შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითური და პოლიციელი 3


19-10-2023, 23:45
ავტორი amanim
ნანახია 1 293

დემეტრე ყიფიანი

პოლიციაში ყველაფერი მოაგვარა, მერე კლინიკაში მივიდა თორნიკე დადიანს ჩვენება ჩამოართვა, ეკატერინესთან საუბარიც უნდოდა, მაგრამ ახლა რთულ მდგომარეობაში იყო. ყველას აგრესიულად ექცეოდა და ისტერიკებს აწყობდა, ამჯერადაც ვერ დაელაპარაკა. იმედიანად იცდიდა ეგონა თეკლასაც ნახავდა, მაგრამ არადა არ გამოჩნდა, იქ ლოდინი კი უკვე სისულელე იყო. სახლისკენ წამოვიდა და ძმაკაცს გადაურეკა, ამ საქმის გამო სულ დაავიწყდა დიადი დავითი. სახლში ერთად შევიდნენ.
- ოხ ბატონო დემეტრე, გაგახსენდი?- უსაყვედურა ძმაკაცს.
-დავით, სამსახურში იმდენი საქმე მქონდა ჩემი თავიც არ მახსოვდა.დაჯექი მიდი ყავა დავლიოთ და რამე ვჭამოთ მშია მგელივით.
- აუ, შენ ქყავა წრუპუა ქალაქელი ხარ? წამოდი სადმე გავიდეთ თან მომიყვები საქმეზე.- გაეცინა ყიფიანს, თვალები გადაატრიალა, იცოდა აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას. უცებ გამოიცვალა და თავიაანთ საყვარელ ბარს მიაშურეს. ადგილი დაიკავეს და ვისკი შეუკვეთეს.
- აბა დავით რა ხდება თქვენთან, კლინიკაში?
- როგორც ყოველთვის, მიდი მიდი შენ მოყევი რა ხდება აბა რა საქმეა ამისთანა, რომ დამივიწყე?
- კარგი რა დავით, ნარკოტიკებზე, გოგებს რო იტაცებენ.
- მაგ საქმეს შენ იძიებ?
- ხო მე ვიძიებ, მესამე მსხვერპლი გვყავს, ორს კიდე რა უჭირდა მათთან საუბარი შევძელი, ჩვენებები ერთმანეთს ემთხვევა, ამ მესამე სკი ვერაფრის დიდებით დაველაპარაკე.
- ექიმს თუ ელაპარაკე?
- კი დავით, საწყალი ბავშვი წამალდამოკიდებულობა, ძალადობა, ფსიქოლოგიური ტრამვები. მესმის კიდეც მისი დის....- უცებ წამოროშა რატომღაც, ამ სიტყვებზე აენთო დავითის თვალები, ისედაც ხომ ინტერესით უსმენდა, მაგრამ ახლა ორმაგად ცქვიტა ყურები.
- რაო? ვისიო?
- გახსოვს თორიკე დადიანი? საქმეში რო დამეხმარა.- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.- მისი უმცროსი დაა მესამე მსხვერპლი, შუათანა და თეკლა, რომ დამინახა იცი რა მლანძღა?- გაეცინა დემეტრეს, თეკლას გახსენებისას, როგორ ბობოქრობდა მაშინ.
- მერე?
- რა მერე, საწაყლი გოგო შემეცოდა ძალიან, დედას სიმსივნე აქ, ახლა პატარა დის პრობლემები დაემატა. თორნიკე როგორც ვიცი პრობლემებს აღარ ქმნის, მაგრამ რა ვიცი, ყველაფერს ზუსტად ვერ გაიგებ. დედამისთან ლაპარაკი ამკირძალა, დამემუქრა.- ჩაეცინა ისევ და მათი წინა ღამის საუბარი გაიხსენა. თან მშვიდად სვამდა ვისკის და იხსენებდა გოგონას ხმას, მის ემოციებს და ხელებს, როგორ იქნევდა ხელებს როცა მთელი ემოციებით უყვებოდა რაღაცეებს.
- დაბრუნდი შეჩმა რეალობაში, დაგაინტერესა მაგ გოგომ არა? დარწმუნებული თუ ხარ რომ ამ საქმის გახსნას შეძლებ?
- ასი პროცენტით, ვხვდები ვის შეეძლო ამის გაკეთება, უბრალოდ მესამე მსხვერპლის ჩვენებაც მჭირდება, სამხილები ისეა მიწყობილი თუ მესამემაც იგივე ჩვენება მომცა იგივე დეტალები მაშინ მალე დავიჭერ იმ არაკაცებს! პატარა გოგოებს ცხოვრება დაუნგირეს, რა დღეები გამოატარეს და წინ კიდევ რამხელა გზა აქვთ გასავლელი, სიკვდილის მისჯა ნეტავ შეიძლებოდეს!- გაბრაზებულმა გამოცალა ვისკის ჭიქა და კიდევ ერთი მოატანინა მიმტანს.
- ასე დათვრები ხვალ კი მუშაობ! და გოგოზე გკითხე მოგეწონა?
- დამაინტერესა, ისეთი აურა მოდის მისგან, საინტერესო ადამიანია, როგორ მეჩხუბა იცი? ეგრევე უმაქნისი ხარო იმენა, მაგრამ მერე ისეთი სხვანაირი ვნახე.... ისეთი სევდიანი.....თავისი თავი შემოდგომას შეადარა, ისიც სევდიანია და მეცო....მერე უცებ გამხიარულდა, არ ვიცი არ მინახავს ეგეთი ადამიანი.- ისეთი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა თეკლაზე თითქოს სულ იცნობდა, თითქოს მისი რაღაც ნაწილი სულ მას ეძებდა და იპოვა თავისი დაკარგული მეორე მე.
-შენ ისე ლაპარაკობ მაგ გოგოზე დავინტერესდი.- ჩაეცინა დავითს და ზურგზე ხელი დასცხო ძმაკაცს.
- შენ წარმოდგენაც არ გაქ როგორია, ხმა აქვს რაღაც სასწაული თითქოს მშვიდი მაგრამ ისეთი ბობოქარი და ხასიათი, წარამარა ეცვლება უცებ იცინის და ჰოპმერე ტირის, მერე წვიმას იწყებს და ისი პატარა ბავშვივით წვიმაში დახტის, არ ვიცი როგორ ახერხებს ამხელა პრობლემების გადამკიდე ასეთად ყოფნას ან რის ფასად დაუჯდა ნეტავ..- კიდევ უფრო ჩაფიქრადა, თეკლა თეკლა თეკლა და ისევ თეკლა, ყველაზე მეტად აინტერესებდა, აინტერესებდა შეძლებდა კი მასზეც ისე ეზრუნა როგორც კატოზე ზრუნავდა? იმ ქურთუკს რომ უბრუნებდა და მზრუნველ სიტყვებს ეუბნებოდა ისე დააბნია დემეტრე ისე მოუნტა კიდევ მისი მოსმენა, მისი მზრუნველი ბობოქარი ხმის გაგონება. ჯანდაბა ეს წითური ძალიან აინტერესებდა.
-მგონი უკვე დათვერი დემეტრე, მეტი აღარ დალიო!
-არა ეს ორი ჭიქა სრულიად საკმარისია, დავით ბატონო. მეტს მაინც ვერ დავლევ, სახლში მარტო ვარ ვინ მომხედავს განა? ვერ გავრისკავ მასე.- ნაღვლიანად ჩაიცინა, რომ გაახსენდა რამდენად მარტოსული იყო. არავინ ელოდებოდა სახლში, არასდროს ყოფილა სახლი მისი მყუდრო ადგილი, იმიტომ რომ იქ სითბოთი და სიყვარულით სავსე არავინ ელოდა, ღმერთმა უწყის რამდენჯერ უნატრია დედა მაინც ჰყოლოდა, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს შეჰგებებოდა, მოფერებოდა ეკითხა მის დღეზე, ცხელი გემრიელი კერძით გამასპინძლებოდა. როგორ უნდოდა დედა ჰყოლოდა, გვერდით რომ მისთვის დაერეკა და ეთქვა "არ ინერვიულოო დე, ბარში ვართ მე და დავითი მალე მოვალ დაიძინე". თუმცა, რეალობა მწარე იყო ცხოვრება კი უსამართლო, მას ვისაც დედა ყველაზე მეტად უნდოდა არ ყავდა და ვინც უდიერად ეპყრობოდა დედას მათ ჰყავდატ, განა სამართლიანია ეს ყოველივე? ამოიოხრა დემეტრემ და სკამიდან წამოდგა, სეირნობა გადაეწყვიტა, მიუხვდა დავითი და უხმოდ გაჰყვა ძმაკაცს. ერთადერთი იყო დემეტრე ვინც ჰყვადა, მეტი მასაც აღარ დარჩენია არავინ, დედა მანაც დაკარგა, ობოლი იყო ისიც. ერთად გადაიტანეს ეს ყოველივე, დემეტრე მაქსიმალურად ედგა გვერდით, ვერ ეუბნებოდა მესმის შენიო იმიტომ რომ დედობრივი სიყვარული არ იცოდა როგორი იყო, ვერს ანუგეშებდა გაგივლისო, მასზე კარგად განა იცოდა ვინმემ? უდედოდ გაიზარდა, მუდამელოდა დედას ის კი არ მიდიოდა წამოსაყვანად. იმედს არ კარგავდა რომ ვნახავო, შორიდან მაინცო, თუმცა დედა არასდროს მისულა მასთან, მხოლოდ იმედიდ ცხოვრობდა რომ ოდესმე დედას ნახავდა. დავითსაც ამას ეუბნებოდა მარადიულ სიცოცხლეში რომ გადავალთ დედა იქ დაგხვდებაო, ამიტომ ახლა იცხოვრე ისე რომ გხედავდეს რა კარგი შვილი ხარო!
ფიქრებში წასულები ერთად მიუყვებოდნენ სიბნელეში ჩაფლულ ქუჩებს, შემოდგომის ცივი საღამო იყო ქარი ხეს გაყვითლებულ ფოთელბს აცლიდა და თავის სევდას მათთან ერთად მიაქროლებდაა სადღაც, ბიჭებიც ასე მიუყვებოდნენ გზას, სად მიდიოდნენ არ იცოდნენ, მაგრამ ჰაერზე ყოფნამ მათზეც კარგად მოქმედებდა.
- ერთ დღსაც დავით ბატონო ცვენც ბედნიერები ვიქნებით, აგერ ნახავ!
- აბა რა იქნება დემეტრე! შენ ის გოგო თეკლა არ დაკარგო, კარგად გაიცანი რა იცი რა ხდება.- გაუცინა დემეტრეს და ზურგზე დასცხო ხელი, გზა განაგრძეს და მალევე შინ მივიდნენ, დავითიც დაემშვიდობა და წავიდა.
დემეტრე აივანზე ჩამოჯდა, სიგარეტს გაუკიდა და ისევაც ფიქრებში გადაეშვა.....



თეკლა დადიანი

დიდხანს ხატავდა, კონტურები უკვე მზად ჰქონდა. ფიქრებში იყო გართული, თან სიმღერებს უსმენდა, ცოტა შორს დადგა და კონტურებს დააკვირდა. თვითონვე რო გაუკვირდა, თან გაეცინა, ასე კარგად როდის შეათვალიერა ნეტა? მამაკაცის კონტურები იყო, კი ზუსტად დემეტრე იყო. შესვენება გადაწყვიტა და დემეტრეს ნომერი მოიძია, სწრაფად აკრიფა და პირველი მესიჯიც გაუგზავნა.
" დაუკითხავად დახატისთვის სასჯელი არსებობს?" გაგზავნა და მოუსვენრობამ შეიპყო, ვერ ისვენებდა წარამარა ტელეფონს ამოწმებდა, არ იცოდა რატომ უბრალოდ უნდოდა და მიწერა, მიზეზის გარეშე. ლოდინმა რომ დაღალა ჩაის გაკეთება გადაწყვიტა, უცბად მოიმზადა და ფანჯრიდან გაყვითლებულ პეიზაჟს დაუწყო ცქერა. ტელეფონმაც გაიწკარუნა.
" გააჩნია ვინ დახატე? "
" ერთი პოლიციელი შემომეხატა :) "
" გაპატიებს, მაგრამ ეგ ნახატი მასთან უნდა დაიკიდოს სახლში, თუ არ მოეწონება სასჯელზე დაფიქრდება ;) "
" გამოცდისთვის ვხატავდი არადა, სულ სხვა რამეს ვხატავდი და ბოლოს სხვა გამოვიდა :) გონებას მირევ მგონი ;) "
" ჩემი ბრალი არ არის კარგი ნაკვთები რომ მაქვს! :)"
" ხო მხატვრებისთვის მისწრება იქნებოდა შენნაირი ნაკვთების პატრონის დახატვა! გამოცდაზე მაგ პორტრეტს ვერ გავიტან, მაგრამ შენთვის გადმოცემაზე ვიფიქრებ! ჯერ დამნაშაავები დაიჭირე და ეს შენი ჯილდო იქნება! რას იტყვი?"
" მომწონს! აუცილებლადდ ჩემთან აღმოჩნდება ეგ ნახატი!"
აღარაფეი მიუწერია, გაღიმებულმა განაგრძო პორტრეტის შექმნა. უნდა დაესრულებინა მალე, რომ დაეწყო გამოცდისთვის მომზადება. თითქმის ბოლომდე გამოიყვანა ყველაფერი, მხოლოდ თვალები ვერ დახატა ვერაფრისდიდებით. განა მარტივია იმ თვალების გადმოცემა? კიდევ უნდა ენახა და ჩაეხედა თვალებსი რომ ზუსტად აესახა ის სევდა რაც მასში დაინახა. ამიტომ დროებით ოთახში დააბრუნა პორტრეტი, ახალი მოლბერტი მოიმარჯვა და კონტურები გაავლო....

დემეტრე ყიფიანი

ფიქრებში იყო გართული, ტელეფონმა რომ გაიწკარუნა. სწრაფად მოიმარჯვა და მესიჯი გახსნა, უცხო ნომრიდან იყო, მაგრამ ადრესატი ზუსტად იცოდა ვინც იქნებოდა.
" დაუკითხავად დახატვისთვის სასჯელი არსებობს? "
გაეღიმა, ნუთუ ამ გოგომ დახატა? პასუხი სწრაფად აკრიფა და გაგზავნა, გულის ფანცქვალით ელოდა პასუხს. პასუხმაც არ დააყოვნა, პოლიციელი დავხატეო? მოიცა ანუ დემეტრე დახატა? ვერ იჯერებდა, განა შეეძლო? ან რატომ არ შეეძლო? უნდა ენახა ეს ნახატი აუცილებლად, ამიტომ მიწერა რომ ნახატი მასთან უნდა აღმოჩენილიყო.
" გამოცდისთვის ვხატავდი არადა, სულ სხვა რამეს ვხატავდი და ბოლოს სხვა გამოვიდა :) გონებას მირევ მგონი ;) "
მიღებულმა მესიჯმა კიდევ უფრო ააფორიაქა, განა შეეძლო გონების არევა ვინმესთვის? აქეთ ურევდა ეს გოგო გონებას. დაუხატავს, ნეტა როგორი გამოვიდა? გული უცემდა გიჟივით, ძალიან უნდოდა ახლავე ენახა ნახატი. თეკლას თვალით დანახული დემეტრე ისე აინტერესებდა, რომ პატარა ბავშვივით აცმუკდა. ვეღარ ისვენებდა, რა დაემართა არ იცოდა. ახლავე უნდოდა წასვლა, მაგრამ არ გამოვიდოდა. რა უფლებით უნდა მისულიყო ამ დროს თანაც? აღარაფერი რომ არ მოწერა გოგონამ, იფიქრა დიდხანს იფიქრა რა ექნა, რახან ახლა მუშაობდა და არ ეცალა, ვერ შეაწუხებდა. ამიტომ არც არაფერს მოიმოქმედებდა, მაშინვე აბაზანას მ იაშურა შხაპი მიიღო. სამზარეულოში შევიდა ყავა მოიმზადა და მაინც ვერ მოითმინა, მიწერა.
" შემიზლია ახლა ვნახო?"
" ახლა? ბოლომდე მზად არ არის..."
" ხო ახლა, ვერ ვითმენ ძალიან მაინტერესებს როგორია :)"
" როგორია თეკლა დადიანის თვალით დანახული დემეტრე ყიფიანი? :) ახლა არ გამოვა, ბოლო შტრიხებია დასამატებელი და მერე განახებ! ახლა წადი დაიძინე, გვიანია ხვალ არ მუშაობ?"
" კი ვმუშაობ"
"ხოდა წადი დაიძინე, დაისვენე! ტკბილი ძილი ყიფიანი"
" ტკბილი ძილი წითურო"
"წითური? საინტერესო ზედმეტსახელი შეგირჩევია, მომწონს პოლიციელო :) დაისენე ახლა, ღამემშვიდობისა!"
გაღიმებული დაჯდა ლეპტოპი გახსნა და თეკლას გვერდზე გადავიდა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი გოგონას, გული იჯერა და მალევე წავიდა დასაძინებლად...

თეკლა დადიანი

ისევ მიიღო შეტყობინება დემეტრესგან, ძალიან გაეცინა. ვერ ითმენდა ნახვა უნდოდა, ის კი არ იცოდა თვალები რომ არ ჰქონდა. ღიმილით განაგრძო პორტრეტის ხატვა. ამჯერად ზუსტად გამოუვიდა ის რაც უნდოდა. ბევრი იშრომა კიდევ ბევრი იყო წინ, შავი სამუშაოები დაასულა და დასაძინებლად წავიდა....
ასე გაგრძელდა ორი კვირა, როდესაც ხელოვნებაში ეფლობოდა იკარგებოდა. რეალობას წყდებოდა ხოლმე, არავის კითხულობდა, აქეთ ურეკავდნენ და ახსენებდნენ რომ უნდა ეჭამა ცოტა დაესვენა და ასე შემდეგ. ახლაც ასე ხდებოდა, ურეკავდა თორნიკე და ატყობინებდა ხოლმე კატუშას და ანას ამბებს, მანჩოს საჭმელი მიჰქონდა ხოლმე და ცოტახნით საქმეს წყვეტდა. მერე ყველა ქრებოდა და რჩებოდა თეკლა თავისი ფუნჯით ხელში. დემეტრეს მას მერე აღარ მიუწერია, არც თვითონ მოუკითხავს. ახლაც ბოლო შტრიხები დაამატა და პორტრეტი მზად იყო. კუთხესი საფირმო ხელწერა დატოვა და შორს დადგა, რომ უფრო შორიდან შეეთვალიერებინა თავისი ნახელავი. ძალიან კმაყოფილი იყო, ანა დახატა, ზუსტად ისეთი როგორსაც თეკილა ხედავდა. ძლიერი ქალი თავშალწაკრული, ნაღვლიანი თვალებით. ზუსტად გამოუვიდა ის თვალები რომელიც ასე უყვარდა, რომელიც ცხოვრების ჟინს უძლიერებდა. კმაყოფილმა დატოვა გასაშრობად და თვითონ აბაზანას მიაშურა მოსაწესრიგებლად. მოწესრიგდა და მაშინვე დედამისთან გაიქცა. კლინიკაში აირბინა და პალატასი გიჟივით შევარდა, საწოლზე წამოწოლილ დედას დაუკოცნა გამხდარი ლოყები.
- უხ როგორ მომენატრე ანა ქალბატონო! როგორ ხარ? ცოტა ფერზე მოსულხარ, უკეთ გამოიყურები.- არც აცადა წამოჯდომა, ეხუტა და ეფერა.
- ჩემო გადარეულო, მაცადე წამოჯდომა!- გაუშვა ხელები და აცადა წამოჯდომა, დედის ხელები თავისაში მოიქცია და დაუკოცნა.
-დე როგორ ხარ?- კიდევ უფრო მზრუნველი ხმით ჰკითხა.
- კარგად ვარ დედას მოუსვენარო! რა ქენი? დახატე?
- დაგხატე დე, იცი რა მაგარი გამოვიდა? გინდა განახო?
- მე დამხატე?
- კი დე! ძალიან ლამაზი ხარ, შენზე კარგი განა ვინ უნდა დამეხატა? შენზე ძლიერი განა ვინ უნდა დამეხატა?
- ჩემო ჩურჩუტო.- ცრემლიანი თვალები დაუკოცნა დედას და მოეხვია, თან პორტრეტისთვის გადაღებვული ფოტო ანახა და მართლაც მოწონება დაიმსახურა ანასგან, იმდენად რეალისტური ნახატი გამოსულიყო, აღფრთოვანებას ვერ მალავდა შვილის შემოქმედებისმიმართ. სანამ დრო ჰქონდა ბევრი ეფერა დედას, გულში იკრავდა. ანაც არ იშურებდა სითბოს და სიყვარულს. უცებ ანამ თმის რეზინები ამოაძვრინა ჯიბიდან და ანას გაუღიმა, ისიც მიუხვდა რა უნდოდა. საწოლის წინ დაჯდა და ანამაც თმები ჩაუწნა.
- ძალიან გიხდება დედას ცქუმტუნა.
- რაო?- გადაიკისკისა თეკლამ, ანას ნაირ ზედმეტსახელს ვერავინ მოუფიქრებდა.
- ცქმუტუნა- აყვა ანაც, შვილს ლოყები დაუკოცნა და ნახვის დროც ამოიწურა. მოწყენილმა დატოვა პალატა და ექიმს მიაშურა, ანას ამბავი ექიმისგანაც უნდა გაეგო, რამდენიმე დღეში ისევ უწევდა ბიოფსია, უნდა ენახათ პროგრესი ჰქონდა თუ არა. სტანდარტულად გაიარეს ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე და ონკოლოგიურიდან წავიდა, თორნიკეს და კატუშას სანახავად. იქ მისულს ერთი ამბავი დახვდა, კატოს ისტერიკები დამართნია და ძლივს დაუმშვიდებიათ, გული მოეწურა თორნიკეს გადაეხვია და მოიკითხა.
- შენ როგორ ხარ თოკო?
- არა მიშავს, კატოს შემხედვარეს საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არ მაქვს.
- უარესადაა ხო?
- კი გუსინ ჩვენება მისცა, ვუთხარი თუ ვერ შეძლებ პრობლემა არაათქო, მაგრამ დაიჟინა და მის მერე უფრო დამზიმდა, ჯერ წუხელ წამოხტა გიჟივიტ, ნუ მეხები ცხოველოო კიოდა მერე როგორღაც დავამშვიდეთ და დილას წამალს ითხოვდა ჭკუიდან იწეოდა, შეპყრობილივით იქცეოდა.- ძმის მოსმენაზე თეკლას გული მოეწურა, ცრემლები მოაწვა, მაგრამ როგორღაც აიძულა თავი არ ეტირა. ახლა ძლიერი უნდა ყოფილიყო კატოსთვის უნდდა ყოფილიყო ძლიერი. კატოსთან შევიდა, ჯერ კიდევ ძილში ტიროდა, გული მოეწურა.
-კატ მე ვარ ჩემო ფერიავ...- ხმა ჩაუწყდა ვერაფერი უთხრა.
- თეკლა...- ამოილუღლუღა გოგონამ, გვერდით მიუწვა და თმაზე დაუწყო ფერება. მალე მიიძინა კატერინამ და თეკლაც ცუმად გავიდა ოთახიდან, ტორნიკე წასულიყო. ამაღამ თეკლა იქნებოდა დასთან და თორნიკე საქმეებს მიხედავდა. საავადმყოფოს ეზოში გავიდა და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა, მუხლები მოიკეცა ნიკაპი ჩამოაყრდნო და ყვითელ ფოთლებს გაუშტერა თვალები. სიცივისგან შეყვითლებული ფოთლები, სევდანარევი გაშიშვლებული ხეები. მაინც რამდენ რამეს ინახავდა ეს ხეები? რამდენის სიკვდილი ჰქონდა ნანახი? რამდენი გამოჯანმრთელებული უნახვათ? როგორც ცოცხალ არსებებს მუდამ ისე უყურებდა მცენარეებსა, სულიერები იყვნენ მისთვის, ოდესღაც კერძო ბინა ჰქონდათ და იქ უამრავი მცენარე ჰყავდა რომლებსაც უვლიდა. ახლა კი აღარც მცენარეები იყო და აღარც კერზო ბინა, აღარც ის უდარდელი თეკლა იყო და აღარც ის ბედნიერებით სავსე დღეები... ახლა სანერვიულო უფრო მეტი ჰქონდა ვიდრე ბედნიერი მომენტები. დედა რომელიც სიკვდილს ებრძოდა და და რომელიც ცხოვრების ჟინს კარგავდა.... ახლა იყო თეკლა, სევდიანი თეკლა, ყველას გვერდით დგომას და გამხიარულებას რომ ცდილობდა, ახლა კი მართლა იმდენი ინერვიულა აქეტ იყო სამკურნალო. გულის ტკივილები დაჩემდა, უძილო ღამეები, ტირილში გატარებული დღეები გარშემო სევდა და ნეგატივი. დედასთან ყოფნა ახარებდა ყველაზე მეტად, ისიც თეკლასნაირი იყო, ძალიან ძლიერი ქალი იყო ყოველთვის და ახლაც ასეთი იყო, ემოციების კონტროლი არ ეშლებოდა, მისგან უდიდეს პოზიტიურ ენერგიას იღებდა თეკლა, ახლაც დედაზე ფიქრი კარგ გუნებაზე აყენებდა, ეს ქალი მართლაც ცხოვრების ჟინს უმძაფრებდა. მთელი წელი ცრემლი არ დაუნახვებია ბავშვებისთვის, სიმსივნეს მედგრად ებრძოდა და დადებითის მეტს არაფერს გასცემდა! თეკლაც მაქსიმალურად ამხნევებდა ხოლმე, კატო და თორნიკეც მუდადმ გვერდით ყავდატ და თეკლას ყველა სიგიჟეს ოვაციებით ხვდებოდნენ. ბოლოს ოპერაციამდე, რომ შენიშნა როგორ დარდობდა დედამისი შუა კლინიკაში პიანინო მიატანინა თორნიკეს, საოპერაციო დერეფანთან დაადგმევინა და რომ შეჰყავდათ დედამისი საოპერაციოდ დედამისის საყვარელ მთვარის სონატას უკრავდა, სანამ ოპერაცია არ დასრულდა თეკლას დაკვრა არ შეუწყვეტავს, რამის კლინიკიდან გაყარეს, მაგრამ ბოლოს დაინდეს. ყველაფერს თვალცრემლიანი იხსენებდა, ბოლოს შესცივდა და პალატაში კატუშასთან დაბრუნდა....

დემეტრე ყიფიანი

ორი კვირა თეკლასგან არანაირი სიახლე არ ყოფილა. ორი კვირა სამუშაოში იყო ჩაფლული, ეკატერინეც მოინახულა და ჩვენება ჩამოართვა, თეკლას ნახვას იმედოვნებდა, მაგრამ არ გამოჩენილა. არც უკითხავს სად იყო, არც მიუწერია. საქმეზე გადაერთო ეჭვმიტანილებიც დააკავა, ორ მსხვერპლს ამოცნობა სთხოვა და მათაც დაუდასტურეს. მოკლედ ბევრი იშრომა და პირობა შეასრულა! ბედნიერი წავიდა კლინიკაში, კატერინასთვის უნდოდა კარგი ამბის პირადად თქმა. იმედოვნებდა თან, რომ თეკლას ახლა მაინც ნახავდა. კლინიკაში შესულს გზად თორნიკე მიეგება.
- ბატონო დემეტრე!- ხელი შეაგება დემეტრემ თორნიკესას.
- სასიხარულო ამბით ვარ თორნიკე, დავიჭირეთ! ყველა დავიჭირეთ, ამ დღეებში სასამართლოც გაიმართება, თავისას მიიღებენ!
- მართლა კარგი ამბით ყოფილხართ, დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის!
- ეკატერინეს ნახვა თუა შესაძლებელი? პირადად მინდა ვუთხრა, თუ წიმააღმდეგი არ ხართ.
- ახლა ალბათ ძინავს, ჩვენების მერე გაუარესდა მისი მდგომარეობა და მეტი დამამშვიდებელი დაჭირდა, მაგრამ რომ გაიღვიძებს დამშვიდებული იქნება, ვფიქრობ შეძლებთ ლაპარაკს. თეკლაც იქაა და წესით ყველაფერი რიგზე იქნება.- დაუნაღვლიანდა ხმა თორნიკეს, კატუშას მდგომარეობის გახსენებისას. პატარა დაზე საშინლად დარდობდა მართალია სამაგალითო ძმა არასდროს ყოფილა, მაგრამ თეკლა და კატერინა სიგიჟემდე რომ უყვარდა განა ეპარებოდა ამაში ეჭვი ვინმეს? დემეტრემ თავი დაუქნია და დაემშვიდობა. თორნიკე წავიდა. დემეტრე უფრო გამხიარულდა, მაშ თეკლაც აქ ყოფილა როგორც იქნა ნახავდა. პალატისკენ წავიდა და კარი ფრთხილად შეაღო, კატერინას თავთან ეჯდა წითური და თითქოს ჩუმად სლუკუნებდა. გული მოეწურა ყიფიანს წითურის ამ მდგომარეობაში დანახვაზე, მაგრამ რომ ახარებდა კარგ ამბავს აუცილებლად გაიხარებდა, შედარებით ამოისუნთქებდა! ოთახში ჩუმად შესვლა უნდოდა, მაგრამ გოგონამ შენიშნა კარებში მდგარი და მაშინვე ცრემლები მოიწმინდა. კარებისკენ წავიდა ხელი ჩაჰკიდა და სირბილით გაიყვანა საავადმყოფოს ეზოში. ცხვირწინ აეტუზა დოინჯი შემოირტყა და კოპები შეუკრა. გაეღიმა დემეტრეს, მათი პირველი შეხვედრა გაახსენდა მაშინვე.
- რა მოხდა წითურო?
- რა მოხდა წითურო?- გააჯავრა გოგონამ, ამაზე ყიფიანს გაეცინა.- ნუ დამცინი! ორი კვირაა არ გამოჩენილხარ ხვდები ხო? ჩემ დასთან რომ იყავი არ უნდა გეთქვა? ან სად იყავი? რატომ არ შემეხმიანე? ანა ხლა რა ქურდივით იპარებოდი პალატაში?- უცებ მიაყარა გაბრაზებულმა, შემდეგ ფეხი ააბაკუნა და დაუცადა პასუხს. მაინც როგორი საყვარელი იყო ახლა ეს პატარა ქალბატონი, დემეტრეს ძალიან მოსწონდა ასეთი ბობაქარი თეკლა, აი რა აკლდა ეს აკლდა, თეკლა აკლდა, ქალბატონი წითური. თავზე ხელი გადაისვა და ამოიოხრა.
- საქმეში ვიყავი თავით გადავარდნილი წითურო, შენ რატომ არ მომწერე? თუ ასე გენატრებოდი...- ეშმაკურად ჩაიღიმა ყიფიანმა, თეკლას კი უცებ თვალები გაუფართოვდა და მუჯლუგუნიც მიიღო ყიფიანმა.
- იდიოტო, გამოცდისთვის ვემზადებოდი რა მექნა? მხატვრობა მარტივია? ახლა რატომ მოხვედი?
-დაასრულე პორტრეტი? უნდა ვნახხო!
- ჩემ მოთმინებას ცდი ყიფიანი? რამ მოგიყვანა აქ?
- ხომ გითხარი ნახატი უნდა ვნახოთქო.- არაფრის დიდებით არ ეუბნებოდა სიმართლეს, ჯერ ამ ბობოქარი თეკლას ყურება არ მობეზრებია, როგორი ბრაზით უყურებდა და უბაკუნებდა ფეხებს. მონატრებია გოგონა.
- მაშინ ტყუილად მოხვედი, წავედი მე რახან არ მეუბნები, შევალ შიგნით....- წასვლა დააპირა, მართლა მიდიოდა, ვეღარ მოიფიქრა დემეტრემ რა ექნა ამიტომ სიმართლე კარებში დააჭია.
- დავიჭირეთ, ყველა დავიჭირეთ.- ზღურბლთან გაშეშდა, იაზრებდა ჯერ რა უთხრა, ვერ მიხვდა.
- რა თქვი?- ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა იკითხა წითურმა.
- ყველა დავიჭირეთ, მალე სასამართლო გაი...- ვეღარ დაასრულა წინადადება, თეკლა გაექანა და ისეთი ჩეხუთა ისე ეხუტებოდა, თითქოს ცდილობდა მის სულს შეხებოდა. გახევებული იდგა ყიფიანი, უნდოდა ჩახუტებითვე ეპასუხა, მაგრამ ვერ ხვევდა ხელებს. ბოლოს როგორღაც მოიკრიბა ძალა და ძლიერად მოხვია თავისი ტორები, ჰაერში გამოკიდებულ გოგონას.
-მადლობა, ახლა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა.- ჩაიბურტყუნა წითურმა და დემეტრემაც იგრძნო როგორ დაუსველა ყელი გოგონას ცრემლებმა, ამაზე კიდევ უფრო ძლიერ მოეხვია პატარა სხეულს.- ასე გამჭყლიტავ!- გაეცინა თეკლას და თავი ამოყო მამაკაცის კისრიდან. თვალებში ჩააშტერდა ისეთი უყურებდა, დემეტრემ იფიქრა მგონი ჩემი დაკარგული სულის პოვნას ცდილობსო. განა იცოდა წითურმა რომ ბიჭს სული დაეკარგა და ვერ პოულობდა...

თეკლა დადიანი

საშინლად ემოციური იყო დღეს, თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ წარამარა ეტირებოდა. პალატაში იჯდა და ჩუმად თავისთვის სლუკუნებდა, როდესაც შენიშნა ყიფიანი როგორ ჩუმად უყურებდა. უცბა ბრაზი მოერია, მერე მონატრებამაც კი გაუელვა. ხელი ჩაავლო და გარეთ გაიყვანა, უამრავი კითხვა მიაყარა სასურველი პასუხი კი ვერა და ვერ მოისმინა, უფრო გაბრაზდა და წამოსვლა დააპირა სასიხარულოდ რომ ახარა ყველა დავიჭირეთო. იმ მომენტში ისეთი ბედნიერი იყო, ვერ იაზრებდა ვერაფერს. გაექანა და ყელზე ჩამოეკიდა ბიჭს, გრძნობდა როგორ ყოყმანობდა ყიფიანი. სუნთქვა შეკრული ელოდა თეკლა როდის მოხვევდა ხელებს და ჩაიკრავდა გულში, ისე უნდოდა ახლა მისი ჩახუტება, არა ამ ამბავმა ნამდვილად ძალიან გააბედნიერა, მაგრამ დემეტრეს ჩახუტება ორგანულად სჭირდებოდა. იმიტომ რომ ის სევდა მაშინვე გაქრა როგორც კი ყიფიაინს ხელი ჩაკიდა, ახლაც მისი ჩახუტება სურდა რომ ეგრძნო მისი სული! როგორც იქნა ყიფიანმა ჩაიკრა გულში და თეკლასაც წასკდა ცრემლები. ბედნიერი იყო, უცებ თავი წამოყო და თვალებში ჩააშტერდა, მის თვალებს სწავლობდა რათა მისი პორტრეტი სრულყოფილებაში მოეყვანა. მის ჭაობისფერ თვალებს უყურებდა, პატარა ხალიც ჰქონია თვალში, თითქოს ცარიელი თვალები ჰქონდა, მაგრამ თეკლას რომ უყურებდა ნაპერწკალი ენთებოდა უბრწყინავდა მუქი მწვანე თვალები. ცდილობდა კარგად დაემახსოვრებინა, მაგრამ დემეტრეს ეტყობოდა უკვე რომ უხერხულად გრძნობდა თავს. საბოლოოდ შეავლო თვალი ყიფიანს და ლოყაზე ნაზად აკოცა, შემდეგ ხელები გაუშვა. დემეტრემაც ძირს დასვა.
- მადლობა ბატონო პოლიციელო! მართლა კარგი ამბავი მითხარი, ახლა ყველაზე მეტად ეგ მჭირდებოდა.
- მიხარია თუ გაგამხიარულე. შევიდეთ შიგნით ცივა და იქნებ ეკატერიემაც გაიღვიძა, ვახაროთ კარგი ამბავი.- თავი დაუქნია, და წინ გაუძღვა ყიფიანს. პალატაში შესულებს კატუშა გამოღვიძებული დახვდათ, წამლებისგან გაბრუებულიყო და უაზროდ აცეცებდა თვალებს. თეკლა გვერდით მიუდგა შუბლზე აკოცა და თმაზე ხელი დაუსვა.
- ჩემო ლამაზო როგორ ხარ?
- შენი აზრით? როგორ ვიქნები მისრულებს ვინმე თხოვნებს კარგად რომ ვიყო?- გამოსცრა გაბრაზებულმა. მოიღუშა თეკლა, უკივე იწყებოდა მისი ორგანიზმი წამალს ითხოვდა.
- კატ, კარგი ამბავი გვაქვს!
- წამალი მიშოვეთ?- გაუბრწყინდა უცებ თვალები, ამის მოსმენაზე თეკლას თვალები აემღვრა, დემეტრე გვერდით ამოუდგა შეშფოთებულ გოგონას, ხელი ჩაკიდა და თვალბით ანიშნა დამშვიდდიო.
-ეკატერინე დავიჭირეთ დამნაშავეები, ისინი ვეღარაფერს დაგიშავებენ!- უთხრა ყიფიანმა, ერთი შეხედვით ყველასათვის სასიხარულო ამბავი, მაგრამ რატომღაც კატერინას სულაც არ გახარებია, ერთი ამბავი აწია, ყვიროდა ახლა წამალს საიდან მომიტანთო, ასე მოვკვდებიო, პანიკაში ჩავარდა. თეკლა დის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ არ აცადა, მასაც უღრიალა ყველაფერი მას დააბრალა, თავისი მდგომარეობაც.
- ნუ მეხები თეკლა, მასე ნუ მიყურებ თითქოს გესმის! შენი ბრალია, ყველაფერი შენი ბრალია, შენ რომ არა ეს არ მოხდებოდა! ნახე ახლა რა მდგომარეობაში ვარ ვინ ვარ საერთოდ თეკლა?!- უყვიროდა დას, თეკლა ხმას ვერ იღებდა, გული მოეწურა რა უნდა ეთქვა იმ დღეს მართლა თეკლამ დაიჩემა წამოდი საშოპინგოდო და აი ახლა პასუხიც მოსთხოვეს. ვერაფერი თქვა ოთახიდან ატირებული გავარდა, ექიმებმაც როგორც იქნა დაამშვიდეს კატერინა და ისევ გათიშვა მოუწიათ. ჰაერზე გაქცეულ თეკლას დემეტრე გაეკიდა, შეეშინდა რამე არ დაემართოსო. ეზოში შეჩერდა თეკლა და ღრმად სუნთქვა დაიწყო, თან თავს ამხნევებდდა.
- თეკლა ახლა არ უნდა დაეცე მიდი დაითვალე... ერთი....ორი..... შენი ბრალია ჯანდაბა თეკლა შენი ბრალია.....სამი...- ვეღარ გააგრძელა უცებ შეეკვრა სუნთქვა და ვეღარ ამოისუნთქა, დემეტრე შეშინებული მივარდა გოგონას, ხელში აიტაცა აფართხალებული და შეშინებული თეკლა და კლინიკაში შეარბენინა. დამამშვიდებელი გაუკეთეს გოგონას და ნელ-ნელა სუნთქვის დარეგულირებაც შეძლო. ცრემლები მოსდიოდა, მაგრამ ვერ გრძნობდა წამლისგან გაბრუებული ვერ ხვდებოდა ვერაფერს, მხოლოდ დემეტრეს შეშინებულ თვალებს ხედავდა. ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა.
- კატუშა როგორაა?
- ძინავს წითურო, შენ როგორ ხარ?
- დამნაშავის კვალობაზე კარგად- მწარედ ჩაეცინა და წამჯდა, დემეტრეც გვერდით მიუჯდა და თავისი ჩამქრალი მწვანე თვალები მიანათა.
- შენ არაფერ შუაში არ ხარ თეკლა! რა იცოდი ასე რომ მოხდებოდა? თავს ნუ იდანაშაულებ, თორემ ხომ ხედავ რა დაგემართა?
- ნუ ზრუნავ ჩემზე, არ დამიმსახურებია! სამსახურში არ მიდიხარ შენ?
- გინდა რომ წავიდე?- უფრო დაუნაღვლიანდა ხმა, არ უნდოდა გოგონას მარტო დატოვება ამ მდგომარეობაში.
- არა, უბრალოდ არ მინდა ჩემ გამო პრობლემები შეგექმნას! მანჩოსთან შეგიძლია წამიყვანო? არ მინდა აქ ყოფნა ცოტახნით მაინც.- მუდარით სავსე თვალები მიანათა დემეტრეს, ბიჭმა თავი გააქნია უარის ნიშნად.
- ექიმმა თქვა რომ ცოტახანს იწვე და დაისვენო ჯობს, მანჩო კი აქ მოვიდეს.
- ვერ მოვა აქ, არ შეიძლება! რთულია ამის ახსნა, ეგ რომ შეეძლოს აქ მარტო არ ვიქნებოდი. გთხოვ დემეტრე წამიყვანე აქ გაჩერება არ მინდა გემუდარები.- ისე სთხოვდა უარი ვერ უთხრა და ექიმისგანაც ნებართვა მოიპოვა. ფრთხილად წამოაყენა გოგონა და შენობა დატოვეს, თეკლამ გზა მიასწავლა, მალე მივიდნენ მანჩოს სახლთან.
- აქ გააჩერე, მადლობა დემეტრე.
- მიგაცილებ ბოლომდე, ჯერ სუსტად იქნები.- არაფერი უთხრა თეკლამ, მანქანიდან გადმვიდნენ და შენობაში შევიდნენ თეკლამ მაშინვე კიბისკენ გაიწია.- კიბეები?
- ხო, ლიფტით არ ვსარგებლობ...- ჩაიბურდღუნა თეკლამ, მაშინვე მიხვდა დემეტრე რომ აზრი არ ჰქონდა ახლა ამაზე დავას, ამიტომ ნელ-ნელა ავიდნენ. - მოვედით, მადლობა. სამსახურში უნდა წახვიდე?
-კი, შენ თავს გაუფრთხილდი იცოდე! ნახატზე კი სხვა დროს ვისაუბროთ.- ნაზად გაუღიმა გოგონას და წასვლა დააპირა, თეკლამ კი გააჩერა.
- დემეტრე, ფრთხილად იარე. მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.- თითის წვერებზე აიწია ლოყაზე აკოცა და ყურთან უჩურჩულა.- მადლობა უღიმღამოვ.
დემეტრეს გაეცინა და კიბეები სირბილით ჩაიარა. თეკლა კი მანჩოს შეუვარდა სახლში, სავარძელში ჩაესვენა და მოუყვა დაქალს ყველაფერი. დემეტრეზეც უამბო, სახლში წასვლა არ უნდოდა, ამიტომ იმ ღამეს მანჩოსთან დარჩა.
- ყავა დავლიოთ მანჩო რა...-უჩუმრისპირად მოამზადა მანჩაომ და გამათბობელს მიუსხდნენ გოგოები.
- ისე ამ სუა ღამეს ყავის დალევა კაი აზრი იყო თეკლა ძალიან, მისმინე შენ ძმას უთხარი აქ რომ რჩები?
- მივწერე, დავიღალე ამდენი ახსნით მანჩ, დავიღალე ძალიან დავიღალე.... ენერგია აღარ შემრჩა, დღესაც ცუდად გავხდი, დემეტრე რომ არა არ ვიცი....
- დემეტრე, ჩემო თეკლა მაგ კაცმა მოგხიბლა? დაისვენე ხოდა ჩემო ფერიავ, მეც ონლაინ ვაგვარებ საქმეებს ამიტომ სახლში ვარ, რამდენი ხანიც მოგინდება დარჩი.
- მადლობა მაჩო, მაგრამ დიდხანს ვერ დავრჩები დედასთანაც ხომ უნდა მივიდე, იქ ხვალ უკვე გამოცდა მაქვს..... იქნებ როგორმე კატერინეც მოვაძლიეროთ, რომ დედასთან წავიყვანოთ და მერე სამკურნალოდ წაიყვანს თორნიკე.- აღარაფერი უთხრა დაქალმა, ისხდნენ ჩუმად და სხვამდნენ ყავას. თეკლა ფიქრებსი გაერთო დემეტრეზე ფიქრობდა, როგორ ზრუნავდად მასზე... ტელეფონი მოიმარჯვა და მისი ნომერი მოიძია.
" სამსახურში პრობლემები ხომ არ შეგექმნა?"
" შენ გამო პრობლემები როგორ უნდა შემქმნოდა? ყველაფერი რიგზეა მალე სახლში წავალ! თავს როგორ გრძნობ?"
" უკეთესადაც ვყოფილვარ, მიხარია. ჭამე?"
" არა, ჩემზე ზრუნავ წითურო? :)"
" თავისით."
" ნახატზე რას შვრები? როდის მანახებ?"
" პორტრეტია ეგ :) ბოლომდე არ დამისრულებია, მალე განახებ გპირდები!"
" სიტყვაზე გიჭერ წითურო"
გაღიმებულმა გადადო ტელეფონი, ეს მანჩოს არ გამოპარვია.
- რაო დემეტრემ?
- შემთხვევით დავხატე და აინტერესებს, ჯერ ბოლომდე არ დამისრულებია მალე ვანახებ.
- აი ეს მესმის უკვეე, ჩემი გოგო შემთხვევით უცხო მამაკაცს ხატავს. როგორც ჩანს ძალიან მოგეწონა.- ჩაიხითხითა მანჩომ და თეკლამაც არ დააყოვნა უჩმიტა. ხმა აღა ამოუღია, დაქალის სიტყვებზე ჩაფიქრდა. მართლაც ასეიყო, დემეტრე ყიფიანმა დააინტერესა, ფიქრებში ჩაძირულმა შემთხვევით დემეტრეს სახე დახატა, განა ასე მარტივია სწორად შექმნა ადამიანის კონტურები? მითუმეტეს თუ ადამიანს რამდენიმე საათია რაც იცნობ. თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ ამ ადამიანის თვალები და სული იტაცებდა. სევდიანი და გულჩათხრობილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. მასთან დაახლოების სურვილი გაუჩნდა, მის ცარიელ თვალებს რომ გადააწყდა, მაშინ მიხვდა რომ ეს თვალები ბევრს მალავდა. მისი საიდუმლოების გაგება მოუნდა, მის გვერდით ყოფნა მისი სევდის გაზიარება. ორი სევდიანი ადამიანი, ერთმანეთს გაუზიარებდნენ თავაანთ წუხილს და ბოლოს ერთმანეთს გააფერადებდნენ. თავის ფიქრებზე გაეღიმა, მეგობართან ერთად ადგა და საძინებელში გადაინაცვლა, დაქალზე მიკრულს მიეძინა...

დემეტრე ყიფიანი


თეკლას დატოვების შემდეგ შინ მივიდა, ვისკი დაისხა და აივანზე დაჯდა. ერთის მხრივ ჩვეულებრივი რუტინა იყო, მაგრამ რაღაც მაინც შეცვლილა, სასმელი დაისხა ყავის მაგივრად და თეკლაზე დაიწყო ფიქრი, არა მშობლების მოძებნაზე, არამედ თეკლაზე. ყველგან წითური იყო, ყველგან დადიანს ხედავდა. საავადმყოფოს ეზოში ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა თავზარდაცემული იყო, ჯერ კიდევ აგონიაში იყო. ძალიან განერვიულდა ამ პატარა გოგოზე, რამხელა გული ჰქონია, რამდენ ემოციას იტევდა და ებრძოდა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ მოერია და ამ დონემდე მივიდა. გული მოუკვდა რომ გაახსენდა დამფრთხალი შავი თვალები, აცრემლებული..... და მერე გაგუდვამდე მისული გაფართობული თვალები..... ძალიან უნდოდა თეკლას დაცვა, მის გვერდით ყოფნა. მან გული დაანახა, როგორღაც გული დაანახა. დემეტრეც ვერ ხვდება რანაირად, უბრალოდ ამ გოგოს თვალებსი ისეთ სევდას ხედავდა, აქამდე რომ არ ენახა... მისი სევდა სხვა იყო, მაგრამ უნდოდა მათი გაზიარება წითურისთვის, ძალიან უნდოდა. ის კი არ იცოდა, როგორ მიიღებდა? შეძლებდა კი მაინც მასთან ურთიერთობას? ერთი გვარიანად ამოიოხრა, ჭიქა გამოცალა და დამღლელი დღის შემდეგ ტკბილადაც მიიძინა....




ესეც ახალი თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ, მადლობა თბილი კომენტარებისთვის <3 ველოდები ახლაც სულმოუთმენლად თქვენს შეფასებებს



№1 სტუმარი Lela

გაგრძელებას ველოდები

 


№2  offline მოდერი ჰოლანდიელი

ძვირფასო ავტორო.
ჯანსაღი კრიტიკა ჩემგან.
ჩემი რჩევა, სანამ გამოაქვეყნებ ტექსტს, მინიმუმ ერთხელ მაინც გადაავლე თვალი. ბევრი წინადადება გაუმართავია. ბევრი იკითხე და ამას დახვეწ. თუმცა გაუმართლებლად მეჩვენება სიტყვებში ასოების ჩაყლაპვა, ან ზედმეტობა. დამიჯერე ეს მკითხველის უპატივცემულობაა, როცა ერთხელაც არ გაადავლებ თვალს შენს დაწერილს.
ეს იმ სიტყვების ნაწილია რაც მხოლოდ ერთ თავში ვნახე:

ქყავა წრუპუა
თავიაანთ
ამ მესამე სკი
უმცროსი დაა
აქ (აქვს)
ამკირძალა
შეჩმა
ჰოპმერე
დღსაც
ცვენც
აღარაფეი
შემიზლია
პალატასი
გუსინ
დამზიმდა
გიჟივიტ
კიოდა
უნდდა
კერზო
დაჩემდა
აქეტ
მუდადმ
ყავდატ
ეკატერიემაც

უჩუმრისპირად მოამზადა მანჩაომ (ეს საერთოდ ვერ გავიგე, უჩუმრისპირად რას ნიშნავს :დ)
ზოგადად დიალოგებში, რა თქმა უნდა შეიძლება, ერთი პერსონაჟი მეორეს მიმართავდეს შემოკლებული სახელით, ან მოფერებითი, ან შეცვლილი სახელით, მაგრამ ავტორიც რომ ასე მოისხენიებს, მანჩო, კატუშა, რა უბედურებაა ვერ ვხდები

 


№3  offline წევრი amanim

ჰოლანდიელი
ძვირფასო ავტორო.
ჯანსაღი კრიტიკა ჩემგან.
ჩემი რჩევა, სანამ გამოაქვეყნებ ტექსტს, მინიმუმ ერთხელ მაინც გადაავლე თვალი. ბევრი წინადადება გაუმართავია. ბევრი იკითხე და ამას დახვეწ. თუმცა გაუმართლებლად მეჩვენება სიტყვებში ასოების ჩაყლაპვა, ან ზედმეტობა. დამიჯერე ეს მკითხველის უპატივცემულობაა, როცა ერთხელაც არ გაადავლებ თვალს შენს დაწერილს.
ეს იმ სიტყვების ნაწილია რაც მხოლოდ ერთ თავში ვნახე:

ქყავა წრუპუა
თავიაანთ
ამ მესამე სკი
უმცროსი დაა
აქ (აქვს)
ამკირძალა
შეჩმა
ჰოპმერე
დღსაც
ცვენც
აღარაფეი
შემიზლია
პალატასი
გუსინ
დამზიმდა
გიჟივიტ
კიოდა
უნდდა
კერზო
დაჩემდა
აქეტ
მუდადმ
ყავდატ
ეკატერიემაც

უჩუმრისპირად მოამზადა მანჩაომ (ეს საერთოდ ვერ გავიგე, უჩუმრისპირად რას ნიშნავს :დ)
ზოგადად დიალოგებში, რა თქმა უნდა შეიძლება, ერთი პერსონაჟი მეორეს მიმართავდეს შემოკლებული სახელით, ან მოფერებითი, ან შეცვლილი სახელით, მაგრამ ავტორიც რომ ასე მოისხენიებს, მანჩო, კატუშა, რა უბედურებაა ვერ ვხდები



უპირველეს ყოვლისა მადლობა რომ წაიკითხეთ და შეცდომებსაც გავუთვალისწინებ, მეორეს მზრივ ყველა ავტორს თავისი წერის სტილი აქვს და პერსონაჟს მანჩო ჰქვი არა მამანა, შესაბამისად რაც დავარქვი ისე მოვიზსენიენ ცუდს ამაში ვერაფწრს ვხედავ. პ.ს. რაც შეეხება უჩუმრისპირად მოამზადა ნიშნავს ხმის ამოუღებლად, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე. სხვა დანარჩემს რაც შეეხება კიდევ წრთხელ განვმეორდები რომ მიღებულია შენიშვნა <3

 


№4  offline მოდერი ჰოლანდიელი

მადლობა რომ სწორად მიიღე კრიტიკა : ) ვიცი ცოტათი გეწყინა მაგრამ დამიჯერე გამოგადგება შემდეგი თავებისთვის.
იმედი მაქვს შემდეგ თავებში ამდენი შეცდომა არ იქნება, თუმცა შენი გაცემული პასუხის ტექსტშიც იგივე შეცდომებია :)
ჰქვი
გავუთვალისწინებ
მზრივ
მოვიზსენიენ
ვერაფწრს
წრთხელ

 


№5 სტუმარი Lela

ამ ისტოროას აღარ აგრძელებ?

 


№6  offline წევრი amanim

Lela
ამ ისტოროას აღარ აგრძელებ?


კი კი, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი დავკარგე და ვერ შევძელი დაწერა, ამ დღეებში აუცილებლად დავასრულებ ახალ თავს და დავდებ! მაპატიეთ დაგვიანებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent