შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენზე უფროსია,არ შეეფერებით (თავი 6)


9-11-2023, 13:22
ნანახია 3 241

-ცუდად ხარ?
-არა პატარავ ,ცოტა ძილი მომერია , მეტი არაფერი
-მე მაინც ნუ მატყუებ , აქ გააჩერე მანქანა, მარკეტებია, რამეს გიყიდი , თან ხელცარიელი ხო არ ავალთ შენებთან, რამე ვიყიდოთ
-კაი ვაჩერებ
-და აქეთ გადმოხვალ, მე დავჯდები სვანეთამდე, ბევრი არაფერი დაგვრჩა
-კაი , ხმას არ ვიღებ, ნუ მბრძანებლობ - გაეღიმა და მანქანა ბენზინგასამართ სადგურთან შეაჩერა . ტაისიამ კატო და სანდრო გააღვიძა და მარკეტში გაიყოლა, დანარჩენებიც შეცვივდნე, სასუსნავები იყიდეს , ანდრონიკემ მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი ,აშკარად სუსტად გამოიყურებოდა. წამებში დაბრუნდა ტაისია, საჭესთან ადგილი დაიკავა დაა მალევე მოთავსდნე კატო და სანდროც.
-ტაის შენ ტკბილეულობაზე არ გიჟდები და რათ გინდა ამდენი - გაუკვირდა ტასოს
-გზაში ენერგია გვჭირდება სიყვარულო, შენც არ გაწყენს,მერე სანდროს მკლავზე რომ არ ჩამოგეძინოს და ინანო - წაკბინა დაქალს და ღვედი დაიმაგრა
-გველო! - გაიბუსხა კატო
-მიდი გახსენი და ვჭამოთ რა - ანდრონიკეს მიმართულებით წარმოთქვა სიტყვები და მანქანა დაძრა,მამაკაცს გული სითბოთი და სიამაყით აევსო, ისეთ ქალს შეხვდა ,როელიც მის აზრებსა და შინაგან მდგომარეობას ერთი შეხედვით კითხულობდა. კიტკეტი გახსნა, ქაღალდი შემოაძარცვა და პირველი ლუკმა ტაისიას გაუწოდა
-გზას უყურე , მე დაგეხმარები ჭამაში - ტაისიამ ჩაიღიმა და ბიჭის გამოწვდილ კიტკეტს მცირე ნაწილი მოაკბიჩა,მართლაც არ უყვარდა დიდად ტკბილეული,მითუმეტეს მშიერ კუჭზე,გულის რევის შეგრძნება ეუფლებოდა ,მაგრამ ანდრონიკეს გამო უნდა გაეკეთებინა, არ ესმოდა რატომ ვერ ამხელდა ანდრონიკე მისი ჯანმრთელობის ამბავს მეგობრებთან,მაგრამ იცოდა რომ მისთვის ყველაფრისმიუხედავად ხელი უნდა შეეწყო.
-გემრიელი ყოფილა ეს კიტკეტი,არ მევასებოდა მაგრად, საქართველოში ყველაფერი გემრიელია უნამუსო ვიყო - ემოციად დაიღვარა სანდრო .ანდრონიკემ ტაისიას მერე დააგემოვნა კიტკეტი,რამდენიმე წუთში შვება იგრძნო.
ცოტახანში ყველას მიეძინა , ტაისია მშვიდად მართავდა მანქანას , თან ანდრონიკესკენ აპარებდა თვალს , ბიჭს მშვიდი სახით ეძინა , მძინარეს ცალი ხელი მიადო შუბლზე, ოდნავ შეციებული იყო და შუბლიც სველი ჰქონდა.ინსულინის ნემსი ამოქექა და ერთი ხელის მოძრაობით გაუკეთა ანდრონიკეს, ჩხვლეტაზე გამოეღვიძა
-რა ხდ.. - ტაისიამ ტუჩებზე ააფარა ხელი
-თავის დაზღვევის მიზნით პაწ! იდეალურად არ გამოიყურებოდი
-ხო ცოტა გავოფლიანდი, მარა შედარება არაა,მართლა კარგად ვარ. შენ ხო არ დაიღალე
-არა ცუნცულ, დამცხა და სვიტერის გახდა მინდა,საჭეს დაიკავებ ?
-კი მიდი - საჭეს ხელი მმოკიდა,ტაისიამ სვიტერი წამში გადაიძრო და საზურგეზე გადაკიდა ,საკმაოდ გულამოღეღილი წვრილმკლავიანი მაისური ეცვა და მისი მკერდი მადისაღმძვრელად ეჩხირებოდა მამაკაცს თვალში
-მადლობა -საჭეს ხელი მოკიდა და კომფორტულად მოთავსდა
-იცოდე რომ იქ შეგცივდა
-მერე გადავიცვამ ისევ სნამ ჩავალთ, აქ ძაან ცხელა
დაახლოები დილის 5 საათი იყო რომ ანდრონიკეს ბებიის და ბაბუის სახლში მივიდნენ, მანქანების ხმაზე მოხუცი ქალი გამოვიდა კარში, წელში მოხრილი ,მომღიმარი სახით . ტაისიამ სვიტერი გადაიცვა და მანქანიდან გადავიდა, ანდრონიკეც გადმოვიდა და მოხუცი ქალი გულში ჩაიკრა
-ჩემი ვაჟკაცი მოსულა , ჩემი ხარირემი შბილიშვილი - მოხუცმა ქალმა მხიარულად მოუსვა სახეზე ხელი მამაკაცს და სტუმრებისკენ გააპარა თვალი - მოდით ბაბო გენაცვალოთ,მოდიტ
-შუშო ცოტახანი გვიმასპინძლებ ხო ? - ტავზე აკოცა ბებიას
-აბა რას ვიზამ ჩემო ვაჟკაცო, ბებიკო ის ლამაზი გოგო ვინ არი , შენს მანქანს რო ატარებდა - ჩუმად და კეკლუცად უთხრა მამაკაცს
-ეგ ლამაზი გოგო , ჯერ მეც არ ვიცი ვინ არის ჩემთვის შუშო, მაგრამ ვიცი რომ იმაზე მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ ლამაზი გოგო - უჩურჩულა ბებიას ანდრონიკემ, ქალს საე გაუბრწყინდა
-მაგრამ იცის შენი ამ ჭირიანი შაქრის ნაკლებობის შესახებ ჩემო ვაჟკაცო - უცბად მოიღუშა ქალი
-იცის ბებო , იცის და ის რომ არა ბევრჯერ ამოვყოფდი თავს საავადმყოფოში ,ფაქტობრივად სიკვდილს გამოგლიჯა ჩემი თავი ხელიდან - ამის გაგონებაზე ქალს თვალები გაუფართოვდა
-რას ამბობ ბაბუკა, გული არ მომიკლა ბიჭო
-დაშვიდდი, ხო გითხარი კარგად ვარ,შემომხედე აბა რამე მჭირს?
-ოხ,ოხ, როგორ მანერვიულებ მუტრუკო შენა - მოეხვია შვილიშვილს
-არღვლიანო , ეს ყველაფერი მე უნდა ვზიდო და შენ შორიდან მიყურო? - ბებია-შვილიშვილის ბაასია ტაისიას მხიარულმა ხმამ გაარღვია
-ჭირვეულო! მოვდივარ - გაეცინა ბიჭს და მანქანისკენ გაემართა - აჰა მოვედი , გაუშვი ხელი ამას მე წამოვიღებ, შენ ჩემი დაბადებისდღის საჩუქარი არ დაგავიწყდეს - ნახატზე ანიშნა და ჩანთები გამოართვა .ყელანი თბილად მიესალმნენ მოხუცს და სახლში შევიდნენ.. კედელთან მიაწყო ტანსაცმლის ჩანთები ანდრონიკემ, პროდუქტები ბიჭებმა სამზარეულოში შეიტანეს და სავარძელში ჩაეშვნენ
-შუშანა ბებო იცი როგორ გვშია - თავი მოისაწყლა გიორგიმ
-ტქვენ გეხუტუუნოთ თვენი შუშო ბაბუკა, ახლავე გაგიშლით სუფრას
-აგერ გოგოებიც მოგეხმარებიან - წამოიძახა ნიკუშამ
-სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით არაფრის მომზადება, ჭურჭელს კი დაგალაგებინებთ - ლიზიმ და ტასომ უთხრეს მოხუცს და წამოდგნენ
-შუშანა ბებო, ნუ გაგვიწყრებიტ ,მაგრამ არც მე და კატომ ვიცით დიდად საჭმლის მზადება,სხვა რაშიც გინდათ დაგეხმარებით - საწყლად თქვა ნატალიამ
-უხ თქვე ზარმაცებო თქვენა, არ მინდა ბაბუკა საჭმელს მე როგორმე მვხედავ, დაისვენეთ თქვენ
-ტაისია ! - დაიგრგვიანა სანდრომ -,ტაისია მამაისს ელაპრაკებოდა,ჩასვლა ამცნო და სახლში შემოდიოდა სანდროს ხმა რომ გაიგო
-რას ღნავიხარ, ტელეფონზე ვსაუბრობდი
-მიდი რა გამაცადდი, შუშანა ბებოს მოამზადებინე საჭმელი რა.
-ბებო არც შენ გეცოდინება ხო ? - ღიმილით შეხედაქქალმა
-რას ამბობ შუშანა ბებო, ეს რო კერძებს აკეთებს, თითებს შეიყოლებ . მიდი ლილიტო რა, საუკუნეა შენი მომზადებული არაფერი მიჭამია - აისაწყლა თვალები ნატალიამ
-რა პრობლემაა,ტელეფონი შემიერთეთ სადმე და სამზარეულოს რუკა მანახეთ - გაეღიმა და კატოს ესროლა მობილური, ანდრონიკეს გაკვირვება და სიამოვნება ერთდროულად აესახა სახეზე
-შენ გენაცვალოს ბაბუკა,მოდი ჩემო ლამაზო . ერთი შენნაირი რო მყავდეს რა მამკლავდა ბაბო -საწყლად წარმოთქვა ქალმა და სამზარეულოში შეუძღვა ტაისიას
-რას შეჭამთ ჯერ ეგ მითხარით ,მერე რომ არ დაიწყოთ მე ეს არ მინდოდა და მე ისო - სამზარეულოდან გამოუცხადა ტაისიამ
-ტაი ქათმის სალათს გააკეთებ - ანდრონიკეს უმორჩილესმა ხმამ მიიპყრო ყველას ყურადღება - შენთან რომ ვჭამე ისეთი რა
-კაი პაწ! დანარჩენები?
-ოსტრი ჩაადგი რა ჩემ თავს გაფიცებ -ამოიკნავლა სანდრომ
-მუცლის მონა - დაიჩურჩულა კატომ
-გოგოებო თქვენ არ აპირებთ ხმის ამოღებას? -იკითხა ტაისიამ
-მექსიკურ კარტოფილს შეჭამდა კაცი იცი? - საყვარლად დაიმანჭა ლიზი
-კაი, კიდევ რამე?
-თუ გაგვახსენდება გეტყვით,მაინც არ გეზარება - ინაგლა ტასომ
-ცეზარსაც დააყოლებდა კაცი - წარმოთქვა ანდრონიკემ
-გასუქდები - გაეცინა ტაისიას და სამზარეულოში შევიდა შუშანა ბებოსთან. მზადება დაიწყო,ოსტრისთვ ის ხორცი დაჭრა ,გარეცხა და ჩაყარა მოსახარშად,ბალახეულობა შეამზადა, სანელებლებიც მოიმზადა. ქათმის ფილეც დადგა მოსახარშად, ამასობაში შუშანა ბებო კარტოფილს თლიდა და უყურებდა გაოცებული გოგონას ,რომელიც ყველაფერს ისე სწრაფად და ხელმარჯვედ აკეთებდა, ასეთი სიჩქარით თუ შეეძლო ადამიანს საქმის კეთება ,ვერ წარმოედგინა მოხუცს.კარტოფილი დაჭრა შეკმაზა და ღუმელშ მოათავსა.შუშანა ბებო ხახვს ფრცქვნიდა როცა ტაისია ნივრიან სოუსს ამზადებდა მექსიკურისთვის, შეამჩნია რომ ქალს თვალები აეცრემლა
- თქვენ ამ სოუსს მიმიხედეთ და ამ ხახვს მე დავჭრი - უცბად გამოაცალა ხახვი და დანა ხელიდან და თავად დაიწყო დაჭრა
-შენ გენაცვალე ბაბუკა ,ოქრო ხარ ,ოქრო
ტაისიასაც აეწვა თვალები,მიუხედავად იმისა რომ დანას ძმარი დააწვეთა, ისე ძაან არ ეწვოდა მაგრამ მაინც აცრემლიანდა,ამასობაში ანდრონიკე შემოვიდა
-რას შვებით ჩემო ქალბატონებო? მგელივით გვშია რა
-ზუსტად 10 წუთი ბაბუკა და გავშლით სუფრას
-გიხდება სამზარეოლოში ფუსფუსი -ყურში ჩასჩურჩულა გოგონას, შეუმჩნევლად შეახო ლოყაზე ბაგეები და გავიდა სამზარეულოდან
-იდიოტი - ჩაიცინა და დადჭრილი ხახვი სალათებისთვის გადაანაწილა..
შუშანა ბებომ კატოს და ნატას დახმარებით სუფრა გაშალა, ტაისია ანდრონიკესთვის ქათმის სალათს აკეთებდა ,პარალელურად ოსტრს აზავებდა . სადღაც 15 წუთში ყველაფერი გაამზადა , დაღლილ შუშანა ბებოს სთხოვა სუფრასთან დამჯდარიყო, დიდი წუწუნის მერე ქალი სუფრასთან მოთავსდა შვილიშვილის გვერდით
-რაო შუშო დამეღალე ?
-ეჰ ბაბუკა დავბერდი, დაგეღალე აბა რა ვქენი, ეს გოგო რომ არ ჩამოგეყვნა ამდენ რაღაცას ასე პატარა ხანშ რაფრ მოვესწრებოდი არ ვიცი ბაბუკა
-მოგეწონა სარძლო? - წარბები აუთამაშა ბებიას და ჩუმად მიუგო
-შენ ოღონდ მაღირსე ბაბუკა, შვილიშვილი ჩამიგორე მკლავებში და მერე თუ გინდა მამკალით , პაპაშენიც მაგას ოცნებობს ბაბუკა, ხვალ ჩამოვა მეზობლათ არი გადასული და ისე გაუხარდება შენი ნახვა , რო გაიგებს რო ჩვენი ვაჟკაცი შეყვარებულია სიხარულისგან ცას ეწევა
-ჩემო დაუღალავო ქალბატონო - ლუყაზე ხმაურიანად აკუცა მოხუცს და სამზარეულოდან მომავალ ტაისიას გააყოლა მზერა. გოგონამ ცხელი კერძებით გაავსო მაგიდა,მერე სალათებიც დააწყო და სანდროს გვერდით დაიკავა ადგილი
-შეგარგოთ - თქვა და საზურგეს მიეყრდნო, საკმაოდ სუსტი წელი აქვს და საშინელმა ტკივილმა შეაწუხა . ერთი -ორი ლუკმა შეჭამა და შუშანა ბებოს გაჰყვა საძინებლების მოსამზადებლად , გოგონებთან ერთად ,ბიჭები არაყს შეექცეოდნენ
ისე მოეწყო სიტუაცია რომ ანდრონიკეს და ტაისიას ერთ ოთაში უწევდათ დაძინება, თუ სანდრო გაჯჯიუტდებოდა და კატოს თავის ოთაში დაიტოვებდა , სხვა გზა არ რჩებოდა ანდრონიკეს და ტაისიას ერთად უნდა დაეძნათ . აქამდეც სძინებია მასთან ერთად , უფროსწორად ანდრონიკეს მის მუხლებზე .. ყველას საძინებელი რომ გაამზადეს ,ბოლოს ანდრონიკეს ბავშვობის ოთახში შევიდნენ, საშუალო ზომის მყუდრო ოთახი იყო, ერთ მხარეს ორსაწოლიანი იდგა , მეორე მხარეს ერთკაციანი საწოლი, ორივე მოამზადეს. ამასობაში სანდრო ავიდა მეორე სართულზე და ტაისიასთნ შეაჭრა
-კატო ჩემს ოთახში რჩება, არ განიხილება
-ასეც ვიცოდი, დარჩეს . იქნებ გეშველოთ
-სხვა გზას არ მიტოვებს , უნდა გამოვტეხო გრძნობებში
-ისეც ნუ იზამ რომ სირცხვილი გვაჭამოთ , სხვის სახლში ვართ და შენ დალიე , საკმაოდ თან - თითის დაქნევით გააფრთხილა ბიძაშვილი
-სხვათაშორის ანდრონიკემაც საკმაოდ ბევრი დალია და რავიცი თქვენც ნუ შეგვარცხვენთ რა
-რას ქვია დალია ? - სახე წაეშალა ტაისიას
-ჰო რა არაყიდალია , როგორ სვავენ ხოლმე ტაის
-კაი წადი წაიღე შენი ჩანთა და კატოსიც გაიყოლე , პირდაპირ და მარცხნივ - გაღიზიანებულმა ანიშნა და თავის ჩანთას დასწვდა, პენუარი ამოიღო და გაბრაზებულმა მიაგდო საწოლზე - თურმე დალია ბატონიშვილმა, სულ კიდია საკუთარი თავი და ჯანმრთელობა, მე ვინ ჩემი ფეხები ვარ რომ ამაზე ნერვები ვიშალო - საკუთარ თავს ელაპარაკებოდა როცა ანდრონიკემ ბარბაცით შემოაჭრა საძინებელში
-მართალია დილის 7ის ნახევარია , მაგრამ ფარდები გადავწიოთ და ისე დავიძნოთ,მაგარი დაღლილი ვარ ტაი
-საწოლი მზადაა , შეგიძლია დაიძინო - გაბრაზებით მიუგო და ორკაციან საწოლს ზეწარი ნახევრად გადახადა,თვალით ანიშნა დაწექიო, თვითონ კი ერთკაციან საწოლზე ჩამოჯდა,ფეხსაცმლის გახდა დაიწყო
-ჯერ ერთი აქეთ შენ დაწვები - ბარბაცით მივიდა ტაისიასთან და საწოლზე წამოწვა,- და მეორე , რატო მენაგლები, რამე დავაშავე ?
-არაფერი ანდრონიკე, დაიძნე,მეც მეძინება დაღლილი ვარ - წამოდგა საწოლიდან , სვიტერი და სპორტული ისე გაიხადა , სულ არ დაინტერესებულა ანდრონიკე როგორი ანთებული თვალებით უყურებდა,მის მადიან ფორმებს და ნერწყვებს ყლაპავდა . თვალი შეავლო მის წითელ ტანგას და მშრალი ტუჩები მოილოკა,ნამდვილად ცუდ დღეში იყო ,თუმცა ტაისია ისეთი ნაწყენი და ამავდროულად გაბრაზებული იყო, სულ არ ანაღვლებდა ვნებამორეული ანდრონიკე, პენუარი გადაიცვა და ტანსაცმელი იქვე მდგო ცარიელ სარადაში ჩაალაგა,როცა ზურგიდან მამაკაცის ცხელი სხეული აეკრო
-იცი როგორი ლამაზი ხარ? - ყურთან ახლოს წარმოთქვა , ტაისიას არყის მძაფრმა სუნმა აუწვა ცხვირი
-გეყოფა, მთვრალი ხარ , დაწექი და დაიძინე - ცდილობდა თავი დაეხსნა მამაკაცისგან ,მაგრამ უშედეგოდ.ბიჭმა შემოაბრუნდა საყვარელი ქალი და მთელი ძალით აიკრო სხეულზე , მის ტუჩებს მოწყურებული დაეწაფა, ტაისიას წინააღმდეგობა არ გაუწევია , თუმცა ისეთი გრძნობით რომ არ უპასუხა ,როგორც პირველი კოცნის დროს ,ანდრონიკე გაოცებული ჩამოშორდა
-რა ხდება ?
-არაფერი ანდრონიკე, უბრალოდ ვერ ვიგებ რატო იკიდებ შენს ჯანმრთელობას ფეხებზე ? ამდენი როგორ დალიე? პირნციპში მე ვინ მეკითხება, შენ თუ არ ინტერესდები საკუთარი თავით , მე სულ რა .. პროსტა ვერ გავიგე რა მოხდა დღეს რომ გაწყდი არყის სმით - ერთი ამოსუნთქვით მიახალა გაოგნებულ მამაკაცს და ხელი გულმკერდზე მიაბჯინა, უნდა გაეწია რომ საწოლში დაბრუნებულიყო თუმცა მამაკაცმა ისევ გულზე მიიხუტა
-დღეს აღვნიშნავ დიდ ამბავს და იმიტო დავლიე ამდენი , ნუ მიბრაზდები რა
-რა ამბავს აღნიშნავ ასეთს ?
-იმ ქალის გრძნობებში გამოტეხვას , ვისაც ერთი გამოხედვით გადავყავარ ჭკუიდან და ცივ გონებას მიკარგავს - ამის მოსმენაზე ტანში ცივმა ტალღამ დაუარა ტაისიას,ანდრონიკეს ეს არ გამოპარვია
-გილოცავ, მაგ ქალს საკმაოდ პატარა მოთმინების ფიალა აქვს და საკმაოდ გაბრაზებულია შენზე , ასე რომ გამეშვი და დაიძნე , გათენდა - უხეშად მოიშრა მამკაცი და საწოლში მოთავსდა
-მაგ ჯინიანობას და სიფსიხეს არ გაგიტარებ - წარმოთქვა გაბრაზებულმა და ტანსაცმელი გაიხადა, საცვლის ამარა ჩაწვა საწოლში და ზურგი აქცია ქალს, ტაისიაც მის ზურგშექცევით დაწვა გაბრაზებული. ისეთი გახურებული იყო ჯერ ანდრონიკეს საციელისგან და ამას პლიუს სიბრაზისგან რომ საშინლად დასცხა , საბანი მხოლოდ მუხლებამდე ჰქონდა გადაფარებული და კედელს მიშტერებოდა. მერე ყურსასმენები აიღო ,საყვარელი მუსიკა ხმამახალზე ჩართო და ისევ კედელს მიაპყრო თვალები.
ანდრონიკემ ვერ მოისვენა , მის გვერდით უნდოდა დაძინება,უნდოდა მთელი სხეულით მიეკრა გულ-მკერდზე და მისი სურნელი შეესუნთქა.გვერდი იცვალა და ზურგით მწოლიარე ტაისიას ლამაზ სხეულს დაუწყო შესწავლა,მის ზურგზე ახლა შეამჩნია ეკლიანი ვარდის სვირინგი, წითელ ფერში,ცოტა ქვემოთ საჯდომზე ისევ წითელი კონტურით ტუჩების ანაბეჭდი, იმ მომენტში გონებაში მხოლოდ ერთმა აზრმა გაუელვა ,რომ მისი ტუჩები ყოფილიყო იმ ტატუს ადგილას, სიმთვრალემ თავისი გააკეთა ვერ მოითმინა და საწოლიდან წამოვარდა , ყურსასმენები მოაძრო ტაისიას გვერდით მიუწვა , ძლიერად შემოეხვია დ ათავი მის ყელში ჩარგო
-გააფრინე ხო ?
-გაჩუმდი რა , არ შემიძლია შორიდან გიყურო. მეძინება რა, ტკბილიძილი ტაი, მიყვარხარ - ამას ნამდვილად არ ელოდა, ვერ გაეგო ანდრონიკემ რა მიზეზით ან მიზნით უთხრა , იქნებ სიმთვრალის ბრალი იყო, გაოცებული მიშტერებოდა ჭერს და ფიქრებს ტავს ვერ უყრიდა.
ანდრონიკეს აშკარად ჩაეძინა , ტაისიამ თმაშ შეუცურა ხელი და თმაზე თამაში დაუწყო,მამაკაცმა იგრძნო და მძინარემაც კი ნაზი კოცნა დაუტოვა ყელზე .
რა ხდებოდა სანდროსთან და კატოსთან ?
-მე შენთან ერთად ერთ საწოლში ვერ დავიძინებ გამორიცხულია
-ძაან დიდი ბოდიშ მაგრამ ჩემს სახლში რომ დივანზე მეძინა , აქ მაგისი კომფორტი არაა, სოფელია
-მე ტაისიასთან დავიძინებ და შენ და ანდრონიკემ რაც გინდათ ქენით
-კატო არსად გაადგამ ფეხს - მკლავში წვდა და საწოლზე დააგდო,კარი ჩაკეტა და გოგონას ზემოდან დააკვირდა
-ნუ მეუხეშები ალექსანდრე - კატოს ეწყინა მისი ეს საქციელი და ლამის არის ცრემლებად დაიღვარა
-მაპატიე მაგრამ შენთან მიჭირს თავის შეკავება გესმის? არასდროს მისმენ , სულ გამირბიხარ კატო, განა არ გიყვარვარ? მე შენზე მზე და მთვარე ამომდის , სამი წელია შენს იქით ჩემთვის ქალი არ არსებობს და შენ რას აკეთებ? გულს მტკენ შენი უნდობლობით, გგონია რომ გერმანელ ნაშებში ვაქანავებდი პე*ისს და შენ მეკიდე , იქაურობა მომბეზრდა და ახლა სენთან მოვედი,უბრალოდ არ მესმის რით დავიმსახურე შენგან ამხელა უნდობლობა
-ნუ მიყვირი, ტაისიასთან ერთად წახვედი, მე აქ დამტოვე გესმის ? ამაზე რას იტყვი
-კატო მე მინდოდა? ხომ იცოდი რომ ტაისიას უეჭველი უნდა გავყოლოდი,მარტო ვერ გაძლებდა, დედამისს ვერ გაუძლებდა
-ვიცი ,მაგრამ მე ? მე მენატრებოდი ვირო - ბალიში ძალაგამოცლილმა ესროლა და ცრემლებს გასაქანი მისცა
-ღმერთო როგორ მიყვარხარ, რა გრძნობით მიყვარხარ ნეტა იცოდე - ბარბაცით მივიდა გოგონასთან და გულშ ჩაიკრა მისის სხეული
-ვერ გიდან გიგაურო - ქვითინს უმატა კატომ
-სიცოცხლეს დავთმობ შენთვის, ყველაფერს დავთმობ რაც გამაჩნია გესმის - მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლებიტ სავსე თვალებში ჩახედა
-ისევ წახვალ?
-ჩემი ცოლის გარეშე არსად!
-რა ? რა ცოლი - შეშინებული გახტა გვერდით კატო
-რა შტერი ხარ შვილო - გულიანად გადაიხარხარა სანდრომ, მუხლზე დაიჩოქა და ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო - აბა კატერინა მესხიძე თანახმა ხარ იკისრო ჭირვეული გიგაურის ცოლობა და აიტანო შენი ქმრის სიცანცარეები ჭირსა და ლხინში ? - კატოს სახე სიხარულის ცრემლებმა მოიცვა , სიტყვესთავს ვერ უყრიდა, თავი დაუქნია და კისერზე ჩამოეკიდა სანდროს
-მიყვარხარ გიგაურო, ყველაზე მეტად !
-როგორც იქნა მოგარჯულე - ეს თქვა და მოწყურებული დაეწაფა საყვარელი ქალის ბაგეებს,იმ ღამეს ამათმა ცეცხლი დაანთეს , ყველას უზომოდ დაღლილს და გათიშულს რომ არ სძინებოდათ, უეჭველი შეწუხდებოდნენ.



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

აუუუ ... ახლა შემდეგ თავს ველი.. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეეე ♥️ ვგიჟდუუუუუ

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

სასწაულია მართლა უზომოდ სასიამოვნო წასაკითხია,ძალიან კარგად წერ, გთხოვ მალე დადე რა შემდეგი თავი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი საინტერესო თავი იყო მომეწონა ძალიან ერთი წყვილი შედგა ტაისიას და სანდროს როდის დაადგებათ საშველი .....
....ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარმატებები❤️♥️♥️????

 


უზომოდ მომწოონს❤❤❤ არ მყოფნის მალე იკითხება???? იქნებ ცოტა გაზარდო თავები❤ ერთი სული მაქ როდის დაიდება შემდეგიი????

 


№5 სტუმარი სტუმარი Tuta

კარგი ისტორიაა თუმცა, პირადად მე. უდად მხვდება ხოლმე თვალში "პაწ" "ცუნცულ" ზედმეტია, სიყვარულის გამოხატვის სხვა საშუალებებიც არსებობს, არ უხდებათ ასე რომ ვთქვათ...
წარმატებები!

 


სტუმარი ნინი
აუუუ ... ახლა შემდეგ თავს ველი.. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეეე ♥️ ვგიჟდუუუუუ

შემდეგი თავიც გზაშია joy

სტუმარი ანი
სასწაულია მართლა უზომოდ სასიამოვნო წასაკითხია,ძალიან კარგად წერ, გთხოვ მალე დადე რა შემდეგი თავი

უღრმესი მდლობა თქვნ <3 მიხარია რომ სიამოვნებას განიჭებთ ჩემი ისტორიები heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent