შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენზე უფროსია,არ შეეფერებით (თავი5 )


8-11-2023, 19:46
ნანახია 2 144

მარიამი გაცეცხლებული უყურებდა წყვილს და მატკენ დაიძრა
-ეს გოგო შემომაკვდება - თქვა და ტაისიას გამოწვდილი ხელსახოცით , ტუჩსაცხი მოიწმინდა
-შენ როგორ ბედავ, ჩემს ბიჭს რომ კოცნი - ყვირილს არ წყვეტდა მარიამი, ტაისიას ყურადღებაც კი არ მიუქცევია, ნამდვილად შემოაკვდებოდა,ამიტომ მობილური აიღო და სელფის კამერაში ტუჩსაცხის გასწორებას შეუდგა.. ანდრონიკე მკლავში წვდა გოგოს და მკაცრად განუცხადა
-აქედან დამეკარგე მარიამ, შენი აკვიატება უკვე ყელში მაქვს, არ არსებობს არანაირი ჩვენ და არც უარსებია. წყობიდან ნუ გამომიყვან
-ამ ლაწირაკის გამო არ გინდა რომ ერთად ვიყოთ? სულ გადაირიე? ეს გამოუცდელი იდიოტკა გირჩვენია ჩემს თავს, მე ხომ ჩამოყალიბებული და სრულყოფილი ქალი ვარ - გაჩუმებას არ აპირებდა მარიამი, ტაისიამ ტუჩსაცხი შეისწორა, თავი მაღლა ასწია , ანდრონიკეს მიუახლოვდა ყელში ნაზი კოცნა დაუტოვა დაემშვიდობა
-გაძლებას გისურვებ პაწ! - ცხოვრებაშ პპირველად ასეთი თავდაჯერებული იყო, სხეულის მიხვა-მოხვრით დატოვა ვერანდა და თან გაიყოლა არღვლიანის, თვალები, სული,გული , მხოლოდ გახევებული კაცი დატოვა , ცეცხლის მფრქვეველ მარიამთნ
- ახლა გავგიჟდები - მარიამი ყვირილმა მოიყვანა აზრზე
-ქალისთვის არასდროს მიმიყენებია შეურაცხხყოფა მარიამ, შენ ნუ მაიძულებ, დამეკარგე აქედან ! - უხეშად მოიშრა ქალი და შიგნით შებრუნდა
-მეზიზღებით! იმედია ჯოჯოხეთის ცეცხლში დაგწვავთ ეგსიყვარული - ყვიროდა მარიამი და უმისამართო ისროდა მაგიდებზე არსებულ ნივთებს, ეს დაცვას არ გამოპარვია და სულ ძალის გამოყენებით დაატოვებინეს შენობა
-ტაისია სად დაეთრევი? - კატოს მიზეზი მიეცა სანდროსგან თავის დაღწევის და დაქალს მივარდა
-ვერანდაზე ვიყავი რა ხდება? - უცნაური სიამოვნების და აღტაცების მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე
-რაღაცა უცნაურად დაიკარგეთ შენ და ბ ატონი იუბილარი , რას ხლართავ მაცდურო ქალო ? - წარბები აუთამაშა კატომ
-მე შევაყოვნე კატუს , 1-2 საათში ყველა სვანეთში მივდივართ ჩემთან, ხოდა საუბარს შევყევით - მოულოდნელად ზურგს უკან გაისმა ანდრონიკეს ხმა
-ვა სვანეთში? აუ როგორ მაინტერესებს - ნატალიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა
-შენ რა სვანეთში არ ხარ ნამყოფი პატარავ - მზრუნველად ჰკითხა გიორგიმ საყვარელ ქალს
-აუ არა სიცოცხლე, უზომოდ მინდა - კისერზე ჩამოეკიდა მამაკაცს
-რა სვანეთი? რა ჩაგარტყა იმ გოგომ - როცა მიხვდა ტაისია რომ ყველა ნატალიას აღფრთოვანებულ სახეს მიშტერებოდა, ანდრონიკეთან ახლოს მიიწია და წლზე უჩქმიტა
-მშობლიურ კუთხეში არ გინდა ასვლა ? - ისე ჰკითხა რომ არცერთი არ აშორებდა თვალს ნატალიას აღფრთოვანებას
-კი მინდა ,მაგრამ ახლა საიდან მოგაგონდა, ახლა რატო აგი..... - უნდა ეთქვე ახლა რატო აგიდგაო და უცბად დაატორმუზა, შერცხვასავით რომ ეთქვა , ამაზე ანდრონიკეს სახეს ყურებამდე ღიმილი მოეფინა
-რატო ამიდგა და ცოტა დასვენება არ მაწყენდა , - გაიღიმა და ტუჩები მის ყურთან მიიტანა - შენთან ერთად ცუნცულ - მის საქციელზე ტაისიას ნერწყვი გადასცდა და ხველა აუტყდა, ყველამ მისკენ და ანდრონიკესკენ გაიხედეს , ტაისიამ იდაყვი მიჰკრა მამაკაცს რომ ცოტა შორს დამდგარიყო
-ლილიტო კარგად ხარ ? - სანდრომ წყალი გაუწოდა
-რას ჩურჩულებდით თქვენ მანდ ? - ლიზიმ გადმოხედა წყვილს
-არ უნდა ქალბატონს წამოსვლა - სახე დაისერიოზულა არღვლიანმა
-რეებს ბოდიალობ, მე გითხარი ახლა რატო აგი..-ისევ პაუზა და განაგრძო- აიტეხე წასვლა თქო, უარი არ მითქვამს
-მაგრამ არც თანხმობა გამიგია - არ მოეშვა ანდრონიკე , და ტაისიას მკვლელი მზერაც დაიმსახურა
-ტაის მივდივართ არ მაინტერესებს - მკაცრად თქვა კატომ
-კარგით , ყველა ჩემი მბრძანებელი როგორ გამოდექით , ჯანდაბა თქვენს თავს - მიალანძღა ყველა და სანდროს გვერდით დაიკავა ადგილი - ახლოს იყავი კაი ? - საწყალი თვალებიტ შეხედა ბიძაშვილს
-რატო რა დააშავე - წარმათამაშებულმა გახედა მის მკლავზე ჩამოკიდებულ მამიდაშვილს
-რაღაც ჩავიდინე, ახლოს იყავი თორემ თავს დავკარგავ - მაქსიმალურად ჩუმად უთხრა სანდროს
-არ მითხრა პირველი ნაბიჯი მე გადავდგიო, ისე დაგცინებ ჩემი... ვერ ამოხვალ ჩემი ყბიდან - სიცილი დაიწყო სანდრომ
-ჩვენც გაგვაცინეთ რა - ნაგლად წარმოთქვა კატომ
-მიგასიკვდილებ სანდრო - გაღიმებული გამომეტყველებით კბილებში გამოსცრა ტაისიამ
-არაფერი ისეთი ჩემო დედოფალო, ტაისიამ ჩემი მანქანა მამაჩემს დასჭირდება და მე რომელს ჩაგეტენოთ მანქანაშიო - იცრუა ბიჭმა და ტაისიას სახეზე ისევ ახარხარდა
-შენ მე დამიმშვენებ გვერდს მი ლედი - ანდრონიკემ სანდროს ხელიდან გამოაცალა ტაისია და ძლიერიმკლავი გადაადო მხრებზე
-ვაიმე პაწ! რა პატივია , მაგრამ არა , სიმშვიდე მჭირდება - თავის დაღწევა სცადა თუმცა ანდრონიკემ ამის საშუალება არ მისცა
-ცუნცუ! მაგრად ვიხალისებთ, სანდრო და კატოც ჩვენთან ჩავისვათ და მთელი გზა არ მოვიწყენთ - ანდრონიკეს გაეცინა და მისმა ნათქვამმა, ტაისიაც გულიანად გააცინა
-უკაცრავად? - ხმა ამოიღო ტასომ - რა პაწ და ცუნცუ?! როდის მოასწარით ასე დაახლოვება თქვენ - ხმაში ბრაზშეპარულმა იკითხა ტასომ,აშკარა იყო რომ ანდრონიკეს მიმართ გრძნობები ჰქონდა, ისიც აშკარა იყო რომ ამას ანდრონიკე ნათლად ხედავდა ,მაგრამ ყოველთვის იგნორს უკეთებდა, ვერასდროს უყურებდა ისე როგორც პარტნიოს და ქალს, ყოველთვის მეგობრად თვლიდა
-რა თქვი კატო და სანდრო ჩავისვათო? - ვითომ ინტერესიტ იკითხა ტაისიამ
-ანუ მოდიხარ - გაუბრწყინდა თვალები ანდრონიკეს
- მაშინ დავგაზეთ, ჯერ 11 არ არის საათი, მივიდეთ სახლებში ჩავლაგდეთ , ჩავჯდეთ მანქანებშ და დავახვიოთ სვანეთში - ჩამოაყალიბა ლუკამ
-აბა ავლაგდით, მე სტუმრებს დავემშვიდობები , თქვენ სახლებში წადით ,ჩალაგდით , მე და სანდრო გამოგივლით ერთ საათში და დავაწვეთ
ყველანი სახლებში წავიდნენ, სანდრომ კატო და ტაისია სახლშ მიიყვანა , თვითონაც ბარგის ჩასალაგებლად წავიდა . სახლში ბატონი ფრიდონი დახვდათ, რაღაც რუსულ ფილმს უყურებდა, გოგოების დანახვაზე წამოდგა და ორივეს გადაეხვია
-ფიდო ძია ჩვენ სვანეთში მივბრძანდებით - ტაში შემოჰკრა კატომ
-ვა როდის მა?
-როდის მამუცი და 1 საათი მოგვცა დრო არღვლიანმა, გამოგვივლის და წავალთ
-ვა სიძე ბატონმა უნდა გამოგიაროთ - ჭინკები აუთამაშდა სახეზე ფრიდონს
-მამა! - დაუყვირა საძინებელში შემავალმა ტაისიამ
-ყოჩაღ ფიდო ძია - სიცილით მუშტები ერთმანეთს შეაერთეს კატომ და ფრიდონმა და კატოც საძინებელში შევიდა .
ორივეს 10 წუთში ჩალაგებული ჰქონდა პატარა ჩანთა , ისიც არ იცოდნენ რამდენი დღით მიდიოდნენ , თუმცა ნათელი იყო რომ იქ ეციებოდა .
ოდნავ დათბილული სპორტულის ზედა-ქვედა ჩაიცვა ორივემ , კატომ ყავისფერი და ტაისიამ როგორც ყოველთვის შავი ,ბოტასებში ჩახტნენ და ფრიდონის გვერდით დაიკავესადგილი
-ჩვენ გარეშე ხო არ მოიწყენ ფიდო ძია ?
-არა ძია, ხვალ დილით სოფელში მივდივარ, სიდედრ-სიმამრი უნდა მოვინახულო , ერთი -ორი დღე უნდა დავრრჩე და მერე ჩამოვალ და ლბათ დავაწვები გერმანიაში , დედაშენი გამიგიჟდება - მხიარულად შეხედა ქალიშვილს და ხელი გადახვია
-ისე ნუ წახვალ რო არ მნახო - სერიოზულად შეხედა მამას
-არა მამი შენ და სასიძოს მოგინახულებთ და ისე წავალ
-მამა რა სასიძო , რა უაზროდ ხუმრობ - მობეზრებულად აიქნია ხელი და დაქალის და მამის მხიარული სახე დააიგნორა, ტელეფონს დაწვდა და ანდრონიკემაც დარეკა
-ოჰ სიძე ბატონი, მიდი უპასუხე
-მამა ! - უჩქმიტა მამას და ზარს უპასუხა
@
-გისმენ არღვლიანო
-ხანდახან ანდრონიკეც რომ დამიძახო კი არ მოკვდები - თვალთმაქცურად გამოსცრა კბილებში
-.... - ხმა არ ამოუღია, მამამისი ისეც ეღადავებოდა და უფრო გამწვავება არ უნდოდა, არ აჰყვა საუბარში
- კაი ხმას არ მცემ ,არ მცემ. ჩამოდით მაინც გელოდებით
-კაი - გაუთიშა წამიერად მობილური და კატოს გადახედა
- კატო აეწყე , მოვიდნენ
-ოქეი- წამოხტა კატო და საძინებლიდან ჩანთა გამოიტანა
-მა წავედით ჩვენ, ხო იცი იქ არ იჭერს ტელეფონი ხანდახან და გული ნუ გაგისკდება კააი
-ჭკვიანად იყავი , ხანდახან მომიკითხე ხოლმე - გაეცინა კაცს და გადაეხვია შვილს - აბა კატო ჭკვიანად, ტქვენ იცით კარგი დრო ატარეთ
-აბა როგორ - მხიარულად ჩაეხუტა დაქალის მამას და კარისკენ დაიძრა
-მა მოიცა , - შეაჩერა კაცმა და ტუმბოზე დადებული საშუალო ზომის ყუთი აიღო, ქალიშვილს გაუწოდა - ეს ჩემ გან სასიძოს
-მამა არ მორჩი? -გაბრაზება შეეპარა ხმაში
-კაი ხო, ეს შენს ანდრონიკეს გადაეცი ჩემგან , ჯერ თორმეტის ნახევარია და კიდევ არის მისი დაბადების დღე
-კარგი ხო - გამოართვა და ლოყაზე აკოცა მამას
-გოგო საჩუქარზე გამახსენდა, ის ნახატი არ მოგაქვს ? -წარბები ასწია , ბატონ ფრიდონს რომ არაფერი გაეგო , თვალებით უცნაურ მინიშნებებს აძლევდა კატო დაქალს
-იცის კატო , იცის. დამავიწყდა გამოვიტან
-უი იცი?
-ვიცი ძია ვიცი - გაეცინა კაცს და სავარძელში ჩაეშვა
-ვსო წავედით, მიყვარხარ ფიდუნი - მიაძახა მამას და გაუჩინარდა სახლიდან .
კორპუსიდან რომ გავიდნენ ბიჭები მანქანაზე მიყრდნობილები ელოდნენ, რაღაცაზე საუბრობდნენ, კატომ უჟმური მზერა ესროლა გიგაურს და უკან ჩახტა. სანდროც გვერდიტ მიუჯდა .
-მობრძანდით მი ლედი - კარი გაუღო ანდრონიკემ
-სიძე, ჩემს გოგოს შენ გაბარებ, არ გამიბრაზო - უცბად მეექვსე სართულის აივნიდან ბატონი ფრიდონის ხმა ჩამოუვიდათ ყურამდე , ტაისიას სახეზე ფერები ეცვალა
-მთვრალია , ყურადღებას ნუ მიაქცევ - თავი იმართლა გოგონამ
-ესეიგი მთვრალი? - ტუჩის კუთხე ჩატეხა არღვლიანმა და ფრიდონს მიაძახა - აუცილებლად მივხედავ , მშვიდად იყავით
-შენი იმედი მაქ , კეთილი გზა - პასუხი დაუბრუნდა ფრიდონმა
-გაიხარეთ - ხელი აუწია ქვემოდან და მანქანაში მოთავსდა , ის იყო რაღაცის სათქმელად გააღო პირი რომ ტაისიამ გააჩუმა
-ახლა არ დაიწყო, აი ეს შენთვის გამომატანა, დაბადებისდღის საჩუქარია
-ვა , აბა ვნახოთ - ყუთი გახსნა და იქიდან თეთრი ოქროსგან მოწნული სამაჯური ამოიღო - გემოვნებიანი მამა გყავს ცუნცულ
-აშკარაა- გაუღიმა გოგონამ, მასაც ძალიან მოეწონა მამის არჩეული საჩუქარი
-ახლავე თუ გავიკეთებ უზრდელობაში ხო არ ჩამომართმევ ?
-აბა რისთვის გაჩუქა? რომ უყურო? - წარბაწევით მიუგო გოგომ
-მაშნ მიდი შეკარი - სამაჯური მაჯაზე გადაიდო და ხელი გაუწოდა , ტაისიამაც შეკრა სამაჯურის ყულფი და საზურგეს მიეყრდნო
-გიხდება ანდრუშ, ბიძაჩემს გემოვნებაში ბადალი არ ჰყავს
-გიხდება ანდრო
-მადლობა ჩიტებო - ეს თქვა და კატოს გვერდით მოთავსებულ ოთხკუთხედ შეფუთულ ჩარჩოს შეხედა - ეგ რარი?
-მაგას, დანიშნულების ადგილას გახსნი - მიუგო ტაისიამ და თვალი თვალშ გაუყარა
-კიდევ ერთი საჩუქარი ტაი?
-თავში არ აგივარდეს არღვლიანო, დაძარი მანქანა, გველოდებიან - ეს უთხრა და ფანჯარას მიეყრდნო. გასწიეს სვანეთისკენ .
რამდენიმე საათიანი იყო გასული , გაზაში კატოს და სანდროს კინკლაობით მართლაც ხალისობდნენ , ცოტახანში კატოს სანდროს მხარზე მიეძნა, ანდრონიკე გზას გაჰყურებდა და ხანდახან აპარებდა დაღლილ თვალებს ტაისიასკენ . ტაისია ხან ტელეფონში იყო , ხან გზას მიშტერებოდა, ცდილობდა ანდრონიკეს მზერას არ შეჩეხებოდა . ცოტახნიანი მგზავრობის შემდეგ ტაისიამ ანდრონიკეს დაღლილ სახეს მოჰკრა თვალი,მამაკაცს შული დასცვაროდა, გული აუფრიალდა, ცუდად არ გახდესო და მისი ყურადღების მისაქცევად თავისი თბილი ხელი ,მამაკაცის გაყინულ ხელს შეაგება,ბიჭი შეკრთა, არ ელოდა ,მერე კი ღიმილიანი სახით გამოხედა
-რა მოხდა ტაი ?



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ტაისიასთან რანაირი ხდება ეს ბიჭი,ვგიჟდები ❤️
მამა გლიჯავს :D

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

მალე დადე რა ???????? ერთისულიმაქქ წავიკითხო შმედეგი თავი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

აუ კატუშ , ვიხალისე მაგრამ არ მეყო ცოტაა გაადიდე რა ♥️

 


მე♥უცნაურე
ტაისიასთან რანაირი ხდება ეს ბიჭი,ვგიჟდები ❤️
მამა გლიჯავს :D

joy heart_eyes

სტუმარი ანი
მალე დადე რა ???????? ერთისულიმაქქ წავიკითხო შმედეგი თავი

მეექვსე თავი უკვე ავტვირთე,ადმინისტრაციია ამოწმებს ,ვიმედოვნებ დღეს დადებენ <3 heart_eyes

სტუმარი ნინი
აუ კატუშ , ვიხალისე მაგრამ არ მეყო ცოტაა გაადიდე რა ♥️

მიხარია heart_eyes ვეცდები გავითვალისწინო<3 heart_eyes

 


№5  offline წევრი Scarlett

აუუუ დიდი თავი გვინდააა აქ ხალხსსს რააა :D ნუ გვაგიჟეეებ და გვტოვეეებ <3

 


Scarlett
აუუუ დიდი თავი გვინდააა აქ ხალხსსს რააა :D ნუ გვაგიჟეეებ და გვტოვეეებ <3

ვცდილობ გავადიდო joy

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარია ვაიმე რა მაგრა ვიხალისე ფიდონა მაგარი კაცია ...ვგუჟდები ამ წყვილზე...

 


სტუმარი ნესტანი
რა მაგარია ვაიმე რა მაგრა ვიხალისე ფიდონა მაგარი კაცია ...ვგუჟდები ამ წყვილზე...

heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent