შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 2 თავი

23-10-2023, 03:49
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 963

ცოტა ხნით ქუჩაში უაზროდ ვიბოდიალე, მინდოდა სახლში მისვლამდე ოდნავ მაინც დავმშვიდებულიყავი, მაგრამ გეგამ ისევ დამირეკა და სახლში მისვლა მომთხოვა, ამიტომ მაშინვე მეტროში ჩავედი. უცნაურია, მაგრამ თავი მაშინვე უკეთ ვიგრძენი, რადგან მომეჩვენა, რომ იქ ყველა ჩემსავით უცნაური, უსახური და სევდიანი იყო. სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა ეს ყველაფერი მაგრამ სასიამოვნო იყო იმის შეგრძნება რომ სწორედ იქ ვიყავი სადაც ჩემი ადგილია. ზოგადად იმ ბნელ, ცივ, უგრძნობ, უემოციო, მარტოსულ და ჩემთვის უცნობ ადამიანებთან ბევრად მეტ საერთოს ვნახულობდი ხოლმე სიტყვის უთქმელად ამ რამდენიმე წუთში ვიდრე საკუთარ ოჯახის წევრებთან, ამიტომაც მიყვარდა მეტროთი სიარული. ,,ახლეტელის თეატრი" ჩამესმა სადღაც შორიდან... ამ ორი საშინელი სიტყვა რეალობაში დამაბრუნება. მძიმედ ავდექი სკამიდან ხალხის ნაკადთან ერთად გავედი მატარებლის ბოლო ვაგონიდან. სახლში შესვლისთანავე გეგამ ფული და სიგარეტი გამომართვა.
-ეს არ მეყოფა-მხოლოდ ეს მითხრა აჩქარებით და მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო. ფსიქოლოგთან ვიზიტზე არაფერი უკითხავს ჩემით არც კი დაინტერესებულა.
-ბარათზე რაც იყო სულ გამოვიტანე-გულგრილად ვუთხარი და ფული გავუწოდე
-მაგდენი არ მინდა-უემოციო ტონით მითხრა და თვალებში ჩამაცქერდა- 50 მეყოფა- არაფერი ვუპასუხე ფული მივეცი და არეული ოთახი სევდიანად მოვათვალიერე-რამდენი გამოიტანე?-გეგას ხმამ გონს მომიყვანა
-200
-სულ ეგ დარჩა ჩემი ხელფასიდან?-შეიცხადა
-კი
-არაუშავს თუ რამე დედაჩემს გამოვართმევ- დამამშვიდა და სახლიდან ისე წავიდა არც კი დამშვიდობებია. ცრემლები მომერია, მაგრამ თავს უფლება არ მივეცი რომ გეგა ბენდელიანის გამო კიდევ ერთხელ მეტირა.
-დედიკო-ნიცას ხმამ გონს მომიყვანა. გამეღიმა დავიხარე და გულში ჩავიკარი აივნის ღია კარიდან ჩემსკენ გამოქცეული პატარა-ძალიან მომენატრე-მითხრა მოწყენილი სახით და სახეზე მომეფერა საღებავებით მოთხუპნული თითებით
-მეც ძალიან მომენატრე ჩემო პატარა- ვუთხრი ღიმილით და სააბაზანო ოთახში წავიყვანე ხელების დასაბანად
-ჯერ არ დამიმთავრებია ხატვა-მითხრა უკმაყოფილო ტონით და ხელი ჩამკიდა
-რას ხატავ დედიკო?-ვკითხე ინტერესით
-შენ-შემომცინა და აივანზე გამიყვანა. ხატვა განაგრძო. მის გვერდით დავჯექი მაგიდასთან და ძლივს ვიკავებდი თავს რომ არ გამცინებოდა, ისე სასაცილოდ და საყვარლად მხატავდა. მალევე გამიფუჭდა ხასიათი, რადგან სახლში შემოსვლისთანავე მკაცრი ტონით მკითხა ქ-მა სოფიკომ:
-გეგა სადაა? ვურეკავ და არ მპასუხობს
-არ ვიცი
-არ კითხე სად მიდიოდა?- ხმა დაეძაბა
-არა!
-როდის წავიდა?-განაგრძო ჩემი დაკითხვა
-ცოტა ხნის წინ
-მარტო წავიდა თუ რეზისთან ერთად?
-წარმოდგენა არ მაქვს- ვუთხარი გულგრილად და ნიცასთან ერთად მშვიდად განვაგრძე გაფერადება.
-რა თქმა უნდა არ გეცოდინება-ცინიკური ტონით მითხრა სამზარეულოში შევიდა. არაფერი ვუპასუხე. მასთან ჭიდილს აზრი არ ჰქონდა. გვიან ღამით ძლივს დავაძინე ნიცა. არაფერით მომყვებოდა საძინებელში. სანამ ქ-მა სოფიკომ არ დაიფრინა გაგიჟებული ბიძა-ძმიშვილი მანამდე ვერც მთვრალი ვაჩე და ვერც აჟიტირებული ნიცა ვერ დავითანხმე
დაძინებაზე.
-გეგას არ დაურეკია არა?-სევდიანი ხმით მკითხა სოფიკომ როცა მისაღებში გავედი ტელევიზორის საყურებლად რადგან ძილი არ მეკარებოდა, ჩემი საყვარელი საიტები კი გათიშული იყო გაურკევევლი ვადით ან სამუდამოდ და შესაბამისად სასურველი ფილმის ყურებას ვერ შევძლებდი დროის გასაყვანად.
-არა, დავურეკავ-ვუთხარი თანაგრძნობით და ტელეფონს ხელი წამოვავლე
-გათიშული აქვს-დაღლილი ხმით მიპასუხადა ყავა მოსვა
-ვაჩემ დაიძინა?
-არა, გარეთ დაბოდიალობს-ცივად მითხრა და ოთახში შეიკეტა. მეცოდებოდა! როგორც ქალი! მაგრამ როგორც დედა არა! რადგან ის ამ ყველაფერს საკუთარი შვილებისგან იმსახურებდა!
-დაიძინა ბიძიას პრინცესამ?-სახლში შემოსვლისთანავე მკითხა ვაჩემ
-ძლივს-გავუღიმე და ტელევიზორი ჩავრთე
-ქ-ნი სოფიკო სადაა? მანაც დაიძინა?
-ოთახში შევიდა მაგრამ არ მგონია ეძინოს
-რა დააძინებს მაშინ როცა მისი ერთადერთი და საყვარელი შვილი სახლში არა
-ასე რატომ ამბობ? დედაშენს ორივე ძალიან უყვარხართ
-კი როგორ არა-ცინიკური ტონით მითხრა ვაჩემ და კიბეზე ბარბაცით ავიდა. მარტო ყოფნა და ტელევიზორის ყურება მალევე მომბეზრდა ამიტომ ოთახში ავედი და დაძინება ვცადე. იმის მიუხედავად რომ ჩემთვის სულ ერთი იყო სად და ვისთან ერთად იყო ამ ღამამეს გეგა მაინც მოსვენება მქონდა დაკარგული. არ ვიცი როდის მაგრამ ჩამეძინა. ხმაურმა გამაღვიძა.
-როდის მოხვედი?-გაბრუებულმა ვკითხე გეგას როცა ჩემს გვერდით დაწვა და ზურგს უკნიდან ჩამეხუტა
-ახლახანს
-სად იყავი მთელი ღამე?-ინსტიქტურად ვკითხე, ინტერესის გარეშე
-აქამდე რომ დაინტერესებულიყავი გეტყოდი ... ახლა რა აზრი აქვს რომ გითხრა?!
-დედაშენმა იცის რომ მოხვედი?
-იცის-გამომწვევი ტონით ჩამჩურჩულა ყურს უკან და მაისურის ქვეშ თავხედურად შემიცურა ცივი თითები
-თავი დამანებე-ხმა გავიმკაცრე და მისი ხელის მოშორება ვცადე
-მინდიხარ- მითხრა ვნება მორეული ხმით და შიშველ მხარზე მომაწება ცხელი ტუჩები. უსიამოდ გამაჟრჟოლა.
-გეყოფა
-რა მეყოფა?!-აგრესიული ტონით მკითხა, უეცრად ყურს დაბლა მაკოცა და ნელ-ნელა კი მკერდისკენ ჩააცურა მწველი ტუჩები. ახლა ამ წამს მისი არსებობაც კი მაღიზიანებდა არათუ შეხება, მაგრამ...არვიცი როდის, ან როგორ მივედით აქამდე, რატომ ვიქეცით ერთმანეთისთვის ორ, სრულიად უცხო ადამიანად მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ ამ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ გეგა არ იყო. თუმცა უნდა ვაღიარო რომ ძალიან გვიან გავიაზრე ეს. იმდენად გვიან რომ უკვე აზრი აღარაფერს ქონდა.
.....
-,,ამ ცხოვრებაში ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს" მეზიზღება ეს ფრაზა
-ფიქრობთ რომ ასეთ ცხოვრებას არ იმსახურებთ?-ინტერესით მკითხა ჩემმა უგონოდ სიმპათიურმა და ზედმატად ახალგაზრდა ფსიქოლოგმა
-არა-ვუთხარი გულწრფელად- მე ყველაფერს ვაკეთებდი ჩვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის... მაგრამ მაინც ისე მოხდა რომ ზუსტად ისეთი საშინელი, ამაზრზენი და გულისამრევი ოჯახი შევქმენი როგორიც ჩემს მშობლებს ქონდათ- ამ დროს ხმა ჩამიწყდა
-თქვენს მშობლებს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ?
-მამა სვამდა... თითქმის ყოველდღე მთვრალი მოდოდა სახლში, არაერთხელ შეხებია ხელით დედაჩემს... ერთმანეთი უზომოდ, უსაზღვროდ სძულდათ... მე კი ჩემი თავი მძულდა
-აქამდე მამა არასდროს გიხსენებიათ, რა დაემართა მამას?
-მოკვდა
-რა იგრძენით?
-არაფერი... საერთოდ არაფერი მიგრძვნია მის მიმართ, არც სინანაული და არც სიბრალური
-ახლა რა გრძნობთ?
-ზიზღს!
-თქვენს მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?
-ნეიტრალური... მთელი მისი აგრესია და ზიზღი მხოლოდ დედაჩემზე იყო მიმართული... მნიშვნელობა არ ჰქონდა მთვრალი იყო თუ ფხიზელი, ორივე შემთხევაში მხოლოდ დედაჩემისთვის იყო საშიში იყო.
-თქვენთვის მისაღები და გასაგები იყო ის მიზეზები რის გამოც დედა ასეთ ტოქსიკურ ურთიერთობაში დარჩენას ამჯობინებდა?
-დიახ! რადგან დედაჩემს წასასვლელი არ ჰქონდა.
წარსულზე საუბარმა იმდენად ამაფორიაქა, რომ სახლში წამოსვლა მოვისურვე მალევე, მაგრამ სეანსის დროზე ადრე დასრულებაზე უარი განმიცხადა ჩემმა ზე სიმპათიურმა ფსიქოლოგმა და ყველაზე მტკივნეული კითხვა დამისვა
-რატომ თქვით რომ თქვენც ზუსტად იგივენაირი ოჯახი შექმენით როგორიც თქვენმა მშობლებმა?
-მამაჩემს და დედაჩემს ერთმანეთი სძულდათ. მამა გამუდმებით ამცირებდა დედას, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ყოველდღე მის ყვირილში ვიღვიძებდით და ვიძინებდით. გარდა ამისა ფინანსურადაც ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ამის მიუხედავად მამა დედას უფლებას არ აძლევდა რომ ემუშავა... თუმცა-ამ დროს გამეცინა-შეეძლო ჩვენს ვენახში დღე და ღამე ემუშავებინა....მამა არაფერის უფლებას არ აძლევდა დედას... ყველაფერს უკრძალავდა, მაკიაჟს, თმის შეღებვას, მანიკურის წასმას... სერიალების ყურებას, როცა დაინახავდა რომ საქმისგან დაღლილი დედაჩემი სკამზე ჯდებოდა ეჩხუბებოდა ადექი საქმე გააკეთეო. დედაც მორჩილად დგებოდა და იმას აკეთებდა რასაც მამაჩემი უბრძანებდა. ამ ყველაფერის მიუხედავად მამაჩემი მაინც მუდამ გაღიზიანებული და უკმაყოფილო იყო მისით- ამ დროს ხმა ჩამიწყდა- ისინი არასდროს ჩახუტებიან ერთმანეთს, არასდროს უკოცნიათ ერთმანეთისთვის, არასდროს გაუმეტებიათ ერთმანეთისთვის თბილი სიტყვები. მე ზიზღში და სიძულვილში ვიზრდებოდი... არ ვიცოდი არაფერი სიყვარულზე, ვნებებზე, გრძნობებზე, ურთიერთგაგებაზე, პატივისცემაზე, გესმით? წარმოდგენა არ მქონდა ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობებზე...მხოლოდ ახლა გავიაზრე ამდენწლიანი ქორწინების მერე რომ თუ ქალს კაცი არ ურტყავს ის მაინც შეიძლება უბედური იყოს... ადრე მეგონა რომ ყველა ქალს ვისაც ქმარი არ ურტყავს და ოდნავ ნორმალურად ექცეოდა ბედნიერიერი იყო...მაგრამ ახლ მივხვდი რომ მხოლოდ ნორმალური მოქცევა არ კმარა ბადნიერებისთვის, რომ თურმე ვნებები გრძნობები და სიყვარულიც საჭიროა ნორმალური ცოლ-ქმრული ურთიერთობისთვის, რომ მხოლოდ ქალს არ აქვს ვალდებულებები ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის...
-ფიქრობთ რომ უკვე ძალიან გვიან, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენი არჩევანი და ჩვენი ქმედებები განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს ასე რომ ნუ შეგეშინდებათ აწმყოსი რომელიც ახლა უმართავია.

№1 სტუმარი სტუმარი Soraya

გამიხარდა რომ დაბრუნდი. რაც შეეხება ისტორიას, ვფიქრობ რომ ეს ისტორია ყველა იმ ქალის ხმა არის, რომელიც ზუსტად ისეთ მდგომარეობაში არიან როგორც ჩვენი მთავარი პერსონაჟი.
ქალბატონი სოფიკო მათიზიანებს, კითხვისას არაერთხელ შევამკე სიტყვებით, რომელსაც აქ ვერ და არ დავწერ. ჩვენი სოფიკო ტიპიური დედამთილია რომელიც რაღა თქმა უნდა გიჟდება თავის შვილზე, რომელიც ერთი ყველაფერზე ხელ აღებული ტიპია, რომელმაც ქუჩის გარდა არაფერი იცის. ამაზრზენია ასეთი კაცები. ვაჩემ ოდნავ კარგი ემოციები დამიტოვა, სევდაც...ერთი რამ მინდა ვთქვა, ვიცი ამას შეიძლება რამე მოჰყვეს თუმცა, ხანდახანრ მესმის ასეთი ქალების, რომელიც რჩება და რჩება უბედურ ცხოვრებაში, რამე თუ გინდა, მართლა თუ გინდა იმისთვის ყველაფერს გააკეთებ, ყველაფერს აფსოლუტურად! ამას ვამბობ იმ ადამინებზე დაყრდნობით რომელსაც მე შევხვედრილვარ, აი ზუსტად იმ ქალებს, რომელსაც წასასვლელი არსად ჰქონდათ და ამიტომ "ოჯახის შენარჩუნებას" ცდილობდნენ, მათგან ახლა ძლიერი და მიწაზე მყარად მდგომი ქალბატონები დადგა, ამიტომ ჩემთვის ხანდახან ფარსია ხოლმე ეს სიტყვები "წასასვლელი არ მაქვს" ან "ბავშვის გამო" ვიცი ამ მიზეზსაც ახსენებ სადმე, გული მიგრძნობს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ჩემი აზრით ბავშვისთვის უბედური ოჯახის ყურებას განცალკევებული ოჯახი ჯობია რადგან ის უბედური, დასევდიანებული ოჯახი, ოჯახი არ არის, ოჯახი სულ სხვა რამეა, ეს სიტყვა მხოლოდ დედ-მამის და შვილის ერთად ყოფნას არ მოიცავს მას ბევრი რამ სჭირდება, ამიტომ მჯერა რომ ისიც შეძლებს იყოს ბედნიერი, და გული მიგრძნობს ამ ბედნიერებას გეგა შეუშლის ხელს. ისე ეს "ზე სიმპათიური" ფსიქოლოგი ნეტავ იქნება ამ ბედნიერებაში?:)))
წარმატებები!

№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესო ისტორიაა ნაცნობი პრობლემებით. ველით გაგრძელებას

№3 სტუმარი ელა1

ნიაკო როგორც ყოველთვის ძალიან კარგი თავი არის ,ეს ისტორია ყველას ქალს ეხება დღევანდელ ცხოვრებაში ვინც ოჯახის ძალადობის მსხვერპლია მევთლი რო ქალმა არ უნდა დარჩეს ისეთ ოჯახში სადაც ქმარი ცოლზე ძალადობს და პატივს არ ცემს.რაც შეეხება ჩვენ პერსონაჟს ძალიან რთული ცხოვრება აქვს გავლილი ბავშვობაში და სწორედ ასეთი გოგოები ან ქალები ქმნიან ოჯახებს ნაადრევად ან გარბიან მშობლიური სახლიდან და გონიათ რომ გათხოვება გამოსავალია.

№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Soraya

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი ნანა
ძალიან საინტერესო ისტორიაა ნაცნობი პრობლემებით. ველით გაგრძელებას

❤️❤️❤️❤️❤️❤️

ელა1
ნიაკო როგორც ყოველთვის ძალიან კარგი თავი არის ,ეს ისტორია ყველას ქალს ეხება დღევანდელ ცხოვრებაში ვინც ოჯახის ძალადობის მსხვერპლია მევთლი რო ქალმა არ უნდა დარჩეს ისეთ ოჯახში სადაც ქმარი ცოლზე ძალადობს და პატივს არ ცემს.რაც შეეხება ჩვენ პერსონაჟს ძალიან რთული ცხოვრება აქვს გავლილი ბავშვობაში და სწორედ ასეთი გოგოები ან ქალები ქმნიან ოჯახებს ნაადრევად ან გარბიან მშობლიური სახლიდან და გონიათ რომ გათხოვება გამოსავალია.

სამწუხაროდ ასეა ელა, გოგონები ძალიან გვიან ხვდებიან რომ ნაადრევი ან ნაჩქარები ქორწინება, მათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი და საშინელი შეცდომაა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent