შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითური და პოლიციელი 4


7-11-2023, 00:34
ავტორი amanim
ნანახია 1 220

თეკლა დადიანი

ერთი შეხედვით დღე მშვიდად დაიწყო, ან უბრალოდ ასე ეგონა. ყავა დალიეს, მოწესრიგდა ძალა მოიკრიბა და ისევ კატუშასთან წავიდა. აქედან მანჩო ამხნევებდა, იქიდან დემეტრეს მიწერილი დილამშვიდობის წითურო ანუგეშებდა... კლინიკაში მისულს ექიმი გამოელაპარაკა, ვითარება მალე ისევ დამძიმდებოდა, ამიტომ სწრაფად უნდა დაეწყოთ მკურნალობა. ახალა მშვიდად იყო კატერინა, რადგან უამრავი წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ოთახში ფეხაკრეფით შევიდა, თუმცა დას არ ეძინა. თეკლას დანახვაზე ტირილი დაიწყო..
- მაპატიე თეკ, ბოდიში რა... არ ვიცი რა დამემართა მართლა არ ვიცი, მე... შენ ამას როგორ დაგაბრალებდი განა რამე შენი ბრალია, არა თეკ, მაპატიე გთხოვ..- დაიკო გულში ჩაიკრა თეკლამ და დაამშვიდა.
- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი რიგზეა! გავუძლებთ ყველაფერს გავუძლებთ...ჩემო პატარა მალე საზღვარგარეთ უნდა გაგიშვა თორნიკესთან ერთად, მანამდე დედასთან მინდა წაგიყვანო... როგორ ფიქრობ შეძლებ?- მზერა გააპარა დისკენ, რომელიც გაბრწყინებული თვალებით უყურებდა, ეტყობოდა ახლა ყველაზე მეტად ანას სითბო უნდოდა.
- ექიმი თუ მოგვცემს უფლებას მინდა რომელია, თეკ დედასთან ძალიან მინდა.. ისე მომენატრა ისე ვლოცულობდი მასთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ ჩახუტებაზე, მისი სუნის შეგრძნებაზე... ძალიან მინდა...- ჩაიბურტყუნა, თეკლაც გამხიარულდა, მაშინვე ექიმთან მიაჭრა და დაელაპარაკა. დათანხმდა, რადგან მის ფსიქიკურ მდგომარეობას ახლა დედის სითბო ძალიან წაადგებოდა. მაშინვე თორნიკეს დაურეკა და ისიც კლინიკაში გაიქცა, კატუშა გამოაწყვეს და კლინიკა დატოვეს. ანასთან როგორც ჩვევია ყიჟინით შევარდა, მთელი სახე დაუკოცნა.
- დედიკო.. დე.. დედა... ისეთი სიურპრიზი გვააქ, გაგიჟდები.- ცქმუტავდა თეკლა და მაშინვე კარებს მიაშურა გააღო და შემოვარდა კატუშაც, ისე ძლიერად იკრავდა დედას გულში. ერთად ტიროდნენ კატერინა და ქალბატონი ანა. მონატრებულ შვლის მთელი სახე დაუკოცნა, იმდენი ეფერა და მაინც ვერ იჯერა გული, არც ის სჯეროდა მართლა მასთან რომ იყო პატარა ქალბატონი. სახეზე უსვამდა ხელებს და იმახსოვრებდა პატარა ქალის ყველა ნაკვთს, ასე მონატრებულს და ასე ტკბილს... დიდხანს ეფერა კატერინას, შემდეგ სამივე საწოლზე მიუწვა დედას და ყველას სათითაოდ მოესიყვაულა.
- დე მალე ისევ წავალ, ხომ არ მოიწყენ? დავბრუნდები ასმაგად მაგარი გოგო...- სევდიანად უთხრა კატერინამ, რადგან რამდენიმე დღეში უკვე წავიდოდნენ ამერიკაში სამკურნალოდ.
- მოვიწყენ, მაგრამ ტელეფონით დავილაპარაკებთ ხოლმე და როგორმე მოვიკლავ მონატრებას.
- რაო? მე აქ ბუმბულს ვარჩევ ქალბატონო ანა? აბა დაგინახო მოწყენილი..- წამოყო თავი თეკლამ და დედას ლოყაზე აკოცა.
- ჩემი ონავარი... ნეტა როდის დაჭკვაინდები?
- კარგი რა დედა, მაგის დროც მოვა, მიყვარხარ დე.- თავი ისევ დედის კალთაზე ჩამოდო და თვალები მინაბა.
- ჩემი შვილები, ოხ როგორ ძალიან მიყვარხართ, ნეტა უთქვენოდ ვინ ვიქნებოდი ან ვიარსებებდი კი? ჩემო იმედებო...- თბილ სიტყვებს არ იშურებდა ანა, ყველას ეფერებოდა. უნდოდა ძალიან უნდოდა რომ კიდევ დიდხანს ყოფილიყო მათ გვერდით, მაგრამ ძალიან კარგად ხვდებოდა რომ შედეგი რომელსაც ასე ელოდნენ კარგი არ იქნებოდა... გული უგრძნობდა წუთისსოფელში მისი სტუმრობა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, ბოლო ხანებში უფრო სუსტად გრძნობდა თავს და ენიშნა კიდეც რომ მორჩა აქ მთავრდებოდა მისი სიცოცხლე. ამიტომ მაქსიმალურად ტკებობოდა შვილებით, იცოდა რომ ძლიერები იყვნენ, იცოდა ერთად ყველაფერს შეძლებდნენ, მაგრამ ისიც იცოდა რომ თეკლა ამას ვერ გაუმკლავდებოდა, ისე როგორც საჭირო იყო. იცოდა გაგიჟდებოდა, ყველაზე მეტად ეგ პატარა ონავარი ადარდებდა, განა სხვებზე არ დარდობდა, როგორ არა. უბრალოდ თეკლა სხვა იყო, ხო როგორი ონავარი იყო სულ სიგიჟეებს ჩადიოდა, მაგრამ სუსუტი იყო, ძალიან კარგად იცოდა ამ სიგიჟით რომ ცდილობდა თავისი სევდის დამალვას, ასე ცდილობდა გამკლავებოდა, მაგრამ ღამე ყველაფერს უცვლიდა. ასე კარგად თეკლა იმიტომ იცოდა, რომ ზუსტად ერთნაირები იყვნენ, ერთნაირად განიცდიდნენ ყველაფერს...
- სად გაპარულა დრო..- ფიქრებიდან თეკლამ დააბრუნა.- უნდა წავიდე დედა, გამოცდა მაქვს, მალე დავბრუნდები, ჩემო ლამაზებო არ მოაწყინოთ! მეც მალე მოვალ.- ყველა ჩაკოცნა და სახლში გაიქცა, დედის პორტრეტი აიღო და გამოცდას მიაშურა. შენობაში სულ გულის ფანცქვალით შეაბიჯა. გამომცდელებს თავისი პორტრეტი წარუდგინა, ყველა ინტერესით აკვირდებოდა ტილოზე გამოსახულ პიროვნებას. და გაისმა კიდეც კითხვა, რომელსაც ასე ელოდა.
- ვინ არის პორტრეტზე გამოსახული ქალბატონი? რატომ ის?- თეკლამ ღრმად ამოისუნთქა და საუბარი დაიწყო.
- ეს დედაა ჩემი, მშობელი დედა... ერთი ცალი დედა, ქალი რომელმაც უამრავი გადაიტანა და მისი თვალები ყოველთვის ბევრს ამბობდა! ამბობს და იტყვის! მისი დახატვა სწორედ იმიტომ გადავწყვიტე რომ არ მინახავს ასეთი რეალური თვალები არსად, არა იმიტომ კი არა რომ ის დედაჩემია, უბრალოდ ეს ქალი კიბოს ებრძვის, სამი შვილი ყავს და ის ჩვენი ფუძეა! ჩვევი საყრდენი და მამოძრავებელი ძალა, ამ ქალს არაფერი აჩერებდა არასდროს, მის თვალებში ალბათ ყველა ხედავთ სევდას, სიხარულსა და ტკივილს. მხოლოდ ასე თუ შეიმჩნევა მისი ტკივილი, ვერც გადაპარსული თავი აჩერებს მისი სიცოცხლის წყურვილს, ვერც წამლები და ქიმიოსგან გამოწვეული წვა... ის ძლიერი ქალია, ამიტომ ჰქვია პორტრეტს ერთიცალი დედა, ძლიერი დედა!- უცებ თქვა სათქმელი და ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად დასრულდა, გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ახლა ისღა დარჩნია სერთიპიკატი მიეღო. გზაში არც თვითონ იცის რატომ გადაწყვიტა დემეტრესთან დაერეკა.
- დღე მშვიდობისა უღიმღამო, როგორ ხარ?- აკისკიდა თეკლა და დემეტრეს დაბნეული ხმა რომ გაიგო კიდევ უფრო უმატა სიცილს.
- წითურო? კარგად, შენ? რა მოგელანდა?
- როგორი სულსწრაფი ხარ, უბრალოდ დარეკვა მინდოდა, ვიფიქრე მოვიკითხავთქო, მუშაობ? ცუდ დროს გირეკავ?- უცებ გაახსენდა, რომ შეიძლება მუშაობდეს.
- რაც გამოძიება წარმატებით დასრულდა, ქაღალდებში ვარ ჩაფლული, ნუ ნერვიულობ სასიამოვნოა დროებით ქაღალებისგან დასვენება და შენი ხმის გაგონება. როგორც ჩანს კარგ ხასიათზე ხარ.
- კი უკეთ ვარ, ჩემი დაც შედარებით ნორმალურადაა დღეს დედასთან წავიყვანეთ, მე გამოცდა ჩავაბარე, ახლა კლინიკაში მივდივარ ისევ და მერე ვიფიქრე იქნებ...- ყოყმანობდა, არ იცოდა როგორ დაეპატიჟა.
- ყავა დავლიოთ, მაგრამ ნახატიც მინდა ვნახო თეკლა!- მიუხვდა რისი თქმაც უნდოდა და მისი დაწყებული წინადადება დაასრულა.
- აი ეს მესმის, აზრებს კითხულობ პოლიციელო? ნახატი კი არა პორტრეტი, კი განახებ როგორც კი თვალებს დავასრულებ.
- უთვალებო დამხატე?- მოესმა მეორე მხრიდან დემეტრეს სიცილი.
- ეგ სიცილი უნდა ვნახო, კი ასეა, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია თვალების სწორად დახატვა, რომ ზუსტი გამოვიდეს ყველაფერი და ზუსტად მინდა ახვსახო ის ყველაფერი რასაც შენ თვალებში ვხედავ, ამიტომ სულ ასე ხდება თვალებს ყოველთვის ბოლოს ვხატავ!
- მაინც რას ხედავ?- დაინტერესდა ყიფიანი.
- ახლოდან ვილაპარაკოთ მაგაზე რას იტყვი?
- კარგი, შეგეხმაინები როცა მოვრჩები სამსახურს.
- წარმატებული დღე ყიფიანი, ჭამა არ დაგავიწყდეს.- ტელეფონში მიაძახა და გაუთიშა, კლინიკაში ძალიან ბედნიერი შევარდა, მაგრამ იქ მისულს მოღუშული და-ძმა რომ დაინახა ღიმილი სახეზე მიეყინა.
- მოხდა რამე?
- დედა უცებ გახდა ცუდად....- თავი ჩაღუნა თორნიკემ, ეკატერინეც შეშლილი სახით იჯდა.
- თოკო, ვფიქრობ კატერინას წაყვანის დროა კლინიკაში, აქ სცენები არ გვჭირდება.- უცებ გაიმკაცრა თეკლამ ხმა, მაშინვე შეატყო კატერინას არეული თვალები, როგორ ნერვიულად ქანაობდა კი დედაზე დარდობდა, მაგრამ თითებს არასდროს იკვნეტდა რაც არუნდა განერვიულებული ყოფილიყო, შესაბამისად ცუდად ენიშნა და თორნიკეც დათანხმდა. თვითონ დედასთან დარჩა და ნერვიულად სიარულს მოყვა. გული საშინლად უცემდა, მსგავსი რამ პირველად არ ხდებოდა მაგრამ, ბოლო დროს მოუხშირა ქალბატონმა ანამ ცუდად გახდომები. ისედაც გამხდარი ქალი სამ დღეში კიდევ უფრო გახდა. ყველაფერზე ერთად ფიქრობდა, ყოველ ჯერზე ახსენდებოდა ყველა ის ტკბილი მოგონება რაც დედასთან აკავშირებდა. ქალთან, რომელიც მთელი სამყარო იყო მისთვის, ადამიანი რომელსაც ასე ძალიან ჰგავდა. ფიქრებში გართული ჩამოჯდა იატაკზე და თავი ხელებში ჩარგო, ადგილიდან არ განძრეულა სანამ ექიმი არ წამოადგა თავზე.
- თეკლა საყვარელო, კარგად ხარ?- უცებ წამოხტა და ექიმს თვალებში ჩააშტერდა პასუხს იქ ეძებდა.
-დედა როგორაა?
-თეკლა, პასუხებიც მოვიდა და იქნებ კაბინეტში ვისაუბროთ?- თავი დაუქნია და გაყვა კაბინეტში ადგილები დაიკავეს და თეკლამაც დაიწყო თითების მტვრევა, თან ექიმს ელოდებოდა როდის დაიწყებდა საუბარს, ისე ნერვიულობდა ცოტაც და გული გაუსკდებოდა.
-როგორ არის დედაჩემი ექიმო?-უკვე თავს ვეღარ იკავებდა, ცრემლები აწვებოდა და ნელ-ნელა სუნთქვაც უფრო უხშირდებოდა.
-ანალიზების პასუხები მოვიდა თეკლა, არ ვიცი როგორ დავიწყო...- თავი ჩაღუნა კაცმა, მიხვდა გოგონა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ცრემლებიც თავისით წამოუვიდა.
- ყველაფერი ისე მითხარით როგორც არის!- აკანკალებული ხმით უთხრა.
- სამწუხაროთ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიტანა, ამ ეტაპზე სიმსივნე კიდევ ერთი სანტიმეტრით არის გაზრდილი, ამ ეტაპზე ვფიქრობ გავაგრძელოთ კურსი ცოტა მოძლიერდეს ქალბატონი ანა და მერე მინდა რომ ოპერაცია დავნიშნო, თუ თანახმა იქნებით!
- დღეს რა მოხდა?- ძლივს ამოიკნავლლა გოგონამ.
- ცხვირიდან სისხლი წასკდა, მოგეხსენება ისედაც სუსტად არის, თანაც ტკივილები და ყველაფერმა ერთად იმოქმედა, უეცრად გაითიშა. ახლა მცირე დოზით ჟანგბადს ვაწვდით, იძულებულები გავხდით მცირე დოზა მორფინი გაგვეკეთებინა, იქნებ ამან მაინც შეუმსუბუქოს ტკივილი. ქიმიოს დროებით შევუწყვიტავ, რომ ცოტა დაისვენოს, ორ-სამ დღეში განვაახლებთ, მერე გადავუღებ ეხოსაც.
- ახლა ვერ ვნახავ?
- ძალიან სუსტად არის თეკლა, დღეს დავასვენოთ. ვნახოთ დროებით შეიძლება საერთოდ მნახველებიც აღარ შევუშვა ისედაც სუსტადაა ეს დღეები, შეატყობდი.
- ფანჯრიდან მაინც დამანახეთ ხოლმე.- ექიმმა თავი დაუქნია, ნაღვლიანად გაუღიმა და თეკლაც წამოდგა. ოთახიდან გაბარბაცდა. გონება დაბინდული ჰქონდა, ისევ სიმსივნე უგებდათ, დედას ხელიდან აცლიდა. გული ცუდს უგრძნობდა თვითონაც ვერ იყო კარგად, უცებ დატრიალდა ყველაფერი და თეკლაც მოწყვეტით დაეცა....


დემეტრე ყიფიანი

საკმაოდ დამღლელი დღე გამოუვიდა. უამრავი საბუთი ჰქონდა მოსაწესრიგებელი, ისეთი დაღლილი იყო უკვე, რომ ასოებსაც ვეღარ არჩევდა. დროებით შესვენება გადაწყვიტა და თეკლამაც სწორედ მაშინ დაურეკა. ესიამოვნა წითურის ხმის გაგონება, იმდენად მხიარული ხმა ჰქონდა რომ თვითონაც გამხიარულდა. ცოტახანს ისაუბრეს, თეკლამ ყავაზე დაპატიჟებაც კი დაასწრო. მოკლედ ძალიან კმაყოფილმა და გაბადრულმა გაუთიშა ტელეფონი, ისევ მიუბრუნდა საბუთებს, თუმცა ვეღარ ფიქრობდა ვერაფერზე, მხოლოდ თეკლა უტრიალებდა თავში. ძალიან აინტერესებდა, რას ხედავდა გოგონა ასეთს მის თვალებში. უცბად გადაწყვიტა, რომ დღეს მოკლე სამუშაო დღე უნდა ჰქონოდა და კაბინეტი დატოვა. გზად თეკლასთან დარეკა, უნდოდა მიეკითხა მისთვის და კაფეში ერთად წასულიყვნენ, თუმცა, ტელეფონზე სულ სხვამ უპასუხა.
-გისმენთ? რომელი ხართ?
- თქვენ ვინ ხართ? თეკლა სადაა?
- თეკლას მეგობარი ბრძანდებით?
- დიახ- უცებ აფორიაქდა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა ან თეკლას ტელეფონს სხვამ რატომ უპასუხა.
- თეკლამ გონება დაკარგა და ახლა პალატაში წევს ისვენებს, გადასხმა დავუდგით თან.
- რომელ კლინიკაშია?
- ონკოლოგიურშია დედამისთან.
- მოვდივარ, მადლობა!
უცბად გათიშა, მანქანაში ჩაჯდა და კლინიკისკენ გიჟივით გავარდა, თვითონაც არ იცოდა ასე რატომ დარდობდა მასზე, მაგრამ ფაქტი იყო რომ ძალიან ანერვიულებდა ეს გოგო, თანაც აღიარებდა კიდეც თავის თავთან რომ მისი ახლოს გაცნობა მართლაც რომ ძალიან უნდოდა. გონებაში სულ ცუდზე ფიქრობდა, ასეთი იყო ყიფიანი კარგზე იშვიათად თუ იფიქრებდა. თანაც იცოდა რა მდგომარეობაში იყო თეკლა, შესაბამისად ასმაგად განიცდიდა. ამიტომ რაც შეეძლო სწრაფად მიქროდა რომ მალე ენახა გოგონა. კლინიკაში მართლაც რომ მალე გაჩნდა, სწრაფად შევიდა იკითხა სად იწვა მისი წითური და პალატის კარზე ნელა დააკაკუნა.
- მოდი!- გაისმა დადიანის ჩახლეჩილი ხმა, დემეტრემ გაუბედავად შეაღო ოთახის კარი. საწოლზე ფერდაკარგული რომ დაინახა გული მოეწურა, იქვე ჩამოჯდა მისი ხელი თავისაში მოიქცია და კიდევ უფრო შეწუხებული სახით შხედა.
- რა დაგემართა?
- ისე ნუ მიყურებ თითქოს ვკვდები-ჩაეცინა მწარედ, მერე ცრემლები მოაწვა და თავი ფანჯრისკენ გაატრიალა, თვალები დახუჭა, ერთი ამოიოხრა და განაგრძო.- ემოციების ფონზე გული წამივიდა, თან ეს დღეები კვებითაც ვერ შევუწყე ხელი საკუთარ თავს და აი ახლა მტენიან სამაგიეროდ ვიტამინებით.- გადასხმაზე ანიშნა და გაუღიმა, მაგრამ არა იმ ონავარი ღიმილით, ახლა სევდა უფო მეტად ერია მის ღიმილში. ხელზე ნაზად ეფერებოდა დემეტრე, თან გოგონას თვალს არ აშორებდა.
- ოხ წითურო, ახლა ჩემი ვალი გექნება.- გადაწყვიტა, რომ ახლა თეკლა უნდა გაემხიარულებინა.
-ვალი? რა ვალი?- ვერ მიუხვდა.
-არც კი ახსოვს, ყოჩაღ წითურო!- სასაცილოდ აიბზუა ცხვირი, თეკლას კი მის ამ საქციელზე გაეცინა.
- ვითომ ამხელა გამომძიებელი კაცი ხარ და კი მასხარაობ პატარა ბიჭივით, ყავას დავლევთ დღესაც, აქ შეგიძლია მოიტანო- შედარებით გამხიარებული ხმით უთხრა და ყიფიანსაც სახე გაებადრა ასეა თუ ისე მოახერხა მისი ოდნავ გაღიმება მაინც.
-არა, ეგრე არ მინდა. მე მინდა რომ კარგ კაფეში დამპატიჟო ყავაზე, დღეს არ გამოვა, აქ ვიქნებით გაიკეთებ გადასხმებს და მერე სახლში წაგიყვან, ან უკეთესი სავახშმოდ წავალთ!
- აქ დამელოდები? საქმეები არ გაქ?- თითქოს თვალებში ნაპერწკალი გაუჩნდა დადიანს, ამის შემჩნევაზე კი დემეტრეს გულში თითქოს რაღაც სასიამოვნო ჩაეღვარა, სხვაზე ზრუნვა ესიამოვნა.
- ახლა მთავარია კარგად იყო პატარა ქალბატონო, საქმეები ხვალამდე მოიცდის ის ფურცლები არსად გაიქცევა, აი შენ კი აშკარად გჭირდება ზედამხედველი! მე კარგად მახსენებ რომ უნდა ვჭამო და საკუთარ თავს ჰაერით კვებავ?
- ნუ, მთლად მასეც არაა..- ჩაიბუტბუტა თეკლამ.
- კარგი კარგი, მომიყევი რა მოხდა, თუ საუბარი არ გინდა გავიგებ მაგასაც. ვისხდეთ ჩუმად თუ გინდა.
-მალე მორჩება წვეთოვანი და გავიდეთ, იმაზე იფიქრე სად წამიყვან ყიფიანი!
- რა ვჭამოთ? რა გიყვარს?
- ხინკალი.
- კარგი, მასე იყოს. ანუ ახლა არაფერს მეტყვი?- ვერ ისვენებდა ყიფიანი, ძალიან აინტერესებდა ასეთი რა მოხდა. მაგრამ თეკლამ არაფრის თქმა არჩია ამჯერად. აღარ ულაპარაკიათ, ჩუმად ისხდნენ და ერთმანეთს უყურებდნენ, ხანაც შემოდგომისგან გაყვითლებულ არემარეს გახედავდნენ ფანჯრიდან. წვეთოვანიც მალე დამთავრდა და შენობაც დატოვეს. მანქანის კარი გაუღო გოგონას და ჩასვა, ისე ფრთხილად ეპყრობოდა თითქოს ძალიან სათუთი იყო და ნებისმიერ წუთს გატყდებოდა. სახინკლეში შევიდნენ, ადგილი დაიკავეს და შეკვეთაც მისცეს. თეკლა ვეღარ ისვენებდა, სკამზე ირწეოდა, დემეტრე კი უყურებდა როგორ პატარა ბავშვივით იქცეოდა და სიამოვნებდა. მოსწონდა მისი ეს ხასიათი, ღიმილიანი სახით შესცქეროდა დადიანს. გულში სითბო ეღვრებოდა მისი შემხედვარე და ერთი სული ჰქონდა როდის გაიცნობდა უკეთესად. შეკვეთა მალე მიუტანეს და გემრიელადაც ივახშმეს. ყავას შეექცეოდნენ, რომ ვეღარ მოითმინა დემეტრემ და ეს სასიამოვნო სიჩუმე დაარღვია.
- უკეთესად ხარ?- მაინც ვერ მოითმინა, მასთან სიჩუმეც კი სასიამოვნო იყო, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად აინტერესებდა მისი მდგომარეობა. თვალებში შესციცინებდა თეკლა და სევდიანად უღიმოდა, ყავა მოსვა და თავი დაუქნია.
- შენთან ერთდ ყოფნამ კარგად იმოქმედა უღიმღამოვ- ჩაეცინა კვლავ, ისევ სევდიანად და განაგრძო.- ნუ გაქ ეგეთი სახე, მართლა უკეთ ვარ. დედაზე ვინერვიულე და მაგიტომ მოხდა ასე, პროგრესი არ გვაქვს რთული სიტუაციაა ხომ ხვდები, ამაზე საუბარი ახლა მართლა ნაკლებად მინდა. - დედაზე ნერვიულობა, ამ სიტყვებმა ისე ჩააფიქრა დემეტრე, ისე დაინტერესდა როგორი გრძნობა იყო როცა დედაზე დარდობ, როგორია როცა დედაზე ფიქრით იძინებ და იღვიძებ, მის სიყვარულით სავსე თვალებს უყურებ და ტკბები. მასაც უნდოდა ცოდნოდა, მაგრამ დედა არასდროს ყოლია, გული მოეწურა. სახე ნაღვლიანი გაუხდა წამში და ყავას გაუშტერა თვალი.
- ყველაფერი კარგად იქნება, იმედია. ძლიერი უნდა იყო წითურო, ნებისმიერ შემთხვევაში და გახსოვდეს რომ მარტო არ ხარ მეც აქ ვარ.- იმ მომენტში ისეთი სერიოზული იყო, თეკლას სიცილი აუტყდა. დემეტრემ კი გაკვირვებულმა გახედა, ვერ მიხვდა რა დაემართა.
- მაპატიე, ნერვების ბრალია..- სიცილი უცებ ტირილში გადაიზარდა და იქ ვეღარ ჩერდებოდა თეკლა, მიხვდა ყიფიანი. სწრაფად გადაიხადა ანგარიში და გარეთ გავიდნენ, შემოდგომის სუსხლში გასეირნებას განა ჯობდა რამე? სევდიანი საღამო იყო და ის ორი კიდევ უფრო მეტად.
- სევდიანიაო შემოდგომა რომ თქვი, მართალი ყოფილხარ წითურო, ზუსტად ეგეთია.- თეკლამ გაკვირვებული სახით გახედა.
- გახსოვს?- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია დემეტრემ და სეირნობა განაგრძეს. იქვე კუთხეში მოქუჩებული ყვითელი ფოთლები იყო, დემეტრე მათკენ წავიდა ხელში მოაგროვა და თეკლას თავზე დააყარა, ყვითელი ფოთლებით გუნდაობა გამართეს, სამაგიეროდ ყიფიანმა გოგონა გაამხიარულა, მართალია ვიღაცის ნაწვალები სულ წყალში ჩაყარეს, მაგრამ უღირდა ყიფიანს ამ გოგოს ღიმილად.... ნამდვილად უღირდა.
- არ შეგცივდეს, წამოდი სახლში წაგიყვან.
- შენც შემოდი ოღონდ, მინდა თვალებში კიდევ ერთხელ ჩაგხედო და კარგად დაგიმახსოვრო, ხომ გახსოვს თვალები მაქ დასახატი, ახლა კი სწორედ ასეთი განტვირთვა მინდა.
სახლში რომ შევიდნენ, დემეტრეს მაშინვე ეცა რაღაც სხვანაირი სუნი, სახლური, სიმყუდროვე იგრძნობოდა. დიდ ფანჯრებიან ოთახში შეიპატიჟა და დივანზე დასვა. მის წინ ააყუდა დიდი მოლბერტი და თმა აიკოსა, ტანზეც გამოეცვალა, ფანქრები და ფუნჯები მოიმარჯვა. გაოგნებული უყურებდა დემეტრე, თეკლა თვალებში აშტერდებოდა და რასაც იქ ხედავდა მოლბერტზე გადაჰქონდა, ყიფიანი კი იძაბებოდა და თან ინტერესით კვდებოდა. იმდენი ხანი იჯდა დემეტრე რომ ფიქრობდა წელში ვეღად გავიშლებიო.
- ვერ მორჩი? დავიტანჯე, დავიღალე, მგონი წელშიც ვეღარ გავსწორდები...- დაიწყო წუწუნი ყიფიანმა.
- კარგი რა დემეტრე, იცი მაინც თვალების დახატვა რა რთულია? ორი წუთიც და ვსო, მოიცაა...- უცებ მიუახლოვდა მისი სახე მოიქცია ხელებში და ჩააშტერდა თვალებში, დემეტრეს ამ დროს გულიც კი აუჩქარდა, თვალები ვერ მოაშორა წითურს, უყურებდა ისიც და ხედავდა მის თვალებში იმაზე მეტს ვიდრე ლაპარაკობდა გოგონა. ვერც მიხვდა ისე უცინოდა თეკლას, გოგონასაც ღიმილი მოეფინა სახეზე.- ნეტა იცოდე ბატონო დემეტრე რა საყვარელი ხარ როცა იღიმი და როგორი რბილი ლოყები გაქ...- ამ სიტყვებზე კიდევ უფრო გაებადრა სახე ბატონ დემეტრეს, მაგრამ უცებ ეს ღიმილი გაოცებაში გადაიზარდა. მოულოდნელად უკბინა ლოყაზე თეკლამ და დაბრუნდა თავის ადგილზე, განაგრძო ხატვა.
- გეგონება არაფერი მოხდაო...- ჩაიბურტყუნა გაბუსხულმა დემეტრემ.
- რაო?-გამოხედა თეკლამ ეჭვნარევი სახით.
-მორჩი?- მოუსვენობამ შეიპყრო, ამიტომ წამოდგა და გოგონას მიუახლოვდა.
- სხვათაშორის კი.- სკამი გაწია და თავით ანიშნა მოდი ნახეო. ისეთი ინტერესით უყურებდა პორტრეტზე გამოსახულ საკუთარ თავს დემეტრე, რომ არ ეჯერა თვითონ თუ იყო ის ადამიანი. აი თურმე როგორს ხედავს თეკლა. სერიოზული მამაკაცი უმზერდა, გადაპარსული თავით, თითქოს ჩაფიქრებული იყურებოდა პორტრეტიდან და თვალებში ჩამდგარი სიბნელე, სევდა და წარსული. ეს ყველაფერი იმდენად სწორად გადმოეცა თეკლას, რომ დემეტრე აღფრთოვანებული უყურებდა ხან ნახატს, ხან კი წითურს.
- ანუ ასეთს მხედავ?- მიუბრუნდა დადიანს.
- ასეთს გხედავ კი, სერიოზულს, მუდამ ჩაფიქრებულს და ეს თვალები, იმდენ რამეს ამბობს, ძალიან მინდა ვიცოდე რა იმალება მათში...- ვეღარ მალავდა თეკლა ინტერესს.
- იქნებ ოდესმე მოგიყვე კიდეც, ეს ნახატი იმედია მიმაქ ხო?
-პორტეტი და თუ გინდა კი შეგიძლია წაიღო.
- წავიღებ და აწი ნებართვის გარეშე აღარ დამხატო.
- ვეცდები, მუზა რომ მაწვება გაუაზრებლად ვხატავ ყველაფერს, ასე რომ ვერაფერს დაგპირდები.- ჩაეცინა ქალბატონს.
- რა დრო გასულა, ჩემი წასვლის დროა პატარა ქალბატონო.
- უკვე? მეგონა ვისაუბრებდით- ჩაიდუდღუნა უკმაყოფილომ, ეს რეაქცია ესიამოვნა კიდეც დემეტრეს, მასთან მეტი დროის გატარება უნდოდა გოგონას და რატომ არ ესიამოვნებოდა რო? თანაც მიხვდა რომ მასაც ისევე აინტერესებდა, როგორც დემეტრეს.
- ყავა გმართებს ჩემი ხომ გახსოვს? ხოდა ზოგი მერე ვისაუბროთ.- ცხვირზე თითი ჩამოჰკრა და ნახატს დაავლო ხელი. კარებამდე მიაცილა დემეტრე და იქიდან გზა მარტომ განაგრძო. ნახატი მანქანაში ჩადო და მეტად დადებითად დამუხტული ყიფიანი სახლისკენ გაემართა. თვითონაც არ იცოდა როგორ, მაგრამ ეს გოგო მასზე კარგად მოქმედდებდა, მისი თითოეული ქმედება შვებას ჰგვრიდა, უკეთეს ადამიანად აგრძნობინებდა თავს....

თეკლა დადიანი

დემეტრეს წასვლის შემდეგ თითქოს სახლი დაცარიელდა, უკმაყოფილოდ დაბორიალებდა ოთახებში, კვლავ დედამისზე და თავის დაზე ჩაფიქრდა, ისევ შემოაწვა სევდა. ცრემლებმა თავისით გაიკვალეს გზა, ფანჯარასთან ჩამოჯდა და სიბნელეს გაუშტერა თვალი. სიბნელე, რომელიც უამრავ რამეს მალავდა. ღამე რამდენ საიდუმლოს დაატარებდა, განსაკუთრებით ბევრი იცოდა თეკლაზე, არა ერთი უძილო და ცრემლიანი ღამე, ბევრჯერ ლოცვაშიც დათენებია, დედისთვის რომ ლოცულობდა, მერე კატერინას დაბრუნებაზე და ახლა უკვე ყველაფერზე ერთად ლოცულობდა. საათს გახედა უკვე ძალიან გვიანი იყო საიმისოდ რომ ფორტეპიანოზე დაეკრა ან ვიოლინოზე, არადა ახლა ყველაზე მეტად სურდა მთვარის სონატის ჰანგების გაჟღრება. მოსმენაც უყვარდა, მაგრამ დაკვრისგან ისეთ სიამოვნებას იღებდა და ისეთი ენერგიით იმუხტებოდა შედარებაც არ შეიძლებოდა. პატრა ფურცელი აიღო ფანქარი მოიმარჯვა და ისევ ხატვა დაიწყო, გაუაზრებლად დახატა. ფიქრებში გართულმა დახატა დედა და მის თავზე მდგარი ანგელოზი, ნახატს რომ დახედა რაღაცნაირად იგრძნო თავი, თითქოს ეს ნახატი მინიშნება იყო. რაღაც ცუდს უგრძნობდა გული. იმ ღამეს ფანჯარასთან ჩამოეძინა. დილით კი თორნიკემ გააღვიძა. უკმაყოფილო ადგა და კარი გაუღო ძამს, რომელმაც შუბლზე აკოცა და მაშინვე აბაზანას მიაშურა. ამასობაში თეკლამ ყავები მოამზადა და მსუბუქად რომ ესაუზმათ ავოკადოს ტოსტი გააკეთა. მაგიდასს მიუსხდნენ და დაიწყეს დღის გრაფიკის შედგენა.
-თეკ, მე ჯერ სამსახურში წავალ, ბილეთებს დავჯავშნი, ექიმებს გავესაუბრები და მოვამზადებ ყველაფერს წასასვლელად, მერე კატუშასთან წავალ.
- მე დედასთან წავალ, ექიმს დაველაპარაკები იქნებ ცოტახნით შემიშვან და ვნახო, ძალიან მეშინია, მითხრა რომ პროგრესი არ გვაქვს და სიმსივნე იზრდება.
- შანსი სულ არ გვაქვსო?
- გვაქვსო, მაგრამ ორგანიზმი თუ არ მოძლიერდა ქიმიოს ვერ გავაგრძელებთო და არც მინდა წარმოდგენა რა შეილება მოყვეს ამ ყოველივეს.
- იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, კარგი?- თავი დაუქნია გოგონამ. თორნიკე დას მოეხვია, შუბლზე აკოცა და შემდეგ სახლი დატოვა. თეკლამაც თავს ძალა დაატანა მოწესრიგდა და მანჩოსთან გაეშურა. მასთან ერთად უნდოდა კლინიკაში წასვლა, გული ჰქონდა დამძიმებული, ამიტომ მარტოს იქ მისვლის ძალიან ეშინოდა. გზად იხსენებდა დემეტრესთან ერთად გატარებულ საღამოს და კმაყოფილი იყო, ისიც ახსოვდა ლოყაზე რომ უკბინა და ეცინებოდა, ეს ბავშვური ქცევა ვერ მოვიშორეო, ვისი ლოყებიც მოსწონდა ყოველთვის ასე იცოდა უნდა ეკბინა, ასე იყო თავიდან თორნიკეზეც, კატუშაზეც და მანჩოზეც. ქუჩაში ფოთლების გროვა დაინახა, გაიქცა და ფოთლებში გაირბინა, აშრიალებული ფოთლების ხმა ესიამოვნა და კვლავ დემეტრე გაახსენდა. თითქოს ფეხით გასეირნებამ უშველა, მანჩოსთან რომ მივიდა თავს უკეთ გრძნობდა. დაქალს კარები შეუნგრია რასაც ჰქვია და თავზე დაეცა. მიჩვეული ყვადა უკვე მანჩო, რომ სულ ასე აღვიძებდა, იცოდა სათადარიგო გასაღებს სად ინახავდა და უკითხავად შერბოდა მასთან სახლში, ოთახშიც ასე შეუვარადა.
-მანანა გათენდაა, ადექი მოწესრიგდიი, მივდივართ. საჭორაოც გვაქ ისეთები მოხდაა..
-რაო? რა მოხდაო?- წამოყო თავი ინტერესით, მანჩომ. მერე დაქალს უჩმიტა კიდეც.- პირადობა დაგიდო თუ პასპორტი რო გაიგო არ მქვია მანანა მე!- საწოლიდან წამოხტა უცებ ჩაიცვა და თეკლამაც ყავა გაუკეთა. მაგიდას მიუსხდნენ და საუბარიც დაიწყეს.
-კარგი ნუ ბრაზობ ხოლმე, აი ყავა გაგიკეთე ხედავ?
-მოყევი რა მოხდა? ანასთან როდის მივდივართ?
- დედასთან შუა დღეს უნდა მივიდეთ, ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ მშვიდად.
- ხოდა მომიყევი ყველაფერი, ანა როგოაა? ან კატუშა? და ის ბიჭი?
-ვინ ბიჭი?- გაკვირვებულა შეხედა თეკლამ დაქალს.
- ხო ხო გაიოცე, ვითომ არ იცი ვიზე ვამბობ, პოლიციელი.
- ააა, მაცადე ხოდა მოგიყვები ყველაფერს. ანა არ ვიცი ჯერ როგორაა ანალიზის პასუხები დიდად გადასარევი არ გვაქვს მანჩ, არ ვიცი ძაან ვნერვიულობ, იმედია მოძლიერდება თორემ ქიმიოს ვერ გავაგრძელებთ და უფრო სწრაფად გავრცელდება ალბათ სიმსივნე.... კატუშას წავიყვანთ საზღვარგარეთ, ამას წინათ დედასთან გვყავდა, ნუ გუშინ გვყავდა და ისე გაუხარდა რო ნახა, იცი როგორ ეფერებოდნენ ერთმანეთს? მერე მე გამოცდაზე წავედი და რო დავბრუნდი ისთები დამხვდნენ გული გამისკდა, მეგონა დავიღუპეთ, უცებ ცუდად გამხდარა დედა და კატერინაზეც ცუდად იმოქმედა, მაშინვე კლინიკაში წავაყვანინე თორნიკეს. დღეს კატოსთანაც წავიდეთ კარგი?
- წავიდეთ აბა რა უნდა ვქნათ, იმედია ანას მდგომარეობაც წამოვა უკეთესობიეკენ, ამდენი იბრძოლეთ და ახლა დანებების დრო არაა, იმედია ანა გაუმკლავდება ყველაფერს.
- უნდა გაუმკლავდეს მანჩ, დედას რამე რომ მოუვიდეს მე არ ვიცი რა მეშველება, ჭკუიდან გადავალ, გავგიჟდები. მისით ვსუნთქავ, ხომ იცი დედის მეტი მშობელი მე არ მყავს, არ მინდა ობლები დაგვერქვას, დედაჩემის თბილი და მოსიყავრულე მზერის გარეშე რა უნდა ვქნა? არა არა, ვერ გადავიტან, უნდა შეძლოს!
- ჩემო პატრავ, იცი როგორი ძლიერი გოგო ხარ? ყველაფერს გაუმკლავდებით! მეც შენთან ვარ, ანაც უკეთ გახდება. კატუშაც მალე დაგვიბრუნდება და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით!- ძლიერად მოეხვია თეკლას დაქალი. მკაცრად ჰქონდა დადიანს გადაწყვეტილი, რომ ტირილის დრო არ იყო, ახლა ძლიერი უნდა ყოფილიყო არ იცოდა რატომ, მარგამ იცოდა რომ ასე იქნებ უფრო მეტად ეწამა თავისივე სიტყვების, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად.
- კარგი, მოდი რამე კარგზეც ვილაპარაკოთ, რას იტყვი?- დაქალის ყურადღების გადატანა სცადა მანჩომ.
- კარგზე, ანუ დემეტრეზე მოგიყვე არა?- ჩაეცინა თეკლას.
- ნუ ხო მაინტერესებს, ანახე ნახატი?
- გავატანე კიდეც.- გაიცინა თეკლამ.
- რა ქენი? როდის მოასწარი?
- გუშინ საღმოს, გამოცდიდან რომ გამოვედი მაშინ ველაპარაკე ტელეფონზე, ხოდა ყავაზე დავპატიჟე, მაგრამ ვერ შევთანხმდით. ანუ ისე მოხდა რომ დედას ცუდად ყოფნამ ჩემზეც იმოქმედა თან ეს დღეები სულ გადარბენაზე რო ვიყავი წესივრად ვერ ვიკვებებოდი და გული წამივიდა. ამან რო დარეკა ექთანმა უპასუხა და რო გაიგო ცუდად ვიყავი მაშინვე მოქანდა. წარმოგიდგენია? არც კი მიცნობს და ეგრვე მიატოვა სამუშაო და ჩემთან გამოიქცა. სანამ წვეთოვანი არ დაიცალა თავთან მეჯდა, მელოდებოდა, მერე სახინკლეში წავედით, მერე სახლში დამტოვა და მეთქი წამოდი თვალები უნდა დავხატოთქო, იმდენი ხანი ვხატავდი რავი, ტიპი გაუნძრევლად იჯდა და მელოდებოდა როდის დავამთავრებდი. ისე მოეწონა რო რავიცი, ხოდა თან გავატანე პორტრეტი.
- აჰა დაგიშტერებიათ ერთმანეთი უკვე.- დაასკვნა ქალბატონმა მანჩომ და მუჯლუგუნიც დაიმსახურა.
- მინდა უფრო ახლოს გავიცნო, მაგ ბიჭის თვალებში იმდენი რამ ჩანს, მაინტერესებს რას მალავს, რა იმალება.
- ოჰო ქალბატონო, მოგნუსხა?
- კარგი რა მანჩო, ადექი წადი გამზადე გავიდეთ.
- აშკარად მოგწონებია, კარგი მივდივარ ხო.- მოაძახა და გაასწრო ოთახიდან, თორემ კიდევ მოხვდებოდა ალბათ.
სახლიდან გავიდნენ და ონკოლოგიურში ფეხით მოუწიათ წასვლა, თეკლას მანქანა ხომ იქ იდგა და არც კი გახსენებია. კლინიკაში შეშინებული შევიდა, მაშინვე ექიმს მიაშურა და დედის მდგომარეობა გამოკითხა. კარგი ამბები ვერ დაახვედრეს სამწუხაროდ. ანას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულა, მუცლის ღრუს ეხოსკოპია გადაუღეს და სიმსივნეს მაშტაბი მართლაც რომ საგრძნობლად გაზრდილიყო, ამიტომ იმედსაც ვერ აძლევდა ექიმი თეკლას, რომ მისი ორგანიზმი მოერეოდა ყველაფერს. ძლიერ გამაყუჩებელზე ყავდათ ქალბატონი ანა. ბევრი ეხვეწა თეკლა ცოტახნით მაინც ვნახავო და როგორღაც დაითანხმა. ოთახში რომ შევიდა, გული მოეწურა დედის დანახვაზე, უამრავი წვეთოვანი ედგა. თითქოს კიდევ ურო გამხდარიც ეჩვენა ანა. თვალები რომ გაახილა ანამ ვერც გაღიმება შეძლო, თვალებში რომ ჩახედდა თეკლამ თითქოს ის ნაპერწკალიც გამქრალიყო აქამდე რომ აიმედებდა თეკლას და კიდევ უფრო შეეშინდა, დედის თითქოს უსიცოცხლო თვალებმა უფრო შეაშინა. ცრემლები მოაწვა, ნაზად აკოცა შუბლზე და ოთახიდან გაიქცა. გარეთ გავარდა დერეფანში, იქ მისთვის ფორტეპიანო იდგა. მას მერე რაც დედამისი იქ იწვა და მდგომარეობა მძიმდებოდა ბოლო ხმაზე უკრავდა ხოლმე მის საყვარელ მთვარის სონატას, ყველას მოსწონდა მისი შესრულება და ექიმებიც ფიქრობდნენ რომ პაციენტებზეც კარგად მოქმედებდა, ხშირად რომ მიდიოდა ყველა ცნობდა და სთხოვდნენ კიდეც რო დაეკრა მათთვის, თეკლაც სიხარულით უკრავდა. ახლა კი მასში იმხელა სევდა ბობოქრობდა უნდა დაეკრა, აუცილებლად უნდა დაეკრა ოდნავ უკეთ მაინც რომ ეგრძნო თავი. ისევ ჰქონოდა რწმენა, რომ უკეთესობა დადგებოდა. ცრემლები გიჟივით მოსდიოდა და მუსიკის ხმასაც უმატებდა, უმატებდა და უმატებდა, ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა და ფორტეპიანინოს მიანდო თავი. უკრავდა და იხსენებდა როგორ ასწავლიდა დაკვრას ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, იხსენებდა როგორ ამხნევებდა როცა რამე არ გამსიოდა, ახსენდებოდა როგორი ბედნიერი უყურებდა როცა უკრავდა ან ხატავდა, როცა "დედას" ეძახდა როგორ უბრწყინავდა თვალები. გული გიჟივით უცემდა, სუნთქვა უჭირდა. დაასრულა მთვარის სონატის დაკვრა, ადგა და ჰაერზე გავიდა. მანჩოც უკან გაყვა წყლით ხელში, შეშინებული უყურებდა დაქლას და ეხვეწებოდა ისუნთქეო. უფრო და უფრო უჭირდა თეკლას სუნთვა, თავს ისე გრძნობდა თითქოს მიწა ეცლებოდა ფეხებიდან. გარშემო ვერაფერს ხედავდა ცრემლები უშლიდა ხელს სახეების და ნივთების გარჩევაში. უცებ ჩაიკეცა და მანჩოც გიჟივით ეცა.
- თეკ, ჩემო ლამაზო ისუნთქე მიდი ისუნთქე, აქ ვარ! ყველაფერი რიგზეა ოღონ ისუნთქე, ჯანდაბა ექიმს დაუძახეთ დამეხმარეთ.
ყველა თეკლას მივარდა, შეტევა დაემართა. დამამშვიდებელი გაუკეთეს და დროებით პალატაში დააწვინეს, რომ ცოტა მაინც დაესვენა. მანჩო გვერდიდან არ მოშორებია, ეშინოდა ოთახში რომ მარტოს გაღვიძებოდა უფრო არ შეშინებოდა. თორნიკემაც დაურეკა დას და მანჩომ უპასუხა, მოუყვა ყველაფერი, მაგრამ სთხოვა კატერინასთან წასულიყო თვთონ კი თეკლასთან იქნებოდა....

დემეტრე ყიფიანი

სახლში ჩამოკიდებულ პორტერტს უყურებდა და თან ვისკის სვამდა, დავითმა რომ დაურეკა ერთად დავლიოთო. დღევანდელ დღეს სახლში მუშაობა გადაეწყვიტა და მშვიდად იჯდა მისაღებში, თეკლაც არ შეხმიანებია, თვითონაც ვერ დაურეკა, საბუთებში იყო ჩამძვრალი. მალევე მივიდა დავითი მასთან, ვისკი დაუსხა და მისაღებში დასხდნენ, რა თმქა უნდა ეს პორტრეტი არ გამორჩნია დავითის მახვილ თვალს.
- ეს რა არის? ვინ დაგხატა? ახალი თაყვანისმცემელია?
-ჩემი პორტრეტია დავით ბატონო,არა მთლად თაყვანისმცემელი არაა, იმ გოგომ დამხატა თეკლამ, უფრო სწორედ დავეხატინე.- ჩაეცინა და გაახსენდა წინა საღამო, როგორი სხვანაირი იყო თვითონაც და თეკლაც.
-ანუ?
- რა ვერ გაიგე, როგორც თვითონ ამბობს პორტრეტი ჰქონდა დასახატი აკადემიისთვის და ფიქრებში გართულმა დაგხატეო.
- ეს ფოტო გამოცდაზე გაიტანა?
- არა შე ჩემა რა დაგემართა, სხვა დახატა, ვინ არ ვიცი ეს ჩემთვის შეინახა. თვალები გუშინ დახატა, შენც ესეთს მხედავ?
- თვალები გუშინ დახატა? რეებს ბოდავ? დათვერი?
- კაროჩ რაა, რა დაგემართა, თვალებს ბოლოს ვხატავო რო სწორედ გადმოვცე ადამიანის თვალებიო, ყველა თვალებს თავისი სევდა ახლავსო და რაღაცეები, ხოდა მანეკენად ვიჯექი იმენა შვიდი საათი, რო თვალები დაეხატა.
- ოჰო, ეს უკვე მესმის, არა საღოლ ისე ძაან მაგარი ნამუშევარია. ერთი-ერთში ხარ.
- მართლა? შენც ესეთს მხედავ?
- ესეთს როგორს?
- სერიოზულს, ჩაფიქრებულს...
- ეგეთს გხედდავს?
- ხო, მერე მითხრა უნდა გავიგო მაგ თვალების უკან რა იმალებაო.
- აბა უყურე როგორი ამბიციები ჰქონია, მერე რა უთხარი შენ?
- იქნებ მოგიყვე კიდეც ოდესმეთქო, იცი როგორია? უცნაური გოგოა, ენერგია აქ ისეთი რო რავიცი, არადა მართლა რამდენი რამ ხდება მის ცხოვრებაში, ის კიდე იცინის და სიგიჟეებს ჩადის. გუშინ შემოდგომის ფოთლებით ვიგუნდავეთ- გაეცინა, რომ გაახსენდა როგორ პატარა ბავშვებივით დარბოდნენ და ფოთლებს აყრიდნენ ერთმანეთს.
- ამას უყურე, რა იყო მოგწონს ეგ გოგო? არა რას ვკითხულობ დაუშტერებიხარ უკვე.
- დებილურ დასკვნებს აკეთებ ხვდები იმედია!
- დემეტრე ნეტა განახა როგორ საუბრობ მაგ გოგოზე. თვალები გიბრწყინავს შე ჩემა მაგ გოგოს რო ახსენებ და კიდე მე ვაკეთებ დებილურ დასკვნებს? შენ დადიხარ დადებილებული.
- საინტერესოა, ოდესმე თუ მოვუყევი ყველაფერი, როგორ მიმიღებს?
- რას გულისხმობ ყველაფერში?
- ყველაფერს, სულ ყველაფერს.
- ჩემი აზრით, არ ღირს. ამ ეტაპზე არა, იქნებ არაა ისეთი როგორიც გგონია?
- ადამიანების ცნობა არ მიჭირს, მაგრამ ვნახოთ. დავლიოთ?
- დაასხი.
კიდევ დიდხანს ისხდნენ და სვამდნენ. თან წარსულს იხსენებდნენ, თან ფიქრობდნენ. დემეტრე კარგა გვარიანად დათვრა, ძლივს დააწვინა დავითმა დასაძინბლად და თვითონაც მისთვის განკუთვნილ საძინებელს მიაშურა...

თეკლა დადიანი
თვალები რომ გაახილა თავზე წამომდგარი განერვიულებული მანჩო დაინახა.
- რა მოხდა მანჩო?
- არ გახსოვს?
- ბუნდოვნად, მახსოვს რო დედა ვნახე და მერე?
- მერე შეტევა გქონდა პანიკური, ახლა ხომ უკეთ ხარ? ჩემო ლამაზო ნეტა იცოდე როგორ შემაშინე...- დაქალი გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა.
- კი უკეთ ვარ, თორნიკემ გაიგო? და დედამ?
- თორნიკემ გაიგო და ანას სძინავს წესით, ველაპარაკე ექიმს და ვნახოთო, ჯერ ვერაფერს ამბობენ თეკ.- ისევ ცრემლები მოაწვა თეკლას, მანჩოს კიდევ უფრო მიეხუტა და ასე ისხდნენ ცოტახანს.
- წავიდეთ მანჩო, სახლში დაგტოვებ და მერე მეც სახლში წავალ, წყალს გადავივლებ.
- არა, შენთან დავრჩები თეკლა.
- მანჩო, ნუ მეწინააღმდეგები გააკეთე ის რასაც გეუბნები! მარტო ყოფნა მინდა.- ასეთი კატეგორიული ალბათ დიდი ხანია არ ყოფილა, ვეღარ შეეწინააღმდეგა მანჩო და მის ნებას დაყვა. სახლში დატოვა დადიანმა დაქალი და თვითონაც სახლისკენ გაეშურა. ცხელი შხაპი მიიღო თითქოს მოეშვა, უკეთ იგრძნო თავი. მიუხედავად იმისა რომ გული საშინლად ჰქონდა დამძიმებული, მაინც ცდილობდა თავი ხელში აეყვანა და კარგზე ეფიქრა. ყავა მოიმზადა და კომფორტულად ჩაიცვა, სველი თმა კი გაიშალა. ფანჯარასთან ჩამოჯდა და სიბნელეს გაუშტერა თვალი, თან თორნიკეს დაურეკა იცოდა ინერვიულებდა.
- როგორ ხარ თეკლა?
- კარგად, თქვენ როგორ ხართ? არ მოდიხარ სახლში?
- კლინიკაში ვიყავი კატუშასთან, ეძინა, ისტერიკებს აწყობს. არ ვიცი ასეთს რა წამალს უკეთებდნენ, სულ სხვა კატუშაა, ახლა ისევ სამსახურში ვარ საბუთებს მოვაწესრიგებ და მოვალ. მართლა უკეთ ხარ? თუ გინდა მოვალ და ვილაპარაკოთ.
- არა არა და არა, მიხედე საქმეებს, მართლა კარგად ვარ. მარტო ყოფნა მირჩევნია, ცოტახნით და მალე დავწვები კიდეც გვიანია.
- თავს მიხედე გთხოვ ჩემო პატარავ.
- მივხედავ, მიყვარხარ. მალე მოდი.
- მეც მიყვარხარ, ვეცდები.
ძმას გაუთიშა ტელეფონი დაკვლავ სიბნელეს გაუშტერა თვალი, უცებ ტელეფონი აწკრიალდა. გაუკვირდა, ნეტა ვინააო. დახედა ტელეფონს და უღიმღამო რეკავდა. ესიამოვნა თითქოს, მაგრამ თან შეეშინდა რამე ხომ არ მოხდაო. ხელის კანკალით გადაუსვა თითი სენსორს.
- გისმენთ?
- წითურო, ოხ წითურო.- ისეთი ხმა ჰქონდა, ეჭვიც არ შეპარვია თეკლას რომ ნასვამი იყო.
- დემეტრე? მთვრალი ხარ?
- ცოტა, მაგრამ მაგიტო არ გირეკავ! რატო არ შემეხმაინე დღეს? ხომ კარგად ხარ? წითურო...
- დემეტრე, ახლა ნასვამი ხარ და იქნებ დაგეძინა დაგესვენა?
- ნუ ზრუნავ, ნუ მელაპარაკები მასეთი მზრუნველი ხმით, თორემ მოვალ! იცი რანაირი ხარ? რატო ხარ ეგეთი? როგორ ზრუნავ სულ უცხოზე? როგორ შეგიძლია?
- უცხო არ ხარ, დემეტრე ხარ, უღიმღამო პოლიციელი. უკეთესად გაგიცნობ აი ნახავ, მე ხომ შენი სიცილი უნდა ვნახო, უნდა გავიგო რა იმალება მაგ შენი ჭაობისფერი თვალების უკან.
- ოხ წითურო, არ გინდა არა, რომ გაიგო მერე? იქნებ აღარ გინდოდეს ჩემთან ურთიერთობა? იქნებ ცუდი ვარ? იქნებ არ ვარ ღირსი რომ იზრუნო ჩემზე?
- რამე მოხდა? ასეთი სევდიანი რატო ხარ? ან ამ სისულელეებს რატო მელაპარაკები? განა შეგიძლია ცუდი იყო? რომც იყო სიბნელეს ყოველთვის თან სდევს სინათლე.
- არაფერიც არ მოხდა, შენი ამბავი მაინტერესებდა. როგორ ხარ? რაღაცნაირი სიზმარი ვნახე, კი არ მჯერა სიზმრების, მაგრამ შენ ბოლო დროს რო არ ჭამ მინდოდა გადამემოწმებინა.
- მოგეწერა დღეს, კარგად ვარ. სახლში ვარ ყავას ვსვამ.
- არაფერი მომხდარა?
- არა, დემეტრე ყველაფერი რიგზეა. შეგიძლია ახლა დაიძინო და ხვალ ვისაუბროთ კარგი?
- ახლა მინდა მე ლაპარაკი, შენი ნახვა მინდა, მოვიდე?
- ნასვამი სად უნდა მოხვიდე? რომ გაგაჩერონ?
- შენთან უნდა მოვიდე, არ მჯერა რომ კარგად ხარ, ზედმეტად სევდიანი ხმა გაქ. მე? ვინ უნდა გამაჩეროს გოგო, მეც პოლიციელი ვარ!
- არა, არსად არ მოხვალ, მთვრალი ხარ! მე მართლა კარგად ვარ უნდა დავწვე.
- ათ წუთში მანდდ ვარ არ დაწვე.
არაფრის თქმა არ აცადა, ეგრევე გაუთიშა. თეკლა კი წამოხტა და ნერვიული სიარული დაიწყო ოთახში, გული ისე უცემდა, ისე ეშინოდა რამე არ დაემართოს გზაშიო. აღარ იცოდა რა ექნა. კარზე ხმა გაისმა და მაშინვე მივარდა, თორნიკე იყო. ახლა კი ნამდვილად შარში გაეხვეოდა, ნასვამი დემეტრე ყიფიანი, რომ მივიდოდა. რა უნდა ექნა?
- თოკო? მოხვედი?
- უნდა გავიქცე ისევაც, კლინიკიდან დარეკეს, კატერინა არ იძინებს, მელოდება.
- მართლა? მეც ხომ არ წამოვიდე?
- არა, ჩემო პატარავ დაისვენე შენ.
გულზე მოეშვა რომ გაიგო ისევ გადიოდა, უცებ გამოიცვალა დას შუბლზე აკოცა და კლინიკაში წავიდა. მალე კარზე ისევ გაისმა კაკუნი, უფრო ბრახუნს გავდა. კარები გააღო და ნასვამი დემეტრე უცინოდა ზღურბლის მეორე მხრიდან, ისე საყვარლად უცინოდა თეკლამაც ვერ შეკავა თავი და გადაეხვია.
- არ შემიპატიჟებ? ზოია დეიდას საჭორაოს იხდი თავს? ვიღაცამ შუა ღამე მოაკითხაო?
-არ მყავს აქ ეგეთი მეზობლები, შემოდი.
სახლში ბანცალით შევიდა და დივანზე მოწყვეტით დაეცა. თეკლაც იქვე ჩამოჯდა და დემეტრემ თვალიერება დაუწყო.
- რა მოხდა?
- სადდ?
- თეკლა, რა მოხდა?
- არაფერიც არ მოხდა, სად დალიე?
- რა მოხდამეთქი?
- არ მომეშვები ხო?
- სახეზე გეტყობა რაღც რიგზე ვერაა, ეგეთი მთვრალიც არ ვარ რომ ვერ შევნიშნო, მოდი აქ ახლოს დაჯექი ერთი კარგად შეგათვალიერო. თან მომიყევი რა მოხდა.
- აქაც კარგად ვზივარ, ისეთი არაფერი არ მომხდარა.
- ანუ რაღაც მოხდა, ჰე თქვი ახლა.- წამოდგა და გოგოსთან ახლოს მივიდა სავარძელში მჯდომ თკლასთან ახლოს დაჯდა, იატაკზე და თავი კალთაში ჩუდო. თვალები დახუჭა და დაელოდა როდის დაიწყებდა საუბარს.- გისმენ, წითურო. მიდი დაიწყე. არ წავალ იცოდე!
- დედა, დედა ვნახე და ისეთი ჩამქრალი თვალები ჰქონდა შემეშინდა, მეგონა ვკარგავდი და შეტევა მქონდა... ახლა კარგად ვარ.
- რაო?- თავი წამოყო უცბად დემეტრემ, გოგონას სახე მოიქცია ხელებში, თეკლამ თავის განთავისუფლება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, ისეთი თვალებიტ უყურებდა დემეტრე გაბრძოლებაც კი გადაიფიქრა.- რატომ არ დამირეკე? თეკლა მარტო იყავი?- ისეთი ხმა ჰქონდა, გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა.
- არა, მანჩო იყო ჩემთან და რა მეთქვა რომ დამერეკა? იცი რა დემეტრე მე პანიკური შეტევა მქონდა და მოდითქო? თუ რა უნდა მეთქვა?
- გეთქვა რომ, უბრალოდ გეთქვა მოდიო და მეც იქ გავჩნდებოდი.- ცრემლები მოწმინდა და გულში ჩაიკრა, ტან თმაზე ეფერებოდა.- ოხ წითურო, ოხ წითურო, როგორ დაგეხმარო? რა გავაკეთო შენი ღიმილი რომ დავიბრუნოთ?
- არაფერი, დაბრუნდება როცა დედა უკეთ გახდება, თუ არ გახდა მაშინ არ ვიცი.
- თეკლა... ნუ იქნები პესიმისტი ეგ ჩემი საქმეა, შენ ოპტიმისტი იყო უნდა კაი? მე აქ ვარ, ხომ ხედავ? რა დროც არ უნდა იყოს როცა არ უნდა იყოს დამირეკე თუ ჩემთან საუბარი მოგინდა ან უბრალოდ პარტინიორი დაგჭირდა ჩუმად ყოფნისთვის, გინდაც მომწერე, როგორმე მომაწვდინე ხმა! კარგი?
- კარგი.- ამოიკრუსუნა თეკლა და დემეტრესგან ტავი გაინთავისუფლა, ყავა მოუმზადა დაალევინა და სახლიდან სულ ძალით გააგდო, ძლივს დაარწმუნა რომ კარგად იყო, არ მიდიოდა. კიდე ცუდად რომ გახდეო, ასჯერ ჰკითხა. ბოლოს დაითანხმა თეკლამ როგორღაც რომ წასულიყო და დილით დარეკვას დაპირდა. წავიდა მაგრამ მაინც ვერ მოისვენა დემეტრემ და ტელეფონზე დაურეკა მთელი გზა ელაპარაკებოდა, რაღც სისულელეებზე თეკლას კი ეცინებოდა, მისი სიცილის გაგონებაზე კი დემეტრე კიდევ უფრო მეტ სისულელს როშავდა.....



დიდ ბოდიშს გიხდით ამდენხანს რომ დავაგვიანე დადება, უბრალოდ ძალიან ძვირფასაი ადამიანი დავკარგე და ვერ ვწერდი, იმედი მაქვს მოგეწონებათ ახალი თავი <3 ველოდები თქვენს შეფასებებს და მადლობა რომ ამდენ ხანს ელოდეთ <3



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

ვწუხვარ. ახლობლის დაკარგვა ვიცი რა რთულია. ისტორია ძალიან მომწონს მართლა კარგად წერ და მართლა ზუსტად გადმოსცემ თითოეული პერსონაჟის ისტორიასა და გრძნობებს. ველოდები ახალ თავს და გამაგრდი. ტკივილი და მონატრება არ გაქრება მაგრამ მიეჩვევი.

 


№2 სტუმარი ანსი

როდის დადებთ ახალს?

 


№3  offline წევრი amanim

ანსი
როდის დადებთ ახალს?


ამ კვირის ბოლომდრ ვეცდები რომ დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent