შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენზე უფროსია , არ შეეფერებით (თავი 3)


6-11-2023, 16:28
ნანახია 2 279

-ჰო ნანდუ
-ჩემს გარეშე მშვიდად გეძნა სახლში ქალბატონო?
-კატუს - გადაიხარხარა ტაისიამ - სიმართლე გითხრა სულ არ მძინებია ,მარა კაი. სანდროსგან რატო რეკავ ,რა დაუშავე ჩემს ბიძაშვილს
-ვაი , ღირსი კი იყო გამეტყავებინა ,მაგრამ ჰა დანებიც დამალა და ტელეფონიც
-რა გიყოთ - გაეცინა ტაისიას
-საღამოს ბარში ვიქნებით და შენც მოეთრიე, ეს პრიმატი სახლიდან არ მიშვებს და რამე ტანსაცმელი ტაქსით გამომიგზავნე რა
-კაი მომწერე რა გინდა და გამოვუშვებ -
-კაი გკოცნი ფისო
-Ich auch(მეც)
- ცოცხალია სანდრიკო ? - გულმკერდზე ხელებგადაჯვარედინებულმა ანდრონიკემ ტაისიას ღიმილნარევი სახე მიაპყრო
-ეს ჩემი დაქალი არ ამბობს და ვიმედოვნებ ცოცხალია -გაეცინა ტაისიას
-გულწრფელად შემეცოდა გეფიცები შენი ბიძაშვილი - გაეცინა არღვლიანსაც
-არც ეგ არის ნაკლები გიჟი ცუნცულ , დიდად არ გინდა სოლიდარობა
-შენზე ორჯერ დიდს და ექვსი წლით უფროსს ,რომ ცუნცულას მეძახი რაღაცა ვერ ვჯდები რა თემაში
-ოჰ, მომიტევეთ მი ლორდ
-კაი ეგრეც არ გინდა - გაეცინა მამაკაცს და თეფში ნიჟარაში მოათავსა
-გუშინ ძილში ბოდავდი რომ საქმეები გქონდა და მერე მე არ დამაბრალო, მაცდენო
-ჯანდაბა 12-ზე შეხვედრა მაქ .. კიდე კაი მითხარი
-აჰა ხო გეუბნებოდი მერე ვის დაბრალდებოდა? ტაისიას
- წუწუნა ! მადლობა რომ მიხსენი ყველაფრისგან.. წავალ მე , დროებით - ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და ბინიდან გაუჩინარდა
-ახლა ეს რა იყო ? - ხმამაღლა დაუსვა საკუტარ თავს შეკითხვა ანდრონიკეს საქციელის გამო და ყურებამდე გაეღიმა ..
იმ საღამოს ბარში უნდა ჩასულიყო ,თუმცა გადაიფიქრა, ბარბარესთან გადაწყვიტა წასვლა რომ ნემსები მიეტანა..
ჩამოსვლიდან ზუსტად ორი კვირის განმავლობაში ათასში ერთხელ თუ ნახულობდა ანდრონიკეს დანარჩენებთან ერთად, ისიც 10-15 წუთით და მერე სამსახურში გარბოდა.. საღამოობიტ გათიშლი მოდიოდა და ან ეძინა ან ხატავდა .. მთელი ორი კვირა ანდრონიკე უტრიალებდა ტავში, გონებაშ აზრებმა იწყეს ბოდიალი და გადაწყვიტა ის გაეკეთებინა რითიც ყველაზე უკეთ უმკლავდებოდა აფორიაქებულ და გაბნეულ გოენებას, ფანქარი და ფურცლები გვერდით გადადო , გამოიტანა საღებავები, დიდი ზომის ტილო, სადგამი და ხატვა დაიწყო . რას ხატავდა? რას არა მეგობრებო ვის? იმადამიანს ვისზე ფიქრებმაც გონება თავდაყირა დაუყენა.. ანდრონიკეს პორტრეტის ხატვა დაიწყო ... გათენებამდე უამრავ მიმიკას არჩევდა, როგორ ესახებოდა მამაკაცი ცხადსა ტუ სიზმრებში,როგორი უნდოდა რომ დაეხატა.. ბოლოს მისი მკაცრი ,წარბშეკრული მზერა აარჩია ,რაც ყველაზე მეტად იზიდავდა მამაკაცში და ფერების შეყვანა დაიწყო..
კიდევ ორი კვირა დაემატა ამ დროს, ახლა უფრო იშვიათად იკრიბებოდა მეგობრებთან, სანდროც კი გაუნაწყენდა , მაგრად დამიკიდეო, მაგრამ რა ექნა სამსახური ,სახლი და პორტრეტი.. ყოველთვ ის ტილოს აფარებდა, თითქოს ვინმე შეხედავდა და მამაკაცის ამ მზერას ხელიდან გამოაცლიდა, საგულდაგულოდ ინახავდა და უკრძალავდა მეგობრებს მასთან შეხებას..
ჩამოსვლიდან სამი თვის თავზე ნახატი დასრულებული ჰქონდა , ანდრონიკესთან საგრძნობლად დაახლოვდა მიუხედავად იმისა რომ ამ სამ თვეში მაქსიმუმ 10-ჯერ ნახეს ერთმანეთი.. ბატონმა ანდრონიკემ თავად გამოიჩინა ინიციატივა და ფეისბუქზე მიწერა ქალბატონ ტაისიას.. ინსტაგრამზეც დააფოლოვა და თუ ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს , ასემიმოწერებიტ, ვიდეოქოლებით კარგა ხანს საუბრობდნენ ხოლმე..
ერთ საღამოს , როცა ტაისია აწ უკვე დასრულებულ პორტრეტს მიშტერებოდა , ბატონმა ფრიდონმა დაურეკა
@
-მამის გოგო რას შვება
-ფიდუნი .. რავქნა ჰა შენა
-შენ კართან ვარ და ვერ ვიგებ რა პონტში არ მიღებ კარს
-რა? მეღადავები ხო
-აჰა ძმაო - კაცმა კამერა შეაბრუნდა და ტაისიას სახლის კარი ნათლად გამოიკვეთა . ტაისიამ საწოლზე მოისროლა მობილური და კარი გამომგლიჯა
-მამა - დაიყვირა და 50 წლის მამაკაცს სხეულზე გიჟივით შეაფრინდა
-ჩემო გიჟმაჟო მომენატრე მამი
-მეც ჩემო სიმპატიურო , მოდი - გაიწია და გზა დაუთმო მამამის
-კატო სახლშია მამი? ხო არ ძინავს
-არა ფიდუნი, მეგობრებთან ერთად ბარშია , დღეს ნატალიასთან რჩება როგორც ვიცი
-მერე ჩემი ბიჭებიუნდა ვნახო და წამო ჩვენც ჩავიდეთ, დავლიოთ მაგრად ვიქეიფოთ
-მამა ხო იცი რომ იქ ხაშლამას , ჭაჭას და ოჯახურს არავინ დაგიდებს - გადაიხარხარა ტაისიამ
-ეე მამი მიტრ*კებ რა , რასაც დამიდებენ , ორ დღეში სოფელში უნდა ჩავიდე და ბიჭებს ვეღარ ვნახავ და წამო ჩავიდეთ, ძველი დრო გავიხსენოთ და მაგრად იქეიფოთ
-ისე რას ვერ ვიგებ იცი? 50 წლის კაც 30 წელზე მაღალი ასაკის საძმაკაცო რატო არ გყავს
-ნათლიაშენი რომელი 30 არის ერთი
-ოჰ კაი, ერთი მოიფიქრა რა - ორივემ გულიანად გაიცინეს , ტაისია გაემზადა კატოს მიწერა მამა ჩამოვიდა და ბარშვი ვსხვდებით საძმაკაცოსთან ერთადო და მამის ლოდინში სავარძელში ჩაეშვა
-რა სტრანი ტიპია , ვინ არი ტაისიას ვენაცვალე ? - კაცმა მოულოდნელად ნახატით ხელში შემოაბიჯა მისაღებში
-მამა არა ! - გიჟივით ეცა და ნახატი თავის ადგილას დააბრუნა
-ჩემი ალქაჯი შეყვარებულია თუ დამეწყო
-დაგეწყო ბატონო ფრიდონ, დაგეწყო - სახე ღიმილმა გაუპო ტაისიას და მამამის მხარზე ნაზად მიჰკრა მუშტიი
-კაი ბიჭია მაინც ?
-მამა!
-რა იყო ? ხო არ გეუბნები ჩემი შვილი თავისზე უფროსს არ შეიყვარებს მეთქი, ხო არ გიკრძალავ არა, პროსტა მაინტერესებს რას წარმოადგენს
-ნერვებს მიშლი მამა
-კაი ჰა გავჩუმდი , სიძეზე საუბარს შევეშვები -გაიცინა კაცმა და ტაისიასგან ბალიშიც მიიღო სახეში
ცოტახანში გავიდნენ სახლიდან და მალევე შეაბიჯეს ბარში.. სამი შავგვრემანი მამაკაცი ისხდა მაგიდასთან და რიმილიანი სახით შეჰყურებდნე მამა-შვილს
-ვა ფრიდონას ვახლავარ
-რა ბაბუასავით ლაპარაკობ სიკო - მხარი მიჰკა თავისზე ერთი თავით მაღალ კაცს ასე 34 წლის იქნბოდა და გულიანად მოეხვია
-ჩვენი ტაისუ მოსულა, გვიკარე ცუნცულ ? – 30 წლის ორი მამაკაცი შემოეხვია ტაისიას და თავიანთი ადგილები დაიკავეს
ბარის ბოლო კუთხეშ მაგიდასთან მსხდომ სამეგობროს არ გამოპარვია ტაისიას და მამაისის შემოსვლა , ანდრონიკეს სახე გაუნათდა ტაისიას დანახვისას თუმცა არ ესიამოვნა როცა სამი მამაკაცი მასთან ასე ახლოს და თბ ილ სიტუაციაში აღმოცნდა, ძარღვეი დაეჭიმა და ამ დროის განმავლობაშ პირველად მოითხოვა სასმელი, მოზრდილოი ჭიქით ბურბონი გადაუშვა სხეულში და ერთიანად ახურდა, ისიც კი დაავიწყდა რომ მშიერი იყო და რაღაც მაინც უნდა ეჭამა .. ცოტახანს უყურა როგორ იცინოდა ტაისია მამამისთან და მის მეგობრებთან ერთად , კიდევ ერთი ჭიქ სასმელი მოსვა და ბარის მაგიდისკენ გაემართა
-ერთი ქილა ცივი იქსელი თუ შეიძლება -მაქსიმალურად ხმამაღლა უტხრა ბარმენს რომ ტაისიას გაეგო და ყურადღეა მიექცია , ასეც მოხდა ტაისიამ ანდრონიკეს იმ წამსვე მიანათა თავისი ფერადი თვალები
-არღვლიანო! -წარმოთქვა და მაგიდიდან წამოდგა. როგორ სიამოვნებდა და აგიჟებდა ანდრონიკეს ამ გოგოს წარმოტქმული მისი გვარი
-დევდარიანს ჩემგან სალამი - გაუღიმა დაგოგონამაც მის წინ დაიკავა ადგილი . ბატონ ფრიდონს ეს არ გამოპარვია და თვალებში ნაპერწკლები აუტამაშდა ,იცნო მამაკაცი რომელიც მის ქალიშვილს ასე ლამაზად და საგულდაგულოდ დაეხატა
-როგორ გიკითხო ?- არ ესიამოვნა როცა შეამჩნია რომ ნასვამი იყო
-მე კარგად ტაი , შენ ?
-რავიცი wie gewöhnlich ( როგორც ყოველთვის )
-და როგორ ხარ ხოლმე ყოველთვის ? - არ ელოდა რომ ანდრონიკეს გერმანული ეცოდინებოდა
-ჩვეულებრივად ანდრონიკე - გაუღიმა ნაძალადევად
-ტაისია , გამაცანი შენი მეგობარი, მგონი ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს ხო? - ბატონი ფრიდონი სკამიდან წამოდგა და მამაკაცის მიმართულებით გაიღიმა
-რა თქმა უნდა, გამარჯობა ბატონო ფრიდონ მე ანდრონიკე არღვლიანი ვარ
-ვა სვანი ხარ ბიჭო? სადაური ?
-მამა! - ხმა გაიმკაცრა ტაისიამ,ვერასდროს იტანდა ამ გამოკითხვებს, სადაური და ვისი შვილი და ვისი შვილიშვილი
-კაი ხო, სასიამოვნოა შენი გაცნობა ჩემთვის ანდრონიკე
-ასევე ბატონო ფრიდონ - ხელი ჩამოართვა და ტაისიას გახედა - აღარ შეგიშლით ხელს გაერთეთ - გოგონას ნაზად შეახო მხარზე ხელი და ბარმენის წინ სკამი დაიკავა .. ტაისია ცოტა არ იყოს გაბრაზდა და მამამისი გვ ერდით ჩამოჯდა.. აესეთ 15 წუთი ცალი ყურით მამის და ბიჭებს უსმენდა ცალით კი ანდრონიკესკენ იყო.. რამდენიმე წუთში ვიღაც ქერა გოგო მიუახლოვდა ანდრონიკეს და როგორც ჩანს ფლირტაობა დაუწყო
-ჰეი, აქ ასე მარტო რას აკეთებ სიმპათიურო ? - კეკლუცურად წარმოთქვა და მამაკაცს მხარზე ჩამოადო მკლავი
-დაინტერესებული არ ვარ , კარგად ბრძანდებოდეთ - მოკლედ მოუჭრა ანდრონიკემ და იქსელი მოსვა
-ვგიჟდები უხეშ ტიპებზე - გადაიხარხარა გოგონამ და ისე მხარზე ჩამოეკიდა
-ასეთი ქალების დედას რო შევ*ცი მე, ძალით აფრინდება კაცს, შეხედე ერთი სავალდებულოა კისერი მოგიგრიხოს რო გაეშვა - კბილებში გამოსცრა სიკომ
-ამას თუ ქალი ჰქვია , უნდა დაიჭირო და ცეცხლი წაუკიდო - არ დააკლო ბატონმა ფრიდონმაც , ტაისიას მოთმინება უკვე ყელში იყო,ბოლო ნაპერწკალი და მაგიდიდან წამოვარდა
-საკმარისია - წარმოთქვა და ანდრონიკეს ერთი ხელის მოსმით მოაშორა გოგო
-ოე დარტყმულო რას აკეთებ - აწკრიალდა ქალი
-ადექი მივდივართ ! - მკაცრად უტხრა მამაკაცს და მისი ხელი კისერზე შემოიდო
-ტაი არაა საჭირო , ნუ დარდობ ჩემით წავალ
-ტაის მამა, დაგეხმაროთ?
-არ მინდა მამა
-ანდრონიკე შვილო ნასვამი ხარ?- მზრუნველად ჰკითხა ფრიდონმა
-მხოლოდ ორი ჭიქა ბატონო ფრიდონ ისეთი არაფერი
-ორმა ჭიქამ როგორ გაჯობა - გახუმრება სცადა კაცმა
-ეწევი ძმაო ?- სიკომ ჰკითხა
-არც კი გამისინჯავს მსგავსი არაფერი - ძალა გამოლეულმა უთხრა ანდრონიკემ
-ანდრონიკე შემომხედე - ტაისია მიხვდა რომ საქმე სხვა რამეში იყო , თვალებს ძლივს ახელდა
-გეფიცები მართლა არ მქონდა დრო რომ მეჭამა - მშრალი ტუჩები მოილოკა და ძლივს გაუსწორა თვალი საყვ არელ ქალს
-შენ მე ჭკუიდან გადამიყვან, წამალი სად გაქვს
-მანქანაში ტაი
-მამი რა ხდება
-ინსულინი მამა, სახლში გავიყვან, არ დამელოდო .. მარტო ვერ დავტოვებ, კატო ნატასთან რჩება
-გამაგებინე მაინც როგორ იქნება
-წავედი მიყვარხარ - მიაძახა მამას და ისე გაიყვანა მამაკაცი შენობიდან რომყველას უბრალოდ ნასვამი ეგონა, მისი მეგობრების ჩათვლით
-გასაღები ჯიბეში მაქვს - ამოილუღლუღა და მანქანას მიეყრდნო
-გეფიცები ხვალ ისე ვიჩხუბებთ მე და შენ , ვერავინ გიშველის . მთავარია დღეს კარგად გახდე - ეს თქვა და მამაკაცი მანქანაშ მოათავსა , მისამართი უკარნახა ანდრონიკემ და წამალი სულ ხელის კანკალით დალია.. ნემსი გაუკეთა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა . რამდენიმე წუთში კორპუსთან შეაჩერა მანქანა
-მერამდენე სართულია ?
-ბოლო - თვალდახუჭულმა უთხრა და გოგონას ხელი ძლივს გადახვია.. გასაღეი მოარგო კარს და შიგნით შეიყვანა.. საკმაოდ ლამაზი ბინა იყო,ნაკლები არც ეკადრებოდა ბატონს.. ტყავის სავარძელშ მოათავს და სამზარეულოში გაიკვლია გზა, მაცივრიდან კიტკეტის ორი ფილა გამოიღო და სულ ძალით აჭამა მამაკაცს..
-ადექი წყალი უნდა გადაივლო, სულ სველი ხარ
-ვერ გავქაჩავ ტაი, ფეხზე მაგდენხანს ვერ ვიდგები
-მერე ვინ გითხრა რომ მარტო იდგები, წამოდი და მე დამეყრდნობი.. - დიდი წვალებიტ შემოაცალა მამაკაცს ტანსაცმელი და საცვლის ამარა შეიყვანა სააბაზანოში
-დასველდები ტაი - მის სიტყვებზე გამოერკვა ტაისია,ბიჭი იქვე უნიტაზზე ჩამოაჯინა, შავი ტყავის ქურთუკი და გრძელი ტანზე მომდგარი კაბა გაიხადა და საცვლების ამარა შევიდა სააბაზანოშ.. ანდრონიკეს თვალები მიელულა მაგამ წითელ ორეულში გამოწყობილი ქალი სილუეტმა მაინც აუდუღა სისხლი..
-მომხვიე ხელი და წამოდექი - ძლიერად ჩაეჭიდა მამაკაცს და წყალი მოუშვა , მასთან ერთად დადგა შხაპის ქვეშ და სახეზე ხელის ნაზი მოძრაობით ჩამოურეცხა დაცვარული შუბლი, ნერწყვებს ძლივს ყლაპავდა ამ სიახლოვისგან გამოწვეული სიმხურვალიტ და აფორიაქებული გულიტ.. არ უნდოდა მამაკაცისთვის თვალი გაესწორებინა .. ზურგს უკან დაუდგა და ღრუბლით და გელით გაუქაფა სხეული. მის თითოეულ შეხებაზე ანდრონიკე უაზროდ კრთებოდა, მთელი კანი დაეხორკლა , უნდოდა მკლავებშ მოექცია ქალი და მისი სიახლოვით დამტკბარიყო თუმცა არც ამის ძალა ჰქონდა და მითუმეტეს სიტამამე, რადგან არ იცოდა ტაისიასგან რა გრძნობა მოდიოდა .. 10 წუთში ხელგადახვეულმა გამოიყავა აბაზანიან მამაკცი , კარგად შეამშრალა მაგრამ ვაი რომ სველ საცვალს ვერაფერს უხერხებდა ..
-გაუნძრევლად იდექი , ნუ მანანებინებ -ეს ტქვა და კედელზე მიყრდნობილ ნახევრად მძინარე მამკაცს გრძელი პირსახოცი შემოახვია წელზე , მჭიდროდ შეკრა , ერთი ღრმად ჩაისუნთქა , ხელი პირსახოცის ქვეშ შეაცურა და საცვალი გახადა - ხელი მომხვიე - მამაკაცი დაპროგრამებულივით ყველაფერზე ეთანხმებოდა.. საძინებელში შეიყვანა და საწოლში პირსახოცისამარა მოათავსა , საბანი გადააფარა და შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია
-ტკბილი ძილი არღვლიანო - მამაკაცმა ვერც გაიგო ისე ჩაეძნა. ტაისიამ ანდრონიკეს კარადიდან ყველაზე დიდი მაისური გამოიღო, საბაზანოში შეიკეტა საცვლები გაიძრო და სარეცხის მანქანაშ შეყარა სველი ტანსაცმელი,მათ შორის ანდრონიკესიც.. მისაღებში გავიდა ერთი ჭქა ყავა მოიმზადა ტელეფონი აიღო და სქროლვა დაიწყო.. სადღაც 40 წუთი სქროლავდა , სარეცხის მანქანის წრიპინი რომ შემოესმა , ტანსაცმელი გამოიტანა , ლამაზად გადაკეცა და საცვლებთან ერთად საშრობ აპარატში ჩადო , დილამდე ნამდვილად ვერ გაშრებოდა ჰაერზე და მოუწევდა შიშველს სიარული..
დაახლოებით ერთი საათი უაზროდ სქროლავდა სიციალურ ქსელს ,რომ ანდრონიკეს მობილური აწკრიალდა ,წამიერად დასწვდა და ხმა გამოურთო ვიღაც მარიამი რეკავდა,ამაზე სახე აელეწა, ღამის ორ საათზე ვინ ან რატო ურეკავს თანაც მარიამი.ამ ფიქრებში იყო გართული რომ ზარი არ წყდებოდა ,ნერვები მოეშალა და ყურმილი აიღო
@
-ანდრიკო ბიჭო , რატო არ მპასუხობ? ვერ დამაჯერებ რომ ამ დროს გძინავს - გაისმა ახალგაზრდა გოგონას ხმა
-თქვენ წარმოიდგინეთ და სძინავს - ნაგლურად განუცხადა გგოგოს
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ, ჩემი შეყვარებულის მობილურს რატო პასუხობ



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

აუ რაეაცნაირად მომწონს ეს წყვილი რა
... მამაისიც როოგორ ეღადავება

 


სტუმარი ნინი
აუ რაეაცნაირად მომწონს ეს წყვილი რა
... მამაისიც როოგორ ეღადავება

heart_eyes sweat_smile

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაუ შეყვარებული საიდან გაიჩითა კაცო მე ეს წყვილი მომწონს და მესამე ზედმტია ნამდვილად ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️♥️ მიყვარს ეს ნაწარმოები უკვე,♥️♥️????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent