შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და გელოდები...


25-02-2020, 19:55
ავტორი დაჩი
ნანახია 1 644

არ ვიცი, რამდენ ხანს გელოდე
რამდენ ხანს ტიროდა გული ობლობას
ვიხსენებ დღეებს და არ ვნანობ
წუთებს, შენებრ ნაფერებს...
დავხუჭავ თვალებს, დაგიცდი
იქნებ დღეს მაინც მოხვიდე
ყოველი ღამე მოლოდინია
და ჩემი სევდის მოზიარე
შეხედე ზეცას, მთვარიანს
იქნებ გიამბობს ზღაპარი
დევს შერკინებულ მოყმეზე
ან ვერ თქმულ სიყვარულზეა
ყური დაუგდე, ის გეტყვის
ჩემი ტკივილის შესახებ
რომ შენ იყავი ჩემი მზე
და მოკაშკაშე ვარსკვლავი
ახლა სადა ხარ? გამოჩნდი
ნუ მიატოვებ თავშესაფარს
თორემ, უშენოდ კედლები
გადასხვაფერდა, გაცივდა
არ ვიცი, რამდენ ხანს გელოდე
რამდენ ხანს ტიროდა გული ობლობას
წახვედი, მაგრამ დაბრუნდები
დაგელოდები, და გელოდები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent