შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენზე უფროსია,არ შეეფერებით (თავი 8)


11-11-2023, 00:16
ნანახია 2 352

-ახლავე გამოვალ მარიამ - პასუხი დაუბრუნა გოგონას და კაბინეტიდან მთავარ დარბაზშ გადაინაცვლა
-ვის ელააპარაკებოდი ტაი , რამდენჯერ დაგირეკე - წარბებშეკრული ანდრონიკე მისი მიმართულებით დაიძრა
-ანდრონიკე - ღრმად ამოისუნთქა გოგონამ, მიხვდა რატოდ გაუთიშა ტელეფონი ,როცა გადაურეკა
-ხო ანდრონიკე არღვლიანი,შენი შეყვარებული- ღიმილი მოეფინა სახეზე მამაკაცს - კითხვაზე არ მიპასუხე
-სანდრომ დამირეკა,ხო ცოცხალი ხარო ,მომიკითხა
-აჰა გავიგე,აბა მორჩი საქმეებს? გავიდეთ?
-კი , პალტოს ავიღებ , შენ ეს დამიკავე - ტელეფონი გაუწოდა და კაბინეტში შევიდა,პალტო აიღო, კომპიუტერი გამორთო და მთავარ ფარმაცევტს მიმართა -მარგო ყველაფერი მოგიწესრიგეთ, ჩამოიწერეთ ყველა დაკლებული მედიკამენტების სია, მარიამს სთხოვე ხვალისთვის ყველა მედიკამენტის ვარგისიანობის ვადებს გადახედოს და ყველა მათგანი ამიტვირთოს ბაზაში. თუ რამე პრობლემა შეგექმნებათ ნებისმიერ დროს დამირეკეთ - მკაცრი ტონით ესაუბრებოდა 30 წლამდე გოგოს
-კარგით ბოს,მართალია ჯერ თორმეტიც ა რ არის ,მაგრამ დაბადების დღეს გილოცავთ - ღიმილიანი სახე მიაპყრო ტაისიას
-უღრმესი მადლობა - გადაეხვია ტაისია და ანდრონიკეს გვერდით დაიკავა ადგილი - წავედით?
-წავედით ლამაზმანო - თავზე აკოცა საყვარელ ქალს და კარი გაუღო ,მანქანაში მოთავსდა და პირველი რაც იკითხხა მიმართულება იყო
-სად მივდივართ ანდრონიკე ?
-მინდა რომ შენი დაბადებისდღე ერთად აღვნიშნოთ,თუ გინდა პაემანი დაარქვი , ამ საღამოს მარტო ჩემი ხარ - ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა , ტაისიას არასასიამოვნო სუნი მოუვიდა , თითქოს სიგარეტის იყო , თითქოს არც იყო , დარწმუნებული იყო რომ ანდრონიკეს ამასთან არანაირი კავშირი არ ექნებოდა ,მშვიდად მიეყრდნო საზურგეს და სიყვარულით აღსავსე თვალები მიაპყო მამაკაცს .
-მომენატრე - ჩუმად მაგრამ მაინც გარკვევით წარმოთქვა გოგონამ და მოელვარე თვალები ცოტა დაუსევდიანდა
-ნეტა იცოდე მე როგორ მმენატრე ჩემი გულის მბრძანებელო - ომახხიანად წარმოთქვა და გოგონას ხელი მუჭში მოიქცია,გულიანად ეამბორა ხელის გულზე
-ეს ძაან რომანტიკოსული სიტყვები საიდან მოგაქვს ხოლმე - მხიარულად უთხრა ტაისიამ
-შენ ამრიე ქალბატონო, თორე მე ესეთები საიდან ვიცოდი - თავი იმართლა ბიჭმა
-რამ აგაცანცარა ამხელა კაცი - ნაზად უჩმიტა მკლავზე
-უკვე გითხარი - გაუღიმა და ისევ ხელის გულზე ეამბორა .
საკმაოდ მალე მივიდნენ ერთ რესტორანში, რომ გითხრათ ტაისიას ჩაცმულობა არ შეეფერებოდა თქო მოგატყუებთ,შავი კლასიკური შარვალი,შავი ტოპ-საროჩკა ,და ქუსლიანი ფეხსაცმელი.ანდრონიკეს როგორც სჩვევია შავი ნახევრადკლასიკური სმოკინგი ეცვა . შესლისთანავე ახალგაზრდა გოგონამ კეკლუცი ღიმილი ესროლა ანდრონიკეს
-საღამომშვიდობის ბატონო ანდრონიკე
-საღამომშვიდობის ,ვერანდაზე გვაქვს ჯავშანი მე და ჩემს საცოლეს - ტაისიას ბედნიერების ისარი დაესო გულზე საცოლის გაგონებაზე, აშკარა იყო რომ სერიოზულად უდგებოდა ანდრონიკე მათ ახალდაწყებულ ურთიერთობას ,რასაც მიმღების გოგონაზე ვერ ვიტყვით.ღიმილი წაეშალა სახეზე და ტაისიას თან აღფრთოვანებით და თანაც შურით შეავლო თვალი
-ლიფტი მარჯვნივ , მეექვსე სართული - თქვა და ლიფტში მიმავალ წყვილს თვალი გააყოლა,ანდრონიკეს მჭიდროდ ჰქონდა ქალის ხელი თავისაში მოქცეული და ისე მიუყვებოდნენ,ლიფტით სართულებს .
-დიდად რომანტიკოსი არ ვარ ,მაგრამ მინდა რომ ახლა ვიყო,ამიტომაც ვაკეთებ ამას შენთვის - ტაისია ვერ მიუხვდა სიტყვებს,ანდრონიკემ წითელი ატლასის ლენტისებური ნაჭერი ამოიღო ჯიბიდან - თვალები დახუჭე
-გიჟი ხარ - გაეღიმა გოგონას და თვალები დახუჭა,ანდრონიკემ ლენტა მიაფარა თვალებზე
-მენდე - ხელი წელზე შემოხვია და ვერანდაზე გაიყვანა , გრილი ნიავი რომ მოხვდა სახეზე მიხვდა რომ უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ
-აბა სამამდე დაითვლი თუ ისე მომხსნი სახვევს -ინტერესისგან გახარებული ცქმუტავდა ტაისია
-მოუთმენელო - გაეცინა მამაკაცს - აბა მზად ხარ ?
-მოვკვდი ინტერესით - ამოიწუწუნა ტაისიამ, ანდრონიკემ ტაისიას მიერ ნაჩუქარ საათსდახედა უკვე თორმეტს აჩვენებდა,შემდეგ ტელეფონის საათს შეეხედა 00:01
-დაბადების დღეს გილოცავ ერთადერთო - ყურთან უჩურჩულა და სახვევი ნაზად მოხსნა ,ტაისიას წინ გადაეშალა ულამაზესი თბილისის ხედი, ერთი პატარა მაგიდა , სანთლებით აკიაფებული, გარშემო წითელი ბუშტებით და ნაზი,მელოდიური მუსიკით,გარშემო სიცარიელე,მთელს ვერანდაზე ორი ერთმანეთზე საუკუნოდ შეყვარებული ადამიანი იდგა,აქედან ერთერთი კი ისეთი აღფრთოვანებით გაჰყურებდა გარემოს ,სიტყვის თქმასაც კი ვერ ბედავდა . არასდროს იზიდავდა ტაისიას ასეთი დრამები,რომანტიზმი, ფილმებშიც კი სისულელედ მიაჩნდა ,მაგრამ ახლა,ამ საღამოს, საყვარელი მამაკაცის გვერდით ეს ყველაფერი ისეთი მშვენიერი ეჩვენებოდა,თითქოს ამაზე ბედნიერად არასდროს უგრძვნია მის ცხოვრებაში თავი,ობოლმა ცრემლა გზა გაიკვლია ტაისიას გლუვ სახის კანზე და გოგონამ სიამაყის,აღფრთოვანების,ბედნიერების,სიყვარულის მზერა აჩუქა მამაკაცს და ძლიერად შემოეხვია
-ნეტავ შენც იცოდე როგორ მაბედნიერებ შენი არსებობით - ყურთან ჩასჩურჩულა,მამაკაცმა ძლიერი მკლავები შემოაჭდო ქალს წელზე და ერთხანს ასე ტკბებოდნენ ერთმანეთის სიახლოვით.
-ჩემი ქალბატონის დაბადებისდღის საღამოს გახსნილად ვაცხადებ -შუბლზე აკოცა და მასთან ერთად დაიკავა მაგიდასთან ადგილი
-მიყვარს ღამის თბილისი - ღიმილიანი სახით გახედა ჰორიზონტს
-მე კი შენ მიყვარხარ დევდარიანო!
-მე კიდევ შენ მიყვარხარ არღვლიანო !
-მაშინ დავიწყებ პირველი სადღეგრძელოთი , ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩენილ და წარუშლელ ადამიანს გაუმარჯოს, რომელმაც სიყვარულის იმაზე უფრო ღრმა საიდუმლოება დამანახა ვიდრე მე ვიცოდი ამის არსებობის შესახებ , შენ გაგიმარჯოს ჩემი სულის და გულის ნაწილო - მთელი გული ამოაყოლა სიტყვებს და წითელი ღვინით სავსე ჭიქა ტაისიას გამოწვდილ ჭიქას შეაგება
-მე კი ვიტყვი , ჩვენ გაგვიმარჯოს არღვლიანო - ერთი მოზრდილი ყლუპი მოსვა ორივემ და მომთხოვნი მზერა ესროლა ტაისიამ ანდრონიკეს
-რატო მიყურებ ეგეთი სახით ? - მაცდურად ჩაიღიმა ბიჭმა
-დღევანდელის გამოც კი არ მოგცემ ბევრის დალევის უფლებას , ეს იცოდე - თან ღიმილით და თან მკაცრად უტხრა მაცდურად მომზირალ მამაკაცს
-მაშინ ვისაუბროთ ჩვენზე, პირველ შთაბეჭდილებებზე ,პირველ მოწონებაზე, ვირველ ჩხვლეტაზე რომ კი არ მოგვწონდა ერთმანეთი ,არამედ შეგვიყვარდა
-მაშინ მე დავიწყებ, ცოტას გაგაოცებ
-გისმენთ მი ლედი - საზურგეს მიეყრდნო და საყვარელ ქალს ინტერესით დაუწყო ცქერა
-ზუსტად სამი წლის წინ უზომოდ მომწონდა ერთი ბიჭი,თუმცა მას პირადად არც კი ვიცნობდი,კაფეში მყავდა რამდენჯერმე დანახული და ვსო ,განსაკუთრებული არაფერი.მოვიხიბლემკაცრი ნაკვთებით,გამოხედვიტ , მისი არაამქვეყნიური ბარიტონით,ამაზე ახლაც მაჟრჟოლებს ტანში - ანდრონიკეს დაძაბულობა გამოესახა , ვერ იგებდა ტაისიას მონაყოლს და ეს უფრო ძაბავდა - მე 18 წლის ვიყავი ,ის კი 24-ის, ჩემმა ანტიკვარმა დაქალებმა თითქმის დამარწმუნეს რომ ჩემზე უფროსი იყო და არ შევეფერებოდით, ასეც ვფიქრობდი საკმად დიდი ხანი, დაახლოებით 3 წელი, სანამ ეს ბიჭი ჩემს სახლში არ გამომეცხადა,სამი წელი ჩემო სიყვარულო,სამი წელი.მერეკი ამ ბიჭს ,უფროსწორად უკვე მამაკაცს შევხვდი ჩემს სახლშ და მისი პირადად გაცნობაც მაშნ შევძელი, ისეთ უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდი რომ გაქცევა უფრო მინდოდა ვიდრე თუნდაც ჩემი სახელის და გვარის წარმოთქმა, ჩემს დაქალებს ვეჩხუბესავით ამის გამო , თუ მე არ შევეფერები მას ასაკთა შორისი სხვაობის გამო , ქალბატონი ნატალია რატომ ეტრფის ბატონ გიორგის. ყველანაირად ვცდილობდი თავის არიდებას თუმცა ი საღამოს რამის ხელებში ჩამაკვდი! დანარჩენი შენც იცი - გაუღიმა გაოგნებულ მამაკაცს და ერთი ყლუპი ღვინო მოსვა
-მთელი სამი წელი მოგწონდი და ნაბიჯიც კი არ გადმოგიდგამს? - გაოცება და სიხარული ერთიანად აუკიაფდა სახეზე
-ხომ გითხარი 18 წლის ღლაპი ვიყავი, მაშინ რომ გადმომედგა ნაბიჯი დღეს შეიძ₾ება ეს არც გვქონოდა ,ან პირიქით უფრო მეტი გვქონოდა. თუმცა მე ეს რეალობა მაბედნიერებს , ასე რომ განხილვას არ ექვემდებრება - მხიარულად წარმოტქვა და საზურგეს მიეყრდნო-შენი ჯერია
-რა გიჟი ქალი ხარ ნეტა იცოდე
-ვიცი ჩემო სიყვარულო, ვიცი . ახლა გისმენ
-იმ დღეს სამსახურიდან ადრე გამოვედი , გიომ დამიეკა კატოსთან ვართ და ამოდიო,რა თქმა უნდა ავდი, საღამოსთვ ის სადმე გასართობად გასვლას ვგეგმავდთ ,მერე მე და გიო აივანზე გავედით ყავის დასალევად ,კატომ და ნატამ ყავები გამოგვიტანეს რაღა თქმა უნდა,ცოტახანი ვსაუბრობდით სანამ ყავაც ბოლომდე არ დავცალეთ და მერე შენ გამოჩნდი,შავი სამოსით ,წარბაწეული გვიმზერდი ყველას, არეული ფიქრები გეტყობოდასახეზე,როცა შემომხედე და ორივე წარბი მაღლა ასწიე როგორც გჩვევია ხოლმე ,მივხვდი რომ პირველად არ მხედავდი და მიცნობდი კიდეც , მაგრამ ვერ წაროვიდგენდი რომ მოგწონდი ,შენს თავს ვფიცავ არც დამესიზმრებოდა ეგეთი რაღაცა,მანამდე გოგოებისგან მხოლოდ სიტყვებიტ მსმენოდა შენზე,ლამაზი,ფიცხი,მხიარული,საზღვარგარეთ ცხოვრობს,მშობლებთან ერთად არის.სიმართლეს გეტყვიდა ერთი განებივრებული გოგო მეგონე, ვისაც საქართველოში გართობა და დროის ტარება შემოაკლდა და გაიქცა
-გრცხვენოდეს ანდრონიკე - თვალთმაქცი გულისწყრომით უთხრა მამაკაცს
-ნუ მაწყვეტინებ , მერე იმ სავარჯიშო ფორმაშ რომ გამომეცხადე ,მანდ უკვე პიკი მქონდა,ვერც თვალებიდან,ვერც გონებიდან ვერ გიშორებდი,რაღაც არაამქვეყნიური დაამმართე,თითოეული შენი გამოხედვა,საუბარი , ღიმილი...-პაუზა გააკეთა ,ღრმად ჩაისუნთქა -აუ ტაი ღიმილი,ვაბოდებ მაგ ლოყებზე ,რომ გეკეცება სურვ ილი მიჩნდება ჩაგიკბიჩო ,არ ვიცი რას მიშვები .. იმ ღამეს როცა სიკვდილს გადამარჩინე,უკვე მოჯაჭვული მქონდა შენთან ყველა გრძნობა, ეს ყველაფერი კი უფრო გამძაფრდა როცა მამაშენის ძმაკაცებთან ასე ახლოს დაგინახე,ასაკით ჩემზე ბრად უფროსები ნამდვილად არ იყვნენ,ჭკუიდან ავიწიემათ შენს გვერდით რომ ვხედავდი .
-გიჟი ხარ, მე კი ჭკუიდან იმ ქერამ ამწია იმ საღამოს რომ გეჩალიჩებოდა , მაშინ საკმაოდ დიდი მოთმინების უნარი გამოვიჩინე .
-მაგას მივხვდი , ქალისთვის ისე არასდროს შემიხედავს როგორც კაცები 99-% უყურებს , გეტყვი რომ სიმპათია ბევრი გოგოს მიმართ მქონია, პაემანზეც კი ვყოფილვარ მათთან, საჩუქრებიც გამიგზავნია , ეს ყველაფერი ელემენტარული ყურადღება და ზრდილობაა,თუმცა ჩემი საწოლში შეთრევის მეტი არავისგან არაფერი მიმიღია ,27 წლის ვარ და ქალთან მთელი ვნების და სურვილების დაღვრა რა არის არ ვიცი,არ გამჩენია ამის სურვილი გესმის ? ვიღაცებს მაგარი ყ*ე ვეგონები ამის გამო, ქალები მაწყდებოდნენ და მე არ ვინტერესდებოდე,ერთხელაც არ მინდოდეს მათთან დაწოლა და მსგავსი, აფსურდია ხო? მარა ასეა,ქალს როგორც ხორცის ნაჭერს ვერ აღვიქვამ გესმის? ისეთი ამაზრზენია ეს ყველაფერი, ყოველდღე სხვადასხვა ქალის გვერდით როგორ უნდა გაიღვიძო კაცმა, არ მესმის, ყოველდღე სხვადასხვას როგორ უნდა ეხებოდე, ეს დედა მოტ*ნული ყველას ერთი აბია , ყველას ერთი და იგივე რაღაცა აქვს ხო,ვნებებში დაცლა გინდა მოიყვანე ცოლი, მოუარე,პატივი ეცი და უანგაროდ ეყვარები ხო, მერე რამდენიც გინდა და როგორც გინდა ისე ინებივრე, ცოლია შენია . მარა ქართვ ელობა ცოტა სხვა რამეს მოითხოვს, ცოლს ვერ ვაკადრებო ჩემი, შენ ყ*ეო რო იცი რომ ისეთი რაღაცა გნდა ცოლს რო ვერ აკადრებ , ვისაც უნდა აკადრო ის ქალი არ არის ? როგორ უნდა იკადრო ჯერ ეგ რომ ცოლიანი ვირაცასთან დაწვე 10 და 15 წუთი სიამოვნების გულისთვის , ვგიჟდები , ვყლ*ვდები ტაი არ მესმის, ქალისთვ ის კოცნასაც კი ვერ ვბედავდი ,როცა ვიცოდი რომ უბრალოდ ლამაზი იყო და ეს მოწონების იქით ვერ წავიდოდა ვერსად,ჩემს დას, დედაჩემს , ყველა ჩემთვის ძვირფას ქალბატონს წარმოვიდგენდი მათ ადგილას, ვიღაცას რომ მათთან მსგავსი ექნა ჩემი ხელიტ დავადუღებდი გესმის? სიმართლეს გეტყვი შენი დანახვისას პირველი რაც აზრად მომივიდა ეგ იყო , მეთქი ლამაზი ქალია თვალს რომ გააძღობს ,მერე მის მიმართ ინტერესი არ მექნება , როგორც ჩვეულებრივ ხდება მეტქი,საკუთარ თავს ვეუბნებოდი , მორიგი ულამაზესი ქალი, მეტი არაფერი.მაგრამ შენ მე ამომიტრიალე სამყარო, ასეთი გრძნობა ამხელა გრძნობა, მიზიდულობა, მიჯაჭვულობა, ვნებაზე ხო ხმას არ ვიღებ, არასდროს არ განმიცდია ,ყოველთვ ის აღვირით ვიჭერდი თავს შენს გვერდით, დრო მიდიოდა და საკუთარ თავს გრძნობებში გასარკვევად ვეჭიდილებოდი,მაგრამ შენ ტაისია დევდარიანო, შენ ერთადერთი ხარ ,მე ამ გრძნობას სხვასთან ვერ გავიყოფ , პირველ სიყვარულზე უფრო ტკბილია ჩემი შენდამი გრძძნობები გესმის ?, ჩემს დაბადების დღეს ყველასგან უამრავი და ძვირფასი საჩუქარი მივიღე,მათ შორის შენგანაც მაგრამ ის პირველი კოცნა ყველაზე დიდი და სამუდამო საჩუქარი იყო რაც ოდესმე მქონია. ღმერთის საჩუქარი ხარ ჩემთვის ,შენზე ძვირფასი არავინ გამაჩნია, იჯახს თავისი დანშნულება აქვს და თავისი ადგილი უკავია, მეორე ნახევარს კი თავისი,შენ ჩემთის ჰაერი ხარ , უშენობა ყელში ძლიერად მიჭერს და მახრჩობს ,მე შენ სიიჟემდე მიყვარხარ დევდარიანო ! - ტაისია გაოგნებული უსმენდა კაცს და უფრო და უფრო უყვარდებოდა ,ანდრონიკე წამოდგა და ხელი გაუწოდა
-მინდა ცოლობა გთხოვო , უარი არ მიიღება ,მაგრამ დღეს და ხვალ არ მინდა დაქორწინება . მინდა კიდევ გამიცნო,კიდევ უფრო შემიყვარო , მე სულ შენს გვერდით ვიქნები, სულ რომ გამაგდო მაინც არ წავალ გესმის?! ტაი ცოლად გამომყვები ? - როგორცვიცით ყველა მამაკაცი იმუხლება ხოლმე ამ მომენტში ,მაგრამ ანდრონიკე მთელი გულწრფელობით უყურებდა მის წინ მდგომ ქალს ,ხელში წითელი კოლოფი ეჭირა და გულაჩქარებული ელოდა ქალის პასუხს .
-თანახმა ვარ ვიყო შენი ცოლი ანდრონიკე არღვლიანო ! - ისევ ობოლი ცრემლი გადმოუგორდა ტაისიას დამამაკაცის ბაგეებს თვითნებურად დაეწაფა
-ვგიჟდები შენზე ადამიანო ! - მისი სახე ხელებშ მოიქცია და შუბლზე ხმაურიანად აკოცა, არათითზე ბეჭედი ცამოაცვა და საცეკვაოდ გაიწვია . ტაისია ძლიერად ეკვროდა სხეულზე საყვარელ მამაკაცს და მის სურნელს ღრმად ისუნთქავდა. არ უნდოდა ამ ეუფორიიდან გამორკვევა მაგრამ , ისევ სიგარეტის სუნი ეცა და უნებლიედ დაემანჭა სახერატომ ასდიოდა ანდრონიკეს მისი სუნი ვერ ხვდებოდა.ცოტახანს იცეკვეს და მაგიდას დაუბრუნდნენ,ტაისიას შესცივდა, პალტო მანქანაში ჰქონდა დატოვებული,ანდრონიკემ შეამჩნია გოგონას როგორ დააყარეს ეკლებმა და წამიერად თავისი სმოკინგის კოსტუმი შემოასხა ხრებზე
-ჩემს პეპელას შესცივდა ? - თბილად უთხრა მამაკაცმა და ქალს ზურგიდან შემოეხვია
-კი და შენც შეგცივდება მაგ პერანგიტ თუ იქნები,ჩემს პალტოს ამოვიტან და შენ ეს ჩაიცვი ისევ რა
-კაი შენ ხილი შეჭამე და პალტოს მე ამოგიტან - შუბლზე აკოცა და პალტოს წამოსაღებად გაემართა .ტაისიას გააჯრიალა სიცივისგან ტანში და ხელები ჯიბეშ ჩააწყო ,ხელში რაღაც ოთხკუთხედი მოხვდა
-ეს რა არის ? - ჩუმად ჩაილაპარაკა დაანდრონიკეს პიჯაკის ჯიბიდან კოლოფით სიგარეტი ამოიღო ,თვალები გაუფართოვდა, ვერ იაზრებდა რატომ იყო მის ჯიბეშ სიგარეტი , ახლა ნათლად ხვდებოდა რატომ ასდიოდა პიჯაკს სიგარეტის სუნი ,არც იმას იჯერებდა რომ ანდრონიკეს ეკუთვნოდა,კოცნის დროს ხომ იგრძნობდა სიგარეტის არომატს თუმცა ანდრონიკეს მხოლოს მენთოლის და წითელი ღვინის არომატი ჰქონდა. მენთოლის გახსენებაზე სვანეთის ამბავი გაახსენდატ, მენთოლიან დიროლს ვერ ვუქაჩავ ტკბილები მიყვარსო, სიტუაციამ ერთიანად დააბნია. ეს მხოლოდ პრინციპულობა არ იყო,ინსულინზეა შემჯდარი და სიგარეტს ათასი უკუჩვენება შეიძლება მოჰყვეს, არ უნდოდა იმის დაჯერება რომ ანდრონიკე რაღაცას უმალავდა ან ატყუებდა. ფიქრებში გართული ანდრონიკეს ხმამ გამოარკვია
-მოგიტანე პატარავ -უცბად შეხტა მის ხმაზე, სიგარეტი უკან პიჯაკში დააბრუნა და ღიმილი აიკრა სახეზე - გაყინული ხარ , ასე ძაან შეგცივდა ? - ეს მისი სიცივე ამინდის ბრალი იყო თუ უფრო ნერვების ვერ გაეგო
-როგორც ჩანს - გაუღიმა და პიჯაკი დაუბრუნა
კიდევ რამდენიმე საათი ისხდნენ, საუბრობდნენ, ტაისიამ ხასიათის გამოსასწორებლად იდეა მიაწოდა რომ ბავშვობის კურიოზები მოეყოლათ ერთმანეთისთვის ,ცოტა გამოვიდა მდგომარეობიდან,გახალისდა. დაახლოებით 3:00 იყო საათი რომ დატოვეს შენობა და ანდრონიკემ ტაისია სახლში მიიყვანა . კატო ისევ სანდროსთან რჩებოდა ,ანდრონიკეს მამაისი უნდა ენახა , ამიტომ ტაისია მარტო დარჩა სახლში. იმ ღამეს ნერვიულლობისგან გადაღლილს დივანზე მიეძინა.
დილით წელის საშინელმა ტკივილმა გამოაღვიძა, სახედამანჭულმა წამოიკვნესა ტკვილისგან და ძლივს წამოდგა დივნიდან . ტელეფნს დახედა საათი 10:00-ს უჩვენებდა , უამრავი ესემესი და გამოტოვებული ზარი ჰქონდა, დიდად ზარებს პასუხი დაუბრუნა ტქო ვერ გეტყვით,ყველა ესემესს გასცა პასუხი და პარალელურად ყავას იმზადებდა . სააბაზანოში შევიდა წყალი გადაივლო , მოკლე ტილოსს სარაფანი გადაიცვა ,თმები კოსად აიკრა და სავარელში ჩაეშვა,ამასობაშ მამამისისგან ზარიც მიიღო
@
-დაბადების დღეს გილოცავ მამის გულო
-მადლობა მა, ბოდიში გუშნ არ მინახავს ზარები
-სასიძოსთან ერთად აღნიშნე დაბადების დდღე ხო ?
-უი სასიძოზე გამახსენდა , მომილოცე - ბეჭდიანი ხელი აუთამაშა ვიდეოკამერაში
-რას იძახი, მე მაგისთვის მზად არ ვარ მამი - თვალტმაქცურად გამოსცრა კაცმა
-მამა ჯერ ერთი ხელი მე მთხოვა შენ კი არა და მეორეც დღეს და ხვალ ან ერთ და ორ თვეში კი არ ვაპირებ გათხოვებას
-ე იმედები წყალში ჩამიყარე რა
-მამა! ასე გინდა ჩემი თავიდან მოშორება - დაუღრინა გოგომ
-ჩემო გადარეულო, აბა რა აზრი ჰქონდა ხელისთხოვნას ვერ გავიგე
-ვაიმე ნერვებს მიშლი უკვე , შენს ცოლთან სიტყვა არ დაგცდეს, ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით
-კარგი ხო,ნუ ბუინობ
-რას ვშვრები? - ახარხარდა გოგო
-ბუ-ინ-ობ! - დაუმარცვლა კაცმა და სიცილში აჰყვა, უცბად კარზე ზარის ხმა გაისმა
-მამუც წავედი კარზე ზარია ,მერე დადირეკავ
-მიდი მამი,გაკოცე
-მეც,მეც - ყურმილი დაკიდა და კარებისკენ გაემართა
-აე, Alles Gute zum Geburtstag (დაბადების დღეს გილოცავთ ) - შეჰყვირა სანდრომ და მამიდაშვილი ჰაერში აიტაცა
-დამსვი შერეკილო - გულიანად ხარხარებდა ტაისია,ყველანი გულიანად გადაეხვივნენ ტაისიას ,ტორტი და ბუშტებით გაავსეს სახლი
-გეყოფათ , მე დამითმეთ ჩემი საცოლე ! - სანდროს ხელიდან გამოსტაცა ანდრონიკემ საყვარელი ქალი და გემრიელად მიიხუტა
-ოჰ როდის მერე გახდა საცოლე ? - ნატალიამ ემოციაარეულმა შეუბღვირა ანდრონიკეს ,ანდრონიკეს მისი ეს სახე არ გამოპარვია და უნებურად წარბები შეკრა
-გუშინ! - ხმამაღლა თქვა ტაისიამ და ბეჭდიანი ხელი აუფრიალა ყველას , ტასოს სახე წაეშალა,ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა ყელში, მოულოდნელად წამოვარდა და აივანზე გავიდა , კატოს და ნატალიას ერთიანად დარდი და სიხარული ჰქონდათ აღბეჭდილი სახეზე, მიხვდნენ რომ ტაისიასთვის არაფერი უთქვამს ანდრონიკეს და გული საშინლად დასწყდათ ,მაგრამ არაფერი შეიმჩნიეს დაქალთან,ორივე ჩაეხუტა და მიულოცა ახალი აბავი. ცოტახანს სახლში ისხდნენ,მერე კატომ ბიჭები გაყარა სახლიდან და ტაისიას შეჰყვირა
-ადექი სატანავ! უნდა გამოგპრანჭოთ !
-რას ხლართავთ ? - იკითხა ტაისიამ
-სიურპრიზი დაგიგეგმეს საღამოს რესტორანში - ნაგლად წარმოთქვა ტასომ
-მადლობა ტასო ! - შეუბღვირა ნატალიამ
-ვაუ, გუშინ იმიტომ დაარეკინეთ სანდროს ?
-ზუსტად ! ადექი წავდივარტ სალონსა შინა - კატომ წამოაგდო გოგები და ჯერ ტანსაცმლის მარაზიები მოარბებინა, სანამ იდეალური სამოსი და ფეხსაცმელი არ შეურჩია იუბილარს ,შემდეგ კი უკვე 5 საათისთის ხუთივე სალონშ ისხდნენ.
ბიჭები მთელი დღე ერთად იყვნენ, ანდრონიკეს მწეველობის ამბავი ყველამ გაიგო და არცერთს არ ჰქონია გადასარევი რეაქცია
-ბიჭო სიგარეტი როგორ გამოიყურებოდა ისიც არ იცოდი, რა გეტაკა ? - შეუტია ნიკამ
-მაგარი პრო*ობა ქენი ეგ ანდრუშ რა - არ დააკლო ლუკამ
-მთავარია ტაისიასგან შორს ამყოფო ეგ ამბავი - უცბად წარმოთქვა სანდრომ
-რას იძახი საცოლეს დაუმალოს ,რო ეწევა? შენ ცუდად ხო არა ხარ ?!- გაბრაზდა ნიკუშა
-მისმინე მე ტაისიას მთელი ცხოვრებაა რაც იცნობ, ეს რო გაიგოს იმ ბეჭედს უკან გაუკეთებს , ასე რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი შემოგთავაზეთ, სანამ გადააგდებ მაგ სიგარეტსაც და ეგ არი
-აპირებს რო გადაგდებას ? - ხმა ამოიღო გიორგიმ
-ჯერ ორი დღეა რაც ვეწევი, რაც მალე გადავაგდებ უფრო არ გამიჭირდება
-ორი დღეა ეწევი მარა , რაც შენ მოწიე ხალხი ორი კვირა იყენებს
-არ გაჩუმდებით? თქვენი ლექციები მაკლდა და ავშენდი- გაბრაზდა ანდრონიკე
გოგოებიც უკვე მზად იყვნენ, ტაისიასმ თავისი გრძელი თმა გაიშალა და ნაზი კულულები გაიკეთა თმის ბოლოებში, გოგოებმა წითელი გრძელი კაბა შეურჩიეს , წელზე კორსეტით , საკმაო დეკოლტე . სახლში რომ მივიდნენ უცბად ჩაიცვა კაბა სუნამო იპკურა, ფეხსაცმლები ჩაიცვა და ტელეფონს დახედა, როგორც ჩანს როცა იცვლიდა ანდრონიკეს მოუწერია
@ - რას შვება მსოფლიოში ულამაზესი საცოლე ? - მის ესემესზე გულშ სითბო ჩაეღვარა
-ახლახანს გავემზადე , უბრალოდ ყელზე რა ჯანდაბა გავიკეთო არ ვიცი , ორ ფოტოს გაჩვენებ და მირჩიე რომელი სჯობს - ორი კულონი გაიკეთა და ისე გადაიღო ფოტო რომ მხოლოდ ყელი და კულონი ჩანდა,კაბის ფერიც კი არ გამოაჩინა, უნდოდა სიურპრიზი გაეკეთებინა მამაკაცისთის , ფოტოები გაუგზავნა და კაცის პასუხს დაელოდა
-არცერთი! კურიერი მოვა მალე და გააკითხე - ტაისიას ცოტა ეწყინა ანდრონიკეს ცივი პასუხი ,მაგრამ მისთვის ლამაზდებოდა ,ამიტომ წყენა მალე დაივიწყდა და პასუხი დაუბრუნა
-კარგი ,მგონი მოვიდა , კარზე ზარია- მიწერა და მისაღებში გავიდა
-მიდი და მომწერე -დაუბრუნა პასუხი ბიჭმა
- ტაის ანდრონიკესგან არის - კატომ ქაღალდის შეფუთვა გაუწოდა
-ნეტა რა არის? - აცქმუტდა ნატალია
-გავხსნი მაცადეთ - გაეღიმა ტაისიას და ქაღალდი შემოაძარცვა , ულამაზესი ბრილიანტის თვლებით მოჭედილი ყელსაბამი ამოიღო,თავისი სამაჯურითურთ
-აუ რა ლამაზია - აღმოხდა კატოს
-მიდი გაიკეთე რა ,მალე - ერთადგილას ხტუნაობტა ნატალია
-ღმერთო ბავშვები ხართ რა , მოდით ერთიდან ერთმა გამიკეთეთ - ყელსაბამი გაუკეთა კატომ ტაისიას,სამაჯურიც მოირგო. მის ხასხასა კაბას ისე დააკვდა ვერ აღვწერ სიტყვებით .ანდრონიკე მიწერა
@- გადარეულო უზომოდ ლამაზია ,მიყვარხარ - ანდრონიკე როგორც ჩანს მოუთმენლად ელოდა მის ესემესს და პასუხი არც დააყოვნა
-მე შენ მიყვარხარ და მელამაზები ჩემო! 10 წუთში ჩამო, მოვალ კორპუსთან, გოგოებსაც უთხარი
-კაი ,გელოდები
-ტაისიამ გოგონებს უთხრა 10 წუტში ბიჭები მოვლენო,სარკეში შეისწორეს თმა , ტანსაცმელი და ანდრონიკემაც მიწერა ჩამოდითო , სამივე ღიმილაკრულები ჩავიდნენ. სამი ჯიპი იდგა ეზოში და ბიჭები სმოკინგებ ში გამოწყობილები ელოდნენ. სანდროს ტანში ისე შეახურა კატოს დანახვაზე, სხვა სიტუაციაში აქვე შემოაგლეჯდა ტანსაცმელს, გიორგი ჯერ გონს ვერ მოდიოდა ისე უხდებოდა ნატალიას ეს ვარდისფერი კაბა . და ანდრონიკე ? გაოგნებული ანდრონიკე მიშტერებოდა საყვარელ ქალს, ნაზი მიხვრა-მოხვრით ჩამოდიოდა კიბეზე , ბიჭს თვალს არ აცილებდა და კეკლუცად უღიმოდა
-ჩემო სიმპატიურო , ვისიხარო შენო - პატარა ბავშივით წაეკეკლუცა კატო სანდროს
-ოჰ ჩემი უფრო სიმპატიურია - მიეხუტა ნატალია გიორგის
-ღმერთო ჩემო თავი ბანკეტზე მგონია , ჩემს მამაკაცზე ტრაბახიც არ მჭირდება - ამაყად განაცხადა ტაისიამ და მისი სილამაზით მოხიბლულ მამაკაცს კისერზე შემოჰხვია ხელები
-ჩემო სილამაზევ - აღმოხდა მამაკაცს და ქალს ყელში ნაზი კოცნა დაუტოვა - ზედმეტად დიდი დეკოლტე მოგსვლია პატარავ , თუ დავთვრები ვერავინ გიშველის - ყურთან უჩურჩულა და გახურებული ტუჩები მიაკრო,გოგონას ცხელმა ტალღამ დაუარა სხეულში და მაცდურად გაუღმა მამაკაცს .
ცოტახანში რესტორანში იყვნენ, კარი თავისი ხელით გაუღო ტაისიას ანდრონიკემ , ხელმკლავი გამოსდო და ერთად შევიდნენ დარბაზში,ისე უხდებოდა ეს ორი ერთმანეთს, უზომოდ მიმზიდველები იყვნენ ერთმანეთის გვერდით.უამრავმა ნაცნობმა და უცნობმა მიულოცა ტაისიას დაბადების დღე . ცოტა ისაუბრეს , საჩუქრები გადასცეს გოგონას . რამდენიმე ჭიქა სასმელიც გადაკრეს.მერე ანდრონიკე მიუახლოვდა ტაისიას და ყურთან ჩაიჩურჩულა
-სიცოცხლევ ორი წუთი გავალ გარეთ , არ მოიწყინო
-ცუდად ხო არ ხარ ? - შეშფოთდა გოგო
-არა სულელო, ტელეფონზე დავრეკავ და მოვალ - ლოყაზე ეამბორა და ეზოში გავიდა. ორი წუთი არ იყო გასული რომ ტასოც გაჰყვა უკან, ტაისიას ეს არ გამოპარვია,რამდენიმე წუთი ითმინა ,მაგრამ უკვე ვეღარ ძლებდა და გარეთ გასვლა დააპირა
-ტაის საით ? - იკითხა გიომ
-ანდრონიკეს გავხედავ , დიდი ხანია გარეთ არის
-მოიცა არ გინდა, ალბათ დედამისს ელაპაარაკება , შემოვა - უცბად წარმოტქვა ბიჭმა , საკმაოდ არასტაბილური ტონით, ტაისიას ეჭები გაუღრმავდა . სცადა დალოდებოდა მის შემოსვლას მაგრამ უკვე ლოდინისგან ვეღარ ჩერდებოდა , ეზოსკენ აიღო გეზი ,კარებში არ იყო ბოლომდე გასული , ტასოს ხმა რომ მოესმა
-შენმა ტურფამ იცის რომ ეწევი ?
-ტასო არ შემეშვები? არ მაქ შენი ნერვები
-კაი ე.ი არ იცის, მომეცი ერთი ღერი ,მეც მოვწევ რა. ჩემი შგნით მაქვს - ბიჭმა კოლოფი გაუწოდა, ტასომ ერთი ღერი ამოიღ და ანდრონიკეს გამოწვდილ სიგარეტს თავისი მიადო ასანთებად
-ძაან გთხოვ ენა ნუ წაგისწრებს წინ და ნურაფერს ეტყვი ტაის
-ოჰ ეს შენი ტაი რა .
-ტასო ზედმეტები ნუ მოგივა , არ გაგიტარებ
-უჟმურო, ჩუმად ვარ - მიახალა გოგონამ და მის გვერდით ჩამოჯდა. ტაისია გაფითრებული იდგა ერთ ადგილას, ახლა ნათლად დალაგდა ყველაფერი, თურმე საიდან სიგარეტის სუნი და კოლოფი ჯიბეში,ახლა ცხადი იყო რატომ ღეჭავდა მენთოლიან დიროლს,სუნის გადასაფარად . თვალებზე სიმწრისგან ცრემლები მოადგა , მაგრა უკუაგდო, შუბლზე ხელი მიიბჯინა, ღრმად ჩაისუნთქა და დარბაზში დაბრუნდა.
-თურმე ბიჭს მოწევა დაუწყია და მე აქ სიყვარულზე და ნდობაზე მეფიცება, ღმერთო ასეთი გულუბრყვილო და შტერი რატო გამაჩინე - საკუთარ თავს ეჩხუბებოდა , სახეწაშლილი დაბრუნდა დარბაზში
-ტაის ცუდად ხარ? - სანდრო ამოუდგა გვერდით , გოგონას არაფრის თქმა არ უნდოდა ,ამიტომ კიდევ ერთხელ იცრუა
-დღეს არაფერი მიჭამია ,გარეთ მინდოდა გასვლა მაგრამ კარამდეც ვერ მივედი , თავბრუ დამეხვა და შემოვბრუნდი
-ტაის მიდი ეს დალიე, ტკბილია და შაქარს აიწევს,ცოტა გონს მოხვალ - ნატალიამ წვენის ჭიქა გაუწოდა
-მადლობა ნატ - ხელის კანკალით მოსვა, ცდილობდა შინაგანი აფორიაქება ჩაეხშო, ყელში მიბჯენილი ბურთი რომელიც ტირილს მოასწავებდა , ძალით გადააგორა ყელში .
-პატარავ ცუდად ხარ ? - შეშინებული მიუახლოვდა ანდრონიკე ქალს და წელზე ხელი შემოჰხვია
-დღეს ვერაფერი ჭამა და ცოტა თავბრუ ეხვევა - უტხრა კატომ
-მოდი დაჯექი - სკამზე ჩამოსვა საყვარელი ქალი და მის წინ ჩაიმუხლა - რამე მოგიტანო ?
-არა არღვლიანო , სად იყავი ამდენ ხანს - მკაცრად უთხრა და არეული მზერა მიანათა , ანდრონიკეს არ ესიამოვნა მისი ეს მიმართვა , რაც ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ , მას მერე მხოლოდ მაშნ მიმართავდა როცა რაღაცაზე ბრაზოდა
-გარეთ სიცოცხლევ,დედაჩემს ველაპარაკებოდი - ღრმად ამოისუნთქა და იცრუა , ტაისიას ამაზე სიმწრისგან გაეცინა და ცრემლებს გასაქანი მისცა , ცეცხლივით აკიაფებული თვალები მიაპყრო მამაკაცს და კბილებში გამოსცრა
-სიგარეტის მოწევა აქაც ნებადართულია არღვლიანო, გამწოვები აქვთ ჩართული !



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ეს სად გაწყვიტე გოგოოო. გული გამისკდება შემდეგი თავი დროზე დაადეეე

 


№2 სტუმარი ანსი

ახალი თაცი როდის იქნება?

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

ახალი თავი როდის იქნება? ძალიან საინტერესო წერის სტილი გაქვთ, ახალი მკითხველი ვარ და რაც მოვასწარი წავიკითხე. მომწონს :))))

 


№4 სტუმარი სტუმარი Lilu

აუუ მალე
დადებ? მეც ტაისიასავით მაქვს სიგარეტზე გართულება , თან ეს
ბიჭი ინსულინზე რო ზის იმედია არ
გაპარჭყავს ფეხებს :დდდდ წარმატებები და
მალე
დადე
რა

 


სტუმარი ნინი
ეს სად გაწყვიტე გოგოოო. გული გამისკდება შემდეგი თავი დროზე დაადეეე

უკვე ავტვირთე.ალბთ ხვალ დაიდება heart_eyes

ანსი
ახალი თაცი როდის იქნება?

უკვე ავტვირთე, ხვალ ალბათ დაიდება, ადმინისტრაცია ამოწმებს heart_eyes

სტუმარი ლილე
ახალი თავი როდის იქნება? ძალიან საინტერესო წერის სტილი გაქვთ, ახალი მკითხველი ვარ და რაც მოვასწარი წავიკითხე. მომწონს :))))

მიხარია თქვენი შთაბეჭდილებების მოსმენა heart_eyes ვიმედოვნებ ისიამოვნეთ ისტორიებით <3 შემდეგ თავს ხვალ ელოდეთ

სტუმარი Lilu
აუუ მალე
დადებ? მეც ტაისიასავით მაქვს სიგარეტზე გართულება , თან ეს
ბიჭი ინსულინზე რო ზის იმედია არ
გაპარჭყავს ფეხებს :დდდდ წარმატებები და
მალე
დადე
რა

ვცდილობ ჰეფიენდინგი იყოს და თქვენ ფიქრობთ ფეხებს ''გავაპარჭყინებ "??? joy heart_eyes შემდეგი ტავი უკვე ავტვირთე,მალე დაიდება

 


№6 სტუმარი სტუმარი Lilu

_კატერინაააა_
სტუმარი ნინი
ეს სად გაწყვიტე გოგოოო. გული გამისკდება შემდეგი თავი დროზე დაადეეე

უკვე ავტვირთე.ალბთ ხვალ დაიდება heart_eyes

ანსი
ახალი თაცი როდის იქნება?

უკვე ავტვირთე, ხვალ ალბათ დაიდება, ადმინისტრაცია ამოწმებს heart_eyes

სტუმარი ლილე
ახალი თავი როდის იქნება? ძალიან საინტერესო წერის სტილი გაქვთ, ახალი მკითხველი ვარ და რაც მოვასწარი წავიკითხე. მომწონს :))))

მიხარია თქვენი შთაბეჭდილებების მოსმენა heart_eyes ვიმედოვნებ ისიამოვნეთ ისტორიებით <3 შემდეგ თავს ხვალ ელოდეთ

სტუმარი Lilu
აუუ მალე
დადებ? მეც ტაისიასავით მაქვს სიგარეტზე გართულება , თან ეს
ბიჭი ინსულინზე რო ზის იმედია არ
გაპარჭყავს ფეხებს :დდდდ წარმატებები და
მალე
დადე
რა

ვცდილობ ჰეფიენდინგი იყოს და თქვენ ფიქრობთ ფეხებს ''გავაპარჭყინებ "??? joy heart_eyes შემდეგი ტავი უკვე ავტვირთე,მალე დაიდება

???????????? აუ მოუთმენლად ველი , იმედია მალე
დაიდება :დდდდ <3 ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent