შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (თავი მერვე)


28-10-2023, 21:10
ავტორი Holly_Holly
ნანახია 1 632

- სად მივდივართ ირაკლი , გამიჩერე მანქანა - აკანკალებულმა გავხედე , ყელზე ძარღვები დასჭიმვოდა დადიანს , მანქანა წამებში დაამუხრუჭა , ღვედი შეიხსნა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია
- ჩემთან ყოფნა გინდა თუ არა ? - ჩაიჩურჩულა და ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო
- ირაკლი გთხოვ
- რამდენი ხანია დაგდევ ორი წლის ბავშვივით ? ეს დედამოტ*ნული პატარები ვართ? რატო იფასებ თავს , რატო გინდა ჩემთან შორს იყო მიპასუხე გოგო , ნუ ხარ ჩუმად , ნუ მაგიჟებ უარესად
- აზრი არ აქვს
- რას არაქვს აზრი რაას?
- ნუ მიყვირი
- არ დავრჩები აქ არა ირაკლი , უნდა წავიდე
- აქ არ გინდა ცხოვრება? სადაც გინდა იქ ვიცხოვრებთ , ჯოჯოხეთშიც გამოგყვები ანუკი
- არ მიყვარხარ
- არ მჯერა არა , თვალებში შემომხედე ნუ მომატყუებ
- დრო მჭირდება ირაკლი - მისი ხელები მოვიშორე და კარის გაღება ვცადე
- გამიღე კარი
ხელი აიქნია დადიანმა და სენსორიან ღილაკს დააჭირა თითი , მანქანიდან გადმოვედი და ტაქსი გავაჩერე,ბოღმა მახრჩობდა,ცრემლები ყელში მქონდა გაჩხერილი და მივეცი მათ გზა.
თითქოს როგორი ადვილია სიყვარული,მაგრამ არა ჩემთან , ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები , არ ვიცოდი დამეჯერა დადიანის სიყვარულის თუ არა, მინდოდა მასთან ყოფნა? არ ვიცი ასეთი გრძნობა , ასეთი ტკივილის განცდა , არ ვიცი რა მინდოდა .. რა ჩამოუყალიბებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ,ისეთი ადამიანის ვისაც ეშინია შეიყვაროს,თუ შეიყვარებს,შეიყვარებს საკუთარ თავზე მეტად,ყველაფერს დათმობს მის გამო,ტკივილი? ღალატი? ნდობა? ამის განცდა არ მინდოდა განმევლო,ურთიერთობის დასაწყისში ყველა კარგია,ყურადღებიანი,მზრუნველი მაგრამ ერთეულებს შეუძლიათ მხოლოდ ასეთი ურთიერთობა ბოლომდე დაიყვანოს,დადიანისნაირმა ადამიანმა ეს იცის? შეიძლება ძალიან ბევრს ვფიქრობ , მაგრამ პატარა აღარ ვარ , ბევრი ვიშრომე იმისთვის რომ ფეხზე დავმდგარვიყავი,რა აღარ გამოვიარე , მინდა ისეთი ადამიანი გვერდში ვინც ჩემნაირ სიყვარულს გაიღებს.. სიმართლე გითხრათ? მინდა ირაკლისთან ყოფნა , ძალიან მინდა , მაგრამ ამის აღიარება…არ ვიცი….
არვიცი ერთად ყოფნა უფრო რთულია თუ ცალ-ცალკე,რადგან ზოგჯერ ერთად არიან ადამიანები და შეიძლება ერთმანეთი სულ არ ახსოვდეთ,თუ მიატოვებენ კიდე შეიძლება ვერც დაივიწყონ ერთმანეთი..

თამთა & გიორგი

მანქანა სასტუმროსთან მიაყენა,თავი გააქნია და გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ამოიღო ხმა
- გადადი მანქანიდან
- გიორგი მომისმინე
- თამთა გადადი მანქანიდან , მორჩა ყველაფერი
- არ მინდოდა ასე გამოსულიყო
- ნუ ტირი და ადი ნომერში, შენი პოზიცია გასაგებია , არ გინდა ეს დედანა*ირები და ვერ დაგაძალებ ჩემთან ყოფნას , თავისუფალი ქალი ხარ , წადი
- ასე ადვილად შეგიძლია ამის თქმა? - ღვედი შეიხსნა ქალმა და მისკენ მიტრიალდა
- შენ გოგო ხოარ უბერავ?
- ნუ ღრიალებ!
- წადი თამთა , დავამთავრე
- მეზიზღები - მანქანიდან სწრაფად გადავიდა და თვალს მიეფარა.

ნომერში როგორც კი შევედი შხაპი მივიღე და ლოგინში ჩავწექი,თამთას ხმა გავიგე ჩუმად შემოვიდა,მინდოდა ადგომა მაგრამ ტანი არ მემორჩილებოდა..
უცნაური დილა გათენდა.. თამთა ნომერში აღარ იყო,მოვწესრიგდი და თამთას დავურეკე,თბილისისკენ ავიღეთ გეზი.. არავისთვის აღარ გვითქვამს ისე.. არავის ნახვა არ მინდოდა.. თბილისში ჩავედი თუ არა
აკადემიაში წავედი,იმედი მქონდა დადიანი არ დამხვდებოდა, გვანცა და ზურა დამხვდნენ , ღიმილით მივუახლოვდი და მოვეხვიე მშოობლებს..
- დე როგორ ხარ ? როდის ჩამოხვედით?
- კარგად დედი , შენ დაიკარგე გუშინ და ჩვენ ღამე ჩამოვედით
- მაპატიე ვეღარ დაგირეკეთ,რასშვრებით თქვენ მა ?
- რავი ანუშკი კარგად , თემურს ველაპარაკებოდი , მოგიკითხა , სამსახურის საქმეები გავაცანით , გაუხარდა ჩვენი წინსვლა, კარგია საერთო ენა რომ იპოვეთ ირაკლისთან - ხელზე მომეფერა და ყურებამდე გაიღიმა ზურა
- როგორაა თემო?
- კარგად არის - თვალი ჩამიკრა გვანცამ..
- მა ერთ კვირაში ხომ იცი წასვლა გვიწევს ისევ - დამწუხრებულმა გამომხედა ზურამ
- ასე მალე?? - თვალები დავჭყიტე
- წამოდი შენც , ხომ გინდა კარიერის გაგრძელება საზღვარგარეთ?
- მოვიფიქრებ დედი არ ვიცი რა
- შენ შეყვარებული ხო არ ხარ? - იცინის ზურა
- მამაა - გავხედე ალმაცერად
- სიცილი ვერ შევიკავეთ და ავხარხარდით..
საღამოს როგორც ყოველთვის ბარში შევიკრიბეთ,ავალიანის გარდა ყველანი ვიყავით,დადიანი არც მიმჩევნდა , თითქოს იქ არც ვყოფილვიყავი..
- გიორგი სადაა? - თამთას გადავუჩურჩულე - მხოლოდ ხელები აიჩეჩა და ვისკით სავსე ჭიქა დაცალა
- რატო არ მელაპარაკები? რა გჭირს? - არ დავნებდი და ისევ ვკითხე
- არაფერი ანუშკი , დავშორდით მორჩა რა
- მეღადავები?
- მერე ვილაპარაკოთ რა
- რას ჩურჩულებთ? - ფისტა გვესროლა დიტომ
- სადაა გიორგი? ვკითხე
- რავი მაგ სი*ს ვურეკავ და არ იღებს
- თქვენ სად გაიპარეთ დილით ?
- აუ რავი ევე მაპატიე რა ცუდად ვიყავი და ვეღარ დაგელოდეთ ისე ჩამოვედით თბილისში
- ვიმახსოვრებთ - გაეცინა მეგანს
- შე*ემა რას აკეთებ? - ხელი კრა ცაგარელმა ტელეფონში ჩამძვრალ დადიანს
- ევე შენკენ რა ხდება ? სულ ჩუმად ხარ
- ჩუმების გეშინოდესო - გაეცინა ცაგარელს
- რა გინდა ჩემგან ე - ძლივს გავიგეთ ევეს ხმა და ყველა ავხარხარდით,დავლიეთ ვილაპარაკეთ , ვიცეკვეთ , დაშლა გადავწყვიტეთ , უცბად ავალიანი რომ გაჩნდა ვიღაც მაღალ,ქერა,ლამაზ ქალთან ერთად ..
- ჩემი მოსვლა გეწყინათ თუ რას დგებით - გაეცინა ავალიანს
- შე სი*ო სად დადიხარ - მიალანძღა დადიანმა
- მგონი მეპატიება - ღრმა ნაფაზი დაარტყა და გვერდით მდგომ ქალს გახედა , თამთას სახე წაეშალა,ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა,მას ხომ გიორგი არ უნდოდა? მაგრამ ახლა რა ემართებოდა? წამოდგა ბენდუქიძე და გასვლა დააპირა , ხელი წაავლო ავალიანმა და უკან დააბრუნა
- ეს ლილეა,გაიცანით - თქვა ავალიანმა და ცერად გახედა თამთას, ბიჭები გასუსულები იყვნენ , არ ვიცოდით რა გვეთქვა , ვერ გავიგეთ რა ხდებოდა..
- დადიანმა სიტუაცია გაანეიტრალა და ლილეს სასმელი შესთავაზა , ჩემი მზერაც არ გამოპარვია,რაზეც გაეღიმა, ლილე ძალიან მალე შემოგვეჩვია თითქოს ერთი საათის წინ კი არა წლები ვიცნობდით , ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა,ვერ ვხვდებოდი ავალიანი რას ცდილობდა , თამთასთან ერთი სული მქონდა მელაპარაკა..
- შენ რა გქვია? - ცდილობდა კონტაქტში შესულიყო დადუმებულ თამთასთან , თამთამ გაუტარა კითხვა , თითქოს არც გაეგო
- ნუ მიაქცევ ყურადღებას - თვალი ჩაუკრა ავალიანმა ლილეს და თამთას გახედა
- მაპატიე ლილე მაგრამ ყველა გიორგის მოყვანილ ნაშას ვერ გავეცნობი - ცინიზმი არ გამორჩა განრისხებულ ბენდუქიძეს
- ხვდები მაინც რას იძახი ? რამდენს ბედავ? - ფეხზე წამოდგა ქალი, თამთამ ვეღარ მოუთმინა და სახეში შეასხა ვისკი , ამბავი ატყდა, მე თამთას ვაშველებდი ავალიანი ლილეს , გარეთ გამოვიყვანე დაქალი და სახლისკენ ავიღეთ გეზი..
- რა ხდება გამაგებინე?
- იდიოტი ვარ ანი მეტი არაფერი
- მეტყვიი?
- რა და დავშორდით
- ეგ ისედაც გავიგე
- ვერ შევეგუე არ ვიცი ალბათ ნაადრევი ნაბიჯი გადავდგი მაგრამ დღეს რო ვნახე სხვა ქალთან გავგიჟდი.
- გიყვარს და ვერ ხვდები თამთ
- როგორც შენ დადიანი ხო?
- მხრები ავიჩეჩე და გზას გავხედე.
ღამე ბრახუნის ხმამ წამომაფხიზლა,ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე , ავალიანი იყო ძალიან ნასვამი, თვალებზე ხელი მოვისვი და კარგად დავაკვირდი
- მაპატიე ანუშკი რა ამ დროს რო დაგადექი , შენ დაქალს სძინავს? სიგარეტი ისროლა და სახლში შემოვიდა
- შემოდი სულელო
- გააღვიძებ?
- რა ხდება გიო ამ შუაღამეს?
- უნდა ვცემო
- აფრენ ბიჭო?
- კაი ვღადაობ გოგო რაიყო - გაეცინა ავალიანს ყურებამდე
- მღვიძავს,რა გინდა? - კარს მიეყრდნო ბენდუქიძე
- კაი მე დაგტოვებთ , ძაან არ იკივლოთ რა დავიძინებ , გიო დარჩი ბარემ დღეს არ წახვიდე ასეთი მთვრალი
- შენ ჩემკენ ხარ თუ ამისკენ? - მიყვირა თამთამ
- ამას სახელი აქვს გოგო - ყბაზე ხელი მოკიდა ავალიანმა
- კაი წავედი რა , კარი მივიჯახუნე და შევეცადე დამეძინა , მარა მაინტერესებდა რას ლაპარაკობდნენ და ვერ ვისვენებდი,ტონს რო უწევდნენ ვხვდებოდი რო მაგრად იჩხუბებდნენ და დადიანს მივწერე მოდი წაიყვანე თქო , ყველაზე კარგად დადიანს უგებდა გიორგი და მეც ეგ არ მინდოდა ირაკლისთვის რომ მიმეწერა?

თამთა * გიორგი

- რა დღეში ხარ გოგო? - კედელს მიაყრდნო თამთა და გზა გაუკავა
- რა გინდა? ყოველი შენი ნაშა უნდა მოიყვანო და გვაცნო?
- ეჭვიანობ!
- არანაირად!
- ეჭვიანობ - მეთქი!
- შენზე რა მაქვს საეჭვიანო ? ფეხებზე შენც და ის ქალიც თუ ქალია
- გოგო გინდა გავჭედო? რას ქვია გკიდივარ? დაგენძ*ევა თამთა
- რისთვის მოხვედი? ვერ გაისწორე მასთან ?
- კი გავ*იმე და ეხლა შენთან მოვედი - გაიცინა ავალიანმა
- ეჭვიც არ მეპარება - ხელი კრა და ფანჯარასთან დადგა
- რა სულელი ხარ პატარავ - დივანზე წამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო ავალიანმა
- რა გინდა გიორგი? რით ვერ შემეშვები?
- არ გამომდის , მენატრები თამთა
- არ მჯერა , დღეს რაც გააკეთე იმის მერე არ მჯერა , წადი რა გთხოვ - კარზე მიუთითა ბენდუქიძემ
- შენ არ მოგენატრე? - მაცდურად გახედა ქალს, მიუახლოვდა , ხალათი მოაშორა , ფეხზე აუსვა თითები და ქალის ათრთოლებულ კანზე გაეცინა,თითი შეუცურა დალაშქრულ და ნაცნობ ადგილას
- სველი ხარ თამთა! - გაეცინა და ცხვირი აუსვა ლოყაზე , კარზე კაკუნმა აზრზე მოიყვანა ქალი და ხელი მოაშორა ავალიანს , საძინებლიდან გამოვედი და კარი გავაღე , დადიანის დანახვისას ორივეს სახე გაოგნებული დავტოვე
- რა ხდება შე*ემა?
- რას ქვია რა ხდება , დავაი სახლში - ხელი მოკიდა დადიანმა ძმაკაცს და კარისკენ გაიყვანა
- რას აკეთებ ბიჭო? ვაფშე ვინ დაგიძახა? თუ ანისთან დაძვრები ჩუმად - იცინის
- შეჭამეთ ერთმანეთი და ანიმ მომწერა მოდი წაიყვანეო
- ნუთუ? - თვალები აქაჩა ავალიანმა და გაოგნებული გახედა თამთასთან ერთად
- ხო რა რას მიყურებთ , ყვიროდით და რო არ გეჩხუბათ - მხრები ავიჩეჩე მაგრამ აშკარად დავიწვი დადიანთან,მიხვდა რო მიზეზი მინდოდა მიწერისთვის..
- კაიკაი - გაიცინა ავალიანმა და თამთას გადაუჩურჩულა - ხვალ გნახავ დილით , ფეხი არ მოიცვალო სახლიდან , სახლი დატოვა ავალიანმა , დადიანს გადაულაპარაკა ქვემოთ დაგელოდებიო.. თამთაც საძინებელში შევიდა და პირისპირ დავრჩით მე და დადიანი , მისი ცინიკური ღიმილი ბოლოს მიღებდა..
- ასე თუ გინდოდა ჩემი ნახვა არ იყო საჭირო გიორგის მომიზეზება - ხელები შარვლის ჯიბეებში მოათავსა , თავი გადაწია და ისე შემომხედა
- ძაან მოგაცდინე? მაპატიე მეცოდინება
- თემას გადაუხვია , დავ*ევდები რა , შენ თუ ვიცოდე რა გინდა ანუშკი , ვიღაც სირებმა თუ წარსულში გული გატკინეს ყველა ახვ*რს მე რას მადარებ ?
- რა შუაშია ეგ ? არუნდა მომეწერა რა წადი
- ხო ხედავ ლაპარაკს გაურბიხარ არც იცი რა უნდა მითხრა ტო - ფანჯრის რაფას მიაყრდნო ხელები
- აუ ირაკლი!
- რა? მითხარი პატარავ! მომიახლოდა ჩემი ხელები მის ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა , ვეღარ გავუძელი მის მზერას,ვიძირებოდი მის თვალებში,მისი სუნი,მისი ხმა პიკზე მივყავდი, თითები მის ოდნავ წამოზრდილ წვერს შევახე და ჩვენ შორის მანძილი დავფარე კოცნით..


დამიკომენტარეთ მეგობრეეებო,როგორ მოგწონთ მოვლენების განვითარება?



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

აუუუ მალე დადეეეე

 


№2  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი ნინი
აუუუ მალე დადეეეე

დავდე ადმინისტრაცია ამოწმებს <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუუუუ კიდეკაააი როგორც იქნაააა ერთისულიმაქ დაიდოს ახალი თავიი ველოდები მოუთმენლად

 


№4  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი ანი
აუუუუუუ კიდეკაააი როგორც იქნაააა ერთისულიმაქ დაიდოს ახალი თავიი ველოდები მოუთმენლად

მადლობა დიდი ჩემო ტკბილოოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent