"შემოჭრა სულში" (სრულად)
დასაწყისისთვის, მინდა გითხრათ რომ ისტორიაში თითოეული პერსონაჟი არის ჩემ ცხოვრებაში შემოჭრილი სხვადასხვა ადამიანების პიროვნებათა კრებული. ბევრს შეიძლება არცერთი მათგან არ მოგეწონოთ, ერთეულებს კი ის რეალობა დაგანახოთ, რაც მინდოდა რომ მეგრძნობინებინა. ბევრმა შეიძლება ვერც თავი გაუგოთ და ვერ ბოლო. და თუ მაინც გადაწყვეტ წაკითხვას, მინდა გახსოვდეს, ყველა ადამიანი არაა ძლიერი,ყველას არ აქვს ის ძალა, რაც შეიძლება შენ გქონდეს. ადამიანებს ეშლებათ. ნუ შეხედავ მათ სტანდარტულ ჩარჩოებში და თუ მაინც გადაწყვეტ მე შემომეჭრა სულში და ვწერ... *** ჯერ კიდევ ბაღის ასაკის ვიყავი, საზღვარგარეთიდან დეიდამ საჩუქრად „ბასანოჭკები“ რომ გამომიგზავნა. უდნავ მაღალი ძირით იყო, იმ ფეხსაცმელთან შედარებით,რაც კი ოდესმე მქონია.ალბათ სწორედ ეს მომწონდა მათში ყველაზე მეტად. მუქი ლურჯი, ჯინსის მატერიის იყო, კოჭთან შესაკრავით. მხოლოდ ღრმა ბავშვობაში ნანახმა დეიდამ, ვერ განსაზღვრა ზომა და ჩემი საყვარელი „ბასანოჭკები“ იმაზე მალე დამიპატარავდა, ვიდრე მე მსურდა. მაშინ ჯერ კიდევ მე-6 სართულზე ვცხოვრობდით, ულიფტო კორპუსში. ასვლა არ მიჭირდა, თუმცა ჩამოსვლისას, როდესაც ჩემი ბოტოტა თითები წინა ნაწილს აწვებოდა, სიმწრისგან ტუჩებს ვიჭამდი. დედას კი, მაინც ჯიუტად ვუმტკიცებდი, რომ არ მქონდა პატარა და აწითლებულ და გადაქლეთილ თითებს ვმალავდი. მაინც კარგად მახსოვს, ჩემი პირველი მაღალ ქუსლიანი „ბასანოჭკი“ თუმცა, არც ის ტკივილი დამვიწყებია,რასაც მისი ყოველი ჩაცმისას ვმალავდი. სწორედ მათსავით მიჭერდა მთელი ჩემი ცხოვრება,ის პატარა რაიონი, რომელშიც გავიზარდე. მანაც ისეთივე კვალი დატოვა ჩემზე, როგორც სანდლება, ჩემ ნეკა თითებზე. ერთი განსხვავებით, დედამ სანდლები გადამიყარა, მე რაიონი ვერა... თუმცა ვაპირებდი. მიზნები მქონდა იმედები სურვილები ოცნებები გეგმა მქონდა, როგორ უნდა დამეღწია თავი და მოვშორებოდი იმ პატარა რაიონს, სადაც ყველა დღე ერთნაირი იყო. მხოლოდ და მხოლოდ კარგად გაცვეთილი სახეებითა და ბრბოთი, რომელის ინტერესის წყაროც, მხოლოდ ვინმეს ცუდის გაგება და შედგომ ამაზე ფუტკრებივით ზუზუნი იყო. იმ წელს სკოლას ვამთავრებდი. იმ წელს, მხოლოდ ერთ ზაფხულსღა ვიქნებოდი სუნთქვა შეკრული და შემდგომ იქნებოდა დიდი გაქცევა. იმდენხანს ვემზადებოდი ამ გაქცევისთვის. იმდენ შრომასა და ენერგიას ვდები. თუმცა,როდესაც მართლაც გაქცევა დამჭირდა, მაშინ ვერ გავიქეცი. ბანკეტის საღამო იყო. მიუხედავად ყველაფრისა, საუკეთესო თანაკლასელებთან ერთად ბოლო ერთობლივ საღამოს სულ სხვა ხიბლი ჰქონდა. მახსოვს, მოცეკვავე კლასელების წრიდან ვიღაცამ როგორ გამომიყვანა. - გეძახიან-ო ისე აღმოვჩნდი რესტორნის ეზოს გარეთ, ზურგიდან მოწოლილი ხელის დახმარებით, ვერც კი გავიაზრე. გამოღებულ მანქანის კარში უცებ შემსვეს და სანამ რაიმეს გავიაზრებდი, ჩემ გვერდით ის ადამიანი დავლანდე, რომლის ყველა დანახვაც კი სისხლს მიყინავდა. მომიტაცეს. ჯერ კიდევ ახსოვს ჩემ კანს, გაკავებისას მისი ხელების შეხება. ჩემ ტუჩებს, მისი თითები, გამეტებით როგორ აჭერდნენ, ჩემი კივილის ჩასახშობად. რესტორნის ეზოში, ჩემი ერთადერთი მეგობარი ანნა, რომ დავლანდე ჩემი ბოლო ამოძახილი,რომელიც შველას ითხოვდა, ჯერ კიდევ ყურებში ჩამესმის და მეწვის სახის ის ნახევარი ნიკო ქურხულმა, თავისი ტორით რომ ამიწვა. მაშინ არ ვიცოდი, ეს რომ ერთი არა, პირველი იყო. *** მთელი რაიონი ფეხზე დამდგარიყო იმ შუაღამით. არ ვიცი, ვინ გაბედა ბიძაჩემისთვის დარეკვა. მამის გარდაცვალების შემდეგ მეც კი არ მქონდა მათსან ნორმალური კონტაქტი. თუმცა ექვთიმესი ყველას რიდი ჰქონდა, ალბათ ჩემ გარდა. იმ ღამით აზუზუნდა რაიონი და მეზობელი სოფლები „თუთა მოუტაციათ“-ო *** კარგად იცოდა ნიკო ქურხულმა, ბიძაჩები მხოლოდ იმიტომ არ დაუტოვებდა ჩემ თავს,რომ მთელი ბავშვობა ვუყვარდი,მისი ნაცხოვრებ წლებზე მეტი, ექვთიმეს ნიკოს მამის მიმართ მტრობა ჰქონდა. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი იმ ღამით, როგორც კი გაიგეს რომ უკვე მეძებდნენ, გზიდან გადაყენებულ მანქანაშივე რომ მიისაკუთრა ჩემი სხეული. მე ჯერ კიდევ მახსოვს, შენი, როგორც ნადირის ცხელი სუნთქვა, ჩემ შემოფლეთილ სამოსს შორის როგორ იპარებოდა და მეფინებოდა კანზე. როგორ აიყვანე შენი პირველი, შვიდამდე. მახოსვს საკუთარი სისხლის გემო, გახეთქილი ტუჩიდან რომ ფეთქდა. იმ წამს შეგიზიზღე შენ და საკუთარი თავი. მანქანაში დაბრუნებული შენი თანმხლები არამზადების მზერაც მახსოვს, ურცხვად რომ მაპყროდბნენ სარკიდან. რამდენჯერ ჩაუვლიათ ჩემ გვერდით ქუჩაში, რამდენჯერ მივსალმებივართ ერთმანეთს... *** უკვე რიჟრაჟი იყო, მანქანა რომ საბოლოოდ გაჩერდა, ჩემთვის უცხო ადგილას.ძველი, უზარმაზარი სახლის ჭიშკართან. კარი აღარ იყო ჩაკეტილი. არ მახსოვს, როგორ გამოვწიე სახელური, როგორ გადმოვიტანე ჩემი ლეშად ქცეული სხეული მანქანიდან, თუმცა მახსოვს როგორ ტკივილიანი იყო ის რამდენიმე ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მოვასწარი და როგორი ხანმოკლე იყო, ფილტვებში ვერ ჩასული თავისუფლება. იმ ქვიანი გზის გემოც ახსოვს ჩემ სახეს, რომელზეც დამცეს. იმ მტვრის გემო, ჩემი მიყვანით რომ დააყენეს. ჩემ სკალპსაც ახსოვს ის შენი მუჭით ამოგლეჯილი თითოელი თმის ღერი. *** ისე მიმათრევდა იმ ჭიშკარს მიღმა, როგორც დასაკლავად გაწირულ ცხვარს. ჩემ კივილს,თითქოს მთებში ჩამოწოლილი ნისლი ჰგუდავდა. მაინც შევნიშნე, მეზობელ სახლებში, როგორ აინთო რამდენიმე სინათლე,თუმცა კი ჩემ წინ ასვეტილმა მოხუცებულმა ირგვლივ ისე წამიერად ჩააბნელა ყველაფერი,თითქოს არც არაფერი ყოფილაო. - ბებია, გთხოვთ დამეხმარეთ- მისი შავი კაბის კალთას ჩაფრენილი ვთხოვდი დახმარებას. - შემოიყვანე *** უკვე კარგად იყო გათენებული, ფანჯრის ძირში მჯდარს რომ შემომესმა ხმაური გარედან. - მოვიდნენ ფანჯრიდან ბიძაჩემის მანქანის დალანდვის და შავებში მოსილი დედის დანახვისას, იმედი მომეცა. მთელი ძალით ვუბრახუნებდი ჩაკეტილ კარს ხან ხელის გულებს, ხანაც მუჭებს. თუმცა კი არავინ მიღებდა. -თუთა ! - დედაჩემის ძახილი შემომესმა გარედან - დედა ! დედა, აქ ვარ დე ! - მთელი ძალით ვყვიროდი - დედა, არ დამტოვო დე, აქ უკვე აღარ მქონდა ძალა ხელებში. კარის ძირში მისვენებული, უჩვეულოდ მიჩუმებულ გარემოს ვუგდებდი ყურს- არ დამტოვოთ- ვჩურჩულებდი. უეცრად კარის საკეტის ხმა გაისმა. მაშინვე მოვშორდი, თუმცა კი წამოდგომა ვერ შევძელი. - თუთა- ზღურბლს მიღმა დედაჩემი იდგა - ჩემო თუთა - წამში გააქრო ჩვენ შორის მანძილი და მთელი ძალით ჩამკარგა მის მკლავებში - მოგიკვდეს დედა- მეჩურჩულებოდა ის, მე კი კანს მიწვავდა დედის ცხელი ცრემლები. თავისი თითებით ცდილობდა დაეფარა ჩემი მოშიშვლებული სხეული, სილურჯეები. შავი თავშლით, რომელიც მამას გარდაცვალების შემდგომ არ მოუხსნია, ახლა სახეს მიწმენდდა. ხელჯოხის ნაცნობი კაკუნი შემომესმა. კარში ბიძაჩემი იდგა, ექვთიმე. ისეთივე მკაცრი სახით, როგორც მას ახასიათებდა. ისე უცებ აღმოვჩნდი მის ფეხებზე შემოხვეული, აღარც ჩემი შელახული სხეული მახსოვდა და აღარც თავმოყვარეობა. - გევედრები ბიძია, არ დამტოვო- რაც კი ძალა შემომრჩენოდა ვეჭიდებოდი- გევედრები, წამიყვანე. არც კი გამოძრავებულა, არც კი შემხებია. მხოლოდ მისი ხელჯოხი ვიგრძენი მკლავზე, რომელიც მოშორებას მოითხოვდა. - უკვე ყველაფერი მომხდარია, გოგო ახლა ჩვენი რძალია - ნაცნობი მოხუცი ისევ კარში იდგა და ნიშნისმოგებით აჟღერებდა „მთავარ ამბავს“ - მომხდარია? ძალა იხმარა დედა, მცემა- იმ შავ თავშალს დედა ხელში წრეხდა- ბიძია გევედრები,ბიძია - ხომ იცი ექვთიმე, რომ ამ გოგოს ვეღარ გაათხოვებ, აღარავინ წაიყავნს, ჩემ შვილიშვილს კი უყვარს. დროა დავამთავროთ ეს მტრობა, ჩვენს ოჯახებს შორის და დავნათესავდეთ- ისე მშვიდად საუბრობდა მოხუცი, თითქოს და ოჯახს, სიყვარულით ვქმნიდით, ან რომელ ოჯახზე იყო საუბარი, არაფერი მესმოდა. - სოფელში ხმა არ გავარდეს, რომ გოგოზე ძალა იხმარა. ერთი კაცისგანაც კი რომ გავიგო ეს ამბავი, მთელ ოჯახს გადაგასახლებთ-სწორედ ბიძაჩემის ამ სიტყვებმა მიმახვედრა, რომ მისი მოსვლის მთავარი მიზანი ჩემი დახსნა კი არა, მისი სახელის შენახვა იყო-ნანა, წავედით. - დედა, არ დამტოვო დე- უშედეგოდ ვეხვეოდი დედის კალთას, რომელიც ტირილით ცდილობდა ჩემგან გათავისუფლებას. მინდოდა ოთახიდან გასულებს გავკიდებოდი, თუმცა კი ქურხულის ხელები მაკავებდა, იმ წამს ვერ ვგრძნობდი მისი შეხების ტკივილსა თუ ზიზღს, რადგან დედისგან მოყენებული ტკივილი უფრო მწარე იყო. - მამა არ დამტოვებდა- ვყივროდი როგორც შემეძლო- მამა არ დამტოვებდა ექვთიმე! არ ვიცი, გაიგონა თუ არა ჩემი ნათქვამი ექვთიმემ, ან მისწვდებოდა თუ არა ეს სიტყვები სმენის გარდა სხვა რაიმეს, თუმცა ნამდვილად ვიცოდი, რომ მამაჩემი იქ, არ დამტოვებდა. - დაწყნარდი თუთა- მომიწოდებდა ნიკო. პირველი მოგონება ნიკო ქურხულზე, 10 კლასიდან მახსოვს, როდესაც მისმა ბიჭებმა ყვავილები მომიტანეს 8 მარტს. მანამდეც იყო ქურხული ყოველთვის, თუმცა არა ჩემ სიახლოვეს, არა პირდაპირი შეხებით ჩემთან. მახსოვს დაბადების დღეზე,ერთხელ ანნასაც გამოატანა ჩემთან საჩუქარი, რომელიც არც არასდროს გამხდარა ჩემი. მთელი სკოლის გოგონები ასხავდნენ ხოტბას ქურხულის გარეგნობას, მის სიმპატიურობას, ვაჟკაცობას, თუმცა კი ჩემთვის არასდროს არ ქონია მნიშვნელობა. არასდროს დავფიქრებულვარ მასზე და არც არასდროს ვაპირებდი. ყველა მსგავსი ფიქრი ჩემი „გაქცევის“ გეგმის ხელისშემშლელ ფაქტორად მიმაჩნდა და ყოველთვის ვერიდებოდი. თუმცა, როგორც ჩანს არ გამომივიდა. მხოლოდ ერთ ღამეში შევძლელი ქურხულის ისე გაცნობა, როგორც არავინ. მხოლოდ რამდენიმე წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ მისი ვაჟკაცობა დამენახა. და მე იმ ღამეს, ალბათ ბევრი გოგოსთვის საოცნებო ბიჭის მკლავებმა, ასევე საოცნებო სტატუსი მომანიჭეს. ეს სხვებისთვის, თუმცა ჩემთვის ეს ყველაფერი სიკვდილის ტოლფასი იყო. - არ შემეხო, გევედრები არ შემეხო- მისი მკლავებიდან თავის დაღწევას ვცდილობდი იმ ძალით, რომელიც აღარც შემომრჩენოდა. - არაფერს დაგიშავებ თუთა, არაფერს გესმის?- მისი ხელები ახლა უკვე ჩემ სახეს ეხებოდა და მაიძულებდა, იმ სახისთვის გამესწორებინა მზერა, რომელსაც ვერ ვიტანდი. - ნუ მეხები - აღარ გატკენ, გეფიცები აღარ გატკენ კარგი? - თმაზე იმ ტორებით მეფერებოდა, წინა ღამით ტანსაცმელს რომ მახევდა. ყველა მის შეხებაზე ის კადრები მიდგებოდა თვალწინ. თითქოს მზის სინათლეზე დანახული ჩემი შელახული სხეული წამიერად ეუცხოვა,თითქოს მისი შემაძრწუნებელი სუნთქვაც კი აღარ მიგრძვნია. მერე ხელები შემიშვა და ოთახიდან გაუჩინარდა. *** და თურმე ის რაც მეგონა უბედურება უჰაერობა განსაცდელი ტანჯვა არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, რაც იმ დღეს დაიწყო. ცხოვრება, რომელიც კი არ მიჭერდა და მგუდავდა, არამედ ნაფლეთებად მიქცევდა სულსა და გულს. *** იმ დღეს, მთელი დღის განმავლობაში აღარ გამოჩენილა ნიკო. მესმოდა გარედან უცხო ხმები, ჩურჩული, მილოცვები. ტვინში სისხლი მექცეოდა. ვერ ვიაზრებდი, არ მინდოდა იმ ყველაფრის ბოლომდე დაჯერება,რაც ჩემ თავს ხდებოდა. უკვე შუაღამე იყო. საწოლზე ვიწექი მოკუნტული. ყოველ წამს ველოდი, რომ შემოვიდოდა და კვლავ იძალადებდა ჩემზე. ჩუმი ნაბიჯები მომესმა კარს მიღმა და მალე გასაღების გადატრიალების ხმაც გავიგე. შიშისგან თვალები იმდენად ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს, თითქოს და წამის მეასედში ქუთუთოებიც კი შემიხორცდა ერთმანეთზე. - თუთა, გძინავს?- მძიმე ნაბიჯებით დაიძრა სხეული ჩემკენ. - როგორი ლამაზი ხარ თუთა- ვგრძნობდი რომ საწოლთან იდგა.უეცარმა შეხებამ, ისე შემაშინა, ძლივს დავიმორჩილე სხეული. საბანი დამაფარა. შემდეგ ოთახი დატოვა. გათენებამდე აღარ მომკარებია ძილი. რამოდენიმე დღეში დავტოვეთ სოფელი. ნიკოს სახლი ჩვენი სკოლის გზაზე იყო. ყოველ დღე მიწევდა მისი კორპუსის ეზოზე გავლა. რას ვიფიქრებდი, თუ სწორედ ეს გზა აღმოჩნდებოდა იმ ადგილისკენ მომავალი, სადაც დაიდებდა „ბუდეს“ ჩემი ტკივილი. მანქანის კარის გაღებამ მომიყვანა გონს. - გადმოდი თუთა- მისი გამოწვდილი ის ხელი მეზიზღებოდა იმ წამს სამყაროში ყველზე მეტად.ის მარჯვენა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დამარტყა. ეზოში სამეზობლო იყო შეკრებილი, აივანზე სასახელო დიასახლისები გადმოყუდებულები. - გილოცავთ გაბედნიერებას- საიდანღაც მოწვდა ჩემ სმენას ფრაზა. რამდენიმე სხეულის ჩახუტებაც ვიგრძენი, ღიმილიანი სახეებით. გაქცევა მინდოდა, ყველა შეხებისგან, ყველა სიტყვისგან. თუმცა კი მკლავზე ძლიერად მოჭერილი ხუთი თითი სადარბაზოსკენ მიმიძღვოდა. დედაჩემის გამოგზავნილი ჩემი ტანსაცმელი მეცვა. ინერციით შევედი სახლში. კოლიდორში ჩამოკიდებულ სარკეში, ამ დღეების მანძილზე პირველად დავლანდე ჩემი თავი. დასიებული თვალები. გახეთქილი ტუჩი, აბურდული თმა. ვის შეიძლებოდა ეფიქრა რომ გავბედნიერდი. ნუთუ ისეთი ბრმა იყო ირგვლივ ყველა,რომ ვერ შენიშნეს ბედნიერებისგან ძალიან, ძალიან შორს ვიყავი. ჩემ უკან, ნიკოს ანარეკლი რომ გამოჩნდა, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს. - შეგიძია მოწესრიგდე- ხელში პირსახოცები ეკავა. სააბაზანოს კარი გამიღო და იქვე დამიტოვა ისინიც. *** რეალობაში მაშინ დავბრუნდი აბაზანაში წითელი ფერი რომ შევნიშნე. სხეულს იქამდე ვიხეხავდი სანამ კანი მთლიანად არ გადავიხეხე. ვცდილობდი, მთელი ძალით ვცდილობდი, რომ მისი ყველა შეხება, ყველა სუნთქვა ამომეგლიჯა კანიდან. ყველა კვალი გამექრო. ყველა შეგრძნება, რომელიც წამით არ მტოვებდა. ალბათ იმ დროს არ ვიცოდი, ვერ ვხვდებოდი რომ ამაო იყო ეს ყველაფერი, რომ არცერთი მომენტი, არცერთი შეგრძნება არ დამტოვებდა. - კარგად ხარ? - კარზე აკაკუნებდა. შეშინებული ამოვედი წყლიდან. ის კი უფრო და უფრო უმატებდა კარზე ბრახუნს. სველ ტანზევე გადავიცვი ტანსაცმელი და კარი გავაღე. - არ შეგიძლია ხმა რომ გამცე?- ღრიალებდა ის, მე კი პირსახოცს მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს. - შემოხედე- მკალვში ხელს ისე ძლიერად მიჭერს, რამდენიმე დღის მანძილზე, პირველად ნაგრძნობი ტკივილი სახეს მიმანჭავს- როდემდე აპირებ ასე ჩუმად ყოფნას. მიპასუხე როდემდე !- უფროდაუფრო უწევდა ხმას და ძლიერად მანჯღევდა. არც კი მინდოდა მისთვის შეხედვა. იატაკზე იმ ერთადერთ გაბზარულ ფილას მივაშტერდი, მანამ სანამ ხელსაბანს არ მივასკდი ზურგით. - რაებს მაკეთებინებ ხედავ? შენი ბრალია-კვლავ ხელს მკიდებს და როგორც სათამაშო ისე გავყავარ. მეზიზღები, ყველა ამოსუნთქვაში მეზიზღები. *** იმ ერთი თვის მანძილზე რაც გავიდა დედა არ მოსულა, არცერთხელ. ვცდილობდი თავი დამეჯერებინა, რომ ექვთიმე უშლიდა და ამის გარდა არ ქონდა სხვა მიზეზი. ყოველ ღამით, როდესაც ნიკო საძინებელში შემოდიოდა,კარს რომ გასაღებით კეტავდა, იმ საწოლის მეორე კიდეს რომ დაამძიმებდა ხოლმე მისი სხეული,მთელი ძალით ვხუჭავდი თვალებს. მახსენდებოდა, ძალიან დიდხანს, როგორ ვიპარებოდი შუაღამით დედას და მამას ოთახში, და მძინერეებს, დედას რომ მის მკერდზე ედო ხოლმე თავი, როგორ ვუწვებოდი შუაში. მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ ჩემი ოცნება ასეთი ოჯახის ყოლა იყო, თუმცა კი ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდა. მეზიზღებოდა, ის საწოლის მეორე მხარე. მეშინოდა ყოველი ღამის დადგომის, მისი გამოჩენის. სხეული უკვე მე აღარ მეკუთვნოდა. იმ ღამეს კვლავ რომ იძალადა ჩემზე, კვლავ რომ წამბილწა, კარიდან მბჟუტავი სინათლე დავინახე. ის მშვიდად სუნთქავდა. მე ვერ ვსუნთქავდი. ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან და საძინებლიდან გამოვიპარე. ერთხანს გასასვლელ კარში ჩატოვებულ გასაღებს ვუყურებდი. რომ გავიქცე, რომ მივაღწიო სახლამდე,ნუთუ მიმიღებს დედა. იქნებ მიმიღოს, მაგრამ ექვთიმე კვლავ დამაბრუნებს. სხვაგან ვერსად გავიქცევი, ვერავის მივადგები, ვერავინ შემიფარებს ან დამმალავს. მაგრამ რომ გავიქცე,იქნებ... რკინის სახელურს ჩემი მთრთოლვარე თითებით ვეხები. არ გაქვს თუთა წასასვლელი- გონება ბოლო ხმაზე ყვირის და მეც სახელურს ვუშვებ ხელს. ფიქრებს თავს მაშინ ვაღწევ მაჯაზე თბილ სითხეს რომ ვგრძნობ. სააბაზანოს იატაკზე გაბრუებული ვეშვები. ჩემი თეთრი მაისური წითლად იფერება. იმ წამს ყველაზე ბედნიერი ვიყავი. ვგრძნობდი როგორ ვიცლებოდი. როგორ მტოვებდა ტკივილის შეგრძნება. ამ დროის მანძილზე პირველად როგორ მეხუჭებოდა თვალები მშვიდად. მოდუნებული თითებიდან დანა გამივარდა და ხმაურიანად დაეცა იატაკზე. -თუთა !- ძალიან შორიდან მოწვდა ჩემი სახელი ყურთასმენას. თვალებს ვერ ვახელდი, თუმცა კვლავ იმ საშინელ შეხებას ვგრძნობდი,ისევ მის თითებს, რომლებიც მაჯაზე მთელი ძალით მიჭერდნენ. -რა გააკეთე, რა ჯანდაბა გააკეთე თუთა - ღმუოდა ქურხული. თუ კი ოდნავ მაინც გტკივა, მიხარია. *** გონს ჩურჩულს მოვყავარ. მკვეთრი სინათლე თვალებს მჭრის. ნელნელა ვახელ დამძიმებულ ქუთუთოებს და კვლავ მას ვლანდავ საწოლთან. საავადმყოფოში მეღვიძება. - გონს მოხვედი-ჩემი მტევანი ისე აქვს საკუთარ ხელებში მოქცეული, თითქოს ყველაფერი მის გამო არაა, ისე მისვამს ცერა თითს მტევანზე, ვერც კი ხვდება რომ მეშანთება. - თუთა დედი- საწოლის მეორე მხარეს მონატრებულ, უამრავჯერ ნანატრ დედას ვხედავ.- ეს რა გააკეთე დედი, რომ ვერ მოესწრო ნიკოს- თმაზე მეფერება და შუბლზე იმ კოცნას მიტოვებს, რომელიც ასე მაკლდა. მეორე დღესვე დამაბრუნეს მასთან. იმ საღამოს ჩემი დაკარგვით შეშინებულმა ნიკომ გამეტებით მცემა. ყოველ დარტყმაზე მიმეორებდა როგორ ვუყვარდი. ვუყვარდი. ხო, ასე ამართლებდა ყველა მის საქციელს. 21-ე საუკუნეში მოტაცებას, ძალადობას და ასე ძალით მასთან ცხოვრებას. ყოველ ღამით კვლავ ძალადობას, ცემას და ყველა ამოსუნთქვას, მხოლოდ ამ ერთი სიტყვით ამართლებდა. სიყვარული- ნუთუ შეიძლება გიყვარდეს და მოექცე ასე. ნუთუ შეიძლება გიყვარდეს და კლავდე. ნუთუ შეიძლება ხედავდეს მშობელი ამ ყოველივეს და გტოვებდეს. ნუთუ შეიძლება ადამიანი გაიმეტო ამ ყოველივესთვის. მე არ მესმის. რომ მოეყოლათ ალბათ არც კი დავიჯერებდი. რომ დამენახა, ალბათ ვერც კი აღვიქვამდი. სამყარო, სადაც ყველაფერი განვითარების გზაზეა, მე წარსულში მამყოფებდა, იმ წარსულში, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამაც კი თავი დიდი ხნის წინ დააღწია, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა. *** 3 თვე იყო უკვე გასული. ნიკოს მშობლები საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ. აშკარა სილამაზით დავხვდი მეც მთელ სახესა და სხეულზე. ნიკოს დედას ბავშვობიდან ვიცნობდი. ყოველთვის თბილად იყო ჩემ მიმართ განწყობილი. შევნიშნე იმ საღამოსაც, როგორ აუცრემლიანდა თვალები ჩემი დანახვისას. საძინებელში შეკეტილს, მესმოდა როგორ უყვიროდა ნიკოს. იმ საღამოს თითქოს, სულ მარტო აღარ ვიგრძენი თავი. თუმცა, არ მიშველა. დედის სიტყვების გამო, განრისხებულმა ჩემზე იყარა ჯავრი. იმ ღამით პირველად მცემა ფეხით გამეტებით. ალბათ ხმა რომ მქონოდა, რომ დამეყვირა, უფრო მალე მიშველიდა ნელი. მუცელში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, უკვე გონებას ვკარგავი, კარის შემოგლეჯვის ხმა რომ გავიგე. კარში ნელი იდგა, პირზე ხელებაფარებული. - რა ჩაიდინე ნიკო- მხოლოდ მაშინ ვიგრძენი სისველე.მხოლოდ მაშინ დავინახე რომ სისხლის გუბეში ვიწექი. იმ ღამით ბავშვი დავკარგე. მახსოვს როგორ დამტიროდა ნელი. როგორ წყევლიდა საკუთარ შვილს და მებოდიშებოდა. მაშინ ვერ ვიაზრებდი, შემდეგ ნელნელა გავიაზრე რა მოხდა. ნელი გვერდიდან არ მშორდებოდა, ღამით ჩემთან რჩებოდა. როდესაც ეგონა რო მეძინა, მისი ცრემლები მისველებდა სახეს. ნიკოს ჩემთან მოახლოების უფლებას არ აძლევდა. ხედავდა როგორ ვხტებოდი ყველა კარის გაღებაზე, როგორ მაშინებდა მისი შეხებაც კი. *** საწოლში ვიწექი, კარის ხმა რომ გავიგე. -თუთა- ნაცნობი ხმა რომ მომესმა მხოლოდ მაშინ მივიხედე. კარში ანნა იდგა. ჩემი ანნა. დავინახე როგორ აეტირა ჩემი დანახვისას. - თუთა - საწოლზე ჩამოჯდა და მომეხვია იმ საღამოს პირველად ვისაუბრე ამ დროის მანძილზე. პირველად ამოვთქვი ჩემი ტკივილი. ყველაზე მძაფრად, ჩემი შვილის სიკვდილი მაშინ აღვიქვი, სიტყვით რომ წარმოვთქვი. ანნას მუხლებზე ვტიროდი,ნიკომ რომ შემოაღო კარი. მაშინვე წამოვხტი საწოლიდან. შემეშინდა ანნასთვისაც რამე არ დაეშავებინა. - როგორ ხარ ანნა - არაკაცი ხარ ქურხულო და არ შეგრჩება იცოდე ეს ყველაფერი- მის მხრებს უკან ისე ამომმალა ანნამ,გააზრება ვერც კი მოვასწარი. - არ გვინდა ესეთი ლაპარაკი ანუჩი, კაი? - ისე გელაპარაკები როგორც მოძალადესა და შვილის მკვლელს შეეფერება - ზედმეტს ლაპარაკობ და სანამ ჭკუიდან გადავედი, წადი - პოლიციას მოგაყენებ იცოდე და მაინც წავიყვან თუთას აქედან- მის სახესთან იქნევდა ანნა საჩვენებელ თითს. მთელი ძალით ვექაჩებოდი მკლავზე რომ გაჩუმებულიყო. არ ვიცი იმის უფრო მეშინოდა რომ ანნასაც რამეს დაუშავებდა თუ განრისხებული ნიკოსი, რომელიც მთელ ბრაზს ჩემზე ამოანთხევდა. - გაეთრიე - არაკაცი ხარ, - შუბლზე მაკოცა- ისევ მოვალ - მიჩურჩულა და საძინებელი დატოვა. მეორე დღეს ნელიმ დედასთან წამიყვანა, ჩემ სახლში. ყველაზე მძიმე ჩემ საძინებელში შესვლა იყო. ყველაფერი კვლავ ისე დამხვდა, როგორც მე დავტოვე - ექვთიმე არ მაძლევს შენთან მოსვლის უფლებას- ზურგს უკან იდგა - დედი, როგორ ხარ გამხდარი, ჭამე გევედრები დე- ზურგზე მისი ხელების შეხება ვიგრძენი და წამში მოვშორდი- რას გიკეთებს ის ბიჭი დედა ასეთს- ამოიტირა და საწოლზე ჩამოჯდა. - მამას არ გავს- ჩემს მაგიდასთან ისევ მიმოფანტული იყო საგამოცდო საკითხები. - დედა, ის ისევ- ვერ შეძლო გაეჟღერებინა სიტყვა - ფეხმძიმედ ვიყავი - რას ამბობ დე - მცემა ოთახში მისი ტირილი ისმოდა. - არ გავატან შენ თავს, მომკლას ბიძაშენმა თუ უნდა - აზრი აღარ აქვს, აღარ ვარ - ნუ ამბობ დედი ასე, გევედრები, თუთა შემომხედე გთხოვ, მხოლოდ ერთხელ შემომხედე- ჩემ წინ იდგა და ეშინოდა რომ შემხებოდა.- წამოგიყვან, მოვკვდები და წამოგიყვან მანდედან, სახლს გადავუწვავ. - აღარ აქვს აზრი, მკვდარი ვარ გესმის? ყოველ ღამით მკლავს, ყველა მისი შეხება და ყველა მისი დარტყმა, აქამდე სად იყავი. იქ როგორ დამტოვე, მის ხელში როგორ დამტოვე? - ვეღარ ვიმორჩილებდი ხმას- მაშინ არ უნდა დაგეტოვებინე, სანამ ისევ ვიყავი. თუ ოდესმე შვილი მეყოლება, არასდროს ვიქნები შენნაირი დედა, ვერავინ შეძლებს მაშინ დამაკავოს, როცა მეცოდინება ჩემი შვილი განსაცდელშია. დავინახე როგორ დააპატარავა ჩემმა სიტყვებმა ისედაც ერთი ციდა დედა, მივხვდი როგორ ძლიერად ვატკინე,თუმცა ეს იყო ის სიტყვები რაც უნდა ამომეთვქა. - თუთა, შვილო ნიკო მოვიდა, წავიდეთ- კარში ნელი იდგა ბოლოჯერ მოვავლე თვალი ჩემ ოთახს და როგორც მორჩილი ისე ავედევნე ნელის ნაბიჯებს. სადარბაზოსთან მდგომ მანქანას იყო ნიკო მიყრდნობილი და მშვიდად ეწეოდა,ისე მშვიდად თითქოს და საყვარელ მეუღლეს ცოტაც და ხელების გაშლით შეხვდებოდა გულში ჩასაკრავად. არადროს მსმენია მასზე ცუდი, ნუთუ შეიძლება სიყვარულმა გაგხადოს ასეთი?! -რამე ხომ არ ჭირდება დედაშენს?- სიგარეტის ნამწვი მოისროა, არ შემიხედავს, მის ფეხებთან შევნიშნე დაცემული, დამწვარი ღერი. ხმა არ გამიცია,ისევ. - ჩასხედით- მხარზე სანამ დამადო ხელი, მანამ მეტკინა და უკან დავიხე - ნუ ეხები,რით ვერ გაიგე- ნელიმ ამომიფარა მის ზურგს უკან. რამდენიმე ხანს არ ჩამჯდარა თავად, ისევ ისე იდგა, მის ზურგს ვხედავდი. - არ შეგეშინდეს დედი, არ მივცემ უფლებას კიდევ გატკინოს-იმ წამს ყველაზე მეტად დავიჯერე ნელის სიტყვები, თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო.თითის ბალიშები ისე ფრთხილად შემახო მტევანზე,რომ არ დამენახა ვერც კი ვიგრძნობი. *** 31 დეკემბერი იყო იმ ახალ წელს მეგონა, რომ პირველი კურსის სტუდენდი, კურსელებთან ერთად შევხვდებოდი. საძინებლის ფანჯარაში ვიჯექი. ბარდნიდა. ისეთი სუფთა თოვლი ედებოდა მიწას, როგორიც მე ვეღარასდროს ვიქნებოდი. შემოძარცვულ ხეებს თოვლის ფანტელები ტოტებს ახრევინებდა. ისე ბარდნიდა თითქოს,ზეცის კიდე ხელის გაწვდენაზე იყო ჩამოსულიო, სულ თეთრი იყო ცა. ისე ვიყავი ფანტელების ყურებაში გართული, ფეხის ხმაც კი ვერ გავიგე. ვერ გავიგე, როგორ აღარ ვიყავი ოთახში მარტო -თუთა-ოთახის ცენტრში ქურხული იდგა-ნელის ჭირდება შენი დახმარება, საღამოს სტუმრები გვეყოლებიან- იქამდე არ განძრეულა სანამ ფანჯრის რაფიდან არ ჩამოვედი. სამზარეულოში ნელი ფუსფუსებდა. ამ დროის მანძილზე იმ საღამოს პირველად ვიყავი ოთახიდან ამდენ ხანს გამოსული. ნელის ფუსფუსმა დედას სამზადისი გამახსენა. გოზინაყს ყოველთვის მამა აკეთებდა,არასდროს დამავიწყდება მოხალული ნიგვზისა და ცხელი თაფლის არომატი. არც ის პირველი ნაჭერი, მე რომ მეკუთნოდა მუდამ. - სტუმრები მოვლენ თუთი, ძალიან არ მინდოდა. ვიცი თავს ცუდად იგრძნობ, მაგრამ გთხოვ ეს ერთი საღამო როგორმე მე მაპატიო. ყოველ წელს ასეა, ახლა კიდე სხვა მიზეზი აქვთ აქაო და...-ფქვილიანი ხელი ისე მიირტყა ტუჩებზე ხმაზე შევხტი. -არაფერია ნელი, არ ინერვიულო შენ -შეიძლება გეზიზღები კიდეც თუთა, რომ არ გიშვებ აქედან, არ გშველი, მაგრამ ის ავხორცი ჩემი შვილია. შენ არ იცი რა ცეცხლი ტრიალებს ჩემ გულში, შენი დანახვისას, შვილო. ლანაა და იქ მყავს დატოვებული, ეს აქ.არ იყო ხოლმე ესეთი შვილო. რომ ეთქვათ არც კი დავიჯერებდი, იმას როგორ წარმოვიდგენდი საერთოდ რომ შენ რამეს დაგიშავებდა.მე-5 კლასიდან უყვარდი, იმ ერთი ბეწოს ტლიკინი სასაცილოდ არ გვყოფნიდა ხოლმე. სანამ სკოლაში არ წახვიდოდი, აივნიდან არ დაგინახავდა რომ ჩვენი ეზო გაიარe, მანამდე ვერ ვაგდებდი სახლიდან. ამ აივნიდან გიყურებდა ხოლმე. ყოველთვის ვიცოდი რომ ჩემი რძალი გახდებოდი, მაგრამ ასე არ მეგონა. არ მეგონა რომ შენ ჩემ ოჯახში ასე შემოგიყვანდა ნიკო,ასე შეგაზიზღებდა თავს. ვერ ვხსნი რა დაემართა, ვერ ვხსნი რატომ გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ იცოდე ყველი შენთვის მოყენებული ტკივილი მხოლოდ იმით დაუბრუნა ღმერთმა, საკუთარი შვილის მკვლელი რომ გახდა. ნეტავ იმის იმედი მაინც მქონდეს რომ ოდესმე, შენ მზერაში შიშს ვეღარ დავინახავ,რომ ოდესმე ნიკოს მიმართ ზიზღს აღარ იგრძნობ. არ ვიცი როგორ მიბრუნდება ენა და გეუბნები ამ სიტყვებს, ყველაფერი მე მაპატიე თუთი, რაც კი გატკინეთ. ვერაფრის თქმა ვერ შევძელი. ან რა უნდა მეთქვა მისთვის, ერთადერთი ადამიანისთვის, რომელიც ჩემზე ზრუნავდა იმ სახლში. ვგრძნობდი, როგორ მებინდებოდა ხედვა, არ მინდოდა ნელის თვალწინ ისევ მეტირა. მიბრუნებულს კარში მდგარი ნიკო დამხვდა თავჩაქინდრული. დიდიხნის შემდეგ, პირველად შევხედე. იმ მომენტში თითქოს ის ნიკო მედგა წინ, ნელი რამდენიმე წუთის წინ რომ იხსენებდა და არა ის,რომელიც ყოველ დღე ხელახლა მკლავდა. - რამე გინდოდა ნიკო?- ჩემ მიშტერებულ მზერას გააყოლა თვალი ნელიმ - გავდივარ ცოტახნით,პერანგს ვერ ვპოულობ ნელი, სადაა? - დამელოდე, გაფენილია, უთო ჭირდება იმას არ ვიცი რა ძალამ მათქმევინა, როგორ გავაჟღერე ინიციატივა, რატომ მოვირგე იმ წამს ცოლის როლი. - იყავი ნელი, მე გავაუთოვებ იმ ერთი ფრაზით, ალბათ მინდოდა ნელის დახმარება. თუმცა შედეგი და იმედი ვიღაცისთვის, სულ სხვაგვარად მოვიმკე. საძინებელში იმ კაცის პერანგს ვაუთოვებდი, რომელიც მეზიზღებოდა, რომელმაც ცხოვრება დამინგრია. ხელები თავისით მოძრაობდნენ. რა მარაზმია არა?! რა უთავმოყვარეობა. ბოლოს პერანგი ჩემთვის მამაკაცის ეტალონს- მამას გავუუთოვე, დაკრძალვის წინა ღამეს, მის საკიდზე ჩამოვკიდე.ახლა კი, ქურხულის ქათქათა პერანგი მედო წინ და დედის „კოხტად“ გაუთოვების პრაკტიკებს ვიმეორებდი. ვერ გავიაზრე ისე წამიყოლეს ფიქრებმა. დამწვრის სუნი რომ ვიგრძენი, შემდეგღა მოვეგე გონს. -ნელი- ვერც კი ვიცანი ჩემი ხმა ოთახში შემოვარდნილი ნიკო რომ დავინახე,აშლილი სახით კუთხეში მივიყუღე. ჩემკენ მომავალს, შეშინებულმა მკლავები დავუხვედრე - გევედრები, არ დამარტყა - სიტყვა ვერ დავიჭირე- სახეს მთელი ძალით ვიმალავდი, უკვე მეწვოდა მარცხენა ლოყა, მოსალოდნელი დარტყმისგან - ძალით არ მიქნია, გეფიცები. - ამდენს მივაღწიე? - ყურთან ახლოს მისი მოქნეული ხელის ცივი ჰაერი ვიგრძენი.- არ დაგარტყავ, მოიშორე ხელები. - ყველაფერი რიგზეა?- ნელი შემოვიდა ოთახში ხელების მშრალებით. მაშინვე მისკენ გავიქეცი და პირველად მოვხვიე ხელები- რა მოხდა თუთა. - დავწვი, ძალით არ მინდოდა ნელი - დამშვიდდი შვილო, არაფერი.შემომხედე თუთა- ჩემი სახე ხელებში მოიქცია- ყველაფერი კარგადაა გესმის? არაუშავრს იქამდე ვეღარ გამოვედი ოთახიდან სანამ ხმაური არ შემომესმა. ნიკომ შემომაკითხა- სტუმრები მოვიდნენო. ყველა ჩახუტება მტკიოდა, ყველა მოხვეული ხელი. თვალს არ მაშორებდა ნიკო,აკვირდებოდა ყველა შეხებაზე ჩემ დახუჭულ თვალებს. იმ საღამოს ქურხულის გვერდით,სკამზე მჯდომმა გავატარე რამოდენიმე საათი. უამრავი მილოცვისა და დალოცვის სმენაში. მთელი ძალით ვუჭერდი ყველა კეთილ სურვილზე სკამის კიდეებს თითებს. არც მას გამორჩენია. და ჩვენ შევხვდით ახალ წელს ახალი თბილი ოჯახი. *** ნელი კვლავ საზღვარგარეთ იყო წასული, ლანასთან. სახლში ისევ მე და ნიკო ვიყავით. პირველ ღამეს იმ საწოლში მარტო მეძინა, სადაც მთელი ეს დრო ნელი მყავდა მცველად. დროის უმეტეს ნაწილს არც კი იყო სახლში. ერთი თვე იწურებოდა, კვლავ შიშით ყოფნაში. სანამ ის არ დაიძინებდა, მანამდე არ ვხუჭავდი თვალს. დილით კი ვცდილობდი მასზე ადრე გამეღვიძა. მთელი ეს დრო არ დაუკარებია თითი. აღარც მელაპარაკებოდა დიდად, მხოლოდ მიბარებდა რომ მიდიოდა. იმ ღამეს ყველფერი პირიქით მოხდა. სახლში გვიან ღამით დაბრუნდა. კარის მიჯახუნების ხმაზევე მივხვდი, რომ ის ღამე არ იქნებოდა მშვიდი. არც შევმცდარვარ. საშინლად მთვლარი შემოვიდა ოთახში. ფეხზე ძლივს იდგა. - გღვიძავს? - რომ გეკითხები, ხომ შეიძლება მაშინ მაინც მიპასუხო? - გღვიძავს მეთქი? - მღვიძავს-ამოვიჩურჩულე. - ნეტავ იმის ფიქრი შემეძლოს რომ ჩემ მოსვლას შიშის გამო არ ელოდები. - საწოლი მის მხარეს არა, ჩემ ფეხებთან ჩაიზნიქა.მთელი ძალით ჩავეჭიდე საბანს. - ვერც კი წარმოიდგენ რა მემართება, როცა ვხედავ როგორ გეშინია ჩემი. როგორ გეშინია შეხების, ხმაურის. თვალის გასწორება იმისთვის რომ ის ყველა ფერი რასაც შენში ვხედავდი და შენში ასე მიყვარდა, მე წაგართვი.იმდენდად შემშალა შენი სამუდამოდ დაკარგვის შიშმა, იმის გაფიქრებამ რომ სხვისი ცოლი გახდებოდი, თავი დავკარგე. ყველა ღრსება ფეხქვეშ გავითელე და შენც თან მიგიყოლე. იმდენად არ მინდოდა უშენობა, რომ ყველაზე უღირსი საქციელით გაიძულე ჩემი გამხდარიყავი, ჩემთან ყოფილიყავი. რომ არავის შეძლებოდა შენი თავი წაერთმია ჩემთვის. ყველა შენზე აწეული ხელი, შენ თვალებში დანახული საკუთარი ანარეკლითვის იყო. ვერ შევეგუე შენ ჩემმიმართ ზიზღსა თუ შიშს და სადამდე მივედი,საკუთარი შვილიც კი თავად მოვკალი. საკუთარი შვილის მკვლელი გავხდი. გგონია კარგად ვარ? გგონია საკუთარი თავით ვამაყობ? ავადმყოფი ვარ, შენი სიყვარულით ავადმყოფი, ფსიქოპატი, , რომელიც საყვარელ ქალზე ძალას ხმარობს, ცემს და აშინებს. ოდესმე შეძლებ რომ მაპატიო? - საყვარელ ქალებს ასე არ ექცევიან. როცა გიყვარს ისე ვერ მოექცევი როგორც შენ მე მომექეცი- ვერ ვხვდებოდი სად ვიპოვე ნაფლეთებად ქცეული სიმამაცე. - ბიძაშენის ბრალია,ყველაფერი ბიძაშენის ბრალია- საწოლიდან გიჟივით წამოფრინდა ნიკო - ბიძაჩემს ნუ დააბრალებ იმას რომ შენ ხარ მხეცი - მე, ხო მე. იცი რო ბიძაშენი სხვაზე გიპირებდა დანიშვნას? - სისულელეს ამბობ - მე ? ხო, ასე იყო. ზუსტად ამიტომ მოგიტაცე რომ სხვაზე არ დაენიშნე,სამუდამოდ რომ არ დამეკარგა შენი თავი - ავადმყოფები ხართ ორივე.მამაჩემი რომ ცოცხალი იყოს ამდენს ვერ გაბედავდით, სათამაშოსავით ვერ მომექცეოდით.ხელებს ვერ აფათურებდით ჩემ სულში ვერცერთი. თუ მართლაც ასე იყო, ნუთუ ესაა იმის გამართლება რაც კი გამიკეთე? ამით იმართლებ თავს? ამით იმშვიდებ ნამუსს? - ექვთიმეს ვთხოვე შენი ხელი და დაცინვით უკან გამომისტუმრა. მის სახელს რომ არ შევხებოდი უკან წაგიყვანდა. რატომ არ გესმის! - არ მესმის?! მე მხოლოდ ის მესმის რომ შენ ხარ ის,ვინც ცხოვრება დამინგრია, ყველა ოცნება დამიმსხვირა, ყველა მიზანი. ოდესმე დაფიქრებულხარ მე რა მინდოდა? წამით თავში გაგივლია მე რას ვგრძნობდი? არა, არც შენ და არც ბიძაჩემი საკუთარი თავისი იქეთ ვერაფერს ვერ ხედავთ. ზუსტად ერთნაირები ხართ ორივე - ნუ მშლი ჭკუიდან თუთა - მე ჭკუა საერთოდ აღარ შემრჩა - ნუ იძახი, გაჩუმდი- საფეთქლებზე ხელებს მთელი ძალით იჭერდა და ბოლთას ცემდა - ყოველთვის, დღითიდღე უფრო მეტად შემეზიზღები, უფრო მეტად შეგიძულებ - გითხარი გაჩუმდი- ისე მოულოდნელად გამარტყა სახეში, წამიერად თვალთდამიბნელდა. - მიწვევ, თავად მიწვევ ხედავ?- ჩემ სახეს საკუთარ ტორებში იქცევდა და ცდილობდა აწეწილი თმა სახიდან გადაეწია - მეზიზღები ჩემს უსულო ჭურჭელს, დაბზარულსა და დატეხილს ისაკუთრებდა ჩემი სახელის ძახილით. ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი. ვერცერთ მის შეხებას, ვერცერთ მის გულისამრევ კოცნას ჩემ სხეულზე. ვეღარც საკუთარ თავს ვგრძნობდი. ჩვენი ერთადერთი საუბარი იმაზე მეტად ჩაიბეჭდა მის ტვინში, ვიდრე წარმოდგენას შევძლებდი. ჩემი ნათქვამი „მეზიზღები“ მისთვის იმაზე მძიმე აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. იმდენად მძიმე რომ მე სულ ჩამკლა.ყოველ ღამით უფრო მეტი და მეტი ჩალურჯება ჩნდებოდა ჩემ კანზე. თითებს მიჭერდა თითქოს და სხეულს ეჭიდებოდა. ხანდახან მზერის მისაპყრობად შემომილაწუნებდა ხოლმე სახეზე. - მიყვარხარ - მძულდა ყველა მისი წარმოთქმული. არასდროს გასულა ჩვენი სახლიდან ხმაური. არასდროს არავინ დაინტერესებულა იმ ზღურბლს მიღმა რა ხდებოდა, ყოველ გასვლაზე ნიკო რომ მიკეტავდა კარს. ბრბო ისევ ბზუოდა,ისე ჩამკლეს მათში ვითომც არაფერი. ისე გამაქრეს და ამომშალეს. ხანდახან მეგონა ყველას მეხსიერებიდან ამოვიშალე. არავინ იყო ჩემი მომკითხავი. არავინ იყო მშველელი. ყველას ბედნიერ ქალად წარმოვედგინე ნიკოს ოჯახისა და ბიძაჩემის წყალობით. ზუსტად ვიცოდი ჩემი ამბავი, ექვთიმეს საბატონეს არ იყო გამცდარი. რომც მოვმკვდარიყავი ვერავინ გაიგებდა ჩემ პატარა ჭაობს მიღმა. რა რთული დასაჯერებელია არა?! დღეს 21-ე საუკუნეში, სადღაც თქვენ გვერდით მე ვარ, ჩემი ისტორიით. *** ზუსტად ის დღე იყო. ჩემი ბანკეტის დღედ ვაპირებდი მის დამახსოვრებას არადა. 1 წლის თავი. ზაფხული იდგა. სამზარეულოში საუზმეს ვამზადებდი. საძინებელში ნიკოს ეძინა. აივნის ღია კარიდან ჯერ მისი, შემდეგ კი ჩემი სახელის ძახილი გავიგე. ნიკოს ძმაკაცი იყო - გურო - გამარჯობა თუთა - ერთადერთი იყო, რომელიც თვალს ვერ მისწორებდა იმ დღის შემდეგ, სწორედ მან გამიყვანა რესტორნიდან.- ნიკოს დაუძახე რა გთხოვ. არაფერი მითქვამს. საძინებელში შესულს უკვე გაღვიძებული დამხვდა - ვინ იძახდა? - მაისურს იცვამდა და თვლაებს ისრესდა - გურო - გაემზადე და ჩამოდი. დედაშენთან წაგიყვან- ისე დატოვა ოთახი აღარაფერი უთქვამს. ბევრი თვეა უკვე დედა არ მენახა. რამდენიმეჯერ მოვიდა სანამ ნელი წავიდოდა. სწრაფად გავემზადე იმის შიშით რომ არ გადაეფიქრა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად გავედი სახლიდან. ეზოში იდგნენ ორივე. - ჩაჯექი- კარი გამიღო უკანა სავარძელზე დასაჯდომად. - როგორ ხარ თუთა?- წინა სავარძლიდან გამომელაპარაკა გურო. არც ვაპირებდი პასუხის გაცემას, ნიკოს მზერა რომ არ დამეჭირა სარკეში. - კარგად, მადლობა. - ანნა ამოდის დღეს, დაგადგება ალბათ საღამოსვე გუროს ანნა ბავშვობიდან მოსწონდა. თუმცა არ იყო ძმაკაცივით შეუგნებელი და არასდროს აწუხებდა მას. ნაცნობ სადარბაზოსთან რომ გაჩერდა მანქანა, მაშინვე გადავხტი და მეორე სხეულიც თან მომყვა. კარზეც მისმა მარჯვენამ დააკაკუნა. დედა არასდროს დამავიწყდება შენი ჩამქარალი თვალები მათში ასახული წამიერი გაელვება ჩემი დანახვის სიხარულზე მეტად ტკივილს რომ იტევდა. -თუთა დე- შენი მონატრებული ხელები მახსოვს ჩემ მხრებზე- შემოხვალთ? -თითქოს ისიც კი ჩემ უკან მდგომისგან იღებდა ნებართვას. - წავალ მე და მოვაკითხავ საღამოს.არ უჭამია არაფერი, იქნებ აქ მაინც შეჭამოს. - კისერზე მისი ხუთივე თითის შეხება ამეწვა. თმაზე მისი ტუჩები- იცოდე,ისეთი არაფერი გააკეთო-მისმა ყურში წარმოთქმულმა ბგერებმა სული გამიყინეს. იმ დღეს, ამ დროის მანძილზე პირველად მეძინა მშვიდად საკუთარ საწოლში. ვგრძნობდი მძინარეს როგორ მეფერებოდა დედა. მარტოდ დარჩენილი დედაჩემი. უსუსური დედაჩემი. ამ დროში, შემორჩენილი გავლენების მსხვერპლი. ოჯახის სიტყვას დამორჩილებული. ქვრივი დედაჩემი. მეგონა თუ თვალებს არ გავახელდი, არ გავიღვიძებდი, ყველა ჩემ მოგონებას ყველაზე გრძელი ღამის კოშმარად დავტოვებდი. ისეთივე სუფთა და თავისუფალი გავიღვიძებდი, როგორიც ვიყავი. ვერ გადამიწყვეტდა ვერავინ ცხოვრებას ერთი ქმედებითა და ერთი სიტყვით. არ ვიქნებოდი გაუბედურებული. თუმცა, იმ მომენტში, ის სიმშვიდე უფრო იყო დასრულებადი სიზმარი,ვიდრე ყველაფერი დანარჩენი. უკვე ბინდდებოდა, დედასთან ერთად მაგიდასთან ვიჯექი და მისი მუდარის ხათრით ვჭამდი ნიკო რომ მოვიდა და ჩემ გვერდით მაგიდას მოუჯდა. დაჯდომისას თავზე ისე მაკოცა როგორც დამჯერ ძაღლს, კარგი საქციელისთვის. წამში დამეკარგა ის ძლივს შეკოწიწებული მადა. - უკვე უნდა წახვიდეთ?- მაგიდის ალაგებისას უფრო დასევდიანდა დედა. - წავალთ, გამთენიისას ჩემები ჩამოდიან ლანასთან ერთად - დიდიხანია ლანა არ ჩამოსულა ხო? - 5 წელია არ ყოფილა აქეთ. გადაწყვიტა რომ ჩამოვიდეს თუთას გასაცნობად ლანა ქურხული მაშინ პატარა ვიყავი, თუმცა მახსოვს როგორი ხმაური გამოიწვია მისმა წასვლამ. მითქმა-მოთქმის საფუძველზე, იქ სადაც არავინ აჩერებდა ენას,ლანა თავად ვაჟამ გაარიდა არა მხოლოდ ხალხს, არამდე მთლიანად ქვეყანას, ამაში კი წვლილი ჩემ ბიძაშვილს, ცოტნესაც მიუძღვოდა. ლანა ბავშვობიდან უყვარდა ცოტნეს, თუმცა ვაჟა ქურხულს არასდროს სურდა რაიმე კავშირი ჰქონოდა ბიძაჩემთან, მითუმეტეს კი ქალიშვილის საშუალებით. მამის სახელითა და ავტორიტეტით მუდმივად გადამეტებით სარგებლობდა ცოტნე,იმდენად დააბრმავა ამ ყოველივემ, რომ საკუთარი „მმართველობის“ საზღვრებს გარეთაც კი არ დაიშალა თავისი და სწორედ ამით ისარგებლა ვაჟამ და როგორც ამბობენ,სწორედ მის გამო სასჯელს იხდიდად უკვე მეექვსე წელი. სადღაც მაინც მიწვდა ცივილიზაცია მათ საქმიანობებსა და დანაშაულებს, თუნდაც ვაჟა ქურხულის წყალობით. ექვთიმეს ხელში იყო მთელი სამხედრო გზა. მასზე გადაადგილებადი ყველა სატვირთო და მათში მოთავსებული „ამანათები“, რომლებიც სწორედ მისი დახმარებით უპრობლემოდ გადადიოდა ვლადიკავკაზამდე. *** მაშინ როდესაც მე მანქანაში მასთან ერთად ჯდომისგან სული მეხუთებოდა საუბარი დაიწყო - არ მინდა რომ ლანამ ყველაფერი გაიგოს -მის სიტყვებზე ზუსტად ვიცოდი, რომ ლანა იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ნიკოსთვის სულ სხვანაირად ძვირფასი იყო. - არ გინდა ლანამ შენი კაცობის ამბავი გაიგოს? - უბრალოდ მის თვალში არ მინდა დავეცე ასე - მის თვალში?! რომელ დაცემაზეა საუბარი? ყველა დანარჩენისგან განსხვავებით გეშინია რომ ლანა შენ ვაჟკაცობას არ მოგიწონებს? არ შეეგუება ამ ყველაფერს? რომ შევეცოდები? - თუთა, ნუ ცდილობ რომ ჭკუიდან ამწიო. გითხარი რომ არაა საჭირო რომ ყველაფერი გაიგოს, იცის რომ ხარ ჩემი ცოლი და ვსიო. არ გთხოვ რომ მოსიყვარულე ცოლის როლი მოირგო, უბრალოდ მინდა რომ მის თვალშიც ის არაკაცი არ გავხდე, რაც შენთვის ვარ - ძალიან მეცოდები - სპეციალურად გინდა გამომიწვიო, რომ დაგარტყა და ლანაც ყველაფერს თვითონ მიხვდეს?- უკვე სადარბაზოსთან ჰქონდა მანქანა გაჩერებული - როგორ ფიქრობ, ლანა ვერაფერს მიხვდება, როდესაც საძინებლის კარს ჩამიკეტავ? როდესაც ვერ გაძლებ და ისევ მცემ თუკი რამეზე ნერვები მოგეშლება? გგონია ვერაფერს მიხვდება, როდესაც საძინებლიდან არ გამოვალ? როდესაც სახლის გასაღებს მუდამ ჯიბით ატარებ, ელემენტარული მობილურიც კი რომ არ მაქვს და არავინ მყავს გვერდით? - ეს ყველაფერი იმიტომაა ასე რომ შენ არ მიტოვებ სხვა გზას - გგონია ყველაფერს მშვიდად შევხვდები? გგონია არასდროს მექნება შენგან დაღწევის სურვილი? მხოლოდ დედაჩემის გამო არ გავრბივარ, მას ვერ დავტოვებ, თუმცა ერთ დღესაც აუცილებლად, დაიმახსოვრე აუცილებლდა წავალ შენგან, თუნდაც სიკვდილის გზით. - ნუ როშავ სისულელებს თუთა, ნუ მწევ ჭკუიდან - ყველამ გამწირეთ, გადამიარეთ, გამაქრეთ. - რომ გყვარებოდი - როგორ უნდა მყვარებოდი, როდესაც არც კი გიცნობდი, არც კი გიკითხავს რა მინდოდა. არც კი დაფიქრებულხარ რას მიკეთებდი.მხოლოდ იმიტომ მეცოდება ჩემი თავი რომ წინააღმდეგობა ვერ გაგიწიეთ. საკუთარი თავი ვერ დავიცავი და ცოცხლად დავიმარხე აქ, მაშინ როდესაც ჩემი მიზნები და ოცნებები მქონდა. ნუთუ შეიძლება არ მეზიზღებოდე იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამიკეთე, ნუთუ შეიძლება მხოლოდ შენგან გაქცევაზე არ ვოცნებობდე. აღარაფერი უთქვამს, კისერზე ამომსხდარი ძარღვებით ვხვდებოდი, რომ ცდილობდა თავი მოეთოკა. გვერდიდან ვხედავდი, როგორ ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას. - გთხოვ,ნელის ხათრი. შენ თავს გეფიცები, თითს არ დაგაკარებ.გთხოვ ისეთს ნურაფერს იზავ რომ მდგომარეობიდან გამომიყვანო ლანას თვალწინ. - მეცინება, რომ ასე გეშინია-ისე მოულოდნელად ამეწვა მარცხენა ლოყა, ისე ერთწამში დაამსხვრია თავისი ფიცი - ნეტავ ტყუილად დაფიცებაზე მართლა კვდებოდნენ. *** კარზე კაკუნისას, მის გასაღებად წასულს მაინც დავაწიე სიტყვები - ლანა ცოტნეს რომ მოეყვანა, იმ ყველაფერს ნამდვილად არ გაუკეთებდა რაც შენ მე გამიკეთე. მიხარია რომ არასდროს გამოცდის იმას რაც მე შენ გამო გამოვიარე დავინახე კარის სახელურზე მისი გაყინული ხელი. ზღურბლს მიღმა, სახე გაბადრული ლანა ქურხული იდგა. ყველაზე ბედნიერი თვალებით, რაც კი ოდესმე მენახა და სწორედ იმ სილაღისა და თავისუფლების არომატის ფრქვევით,რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი. ყველაზე თბილი იყო მისი მოხვეული ხელები ჩემ ზურგზე. მისი წარმოთქმული სიტყვები „როგორ მიხარია შენი გაცნობა თუთი“ იმ წამს ლანა გახდა ყველაზე ახლო ადამიანი ჩემთვის, მიუხედავად იმისა რომ სახეზე სულ ოდნავ აჭიმული ღიმილიც კი იძულებითი იყო, რომ სუნთქვა შეკრული ვიტევდი ჩემ შიგნით კივილს, ტკივილსა და ზღვა ცრემლებს. ისე მინდოდა მისთვის იმ სამოსს შიგნით ჩამალული თითოეული დალურჯება მენახებინა, მეთქვა როგორ მტკიოდა თითოეული უჯრედი. მეთხოვა დავეცავი, წავეყვანე. თუნდაც მარცვალი ეწილადებინა მისი თავისუფლების. - მეც ძალიან მიხარია ლანა - არავინ იცოდა რამდენი სიტყვა ამოვფარე ამ 4 სიტყვას უკან. არ გამომრჩენია ნელის შიშნარევი მზერა, თითქოს რენდგენზე მატარებდა, რამე ხო არ მტკიოდა, რამე ხო არ მჭირდა. - არ იდარდო ნელი- ჩავჩურჩულე გულში ჩაკრულს და საკუთარ გულმკერდზე ვიგრძენი, როგორ აივსო მისი ფილტვები ჰაერით. ვაჟას მხოლოდ მეორედ შევხვდი. ვიცოდი დიდად არასდროს ყოფილა მოხარული ნიკოს გადაწყვეტილებით და ჩემი მათ ცხოვრებაში შეჭრით. თუმცა ალბათ ხვდებოდა, რომ ამ მხრივ ერთმანეთის აზრს ვიზიარებდით. არასდროს მეკონტაქტებოდა, მხოლოდ მისალმებას მიცვლიდა. ვიცოდი, მიუხედავად ექვთიმესთან მისი მტრობისა, მამას ყოველთვის სცვემდა პატივს. გვიან, როდესაც დაქანცულები საძინებლებში შეიყუჟნენ. როცა მეგონა, რომ შემეძლო სახიდან ის ძლივს აკრული ღიმილი ჩამომეხსნა. როცა ნიკოსთან ერთად საძინებელში ყოფნის შიშსაც კი ვეღარ ვგრძნობდი, კარზე კაკუნით შემოყო თავი ლანამ. - ცოტახნით, შემოგეჭრებით რა, ვიჭორაოთ ნიკო საწოლზე იყო წამოწოლილი, მე ფანჯრის რაფაზე ვიჯექი - მოდი, ფერიავ - ისე აიკრა გულზე დის სხეული,ისე ნაზად უხლართავადა თმაში ხელებს,რომლითაც მე მცემდა, გულში სულ სხვა გვარად ჩამწყდა რაღაც. - მოდი თუთი რაა- ნიკოს დაქაჩული წარბებით ჩამოვედი რაფიდან და საწოლზე ჩამოვჯექი.- ეს რეგვენი შენ გარდა რომ არავის მოიყვანდა კი ვიცოდი, მაგრამ ისეთი პატარა იყავი მაშინ, ახლა კი ისე ხარ შეცვლილი და გალამაზებული. იცი ეს დებილი ჩემ საჩუქრებს რომ მპარავდა და შენ გიგზავნიდა? - არა, არ ვიცოდი - ხოო, მახსოვს შენ დაბადების დღეზე, ცოტნეს ნაჩუქარი ვერცხლის სამაჯური მომპარა და შენ გამოგიგზავნა- ჩემი ბიძაშვილის ხსენებაზე თითქოს სახე მოეღუშაო- ისევ იქ არის? - ხო, ჯერ კიდევ მოუწევს იქ ყოფნა - იმედია ახლა მაინც მოეგება გონს. ის მითხარით ახლა, როგორ მოახერხა და როგორ აგიხსნა სიყვარული, შენ დანახვაზე კრუნჩხვები რომ ემართებოდა ხოლმე, ღმერთო როგორ მახსოვს- არ ვიცი როგორ, რანაირად მაგრამ ვიგრძენი რომ არ მინდოდა მისთვის გულის ტკენა, სიტყვებს შორის იმ თითებს რომ უკოცნიდა ძმას, რომელსაც მთელ კანზე მატყობდა. ის პირველი შეხება გამახსენდა მანქანაში ყვირილის დასახშობად ტუჩებზე რომ მაფარებდა. - ვერ გაბედა, უბრალოდ მომიტაცა - რა ქნა? მეღადავები ბიჭო? ღმერთო რომელი საუკუნეა შენთან? მერე შენ გიყვარდა, რატომ დარჩი. ვაიმე რას ქვია მოგიტაცა - ბანკეტიდან მომიტაცა. აქ ვინმე ვინმეს არ იცნობდეს შეუძლებელია ლანა,შენც ხომ იცი - ხო მაგრამ, შე იდიოტო- იმ მტევანზე გამეტებით დაარტყა აქამდე რომ უკოცნიდა- რომ არ ყვარებოდი თუთის ძალით უნდა დაგეტოვებინა შენთან?~ - მე ორივეს წილად მიყვარს - ისე გამისწორა მზერა, სული გამიყინა - როგორ გეტყობა მამაშენის შვილი რომ ხარ. როგორ ძალიან გაგიმართლა ნეტა თუ ხვდები საერთოდ. მომინდომა 90-იანების „ხოდები“ - კარგი ახლა, უფლებათა დამცველო, ნელა - არა, იცი რა მაინტერესებს, რატომ ერთი ფოტო არ დადეთ არცერთმა?სიყვარულს მალავთ გვრიტებო? ან რამდენჯერ მოგწერე თუთი იცი? არ უნდა ნახო? - აღარ ვხმარობ სოციალურ ქსელებს - კარგი რა, აბა მე როგორ უნდა გეჭორაო ხოლმე ამ იდოტზე, მომეცი შენი ტელეფონი ერთი, საკუთარ თავს თავად გამოვიწერ - ზუსტად კარგი დროა- ტუმბოს უჯრიდან ნიკომ რომ ტელეფონის ყუთი ამოიღო და მუხლებზე დამიდო თვალებს ვერ ვუჯერებდი- გაუტყდა რამდენიმე დღის წინ და აღარ ჰქონდა- მაშინვე იპოვა გამოსავალი - აი ქმარი მესმის...- ჩემ მაგივრად ლანამ თავად გახსნა ტელეფონი -ძაან კაია, იცოდე ფოტოები გადაიღეთ ხოლმე, იქნებ მინდა ჩემი რძლითა და ძმით ვიბლატაო ვა... - გადაიღებს დამშვიდდი შენ ოღონდ იმ ღამით როგორც კეთილი ზღაპრების მთხრობელი ისე ვცემდი ყველა ლანას დასმულ კითხვას პასუხებს, მანამ სანამ არ ჩაეძინა და ნიკომ არ გაიყვანა თავის საძინებელში. დილით ისევ კოშმარებით გამეღვიძა, ჯერ კიდევ რიჟრაჟი იყო. საძინებლის კარი ღიად ჰქონდა ნიკოს დატოვებული და მეც მაშინვე გავედი. სამზარეულოში უკვე ფუსფუსებდა ნელი. - ჩემო ლამაზო, ასე ადრე რატომ ადექი? - სულ ადრე მეღვიძება, კარი ღია იყო და გამოვედი- ისე წამომცდა ისეთი რამ რაც არ უნდა მეთქვა, ვერც კი გავიაზრე. - ხმასაც ვერ აუწევს ეგ ლანას თანდასწრებით, შენ არ შეგეშინდეს - თქვენ ხომ კარგად ხართ? - მე რა საკითხავი ვარ თუთა, შვილო. მხოლოდ შენი დარდი მაქვს აქ. - არ ინერვიულოთ თქვენ კარგი? უკვე შევეჩვიე ამ ყველაფერს - ნუ ამომ მასე შვილო. თუთა რაღაც უნდა გითხრა,რაც არავინ არ იცის, ხომ იცი რომ საკუთარი შვილი ხარ უკვე ჩემთვის.ლანამ არაფერი არ იცის - გამაფრთხილა უკვე ნიკომ, არ იდარდოთ - ლანას გულზე აქვს პრობლემები, არ შეიძლება მაგისთვის ნერვიულობა და ამიტომ არ იცის არაფერი.- სისხლი გამეყინა ძარღვებში. იმ წამს საკუთარ თავს მადლობას ვუხდიდი, რომ ნიკოს ჯინზე არაფერი წამოვროშე ისეთი, რაც ლანას გაანერვიულებდა. - გასაგებია, არ იდარდოთ თქვენ- შუბლზე მისმა კოცნამ, დედის გამახსენა. იმ დღიდანვე ლანა გახდა ჩემი სიმშვიდის გარანატი. ნიკო ახლოს აღარ მომკარებია, არც კი მეხებოდა ზედმეტად, მხოლოდ დასაძინებლად შემოდიოდა საძინებელში. მე კი მთელ დღეს ლანასთან ერთად ვატარებდი. აიყოლიებდა ძმას და აქეთ- იქეთ დაატარებინებდა ჩვენ თავს. მისთვის რაიმეს დაშავების შიშით კი ძვალსა და რბილში გავისვი ჩემი როლი, თბილ ოჯახში. ნელისთან ერთად ვახშამს ვამზადები მოულოდნელად გული რომ წამივიდა. ძალიან შორიდან მესმოდა ხმაური. თვალები რომ გავახილე საავადმყოფოში ვიყავი, ლანა მედგა თავზე ცრემლიანი თვალებით. - რა მოხდა? - გონება დაკარგე, ისე შემაშინე თუთი, ყველა შეგვაშინე-შუბლზე მომაკრო ტუჩები - მაპატიე ლან პალატაში ნანა და ნიკო ექიმთან ერთად შემოვიდნენ - ანალიზის პასუხები მზადააო- ნელი თითებს ნერვიულად ისრესდა - დიახ და თანაც როგორი პასუხი, გილოცავთ უკვე 2 თვის ფეხმძიმე ხართ- ისე დამიგუბდა ყუერბში თითქოს ჩემ გვერდით ნაღმი აფეთქდა. ექიმის სიტყვები მეორედებოდა და მეორდებოდა გაუჩერებლად. - თუთიიი- ლანას კივილმა გამომაფხიზლა- მამიდა უნდა გავხდე თუთი- ამღვრეულ ნიკოს კისერზე ისეთი ძალით შემოხვია ხელები მივხვდი დაიმსხვრა. ჩვენ გაცვლილ მზერაში ისმოდა ყველა სიტყვა, ყველა მოგონება, რომელიც აიშალა. - ნიკო, ისუნთქე, მამა ხდები შე იდიოტო- ამაოდ ცდილობდა ძმის გონზე მოყვანას, რომელიც მზერას არ მაშორებდა. მაინც ვხედავდი მის თვალებში მოწოლილ სისხლს, სინდისის კივილს. ქურხულების ოჯახში დიდი ჟრიამული იყო, თუმცა მხოლოდ ლანას გასახარებლად. მის გარდა ყველას კარგად გვახსოვდა ის ღამე, როდესაც ნიკო საკუთარი შვილის მკვლელი გახდა. საძინებელში მარტო ვიყავი და შენ გეფერებოდი დედი. არ მიხაროდა. მაპატიე მაგრამ არ მიხაროდა შენი არსებობდა ჩემში. ვერ დავიწყებულ ღამეს ისევ და ისევ გონება ამეორებდა კადრებად. რა ვქნა თუ კი ვერ დავივიწყე, თუ ვერ შევეგუე, ვერ გადავაგორე. მახოსვს, ადრე ვფიქრობდი, ბავშვები სიყვარულის გამო ჩნდებოდნენ. მეც იმიტომ გავჩნდი რომ დედას და მამას ერთმანეთი უყვერდათ, თუმცა როგორ შეიძლებოდა გამეჩინა შვილი, როდესაც მე არ მიყვარდა ნიკო. შვილი, რომელიც არ იქნებოდა სიყვარულის ნაყოფი. ვყოფილიყავი დედა, როდესაც მე აღარ ვარსებობდი. ნუთუ შევძლებდი ჩემ თვალებში მას არასოდეს დაენახა ტკივილი. როგორ გამეზარდა იმ ოთახში,სადაც მამამისი ყოველ ღამით მკლავდა და მცემდა. ნიკოს ნაბიჯების ხმა გავიგე. მაშინ პირველად დავიცავი შვილი,მუცელზე შემოჭერილი ხელებით. თან მოიყოლა სასმლის სუნი და ჩემი შიში. საწოლზე ჩამოჯდა, მხოლოდ მის ზურგს ვხედავდი. - ყოველთვის ვოცნებოდი, შენგან შვილი მყოლოდა - არ გინდა - უფრო ძლიერად შემოვიჭირე ხელები - ახლა არ ვიცი, როგორ მიხაროდეს - იმედია არ გინდა ისიც...- სიტყვა გამაწყვეტინა მისი მხრების კანკალმა - არ თქვა თუთა, გევედრები ოღონდ ეგ სიტყვა არ წარმოთქვა-ტიროდა- ყველაფერი შეიცვლება- მაჯით მოიწმინდა ცრემლები, საწოლზე გადმოწვა და ისე ახლოს აღმოჩნდა ჩემთან გავქვავდი- მაპატიე- უკან მიიწია, ჩემკენ გადმობრუნებულმა ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო. დავინახე როგორ მომაჩერდა მუცლეზე, რომელსაც ჩემი შემოჭერილი ხელები ფარავდა, დავინახე როგორ ჩამოეკიდა ცხვირზე ცრემლი- გეფიცები, მაგ ბავშვს გეფიცები, შევიცვლები. ყველაფერი სხვანაირად იქნება, აღარ მოგეკარები. ჩემები რომ წავლენ სხვა ოთახში გადავალ, ოღონდ მითხარი რომ მას არაფერი მოუვა - ის არაა სიყვარულის ნაყოფი ნიკო - შენ, თუთა... არ გინდა მისი გაჩენა? - ისევ არც კი ფიქრობ ჩემზე. ფეხმძიმედ ვარ იმ კაცისგან რომელიც არ მიყვარს, რომელიც ჩემზე ძალადობს, მცემს და ძალით მაკავებს მასთან .როგორ უნდა გავაჩინო შვილი შენგან? - თუთა, გევედრები - მე ჩემი შვილი მუდამ მეყვარება და ვერაფრით ვიტყვი მასზე უარს, მაგრამ - მთავარია შენ გიყვარდეს, შენ გინდოდეს, გეფიცები შევიცვლები გესმის? ყველაფერს შევცვლი, გთხოვ მხოლოდ მას მოუფრთხილდი. აღარფერი მითქვამს და არც მას. მომდევნო დღეები ყველა თავს მევლებოდა.ვხედავი ნიკოს როგორ ამოჰქონდა ყველანაირი ხილი და ტკბილეული,რომელსაც ნელის აწერდა. ლანა წამითაც კი არ მტოვებდა მარტოს, ყოველ დილით ეჩვენებოდა რომ მუცელი გაზრდილი მქონდა. ვგრძნობდი რომ ვეღარ ვსუნთქავდი. ფსიქოლოგიურად იმდენად რთული იყო ყველაფრის მიღება და გააზრება. არასდროს წარმომედგინა ჩემი თავი დედად.არასდროს ვფიქრობდი ამაზე, თუმცა ის სიტუაცია რაც მე მქონდა სულ სხვა იყო. მაგრამ ყოველ წამს, ვრწმუნდებოდი, რომ არსება, რომელიც ჩემში იყო უკვე მიყვარდა, უკვე ველოდი და ვიცოდი, რომ მას ყველაფრის ფასად დავიცავდი. არასდროს ვაგრძნობინებდი, რომ ძალადობის ნაყოფი იყო. მეოთხე თვეში ვიყავი უკვე იმაზე სწრაფად იზრდებოდა ჩემი მუცელი, ვიდრე წარმოვიდგენდი. ტანსაცმელშიც კი ვეღარ ვეტეოდი. ღამით საშინელმა შეგრძნებამ გამაღვიძა. სველი საღამური სხეულზე მეკვროდა. შეშინებულმა ავანთე სანათი. ფეხები სისხლიანი მქონიდა. ვერც კი გავიაზრე ისე ავტირდი ხმით. - თუთა - მძინარე ნიკო ჩემ სახეს ხელებში იქცევდა,ვერ მიხვდა რა მჭირდა - უშველე, გევედრები უშველე - მხოლოდ მაშინ შენიშნა სისხლიანი ზეწრები ნელის სახელს ღრიალებდა და საწოლიდან ჩემ წამოყენებას ცდილობდა. უკვე ხელში ვყავდი აყვანილი, ოთახში შეშინებული ნელი რომ შემოვიდა. ვერ შევინარჩუნე. სავადმყოფოს საწოლში, როგორც მაშინ, მარტოს გამეღვიძა-მხოლოდ მეს. პირველად შემეცოდა კედლის ძირში მჯდომი ნიკო. გაუჩერებლად რომ იდანაშაულებდა თავს. არ მინდოდა მუცელზე დამეხედა, არ მინდოდა დამენახა რომ ჩემთან აღარ იყო,რომ მეორედ დავკარგე შვილი. იმ დღესვე ვთხოვე სახლში წაყვანა. ოთახიდან აღარ გამოვდიოდი. ნიკო სახლში აღარ მოდიოდა. კვირაზე მეტი იყო გასული, რაც არ მოსულა. ღამით საწოლში, ყველაზე მეტად მარტოსულს მეძინა. მისი ნაბიჯების ხმა ვიცანი, რატომღაც აღარ მეშინოდა. თვალები არ გამიხელია. ის თავთან მეჯდა და თმაზე მეფერებოდა - ყველაფრის გამო ვაგე პასუხი, რაც კი შენ გაგიკეთე. ნეტავ მართლაც არ დამეჩემებინე, არ დამენგრია შენთვის ცხოვრება. ორი შვილი დაუბადებლად არ მომეკლა.ჩემი ბრალია, განა არ ვიცი. ჩემი ბრალია. მეგონა შენ თუ მოუფრთხილდებოდი ჩემ გამო არაფერი მოუვიდოდა.მეგონა შეძლებდი ჩემგან დაგეცვა ის. მეგონა ჩვენი შვილი იმასაც კი შეძლებდა,რომ ჩემ მიმართ შენი ზიზღი გაექრო. ყველაფერს გავაკეთებდი ამისთვის, ყველაფრისთვის მზად ვიყავი გამთენისას გამოვიქეცი. სიბნელეში მივრბოდი სამარსუტო ტაქსების გაჩერებისკენ. უკვე იძვრებოდა ტრანსპორტი,როდესაც ავედი და ბოლო ადგილი დავიკავე. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი არ ვიცოდი თუ გამომივიდოდა რამე, თუმცა უნდა წამოვსულიყავი, არათითზე კალიცოს ვატრიალებდი და ნერვიულად ვიყურებოდი უკან, იმის შიშით რომ ვიღაც მომდევდა. ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და ანნას დაზეპირებული ნომერი ავკრიფე. - ანნა, მოვდივარ, გთხოვ სადგურში დამხვდი- სიტყვის თქმა არ დავაცადე ისე გავუთიშე შენინებულმა. უკვე თბილისში შევდიოდი ტელეფონზე რეკვა რომ ატყდა, ნიკო იყო. მაშინვე გავთიშე. ვიცოდი რომ შევაშინებდი ლანას, რომელიც ჩემგან ასეთ საქციელს არ იმმსახურებდა. ვიცოდი რომ ნელისაც ვატკენდი გულს, თუმცა იმის იმედი მქონდა რომ როგორც ქალი, როგორც დედა გამიგებდა და არ შემიზიზღებდა. მედარდებოდა დედა, რომელიც სულ მარტო დავტოვე. მენანებოდა ყველა იმ სიტყვებისთვის რასაც მოისმენდა ჩემზე, როგორც ოჯახიდან გაქცეულზე და მეშინოდა, მეშინოდა რომ ნიკო მიპოვნიდა და ცემაში მომკლავდა ან ბიძაჩემი. სამარშუტო ტაქსი დიდუბის ავტოსადგურში რომ შევიდა და იქ ანნა ვერ დავინახე, კიდევ უფრო შევშინდი. ვიფიქრე რომ შეეშინდა, რომ უკანასკნელმა იმედმაც კი დამტოვა. როგორც კი ჩამოვედი უცნობი ბიჭი მომიახლოვდა. ის-ის იყო გაქცევას ვაპირებდი, მეგონა ნიკოს ნაცნობი იყო- რომ მითხრა ანნას მეგობარი ვარო. ალბათ მანაც კი შენიშნა, როგორ ამოვისუნთქე. - გამომყევი- მხოლოდ ეს მითხრა და მოფუსფუსე ხალხში შეერია. მხარზე გადაკიდებულ პატარა ჩანთას ჩაფრენილი ვცდილობდი არ დამეკარგა ამდენ ხალხში. მანქანის კარი რომ გამომიღო და შიგნით ანნა დავინახე, ისე წამომივიდა ცრემლები, ვერც კი გავიაზრე. - თუთა- მთელი ძალით მხვევდა ხელებს ანნა - გამოვიქეცი, ანნა. იქ ვეღარ გავჩერდებოდი - დამშვიდდი, კიდევ გცემა, ასეთ მდგომარეობაში? - მხოლოდ მაშინ ჩამომშორდა და შენიშნა, რომ ჩემი შვილი აღარ იყო- თუთა... - ერთი კვირის წინ... ანნა დავკარგე მხოლოდ მაშინ ავწიე ანნას კალთიდან თავი, მანქანა რომ გაჩერდა. - სად ვართ ანნ - ჩემთან ვერ მივიდოდით, გადმოდი ნუ გეშინია - მაღალსართულიანი კორპუსის ეზოში ვიყავით. უცნობი ბიჭიც ჩვენთან ერთად გადმოვიდა - ვერ გაგაცანით ერთმანეთი, ეს თორნიკეა ჩემი შეყვარებული - არ შეგეშინდეს არაფრის კარგი? - ღიმილით მიყურებდა თორნიკე - ანნა, პრობლემებს შეგიქმნით ორივეს - დამშვიდდი, იქ დაბრუნების უფლებას აღარ მოგცემ, ყველაფერი დამთავრდა- მასზე მიხუტებული მივდიოდი სადარბაზოსკენ. - ეს თორნიკეს სახლია- კარში შემატარა ანამ - მინდა რომ შენ აქ დარჩე, მე კი სახლში უნდა დავბრუნდე, პირველს ჩემთან მოგძებნიან და არ უნდა მიხვდნენ რომ გნახე. საღამოს მოგაკითხავ და აქედან წავალთ კარგი? - კარგი, მაგრამ ანნა, ნიკო გაგიჟდებოდა ხომ იცი - შენ მაგაზე არ იდარდო. გაგიჟდება და გაგიჟდეს ანნა მალევე წავიდა. თორნიკესთან ერთად დივანზე ვიჯექი და სხეულის კანკალს ვერ ვიჩერებდი. - თუთა, დამშვიდდი კარგი? ნუ ნერვიულობ. დამიჯერე ისე გადაგმალავთ საერთოდ ვერავინ ვერ გიპოვის - ყავის ჭიკებით დაბრუნდა თორნიკე - ანნას გაუმართლა რომ შენ ყავხარ - ვიცი შენი ისტორია, მიამბო ანნამ და ვიცი, ვერც კი წარმოვიდგენ იმას თუ რისი გადატანა მოგიხდა, შენი შვილის გამოც ვწუხვარ,მაგრამ გახსოვდეს, ყველაფერი დასრულდა არ ვიცი როდის ჩამეძინა. საუბრის ხმამ გამომაღვიძა. დივანზე ვიწექი და პლედი მეხურა. შეშინებული წამოვხტი, ვერ გავიაზრე სად ვიყავი. მისაღებში შემოსული თორნიკეს დანახვისას მოვეგე გონს - თუთა, დამშვიდდი, აქ ვარ, ყველაფერი რიგზეა - ჩემკენ რომ წამოვიდა და ჩახუტება სცადა უკან დავიხიე - მაპატიე, მაპატიე მებოდიშებოდა ისე, თითქოს ის იყო იმ ყველაფერში დამნაშავე რაც მჭირდა. მის უკან უცხო ბიჭი რომ დავლანდე, მიმიხვდა ფიქრებს - ჩემი ძმაკაცია მათე. არ შეგეშინდეს კარგი? - ბოდიში, მე უბრალოდ... - არაფერია, ჩამოჯექი- დივანზე ჩამოჯდა თავადაც - ანნას ვესაუბრე. ნიკო იყო მისული მასთან როგორც ვიფიქრეთ.წამოსვლას აპირებდა, რომ შენიშნა მის სახლთან ნიკოს ძმაკაცი იყო, სავარუდად ელოდებიან რომ შენთან მოვა. - არ გაჩერდება, ასე მარტივად არ გაჩერდება თორნიკე - შენ მაგაზე არ ინერვიულო კარგი? დილით ანნამ ტანსაცმელი გაგიმზადა და ნივთები, ყველაფერი ჩემ მანქანაშია. ცოტახნით ჯობია თბილისიდანაც გახვიდე, ამაში კი მათე დაგვეხმარება. ცოტახნით მასთან იქნები. - სად უნდა წავიდე? - გურიაში აქვს მათეს სახლი, იქ იქნებით. ისეთი ადგილია ახლოს არავინ ცხოვრობს, შესაბამისად ვერავინ შეგნიშნავს. როგორც გავიგე ბიძაშენს აღმოსავლეთში ყველგან კავშირები აქვს, ამიტომ ჩვენ დასავლეთში დაგმალავთ. - როდის უნდა წავიდეთ? - რაც მალე, უკეთესი- მხოლოდ მაშინღა ამოიღო ხმა მათემ - ხო, მოდი მოწესრიგდი თუ რაიმე გჭირდება და ჯობია დავიძრათ უკვე. ნახევარ საათში სრულიად უცხო ადამიანთ ერთად მანქანაში ვიჯექი და ავტობანის გრძელ გზას მივყვებოდი. ვცდილობდი უკან დამეტოვებინა ბოლო წელიწად ნახევარი. ყველა ცუდი მოგონება, ყველა ტკივლი თუმცა შიში უფროდაუფრო მიმძაფრდებოდა, მანქანის სარკიდან მუდმივად ვუყურებდი განვლილ გზას. მეგონა ვიღაც მოგვყვებოდა, მეგონა ნებისმიერ წამს მოვიდოდა ნიკო და უკან დამაბრუნებდა. წარმოდგენაც არ მინდოდა რა ხდებოდა სახლში, როგორ იყო დედა, ნელი, ლანა აღარ ვიცოდი ვინმე თუ გამიგებდა. ინსტიქტურად ვეძებდი ხელებით ჩემ ერთადერთ სიმშვიდის წყაროს, რომელიც აღარ მყავდა. ხანდახან გამომხედავდა ხოლმე მათე, თუმცა არაფერს მეუბნებოდა. ალბათ იცოდა რისგან გაქცევაში მეხმარებოდა, აუცილებლდა უამბობდა თორნიკე. მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა,როდესაც მანქანა გააჩერა, ალბათ ჩემი შეშინებული მზერა შენიშნა. - წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს. ყავა და საჭმელი ავიღოთ და გავაგრძელოთ შემდეგ გზა. მე არ გადავსულვარ მანქანიდან. თავადი იყიდა ყველაფერი. წინ იდგა და სიგარეტს ეწეოდა,თან ტელეფონზე საუბრობდა. შიგადაშიგ გამომხედავდა ხოლმე. ალბათ თორნიკეს ესაუბრება. მალევე ჩაჯდა მანქნაში. გზას უკვე სიბნელეში ვაგრძელებდით. მისი ტელეფონი კვლავ რეკავდა, პასუხიდან 2 წუთში კი მე გამომიწოდა - ანნაა - თუთა- ყურმილის მეორე მხრიდან ანნას ხმა ისმოდა - ანნ, კარგად ხარ? - მე კარგად ვარ არ იდარდო. ნიკო იყო მოსული - მითხრა თორნიკემ, რამე ხომ არ დაგიშავა? - არა, თუთი. მეხვეწებოდა მეთქვა სად იყავი, არ იყო საღ გონებაზე - რომ მიპოვოს მომკლავს- ისე ამოვიჩურჩულე, თითქოს მეგონა ნიკო გაიგებდა - ვერ გიპოვის, დედაშენმაც დამირეკა. მეხვეწებოდა მეთქვა ჩემთან თუ იყავი. დარწმუნებული ვარ ბიძაშენიც მასთან იყო და ვუთხარი რომ არ დამკავშირებიხარ და არაფერი ვიცოდი - ლანაზე რამე ხომ არ უთქვამს ნიკოს? - არა, არ უთქვამს თუმცა დაურეკა სანამ აქ იყო. მესმოდა როგორ ეჩხუბებოდა ლანა. - ალბათ ყველაფერი გაიგო - რა ყველაფერი თუთი? - არ იცოდა არაფერი. ნელი მეხვეწა. გულზე აქვს ლანას პრობლემები და არაფერი მითქვამს მისთვის. - შენ მაგაზე არ იდარდო კარგი, მე ავალ ჩემებთან და გავიგებ რა ხდება, ტელეფონი მოიშორე როგორც თორნიკემ გითხრა? - კი, როგორც კი გამოვედით - ძალიან კარგი. მისმინე, მათესთან არ შეგეშინდეს, მეც და თორნიკეც ორივე ბოლომდე ვენდობით. მასთან კარგად იქნები. - მადლობა ანნა ყველაფრისთვის შენც და თორნიკესაც - მათესთან დაგირეკავთ ხოლმე, მიყვარხარ და თავს გაუფრთხილდი კარგი? - მეც მიყვარხარ ანნა ტელეფონი მათეს გავუწოდე და სავარძელზე მოვიკუნტე - პლედია უკან, მოიფარე და დაიძინე ცოტახნით, რომ ჩავალთ გაგაღვიძებ - მადლობა მათე საძინებელში ვიყავი. სისხლიანი საღამური მეცვა ისევ. გაგიჟებული შემოვიდა ნიკო ოთახში -შენი ბრალია ! ჩვენი შვილის სიკვდილი შენი ბრალია- ისე გამეტებით მირტყავდა სულს ვერ ვითქვამდი. - არ დამარტყა, გევედრები არ დამარტყა შორიდან ჩემი სახელის ძახილი ჩამესმოდა. გამოფხიზლებულს ჩემ წინ მათე დამხვდა, რომელიც ხელებს მიკავდებდა - გამიშვი, ნუ მეხები გთხოვ- მისი ხელებიდან თავის დახსნას ვცდილობდი - დამშვიდდი, ხელებს გიშვებ კარგი- ნელა შემიშვა ხელები და უკან დაიხია - ყვიროდი და ხელებს იქნევდი.კართანვე ჩაიკუზა - მაპატიე - ჩამოვედით- მხოლოდ მაშინ მოვავლე თვალი გარემოს. ფაქტიურად ტყეში ვიყავით. სიმწვანეში იყო ჩაფლული პატარა სახლი, სულ ცალკე მდგომი, მარტოსული. - მოდი, შევიდეთ- საბარგულიდან ბარგი ამოიღო და ეზოს გავლით, სახლში შემიძღვა. შესასვლელშივე დააწყო ჩანთები და სახლში სინათლე ჩართო - როცა დაკარგვა მინდა, აქ მოვდივარ ხოლმე, ასე რომ არ შეგეშინდეს, აქ მართლა ვერავინ გიპოვის. - შენ მას არ იცნობ, არც ბიძაჩემს - არც მე მიცნობ, შეშას შემოვიტან და ღუმელი დავანთოთ კარგი? მანამდე შეგიძლია აი იმ ოთახში შეხვიდე, ის იქნება შენი ოთახი. - მადლობა ჩანთები საძიენებელში შევიტანე. პატარა, მყუდრო ოთახი იყო, დიდი ფანჯრებითა და მინიმალური ავეჯით. შემოსასვლელიდან შემომავალ ხმაურზე მივხვდი, რომ მათე დაბრუნდა. მეც მისკენ წავედი და იქვე დივანზე ჩამოვჯექი. უცებ დატრიალდა ერთ ციდა სახლში სითბო და სიმყუდროვე. იქვე ვისხედით ღუმელთან და ყავას ვსვავდით. უკვე საათზე მეტი იყო, ხმას არცერთი ვიღებდით. მე ჯერ კიდევ სიზმრის კადრები მედგა თვალწინ, ისევ ნიკოს ხმა ჩამესმოდა ყურებში. - თუ რაიმე ისე გავაკეთე- ფიქრებიდან მათეს ხმამ გამომაფხიზლა- თუ შეგაშინებ, აუცილებლად მითხარი კარგი? - წელიწადნახევრის წინ, ბანკეტიდან მომიტაცა. გამაუპატიურა, მხოლოდ იმიტომ რომ უკან არ დავებრუნებინე ჩემ ოჯახს. ბიძაჩემმაც დამტოვა. მერე...- ვიგრძენი როგორ მეჩხირებოდა ყელში უზარმაზარი ბურთი- მცემდა, მე მას არც კი ვიცნობდი, სულ ასე გრძელდებოდა. ერთ ღამეს არ მახსოვს რა ვუთხარი,მცემდა სისხლდენა რომ დამეწყო,ფეხმძიმედ ვიყავი. მე არ ვიცოდი. მერე ისევ იგივე, ისევ ძალადობა,ისევ ცემა. 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, მიუხედავად ყველაფრისა,უკვე მიყვარდა ჩემი შვილი, 1 კვირის წინ ისიც დავკარგე- ცრემლებს მაჯებით ვიწმენდდი. - ვწუხვარ - მე შეხების მეშინია, არ შემიძლია როცა მეხებიან, მგონია რომ... - გასაგებია, მესმის- სახლიდან ისე გავიდა სხვა აღარაფერი უთქვამს. აღარც დაბრუნებულა გვიანობამდე. ყავის ჭიქები გავრეცხე და საძინებელში შევედი.მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი,მეგონა რომ ნებისმიერ დროს შემოანგრევდა კარს ნიკო. რიჟრაჟზე ავდექი. ოთახის ფანჯრიდან ისეთი სილამაზე იშლებოდა, მეგონა კვლავ სიზმარში ვიყავი. მისაღებში გასულს, დივანზე მძინარე მათე დამხვდა.იქვე მიფენილი პლედი მივაფარე და ვეცადე ღუმელი უხმაუროდ დამენთო. ეზოში შეშის მოსატანად გასულს უზარმაზარი ბროწეულებით დახუნძლული ხეები დამხვდა. იქვე დაწყობილი რამდენიმე შეშა და ნაფოტები ავკრიფე და ფრთხილად შევბრუნდი სახლში. სანამ ჩვენთან გაზს შემოიყვანდნენ, სახლშიც ღუმელი გვედგა,რომელსაც დილით, ჩემ გაღვიძებამდე მამა ანთებდა და გაღვიძებულს, საღამურებიანს მასთან მსვავდა, ჯერ კარგად შეთბი და შედეგ გაემზადე სკოლისთვისო. მალევე აგიზგიზდა ცეცხლი და სახლშიც სითბო გაბატონდა. მომწონდა პერიოდულად სახლში არსებულ სიჩუმეს შესის ტკაცუნი რომ არღვევდა. საპირფარეშოს ძებნა დავიწყე, როგორც აღმოჩნდა, სახლში მხოლოდ ის ერთი საძინებელი იყო, რომელშიც მე შემასახლა მათემ. სახეზე ცივი წყლის შესხმამ ერთიანად გამომაფხიზლა. უკან ისევე ფეხაკრეფით დავბრუნდი. ეზოში რამდენიმე ტოტი პიტნა მოვწვიტე და ჩაიდანი შემოვდგი. უკვე ჩაის ფინჯნით ხელში ვიჯექი ფანჯარასთან, მათეს რომ გაეღვიძა - დილამშვიდობის- მის დაბოხებულ ხმაზე უნებლიედ შევხტი - დილამშვიდობის - დიდიხანია გღვიძავს - ვერ დავიძინე წუხელ - გაგეღვიძებინე - პიტნის ჩაის დალევ? - სიამოვნებით სამზარეულოში ვიყავი, ჩაის ვაყენებდი და თან რამდენიმე ნაჭერ პურს კარაქი გადავუსვი.დროულად შემოვიდა მათეც. - გემრიელად მიირთვი- ჩაის ფინჯანი წინ დავუდე და სამზარეულოს დატოვება განვიზრახე - არ დამეწვევი? - დილით არ ვჭამ, მისაღებში ვიქნები, რომ მორჩები დამიძახე - მადლობა მისაღებში ვისხედით ორივე. იქვე შეკრებილი წიგნებიდან ერთერთის კითხვა დავიწყე. მათე ტელეფონში იყო ჩამძვრალი. უკვე შუადღე იყო, გარეთ გასეირნება რომ გადავწყვიტე. ბროწეულის ხეებთან ვიყავი და ყველაზე მწიფეს ვარჩევდი,უკნიდან რომ მომესმა მისი ხმა. - თორნიკეს ვესაუბრე, სიწყნარეა იქით. საღამოს ავლენ სოფელში და გაგვაგებინებენ რა სიტუაციაა - გასაგებია - მოგიწყვიტო? - არ შეწუხდე, ვიზავ ჩემით- ალბათ არ მომისმინა, ისე მოიწოდა ტოტი და ყველაზე დიდი ბროწული ჩამიგდო ხელებში სახლში შესავლელ კიბეზე ვიჯექი და ბროწეულს ვჭამდი. ეზოს ბოლოში მათე ტელეფონზე საუბრობდა. აშკარა იყო არ უნდოდა რომ მესმინა. დროგამოშვებით ვხედავდი როგორ მოაბრუნებდა ხოლმე თავს ჩემკენ, თითქოს მამოწმებდა კლვავ იქ ვიყავი თუ არა. რამდენიმე ხანში, როცა საუბარს მორჩა სახლისკენ წამოვიდა. - შეიძლება ჩამოვჯდე - ჩამოჯექი- მანამდე ვერ განვსაზღვრე, კიბის სივიწროვე ისე ახლოს აღმოჩნდა ჩემთან. - მაჭმევ ცოტა ბროწეულს? - ნახევარი ბროწეული გავუწოდე. ჩემსავით დამარცვლით დაიწყო ჭამა - სულ ვოცნებობდი სახლზე,სადაც უამრავი ბროწეულისა და მანდარინის ხეები მექნებოდა. - ასე გიყვარს? - ყველაფერზე მეტად იმ ღამით დასაძინებლად წასულს, როცა მოვკარი თვალი როგორ გაჭირვებით თავსდებოდა დივანზე მათე, გული მომეწურა. ვინ იცის რად უღირდა ჩემი დახმარება. ადამიანი ჩემ გამო საკუთარ ცხოვრებას მოწყდა და სრულიად უცხო ადამიანს ეხმარებოდა დამალვაში. არც კი მინდოდა იმაზე ფიქრო ბიძაჩემს ან ნიკოს რომ გაეგოთ ჩემი ადგილსამყოფელი რა მოხდებოდა. ჩემ გამო საფრთხეში იგდებდნენ თავს. - მათე - გისმენ - მადლობა ყველაფრისთვის და ბოდიში აღარაფერი უთქვამს. მე კი ვერც იმ ღამეს დავიძინე. *** უკვე ერთი თვე სრულდებოდა, რაც მათესთან ერთად გურიის სახლში ვიყავი. ყოველ წამს უფრო მეტად შიში მიპყრობდა რომ ნიკო მიპოვიდა. მასთან აღარ ვიყავი, თუმცა მაინც არ მასვენებდა მოგონებები. ყოველთვის როცა თვალებს წუთით მაინც დავხუჭავდი მის სახეს ვხედავდი, ჩემი სხეული ძილშიც კი გრძნობდა მისი ხელების გამეტებით რტყმას. საუზმეს ვამზადები. წინა ღამის კოშმარი ისევ თვალწინ მედგა. ისევ იმ სისხლიანი საღამურით ვიყავი. ვერ გავიგე, როდის შემოვიდა სამზარეულოში მათე. - დაგეხმარო რამით? - მოულოდნელობისგან დანა ისე გადავიტარე თითებზე ვერც კი გავიაზრე.- მანახე - ჩემი გაჭრილი ხელი საკუთარში მოიქცია - ძალიან გტკივა ? გადაჭრილი თითები არა, მისი თითების შეხება მტკიოდა. მისი ჩემთან ასე ახლოს დგომა. იმ წამს მის ხელებთან ერთად ნიკოს ყველა შეხება ვიგრძენი. - გთხოვ, გამიშვი - მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როგორ ახლოს იყო ჩემთან. ცივად შემიშვა ხელი და უკან დაიხია.- არაფერია პლასტირს დავიკრავ და სულ ესაა- სააფთიაქო ყუთიდან პლასტირები ამოვიღე და გადაბანილ თითებზე დავიკარი - აი ასე, არაფერია უხერხული სიჩუმე მისმა ტელეფონის ზარმა დაარღვია. როგორც ყოველთვის კვლავ გარეთ ისაუბრა და მხოლოდ ზარის დასრულების შემდგომ შემოვიდა სახლში. - მისმინე, თბილისში უნდა წავიდე და საღამოს დავბრუნდები კარგი? - მათე, ყველაფერი რიგზეა? - კი, არ იდარდო, უბრალოდ რაღაც პატარა საქმე მაქვს და გვიან დაბრუნდები. - კარგი,შეჭამე რამე და წადი- უცებ გავშალე მაგიდა და მასთან ერთად ვისაუზმე. მისი გაცილებისას საგულდაგულოდ გადავკეტე კარი და შევამოწმე ყველა ფანჯარა. ამ დროის მანძილზე პირველად მიწევდა მარტო დარჩენა. დივანზე შემორჩენილი მათეს ტანსაცმელი იყო. როგორც ყოველთვის თავად უვლიდა, ხელს არ მაკიდინებდა ხოლმე. მათი გაუთოვება და დაკეცვა გადავწყვიტე. მოწესრიგებული სამოსის შესაწყობად კარადის კარს ვაღებ და ცხვირში სხვანაირად მიღიტინებს მათეს სურნელის ტალღა. თითქოს მთელ სახლში იგრძნობოდა მისი სუნი. თითქოს შემაჟრჟოლა,თითქოს სადღაც მისმა სურნელმა გამაბრუა. ნაუცბათებად შევალაგე ტანსაცმელი და დავხურე კარი. გული ისე სწრაფად მიცემდა,მეგონა სადაც იყო გამოანგრევდა მკერდს. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, რატომ ვრეაგირებდი ასე მის სურნელზე. მთელი დღე წიგნის კითხვასა და ფილმების ყურებაში გავატარე. საათი უკვე ღამის 2-ს უჩვენებდა, მე კი ვერაფრით ვიძინებდი. მათე არ ჩანდა. თითქოს ნერვიულობა საკმარისი არ ყოფილიყო, მოულოდნელად ისე დაიქუხა, მეგონა სახლი თავზე დამემხობოდა, უეცრად გაანათა არემარე და წამში ელექტროენერგიაც გაითიშა. ახმაურდა არემარე. კოკისპირულად წვიმდა. ფანჯრიდან სახლის ჭიშკარსაც ვეღარ ვხედავდი. ჩაბნელებულ სახლს ღუმელიდან გამომავალი ცეცხილს ალები მზისფერ სინათლეს სცემდა. პლედმოხვეული, ღუმელთან მჯდომი ყურსვუგდები წვიმის ხმაურს. დედა მენატრებოდა, ისე როგორც არასდროს. ნელი,რომელიც ასე ზრუნავდა ჩემზე. ნეტავ როგორ იყვნენ, ნეტავ რას ფიქრობდნენ ჩემზე. ნეტავ ოდესმე თუ ისევ შეძლებდი მათთან შეხვედრას. კარზე ბრახუნის ხმამ გამომაღვიძა. შეშინებული წამოვდექი სავარძლიდან. წვიმის ხმაურსა და ქუხილში მაინც მკაფიოდ ისმოდა ვიღაც როგორ გამეტებით ურტყავდა ხელის გულებს კარს. საათი 4ის ნახევარ უჩვენებდა. ღუმელშიც მთლად გამოლეოდა შეშა და ახლა უკვე უკუნით სიბნელეს, მხოლოდ და მხოლოდ მოულოდნელი გაელვება ფანტავდა. - თუთა - გარედან შემომესმა ჩემი სახელი. შეშინებული ფრთხილად მივუახლოვდი კარს, ისევ გამეტებით აბრახუნებდნენ. - თუთა გიპოვა, ნამდვილად ისაა... მოგკლავს კაკუნი მოულოდნელად შეწყდა. მე ჯერ კიდევ ვერ ვინძრეოდი ადგილიდან. მოულოდნელად მსხვრევის ხმა შემომესმდა სამსაზრეულოდან. - არა, არა ღმერთო არა...- ნაბიჯებით ვუახლოვდებოდი კედელს.ის იყო, ნამდვილად ის იყო. მესმდოდა როგორ ეწვეთებოდა სამზარეულოს იატაკს წყლის წვეთები. მე იატაკზე ვეშვები. ყურებზე მთელი ძალით ვიჭერ ხელებს და თვალებს ვხუჭავ. ის არის. ვგრძნობ რომ ჩემ წინ დგას, მხრებზე ვგრძნობ ხელების შეხებას. ჩემ ხელებს თავისაში იქცევს და ცდილობს ყურებიდან მომაშორებინოს - გთხოვ, არ გინდა გთხოვ- სადღაც გაპარულიყო ჩემი ხმა - თუთა, გაახილე თვალები - გთხოვ - მე ვარ თუთა, გაახილე თვალები ხელებს მაწევინებს და შემდეგ მის სველ და გაყინულ ხელებს ვგრძნობ კისერზე - შემომხედე, მე ვარ გესმის? მათე ვარ თუთა - არა, არა - თუთა, გაახილე თვალები,გთხოვ- ვცდილობ მისი ხელები მოვიშორო,ის კი უფრო მეტად მაკავებს - მე ვარ-სახეზე მის თბილ სუნთქვას ვგრძნობ, ნელა ვახელ თვალებს და სიბნელეში ვაწყდები სახეს, ჩემთან სულ ახლოს- მე ვარ, მათე ვარ- ყველა სიტყვა სახეში თბილ ნაკადად მხვდება, ნაცნობი სურნელი მიღიტინებს ცხვირში. ის არის... ხელებს მომენტალურად ვხვევ და სახეს მის კისერში ვმალავ.ზურგზე ვგრძნობ მის ძლიერ ხელებს. - დამშვიდდი, ნუ გეშინია- ყურთან მეჩურჩულება. - შენ ხარ...- მის კანს ვეხებოდი. - მე ვარ, მეგონა რომ... ჯანდაბა, რა არ ვიფიქრე -ფეხზე დგება და მეც მასთან ერთად მაყენებს- კარგად ხარ? - მეგონა მიპოვა - ხომ გითხარი, აქ ვერ გიპოვის, ჩემგარდა ვერავინ გიპოვის გესმის?- კიდევ ერთხელ მხვევს ხელებს და თავზე მკოცნის, თუმცა მალევე მშორდება - ჯანდაბა,მაპატიე თუთა, ვერც კი მოვიფიქრე რომ ასე გაშინებ - კარგად ვარ - მინა ჩავამსხვრიე, სამზარეულოში არ შეხვიდე. საშინლად წვიმს, ელექტრო ენერგიის ანძას დაეცა როგორც ჩანს მეხი, გზაში შემხვდა სამაშველო. - გამოიცვალე თორემ გაცივდები ასე - მართალი ხარ, კომოდის უჯრაში რამდენიმე სანთელი უნდა იყოს, შეგიძლია ნახო? აი აიღე ტელეფონი და მიანათე- მის ტელეფონს მაძლევს. მართლაც ვპოულობ სანთლებს და მაგიდაზე ვაწყობ, საოცრად თბილ ნათებას თან ერწყმის ვანილის ტკბილი არომატი. დივანზე ვზივარ ფერხმორთხმით და კარში გამოჩენილ მათეს ვაპყრობ მზერას. არ შემეშინდა,არც მტკენია მისი შეხება. არ გამხსენებია ნიკო.პირიქით, თითქოს არ მინდოდა რომ მისი ხელები მომშორებოდა, სხეული გამიყინა მისი თბილი სუნთქვის გაქრობამ ჩემი მხრებიდან. წვიმის ხმა, ჩამსხვრეული ფანჯრის გამო, უფრო ძლიერად აღწევდა სახლში და მასთან ერთად სიცივეც. მხრებზე დივანზე მიფენილ პლედს მახვევს და გვერდით მიჯდება. - დამშვიდდი? - კი, კარგად ვარ - ძალიან შემაშინე კარს რომ არ მიღებდი - მეგონა აღარ დაბრუნდებოდი ამ ღამით, არც კი მიფიქრია რომ შენ იყავი, მეგონა ნიკო იყო, მეგონა მიპოვა - მოიშორე ეგ ფიქრები. აქ ვერასდროს გიპოვის, დამიჯერე - მისი მჯეროდა. არ ვიცი რატომ ან რანაირად, მაგრამ მჯეროდა, თუმცა კი არა ნიკოსთან მიმართებაში.ვიცოდი ის ასე მარტივად არ დაივიწყებდა ჩემ მისგან გამოქცევას. - ანნა და თორნიკე ნახე?- ვეცადე თემა შემეცვალა - ცოტახნით, ვნახე კი - ხომ კარგად არიან? - კი, არ იდარდო. რაღაცები გამომატანა ანნამ შენთან, საბარგულშია და დილით ამოგიტან, პროფუქტებიც წამოვიყოლე - მადლობა მათე ყველაფრისთვის. - ნუ სულელობ, მთავარია რომ შენ იყო კარგად. - რამე ხომ არ უთქვამთ ისეთი? - ვნახე ნიკო - რა? - ანნასთან დამხვდა, უფრო სწორად მისი სახლიდან გამოდიოდა. - მერე?- მუხლებზე დაწყობილი ხელები ერთიანად ამიკანკალდა, არც მათეს გამოპარვია ეს. - არაფერი, ისევ შენ გეძებს. - არ დამანებებს თავს - ამაზე ნუ იფიქრებ, თუ საჭირო გახდება, ქვეყნის გარეთაც გავალთ და მაინც ვერ გიპოვის. გაზაფხულზე მათეს ბაღი გავაცოცხლე. იმდენი მიწა დავაბარინე, სანამ ხელები სულ არ დაუკოჟრდა. მე კი სხვადასხვა ბოსტნეული დავრგე. ყოველ დილით მზის ამოსვლამდე ვრწყავდი და ვუვლიდი, ყველა პატარა ბალახსაც კი ხელით ვაშორებდი. იმ დილითაც ადრიანად ავდექი, ჩემი ბაღის მოსავლელად. პომიდვრის ნერგებს ვრწყავდი უცებ, სულ, სულ ციცქნა პომიდორი რომ შევნიშნე, ჯერ კიდევ ყვავილის ფოთლები ჰქონდა ზედ შემორჩენილი. - მათე - სახლისკენ მისი სახელის ძახილით გავიქეცი. - მშვიდობაა? - კარში თვალების ფშვნეტით გამოვიდა მათე - მოდი რა განახო- მაჯაში ხელი ჩავჭიდე და მთელი ძალით მივათრევდი მის სხეულს ბაღისკენ - ნახე - პომიდვირს ძირჩი ჩავიმუხლე და ხელისგული შევუშვირე ჩემ პატარა პომიდორს - ე... მეგონა არ მოისხავდა - სულ ტყუილად, ყველა მოისხავს, აი ნახავ და მერე ჩვენი კიტრი, პომიდორი, გორა, მწვანილები, ხახვი, აი ყველაფერი ჩვენი გვექნება ისე სწრაფად გაიზარდა და მომწიფდა ჩემი ბაღის ნაყოფი, გაოცებას ვერ ვმალავდი. პატარა სათლში მთელი სალათის პროფუქტი მოვაგროვე და საუზმის მომზადებას შევუდექი. - სულ სხვა გემო აქვს ხო? - ჯერ კიდევ არ ქონდა ლუკმა გადაყლაპული - სუნი აქვს სხვა, თუ მაცდი გემოსაც გეტყვი იმ დღეს საკმაოდ გვიან გამოჩნდა ანნა. - ანნ, რატომ არ დამირეკე აქამდე? - თუთა - ხმაზევე ეტყობოდა, რომ რაღაც არ იყო კარგად - ანნა, რა ხდება - დედაშენია ცუდად- ბოლო სიტყვის შემდეგ ყურებში გაბმული წუილი მესმოდა. გული თითქოს გამიჩერდა. - უნდა ვნახო - თუთა, ყველა აქაა, ბიძაშენიც კი აქაა, ვერ მოხვალ გესმის? - ანნა, უნდა მოვიდე, ვერ დავტოვებ დედას - თუთა, ნიკო შენი მოსვლიდან 2 წამში რომ გაჩნდება აქ ხომ იცი? ხო იცი რომ ისევ უკან დაგაბრუნებს - ანნა, აქ ვერ გავჩერდები და შენი ზარს ვერ დაველოდები იმის გასაგებად თუ როგორაა დედა. თუნდაც უკან მომიწიოს დაბრუნება, აქ ვერ დავრჩები. - თუთა, გთხოვ. მაცადე ხვალამდე, რაღაცას მოვიფიქრებ - ახლავე მოვდივარ, მისამართი გამოუგზავნე მათეს გთხოვ. ტელეფონს დივანზე ვდებ და საძინებელში შევდივარ. წასასვლელად ვემზადებოდი კარი რომ შემოგლიჯა მათემ - რას აკეთებ თუთა? - უნდა წავიდე, მათე. დედა საავადმყოფოშია, აქ ვერ დავრჩები - და ამდენხნიან წვალებას წყალში ჩაყრი? - მათე, შეიძლება ცოცხალი ვეღარც კი ვნახო, ახლა ჩემი თავი საერთოდ არ მადარდებს. - სწორედ ამიტომ იყავი წელიწადზე მეტი იმ სახლში, სწორედ ამიტომ იტანდი იმ ყველაფერს, შენი თავი რომ არასდროს არ გადარდებს. - რას მეუბნები ხვდები საერთოდ? - რამე ტყუილი ვთქვი თუთა? - შენ იქ არ იყავი, შენ არ გამოგიგვლია ის ყველაფერი და არ გაზრდილხარ იმ გარემოში სადაც მე - შენ რა იცი მე რა გამომიცდია და როგორ გავიზარდე? - შენზე დარწმუნებული ვარ რომ არ ძალადობდნენ - ყოველ ღამე, გესმის?! ყოველ ღამე ვუყურებდი როგორ ძალადობდა მამაჩემი დედაზე და დამიჯერე, მე შენზე უარესი თუ არა, ნაკლები არ გამომივლია. - არასდროს გითქვამს ეს-ხმა მიტყდება - არც არავისთვის მითქვამს. მაგრამ შენ გეუბნები და არ მოგცემ უფლებას რომ იმ ნაბიჭვართან დაბრუნდე. - სხვა გამოსავალი არ მაქვს მათე, დედასთან უნდა მივიდე - დედაჩემი...- საწოლზე ჩამოჯდა, ხელები ისე ჩამოისვა წვერიან ღაწვებზე, მეგონა კანს ჩამოიყოლებდა- საძინებლის კარი რომ შევაღე, დედას სხეული ვიპოვე, თოკზე ჩამოკიდებული. ჯერ კიდევ მახსოვს ყველა წამი. მახსოვს როგორ ვცდილობდი მის აწევას, როგორ მქონდა მის ფეხებზე ხელები შემოხვეული. ჯერ კიდევ თბილი იყო მისი სხეული. ხმას არ მცემდა, მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ რა ხმა უნდა გაეცა, უკვე აღარ იყო. მის ფეხებთან გადაქცეულ ტაბურეტზე დავდექი და ხელებს ვუკოცნიდი, რომ მორჩენილიყო, როგორც თავად იცოდა ხოლმე.სწორედ ამის გამო არ მოგცემ უფლებას რომ დაბრუნდე, რომ წლების შემდეგ შენც იგივე ბედი გაიზიარო და შენმა შვილმა ის ყველაფერი გამოიაროს რაც მე. - ამიტომ იყავი მთელი ეს დრო ჩემ გვერდით - ამიტომ დავთანხმდი თორნიკეს თხოვნას დაუფიქრებდლად. - მაპატიე, მაგრამ იმასაც უნდა ხვდებოდე, რომ დედის ნახვა მინდა და გთხოვ მათე- მის წინ ჩავიმუხლე, მისი ხელები საკუთარში მოვიქციე- გევედრები, წამიყვანე დედასთან - არ შემიძლია თუთა, ახლა ვერ ხვდები - მათე, მის გარდა არავინ მყავს, გევედრები რიჟრაჟზე უკვე თბილისში შემოვდიოდით, გზიდან მოულოდნელად რომ გადაუხვია მათემ. - მათე რას აკეთებ? - მიგიყვან, მაგრამ არ მოგცემ უფლებას რომ კვლავ მასთან დაგაბრუნონ. ჯვირს მონასტრისკენ ამავალ გზას რომ შევუდექით, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რა ჰქონდა გეგმაში. ტაძარში შესვლამდე თავისი ხელით მომაფარა სამოსი, და თავზე შარფიც შემომახურა ტაძრის სარკმლებიდან შემოსული მზის სხივები კიაფობდნენ ჰაერში. ჩვენ გარდა არავინ იყო. საკურთხევლამდე ხელჩაკიდებულმა მიმიყვანა, საიდანაც რამდენიმე წამში მოძღვარი გამოვიდა და მათეს მხრებზე მოხვია ხელი. - რამდენი ხანია არ მოსულხარ - არ ვიყავი აქეთ, ახლა კი დიდი თხოვნით მოვედი თქვენთან- მტევანზე თითები მომიჭირა და გვერდით ამომიყენა - მინდა რომ ჯვარი დაგვწერო. იმ სიჩუმესა და სიმშვიდეში, თითქოს ექოდ გაისმა მისი წარმოთქმული სიტყვები. - მათე - ჩემკენ შემობრუნებულმა, საჩვენებელი თითი ისე გადაუსვა ჩემ თითებს ფერებით, თითქოს ამით ცდილობდა ჩემ დამშვიდებას. - ახლავე დავბრუნდებით კარგი?- მოძღვარმა ღიმილით დაუკრა თავი და საკურთხეველში შევიდა. ტაძრიდან გამოსულს, სახელზე ცივი სიოს დაბერვამ, ყველა გრძნობა ერთიანად დამიბრუნა. - რას აკეთებ?- ისევ არ უშვებდა თავისი ხელის ტყვეობიდან ჩემ მტევანს - ხომ გითხარი, რომ არ მოგცემდი მასთან დაბრუნების უფლებას. - ეს სულ სხვა რამეა, ვერ ხვდები? - ყველაფერს კარგად ვხვდები თუთა - არ მინდა რომ ჩემ გამო ასეთი რამ გააკეთო, ჯვრის წერა ასე არ შეიძლება. - ეს ის პირობაა, რომლის დარღვევასაც ვერავინ შეძლებს - არ მინდა რომ მხოლოდ იმის გამო, რომ ნიკოსთან დაბრუნება არ მომიწიოს ეს გავაკეთოთ გესმის? - რატომ მხოლოდ ამის გამო? - სახეზე მისი თბილი თითები ვიგრძენი - არა მათე- მის სხეულს ერთი ნაბიჯით ჩამოვშორდი. - ნუთუ ვერ გამიცანი? - შენ? შენ ხომ მიცნობ. ხომ იცი როგორი ბინძური ვარ, ხომ იცი როგორ ვარ - ამას ვერ ხედავ? - ჩვენი ახლართული თითები მკერდზე მომაბჯინა- ამ სიმშვიდეს ვერ ხედავ? - ცერა თითით ახლა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მომპარა - დაფიქრებულხარ, რომ ჩემი შეხების აღარ გეშინია? - მე ისევ იქ ვარ - არ ხარ თუთა, ჩემთან ხარ. რატომ არ გინდა რომ ეს გაიგო? - არ მინდა რომ მხოლოდ ნიკოს გამო დავიწერო ჯვარი, არ მინდა რომ ისევ მერქვას ცოლი და ისევ ვიყო მარტო - და თუ გეტყვი რომ ნიკო არაფერ შუაშია? თუ გეტყვი რომ იმ ნაბ...- სიტყვა გაწყვიტა და ტაძარს გახედა - მხოლოდ დააჩქარა მოვლენები? - მათე, არ შემიძლია - ნუთუ ვერაფერს გრძნობ? - იმ თითებზე ახლა ტუჩები მომაწება - გთხოვ - ჩვენი ამდენხნიანი ერთად ცხოვრების ფონზე, მხოლოდ ამის გამო მინდა რომ დამთანხმდე გესმის? - რომ ინანო? რომ ვერ შევძლო? - ყველაფერს შევძლებთ,უბრალოდ უფლება მომეცი თუთი იმ სიჩუმეს ტაძარში მოძღრის ტკბილი ხმა ფანტავდა. ისევ კიაფობდნენ მზის სხივები სარკმლებიდან. „ ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც.ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“. საავადმყოფოს ეზოში შესვლისას დავურეკე ანნას. შეშინებული გამოვარდა, მაშინვე. - თუთა, ბიძაშენია აქ და ნელი - ყველაფერი რიგზეა ანნა - რანაირადაა რიგზე მათე, წამში აქ გაჩნდება ის ავადმყოფი და - მზერაა შეეყინა მათეს ხელში მოქცეულ ჩემ მტევანზე - რა ჯანდაბა ხდება - მეჯვარედ შენ ჩაგწერეთ სხვათაშორის - ისეთი თავისუფალი იყო, ისეთი სიმსუბუქე იგრძნობოდა მის ხმაში. მე კი ჯერ ისევ ვერ მოვდიოდი გონს - კი, მაგრამ - ჯვარი დავიწერეთ, ნახევარი საათის წინ - თუთა, არ მეტყვი არაფერს? - ანნა, გთხოვ. ჯერ დედას ნახვა მინდა და შემდეგ ვისაუბროთ - მასთან ერთად შევედით სავადმყოფოში. როგორც კი მეორე სართულზე ავედით, მოსაცდელში ექვთიმეს მზერას გადავაწყდი. მაშინვე სკამიდან წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა. ის იყო ალბათ გადამთელავდა, მათეს სხეული რომ ამომეფარა. - გამარჯობა - წამით ვერც კი ვიცანი მისი ხმა - ჩემ ძმიშვილს ჩამოშორდი - მჭექარე იყო ექვთიმეს სიტყვა. და მაინც, როგორ შეეძლო მოვეხსენიებინე ძმისშვილად. - მათე კორინთელი, ბატონო ექვთიმე - ხელი გაუწოდა - ჩამოშორდი მეთქი - ვერ მიმითითებთ ჩემ მეუღლესთან როგორ ვიდგები - მათეს მხრებს ზემოთ დავინახე ექვთიმეს შეჭმუხნული წარბები - რაებს მიედები, მაგ ქალს ქმარი ყავს - იმ წამს დავინახე კუთხის სკამზე ჩემომჯდარი ნელი.საოცრად დაპატარავებული, ისე როგორც დედა, პირველად რომ ვნახე. ქვემოდან მიყურებდა ცრემლიანი თვალებით. - მისი ერთადერთი ქმარი მე ვარ, კანონიერი თანაც, უფლის წინაშე - იცი საერთოდ ვის ელაპარაკები? - მშვენივრად ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს თქვენ არ იცით, თუმცა შეიძლება იცოდეთ, როგორ არა. ვანო კორინთელს უნდა იცნობდეთ უდაოდ, ერთი რანგის წარმომადგენლები ხართ - ექვთიმეს სუნთქვა ჩემ სმენასაც კი წვდებოდა. მისი ხელჯოხიც კი ხმაურობდა იატაკზე.- არ შევმცდარვარ. ასე რომ გთხოვთ, მომეცით უფლება რომ ჩემ მეუღლეს დედამისი მოვანახულებინო. ექვთიმეს სხეული ისე გაიწია განზე, როგორც მთა, მძიმედ და წარმოუდგენლად. მათეს ერთი ნაბიჯის ჩამორჩენით მივყვებოდით მე და ანნა. - თუთა, შვილო - ნელის ხმა იყო - უკვე წამომდგარა სკამიდან და ჩემკენ მოდიოდა. მისი ხელები ვიგრძენი მხრებზე რამდენიმე წამში - როგორ მედარდებოდი,სულ ვლოცულობდი შენზე. - მაპატიე, გევედრები მაპატიე- ხელები მთელი ძალით მოვხვიე. ისე მომნატრებია მისი სუნიც კი, მისი თბილი ხელები ჩემ მხრებზე. - ჩემო შვილო - ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და ლოყები ცრემლიანი ტუჩებით დამიკოცნა. - აქ არის? - ისე ჩუმად ამოვთქვი, მხოლოდ ის თუ გაიგებდა. - ხომ იცი რომ მოვა წამში. მხოლოდ ქუთუთოები დავაჭირე ერთმანეთს ძლიერად. ინსტიქუტრად კვლავ ჩემ გვერდით მდგომი მათეს თითები მოვძებნე და შეკავებული სუნთქვა სწორედ მისი შეხებისას ამოვთქვი. ანნამ შეგვიყვანა პალატაში. უზარზმაზარ საწოლში იწვა სულ ციცქნა დედაჩემი. იმ წამს მივხვდი რას იგრნძობდა, როცა მე დამიანახა, ვენებ გადაჭრილი. ათასი მილი ჰქონდა მიერთებული და ათასი მოწყობილობა წრიპინებდა. ჩემი ღმუილის დასაფარად ისე მივიჭირე ტუჩებზე ხელი, მაშინ 2 წლის წინ ნიკო რომ მიხშობდა ხმას. - რას ამბობენ ექიმები- ზურგს უკან მათეს ხმა მომესმა. მე დედისკენ მივდიოდი. იმხელა დარდი ჰქონდა სახეზე, იმხელა ტკივილი. ჩემი ბრალია, ყველაფერი ისევ ჩემი ბრალია. - ვერ გვაიმედებენ, ჯერ გონზე არ მოსულა- შენ თითებს ვკოცნიდი დე, ანნას სიტყვებმა რომ გამაცია. შენ ლამაზ თითებზე გეფერებოდი და კოცნებს გიტოვებდი. - გთხოვ დედა, არ დამტოვო- შენ ყურთან ამოვიჩურჩულე არ მახსოვს რამდენხანს ვიყავი მის ფერებაში, საწოლს დამხობილი. პალატის კარის შემოლეწვის ხმამ მომიყვანა გონს. ვიცოდი რომ ის იყო. მთელი ზურგი ამიწვა მისმა მზერამ. მთელი სხეული ამიცახცახდა. მისკენ შევბრუნდი. კარში ნიკო ქურხული იდგა. წამში გადამირბინა ყველა დღემ მასთან გატარებულმა თვალწინ. ის კი იდგა კარში, ისეთი აღარ როგორც მე მახსოვდა. - თუთა - ისე მეტკინა მისი ხმის გაგება. ყურებზე ხელები მთელი ძალით ავიფარე - არც კი გაიფიქრო - მათე იდგა ჩემ გვერდით. - ნიკო, გამოდი პალატიდან - ნელი იყო მის უკან - აქ დარჩი და მოვალ - ისე ამომიდგა წინ მათე, ნიკოს მთლიანად ფარავდა- თუთა, მისმინე - თითები ნიკაპქვეშ ამომდო და მზერა გამასწორებინა - გამოვალ- ერთხანს თვალებში მიყურა, მერე ღრმად ამოისუნთქა და ხელი ჩამჭიდა. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა იმ წამს. დავინახე როგორ აირია ნიკო უარესად. პალატის კარი ანნამ მოიხურა ზურგს უკან. - ხელები მოაშორე - ერთ ნაბიჯში გაძეგლდა ნიკოს სხეული - მხოლოდ თუთას გამო ვითმენ, რომ აქვე არ წაგაგდებინო თავი, მხოლოდ მის გამო გხდი სიტყვის თქმის ღირსადაც კი და მხოლოდ ამ ერთხელ - ჩემი ცოლის სახელით როგორ ლაპარაკობ შე - მისი მოქნეული ხელი ჰაერში გააკვა მათემ - გითხარი მგონი გასაგებად, სანამ ჯერ კიდევ საღ გონებაზე ვარ, ჯობია წახვიდე - ვგრძნობდი როგორ ძლივს მოკოწიწებული სიმშვიდით ამოთქვამდა სიტყვებს მათე - ნიკო- ექვთიმემ მთელი ძალით დაცხო იატაკს თავისი ხელჯოხი, ნელი ჯერ კიდევ ცდილობდა შვილის სხეული უკან დაეხია. - ჩემი ცოლია, გამო***ვდით ყველა? - ღრიალებდა მთელი ხმით. მათესთვის გამოგლეჯილი საკუთარი ტორი ჩემკენ რომ წამოიღო, კანკალმა ამიტანა - თუთა - ის იყო უნდა შემხებოდა. - არც კი გაბედო, ყველა თითს დაგამტვრევ - მათე მედგა წინ ბიძაჩემის ხელის ბიჭები მოგვიახლოვდნენ, ნიკოს მხრებში ამოუდგნენ და უკან დაწიეს. - ხელი გამიშვით, ხელი მეთქი თქვე ს**ებო- ღრიალებდა მთელი ხმით და უძალიანდებოდა. - მკვდარი ხარ ! მკვდარი ხარ გესმის! - მთელ საავადმყოფოში ისმოდა მისი ღრიალი. მხრებში მოხრილი იდგა ნელი და იმ კოლიდორს უყურებდა საითაც მის შვილს მიათრევდნენ. დედას საწოლზე მედო თავი. შუაღამე უკვე გადასული იყო. აპარატების წრიპინი განმგმირავად გაისმა პალატაში. არ მახსოვს, როგორ გამომგლიჯეს მისი ხელი, როგორ გამომათრია მათემ პალატიდან.მისი ხელები მახსოვს, როგორ მიჭერდნენ, მხოლოდ. იმ ღამით დედა დავკარგე. ჭირისუფლის სკამზე მარტო ვიჯექი. ინსტიქტურად ვართმევდი ხელს სამძიმრის სათქმელად მოსულ ხალხს. დედას ფოტოს თვალს ვერ ვწყვეტდი. მამა რომ გარდაიცვალა მისი და დედას ფოტოდან გაადიდეს მისთვის ფოტო. ყველაზე მეტად მშობლები ეს ფოტო მიყვარდა. ახლაც, დედასთვის ის ღიმილიანი სახე მოუპარავთ, მხოლოდ მამასთან ერთად რომ ჰქონდა სახეზე. ჩემ წინ სასახლეში დედა იწვა, ჩემი დედიკო. და მე დედაც აღარ მყავდა. დაკრძალვის წინა საღამო იყო. ეზოში ბიჭები იყვნენ შემოკრებილნი, ღამის გასათევად. დედას, ჩემი გამზადებული კაბა ეცვა. კვლავ მე მომიწია მშობლისთვის უკანასკნელი სამოსის გამზადება. ხელები ისე ჰქონდა გულზე დაკრეფილი, როგორც იცოდა, ცერა თითებს ერთმანეთის გარშემო ატრიალებდა ხოლმე, ამით სულ ვხვდებოდი, რომ ღარაცაზე ნერვიულბდა. წაბლისფერ თმაში, ალაგ-ალაგ ჭაღარა შეპარვოდა. ვინ ცის რამდენი ხანია, მე კი ვერ შევნიშნე მისი თავსაბურავის ქვეშ, იმ თავსაბურავის ახლა ჩემ თმას რომ მალავდა. - დე - დედი, ჩემო ერთადერთო. მაპატიე რომ ჩემზე დარდით გაგიშვი, მაპატიე რომ ასე მოგექეცი, რომ დაგტოვე დედი. ისე მენატრებოდი, ისე მაკლდა შენი ჩახუტება. შენ მუხლებზე თავის ჩამოდება და შენი ფერება. ვერც კი მნახე. მაპატიე დე, მაპატიე გევედრები,უშენობისთვის გამეტებას მე გაპატიებ, მარტო რომ დამტოვეთ, მე რა მინდა აქ,ვის დაუტოვეთ ჩემი თავი. ნუთუ ასე გენატრებოდა დე, მამა რომ მეც კი დამტოვე.როგორ არ იცოდი რომ მოვიდოდი. როგორ არ დამელოდე მაინც დედი... მხრებზე ხელების შეხება ვიგრძენი. - ცოტახნით დაისვენე გთხოვ - არ მინდა რომ დავტოვო - თავზე მაკოცა და წამომაყენა - გთხოვ, ცოტახნით დაიძინე, რამდენი დღეა არც კი გძინებია, ხვალ მძიმე დღე გველის - მთელი ძალით მოვხვიე ხელები და მის ნებას დავყევი. მეორე დღეს სამუდამოდ უნდა გამოვმშვიდოდებოდი დედას. ჩემ საწოლზე ვიწექი, გვერდით მათე საწოლის თავს ზურგით ეყრდნობოდა. - თმაზე მომეფერები? - მოგეფერები- ჩემკენ იწევს და თმას მიხსნის. მის თითებს ვგრძნობს თმაში, რიტმულად რომ დაატარებს და მეფერება. - ყოველთვის შენთან ვიქნები- ძილბურანში ჩამესმის მისი ბოლო სიტყვები. გამთენიისას გამეღვიძა, ანნას სახის პირისპირ - დილამშვიდობისას თუთ - უკვე გათენდა...- მთელი ძალით მომხვია ხელი და მის სხეულზე ამიკრა - ხომ იცი რომ შენთან ვარ, მარტო არასდროს დაგტოვებ, გეფიცები არასდროს- ანნას ცრემლები დაუფარავად ეცემოდნენ ჩემ კანს. მისაღებში გასულს, უამრავი ხალხი დამხვდა. დაკრძალვის დღეს მთელ სანათესაოს მოეყარა თავი. ჩასასვენებელთან ვიდექი დიდი ხნის გაუგონარი ხმით რომ გავიგე ჩემი სახელის ძახილი. - თუთა - კარში ცოტნე იდგა, ჩემი ბიძაშვილი. 13 წლის ვიყავი ის რომ დაიჭირეს, მასზე მაინც მქონდა ბევრი მოგონება შემორჩენილი. მიუხედავად იმისა რომ ყველასთვის ავაზაკი იყო, ჩემთვის არასდროს არაფერი დაუშავებია, არასდროს არ უწყენინებია. თუმცა კი,არც არასდროს ყოფილა ის ბიძაშვილი, რომელიც უნდა გენატრა. მაგრამ იმ წამს, კარში დანახული ცოტნე, სულ სხვა იყო. მხოლოდ თვალები ჰქოდა იგივე, თვალები არ შეცვლია. ისეთი გაზრდილი იყო, დაკაცებული. გარეგნობის ცვლილებასთან ერთად მისი პიროვნებაც შეცვლილი იყო უთუოდ. მისი მზერა ყიდდა. უზარმაზარი სხეული წამოვიდა ჩემკენ ნელი ნაბიჯებით და წამში ისე ჩამმალა თავის მკლავებში. იმ წამს ცოტნეს სიძველის სუნი ჰქონდა, თითქოს იმ ძველ გრძნობებსა და მოგონებებს მოყოლილი, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვქონდა - ვიზიარებ შენ მწუხარებას - თავზე მაკოცა, მერე დედაჩემის ჩასასვენებელთან დაიხარა და შუბლზე მიაკრო ტუჩები. დედა 16 წლის იყო მათ ოჯახში რომ შევიდა. ამ დროს ცოტნეს დედა ქეთევანი, უკვე გარდაცვლილი იყო. დედაჩემმა გაზარდა 4 წლის ცოტნე, სანამ მე გავჩნდებოდი თურმე დედასთან ეძინა კიდეც. ყოველთვის ვიცოდი რომ მამაჩემის შემდეგ, მათ ოჯახში, დედას ყველაზე დიდ პატივს ცოტნე სცემდა. მახსოვს როგორ ტიროდა დედა, ცოტნე რომ დაიჭირეს. ყოველ ზამთარს, როგორ უქსოვდა შალის წინდებს და ციხეში უგზავნიდა. არ მახსოვს როგორ გამომიყვანა ანნამ ეზოში დედას გამოსვენებისას. ირგვლივ ტირილი და მათში შერეული ჩურჩული ისმოდა. სადარბაზოდან რომ გამოასვენეს დედა, ნეტავ არასდროს მენახა ეს. შავებში მოსილ მამაკაცებს შორის ცოტნე და მის გვერდით მათე ამოვიცანი. ეზოში დაასვენეს, ჩემთვის უცხო მოხუცებული მოყვა ხმით დატირებს. როგორ ვერ ვიტანდი, როგორ მძულდა მისი წარმოთქმული თითოეული ბგერა. „შე საწყალო ნანა“ ისე ცუდად მომხვდა, ისე მეტკინა, ის იყო მუხლები მომეკვეთა მეორე მხარეს, უცხო ხელებმა რომ ჩამავლეს, ლანა იყო. ჩემ გვერდით იდგა და მამაგრებდა. მისი ცრემლიანი თვალები მახსოვს ტუჩების მოძრაობით წარმოთქმული „ვწუხვარ“ ბრახუნმა გამომაფხიზლა, იმ სკამებიდან დედას ჩასასვენებელი რომ დაასვენეს ერთი გადააქციეს და მხოლოდ ეულად, საჩემოდ დატოვეს ერთი ცალი. წინ უბნის ბავშვები მიდიოდნენ, ჩემ ნაბიჯებს ხვდებოდათ მათი მიმოფანტული ყვავილები. ბოლოს მაშინ ვაკოცე შენ ლამაზ ლოყებს სანამ მიწას დაგაყრიდნენ გულზე. ვეღარაფერს ვგრძნობდი შენსავით დე. *** სახლში მისულ,ისეთი სიცარიელე დამხვდა, როგორც არასდროს. მაშინ როცა მამა გარდაიცვალა, ერთმანეთი გვყავდა მე და დედას, ახლა კი მხოლოდ მე ვიყავი. მეტი არავინ. იმ ცარიელ ოთახში ვიჯექი, სადაც გვესვენა დედა. - თუთ, წყალი მაინც დალიე გთხოვ- ანნა მადგა თავზე - ჩემი ბრალია ხო ანნა? - ამას ნუ ამბობ თუთა, არაფერია შენი ბრალი გესმის?- მუხლებზე დაკრეფილ ხელებზე მკოცნის წინ ჩამუხლული ანნა. - შეიძლება?- კარში იდგა ლანა - დაგტოვებთ ცოტახნით - ვწუხვარ თუთი, ძალიან ვწუხვარ- ჩემ გვერდით ჯდება და მხარზე მკოცნის. - მაპატიე, რომ ასე მოგექეცით შენ და ნელის - მე მაპატიე თუთი, მაპატიე რომ ვერ შევამჩნიე ვერაფერი. ვერ შევნიშნე როგორ გეშინოდა. რა დაგმართა იმ იდიოტმა, მაპატიე რომმ იმდენხანს, ჩემ გამო გიწევდა ასე გაჩუმება - ძალიან მინდოდა რომ არ გტკენოდა, მართლა მინდოდა, მაგრამ ლანა, იმ ღამით. როცა ისევ დავკარგე შვილი, აღარ შემეძლო. მოვკვდებოდი რომ არ წავსულიყავი - ვიცი, მესმის და მე თავად წაგიყვანდი, ასეთი სულელი რომ არ ვყოფილიყავი და ბრმა. - არც მეგონა რომ დაიჯერებდი, ისეთი სხვანაირი იყო შენთან, ჩემთან კი... - ყველაფერი ვიცი, ყველაფერი მიამბო ნელიმ.სწორად მოიქეცი რომ წახვედი. ნეტავ უფრო ადრეც შეგეძლო და გაქცეულიყავი.- ისევ მხარს მიკოცნიდა - მხოლოდ შენ იყავი იმ სახლში, ვისზეც ვდარდობდი - იცოდე, რომ ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, მაშინ თუ არა, ახლა შემიძლია, ყველაფერში შენ გვერდით ვიქნები. ოთახში მათე შემოვიდა ცოტნესთან ერთად. - გამარჯობა - ისევ ისე, პატარა ბიჭივით იდგა ლანას წინ, რომელიც თვალის დახამხამებაში წამოდგა და მოხვია ხელები ცოტნეს. მაშინ მივხვდი, რომ ამდენმა წელმა და სიშორემ ვერაფერი დააკლო მათ აკრძალულ გრძნობას. სკამიდან მათემ წამომაყენა და ოთახიდან გამიყვანა. - დავრჩეთ დღეს აქ?- თმა ყურს უკან გადამიწია და ლოყაზე მაკოცა - თუ გინდა წადი შენ - გგონია აქ მარტოს დაგტოვებ? - ხომ ხედავ რომ არაფერი ხდება - ბიძაშენის დაგეშილ მზერასაც ვხედავ და მთელი ეს დღეები ეზოში იმ ნაბიჭვარსაც. - მათე, გთხოვ- ხმა არ ამოუღია - რაზე საუბრობდით შენ და ცოტნე? - ისეთი არაფერია- მზერა ამარიდა - იცოდე, არაფერი გააკეთო,რაც იცი რომ მატკენს. - ნუ ნერვიულობ.მოდი დაისვენე კარგი? - ანნა, სახლში მარტო როგორ წავა - თორნიკეა აქ და მიხედავს შენ არ იდარდო, ლანას კი ცოტნე. საწოლზე ვიწექი და ისევ თმაზე მეფერებოდა. *** - რას აპირებთ აბა ახლა?- სამზარეულოში ვისხედით მე, ანნა, თორნიკე და მათე - თუთა როცა მოინდომებს თბილისში წავალთ- ანნას დედის გამოგზავნილ ღვეზელს შეექცეოდა მათე - ანუ,ახლა ცოლ-ქმარი ხართ? - ამ დღეების მანძილზე პირველად დავფიქრდი ჩვენ სიტუაციაზე. თითქოს წამიერად ოჯახის მარწუხმა ისე მომიჭირა ყელში, სუნთქვა აღარ შემეძლო. შიში და ძველი ტრამვები ტერფებიდან მოიწევდა ზევით და მთელ სხეულსა და სულში მოდებას ლამობდა. ზურგზე შეხება ვიგრძენი, თითქოს გამომიჭირესო ფიქრებში და ვინ იქნებოდა ის,თუ არა მათე. - ოჯახი მაშინ გავხდებით, როდესაც თუთა იქნება მზად- შებრუნებულს მისი თვალები გადამეყარნენ.ისეთი სიმშვიდე იყო იქ, მისი თვალების სიღრმეში. - ადამიანს რაც გიწერია, ვერსად გაექცევი. ყველა გზა მაინც იმ ადამიანთან მიდის,ვინც შენთვისაა შექმნილი- ღიმილით ჩაილაპარაკა თორნიკემ და გვერდით მჯდომ ანნას საფეთქელზე აკოცა. *** დედას ორმოცამდე დავრჩით. თითქოს ეს პერიოდი მჭირდებოდა სახლში უმისობას, რომ შევგუებოდი. ცოტნე გავიცანი ხელახლა. ის თავში ავარდნილობა, რომელიც მისი მთავარი დამახასიათებელი იყო, სულ გაჰქრობოდა პიროვნებაში. იმაზე მეტად იყო კარგის მხრივ შეცვლილი, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა და თანაც ციხის კედლებში. ხშირად მოდიოდა ხოლმე. მომიკითხავდა და მერე მიდიოდა. შემოსული კეთილისმსურველი მეზობლებისგან გავიგე, ცოტნეს არაფერი უთქვამს, ექვთიმესთან დიდი დაპირისპირება ჰქონია, რაშიც მთავარი როლი ჩემსა და ნიკოს ამბავს ეხებოდა. იმ საღამოს მათეს თბილისში წამოსვლა მოუწია, ანნაც არ იყო რაიონში. მოსაღამოვებულს ცოტნე რომ დამადგა. საშინლად იყო გაბრაზებული. იმ მომენტში ყველაზე მეტად გავდა ბიძაჩემს, ექვთიმეს. - ყველაფერი რიგზეა ცოტნე? - არ იდარდო შენ არაფერზე- შუბლზე მაკოცა. ხელების გადასაბანად რომ მიდიოდა , მხოლოდ მაშინ შევნიშნე მისი გადაქლეთილი ხელები - ცოტნე, რა მოხდა - ასეთი სადისტი როგორაა ამხელა კაცი, ვერ ვხვდები უბრალოდ - რამე გააკეთა კიდევ? - როდის რა გაუკეთებია მაგას თუთა, არასდროს არაფერს არ აკეთებდა. არც მაშინ როცა გზიდან გადავდიოდი, არც იმ ნაბიჭვრის ხელში რომ ჩავარდი და არასდროს, გესმის არასდროს საერთოდ, მხოლოდ მისი შავი საქმეებითა და თავისი სახელის შენახვითაა დაკავებული. ბიძია ასე არ იყო, ყოველთვის ის უფრო იყო მამაჩემი, ხომ იცი. ამდენი წელი მიმაგდო ციხეში, ერთხელაც კი არ მოსულა თუთა, ერთხელაც კი. ახლა? ახლა უნდა რომ ისევ მისი კალთის ქვეშ დამიყენოს და თურმე ორჯონიკიძეში უნდა წავიდე და მისი საქმეები ვაკონტროლო. 18 წლის ვიყავი ციხეში რომ ჩამსვეს, არაფერი მე ამ ჩამპალი ჭაობის გარდა ნანახი არ მქონდა, ერთადერთი სიყვარული გამაჩნდა და ისიც ერთადერთი ადამიანის მიმართ და რა გააკეთეს? ყველაფერი ჩამიკლეს, წამართვეს. ჯანდაბაში მომისროლეს.იქ გავიზარდე, იმ წყეულ კედლებში, მხოლოდ იმას ვნატრობდი კაცობა არ დამეკარგა, იქ ჩამპალ ხალხს არ დავმსგავსებოდი და ამდენი წლის შემდეგ , გამოვდივარ და რა მხვდება? შენზე ეს ამბები, ჩემი დედობილის დაკრძალვა და ექვთიმეს დიადი გეგმები ჩემზე. - არ მისცე საშუალება რომ ისევ იქ დაგაბრუნოს. მამა რომ იყოს ცოცხალი, არაფერი მოხდებოდა ხომ იცი. მაგრამ ახლა ჩვენ თავად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი. შენი ცხოვრებისთვის უნდა იბრძოლო. შემომხედე მე, ც კი ვცადე- ისე დაეშვა დივანზე ამღვრეული თვლაებით, მივხვდი არ იცოდა - არ შემეძლო მასთან დარჩენა ცოტნე, კაცთან რომელიც არ მიყვარდა, ძალადობდა, ორი შვილი დავკარგე, ორჯერ მომეშალა მუცელი. ერთხელ ცემისას მეორედ კი წინა ბავშვის დაკარგვის შედეგად. იმ დღეს გავიქეცი, 4 თვის ფეხმძიმე რომ მოვკვდი. ყოველ წამს მეგონა რომ მიპოვიდა და დამაბრუნებდა. აღარაფერი გამაჩნდა ქვეყნად, ცოტნე თუმცა ვხვდებოდი, რომ ვეღარ გავუძლებდი, მისი ხმის გაგონებასაც კი. - მიხარია რომ მათე შეგხვდა- თითები დამიკოცნა, თვალებს მიმალავდა. - არ ვიცი ცოტნე, ისე მეშინია იმის, რაც ჩვენ გავაკეთეთ.მეშინია რომ ვერ შევძლებ, ახლოს ვერ მოვუშვებ ჩემთან. ვერ მოვიშორებ იმ ფიქრებსა და მოგონებს და დავტანჯავ - ყველაფერს შეძლებ თუთა, რაც არ ვიყავი, ყველა დროს ავინაზღაურებ. აღარ იქნები მარტო, ყველაფერში შენ გვერდით ვიქნები გესმის? აღარავის მივცემ უფლებას ისევ დაგიშავოს რამე. - მათეს მამას,მამაშენი იცნობს, საავადმყოფოში ისე მშვიდად შეხვდა ჩვენ ამბავს, როგორც კი მისი ვინაობა გაიგო - იცნობენ კი, მეც მსმენია მისი სახელი, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათეს შეუძლია შენი დაცვა აფსოლიტურად ყველაფრისგან და ყველასგან. - მითხარი ეს ხელები სად გადაიგლიჯე- მისი ხელები საკუთარში მოვიქციე - ნიკოს შევხვდი, რატომღაც მამაჩემში ავერიე, ეგონა გვერდში დავუდგებოდი - ხომ იცი ლანასთვის რა ძვირფასია - ლანა კი ჩემთვისაა ძვირფასი, ისევე როგორც შენ. მაგრამ ის ცალკე პიროვნებაა, , რომელიც საცემი კი არა მოსაკლავია - ასე ნუ საუბრობ გთხოვ. - გიყვარს? - ვინ? - მათე - არ ვიცი, მართლა არ ვიცი ცოტნე. მაგრამ ერთადერთია ვისი შეხებისაც არ მეშინია, ახლა აქ შენ გვერდით რომ ვზივარ, ასე მშვიდად მისი დამსახურებაა.მასთან ერთად არაფრის მეშინია, მაგრამ არ მინდა რომ დავტანჯო - როცა გიყვარს, ვფიქრობ ტანჯვისთვისაც უნდა იყო რაღაც მხრივ მზად და დიახ, ვფიქრობ რომ ის რასაც შენ ამბობ, სწორედ სიყვარულია. - არ მინდა ეგ სახელი ცოტნე, არ მინდა ეგ ფრაზა, სწორედ სიყვარულს აწერდა ნიკო იმ ყველაფერს. - არაფერზე იდარდო კარგი? ზედმეტად ვერც კი მოგიახლოვდება. იმ საღამოს ცოტნე ჩემთან დარჩა. მაინც არ შემეძლო მარტო ყოფნა. მთელი ღამე ვსაუბრობდით. ძველ, მივიწყებულ მოგონებებს ვაცოცხლებდით. მეორე დღეს დედას ორმოცი იყო. სასაფლაოზე მხოლოდ ახლობლები ვიყავით. მამას გვერდით დავკრძალეთ დედაც. საღამო ხანს კვლავ ჩემთან ვიყავით. ნივთებს ვაგროვებდი და მისაღებში მოსაუბრეებს ვუგდები ყურს. დრო იყო დამეტოვებინა სახლი. - გჭირდება დახმარება? - ღია კარში მათე იდგა, მხრით ეყრდნობოდა კარის ჩარჩოს. - შენ სახლში მივდივართ? - ხო, ჩემ სახლში. - მარტო ჩვენ ვიცხოვრებთ?- ღიმილით მიკრავს თავს თანხმობის ნიშნად - მამაშენი? - არაა საქართველოში და კიდევ დიდხანს არ იქნება. - გასაგებია - თუთა - კარს შორდება და ჩემკენ მოდის- ჩაგეხუტები კარგი? - მეც მხოლოდ თავს ვუქნევ- ყველაფერი კარგადაა და კიდევ უფრო კარგად იქნება. ყურში მეჩურჩულება და თავზე მკოცნის. - ცოტნე - მანქანაში ბარგს აწყობნენ ბიჭები - გისმენ თუთა - გამომართვი გასაღები- სახლის გასაღებს ვუწვდი - რისთვის?- დაბნეული მართმევს - ვფიქრობ კარგი იქნება თუ ცალკე იცხოვრებ, მაინც დაკეტილი უნდა იყოს სახლი. არ მინდა რომ სულ გამოყრუვდეს. რომ ამოვალ მინდა რომ სულ იქ დამხვდე ხოლმე, როდემდე აპირებ შენ ძმაკაცთან დარჩენას? - მადლობა- შუბლზე მკოცნის და მშორდება- სახლს მივხედავ არ იდარდო. *** გვიანი იყო თბილისში რომ ჩავედით,ჩვენს ახალ სახლში - ეს შენი ოთახი იქნება, თუ რაიმეს შეცვლა მოგინდება არაა პრობლემა- საძინებლის კარს მიღებს ღიმილით - მეგონა- გაკვირვება ვერ დავმალე - ვხვდები, რომ გარკვევა გჭირდება და ამაში შენი პირადი სივრცე დაგეხმარება საძინებელში ნივთების ამოლაგებაში ვიყავი კარზე კაკუნით რომ შემოვიდა მათე - არ გინდა აივანზე ყავა დავლიოთ? ყავის ფინჯნებით ხელში, სარწეველა სკამზე ვისხედით მე, მათე და ღამის თბილისი - ასეთ საღამოებზე ვოცნებობდი სულ, მეგონა სკოლას დავამთავრებდი, უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, აქეთ გადმოვიდოდი და ძალიან, ძალიან ქაოტურ ცხოვრებში ჩავებმეოდი - არასდროსაა ოცნებების ახდენა გვიანი, ცოტათი ავრიეთ წყობა, თუმცა შეგიძლია ბოლო პუნქტი შეასრულო და უნივერსიტეტში ჩააბარა. - მართლა შეიძლება? - თუთა, ჩვენი ჯვრისწერა განაჩენი არაა,არც ბორკილები. ყოველთვის დაგეხმარები ყველაფერში, რასაც კი მოისურვებ. მინდა ის აკეთო და ისეთი იყოს შენი ყოველდღიურობა რაც და როგორც გინდა. - ამდენს აკეთებ ჩემთვის, ამდენს ვსაუბრობთ ჩემზე, მაგრამ არასდროს მიყვები შენზე - მაგალითად რა გაინტერესებს? - ყველაფერი - ჩემი წარსულის ისეთი მომენტები იცი თუთა, რაც არავინ იცის. 6 თვე ვცხოვრობდით ერთად და ყველაზე ნამდვილს მიცნობ. ნუთუ გაქვს კიდევ რაიმე კითხვა. მინდა რომ სწორედ ამ მხრივ მიცნობდე და თუ რაიმე კიდევაა შეუცნობელი ისევ ასე სიტუაციურად და მომენტალურად გამიცნო. - არ მუშაობ?- ხმამაღლა და გულწრფელად გაეცინა. - დეველოპერი და ასევე ბუღალტერი ვარ, თუმცა ბოლო დროს ძირითადად ონლაინ რეჟიმში ვარ. - აჰამ, გასაგებია. - შენ რა გინდა რომ გამოხვიდე დიდი გოგო რომ გახდები?- სასაცილოდ დამკრა თითი ცხვირზე - ადრე მინდოდა, ჟურნალისტიკა. თუმცა საკმარისი მიზეზები მქონდა, რომ გამეანალიზებინა, მე ვერ ვიქნები კარგი ჟურნალისტი. - ასე რატომ ფიქრობ? - ამ პროფესიას სითამამე, ბრძოლისუნარიანობა, შეუპოვრობა ჭირდება. მე ვალდებული ვიქნები ყველაზე ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვაც კი დავიჭირო და მთელი ქვეყნის გასაგონად ვიყვირო. მე კი იმ ჭაობს მიღმა,ჩემი გასაჭირიც კი ვერ გამოვიტანე, ვერავის გავაგონე ხმა - აბა, ახლა რა გინდა რომ გამოხვიდე - არ ვიცი, რომელ პროფესიაში უნდა ჩავატიო, თუმცა მინდა, რომ ის ყველაფერი რაც მე გამოვიარე, რისი მსხვერპლიც ვიყავი, არავინ გამოიაროს. მინდა რომ მქონდეს ადგილი, სადაც შევძლებ ჩემსავით იმ სისასტიკეს გამოქცეული გოგონები შევიფარო და მათზე ვიზრუნო. - საოცარი ხარ თუთა- საფეთქელთან დამიტოვა კოცნა- ამ ყველაფერს გავაკეთებთ იცოდე- მიჩურჩულა ყურში. *** ის პერიოდი მათესთან ერთად ცხოვრება, სრულებით განსხვავდებოდა განვლილი 6 თვისგან. დრო იმაზე სწრაფად გადიოდა ვიდრე წარმომედგინა, თუმცა ყოველი დღე იყო განსხვავებული, და ერთმანეთისგან გამორჩეული. ნელ-ნელა დავიწყე იმის გაანალიზებაც, რომ კორინთელის მიმართ გრძნობები,მართლაც მქონდა. საღამოობით, როდესაც სამუშაო მაგიდას მიუჯდებოდა ხოლმე სამუშაოდ, უაზროდ გამიშტერდებოდა ხოლმე მასზე მზერა. მის თითოეულ ნაკვთს ვსწავლობდი და გონებაში ღრმად აღვბეჭდავდი. ღამით, როდესაც ჯერ კიდევ მესიზმრებოდა კოშმარები, ან თუნდაც ფიქრები სიბნელეში მიქროდნენ, თვალებს ვხუჭავდი და მის თვალებს ვიხსენებდი, უძიროსა და მშვიდს. ნელ-ნელა ვუწყობდი ფეხს ქალაქის რიტმს, ხალხმრავლობასა და ქაოსს, თუმცა კი მარტო სიარულს თავს ჯერ ისევ ვარიდებდი. ვემზადებოდი გამოცდებისთვის, მიზნად მქონდა უნივერსიტეტში ჩაბარება და ყველა იმ მიზნის ასრულება,რაც მქონდა. *** თბილისს ათოვდა. არა ისე როგორც მე მიყვარდა, თუმცა ათოვდა. დეკემბრის შუა რიცხვები იყო, ახალი წელი გვიახლოვდებოდა. ანნასთან ვიყავი და მათეს მოსვლას ველოდებოდი სახლში წასავლელად. - როგორ გრძნობ თავს? - აივანზე ვისხედით ყავის ფინჯნებით ხელში და თოვას ვუყურებდით. - კარგად ვარ, ისე კარგად როგორც ჯერ არასდროს - მიხარია, ძალიან მიხარია თუთ, ყველაზე მეტად ამას შენ იმსახურებდი - მიყვარს ანნ- მზერა არ მომიშორები ფანტელებისთვის ისე ამოვიჩურჩულე - დიდიხანია გიყვარს და მიხარია, რომ როგორც იქნა გაიაზრე - ასე მეტყობოდა? - როგორც კი გურიიდან ჩამოსულები გნახეთ, იმ წამსვე მივხვდი. - ჯერ ისევ მეშინია ანნ- მისკენ ვბრუნდები - არაფერია საშიში თუთა, დროა ყველა ძველი მოგონება მოიშორო. მესმის რთულია, ასე ერთიანად ვერ გააქრობ, მაგრამ დროა გესმის?! საუკეთესო ადამიანი გყავს გვერდით, ახლა უნდა დატკბე ცხოვრებით.უნდა მოუშვა მათე ახლოს და დამიჯერე, ყველაფერს თავად გააქრობს, ყველა ხმას ჩაახშობს. შენ არ იცი, როგორ გიყურებს ხოლმე. - ალბათ მართალი ხარ ანნ, თუ წამოვედი იმ ყველაფრიდან, თუ გადავრჩი, რისთვის გადავრჩი თუ ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ - აი ასე, ჩემო გოგო. უკვე მომწონს. - ძალიან მიყვარხარ იცოდე და არასდროს დამავიწყდება,რომ სწორედ შენი დამსახურებაა რომ დღეს აქ ვარ. - მეც ძალიან მიყვარხარ- ხელებს მხვევს და ლოყას ხმაურით მიკოცნის „მოვედი“ - მათე იყო სწრაფად დავემშვიდობე ანნას და კიბეზე სირბილით დავეშვი. მანქანის კარი უცებვე გამოვხსენი და ჩავჯექი - ნახე როგორ თოვს- ჩაწეული ფანჯრიდან ხელის გულებს ვახვედრებ ფანტელებს - სულ საოცრადო- ხელის გულზე დავარდნილ თოვლის ფანტელს ვუყურებ „სანამ გაქრებ მოასწარი“ მისკენ ვბრუნდები სხეულით და მთელი ძალით ვხვევ ხელებს ერთხანს მთელი სხეული გაუშეშდა, შემდეგ კი მისი ხელები ვიგრძენი ზურგზე - იქ წაგიყვან სადაც მუდამ თოვლია, თუ კი ასე ძალიან გაგახარებს - ჩემ ყურთან ჩურჩულებს და თმაზე მიწყებს ფერებას. - ანტარქტიდაზე? - პატარა ბავშვივით გაოცებული ჩავჩურჩულებ ყურში და ხელებს უფრო ძლიერად ვხვევ - თუნდაც - არა, ძალიან ცივა იქ - მოდი მაშინ, წავიდეთ იქ სადაც ახლა თოვს, ყველაზე ლამაზად- მის სხეულს ვშორდები და სავარძელს ვუბრუნდები - სად? - სიურპრიზია - დაღლილი არ ხარ? - შენი ბედნიერი სახის ან ამ ჩახუტების შემდეგ?- ჩემ ხელის მტევანს საკუთარში იქცევს და მკოცნის - ცოდო ხარ - ისევ მკოცნის და მანქანას ღიმილით ძრავს. ჯერ ისევ მის ხელში იყო ჩემი მტევანი მოქცეული, ისევ მიტოვებდა პერიოდულად კოცნებს. რაც უფრო გავდიოდით ქალაქიდან, უფრო მატულობდა თოვა. უფროდაუფრო მსხვილი ფანტელები ცვიოდა ციდან. სავარძელზე ვეღარ ვისვენებდი, ისე მიხაროდა. ვიწრო, კლაკნილი გზა მიდიოდა ტყის სიღრმეში, გარშემო კი მხოლოდ ხეთა რიგები იყო, რომელიც უკვე კარგად დაეფარა თოვლს. მანქანა გზიდან გადააყენა და გადავედით. - შეხედე რამხელა ფანტელებია - შუა გზაზე ხელებ გაშლილი ვეგებებოდი ბარდნას. პალტოს სიღრმეში, ჩემ წელზე მისი ხელების შემოხვევა ვიგრძენი და მთელი ტანით მასზე ვიყავი აკრული. კორინთელის ცხელი სუნთქვა მეფრქვეოდა შუბლზე, სადაც იმ წამს კოცნაც დამიტოვა. პირველად ვიყავი მასთან ასე ახლოს. პირველად ვიჭერდი მის ყველა ამოსუნთქვას. პირველად ვგრძნობდი მისი გულის ცემას. - ჩემ ჩახუტებას ველოდები - სახეს ზემოთ ვწევ, მისი თვალების დანახვა მინდა. თითის წვერებზე ვიწევი და ხელებს კისერზე ვხვევ - კიდევ უფრო გაგჭყლინტო? - ჰო- მეც კიდევ უფრო მეტად ვხვევ ხელებს და ისე ახლოს ვჩნდები მის ტუჩებთან,მისი სუნთქვა უკვე ჩემ ტუჩებს ეფინება და შემდეგ ჩემ პირველ კოცნას მპარავს, ჩემი ნებითვე. თითქოს მასთან ერთად დავიწყე სუნთქვა. თითქოს მისი ჰაერი დადიოდა ჩემს სხეულში. - მიყვარხარ თუთა - დაბადების დღეს გილოცავ- ამოვიჩურჩულე და მსუბუქად შევეხე კვლავ მის ტუჩებს. *** მათეს დაბადების დღე სახლში აღვნიშნეთ. მისი მეგობრები გვყავდა სტუმრად, მთელი საღამო ჩემი ხელი ჰქონდა თავისაში მოქცეული და ცერა თითით განუწყვეტლივ მეფერებოდა. ვხედავდი ნელნელა როგორ ერეოდა სიმთვრალე და როგორ მოუშორებელი ხდებოდა მისი დინჯი სახიდან ფართე ღიმილი. მიყვარდა ისე ძლიერ, როგორც მეგონა არ შემეძლო შემყვარებოდა. სტუმრები გვიან გავისტუმრეთ. აივანზე მათე და თორნიკე ისხდნენ, მე და ანნა კი სუფრას ვალაგებდით. - მთელი საღამოა თვალები გიბრწყინავთ ორივე- თეფშებს იღებდა და თან მეჩურჩულებოდა - მითხრა მიყვარხარო- ვეჩურჩულები მეც - ეგ ისედაც ხომ იცოდი?- წარბებს უკმაყოფილოდ ჭმუხნის - კიდევ... - ჩემი ტუჩები მის კოცნას მომენტალურად იხსენებენ - მოვკვდი თუთა - მაკოცა - ღმერთო... როგორც იქნა - ხელებს თეფშებიანად მაღლა წევს და სამზარეულოში მიდის. *** - ძალიან, ძალიან მიყვარხარ თუთიკო - საკმაოდ მთვრალი თორნიკე ლოყებს ხმაურით მიკოცნის და ანნას ხელის დაქაჩვას ყვება - ანნა, ნელა იარე კარგი- შუბლზე კოცნის მათე ანნას, თორნიკეს კი თმას უჩეჩავს - მომწერე რომ მიხვალთ- ვუყურებ როგორ შედიან ლიფტში და კარს ვხურავ. მათე კედელსაა მხრით მიყრდნობილი და მიღიმის. - კიდევ უფრო დავბერდი - ძალიან, ბებერი ხარ ნამდვილად. წამოდი მიგაცილო ოთახამდე- მის ხელს ვექაჩები - ესეთი მთვრალიც არ ვარ- მიცინის და ხელს მხვევს - თუმცა, არასდროს გინახივარ მთვრალი - ჰო, არასდროს - მერე როგორი ვარ თუთი? - არეული ნაბიჯებით მომყვება - ძალიან ღიმილიანი - ისე რა, არ ვიღიმი?- ადგილზე დგება და ზემოდან დამყურებს. - იღიმი, როგორ არა, მაგრამ ყველასთან არა - რომ გაკოცო? - ხელით მისკენ მაბრუნებს და სხეულზე მიკრავს - რომ- ღიმილით ვუსწორებ მზერას. ჩემკენ იხრება და ისევ ვგრძნობ მის ტუჩებს.ღიმილით მშორდება საძინებელში შემყავს და მოწყვეტით ეცემა საწოლზე. - მათე, ასე არ დაიძინო იცოდე- ზემოდან დავყურებ თვალებ მილულს - გთხოვ, დღეს ხომ ჩემი დღეა მის ბურდღუნზე მეცინება და ფეხსაცმლის თასმებს ვუხსნი - გასწორდი მიდი დაგაფარო მაინც - თუთი,თუთი- ჩემ სახელს ღიღინებს და მკლავებს ეყრდნობა - დაწექი ნორმალურად გთხოვ- ღიმილს ვერ ვმალავ - მე ხომ არაფერი მითხოვია ჩემ დაბადების დღეზე - რა გინდა აბა - დაიძინე დღეს ჩემთან იმ საწოლის მეორე კიდეს შევხედე. ყოველთვის რომ მძულდა. - არ შემიძლია, მაპატიე- ისე გამოვიქეცი საძინებლიდან, უაკნ აღარ მიმიხედავს. აივანზე ვიჯექი, თორნიკეს დარჩენილი სიგარეტის კოლოფიდან ერთი ამოვაძვრინე და მოვუკიდე. პირველად ვეწეოდი. არ ვიცოდი, რას უნდა ეშველა, რისი მოლოდინი მქონდა. რამდენჯერმე მწარედ ამოვახველე. ისევ დავარტყი ნაპასი, აღარ დამახველა. რა ჯანდაბას ვაკეთებდი. როგორ შემეძლო ვყოფილიყავი კვლავ წარსულში. როგორ შემეძლო შემშინებოდა მისი. თვალები ამიწვა ცხელმა სითხემ. არ ვიცი რამდენხანს ვიჯექი დაფერფლილი სიგარეტის ღერით აივანზე. რამდენხანს მქონდა საკუთარი თავის თვითგვემის ცერემონია. თვალებს ვხუჭავ და იმ დღეს აღბეჭდილი კადრები დამიდგა თვალწინ, მისი ფართე ღიმილი და მარცხენა ჩაჩვეტილი ლოყა. ფეხზე წამოვდექი და სახლში შევედი. მისი საძინებლის კარის სახელური დაუფიქრებლად დავწიე და შევედი. ზურგით იწვა. მშვიდად აუდ-ჩაუდიოდა მხრები. საბნის კუთხე ფრთხილად ავწიე და მის გვერდით დავწექი, გაყინული ხელები შემოვავლე და მხარზე ვაკოცე. ვიგრძენი როგორ შეკრთა მისი სხეული. ლოყას მის ზურგს ვაყრდნობდი - მიყვარხარ - ამოვიჩურჩულე. ჩემ ხელს თავისი შემოავლო და ჩემი მტევანი გულზე მიიდო - მიყვარხარ- ამოიჩურჩულა მან. არ მახსოვს როგორ ჩამეძინა, მისი სუნთქვების თვლაში. არც კი ინძრეოდა.თითქოს არ უნდოდა შემშინებოდა. თვალების გახელისას პირველი რასაც ვხედავ მისი ღიმილი და ის უძირო თვალებია. - დილამშვიდობისა - ისე წარმოთქვამს, წამითაც კი არ იკავებს ღიმილს. პირველად იყო, როდესაც საწოლში სხვა ადამიანთან ერთად გაღვიძებამ არ შემაშინა. თითქოს მის თვალებში ჩაბუდებული სიმშვიდე, ჩემშიც გადმოვიდა. - დილამშვიდობის- ხელებს ფრთხილად მხვევს და მისკენ მიზიდავს. მისი გულის ცემა მესმის. - ისევ მეტყვი? - რას,რომ მიყვარხარ?- მთელ სხეულზე აყრის ბუსუსები. მიყვარდა, სიგიჟემდე მიყვარდა. წარმოუდგენლად, დაუჯერებლად მიყვარდა. მისი თითეული უჯრედით ჩემ თითოეულ უჯრედს. ყოველ მის შეხებაზე, ის შეგრძნებები მიყვარდა მთელ სხეულში რომ მივლიდა. ის თითოეული წამი, რომელსაც მასთან ვატარებდი და ის ყველა ფიქრი, რომელიც მხოლოდ მის გარშემო ტრიალებდა, როცა გვერდით არ მყავდა. მისი ყველა ნათქვამი „თუთი“, ყველა ნათქვამი „მიყვარხარ“ ყოველი ღამე, რომელსაც მის მკლავებში ვათენებდი და ყოველი დილა მისი სუნთქვის აღქმით დაწყებული. ყველაფერი, აფსოლიტურად ყველა ფერი მაჩუქა. ჩემი სულის ჭრილობები, ჩემი დაბზარული კედლები მისი სიყვარულით გამიმთელა. ასე, უბრალოდ, იმდენად ამავსო მისი სიყვარულით, ყველა ტკივილი გამოდევნა ჩემგან, ყველაფერი გააქრო.მისი სიყავრულის გარდა ადგილი აღარაფრისთვის მქონდა. მახსოვს, როდესაც პირველად გაჩუქე საკუთარი თავი. ყველა შენი ფრთხილი შეხება ახსოვს ჩემ კანს. ყველა შენი ნაკოცნი ადგილი.შენი სიმშვიდის ზღვა თვალებში და ტალღა, რომელიც მთელ სხეულში მივლიდა. მე მოგიძღვენი ჩემი სული. *** - ნუ ნერვიულობ კარგი?- სკამზე მჯდომს უკან მიდგას და კისერში კოცნებს მიტოვებს. ყველანი ჩვენთან იყვნენ. - კარგი, მორჩა, ვნახულობ- მაუსს ვაწკაპებ და მონიტორს ვაშტერდები- ჩავაბარე- ვჩურჩულებ და სმენა მიქვეითდება ანნას კივილისგან, სკამიდან წამოფრენილს მათე ხელში მიტაცებს და სახეს მიკოცნის „ხომ გეუბნებოდი“ მეჩურჩულებოდა კოცნებს შორის. იმ დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგი ჩემი ოცნებებისკენ 100%- იანი გრანტით. იმ შრომის ხარჯზე, რაც მთელი წლის განმავლობაში ჩავდე. *** - მათე, სად მივდივართ- თვალებახვეულს მიმიძღვოდა - სულ ცოტაც მოითმინე ვჩერდებით,სახვევს მხსნის და თვალებს ვახელ. - სად ვართ? - ძველი, უზარმაზარი შენობის წინ ვდგავართ უკნიდან მხვევს ხელებს და თავზე მკოცნის - აქ ახდება შენი ოცნება, თავშესაფარს გავხსნით როგორც გინდოდა. ვერ ვიჯერებდი. გააზრება მიჭირდა. ნუთუ რეალობა იყო. - მართლა ამბობ? - უკან ვბრუნდები და მის სახეს ხელებში ვიქცევ - მათე... თვალები მიცრემლიანდება - ყველაფერს ისე გავაკეთებთ როგორც შენ გენდომება. შეხედე ეს ადგილი უდიდესი იმედი გახდება უამრავი გოგონასთვის სულ მალე - ისე უყურებს მისი თვალები შენობას, თითქოს უკვე ხედავს მომავალს. - კი, მაგრამ როგორ?- ცრემლები ზღურბლს ცდებიან - ზოგჯერ ადამიანებს უნდათ თავიანთი შეცდომების გამოსწორება ადრე თუ გვიან ვიცოდი რომ მამამის გულსხმობდა. ისიც ვიცოდი, რომ მსგავსად შეცდომას მათეს თვალში ვერავინ გამოასწორებდა. ვიცოდი, რომ ეს მისთვის საკმაოდ რთული იყო. *** - ყველანი აქ ვართ? - თორნიკე იდგა შენობის შესავლელში და გვითვლიდა. ყველანი ვიყავით, ბიჭების მთელი სამეგობრო, მე, ანნა, ცოტნე და ჩემი გაოცების ყველაზე დიდი მიზეზი ლანა. სახელდახელოდ გამოწყობილები ვიწყებდით ჩემი ოცნების ასრულებას. შენობას ვასუფთავებდით და სარემონტოდ ვამზადებდით. იმდენნი ვიყავით, მეგონა მთასაც კი გადავდგავდით. - ისეთი ლამაზი იქნება აქაურობა- მოსვრილი ლანა ხელებ გაშლილი ტრიალებდა მთავარ ოთახში ფანჯრიდან ვუყურებდი ეზოში მომუშავე ბიჭებს. - აბა, ცივი წყალი ვის უნდა? - წყლის შეკვრებით შემოვიდნენ ანნა და თორნიკე. - აქ მგონი ვიღაცები ძალიან ზარმაცობენ - წარბებს კრავს ცოტნე და თორნიკეს ნასროლ წყლის ბოთლს იჭერს. ოთახიდან სიცილით გამოვდვიარ და მომავალი „ჩემი ოთახი“-სკენ მივდივარ. ფანჯარასთან დგას თავჩახრილი მათე. ვხვდები რომ ჩემი ნაბიჯები ამოიცნო. - რას აკეთებ? - მხარზე ვკოცნი ფანჯრის რაფაზე დანის წვერით წარწერას ტოვებდა. „სულში შემოიჭრა თუთა“ - მე სხვანაირად ვიცი - არასდროს, არცერთი წამით არ დაგავიწყდეს როგორ ძალიან მიყვარხარ - არასდროს მომცე საშუალება ამის- ხელებს მთელი ძალით ვხვევ. - ყოველთვის, ყველაფერს მიაღწევ გესმის? რასაც კი მოინდომებ, საერთოდ ყველაფერს ჩემ სახეს ხელებში იქცევს და თვალებში მიყურებს - ერთ სულ, ერთ გულ, ერთ სხეულ - მეცურჩულება და მკოცნის. *** უნივერსიტეტის პირველი დღე იყო. უსაზღვრო ემოციებით დატვირთული გამოვდიოდი უნივერსიტეტიდან, ეზოში მათე და თორნიკე ერთად რომ დამხვდნენ. - ღმერთო, ისეთი საოცარი იყო- მათ წინ მდგომი ემოციების ფრქვევას ვიწყებ. - უფრო საოცარს გაგიხდი ერთი წინადადებით- თორნიკე ქვემოდან მიყურებს და მიღიმის - არაა...- მაშინვე ვხვდები მის ჩანაფიქრს - დღეს, საღამო შენ და ანნა აღნიშნავთ შენი სტუდენტობის პირველ დღეს, იპრანჭებით კონკრეტულ მისამართზე, კონკრეტულ დროს მათე მოგიყვანთ - ვერ დავმალავ - რას ვერ დამალავ თუთა, ახლა ნუ გამაგიჟებ ისედაც დილიდან ვალიდოლზე ვარ - მომკავს - დამიჯერე მე უფრო მოგკლავ სიცილით კრავს ხელს მათე და მეხვევა. იმ საღამოს ჩემ ნაცვლად მათემ ისაუბრა. გამოპრანჭულები ფუნიკულიორზე ისე მიგვიყვანა მათემ, მთელი გზა ხოტბას ასხავდა ანნა - აი ქმარი, ამაზე ნაკლებ ადგილას არ უნდა აღუნიშნო მეუღლეს სტუდენტობა - გადმოდით, გადმოდით- სიცილს ვერ ვიკავებდით ვერცერთი. ბრაზობდა თორნიკეს მივლინების გამო. ისე შედის შიგნით არც კი გველოდება. ტერასაზე ღამის სიბნელეს, სანთლების თბილი ნათება ფანტავდა. საღაც, შორიდან ნაზი მელოდია წვდებოდა სმენას. მაგიდაზე თეთრი ორქიდეების უზარმაზარი თაიგული იდო. - რა ხდება- ჩვენკენ ბრუნდება ანნა და საყვარელ მამაკაცსაც აწყდება ცალ მუხლზე მდგომს- ღმერთო...- ცრემლიან თვალებს წამით ხუჭავს. ალბათ ამოწმებდა რეალობა იყო თუ არა - ცოლად გამომყვები ანნა? ცრემლებს, მისი ღიმილი შეერიათ და თავის ნელი კანტური. გული საგულეში ვეღარ მეტეოდა, ვერც გავიაზრე როდის ავტირდი. *** ოქროსფერებში უნდოდა ანნას ქორწილი ულამაზესი იყო შემოდგომა და ანნა თეთრ კაბაში. ოქროსფერ ფოთლებში შრიალით მოდიოდა მამის ხელკავით. მოდიოდა და მოჰქონდა საოცარი სურნელი ბედნიერების. იმ საღამოს ყველაზე ბედნიერი ვიყავი მეც. სხვებისგან შეუმჩნევლად ვეფერებოდი ჩემს ჯერ კიდევ ვერ აღქმად მუცელს. რესტორანში ვიყავით ჩვენ და უამრავი ხალხი. მთელი საღამო ხელებზე მეფერებოდა მათე. - ძალიან ბედნიერები არიან - ნელ მუსიკაზე ვცეკვავთ, წყვილს თვალს ვერ ვწყვეტ. - იმიტომ რომ ერთმანეთი ჰყავთ- საფეთქელთან მკოცნის - შენ ხარ ისეთივე ბედნიერი? - მხოლოდ ამ წამითაც კი, ყველაზე ბედნიერი ვარ - ისევ მკოცნის. წელზე შემოხვეულ მის ხელს ვიშორებ და მუცელზე ვადებინებ. შეშდება, ჯერ საკუთარ ხელს უყურებს, შემდეგ კი მე - თუთა- მის ბაგეებს ცდებათ ჩემი სახელი... - ყველაზე ბედნიერი ვარ შენ გვერდით და კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებით - მიყვარხარ- ცრემლიან თვალებს ხუჭავს და სხეულზე მიკრავს - მიყვარხარ *** მახსოვს, როგორ ნერვიულობდა ეხოსკოპიის პირველ ვიზიტზე. როგორ მონდომებით ცდილობდა ამოეცნო პატარა არსება მონიტორზე, რომელიც მხოლოდ ლობიოს მარცვლის ზომის თუ იქნებოდა. - ვხედავ, როგორ ვერ ვხედავ აი აქ არის- მთელი სიმტკიცით მიუთითებდა. შემდეგ ვიზიტზე, როდესაც მუცელი უკვე კარგად მეტყობოდა პირველად მოვისმინეთ ჩვენის გულის ცემა თვალები ჰქონდა დახუჭული და ისე ისმენდა, თითქოს სამუდამოდ იმახსოვრებდა ამ ხმას. - რატომ არ გინდათ სქესის გაგება?- ჯუჯღუნებდა თორნიკე - სქეს რა მნიშვნელობა აქვს?- გვერდით მჯდომი ანნა ფრთხილად მეფერებოდა მუცელზე. - მეც რომ შეგეხო თუთი? - ჩემ წინ ჩაიმუხლა და ჩემი თანხმობის შემდეგ პირველად შემეხო მუცელზე- მაინც გაიგებს ბიძია, მანდ - სიტყვა უწყდება და შეშლილი სახით მიყურებს. პირველი დარტყმა იყო. ჩვენი შვილის პირველი გამოძრავება. - გამოძრავდა- ცრემლებს ვიწმენდ- მათე მოდი, ისევ მირტყავს მის აკანკალებულ ხელს დარტყმების ეპიცენტრში ვიდებ და მის სახეზე აღბეჭდილი ემოციებით ვტკბები. *** მეშინოდა. უაზრო ფიქრები ამეკვიატა. მოგონებები ამეშალა. ყოველ ღამით ვიღვიძებდი და ზეწარს ვამოწმებდი. მხოლოდ ეს ვერ დავივიწყე. მხოლოდ ჩემი ორი ცალი ვერ დავივიწყე. *** ძველით ახალ წელს ჩემ სახლში ვხვდებოდით ყველა ერთად, ცოტნეს მასპინძლობით. უკვე მე-8 თვეში ვიყავი. ისეთი დიდი მუცელი მქონდა, უკვე მოძრაობაც კი მიჭირდა. - მათე,გააჩერე მაღაზიასთან რა - მითხარი რა გინდა და მოგიტან- მანქანას იქვე აჩერებს. - არაა, რომ შემოვალ მერე გამახსენდება- ღვედს ვიხსნი და კარს ძლივს ვაღებ. - ღიპუცა, ფრთხილად- სწრაფად ჩნდება ჩემთან და გადმოსვალში მეხმარება. საყვარელ კიტრის მწნილს ვიღებ ხელში და მათესგან დამალვას ვცდილობ. არ გამომდის, შორდანვე მამჩნევს და მიღიმის. - გადი, გადავიხდი და გამოვალ მაღაზიიდან გამოვდივარ იქვე კარში ვჩერდები შეხსნილი პალტოდან ჩემი მუცელი ვერ იმალებდა. ხელებით ვეფერები და აკვიატებულ საახალწლო მელოდიას ვღიღინებ. უცნაური შეგრძნება მქონდა. თავს ვწევ და მზერა მეყინება, გზის გადაღმა დიდიხნის წინ მივიწყებული კოშმარი გამიცოცხლდა. ინსტიქტურად, მთელი ძალით ვიხვევ მუცელზე ხელებს და მის დამალვას ვცდილობ. იდგა და მიყურებდა. სიბნელიდან, თავად სიბნელის გამოძახილი. - თუთი - ჩემი სახელი მომესმა- ვბრუნდები, მათეა.- მოხდა რამე? -თავს უარის ნიშნად ვიქნევ და მანქანაში ვჯდები - მიყვარხარ- კარს ღიმილით მიხურავს. არ ჯდება. უკანა ფანჯრიდან ნიკოს მზერას ვაწყდები. მანქანის კარს ვაღებ და გადმოვდივარ. უკან დგას, მზერა მეყინება მის სისხლიან ხელებზე და დანაზა. მხოლოდ მაშინ ვიხები ასფალტზე, სადაც მათეს სხეულს ვხედავ. ორ ნაბიჯში ვფარავ ჩვენ შორის მანძილს და მუხლებზე ვეშვები. მის სხეულს ჩემკენ ვაბრუნებ და დილით, ჩემი ხელით გაუთოვებულ თეთრ პერანგზე რამდენიმე წითელ მზარდ ლაქას ვხედავ - მათე- ძლივს ამოვთქვავ მის სახელს- მათე, გევედრები - სახეზე ხელებს ვუსვავ და თითებს ვუკოცნი. - მიშველეთ !- საკუთარი ხმა მაშინებს- დამეხმარეთ ! - ვყვირი და ჩვენ შვილთან ერთად, მის სხეულს ვიკრავ. არ მახსოვს როგორ გაჩნდა ხალხი ჩვენ გარსემო. როდის მოვიდნენ ჩემები. ჩემ წინ მუხლებზე დამხობილი თორნიკე მახსოვს. მათეს სხეულის გამოგლეჯვას რომ ცდილობდა ჩემთვის. - გეხვეწები - მზერას ვუსწორებ - მიშველე - მის გამოწვდილ ხელს ჩემ სისხლიან თითებს ვახვედრებ - სად ჯანდაბაშია სასწრაფო- ცოტნეს ღრიალი ისმოდა ღამეში. თოვდა და თეთრ „ფანტელებს თითქოს სევდა შეპარვიათ“ - თოვს, თვალი გაახილე და მე ისევ ყველაზე ბედნიერი, მთელი ძალით შემოგხვევ ხელებს, როგორც ყოველ თოვას- მის ყურთან ვჩურჩულებ და სახეზე დაცემულ ფიფქებს ვაშორებ. მერე არაფერი მახსოვს. მანამ, სანამ შენ ცივ სხეულს არ დავხვდი ჩვენ სახლში. ყოველთვის თბილი ხელები ჰქონდა,იცით?! სულ, ყოველთვის. მაგრამ იმ დღეს აღარ. არ შეგიძლია რომ გაიღვიძო?! „გაიღვიძე, კუბო მორთე, შენს გვერდით მომიწოდე, ადგილი მანდ ორთავეს გვეყოფა, ხომ იცი, ხალხს და სოფელს განვერიდე, მტორავენ ტრფობისა და კენტობის ვაებანი, გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე. ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან პაემანი“ *** - მიწა არ დაყარონ ანნა- მუხლებზე დამხობილი მთელი სხეულით ვეფარებოდი მას. - თუთა, გევედრები- ჩემ წამოყენებას ცდილობდა - მოვკვდები ანნა, გევედრები მიშველე, არ ჩამალონ ანნა. - თუთა- თორნიკეს ხელებს ვგრძნობ - არა თორნი, გეხვეწები, რატომ არ გესმით- მზერას შემოკრებილ ხალხს ვავლებ და მათში ნავნობ თვლაებს ვაწყდები. ჭაღარა მამაკაცი, ჩემ წინ მუხლებზე ეცემა და ჩემ მათეს ეხება. მათე იყო 20 წლის შემდეგ, მეგონა მელანდებოდა სანამ მისი წარმოთქმული ერთადერთი სიტყვა არ მომესმა „შვილო“ მის ცივ თითებს მთელი ძალით ვეჭიდები და ვცდილობ არ გავუშვა - თუთა გევედრები- თორნიკეს ხელები ჩემ წამოყენებას ცდილობენ თითები მისხლტება ვგრძნობ ბოლოჯერ როგორ ეხება ჩვენი თითის წვერები ერთმანეთს - მათე... *** სახლი უშენოდა აღარაა შენ გარეშე, თითქოს აღარც თენდება მე ისევ გელოდები, გათენებიდან გათენებამდე მაგრამ არ მოდიხარ. ყოველ ღამით მგონია რომ კოშმარი დასრულდება, გამოვიღვიძებ და შენ ჩემ გვერდით მშვიდად გეძინება, მაგრამ ყოველ ჯერზე მხოლოდ ანნას სხეულს ვხედავ. შენ ისევ არ ხარ. უშენობის მე-9 დღე იყო კარზე კაკუნს, ისევ შენი თვალები რომ შემხვდა. თავჩახრილი მამაშენი იდგა კარში. ისე მოვხვიე ხელები, როგორც შენ მეგონა შენი სურნელი ექნებოდა, მაგრამ არა... ცდილობდა ცრემლები დაემალა. - ეს...- პალტოს ჯიბიდან ნივთს იღებს- ხელში პატარა ნაჭრის დათუნია ეჭირა - მათეს სათამაშო იყო- სიტყვა უწყდება და თვალბეს მთელი ძალით ხუჭავს- მისი პირველი სათამაშო, ამის გარეშე არ იძინებდა- ხელებში მიდებს. უთქმელად დგება და სახლიდან მიდის. *** - არა ! მათე ! - ცოტნეს ძახილი მაფხიზლებს მთელი ძალით მიკრავს გულში და ჩემ დამშვიდებას ცდილობ. - ნუთუ არ ეყო,რაც დამმართა. ნუთუ არ იყო საკმარისი. მისი თავიც რატომ წამართვა. *** - ნიკო იპოვეს - მისაღებიდან თორნიკეს ჩურჩული მესმის - სადაა - ცოტნე ანნა საძინებლიდან გასული თორნიკეს ვვარდები - რა გააკეთა- თავჩახრილი ხმას არ იღებს- თორნიკე, სადაა ცოტნე - ჩაბარდა თუთა- ამოიჩურჩულა და დივანზე დაეშვა მოწყვეტით ხმას ვერ ვიღებდი. ვერ ვიაზრებდი მოხდარს. *** მეცხრე თვეში ვიყავი. - გეხვეწები თუთა, გთხოვ - არ შემიძლია - არ შეიძლება, ბავშვზე იფიქრე, ასე არ შეიძლება თუთა - აღარაა ანნა, მათე აღარაა *** შენს ტანსაცმელს ჯერ კიდევ შემორჩენოდათ შენი სურნელი. როგორც მაშინ, ჩვენ სამალავში, ახლაც შენი კარადიდან იფრქვეოდა მხოლოდ შენი სურნელი. მენატრები ყოველ წამს, მენატრები. *** ცოტნეს სასამართლო იყო. წინა რგიში ვიჯექი. ჯერ კიდევ ჩამესმის იმ ჩაქუჩის სულის შემძვრელი ხმა, განაჩენად 10 წელი რომ გამოუტანა. სასამართლო დარბაზში, ბოლო სკამზე შავებში მოსილი ნელიც მახსოვს. - ჩემი შვილი იმსახურებდა სიკვდილს, მაპატიე რომ ასეთი შვილი გავაჩინე - ჩემ წინ დგა შვილმკვდარი დედა. *** „გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე, შენთან მოვდივარ და, ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი, რამდენი გეძებე, რამდენი გეძახე, რამდენი ვიღვაწე, ხმა არ გამეც და უშენობა მეტად ვერ შევიძელი, რამდენი სათქმელი დაგროვდა, რომ იცოდე, მგონი ათ წელსაც ვერ მოვათავო ლაყაფი:“ დამესიზმრე გევედრები, დამესიზმრე მაინც. *** ამბობენ ორმოცამდე სული ისევ ამ სამყაროშიაო. ალბათ ვგჟდებოდი. ხანდახან მეგონა, ჩემ გვერდით იყავი. გაღვიძებულს არსაიდან, თითქოს შენი თბილი სუნთქვა მეფინებოდა სახეზე. გეძახდი, მაგრამ არ მაგონებდი. შენი წასვლის დღეს, მეორმოცე დღეს ხელახლა დაიბადა მათე კორინთელი, ჩვენი ვაჟი. მინდოდა, პირველად შენ გულზე დაეწვინათ. პირველად შენ გეგრძნო ის. მაგრამ არ იყავი. ალბათ ვგიჟდებოდი. რამდენიმე წუთის დაბადებულმა, ისე გამისწორა მზერა, მეგონა შენ მიყურებდი. *** მე ყოველთვის გიტოვებდი საწოლში ადგილს, ჩვენი ვაჟის გვერდით. იმ ღამით პირველად დამესიზმრე. ჩვენს სახლში ვიყავით, ბროწეულების ბაღში. ხიდან დიდ ბროწეულებს კრეფდი. - მათე- დაგიძახე და შენ შემობრუნდი- თვალებში ისევ ის სიმშვიდე გედგა. მე ჩვენი ვაჟი მეკავა ხელში ჩემკენ წამოხვედი, შუბლზე ის კოცნა დამიტოვე, ასე ძალიან რომ მენატრებოდა. სახეზე ის ღიმილი გქონდა, მე რომ ასე ძალიან მიყვარდა. ჩვენს ვაჟს უყურებდი - მამი...- ბოტოტა თითებს გჭიდებდა და შენ ზედ ფრთხილ კოცნებს უტოვებდი. მათეს სიცილმა გამომაღვიძა. ჩემ გვერდით იწვა და მძინარე ხმით იცინოდა. - მამას ხედავ შენც დედი- იმ თითებზე შენ რომ სიზმრად უკოცნიდი,ჩემ ტუჩებს ვაკრობ. *** ყოველდღე, უფრო და უფრო გემსგავსებოდა მათე. შენი ღიმილი ჰქონდა. შენი თვალები. როგორ მინდა რომ აქ იყო. *** ზაფხული იყო. ჩვენი მათე უკვე 5 თვის სრულდებოდა. კიდევ უფრო გგავდა შენ. თორნიკესთან ერთად ცოტნესთან მივდიოდით იმ დღეს. მინდოდა ჩემი შვილი გაეცნო. არასდროს დამავიწყდება მისი ცრემლები, როდესაც ხელში აიყვანა მათე. - ძალიან ჰგავს- მხოლოდ ეს ამოთქვა. - აქედან გამოგიყვან გესმის? რადაც არ უნდა დამიჯდეს. - უნდა გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე - ჩემი შვილი მაინც ისე გაიზრდება, რომ მამას ვერ ნახავს - მე ვიცხოვრებ სუფთა სინდისით თუთა, რომ მათეს მკვლელმა საკადრისი მიიღო. - რის ფასად ცოტნე? - მოიყვან ხოლმე ჩემთან? - სანამ დაგვიბრუნდები, შენ კი მალე უნდა დაგვიბრუნდე. *** - დე, ეს მამამ დაწერა იცი?- ფანჯრის რაფაზე მჯდომ მათეს მასზევე ამოტვიფრულ სიტყვებზე ვუთითებ. შენ რომ ოცნება ამიხდინე, სწორედ იქ ვარ. ფანჯრის რაფაზე ისევაა შენი კვალი „სულში შემოიჭრა თუთა“ მათესთან ერთად დავდვივარ შენობაში. შენ დაბადების დღეს, შენი სახელით გავხსენი თავშესაფარი. ვიღაცისთვის შეიძლება ჩვენი ცხოვრება არც კი იყო შესამჩნევი, მაგრამ მინდოდა, რომ შენი სახელი ყოველთვის ყოფილიყო. შენი სახელით ისევე დავხმარებოდი, როგორც შენ დამეხმარე მე. *** სული მეკუმშებოდა, ყოველდღიურად შემოსულ ზარებზე. იმდენი ქალია ირგვლივ ძალადობის მსხვერპლი.იმდენი ითმენს მხოლოდ წასავლელის არ ქონის გამო. ჩვენი პირველი ოჯახის წევრი ნინი იყო, 3 თვის ფეხმძიმე გოგონა, 19 წლის. შუაღამით მათესთან ერთად დავხვდი სახლიდან გამოქცეულს სადგურში. ალბათ მეც ისეთივე შეშინებული თვალები მქონდა, როგორც მას,იმ დილით როცა გამოვიქეცი. სწორედ ნინის თაია იყო ჩვენს ოჯახში დაბადებული პირველი ბავშვიც. გოგონები, ქალბატონები საიდან აღარ მოდიოდნენ დახმარების იმედით. ჩვენი ვეებერთელა სახლი ისე აივსო, ვერც კი გავიაზრე. *** მათეს დაბადების დღე იყო, ჩვენი ბიჭი 3 ცალი თითს ხელა გახდა. ყველა ნაკვთი მისი ჰქონდა, ყველა გაღიმება. თუთისაც კი შენსავით მეძახდა,როცა რაღაცის თხოვნა სურდა. ყველა შენი მეგობარი ჩვენ სახლში იყო იმ დღეს. სკამზე მდგომ გაკრეჭილ ჩემ ვაჟს ვუყურებდი და შენ გხედავდი. კარზე ბოლო სტუმარი რეკდა ზარს- მამაშენი. ვხედავდი მის ცრემლიან თვალებს მათეს ყოველ დაძახებულ ბაბუზე. ჩვენი შვილი საოცარი იყო, ალბათ იმიტომ რომ შენ გგავს. - დე, ჩავაქო? - ჩააქრე დედი- ხელებს შლის და მთელი ძალით უბერავს სულ სანთლებს. *** - როგორ ხარ?- ჩემ წინ მჯდომ, თმაში ჩაღარა შერეულ ცოტნეს ვუყურებ. - კარგად ვარ, მათე როგორაა? - კარგად, შემდეგ მოსვლაზე მოვიყვან, ცოტა ახველებდა და არ მინდოდა გარეთ გამოყვანა. - შენ როგორ ხარ თუთა?- თითებზე მეფერება. - 3 წელი გავიდა, მაგრამ ჯერ ვერ შევეჩვიე- თავს ვხრი ცრემლების დასამალად. - ისევ შავებს რატომ ატარებ - მე ჯერ ვკიდევ ვგლოვობ - შენი შვილის გამო უნდა დაუბრუნდე ცხოვრებას - ვცხოვრობ ცოტნე. - მხოლოდ სახლში და თავშესაფარში ხო? - რატომ- სიტყვა შემაწყვეტინა - თორნიკე იყო ორი დღის წინ მოსული, ყველაფერი მშვენივრად ვიცი. - არ შემიძლია, მეგონა დრო რომ გავიდოდა, ცოტათი მაინც შევძლებდი, მაგრამ ყოველდღე, უფრო და უფრო მენატრება - მათეს ჭირდები გესმის? დროა მორჩე, ის არასდროს დაგავიწყდება, არასდროს გაგივლის, არ განელდება ეგ ტკივილი. მაგრამ დრო გავა და უამრავ წამს ინანებ. - ლანა არ მოსულა ჯერ კიდევ? - არა- მზერას მარიდებს - ჩემი ბრალია - შენი ბრალი არაფერია, ის რაც გავაკეთე,თავად გავაკეთე და ვიცოდი რაზეც მივდიოდი. - ექვთიმემ დამირეკა გუშინ - რამე ხომ არ გითხრა ისე- მთელი სხეულით იძაბება - არა, მოგვიკითხა, რამე ხომ არ გჭირდებათო. - თავშესაფარში როგორ მიდის საქმეები - კარგად, ჩვენი ხეხილი დამწიფდა, გოგონების დარგული ბოსტნეულიც უკვე იკრიფება და მალე გაყიდვას დავიწყებთ. - მაინც აგიხდინა ოცნება მათემ - ჰო, ყველა ოცნება ამიხდინა. *** -დე, ნახე როგორ თოვს - გაშლილი ხელებით ეგებება ჩემი ვაჟი თოვლის ფანტელებს - ძალიან დე- ხელში ვიტაცებ მის სხეულს და მასთან ერთად ვიწყებ ტრიალს. - ძალიან მიყვარხარ თუთი- კისერზე მხვევს ხელებს და ლოყაზე მკოცნის. - თუთის კიდევ შენ უყვარხარ ყველაზე მეტად. *** ყველაზე რთული ბაღში იყო. ერთ დღეს არ მომყვებოდა, მოსაცდელში იჯდა და უხმოდ ტიროდა. - დე, წავიდეთ სახლში - არა - მითხარი რა მოხდა, ვინმემ გაწყენინა? - არა - დე, გამისკდება გული - თევდორე დღეს თავისმა მამამ წაიყვანა, საბაც. მეც მინდა რო მამა მოვიდეს და მამამ წამიყვანოს სახლში. ვერ გეტყვით როგორ ჩამწყდა ყველაფერი შიგნით. მთელი ძალით მოვხვიე ხელები და გულში ჩავიკარი. მომდევნო დღეს თორნიკე ბიძიამ რომ მიაკითხა, შორიდან დავინახე მისი აკიაფებული თვალები. *** 6 წელი გავიდა იცი?! ალბათ მანდ, სადაც შენ ხარ, დრო ისე არ გადის როგორც აქ. წელს მათე სკოლაში მივიყვანეთ ყველამ ერთად. მის პირველ მერხზე ლამაზად იდო წარწერიანი ქაღალდი „მათე კორინთელი“ დიდი ბიჭივით იჯდა, თეთრ პერანგში გამოწყობილი და ხელით მანიშნებდა საკლასო ოთახი რომ დამეტოვებინა. ანნას ხელში პატარა გაბრიელი ეკავა, ისიც ესწრებოდა მისი მომავალი საუკეთესო მეგობრის სკოლაში მისვლას. *** იმ საღამოს ლანამ დამირეკა, დიდი ხნის შემდეგ - ხვალ დილით, ცოტნეს გამოუშვებენ - შენ გააკეთე?- არაფერი უთქვამს- მადლობა ლანა. დილით ყველანი ციხის ჭიშკართან ვიყავით. 6 წლის შემდეგ, ისევ გვიბრუნდებოდა. მათე ადგილს რომ მოწყდა, მხოლოდ მაშინ დავინახე ცოტნე, რომელსაც ჩემი ვაჟი მთელი ძალით ხვევდა ხელებს. იმ დღეს, როგორც აღმოჩნდა ცოტნე დაგვიბრუნდა, ლანამ კი ქვეყანა დატოვა. *** - გჯერა? - თორნიკე მხვევს ხელს. - მისი ასლია - ისე ვჩურჩულებ სმოკინგში გამოწყობილ ჩემს ვაჟს მზერას არ ვწყვეტ. - ხანდახან,მავიწყდება ხოლმე, რომ ის არაა და გახსოვს თქო დავუწყებ და მერე მოვდივარ აზრზე, რაებს ვაკეთებ. - მე და მათემაც ჯვარი რომ დავიწერეთ, მისი ასაკის იყო- ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ჩუმად ვიწმენდ. - ხო და მასაც შესანიშნავი მეუღლე ჰყავს- მზერას აყოლებს თეთრ კაბაში გამოწყობილ თაიას. - ჩემ ხელში დაიბადა- მახსენდება ჩემი თავშესაფრის პირველი ანგელოზი. - მე ადრეც მითქვამს ადამიანს რაც გიწერია, ვერსად გაექცევი. ყველა გზა მაინც იმ ადამიანთან მიდის,ვინც შენთვისაა შექმნილი - მიხარია რომ მათეს და გაბიერლს ისეთივე ურთიერთობა აქვთ,როგორიც თქვენ გქონდათ. - სხვანაირად არც შეიძლებოდა. „სიყვარული ქარივითაა, ვერ ხედავ მაგრამ გრძნობ“ იმ მობერილ ნიავში ვგრძნობდი შენ სიყვარულს და თავად შენ მე ისევ ვხუჭავ თვალებს და ისევ ფილმად მიედინება, ყოველი შენი დანახვა. სულ ყველა მახსოვს, სულ ყველა. - ისევ ისე გენატრება? - ზურგს უკან მესმის ჩვენი შვილის ხმა მისკენ ვბრუნდები. თითქოს მე ისევ ის პატარა გოგო ვარ, როგორც მაშინ შენ რომ შემომიჩნდი სულში. - განა შეიძლება,ოდესმე აღარ მომენატროს? ჩემკენ მოდის და გულში მიკრავს - თუთი, დე, ძალიან მიყვარხარ, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. იმისთვის რომ ყველაფერს გაუძელი - ჩემი სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული. - შენ გადამარჩინე დედი - მიყვარხარ მეც და მამასაც თუთი - შუბლზე მკოცნის. *** და თუ ბოლოს მიხვდი, რომ დრო უაზროდ დაგაკარგვინე, ბოდიში. მაგრამ იქნებ ეს უაზრო ცხოვრებაც, სადღაც ვიღაცის ცხოვრების ხაზებს კვეთს მადლობა - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.