ჩვენი ეგრეთ წოდებული ცხოვრება (ისტორია IV სრულად / დასასრული )
“ცხოვრების შეცვლის ერთადერთი გზა – იმ კარის შეღებაა, სადაც არავინ გელის.” სისხამ დილით გამომეღვიძა, პირველი შემთხვევა არაა როცა მაღვიძარას ვასწრებ გაღვიძებას.. რამოდენიმე წამს თავს ვაძლევ საშუალებას თავი ხელში აიყვანოს და საწოლიდან წამოდგომა მოახერხოს.. რაც იმ მომენტში ძალის მოკრება მოვახერხე, მთლიანად გამოვიყენე და მოწყვეტით წამოვდექი.. უცნაურად დამჩემდა დილით ყავა საღამოს ჩაი.. ერთი გამოსაფხიზლებლად მეორე დასამშვიდებლად.. არადა თავის დროზე საფრანგეთში სულ სხვა იმედებით დავბრუნდი, პირველი დღეები დილაც კი მესხვანაირებოდა.. შემართება მქონდა, იმედი იმას ვიპოვიდი რაც დავკარგე..სამწუხაროდ მწარედ შევცდი.. შეიძლება თავის დროზე აქ წამოსვლა დამეხმარა და ახალი კარი გამიღო, მაგრამ ხანდახან რაღაცები არ მეორდება, მითუმეტეს თუ ეს რაღაც სიროფივით ტკბილია.. დღემდე გასაკვირია ჩემი მეგობრებისთვის რატომ დავტოვე საქართველო, რატომ დავხურე ატელიე და საერთოდ ის ადგილი რატომ გავყიდე.. არ ესმით ჩემთვის რამდენს ნიშნავდა..რამდენი ვიწვალე შემექმნა დაგეგმილი, გონებაში წარმოსახული.. რას იზამ, ასეც ხდება ხოლმე..როდესაც იაზრებ ერთ ადგილს ტკეპნი, უნდა გადადგა ის ერთი ნაბიჯი, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს..შინაგანად დამანგრეველიც კი.. ჰოდა მეც აქ ვარ, საფრანგეთში სადაც თავის დროზე პირველი ნაბიჯები გადავდგი..წესით შემდგარი დიზაინერი, ისევ ცარიელი, დამსხვრეული და დაღლილი ან ნამსხვრევების შეგროვებისგან.. არაფრის მომცემი ფიქრებით თავს აღარ ვიღლი..არც მომავალზე ვფიქრობ და არც საქართველოში დაბრუნებაზე..მიუხედავად იმისა, ხანდახან მეგობრების მონატრება ზედმეტადაც კი შემომიტევს ხოლმე.. რადგან გეგმა ა ჩაიშალა და დიზაირობაზე ხელი ავიღე..რაღაც უნდა მეღონა..ამიტომაც დიდი ხნის ძიების შემდეგ ვიპოვე ალტერნატივა.. არ მჯერა ამას ვამბობ..რეალურად სხვა გეგმა არასდროს მქონია..ფიქრადაც კი არ მქონია, შეიძლებოდა ჩემს პროფესიას არ გაემართლებინა.. ფანჯრები გამოვაღე, სწორედ ეს გამოსაფხიზებელი დილისებური ცივი ჰაერი სჭირდებოდა ჩემს ფილტვებს..მხოლოდ ამ მომენტში აღწევს, ფიქრები და მოლოდინები იმისა, რომ ყველაფერი დალაგდება, პირველ რიგში შინაგანად.. არ ვიცით რომელი დღე გამოდგება გარდამტეხად და ამიტომაც საკუთათ თავს ვაულიანებ რომ დღეს შეიძლება ის ნანატრი დღე იყოს..თუ არადა ხვალინდელი დღეც ხომ გათენდება.. ყავის მადუღარა ჩემი მშველელია..დიდი დრო არ დამჭირვებია და შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ ჭიქაში ასევე იმ წამს მოფიქრბული ყავის დალევა დავიწყე..საკმაოდ ძილერია, იმედია გამოფხიზლებაში დამეხმარება.. მოვწესრიგდი..გავემზდე და სანამ გავიდოდი კიდევ ერთხელ შევათვალიერე თავი.. ჩემს ხვეულებს ვერ მივცემ თავისუფლად ყოფნის საშუალებას, სამსახურში არ შეიძლება თორემ ვერ ვიტან შეკრულ თმებს.. სახლიდან გამოვედი და სამსახურისკენ გავემართე..მაინც როგორ მიყვარს პარიზის ნაკლებად ცნობილი ქუჩები..ტურისტის თვალისთვის შეუმჩნეველი.. აქ პირველად გადმოსვლისას მომიწია ისეთი ბინის არჩევა რომელიც სასწავლებლიდან საგრძნობლად შორს იქნებოდა..სამაგიეროდ იაფი მიჯდებოდა.. დაფინანსებაში ხომ უნდა ჩამეტია ხარჯები.. სწორედ ასე დავიწყე მსგავსი ადგილების შესწავლა..შემდეგ უკვე დამატებით მუშაობაც დავიწყე და ამრიგად მოვახერხე სასწავლებელთან ახლოს ყოფნა..სამაგიეროდ მსგავის ქუჩების აღმოჩენა არ მიმიტოვებია.. -ეკატერინეც მოსულა.. -ჯულის სალამი..დღეისთვის ბევრი შეკვეთაა..? -მთელი დღე სამზარეულოდან ვერ გამოხვალ..უნდა აცხო და აცხო.. -ეგ არაფერი..შეკვეთა დეტალურად ხომ ჩაინიშნე.. -არ იდარდო..ყველაფერი მოვაწესრიგე..შიგნითაა წიგნაკიც.. -მადლობაა..მოვწესრიგდები და დავიწყებ.. -ჯერ მხოლოდ ერთი საათია გავიხსენით და მაცივარს შეხედე..ნახევრი აღარაა.. -ეგ კარგი..ახლავე დავბრუნდები..-მოვწესრიგდი და სამზარეულოში შევედი..რაც გამოსატანად გვინდა გვერდით გადავდე და წასაღებ შეკეთაზე ვახდენ ფოკუსს..მაინც გადავხედე რამე ხომ არ მაკლდებოდა და გამოცხობაც დავიწყე.. ადრე მხოლოდ მეგობრებისთვის თუ გამოვაცხობდი, რას ვიფიქრებდი სრულიად უცნობებისთვის ყოველდრიურ რეჟიმში თუ მომიწევდა ცხობა.. -ეკატერინე..მაპატიე.. -რა მოხდა../? -დამხმარე არ გეყოლება.. -რა თქვი..? კარგი რამეს მოვახერხებ.. -ბოდიში რაა.. -შენ რას მებოდიშები, ისე თითქოს უფროსი იყო..-გამეცინა ჯულის დამწუხრებულ სახეზე..საყვარელი გოგოა, განსხვავებული იმისა როგორიც შეიძლება წარმოგიდგეთ ფრანგზე ფიქრისას..აქ ჩამოსვლისას მახსოვს როგორ შემაშინეს, ფრანგები საშინლად უხეშები არიანო და მსგავსი მახასიათებლებით ამკობდნენ..ჩასვლისას კი რომ გითხრათ ფრანგებზე თბილი ხალხი არ მეგულებათქო არა მაგრამ ისეთი მონსტრებიც არ აღმოჩნდნენ როგორც მეგონა..ჩვენ ვართ უბრალოდ სხვანაირ გარემოში აღზრდილნი ვართ და ორმაგად გვიჭირს.. მოკლედ სამუშაო საათები თითქმის მიიწურა და გადაქანცული ვარ..ორმაგი დატვირთვით მომიწია დღეს მუშაობა.. -არა რანაირად მოახერხე..? -არ მკითხო..ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ.. -სამაგიეროდ ხვალინდელი დღეც და მე და შენ ვისვენებთ.. -საწოლიდან არ ავდგები.. -სამწუხაროდ მე ვერ შევძლებ იგივეს.. მოკლედ დატვირთული კვირა გამოდგა.. -დასვენების დღეს დასვენებას რატომ ვერ ახერხებ..? -მეორე სამსახურში დავიწყე მუშაობა.. -სწავლისთვის..? -კი.. მხოლოდ დიპლომი რას უშველის..კიდევ არის საჭირო კვალიფიკაციის ამაღლება.. -მართალია.. ყოველდღიურად პატარა ბრძოლის მოგებაა საჭირო, დასახულ მიზანს თუ გინდა მიაღწიო.. -შენ რა მიზანი გაქვს..? -დღესდღეისობით უბრალოდ ვცხოვრობ.. -მიზნის გარეშე..? -უჩვეულოა ამის თქმა.. დიახ, ჩემი გეგმები წყალში ჩაიყარა და ახლა უკვე ვფიქრობ ახლიდან დაწყებასაც აღარ აქვს აზრი.. . . . როგორ დავიწყე მუშაობა..? სიმართლეს თუ ვიტყვით ჩემს გეგმებში არც შედიოდა.. მთელი კონცენტრაცია ახლის შექმნისკენ მქონდა..მინდოდა შთაგნება მიმეღო მაგრამ სულ ტყუილად.. ერთ დღესაც ნაცნობ ქუჩას ჩავუარე, მესხვანარა, თავიდან ვერ მივხვდი რა შეიცვალა და შემდეგ ეს საცხობი შევნიშნე.. შიგნით შევედი და იმდენად მოვიხიბლე გარემოთი დავრჩი..შემდეგ განცხადება ვნახე და არ დავფიქრებულვარ ისე გავემართე გასაუბრებისკენ.. თან ის ფიქრებიც მქონდა არ ამიყვანენთქო.. არ ვიცი აწ უკვე უფროსი რითი მოიხიბლა, შემდეგი ეტაპისთვის ჩემი ნამუშევარიც წარვადგინე და ამიყვანა..დროებით, რა თქმა უნდა, ახლა კი აქ ვარ და ვარ.. დღესაც კიდევ ერთი სამუშაო დღე მიიწურა.. თმები გავიშალე და გზას ფეხით გავუყევი..საბედნიეროდ დღეს ადრე მომიწია წამოსვლა.. საღამოს პერიოდი ჯერ შებინდება დაწყებული რომ არ აქვს, მშვენიერი დროა სასეირნოდ.. საერთოდაც არ ვიმჩნევ დაღლას, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ნაყინი მინდა არც ისე შესაფერის დროს თუ ბლინები.. საბოლოოდ მაინც ბლინებმა გადაწონა, არადა მიყვარს სეზონის შეუფერებლად როცა მივირთმე რამეს..თითქოს ამით რაიმე განსაკუთრებულობას სძენდეს.. -ინებეთ.. -მადლობა..-თავი დამიქნია და ჩემს ბანანიან ბლინებთან ერთად მომიწია გზის გაგრძელება.. ტელეფონს დავხედე, რამოდენიმე ნარეკს მოვკარი თვალი და გავიფიქრე სახლში მისვლისას ვუპასუხებ მეთქი.. ამასობაში სახლს მივუახლოვდი, საერთოდ არ ვაპირებდი საპირისპორო მხარეს მყოფი ძაღლისთვის ყურადღება მიმექცია..გზა გავაგრძელე.. რამოდენიმე წამის დაგვიანებით გავიაზრე ძაღლი ჩემკენ გადმოსულა და ახლა მომყვება.. ვინაიდან თავი არაფრის დიდებით გამანება მივუტრიალდი.. -არც საჭმელი მაქვს და არც შენი წაყვანა შემიძლია სახლში..მაპატიე კარგი, შენი წასვლის დროა..-გაჩერდა მაგრამ ადგლიდან არ დაძრულა..თითქოს შეშინებულია.. და ის გავაკეთე რაც არასდროს გამიკეთებია, დაბლა დავიხარე და ძალიან ნელა მივიტანე ხელი მოსაფერებლად..-რამ შეგაშინა..პასუხის გაცემა რომ შეგეძლოს დაგეხმარებოდი.. -მადლობა მაგრამ საჭირო არაა.. -მაღლა ავიხედე..-მოლი მოდი ჩემთან.. -გასაგებია..როგორც ჩანს თქვენი ძაღლია.. -წამოვდექი.. -შეწუხებისთვის მომიტევეთ..გვეჩქარება.. -პირიქით ისედაც ვნერვიულობდი ქუჩაში მიწევდა მისი დატოვება..ნახვამდის..ნახვამდის მოლი..-უცნობმა თავი დამიქნია..-იმედია აღარ გაიქცევა, თავადაც საკმაოდ შეშინებულია.. -იმედია..-გზა განვაგრძე, კიდევ კარგი სახლი ახლოსაა თორემ სიარულის თავი ნამდვილად აღარ მაქვს..წყალი დავადგი..სანამ გაცხელდა მოწესრიგება მოვასწარი..შემდეგ კი ჩაი გადმოვიღე კარადიდან და მომზადების შემდეგ დალევა დავიწყე..ისე თითქოს მართლა მამშვიდებდეს..თან ფანჯარას მივაშურე.. აზრმა გამიელვა ამ წამს..რატომ ფიქრობენ ადამიანების უმეტესობა, თითქოს რადგან საქართველოს საზღვარს გაცდი შენზე ბედნიერი ადამიანი არ დაიარება ამ ქვეყნად..? მე საწუწუნო არაფერი მაქვს..ეს მუშაობაც ჰაერში გადავწყვიტე..სხვებმა რა უნდა თქვან..? ვინც ოჯახის სარჩენადაა წასული, საყვარელი ადამიანებისგან შორს..დედები რომლებიც პატარებს ტოვებენ უკიდურესი გაჭირვების გამო.. საქართველოში მგონი ოჯახი აღარ დარჩა ვისაც ერთი წევრი მაინც არ ყავდეს წასული სადმე.. თუ ადამიანურ პირობებში მოხვდა და ადამიანურად ექცევიან საოცრება და დიდი სიხარული რომაა..ბევრი უარს არ ამბობს გაუსაძლის პირობებზე.. და მაინც ამ ყველაფრის შემდეგ საქართველოს ერთი ნაბიჯით თუ გაცდი აწყობილი გაქვს ცხოვრება.. ვისაც არ გამოუცდია ვერ გაიგებს..არა ფიქრათ მაინც გგონია სრულად შეგიძლია ადამიანის განცდბის წარმოდგენა მაგრამ ასე არაა.. თურმე რაღაცებს სანამ არ გამოცდი..არ შეისისხლხორცებ..არაფერი გცოდნია.. რატომ არ ველაპარაკები ჩემებს ხშირად..? ხმა თუ ამოვიღე და დაველაპარაკე რომელიმეს, მგონია ვიტირებ და ვეღარ გავჩერდები.. აქ კი არავინაა ჩემს დასამშვიდებლად.. . . . თავისუფალი დღე, ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია, ვინაიდან აგონდებათ როგორ შეძლებენ დასვენებას, რამდენად კარგ დროს გაატარებენ საყვარელ ადამიანებთან.. ჩემთვის მსგავსად არასდროს ყოფილა, რომელ დასვენების დღეზეა საუბარი, ყოველი დღე გადარჩენას ეძღვნებოდა.. იზრდები, ცნობიერება ყალიბდება და ნელნელა იაზრებ რა ხდება შენს გარშემო.. მიმოიხედები და ადამიანების არსებობის მიუხედავად შენიანს ვერავის ხედავ..მიუხედავად იმისა შეიძლება მეგობრობდე არავის ენდობი..ვერ.. ასე ვიყავი ბავშვთა სახლში.. ყოველ წამს გული ხელით მეჭირა, წამით არ ვანდობდი არავის რომ არ გაეტეხათ.. ყოველ ღამეს მხოლოდ იმის წარმოდგენა შემეძლო ჩემი მშობლები როგორები იყვნენ, როგორი ცხოვრება შეიძლებოდა მქონოდა მათი არსებობის შემთხვევაში.. ნათესავები..? თავიდანვე ზედმეტ ტვირთად მიიჩნიეს ჩემი არსებობა და მარტო დამტოვეს.. არავინ შემიფარა.. მალევე ისიც გავაიზრე გულხელდაფრეფილი ჯდომა არ შეიძლებოდა და საკუთარ თავს შემოვუძახე.. იმასაც ვაკეთებდი რაც არ შემეძლო და სწავლას ვუმატე.. არ ვიცი იმ მომენტში ვისთვის ვცდილობდი რამის დამტკიცებას, ნათესავებისთვის რომლებსაც ჩემი არსებობაც აწუხებდათ../? ვინც დამცინოდა.. ? იქნებ საკუთარი თავისთვის..ალბათ მინდოდა მეთქვა რამის მისახწევად არავინ მჭირდებათქო..მინდოდა მაგრამ არ მჭირდება მეთქი.. საბედნიეროდ ამ სიდუხჭრეში კარგი ადამიანებიც გამოირევან ხოლმე, გაუთვიცნობიერებლად ერთი ღიმილით და ერთი თბილი სიტყვით დღეს კი არა სიცოცხელეს რომ გიხალისებენ.. ასეთი იყო ხელოვნების მასწავლებელი..როდესაც მონდომება დაინახა ჩემგან, უყურადღებოდ აღარ დავუტოვებივარ, გაკვეთილის იქით მაკითხავდა ხოლმე, წიგნებს მჩუქნიდა, ნებართვით კი სასეირნოდ მივყავდი.. მასზე ოდნავ მოგვიანებით გავაგრძელებ.. საბოლოოდ იმის თქმა მინდა რომ ჩემი გონება ამ რეჟიმზე ყოფნას მიეჩვია..გადარჩენის რეჟიმს რომ ვეძახით.. ამიტომაც როდესაც წამოვიზარდე მარტო დარჩენის შიში განმივითარდა, რადგან როდესაც გვერდით არავინ გყავს მარტივია ნეგატიური ფიქრები გაერთიანდეს და გულზე დიდ ლოდათ დაგაწვეს..ამ დროს სამწუხაროდ თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება არ გაქვს.. ჩემი რეჟიმი ამიტომაც იყო ძირითადად სამუშაო და მეგობრები..ბალანსი ნაპოვნი მქონდა და ორივე მხარეს საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდი მაგრამ არა საკუთარ თავს.. საბოლოოდ გაქცევა აღარ გამოდის, რამდენი ხანია აქეთ ვარ, აღარც სამუშაო მაქვს და აღარც მეგობრები მყავს გვერდით, მომიწია საკუთარ თავთან დარჩენა, სხვადასხვა რაღაცის გადაფასება..ჯერ კიდევ გარკვევის პროცესში ვარ.. მინდა საკუთარ თავთან დარჩენა ნეგატივთან აღარ ასოცირდებოდეს.. ახლა კი დილის შხაპის შემდეგ ყავა გავიკეთე და ფანჯარა გამოვაღე.. მაღალსართულიანი შენობის მადლია ქალაქის ხმაური იმდენად აღარ გაწუხებს როგორც მანამდე.. ფლეილისთიდან მალევე ავარჩიე ????bedford falls - elephant's memory ???? განწყობას შეესაბამება და ამ დროს მოსმენისას სიამოვნების განცდაც იზრდება.. არ მესმის სევდიანობის ჟამს სევდიან სიმღერას რატომ ვუსმენ და რატომ ვბედნიერდები გაორმაგებული სევდით.. ფანჯარასთან ყოფნა მომბეზრდა თუ არა გარდერობთან გადავინაცვლე, გამოვაღე და ამინდის შესაბამისად გამოვნახე საჩემო ტანისამოსი.. მოვწესრიგდი, არ დავაყოვნე გარეთ გასვლა.. ისე მინდა გასეირნება სახლში რომ არ მიმეჩქარებოდეს მუშაობის შემდეგ დაღლილს.. კარგი ადგილებს უკვე ვცნობ, ამიტომაც ჯერ საჭირო პროდუქტებისთვის წავედი საყიდლათ, პატარა ფურცლით ხელში რომელზეც სიაა ჩამოწერილი.. ზედმეტი..დაუგეგმავი არაფერი შემიძენია, სახლში წასვლამდე შემხვედრ კაფეს ისე ვერ ჩავუარე და გარეთ ჩამოვჯექი..ყავა შევუკვეთე და მოლოდინის რეჟიმზეც გადავედი.. სწორედ ამ დროს გამოვიდა კაფიდან ნაცობი სახე, ჯერ ის გავიფიქრე ხომ არ მეჩვენებათქო მაგრამ ჩემკენ მოტრიალდა და დამიძახა.. -ეკატერინე..ეს შენ ხარ..? -ბაია..არ მჯერა..-მომიახლოვდა და გადამეხვია.. -დამშვენებულხარ.. -ჩამოჯექი რაა..დრო გაქვს..? -არავის ელოდები? -არა ვის უნდა ველოდებოდე.. -მაშინ დაგწევევი..მომიყევი როგორ ხარ.. -ნორმალურად..რა მიჭირს..შენ როგორ ხარ შეენ..შენ ნახვას აქეთ არ ველოდი.. -დიდი ხანია აქეთ ვარ.. ვიცოდი ოდესმე გადაგაწყდებოდი და მართლაც აქ ხარ..როგორ გამახარე.. -ასევე..მე ყოველთვის მიხარია შენი ნახვა..- არ გახსოვთ და ვერ სცნობთ მაგრამ ბაიაზე გაგონლი გაქვთ..ახლავე გაგახსენებთ..ადრე ისტორია მოვყევი როგორ წავედი პირველად ზღვაზე იმაზე ფიქრის გარეშე სად დავრჩებოდი, შემდეგ ვახსენე ძველი მეგობარი, რომელმაც შემიფარა და რამოდენიმე დღე მასთან დამტოვა..სწორედ ეს მეგობარია ბაია.. -საქმეზე ხარ თუ აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო.. -არ ვამბობ აქეთ გადმოვცხოვრდითქო მაგრამ ფაქტია რამოდენიმე თვეა აქეთ ვარ.. -ნეტავ მცოდნოდა.. -მთავარია ახლა იცი.. -არ უნდა დავიკარგოთ.. -ინებეთ თქვენი ყავა.. -მადლობა..შენ არაფერი გინდა..? -არა, უკვე მივირთვი რაც მინდოდა.. -რა გაეწყობა..შენ ის მომიყევი საფრანგეთში რა გინდა.. -თავის დროზე შესაძლებლობა გამოვიყენე და წამოვედი..საქართველოში უიმედოდ უსამსახუროდ დავრჩი და ნაცნობმა შემომთავაზა აქეთ სამსახური.. -შენც აეწყე.. -მთლად ასეც არ იყო..აქ ჩამოვედი და სადაა შეპირებული სამსახური..უკანაც ვერ დავბრუნდებოდი.. ცოტახანი ნაცნობთან დავრჩი სანამ სამსახური არ ვიშოვე და მოკლედ..ეს მერე, გრძელი ამბავია.. -მთავარია ყველაფერი გამოვიდა.. -ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.. -რატომ მოხდა რამე..? -არა არა.. -ტელეფონი ამოიღო რადგან ზარის ხმაც გაისმა..-ჩემი წასვლის დროა..გამიხარდა ეკატერინე შენი ნახვა..შენი ნომერი ჩამაწერინე დაგირეკავ.. -გავცვალოთ ნომრები..უცხო ზარებს არ ვპასუხობ ხომ იცი..უნდა ვიცოდე ვინ მირეკავს..-მალევე წავიდა..მე კი ყავის დალევის შემდეგ სახლში წავედი.. გულის სიღრმეში ვიცი პროდუქტები ტყუილად ვიყიდე, წესიერი საჭმლის გაკეთება არ გამომდის..ელემენტარულს ვახერხებ მაგრამ ინტერნეტში ნანახი რაიმე გემრიელი რეცეპტის მიხედვით, ვერაფერს ვაკეთებ.. დესერტები იცოცხლე..არადა რათ მინდა დესერტი საკუთარი თავი ნორმალურად თუ არ დავანაყრე.. რაც გამოვა გამოვა.. ჩემი ნაწვალებია და მაინც შევჭამ.. კეთება დავიწყე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები რეცეპტს..ამაზე ზუსტად აღარ შეიძლება..ბოლოს დიდი მოლოდინით გადმოვიღე თეფშზე ორი საათის ნახლაფორთალი..გაინტერესებთ რა გამოვიდა..? ორი ლუკმა ძლივს გადავყლაპე..ხანდახან ეს პრინციპულობაც არ გამოდის, პირიქით უარესია..დამღუპველი და იმედია მომწამვლელი არაა.. სულ ასეთი ცუდი ხელი მქონდა და არ მახსოვს..? არ აქვს მნიშვნელობა.. ნაცად ხერხს მივმართე და საჭმელი გამოვიძახე.. ამასობაში ძლივს მოვძებნე სასურველი ფილმი.. ეს იყო და საჭმელი წინ მაგიდაზე მედო, თან ფილმი უნდა ჩამერთო შუქი წავიდა.. გადახდა დამავიწყდა, ბოლოს შუქი წავიდა?..არ მახსოვს..არა რა უცნაურია, როგორ შეიძლება ადამიანს არ გახსოვდეს..დაბნეულმა ტელეფონის ფანარი გავანათე და ამ დროს გაისმა კაკუნის ხმაც.. -გამარჯობა, ყოველი შემთხვევისთვის ვალდებული ვარ გაგაფრთხილოთ, პრობლემა შეიქმნა, კონკრეტულად ჩვენს ბინასთან დაკავშირებით.. გამოვიძახეთ ამ საქმისთვის კომპეტენტური ადამიანი და მალე გავიგებთ რა ხდება.. -მადლობა შეტყობინებისათვის..-თავი დამიქნია, ლამაზად აბზუებული ცხვირით კი მოცილდა ჩემს კარებს.. მშვენიერია ესღა მაკლდა..საბედნიეროდ ასეთი შემთხვევებისთვის სანათი მაქვს ნაყიდი რომელიც 18 საათი ძლებს.. მოვძებნე ავანთე და ჭამა გავაგრძელე.. ამ სამყაროში იმაზე მოსაწყენი არაფერია ასე უბრალოდ ჭამდე და არაფერს უყურებდე..ან ეს სანთლები მაინც მქონდეს რომანტიკისთვის.. ადრე მსგავსი შემთხვევების დოს როდესაც გვიანი იყო და შუქი ქვრებოდა, შემეძლო დრო გამეყვანა წიგნით ან რაიმეთი..სახლში დავიწყებდი სიარულს და აუცილებლად ვიპოვნიდი რამეს.. მარტოობისგან კარტიც კი მითამაშია საკუთარ თავთან, ერთი სვლის შემდეგ საპირისპირო მხარეს ვჯდებოდი და კარტს ხელში ვიღებდი..რაოდენ სასაცილო და გასაკვირიც არ უნდა იყოს მხარის არჩევას მაინც ვახერხებდი.. ახლა კი ვიაზრებ რომ საკუთარ სახლში არ ვარ, არც ჩემი წიგნები, არც ნივთები და არც მუსიკა, რომლის ხმამაღლა დაკვრა მეზობლებს არ აწუხებდათ.. აქაურობა ნამდვილად კარგია მაგრამ ჩემი არაა, იქნებ იმიტომ რომ მე არ მიმიჩნევია ჩემათ, იქნებ იმიტომ რომ გულის სიღრმეში ვიცი ამ სახლიდან ოდესმე წავალ.. როდის რა მომეპრიანება ვინ იცის.. ჩემი აქ წამოსვლა უბრალო ახირება რომ ყოფილიყო რამდენ ხანს გაგრძელდებოდა.. ერთ კვირა..ორი..ერთი თვე..? დღეები გადის და მე აქ ვარ.. თუ აქაურობა ჩემს სახლად არ მიმაჩნია რატომ ვრჩები..რატომ არ მიმიწევს გული საქართველოსკენ მეგობრების მონატრების მიუხედავად.. არ ვიცი.. ამ ფიქრებში ჩამძინებია..მოლოდინის რეჟიმზე მყოფს როცა გამომეღვიძა, ჩემი ფიქრები იქით წავიდა მოგვარდა თუ არა სინათლესთან დაკავშრებული პრობლემა, მალევე გავიაზრე დღეა და ოთახში შუქი ანთია..წამოვიზლაზნე და ჩავაქრე.. გონება გათიშულია, მაგრამ სხეული მოძრაობს და რაღაცებს აკეთებს..ახლაც ყველაფერი მოიმარაგა შხაპის მისაღებად.. აქ ჩამოსვლისას არ ვიცი საიდან გამიჩნდა იდეა მაგრამ ცივ წყალში ვიღებ შხაპს, ყოველ ჯერზე რამოდენმე წამით უსიამოვნების განცდა მეუფლება და მაინც ცივი წყლისკენ ვატრიალებ ონკანს..ისევ რამოდენიმე წამია მისაჩვევად საჭირო და სასიამოვნოც კია.. ნელნელა ვფხიზლდები.. მალევე გამოვდივარ და მოწესრიგებას ვიწყებ..თმებს მაღლა ვიწევ და სამსახურში მივდივარ.. სახლის ზღურბლიდან რამოდენიმე ნაბიჯი მაქვს გადაგმული მეზობელი მხვდება.. -პრობლემა მოგვარებულია..-გამარჯობის მაგივრად არ მეგონა ასე თუ დაიწყებდა თუმცა, შემიმჩნევია დავეთანხმე და შენობა დავტოვე.. დღეს კარგი დრე უნდა მქონდეს, ეს მჭირდება.. უგემრიელეს ტკბილეულს გამოვაცხობ.. სამსახურის შემდეგ ეგრევე სახლში არ წავალ..ესაა მონახაზი ჩემი დღის გეგმის.. -ჯულიი..როგორ ხარ../? -კარგად..თავად..? -კარგად ვარ კარგად.. -როგორ მიდის საქმე.. -ყველა თავის პოზიციაზეა, ვიმედოვნოთ მშვენივრად.. -ძალიან კარგი..- მოვწესრიგდი და ჩემს პოზიციას დავუბრუნდი.. -ეკატერინე.. საშენო შეკვეთაა.. ვანილის დიდი რაოდენობით გამოყენება გიწევს.. -როდის მოვლენ წასაღებად..? -საღამოსთვის მზად უნდა იყოს..დანარჩენები კიდევ ფურცელზეა.. -მადლობა ჯული..ახლავე დავიწყებ.. -კეთების პროცესში მგონია დამღლელს არაფერს ვაკეთებ და როგორც კი მოვრჩები..ჩამოვჯდები სულ რაღაც ორი წუთით მაშინვე საშინელ დაღლას ვგრძნობ.. -აღარ მოდიხარ..? -მოვდივარ მოვდივარ აქ ხომ არ დავრჩები.. -ძალიან დაიღალე..? პიცაზე ხომ არ გავიაროთ.. -გავიაროთ.. დაღლილი ვარ მაგრამ მშიერი.. -მაშინ შორს არ გვინდა წასვლა..აქვე წავიდეთ.. -წამიძეხი..- 15 წუთით ფეხით ვიარეთ და დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე შევუკვეთეთ პიცა.. - სამსახურების გამო ვერსად წასვლას ვეღარ ვახერხებ.. -ახლაა რთული, სამაგიეროდ მომავალისთვის საქმე იმარტივებ.. -დავიჯერო ასეთი რთული აღარ იქნება..? -ცხოვრების თითოეულ ეტაპს ახლავს თავისებური სირთულეები..უბრალოდ მოსალოდნელია მომავალში ამ კუთხიტთ შედარებით დალაგდეს სიტუაცია.. -იმედია..დიდი იმედი მაქვს ტყუილად არ ვწვალობ.. -აუცილებლად ისწავლი..აი ნახავ..მონდომება თქვი და დანარჩენ სირთულეებს ეშველება.. -გამოცდილება გალაპარაკებს აშკარაა, ეს კი შენს რჩევას ღირებულს ხდის.. -მონდომების გარეშე იქამდეც ვერ მივიდოდი სადამდეც მივედი.. -გასაგრძელებლად კი საკმარისი მონდომება არ გქონდა.. -ხდება ხოლმე..საკითხავი ისაა რამდენად მონდომებული ხარ შენი მიზნისდა გამო.. -მაგას ორივე ერთად გავიგებთ..-პიცა მოგვიტანეს და გემრიელად მივირთვით.. გარკვეულ მანძილზე მოგვიწია ერთად სიარული თუმცა მალევე დავიშალეთ.. ისეთი განცდა მაქვს თითქოს დაღლილობამ გადამიარა, ალბათ დიდიხანს არ გამყვება.. ამ დროდ წესით უნდა მეძინოს ტუმცა ვგრძნობ დაწოლასაც კი არ აქვს აზრი.. თმებს სარჭისგან ვათავისუფლებ და ლავაზე ცხელი ყავის დალევას ვიწყებ.. ჯულისთან საუბრის შემდეგ ჩავფიქრდი.. გამახსენდა სიტკბოება იმისა როდესაც იცი ყველაფერი წინაა, როდესაც მიზნისთვის ჯერ გემო არ გაგისინჯავს.. წამიერი მონატრება და.. გაქარა.. ამასთან ერთად ყველა გათენებულმა ღამემ და დაუღალავმა შრომამაც გაირბინა თვალწინ.. არასწორად არ გამიგოთ, არ მეზარება, უბრალოდ რაღაც იყო ადრე ძალიან კარგი და დავიღალე ყოველდრე ამ რაღაცას მივტიროდე.. ისე მენატრება წარსული თითქოს მაშინ პრობლემები არ მქონია და მომავალზე ფიქრში არ მაღამდებოდა.. არადა თავადაც ვიცი უკან ყურებაში წინ ვერ წავალ, საკუთარ თავს ყველაფერს ვურთულებ.. არც ისე კარგი გრძნობაა, გაცნობიერება იმისა, საკუთარი თავის წინაღობა რომ აღმოჩნდები.. კარგი ეს არაფერი, როგომე თავს გადავაბიჯებ.. . . . კიდევ ერთი ჭიქა ყავა და გაღვიძებისას სახლიდან ყავის დალევის გარეშე გავდივარ..ღამე დალეული მომყვება თუ რა მაფიაა ვერ მეტყვით..? მთელმა დღემ ისე ჩაიარა ვერ გავიგე, საცხობიდან ახალი გამოსული გახლდით ბაიას ზარი რომ შემოვიდა.. -როგორ ხარ ლამასო..? -მშვენივრად..თავად როგორ ბრძანდები..? -ასევე..გცალია..? -5 წუთი არ იქნება რაც მუშაობას მოვრჩი.. -ჩემს ძაღლს ვასეირნებ..დამეწვევი..? -ლოკაცია ჩამიგდე..იმედია ახლოს ხარ.. -მოგივიდა..? -კი კი..შენკენ მოვდივარ..-გავთიშე და გზა განვაგრძე..ბოლოს კი როგორც იქნა დავინახე.. -ეკატერინეე.. უკვე ვფიქრობდი მოსვლა გადაიფიქრა თქო.. -კარგი რაა.. გზამ თავისი დრო წაიღო.. -ეგეც მართალია.. დაიღალე..? -არც ისე.. -მაშინ წავედით..მოყევი რა ხდებოდა.. -სამსახურში..? რა უნდა ხდებოდეს..მთელი დღე ცხობაში ვატარებ..-გაჩერდა და შემომხედა.. -მოიცადე..მოიცადე შენ..მომესმა..? რას ნიშნავს ახობ..დიზაინერი არ ხარ..? -ამ მოცემულობაში დიზინერი არ მეთქმის.. -შენს ამბებს ვიგებდი შიგადაშიგ.. წარმატებული დიზაინერი ხარ.. რამოდენიმე თვეა სიახლე არ გქონია..არ მეგონა თუ ეს შენი კარიერის დასასრულს ნიშნავდა.. ეკატერინე რა მოხდა..? -არაფერი არ მომხდარა და ეს გახდა პრობლემა.. მივხვდი თავს ძალას ვატანდი და ვეღარ გავქაჩე.. -გადაიწვი.. -შეგიძლია მასეც თქვა.. -ამას ნამდვილად არ ველოდი.. -ცხოვრების კალაპოტი ვის სად წაიყვანს ვერ გაიგებ.. -როდის იყო ეკატერინე გაბაშვილი კალაპოტს მიყვებოდა, თორე კი.. -საწინააღმდეგოდ ცურვის ძალა აღარ მაქვს ბაია.. -ყველაფერს თავისი დრო აქვს..ეგეც იქნება.. -არ გამამხნევო შენი ჭირიმე.. იმედის ქონა ზოგჯერ დამღუპველია.. -მაგას მხოლოდ შენ თუ იტყოდი.. -არა რატომ, ვფიქრობ ასეა.. -ასე როგორ.. -როგორც თავად თქვი ყველაფერს თავისი დრო აქვს, მათ შორის იმედსაც.. -პირველად მესმის.. -სულ გადამავიწყდა..შენს ძაღლს რა ჰქვია..? -რონდა.. -მე კი ეგ სახელი მესმის პირველად.. -ესპანეთშია ქალაქის სახელი..ყოველშემთხვევაში მე ამ მიზეზით დავარქვი.. -საყვარელია და უხდება.. -თავად მხოლოდ სეირნობა და გემრიელობები აინტერესებს.. -ბაია..არ გინდა ჩემთან წამოდი..დარჩი.. -შენთან..? -ძველი დრო გავიხსენოთ..გავერთობით.. -არ ვიცი..ესე ხომ არ დაგადგები.. -ესე რას ნიშნავს..მეგობრები ვართ..არაფერი გჭირდება, ყველაფერი თან მაქვს.. -მარტო ცხოვრობ..?-თავი დავუქნიე.. -მოკლედ მოდიხარ..მნიშვნელოვანი საქმე გაქვს..? მიზეზი რომ გქონდეს მესმის.. -შენ რა ახლა სამაგიეროს მიხდი..? -ეგ რა შუაშია.. -მაშინ ჩემთან რომ დარჩი ახლა მე უნდა დავრჩე..?-გამეცინა.. -შესაძლოა.. -კარგი წამოხვალ.. -მარკეტში შევიაროთ და წავიდეთ უკვე.. -კაი გამახსენე..რაღაცის ყიდვა კი მინდოდა.. -ძალიან კარგი..-მარკეტიდან დატვირთულები გამოვედით და სახლისკენ გავემართეთ.. სასუსნავები გავხსენით ყველაფერი გადავანაწილეთ თეფშებზე და ფილმიც ჩავრთეთ..კომედია გახლდათ და იმდენი ვიცინეთ მუცელი აგვტკივდა.. -წარმოგიდგენიაა.. რა გააკეთა.. -შენ რა იმავეს არ გააკეთებდი..? -რა თქმა უნდა, კრემში თავი ვის არ ჩაუყვია იდენტობის დასამალად.. -აი მე კი დამენანებოდა კრემი გასაფუჭებლად.. -მასე თუ შევხედავთ კიბატონო..ოღონდ ისე იქნებ გაფუჭებულია.. -კარგი გავაგრძელოთ ყურება საერთოდ სხვაგან წავედით..-სიცილი დასასრულამდე გაგრძელდა და კაკრას ლეპტოპი დამიჯდა.. ფილმზე ლაპარაკი გავაგრძელეთ სხვა თემებსაც შევეხეთ და დასაძნებლადაც წავედით.. გვიან დაძინების ბრალია შუადღისით რომ ავდექით ორივე..ბაიამ იხუმრა ამ დროს ბოლოს როდის გავიღვძე არ მახსოვსო..რონდას აჭამა და მომიბრუნდა..ხანდახან ჩვენს იდეალურად გაწერილ რეჟიმს თუ გადავუხვევთ არაფერი დაშავდებაო.. “დილით” გამამხნევებელი სიმღერების ფონზე გემრიელად დავლიეთ ყავა.. ამასობაში დრო ისე გავიყვანეთ და ისე მოსაღამოვდა ვერ გავიგეთ.. -ფილმები გვეყოფა..მოდი ყავას გავაკეთებ და გარეთ დავლიოთ.. -ძალიან პატარ აივანია..არც ეთქმის აივანი.. -არაუშავს..-ბაიამ ყავა გააკეთა, რომლის მარაგიც საბედნიეროდ კიდევ რამდენიმე დღე მეყოფა.. -წლებია შენი გაკეთებული ყავა არ დამილევია.. -გამოდის დრო იყო უკვე.. -იყო იყო.. ახლაც მახსენდება მაშინ რა კარგი დრო გავატარეთ.. -ზღვაზე..? კარგი იყო..მომენატრა იქაურობა.. -გამოდის არ ჩადიხარ ხოლმე.. -დიდი ხანია არ ჩავსულვარ..როდესაც იქ ვცხოვრობდი იცი ზღვა როგორი მობეზრებული მქონდა, ქუჩები, ადგილები.. საერთოდ ყველაფერი..ახლა კი ყველაფერი მომენატრა.. -ბუნებრივია..სადაც იზრდები, იქაურობა სხვანაირად გენატრება..ზოგიერთი ჩვენგანისგან განსხვავებით.. -ის ადგილები არა მაგრამ თბილისი ხომ გიყვარს.. -მიყვარს..მეგობრებმა შემაყვარეს..მათთან გატარებულმა დრომ და კარგმა მოგონებებმა გადაფარა.. -კარგი მეგობრები გყოლია.. -სიტყვა კარგი არ გამოხატავს.. მათ კიდევ არ იციან ისე მედგნენ რთული პერიოდის დროს.. -ბევრი რამ გაქვს ცხოვრებაში ასეთი მეგობრების მქონეს.. -შენ არავინ გყავს აქ..? -მეგობრებით როდის დამიკვეხნია.. გარშემო შეიძლება ბევრი გყავდეს გამომლაპარაკებელი მაგრამ ვისაც გულს გადმოუღვრი არცერთი აღმოჩნდეს საიმისოდ სანდო.. -მესმის შენი..სამაგიეროდ ამიერიდან რამდენადაც არ უნდა დავშორდეთ მანიძილით..ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.. -მადლობა..მიხარია ამის მოსმენა.. არასწორად არ გამიგო, არიან ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, რომლებთანაც კარგი ახლო ურთიერთობა მაქვს, უბრალოდ ამ ბოლო დროს ზედმეტად ჩაკეტილი ვარ და ვერ ვხვდები რატომ.. -ცხოვრებაც რთულია და თავად ჩვენც არ ვართ ნაკლები.. -ადამიანებს რომლებსაც მარტვი წარსული არ აქვთ იშვიათად ყალიბდებიან შენნაირ ადამიანებად.. -კარგი რაა.. ასეც არაა.. -ცხოვრება იქითკენაა მიმართული რომ გაგვაბოროტოს..როდესაც უმკლავდები, ერთ შეხედვით ასეც უნდა ყოფილიყო მაგრამ ვინ იცის რამდენი გადაიტანე.. -ადრე თუ გვიან ყველა ვსწავლობთ მარტივ გაკვეთილს.. ცხოვრება მარტივი არაა.. -დავიღალე მსგავსი გაკვეთილების სწავლით..-გამეცინა.. -რას იზავ..სამაგიეროდ კარგი დღეები წინ გველოდება.. -იმედია.. -კაცი იმედით ცოცხლობსო.. გაგიგია არაა..უბრალოდ ამ მოლოდინში თავს ნუ გაიუბედურებ.. -ეგ რას ნიშნავს..? -მოხეტიალედ არ გადაიქცე..ძალა რომელიც შემოგრჩა გამოიყენე.. -ასეთ დროს იმედის დაკარგვის ალბათობაც მცირდება არაა.. -ზუსტად..როდესაც შენს მაქსიმუმს აკეთებ, რაღაც რომც არ გამართლდეს, იმედი რომელიც გქონდა ფუჭი აღარაა..რადგან ამ იმედმა მოგიყვანა იქამდე, სადაც ახლა ხარ.. -იმედი იმისა, რომ შემდეგი დღე უკეთესი იქნება.. -თუნდაც..-ლაპარაკი გაგვიგრძელდა..დასაძინებლად წავედით და მალევე ჩაგვეძინა.. . . . -სულ გადამავიწყდა.. -რა მოხდა.. -დღეს წვეულებაა.. -წადი მერე რა პრობლემაა.. -წამოდი რაა ჩემთან ერთად.. -არა მე რა მინდა.. -გინდა გინდა..წამოდი რაა..გაერთობი..ღრეობა და მსგავსი სიტუაცია საერთოდ არ იქნება.. -არ ვიცი.. -მოდიხარ არ მაინტერესებს..ოღონდ.. -ახლა რა მოხდა..? -კოსტუმირებული წვეულებაა.. -რა..? მაშინ მითუმეტეს რაღა მინდა..ფორმა არ მაქვს. -ეგ პრობლემა არაა.. დღეს ისედაც ნაცნობი მიგზავნიდა ფორმას და დამატებით შენთვისაც ვთხოვ..მასეთი სახე ნუ გაქვს, უხერხული არაა.. -სამსახურს რა ვუყო.. -გაეთავისუფლე რა მოხდა.. -კარგი..-მიუხედავად იმისა წვეულებაზე წასვლა მოვიფიქრეთ, ბაია თითქოს ხასიათზე ვერაა..შეიძლება მეჩვენება არ ვიცი.. დილიდან დავიწყეთ მზადება..ბაიას ახლობელს რა ვარიანტებიც ჰქონდა შემომთავაზა და ვფიქრობ საჩემო ავარჩიე, ახლა მთავარია მომერგოს.. -რა ლამაზია.. მოგიხდება დარწმუნებული ვარ..’ -ვეტევი რო../? მაცადე.. -რატომ არ უნდა მოგერგოს ვერ ვხვდები.. -არც ძალიან გამხდარი ვარ, არც წონა მაწუხებს.. მიდი და გაიგე საჩემოა თუ არა.. -აღირსე ამ კაბას მოზომვა და მარტივად მიხვდები მართლა საშენოა თუ არა..-სარკეში არც ჩამიხედია ისე დავენახე ბაიას..-არ არსებობს.. -რა მოხდა..? -სწორი ზომა შეგირჩევია..საშენოა მართლა..-სარკისკენ წავედი და ჩავიხედე..-თავად არ მოგწონს..? -მგონი მიხდება..-დავტრიალდი.. -რაღა მგონი, შენია რაა..ახლა კი მე შემაფასე.. -წეღან არ გითხარი ძალიაანც გიხდებათქო.. -იმედია დღეს ბევრი კლეოპატრა არ იქნება.. -ბაიასნაირი მაინც არ იქნება არავინ, არ იდარდო.. -ბეტმენათ ყოფნა მინდოდა მაგრამ კოსტუმი ვერ ვიშოვე.. -რაა..ეგ საიდანღა მოიფირე.. -ისე გავაკეთებდი რომ მომიხდებოდა..შემდეგისთვის მოვახერხებ..-გამეცინა ბაიას დაბოხებული ხმით წარმოთქმული IM BATMAN რომ წარმოვიდგინე.. -ბეტმენი არ ვიცი და ახლა სასწაულად კი ხარ..-გამზადების პროცესი კიდევ 1 საათი გაგრძელდა და როგორც იქნა სახლიდან გავაღწიეთ.. ტაქსით მგზავრობა დიდხანს არ მოგვიწია და ადგილზეც მივედით.. -მოვედიით.. -დარწმუნებული ხარ, ეს შენობაა..? -ეს არის ეს..არ შევიდეთ..? -მიდი და მოგყვები//-იმაზე კარგი სიტუაცია დამხვდა ვიდრე ვიფიქრებდი..როგორც ჩანს ჩვენამდე უკვე დიდი ხანია შეკრება დაიწყო.. საკმაოდ ბევრი მოგროვბულა.. -დალევ რამეს../? -არ ვარ ხასიათზე.. -სხვა რამეს მოვნახავ არ იდარდო.. -გახსოვს მაშინ სასმლის დამზადების მცდელობა რომ გქონდა..სასწაული ნაზავებითურთ და მოწამვლას კინაღამ რომ გადავურჩით..? -მერე.. -იგივე არ გაიმეორო.. -ვეცდები..-ორივეს გაგვეცინა..ბაია კი ავიდა..ვინ იცის რის მოსატანად.. სხვა გზა არ არის, მის მოსვლამდე დრო უნდა გავიყვანო.. ამჯერად გარემოს მეტი დაკვირვებით მოვავლე თვალი, ყველა კარგ დროს ატარებს, საუბრობენ ღიმილს ცვლიან.. ახლა ჩემები რომ იყვნენ გვერდით სხვანაირად გავატარებდი დროს..მათთან გამოსაუბრებისთვისაც კი არ მიმიწევს გული.. -ინებე შენი სასმელი..ახლა კი წამოდი-ოდნავ მოშორებით გადავინაცვლეთ და გაუკვირდა როცა ის ადამიანი არ დახვდა ვისაც ელოდა..-მაპატიე შეგიძლია დაიცადო..? ახლავე მოვალ.. -რას მებოდიშები..მიდი მიდი მე არ გავიქცევი..აქვე ვიქნები..-ბაია თვალთახედვას მოშორდა.. ამასობაში ვიფიქრე ჰაერზე მაინც გავალთქო და როცა შევტრიალდი ვიღაცას დავეჯახე.. -მაპატიე..მერიდა..-იმის თქმა დავაპირე მერიდა არ მქვიათქაო, წამსვე გაავანალიზე ვისი კოსტუმი მაცვია.. მერიდა მამაციდან.. -ჩემი ბრალი იყო..პირიქით მე მაპატიე..-სასმელი გადავასხი და ყველაფერთან ერთად ორივე იატაკს ვამშვენებთ..ხელი გამომიწოდა, თავიდან ვიუარე, უფროსწორედ არაფერი მითქვამს და თავად ვცადე წამოდგომა..ხელჩასაჭიდი ვერფერი რომ ვერ ვნახე ისევ გამომიწოდა ხელი.. -სიჯიუტე აუცილებელია..? -არ დაგავიწყდეს ვისი ფორმა მაცვია..ეს კი მავალდებულებს ჯიუტი ვიყო.. -გავალდებულებს რას მოიაზრებს..რეალურად ჯიუტი არ ხარ..? -საიდუმლოდ გეტყვი-მისკენ მეტად გადავიწყე..-მერიდა არაფერია ჩემს სიჯიუტესთან.. -და მაინც.. -და მაინც ახლ შენს დახმარებას გამოვიყენებ..-მის ხელს ჩემი შევაგებე თუ არა წამიერად შევკრთი.. -ხედავ..? ძნელი არ ყოფილა, ხანდახან დახმარების მიღება უკეთესი არჩევანია.. -ვიტყოდი უკიდურეს შემთხვევაში და ისიც დასაფიქრებელია რამდენად ღირს.. -რადიკალური ხარ.. -ვერ ვიტყოდი..არსებობს შეხედულებები გარკვეულ საკითხებან დაკავშირებით რომლებთანაც პასუხი ან დადებითია ან უარყოფითი..ზოგჯერ უბრალოდ მესამე ვარიანტი არ არსებობს.. -ჩემი ტონი უკან მიმაქვს..შენი რადიკალობა მომწონს..გარდა იმ შემთხვევისა როგორ უარყოფ ჩემს შემოთავაზებას და უარით გამისტუმრებ.. -შემოთავაზებას გააჩნია..შენ რა სასმელს მთავაზობ..? -რა თქმა უნდა, არა.. -კი მაგრამ რატომაც არა.. -იქნებ მერიდას ცუდი სიმთვრალე აქვს და მაგ შენი მშვილდისარით ვინმე დაჭრა.. -ჯერჯერობით ერთადერთი ადამიანი ვისაც საფრთხე ემუქრება, ამ შენობაში შენ ხარ.. -რა პატივია.. -ვითომ..? სანამ მართლა არ წავედი, არ მეტყვი რა შემოთავაზება გაქვს..? -ვერანდაზე გასვლას და ჩემთვის გვერდის დამშვენების პერსპექტივაზე რას ფიქრობ..?-გარშემო მიმოვიხედე..ბაია ვერსად შევნიშნე..-ვინმეს ელოდები..? -მეგობარს, რომელიც მგონი დაბუნებას არ აპირებს.. -გამოდის შენი პასუხია.. -კარგ ცოტახნით გამოვალ ვერანდაზე.. -ძალიან კარგი..წავედით..-რატომ მივყვები სრულიად უცნობს..? ბარიტონმა მომატყუა თუ გარეგნობამ..იქნებ ორივემ ერთად.. ? ვერ გეტყვით მაგრამ ის კი ვიცი საკუთარ სურვილს დავყევი უცნობის მიერ გაჟღერებულს.. -ბოლომდე ვერ ვგრძნობდი რამდენად მჭირდებოდა გამოსვლა.. -სუფთა ჰაერზედ გასვლა ცუდი იდეა არასდროსაა..წუთიერ შესვენებას ჰგავს ასეთი შეკრებების დროს.. -არ გინდა აქ ყოფნა..? -მაგას არ ვამბობ, მითუმეტეს ახლა..ზოგჯერ ხმაური იმაზე ხმამაღალი შეიძლება მომეჩვენოს ვიდრეა და ასე ამოსუნთქვას ვახერხებ.. -გასაგებია, როგორც ჩანს დიდი ხანია მოხვედი..უკვე დაღლილი ხარ.. -სულაც არა.. -მაშინ აქ რას აკეთებ..შენს ადგილზე რომ ვიყო მეგობრებთან ვიქნებოდი.. -მეგობრები სულ ჩემს გვერდით იქნებიან..შენ კი ვინ იცის..შევხვდებით მეორედ..? -პირველი შეხვედრის კვალობაზე ზედმეტად მოხიბლული ხომ არ ხარ..?-ჩაეცინა.. -და თუ გეტყვი რომ არც ვამჟღავნებ რამდენად მოხუბლული ვარ შენით..რა გამოდის.. -სკალის ნორმით წითელ ხაზს მალე გადააბიჯებ.. -თვითკონტროლი იმ დონეზე მაქვს განვითარებული, ვამჯობინებ შენს მიერ გავლებულ ხაზთან ერთი ნაბიჯით უკან ვიყო..-ხმამაღლა გამეცინა.. -ზედმეტად თავდაჯერებულიც ნუ იქნები..შემთხვევით ფეხი არ წაგიცდეს.. -მართალია, შენს შემხედვარე მაგის საშიშროება ნამდვილადაა.. -ჰოდა შენს მყარად დგომას საფრთხე რომ არ შეექმნას..მე წავალ.. -მოიცადე..ასე უბრალოდ მიდიხარ..? -სხვანაირად როგორ უნდა წავიდე..მეგობარი უნდა მოვძებნო, შენთან გატარებული ეს მოკლე დროც არ იყო გეგმაში.. -სახელს არ მეტყვი..? -დღეს მერიდა ვარ..ეს კი იცი..უნდა წავიდე.. -კარგი.. -თანაც ნამდვილად გავხარ სასახლიდან გამოქცეულ პრინც ერიკს..კარგი დრო გაატარე სანამ სასახლეში შენი არყოფნა შენიშნეს.. -წარმოიდგინე დღეს არიელის ფორმაში რომ გადაგეწყვიტა წამოსვლა.. -არიელი..? კაცის გამო დათმო ყველაზე მნიშვნელოვანი და მძლავრი იარაღი რაც კი ქალს გააჩნია..ხმა..მასსავით რატომ გამოვეწყობოდი.. -როგორც ამბობენ სიყვარული ბევრ რამეს შეგვაძლებინებს, ისეთსაც რომ გვეგონა არ გავაკეთებდით.. -ისეთი სიყვარული რათ მინდა თუ საკუთარ თავს ნელნელა შემომაცლის და ამას მის ძალას უწოდებს.. -იმედია გახსოვს ნამდვილი პრინცი ერიკი არ ვარ და სასახლეში არიელი არ მელოდება.. ჩემს გამო ხმაზე რომ მაქვს უარი ნათქვამი..-გამეცინა.. -კარგი, ზედმეტად დავასერიოზულე..თუმცა შენ თავად შემიტყუე საუბარში.. -ტელეფონი გირეკავს.. -ზეტმეტად ზუსტ დროს..უნდა წავიდე.. -შეხვედრამდე.. -ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.. -იმედის მქონე კაცს, გულს ნუ მოუკლავ.. -კაცი იმედით ცოცხლობს..-ჩავილაპარაკე ქართულად და შიგნით შევედი.. -ეკატერინე სად გაქრი.. -ვერნდაზე ვიყავი გასული..მოხდა რამე..? -ისეთი არაფერი.. -გინდა წავიდეთ../? -გეწყინება..? მე გთხოვე ფორმებში გამოწყობა, ასე მალე ხომ არ წავალთ.. -ეგ არაფერი..წავიდეთ და ამ ფორმებში გამოწყობილებმა ვისეირნოთ პარიზის ქუჩებში.. -მადლობა გაგებისთვის..მაშინ წავიდეთ.. . . . თავის საშინელი ტკივილით გამომეღვიძა, თითქოს წვეთი ალკოჰოლი მაინც მიმეღოს..თავი ძლივს ავწიე.. წამოვდექი თუ არა ჩემს წინ რონდა შევნიშნე..ალბათ მოშივდათქო გავიფიქრე და მისთვის განკუთვნილი საჭმელი დავუყარე.. ბაია რადგან არ მომხვდა თვალში გავიფიქრე ეტყობა მაღაზიაში ჩავიდათქო.. მოვწესრიგდი და მივხვდი ზედმეტად დიდი დრო გავიდა და აქამდე უნდა ამოსულიყო..ტელეფონის მოძებნა დავიწყე და დავურეკე..გათიშლი აქვს.. კარგი ეკატერინე მაშინვე ცუდზე ფიქრი რა საჭიროა..ალბათ დაუჯდა.. გავიდა თითქმის ერთი საათი და სად წავიდე არ ვიცი.. სამზარეულოში შევედი წყლის დასალევად..ჭიქა ავიღე წყალი უნდა დამესხა, როცა მაგიდაზე დადებული წერილი შევნიშნე.. “ეკატერინე, მაპატიე გაუფრთხილებლად წასვლა მიწევს, მაგრამ ასე იყო საჭირო, შენს მეტი ახლა არავინ მყავს რომ შევაწუხო.. ცოტახნით რონდა უნდა დაიტოვო, მე ვერ შევძლებ თან წაყვანას.. კარგი ხასიათისაა და დიდი იმედი მაქვს არ დაგამძიმებს.. თუ ცუდად გახდა მისამართს დაგიწერ..კასელი საუკეთესო ვეტერინარია და კარგად მიხედავს.. ამდენი წლის განმავლობაში ჩემს მეგობრად მიგიჩნევდი..ეს მოკლე პერიოდიც შენთან გატარებული შვება იყო, ცოტახნით ყურადღება გადამატანინე.. მადლობა ყველაფრისთვის, ჩემთვის ძვიფასი ადამიანი ხარ..დიდი იმედი მაქვს მალე შევხვდებით, ვინაიდან უახლოესი პერიოდი იმედით მომიწევს არსებობა.. როგორც შენ თქვი, ვეცდები შენი რჩევები გავითვალისწინო.. მშვოდობით, შენი მეგობარი ბაია” წერილი რამდენჯერმე გადავიკითხე, იქვე დავდე და გაოცებულმა რონდას შევხედე.. -გაუგებარია რა ხდება.. რა მოხდა ისეთი ასე საჩქაროდ წავიდა თან შენს გარეშე..-რონდა მომიცუცქდა..მეც არ დავაყოვნე და მოვეფერე.. ჩემი მობილური ამღერდა და მომიწია დროებით ამ ფიქრებისგან გათავისუფლება.. -ეკატერინე..ჯული ვარ.. -გისმენ.. -სამსახურში არ მოდიხარ..? -ვაიმე სულ გადამავიწყდა..მაპატიე ახლავე გამოვალ.. -კარგი კარგი არ ანერვიულდე..მივხედავ ყველაფერს, უბრალოდ შენ არასდროს აგვიანებ და ხომ მშვიდობაათქო.. -ახლავე გამოვალ..-ტელეფონი გავთიშე და გავემზადე..რონდას წყალი საჭმელი დავუტოვე და სახლიდან გავედი.. მთელი დღე კი ვმუშაობდი მაგრამ ბაიას წერილზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი, ასეთი რამ არ ახასიათებს..თუმცა იმდენი წელი გავიდა და სავარაუდოდ იმდენი რამე შეიცვალა.. საქმე გამოუჩნდა და წავიდა..რა არის ამაში განსაკუთრებული..მუშაობა გავაგრძელე და როგორც იქნა დღეც დასრულდა.. -არ მეგონა ძაღლს თუ აიყვანდი..-ტელეფონში გადაღებულ ფოტოს კიდევ ერთხელ შეხედა.. -არა ჯული, ჩემი არაა მეგობრისაა.. ცოტახნით დამიტოვა.. -საყვარელია, თუმცა მე კატები უფრო მიყვარს.. -როგორც მახსოვს არ გყავს.. -აყვანას ვაპირებ, დავფიქრდი და მგონი შევძლებ.. -გათვალე ხარჯები და აიყვანე..მაგას რა ჯობია.. -ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა..ვნახოთ რაა.. -სწორად უყურებ მაგ საკითხს.. -ახლა სახლისკენ..? -ჰოო, სანამ დაგვიანდა რონდასაც გავსეირნებ.. -კარგი აზრია, ძაღლებს უყვართ სეირნობა.. -კარგი აბა შენ იცი..-ჯულის დავემშვიდობე და გზა განვაგრძე..სახლში მისულს რონდა რაღაც არ მომეწონა, ბევრი არც ჰქონდა ნაჭამი. შეიძლება მე მეჩვენება თუმცა რონდას დაეტყო მოწყენა..ამიტომაც უკვე გამოსულმა გზა დავიგრძელე იქნებ სეირნობამ უშველოსთქო.. ნამუშევარი და ამას დამატებით ამდენი სიარულით გათანგულიღა მივედი სახლში.. სადაც მოვახერხე იქვე მივესვენე.. . . . ერთი კვირა გავიდა და ბაიასგან არაფერი მსმენია, აქ კი არავინაა ვისაც შემიძლია ვკითხო სად შეიძლება ახლა იმყოფებოდეს.. მის დატოვილ მესიჯს კიდევ ერთხელ დავხედე.. მოიცადე..ვეტერინართან მიიყვანე თუ რამეაო..ამ ბოლო დროს რონდას ეტყობა ნერვიულობა, გარეთ გასვლაც აღარ უნდა. ორ კურდღელს ერთად დავიჭერ ამ ვეტერინართან მივიყვან და თან ვკითხავ, იქნებ რამე იცოდეს..ან მეგობრობდნენ..არ ვიცი უკვე.. სხვა ხელჩასაჭიდი არაფერი მაქვს.. დასვენების დღე ავიღე, მისამართი კიდევ ერთხელ გადავამოწმე და გამზადებული, დათქმული ადგილისკენ გავემართე.. -გისმნეთ..რითი შემიძლია დაგეხმაროთ.. -კასელთან მინდა შესვლა, რაც მალე მით უკეთესი.. -ორი ადამიანია რიგში..დაბრძანდით და დაელოდეთ..მე გეტყვით თქვენი დრო როცა მოვა.. -მადლობა..-ჩამოვჯექი..იმედია დიდი ხანი არ მომიწევს აქ ჯდომა.. -რა საყვარელი ძაღლი გყავთ..-თავი დავუქნიე და მხოლოდ იმის იმედი მაქვს ეს ორი ადამიანიც მალე გამოვა კასელის სამყოფელიდან.. სადღაც 40 წუთი გავიდა, როგორც იქნა შემატყობიეს ჩემი ჯერი დადგა.. -აქეთ მობრძანდით.. -ეს არის ხომ..? -დიახ, შებრძანდით გელოდებათ..-კარები ფრთხილად შევაღე, შიგნით ზურგით მდგომი ბატონი კასელი დამხვდა.. ამ რახარუხში ჩემი და რონდას შემოსვლის ხმა მაინც მისწვდა მის ყურთასმენას და თქვა.. -მაპატიეთ ერთი წუთით..-როგორი ნაცნობი ხმაა..არა ის არ..-აბა რამ შეგვაწუხა.. -მე..უფრო სწორედ რონდას..ის..-აქამდე დალაგებული აზრები..კითხვები ჰაერში გაიფანტა..რას წარმოვიდგენდი პრინცი ერიკი ვეტერინარი თუ აღმოჩნდებოდა.. -რამე აწუხებს..? -მისი მფოლბელი წასულია.. -როგორ მოხდა ბაიამ რონდა დატოვა.. -ბაიას იცნობ..? -შეიძლება ასეც ითქვას..-კარები ისევ გაიღო.. -ბატონო კონსტანტინე..ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, დღეს დაგეგმილი ოპერაცია გადაიდო.. -რატომ..? -დაზუსტებით მეც არ ვიცი..ხვალ შესაძლებელია რომ.. -განრიგი გამინთავსუფლე ოპერაციისთვის..მეტად გადადება არ შეიძლება.. -კარგით..მე გავალ..-მას მივუბრუნდი.. -კონსტანტინე..? -გამარჯობა..გამახსენდა შენი სახელი ჯერ კიდევ არ ვიცი..-ქართულად როგორც კი დაიწყო ლაპარაკი საერთოდ დავიბენი.. -შენ რა..ქართველი ხარ..კი მაგრამ გვარი კასელი.. -მამა მყავს ფრანგი..დედა ქართველი.. -რანაირად ვერ მივხვდი..-როცა შევხვდით ფრანგულად ვსაუბრობდით, მარტივად თუ ვიტყვით დამაბნეველია.. -სანამ წასვლისას ქართულად არ თქვი კაცი იმედით ცოცხლობსო ვერც მე მივხვდი.. -დაგიმახსოვრებია.. -რამ შეგაწუხა.. -რონდას შეეტყო ნერვიულობა და არ ვიცი როგორ მოვიქცე.. -რაც ბაია წავიდა..?-თავი დავუქნიე..-ბუნებრივია..მოდი მე მაინც გავსინჯავ, რა იცი რა ხდება.. -მარტივად მოგავრდება..? -ვნახოთ..დიდი ალბათობით.. -სანამ გასინჯავ, შეიძლება რაღაც გკითხო..? -მკითხე.. -ბაიას კარგად იცნობ../? წეღანაც გკითხე.. -რატომ მეკითხები.. -ჯერ მითხარი იცნობ თუ არა.. -ნორმალური, კარგი ურთიერთობა მქონდა..შეიძლება ითქვას ვმეგობრობდით.. -იცი სად არის..? ბოლოს როდის ელაპარაკე.. -მოხდა რამე..? -წერილი დამიტოვა რომ მიდიოდა და რონდას მე მიტოვებდა..არ ვიცი სადაა და ვნერვიულობ.. -რამდენი ხანია რაც არ ჩანს.. -1 კვირა.. -წვეულებიდან? -კი ადრე წამოვედით ვერ იყო ხასიათზე..რა მოხდა არ ვიცი, ვიფიქრე მეორე დღეს გამოვკითხავთქო და არ დამხვდა.. -წერილში სხვა ისეთი არაფერი ეწერა..? -შენზე ეწერა.. რონდას საჭიროების შემთხვევაში შენთან მომეყვანა.. -კარგი..მოდი მე წამლებს დავუნიშნავ..გეტყვი როგორ უნდა მისცე..ხშირად უნდა ასეირნო..დაგიწერ მოკლედ ყველაფერს.. -მადლობა.. -შენი ნომერი დამიტოვე, ვეცდები რამე გავიგო და დაგირეკავ თუ რამეა.. -რა გაეწყობა..მოიცადე..ინებე..-გავცვალეთ..იმან რეცეპტი მომცა..მე ნომერი..-მაშინ მე და რონდა წავალთ.. -შეხვედრამდე წითურო.. -ეკატერინე.. -რა..? -ჩემი სახელია ეკატერინე..-შენობას სანამ დავტოვებდი ჩემი ყურადღება ამინდმა მიიქცია, ასე უცებ რანაირად შეიცვალა..სადაცაა მალე იწვიმებს..იქნებ მივასწრო სახლამდე, გალუმპვის და გაციების გარეშე მისვლა.. ამ ყველაფრის თავი არ მაქვს.. -რონდაა..სიზარმაცს გამო ფეხს ითრევ არაა.. არ შეიძლება..სახლში წასვლის დროა.. თუმცა იქ რაღა დამრჩენია ნეტა.. შენობაშივე არსებულ აფთიაქში შევიარე და რონდასთვის წამლები ვიყიდე, ბარემ მოვიშორებთქო, საბოლოოდ კი რა თქმა უნდა არ გამიმართლა.. წვიმა დაიწყო, თანაც როგორი.. იქვე ჩამოვჯექი და გარეთ ყურება დავიწყე, იმედი მაქვს მალე გადაიღებს.. საათზე მეტი გავიდა, შედარებიოთ იკლო, ამიტომაც წამოვდექი, არაუშავს ამ ლოდინს უკვე გაციებაც მერჩია..ზუსტად ამ დროს გამოვიდა კონსტანტინე, მე კი ფეხს ავუჩქარე და გარეთ გავედი.. აღარც სიარული მინდა და აღარც მეტრო, ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუკარნახე.. რამდენადაც შეიძლებოდა მალე მიმიყვანა, მადლობა გადავუხადე და მანქანიდან გადმოვედი.. -ხვალიდან წამლების დალევას დაიწყებ..გაგასეირნებ და ნახავ როგორ იქნები..-რონდასთან ერთად შევაბიჯე სახლში, ისე თითქოს მთელი დღის ნამუშევარი ვყოფილიყავი, არადა რეალურად არაფერი მიკეთებია.. ამ დროს შემოვიდა ზარი.. -როგორც იქნა მიპასუხე.. -ქეთაა..მირეკავდი..? არ გამიგია ახლახანს დავბრუნდი სახლში.. -კარგი ეგ არაფერი..მომიყევი როგორ ხარ..დიდი ხანია არ გვილაპარაკია.. -რა მიჭირს ნორმალურად..თქვენკენ რა ხდება.. -ისეთი არაფერი.. ნეტავ გამოფენისთვის მოგეხერხებინა ჩამოსვლა.. -არ გამოვიდა, შემდეგისთვის ვეცდები..იო როგორაა.. -კარგად..მეგობარი აკლია.. -მარტო მე კი არა ყველას გვაკლია..-კადრში იოანეც გამოჩნდა.. -სახლში ხარ..? -გახლავართ.. -სხვები როგორ არიან..რა ხდება..რამე მომიყევით.. -ყველა კარგადაა.. გაგვეწელა დიდი ხანია არ შევხვედრილვართ.. -უნდა მოახერხოთ როგორმე..მასე არ შეიძლება.. -ვეცდებით.. -მერე დამირეკეთ ოღონდ.. -აუცილებლად.. -მოიცადე..ძაღლის ხმა იყო..? -კამერა რონდასკენ შევატრიალე.. -როდიდან გყავს ძაღლი..რატომ არ გვითხარი..? -ჩემი არაა მეგობრისაა.. -რომელი..ვიცნობ..? -ბაია ჩემი ძველი მეგობარი არ გახსოვს..? -ზღვა და ამბები..? -აი ზუსტადაც..ქეთა ვერ მიხვდი ადრე შენთვის მოყოლილიც მაქვს..ზღვაზე პირველად რომ წავედი მეგობარმა შემიფარათქო.. -აა გამახსენდა…და მოიცადე პარიზში შეხვდი..? -შემთხვევით..ახლა კი დროებით რონდა მე მყავს.. -კარგი..ჩვენ უნდა წავიდეთ.. ნებისმიერ დროს დარეკე.. -აბა თქვენ იცით.. -ვეცდებით შენს არყოფნამდე არ დავიშალოთ.. -რა ლაპარაკია, გულს ნუ მიხეთქავთ… -კარგი კარგი..მართლა წავედით.. -შენი ძმადნაფიცი როცა მოგენატრება შეგიძლია დაურეკო, შუამავალი მგონია თავი მე რომ არა განა მოიკითხავთ ერთმანეთს.. -კარგი კარგი…-ზარიც გაწყდა..რონდას რაც სჭირდებოდა გავაკეთე და მივესვენე..ახლა კი მართლა აღარ ავდები ლოგინიდან მომავალი რამოდენიმე საათი.. არ ვიცი დაახლოებით 20 წუთის შემდეგ უკვე ჩამეძინებოდა ზარი რომ შემოვიდა.. არც გამიხელია თვალები წესიკერად ისე ვუპასუხე.. -ახლა არ ვილაპარაკეთ..ჯერ არ მომნატრებია.. -უკაცრავად.. -კონსტანტინე..?-ტელეფონს დავხედე..რატომ მეგონა რომ ისევ ისინი მირეკავდნენ.. -რადგან მიცანი ვინ ჩივის.. -ასე მალე გაარკვიე..არ ვიცი, სიახლეა რამე..? -არა.. -აბა რატომ მირეკავ.. -ლილიების შარფი შენია..? -შარფი..ვაიმე მანდ დამრჩა..? არაა.. -კარგი დიდი ტრაგედია კი არაა.. -ჩემთვის არის-გამოვფხიზლდი მორჩა.. -ჩემთანაა..ხომ არ დაგიკარგავს..თანაც.. -თანაც რაა.. -თუ ასეთი მნიშვნელოვანია დაკარგვა რატომ ვერ შენიშნე..?-რა ვუპასუხო.. მართლა როგორ გამომრჩა..- ჩემი სიახლოვის გამო ხომ არა..? -სკალის მიხედვით ნეიტრალურ ადგილზე გახლავართ.. არამგონია ეგ იყოს მიზეზი.. -ასე არაა..მაშინ უნდა შევხვდეთ.. -რატომ..? -დაგიმტკიცებ სინამდვილეში მაგ შენი სკალით რამდენად ახლოს ხარ ზღვართან.. საკმაოდ შორს მაგ შენი ნეიტრალური ადგილიდან.. -არა..არ მინდა.. -ხომ არ გავიწყდება შენი შარფი ვისთანაა.. -გამომიგზავნე.. -შეხვედრისას გადმოგცემ, ასე მირჩევნია.. -ასე ურჩევნია თურმე.. -დიახ.. ხვალ ოპერაცია მაქვს არ გამოვა..მოკლედ დაგირეკავ და შევხვდეთ.. -უნდა გადმომაწოდო..რათ უნდა გადადება.. -საჭიროა.. -კარგი ვთიშავ.. -მოიცადე.. -რა მოხდა../? მეძინება მალე მითხარი.. -შეხვედრამდე წითურო..-გათიშა..არა რა უნდოდა..? ახლა რაღა დამაძინებს.. შარფზე თუ მასე ფიქრში, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.. . . . -ჯული კარგი რაა.. -მე მეუბნები თავს უნდა მიხედოო და თავად არ ითვალისწინებ შენს რჩევებს.. -აჭარბებ.. -როგორც გინდა..ორი დღეა არ გიძინია წესიერად.. -ეგ საიდანღა მოიტანე.. -ვხედავ.. -ხდება ხოლმე.. იმაში, რომ არ მიძინია ამაში არაფერი განსაკუთრებული არაა.. -როგორც გინდა.. მთავარია რეგულარულში არ გადავიდეს შენი რეჟიმი თორემ სადმე თუ გადავარდები ჩემი გაფრთხილება ვის რაღათ უნდა..-გამეცინა.. -კარგი კარგი ჩემს ჯანმრთელობაზე მერე.. შენ გაქვს გასაღები..? -კი, რა მოხდა..? -მე დამრჩა და შენ დაკეტე.. -ახლავე..უფროსი დღეს არც მოსულა, მიკვირს.. ვითომ მეთვალყურეობა და საქმის კეთება ძალიან მიყვარს მაგის მხრიდან.. -უფროსია, სხვა რა უნდა გააკეთოს.. -რავიცი..აბა წავედით..? -ერთი გზა არ გვაქვს დღეს.. -მშვიდობაა.. -მეგობართან მივდივარ.. -კარგი მაშინ ნახვამდის.. -აბა შენ იცი.. -ჯულის დავემშვიდობე და ჩემს გზას დავადექი..სახლში რონდა მელოდება, ზოგიერთი თქვენგანი ვერც კი წარმოიდგენს რამდენად უჩვეულოა როცა გელიან.. მეგობრებს ჩემთან კი უცხოვრიათ გარკვეული პერიოდი, მაგრამ ახლა განსხვავებული სიტუაციაა..სასაცილოა საკუთარი თავი ჩავაგდე ამ მდგომარეობაში, უფრო სწორედ ამ მდგომარობაში ყოფნა მინდოდა კიდეც.. რა უნდა გააკეთო ადამიანმა როცა არც წასვლა გინდა და არც დარჩენა.. აღარ მინდა ამაზე ფიქრი.. იმედია სახლში დაბნელებამდე მივალ, ისე მიხარია საცხობი ჩვეულზე ადრე რომ დაიკეტა ვერ წარმოიდგენთ, ჩემი სიბნელის, ღამეში სიარულის შიშს დღეს გადავურჩები მგონია.. უცნაურია მეშინია მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდის მაინც მივაბიჯებ თითქოს არაფერი იყოს და ყოველ წამს არარსებული მონსტრის გამოხტომას არ ველოდე.. არადა რა ლამაზია ეს ოხერი პარიზი ღამით.. წესით საიდუმლოებები დღის შუქზე მჟღავნდება, მაგრამ პარიზი პირიქითაა, დღისით იმდენად გამორჩეული არაა როგორც ღამით.. უწევს ისეთი სახე აჩვენოს, რომლის გამოჩენაც დღის შუქზე არ უნდა.. სახლს სანამ მივუახლოვდები მარკეტში წვენს ვყიდულობ და შორიახლოს პირველივე შესაძლებლობაზე სკამს ვიხელთებ დასაჯდომად.. რეალურად აი ამ წამს ღრმა თუ ჩავისუნთქავ, გონებას თუ მივცემ საშუალებას ამოისუნთქოს და ცოტა დამშვიდდეს, ყველაფერი ისე ცუდადაც აღარ იქნება როგორც აღვიქვამ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.. . . . -გისმენთ.. -გაუგებარია, ასე იმიტომ მპასუხობ რომ მიცანი თუ პირიქით.. -კონსტანტიე შენ ხარ..მოხდა რამე..? -შეგიძლია ოდესმე ტელეფონს დახედო და ისე მიპასუხო..? -კიდევ აპირებ დარეკვას..? -შესაძლოა.. -რამე გინდოდა..? -გცალია..? -რისთვის.. -შენი შარფის დასაბრუნებლად.. -მცალია.. -მითხარი სად ხარ და მოვალ.. -შენი სამუშაო ადგილიდან ძალზედ მოშორებით.. -იმით არ დავინტერესებულვარ რამდენად შორს ხარ, მისამართი მომწერე და იმდენად მალე მოვალ რამდენადაც შესაძლებელია..-ზარი გაწყდა..მეც მისამართის აკრეფვა დავიწყე.. რამდენი ხანი ვილოდე ვერ გეტყვით, მაგრამ როცა მოვიდა, წამოვდექი..დაველოდე როდის გადმოვიდოდა მანქანიდან და როდის მომიახლოვდებოდა.. მოვიდა ჩემს წინ გაჩერდა, რამოდენიმე წამი ხმა არ ამოუღია, შემდეგ კი.. -წითურო.. -სიტყვა შეასრულე, მაინც პირისპირ შეხვედრისას გადმომცემ შარფს.. -“უმსხვერპლო სიტყვა ისევე ამაოა, როგორც უსურნელო ყვავილი, უნათლო შუქი, გინა სატრფოს მოკლებული მზეი.” -არამგონია ჩემი ნახვა შენთვის მსხვერპლი ყოფილიყოს მაგრამ, გამსახურდიას სიტყვებია და არაფერს გეტყვი.. -რა იცი რომ მსხვერპლი არ ყოფილა, იცი რა რთულია ცოლს გამოეპარო..? თან.. -თან..? -სამ ანგელოზივით შვილს.. -შვილები..? -მასეთი სახე ნუ გაქვს, თავადაც იცი ვხუმრობ.. -შენს გენიალურ ხუმრობას ვაიგნორებ, მომეცი შარფი და შენს გზას გაუდექი.. -მაგაზე არ იდარდო, ჩემს გზას ისე მივუყვები გადახვევა არ მჩვევია.. -შარფი..-ხელი გავუწოდე..მან კი გულის ჯიბიდან ამოიღო.. ველოდები როდის გადმომცემს მაგრამ არა.. ნელი კადრივი ეს შარფი გაიშალა, შემოხვევის წამი კი გონებიდან ამოიშანთა -ესეც ასე..არა მოიცადე, ცუდად შევკარი..-გაიცინა.. დავაპირე გამეჩერებინა კიდეც..გაურკვეველი მიზეზების გამო სრულიად საპირისპირო რამ ვთქვი.. -არ გაწელო, დროულად შეკარი თუ კრავ..-წამიერად ამომხედა..ეს ამომხედა მიტომ რომ მე შედარებით შემაღლებულზე ვდგავარ..ყურადრება ისევ შარფზე გადაიტანა, სამაგიეროდ სანამ შეკვრას დაასრულებდა მოასწრო მზერის გაცვლა.. -მოვრჩი.. -ძალიან კარგი.. -რონდა ზედმეტად წყნარადაა.. -ბევრი ვიარეთ..დაღლილია.. -გამოდის ბაია ისევ არ ჩანს.. -გამოდის.. -საქმე სერიოზულადაა..? -არაფერი არ ვიცი..არაფრის გაკეთება შემიძლია სანამ არ დაბრუნდება.. -დარწმუნებული ხარ რომ წერილის გარდა არაფერი დაუტოვია..? -მთელი სახლი გადავქექე..იქნებ რაიმე კიდევ დარჩათქო..არაფერი, წერილი და ძაღლი.. უკვე იმაზეც ვფიქრობ პოლიციაში ხომ არ მივიდეთქო.. -როცა ადამიანს წერილი აქვს დატოვებული, წასვლას აპირებს.. აქ საქმეს ვინ აღძრავს..’ -აბა რა გავაკეთო.. -მოიცადე..ცოტახანიც მოიცადე.. -არ იცი სად ცხოვრობს..? -არა..შენ რატომ არ იცი.. -რამოდენიმე დღეა შევხვდი.. ჩემთან დავპატიჟე.. როდის მომესწრო სტუმრობა.. -კარგი კარგი..არ იდარდო, ბაია დაბრუნდება მაგრამ შენი ნერვიულობას შეწირული ნერვები არა..-გამეცინა.. -მაგრად დამამშვიდე.. -სერიოზულად, ცხოვრებაში ისე როგორც ჩვენ გვინდა, თითქმის არასდროს არაფერი არ ხდება, როგორც უთქვამთ.. ხანდახან მოთმონება ერთადერთი სწრაფი ხერხია დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.. -გინდა მითხრა, ველოდო მანამ სანამ არ გავიგებ როგორ დაემართა რაღაც უბედურება ჩემს მეგობარს..? -შეიძლება ბაიას მარტო ყოფნა სჭირდება..ჩვენ არ ვიცით რა ხდება..დროა საჭირო და ყველაფერი გაირკვევა.. -შენ თუ გინდა აქ დარჩი ჩვენ წავალთ.. -სად მიგეჩქარება.. -სახლში..აღარც სიარული მინდა, აღარც ლაპარაკი.. -გინდა მე..-ამ დროს აწრიალდა ჩემი ტელეფონი.. -გისმენ ჯული..აქვე ვარ..კარგი გამოვართმევ და არაა პრობლემა.. ერთი დღე ნუ იქნები შენც სამსახურში..არაფრის..მიდი მიდი.. -როგორც ჩანს არ გასვენებენ.. -უნდა წავიდე.. -წავიდე..თ.. -ვითომ რატომ.. -გვიანია უკვე, შენი აზრით მარტო უსაფრთხოდ ხარ..? -სიმართლე თუ გაინტერესებს, ჩემთვის უცნობი და არასანდო პიროვნება ხარ.. -მერე, არ არის დრო ჩემი გაცნობა დაიწყო..? მე დაგიშალე..? -რა დიდგულზე ხარ შენ.. -წამოდი წამოდი, მოვაგვაროთ შენი პატარა საქმე.. -რატომ მომყვები, იქნებ ნარკოტიკული საშუალების გადატანა მთხოვეს და მეც ვასრულებ..არა რა გაცინებს.. -არ მოდიხარ..? -მგონი მე მოგყვები შენ და არა პირიქით.. -მე და შენ რამ გაგყვო.. -კარგი ნაცნობივით ნუ მელაპარაკები.. -ცოტაც მოიცადე და ნახავ როგორი ნაცნობები ვიქნებით ერთმანეთისთვის.. . . . -ეკატერინეე..ეკატერინე..-ხმა შორიდან ჩამესმის, ვცდილოლბ გამოფხიზლებას მაგრამ თვალებს ვერ ვახელ, შემდეგ კი ძილბურანში მყოფი წამოვხტი..რატომ? წყალი გადამასხეს, საკმაოდ დიდი რაოდენობით..-როგორც იქნა გაიღვიძე.. -ბაია..შენ..მოიცადე..-თვალები მოვისრისე და აწ უკვე სველი თმები უკან გადავიწიე..-აქ რას აკეთებ..? -მეგონა მისაყვედურებდი ამდენი ხანი სად გაქრიო.. -იმდენად დააგვიანე, აღარც გელოდი.. -ჩამოდი მაგ საწოლიდან წესიერად დაგელაპარაკო.. -წყალი გადამასხი და აქეთ გაქვს პრეტენზიები..? -შენ თითქმის ყოველდრე ასე მაღვძებდი ერთ დროს, ამ ერთხელ მომიტევე.. -კარგი კარგი..აბა მე აბანოში შევალ და თან მოყევი, სად დაიკარგე..-აღიარეთ რომელიმეს ასე მშვიდად მიგიღიათ, მეგობრის ბოროტული ხმურობა..? -დიდად ვერაფერს გეტყვი..საქმეზე ვიყავი.. -თითქმის ორი კვირა საქმეზე იყავი..? -რამოდენიმე დღე მარტო ყოფნაც მჭირდებოდა.. -წესიერად რომ დაგეწერა არ შეიძლებოდა..? იცი მაინც როგორ ვინერვიულე..? -ხომ დავწერე მივდივართქო, რა განერვიულებდა.. -ბარემ ისიც მიგეწერა რამდენი ხნით..-აბანოდან გამოვედი და სამზარეულოში შევედი.. -შემდეგში გავითვალისწინებ..-შაქრით ხელში მივუტრიალდი..ჩემი სახის გამომეტყველიბიდან გამომდინარე თავადვე დაასრულა წინაადადება..-შემდეგი აღარ იქნება..გასაგებია.. -რონდა არ შეგეგება..? -თანაც როგორ..ჭკუაზე არაა ვერ ხედავ..? როგორ იყო, შეგეჩვია..? -მოწყენილი იყო მაინც, ვეტერინართან მყავდა..წამლები დაუნიშნა.. -კასელთან..? მაგარი ვინმეა.. -ამ კასელს რომ მიწერ, სახელი მიგეწერა, ფრანგს ველოდი და ქართველი აღმოჩნდა.. -კარგი სიურპრიზი გამომივიდა როგორც ჩანს.. -ნამეტანი.. -თან მამით კია ფრანგი.. -ახლო მეგობრები არ მყავსო და შენ გყოლია თუ გყოლია.. -არასწორად გამიგე ეკაკო.. მეგობრები კი მყავს აქ, მაგრამ შენ რომ გყავს სამეგობრო მასე ახლოზე რა გითხრა.. -აუცილებელი კი არაა მეგობრებს ვერ ატევდე სახლში.. ის ორი მეგიბარი რომ გყავს, როგორი მეგობრობა გაქვთ ეგაა მნიშნელოვანი.. -ვიცი ვიცი.. -იცი არ იციი.. ახალი არაფერი მითქვამს.. -კარგი არ გამიბრაზდე რაა.. მთლად ასეც არ უნდა წავსულიყავი, თან რონდაც შენ შეგატოვე.. -არაფერია, მე შენზე ვნერვიულობდი, რონდა რომ აქ იყო მაგაზე კი არა..ყავა გინდა..? -თან ძალიან.. -დაჯექი მაშინ, რას მადგეხარ თავზე..\-ყავა უცებ გავაკეთე და ჭიქა ბაიას გავუწოდე.. -მადლობა..გემრიელია.. -არ გეგონოს შენ წასვლას გავატარებ.. -რას გულისხმობ.. -ყველაფერი ჩვეულებრივად რომ ყოფილიყო, მეტყოდი აქ მივდივარ ამდენი დღის და მალე ჩამოვალო..საერთოდ წერილის დაწერაც არ დაგჭირდებოდა.. -არაფერ.. -დამაცადე..რამდენჯერაც მსგავსი რამ გავატარე ჩემი მეგობრებისგან არ მინდოდა რამე დამეძალებინა..იმდენჯერ აღმოჩნდა რომ ყველაფერი მოსალოდნელზე ბევრად უარესად იყო.. თუ მართლა მარტო ყოფნა გინდოდა მესმის..გასაგებია და ხმას არ ამოვიღებ მეტად..მაგრამ თუ რამე ხდება ახლავე უნდა მითხრა..-სახე დაეჭიმა, თითქოს..არ შეუძლია..ის.. -კარგი რაა არაფერია.. -დარწმუნებული ხარ..?-თავი დამიქნია.. -სანერვიულო არ გაქვს.. -როგორც გინდა, მე მხოლოდ ის მინდა კარგად იყო.. -შენი ამბავი ვიცი, ასეთ დროს ზედმეტად ნერვიულობ.. -მიყურადებას ზედმეტი ჯობია.. -სიტუაციას გააჩნია.. -რაც არ უნდა იყოს მე შენს გვერდით ვარ..ლაპარაკი თუ დაგჭირდა.. -მადლობა ყველაფრისთვის..ახლა წავალ რონდასთან ერთად, როგორც კი შევძლებ დაგირეკავ და სადმე გავიდეთ.. -კარგი, დიდხანს არ გაწელო.. -ვეცდები.. -აბა შენ იცი..-კარიც მიიხურა..სამზარეულოს მაგიდაზე დადებული ტელეფონი ავიღე და ბოლოს დარეკილ ნომერს დავაჭირე.. -გისმენ..-ელემენტარული სიტყვები რატომ მავიწყდება..-ჩემი ხმა არ ისმის..? -ისმის.. -მაშნ..გისმენ წითურო .. -ბაია გამოჩნდა.. -რა..? სერიოზულად..?-თავი დავუქნიე თითქოს დამინახავდა.. -კი.. -როდის..სად ნახე..? -დღეს..ცოტახნისწინ.. ჩემი ბინა უკვე დატოვა, რონდასთან ერთად.. -კარგია, მისი გამოჩენის რეჟიმზე აღარ იქნები.. -აღარ ვიქნები.. -სიხარულს ვერ გატყობ.. -არა მიხარია, გუნებაზე ვერ მეჩვენა..არ ვიცი.. -მთავარია გამოჩნდა და პოლიციაში გამოყოლა აღარ მომიწევს.. -თუ წავიდოდი მარტო წავიდოდი.. -გული მიგრძნობს დამირეკავდი.. -ვითომ რატომ..? -აი ახლა ნერვიულობ და მე დამირეკე.. -სულაც არა.. მასზე სიახლის მოძებნა გთხოვე..რადგან მე გავიგე პირველმა შეგატყობინე.. -სულ ეგაა მიზეზი..? -რონდას მოყვანა აღარ მომიწევს..პატრონს ჩავაბარე.. -არ გინდა ძაღლი აიყვანო..? -რატომ..? -ჩემთან მოსასვლელი მიზეზი ხომ უნდა გქონდეს.. -ძაღლები ყოველ დღე ან კვირა კი არ დაყავთ ვეტერინართან.. -შენს ძაღლს დავიბარებდი.. -ვეტერინარულ რომანტიკაში ხომ არ გადაეშვი შემთხვევით.. -შეიძლება.. -კარგი უნდა წავიდე..ბევრი საქმე მაქვს.. -მადლობა ზარისთვის.. -არაფერია -შეხვედრამდე..წითურო.. -შეხვედრამდე..-ზარი გაწყდა..-კონსტანტინე.. . . . -თაია..ჩემი თავი რამ გაგახსენა.. -მეგობრების არსებობის შესახებ არ მავიწყდება..როგორ ხარ..? -ჩვეულებრივ, არაფერი განსაკუთრებული..შენ როგორ ხარ.. -დილით ბავშვებს ძლივს დავეხსენი, როცა სადმე ვარ გასასვლელი მაშინ უსკდებათ სიყვარულის ბუშტი.. -სად მიბრძანდებოდი.. -გადაღებები..თითქმის მთელი დღე.. -ახალ პროქტზე დაგიწია მუშაობა ვატყობ.. -ჰოო დიდი ხანი არაა..კიდევ კარგი ძიძა გამომადგა, თორემ რა მეშველებოდა.. -ახლა სად არიან პატარები..? -სძინავთ..თან ძიძა დღეს ადრე წავიდა პირადი მიზეზის გამო და ბავშვები ანდრიას ყავდა.. მისავათებულიღაა.. -არ მუშაობდაა..? -ძიძას ანდრიასთვის დაურეკია, ანდრია კიდე გათავისუფლდა, ახლა გავიგე თურმე ეს ყოფილა ბავშვებთან.. -ძალიან კარგი.. -სამსახურზე რა ხდება..ისევ საცხობი..? -ისევ..უკვე ვფიქრობ სადმე სხვაგან ხომ არ დავიწყო მუშაობა, ან დროებით შევეშა..არ ვიცი.. -შენ ხომ ცხობა გიყვარს.. -კერვაც მიყვარდა და ახალი დიზაინის მოფიქრება მაგრამ შევეში..დიდი ამბავი ცხობას შევეშა.. -არ ვიცი რა გირჩიო..რითი შემიძლია შენი გამხნევება.. -კარგი ახლა ჩემს მაგივრად შენ ნუ დასევდიანდები.. -არ მინდა ჩემი მეგობარი ცუდად იყოს.. -ცუდად არ ვარ.. უბრალოდ ვერ გავერკვიე რისი გაკეთება მინდა.. -გაურკვევლობა ცუდად ყოფნასთან არ ასოცირდება დავიჯერო..? -რაღაც იქნება.. -რამოდენიმე თვისწინაც მაგას ამბობდი და არის რაღაც ახალი..? -იმედი თუ დავკარგე ლოგინიდან არც უნდა ავდგე.. -მაგას არ გეუბნები, იქნებ პრობლემას გარკვეული გეგმით ებრძვი რომელიც არ მუშაობს, ხომ არ ფიქრობ დროა სხვა გზით ეცადო.. -დავფიქრდები..პატარები დამანახე რაა.. -მოიც..ჩანს..? -კიი..გავგიჟდები ამათი სისაყვარლით.. -ხანდახან ვფიქრობთ ლაიალა ჩვენი შვილი არ არის ..ისეთი ცელქია.. -მასეთი მოგიხდებათ ზუსტადაც..ისე თაი, აუცილებლად ჩამიგდე ფოტოები როგორც კი შესაძლებელი იქნება, მაინტერესებს.. -ვაიმე მემგონი ეღვიძებათ..უნდა წავიდე..დაგირეკავ მერე ან დარეკე.. -კარგი აბა თქვენ იცით.. -მოგვენატრე ყველას.. -მეც მომენატრეთ.-ხელი დამიქნია და გათიშა.. როცა მათთან კონტაქტი არ მაქვს არც ვიჩენ ინიციატივას დასაკავშირებლად, თითქოს ვცდილობ მივეჩვიო მათ გარეშე ყოფნას, ამას რატომ ვუკეთებ საკუთარ თავს არ ვიცი.. იქნებ იმის მეშინია ხშირმა ზარებმა არ მომანდომონ საქართველო..მეგობრები.. ვიცი არასწორი ვარ.. ჩემნაირად ვინ იქცევა.. ბორმალური ადამიანი..? არამგონია.. ვცდილობ ამაზე აღარ ვიფიქრო, თმებს მაღლა ვიწევ და სახლის დალაგებას ვიწყებ, უკვე იმდენი ხანია გავიძახი ხვალთქო, რას დაემსგავსა სახლი წარმოიდგინეთ, დარჩენილი დრო, ხეხვაში წმენდაში ვატარებ.. საღამო დამლღლელი გამოდგდა, სამაგიეროდ დღეს სუფთა სახლში ვიძინებ, სადაც უახლოეს პერიოდში ისევ აირევა ყველაფერი ხვალ ამ დროისთვის თავის ადგილზე არაფერი იქნება, შემდეგ ისევ გადავდებ მილაგების დროს და უსასრულოდ გაგრძელდება ეს დამღლელი პროცესი.. ხომ არ გგონიათ საქმის გადადება ადამიანისთვის შვებაა.. როგორ გეკადრებათ, სხვა საქმეს აკეთებ მაგრამ სტრესთან ერთად, თანაც როგორ მალე მოვა იმ საქმის გაკეთების დრო რომელიც გადადე.. პრობლემებთან მოგვარების დროც ხომ არ გადადე..? არ ინერვიულო დაგეწევა, აუცილებლად დაგხვდება წინ თანაც გაუმჯობესებული ვერსია, უფრო კომპლექსური, აი ისეთი ინატრებ ნეტა თავის დროზე დამეწყო მოგვარებაო.. იტყვით ნეტავ მცოდნოდა ასე თუ გართულდებოდა ყველაფერიო.. ჰოდა იცით რა..? ახლა აი ამ წამს მე გაფრთხილებთ, დარწმუნებული ვარ გაგახსენდათ საქმე რომელიც ხვალისთვის ან შემდეგი წლისთვის გაქვთ გადადებული.. გეუბნებით ყველაფერი უარესად იქნება, ჩახლართულიად.. სანამ დრო გაქვთ მოიშორეთ.. არ გაინტერესებთ ჩემი რჩევა არაა.. ეგ არაფერი, მერე იმას მაინც არ იტყვით მცოდნოდა, ვინმეს გავეფრთხილებინეო.. სრული პასუხისმგებლობით გაძლევთ უფლებას ინერვიულოთ გაუკეთებელ საქმეებზე, რომელიც შეიძლებოდა დღეს გაგეკეთებინათ ან დაგეწყოთ მაინც.. ჰოდა ვიძინებ გაჭირვებით, შამფურივით ვაიძულებ ტრიალს თავს, თითქოს რამე იცვლებოდეს.. როდის ჩამეძინა..? ძალიან გვიან.. საქართველოში მეტად ბნელა..სავარაუდოდ ყველას სძინავს.. რეალურად ვიღაცას უბრალოდ კი არ სძინავს, ჩემზე ბევრად უარეს მდგომარეობაშია, ხანდახან მავიწყდება როგორია რეალური სამყარო..კი მინდა ყველას ტკივილი შევისრუტო მაგრამ გავუძლებდი..? ჩემსას ძლივს ვუძლებ.. . . . -ბაია სად ხარ..? -სამსახურში, მოხდა რამე..? -დარწმუნებული ხარ საჭირო ფაილი, რომ არ დაგრჩა ჩემთან..? -ფაილი.. -და სატენებიც ხომ არ აგერია შემთხვევით../? -მოიცადე..არაა..გავსულელდი..ეს რა დამემართა.. -კარგი ახლა დიდი ამბავი არაა.. მოვახერხებ დატენვას მანამდე.. ფაილი არ გჭირდებაა..? -რამეს მოვიფიქრებ, წამოსვლის დრო არაა, შეხვედრისთვის უნდა მოვამზადო ყველაფერი.. -დღეს არ ვმუშაობ, წამოგიღო..? -მოახერხებ..? -რამ უნდა შემაჩეროს საინტერესოა.. -მანძილმა..მაშ კაი მიდი რაა და სასუსნავიც გამოაყოლე, უცებ უცებ შევჭამდი.. -კარგი შენ შენს საქმეს მიხედე, რაც შემიძლია გავაკეთებ..-ტანისამოსი მოვიხელთე უცებ ბაიას ჩაგდებულ ლოკაციას გავყევი, სადღაც 1 საათზე მეტი გავიდან მგონი და ადგილზე გახლდით.. შენობაში შევედი და თან მივწერე მოვედითქო, მან კი მიპასუხა მესამე სართულზე ამოდიო, ნუ სადაც აქ მოვედი იქ ასვლას რა უჭირსთქო გავიფიქრე და დავიძარი.. ჩემი ღიმილი კი უადგილო იყო მაგრამ მაინც ასე ვამჯოვინე შეხვედრა დაქალთან რომელიც გაწამაწიაშია.. -ოქრო ხარრ..ვგიჟდები შენზე.. -ასეთი რა შეხვედრაა, ჩემი დალოცვა ასეთი სიძლიერით რომ გიწევს.. -მნიშვნელოვანი.. -კარგი არ მოგაცდენ, აი ეს შენი.. -ბაია..-ისეთი ტონით წარმოთქმული გახლდათ, ჩემი ყურადღება მიიქცია და იქეთ მივტრიალდი საიდანაც ხმა შემომესმა..- 15 წუთში შეხვედრა გვაქვს, გახსოვს..? -მახსოვს, ვილიამ .. -გამარჯობა..-ახლა მე მომიტრიალდა.. შემდეგ კი ალმაცერად შემათვალიერა.. -ყველაფერი გაქვს, მე წავალ.. -მოიცადე, შენ რა ფაილი დაგრჩა და მოგიტანეს..? -ტრაგედიას ნუ შექმნი, არ დაუგვიანია, პრობლემა არაა.. -წასვლის დროა..აი-ჯიბისეკნ წაიღო ხელი..-სანამ შევლათ ჭამას მოასწრებ.. -საიდან იცოდი.. -შენი მუხერხებლობა ყველა სფეროზე ვრცელდება..წავედით..? -მადლობაა..-ბაია მომიტრიალდა.. -რა მადლობა, მიბრძანდი.. -შენს დაქალს ეჩქრება, სხვა დროს ხელს არ შეგიშლიდით..-ბაიამ ხელი დამიქნია და ჩემს საპირისპიროდ გაემართა..მეც მალევე მივხვდი ჩემი წასვლის დროც დადგა..რადგან ბატონმა ვილიამმა ბაიასთვის სასუსნავის მიცემა დამასწრო ისევ მე დავიწყე ამ საუსნავის ჭამა..(ჩემზე კარგი რაღაც ჰქონდა და არ ვიმჩნევ) .. იმდენად მალე მოხდა ახლა გავიაზრე, როგორ დაუძახა ბაიას, მზერა “ბრაზი”..არა მომეჩვენა თუ მათ შორის..არაა, ბაია ხო მეტყოდა..არ ვიცი შეიძლება მათ შორის ისეა დაწყებული რაღაც ჯერ მათაც არ იციან, როგორც ადამიანების უმეტესობას ემართება.. არა რატომაა მარტივი მიხვდე ორი წამის მეასედში, ვიღაცას ვიღაც რამდენად მოსწონს და ამ დროს არ შეგიძლია შენ მიხვდე შენი გრძობების შესახებ ან იმ გრძნობების შესახებ შენს მიმართ რომ აქვს ვიღაცას.. რადგან დღეს არ ვმუშაობ სახლში წასვლისგან თავს ვიკავებ, ბაიას სამსახური როგორც ჩანს ცენტრთან ახლო აქვს, არც ცენტრში მაგრამ ახლოს.. კი ვამჯობინებ აქეთ არ ვიცხოვრო მაგრამ დასათვალიერებლად ან უბრალოდ კაფეში ყავის დასალევად იცოცხლე.. მარტივი მიზეზი მაქვს, მიჩვეული ვარ იმ გარემოს სადაც ვცხოვრობ, ერთი ქალაქი კია მაგრამ სხვადასხვა დინამიკა ნამდვილად აქვს.. ალბათ ტურისტების სიმრავლის გამო.. ამ სიარულში როგორც გამოჩნდა ბევრი ვიარე, ეტყობა მუღამში შევედი, რამე გასაგრილებელი მომინდა, მთლად შესაფერისი ამინდები ჯერ არაა წვიმების სეზონი მალე მოვა მაგრამ მაინც.. შემხვედრ კაფეში, რომელიც გარედანვე გეუბნება რამდენად დიდი რაოდენობის თანხის დახარჯვა მოგიწევს, ამ ფაქტს ვუგულეგელყოფ და ისე შევდივარ თითქოს არც კი ვიცი ანგარიშზე რამდენი მაქვს.. ყველგან ყვავილებია სადაც არ უნდა გაიხედო, რა გინდა კლიენტს ნამდვილად მოიზიდავს.. სათქმელი ჯერ-ჯერობით არაფერი მაქვსთქო უნდა გამეფიქრა რომ მენიუ მხოლოდ შეგიძლიაათ დაასკანეროთო.. რატომ არ ვიცი და ყოველთვის ვგიჟდებოდი ჩემხელა მენიუს შლაზე, თითქოს წინასწარ არ ვიცოდე რას შევუკვეთავ, გასამმაგებულ ფასს რომ ადევს რამეს, რასაც ჩემს ცხოვრებაში არ ვიყიდი ისე ვუყურებდი ხოლმე თითქოს დღეში 5-ჯერ უბრალოდ კი არ ვჭამდე გამოწერილი მქონდეს.. როგორც გინდათ წარმოიდგინეთ მაგრამ მოვახერხე და სალათიც კი მსუყე შევუკვეთე წვენთან ერთად.. ახლა ვუფიქრდები და წარსულში უარს რომ ვამბობდი, ახლა თავისუფლად შემიძლია შევუკვეთო და მაინც დამდევს გრძნობა იმისა, რომ თავისუფლად ვერ ვიყიდი რაც მომინდება.. შესაძლებელია დახარჯული თანხით არაფერი დამაკლდეს თუმცა ნერვიულობის ტალღა გადაივლის ხოლმე ჩემს თავზე, როცა ვიაზრებ დახარჯული თანხის რაოდენობას, როგორც ჩანს ბავშობის დროინდელს ვერ ვიშორებ, ამ დროს ისევ პატარა ეკატერინეს ვემსგავსები, უფრო სწორი სიტყვაა გადავიქცევი ხოლმე.. -კიდევ ინებებთ რამეს..? -წვენს დავამატებ თუ შეიძლება..-თავს მიქნევს და ახალი მოაქვს.. -ინებეთ.. -დიდი მადლობა..-ღიმილით ვემშვიდებობი და მიკვირს როდესაც ბაიას ზარი შემოდის, შემდეგ ვაცნობიერებ რა დროც გასულა.. -ცოცხალი ხარ..? -მაგ კითხვას მე უნდა გისვამდე.. -ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მადლობა კიდევ ერთხელ.. -კარგი რაა რა მადლობა.. -დღეს არადა ხვალ გავიდეთ სადმე.. -დღეს რატომ არა, ვილიამთან ერთად ხომ არ მიდიხარ სადმე.. -რაა საიდან მოიტანე..არა.. -იმედი გამიცრუვდა, აბა დღეს რატომ არ გცალია.. -ვმუშაობ, ბევრი რაღაც დარჩა მოსაწესრიგებელი.. -როგორც გინდა..-მადლობაო მაინც მოაყოლა და გამითიშა..მე ისე გავწელე ამ კაფეში ყოფნა, მინდა დახარჯული მთლიანად ავინაზღაურე.. რადგან დღეს თავს განებივრების უფლებას ვაძლევ ისევ ტაქსით დავბრუნდი სახლში.. ასე თუ ისე კმაყოფილი დღევანდელ დღეს ფუჭად არ ჩაუვლია.. . . . რამოდენიმე დღემ მშვიდად ჩაიარა, ზედმეტად მშვიდად.. ამასობაში საიდუმლოს გაგიმხელთ და სრულიად ახალ რეცეპტზე დავიწყე მუშაობა, არ ვიცი საიდან როგორ მაგრამ კეთების პროცესს ისე შევყევი მეც ვერ გავიგე.. დასამუშავებელია და ვნახოთ იდეა სადამდე მიმიყვანს.. გვირილის ჩაის ვსვამ ახლა, არც მახსოვდა დამამშვიდებლის ეფექტიც აქვს, გამეცინა ყველა სიკეთესთან ერთად ეს მინდოდა..? თითქმის დაცლილი ჭიქა გვერდით გადავდე.. დებორასავით ვცადე თმები თავისით გამშრალიყვნენ და ნერვები არ მეყო, ავდექი და გემრიელად გავიშრე.. არა ახლა არაა შესაფერისი ამინდი თორემ სხვა დროს შეიძლებოდა პრობლემა არც ყოფილიყო.. ტელეფონიც ახმაურებულა ამასობაში, დავხედე და ბაიაა.. -რამ გაგახსენა ჩემი თავი..? -უარი არ მითხრა იცოდე.. -ამოთქვი.. -მოსაწვევი მაქვს საღამოზე, ჩემი კომპანიაცაა მიწვეული და უნდა წამოხვიდე.. -შენი კომპანიიდან თუ მიდიხარ მე რა მინდა.. -გინდა, უბრალოდ მოსაწვევია, პრობლემა არ იქნება..წამოხვალ..? -არაფერი მაქვს ჩასაცმელი.. -არა რა დრო დადგა შენ რომ მაგას ამბობ ხვდები..? -ვხვდები.. -ახლა სახლში ვარ, ჩემთან მოდი და იქნებ რამე ვნახოთ, თუ არადა ვიყიდოთ, დრო გვაქვს..-მისამართი ჩამიგდო და როგორც კი მოვწესრიგდი მასთან გავეშურე.. რაც არ უნდა მოკლე მანძილი იყოს მგზავრობა მაინც მღლის, აქედან გამომდნარე უკვე ცოტა დაბარბაცებულმა შევაღე საბოლოოდ ბაიას სამყოფლის კარი.. -აქა მშვიდობაა.. -მობრძანდიი.. -რა კარგ სახლში ცხოვრობ..ამას დამიხედეთ.. -ქირაც შესაბამისია ჩემო კარგო.. -ახლა წესიერად მითხარი სად მეპატიჟები.. -ჩეულებრივი საღამოა სადაც რამე დახვეწილი კაბა უნდა ჩაიცვა.. ცნობილი კომპანიაა რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, მიგვიწვია, მეც მოვხვდი მიწვეულთა სიაში და მიმყავხარ.. -დარწმუნებული ხარ იდეის სიკარგეში..? -დიდად აღარც მიფიქირია შენი წაყვანის შესაძლებლობა რომ ჩამივარდა ხელთ.. რაც შეეხება კაბას.. სასწაულად ბევი ვარიანტი არ მაქვს მაგრამ რაც მაქვს გაჩვენებ..მოიც…მიდი აბა ეს მოიზომე.. -არ ვიცი.. -რა არ იცი, ყველაფერი მოიზომე.. -ესეც მომწონს და ესეც.. -ჩემი აზრით პირველი უფრო გიხდება.. -ვითომ.. -100%.. შენ გადაწყვიტე, რომელშიც უფრო მოგწონს შენი თავი.. -და შენ რას იცმევ..? -ჩემთვის არჩეული მაქვს არ იარდო..- აი ესე სპონტანურად სადმე წასვლასაც თავისი მუღამი აქვს, კვირებით ადრე დაგეგმილს ჯობია ხანდახან..-იცოდე შენს კულულებს არაფერი გაუკეთო, თავისუფლება მიეცი .. -არ იდარდო არც ვაპირებდი..-ვითომ მალევე გავემზადეთ მაგრამ სანამ წასვლის ჟამი არ მოვიდა შესასწორებელს ბოლო არ უჩანდა, მაკიაჟთან მიმართებით ძირითადად.. დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ორი სიტყვით მაინც მელაპარაკა წვეულებაზე და სანამ ახალ თემას წამოვჭრიდით კი მივედით.. -მოიცადე სიაში რანაირად ვეწერე.. -კარგი რაა, მე ჩავაწერინე ამ დილით სანამ დაგირეკავდი.. -იქნებ არ მოვდიოდი.. -სხვა არავინ მყავს წამოსაყვანი და ეწერებოდი წარუშლელად.. წამოდი ახლა გავიაროთ იქეთ, აქ რა გვინდა.. -წამოდი.. კი არ გაკავებ.. -ველოდებოდი, მაგრამ ამდენ ადამიანსაც არა.. -გადავეჩვიე მსგავს საღამოებზე სიარულს.. -მერე რატომ.. -საქართველოდან რაც წამოვედი, არ ვიცი უბრალოდ თავისით მოხდა.. -არადა პრიქით არ უნდა მომხდარიყო..? საფრანგეთში ჩამოხვედი.. -წესით კი.. რა გინდა დასვენება კი გამომივიდა.. -უნდა გამოვიყენო დრო როცა თავს დასვენებულად თვლი და ყველგან მომყვები.. -გამოიყენე.. ვნახოთ სადამდე გავქაჩავ.. -ინებებთ..? -დიახ მადლობა.. -მადლობა.. -სწორედ ახლა ვაპირებდი სასმლის მოძებნას.. -შამპანური კი მართლა საუკუნეა არ დამილევია.. -შენ უფრო ღვინო..დამავიწყდა, არაუშავს რაა ამ ერთხელ აიტანე.. -პრეტენზია არც გამომითქვამს..გამომეტყველება ასე რატომ შეგეცვ.. -ბაია მოგესალმები.. -ვილიამ..მიკვირს აქ რომ გხედავ.. -რატომ..? -არ გიყვარს ხალხმრავლობა.. -ზოგჯერ ასატანია.. -რის გამო..თუ ვის გამო..-ჩავეკვეხე დიალოგში.. -შესაძლებელია ორივე ერთდროულად ვიგულისხმოთ.. -ახლავე მოვალ.. -საით.. -მოვალ მალე.. -დარჩი რაა..ერთად გავიდეთ.. -მე უბრალოდ არა..აა..-ეს რა გავაკეთე..სულ დამავიწყდა შამპანურის ჭიქა მეჭირა ხელში და ამ ლაპარაკში უკან გადავაქციე..მოიცადე, ხმა რატომ არ იყო..დაბლა დავიხედე.. -არასწორ ადგილას ეძებ..მანდ ვერ იპოვი-ქართული ლაპარაკის გაგონებაზე უკან მაშინვე მივტრიალდი.. -კონსტანტინე, აქ რას აკეთებ.. ? -ჩემი უზომოდ შეწუხებული სახე ალბათ მეტყველებს, კონსტანტინეს პერანგს რომ ვერ ვაცილებ თვალს რომელიც როგორც აღმოჩნდა შევულახე..-არ მინდოდა.. -ვხვდები და პრობლემა არაა..პერანგია მეტი არაფერი.. თანაც ეს უკვე მეორე შემთხევაა, ვეჩვევი..-დააყოლა ღიმილით.. -ჯერ საღამო არც დაწყებულა და უკვე მოვასწარი რაღაცის გაფუჭება.. -პერანგის გამო ნერვიულობა არ ღირს..-წინაჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და შეიმშრალა შემდეგ კი ვილიამის გვერდით დადგა, რაც იმიასაც მოიცავდა რომ ჩემს გვერდითაც იკავებს ადგილს.. -როგორც ჩანს გვიკადრე-ბაიამ კონსტანტინეს გახედა.. -ეს დღეები ისეთ გადარბენაზე იყო აქ რომ მოვიდა და არ ეტყობა მიკვირს..-ვილიამი თავისებური ქართული აქცენტით რომ ალაპარაკდა კიდევ ერთხელ დავრჩი გაკვირებული.. -გამოდის უნდა ვინერვიულოთ, სადმე გული არ წაგივიდეს.. -პირველ პირში უნდა გეთქვა არაა.. -მოიცადე თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ..?.. ქართულად ლაპარაკობ..? -ვილიამი და კონსტანტინე ნათესავები არიან.. -ჩემი მამიდაშვილია..-ხელით მანიშNა კონსტანტინემ..- ბავშობიდან ვასწავლი ქართულს.. -გამოდის ამიტომაც იცნობ.. -არა, მანამდე როგორც ვეტერინარს ისე ვიცნობდი, მერე აღმოვაჩინე ჩემი “ძვირფასი” თანამშრომლის და კოსტას ნათესაური კავშირის შესახებ.. -გასაგებია.. -ბაია.. სამაჯური დამრჩენია.. -რომელიც მე უფრო მომწონდა შენზე ვიდრე თავად შენ.. -მართლა დამრჩა.. -ვიცი.. -იმედია მაგის გაბო არ მიბრუნდებით.. -მე და ბაია ერთმანეთთან არც ისე ახლოს ვცხოვრობთ, ასე რომ გზას მეტად ვეღარ დავიგრძელებ.. -მთელი დღე ჩემთან ბრძანდებოდა.. -მოიცადე, მაშინ ბაიას დარჩენილი ფაილი რომ მოუტანე, გზაში რამდენი დრო დახარჯე.. -საათზე მეტი.. ბევრად მეტი.. -თავგანწირვაც ამას ქვია.. -ერთი საათი რა თავგანწირვაა.. -დღეს ბაიასთან წასვლა არ დაგეზარა..? -სხვათაშორის არც ისე, ადამიანი რომ გირეკავს სადმე გპატიჟებს და ტანისამოსსაც გთავაზობს აუცილებლად მიდიხარ.. -ამაყი ვარ დიზაინერს მე რომ ჩავაცვი..-ბაია იცინის.. -დიზაინერს..? -ეგ რა არის, ახლა მისი შეკერილი კაბა მაცვია.. -რა..-თვალები დავაჭყიტე..-ჩემი..? -არ გახსოვს..? მეგონა მთელი ეს დრო უბრალოდ არ შეიმჩნიე.. -არ მახსოვდა, მგონი ასეთი რამ პირველად დამემართა.. -წლების წინ ბათუმში გააგზავნე, როგორც ჩემთვის განკუთვნილი საჩუქარი, როცა ჩამოვედი წამოვიღე, ოღონდ არსად არ ჩამიცვია.. -რა გინდა, სწორი დრო შეგირჩევია, მშვენივრად გამოიყურები..ოღონდ.. -ოღონდ რა ვილიამ.. ახლა რა მოიფიქრე.. -არ ვიცი კაბის ბრალია თუ შენი..-ბაიამ ვილის კომენტარი დიდად არ შეიმჩნია და მცირე პაუზის შემდეგ კოსტა მომიტრიალდა.. -გამოდის დიზაინერი ხარ.. -თან ვარ თან არა.. -ეგ რას ნიშნავს..? -ტაიმაუტი აქვს აღებული.. -გაურკვეველი დროით.. -გამოდის შენზე იმაზე მეტი ინფორმაციის მიღება შემიძლია ვიდრე მოსალოდნელი იყო.. -აქამდე არც გიცდია როგორც ჩანს.. -რეალურად ინტერნეტში მოძიებულს რა აზრი აქვს, ასე არ ჯობია..? პირადად გაცნობა.. -არ გაინტერესებს ჩემზე რა საშინელებებს წერენ..? შეიძლება ხელი წაგიცდეს.. -საშინელებებს..შენზე../? -ბაია, იმ კომპანიის წარმომადგენლები არიან რომ გიყვებოდი, წამოდი მივესალმოთ.. -სანამ დროა..კოსტა მალე დავბრუნდებით დაქალი არ მოაწყინო.. -არ იდარდო..აბა რას ამბობდი..? -რას ვამბობდი.. -ჩემზე საშინელებებს წერენო.. -მივეცი მიზეზი და წერენ.. -ტაიმაუტს გულისხმობ../? -ნაწილობრივ..მაგრამ დიდად გულთან აღარ მიმაქვს, იმუნიტეტი გამომიმუშავდა.. -რეაქცია საერთოდ არ გაქვს დავიჯერო..? -დიდად არც მცალია იმისთვის საკუთარ თავზე ვიკითხო სტატიები, სამაგიეროდ რომც შემხვდეს ემოციებს არ ვყვები.. -რატომღაც არ მიფიქრია პროფესიით დიზაინერი თუ აღმოჩნდებოდი.. -აბა რა გეგონა.. -არ ვიცი, ახლანდელი გადმოსახედიდან არცაა გასაკვირი.. -ხომ არ ინებებთ.. -არა მადლობა.. -არა.. -წეღანდელი შემთხვევის გამო დალევა არ დაგცალდა, უარი რატომ თქვი..? -შამპანური დიდად საჩემო არაა.. -ღვინო../? -ათასჯერ უკეთესია, სიტუაციის შესაბამისად.. -ერკვევი../? -იმდენი წელი ვცხობრობდი აქ..ზედაპირული ცოდნა მაინც მაქვს..შენზე რას იტყვი.. -მომიწია, საკმაოდ ადრიანად.. -გიყვარს..? -გააჩნია ღვინოს, დროს და ადამიანს.. -ჩემთან ერთად რომელ ღვინოს დალევდი.. -ლუის კაბერნე სოვინიონის ნაპას ხეობა 2013 წ.. -თითქმის არც დაიფიქრებულხარ, დარწმუნებული ხარ არჩევანში..? -სრულიად.. -ჯერ კიდევ ახალგაზრდა ღვინოა.. იქნებ საკმარისად კარგი არ აღმოჩნდეს.. -არამგონია მაგრამ, რადგან არ იშლი, ამიტომაც ვიყიდით ორ ბოთლს.. -ორი რათ გვინდა.. -კარგი ინვესტიციაა გრძელვადიან პერსპექტივაში.. -გრძელვადიან..? რამდენად გრძლევადიანზეა საუბარი.. არა რა გაცინებს, ქორწინების 30 წლის იუბილეზე ხომ არ აპირებ მეორე ბოთლის გახსნას.. -ვაპირებთ..ოღონდ ცოტა სხვანაირად.. -მაინც როგორ.. -ქოწინების ყოველ მეათე წელს გავხსნით ბოთლს-მეც გამეცინა.. -მასე ძვირი დაგვიჯდება, ახლავე რამდენი ბოთლის ყიდვა მოგვიწევს იცი..? -ეგ არაფერი -კარგი მაგრამ გახსოვდეს, დასაწყისისთვის 1 მაინც უნდა შევიძინოთ.. -სანამ 1 შემდეგ 10..20..30..აღვნიშნავთ.. მანამდე ხომ არ გვეცეკვა.. -რა..? -წამოდი.. -არამგონია კარგი იდეა იყოს.. -თანახმა ხარ ცოლად გამომყვე მაგრამ ჩემთან ცეკვა არ გინდა..? -კარგი..წავიდეთ..-მისას ჩემი ხელი შევაგებე და საცეკვაოდ გავყევი.. 1..2.3.. მუსიკა შეიცვალა..-ზედმეტად შენელდა// -მგონი გეჩვენება.. -არ მეჩვენება// -არადა როგორ მაწყობს გეჩვენებოდეს.. -სულელობ.. -არ გამოვრიცხავ ამ მოცემულობისთვის მართალი იყო.. - მსუბუქად, ფრთხილად დამატრილა, ჯერ ისედაც ვერ ვდგავარ მყარად მიწაზე და ეს მინდოდა დამატებით../? -კარგი, ასე ნუ მიყურებ.. -განვმეორდები, ასე რას ნიშნავს..? -აი ასე, ამ წამს როგრც მიყურებ.. -მზერა როგორ შევცვალო, ასე გიყურებ და მორჩა.. -მიყურე სანამ დრო გაქვს.. -თორმეტამდე აქედან წასვლა უნდა მოასწრო? მოიცადე მე რა ახლა კონკიას ვეცეკვები..? -კონკია..? კიი გარეთ ეტლი მელოდება რომელსაც თუ არ მივუსწარი გოგრად გადაიქცევა.. -პრინცის მესმის.. მოულდნელად არაფრით გამორჩეულ საღამოს გამორჩეული გოგონა გეცხადება და შემდეგ უკვალოდ ქრება.. -თუ მართლაც გამორჩეული გოგონაა, მის პოვნას შეძლებ ანდაც სადმე გადაეყრები..-ლაპარაკის გაგრძლება მინდა, რადგან ფეხები არ ამეხლართოს იმაზე ფიქრში როგორ მიყურებს, როგორ ვცეკვავთ მაგრამ არაფერი აღარ მაფიქრდება, ისიც არ იღებს ხმას და ვჩუმდებით.. დარჩენილი 60 წამი ნელ ფაქზ მოძრაობაში და მზერის გაცვლა-არიდებაში გადის.. ერთის მხრივ მალე მინდა დამთავრდეს მეორეს მხრივ არასდროს.. მაგრამ 1..2..3.. მუსიკა შეწყდა.. ჩვენც ნელნელა დავცილდით ერთმანეთს და ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით სადაც ბაია და ვილიამი დაგვხვდნენ.. -მოიცადე თქვენ რა ახლახანს ცეკვავდით..?-ვილი -კი, რა მოხდა..? -ასეთი რა უთხარი რომ დაიყოლიე.. -სინამდვილეში თავად შემომთავაზა.. -თავად..? კონსტანტინემ..? მან.. -ასეთი გასაკვირი რა არის.. -ვილიამ, საკმარისია..-ცოტა არ იყოს კოსტამ გაბრაზებული მზერით გადახედა ვილს.. -გამოდის არ ცეკვავს.. -მესამე კლასის გამოსაშვების მერე მგონი არც უცეკვია..- წარმოვიდგინე პატარა კონსტანტინე, ჩვენებურად თუ ვიტყვი ზეიმზე და გამეცინა.. -საინტერესოა, საერთოდ არ ჰგავხარ ადამიანს, რომელიც ცეკვას ვერ იტანს.. -შენთან ცეკვის დროს არამგონია შესტყობოდა.. -ვილიამ.. -კარგი მოვრჩი.. -სასმელი ახლაც არ გინდა..? -ცოტას დავლევ.. -კეტრინ..ეს თქვენ ხართ..?- როდის მოგვიახლოვდა უცნობი ვერ გავიგე.. -კეტრინი, დიახ.. -არ მეგონა აქ თუ გადაგაწყდებოდით.. ალბათ არ გახსოვართ, დეფილეზე მოგვიწია ერთად ყოფნა.. -სასიამოვნოა კვლავ შეხვედრა.. -მაშინვე გეტყობოდათ წარმატებას მიაღწევდით.. მიხარია თქვენზე კარგი როცა მესმის.. -მადლობა.. -მე მეჩქარება, ეს ჩემი ბარათია თუ დაგჭირდით დამირეკეთ..-ბარათი შემომაჩეჩა და წავიდა.. -ეს ყმაწვილი ვინ იყო.. -ყმაწვილიც არ ეთქმის ვილიამ.. -კარგი რა მნიშვნელობა აქვს.. -ვერ იცანით..? შენს სფეროში ცნობილი ადამიანია.. -ახლა გამახსენდა.. -შენი სურვილი ძალაშია..?- კოსტა მომიტრიალდა.. -რომელი.. -სასმელი.-თან გამომიწოდა, მეც გამოვართვი.. -მადლობა..-თავი დამიქნია და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა.. -მთლიაობაში კარგი საღამოა.. -ნამდვილად, თან რამდენი ხანია არ ვყოფილვარ არსად.. -ჩვენი ჯერია- ვილი ბაიას მიუტრიალდა.. -სიტყვა ჩვენი რას მოიაზრებს..? -ცეკვას.. -ვილიამ ზედმეტად კარგ ხასიათზე ხომ არ ხარ..? თუ კოსტას გავლენაა.. -რა მნიშვნელობა აქვს- ხელი ჩაკიდა- წამოხვალ თუ გაგიშვა.. -რას ელოდებით .. წადით თავის დროზე.. -რომ იცოდე ვინ ბრძანდება ვილიამი ესე მარტივად არ დათანხმდებოდი.. -მართლა იმას რომ ფიქრობდე რასაც ამბობ, აქამდე ხელს როგორმე გამიშვებდი .. -ბაიამ ახლაღა დახედა ჩაკიდულ ხელს.. თავის დახსნა სცადა მაგრამ ვილიამმა არ გაუშვა.. -რას აკეთებ.. ? -რას ვაკეთებ.. -გამიშვი.. -თავის დროზე გაგეშვა, ახლა გვიანია.. მოგვიტევეთ მეგობრებო ჩვენ დაგტოვებთ, სცენა გვიხმობს.. -მიბრძანდით.. -არაფერს იტყვი..? - ბაია შემომიტრიალდა, მე კი ღიმილით ვუთხარი.. -რომ არ გინდოდეს დარჩებოდი.. მე შენ გიცნობ.. -წავიდნენ.. გარეთ ხომ არ გავიდეთ ორიოდე წუთით.. -უკვე შესვენება გესაჭიროებაა.. გავიდეთ.. - გარეთ გავედით ოღონდ იქიდან არა საიდანაც შემოვედით.. ამ სიჩქარეში გარემო წესიერად ვერ შემითვალიერებია, პატარა ბაღია ფაქტობრივად.. -ცოტა გავიაროთ.. უკან მალევე დაგაბრუნებ.. -რა გეჩქარება..- საეჭვო მზერით გადმომხედა - სუფთა ჰერზე ყოფნა მარტო შენ კი არ გჭირდება.. -ვიყოთ რამდენიც საჭირო იქნება პრობლემა კი არ მაქვს, შენი დაყოვნება არ მინდა.. -ფიქრობ რამე მომაკლდება შენთან ერთად აქ გაჩერებით.. ? -მთავარია შენ რას ფიქრობ, გაკლდება თუ გემატება ჩემთან ერთად ყოფნის დროს.. -აქ მაგის გასაგებად ვარ.. ჩვენ ჯერ ერთმანეთს სათანადოთ არ ვიცნობთ.. -ბოლოს მაინც იქამდე მივდივართ რამდენად უცნობები ვართ რეალურად ერთმანეთისთვის..-ფარული უკმაყოფილება შეეტყო სახეზე.. -ფაქტია და იმიტომ.. -არა, სინამდვილეში ორივე იქამდე მივდივართ, რაც გვადარდებს.. -და.. -გამოსავალს გთავაზობ.. -მთელ ბიოგრაფიას ნუ მომაყოლებ ერთ ღამეში..-გაეცინა.. -არა.. -აბა.. -შეგვიძლია ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და ისეთი რამ ვუთხრათ ერთმანეთს რაც უახლოესმა ადამიანებმაც არ იციან.. -დაიწყე და ვნახავ რამდენად მიღირს საიდუმლო გაგანდო.. -ასე არ გამოვა, აუცილებელია საიდუმლოებების გაცვლა მოხდეს.. -კარგი, უნდა დაიწყოთ.. სანამ აქ გავიყინეთ.. -ოღონდ ისეთი საიდუმლოს გამხელა არ გვინდა თავის ქება რომ გამოგვივიდეს.. -არა რა თქმა უნდა..დავიწყო..? -გისმენ.. -მოკლედ ძალიან მომწონდა ერთი პიროვნება და თან დიდი დროც გავიდა რაც უბრალოდ ადამიანური ურთიერთობა მქონდა, არანაირი ზედმეტი.. ყველაფერს რომ გადავახტე ბოლოს პაემანზე დამპატიჟა და დავთანხმდი, რა თქმა უნდა.. იმ საღამოს ისეთ ამაღლებულ განწყობაზე გახლდი გამოწყობა გადავწყვიტე.. -არ მოვიდა..? -უარესია და მაცადე მოყოლა, დათქმულ ადგილას შევხვდით და მივყავარ სადღაც ჯერ არ მეუბნება ლოგიკურად ვფიქრობ ან სადმე დავსხდებით ან ეს ან ის, დიდათ არც მადარდებს ათასი აზრი მიტრიალებს, ბოლოს გავჩერდით// ღიმილით გავხედე რამე ხომ არ გაფუჭდათქო, არა მოვედითო.. არაფერი არ ჩანს მეთქი წესიერად, გადმოდიო, მეც გადავედი და რას ვხედავ.. ოდნავი აღმართის შემდეგ.. სასაფლაო.. -რა..? -არ მოგესმა ტიპმა პაემანისთვის სასაფლაოზე უკეთესი ადგილი ვერ აარჩია, თან მაშინ დასასვნებლად ვიყავი.. -არ გამოიქეცი..? -არა, “გავისეირნეთ” საერთოდ არ ვიმჩნევდი პაემნის ადგილი რომ მეუცნაურა.. მკვდრებზე ვილაპარაკეთ, იქ მყოფებზე ანთებული თვალებით მელაპარაკებოდა წარმოიდგინე როგორები იქნებოდნენ და რა საინტერესო ცხოვრება შეიძლებოდათ ჰქონოდათო, ასე ჩემი კაბით იქ რომ დავაბიჯებდი, თან ქუსლიანებით… არ ვიცი როგორც იქანა დამთავრდა, სასტუმრომდე მიმიყვანა და მეორე დღესვე წამოვედი, დარჩენილი დღეების ისევ თბილისში გატარება მერჩივნა ვიდრე მანიაკთან ერთად მკვდარს..-ბატონი კოსტა გაკვირვებისგან ვერ გამოვიდა მაგრამ შიიგადაშგ მაინც ეცინებოდა.. -რატომ არ გამოიქეცი მაინც ვერ ვხვდები.. -არ ვიცი გაქცევისაც შემეშნდა, უფრო მეტად არ დამიშავოს რამეთქო.. -პაემანს და სასაფლაოს ერთ კონტექსტში თუ მოვისმენდი რას ვიფქრებდი.. -აბაა.. -და არავინ იცის.. -არავინ მე შენი და იმ მანიაკის გარდა, თან არამგონია ქვეყნიერებისთვის მოედო ეგ ამაბვი.. შენი ჯერია.. -მოკლედ არც ძალიან პატარა ვყავი არც დიდი.. მთელი კვირა ტელევიზორში ჩემი საყვარელი სპაიდერმენის ფილმები ტრიალებდა.. -დასაწყისი უკვე მომწონს, უნდა მაცინო არაა.. -ვნახოთ.. მოკლედ ამავდროულად ერთი გოგო მომწონდა.. სანამ ბავშვები გამოვიშლებოდით სათამაშოდ წინა დღეს ობობამ მიკბინა, დედაჩემი ნერვიულობისგან კინაღამ გადაირია მე სიხარულისგან ვიყავი გადარეული.. იმ დღე კი ჩაიარა არაფერი მომხდარა, აი მეორე დღეს ვაშლის ჭამა გადავწყვიტეთ, ეს გოგო ერთი ვაშლის ხეზე იყო ასული მე მის გვერდით მეორეზე.. ბოლოს აღმოჩნდა ზედმეტად მაღლა ავიდა და დახმარება ითხოვა, თავის გამოჩენა მინდოდა და უცებ ნათურამ გაანათა ჩემს თავზე.. -არ მითხრა.. არ არსებობს.. -გამახსენდა რომ ობობამ მიკბინა და იმ მომენტში დავიჯერე ზუსტად მაშინ გამოვლინდებოდა ჩემი ძალები, მის სიმაღლეზე ავედი.. ახლა დაინახე რა გავაკეთო, დაგეხმარებითქო და მისკენ რომ წავიწიე, გადასახტომად, ჩავვარდი.. ხელი მოვიტეხე.. -შთაგონებულიმა რამდენად დიდი სიგიჟე შეიძლება ჩაიდინო.. რაო მერე ოჯახს არ უთხარი..? -იციან რომ ხიდან ჩამოვვარდი მაგრამ ობობის ამბავი, არავინ არ იცის .. -მე კმაყოფილი ვარ შენი ისტორიით.. -ასევე, სამაგიეროდ შენი ცოტა არ იყოს შემზარავზია.. -სად შენი ემჯეი და სად ჩემი მესაფლავე.. -მგონი შესვლის დროა..-თითქოს ეს პერიოდი იმდენად გაავერთე მასთან ლაპარაკშ, საერთოდ გადამავიწყდა სად და რატომ ვართ.. -ნელნელა დავიძრათ შესასვლელისკენ.. -კიბატონო..შენი რეაქციიდან გამომდინარე სწორი ისტორია ამირჩევია, ახლაც გეცინება.. -წარმოსადგენადაც სასაცილოა.. -არ გენატრება ბავშობა, ასეთი რაღაცების გჯერა.. შენს ფანტაზიას გასაქანს აძლევ..? -არ მენატრება.. -არა..? -არა.. -რატომ..? -ამაზე ლაპარაკი არ მინდა..შევიდეთ..? -შევიდეთ, შენს შემდეგ.. -მადლობა..-ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული ხმა, მომესმა.. -ეკატერინე.. ამდენ ხანს სად ხარ, გეძებდი.. -მოხდა რამე..? -მოხდა.. . . . ბოლო რამოდენიმე დღეა გაფანტული გონებით დავაბიჯებ, თითქოს ყველაფერი უფრო მექანიკური გახდა.. არადა ისეთი არაფერი მომხდარა.. ან იქნებ მე ვერ ვხედავ პასუხებს ჩემს თვალწინ.. -ეკატერინეე..სად დაფრინავ.. -რამე მითხარი..? -მთელი დღეა ემოციებისგან დაცლილი მუშაობ.. -ალბათ გადვიღალე, არაფერია.. -მიხედე თავს, დღეს არ მომწონხარ..- ერთი დღე რომ იყოს რა უჭირს, ყოველი დღე გაძლებაზე როცა ხარ საქმე, რთულდება.. -კარგი უნდა წავიდე..-ისევ ჩაფიქრებულმა გავაგრძელე გზა, თითქოს კავშირი გაწყდა, ფოკუსირებას ვერ ვახდენ.. ალბათ ამიტომაც გამიჭირდა შემჩნევა ჩემს წინ მიმავალმა მანქანამ როგორ დაიწია უკან და ჩემს გვერდით გაჩერდა.. -ეკატერინე.. -ვილიამ..აქ საიდან.. -აქვე მქონდა საქმე..შენ.. -აქვე ვცხოვრობ.. -წამოდი გაგაყოლებ.. -გზას დაიგრძელებ.. -აქვე არ ცხოვრობ..? წამოდი..-უარს აღარ ვეუბნები, ახლა სიარულის არც ენერგიაზე ვარ და არც ხასიათზე.. -ამ ერთხელ შეგაწუხებ, არაუშავრს.. -რულის ერთი გადატრიალებით არ ვწუხდები.. -აი რომ მეუბნებოდი თავგანწირვა იყო შენი საქციელო, ჰო დარწმუნდი ასე შორიც არ ყოფილა.. -არც ახლო.. -ჰოო უკეთესი იქნებოდა ბაიასთან ახლოს მეცხოვრა, მაგრამ სადაა მასე.. -ისე ბაია როგორაა.. -შენ ნახულობ ყოველდღე და მე მეკითხები..? -არაფერს გეუბნება..? -რაზე ლააპრაკობ, წესიერად ვერ მეტყვი..?/ -არაფერი, ჩვეულზე მეტად ჩაფიქრიანებული, გონება ყოველთვის სხვაგან აქვს, მეგონა შენ მაინც გეცოდინებოდა მიზეზი..-მგონია ჩემზე ლაპარაკობს და არა ბაიაზე..არა მე კაი მაგრამ იმას რაღა ჭირს.. -იმ საღამოს მერე აღარც მინახავს.. -არვიცი არვიცი..ბოლო დროს, რაღაც შეიცვალა.. -არ ვიცოდი ამდენად ახლოს თუ ყოფილხართ ერთმანეთთან..-თითქოს ახლაღა გამოერკვია, რაზე ვლაპარაკობდით, ნელა გამოიხედა.. -ახლოს..? ვერ ვიტყოდი.. -როდესაც ადამიანის გუნებას ცნობ, როცა იცი როდისაა მისეული რელსებიდან გადასული, მაშინ მე ვიტყოდი.. -ასე მარტივადაც არაა, რეალურად თანამშრომლობის მეტი არაფერი გვაკავშრებს.. -არ გეტყობათ.. -რა.. -მხოლოდ თანამშრომლები რომ ხართ ერთმანეთისთვის.. -საიდან მოიტანე.. -იმ საღამოს ნათლად დავინახე ..ცეკვის დროს.. -იმ მომენტში გქონდა დრო ჩვენთვის გეცქირაა.. -ვილიამ..-გაეცინა..-როგორღაც მოვახერხე, თქვენი მზერის და ღიმილის დაჭერა.. -გითხრა რამე..? -არაფერი.. -მე კი ისე მელაპარაკები.. -ყველას იმაზე და ისეთ დროს ველაპარაკები, რაც მგონია რომ სჭირდება.. -გგონია მე ეს მჭირდება..? -გაურკვევლობა გტანჯავს, კითხვები.. რომლებზე პასუხები სამწუხაროდ მე არ მაქვს, მაგრამ ბაიასთან ლაპარაკი გიშველის.. -დამამშიდებს..? -ლაპარაკი თუ არა მასთან ახლოს ყოფნა აუცილებლად.. კარგი, აქ გააჩერე..ვილ მადლობა.. -პირიქით..შეხვედრამდე..ჩემი და კოსტას ამბავი რომ ვიცი მომავალში ხშირად მოგვიწევს შეხვედრა.. -ეგ ჯერ კიდევ საკითხავია..-კარები მივუკეტე და სახლში ავედი, უფრო სწორი ფორმა იქნება ლიფტმა ამიტანა.. ყველაფერი მივყარე და აბაზანას მივაშურე, ცხელი წყალის იმედზე ვარ რომელიც ოდნავ მაინც მომიხსნის დაღლილობას.. საბოლოოდ დასაძინებლად მოვემზადე და მალევე ჩამეძინა.. . . . -ჯული.. რას გეუბნებოდი..? -ამდენი რაღაც რანაირად გიჭირავს, დააქცევ.. -რას მეუბნებოდი..? -თან ეს ფქვილი ამდენ ჭურჭელს რომ დაადე..რავიცი, არ არის სარისკო..? -ჯულიი, მითხარი თუ მეუბნები.. -აა ჰოო.. დღეს იმ მნიშვნელოვან შეკვეთას წაიღებენ.. -ვიცი.. -ახლავე მოვალ..-არა ჯული მართალია, ან ამ ჭურჭლის დამატებით ფქვილის მთა როგორ ავაწყე ეგაა გასაკვირი, მერე ის მაფიქრებს მაგიდამდე როგორ მივტან..არა მიცურავს..მიშველეთ.. -უკაცრავად თქვენ..-ნელა ვცადე შეტრიალება მაგრამ მოულოდნელი დაძახების შემდეგ, ბოლოს გამოჩნდა მაინც სწრაფად მომივიდა და ერთი არასწორი მოძრაობით, ჭურჭელი დაბლა დაიყარა და ფქვილი უცნობს გადაეყარა..მთლიანად.. წესით ხმა აღარ უნდა ისმოდეს თუმცა ჯერ კიდევ ჩამესმის ამდენი ჭურჭლის დავარდნის ხმა.. ახედვაც არ მინდა, ვიცი სავარაუდოდ რა სურათიც დამხვდება.. იქნებ თუ არ ავიხედავ თავისით გაქრეს..წავიდეს..რატომ არ მიდის.. დახმარების გამოგზავნას ვითხოვ ახლავე.. -ეკატერინე..-გაკვირვებული ხმა რომ სწვდება ჩემს ყურთასმენას, წამსვე ვიხედები.. -კონსტანტინე..- ხმა რომ არ ამოერო ალბათ ვერც ვიცნოდი, ხომ გაგიგიათ ცოლქმრული ფრაზა, ამან გამაჭაღარავა ან ამან გამათეთრა.. მე პირდაპირი მნიშნელობით გადავათეთრე კაცი..-გიხდება.. -მიხდება..? მეტი არაფრის თქმა არ გინდა..? -არ მინდოდა.. -არასდროს არ გინდა..მოუხერხებელი ხარ..-წამში ხმა ჩამიწყდა, ძლივს ვუპასუხე.. -ვიცი.. -ჩემი შეკვეთის წასაღებად მოვედი.. -ჯულიი.. -რა მოხდა..-სხვა ოთახიდან მიყვირის ფაქტობრივად.. -შეკვეთა გადაეცი..მე არ მცალია..-შევტრიალდი..სანამ სამზარეულოში შევედი ჯულიც გამოვიდა.. -ორი წუთით გავედი და აქაურობა ნაომრალს რატომ გავს..? -შეკვეთა მიეცი და მივალაგებ.. -ახლავე..-წაბრძანდება და ჩემს გამომცხვარს მიირთმევს არა..? შეერგოს..არა იდიოტი, რა ტონით მითხრა.. დიახაც ვიცი. მერე ჩემი რა ბრალია, ძალით ვაკეთებ..? არ მინდა რომ ვიყო მაგრამ ვარ..-კარგად ხარ..? -როდის შემოხვედი.. -ახლახანს.. -ახლავე გამოვალ.. -მივალაგე უკვე, შენ შენ საქმეს მიხედე.. -მადლობა.. -არაფერია..მეჩქარება მერე ვილაპარაკოთ..-მთელი დღე გამყვა გაბრაზება, არადა გულში წყენს ჩატოვება არ ვიცი, არ მახასიათებს.. რეალურად ჩემი გაბრაზება და ეს ქოთქოთი ლოგიკიდან ამოვარდნილია, არა რა მითხრაა ასეთი.. მახსენდება მაინც ვბრაზდები, რაღაცნაირად მითხრა..მზერა ტონი.. სიტყვები თავისებური მნიშნელობით და მეტი რა მინდოდა.. თითქოს ყველაფერი ერთმანეთს აუყვა.. მაინც არ უნდა ვბრაზდებოდე, ჩემთვის მნოშვნელოვანი ადამიანი არაა, რა მნიშვნელობა აქვს უცხო ადამიანი რას იტყვის.. თან ისეთი უცხო, ჩემი მესაფლავესთან პაემნის ამბავი რომ იცის..მშვენიერია.. -ვერ მორჩი..? -მოვრჩი კიი..მაცივარში შევალაგებ ყველაფერს და წავედი.. -ახალი ამბავი.. -რაო.. -ფქვილით რომ გაალამაზე, იმან დარეკა ახლახანს.. -პრეტენზიები ხო არ ჰქონდა.. -პირიქით, ახალი და უფრო დიდი შეკვეთა მოგცა.. -ხვალ ბევრი სამუშაო მაქვს../? -კიი.. სამაგიეროდ მერე დასვენების დღე მოდის.. -ხანდახან კარგიცაა მთელი დღე დაკავებული რომ ხარ და ფიქრისთვის დრო არ გრჩება.. -ჰოო რავიცი.. -დღეს დავასრულეთ.. -წავედით..-ჯულიმ მეგობართან ვრჩებიო და ისე გამოვიდა ერთი გზა საერთოდ აღარ აღმოგვაჩნდა..მეც გავუყევი გზას მარტო.. კოლა ვიყიდე და გზადაგზა დავლიე, სახლამდე ვეღარ მოვითმინე.. ყოველთვის ვუმეორებ ჩემს თავს, სადღაც წავიკითხე და მომეწონა.. ბევრ რამეს ვერ გააკონტროლებ რაც მოხდება, სიტუაციები, მომენტები მაგრამ შეგიძლია გააკონტროლო როგორ რეაგირებას მოახდენ.. დღეს მე არ გამომივიდა, ჩავფლავდი, სულელური სიტყვების გამო გავბრაზდი, რომელსაც თავად მოვიხსენიებ ხუმრობით.. ყველაფერ სისულელეზე თუ ასეთი რეაქცია მქონდა, დარჩენილ ნერვებსაც ისე შევიწირავ როგორც არაფერი.. ამ სიარულში, სანამ სახლამდე მივედი ცოტა დავმშვიდდი.. . . . -მოიცადე ეკატერინე, აქ რას აკეთებ დასვენების დღეა, გუშინ რამდენი იმუშავე.. -უფროსმა დარეკა, მოკლედ დღესაც მე მიწევს და ორშაბათსაც დავისვენებ.. -მასე კიდე არაუშავს.. გუშინ ისეთი სურნელი დაატრიალე ის ტორტი კინაღან შემომეჭამა.. აა ჰო, დღეს ბევრი შეკვეთა არ გვაქვს, გიხაროდს.. -ამ ბოლო დროს ხალხი შეგვიცოტავდა თუ მეჩვენება.. -არ გეჩვენება, რატომღაც ბევრი მიდი მოდის.. -კარგი აბა შეკვეთის ფურცელი მაჩვენე.. -ახლავე..-დიდად მართლა არ მქონდა ბევრი საქმე და მაინც რამოდენიმე საათში შემეტყო დაღლა, საღამომდე დიდი დროა აღარაა რაც მახარებს..-უფროსმა დარეკაა.. -რაო რა მინდაო..? -შეკვეთები დაარგიეთ და ადრე წადითო.. -მართლა..? რა მაგარია.. იმედია არ დააგვიანებენ.. -სხვებზე რა გითხრა და როგორც ჩანს მე ზუსტ დროს მოვედი..- ინსტიქტურად გავიხედე კარისკენ სადაც კონსტანტინე დგას.. -როგორც ჩანს.. ახლავე გამოვიტან.. -დაგეხმარო..? -არა ჯული, მადლობა..- ტორტი შევფუთე და ნელა გავიტანე გარეთ..-ინებე.. -მადლობა-გამომართვა და იქვე მაგიდაზე დადო.. საფულედან კი ბარათი ამოიღო და ჯულის მიწოდა..-თუ შეგიძლია.. -ახლავე..-ერთი ნაბიჯი გადავდგი უკან და ჩემთან ერთად მანაც გადმოდგა.. -მოიცადე.. -ჩემი საქმე, აქ დავასრულე.. -წამოხვალ ჩემთან ერთად..? -სად..?- ყველაფერს რომ ელოდები იმის გარდა რაც რეალურად ხდება.. -ოჯახურ საღამოზე.. -კონსტანტინე.. შენი თავის თუ გესმის.. -ძალიან კარგად.. -ოჯახურ საღამოზე მე რა მინდა.. -წამოსვლას ტყუილად არ შემოგთავაზებდი.. -არა, არამგონია კარგი იდეა იყოს.. საერთოდ საიდან მოგივიდა აზრად.. -თავად ოჯახმა მომაწოდა იდეა, მათდა უნებურად.. -ინებე..-ჯული ბარათი დაუბრუნა.. -მადლობა.. -თანაც ჯერ კიდევ საქმეები მაქვს.. -ჯული ხომ..? შეგიძლია დამეხმარო..? -რაში.. -ბევრი შეკვეთაა დასარიგებელი..? -არც ისე.. -მარტო შეძლებ..? -კი.. -ხედავ ეკატერინე..? თურმე მაინც შეგიძლია წამომყვე.. -პრობლემა არაა.. თუ გინდა წადი..-ცდუნება, კონსტანტინეს ოჯახი გავიცნო..? ადრეა.. ვიცი მაგრამ რატომ მინდა წასვლა.. -სახეზე შეგეტყო, მიდი რაა წამოდი.. -ამდენს რატომ ფიქრობ, დროა დაისვენეო, დღეს ისედაც არ უნდა გემუშავა.. -არანაირ ლოგიკას არ შეესაბამება ჩემი წამოსვლა.. -რატომ უნდა შეესაბამებოდეს.. -ჯული, როდესაც კაცი ქალს ოჯახს აცნობს.. ოჯახი რას იფიქრებს..? -იმას რომ სერიოზული ურთიერთობა გაქვთ.. -სტატუსი.. -მინიმუმ შეყვარებული.. -ხედავ..? მოდი ადექი და შენი შეყვარებული წაიყვანე.. -არ მყავს.. -გაიჩინე და მერე წაიყვანე.. -მაგის გაკეთებას ვცდილობ და არ მაცდი.. -იცი რაა შენი თავი შენთვითონ ჩაიგდე ამ სიტუაციაში, ჰოდა მოახერხე გამკლავება.. -ეგ რას ნიშნავს.. -წამოვალ.. -მართლა..? -მართლა..- გამოსვლისას შემომიტრიალდა.. -დამავიწყდა მეთქვა, ცოტა არ იყოს გრძელი გზაა.. -გრძელი..? -სულ ცოტა.. -კარგი..რას ვიზამ, რადგან დაგთანხმდი დაგთანხმდი.-კარგი გამიღო და მანქანში ჩავჯექი.. -ტორტს დაიჭერ..? -მომეცი..-ისიც ჩაჯდა.. -მგონი ტორტის გაკეთება საკმარისი არ იყო და დამჭერად წამომიყვანე.. -კიი ჩემი ოჯახი მხოლოდ იმიტომ უნდა გაგაცნო, რომ ტორტს ვერ მოვუხერხე ვერაფერი.. -ძალიან ადრეა, იმდენად ადრე, არც იცი მივიდოდა თუ არა მაქამდე საქმე.. -მაქვს ცდუნება როგორც ჩემს შეყვარებულად ისე გავაცნო შენი თავი საზოგადოებას, თუმცაღა თავს ვიკავებ.. -სულსწრაფი ხარ.. -შესაძლოა..სამაგიეროდ მყვები ამ სულსწრაფობაში.. -მიყოლიებ.. -იმ დონეზე რაც გაგიცანი, ისეთ რაღაცას არ გააკეთებ არც არ გინდა.. -გამოდის მინდა შენთან ერთად წამოსვლა.. -გამოდის, რის გამოც მოხარული ვარ.. -და საიდან მოიტანე რომ ისეთ რაღაცას არ გავაკეთებ რაც არ მინდა.. -მესაფლავესთან გქონდა პაემანი ეკატერინე..-გამეცინა.. მასაც.. -ჩუმად.. აღარ თქვა.. -რატომ ვინმე გაიგებს..? -მიეჩვევი რამდენად სასაცილოა და შენი ქვეცნობიერი აღიქვამს, მერე ვინმესთან ისე იტყვი როგორც არაფერი.. -გგონია საიდუმლოს ასე მარტივად გავცემ..? მითუმეტეს შენსას..? -არაფერი არ ვიცი.. არც მოხარშულს გიცნობ და არც შემწვარს.. -ისტორიების გაცვლაც ხომ იმას ემსახურებოდა, ერთი ნაბიჯი წინ გადაგვედგა ერთმანეთისკენ.. -ძალიან დიდ უფსკრულს ერთი ნაბიჯი ვერაფერს უშველის.. -რა გაეწყობა, ოღონდ, შემდეგ ნაბიჯებსაც თუ არ გადავდგავთ, ასე შორიდან მოგვიწევს ერთმანეთის ყურება.. -პირდაპირ რამოდენიმე საფეხურს გინდა გადაახტე და ოჯახს მაცნობ არაა.. ამ დროს ერთადაც არ ვართ.. არ თქვა ახლა მეგობრებიო გადავირევი.. -არა არც მეგობრები ვართ და ჯერ არც შეყვარებულები.. -მაშინ როგორ აპირებ ჩემს გაცნობას ოჯახისთვის.. -მარტივად, ჩემი მომავალში ცოლი ეკატერინე გაბაშვილი.. -გადაირიეე.. არ გაბედო მასე არ წარმადგინო.. -შენ რა ვარიანტები გაქვს.. -უსტატუსოდ ადამიანის მიყვანა არაა კარგი ნიშანი.. -ჩემი ცოლის სტატუსი შენ არ მოგწონს და.. -უკვე ცუდად ხუმრობ.. -კარგი..მე ზოგადად მიმაჩნია თვითონ ურთიერთობაშივე ორი ადამიანი ერთმანეთის მეგობარი უნდა იყოს.. -მეგობრობას მთავაზობ..? -არა, მეგობრობა ერთი დიდი უფსკრულია რომლიდანაც კარგა ხანს ვერ ამოვალთ.. უბრალოდ იმას ვამბბობ, რომ ურთიერთობა რომანტიკული, მეგობრობასაც მოიაზრებს.. -მაგაში გეთანხმები.. -მოკლედ, გამოსავალი ასეთია.. ექსპრონტად რაც გამოვა გამოვა..-მხრები ავიჩეჩე და კიდევ ჩავუწიე ფანჯარას..-ეკატერინე.. -რა იყო.. -არ მეგონა თუ წამოხვიდოდი.. -ნორმალური ადამიანი, რომელსაც ლოგიკა აქვს არ უნდა მოდიოდეს, მართალი ხარ.. -მაგაზე არ მაქვს ლაპარაკი.. -აბა.. -იმ დღეს უხეშად გელაპარაკე.. რაღაცას იმდენად მივეცი დათრგუნვის საშუალება, იმ მომენტში შენზე გადმოვიტანე.. მაპატიე.. -მართალი კი თქვი, მოუხერხებელი ვარ.. -რეალურად ძალიანაც საყვარელი ხარ მაგ დროს.. განერვიულებული დამნაშავის სახით, თითქოს სადაცაა იტირებ.. -და შენ ეგ გესაყვარლებაა..? -ჩემით შენი დამშვიდების საბაბია და კი მესაყვარლება.. -ჩემი დამშვიდების.. კარგი დაივიწყე, მნიშვნელობა აღარ აქვს.. -მაშინვე ვინანე და არაფერი ვთქვი.. -არ აქვსთქო მნიშვნელობა.. -აქვს, წვრილმანებს აქვს მნიშნელობა, როცა რაღაც არ მოგწონს უნდა თქვა, როცა ინახავ შიგნიდან გკაწრის.. -სისულელებზე ხშირად ვბრაზდები, მაშინაც გავბრაზდი, არც შენი ტონი და არც მზერა..მე.. იმაზე უფრო მეტად გავბრაზდი რომ შენგან მეწყინა რაღაც.. -რადგან.. -რადგან გამოდის..არ მინდა თქმა.. -რაღაც დოზით მაინც შენთვის მე.. -კი.. -აი ახლა კი გამიხარდა რომ გეწყინა.. -კონსტანტინე.. -სულ ოდნავ ჭია გავახარე..ჰომ იცი რეალურად.. -კარგი ნუ მიხსნი, გზას უყურე.. -რთულია გზას უყურო, გვერდით როცა ასეთი ხელის შემშლელი ფაქტორი გიზის.. -ახლა მე დამაბრალე..-გამეცინა.. თან როცა შენობებს გავცდით მივხვდი ეს ცოტა არც ისე ცოტაა.. სად მივდივართ..? წარმოდგენა არ მაქვს და მაინც დავთანხმდი.. სპონტანურობა მახასიათებს მაგრამ მოცემულობისთვის რამდენად სწორ ნაბიჯს ვდგამ არ ვიცი.. რომელი ნორმალური კაცი გააცნობს თქვენს თავს მის ოჯახს, როცა არც შეყვარებული ხარ არც საცოლე და მოკლედ.. არ ვიცი ამ წამს რაზე ფიქრობს და გულში რა უდევს თუმცა რაღაც მაიძულებს დავუჯერო.. ვენდო.. საფრთხეს ვერ ვგრძნობ, მეშინია მაგრამ საფრთხეს ვერ ვგრძNობ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს.. ჰოდა ვნახოთ სადამდე მიმიყვანს ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება.. -მოვედით..? -მოვედით..-კარი გამიღო, გადმოვედი, ტორტი ისევ მე მიჭირავს.. -მოიცადე..სახლის გარშემო, ეს.. ამდენი რაოდენობით გაშენებული ვენახი როდის ვნახე ბოლოს არ მახსოვს.. -ოჯახური ბიზნესია.. -ოჯახური..მოიცადე მოიცადე.. ბაიასთნ რომ ვიყავი კომპანიაში.. ის.. -დიახ, ჩემი ოჯახისაა.. -კარგი ამას არ ველოდი.. თუმცა ახლა გასაგებია შენი ღვინოსთან დამოკიდებულება//. -აქ გავიზარდე, ასე რომ ეგ თავისთავად მოხდა..არ შევიდეთ..? -შევიდეთ..ანდაც თუ გინდა შენ შედი მე.. რავიცი წავალ.. -რა განერვიულებს.. -იქ ვინ იქნება.. დედაშენი, მამაშენი.. -კიდევ.. ჩემი და და ჩემი მთელი სანათესაო.. -რა..? -არ მითქვამს..? -რას ნიშნავს მთელი სანათესაო.. -მთლად მთელი არ გამოდის მაგრამ დიდი ოჯახი მყავს.. -ახლა მართლა წავალ.. -არაფერია, არ მოგიყვანდი ისე რომ არ იყოს რამე..შევიდეთ..? წამოდი ყველა უკანა ეზოში იქნება.. -წავიდეთ.. -და ჰოო მართლა.. -არის კიდევ რამე, რაც უნდა ვიცოდე, ამ ყველა სიკეთესთან ერთად..? -დედაჩემმა არ იცის რომ ქართველი ხარ.. -მერე.. -არაფერი უბრალოდ სანახაობით უნდა დავტკბე.. -რომელი სანახაობით.. -მოიცადე და ნახავ..-ნელნელა ხმაური გაძლიერდა.. სიცილის ლაპარაკის.. როგორც კი მივუახლოვდით ხმაური შეწყდა.. იმდენად რომ შემეშნდა ჩემი სუნთქვა ზედმეტად ხმამაღალი არ აღმოჩენილიყო.. -მოგესალმებით მეგობრებო.. -შვილო რას დგახარ, შემოდი..თ.. -ჯერ გაგვაცნოს ვისთან ერთადაა.. -ფრანგულად ვილაპარაკოთ, სირცხვილია.. -საჭირო არ არის.. ქართველი ვარ.. -რაა.. აბა ერთი დამენახე.. -გაიცანით ეკატერინე გაბაშვილი, დღეს ჩვენთან ერთად იქნება.. -სასიამოვნოა.. -ჩვენთვისაც..მოდით დასხედით.. მომეცი ეგ ტორტი.. გამძიმებს აშკარად.. -მისი გამომცხვარია.. -მოიცადე, წინაზე ტორტი მოიტანე, ისიც ამ გოგს გაკეთებულია..? -ასეა დედა.. -ძალიან კარგი ხელი გაქვს.. ყველას მოეწონა.. -მოუშვი ჩვენამდე.. -სად იპოვე ქართველი..-ვინაიდან მხოლოდ ქართველები არ იმყოფებიან ფრანულად გაგრძლედა დიალოგები, შიგადაშიგ ქართულის დართვით .. -მოულოდნელად გადავეყარე..როგორც ჩანს სასიამოვნოდ.. -ეგ ჯერ კიდევ საკითხავია..-სიცილით ვთქვი მე.. სხვებიც ამყვნენ.. -ძვირფასო მეუღლევ ისეთი სახე გაქვს ვიცი სამსახურზე აპირებ საუბრის დაწყებას და აქვე მინდა გაგაჩერო.. დღეს ამ თემას არ ვეხებით.. ვისვენებთ..-კოსტას დედამ ქმარს გადაულაპრაკა.. -როგორ იცი ხოლმე.. -ქართულ კერძებსაც რომ ვხედავ ისე მახარებს, იმდენი ხანია არ მიჭამია.. -ჰოდა მიირთვი.. -ჩემს ცოლს კარგი ხელი აქვს.. -დარწმუნებული ვარ.. -მონატრებულზე უფრო გემრიელი იქნება.. -დედა გიმზადებდა ხოლმე თუ ბებია.. -მე.. არცერთი.. -რას ნიშნავს არცერთი.. -მშობლები ძალინ ადრე დავკარგე.. არც ბებიას ვიცნობდი.. -მაპატიე არ მინდოდა.. -არაფერია.. სამაგიეროდ მეგობრის მშობლები მანებივრებდნენ თავის დროზე ამ კუთხით.. -აქ რა ხდება ძვირფასო ძმაო..-სიცილით მოგვიახლოვდა ახალგაზრდა გოგო.. დიდი მიხვედრა არ უნდა კოსტას და იქნება.. -მობრძანდი..? -დიახ.. -გაიცანი.. -ეკატერინე გაბაშვილი.. -მიცნობ..?/ -როგორც დიზაინერს.. -იმედია დადებითი თვალსაზრისით.. -უმეტესწილად..-კონსტანტინეს მიუტრიალდა..-ესეთ დიზაინერს ხვდები და მე ახლა უნდა ვიგებდე..? -ჩვენ არ ვხვდებით.. -არა../?-ცოტა უკან გაიწია, თითქოს სრული სურათის დანახვას ცდილობს..-შთაბეჭდილება საპირისპიროა.. -ვითომ..? -რაღა ვითომ თვალს ვერ აცილებ.. მგონი არც ახამხამებ.. ახლავე მოვალ.. -მიბრძანდი თუ მიდიხარ.. -საყვარელი და გყავს.. -ჯერ კიდევ დროა.. დააცადე ..- ნეტავ რა მოხდებოდა მეც რომ მყოლოდა და ან ძმა.. იქნებ თავის დროზე ასეთი მარტოსულობაც არ მეგრძნო.. არა ახლა ამის დრო არაა, ეკატერინე მობილიზდი.. -ვნახოთ.. -ეკატერინე, რაც ნაკლებად უხერხულად იგრძნობ თავს უკეთესია.. გაცვეთლი ფრაზაა მაგრამ გულით გეუბნები, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში..- კოსტას დედა მომიახლოვდა და გადმომიჩურჩულა.. გავუღიმე და თავი დავუქნიე.. -მოიცადე.. ტოლმა დევს თუ მეჩვენება.. -არ გეჩვენება.. -მომაწოდე მერე რას უყურებ.. -ინებე.. ტოლმა გყვარებია.. -ვგიჟდები.. ბავშობაში ხშირად არ აკეთებდნენ, აი როცა აკეთებდნენ, ჩემი ხასიათი რადიკალურად იცვლებოდა დადებითისკენ.. -მიდი გასინჯე და შეაფასე.. -მოიცადე.. არაა.. უგემრიელესია.. ჩემი აქ გაჩერება დიდხანს არ შეიძლება.. -ვითომ რატომ..? -ვერ ხედავ რამდენს ვჭამ..? -როგორც ჩანს ცხობა გეხერხება მხოლოდ.. თორემ შენი ლოგიკით .. -ჭამა მიყვარს, ძალიან, სხვების ხარჯზე ვაგორებ ცხოვრებას// -ტორტის გაჭრის დროაა.. გადააწოდე კი.. არავინ გამომრჩეს თუ არ შეგხვდათ დაიძახეთ.. -დიდი ნაჭერი არ მინდა.. -დარწმუნებული ხარ..? როგორც გინდა.. ბარემ მეორე თეფშიც გააყოლე, და მიაწოდე გვერდით მყოფს.. -მოიცადე მართლა შენი გაკეთებულია..? -დიახ.. -უგემრიელესია.. კონსტანტინეე.. გახსოვდეს.. არც ძალიან ადრე არც ძალიან გვიან.. -ვეცდები.. -შეგიძლია თეფში გამიცვალო..? შენი ნაჭერი მირჩევნია ამდენს ვერ შევჭამ.. მადლობა.. -არაფერია.. -პირველ რიგში ამას არ უნდა ვაკეთებდე, რას ვიზამთ, თავს ვერ ვიკავებ.. სუნით უნდა გავიგო როგორია.. -მთავარია სუნს არ დაჯერდე..-სულ ოდნავ დავხარე თავი და თმა ჩამომეყარა.. -მგონი კარგი გამოვიდა.. -კი რაც გამოგდის გამოგდის..-თან თმა ყურთან გადამიწია.. -ისე ამბობ თითქოს ბავშობიდან ერთად მოვდივართ და იცი რა გამომდის გადასარევად და რა კარგად.. -მაცადე.. ამ ტორტზე ტკბილია შენი გაცნობის ეტაპი.. -ერთ დღესაც.. საბოლოოდ ხომ შემოგეცნობი.. -შემომეცნობი.. -მერე.. -გგონია ადამიანს ერთხელ გაიცნობ და მორჩა..? -აბა.. -ადამიანები ვიცვლებით..ვვითარდებით.. ხანდახან მცირეოდენ დეტალებს არ ვჯერდებით და მთლიანად ვიცვლებით.. -კარგი ვთქვათ გამიცანი..დროის სვლასთან თუ აღმოაჩინე რომ აღარ მოგწონს ის ადამიანი თავიდან რომ გიჟდებოდი მანდ სრულდება..? -ადამიანის გული თუ შევიყვარე.. ესე მარტივად არ ხდება.. ერთ დღეს მომწონხარ მეორე დღეს არა.. სიყვარულს ზედმეტად ზედაპირულად უყურებ.. -მხოლოდ გაცნობაზე დავიწყეთ ლაპარაკი.. -და გავაგრძელებთ კიდეც.. სხვა დროს.. -მოხერხებულად მითანხმებ შემდეგ შეხვედრაზე..-ჩაეცინა.. -და შენ ისე მთანხმდები თითქოს თავიდანვე არ გყავდე გაშიფრული.. -იცი ჩემო გოგო..-კოსტას დედა მომიტრიალდა..-ერთდროულად თან ნოსტალგია მოაქვს თან თითქოს მსგავსი რამ არც გამისინჯავს.. როგორ ახერხებ.. -გემოებიც მოგონებებთანაა დაკავშრებული.. მიხარია ჩემმა გაკეთებულმა აქამდე თუ მოახერხა მისვლა.. -მოახერხა.. საიდანღაც მეცნობი და ვერ ვიგონებ საიდან.. -ვერ დაგეხმარებით.. -ალბათ მეჩვენება.. -არ გეჩვენება.. მას იცნობდი.. -აბა გამახსენე.. -მიდი ძვირფასო დაო გაახსენე.. -ეკატერინე გაბაშვილი.. გეუბნებოდი ადრე ქართველი დიზაინერი.. დედაა ვისი კაბა მეცვა გამოსაშვებზე… -აა გამახსენდა.. -მოიცადე, მომესმა..? ჩემი კაბა გეცვა..? -მასე გამოდის.. -რომელი.. უნდა მანახო ვკვდები ინტერესით.. -მოიცადე..აი.. -როგორი ლამაზი ყოფილხარ.. მოგიხდა, ვერაფერს იტყვი.. შენთვის შემიკერია.. -მადლობა.. -არაფერია.. -შვილო, სხვა არაფერი გინდა..? -კონსტანტინეზე მინდა სამარცხვინო ისტორიები გამოგძალოთ// -თ - ს გარეშე.. მაგაზე დაგზარდები..? -დედა.. -არანაირი დედა.. ეკატერინეს ვუყვები ვინმეს ხომ არა.. -შეგახსენებ დღეს შეხვდი.. -მოკლედ ერთხელ..-არ შემიძლია ისტორია თქვენც გაგიზიაროთ რადგან საიდუმლოა მაგრამ წარმოიდგინეთ რა შეიძლებოდა დამართნოდა კონსტანტინეს იმის გარდა რომ ერთხელ თავი სპაიდერმენი ეგონა.. იმდენი ვიცინე ბოლოს მუცელიღა მტკიოდა., გადავუჩურჩულე პირველ ისტორიას ჯობდათქო და მხრები აიჩეჩა.. არც მახსოვდაო.. სხვებთანაც შევედი დიალოგში, ვსაუბრობდით ვიცინოდით.. სამწუხაროდ ერთი საათიც არ იქნებოდა გასული ხალხმა დაშლა დაიწყო.. საბოლოოდ კი დავრჩით მე კოსტა მშობლები ბებია და და.. როგორც გაირკვა ოჯახის წევრები მაინც აკლდა ამ სახლს.. ჩემთვის კი წარმოუდგენელია ამდენ ადამიანთან ერთად ცხოვრება.. მეოთახე კი მყოლია მაგრამ ვფიქრობ ამ სიტუაციისგან სრულიად განსხვავდება.. კოსტა სამზარეულოში გავიდა.. -გვიხარია, გაგიცანით.. -მეც, სასიამოვნო საღამო გამოვიდა.. -ნამდვილად.. -კიდევ უნდა გვესტუმრო.. -იმედი მაქვს.. თუმცა რაიცით იქნებ შემდეგზე სრულიად სხვა აღმოჩნდეს ვისაც ოჯახთან შესახვედრად მოიყვანს..- ცუდად ვიხუმრე თუმც გამეცინა.. -არა, კონსტანტინე ასეთი არაა.. საერთოდაც აქამდე არავინ მოუყვანია გასაცნობად.. -ამიტომაც ნათესავებს შეყვარებული კი არა უკვე საცოლე ეგონე..-გაეცინათ.. -ლოგიკურია, მიდი და დაარწმუნე უბრალოდ მეგობარი მოიყვანაო.. -მეგობრის მოყვანა არ შეიძლება..? -შეიძლება.. -მაგრამ მოდი რეალურად ვილაპარაკოთ..- და ჩაერია..-მეგობრობის არაფერი გეცხოთ.. -რა გითხრა.. მაგრამ უკვე გვიანდება.. წავალ კონსტანტინეს ვეტყვი, რაღაც შეაგვიანდა.. -მიდი მიდი.. -მანამდე ამ ორ წუთში შენზე ვილაპარაკებთ.. -მოხარული ვარ მთავარი სალაპარაკო რომ ვარ..-ყველას გაეცინა..მე კი სამზარეულოსკენ გავემართე.. რომელიც მიმასწავლეს და დიდად მაინც ვერ მივხვდი საითაა.. რამდენიმე წუთიანი უაზრო ბოდიალის შემდეგ ოთახში ფეხი უნდა შემედგა რომ ხმა გავიგე რამაც გაჩერება მაიძულა.. -რადგან აქტიურად არ ვარ ჩართული და არ ვჩანვარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ბიზნესთან დაკავშირებთ არაფერი მეხება.. თქვენ გაიგეთ არასწორად, ვილიამს მე თვითონ დაველაპარაკები ოღონდ ჯერ არა.. კიდევ მჭირდება რაღაცების გარკვევა.. თქვენ თქვენი საქმე უკვე გააკეთეთ, იმედი მაქვს საუბარი ჩვენს შორის დარჩება.. არა არანაირად, თავადაც შემიძლია იმის გარკვევა ვინ უთხრის კოპანიას ძირს, თან იმდენად ფარულად რომ შეჩნევა ამდენად რთულია.. ნახვამდის..-ცოტაღა დააკლდა ტელეფონი ესე უბრალოდ არ ესროლა.. ერთი შეხედვით ვერ შეატყობდი გაბრაზებას თუმცა შინაგანად განრისხებულ ადამიანს თავლები ყიდის.. მძმიმედ ამოისუნთქა, შემოტრიალდა და.. -არ მინდოდა მაპატიე..უბრალოდ შენთან წამოვედი.. -ახსნა საჭიროა არაა.. წავედით..? -კარგი..- ყველა ისე დაგვხვდა როგორც დავტოვე, ადგილი არ შეუცვლიათ.. -აბა ოჯახო, მივდიავრთ.. მალე შემოგივლით.. -ეკატერინესთან ერთად.. -დიდი იმედი მაქვს ძვირფასო დედა.. -მაიმუნობ.. -ისე როგოორ.. აბა თქვენ იცით..-ჩემი ჩანთა ავიღე და სახლიც დავტოვეთ.. -იქნებ ჯობია მე დავჯდე.. -რატომ..? -გაბრაზებული ხარ, ამ დროს ტარება კარგი არაა.. -საიდან მოიტანე.. -გგონია ბრმა ვარ ან უგრძნობი..? -არაფერია, არ დავჯდებოდი რომ არ ვიცოდე უსაფრთხოდ მიგიყვან.. -მაგრამ.. -როგორ არ მიყავრს ეს მაგრამ.. -ჩემი სიმშვიდისთვის.. გთხოვ.. -იმედია კარგი მძროლი ხარ..-შორიდან გასაღების გადმოგდებას ველოდი მაგრამ არა.. მომიახლოვდა, ჩემი ხელი თავისაში მოაქცია, გასაღები ხელისგულზე დამიდო.. წამიერად გამეფანტა გონება, გავითიშე.. მხოლოდ წამიერად და უკვე მოასწრო მძღოლის გვერდით ადგილის დაკავება.. ერთი ამოვისუნთქე და ჩემი ადგილი დავიკავე.. გზას გავუდექით.. -შენ არ ატარებ და მაინც შეგიძლია გზას უყურო.. -არა არა.. თავად გინდოდა ტარება, რადგან ეს დაბრკოლება აღარ მაქვს მთელი გზა შემიძლია თვალი არ მოგაცილო.. -ასე პირდაპირ მეუბნები..? -შენ დაიწყე.. -დაიღლები.. -შენი ყურებით.. მეხუმრები ხო..? -ყურადღებას მიფანტავ.. გადავიჩეხებით, მე კი ახლა მხოლოდ იმ მიზეზით ვატარებ რომ ეგარ მოხდეს.. -ყურადღებას გიფანტავ..?-ღიმილით.. ვიგრძენი.. -ჩემი ნათქვამიდან მეტი ვერაფერი გაიგე..? -შენს გვერდით ლაპარაკის..აზროვნების უნარი შერჩენილი რომ აქვს არ გიკვირს..? -შენს გვერდით რომ არ ვყოფილიყავი მთელი საღამო ვიფიქრებდი რომ დალიე.. -ჩემს გვერდით.. -დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად კარგად ხარ..? -ვიქნები.. -გამოდის არ ხარ.. -კარგად არ ვარ სამაგიეროდ მშვიდად ვარ.. -მასე შესაძლებელია..? -თურმე.. -თუ მშვიდად ხარ სწორ გზასაც იპოვი იმის აღმოსაფხვრელად რაც კარგად ყოფნისგან ხელს გიშლის.. -სიტყვა სიმშვიდე ადრე მხოლოდ მოსაწყენთან ასოცირდებოდა.. -ახლა.. -ახლა ბედნიერებასთან.. -მეგონა მხოლოდ ვეტერინარი იყავი.. -ვარ კიდეც.. -არა მხოლოდ.. -ყველაფერი არც ისე მარტივადაა.. -ფარულად მართავ კომპანიას, ამაში მარტივი არაფერია, მართალი ხარ.. -ხედავ..? არასწორად გაიგე.. -და რეალურად როგორაა.. -ვეტერინარი ვარ, ესაა ჩემი პროფესია, რომელიც მიყვარს მაგრამ მამაჩემს ვეხმარები იმ საქმეების მოგვარებაში რომელიც კარგად გამომდის.. -მამაშენი საერთოდ რომ გაანებებს სამსახურს მერე.. -ოჯახური ბიზნესია, მე ხოლოდ დახმარება შემიძლია, ვინც არ უნდა იყოს სათავეში.. -მართალი იყავი ყველაფერი არც ისე მარტივადაა.. -შორეულ მომავალზე ვეღარ ვიფიქრებ ახლანდელი თუ არ გადავარჩინე.. -პროფესიონალი მატყუარას გაცურებას გეგმავ.. არ იქნება მარტივი.. -ჯერ ისიც არ ვიცი ვინაა.. -ზემოთ აღნიშნული მახასიათებლებით მაინც იქნება.. -შენთვის სიახლე არ უნდა იყოს რაზეც ვლაპარაკობთ.. -ტყუილი სიახლე არასდროსაა.. ვარიანტებიც არ გაქვს ვინ შეიძლება იყოს..? ანდაც საერთოდ საიდან გაიგე მოღალატის შესახებ.. ინფორმაციამ გაჟონა..? -ნაწილობრივ კი მაგარამ უფრო ჩახლართულადაა საქმე.. ფარული შეხვედრები ხელშეკრულებები.. თაღლითობა.. -განვმეორდები, ამას მარტო როგორ გაუმკლავდები..? საერთოდაც ვილიამს რატომ არ ეუბნები რამეს.. -კომპანიაში ყოველდღიური შეხება აქვს ყველასთან.. სახიფათოა.. -გამოდის ვინმე ისეთი გჭირდება, ვინც თანამშრომელი არ არის..? ანდაც დავიჯერო კომპანიაში სანდო არავინ გყავს..? -ახლა ფიქრი არც მინდა და არც შემიძლია..-ხმა აღარ ამომიღია, ჩემს სახლამდე მივედით, გავაჩერე.. გადმოვედი და მისი მხრიდან კარები გამოვაღე.. -ინებე გასაღები.. ვფიქრობ მშვენივრად შეძლებ სახლამდე მიღწევას.. -დარწმუნებული ხარ..? -სრულიად.. -მოიცადე..-მანქანიდან გადმოვიდა..-მადლობა.. -რისთვის.. -დღევანდელი დღისთვის.. - საბოლოოდ სახლამდე მივაღწიე, ფანჯარასთან მივედი და ისევ იქ დგას, შემდეგ შუქი ავანთე..რამოდენიმე წამის შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.. დაღლილობის მიუხედავად აბანოსკენ გავემართე.. სინამდვილეში ერთი სულ მაქვს როდის დავიძინებ.. . . . ნახევრად გონს მოსვლის შემდეგ მივხვდი თურმე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.. ასე გვიანობამდე ბოლოს როდის მეძინა არც მახსოვს.. ტელეფონი ვიპოვე და პირდაპირ ავიღე..თვალებიდან ძლივს ვიხედები, რომელი სახელის წახითხვაზეა ლაპარაკი.. -გისმენთ.. -გაგაღვიძე..არ მეგონა თუ გეძინა.. მერე დაგირეკავ.. -ახლავე მითხრი რა მოხდა.. -გახსოვს გუშინ რა მითხარი../? ვინმე ისეთი გჭირდება კომპანიაში რომ არ მუშაობდესო..? -მერე.. -შენ მჭირდები..? -რა..? მე..? მე რანაირად შევძლებ შენს დახმარებას.. -ამაზე პირადად რომ ვილაპარაკო არა..? -და გცალია დღეს..? -შენ თუ გცალია.. -რომელზე შევხვდეთ.. -ორ საათში მოგაკითხავ და სადმე გავიდეთ.. -სადმე სადაც კარგ ყავას აკეთებენ.. -გასაგებია..დროებით.. -დროებით..-ძლივს წამოვდექი, მაშინვე აბაზანისკენ გავემართე.. უნდა მოვწესრგდე.. გამოვფხიზლდე.. და დიახ ამ არაფერში საათზე მეტი გავიდა.. ამინდი შევამოწმე, შესაბამისი ტანისამოსიც ავარჩიე.. რაც მომხვდა თვალში.. მესიჯიც მოვიდა..”თუ მზად ხარ ჩამოდი.. გელოდები..” კარი გამოვიხურე და მისკენ დავიძარი.. -მშვენიერი..-კარი გამიღო და დავჯექი.. -არ მეგონა მეორე დღესვე თუ გნახავდი.. -საბედნიეროდ შეცდი..-ნახევარ საათზე მეტი დაგვჭირდა ადგილზე მისასველათ..-ახლა ისეთ გემრიელ ყავას დალევ.. ამ შენს დილეულ განწყობასაც გადააგორებ და მგზავრობაში დაკარგულ დროსაც.. -ვითომ…? -თავად დარწმუნდები..-სანამ შეკვეთა არ მოიტანეს დრო გავიყვანეთ ლაპარაკი არ დაუწყია.. -აბა.. მეტყვი იმას რასაც მობილურზე ვერ მეტყოდი..? -ინვესტორის როლი უნდა ითამაშო.. -ინვესტორი..? დავიჯერო ვერ გაარკვევენ საზოგადოდ დიზაინერის სტატუსი რომ მაქვს..? -უკეთესი.. განმტკიცდება რას წარმოადგენ.. ვერ იფიქრებენ რომ იტყუები.. -რა უნდა გავაკეთო.. ჩემი ვითომდა ინვესტორობით რისი გაკეთებას გეგმავ.. -რაღაც დროის მერე ეჭვს დათესავ რომ უბრალოდ ფულის ჩადება კი არა დამატებით წაღებასაც გეგმავ.. თუნდაც ხაფნაგის მეშვეობით რომელზეც კომპანია უნდ წამოეგოს.. -ვინც შემომიერთდება ან სასიკერთოდ გადაწყვეტს ყველაფერ შეატრიალოს.. -თაღლითიც ის აღმოჩნდება.. -კარგი.. ბაიასა და ვილიამზე რას იტყვი.. -მათ არაფერს ვეტყვით.. -აბა როგორ ახსნი.. -ჩვენთან იყავი.. მოიხიბლე ღვინით კომპანიით და რადგან დანაზოგი გაქვს გინდა სცადო.. -მაინც არ მესმის მათ რატომ არ ვეუბნებით.. -რაც უფრ ნაკლები ადამიანს აქვს ინფორაცია მით უკეთესი.. დამიჯერე ახლა მათი ჩარევა კარგი იდეა არაა.. -როგორც გინდა.. -თანახმა ხარ..? შეძლებ..? -ჩემს მეგობარს ჰქონდა მსგავსი სიტუაცია.. -კომპანიაში..? -მთლად ასე ვერ ვიტყოდი მაგრამ სატყუარის როლის თამაში მოუხდა.. -გამოგვადგება შენი ცოდნა მაგ კუთხით..? -შესაძლოა.. ყოველშემთხვევაში, ახალი არ არის შენი სიტუაცია.. -თავად არ გაქვს გამოცდილი.. რაც არ უნდა მარტივად წარმოსადგენი იყოს როცა პირადად შენზე უნდა გადაიაროს დიდმა ტალღამ, მაინც განსხვავდება.. აბა შენი პასუხი.. -ასე მარტივადაც არა.. ჯერ დეტალებში გაწერილი გეგმა განვიხილოთ, რომელსაც ერთად შევადგენთ და მერე გიპასუხებ.. -რაც არ უნდა იყოს არის რაღაცები რასაც ვერ დავგეგმავთ.. -ეგ მესმის მაგრამ მსგავსი სიტუაციებისთვის მზად უნდა ვიყოთ.. . . . -მეგობრებო რისთვის მოგიწვიეთ..იცით ხშირი სტუმარი არ ვარ მაგრამ ყველა საქმეც ვეცნობი და მხოლოდ მაშინ ვერევი როცა ამის საჭიროებას ვხედავ.. -და ახლა რა მოხდა.. -საკმაოდ კარგი შემოთავაზება მივიღეთ, რომელსაც ვთანხმდები.. -შემოთავაზება რასთან დაკავშირებით.. -ახალი პროექტის ინვესტორთან დაკავშირებით, რომელიც შემოგვიერთდება..აი ახლა.. -მოგესალმებით, ხომ არ დავიგვიანე..? -ზუსტ დროს მოხვედი.. -ეკატერინე..? აქ რას აკეთებ..? -კონსტანტინემ არ გითხრათ..? -სადამდეც შემეძლო ავხსენი..შენი ჯერია.. -მოცემული პროექტის შესახებ დეტალური ინფორამციის მიღების შემდეგ გადავწყვიტე ვცადო ამ საქმეში ჩავრთულიყავი.. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მე მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტის მანძილზე ვიქნები თქვენთან.. -სასიამოვნოა თქვენი აქ ყოფნა..ჰენრი.. -ასევე..-სხვების გაცნობის ეტაპი როგორც დასრულდა განვაგრძეთ.. -მე და კონსტანტინე შევთანხმდით იმაზე, რომ სადამდეც შესაძლებელია ჩემი მაქსიმალური ჩართულობით ვიმუშავებთ.. იმედია გაითვალისწინებთ იმას,რამდენად მომიწევს პირად საქმიანობაში ჩაჭრა.. -ძალიან კარგი.. მოხარულები ვართ..-საუბარი კიდევ გაგრძელდა.. ზოგადად პროექტის გარშემო და ჩემს როლზე ამ პროექტში.. ბაია ჯერ კიდევ გაკვირვებული მიყურებს.. ვილიამი არ ჩამორჩება.. -დღეისთვის ვფიქრობ სულ ესაა, დაგემშიდოებებით მეჩქარება.. -მშვენეირი.. მე კიდევ უნდა შეგაყოვნოთ.. -შეიძლება ორი წუთით მეც გავიდე..?-ბაია.. -რა თქმა უნდა..-გასული არ ვიყავი ბაიამ გამაჩერა.. -არ გინდა ამიხსნა..? -აქ რა არის ასახსნელი.. -ეს ყველაფერი შენთვის უჩველო არაა.. -არის.. -რატომ არ მითხარი.. -იმდენად სწრაფად მოხდა.. ვერ მოვახერხე.. -კარგი როგორც გინდა.. -მაპატიე თქმა ვერ შევძელი.. -არაფერია უბრალოდ გამიკვირდა.. -შენ დაბრუნდი..მერე უკეთ ვილაპარაკოთ.. -კარგი..აუცილებლად.- დავტოვე შენობაც და დანიშნულების ადგილისკენ გავემართე..საით მივდივარ..? არც სახლში და არც კაფეში.. საერთოდ იმაშიც აღარ ვარ დარწმუნებული უნდა გავაგრძელო თუ არა კაფეში მუშაობა.. თითქოს ვადა ან იწურება ან ამოწურულია.. დამეხმარა ყურადღება გადამეტანა საწყის ეტაპზე როდესაც უკიდურესად დაკარგულად ვგრძნობდი თავს მაგრამ ახლა.. არ ვიცი.. ტაქსით პარკამდე მივედი და გასეირნება გადავწყვიტე.. აბსურდი მეგონა როცა მეგობრები მათ ისტორიებს ყვებოდნენ.. ახლაც არ მჯერა.. თაია, რომელსაც გაქცევის საჭიროება რომ არ ჰქონოდა ვერც გავიცნობდით.. დებორა ყოფილი აგენტი, წარმოგიდგენიათ აგენტი.. მათგან მთავარი რაც ვისწავლე ისაა რომ არასდროს იცი რამდენად მძიმე ლოდს ატარებს ადამიანი, გგონია სიმძიმე გამოაჩნეს მაგრამ ასე არაა.. მთელი პერიოდი არცერთზე მიეჭვია რომ რაღაც რიგზე არ იყო.. თაიაზე მაქსიმუმი ის გავიგე რომ შეჩვევა უჭირდა აქაურობასთან.. ყველაფერი ამას მივაწერე.. შემდეგ ვფიქრობდი დღეებზე როცა არაფერი ვიცოდი და მინდა ვიფიქრო, არა წესით უნდა მივხვედრილიყავი.. რეალურად ვიცი ამას ზოგადაად ყოფიერ ცხოვრებაში ვერ მივხვდებოდი.. გგონია ადამიანს არაფერი უჭირს..სინამდვილეში ყველას თავისი ლოდი აქვს სატარებელი, ნეტავ შეგვეძლოს იმის გაგება როდის მძიმდება განსაკუთრებით, დახმარებას შევძლებდით.. რას ვამბობდი..? არ მჯეროდა მათი ისტორიების, შეიძლება ასეთი რამ რეალურად დაგემართოს.. და აი ახლა მეც აქ ვარ.. აწ უკვე ინვესტორი და ვცდილობ კონსტანტინეს დავეხმარო.. ამას რატომ ვაკეთებ.. რეალურად ნორმალური ადამიანი ამაზე არ თანხმდება.. დაუკვირდით რამდენად ხშირად ვიყენებ მსგავს ფრაზებს როდესაც კონსტანტინესთან ერთად ვარ..? წესით ეს რაღაცაზე უნდა მეტყველებდეს.. მოკლედ, არ ვიცი, აზრები რომლებიც წესით უნდა დავერწმუნებინე უარი მეთქვა მეტად მიბიძგა თანხმობისკენ.. უკუღმართი ვარ.. ალბათ აბრას თუ დავინახავ წინ საფრთხეა ზუსტად ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვები გზას ემანდ უსაფრთხო გზისკენ არ გადავუხვიო.. ვიცი ჩემს გარეშეც მოახერხებდა რამეს, ახლა კი რა ვიცით როგორ შემოტრიალდება ყველაფერი ჩემი ჩარევით..მე მაინტერესებს.. თქვენ არა..? არ გვილაპარაკია მომავალ შეხვედრაზე.. მოკლე მონახაზი მაქვს.. ყველაფერი აჩქარებით ვერ მოხდება.. ახლა ჩემი ნებისმიერი შემოთავაზება უსაფუძვლო და არასანდოდ შეირაცხება.. ამიტომაც დროა საჭირო, დროს კი თუ სწორად წარმართავ ნდობა მოაქვს თან.. . . . -რას ნიშნავს დასამშვიდობებლად შემოიარე.. -ჯულიი.. მივდივარ.. აქაურობას ვტოვებ.. -რატომ..? -სხვაგან გადავედი..იქაც არამგონია დიდხანს გავჩერდე..მოკლედ ეს დღეებიც იმიტომ ვიმუშავე შემცვლელი მოეძებნა.. ხვალიდან სხვა გეყოლება.. -რატომ არ მითხარიი.. ნეტავ ადრე გეთქვა.. -ვეღარ გითხარი.. -ახლა რა ვიცი ვინ მოვა, ალბათ უკეთესია შენი წასვლა.. უბრალოდ გული მეთანაღრება.. -ჰოო მეც.. მაინც შეგვიძლია კონტაქტი არ გავწყვიტოთ.. თუ რამეში დაგჭირდა რჩევა აქ ვარ..ნებისმიერ საკითხშო, გინდ წვრილმანი იყოს.. -მადლობა.. მომენატრები.. დიდი დასავი იყავი ჩემთვის, იმდენჯერ დამხმარებიხარ, უმეტესად ისე თავადაც ვერ იგებდი.. -ეგ არაფერი.. -მელოდებიან.. -მიდი მერე, აღარ შევაყოვნოთ ერთმანეთი.. -შეხვედრამე.. შეიძლება ყოველდე არა მაგრამ არ დავიკარგოთ.. -აბა შენ იცი..-ჯული გზის მეორე მხარეს გადავიდა და მანქანში ჩაჯდა..მე კი ჩემს გზას გავუყევი.. ყურადღება თუ არ მივაქციეთ სწორედ ამ უყურადღებობისგან რამდენი მნიშვნელოვანი ადამიანი შეიძლება დავკარგოთ.. ჩვენთვის ძვირფასები.. არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს და გამოფხიზლების შემდეგ გარშემო მიმოვიხედავთ და კიდეც გვიკვირს სად წავიდნენ, ჩვენს გვერდით რატომ აღარ არიან.. დარწმუნებულები ხართ რომ ნამდვილად უფრთხილდებით თქვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობებს..? ფიქრებიდან შემომავალ ზარს გამოვყავარ.. -გისმენთ..? -მია ვარ.. რაც დამავალეთ გავაკეთე.. რამოდენიმე ვარიანტი მზდაა… -ძალიან კარგი, ხვალ დილიდან მოვალ და ერთად განვიხილოთ.. -კარგით..-სახლისკენ უნდა გადამეხვია, რომ გადავიფიქრე.. მალევე გავჩერე ტაქსი და მისამართიც ვუკარნახე.. იმდენად მიჰქრის ამ მანქანით, მისასვლელი დრო გაანახევრა.. შემდეგ კი მე ავჩქარდი, სწრაფად გადმოვედი და ამავე სიჩქარით შევედი შენობაში..შემდეგ კი კარი შევაღე.. -მისაღები დრო დასრულდა.. -დარწმუნებული ხარ..?-არ მოტრიალებულა მაგრამ ისტრუმენტების ხმაური შეწყდა..-კონსტანტინე..შეკითხვა დაგისვი.. -მიკვირს აქ რომ შემოაღწიე.. -მართლა გგონია გამიჭირდებოდა..? -არა.. შენ თუ აქ ხარ გამოდის ვიღაც ვერ ასრულებს მოვალეობას.. -გამონაკლისი ვარ.. -ერთადერთი..? -იმედი მაქვს..-რამოდენიმე ნაბიჯი და მის წინ ვდგავარ.. არც ძალიან ახლოს არც ძალიან შორს..-როგორი დღე გქონდა?.. ყველაფერმა კარგად ჩაიარა..? -დღე არც ისე კარგი.. დასასრული მშვენიერი.. -მოხარული ვარ.. -როგორ მიდის საქმეები.. -დასაწყისისთვის კარგად.. ისე მეკითხები თითქოს ყველაფერში გარკვეული არ იყო.. -შენი გადმოსახედიდან მაინტერესებდა.. რა იცი რო ყველაფერში გარკვეული ვარ.. -კარგი რაა.. აღიარება არ გინდა, მამაშენს ჰგონია დღე-დღეზე დატოვებ აქაურობას და ფარულ უფროსობას მოეშვები.. -შენ რა იცი, რამე თქვა..? -თვალები მაქვს.. აშკარაა. -ასე არაა.. -კარგად კი გამოგდის.. -ასეთი აზრი მომისმენია.. რადგან რაღაც საქმე კარგად გამოგდის, ვალდებული არ ხარ მთელი ცხოვრება მის კეთებას მიუძღვნა.. -შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, კარგია იცოდე რამდენად მნიშვნელოვანია.. -ვერ ვიტყვი კომპანია ჩემთვის მნიშნელოვანი არ არის.. ან არ მომწონს იქ მუშაობა მაგრამ რასაც აქ ვაკეთებ სულ სხვა სამყაროა და აქაც მინდა ყოფნა.. -დროის დაბალანსება და ისე მოაწყობ ყველაფერს როგორც გინდა.. -ჯერ-ჯერობით მაწყობს როგორც ვარ..მერე ვნახოთ.. -ნახე სადამდე შეგიძლია წასვლა.. -და მერე.. -დრო გიჩვენებს რეალურად რა გინდა.. -თუ ვინ.. -თუნდაც.. ვისთან ყოფნა გინდა, რისი გაკეთება გინდა.. -სანამ მაგ მნიშვნელოვან თავამდე მივალთ.. არ წავიდეთ..? -მე რომ არ მოვსულიყავი უკვე კარგა ხნის წასული იქნებოდი არაა.. -შედარებით ადრე კი დავტოვებდი თუმცა, მირჩევნია გვიან წავიდე და შენთან ერთად დამიჯერე..-გამეცინა.. -გამოდის არ შევმცდარვარ აქ მოსვლისას.. -ნამდვილად არა.. მაგრამ მაინტერესებს, რატომ? -რატომ მოვედი შენთან? თუ ზედმეტს ვიფიქრებ შეიძლება გავიქცე, ფრთხილად..-ჩაიცინა და თავი ოდნავ გააქნია.-საცხობი დავტოვე, დღეს ჩემი ბოლო სამუშაო დღე იყო, ჯულის დავემშვიდობე, სახლისკენ მიმავალმა კი ვიფიქრე..გიფიქრე და საშინლად საშინლად აღარ მომინდა სახლში წასვლა.. სხეული აღარ დამემორჩილა ნაბიჯი რომ გადამედგა.. ჰოდა, ტაქსში ჩავჯექი და წამოვედი.. -ჩემთან.. -შენთან.. . . . -ღვინის ფესტივალისთვის ყველაფერს მოვასწრებთ.. -ივნისშია არა..? -დიახ.. ყოველ წელს იმართება ბორდოში.. -სწორედ ამ ფესტივალში ვდებ ყველაფერს, ამიტომაც მინდა იდეალურად ჩაიაროს.. -გასაგებია.. -ანალიზი მჭირდება წინა წლის ფესტივალთან დაკავშრებით და ის თუ რა არის სიახლე წელს.. -რა თქმა უნდა.. ფესტივალი ყოველთვის მრავალფეროვანია, წელს კი განსაკუთრებული იქნება.. -იმედია იმ ღვინოს წყალობით რომელიც გაქვაქვს.. მოკლედ, ყველაზე ძველი და ყველაზე ახალი ღვინო ერთ ყუთში..ერთერთი მთავარი იდეაა.. ისეთები უნდა ავარჩიოთ რომელიც არც ძალიან შესაფერისები არიან და პირიქით. გარკვეულ დიზაინზე კი შევთანხმდით თუმცაღა ვფიქრომ მეტია შესაძლებელი ამიტომაც ახალი ვარიანტები მინდა.. -რამდენად სწრაფადაც შევძლებ.. -თუ სწრაფად გააკეთებ, რეალურად კი არაფრის მომცემი იქნება დროს დაკარგავ შენც და მეც.. ამიტომაც ხარისხზე მირჩევნია ყურადღების გამახვილება.. -გასგებია.. -ღვინოსთან დაკავშირებით თქვენი ვარიანტები გამომიგზავნეთ.. -ოქოროს შუალედი უნდა ვიპოვნოთ.. -იდეალურობას არ ვეძებთ., საინტერესო გემოებს, რომლებიც მაჩვენებელი იქნება იმისა, უფრო მეტი გვაქვს ვიდრე იციან და ჩანს.. -სულ ეს იყო..? -ჯერ-ჯერობით.. მადლობა დროის გამოყოფისთვს.. ახლა წავალ..-ოთახი დავტოვე და მალე სართულსაც დავტოვებდი, კონსტანტინეს მამა შემომხვდა და მითხრა კაბინეტში შევყოლოდი.. -დიახ.. -პირველად შეხვედრისას ასეთი არ ჩანდი.. -უკაცრავად, როგორი..? -შეგძლებია ამდენად კარგად გემართა სიტუაცია.. -გარკვეული გამოცდილება მაქვს.. როგორც ჩანს გამომადგა.. -დიახ..ყველაფერი კარგად მიდის..? რამე ხომ არ გჭირდება.. -ამჟამად არა.. გმადლობთ შემოთავაზებისთვის.. -პირიქით.. ეს კონსტანტინეს პირადი პროექტია, შეიძლება ყველაფერზე უარი თქვას მაგრამ ამაზე არასდროს.. რადგან შენ ჩაგაბარა ესეგი გენდობა, ამიტომაც ვარ მშვიდად.. -იმედია მის მოლოდინებსაც გავამართლებ და თქვენსასაც.. თუ წინააღმდეგი არ იქნებით მე წავალ.. -კიბატონო.. ნახვამდის.. -ნახვამდის.. - ახლა უკვე შენობა დავტოვე.. საქართველოში რომ ვიყო ვიცი თავს ტავსატეხში ამოვყოფდი მაგრამ რადგან არ ვარ რომელიმე კაფეს შევაფარებ თავს.. ზარი უდროო დროს, რა თქმა უნდა.. -ეკატერინე..შეხვედრას უკვე მორჩით..? -კი ბაია ახლახანს.. მოხდა რამე..? -არაფერი, დღევანდელი საქმე მოვრჩი.. უახლოეს მომავალში შევხვდეთ რამოდენიმე თემა მინდა განვიხილოთ.. -კარგი აუცილებლად.. -ზარი გაწყდა.. მე კი კაფეს მივაშურე.. -რას ინებებთ..? -პირველ რიგში ჩაი, დანარჩენს მოვიფიქრებ.. -ახლავე..-ისევ ზარი.. მგონი ბაიას რაღაცის თქმა დაავიწყდა.. -გისმენ ბაია.. მოხდა რამე..? -ბაიასთან რამე თუ მოხდა არ ვიცი მაგრამ, ჩემთან მალე მოხდება.. -კოსტა.. რაზე ლაპარაკობ..? -ჩემს სახელს რატომ ამოკლებ..? -სხვები ამოკლებენ რეაქცია არ გაქვს.. თუ ჯერ იმდენად ახლოს არ ვართ.. -მომწონს ჩემს სახელს როგორც წარმოთქვამ..სრულად.. სულ ესაა.. ახლა იღიმი.. -საიდან მოიტანე.. -ვგრძნობ… -სულელობ.. ახლა კი მითხარი რა მოხდება მალე.. -აპოკალიფსი მალე თუ არ გნახე..-გამეცინა..ამ დროს მოვიდა მიმტანი და თავის დაკვრით გადავუხადე მადლობა.. -აჭარბებ, ამას წინათ არ გნახეე.. -თითქოს საკმარისი ყოფილიყოს.. -ეჩვევი ჩემს გვერდით ყოფნას, მგონი ზედმეტი მომივიდა.. მორჩა დიდი ხანი აღარ უნდა გნახო..-თავი შევიკავე ხმამაღლა არ გამცინებოდა.. -ჩემი სიკვდილი გინდა..? თუ რა ლაპარაკია დიდი ხანი აღარ უნდა მნახო.. -ვინმე ჩვენს ლაპარაკს რომ უსმენდეს იფიქრებდა რომ სეროზულად ბრაზდები..უწყინარ ხუმრობაზე.. -ვიცი საღამო უკვე დაგეგმილი გაქვს.. ბევრს მუშაობ.. ამიტომ არაფერს ვამბობ, სამაგიეროდ პარასკევს ერთად წავალთ.. -სად.. -საიდუმლოდ დავტოვებ.. თუმცა მანამდე გეტყვი დაახლოებით რა ჩაიცვა.. -რა გაეწყობა.. შეხვედრამდე.. -შეხვედრამდე წითურო..-ზარი გაწყდა.. მე კი ჩაი დავლიე და მეტი არაფერი შემიკვეთია.. კაფე მალევე დავტოვე.. კომპანიაში დავბრუნდი, ჩემს დროებით კაბინეტში სადაც ალბათ საკმაოდ ბევრი ადამიანი ეტევა.. საბედნიეროდ იმსაათებში არ იყენებენ როცა მე მჭირდება და შევუთანხმდი.. გეგმებს გადავხედე, მოცემულობებს და შესაძლო ვარიანტებს.. იმდენი მეილი დავაგზავნე თითები უკვე აღარ მემორჩილებიან.. ვამბობდი ეს ფორმალური ფრანგული რაში დამჭირდებათქო.. დამჭირდა.. არ არსებობს ნასწავლი ოდესღაც რაღაცაში არ გამოგადგეს.. სინუსის და კოსინუსის გარდა.. თუ მათემატიკა არ გჭირდება შენს პროფესიაში.. გადავწყვიტე დღევანდელი დღე განსაკუთრებულად დატვირთული ყოფილიყო და ამიტომაც შემოვრჩი გვიანობამდე, რაც ბედნიერების მომტანი პროცესის დროს საერთოდ არაა… უფრო მაშინ ყველა საქმეს რომ დაამთავრებ და მიხვდები ხვალინდელი დღისთვის საქმე გაიმარტივე.. მიყუდებული ვარ და ჭერს მივშტერებივარ.. ორი წუთით თუ არ მოვაშორე თვალი ეკრანს მალე ვეღარ დავინახავ.. კარის გაღების ხმაც გაისმა.. -მია ხომ გითხარი წასულიყავი.. აქ რატომ ხარ..? -დღეს რა დღეა.. სულ ვიღაცაში როგორ გეშლები..-უცებ წამოვიწიე, ხმა ხომ სწორად გავიგეთქო.. -კითხვა შენც გეხება.. აქ რატომ ხარ..? -მართლა გეგონა ასე დაგტოვებდი..? ვიცი გადაიღლებოდი და მოგშივდებოდა.. ასე რომ.. - პარკები მაღლა აწია რომ უკეთ დამენახა.. -როგორ გამახარეე..მოდიი პარკები აქ დაადე.. -საჭმლის გარეშე რომ მოვსულიყავი გაგიხარდებოდა ჩემი მოსვლა..? -არც ისე..-მაინც გამეცინა.. -კარგი.. მეც მშია.. მოდი პატარა სუფრა გავშალოთ..-უცებ ამოალაგა ყველაფერი და მართლა პატარ სუფრა გაიშალა.. -ზოგადად ბევრს ვჭამ, მზად იყავი.. -მაგიდას შეხედე, მგონი მზად ვართ.. -ამ ყველაფერს იცი რა მოუხდებოდა..? -რა..? -საქანელაზე ჯდომა და ისე ჭამა.. შესაბამისი ამინდზე აღარ ვლაპარაკობ.. -მაგაზე ნამდვილად არ მიფიქრია.. -ისე საკმაოდ დიდი ხანია ჩხირები არ გამომიყენებია საჭმელად.. -გამოდის სწორი არჩევანი გავაკეთე, საჭმელი უფრო გემრიელია დიდხანს თუ არ გიჭამია.. -სპეციალურად ხომ არ ელოდები დროის გასვლას საჭმელი რომ მოგენატროს.. -ხანდახან.. -ჩემთან მიმართებით მასე რატომ არ ხარ.. -უცნაური შედარებაა.. მოკლედ არ მჭირდება საკუთარ თავს შენი თავი მოვანატრო.. ყველაფერი თავისით ხდება და იმაზე მინიმალური დროა ამისთვის საჭირო ვიდრე შენ ფიქრობ, მე კი ვისურვებ.. -გამოდის მარტივად მოსანატრებელი ვარ..-გამეცინა, ოდნავ დაგვიანებით მასაც.. -ვერ შეგეწინააღმდეგები..-ხუმრობაში გადამაქვს და ვდილობ ყურადღება არ მივაქციო როგორ მიმანიშნა კონსტანტინემ რომ მოვენატრე.. რადგან ყურადღების გადატანას ვცდილობ იმასაც არ ვახსენებ მე როგორ მენატრება.. საერთოდ მე ამას ვაღიარებ..? მიკვირს.. -აბა..ვსინჯავ.. -საკუთარ არჩევანში დარწმუნებული ვარ.. -დაა.. უნდა იყო კიდეც..რაც კი რამე დავაგემოვნე შენთან ერთად ყველაფერი გემრიელი იყო.. -გმადლობთ.. -ჯერ-ჯერობით..რა იცი მომავალში რა მოხდება.. -მადლობელი ვარ მთელი გულით რომ მუშაობ// არ მინდა გადიტვირთო.. -შენ ჩემი რეჟიმი იცოდე..როგორ ვიყავი.. მიჩვეული ვარ.. -ასეთი დატვირთვით..? -უარესი უარესი და უარესი.. მითუმეტეს როცა ისეთ ინდუსტრიაში ცდილობ სახელის დამკვიდრებას როგორიც მოდაა.. თუ ახალს არაფერს ამბობ ზღვა უცებ ჩაგყლაპავს.. -შენ ეს მოახერხე.. -იმდენად მაღლა მაინც ვერ ავედი როგორც მინდოდა.. -საფრანგეთშიც გიცნობენ და საქართველოშიც.. დღემდე შენს ნამუშევრებზე შეყვარებულია ხალხი.. -შენ რა იცი.. -ჩემს დას ვკითხე და ცოტა მაინც წამიცდა ხელი ინტერნეტისკენ.. -აკი პირდაპირ ჯობიაო გაცნობა.. -პირდაპირაც გეცნობი არიდარდო.. -კიდევ რა გაიგე ჩემზე.. - სტატია სახელად “ ასეთი გემოვნება შეძენილი ვერ იქნება უნდა დაიბადო.. საუკეთესო მოდელები ეკატერინე გაბაშვილის კოლექციიდან”-გამეცინა.. -მე კი შენზე ვნახე რაღაცები.. -რაო.. -”როგორ ითავსებს ბიზნესმენი ვეტერინარობას”.. “კონსტანტინე კასელი ღვინოს თავად ამზადებს” და ბოლო რანაირად ვერ მოხვდი კაადრში ვინმესთან შეხვერდისას, პაემნებზე საერთოდ არ დადიხარ..? -პირადული პირადულია.. ყოველთვის კი არ ახერხებენ დაფიქსირებას თანაც ამდენ ადამიანსაც არ ვაინტერესებ.. -მე სხვანაირად მომეჩვენა.. -კარგი ჩვენს ცნობადობაზე რომ დროებით შევწყვითოთ ლაპარაკი.. მომიყევი რა ხდება.. -საქმესთან დაკავშირებით..?-თავი დამიქნია..-რა გითხრა მხოლოდ ფესტივალისთვის ხომ არ ვემზადებით.. წინ რამოდენიმე ნაბიჯით უნდა გავიხედოთ.. ბევრი დეტალი და ბევრი საქმეა.. -არ მეგონა ამდენად თუ იქნებოდი ჩართული და ამ საქმეში გარკვეული.. -სხვადასხვა კურსი მაქვს გავლილი სხვადასხვა თემაზე.. -რატომ..? -პირველრიგში ინტერესისთვის, მეორე ზედაპირული ცოდნა სხვადასხვა საკითხზე მნიშვნელოვანია ადამიანებთან მათ საქმიანოაზე სასაუბროდ.. -ადამიანებთან კომუნიკაციისთვის ისწავლე ამდენი..? -ერთერფთი ფაქტორი ეგ იყო.. ვერ წარმოიდგენ როგრი აღფრთოვანებულია ბევრი მათ ენაზე რომ იწყებ საუბარს.. -და ჩემზედ რას იტყვი.. რომელ ენას იყენებ.. -ენას რომელიც მეგონა ვიცოდი მაგრამ როგორც აღმოჩნდა ახლა ვიწყებ სწავლას..-მხოლოდ ღიმილი, სიტყვიერ პასუხს ავცდი..-რდაგან აქ ხარ ბარემ დამეხმარე.. -გისმენ რითიც შემიძლია. -რამოდენიმე ვარიანტი მაქვს კასელის ყველაზე ძველი და ახალი ღვინო რომელიც გემოებით ერთმანეთს დაემთხვევა.. -სიმბოლო განვითარების და გემოების.. -დაახლოებით..ფესტივალის მერე ლიმიტირებული გამოშვება სხვა დეტალებია მერე გეტყვი.. ახლა დამეხმარე.. -ვარიანტები მაჩვენე.. -ახლავე..-წამოვდექი ფაილის ასაღებად.. -იჩქარე თორემ მალე ჩამეძინება..-ნელნელა ყველაფრი უფრო სახალისო გახდა და დაღლილობა სულ გადამავიწყდა.. ვიცინოდით ვხუმრობდით და შემდეგ კაბინეტში შემიყავანა სადაც რამოდენიემე ბოთლიდან აწ უკვე ორი არჩეულო კომბინაცია გადმოიღო.. რანაირად დაემთხვა ესენი შენახული აქვს და რა გგონია ეს ორი კომბინაცია რატომ ავარჩიე, უკვე გამოცდილი მქონდაო.. ორი ბოთლი წავიღეთ და მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის გამოლ გადავწყვიტეთ დაგემოვნება.. ორი-ორი ჭიქა საკმარისად ჩავთვალეთ და საქმე დროებით დასრულებულად.. -ახლა გავიაზრე.. ჩემი მანქანის აქ დატოვება მომიწევს.. -ტაქსი გავაჩეროთ.. -იქნებ ჯერ ცოტა ფეხით გაგველო.. -გავიაროთ.. მგონი ჰაერი არ გვაწყენდა.. საჭიროა იმ ორმა ჭიქამაც გაიროს.. ოდნავ..-მასზე ორი ნაბიჯით წინ წავედი.. სვლა განვაგრძეთ და ისე რომ მე ისევ ორი ნაბიჯით წინ ვარ და მისკენ არ ვიხედები ვიკითხე..-კონსტანტინე.. -გისმენ.. -ჩემი ხელი რატომ გიჭირავს.. -ადრეა.. არ შეიძლება? -არ შეიძლება.. -მაგრამ ხელს არ მიშვებ.. -არ გიშვებ..-არ მინდა რომ მეღიმებოდეს მაგრამ მეღიმება რაც კიდევ ერთი მიზეზია მისკენ არ გავიხედო.. -მგონი მთელ პარიზს ისე შემომივლით ერთხელაც აღარ შემომხედავ.. -დეტალებს ზედმეტად აკვირდები.. -ისევე როგორც შენ.. როგორც აღმოჩნდა ამ კუთხით ერთმანეთს ვგავართ.. -არ მინდა და არ გიყურებ.. -თუ ვერ.. -ნუ სულელობ.. -მაშინ შემოხედე.. არა მიდი რა პრობლემაა ერთი გამოხედვა..-აღმაშენებელივით ჩამიხერგა უკან დასახევი გზები და სხვა რა დამრჩენია.. ვითომ არაფერიო გავჩერდი და მისკენ გავიხედე.. უფროსწორედ მისკენ შვტრიალდი და ჩვენს ხელებს შევხედე.. ამიტომ არ მინდა მისი გაშვება, ვგრძობდი, ახლა კი ვხედავ როგორ ეფერება მისი ხელი ჩემსას.. პატარა დეტალი რომელიც რატომღაც მნიშვნელოვანია.. . მისკენ ნამდვილად ავიხედე.. ლამპიონებს ვაბრალებ იმას თუ როგორ უნათებს თვალები.. ღამე წესით ბევრ რამეს უნდა მალავდს მაგრამ არა იმას რისი დანახვაც არ გვინდა.. -გიყურებ.. და რა..-იმ ხელით რომლითაც ჩემი აქვს მოქცეული მისკენ მიბიძგა..ხელი გამიშვა და როდის აღმოჩნდა ჩემს წელზე ვერც გავიაზრე.. -არაფერი წითურო, უბრალოდ საღამო საკმარისი არ აღმოჩნდა.. -ის საღამო..რისთვის.. -შენთან ცეკვისთვის.. -ცეკვა არც კი გიყვარს.. -შენთან მიყვარს.. შენთან შემიძლია მთელი ღამე ვიცეკვო.. -მგონი გადარევის პირას ხარ.. შუა ქუჩაში ვართ.. -პარიზში.. -სიყვარულის ქალაქში არაა.. აქ ეს არაფერია.. -სიყვარულის ქალაქად ნებისმიერი შეიძლება გადაიქცეს თუ შენს საყვარელ ადამიანთან ერთად იქნები.. -კიდევ არ გამოგივლენია რამდენად რომანტიკოსი ხარ..ყოფილხარ.. -შენთან შენთვის..დიახ ვარ და ვიქნები.. -ორმა ჭიქამ ზედმეტად ხომ არ იმოქმედა.. -შენ მოქმედებ ჩემზე ზედმეტად.. -ახლა მე დამაბრალე.. -სიმართლე არაა.. -არ ვიცი.. -მე კი ვიცი რომ ჩემივე თავის ისეთ მხარეს მაცნობ , რომელიც არც კი ვიცოდი თუ არსებობდა.. -მერე ეგ კარგია თუ ცუდი.. -მაგას ვნახავთ.. -ზღაპრის ბოლოს.?-გაეცინა.. -რომელიც იმედია კეთილი იქნება..-სიცილში ავყევი.. და შემდეგ, შემდეგ ხუმრობ ხუმრობაში მთელი ღამე, პარიზის ქუჩები ფეხით შემოვარეთ.. ლაპარაკში სიცილში.. ახლა რომ მკითხოთ ამდენი რა გქონდათო სალაპარაკო ვერ გეტყვით.. მაგრამ აღმოჩნდა გვქონია ორივეს გასაზიარებელი.. მხოლოდ ერთმანეთთან.. . . . -რას ნიშნავს აქ არაა აბა სად წავიდა.. -საქმეზეა წასული.. ჰენრიმ გაგზავნა.. -კარგი, მაშინ ბაია როგორც კი დაბრუნდება გამაგებინე.. -აუცილებლად.. -მადლობა მია.. -არაფერია.. -აბა მზად ხარ..? -ქარხანაში წასასვლელად..? დიახ.. მძღოლი გველოდება.. -შესანიშნავია.. წავედით..-მანქანაში ჩაჯდომისასა კი მია მომიტრიალდა.. -შეიძლება რაღაც გკითხო..? -შეიძლება.. -ფრანგულად ესე კარგად რანაირად საუბრობ.. როგორც ვიცი ქართველი ხარ.. -აქ ვცხოვრობდი წლები.. -კიი მოქალაქეობას სხვანაირად ვერ მიიღებდი და მაინც არანაირი აქცენტი, სუფთა ფრანგული.. -მოიცადე შენ რა იცი საფრანგეთის მოქალაქეობა რომ მაქვს.. -მოვიძიე.. დიდად დამალული ინფორმაცია არაა.. სტატიები.. ხომ ხვდები.. -გასაგებია.. ჩემი მეოთახე ფრანგულ ლიტერატურას სწავლობდა, თავიდან ვისთანაც გაქვს ურთიერთობა მნიშნელოვანია, ძალაუნებურად იკიდებ გარკვეულ აქცენტს.. შემდეგ ფილმები წიგნები და ყველანაირი რესურის გამოყენება, ენის მალე შესასწავლად.. -გაგიმართლა.. -უკაცრავად.. -რაც გააკეთე გაამართლა.. -არა, როდესაც რაღაცას გამიზნულად აკეთებ, ბევრს მუშაობ და თავს აკლავ ეს გამართლება აღარაა.. მძიმე შრომის შედეგია.. -პასუხი შენს შრომაზე.. -ზუსტად.. დიდი დრო დაგვრჩა.. -ვერ გეტყვი, მეც პირველად მივდივარ..-მიასთან ერთად დარჩენილი დღე ქარხანაში გავატარე.. ყველანაირი ინფორმაცია მივიღე სადამდეც უფლება მომეცა.. დამღლელი თუმცა საინტერესო დღე გამოდგა.. ბოლოს კი ჭიქა უგემრიელესმა ღვინომ დღე დააგვირგვინა.. -იმედია მიიღე ის რაც გინდოდა, რადგან წესით საერთოდ არ მოგეთხოვებოდა აქ ყოფნა.. -მხოლოდ ის თუ გააკეთე რაც მოგეთხოვება და შენ მოვალეობაში შედის, წინ ვერ წახვალ.. იქნები წარმატებული იქ სადაც ხარ მაგრამ იმის იქით ვეღარ.. -სულ სხვანაირი ჩანხარ და სულ სხვანაირი ყოფილხარ.. -ყველა სტატიას თუ დაუჯერებ რაზეც ჩემზე წერენ, სულ სხვანაირი კი არა მონსტრი ვარ ჩვეულებრივი..-გაეცინა.. -მიხარია რომ სტატიები შეცდნენ.. -მოდი სახლში წავიდეთ, ორივე საკმაოდ დავიღალეთ..-მძღოლმა სახლებში დაგვარიგა და ბალიშზე თავის დადებისასვე ჩამეძინა.. ძლივს მოვასწარი მაღვიძარას დაყენება შემდეგი დღისთვის, რომელიც წესით არანაკლებ დამღლელი უნდა იყოს.. დილით კი მივხვდი იმ ზარამა არ გამაღვიძა რომელიც დავაყენე, რაც მოასწავებს იმას რომ მირეკავენ.. -დიახ.. -ბაია ვარ.. -გისმენ.. -გაგაღვიძე../? -10 წუთში მაინც ვიღვიძებდი..მოხდა რამე..? -შეგიძლია დღეს ცოტა ადრე მოხვიდე..? -მშვიდობაა..? -კი კი უბრალოდ ასე უკეთესი იქნება.. -კარგი არაა პრობლემა, გავემზადები და მოვალ..-ზუსტად ის მომენტი მქონდა როცა იცი ძილს ვერ შეიბრუნებ.. 5 წუთსაც აზრი რომ არ აქვს.. მოკლედ ზლაზვნით წამოვდექი და აბაზანისკენ გავეშურე, ვერ ვიტყვი მალევეთქო მაგრამ დიდი დროც არ დამჭირვებია მოსამზადებლად.. სახლიდან გასვლამდე კი არც ჩაი დამილევია და არც ყავა.. დღეს რაღაც უცნაურ გუნებაზე ვარ.. არაფრის ხასიათზე.. დათქმულ დროს ადგილზე გახლდით.. -მოხვედი..? -როგორც შეგპირდი..-დერეფანში სვლა განვაგრძეთ..-ძალიან მიხარია შენი ნახვა, თუმცა იქნებ საქმეზე გადახვიდე.. აშკარად კარგად არ მძინებია.. -ჩემს კაბინეტში შევიდეთ.. აქ საუბარი არ მინდა.. -რა გაეწყობა..აბა გისმენ.. -მანამდე მინდოდა ლაპარაკი სანამ მია მოვა.. -მია რა შუაშია..? -თუ არ ეცოდინება ჩვენი საუბრის შესახებ მთლად უკეთესი.. -რას გულისხმობ ბაია.. -არაფერი არ შემიძლია იმის გარდა რომ გითხრა არავის ენდო, საქმესთან დაკავშირებით თუ აუცილებელი არაა არაფერი თქვა.. -რას გულისხმობ.. -ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია.. უბრალოდ იფრთხილე.. -ვეცდები.. მადლობა… -სამადლობელი არაფერია, ჩემს გამო იმავეს გააკეთებდი.. -სულ ეს იყო..? -მეილზე გამოგიგზავნე ჩემი ნამუშევრები და თუ გადახედავ კარგი იქნება. -აუცილებლად.. -და კიდევ.. ხვალ სადმე ხომ არ გავდეთ.. დიდი ხანია ერთად არსად გავსულვართ.. -კიბატონო, შევხმიანდეთ.. მე წავალ..-თავი დამიკრა და ბაიას კაბინეტიც დავტოვე.. მალევე მიაც მოვიდა და კომპიუტერიდან თავი ლანჩამდე არ ამიწევია.. -გასვლას არ აპირებ? რამეს გამოგიყოლებდი მაშინ.. -მადლობა მია საჭირო არაა.. შეგიძლია შენ გახვიდე.. -კარგი.. თუ რამეა მომწერე..-როგორც კი გავიდა მობილური მოვიმარჯვე და საჭირო ნომერი ავკრიფე.. -გისმენ წითურო.. -უნდა შევხვდეთ.. დიდი დრო არ მაქვს.. -შესვენების დროს მთლიაანდ მე მახარჯავ..? -საქმეს ეხება.. -კარგი კომპანიასთან,სადმე ახლოს შევხვდეთ.. მალე მოვალ.. -კარგი..-მოსაცმელი და ჩანთა მოვიმარჯვე, შემდეგ კი გარეთ გავედი.. მესიჯიც მომივიდა სად მივსულიყავი და როგორ მოახერხა არ ვიცი.. უკვე ადგიკლზე აღმოჩნდა -რას ინებებ..? -არც მშია არც მწყურია, უბრალოდ საქმე მაქვს.. -დარწმუნებული ხარ..? -კი.. -მე რომ შევუკვეთო რამე ისეთი რაც ჯერ არ გაგისინჯავს და ვიცი მოგეწონება მაინც..? -..მაინც -ყოყმანი შევნიშნე ამიტომ ვრისკავ და ორივესთვის ვუკვეთავ..-მიმტანს შეკვეთას აძლევს და ჩემკენ ტრიალდება. -აბა მითხარი რა მოხდა.. -მარტო ჩვენ არ ვართ ამ საქმის გარშემო.. -რას გულისხმობ.. -ბაიამ რაღაც იცის.. -გითხრა..? -უბრალოდ მითხრა მეფრთხილა, მიასთან განსაკუთრებით.. -გამოდის რაღაც ნამდვილად იცის.. ტყუილად არ გაგაფრთხილებდა.. -არ შევიმჩნიე.. არაფერი მითქვამს მაგრამ ლამის პირდაპირ ვკითხე.. -შენთვისვე აჯობებს ბაიასაც არ უთხრა არაფერი.. არ ვიცით რა იცის, ჯერ ამაში გავერკვეთ კარგი…? -და მაგას როგორ გავიგებთ.. -ეგ მე მომანდე.. ჩემს გამძიებას ჩავატარებ.. შენ უბრალოდ დაკვირვება აწარმოე ყევლასა და ყველაფერზე.. დიალოგი არავის მიმართების არ გამოგრჩეს.. შეიძლება ფარული მესიჯებიდან რამე გავიგოთ.. -საკმარისს არ ვაკეთებ.. მხოლოდ დაკვირვება..? -საკმარისზე მეტს აკეთებ.. ფესტივალის ამბებს მთლიანად შენ აგვარებ.. შიდა სამზარეულოშიცაა ვიღაც საჭირო.. -თუ მეტი გზა გამოვნახე დასახმარებლად, გავაკეთებ.. -რასაც აკეთებ სრულიად საკმარისია..მართლა.. -ვნახოთ რა მოხდება.. -სულ ეს იყო..? -სულ ეს იყო.. -კარგი მაშნ დარჩენილი დროით ვისიამოვნოთ.. დაა ჩვენი შეკვეთაც მოვიდა.. -მაპატიე გამოგაქციე.. შეიძლებოდა უბრალოდ დამერეკა.. არ ვიცი.. -ხომ იცი მე შენი ნახვა მირჩევნია, ასე რომ საბოდიშო არაფერი გაქვს..ახლა კი გასინჯე.. ამ დროს შეეფერება.. -გაზაფულს..? -გაზაფხულს..შენ.. -ახლა უკვე დავინტერესდი.. -ჰოდა რას ელოდები.. . . . -მოიცადე ყველა ერთად ხართ და ისე მირეკავთ თუ რა ამბავია..? -აქამდე ვერ მიხვდი..? -დავიბენი..მომიყევით როგორ ხართ../? -ვცოცხლობთ.. ყველაფერი ჩვეულებრივადაა, შენკენ რა ხდება.. -საცხობში აღარ ვმუშაობ.. -მართლა..? -მართლა უკვე დრო იყო წამოსვლის.. ბავშვები როგორ არიან..? -ჭამენ დარბიან ეცემიან ტირიან და ასე.. ჰოო სძინავთ კიდეც.. -ჩემს მაგივრად მოეფერეეთ.. ისე მომენატრა ორივე გადავირევი.. -ჩამოსვლა შენ არ გინდა გენაცვალე და.. -ჯერ ადრეა.. -როგორც ჩანს მანდ მოეწყე.. ზედმეტგად გაგიტკბა მე თუ მკითხავ.. -ყველა მასე ფიქრობს მაგრამ ესე ხაზგასმით არ აჟღერებენ.. -ეგეც მართალია.. -თაია, შენი ფოტოები ვნახე.. შესანიშნავია, როგორც იქნა დაბრუნდი და ამაზე კარგი დაბრუნება არ გამოგივიდოდა.. -მადლობა.. -იმდენს მუშაობდა, სხვანაირად არც გამოვიდოდა..-ანდრია -დებ.. სულ გეუბნები შენი თავი სწორად შეაფასეთქო, წიგნზე რომელზეც ნერვიულობდი ძალიან კარგი შეფასებები აქვს.. ჯანსაღ კრიტიკასთან ერთად, რაც კარგია.. -მანდ ხარ მაგრამ ყველაზე გაქვს ინფორმაცია.. -რა თქმა უნდა.. ისე როგორ.. დანარჩენებზეც ყველაფერი ვიცი.. -გაგვიხარდა შენი დანახვა..მაინც გადაიკარგები ხოლმე.. -მეც გამიხარდა.. ყველა მომენატრეთ..-სანამ დამშვიდობებამდე მივიდა, ზარი მაინც გაიწელა და ბოლოს გაითიშა კიდეც.. არ ვფიქრობ, ყურადღება გადამაქვს და მაინც ისე მიდა ახლა ბილეთები დაჯავშნილი მქონდეს და მათთან მივდიოდე.. ხანდახან ისე მომინდება ერთხელაც შეიძლება მართლა გავაკეთო.. ახლა სადმე წასვლა თუ მძალუძს სახლთან ახლოს არსებული მარკეტია..გადავდე შესვლა გადავდე და ბოლოს მაცივარი ცარიელი დამხვდა.. ამიტომაც გონებაში ჩამოწერილი სიით დაბლა ჩავედი, ფაქტობრივად პიჟამოებით.. არანაირი ყოყმანი მგონი ცხოვრებაში პირველად სიისსთვის არ გადამიხვევია რაც უცნაურია.. მოკლედ ყველაფერი ვიყიდე რაც მჭირდებოდა და სახლში დავბრუნდი.. დღეს არსად მივდივარ.. ერთი დღე მაინც თუ არ დავისვენე გადავიწვები ზუსტად ვიცი.. ამიტომაც მაქსიმალურად ვირგებ, დღევანდელ დღეს.. ანდაც მოიცადეთ.. ვინ დაგასვენებს, როცა ფიქრობ აი ახლა დავისვენებო მაშინ გამოჩნდება ზუსტად რაღაც ხელის შემშლელი.. -გისმენთ.. -ეკატერინე.. სწორად დავრეკე ხომ..?-ბატონი კოსტას და რატომ მირეკავს..? -კი, მოხდა რამე..?- -ბოდიში შეწუხებისთვის, ერთმანეთს წესიერად არც კი ვიცნობთ მაგრამ შენი დახმარება მჭირდება..-ახლა გავიაზრე რომ ხმა უკანკალებს.. -კი, შენ მითხარი რითი შემიძლია დაგეხმარო.. -მე..მე.. არ ვიცი რა გავაკეთო.. -კარგი რამოდენიმე წამით ეცადე დამშვიდდე.. რითი შემიძლია დაგეხმარო.. -სახლში თუ ხარ შეიძლება შენთან მოვიდე..? -რა თქმა უნდა, მისამართს მოგწერ..- ორი საათი გავიდა და არ ჩანს.. დავრეკე და ზარიც აღარ გადის..უკვე ავნერვიულდი .. ისიც ვიფიქრე კოსტას დავურეკავ მეთქი, ზარის ხმაც გაისმა.. კარის გაღებისას ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ იმ სურათს არა რაც დამხვდა.. იმ დღეს რომ ვნახე იმ ადამიანს არაფრით გავდა.. აბურდული თმები, ნამტირალევი დალურჯებული სახე..ტანსაცმელი..გახეული..მოიცადეთ.. ოღონდ ის არ იყოს რაც გავიფიქრე ოღონდ ის არ იყოს..-შემოდი.. -არ მოვიდოდი მართლა, უბრალოდ ვერც სახლში ვერც მეგობრებთან ვერ წავიდოდი.. -მესმის, ნუ მიხსნი..მოდი და ცოტა თამამად ჩემთან არ მოგერიდოს..ჩამოჯექი.. -წყალი შეიძლება..? -ახლავე..ინებე.. -მადლობა..-სუნთქვა უჭირს, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება.. -არაფერია, როგორც ჩანს ცუდი დღე გქონდა.. -საშინელი..ამაზე ახლა.. არ შემიძლია.. -კარგი, დედაშენი გელოდება დღეს..? -არა, მეგობართან ვრჩებოდი.. -ჰოდა დარჩი დღეს, მეგობრად ჩამთვალე.. -ასეც ვერ შეგაწუხებ.. -შეწუხება არაა.. თავისუფალი ვარ.. მოდი ასე მოვიქცეთ, აბაზანას გავამზადებ ყველაფერს მოვიტან და მოწესრიგდი, შემდეგ კი ცხელი ჩაი დავლიოთ..-პირდაპირ დაჯახებასავით ხომ არ გამომივიდათქო ვიფიქრე მაგრამ რეაქციიდან გამომდინარე სწორ დროს გავაჟღერე სათქმელი.. ამიტომაც ჩემი სიტყვებისამებრ რაც ვიფიქრე დასჭირდებოდა, მივუტანე.. ცხელი წყალი ოდნავ მაინც შეძლებს მის დამშიდებას.. რაღაც მოხდა, რაღაც საშინელი და ამას სწრაფი რეაქცია სჭირდება.. იმედია შევძლებ დახმარებას.. ერთი საათის შემდეგ გამოვიდა, აწ უკვე ჩემს ტანსაცმელში.. წყალი ახალი გაცხელებული მაქვს ამიტომაც უცებ დავასხი ჩაი.. -თუ ყავა გირჩევნია.. მაპატიე ვერც კი გკითხე.. -არა იყოს მადლობა.. -არაფერია.. -ესე შემოგეჭერი, მაშინ რომ მითხარი თუ კიდევ დაგჭრდი დამირეკეო..შენ გამახსენდი და.. -თავს ნუ იმართლებ, რასაც ვამბობ ქვეტექსტის გარეშე ვგულისხმობ.. გულწრფელად მინდა შენი დახმარება.. უბრალოდ იმას გთავაზობ რასაც შენს ადგილზე ვისურვებდი.. -მადლობა.. -ესეც შენი ჩაი.. რამეს ხომ არ შეჭამ.. -არა ჩაი საკმარისია.. -როგორც გენებოს.. მეც ჩაის დავლევ.. -საცხობში ვიყავი იმ დღეს, როგორც გავიგე აღარ მუშაობ.. -წამოსვლის დრო იყო.. როცა იცი ერთ ადგილს ტკეპნი, იმაზე დროის ხარჯვა რაც ახალს არ გმატებს, სახარბიელო ნამდვილად არაა.. -გეთანხმები.. -დიდწილად შენი ძმის ონიებია.. -ჩემი ძმა..? -დროებით თქვენს კომპანაში ვიქნები.. -მართლა? მაგარია.. მოიცა დროებით რატომ.. -არამგონია დიდი ხნით გავჩერდე.. -არ იცი რა მოხდება.. -ეგ ცხოვრების საინტერესო ნაწილია.. ვნახოთ ჩემი ვარაუდები ასეთია.. -საქართველოში დაბრუნებაზე ხომ არ ფიქრობ../? მაგიტომ ხომ არ.. -ერთია რას ფიქრობ მეორე რას აკეთებ.. ჯერ არა.., თუ ჩავალ ამ მომენტისთვის ვერაფერს გავაკეთებ.. აქ აზრების დასალაგებლად ჩამოვედი, მაგრამ ისე არ წარიმართა ყველაფერი როგორც მეგონა.. -ახლა უკვე დარწმუნებული უნდა იყო როგორი რთული იქნება შენი წასვლა.. -რას გულისხმობ..? შენ ძმას..-თავი დამიქნია..- ყველაფერი ერთდროულად მარტივადაცაა და ჩახლართულადაც.. -ერთად არ ხართ..? -არ ვართ.. -მეგობრები.. -ნამდვილად არა.. ალბათ იმის ეტაპი რა გვინდა საბოლოოდ.. -სხვისი გადმოსახედიდან თუ გაინტერესებს, ყველაფერი აშკარაა.. -აშკარა იქნება, იმის დამალვა არც მიცდია კონსტანტინეს მიმართ გულგრილი რომ არ ვარ.. -ახლა უკვე აღიარებაზე გადახვედი..? -შენთან კი.. აბა ჩემს წინ კოსტა რომ იყოს გგონია ასე ვიჭუკჭუკებდი..?-გაეცინა.. -მაშინ სიმორცხვის არაფერი გეტყობოდა მთელი საღამო მის ვერდით ბრძანდებოდი.. -მის გვერდით ვიყავი, ჩემს გრძნობებზე კი არ ვლაპარაკობდი.. -ორივე იცვლებით ერთმანეთის გვერდით როცა ხართ.. -ბუნებრივია, ერთმანეთზე ორი ადმიანი გავლენას თუ არ ახდენს გასაკვირიც კია.. მთავარი ისაა ეს ცვლილებები დადებითია თუ უარყოფითი.. -და თუ ხანდახან..რაღაც ისე ვერ მიდის, შეიძლება ყველაფერი სიყვარულის სპეკტრში გავატაროთ და ავიტანოთ..? -მარტო კარგად ვარ, აქამდეც ვუმკლავდებოდი ცხოვრებას და ვიცი მერეც გავუმკლავდები თუ დამჭირდა.. იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი რომელიც ჩემს ცხოვრებაში შემოდის არ მაბედნიერებს.. მასთან თავს კარგად არ ვგრძნობ, რისთვის უნდა ავიტანო.. -კი მაგრამ წყვილმა დაბრკოლებები ერთად არ უნდა გადალახოს..? -რა თქმა უნდა, მე იმას ვიძახი მთლიანად ადამიანს ვერ დააპროექტებ, გავლენას მოახდენ მაგრამ რობოტოად ვერ გადააქცევ და თუ აქვს რაღაც ისეთი რასაც იცი მთელი ცხოვრება ვერ აიტან, უნდა გაითვალისწინო ახლა თუ თვალს დახუჭავ მთელი ცხოვრება გახელაზე უარი უნდა თქვა.. - ასე ლაპარაკში გავატარეთ დღის უმეტესი ნაწილი, ფილმის ყურებაზეც დავიყოლიე.. დიდი ხანი არ იყო გასული რაც დასაძინებლად წავედით, მისი ხმა რომ გავიგე..თავიდან ჩურჩულით შემდეგ კი ნელნელა ხმა უფრო მკაფიოდ გაისმა.. -როგორ ბედა და მირეკავ..? ჩვენს შორის ყველაფერი მორჩა.. არ გაბედო და ახლოს აღარ გამეკარო.. ახლა რა თქვი..? შეცდომა..? ჩემზე ხელი აღმართე.. დაუნდობლად რამდენჯერ დამარტყი დაგავიწყდა..? მთელი სხეული დალურჯებული მაქვს, რომელ შეცომაზე ლაპარაკობ გამაგებინე.. გიჩივლებ იმ წამსვე დავრეკავ პოლიციაში როგორც კი საიხლოვეს შეგნიშნავ.. გგონია შემრცხვება? არა, შენ ხარ არაკაცი და შენ უნდა გრცხვენოდეს რაც ჰგააკეთე.. ამაზრზენი ხარ.. შენი დანახვაც არ მინდა..-ვეღარ სუნთქავდა ხელები აუკანკალდა და ნელა ჩაიმუხლა.. ახლოს ვდეგავრ მაგრამ არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება მივიდე..ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.. ყოყმანის დრო აღარაა. მივედი და ვცადე საწოლზე დამესვა.. -ყველაფერი კარგად იქნება დამშვიდდი.. ღრმად ისუნთქე..შემომხედე.. შემომხედე.. უსაფრთხოდ ხარ ხელს ვეღარ დაგაკარებს კარგი ? მენდე, უნდა დამშვიდდე.. ღრმად ჩაისუნთქე.. -არ შემიძლია.. -ყველაფერი გამოგივა, ძლიერი გოგო ხარ.. -მტკივა..ყველაფერი მტკივა..-სუნთქვა ნელნელა დარუეგულირდა.. ემბრიონის პოზა მიიღო და ისე დაწვა.. -ესეც გაივლის, ამ პერიოდსაც გადალახავ..ახლა უნდა დაისვენო.. -როგორც კი თვალს ვხუჭავ მას ვხედავ..არ შემიძლია.. -მოდი წამალს მოგცემ და.. -იყავი რაა ცოტახნით.. -როგორც გინდა.. -სულ ცოტა დააკლდა..სულ ცოტა და ისე გამოიყენებდა ძალას არ დაფიქრდებოდა.. იმდენი დარტყმა აღარ ეყო, მეტი მოუნდა..კინაღამ.. -ასე არ მოხდა.. -რომ არა მისი და.. ის რომ არ შემოსულიყო სახლში რა მეშველებოდა..როგორ შეუძლია ვიღაცას ასეთი სასტიკი იყოს..-რთულია ასეთ დროს საჭირო სიტყვების პოვნა, მიუხედავად იმისა შეიძლება მსგავსი რამ გამოცდილი გქონდეს.. -ასეთ დროს ადამიანი თავს სუსტად გრძნობს და ასეთი საშინელი გზებით ცდილობს საკუთარ თავს დაუმტკიცოს რომ ძლიერია.. -უნდა დამეჯერებინა ჩემი ძმისთვის როდესაც მითხრა კარგი ადამიანი არ ჩანსო.. -ამ ყველაფერს გადახარშავ მომავალში, ახლა მაგის დრო არაა.. ეცადე დამშვიდდე და დაიძინო.. -შეგიძლია დამამშვიდებელი მომიტანო../? -ახლავე.. -მოიცადე.. -კიდევ რამეა..? -მადლობა..მადლობა.. ამას ჩემთვის აკეთებ.. უცნობისთვის.. -უნდა გვახსოვდეს რომ ქალისთვის იმაზე რთულია ცხოვრება ვიდრე ბევრს წარმოუდგენია, ზოგიერთისთვის ბევრად მძიმეა.. ამიტომაც ერთმანეთს დავეხმარებით როცა ამის საჭროებას დავინახავთ.. . . . -გამიმეორეთ ვინ გნებათ..?- ჩაეცინა -არადა მეგონა პირველ ჯერზე საკმაოდ გასაგები იყო.. -როგორც ჩანს არა.. -საერთოდ სწორ ადგილას ვრეკავ..? -ვინ გნებავთ..? -წითური.. -წითური..? -წითურს სთხოვეთ თუ შეიძლება.. -ერთი წუთით..გისმენთ, რით შემიძლია თქვენ დახმარება.. -ეკატერინე.. ახლა შემიძლია გელაპარაკო..? -გისმენ.. -ორი დღეა ვერ გიკავშირდები, კომპანიაშიც არ ყოფილხარ.. -მე ხომ ინვესტორის როლი მაქვს, ყოველდღე იქ ყოფნა აუცილებლობას არ წარმოადგენს.. -ვიცი მაგრამ.. კარგი დაივიწყე. კარგად ხარ..? ყველაფერი რიგზეა..? -კარგად ვარ..მოდი სხვა დროს დაგირეკავ ახლა არ მცალია.. -როგორც გინდა..-ზარი გაწყდა.. -ასე აღარ შემიძლია, არ გინდა შენს ძმას დაურეკო..? -იმედგაცრუება ვარ, გინდა ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცო..? -შენი ბრალი არ არის რაც მოხდა.. -ჩემი ბრალია, ვენდე.. არ ვაძლევდი თავს იმის საშუალებას სრული სურათი დამენახა და ყოველ ჯერზე ვცდილობდი გამართლება მომეძებნა.. -მომავალში სხვანაირად მოიქცევი.. მიმნდობი აღარ იქნები, ახლა უნდა გაიგო, ის რომ ვიღაცამ თავს იმის უფლება მისცა შეგხებოდა, შენი ბრალი არაა… -თავს ასე ვგრძნობ.. -გეუბნები ასე არ არის, მეც მქონდა მსგავის შემთხვევა.. -რა..? ეს აქამდე არ გიხსენებია.. -ამაზე ლაპარაკი მარტივი არაა.. ბავშვთა სახლშ გავიზარდე, ზოგიერთი მასწავლებელი შესაფერისად არ იქცეოდა და იმაზე მეტის უფლებას აძლევდნენ თავს ვიდრე ჰქონდათ.. იყო ერთი რომელიც ფიქრობდა რომ ჩემნაირი ბავშვები არაფრები არიან, რომ ადამიანად არ უნდა ჩათვალო და თუ სცემ დაარტყამ, ამით ისწავლიან ჭკუას.. -მასწავლებელი ხელით შეგეხო..? -არაერთხელ.. საშინელი პერიოდი იყო.. -რა მოხდა..მერე.. -დიდი ხანი ჩუმად ვიყავი მაგრამ, როცა სხვის ცემაზე გადავიდა ხმა ამოვიღე, რადგან არ მინდოდა მასაც იგივე გადაეტანა რაც მე.. -ვწუხვარ იმის გამო რისი გადატანაც მოგიწია..შენ ხომ ბავში იყავი.. -დიდი ხნის წინ იყო.. -ვერ დავივიწყებ არაა.. მომხდარს.. -ტყუილად ვერ დაგპირდები.. სამაგიეროდ დროსთან ერთად ისწავლი ამ გრძნობებს როგორ გაუმკლავდე.. ოღონდ მარტო არ ეცადო.. დახმარება უნდა ითხოვო.. -ჩემი ძმა..? -ადამიანები რომლებსაც უყვარხარ, დაგეხმარებიან.. -ჩემს მაგივრად შენ რომ უთხრა..ვერ დავურეკავ, არ შემიძლია.. -კარგი..ახლა წავალ.. გახსოვდეს, კარგად იქნები.. -ვიქნები..-როგორც კი სახლიდან გავედი დავურეკე.. -სად ხარ..? გცალია..? -ცოტახნისწინ თავად არ გეცალა, ასე უცებ დრო როგორ გამონახე.. -გცალია თუ არა.. -მოხდა რამე..? -სადმე უნდა შევხვდეთ საქმე მაქვს.. -კარგი.. მისამართს მოგწერ..-ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე, პარკში მალევე მივედი და ისიც მალევე შევნიშნე.. ყველაფერი მოვუყევი რისი მოყოლაც ჩემი მხრიდან შეიძლებოდა.. -არაფერს იტყვი..? -რა უნდა ვთქვა.. ჩემთან არ მოვიდა და ახლაც შენ გამოგაგზავნა..? არ მენდობა.. თან რა გადაიტანა.. -მისი ძმა ხარ, თვლის რომ იმედი გაგიცრუა.. შენი რჩევა არ გაითვალისწინა.. -ეს იმას არ ნიშნავს რომ არ დავეხმარებოდი.. -მე მესმის, ეს კი თავად უნდა უთხრა.. -ეს დღეები შენთან იყო..? ამიტომაც არ დადიოდი სამსახურში..? -გვერდით ვიღაც სჭირდებოდა, მარტო ვერ დავტოვებდი.. -თავიდანვე რატომ არ მ ითხარი.. -მინდოდა ოდნავ მაინც გადაეარა ყველაფერს.. იმ მომენტში იმაზე საშინლად იყო ვიდრე ახლაა.. მიუხედავად იმისა რომ იცის უსაფრთხოდაა მაინც ეშინია, დაუცველად გრძნობს თავს.. მისი ძმა ხარ.. შეგიძლია დაარწმუნო აღარარფერი ემუქრება.. -საიდან იცი რას გრძნობს.. -სხვა დროს მოგიყვები..ახლა კი მასთან წავიდეთ, ოღონდ არანაირი ხომ გეუნებოდი.. დამატება აღარ სჭირდება.. -არ მჯერა.. ვერ ვიჯრებ რაც მითხარი ჩემს დას დაემართა.. -არ გვინდა დაჯერება რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს რამე დაემართებათ მაგრამ სამწუხაროდ რეალობა სულ სხვანაირია.. -სათანადოდ ვერ დავიცავი.. -შენი ბრალი არ არის, მესმის გიყვარს თუმცა დღევანდელობაში ყველაფრისგან ვერ დაიცავ.. -ნეტავ შემეძლოს.. დედას დაელაპარაკა..? -არა, იცის რომ მეგობართან რჩება.. შენთან დალაპარაკებაზე ძლივს დავითანხმე.. ეგ უკვე თქვენ უნდა მოაგავროთ.. -გასაგებია..მაშინ წავიდეთ..-მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი როგორი რეაქციით დაგვხვდებოდა.. არ არის მარტივი იმაზე ილაპარაკო რაც მოხდა.. მითუმეტეს ძმასთან, არ მყავს ძმა მაგრამ ჩემი წარმოდგენით მეტად რთული უნდა იყოს.. თანაც ბიჭები ჩემთვის ძმებივით არიან, განსაკუთრებით იოანე.. როგორც კი სახლში შევედით მაშინვე გამოვიდა, დაბნეული და შეშინებული სახე აქვს.. -კონსტანტინე ჩაის ან ყავას დალევ..? -ყავა თუ შეიძლება.. -ახლავე.. -არ მომესალმები..? -გამარჯობა.. -როგორი ოფიციალური ხარ, ხომ არ გავწყდება, შენი ძმა ვარ.. -წინ წავედი და სამზარეულოში გადავინაცვლე, წყალი დავადგი და მათთან გავედი.. -შენ რას დალევ..? -ჩაი..-გავედი და ორი სასვე ჭიქით ხელში დავბრუნდი, არ ვიცი კოსტა რას ფიქრობს მაგრამ არაფერს არ იმჩნევს.. ორი სიტყვა გავცვალეთ და თითქმის არაფრობაში გავიდა ყავა/ ჩაის დალევა.. -ყველაფერი მზად გაქვს რისი წაღებაც გინდა..? -ჩვენებთან წასვლა არ მინდა.. -ჩვენებთან არც მივდივართ, ჩემთან წავალთ.. -მართლა..? ცოტახანი გავალ მოვწესრიგდები..-თავი დაუქნია, ის კი გავიდა.. -კარგად ხარ..? -წითურო ნეტავ იცოდე ეს სიმშვიდე რად მიჯდება.. -ყველაფრის დალაგებას დრო სჭირდება.. შენგან მხოლოდ მხარში დგომა უნდა, მეტი არაფერი.. -წავედით..? -წავედით..-გასავლელისკენ გავაცილე.. -შემეხმიანე კარგი..? -აუცილებლად..მადლობა.. -არაფერია, ხომ გითხარი..აბა კარგად.. -კარგად..-ხუთი წუთი არ იყო გასული კარზე ზარის ხმა გაისმა.. -კონსტანტინე, რამე დაგრჩა..? -მობილური საფულე.. გასაღები..-გამეცინა.. -საკითხავია რა არ დაგრჩა.. -გონება გათიშული მაქვს.. ფუნქციონირებს კი საერთოდ..? -შემოდი შემოდი..ბუნებრივია, მაგრამ ნერვიულობა ვერ გიშველის.. -ვიცი მაგრამ რა გავაკეთო.. -თან ჩემს წინ წავიდა და მისი ნივთები აიღო.. -სულ ესაა..? -სულ ესაა.. -როგორც ჩანს, მოსამიზეზებლად არაფერს ტოვებ..-ვცადე მეხუმრა.. -მოსამიზეზებლად ..? არა, არ მჭირდება.. -რა გაეწყობა.. მე.. -პირდაპირ გეტყვი რომ მომენატრე და შენი ნახვა მინდა.. -კაცმა რომ გკითხოს, შენ სულ ჩემი ნახვა გინდა.. -სულ მენატრები.. -შენი წასვლის დროა.. -სხვა დროს შეგეკამათებოდი მაგრამ ახლა.. -ვიცი, ამიტომაც გაჩქარებ.. -შეხვედრამდე წითურო.. -შეხვედრამდე..-უნებურად კარები მივაჯახუნე..იმედია ჩემი სიტყვები ფუჭი არ არის და ყველაფერი მართლა კარგად იქნება.. ყველასთვის.. . . . -მადლობა ჰენრი მხარდაჭერას ვაფასებ.. -პირიქით, მოხარული ვარ.. -გეგმის მიხედვით მიდის არა..? -ასეა, არ იდარდო, მე დაგეხმარები.. -კიდევ ერთხელ მადლობა, უნდა წავიდე.. -კარგი.. -ოთახი დავტოვე თუ არა, დერეფნის ბოლოში კონსტანტინე შევნიშნე, რომელიც აქეთ- იქით ისე იყურება თითქოს ვიღაცას ეძებს.. მისკენ წავედი.. სანამ მივუახლოვდებოდი შემნიშნა და თვალი აღარც მუცილებია.. გვერდით ამოვუდექი და გადავულაპარაკე.. -ბატონ კონსტანტინეს ვახლავარ, რამ შეგაწუხათ, რით შემიძლია თქვენი დახმარება.. -წიუთურ გოგონას ვეძებ უკვე დიდი ხაია, ხომ არ გინახავთ..? -არამგონია თქვენთვის მოიცალოს.. -რატომ.. -სამუშაო საათები დასრულებულია და სახლში მიდის..’ -ძალიან კარგი სახლში მე მივიყვან.. -მისი მძღოლი ხართ..? -გახლავართ..-ლიფტისკენ დავიძარით, ჩემდა გასაკვირად ცარიელი აღმოჩნდა.. -აქ რატომ ხარ..? -პატარა საქმეები მქოდა, თან შენი ნახვა მინდოდა.. -რატომ..? -გარდა იმისა რამდენად მინდოდა შენი ლამაზი სახის დანახვა, საქმე მაქვს.. -როგორც კი მანქანაში ჩავსხედით მივუბრუნდი.. -მიდი მითხარი.. -არ მინდა ცუდად გამიგო, ან იფიქრო ვინმეს მე ვადანაშაულებ.. -რა ხდება.. -უბრალოდ ვაჟღერებ ინფორმაციას, რომელიც ჩემამდე მოვიდა.. -პირდაპირ მითხარი.. -გახსოვს ამას წინათ ქარხანში წახვედი, ბაია კი საქმიანი ვიზიტით იყო წასული.. -მერე.. -ახლა მითხრეს სრულიად სხვა ადგილას იმყოფებოდა და რეალუად საქმიან ვიზიტზეც არ იყო წასული, რადგან არანაირი შეხვერა არ ფიქსირდება..გარდა.. -გარდა.. -კონკურენტი კომპანიისა.. -რა.. მოიცადე.. მოიცადე სწორად გავიგე..? ბაიამ მოიტყუა საქმიანი ვიზიტის შესახებ რომ კონკურენტებს შეხვედროდა.. -ასე მითხრეს.. -ლოგიკა არ დევს, სამუშაო საათებს რატომ აირჩევდა რომც სდომებოდა სხვა კომპანიასთან შეხვედრა.. -არ ვიცი, მე მხოლოს ის ვიცი, იმ დროს სად და ვისთან ერთადაც უნდა ყოფილიყო არ იყო.. -ყველაფერი იმაზე მეტადაა ჩახლართული ვიდრე ვიფიქრებდი.. -არ ვიცი ასეთ ახლობელზე რა რეაქცია უნდა მქონდეს, რა გავაკეთო.. -ბაიაზე ვლაპარაკობთ, ბაიზე გესმის..? ის ასეთი არ არის, მას დიდი ხანია ვიცნობ.. -ხომ გითხარი მე არავის ვადანაშაულებ, უბრალოდ გითხარი ის რაც გავიგე.. -ჩემი მეგობარია, მეტი უნდა გავიგოთ.. -მესმის როგორც ჟღერს.. სანამ ფაქტებამდე არ დავიყვანოთ მოცემულ ინფორმაციას, სანერვიულო არაფერია.. -ეგ კარგი მაგრამ შენი და როგორაა.. -დროებით ისევ ჩემთანაა, დიდად სახლს არ ტოვებს.. ნელნელა უკეთ.. -დედაშენმა გაიგო..? -არა, საერთოდ ყველაფერი რომ გადაივლის მერე ვეტყვიო.. -ამაზე საუბრი ისევ იმ ოთახში ყოფნის ტოლფასია, დარტყმებს კი არ გაიხსენებს, ფიზიკურად იგრძნობს.. მეტად ეცადე მას გაუგო.. -ვცდილობ.. იმედია გამომდის.. -კარგი, მადლობა დღეს ჩემი მძღოლობის შეთავსებისათვის.. -მაპატიე რზა.. -რისთვის მებოდიშები.. -იქნებ არ ღირდა შენი ამ ყველაფერში გარევა.. -არ დაგავიწყდეს, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.. შენს შემთავაზებას დავთანხმდხი, თუ ვინანებ საკუთარი თავის გარდა ვერავის დავაბრალებ.. -კარგი.. -რაღაც უნდა გკითხო.. -გისმენ.. -მიას და ვილიამს შორის რამე ხდება..? -საიდან გამომდინარე..? -დღეს შორიდავ მოვკარი თვალი, თითქოს კამათობდნენ, არ ვიცი.. -უცნაურია, წარმოდგენა არ მაქვს.. -გაირკვევა მნიშვნელოვანი რამ დავინახე თუ არა.. -გაირკვევა.. -მაგრამ მეშინია.. ჩემსგამო და შენსგამო.. -კონკრეტულად რისი.. -ისეთ პასუხამდე არ მივიდეთ რომლის გაგება არ გვენდომებოდა.. -სიმართლის შიშით მის პოვნაზე ვის უთქვამს უარი.. -ვიცი, მე უბრალოდ.. -ერთად გავუმკლავდებით.. როგორ პასუხამდეც არ უნდა მივიდეთ.. . . . უკვე ახლოვდება ნანატრი დღე, ღვინის ფესტივალი ბორდოში.. რა მოხდა ამ დროის განმავლობაში..? ისეთი არაფერი რაც დაგაინტერესებთ.. ის ვერ გამირკვევია რისთვისაც აქ მოვედი.. ბაიაზე ახალი არაფერი, საბოლოოდ ყველაფერი ჩვეულებისამებრ მიდის ხელჩასაჭიდის გარეშე.. დიდად აღარც კონსტანტინეს ვნახულობ, ორივე გადავეშვით საქმეში.. -ნელნელა თბება არაა.. -კიდევ კარგი თორემ საერთოდ ვერ ვგრძნობდი ზაფხულის მოსვლას.. -დროც მალე გავიდა.. -მართალი ხარ, მე კი შენთან ერთად მუშაობა არ მომწყინდება, დარწმუნებული ხარ რომ ამით ასრულებ../? -დარწმუნებული ვარ ჰენრი.. რაც მინდა ისაა გეგმას მაქსიმალური სიზუსტით მივყვეთ.. -ასეც მოვიქცევით..სულ ეს იყო..? -სულ ეს იყო..შეგიძლიათ წახვიდეთ, კიდევ ერთხელ მადლობა.. -ნახვამდის.. -ბაია რატომ არ მიდიხარ../? -სალაპარაკო მაქვს, მიშვნელოვანია.. -ახლა არა.. -ეკატერინე.. -დღეს არა, შეხვედრაზე მაგვიანდება..-ოთახი დავტოვე და მიასთან გადავინაცვლე.. -დატვირთული ხარ..? -მოხდა რამე..? -ხომ არ იცი ვილიამი დღეს რატომ არაა.. -არა, კონკრეტული მიზეზი არ უთქვამს.. -მაშინ როცა მოვა შეგიძლია ამ საბუთებზე ხელმოწერა სთხოვო..? -კარგი გადავცემ.. -ჩემი ხელმოწერა არ წავა..?- მომესმა ..? -კი თქვენი ხელმოწერაც მისაღებია.. აი აქ და აქ..-ხელი მოაწერა და მომიბრუნდა.. -გცალია..? -ახლა უკვე კი.. -ძალიან კარგი წავიდეთ.. -აქ რამ მოგიყვანა..? -ფესტივალი ახლოვდება, ახლა უკვე ხშირად მნახავ.. -ხშირად..? -ყოველდღე.. -შენს ვეტერინარობას რას უპირებ..? -მოვაგვარე, შენ მაგაზე ნუ იდარდებ.. -დარდიანი სახე მაქვს..? არა, ახლა კი კონკრეტულად მითხარი აქ რისთვის ხარ.. -უკვე გითხარი.. -მთავარი მიზეზი.. -შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ..?-კარები დაიკეტდა და მე ლოდინის რეჟიმზე გადავედი.. -გისმენ.. -არ გეჩვენება ბოლლო პერიოდი ზედმეტად მიწყნარდა სიტუაცა..? -და მე რისი გაკეთება შემიძლია..? -შენი აზრით არაფერი ხდება და არაფერი იგეგმება..? -ვხვდები რომ ახლა ნებისმიერ დროს უკვე რაღაც მოსალოდნელია.. -ჰოდა სანამ ვინმე დაგვასწრებს ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.. -კარგი შეიძლება შენთვის არ მითქვამს მაგრამ რაღაც გეგმა მაქვს.. -ჩემთან როდის აპირებდი განხილვას..? -არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ რადგან აქ ხარ..-ყველაფერი მოვუყევი, თითქმის ერთი საათი განვიხილავდით და ამ დროს კაკუნიც გაისმა.. -მობრძანდით.. -ორივე აქ ხართ.. ძალიან კარგი.. -ჰენრი რით შეგვიძლია შენი დახმარება.. -რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკოთ.. -ჩამოჯექი, გისმენთ.. -ბაიას ეხება.. -მოხდა რამე..? -ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა, მეუბნება სამსახურთან დაკავშირებით გასვლა სჭირდება, თუმცა აღმოვაჩინე რომ იტყუება, თან მნიშვნელოვანი საბუთი დაიკარგა, რომელთანაც წვდომა მხოლოდ მას ჰქონდა.. -რომელ საბუთზე ვსაუბრობთ.. -მის გარეშე ფესტივალის შემდეგ დაგეგმილი ღონისძიებების გაგრძელება გაგვიჭირდება.. -კონტრაქტი..? -დიახ.. -და ამის შესახებ რამდენი ხანია იცი.. -დღეს დილით აღმოვაჩინე.. -შეგიძლია ამ კონტრაქტის ამბავი მოაგვარო.. -ვეცდები მაგრამ არ იქნებიან გახარებულნი, იფიქრებენ მათ სერიოზულად არ აღვიქვამთ.. -მოიცადე ასლი.. -ელექტრონულად არ გვქონდა, მგონი აღარც გვექნება.. -გთხოვ არაფერი თქვა, მოვაგვარებ.. -კარგი მე წავალ.. -ჩვენს გეგმას მივყევთ კარგი..? -წითურო ნერვიულობას გასაქანი არ მისცე, ყველაფერი გაირკვევა.. მე კი ამ კონტრაქტის ამბებს მივხედავ.. -ბაიას არ დაელაპარაკები..? -პირდაპირი მტკიცებულება თუ არ მაქვს საუბარი ახლა და ამ სიტუაციაში ვერ შედგება..-რამოდენიმე დღემ ასე მუშაობაში განვლო, მე კი ინვესტორის სტატუსი მაქვს თუმცაღა თავს ინვესტორად საერთოდ არ ვგრძნობ.. -ასეთი სასწრაფო შეხვედრა რასთან დაკავშირებით..? -ფესტივალი სამ დღეშია..ყველაფერი უნდა შევაჯამოთ.. -ვერ დაიჯერებთ რა მოხდა..-კარები მიამ შემოაღო, ყველას ყურადღება კი მისკენაა მიმართული.. -ამოთქვამ ოდესმე..? -შემთხვევით ახლობლისგან გავიგე, რომელიც ჩვენს კონკურენტ კომპანიაში მუშაობს, ის რაზეც ამდენი ხანი ვმუშაობდით, ისინი ზუსტად იგივეს გაკეთებას აპირებენ.. -რაა კი მაგრამ ეს ხომ იმას ნიშნავს რომ იდეა.. -მოგვპარეს.. -რანაირად მოახერხეს.. -პასუხი მარტივია, მოღალატე გვყავს.. -ახლა ამ თემას ვერ მივუბრუნდებით და გარჩევას ვერ დავიწყებთ.. -აბა რა გავაკეთოთ.. -ჩვენ ვიცოდით მსგავი რამ მოხდებოდა.. -იცოდით..? -სწორედ ამიტომ თავიდანვე გვქონდა გეგმა ბ.. -ვერ გავიგე.. -ჩვენ მაინც გვექნება ექსკლუზივი, ჩაშლილი არაფერია.. -რანაირად მოესწრება.. -გგონია გუშინ დავიწყე ამაზე მუშაობა..? თავიდანვე მქოდა გათვალისწინებული.. -და რა არის გეგმა.. -გეგმა ჩემს ლეპტოპშია, დაცულ ფაილში, სანამ არ ამოქმედდება ვერავინ გაიგებს ჩემი და კონსტანტინეს გარდა.. -გამოდის სანერვიულო არაფერია.. -ჩვენ კი ვიცით რეალურად ვინ არის მოღალატე..-მიამ ბაიას დამცინავად გახედა.. -ასეთი საუბრების გარეშე, თქვენ რაც დაგევალათ ის გააკეთეთ.. -მია იქ მისვლისას ყველაფერი მზად უნდა იყოს.. -მაგაზე არ იდარდო.. -ჰენრი, ტანისამოსსა და გამზადებულ საჩუქრებზე რა ხდება.. -ყველაფერი მზადაა.. -მაშინ დღეისთვის სულ ეს იყო.. -ყველა გავიდა, დავრჩით მე და კონსტანტინე.. -კონსტანტინე ახლა უნდა მითხრა..შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა.. -არ იღელვო, დავუკავშირდი და მოველაპარაკე.. -დაგთანხმდნენ.?.-თავი დამიქნია..-ძალიან კარგი.. -უკვე გვიანდება, ჯობია წავიდეთ.. . . . - ჰენრი აქ რას აკეთებ..? -შენთან დალაპარაკება მინდოდა.. -იმედია ისევ ბაიას არ ეხება.. -არა, იმასთან დაკავშირებით გეგმას რამდენად გადაუხვიე.. -რამე პრობლემა გაქვს..? -ახალ გეგმას გთავაზობ.. -ახალი არამგონია საჭირო იყოს.. -ჯერ მომისმინე.. -გისმენ.. -მე ვიცი შენი გეგმების შესახებ.. -რას გულისხმობ..? -კონკურენტ კომპანაში შენს ვიზიტს ვგულისხმობ.. -რა..? -კარგი რაა, ამ ახალი იდეის მიყიდვა სცადე, გეგონა ვერ გავიგებდი..? -თქვი რომ ახალ გეგმას მთავაზობდი.. -მე გადმომეცი ახალი გეგმა და ორმაგს გადაგიხდი.. -უკაცრავად.. -ვიცი ფასზე ჯერ არ მოგილაპარაკიათ და ამ კომპანიას კარგი დღე არ ელის შენს გამო, ჰოდა მე მომყიდე.. -ამით შენ რა..? -საერთო მიზნები გვაქვს.. -ვითომ..? და რას ვიტყვით რა მოხდაო.. -ეგ მე მომანდე.. -რაღაც გავარკვიოთ, თუ მეტ ფულს ხარჯავ, გამოდის ფულის მიღება შენთვის მნიშნელოვანი არ არის.. აბა რა გინდა// -ეგ უკვე შენ აღარ გეხება..მოკლედ მოიფიქრე და დღეს საღამოს პასუხი მქონდეს..-ოთახიდან გავიდა.. და რა ესე მარტივად, რაღაც ისე არაა.. ოთახი დავტოვე და იქ შევედი სადაც ვილიამი და კონსტანტინე მეგულებოდა.. ვილიამის კაბინეტში.. -მოხდა რამე..? -წეღან მე.. -მოიცადეთ..-ბაია შემოვიდა, აღელვებული..-ვალდებულები ხართ მომისმინოთ სამივემ..დასხედით თუ შეიძლება.. -ყველაფერი რიგზეა..? -არა ვილიამ რიგზე არაფერი არაა.. არ ვიცი თქვენ ორი რას აპირებთ მაგრამ უნდა შეწყვიტოთ, რადგან არასწორად აკეთებთ.. -ვერ მივხვდი.. -ეკატერინე, ახლახანს ჰენრი იყო შემოსული, დარწმუნებული ვარ ახალი შეთანხმებით.. გგონია მას გააცურებ და დიდი თევზი დაჭერილი გეყოლება..? ის არ არის ვისაც ეძებთ.. -მოიცადე, შენ რა ყველაფერი იცი..? -სულელი გგონივართ..? თავიდან დავიბენი მაგრამ მალევე მივხვდი რაც ხდებოდა.. -მე ამისხნის ვინმე რამეს..? -მოიცადე ვილიამმა არაფერი არ იცის..? -არა.. -მოკლედ ჰენრის მამაა ყველაფრის თავი და თავი.. -ის ხომ კომპანიაში აღარც მუშობს.. -ალბათ ზუსტად მაგ მიზეზითაა გაბრაზებულია.. დიდი ხნით ადრე მივხვდი რაღაც რიგზე არ იყო, ბოლოს ჰარიმდე გავედი.. სამწუხაროდ გამომიჭირა.. ვილიამზე აქვს კომპრომატები, მისივე გაყალბებული.. მითხრა რომ თუ ისე არ დავიწყებდი მოქცევას როგორც სურდა ვილს თან გაიყოლებდა, ამიტომ გეგმები შევცვალე, თავს ვაჩვენებდი რომ შეშინებული და მხდალი ვიყავი, იმიტომ რომ მე შემეგროვებინა მათზე კომპრომატები.. -რადგან აქ ხარ ეს იმას ნიშნავს.. -ზუსტად, ეკატერინე გახსოვს შენთან შეხვედრიდან მალევე რომ გავუჩინარდი.. ამ საქმეზე ვიყავი, ჰენრის გავყევი.. -ახლა გასაგებია.. -ანდაც მაშინ როცა გაჟღერდა შენ შენი ადგილმდებარეობის გამო მოიტყუე და სინამდვილეში სხვაგან იყავი.. -მისი მოგონილია, ჩემდამი ნდობა რომ დაგეკარგათ, ის დაკარგული საბუთი თავად აქვს.. ახლა უკვე საჭირო არაა, მაგრამ ზუსტად ვიცი მას აქვს.. -ახლა რას ვაპიებთ.. -აღარაფერს, კონკურენტ კომპანიას მოველაპარაკეთ, მომავალში პატარა თანამშრომლობის ხარჯზე ჩვენ იდეას არ გაიმეორებენ, რეალურად კი ახალი იდეა არ გვაქვს, ბლეფი იყო მატყუარას გამოსაჭერათ.. -ჰენრიმ კი მისი სახე გამოაჩინა ისევე როგორც მამამისმა.. -დროულად თუ არ ვიმოქმედეთ ვილიამზე კომპრომატებს გამოიყენებს.. ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ რადგან არაფერი იციან, თავის დროზე გამოვიყენოთ რაც გვაქვს.. -და რა გვაქვს../? -ყველაფერი ამ ფაილშია, ჩანაწერები საბუთები გადარიცხვები.. ისინი რომლებიც აშკარად მიუთითებს დამნაშავეზე.. -რამდენი გიმუშავია.. -შეგიძლიათ პოლიციას გადასცეთ და მამაშვილს თაღლითობაში ბრალი დასდოთ, ანდაც მხოლოდ სამსახურიდან გაათავისუფლოდ.. ერთი რამ კარგად ვიცი, დავიღალე და დღეს აქ მოვრჩი.. ხვალ ფესტივალია.. -ბაია მოიცადე..-ვილი ბაიას გაჰყვა.. -გილოცავ მიზანს მიაღწიე.. -ბაიას ვუმადლოდეთ.. -გეთანხმები, თუმცა შენი წყალობითაც.. შენი იდეის გარეშე გამოუვალ მდგომარეობაში ამოვყოფთით თავს.. -მე არაფერი გამიკეთებია.. -დამიჯერე შენ იმაზე მეტი გააკეთე ვიდრე გთხოვე, ამას ვაფასებ.. -რას აპირებ.. -ფესტივალმა ჩაიაროს და მივხედავ როგორც საჭიროა..ოღონდ მაშინ რაც მე ვნახე, მოლაპარაკებები ნამდვილად გეხერხება.. -მყავს მეგობარი ვინც მოლაპარაკებებისთვისაა დაბადებული, ეტყობა გადმომედო.. გადმოგედო..? არა, ეს უნდა გქონდეს.. -მოკლედ ბაიასი არ იყოს მეც დავიღალე, უნდა წავიდე.. -წავიდეთ.. . . . მთელი სიმშვიდით დავიწყე მომზადება, აუჩქარებლად.. როცა მზადების პროცესი გსიამოვნებს შედეგიც შესაბამისია.. ცხოვრების სხვადასხვა კუთხითაც, მომენატრა ესკიზები ნაჭრები, დამღლელი მაგრამ სასიამოვნო პროცესები, სამწუხაროდ შიშით ვერ ვეკარები, იმის შიშთ რომ არაფერი შეცვლილა და ისეც ცარიელი ვარ.. მოკლედ ვიდრე წარმომედგინა იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, თავიდან ისევ საქმეზე ვიყავი კონცენტრურებული, შემდეგ სრულად დეგუსტაციაში გადავეშვი.. სანამ ჩემს ლიმიტამე მივედი, რაც გეგმაში მქონდა ყველაფერი დავაგემოვნე.. ბაია მოგვიანებით შემომიერთდა და ბევრი ვილაპარაკეთ, სიცილ ტირილში გავარჩიეთ ყველაფერი, ოღონდ არ გეგონოთ ამომწურავად.. კონსტანტინეს დასაწყისში შევხვდი და შემდგ თითქოს აორთქლდაო, ვდილობდი არ მეფიქრა მასზე რადგან ენერგია სწორად სხვა რამისთვის გამენაწილებინა.. ბაიასთან დავრჩი, საკუთარ თავებს დასვენება გამოვუცხადეთ.. ვიცი მასთან მიმართებით ხშირად შევცდი, გულისსიღრმეში არ დამიჯერებია ის ქნებოდა რამეში გარეული, ეს ყველაფერიც გავარჩიეთ, გულმა არ მომითმინა არ მომებოდიშა, არც თუ ისე უსიამოვნო სიტუაციების გამო.. როგორც შემდეგ მითხრა საქმე მალე აღიძრება.. მრავალი პროცედურაა გასავლელი, მაგრამ მთავარი დაწყებაა.. მიზნამდეც მივლენ ადრე თუ გვიან.. ბაიამ შვებულება აიღო, მე კი ოფიციალურად არც დამიწყია კომპანიაში მუშაობა, გავთავისუფლდი, რამდენად კარგია ეს თავისუფლება ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.. აი ახლა ამ წამს არ ვცდილობ დაკავებული ვიყო, არ მგონია დროს ვფლანგავ, უბრალოდ მჭირდება ცოტახნით გავჩერდე და სირბილი შევწყვტო, მიმოვიხედო და გავიგო საით მინდა წასვლა.. პირველად გავიღვიძე ისე როგორც მე გამიღვიძებია ჩემი მეგობრები მრავალჯერ, მუსიკა ძალიან ხმამაღლა, იმდენად ხმამაღლა მგონია სადაცაა სმენას დავკარგავ.. მალევე ვიაზრებ ბაია ბოლო ხმაზე ყვება სიმღერას.. ზლაზვნით ვდგები და ვხვდები სამზარეულოს რაც უფრო ვუახლოვდები ხმა მატულობს.. -მშვიდობაა.. -ისეთ კარგ ხასიათზე გავიღვიძე ამდენი ხნის შემდეგ, ჩემთან სიმშვიდეს არაფერი უნდა.. -მოხარული ვარ, რას აკეთებ../? -საუზმეს, შენც გიკეთებ არ იდარდო..ყავა გინდა..? -აუცილებლად, ოღონდ უშაქრო.. -შენ უშაქრს როდიდან სვამ..? -ცოტა ხნის წინ გაავანალიზე.. აღარ მომწონს.. -როგორც გენებოს..-მუსიკა არ გამოურთავს..ხმას დაუწია.. -მართლა ასეთ კარგ ხასიათზე გაიღვიძე თუ ვინმეა ამის მიზეზი..? -თვალებს ტყუილად მიჟუჟუნებ, ვილიამი არაფერ შუაშია.. -არ გილაპარაკიათ..? -ვილაპარაკეთ ხომ გითხარი.. -ეგ რას მაძლევს, შiნაარსი მაინტერესებს.. -ახლა მაგის განხილვა არ მინდა, არაუშვას..? მოდი ასე მოვრიგდეთ თუ რამე სიახლე იქნება თავად შეგატყობინებ.. -კარგი როგორც გინდა.. -ეს კი მზადაა და უკვე შეგიძლია მიირთვა.. -მადლობაა..ბაიაა.. -რა გინდა, საეჭვოდ თქვი ჩემი სახელი.. -ჩემი წასვლის დროა.. -კარგი რაა სერიოზულად..? -ამდენი ხანია აქ ვარ, დავიჯერო თავი არ მოგაბეზრე..? -ეკატერინე ნუ სულელობ.. -მოკლედ მე უნდა წავიდე, ამ დღეებში გნახავ.. -კარგი რადგან არ იშლი.. -ასეთ საწყალ სახეს ტყუილად იღებ.. -კარგი კარგი მიბრძანდი.. -ჩასაბარგებელიც არაფერი მაქვს.. მეუცნაურება.. სულ შენი ტანსაცმელი მეცვა.. -მერე რა.. ზღვაზეც ეგ სიტუაცია არ იყო..? -ეჰ იყო.. ახლა მე მოვწესრიგდები და გავალ უკვე, შენ აპრებ გასვლას..? -არა, ჯერ არამგონია..-აბაზანისკენ გავეშურე და როგორც აღმოჩნდა 40 წუთის შემდეგ გამოვაღწიე, ჩემი ტანისამოსი მოვირგე და ბაიას დავემშვიდობე.. . . . -თაიაა როგორ გამახარე, რამ გაგახსენა ჩემი თავი..? -მომენატრე, უკვე გეჩხუბები, როდემდე აპირებ მანდ დარჩენას./? -მალე ჩამოვალ.. -მართლა..? თუ მორიგი დაპირებაა, რომელიც ვერა და ვერ სრულდება.. -მართლა, ზაფხულის ბოლოსკენ აუცილებლად..ოღონდ არავის უთხრა.. -სამარე ვარ..ლაილა მოდი ვინ უნდა განახო, ეკატერინე.. -ვგიჟდები როგორი საყვარელია.. შენ გგავს.. -ჯერ კიდევ პატარაა იმის გასარჩევად ვის გავს, მაგრამ მადლობა, მაინც მიხარია..-გამეცინა.. -წარმოიდგენდი თუ აქ ამდენი ხნით გავჩერდებოდი..? -ატელიე გაყიდე ეკატერინე, უკვე აღარ ვიცი რა შეიძლებოდა წარმომედგინა.. -არ მეგონა ოდესმე მაგ ნაბიჯს თუ გადავდგამდი.. -ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ვაკეთებთ, რაც ერთ დროს წარმოუდგენელი იყო, ამაში რეალურად გასაკვირი არაფერია, ვიცვლებით.. -არ ვიცი, უბრალოდ რაც ფიქრი დავიწყე რა გამოვიარე, მხოლოდ ქაოსია, ძალიან პატარა მოკლე თავებია სიმშვიდისთვის განკუთვნილი.. -შენ რა გინდა..? -დალაგებული გათვიცნობიერებული ეკატერინე, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებაში, რა ხდის ბედნიერს.. -რატომ არ იღებ ამ არეულობით სიამოვნებას, ეს აღმოჩენის მომენტი შენთვის ამაღელვებელი არაა.. -იყო, აქ ჩამოსვლისას ნამდვილად იყო.. -თავს ძალას ნუ დაატან, დანიშნულების ადგილამდე აუცილებლად მიხვალ..მაპატიე ბავშვი ტირის მეორე ოთახში, არ ციცი რა სურათი დამხვდება, უნდა გავიქცე.. -მიდი მიდი.. -მერე ვილაპარაკოთ..-ზარი გაწყდა..ნახევრად ცარიელი ჭიქა რომელშიც გემრიელი ჩაი იყო გადავღვარე, გამოვიცვალე და ყველგან ჩავაქრე შუქი.. გვიანია, იმდენად გვიანი ვფიქრობ რატომ მივიყვანე ჩემი თავი აქამდე და რატომ არ დავიძინე თავის დროზე.. ზედმეტად სიჩუმეა, აქაურობისთვისაც კი.. ახლა მართლა ჩამეძინოს კოშმარები არ ამცდება.. გვერდით სანათი ავანთე თუ არა ტელეფონის ზარმა ზედმეტად ხმამაღლა გაიჟღერა, ვუპასუხე თუ არა ხმამაღალზე ჩავრთე..ოღონდ ხმა არ ამომიღია.. -წითურო ჩემი გესმის..? -მესმის.. -გაგაღვიძე..? -არა, მოხდა რამე..? -დარწმუნებული ხარ რომ ცუდ დროს არ გირეკავ..? -ან სწრაფად მითხარი რატომ მირეკავ ამ დროს ანდა გავთიშავ.. -მართლა ხომ არ გათიშ..-გავთიშე..1..2..3 ზარია, ნეტავ ვისგან.. -გისმენთ.. -პაემანზე წამომყვები..?-წამოვიწიე და ისე ერთიანად ამიჩქარდა გული მემგონი კონსტანტინემაც გაიგო.. -რა თქვი..? -ვთქვი რომ “ვარდის ფურცლობის ნიშანი არი და დრო ახალი პაემანისა!..” -გამეცინა.. -ხვალამდე ვერ დაიცადე..? -ასეთი მოუთმენლობა ცხოვრებაში არ გამომიჩენია.. იმედია უარს მხოლდ იმის გამო არ მეტყვი, რომ შუაღამისას გირეკავ.. -შენ წარმოიდგინე ზუსტი დრო იყო.. -რაც ნიშნავს იმას რომ.. -წამოვალ შენთან ერთად პაემანზე.. -ხვალ საღამოს 8 საათისთვის გამოგივლი.. -კარგი ძილინებისა და შეხვედრამდე.. -შეხვედრამდე..-ზარი შეწყდა.. მოიცადე..მოიცადე ახლახანს, ამ დროს..არა მე..ხვალ პაემანი მაქვს..ხვალ.. არა ახლა რა დამაძინებს..წამოვდექი და სამზარეულოში გავედი, ჭიქა წყალი ერთი ამოსუნთქვით დავცალე და დივანზე ჩამოვჯექი.. ამოვიჩურჩულე ალბათ იმიტომ რომ თავადვე დავრწმუნებულიყავი ნათქვამი გავიგონე.. -ყველაფერი კარგად იქნება.. . . . -მოვედით.. -მოვედით..-გადმოვიდა და კარები გამიღო.. -ვერ მივხვდი, აქ რას ვაკეთებთ.. -სულ ოდნავ მარჯვნივ თუ გაიხედავ დაინახავ.. -საქანელას..? -ახსენე რომ ტკბილი მოგონებები გაკავშირებს.. მე უბრალოდ ვიფიქრე.. -კარგად გიფიქრია, წავიდეთ.. -და აი ასე გადავიქეცი ისევ პატარა ბავშვად, რომელიც ადგილზე ვერ ისვენებს სანამ არ მიუახლოვდება ჩემს შემთხვევაში საქანელას..-ყველაფერს ველოდი ამის გარდა.. -ამ ეტაპისთვის ვფიქრობ ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე.. -ასე რატომ დგეხარ, გგონია ჩემით გავქანდები..? -ოჰ მე მომიტევეთ.. -კარგი კარგი ეგ უკვე ზედმეტიააა.. -თავად ითხოვე.. -დავარეგულიროთ თუ შეიძლებაა.. არა ახლა ოფიციალურად შეგიძლია ჩამომშორდეე-ნელნელა ტემპი შენელდა.. -ეს გინდოდა არაა.. -მინდა რომ ჩემს გვერდით ცარიელ საქანელაზე დაჯდე.. -მე..? -დიახ, აბა გგონია ეს პერიოდი უნდა იდგე და არაფერი გააკეთო..? -კარგი კარგი..მანამდე კი..მოითმინე, ეს შენ.. -მოიცადე ყვავილების თაგული საიდან გააჩნინე, კარგი რა მნიშვნელობა აქვს ულამაზესია.. -იმედია მოგეწონება.. -ამაზე კარგს ვერ აარჩევდი.. ლილიები მიყვარს.. -მიხარია..-დაჯდა..-ახლა რა.. -მთელი ძალით უნდა ეცადო და გაქანდე.. არ იცი, რას აკეთებ კინაღამ დავარდი..-თანდათანობით ისე შევედით არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ სიტუაციას უხდება, “მუღამში” ერთმნეთს დავცინოდით ქანაობის სხვადახვა ვარიანტის მცდელობაზე, ამ ყველაფერს დამატებული მისი ხუმრობები და მე კინაღამ მიწაზე არ მომიწია გაწოლა.. -ახლა მაინც არ მომიყვები რატომ საქანელა..? -მოსაყოლი არაფერია, ბავშვი ვიყავი სკოლიდან დაბრუნებისას სხვა გზით მომიწია წამოსვლა და გავაანალიზე ამ გზაზე შიგნით ეზოში პატარა საბავშო სკვერი ჰქონდათ მოწყობილი, თავი ვერ შევიკავე და ამის გამო დამაგვიანდა, ბოლოს კი ამ გზიდან დავიწყე სიარული, ვითომ არაფერი და ისე მიხაროდა ეს ჩემი საიდუმლო იყო, არ ვიცი რატომ მაგრამ აღტაცებული გახლდი.. -ბედნირი მომენტები ბავშობიდან.. -რომლებიც ჩემთან არც ისე ხშირი იყო.. -ბავშთა სახლის გამო..? -ჩვეულებრივ პირველი პაემნის დროს ასეთ თემებზე არ ლაპარაკობენ.. -აუცილებელია ჩარჩოშო მოვექცეთ..? მომიყევი.. -ახალს ვერაფერს გეტყვი, კლასიკური ისტორიაა, შეცდომის დაშვების უფლების გარეშე მორჩილი ბავშვი უნდა ვყოფილიყავი.. მაგრამ ზომიერად მეამბეხე გავხდი.. -მოიცადე, ზმოიერად მეამბოზე რას ნიშნავს.. -საზღვრამდე მივდიოდი მაგრამ არ ვკვეთდი.. მეშინოდა ქუჩაში არ დავრჩენილიყავი..შენი ისტორიებიდან თუ გავითვალისწინებთ თავგადასავლებით სავსე ბავშობა გქონდა.. -მთლად ისეთ ნათელ ფერებში არა როგორც ახლა წარმოიდგინე.. დაახლოებით.. -გვიანაია, ზედმეტად ნათელ ფერებში წრმოვიდგინე, იმდენად ნატელია რომ ბავშვების სიცილის ხმაც მესმის სირბილის დროს.. -რეალურად იმას თუ არ გავითვალისწინებთ, სანათესაოს შეკრების დროს ბავშვები თავზე იმხობენ ყველაფერს, სადღაც მაგასაც გაიგონებ.. -ძალიან კარგია მასეთ გარემში თუ გაიაზარდე და იზრდებიან, სიცოცხლით და სილაღით სავსე.. -მგონი ჩემზე მეტად ჩემი ოჯახით ხარ მოხუბლული.. -მაგას ახლა მიხვდიი..-შეიცხადა შემდეგ ერთნარად აგვიტყდა სიცილი..-იმდენს მაინც გავაკეთებ, შენს სახლში ჩემს შვილებს მოესვლებოდეთ.. -ეგ რას ნიშნავს..? -ვთქვათ არაფერი გამოგვივიდა, ყველას იმდენად უნდა მოვეწონო ბავშვი თავისუფლად დავტოვო, ნუ როგორც შენ ამბობ თუ ისეთი სიტუაციაა სადაც ამდენი იქაც ერთი.. -რატომ არ უნდა გამოგვივიდეს არაფერი.. -სიტყვა “ვთქვათ” ვერ გაიგე..? -გავიგე, მაგრამ მაინც არ ჟღერდა სწორად.. -მოიცადე მოიცადე შენ რა სერიოზულად გაბრაზდიი.. -საიდან მიტანე, ანდაც რაზე.. -მართლა გეგონა, პირველ პაემანზე ჩვენს საერთო შვილებს მოვიხსენიებდი..? სერიოზულად ასეთი პაემნები თუ ხშირად გავქვს, გოგონებს დააფრთხობ -მერე შენ ეგ არ გწყობს..? -დაფრთხობა არ უნდა იყოს საჭირო, უნდა იცოდნენ მათ მცდელობასაც არ აქვს აზრი.. -ასე არაა.. -დიახაც, რა თქმა უნდა, ყველას არ აინტერესებს ურთიერთობაში ხარ თუ არა მაგრამ მაინც.. -მაგაზე ვიზრუნებ, მომავლისთვის.. -როცა.. -შენს გარდა სხვა დააპირებს მახეში გამაბას..-გამეცინა.. -მე თუ დავაპირე..?- ვცდილობ სერიოზული გამომეტყველების შენარჩუნებას.. -საკუთარი ნება-სურვილით, სიტუაციას გავაკონტროლებ, რომ მახეს არ ავცდე..-ახლა უკვე ხმამაღლა ამივარდა სიცილი.. -რა გაეწყობა, ამის შემდეგ რაც მოხდება შენს თავს დააბრალე..-ლაპარაკს ისე შევყევით როგორ გავიდა დრო ვერ გავიგეთ.. ჯაჭვს ორივე ისე ჩამოვეკიდეთ თითქოს პატარა მორბენალი ბავშვებივით ვისვენებთ.. თავს ვარიდებდი მისკენ არ მინდოდა გამეხედა მაგრამ წავცდი და შემდეგ თვალი არ მომიშორებია, იმდენად ხმაურიანმა სიჩუმემ დაისადგურა, ხმა აღარ ამომიღია, გავიფიქრე ამით რაღაცას გავაფუჭებდი.. ჯაჭვს ხელი გაუშვა და ჩემი ხელისკენ წამოიღო, რამოდენიმე წამიანი მოფერების შემდეგ ხელი გამაშვებინა და თავისაში მოიქცია.. ახლა ჩვენს შორის ის მოკლე მანძილიც უსაშველოდ შორს მომეჩვენა.. მალევე ხელი მეც ჩავკიდე შეიძლება ზედმეტადაც რადგან იმ წამს ჩაეღიმა.. -ძლიერი და მიზანდასახული.. დამოუკიდებელი ხარ, წინ რომ ვერაფერი გადაეღობება მაგრამ აი ახლა ამ წამს თითქოს კედელი რომელიც შენს გარშემოა, რომლითაც ცდილობ თავი დაიცვა სადღაც გაქრა.. -ზუსტად ეგ მაშინებს.. -კონკრეტულად რა, იმის რომ გულს გატენ..? -პირიქით შენთან თავს დაცულად ვგრძნობ.. -და რისი გეშინია.. -ზედმეტად მოგეჩვევი, შემდეგვ კი შენ შეიძლება წახვიდე.. -წითურო.. -ამაზე ლაპარაკი ადრეა, განა არ ვიცი.. უბრალოდ ვთქვათ ურთიერთობა გავაგრძელეთ თუ ყველაფერი ცუდად წავა.. მერე.. -და პირიქით რომ მოხდეს, ყველაფერი რომ გამოგვივიდეს..? -ეს არ ვიცით.. -ზუსტად, რატომ უნდა ვთქვათ შესაძლო ძალიან ძალიან კარგ რამეზე უარი.. -სათქმელად მარტივია.. -მარტო სახლშ 2 გახსოვს..? -რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა საიდან გაგახსენდა.. -კევინი ყვება პატარაობისას არაჩვეულებრივი გორგოლაჭებიან ციგურები რომ უყიდეს, ისე მოსწონდა ეშინოდა არ გაეტეხა, მუდამ ყუთში ინახავდა და იცი რა მოხდა..? -დაუპატარავდა.. -თანაც იმდენად არც კი ჩაუცვამს, მხოლოდ სახლში ისიც ერთხელ.. -და ის ქალი რას ამბობს..? გორგოლაჭები და ადამიანის გრძნობები ერთმანეთს არ გავსო.. -შესაძლებლობები ხელიდან არ უნდა გავუშვათ, ეს სცენა ჩემი საყვარელი იყო.. ბავშური შედარებაა მაგრამ რეალობასთან შესაბამისობაში.. -და ახლა რისი შესაძლებლობა გვაქვს.. -შეყვარების წითურო..შეყვარების.. . . . -ამ დილით რას დამადექი გოგო გადაირიეე.. -ბაიაა.. -რამ დაგაპანიკა, საერთოდაც იცი რომელი საათია..? -ვეღარ მოვითმინე.. -რა მოხდა კი მაგრამ.. არადა მეძინება.. ორ საათს ვერ მოითმენ ჰო.. -ბაიააა.. -კარგი ვდგები, მიდი შენ ყავა მომიდუღე და გამოვალ.. -იჩქარე.. -ჯერ ყავა, ნუ კარგი წყალი მაინც დაადგი.. -გელოდები იცოდეე..-წყალი დავადგი და ჭიქები გავამზადე.. ამასობაში ბაიაც გამოვიდა.. -იცოდე წესიერი მიზეზი თუ არ გაქვს ჩემი გაღვიძებისთვის მოგკლავ.. -გუშინ კონსტანტინესთან ერთად პაემანზე ვიყავი.. -რაა.. ოჰოო ეს კი იყო გასაღვიძებელი მიზეზი..-ჩემს წინ ჩამოჯდა..-მოიცა და ასეთი დამწუხრებული სახე რატომ გაქვს, ასეთი საშინელი იყო..? -პირიქით.. -ეკატერინე ვერაფერი გავიგე, არ გინდა ადამიანურად ამიხსნა..? -ძალიან კარგი იყო, ბევრი ვიცინეთ, ვილაპარაკეთ.. -შენი ნაღვლიანი სახე მაგაზე არ მეტყველბს.. -მივალ მაქამდე, ეს შენი ყავა.. -ბოდიში, განაგრძე.. -ახლა რა ხდება, რა გავაკეთო.. -აქამდეც ხომ გაგიტარებიათ ერთად დრო, ახლა რა შეიცვალა.. -არ ვიცი, გავაანალიზე.. ყველაფერი მართლა ხდება, შესაძლო განვითარებად სცენარებზე ფიქრს ვერ ვწყვეტ.. თითქმის არ მეძინა და თუ მეძინა მას ვნახულობდი.. დამცინი აი ახლა, გაჩერდი.. -მართლა ძალიან მოგწონს, გადარევამდე ცოტაღა გაკლია.. -ამდენად ცუდადაა საქმე..? -ყოველთვის ასე ხარ..? -რას გულისხმობ.. -მამაკაცთან მიმართებით, როცა ეცნობი, შეხვედრებს იწყებ სულ ასე გემართება..? -არა.. -არც სერიოზული ურთიერთობისას../? -არა..ყველაფერი უფრო ჩვეულებრივად იყო.. ოდნავი აღტაცება და სიახლისადმი ინტერესი მაგრამ დამიჯერე.. ეს არა.. -ასე მგონია თინეიჯერი მელაპარაკება, რომელსაც ბიჭი ამდენად სერიოზულად პირველად მოეწონა.. -და რას ურჩევდი თინეიჯერ გოგონას, რომელიც შენს წინ დგას.. -და უწყლოდ დარჩენილი თევზივით ფართხალებს..? -ბაია.. -კარგი კარგი.. დამშვიდდი, შესაძლო არ მომხდარ სცენარებზე ფიქრი არაფრის მომცემია, დროს გაკარგვინებს და აწმყოზე კონტროლს კარგავ.. თავადაც კარგად იცი კონსტანტინე შენს მიმართ სერიოზულადაა განწყობილი, ეს ფაქტი გაიაზრე და სანამ შემდეგ ნაბიჯს გადადგამ დაფიქრდი.. თუ ეს უბრალოდ ტალღაა, რომელიც მალე გადაივლის დაელოდე სანამ სიწყნარე არ დაისადგურებს, მაგრამ თუ იცი ტალღის გადავლა არაფერს შეცვლის და ეს ის არის რაც გინდა გამოსცადო, უკან ნუ დაიხევ..შიშების გამო..? არ გაბედო.. და იცი რაა// -რა.. -აღელვების დროს ყავა აღარ გაუკეთო ვისმეს.. -უმადურო..-ჩემს ნათქვამზე გაეცინა და ყავის დალევა გააგრძელა..-დღეს რა გეგმები გაქვს..? -რატომ მეკითხები მოხდა რამე..? თუ აქ დაბრუნება გადაწყვიტე.. -წარბებს ტყუილად ათამაშებ.. რამე ფილმს ვუყუროთ არ გინდა..? -ეკატერინე იაზრებ რომ ათი წუთისწინ ჯერ კიდევ მეძინა.. ? ეს ოხერი მაცადე გამოფხიზლება -ნუ ბუძღუნებ, წესით უფრო ადრეც უნდა იღვიძებდე.. -რისთვის ვმუშაობ თუ.. ჰო უნდა შევირგო ზაფხული.. -ზაფხულს ირგებ როცა გარემოს იცვლი და სადმე მიდიხარ.. სახლში ყოფნით რანაირად ირგებ, ფიფქიაზე ქათქათა ხარ.. -კარგიი მოდი ვუყუროთ რამეს..-ძლივს ავარჩიეთ ფილმი, ჩაირთო დაიწყო და ათი წუთი არ იქნებოდა გასული ჩაეძინა.. ყავას საერთოდ არ უმოქმედია.. მე მაინც გავაგრძელე ყურება, სადღაც შუაში ვიყავი მისმა ტელეფონმა როდესაც დარეკა.. პასუხს არ ვაპირებდი თან მეგონა ბაიას ამასობაში გაეღვიძებოდა მაგრამ არა.. რადგან ტელეფონი არ გაჩერდა ხელში ავიღე.. როგორც აღმოჩნდა ვილიამია.. -გამარჯობაა მე ვარ.. -ეკატერინე.. გამარჯობა, ბაია მანდ არაა..? -ძინავს, გავაღვიძო../? -არა, უთხარი მნიშვნელოვანია და უმჯობესი იქნება გადმომირეკოს.. -გადავცემ.. -კარგი მადლობა..-როცა უკვე ტიტრები მოჩანს ბოლოში, მაშინ გაეღვიძა.. არ შეიმჩნია მთელი ფილმის განმავლობაში როგორ ტკბილად ეძინა, წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა.. -ვილიამმა დარეკა.. -მართლა..? რაო რა მინდაო.. -დაზუსტებით არ უთქვამს, მოკლედ უნდა გადაურეკო.. -კიი რა მარტივია.. -მმ კარგი.. მშვენიერი დრო გავატარეთ ერთად უნდა წავიდე.. იმედია გამოიძინე..- მაინც გამეცინა.. -გაგეღვიძებინე გეთაყვა.. -კარგი რა მნიშვნელობა აქვს.. წავედი.. -არაა რაა დარჩი რამე მოვიფიქროთ.. გავიდეთ.. -არ ვიცი.. -დარჩი რაა, მხოლოდ დღეს, დამერწმუნე გავერთობოთ.. -ვიცი წესით არ უნდა გთანხმდებოდე მაგრამ კარგი დღეს დავრჩები..-ეს დღეც სპონტანური დარჩენით დასრულდა.. დღის პირველი ნახევარი სიმღერებთან ერთად მზადებებში გავიდა.. -ძალიან მაგრად უნდა გავერთოთ.. -რაღაც ზედმეტად კარგ ხასიათზე ხარ.. -წამოდი წამოდი.. ერთი ბარი ვიცი, კარგი სიტუაციაა.. -ეგ უკვე მითხარი, კონკრეულად სად.. -რომ მივალთ გაიგებ..-როგორც იქნა ტაქსი მოვიდა და წავედით დანიშნულების ადგილას, სასიამოვნო მუსიკა იმ წამიდან რაც ნაბიჯი დავდგი და ვიცი ჯერ-ჯერობით ხასიათს ვერაფერი გამიფუჭებს.. -რას ინებებთ..? -მაი ტაი.. -მარგარიტა.. -ახლავე.. -არადა შეგეძლო ჩემთან საღამოს გატარების ნაცვლად ვილიამთან ყოფილიყავი.. -კარგი რაა.. -თავად მეუბნები არ უნდა დაფრთხეო და ნახე ვინ დაფრთხა სინამდვილეში.. -ამაზე აღარ მიფიქრია, ამ ნაბიჯამდე.. ვაღიარებ მომწონს.. საპირწონედ ორივემ ვიცით სერიოზული არაფერია და არც იქნება.. თავის დროზე, როცა ეს გავიაზრე ვცდილობდი დავიწყებას, შემდეგ ეს სიტუაცია და გამოიცანი რა მოხდა, მის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ მისი სახელი და უსაფრთხოება მქონდა გონებაში.. -მიზანს მიაღწიე, ახლა ყველაფერი დალაგდა.. -ჩემს გონებაში არა.. არ მინდა ყოველ წამს მისით ვიყო მოცული.. -გრძნობების გეშინია.. როგორც მე.. -რა თქმა უნდა, მეშინია.. ყოველთვის ასე იყო, სერიოზული არაფერი.. მოწონება, ორი პაემანი და მორჩა.. -მასთან კი იცი, არის შანსი სერიოზულობის.. -ალბათ ამიტომაც ვარიდებ თავს მასთან შეხვედრას.. -არა რა დღეში ვართ ხვდები..? ჩვენი თავები დაგვცინებდნენ ახლა რომ გვხედავდნენ.. -რეალურად ჩვენი პატარა ვერსიები ასეთ პრობლემებს ინატრებდნენ.. -როგორც იქნა გამოჩნდა კარგი ადამიანი, რომელსაც ჩემს მიმართ გრძნობები აქვს, რა სამწუხაროაა.. -მას ჩემთან დალაპარაკება უნდა, ეს ხომ ტრაგედიაა..-გაგვეცინა.. -ინებეთ.. -მადლობა.. -მოდი პრობლემებზე საუბარი აღარ გვინდა, რამდენად სულელური ან სერიოზულიც არ უნდა ჩანდეს.. -რა გაეწყობა.. ვილაპარაკოთ იმაზე რა გამოვტოვეთ ერთმანეთის ცხოვრებიდან მთელი ამ დროის განმავლობაში.. მოკლედ მიმოხილული რომ გვაქვს არ ითვლება.. -საიდან დავიწყო.. . . . -წითურო..? ნუთუ დამდეთ პატივი თქვენი ზარით..? -დიახ, ორიოდე წუთს ხომ არ გამონახავდით ჩემთვის..? -საუკუნესაც რომ შემეძლოს, რამ შეგაწუხა.. -დღეს საღამოს გცალია..? -მეცლება.. -პაემანზე გეპატიჟები.. -რომელზე მოგაკითხო.. -9-ზე ჩემს სახლთან თუ იქნები.. -კარგი..-მთელი დღე ძლივს გავიყვანე, ალბათ ხვდებით ხომ..? იქ ვიყავი უკვე გონებით.. მომზადება დავიწყე როგორც იქნა, ამ დროს შემომივიდა, ზარი იოანესგან.. -აშკარად ცუდ დროს გირეკავ.. -არა. მითხარი თუ რამეა.. -მოსაკითხად დაგირეკე, შენ არც გახსოვს ჩვენი არსებობის შესახებ.. -კარგი რაა.. მე კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ.. -კარგად რა გვიჭირს..სადმე მიდიხარ..? -დიახ.. -საით..? -სადღაც.. -პაემანზე.. -დიახ.. -როგორ ასაიდუმლოებ, მშვიდობაა.. -მაგას ვნახავთ.. -დავიწყო გარკვევა ვინ არის..? -მაცადე თავად გავერკვე, თუ რამეა ხომ იცი პირველს შენ გეტყვი.. -კარგი გაემზადე, ქეთაც მოვა მალე და თუ გემახსოვრებით შეგვეხმიანე.. -კარგიი..-მზადება მალევ დავასრულე და ცხრამაც ძლივს მოაღწია.. მალევე მომივიდა მესიჯი ჩემი ჩასვლის დრო იყო.. -გიხდება.. -სპროტული ტანსაცმელი.. -ძალიან.. კი გამიკვირდა რომ მითხრაი მაქსიმალურად არაპიჯაკური სამოსი ჩამეცვა მაგრამ.. აბა შესაბამისობაში ვარ შენს დათქმულ ადგილთან..? -ხარ არ იდარდო.. ხომ იცი დღეს მე ვატარებ.. -ახლავე გავიგე და ინებე გასაღები, საინტერესოა რას მიმზადებ..-დავჯექი, სკამი წინ მივწიე ყველაფერი ჩემს გემოზე ავრიე და მანქანა დავქოქე.. როცა გავაჩერე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა სად მოვიყვანე.. გასაღები მე მაქვს და შუქებიც მე უნდა ავანთო, რაც პირველად არ მომხდარა.. -ეს რა..ყინულის მოედანია..? -სიურპრიზიი.. -შენ რა სრიალებ..? იმედია პასხუო დადებითია, თუ არადა ორივე რაღაცას დავიმართებთ.. -ვსრიალებ, აბა აქ ტყუილად ხომ არ მოგიყვანდი..-წინ ციგურები დავუდე..-სხვას მოვიტან თუ საშენო არაა.. -დიდი თუ შეიძლება.. -რას იტყვი.. -ეს კარგია..ხვდები ჰოო რმდენად რთული იქნება ჩემი მოედანზე გაყვანა.. -მოდი დაეყრდენი და ნელნელა წამოდი, მარტივია..-ყინულზე გადადგმული პირველი ნაბიჯი და კინაღამ დაეცა.. -აქამდე არადროს გისრიალია../? -არასდროს.. -რატო მერე.. -არ ვიცი, სურვილი არ გამჩენია.. -ახლა მოგიწევს.. -წინააღმდეგი არ ვარ, მიუხედვად იმისა, ნებისმიერ დროს შეიძლება ყინულზე აღმოვჩნდე.. -წარმოიდგინე თითქოს გზას კაფავ..აი მიყურე..მალე ისწავლი..აი ასე ნელა.. -რატომ ეს ადგილი თანაც ზაფხულში.. -ზოგჯერ რაღაცების გაკეთება არასეზონურად უფრო სახალისოა, თანაც..-გადავუჩურჩულე..-კარგად გამომდის.. -ორივე აზრს ვეთანხმები.. -სულ რაღაცაზე ვერ იქნები დაყრდნობილი.. ნელა..ნელა ხელი უნდა გაუშვა.. -შენთვის მარტივი სათქმელია.. თაბაშირი შენ კი არ გემუქრება.. -აბუქებ.. -შესაძლოა..კარგი ძალიან ნელა..-ერთი ნაბიჯი ორი, მეგონა ყველაფერი კარგად იყო მაგრამ შევცდი, ფეხი აუსრიალდა. ჩემმი ინსტინქტების წყალობით რომელიც ეცადა დახმარებოდა, ავცდით.. არ გამომივიდა.. -მადლობა.. -არაფერია, მემგონი ჩემი ერთი ხელი არ გყოფნის და მეორე გჭირდება..-მარცხენა ხელიც ჩავკიდე, მე უკნიდან მივსრიალებ.. მის წინ ვარ, თან ვუყურებ როგორ სრიალებს, ის კი მიყურებს მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რას ფიქრობს..-გიადვილდება, თუ აზრი არ აქვს, გაგიშვ.. -არა არა.. უკეთესია..’-ახლა უკვე ისე მოიქცია ორივე ხელი, თითქოს ვინმე წაართმევდა.. -კარგი, მგონი მზად ხარ, ხელს გაგიშვებ და.. -დარწმუნებული ხარ რომ აუცილებელია..? -დარწმუნებული ვარ.. -კარგი მაშინ ეცადე მომყვე.. აი ასე გამოგდის.. -სად ისწავლე.. -აქ.. ახალი ჩამოსული ვიყავი, შემთხვევით გადავაწყდი.. -ვინ გასწავლა.. -ჩემით ვისწავლე როცა სხვებს ვუყურებდი..თუ გაინტერესებს აქ როგორ შემოვედი, გეტყვი რომ ზოგიერთს დავუმეგობრდი.. -კარგად გამოგდის.. -სახეზე მიყურებ და მაგას როგორ იგებ.. -ზუსტად მაგით.. -არასდროს წასულან შენები ყინულის მოედანზე..? -დასასვენებლად როცა წავსულვართ კი ვხედავდი მოედანს, უბრალოდ დიდიად არ მიფიქრია რომ ჩემი ადგილი იყო.. -ახლა.. -შენთან ერთად შემიძლია მთელი დღე ვისრიალო..-გამეცინა.. -ჯერ-ჯერობით რამოდენიმე საათი საკმარისია.. დაუკვირდი..? -რას..? -ცეკვაზეც იგივე მითხარი.. -როცა ერთად ვართ.. დროის შეგრძნება იცვლება.. საკმარისი არასდროსაა.. -კარგი.. ისემეუცნაურება საზამთრო ტანსაცმელში რომ არ ვარ გამოწყობილი სასრიალოდ.. -როგორ ტანსაცმელში..? -საზამთრო, ანუ ზამთრის.. უხდება და მასე ვეძახი.. -კარგი გასაგებია.. არ უნდა ამეკვიატოს თორემ თუ წამომცდა დამცინებენ.. -საზამთრო ტანსაცმელი.. საზამთრო საზამთრო საზამთროო.. -ეკატერინე, მაბრაზებ..-მითხრა ჩაცინებით.. -გავჩერდები, თუმცა იმედი მაქვს წამოგცდება.. -დარწმუნებული ვარ გაიმარჯვე.. -ძალიან კარგი..-ერთი ხელი გავუში და მის გვერდით დავდექი.. -რას აკეთებ..? -ასე უკუღმართად სრიალი დიდხანს არ შემიძლია.. -სამწუხაროა.. -სრიალის გარეშეც შემიძლია ხელი ჩაგკიდო, თუ მაგაზე დარდობ..-ცოტა დამცინავად შევაპარე.. -რადგან ამბობ..-გაჩერდა, რამაც მეც მაიძულა გავჩერებულიყავი.. -რას აკეთებ..-მეორე ხელი ისევ ჩამკიდა და ჩემს წინ გაჩერდა..-როდემდე აპირებ დგომას..? -სანამ სასჯელს ვადა არ გაუვა.. -გგონია თუ ხელს ჩაგკიდებ თავს დასჯილ მდგომარეობაში წარმოვიდგენ..? კარგად მოგიფიქრებია.. -არ ვიცი შენ როგორ წარმოგიდგენია დასჯა მაგრამ.. აი ახლა შენ გხედავ, წითურს, რომლესაც თმების ფერი სახეზე მოედო, სუნთქვა ეკვრის და მგონი..მგონი ფეხზე ძლივს დგას, ჩემთვის ეს მშვენიერი დასჯის მეთოდია.. -ცდები საერთოდ არ მეკვეთება ფეხები შენი სიახლოვისას..-”შენი აზრით ბრმა ხომ არ ვარ მზერა..” -შენთვის გადაშლილი წიგნი ვარ არაა.. -მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ.. -მე ვხედავ, არ მინდა ყოველი ცვლილება შენთვის ნათელი იყოს.. -არადა პრიქით სასიამოვნოა, ხედავდე როგორი რეაქციები აქვს შენზე ქალს, რომელიც ძალინ მოგწონს.. იმდენად, იცი ეს უბრალოდ მოწონებაც აღარაა.. -აღიარებ რომ მოგწონვარ..? -ეს უბრალოდ მოწონება რომ ყოფილიყო რაღა მიჭირს.. -აბა.. -ჯერ არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ საზღვრებს უკვე კარგა ხანია გასცდა და სადამდე შეძლებენ ჯებირები შეკავებს ვერ გეტყვი..-რაღაც უნდა მეთქვა.. დამასწრო..-გავაგრძელოთ სრიალი, ოღონდ სიჩქარეს თუ შეანელებ დამავალებ.. -ვეცდები..-ისევ კინაღამ წაიქცა, თავი ძლივს შეიმაგრა..-ისეთი ფოკუსირებული ხარ და მაინც.. -და კიდევ დამცინი არაა.. -საყვარელი ხარ კი არაფერს გერჩი..-ცოტა მოლბა..და ხელი საერთოდ გავუშვი, მასზე ოდნავ წინ წავედი.. -არაფერს გერჩიო და კი გამიმეტა.. -შეგიძლია, ამიტომ მიდი..რას უცდი მაქსიმუმ წაიქცე.. -და რამე მოვიტეხო.. -მაქსიმუმ.. -როგორ გიყვარს ადამიანის გამხნევება..-დრო როგორ გავიდა ვერ გეტყვით, ძირითადად კონსტანტინეს დავცინოდი, ისე თითქოს მასზე უარესი არ ვიყავი როცა პირველად დავიწყე სრიალის სწავალა .. ნელნელა შედარებით შეეჩვია დამოკუდებლად.. საწყისი ეტაპსთვის ვიტყოდი შესანიშნავად გამოსდის.. -შეიძლება რაღაც გკითხო..? -მკითხე.. -საფრანგეთში რატომ დაბრუნდი..? -მეგონა იმას დავიბრუნებდი რაც დავკარგე.. მეგონა იმ სიხარულს დავიბრუნებდი აქ ყოფნისას რომ ვიღებდი ჩემი პროფესიისგან..შთაგონება მინდოდა მეპოვა..თუმცა როგორც ხედავ ცარელი ხელებით ვარ.. -ვფიქრობ შენ შთაგონებას კი არა შენი თავის ბედნიერი ვერსიის დაბრუნება გინდოდა.. შენი დაკარგული ნაწილის.. -შეიძლება, არ ვიცი.. უკეთესად ვარ, იმასთან შედარებით.. მარტივად თუ ვიტყვით, ის არ არის რაც მინდოდა.. -მერე ცხოვრება როდიდან გვაძლევს ზუსტად იმას რაც გვინდა.. -ეგეც მართალია.. -იქნებ ის გამოიყენო საუკეთესოდ რაც აქ ჩამოსვლისას მიიღე.. -რას გულისხმობ.. -იყო უკეთესად, პერსპექტივას გაძლევს.. -იცი რაა.. წეღანდელთან დაკავშირებით, მეგონა ამ შთაგონებას თუ მივიღებდი, თუ რაღაც ახალს შევქმნიდი ეს მომიტანდაა ბედნიერებას.. შევცდი.. მეგონა ძველ ეკატერინეს თუ დავიბრუნებდი ბედნიერი ვიქნებოდი.. აქაც შევცდი.. არ ვიცი მთელი ეს პერიოდი ძველს რატომ მივტიროდი.. -უფრო მარტივი იყო და იმიტომ, ერთმა ფსიქოლოგმა თქვა, როცა წარსულზე ფიქრობ ყველაფერი უკვე გადალახულია, იცი განვითარება და დასასრული, ამიტომაც გეჩვენება მარტივად და ამიტომაცაა წარსული სანატრელი.. -ჰოდა შევცდი.. -სამაგიეროდ ახლა ხომ მიხვდი.. -რომ ძველი ეკატერინეს მაგივრად ახალი უნდა გავიცნო.. -შენთან ერთად სიამოვნებით გავიცნობ..-გამეღიმა და გავჩერდი, მინდოდა დავლოდებოდი მაგრამ ვერ გავითვალისწინე რომ კონსტანტინე ახალბედაა.. გამოიცანით რა მოხდა, დამეჯახა და ორივე წავიქეცით.. რამდენიემ წამიანი სიჩუმე და სიცილი აგვიტყდა.. თითქოს ყველაფერს უნდა გადაევლო და მაინც გვეცინობოდა.. ეს განწყობა საღამოს დარჩენილ ნაწილსაც თან გაჰყვა.. საუაბარი უფრო მსუბუქი გახდა და დრო, მის მაგივრადაც ვიტყვი საიამოვნოდ გავატარეთ.. . . . პირველი გადადგმული ნაბიჯი ჩემთვის ესკიზების ხელახლა გაკეთება აღმოჩნდა.. ყველანაირი ძალდატანების გარეშე.. იმდენად მყავდა ჩემი თავი ყუთში გამომწყვდეული, თურმე აქამდე გამოსვლა მიჭრდა და ალბათ ეს გახდა იმის საწყისი რატომ აღარ მსიამოვნებდა ჩემი პროფესიით მუშაობა.. ადრიანად გაღვიძებული ძლივს გამოვფხიზლდი და მოვწესრიგდი, ახლახანს შეძენილი როგორც ბავშობაშო ვეძახდი “სახატავი რვეული” გადმოვიღე.. ყავაც გვერდით დავიდგი და ფანჯარა გამოვაღე.. თუ დაიწყებ ვეღარ გაჩერდებიო ისე მემართება, როგორც იტყვიან საკუთარ თავს გასაქანი მივეცი.. ვცდებოდი როცა ვამბობდი, პროფესია აღარ მაქვსთქო, აღარ მსიამოვნებსთქო.. საკუთარ თავს ძალაუნებურად ისეთი გარემო შევუქმენი, ბუნებრივად მოხდა მსგავსად მეფიქრა.. საბედნიეროდ ეს შესვენებაც კარგი აღმოჩნდა.. როგორც ვთქვი ეს დასაწყისია და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.. ჩემს სტიქიაში ვიყავი გადაშვებული ზარმა რომ მიწაზე დამაბრუნა.. რა თქმა უნდა, კარის გასაღბად გავედი.. -გამარჯობა, თქვენთვის ამანათია.. -ჩემთვის..? -დიახ, შეგიძლიათ ხელი აქ მომიწეროთ..? -აა კი ახლავე.. სულ ესაა.. -დიახ..ნახვამდის.. -ნახვამდის..-გამოვართვი საშუალო ზომის ყუთი და ინტერესით დავბრუნდი მისაღებში.. დივანზე ჩამოვჯექი და ყუთი გვერდით დავიდე.. ათასი კითხვა გამიჩნდა რამოდენიმე წამში, სანამ კიდევ ამდენი დაემატება და თავიც გამისკდება გახსნას ვიწყებ.. გგონიათ რამე გამოჩნდა ? არა, ვიღაცამ შეფუთვაზე კარგად იზრუნა რაც მიმანიშნებს იმაზე რომ ჭურჭერლია.. მთლად ამაზე არ მიანიშNებს მაგრამ ეტყობა.. ეს კი ბადებს შემდეგ შეკითხვას, ვირღაც ჭურჭელს რატომ უნდა მიგზავ..არარსებობს, დაუჯერებელია.. ნუთუ ჩემს წინ აი ახლა ეველინ ბრეკლოუს შემოქმედებაა.. ფაიფურის ჭურჭელი.. ოქროთი და რაღათქმაუნდა პაწაპინა ჭიანჭველები.. ვერ ვიჯერებ.. სრიალის დროს ლაპარაკს მოვაყოლე, უცნაური ჰობი რა მქონდა, ის რომ მოხატული ჭურჭელი ძალიან მიყვარს, ვაგროვებ და.. გადაკვრით ვახსენე ეველინ ბრეკლოუ.. პატარა წერილიც გამოჩნდა.. “იმედი მაქვს მიზანს მივაღწიე და შენი გახარება შევძელი, ისტორია რომელსაც ჭურჭელზე გამოსახული ჭიანჭველები ყვებიან შენთვის ნაცნობი უნდა იყოს.. მოგებული საბოლოოდ მაინც მე ვარ, ჩემზე იმაზე ხშირად დაიწყებ ფიქრს ვიდრე აქამდე.. შეხვედრამდე წითურო.. შენი კონსტანტინე” ზემოთ რა წავიკითხე სულ დამავიწყდა “შენი” რომ აღიქვა თვალებმა.. და უცებ ერთ გამეორებას მეორე მოყვა და მართლა ჩამეხვია სიტყვები “ჩემი კონსტანტინე”.. ჩემი არ არის მეთქი თავი გავაქნიე, საეჭვო ღიმილითურთ.. ისე თითქოს რამეს შველიდეს.. კარგად დაწყებული დღე ზედმეტად კარგად გაგრძელდა, აი იმდენად კარგად უკვე ფიქრს იწყებ და რაღაც ცუდს ელოდები.. მინდოდა დამერეკა, მართლა, არ ვიცი რაღაცნირად გაუბედაუობამ შემიპყრო და ისიც კი ვერ მოვახერხე მესიჯი გამეგზავნა და მადლობა გადამეხადა.. ძლივს მოვწყდი დივანს, ყუთს, წერილს და კონსტანტინეზე ფიქრს.. ისევ ყავა ფანჯარა და ესკიზები.. მთავარი მიზეზი ყურადღების გადატანის მცდელობაა ვაღიარებ.. მეორე კი უხეშად ვთქვათ, სანამ გული არ მოვიფხანე არ შევეშვი.. ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ძალაუნებურად მომიტყუებიხართ, კონსტანტინეზე ფიქრი არ შემიწყვიტავს.. როდის გამოვედი სახლიდან ვერ გეტყვით, მაშინ გავიზრე სად ვიყავი ნაცნობი შენობა როცა აღიქვა გონებამ, თუმცა არ შევსულვარ.. იქვე ჩამოვჯექი და ლოდინის რეჟიმში გადავედი.. საათისთვის არ შემიხედავს თორემ დაახლოებით მაინც მივხვდებოდი, კიდევ რამდენი ხანი მიწევს ასე ყოფნა.. და აი ბოლოს და ბოლოს, გამოდის, ეტყობა დაღლილობა სახეზე და მძიმე ნაბიჯებზე.. წამოვდექი..ჩამიარა, რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ თითქოს რაღაც დარჩაო, მოიხედა დარწმუნდა ნამდვილად ვიდექი და მოჩვენება არ უდგას წინ.. -წითურო..აქ რას აკ..-მალევე დავფარე მანძილი და მოვეხვიე.. -ზუსტად არ ვიცი მაგრამ ის ვიცი აქ უნდა ვიყო.. -კარგი..- თმაზე მომეფერა..-ასე ძალიან რატომ მეხუტები.. -გესალმები.. -მესალმები.. -ახლობელს რომ შეხვდები, ხანდახან გადახვევითაც ხომ მოიკითხავ.. -კი მაგრამ, ამდენი ხნით..? -თუ არ გინდ..-გაშვება დავაპირე ახლა თავად მიმიზიდა უკან..-დაივიწყე მისალმება და მსგავსი სისულელეები.. მომენატრე.. -დარწმუნებული ხარ რომ არაფერი ხდება..? -მივდივარ.. -სად..რას ნიშნავს მიდიხარ.. -საქართველოში.. -მერე, ასეთი მოწყენილი რატომ ხარ.. -არამგონია მალე დავბრუნდე..-ნელნელა გამოვეცალე.. -ისიც არ იცი საერთოდ თუ დაბრუნდები..? -თვეებია აქეთ ვარ, არ ჩავსულვარ, არავის არ ველაპარაკები წესიერად.. -ჩამოსვლას არც აპირებ.. -ასეც არაა.. -აბა როგორაა.. რამდენი ხანია გადაწყვეტილება მიიღე.. -დიდი ხანია.. -რატომ არ მითხარი..-ცდილობს გამომეტყველბა არ შეეცვალოს, მაინც ეტყობა, ხმაც კი შეეცვალა.. -ვერ გითხარი სწორი დრო არ გამოჩნდა, ეს სიტყვა ხომ კარგ მომენტებს გააფუჭებდა.. -როდის მიდიხარ.. -აგვისტოს დასაწყისში.. -რაა.. ასე მალე..?- იქვე ჩამოვჯექით.. -სანამ უფრო გაგვიღრმავდება გრძნობები იქნებ ჯობია დავშორდეთ.. -ეკატერინე.. საერთოდ რაზე ლაპარაკობ.. ახლახანს, აი ამ წამს მითხარი.. დაივიწყე რა მითხარი.. იმდენად ძლიერად ჩამეხუტე სუნთქვა შემეკრა.. ამის შემდეგ ესე მარტივად როგორ შეგიძლია მსგავსი რამ თქვა.. -გგონია დისტანცია მარტივი იქნება..? -მაგას ვინ ამბობს.. შენ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გქონია და აქ გასაფრთხილებლად მოხვედი..? -გადაწყვეტილი მხოლოდ ის მაქვს რომ მივდივარ.. -თვეები არ მიდიოდი და სათოფეზე არ ეკარებოდი საქართველოს, ახლა რა შეიცვალა.. -მზად ვარ წავიდე. -მზად ხარ გაიქცე.. -გაქცევა რა შუაშია.. -კარგად იცი ჩვენი ურთიერთობა რა დონეზეც იყო, ამას მნიშნელობა არ აქვს.. იცი აქვს იმის შანსი მეტად მნიშნელოვნად გადიქცეს.. ამის გეშინია.. -გგონია შენგან მივდივარ, მხოლოდ ეს დაინახე მეტი ვერაფერი..? -შეიძლება სხვა ფაქტორებიც არის, მაგრამ კარგი რაა.. -კონსტანტინე საერთოდ რაზე მელაპარაკები ხვდები მაინც.. -საბოლოო ჯამში, ამ ურთიერთობას შანსსაც არ აძლევ, თუ ქვეყნის დატოვება ჩემთან დაშორებასთან ასოცირდება შენთვის, მაშინ გამოდის ვცდები.. ამიტომ მოიქეცი შენი გადაწყვეტილებისამებრ… -მოიცადე არ წახვიდე.. -შენც მოდიხარ, სახლში მიგიყვან, უკვე გვიანია.. -მანქანაში ჩავჯექით.. უხმოდ, დაძაბულობის მთელი აღქმით გავიარეთ გზა.. როგორც კი მივხვდი სახლს მივუახლოვდი მღელვარებამ მეტად ამიტანა-შეგიძლია გადახვიდე.. -კონსტანტინე.. გთხოვ.. -რას მთხოვ.. -ხელი მისი ხელისკენ წავიღე მაგრამ გამაჩერა..-ეკატერინე, არ შემიძლია.. ძლივს მოკრებილ ძალებს ერთიანად ნუ გამომაცლი.. -არ მინდოდა ასე გამოსულიყო.. -ნახვამდის.. -ნახვამდის..-მანქანიდან გადმოვედი და ფაქტობრივად სახლისკენ გავიქეცი..სანამ ლიფტში არ შევედი, კარები არ გავაღე და უკვე სახლში არ შევედი.. არ გამოვიცვალე და დივანზე არ მივესვენე მანამდე ვერ გავიაზრე.. მან მითხრა ნახვამდის და არა შეხვედრამდე როგორც ყოველთვის.. ჩვენ ერთმანეთს დავემშიდობეთ..ეს რა გავაკეთე, არადა რეალურად ხომ ეს მინდოდა.. დასრულება გასერიოზულებამდე, სულ ასე ვიქცევი.. სუნთქვა ასე როდის დამიმძიმდა.. თითქოს გავქვავდი.. . . . ბარგი ჩავალაგე, ბაიას დავემშვიდობე და სახლი დავტოვე.. იმდენად მექანიკურად ვაკეთებდი ყველაფერს კადრებად მახსოვს აეროპორტში მისვლა, ფრენა.. მთელი ფრენის მანძილზე მისვენებული ვიყავი თითქოს წამალი მქონდეს დალეული, არადა არაფერი მიმიღია.. სანამ ნახევარზე მეტმა არ დატოვა თვითმფრინავი ჩასვლა შეუძლებელი გახდა.. მაშინღა გავიაზრე, მორჩა, საქართველოში ვარ.. მხოლოდ იმას ვერ ვხვდები გახარებული რატომ არ ვარ.. ბარგი ჩამოვიღე და გასავლელისკენ დავიძარი.. არავისთვის მითქვამს ჩამოსვლის ამბავი, თაიამ კი იცის თუმცა თარიღი არა.. ტაქსში ჩავჯექი და მისამართი ვუკარნახე.. გამთენიისას სახლში გახლდით, როგორც ყოველთვის გარემო სუსხიანია, ძალიან ცივა.. როგორღაც ავათრიე ყველაფერი და სახლში შევედი.. დაღლილობის მიუხედავად სანამ წყალი არ გადავივლე დასაძინებლად ვერ წავედი.. როდის გამეღვიძა არ იკითხოთ.. როცა ცოტა გონს მოვედი, როგორც იტყვიან გამოვშუშდი.. მეორე დღეს დილით თაიას დავურეკე, ვუთხარი ჩამოსვლის ამბავი და ვთხოვე ყველა შეეკრიბა.. სიხარულით დამთანხმდა.. მოვწესრიგდი და თაია / ანდრიას სახლისაკენ გავემართე.. ჯერ ისედაც დაგეგმილი იყო, ცოტა გვიან მივსულიყავი, ახლა კი საცობში მოვყევი და იმაზე მეტად დავაგვიანე ვიდრე მეგონა.. ერთი ღრმად ამოვისუნთქე და კარები შევაღე.. ეზო გავიარე და ნელა გავაღე კარები.. ჩვეული ჟრიამულის ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას, გამეღიმა.. ასევე ნელნელა შევიპარე ოთახში და ლაპარაკში ისე ჩავერთე, კიდევ ვერ გაიაზრეს რა ხდება.. -გამომრჩა რაღაც.. რას ამბობდი..? -რას ვამბობდიდი.. წარმოგიდგენიაა რა ხდებათქო.. -აბუქებ დებ, თან მაგრად.. -რას აბუქებს გამარკვიეთ.. -რას აბუქებს და..-ოთახშო იოანე შემოვიდა.. -ეკატერინეე, აქ რას აკეთებ..-უცებ დაბნეული სახით შემომხედა ყველამ და გაიაზრეს როგორც იქნა ჩემი იქ ყოფნა.. ჩემკენ წამოვიდა იო და ჩამეხუტა..-დაკარგული დაბრუნებულა.. -მოიცადე ერთნაირად რაფერ გავითიშეთ,. -ისე შემოიპარა გენაცვალე, გიკვირს..? -არარსებობს.. კარგი იო გაიწიე ჩვენც გვინდა ვნახოთ..-ყველას ჩავეხუტე მოვეფერე და კუთვნილ ადგილს დავუბრუნდი.. -როდის ჩამოხვედი ქალბატონო.. -გუშინ..მაგრამ ისეთი დაღლილი და გათიშული გახლდით არაფრის თავი არ მქონდა.. -ეგ არაფერი, მთავარია ახლა აქ ხარ.. -იმდენი ხანია არ გვინახავს შენი მშვენიერი სახე, მეგონა ორი სამითვით წახვიდოდი და რამდენი ხანი გავიდა იაზრებ..? -არ თქვა.. -პატარები სად არიან..? -აქ არიან, თაია გამოიყვანს.. -თაიაააა სად ხაარ..-ესე არსაიდან ბოლო ხმაზე წამოვიკივლე.. -გამისკდა გოგო გული, მაცადე..-ჩამოვიდა, ღიმილიანი სახით მომესალმა გადამეხვია და ბავშვები გადმომილოცა.. -ჩემო პატარებო, მიცანით..? რამხელები ხართ.. -უმდენს ჭამენ კიდე კარგად არიან.. -თუ მჯეროდეს, ამათ ვხედავ ახლაა.. -მგონი ამ ორი გოგოს გამო ჩამოხვედი და ჩვენ საერთოდ არ გაინტერესებთ.. -მასეა.. აბა თქვენთან რა მინდა.. -ესე არსაიდან ჩამოსვლა რას მივაწეროთ.. -სულ იმას მიჩიჩინებდით გვაღირსე ჩამოსვლაო და ახლა გაგიკვირდათ..? ესე ჩამოვედი.. -რამდენი ხნით.. -რაღა რამდენი ხნით ჩამოვიდა და ჩამოვიდა.. -არაფერი არ ვიცი დაზუსტებით.. -აჰაა.. -დიდი ხანი არ გაგიშვებთ იცოდე.. -ამან წასვლა მოიწადინოს, წინ რა დაუდგება.. -ეგეც მართალია.. -იქნებ წასვლა არ წასვლის საკითხი გადავდოთ და მომიყვეთ როგორ ხართ..-ორივე დავსვი დაბლა მაგრამ არ მომშორებიან და ჩემს გარშემო დაიწყეს ტრიალი.. -ძველებურად, მნიშნელოვანს კი გიყვებოდით.. -გაზიანი სასმელი არსის სახლში..? -სტუმარივით რატომ იქცევი ქალბატონო.. მიბრძანდი და აიღე.. -ახალი ჩამოსული ვარ, მეტი სითბო თაია..-გამეცინა და მაცივრისკენ წავლასლასდი.. -ვაიმე თაია დამავიწყდა, რაო იმ გოგომ ვერ შეთანხმდით ბოლოს..? -არა გოგო რას ამბობ, ეგ ვინ ყოფილა კიდევ არ იცნობ.. -აბა თავიდან მოყევით დრამები.. -ასეც ვერ გავაბუქებ, დებორას ნაცნობს უნდოდა ფოტესესია, თავიდან ისეთი საყვარელი გოგო ჩანდა მერე კიდევ დრამების დადგმა დაიწყო, კაპრიზებს არ ვგულისხხმობ ბუნებრივიცაა ეგ მაგრამ.. ეს გოგო ნამეტანი იყო.. -ეგ არაფერი, უარი ხომ უთხარი.. -ვერა ამ დრმებში მომიწია მუშაობა.. ერთი სული მქონდა მომეშრებინა თუმც საქმეს ზერელედ ხომ ვერ გავაკეთებდი.. -ეგეცაა.. -ეგეცაა კი არა ეგაა რაცაა.. -რა მინდოდა მეთქვა, რადგან ეკატერინე ჩამოვიდა და არ ვიცით რა გადაუტრიალდება მალე უნდა დავგეგმოთ და სადმე წავიდეთ..-ქეთა.. -კიდე მგზავრობა მინდა მე..? -ხვალ კი არ მიმყავხარ.. ამ დღეებში.. -ეგ კარგი რამე მოვიფიქროთ.. -ახლა არ დაიწყოთ მსჯელობა, მოიფიქრეთ მაშინ და კაი მე თანახმა ვარ.. -როგორი დამყოლი ხარ ეკაკო მშვიდობაა..?-დემნა -დავის თავი არ მაქვს, დაღლილივარ.. -პარიზში ბრძანდებოდა მთელი უსასრულობა და კიდევ ესაა დაღლილი..?-დები -შეზლონგზე კი არ ვიყავი წამოწოლილი გეთაყვა.. -მოკლედ მერე მოვიფიქროთ ეგ ამბავი.. -ნეტა მალე აცივდეს ამ სიცხემ დამღალა..-თაია.. -ჯერ აგვისტოა რომელ სიცივეზე ლაპარაკობ.. -ზამთარი თოვლი სრიალი .. არ გახსოვთ ბაკურიანში რა კარგი დრო გავატარეთ..? -როცა ზამთარი მოვა წავდეთ და ახლა იქ ნუ ამიყვან..-ანდრია -ახლა არც აქვს აზრი.. -მაგრამ ხომ კარგი დრო გავატარეთ.. -ძალიან, სრიალი მომენატრა.. -ნახე რაა დებორას თავიდან როგორ ეშინოდა და ახლა ენატრება კიდეც.. -ჩემი წყალობით მეგობრებო..-დემნა.. -ვიცით მაშინ რა ამბებიც დაატრიალეთ.. ცარელა დრამა.. -აი ეკატერინე კიდევ ყინულის მოედნიდან ვერ გამოვიყვანეთ მაშუნ და შევუერთდით კიდევაც ბოლოს.. -ძალიან კარგი იყო, ფოტოები ისეთი კარგი გამოვიდა.. -ჩვენი მოციგურავეა.. -ეკაკო, არ გენატრება ყინულის მოედანი..ბაკურიანი..? -ბაკურიანი კი, ყინულის მოედანი ნაკლებად.. -მოიცა რაო.. -ახლახანს ვისრიალე..რა სახეებით მიყურებთ, ყინულის მოედნისთვის ზამთარი არაა აუცილებელი.. -ეს ნახე რაა რაფერ ამბებში ყოფილა.. -ზამთრის ნოსტალია გვერდით გადავდოთ და დავალებად გექნებათ შემდეგი შეხვედრისთვის კარგი იდეები დაიდოს.. -სათვალეები, გრძელი მოსასხამი და ჯოხი გაკლია დებ.. -ინგლისურის ლამარას ნუ დამამსგავსე შენი ჭირიმე.. -ეგ ქალი კიდე ცოცხალია..? -რას ერჩი გოგო, მაშინაც არ იყო ასაკიანი და რა მოკლავდა.. -უკავრავად.. -ვაჰმე გრეტაზე გაიგე..? -არა რა მოხდა.. -შენი წასვლიდან მალევე დაგვტოვა, რამოდენიმე თვე წასულიც იყო.. -მერე.. -როგორც ჩანს კარგად იმოქმედა, გამოყოლილი ჰქონდა დადებითი განწყობა.. -ახლა სადაა.. -უცხოელი სატრფო დაიგულა და ვერ მოიფიქრა რა გააკეთოს.. -რაა, აბა წესიერად მითხარით.. -ერთ ბიჭს შეხვდა იქ, ამ არაფრობაში თვითონ არ ამხელს მაგრამ შეყვარებულია.. -მერე.. -სამი თვე იყო წასული, ეგონა ეს მოწონება სხვა რამეში არ გადაიზრდებაო მაგარამ შენც არ მომიკვდე.. დაადგა ეს ბიჭი მალევე, დაიწყეს შეხვედრები და არიან ასე..-თქვენც იმას ნუ ფიქრობთ რასაც მე ძალიან გთხოვთ.. -არა წარმოიდგინე, ვინ იფიქრებდა.. -თინეიჯერობაშო სულ მინდოდა უცხოელი შეყვარებული.. -და შევრჩი მე..-დემნას ნათქვამზე ყველას გაეცინა.. -რთულია, მანძილი.. -და მაინც ახერხებენ.. გრეტა მისი სატრფოც და ბევრიც.. -რის ხარჯზე მერე..-მცდება უკვე სიტყვები უნებურად.. -ეგ უკვე ცალკე თემაა.. -ნუ მასევდიანებთ რაა.. კარგზე ილაპარაკეთ.. -რა უნდა მოგიყვეეთ..ამას წინათ..- კიდევ რამდენ თემას შევეხეთ იმ საღამოს ვინ მოთვლის.. ვიცინეთ ვტირეთ, ყველას კიდევ ერთხელ ჩავეხუტე და ჩემს სახლში დავბრუნდი, ნამდვილ სახლშო სადაც არავინ მელის.. ეს ფაქტი არასდროს მაწუხებდა არ ვიცი ახლა რატომ ვუსვამ ამას ხაზს.. არც საფრანგეთში ვდარდობდი ამაზე.. ერთდროულად ბედნირი და ნაღვლიანი ვარ, ხადახან როგორი ცუდია შეერეული გრძნობები.. არ ჯობია ცალკე აღებული გრძნობები მისი თავისებურებებით ბოლომდე შეიგრძნო.. რაღაც გიხაროდეს მთელი გულით ბედნიერი იყო ანდაც რაღაცას განიცდიდე და მთელი არსით..? არანაირი შეპარული სიხარული.. . . . დილიდან ფილმებს ვუყურებ, თვალები რა დღეში მაქვს არ იკითხოთ.. მაგრამ რათ გინდა მაინც ვერ ვწყდები.. საჭმელზე თავი არ შემიწუხებია, გამოვიძახე.. ორჯერ.. ყველაფერი კარგად არის, კარგად ვარ, ვინმემ თქვა რომ რაღაც ისე არაა.. არა ჰოდა კარგად ვარ.. მოულოდნელი ზარი მაიძულებს ფილმი დავაპაუზო.. -მშვიდობაა.. სად ხარ.. -სახლში სად ვიქნები.. დებ.. -არ ხარ შენ ნორმალური, ერთი შეხვედრის გამო ჩამოხვედი..? -ეგ რა შუაშია.. -აბა რას გამოიკეტე.. დღეს ვიკრიბებით იოსთან და მობძანდი.. -თვითონ რატომ არ დამირეკა.. -შემხვდა დღეს და საქმეებზე გავრბივარ, ჩვენებს უთხარი მოვიდნენო.. -რომელზე.. - 7-სკენ დაახლოებით.. -კარგი მოვალ.. -არ დაგავიწყდეს.. -რა დამავიწყებს..მიდი.. -აბა შენ იცი..გონს მოეგე დაო..- გამითიშა, მე კი გამეცინა წიგნის სათაურის ციტირებაზე.. ფილმი გავაგრძელე.. შორიდან როცა უყურებ, ხედვის არეს როდესაც აფართოებ ყველაფერი სხვანაირი ჩანს.. როგორც კი ფილმი მორჩა მოწესრიგება დავიწყე.. ცხელმა წყალმა მიშველა, ყველაფერი ჩალაგებულია ამობარგება არ მძალუძს ამრიგად რაც პირველი მომხვდა ხელთ, ჩაცმა შეიძლებოდა ჩავიცვი და მათკენ გავემართე.. აქამდე საათივით ვიყავი აწყობილი და ახლა არ ვიცი რა ხდება, ყველგან რატომ ვაგვიანებ ვინმე ამიხსნის..? ისევ ბოლოს მივედი.. -მასე ნუ მიყურებთ არ მინდოდა..ახლა აქ ვარ.. -და მთავარი ეგაა.. -რა კარგ ხასიათზე ხართ რა ხდება..? -მაგას მალე გაიგებთ.. -მოიცადე ვქეიფობთ და რამე..? -არც ჩვენ ვიცოდით დაგვახვედრეს..-ანდრია -მოხარული ვარ.. მოიცა და მაგიდასთან რატომ არ სხედხართ..? -ახლახანს მოვედით და სად გვეჩქარება, თან შენ გელოდებოდით.. -მიდი დასხედით და მოვალ ახლავე..კარგი აქ ვარ.. დავსხდეთ..? -ზედმეტად ბევრ გემრიელობას ვხედავ..- თავიდან არაფერი, შემდეგ მე ლიმონათი გადავისხი, ჩაცინებები და გავატარეთ, მეთქი ორი წუთით სამზარეულოში უნდა გავიდე და ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული მოვახერხე და შემობრუნებისასა სკამს გამოვდე ფეხი.. რა თქმა უნდა, თავი ვერ შევიმაგრე და იატაკს ჩავეხუტე.. რამოდენიმე წამიანი დუმილი და ყველას სიცილი აუტყდა მათ შორის მეც, მიუხედავად იმისა ფეხი საკამოდ მეტკინა.. -გთხოვ ასე მგონია თუ გატოკტები ისევ რაღაცას დაიმართებ.. -ლიმონათი არ მეყო, ვერ ხედავთ..?-ანდრიამ მომაშველა ხელი და წამომაყენა..-ყველაფერი რიგზეა მადლობა რომ კითხულობთ.. -გინდა გამოგყვეთ..? მარტო შეძლებ სამზარეულოში გასვლას..? -შემეშვით..-ვუთხარი სიცილით და სამზარეულოშ გავედი.. საყინულედან წყალი გადმოვიღე საკმაოდ დიდი ჭიქიდან მალვე დავლიე, რამოდენიმე წამი..კიდევ..ახლა გავალ, ყველაფერი კარგადაა დამშვიდდი.. -დღის ყველაზე მოუხერხებელი ადამიანი დაბრუნდა..- რამოდენიემე ხუმრობა ჩემზე, სიცილი და შემდეგ როგორც ყოველთვის როცა არიცი იმ თემამდე რანაირად მიხვედით ეგ დაგვემართა.. დაიწყო იმის განხილვა სად წავსულიყავით და ისეთ კამათში გადაიზარდა სხვა დროისთვის განსახილველად გადაიდო..ისევ.. ბოლოს ქეთათოს ამბებს იხსენებდნენ დებორა და თაია.. მაგაზე ცალკე ვიცინეთ.. -როგორ მეამბოზე ყოფილხარ.. -კარგა ხანს ეგონა თავი გაქცეული, ეგონა ვერ ვხედავდი.. -როგორ გინდოდა იმ პარკში დაგეტოვებინე.. -აბაა მაინც წავცდი და დღეს აქ ხარ.. -ხუმრობა იქით იყოს და.. -მოიცა რაა..? რას ამბობ შენ იო..? -რაღაც ხდება.. მშვიდობაა.. -ხუმრობა იქით იყოსთქო, ეს ვთქვი მარტო, აპოკალიფსი დაიწყო მეთქი კი არ მითქვამს.. -კარგი ჰოო, ხუმრობა იქით რატომ უნდა იყოს..? -მიხარია რომ ამდენი ხნის შემდეგ სრული შემადგენლობით ვართ, ვფიქრობ ეკატერინე ზუსტ დროს ჩამოვიდა რადგან გაგვიმარტივა ამ ამბის თქმა.. -ამბების.. -ამბები..? ახლა დავინტრიგდი.. -პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, მიხარია რომ ჩემი უახლოესი ადამიანები ჩემს გვერდით არიან, არამარტო დღეს ზოგადად, რაც არ უნდა ყოფილიყო, უთქმელად.. ჩვენთვის ბევრს ნიშნავს თქვენნაირი ადამიანების მეგობრად, ოჯახის წევრად ყოფნა.. ქეთა.. -მართლა არ მეგონა ამდენად თუ დაგიახლოვდებოდით, მაგრამ თქვენს გარშე ვეღარ წარმომიდგენია.. ამიტომაც გარკვეული ლოდინის შემდეგ მინდა პირველ რიგში თქვენ გახახაროთ, რომ ორსულად ვარ.. -რაა.. -არარსებობს.. -ხუმრობთ..? -არა, საბედნიეროდ არ ვხუმრობთ.. -გილოცაავთ.. -მაგარი ამბავია.. -ჩვენს გოგონებს მეგობარი გამოუჩნდებათ.. -მეგობრები.. -ტყუპებს ელოდები..? -არა.. -აბა რას გულისხმობ..? -ჯერ კიდევ დიდი პროცესია წინ მაგრამ შვილის აყვანა გვინდა.. -ამაზე დიდი ხნით ადრე დავიწყეთ ფიქრი, უფროსწორედ ქეთამ წამოჭრა იდეა.. -გვინდა ვიზრუნოთ პატარაზე, რომელსაც ჩვენგან ეს სჭირდება .. -დახმარება ნამდვილად დაგჭირდებათ.. -ვვარაუდობთ რომ ეს ყველაფერი ბავშვის გაჩენის შემდეგ მალევე მოგვარდება და თითქმის ერთ დროს ორი პატარა გვეყოლება.. -სიურპრიზებით ხართ სავსე.. -იმდენად მაგარი ამბებია არ ვიცი როგორ გამოვხატო სიხარული.. -თაიას კაპრიზებს ქეტასი ჩაანაცვლებს.. -რომელ კაპრიზებზეა ლაპარაკი ვკვდებოდი 9 თვე.. -იმედია იგივე არ გემუქრება.. -მაგას ვნახავთ.. -მე მზად ვარ კაპრიზებისთვის, ასე რომ.. -მაგას გამოვცდით, არ იდარდო..- მთლიანად ამ თემას გადავუარეთ.. ბავშვი უკვე სკოლაშიც შეიყვანეს, იქამდე მივიდნენ.. ბოლოს ნელნელა ყველა წავიდა, მეც უკვე წასვლას ვაპირებდი იოანემ რომ მთხოვა დარჩიო.. -ძალიან დავიღალე, მე ავალ კარგი.. -მიდი მიდი დაისვენე.. -აბა კარგად.. -კარგაად..-ქეთა ზემოთ ავიდა.. -არ გინდა გარეთ გავიდედთ,.? -გავიდეთ თან მითხარი რა გინდოდა და თან წავალ..-გარეთ გამოვედით და გასასვლელისკენ ვაპირებდი წასვლას იოანემ მანიშნა, აქვე ჩამოვსხდეთო.-მშვიდობაა..? -მეგობართან სალაპარაკოდ რამე უნდა ხდებოდეს ? რამდენი ხანი გავიდა მე და შენ ნორმალურად არ გვილაპარაკია.. -როგორც ჩანს ჯერ ისევ ვერ დავლაგდი.. -გეტყობა.. -ამასაც დრო უნდა.. -ვითომ..? -თუ რამის თქმა გინდა პირდაპირ მითხარი იო.. -რაღაც ხდება და არ მეუბნები.. გეტყობა ეს უბრალოდ დაღლილობის ბრალი არაა.. -კარგი რაა.. რა უნდა ხდებოდეს.. -ეგ შენ უნდა მითხრა, შეიძლება ხშირად არ რეკავდი და ბევ რამეს არიდებდი თავს მაგრამ ახლა საფრანგეთში აღარ ხარ და მოგიწევს საუბარი.. -სერიოზულ სახეს რომ იღებ მაშინებ -ტყუილად ცდილობ ლაპარაკის გადატანას.. -ისეთი არაფერია.. -ისეთი არაფერის კვალობაზე ძალიან გაწუხებს.. -არ შემიძლია ლაპარაკი.. -იმ დღეს რომ პაემანზე მიდოდი კარგად ჩაუვლია. -რაა.. -შენ რეაქციიდან გამომდინარე მართალი ვარ.. -საიდან მოიტანე, საპირისპირო სქესი ფიგურირებდეს..? -ვივარაუდე.. სასრიალოდ მასთან ერთად იყავი..? -ასე ძალიან თუ გაინტერესებს დიახ.. -ეს ყველაფერი არც უბრალო მოწონება აღმოჩდა და არც უბრალო პაემანი.. -არ მინდა მეთქი ლაპარაკი შენ კი აგრძელებ.. -არ გინდა მაგრამ გჭირდება.. -სალაპარაკო არაფერია, ერთს შემთხვევით გადავეყარე.. დიდი ხნის განმავლობაში ნაცნობებად ვამჯობინებდით დარჩენას.. -კარგ ძალიან კარგ ნაცნობებად.. -იოანე.. -კარგი მიდი.. -მოხდა რაღაცები და დავახლოვდით, ბოლოს პაემანზეც დავთანხმდი.. მეორედ მე დავპატიჟე სასრიალოდ..შემდეგ კი წამოვედი.. -ზედმეტად მოკლე შინაარსია.. -მეტის ძალა არ მაქვს, მართლა.. -ამიტომ გქონდა რაღაცნაირი რეაქცია გრეტაზე რომ ვსაუბრობდით..? -დიდი ალბათობით.. ყველაფერი გავაფუჭე, როგორც ყოველთვის.. -რამდენჯერ გითხრი ასე ნუ უყურებ საკუთარ თავსთქო.. -ჩამოვედი თქვენთან ერთად ვარ, ყველაფერი დალაგდება.. -მაგას მე მეუბნები თუ საკუთარ თავს.. -ორივეს.. -მისმინე, თუ წერტილი არ დაგისვამს და ახლა ახალი ფურცლიდან ცდილობ გაგრძელებას, აზრი არ აქვს, დაუსრულებელი ისტორია ოდესღაც მაინც ამოყოფს და შეგახსენებს თავს.. თუ ასრულებ, დარწმუნდი შენი სიტყვების სიმართლეში.. -ზედმეტად ამარტივებ, არც ასეა საქმე.. -თუ დაშორება გინდოდა და დაშორდ, ახლა კი უბრალოდ განიცდი კიბატონო.. მართალი ხარ გადაივლის მაგრამ.. -მაგრამ.. -სიტყვა თითქმისზე სევდიანი არაფერია.. არ ისურვებ საკუთარი თავისთვის .”თითქმის გამოგვივიდა”.. -ვიცი.. -იცოდე რომ შენს გვერდით ვარ, ნებისმიერ დროს.. -მადლობა..უნდა წავიდე.. -თავს გაუფრთხილდი.. -შენს შვილოს მოვესწრები არ იდარდო.. ახლა უკვე მოვემზადები მამიდობისთვის..-ჩემს ნათქვამზე გაეღიმა, კიდევ ერთხელ დავემშვიდობე და წამოვედი.. . . . აგვისტოს ნახევარი გავიდა.. ერთი კონკრეტული კაბის დიზაინზე დავიწყე მუშაობა, ამდენი ხნის შემდეგ ამას არავისთვის ვაკეთებ, არავისთვისაა განსაზღვრული და მორგებული.. იმაზე მეტადაა ჩემი, ვიდრე აქამდე რაც შემიქმნია ნებისმიერი.. თითქოს გარემო კი ნაცბობია მაგრამ თოვლით დაფარული და მიუხედავად იმისა ეს გზა აქამდეც გამივლია, მაინც ისეთი შეგრძნება დამდევს რომ პირველად ვაკეთებ.. უფროსწორედ, თოვლში ხმაურიანი ნაბიჯებით გზას ვიკვალავ.. გაგიკვირდებათ და მთელი დღე ვიარე ნაჭრის ასარჩევად, ყველაფერს გამოვუნახე წუნი, ბოლოს კი ერთ ქალბატონთან მიმასწავლეს.. პატარა ოთახში ამოვყავი თავი, უამრავი სხვადასხვა სახეობის ნაჭერი.. ერთი ორი კაბა და საკერავი.. ზუსტად ის ვიპოვე რაც მინდოდა.. ამიტომაც დავბრუნდი გახარებული.. ალბათ ფიქრობთ თუ ყველაფერი გავყიდე სად და რითი ვაპირებ შეკერვას.. არის ერთი საკერვი, რომელიც იმდენად ძვირფასია ვერ გავიმეტე, ჩემი ხელოვნების მასწავლებელმა მაჩუქა.. აბსოლუტურად ყველაფერი გავყიდე ამ საკერავი დაზგის გარდა.. ყუთი გადმოვიღე სადაც შენახული მქონდა ყველა საჭირო ნივთი, გავშალე და დავიწყე, აუჩქარებლად.. საკუთარ თავს ვახსენებდი, სიამოვნების დიდი ნაწილი პროცესიდან უნდა მიმეღო და მხოლოდ შედეგზე არ ვყოფილიყავი კონცენტრირებული.. ზარი.. -ეკაკო ჩვენი გესმის..? -რა ხდება.. -სახლში ხარ..? -კი.. -ჰოდა შენთან მოვდივართ.. -რაა.. -რაც გაიგე.. დღეს არ მაგონებდი.. ახლა ისე დავფიქრდით საერთოდ სახლში თუაო.. -კარგი მობრძანდით, არა უარი რომც ვთქვა, არ მოხვალთ თუ რაა.. -ეგეც მართალია, აბა ჰეე..- ყველაფერი ერთი ხელისმოსმით ავიღე და ყუშტი ჩავყარე, შემდეგ ოთახში შევიტანე.. წყალი დავადი ყოველი შემთხვევისთვის და როგორც აღმოჩნდა აქვე იყვნენ, დიდი დრო არ დასჭირვებიათ მოსასვლელათ.. ამჯერადაც გაისმა ზარი ოღოდ გასასვლელის მიმართულებით, რომლის გავლა მესიკვდილება.. -მობრძანდით მობრძანდით.. -იმდენი სასუსნავი მოვიტანეთ, ორი დღე გვეყოფა..-დები -შენ როგორ ხარ ქალბატონო..? -კარგად.. იმის გარდა რომ იოანეს ატანა არ მაქვს.. -რა..? -მგონია ჩემს ჯიბრზე სუნთქავს, დანახვა არ მინდა.. -დაეწყო ამას ჰოო.. -იოანე გავამხნეოთ, ვუთხრათ ასეთი რამ ნარმალნააოო. -კარგი, გოგონების საღამო გვაქვს, შედით თუ შედიხართ, დამაყენეს გარეთ.. -აბა რას ინებებთ ჩაი ყავა ყავა ჩაი.. -კენკრის ჩაი მინდა, გაქვს ჰოო.. -ქეთა გიმართლებს იცი//? მაქვს.. სხვები რას იტყვით.. -ძლიერი ყავა..-თაია -ჩაი, რაც გაქვს.. -კარგი მანამდე მითხარით აქეთ რა ქარმა გადმოგაგდოთ.. -ჩამოსული ხარ და ჯერ ვერ მოგიწყინეთ, შეგვარგე რაა.. -მე ბოდიში.. ბავშები სად არიან..? -ნანასთან, რომელსაც დედჩემი ყავს სტუმრად და ასე ერთად უვლიან.. -კაიი.. ძიძა გაათავისუფლე დღეს და რამე..? -დამეთხოვა დღეს..მოკლედ ქმრების ბავშების გარეშე, მხოლოდ გოგნები..-ყველას მოთხოვნისამებრ გავუკეთე მე კი კაკაო დავისხი.. -თან ილაპარაკეთ, მე ამ სასუსნაობას გავანაწილებ ჭურჭელში..-თაია -ეკატერინე, უცანურად იქცევი.. -რატომ..? -ამდენი თვე პარიზში იყავი, მოდი ხაზი გავუსვათ, პარიზში და რა არაფერს გვიყვები.. -რა არის მოსაყოლი..? -ჩვენც მაგას გეკითხებით დაო.. -ხანდახან პარიზი ყველაზე არაპარიზულია რომატიკის თვალსაზრისით.. ამრიგად ისეთ პასუხს ვერ მიიღებთ, როგორიც გინდათ.. -კარგი რაა.. -რომანი დაივიწყე.. -რომელიც არ მქონია.. -ისემც შენ რა გითხარი.. და ზოგადად წესიერად მოგვიყევი რა ხდებოდა.. -ვმუშაობდი, იმდენს ვაცხობდი, ალბათ კიდევ კარაგა ხანს არაფერს გამოვაცხობ.. სერიოზულად დავიღალე.. -რაც გვითხარი მუშაობას თავი გავანებეო იმის მერე არაფერი გაგიკეთებია..? -არაფერი.. -ბუნებრივია, ყოველდღე რაც არ უნდა გემრიელ ტორტებს აცხობდე მოგბეზრდებოდა.. -ვერ ვიტყვი რომ მომბეზრდა უბრალოდ დავიღალე.. -ეგ დაღლაც გადაივლის და გემრიელობებს გაგვიკეთებ.. -ქეთა შენ თუ მთხოვ ახლაც გაგიკეთებ.. -ჩვენ..? -რომელიმე ორსულად ხართ..? -არა.. -მაშინ არა.. -არა ნახე რაა… -მოიცადე, ახლა გაიაზრეტთ 5 წუთისწინ რა მოხდა.. -რა მოხდა.. -ვერ მივხვდი.. -ყველა დაოჯახებულები ხართ და ჩემი პირადიღა დაგრჩათ განსახილველი ყავაზე.. ან ჩაიზე.. -ვაიმე კიი.. -ოჯახურ დრამები და მერე ბედნიერად ცხოვრებას თუ გვერდით გადავდებთ.. რაღაც კუთხით მართალი ხარ.. -აი სანამ ურთიერთობა დაიწყება, მსგავსი აღტაცების მომენტი.. -ყველამ ერთმანეთის ისტორია ზეპირად ვიცით, შენი კიდე სიახლეა, რა გიკვირს ჩემო კარგო.. -ჰოდა ხელთ შეგრჩათ ნაცარი .. -ნაცარი არსაიდან არ ჩნდება, გამოდის მანამდე რაღაც იწვებოდა.. -ნუ გვეფილოსოფები შენი ჭრიმე დებ.. -არა ტყუილად აჩუმებ, დებორა მართალია, რაღაცას არ ყვები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ არის.. -მართლები ხართ.. -რააა, დროზე ისტორია დაიდოს.. -არა.. -უკაცრავად, მეგობრებს დაქალებს ოჯახის წევრებს უარს ეუბნებიი.. -გული ჩამიკალი.. -ჯერ კიდევ გადახარშვის პროცესში ვარ, ახლახანს მოხდა და ეს უბრალოდ რაღაც სახალისო ისტორია არაა კარგი.. ამაზე ლაპარაკისთვის მზად არ ვარ.. -როგორც გინდა, თუ ასეთი რთულია ვერ დაგაძალებთ.. -ამიტომ ხარ რაღაცნაირად..? -ჩვეულებრივად ვარ.. -ხარ მაგრამ როგორც შენი ახლობელი ადამიანები, რომლებიც კარგად გიცნობენ ვხვდებით როცა რაღაც ისე ვერაა.. -არ მინდაო ადამიანმა და შევეშვათ, ისე ნუ ვიქცევით თითქოს ჩვენ თავიდანვე ვამბობდით ყველაფერს, სანამ უკიდურესი რამ არ მოხდებოდა მნიშნელოვან რაღაცებს თავის დროზე ვყვებოდით..? -თაია.. -ეგეც მართალია.. -ძალიან ცუდია მერე.. გასამართლებელი მიზეზები კი გვქონდა მაგრამ ფაქტი სახეზეა.. ახლა ის მაინც ვიცით რომ რაღაც არის, როცა მზად იქნებო// თუ იქნები მოგვიყვები.. -კარგი.. -მოდი რამე კარგ ფილმს ჩავუჯდეთ.. -კარგს არა.. უფროსწორედ რამე თინეიჯერულს, გავხალისდეთ რაა ცოტა.. -როგორ მიყვარდა პრონცესას დღიურები..? მოდი ვუყუროთ.. -სულ მინდოდა ჩემი არცნობილი ბებია მოსულიყო და ეთქვა იმ ქვეყნის პრინცესა ვარ, რომლის შესახებაც არც კი მსმენია..-ჩვენ დიალოგზე სიცილი აგვიტყდა.. -კარგი ჩართეთ, გავიხსენოთ..-რადგან სასუსნავები უკვე გამზადებული გვქონდა ჩავუჯექით.. ბევრი ვიხალისეთ კიდეც.. -რადგან ორივე ნაწილი მოვრჩით მაგარი იდეა მაქვს..მოდი ეკატერინეს უცოდინრად შემთხვევითობის პრინციპით ავარჩიოთ მამრობით სქესისი წარმომადგენლები და ისე შევაფასოთ როგორც ფილმში.. -ლეპტოპი მომწოდე.. თქვენ ფოტოები ჩამიყარეთ პრეზენტაციას მე ავაწყობ.. -არ ხართ თქვენ ნორმალურები ჰოო.. -გავერთობით რაა.. -გიშლიით მიდი აბა მაინტერესებს ვისთვის გემეტებით.. წვენი არავის უნდა..? -კაკრას შენი გასვლსი დრო იყო…მიდი მოიტანე.. -მოგერიდა თუ რატომ ვერ გამაგდე თავის დროზე.. -მიბრძანდი თუ მიდიხარ..-მაცივრიდან ბოთლი გადმოვიეღე, უკვე დასახმელად მქონდა გამზადებული როცა ტელეფონის ზარმა შემაჩერა, ისე ვუპასუზე არც დამიხედია ვინ იყო, ცუდი ჩვევაა მაგრამ გაუაზრებლად მემართება ხოლმე.. -კეტრინ გაბაშვილს ვესაუბრები..?-ფრანგული რომ მომესმა ისე გამიკვირდა თითქოს პირველად ვისმენდე.. -დიახ..ვის ვესაუბრები.. -მოგახსენებთ.. მე მხოლოდ ასისტენტი ვარ, ძლივს მოვახერხე თქვენი ნომრის მოძიება.. გავიგე საქართველოში დაბრუნებულხართ.. -იქნებ საქმეზე გადავსულიყავით.. -მომიტევეთ.. შეხვედრის ჩანიშვნა თუ მოხერხდება.. -როდის..? რასთან დაკავშირებით, იქნებ წესიერად ამიხსნათ რა ხდება.. -ზუსტად მეც არ ვიცი, მე მხოლოდ თქვენთან დაკვშირება მევალება..- ბოლოს სანამ ამიხსნა ვისი ასისტენტი იყო, სანამ შეხვედრა ჩავნიშNეთ დროც გავიდა და ისიც დამავიწყდა რისთვის შემოვედი სამზარეულოში.. -მთლად ამდენი ხანიც არ იყო აუცილებელი შენი წასვლა, მოდი ოდესმე.. -აჰაა მოვედი.. -და წვენი.. -სულ დამავიწყდა.. -მაგისთვის არ წახვედი../? -არ გესმოდათ ჩემი ლაპარაკი ტელეფონზე..? -გაკვრით.. მიდი წვენი მოიტანე და დავიწყოთ..მოდი რას ელოდები.. -თინეიჯერულ ფილმს ვუყურეთ და თქვენც თუ გადაიქცეოდით თინეიჯერებად რას ვიფიქრებდი.. -გართობა გავცადე, არ აქვს მნიშვნელობა თინეიჯერულია თუ არა.. მოკლედ პრეზენტაციას წარმოვადგენ მე, დებორა დარასელია მოგესალმებით, დღეს გავიგებთ ვინ არის ეკატერინეს რჩეული.. ვიწყებთ.. პირველი ფოტო თუ შეიძლება..-ხუმრობასთან და სიცილან ერთად არ უნდა გაგიკვირდეთ როცა ვიტყვი ცხარე კამათში გადასვლა არ გაგვიჭირდებოდა.. მიზეზად რომელი მსახიობი მომღერალი თუ პრინცი რატომ შემეფერებოდა თუ არ შემფერებოდა.. -შემდეგი.. -თქვენს წინაშეა.. -ლუი გარელი.. -ეს ვინღაა.. -ქეთაა ლუი გარელი არ იციი.. -არ ვიცი, ვინაათქო.. -ფრანგი მსახიობია.. ადრე მოსწონდა ქალბატონს და იმიტომ ჩავსვი..-მთელი დრამატულობით წარსგდა დებორა.. -მიკვირს გახსოვდა.. -რა დამავიწყება.. -რეალურად მისი პერსონაჟი შენამდე არ მოდის.. ერთმანეთს არ უხდებით// -აი ეს კი სულ სხვაა// -ჰენრი კევილი, როგორ გავს..-არა მთლიანად მაგრამ იერი, არ ვიცი რაღაცით.. -იგივე სუპერმენი..მოიცადე ეკაკო ვის გავს.. -არავის, მომეჩვენა.. -შენი ტიპაჟი ნამდვილად არის, ჩემი ხმა ჰენრის.. -დიახ დიახ.. ეკატერინე და სუპერმენი.. -მეგობრებო ეს ის არის რასაც ვეძებდით..? -ვფიქრობთ ასეა.. -მაშინ, გადწყვეტილება მივიღეთ და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.. -როგორ გეტყობა შენი ქმარი ადვოკატი რომააა. -კიდე კარგად ვარ.. -მე გავერთე და თქვენი არ ვიცი.. -კიი კარგი იყო უბრალოდ შემოგვაღამდა ამასობაში.. -მოსაღამოვდა უფრო სწორი იქნება.. -ჩვენი წასვლის დროა.. -კიი სუპერმენთან პაემანი მაქვს და მეჩქარება.. -აბა შენ იცი არ დააგვიანო..-ჩანთები მოსაცმელები აიღეს და ისე მალე წავიდა ყველა ერთად.. ერთი რომ იტყვის და მიყვებიან.. რაღაცნაირად ისე გადავიღალე, რაც შევძელი უცებ მივალაგე და დანარჩენი ხვალისთვის გადავდე.. მოვწესრიგდი თუ არა დასაძინებლად წავედი.. . . . მეგონა ჩემთვის საყვარელი საქმის გაგრძელება დანაკლისის განცდას შემივსებდა მაგრამ შევცდი.. არასწორად არ გამიგოთ, მიხარია დაბრუნება, მაგრამ იმაზე ფიქრი როგორ ვაძლევ ჩემს გონებას ჩემი შიშებით მმართოს.. ბზარებს მიჩენს.. გგონია თავს აჯობე წარსული დაივიწყე შენთვის უკვე მნიშნელოვანი აღარ არის მომხდარი.. სამწუხაროდ სადღაც ამოყოფს თავს.. მოგონებებში, გადაწყვეტილებებში ურთიერთობებში.. სინამდვილეში ყოველთვის მეგონა რომ თუ ბოლომდე გამოვამჟღავნებდი ჩემს თავს ფიქრებს გრძნობებს, წავიდოდნენ რადგან იფიქრებდნენ რომ მეტისმეტია.. რაღაც კუთხით ყოველთვის უკან ვხევხდი ამის გამო ჩემს თავს.. რატომ დავანებე დიზაინერობას..? ვიცი ამ კითხვაზე პასუხი გვაქვს მაგრამ საკუთარივე დადებულმა ბოქლომებმა დამამძიმა რომელსაც ჩემს თავს ვუწესებდი.. და კონსტანტინე, ასე რატომ წამოვედი..? შიშის გამო, როგორ შეიძლება ადამიანს ბედნიერების ეშნოდეს არ ვიცი მაგრამ მე მეშნია, იმიტომ რომ ბავშობიდან მეგონა რამე კარგი თუ ხდებოდა მეტად საშინელი რამ აუცილებლად მოყვებოდა.. იქნებ დროა საკუთარი თავი გავათავისუფო უთქმელი შიშებისგან.. გახსოვთ თაია მეუბნებოდა, იმ გასაღებს იპოვი რომლის პოვნა ასე ძალიან გინდაო.. იპოვი იმას რაც გაკლიაო..? მთელი ამ დროის განმავლობაშ წინ მქონდა გასაღები რომლითაც საკუთარ თავს აღარ გამოვკეტავ და მივცემ საშუალებას უბრალოდ თავისი თავი იყოს, არც ნაკლები არც მეტი.. ამიტომაც რამოდენიმე შეხვედრის შემდეგ ვიდეო ზარით, საბოლოოდ გადავწყვიტე ცნობილ ფრანგულ ბრენდთან ვითანამშრომლო.. ჩემი ხედვები ესკიზები.. მოსწონთ თუმცა ჩემი დაბრუნების დროა საფრანგეთში.. -მოიცადე, გაიმეორე რა თქვი.. -საფრანგეთში ვბრუნდები.. -სამი თვე არცაა რაც ჩამოხვედი, ისევ დიდი ხნით უნდა გადაიკარგო../? -არა, ზუსტი დრო არ ვიცი მაგრამ ისე აღარ მივდივარ როგორც წინაზე, გაურკვევლობაში.. -აბა რას აპირებ.. -მოკლედ შემოთავაზება მივიღე…-ყველაფერი მოვუყევი, დაახლოებითი გეგმა რა როგორ მოხდა და.. -თუ მჯეროდეს.. -ძალიან მაგარი ამბავია.. -გილოცაავ.. -ოფიციალურად არ დავთანხმებულვარ, ამიტომაც უნდა ჩავიდე.. -თუ ეს ის არის რაც გინდა, ჩვენ შენს გვერდით ვართ..-შეკრება ჩემი გაცილების ცერემონიად გადაქცეულიყო, დიდი დრო არ დასჭირვებია.. სასწაული სცენარები დახატეს რომელზეც მეცინებოდა და ყოველჯერზე ვამბობდი რომ ჯერ ზედმეტი იყო ამაზე საუბარი.. ამ ხუმრობ ხუმრობაში საღამო დასრულდა.. რამოდენიმე დღემაც ჩაიარა და ჩემი ფრენის დრო მოვიდა, წასვლა ქუთაისიდან გადავწყვიტე ამიტომაც თბილისში დავემშიდობე და მარტო წავედი.. თარიღიც აღარ მითქვია არ მინდოდა ჩემგამო ეწვალათ.. რამდენჯერ არ მიფრენია მაგრამ ასეთი დაღლილი დასასრულს არასოდეს ვყოფილვარ, იმდენად ცუდად დაემთხვა ყველაფერი, მგზავრები საშინლად ხმაურობდნენ.. თავისი პრეტენზიებით სცენებს ქმნიდნენ.. ტუმბრუენტულ ზონაზე საუბარი არ დამაწყებინოთ, სხვა დროს დიიდ ვერც ვიგებ ვერაფერს მაგრამ ახლა.. როგორც იოანე მოიშველიებდა ფილმიდან ციტატას “ აა კიდო შემაქანა” ეს კიდევ არაფერია შევირყე. მოკლედ ეს რამოდენიმე სააათიც გადავაგორე და დავბრუნდი, ამჯერად სასტუმროში.. როგორც კი ამოსუნთქვის საშუალება მომეცა აღარ დავაყოვნე და დავუკავშირდი, აქ ვიყავი და შეხვედრისთვის მზად.. დრო დამითქვეს და როგორც აღმოჩნდა ლოდინის მეტი არაფერი დამრჩენია.. ორი დღის შემდეგ დათქმულ ადგილას მივედი.. ტაქსიდან როცა გადმოვედი შენობას ავხედე.. სანამ შევაბიჯებ.. ეს ყველაფერი რეალურია.. შეიძლება ჩემი მომავალი რადიკალურად შეიცვალოს.. -დიახ, ეკატერინე გაბაშვილი.. -დიახ, გელოდებიან მიბრძანდით ბოლო სართულზე..-თავი ისე დავუქნიე დამავიწყდა მეკითხა რომელი ოთახი მაგრამ დიდიად მიუგნებელი არ უნდა იყოს ამიტომ არც მივბრუნებულვარ.. -კეტრინ გამარჯობა..-ჩემი სახელის ფრანგული ვარიანტი რომელსაც ვერ ავცდი.. ისევ.. არ მითქვამს ხომ..? ფრანგული მოდის სამყაროში კეტრინი ვარ, რატომღაც ეკატერინეს თქმას ურჩევნიათ.. -ქალბატონო ვიარ, მიხარია თქვენთან შეხვედრა.. -გთხოვ ფორმალობების გარეშე..-ღიმილით დავუქნიე თავი..-ბოლო საუბრიდან გამომდინარე ვიტყოდი ძირითად საკითხებში ჩვენი აზრები ემთხვევა.. ამიტომ თანამშრომლბა არ უნდა გაგვიჭრდეს.. -გეთანხმებით.. -შენიში რაც მომწონს ისაა რომ ხელწერა გაქვს, კარიერის დასაწყისიდან, მინდა ეს გამოიყენო მაგრამ არა ისე რომ ყველა მხოლოდ ამით იყოს მოცული.. -დიახ, რა თქმა უნდა, გასაგებია.. -მოდი მაშინ დრო რომ არ დავკარგოთ, მოკლედ გადავიაროთ რას ვაპირებთ.. მუშაობა დავიწყოთ..-მოკლედ..? ოო დამიჯერეთ ეს მოკლე სულაც არ ყოფილა.. ყველაფერი გავიარეთ რა შეიძლებოდა და რა არ.. თემა დიზაინი, რა ინქება ამ ყველაფრის მესიჯი.. ჩემი მოვალეობა.. შეხვედრის დრო..? ფაქტობრივად ყოველდღე აქ უნდა ვიყო თუმცა კონკრეტულად მასთან როდი.. -როდესაც გენდომება აუცილებლად დამიკავშირდი, ჩვენი ჩანიშნული შეხვედრების გარდა, ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება.. -მადლობელი ვარ.. -კარგი მაშინ, შევხვდებით.. -აუცილებლად.. -კეთილი იყოს შენი მობრძანება.. პირადად მოხარული ვარ, რომ შანელთან თანამშრომლობას დათანხმდი.. -მეც ასევე, დაგემშვიდოებით.. -ნახვამდის.. . . . საკუთარ თავთან პირველდ შემიძლია აღიარება , რომ მენატრება.. ყველანაირად ვცდილობდი საქართველოში ყოფნისას სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება.. მეგონა ეგ გრძნობაც მალე გაივლიდა მაგრამ ასე არ მოხდა.. რამდენჯერ შეუნიშნავთ ჩემებს და არაფერი უთქვამთ ფიქრებით სადღაც რომ დავფრინავ.. თითქოს იქ ვიყავი იმ ოთახში, უბრალოდ ბოლომდე გონებით არა.. ახლა კი როცა ვიცი იმაზე ახლოა ვიდრე მანამდე ფიქრს ვერ ვწყვეტ რომ შეიძლება გადავეყარო, შევხვდე.. შეიძლება ცოტა აბსურდი იყოს.. ეგ მესმის.. თავიდან ვცადე მხოლოდ სამუშაოზე გადამეტანა ყურადღება, მაქსიმალური ჩათულობა მქონოდა და მთელი კრეატიულობა რაც გამაჩნია აქეთ მიმემართა.. საკუთარ თავს ვახსენებ სამუშოს გამო ჩამოვედი და არა მისთვის.. უკვე ვიწყებ იმაზე ფიქრს, ეს აზრი სიმართლეს მოკლებულია.. რადგან მოვიფიქრეთ, დიზაინი გავაერთიანოთ და რაღაც ერთობლივი იყოს.. ნამდვილად არ მეგონა რამოდენიმე სამოსს მთლიანად მე თუ მომანდობა.. ყველაფერთან ერთად აგანსაკუთრებულად დავიწყე ფიქრი და ესკიზების ხატვა.. ყველაფრის გათვალისწინებით დაახლოებით მომივიდა იდეა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო თითოეუილი.. დავიწყე კაბით.. მორიგი სამუშაო დღე დასრულდა, მგონი ყველაზე ადრე როგორც კი შეიძლებოდა.. წესით და რიგით კიდევ ვრჩებოდი რამოდენიმე საათის მანძლზე.. ნელა გავუყევი გზას.. და დადგა ის გარდამტეხი მომენტი როცა ცდუნებას ვეღარ გავუძელი და ტაქსის მღოლს ნაცნობი მისამართი ვუკარნახე.. ჯერ ხომ ეკლებზე ვიყავი სანამ გააჩერა და ახლა ალბათ ჩემი გადმოსვლა უფრო გადმოფრენას გავდა.. შენობაში შევედი და პირდაპირ ნაცნობი გოგონასკენ დავიძარი.. -გამარჯობა რით შემიძლია დაგეხმაროთ..? -კონსტანტინე თავისუფალია.. -თუ გჭირდებათ, სხვა ექიმთან ჩაგწერთ.. -არა კონსტანტინეს თუ არ სცალია სხვადროს მოვალ.. -შვებულებაშია და მეც არ ვიცი ზუსტად როდის ბრუნდება.. -შვებულებაშია..? -დიახ.. -კარგით მადლობა და ნახვამდის..- აღელვება იმედგაცრუებამ ჩაანაცვალა, შენობიდან გამოვლასლასდი და მორიგი ტაქსი გავჩერე, სასტუმროს მისამართი ვუკარნახე და მივესვენე.. არა დიდის ამბით რომ მივედი რა მეგონა.. თან სამსაურში მივაკითხე, რის თქმას ვაპირებდი.. ნომერში შევედი თუ არა ვიგრძენი როგორ მჭირდებოდა დასვენება, მუშაობისგან ფიქრებისგან.. საკუთარი თავისგან.. . . . -თქვენ რაც დამავალეთ იმის მიხედვით რამოდენიმე ვარიანტი გვაქვს, რომელს ინებებთ.. -მოდი ჯერ მეოთხე ვცადოთ.. -ახლავე..-მეკი მობილურს დავხედე რომელზეც ზარი გადის.. -გისმენთ.. -ვილიამ.. -ეკატერინე.. სალამი, როგორ ხარ..? -კარგად მადლობა თავად. -რა მიჭირს.. მოხდა რამე რამ შეგაწუხა..? -პირდაპირ გკითხავ.. კონსტანტინე საითაა..? -საქართველოშია.. -რაა..სერიოზულად..? -კი საქართველოში ამას წინათ წამოვიდა.. იმდენი ხანია შვებულება არ აუღია, არ მეგონა კიდევ თუ აიღებდა.. -საქართველოშია.. -ახლა სად ხარ.. -უნდა წავიდე, ბოდიში მერე ვილაპარაკოთ..-საქართველშია, იქ არის, მე კი არ აქ.. მოიცადე, საქართველოში რა უნდა..? მაქსიმალურად ვუარყოფ ხმას რომელიც მეუბნება რომ ჩემს გამო ჩავიდა.. შეუძლებელია.. დიდი მიხვედრა არ უნდა როგორ გამიჭირდა დარჩენილი საათები კონცენტრირება.. როგორც კი სამუშაო საათები დავასრულე მაშინვე ბაიას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე.. კი იცოდა რომ ჩამოვედი მაგრამ ვერადავერ მოვახერხე მენახა.. შეხვედრისას გადაირია ისე გაუხარდა..შანელის ამბებზე აღარ ვლაპარაკობ.. -არა ვიცოდი რაღაც ესეთს გამოკრავდი ხელს, ეგ უბრალოდ დროის საკითხი იყო.. -შენკენ რა ხდება.. -სამუშაოს დავუბრუნდი, მაშასადამე ვილიამსაც.. -ეგ რას ნიშნავს.. -ერთად ვართ, ოღონ ოჯახის გარდა დიდად არ ვამბობთ არსად.. -რა კარგი ამბავია.. -ეკლებზე ზიახარ.. -მეე..? საიდან მოიტანე.. -მიდი მკითხე პირადპირ რაც გაინტერესებს.. -ბაია.. -ვიცი ვილიამს რომ დაურეკე.. გადაკვრით ახსენა და ეგრევე მივხვდი რა ამბები ტრიალებს.. -ბაია.. -სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, შენ აქ ხარ, ის საქართველში.. -საქართველოში რა უნდა.. -ეგ თვად მას უნდა ჰკითხო და არა მე.. -იცის ჩემი აქ ყოფნის ამბავი..? -გაიგებდა მალევე.. ფაქტობრივად ერთი დღით აცდით.. შენ რომ ჩამოფრინდი ის მეორე დღეს ჩამოვიდა.. -როგორ არის.. -კარგად, ყოველშემთხვევაში ცდილობს მაინც.. და შენ როგორ ხარ..რეალურად.. -მეც ვცდილობ.. -ინებეთ თქვენი შეკვეთა.. -მადლობა.. -ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე.. -აღარ ვიცი რა იქნება.. მითუმეტეს კარგად.. . . . დასვენების ერთი დღე და მის დას ვურეკავ.. მოვიკითხე როგორაა ცოტა ვილაპარაკეთ და.. -ჩემთან წამოდი, დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.. -კარგი სად ხარ ახლა..? -რადგან ჩემმა ძმამ ცოტახნით აქაურობა დატოვა, დროებით ისევ აქ გადმოვედი, მალე ახალ სახლში გადავალ.. -მისამართი მომწერე..-გავემზადე და დანიშნულების ადგილისკენ გავემართე.. ამჯერად მეტროს გამოყენება ვარჩიე, შემდეგ კი მივხდი მაინც მიწევდა ტაქსით მგზავრობა მოკლე მანძილზე.. როგორც იქნა დავინახე სახლი, რომელიც აღწერას შეესაბამება.. -ეკატერინეე შემოდი რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.. -გამიხარდა შენი ნახვა.. მოსაცმელი.. -მანდვე დატოვე, შემოდი.. აბა მითხარი რას დალევ? -კაკაო, მაგრამ მგონი არ გექნებ.. -აქვს, არადა კაკაოს საერთოდ არ სვამს, ბოლო პერიოდია მარაგი შეავსო.. დალევ..? -დავლევ.. -მე ყავა მინდა, დღეს არ დამილევია.. -მალე გადადიხარ..? -რამოდენიმე დღეში გადავალ.. ეს სახლი ვიხელთე სანამ ჩამოვა.. -სხვა როგორ ხარ.. -მუშაობა დავიწყე.. ჯერ ისეთი მაღალი ადგილი არ არის მაგრამ დასაწყისისთვის საუკეთესო არჩევანია.. ძველს ჯობია.. -ყველაფერი მაქედან იწყება თუ მოინდომებ წინ წასვლასაც შეძლებ.. -კიდევ ვერ გადაგიხადე მადლობა, მაშინ ისე დამეხმარე.. -გითხარი სამადლობელი არაფერია.. -მიხარია ძმის სატრფოსთან კარგი ურთიეთობა რომ მაქვს, სულ მეშინოდა მის ცოლს რომ ვერ გავუგო რა მეშელებათქო.. -რას ამბობ ჩვემ ერთად.. არასწორი შთაბეჭდილება გაქვს.. მთელი ეს დრო წასული ვიყავი.. -ვიცი მაგრამ დამიჯერე არ იგრძნობოდა.. დაახლოებით შენი წასვლიდან ერთ თვეში ოჯახობა ისევ შეიკრიბა და მხოლდ მე ვიცოდი ეგ ამბები, არ მოასვენეს შენ გკითხულობდნენ..შენი საცოლე სად დაიკარგაო.. -მოიცადე რაა.. ჩვენ მაშინ ისიც არ გვითქვამს რომ ერთად ვართ.. თუმცა ის აზრი, რომჩემი იქ მისვლა უკვე მაგას ნიშნავდა მახსოვს.. -ზუსტად.. მოდი კიდევ დავფიქრდეთ.. მოგიყვანა ოჯახურ შეკრებაზე, შენ კიდევ ვერ წარმოიდგენ ეგ რამდენს ნიშნავს, ოჯახისთვის საცოლის სტატუსი გაქვს.. -ეგ გასაგებია.. ჩემი არყოფნის პერიოდში გაჟღერებული, მაგ სტატუსის გაგებისას.. რაო რა თქვა// -არაფერი, ჩემი წარმოდგენით, ისურვებდა სიმართლე ყოფილიყო.. -არომანტიზებ.. -იქნებ უბრალოდ ჩემს ძმას ვიცნობ.. -მოდი აღარ გვინდა მასზე ლაპარაკი, შენზე მომიყევი.. -ყველაფერი რიგზეა ვლაგდები.. ის იდიოტი დაიჭირეს.. -შენ ხომ ჩივილის არ აპირებდი.. -ძმა დამეხმარა, ძილს ვერ შევძლებ ეგ თუ ციხეში არ დავინახეო, აღმოჩნდა პირველი არ ვიყავი ვისაც მასე მოექცა.. -რას ამბობ.. -სხვებმაც ჩემნაირად გაჩუმება არიჩიეს და ნახე სადამდე მოვედით.. წარმოიდგინე შეიძლებოდა სხვისთვისაც იგივე გაეკეთებინა, მხოლოდ იმიტომ რომ მე გავჩუმდი.. -კარგად მოქცეულხარ.. მიხარია შენი ამბები.. - შენზე რას იტყვი, აქ რას აკეთებ..? -ვმუშაობ, მგონი საქმე კარგად მიდის.. -დიზაინერობას დაუბრუნდი..?-თავი დავუქნიე.. -მოხარული ვარ, შენი ნიჭი იკარგებოდა.. -კარგი რაა.. -მართალი ვარ აარ შემეკამათო..-მაქსიმალურად ვეცადე მასზე არ მელაპარაკა და შეკითხვები არ დამესვა.. მეტად ვცდილობდი ზოგადი და დადებითი ყოფილიყო ჩვენი საუბარი.. რამოდენიმე საათში სახლი დავტოვე, წესით დღეს არ უნდა მემუშავა მაგრამ ყურადღების გადატანა მჭირდებოდა და ისევ მივაშურე საქმეს, წინ წავიგდე გასაკეთებელი.. ჯერ არ მინდა ვაქო გაკეთებული მაგრამ პროცესში იმაზე კარგი გამოდის ვიდრე წარმოვიდგენდი.. უკვე ვიწყებ დაჯერებას რომ რაღაც ძალიან კარგი გამოვა.. . . . -ესკიზების დონეზე ყველაფერი მოვრჩით, თავადაც ხომ ნახეთ რამე შენიშვნა ხომ არ გაქვთ..? -თ -ს გარეშე ძალიან გთხოვ.. კი მეოთხე ფოტო მაჩვენე.. აი ეს ცოტა ამოვრდნილი მგონია, დიზაინი კარგი უბრალოდ ფერი და ქამარი შესაცვლელია.. -გასაგებია, და რომელ ფერს ფიქრობთ.. -ჭუჭყიანი ვარდისფერი.. როგორც კი დიზაინი გვექნება ქამარი შემდეგ ავარჩიოთ.. -გასაგებია.. -მე დაგტოვებთ, რამოდნეიმე დღეში ყოველი დიზაინი ჩემი თვალით უნდა ვნახო და შევეხო, დიდი დრო არ გვაქვს, შემდეგ უფრო კარგად დავინახავთ რა არის შესაცვლელი.. -გასაგებია..-დატოვა თუ არა ოთახი ყველას შეეტყო უკმაყოფილება ვადის გამო.. -კარგით რაა, არ თქვათ რომ ამაზე მოკლე დრო არ გქონიათ უფრო დიდი საქმის გასაკეთებლად, მოვასწრებთ და ყველაფერი ზუსტად ისე იქნება როგორც დავგეგმეთ.. -მოდი დავიწყოთ ყველაზე რთული გასაკეთებელით, დასაწყისისთვის სამი ადამიანი გამოვყოთ იმ კაბისთვის, სხვებსაც ახლავე გადმოგიგზავნი და საქმე გაუნაწილე.. -გასაგებია..-მთელი დღე ვმუშაობდით, როცა მოსწრებზე ხარ თითოეულ წუთს მნიშნელობა აქვს.. უკვე ღამე იყო. დაქანცულებმა დავტოვეთ შენობა.. სასტუმრომდე ძლოვს მივედი, როგორც კი თავი ბალიშზე დავდე დამეძინა.. დილით გამაყრუებელი ხმა მაფხიზლებს, ძლივს ავწიე თავი და მოწესრიგება დავიწყე.. შენობა დავტოვე თუ არა სამსახურში უნდა წავსულიყავი მაგრამ გამახსენდა რომ საფულე დავკარგე რომელშიც ჩემთვის მნიშნელოვანი ბარათი იყო, აქამდე რატომ არ გამხსენებია..? ქეშად მქონდა ცოტა შემორჩენილი.. მოიცადე, ახლაც ნომერში ყველაფერი დალაგებული იყო და საფულე არ შემხვედ.. არააა არ მითხრათ.. -გისმენთ.. -ეკატერინე ვარ.. -აა მოხდა რამე..? რა ხმა გაქვს.. -შენთან რომ ვიყავი იმ დღეს ხომ გახსოვს..რაღაც დარჩა, ნუ საფულე.. -უი რას ამბობ, მე ახლა სამსახურში ვარ, მაგრამ გასაღები შეგიძლია ნახო, გადამალულია.. -კარგი არ მოგაცდენ, მომწერე სად დევს, შევალ ავიღებ და გამოვალ.. -თუ დრო გექნება ბარემ დარჩი და მოვალ.. -კარგი ვნახოთ.. -რამე გემრიელი დამახვედრე.. -კარგი მზარეული არ ვარ თორემ არ დაგზარდებოდი.. -მე გამოვაყოლებ რამეს, მოკლედ შენ შენი კაკაო ხომ გაქვს, მალე მოვალ.. -ვერ შეგპირდები რომ დავრჩები.. -კარგი ჯერ აიღე რაც გინდა და შემეხმიანე რას იზამ.. -კარგიი..-ტაქსით გავეშურე, ვთხოვე რამდენადაც შეეძლო სწრაფად ეტარებინა.. დიდი დრო აღარც დამჭირვებია მისასვლელად.. დავხედე მესიჯს სად იყო გასაღები, კარგად დაუმალია რადგან ძლივს ვიპოვე, ახლაღა დავფიქრდი ასე გასაღების დამალვა რათ უნდოდათქო და შევედი კიდეც სახლში.. დავიწყე საფულის ძებნა, გადავქექე რაც შემეძლო და შემოსასვლელს რომ მივუბრუნდი იქ ვიპოვე.. ამოვისუნთე ამ ალიაქოთისგან.. დასასვენებლად ცოტახნით დივანზე ჩამოვჯექი.. ჩემი ასისტენტი რატომ მირეკავს..თუმცა ახლა სამსახურში უნდა ვიყო.. -ახლავე მოვალ, მე.. -არა ქალბატონო კეტრინ, მინდოდა გამეფრთხილებინეთ, თქვენი მოსვლა საჭიროა არაა.. -რატომ მოხდა რამე..? -ზუსტად არ ვიცი რაზე მაგრამ შეხვედრაა გაამრთული, მთელი დღე გაგრძელდება ალბათ და ქალბატონმა დამავალა გადმომეცა.. -მე რა რატომ მასვენებს.. -თითქმის ყველა ვინც გჭირდებათ ამ შეხვედრაზეა, დიდი ალბათობით გასული წელი და მიმდინარე წელიც უნდა განიხილოს.. მოკლედ თავისუფალი ხართ.. -კარგი მადლობა..-ცოტა მეუცნაურა მაგრამ ახლა ისე არ მინდოდა მუშაობა.. გადავიღალე, ძალიანაც კარგი შევატყობინებ რომ დარჩენას ვაპირებ..მესიჯი დავტოვე და სამზარეულოსკენ წავედი, წყალი დავადგი და დაველოდე.. წვიმა დაიწყო, თავიდან ისეთი არაფერი მაგრამ თანდათანობით გაძლიერდა.. თანაც ისე რომ გარეთ რამის დანახვა თითქმის შეუძლებელია..ესღა მაკლდა.. წყალი გაცხელდა, კაკაო გავიკეთე და დივანზე ჩამოვჯექი, როგორც ჩანს ჩემი მესიჯი არც მიუღია და მგონი ვერც მოახერხებს მოსვლას.. გადავწყვიტე წვიმის გადაღებას დაველოდო და წავიდე..მაგრამ მგონი წვიმა უფრო ძლიერად მოდის კი არ სუსტდება, ალბათ მეჩვენება არ ვიცი.. ჭიქა იქვე დავდე და მივესვენე, აი ახლა როგორც კი ტვინს დასვენების საშუალება მივეცი, დაღლას მეტად ვგრძნობ, თურმე როგორი დალღლილი ვყოფილვარ, ამაზე უარესი რეჟმიც მქონია.. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ალბათ მიუჩვეველი ვარ.. არ მეგონა საშინელ რეჟიმთან ხელმეორედ თუ გახდებოდა საჭირო მიჩვევა.. აქ ყოფნისას, იმ დღესაც ვცდილობდი დეტალებს არ დავკვირვებოდი, ეს მისი სახლია, მისი მოწყობილია, არ უნდა მახსოვდეს სად რა დევს.. მაგრამ მახსოვს.. აქ ცხოვრობს ეს დეტალები მისი ნაწილია… არა ამაზე აღარ უნდა ვიფიქრო.. გადაიღებს და წახვალ გადაიღებს და წახვალ.. 20 წუთი გავიდა და წვიმა არ წყდება, მგონი ცა მალე ჩამოიქცევა..კაკაოს ხელმეორედ გაკეთება გადავწყვიტე, წამოვდექი და სამზარეულოსენ გავემართე.. წყალი დავადგი და კარის გაღების ხმაც გაისმა.. -მოხვედი..? რომ არ მიპასუხე მეგონა გადაიფიქრე.. რეალურად უკვე წასული ვიქნებოდი ასე საშინლად რომ არ წვიმდეს.. იმედია გზად ქოლგა გქონდა..-შევტრიალდი გაღიმებული და ასეთ მდგომარეობაში დავრჩი კიდეც..-კონსტანტინე..მე აქ არ უნდა ვიყო მაპატიე, შენს დასთან ვიყავი ამას წინათ და საფულე დამრჩენია, ის აქ არ იყო და მის წამოსაღებად წამოვედი და მე.. -წვიმამ მოგისწრო.. -წვიმამ მომისწრო.. -და მე.. -და შენ..-წამომცდა მაგრამ არ შევიმჩნიე, რეალობას შეესაბამებოდა.. -კაკაოს დალევას აპირებ..? -უკვე დავლიე მაგრამ საკმარისი არ იყო.. -მეც გამიკეთებ..? -თავი დავუქნიე.. წვიმამ თავისი კვალი დაამჩნია, როგორც ჩანს გამოსაცვლელად გავიდა მაგრამ არაფერი უთქვამს.. სანამ დაბრუნდა ორი ჭიქა, კაკაოს სითხით სავსე იყო.. მეც არაფერი მითქვამს, ერთი ჭიქა წინ წავწიე იმის ნიშნად, მზად იყო..-მადლობა.. -არაფერია..-სამზარეულო დავტოვე და დივნისკენ გავეშურე, მაგიდაზედ დავდე ჭიქა და ჩამოვჯექი.. იქვე ჩამჯდა.. ჩემს გვერდით მაგრამ მოშორებით-მალე წავალ.. -ეგ არ იცი.. -არამგონია კიდევ დიდხანს იწვიმოს.. -არ იცი.. -შენ არ ხარ წინააღმდეგი აქ რომ დიდხანს მომიწიოს დარჩენა..? -მთავარია შენ გინოდედეს.. -სხვა გზა თუ არ მაქვს… -სხვა გზა ყოველთვის გვაქვს.. -მაშინ ვიყოთ ასე// -ვიყოთ.. -როდის ჩამოხვედი.. -აეროპორტიდან მოვდივარ.. -დაიღლებოდი, აქ ჯდომას ჯობს დაისვენო.. -დამიჯერე ვისვენებ..-გავჩუმდი და კაკაოს დალევა გავაგრძელე.. თავსხმა წვიმით წვიმს, ჩვენ კი ჩუმად ვსვამთ კაკაოს, რომელიც მე მიყვარს და მას არა.. ვიფიქრე ხმას არ ამოვიღებთქო მაგრამ ვეღარ მოვითმინე.. -რატომ არ ხარ ჩემზე გაბრაზებული, ასე მშვიდად რატომ ხარ.. -გინდა რომ ვიყვირო..? -მინდა რომ გამოხატი და თქვა რასაც რეალურად ფიქრობ.. საქართველოში რატომ წახვედი, ან აქ ჩემს ყოფნაზე რეაქცია რატომ არ გაქვს.. -მართლა გინდა ამის ცოდნა..? -მინდა.. -კარგი.. ჩემს თავზე გავბრაზდი იმ დღიდან რაც წახვედი და არა შენზე.. -რატომ..? -იმიტომ რომ ზედმეტად მარტივად გაგიშვი, შენ კი მარტივად გასაშვები ქალი არ ხარ.. -ეგ რას ნიშნავს.. -გავბრაზდი რომ ასე მარტივად თქვი ჩვენს შესაძლო ურთიერთობაზე უარი.. შეგეშნდა.. მხოლოდ მაშინ ეშნიათ როცა საშიშროების რეალობას აღიქვამენ.. -გინდა თქვა რომ ჩვენი არ დაწყებული ურთიერთობა.. -შენთვის იმდენად რეალური გახდა რომ შეგეშინდა.. მაგრამ უნდა შემძლებოდა იმის დანახვა რეალურად რა გინდოდა იმ მომენტში, მე კი გაგიშვი.. -და საქართველოში.. -შენთან წამოვედი..მოვლენები კი ისე განვითარდა რომ დარჩენა მომიწია გარკვეული დროით.. -გასაგებია.. -არაფერს იტყვი..? -რამოდენიმე სიტყვა და თავს ვეღარ შევიკავებ..ცრემლებისგან..-გამეცინა.. -არაფერია.. -არის, მე ასეთი არ ვარ, არ ვტირი მხოლოდ იმის გამო რომ კაცი მომენატრა და ახლა ჩემს გვერდითაა.. -მოგენატრე..? -შენი აზრით აქ რას ვაკეთებ..ჯერ შემოთავაზებას დავთანხმდი და მუშაობა დავიწყე მე მეგონა მხოლოდ ეს მინდოდა, მაგრამ როგორც კი გავიგე აქ არ იყავი.. -მაინც ვერ შევიკავე თავი და ცრემლები გადმომიგორდა..-იმედგაცრუებლი ვიყავი, არა ჩემი სამუშაო მიყვარს რასაც ვაკეთებ ძალიან მომწონს მაგრამ, მაინც დიდი სიცარიელეს ვგრძნობ.. -წითურო.. -არ გესმის, საშიშია ეს გრძნობები და მათი სიძლიერე.. ყოველთვის გავრბოდი და მანამდე ვტოვებდი სხვებს სანამ ისინი მიმატოვებდნენ, ახლა კი საქმე როცა შენ გეხება.. გაქცევის ძალაც არ მაქვს და ეს.. -გაშინებს.. მაგრამ იმაზე არ დაფიქრებულხარ რამდენად მინდა შენთან ყოფნა..? შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში..? იცი რა დამემართა როცა შემოვედი და შენი ხმა გავიგე..? ისე საუბრობდი თითქოს შენ..შენ აქ ცხოვრობდი, იცი მაინც როგორ მომინდა სიმართლე ყოფილიყო..? -მე არ.. -ვიცი ჯერ ადრეა ამაზე საუბრი, მაგრამ თუ არ ვცადეთ მაქამდეც ხომ ვერ მივალთ.. -მცდლობა../? -ერთად ყოფნის..-ხელი გამომიწოდა.. ცარიელი მანძილი დავფარე და ჩავეხუტე..-წითურო ვეღარ ვსუნთქავ.. მაგრამ მაინც სასიამოვნოა.. -თუ ჩემს გვერდით იქნები არ გავიქცევი..აღარ.-გვერდიდან მიმიხუტა.. დავეყრდენი.. -ვიქნები.. ყველაფერს გავაკეთებ რომ ვიყო.. . . . შუაღამისას ზარი..? ამჯერად მე ვრეკავ.. -წითურო.. მოხდა რამე..? -გეძინა..? არაუშავს მნიშნელოვანი რაღაც უნდა გითხრა და მომისმინე.. -გისმენ.. თუ არ ჩამეძინა.. -კონსტანტინე.. -კარგი, მიდი მითხარი.. -ხვალ ჩვენება იქნება.. საღამოს წვეულება..ჩემთან ერთდა წამოხვალ..? -შენს ჩვენებაზე..? -და შანელის.. -ჩემთვის მთავარი ფიგურა შენ ხარ.. -და.. -რა თქმა უნდა, წამოვალ.. შენთვის თუ მნიშნელიოვანია ჩემთვისაც მნიშვნელოვანია.. -დარწმუნებული ხარ რომ გცალია.. -შენ მაგაზე არ იდარდო.. -ძალიან კარგი.. -ოღონდ რაღაც უნდა გთხოვო.. -გისმენ.. -ხვალ მნიშვენლოვანი დღე გაქვს, ეცადე გამოიძინო.. -ხომ იცი მოლოდინში როცა ვარ ვერ ვიძინებ.. -არ შეიძლება ხვალ ენერგიით უნდა იყო სავსე.. ჩაი ან წამალი დალიე და დაიძინე.. თუ ამ ყველაფრის შემდეგაც არ დაგეძინება დამირეკე.. -შენ გეღვიძებაა ახლაც გაგაღვიძე.. -ეკატერინე რამდენჯერ გითხარი, ნუ მიცავ, შენი დაცვა ჩემი მოვალეობაა.. როცა ვამბობ დამირეკე, ამ სიტყვების მიღმა სხვა მნიშვნელობა არ იმალება.. -ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს დავიცავ როგორც შემიძლია.. -მაგას არ ვგულისხმობ.. ჩემთან ის უნდა თქვა რასაც ფიქრობ გამოხატო რასაც გრძნობ და მთხოვო რაც რეალურად გინდა.. თუ ახლა ლაპარაკი გჭირდება ვილაპარაკებთ.. ტყუილად მიცავ და გგონია, რომ რამეს არასწორად გავიგებ.. ახლა კი მითხარი რა გინდა.. -არ ვილაპარაკოთ, არც გავთიშოთ.. -კარგი.. -ძილინებისა.. -ძილინებისა წითურო.. . . . საკმაოდ ადრე გამეღვიძა, გონებაში გეგმების დაწყობა დავიწყე.. ყველაფერი გამზადებული მაქვს, ვასწრებ მაგრამ მაინც ვჩაქრობ.. სასტუმროდან გავედი და დაიწყო პროცედურები თავის მოსაწესრიგებლად.. რამოდენიმე საათში მზად გახლდით.. კაბა არ მაცვია რადგან როდესაც დიზაინერების ჯერ იქნება გასასვლელად ამ კაბით ვერ გავალ.. ამის საპირწონედ მაინც გამოვნახე ისეთი ტანისამოსი რომელიც სიტუაციას შეესამება.. -კონსტანტინე სად ხარ..? დავაგვიანებთ.. -არ იდარდო აქ ვარ ძალიან ახლოს.. -გელოდები..-ტელეფონი გავთიშე.. -დიდხანს ლოდინი არ მოგიწევს.. აქ ვარ..-მივტრიალდი, კიბეებზე ჩასვლა დავაპირე რომ გამაჩერა..-წითურო, შესანიშნავად გამოიყურები.. -გმადლობთ..-ხელი გამომიწოდა, დავეყრდენი და ჩავედით.. -წასვლის დროა.. -აი ახლა უკვე ავღელდი, თანაც საკმაოდ.. -ნერვიულობის მიზეზი არ გაქვს, რამე ისე რომც ვერ წავიდეს მოგვარებას შეძლებ.. და მაინც.. -და მაინც..რა.. -გახსოვდეს რომ შენს გვერდით ვარ.. - დანიშნულების ადგილამდე მივედით და საღამოც დაიწყო.. პირველ რიგში ჯერ კულისებში გადავინაცვლეთ.. -კეტრინ მშვენიერ დროს მოხვედი.. გუშინ კი გადავამოწმეთ, მაინც ბოლო შტრიხებზე რას იტყოდი.. -დალაგებულია ვინ ვის შემდეგ გადის, ფერთან ტონალობა განსაზღვრულია.. ვფიქრობ ჯერჯერობით არაფრის შეცვლა არ გვჭირდება.. -კარგი, შენ იქით გადაინაცვლე, ახლავე მოვალ.. 1 საათში ვიწყებთ.. -ეს ქალი ვინ იყო.. -შანელის კრეატიული დირექტორი, ვირჯინია ვიარი..-ისედაც იგრძნობოდა ქაოსი, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა ჩვენება დაძაბულობამ და ხმაურმა იმატა.. პატარა წამოჭრილ პრობლემების მოგვარებაში, შეხსენებებში, შენიშვნებში ერთმა საათმაც ჩაიარა.. გასვლის დრო მოვიდა და ჩვენებაც დაიწყო.. როგორც კი მოდელმა პირველი ნაბიჯი გადადგა თითქოს ის ხმაური წამით გაქრა, ზედმეტად ფოკუსირებული გახლდით იმაზე თუ ფარდის მიღმა რა ხდება.. -უკეთესი იქნება თუ საყურეს შევცვლით.. ჩქარა ვინემ მარგალიტის საყურე მომიტანოს სანამ მისი გასვლის ჯერი მოვა.. იჩქარეთ.. -რამოდენიმე ვარიანტია.. -ეს იყოს, გაკეთებაში დაეხმარეთ.. მადლობა..-განსაკუთრებულად ავღელდი ინდივიდუალრ ტანისამოსებზე მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის.. ამხელა ალიაქოთი იმაზე მალე დასრულდა ვიდრე გააზრება მოვასწარი და მომენტი რომელსაც ველოდებოდი.. დასასრულს ჩემი სახელის გამოცხადება.. რამოდენიმე წამი, ღიმილი დგომა ხელის დაქნევა და კულისებს დავუბრუნდი.. მაინც, იყო რაღაც ამაღელვებელი შეგრძნება იმისა რომ მე ეს შევძელი.. ვფიქრობ იმაზე უკეთესადაც ვიდრე ჩაფიქრებული იყო.. როგორც კი დავბრუნდი ფარდებს მიღმა კონსტანტინე შევნიშე, როგორ მიყურებდა გაბადრული.. -როგორ მოგეწონა.. -არ ვიცი შენ რა გქონდა გეგმაში მაგრამ ჩემი თვალით დანახული ძალიან კარგი იყო.. იცი რომელი მოდელი მომეწონა ყველაზე მეტად, მასე ლამაზი დღეს ვერავინ ვნახე.. -რომელი.. -ბოლოს რომ გავიდა, კლასიკური შავი შარვალი და თეთრი პერანგი.. -იქნებ გავიწყდება, დიზაინერი ვარ.. -რას ამბობ მართლა..? ამერია..-გამეცინა..-როგორც არ უნდა იყოს ვამაყობ ჩემი დიზაინერი შეყვარებულით.. -წამოდი უნდა წავიდეთ, საღამოსთვის უნდა მოვემზადო.. -უნდა მოემზადო..? -კაბა უნდა მოვირგო, ვარცხნილობა და მაკაიჟი ოდნავ შევიცვალო.. -ერთი დღისთვის საკმარისი არაა.. ჩემი გული ამდენს ვეღარ გაუძლებს.. -როგორ მამასხარავებ.. -ზედმეტად ლამაზი თუ ხარ ჩემი რა ბრალია..-სასტუმროში დავბრუნდი, სხვაგან წასვლის დრო არ იყო, კაბა მოვირგე თმები გავიშალე და კონსტანტინეც შემოვუშვი ამ აურზაურუში.. -კომენტარი არ გააკეთო, ვიცი ყველაფერი არეულია.. -დიდი ოჯახი მყავს, საყვარელი დაიკო ბოლობოლო და.. გასაკვირი არაფერია.. -მაკიაჟს შევისწორებ და წავალთ.. 20 წუთზე მეტი არ მინდა.. -არ იჩქარო აქვე ჩამოვჯდები.. საყვარელ პატარა დივანზე.. მანამდე კი იმედია ამ აურზაურში ამ ყვავილებს ადგილს მოუნახავ..-როგორ ვერ შევამჩნიე.. -მაპატიე ყურადღება აქეთ მაქვს და.. -არაფერია, ამ ვაზაში ჩავდო..? -თუ არ შეწუხდები..აქაურობას უხდება, მადლობა.. -შენ უფრო გიხდება.. ფერის და სურნელის გამო.. -ლოდინი შენთვის გამაღიზიანებელი არ არის..?- საუბრის გადატანა ვცადე თან საჭირო ნივთები უკვე გადმოლაგებული მქონდა და პროცედურაც დავიწყე.. -როცა შენ გელოდები, თან ამასობაში დაკვირვების შესაძლებლობა მაქვს არა.. თან ეს კაბა ისე გიხდება.. -ჩემთვის შევიკერე, თავიდანვე ჩავიფიქრე, ჩემთვის იყო.. იმდენი ხანია მსგავსი რამ არ გამიკეთებია.. -გამოდის თამამად შემიძლია ვთქვა შენს ტანზეა შეკერილითქო.. -შეგიძლია.. ეს ის კაბაა დაბრუნებისას პირველად რომ შევკერე.. -ეტყობა, დეტალებს და მონდომებას.. -და წითელი ტუჩსაცხი.. -სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე..-მოვრჩი.. -შენი თმების ფერს თუ გავითვალისწინებთ გაკვდება.. -წავედით..? -წავედით..-საღამო შესანიშნავად გაგრძელდა.. ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, ჩემდა გასაკვირად ბევრს იცნობდა კონსტანტინე.. ვსაუბრობდით ვიცინოდით.. იმდენმა მომილოცა დღევანდელი დღე და შემაქაო.. თან უფრო ვწითლდებოდი კონსტანტინეს თვალწინ რომ მეუბნებოდნენ.. მეთქი საკმარისია.. -მგონი დაიღალე უკვე.. -რითი.. -იმდენი საუბრობს ჩემზე, ჩემთან.. -შენი ნამუშევრები მოსწონთ, ამაში ცუდი რა არის.. -დისკომფორტია.. -და მე რატომ უნდა დავიღალო..? -მოსმენით არაა.. -პირიქით, იმ ადამიანზე ლაპარაკობენ კარგს რომელიც ჩემი შეყვარებული, რომლის გვერდითაც მე ვდგავარ.. -მაგრამ რაღაც დროის მერე დამღლელი მგონია.. -wonder woman-ის პარტნიორი როცა მის გვერდით დგას, შენი აზრით რას ფიქრობს.. -ნატრობს ბეტმენად ყოფნას..? -ეკატერინე.. მისით ამაყობს უხარია რომ გვერდით ასეთი ქალი ჰყავს.. შენი სიძლიერე და წარმატებულობა დაბლა არ მწევს.. მაძლიერებს.. კარგი ახლა გასაგებია დაახლოებიტ როგორ კაცებს ხვდებოდი.. -რას გულისხმობ, ეგ რა შუაშია..? -კაცი რომელიც თავს სუსტად და დაუფასებლად გრძნობს თუ მის გვერდით ძლიერი ქალია.. აბსურადად მიმაჩნია.. -რატომ..? -გამოდის თავად არ ხარ ძლიერი.. -გამოდის მადონას სიტყვებს ციტირებ.. -და მადონამ რა თქვა.. -მხოლოდ სუსტ კაცებს ეშინიათ ძლიერი ქალებისო, ძლიერ კაცებს კი ძლიერი ქალები არ აშინებთო.. დაახლოებით ასე თქვა.. -მე კი ვეთანხმები..-დიდი ხანი აღარ გავჩერებულვართ.. კარგი საღამო გამოდგა თუმცა ისე დავიღალე სიმშვიდე მესაჭიროება.. ქუჩაში მივაბიჯებთ..ტაქსში ჩაჯდომა დამშვიდობებასათან ასოცირდება და ჯერ არცერთი ვახსენებთ.. ხელი წელზე შემომხვია და სვლა ისე განვაგრძეთ.. თითქოს ის დაღლილობაც გადაიკარგა.. არ ვსაუბრობთ უბრალოდ ერთად მივაბიჯებთ ქუჩაში და გრძნობა მეუფლება რომ ყველაფერი კარგადაა.. მომავალში რომც არ იყოს ამასაც არაუშავრს.. რადგან მანაც დალია და ცოტა მეც მანქანას ვერ გამოიყენებს, ბოლოს მაინც გვიწევს ტაქსისი გაჩერება.. როგორც კი გადავედით გამაჩერა ხელზე მაკოცა და მითხრა.. -შეხვედრამდე წითურო.. -შეხვედრამდე..-შენობაში შევედი, შემდეგ ლიფტში.. ერთი სული მაქვს ეს მაღალქუსლიანები მოვიშორო.. როგორც იქნა ნომერს ვაღებ.. და ყვავილები ვაზაში.. ლილიები.. ამჯერად განსხვავებული ფერის.. მეღიმება.. კარგი დღე იყო.. მასთან ერთად შესანიშნავი.. . . . -აშკარად რაღაც უნდა მთხოვო.. გისმენ.. -მარტო იყავი საქართველოში, არ გინდა ერთად წავიდეთ..? -ახლა..?-თავი დავუქნიე..-ზაფხულში არ გირჩევნია..? -არ ვიცი მერე როგორ მოვახერხებთ.. რომც რამე ცოტახნით ჩავიდეთ და ზაფხულში დიდხანს.. თუნდაც 1 კვირა.. -კარგი წავიდეთ..ბილეთებს დავჯავშნი.. -არ გინდა..მასეთი სახიტ ნუ მიყურებ.. -ბილეთებია, ისეთი არაფერი.. -ბილეთები რომლებიც არც ისე იაფია.. -როგორი კარგი არგუმენტიც არ უნდა გქონდეს, თანხას არ გავიყოფთ..მე ვიხდი.. -კონსტანტინე.. -შედავებების გარეშე წითურო, ახლა მეჩქარება დღის ბოლოს შეგატყობინებ როდის მივფრინავთ.. აბა შენ იცი, კარგი სამუშაო დღე.. -მადლობა.. ასევე….დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დამირეკა და თარიღი მამცნობა.. რამოდენიმე დღეში უკვე თვითმფრინავში ვისხედით.. მთელი გზა ეკლებზე ვიჯექი ისე მინდოდა ფრენა მალე დასრულებულიყო.. ყველა მომენატრა.. ჩაფრენისას მალევე დავიშალეთ, მე ჩემს სახლში ის კი მეგობართან.. საკუთარ სახლშიც შეეძლო დარჩენა, მაგრამ ასე ამჯობინა.. როგორც ყოველთვის ჩაფრენის დღე უფუნქციოდ ვარ.. შემდეგ დღეც მეტყობა დაღლილობა და ნელნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან.. ამჯერად მეგობრებისთვის სიურპრიზი აღარ მომიწყვია, ვუთხარი ჩამოსვლის ამბავი.. სადმე შევიკრიბოთთქო.. ჩამოსვლის პირველივე დღეს ვერ გამოვცხადდებოდი შეყვარებულთან ერთად.. ამიტომაც გეგმაში მათი მარტო ნახვა მაქვს.. როგორც ჩანს უკვე შეკრებილები იყვნენ როცა დავურეკე და მაშინ მე მოვალთქო, კიბატონოვო და გამითშეს.. ამ ბოლო დროს შენიშნავდით როგორ დავუმეგობრდი ტაქსს, ამჯერადაც დანიშნულების ადგილას ტაქსით წავედი, შევაღე კარები, ეზო ძლივს გავიარე, იმხელა გზაა სანამ კარებამდე მიხვალ.. ასე ხდება ყოველთვის როცა ქეთას და იოანეს ვსტუმრობ.. საბოლოოდ კი დავაკაკუნე.. შევაღე.. მათი ხმაური შემომესმა და ამ ხმას გავყევი.. -აი მეც დავბრუნდიი..-ხმა შეწყდა..როცა ნაცნობი სახე შემოტრიალდა სახე შემეცვალა, გაკვირვებისგან სიტყვაც ვეღარ წარმოვთქვი.. -ეკატერინე, კარგად ხარ..? ჩამოჯექი.. -კარგად..კარგად ვარ.. -რაღაც არ გეტყობა.. -ამდენი ხანია არ შევხვედრილვართ.. არც მნახოთ აბა.. -როგორ იცი ხოლმე მოდი გნახო..-ყველა ვნახე და იქვე ჩამოვჯექი.. -დიდი მიხვედრა არ უნდა ერთმანეთს რომ იცნობთ.. იქნებ გაგვარკვიო ქალბატონო.. -არ მეგონა აქ თუ გნახავდი, ეს უკვე კომედიაა წითურო.. -ხომ იცი როგორ მინდოდა შენთვის მეგობრები გამეცნო.. გაიცანი..? -უმეტესობას უკვე ვიცნობდი..როგორც ჩანს საერთო მეგობრებიც გვყავს.. -მოცადეთ აქ რა ხდება, ამიხსენით რაა.. -მეგობრები, ჩემო ძვირფასებო.. გაიცანით ჩემი შეყვარებული კონსტანტინე კასელი.. -რაა.. მოიცადე მოიცადე.. რააა.. -არ არსებობს..-ყველამ გამოხატა გაკვირვების რეაქცია იოანეს გარდა.. უბრალოდ სიტუაციას აკვირდება.. -დასვით ახლა წყვილი ერთმანეთის გევრდით.. -აუცილებელი არ.. -შენ ვინ გკითხა, ტვინმა ხომ უნდა აღიქვას უხდებით თუ არა ერთმანეთს.. -დაისვენეე.. -კარგი.. გამომეტყველებებს თუ გავითვალისწინებთ, ხმათა უმრავლესობით ერთმანეთს უხდებით.. -გმადლობთ.. -კარგი ეს უკვე უხერხულია.. ჩუმად ნუ ხართ.. -ჩვენ ბოდიში.. -მოიცა აქ თუ ხარ ესე იგი.. -იონესთან ვრჩები.. მისი გამოხედვით დღეს სად დავიძინებ საკითხავია..-ყველას გაეცინა// -თქვენ ორი როდიდან მეგობრობთ.. -წლებია, ვინ მოთვლის.. -აქ როცა ჩამოდიოდა, მაშინაც სადმე შემთხვევით თუ გადავეყრებოდით ერთმანეთს. -დანარჩენები.. მათზე რას იტყვი.. -ქეთა როგორც მისი ცოლი მაგრამ მის პროფესიასაც მალევე ვეზიარე.. და ასე ძირითადად მასე გამოვიდა.. ჯერ ბიჭებს ვიცნობდი, შემდეგ გოგონები გავიცანი.. მაგრამ თაიას მანამდეც ვიცნობდი, უბრალოდ ის არ ვიცოდი ანდრიას ცოლი თუ იყო.. -როგორ მოხდა რომ ყველაზე ბოლოს ეკატერინე გაიცანი.. -არ ვიცი, დამთხვევების ბრალია.. -ერთმანეთი სად გაიცანით.. -კოსტუმირებულ წვეულებაზე.. მე პრინცი ერიკის ფორმაში და ეს პრინცესა მერიდა მამაციდან.. -იმ საღამოს მხოლოდ ფრანგულად ვსაუბრობდით, ვერ წარმოვიდგენდი ნახევრად ქართველი თუ იყო.. -გაითვალისწინეთ რომ სახელები არ გაგვიცვლია და არც საკონტაქტო ინფორმაციები.. ასე შემთხვევით გადავეყრებოდით ხოლმე ერთმანეთს მანამ სანამ.. -ბაია გადაიკარგა და ძაღლი მე არ დამიტოვა, რომელიც ვეტერინართან მისაყვანი აღმოჩნდა.. გამოიცანით ვინ იყო და არის ძაღლის ვეტერინარი.. -ბაია..? -ჩემი მეგობარი, ზღვის ისტორია რომ მოგიყევით მეგობართან დავრჩითქო ის დღეები.. -აა გამახსენდა ბაია.. -ახლა კი ისე მშია, მოდი მაგიდასთან გადავინაცვლოთ და თან გააგრძელეთ მოყოლა..-შემდეგ უკვე გემრიელობებს შევექცეოდით და თან ვყვებოდით როგორ განვითარდა მოვლენები.. როგორც იტყვიან ვიცინეთ კიდეც დავიტირეთ კიდეც ხანდახან ორივე ერთად.. მშვენიერი საღამო გამოვიდა.. მივხვდი იოანეს ლაპარაკი უნდოდა ამიტომაც ვანიშნე გარეთ გავსულიყავით.. -რა მოხდა..? -შენთვითონ უნდა მითხრა რა მოხდა, რა სახე გაქვს მთელი საღამოა.. -ჩვეულებრივი სახე მაქვს.. -ვიფიქრებდი არ მოგწონს მაგრამ შენი მეგობარი აღმოჩნდა, რამე ისე არაა.. -მაპატიე უბრალოდ გამიკვირდა და ვერ გადავხარშე.. -თუ რამე ისე არაა, მითხარი, დამალვა საჭირო არაა.. -ყველაფერი რიგზეა, მას კარგად ვიცნობ, კარგი ადმიანია.. -აბა რაშია პრობლემა.. -წესით მარტივად უნდა დამეკავშრა თქვენ ორის შესაძლო გადაკვეთა მაგრამ აზრადაც არ მომსვლია.. -მერე.. -დრო მექნებოდა მაინც გამეაზრებინა.. -კარგი გასაგებია.. -ვხვდები რამდენად სერიოზულადაა საქმე, ბოლობოლო მასთან ერთად ჩამოხვედი.. მაგრამ მაინც მინდა შენიდან მოვისმინო, მისი აზრი მოსმენილი მაქვს.. -მოიცა, რას ნიშნავს მისი აზრი მოსმენილი გაქვს.. -არ ვიცოდი რომ შენზე ლაპარაკობდა მაგრამ ნამდვილად საუბრობდა როგორც გაირკვა შენზე.. საათები.. -იო, შენ ჩემი ისტორია იცი თავიდან ბოლომდე.. ასეთი რამ არ მომხდარა, ცხოვრებაში პირველად მოვიკრიბე ძალა და აღარ გავრბივარ.. მასთან ყველაფერი სხვანაირადაა.. -შენ ის გიყვარს.. -თანაც როგორ.. -ჩემთვის მნიშვნელოვანია ბედნიერი იყო, მაგრამ მინდა იცოდე, ჩვენი ურთიერთობა არ იცვლება თუ დახმარება დაგჭირდება მე აქ ვარ, ველა შენს გვერდით ვიქნებით.. -ვიცი და მადლობელი ვარ.. -კარგი მგონი შესვლის დროა.. კიდევ ვილაპარაკებთ იცოდე.. -მთლად კუთხეშიც ნუ დამაყენებ ახლა..-გაეცინა.- ვილაპარაკოთ თუ ასე გინდა.. -კარგ დროს მოხვედი, ახლა ყვებოდა.. ყვებოდა რაა ითვლიდა რამდენჯერ გადააქციე სასმელი.. -შემთხვევით, არცერთი არ ყოფილა გამიზნული.. -ეგ საეჭვოა, ისეთ ციფრამდე ავედით.. -არა მართლა, რო რამე ვაღიარებდი.. მართლა შემთხვევითობა იყო.. -ბოლოს მომხდარი მოვყვე..? -მიდი კიდი მოყევი.. . . . -კოსტა, საქმის გარჩევას არ ვაპირებ, უბრალოდ ლაპარაკი მინდა.. -ვიცი და გისმენ.. -მაშინ აქ რომ ჩამოვედი, ეკატერინეს გამო იყო არა..? -კი მის გამო.. -ყველაფერი სერიოზულადაა.. -იმაზე სერიოზულად ვიდრე გგონია.. მიყვარს, ამდენი წლის განმავლობაში მეგონა ვიცოდი რა იყო სიყვარული, შეყვარებულად ყოფნა.. თურმე არაფერი მცოდნია.. განსაკუთრებული დამთხვევა გამოვიდა.. -მინდა იცოდე, რომ ეს ეჭვიანობა და ეგოისტობა არაა.. წლებია ეკატერინე ჩემი მეგობარია, დისგან არაფრით განვასხვავებ, და გყავს და მიხვდები.. ჩვენ ყველას ვგულისხმობ, ოჯახის წევრებად ვთვლით ერთმანეთს.. განსაკუთრებულად იმიტომ ვუფრთხილდები, რომ მარტივი ცხოვრება არ ჰქონია, თანდათანობით ყველაფერს მოგიყვება, მაგრამ თუ არ გააბედნიერებ თუ ამაში ეჭვი ოდნავ მაინც გეპარება.. დაფიქრდი უნდა იყო თუ არა მის ცხოვრებაში.. როგორც ვთქვი, საკმარისზე მეტი გადაიტანა და კიდევ ტკივილს არ იმსახურებს.. -ამაში დარწმუნებული რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი, მითუმეტეს ამით ხელში..-გულის ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და მაგიდაზე დადო.. -სწორად გავიგე, შენ ახლა ის.. -მის ხელს გთხოვ როგორც ოჯახის წევრს.. უფრო კონკრეტულად როგორც ძმას.. მისი აზრია მნიშვნელოვანი მაგრამ ვფიქრობ გაუხარდება მას თუ გავაკეთებ.. -მხოლოდ ამას გეტყვი.. გააბედნიერე და დაარწმუნე ყოველდღე რომ სწორი კაცი აირჩია გვერდით.. ცხოვრების თანამგზავრად.. . . . -ახლა საით წითურო.. -მნიშვნელოვანი ადამიანი უნდა გაგაცნო.. ადამიანი რომელსაც ჩემი მაშინ სჯეროდა და ზრუნავდა როცა ამას არავინ აკეთებდა..-პატარა სახლის ეზოში შევაბიჯეთ, დავაკაკუნე და კითხვით შევაღე კარები..-შეიძლებაა.. -მობრძან.. ეკატერინეე.. -მასწავლებელო.. -მოდი გნახო..-გადავეხვიე..-როგორც იქნა ჩემთვისაც მოიცალე და მარტო არ მოსულხარ.. -არ მოვსულვარ..საქმროსთან ერთად მოვედი.. -რას ამბობ, ბეჭედი მანახე.. ოჰ ძალიან ლამაზია.. მოდით ბავშვებო ნუ დგახართ.. -არ შეწუხდე.. -მითხარით ახლა რას დალევთ.. -შენებური ჩაი..ორივეს, აუცილებლად უნდა გავასინჯო.. -სახელს არ მეტყვი შვილო..? -მაპატიეთ, კონსტანტინე კასელი.. -კასელი ხომ ფრანგულია.. -მამა მყავს ფრანგი.. -გასაგებია.. ეკაკოს ყოველთვის უნდოდა საფრანგეთში წასვლა, ცხოვრობდა კიდეც იქ, ამიტომ ჯობდა ნეხვრად ფრანგი ყოფილიყავი ვოდრე სხვა ეროვნების.. ახლავე მოვალ - გაეცინა, ალბათ იმ მოგონებებმა გადაურბინა თვალწინ, როგორი აღტაცებით ველაპარაკებოდი, ჩემს ოცნებებზე.. საფრანგეთზე.. -ბავშვების ნახატები აქვს გამოფენილი.. -ზოგი რამდენი წლის წინანდელია ვერც კი წარმოიდგენ.. -გამოდის შენიც იქნება სადმე..-ორი ჭიქით ხელში დაბრუნდა.. -მიირთვით.. -უნდა მითხრათ ეკატერინეს ნახატი თუ გაქვთ შენახული.. -მაქვს.. სულ თავში შუაში შეხედე.. -მასწავლებელი და ჩემი თავი მის გვერდით.. -პირველი ნახატი იყო რომელიც მაჩვენა, მაჩუქა.. მაშინ ხელოვნების მასწავლებლად ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა.. ისე გამიხარდა.. სულ პირველი ნახატი რომელიც დავკიდე.. -ყველა ისეთი საყვარელია.. -ბავშვის ნახატი დაუფასებელი რამეა, არადა ზრდასრულებმა კიდევ არ იციან კარგად რამდენი რამის ამოკითხვა შეიძლება ერთი უბრალო ნახატიდან.. -მართალი ხართ..-მთელი საღამო ვილაპარაკეთ ვერ ველოდი მასთან ყოფნას მაგრამ წასვლის დროც დადგა.. -რაღაც მინდა გითხრათ.. -გისმენ შვილო.. -ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხარია, თავის დროზე ეკატერინეს მასწავლებელი თქვენ რომ აღმოჩნდით.. თქვენ იყავით მისთვის ბიძგი, რომელიც ამდენად სჭირდებოდა.. -მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის, მაგრამ ის მაინც მოახერხებდა გზის გაკვლევას.. -კარგად იცით ეს შეიძლებოდა ასე სულაც არ მომხდარიყო..-ჩავერიე მე.. -რაც არ უნდა ყოფილიყო ყველაფერი კარაგდ დამთავრდა.. -კარგით და მასწავლებელო სანამ დაგემშიდობებით.. სულ დამავიწყდა, ქორწილის მოსაწვევი.. დაპატიჟებული ხართ.. თქვენს გარეშე არაფერი გამოვა.. -აუცილებლად მოვალ.. შეხვედრამდე ბავშვებო.. ბედნიერად.. . . . ქორწილმაც ჩაიარა და თაფლობისთვემაც.. დამატებით კიდევ რამდენიმე თვემაც.. ყველაფერი იმაზე კარგი იყო ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.. საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული მნიშნელოვანი დღე მეტად იძენს მნიშვნელობას, როცა იცი რამდენად უხარიათ მათ, შენი ბედნიერება.. ისე მიხაროდა საქრთველოში დაბრუნება, ზედმეტად გაგვეწელა ჩამოსვლა, მაგრამ წინ მთელი ზაფხულია და ამაზე არ ვდარდობ.. ორმაგად ვმუშაობდი ზაფხულისთვის, საქმის შესამცირებლად, დანარჩენს კი აქედან გავუძღვები.. უკიდურეს შემთხვევაში ჩავალ.. რაც ძალიან არ მინდა რომ მოხდეს.. -ეკატერინე ძილისგუდა ხარ..გაღვიძების დროა.. -არ მინდა.. -მე ახლა ავდგები, კაკაოს გაგიმზადებ და გავიდეთ ნელნელა.. -არა, არ წახვიდე.. -სიამოვნებით დავრჩებოდი, პატარა პრობლრმაა..წასასვლელები ვართ.. -ზაფხულია, ძლივს ჩამოვედით.. დაისვენე.. -მერამდენეთ იძახი მაგას.. -კარგი მიდი კაკაო გამიკეთე და ავდგები.. -ცოტახანში ძლივს წამოვდექი და აბაზანისკენ გავეშურე.. ცივმა წყალა ოდნავ შემომაფხიზლა.. ეტყობა იმდენად ნელა ვაკეთებდი ყველაფერს, როცა გავედი დამთავრებული ჰქონდა.. -როგორი არმომატიაა.. -აბაზანაში შევალ, შენ დაიწყე.. -კარგი..-კაკაოთ სავე ჭიქა გავიყოლე და ჩაცმა დავიწყე.. შემდეგ ისევ სამზარეულში დავბრუნდი.. ის უკვე ჩაცმული გამოვიდა..-არაფერი გინდა..? -არა, ერთი ტოსტი ვჭამე.. დალევით არაფერი..შენ ჭამე რამე..? -კაკაო დავლიე.. -ჭამე რამე..? -ახლა შევჭამ ოღონდ მასეთი სახით ნუ მიყურებ.. -მიდი გელოდები.. სახლიდან ისე არ გავალთ.. -რომელი ქმარი აძალებს ცოლს ჭამას.. -რომელსაც ცოლი უყვარს და არ უნდა შუა ქუჩაში გული წაუვიდეს..-და როგორც იქნა სახლიდან გავაღწიეთ.. -ბავშვებს ფრთები მართლა უნდა უყიდო..? -კარგი გამახსენე, გაუხარდებათ.. შევიაროთ ჰოო.. -კიდევ სად მივდივართ.. ? -სია მაქვს არ იდარდო..-საცობმა და საყიდლებმა დიდი დრო წაიღო შეკრებაზე დიდად აღარც დაგვიგვიანია.. სამეგობროს შეკრებაზე, რომელიც ჩემი იდეა იყო.. მეთქი ზაფხულის დაწყება აღვნიშნოთ მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევს ცივა და წვიმსთქო.. ამათ ოღონდ მიზეზი მიეცი.. გადაწყდა დებორას ძველ საცხოვრებელში შევიკრიბებოდით. სადაც წესით დედამისი უნდა იყოს მაგრამ დროებით წასულია იტალიაში.. -აქ დებორა ცხოვრობდა..? -კი შემდეგ თაიაც შემოუერთდა.. სამეგობრო იმ პერიოდიდან მეტად დაახლოვდა და გაერთიანდა.. -გამოდის თაიამ ახალი ეტაპი წამოიწყო მისი ჩამოსვლთ.. -ასეა.. -კარგი შევიდეთ.. -როგორც იქნა თქვენ ორიც მოხვედით.. -თქვენ რა ყველაფერი უკვე გააშალეთ..? -აბაა.. გვეჩქარება ქეიფი ჩემო კარგო.. -მე მაწყობს ამიტომაც ჩუმად ვარ.. -ეკაკო, ახლა ხმას არ ვიღებ და მერე შეგახსენებ შენი კოქტეილები მომენატრაა.. -ამის სეზონიც მოვიდა.. არ იდარდო ეს ზაფხული არ მოგაკლებთ.. -ძალიან კარგი.. -მიყვარს საჭმლის გაკეთება რომ არ გეხერხება, ამავე დროს კი უგემრიელეს კოქტეილებს აკეთებ.. -ახლა დამცინი თუ კომპილმენტს მეუბნები., -ორივე..-დიდად არ გავბრაზებულვარ მაგრამ მხარზე მაინც წამიცდა ხელი და მივარტყი.. -ეკაკო სამზარეულოსკენ ინებე წამობრძანება, როგორმე.. -ახლავე მოვდივარ..რაო აქ რა ამბებია..? -მითხარი რომ დიდი ხნით აპირებ დარჩენას.. -მთელი ზაფხული.. -არ არსებობს.. -იმდენ გეგმას დავაწყობთ ერთად.. -ძალიან მაგარი იქნება, საუკეთესო ზაფხული.. -რამეს აკეთებ..? დაგეხმარო რამის გატანაში..? -ყველაფერი გაკეთებულია.. ეს დესერტია მერე შემოვიტან..და მხოლოდ ამის გაყოლება დამრჩა.. -დასხედიით თუ შეიძლება.. -სულ დამავიწყდა, ბავშვები სად არიან.. -ეზოში.. -კარგი საჩუქარს მერე გადავცემ..ჯერ დავსხდეთ.. -ეკატერინემ თქვა მთელი ზაფხული აქეთ ვართო.. -მართლა..? ძალიან კარგი.. ისედაც ვერ გნახულობთ ხშირად, ზაფხული გამოვიყენოთ..-მიყოლებით დაიწყო თითოეულმა წყვილმა თავისი ისტორიის მოყოლა, კონსტანტინეს სურვილით.. მე არ ვიცი და მომიყევითო, ვოთომ მხოლოდ მისთვის მაგრამ ხელმეორედ ჩვენც არ ვიყავით წინააღმდეგი, ყველაფერი გაგვეხსენებინა.. ბევრი ვიცინეთ ვიტირეთ კიდევ უფრო მეტი ვიცინეთ.. ჩვენ უკვე ყველაფერი გადახარშული გვაქგვს მაგრამ ამდენი ახალი ინრომცაია თუნდაც დებორას აყოფილი აგენტობა, ის თუ როგორ დაიჭირეს თაიამ და ანდრიამ ის ფსიქოპატი.. ეს და კიდევ მრავალი დეტალი.. -ამათ ისტორიებს თუ გავითვალისწინებთ ჩვენ კიდევ კარგად გამოვძვერით..-ღიმილით გადმომხედა.. -არ თქვა..-ბავშვებს უფრო გაუხარდათ ფრთები თუ მე ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.. უამრავი ფოტო გადავუღე.. ჩვენ ყველამ ერთად ბევრი ფოტო გადავიღეთ.. -სახსოვრად გვქონდეს.. -დამიჯერე კიდევ ბევრ მოგონებას შევქმნით ერთად და ბევრ ფოტოსაც გადავიღებთ სამახსოვროდ.. -ყველაფერთან ერთად თქვენ ორ ქვეყაანში უნდა იცხოვროთ..რთულია.. -რას იზამ იქაც მინდა ყოფნა და თქვენთანაც.. -გვიხარია, ამის შესაძლებლობა გვაქვს.. -ნამდვილად, თორემ რა გვეშველებოდა.. -ადრეც ვთქვით მაგრამ კონსტანტინეს შევახსენოთ.. -აბა გისმენთ.. -წელიწადში ორჯერ მაინც, სადაც არ უნდა ვიყოთ და ცხოვრებამ სადაც არ უნდა წაგვიყვანოს ვიკრიბებით.. ზაფხულში და ზამთარში.. სრულიად განსხვავებული სეზონით და შეგრძნებებით, რომ შევაგროვოთ მოგონებები.. -იდეა ძალიან მომწონს.. -კარგია იმიტომ რომ წამსვლა მოგიწევს ხოლმე.. -იდეა პირველ რიგში იმიტომაა კარგი რომ სამეგობრო არ დაიშლება..-თაია -ჩემი ღამის კოშმარია, რას ამბობ..-ქეთა -რატომ უნდა დავშალოთ..-დემნა -ხდება ხოლმე, როცა ადამიანები ზედმეტად ფოკუსირებულები არიან თავიანთ ცხოვრებაზე, გარშემო მნიშნელოვანი ადამიანები ავიწყდებათ..-იოანე -მოდი ვეცადოთ არ დაგვავიწყდეს რომ ერთმანეთი გვყავს.. -თუ დაგვავიწყდება, ერთმანეთს შევახსენებთ.. -ძალიან ახლო ადამიანებსაც დავკარგავთ თუ არ მოვინდომეთ, დრო ერთად არ გავატარეთ, კარგი თუ ცუდი პერიოდი არ გავიარეთ ერთად..-ქეთა -გეთანხმები ძალიან მარტივია ადამიანს ჩამოშრდე.. -გთხოვთ დაშლაზე ნუღარ ლაპარაკობთ თორემ ვიტირებ, არ ვხუმრობ..-სიცილით გავაჟღერე.. -მხოლოდ იმას ვამბობ რომ თუ ყველა.. თითოეული ვეცდებით, ცუდი არც არაფერი მოხდება და რომც მოხდეს ერთად ვიქნებით.. -მაგაზე ვთანხმდებით.. -წარმოიდგინეთ როგორები ვიქნებით თანდათანობით წლების მერე ისევ ერთად, მაგიდასთან.. -მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, ისევ გვექნება ისტორიები რომლებზეც გავიცინებთ, გავიხსენებთ.. -მოსაყოლს რა დალევს.. -რადგან ჯერ კიდევ ამ ემოციურ ტონალობაზე ვართ მინდა გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენი არსებობა წლების მანძილზე.. ისეთ დროს მედექით გვერდით, ზოგჯერ წარმოდგენაც არ გქონდათ, უბრალოდ ჩემს გვერდით იყავით და ეს საკამარისი იყო.. მიხარია რომ ერთმანეთი ავირჩიეთ, არა როგორც მეგობრებად არამედ ოჯახის წევრებად.. თითოეული თქვენგანი ძალიან მიყვარს.. -ჩვენც გვიყვარხარ ეკაკო.. -გახსოვთ თაია რომ ჩამოვიდა, მაშინაც ზაფული იწყებოდა.. ძალიან მალე დაიწყო ცვლილებები დადებითისკენ.. გარდამტეხი მომენტები ჩვენს ცხოვრებაში.. -არ მეგონა ამხელა სამეგობროს წევრი თუ გავხდებოდი, მიხარია ყველაფერი ისე მოხდა როგორც მოხდა.. -რამდენადაც რთული პერიოდი არ უნდა გაგვევლო, საბოლოოდ ერთმანეთის იმედი ყოველთვის გვქონდა, კარგი შეგრძნებაა როცა იცი მარტო არ ხარ..-ანდრია -ბევრი რამ ვისწავლეთ.. ერთად თუ ცალცალე.. -მაგალითად..თვალები უნდა გაახილო და შენიშნო, როცა მთელი ამ ხნის მანძილზე ბედნიერება შენს ცხვირწინ ყოფილა..-დემნამ დების გახედა..-ჩემი მთავარი გაკვეთილი.. -ზოგჯერ იმ ადამიანის მიმართ გვიჩნდება გრძნობები, რომელიც გვეგონა გვძულდა, მაგრამ თურმე სიგიჟემდე გიყვარს ჰოპ და შენი შვილების დედაა..-ყველას გაეცინა..-ჩემო აუტანელო ქალბატონო.. -ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, როცა გგონია გზის გაგრძელება შეუძლებელია ამას ახერხებ, ზოგჯერ კი შეიძლბა ამის დანახვაში სხვა დაგეხმაროს.. -ქეთა.. -პირობას ხომ ვასრულებ ძვირფასო მეუღლევ.. -კი იოანე ასრულებ.. -და ზოგერ სიყვარული მაშინ აღებს შენი ცხოვრების კარს, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები..-ამის თქმისას კონსტანტინემ ხელი ჩამკიდა და გამიღიმა.. -ყველაფრის მიუხედავდ გვიხაროდეს როგორ გამოვიდა ყველაფერი.. -ცუდი თუ კარგი მოგონებაც ოდესღაც სრულდება.. მთავარია ბოლოს გარშემო რომ მიმოვიხედებით, ამ ყველაფრის გასაზიარებლად ერთმანეთი გვყავდეს.. -ერთმანეთის ისტორიებს ხელმეორედ მოვისმინეთ, გავიხსენებთ.. -ჩვენ ხომ მეორე ოჯახი ვართ ერთმანეთისთვის.. ამ ისტორიებიდან უმეტესი ნაწილი ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული.. -ჩვენი ისტორიები.. მიხარია ყოველდღიურობას, რომ ვუზიარებთ ერთმანეთს.. ეს ქმნის ისტორიებს.. -რადგან მეგობრებო.. სულ ესაა.. -სულ ესაა..? რა?.. -ჩვენი ეგრეთ წოდებული ცხოვრება.. . . . “ სოფლის წუთების სტუმრები რომ ვართ, გაუმაძღარი გზის გვალვების შემდეგ წვიმა რომ მოვა, მოლოდინში ვართ მზის სასწაულია ყოველი წამი, სასწაულია მზე სასწაულია მიწა და წყალი, სასწაული ხარ შენ დაიჯერე მოვა, დაინახე და გაიგებ ხმას სიყვარულის დროა და შენ იპოვი მას დაიჯერე მოვა, დაინახე და გაიგებ ხმას სიყვარულის დროა, მე შენ ვერ განებებ თავს “ - ნიაზ დიასამიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.