შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ შეჩვევა ? ( 1 თავი )


5-11-2023, 13:29
ავტორი Annia
ნანახია 1 022

მოგონებები…
სჯობს სულ თავიდან დავიწყო, არა დაბადებიდან დაწყებას არვაპირებ მაგრამ ჩემი მეხსიერება საიდანაც იწყება არის 4-5წლის ასაკი, ჩემი პატარა და რომ დაიბადა დედა მხოლოდ შედედებულ რძეს ჭამდა, მეტის საშუალება არ გვქონდა და ასე ცდილობდა ახალნამშობიარები რძის შენარჩუნებას სტრესის ფონზე, მე ვერ ვხვდებოდი და არც მახსოვს ჩემი პატარა და როგორი იყო მაშინ, ჩემს მეხსიერებაში მისი არცერთი ნაკვთი არ არის, არცერთი გაცინება ან თამაში, მისი თავი მახსოვს 4წლიდან, როცა თამაში დაიწყო ჩემთან, შეიძლება იმდენად მძიმე იყო ის პერიოდი ჩემთვის რომ გონებამ ყველაფერი წამიშალა, იმ პერიოდში დედაჩემი წავიდა საზღვარგარეთ, ქუჩაში რომ არ დავრჩენილიყავით, მახსოვს სამივე და როგორ ვიდექით კიბეების დასაწყისში და ზემოდან ეზოში მდგარ დედაჩვენს ვუყურებდით ხელს რომ გვიქნევდა, გრძელი შავი კაბა ეცვა რომელსაც შიგადაშიგ ყვავილები ერია. ვერ მივხვდი მაშინ რა ხდებოდა რატომ იტირა ჩემმა უფროსმა დამ დედას წასვლისას, არვიცოდი რომ ერთი ან ორსაათი კი არა წლები ვერ მოვიდოდა სახლში, ძალიან რთული იყო, დაახლოებით 15წლის ჩემს დას დაეკისრა ჩვენი გაზრდა, თითქმის ორი წლის პატარა დის და 6წლის ჩემთვის, საჭმელი ფაქტიურად არ გვქონდა, მამაჩემი ძირითადად ხელობით შოულობდა ფულს და ისიც არასაკმარისი იყო, რომ ვთქვა წუხდა და ცდილობდა არაფერი მოგვკლებოდათქო, მოვიტყუები. მამაჩვენი არიყო ოჯახის კაცი, მგონია რომ დედაც არ უყვარდა, რადგან როგორც კი წავიდა სხვა ადამიანად გარდაისახა.

15 სექტემბერი
ამ დღეს პირველად მივდიოდი სკოლაში, თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი მეცვა, ვარდისფერი ჩანთა მიყიდეს და უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მისვლისას სკოლის გვერდით ჩინელების მაღაზიაში მამაჩემმა უმკლავებო ჯინსის მოსაცმელიც მიყიდა რადგან ცუდი ამინდი იყო და ყველას ეცვა მოსაცმელი.
კლასში შესვლისას მერხებზე წიგნები, მასწავლებლის გაკეთებული მისალოცი ბარათი და წითელი ჩანთები დაგვხვდა, რომელსაც ზედ თუ არ ვცდები საქართველოს დროშა ჰქონდა დატანებული.
ზუსტად 15 სექტემბრიდან დაიწყო ჩემი ტანჯვაც, სკოლაში რომ ღარიბულად მეცვა ვიცოდი, მაგრამ არ მაწუხებდა ეს ფაქტი რადგან ვერ ვიაზრებდი და პირველ კლასში არავინ დამცინოდა ამის გამო, ჰაჰ არც მეორეში მაგრამ მესამედან კლასელების მხრიდანაც დაიწყო ბულინგი, მაგრამ ამაზე სხვადროს ვისაუბრებ, სკოლიდან სახლში მისვლა არ მინდოდა ხოლმე, რადგან ვიცოდი ჩემი და დამისვამდა სამეცადინოდ და დაიწყებოდა უსასრულოდ ასოების გამოწერა, პატარა რამდენიმე სტროფიანი ლექსების სწავლა და იმდენად უხეშად აკეთებდა ამ ყველაფერს სწავლა პირველივე კლასიდან შემძულდა. სკოლაში ყოველთვის ან ერთთვალა მზეს მიხატავდა მასწავლებელი ან ორ სხივიან მზეს.
ჩემი გამტყუნებაც შეუძლებელი იყო, მშიერს როგორ მემეცადინა? განა ადვილი იყო. მახსოვს ერთხელ ლექსის ჩაბარებისას ისე მცემა ჩემმა დამ ძირი ასძვრა “კალოშს” , ყველა შეშლილ სიტყვაზე თითო დარტყმა იყო, არა სახეში არ მირტყამდა მაგრამ თმების მოწიწკვნა და ს აწითლება უყვარდა ჩემთვის. რომ დავფიქრდე ახლა, ვერ ვამტყუნებ მაშინდელ ჩემი დიდი დის ქცევებს, ორი ბავშვი თინეიჯერულ ასაკში რომ დაგაწვება კისერზე, ასევე მამა რომელიც რეალურად მამად არ გეკუთვნის და მის სარეცხს ხელით რეცხავ, საჭმელს უკეთებ, მის გინებას იტან და ათას უბედურებას გადიხარ ყოველ დღიურად, ჰომ მეც ვერ შევიკავებდი თავს აგრესიის გამოხატვისგან.

სკოლის წლები ერთმანეთს მიჰყვებოდა, პრობლემები იზრდებოდა, სწავლაც რთული ხდებოდა, რადგან ვხვდებოდი არმქონდა ნიჭი როგორც ამბობდნენ.
მაგრამ ჩემთვის რომ გეკითხათ უნიჭობა არაფერ შუაში იყო, უბრალოდ დედა მინდოდა, სითბო, საჭმელი და მშვიდი გარემო.
დედა როცა რეკავდა სკაიპში ჩემი პატარა და ვერ ხვდებოდა ვინ იყო, ვერ ცნობდა და ბევრჯერ უტირია, სათვალიანი დანაღვლიანებული, ცხოვრებისგან გამწარებული დედის დანახვისას.
მამას ეხუტებოდა მთელიძალით და ისიც იფერებდა, იმ ქალის წინ ამ ყველაფერს იფერებდა და გამარჯვებული მზერით უყურებდა, ნახე როგორ ვუყვარვარ ჩვენს პატარა ქალიშვილსო. ამაზე სიმწარე რა უნდა იყოს ქვეყნიერების ბოლოს გადახვეწილი დედისთვის? მე თუ მკითხავთ არაფერი!
რომ ვაღიარო ბევრჯერ დამინახავს მამაჩემი ფანჯრიდან, ზუსტად ჩვენს ქუჩას რომ კვეთდა დახუნძლული პარკებით, ეს უკვე დაახლოებით 8-9წლის ასაკი იქნებოდა და ვხვდებოდი მაშინ სადაც მიჰქონსა საჭმელი თუ სასმელი.
ძმაკაცებთან, დაქალებთან, თავის საყვარელთან და მათ აჭმევდა დედაჩემის ნაშრომი ფულით ნაყიდ საჭმელს რომელიც ჩვენთვის იგზავნებოდა.
პირველი ამანათის ჩამოსვლაც მახსოვს, უდიდესი ყუთი გამოგზავნა, შიგნით რა აღარ იდო, შოკოლადები, ორცხობილები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელები, მამაჩვენისთვისაც კი იმდენი რაღაც ჰქონდა გამოგზავნილი ყოველდღე ნაირნაირებს იცმევდა კაცი.
ძველი ამბების გახსენება აღარ მინდა, რადგან მტკივნეულია ეს ყველაფერი, ჩემი გონებაც ბლოკავს ბევრ ისტორიას და ბოლომდე არ მანახებს იმ სურათებს რაც გონებაში სანახევროდ მიცოცხლდება, დაე შემდეგი თავიდან მოვყვები ახლანდელ მომავალს!
როცა ჩემი დიდი და, უკვე სამედიცინოს სტუდენტი ადგა და ჩამოვიდა საბოლოო გადაწყვეტილებით. ჩვენ, მე და ჩემი პატარა დაიკოც მივდიოდით თბილისში, ჩვენ სამნი ვიცხოვრებდით ნაქირავებში და იქ გაგრძელდებოდა სუფთა ფურცლიდან ყველაფერი.
მახსოვს ბოლოსწინა ჩამოსვლისას როგორც დავხვდით, ჭუჭყიანები, რადგან ვერ ვბანაობდით ნორმალურად სიცივის და ჭუჭყიანი წყლის გამო, თვალებზე ანთება გვქონდა და იმდენად ბევრი ნადები გამოგვდიოდა თვალებს ვერც ვახელდით ნორმალურად და ყველაფერთან ერთად ტილებიც გვყავდა, იმას აღარ დავამატებ 45კილოები რომ ვიყავით და სულ გვშიოდა, ხოდა ბოლო ნწვეთიც ეს აღმოჩნდა, სასწრაფოდ იპოვა სახლი სადაც გადაგვიყვანდა, დედაჩემმაც ისესხა ფული ქირისთვის და ტრანსპორტირებისთვის. ჩამოგვაკითხა სალომემაც, ჩამოახსნევინა სამზარეულოს რამდენიმე კარადა რადგან დანარჩენი დამპალიიყო, ჩაგვაწყობინა ტანსაცმელი, რომელიც სამოსს არ ჰგავდა, ჩავაწყეთ ტაფები და ჭიქები. დავტოვეთ მამაჩვენი იმ სახლში თავის დედასთან ერთად რომელიც ჭკუიდან შეშლილი იყო სიბერისკენ მიმავალი და ვერ გვცნობდა.
თბილისში ჩასვლისას დაიწყი მეორე ეტაპი ჩვენი ცხოვრების რომელიც მეტად, ფერადი მაგრამ თან ურთულესი იყო.



№1  offline წევრი Annia

კომენტარის დაწერა არ დაგავიწყდეთ <3 ყველანაირი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

 


№2 სტუმარი სტუმარი მანჩო

აი გული მეწურება ისტორიაზე????უდედობა ყველა ასაკში უმწარესია და უმძიმესი❤❤მაგრამ ეს შენი ისტორიაა და ვერ შეცვლი წარულს❤მომავალი კი შენს ხელთაა ძვირფასო,ეს არ დაგავიწყდეს???? კარგად წერ.აუცილებლად დაუკვირდი სასვენ ნიშნებს(ნუ,არაა ცდომილება,მაგრამ ეს აუცილებელია სულ გახსოვდეს????),სიტყვის გამართულობას.წერე გამართულად,ემოციებით,აღწერე საინტერესოდ და შენგან ერთ დღეს მშვენიერი მწერალი დადგება???????????? მიხარია რომ ასე პატარა გოგო პირველ ნაბიჯებს დგამ და ითვალისწინებ სხვების აზრს????წარმატებები გენაცვალე.ველი შენს დაფრთიანებააას????????????????

ამ გულებს კითხვის ნიშნებად რატომ მიწერს ეს დალოცვილი :D

 


№3  offline წევრი Annia

სტუმარი მანჩო
აი გული მეწურება ისტორიაზე????უდედობა ყველა ასაკში უმწარესია და უმძიმესი❤❤მაგრამ ეს შენი ისტორიაა და ვერ შეცვლი წარულს❤მომავალი კი შენს ხელთაა ძვირფასო,ეს არ დაგავიწყდეს???? კარგად წერ.აუცილებლად დაუკვირდი სასვენ ნიშნებს(ნუ,არაა ცდომილება,მაგრამ ეს აუცილებელია სულ გახსოვდეს????),სიტყვის გამართულობას.წერე გამართულად,ემოციებით,აღწერე საინტერესოდ და შენგან ერთ დღეს მშვენიერი მწერალი დადგება???????????? მიხარია რომ ასე პატარა გოგო პირველ ნაბიჯებს დგამ და ითვალისწინებ სხვების აზრს????წარმატებები გენაცვალე.ველი შენს დაფრთიანებააას????????????????

ამ გულებს კითხვის ნიშნებად რატომ მიწერს ეს დალოცვილი :D

❤️მადლობა დიდიი, ვეცდები ყველანაირად სრულფასოვანი ისტორია შევქმნა და ემოციები მოვიტანო თქვენამდე ????????❤️❤️❤️ უდედობა ნამდვილად ძნელია, იმედია ყველას გვეღირსება დედის სახლში დაბრუნება ემიგრაციიდან ❤️


მეც კითხვუს ნიშნებაად მიწერსსს და იმედიაა სხვა ემოჯები მაინც გამოჩნდებაა ????????მთელი კომენტარი რიმ ავაჭრელეე

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

როგორ მეტკინა გული, ძალიან კარგი გოგო ხარ კარგად გადმოსცემ შენს ნააზრევს. ველოდები გაგრძელებას იმედია უკეთესობისკენ შეიცვალა თქვენი ცხოვრება

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

ველოდები გაგრძელებას .. წარმატებებიიიი შენ

 


№6  offline წევრი Annia

სტუმარი მაკო
როგორ მეტკინა გული, ძალიან კარგი გოგო ხარ კარგად გადმოსცემ შენს ნააზრევს. ველოდები გაგრძელებას იმედია უკეთესობისკენ შეიცვალა თქვენი ცხოვრება

მადლობა დიდი <3 გაგრძელების მოტივაციას მაძლევთ

სტუმარი ნინი
ველოდები გაგრძელებას .. წარმატებებიიიი შენ

მადლობა დიდი <3 აუცილებლად გავაგრძელებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent