ჩაკეტილი სივრცე 3 თავი
სახლში შესვლისთანავე გეგამ უხეშად მკითხა -აქამდე სად იყავი?!- და სწრაფად მომიახლოვდა, ხელი ჩამკიდა და ოთახში ამიყვანა. კარი ფრთხილად მიხურა და ხმა დაბალი ტონით მკითხა- ფული გააქვს? -150 ლარამდე მაქვს -შეგიძლია 100 ლარი რომ მომცე? ძაან მჭირდება თორემ არ გამოგართმევდი-აჩქარებით მითხრა და გამიღიმა. არაფერი ვუპასუხე ჩანთა მოვეხსენი, საფულე ამოვიღე და რაც კი ფული მქონდა ხურდების ჩათვლით გავუწოდე. გაბრაზდა. ჩემმა საქციელმა იმდენად გააღიზიანა რომ თავი ვეღრა შეიკავა და აგრესიული ტონით მითხრა -მაგდენი არ მჭირდება-და მხოლოდ 100 ლარიანი გამომართვა. ორინოულად გამეღიმა ამიტომ გაგიჟებულმა გეგამ ოთახიდან გასვლისას კარი ისეთი ძალით გაიჯახუნა რომ მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი. ,,არანორმალური" გულში გავიფიქრე და დაბლა ჩავედი ნიცა რომ მენახა. -ეზოშია-დანახვისთანავე მითხრა ვაჩემ და გამიღიმა. საპასუხოდ მეც გავუღიმე და აივანზე გავედი. დამინახა თუ არა ნიცამ მაშინვე შეწყვიტა ძაღლთან თამაში და ჩემსკენ გამოქანდა გახარებული. დავიხარე და გულში ჩავიკარი. -დედიკო ძალიან მომენატრე -მეც ძალიან მომენატრე ჩემო პატარა -დედიკო იცი დღეს მაქსიმ ჯოხი მომიტანა -მართლა დე? -კი და იცი კიდევ რა ქნა? გამარჯობა რომ ვუთხარი თათი გამომიწოდა-მითხრა აღფრთოვანებულმა ნაჩქარებად და ისევ ძაღლთან სათამაშოდ გაიქცა, რადგან მაქსი მთელი ეს დრო თავს დაგვტრიალებდა მოუსვენრად და არ გვეშვებოდა. სახლში შევედი. საკმაოდ მძიმე, დაძაბული და უსიამოვნო ატმოსფერო იყო, იმის მიუხედავად რომ ყველა ჩუმად იყო. სამზარეულოში შევედი უხმოდ და ყავა მოვამზადე. -აუ ძაან დიდი მადლობა-გამიღიმა დივანზე მჯდომმა ვაჩემ როცა ყავის ჭიქით ხელში წამოვადექი თავზე- ქულ რძალი ხარ-მითხრა სიცილით და ყავა მოსვა. თან გაფაციცებით რაღაცის ყურება განაგრძო ლეპტოპში ყურსასმენებით. უეცრად გავიფიქრე ასეთი მხიარული და საყვარელი ბიჭი სოფიკოს შვილი რანაირად არის-მეთქი და მეორე ყავის ჭიქა ჩემი უადგილო ფიქრის ბოლო ადრესატს გავუწოდე -მადლობა-გუგლგრილად მითხრა ქალბატონმა სოფიკომ და ჭიქა გამომართვა. ისევ ჩავფიქრდი. უცნაურა იყო რადგან დედა-შვილს ყავის სიყვარულის გარდა თითქმის არაფერი ჰქონდათ საერთო. -გეგა გინდა ყავა შენც გაგიკეთო?-ვკითხე, დაბნეულს, როცა რამდენიმე ღერი სიგარეტის მოწევის შემდეგ როგორც იქნა სახლში შემოვიდა -არა უნდა წავიდე- მითხრა ნაჩქარევად და მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო -რას ნიშნავს მიდიხარ?! სად მიდიხარ?-წამოენთო სოფო -რეზისთან მივდივარ! -რა გინდა რეზისთან? -საქმე მაქვს! -რა საქმე? -აუ დედა, შემეშვი რა -კითხვაზე მიპასუხე! -უკვე ხო აგიხსენი!- ხმა დაეძაბა გეგას -სახლში როდის დაბრუნდები? -ზუსტად არ ვიცი -იმედია იმ დღევანდელივით ქუჩაში არ აპირებ ღამის გათენებას -სახლიდან ყოველ გასვლაზე ტვინს რატო მი*ტყნავ?!- მოულოდნელად უყვირა გეგამ და სახლიდან გიჟივით გავარდა -თავხედო! უზრდელო!- მიაყვირა სოფომ და ოთახში შეიკეტა. დავაძინე თუ არა ნიცა, მაშინვე დავწექი მეც. გეგას დავურეკე მოსაკითხად, რა თქმა უმდა არ მიპასუხა. დაძინება ვცადე მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე. საშინლად აფორიაქებული და დაძაბული ვიყავი. წიგნის წაკითხვა ვცადე, მაგრამ გული ვერ დავუდე. დროის გასაყვანად სოც. ქსელებს გადავავლე თვალი, გავღიზიანდი, ამიტომ საწოლზე დაუდავერად მივაგდე ტელეფონი. ცოტა ხნით აივანზე გავედი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. ოდნავ დავმშვიდდი მაგრამ როგორც კი ჩემს დაძაბულ სმენას ტელეფონის რეკვის ხმა მიწვდა მაშინვე დავიძაბე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ტელეფონის ეკრანს დავხედე და გეგას ნომერი გამოისახა. -ნინი მალე მოვალ არ ინერვიულო- როგორც კი ვუპასუხე მაშინვე ეს მითხრა არეული ხმით -სად ხარ?-ინსტიქტურად ვკითხე და საათს დავხედე რომელიც 2:15 წუთს აჩვენებდა -აქვე ვარ სახლთან ახლოს -კარგი -ნიცამ დაიძინა? -რა უაზრობას მეკითხები ხვდები?-გავღიზიანდი -კაი ნუ ბრაზობ მალე მოვალ-მითხრა კმაყოფილი ტონით და გამითიშა. გეგას ლოდინით დაღლილი დაბლა ჩავედი და ყავა გავიკეთე. ტელევიზორი ჩავრთე და რაღაც დებილობა ფილმის ყურება დავიწყე. სოფიკოც შემომიერთდა თუმცა მალევე დივანზე მიეძინა. თავისი საყვარელი ხალათი დავაფარე და ისევ ოთახში ავედი. გვიან ღამით დაბრუნდა გეგა სახლში უგონოდ მთვრალი. საწოლზე დაწვა თუ არა მაშინვე ჩაეძინა, ამიტომ ფრთხილად გავხადე ტალახიანი ფეხსაცმელი. პერანგის რამდენიმე ღილი შევუხსენი, შუბლზე ჩამოყრილი შავი თმა გადავუწიე. შარვლის ჯიბიდან ტელეფონი, მანქანის გასაღები, საფულე და სიგარეტის დაცლილი კოლოფი ამოვაცალე, ყველაფერი იქვე ტუმბოზე დავუდე, პლედი დავაფარე და დაბლა ჩამოვედი, სოფო გავაღვიძე, ვუთხარი გეგა რომ დაბრუნდა. -მადლობა შვილო-ისეთი გულწრფელი ელოციით მითხრა ლამის დავიჯერე რომ მისთვის მართლა ძვირფასი ადამიანი ვიყავი და არა მისი ოჯახის მტერი. გამთენიისას რაღაც ხმაურმა ძილი გამიკრთო, თვალები სუსტად გავახილე და გეგას გავხედე რომელიც აფორიაქებული რაღაცას ეძებდა ჯიბეებში -რა მოხდა რას ეძებ?-ვკითხე დაბნეულმა -სიგარეტს -ჯიბეში მხოლოდ ცარილი კოლოფი გედო ერთი დამტვრეული ღერით, აი მანდ დევს ტუმბოზე -ვერ დავინახე-გამიღიმა და შუაზე გადატეხილი ღერი აიღო-აუ ეს არ მეყოფა, არ გაქვს სადმე შენახული 1-2 ღერი?-მკითხა დაღლილი ხმით -მთლიანი პაჭკა მაქვს შენთვის ნაყიდი მოგიტან ახლავე-ვუთხარი სწრაფად და საწოლიდან წამოვდექი. სამზარეულოში ჩავედი და ამოვუტანე. როგორც კი დამინახა გაეღიმა- რა გაცინებს?-გავბრაზდი მე -ძაან საყვარელი ხარ-მითხრა კმაყოფილი ტონით, როგორც კი მივუახლოვდი მაშინვე გამომართვა და აივანზე გავიდა მოსაწევად... გულწრფელად რომ გითხრათ რაღაც უფრო მეტს ველოდი მისგან, ჩახუტებას, კოცნას, რაღაც განსაკუთრებულ ქცევას. ისეთს რომელიც მე თავს, მისთვის საყვარელ, სასურველ და მზრუნველ ქალად მაგრძნობინებდა... ის კი უბრალოდ აივანზე გავიდა... საშინელი სიცარიელის განცდა დამეუფლა...მაგრამ ამას უკვე მიჩვეული ვიყავი... ამიტომ დიდად არ განმიცდია. გეგა ოთახში დაბრუნებისთანავე ჩემგან ზურგშექცევით დაწვა -აუ სოფოს უთხარი რომ რამე გემრიელი წვნიანი გამიკეთოს-მითხრა მოულოდნელად- გუშინ ბევრი დავლიე და თავი მაგრად მტკივა -ვეტყვი-ცივად ვუთხარი და საწოლის კიდესთან ახლოს დავწექი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.