შენზე უფროსია,არ შეეფერებით (თავი 9)
მის სიტყვებზე ანდრონიკეს სახე აეშალა , ენა გადაეყლაპა -რა ხდება ? ახლა არ დამიწყო არა ჩემო სიცოცხლე საიდან მოიტანე და შენს თავს გეფიცები და ასე და ისე . ამდენი ტყუილი უკვე საწყენი კი არა მოსაბეზრებელია ! - ფეხზე წამოვარდა, ტელეფონს ხელი დაავლო და სანდროს შეხედა - მანქანის გასაღები მომეცი, სახლში მივდივარ -ტაი მომისმინე გთხოვ - მუდარით აენთო სახე ანდრონიკეს -არც გაბედო , სიტყვაც არ დაგცდეს ანდრონიკე , ლაპარაკი რომ გდომებოდა ახლა აქამდე არ მოვიდოდით ! სანდრო გასაღები !!! - დაუყვირა ბიძაშვილს -ტაისი მოუსმინე რა,ამის გამო არ ღირს ჩხუბი - სიტუაციის განმუხტვა სცადა სანდრომ , მაგრამ ვაი მის ტყავს -ე.ი მე მაყ*ევებდით და ყველამ იცოდით , აი საღოლ , ტაში დამიკვრია . - ანდროს გასაღები გამოგლიჯა ხელიდან და სცადა გასცლოდა იქაურობას,მაგრამ ანდრონიკე გადაუდგა წინ -სანამ არ ვილაპარაკებთ , არსად მიდიხარ ! -გამეცალე ! - უთხრა და ისეთი მუშტი უთავაზა სახეში , რომ კლდესავიტ კაცი შებარბაცდა. რესტორანი ელვის სისწრაფიდა დატოვა. სახლში მივიდა კაბა სულ შემოგლეჯვით მოიშრა . ყელსაბამი ,სამაჯური და ნიშნობის ბეჭედი სარკის წინ მდგომ ტრილიაჟზე მოისროლა და მოწყვეტით დაეცა ხალიჩაზე . ცხარე ცრემლით დაიწყო ტირილი -მეზიზღები ანდრონიკე , მეზიზღები - ყვიროდა და ყველაფერს აქეთ იქით ისროდა . უყვარდა ის კაცი და ტანაც როგორ,ვერ იტანდა თანაც როგორ ,მოტყუებული იყო , საკუთარ თავს ადანაშაულებდა ნდობისთვის, იმისთვის რომ გული სრულად გაუხსნა , აჩუქა საკუტარი ხელით , მან კი რა გააკეთა მოატყუა, ხომ იცოდა რომ ტაისიას ამის მიმართ საშინელოი დამოკიდებულება ჰქონდა, იცოდა რომ მხოლოდ პრინციპულობაში არ იყო საქმე, ტაისია მასზე და მის ჯანმრთელობაზე დარდობდა, ცოტა დაიწყნარა თავი და ხელახლა ანერვიულდა იმის გაფიქრებაზე რომ შეიძლებოდა რამე მოსვლოდა , შეიძლებოდა ამ ნიკოტინს მისი ჯანმრთელობა უარესობისკენ წაეღო. უფრო უმატა ტირილს , გიჟს გავდა, სააბაზანოში შეიკეტა და საათობით იჯდა ცხელი შხაპის ქვეშ. ანდრონიკე და დანარჩენები გიჟებივით გამოცვვდნენ რესტორნიდან, კორპუსთან მისული ანდრნიკე გადმოვიდა მანქანიდა და სადარბაზოში შესვლას აპირებდა კატომ და ნატალიამ რომ შეაჩერეს -არც იფიქრო ანდრონიკე! ახლა შენი დანახვა უარეს დღეშ ჩააგდებს -კატო გააფრინე ?! გამეცალე უნდა ველაპარაკო - იღრიალა არღვლიანმა -არა მეთქი ! ამაზე თავიდან გეფიქრა - შეუტია კატომ -გიო წაიყვანე აქედან , ტაისიას ჩვენ დაველაპარაკებით -თქვა ნატალიამ და კატოს ხელი ჩაავლო - ავიდეთ კატო, შეეშვი -ანდრო წამო -არა მეთქი! -ანდრო წამოდი - ძალით ჩატენა მანქანაშიძმაკაცი და იქაურობას მოაშორა. გოგოები ტაისიას ოტახში რომ შევიდნენ განცვიფრებისგან შეჰკივლეს, მთელ ოთახში მიმოფანტული იყო ნივთები, ტაისია არსად ჩანდა -ტაისი! -იყვირეს და ძებნა დაუწყეს , ტაისიამ გოგონების ხმა გაიგონა პირსახოცი შემოიხვია და ოთახში უემოციო გამომეტყველებიტ გავიდა -ტაისი , ღმერთო , ხმა მაინც გაგეცა მოვკდით ნერვიულობით მივარდა ნატალია -და თქვენ მითხარით სიმართლე ? -ტაის , ჩვენ გუშინ გავიგეთ, დიდი ხანიც არ არის რაც ეწევა მართლა, მამაისის ამბის მერე ბარში დაულევია , ვიღაცას შეუტავაზებია სიგარეტი და ამასაც გათხლეშილ მთვრალზე მოუწევია,მერე ალბათ მოეწონა რომ ამ ფიქრისგან და დარდისგან მოადუნა და ვეღარ შეეშვა ,შენი გულისთვის ყველაფერს იზამს გადააგდებს მაგ სიგარეტს ტაი - ამოუსუნთქავად ესაუბრებოდა ნატალია , ცდილობდა ანდრონიკეს გამართლებას , იცოდა რომ მის დაქალს ის ბიჭი არანორმალურად უყვარდა -ხო სიყვარულს მეფიცებოდა ზუსტად გუშინ და თურმე ტყუილით , აღარ მაინტერესებს ვიფიქრე და გადავწყვიტე გერმანიაში მივდივარ,დედაჩემის სანახავად ისეც მქონდა ბილეთი შეკვეთილი ,მაგრამ ვერ ვბედავდი ანდრონიკეს დატოვებას, ახლა კი მისგან შორს ყოფნაზე მეტად არაფერი მინდა -რა გერმანია ტაის,გაააფრინე ?!- შეჰკივლა კატომ -ტაის მესმის რომ დრო გჭირდება ,მაგრამ ეგ დრო აქაც გექნება, ანდრონიკეს ნუ მიუახლოვდები რა საჭიროა გერმანიაში წასვლა -ნუ დარდობთ შენი და სანდროს ქორწილში ვიქნები,უბრალოდ მთელი ეს დრო გერმანიაში უნდა გავატარო, ყველაფრისგან შორს, იქნებ მომენატროს კიდეც და ვაპატიო სიგარეტის მოწევაც და ტყუილებიც - ირონიით წარმოტქვა და საძინებელშ შევიდა . -ვერ გადავაფიქრებინებთ ხო ? - ცრემლმორეულმა ჰკითხა ნატალიამ -სამწუხაროდ - ცრემლები მოიწმინდა კატომ და დაქალთან ერთად სავარძელში ჩაეშვა . გიორგიმ და სანდრომ ანდრონიკე მის ბინაში სულ ძალით წაათრიეს , ბიჭი გაცეცხლებული იყო, გიჟს გავდა , საკუთარ თავს ლანძღავდა , აგიინებდა , უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. -ანდრონიკე დაყენდი ერთ ადგილას რა - დაუღრიალა სანდრომ -როგორ დავწყნარდე სანდრო, ჩემი ყ*ეობის გამო საყვარელ ქალს ვკარგავ გესმის,ჩემი სისუსტის გამო,გუშნ სიყვარულს ვეფიცებოდი, ხელი ვთხოვე და დღეს მას ჩემი დანახვაც არ უნდა -ყველასთვის ნათელია რომ დამნაშავე ხარ,ისიც ნათელია რომ ჩემი მამიდაშვილი ფსიხია , მაგრამ უყვარხარ და მერწმუნე ყვეალფერს მალე მოაგვარეთ -სანდრო მართალია ანდრიკ ,მზესუმზირას და პიტნის კანფეტების მიეძალები და მოისვრი მაგ სიგარეტს რა ,ისიც შეგირიგდება -რა ადვილად უყურებთ ყველაფერს ნუ მაყ*ევებთ ბიჭო, ასე მარტივად არ მაპატიებს გესმით არა - ხმა გაებზარა მამაკაცს და სავარძელში ჩაეშვა იმ საღამოს ანდრონიკე უზომოდ სვამდა , ტაისია კი ბარგს ალაგებდა . მამამისს დაურეკა 5 საათზე ფრენა მაქვს და იცოდე , აეროპორტში დამხვდი ყველაფერს მერე მოგიყვებიო. გოგოებმა ტაისია გამთენიისას გააცილეს გერმანიაში,სიტყვაც კი არ უთქვამთ ბიჭებისთვის,ტაისიამ იცოდ არომ ანდრონიკე არ გაუშვებდა,ათას სისულელეს ჩაიდენდა და გოგოები გააფრთხილა სანამ არ წავალ კრინტი არ დაძრათო. სახლში მოწყენილები მივიდნენ,წინ სრული სამი თვე იყო კატოს და სანდროს ქორწილამდე დარჩენილი,კატო ნაწყენი იყო დაქალზე , წავიდა და ქორწილის საქმეებში ვერ დაეხმარებოდა ,მაგრამ იცოდა მისი ხასიათი,აქ რომ დარჩენილიყო დარწმუნებული იყო რომ ანდრონიკესთან ყოველდღე საშინელი ომი ექნებოდა. დაქალებს შორის გამეფებული სიჩუმე სანდროს ზარმა გაარღვია @ -კატუს რას შვებით / -არაფერს სან შენ? -რავი ანდრონიკესთან ვართ, ხო იცი რაზეც გირეკავ ? -ვიცი სან,ტაისია საშინელ მდგომარეობაშია,ვერ გადავაფიქრებინეთ ,ა რ მოგვისმინა და დრამდენიმე საათის წინ გერმანიაში გაფრინდა, შენი და სანდროს ქორწილამდე ჩემი ფეხი არ იქნება აქო -რასამბობ გოგო არ გამაგიჟო,ამ ორ საათშ ბილეთი სად იშოვა, რას მაგიჟბ - ყვიროდა სანდრო -დედამისს ხომ უნდოდა მის დაბადებისდღეზე გერმანიაშ ყოფილიყო,ხოდა ის ბილეთი კიდევ ჰქონდა შენახული, ადგა და წავიდა სანდრო. შენ მაინც ნუ მიყვირი - ხმა გაებზარა გოგოს -ჩემი კარგი მოვტ*ან რა, ეგ გოგო მასულელებს - დაიგრგვინა და ყურმილი დაუკიდა კატოს. - სანდრო რა ხდება ? - მოთმინებას კარგავდა ანდრონიკე -რა ხდება და შენი საცოლე გერმანიაში გაფრინდა ცოტა ხნის წინ , გილოცავ სი*ო ! -რა გერმანია ბიჭო -ფეხზე წამოხტა ანდრონიკე - გეფიცები ჩავალ და ჩემი ხელით ჩამოვიყვან, ძალის გამოყენებაც რომ დამჭირდეს მაინც ჩამოვიყვან -დაეგდე რა !- შეუღრინა სანდრომ - არსადაც არ ჩახვალ, ძაან დააშავე,ის სუფთა ხეა, სანამ არ დაწყნარდება ჩემ ყ*ეს ჩამოადგავს აქ ფეხს ,მოგიწევს სამი თვე დაელოდო და ჩვენს ქორწილში იჩალიჩო და შემოირიგო -გავგიჟები,გეფიცები გავაფრენ - თავი ხელებში ჩარგო და ფიქრებს მიენდო.. 2 თვის შემდეგ .... მთელი ორი თვე ცდილობდა ანდრონიკე ტაისიასთან ხანგრძლივი კონტაქტის დამყარებას , მაგრამ ტაისია ამის საშუალებას არ აძლევდა,კონტაქტის ყველა გზა მოუჭრა , ღამღამობით მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებდა , ცრემლებად იღვრებოდა , ენატრებოდა , თანაც როგორ ენატრებოდა , მაგრამ ტყუილი ვერ მოინელა . სანდროს ურეკავდა და ეკიტხებოდა როგორ არისო,სანდროს გაანდო მისი ჯანმრთელობის შესახებ, მერე სანდროსაც გაახსენდა რამდენჯერმე სასმლის გადაჭარბებისგან ცუდად რომ გახდა და საავადმყოფოში ამოყო ანდრონიკემ თავი, რა თქმა უნდა სანდროს ეს ყველაფერი არ უთქვამს ანდრონიკეთვის, ხანდახან ფიქრობდა რომ ეთქვა , იქნებ შეეცვალა რამე ,მაგრამ ტაისია ისეთი ნაწყენი იყო ანდრონიკეზე საუბარს ყველაფრის მიუხედავად არიდებდა თავს. სამსახურში დროებითი მენეჯერი დატოვა , ხშირად ეკითხებოდა ამბებს, რამე ხომ არ სჭირდებოდათ. კატოსთან და ნატალიასთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა ,გოგონებს ერთ დღეს გადაუწყვიტავთ დაქორწინება , მეჯვარეებიც არჩეული ჰყავდათ, გამომდინარე სანდროს და ტაისიას ნათესაური კავშირიდან , ტაისია ნატალიას მეჯვარე იყო, კატომ კი თავისი უნივერსიტეტის ახლო მეგობრები დაიყენა მეჯვარედ . ტაისიას მამამისი უჩიჩინებდა ხშირად, აპატიე იმ ბიჭს განა რა დააშავა ასეთიო,მაგრამ გოგო ყურს არ უგდებდა, დედამისი კი პირიქით ხომ გითხარი ფეხი გადაუტრიალდება,ნუ ენდობიო. ორი თვე როგორღაც აიტანა დედამისის კაპრიზები,უაზრო მითქმა -მოთქმა ,მაგრამ უკვე ყელშ ჰქონდა . გოგოებს დაურეკა ჩამოვდივარო ,ბილეთი აიღო ,მშობლებს დაემშვიდობა და აფორიაქებული ავიდა თვითმფრინავში. კატო და ნატა აეროპორტშ დახვდნენ -ვიცი რომ დაღლილი ხარ ,მაგრამ ხინკლის სახლშ დავსხდებიტ შევჭამთ და ვიჭორავებთ - განაცხადა კატომ , ტაისიას სხვა გზა არ ჰქონდა დაეთანხმა გოგოებს, სახლში მივიდნენ , ბარგი დატოვა, გრძელი,ბარძაყამდე აჭრილი შავი სარაფანი ჩაიცვა , კორსეტი მოირგო, თბილი პალტო მოისხა და გოგოებთან ერთად წავიდა ხინკლის სახლში,უკვე ნოემბერი იწყებოდა და ცოტა ციოდა საღამოობით . კატომ სანდრო უთხრა ტაისია ჩამოვიდა და სავახშმოდ მივდივართო,ბიჭებმა ჩვენც ანდრონიკესთან ერთად ვართო, მის ოჯახთან ერთად ვვახშმოობთო,კატომ კატეგორიულად გააფრთხილა არ დაგცდეს რომ ჩამოვიდა ,მომკლავსო და სახინკლეში შეაბიჯეს . კატო და ნატალია წინ მიდიოდნენ, ტაისია უკან მიჰყვებოდა როცა მობილური აუწკრიალდა -გგოოგოებო მამაჩემი მირეკავს, შედიტ თქვენ შეუკვეთეთ და მოვალ -კაი დაო @ -ჰო მა -რას შვები მამი როგორ იმგზავრე -კარგად მა, ნუ დარდობ, გოგოები დამეცნენ და სახინკლეში წამოვედით -კაი მიდი ,ცოტას გადააყოლებ გულს, გაკოცე მახუნხულ -მეც მა - ყურმილი დაკიდა და შიგნით შევიდა. გამოფიტული, უენერგიო ანდრონიკე უემოციოდ მიყრდნობოდა საზურგეს და მაგიდაზე დადებულ ცარიელ ჭიქას ატრიალებდა -გამოფხიზლდი ოქრო - მხარი მიჰკრა სანდრომ და ბიჭი შეკრთა, ნაძალადევად ჩატეხა ტუჩის კუთხე და ატიტინებულ უმცროს ძმას უსმენდა . -ასეთი არასდროს მინახავს ვახო ჩვენი შვილი - დარდიანად ჩაუჩურჩულა ქმარს მაკამ -არ ვიცი რა უნდა გითხრა მაკა, ვამტყუნებდი, ვეჩხუბებოდი , მაგრამ ისე ჰყვარებია ეს გოგო,ბოდიშის მოხდისაც კი მცხვენია - დანანებით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და დაღონებულ ვაჟს მზერა მიაპყრო -ნეტა ვინ არის ეს გოგო, როგორია რომ ჩემი შვილი თავს იდანაშაულებს და ასეთ დღეშია -ის რომ თავს იდანაშაულებს ე.ი მართლაც კარი გოგოა და ჩვენმა მუტრუკმა აწყენინა , ძალიან აწყენინა -არ ვიცი ვახუნა არ ვიცი - დაღონებულმა ჩაილაპარაკა და გაზიანი წყალი მოსვა ქალმა კატო და ნატალია შევიდნენ თუ არა , პირველი ბიჭებს მოჰკრეს თვალი -დავიღუპეთ ნატა , ტაისიამ რომ გაიგოს იმას იფიქრებს სპეციალურად მომიყვანეთ აქო -ჯანდაბა კატო, რატო არ გითხრა სანდრომ რომ ისინიც აქ იყვნენ -იმიტო ,რო მეც არ მითქვამს აქ რო მოვდიოდით - მაქსიმალურად შორს დაიკავეს ცარიელი მაგიდა, სანდრომ და გიომ უმალ შენიშნეს გოგოები , გიორგი დასსაძახებლად წამოიწია ,მაგრამ სანდრომ შეაჩერა ,რაღაცის თქმას აპირებდა რომ ამასობაში ტაისია გამოჩნდა -ტაისია ? - ჩაილაპარაკა გიომ ,გოგონას დანახვაზე -დაეგდე ! - ძალით დააჯინა სანდრომ გიორგი,როცა მიხვდა რომ ანდრონიკემაც შეამჩნია შეკრული წარბებიტ შემომავალი საყვარელი ქალი, ისეთი ლამაზი იყო , სახეზე დარდი ეკითხებოდა ,მაგრამ მაინც უზომოდ უხდებოდა . ანდრონიკეს თვალები გაუნათდა , ტანში ჟრუანტელმა დაუარა ,როგორც მაშნ როცა პირველად ჩაიკრა გულში,მაგრამ ეს გრძნობა უფრო მძაფრი იყო, მონატრება იყო . - ე ტაისია ჩამოსულა - აღფრთოვანებულმა წარმოთქვა ნიკამ და ანდრონიკეს რომ შეხედა გამომეტყველება შეეცვალა -ტაისია? ეს ის გოგოა დედა ? - წარმოთქვა მაკამ და ტაისიას სილამაზით მოხიბლულმა აღფრთოვანება ვერ დამალა -რა ლამაზი ყოფილა ძამიკო - წარმოტქვა ანასტასიამ -მართლაც ლამაზია - ჩუმად მაგრამ გასაგნად თქვა ვახტანგმა . ტაისიამ გოგოების გვერდით დაიკავა ადგილი, არ შეუმჩნევია მისკენ წამოსული ამდენი აღფრთოვანებული მზერა. -აბა შეუკვეთეთ ? -არა გელოდებოდით - საცოდავი ხმიტ თქვა კატომ -ისეთი სახე რატო გაქვთ თითქოს ეშმაკი ნახეთ - ტუჩის კუთე ჩატეხა ტაისიამ -ტაის არ გაგვიბრაზდე რა , მართლა არ ვიცოდით აქ რომ იყვნენ , დედის სულს გეფიცები - კატომ ერთი ამოსუნთქვით მიახლა -რა ხდება ხალხო -ჩვენს უკან ,ოღონდ არ მიაშტერდე, ანდრონიკე ზის ბიჭებთან და თავის ოჯახთან ერთად, მართლა არ ვიცოდით რომ აქ იყვნენ გეფიცები - სახეზე ფერები ეცვალა ტაისიას , თვალის გაპარებაც კი ვერ გაბედა, გულმა უგრძნო რომ ანდრონიკე უეჭველი შეამჩნევდა -კარგი მჯერა - ძლივს წარმოტქვა - უეჭველი შეგვამჩნიეს , უხერხულია რომ არ მივესალმოტ, ყოველშემთხვევაში მე უხერხულად ვარ თან ძაან, არ შემიძ₾ია ვიცოდე რომ აქ არიან და თავი მოვაჩვენო თითქოს არ დამინახავს -მართალი ხარ , წამოდი მივესალმოთ -ჯერ შევუკვეთოთ რამე და სანამ მივალთ , მოიტანენ - ოფიციანტს მიმართა ტაისიამ - თუ შეიძლება ერთი წუთით -დიახ გისმენთ -სალათი , მექსიკური ,ცეზარი და ხილის ასორტი რომ მოგვიტანოტ თუ შეიძლება -სასმელი ? -მე კოლას დავლევ , გოგოებო თქვენ ? - იკითხა ტაისიამ -ჩვენც -სამი კოლა ,უშაქრო -კარგით ,რამდენიმე წუთში მოგართმევთ -მადლობა - უთხრა კატომ და წამოდგნენ- წავედით ტაისიაც მიჰყვებოდა გოგოებს და ფეხები უკან რჩებოდა, ანდრონიკეს მზერა დაიჭირა და ერთიანად ახურდა , მამაკაცი დასუსტებული ეჩვენა,ლოყები ჩაცვენოდა , სახეზე ფერმკრთალი იყო, შუბლი ოფლისგან დასცვაროა ან უბრალოდ შორიდან ასე მოეჩვენა ტაისიას -ჩემი გოგო მოსულა - სანდრო წამოენთო და კატოს ლოყაზე ეამბორა -მხოლოდ ის ? - თვალთმაქცი წყენით წარმოტქვა ტაისიამ - საღამომშვიდობის - გაუღიმა იქ მყოფთ და ანრონიკეს მზერა მოარიდა -ჩემო ლილიტო ,როგორ მომენატრე- ძლიერად შემოეხვია მამიდაშვილს და შევარდისფრებული ლოყები დაუკოცნა -ტაისუს სალამი - გადაეხვია გიორგი -გოგო სად გაგვეპარე ეე - წამოხტა ნიკუშა და ჩაეხუტა მონატრებულ მეგობარს -გრცხვენოდეს გოგო - გაუღიმა ლუკამ და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა -მიხარია შენი ნახვა - გაბზარული ხმიტ წარმოთქვა ანდრონიკემ , არც ამდგარა სავარძლიდან არ იცოდა ტაისიას რა რეაქცია ექნებოდა ,თუ ჩაეხუტებოდა ზუსტად იცოდა რომ გაშვებას ვერ შეძლებდა -გამარჯობა ტაისია მე მაკა ვარ ანდრონიკეს დედა - ულამაზესმა წითურმა ქალბატონმა ხელი გაუწოდა ტაისიას და ფართოდ გაუღიმა -გამარჯობა ჩემო გოგო,მე ვახტანგი ვარ ,ანდროს მამა . როგორც იქნა შეგხვდი - აღფრთოვანება ვერ დამალა კაცმა და გოგოს ხელზე ეამბორა,მართლაც უზომოდ ელამაზა ეს გოგო ვახტანგს, ახლა მიხვდა რატომ იტანჯავდა თავს მისი ვაჟი. ანდრონიკეს ვახტანგის ეს რეაქცია ეუცნაურა ,მათ შორის ტაისიასაც თუმცა არაფერი შეიმჩნიეს . -გამარჯობა ტაისი მე ანასტასია ვარ -მე კი არჩილი - ხელი გაუწოდა ბიჭმა , საკმაოდ ჰგავდა ანდრონიკეს , თქმაც კი არ სჭირდებოდა რომ მიხვდა ანდრონიკეს უმცროსი ძმა იყო -უზომოდ ლამაზი ხარ - აღფრთოვანებულმა ანასტასიამ ემოციები ვერ მოთოკა -ასევე - გაუღღიმა გოგონას - აღარ შეგაწყენთ, შეკვეთა მზად იქნება , ჩვენ დაგტოვეთ .სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა - ფართოდ გაუღიმა იქ მყოფთ და კატოსთან ერტად დატოვა მაგიდა,ნატალიაც რამდენიმე წამში უკან გაჰყვა . ანდრონიკე გაშეშებული იჯდა და უყურებდა საყვარელი ქალის მიხვრა-მოხვრას ,ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და დაცვარული შუბლი ერთჯერადი ხელსახოცით შეიმშრალა . -ანდრონიკე კარგად ხარ ? - შეშფოთება გამოესახა ვახტანგს -კი ვახო , ნუ დარდობ- უთხრა და ერთი ყლუპი წყალი ძ₾ივს გადაყლაპა . -მემგონი ანდრონიკე კარგად არ გამოიყურება - წარმოტქვა კატომ -ხო აშკარაა,ნეტა სერიოზული ხო არ სჭირს რამე, რამდენჯერ მოხვდა კლინიკაში ამ ორ თვეში -კლინიკაში? - გაფითრდა ტაისია -ხო , არ გითხარით რადგან მასზე ლაპარაკი არ გინდოდა ხოლმე , მინიმუმ ხუთჯერ მაინც მოხვდა კლინიკაში , ძლივს გადაარჩინეს . მიზეზი არ ვიცი , მე ვფიქრობ შენ გამო - ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა კატომ .ტაისიას სხეული დაეძაბა,ვერაფერს მიაკარა პირი, ანდრონიკესკენ აპარებდა თვალს და ხვდებოდა რომ მართლა არ გამოიყურეოდა კარგად. ცოტახანში შეამჩნია ბიჭ როგორ წამოდგა მაგიდიდან, დაემშვიდობა ყველას და გასასვლელისკენ მიემართებოდა როცა თავბრუ დაეხვა და წაბარბაცდა, ის იყო უნდა წაქცეული იყო რომ გიჟივით ეცა ტაისია და წელზე ხელი შეუცურა -ანდრონიკე კარგად ხარ ? - შეშინებულმა ჰკითხა მამაკაცს - არა ტაი, გამიშვი სახლში წავალ -ნუ დებილობ, ნაბიჯსაც ვერ დგამ, ისევ მშიერი ხარ ხომ ასეა -რა მნიშვნელობა აქვს ტაი, გამიშვი -გეყოფა ბავშვურობა - დაუყვირა გაბრაზებულმა, მის ხმაზე მეორე მაგიდიდან ბიჭები წამოიშალნენ- ჯიბიდან გლუკოტოლი ამომიღე კატო სასწრაფოდ - ანდრონიკე თავის ადგილას ჩამოსვა, კატოს წამალი გამოართვა და ანდრონიკეს მშრალ ტუჩებთან მიუტანა - დალლიე - ბიჭმა ძლივს დააშორა ყბები ერთმანეთს,წამალი წვალებით გადაყლაპა წყალთან ერთად და მონატრებისგან აკიაფებული თვალები ძლივს გაუსწორა ქალს -ანდრო კარგად ხარ დე ? -შეშინებული ქალი ამოუდგა ტაისიას უკან -შაქარი დაუვარდა ქლბატონო მაკა , წამალი დავალევინე და ორ წუტში მოიყვანს გონს , მიდი ეს დალიე - კოკაკოლა მიუტანა ტუჩებთან - ცოტა ანრონიკე , ერთი ყლუპი და შეგეშვებიი - აკანკალებული ხელით ეკავა ჭიქა და ძლივს ერთი ყლუპი დაალევინა . - მანქანის გასაღები მომეცი , სახლშ გაგიყვან -ჯიბეში მაქვს- დაუძლურებულმა პიჯაკის ჯიბიდან ამოაცურა გასარები , ტაისიამ გამოართვა , მისი ხელი კისერზე გადაიდო და ემსუბუქა, როგორც ჩანს მართლა დასუსტდა ანდრონიკე -სახლში გავიყვან , მივხედავ არ იდარდოთ. საღამო შეირგეთ - მაკას უთხრა და პალტო აიღო ცალი ხელით,მეორე კი წელზე მოჰხვია ანდრონიკე -დამირეკე შილო როგორ იქნება , გენდობი - აცრემლებულმა უთხრა მაკამ და ქმარს მიეხუტა. ანდრონიკე ჩასვა მანქანაში და წამში მის სახლში გაჩნდნენ, აშკარად უშველა წამალმა და გონზე მოვიდა,სიარულიც კარგად შეეძლო. სახლში შეიყვანა თუ არა სავრძელში ჩასვა, პიჯაკი გახადა და გვერდიტ მოისროლა. -საჭმელი გაქვს მაცივარში ? -რამე იქნება ტაი - მაცივარი გამოაღო და მხოლოდ რამდენიმე შოკოლადი და წვენი იდო -მშიერი კვდებოდი ეს 2 თვე? - ჩაილაპარაკა და ტელეფონს დასწვდა - აქ იჯექი ორ წუტში ამოვალ .- ორპუსის ქვემოთ არსებულ „წისქვილი-ბაზარში“ ჩაირბინა , გამზადებული ქათმის სალათი ამოიტანა , ჩანგალი მოძებნა და საკუთარი ხელიტ აჭამა ძალაგამოცლილ მამაკაცს -მეტი აღარ მინდა გთხოვ - წუწუნი არმოხდა ანდრონიკეს - კბილებს თუ არ გამოვიხეეხავ გული ამერევა -კარგი მოდი დაგეხმარები - აბაზანაში შეიყვანა , კბილები სულ წვალებით გამოიხეხა , სავლები გამოივლო, სახეზე ცივი წყალი შეისხა და იგრძნო რომ გონზე მოდიოდა. ტაისია საწოლს უმზადებდა. ბარბაცით შეაბიჯა საძინებელში და იქვე მდგომ სავარჩელში მოწყვეტით ჩაეშვა -მადლობა ტაი -თავს როგორ გრძნობ ? - მიუახლოვდა და მის გაშლილ ფეხებს შორის დადგა -თითქოს მომეხსნა გულის რევის შეგრძნება -გინდა რამე ტკბილი მოგიტანო ? შეჭამ ? -არა მე მხოლოდ შენ მჭირდები დევდარიანო - უეცრად დაქაჩა ქალს და ტაისია მის ზემოდან მოექცა -რას აკეთებ ანდრონიკე გამიშვი - აწრიალდა ,მაგრამ ანდრონიკემ ძ₾იერად მიიხუტა და მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. თავი მის კისერში ჩარგო და მონატრებული ქალის სურნელი ერთიანად შეიყნოსა -ნეტა იცოდე როგორ მენატრებოდი - თქვა და ობოლი ცრემლი გადმოუგორდა ლოყაზე , ტაისიამ ყელზე სისველე რომ იგრძნო საშინელმა ცივმა ტალრამ დაურა, მიხვდა რომ ანდრონიკე ტიროდა, კაცის ტირილი არრასდროს ენახა,მიტუმეტეს მისი მამაკაცის,ამ კლდესავით უდრეკი კაცის . ღრმად ჩაისუნთქა და თავი ააწევინა -ამ ორმა თვემ რა შეცვალა ჩვენში ანდრონიკე ? --ყველაფერი შეცვალა ტაი , შენ შეგცვალა , მე შემცვალა. ახლა ისე მიყურებ მგონია რომ ჩემს მიმართ წვეთი სიყვარულიც კი არ დაგრჩა -ჩუმად ! - ტუჩებზე ხელი ააფარა მამაკაცს და გადმოგორებული ცრემლი თითით მოსწმინდა - თუ მე დავივიწყებ იმ ამბავს, ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდება ? -არა ტაი არ დაბრუნდება , იმიტომ რომ.. -ისევ ეწევი ? - გააჩუმა და მოულოდნელი შეკითხვა დაუსვა -შეგიძლია მაკოცო და გაიგებ -ტუჩების შეხებით გავიგებ ჩემი საქმრო კიდევ ეწევა თუ არა? - ირონიამ გაუპო სახე ,წამოგომა დააპირა რომ ანდრონიკემ ტავისკენ მოიზიდა -ენასაც გამოვიყენებ - მის სახესთან დაიჩურჩულა და მოწყურებული დაეწაფა მონატრებულ ტუჩებს, ერთ წამს თავის დაღწევას ცდილობდა ტაისია ,მაგრამ ანდრონიკემ საჯდომზე ჩააავლო მისი ტორები და სხეულზე ძლიერად აიკრა . ამოუსუნტქავად დაუკოცა საყვარელ ქალს ბაგეები -აბა კიდევ ვეწევი ? - ღრმად სუნთქავდა მის სახესთან და შეკითხვა დაუსვა -კბილები გაქვს გამოხეხილი და როგორ უნდა გავიგო - თითქოს უკვე ეღიმებოდა ტაისიას,მიხვდა რომ მართლა აღარ ეწეოდა,ასეთი მარტივი არააა მწეველის პირისღრუ კბილის პასტით დამალო -კიდევ გავიმეორებ მაშინ - უთხრა და ტუჩებზე დააცხრა , კოცნით გული რომ იჯერეს , ტაისიამ წამოიწყო საუბარი -დასუსტებულიხარ -ვიცი , საცოლე ჩემი უტვინობის გამო გერმანიაში გამექცა ორი თვით და აღარავინ მივლიდა -ნამდვილად კარგია რომ აღიარებ შენს უტვინობას -მაპატიებ ? - საწყალი ტვალებიტ შეხედა ქალს -მეტისმეტად მყვარებიხარ არღვლიანო - ღრმად ჩაისუნთქა და ახლა თაავად დაუკოცნა ბაგეები მამაკაცს -დროა ეს დაიბრუნო - ტუმბოზე დადებული კოლოფიდან ნიშნობის ბეჭედი ამოიღო და თიტზე ჩამოაცვა. ტაისიას გაახსენდა როგორ მოიძრო ხელიდან და მოიროლა,მერე კი კატომ ანდრონიკეს დაუბრუნა ტაისიასვე მოთხოვნით. -მენატრებოდი - ლოყაზე მოეფერა მამაკაცს და გულმკერზე მიეკრო -ჩემო სულო ! - ძლიერად მიიხუტა ქალი და საწოლში გადაინაცვლეს -ტანსაცმლიანი ნუ დაწვები , ადექი გაგხადო - ფეხზე წამოდგა ტაისია და პერანგის ღილები შეუხსნა მაამაკაცს , ანდრონიკე ქვემოდან უყურებდა საყვარელ ქალს და მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში -ხვალვე დავიწეროთ ჯვარი გთხოვ -რა ? ისევ ცუდად ხარ მგონი - გაუკვირდა ტაისიას , რადგან ანდრონიკეს სიტყვები გაახსენდ ა1 ან 2 თვეში კი არ ვაპირებ შენს ცოლად მოყვანასო -არა , აღარ შემიძლია უშენობა ტაი , სხვადასხვა საწოლში დაძინება და გაღვიძება, ლოდინი როდის გნახავ , აღარ შემიძ₾ია . დღევანდელი დღე ბოლოა როცა მე და შენ შეყვარებულები ვართ ,ხვალ ჯვარს დავიწერთ -შენ მე მაოცებ - ღიმილმა გადაირბინა ტაისიას სახეზე -მეჯვარებზე მე ვიზრუნებ - უთხრა და ფეხზე წამოდგა, ნაზად აკოცა ყელშ და ქამარი შეიხსნა -მე ფეხსაცმელს გავიხდი , და დედაშენსაც დავუეკავ დარდობდა -კაი მიდი - ჩამოჯდა საწოლზე და ანდრონიკეს მობილურიდან დარეკა მაკასთან.თან ფეხსაცმელს იხდიდა.უტხრა რომ კარგად იყო ,დღეს მასთან დარჩებოდ ადა თავად იზრუნებდა .ქალი ბედნიერებისგან ცას ეწია და კმაყოფილმა დაკიდა ყურმილი. -შენ და დედაჩემი კარგად შეეწყვეთ ხო ? - საცვლისამარა დაჰყურებდა თავზე გოგოს -მგონი კი - წამოდგა და ფეხსაცმელი აივანზე გაიტანა - მიდი დაწექი - მიმართა ანდრონიკეს -შენ მაგ შუბა-ახალუხით წვები? - წარბები მაღლა აზიდა ანდრონიკემ -არა მაისურს ავიღებ შენი კარადიდან - კარადისკენ აპირებდა წასვლას რომ მამაკაცი დასწვდა მის მკლავს და სხეულზე აიკრა ქალი -მე თვითონ - კორსეტი გაუხსნა და მოიროლა -ვიღაცა ხო არ გამითამამდა? - წარაწევით ჰკითხა ტაისიამ -ხვალ ნახე შენ გათამამება , თბილისი უნდა შევძრა - ტაისიამ ამის გაგონებაზე უმოწყალო სიცილი ატეხა , თვალებიც კი აუცრემლიანდა - ხვალ ვინ იცინებს დაგანახებ მე შენ - უთხრა და ტუჩებზე დასწვდა, კაბა ერთი ხელის მოსმით გააძრო და საცვლების ამარა დაიგულა საწოლში, მთელი ღამე ეფერებოდა , კოცნიდა და ეხუტებოდა. ისე მონატრებული იყო მის სურნელს , ალერსს რომ ეგონა პირველად ეხებოდა. ერთმანეთის სურნელში გაბრუებულებს ჩაეძნათ . დილით ტაისიას გამოეღვიძა პირველს, შეიშმუშნა ,ისე ძლიერად ჰყავდა მკლავებში მოქცეული ანდრონიკეს . -დილამშვიდობის ცოლო - ამდენხნიანი ძილის გამო ხმა უფრო დაბოხებოდა ანდრონიკეს -დილამშიდობის ჯერ კიდევ შეყვარებულო - ღიმილიანი სახით წარმოტქვა ტაისიამ -ეგ სტატუსი დიდხანს არ მქნება - წამოიძახა და გოგონას ზემოდან მოექცა -ავდგეთ შენ მამაშენს დაებაზრები და ჩააყენებ საქმის კურსში ,მე ჯვრისწერის ამბებს მოვაგვარებ . რამელამაზი თეთრიკაბა ჩაიცვი რა -კაბის საქმეს აქვე მოვაგვარებ ,კორპუსის ქვემოთ ატელიე როა, სანამ შენ მოაგვარებ რაღაცებს მე კაბას შევარჩევ -ჩემო გულო- გემრიელად დაუკოცნა ბაგეები საყვარელქალს -ადექი ახლა და გამიშვი ,ფრიდონის დავურეკო -მიდი ჰა , ასკუპდი - ლოყაზე აკოცა და საწოლზე გადაწვა,ტაისია საცვლებისამარა წამოდგა ,თმა შეისწორა და კაბას დასწვდა, თვალებში მოციმციმე ნაპერწკლებით უყურებდა ქალს ანდრონიკე - მაგ შენს წითელ ტანგაზე ვაბოდებ - აღმოხდა კაცს -ენა ! -აწითლებულმა შეუბღვირა ტაისიამ ,ანდრონიკე უცბად წამოვარდა და საჯდომზე კბილებიი დაასო - ბიჭო ! - დაუყვირა და უკან გახტა , ანდრონიკე ახარხარებული დაეცა საწოლზე,ტაისიამნაკბენზე ხელი მოისვა და როცა აეწვა , გაბრაზებულმა ბალიში ესროლა -ვგიჟდები შენზე - სიცილით წარმოტქვა ანდრონიკემ და ქალი სხეულზე აიკრო - მიდი გაემზადე და დაურეკე მამაშენს -ჩავიცვამ კაბას და დავრეკავ, წყალი გადაივლე შენ -მიდი პატარავ , მიყვარხარ - ეამბორა ნაზად და სააბაზანოში შევიდა ტაისიამ ტანსაცმელი გადაიცვა, საწოლი მიასწორა და მამამისთან დარეკა @ -მამი ჩემთან 8 საათი როა დაარ იცი,მამალიც არ ყივის ამ დროს გოგო -ვაიმე მამა, ადექი და განმარტოვდი სადმე --ისეც მარტო ვარ დედაშენი ბანაობს, რა ხდება რა ბედნიერი სახე გაქ მახუნხულ -კი ეგ არის ზუსტად,რასაც ფიქრობ -ბეჭდიანი ხელი აუთამაშა კამერაში -შერიგდით ,გენაცვალეთ მამა,ეგრე რა მაქეიფეთ ქორწილში რა -ქორწილზე უნდა გითხრა ზუსტად, დღეს ვაპირებთ ჯვრისწერას ორონდ არ დამიწყო რა მალე აიტეხეთ და ჩამოვსულიყავით და ქორწილი გადაგვეხადა და ასე და ისე . -არაფერს არ ვიტეხავ მამა, დედაშენის ახირებები იყო თორე მეც არ მინდოდა ქორწილი , ტქვენთვის სკუჩნად , ოყუჟულშ ,ვიწროდ იგუგუნეთ და ეგ არი,მერე სიძე აქაც ჩამომიყვანე და ეგ არი რა, დედაშენთან მოვაყომარებ როგორმე -იმენა ძმა ხარ ,მამა კი არა - გადაიხარხარა ტაისიამ და აიყოლა მამამისიც -ტაი ჩემი ტელეფონი სად დადე ? -გაისმა ანდრონიკეს ხმა -ვა სიძეც მანდ არი ? დამალაპარაკე გოგო , მივულოცო -ფრიდონს გაუმარჯოს - კემერაში წელს ზემოთ შიშველი გამოჩნდა ანდრონიკე -სიძეს სალამი, რა არი ბიჭო დასუსტებულხარ -შენი გოგოს ხელი მომაკლდა - გაიცინა და თავზე აკოცა ქალს -რა ვქნა ამაზე ადრე ვერ გამოვაგდე,ამ ერთხელ მაპატიე - გადაიხარხარა კაცმა -მამა ვთიშავ,უნდა მოვემზადო - დაბღვირა ქალმა -მიდი მამი და სურათები ჩამიყარეთ, დედაშენს ისე ვერ დავაჯერებ -ჩაგიყრი ხო, გკოცნი - ყურმილი დაუკიდა და ყურებამდე გაღიმებულ ანდრონიკეს შეხედა -რა იყო ? -ერთი სული მაქვს მალე დამთავრდეს ყველაფერი და ჩაგიგდო ხელში -ოჰ კარგი ერთი - გაიცინა და წამოდგა ,ანდრონიკემ საჯდომზე ხელი წამოარტყა და უკან მიჰყვა -შენ ატელიეში ჩადი , მოგვარდი მეც მოვაგვარებ რაღაცებს და მაქსიუმ 3 საათზე ჯვრისწერა გვექნება,მერე ადმე დავსხდეთ აღვნიშნოთ და საღამოს ჩემი ხარ - სხეულზე მიიკრა და ტუჩებზე დაეწაფა -წავედი მე და ამოვალ მალე- აკოცა და კაბის შესარჩევად წავიდა. ანდრონიკემ ბიჭებთან გადარეკა ყველაფერი უტხრა და საღამოს დასაგეგმად გამზადნენ. ტაისია ატელიეში ჩავიდა , ათასი კაბა მოიზომა , არჩევანი საკმაოდ სადა ტეთრ კაბაზე შეაჩერა , გრძელი ,წვრილმკლავზე ,წელზე კორსეტით , მკერავმა იმდენი ესაუბრა ,რომ ფატა თავისი გემოვნებით შეურჩია , იმაზე გძელი ვიდრე კაბა იყო. ყველაფერი გაამზადებინა და ანდრონიკესთან აბრუნდა ბინაშ. ყუთი ძლივს შეიტანა,ეს პატარა კაბა ფილარმონია ყუთში რატომ ჩამიდესო ,გზაში წუწუნებდა . -მოვედი - მიაძახა სამზარეულოში მყოფ ანდრონიკეს -რა მალე პატარავ? მეგონამთელი დღე იქ იქნებოდი -ეგეთი ფანტაზიები არ მაწუხებს ,მარტივად ვარჩევ -აუ ვნახავ რა - აცქმუტდა კაცი -რას აცქმუტდი ამხელა კაცი, ცავიცმევ და მაშინ ნახავ - ლოყაზე ეამბორა მამაკაცს -კარგი უფროსო,გოგოებს უთხარი ?მოვლენ? -ვაიმე გოგოები - წამოიძახა ტაისიამ - მიმაკლავენ არაფერი მითქვამს - კაბა საძინებელში შეათრია ,საწოლზე დააგდო და გოგოების საერთო ჩათში დაწერა ‘’ახლავე ანდრონიკეს ბინაში გაჩნდით ორივე, სასწრაფო საქმეა!’’ გოგოები წამებში წამოცვივდნენ და ტაისიასთან გაემართნენ, ბიჭებიც გიჟებივიტ შემოუვარდნენ ანდრონიკეს სახლში -ცოლი მოგყავს ბიჭო - შემოეხვია ლუკა -არ მეგონა რო საშველი დაგადგებოდათ რა - გადაიხარხარა გიომ -ვითომ რატო - საძინებლის კარზე ,ცალი მხრით მიყრდნობი ტაისია უმზერდა აცანცარებულ ბიჭებს -უი რძალო შენც აქა ხარ -გაეცინა ნიკუშას -ჩემი ლილიტი თხოვდება - ჰაერშ ააფრიალა მამიდაშვილი სანდრომ -ოე დასვი ჩემი ცოლი , არაფერი ატკინო - წამოენთო ანდრონიკე -აჰა ძმაო სულ შენი იყოს - გადაიხარხარა სანდრომ და ტაისია ანდრონიკეს დაუთმო. -ე.ი ჩვენ გავდივართ ყველაფერს ვაგვარებთ , გოგოები რჩებიან და თავიანთ საქმეს მიხედავენ- განაცხადა ანდრონიკემ და ქალს წელზე მოჰხვია ხელი . -დავაი დავგაზოთ - ტაში შემოჰკრა ნიკუშამ -წავედი პატარავ ,2 საათზე უკვე მზად უნდა იყოთ,სამზე უეჭველი სამებაში უნდა ავიდეთ -კაი მოვემზადებით, გოგოები ორწუთშ აქ იქნებიან -მიდი ლამაზო,მიყვარხარ - ნაზად ეამბორა და ბიჭებთან ერთად დატოვა სახლი .გოგოების მოსვლამდე თავის ორ მეგობარს დაურეკა ,რომლებიც ახლახანს ჩამოვიდნენ გერმანიიდან -ნინის და თათას , მთელი სამი წელი ისინი უვსებდნენ ნატალიას და კატოს არ ყოფნას,გოგოები ჭკუაზე არ იყვნენ როცა ტაისიამ მეჯვარეობა სთხოვა,უცბად მოცვივდნენ მასთან და გოგოებიც გაიცნეს,კატო და ნატალია აღფრთოვანებული დარბოდნენ წინ და უკან , კაბებს არჩევდნენ, ძლივს დაასრულეს ყველაფერი 2 საათამდე, ტაისია გაემზადა და გულისფრიალით გამოვიდა საძინებლიდან -რა ლამაზი ხარ - აღფრთოვანება ვერ დამალა ნინიმ -ნაკლები ემოციები ,თორე გული გამისკდება - ხმის კანკალით წარმოთქვა ტაისიამ -გვიყვარხარ გიჟო - ოთხივე მიცვივდა და ძლიერად შემოეხვია გოგოს . მათი ემოციების ღვრა ანდრონიკეს კაკუნმა შეაჩერა , ის იყო შემოდიოდა რომ კატო გადაუდგა წინ -ჯერ არა ! - იყირა და კარს ძლიერად მიაწვა -გოგო გული გამიხეთქე ,მზად ხართ წავედით -კატუს არ შემოგვიშვებ? - უკნიდან სანდროს ხმა მოესმა -შემოუშვი კატო - ნინის ხმა გაისმა -ეე ვინ გყავთ მანდ - თავი წამოყო ნიკუშამ -შემოდიტ ხო- ინტერესით ავსებული თვალებით შემოცვივდნენ ბიჭები ,ნიკუშას ნინის სილამაზეზე გაუშტერდა თვალი , გოგონამ ეს შენიშნა და დაიმორცხვა -ნიკოლოზ გამყრელიძე - ხელი გაუწოდა გოგოს -ნინი შულაია - სუსტი ხელი შეაგება ნიკუშას ტორებს -გამარჯობათ გოგოებო - ანდრონიკე ხმამაღლა მიესალმა და უკან გამოათრია ნიკუშა -თქვენ სიძე ხო ? - ღიმილიტ წამოდგა თათა და ხელი გაუწოდა ანდრონიკეს -გახლავართ ,მაგრამ პატარძალს ვერ ვხედავ -დავმალეთ - ენა გამოუყო ნატალიამ -რა დამალეთ ხალხო , გამოუშვით ,გვანახეთ - წინ წამოიწია სანდრო და კატო სხეულზე აიკრა -აბა მოემზადეთ, სიძე შენ წინ დადექი - წამოხტა თათა - თვალებს ხუჭავთ -ოო თათა - წაიწუწუნა კატომ -დახუჭეთ - დაიყვირა გოგომ,ყველა იძულეული გახდა დაეხუჭა თვალები .თათამ საძინებლიდან გაყინული და აკანკალებული ტაისია გამოიყვანა, გოგონა ნერვიულობისგან ლამის სულს ღაფავდა .ტაისიამ თვალებდახუჭულ ანდრონიკეს მოჰკრა თვალი,რომელიც ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და ამაზე გოგონას გულიანად გაეცინა , მის ხმაზე ბიჭებმა თვალები გაახილეს . ანდრონიეს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, უყურებდა მომღიმარ ქალს ,რომელიც აშკარად ანდრონიკეს მდგომარეობაზე ხალისობდა. ისეთი ლამაზი იყო , გამოყვანილ სხეულს თეთრი კაბა უმშვენებდა , გრძელი ფატა ,ანერვიულებული ხელები . აღელვებული ანდრონიკე მიუახლოვდა საცოლეს მისი გაყინულები ხელები თავისაში მოიქცია და შუბლზე ნაზად ეამბორა -ჩემო ფერიავ - ქალი ძლიერადჩაიხუტა ,ტაისიას იმდენად მოეშვა სხეული,მოდუნდა ,დამშვიდდა და ძლიერად მიეკრო სხეულზე მამაკაცს . -აბა ეხლა გეყოტ სენტიმენტები და გავედით - წამოიძახა გიომ -წავედით - ჩაილაპარაკა ანდრონიკემ , წელზე ხელი მოჰხივა ქალს და სახლი დატოვეს . ....................... ამბიონზე ერთმანეთისგან შორს იდგა ორი უზომოდ შეყვარეული ადამიანი, აღელვება და აფორიაქება იპყრობდა მათ სხეულებს,მოძღვარი ლოცვას უკითხავდა წყვილს,ისინი გულისყურით უსმენდნენ წმინდა წერილის თითოეულ სიტყვს და მაინც სხვა სამყაროში იყო მათი გონება . ერთმანეთისკენ თვალსაც კი ვერ აპარებდნენ,სანამ თავად მღვდელმა არ შეჰყარა ერთმანეთის გვ ერდიგვერდ წყვილი. -აბა გადაეხვიე შენს ცოლს ჩემო ბიჭო - მხიარულად უთხრა მოხუცმა მოძღვარმა ანდრონიკეს , გაღიმებული მამაკაცი ნაზად ჩაეხუტა აწ უკვე მეუღლის აკანკალებულ და ნერვიულობისგან გაყინულ სხეულს და მოშიშვლებულ მხარზე ნაზი კოცნა დაუტოვა -ახლა მე ჩამეხუტეთ - მხიარულებას უმატა გახარებულმა მოძღვარმა , როგორც გაირკვა ანდრონიკეს მოძღვარი გახლდათ,წლებია მისი მრევლის წევრია ჩვენი არღვლიანი . თბილად ჩაეხუტა ტაისია მოხუც მღვდელს და ჯვრისწერის მოწმობა გამოართვა .- აბა მიულოცეთ ახლა, რასდ დგახართ - სამებაში ექოდ გაისმა მღვდლის მხიარული ხმა და მთელი სამეგობრო მათთკენ წამოვიდა მოსალოცად,სათითაოდ ეხუტებოდნენ ჯერ ტაისიას და მერე ანდრონიკეს,ბოლოს ბატონი ვახტანგის და მაკას ჯერიც დადგა, ტაისია უფრო აიტანა ნერვიულობამ, არ იცოდა როგორ შეხვდებოდნენ ანდრონიკეს მშობლები -ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის ბედნიერება ხარ ტაისია დევდარიანო, მადლობა რმერთს რომ ახლოს გაგიცანი,მადლობა უფალს რომ ჩვენს ცხოვრებაში შემოხვედი , არ გეტყვი მამა დამიძახე მეტქი ,თუმცა გეტყვი , ისე მიმიჩნიე როგორც საკუთარი მამა, თქვენს გამო ამ ჩემს დაბერებულ გულს დავთმობ - ყველასდა გასაკვირად ცრემლი წამოუვიდა ვახტანგს და ვაჟიშვილსა და რძალს გადაეხვია,თურმე რამხელა სიყვარული შესძლებია, თრმე სითბოს გამოხატვაც შესძლებია -ჩემო მშვენიერო შვილებო , გილოცავთ. უბედნიერესები უნდა მყავდეთ - ტირილით ჩაეხუტა რძალს მაკა და ამაყი თვალები მიაპყრო ვაჟს . მოძღვარს დაემშვიდობნენ და ტაძრის ეზოში გავიდნენ, ტაისიას აღელვება არ ცხრებოდა,რამდენიმე ფოტო გადაუღეს მეგობრებმა. თავადაც უამრავი ფოტო და ვიდეო გადაიღს ახლადშეუღლებულებთან . ანდრონიკე ამჩნევდა რომ ტაისია უზომოდ დაძაბული და აღელვებული იყო, ძლიერად მოჰხვია ხელები ქალს მუცელზე და სეხულზე აიკრა -ყველაფერი მორჩა ჩემო ! დღეიდან თამამად ვაცხადებ რომ ჩაგიფიქრე და აგისრულე კიდეც! - ყურთან უჩურჩულა და გოგონას აფორიაქებული გუგლი უფრო ააფორიაქა . -გული ამოვარდნას მაქვს გეფიცები - ძ₾ივს ჩაილაპარაკა -ვიცი, ნუ დარდობ შენთან ვარ, მეც აღელვებული ვარ ,მაგრამ ეს ამად ღირს,მიყვარხარ - თავზე აკოცა ცოლს და უფრო მეტად ჩაიკრა გულში. მანქანებით ირბინეს , იუსტიციაში ხელი მოაწერეს ,სხვადასხვა ადგილებში გადაიღეს ფოტოები,საღამოს კი მყუდრო რესტორანშ დასხდნენ აღსანიშნად. ტაისია ტელეფონს არ ამოწმებდა,მაგრამ როცა ნახა მამისგან ათობით გამოტოვებული ზარი ნახა, იფიქრა ნერვიულობს რომ აქამდე არ ვაცნობე ამბებიო და ანდრონიკეს უჩურჩულა -მამაჩემი მოკვდა რეკვით და წამო ერთად დავურეკოთ - ბიჭი მიხვდა რომ ზედმეტად აღელვებული იყო მისი ცოლი და სიტყვებს თავს ვერ მოაბამდა -წამო ეზოშ გავიდეთ - ხელი წელზე მოჰხვია და რესტორნის ეზოშ გადაინაცვლეს . სკამზე ჩამოსხდნენ და ტაისიამ ვიდეოქოლით დაურეკა მამას @ -აბა ფრიდონ სიმამრის ამპლუაში როგორ გრძნობ თავს ? - გაღიმებულმა ჰკითხა ტაისიამ -მამის გულო, რა ლამაზი ხარ, გილოცავთ ბავშებო - მხოლოდ ეს თქვა კაცმა, სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა - მამა მშვიდობაა? რა სახე გაქვს -მამი არ მინდოდა რო დღევანდელი დღე ჩამეშხამებინა ,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს უნდა გითხრა რა -მშვიდობაა სიმამრო ? - მშვიდი ტონით მიმართა ანდრონიკემ -კაროჩე დედაშენს ველაპარაკე,გაგიჟდა გადაირია.მაგრად ვიჩხუბეთ და გავედი სახლიდან, გავეცალე რა . ხოდა რო მოვედი არ დამხვდა, გადავრეკე ,გადმოვრეკე ვერსად ვნახე -მამა რამე დაემართა დედას ? - შეშინებულმა იკითხა ტაისიამ -არა ტაის , საქართველოში გამოფრინდა 1 საათის წინ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.