შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (თავი მეცხრე)


30-10-2023, 01:09
ავტორი Holly_Holly
ნანახია 1 700

- რა? მითხარი პატარავ! მომიახლოდა ჩემი ხელები მის ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა , ვეღარ გავუძელი მის მზერას,ვიძირებოდი მის თვალებში,მისი სუნი,მისი ხმა პიკზე მივყავდი, თითები მის ოდნავ წამოზრდილ წვერს შევახე და ჩვენ შორის მანძილი დავფარე კოცნით..
- მაგიჟებ ანუშკი! - ხელი მომხვია წელზე და უფრო მიმაკრო მის სხეულს,გავუღიმე და მის ტუჩებს მოვწყდი
- სულ ასეთი თბილი რო იყო არა? - ჩამჩურჩულა და ცხვირის წვერი მომადო ყელზე, სახე დავმანჭე და მისი ხელებიდან განვთავისუფლდი
- ეხლა რაღა მოხდა? ვერ ვიგებ ტო წამებში იცვლები - სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარა გამოაღო
- არაფერი,გვიანია წადი
- მეკაიფები?
- არა ირაკლი წადი , შეცდომააა ჩვენი ერთად ყოფნა გესმის? არ გამომივა შენ გვერდით ყოფნა,რადიკალურად განსხვავებულები ვართ
- შენ გოგო უბერავ ხო?
- ნუ ყვირი
- რას მაჭედინებ? ამიხსენი რატო რა გვიშლის ხელს? გამაგებინე!
- ვიცი როგორიც ხარ ირაკლი , ყველაფერი ვიცი , თემურს უნდოდა სწორ გზაზე დაეყენებინე ამდენი წელი და ჩემთან იმიტო გამოგიშვა , საზღვარგარეთაც იმიტო გაგიშვეს რომ ამ მაფიოზური საქმეებისგან შორს ყოფილიყავი , მაგრამ იქაც დააშავე, რატო ცდილობ შეინიღბო და დამიმალო შენი ქუჩური და ვითომ კაი ტიპობის შესახებ? რამდენ ადამიანს გაუმწარე ცხოვრება? მეც გინდა რო გამამწარო? რატო მიყენებ იარაღად ირაკლი , რატო ცდილობ თავი შემაყვარო და ისევე მიმატოვო როგორც სხვებთან შვებოდი , არ გენდობი გესმის? ვერ გენდობი, რაღაც თურქულ სერიალში ამოვყავი თავი მგონია , ჯობია ვარდისფერი სათვალე მოვიხსნა და რეალურად შემოგხედო, ვერ ვიქნები შენნაირ ადამიანთან ვერა! დიდიხანი მისმენდა,მიყურებდა,მის რეაქციებს მიმიკებში ამჟღავნებდა.
- მორჩი? - სიგარეტი საფერფლეს მიასრისა და კარებისკენ დაიძრა
- კი მოვრჩი
- ხარაშო - თავი გააქნია და კარი მიიჯახუნა
კუთხეში ჩავიკეცე და ავქვითინდი, ასე ცუდად თავი დიდიხანი არ მიგვრძნია , მინდოდა მეყვირა ისე რომ არავის გაეგო ჩემი ხმა კედლების გარდა,მინდოდა უხილავი ვყოფილვიყავი რომ არავის დავენახე ასეთი საცოდავი, არმინდოდა ვინმეს შევცოდებოდი და ისეთი ქალი ვყოფილვიყავი , რომელსაც კაცებში საერთოდ არ უმართლებს.
ვხვდებოდი რომ მიყვარდებოდა ეს ადამიანი, ერთია გიყვარდეს და მეორე შეძლებ მასთან მთელი ცხოვრების გატარებას თუ არა? შეძლებ ისეთ ადამიანთან ყოფნას ვისთანაც რაღაც პრიორიტეტების გამო განზე გაგწევს? ირაკლის თუ ვუყვარდი და ნამდვილი იყო მისი გრძნობები ასე უნდა დავეტოვებინე და დაემთავრებინა? აეხსნა რომ ასე არ იყო ყველაფერი და სხვანაირად გავიგე მასზე ყველაფერი,ეთქვა რომ შეცვლიდა ცოტა რაღაცას მაინც ჩემ გამო, მეორე მხრივ პრინციპული და ამაყი კაცია, იქნებ დაამცირა ჩემმა სიტყვებმა? იქნებ არასწორად გამოვხატე სიმართლე რაც მაწუხებდა ამდენ ხანში, ალბათ ფიქრობს თუ შევუყვარდები ისეთი შევუყვარდები როგორიც არის , გავგიჟდები , ვაფრენ მგონია, მიყრუებულ კედლებში ყველაფერზე ფიქრით გავაფრენ, ძალიან ბევრს ვფიქრობ შეიძლება? 15 წლის რომ ვყოფილვიყავი მომეწონებოდა ეს ყველაფერი,მისი ტიპაჟი,საქციელი,კუდში დევნა,ხვეწნა მაგრამ არ ვარ ის ბავშვი ვისაც შეეძლება ამდენის ატანა.. ამდენი თვე გავიდა და იქნებ დაიღალა ამდენი ხვეწნით? ვერ ვიგებ რა კუთხით შევხედო ყველაფერს,თავს ვიდანაშაულებ,მაგრამ სხვა ჩემ ადგილას რას იზავდა? მისცემდა თავს უფლებას ისეთი ადამიანი შეეყვარებინა როგორიც დადიანია?
ამბობენ, როდესაც ნამდვილად გიყვარს, დაზუსტებით ვერ უპასუხებ კითხვებს რატომ გიყვარს ეს ადამიანი და არა სხვა?
სიყვარული უცნაურია. საკმარისია, ჩამოჯდე და ყველა იმ მიზეზის ჩამოთვლა დაიწყო, თუ რატომ გიყვარს, მიხვდები, რომ ფაქტობრივად, მასში ყველაფერი გიყვარს! მისი ხმა, მისი თვალები, მისი სიცილი.. მე მიყვარდება იმიტომ რომ მასავით არავის ვუყვარვარ! მარტო ის მიმტკიცებს, რომ ვუყვარვარ და სხვებთან შედარებით მე მისი უფრო მჯერა..
ძალიან უცნაური ნაცრისფერი დილა გათენდა, თვალები ტირილისგან დაპატარავებული მქონდა,მაკიაჟით შევისწორე,თმა კოსად შევიკარი, ჯინსის შარვალი და შავი როლინგი ჩავიცვი, დუტის კურტკა მოვიცვი და გარეთ გავედი..
კარზე დიდხანს კაკუნის შემდეგ როგორც იქნა მამაჩემმა გამიღო კარი
- ჩემი პრინცესა მოვიდა - ხელები გამიშალა ზურამ , ჩავეხუტე ძლიერ და სახლში შევედი
- დედა სადაა?
- აქვარ დე - საძინებლიდან გამოვიდა გვანცა და შუბლზე მაკოცა
- მოკლედ გადავწყვიტე ტაიმ აუტი ავიღო და ცოტახნით განვერიდო ყველაფერს , ბილეთი ვიყიდე და საღამოს მივფრინავ
- რა მოხდა დე? - ხელი მომისვა თავზე და მის მხარს მიმაკრო გვანცამ
- დე გთხოვთ ნურაფერს მკითხავთ,ძალიან გადავიღალე წლებია არ დამისვენია და მარტო მინდა დარჩენა
- არ მჯერა ზღაპრების მარა კაი ზედმეტად არაფერს გკითხავ მა , მაგრამ იცოდე რო ვილაპარაკებთ - თითი დამიქნია ზურამ და ჩამეხუტა.. მთელი დღე მშობლებთან გავატარე, სახლში წასვლა საშინლად არ მინდოდა, ძალიან გაბრაზდებოდა თამთა ჩემზე რომ გავიპარე მაგრამ თავს ისე ცუდად ვგრძნობდი სრულიად მარტო მინდოდა ყოფნა და გაპარვა .. ბარგიც კი არ ამიღია იმის იმედად რომ შევიძენდი ყველაფერს საზღვარგარეთ, ტელეფონს დავხედე,გამოვრთე თვითმფრინავის რეჟიმი და უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება იყო თამთასგან და ბავშვებისგან, ყველაზე მეტად იმედი ამიცრუვდა როცა ვერ დავინახე დადიანის ვერცერთი ზარი , იმედი მქონდა ბოლომდე რომ არ გამიშვებდა , მომძებნიდა და შემაჩერებდა , ნუთუ ამ ყველაფერს იმის გამო ვაკეთებ და წასვლა იმიტომ მინდა რომ დადიანმა შემაჩეროს? ეს ხომ გულუბრყვილობაა.. საღამოს ზურამ აეროპორტში მიმაცილა,ბორტზე ავდიოდი და თვალებს ვაცეცებდი,ირაკლის ვეძებდი ყველგან,მაგრამ არსად ჩანდა.. ბოლო იმედი ამომეწურა და თავჩაქინდრული გავუყევი გზას..

თამთა ^ გიორგი

ძლიერმა კარის ბრახუნმა გამომაფხიზლა, ხალათი შემოვიხვიე და კარი გავაღე..
- მარტო ხარ? - კარს მიეყრდნო ავალიანი და ტუჩები დაბრიცა
- კი
- შემომიშვებ?
- შემოდი
- ყავა გამიკეთე რა თავი მისკდება
- მეტის ღირსი ხარ
- ჩუმად გოგო - სიგარეტს მოუკიდა და სავარძელზე მოთავსდა , ფეხი ფეხზე გადაიდო და ცერად შემომხედა
- რატო მოხვედი?
- ანუშკი სადაა?
- არვიცი ვურეკავ და არ მპასუხობს როგორც ყოველთვის
- მოკლედ თამთა წრეების რტყმას არ დავიწყებ რა , ცოლად უნდა მოგიყვანო
- სიცილი ამიტყდა და ვეღარ ვჩერდებოდი,ავალიანი გაოგნებული მიყურებდა და იფიქრა ალბათ გაგიჟდაო
- რა გაცინებს გოგო?
- ჩემს თავს გაფიცებ რა დაგესიზმრა? - არ ვწყვტდი ხარხარს
- ნუ გამომა*ევებ თამთა
- კიდე მე გიორგი? გეხვეწები რა - ყავის ჭიქა გავუწოდე და ორწამიანი როჟების კერვის შემდეგ გამომართვა ყავა
- შენ გგონია ვხუმრობ? - თვალები აქაჩა ავალიანმა
- ცოლად გამოგყვე კიდე რა გინდა რაზე ოცნებობ აბა გისმენ
- ჩემს გაბრაზებას არ გირჩევ თამთა , არ გესწავლება როგორი ვარ
- შენ მეკაიფები? მოდიხარ ჩემს სახლში და მიპრიკაზებ რომ ცოლად გამოგყვე და კიდე მე ნუ გაგაბრაზებ?
- გიყვარვარ პროსტა ვერ აღიარებ , გუშინ ლილე კინაღამ თმით ითრიე ისე იეჭვიანე გოგო და რაებს მიყვები?
- შენ არ ხარ ნორმალური , გთხოვ წადი რა
- არსად არ წავალ
- კაი იჯექი წავედი მე დავიძინო - ხელი დავუქნიე და საძინებლისკენ წავედი,როცა სწრაფად გამომედევნა და კარი მიიჯახუნა , ხელში ამიყვანა და ლოგინზე დამამხო
- რას აკეთებ ცხოველო - ვყვიროდი, ჩვენი ტუჩების შეერთებით გამაჩუმა და თვალებში ჩამხედა
- აღიარე თამთა
- რა უნდა ვაღიარო? გამიშვი ხელი , ვის უბედავ კოცნას?
- გაგახსენო ის ღამე? - იცინის
- ნუ იცინი! მეზიზღები ავალიანო!
- მეც მიყვარხარ ბენდუქიძე! - თვალი ჩამიკრა და საძინებელი დატოვა..
საღამოს ბავშვები ბარში შეიკრიბნენ,ეუცხოვებოდათ ყველაფერი ბაგრატიონის გარეშე , თამთამ ზურასგან და გვანცასგან გაიგო ანის წასვლის შესახებ.. გაოგნებულები ერთმანეთს უყურებდნენ და კარში შემოსულ დადიანს მისჩერებოდნენ..
- სად დადიხარ შე*ემა? - მხარი გაკრა დიტომ
- საქმეები მქონდა - დივანზე წამოჯდა და სასმელი შეუკვეთა
- ანი რო წავიდა იცი? - გაბრაზებულმა თამთამ ამოიღო ხმა
- კი ვიცი , ტყავის კურტკა გაიხადა და მოისროლა
- თუ იცოდი რატო არ შეაჩერე?
- ხო გევასება შე ს*რო?
- რა შემე*ით ტო? - ჭიქა მიახეთქა მაგიდას გაავებულმა დადიანმა
- შენ ბიჭო ში* ხო არ გაქვს? ჯერ შენ იცი და ჩვენ აქ ყ*ეებივით ბოლოს ვიგებთ ყველაფერს და კიდე შენ გაქვს პრეტენზია? - არ დააკლო ავალიანმა
- კარგით ნუ ჩხუბობთ რა - წაიწკმუტუნა მეგანმა
- შენ ჩუ - დაუღრინა ცაგარელმა
- ჩემგან რა გინდა დიტო?
- არაფერი პატარავ, მაპატიე - თავზე აკოცა მეგანს
- ირაკლი ყველაფერი შენი ბრალია, როგორც კი გამოჩნდი თავდაყირა დააყენე ანის ცხოვრება,ეხვეწებოდი , დასდევდი, გვეუბნებოდი რომ მოგწონდა სიგიჟემდე და ახლა ისე გაუშვი თითქოს არაფერი?
- რა ხდება იქნებ მოგვიყვე? - ხმა ამოიღო ევემ
- ვაუუ თამთ რა ატეხილი ხარ? იქნებ შენ დაქალს გამოკითხო ყველაფერი? - არ დააკლო სარკაზმი დადიანმა
- შენ ხარ აქ და შენ გეკითხები
- არ უნდა ჩემნაირ კაცთან ყოფნა და როდემდე უნდა ვეხვეწო?
- აქამდე ასე არ ჭიკჭიკებდი ირაკლი - შეუღრინა ევემ
- კაროჩე რა გინდათ? ისე იქცევა როგორც უნდა ხოდა გააგრძელოს ეგრე , როცა დამოზგავს ყველაფერს თვითონ მოვა ჩემთან , აი ასე , წავედი მე , ფეხზე წამოდგა და ცარიელი ვისკის ჭიქა ვინტაჟურ მაგიდას
- არასწორი ხარ - გასძახა დიტომ
- არასწორების დედას შევ*ცი ბიჭო
- ვაიმე გაჩერდით,რას აკეთებთ ? - შუაში ჩადგა ევე.. ირაკლიმ სწრაფად დატოვა დაწესებულება და მის მორიგ ქალთან გადაწყვიტა გართობა.. ფიქრობდა ანიზე? შეეძლო შეეჩერებინა? რა თქმა უნდა , მაგრამ არ გააკეთა , პრინციპული კაცი იყო დადიანი , ანისგან ისეთი მოისმინა რაც არ უნდა მოესმინა , გულნატკენი იყო იმიტომ რომ სიმართლე მოხვდა გულზე , ისეთი სიმართლე ჯერ რომ არავისგან სმენია, არავის ჯერ არ გაუბედია მასთან ასეთი ლაპარაკი,ასეთი სიმართლის სახეში რტყმა, ფიქრობდა იქნებ უმჯობესი იყო თუ შორს იქნებოდა ქალისგან,შორიდან ყვარებოდა ვიდრე გული ეტკინებინა მისთვის.. შორიდან უყურებდა ანის აეროპორტში, როგორ ადიოდა თვითმფრინავში,მთელი გულით უნდოდა შეეჩერებინა მაგრამ მისმა სიამაყემ გაიმარჯვა..
- გამოვ*ევდები - წარბები შეკრა ავალიანმა
- არ მპასუხსობს, ძალიან გაბრაზებული ვარ - ტელეფონს სქროლავდა თამთა
- კაი დაწყნარდება და დაგვირეკავს
- აუ ევე რა ძააან ოპტიმალ ხარ - საცოდავად გახედა თამთამ
- თითქოს ანის ხასიათი არ იცოდეთ რა - ამოიხვნეშა მეგანმა და ხელი გაუყარა მკლავზე ცაგარელს..
გადიოდა დღეები, კვირეები,თვეები, მაგრამ ბაგრატიონი არ გამოჩენილა,ძალიან სწყინდათ მეგობრებს მისი საქციელების , მაგრამ ცდილობდნენ გაეგოთ, თამთა ყველაზე მეტად უგებდა , იცოდა როგორი რთული იყო მათგან შორს ყოფნა და ყველაფრის მარტოდ განცდა..
დადიანი რას გრძნობდა? ძლიერ მონატრებას, რთულია გენატრებოდეს და საპასუხოდ ვერაფერს იღებდე, გათიშვამდე სვავდა , არაფერი რომ არ ეგრძნო.. მონატრება საშინელი გრძნობაა, როცა იცი რომ არ უნდა გენატრებოდეს , როცა იცი რომ მონატრების უფლება არ გაქვს, მაგრამ გული? გულს ვერ უბრძანებ..

ზამთრის სუსხიანი დილა გათენდა,თოვლიანი,თითქოს ცაც იყო შეციებული , შეტალახებული.. დილაადრიან უეცრად რაღაც ყრუ გუგუნმა გამომაღვიძა , ლოგინში ვნებივრობდი და არ მინდოდა შეთბილებული ლოგინიდან წამოდგომა.. ყოველდღე ირაკლიზე ფიქრით იწყება დილა და მთავრდება ღამე.. მენატრებოდა..

მონატრება.. არ ვიცოდი ასე ძალიან თუ გამიჭირდებოდა მის გარეშე დარჩენა,თორემ არ გავუშვებდი,არც ერთი წამით,ერთი ნაბიჯითაც შორს კი ვერ ვიქნებოდი მისგან.. არ ვიცი ნუთუ ასეთია მონატრება,მთელი სხეულით რომ გინდა იმ ადამიანს ეხებოდე და გინდოდეს მთელი ცხოვრება მასთან ყოფნა.. როგორია ეს გრძნობა? შეგიძლია ამ გრძნობის შესუსტება ან გაქრობა? ეს რაღაც განუზომელი ტკივილია,რომელიც გგონია რომ ჩაგიცხრება , მაგრამ არასდროს ქრება..
და დრო? დრო კურნავს? დრო მხოლოდამხოლოდ გვანგრევს შინაგანად გვანადგურებს,ვეგუებით ყველაფერს მაგრამ არ კურნავს.
მისი დაკარგვიდან გავიდა ექვსი თვე და სამი დღე, ყოველდღე იმის ფიქრით რომელიც გადამექცა ოცნებაში,ლოდინში,რომ მომძებნის,ჩამეხუტება და აღარასდროს გამიშვებს..

დღეები ხატვაში გამქონდა,ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა მაგრამ არ გამომდიოდა, კარის ხმა მომესმა მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია იქამდე სანამ ისევ არ განმეორდა დაჟინებითი კაკუნი.. ვუახლოვდებოდი კარს და გული მიფრიალებდა,სხეული ამიკანკალდა , კარის სახელურს ძლივს მოვკიდე ხელი.. ფრთხილად გავაღე კარი და გავიყინე..
- არ უნდა იკითხო ვინ არის? - სათვალე მოიხსნა და ჩემს თვალებში ჩაიძირა..

********
რას ფიქრობთ წყვილებზე? გავცვალოთ აზრები,როგორ მოგწონთ მოვლენების განვითარება? მადლობა ვინც კითხულობთ და მიზიარებთ აზრებს <333333



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

აუ თავები გაადიდე რა ????

 


№2  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი ნინი
აუ თავები გაადიდე რა ????

შევეცდები

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

აუუ ძალიან კარგია. მომწონსს. ველოდებიიიი

 


№4  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი ლილე
აუუ ძალიან კარგია. მომწონსს. ველოდებიიიი

მადლობა დიდიიი

 


№5 სტუმარი ანსი

ძალიან პატარა თავებია. გთხოვთ გაადიდეთ რომ უფრო მეტად კითხვადი იყოს

 


№6  offline წევრი Holly_Holly

ანსი
ძალიან პატარა თავებია. გთხოვთ გაადიდეთ რომ უფრო მეტად კითხვადი იყოს

გავითვალისწინებ <3333

 


№7 სტუმარი სტუმარი ლილე

გამარჯობა, დღეს დადებთ თავს?

 


№8  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი ლილე
გამარჯობა, დღეს დადებთ თავს?

კი,ადმინისტრაცია ამოწმწებს ძალიან გვიან და ხვალამდე შეიძლება არ დაიდოს

 


№9 სტუმარი სტუმარი ლილე

Holly_Holly
სტუმარი ლილე
გამარჯობა, დღეს დადებთ თავს?

კი,ადმინისტრაცია ამოწმწებს ძალიან გვიან და ხვალამდე შეიძლება არ დაიდოს

კარგ, მადლობა <3

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

გამარჯობა,
ძალიან მომწონს ეს ისტორია, მხოლოდ მე-4 და მე-5 თავი ვერ ვნახე, რომ წამეკითხა.

 


№11  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი ნინო
გამარჯობა,
ძალიან მომწონს ეს ისტორია, მხოლოდ მე-4 და მე-5 თავი ვერ ვნახე, რომ წამეკითხა.

უი დევს როგორ არა , მეხუთეც და მეოთხეც

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინა

აუუ როდის დადებბ შემდეეეგს ??

 


№13  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი ნინა
აუუ როდის დადებბ შემდეეეგს ??

დავდე

 


№14 სტუმარი nini

Albat administracia amowmebs ...amdenxans ROM ar aitvirtaa

 


№15  offline წევრი Holly_Holly

nini
Albat administracia amowmebs ...amdenxans ROM ar aitvirtaa

კი კი

 


№16 სტუმარი სტუმარი ლილე

ვაიი როგორ ველოდები, იმედია მალე დაიდება.

 


№17  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი ლილე
ვაიი როგორ ველოდები, იმედია მალე დაიდება.

გუშინ ღამე დავდე ჯერ არც დაუდია ადმინისტრაციას

 


№18 სტუმარი სტუმარი ლილე

Holly_Holly
სტუმარი ლილე
ვაიი როგორ ველოდები, იმედია მალე დაიდება.

გუშინ ღამე დავდე ჯერ არც დაუდია ადმინისტრაციას

კარგი. ველოდებიით????

ძალიან მაინტერესებს, მოვლენები როგორ განვითარდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent