასუწორა- ანდროს ჩემს გარდა სხვა ქალი არ ჰყავს და არც ეყოლება ...- ლალიკო ტორტის მოტანა დაგვავიწყდა. ყავას გავამზადებ და მოვალ , იმედია დალევთ
ლიზა სამზარეულოში გავიდა ანა კი თინას გვერდით დაჯდა
-რა?
-კარგი რა
-მინდოდა ეთქვა ის რაც თქვა ...ხომ უნდ დავრწმუნებულიყავი რომ შეძლებთ ერთად ყოფნას ჩემს სახლში - ჩუმად უთხრა -შენს ადგილას ვიეჭვიანებდი
-არ იეჭვიანებდი !

ლიზა სამზარეულოს მაგიდასთან იდგა , ლანგარზე ეწყო ყავის ფინჯნები ცდილობდა ისე მოქცეულიყო თითქოს არაფერი ხდებოდა თითქოს იმ დღეს გაიცნო ჟორდანიები ,მაგრამ თავს ვეღარ ერეოდა. მაგიდას დაეყრდნო, თავი დახარა და თვალები დახუჭა. ღრმად სუნთქავდა ანდროზე ფიქრობდა და ითვლიდა უცებ რომ მოეხვია მუცელზე ხელი
-ცოტაც გაუძელი - ყელში აკოცა ნაკანმა და მერე თმებში ჩამალა სახე- სულ ცოტაც
-ანდრო - ისე დაიკნავლა თითქოს პირველად ეხებოდა. მისკენ შებრუნდა და დანისლული მზერა მიაპყრო -კარგად ვარ უბრალოდ დიდი ხანია არაფერი გამიკეთებია სამზარეულოში , რთულია
-რომ იტყუები წამწამებს ხშირად ახამხამებ იცი?
-ასე ნუ მიყურებ -თქო რამდენჯერ უნდა გითხრა- საერთოდ აღარ ესმოდა მისი სიტყვები ისე შეახო თითები სახეზე და მერე აკოცა -უნდა გავიდე , იფიქრებენ რომ ...იფიქრებენ- მის ტუჩებთან ლაპარაკობდა ანდრომ ისევ რომ აკოცა და სუნთქვა შეუკრა. მერე მოშორდა და წავიდა .
ლიზაც დაბრუნდა მისაღებში , ლალისთან ჩამოჯდა ბოლოს და ღრმად ჩაისუნთქა.
-თბილისში ვრჩებით რამდენიმე დღით დე ... მე შეიძლება რამდენიმე თვეც დავრჩე - მაიამ უთხრა ლალის და ისე მოეფერა როგორც პატარა ბავშვს . ლიზას გულიც კი აუჩუყდა მათი დანახვისას . მაიასგან არ ახსოვდა არასდროს მწარე კომენტარები რასაც ნონაზე ვერ ვიტყვით და ის არც ამბობდა რამეს , აშკარად არაკომფორტულად გრძნობდა თავს, მაგრამ ლიზას მისი ყველაზე მეტად ესმოდა თითქოს ჰგავდა კიდეც ამ ქალს . მის ადგილას უარესსაც გაუკეთებდა ქალს რომელმაც ყველაფერი გაანადგურა და რეალურად ასეც იყო ლიზა ჟორდანიებისთვის საბედისწერო ქალი აღმოჩნდა .
ანდრო ისევ გარეთ იყო კაცებთან ერთად და შემდეგ დაინახა როგორ შევიდა სახლში, სააბაზანოსკენ მიდიოდა , ისე გაჰყვა არც დაფიქრებულა. კარი გააღო და ნიჟარაზე დაყრდნობილ ნაკანს ზურგიდან აეკრო . სახეზე წყლის წვეთები ჰქონდა შერჩენილი და ღრმად სუნთქავდა
-ანდრო
-არ შემიძლია , მეგონა შევძლებდი რეალურად მესმის რომ ყველამ დავაშავეთ რაღაც, მაგრამ მაინც არ შემიძლია
-ცუდად ხარ? მაშინ შევწყვიტოთ ... წავიდეთ - მის წინ დადგა , მკლავზე თითები მოხვია და ხელისგულზე აკოცა - წავიდეთ მხოლოდ მე და შენ
-გაიპარები ჩემთან ერთად?- თვალები აუბრჭყვიალდა, სახე ახლოს მიუტანა და გაყინული ტუჩები ყბაზე მიაწება
-შენ? - თითები თმაში შეუცურა და ინსტიქტურად დაიხარა მისი ყელისკენ, საძილე არტერიაზე აკოცა და მერე ცხვირის წვერი შეახო
-წავედით - ხელში აიყვანა და ისე წავიდა
-ანდრო გაგიჟდი? რას აკეთებ
-ჩშშ...თუ გაიგეს როგორ გავიპარებით - გაიცინა და უკანა გასასვლელისკენ წავიდა. ლიზამ ხელები მოხვია თავი მხარზე დაადო და ჩუმად იცინოდა
-სულ გადავირიე
-დავაგვიანეთ კიდეც
ანა მშვიდად იჯდა უკვე ჟორდანიების ყველა ქალს უყურებდა და ზუსტად ხედავდა მათ მთელ არსებას. ყველას იცნობდა, იცოდა მათი პატარძლობის ისტორიები , თითოეული მათგანის განვლილი გზა იმ დღემდე და არ არსებობდა მიზეზი რომლის გამოც შეეძლო მათი გაკიცხვა. ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვები, ყველანი ვუშვებთ შეცდომებს რომელთა თავიდან აცილებაც ზოგჯერ არ შეგვიძლია ,მთავარია შეგვეძლოს მონანიება და შედეგის გამოსწორება.
თარაში მივიდა და ზურგიდან მოეხვია
-მგონი ანდრო და ლიზა გარბიან...წავედით თორემ ამათი ნერვები არ მაქვს - ხელი ჩაკიდა და ისე წაიყვანა ანამ სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა.
-ყველანაირად უკუღმართი როგორ ხარ შე ჩემა ცოლს იტაცებ? -მანქანას უახლოვდებოდა ანდრო თარაშის ხმა რომ გაიგო
-თქვენ სად იპარებით
-თუ ვიპარებით გაპარვა იყოს , საიდუმლო ... ნელა ატარე , შარშან რომ აილეწე ის მანქანა მიყვარდა - ანა რომ დასვა და კარი მიხურა მერე უთხრა და თავადაც დაიკავა ადგილი საჭესთან.
ანდროც უკან მიჰყვა შემდეგ კი მათი გზები გაიყარა.
-სად მივდივართ ანდრო?
-არ ვიცი ...სადმე
-მთაში დავბრუნდეთ ,გთხოვ
-იქ შენთან ერთად არ მინდა...იმ სახლში არა
-მე კი იქ მინდა, დროა იმ სახლის ისტორია შევცვალოთ ის ადგილი იმსახურებს რომ ჩვენს ნაკანებს უყვარდეთ
-შენ არ იცი იქ
-ვიცი ანდრო და იქ მინდა რომ წავიდეთ ...გაზაფხულის პირველ დღეებს იქ მინდა შევხვდე და შენი ცხოვრებიდან ყველაფერი გავაქრო რაც კი გულს გტკენს
-ლიზ
-ანდრო- გაუღიმა, ისე უღიმოდა როგორც ანდროს უყვარდა და წავიდნენ იქ სახლში სადაც ნაკანის არსებობა დაიწყო. ლალის ცხოვრების ერთი ეტაპი დასრულდა და დაიწყო სრულიად სხვა ცხოვრება.
...............
თარაშთან ერთად იყო იმ ბინაში ლევანმა ნონას რომ უყიდა წლების წინ . იდგა უზარმაზარი ფანჯრის წინ და უყურებდა ქალაქის ხედს . ძალიან მაღლა იყვნენ და იქედან თითქოს მალე გადაეშვებოდნენ .
თარაში ეწეოდა და ანას უყურებდა . პროფილში იდგა და მისი მუცელი ისე ლამაზად ჩანდა, მთელი მისი სხეულის კონტრური რომ თარაშს აზრები ეფანტებოდა
-ნეტავ ხატვა ვიცოდე , დაგხატავდი და შენი ნახატებით ავავსებდი ყველა კედელს
-თარაშ
-ანიკო ...რატომ ვართ მაინცადამაინც აქ ? - თარაშმა რამდენჯერმე აკოცა და შემდეგ ჰკითხა
-იცი ამ ბინაში შენს მშობლებს ყველაზე ბედნიერი დღეები აქვთ გატარებული...თაფლობის თვიდან დაწყებული
-ვიცი...სადღამ იმ საძინებელში ჩავისახე- გაიცინა და ანას ლოყაზე აკოცა- ჩემი ანიკო ძალიან საყვარელი გახდა
-იცი აქ ამხელა მინები რატომ არის?
-დედას სიმაღლის ეშინოდა და მამამ განგებ იყიდა ასე მაღლა ბინა ... ანდროს აქ მოსვლა უყვარდა. ფიქრი რომ უნდებოდა ჯდებოდა აქ სიგარეტით და რაიმე საინტერესო წიგნით ხელში
-როგორ გგონია სად წავიდნენ
-სადმე შორს
-ისევ მთაში?
-ის ადგილი არ უყვარს ანდროს...ლიზას იქ არ წაიყვანდა
-მე კი მგონია რომ იქ არიან
-ანდრო არასდროს დადიოდა იმ სახლში, თავიდნა ვე რვიგებდი როგორ შეიძლებოდა იქ სახლი გქონოდა და არ წასულიყავი...ანდროს საკუთარი თავის კომპლექსი ჰქონდა ყოველთვის და ვერაფერი მოვუხერხე. ის ვერასდროს აფასებდა საკუთარ თავს და ამიტომ არ თქვა ამდენ ხანს არაფერი, თავს იდანაშაულებდა ლიზასაც იმიტომ არ ეცნობოდა სულ ერიდებოდა სერიოზულ ურთიერთობებს . არასდროს ცდილობდა ვიღაცის შებმას, ყოველთვის იმათთან იყო ვინც თვითონ გიჟდებოდა მასზე
-როგორ გაიგო ანდრომ ლალის ამბავი...ვინ მოუყვა
-ვახო და ლალი ყოველთვის ცივები იყვნენ . არ ჩხუბობდნენ ითუმეტეს სხვისი თანდასწრებით,მაგრამ ნონას და ლევანს რომ შეხედავდი და შემდეგ იმათ მიხვდებოდი რომ მათთან რაღაც რიგზე ვერ იყო. ლალის ვახო ყოველთვის ეზიზღებოდა და ეს ანდრომაც იცოდა...შემდეგ არ ვიცი როგორ მაგრამ საუბარი მოისმინა და შემდეგ აიძულა ლალის ყველაფერი მოეყოლა. პატარა იყო, ამ ამბისთვის ზედმეტად პატარა იყო ,მაგრამ ის არასდროს იქცეოდა ბავშვივით . მე არ მგავდა ... ლალიც ხომ ზუსტად ისე ექცეოდა როგორც ნონა და საერთოდ ლალი უფრო ათამამებდა ვიდრე მე ,მაგრამ მაინც სხვანაირი იყო ყოველთვის . დღეს რაც გააკეთა იმას ანდრო არასდროს გააკეთებდა , მგონი გონს მოდის
-ლიზა უშველის , ჟორდანიების გაუკეთებელ საქმეს ის გააკთებს- გაუღიმა და თავი მხარზე დაადო- დავიღალე, უცნაურად თითქოს ენერგია გამომეცალა
-ბევრი განერვიულა შენმა არანორმალურმა ქმარმა
-ჩემი არანორმალური ქმარი იმაზე ნორმალურად მოიქცა ვიდრე ვიმედოვნებდი
-მგონი დამაჭკვიანე ანიკო
-ხო ჩვენს გოგოს ჭკვიანი მამიკო ეყოლება
-ჩვენს გოგოს ... ჩვენს გოგოს ჩემი გოგო , ჩემი გოგოო
-თარაშ ისევ თავიდან იწყებ?
-მაცადე რა ანიკო...რა უცნაურად ჟღერს ჩემი გოგო რომ ვამბობ არითმია მეწყება. ჩემი გოგო , რამდენ ხანს იქნება ჩემი...ჟორდანიების ტენდეციებს თუ გადავხედავთ მაქსიმუმ 20 წელი და მერე ვიღაც მ>რეველს უნდა ...არა რა არ მინდა გოგო დამანებეთ თავი. არ მინდა გოგო...აი წარმოიდგინე როგორი ლამაზი იქნება ჩვენი შვილი, როგორი ხასიათი ექნება და თუ შენი მზერაც ექნება რამდენ ბიჭს მოეწონება. ამ ბიჭებს რომ მოეწონებათ ხომ უნდა გავუგლიჯო თავ-ყბა ყველას . მერე ვიღაც მოეწონება, იმ ვირაცას რომ არ მოსწონდეს, სხვა უყვარდეს, ან იმასაც რომ მოეწონოს და მერე კიდე სხვასაც? საერთოდ რომ მოეწონება მაგ დროს იმდენად ღია იქნება ურთიერთობები შეიძლება ქორწილი არც გადაწყვიტონ და მერე მე რა ვქნა ვუყურო ჩემს გოგოს ვიღაც გამოს.რებულთან ერთად?
-ღმერთო მოთმინება მომეცი...ღმერთო სად ხარ? რა არ გადამიტანია ,მაგრამ ამას ვეღარ ვუძლებ უკვე ან ენა ამოაცალე ან ვისვრი აქედან . ხომ იცი რომ გამკეთებელი ვარ - ხელები მაღლა ასწია და თარაშს მოშორდა
-სად მიდიხარ...შენ საერთოდ არ გადარდებს?
-რა ? ჯერ არ დაბადებული ბავშვის პირადი ცხოვრება?
-ახლა მესმის გიორგის რატომ არ ვევასები...როგორია შენს დას რომ ვიღაც გულს ტკენს
-გგონია გულს მტკენ? არა ძირფასო შენ მე ტვინს მტკენ
-ანიკოოო
-არ მომეკარო
-ჩუმად ვარ , მორჩა ...უბრალოდ მეორე ხომ ბიჭი გვეყოლება?
-არა , ყველა გოგო უნდა გაგიჩინო . ვილოცებ მშობიარობის შემდეგ ყოველი ს.ქსის წინ რომ გოგო გაჩნდეს და ცხოვრება გაგიმწარონ- გაიცინა , საყელოში წვდა თავისკენ მიიზიდა და აკოცა
-ცუდი ანიკო ხარ, გულს მტკენ
-იცი ახლა რა მინდა?
-მჟავე თუ ტკბილი
-გასეირნება მინდა თარაშ- თვალები აატრიალა და ხელი ჩაკიდა
-რა დროს სიარულია გარეთ სიცივეა ... ამ მტვრიან ქალაქში . ჩემს გოგოს რა ჟანგბადს აწოდებ ანიკო არ გრცხვენია?
ქუჩაში დადიოდნენ, თარაშს გაუჩერებლად ელაპარაკებოდა. მოსვენება არ მისცა ათასი ამბავი მოაყოლა და ძალიან ბევრი იცინა. უყურებდა სრულიად სხვანაირ ჟორდანიას და გრძნობდა რომ ნამდვილი ურთიერთობა დაიწყეს .
............
საღამო იყო ,მალე დაღამდებოდა სოფელში რომ ავიდნენ. მანქანა ნაკანების ეზოსთან დატოვეს და ფეხით წავიდნენ სახლისაკენ. თოვლი თითქმის დამდნარი იყო , მდინარის ხმა ისმოდა , სხვანაირად ლამაზი იყო ყველაფერი
-არ შეიძლება აქედან რომ არ წავიდეთ? ანდრო გესმის? ანდროო- ბიჭი ძირს იყურებოდა და აშკარად სხვაგან იყო ფიქრებით. გაჩერდა და წინ გადაეღობა- ანდრო
-რა იქნებოდა მაშინ ლალი ამ ადგილის სილამაზეს რომ არ დაეტყვევებინა და ქვემოთ დარჩენილიყო ... ამბობს შენ რომ არ იყო ვერ ვიცოცხლებდიო, ბედნიერებას ვერ ვიგრძNობდიო ,მაგრამ მე რომ არ ვყოფილიყავი უბედურიც არ იქნებოდა. ლალი მხოლოდ დედაა, როგორც ქალს არასდროს უგრძვნია ბედნიერება , არადა ვახო მასზე გიჟდებოდა. ავადმყოფურად უყვარდა და ახლაც უყვარს , მემკვიდრეობით მივიღე საყვარელი ქალის გაუბედურება
-შემომხედე ... ანდრო შემომხედე - ხმას აუწია ხელი ჩაავლო და ნაპირისკენ მიიყვანა მდინარე დიდი სიჩქარით მიდიოდა მათ ქვეშ
-რას აკეთებ
-ლალი ბედნიერეია შენ რომ ჰყავდარ, საშინელებაა ამაზე დიდი უბედურება ალბათ არ შეიძლება ქალს დაემართოს ,მაგრამ დარწმუნებული ვარ მამაშენი აღარ სძულს იმიტომ რომ შენ ჰყავხარ. შენ რომ არ იყო , შენ რომ არ იყო დედამიწაზე ჩემი ცხოვრება ისე ჩაივლიდა რომ ვერ გავიგებდი როგორია ნამდვილი სიყვარული ... მე შენსავით არც არავინ მძულდა როცა მეგონა რომ ცხოველი იყავი და არც არავინ მიყვარს, არც მყვარებია და ვერც შევიყვარებდი. არავინ შემომხედავდა ისე როგორც შენ მიყურებ და მე უბრალოდ რობოტი ვიქნები ჩემი მიზნებით, ამბიციებით, სურვილებით, მოთხოვნებით შეიძლება ვიღაც გამოჩენილიყო ვინც ყველაფერს მომცემდა , მაგრამ შენ არ იქნებოდი და ბედნიერების შანსიც არ მექნებოდა. არავინ იქნებოდა ვისაც ვეტყოდი რომ მასთან ერთად ქოხში ცხოვრებაზეც თანახმა ვარ , უბრალოდ მისი გულის ხმა მესმოდეს ... იდიოტი ხარ , შენ ნამდვილი იდიოტი ხარ ამ შენი თვითგვემით - თვალები ამღვრეული ჰქონდა მერე ტიროდა -შენ საოცრება ხარ და მე ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ მხოლოდ იმიტომ კი არა რომ გიყვარვარ, მე შევძელი შენი გაღმერთება
იქ იყვნენ , მაღლა , ცასთან ახლოს , უფსკრულის პირას სულ ერთი ნაბიჯიც და მდინარე შთანთქავდათ . კოცნიდა მთელი გრძნობით, ისე თითქოს მის სულში აღწევდა .
ლიზას სახეს უკოცნიდა და იღიმოდა , ასე ბოლოს ღრმა ბავშვობაში იყო. სრულიად თავისუფალი, მშვიდი და ბედნიერი ,იმდენად ბედნიერი რომ სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებდა - ლიზ , ჩემო საოცრებავ
იქ იყვნენ, მაღლა , მთაში
ღმერთთან ახლოს
შიშველი გრძნობებით და არამიწიერი ემოციებით

დასასრული

ივნისის პრველი კვირა სრულდებოდა
უკვე სასიამოვნოთ თბილი ამინდები იყო ,ზოგჯერ ცხელოდ აკიდეც . ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, სოფელი ახმაურდა, გამოცოცხლდა ანას კი მოსვენება აღარ ჰქონდა. ღამეები არ ეძინა, ქალბატონი ჟორდანია ზედმეტად აქტიური გახდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და მუცელიც საკმაოდ დიდი ჰქოდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ნამდვილად გრძნობდა ფეხმძიმობას ისიც და თარაშიც. მთელი ღამე ელაპარაკებოდა ხოლმე ბავშვს , მუცელზე ეფერებოდა და ბოლოს რომ დაიღლებოდა ეძინებოდა. ისე საყვარელი იყო ხოლმე ანა ღიმილს ვერ იკავებდა.
ბატონს ბევრი საქმე ჰქონდა, წუწუნსაც ვეღარ ახერხებდა დასერიოზულდა ბატონი ჟორდანია. არა გატყუებთ, თარაშის დასერიოზულება და ჯმუხი უფროსის სახით სიარული გამორიცხულია, უბრალოდ საქმეს სერიოზულად ეკიდებოდა და საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა.
ამირანი პენსიაში გავიდა, კოტე და მაია თბილისში დაბრუნდნენ ლალისთან და ანდროსთან უფრო ხშირად რომ ყოფილიყვნენ. ლევანი ტარაშს ეხმარებოდა, ნონა თავის საქმეს აკეთებდა და ყველაზე ზრუნავდა.
თარაში იმ ღამით ისეთი დაღლილი იყო თვალები ეხუჭებოდა, თავი ანას მხართან ედო და გათიშულს ეძინდა. ანამ საწოლში ვერ მოისვენა, ძლივს წამოდგა და ფანჯარა გამოაღო. ცოტა ხანს იქ იდგა , ხედს უყურებდა და სუფთა ჰაერს სუნთქავდა. ბავშვი მოძრაობდა არ ჩერდებოდა... ქვემოთ ცასვლა გადაწყვიტა. ხალათი მოიცვა და ოთახიდან გავიდა , კიბეს ნელა მიუყვებოდა სუნთქვა უჩქარდებოდა უკვე და შუა გზაში გაჩერდა. საკუთარ თავზე ეცინებოდა ზოგჯერ ასე ყოველ წამს რომ იღლებოდა და პატარა ბავშვს ემსგავსებოდა. სამზარეულოში შევიდა და წყალი დაისხა. მერე სავსე ჭიქა ზემოთ წაიღო და საძინებელში ასულს ვერაგი გეგმა დაებადა საწოლზე დაწვა , ფეხები გადაშალა და წყალი დაასხა პერანგზეც და საწოლზეც . ჭიქა ძირს დაგდო და კივილი დაიწყო
-თარააშ დამეწყოოოო....მიშველეთ მოდიიის თარაააშ
-ჰა რა...ვინ მოდის რა დაიწყო- ლამის საწოლიდან გადავარდა ისე ჩაჰყვირა იმ გიჟმა ყურში მერე დასველებული ზეწარი დაინახა და ყვირილი დაიწყო - ჩემი გოგო მოდი? უკვე ? ასე უცებ? ისუნთქე...ისუნთქე ანიკო - თვითონ სუნთქავდა ღრმად, თან იცვამდა თან ანას არ უშებდა ხელს
-მოდისს...ვერ წამოვალ. მანქანაში ხომ არ ვიმშობიარებ. ვგრძნობ უკვე - მთელი მსახიობური ნიჭი მოიშველია თავი უკან გადააგდო ბალიშებს ჩააფრინდა და ისე დაიყვირა გეგონებოდათ მართლა ჭინთვები აქვს და მალე იქვე გააჩენს ბავშვსო
-რა ...რა ? შანსი არააა სად გეჩქარება შვილო ნახევარი საათი დარჩი და მერე ჩვენთან იქნები სულ დარჩი რა სახლში მშობიარობა ვის გაუგია არა დედაშნი არანორმალური კი არის მაგრამ ცოდოა მაა ...ეტკინება , კი არადა ტკივა...ვაიმეეე დედააააააააააააა - ისე იღრიალა მალე მართლა შევარდებოდა ნონა და თინაც
ანამ ვეღარ გაუძლო გასწორდა და სიცილი დაიწყო. სუნთქვა ეკვროდა იმდენ ხანს იცინა თარაში კი გახევებული იდგა და დამრგვალებული თვალებით უყურებდა
-შენ რა...მომატყუე? სად არის ბავშვი - ფეხები გააშლევინა რაზეც ანამ ხარხარი დაიწყო
-აააა ახლა გონებას დავკარგავ ...არ ჩანს ?
-ისუნთქე თარაშ...ისუნთქე ღრმად დამშიდდი არ წამოეგო პროვოკაციას. შენი გაგიჟება უნდა, გასართობი იპოვნა სულ არ ეცოდები , გული უნდ აგაგიხეთქოს დაქვრივდება და გათხოვდება მერე მეორედ. ისუნთქე თარაშ - შებრუნდა და ისე ლაპარკაობდა ანა ისევ იცინოდა , ცრემლებს იწმენდდა თვალებიდან
-ისუნტქე ასე თარაშ...- პირი დააღო და ღრმად სუნთქავდა- იქნებ შენ გააჩინო ჩემს ნაცვლად ჰა?
-მოიცა დაიბადოს ჩემი გოგო და მერე გაჩვენებ მე შენ...კაცი არ ვიყო შენ თუ ამ თვეების წამება შეგარჩინო
-კარგი დამშვიდდი მეც მიყვარხარ - ხელი ჩაკიდა და ქვემოდან ახედა
-ნუ მეხები და ასე ნუ მიყურებ...უგულო ქალო შენ . შენ რადგან აჩენ და გტკივა გგონია ჩემთვის მარტივია? შენ მგონი საერთოდ არ ნერვიულობ
-კარგი ნუ ჯუჯღუნებ , აქ მოდი ...ჩამეხუტე იქნებ მეც დავიძინო . მოდი
-ეგ ზეწარი სველია
-ცოტა დავასხი ... ნუ მიყურებ ასე. გამიღიმე ,მაკოცე და ჩამეხუტე
-საშინელი ქალი ხარ ... ერთ დღეს გულს გამიხეთქავ და მერე რომ არ ვიქნები მოგენატრები
-ჟორდანია ხარ, ჩემნაირს ოთხს მოინელებ ნუ გეშინია- უღიმოდა მერე აკოცა
-შენნაირი ოთხი არ არსებობს ...არც ერთი არსებობს და მე შენს გარდა არავინ მინდა
-თარაშ...
-დავიძინოთ
-თარაშ მუცელი
-კარგი რა ერთ ღამეს ორი არ შეიძლება
-თარაშ მუცელი მტკივა ,მგონი . ნონას დაუძახე თარაშ - მკლავში წვდა და ისე მოუჭირა თვითონაც ეტკინა თითები
-ანა სერიოზულად
-ჯანდაბა ... კაბა მომიტანე. ექიმს დაურეკე ,სწრაფად - ღრმად სუნთქავდა და ითვლიდა . კაბა გადაიცვა და შარაშს მობილური გამოსტაცა. თვითონ ელაპარაკა ექიმს და მერე ოთახიდან გავიდა
-სად მიდიხარ ...გადაირიე?
-სანამ ტკივილები დამეწყება და ჭკუიდან გადავალ მანამ უნდა წვაიდე კლინიკაში ნუ გაგიჟდები ახლა. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვინც მშობიარობს . მობილურს დახედა და ისევ დარეკა -ძმაო , შენ და წითური გაეყარეთ ერთურთს და კლინიკაში წამოდით
-მშობიარობა დაგეწყო?
-მგონი
-რა მგონი გოგო გადაირიე?
-ვაიმე გიორგი ბოლოს როდის იმშობიარე/ შეიძლება ცრუ განგაშია,მაგრამ სახლში დარჩენა არ მინდა
-კარგად ხარ? გტკივა ? ჭინთვები გაქვს? სახლში ხარ ტუ მანქანაში ხარ უკვე .... თარაში სახლშია?
-ღმერთო მიშველე ამათ ვის გადავეყარე, ვიფიქრე თარაშს დაამშიდებსთქო და ეს უფრო გაგიჟდა მგონი ,დამაწყვიტეთ ნერვები - მობილური გათიშა და მერე ისევ რომ ეტკინა მუცელზე მიიდო ხელები . ნონა რომ გამოვიდა ოთახიდან ლევანთან ერთად თითქოს მერე მოვიდა გონს
ათასი კითხვა დაუსვეს, თარაშს ხმა აღარ ამოაღებინეს. ამირანი და თინაც მიჰყვებოდნენ მეორე მანქანით . ნონა ისე ნერვიულობდა ფერი აღარ ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა არ დასტყობოდა. ანას ხელი ეჭირა და კოცნიდა
-ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ლამაზო, შეიძლება რამდენიმე საათი კიდევ არ დაგეწყოს მშობიარობა ...იქ არ შემოგვიშვებენ ხომ იცი
-მტკივა ... ისე მტკივა რომ დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდება მგონი . ნეტავ ვის ჰგავს მოუთმენელი
-ვაიმე 8 საათს ლოდინს არ ჯობია მალევე გააჩინო და ვნახოთ როგორია?
-ყველა ერთნაირი წითელია თარაშ...ვაიმეე ასე ნუ ატარებ თორემ აქვე გავაჩენ - დაუყვირა და სავარძელს ჩააფრინდა თითებით
-ნონა რომ აჩენდა კიოდა თან ის ეკიოდა ბავშვმა რომ იტირა უკვე სმენა დაქვეითებული მქონდა...შენ კიდევ კარგად უძლებ
-ხო ლევან შენ იმხელა გამოცდილება გაქვს რომ
-თქვენს ჩხუბზე ვგიჟდები ,მაგრამ ჩქარა ატარეთ მართლა არ ვარ კარგად და მალე ვიტირებ
-წეხან როგორ ატარებო ახლა ჩქარა ატარეო რა გავაკეთო
-ტვინი ჩართე და ნუ იყურები შეშინებული არაფერი მომივა
-ხო არაფერი მოგივა , ამდენმა ჟორდანიამ ვერაფერი დაგაკელით და ეგ ერთიციდა რას იზამს
როგორც ყოველთვის დრო მაინც ზედმეტად გაიწელა და თარაშის ნერვიულობას გიორგიმ გადააჭარბა .
-ამდენ ხანს რატომ არ ეწყება რა არის ტო , გადავირევი მალე ...იქნებ ცუდადაა და არ გვეუბნებიან
-გიორგი გაჩერდი ერთ ადგილას თავი ამტკივდა უკვე- მართამ დაუბრიალა თვალები და მკლავში ჩაავლო - გეყოფა , ყველა ორ წუთში კი არ აჩენს ბავშვს შეიძლება ხვალ გააჩინოს
-ხვალაა უკვე მართა და ნუ მაჩერებ
-გაჩერდი თორემ ბავშვს არ გაგიჩენ
-ნუ მემუქრები ... - თვალები წამსვე აენთო და ტუჩის კუთხეში აკოცა- ჩემი შვილი ამდენს არ გაწვალებს. გაიასნებული ექნება რო დროზე უნდა გამოვიდეს და არ გამაგიჟებს. ანას რამე რო დაემართოს მერე? ვინ იცის როგორ ტკივა ახლა
-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება ანას არ იცნობ? - მისი სახე ხელებში მოიქცია და აკოცა
-ვაფშე რა წესია...რატო შეგძლია შენ შეყვე და მე არა
-იმიტომ რომ ჩემი ბავშვი უნდა დაიბადოს და არა შენი...-გამოეხმაურა ჟორდანია- რო ჩავიცვა ის დედა მოტყ?./. ფორმა თუ რაცაა და ისე შევიდე არ შეიძლება? ექიმი უნდა ვნახო მეტს ვეღარ მოვიცდი. წავედი მე
ექიმმა მაინც არ შეუშვა ანასთან, მაგრამ ფანჯრიდან უყურებდა როგორ დააბიჯებდა ოთახში ექთანთან ერთად .
ორ საათში სამშობიარო ბლოკში გადაიყვანეს თარაშიც მასთან იყო უკვე
-ანიკო ...
-კარგად დაიმახსოვრე მინიმუმ ორი წელი აქ მე აღარ მოვალ - სახე დაცვარული ჰქონდა და კბილებს ერთმანეთზე აჭერდა
-ახლა გადავრჩეთ ანიკო და მეტიც იყოს თუ გინდა...- შუბლზე აკოცა და თვალები დახუჭა არ უნდოდა ექიმისკენ გახედვა. მისი ხმა ესმოდა მხოლოდ და ნელ -ნელა უფრო იძაბებოდა . ანამ კივილი რომ დაიწყო მერე უკვე მიხვდა რომ უზომოდ ტკიოდა და გული უსკდებოდა. ისევ ანას უყურებდა , თავზე კოცნიდა ბავშვის ტირილის ხმა რომ გაიგო და თვალებგაფართოეულმა შეხედა ექიმის ხელში მოქცეულ ბავშვს რომელიც ხმამაღლა ტიროდა და ხელ-ფეხს ამოძრავებდა . ანას სხეული მოუდუნდა, თავი უკან გადასწია და სიცილი დაიწყო. ხომ ტირიან ხოლმე ამ დროს ის კი იცინოდა და ბავშვს უყურებდა
-ჩემი გოგო ... ჩვენი - ლუღლუღებდა და უკვე ანას მკლავებში მოქცეულ ბავშვს უყურებდა . სულ წითელი ჰქონდა კანი, თვალები დაშუპებული, თითები ანას თითზე ჰქონდა შემოხვეული . მოზრდილი შავი თმა ჰქონდა და ძალიან საყვარელი იყო.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ქალბატონო ჟორდანია- ჩუმად უთხრა ანამ და ისევ გაიღიმა-ჩემი პირადი ბედნიერება ხარ - ფრთხილად ეხებოდა თითებზე, თავზე ,ლოყაზე .
თარაშმა ისე ჩაისუნთქა მთელი დაძაბულობა გააქრო, ანას ლოყაზე აკოცა და მერე აკანკალებული თითები შეახო ბავშვს. გვიან მიხვდა რომ მთლიანად გაყინული იყო და არეული, გული საშინელი სისწრაფით უცემდა . უყურებდა გოგონას და ამქვეყნად ყველაზე ძლევამოსილი კაცი ეგონა თავი ,ამასტანავე ყველაზე სუსტიც. ზუსტად იცოდა ის გოგო მის მთელ ცხოვრებას შეცვლიდა .
გარეთ რომ გვაიდა იმ წამს შევიდნენ ანდრო,ლიზა, მაია , კოტე და ლალი . კედელს მიეყრდნო და სახეზე ხელები აიფარა
-თარაშ , დეე
-ჩემი გოგო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბავშვია - გაიცინა და მერე ვეღარ გაჩერდა- ვაახ რა იყო ეს? მამა ვარ ეეე
უცნაურად ამაღელვებელი იყო პირველი დღე ყველა უცნაურად იქცეოდა , აჟიტირებულები იყვნენ და მხოლოდ ანა იყო მშვიდად. ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ცხოვრების მთავარი მიზანი უკვე შესრულებული ჰქონდა და იცოდა რისთვის გააგრძელებდა ცხოვრებას.
-ლამაზია , შენ არ გგავს , მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია - გიორგის ხელში ეჭირა ბავშვი და ამღვრეული თვალებით უყურებდა- კარგად ხარ?
-ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ ...
-მგონი მეც შარში ვარ მართო თარაში კი არა...ბიჭი უფრო მაწყობდა მეც , ახლა უნდა ვიფიქრო როგორი იქნება. ჟორდანიებს თუ დაემსგავსა ხასიათით დავიღუპებით - ისევ ბავშვს უყურებდა, თითებზე აკოცა და ცხვირის წვერი მუცელზე გაუსვა-ვეღარ ვშორდები...როგორი რაღაცნაირია თბილი და გულს მიჩქარებს , რას მმართებს მგონი შენზე უარესი იქნება და გამაგიჟებს - ჩუმად ლაპარაკობდა და ბავშვს თვალს არ აშორებდა
-კიდევ ერთი ბავშვი გვჭირდება ოჯახში თორემ აშკარად შეიშლებით ყველანი - ანა ღიმილს ვერ იშორებდა . ასეთ გიორგის ნამდვილად პირველად ხედავდა
-მე მეტს მინიმუმ ერთი წელი ვერ გავუძლებ ...არა მერეც თანაც აუ ანა ნუ მალაპრაკებ მადროვე ცოტა დრო მაქვს ისედაც. შემოვარდება შენი ქმარი და ამართმევს ბავშვს
-სულ გაგიჟდით ორივე ...
-ორივე ? შენ დერეფანში არ ყოფილხარ ჟორდანიების არმიაა ჭკუიდან გადასული. არ გინდა ჩემთან წამოხვიდე?
-გიორგი - იღიმოდა და ისე უყურებდა
-კარგი ხო , მე მოვალ ხოლმე ჯანდაბას
ბავშვმა ტირილი რომ დაიწყო წამსვე შეკრთა და ისე დაიძაბა ანას ხმამაღლა გეცინა
-რატომ ტირის....რამე ვატკინე?
-დამშიდდი, შია უბრალოდ
-მერე ასე ტირისრომ შია?
-არა გიორგი აქამდე მეუბნებოდა „დედა მშია“ ახლა რომ ვერ დამინახა ატირდა
-მეღადავები?
-ხო- გაიცინა და ბავშვი მკლავზე დაიწვინა - ციცქნა ჩემი გულქვა ძმა დაამარცხე იცი? - შუბლზე აკოცა და მერე ხალათი ცალ მხარეს გადასწია
-წავედი მე , შენს დაცინვას დავაიგნორებ
გიორგი გავიდა და ხუთ წუთში თარაში შევიდა , კარი რომ მიხურა ისევ გაშეშებები დაეწყო. მიდიოდა ,მაგრამ თვალს არ ახამხამებდა. უყურებდა და იღიმოდა
-ანიკო
-ანიკო დაღლილია, ანიკოს სახლში უნდა . ანიკოს მშვიდად ყოფნა უნდა თავის გოგონასთან ერთად რომელსაც დავარქვი თინა
-რაა? - აი იმ წამსვე გამოფხიზლდა და სავარძლიდან წამოვარდა- რა თინა , კესანე, ნინი, ტასო, ბარბარეების ეპოქაში ბავშვს თინას არქმევ?
-ზუსტად , თინა ჟორდანიაა და მორჩა ! შენ რომ გააჩენ ბავშვს მას დაარქმევ იმას რაც გინდა ...
-აქამდე რატომ არ მითხარი
-შენნაირს თინას ვერ დავარქმევდი, მე კი მგონია რომ ის ჩემნაირია , მისნაირი - უყურებდა პატარა ქალბატონს და თმაზე ეფერებოდა
-ჩემი გაოცება ყოველთვის შეგიძლია, არც თაკო , თიკო, თინათინი, თინი ?
-თარაშ
-ნონა რატო არა ე?
-მე ხომ კიდევ ვაპირებ გოგონების გაჩენას
-პატარავ დედაშენი ისევ აგრძელებს და კი ვერ იაზრებს რომ უკვე მის მუცელში აღარ ხარ და ცოტა ხანში დავიწყებ ნელ ,მტკივნეულ, დასამახსოვრებელ შურისძიებას
-ფუჭი მუქარის სიო უბერავს, ნეტავ საიდან მოდის ... მოაგვარე ყველაფერი რა. პედიატრი მოვა მალე
-ანუ თინა- ისევ დასერიოზულდა
-დიახ
ჟორდანიას გასვლამდე პედიატრი შევიდა, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო . უბრალოდ ისაუბრეს, რაღაც კითხვები დაუსვეს და შემდეგ თარაშიც წავიდა.
მთელი დღის განმავლობაში ვიღაც მიდიოდა . ბოლოს ყველანი გაუშვა სახლში და თარაშიც საქმეებზე გავიდა ,რაღაც ნივთები უნდა მოეტანა ანასთვის.
მშვიდად იწვა და ბავშვს უყურებდა კარი რომ გაიღო და ანდრო შევიდა
-შეიძლება?
-შეიძლება, შედი უცებ თორემ ექიმი გაგვაგდებს- ლიზას ხმა რომ გაიგო გაეცინა. მალე ისიც გამოჩნდა უზარმაზარი დათვი ეჭირა ხელში , ანდროს მიაჩეჩა ისიც და წინ წავიდა- რამდენი არიან ეს ჟორდანიები, შენამდე მოსვლა ვერ მოვახერხე -ჩუმად ლაპარაკობდა და იღიმოდა - სანამ თარაში დაბრუნდება რამე ხომ არ გინდა
-არაფერი ... მთელი დღეა აქ ხართ?
-მართლა როგორი ლამაზია ... თინა როგორ დაარქვი გოგო ამ საყვარელ ბავშვს . მაია რომ გეთქვა ან ნონა გავიგებდი და თინა? - ბავშვს უყურებდა და თან ბუზრუნებდა
-ლიზა გეყოფა - ანდრომ თვალები აატრიალა და ბავშვისკენ დაიხაა
-რას აკეთებ
-ამყავს
-მაგ უზარმაზარი ხელებით?
-კომფორტულად იქნება ...- უკვე მთელი სახე უბრწყინავდა , ბავშვი მართალია არც ისეთი პატარა იყო ,მაგრამ მაინც ერთიციდა ჩანდა მის ხელებში
-შენ თინას არ იცნობ, მაგრამ მალე გამოვასწორებთ მაგ ამბავს - ანამ უთხრა,მაგრამ ლიზას არ ესმოდა. იჯდა და დაჰიპნოზებულივით უყურებდა ნაკანს
-გამოვასწორებთ, ხო - ჩუმად თქვა და მერე თვალები დახუჭა. ღრმად ჩაისუნთქა და ისევ გაახილა - შევიშალე , ვეღარ ვუძლებ უკვე - ძალიან ჩუმად უთხრა ანას და ისევ ანდროს გახედა-ნუ დამცინი
-სოფელში იქნებით ხომ? - ანდრომ ჰკითხა და ბავშვი ისევ საწოლში დააბრუნდა
-ხო, იქ უფრო მშვიდად ვიქნები ვიდრე ქალაქის ხმაურში და იმ სახლში საერთოდ
-ჩვენც სოფელში ვრჩებით - ლიზამ უთხრა და თვალები აატრიალა - მონატრებული აქვს ჟორდანიების სახლი ყველა საქმე ელვის სისწრაფით გააკეთა რომ მთელი ზაფხული თქვენთან გავატაროთ
-კარგია, ყველანი ერთად ვიქნებით
-ბავშვისთვის ასეთ ხმაურში და ხალხმრავლობაში ყოფნა შეიძლება?
-ნუ გეშინია იქ მოსვლის , ყველაფერი დასრულდა და იმ სახლთან დაკავსირებული მოგონებებიც წარსულში დარჩა
-თქვენ ყველაფერი მარტივად გამოგდით , მე არა ...მეც მინა ავიყვანო. ისეთი საყვარელია მგონია რომ შემომეჭმება. ნორმალურია ? თან მეშინია რომ ნორმალურად ვერ დავიჭერ , ძინავს და მეცოდება ხელში რომ ავიყვან ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით
-ბოლო თვეა ისევ ისეთი გახდა და მალე გავგიჟდები , რძალო რა უნდა?
-ისევ ისეთი რას ნიშნავს- ლიზამ წარბები შეკრა და ისე გახედა ნაკანს
-რომ გავალთ მერე ვისაუბროთ
-ხოდა ჩუ , ანდრო ბიძია ნერვებს მიშლის როგორც ყოველთვის პატარავ- მაინც აიყვანა ბავშვი,სავარძელში დაჯდა და მკერდთან ახლოს მისწია ,სუნთქვაშეკრული უყურებდა -საოცრებაა
ანა ამ ორს რომ უყურებდა ყოველთვის დადებითად იმუხტებოდა,რაღაც გაურკვევლად გასაგიჟებელი ემოციები მოჰქონდათ და სულ რომ დაეხოცათ ერთმანეთი მაინც საოცრება იყვნენ ერთად. ისე უყურებდნენ ერთმანეთს ,იმხელა ვნება იყო მათში და რაღაც ბევრად მეტი ვიდრე უბრალოდ სიყვარული.
მათში იყო ყველაფერი იდეალურად არაიდეალური !
..........
საავადმყოფოში ბოლო ღამეს ატარებდნენ, დილით პირველად შევიდოდა ჟორდანიების სახლში თინა ჟორდანია. ყველა დიდი ემოციებით ელოდა ამ დღეს , ამირანის და თინას ყველაზე პატარა შთამომავალი რომელმაც კიდევ ერთი ბედნიერების ფერი შეჰმატა მათ მრავალწლიან თანაცხოვრებას. არ არსებობდა სიტყვები რომლებიც მათ მზერას შეცვლიდა ან აღწერდა. ანა ჩუმად უყურებდა უფროს ჟორდანიებს , თინას დანაოჩებულ თითებს რომლებიც პატარა ჟორდანიას ერთციდა თითებს ეხებოდა, დიდი წყლიანი თვალები და ამირანის მზერა . ანა უყურებდა და წარმოიდგენდა როგორ უყურებდა თინას მაშინ როდესაც კოტე ეჭირა ხელში პირველად, ლევანი, ლალი , ანდრო ან თარაში ახლა კი თინა ჰყავდა მკერდთან ახლოს და საკუთარ გულისცემას ასმენინებდა .
მარტონი იყვნენ, უკვე ღამე იყო . საავადმყოფოში სიჩუმე იყო , სადღაც შორიდან ისმოდა ხოლმე ბავშვების ხმა და სხვა არაფერი. ეძინა და ერთი ხელი ბავშვისკენ ჰქონდა გაწეული , კარის გაღების ხმა გაიგო და გამოფხიზლებაც დაიწყო. ესმოდა ნაბიჯების ხმა, ჩუმი ,მოზომილი ნაბიჯების და უცნაური შეგრძნება ეუფლებოდა. თითქოს განგებ არ ახელდა თვალებს, ტვინი არ აძლევდა ამის უფლებას. გულისცემა აუჩქარდა ტუჩების შეხება რომ იგრძნო ლოყაზე და ცრემლი დაეცა კანზე. სურნელი იგრძნო, ნაცნობი ,დედის სურნელი ...
თვალები რამდენიმე წამის შემდეგ გაახილა და უსიტყვოდ , სუნთქვაშეკრულმა შეხედა ქალს რომელიც ბოლოს თვეების წინ ნახა ,ქალს რომელიც სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა . რაღაც უცნაური სიმშიდე ჰქონდა სახეზე აღბეჭდილი, თმები კეფაზე დაეხვია ,არც საყვარელი წითელი პომადა ესვა , არც ტონალურის სქელი ფენა უფარავდა კანს. ბავშვს უყურებდა , პროფილში იდგა და ლოყაზე ცრემლები სდიოდა. ბოლოს ასეთი როდის ნახა არ იცოდა, არ ახსოვდა როდის დაინახა ბოლოს ასეთი დედა . თვალები ისევ დახუჭა, სუსტი იყო იმ წამს , უძლური .
ქალმა ისევ აკოცა , მისი სურნელი შეისუნთქა, თმაზე ფრთხილად გადაუსვა ხელი და შემდეგ მოშორდა. მიდიოდა და სიცარიელეს ტოვებდა ისევ, ისევ იმ დიდ სიცარიელეს ქმნიდა ანას გულში რომელიც სულ ერთი წუთის წინ ბოლომდე შეავსო
-არ წახვიდე , დარჩი - თვალები უცებ გაახილა , წამოიწია და ქალი ადგილზე გააქვავა
-ანა , მე უბრალოდ -დაბნეული აცეცებდა ამღვრეულ ყავისფერ თვალებს
ანას ერთი ნიჭი ჰქონდა ბავშვობიდან, გრძნობდა ადამიანის მდგომარეობას რომელსაც სიტყვებით ვერ ახსნიდნენ. იმ წამსაც გრძNობდა სინანულს, ტკივილს, ხედავდა იმ დედას რომელიც წლების წინ დაკარგა , რომელმაც დიდი ხნის წინ გაუშვა ხელი ახლა იქ იყო და მისი გაშვება აღარ უნდოდა
-ჩამეხუტები დე? - სუნთქვა შეეკრა სიტყვების წარმოთქმისთანავე, თითქოს ხელში ბურტი გაეჩხირა. არ ტიროდა, მაგრამ მეტი იყო მისი მზერა .
მერე, მერე ისევ ბავშვი გახდა, პატარა ანა რომელსაც უზომოდ უყვარდა დედის მკლავებში მოხვედრა მისი უცნაური თბილი სურნელი რომელიც შემდეგ დაკარგა ახლა კი ისევ ჰქონდა, ისევ ის წვიმის სურნელი ჰქონდა. ხო , წვიმას ამსგავსებდა მის სურნელს ბავშვობაში, გაზაფხულის გრილ წვიმას რომელიც ყველაფერს აცოცხლებდა. უყვარდა მისი თითები თმაზე რომ ეხებოდნენ, ის ცრემლებიც უყვარდა იმ წამს რომ ღვრიდა და გიორგი რომელიც ისევ ვერ დარჩა სახლში , ანას ნახვა შუაღამით მოინდომა , პალატის კარი ჩუმად შეაღო და მერე იქვე დარჩა გახევებული.
დედა ვერ ხედავდა გიორგის, მხოლოდ ანა უყურებდა მერე ხელი მისკენ გაშალა . გიორგი არ მიდიოდა, უბრალოდ იდგა ჩამქრალი მზერით . შემდეგ უკან დაიხია და კარი ისევე ჩუმად დახურა როგორც გააღო. ანა გრძNობდა რომ ის იქ იყო, კარს მიღმა და მთელი გულით უნდოდა ბავშვი გამხდარიყო, უნდოდა ანას გვერდით დედის მკლავებში თავისი ადგილი ეპოვნა და მასაც ეგრძნო მისი სითბო, მაგრამ კარი მეორედ აღარ გაღებულა , გიორგის არ შეეძლო ადამიანების წრფელი სინანულის დანახვა, არც პატიება შეეძლო იმ ადამიანების პატიება ვინც უღალატებდა .
ქალი ისევ ტიროდა და ანას მოწყურებული ეფერებოდა,თითქოს განსაზღვრული დრო ჰქონდა და ეშინოდა რომ მეორე შანსი აღარ ექნებოდა
-ის ულამაზესია დე, შენი შვილი ...შენნაირი თვალები ექნება ვიცი . შენც ზუსტად ასეთი გქონდა და შემდგე ნელ-ნელა გამუქდნენ ჩემო თაფლისფერთვალება გოგო
-მომენატრე ,დე
-მაპატიებ ?
-ვერ ... უბრალოდ შანსს მოგცემ ჩემთან ყოფნის შანსს
ქალი რომ გავიდა ,კარი რომ გააღო ისევ შეხედა მომღიმარ ანას. ქალი წავიდა , მის ადგილას კი ჟორდანიას უყურებდა ანა , უფრო ფართო ღიმილით უღიმოდა სკამზე მჯდომ თარაშს და უყვარდა ტკივილი რომელიც მისგან ჰქონდა წაღებული , უყვარდა მისი ამღვრეული მზერა და დაჭიმული სხეული ანას ღიმილის დანახვისას წამსვე რომ თავისუფლდებოდა. მისი უცნაური სიყვარული უყვარდა, თარაშისებური სიყვარული რომლითაც მხოლოდ ანა ჟორდანია უყვარდა და სხვა არავინ ...
...................
ქალაქში ბრუნდებოდნენ ბარგის ჩასალაგებლად. ლიზა მთელი გზა ჩუმად იყო ანდროს ზედაც არ უყურებდა . მალევე ჩაეძინა და თბილისში შედვლამდე გაეღვიძა . ანდროსკენ ჰქონდაა თავი შებრუნებული და ჩუმად უყურებდა , ბიჭი მისკრნ არ იყურებოდა თითქოს ვერ ამჩნევდა მის მზერას რომ გახედა წამსვე დახუჭა თვალები
_საჭიროა ლიზა და ნუ ბავშვობ
_რა არის საჭირო ჟორდანიებთან გადაცხოვრება? ამდენი ხანია ვცდილობ ნორმალურად ვიურთიერთო მათთან ისიც შენ გამო თორემ მე შენს გარდა არავინ მჭირდება და მინდა
_მე კიდე მინდა რომ მათთან ნორმალური კი არა კარგი ურთიერთობა გქონდეს და ეს დრო დაგვჭირდება
_ბიჭს ვუთხარი მიყვარხარ_თქო და გახდა მბრძანებელი
_შენი მმართველობის ხანა წარსულს ჩაჰბარდა უკან აღარ დავიხევ ხომ იცი უკვე
_შენი ვერაგი ხერხები
_რომლებიც შენგან მოვიპარე...შენივე წესებით ვთამაშობ ძვირფასო
_სახლში მივალთ და ვნახავთ ვისი თამაში სჯობს
_ძალიან გინდა ხომ? _თვალებანთებული უყურებდა , ქვესა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და შემდეგ ენის წვერით დაისველა
_გაგანადგურებ ნაკანო! _მის ტუჩებს უყურებდა სურვილი კლავდა და ისე იმუქრებოდა. ჭკუიდან გადავიდა ანდრომ წინ რომ გაიხედა .
მანქანიდან პირველი გადავიდა და სახლისკენ ისე დაიძრა ანდროს.მზერა თან გაიყოლა. სახლში როგორც კი შევიდა მაშინვე კარისკენ შებრუნდა დ აიმ წამს გამოჩენილ ნაკანს გაუღიმა , ვნებიანი , გამომწვევი იყო ელიზაბეტი. ნელა.დაიხარა თითები მუხლიდან ტერფისაკენ ჩაასრიალა და ფეხსაცმელი მოიშორა. შიშველი ტერფები იატაკს რომ შეახო შემდეგ თითებზე დადგა და შეტრიალდა
_აქედანვე ვიწყებთ?
_უკვე დავიწყე ძვირფასო ... შენი სვლის ჯერია
ანდრო მისკენ მიდიოდა ის კი უკან იხევდა თანაც ძალიან ნელა. ანდრო მიდიოდა და პერანგის ღილებს ნელა იხსნიდა თან ლიზას თვალს არ აშორრებდა ისიც უყურებდა და ცდილობდა მზერა არ მოეშორებინა მისი თვალებისთვის
მეორე ნაბიჯი მაისურის მოშორება იყო , წამში გათავისუფლდა და დარჩა ნახევრად შიშველი
_არ დავრჩებით მთელი ზაფხული...მხოლოდ ერთი კვირა
_დავრჩებით !_პერანგი სადღაც შორს მოისროლა სა ისევ დაიძრა მისკენ ის კი უკვე მისაღებისკენ მიაბიჯებდა და თან კაბას იშორებდა. გზაში ისიც დატოვა და დარჩა საცვლებით . ანდრომ ტერფები გაითავისუფლა და წარბი მაღლა აზიდა .ლიზამ გაიცინა და თმიდან სარჭი მოიშორა
_ერთი კვირა ანდრო
_მთელი ზაფხული , ლიზ _ გაიცინა და შარვლის ქამარი გახსნა , შემდეგ ღილიც და ბოლოს საერთოდ მოიშორა
ლიზა არ ელოდა ამ სვლას და მძიმედ გადაგორა ნერწყვი. ზედა საცვალი ისე მოიშორა ანდროს სხეულისთცის მზერა არ მოუშორებია ორი თითით ეჭორა და შემდეგ სადღაც მაგიდისკენ ისროლა
_ლიზ
_ანდრო
_ორი თვე ლიზ _ უკვე ახლოს იყო , ლიზამ ნაბიჯი გადადგა და ხის მასიურ მაგიდას მიეჯახა _ლიზ_ანდრო მის ყელთან ლაპარაკობდა არ ეხებოდა ლიზას აგიჟებდა და უკვე მის თითებს გრძნობდა მხრებზე , ბეჭებზე , მიცურავდნენ წელზე და მთლიანად შლიდნენ
_ანდრო
_ლიზ
_შევიშლები _კვნესას ჰგავდა მისი წარმოთქმული ბგერები. ანდრომ თითები რომ მოუჭირა და მაგიდის ცივ ზედაპირზე შემოსვა თავი უკან გადასწია . ისევ ანდროს მზერას წააწყდა და მერე საერთოდ ყველაფერი ვნებამ შთანთქა რომელსაც ვერა და ვერ იმორჩილებდა ამდენთვიანი უშედეგო მცდელობების მიუხედავად. ანდრო ჭკუიას აკარგვინებდა . მაგიდის კიდეებს თითებით ჩააფრინდა სრულიად შიშველ ნაკანს სუროსავით შემოჰხვია ფეხები და კვნესა წასკდა ანდრომ პირველად რომ შეახო გავარვარებული ტუჩები გამკვრივებულ მკერდზე _როგორ ვერ გიტან ასე მოქცევა რომ შეგიძლია
_როდის მიხვდები რომ ამ თამაშს ყოველთვის მე მოვიგებ _ თმაში თითები შეუცურა ყეფაზე მიაბჯინა ხელისგული და მკერდიდან ტუჩებამდე სანამ მიაღწია ლიზა ნაწილებად დაიშალა. მთელი სხეული ეწვოდა ანდროს შეხების მოლოდინში. ცახცახი დაიწყო და მერე მოქქმედებაზე გადავიდა . ლიბრგადაკრული თვალებით უყურებდა ნაკანს და მის სხეულთან შერწყმით გამოწვეული სიამოვნებით ტკბებოდა. მისი თითოეული შეხება. გამოხედვა და ღიმილი კოცნებსშორის . სიამოვნების საზღვარი რომელსაც მასთან ერთად კვეთდდა და კონტროლდაკარგული ხმა მთელს სახლში რომ ვრცელდებოდა და ისევ მასთან ბრუნდებოდა.
იღიმოდა, მერე იცინოდა . გრილ ხის ზედაპირზე იწვა ნახევარი ტანით, ხელები ანდროს სხეულზე ჰქონდა მოხვეული , მის თითებს საჯდომზე გრძნობდა შემდეგ ფეხებზე, თეძოეზე, წელზე , ნელ ნელა მაღლა მიიწევდნენ . ტუჩების შეხებასაც გრძნობდა და გულისცემას ტემპის დაგდების საშუალებას არ აძლევდა
_არ ითვლება... ამ სამ დღეში მომენატრე . დასტრესილი ვარ , ჯანდაბა მგონი სიარულს ვეღარ შევძლებ _ჩურჩულებდა მერე გაიცინა , ანდროს აკოცა და შემდეგ მაგიდის ზედაპირს მოშორდა მისი სხეული. ოთახს ტოვებდა ტანსაცმელი კი იქვე რჩებოდნენ სადაც მოისროლეს. თვალები მინაბა და დაელოდა რბილი საწოლის შეგრძნებას
_ანდრო
_ბარგს ხვალ ჩავალაგებთ ... არ გვეჩქარება
_ვერ ვიტან შენს ნებაზე სიარულს
_ოთხი წლის შემდეგ დაგიბრუნებ ტახტს
-ძალით ჩამოგაგდებ მაგ ტახტიდან - ხელები მოხვია და ისევ აკოცა.
ბოლოს საწოლზე იყო გართხმული და ანდროს უყურებდა ოთახში რომ დადიოდა, ვიღაცას ელაპარაკებოდა . მერე ლეპტოპი აიღო და ისე აკეთებდა ყველაფერს ერთხელაც არ შეხედა სანამ ბალიში არ გაუქანა ლიზამ
-რა დღეში ხარ?
-ჩაიცვი ბიჭები მოდიან ... მოწესრიგდი მე ქვევით ჩავალ იქაურობას მივხედავ
-ვინ ბიჭები
-რეზი და უტა
-ორი უსაქმური... რა უნდათ?
-ლიზამ გემრიელი წვნიანი გვაჭამა ცუდად ვართ და იქნებ დღესაც გაგვიმასპინძლდეს , ჯიგრულადო
-ანდროო
-რა ?
-ვინ დაგირეკა , რას აკეთებდი...რატომ აღარ მივდივართ
-არ წავიდეთო ხომ მითხარი ... ხვალ წავალთ . მე გავდივარ, ბიჭები მოვლენ ვახშამი მოამზადე ან ძიძას დაურეკე და მოვა ...ან ბიჭებს უთხარი და მოიტანენ რამეს - პერანგის ღილები შეიკრა მერე დაიხარა და ლიზას აკოცა
-ნაკანო
-მეჩქარება ლიზ - წავიდა და ლიზა სულ გააგიჟა.
ბოლო კვირის განმავლობაში ისედაც უცნაურად იქცეოდა , ლიზაც გრძNობდა და ვერც გაარკვია რა ხდებოდა. შემდეგ ანას მშბიარობა დაიეწყო და ქალაქიდან გავიდნენ ახლა ისევ წავიდა სადღაც .
ქვემოთ რომ ჩავიდა სწრაფად აკრიფა რაც თვალში მოხვდა და საძინებელში აიტანა. მალევე გაიგო პირველი სართულიდან რეზის ხმა და ინსტიქტურად გაეღიმა
-ლიზაჩკაა? სადახარ ქალო გათანგული დაგტოვა ანდრიკომ
-დეგენერატო ... შენ დეიდებს რომ ართმევ ძალას გგონია ყველა ეგრეა? - სწრაფად ჩაირბინა კიბე და ბოლო საფეხურიდან მოეხვია ბიჭს. ლოყაზე ხმაურით აკოცა და მერე პარკებით დახუნძლულ უტას მიეჭრა-რა მომიტანე უუტ?
-ოჰ ოჰ როგორ ხასიათზე ვართოოო...რა ვიცი რაც მომხვდა თვალში ყველაფერი წამოვიღე- ბიჭმაც აკოცა და მერე სამზარეულოსკენ წავიდა- ლიზიკოო ძმურად გვაჭამე რა რამე...კატასტროფულად დაღლილები ვართ. სოფელში ჩვენც მოვდივართ ხვალ და დავიბრიდები თუ არ დავისვენე
-ცოლები გჭირდებათ სასწრაფოდ თორემ მე სამ დამშეულს ნამდვილად ვერ გაგიძლებთ დიდხანს... მთელი ქვაბი წვნიანი შეჭამეთ ბოლოს დევები ხართ თუ კაცები
-მოგეხმარებით გინდა?
-ბოლოს რომ მომეხმარე თითი წაიჭერი და გული გამიხეთქე ... დაჯექით მანდ და მელაპარაკეთ- სამზარეულოში შევიდა თმა შეიკრა, წინსაფარი მოირგო და პროდუქტებს გადახედა. მერე მომზადება დაიწყო ორივე ისე იყურებოდა თითქოს ეშინოდათ რაღაცის, ლიზა ვითომ ვერაფერს ხვდებოდა . პატარა ჟორდანიაზე უყვებოდა, ფოტოები აჩვენა ბიჭებს და საუბარში რომ ჩართო ორივე მერე დანით ხელში დადგა მათ უკან
-აბა ახლა მომიყევით რა სჭირს თქვენს ძმაკაცს, საქმე მიდის ცუდად ? მაშინ ზაფხულს სოფელში რა უნდა ... არ მითხრათ რომ რაღაცას აგვარებს თორემ იმ მდუღარს ფეხებსშორის ჩაგასხავთ ორივეს
-რა უნდა სჭირდეს ლიზა?
-გული ამიჩუყდა ახლა ვიტირებ ...ნახე ჩვენი გოგო როგორ გარდაისახა რამდენიმე თვეში ნამდვილ რძლად? ეჭვიანობს, ნევრიულობს და გული უსკდება ნახეე ბიჭოო- რეზიმ დაიწყოო მსახიობობა- ღმერთო მაღალო შენი ხელი რომ ურევია თორემ ამ გულქვას რა შეცვლიდა ასე...ვახშამსაც გვიმზადებს დაჟე ამ უქალოდ დარჩენილ ორ დამშეულს - ხელები მაღლა აღაპყრო მერე ლიზას თითები დაუკოცნა და დანა გამოართვა- ეს დადე ხელი არ გაგეჭრას პატარავ
-რევაზ ხომ იცი რომ მაინც გავარკვევ სიმართლეს და მერე იმასთან ერთად თქვენც გაგებინებთ პასუხს...ჩემო პატალავ - თავზე გადაუსვა ხელი და გაუღიმა
-დაიწვა ქვაბი... - უტა წამოვარდა ,კოვზი აიღო და მოურია -მოკლედ ლიზიკო რაღაც გეჩვენება
-ან ჩხუბი მოგენატრა და მიზეზს ეძებ ან არ ვიცი... ბოლოს რომ გნახე მარწყვის მერე ყველს და პურს ჭამდი ტყემალთან ერთად - რეზიმ წარბები აათამაშა და ლიზიოს მუცლისკენ დაიხარა- ნეტავ აქ პატალა ნაკანი ხომ არ იზრდებაოო ? - თითი ისე მიუკაკუნა თითქოს იქ რომ ყოფილიყო გამოეხმაურებოდა
-მე ყოველთვის უცნაური გემოვნება მქონა და ნუ იგონებთ ახლა რაღაცებს
-ოთხი წელია ნათლულს ველოდები და მოჩვენებები რომ დამეწყოს გასაკვირი იქნება?
-30 წლის ხდები მალე , მოხუცი ხარ უკვე და 50 წლის საყვარლები გყავს , პრინციპში კი უნდა ფიქრობდე ნათლულზე აბა შენ ბავშვს რომელი გაგიჩენს
-ჯერ ეს ერთი 50 წლის არა 43 წლის, მერე მეორეც მაგარი ქალია და შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორი მაგარია , ფანტაზიაც არ გეყოფათ თქვენ, ძლივს ქალიშილობადაკარგულ ქალებს ...მერე მეორეც ბავშვები და ეს ოჯახური თემები საერთოდ არ მაინტერესებს - მობილური განათდდა და წამსვე დაავლო ხელი. ოთახიდან გავიდა , უფრო სწორად გაიქცა
-რამდენ ხანს უნდა მოვურიო ამას ...დავიწვი
-ესენი ჩაყარე ახლა ... მე ლალის უნდა დავურეკო. ახლა გამახსენდა - უცებ აიღო მობილური და გავიდა.
რეზი ერთ-ერთ საძინებელში იყო შესული და ოთახში ნერვიულად ლაპარაკობდა
-დაგვბრიდავს მალე ორივეს...მე კი ვცდილობ ,მაგრამ ალქაჯია არ იცი? ვიცი ხო...არა . ეგ როგორაა , მოვიდე ? აბა მანდ რჩები ? შენ შ.გ ხო არ გაქ ...ნუ ღრიალებ მანდედან რომ გაიგებს გაგატყავებს და მერე კი დაიწყებ კნავილს . ვნახავ აბა რას ვიზამ...მე კი ვნახავ შე საცოდაო შენ რას იზამ თორე. იმედია ბავშის გაკეთება მოასწარი ან მოასწრებ ... ნუ იგინები . როდის მობრძანდები,მშია და უშენოდ არ მაჭმევს მაგის ამბავი რომ ვიცი
ლიზა ისე დაბრუნდა უკან არაფერი უთქვამს, ვახშამი მოამზადა ანდროც დაბრუნდა და მათთან ერთად დაჯდა. თავადაც მიირთვა , ჩუმად იყო ,მთავარი კერძიდან დესერტზე გადავიდა და შემდეგ წვენს წრუპავდა
-ოქრო ხარ - უტამ ხელზე აკოცა და მერე წამოდგა- წავალთ ჩვენ და ხვალ გნახავთ
-აუ მოიცა რა ...კიდე მინდა
-კუჭი გაქ თუ ცხოველი გყავს შე ჩემა
-დილიდან არ მიჭამია რას მამადლი ტო
-გინდა სახლში გაგატან ,პატარა ქვაბით ...ღამე ჭამე ,იქნები მერე ღიპიანი მელოტი- გადაპარსულ თავზე გადაუსვა ხელი და გაუღიმა
-ცუდი გოგო ხარ...წავედი, აღარ მინდა
-გამებუტე?
-დიახ
ბიჭებს ანდროც გაჰყვა. მალევე დაბრუნდა უკან. ლიზა მაგიდასთან იდგა წვენის ჭიქით ხელში და ანდროს უყურებდა
-სად იყავი?
-საქმეზე...აგალაგებინებ
-ამალაგებინებ რა თქმა უნდა - მაგიდიდან თეფში აიღო და კედელს გაუქანა- ვისთან იყავი-მეთქი
-ამის დედაც ... კინაღამ მომხვდა გოგო
-მიყვირი? - მეორე თეფშიც ესროლა- შენ მე დამიყვირე?
-ასე ხომ? იცი მე შენზე კარგად ვისვრი- თავი დახარა მაგიდიდან ჭიქა აიღო და მის ფეხებთან ისროლა
-მესროლე? - ნამსხვრევებს უყურებდა და კიოდა-გაგანადგურებ ნაკანო!
-გეყოფა
-მითხარი ვინ ჯანდაბასთან დაეთრევი, ვის ხვდები ...ვისთან მიდიხარ ისეთთან მე რომ შენი გატყავება მომინდეს - სკამიც ააყირავა. სამზარეულო რომ არ ეყო მისაღებში გავარდა -ნუ იმალები ,მიპასუხე
-არ ვიმალები ძვირფასო-ერთი ბალიში სახეზე ჰქონდა აფარებული მეორე ესროლა და მოარტყა- ვგიჟდები რომ ეჭვიანობ, მინდები
-ვეჭვიანობ? ანუ ქალს ხვდები ხომ?
-აბა კაცი გეგონა? გულს მტკენ ..მე მხოლოდ შენი საჯდომი მომწონს დავიფიცებ თუ გინდა- გაიცინა და ბალიში ისევ აიფარა მერე ლიზამ ფეხსაცმელი ესროლა . ფეხშიშველი იდგა ორ წუთში და კივილთან ერთად ტიროდა
-შენ მე აღარ გიყვარვარ ! თავი შემაყვარე და ახლა ისევ იმ აუტანელ ქალთან დაეთრევი ხომ? მე ჭკუას მირევ და მერე მასთან გარბიხარ...იმ დღეს რომ შეგხვდა ისე გაკოცა , ისე გიყურებდა. მოვკლავ გეფიცები, ნაწილებად დავჭრი და დავწვავ
-ვინ ქალი , ნატაზე ამბობ?
-მოიცა კიდე გყავს ვინმე? იმ ...იმ ყანჩას გარდა? ხო რა თქმა უნდა აბა ერთი ქალი როგორ დაგაკმაყოფილებდა შენ , ენერგიის უშრეტი წყარო ხარ და მე რომ გაგაგიჟებდი მერე მითუმეტეს
-გოყა ამ სისულელეების ლაპარაკი, შენ მართლა გგონია რომ მე ვიღაცასთან გღალატობ და მერე შენთან მოვდივარ?
-ნუ მიყვირი
-ელიზაბეტ მაგიჟებ უკვე
-მე კი შენი გამუდმებული სიჩუმე მაგიჟებს, სულ ჩუმად ხარ არასდროს მეუბნები არაფერს. არასდროს სანამ ცუდად არ გაგხდის ემოციები იმასაც არ ამბობ რომ რაღაც გაწუხებს ...ახლაც რა იქნება რომ უბრალოდ მითხრა რას აკეთებ , რატომ ვერ ხვდები რომ ისე დამაშტერე ყველაფრის გაგებას და პატიებას შევძლებ , მაგრამ უკვე სისულელეებს ვფიქრობ . ის ქალი კი შენზე გიჟდება , რომ შემოგხედა თვალებით გჭამდა მე კი მაგიჟებს ყველა ვისაც შენ უნდიხარ, ვინც შეგხებია და მეზიზღებიან ყველანი ვისაც შეხებიხარ
-ჯანდაბა , შენებთან ვიყავი ... რესტორნიდან რომ დავბრუნდით იმ ღამით დამირეკა დედაშენმა , ტიროდა და მთხოვდა დამეხმარეო, ლიზას ვერ დავურეკავ გაგიჟდებაო . წავედი, მამაშენს კაზინოში წაუგია, მერე ტოტალიზატორში დაუდია ფული,იქაც წაუგია,მერე ვიღაცისგან ისესხა და სადღაც ითამაშა ისევ წააგო. ის კაცი მოსაკლავად დაეძებს და გაქცეულია. დედაშენს მიუვარდნენ ყველაფერი დაუმსხვრიეს სახლში ... მთელი კვირაა მამაშენს ვეძებ იმ კაცს ფული მივეცი,მაგრამ კიდევ რაღაც დაუშავებია , ვიღაც დაუჭრია და დედაშენთან ვიყავი ,სახლიდან ვერ გადის -უცებ უთხრა ყველაფერი და მერე დაელოდა ლიზას რეაქციას.
-ოხ ეგ ... ახლა თამაში დაიწყო? არაკაცი ... ახლა გავახსენდით ხომ? იმ დღეს რომ ვევედრებოდი აქედან წამიყვანეთთქო და გაქრნენ მაშინ არ ვიყავი მათი შვილი. არაადამიანები ! და შენ კიდე იდიოტი ხარ , ამის გამო ამდენ ხანს მანერვიულე? და საერთოდ იმ არაკაცის გამო პრობლემებს იმატებ? ვიღაც მაგაზე უარესი გინდა გადაიმტერო? რის გამო იმ ნაგვის გამო?
-შენი მშობლები არიან ლიზა და მაშინ რომ არ წავსულიყავი ახლა რომელიმეს პანაშვიდზე მოგიწევდა ყოფნა
-ისინი მკვდრები არიან ჩემთვის ! გამყიდეს , მიმაგდეს და უკან არც მოუხედავთ ... და მე არ ვარ საყვარელი თბილი ლიზიკო რომელიც რაღაცებს ივიწყებს. ლალიც კი რომელიც ვერ მიტანდა უკეთესად მექცეოდა ცუდად რომ ვიყავი ვიდრე ისინი
-დამსახურებისამებრ გიყვარდებიან ადამიანები ელიზაბეტ? მე რომ ასე არ მიყვარდე ალბათ ოდნავადაც ვერ მოგიახლოვდებოდი
-ადამიანებს შეცვლა არ შეუძლიათ , ისეთები კვდებიან როგორებიც იბადებიან . ზოგს უბრალოდ ორი სახე აქვს, ორი ადამიანი ცოცხლობს მასში და შეუძლია იყოს მოწყალეც და დაუნდობელიც . მე შუალედური მდგომარეობა არ მაქვს და შენ ხარ ერთადერთი გამონაკლისი ჩემს ცხოვრებაში . ისინი კი ერთი სახით დაიბადნენ, მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ, ადარდებთ . ნებისმიერ რამეს დათმობენ და გააკეთებენ თუ საფრთხე დაემუქრებათ. შენც გაგყიდის , მიუხედავად იმისა რომ მის დასაცავად ყველაფერს გააკეთებ მაინც ჩაგარტყამს ზურგში თუ დასჭირდება. შენ მათ არ იცნობ, შენ გგონია რომ ყველა ჟორდანიებს ჰგავს უშვებენ შეცდომებს, შემდეგ აღიარებენ, თუ საჭიროა უკან იხევენ, გადაუვლიან და შემდეგ ფეხზე დადგომაში დაეხმარებიან...
-რაც არ უნდა თქვა მე ზუსტად ვიცი რომ გულის სიღრმეში ახლაც ღელავ მათზე და არ გინდა რომ რამე შეემთხვათ . მოდი უბრალოდ ეჭვიანობას მორჩი და ჩათვალე რომ ვიღაც სრულიად უცხო ადამიანების პრობლემას ვაგვარებ
-არ მომეკარო
-ლიზა
-შენ მე დამსახურების გამო არ შემიყვარდი , სენ ჩემს ტვინს არ შეყვარებიხარ და მეგონა ეს იცოდი ,თურმე კიდევ დარჩა ჩვენს შორის გაურკვეველი და დაუნახავი გრძNობები
არეული ოთახი გადაკვეთა და დერეფანში გავიდა, შემდეგ კიბეს აუყვა და შუა ნაწილში შეჩერდა
-მე არ ვეჭვიანობ. მეშინია რომ ერთ დღეს ჩემს ცხოვრებაში დაიწყება ჯოჯოხეთი, უშენობა
……………
ყველა ელოდა უმცროსი ჟორდანიას გამოჩენას.
თარაში პირველი გადავიდა , ანას კარი გაუღო ბავშვი კალათით აიყვანა და ქალბატონ ჟორდანიას დაეხმარა
-კეთილი იყო ქალბატონო თინა შენი მობრძანება ჟორდანიების ციხესიმაგრეში- იღიმოდა და ისე ელაპარაკებოდა ბავშვს
-თარაშ
-ანიკო,იცოდეს ბავშვმა ყველაფერი რომ მერე გაუგებრობა არ მოხდეს - მისკენ დაიხარა და ტუჩებზე შეეხო
სუფრა მისაღებში ჰქონდათ გაშლილი , ჟორდანიები სრული შემადგენლობით და მეგობრები.
დიდი ხნის შემდეგ ისევ ახალი სიცოცხლე შევიდა ჟორდანიების სახლსი, ისევ უზომო ბედნიერება ტრიალებდა ირგვლივ რომელსაც ყველა იზიარებდა. ჟორდანიების სახლი ახალი წევრის ცხოვრების ისტორიის ჩაწერას იწყებდა იმ წამებიდან ...
ბიჭები სვამდნენ, ბატონი სანდრო მღეროდა , კოსტანტინემაც კი გაიხსენა ბავშვობა . სიცილის ხმა ისმოდა ყველა ოთახში და ალკოჰოლით მთვრალებს ბედნიერების სინდრომიც ემატებოდა.
ანდრო და თარაში ეზოში ეწეოდნენ და ფანჯრიდან უყურებდნენ სუფრასთან მსხდომებს. მიშო „მღეროდა“ და ლიკუნა ჰყვებოდა .
-გაიგო და იმიტომ გკლავს მზერით ხომ?
-ხო
-იჩხუბეთ?
-სამზარეულო ტავზე დამალეწა, მიზანი გამოუსწორდა სხვათაშორის
-ოთხწლიანი ვარჯიში ცოტა არ არის... მეშინია თქვენი იმ ოთახში დარჩენა არ მოგკლას ამაღამ
-ძალიან ერთობი ხომ?
-საოცრად - ხმამაღლა გაიცინა და სავარძელში ჩაჯდა - რას აპირებ?
-შემირიგდება
-სად შეგვიძლია , ლიზას მართვის წერტილი უპოვნე ? - იღიმოდა ისევ და თან ფაჯარაში იყურებოდა. გოგონებთან მჯდომ ანას უყურებდა , ისე იღიმოდა გული უთბებოდა . მერე დაინახა როგორ მივიდა ლიზა ლალისთან , ჩუმად რაღაც უთხრა ანაც მათ უყურებდა .შემდეგ ლალი როიალთან მივიდა, დაჯდა თვალები დახუჭა და დაკვრა დაიწყო. თარაში ინსტიქტურად ადგა, ანდრო სუნთქვაშეკრული მიჰყვებოდა მუსიკის ხმას . შემდეგ მისაღებში აღმოჩნდა და გაჩერდა . ამირანი იყო ყველაზე ახლოს და როგორც კი დაასრულა მაშინვე მოხვია აკანკალებული,დანაოჭებული ხელები თავზე აკოცა
შემდეგ ხმა გაისმა „ ახალ სიცოცხლეს , ცხოვრების დაწყებას გაუმარჯოს „
და მაინც არ არსებობს არაფერი სრულყოფილი ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში ბედნიერი მომენტები , ნებისმიერ დროს შეუძლია თავიდან დაიწყოს ცხოვრება, ბოლოს მაინც გაწყვიტოს მარწუხები და დაცემული წამოდგეს, ნელა დაიწყოს სვლა , შემდეგ მყარად დადგეს, თავი მაღლა ასწიოს და მზის სხივებს მზერა გაუსწოროს. გზა განაგრძოს ღიმილით და მაინც ჭრილობებით რომლებიც არ გაქრებიან , რომლებიც სხეულის ნაწილად იქცევა ერთ დღეს .
შუაღამე იყო , ყველანი თავიანთ ოთახებში განმარტოვდნენ. თარაში თვალებაბრჭყვიალებული უყურებდა ანიკოს და პატარა ჟორდანიას რომელსაც მშვიდად ეძინა ანიკოს მკლავებში . ისე დაჯდა რომ ანა მთლიანად დაფარა, თავი მის ყელში ჩამალა და ისე უყურებდა ბავშვს
-რომ ვუყურებ გული მიჩქარება , სულ ასე იქნება ნეტავ?- ტუჩები კანზე შეახო და თან ჩურჩული დაიწყო
-მე ხელის გაშვება არ მინდა, რომ იჭერენ მინდა გამოვართვა და სადღაც გამოვიკეტო მასთან ერთად. მგონი თავის შეკავება მიჭირს, ეგოისტი ვხდები თარაშ
-ნელ-ნელა დავმშვიდდებით და ვისწავლით როგორ გავუყოთ სხვებს ჩვენი თინა. ჯერ ნათესავებს და მერე ვიღაც გამო>ირებულს
-თარააშ - წამოდგა, ბავშვი საწოლში ჩააწვინა და შემდეგ საწოლში დაბრუნდა
-მიყვარხარ იცი? - მკლავებში მოიქცია და ტუჩებზე ნაზად შეეხო- და ეს სიტყვა საერთოდ არ მყოფნის , იმდენად არ მყოფნის რომ რაღაც ახალი სიტყვა მინდა მოვიგონო მარტო ჩემთვის და შენთვის
-ამ გრძNობას სახელი არ სჭირდება , მას ვქმნით თარაშ... მე და შენ !
.............
ფანჯრის რაფაზე იჯდა ნახევრად შიშველი და სიგარეტს ეწეოდა, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა. ოთახი მთვარის შუქით იყო განათებული , ანდროს ოთახი ისევ იმ სურნელს ატარებდა რომელიც წლების წინ ჰქონდა. პირველად რჩებოდა იმ საძინებელში და ანდრო არ ჩანდა, ლიზამ კი იცოდა რომ განგებ იგვიანებდა და მისი სიჯიუტე აგიჟებდა. ახალ ანდროს ეცნობოდა ყოველ დღე და ყოველ დღე სულ უფრო და უფრო მეტად აგიჟებდა .
შემდეგ კარი გააიღო, მშვიდად შევიდა . ფეხსაცმელი გაიხადა , შემდეგ პერანგიც მოიშორა და შარვალიც მის გზას გაატანა. ნასვამი იყო და ემოციებისგან გადაღლილი . შორტი ჩაიცვა და მაისურიც იპოვნა ჩანთაში ჩატენილ ნივთებს შორის
-ელიზაბეტ , რა გიყო?
-მე ? - თვალები გაუფართოვდა, ფანჯრიდან შემოსული გრილი ჰაერი თმებს ურევდა, კანი დახორკლილი ჰქონდა
-ჯერ სვანეთში ამოხვედი , მითხარი რომ ყველაფერი გაარკვიე და ჩემთან ერთად მთაში ცხოვრება გინდოდა. შემდეგ თარაშთან მიხვედი და უთხარი რომ თვითონ იყო დამნაშავე ჩემთან და წახვიდოდი თუ საჭირო გახდებოდა, თურმე ჩემი ცხოვრებიდან გაქრობას აპირებდი და გეგონა რომ მე ოჯახს დავბრუნდებოდი , გავბედნიერდებოდი, დავმშვიდდებოდი უშენოდ ... მერე , საბოლოოდ დამიმონე და ახლა მიყურებ ამ შენი მზერით ,რომლითაც მეუბნები რომ ჩემი მოკვლა გინდა ...ვხედავ როგორ ჟღრტულებ ჟორდანიების ქალებთან და ისევ ეს შენი სიცილი . ლალიმ დაუკრა , სხვისთის დაუკრა და არა მხოლოდ ჩემთვის ,ჩემთან ერთად . იქ იჯდა ისევ წლების შემდეგ და მათთის უკრავდა, ჩემთისაც , შენთვისაც, საკუთარი თავისთვის - თითებს ანას თმაში დაატარებდა, მერე მხრებზე გადავიდა, ყელზე , მკერდზე ,ფეხებზე ეხებოდა მინაზე ზურგით აკრულ ლიზას ტვინს ურევდა. არეული იყო , ამღვრეული , მთვრალი მზერით -რა გიყო ლიზ? გგონია რომ უფლებას მოგცემ რამდენიმე საათით მაინც გამიბრაზდე? შანსი არ არის,ლიზ - მის ტუჩებთან ჩურჩულებდა და შემდეგ შეეხო სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ რბილ ბაგეებს ,რომლებსაც ჰქონდათ რაღაც არამიწიერი გემო ...„ანგელოზი ეშმაკის რქებით“ რქებით რომელიც ვერა და ვერ მოაშორა ანდრომ , პრინციპში უყვარდა კიდეც ზუსტად ასეთი ლიზა ზოგჯერ ეშმაკი ,ზოგჯერ ანგელოზი...
...........
ივლისის ბოლო დღეები იყო . ანა და ლიზა ქალაქში იყვნენ საშოპინგოდ. ერთი დღე გაათავისუფლეს რძლები ჟორდანიებმა . დამღლელი გამოდგა შოპინგი სავაჭრო ცენტრში, ბევრი რამ ჰქონდათ შესაძენი და თავიდან კი ერთობოდნენ , ლიზა განსაკუთრებით და ანაც აიყოლია ,მაგრამ შემდეგ ნაკანმა წონასწორობა დაკარგა
-ანაა ერთი წუთით, დავსხდეთ რა - თავისი ყუთებით ჰოლში მდგომ სავარძელში ჩაეშვა და გაფითრებულ სახეზე ხელები აიფარა
-წყალი გამომართვი, რა გჭირს ...ასე უცებ დაიღალე ? - თითებიც დაისველა და სახეზე ჩამოუსვა- შემომხედე , ნუ მაშინებ თორემ საღ-სალამათს თუ ვერ დაგაბრუნებ ანდრო მომკლავს და ისევ გადაემტერებიან ჟორდანიები - იღიმოდა და თან მის გამოფხიზლებას ცდილობდა
-ტრიალებს ...
-მეც?
-შენც
-კარგიი , თვალები დახუჭე და აქ იჯექი- უცებ გახსნა ჩანთა და ლევანისთვის ნაყიდ ვისკის ბოთლს თავი მოაშორა,ცხვირთან მიუტანა და ცოტა ხანს უყურებდა გაბრუებულს. შემდეგ მისი პარკებიც აკრიფა და ხელი გაუწოდა- დამეყრდენი მივდივართ
-კარგად ვარ...
-ვიცი კარგად რომ ხარ, წავედით
მანქანაში ჩასვა და თავად საჭესთან მოთავსდდა. ლიზას მართვის სტილი არაფერი იყო მის სიჩქარესთან შედარებით , საავადმყოფოსთან რომ გააჩერა ნაკანმა წარბები მაღლა აზიდა
-სერიოზულად?
-სრულიად!
ერთი საათის შემდეგ ორივე ყურებამდე გაღიმებული იყო , არცერთი იღებდა ხმას მხოლოდ ექიმი ლაპარაკობდა და გულისცემის ხმა ისმოდა, პატარა ნაკანის გულის ხმა რომელმაც ლიზას „ეშმაკის რქები“ იმ წამსვე გაქრნენ .
მიდიოდა , მიაბიჯებდა მაგრამ ეგონა რომ დაფრინავდა . ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა, მუცელზე ჰქონდა ხელები მოხვეული და მიფარფატებდა
-ტირილი მინდა, ნორმალურია?
-სრულიად...მეც მინდა. რომ დავჯდებით მანქანაში ვიტიროთ
-ანდრო ... ჩემი ნაკანი , როგორ ვუთხრა. შენ როგორ უთხარი?
-სუფრასთან ისხდნენ ,ყველანი მივედი და ვუთხარი „გილოცავთ , ფეხმძიმედ ვარ“- სერიოზული გამომეტყველებით უთხრა და მერე ორივეს სიცილი აუტყდა
-მერე?
-თარაში „ნოკაუტში“ ჩავარდა და კარგახანს ვერ გამოვიდა
-წამლები ვიყიდოთ
-არ გინდაო ექიმმა და ...
-ანდროსთვის, გული რომ გაუსკდეს იქვე რომ დავეხმაროთ და ბავშვი უმამოდ არ დამრჩეს. პირდაპირ ვერ ვეტყვი, გონებას დაკარგავს
მთელი გზა აფორიაქებული იყო, ანა უბრალოდ იცინოდა მის ფორიაქზე და ისეთი შეგრძNება ჰქონდა რომ თავიდან უნდა გაევლო ყველაფერი.
ეზოში რომ შევიდნენ ბიჭები ცხენებზე ისხდნენ და სადღაც მიდიოდნენ. ლიზა ფანჯრიდან უყურებდა და არ იძვროდა
-ძალიან გარყვნილი ვარ ახლა მხოლოდ ანდროს გაშიშვლება რომ მომინდა და ყველაფერი დამავიწყდა?
-გგონია მაკვირვებ? გადადი...მე გადმოვიტან ყველაფერს
სახლში შევიდნენ , ყველა სადღაც იყო გასული. საძინებელში ავიდა , ანდროც მალევე მიჰყვა. ხელი მოხვია და ჰაერში ასწია. კოცნიდა და საწოლისკენ მიდიოდა
-არ მეგონა ასე ადრე თუ მოხვიდოდით, ანამ ვერ გაგიძლო ხომ?
-ანდროო
-ჩშშ- კაბის ქამარი გაუხსნა და ნახევრად გაშიშვლებული ჰყავდა უცებ მარტო რომ დარჩა და ლამის საწოლიდან გადავარდა ისე გამოეცალა ხელიდან ლიზა
-მე ...ისა მე ის მე დავიღალე. ხო ძალიან დავიღალე, მგონია რომ ვიწვი და უნდა ვიბანაო . ახლავე , საღამოს ...ღამე ,მერე იყოს - კაბა შეიკრა და უცებ გავიდა ოთახიდან.
რატომ იფიქრა რომ ანდრო არ გაჰყვებოდა ვერ გეტყვით, ორი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული ნაკანი რომ გაჰყვა და წინ გადაეღობა
-რა ხდება ელიზაბეტ?
-რა ხდება ანდრო?
-ელიზაბეტ
-ანდრო
-ლიზა
-მშია უსაშინლესად...ლალი სად არის?
-ბარგს ალაგებს ...ხვალ თბილისში მიდის საქმე აქვს. ლიზა
-ლიზიკოო ჩამოდი რა დახმარება მჭირდება- ანამ უშველა და ისიც წამსვე გაიქცა , მერე უცებ შეეშინდა არ დავგორდე კიბეზეო და დაამუხრუჭა. ანასთან ერთად სამზარეულში შევიდა, წამსვე მაცივრიდან ნაყინი გამოიღო და კოვზით ჭამას შეუდგა- ცუდად ვარ, მცხელა, ვიწვი
-ვხედავ რომ იწვი
-გეყოფა , ნუ დამცინი ...თინა სად არის?
-ნონასთანაა
-ვახშმად რა გვექნება ვიცით?- უცებ ტუჩები გაილოკა და იმ წამს ვახშმის გარდა ნამდვილად არაფერი ადარდებდა
აი ვახშამი რომ მოამზადეს და ყველანი ერთად შეიკრიბნენ ლიზა საძინებელში იყო. ანდრო საწოლზე დასვა და მის წინ დადიოდა
-ელიზაბეტ
-რაღაც უნდა გითხრა ...ოოღონდ არ წმაოდგე. იჯექი და ეცადე მშვიდად იყო
-იქნებ გაჩერდე თავბრუმეხვევა
-შენ არ იცი ე როგორ მეხვევა, კიდევ გული მერევა ხოლმე, კიდევ ახლა ალუჩა მინდა და ხურმაც...ხურმა მინდა საშნლად კი ვიცი რომ ამ დროს არ იქნება,მაგრამ ისე მინდა რომ ჟრუანტელი მივლის კიდევ მე ჩემი ნაკანი მყავს, ჩემი და შენი ნაკანი -წამში უთხრა ისე რომ არც ჩაუსუნთქავს შემდეგ გაჩერდა, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა .
რამდენიმე წამი ეგონა რომ სიცარიელეში იყო, ყველაფერი გაქრა ირგვლივ და მერე ანდრო იგრძნო. ანდრო ეხვეოდა, კოცნიდა და ხმას ვერ იღებდა. უყურებდა მის ამღვრეულ,შეშლილ თვალებს . მერე ყვირილი დაიწყო, ტიროდა, იცინოდა, ყვიროდა მამა ვხდებიო და სრულიად შეიშალა.
ის ანდრო რომელსაც იმ საღამოს უყურებდა ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი ანდრო ნაკანი.
შემდეგ ლიზამ მიხვდა რას გულისხმობდა ანა როდესაც თქვა რომ ჟორდანიებისთვის გზა პატარძლობიდან დედოფლობამდე ფეხმძმობაზე გადის. ემოციების მრავალფერი ფეიერვერკი იყო და უბრალოდ მოდუნებაც ვერ მოახერხა .
-მამა ვხდები
-მამა ხდები
-ხო რეალობაა?
-გიჩქმიტო?
-თარაშ
-ნეტა ბიჭი იყოს
-გოგო იქნება, მე გოგო მინდა
-გველოდე ისევ ჩვენ , ბიჭი მინდა ტო არ შემიძლია ამდენი გოგო
-შენ შენ შექმნილებზე იფიქრე ... ლალი ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის იყო გახსოვს? მე ვერ ვიხსენებ
-ლიზა ისევ რომ დაუბრუნდა ტახტს ხვდები?
-ლიზა? ლიზა კი არა ჩემი გოგო ან ბიჭი...ჩემი ბავშვი
-ჩემი ბავშვი მგონი იღვიძებს- თინა მკერდზე ჰყავდა მიწვენილი ,ზურგზე ეფერებოდა რომ გამოფხიზლდა და ფეხზე წამოდგა. თავზე კოცნიდა და დადიოდა - ჩშშ, ჟორდანიების ქალები ნაკანის ქალს ეხვევიან თავს, ჩვენთვის არ სცალიათ მა დაგვტოვეს როგორც იქნა მამა-შვილი - ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა და გაიღიმა- ამაზე მაგარი არაფერი არსებობს , ხო მა შენზე მაგარი ვაფშე არაფერია მა- ჩუმად ელაპარაკებოდა და ნელა კოცნიდა . ისიც კრუტუნებდა და ნელ-ნელა ისევ ეშვებოდა სიზმრების სამყაროში.
..........
სახლში მარტო იყო, საქმეები დაუგროვდა და გვიან დაასრულა მუშაობა. მაგიდასთან იჯდა , მარტო ვახშმობდა , წითელ ღვინოს აგემოვნებდა და ნახევრად ჩაბნელებული ოთახიდან განათებულ ბაღს უყურებდა.
ვერ გაიგო როგორ გააღო სახლის კარი, როგორ გაიარა მონატრებული დერეფანი , როგორ შევიდა მისაღებში და ჩაისუნთქა საყვარელი ქალის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი.
ლალი ჟორდანია ისევ ზურგით იჯდა, ჭიქა ტუჩთან ჰქონდა მიტანილი უცნაურად რომ აუჩქარდა გული და მერე გაჩერდა. უახლოვდებოდა , იცოდა მალე მასთან ღმოჩნდებოდა და თავად დაასწრო. ფეხზე წამოდგა და მზერა გაუსწორა მის ღამისფერ თვალებს
-ვახტანგ !
-ქალბატონო ნაკანო - ზემოდან უყურებდა , წლებისგან გაუხუნებელი შეგრძნება ჰქონდა . ხელები ეწვოდა ისე უნდოდა შეხებოდა ,სულ ერთი წამით მაინც
-დაბრუნდი?
-ჩემი ანდრო მამა გახდება, უნდა დავბრუნებულიყავი
-იმედია კეთილი იქნება შენი დაბრუნება...გილოცავ, მალე ბაბუა გახდები - მტევანი მხარზე დაადო და ლოყაზე წამით შეახო ტუჩები . შემდეგ წავიდა, კიბე აიარა ისე რომ უკან არ მიუხედავს ის კი იდგა და თვალის დაუხამხამებლად უყურებდა სანამ არ გაქრა ქალის სილუეტი . მისი სურნელი ისევ იქ იყო, ისევ სუნთქავდა და გონება ნელ-ნელა ებინდებოდა. არაფერია დედამიწაზე საყვარელი ქალის სურნელზე მეტად მათრობელა
..........
წლების შემდეგ ისევ გამოჩნდა ნაკანი ჟორდანიების ეზოში და ყველა გააკვირვა. ამჯერად სრულიად მარტო იყო, თმაშევერცხლილი , მაღალი, შავთვალება კაცი რომელიც წლებს შეეცვალა ,მაგრამ მაინც ისევ ისე მიაბიჯებდა როგორც ყოველთვის .
ანდრომ რომ დაინახა ლალის გახედა , არაფერი ჰქონდა ნათქვამი და გაუკვირდა. ზუსტად იცოდა ვახო პირველად ლალის ნახავდა .
უსიტყვოდ დაიძრა მისკენ , მოეხვია . ვახომ ბეჭზე მსუბუქად დაჰკრა ხელი და თავზე აკოცა,ჩვევად ჰქონდა და ვერასდროს გადაეჩვეოდა
-გილოცავ
-მადლობა , გამაკვირვე
-ვიცი, მაპატიე უბრალოდ თავს ვერ მოვერიე . ლიზას ვნახავ და წავალ , მაგრამ სამუდამოდ დავბრუნდი
-ვახოო , ჩემმა ნაკანმა საოცრებების მოხდენა დაიწყო? - ლიზა თავად მივიდა და ვახოს გაუღიმა - როგორ მოგხდენია ჭაღარა ვახტანგ
-ელიზაბეტ, ძვირფასო შენ კი უმშვენიერესი ხარ პატარა ნაკანით მკერდის ქვეშ- თბილად გაუღიმა და ხელზე აკოცა - ყოველთვის ვიცოდი რომ ჟორდანიებს მაინც დაიმორჩილებდი- ჩუმად უთხრა
-დაბრუნდი თუ დროებით ხარ
-დავბრუნდი !

ზოგჯერ წასვლაა საჭირო იმისთვის რომ დაბრუნება შეძლო. დაშორებაა საჭირო იმისთვის,რომ თავიდან დაწყება შესძლო. უკან დახევაა საჭირო შანსი რომ მიიღო და უბრალოდ მარტოობა საჭირო საკუთარი თავი რომ აღმოაჩინო და ეს არასდროსაა გვიანი...
ჟორდანიებმა ის რამდენიმე საათი ისე მიიღეს ყოფილი სიძე როგორც უბრალო სტუმარი, სტუმარი წარსულიდან ,რომელსაც არავინ ელოდა ერთის გარდა. ის ერთი კი ჩუმად იყო , ისევ ისე უყურებდა საკუთარ შთამომავლებს და გონებაში იმ მომავალს ხედავდა რომელიც ბუნდოვანი იყო, რთული ,მაგრამ მაინც მისთვის ნათელი.
..............
შემდეგ იყო მოვლენა რომელიც ჟორდანიების სასახლის კედლებისგან შორს განვითარდა, განავითარა ორმა დამოუკიდებელმა პერსონამ . ამბავი რომელმაც ანა ახალი ფერის სხივით გააფერადა.
შეკრებილ მეგობრებს მართამ საუბარი შეაწყვეტინა და დაიწყო ახალი თავი მათ ცხოვრებაში
-გიორგიმ დაქორწინება შემომთავაზა , დავთანხმდი . ხელს მოვაწერთ თვის ბოლოს
ერთი წინადადება თქვა და ქაოსი გამოიწვია სამეგობროში.
ანა გიორგის წინ აღმოჩნდა. ჩუმად უყურებდა და ისიც მზერას არ აშორებდა
-რა არის ტო , რძალს იწუნებ?
-დარწმუნებული ხარ?
-რომ მიყვარს თუ რომ ვუყვარვარ
-რომ გაუძლებ ახალ სტატუსს ... ხედავ საკუთარ თავში ქმარს და მამას?
-ჟღალს ვხედავ , ნაოჭიან ჟღალს, თავისი ჭრელი თვალებით და მე მის გვერდით ვარ. წელში მოხრილი, ჯოხით და ბევრი წითური , ჭორფლიანი ბავშვები დარბიან ჩემს წინ მოდიან და მთხოვენ მოვუყვე ისტორია ჩვენი ამბავი
-ჩემი სული ხარ შენ - მოეხვია და მის მკლავებში ჩაიმალა
და მაინც, ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები რომლებიც შენს გულში ადგილს იკავებენ ქმარი, მამა, შვილი, მეგობარი, დედა, მაგრამ ძმა ანასთვის სრულიად სხვა განზომილება იყო სივრცე რომელსაც ვერავინ დაინახავდა იმ კუთხით და ისე როგორც ანა ხედავდა.
...........
ხმაურიანი ქორწილი გამოვიდა.
ბევრი ბიჭებით, გიორგის უხვი სამეგობროთი. ჟღალის მეგობრებით, ჟორდანიებით და წითურით რომელსაც თავზე მინდვრის ყვავილებით დაწნული გვირგვინი ეფარა. ჭრელი თვალები უბრჭყვიალებდა ,გიორგი რომელიც ჯინსითა და ლურჯი პერანგით იდგა ,უყურებდა თავის წითურს და სიყვარულით, ფერადი გრძNობებით.
ანა ჟორდანია უყურებდა ადამიანებს რომლებსაც საკუთარი ფერები ჰქონდათ, ყველას ხედავდა, ყველას თავისი ადგილი ჰქონდა ანას წიგნის ფურცლებზე და თარაში მკლავებში მოქცეული ყავისფერთვალება ჟორდანიათი , ანას წიგნის მთავარი გმირი თარაშ ჟორდანია. მის წინ იყო კიდევ ერთი პატარძალი, რომლის წიგნს სხვა მთავარი გმირი ჰყავს, ბევრი პატარძალი იყო მის ირგვლივ და ყველას ჰყავდა თავისი ცხოვრების მთავარი გმირი...
კიდევ ერთი გოგონა გახდა პატარძალი, რომელიც ცასთან ახლოს მთის წვერზე იდგა. ზღვარზე ცასა და მიწას შორის. სულ ერთი ნაბიჯიც და უფსკრულისკენ დაეშვებოდა ან უხილავ ტახტზე დაჯდებოდა, ქალღმერთად იქცეოდა . ყველა პატარძალი დგას ამ ზღვარზე და არასდროს იცი როგორ განვითარდება შენი ცხოვრება , ვინ იქნები პატარძლის შემდეგ დედოფალი თუ მონა .

2019 წელი



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

როგორ მიყვარს ეს ისტორია❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ხალი ისტორია დადეთ. თქვენ ყოველთვის საინტერესო ისტორიებს წერთ

 


№3 სტუმარი სტუმარი მარი

არასდროს რო არ მბეზრდება ის ისტორიაა????

ეს ისტორია ყველაზე მეტად მიყვარს

 


№4 სტუმარი ნია

როდის დადებთ ახალ ისტორიას

 


№5 სტუმარი One

Ra kargi iyo mariam, dzalian visiamovne❤️
Rogorc yoveltvis, shesanishnavia da shen dzalian gonieri))
Male dagvibrundi))

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკა

მიყვარს ეს ისტორია

 


№7  offline წევრი ელენე.ელე

N1 იყო,არის და იქნება.

 


№8 სტუმარი სტუმარი მაო

ვაახ, რამდენი ვიტირეე, ნორმალურია თუ მეც ორსულად ვარ.

ძალიან მომწონს თქვენი წერის მანერა, +მაკლია რომანტიკული ამბები ცოტა დეტალურად (+18 ებიც შეიძლება :D)

წარმატებები

 


№9  offline წევრი GMG

კიდევ ერთხელ ვისიამივნე❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

ეს საოცარი ისტორია არ მქონდა წაკითხული❤️ ემოციებით ავივსე მიუხედავად ყველა თქვენი ისტორიის შემდეგ ვამბობ რო ამაზე მეტი რა უნდა იყოს ისევ გავოგნდი. ჩემი ერთ ერთი გამორჩეული ისტორია დღეის შემდეგ. ვგიჟდები თქვენ ნიჭიერებაზე მარაიმ.

 


№11 სტუმარი სტუმარი ელა

ვგიჟდები თქვენს წერის მანერაზე.აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ,ანა ისეთ ქალად წარმოაჩინე რომ ყველა ინატრებს ნეტა მე შემეძლოს ესეთი ვიყოო საერთოს სხვა განზომილებაა.და მარტო ანა არა თინა,ამირანი და დანარჩენებიც მაგრამ ამირანის კაცის ეტალონად დასახული.მერამდენედ წავიკითხე ეს ისტორია აღარმახსოვ.მარტო ეს არა სხვა ისტორიებიც მომწონს.მინდა კიდევ ბევრი ისტორია წავიკითხო და ვისიამოვნე კითხვით .

 


№12 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

კიდევ ერთხელ წავიკითხე ეს შესანიშნავი ,მრავალი ფერის ისტორია ,ძალიან ძალიან კარგია..

 


№13 სტუმარი ფერიდე

ეს იყო საოცრებაა ???? მადლობა რომ არსებობთ (მწერალი)????

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგი წასაკითხი იყო.
არ მინდოდა დასრულებულიყო. საკმაოდ ვრცრლი ისტორიაა წიგნადაც რო გამოოცემა ისეთი... წარმატებები

 


№15  offline წევრი Salome Salu

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე……

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent